ბიჭი ფანჯრიდან (17 თავი)
მთელი გზა ხმა არ ამოუღია ტატოს. მზერაც ისეთი დაძაბული და არაამქვეყნიური ჰქონდა იოსკამ რამდენჯერმე რაღაცის სათქმელად გახსნილი ბაგეები ისევ მომუწა. თუმცა კი სიგიჟემდე აინტერესებდა რა მოხდა წყვილს შორის. ამდენი წლის მერე მაინც რომ მოესმინა სიმართლე. მაგრამ რამდენჯერაც კითხვა დააპირა იმდენჯერ გადაიფიქრა. ცოცხალ გვამად ქცეულ მეგობარს არ უნდოდა კიდევ უფრო სტკენოდა გული. დიდი სისწრაფით მიჰქროდა მანქანა ახალდაგებულ ტრასაზე. მაგრამ ტატოს ეჩვენებოდა რომ მიღოღავდნენ. იმდენად შეეპყრო მოუსვენრობას ლამის, კარი გამოეგლიჯა და სირბილით უფრო ჩქარა ევლო. - მოისვენე. მალე ჩავალთ. - მიუხვდა მეგობარი. - ის რომ არ იყოს? - ისე თქვა თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა. თვალი ერთი წერტილისთვის ჰქონდა გაშტერებული და თითებშორის მოუკიდებელ სიგარეტის ღერს აწვალებდა. - არ ვიცი... შეიძლება არც იყოს მაგრამ ჩვენ მაინც ყველაფერი უნდა ვცადოთ. - სხვა ვერაფრით გაუკეთა გული იოსკამ. - და რომ იყოს? ის რომ იყოს? თვალებში როგორ უნდა შევხედო... - უარესმა პანიკამ მოიცვა ბიჭი. - როცა მივალთ ყველაფერს აეხდება ფარდა. დამალვით რომელი საქმე მოგვარებულა? დაელაპარაკებით ერთმანეთს. გაურკვევლობას ნებისმიერი პასუხი ჯობია. - სვა რომ ჰყავდეს? ან იქნებ გათხოვდა კიდეც. - შენ ძმაო შ*გ გაქვს და გარეთ ეძებ. რანაირად გათხოვდებოდა როცა ოფიციალურად ჯერ კიდევ შენი ცოლია. ან კიდევ თუ შენ ვერ დაივიწყე რატომ გგონია, მას დაავიწყდებოდი? არც კი გაბედო ასეთი სისულელე უთხრა.... - მას აქვს მიზეზი ვძულდე... დამიჯერე. - მძიმედ ამოთქვა და თითქოს სულიც, გულიც, სუნთქვაც კი ნათქვამს ამოაყოლაო. მონატრებას, სირცხვილს, დანაშაულის გრძნობას, სურვილს... ყველა გრძნობას ერთდროულად აეტანა და ლამის შეშლილიყო. ფიქრებიდან იოსკას ხმამ გამოარკვია. - ტატო მოვედით. ეს მისამართია. - მიუთითა სოფლის განაპირად. სხვა სახლებისგან განცალკავებით მდგარი პატარა სახლისკენ, რომელიც ალბათ სამი ოთახისგან თუ შედგებოდა. მაგრამ საოცრად ლამაზად მორთული აივნით იწონებდა თავს. დაკიდებული ყვავილების ქოთნებით და იქიდან მომზირალი დახეთქილი ფერადი ყვავილებით. ეზოც მწვანეში იყო ჩაფლული. სადაც ფერადი წიწილები მიმობნეულიყვნენ. იქვე პატარა ბიჭუნა დაინახეს, რომელიც კისკისით დასდევდა მათ. ტატოს თითქოს გული გაუჩერდა. მთელი არსებით იგრძნო კატოს სიახლოვე. ეს სილამაზე მხოლოდ მას შეეძლო შეექმნა. - თუ გინდა ჯერ მე ვნახავ... - უთხრა მეგობარმა როცა ყოყმანი შეატყო. ტატოს არაფერი უპასუხია. მანქანიდან გადავიდა. სწრაფად დაფარა მანძილი და აკანკალებული ხელით ჭიშკარი შეაღო. პატარა ბიჭმა შეამჩნია სტუმარი და მისკენ გამოიქცა. რამოდენიმე მეტრის მოშორებით მის წინ გაჩერდა და ინტერესით შეაჩერდა სახეში. მერე გაუღიმა ოდნავ, სულ ოდნავ. მერე თავი დახარა... ისევ ახედა ახლა უკვე ფართოდ გაუღიმა უკვე აცახცახებულ კაცს, რომელიც ხელ-ფეხს ვეღარ იმორჩილებდა. გაუღიმა და საცლისკენ მოკურცხლა. - დედაა! დედაა!- ხმამაღალა ეძახდა დედას. - დედა მამა მოვიდა! მამა! მამა მოვიდა! - მირბოდა და გაიძახოდა. ტატოს არ დაუნახავს როგორ გამოვიდა შეშლული სახით კატო. არც მისი განწირული კივილი გაუგია. არც მის სხეულზე დამხობილი უნახავი შვილი და მისი ვედრებით სავსე მზერა... არც მისი უმანკო ბაგეებიდან წამოსული "მიყვარხარ მამა" გაუგონია.... საერთოდ, საერთოდ არაფერი. მხოლოდ ძლიერ მოჭერას გრძნობდა გულში და სულიც ამოაყოლა ტკივილს. *** საავადმყოფოს თეთრ კედლებს ზურგით აკრული ქალი შეშლილი სახით. მის ფეხებს მიკრული ოთხიოდე წლის ბიჭი ასევე ატირებული, რომელიც შეშინებული აცეცებდა ცრემლებს გარშემო გულგრილს არავის ტოვებდა. 302 პალატის პაციენტის გაწამებული ცოლ-შვილი. პაციენტის, რომელსაც არავინ იცოდა ამ ღამეს დააღამებდა თუ არა ან გაუთენდებოდა თუ არა მისთვის მეტჯერ საერთოდ. ჰო... კატო და მისი პატარა ვაჟკაცი ბაჩო ტატოს ბოლო ამოსუნთქვას დარაჯობდნენ. მას გულის ძარღვი გადაუწყდა, რომელიც სისხლის 70%-ის გადაქაჩვას ახდენდა. ახლა საოპერაციოში შეყავდათ მაგრამ არავინ იცოდა იქიდან გამოვიდოდა თუ გამოასვენებდნენ. წინ მტანჯველი 9 საათი ელოდათ. დრო, რომელიც განაჩენს გამოუტანდა და თავის სახელს დაარქმევდა ყველაფერს. დასჯიდა თითოელი სიჯიუტისთვის, უნდობლობისთვის, ცალ-ცალკე გატარებული წუთისთვის. *** -გევედრებით ექიმო 2 წუთიც რომ იყოს. მომეცით ნება ვნახო. გევედრებით... იქნებ ბოლო იყოს... - სიტყვა გაუწყდა და ცრემლების დამალვა არც უცდია. ექიმმა მხოლოდ თავი დაუქნია. უფერული და დასუსტებული იყო ბიჭი. ჯერაც აგონიაში მყოფი... - გთხოვ... ამ ერთხელ მაინც... არ დანებდე. არ მიგვატოვო. გევედრები... გევედრები ტატო. შენ რომ აღარ იყო ჩათვალე, რომ არც მე ვიქნები და ნუ გაიმეტებ ჩვენს შვილს ობლობისთვის. მიყვარხარ... ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ცამდე და უფრო შორს. - თვალები დაუკოცნა...მერე ბაგეზე შეეხო გაუბედავად... ხრლზე ხელის სუსტი მოჭერა რომ იგრძნო გათამამდა. ვნებით დაუკოცნა გაცრეცილი ბაგეები. - იცოდე გელოდები. რომ დაგვაღალატო აღარ გაპატიებ. ხელის გულზე აკოცა და საოპერაციოდან გავიდა. დერეფანში შეშლილი სახით იჯდა ლილი და ხელისგულებს უკოცნიდა ბაჩოს, რომელიც შეშინებული თვალებით უცქეროდა ქსლს წაშლილ სახესა და ცრემლიან თვალებში. კატო რომ დაინახა მისკენ გაიქცა ბავშვი. - დე! მამა ნახე? - ვნახე სიხარულო. - პასუხობდა ბავშვს და ცივ მზერას არ აშორებდა ლილის. - ხომ მნახავს მამა? ხომ მოვეწონები? - ეს რა კითხვაა. მოეწონები კი არა ძალიან უყვარხარ მამას. ის აუცილებლად ჯანმრთელი გამოვა აქედან, რომ რაც შეიძლება მეტი გკოცნოს ჩემო ვაჟკაცო. - გულში ჩაიკრა ბავშვი და მისგან მალულად ნებაზე მიუშვა ცრემლები. - კატო! მაპატიე შვილო... - გაუბედავად დაიწყო ლილიმ. - ახლა არავინ და არაფერი მაინტერესებს ტატოს სიცოცხლის გარდა. გთხოვთ თავი შევიკავოთ. მითუმეტეს ბაჩოს თანდასწრებით. გასარკვევს კი აუცილებლად გავარკვევთ, როცა დრო მოვა. *** - კრიტიკული 24 საათიც გადავლახეთ. ოპერაციამაც კარგად ჩაიარა. ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული როგორ მოუვლით მეუღლეს. კვირის ბოლოს გავწერთ იმ პირობით, რომ ყველანაირი ემოციური სტრესისგან შორს იქნება და რა თქმა უნდა ფიზიკურ დატვირთვაზე ლაპარაკიც ზედმეტია. - უთხრა ექიმმა გაბრწყინებულ კატოს. რომელსაც ერთი სული ჰქონდა ქმარი ენახა. - მის ნახვას როდის შევძლებ? - სამწუხაროდ მხოლოდ 1 ადამიანის შეშვების უფლება გვქონდა და... დედა შევიდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.