შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუცუბიძის ქუჩა (თავი 3)


17-11-2019, 04:00
ავტორი Yagam
ნანახია 10 267

არასოდეს მოწონდა ტიტეს მსგავსი ტიპები. და რატომ? რამე აკლდა? გარეგნობა? ჭკუა? განათლება? მაგრამ ერთი იყო! საშინლად ცანცარასთან ერთად ისეთი ფიცხი გახლდათ, როდის აფეთქდებოდა და ყველაფერს ცეცხლს წაუკიდებდა არავინ იცოდა, თიკა არ იყო იმ სტილის გოგო, სიმპატიური ბიჭის დანახვისას რომ
მის საწოლში ჩაგორების სტრატეგიას დასახვდა. ამიტომ ოდითგანვე ქალების მუსუსს არასდროს ენდობოდა და მისგან თავს შორს იჭერდა. რატომ? იმიტომ რომ გრძნობდა, აშკარად გრძნობდა ტიტეს მიმართ იმას რაც არ უნდა ეგრძნო, ლორთქიფანიძე არ შედიოდა იმ ბიჭების რიცხვში ვინც ერთგულებას დაგითქვამდა და კუბოს კარამდე შენი იქნებოდა, იცოდა მის გვერდით ბევრი დამცირების გადატანა მოუწევდა, ღალატს არავითარ შემთხვევაში აპატიებდა, თუმცა მასთან დაშორებას გადაყვებოდა.
კიდევ ერთი თავისტკივილი აღარ სჭირდება.
თუმცა გააღიზიანა ტიტე ლორთქიფანიძის მასზე მკაფიო მოქმედებამ.
რამდენიმე წლით უკან გადაახვია გონება და ავტომატურად გაიხსენა ის მოგონებები რის დავიწყებასაც ამდენი ხნის მანძილზე ცდილობდა, თუმცა შედეგიანად ნამდვილად არა...

ბიოლოგიის რეპეტიტორთან აგვიანდებოდა, შორი მანძილი არ ჰქონდა გასავლელი თუმცა, დეკემბრის იმდენად სუსხი საღამო იყო, ყინვა ძვლებში ატანდა, უკუნით სიბნელეში ტელეფონის "ფლეში"(არვიცი ქართულად რა ქვია) აანთო და ერთიანად გათოშილი სადარბაზოში შევიდა, ლიფტით მერვე სართულამდე ააღწია, მასწავლებელი ჯერ არც მისულიყო და გვიან ნახა მისგან მოსული მესიჯი "თიკუნა ნახევარი საათით დამაგვიანდება, მანამდე გადამეორებასაც მოასწრებ" და ღიმილიანი სმალი.
სახლში დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ სადარბაზოს კიბეზე ჩამოჯდა ყურსასმენებში "Pink Floyd-hey you" ბოლო ხმაზე აუწია და თავი კედელს მიაყრდნო სადაც იყო ჩაეძინებოდა ("ფლოიდზე" ყოველთვის ასე სჭირდა) როდესაც, ბევრი ნაბიჯის ხმა ერთად გაიგო, ხმაური და ბიჭების სიცილის ხმა, უფრო მაღალი სართულიდან, თავი წამოსწია და ფეხზე წამოდგა, იმდენად სციოდა დუტის ქურთუკი უფრო მჭიდროდ შემოხვიდა და ბათინკები გაისწორა, უკვე მის პირდაპირ ჩამომავალ ბიჭებს ახედა და პირდაპი თუმცა გაუაზრებლად ტიტეს შეხედა, რომელმაც პირდაპირ თვალი თვალში გაუყარა, თუმცა მეგობრისთვის ლაპარაკი არ შეუწყვეტია თან რაღაცაზე იცინოდა, თიკა გამოშტერდა თუმცა მალევე ააშორა თვალი და ცხვირი აიბზუა, ტიტეს უკვე ხმით გაეცინა, თიკა ვერ მიხვდა მის ქმედებაზე გაეცინა თუ მეგობრის სასაცილო ისტორიაზე რადგან მას არც უყურებდა.
- გათოშილი წრუწუნა.- აშკარად თიკას მიმართულებით თქვა და მის ხმაზე თიკამ თავისთვის მინაბა თვალები თუმცა ტიტეს შეუმჩნევლად, ბიჭებმა მალევე ჩაირბინეს კიბეები და მთელ სადარბაზოში სიცილის და მხიარულების ნოტები დატოვეს.
იმის შემდეგ ყოველთვის ხედავდა სკოლაში, მის ეზოში, ძმაკაცებთან ერთად ბირჟაზე, მთელი მეთორმეტე კლასი იქ დგომის გარდა არაფერი უკეთებია, მაშინ როდესაც თვითონ წიგნს წიგნზე სწავლობდა, ლორთქიფანიძე საკმაოდ კარგი ქულებით ჩაირიცხა სამართალზე, თიკას კი წინ ჯერ კიდევ სამი წელი ჰქონდა... მის გარშემო იმდენ გოგოს ხედავდა უბრალოდ არც გაიკარებდა, თვითონ საათობით ყურება უნდოდა, თუმცა თიკა რის თიკა იყო, ოდნავ გრძნობას ვერ შეატყობდით, როდესავ გოგონები მისი დახასიათების გრძელ სიას ჩამოყვებოდნენ...

- გცივა?- კინაღამ ხიდიდან გადავარდა, როდესაც მხრებში აბუზულს უკუნით სიბნელეში მიმავალს, რომელსაც მხოლოდ ღამის სანათები უკაფავდა გზას ქურდივით მიეპარა ლორთქიფანიძე და მხარზე ხელი მოხვია.
- რა შემატყვე?- ხელი უხეშად გააშვებინა და კანკალი გაავრძელა.
- თიკაა გაიყინები.- გაეცინა ტიტეს და თიკას აჩქარებულ ნაბიჯებზე გაეცინა.
- ნეტა შენ რატომ ნერვიულობ მაგაზე.
- გაცივდები და შემდეგ რეპეტიტორის გაცდენა მოგიწევს, მასალას ჩამორჩები და გამოცდებშიც ჩაიჭრები.
- უღრმესი მადლობაა. - ირონიულად გაუცინა და ისევ წინ გაიხედა, ისე სციოდა ლამის ტიტეს ჩაეხუტა.
- თბილად უნდა ჩაიცვა ხოლმე.
- არ მშველის, ზაფხულშიც კი ზამთრის წინდებით დავდივარ.
- მართლა ასეთი მცივანა ხარ?- საყვარლად დაიჭყანა ტიტე და მხრებში გასწორდა.
- კიიი- ისე აკანკალებდა უკვე კბილების კაწკაწი დაეწყო, ტიტემ მისი ქურთუკი გაიხადა და თიკას მოაცვა.
- არც გაბედო რამის თქმა.- თითი დაუქნია, როდესაც თიკას წინააღმდეგობა იგრძნო, შურდულივით მიმავალი გააჩერდა და თავისკენ მიიზიდა ძლიერად.
მკლავები მოხვია და ლოყა შუბლზე მიადო.
- რა ჯანდაბას აკეთებ?- მისი მკლავებიდან დახნაა სულ არ სურდა, პირიქით ისეთი სასიამოვნო იყო, რბილ და ამავდროულად ძლიერ მკლავებს გრძნობდა, სიგარეტის და რაღაც გრილი სუნამოს სურნელი აი ისეთი თვითონ რომ გიჟდებოდა და ამავდროულად ყველაზე განსხვავებული, თავბრუ დაეხვა და გაიტრუნა, თუმცა ოდნავ შესამჩნევ წინააღმდეგობას მაინც უწევდა, ისე გათბა დიდი ტკივილით გამოემშვიდობებოდა ამ სითბოს. - აიი ეხლავე გამიშვი!- ბილო ხმაზე უკივლა, მასზე მჭიდროდ შემოხველი მკლავების დახსნა მოუნდა.
- მაცადე ტოო, გათბობ.- თიკა ნელნელა კანკალს წყვეტდა და გაყინულ სხეულში ცხელი ლავასავით სითხე ეღვრებოდა.
- შენს გარეშეც მივახერხებდი რამეს...- საბოლოოდ დაეხსნა მის მკლავებს და თავდახრილმა ლორთქიფანიძეს თვალი გაუსწორა ირონიულად.
- ვირო მადლიო- მის ტონალობაში გაუმეორე- შენს სახლამდე შორია?
- არაა...
- მიგაცილებ, ძალიან ბნელა.
- ჩემი სახლის მოსამართს მაინც ვერ გაიგებ.- ჩანაფიქრს მიუხვდა და ირონიულად გაიღიმა
- გამომძიებელი მე ვიჩითები თუ შენ ტოო?- თვალებში გამომცდელად დააკვირდა თიკას.
- კი ნიჭი მაქვს.
- ხოდა ცოლად რომ მოგიყვან და ტონა საქმეს მოვიტან სახლში დავსხდეთ და სმიტებივით ერთად გავშიფროდ.
- ეგ ახლა მოიფიქრე?
- არა, ვგეგმავდი...
- მეც შემითანხმე ხოლმე.
- აუცილებლად შეგითანხმებ.- მხარზე ხელი მოხვიდა და შავი "პორშესკენ" წაიყვანა.
- რა ჯანდაბას აკეთებ?- ტიტემ მანქანაში თითქმის ძალით ჩასვა და სწრფად მოუარა საჭის მხარეს ისე რომ მის შემოვლამდე კარი დაკეტილი ყოფილიყო, საჭესთან მოთავსდა და აწითლებულ თიკას შეხედა.
- მხეცოო, სად ჯანდაბაში მიგყავარ? ნამდვილი მოძალადე ხარ.- მთელ ხმაზე კიოდა თიკა და კარის სახელს მთელი ძალით აწვებდა, თითქოს გაღებას მოახერხებდა.
- მომისმინეე, დამშვიდდი...- აფართხალებული სკამზე ძალით დააკავა და თვალებში ჩახედა.- უბრალოდ სახლში მიმყავხარ, არც ისეთი უფანტაზიო ვარ, ბნელ კუთხეში შეგათრიო და შენზე ძალა ვიხმარო- როდესაც წარმოიდგინა ხმამაღლა გაეცინა- ეგ რომ მდომოდა ახლა აქ არ იჯდებოდი, მე შენ ჭკვიანი გოგო მეგონე.- სიცილის შესაკავებლად წარბები შეკრა და აწითლებულ თიკას გადახედა.
- თავს რომ ზედმეტის უფლებას აძლევ ვერ ხვდები? ახლა რა გინდა შენთან ვალში ვიყო?
- სრულებითაც არ ვარ დარწმუნებული რომ ეგ მინდა, რა გგონია შენი სიყვარულით ვენებს ვიჭრი? უბრალოდ სიკეთე გავაკეთე.-მხრები აიჩეჩა და გზას გახედა.
- აუუჰ თუ არც იჭრი.- უდარდელად აუქნია ხელი და ეშმაკურად გაიღიმა.- საჭესთან დამსვამ?
- რაა? - გაიკვირვა
- ხო რაიყო? უბრალოდ მაინტერესებს თუ გავუმკლავდები.
- აქედანვე გეტყვი რომ ვერ გაუმკლავდები.
- დამსვი და მაგასაც გავიგებდთ.
- არა, სიკვდილი ჯერ არ მინდა.- გზისთვის თვალი არ მოუშორებია, წვიმიან ასფალტზე შიშხინით მიაქროლებდა "პორშეს" და თავს რატომღაც ძალიან განსაკუთრებულად გრძნობა.
თიკა დაძაბული იჯდა, ხმას არც ერთი არ იღებდა, ტიტე თითქოს უხმოდ აკვირდებოდა მის ყველა ქცევასა და მზერას, როდესაც დისკიდან “Pink Floyd-MaMa” გაჟღერდა და თიკამაც სიხარულით აუწია საყვარელ ჰანგებს...
- ინტროვერტი ხარ?- გაეღიმა მის ქმედებაზე ტიტეს და თიკას გადახედა ამოუცნობი მზერით.
- რა იცი?- თიკასაც გაეღიმა.
- მეც ინტროვერტი ვარ.
- მეგონა ენერგიას გასცემდი.
- უფრო მეტს ვინახავ ვიდრე გავცემ...
- როდესაც დასრულდება მერე გადავალ.- უკვე მის სადარბაზოსთან გაჩერებულს უთხრა.
ორივე მდუმარედ , უსმენდა საყვარელ ჰანგებს...
* * *
დღევანდელი დრო

- აუ ეს მემგონი მართლა ორსულადაა- აბღავლებულ კატოზე ორად იკეცებოდა გვანცა და მისი მიმართულებით ნასროლი ლარნაკი კინაღამ თავში მოხვდა.
- უმიზნო ხარ!- ენა გამოუყო და ტელეფონში ჩაძვრა.
- ვაფშე არც უნდა მომეყოლა.
- და რავქნათ რომ მოყევიი?- ახალი დრამა ჩართო თიკამ და კატოს გვერდით მიუჯდა.
- აბა რა ჯანდაბა გაბღავლებდა?
- აუუუ ვერაფრით ვერ ვიჯერებ რომ ტიტანიკში ნოა მოკვდა. - ახალი ტალღა წამოიღო ტირილის
- ეგ ჯეკია იდიოტო.
- ნუ როგორც არის.
- ისე ლიზას კინიკაში შეგეძლო ანალიზის ჩატარება. - სიცილ შეკავებულ თიკას სახე გაუწითლდა და ტუჩი მოიკვნიტა სიცილისგან გული რომ არ წასვლოდა.
- აუუუუ რას შემეცით?- წამოხტა გამწარებული კატო და საკუთარ ნივთებს ხელი დაავლო.
- კაი კაი ბოდიში არ წახვიდე რაა- კარისკენ წასულს ხმა დააწია გვანცამ და ერთიანად ამოხეთქა.
- აუუ დავაი რაა- შუა თითი აუწია და კარი ისე მიიჯახუნა ლამის მოხსნა და გვერდით გადადო.
ლაშას ნომერი აკრიბა და კისრისტეხვით დაეშვა კიბეებზე.
- მეორედ რომ ჩემი ორსულობა ახსენო ღამით მოგწამლავ.- ნამძინარევი ტონი ჰქონდა ვაჟბატონს და როგორც კი კატოს წიკვინი გაიგო წამში გამოფხიზლდა.
- რაა? მოიცაა წესიერად ამიხსენი.
- რა რაა? რამე გაურკვევლად გითხარი?
- კატო რა ჯანდაბა გჭირს?
- დაგირეკე რომ გითხრა ცოტახანს მარტო მინდა ყოფნა.- პასუხს არც დალოდებია ისე გაუთიშა, მომავალ ტაქსს ხელი დაუქნია და სახლის მისამართი უთხრა.

* * *
- ბაბიტომ ხვალ ბიბლიოთეკაში გელოდებითო, რუსთაველზეო.- ჭიქებშიყავა გადაანაწილა ლიზამ და გოგოებს გაუტანა.
- აუუუ კიდე მოიტანე შოკოლადი, შენმა დაქალმა ლამის გააჩანაგა შოკოლადის პლანტაციები- თიკაზე მიუთითა კატომ და თავში წამორტყმული ხელი კინაღამ მოტეხა- მოიცა ბიბლოთეკასი რაგვინდა?
- დავადების დღე აქვს და ლამის მთელი საქართველო მანდაა, როარ მიხვიდეთ გამიტყდებაო.
- მე სემინარი მაქ ვერ გავაცდენ.- შოკოლადის დიდი ნაჭერი მოტეხა და პირში ისე სწრაფად გააქანა გვანცას ყავის ჭიქის ასაღებად გაწეული ხელი გაუშეშდა დათიკაზე მიშტერებილს გაოგნებულმა პირი დააღო, მერე უცბად დახურა და გონზე მოვიდა- მაგიდაც მიაყოლე ბარემ? მუხაა და გაგაძღოს იქნებ, რა უბედურებაა?
- აუუუ შენ რა გეწვის? შენსას ხოარ ვჭამ?
- აუუუ რა სემინარი ხოარ ღადაობ? გააცდინე, მერე და დავაწვეთ.
- ბაზარი არაა, ნეტა ისინიც იქნებიან?- ეჭვით იკითხა ლიზამ
- ვინ ისინი სახელი არ აქვთ?- გაღიზიანებულმა ამოილაპარაკა თიკამ
- აუუ ვითომ ვერ მიხვდა.
- შენ ბოლობოლო დაადგინე რა გინდა ხარძიანისგან?- მიუტრიალსა გვანცა კატოს
- ვფიქრობ კატიუშა გაიტისკება ხვალ. - სიცილით გამოყო თავი ლიზამ სამზარეულოდან.
- აუშენ მაგ შერყეულ თავს მიხედე.
- არაფერი უბრალოდ დროებით ვისვენებთ.
- მაინც ვერ გავიგე გიყვარს თუ არა? - მხრები აიჩეჩა თიკამ და შოკოლადია ჭამა განაგრძო.
- როარ მყვარებოდა არ დავწვებოდი.
- საქმე მაგაში კიარა იმაშია, ის რას გრძნობს.
- თუ მის მიმართ გრძნობები გამინელდა, ხარძიანის აზრს ფეხებზე დავიკიდებ.
- ანუ გაგინელდაა?
- ნუ შემეციი. - გაბრაზებულმა წამოიყვირა-არაფერი არ გამნელებია.
- ტესტი გაიკთე?
- კიი
- მერე?
- მერე არაფერი- მოკლე მოკლე პასუხები უკვე აღიზიანებდა გვანცას, ლიზა სამზარეულოში იყო, თიკა კი გამწარებული ეჩათავებოდა ვიღაცას და არც ეცალა მათი დიალოგისთვის.
- რას ქვია არაფერი? ხარ თუ არა?
- არა, რა თქმა უნდა, ან საიდან მოიტანეთ რომ ვიქნებოდი?- სიცილი აუტყდა და გვანცას სერიოზულ სახეზე კიდევ უფრო ეცინებოდა.
- იქნებ ტყუის ეგ ტესტი.
- სამივემ მოიტყუა?
- მაშინ გილოცავ.- სავარძლის საზურგეზე უდარდელად გადაწვაა და ყავა მოსვა.
- რას მილოცავ გთხოვ?
- ხომ არ გინდოდა ეგ ბავშვი?
- რავიცი. მგონი ჰოო- მხრები დაბნეულმა აიჩეჩა და ჩაფიქრდა.
* * *

- მოიცა ეგ რომელია?- წელში მოხრილი იდაყვებით დაეყრნო მუხლებს და ბარის მაღალ სკამზე მჯდარ ტიტეს ახედა, რომელიც სიგარეტის კოლოფს პარკს აცლიდა და თან კლუბის საზოგადოებას აკვირდებოდა, რომელშიც ლამაზ ქერა გრძელფეხება თევზს ეძებდა.
- ბიჭო, ჩვენი უბნელი იყოო, ბარბარე როგორ არ გახსოვს, აი ნიკუშაას დაა, მაგარი სტრანი ტიპია, რიჟიკა ცისფერთვალება თუ სწორად მახსოვს.- სიგარეტს გაუკიდა და ბაჩიდან მზერა ლაშაზე გადაიტანა.
- ააა ბიჭო ვიცი, ბაბიტოზე ამბობ ხოო? ვაფშე ეს ბაბიტო რა სახელია? - უფრო თავისთვის ჩაფიქრდა-ბაზარი არაა წავიდეთ მაგრად გაუტყდება, თან მაგის ძმას ვარჯიშიდან ვიცნობ ძაან ახლოს თან ვნახავთ რაა გავიხსენოთ ძველი წლები.- გაეცინა და რბილ სავარძელში ჩაცურდა, ფეხები კი მინის მაგიდაზე შემოაწყო.
- ჰააა ბაჩი რას იტყვი?
- დავაი გავერთოთ ჩვენი რა მიდის.
- თან ნაშებიც ჩითავენ მანდ და შენ მეტი რა გინდა.
- ბიჭო ამან ხო ტვინი მოტყნა უკვე?- გაღიზიანებულმა ბაჩიმ ამოიღო ამღერებული ტელეფონი და სიწყნარეში გავიდა.
- შენ რაქენი კატოსთან?
- აუურავი ტოო? ვერ ჩამოყალიბდა, ისევ თოთხმეტი წლის ჩამოუყალიბებელი გოგო მგონია, არადა არ არის უტვინო- გაღიზიანებულმა გადააგდო თავი უკან და კლუბის ციმციმა განათბას გაუსწორა.
- აცადე დაფიქრდეს გაიგოს რა უნდა როგორ უნდა ვისთან უნდა, არც მიწერო არც დაურეკო, თვითონ მოინდომოს და საბოლოოდ შეჯამდით თორე ტვინი მეტყვნება უკვე.
- ძმა ხარ, მაგრამ ხვალ განტვირთვა მაინც არ მაწყენდა.- თვალი ეშმაკურად ჩაუკრა მოცინარ ტიტეს.
- ჯანდაბა ხარძოოო ფორმაში ხარ ხოო?- ბოლო ხმაზე ახღხარდა და ერთ ერთ სექსუალურად მოცეკვავე ქერას დაასო გამჭოლი მზერა- აუუუ რა მაგარი წიწილა-ლაშას ანიშნა ქერაზე.
- თვალებს ნუ აცეცებ ხამივით, დაეტიე თუ ძმა ხარ.
- მოიცაა რაა- ხელი აუქნია და მოცეკვავე ბრბოში გაუჩინარდა.
- ჰაა რას აპირებ? ვთვრებით ხვაალ? - მასთან მოახლოებულ ბაჩანას ახედა ორაზროვნად .
- არ ვაპირებდი, მაგრამ გეგმები შემეცვალა, ვისკის ბოლო ყლუპი მოსვა და ოდნავ არეული ნაბიჯებით წავია კარისკენ.
- ტაქსით წააჯვი სიროოო.- უღრიალა ლაშამ.
- სიკვდილით სიკვდილს არ ვაოირებ და თუ დამიჭერენ ტიტიკო რისთვის მყავს?- კოცნოს იმიტაცია გააკეთა და კლუბის კარი გამოაღო...


* * *
- აუუ შენი ჭიქიდან ვერ დალეევ?- თავიშს ჭიქა ხელიდან გამოგლიჯა გვანცამ თიკას და სახეზე ტონალურის სქელი ფენა დაიდო.
- შენი ნაპირალი მინდოდა ტკბილოო.- ბოლო ხმაზე ახარხარსა თიკა და ლიზახ აყვა.
- ფუუუუ ტრანსგენდერი.
- ერთი სული მაქვს მარტო როდის დავრჩებით.- ვნებიანად ჩაჩურჩულა ყურში დაუკანალზე ხელი მიარტყა.
- თიკაა რატო ხარ ასეთი ავადმყოფი?- სიცილით ნოტები შეერია ვითომ გაბრაზებულს.
- კაი ვსოო გეყოთ, გვაგვიანდება უკვე- სიცილს ძლივს იკავებდა და თან ორად იკეცებოდა.
როგორც იქნა გააღწიეს ლიზას ძმის მანქანაში ჩასხსნენ, საჭესთან ლიზა იჯდა და ყველამ პირჯვრისწერითა და მამაოჩვენოს ძახილით მიაღწიეს კლუბამდე.
საიდანაც უკვე ისეთი ხმაური და ხალხმრავლობა ჩანდა, კატოს უკვე საეჭვოდ ესხმოდა თავბრუ...
“TReeves sccot" ლამის კლუბის კედლები დაანგრია.
ამდენ ხალხში ძლივს გაიკვლიეს გზა იუბილარისკენ. თბილად გადაეხვივნენ და მიულოცეს, თიკა უაზროდ კი იმანჭებოდა, ერთი სული ჰქონდა როდის დაიწყებდა ჭამას, მანამდე კი კლუბის ჭიჭყიან ტუალეტში აოირებდა ხელების დაბანას.
სწრაფად შევიდა და მწველი მზერა დააიგნორა, რომელსაც ვერც ხვდებოდა საიდან გრძნობდა.
კლუბში სამი გოგო დახვდა ერთი აშკარად ნამტირალები, დანარჩენ ორა რაღაცაა უყვებოდა, თიკას შემოსვლისაა ყველა გაჩუმდა და აცადა როდის გავიდოდა. თიკა მიხვდა და განგებ აგვიანებდა ხელების დაბანას და თხევადი საპონი უკვე მეოთხედ დაისხა ხელებზე, რომ მიხვდა გოგონები ხმას მაინც არ ამოიღებდნენ იმედ გაცრუებუკი დაიძრა კარისკენ და თითქმის აღარც ჩანდა როცა იმ მტირალამ დაიწყო.
თიკა გასვლას აპირებდა, ფეხებზე ეკიდა რას იტყოდნენ, მაგრამ ინტერესმა სძლია და კარებთან ჩუმად დადგა.
გოგონა თან ტიროდა
- არ მივცემ უფლებას ასე ჩვეულებრივი ვით დამადოს.- თან ცრემლებს იწმენდდა.
- კაი რა თაათ, დაიკიდე, უბრალოდ დაიკიდე კაი? მართალია ძაან სიმპატიურია მარა ხედავ როგორ გამცირებს?
- ხოდა დღეს ვეცდები შევუწვე, იქნებ დავორსულდე ან რამე.- თიკა გვერდით გავიდა და იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი კინაღამ აგდილზე მოკვდა.
- არა, უნიტაზზე უნდა დავჯდე, თორემ აშკარად ჩავისვრი. - ისევ უკან დაბრუნდა და კლუბის კუთხეში ნაცნობი ბიჭების სახეებს წააწყდა, ხოლო ერთერთის მხარზე სწორედ ის ჩამოკიდებულიყო ვისაც ორი წუთის წინ უსმენდა ჩუმად მდგარი საპირფარეშოს კართან...



№1 სტუმარი ana

აუ რა მომენტზე შეწყდა :დდ მალე დადე რა, ძალიან საინტერესოა ❤️ უფრო დიდი თავებიც, ეს არ მყოფნის ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent