მთვარის წითელი სონატა ( ნაწ. II)
*** - შეგიძლია თვალები მაინც გაახილო. მითხრა ირონიულად ორი წუთის შემდეგ. ვერ მივხვდი რა მოხდა, ან საერთოდაც რა ხდებოდა. მთელი სხეული მითრთოლავდა და ტაო დაყრილი, გაშეშებული ვიჯექი.არარეალური იყო რეალობა, მაგრამ ამ კოცნამ წამი გააჩერა. ენა ჩამვარდნოდა მაგრამ გონებაში ბავშვობის ფრაგმენტები მიელავდა. სკოლაში წასვლის პირველი დღე. ორი ნაწნავი მხრებისწინ მქონდა გადმოყრილი და ჩემი თმებით მთელ სკოლას ვანათებდი. ბავშვობაში უფრო ღია ფერის თმა მქონდა რათქმაუნდა. ყველა გიჟდებოდა, ეხებოდა. მეკი მასსში გამაგიჟებელს ვერაფერს ვხედავდი. მახსოვს, მეათე კლასსში სკოლელს ვეჩხუბე. მან კი დამარტყა და თავი კარადას ძლიერ მივარტყი. სისხლისფერი ჩემს თმებს შეერია. ერთი ცრემლიც არ წამომსვლია. სახლში დაბღვერილი წავედი, ქუჩაში შემხვედრმა მოხუცებულმა ჩემს დანახვაზე პირჯვარი გადაიწერა და გზა ფეხაკრეფით გააგრძელა... გამოფხიზლების დრო იყო, თვალები გავახილე და მომღიმარ ანდრეას გავხედე. სხვანაირად მიღიმოდა, სულ სხვანაირად. ასეთი მიმიკა ჯერ მასზე შემჩნეული არ მქონდა. ხმას არ ვიღებდი. არც ის. ან რაუნდა მეთქვა? მესაყვედურა? გამერტყა როგორც ამას ფილმებში აკეთებენ? ეს ჩემი სტილი ნამდვილად არ იყო. უკვე ბნელოდა და თითქოს ეს სიბნელეც ხელს გვიწყობდა. ვისხედით აივანზე და მთვარის შუქზე ვუსმენდი მის სუნთქვას. მინდოდა მისკენ გახედვა, მაგრამ ალბათ მერიდებოდა. მარცხენა ხელი პლედიდან ამოვწიე და ტუჩებზე მარჯვნიდან მარცხნივ გადავიტარე. ერთ წერტილს მივშტერებოდი მაგრამ მაინც გავიგე როგორ ჩაეცინა. ვგრძნობდი როგორი ენთუზიასმით მიყურებდა, ან ელოდა რომ რაიმე მეთქვა. არაფრის თქმას არ ვაპირებდი. თავი ჩავხარე და ოდნავ ქვემოდან გავხედე. ვუყურებდი, ვუყურებდი და დეჟავუს გრძნობა მიმძაფრდებოდა. მთვარის შუქი, ბიჭის თმა რომელიც ვერცხლისფრად ირეკლება. მისი ღიმილი. - ჯანდაბა! ანდრეა ის შენ იყავი? , წამოვიყვირე ემოციებისგან მოზღვავებულმა. დაბნეულმა წარბები შეჭმუხნა. - ძირითადად, კოცნის შემდეგ ამას არ მეუბნებიან ხოლმე. მივხვდი, რომ ისევ თავის ქმედებაზე ფიქრობდა. - არა, მომისმინე. პირველად როდის შეგხვდი? - იოს დაბადების დღეზე. მითხრა და ცალი ხელით ვერცხლისფერი თმა აიჩეჩა. - ნუ მატყუებ! - სხეულში ტემპერატურა უფრო და უფრო მიწევდა.მკაფიოდ ვგრძნობდი სისხლი როგორ მიდუღდა. ახლა ჩაეღიმა, თავი ჩახარა. - იცი ისედაც. - ლილუ? - ხო შენ რომ სიარული არ იცი წესიერად და გამვლელებს ეჯახები, რა ჩემი ბრალია. სიცილი ატეხა და მხრები აიჩეჩა. - ანუ დაქალთან რომ მივდიოდი, შენ დაგეჯახე?! - მარიამ, რა შუაშია ახლა როდის დამეჯახე და სად?! - არასდროს დამავიწყდება იმ 'ქურდის' მოლიპლიპე თმა მთვარის შუქზე. ვუთხარი სრული სერიოზულობით გაოგნებულმა. - ქურდი? სერიოზულად?! - ნუ, მე ასე მეგონა.. ტუჩები უხერხულად მოვკუმე. ხმას აღარ იღებდა, მაგრამ ვატყობდი სიცილს ძლივს იკავებდა. ისევ სიჩუმე. დუმილი, დამღლელი დუმილი. - მე ვიყავი. ეს აქცენტი დამნაშავის მიერ აღიარებულ სასჯელს უფრო გავდა. ურეაქციოდ მესაუბრებოდა. რათქმაუნდა, ისედაც მივხვდი ის რომ იყო. ამ თემაზე დაბრუნებას არ ვაპირებდი. ყოველ შემთხვევაში ახლა. - შემცივდა, სახლში შევალ. წამოვდექი და აივნის კარები გავაღე. ვინ წარმოიდგენდა და უკვე პირველი დაწყებულიყო. შუაღამე. იდეალურია.. გავიფიქრე უკმაყოფილოდ და ანდრეას გავხედე. - ავალიანო, ჩამოფრინდი. ხელი ავუქნიე ცხვირწინ. - აქვარ.. აქ,შენს სახლში. - უკვე გვიანია. - შეიძლება დავრჩე? ამ კითხვას არ ველოდი. თვალები კატასავით გასდიდებოდა, სახე ხუთი წლის ბავშვს მიუგავდა. ვეცადე მისი ბავშვობა ფანტაზიით ჩემს გონებაში ამეწყო,მაგრამ არ გამომდიოდა. გულში მწველი სითხე მეღვრებოდა. როგორ შეიძლებოდა ამ ადამიანისთვის უარი მეთქვა?! -ანდრეა.. - არა მესმის, გავიგებ. - თავი დამიქნია - თუ გინდა წავალ, თუ შეგაწუხებ. - კარგი... -ღრმად ამოვისუნქე- ჩაის დალევ თუ ყავას? სახე წამებში გაუნათდა. - ყავას. ანუ ვრჩები? - ამ შუა ღამეს, საშიშია გარეთ სიარული. რატომ ვიმართლებდი თავს?! - თავს იმართლებ? რა?! ჩემსაზრებს კითხულობს?! - არც იფიქრო რომ.. სიტყვა გამაწყვეტინა. - ვიცი, მე დივანზე ვიძინებ. მასეთი მექალთანეც არვარ. ჩამეცინა და ადუღებული ყავა ფინჯანში ჩავუსხი. - ინებე ბატონო. - მადლობ. თუ გეძინება მიდი, დაიძინე. -ხო.. კარგი. ვერგამეგო რამჭირდა, ვყოყმანობდი. არადა, საშინლად მეძინებოდა. მისაღებში გავედი, კარადიდან პირადად ჩემი ფუმფულა პლედი გამოვიღე და დივანზე დავუდე. საბოლოოდ ოთახში შევედი, საწოლში ჩავწექი. ყურსასმენები მოვირგე და ეიფორიისგან მალევე გავითიშე.. *** შუა მინდორში ვდგავარ, იისფერი კაბა მაცვია. ლილუც ჩემ გვერძეა და მიცინის. დაბნეულივარ, საკუთარ ფეხებს ვერ ვიმორჩილებ. დავრბივარ და უცებ მას ვეჯახები. ისიც მიღიმის და წონასწორობის დაჭერაში მეხმარება… *** გონზე მოსასვლელად რამდენიმე წამი დამჭირდა. უკვე საწოლზე წამომჯდარმა ყურსასმენები მოვიშორე და ტელეფონს ხელი დავავლე, დამჯდარი იყო. თავის ადგილას დავაბრუნე და საათს დავხედე, 4 ხდებოდა. - სიზმარი იყო.. მშვიდად ამოვილაპარაკე და ის ხმაც განმეორდა, რამაც ძილი დამიფრთხო. შევიშმუშნე,საწოლიდან ავდექი და მისაღებში გავედი. დივანს დავხედე, იქ არ იყო. აივნის კარები გაღებული. ამოვიხვნეშე და გარეთ გავედი. - არ გძინავს? - მკითხა ურეაქციოდ და ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი გადააფერფლა. - რაღაც ხმაურზე გამეღვიძა. - ხო.. კარებს ვერ ვხსნიდი - ამაზე ბავშვურად გაგვეცინა ორივეს. - როგორც ვიცი, აღარ ეწეოდი.- იდაყვებით დავეყრდენი მოაჯირს და წარბები ავუწიე. - ხალხში აღარ. აქ მოჟნა. უფლებას მაძლევ მადმუაზელ? ისევ სიცილი. - ეჰ, შენი საშველი არაა. გარშემო მიმოვიხედე, კოლოფიდან სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. - შუაღამეს რომ არ აიშხამო ფილტვები, არ შეიძლება?! ტონი ახლა საშინელი ჰქონდა, სად გაქრა მისი სიცილი?! ბიპოლარი ანდრეა... - ამას ვინ მეუბნება. რაც შემეძლო წყნარად ვუპასუხე. - მე 10 წლიდან ვეწევი. განსხვავებას ხედავ?! - ვხედავ. მაგრამ მე მე ვარ. შენ-შენ. ისევ წყნარად ავუხსენი. როცა ორივემ მოვწიეთ, დუმილი ისევ მე დავარღვიე. - რატომ დარჩი? - რავი, ისე. - მითხრა და ხრინწიანი ყელი ჩაიწმინდა. - კარგი... მე შევალ. უნდა მოვშორებოდი. ამდენიხანი დროის მასთან ერთად გატარება ნამდვილად არ შეიძლებოდა! - ისე პირველი ხარ. მომაძახა უცებ. - რა პირველი? დაბნეული შევტრიალდი. - ვისთანაც დავრჩი და სექსი არ მქონია. ურეაქციოდ მითხრა. ამით უნდა მეამაყა? რა სირცხვილია!! ყბა ჩამომვარდა, ვერაფერი ვუთხარი. ვუყყრებდი როგორ დაწვა და პლედი როგორ გადაიფარა. - ძილინების, მარიამ. წყნარად მითხრა. შოკირებულმა როგორღაც კიდურები ავამოძრავე და საკუთარ ოთახში შევედი. კარები დაავკეტე, ტელეფონს დამტენი შევუერთე და ლილუს დავურეკე. ვიცოდი ეძინებოდა, მაგრამ უნდა ეპასუხა! სადაც იყო გავთიშავდი რომ დროის ათვლა დაიწყო. - მშვიდობა გაქვს?! ბუზღუნით მკითხა. - არა, მომისმინე. - გისმენ, მაგრამ რატო ჩურჩულებ? - აუ ლილუ. ვერც კი წარმოიდგენ რა ხდება! - აბა? - თვით ანდრეა ავალიანს ჩემს დივანზე სძინავს. -... -... - ლილუ? ჩაგეძინა? - ვუთხარი იმედ გაცრუებულმა. - რაა გოგო?- ტელეფონში იმხელაზე მიკივლა, ლამის დამაყრუა. - ხვალ გამოდი რა. - რამე თუ მიქარე, არ ვიცი რას გიზამ. მითხრა და გამითიშა. ესეც დაქალი.. უბრალოდ არ შემეძლო რომ არ მეთქვა. ახლა რაღა დამაძინებდა? ვიწექი და ჭერს უაზროდ გავშტერებოდი. საკუთარი საქციელები მიკვირდა და მაბნევდა. "ეს გოგო მე არ ვარ" მე გაცილებით სხვანაირი ვიყავი დღევანდელისგან. თავს დამცირებულადაც კი ვგრძნობდი. ბიჭი ჩემს სახლში? ეს მეტისმეტია. ავალიანი თავიდან ბოლომდე ცინიზმით იყო გაჟღენთილი და ეს გონებას მირევდა. და ნუცა? თავი რატომ მოიკლა? ეს არც არავინ იცოდა დღემდე, საწყალს წესიც კი ვერ აუგეს მშვიდად რომ განესვენა. ანდრეასთვის მეკითხა? არვიცი. რომ გაბრაზებულიყო? რამე საშინელება ან თუნდაც სიმართლე რომ ეთქვა? ამის მეშინოდა. არ ვარ გოგო, რომელიც ტყუილებით გაფერადებულ სამყაროში ცხოვრობს, მაგრამ ავალიანის შემთხვევაში, მგონი ასეც ჯობდა. *** ვგრძნობ ორგანიზმი ფხიზლდება. საწოლშივე საბანს ვიხუტებ და ვიზმორები. დამძიმებულ თვალებს ნელა ვახელ, და... - გული გამიხეთხე! ვიყვირე ბოლო ხმაზე, როდესაც სკამზე მოკალათებული ანდრეა დავინახე. ხმა არ გამცა, უხმოდ ჩაიცინა და იგივე პოზიციაზე დარჩა. - ანდრეა… - გისმენ? - დიდი ხანია გღვიძავს? - არა. "სიტყვაძუნწი" გავიფიქრე და საწოლიდან წამოვხტი. თავბრუ დამეხვა,მაგრამ ეს გუშინდელ გულის წასვლას დავაბრალე. ხალათი მოვიცვი და საწოლის გასწორებას შევუდექი. ავალიანი ისევ ისე იჯდა და გაშტერებული ერთ კედელს უყურებდა. ბოლოს როცა მოვრჩი, მიხვდა ოთახიდან გასვლას რომ ვაპირებდი და ისიც წამოდგა. - მე წავალ. მითხრა რბილად. ცალი ხელი კისრის ქვეშ შეიცურა და ორი თითით დაიზილა. ჩქარი ნაბიჯებით ჩამიარა და გასასვლელს მიუახლოვდა. - ჩაი? ან ყავა? ვიცოდი საშინელება იყო რაც ახლა ვთქვი. მაგრამ რაიმე უნდა მეთქვა. მაბნევდა, და არ მინდოდა ამდენი კითხვის ნიშნით დავეტოვებინე და უბრალოდ წასულიყო. - მერე იყოს. მომაძახა ისე,რომ არც მობრუნებულა და კარი გაიხურა. - მშვენიერია! ხმამაღლა ამოვილაპარაკე და თვალები ავაბრიალე. სამზარეულოში გავედი, ცოტახნით მაგიდას დაყრდნობილი ვიყავი. შემდეგ ვერაფრის მადაზე რომ ვერ მოვედი, ლილუს გადავურეკე. მიპასუხა თუ არა, მაშინვე მივახალე: - არ მაინტერესებს ქალბატონო, რასაც არ უნდა აკეთებდე შეეშვი და სასწრაფოდ ჩემთან გაჩნდი. - მოვდივარ. მითხრა ყველანაირი კითხვის გარეშე და გამითიშა. ლილუ ჩემი გოგო იყო. ვიცოდი და ვაფასებდი. ერთი სიტყვა ჩემი და ორ წუთში ჩნდებოდა. სანამ მოვიდოდა მოვწესრიგდი, წესიერი ტანსაცმელი ჩავიცვი და საბოლოოდ მისაღებს მივუბრუნდი. პლედი აჩეჩილი იდო დივანზე. ვყოყმანობდი, მივუახლოვდი, ხელში ავიღე. გავშალე რომ წესიერად დამეკეცა.მაშინვე ამ სახლისთვის უცხო, მამაკაცის სურნელი დატრიალდა. - საშინლად ცივა! შეამოაღო კარი ლილუმ ლაპარაკით და ყელზე მოხვეული შარფი ცალი ხელით მოიძრო. - რა გაშეშებული ხარ. მშვიდობაა? -ხო, კი.. ვუთხარი დაბნეულმა და უკვე დაკეცილი პლედი კუთხეში დავდე, ზუსტად ისე, როგორც პატარა ბავშვები ცდილობენ ხოლმე დანაშაულის დაფარვას ხოლმე. - მშვიდობა ვიცი რომ არაა. შენი პასუხი მაინტერესებდა. მითხრა წარბებ აქაჩულმა და მომიახლოვდა. თავჩახრილი ვიდექი დაქალის წინ და ხმას ვერ ვიღებდი. - მარტო ხარ? მითხრა ბოლოს ჩურჩულით და მიმოიხედა. - უკვე კი. ამოვიხვნეშე დასავარძელში ჩავეშვი. - აჰა! ანუ 'უკვე' - ლილუ ნუ დაიწყებ რა.. შევევედრე და თვალები მოვისრისე. - წუხელ რაც მითხარი სიმართლე იყო, თუ ძილში ბოდავდი? - სიმართლე იყო. ანდრეა ღამე აქ იყო. - იმედი მაქვს რაიმე სერიოზული არ მოხდა. - სერიოზული ლილ? კაი რა.. სითბო, სიცივე, ცინიზმი,ისევ სითბო, ჯამში გაურკვევლობა. - ჩამომიყალიბე. მითხრა ინტერესით აღსავსე სახით. სხვა რა გზა დამრჩენოდა, ჩაი ავადუღე და დაქალსაც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. -ჟანგბადივით მჭირდებოდა მისი ჩახუტება… მომენტებში ისე მეკვროდა უჰაერობისგან სუნთქვა, ასე მეგონა თვალებიდან ცრემლები კი არა სისხლი წამომივიდოდა. მთელი სხეული მომეკუნტა და უძლურებისგან და სიცივისგან ამაკანკალა, მაშინ როცა მაკოცა. - წარმოდგენა არ მაქვს, რაუნდა გითხრა. - არც გექნება. მაგ ადამიანისგან თავი შორს უნდა დავიჭირო თორე.. - თორემ. - ზუსტადაც. - გინდა იოანეს ვკითხავ რაღაცეებს. - არა არმინდა. ზოგჯერ ლილუ ნერვებსაც მიშლიდა. ყველაფერში იოანეს ჩაკვეხება სურდა. ცოტა მოვწესრიგდი და ჩვენს საყვარელ კაფეში გავედით. - ჩემი უბნელი ლიკა ხოიცი? დაიწყო ლილუმ. - მსმენია, მერე?- ჩამეცინა, რაშუაში იყო ახლა ლიკა. - ზეგ დაბადებისდღე აქვს და მევედრა დაქალი წამოიყვანეო. - გადახრები თუ აწუხებს, მადლობ მე სახლში ვრჩები.- ვუთხარი სრული სერიოზულობით და წვენი მოვსვი. ლილუმ ბოლო ხმაზე გადაიხარხარა,რამაც იქ მყოფნა ყურადღება მაშინვე მიიპყრო. დღეს ზედმეტად სერიოზული ვიყავი. თავს რაღაც ისეთად ვგრძნობდი, რაც არასდროს ვყოფილვარ. - წამოვალ,წამოვალ. შენი მარტო გაშვება სად შეიძლება.. ვუთხარი. სწრაფად დავემშვიდობე და კაფედან გამოვედი. ჩემდა გასაკვირად გზაში იოანე შემხვდა. დაჯე, სახლში წაგიყვანო და მეც უმალვე ჩავუსკუპდი. - ანდრეა წუხელ შენთან იყო? საშინელ ხასიათზე დამაყენა იოანემ წამებში. - ვაუ, მეც კარგად ვარ იოანე, მადლობა მოკითხვისთვის. რაც შემეძლო ცივად ვუთხარი და გზას გავხედე.მანქანა დაძრული რომ არ ჰყოლოდა, უეჭველი იყო, გადმოვიდოდი. - არ მიპასუხებ? - რა გემართებათ ამ ძმაკაცებს! ხო ჩემთან იყო. - მასეც ვიცოდი. მაგისი და სახლში დამადგა და ისტერიკები მომიწყო. - დამ? არ მითხრა რომ პატარა ძამიკოს ეძებდა. გამეცინა და საზურგეს მივეყრდენი. - ნუ, ნახევარ დაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ხმა აღარ ამომიღია და იოანემაც სახლთან ჩამომსვა. არ მინდოდა ანდრეას პირად ცხოვნებაში ზედმეტად ხელების ფათური. სახლი დედის გარეშე ცარიელი იყო. ნამდვილად მაკლდა, რომ მოსაღამოვდა დავურეკე. თითქმის ყველაფერი მომიყვა რას, როგორ აკეთებდა. მსიამოვნებდა, რომ დედა როგორც მეგობარი, ისე მყავდა. - მარიამ, რაღაც უნდა გკითხო. ხმა დაუსერიოზულდა წამებში. - გისმენ აბა. - წუხელ ჩვენმა მეზობელმა გამწარებულმა დამირეკა... - ხომ მშვიდობაა? - შენ შვილს ვიღაც ბიჭი ყავს სახლშიო, შემომჩივლა. მეტი აღარაფერი უთქვამს დედაჩემს. ვიცოდი ჩემგან პასუხს ელოდა. ჯანდაბას ანდრეა და მეზობლები! - სანდრიკა იყო, დე. - ვეცადე ხმა მხიარული მქონოდა- მთელი ღამე მეცადინეობაში გავათენეთ. - მეც მასე ვიფიქრე. მითხრა დამშვიდებულმა. სანდრიკას ენდობოდა, უფრო მეტიც შვილივით უყვარდა და იცოდა ჩვენც რომ დაძმასავით ვიყავით. - დაწყნარდი დე, მასე მიცნობ? საკუთარი თავი მეზიზღებოდა ასეთი ტყუილების გამო. - კარგი მარიამ, წავედი. მალე ჩამოვალ. მომესიყვარულა და ტელეფონიც გავთიშე. სახლის პატარა ბიბლიოთეკას გავუყევი და რამდენიმე სახალისო წიგნი გადმოვიღე. დივანზე მოვკალათდი და კითხვა დავიწყე. მიყვარდა სრულ სიწყნარეში, განმარტოვება წიგნებთან ერთად. მაგრამ რაღაც სიმყუდროვეს მირღვევდა. ხან ფანჯრები დავკეტე რომ ხმაური შეწყვეტილიყო, ხან წყნარი მუსიკა ჩავრთე მაგრამ არაფერი შველოდა იმ არეულობას რაც ჩემში იყო. გონებას ვერ ვიკრეფდი და უკვე საკუთარი თავის ლანძღვას ვიწყებდი რომ ქვეცნობიერმა ამომძახა: "სავარძელიც კი მისი სუნით ყარს" ნერვებ აშლილმა წიგნი დავხურე და ფეხზე წამოვდექი. განა რა იყო ამ ადამიანში ასეთი განსაკუთრებული?! სუნი? ეს არ იყო რომელიმე ძვირადღირებული ფარფიუმერია. ეს ადამიანის ზოგადი "კონკრეტული" სურნელი იყო. კარებზე კაკუნი გაისმა, სავარაუდოდ ან დედაჩემის ნახსენები მეზობელი ან ლილუ იქნებოდა. კართან მივედი და სახელური ჩამოვწიე. - დათო? შენ აქ..? - ხო, გამარჯობა. იოანეს ვკითხე შენი მისამართი.. იმედია არ გაბრაზდები. რათქმაუნდა გავბრაზდები! ოხ იოანე! - შემოდი.- ვუთხარი და გაღიმებას ვეცადე. მანაც შემოაბიჯა მორცხვად, დაჯდომას კი არ ჩქარობდა. - ლამაზი სახლია. - მადლობ, არცისე. ვუთხარი უხერხულად, ის კი ღიმილს არ წყვეტტდა. - თუ არაფერს საქმიანობ,ვიფიქრე გავისეირნებდით. უარი მეთქვა? არადა დიდა არ მხიბლავდა დათოსთან ერთად გასეირნების იდეა. სხვა საქმე ვინაიდან არც მქონდა,დავთანხმდი. - მოვემზადები, მანამდე თუ გინდა ტელევიზორს უყურე. შევთავაზე ღიმილით. მანაც თავი დამიქნია და ღიმილით ჩამოჯდა. რაღაც ჩამწყდა ამის დანახვისას თუმცა ჩემს სულელურ გამოხტომებს ყურადღება არ მივაქციე და მაშინვე ოთახში შევედი. მუქი შინდისფერი მუხლს ზემოთ მომდგარი კაბა ჩავიცვი. ყელზე შარფი მოვიხვიე, ჟაკეტი მოვიცვი და თმა ავიწიე. - ასე მალე? გაუკვირდა დათოს როდესაც ათ წუთში მის წინ ვიდექი. - ბევრი არაფერი მჭირდება. ვუთხარი და სახლიც დავტოვეთ. - წამო შარდენზე, ბიძაჩემი მუშაობს კაფეში და გვიჯიგრებს.- თვალები ააციმციმა. - კარგი, წამოდი. ნელი ნაბიჯებით მივდიოდით. ეს ბიჭი თავის სიტყვას ასრულებდა, რადგან ნამდვილად ვსეირნობდით. ვლაპარაკობდით უამრავ თემაზე. აღმოჩნდა, რომ ჩემზე 4 წლით უფროსი იყო. ასაკს ადამიანებში არასდროს ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ დათო თავის ასაკთან შედარებით ბავშვური იყო. შარდენს ჩავუყევით და ვერცხლისფრად გადაღებილ კაფეში შევედით. დათო 30წლამდე კაცთან მივიდა და გადაეხვია. როგორც ვხვდებოდი, ეს იყო ბიძამისი. საბოლოოდ გარეთ ვამჯობინეთ დასხდომა და ინდური ჩაი შევუკვეთეთ. ერთად ბევრს ვიცინოდით,ბოლოს კი სერიოზულ თემებზე ჩამოვაგდეთ საუბარი. - შექსპირის რა გაქვს წაკითხული? ვკითხე და ფინჯნიდან ჩაი მოვსვი. - წაკითხული არაფერი, მაგრამ რომეო და ჯულიეტა მაქვს ნანახი.-გაიცინა და კბილები მკაფიოდ გამოაჩინა. - ნანახს წაკითხული სჯობს. - ვუთხარი დამოწმებით. - აბა,რას მირჩევ? - ჰამლეტი წაიკითხე, ვფიქრობ მოგეწონება. და შენ რას მირჩევდი? - არასდროს მისცე რჩევა უცნობებს. თვალი ჩამიკრა და ჩაი მსუბუქად მოსვა. ამ ორაზროვანმა პასუხმა დამაფიქრა და ამავდროულად გამაოცა კიდეც. დათო საუბარს განაგრძობდა. ცალი ხელი ფინჯანზე მეკიდა და თვალები ორ სხეულზე გამშტერებოდა. - ყველაფერი კარგადაა? - შემატყო დათომ და ხელი ამიქნია. -კი, ყველაფერი..- ბოლო სიტყვა ძლივძლივობით ვთქვი, ასევე ძლივს ვცადე გაღიმებული დავრჩენილიყავი, მაგრამ შეუძლებელი იყო. დაახლოებით ოც მეტრში ანდრეას და ანასტასიას ვუყურებდი. როგორ ეალერსებოდნენ ერთმანეთს. ვეჭვიანობდი? არანაირად, მითუმეტეს ტასოზე. ერთადერთი რაც მადარდებდა, არ მინდოდა რომელიმეს შევემჩნიე. - აბა წავიდეთ? - მითხრა დათომ, როდესაც თვითონაც დააბოლოვა სასმელი. "წყვილს" გავხედე, ისევ უცვლელად ისხდნენ. როგორი მოცინარია მასთან.. ვფიქრობდი ჩემთვის, რაღაც კი ჩამძახოდა რომ დათოსთვის პასუხი მქონდა დასაბრუნებელი. აქედან ადგომა და გასვლა ახლა არ მაწყობდა.. - ცოტახანიც ვიყოთ.. - ვუთხარი უხარხულა.მივხვდი, ასეთივე სიტუაცია შეიქმნა ჩვენს შორის. - ცუდად ხომ არ ხარ?- შეწუხებული სახით გამომხედა და ხელი ხელზე დამადო. არა, ეს ჟესტი საჩემო ნამდვილად არ იყო და რაცარუნდა ცუდად გამოსულიყო, ხელი მაგიდიდან ავიღე. - არაფერია, პერიოდული თავბრუს ხვევები მაქვს. ვუთხარი თავის გასამართლებლად. დათოს ჩემდა საბედნიეროდ მეტი კითხვა არც დაუსვამს. ამასობაში მათაც დატოვეს ტერიორია. მე და ჩემი "მეწყვილე" წამოვდექით. ისევ იგივე გზას გავუყევით. სახლის შესახვევამდე გამომაცილა, შემდეგ მეთვითონ ვუთხარი, რომ აღარ იყო საჭირო და სახლის გზას მარტო ავუყევი. ნოემბერი იყო, ცივი ქარი რომ არა, სიცივე სრულიად არ იგრძნობოდა. ნოემბერი, ნოემბერი. თავში არდადეგებმა გამიელვა და მაშინვე გამეღიმა.ზამთარში მე და ლილუ ყოველთვის მთებში მივდიოდით ხოლმე. ვინაიდან ორივეს გვიყვარს თოვლი. სახლში მისულმა, გამოვიცვალე, ვივახშმე და წუხანდელთან შედარებით მაშინვე ჩამეძინა. დილას ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. მეზიზღებოდა ეს მომენატი მაგრამ როგორღაც ძალა მოვიკრიბე და ვუპასუხე. - გაგაღვიძე?- ლილუს სიცილნარევი ხმა გავიგონე ტელეფონში. - დაახლოებით- ვუთხარი და სახეზე ხელი მოვისვი. - პირველი საათია ადექი, ხომ იცი დღეს მომყვები. - პირველი? - გამიკვირდა, როგორც ჩანს ორი დღის ავინაზღაურე- მახსოვს, რომელზე? - 6ზე ჩემთან მოდი და წავიდეთ. ვიცოდი დრო მალე გავიდოდა. ასერომ, უცბათ ავდექი, ვისაუზმე და ტანსაცმელი შევარჩიე. არვიცი რატომ, მაგრამ საწოლზე ჩამოვჯექი და ანდრეას ნომერი ავკრიფე. რატომ ვურეკავდი? ან რაუნდა მეთქვა? ჩემდა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ არ მიპასუხა. 5საათისთვის უკვე მზად ვიყავი და სახლიდან გავედი. - ოხ მობრძანდი?- შემეგება ლილუ და სახლში შემიპატიჟა. - მოვბრძანდი- ვუღხარი სიცილით. შესანიშნავად გამოიყურებოდა, შემდეგ მე შემომხედა და სახე დამანჭა. - რაარი გოგო ეს?! - რა?- გავიკვირვე და საკუთარი თავი შევათვალიერე. ხელი დამავლო და სააბაზანოში შემათრია. 10წუთში მსუბუქი მაკიაჟი მედო სახეზე. - ასე ჯობს- ტაში შემოკრა სიხარულისგან. საკუთარი ნივთები მოაგროვა და გზას გავუყევით. ლიკა იმაზე ახლოს ცხოვრობდა, ვიდრე წარმომედგინა.ამიტომ სიცივეში დიდხანს სიარული არ მოგვიწია. ორ სართულიანი სახლიდან უკვე მუსიკების ხმა გამოდიოდა. სახლში შევაბიჯეთ თუარა, ვიღაცამ ხელში წითელი ჭიქა მომაწოდა, დავყნოსე, ალკოჰოლმა მაშინვე ამიწვა ცხვირი. ჯერჯერობით არ მინდოდა დალევა და ლილუს გავყევი ხალხის ბრბოში. მალე შევნიშნეთ შავთმიანი გოგონა, რომელსაც გვერძე ასევე შავგვრემანი წყვილი ეჯდა. - ლიკა, გილოცაავ- შეაფრინდა ლილუ მაშინვე. გოგონამ გაუცინა და მადლობა მოუხადა. - აი მარიამიც მოვიყვანე.- უთხრა პაუზის შემდეგ ლილუმ. - გილოცავ- მორცხვად ვუთხარი და მსუბუქად გადავეხვიე. ჩემს დანახვაზე უცნაურად ჩაეღიმა და მადლობა თავაზიანად მომიხადა. - გაიცანით, ჩემი საუკეთესო მეგობრები ლიზა და თორნიკე.- მიგვითითა მის გვერძე მჯდომ წყვილზე. გოგონამ, რომელსაც ლიზა ერქვა, თავი არ შეიწუხა და თვალი აგვარიდა. ბიჭმა კი ხელი გამოგვიწოდა ჩამოსართმევად. - ძალიან სასიამოვნოა, მარიამ- მომაძახა, როდესაც მათგან ზურგით მივტრიალდი. ეს სამნი ძალიან უცნაურად იქცეოდნენ. ყურადღება არ მიმიქცევია და ლილუსთან ერთად კორიდორში დავჯექი. ვმხიარულობდით, სიტუაცია ცუდი ნამდვილად არ იყო. ალბათ რამდენიმე საათიც კი გავიდა. საკმარისზე მეტი ალკოჰოლიც მივიღეთ და სიცილის შეწყვეტაც უკვე შეუძლებელი ხდებოდა. - საპირფარეშოს მოვძებნი- ვუთხარი ლილუს სიცილით და ფეხზე წამოვდექი. წონასწორობა მარტივად შევინარჩუნე და კიბეებს ზემოთ ავუყევი. ჩემდა საბედნიეროდ, ინტუიცია ჩემს მხარეს იყო და პირველივე კარი, რომელიც შევაღე დანიშნულების ადგილი აღმოჩნდა. ონკანი მოვუშვი და სველი ხელი ლოყებსა და შუბლზე მოვისვი. რამდენიმე წამი გაშეშებული ვიყავი, სანამ კარი გაიღებოდა. - უკაცრავად.- ვუთხარი გოგონას და გასვლას შევეცადე, თუმცა კარები მაშინვე დაკეტა. ეს ის იყო, ლიკას მეგობარი. ჩემზე მაღალი, გამოყვანილი ნაკვთების მქონე, საკმაოდ გამოპრანჭული გოგონა. - პირადად არ შევხვედრილვართ. მითხრა პაუზის შემდეგ, გამომწვევი ღიმილით. - ლიზა ავალიანი- ხელი გამომიწოდა. თითქოს ჭექა ქუხილი დამატყდა თავს. ენა დაგამეყლაპა. თავს ძალა დავატანე და ხელი ჩამოვართვი. ავალიანი, ავალიანი... - მარიამ აბაშიძე- ვუთხარი ყოყმანით. -დიდი ხანია შენთან შეხვედრა მინდა.- მითხრა, ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს და ხელსაბანთან საპონი ჩამოასხა. ხელების დაბანა დაიწყო. - მიხვდებოდი ალბათ რატომაც.- განაგრძო დუმილის შემდეგ. - დაახლოებით. ვუთხარი ჩუმი ხმით და ნერვიულად ტუჩის კვნეტა დავიწყე. -არადა, ანდრეას გემოვნებაში საერთოდ არ ჯდები- მითხრა მკვახედ და ჩაიცინა. ვაღიარებ, რაღაც ჩამწყდა გულში,მაგრამ არ შევიმჩნიე. - ჩვენ უბრალოდ კლასელები ვართ, რატომ უნდა ვჯდებოდე- შეძლებისდაგვარად სიცილი დავაყოლე ჩემს ნათქვამს. - საკუთარ თავს ნუ ატყუებ- თვალებში შემომხედა და სახე დაასერიოზულა. ღრმად ამოვისუნთქე და იქაურობას გამოვეცალე. კიბეებზე ჩასვლისას მისი ხმამაღალი სიცილიც გავიგონე, მაგრამ ყურადეება არ მიმიქცევია. კიბეებთანვე წავაწყდი ლილის დაბნეულ თვალებს და რაზეც გინდათ დავიფიცები ,ისეთი სახე ჰქონდა გეგონებათ ტერორისტი ყოფილიყო და წუთი წუთზე მთელს სახლს ჰაერში აწევდა. - რახდება? - იოანემ დამირეკა. - მერე? - ვკითხე და აკანკალებული გარეთ გავიყვანე. - წინა საპატიმრო განყოფილებაშია. ხმა ჩამივარდა, აღარ ვიცოდი რა მეთქვა. - წავედით. მხოლოდ ეს ვუთხარი, არავის დავმშვიდობებივართ ისე გამოვედით ეზოდან და ტაქსი გავაჩერეთ. *** - რა დაემართა, აქამდე განყოფილებაში არასდრის ყოფილა- ამოიბუტბუტა ლილუმ და გზას გახედა. ვატყობდი ტაქსის მძღოლი გაოგნებული გვისმენდა და ხელი გავკარი დაქალს, რათა გაჩუმებულიყო. სადღაც 7-8 წუთში ტაქსიდან ჩამოვედით და პოლიციის შენობას გავხედეთ. არ გვიყოყმანია, მაშინვე შესასვლელისკენ წავედით და გამბედავად შევაბიჯეთ. ორივეს გავოგნდით, როდესაც მოსაცდელში მჯდომი იოანე შევნიშნეთ. ლილუ სირბილით მივარდა და ჩაეხუტა. - გული გამიხეთქე, აქ რას აკეთებ?! - ლილუ დამშვიდდი- დაამშვიდა იოანემ და მიიხუტა, მე მიმიკით მომესალმა. - აბა? გამოგიშვეს უკვე თუ რახდება? -სიტუაციის გარკვევა შევეცადე. - არა მარიამ, მე არც ვმჯდარვარ. - მიპასუხა წყნარი ხმით. წარბი ავუწიე, რომ თხრობა განეგრძო. - ავალიანი და დათო. ორ წამში თავბრუ დამეხვა, არვიცი ეს სასმლის ზემოქმების გამო იყო თუ არა, მაგრამ მაშინვე სკამზე ჩამოვჯექი. ლაპარაკის უნარი დამკარგვოდა. - და რამოხდა?- ჩემს მაგივრად იკითხა ლილუმ. - არც მე ვიცი წესიერად ტო, ორი წუთი შემიშვეს. მაღაზია გაუტეხიათ და მერე უჩხუბიათ. არაფერი არ ვიცი, მეც დათომ დამირეკა. - იმედია მოგვარდება. - მნახველებს უშვებენ?- ვიკითხე უცებ. - რომლის ნახვა გინდა? - წარბის აწევით შემომხედა იოანემ. ამას ლილუც მიყვა. - რომელიმეს, რამნიშვნელობა აქვს?! - მივაყარე უცებ. - მიმღებში მიდი- მითხრა მიქაძემ. მაშინვე წამოვდექი და ლილუს გავხედე. თავი ისე დამიქნია თითქოს ყველაფერს ხვდებოდა. - მნახველი ვარ- პირდაპირ მივახალე მიმღებში მამისტოლა კაცს. ჩაეცინა . - სახელი, გვარი. - ანდრეა ავალიანი და დათო ლომაძე. ცოტახნის წინ მოიყვანეს. - ვუთხარი ნერვიულად. - ავალიანთან შეგიშვებთ. ბატონ ლომაძესთან უფლება არ მაქვს, დაშავებულია - მითხრა დაბალი ტონით და პასუხის მოლოდინში შემომხედა. - კარგით. - მარცხნივ წადი, მერვე ოთახში. - ხელით მიმითითა და ასევე დაცვაში მდგომ კაცს ანიშნა, რომ შევეშვი. კარი დინჯად გამიღო, ფეხები მიკანკალებდა. ჩემს ოდნავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს დავაბრალე და ამაყად გავყევი დაცვას. კარის წინ დამაყენა და მანიშნა გავჩერებულიყავი. ნარცრისფერ კარს გამოკვეთილად ეწერა '8'. განა მართლა მინდოდა ამის გაკეთება? მართლა მინდოდა პირისპირ საუბარი? სანამ ფიქრებიდან გამოვერკვიე,დაცვას უკვე კარი გაეღო და მე მელოდებოდა. ნაბიჯი გადავდგი, რომ შემახსენა: - მხოლოდ 10წუთი- საათს დახედა და კარი მოხურა. ჩემს წინ კედელს აყუდებული ანდრეა იდგა. ხელები გადაეჯვარებინა, თავით კედელს მიყრდნობილი, დამცინავად შემომყურებდა. - გამარჯ.. - რატომ მოხვედი?- სიტყვა გამაწყვეტინა და თვალებში შემომხედა. - იოანემ დაგვირეკა და..- თმა ცალი ხელით გავისწორე, სიტყვების მოძებნა მიჭირდა. - ასე ჩაცმული? რის მიღწევას ცდილობ?- ხელი ჩემს ტანსაცმელზე გამოიშვირა და გაიცინა. - ანდრეა გაჩერდი. აქ კითხვებით გატენილი თავი მხოლოდ მე მაქვს. - დღეს ერთი ავალიანი საკმარისი იყო, ახლა მეორეც?! - ოჰო. - თავი წარმოსწია, კედელს მოშორდა და ახლა ჩემს პირდაპირ, მაგიდაზე ჩამოჯდა. - დათოსთან არ შემიშვეს.- ვუთხარი დაბალი ხმით.-მითხრეს დაშავდაო... - მაგ ნაბი*ვართან გინდოდა შესვლა არა?! ეგრე? მიდი მარიამ, მიდი. არ გაჩერდე. - ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა. ტონს არ უწევდა. ხმა დამცინავზე დამცინავი ჰქონდა, რაც უფრო მიკლავდა გულს. - ანდრეა რა მოხდა? მაღაზია რატომ გაძარცვეთ? - შენი აზრით ფული მაკლია?- ისევ ცინიზმი- მამაჩემს ჯიბეები ფულით აქვს გატენილი, მაგრამ ეგ ნაკლებად მაინტერესებს. მის სიტყვებს ვუსმენდი და ვხარშავდი. დღეს ჩემი ტვინი განსაკუთრებით ნელა მუშაობდა. წამებში შევათვალიერე ავალიანი. მსმენია, მაგრამ ფულიანი მამიკოსი არაფერი ეტყობოდა. მისი დისგან განსხვავებით. უბრალო ჯინსი და მაისური ეცვა. - თუ ფული არა, აბა რა გაინტერესებს? ასე რისთვის გარისკე?- ვკითხე მოურიდებლად. - გამომიშვებენ. - კითხვას თავს ნუ არიდებ.- სიტყვიერ შეტევაზე გადავედი. - კაი, კარგი. სიმართლეს გეტყვი.- მაგიდაზე კარგად მოკალათდა და ხმა ჩაიწმინდა. - დათოსთან არაჩვეულებრივი დრო გაატარე, ხო? ისე გამიგია, ბიძამისი არაჩვეულებრივ ჩაის ამზადებს. ერთხელ მეც აუცილებლად გავსინჯავ.- წამით გაჩერდა და ჩემს რეაქციებს დააკვირდა. ერთ ადგილას მიყინული ვიდექი. - კარგი, საქმეზე გადავალ. მაღაზიის გაძარცვა ჩემი იდეა იყო. დათოს გავატეხინე. ფულიც მას შევტენე. მოკლედ, ყველაფერი მან გააკეთა, მე მხოლოდ თანამზრახველი ვიყავი. - რა დონის...- წინადადება ისევ მისმა ხმამ გამაწყვეტინა. როგორ დაგეგმა ყველაფერი ასე მარტივად?!უკვე ეკლებზე ვიჯექი. - რომ გამოვედით, ჩხუბი ავუტეხე მთელი ფულირატომ ჩაიჯიბეთქო, და კამერების წინ ერთი-ორიც მოვდე. პოლიცია წამებში გაჩნდა. დანარჩენი შენც იცი. პირღია ვუსმენდი. ისე მშვიდად საუბრობდა, ისე წყნარად და აუღელვებლად ყვებოდა ამ ყველაფერს. - ეს ყველაფერი რაში დაგჭირდა? - ის ნაბი*ვარი ჩავსვი მთავარია. თუ გაუმართლა ორ თვეში გამოვა. მე კიდე, ხვალვე გარეთ ვიქნები. აი ნახავ. - თვალი ჩამიკრა და ფეხზე წამოდგა.ვიცოდი რაც ხდებოდა, ზუსტად ვხვდებოდი და ამის დამალვას არც ვაპირებდი. - ჩემს გამო გააკეთე?! ანდრეას სიცილი ექოდ გაისმა. - შენ არაფერ შუაშიხარ. დათოს ‘ჟილკა’ მქონდა, თავიდანვე არ მეხატებოდა გულზე და იოანემაც მშვენივრად იცის. - კეთილშობილი მაინცაა, შენგან განსხვავებით. მხრები აიჩეჩა. თითქოს მისთვის არც მითქვამს. კარებთან დაკიდულ საათს შეხედა და მზერა ჩემზე გადმოიტანა. ხმის ამოღება დავასწარი. - ღირსი ხარ გამოსასწორებელ კოლონიაში გაგიშვან.. -მანდ? მანდედანაც გამოვალ. ამოვიხვნეშე და შუბლი მოვისრისე. კვლავ კითხვით მოვუბრუნდი. - რატომ მაკოცე? - მინდოდა. - მარტივი პასუხი გამცა და ჩვენს შორის ნახევარი ნაბიჯის სიახლოვეს დადგა. -რასაც გინდა, ყოველთვის იმას აკეთებ?-ხელი ასწია და თმაზე ნელა ჩამომისვა. არა, ვიცოდი რომ ეს არასწორი იყო. მინდოდა შორს გავქცეოდი ამ ყველაფერს. თვალებში მიყურებდა და ღრმად სუნთქავდა. შემდეგ ინსტიქტურად თავი დამიჭირა და ტუჩები ტუჩებზე მომაბჯინა. ვხვდებოდი როგორ მეცლებოდა ძალა, მაგრამ ენერგიის შესანარჩუნებლად არაფერს ვაკეთებდი. - კი, რასაც მინდა ყოველთვის იმას ვაკეთებ. ბოლოს, ისევ თვითონ მომშორდა. შეწუხებული სახით რაც შეეძლო შორს გაიწია ჩემგან და მოკლე თმები ხელით აიქექა. - ანდრეა.. - არა,არა.. - ამოილაპარაკა ნერვიულად. - წადი მარიამ. ხმადაბლა მითხრა. ახლა თავი საშინლად ვიგრძენი. მისი ხასიათის ცვალებადობა გონებას მირევდა. ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა დავიჯერო?! შევტრიალდი და კარის სახელურს მივჩერებოდი. უკნიდან გახშირებული სუნთქვა მესმოდა. არ მიმიხედავს, ისე გამოვედი ოთახიდან და გასასველისკენ წავედი. თვალიდან ობოლი ცრემლი ჩამომიგორდა, მაგრამ მაშინვე მოვიცილე და ჩემების გვერდით ჩამოვჯექი. - აბა? რახდება?- მკითხა იოანემ. - არაფერი, ნორმალურადაა. - რამე მოტივი ამოძრავებდა? თქვა რამე? - არაფერი..- ვიცრუე. ყველაფერს მიქაძეს ვერ ჩავუკაკლავდი. ლილუმ მაშინვე შემატყო და ვიცოდი, ამას შემდეგში აუცილებლად განვიხილავდით. - აქ ლოდინს აზრი არაქვს. -დინჯად თქვა იოანემ- საკუთარ სახლებში დაგარიებთ. - ლილუ ჩემთან რჩება. - ვუთხარი დაუყოვნებლივ. მანაც თავი დამიქნია. 10 წუთში უკვე ჩემს სახლთან ვიყავით. საშინლად ციოდა.ლილუ ხმას არ იღებდა. ჩამკეტს გასაღები გავუყარე და გადავატრიალე. ორივენი სახლში შევედით, დაქალი წინ გადამიდგა. - ახლა დაჯდები და ყველაფერს მომიყვები. - მეტი ვეღარ გავძელი და აცრემლიანებულმა ავხედე. - ღმერთო ჩემო.. ბოლოს როდის იტირე არც კი მახსოვს.- მითხრა აკანკალებული ხმით და არც უფიქრია, ისე მიმიხუტა. გული უარესად ამიჩუყდა? არა. კბილებს ერთმანეთს ვაჭერდი და საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს მთელი ძალით ვაკავებდი. დაქალს მოვშორდი და უჯრიდან სიგარეტი ამოვიღე. - მოწევ?- ვკითხე ლილუს და გავუწოდე. მანაც გამომართვა და სავარძელში ჩავჯექით. აივანზე გასვლას არც კი ვფიქრობდით, ისე ციოდა. სახლს შემდეგ გავანიავებდი. მოვუკიდე. ლილუ ნელა ჩემგან განსხვავებით, აუჩქარებლად ეწეოდა. - ყველაფერი ანდრეას ბრალია.- დავიწყე როდესაც ღერი ჩავამთავრე და საფერფლეს მივაწვი. კოლოფიდან მეორე ღერი ამოვიღე და მოვუკიდე. ლილუმ გაშტერებულმა გამომხედა, მაგრამ ვიცოდი "გამიტარებდა". - ხვალ გამოუშვებენ. დათოს ჩასვამენ. - ვუთხარი სწრაფად და ანდრეას სიტყვებში საკმაოდ დარწმუნებულმა, ნიკოტინი ღრმად შევისუნთქე. პერიოდულად თვალებზე ხელს ვიჭერდი, რომ ცრემლებისთვის წამოსვლის საშვალება არ მიმეცა. - შენ რა გატირებს?- მკითხა და საზურგეს მიეყრდნო. - ეგ კარგი კითხვაა. - ღრმად ამოვისუნთქე და მესამე ღერი ტუჩებს შორის მოვიქციე.- შევედი თუარა, ცინიზმით ბოლომდე მიწასთან გამასწორა. შემდეგ, რაღაც ეტაკა და მაკოცა. ისევ. და ბოლოს გამომაგდო. ლილუ გაშტერებული მისმენდა. -უკვე მეორედ, უამრავი კითხვის ნიშნით მტოვებს. - რამეს გრძნობ? - არვიცი ლილუ. წამით თითქოს მასთან მსიამოვნებს. მეორე წამს მინდა რაც შეიძლება შორს გავექცე. მაგრამ რა გამოდის? რამდენად ბინძურ საქმეებშია... - უნდა დაწყნარდე. ჩაი გინდა? - არა. - ვუთხარი და მეოთხე ღერს მოვუკიდე. არაამქვეყნიურად მაწყნარებდა. - მანდედან ადექი.- ვუთხარი ლილუს და ისიც მაშინვე დივნიდან წამოდგა. - რამე სჭირს დივანს? - გადასაფარებელი უნდა გავრეცხო. - ავდექი, ნახევარი სიგარეტი საფერფლის კიდეზე ჩამოვდე, გადასაფარებელს ხელი დავავლე და გადავაძრე. ისევ საშინელი, ნაცნობი სურნელი დატრიალდა. ღრმად შევისუნთქე და ლილუს მივუბრუნდი. - ახლა დაჯექი- გაურკვევლად მიყურებდა და თვალს მაყოლებდა. მაშინვე, სარეცხის მანქანაში შევუძახე და რეცხვის რეჟიმზე ჩავრთე. შემდეგ, ჩემს ადგილს დავუბრუნდი და სიგარეტი კვლავ თითებს შორის მოვიქციე. - გადასაფარებელს რა სჭირდა?! - ჭუჭყით იყო გაჟღენთილი- ვუთხარი და სიგარეტი ღრმად მოვქაჩე - ჭუჭყით არა?- ეჭვით მკითხა- რომელი ჭუჭყით? - ცინიზმით, სირცხვილით და სიბინძურით. ლილუ დაშტერებული მიყურებდა და ჩემი პირიდან წამოსულ სიტყვებს არ უჯერებდა. მართალია, არც მე ვუჯერებდი. ასე ცხოვრებაში არ გავმწარებულვარ. სწორედ ეს იყო, პირველი, მძაფრი შეგრძნებები. - გეყოფა. - მითხრა როდესაც შემდეგი ღერის აღება დავაპირე და კოლოფი მაგიდიდან ამაცალა. - საკმარისია, ნუ გადაყვები. თავი დავუქნიე. მართალი იყო. არ ღირდა სიბინძურეს გადავყოლოდი და ფილტვები მის გამო სიბინძურით ამევსო. აი ახლაც. მახსენდებოდა როგორ 'მტუქსავდა' მოწევაზე და გუნებაში მეცინებოდა. - რატომ ერევა ჩემს ცხოვრებაში? რა უფლებით? - არ ჰკითხო. სისულელე იქნება. - სისულელე არა, ისევ ჩემი დაცინვა იქნება. ვუთხარი დაქალს და ბალიშზე თავი ჩამოვდე. თვალები დავხუჭე, იმ იმედით რომ ჩამეძინებოდა.. იმავე პოზიციაში მეღვიძება, თვალები მეწვის და ტკივილის გასაქრობად რამდენჯერმე ვახამხამებ. - შუადღემშვიდობის- მითხრა ლილუმ ჩაცინებით და წინ გაზიანი წყალი დამიდო. - ნაბახუსევზე კი არ ვარ- წარბი ავუწიე, დივნიდან წამოვიწიე და მოვსვი. - უარესად ხარ. - 3 თვეა რაც ავირიე. - დილა ადრიან ნუ დაიწყებ მაგაზე ფიქრს. მე უნდა წავიდე,დედაჩემს ვჭირდები. ხომ კარგად იქნები? თავი დავუქნიე. - ლილუ.. შეგიძლია იოანეს უთხრა გამომიაროს?უნდა დაველაპარაკო. - ვეტყვი. მითხრა, გამიღიმა და მარტო დამტოვა, თავი ისევ ბალიშზე დავაბრუნე. ამ სამყაროში არ ვიყავი. ერთადერთი რაც ოდნავ სიხარულს მმატებდა დედაჩემი იყო, ხვალ ჩამოდიოდა და რომ არ დავხვედროდი ისე არ გამოვიდოდა. მაშინვე წამოვდექი, წყალი გადავივლე და სამზარეულოში გავედი. თითქმის ყველაფერი გავიხსენე, რაც კი დედას უყვარდა და კეთებას შევუდექი. ნამცხვარი არაჩვეულებრივი გამოვიდა. ახლა ცეზარის დრო დადგა. ყველის ხეხვას შევუდექი თუ არა, კარზე კაკუნი გაისმა. ხელები პირსახოცს შევაწმინდე და კარი გავაღე. - მოდი,იო. - შემოვუშვი და შემდეგ გადავეხვიე. ხმას არ იღებდა, უკან პატარა ბავშვივით გამომყვა და სამზარეულოში ჩამოჯდა. - რამეს ზეიმობ?- მოავლო ოთახს თვალი და წარბი ამიწია. - დიახ ორ რამეს. - ჩავიცინე. - აბა გისმენ. - პირველი იმას რომ დედაჩემი ჩამოდის. - და მეორე?- ინტერესით სავსე თვალები მომაპყრო. - მეორე იმას რომ ავალიანი "პატარა ოთახში"ყურყუტებს. ჩემს ნათქვამზე ჩუმად ჩაიცინა. - ლილუმ მითხრა, რომ ლაპარაკი გინდოდა. - მგონი გადავიფიქრე, მაგრამ არაუშავს. ნამცხვარს გასინჯავ. - წინ თეფშით დავუდე. არცკი ვიცოდი რას ვაკეთებდი. არ მინდოდა ავალიანზე ლაპარაკი! ჩემს ტვინს არ უნდოდა, მიკრძალავდა.. ჩანგალი ხელში მივაწოდე და გაღიმებულმა შევხედე. - ჰე ჭამე, არ მოიწამლები- სიცილით, ყველის ხეხვა გავაგრძელე. - უგემრიელესია, ლილუს ამის გაკეთება ასწავლე რა- ორივემ ერთდროულად გავიცინეთ. 2 წუთში მთლიანი თეფში მოასუფთავა და ნიჟარაში ჩადო. - ახლა კი თავი დაანებე მაგას. ოდნავ სერიოზული ხმა ჰქონდა. ერთ ადგილას მივიყინე. - დაჯექი, ვილაპარაკოთ. - არა იოანე... - მარიამ. დაჯდები თუ დაგსვა?! სხვა გზა აღარ მრჩებოდა. ჩემს საქმეს შევეშვი და მისაღებში გავედით. - კარგი.. საშინლად გამომივა ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ შენი ძმაკაცი სი*ია. მივახალე, თან საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი რაც ვთქვი. დაახლოებით ოცი წამი პირდაღებული მიყურებდა მიქაძე. - ვიცი, შენგან ამის მოსმენას არ ველოდი. - ვიცოდი,რომ დამეთანხმებოდი, უბრალოდ რასაც ვილაპარაკებთ ჩვენში დარჩება. - ლილუს გეფიცები- გამიღიმა და მანიშნა თხრობა გამეგრძელებინა. ჯერ კიდევ ვყოყმანობდი ჩემს საქციელზე, ჩემს გადაწყვეტილებაზე, მეთქვა თუ არა ყველაფერი. ღრმად ამოვისუნთქე და თვალებში შევხედე. - მაკოცა. - რა?- შუბლი შეკრა და სრული სეიოზულობით მკითხა. - ავალიანმა მაკოცა. ორჯერ. განვუმარტე. საკუთარ ხელს ნერვიულად ვიზელდი და სულ ავიწითლე. - გასაგებია..- საზურგეს მიეყრდნო, მოეშვა და საულვაშე ადგილზე თითები მოისვა. - მისგან არ მიკვირს, მართლა.- საკუთარ საუბარს სიცილს აყოლებდა, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა რომ ისიც შოკირებული იყო. - 8წლიდან ყველას კოცნის ეგ ლაწირაკი - ისევ სიცილი. მე არ მეცინებოდა და მიქაძის ლაზღანდარაობას ურეაქციოდ ვხვდებოდი. - არვიცი იო.. ყველაფერი სხვანაირადაა. მაშინ ვიცრუე. ვიცი ნამდვილი მიზეზი რაც მოხდა. - აბა გისმენ.- მიმიკა წამებში შეეცვალა და კვლავ წამოიწია სავარძლიდან. - დაგეგმილი იყო ყველაფერი. დათოს ჩაჯდომა უნდოდა.. სახეზე უამრავი რეაქცია დაურბოდა. მაგრამ მისი პირი რომელიც "ო"-ს ფორმაზე იყო, არ იცვლებოდა. - არვიცი მე რატო, იოანე გეფიცები.. გულზე არ ეხატება ვიცი. თავი ხელებს დავაყრდენი. თვალს არ ვაცილებდი მის გაოგნებულ მზერას. მესმის, ასეთ სიტუაციაში ყოფნარა რთულია. როდესაც საუკეთესო ძმაკაცები ერთმანეთს ემტერებიან ან ერთერთია ატეხილი.. - საღამოს გამოუშვებენ და გეფიცები ავალიანს არ ასცდება. ბრაზისგან კბილებში გამოსცრა. - არა გთხოვ. არ ჩაერიო. გაკვირვებულმა შემომხედა. - ერთი მიზეზი მაინც მითხარი. - ორივე შენი ძმაკაცია, თვითონ მოაგვარებენ, მჯერა. - ბოლო სიტყვის შენთვითონ არ გჯერა. - ღიმილით მითხრა და წამოდგა. - იოანე დამპირდი! წინ გადავუდექი. რა გამოდიოდა? ყველაფერს მე ვურევდი?ავალიანს ვიცავდი? - კარგი, გპირდები. მხარზე ხელი გადამისვა და გულში ჩამიკრა. მისგან მოულონელი იყო და უხერხულად მოვხვიე ხელი. - ავალიანს თავი არ დააჩაგვრინო. ორაზროვნად მითხრა, სწრაფად მომშორდა და ჩემი სახლი დატოვა. ზედმეტ ფიქრს არ ვაპირებდი. სამზარეულოში გავედი და საქმიანობა გავაგრძელე. სახლი მივალაგე, გავანიავე. ყველაფერი წესრიგში მოვიყვანე, საკუთარი თავის გარდა. იმედი მქონდა, დედა ვერაფერს შემატყობდა. დილას უკვე გამოძინებული წამოვხტი ფეხზე. 12ზე სადგურში უნდა ვყოფილიყავი. საწოლიდან წამოვფრინდი თუარა, გარდეროფს ვეცი. შავი შარვალი და მუქი ნაცრისფერი მაისური გადავიცვი. "ანდრეა, ანდრეა" ზუზუნებდა თავში ჩემი რაღაც ნაწილი, რომელსაც ამწამს სიამოვნებით ჩავწიხლავდი. - ვინ არის ანდრეა ავალიანი? არც არავინ! ხმამაღლა წარმოვთქვი, თმა კოსად ავიწიე და სახლიდან გავედი. - ჩემი პატარა გოგო- შორიდანვე გავიგე როგორ ჩაიბუტბუტა ნათიამ. უყოყმანოდ მივვარდი და ჩავეხუტე. ორი ჩემოდანი ხელიდან გავაგდებინე და ვაიძულე ჩემთვის შემოეხვია ხელები. დედაჩემის მკლავებში თავს ყოველთვის პატარა ბავშვად ვგრძნობდი. დაცულად, თავისუფლად.. სახლში მისულს სახეზე ღიმილი დამირბოდა. ერთი სული მქონდა, მაცივარი გამოეღო და ჩემი ნახელავი ენახა. ჯერ მოწესრიდგა. დაისვენა და შემდეგ გავიდა სამზარეულოში. - მეამაყები! - მთელი გულით წამოიძახა და ყურებამდე გამიღიმა. - მიყვარხარ- ვუთხარი ხმადაბლა და კედელს მივეყრდენი. სუფრა ერთად გავშალეთ, დედამ სერვანდიდან საყვარელი წითელი ღვინო გამოიღო და უყოყმანოდ გახსნა. - მამაშენს უყვარდა.. იამაყებდა შენით. სევდანარევი ხმა დააყოლა და ასევე შემომხედა. მამაჩემი არ მახსოვს. ძალიან პატარა ვიყავი, რომ დამეღუპა და დედამ მარტო გამზარდა. როდესაც მამაზე იწყებდა ლაპარაკს მხოლოდ ვიღიმოდი. არ განვიცდიდი მის ნაკლებობას, დედა ყველანაირად მავსებდა. ჭიქები ღვინით ნახევრად გავავსეთ, შემწვარი ქათამი თეფშებზე გადავიღეთ და გემრიელად დავიწყეთ ვახშმობა. - მე გავაღებ- სკამიდან ბავშვივით წამოხტა, როდესაც ზარის ხმა გაიგო. მხრები ავიჩეჩე და ჭამა გავაგრძელე. - მარიამ, სტუმარი გვყავს- გახარებული ხმა ჰქონდა, შესასვლელისკენ ზურგით ვიჯექი. - ოჰ ლილუ. ვიცი, მოსვლას აპირებდა. - მეც გახარებულმა ვუპასუხე და ჭამა გავაგრძელე. ველოდი, როგორ შემოუვლიდნენ მაგიდას და ორი ლამაზი ქალი წინ როგორ დამიჯდებოდა, მაგრამ შევცდი. - გამარჯობა, მარიამ. ტაომ იმ წამსვე დამაყარა. ლუკმა ყელში გამეჭედა. უხერხული იყო ახლა ხველის ატეხა. თავი მაღლა ავწიე და რაც შემეძლო ცივი გამომეტყვენებით გავუსწორე თვალი ნაცრისფერ სფეროებს. გავუღიმე. ნათია ორივეს გვიღიმოდა. - მოდი დავსხდეთ. კარგ დროს მოხვედი. - სკამი გამოუწია და წინ თეფში დაუდო. მშვენიერია! მეც კი არ 'მემსახურება' საკუთარი დედა ასე. ხელიდან ნამცხვარი გამოართვა. - არ უნდა შეწუხებულიყავი, შვილო.. "შვილო?" უკვე დედაჩემზე ვიწყებდი ეჭვიანობას. გამომეტყველება ისევ გაყინული მქონდა. - არ შევწუხებულვარ. - ანდრეა შეიძლება ორი წუთით მარტო დაგელაპარაკო?- კბილებში გამოვცერი. თან დედაჩემს გავხედე. ვერაფერი გაეგო. ავალიანი დამემორჩილა, ნათიას თავი დაუკრა და გამომყვა. მაშინვე ხელი მოვკიდე და ჩემს ოთახში შევათრიე. - რა ჯანდაბას აკეთებ?!- ვეცადე ემოციები მომეთოკა და ყვირილში არ გადამსვლოდა. - რას ვაკეთებ? - ისევ იგივე. მისი ირონია უკვე ტვინში ჩაქუჩივით მირტყავდა. - არ გაქვს უფლება მოდიოდე და დედაჩემს ტკბილეულობით ისყიდავდე! გადაიხარხარა. რა იყო აქ სასაცილო? უარესად ვღიზიანდებოდი. "ავალიანს თავი არ დააჩაგვრინო" იოანეს სიტყვებს ვიმეორებდი გუნებაში,მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. უნებართვოდ ჩამოჯდა ჩემს საწოლზე და ორი წლის ბავშვივით გამიღიმა. - ნუ მიბრაზდები მარიამ.თან ხომ ხედავ, რაც ვთქვი ავასრულე. თბილისის ქუჩებში თავისუფლად დავდივარ.იმ დაჟანგულ გისოსებში 24საათიც არ ვმჯდარვარ. - მიზეზი არ მაქვს გაბრაზების?! - გაქვს. თანაც ბევრი. - შენი სიმშვიდე ჭკუიდან მშლის! რა?! ეს ხმამაღლა ვთქვი? ჯანდაბა!!! - ვიცი.- გამიღიმა და მუხლებზე დაირტყა ხელი.- მოდი დაჯექი. - ჰაჰ- წარბები ავწიე. - როგორ ბედავ? - დაჯექითქო. - თვალებს მიბრიალებდა და მიბიძგებდა. წინ საჩვენებელი თითი ავუწიე. - მომისმინე კარგად, არ ვაპირებ ვინმეს სათამაშო ვიყო. გართობა გინდა? გინდა რომ ვინმეს დააფრქვიო შენი ირონია? რატომ ტასუნასთან არ მიდიხარ? ძალიან კარგად უგებთ ერთმანეთს. ღიმილით შემომცქეროდა მაგრამ ნელნელა სახეს ასერიოზულებდა. არ ვიცოდი საიდან მომდიოდა ამდენი სითამამე, მაგრამ არ მაინტერესებდა! სერიოზული სახით წამოდგა ფეხზე და ნელნელა მომიახლოვდა. იმდენად სერიოზული იყო, აზრადაც კიარ მომდიოდა, რის გაკეთებას აპირებდა, ან რაზე ფიქრობდა. უკან უკან დავიწყე ნაბიჯების გადადგმა და კარებს მივეყრდენი. არ ჩერდებოდა. იმდენად ახლოს მოვიდა, რომ უკვე ზედ მეკვროდა. არაფრით ვარიდებდი სახეს. რაც შემეძლო ცივად ვუმზერდი - ანდრეა... - კარგი. მშვიდად მითხრა, მომშორდა და გამიღიმა. ოთახიდან გამოვედით. ვერ ვიგებდი მის ქცევებს, მის აზრებს. დაბნეულობისგან თავბრუც კი მეხვეოდა! - ყველაფერი კარგადაა?- იკითხა დედამ. - ყველაფერი- ვუპასუხე ხმადაბლა და ჭიქა ჩავცალე. ანდრეას ჩაეღიმა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. - არაჩვეულებრივი შვილი გყავთ- ხავერდოვანი ხმით ამოილაპარაკა ავალიანმა. ნათიას გაეღიმა, მე წარბებ აწეული შევყურებდი საკუთარ სახლში დატრიალებულ სიტუაციას, რომელსც სახელს ვერ ვუძებნიდი. - ძალიან მეხმარება სწავლაში. ძალიან კარგი მეგობრები ვართ. თვალები ლამის გადმომცვივდა, ყველაფერთან ერთად, მშვენიერი მატყუარა ყოფილა. სწავლაზე და ზოგადად წიგნზე ხმაც არ დაუძვრია ჩემთან. დედაჩემი აღფრთოვანებული იყო ავალიანით და ეს ზედ ეწერა. ახლა,რაცარუნდა ცუდი მეთქვა მასზე, არაფრით დაიჯერებდა. პირველი შთაბეჭდილებები ხომ მაინც სულ სხვაა. - უკვე გვიანია, მე დაგტოვებთ. - როგორც იქნა...- ჩემთვის ჩავიბურტყუნე და ფეხზე წამოვდექი. გასასვლელისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა. -გავიგონე რაც თქვი.- ღიმილით მომიბრუნდა, როდესაც დარწმუნდა რომ მისაღებში მხოლოდ ორნი ვიყავით. - უნდა ვისაუბროთ, სერიოზულად! - დროებით, მარიამ. კარები მივხურე თუარა, დედაჩემი ამესვეტა წინ. - მშვენიერი ბიჭია, როგორი მეგობრული. - რაღაც ვიეჭვიანე თქვენზე - სიცილით მაგიდის ალაგებაში მივეხმარე. დაღლილ დაქანცულმა მალევე დაიძინა და დარჩენილი საქმე მე დავაბოლოვე. საკუთარ ოთახში შევედი და წიგნები გადმოვიღე. საწოლზე მორიგეობით დავყარე და სწავლას შევუდექი. *** მეორე დღეს ლილუ გვესტუმრა. იმღამეს ჩემთან დარჩა და რათქმაუნდა ავალიანის ამბებიც მოვუყევი. - ჩვეულებრივი პარანოიკია. ხმას არ ვიღებდი. საწოლში ვიწექი და ერთ წერტილს მივშტერებოდი - იცი სულ პირველად როგორ გავიცანი ? -განაგრძო დაქალმა. - აბა გისმენ - ბალიშზე თავი კარგად მოვათავსე. - იოსთან ერთად ბაღში ვიყავი და ძმაკაცები მოუვიდნენ. მაშინ ყველაზე დაბალი იყო და ასევთქვათ "მეზობლის ბავშვი" მეგონა. - კიმაგრამ, როდის იყო ეგ?- სიცილი ამიტყდა. - 3 წლის წინ ალბათ. მეზობლის ბავშვი ვეძახე და მაშინვე ხელი გამომიწოდა შენ ჩემი ძმაკაცის საცოლე ხარო. წარმოგიდგენია? ბოლო ხმაზე ვხარხარებდი და ბალიშს თავს ვაჭერდი, რომ ხმა შემეკავებინა. - შემდეგ, სიგარეტი რომ ამოიღო საერთოდ.. ყოველთვის ისეთი იყო. ყველა საქმეში სუფთა, მაგრამ ბინძური. ხო ხვდები. - ვხვდები, ვხვდები. - ახლა დაიძინე ქალბატონო. ამღამ დარაჯს დაგიწყებ, რომ პარანოიკებმა არ დაგიფრთხონ ძილი. *** *ანდრეა: - გააღე დროზე!!- რაც შემეძლო, მთელი ძალით ვურტყავდი მუშტს კარებზე. - მშვიდობა გაქ?- ნამძინარევმა გამომხედა იოანემ. ხელი ავუქნიე და სახლში შევაჭერი. - მე ეგ არ მაკლია.- ვცდილობდი წყნარად ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამომდიოდა. - რაგჭირს?- თვალები მოისრისა და ვისკი დამისხა. ერთი ამოსუნთქვით გადავკარი. - აღარ შემიძლია, კარგი ბიჭის თამაში. დავიღალე!!- მაგიდაზე ხელი დავუბრახუნე. როგორც ყოველთვის, აუღელვებელი თვალებით შემომყურებდა და მთლიანის მოყოლას ითხოვდა. - ის გოგო, შენი ლილუს დაქალი. უკვე.. არვიცი. - ხომ გაგაცანი ანდრეა, ახლა დაანებე თავი. ძალიან კარგი მეგობარია, თუ საშუალებას მისცემ. - მეგობარი გოგოები არ მაკლია! თავს ძლივს ვიკავებ.. ვერ წარმოიდგენ, რამდენი რამ მინდა ვუთხრა, ვაჩვენო. ის კიდევ ისეთი გულუბრყვილოა! - თამამი გოგოები არ გაკლია ისედაც. ... - დისტანცია უნდა დავიჭირო. ვნანობ, მეთორმეტე კლასში რომ მეორედ დავჯექი მის გამო! - დათოს რაღას ერჩოდი ტო..მაგაზე ისედაც უნდა გელაპარაკო. - როგორ თუ? შენ რა დაგიმალო შენი გაზრდილივარ ბო*ისშვილი ვიყო, ვერ ავიტანე მაგის ფლირტები. მაგის იაზვა, ბედნიერი სახეები. გოგოს მასე ისყიდავს არა? - ვინ დაიჯერებს, რომ ანდრეა ავალიანი გოგოს გამო სროკზე მიდის. ჩამეცინა. გულში რაღაცამ გამკრა და მარიამი გამახსენდა. თვალები მოვისრისე. - არაფერიც. მე სუფთა ვარ. სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. - მომისმინე. ორივე ჩემი ძმაკაცი ხართ. არმინდა გაუგებრობა და თქვენს შორის ჩადგომა. როგორმე უნდა მორიგდეთ. - მოვრიგდებით- თვალი ჩავუკარი და ფილტვებში ჩაგუბებული ბოლი ნელნელა გამოვუშვი. წამომახველა. პირზე ხელი მივიფარე, თუმცა იოანეს არ გამოპარვია. - კარგად ხარ? გამეცინა და სიგარეტი კვლავ ტუჩებშორის მოვიქციე. თავი დავუქნიე, ვანიშნე საუბარი გაეგრძელებინა. - საახალწლოდ გამოუშვებენ. - რა?! მე ორი თვით მოვიშორე ეგ ნაძირლა. - აბა დაფიქრდი ახლა, არც შენ ხარ უფრთო ანგელოზი! დათუნა კაი ბიჭია. - დათუნა..- გამეცინა- რა დათუნა ბიჭო ლომაძეს ამართლებ? - არასწორი ხარ ანდრეა, არასწორი. - ფიქრის საშვალება მომეცი, არ მინდა ვიჩხუბოთ. ღრმად ჩავისუნთქე უკანასკნელი ნაპასი და თვალები დავხუჭე. ვგრძნობდი, შიგნიდან როგორ მწკმეტდნენ მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი და ერთადერთი რაც მამოძრავებდა, მარიამი იყო. ერთადერთი, სასწაული და უმანკო გოგო, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. - ანდრეაა- მიქაძე უკვე მიკიოდა, რომ ფიქრებიდან გამოვეფხიზლებინე. თვალები ნელა, უკმაყოფილოდ გავახილე. - ოცნებებს მომწყვიტე რაა..- გადავიხარხარე. - აქ რჩები? - რავი ტო. არა, არვიცი. თავი ავიქექე. იოანეს გამომეტყველებით მივხვდი, რომ დარჩენა მეწერა და მაისური გადავიძრე. - ხვალ ვარჯიში მაქვს და დილას გამაღვიძე, რა. - დილას ლილუს უნდა მივაკითხო, მარიამთან დარჩა. წამოხვალ? - არა!! უნდა დავივიწყო!- მტკიცე უარი ვუთხარი. თავი დამიქნია და ოთახში მარტო დამტოვა. ძილი არადა არ მეკარებოდა. რაც დრო გადიოდა, უფრო ვხვდებოდი, რომ მღვიძარებაში მყოფი ერთადერთი ადამიანი ვიყავი. სავარძელში მძიმედ ჩავეშვი. სიგარეტი ტუჩებშორის მოვიქციე და ოთახი კვამლით ავავსე.. *** მარიამი*: სრულ სიმშვიდეში ვიბრაციის ხმა გამაყურებლა ისმოდა. თვალები მძიმედ გავახილე და ტუმბოზე დადებულ, ანთებულ ეკრანს შევხედე. სანამ საბნიდან ხელი ამოვწიე, ბზუილი შეწყდა. ისევ უცხო ნომერი. თავი ხვნეშით გავაქნიე. 7ხდებოდა. დაძინებას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. ლილუს გათიშულს ეძინა. წამოვდექი მოვწესრიგდი და მაგიდას მივუჯექი. მეცადინეობა ნამდვილად არ მაწყენდა. მოკლედ რომ ვთქვა, მთელი სამი საათი თავი არ ამიწევია. როდესაც ლილუმ გაიღვიძა, დედასთან ერთად ვისაუზმეთ და გარეთ გავედით. - აბა? - რა აბა მარიამ. სადმე არ წავიდეთ ამ არდადეგებზე? - რავი ლილუ. არვიცი.- მხრები ავიჩეჩე. - ხოიცი, არ გაწყენდა დასვენება- დაბღვერილმა შემომხედა. - ვიფიქრებ. მანამდე მაღაზიაში წამომყევი, სადა ფეხსაცმლის ყიდვა მინდა. ვიცოდი უარს არ მეტყოდა, ყველაზე მეტად მაღაზიებში სიარული უყვარდა. დიდ გასტრონომს მივადექით. შავი ფეხსაცმელი უყოყმანოდ ავარჩიე და სალაროს რიგში ჩავდექით. - ფასდაკლებებია და ხალხი ასკდება ყველაფერს- ამოიფრუტუნა დაქალმა, ჩამეცინა და ჩემს წინ მდგომ სამ ადამიანს გავხედე. ლილუ გაშტერებული უყურებდა რაღაცას. -მარიამ... - რაიყო? - ეს ლიზა არაა? აი დაბადებისდღეზე რომ გავიცანით. მინი ინფაქტი განვიცადე, როდესაც გოგონას შევხედე და მის ვინაობაში დავრწმუნდი. მაშინვე ზურგით შევტრიალდი. - წამო, მივესალმოთ- წინ გაიწია ლილუ. მაშინვე ხელში ვწვდი და დავაკავე. - არ გინდა. - რატო? რაგჭირს? - ეგ უბრალოდ ლიზა კიარა, თვით ლიზა ავალიანია. ლილუს თვალები შუბლზე აუვიდა და ისევ გახედა. ვატყობდი აღარსად წასვლას აპირებდა. ფეხსაცმლის საფასურიც გადავიხადე და გარეთ გავედით. - ნახე,ვიღაცას მანქანაშიც უჯდება. მანიშნა ლილუმ და წინ გამახედა. რატომ უნდა მეფიქრა ლიზაზე ცუდი, ვერ ვხვდებოდი. იქნებ თავისებური იყო. - ვიღაცას არა, ანდრეას. ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი და ვეცადე არაფერი შემემჩნია, როდესაც ავალიანის მანქანა ვიცანი. მე და ლილუ გზას გავუყევით. მათთვის ყურადღება აღარ მიგვიქცევია, მაგრამ რათ გინდა. ორი ავალიანი უკვე ყველაფერს ცვლიდა. - სულ გააფრინე? რას ასიგნალებ! - აუშარდა ლილუ და ანდრეას ლამის მანქანაში ჩაუხტა. - გამარჯობათ გოგოებო- ლიზამ ფანჯრიდან ღიმილით გადმომხედა. - წაგიყვანთ. - ბოხად ამოილაპარაკა ავალიანმა. - არგვინდა- უცბათ მოვუჭერი, დავინახე თვალებში წამით სიბრაზემ როგორ გაუელვა. დაქალს ხელი დავავლე და ნაბიჯებს ავუჩქარე. ლილუმ გაკვირვებულმა შემომხედა. ვიცოდი, რაიმეს თქმას აპირებდა, მაგრამ ახლა ტვინში ისეთი არეულობა მქონდა, არაფრის მოსმენა მსურდა. - ახლა არა, ლილუ- ხმადაბლა ვუთხარი. ანდრეა არც გამოგვყოლია. პირველივე უარზე გაზს მიადგა ფეხი და წამებში ქუჩიდან აორთქლდა. - რანაირი ბიჭია რა! მითხრა, როდესაც სვლა შევანელე. - უცნაური. რათქმაუნდა, როგორც ფილმებშია ხვეწნა მუდარას არ დაიწყებდა და მაგიტომაც წავიდა. ეს რეალობაა და არა ფილმი!! ვუმეორებდი საკუთარ თავს. ლილუმ იოანეს გაუარა. მე ისევ სახლში დავბრუნდი და ზურგით დავენარცხე საწოლზე. - გისმენთ? ბზული შევაწყვეტინე ტელეფონს. - მიხვედი? ნაცნობი ხმა. ავალიანი. ღრმად ამოვისუნთქე. ვიცოდი, პასუხს ვაგვიანებდი. ძალღონე მოვიკრიბე ხმის ამოსაღებლად. - კი. - კარგი. მოკლედ მომიჭრა და გამითიშა. ეს რაიყო?! პირდაღებული ვიჯექი და ჩამქრალ ეკრანს დავყურებდი. სტალკერი თუ პარანოიკი?! *** - მარიამ გაიღვიძე!!- ძილ-ბურანში მყოფს მესმოდა დედაჩემის ხმა, რომელიც ნელნელა მიახლოვდებოდა. თვალებდახუჭული წამოვჯექი და თვალი მოვავლე იქაურობას. - რახდება? - ხმადაბლა ვკითხე თვალებგაბრწყინებულ დედაჩემს. - ვიცი, რომ არდადეგებია, მაგრამ სამდღიანი აბიტურები ვნახე.., - გთხოოვ..- შევევედრე,რომ არ გაეგრძელებინა. გამოცდაზე ფიქრი საშინელ ხასიათზე მაყენებდა. - დამამთავრებინე. - გამიცინა და განაგრძო- ბორჯომში, თან დაისვენებ. ლილუც წაიყვანე. ეს იდეა ნამდვილად მომეწონა და დედას მარტივად დავთანხმდი. - როდის? - ზეგ წახვალთ. ჩემი თანამშრომელიც იქვე იქნება. რამე თუ დაგჭირდა,ხომ იცი. - ვიცი დედა, მადლობ. დამტოვა თუ არა დედაჩემმა მაშინვე ლილუს გადავურეკე. - აიბარგე, ბორჯომში მივდივართ. - სიცილით მივახალე. - მოიცა. სად? როდის? როგორ? უამრავი კითხვა მომაყარა, რგორც ჩვევია ხოლმე. მოკლედ ყველაფერი მოვუყევი და დაქალიც რათქმაუნდა დამთანხმდა. ორივე მზადებაში ვიყავით. ჩანთაში რაც კი თბილი მქონდა, ყველაფერი ჩავტენე. ბოლოს მთლიანი საცურაო კოსტუმიც ჩავდე, ყოველშემთხვევისთვის, სასტუმროში აუზი რომ ყოფილიყო და წინა წელი არ განმეორებულიყო, როდესაც ლილუმ მაისურით ჩამაგდო ბავშვების აუზში. სახლში დარჩენა ვამჯობინე ყველაფერს, სანდრიკას გადავურეკე და ვთხოვე მოსულიყო. - ჩემი სანდრო- შევახტი, როგორც კი ოთახში შემოვიდა. - თხაო, ჩამოდი- ზურგზე ხელი მომისვა. მის სხეულს მოვშორდი და წიგნები გადმოვალაგე. მთელი საღამო ვმეცადინეობდით. ხან ქართულს, ხანაც ისტორიას. თავები უკვე ძალიან გვტკიოდა. - დე, ყავა გაგვიკეთე რა- ვუთხარი თხოვნით ნათიას და სამზარეულოში დავსხედით. - არა, იცი რა არ მესმის? რა საჭიროა ყველა ბრძოლა, თარიღი ან თუნდაც ნაწარმოები ვიცოდეთ? ამოიხვნეშა სანდრომ. - გამოცდებისთვის არის საჭირო, თორემ რომელი განათლების კრიტიკოსი მე მნახე - გავეკრიჭე. ჩვენმა დიალოგმა ნათიას სიცილიც გამოიწვია. ყავა პატარა ფინჯნებში დაგვისხა. - სანდრო, რას საქმიანობ?- მიუბრუნდა ნათია ჯაჭვლიანს. - ეჰ ნათია დეიდა, ვმეცადინეობ, სხვანაირად სამართალზე ვერ ჩავაბარებ. - მართალიხარ. - თვალი ჩაუკრა დედაჩემმა. - იმდღეს მარიამთან რომ დარჩი სამეცადინოდ, მეგონა მთლიან მასალას გაივლიდით. თვალებში დამიბნელდა, სხეულში ერთიანად დამიარა წამიერმა სიცივემ და ოფლმა დამასხა. ყავას მაშინვე ხელი გავუშვი და მაგიდაზე დავტოვე. სანრიკამ წარბის აწევით გადმომხედა, თვალს არ მაშორებდა. შეშინებული თვალებით თავი ოდნავ, უარის ნიშნით გავაქნიე. ჯანდაბა! - კი ნათია დეიდა, ნაწილი მოვრჩით, ნაწილი არა. - ისე გასცა დედაჩემს დამაჯერებელი პასუხი, რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. შემდეგ გახედა. წამოდგა და ყავა ხელში აიღო. - ოთახში გავაგრძელებთ- ღიმილით განაცხადა და თავით საძინებლისკენ მიბიძგა. ჩემს ჭიქას ხელი დავავლე და დასჯილი ბავშვივით გავყევი უკან. ფეხები უკან მრჩებოდა, მეკეცებოდა. რა მექნა? რა მეთქვა? ტყული თუ სიმართლე? ჯანდაბას ანდრეა შენი თავი! კარი დავკეტე, საწოლზე ჩამოვჯექი და გადაშლილ წიგნს დავხედე. თვალი სანდრიკასკენ გავაპარე, წინ მეჯდა და ისიც წიგნს ფურცლავდა. - სად გავჩერდით? - მგონი 73 გვერძე.- ვუთხარიხმადაბლა. ვიცოდი გაშტერებული მიყურებდა, წიგნს არ ვაშორებდი თვალს. რამდენიმე წამში საკუთარი წიგნი დახურა და ჩემიც მიაყოლა. - არ აპირებ მოყოლას?- ხმადაბლა მკითხა, მაგრამ მის ხმაში სიმკაცრე იგრძნობოდა. თავი ავწიე და თვალებში შევხედე - სანდრიკ, ხომ იცი რომ.. - ვიცი, რომ ზოგადად დედაშენს არ ატყუებ. - არ მოგეწონება სიმართლე.. - აბა აპირებ მეც ტყუილებით ამავსო? შენ თქვი, იქნებ მომეწონოს. ვინ იყო? - ავალიანი. ფეხზე წამოდგა, სახე ცალი ხელით მოისრისა და ფანჯარასთან მივიდა. ხმას არ იღებდა. არ ვიცოდი რა მექნა, რა გამეკეთებინა. - მომისმინე, სერიოზული არაფერია მართლა რა, მეგობრებივართ.. - და ღამე შენთან რჩება, არა?- მის ხმაში ცოტა სევდა, ღიმილი იგრძნობოდა. ყოველთვის გვერდში მედგა ხოლმე, ძმასავით მყავდა. მაგრამ ტყუილზე და დამალულ ამბებზე მწარდებოდა. - მას დივანზე ეძინა. ვეცადე დამემშვიდებინა. შემომხედა, სახე ოდნავ მოულბა. - და რატომ? რაუნდოდა აქ? - კარგი.. მომისმინე სანდრო. ცუდად გავხდი და სახლში მომიყვანა. მარტო ჩემი დატოვება საშიში იყო.. ხომ ხვდები, ასერომ ღამე დარჩა და გათენდა თუარა წავიდა. - კარგი, გენდობი. - ვიცი, რომ მენდობი. - გავუღიმე, მომეხვია. - მაგ ტიპს არ ვენდობი გოგოებში. შარიანია, თორემ ვინც გინდა ის გაიჩინე- ბოლო სიტყვები სიცილით მითხრა და მომცილდა. საკუთარ აზრებში ვიძირებოდი. სანამ ჯაჭვლიანს გავაცილებდი ვუთხარი რომ 3-4 დღე ქალაქში არ ვიქნებოდი და წყნარად დატოვა ჩემი სახლი. ღამე კარგად გამოვიძინე. დილას ენერგიით სავსემ გავიღვიძე. დედას დავემშვიდობე, ჩემს პატარა ჩემოდანს ხელი დავავლე და სახლიდან გავედი. უბნის ბოლოში იოანეს მანქანა შევნიშნე. გამიკვირდა, ახლოს მივედი და ფანჯარაზე დავუკაკუნე. მაშინვე ჩამოწია და გამეკრიჭა. - დაჯე, საქმე მაქვს. არაფერი მიკითხავს, მანქანას შემოვუარე და ჩავჯექი. - საშინლად ცივა! წამოვიძახე სიცივისგან შეწუხებულმა და ქუდი მოვიხადე. -რაღაც უნდა გთხოვო - დაიწყო მიქაძემ. თვალები ავატრიალე. დაახლოებით ვხვდებოდი, რაზეც უნდა ესაუბრა, მაგრამ შევცდი. - შენი დახმარება მჭირდება. აი, ბორჯომში რომ იქნებით ლილუს უნდა მოვაკითხო, სურპრიზის სტილში რა. შენ უბრალოდ გამაგებინებ ზუსტად სად იქნებით. -სურპრიზს არ მეტყვი?- ქვედა ტუჩი პატარა ბავშვივით გადმოვატრიალე. -არა, დაქალები ხართ მაინც და რომ წამოგცდეს დავიღუპები.- გაიცინა. - ჯანდაბას შენი თავი, მოვილაპარაკეთ- გამეცინა და წარბები ავუთამაშე. ეს ბიჭი სიცილით ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზი ეგონებოდა ადამიანს. მანქანა დაქოქა და დაძრა, ლილუს გავუარეთ. შემდეგ კი სადგურს მივადექით. მთელი გზა იოანე თვალებს მიბრიალებდა, რომ არაფერი წამომცდენოდა. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ორ სართულიან სასტუმროში, რათქმაუნდა მე და ლილუ ერთ ოთახში ვიყავით. პირველი კურსი მოგვეწონა, ბავშვებიც გავიცანით და საღამოს თოვლში გავედით. ალბათ პირველი ხდებოდა, ნომერში რომ დავბრუნდით. - ლილს, გეძინება? ვკითხე დაბალ ხმაზე. - ისე რა, რახდება? - სხვას ვის უნდა ვუთხრა,თუ არა შენ.. - ავალიანის განხილვას გახსნიდან ვაცხადებ- ჩაიცინა და ჩემს საწოლზე მოკალათდა. - შენთან რომ მოვდიოდი და ქურდი მეგონა, ანდრეა იყო.- მხრები ავიჩეჩე და გონებაში ამოტივტივებულ კადრებს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი. - ხომ გითხარი, ეფექტური გამოჩენები უყვარსთქო.. - ლილუ, რაღაც მინდა გკითხო..- ვერადა ვერ წყნარდებოდა ჩემი ქვეცნობიერი. - აბა გისმენ. - ნუცას სიკვდილზე რამე იცი? - არა, და არც არავინ საუბრობს მაგ თემაზე.- უსიამოვნოდ აიჩეჩა მხრები დაქალმა. - როგორც ვიცი 20ის იყო, ხო? - 19ის. - ჯაჭვლიანი ავალიანს ადანაშაულებს..- ვუთხარი ხმადაბლა. - შეიძლება კარგი რეპუტაციით არ გამოირჩევა, მაგრამ კრიმინალი ნამდვილად არ არის... - არვიცი ლილუ. არვიცი. როგორ მინდა დაველაპარაკო და ყველაფერი ვკითხო, იცი? - დაელაპარაკე.- წარბები ამიწია დაქალმა. ცალი ხელი ნიკაპის ქვეშ ამოიდო და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა. - მასთან მშვიდი საუბარი?! აფსურდია. ვეღარაფერი მიპასუხა. გულის სუღრმეში, თვითონაც იცოდა, რომ სიმართლეს ვამბობდი. თემა შევცვალეთ და მალევე დავიძინეთ. მჭირდებოდა ანდრეასთან დალაპარაკება, მართლა მჭირდებოდა.საბოლოოდ ყველა კითხვისთვის პასუხი უნდა გამეცა, თორემ გავგიჟდებოდი. *** ანდრეა*: უცნაური იყო ყველაფერი. უცნაური იყო ამინდი, დროის სვლა და მეც უცნაური ვიყავი. მიქაძის ეზოს მივადექი, მანქანას რეცხავდა. - ამ სიცივეში? სერიოზულად ძმაო? - ლილუსთან მივდივარ და გასარეცხი მანქანით მიტყდება. - შეყვარებული ხარ... - დამცინავად ამოვილაპარაკე და ცას გავხედე - არა რაა, უეჭველი მოთოვს. როგორ მიყვარს, გადათეთრებული ქალაქი! - მაინც არ ეშვები, არა? - მკითხა დინჯად. ცალი წარბი ძალაუნებურად ავწიე. - ისევ ნუ დაიწყებ,თუ ძმა ხარ რა..- ხელი ავუქნიე, საუბარი ნამდვილად არ მსურდა. - დათოს ამბები ხომ არ გეყო... მერე და მარიამს ვესაუბრე, დავაძალე და ყველაფერი მოვაყოლე.მავნებლობას ვერასოდეს მოიშლი. მიქაძის დარიგებები სისხლში მქონდა უკვე გამჯდარი. როდესაც ასე მიწყებდა საუბარს და სერიოზული სახით მიყურებდა, მინდოდა მისთვის დამეცინა. ერთხელ გავაკეთე კიდეც და არანორმალური მეძახა. კომპლიმენტად მივიღე, არაფერი დამკლებია მაგით. - ხო აბა რა, მავნებლობა ჩემი მთავარი პროფესიაა- ვუპასუხე სიცილით. - ჰაჰ,ფრთხილად იყავი. რაღაც, პროფესიულ დეფორმაციას განიცდი. - რა მხრივ?! - ყველა ისეთი მავნე გგონია, როგორიც შენ ხარ . - ხომ ხედავ მე ლამაზ თოვლიან ამინდზე ვსაუბრობ, შენ კი სულ სხვა რამეზე ბურტყუნებ. წარბშეუხრელად გავეცი პასუხი, თავი გააქნია და მანქანის კარები გახსნა. - ჩაჯექი,ჩაჯექი. - მე არ მოვდივარ- თვალი ავარიდე და სიგარეტს მოვუკიდე. - რამნიშვნელობა აქვს ახლა, მე წაგიყვან თუ შენით ჩამოხვალ მერე? დაჯექი და მომეხმარე გეგმის განხორციელებაში. - რომანტიულს ვერ გიტან, ხომ იცი- ხარხარი ამიტყდა და მანქანაში ჩავჯექი. - არანორმალურო, გადააგდე სიგარეტი და წავედით, თორემ დაღამდა. ნახევარი სიგარეტი ნოტიო ასფალტზე დავაგდე და კარი მოვიხურე. - მარიამი იქნება? - იქნება. სახეზე ღიმილმა გადამირბინა, უკვე საკუთარი მიმიკების კონტროლი მიჭირდა.არადა წესით ყველაფრის გაკეთებას ვაპირებდი, რომ მისთვის თავი ამერიდებინა. მიქაძის ნათქვამის არ იყოს- "დეფორმაცია!!" - ანდრეა, გიცნობ. - მერე? - მერე ის, რომ მაგ გოგოსაც ვიცნობ. - დაწყნარდი, საზღვრები დაცული მაქვს. - იცოდე, გენდობი. - მეც მინდა ვენდო საკუთარ თავს, იო. *** მარიამი*: - გადაუღებლად თოვს მთელი დღეა. ავბუზღუნდი და წიგნი დავხურე. არადა, მიყვარდა თოვლი. უბრალოდ, გული მწყდებოდა, რომ მთლიან დროს თოვლთან ვერ ვატარებდი. ლილუ ყურსასმენებში მუსიკას უსმენდა. უკნიდან მივედი და ცალი ყურსასმენი გამოვაძრე. - ჩამოფრინდი! - გაგისკდა ხო თავი მეცადინეობით? - საწყლად გადმომხედა. გამეცინა და თავი გავაქნიე. - უკვე შვიდი საათია, არ გინდა სადმე გავიდეთ? მკითხა პაუზის შემდეგ. თვალები გამიბრწყინდა. ჩემი დაქალი ჩემს აზრებს კითხულობდა. ფეხსაცმელი და შავი მანტო ჩავიცვი. იოანესგან ვიცოდი, რომ რამდენიმე წუთში უკვე სასტუმროს შესასვლელთან იქნებოდა. დაქალი სულ დავაშტერე, როგორც შემეძლო ისე გამოვპრანჭე.მინდოდა, თმის დასწორებაც მეიძულებინა, მაგრამ წინასწარ ვიცოდი, რა რეაქცია მოყვებოდა ჩემს მცდელობას. - პაემანზე კი არ მივდივარ. - ბურტყუნით ჩამოდიოდა კიბეებზე, ზემოდანვე დავლანდე მიქაძე და ჩამეღიმა. - მიდიხარ ლილუ. გაიმართე- სიცილით დავუბრუნე პასუხი და გამოვეცალე, რომ იოანე დაენახა. მაშინვე აენთო თვალები. მისი სიყვარული იმდენად დიდი იყო, სამ კიბეს გადაახტა და ბიჭს რაც ძალა ჰქონდა ჩაეხუტა. დებილივით მეცინებოდა მათ საქციელზე, ისე მაბედნიერებდნენ. იოანემ ლილუს ხელები მოხვია და გულში მჭიდროდ ჩაიკრა. - მადლობ- ტუჩების მოძრაობით , უხმოდ მითხრა და ბედნიერებისგან თვალები მინაბა. ყურებამდე გაღიმებული ვიყავი სანამ ერთი,პატარა, სულიერი დეტალი არ შევნიშნე. ანდრეა იდგა და მიღიმოდა. მაშინვე სახე დავასერიოზულე, ამას აქ რა უნდოდა?! ნაბიჯების გადმოდგმა დაიწყო, მაგრამ სანამ ჩემმადე მოვიდოდა ლილუ მომვვარდა. - რამდენიმე საათით უნდა გავქრე. ხომ არ გეწყინება?- თან თვალს ანდრეასკენ აპარებდა. - მიდი, ეს დღე შენია- თვალი ჩავუკარი დაქალს და მხარზე ხელი მოვუსვი. ავალიანი უკვე გვერძე მედგა, მაგრამ არაფრის დიდებით ვიხედებოდი მისკენ. - რამეს აიღებ?- ბოხი ხმით ჰკითხა ლილუს იოანემ, ლილუმ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. მიქაძემ ხელი დაგახვია და გასასვლელისკენ დაიძრნენ. - თავის დაცვა არ დაგავიწყდეთ.- მიაძახა ავალიანმა, წყვილმა ისეთი სახით გამოხედა მივხვდი,კარგი ბედი არ ეწეოდა. ვერ მოვითმინე და ხელი გავკარი,რომ გაჩუმებულიყო. - ოხ, შეიმჩნიე ჩემი არსებობა?! - ალბათ, საკმარისად ვერ გაიზარდე, რომ მსგავს საკითხებზე არ იხუმრო. - და შენ გაიზარდე?!- მისი ტონი უკვე დამცინავი იყო. - ანდრეა, უნდა ვილაპარაკოთ სერიოზულად. - აბა? - აქ არა. გარშემო მიმოვიხედე და ოთახისკენ გავუძეხი. *** ანდრეა*: უკან მივყვებოდი და ხმას არ ვიღებდი. ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემკენ. მიდიოდა და მისი წითური თმები...ყველაფერი რაღაც სასწაულს გავდა. მინდოდა შევხებოდი, მაგრამ არა ისე როგორც სხვებს. ჯანდაბა! საიდან დავიწყე და ჯერ კიდევ არ ვიცი სად დავამთავრებ... *** მარიამი*: ფეხები აამოძრავა და ოთახისკენ გამომყვა. კარები დავხურე თუ არა, სიცხისგან მანტო გავიხადე და იქვე დავკიდე. - არ გიხდება ზამთარი. რა?! ეს ბიჭი არანორმალური იყო. გამეცინა, მხრები ავიჩეჩე და საწოლზე ჩამოვჯექი. იერიშის აღებას მე ვაპირებდი. ახლა მე უნდა მემართა დიალოგი და არა მას. - რამდენიმე კითხვა მაქვს. ვუთხარი ყოყმანით, შემომხედა თუ არა, გავაგრძელე: -სანდროს ნათესავს, ნუცას იცნობდი? სახე მოექუფრა. - კი, მერე? - რა ურთიერთობა გქონდა? - შენც ფიქრობ რომ მე მოვკალი, არა?- ხმაში ნაღველი და სევდა ერთდროული იყო. უკვე ვიბნეოდი. - მე ეგ არ მითქვამს... - მაგრამ იკითხე, ანუ ასე ფიქრობ. ხალხი ბრბოა, იმას ნუ ლაპარაკობ რასაც სხვები. შენ მათნაირი არხარ! მისი სიტყვები ჩემი საკუთარი ქვეცნობიერიდან ამოძახილს გავდა. ტუჩები შუაზე გამეპო. და მე მინდოდა საუბროს მართვა, არა?! ღმერთო რა სულელი ვარ... - მე როგორი ვარ, ნეტავ იცოდე.- ვეცადე გულიანად გამცინებოდა. - რომ არ ვიცოდე არ გეტყოდი, მარიამ! რა?! - ნუცაზე სიმართლეს მოგიყვები, მაგრამ ახლა არა. - კარგი.- მორჩილი ბავშვივით დავეთახმე - და დათო? - ჩემს ნერვებზე თამაშობ?! - არა,სიმართლის გარკვვას ვცდილობ.- მხრები ავიჩეჩე. - ისედაც იცი. ისევ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა,არ ვიცოდი სად გამეხედა, ის მომშტერებოდა და ვხვდებოდი გახედვას არც აპირებდა. სიგარეტს მოუკიდა, ფანჯარასთან მივიდა და ოდნავ გამოხსნა რომ კვამლი გასულიყო. ეწეოდა და თითქოს ბოლს თავის ფიქრებს ატანდა. რაღაც არ ჩანდა ისეთი საზიზღარი შორიდან, როგორიც ახლოდან მეჩვენებოდა. - გინდა აუზზე ჩავიდეთ? მკითხა პაუზის შემდეგ. ჩამეცინა. - და რით აპირებ შეცურვას, ბატონო ანდრეა? გაიცინა, არაფერი უთქვამს. სახე დავასერიოზულე და თვალებში შევხედე.ღრმად ამოვისუნთქე: - ცურვა არ ვიცი. გადაიხარხარა. მისი ხმა ოთახს ექოდ მოედო. შემრცხვა, საშინლად შემრცხვა. - წამო,გასწავლი- სახე დაასერიოზულა და მანიშნა მოვმზადებულიყავი. ალბათ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საკუთარ თავს მადლობას ვუხდიდი რომ საცურაო კოსტუმი წამოვიღე. აბაზანაში შევიკეტე და გამოცვლა დავიწყე. ვნერვიულობდი, სიმართლე რომ ვთქვა. მაგრამ თავს ვაჯერებდი, რომ არაფერი იყო სანერვიულო. ზემოდან თხელი კაბა გადავიცვი და გავედი. მიღიმოდა. კარები გავხსენი და დაბლა ჩავუყევით კიბეებს. აუზი დიდი აღმოჩნდა, ღრმაც. ჩემდა გასაკვირად კაციშვილი არ იყო. ავალიანმა მაშინვე გადაიძრო გრძელმკლავიანი მაისური და შარვალიც მიაყოლა. - სულ არ გავიხდი- სიცილით მითხრა, როდესაც თვალი ავარიდე და სხეულზე მხოლოდ საცვალი დაიტოვა. უკვე ვყოყმანობდი. მე და წყალი.. არვიცი. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ანდრეა უკვე წყალში იყო და ნებივრობდა. - თბილია, მოდი. ვხვდებოდი, რომ ახლა უკან მიტრიალება უხერხულთან ერთად,გვიანიც იყო. რა გაეწყობოდა. ჩემი კაბა გავიხადე და წყალს მივუახლოვდი. კიდეზე ჩამოვჯექი და მუხლებს ნიკაპი ჩამოვადე. - მარიამ, კიარ დაგახრჩობ. საწყალი ხმით მესაუბრებოდა. ნათელი იყო, რომ ჩემს გამხნევებას ცდილობდა.მეღიმებოდა, მაგრამ ვცდილობდი შემეკავებინა. - კარგი...- ხმადაბლა ამოვილაპარაკე და ფეხები წყალში ჩავყავი. მართლაც თბილი იყო. ავალიანი მომიახლოვდა და თავისი უზომოდ ნაცფისფერი თვალები მომაპყრო. - ასე ნუ მიყურებ.- ვუთხარი ორაზროვნად და თვალი ავარიდე.ორივე მტევანი წვივებზე მსუბუქად შემომხვია. ტაომ დამაყარა, თუმცა ეს ტემპერატურის ცვალებადობას დავაბრალე. - ნუ კომპლექსდები.- ოდნავ მკაცრად მიპასუხა. არვიცი რას ვაკეთებდი, ან რატომ, მაგრამ წამებში მთლიანად წყალში აღმოვჩნდი... სანამ ფიქრებში გართული კიდეზე ვიჯექი, წყლისკენ დამქაჩა. წამოვიკივლე რასაც მისი სიცილი მოყვა. - ანდრეა, ცურვა მართლა არ ვიცი- მთელი ძალით ვეჭიდებოდი მხარზე და ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა. სიცილითვე ცალი ხელი წელზე მომხვია და საკუთარ სხეულს მიმაკრო. - დამეყრდენი.- დასერიოზულდა და საკუთარ მხრებზე მანიშნა. ორივე ხელი კანკალით მოვხვიე და "ჩამოვეკიდე". ვგრძნობდი ხელს ნელნელა როგორ მიშვებდა. - ეგ არ გააკეთო.- ვუთხარი შეშინებულმა. გაიღიმა და ხელი ადგილზე დააბრუნა. მაშტერდებოდა, თითქოს ჩემს ყველა ნაკვთს, დეტალს აკვირდებოდა. მასში რამაც მომხიბლა, სხეულზე არ მომშტერებია, ჩემდა სასიკეთოდ. თვალებში ჩავაშტერდი. როგორი უძირო და ზედაპირული იყო. ათასი აზრი მიტრიალებდა თავში და ალბათ მასაც. სრულიად გათიშული და პარალიზებული ვიყავი. სახე მოაახლოვა, წყალს რიტმულად უსმევდა ხელს რომ არ ჩავძირულიყავით. -შენს ჭორფლებს წყლის წვეთები უხდება.- ჩახლეჩილი ხმით ჩაიდუდუნა. -მე კიდევ, ვერ ვიტან... უკვე რამდენიმე წამში მის სველ ტუჩებს ჩემსაზე ვგრძნობდი. თვალები დამეხუჭა, ეს არასწორი იყო, მაგრამ გრძნობა, რომელიც დამეუფლა სასწაულად მსიამოვნებდა! კოცნაზე კოცნით ვუპასუხე, ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა, თუმცა ქმედება არ შეუწყვიტავს. ხელს უფრო და უფრო მაგრად მხვევდა, ცოტაც და ჩემი ნეკნები უკვე ჭრიალს დაიწყებდნენ. ალბათ მიხვდა და სახე გაწია. თვალები გავახილე, მაგრამ სახეში არ შემიხედავს. წყალს ვუყურებდი და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი. კარგი იქნებოდა,ახლა მისგან შორს რომ გავქცეულიყავი და საკუთარი თავის დატუქსვა დამეწყო, მაგრამ თუ გავინძრეოდი ჩავიძირებოდი. გაუაზრებლად შუბლი შუბლზე მომადო. როდესაცმივხვდი, რომ განმეორებას აპირებდა თავი გავაქნიე უარის ნიშნად. არ შემდავებია და არც ძალაზე წამოსულა. ნაპირთან მალევე მიმიყვანა და ხელი ოდნავ შემიშვა. ხელები მოვაშორე ავალიანს და კიდეს დავეყრდენი. როგორ არ მინდოდა მისთვის თვალებში შემეხედა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ჩემი შინაგანი სურვილი უფრო ძლიერი იყო. რა ჯანდაბა მემართებოდა! - ავიდეთ, თორემ უკბე წყალმცენარეები გამომივა ფეხებზე.- ჩაიცინა, ხელებს დაეყრდნო, საათს საქმიანი კაცივით დახედა და კიდეზე ჩამოჯდა. მეც მას მივბაძე, ოღონდ მაშინვე ფეხზე ავდექი და კაბა გადავიცვი. ყველაფრის და მიუხედავად მიღიმოდა. წამოდგა და ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა. - ისეთი არაფერი მომხდარა, მაგ სახით რომ იდგე. ნათქვამს ყურადღება არ მივაქციე. რათქმაუნდა, ალბათ მისთვის არაფერია! ჯერ შარვალი ამოიცვა, შემდეგ მაისური. საბოლოოდ ორივე ისევ ოთახში ავღმოვჩნდით. - მუსიკის წინააღმდეგი ხარ? როდესაც სიჩუმე უხერხულთან ერთად უკვე გაუსაძლიდი ხდებოდა, დუმილი დაარღვია და საკუთარ ტელეფონზე მიმანიშნა. გამეღიმა. - არანაირად. რამდენიმე წამში ბეთჰოვენის მთვარის სონატამ გაიჟღერა. გამეცინა, გემოვნება ნამდვილად დახვეწილი ჰქონია. მითუმეტეს, ამას ნამდვილად არ ველოდი.ავალიანი და სევდიანი სონატები?! - მოგწონს ხომ? - შენ მომწონხარ,ანდრეა ავალიანო!- ვუთხარი გაუაზრებლად. ახლა, რაც მაშინებდა მისი პასუხი იყო. შეეტყო რომ არ მოელოდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ის კი არა,ამის თქმას მეც არ მოველოდი.თვალებში ჩამხედა და ხმადაბლა მიპასუხა: - მხოლოდ მოგწონვარ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.