შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან 19 თავი


28-11-2019, 22:19
ავტორი gabi du
ნანახია 2 391

რა სისულელეა. ახლა ამაზე გინდა ვიჩხუბოთ, რომ ისევ გაქცევის საბაბი გქონდეს? - გაბრაზდა ტატო. აღწერა რთულია როგორ ეტკინა კატოს. მაგრამ ახლა და ამ სიტუაციაში პოლემიკას ვერ გამართავდა. ჩუმად ჩაყლაპა წყენა...
- ახლა დაისვენე. 1 საათში ნახვის საათები დაიწყება და შენს შვილს გაიცნობ. - ესღა უთხრა და გავიდა პალატიდან. ბაჩო მიეგება. გულში ჩაეკრა დედას.
- დე იცი რა გემრიელი ნაყინები მაჭამა იოსკა ძიამ? რამდენნაირიც იყო ყველა გამასინჯა. - მამამისივით მწვანე, უძირო თვალები უბრწყინავდა.
- ხომ არ შეაწუხე დე?
- არაა. იოსკა ძიამ სხვა დროსაც წავიდეთო. იმიტომ, რომ ჭკვიანად ვიყავი.... დე... მამას მალე ვნახავ?
- მალე ნახავ დე. მასაც ძალიან უნდა შენი ნახვა. ახლა ცოტახანს ბებიას უნდა ველაპარაკო. შენ იოსკა ძიას გაყევი. მალე კი მამიკოსთან შევალთ. - კატო კუთხეში მოკუნტულად მჯდარ ლილის მიუახლავდა და გვერდით მიუჯდა.
- ახლა არ ვიცი რამდენად შესაფერისი მომენტია, მაგრამ მინდა სანამ ტატოსთან ახალ ფურცლებს გადავშლი ყველაფერი გავარკვიო. - მიკიბვ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ დაიეყო გოგომ. ლილიმ ნელა აწია თავი და ცრემლიანი თვალები გაუსწორა რძალს. თვალებითვე ანიშნა დაიწყეო.
- მაინტერესებს მიზეზი. რის გამოც გადამემტერა ლანა. ვიცი, რომ იცით და გთხოვთ მითხრათ მეც. არ მინდა ბაჩო დაძაბულ და ჩახლართულ გარემოში გაიზარდოს. იმისათვის, რომ მოვაგვარო ყველაფერი უნდა ვიცოდე რატომ მერჩის ლანა. - ლილიმ ერთხანს იყოყმანა მაგრამ როგორც ჩანს უთქმელობამ ისიც გაამწარა და გადაწყვიტა კატოსთვის ყველაფერი ეთქვა.
- ლანას 13 წლის ასაკიდან უყვარს იოსკა. ზუსტად ისე, გიჟურად და დაუსრულებლად როგორც ტატოს შენ. დიდხანს მალავდა ძმის ხათრით გრძნობას მაგრამ როგორღაც მაინც გაიგო ტატომ და ცხოვრებაში პირველად და-ძმამ საშინლად იჩხუბეს. მაშინ ლანა უკვე 17-ის იყო. ტატომ კატეგორიულად აუკრძალა ამ თემაზე ფიქრიც კი. არგუმენტი მისი და იოსკას ძმაკაცობა იყო. ცოტახანში თქვენს შესახებ გავიგეთ. კარგად შენიღბული მეგობრობის უკან სიყვარული, რომ იმალებოდა ძნელი მისახვედრი არ ყოფილა ჩვენთვის. ვინ უღებს ყოველდღე ფოტოებს და ვინ აჭრელებს საძინებელს მეგობრის ფოტოებით. ტელეფონზე ზარად მეგობრის ხმა ვის უყენია? მაშინ ძალიან დაწყდა ლანას გული. მითხრა კიდეც. ჩემთვის ძმის მეგობრის სიყვარული ტაბუდადებულია. მაგრამ თავად როცა დასჭირდა მეგობრის სიყვარულიც გამართლებულიაო. მერე ტატოს და იოსკას საუბარს მოკრა ყური და ასე გაიგო, რომ შენ იოსკასა და ლიზას დაახლოვებას ცდილობდი... ხელს უწყობდი ერთმანეთი შეყვარებოდათ. მერე ის ვერაგი ნინო გაიცნო და ადვილად მოექცა მისი გავლენის ქვეშ. ვერაფერი გავაწყვე. ლამის შეურაცხადი გახდა. რა თქმა უნდა არ ვამართლებ მის არცერთ ქმედებას მაგრამ არც ტატოა მასთან მართალი. გულისთვის მითითებების მიცემა შესაძლებელი რომ ყოფილიყო თავად გააკეთებდა ამას ჯერ კიდევ მაშინ როცა ისე აიგნორებდი მასაც და მის გრძნობებსაც თითქოს არც არსებობდა. რაც შეეხება ლანას ბოლოს იმ დღეს ვნახე შენ რომ წახვედი. მაშინ როცა საკუთარი ძმის მიერ მწარედ ნაცემი ხელში აყვანილი მიჰყავდა იოსკას. ამ მდგომარეობაში მყოფსაც კი გაეპარა ტუჩის კუთხეში ღიმილი, როცა წამით გონზე მოსულმა საყვარელი მამაკაცის მკლავებში დაიგულა თავი. მე იქვე მოვკვდი. იმ დღიდან მხოლოდ ვარსებობ. ერთ შვილს ცოცხალ-მკვდარს შევყურებდი მეორე კი საერთოდ არ მეგულებოდა არსად... ყოველთვის ვცდილობდი სამართლიანი გადაწყვეტილება მიმეღო. ალბათ, ამიტომაც ვერ დაინახა ჩემში დედა... ნუგეშს სხვაგან დაუწყო ძებნა. ვერ გეტყვი იპოვა თუ არა. . . ახლა მასზე ზუსტად იმდენივე ვიცი რამდენიც შენ. მთავარია ცოცხლები იყვნენ და დანარჩენი უფლისთვის მიმინდვია. - კატო გახევებული იჯდა.
- კი მაგრამ... იოსკამ თავად გამოხატა ლიზას მიმართ ინტერესი... ასე როგორ მოექცა ლანას?
- იოსკამ დღემდე არაფერი იცის შვილო. ლანას გრძნობები ცალმხრივი იყო.
- ღმერთო ჩემო... წარმოუდგენელია... -ჩურჩულებდა კატო და თან ადგილს ვერ პოულობდა. ესმოდა კიდეც ლანასი. გაუცნობიერებლად ერთიანად აპატია რაც დაუშავა და ეხლა მხოლოდ მისი პოვნა და და-ძმას შორის ურთიერთობის მოწესრიგება ადარდებდა. გონს ბაჩოს ხმამ მოიყვანა.
- დედა დროა... -მოუთმენლობა შერეოდა ხმაში. უსიტყვოდ მივიდა ბავშვთან. გულში ჩაიკრა. მერე ლოყაზე აკოცა და ხელჩაკიდებული წაიყვანა პალატისკენ. ბაჩო ხტუნვა-ხტუნვით მიდიოდა პალატამდე. აი, როცა შესვლის დრო დადგა დედას ამოეფარა ზურგს უკან. კატომ ხელზე ხელი მოუჭირა გამხნევების ნიშნად და ანიშნა მამასთან მისულიყო. მორიდებით დაუდგა წინ და ინტერესით დააცქერდა მამაკაცს. ტატოს ხელ-ფეხი უკანკალებდა. სანამ შევიდოდნენ მილიონი სცენა... ფრაზა წარმოიდგინა მაგრამ ახლა ყველაფწრი ერთიანად დავიწყნოდა და თავი ვრ მოება რა უნდა წთქვა. როგორ მოქცეოდა რომ არ დაეფრთხო. ბაჩო კი ერთ ასგილას იდგა და მხოლოდ უყურებდა. მერე... მერე მისმა ხმამ სივრცე გააპო.
- მენატრებოდი მამა. მე რომ ღმერთი შვილს მაჩუქებს არასოდეს მივატოვებ. - საყვედურნარევი ხმით თქვა ბიჭმა. თან აშკარა იყო ცრემლებს ებრძოდა. კატოს მიწა გამოეცალა თითქოს. ყველაფერს ელოდა ამის გარდა. ტატოს წაშლილ სახეს და მისთვის საყვარელ მწვანე თვალებზე მომდგარ ძლივს შეკავებულ ცრემლებს ვეღარ გაუძლო და რომ არ წაქცეულიყო საწოლზე ჩამოჯდა.
- ხომ აგიხსენი დე, რომ მამასგან მანამდე მომიხდა წასვლა სანამ შენზე გაიგებდა... - დაიწყო კატომ.
- ვიცი. - გააწყვეტინა შვილმა. - იმიტომ ვეუბნები, რომ მეტად აღარ წავიდეს.
- რახან გიპოვე შვილო... - ხმა უთრთოდა ტატოა და საკუთარ თავს სწევლიდა ამ სისუსტისთვის... უმოქმედობისთვის... დაკარგული წლებისთვის და ძლივს შეკოწიწებული იმედის თვალით უმზერდა მონატრწბულ, ოცნებადქცეულ ცოლ-შვილს.
- ჩამეხუტე მაა... - ესღა თქვა და ხელი გაიწვდინა შვილისკენ. ბაჩომ ჯწრ კატოს შეხედა. მისგან ნებართვა რომ მიიღო გულში ჩაეკრა მამას. თან პატარა ხელებს ხვევდა.
- მიყვარხარ მა...
- მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ ჩემო ბიჭო. მამას ვაჟკაცო და სიამაყევ.
*
- ლანას ნახვა მინდა. - უთხრა ტატოს გაწერამდე ერთი დღით ადრე კატომ იოსკას. ბიჭს აშკარად გაუკვირდა.
- რატომ გინდა მისი ნახვა?
- მგონი დრო მოვიდა ყველაფერი გავარკვიოთ. შენ ხომ იცი სადაც არის. გთხოვ წამიყვანე მასთან.
- კატო... იცი... ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა. მეგონა მორალურად მზად ვიყავი მაგრამ აი, ახლა არც კი ვიცი როგორ მოვიქცე. - დაბნეული ჩანდა ბიჭი. კატო გაოცებული უყურებდა.
- მითხარი რა ხდება. ხომ იცი, შეგიძლია მენდო.
- საავადმყოფოდან ჩემთან წავიყვანე რაკი წასასვლელი არსად ჰქონდა. 3 კვირა იყო ჩემთან. მერე... მერე ერთ საღამოს ცოტა დავლიეთ და...
- და? - შეატყო ბიჭს უჭირდა მოყოლა მაგრამ მაინც ვერ მოითმინა და ჩაეკითხა.
- მსგავსი არაფერი რასაც შენ ფიქრობ. - ხელები გაასავსავა ბიჭმა. - გულახდილობის საღამო მოვაწყვეთ. მომიყვა, რატომ გაუფუჭდა ძმასთან ურთიერთობა. მეორე დილით კი რომ გავიღვიძე აღარ დახვდა. ვიფიქრე სასეირნოდ გავიდა ალბათთქო. ისედაც შოკში ვიყავი მისი ნაამბობის გამო. აზრზე მოსვლა მეც მჭირდებოდა. ამიტომ არც მიძებნია... იმ საღამოს არ მოსულა. არც მომდევნო საღამოს. ორ კვირაში უკვე გავაცნობიერე, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი ისე მენატრებოდა. ბოლოს იქამდე მივედი მის კაბებთან მეძინა. დიდხანს ვეძებე უშედეგოდ. გაცგიჟდებოდი რომ არ მეპოვა. ერთ დღესაც ბაზრიბაზე ვნახე შემთხვევით. ბოსტნეულს ყიდდა. გული გამეგლიჯა როცა მისი სიფრიფანა ხელების ნაცვლად მუშაობისგან დაკოჟრილი ხელები შემრჩა ხელთ. არ გამომყვა... არ დამიჯერა... ახლოს არ მიკარებს. ყოველდღე მივდივარ და შორიდან ვუყურებ ჩემს ოცნებადქცეულ სიყვარულს.
- ტატომ იცის ამის შესახებ?
- ტატოს ლანას სახელის გაგონებაც არ უნდა. თან შენზე დარდმა ისედაც გაანახევრა და ამას ვერ ვეტყოდი.



№1  offline წევრი anamaria♡

ჰომმ საინტერესოიყო მაგრამ გაბრაზებულივარ ამდენიხანირომ დააგვიანე და არც ცოტა მოზდილითავირომდადე

 


№2 სტუმარი სტუმარი თეკო

აუუუუ მომწონს მალე დადე გთხოვ??

 


№3 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგი ისტორიაა

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საინტერესო უჩვეულო საოცარი ნაწარმოებია ემოციებით სავსე მომეწონა ძალიან მაგრამ ასე რატომ ჩაიხლართა ერთმანეთს რითი ვერ გაუგეს მადლობა წარმატებები ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent