შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა თქვენს თავს! (სრულად)


21-12-2019, 18:58
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 38 383

„რა მოხდა, თუ კი ვეღარ შევხვდებით,
ამ ქვეყნად, რაც კი ხდება შემთხვევით,
მარადიული ისაა მხოლოდ.“
ამ ბოლო დროს, რამდენადაც მიჭირდა როლში შესვლა, მით უფრო მხურვალე აპლოდისმენტი მხვდებოდა წილად. რეპეტიციებს კიდევ რა უჭირს, მაგრამ როცა რეალური მაყურებლის წინაშე გავდიოდი, ჩემი ქვეცნობიერის რომელიღაცა ნაწილი დაგეშილი მივარდებოდა სიბნელეში მჯდარ მაყურებელს და სათითაოდ ჩამოუვლიდა ყველას:
- უკაცრავად, ჩემი მეგობარი არ გინახავთ? - ეკითხებოდა ასამდე უცნობს.
უპატრონოდ დარჩენილ ძაღლს ჰგავდა. შეეძლო, გარეთაც გაეღწია და წვიმაში, თოვლში, ჭყაპში ეხეტიალა. ეგება, იქ ყოფილიყო თავისი მეგობარი.
იმედგაცრუებული, ისევ უკან, ჩემს გონებაში ბრუნდებოდა და ენთუზიაზმს მიკლავდა:
- არა, არავის უნახავს - მაბარებდა ანგარიშს.
ისედაც ვიცოდი, რომ ფუჭი იყო მისი გამუდმებული ძიება, მაგრამ როცა ქვეცნობიერს ეხებოდა საქმე, მე სრულიად უძლური ვიყავი, ისევ თავისით უნდა დაბრუნებოდა რეალობას.
დასასრულს, ხმამაღალი ტაშის მოლოდინში, გაფაციცებული შევყურებდი აუდიტორიას. როგორი ეგოისტია ადამიანი. ძლიერი, მღელვარე, აპლოდისმენტი სჭირდება სულის საკვებად რათა ისევ უყვარდეს საკუთარი თავი.
მე მხოლოდ ერთი მქონდა შესისხლხორცებული და ეს იყო ყველაზე მტკივნეული. დიდხანს მომიწევდა დგომა და იმის ლოდინი, როდის დაიგრუხუნებდა კიდევ ერთხელ ომახიანად.
ერთხელ, მეცხრე კლასში მათემატიკა არ ვიცოდი. პრინციპში, მათემატიკა მხოლოდ ერთხელ კი არა, დაახლოებით, ათასჯერ არ ვიცოდი. დაფასთან გამომიძახა მასწავვლებელმა. ცარცი ავიღე, მაგრად გავუხახუნე დაფას და თავი მოვიკატუნე, გეგონება თვალში ჩამყროდა ნაფხვენები. საპირფარეშოში გამიშვა, სახეზე წყალი შეისხიო. ჩემს მტერს მოჰხვედროდა იმ ტუალეტის წყალი.
უკან როცა დავბრუნდი, მორიგი მსხვერპლი დამხვდა გაძახებული. ზიზღით შემომყურებდა და ჩურჩულებდა, შენ უნდა ყოფილიყავი ჩემს მაგივრადო.
მხოლოდ ერთი მიმიხვდა მზაკვრობას.
უკანა მერხზე იჯდა და ეშმაკურად მიყურებდა. მის გვერდით დავიკავე ადგილი.
მან მსუბუქად დამიკრა ტაში და დააყოლა:
- ყველაზე ტკბილი პირველი აპლოდისმენტია.
მართალი იყო.
ის წამები, თვალებში კი არა, ყურში ჩავიბეჭდე და როცა მართლა გავხდი მსახიობი, ყოველთვის შემეძლო მრავალი ადამიანის მხურვალე ჟრიამულისგან მხოლოდ ერთი გამომეყო.
ახლა აღარსად ისმოდა.
ამიტომაც უჭირდა ჩემს ქვეცნობიერს მისი პოვნა და სახლში დაბრუნება.


* * *

პრემიერის შემდეგ, ბარში გვჩვეოდა აღნიშვნა. მემგონი, 15 კაციდან ერთიც არ იყო ისეთი, ვისაც ალკოჰოლი არ უყვარდა. სკოლის ექსკურსიას ჰგავდა ჩვენი შეკრება - ყოველდღიურად დიდად ვერ ვალაგებდით ურთიერთობას, თუმცა იმ საღამოს, ერთმანეთზე ვგიჟდებოდით ყველა, სადღეგრძელოებს ვსვამდით მეგობრობასა და გაგებაზე.
ძნელად ვთვრებოდი, მაგრამ ადვილად ვკარგადვდი საღ აზროვნების უნარს. დალევა არც მჭირდებოდა მაგისთვის, თუმცა ჩემი დრამატურგი იგივეს ვერ იტყოდა ნამდვილად. ორი ჭიქის შემდეგ, ბარბაცით მომადგებოდა ხოლმე და ათასი ფილოსოფიით მიბურღავდა ტვინს. 15 წუთი რომ ღმეთსა და რელიგიაზე ილაყბა, შემდეგ ცოტახნით დამაკვირდა, თვალები მოჭუტა და მკითხა:
- გახსოვს, რაღაცა რომ მთხოვე?
- კი რატი, ძალიან ბევრ რამეზე მიმიღია შენგან ფუჭი დაპირება, მაგრამ ეგენი იმდენად არ მაღიზიანებს, რადმენადაც, ხმამაღლა რომ სვამ სასმელს, მერე ენას სასაზე იდებ და მწა მწა მწა თუ რაღაცა ხმას გამოსცემ.
- რატომ აქცევ ყურადღებას ეგეთ რამეებს? - მთვრალმაც კი მოახერხა გაოგნება.
- ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, როგორ ფიქრობ, მივაქცევდი? - ვკითხე შეწუხებული სახით. სამწუხაროდ, ძალაუნებურად, ყურადღებას ვაქცევდი ჩემს წინ, უკან და გვერდზე მდგარი ადამიანების პირის აპარატს. ისე მკაფიოდ ჩამესმოდა ხმები, გეგონება ყველანი კიტრს ახრამუნებდნენ.
- გინდოდა, რომ რაღაც დაგეწერა და თუ მომეწონებოდა, თეატრში დაგვედგა.
- ჰო, მახსოვს.
- აბა შენ იცი - გვარიანად შეზარხოშებულმა რატიმ ხელი მხარზე მომიტყაპუნა და მერე მაგიდას დაეყრდნო. სახეზე ეწერა, რომ გულისრევის შეგრძნებას ებრძოდა.
გამოცდილი მყავდნენ ადამიანები. მაგალითად, მთვრალი ნათესავი როცა გპირდება, შენ მართვის მოწმობა აიღე და მანქანა ჩემზე იყოსო, მეორე დღეს, სახეზე ვეღარ გცნობს. არც მესამე დღეს ეხატები დიდად გულზე. ერთი სიტყვით, კაცთა მზაკვრობის ამბავი ჩემზე უკეთ არავის მოეხსენებოდა, მითუმეტეს, მეც მათ რიგებს ვამშვენებდი. ამიტომ ვიდეო ჩავრთე და სიტყვასიტყვით გავამეორებინე დაპირებდა.
მერე შედარებით, კმაყოფილი ვჩანდი.
სადღაც, მოშორებით, ჰელე იდგა.
ძალიან უბრალო, ჭრელი კაბა ეცვა და ცოტ-ცოტა კოქტეილს წრუპავდა, თან შეუმჩნევლად იჭყანებოდა ხოლმე. როგორი ანტიპატიაც არ უნდა გვქონოდა ერთმანეთის მიმართ, იმ გახუნებულ, მეორად კაბაშიც ვერ ვიშორებდი იმ ფიქრს, რომ ყველაზე ლამაზი იყო. ალბათ, ჩემზე ბევრად ლამაზი. კოლექტიურ შეკრებებზე, გართობისას, ყოველთვის ეძებდა განმარტოების გზას. როგორღაც ცალკე გამოიპარებოდა და ჩაფიქრებული, თავისთვის შეექცეოდა გაურკვეველი წარმოშობის ალკოჰოლს.
- მოწყენილი ხარ - წარმოვთქვი ქურდულად მის ზურგთან მიპარულმა.
- რაში გადარდებს?
- არ მადარდებს, უბრალოდ, აღვნიშნე. შენ ყოველთვის მოწყენილი ხარ. დროდადრო, ვიღაცა უცხო კაცები მოდიან, საცეკვაოდ გპატიჟებენ ან დასალევად, მაგრამ უარს ეუბნები. მორიდებული და უკარება ხარ თუ ეგეთ იმიჯს იქმნი, ვერ დავადგინე.
- უნა, ჩემი ფსიქოანალიზი ვინმემ დაგავალა?
- არა, ეს შენი ფსიქოანალიზი არაა. ათას სისაძაგლეს როცა გეუბნები, ჩემი თერაპია უფრო გამოდის.
- კი, თერაპია ნამდვილად გჭირდება, განსაკუთრებით იმ შემზარავი რაღაცეების შემდეგ, რაც გამიკეთე.
- კარგი რა, რით ვერ მოინელე - მაგრად გამეცინა.
ძალით გამეცინა.
საერთოდ არ იყო სასაცილო და არც სამყარო ამაყობდა ჩემი ქცევით.
ერთ რამეს ნამდვილად ვერ ჩავწვდი ამ ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში: რატომ მიმართავდა ხელს ბუნება? ბედისწერის არ მჯეროდა, მაგრამ იღბალი ისე დამყვებოდა თან, გეგონება ნათლობისას რომ ჩამაყურყუმელავეს ნაკურთხ წყალში, ნახევარი ლიტრი იღბალი ერთიანად გადამეყლაპა.
- თმა სწრაფად მეზრდება - გამომიცხადა ნიშნისმოგებით.
- ვიცი, შევატყვე. - თამამად შემეძლო მეთქვა, რომ იმ წამს, ოდნავ შემაწუხა სინდისმა. შეიძლება, სინდისი არც არაფერ შუაში იყო და მხოლოდ ის მადარდებდა, რომ მზაკვრობაში გამომიჭირეს. ეტყობა, არც ისეთი მოხერხებული ვყოფილვარ, როგორადაც თავს ვასაღებდი.
შარშან შემოდგომაზე, ერთი მშვენიერი როლი მომცეს. ტრავმირებულ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალზე იყო. ფენიქსს ჰგავდა, როგორ ძალიანაც არ უნდა გაენადგურებინათ, მაინც ოსტატურად შეეძლო ფერფლიდან აღდგომა და ცხოვრების გაგრძელება. ვაღიარებ, ჰელეს უფრო შეეფერებოდა, მაგრამ ყოველთვის შემეძლო ათასი უღირსი ხერხით მიმეღწია მიზნისთვის.
როლიც მოვტაცე.
სცენაზე გასვლამდე, ერთი საათით ადრე, ჩემი პერსონაჟის კაბა მაკრატლით დამხვდა დაჭრილი. სიმწრისგან, ლამის ლოყები ვიხოკე. ერთ გაცვეთილ კაბას რამდენიმე წუთშიც ვიშოვნიდი, მაგრამ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. მარტო ჰელეს ეკიდა ფეხებზე ჩემი გაჭირვება. „ვაი ეს რა დამემართას“ ძახილით არ ამიკლია არემარე, თუმცა გვარიანად გადაფითრებულს, სცენაზე ერთი-ორჯერ დამება ენა.
სხვათაშორის, მოუხდა კიდეც პერსონაჟს.
იმის შემდეგ, კარგა ხანი გასულიყო. აღარავის ახსოვდა ნაკუწებად ქცეული ტანსაცმლის ამბავი, მაგრამ მე წყენას ყოველთვის ღრმად ვინახავდი გულში. ალბათ იმიტომაც მანადგურებდა ნელ-ნელა სადღაც ჯანდაბაში შეკუნჭული, გამოუთქმელი ბრაზი. თან ზოგჯერ, აღარც მახსოვდა ბოღმის მიზეზი, თუმცა ბოღმა ბოღმაა. ის მუდამ შიგნით რჩება და შესაფერის დროს ელოდება გარეთ გამოსასვლელად, რათა თავის შემქნელს დედა უტიროს.
ერთ სუსხიან საღამოს, როცა უსახური, მოჟამული დღე ნელ-ნელა ასეთივე საღამომ შთანთქა, გასახდელში ჩაძინებულ ჰელეს დავადექი თავზე. თავიდან, რაღაცნაირად შემეცონა. იმიტო კი არა, რასაც ვუპირებდი, უბრალოდ, გადაღლილი ჩანდა და ცოტათი თანავუგრძნობდი. დღის ბოლოს, მეც ნებისმიერ ადგილას მიყუდებული ვთვლემდი.
ერთი-ორჯერ ისე ამოისუნთქა, ვიფიქრე, იღვიძებს-თქო და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. ორიოდე წუთი გაშეშებული ვიცდიდი, ვაკვირდებოდი რამდენად ღრმად ეძინა. მერე გამბედაობა მოვიკრიბე, მარჯვენა მხარზე გადმოგორებულ მის გრძელ ნაწნავს ურცხვად შევახე ხელი და ნელა მოვაჭერი.
ჩანთაში ჩავიდე.
კაცმა არ იცის, რატომ მიმქონდა. იქვე რომ დამეგდო ეგ ხომ უფრო დიდი შოკი იქნებოდა? ალბათ ბოროტების ტრიუმფი რომ უკეთ შემეგრძნო, მერჩივნა სამახსოვროდ დამეტოვებინა.
ახლა კი იდგა ბარში ჩემს წინ, თვალებს ეშმაკურად აცეცებდა და ისევ ისეთ გრძელ, სრიალა ნაწნავს აწვალებდა თხელი თითებით.
წასვლა დავაპირე. საინტერესო არაფერი ხდებოდა. კულიმინაციურ მომენტებს უკვე ჩაეარა და ახლა მხოლოდ მთვრალი კაცები შემორჩენილიყვნენ, რომლებსაც თვალების პაჭუნის გარდა ჯერ სხვა ხერხი და თემა ვერ მოეფიქრებინათ ქალთან სასაუბრო.
- უნა, ორი წამით მოიცადე! - სანახევროდ გარეთ მქონდა ფეხი გადგმული რატი რომ გამომეკიდა - რაღაცა უნდა გკითხო.
- მკითხე.
- გინდა მაგარი როლი დაგათრევინო? როგორც შარშან.
- არა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ სისულელეებს მეკითხები. რა თქმა უნდა, მინდა.
- გაჰყევი ცოტნეს პაემანზე რა. ტვინი გამიღუნა შენზე წუწუნით. აღარ დაურეკავსო, ერთი-ორჯერ მიხმარა, მერე მიმაგდოვო და ა.შ.
- რანაირი ტიპია, შერცხვეს მაინც იმის გასაჯაროვება, რომ მივაგდე.
- წაჰყვები?
- ჯანდაბა თქვენს თავს! წავყვები, რომელი წმინდანი მე მნახე როლზე რომ უარი ვთქვა და თავი გავიგიჟო.
ესეც ასე.
რატის შემთხვევაში, ნეპოტიზმის ახალი მიმართულებები იქმნებოდა - ძმაკაცის პაემანზე წასვლის სანაცვლოდ ნაჩუქარი სცენის მტვერი.
სახლში გვიან მივედი. ფეხით სეირნობა მიყვარდა. ყურსასმენგაჩრილი, მუსიკის ფონზე ათას რამეს წარმოვიდგენდი და მერე რაღაც მომენტში, ბედნიერებას ვგრძნობდი. აი, ადამიანი ხომ იაზრებს რომ წარმოსახვა სადღაც მთავრდება და მერე რეალობასთან უჭირს შეჯახება. მე ვერასოდეს ვეჯახებოდი. ერთი ლამაზი კადრი მომაფიქრდა:
მაგიდასთან ვზივარ. ჩემს უკან ადამიანები ქაოტურად ირევიან - დადიან, იცინიან, ტირიან, ცხოვრობენ. მე არ ვინძრევი. მოულოდნელად, კადრი ტრიალებს და მაგიდის მეორე კიდეში მჯდარი ბიჭი ჩანს. ისევ ტრიალებს კადრი, ან ხალხი ტრიალებს, ან სეზონები იცვლებიან. ჩვენ ორნი კი ისევ გაუნძრევლად ვსხედვართ და ხმას არ ვიღებთ. უსიტყვოდ ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში. მისკენ ვიწევი. ხელს ხელზე ვადებ.
მინდა ვუთხრა, რომ დიდი სიამოვნებით ვიბრძოლებდი, უბრალოდ არ ვიცი, როგორ გავაკეთო ეს.
ის დუმს.
სათქმელი კი ბევრი აქვს, მაგრამ მაინც დუმს.
ჩემს სიზმრებშიც არასოდეს იღებს ჩქამს.
ამის შემდეგ, გარშემო ყველაფერი ქრება, მხოლოდ ჩვენი მაგიდაა განათებული. მისი ხელი ცივია, ჩემი - თბილი. ცხოვრებაში, არასოდეს ვყოფილვართ ასეთი განსხვავებულები და ასეთი შორი.
რაღაც მაფიქრდება.
ძალიან ძნელი რაღაც მაფიქრდება, მაგრამ როგორმე უნდა გავაკეთო. პრინციპში, აქამდე არავის უცდია, მაგრამ სურვილი კი ჰქონდათ ალბათ.
პირველი ვიქნები, ვინც ცდის.
- საიქიოდან წამოვიყვან! - გავიფიქრე ჩემთვის.
მას გაეღიმა.
კვლავაც ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ტელეპატიურად ესმის ჩემი, როგორც აქამდე ესმოდა - უსიტყვოდ, ყველაფრის ახსნის გარეშე, თვალებით, მზერით...
- თუ ჯოჯოხეთში ვარ? - ცდილობს, ხმამაღლა მკითხოს, მაგრამ არ შეუძლია ხმის ამოღება, სამუდამო დუმილი მიუსაჯა ვიღაცამ. მე მაინც ვხვდები.
- იქიდანაც ამოგათრევ! - ვამბობ დაუფიქრებლად.
ბევრ რამეს შევპირდი, მაგრამ ეს ყველაზე რთულად ჟღერდა.
სცენა როგორ გაქაჩავდა არ ვიცი, თუმცა რატის ოსტატურად გამოსდიოდა ასეთი რამეების დადგმა. სახლში არც კატა მეგულებოდა და არც ძაღლი. ისეთი მარტოხელა ვიყავი ცხოველებიც რომ არ ყავთ და სიბერეში მომვლელს ქირაობენ.
ჩემს მეგობარს აგურის ძველ კორპუსში წარმოვედგინე, აი ნიუ-იორკში რომაა სახანძრო გასასვლელი, ზუსტად ეგეთი კიბეები უნდა ჰქონოდა. მაღალჭერიან სახლში ვიჯდებოდი ხის ავეჯით გარშემორტტყმული, ბუხარი და ვერანდა მექნებოდა. ალბათ, ყველასთვის საოცნებო გარემოა, მაგრამ ისიც სასიამოვნოა ამ საოცნებო სახლში რომ წარმოუდგენიხარ ვინმეს. მართალია, კედლები მქონდა შესაღები, თუმცა სხვა კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებდი. ბუხრის დანიშნულება ჯერ-ჯერობით გაურკვეველი რჩებოდა. არც შეშა ვიცოდი რა იყო და არც ცეცხლი. საღამოობით, წიგნი უნდა მეკითხა აუცილებლად, წითელი ღვინო მეწრუპა და წვრილი, გრძელი სიგარეტი მომეწია. ეტყობა ჩათვალა, რომ არისტოკრატულ იერს მომანიჭებდა ეგეთი საქმეების კეთებდა. ცოდვას ვერ დავიდებ და ვერ ვიტყვი, წიგნის ჭია ვარ-თქო, მაგრამ ზოგჯერ ვცდილობდი მის წარმოსახვას დავსმგავსებოდი.
მეორე დილით, ნება ვიბოძე და ცოტნეს ნომერს ბლოკი ავხსენი. აქამდე ცოტა უსამართლოდ ვექცეოდი: ვაიგნორებდი, დავცინოდი, ვადებდი, მაგრამ როცა სტეიკის ჭამა მენატრებოდა, უკან ვაბრუნებდი. ერთი სიტყვით, ყველა კაცი რომ ერთნაირია, მეც მაგ სათვალავში ვიყავი, ოღონდ გოგო მერქვა.
საღამოს სპექტაკლია და იმის მერე შევხვდეთ-თქო, დავაიმედე. დავაიმედე რაა, მართლა ვაპირებდი შეხვედრას.
სპექტაკლის შემდეგ, ეზოში პატარა გოგო დამხვდა თაიგულით. შორიდან რომ მოვკარი თვალი, მღელვარებისგან გეგონება ხტუნავდა, თუმცა ჩემი დანახვისას, თავი იძულებით დაისერიოზულა.
- დიდხანს გელოდით, ეტყობა, გამოცვლას კარგა ხანს უნდებით - ცოტა, ისტერიულად ეცინებოდა, თაიგული გამომიწოდა. - ყველა სპექტაკლს ვესწრები, მერე მეგობრებმა დამაძალეს, ბარემ ნახეო, თორე ისე ძალიან მერიდებოდა თქვენთან მოსვლა.
- სასიამოვნოა - ჯერ კიდევ ვერ გამერკვია, რა უნდოდა. ზრდილობიანი ღიმილით გამოვართვი თაიგული. აი, ცოტა უსიამოვნო ტიპს რომ ართმევს ბავშვი კამფეტს, მაგას გავდა.
- თქვენ ყველაზე მაგარი ხართ, აი, ისეთი მაგარი, რომ მინდება, თავი კედელს ვურტყა, მაგრამ მერე მამაჩემი ამბობს, გიჟი ხარო და ვჩერდები. მეშინია საგიჟეთში არ გამაქანოს. არადა, ჯერ მხოლოდ 15 წლის ვარ. ვიცი, ბევრს ვლაპარაკობ. ძალიან გცემთ თაყვანს და ეტყობა მაგიტომ. ნერვიულობისას, განსაკუთრებული მოსაუბრე ვხდები.
მოკლე, კარედ შეჭრილი თმა ჰქონდა და პატარა ცხვირზე იმ სიბნელეშიც უბრჭყვიალებდა ოქროსფერი პირსინგი. მრგვალი სათვალეები ეკეთა და ისე აღტაცებული აბრიალებდა თვალებს, გეგონება, ეს-ესაა, უნდა გადამყლაპოსო.
- თაყვანისმცემელი? - ვკითხე გაოგნებულმა.
- თაყვანისმცემელი, თაყვანისმცემელი - დამიდასტურა ორჯერ.
აქამდე, ცოტა გამოლენჩებული ვიყავი. მელი დღის მუშაობის მერე ჩემი სახელი აღარ მახსოვდა ნორმალურად. ეს ბავშვი კი იმდენს ქაქანებდა, სანამ თვითონვე არ დააკონკრეტა იქამდე ვერ მივხვდი, რას ითხოვდა.
გვერდზე ცოტნე მედგა.
გაეცინა და ლოყები ჩაეჩხვლიტა. ამ თავყვანისმცემელს თუ ვიღაცას ვუყურებდი, მაგრამ აი ლოყების ამბავი მაინც არ გამომპარვია. მაშინ ალბათ პირველად ვიფიქრე, ცოტა არ იყოს, სიმპატიურია ეს სულელი-თქო და ისევ ბავშვს მივუბრუნდი.
- რა თქვი, რა მქვია...
- ელენე. - კითხვის დამთავრებას არ მაცლიდა ბოლომდე.
- სურათი გადავიღოთ?
- კი, გადავიღოთ - სანამ გავიხსენებდი ტელეფონი სად მედო, იმას სელფის კამერა გამზადებული ჰქონდა უკვე. ცოტნესა და ჩემს შუაში შემოძვრა, ბიჭი მოხერხებულად ჩამომაშორა გვერდიდან და გაკრეჭილმა ჩააჩხაპუნა. - ყველგან დავდებ... ახლა გავიქცევი, მამაჩემი მელოდება. თან ჰგონია, რომ რამე ისეთს წამოვროშავ და თქვენ მიჩივლებთ. ისევ შვევხდებით, იმედი მაქვს.
მაკოცა და გაიქცა.
ბუნდოვნად დავინახე, როგორ შეხტა მანქანაში.
- თავგადასავლებით ხარ სავსე - შემანჯღია ცოტნემ. ეტყობა მიხვდა, რომ ისევ შოკში ვიყავი.
- არასდროს მყოლია თაყვანისმცემელი - აღმომხდა გაოცებულს.
- აბა, ამდენი ხალხი ტაშს რომ გიკრავს და ჭკუაზე არ არის, ვინ არიან?
- ეგენი არ ითვლება. ჯანდაბა ამის თავს! თაყვანისმცემელი მყავს - ერთი მაგრად ავხტი და მე შემოვცხე ტაში. რა ირონიული იყო არა? ტაში ბოლოს როდის დავუკარი, არ მახსოვდა.
- უნდა ავღნიშნოთ ნამდვილად.
- დალევა აღარ მინდა, მაგრამ ერთ-ორ ჭიქას მაინც გადავკრავ.
ავჟიტირდი.
ცეკვა-თამაშის ხასიათზე მოვედი და დაქანცული დღის შემდეგ, კლუბში ისე ვაქნიე უკანალი, ჩემს სხეულს ამდენი თუ შეეძლო, ვერ წარმოვიდგენდი. მერე ცოტნემ ბარმენს რაღაცა გადაუჩურჩულა, ათი სხვადასხვაფერის სასმელი ჩამისხა ჭიქაში. ეგ იყო და ეგ. ნაწყვეტებად ვხედავდი ყველაფერს.
სადარბაზოში რომ ვკოცნიდით ერთმანეთს, ეგ მახსოვს. იმედია, ცოტნე იყო, თორემ ჩემს თავს კი ვცნობდი მოგონებებში.
მერე საწოლში, შიშვლები ვეყარეთ და ცოტნე მეუბნებოდა, მაგარი ხარო. მე ვერ ვხვდებოდი, რატომ ვიყავი მაგარი, როცა არაფრის თავი არ მქონდა, კუნძივით ვეგდე და თან ბევრს ვერაფერს ვგრძნობდი. ალბათ ამ ყველაფრის ფონზე, მე მაინც მაგარი გამოვდიოდი, ცოტნე კი დიდი ვერაფერი ბიჭი გამომდგარიყო.
სამჯერ ამოვიკვნესე ვნებიანად, მაგრამ მომაკვდავის განწირულ ოხვრას უფრო ჰგავდა ჩემი აზრით. ორგაზმის მოახლოებას თუ რაღაცა მსგავსს ვგრძნობდი. სულ ეგ იყო. ზუსტად როდის გავითიშე, ვერ ვიტყვი.
მოკლე დღე გამოდგა. დილას ადრე გავიღვიძე და გვიან ღამით ჩამეძინა, მაგრამ მაინც მოკლე იყო. ყველა დღე ან უაზროდ იწელებოდა ან ასევე უაზროდ მალე გადიოდა.
დილაუთენია, წყურვილმა გამაღვიძა. ჯერ რომ გვერდზე კაცი მეწვა და სანამ გავაცნობიერებდი ვინ იყო, გულგახეთქილი წამოვხტი, ეგ ცალკე ტრაგედიაა. მერე მაცივარში რამდენიმე ყლუპი წყალიღა დარჩენილიყო. სულ იმას ვეუბნებოდი ჩემს თავს, როცა ერთ ჭიქას მოაკლებ, ეგრევე აავსე ბოთლი მეთქი, მაგრამ მეზარებოდა. საბოლოოდ კი ონკანის იმედად ვრჩებოდი, სადაც ფსელის ტემპერატურა უფრო ჰქონდა წყალს ვიდრე ოთახის.
თავი მტკიოდა და ისე დავდიოდი, გეგონება ფეხს არ ვადგამდი იატაკზე. ფანჯარასთან მივედი. მეეზოვეები გვიდნენ ქუჩას. ლამაზი სანახავები იყვნენ გაფშეკილი ცოცხებითა და ნარინჯისფერიტანსაცმლით მოფუსფუსე მოხუცი ქალები.
- ყოველ დილით ფანჯარას გაჰყურებ - მომესმა ცოტნეს ხმა. ჯერ ერთი, ყოველ დილას როდის მხედავდა, მეორეც - საერთოდ დავიწყებული მქონდა რომ სიმარტოვეს ვიღაცა ისეთ ტიპთან ვიზიარებდი, ვინც დიდად არ მეხატებოდა გულზე.
სიმართლე რომ ითქვას, საკუთარ თავს სექსუალურად ვავიწროვებდი.
აბა, გაშიშვლება, ლოგინში ჩაგორება, დაძინება და დილით ყავის გაკეთება ნამდვილი სასჯელი იყო თუ ვინმე არ მოგწონდა. თან ვისთან უნდა მეწუწუნა? საკუთარ თავს თავადვე ვექცეოდი უღირსად.
- ვინმეს დაბრუნებას ელოდები? - მკითხა მოულოდნელად.
საინტერესო შეკითხვა იყო. ეგრევე ყურები ვცქვიტე. აი, როცა იმაზე ფიქრებში ხარ გართული რომ შენი პარტნიორი ოდნავადაც არ გიზიდავს და უცებ, ორიგინალურ რაღაცას წამოროშავს, მაშინ ცოტათი დაფიქრება გიწევს - ეგება არც ისე ცუდია?
- არ ვიცი. იესო სამ დღეში აღსდგა - მხრები ავიჩეჩე.
- იესო რა შუაშია? - აი, ვერ მიხვდა. რა თქმა უნდა... რისი იმედი მქონდა? ფიქრებში ჩამიძვრებოდა ვინმე და სასურველ დიალოგს გამიმართავდა?
- იმ შუაშია, რომ სამზე ბევრად მეტი დღე გავიდა. აღარავინ დაბრუნდება. იესო რომც იყოს, მაინც.
- ათეისტი არ იყავი?
- არასოდეს. პირიქით, ზედმეტად მწამდა ღმერთის. ახლა მასზე ძალიან ვარ გაბრაზებული. მგონია, რომ ბევრ შეცდომას უშვებს. თუ რამე მსგავსებაა ადამიანსა და ღმერთს შორის, ზუსტად ეგ იქნება... ეშლება ხოლმე რაღაცეები და ხშირად მისი პატიება მიჭირს. არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს ჩემ შემოსარიგებლად.
- რად უნდა შენი შემორიგება? - მკითხა სიცილით.
- იმიტომ, რომ საჭირო და სასარგებლო ვარ - ისე სერიოზულად დავუქაჩე თვალები, სახეზე შეახმა ხუმრობის კვალი. - ყოველი შემთხვევისთვის, ადრე ნამდვილად ვიყავი.
ცოტნე სამსახურში წავიდა. კი მითხრა, სადაც მუშაობდა, მაგრამ ვერ გავიგე ან არ ვუსმენდი, ან არ მაინტერესებდა. ამ ბოლო პერიოდში, ერთი რამე დავასკვენი (სინამდვილეში, ძალიანაც ბევრი რამე დავასკვენი, თუმცა მხოლოდ პერიოდულად, საჭიროების მხიედვით მახსენდებოდა ეს დასკვნები) - ალერგია მქონდა ხალხზე. მარტო ყოფნისას, არასოდეს მაცემინებდა ზედიზედ ათჯერ და თვალის ქავილსაც არ ვუჩიოდი. საკმარისი იყო გარეთ გამეყო თავი ან ვინმე ცოტნესნაირს აქეთ შემოეყო რომ ეგრევე ქეციან ძაღლს ვემსგავსებოდი. რამოდენიმეჯერ, სცენაზეც დამაცემინა. ჩემმა პარტნიორმა ოსტატურად მისურვა ჯანმრთელობა და ისე გამოვძვერით, ვერავინ ვერაფერს მიხვდა. აი, წინაზე რომ ვიბლუყუნე და როლს მოუხდა, აქაც იგივე ამბავთან მქონდა საქმე. ადამიანებიდან, ბავშვებს ვანიჭებდი უპირატესობას. მიყვარდნენ. ზოგჯერ ტვინის გამაბრუებლად წრიპინებდნენ და ათას სისულელეს ამბობდნენ, მაგრამ მომწონდა. მაგ სისულელეებში, ერთი რაღაცა ისეთი სიბრძნე დასცდებოდათ რომ პირდაღებულს გტოვებდნენ. საინტერესო მოსასმენები იყვნენ.
ჰელე ამ კვირაში საეჭვოდ დუმდა. ერთხელ მომესალმა კიდეც. გამიკვირდა. როდესაც ასე მშვიდობიანი ვიყავი მის მიმართ, ზურგს უკან უეჭველი რაღაცას ვუმზადებდი და ძირითადად, თვითონაც ასე იყო.. ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ზედმეტად ვგავდით. ამიტომაც ვუფრთხოდით, გვეზიზღებოდა და გვაჟრიალებდა ერთმანეთზე. არ უყვარს ხალხს სარკეში ჩახედვა, როდესაც ეს სარკე გარეგნობას კი არა, სულს ირეკლავს. უსიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ არც ისე ლამაზი სული გაქვს. ამის მიხედვით, უკვე შეუძლებელი ხდებოდა რომელიმეს ისეთი სეირი ჩაგვეტარებინა, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით.
სცენარს ვწერდი. სხვები საუზმეს შეექცეოდნენ მე კი სადღაც ჯანდაბაში ვიყავი მიკუნჭული და ვწერდი. ჩემი მთავარი გმირი საიქიოში ჩასასვლელ გზას ეძებდა. ჯერ რაღაც ფილოსოფიებს ვბჟუტურობდი, არადა არ უყვარდა ხალხს ასეთი რამეების კითხვა ან მოსმენა. სულ რომ ვიღაცა ერთი სულელის ცხოვრება წარმოვიდგინო, ისიც კი ყელამდე იქნება პატივში ბრძნული შეგონებებით. ამიტომ სხვაგანაც იგივეს მოსმენა მაგრად ეზარება.
- რას აკეთებ, ისევ წერ? - მკითხა ჰელემ. გეგონება ზედმეტად თვალსაჩინოდ არ მეჭირა რვეული და კალამი.
- როგორც ხედავ.
- რას?
- იმას თუ როგორია გზა, რომელსაც ადამიანი მკვდრების სამყაროში მისასვლელად გადის.
- როგორია? - მკითხა ცნობისმოყვარედ. მემგონი, მართლა აინტერესებდა.
- ჯერ არ ვიცი. ალბათ ვინმე ისეთი უნდა ვიპოვნო, ნახევრად რომ ცოცხლებთანაა და ნახევრად მკვდრებთან. რაღაცა რიტუალს ჩაატარებს და გადაიყვანს გაღმა ნაპირზე ნებისმიერს.
- ეგ ზედმეტად ბანალურია.
- სერიოზულად იმისთვის მოხვედი, რომ გაინტერესებს რასაც ვწერ?
- ჰო, რატომაც არა. ხელოვნება და ადამიანი ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლები არიან. შემიძლია მეზიზღებოდე, მაგრამ თუ რამე ნორმალურს დაწერ ან დადგამ, მაგის შეყვარებას ნამდვილად მოვახერხებ. აი, რას გეტყვი: იპოვნე ვინმე ეზოთერიკი, ალქაჯი ან რა ვიცი, შემლოცველი, ოღონდ რიტუალის ჩასატარებლად ფული არ სჭირდებოდეს. მას რაღაც უფრო ძვირფასი და ფასეული დასჭირდება.
- მაინც რა?
- ისტორიები. სასიყვარულო, ტრაგიკული ისტორიები. ხუთი ან ათი. რამდენსაც გაქაჩავ. ძალიან მეეჭვება შენ სიყვარულზე რამის შეთხზვა შეგეძლოს, ამიტომ მაინცდამაინც თავს ნუ გაიგიჟებ. ცოტა მოიფიქრე და ხარისხიანი.
- რა დაგემართა? რამ გაგაკეთილშობილა? - ვკითხე გაოგნებულმა. თან მართლა ძალიან მომეწონა მისი იდეა.
- რა ვიცი - მხრები აიჩეჩა - შენ იმდენად ცოდო ხარ, რომ მე ვეღარაფერს დაგიშავებ. სულ თამაში გინდა, ბრძოლა გინდა. გსურს, ხან მე დაგამარცხო, ხან შენ მამარცხებდე. ასეთი სასტიკი და უძლეველი არასოდეს ყოფილხარ, იმიტომ რომ არაფერი გაქვს დასაკარგი. ყველა ვარიანტში მომერევი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ვისაც არ უნდა გაუჩაღო, ერთი ხელის მოსმით გაანადგურებ, რადგან ყველაზე საშინელი, რაც შეიძლებოდა დაგმართნოდა, უკვე დაგემართა - მითხრა მან.
გამეცინა.
მართლა არ მწყენია.
მითუმეტეს, ერთხელ საზღვარგარეთ მიდიოდა გასტროლებზე, მე კი პასპორტი დავუმალე წინა დღეს. ამიტომ მთავარი განაწყენებული თვითონ უნდა ყოფილიყო. თან მაგ პასპორტის ამბავს ვეღარასოდეს გაიგებდა, უკვე კაი ხნის ჩავლილი ამბავი იყო.


მეორე თავი

საქათმესავით პატარა კლასი გვქონდა,
ზამთარში ფანჯარას ვერ ვკეტავდით,
ზაფხულში გაღება ჭირდა
და იმ რაფაზე ამოკაწრულ ჩვენს სახელებს
ნეტა დღესაც ისე ლაღად თუ წავიკითხავ...

ხშირად მესიზმრებოდა სიკვდილისა და ჩემი მეგობრის შუაში მდგარი, სიმწრისგან როგორ ვღრიალებდი. მეგობარს ვუყვიროდი, გაქცეოდა ურჩხულს, რომელიც ნელ-ნელა ეპარებოდა სხეულზე და ყინულის კვალს ამჩნევდა. მარტოობას ხომ უკვე მოეკიდა ფეხი მის ლავიწებზე, ახლა ბოლო სუნთქვის წართმევასაც უპირებდნენ.
- მაინც უნდა წავიყვანო - მეუბნებოდა სიკვდილი.
ურჩხულს ვეძახდი, მაგრამ არ ჰგავდა.
არც შავითმოსილი იყო, როგორც ფილმებშია, არც ცელი ეჭირა. ერთ ჩვეულებრივ ბიჭს ჰგავდა და ისეთივე სევდიანი თვალები ჰქონდა, როგორი სევდიანიც მისი სამუშაო იყო.
- არ შემიძლია, ვერ გაგატან - ვღრიალებდი და ვცდილობდი, გამეგდო. - ერთხელ მაინც დაანებე თავი, ერთხელ მაინც წადი ხელცარიელი!
სიკვდილი მყარად იდგა, წარბსაც არ ირხევდა. ზოგჯერ მეგონა რომ ვეცოდებოდი და წამიერად გაუკრთებოდა ხოლმე თვალებში თანაგრძნობის ნაპერწკალი, მაგრამ მისი მხრიდან არაპროფესიონალური იქნებოდა თუ კი ბრძოლას დამითმობდა. ვფიქრობ, სიცოცხლეზე ძლევამოსილი იყო. ყოველ ღამით მიმტკიცებდა, რომ უფრო და უფრო ვსუსტდებოდი მის წინაშე.
- ეგება, დანებდე - ერთს ამოიოხრებდა.
უსუსური ვიყავი.
იმაზე უსუსური, ვიდრე სიკვდილის კლანჭებისთვის განწირული ჩემი მეგობარი.
ის არ გარბოდა.
არც საუბრობდა.
იდგა და ხან მე მომჩერებოდა, ხან სიკვდილს.
- რატომ არ გარბიხარ? წადი, თავს უშველე! - ვეხვეწებოდი მეგობარს.
გადაფითრებული იდგა და ღამის წყვდიადში გამომწყვდეული სიცარიელისკენ მიეპყრო მზერა.
შეიძლება, უკვე მკვდარი იყო, მაგრამ მისი გადარჩენით შეპყრობილი, ვერასოდეს ვხედავდი სიმართლეს. სიკვდილი სასიამოვო სურნელს ტოვებდა - გახრწნილი გვამის არა, გაზაფხულის მსუბუქი ნიავი დასტრიალებდა.
ცხოვრებაში, შემეძლო ნებისმიერ დროს დამეყარა ფარ-ხმალი, მაგრამ სიკვდილი ერთადერთი იყო, ვისაც არასოდეს დავანებებდი უბრძოლველად განაჩენს, რომელიც უსამართლოდ, დაუკითხავად გამოეტანა ჩემი მეგობრისთვის.
- განკარგულებაა, რომ წავიყვანო. - თქვა და მერე ისე შეკრთა, გეგონება დაუფიქრებლად წამოროშაო რაღაც.
- დამალაპარაკე, გადავაფიქრებინებ!
სიკვდილი მხარს მივლიდა, ჩემს მეგობარს უახლოვდებოდა.
მეგობარი კი ისეთი მორჩილი გამხდარიყო, სიცოცხლეში რომ არასოდეს სჩვეოდა.
- შენ ის არ მოგისმენს - მომიგო სიკვდილმა.
ერთადერთს, რომელიც მძულდა, მუხლებზე შემოვეხვიე და ავქვითინდი.
- რატომ მექცევა ასე? მე ხომ უპირობოდ მიყვარდა?
- ეტყობა, სხვის ბრაზს შენს მეგობარზე ანთხევს. იცის ხოლმე.
- ოღონდაც არ წაიყვანო და შენს სახელზე ვილოცებ, სანთელს დაგინთებ ყოველი ღამით, კეთილი გავხდები, მტერს შევიყვარებ, ოღონდ ნუღარ მომტაცებ.
- გაღმერთება რომ მჭირდებოდეს, ღმერთი ვიქნებოდი. - მომიგო ცივად.
ჭიანჭველა ვიყავი, დასაბიჯებლად გამზადებული უზარზამარი ფეხი მიახლოვდებოდა, მაგრამ ბოლომდე მწამდა რომ გავექცეოდი და იმასაც გავაქცევდი, ვინც მიყვარდა.
ყოველ ღამით ვიბრძოდი.
ყოველ ღამით ვმარცხდებოდი.
ყოველ ღამით მიჰყავდა სიკვდილს ჩემი მეგობარი.
* * *

რატის მოსწონდა კოშმარების გამო რომ თვალის უპეები მქონდა ჩაშავებული. არ დამიკონკრეტებია, ცუდი სიზმრები მესიზმრება-თქო, მაგრამ შენს პერსონაჟს ძალიან უხდებაო, აიკვიატა და სულ ფეხებზე დაიკიდა რა არაჯანსაღადაც ვიყავი.
სცენაზე მაგიდას ვუჯექით მე და ჩემი „საქმრო“. რაღაცას ჭამდა. მუკბანგის ვიდეოებში რომ პირს აწკლაპუნებენ, ზუსტად ისე აკეთებდა. თავიდან მეგონა თითქოს ჩემი გაღიზიანება უნდოდა, მაგრამ ვიცი რომ სამყარო უნას გარშემო არ ბრუნავს.
მაინც გავღიზიანდი.
ტექსტის თქმის მაგივრად ვიჯექი და დაბღვერილი შევყურებდი საბას.
- ხმა ამოიღე გოგო - დამიყვირა რატიმ.
ისევ ჩქამი არ გამიღია.
საბას მივჩერებოდი.
- რა ჯანდაბას შვრები? თავი მტკივდება ეგრე როცა მიყურებ - სკამიდან წამოხტა.
ისევ ვდუმდი.
- უნა, გესმის? - დამიღრიალა რატიმ.
მესმოდა, მაგრამ ბუნდოვნად.
ისე მკაფიოდ არა რომ პასუხი გამეცა.
- ასე ნუ მიყურებს, უთხარი, ასე ნუ მიყურებს - ძალიან სასაცილოდ შეშფოთდა საბა. ჯერ ეცადა, დამალულიყო, რათა ჩემს არეალს გასცლოდა. თითქმის პანიკაში ჩავარდა. საშინელებათა ფილმის რომელიღაცა კადრს დავემსგავსეთ, სადაც მე მოჩვენება ან ავი სული ვიყავი.
მიხაროდა.
მომწონდა.
მინდოდა, უარესად ასტკიებოდა თავი. ყველას ასტკიებოდა და მათი ტკივილის ფონზე, მაგიდაზე ავსულიყავი, მეღიღინა, მეცეკვა, ჭურჭელი დამეხეთქებინა ძირს, მაგრამ მაგ დონის ტელეპატიური ნიჭი არ გამაჩნდა. ათეულობით ადამიანს ვერაფერსაც ავატკიებდი.
მკლავზე ხელი ჩამავლო ვიღაცამ და რიგიანად შემანჯღრია.
ნელა გავხედე.
რატი იყო თავისი გამძვინვარებული სახითა და დაბერილი ნესტოებით.
სასაცილო მეჩვენებოდა.
- რაებს შვრები, გადაირიე? - ისევ ღრიალებდა, თუმცა წვრილი ხმა ჰქონდა და წრიპინს უფრო მივამსგავსე.
- გადავირიე - ავდექი და გავედი.
სხვა ყველამ რომ თავი გამოყო სანახაობის მოლოდინში, ეგეც სასაცილოდ მეჩვენა.
საპირფარეშოში შევედი. ცივი წყალი შევისხი სახეზე.
- კარგად უნდა მოიქცე უნა, გაიგე? - საჩვენებელი თითი მივუშვირე საკუთარ თავს.
- ვერაფერსაც ვერ შემასმენ! - მიპასუხა ბოროტმა უნამ.
- სულაც არ არსებობს კეთილი და ბოროტი უნა. რაღაცეებს ნუ მაიმუნობ, სამსახურს დაკარგავ და მაკ დონალდსის ტოსტებს ვეღარ შეჭამ! - ვეცადე, გულწრფელი ვყოფილიყავი. შემოსავლის გარეშე დარჩენის მაინც შემშინებოდა.
თითქოს დავწყნარდი. ღრმად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა მხოლოდ ფილმებში შველის ხალხს. მე მაგისგან გული მიჩქარდებოდა.
გამოვედი თუ არა, რატი დამხვდა დოინჯშემორტყმული.
არ უხდებოდა დოინჯი.
ნაკლებად მამაკაცური ჩანდა.
ისედაც ვერ დაიკვეხნიდა მაგითი.
- ფსიქოლოგთან უნდა იარო. გაქანებული ნევროზი გაქვს და სხვებსაც გადმოგვდებ.
- ნევროზი გადამდები არ არის.
- შენს შემთხვევაში, არის! თუ არ ივლი, მართლა ცუდ რამეს მოიწევ.
- იცი ეგ რა ღირს? საკმაოდ ძვირია.
- კვირაში ერთხელ, არ მოკვდები.
- ისედაც არ ვაპირებდი სიკვდილს რომ იცოდე.
მალევე წამოვედი სახლში. რაღაცნაირი თვალებით მომჩერებოდა ყველა. ცუდი ისაა, რომ ძალიანაც მომწონდა მოჩერება, მაგრამ მაინც წამოვედი. ეგება, რამენაირად გამომეძინა. კარიერაც ჩემი გაჯიქების გამო მენგრეოდა ნელ-ნელა. თან წარმოდგენა არ მქონდა, სად მეშოვნა ნორმალური ფსიქოლოგი.
ნამდვილად მჭირდებოდა.
რატისთან კი არ ვაღიარებდი, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო.
გარეთ ყოფნისას, სახლში მინდებოდა, სახლში კი ძალიან სევდიანი ვხდებოდი, ვმწარდებოდი, აღარ ვიცოდი რა გამეფუჭებინა.
მარტოობის ას წელიწადში, ერთი პერსონაჟი მიყვარდა, რებეკა რებეკა ერქვა. მახსოვს, როგორ ჭამდა ხოლმე მიწას სიმწრისგან. გარეთ გადიოდა, ფრჩხილებით ჩიჩქნიდა და გამწარებული იყრიდა პირში. ეგეც მწვავე ნევროზის ნიშანი იყო ალბათ. ზოგჯერ ისე გადავრეულვარ, რომ ტირილი რა საკმაირია-თქო მიფიქრია და ლამის ყველა კედელი დამიხრავს კბილებით. არაამქვეყნიური გემო მჭირდებოდა. ადამიანის ნაღველს რა გემოც შეიძლება ჰქონოდა, ზუსტად ისეთი მინდოდა შემეგრძნო. მიწა არა, უფრო ბეტონი.
მემგონი ბეტონის გემო დაჰკრავდა ნაღველს.
ცოტნეს დავურეკე.
მარტოობა თან ძალიან საჩემო იყო, თან ძალიან უჩემო.
სამსახურის შესვენებაზე გამოვიდა. წესით, ერთი საათი, მაგრამ მეორე საათიც მიაბა. თან მოიმიზეზა, ჯერ შენიშვნა არ მოუციათ და ერთხელ თუ მომცემენ, დიდი არაფერიაო.
სადარბაზოშივე იხდიდა ეტყობა. კარი რომ გავაღე, პერანგი თითქმის აღარ ეცვა და შარვლისამარა მიღიმოდა. ჯანდაბა ამის თავს-თქო ვიფიქრე, კისერში ჩავაფრინდი და ვნებიანად ვაკოცე.
თან ყვავილები მოეტანა. ცალკე ეს ყვავილები მიძიძგნიდა გულს. კი ძალიან მადლიერი ვჩანდი და ბროლის ლარნაკშიც ჩავალაგე სათუთად, თუმცა ცოტნეს წასვლას ველოდი რომ გადამეყარა.
მართლა ცუდად მხდიდა ყურება.
ყვავილები მე საფლავზე ვიცოდი და არა სახლში.
არ ვიცი, ეგ რამ მაფიქრებინა, კი გამეცინა, მაგრამ ფიქრადაც უხერხულად ჟღერდა. ზოგჯერ, შავ იუმორს ვიყენებდი საკუთარი გონების გასართობად და მერე ვხარხარებდი ხოლმე ჩემთვის, წყნარად.
ღიაჩალისფერი თმა ჰქონდა. ალბათ დარწმუნებით ეთქმოდა ქერა. გამხდარი და სიმპათიური იყო, წუნს ვერ დავდებდი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყურებით ვნების ნატამალიც არ მიტოკდებოდა, ეტყობა ჩვენი სხეულები მაინც როგორღაც ერგებოდნენ ერთმანეთს. სადღაც წავიკითხე, უსიყვარულო სექსი იმას ჰგავს, ორი ლეში ერთმანეთში რომ კოტრიალობს და საქმის დასრულების მერე, საკუთარი თავიც ეზიზღება და პარტნიორიცო. არ ყოფილა მართალი ეგ გამოთქმა. ვერ ვიზიზღებდი ჩემს თავს. პირიქით, სარკე რომ მქონოდა, მარტო იმის ყურებით დავტკბებოდი, როგორ ოსტატურად გამომდიოდა.
- ვინმე ფსიქოლოგს არ იცნობ? - ვკითხე ცოტნეს. ნეტარი სახით სიგარეტს აბოლებდა. არადა, მანდაც რაღაც იდიოტიზმს ჰქონდა ადგილი. ზოგადად, საერთოდ არ ეწეოდა.
ავიწყდებოდა, რომ მხოლოდ ღია ფანჯარაში გარეთ თავგაყოფილს ვრთავდი მაგის უფლებას.
თავად ტუალეტშიც ვეწეოდი, აბაზანაშიც და სამზარეულოშიც, რადგან სახლი ჩემი იყო. სხვებისთვის კი მცოცავი წესები მქონდა ხასიათის მიხედვით.
- შენ გჭირდება?
- ჰო.
- ვიღაცას ვიცნობ. გაგირკვევ - არ გაჰკვირვებია დიდად. - რომ წავიდე, გეწყინება? საღამოს ისევ შემოგივლი.
- საღამოობით არა, დღისით იარე თუ მაინცდამაინც.
- რატომ ვითომ?
- იმიტომ, რომ ღამით ძილი მიყვარს და თან სხვები თუ 10 საათის შემდეგ ადვილად იღგზნებიან, მე საერთოდ უგრძნობი ვხდები.
- რაებს იგონებ?
- ასე ვიგონებ ხოლმე, მაგრამ ყველაზე საკვირველი ისაა, რომ ჩემი სხეული ყველა გამოგონებაში მიჭერს მხარს.
ასეთ სისულელეს როცა ვამბობდი და მაინც გულიანად ეცინებოდა, ეგ უფრო მიშლიდა ნერვებს. ირონიულად, ცინიკურად კი არ მიღიმოდა, მართლა მხიარულდებოდა. არადა, მე რომ ჩემი თავის შეყვარებული ვყოფილიყავი, კარგა ხნის წინ მეყოლებოდა მაგრად ნაბეთქვი.
პრინციპში, ეგეც კანონზომიერი იყო.
საკუთარ თავზე ძალადობა მხოლოდ მე შემეძლო.
სანამ დაბნელდებოდა, საფლავზე ავედი. თვითონ ფრაზა „საფლავზე ასვლა“ მეზიზღებოდა, მაგრამ მთაზე იყო და „მისვლა“ ვერ გამოხატავდა სრულ პროცესს. ღმერთია მოწმე, სულის მარადიულობის მწამდა. მთელი გულით მჯეროდა, რომ იქ არაფერი იყო გაუბედურებული, ორმეტრიანი სხეულის გარდა, მაგრამ ლუკის საფლავის ქვასთან როცა ვიდექი და მისი სურათი ღიმილით შემომყურებდა, მაშინვე გაუჩერებელ ქაქანს მოვყებოდი. ზოგჯერ მინდოდა, სხეულსაც ესმინა ჩემთვის.
- ნახე, ვენოკი მოგიტანე - ვუთხარი მეგობარს და სიცილი ამიტყდა. ორივე ვხარხარებდით. ზოგჯერ ვეკითხებოდი, ზოგჯერ ვპასუხობდი, ზოგჯერ აქეთ ვუსმენდი და ამაში უცნაური არაფერი იყო - წელს იმდენი ვენოკი ვათრიე, პრესი დამეჭიმა, შენ სადაც ხარ, იქ იყავი კარგად და მე სულ ყოველ დღე ამოვარბენინებ, განა გეწუწუნები რამეს. უბრალოდ, სასაცილო სიტყვაა ვენოკი. რაც არ უნდა ბარბარიზმი ეძახო, მაინც ყველაზე მეტად შეესაბამება საფლავის ყვავილებს, თან კომიკურადაც ჟღერს.ერთი, სიტყვით, ვენოკი მოგიტანე.
ისევ ვხარხარებდი.
ჩემი სცენარი წავუკითხე. ათიოდე გვერდი იყო სულ. შემდეგ კვირასაც მივიდოდი და გაგრძელებას გავაცნობდი.
- გადავწყვიტე, პატარა ჩანაწერებიც გავაკეთო. ძილის წინ, ბევრი რამე მაქვს სათქმელი, საფიქრი, სატირალი, მაგრამ აქ როცა მოვდივარ, ყველაფრის მოყოლა მავიწყდება. ძალიანაც რომ მეძინებოდეს, მაინც ავწვევ თავს, ფიქრებს „ნოუთებში“ შევინახავ და მოგიყვები.
კარგად მოვიქცევი-თქო, დავპირდი. არ მინდოდა, ჩემი ცუდი ქცევის გამო ის დაესაჯათ. გულის სიღრმეში, მაინც ცრუმორწმუნე ვიყავი, რადგან წესით და რიგით, ჩემ გამო რატომ უნდა დამწვარიყო ვინმე ჯოჯხოეთის ცეცხლში?
ბნელდებოდა.
არ მინდოდა აქ სიბნელეში ყოფნა. შეიძლება, არც ჩემს მეგობარს უნდოდა, ყოველ მწუხრს რომ უკაცრიელ ადგილას შეხვედროდა, მაგრამ გარდაცვლილები საშიშები არ იყვნენ. მე კი ღამით სასაფლაოზე მოსიარულე ცოცხლები უფრო მაფრთხოდბნენ.

* * *

რეპეტიციიდან რეპეტიციამდე, ორსაათიანი შუალედი მომცეს. რატი დავარწმუნე, რომ არა მიჭრიდა რა. ვუთხარი, ხვალვე მაქვს ფსიქოლოგთან სეანსი-თქო და ცოტახანს კი აბრიალა თვალები, მაგრამ მერე დამიშვა სცენაზე.
ხალხისთვის საშიშად მთვლიდა.
მაგან არ იცოდა, კანონის რომ არ შემშინებოდა, იქ რაებს დავატრიალებდი.
მერე ვიჯექი ჩემთვის, სცენარს ვწერდი. სცენარი ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო. იმედი მქონდა, მოთხრობასავით დავწერდი და დანარჩენში რატი შემომეხიდებოდა.
- ისევ წერ? - მკითხა ჰელემ.
- გაინტერესებს, რას ვწერ?
- არ ვიცი - მხრები აიჩეჩა.
ზოგჯერ სასაცილო იყო.
ყველაზე ცნობისმოყვარე გოგო ჩანდა, ვინც კი ოდესმე მინახავს. მეც ცნობისმოყვარე ვიყავი, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ამას კიდევ ეგრევე მხრები უცახცახებდა ინტერესისგან. შეიძლება რომ ადამიანი გეზიზღებოდეს და მაინც მოუსვენრად ეჩიჩინებოდე რაღაცეებს?
მემგონი არა.
ჰელესთვის კი.
- გოგონა სასოწარკვეთილია. არავინ უყვარს და არავის უყვარს. შეიძლება, იმდენადაა სიძულვილით მოცული, რომ ვერ ამჩნევს გარშემო ვისთვისაა ძვირფასი. სტკივა და სამწუხაროდ, ეს ტკივილი სიძულვილად გარდაიქმნება. მერე ცდილობს ბოღმის სახით გადმოანთხიოს ყველაზე, ვინც ცოცხალია.
- ცოცხლები სძაგს ხო?
- ჰო, ცოცხლები სძაგს.
- და მათზე ბრაზი მოსდის, რადგან ცოცხლები არიან. ვიღაც უფრო მნიშვნელოვანი კი აღარაა.
- ჰო - ასე ზედიზედ ორჯერ არასოდეს დამიქნევია თავი ჰელესთვის. ხელში თავმოხდილი ცხელი ყავა ეჭირა. დღეს ნაწნავი აღარ ეკეთა. წელამდე ჩამოშლილი ტალღოვანი ჟრალი თმა ისეთ ცეცხლს ატრიალებდა, რომ ორთქლიან ყავას მზერას აარიდებდა კაცი, წამით შედგებოდა და უკან დაიხევდა - ე მანდ, მაგისი თმის ცეცხლმა არ დამთუთქოსო.
- იქნებ მეგობარი მხოლოდ მიზეზია? იქნება, მთავარი პერსონაჟი ისედაც ბოროტი იყო. მუდამ ბოროტი სული ჰქონდა და მეგობრის გარდაცვალების შემდეგ, როგორც იქნა, მიზეზი გამოუჩნდა. ყველა სხვა დანარჩენი ნაცნობ-ამხანაგი დაიფრინა. ხელი დაუქნია, თავისი მწუხარება და გლოვა მოიმიზეზა. ამ ყველაფრის უკან კი ერთი საყვარელი სიმართლე იმალებოდა: „მე თქვენ არასოდეს მყვარებიხართ და როგორც იქნა, შემიძლია მოუსვლელში გაგიშვათ. მგლოვიარე ვარ, მეპატიება“. პირიქით, ქვეცნობიერად გაუხარდა კიდეც ახლო ადამიანის გარდაცვალება. იფიქრა, ახლა მეორედ მოსვლას დავატრიალებ, რაც კი გულში მქონდა დაგროვილი, ყველა სიმწარეს დღის სინათლეზე გამოვიტან, მაგრამ აბა ერთი ვინმემ რამე მითხრას, მე მგლოვიარე ვარო...
ჰელე სცენარს გასცდა.
უკვე იმას ლაპარაკობდა, რასაც ფიქრობდა.
ჩემზე ყველაფერ სისაძაფლეს რომ ფიქრობდა, მშვენივრად ვიცოდი, თუმცა ამის ხმამაღლა მოსმენა ბომბის აფეთქებას ჰგავდა. ზუსტად ისეთი შეგრძნება დამეუფლა, როგორც ჭირისუფალს ქელეხში - არ გშია, არ გწყურია, არ გიხარია, თუმცა თამადა შენს გვერდით ზის და ყოველთვის, როცა ცდილობ სიმშვიდე მოიპოვო, მიკროფონს მოიმარჯვებს და მაგარ სადღეგრძელოს დააქუხებს გარდაცვლილის ხსოვნაზე.
- როცა ჩემთვის ვზივარ და ხელს არ გიშლი, მაინც ერთგული ძაღლივით მიცუცქდები. თან იმის დამტკიცებას ცდილობ, რომ ჩემზე კარგი ხარ. უბრალოდ გსიამოვნებს ხმამაღლა წარმოთქვა რაღაც დეგენერატობები და მერე თავი გაცილებით უკეთეს ადამიანად იგრძნო. ჯანდაბა შენს თავს! შენი მესმის. მეც საზიზღრობებს ვლაპარაკობ, მაგრამ უბრალოდ შენი დამცირება მსიამოვნებს თორემ საკუთარ სიკარგეზე ილუზიები არასოდეს შემიქმნია. ჩემს მეგობარზე თუ კიდევ დაგცდება ერთი სიტყვა, უზარმაზარი სატვირთოთი გადაგივლი და ისე გაგატკიცინებ, ასფალტს სისხლის კვალიც არ დაეტყობა. სულ ფეხებზე , რომ ბავშვობაში მამაშენი მაგარს გიბათქუნებდა, დედას ფეხებზე ეკიდე და ახლა მის მეორე ქმარს ვერ ეწყობი. ბავშვობაში იმსისქე იყავი, უთვალავ კუჭისამშლელ წამალს ყლაპავდი, ეგება, როგორმე ერთი გრამი მოგეკლო. ახლა კიდე ბებიაშენის მოქსოვილი, იღლიაში გამორღვეული ჯემპრებით დადიხარ და ნებისმიერ დროს შეგიძლია მაწანწალას როლი შეასრულო.
ეს ყველაფერი ისე წყნარად ვთქვი, საკუთარი თავის შემრცხვა. რაღაც არ ჯდებოდა ჩემს იმიჯში ჰარმონია და ხმადაბლა კამათი.
თავიდან ფერი გადაუვიდა სახეზე ჰელეს. ისედაც ჩემზე თეთრი იყო და ახლა საერთოდ არაამქვეყნიური ნათებით წარსდგა. კარგა ხანს თვალებში მიყურა. არ ვიცი, რაღა უნდოდა. ჩემს მკვდარ ნამუსს თვალებში ცქერა არ უშველიდა, გაცოცხლება კი არც ნამუსის ვიცოდი და არც სხვა დანარჩენის.
ეგრევე იმ ყავას მოვკარი თვალი. ვიფიქრე, ახლა ადგება და უეჭველი გადამასხამს-თქო. იმანაც, არც აცია, არც აცხელა... პრინციპში, აცხელა რომელია. გავარვარებულ ყავას ხელი გაუშვა და ფეხებზე გადამავლო ეგრევე.
წარბი არ შემიტოკებია.
მემგონი მთავარი ის კი არაა, საფრთხის მოახლოება იგრძნო და გაიქცე, მთავარია, როგორ დაუხვდები.
მე სინამდვილეში, სიმწრის ოფლი გამდიოდი სხეულის ყველა ნაწილიდან, მერე ეს ოფლი ყავას უკავშირდებოდა და ერთად ისეთი სიმძლავრით მიტევდნენ, თვალის კაკალზე მომდგარ ცრემლებს ვეხვეწებოდი, უკან შესრუტულიყვნენ. დასველებული რვეული გადავფურცლე და მშრალი სადაც იყო, იქ გავაგრძელე წერა.
გარშემო, პირდაღებული ხალხი მომჩერებოდა. ალბათ რკინის კაცი ვეგონე. ისე, ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა რკინის კაცს მართლა დავმსგავსებულიყავი მთელი არსით. ადრე, ქერი ბრედშოუ მეგონა ჩემი ალტერ ეგო: კარგი საყვარლები ჰყავდა, წერა უყვარდა, მოდური ჩაცმა-დახურვაც იცოდა. ამ ბოლო დროს, ტონი სტარკით ჩამენაცვლებინა. თითების დატკაცუნება ძაან საჩემოდ მეჩვენებოდა. მნიშვნელობა არ აქვს, რა ფასად. უბრალოდ, თვითონ დატკაცუნების საშუალება არ გვეძლევა რეალურ ცხოვრებაში და ეგ იყო ცუდი.

* * *

ღამით, ცოტნეს გარეშე მივაკითხე კლუბს. რა ვქნა, მარტო მერჩივნა. მომწონდა, რომ ერთს კი არა, ათ კაცს ვეცეკვებოდი ერთდროულად (კაცში ქალიც შედიოდა). ცოტნეს უტყდებოდა ხოლმე. არ ამბობდა, მაგრამ ისე უხერხულად ჩამოუშვებდა წარბებს, რომ ჩემით ვხვდებოდი და გულს აღარ ვტკენდი. მეზარებოდა. ზოგჯერ, ადამიანის გულის ტკენაც უნდა დაგეზაროს.
კარგად რომ მოვიცეკვე არე-მარე, მერე ბართან მივედი. 16 წლიდან კოქტეილებს ვისხამდი, მაგრამ სახელები ჯერაც არ მქონდა დამახსოვრებული. რამე ნორმალური დამალევინე-თქო, ვეუნებოდი და ან ემთხვეოდა ადრე გასინჯულებს ან არ ემთხვეოდა.
ვიღაცა კაცი მედგა გვერდზე. შესამჩნევად იდგა.
აი, ხო არის რო თავისთვის დგანან და ყურადღებას არ იპყრობენ.
ეს იპყრობდა.
აშკარად ყურებს ატკიებდა მუსიკა, მაგრამ მედგრად ინარჩუნებდა მოთმინებას და ზომიერი ღიმილით აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით. მაღალი კაცი იყო, შავგვრემანი. თან აშკარად, მაგარი ტანი ჰქონდა, უბრალოდ ისე ეცვა, გეგონება კუნთების დაფარვას ცდილობსო. არადა, მე რომ რამე მომწონს საკუთარ თავში, ყველაფრის გამომზეურება მჩვევია ხოლმე.
- ცუდად ხომ არ ხარ? - გადავძახე სიცილით.
- რამე მითხარი? - პასუხად კითხვა გადმომძახა. მაგდენს ვერ მიხვდა, რომ რამდენიმე ნაბიჯით ახლოს მოსულიყო.
ისევ მე მივუცუცქდი.
- ცუდად ხომ არ ხარ-მეთქი.
- ეგრე ძალიან მეტყობა, რომ არ მომწონს აქ ყოფნა?
- კი. სახეზე გახატია.
- ჯანდაბა! - ჩაილუღლუღა თავისთვის.
- ახლა ჯანდაბა თქვი?
- შენ ტუჩების მოძრაობით ხვდები, რას ამბობენ ადამიანები?
- არა. მხოლოდ ჯანდაბას. ეგ ჩემი საყვარელი სიტყვაა და მსოფიოს გარშემო, როცა არ უნდა გაიჟღეროს, რაღაცნაირი, ზებუნებრივი ნიჭით ვგრძნობ.
- საინტერესო ნიჭია. - გაეღიმა. ისეთი თეთრი კბილები ჰქონდა, სხვადასხვა ფერის განათებას, მაგისი სიკაშკაშეც დაემატა ზემოდან. - სიგარეტი ხომ არ გაქვს?
- მაქვს - ჯიბიდან მთელი კოლოფი ამოვიღე და გავუწოდე - ერთს ნუ ამოიღებ, მთლიანად დაიტოვე.
- არ ვეწევი. - ერთი ცალი ამოაცალა და უკან გამომიწოდა. ეს კიდე რაღაც ახალი ცოტნესებური სულელობა იყო - მაგრამ გმადლობ. ეს ახალგაზრდები, ყველანი ასეთი ყურადღებიანები ხართ თუ რა ხდება?
- ახალგაზრდები? - ლამის გადავბჟირდი. - რა იყო, ოთხმოცის ხარ?
- არა, ოთხმოცის არ ვარ.
- გინდა, კომპანიონობა გაგიწიო? ჩვეულებრივ, ასეთ სიტყვებს არ ვამბობ, მაგრამ სხვა ვერ მოვიფიქრე, რომელირაცა სერიალში გავიგე და მომეწონა. ვიფიქრე, ერთხელ გამოვიყენებ ოდესმე-თქო.
- კი, გამიწიე. კომპანიონობა კარგი სიტყვაა - თავი დამიქნია და გასასვლელისკენ გავედით. - ზოგადად, კლუბებში არ დავდივარ.
- ახლა იცი როგორ ლაპარაკობ? აი, ვინმე გოგოს რომ ააგდებს კაცი და ეს გოგო კიდევ თავს იმართლებს: „ზოგადად, ასეთი ადილებიდან, უცხოებს არ დავყვები სახლში“ ან „ზოგადად, ალკოჰოლს არ ვსვამ“. ცოტა მოდუნდი, თორემ უკვე სინდისი მქენჯნის რომ თქვენობით არ გელაპარაკები.
- ამ შემთხვევაში, მე გოგო გამოვდივარ, მორიდებული და კდემამოსილი. შენ კი კაცი.
- ჰო, მე ძირითადად, კაცის ამპლუაში ვარ. მაგას მივეჩვიე - თვალი ჩავუკარი და მერე ვინანე. თეატრში, როლი მქონდა ეგეთი. გოგო ვიღაცეებს თვალებს უპაჭუნებდა საკმაოდ ხშირად. ამის შემდეგ, ავტობუსში, შემთხვევით ვიღაცას ჩავუკარი და ახლა კიდევ, ამ ხანშიშესულ, კდემამოსილ უსიმპათიურეს მხრცოვანს.
- ძალიან მეცნობი. ბევრი რომ არ მქონდეს დალეული, ზუსტად მეცოდინებოდა, ვინც ხარ.
- ალკოჰოლის ღირსებაც მაგაშია. თუ სვამ, ესეიგი არაა საჭირო მიხვდე, ვინ ვინ არის.
- რომელიღაცა ახალგაზრდა ჯიგარი ფილოსოფოსი ხარ თუ რა ხდება?
- ვიქნებოდი. რატომაც არა? მაგალითად, ახლა მომინდა, რომ რომელიმე მაფიოზური დაჯგუფების ბოსი იყო ან განგსტერი.
ჩემი ისტორიისთვის, მოულოდნელად, პატარა სასიყვარულო ისტორია წარმოვიდგინე.
ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე სასწრაფოდ და რამდენიმე წუთი, სრულიად უყურადღებოდ მივატოვე სიმპათიური მხრცოვანი. გამწარებული ვწერდი. უცნაური ის იყო, რომ სანამ რამეს გავიფიქრებდი, ჩემს თითებს უკვე სიტყვებად ჰქონდათ ქცეული.
- რას აკეთებ? - გავიგონე კითხვა.
საჩვენებელი თითი მაღლა ავღმართე.
ერთი წუთით დამაცადე-თქო, ვანიშნე და არ ვიცი, რამდენად მიმიხვდა.
მერე შევინახე, ისევ ჯიბეში დავაბრუნე.
- რაღაცეები მაფიქრდება და ვწერ, რომ არ დამავიწყდეს. რას ამბობდი? განსტერი ვარო, მითხარი ხომ?
- მე არ მითქვამს, შენ თქვი, თუმცა ეგება ვარ კიდეც - ზუსტად ისე ჩამიკრა თვალი, როგორც მე. მაგრამ მე ბუნებრივად მქონდა ეგეთი წიკი. იმან კიდევ, ჯერ კარგა ხანს იფიქრა, სანამ რამეს იტყოდა და მერე, მთელი ფსიქოლოგიური მომზადების შემდეგ ჩამიპაჭუნა.
ეგრე არ ითვლებოდა.
- დღეს ჩემი მეორმოცე დაბადების დღეა. ვიფიქრე, რამე ისეთი გამეკეთებინა, რაც წლების წინათ მივივიწყე. არ გამომივიდა. გამოვედი ამ ასაკიდან. შემაწუხა მუსიკამ და ცეკვითაც ორ წუთში დავიღალე. - გამომიტყდა ის.
სახელი არ ვიცოდი.
იმედი მქონდა, რომ კონსტანტინი ან გაბრიელი ერქვა.
უფრო გაბრიელი. მომწონდა და მაგიტომ.
- კარგი. ჯერ არ დაბერებულხარ - ნელა მივიწიე და ტუჩებში ვაკოცე. თან მანამდე, თვითონ ვერ მიხვდა, რას ვუპირებდი და გაოგნებული აყუდებულიყო კედელზე.
მერე გაეცინა.
მეც გამეცინა.
მომენტის გასახანგრძლივებლადაც გამოსწია სახე ჩემსკენ. ერთხელ კიდევ ვიკოცნავეთ ცოტა მეტი ხელების ფათურით წელზე, მაგრამ უბრალო დაბადების დღის საჩუქარი იყო. მეტი არაფრის ხასიათზე არ ვიყავი.
- გილოცავ - თითით მუცელზე მოვეფერე რაღაცნაირად და უკან შევედი.
შანსი არ იყო.
ეგ მე ვეღარ მიპოვნიდა იმდენ ხალხში.
ღამით, კიდევ მომაფირდა რაღაცა.
ჰო და, ფიქრების ჩანაწერი მეგობრისთვის: „ზოგჯერ მინდა, სიმწრისგან კედელს ვურტყა თავი, მაგრამ მეშინია ტვინი არ დამიზიანდეს. ეგ ერთადერთია, რაც შემრჩა და თუ მოვისპე, ყველა დაპირებას ვერ აგისრულებ. როცა მენატრები, შენს ხმოვან შეტყობინებებს ვუსმენ. ძალიან მტკივნეულია. ვიფიქრე, ახლა ამნეზია რომ დამემართოს და სიკვდილის ამბავი დამვიწყდეს, რა მაგარი იქნება-თქო, მაგრამ მერე შენს ძებნას დავიწყებდი და მაინც უბედური ვიქნებოდი. სჯობდა, ისევ მესიჯები მეკითხა. მაინც მტკიოდა, მაგრამ სხვა რა მექნა? ვერ ვივიწყებ, როგორ გჯეროდა, რომ ოდესმე დიდი ქალი გავხდებოდი. ბოლოს უცნაური რამე გადავწყვიტე: ისეთი ტკივილი ხარ, მაინც არ მოშუშდები. ამიტომ ავდგები და უკვდავებას მოვპარავ ღმერთებს რომ შენ გაჩუქო!“




მესამე თავი

ავდგები და უკვდავებას მოვპარავ ღმერთებს რომ შენ გაჩუქო!
ადრე, წლების წინ, რაღაცა გადაცემას ვუყურებდი ექსტრასენსებზე. იქ ერთი ქალი იყო, ძალიან მიყვარდა. 3 წელი, მთელი გულით მჯეროდა, რომ ციდან მოვლენილი არაამქვეყნიური არსება იყო და შეეძლო, სამყარო შეეცვალა.
მაგ დროს, ის ქალი რომ მყავდა ეტალონად, ყველაფერი სხვაგვარად მეჩვენებოდა, ბავშვი ვიყავი და ბავშვობა მქონდა.
ყველა მეკითხებოდა, უკვე დიდი გოგო ხარ, რატომ აფრენ ამ უცხო ხალხზე, რატომ იქცევი ბავშვივითო. მე მაინც არ ვიზრდებოდი. დიდი სურვილი არა მქონდა რომ უფროსი გავმხდარიყავი. ყოველთვის მეცინებოდა, როცა საყვედურებით აღსავსე მზერას მომაპყრობდნენ და მეკითხებოდნენ: როდის უნდა დასერიოზულდე?
თუმცა ერთ მხურვალე დღეს, ტემპერატურა 35 გრადუსამდე ავიდა და ჩემს სხეულში შეკედლებულმა ბავშვა მოულოდნელად ფერი იცვალა. ძალიან მძიმე კადრები გამახსენდა. ჩემი მეგობარი მიჰყავდათ. მე კი ვტიროდი. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, სად მიჰყავთ ჩემი მეგობარი, რატომ მიჰყავთ-თქო. მერე მსურდა, ასე დავმხობილიყავი ხის უზარმაზარ სასახლეზე და თუ ვინმე მის გაყვანას შეეცდებოდა, წივილ-კივილი მომერთო.
მაინც ასწიეს და დამალეს.
მიწის ქვეშ ჩაფლეს.
მეგობარს რომ არასოდეს მოეწყინა, ჩემი ბავშვური ბუნება მასთან ერთად დავმარხე. ვიფიქრე, გაართობს და გაამხიარულებს მეთქი. მაგალითად, მე რომ მოეტი ვყოფილიყავი, მკითხავდნენ: - ვის ეძღვნება შენი ლექსები?
მე კი ვუპასუხებდი: - ეძღვნება მას, ვინც თავისი სიკვდილით მოკლა ჩემი ბავშვობა.
ცოტა თემას ავცდი ეტყობა. ამით იმისი თქმა მინდოდა, რომ სამი წლის წინათ, ყველაფერი მქონდა და ის გადაცემაც ნამდვილი მეგონა. იმის მერე, ბევრი დრო გავიდა. თან დადგმულიც აღმოჩნდა. ყველა მონაწილე მსახიობი ყოფილა.
წელიწადში ერთხელ, რაღაცა წამომივლის და თვალს ვავლებ, აი, თითქოს ბავშვობას ვუყურებ. მთელ სეზონს როცა ვამთავრებ, კარგა ხანს ვზივარ და ვამბობ "It's over" რატომღაც, ინგლისურად.
მერე ქართულადაც ვამბობ, დამთავრდა-თქო (ქართულად უფრო მტკივნეულია).
ალბათ ცხადია, რომ თვითონ გადაცემს არ ვგულისხმობ, არც იმ ქალს ვგულისხმობ.
რაღაც ისეთი დამთავრდა, რაც ძალიან მიყვარდა და თან აღარასოდეს დაბრუნდება, როგორც არ უნდა მოვინდომო.
მერე კიდევ რაღაცა გამახსენდა, ფიქრების ჩანაწერები ავიღე და გემრიელად მოვხაზე: „ექსტრასენსების გადაცემაში თქვეს, რომ გარდაცვლილი ადამიანის სურათს თუ დაადებ ხელს, სიცივეს იგრძნობ. ხომ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა მაგ შოუში, მაგრამ ეგ ავბედითი ფრაზა ყოფილა მხოლოდ მართალი. ვერასოდეს ვიფიქრებდი, შენი სურათიდან გამონთავისუფლებული ცივი ნიავი თუ ამიწვავდა ხელის გულებს.“
ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ, ელენე ისევ დამხვდა ყვავილებით ხელში. ლამპიონის შუქზე, ახლაღა გავარჩიე, რომ ცისფერი ბრეკეტებიც ეკეთა. ძალიან საყვარელი იყო იმ თავის მრგვალი სათვალით, პირსინგითა და ბრეკეტებით. გამომიტყდა, ენაც გახვრეტილი მაქვსო და თამამად დააღო პირი. ქათინაურებით ავავსე. იმან კიდევ, მამაჩემს არ მოსწონს ყველგან პირსინგს რომ ვიკეთებ, ჰქონია, სადმე ერთი დიდი მაგნიტი შემხვდება და სამუდამოდ მივეკვრობიო.
სასაცილო ბავშვი იყო, მხიარული და სიცოცხლით სავსე.
რაც მთავარია, ისე მაგრად ცქმუტავდა ჩემს დანახვაზე, ჯერ რომ მამაკაცისგანაც არ მიგრძვნია ეგეთი ყურადღება. სადღაც შორს, მანქანა ელოდებოდა და ამ მანქანასთან კაცი იდგა. ბუნდოვნად მოვკარი თვალი მის ჩრდილს.
იმანაც შემამჩნია.
ასევე მიცნო.
ზუსტად თავისი შვილის მსგავსად აღელდა. არ ხტუნავდა, მაგრამ რაღაცნაირად, მაინც აფორიაქებული ადამიანიას ენერგიას ვგრძნობდი იმ შიშორიდან. ბუნდოვნად ვხედავდი, კისერზე ზედმეტად მაგრად მოჭერილ ჰალსტუხს მოვკარი თვალი. საკუთარ თავზე გამეცინა. უთვალავი მეტრის მანძილიდან შემეძლო დამენახა ადამიანის ჩაცმულობა ან ემოცია, თვითონ ადამიანი - არა.
კიდევ კარგა ხანს ვიდექი იქ. ელენეს გარდა, სხვა ბევრი შეგვხდა ქათინაურით დაჯილდოების მსურველი.
მე კი მომენტებში, ისევ ელენესა და შორეახლოს შემჩნეულ აჩრდილზე მეცინებოდა.
- ისევ რამე ს*რობას ხლართავ თუ რა გაცინებს? - მკითხა ჰელემ ბავშვის წასვლის შემდეგ.
მხრები ავიჩეჩე.
არაფერსაც არ ვხლართავდი, მაგრამ ძირითადად, თავისით მეხლართებოდა სრულიად შემთხვევით. ისევ ყურსასმენები გავირჭე და სახლის გზას გავუყევი. ხომ თითქოს საინტერესო სამსახური მქონდა, თუმცა ყოველ დღე, ზუსტად ისე მივდიოდი და ზუსტად ისე ვბრუნდებოდი უკან, როგორც წინა დღეს. განსხვავება მარტო ჩაცმულობასა და ამინდში იყო. სეზონებიც იცვლებოდა ზოგჯერ.
ორი ქუჩა გავიარე ფეხით. საცობების გადამკიდე, იმდენივე დროს ვუნდებოდი ფეხით, რამდენსაც ავტობუსი მოანდომებდა. სახლი გზის ნაპირას მქონდა და ჩემი აივანი ყოველთვის განსხვავებული ეშხით მიმზერდა შინისაკენ მიმავალს. პარკინგზე ერთი მანქანა იდგა. დანარჩენებს სხვა კორპუსების შლაგბაუმების გასაღები ჰქონდათ და იქ იმალებოდნენ. ფული დადეს თუ რაღაც ეგეთი.
მანქანაც მეცნო.
იმ მანქანიდან გადმოსული ჩრდილი უკვე ადამიანის სხეულითურთ აღვიქვი. ჩემსკენ მოდიოდა. ისეთ მოკრძალებულ ნაბიჯებს სდგამდა, ეტყობოდა, არ სურდა, შევეშინებინე. ჩემი უბნის ღირსება იმაში მდგომარეობდა, რომ ვინც არ უნდა ამკიდებოდა, ერთ უხერხულ გაფაჩუნებაზეც ყველა მეზობელი გამოჰყოფდა თავს. ამან არ იცოდა და მაინც თავს იზღვევდა. ან მე მაზღვევდა.
- შენ უნა ხარ - ჩაილაპარაკა ჩემთან მოსულმა კაცმა. წყნარი და მშვიდი ტონი ჰქონდა.
- კი, უნა ვარ - ფართოდ გავუღიმე ან ძალიან გავუღიმე. არ ვიცი, რა ჰქვია, როცა უცნაურად და თან წყნარად იღიმიან.
- აი თურმე საიდან მეცნობოდი. შენ ხარ ის უნა. ჯანდაბა! - ისე შეწუხდა, ვიფიქრე, რამე არ დაემართოს-თქო. - არ გეგონოს, რომ გითვალთვალებ და რამე. გუშინ თურმე ამიტომ მეცნობოდი. ჩემი გოგო შენზე აფანატებს.
- კაი, დამშვიდდი - ზურგზე ხელი მოვუთათუნე. - არაფერია საგანგაშო. თან სიტყვა „გაფანატება“ ძალიან გადაჭარბებულია. უბრალოდ, ასაკი აქვს ისეთი, რომ აუცილებლად კუმირი უნდა ჰყავდეს. ბოლოს და ბოლოს, ამერიკული სერიალების გმირებს აღარ ვჯობივარ?
ცოტა იუმორიც გავურიე.
ვიფიქრე, ეგება გაეცინოს, სტრესი გავანეიტრალო-თქო, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ყველას თავისი სადარდებელი აქვს. ყოველი შემთხვევისთვის, ეს კაცი მაინც განსაკუთრებულად განიცდიდა.
- როგორ არ არის საგანგაშო. ჩემი შვილის კუმირს ვაკოცე. თან რამდენის ხარ? თვრამეტს ასცდი? - სასოწარკვეთილებისგან, აღარ იცოდა, რა ექნა.
- ავცდი, გვარიანად ავცდი, არ იდარდო. გუშინ თავის მოვლის საშუალებას ვყიდულობდი. კონსულტანტმა გამაფრთხილა, ეს ოცდახუთს ზემოთ ასაკის ქალებში გამოიყენებაო და მაინც ვიყიდე. ახლა გამოითვალე რამხელაც ვარ.
არადა, სულ რაღაც ოცდაოთხისა ვიყავი.
თუმცა ის სითხე მაინც ვიყიდე სახისთვის. კარგი გამოდგა სხვათაშორის.
კაცს გაეცინა.
- შორიდან თვალი მოგკარი თუ არა, მაშინვე მინდოდა, დაგლაპარაკებოდი, მაგრამ ელენესთან ერთად ვერ გავბედე. მერე, ბავშვი სახლში მივიყვანე და ეგრევე აქ გამოვიქეცი. არ მკითხო, ჩემი მისამართი საიდან იციო - ისე თქვა, აშკარად უნდა მეკითხა.
მაგრამ არ მაინტერესებდა.
მანიაკებს ფეხის თითებით ვგრძნობდი. ამ კაცის დანახვაზე კი ფეხის თითები არაფერს მეუბნებოდნენ . სხვა ორგანოები - კი.
- არ გკითხავ, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს, რატომ მოხვედი.
- მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ მაგარ შარში ვარ.
- შარი არა, ის კიდე - სიცილით გავსკდი - იმ ორი კოცნით არ დავორსულებულვარ. ამიტომ, დაწყნარდი და დამშვიდდი. თან საქორწინო ბეჭედიც არ გეკეთა.
- არა, რა ცოლი - დიდად შეიცხადა.
ლამის თფუი ეშმაკსო და ხეზე დააკაკუნა სამჯერ.
უბრალოდ გაუტყდა, თორემ უეჭველად იზამდა.
- მით უკეთესი შენთვის. რა გადარდებს? ზედმეტად პატიოსანი ხარ თუ მთელი სამყაროს სანერვიულო გინდა ზურგზე აიკიდო და იარო?
- უხერხულად ვიგრძენი თავი ორივე ერთად როცა დაგინახეთ შორიდან. თან იმის მერე, რაც კლუბში მოხდა, მინდა არ მინდოდა, შენზე ვფიქრობდი. რაღაც მომენტში, მთვრალი კაცის წარმოსახვაც მეგონე.
- ზოგჯერ მართლა ვარ მთვრალი კაცის წარმოსახვა რომ იცოდე. ზოგჯერ თვითონ მთვრალი კაცი ვხდები. თუ კიდევ რამეზე არ აპირებ ნერვიულობას, წავალ სახლში და დავიძინებ. ხვალ ფსიქოთერაპევტთან ვარ ჩაწერილი.
- გთხოვ, ჩემნაირ უცხოებს ასე თამამად არ მოუყვე ფსიქოთერაპევტზე - შეწუხდა, თან გაეცინა.
- კაი რას ამბობ, შენი ნერწყვები მაქ ნაყლაპი, ახლობლები ვართ - პირი მოვაღე და ჩავიხარხარე.
დაბალი ვიყავი.
პატარას და კომპაქტურს ვეძახდი საკუთარ თავს, მაგრამ ზოგჯერ ისე ცხენივით ვიცინოდი, უცხოს შერცხვებოდა ჩემ მაგივრად. მე არასდროს არაფრის მრცხვენოდა. შეიძლება, სცენაზე საცვლების ამარა რომ ვტანტალებდი ამდენი ხალხის თანდასწრებით, მაგანაც ჩამომიხსნა მთელი რიგი კომპლექსი. თუმცა რაც უფრო მოურიდებელი და გულახდილი ვიყავი, რაც უფრო მეტად არ მრცხვენოდა საკუთარი თავის, მით მეტ პრობლემას ვაწყდებოდი.
ეტყობა, ზოგჯერ მაგრად უნდა მოიკუნტო და უხილავი გახდე თუ სადარდებელი არ გინდა კაცს.
სიმპათიური მხრცოვანი გავაცილე. იმის მერე, რაც შორიდან მომკრა თვალი, მარტო სახლში ასვლა და ელენეს დატოვება კი არა, ტანსაცმლის გამოცვლაც მოესწრო. ჰალსტუხი აღარ ეკეთა და პერანგზე ღილებიც შეეხსნა გემრიელად.
ყავა გავიკეთე. უცნაური იდეები მომდიოდა. დღეს, ჰელესთვისაც დავაპირე მოყოლა, მაგრამ მემგონი ჯერ ურთიერთობის იმ ეტაპზე არ ვიყავით რომ ცივილურად გველაპარაკა. ვერანდაზე გავედი. მოპირდაპირე კორპუსის აივნიდან მეზობელი მითვალთვალებდა. ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი იყო. გაზაფხულზე, ეზოში შემხვდა და იები მაჩუქა. რამდენჯერმე გავეფლირტავეთ ერთმანეთს, თუმცა ცოტნეს გამოჩენამ ყველა სულიერი დმაიფრთხო ვინც თვალებს მიჟუჟუნებდა.
პატარა სანათი ავანთე და მაგიდასთან ჩამოვჯექი. ვარსკვლავებიანი ღამე იყო. ჩემი ვერანდიდან დანახული მთვარე მუდამ განსაკუთრებული ჩანდა. ზოგჯერ მეგონა, რომ ლუკი ასე მანიშნებდა თავის სიახლოვეს. მე კი სცენარისთვის თითქმის ყველაფერი მქონდა მოფიქრებული ფინალის გარდა...
„ნითა გამუდმებით ეძებდა ადამიანს, რომელიც საიქიო სამყაროსთან დააკავშირებდა. საბოლოოდ, ერთ ქალს მიაკვლია. უცნაური ლეგენდები დადიოდა მასზე. ნითა კი თვლიდა, რომ ლეგენდების სიარული კარგი იყო, არაფერს აშავებდნენ. ევა ერქვა იმ ქალს. ეგება ის ევააო, იფიქრა და მერე გადაწყვიტა, რომ თუ მაინცდამაინც, ლილითი უჯობდა.
ერთ პატარა სოფელში დაედო ბინა - გარშემო ტყე, შუაში ხის სახლი. სულ ფილმის სიუჟეტებს აგონებდა და თან უკვირდა, არც ერთი თავის ქალა რომ არ ჰქონდა გამომზეურებული. ეგეთი წარმოედგინა ალქაჯის საცხოვრებელი. ევა ალქაჯი არ იყო. სადღაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის იყო გაჩხერილი, თავადაც ვერ დაეღწია თავი.
ნითა სანამ დააკაკუნებდა, იქამდე გაუღო კარი. საჯდომამდე, ხვეული წითური თმა ჩამოშლოდა და ცეცხლისფერი კაბა ემოსა. რაღაცნაირად, შეეშინდა ნითას.ზედმეტად უცნაურს, ზედმეტად ბოროტს, ზედმეტად კეთილსა და ზედმეტად ლამაზს, ყველაფერს ერთნაირად საშიშიად მიიჩნევდა.
ეგება მოვკურცხლო აქედანო, დაფიქრდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ თუ შეგეშინდა და გაიქეცი, უბრალოდ შეშინებული და გაქცეული დარჩები ბოლომდე.
დიდხანს უყვებოდა ევას თავის გასაჭირს. ზოგჯერ, რაღაც გაუგებარს წამოროშავდა. მერე ნანობდა, რომ წინასწარ არ დაალაგა, ჩამოწერა და დაიზუთხა სათქმელი.
- დაგეხმარები, მაგრამ სანაცვლოდ 5 სასიყვარულო ისტორია უნდა გაჩუქონ. - მიუგო ევამ.
- როგორ უნდა მაჩუქონ? - უცებ სიზმარა გაახსენდა: „ჩემი სიზმარი შენ, ჩემი სიზმარი შენ“. ალბათ იგივე პრინციპი იქნებოდა აქაც.
- მიხვალ ადამიანთან, რომელსაც ტრაგიკული, უიმედო ისტორია აქვს და სთხოვ რომ გაჩუქოს თუ აღარ სჭირდება.
- მაგას ვინ გააკეთებს? ყველას თავისი ცხოვრება უნდა.
- ჩუქება დათმობას არ ნიშნავს. მითუმეტეს, მხოლოდ სიტყვიერი თანხმობა გჭირდება. ისტორიაში არც ადამიანები შეიცვლებიან და არც მოგონებები წაერთმევა პატრონს. უბრალოდ, თეორიულად შენ გახდები მფლობელი.
- ვიღაც უცნობი რომ მოსულიყო ჩემთან და ასე ეთხოვა, ალბათ ქვას ვაჭმევდი - ამოიოხრა ნითამ. ეუხერხულებოდა ადამიანებთან მისვლა, თხოვნა, ვნედრება და ა.შ.
- საიქიოში ჩასვლა და კარის ღია დატოვება გსურს რომ უკან ერთის მაგივრად, ორნი დაბრუნდეთ. სანაცვლოდ სიცოცხლესაც უნდა მითმობდე, თუმცა შენი სიცოცხლე არაფერში მჭირდება. მე მხოლოდ სიყვარულს ვითხოვ. თავად, აღარ გამაჩნია გრძნობების ნატამალი და იძულებული ვარ, სხვისი სიყვარულით ვისულდგმულო. თუ რამე პრეტენზია გაქვს, ზუსტად იქ მიბრძანდი, საიდანაც შემოხვედი...
- არ მაქვს პრეტენზია! ანუ ხუთი ისტორია ხომ?
- ხუთი - თავი დამჯერი ბავშვივით დააქნია ნითამ.
- და ფული?
- შენგან არ მჭირდება. ღარიბებს მხოლოდ იმას ვართმევ, რასაც ფულით ვერ იყიდი.
ამ დიალოგის შემდეგ, ნითა გაოგნებული ბრუნდებოდა შინ. გზადაგზა, უკან გამოიხედავდა. ეგონა, მისი სახლი გამქრალი დახვდებოდა, ყველაფერს წარმოსახვას დააბრალებდა და შემდეგ როცა ხელახლა დაბრუნდებოდა ევასთან, ისევ აქ იდგებოდა ხის ქოხი. როგორც ჩანს, გადამეტებული წარმოდგენა ჰქონდა ქალის შესაძლებლობებზე. მაგრამ იმასაც ვერ მიმხვდარიყო, როგორ შეიძლებოდა, ადამიანი ნახევრად ცოცხალი ყოფილიყო და ნახევრად მკვდარი? ან ნახევრად ბედნიერი და ნახევრად უბედური? ან ნახევრად ჭკვიანი და ნახევრად სულელი?
ბევრი რამე ვერ გაეგო.
ვერ იმას ხვდებოდა, ვითომ რატომ ითვლებოდა ღარიბად ევას თვალში.“
ლამის მაგიდაზევე ჩამომეძინა.
კარგი ყოფილა წერა. ჩემივე გამოგონილ სამყაროში შევიჭერი და უკან გამოსვლა აღარ მინდოდა, უბრალოდ აზრები გამომლეოდა, ენთუზიაზმი არა. დილით, ფსიქოლოგთან ვიყავი ჩაწერილი და საძინებელში შესულს, ცოტნეს მესიჯმაც იგივე შემახსენა:
„მიდიხარ თუ არა ხვალ?“
კი-მეთქი, ვუპასუხე.
მერე დავიძინე.
ღამით სიცივემ გამომაფხიზლა.
არადა, საბანიც მეხურა და ზემოდან კიდე ყველაფერი, რაც სახლში მომეპოვება. ფანჯარა დამრჩენოდა ღია. ცოტახანს, მოვიკუნტე. ვიფიქრე, ჩემით გავთბები-თქო, მაგრამ ნურას უკაცრავად. ღამით სხეულის ტემპერატურა ძალიან დაბალი მქონდა და შესაბამისად, ვკანკალებდი.
არ მიყვარდა სიბნელეში გაღვიძება.
არც მეშინოდა და არც არაფერი, მაგრამ მერე ჩემი მეგობარი მახსენდებოდა. მისი გახსენებისას, იმაზე ვიწყებდი ფიქრს, რომ სისულელეა სიცივეც, სიცხეც, ტკივილიც, ომიც და შიმშილიც. ზოგჯერ მეგონა, ისეთი ზარალი იყო სამყაროსი, ავადმყოფი ბავშვებიც ვერ შეედრებოდნენ.
ეტყობა მიჯობდა სიცივე, სიცხე, ტკივილი, ომი და შიმშილი ამეტანა, ოღონდაც ამ დამპალი ღია ფანჯრიდან გადმომეხედა და ეზოში მდგარი მენახა.
დილაუთენია მივირბინე ფსიქოთერაპევტთან. ლიფტი არ მუშაობდა და ხუთი სართული ფეხით ავირბინე. კარი ვიღაც სხვამ გამიღო, გელოდებაო, გამახარა და ხელი გაიშვირა ოთახისკენ.
ჯერ დავაკაკუნე, მერე შევედი... მერე გავშეშდი და ვფიქრობდი, ან ახლა მეტირება დედა, ან ახლა-თქო.
ექიმი იჯდა. პირზე გამაღიზიანებელი ღიმილი დასთამაშებდა.
რაღაც უნდა მეთქვა. მემგონი, მსურდა მეკივლა, მაგრამ გულისრევის შეგრძნებამ რომ მუცლიდან ყელამდე ამოაღწია, მომერიდა რაღაცნაირად ერთდროულად ყვირილი და რწყევა.
ხელი სადღაც გაიშვირა. თავიდან ვერ მივხვდი. ტუალეტისკენ მიმანიშნა როგორც ჩანს. სირბილით შევვარდი და უნიტაზზე გადავეყუდე.
თან ცრემლები მომდიოდა, ვკანკალებდი.
ასე ათი წუთის შემდეგ რომ გამოვედი, კვლავ გაუნძრევლად იჯდა.
- აქ რა გინდა? - ვკითხე ბიჭს.
- შენი ფსიქოლოგი ვარ.
- არა, სიკვდილი ხარ! - ვუთხარი ენის კანკალით და სკამზე ჩამოვჯექი - შენ ჩემს სიზმრებშიც სიკვდილი ხარ.
- სიკვდილი ასე არ გამოიყურება. - მომიგო წყნარად.
გაჰკვირვებოდა მაინც.
- ზუსტად ეგრე გამოიყურება. სუნიც სიკვდილისა გაქვს!
- მშვენიერი სუნი მაქვს, რას ერჩი?
- მეც მაგას ვამბობ. სიკვდილს ცუდი სუნი არ აქვს და ზუსტად ვიცი მე ეგ არომატი. აქ რა გინდა? - ვკითხე აკანკალებულმა. ვიცოდი, მალე პანიკური შეტევა დამემართებოდა. ეკლესიაშიც მსგავსი რამე მემართება ხოლმე. ანთებულ სანთელს შევხედავ ან გალობას მოვისმენ და ეგაა, ეგრევე ცახცახი მიტანს. ვინმემ რომ დამინახოს, იფიქრებს, ეშმაკი ებრძვისო, მაგრამ სინამდვილეში, სულ სხვაგვარადაა საქმე.
მერე დავფიქრდი, კარგად დავფიქრდი და ხმაურიანად წამოვხტი სკამიდან.
- ლუკი სადაა? ლუუკ! ლუუკ! - ყვირილს მოვყევი - სადაა ლუკი? შენ თუ აქ ხარ, ის სადაა?
- არ გიპასუხებს. სად გინახავს, გარდაცვლილი ადამიანისთვის დაეძახოს ვინმეს და იმასაც საპასუხოდ ამოედგას ენა? ჩემთან არაა. კარგა ხანია, მე აღარ ვაგებ მასზე პასუხს.
- ვინ აგებს? ვისთანაა?
- არ ვიცი უნა.
- ჩემი სახელი საიდანღა იცი? გინდა, რომ მეც წამიყვანო? იცოდე, თუ წამიყვან და ლუკი იქ არ იქნება, მაგრად გცემ!
- ხომ არ მომკლავ ბარემღა? - გაეცინა.
- ჯანდაბა ჩემს თავს! გავგიჟდი ხო? მეჩვენები და გავგიჟდი.
- დალაგებული რომ არ ხარ, მთელი ქვეყანა დაგიდასტურებს, მაინცდამაინც ფსიქოლოგი არ გჭირდება მაგისთვის. თუმცა შენს მოკვლას არ ვაპირებ. მე ხალხს არ ვკლავ. უბრალოდ, დრო როცა მოდის, მაშინ ვაკითხავ. ვინმეს რომ გადავკიდებოდი და უსამართლოდ გამეყენებინა ჩემს გზას, ეგეთი შემთხვევა ჯერ არ მახსოვს.
მისი სიტყვების შემდეგ, თვალებგაფართოებულმა გულხელი დავიკრიფე.
- მე მახსოვს! - მთელი ზიზღით წარმოვთქვი.
- ყველაფერი ისე ადვილად არ არის, როგორც შენ ხედავ. მთელი ცხოვრება განსაკუთრებულად მიიჩნევდი თავს. თვლიდი, რომ სამყაროს რაღაც საუცხოო მიზეზით ჰყავდი მოვლენილი. კეთილი, მორწმუნე, სანდო მეგობარი და ლამაზი სულის პატრონი იყავი. იღბალი ჩვეულებრივზე მეტად გწყალობდა და მუდამ მადლიერებით ივსებოდი სამყაროს მიმართ.
- კაი რას მელაპარაკები? ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ვყოფილვარ - მოვკვდი სიცილით - მემგონი ვიღაცაში გეშლები. მემგონი, ლუკთანაც შეგეშალა... და ასე, შემთხვევით მიადგები ხოლმე იმათ, ვისთანაც ორმოცდაათი წლის შემდეგ უნდა მისულიყავი. - ბოლო წინადადება მთელი ძალით დავიღრიალე.
- არ მეშლება. შენ ხარ ის ბავშვი ცისარტყელას რომ ჰგავდა. უბრალოდ, ასე ოცნებაში განლიე წლებდი. რაღაცა ნიშანს ელოდებოდი, რათა ზუსტად გცოდნოდა რომ მართლა რჩეული იყავი. მერე მოგბეზრდა, სულის მეგობარი დაკარგე და იფიქრე, ყველა ზეციურს ფეხებზე ვკიდივარო. ჰო და მოვედი. აქა ვარ! შენი ნიშანი ვარ უნა!
მხრებზე მომკიდა ხელები და მაგრად შემანჯღრია.
მე კი ვიდექი მშვიდად, ოთახში თვალით ბლაგ ნივთს ვეძებდი რომ პირდაპირ გულში გამეყარა მისთვის.
- ვინმემ გამოგზავნა თუ შენით მოხვედი? - დავნებდი ბოლოს. ბალიშის მეტს, ვერაფერს ვამჩნევდი, ეტყობა იცოდა ჩემი იმპულსური ხასიათის შესახებ და თადარიგი დაეჭირა წინასწარ.
- ორივე ერთად. ცდები, ფიქრობ რომ საჭირო არ ხარ და არც არასოდეს ყოფილხარ. ცდები თუ ახლა უკვე ჩვეულებრივი გგონია თავი. შენი ცხოვრება უნდა დაიბრუნო, მეგობრებიც უნდა დაიბრუნო თორემ არაფერი გამოგივა. შენზე გული შესტკივათ იქ, მაღლა. - ხელი მოწიწებით აიშვირა ზეცისკენ.
ჩემს სიზმრებში მამაცს ჰგავდა. ახლა კი გაცილებით უფრო ძლევამოსილი ქმნილების რიდით დათრგუნულ თაგვს მივამსგავსე.
ამავე დროს, რაღაც სულელური გულწრფელობით აღსავსე მიღიმოდა.
გულწრფელი ჩანდა და თითქოს ვუყვარდი კიდეც ისე, როგორც ღმერთს ადამიანი, მაგრამ თვითონ არ იყო ღმერთი, მე კი ახლა ადამიანზე მეტად, ეშმაკს მივმსგავსებოდი.
- მე აღარ მჭირდებით - წარმოვთქვი თვალებგაშტერებულმა - იქ, მაღლა გადაეცი, რომ იმედი გამიცრუეს. თუ კი დემონს ჩემთან პირის შეკვრა დასჭირდება, სიამოვნებით გავილაშქრებ თქვენს წინააღმდეგ და დაცემული ადამიანი გავხდები. ისე, მშვენივრად ჟღერს ასეთი მეტსახელი. აღარც მეგობრებს ვსაჭიროებ რომ იცოდე. ერთი მყავს და სრულიად საკმარისია.
- შენი ერთადერთი მეგობარი ორი თვის წინ გარდაიცვალა უნა. თუ არ გაიაზრებ რომ აღარაა, ვერასოდეს იქნები ბედნიერი.
- მერე რა? - მხრები ავიჩეჩე - გგონია, რომ რახან მკვდარია, აღარ დაბრუნდება ჩემთან? გგონია, არ დაველოდები? ზოგჯერ მაოცებთ ეს არამიწიერები ასეთი ზედაპირულობით. თქვენზე ღრმა და ერთგული გამომდგარა ადამიანი თავისი ბუნებით!
- შეცდომას უშვებ! - მისი ყვირილი მომესმა სადარბაზოს კიბეებზე რომ ჩავრბოდი, მაშინ.
- შენ უარესი შეცდომა გაქვს დაშვებული და ყელში ძმრად გადენ! -დავემუქრე შორიდან. დარწმუნებული ვარ, მშვენივრად გაიგო.
გარეთ გამოვედი.
ისევ გავრბოდი. არ ვიცოდი, მელანდებოდა თუ მართლა ხდებოდა ეს ყველაფერი ჩემს თავს. გული რომ ამომივარდა, მერე სიგარეტს გავუკიდე და რომელიღაცა კორპუსის კედელს მივეყრდენი. ელენს სოციალურ ქსელში მამამისის ფოტოები აღმოვაჩინე.
ნიკო რქმეოდა.
მეგობრობის მოთხოვნა რამდენიმე წამში დამიდასტურა. გეგონება, იჯდა და მელოდა.
ვთხოვე, ნომერი მოეწერა თავისი.
პასუხმაც არ დააყოვნა.
ავდექი და დავურეკე.
- აღარ გეშინია ჩემი? - ვკითხე სიცილით.
- არც არასოდეს მეშინოდა.
- მაშინ ყავაზე დაგპატიჟებ საღამოს თუ გეცლება - გამოვუცხადე თამამად.
გული მეუბნებოდა, რომ არასწორად ვიქცეოდი.
მე კი მომწონდა არასწორ ადამიანად ყოფნა.
- საღამოობით სულ მცალია, მაგრამ მაინც მერჩივნა, რომ პირველად მე დამეპატიჟე.
- მისამართს და ზუსტ დროს მოგწერ. დანარჩენზე როგორმე მოვგვარდებით - თვალი ჩავუკარი. მერე მივხვდი, ვერ დაინახავდა.
არ მეგონა, პატარა ბავშვივით თუ გაახარებდა ჩემი ხმის გაგონება და ეგეც მეუცნაურა. ზედმეტად ბევრი უჩვეულო ამბავი ხდებოდა გარშემო.
როგორმე იმნდენჯერ უნდა მემრუშა, იმდენჯერ მეცრუა, იმდენჯერ მეწყენინებინა და იმნდენჯერ შემეცოდა, სანამ საბოლოოდ არ დამანებებდა თავს ზეცა.

მეოთხე

ცოტნე გავაფრთხილე რომ არ მეცალა. სინდისი მქენჯნიდა. მე კი არ ვიცოდი ჭკუაზე მოსასვლელად, ამ ქენჯნის ჩაკვლა მჭირდებოდა თუ პირიქით, გაძლიერება.
ადრე, ვაჟა-ფშაველას პოემა „სინდისი“ მიყვარდა. კაენს ძმის მკვლელობის შემდეგ, რაღაც საშინელი, მტკივნეული შეგრძნება აწამებდა. ეს შეგრძნება სინდისი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი, ღმერთს ბოლომდე მაინც ვერ გაეწირა და სინდისის ხმა გაეგზავნა მისთვის, რათა დანაშაულის გრძნობას დაეტანჯა.
ეს დანაშაულის გრძნობა ახსენებდა, რომ ჯერ არ გადაგვარებულიყო ბოლომდე მასში მცხოვრები ადამიანი.
- მერე ადექი, ჩაკალი ეგ ხმა და გადააგვარე შენში მცხოვრები ადამიანი - მეჩურჩულებოდა ბოროტი უნა. ბოროტ უნას ვიქტორიას ვეძახდი, რადგან თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა მარცხენა მხარზე შემომჯდარი ეშმაკივით.
- დარწმუნებული ხარ? - ვეკითხებოდი მას.
- კი! ცოტნე ისედაც არ მოგვწონს. გული აქამდეც ბევრისთვის გაგიტეხავს: კაცი, ქალი, ბავშვი, ძაღლი... პლუს ერთი - არც იქით, არც აქეთ.
- კარგი, დავემსგავსოთ დემონს - გამეცინა.
- დავემსგავსოთ - ამყვა სიცილში. მერე ღიღინიც მორთო და ასე ჭკუამხიარულად ვიყავით ცოტახანს.
- ეშმაკს რომ ჰგავდე გინდა? - ვკითხე მას.
- მინდა.
- გინდა, ანტიღმერთი იყო? - უფრო დავუკონკრეტე.
დადუმდა.
ცოტა აკანკალდა.
რაღაცეებს კი ფაჩუნუბდა თავისთვის, მაგრამ აი შეურაცხადები რომ დადიან ქუჩაში და საკუთარ თავს ემუსაიფებიან, ზუსტად ეგრე.
ისიც შეურაცხადი ხდებოდა.
მეც.
ზოგჯერ, ვიქტორია კეთილიც იყო.
მაგრამ ეს სიკეთე ვიღაცამ მოუკლა.
ფიქრების ჩანაწერი მეგობრისთვის: „ამ თვეში, ორი მეზობელი გარდამეცვალა. ვუყურებდი ეკლესიაში დასვენებულებს და როცა მგალობლებს ვუსმენდი, კანკალი მეწყებოდა. ვკანკალებდი, მაციებდა, სასოწარკვეთილი ვტიროდი. ხალხი ფიქრობდა, როგორ ჰყვარებია ამ გოგოს ეს უბედურიო. სინამდვილეში, არავინ იცოდა, რომ ყველა პანაშვიდსა თუ გასვენებაზე, შენ დაგტიროდი.
მახსენდებოდა შენს დაკრძალვაზე, როგორ ვიდექი სამი საათი უჰაერო ტაძარში და გალობას ვუსმენდი. ვფიქრობდი, ბავშვს გამომილაყებენ ამდენი სიმღერით-თქო, მაგრამ მე შენთან ვიყავი. არ მინდოდა, მარტოს აგეტანა ეს ჩახუთულობა, მოწყენილობა, სევდა, გლოვა. იმის მერე, ყველაფერი შემძულდა.
ეკლესიაში ყოფნაც შემძულდა.
შეუძლებელია, ღმერთი იქ ყოფილიყო, სადაც შენი ცხედარი ესვენა. ტაძრებიდან ღმერთი განდევნესო, სადღაც წავიკითხე. მემგონი, კი არ განდევნეს, თავისით წავიდა. მე მართლა მძულდა იქაურობა. თვითონ უფალია მოწმე, რომ რამდენი ადამიანიც არ უნდა მდგარიყო სანთლით ხელში, ჩემზე მეტად, არავის სწამდა მისი არსებობის. მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი... ზუსტად ვიცოდი, რომ შენს ცხედართან ახლოს, ღმერთის ჭაჭანება ვერ იქნებოდა“.
საღამოს, დიდი მონდომებით გამოვეწყე. ადრე სულ იმას მეჩიჩნებოდნენ, ქალს დაემსგავსე, მუდამ შარვლები ნუ გაცვიაო. რა რჩევაც კი მომცეს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ბოლო პერიოდი, სულ მათ გათვალისწინებას მოვახმარე.
ჩემს სახლთან ახლოს იყო კაფე. ნიკო როცა დავინახე, კარგა ხნის მისულს ჰგავდა, მაგრამ აბა როგორ შეიჩნევდა მაგას.
გადამკოცნა.
მემგონი ცოტა ლოყები შემეფარკლა ისე დავისიცხე წამებში.
- ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ დამირეკავდი - გამომიტყდა ის.
- ვერც მე ვიფიქრებდი. - საკუთარ თავთანაც ვაღიარე და ამ კაცთანაც. არადა, ისეთი კარგი ვინმე ჩანდა, პირდაპირ რომელიღაცა რომანტიკული ფილმიდან გადმოსულს მივამსგავსე. ოღონდ ბოროტ პერსონაჟს. აი ისეთს, მთავარ გმირთან უთანხმოება რომ აქვს და ერთი მაგრადაც მიბეგვავს ფილმის შუაში.
ბოლოს იჭერენ.
რადგან რო იჭერენ, ეგეთი პერსონაჟები უფრო მომწონდა.
ყავაზე შეთანხმებულებმა, ღვინო და შოკოლადის ნამცხვარი შევუკვეთეთ.
- შენზე მომიყევი რამე, გარდა იმისა, რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობი ხარ.
- მართლა ნიჭიერად გამოვიყურები?
- შენი აზრით, ვინ აყიდინა ჩემს შვილს ყვავილები? - წარბი აზიდა ღიმილით. - როცა ელენეს არ სცალია, მე მოვდივარ ხოლმე სპექტაკლზე. ამბობენ, მარტო სიარული ტეხავსო. სინამდვილეში კი ძალიანაც მაგარია.
- მართალი ხარ. მე კინოში დავდივარ მარტო.
- ახლა კინოში ვეღარ დაგპატიჟებ.
- დამპატიჟე და შორი-შორს ავიღოთ ბილეთები.
- იცი რა მგონია? კენტად ყოფნა კარგია, სანამ ვინმე ისეთს არ იპოვნი, ვისთანაც მარტოობის გაზიარება მოგინდება.
- გეხვეწები, ახლა არ დაიწყო, არიქა გიპოვნეო, თორემ თავს ჩამოვიხრჩობ! - გავაფრთხილე წინასწარ.
მერე რაღაცა გამახსენდა.
ტელეფონი ამოვიღე და ჩემი სცენარისთვის ახალი იდეა ჩავიწერე: „მშვენიერ ქალს ქმარი ჩამომხრჩვალს პოულობს.
- შუა ლაპარაკისას, მუდამ ასე ეძგერები ხოლმე მობილურს?
- როცა რამე გენიალური მახსენდება, ვიწერ.
- ანუ უკვე მეორედ ვარ გენიალური იდეის დაბადების მოწმე.
- კი. ყოველ ჯერზე შეგიძლია სურვილი ჩაიფიქრო. არამგონია აგისრულდეს, მაგრამ მაინც კარგია. მე მაგალითად, ძალაუნებურად, საათს რომ დავხედავ და 11:11 ან 12:12-ია, მუდამ რაღაცას ვუთქვამ.
- არადა, ისეთ გოგოს ჰგევხარ, საათი რომ აქეთ ჩაუთქვამს რამეს.
- მაგარი კომპლიმენტი იყო - მუჭი შევკარი და ცერა თითი მაღლა აღვმართე. - სერიოზულად გეუბნები.
- სხვა რამეს არაფერს იტყვი სერიოზულად?
- სიმართლე გითხრა, არ ვიცი, რატომ დაგირეკე. მგონია, რომ საერთო ბევრი არაფერი გვაქვს. მაგრამ ამ საერთოს არ ქონის ფონზე, მაინც უცნაურად ახლობელი ჩანდი.
- ახლა ხელს ხელზე მომითათუნებ და მეგობრობას შემომთავაზებ?
- არა! უფრო სწორად, კარგი იქნებოდა, მაგრამ მეგობრობას არ ვთავაზობ ადამიანებს. ზოგადად, ისინი არ მყავს.
- ხმამაღალი განაცხადია - გეგონება, არ დაიჯერაო.
პრინციპში, ერთი შეხედვით, ძალიან კონტაქტური, მხიარული და სასიამოვნო ვიყავი. უცხო თვალით დანახულ უნას, ვითომ რატომ არ უნდა ჰყოლოდა მეგობრები?
- შენ რატომ ხარ მარტო? - ის ვკითხე, რაც მთელი ეს დრო ძალიან მაინტერესებდა. აი, თითქოს ეს შეხვედრაც მხოლოდ იმიტომ გამემართა, რათა ამ კითხვაზე მიმეღო პასუხი.
- ცოლს წლების წინ დავშორდი. - მხრები აიჩეჩა და ტუჩის კუთხეები რაღაცნაირად დაქაჩა დაბლა (საყვარლად მომეჩვენა). - ერთი შეხედვით, არაფერი მიჭირს. მეორე შეხედვით, ურთიერთობები მიჭირს ალბათ.
- მესამე შეხედვით, მშვენიერი კაცი ხარ. თუ რა თქმა უნდა, ხიდის ქვეშ არ ცხოვრობ და ლოთი არ ხარ.
- ხიდის ქვეშ არ ვცხოვრობ. მშვენიერი სახლი მაქვს რომ იცოდე. მაგრამ ამავე დროს, რამდენჯერაც გხედავ, იმდენჯერ სმის პროცესში ვართ ორივე. ამიტომ ვერ დავდებ თავს რომ ლოთი არ ვარ.
- ეგ არაფერი. - ნიკოზე სწრაფად ვსვამდი და ისევ მე მქონდაპრეტენზია მაგის ლოთობაზე.
- შუშის ჭიქას შენი ტუჩსაცხის წითელი კვალი დაანჩნდა. მემგონი, დიდი ხანია რაც ამაზე მშვენიერ სანახაობას არ შევსწრებივარ. - გაეღიმა ნიკოს.
- ვერ ვიტან პომადებს. არადა, მაინც ვიდღაპნი.
- ბევრი სხვა ისეთი რაღაცის გაკეთება გიწევს, რასაც ვერ იტან?
- ჩემს თანამშრომლებთან ურთიერთობას. - თავი შეწუხებულმა დავუქნიე. არადა, თანამშრომლებამდე გავიფიქრე, სიცოცხლე არ მეპიტნავება დიდად-თქო, თუმცა ცოტა ტრაგიკული მოსასმენი იქნებოდა და თავი შევიკავე. - კი არაფერს მიშავებენ, მაგრამ მე თუ ვუშავებ, პრეტენზიებს გამოთქვამენ და ეგ არ მომწონს.
გულიანად გაეცინა.
ყველა აქამდე ნანახ ადამიანზე უკეთესი კბილები ჰქონდა.
იღიმოდა და ვხვდებოდი როგორ იწყებოდა ჩემს სხეულში დნობის პროცესი. რაღაცნაირი, სასიამოვნო მოქმედებებით გამოირჩეოდა. მისი საუბარი, მოძრაობა, თვალების ხამხამიც კი მადუნებდა და სიამოვნების ჟრუანტელს მგვრიდა. იუთუბის ვიდეოებში, ხშირად მქონია მსგავსი შეგრძნება: მაკიაჟის გაკვეთილები გამიხსნია და ყურებით იმხელა სიამოვნება მიმიღია, ლამის სკამიდან გადმოვვარდნილვარ.
- ანუ მძიმე ადამიანი ხარ - დიაგნოზი დამისვა. სავსებით ადეკვატური.
- ეგ პრობლემაა?
- არანაირი - ხელი ხელზე მომითათუნა მზრუნველი მზერით. მემგონი, ყველა ადამიანთან მამიკოს ინსტიქტი ერთვებოდა.
ბევრი ვილაპარაკეთ.
როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე ლიტერატურაც მშვენივრად ჰქონდა ათვისებული და კლასიკურიც. უცნაური იყო, მაგრამ რამდენიმე საათი ბედნიერი ვიყავი. არც საკუთარი თავი მახსოვდა, არც გარშემომყოფები. თავდაცვის უნარის გააქტიურებაც აღარ მჭირდებოდა ნიკოსთან.
სრულიად მოვდუნდი.
ჩვეულებრივი ცხოვრება რომ მქონოდა, ზედმეტი საფიქრალისა და ზედმეტი ბოღმის გარეშე, ზუსტად ასეთი ვიქნებოდი, როგორიც ნიკოსთან ვიყავი: უდარდელი, კარგი მოსაუბრე, მომღიმარი და ხშირად, ცხენივით მოხარხარე.
სამი საათი ვსაუბრობდით, მერე გარეთ გამოვედით სასეირნოდ. ისე ამოუხსნელად დავახლოვდით რომ ხელჩაკიდებული სიარული ჯერ ვერ, მაგრამ ხელკავის გაყრა არ მერიდებოდა.
- ალბათ შენზე გიჟდებიან ხო? - პოეზიაზე თუ რაღაცაზე ვლაპარაკობდით და უცებ ეს კითხვა დამისვა.
- არა, დიდად არავის ვეხატები გულზე.
- კაცებს ვგულისხმობ.
სანამ პასუხს გავცემდი, ბედნიერება სადღაც ჯანდაბაში გადაიკარგა და ისევ დამიმძიმა სხეული შინაგანმა ხმამ, რომელიც არ ჩერდებოდა. გამუდმებით საუბრობდა, რაღაცეებს მარიგებდა. ბოროტი ვიქტორია კიდევ სხვა იყო, მაგრამ ეს სადღაც სინდისსა და არამიწიერ არსებას შორის გაჩხერილიყო და ჩემში დაედო ბინა.
ესეც ჩემს გონებაში მცხოვრები კიდევ ერთი არსება.
სქესი: მამრობითი.
ხასიათი: კეთილი.
ბუნება: კეთილი.
ცხოვრებისეული მოწოდება: უნასთვის და ვიქტორიასთვის მორალის კითხვა.
სახელი: შიო.
რატომ შიო: რადგან უნას ასე მოსწონს და ლუკსაც ასე მოსწონდა.
- შეყვარებული მყავს - გამოვუტყდი. შიოს ნამოძღვრალს იშვიათად ვითვალისწინებდი, მაგრამ რომ აღარ გააჩერა ენა, მერე იძულებული ვიყავი, მის ნებას დავყოლოდი.
ისე სასოწარკვეთილად ჟღერდა ჩემი სიტყვები, ვინმე იფიქრებდა, შეყვარებულს კი არა, ბოროტ დედინაცვალს გულისხმობსო.
- მართლა? - რამდენიმე წამის წინანდელი ბედნიერება სახეზე წყალივით შეაშრა.
- მთლად შეყვარებული არაა. გადავაჭარბე... უბრალოდ, ერთმანეთს ვხვდებით.
- გიყვარს?
- არა.
- იმას? პრინციპში, რას გეკითხები. ეყვარები, აბა რას იზამს. - შუბლი უხერხულად მოისრისა და შემომხედა. თან გაღიმება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. უკვე მომესწრო მისთვის განწყობის წართმევა.
- ამბობს, რომ ვუყვარვარ, თუმცა არამგონია. თავად სიყვარულისა არაფერი გამეგება.
- სისულელეა - ისე მითხრა, გეგონება დარწმუნებული ყოფილიყო - შეიძლება, რომანტიკულად არავინ გყვარებია, მაგრამ მეგობარი ან მშობელი?
- კი. მეგობარი ან მშობელი - სევდიანად გავიღიმე. სადღაც, გულის სიღრმეში რაღაცა ჩამწყდა.ალბათ ის, რაც აქამდე ძაფზე ეკიდა და შესაფერის დროს ელოდებოდა, რომ ყველაზე ძლიერად ჩამოვარდნილიყო, მაგრად დანარცხებულიყო ჩემში და უსასტიკესად დავემძიმებინე.
ვიქტორიასაც ჩასწყდა.
შიოსაც.
- სიმართლე რომ გითხრა, საბოლოოდ მაინც არ ვარ თბილი ადამიანი. შენთან შეხვედრა იცი რატომ მსურდა?
- იმედი მქონდა, რომ მოგწონდი და მაგიტომ. - გული საბოლოოდ დავუმსხვრიე ისე ამოიოხრა ამის თქმისას.
- ეგ თავისთავად. მაგრამ შენ მე არ მიცნობ. სწორედ ამიტომ მოვინდომე წუთი მაინც გამეტარებინა კაცთან, არც ცუდი და არც კარგი რომ არ ჰქონდა გაგებული. უბრალოდ, ჩვეულებრივი უნა მსურდა ვყოფილიყავი.
- ისე გულიანად აქნევდი თეძოებს კლუბში, რომ ჩვეულებრივად მაინც ვეღარ აღგიქვამდი - გაეცინა მას.
- არ ვიცოდი თუ მითვალთვალებდი იმ დღეს.
- ყველას ვაკვირდებოდი, მაგრამ შენმა ხეირიანმა ცეკვამ განსაკუთრებულად მიიქცია ყურადღება.
- მარტო როცა ვარ სახლში, მაშინ უნდა ნახო ჩემი ცეკვა.
- საინტერესო იქნება.
ჩემს სახლს მივუახლოვდი.
ეშმაკურად მეღიმებოდა და თან საკუთარი თავისთვის იმის თქმის იძულება მიჭირდა, რომ ნიკოს გამოვმშვიდობებოდი.
- გააგრძელე საღამო და ლოგინში ჩაუხტი! - მაძალებდა ვიქტორია.
- ჯერ ცოტნეს დაშორდი. ადამიანურად აუხსენი რომ ერთად ვერ იქნებით და მერე თავშიც ქვა გიხლია. სექსს ნამდვილად ვერ დაგიშლი. მოღალატე ძუ*ნად ყოფნას დაგიშლი! - მიყვიროდა შიო.
დროებით ორივე ჩავახშე.
ნიკოს შევხედე.
- აქ ჩემი სახლია. ბოლო სართული - ხელი გავიშვირე.
- შენი სურათები ვნახე ხვეულ კიბეებთან. ისეთი ლამაზი ადგილი იყო, მეგონა, რომელიმე კულუტურული ძეგლი იქნებოდა. თურმე, შენი სახლია.
- გინდა, ვერანდაზე ჩაი დავლიოთ?
- შენს სახლში მეპატიჟები?
- ან კი, ან არა. თუ ბავშვთან გეჩქარება, არ მეწყინება, წადი.
- იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ, ღამით სხვაგან ვრჩები. ზედმეტ კითხვებს არ სვამს. პირიქით, ძალიან უხარია ხოლმე, დაქალებს იტოვებს და ერთობიან. ერთხელ, დილით რომ მივედი, პახმელიაზე დამხვდა ეს თითის ტოლა გოგო. მერე კი იყო დასჯილი ერთი თვე.
- მკაცრი მამიკო ხარ?
- არა. რბილი მამიკო ვარ, მაგრამ არასრულწლოვანი ბავშვი რომ გითვრება, ბრაზდები ძალაუნებურად.
* * *

სკოლაში ვიყავი, კლასში ვიჯექი. გარშემო მიმოვიხედე, რამდენიმე ადამიანის გარდა, არავინ მეცნობოდა. ჩემი ძველი მეგობარიც იქ იყო. გონებაში რაღაცამ გამიელვა. წამოვდექი და ის იყო, ლუკისთვის უნდა დამეძახა, რომ დაფის მაგივრად, კედელზე დამაგრებული კომპიუტერის მონიტორი ჩაირთო.
„ხსოვნა იყოს ჩვენი მოწაფის, რომელმაც უდროო დროს დაგვტოვა“ - გამოისახა სიტყვები.
თავი გავატრიალე. არ მინდოდა, აქაც ლუკის „გადიდებული“ სურათებისთვის მეცქირა.
ყველამ ჩემსკენ მომართა მზერა.
წამოვხტი და საპირფარეშოში გავიქეცი. სირბილისას, გზად კიდევ ერთ მეგობარს მოვკარი თვალი. უნდოდა, გავეჩერებინე და რაღაცა ეთქვა, მაგრამ უხეშად ავარიდე მხარი. ძალიან ცუდი შეგრძნება დამეუფლა, ძალიან დიდი ბოროტება გავიფიქრე. თან აღუწერელად შემრცვა, რომ ფიქრის უკან წაღება არ შემეძლო, ამავე დროს, უკან რომც წამეღო, მაინც იგივეს ვიფიქრებდი.
სამაგიეროდ, ვიქტორია ყვიროდა:
- შენ უნდა მომკვდარიყავი, შენ უნდა მომკვდარიყავი!
ჩემს სასირცხვილო, ცოდვილ სურვილებს აშიშვლებდა.
- შენ უნდა მომკვდარიყავი... ყველანი უნდა მომკვდარიყავით ლუკის მაგივრად!
ვერ ვაჩერებდი.
ტუალეტი ყარდა. სამაგიეროდ, სარკე ეკიდა ონკანის თავზე და მასში გამოსახულ ჩემს ცრემლიან სახეს ვუმზერდი.
ვიღაც შემოვიდა.
ისიც წარსულსჩაბარებული აჩრდილი იყო.
- მაინტერესებდა, როგორ ტიროდი - გამომიცხადა და უკან გაბრუნდა.
კლასში დაბრუნება აღარ მინდოდა. იქ ყველა მიყურებდა, ყველას ვეცოდებოდი და თან მართლა აინტერესებდათ, რამდენად მწარედ ვგლოვობდი. სკოლის დერეფანს გავუყევი. ფანჯრები ჩვეულებრივზე ფართო იყო და თუ მათ საზღვარს გადავაბიჯებდი, სხვა განზომილება იქმნებოდა.
სხვა განზომილება სოფლის ვენახს დამსგავსებოდა. ოქროსფერი თივით იყო მოფენილი მიწა. მშვენიერი სანახაობა გადამეშალა. ვიღაცა კაცი დამეხმარა ფანჯრიდან გადაძრომაში. წელს ზემოთ შიშველი იყო და იმდენი კუნთი ამშვენებდა, ვერც კი დაითვლიდა ადამიანი.
ძალიან მოვწონდი. მეფლირტავებოდა.
მე კი სხვაგან ვაცეცებდი თვალებს.
სხვა კაცი მერჩივნა ამას.
ცოტახანში, ნიკო გაიჩითა. ისიც შიშველი იყო. მარტო შარვალი ეცვა. აი, ბრაზილიური სერიალების ქოუდებში რომ კალმით ნახატი მამრები დასეირნობენ ვენახში, ზუსტად ეგეთი ვითარება გადამშლოდა ცხვირწინ (ოღონდ ნიკოს ეგეთი გოიმური გარეგნობა არ ჰქონდა. ჰოლივუდისკენ უფრო იხრებოდა მაგ მხრივ).
ყველას სჯობდა, აქამდე ნანახსაც და უნახავსაც.
- ვერ დავდივარ - შევჩივლე მას.
ნუ გეშინიაო და ხელში ამიყვანა. ცოტა ოფლიანი იყო. ვიფიქრე, აქ ერთი მდინარეც იქნება რომ ორივე გადავეშვათ-თქო, მაგრამ ვინ დამაცალა მდინარემდე მიგნება. სკოლის წინ კოცნაობა გავაჩაღეთ. თან ისეთი რეალური იყო ყველაფერი, მისი ენაც საკმარისად ვიგრძენი და ნერწვყვიც.
გამეღვიძა. გადმოვბრუნდი და შიშველი ნიკო დავინახე აქაც. სულ დამვიწყებოდა, რომ ღამით ჩემთან დარჩა. სიხარული საკუთარ თავთანაც ვერ დავმალე. იმაზე უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე სიზმარში. ნეტავ, საკუთარი თავი ძილისას მენახა. მაინტერესებდა, მეც ნიკოსავით მიმზიდველი ვიყავი თუ პირდაღებულ დინოზავრს ვგავდი და ტუჩის კუთხიდან დორბლი ჩამომდიოდა.
საწოლიდან წამოვდექი, საღამურზე პლედი მოვისხი და ვერანდაზე გავედი. მართლა ჩაის დასალევად ამოვიყვანე ნიკო, მაგრამ იქამდეც ვერ მივედით რომ მადუღარა დამედგა. მე ვერ შევიკავე თავი თუ მან, ეგ არც ისეთი მნიშვნელოვანია (თუმცაღა, მე ვეძგერე ნამდვილად).
შუქი ავანთე გარეთ. სიგარეტი მოვიმარჯვე და სიყვრულის პირველი ისტორია მოვიფიქრე.
ქალი მშვენიერი იყო. მედეა ერქვა. ხავერდოვანი შავი თმა, თოვლივით თეთრი კანი და ცასავით თვალები ჰქონდა. ერთი სიტყვით, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ფიფქიას წააგავდა. მულთფილმში რომაა, ეგეთს არა. ფიფქიაზე გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი როგორიც იქნებოდა, ეგეთი იყო ის ქალიც. თან დაოჯახებული.
ოდესღაც, ბალეტს აწვებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, კოჭი გადაუტრიალდა და იმის მერე, სულ კოჭლობი დადიოდა. აი, თავიდან ძვალი რომ არასწორად ხორცდება, მერე ძალით გტეხენ, მერე ისევ რაღაცა საშინელება გამოტყვრება და საბოლოოდ, კოჭლი რჩები უმშვენიერესი ქალი - ზუსტად ასე იყო.
ზოგჯერ, ამბობენ კაცს შრამი უხდებაო. ამ ქალს კი ხელჯოხი ან ფეხჯოხი და კოჭლობა ამშვენებდა.
ტიპური ცოლქმრობა ჰქონდათ მედეას და თავის მეუღლეს. მიუხედავად იმისა, რომ შესახედავად ორივს კალმით ნახატი ეთქმოდა, ძველი ვნება სულ მთლად ჩაჰქვროდათ (სიყვარულიც სადღაც ჯანდაბაში ბჟუტავდა გაჭირვებით).
ნახატების გალერეაში წავიდნენ ერთ ავბედით დღეს. ვიღაცა კაცმა შემოაბიჯა მათ ფეხდაფეხ. საშუალო სიმაღლის, შავი ქურთუკითა და სხვა დანარჩენი იგივე ფერის ტანსაცმლით მოსილი იყო. დაინახა ქალი და სიგიჟემდე შეუყვარდა.
იმის დაწერა, რომ ფეხით თხემამდე ჟრუანტელმა დაუარა, „ყორღანებიდან გნოლი აფრინდა“ და სული ნაკუწებად დაეშალა, არაა საჭირო. მაინც ვერ ვიპყრობდი სიტყვების მარაგით ცის კაბადონებს.
პირობითად, მედეა დავარქვი ქალს, მაგრამ კაცს... ალბათ ნიკო. ნიკოს ვამსგავსებდი და მაგიტომ.
ნიკო მედეას ქმრის ძველი მეგობარი აღმოჩნდა. ამ ბოლო დროს, ძველი მეგობრები სიზმრებსა და ცხადში ათვალწუნებული მყავდა და ბარემ, ისტორიაშიც არ ვუწყალობებდი.
ერთმანეთს გადაეხვივნენ ნიკო და მედეას ქმარი. ქმარს სახელს შეგნებულად არ ვარქმევდი. უბრალოდ ქმარი იყო და მაგიტომ.
მედეასაც შეუყვარდა. ასე ერთი ნახვით არა, მაგრამ ერთი-ორი გაშლილი პურმარილით - კი. მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლებოდნენ. მეტი არაფერი. მაგრამ ეს ქალი ხომ ხვდებოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო? ხომ ხვდებოდა, რომ ნამუსი იმდენად სუფთა აღარ ჰქონდა, ვიდრე უწინ?
თან ვეღარც ცეკვავდა.
მთავარი მაინც ის იყო, რომ ვეღარ ცეკვავდა დაზიანებული ფეხის გამო.
ყველაზე დიდ ცოდვას მაშინ ედება საფუძველი, როცა ადამიანი თავის საყვარელ საქმეს ვეღარ აკეთებს.
თვალის კონტაქტიც დაამყარეს თითზე ჩამოსათვლელად ნიკომ და მედეამ. ღალატი იყო, აბა რა ჯანდაბა ეთქმოდა?
საბოლოოდ, ერთ მშვენიერ და თან არც ისე მშვენიერ დღეს, ქმარი სახლში მივიდა და ჩამომხვრჩვალი მედეა ნახა. მაგიდაზე წერილი იდო. ბევრი არაფერი ეწერა. პატიებას ითხოვდა, სხვისი სიყვარულის გამო.
ეს იყო და ეს.
თუმცა ქალაქი ისეთი ოხერი ორგანიზმია, რომ ამ ქალის ისტორიამ თითქმის ყველა ოჯახი მოიარა და თითოეულმა სულ სხვადასხვა ფრთა შეასხა თავისი ინტერპრეტაციით. ყველაზე საბრალო, მაინც ნიკო გამოდგა. არავინ იცოდა მისი არსებობა, არც ამ არსებობის მიზეზი.
ერთი სიტყვით, ისტორიის მეასეხარისხოვანი გმირი სინამდვილეში მთავარი პერსონაჟი იყო.
დიდი დრო რომ გავიდა, ნითა ამ კაცს შეხვდა ქუჩაში.
კაცს კი შეხვდა, მაგრამ მთლად ორი უცნობის შემთხვევითი შეჯახება არ ყოფილა. ნითა ჭკვიანი იყო. ყველაფერი მოფიქრებული, დაგეგმილი და აწონ-დაწონილი ჰქონდა წინასწარ.
- უკაცრავად, ერთი წუთით ბატონო! - მასთან მიირბინა. კაცს ზუსტად ისეთი თვალები ჰქონდა, როგორც ნიკოს - მარტოსული, სევდიანი.
ერთი სიტვყით, ნიკო ნიკოს ჰგავდა.
- გამარჯობა - გაღიმება სცადა კაცმა. ეტყობა, არ იყო შეჩვეული და არც გამოსდიოდა დიდად კარგად.
- თქვენს ისტორიას მაჩუქებთ? - ჰკითხა ნითამ პირდაპირ. ყოველგვარი ზედმეტი ხვეწნისა და ახსნა-განმარტების გარეშე. მერე იფიქრა, ალბათ ვერ გაიგო რას ვეკითხებიო - თქვენს ტრაგიკულ სასიყვარულო ისტორიას მაჩუქებთ? ძალიან მჭირდება.
- რისთვის გინდა? - ნიკოს ხმა აუკანკალდა. არ უნდოდა, მაგრამ მაინც. სადღაც, სულის სიმღრმეში მიძინებულმა ტკივილმა გაიღვიძა და მტანჯველად ჩამოუფხაჭნა გულის კედელი.
- ჩემი მეგობრისთვის მჭირდება - გოგონას თვალებში იმედი ენთო და ამან გააგონა კაცი. თვითონ ხომ არასოდეს ჰქონია რამე მსგავსი იმედისა. მაგალითად, რაღაცის მოლოდინი ან შანსი.
- აიღე, გჩუქნი. ოღონდ თუ მართლა მეგობრისთვის გჭირდება.
- კი, მეგობრისთვის.
- შენი იყოს. კარგია თუ სხვას მაინც დაეხმარება.
- ასე ადვილად? - გაუკვირდა გოგონას.
- ჰო, ადვილად. როგორც ჩანს, მე საბრძოლველი აღარაფერი დამრჩა შენგან განსხვავებით.
ნიკო წავიდა.
სამაგიეროდ, პირველი ნიკო გამოვიდა გარეთ.
თვალებს ისრესდა და გაოგნებული შემომყურებდა.
- არ გცივა? - მკითხა მან.
- არ მცივა, მაგრამ შევიდეთ თუ გინდა. გამეღვიძა და მერე რაღაცეები მომაფიქრდა. სცენარს ვწერ.
- სცენარისტიც ხარ? - გვერდზე ჩამომიჯდა.
- არა, მაგრამ სასურველია, რომ ვიყო.
- რამდენი რამე არ ვიცი შენზე - ცხვირით ლოყაზე მომფერა.
- საერთოდ არაფერი იცი - ტუჩებზე გადავაცოცე ბაგეები, თავადაც კალთაში გადავუცოცდი. - ეს რა ჩაგიცვამს? - სიცილით გავხადე თავისი ქურთუკი შიშველ სხეულზე რომ შემოეცვა და ხელი სინათლის გამომრთველისკენ გავიშვირე. ისეთი პირი უჩანდა, აქ მალე ორივენი დედიშობელა ვიქნებოდით და არ მინდოდა, ჩემს ღამურა მეზობელს მერე რომელიმე პორნო საიტზე დაედო ჩვენი ვიდეო.
- ასეთმა კარგმა როგორ მომაგენი? - თვლიდა რომ კარგი ვიყავი.
ხელში ამიყვანა, როგორც სიზმარში.
მაგიდაზე შემომსვა. გაშლილ ფეხებს შორის მოვაქციე მისი არაამქვეყნიური სხეული და მკლავებზე ჩამოვუსვი ხელები.
- რა ლამაზი ხარ - აღმომხდა ემოციებით აღსავსეს.
- პირველად მესმის ეგ ამბავი.
- მე არასოდეს ვიტყუები რომ იცოდე.
- ძალიან ნაზი კანი გაქვს. - ხმაში სიამოვნების კვალი დასტყობოდა.
მთელი ტანი მოქანდაკის გამოყვანილს მიუგავდა.
ფერებისას, გულმოდგინედ ვაკვირდებოდით ერთმანეთს. გეგონება, ადამიანი აქამდე ნანახი არ გვყოლოდა. სიმართლე რომ ითქვას, ჯერ არასოდეს მდომებია მამაკაცი ასე მძაფრად და აშკარად, როგორც ნიკო მინდოდა. ჩემი სხეულის ყველა უჯრედს ეფერებოდა. სუსხიან საღამოს, ღიაცისქვეშ დარჩენილები, თან ერთმანეთით ვტკბებოდით, თან სიცივე დაუნდობლად გვიხორკლავდა ხელებს.
ამ ყველაფრის ფონზე, ნიკო მაინც თბილი იყო და ნელ-ნელა მეც ვიძირებოდი მისი მკლავების სიმხურვალეში. ყველგან მწვდებოდა ტუჩებით.
სულ სამჯერ მყავდა ნანახი.
და მაინც ყველაზე ახლობელი, სასურველი სურნელით გაჟღენთილიყო მისი კანი. გეგონება, აქამდე ათასჯერ მაინც შემეგრძნო ჩემში. მართლა აებნია ჩემთვის ყველა ფიქრი. აღარ ვიცოდი, ვინ ვიყავი ან რა მინდოდა. მიხაროდა, რომ როგორც იქნა, დროებით მაინც ვიყავი ფიქრებისგან თავისუფალი. არსებობდა მხოლოდ სიამოვნების ულევი ტალღა, რომელიც ჯერ არ აპირებდა ჩაცხრომას.
ასე ვიყავი დროებით ბედნიერი, დროებით ნეტარების მორევში გადაშვებული.
წუთები საათებად, მთელ ღამედ გრძელდებოდა.
და მაინც ვერ ვჩერდებოდით.
საინტერესო ფაქტი ჩემს შესახებ:
ბავშვობაში, მე და ლუკს წარმოსახვითი მეგობრები გვყავდა. ლუკის გარდაცვალების შემდეგ, მისი მეგობარი შევიკედლე. და ვცხოვრობდით ახლა სამივე ერთად, ერთ სხეულში.
მე, ვიქტორია და შიო.
ზოგჯერ მონატრება გვტანჯავდა.
მუდამ მონატრება გვტანჯავდა.


მეხუთე თავი
ნიკოს მუცელზე თავდადებულს გამეღვიძა. ბალიშად არ ვარგოდა, კისერი მქონდა გაშეშებული. მარტო როცა ვიღვიძებდი, ასე ერთი საათი, ლოგინში ვნებივრობდი ხოლმე და საკუთარ სურათებს ვათვალიერებდი. ძალიან მიყვარდა ჩემით ტკბობა.
გვერდზე გადავწექი. ნიკოს შევხედე. ახლა გაცილებით უჩვეულო ნეტარება აღმომეჩინა. თან მამაკაცი. ვინ იფიქრებდა?
- რა კარგია არა? - მკითხა ნიკომ მოულოდნელად.
გამეღიმა.
კი არ ვიცოდი რაზე მეკითხებოდა, მაგრამ იმ წამებში, ყველაფერი კარგი იყო.
- ძალიან კარგია.
- დღეს საქმეები გაქვს?
- არა, უქმე დღე მაქვს.
- მეც.
- ჩემთან დარჩენა გინდა? - მამაძაღლურად ავხედე და ისე მოვუჭუტე თვალი, მემგონი დაფრთხა.
- შენ გინდა რომ დავრჩე?
- კი.
- კარგია. - კმაყოფილს გაეღიმა.
წამოვდექი და წელზე გადავაჯექი.
ისეთი მიმზიდველი იყო, გუშინ შუაღამისას, გამიზნულად ავანთე საძინებელში შუქი რომ ნიკოს სხეულის ყველა დეტალი ძირფესვიანად შემეთვალიერებინა და თან შემეგრძნო.
ახლა გადაწეული ფარჯრიდან მზის შუქი ურტყამდა მკერდზე.
კარზე კაკუნმა დაგვინგრია სიმყუდროვე და აცეკვებული ჰორმონები.
- ჯანდაბა! მემგონი ცოტნეა. - ჩურჩულით წამოვიკივლე შეშფოთებულმა.
წამოვხტი.
ტანსაცმელი ელვის სისწრაფით ჩავიცვი.
- სულ დამავიწყდა, რომ ვიღაცის საყვარელი ვარ. თან აქამდე ქმრიან ან შეყვარებულიან ქალთან ურთიერთობა არ მქონია. რაღაცნაირი, შინაგანი ხმა არ მაძლევდა საშუალებას.
- გილოცავ! ვაჟიშვილობა დაგაკარგვინე მაგ ასპექტში. ახლა წამოდექი, სასწრაფოდ! - ადგადა მერე შემომხედა. ჩემგან ელოდებოდა განკრაგულებას, აბა ფანჯრიდან ხომ არ გადავახტუნებდი ამხელა კაცს. თან ცოტნე ნიკოს სიკვდილად მართლა არ მიღირდა.
ნიკოს ტანსაცმელი ავკრიფე და მივაჩეჩე.
მერე უზარმაზარი კარადა გავაღე, იქვე ახლოს დავდექი და მრავლისმთქმელად გავუღიმე.
- მეღადავები?
- არა.
- მანდ ვერ შევალ უნა.
- იმხელაა, კიდევ სამი კაცი შეეტევა შენს გარდა.
- რა მაგარია. ვინმე ხომ არ დამხვდება შიგნით? - ბუზღუნით შევიდა.
- არა, პირველი ხარ.
სანამ კიდევ რამეს იტყოდა, კარი გარედან ჩავუკეტე და უცოდველი, ახალგაღვიძებული სახით გავაღე კარი.
ყველაზე სასაცილო იქნებოდა, ფოსტალიონი ან მეზობელი რომ შემრჩენოდა ხელში, თუმცა არ მოვტყუებულვარ, ცოტნე იყო.
- გეძინა? - შემომცქეროდა გაოგნებული. მაჯის საათს დახედა და მერე ისევ შემომხედა - პირველი საათია უნა.
- ბოლო დღეებია, ღამით ვერ მძინავს ან თუ ვიძინებ, ვშფოთავ. ძილის წამალი გამომიწერა ფსიქოლოგმა. - კარიდან ჩამოვეხსენი, სამზარეულოში შევიპატიჟე.
- არ მირეკავდი და ვიფიქრე, ფეხებზე დამიკიდა-თქო, როგორც ყოველთვის. - გამომიტყდა.
- ისეთი ქალი რა ჯანდაბად გინდა, რომელზეც მაგას იფიქრებ? - გვერდზე მივუჯექი - შენთან დაშორება არ მინდა ცოტნე, თუმცა არც ისე ჯანმრთელად ვარ, გესმის? გაქანებული ნევროზი მაქვს და კიდევ ბევრი ისეთი რამე, რისი აფიშირებაც არ მსურს.
- სამჯერ დამახვევინე და ზუსტად ამიტომაც გაპატიე. არა ხარ ჯანსაღად - დიდი თანაგრძნობით მომიგო.
- ნუ იწყენ. მირჩევნია არაჯანსაღი ვიყო, ვიდრე ისეთი, რაც ახლა ნორმალურად ითვლება. თუმცა დროებით მირჩიეს, რომანტიკული ურთირთობისგან თავი შევიკავეო. რაღაცა დრო უნდა გავიდეს, მოვძლიერდე, წარსულზე აღარ ვიყო დამოკიდებული და მომავლის იმედი გამიჩნდეს.
- ეგეც მესმის. მაგარი *ლე ვარ, ყველაფერი მესმის, რასაც მეუბნები.
- *ლე კი არა, ყველაზე ჯიგარი ხარ. ჩემნაირი იდიოტი გოგო არ გიმსახურებს. - ეს „არ გიმსახურებ“ მშვენიერი მიზეზი იყო ადამიანთან დასაშორებლად. სინამდვილეში, მიმაჩნდა, რომ ჩემნაირი დიადი ქმნილების ღირსი არც ერთი კაცი არ იყო და ეტყობა ამიტომ ვერ ვინარჩუნებდი ურთიერთობებს ხანგრძლივად.
- არ მადარდებს მიმსახურებ თუ არა - ხელი ლოყაზე მომადო და სახე ახლოს მომიტანა - სულ ფეხებზე , როგორ იქცევი, რას აკეთებ და რამდენად გიყვარვარ. მე და შენ თამაშის დასასრული ვიქნებით. ასე წყნარად რომ გიქნევ თავს, არ გეგონოს, ჩვენი ურთიერთობიდან თავისუფლდები. დაშორებას არც ვაპირებ. უბრალოდ, დროებით ერთმანეთისგან თავს შევიკავებთ. მოსულა?
- არა. არ შემიძლია არც თეორიულ და არც პრაქტიკულ ურთიერთობაში ყოფნა. მაპატიე.
- one night stand-ები ხო შეგიძლია? - წამოხტა ყვირილით.
- კი, შემიძლია. უცნობი ადამიანები წამდაუწუმ ტვინს არ მიბურღავენ და ყოველ წუთში არ აინტერესებთ სად ვარ ან რას ვაკეთებ. მძულს ეს პასუხიმსგებლობები! ჩემი თითოეული ნაბიჯი რომ უნდა ავწონ-დავწონო, რადგან სხვას არ მივაყენო ზიანი. თავიდანვე იცოდი, რთულ ადამიანთან იჭერდი საქმეს, მაგრამ მაინც იქამდე თხარე, სანამ კატა არ გამოთხარე ბოლოს.
- მართლა ავადმყოფი ხარ. ყველა ქალი სტაბილურ ცხოვრებაზე ოცნებობს. მზრუნველი კაცი უნდათ, შენ კი გეგონება... - ღრმად ჩაისუნთქა. ეგრევე მივხვდი, რაღაც ისეთის თქმას აპირებდა, რის შემდეგაც დიდი ალბათობით, ტაფას ჩავარტყამდი - ვიცი, რომ მუდამ ასეთი არ ყოფილხარ. რატი სულ იმას იხსენებს, როგორი საყვარელი და ლამაზი გოგო...
- მოკეტე რა! - აღარ დავამთავრებინე. - დაბადებიდან გარდაცვალებამდე ერთნაირი ვერ ვიქნები.
- მაგას არ ვგულისხმობ. ყველას ჰგონია, რომ სამუდამო გლოვა გაქვს გამოცხადებული. სინამდვილეში, თავს ისე იზიანებ, მალე ფსიქოლოგი კი არა, შამანიც ვეღარ გიშველის. გლოვის მაგივრად, წაგებული ბრძოლის თავიდან წამოწყებას ცდილობ. გგონია, ხელმეორედ, უეჭველად გაიმარჯვებ. თუმცა სიკვდილი მართლა დასასრულია უნა. ფერფლიდან ვეღარავის აღადგენ. უბრალოდ, სარკეში ჩაიხედე და შენს თავს უთხარი, რომ ლუკი აღარ დაბრუნდება.
მისი სიტყვების შემდეგ, კართან მივირბინე და გავაღე.
რატომღაც, ყველას ეგონა, რომ ზუსტად იცოდნენ, როგორ უნდა მეშველა საკუთარი თავისთვის. სინამდვილეში, მათზე გაცილებით ჭკვიანი ვიყავი. ის, რაც თავიანთ პატარა ტვინებს მოსდიოდათ აზრად, მე კარგა ხნის აწონ-დაწონილი და გადახარშული მქონდა.
სხვა სხვის ომში ბრძენიაო თუ რაღაცა ეგეთი რომ არის, მაგარი სისულელე იყო. სულელი ვერც ომში იქნებოდა ბრძენი და ვერც მშვიდობაში.
- დაახვიე - ვთქვი ღიმილით - და კიდევ ერთხელ თუ იტყვი მის სახელს, ყელს გამოგჭრი. ვიღაც იდიოტებს უფლებას ვერ მივცემ, როცა მოუნდებათ, მაშინ ახსენონ.
უსიტყვოდ გავიდა.
ერთი-ორი წუთი ცხოვრებაზე დავფიქრდი და მერე, ფიქრებმა ნიკოს თავიც შემახსენეს.
სულ ჩემი სიკვდილის ძახილით მივვარდი გარდერობს.
გამოვიდა.
- რამხელაა. ამის მეოთხედი მაქვს სახლში და მაინც ყველაფერი ეტევა.
- ბებიაჩემის ნაქონია. როცა დაძველდა, ვიფიქრე სხვენში ავიტან-თქო, მაგრამ მერე მოდა შემობრუნდა, ვინტაჟი ტრენდი გახდა და დავიტოვე.
- უმშვენიერესია, თითქოს არც არავის უხმარია.
- რესტავრაცია აქვს გაკეთებული. თან ტანსაცმლის გარდერობი კი არა, კაცების გარდერობია.
- ეგრეც ვიფიქრე. ჯერ მხოლოდ ერთი კაცი გიკიდია ხო?
- ჰო. ბევრს და უხარისხოს, ერთი სჯობს. ვნახავ რა ბრენდია - ხელი მკლავზე მოვკიდე და მხრები შევუთვალიერე. - არ აწერია მგონი.
- ვიცი იმ ტიპს ყელის გამოჭრით დაემუქრე, მესმოდა, მაგრამ მაინც უნდა გკითხო რაღაცა.
- მკითხე.
- ლუკი ვინ იყო?
- ჩემი მგობარია. ალბათ ისიც გესმოდა, რომ ცოტა ბ*ზად შევირაცხე.
- ბ*ზი მინახავს. ვფქირობ, რომ არაფრით ჰგევხარ. ორი ტიპის ქალს ვიცნობ: პირველი - ვისაც სექსის სიყვარული ესირცხვილება, თუმცა რა თქმა უნდა, უყვარს და მეორე - ვისაც საკუთარი თავის არ უტყდება. ვფიქრობ, მთავარია, შენი გაისწორო. პირველი, მეორე, მესამე და მეასე ტიპის ჯგუფი ყოველთვის იარსებებს.

* * *

ნაშუადღევს მაინც სახლში გავუშვი აურაცხელი გრიალის შემდეგ. კი გააპროტესტა, მაგრამ ძლიერი არგუმენტი მოვუყვანე: დღენახევარის განმავლობაში ადამიანის ყურება არ შემეძლო, საკუთარ თავთან განმარტოება მჭირდებოდა მერე.
სამსახურში წავედი.
უქმე დღე რომ გაქვს და მაინც მიდიხარ სამუშაო ადგილას, გინდა არ გინდა, გიყვარს ესეიგი შენი საქმე და სიტუაცია. ჰელეც იქვე იჯდა თავისთვის. ბევრი ლაპარაკი არასდროს სჩვეოდა. ჩაკეტილი, წყნარი ქალის რეპუტაციით გაეთქვა სახელი და ბოლომდე ამართლებდა.
ყავა ავიღე, გვერდზე მივუჯექი.
ჰო ვერ ვიტანდით ერთმანეთს, მაგრამ მაინც ყველაზე ხანგრძლივ კომუნიკაციას ვამყარებდით.
- მიხვედი ფსიქოლოგთან? - მკითხა მან. უფრო, დამცინავი ტონი ჰქონდა, მაგრამ ეგ ყველაფერს ირონიით მეუბნებოდა. სინამდვილეში, ამ ირონიის მიღმა, ცნობისმოყვარეობას მალავდა.
- კი.
- მერე, რაო? სასწრაფოდ გადასაყვანი ხარ საგიჟეთშიო?
- კი.
- რას აპირებ?
- კიდე ბევრ დასამახსოვრებელ როლს ვითამაშებ და გავუდგები ფსიხუშკის გზას.
- არა, მართლა მაინტერესებს. - ყავა უხმაუროდ მოსვა და თავისი ფირუზისფერი თვალები მომაპყრო. ერთი ღირსება ის ჰქონდა, რომ ჭამა-სმით არ მაწუხებდა სხვებისგან განსხვავებით.
- ეგ არაა საშენო. სცენარი მოგიტანე. ჯერ მეასედიც არ დამიწერია, მაგრამ მემგონი მოგეწონება - ჩემი ნაწერების ქსეროქსი მქონდა გაკეთებული და მივაწოდე. გულწრფელად მაინტერესებდა მისი აზრი. ძლიერი კრიტიკოსი და სამართლიანი ადამიანი იყო როცა საქმე ხელოვნებას ეხებოდა. ვერ დავუკარგავდი.
- ახლა წავიკითხო?
- როცა დრო გექნება.
- ანუ მიტოვებ?
- რამდენ კითხვას სვამ, რა დაგმართნია. ჰო, გიტოვებ. შეიძლება ითქვას, შენთვის მოვედი დღეს. ახლა ტუალეტში შევალ და წავალ ისევ ჩემს გზაზე.
- არაა საჭირო მოფსმისასაც ანგარიში ჩამაბარო.
- ვიცი, რომ ეგეც გაინტერესებს - სიცილით ვაკოცე პომიდორივით თავზე და საპირფარეშოში გავედი. ისეთი სახით ამომხედა, აშკარა იყო, ალერსს არ ელოდებოდა ჩემგან.
მოსაღამოვდა.
ავდექი და ფსიქოლოგისკენ გავემართე.
ზედმეტად ადვილად მივიღე ჩემს თვალწინ გადაშლილი არარეალური სამყარო. იმდენად მშვიდად შევხვდი ყველაფერს, მართლა დავფიქრდი, საგიჟეთში ხომ არ მივსულიყავი ჩემი ფეხით.
კაბინეტი ადგილზე დამხვდა.
კვლავ მდივანმა თუ ვიღაცა ჯანდაბამ გამიღო კარი და კმაყოფილი მზერით მახარა, გელოდებოდაო. არადა, ჩაწერილი არ ვყოფილვარ.
- ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდი, დაჯექი - მშვიდად მომიგო სიკვდილმა (არ ვიცოდი, რა მეწოდა მისთვის).
- აზრზე არ ვარ, რატომ მოვედი. არადა, ჯერ კიდევ შენი მოკვლა მინდა. თუმცა ისიც ვერ დავადგინე, სიკვდილი როგორ მოვკლა.
- ეგ არ გჭირდება. მე თუ მოვკვდი, სხვას დანიშნავენ ჩემს ადგილას და ასე გაგრძელდება სამუდამოდ. სიკვდილს ვერ დაამრცხებ. თუმცაღა, საკუთარი თავის განკურნება შეგიძლია.
- როგორ შემიძლია?
- კარგია, რომ მაგ კითხვამდე მიხვედი. ჩემი დახმარებით, ყველაფერს შეძლებ. მე კასი მქვია. სჯობს, სახელით მომმართო.
- შენი სახელი დაგიძახო თუ ჩემი სახელით? - გავსკდი სიცილით.
- გავიგე, რომ ლიტერატურას ფლობ. ახლა სხვა რამეები მაინტერესებს - დაბლიდან შემომხედა. აი, ფილემბში რომ რაღცნაირად, ამრეზით იყურებიან, ზუსტად ეგრე.
ბოლო დროს, ყველა კადრს ფილმს ვამსგავსებდი. ალბათ იმიტომ, რომ მოსაწყენი ცხოვრება არ მქონდა. არც მხიარული ეთქმოდა, მაგრამ წვიმის მაგივრად, ადრენალინი და უცნაური ამბები ასველებდა ჩემს საოცარ თმას.
- მართლა კასი გქვია?
- ჰო.
- რა იყო, შენც ბუკოვსკის კასი გგონია თავი და თვლი, რომ ყველაზე ლამაზი გოგო ხარ ქალაქში?
- არა, მე ბიჭი ვარ ან სქესი არ მაქვს, მაგრამ ასეთი რამე საიდან მოიგონე?
- გოგონების უმოტებესობა ეგრე ვართ. ალტერნატიულ სახელში (კასი) გვიწერია. გეგონება, ყველაზე ლამაზები ან ტრაგიკულები ვიყოთ. ამავე დროს კი მეძავად თავს არავინ თვლის.
- ეს ნამდვილი სახელის შემოტრიალებული ფორმაა. სინამდვილეში, სიკა მქვია, მაგრამ სასაცილოდ ჟღერს. შენ კი ისედაც ყველას დასცინი, ვინც მიზეზს გაძლევს ან არ გაძლევს.
- სიკა ანუ სიკვდილა? თუ რას მეუბნები?
- ზუსტად მაგას გეუბნები. სიკვდილა შეამკოლე, შემოატრიალე და კასი დამიძახე. მხოლოდ ეგ გევალება. და უკვე მეასედ ცდილობ ხაზი გაუსვა რომ ნაკითხი ხარ. არაა საჭირო. წიგნებით ვერც ადამიანებს გააკვირვებ და ვერც სიკვდილს. მოეშვით ხოლმე მოკვდავები ასეთი რამეებით მარიაჟობას!
- მაშინ ტელეფონს გაგიმარიაჟებ... გინდა?
- ფრთხილად იყავი, კიბეზე ჩასვლისას არ დაგელეწოს შენი უახლესი თაობის მშვენიერება, რომლის წინა კამერაც დღე და ღამე გაგდებული გაქვს. ერთ მშვენიერ დღეს, უბედურებას მოგიტანს ტექნოლოგია - მუქარას უფრო ჰგავდა მისი სიტყვები.
ეგრევე ენა ჩავიგდე.
ჯიბეზე მოვისვი ხელი.
21-ე საუკუნის გოგოსთვის, აიფონის გატეხვაზე დიდი ტრაგედია არაფერი იყო. და მეც მაგ გოგონათა რიცხვს მივეკუთვნებოდი. აბა ეგეთი გამორჩეული კი არ ვიყავი, რომ მატერიალური სიწმინდეები არ მქონოდა.
გაუხარდა ჩემი დუმილი.
აქამდე, გაუჩერებლად რომ ვეტლიკინებოდი და ერთ წინადადებაში მომაკეტინა, ეტყობა ძალაუფლების შეგრძნებამ ბედნიერებით აავსო.
- დოსიე მაქვს აქ შენი მეგობრების. - უჯრიდან ერთი თაბახის ფურცელი ამოაძვრინა. ცოტატი შემრცხვა... აქამდე ვინც მყავდა, ყველა ერთად, ერთ გვერდზე გამოქცეულიყო. - მოდი, დღეს ერთი განვიხილოთ - ის, ვინც ლუკამდე გყავდა.
- ჯანდაბა შენს თავს! გამოუშვი - ძლიერი დარტყმებისთვის მოვემზადე.
თუმცა როცა მიტევდნენ, მარტო არასოდეს ვიყავი.
მე, ვიქტორია და შიო ყოველთვის ერთად ვიცილებდით საფრთხეს.
- თეთე ერქვა ხომ?
- კი.
- მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებდათ.
- მართალია.
- და შენ დაადე. თანამედროვე ენაზე, ასე ყველაზე გასაგებად ჟღერს. რატომ დაადე?
- ფსიქოლოგი იყო. როგორც ჩანს, ძალიან ცუდი ფსიქოლოგი.
- შენც არ ბრწყინავ სამსახიობო ნიჭით, მაგრამ მაგის გამო, არავის გამოუთქვამს პრეტენზია.
- სხვა რამეს გეუბნები. ლუკის გარდაცვალების შემდეგ, სულ მეკითხებოდა, ცუდად რატომ ხარ, ახლა რაღა დაგემართაო... რა სისულელეა არა? მაგაზე მეტი რა უნდა დამმართნოდა? ან რატომ ჰქონია ხალხს, თითქოს საყვარელი ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ერთი კვირა საკმარისია გონზე მოსასვლელად. მაგდენს ვერ ხვდებოდა, რომ თუ ვინმეს დაკარგავ, ვერც ერთ თვეში გახდები კარგად და ვერც ერთ საუკუნეში. დრო არაფერსაც არ კურნავს, არც ტკივილთან ცხოვრებას ეჩვევი. უბრალოდ ზიხარ და ელოდები, როდის შეგჭამს სიმწარე. თან წყეული წუთები იწელება... არაფერი მოგდის და ისე გბერზრდება დასასრულის ლოდინი, რომ მერე მთელს ბოღმას სხვებზე ანთხევ. ესაა ჩემი პასუხი ყველა მანდ ჩამოწერილ მეგობარზე. ვინც კი ცოცხალი იყო, ყველას თავზე ბოთლით გადავავლე საკუთარი ბოღმა და გაიქცნენ. ასეა სამწუხაროდ. ვიღაც ძვირფასი გიკვდება და მერე იმათზე მოგდის ბრაზი, ვინც ცოცხალი დარჩა.
- საკმაოდ ამომწურავი პასუხი იყო - თვალები გაუბრწყინდა. საუბარი შემიქო და თეთეს სახელის გვერდით, პატარა „პწიჩკა“ დასვა.
- სულ ესაა კასი? საყვედურს არ ვიმსახურებ იმის გამო, რომ საძაგელი ვარ?
- არა. მე აქ არავის განკითხვას არ ვაპირებ. შენი გულწრფელობა მახარებს. ოდესმე ხომ უნდა ალაპარაკებულიყავი საკუთარ გრძნობებზე?
- კარგი, შემდეგი გამოუშვი.
- ასე მალე? მოიცა.. აქ რომ რაღაცა მოვნიშნე, არაფერს არ ნიშნავს, უბრალოდ, საქმიანი იერი მინდოდა მქონოდა. ჯერ ისევ თეთეზე ვსაუბრობთ.
- გისმენ.
- გენატრება?
- არა.
- დაფიქრებულიყავი მაინც.
- ლუკის მონატრება რომ არ მტანჯავდეს, შესაძლოა, თეთეზე მეფიქრა. კარგი გოგონა იყო. მუდამ ესმოდა ჩემი. ზოგჯერ, სიზმრებში მეწვევა ხოლმე და ხან ვექიშპებით ერთმანეთს, ხან ძველებური ურთიერთობა გვაქვს. ზოგჯერ კი, მხარზე თავს ჩამოვადებ და ვტირი. მემგონი, გულის სიღრმეში მინდა, რომ ვიღაცის მკლავებში გახვეულმა ვისლუკუნო.
- ორი საპირისპირო უნა ხართ: ერთმა უგრძნობობა დააბრალა და გაა*მეივინა, მეორეს კი სიზმრებში ნოსტალგია ეუფლება.
- ვიქტორია ჰქვია მას, ვინც დაახვევინა.
- ლამაზი სახელია. გამრჯვებას ნიშნავს. ალბათ იმიტომ, რომ შენი ბოროტი ნახევარი მუდამ იმარჯვებს. ანუ მარცხენა მხარზე შემომჯდარი ეშმაკის მითითებებს ასრულებ.
- ვიქტორია ბავშვობაში მესტუმრა. მაშინ მოვიდა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. გარდატეხის ასაკში, სევდიან ჩანახატებს ვწერდი, სიზმრების მოყოლა მიყვარდა თანატოლებისთვის. სამაგიეროდ, მათ არ მოსწონდათ იდიოტური რაღაცეების მოსმენა. არც მიკვირს. ვის რაში აინტერესებს, რა დაგესიზმრა? ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს გონებას უცნაური არსება დაეპატრონა. ერთ სხეულში გამომწყვდეულ ორ სულად ვიქეცით. ვიქტორია ერქვა. არასდროს შემშინებია მისი, უბრალოდ ინტერესი მკლავდა, მართლა არსებობდა თუ საკუთარი მარტოობის გასაქარწ....ბლად გამოვიგონე. ვიქტორია არასდროს იღლებოდა ჩემი ქაქანით. მეუბნებოდა, გარშემომყოფებიდან, რომელი იყო სანდო, ვის ვუყვარდი და ვისი ნდობა შეიძლებოდა. ჩვენ დები გავხდით. ბედნიერება ვიპოვნე, მაგრამ მუდამ ეჭვი მჭამდა, მეშინოდა, რომ პარანორმალური ვიყავი.
- მერე ლუკი გამოჩნდა, რომელსაც თავისი საკუთარი ვიქტორია ჰყავდა შენსავით ხო?
- დიახ! და მე აღარ ვიყავი უცნაური. ლუკი ამბობდა, კლასში რომ შემოვედი, ამდენ შავ-თეთრ ადამიანს შორის, მხოლოდ შენ გენთო თვალებში ცეცხლი და მივხვდი, ჩვეულებრივი არ იყავიო. ალბათ ბანალური ფრაზაა, მაგრამ ცამეტი წლის ბავშვის პირით ნათქვამ სხვა ყველა ფრაზას მერჩივნა. ორი ადამიანი ოთხად ვიქეცით. ერთმანეთისა არ გვრცხვენოდა, არც ერთმანეთის ცოდვები და ფიქრები გვაკვირვებდნენ. რა იშვიათია, როცა ვინმე ისეთს გიყვარებს, როგორიც ხარ არა? თან იდეალურად გთვლის.
- სევდიანია.
- შენ ვინმეს ჩაუთვლიხარ იდეალურად? - ვკითხე კასის.
- არა.
- შენს მბრძანებელს თუ თვლიან იდეალურად?
- უკვე აღარ.
- მე მთვლიდნენ და დღემდე მთვლის, დარწმუნებული ვარ. ხომ ხედავ, ტელეფონის და ლიტერატურის გარდა, სხვა რამითაც შემძლებია შენთან გამარიაჟება.
- სასაცილო ხარ - გამიღიმა სიკვდილმა.
ისე, ეგეც თავისებური ირონიაა, რომ ბედის მაგივრად, სიკვდილი მიღიმოდა.

* * *
როგორც იქნა, სახლში მარტო რომ მოვკალათდი და სერიალი ჩავირთე გასართობად, მაშინ ჩამომიღეს კარი ბრაგაბრუგით. ესეც რაღაცა ცხოვრებისეული კარმა იყო-ნორმალურად სიცოცხლით ტკბობას არავინ მაცლიდა დაუპატიჟებელი სტუმრების გარეშე.
ცოტნე იდგა.
გამძვინვარებული, შეშლილი თვალებით მიყურებდა და ეგრევე მისი ხელები შევათვალიერე. ვიფიქრე, დანაც ხომ არ უჭირავს ხელში ყველა ბედნიერებასთან ერთად მეთქი.
ტელეფონი ამოიღო, უსიტყვოდ გახსნა რაღაცა ფოტო და მაჩვენა.
ჩემი და ნიკოს სელფი იყო საწოლში(ზეწარშემოხვეულები ვიწექით და თვალები გვიბრწყინავდა).
- ეს საიდან გაქვს? - თან ენა ჩამივარდა, თან გავბრაზდი, რომ რაღაცა ისეთი ჰქონდა, რაც მხოლოდ ჩემი საკუთრება იყო.
- დღეს გამომიგზავნე. არ გახსოვს?
- არ გამომიგზავნია.
- ეტყობა, მთვრალი იყავი და შენი აღვირახსნილი ცხოვრების აფიშირება მოგინდა იდიოტ ყოფილთან, რომელსაც გამოყეყეჩებამდე უყვარდი.
- ჩემი ძველი საყვარელია. შენ რატომ გამოგიგზავნიდი, შტერი ვარ?
- შტერი ხარ. შტერთან ერთად, კიდე სხვა ბევრი რამე. თავიდან, ვგეგმავდი, რომ მოვვარდნილიყავი, კარი ფეხით შემომეტვრია და ერთი მაგრად მეგლიჯა სახეში, თუმცა ისეთი გოგოს გამო, როგორიც შენ ხარ, არ ღირს ძალადობა. თუ სადმე წყევლა არსებობს, მაშინ ჩემს სიტყვებს უეჭველი გაითვალისწინებს სამყარო: დიდხანს იცოცხლებ ყველაზე უბედური და უიღბლო სიცოცხლით. სიყვარულის გემოს ვეღარასოდეს გამოცდი. თუკი შეეცდები რობოტიდან ადამიანის მდგომარეობაში გადასვლას, ზუსტად ისე მოგექცევიან, როგორც ჩვარს - ჯერ ტ*აკში გამოგისმევენ, მერე უნიტაზში ჩაგრეცხავენ.
- ეგ ჩვარი კი არა, ტუალეტის ქაღალდია.
- მნიშვნელობა არ აქვს. ერთი ჩორტია და დიდხანს, უბედურად მოგიწევს შენი უაზრო სიცოცხლის თრევა.
გამომიცხადა მაღალფარდოვნად და წავიდა.
ეჰ ჰელე, ჰელე. ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ ჩემს მობილურში თუ დაიწყებდა თვალებისა და ხელების ფათურს, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. რაღაც მომენტში, კასის ნათქვამი გამახსენდა: „ერთ მშვენიერ დღეს, უბედურებას მოგიტანს ტექნოლოგია“
- ჯანდაბა თქვენს თავს! - მივაძახე უკვე კარგა ხნის გაქცეულ ცოტნეს და მასთან ერთად, სხვა დანარჩენსაც.
ერთი ამოვიოხრე.
კარი მივხურე.
მერე ცოტა გული ამიჩქარდა, მაგრამ მალევე გადამიარა.
ავდექი და გავაგრძელე ფილმის ყურება.


მეექვსე
ახალ როლზე ჰელე დაამტკიცეს. არ გამკვირვებია. სცენარისტის ძმაკაცს რომ უგულოდ მოექცევი, მერე კარგს აღარაფერს უნდა ელოდო. არადა, აქამდე ყველა ნათამაშები როლი ჰელესთვის უფრო იყო მორგებული. როცა საკუთარი სულის სცენაზე გაშიშვლება გადავწყვიტე, სწორედ მაშინ წამგლიჯეს ხელიდან.
სიმართლე რომ ვთქვა, არ გავბრაზებულვარ.
მეწყინა. ჩემი წყენა კი საკვირველი უფრო იყო, ვიდრე გულსატკენი.
კასის გადავუშალე გული. ერთდროულად, მეზიზღებოდა და თან არ მეთმობოდა სიკვდილთან დიალოგი.
- მშვენიერია - ჩაიცინა ცალი ტუჩით. ვერ მივხვდი, ჩემს დამარცხებას ზეიმობდა თუ კიდევ რაღაც ისეთი იყო, რასაც ვერ ვამჩნევდი.
- რა არის მშვენიერი? სისტემა ისეთი მონგრეულია, რომ ვიღაცის ძმაკაცის გამო, ჩემი პროფესიონალიზმი ზარალდება.
- კარგი ერთი... აქამდე, ყოველთვის ნაცნობობით იღებდი როლებს. ჰელე რატისთან ვერ ალაგებდა ურთიერთობას და ამიტომ, მთავარ პერსონაჟად იჩითებოდი ხოლმე. მეორე მხრივ, შენთვის გული კარგა ხანია არავის უტკენია. მუდამ პირიქით ხდებოდა. გესმის ეს რამხელა წინსვლაა?
- შენ მატკინე გული.
- ადამიანებს ვგულისხმობ. მე არ ვითვლები.
- ვგონებ, ცოტნეს წყევლა მართლდება. ეს შესაძლებელია?
- შენ რაა, ჯადო-მადო, წყევლა-შმერვლა გჯერა? - გადაიხარხარა კასიმ. ერთ მომენტში, დემონის არაამქვეყნიურ გუგუნს ჰგავდა მისი ხმა.
- არ ვიცი. უნდა მჯეროდეს?
- რა თქმა უნდა, არა. ცოტნე ვინ ჩემი ფეხებია, რომ დაგწყევლოს ან დაგაშინოს.
- რა იყო, ვინმე მიცავს? ავი თვალისგან დამცავი სამაჯური ხომ არ გამიკეთე?
- არა. დაფიქრდი უნა. შენ სიკვდილს ესაუბრები და მაინც ცოცხალი ხარ. ამის შემდეგ, რომელიმე სულიერს შეუძლია თავისი ენით დაგთარსოს? - მკითხა წყნარად.
ხელი გამოაცურა ჩემსკენ. ვფიქრობ, სურდა რომ მაჯაზე მომფერებოდა, თუმცა როგორც კი თითი შემახო, დენდატრყმულივით შეხტა და მოიკუნტა.
- რა მოხდა? - ვკითხე გაოგნებულმა.
თვალები ამარიდა.
პატარა ბავშვივით მოიბუსხა.
მერე ნიკაპზე მოისვა ხელები და ძალიან ყალბი ღიმილით შემომხედა.
- არაფერი, ადამიანებთან კონტაქტი მეკრძალება და წამით დამავიწყდა. შენს მეორე მეგობარზე მსურდა საუბარი.
- მოდი გამოვიცნობ, ოტოზე ალბათ.
- დიახ, დიახ. საბრალო ოტოზე - წარმოტქვა ხმამაღლა - რომელიც მთელი ცხოვრება შენზეა შეყვარებული. მომიყევი აბა მორიგი გატეხილი გულის შესახებ.
საზურგეს მიეყუდა.
ცოტაც და პოპკორნსაც მიიდგამდა ძველი დრამების მოსმენის მოლოდინში.
- კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ ვხვდებოდი, სხვანაირ სიყვარულში იჭრებოდა. უხეშად რომ ვთქვა, დაუკრეფავში გადადიოდა. თან ეჭვიანობის სცენებს მართავდა, როცა სხვა მეგობარს მასზე წინ ვაყენებდი. ლუკზე განსაკუთრებით ჭედავდა. იცოდა, რომ მასზე ძვირფასი არაფერი გამაჩნდა და ერთ მშვენიერ დღეს, როგორც სხვა დანარჩენს, ისე მასაც დავახვევინე.
- ტყუილია!
- სიმართლეა! - გავუძალიანდი.
- მაშინ ხმამაღლა მითხარი ოტოს დაბადების თარიღი.
- არაფერსაც არ გეტყვი - ხელებზე დავიხედე. ნელ-ნელა, კანკალის სტადიაში გადადიოდნენ.
- თქვი, თორემ საეკლესიო გალობას ჩავრთავ!
- შეუძლებელია, შენ მე ვერაფერს მაიძულებ - სკამიდან წამოვხტი. კარის გაღება ვცადე, მაგრამ ჩაკეტილი იყო. სადღაც შორიდან, წარმოუდგენლად დამზაფვრელი ღიღინით მიახლოვდებდოდა „უფალე შემიწყალენ“ და ვხვდებოდი, რომ აქვე დავლევდი სულს.
მუშტი ისე ძლიერად შემეკრა, ფრჩხილებით ხელისგულებს ვიკაწრავდი.
თვალები მაგრად დავხუჭე და ვთქვი:
- ოტო ცუდი მეგობარი არ ყოფილა. უბრალოდ, ლუკის გარდაცვალების თარიღი, მისი დაბადების დღეს დაემთხვა და ვერ ავიტანე. ყოველ ჯერზე, როდესაც ოტოს ვუყურებდი, მსურდა, პირიქით ყოფილიყო - ლუკის დაბადების და ოტოს გარდაცვალების.
- კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდი? - კალმით ქაღალდზე საქმიანად მონიშნა რაღაცა. ეს იაფფასიანი ხრიკი ერთხელ ვჭამე, მაგრამ მეორედ რაღატო მეჯიბრებოდა სამსახიობო ოსტატობაში, ვერ ვხვდებოდი.
- არა, აღარ მინდა საუბარი.
- მემგონი რაღაც მისტიკურთან გავაქვს საქმე. მეორე მეგობარიც გყავდა. იმასაც უყვარდი ხო?
- მართალია.
- ვატუნა ერქვა?
- კი, ვატო - უცებ ზემდმეტად დავწყნარდი, მოვდუნდი. გეგონება, ერთდროულად, ათასი დამამშვიდებელი აბი ჩამთხარეს პირშიო.
ტვინის გამაწვრილებელი ხმებიც აღარ მესმოდა.
ერთი სიტყვით, კასის მარიონეტი ვიყავი, როცა ჩემი ალაპარაკება უნდოდა. ხომ შემეძლო, სახლში მისული, უკან აღარასოდეს დავბრუნებულიყავი? მაგრამ მაინც გამოვეცხადებოდი ხოლმე მონდომებული პაციენტივით. შეიძლება, ადამიანი მართლა მაზოხისტია თავისი ბუნებით, შესაძლოა, მომწონდა კიდეც რომ ვიღაცა გონებას მიკონტროლებდა.
- ვატოზე სხვა დროს ვისაუბროთ. ვფიქრობ, უფრო დამქანცველი და ხანგრძილი დიალოგი გვექნება.
- არა, რას ამბობ. მაგაზე ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი.
- ვფიქრობ, ვატოს აქვს სათქმელი და ვერ გეუბნება.
- იცოდე, აქ არ მომითრიო ვიღაცა წარსულის გადმონაშთები!
- არა, რას ამბობ.
- და რა მაინტერესებს იცი? ფულს რატომ არ მართმევ? მაინც ხომ სეანსები გამოგვდის, ვინც არ უნდა იყო.
- ფული რა ჯანდაბად მინდა. თუ მაინცდამაინც, შენი სხეულით დავტკბებოდი დიდი სიამოვნებით - ეშმაკურად გამიცინა და სავარძლიდან წამოემართა.
მისკენ გადავიხარე.
გამომწვევად გავუღიმე და ქვედა ტუჩზე ვნებიანად ვიკბინე.
- ჩემი სხეული სიკვდილს არ ეკუთვნის და თან, საერთოდ არ მიზიდავ.
- ის ბებრუხანა ხომ გიზიდავს?
- კი. მოსიარულე ბომბია. 15 წლიანი განსხვავება, გერონტოფილიად ითვლება?
- მე რა ვიცი - მხრები აიჩეჩა - აქაურ კანონებს საერთოდ არ ვიცნობ. მაინც ფრთხილად იყავი, ტ*აკმა რამე ფათერაკს არ გადაგყაროს.
- ჩემი და ჩემი ტ*აკის სახელით, მადლობას მოგასხენებ მზრუნველობისთვის. სხვა დროს, სხვა ადგილასა და სხვა ფორმით რომ გეზრუნა, უფრო მოხარული დაგრჩებოდი.
ხელი მისკენ გავიშვირე.
ვიფიქრე, ლოყაზე მოვუცაცუნებ-თქო, მაგრამ სახე გასწია. ამოუხსნელი შიშითა და რიდით დაიხია უკან. ჩემი ეუხერხულებოდა? სისულელეა!
წინა კვირასაც, ლამის თითები მოსძვრა შეხება რომ დააპირა. არადა, წეღან თითქმის სექსს მთავაზობდა. უცნაური იყო ეს ჩემი კასი.


* * *

ფიქრების ჩანაწერები მეგობრისთვის: „მაშინ, იმ ავბედით დღეს, ტემპერატურა 35-ს რომ ასცდა და მთელ სხეულზე დაწყევლილი სრიალა ნაჭერი გადაგაფარეს, არც კი გადამიხდია რომ იცოდე. მხოლოდ ხელი შეგახე, მერე გაგიხახუნე და რაღაცა წამოვიტირე უსუსურად. ვერ გხედავდი. იმ სითბოს ნატამალიც აღარ შეგრჩენოდა, რაც უწინ გებადა, მაგრამ მაინც ვიგრძენი... ზუსდტად ვიგრძენი, რომ შენ ესვენე.
ალბათ როგორი ლამაზი იქნებოდი.
ისეთი ლამაზი იქნებოდი, მკვდარი კი არა, ყველა ცოცხალს შური შეჭამდა.
ყოველ დღე შენზე ვფიქრობ. ისე, დრო არაფერსაც არ კურნავს რო იცოდე. პირიქით, დღეები გადიან და უფრო მეტად ვიძირები უშენო წყვდიადში. გამუდმებით ვწერ. ოღონდ საკუთარი თავის სიამოვნებისთვის კი არა, შენთვის უფრო. მგონია, რომ გესმის და არ იწყენ. სინამდვილეში, უმისამართოდ დარჩენილი წერილებია ყველაზე მწარე. მე კი მივიდოდი ფოსტაში, მაგრამ სად გავუშვა? რომელ მისამართს მივაკუთვნო შენი ახლანდელი სახლის გზა? თუ მანდ ცხოვრება აღარ მოგინდა და უკან დაბრუნება განიძრახო, შესაფერის დროს ნუ დაელოდები. ჩემთან მუდამ იქნება შენი ადგილი“.
სახლში მისულმა, ძველი ჩანთები გადმოვალაგე. მიყვარდა სხვა სეზონის ტანსაცმლის ან დანარჩენი აქსესუარის გახსნების პროცესი. ხან ფულს ვპოულობდი პატარა ჯიბეებში, ხან კარგად მივიწყებულ სხვა საჭირო ნივთს. ნივთადაც შეიძლება ჩაითვალოს ჰელეს თმას რომ წავაწყდი. ისევ ისე კოპწიად დაწნული, გაბანტული დამხვდა. გეგონება, ნაფტალინში მედო. ოთარ ჭილაძის წიგნში წაკითხული მისივე სიტყვები გამახსენდა: „ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით“.
ეგება, ეს ნაწნავიც ერთადერთი იყო, რაც ჩემს გაკეთებულ საქმეზე მიანიშნებდა? ეგება ამაზე მნიშვნელოვანი არც არაფერი მქონდა ცხოვრებაში ჩადენილი? მხოლოდ ზიზღი და ბოროტება გამომეძერწა საკუტარი თავისგან.
ნეტავ, მტრების ჩამოშორება ღირსეულ საქმედ მეთვლებოდა თუ მხდალი ვიყავი, როგორც სხვა დანარჩენი. ან ეს ჰელე ვინ ჩემი ფეხები იყო, რომ მაგისთვის ზიანის მიყენება დიდებულ ნაღვაწში ჩამთვლოდა.
ჰელესთვის რაც არ უნდა ცუდი გამეკეთებინა, ჭიას მაინც ვერ ვიხარებდი. აი, შინაგან თავისუფლებას, ტრიუმფით ტკბობას ვერ ვაღწევდი. იმიტო კი არა, რომ ცუდი საქციელის გამო სინდისი მქენჯნიდა და შურის ძიება შხამია, რომელსაც გეგონება სხვას ასმევ, მაგრამ რეალურად, თავად სვამ. არა, აქ გაცილებით სხვა სისულელესთან მქონდა საქმე.
„ერთხელ მტერს ზურგში ჩავარჭე დანა.
მივხვდი, რომ ვერც კარგ მეგობრად ვივარგებდი.
და არც ვვარგოდი....“
ადრე ძილის წინ მომაფიქრდა ეს ფრაზა და საგულდაგულოდ შევინახე ტელეფონში. ბევრს არაფერს ამბობდა, ვერც სოციალურ ქსელებში აიტაცებდნენ, მაგრამ მაინც მომწონდა რაღაცნაირად.
ლუკმა ერთხელ მითხრა, შენ დიდი ქალი იქნებიო. დარწმუნებული იყო თავის სიტყვებში. ოჯახის ყველაზე საყვარელ წევრს ჰგავდა. მაგალითად, ბებიას.
აი, ბებიაჩემს ადრიანა ლიმას სურათს თუ ვაჩვენებდი, სრული სერიოზულობით დამიწყებდა მტკიცებას რომ მე გაცილებით მშვენიერი ვიყავი. განა ჩემი დამშვიდება უნდოდა? უბრალოდ, ისე ვუყვარდი, რომ მართლა მასზე ლამაზად მთვლიდა.
ლუკიც ასე იყო.
ერთ მშვენიერ დღეს თუ გავანდობდი, სამყაროს პრეზიდენტობა მსურს-თქო, ცოტას დაფიქრდებოდა, იყოყმანებდა და მერე მომიგებდა: შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ! რა თქმა უნდა, გახდები სამყაროს პრეზიდენტი.
ახლა შევცქეროდი ჰელეს გრძელ ნაწნავს და ცუდად ვხდებოდი. თითქოს ლუკს გავუცრუე იმედები - დიდი ვერაფერი ქალი გამოვდექი.
ეგება, კარგიც იყო, რომ ერთადერთი, ვინც გამაჩნდა, მიწას მივაბარე? ახლა მას ვეღარასოდეს ვატკენდი გულს. ირონიულია... ის მოკვდა იქამდე, სანამ ცუდი გავხდებოდი. სიკვდილმა სამუდამოდ სამაგალითო მეგობრად მაქცია. კიდევ ერთი პატარა ჩანაწერი მისთვის: „შენი გარდაცვალება იცი რატოა სხვა დანარჩენისთვის ცუდი? ვეღარასოდეს გაჯობებენ. მათ შანსი აქვთ, გამაბრაზონ. შენ კი აღარ.“
ნიკომ მომწერა, ხუთ წუთში მანდ ვარო და ყველა გადმოლაგებული ძველმანი საწოლის ქვეშ შევტენე.
რაღაცა კარგი საცვლები მეცვა. გამჭვირვალე, მაქმანებიანი. ერთი სიტყვით, საკუთარ თავს რომ სარკეში დაინახავ და შეგიყვარდება, ზუსტად ეგეთი. სადარბაზოშივე დავხვდი. ნახევრად შიშველს რომ მომკრა თვალი, ჯერ გაფართოებული თვალებით, აქეთ-იქით გაიხედა. „გოგო ვინმემ არ დაგინახოს“ ეწერა სახეზე, მაგრამ ბოლოს მაინც დავტყუე სიამოვნებისგან მოგვრილი ღიმილი.
- ვინმე არ გამოვიდეს - არადამაჯერებლად შეშფოთდა. მერე კედელთან მიმიწყვდია და აღტაცებით შემათვალიერა.
- ბოლო სართულზე ვართ. მხოლოდ ერთი ბინაა და ისიც ჩემი. თან ერთი ჭუჭყიანი ფანტაზიის ასრულება მინდოდა მუდამ.
- სადარბაზოში გრიალი?
- კი, დაკუნთულ ყმაწვილთან ერთად, რომელიც ღიმილისას, ჩაბნელებულ კიბეებს ანათებს და თან ლოყები ეჩხვლიტება ხოლმე საყვარლად.
ცოტნესაც ეჩხვლიტებიდა.
ეტყობა, დაჩხვლეტილოყებიანი კაცების ფეტიში მქონდა ქვეცნობიერად.
- ანუ კუნთები რომ არ მქონდეს, ზედაც არ შემომხედავდი? ახლახანს, ანგარების ახალი მიმართულება ჩამოაყალიბე.
- კარგი ერთი, ბრტყელი მუცელი და ჩამოსხმული ტანი კარგად გინდათ და ერთი ორი კუნთი რომ გებათ, ეგ არა?
- გაგიმართლა. დღეში ოთხ საათს ვატარებ სპორტდარბაზში.
თითებით ჯერ მკერდზე წამეთამაშა მერე დაბლა ჩააცურა. იქ, სადაც თავდავიწყებით ელოდნენ მისი მშვენიერი ხელის გამოჩენას.
- და ალბათ განგსტერი ხარ ხომ? ძალიან ცუდი ბიჭი - წარმოვთქვი კვნესით.
- გინდა, რომ ასე იყოს?
- ჰო. არ მადარდებს, სად მუშაობ! მინდა, რომ განსტერი იყო და სექსისას, პირზე მეორე ხელი ამაფარო - თამამად დამიხშო საინფორმაციო წყარო.
ჩემში შემოსულ მის ღირსებას, ყრუ კრუტუნით და სიამოვნებისგან გადატრიალებული თვალებით შევეგებე.
უსიტყვოდ ასრულებდა ყველაფერს, რაც სიამოვნებისთვის მჭირდებოდა.
მოსაწყენ სამყაროში, უეცრად შემოჭრილი ლამაზი არსება იყო.
სადარბაზოში გატარებული დაუვიწყარი წუთების შემდეგ, სამზარეულოში გადავინაცვლეთ. სინდისი მქენჯნიდა, რომ გადასაფარებლის გარეშე დარჩენილ მაგიდას ჩემი უკანალის კვალი დააჩნდებოდა, თუმცა რაში მადარდებდა, ისედაც მე უნდა მივმჯდარიყავი სასადილოდ.
ორგაზმისას, მკერდზე მკბენდა.
სიამოვნებისა და სიმწრის კონტრასტი ერთდროულად აღწევდა ტვინში და სექსისთვის განკუთვნილ ნერვულ სისტემას მიღიზიანებდა. საბოლოოდ, შიშველი ტანის უკანასკნელი ნავსაყუდელი მაინც საწოლი იყო. დაუოკებელი ვნების და წივილ-კივილის შემდეგ, შედარებით წყნარად შემეძლო მისი სხეულისთვის მეთვალთვალა, ისე დავკვირვებოდი, როგორც ხელოვნების შედევრს და არა დაუსრულებელი ხმარებისთვის განკუთვნილ თვალისმომჭრელ ნივთს.
- ასეთი ვნება არასოდეს მიგრძვნია - გამომიტყდა ნიკო.
- ჰო, არ მიკვირს. - ჯერ კიდევ ვქოშინებდით ორივე. ასჯერ უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა ცოტა დაღლილი და ოფლიანი ოცნების მამაკაცის ცქერა.
- შეყვარებული აღარ გეხმიანება?
- შეყვარებული არასოდეს მყოლია. პირობითად დავარქვი ეგ სახელი. მისმინე, შეიძლება ზედმეტად თავისუფალი და აღვირახსნილი ქალის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ ერთდროულად ორი კაცი არასდროს მომდომებია. კი ყველანაირი ვალდებულებისგან თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მაინც გეუბნები.
- მაგის ცოდნა ნაღდად მინდოდა. - საწოლში მკლავები გაშალა, თავქვეშ ამომიდო და ბალიშიც ამოატრიალა. ეტყობა, მაგასაც გრილი მხარე უყვარდა ყველა ნორმალური ადამიანის მსგავსად - მომწონს ეს თეთრეული. შენი სული ასდის და კარგია.
- აუ, კიდე გაიცინე რაა - შევევედრე . ჯერ კიდევ მეთამაშებოდნენ ჰორმონები და მისი მომცინარი სახის დანახვა მინდოდა.
გულის წადილი ამისრულა.
ეტყობოდა, რომ ჩვეულებრივ, არ იყო მიჩვეული ხშირ გაკრიჭვას.
- ახალი სპექტაკლი აღარ გექნება? ელენე მეწუწუნებოდა იმ დღეს, უნას მონაწილეობით, ამ კვირაში, არაფერიაო.
- რატიმ შემატყობინა, დასჯილი ხარო და ჩემი საოცნებო როლი ჰელეს გადაუნაცვლა. არადა, შეურაცხადი ქალი მინდოდა ვყოფილიყავი. მაგაზე უკეთ, რეალურადაც არაფერი გამომდის. ისეთი მონუსხეული ვიყავი,პიესის ტექსტიც კი ზეპირად ვისწავლე. წარმოიდგინე, სცენაზე სანთლები ანთია, ქალს პანიკური შეტევა ეწყება, თითოეულს ფეხით აქრობს, თან ცეკვავს და შიგადაშიგ, კივის.
- წარმოგიდგინე და მომეწონე.
თმაზე მომეფერა.
რაღაცნაირი, სევდიანი და ემოციური სანახავები ვიყავით.
- რა სულელები არიან. პერსონაჟს თეთრი პერანგი ჩააცვეს.
- აბა რა ფერი უნდა ჩაეცვათ?
- ვარდისფერი, რა თქმა უნდა.
- ეგ გოგოშკური, პრინცესული თუ რაღაც ეგეთი ფერი არაა?
- ზუსტად. ყველაზე ხშირად, გოგოშკები და პრინცესები გიჟდებიან. ამიტომ, ასეთი უნდა ყოფილიყო - წამოვდექი, გარდერობი გამოვაღე და ბებიაჩემის ახალგაზრდობის დროინდელი შიფონის კაბა დავანახე.
გამჭვირვალე, ატმისფერი.
სიგიჟისთვის განკუთვნილი.
- წითურ ჰელეს არ მოუხდებოდა ვარდისფერი. - მხარი ამიბა.
- ზუსტადაც!
- იცი რაა? - წამოჯდა და ისე შემომხედა, გეგონება დანაშაულის თანამონაწილე ხდებოდა - შემიძლია, რაღაცა გასწავლო. აი, მაგალითად, ჩვენ განსგსტერები, ძალიან ბოროტი ხერხებით ვიბრუნებთ ხოლმე იმას, რასაც გვართმევენ. განგსტერის საყვარელსაც იგივენაირი ქცევა შეშვენის.
- ეგრე ლაპარაკი გააგრძელე! - კალთაში ჩავუჯექი და მისი ყელი სველი ამბორით დავატკბე.
საერთოდ არ ვიცოდი, განსგტერი რანაირი ცნება იყო, მაგრამ თვითონ სიტყვის ხსენებასაც კი ჭკუიდან გადავყავდი.

* * *

ჩემი ოცნების სპექტაკლის პრემიერაზე მივედი. კარგა ხანს ველოდე, როდის დაამთავრებდნენ მზადებას და საღამოს, გახსნამდე ათი წუთი რომ დარჩა მხოლოდ, ჰელესთან ისეთი მშვიდობიანი გამომეტყველებით მივნარნარდი, თავადაც გაკვირვებული ვჩანდი საკუთარი დიდსულოვნებით.
სანამ ქურდულად მივეპარებოდი რომ წარმატება მესურვა, მანამდე შორიდან დავაკვირდი საგრიმიეროში მჯდარს. ჩურჩულით ტექსტს ამბობდა, თან მიმიკებს იმეორებდა სარკესთან.
ყველა უბედურებასთან ერთად, უღმერთოდ ლამაზი იყო.
მასზე მშვენიერი ქალი ჯერ არასოდეს მენახა ცხოვრებაში.
მშიდი, უთქმელი ნერვიულობით შევცქეროდი და მხოლოდ ის აზრი მიტრიალებდა ტვინში, რომ რა საშინლადაც არ უნდა მოვქცეოდით ერთმანეთს, მაინც ჩემს უძლიერეს შთაგონებად დარჩებოდა თმაგაშლილი, ღვინისფერტუჩება და ცეცხსლიფრად მოელვარე ჰელე.
- გილოცავ! - ხელები გავშალე და თავი დავუკარი ცერემონიულად.
- რაღაც დაბოღმილს არ ჰგევხარ - გაეცინა მას.
- რაც მე შენთვის როლები ამიხევია, ყველაფერზე რომ გენერვიულა, ახლა ნაოჭების სამეფო იქნებოდი.
- ჰო, ეგეც მართალია.
- მაპატიე ჰელე - მოულოდნელად გული ამიჩქარდა და მზად ვიყავი, ცხარე ცრემლით მეტირა.
- მე ისედაც ყოველთვის გპატიობ. შენ მპატიობ?
- მუდამ... თუმცა ამ შემთხვევაში, ვფიქრობ სამარადისოდ შეგძულდები - კარი სწრაფად გამოვუხურე და მუჭში დამალული გასაღებით გადავკეტე გარედან.
მჭირდებოდა ეს როლი.
მარტო ჩემთვის არა, „ჩვენთვის“ მჭირდებოდა.
ტყავის გრძელი ქურთუკი გავიხადე და შესაფერის დროს, სცენაზე წავრსდექი ბებიაჩემის ვარდისფერი კაბით მოსილი.
დარბაზი გადაჭედილი იყო. ვერ ვხედავდი, თუმცა ხალხის თვალებს ყოველთვის ვრძნობდი. ჩემიანმა ხმა ვერავინ ამოიღო, ვერ გამიყვანეს, ვერ შემაჩერეს. ყველა ადგილზე გახევდა. რაღაც, არაბუნებრივი უძრაობითა და დუმილით სავსენი, იძულებულები გახდნენ, უსიტყვოდ ეცქირათ ჩემი ყველა ნაბიჯისთვის.
საკუთარი თავი ვითამაშე. მხოლოდ საკუთარი კი არა, ჩემს სულში მცხოვრები ყველა ცოცხალი არსების სახელით ვმეტყველებდი...
ენა მებმეოდა.
ვკიოდი, ხელ-ფეხს ვიქნევდი და გაბედულად გადმოვცემდი შინაგან პანიკას, როგორც ჩემს შეურაცხად პერსონაჟს შეეფერებოდა.
ბოლოს, ფეხის წვერებზე ავიწიე და ხელები ოვალურად აღვამრთე მაღლა. ერთი ნაბიჯი, ორი ნაბიჯი, ტრიალი...
- გაარღვიე მკვდრებისა და ცოცხლების საზღვარი! - შემძახა ვიქტორიამ - და გავიმარჯვოთ, როგორც ყოველთვის!
მაღლა ავხტი.
მსუბუქად დავბრუნდი დედამიწაზე.
ადამიანთა მოდგმას არ ვეკუთვნოდი. ვტრიალებდი... პარკეტზე არა, ჰაერში ვტრიალებდი. მერე ისევ ძირს ვბრუნდებოდი. თმაგაწეწილი, სახეალეწილი ვბრუნავდი.
ამ ქვეყნის მიგდებული შვილივარ-თქო, საკუთარ თავს ვეუბნებოდი და მერე ისევ ჰაერის ტალღებში ცურვით მებნეოდა თავგზა.
„ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი“ - უცებ ესეც გამახსენდა.
- მიყვარხარ შოთა, მაგრამ სიკვდილს დავიჭერ და შევაჩერებ კიდეც! - მივმართე საყვარელ კაცს. წინა ცხოვრებაში რომ ერთმანეთს ვეტრფოდით, მაგრამ მაინც დედოფლის სიყვარული მიაწერეს, ზუსტად მაგას.
- ჩააქრეთ სანთლები! - დავიკივლე და ყველა მათგანი ფეხქვეშ გავთელე.
ერთ მხარზე მოკალათდა მარცხენა და მარჯვენა კიდეში წამოსკუპებული ორი უკიდურესობა - ვიქტორია და შიო, ეშმაკი და ანგელოზი. ორივე ერთხმად ღრიალებდა და ამსხვრევდა.
- ჩემი მეგობარი არ გინახავთ? - ჩვეულებისამებრ დადიოდა ჩემი ქვეცნობიერი მაყურებელს შორის და სანუკვარი განძის ძიებით დაღლილი, ამავე მაყურებელს ეხეთქებოდა, პანიკას თესდა, შიშის ზარს სცემდა აურაცხელ ხალხს - არ გინდახავს და ესეც შენ! - ერთ კაცს მეორეს შეაჯახებდა, მერე მესამეს ამოსცხებდა პანღურს სიმწრისგან.
იმედია, ალქაჯსაც ვგავდი.
სამჯერ, ლამის წავყირავდი, მაგრამ შეუჩერებლად ვცეკვავდი. ყირაზე გადავდიოდი, მკერდსა და მუცელს ქვემოთ, ძვლები აღარ მებადა თითქოს. ფეხისწვერებიდან, გაცილებით პატარა ჩანდა დედამიწა დაბლა რომ ვიხედებოდი.
დავფრინდავდი.
რამდენიმე წამით, სულ მაღლა ავედი და იქიდან გადმოვხედე დარბზს. რა პატარა ადამიანები ყოფილან, რა პატარა სკამები და რა პატარა სცენა.
ბონუსად, დეკორაციებიც მივამსხვრიე.
ბოლოს ფეხი ამიცურდა და საჯდომით დავეპრტყე.
ყველა დაცემული ადამიანი, წაქცეულია, აბა რა არის? სამაგიეროდ, სანამ წაიქცეოდა, ხომ მოასწრო რაღაცეები?
თმა სახეზე ჩამომშლოდა და თვალებიდან ძლივს ვიხედებოდი.
- ანგელოზია ეს ჩემისა თუ რა ხდება? - ენაჩაგდებულ მაყურებელს შორის, ვიღაცის ჩურჩულიანი ამოძახილი გავიგონე.
- დაცემული ადამიანი დაცემულ ანგელოზს სჯაბნის რომ იცოდეთ! - გამოაცხადა ვიქტორიამ თავმომწონედ.
ჩაბნელებულ დარბაზში, შუაღამისას, მთვარის სინათლე იჭრებოდა ფანჯრებიდან. უჩვეულოდ ძლევამოსილი გამხდარიყო ღამის გუშაგი.
- დიდი ქალი გავხდები მე... დიდი ქალი და შენც დიდ კაცად გაქცევს ჩემი ქალობა! - ჩურჩულით ვუთხარი სცენაზე ხაზებად გაბნეულ მთვარის სხივებს.
დაპირებას აღარ ჰგავდა.
დაპირებაზე მეტი იყო.
ისეთი თავზარდაცემი ტაში გაისმა, ცხოვრებაში ასეთი არაფრის მომსწრე რომ არ გავმხდარვარ. თავზარდამცემი ყველაფერი მომწონდა.
სადღაც, პირველ რიგებში ნიკო იჯდა და უსაზღვროდ კმაყოფილი, თავისი ლამაზი ხელებით მიძღვნიდა აპლოდისმენტს.


მეშვიდე
- შოკში ჩამაგდე. რაღაც მომენტში მეგონა, რომ ჩემი ბებერი გული ამდენს ვერ გაუძლებდა და პოლიციასთან ერთად, სასწრაფოს გამოძახებაც მოუწევდათ. - აღფრთოვანებული ჩანდა ნიკო და თან უკვე მეორე შამპანურის ბოთლს ხსნიდა.
- პოლიცია რა შუაშია?
- შენს დასაჭერად ხომ გამოიძახებდნენ? ადამიანი ოთახში ჩაკეტე და მერე დაუკითხავად გავარდი სცენაზე. კიდევ კარგი, ნამდვილ სასწაულად მოევლინე იქაურობას, თორემ არავინ გაპატიებდა.
- არც უპატიებიათ. ბიზის შემდეგ, რატი რომ გამომეკიდა, მე სირბილით გამოვვარდი გარეთ და მანქანაში ჩაგიხტი. ამიტომ, შეიძლება სამსახური აღარც მაქვს. რაღაცა, საეჭვოდ არ მირეკავენ, არ მეხმიანებიან და დიდი ალბათობით, თეატრში როცა მივალ, ერთ ამბავს დამაწევენ. იმედია, ჰელეს მიაგნეს, თორემ ოთახის გასაღები მე წამომყვა.
- მოუვლიან როგორღაც თავიანთ თავს. არამგონია, ვინმემ დაგითხოვოს. ისეთი ანშლაგით ჩაიარა ყველაფერმა, ვიღაცა ბიჭმა სხვისთვის განკუთვნილი თაიგული დაშალა და ვარდები სულ სათითაოდ გესროლა.
- კი, ლამის ცხვირში მომხვდა, მაგრამ მესიამოვნა ძალიან. შენი იდეის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი. კაი მზაკვარი ბიჭი ყოფილხარ - ცხვირზე ვუჩქმიტე და ტუჩებში ვაკოცე.
ხომ ამდენ რამეს ვშვრებოდით ერთად, მაგრამ ახლა გავაანალიზე, რომ კოცნაობა ყველაზე იშვიათი იყო.
- ეტყობა ეგეთი კეთილიც არ ვარ, როგორც გარედან ვჩანვარ.
- სახეზე ბოროტება უფრო გიხდება.
- დათვერი უნა?
- ჰო.
- ღამით დამიტოვებ თუ უკვე მოგენატრა კენტად ყოფნა?
- ჯერ 24 საათი არ გასულა, რაც გიყურებ. ამიტომ, შეგიძლია დარჩე.
- 24 საათი დილის 4 საათზე რომ შესრულდეს, გამაღვიძებ და გამაგდებ?
- არა, მაგ დროს, წასასვლელად არ გეცლება.
- ღმერთმანი, რა ენერგიული ხარ ეს პატარა გოგო. - გაეცინა და შუბლზე მაკოცა.
ზედმეტად ბევრს იცინოდა, ზედმეტად უჩვეულოდ მკოცნიდა შუბლზე, ხელზე, ცხვირზე და ისეთ ადგილებზე, სადაც უსიყვარულოდ არც დაგესიზმრება რომ კოცნა შეიძლება. - რაღაცაში უნდა გამოგიტყდე უნა.
- გთხოვ, არ მითხრა, რომ ჩემს მიმართ რამეს გრძნობ ან ცოლი გყავს. - მთელი გულით შევევედრე.
- ნუ გადაეკიდე ამ ცოლს. მთელი დღე ვმუშაობ, თავისუფალ დროს კი შენზე და ჩემს შვილზე ვყოფ. შენი აზრით, ასეთი გრაფიკით კარგა ხნის გამოჭერილი არ ვეყოლებოდი ცოლს?
- ჰო, მართალი ხარ.
- მეორეს, რაც შეეხება, ცხოველი არ ვარ, რომ რეგულარული პარტნიორი მყავდეს და თან ვერაფერს ვგრძნობდე. თან ცხოველებსაც ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას, მგელი მაგარი მონოგამია.
- რაღა მე შემხვდებიან ხოლმე მგელივით პატიოსანი კაცები ღმერთო? - მაღლა ავიხედე. მხოლოდ ჭერი ჩანდა, მაგრამ კისერგადაწეული უკეთ ვესაუბრებოდი ზეცაში მყოფებს.
- ეგაა შენი კარმული სასჯელი. და კიდევ ისიც, რომ სულ უჩვეულო სიტუაცეებში გადაიკიდებ ხოლმე ხალხს.
- ამჯერად ვინ გადავიკიდე?
- ჩემი შვილი - საწოლიდან წამოდგა და უხერხულად შემოიცვა ჩემი უზარმაზარი თეთრი ხალათი. თან კიდევ კარგი, უნისექსი იყო, თორემ ბანტებიან ან ყვავილებიან სამოსში გახვეულს, სერიოზულად ვერ მოვუსმენედი (სიმართლე უნდა ითქვას და ორი დღის წინ მეყიდა სპეციალურად ნიკოსთვის) - გახსოვს, პირველად რომ მოგადექი სახლთან?
- პატარა, დაბნეულ ბიჭს ჰგავდი. ბნელოდა და ღამის განათებას შენი უხერხული მზერა უმშვენებდა მხარს ან თავს. whatever... ვერ მაღალვფარდოვნობ სათანადოდ.
- მაგ დღეს, მინდოდა წინასწარ მეთქვა შენთვის, რომ ჩემი შვილი გითვალთვალებს. ვიცი, ძალიან ძნელი მოსასმენია და წარმოიდგინე, ჩემთვის როგორი რთულია ამ ყველაფრის მოყოლა. ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი გოგო შენზე ჩაიციკლა. ოთახი შენი პლაკატებით აქვს სავსე. წარმოიდგინე, დაბადების დღეზე მეგობრები შენი პრინტიან მაისურებს სჩუქნიან და ყელსაბამიც აქვს, რომელზეც თავისი სახელი კი არა, უნა აწერია. ძალიან ხშირად გითვალთვალებს. ალბათ, იმდენი სურათი აქვს, არც კი დაგესიზმრება: პაპარაცული, არაპაპარაცული, ბავშვობის, სცენაზე... ერთი ის მეიმედება, რომ მძინარეს არ დაგდგომია ჯერ თავზე.
- შენი შვილი ჩემი სტალკერია?
- ჰო. წინასწარ მინდოდა გამეფრთხილებინე, თუ ვიღაცა გოგოს შენიშნავ ფოტოაპარატით ხელში, რომელიც პირდაპირ შენ გიღებს, არ შეგეშინდეს და ეგება არც უჩივლო-თქო. მერე ვერ გავბედე. ისეთი ლამაზი და მშვენიერი იყავი, პირველივე ჯერზე თუ მოგიყვებოდი რა გიჟი მყავდა ოჯახში, ჩვენი ურთიერთობის დაწყების შანსი მერე ცოტა მიმავიწყდა ეგ ამბავი. ვერც კი ვხვდები ამ ინფორმაციას როგორ მიიღებ. ისტერიკაში რომ ჩავარდე და პოლიციაში დარეკო, ეგეც კი ბუნებრივი იქნება ალბათ.
ყურადღებით ვუსმენდი. თავიდან, ენა ჩამივარდა, მერე კაი დიდი პაუზა ავიღე. გაფართოებული თვალებით მიყურებდა. ძალიან ღელავდა და ასმაგად მიმზიდველი ხდებოდა ღელვის პროცესში. ვიფიქრე, კიდე კარგა ხანს ვიჯდები ასე წყნარად, უარეს ნევროზს ავკიდებ-თქო, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე, ისტერიკული ხარხარი ამივარდა. ცხენის ჭიხვინს კი არა, ლომის ღრიალს დაემსგავსა.
- რას მელაპარაკები. პოლიციაში მივიდე და ვუთხრა, რომ ბავშვი დაიჭირონ, რადგან თინეიჯერის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს? ღმერთმანი... - წინადადებებს ვეღარ ვამთავრები სიცილისგან. კი იცოდა, რომ არაადეკვატური გამოხტომები მქონდა, მაგრამ ასეთ ხორხოცს აღარ მოელოდა ნამდვილად - დაწყნარდი მამიკო. ეგ ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია მგრძნობიარე და ემოციური ბავშვებისთვის.
- ანუ ჩემი შვილი ნორმალურია?
- მთლად ნორმალურს ვერ დავარქმევ... წავა რაა. შენ იმაზე იდარდე, ერთად არ დაგვაფიქსიროს.
- არა, ზუსტად ვიცი, როდის არიან ეგ და თავისი დაქალები შენი უბნის მოსახვევში ჩასაფრებული.
- ერთი ადამიანის ჯასტინ ბიბერი მაინც გავხდი - კიდევ შევივსე ჭიქა შამპანურით.


* * *
- შენი სანაქებო საქმეების ამბები მომივიდა - ჩაილაპარაკა სიკამ და უზარმაზარი ჭიქიდან ყავა მოსვა. მერე რაღაცნაირად, დაიჯღანა. - ამას შაქარი უნდა ხო?
- ჰო, მაგრამ უშაქროც მიდის.
- აბა, მოყევი.
- ისედაც ყველაფერი იცი, მაგრამ მაინც მალაქლაქებ ხოლმე.
- გიყვარს ლაქლაქი.
- ჰო. ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა. რატიმ მომწერა. ამ საღამოს, ჩემი ნახვა უნდა.
- საბრალო გოგო ოთახში ჩაკეტე, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი წაართვი და თან ყველაფერი არივ-დარიე. სცენარსაც კი გადაახტი.
- ეგ არაფერი. მოინელებენ როგორმე. დანაშაულის გრძნობა არ მაწუხებს. არასოდეს შევუწუხებივარ.
- იმიტომ, რომ უნამუსო ხარ. - ისე მომიგო, ვითომც არაფერი.
- კაი, რას მელაპარაკები. მემგონი განსახილველი შემოგელია და ისეთ რაღაცეებს ვტკეპნით, რაც ცხადზე ცხადია.
- არაფერიც არ შემომლევია. პირიქით, რაღაცა უნდა დაგავალო შემდეგი სეანსისთვის.
- აბა გისმენ.
- წერილი მისწერე იმას, ვისზეც ბრაზობ. კითხვები დაუსვი, თუ გინდა, გალანძღე. ერთი სიტყვით, მინდა რომ გულიანად გააკეთო ეგ საქმე.
- კარგი.
- როგორი დამჯერი გახდი თვალსა და ხელს შუა - სიხარულით შემოჰკრა ტაში - მემგონი, იმ ბებერს უნდა ვუმადლოდე რომ ვირივით აღარ ჯიუტობ.
- მისთვის ბებერის დაძახების უფლება მხოლოდ მე მაქვს. და თან იცი რა? თუ მიეკარები, მაგრად განანებ! - ისე სასაცილოდ და უსუსურად ჟღერდა ჩემი მუქარა, მეგონა ათივე თითით დამცინებდა.
ამის მაგივრად, ჩაფიქრდა, გაეღიმა.
ამ ბოლო დროს, რაღაც ხშირად გაიტაცებდნენ ხოლმე აზრები. არ ვიცოდი, კარგის ნიშანი იყო თუ ცუდის, როცა სიკვდილი ღრმა ფიქრებს მიეცემოდა.
- წინა შემთხვევაში, როცა ვიღაც ძვირფასი აგწაპნე, ფეხები ვერ მომჭამე ვერანაირად. ამ ეტაპზე, რამეს გეგმავ?
- მოუმზადებელი ვიყავი.
- ახლა, როგორ ემზადები?
- იცი, რა მაინტერესებს? - კითხვა დავუიგნორე და ჩემი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შევეცადე - შენ ამბობ, რომ ადამიანები მიგყავს სიცოცხლიდან, შემდეგ მათ ვეღარასოდეს ნახულობ, რადგან სხვაგან აგრძელებენ ცხოვრებას. უსასროლობაში თუ რაღაც ეგეთი.
- დიახ, მართალია.
- ანუ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის უნდა მჯეროდეს?
- როგორც გინდა. შენზეა დამოკიდებული.
- რას ჰქვია ჩემზეა? თუ არ მჯერა, გავქრები და თუ მჯერა, თუთიყუშებით გარშემორტყმულ ველზე ვისეირნებ გარდაცვალების მერე?
- ალბათ - მხრები აიჩეჩა.
- ანუ შენ მხოლოდ გამაცილებ და ეგაა, მორჩა?
- კი.
- მაშინ, შემიძლია თვითმკვლელობით დაგემუქრო.
- როგორ?
- ზუსტად. აქ საათობით მიზიხარ, მესაუბრები და ეს მოგწონს. გეტყობა რომ მოგწონს, გაპრტოტესტებას აზრი არ აქვს. გამოდის, რომ თავს თუ მოვიკლავ, შემეგებები, ერთხელ ჩამიკრავ თვალს, და მერე დამემშვიდობები.
- ეს დიალოგი ნიკოს გამო გვაქვს? ანუ მას თუ რამეს დავუშავებ, ყელს გამოიჭრი?
- შეიძლება, ეგრეც ითქვას.
- სულელი გოგო ხარ.
- პირიქით, იმაზე ჭკვიანი ვარ, ვიდრე გეგონა. საერთოდ ვერ ვხვდები, აქ რას აკეთებ. შენ მითხარი, ბავშვობაში ღარაც ნიშანს ელოდი რათა გაგეცნობიერებინა, რომ განსაკუთრებული იყავი და მე ვარ ეგ ნიშანიო. კარგი, ჩაგეთვალა. ნამდვილად გამორჩეულად ვგრძნობ თავს. მერე? მუდამ მწამდა, რომ ამ ცხოვრებაში, ჩემს კვალს დავტოვებდი. ახლა აღარ მჯერა. მეზარება ტვინი ვიჭყლიტო და მიზნები დავსახო, მერე ამ მიზნების ასრულებაზე ვიჩალიჩო. ფაქტობრივად, ტყუილად გამომეცხადე. არანაირი სურვილი აღარ მაქვს განსაკუთრებულად ყოფნის. უკვე ზედმეტად დიდი ვარ. თუ რამე იყო გასაკეთებელი, აქამდე უნდა გამეკეთებინა. როცა ცივა, უბრალოდ სახლში ჯდომა და ჩაის დალევა მინდა, ტ*აკის განძრევას არ ვაპირებ.
- მაგდებ?
- არა. ლოგიკურ დასკვნამდე მისვლას ვცდილობ. მე და შენ ერთმანეთი აღარ გვჭირდება. რომელი ნობელის პრემიის ან ოსკარის ლაურეანტი მნახე რომ ასე იწვალო ჩემს გამო.
- უნა ეს წვალება არ არის. მინდა, რომ გამოგაჯანმრთელო და შენს ნებაზე მიგიშვა. როცა სადარდებელი აღარაფერი გექნება, ყველაფრის უკეთ გაკეთებას შეძლებ.
- აი მანდ ძალიან ცდები ჩემო მეგობარო. ლაღი ადამიანები შედევრებს იშვიათად ქმნიან. ტკივილი არ იკურნება. მემგონი, სიმსივნეს უფრო ეშველება, ვიდრე დასევდიანებულ სულს. თან ეს ჩემი ტკივილია. ყველა ადამიანს ცხოვრების გზაზე თავისი წილი ტვირთი აქვს საზიდი. სანამ გტკივა და განიცდი, ესეიგი ჯერ არ არის ყველაფერი დააკრგული. ადრე რაღაცა სურათი ვნახე სოციალურ ქსელში. ერთი შეხედვით, ბანალური იყო, თუმცა რაღაცნაირად, ჩამაფიქრა. ხალხი უზარმაზარ ჯვრებს დაატარებდა ზურგით. ეს ჯვრები მძიმე და საშინელი სათრევი იყო. ერთმა დაამოკლა, გადახერხა, რათა შეემსუბუქებინა და ისე ეტარებინა. დრო როცა მოვიდა, დიდი ხრამის წინ დადგა ყველა მათგანი. თავიანთი ჯვრები ხიდად გამოიყენეს მეორე მხარეს რომ გადასულიყვნენ.. იმ ტიპს დამოკლებული ჯვრის სიგრძე არ ეყო. ასე რომ, მთელი ცხოვრება მაქვს საზიდი ტკივილი. ეს ერთგვარი მისიაა. შენ თუ ტანჯვას შემიმსუბუქებ, გამიშალაშინებ და მომირჩენ, მაშინ აღარ გამოდგება. სევდა მწარეა, მაგრამ ამავე დროს, ისეთივე ტკბილია, როგორც ჩემი მეგობარი. ამიტომ გლოვას არ შევწყვეტ. მე ის მჭირდება!
- წერილი დაწერე უნა!
ამდენი ვილაპარაკე და მხოლოდ წერილიო...
თავში ხელი წამოვირტყი. უზარმაზარი სიბრძნე ბანზე ამიგდეს.

* * *

თეატრში წასვლამდე, სახლში ავიარე. ვიფიქრე, მოვწესრიგდებოდი, მაკიაჟს გავიკეთებდი და როცა საკუთარი დანაშაულის წინაშე ამდენი ხალხის თანდასწრებით მომიწევდა წარდგენა, ლამაზი მაინც ვიქნებოდი. მოულოდნელი სიურპრიზი დამხვდა, როგორც ჩემს ცხოვრებას სჩვევია. რატი იჯდა ჩემი სახლის კიბეზე და დიდი ალბათობით, მელოდებოდა.
- აქ რას აკეთებ? - მაინც ვკითხე, ყოველი შემთხვევისთვის.
- საუბარი მინდა. - მომიგო მან. აქამდე, მხოლოდ ცალ პროფილზე შევყურებდი, მაგრამ პირდაპირ რომ შემომხედა, ჩალურჯებული თვალი დავუნახე.
- რა ჯდანაბა დაგემართა? - შევშფოთდი. არანაირი სამედიცინო ცოდნა არ მქონია, თუმცა თავი გამოვიდე, ნიკაპი მაღლა ავუწიე და რიგიანად შევათვალიერე.
- არაფერი. დაიკიდე. შენი საზიზღარი საქციელის გამო ვარ აქ! - ფეხზე წამოხტა და გამიტოლდა. უფრო სწორად, ორი-სამი თავით მაღალი იყო, ზემოდან შემომცქეროდა და ასე უფრო კომფორტულად მოეჩვენა ალბათ ჩხუბი.
- სალაპარაკო არაფერი მაქვს. ასჯერ რომ გათენდეს გუშინდელი დღე, ასჯერვე იგივე საზიზღრობას ვიზამდი: ჰელეს ოთახში ჩავკეტავდი, ოცნებებს დავუნგრევდი და საკუთარ წადილს ავისრულებდი. რით ვერ გამიცანი რატი? რით ვერ მიხვდი, რომ თითოეული გამარჯვება, როგორი ბიძნურიც არ უნდა იყოს, მხოლოდ ჩემთვის არ მჭირდება.
- დაახლოებით ვიცი, ტრავმირებული და ისეთი მებრძოლი ხარ, მეტი რომ არ შეიძლება... და ა.შ. მაგრამ რომ იცოდე, უსამართლოდ მიღწეული მიზნებით ცოცხლებს ცხოვრებას დაუნგრევ, გარდაცვლილებს კი შეარცხვენ! -გამომიცხადა თითისქნევით.
მაგრად დავცინე.
სიბრძნის მოროშვა მხოლოდ მე გამომდიოდა ოსტატურად.
- რაებს ბოდავ? მიზნები არ მაქვს. ჩვეულებრივი მხეცი ვარ, ინსტიქტებს მივყვები. ინსტიქტმა მითხრა, როლი ითამაშეო. მეც უსიტყვოდ დავუჯერე.
- გახსოვს, ერთხელ მსახიობებს ვკითხე, რა ხდება, როცა მეოცნებე კვდება-თქო და მარტო შენ მიპასუხე რაღაც ძალიან ძალიან მშვენიერი.
- არ მახსოვს. და შენც არ გახსოვს! - თვალები დავუბრიალე. ახლა გულახდილი საუბრების დრო არ მქონდა.
- შენთან ჩხუბი მინდოდა. განთავისუფლებაც დაგიპირე, მაგრამ მერე... - ღრმად ჩაისუნთქა - ყველა ბილეთი წინასწარ გაიყიდა. მხოლოდ შემდეგი სეანსი კი არა, შემდეგის შემდეგი და იმის შემდეგი. სათვალავი ამერია უკვე. ამიტომ, დარჩი და ითამაშე. ჯანდაბა შენს თავს! ოვაციების გამოწვევა სხვას არავის გამოსდის უკეთ. თეატრში ათასი ზარი შემოვიდა. მალე დაგიკავშირებიან შენც. რაღაც რეკლამებში სურთ რომ გადაგიღონ.
ბედნიერებისგან, ავცეკვდი.
შუა ქუჩაში, ვცეკვავდი.
ცოტა სიგოიმედ მეჩვენებოდა ეგეთი ქცევები, თუმცა ახლა ყველაფერი მეკიდა.
მიხაროდა და იმიტომ მეკიდა.
სიხარული კი იშვიათად იყო ჩემი სტუმარი.
- ანუ ისევ ჩემი ბოსი ხარ და სცენარს თუ დავწერ, დამიდგამ სპექტაკლს? - ცეკვა-ცეკვით გავეპრანჭე.
- ეგრე გამოდის.
- მაშინ, დამდე პატივი და მომითხრე, რა დაგემართა მაგ კოკორა თვალზე.
- მეგობრებთან წავიკინკლავე.
- მეგობრები ასე არ კინკლაობენ!
- ზოგჯერ.
- რომელმა გიქნა?
- ცოტნემ.
- უიჰ, ეგეთი საყვარელიც არ ყოფილა? - გვერდზე ჩამოვუჯექი. მინდოდა, როგორმე მენუგეშებინა. ცხოვრებაში, კარგად არაფერი გამომდიოდა. სიას თუ ჩამოვწერდი, ასი რამ, რაც ცუდად გამოსდის უნას, მეორე ადგილს ალბათ ადამიანებისთვის ნუგეშისცემა დაიკავებდა.
პირველს სიყვარული.
- შენც მეღადავები... - ამოიოხრა რატიმ.
- არა. რა დაგემართათ?
- ბიჭთან შემისწრო.
- რაა?
- ჰო, ბიჭთან შემისწრო. - თვალები გადაატრიალა. მობეზრებული ჰქონდა ეტყობა ხალხისთვის ახსნა-განმარტება - გეი ვარ.
- ეგ ისედაც ვიცი. ბიჭთან შესწრების გამო რომ ჩაგაგდო ასეთ დღეში, მაგიტომ შევიცხადე. თან მეგობარმა. ყოვლთვის რაღაცა არ მომწონდა მაგ ტიპში და ვერ ვხვდებოდი, რა. ასე აგიხდეს ყველაფერი კარგი!
- რა იცოდი გოგო, გაგიჟდი? - თვალები შუბლზე აუვარდა(დალურჯებულიც).
- კაი გეხვეწები. - ხუთი თითი აღვმართე მობეზრებული სახით - მე ყოველთვის ყველაფერი ვიცი. როდის უნდა მიეჩვიოთ?
- ბოლოს მითხრა, მთელ ქვეყანას გავაგებინებ, რომ *იდარასტი ხარო.
- არ იდარდო. რამეს მოვიფიქრებთ. ისე დავაშანტაჟებ, ცხოვრებაში გამარჯობას ვეღარ გეტყვის სირცხვილით. თუ ერთ ქუჩაზე შეეჩეხებით შემთხვევით ერთმანეთს, გზის მეორე მხარეს გადავა. დამაცადე.
ისეთი ტონით ვამბობდი ამ სიტყვებს, თავი მექსიკური სერიალის რომელიმე შურისმაძიებელი პერსონაჟად წარმოვიდგინე, რომელსაც მოღალატე კაცზე ჰქონდა იერიში მისატანი.
- რატომ უნდა დამეხმარო?
- იმიტომ, რომ ადამიანების დაჩაგვრა უპატიებელია თუ უნა არ ხარ. ცოტნე კი აშკარად არაფრით მგავს.
- კეთილი ხარ - ჩაილაპარაკა ჩურჩულით. თითქმის გაუგონრად.
მაგრამ მე მაინც გავიგე.
და არ მომეწონა ეგ ამბავი.
ან მომეწონა.

მერვე
რეპეტიციაზე მივედი. ისე კარგად ვეღარ გამომდიოდა, როგორც პირველ ჯერზე. ხალხი არ იყო... დიდი აუდიტორიის ღელვას სცენაზე საკუთარ გრძნობებად ვაქცევდი ხოლმე და ალბათ მაგიტომაც გამომდიოდა ხალხის გაოცება. რატი ამბობდა, ეგ განსაკუთრებული ნიჭიაო. რაღაც ისეთი, რაც სამსახიობო შესაძლებლობას მიღმა სტოვებდა და პარანორმალურად იქცეოდა.
ერთი ქალი იჯდა წინა რიგში. ვიფიქრე, ვინმეს ახლობელია-თქო. მეგობრებს ხშირად ვაპარებდით ხოლმე რეპეტიციაზე. ზოგჯერ ლუკიც დამისვავს იქვე, ახლოს.
შესვენებაზე, ჩემთან მოვიდა. არავის ნაცნობი არ აღმოჩნდა. ჩემთან ჰქონდა საქმე.
- შენს სპექტაკლს დავესწარი გასულ კვირას, მე ნინა მქვია. - გამომიცხადა ღიმილით. ხელი ჩამოვართვი. თან რაღაცა ვიდეოში მქონდა ნანახი, თავდაჯერებულმა ადამიანებმა მილასლასებული კი არა, მყარი და ძლიერი ხელის ჩამორთმევა იციანო.
ჰოდა, დავიმახსოვრე. ვიცოდი, ერთ დღეს, გამომადგებოდა.
- მოგეწონა?
- საშინლად. მაგ სიტყვის გარდა, არ ვიცი, როგორ შევაფასო. მთელი ერთი საათი თვალი არ დამიხამხამებია, გაოგნებული გიყურებდი. ერთი წუთით, გავცოფდი კიდეც, მაგრამ არ ვიცი, რატომ. დასასრულს, ადგომა დავაპირე, თუმცა ფეხები აღარ მემორჩილებოდა. ცარიელი ვიყავი. გეგონება ვიღაცას გადმოვეპირქვავებინე და ემოციებისგან დავეცალე.
რაღაცნაირი, ლამაზი ქალი იყო. ცისფერი თვალები ჰქონდა და ვერცხლისფრად შეღებილი თმა. მიყვარდა, როცა კარგი შესახედაობის ადამიანს გააზრებისა და გადმოცემის უნარიც კარგი ჰქონდა. ალბათ, ასე ხუთი წლით უფროსი იქნებოდა ჩემზე.
- მომღერალი ვარ, მინდოდა, ჩემს კლიპში გადამეღე. - გამომიცხადა მოულოდნელად.
სიხარულისგან არ ავცეკვებულვარ. სურვილი კი მქონდა, მაგრამ თავი შევიკავე. დასტოინი უნდა იყოო, ვიღაცამ მირჩია ადრე და მაგ რჩევასაც ვითვალისწინებდი, როგორც სხვა დანარჩენს.
მერე თავისი სიმღერის აუდიო ვერსია მანახა. ბოლომდე ვერ მოვუსმინე. სევდიანი იყო, თან რამოდენიმე ფრაზამ ისე ახლოს გაირბინა ჩემს სულთან რომ სულ დამებინდა გონება.
პატარა წინადადებები დამამახსოვრდა, რომელიც ტყვიასავით სწრაფად გაქანდა და ამ სისწრაფეში, ძლივს მოვასწარი მათი დაჭერა.
დაახლოებით ასე ჟღერდა:
„სადღაც, მივრბივარ ვერ ვჩერდები და ვიძირები ჭაობში,
სადაც წყლის მაგივრად ოხვრა დამახრჩობს“.
შემდეგ ტყეზე იყო საუბარი. ხეებს ქარი წაქცევას უპირებდა, მაგრამ ისინი მაინც იბრძოდნენ. თავიანთი პატრონის გამოჩენას ელოდნენ და ეს მოლოდინი უფრო აძლიერებდათ. ქარიშხალი ძლიერი იყო, დრო გადიოდა, მაგრამ ხეებს მაინც ვერაფერს აკლდებდა, რადგან ვიღაცის გამოჩენის იმედი ჰქონდათ:
„ჩვენი ბავშვობის ტყეში, ფოთოლი სცვივა ხეებს,
ხეებს ქარბუქი ებრძვის თუმცა ვერაფერს აკლებს,
ბრძოლა, ღრიალი, სროლა... ტყეც თავის პატრონს ელის.
დრო მიქრის სადღაც მე კი, ვეღარ ვაჩერებ დღეებს.
ალბათ ესენიც შენთვის შეუდრეკელად დგანან,
ეგებ გამოჩნდე ერთ დღეს, ეგებ დაბრუნდე მათთან...“
- ძალიან ლამაზია. ტექსტის ავტორიც შენ ხარ?
- კი. თითქმის ყველაფერი მოფიქრებულია, მაგრამ თუ ჩემს შემოთავაზებაზე თანახმა ხარ, შენი იდეებიც მაინტერესებს. რატიმ მითხრა, რომ საოცრად ნიჭიერი ხარ. ზოგჯერ, არ უჯერებ, შენს ნებაზე დარბიხარ და ძირითადად, ეფექტურად გამოგდის.
- თანახმა ვარ! - სიმღერას კიდევ ერთხელ მოვუსმინე. დავფიქრდი. რაღაცა წარმოვიდგინე ან გავიხსენე. მემგონი, უფრო მეტად, ვიხსენებდი, რადგან სხვადასხვა სურათს თანმიმდევრობით ცვლიდა ჩემი გონება. თითქოს „ნექსთის“ ღოლაკს აჭედა. საბოლოოდ, აქამდე უკვე ნანახი სიუჟეტი დაიხატა, რომელიც სრულად ჯდებოდა სიღერის ტექსტში. - ჯანდაბა ჩემს თავს! შუბლზე ხელი მოვისვი.
ჩემი ბავშვობის მოთხრობა იყო.
ახლა გამახსენდა, რომ ბავშვობაში, შესაფერისი მოთხრობა მეწერა ტყეში დაკარგულ გოგოზე.
- კარგად ხარ? - შევაშინე ქალი.
- კი. რაღაცა გამახსენდა. ვფიქრობ, ბუნებრივი უნდა ვიყო. არ მომწონს, აქეთ-იქით რომ დადიან, ჯღავიან და ჭურჭელს ლეწენ. ძალიან გაცვეთილია. ბუნებრივად სევდიანი და ცოტა შავბნელი სჯობს.
- რამე შენს სტილში?
- რა თქმა უნდა. - დავფიქრდი. - აქ ხომ ტყეზეა საუბარი? მიუხედავად იმისა რომ ეს ტყე რაღაცის მეტაფორაა, ალბათ შენ უკეთ იცი რისი, მაინც მისტიკა გვჭირდება. ადრე რაღაცა მოთხრობას ვწერდი, საინტერესო იყო.
- თვლი, რომ მაგ მოთხრობის სცენარი მოუხდებოდა?
- კი, მაგრამ ასე უბრალოდ იდეას ვერ გაჩუქებ. აქამდეც მიცდია ჩემს მოთხრობაზე სპექტაკლის დადგმა, მაგრამ მე და რეჟისორმა ერთმანეთი დავხოცეთ. მე სხვანაირად ვხედავდი, რადგან ჩემი შექმნილი იყო, ის - სხვანაირად. ბოლოს ვერ შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, აღარ დაგვედგა. თან სიმართლე რომ გითხრა, სცენარისტობაც მე მინდა ხოლმე, რეჟისორობაც და მსახიობობაც. დიდი რომ გავიზრდები, ერთი ადამიანის თეატრს დავაარსებ. სულ სოლო გამოსვლები მექნება. - ვუთხარი სიცილით.
- შენზე მართალს ამბობენ. - გაეღიმა ნინას.
- თავში აქვს ავარდნილიო?
- არა. პირდაპირია და თვითირონიაზე გიჟდებაო.
- უყურე შენ! კარგად უთქვამთ. რატი იქნებოდა.
- მოთხრობა გამომიგზავნე და თუ მომეწონა, ყველაფერს შენ დაგაგეგმინებ. გაწყობს?
- მაწყობს! ოღონდ დიზაინერი დაგვჭირდება, დეკორაცია ვერაა ჩემი ძლიერი მხარე.

* * *

საღამოს, ნიკოსთან შეხვედრისთვის ვერ მოვიცალე. ჯერ კომპიუტერში ვეძებდი ძველ ჩანაწერებს. მოთხრობას „მივიწყებულნი“ ერქვა, ზუსტად მახსოვდა, მაგრამ სრულიად შემთხვევით, სხვა ფოლდერში აღმოვაჩინე. რაღაც კონკურსზე გამიგზავნია და ამ კონკურსის სახელწოდებით შემენახა.
ნუ ვერ გავიმარჯვე, რა თქმა უნდა.
შვიდგვერდიანი მოთხრობა იყო. თანაც, მრავალი პერსონაჟით. ზედმეტი პერსონაჟების ამოყრას ადვილად შევძლებდი:
„ ლიზამ ჭაობში გამოიღვიძა. დამხრჩვალი, გამოფიტული ცხოველების სუნი ტრიალებდა. არსად სიცოცხლის კვალი არ იყო. მარტოობასა და სიცივეს დაესადგურებინა. სასოწარკვეთილმა გოგონამ ტალახიანი ფეხები გაამოძრავა, წამოდგომა სცადა. ჭაობის მყრალ მცენარეებში ჩაფლულიყო და თავადაც ყარდა. ხელებზე ხავსი მოსდებოდა, აბლანდულ თმაში გახრწნილი, დამპალი გვირილები გაბნეოდა აქა-იქ. ისეთი უხერხული პოზით ესვენა, მოუხერხებელი მანიაკის მოკვლულს ჰგავდა და ჰაერის ყოველი ჩასუნთქვისას, საშინელი არომატი ისადგურებდა მისი პირის ღრუში.
როგორც იქნა წამოდგა. მუხლებამდე წყალი გაჭირვეული ნაბიჯებით გააპო. ქვიშით სავსე გზას გაჰხედა, ჰორიზონტს ბოლო არ უჩანდა და არც იცოდა, სად წასულიყო, ვისთვის ეთხოვა შველა. მუხლიდან სისხლი შეუჩერებლად სდიოდა. წამით, შეეშინდა კიდეც, თუმცა ამ სამყაროში შიშს აზრი უკვე აღარ ჰქონდა.
- არის აქ ვინმე? - დაიყვირა. თავისი ხმის ექო უპასუხოდ დაუბრუნდა უკან.
ორასიოდე მეტრის მოშორებით, ტყის დასაწყისში, ორი სული ინტერესით შეჰყურებდა გოგონას. გაოგნება, აღტაცება და სიახლით გამოწვეული სიხარული დასთამაშებდათ სახეზე.
- საუკუნეა, ახალი არავინ მოსულა, ნეტავ, ვის ეძებს? - გადაუჩურჩულა ლოლამ ედის.
- არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გადავაფიქრებინებთ, ვინც არ უნდა იყოს. დიდი ხნია, ახალი საკვები არ მოსულა. ძველების ჭამისგან უკვე გული მერევა - სახედაჯღანულმა ედიმ გადახედა ოდნავ მოშორებით, ნაავადმყოფარ სულებს, რომლებიც გასუსულები, უემოციოდ შემომსხდარიყვნენ უღრანი ტყის შუაგულში დანთებული კოცონის გარშემო.
გოგონამ ტყიდან გამოსული, მისკენ მომავალი ორი სხეული დაინახა. თავიდან, ბუნდოვნად ჩანდნენ და შეუძლებელი იყო მათი სახეების გარჩევა, შემდეგ კი ოდნავ გამოიკვეთა კოჭლობით მოსიარულე, სახედამტვერილი არსებები.
- ვინ ხართ? - ჰკითხა მან.
ედი და ლოლა ჯერ ხმას არ იღებდნენ. მოჭუტული თვალებით აკვირდებოდნენ.
- ჩემი მეგობარი არ გინახავთ? - ისევ იკითხა ლიზამ. ედი და ლოლა უსიამოვნოდ შეიშმუშნენ, ცალტუჩაპრეხილებმა გადახედეს ერთმანეთს.
- ვინაა შენი მეგობარი? - ჰკითხა წვრილი ხმით ლოლამ.
- აღარ მახსოვს - უპასუხა შეწუხებულმა გოგონამ - მაგრამ სასწრაფოდ უნდა ვიპოვნო.
- განა პირველი ხარ? - გაეცინა ედის - ყოველთვის ვიღაცის მოსაძებნად მოდიან, მაგრამ ან აქ რჩებიან სამუდამოდ, ან ქრებიან.
- რას ნიშნავს ქრებიან? - ბიჭის სიცილმა საშინლად გააღიზიანა ლიზა.
- იმას, რომ ტყეს თუ გასცდები, ერთი დიდი კლდეა, რომლის ფერდობზეც ათასამდე შენი მსგავსი გადაჩეხილა. საზღვარი ამ ჭაობიდან იწყება და იმ კლდესთან მთავრდება. მათ შორის მოქცეული სივრცეა ახლა შენი სამყარო.
- ჭაობი რომ გადავცურო?
- სად უნდა გასცურო? მანდ მხოლოდ ხავსი და ბალახები კი არაა, ლეშისმჭამელი წყლის ურჩხულებიც არიან. შენ კი დამიჯერე, ლეშზე ცოცხალი ნამდვილად არ ხარ.
- ედი, ნუ აშინებ! - მხარზე ჩამოკონწიალებული ძონძები ჩამოჰქაჩა ლოლამ უმაყოფილოდ - მე ლოლა ვარ, ეს კი ედია... დამეფიცება, რომ შენ ახლა მკვდარი ხარ. ჩვენთან ერთად წამოდი, გათბები, გამოიძინებ და შემდეგ თუ გადაწყვეტ, რომ წასვლა გირჩევნია,არ შეგაკავებთ. - მიუგო ლოლამ შედარებით რბილად. აშკარა იყო, რომ ადამიანთა სულებთან ურთიერთობაში მას უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდა.
ლიზას ათასი უპასუხო კითხვა უტრიალებდა თავში, მაგრამ ჯერ ცდილობდა, თავად ეპოვნა პასუხები.
უდაბურ ტყეში შესვლისას, კოცონის სითბოსთან ერთად, ნელ-ნელა მხურვალება იგრძნო და მთელი სხეულით მოეშვა. გონება დამღლელი ფიქრებისგან გათიშვას ცდილობდა, მაგრამ იმნდენჯერ, რამდენჯერაც თვალებს მინაბამდა და ის-ის იყო, ღრმა ძილს უნდა მისცემოდა, ვიღაცის გრილი ხელი შეაჯანჯღარებდა ხოლმე და მომავალი სიზმრებისგან აფხიზლებდა.
- თქვენ ვის ეძებდით? - ჰკითხა ლიზამ წრიულად ჩამომჯდარ სულებს.
ყველა შეკრთა. გაოგნებული თვალები მიაპყრეს გოგონას. მათ უკვე მივიწყებული ჰქონდათ საუბარი, ენა ადგილზე გაჰქვავებოდათ და მის გატოკებასაც აღარავინ ცდილობდა. შესაბამისად, ლიზასთვისაც არ გაუციათ პასუხი.
- ბოლოს რაც მახსოვს, სახლში ვბრუნდებოდი, მშობლიურ სახლში - ისევ თავადვე დაიწყო თხრობა - მშობლების სიკვდილის შემდეგ, წლების განმავლობაში ვიკავებდი თავს სახლში დაბრუნებისგან. მეუღლესთან ვცხოვრობდი. 40 წლისა ვიყავი, როდესაც პატარა გოგონასთან გააბა რომანი და მე გამახსენდა, რომ წასასვლელი მქონდა. უცნაური შეგრძლება იყო სახლში დაბრუნება. კარადა გამოვაღე, მამაჩემის პერანგი დავყნოსე და მშობლიური სურნელი შევიგრძენი.
- მე ჩემი ძაღლის სუნი მახსენებდა სახლში დაბრუნებას - მოულოდნელად აღმოხდა ერთ-ერთს, თან აგერ უკვე, სამი წელი ხმა არ ამოეღო - მათე მერქვა. ბავშვობაში წითური მონადირე მყავდა. ხშირად ვბანდი, სულ მეუბნებოდნენ, ყარსო, მაგრამ მე ვერ ვგრძნობდი მის სიმყრალეს.ძალიან მიყვარდა ცხვირზე რომ ვკოცნიდი.
ლოლამ და ედიმ შეშფოთებული თვალებით გადახედეს ერთმანეთს.
- ძილის დროა - შესძახა ედიმ ხმამაღლა. შეშინებული და დაბნეული ხმა ჰქონდა თითქოს.
- საშიში არაა ძილი? - იკითხა ლიზამ.
- მკვდარი სული ყველაზე დაცული მაშინაა, როცა სძინავს. მხოლოდ ფხიზლებს ეპარებათ ფათერაკი. - გაისმა ლოლას პასუხი.
ლიზამ ხელებზე დაიხედა, სიცოცხლის ხაზები ორივეზე ხელზე უწყვეტად დამჩნეოდა.
ბავშვობაში ხშირად უოცნებია, ამდაგვარ ტყეში დაკარგვაზე. სურდა, ძირფესვიანად დაეთვალიერებინა იდუმალებით მოცული ხავსიანი ხეები. ცივი მიწიდან წამოდგა და ხეტიალი იწყო. გვარიანად ჩამოშორდა დანარჩენებს.
თან ვიღაცის გრილი სუნთქვა დაჰყვებოდა კვალდაკვალ და თითქოს მარტო არ იყო.
- ვინმე ხარ? - იკითხა გოგონამ. კი სულელურად ჟღერდა, მაგრამ მაინც.
- არ შეგეშინდეს - მოესმა ჩახლეჩილი პასუხი.
გოგონა შემოტრიალდა.
არ შეშინებია, თუმცა შეკრთა.
უცნაურ ქალს ტუჩები გალურჯებოდა, მისი სხეულის ნახევარი ხის ქერქითა და ტოტებით დაფარულიყო, მეორე ნახევარი ადამიანისა ჰქონდა.
- ვინ ხარ? - ჰკითხა გაოგნებულმა ლიზამ.
- აღარ მახსოვს - უპასუხა ქალმა. - თავიდან, რაღაცისთვის მოვედი აქ, შემდეგ კი ძიებაში გართულმა, მიზანი დავკარგე და ხეებს შევესისხლხორცე. ჭაობში ჩამხრჩვალი ლეშისგან ვიკვებები. შენც დაგინახე ჭაობში, მაგრამ ცოცხალს ჰგავდი და ვერ გაგიმეტე შესაჭმელად.
- მე ჩემს მეგობარს ვეძებ - მიუგო ლიზამ. - მას ატმისფერი კანი და მუქი წაბლისფერი თვალები აქვს. მირჩიეს, რომ ძებნა შევწყვიტო და საკუთარი თავის გადარჩენაზე ვიფიქრო, თორემ ძიება დიდ კლდეზე გადამჩეხავს.
- რომელ კლდეზე? - ჰკითხა ქალმა.
- არ ვიცი. ვინც ეძებს, ის კლდეზე იჩეხებაო- მითხრეს/
- მე ის ვიცოდი, რომ ვინც ეძებს, ის პოულობს.
- შენ რატომ ვერ იპოვნე?
- მე დამავიწყდა მისი თვალები - ამოიოხრა ქალმა. - რა აზრი აქვს ძიებას თუ თვალები არ გახსოვს?
- მე მახსოვს... - წარმოთქვა ფიქრებშ გართულმა ლიზამ - პატარა ვიყავი, როცა გაქრა. ჩემი ცხოვრებიდან კი არა, საერთოდ გაქრა. წავიდა ჩემი მეგობარი და ყველაფერი ბედნიერი თან წაიღო. თილისმასავით დამქონდა მისი სიცილი. დრომ თავისი მოჭამა და მისი სახეც გაფერმკრთალდა მოგონებებში. მხოლოდ მონატრება დარჩა.
- ღამე, როდესაც თავის მარწუხებში მოაქცევს არემარეს, ყველას მხეცის შიში იპყრობს. ნანახი არ მყავს, მხოლოდ მისი სულისშემძვრელი ღრენა მომისმენია და შიშისგან გონება დამიკარგავს. უფრთხილდი ურჩხულს, აქედან თავის დაძვრენაც რომ გაბედო, წამში გაგანადგურებს - გააფრთხილა ქალმა და სრულიად შეუმჩნევლად, ელვის სისწრაფით გაუჩინარდა.
შეშინებული გოგონა უკან დაბრუნდა. ცეცხლი შედარებით სუსტად ბჟუტავდა, სულებს ეძინათ. ლოლა და ედი კი უსიამოვნო მზერით უცქერდნენ ლიზას დაბუნებას.
- სად იყავი? - ჰკითხა ედიმ ეჭვისთვალით.
- ტყე დავათვალიერე. - უპასუხა ლიზამ.
- ტყე საშიშია და სიკვდილითაა სავსე - მიუგო ლოლამ.
- სწორედ ეგ მინდა - ან სიცოცხლე, ან სიკვდილი. ახლა სადღაც შუაში ვარ გაჭედილი და თავადაც ვერ ვხვდები, რომელ სამყაროს მივეკუთვნები.
- მაგრამ აქ დაცული ხარ! - გაბრაზდა ედი - ვერ ვხვდები, რატომ მიილტვი იქ, სადაც ტკივილი და შიში იქნება.
- ადამიანები მონებისგან იმითი განსხვავდებიან, რომ შიშისა და ტკივილის მიუხედავად, მაინც ბრძოლა სურთ. - აღმოხდა გოგონას.
- მე ჩემი ცოლი გამახსენდა - აჩურჩულდა მოულოდნელად ერთი. - ღიაწაბლისფერი თმა ჰქონდა.
- მე ჩემი ძმა გამახსენდა - ენა აიდგა სხვამაც.
- მე კი დედ-მამა - აჰყვნენ დანარჩენები.
ლოლას და ედის ჩრდილებს თავზე პატარა რქები ამოსვლოდათ. ცხოვრებაში პირველად გრძნობდნენ სასოწარკვეთას და დამარცხების მოლოდინი ახრჩობდათ. სადღაც, შორიდან საშინელი ღრიალი ისმოდა, რომელიც სწრაფად უახლოვდებოდა სულებს. ლიზას წარბიც არ შეუხრია, რადგან ვერაფერს ხედავდა. მეგობარმა კი ერთხელ ურჩია: „თუ კი სიბნელის გეშინია, შუქი აანთე და მიხვდები, რომ მხოლოდ შენი წარმოსახვაა საშიში“.
ჩავამთავრე.
- ჯანდაბა შენს თავს უნა! - ცრემლები მოვიწმინდე. გეგონება, წინათგრძნობა საერთოდ არ გამაჩნდა, მაგრამ ვკითხულობდი და რაღაცნაირად, ნერვები მეშლებოდა.
ეს შინაარსი მაინც არ მოუხდებოდა. თან სიმღერის ფონზე, დიალოგს ვერ გავამართინებდი პერსონაჟს და დიალოგის გარეშე, ვინ რას გაიგებდა აქ?
გოგონა ჭაობიდან ამოდის. ტყეში შედის და თავის მეგობარს ეძებს. გზად, გაქვავებული სულები ხვდებიან, რომლებიც ხმას არ იღებენ. იხმობს მეგობარს, ეძახის, უყვირის, თუმცა არავინაა მისი გამგონი. პატარა ბილიკი მოსჩანს, რომელიც შუა გზაში წყდება. ხეები ირხევიან. ფოთლები აცვდებათ. გოგონა უმაკიაჟო და ჭუჭყიანია. ჭაობიდან ლაინერით და თვალის ჩრდილებით ნამდვილად არ ამოვიყვანდი, არაბუნებრივი იქნებოდა. „თან ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ... ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის, სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ!“ ლამაზი მოსასმენი იქნებოდა თუ კი სიმღერიდან სიმღერას შორის პატარა პაუზას ავიღებდით და მელოდიის ფონზე ნინა ლექსს იტყოდა.
თან ამ ნინას ნაზი, სასიამოვნო ხმა ჰქონდა.
რაღაცეები უფრო გარკვევით დავალაგე, ავწონ-დავწონე და დაწვრილებით მივწერე ნინას. სულ უნიჭიერესი მეძახა. ასეთ აღფრთოვანებასაც არ ველოდი.
მერე გამეხარდა, ავჟიტირდი, *რაკი ამითამაშდა და ნიკოს დავურეკე. მაინცდამაინც მაშინ მოინდომა თავის დაფასება. ახლა მე არ მცალიაო, გამომიცხადა. მაგრად გავბრაზდი, მაგრამ რა მექნა. ეტყობა, მაგასაც თავისი გრძნობები და პრინციპები ჰქონდა. ყველაფერზე თავს ხომ არ დამიქნევდა ?
საკერავ მანქანას მივუჯექი. კიდევ ერთი უმნიშვნელო ფატი ჩემს შესახებ: კარგად ვკერავდი. ზოგადად, ხელსაქმე მეხერხებოდა, თუმცა ზარმაცი ვიყავი და თუ ძალიან გულით არ მოვინდომებდი რამეს, ისე ვერ გამომდიოდა. სხვენში ძველი ნაჭრები მქონდა შენახული. თან ეგ ჯადოსნური ადგილი იყო. ჩემი წინაპრები ყველა რაღაცას ინახავდა, მერე ავიწყდებოდათ, სამუდამო მტვრით ითოვლებოდა და უმოწყალო წამებისგან მხოლოდ მე ვანთავისუფლებდი. თან ყოველო ასვლისას, ბონუსად სხვა რამესაც გამოვკრავდი ხელს. ვინ იცის, ეგება რომელიმე კედელში, განძიც იყო ჩაშენებული.
Helloween მომადგებოდა კარს და როგორც ხალხი, რომლიც მუდამ ეძებს დასალევ და გასართობ მიზეზს, მთელი თეატრი ვაპირებდით აღნიშვნას. თითქმის ინტერესით რომ მივუდექი ფორმის შეკერვის ამბავს, ნიკო წამადგა თავზე და ეგრევე ფეხქვეშ გათელა ყველა ჩემი მოსაზრება თავის დაფასებასა თუ თავმოყვარეობაზე.
- ერთი კვირით, მივლინებაში მაგზავნიან და ვიფიქრე, წასვლამდე ვნახავ-თქო - პატარა ბავშვივით იმართლა თავი.
მერე აქეთ-იქით გააცეცა თავისი წაბლისფერი თვალები. ერთი შეხედვით, უმრავლესობას ეგეთი ფერი ჰქონდა, მაგრამ ნიკოზე მაინც სხვანაირად, განსაკუთრებულად ჩანდა ყველაფერი.
მემგონი, აინტერესებდა, კარადაში მხოლოდ მას ვმალავდი თუ ახლა სხვა მყავდა შეკეტილი.
- მარტო ვარ, ნუ დარდობ - მისი სამარცხვინო და თან ლოგიკური ეჭვი ვამხილე - ქალაქგარეთ მიდიხარ?
- არა, საფრანგეთში.
- ეუფ, ეგეთი კარგი სამსახური გაქ? - პირი გააღო რო აეხსნა, სად მუშაობდა, მაგრამ კატეგორიულად ვიუარე - არა, არა! არ მომიყვე! განგსტერი ხარ იცოდე.
- კარგი. მაინც ვერ ვხვდები ქალები კანონდამრღვევ ტიპებზე რატომ სველდებით.
- შენ არ ხარ კანონდამრღვები. ან ხარ, მაგრამ მთავრობასთანაც გაქვს პირი შეკრული და მაგიტომ არ გიჭერენ. ანუ საოცარი გავლენით სარგებლობ.
- გმადლობ ინფორმაციისთვის. - მერე მაგიდასთან მიიწია და ნაჭერს დააკვირდა - რას კერავ?
- საქორწინო კაბას.
- მეგონა, სერიოზული ურთიერთობა არ გინდოდა - იხუმრა თავისებურად, თუმცა სახეზე ხუმრობის ნატამალი არ ემჩნეოდა. ძირითადად, სერიოზული გამომეტყველებით ამბობდა რაღაც ძალიან სასაცილოს და მე რომ შუაზე გადავსკდებოდი ჩემი საფირმო ჭიხვინით, მაგას წარბი არ უტოკდებოდა.
- ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ცოლად გამოგყვე.
- კარგი - მორჩილად დამიქნია თავი.
- არ გაქვს პრეტენზია?
- არა. სჯობს ისეთ შთაბეჭდილებას ვტოვებდე, თითქოს ვერაფერი შემაშინებს. ვიცი, მაინც არ გამომყვები.
- მემგონი, შენი სიცილი მომენატრა - გამოვუტყდი - გაიცინე რა.
- ვნახოთ, როგორ დაიმსახურებ.
- ერთი დღეა, რაც გიცნობ და უკვე დამსახურება მჭირდება? - ისევ საკერავ მანქანას მივუჯექი.
- არ ვიცი, შენთან როგორ ითვლიან. ორი თვე გავიდა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ.- მაგიდასთან ჩამოჯდა ისიც და ფანჯარაში გაიხედა - ამ ორი თვის განმავლობაში, პირველად შევამჩნიე, რომ ჩემი შვილის გარდა, ვიღაცა კაციც გითვალთვალებს.
- გაიცანი, ჩემი მეზობელია - ხელი ურცხვად დავუქნიე მოპირდაპირე კორპუსის ფანჯარაში გამომდგარ კაცს.
საპასუხოდ არც შერხეულა.
- დაგაიგნორა. - კმაყოფილი ჩანდა ნიკო.
- არც გვიყურებდა. აქედან ჩანს ეგრე. იმას ჰგონია, მე მითვალთვალებენო.
- მნიშვნელობა არ აქვს - ხელი ჩაიქნია. მაინც არ ჰქონდა ეჭვიანობის სცენების მოწყობის უფლება და მშვენივრად იცოდა თვითონ. ან რა იყო საეჭვიანო.
ისევ კერვა განვარგძე.
მალე მინდოდა მომესწრო და თან ზოგჯერ ძალით ვიჩენდი უყურადღებობას. ალბათ მაინტერესებდა, გაბრაზებული როგორი იყო ან თუ შეეძლო საერთოდ გაბრაზება.
უბრალოდ იჯდა და მიყურებდა.
გუნებაგაფუჭებულის არაფერი უგავდა. იღიმოდა კიდეც.
- ჩაის დალევ? - ბოლოს შემეცოდა სიჩუმისთვის გამეტებული ჩემი კაცი.
- არა, შენი ყურება მომწონს. განაგრძე. მართლა შენი ნახვა მინდოდა, სხვა კი არაფერი.
შევეცადე, არ გავწითლებულიყავი მის სიტყვებზე, მაგრამ სიწითლეს როგორ აკონტროლებენ ადამიანები, არ ვიცოდი. ამიტომ, გვერდზე გავიხედე.
- რაღაცაში უნდა გამოგიტყდე.
- რა ხდება?
- მინდა, რომ ცოტნეს რამე ცუდი დავმართო.
ცოტა გაუკვირდა.
რამე ისეთს ელოდა ალბათ: „ამ ბოლო დროს, სულ მესიზმრება, თითქოს ბორკილებით მაბამ საწოლზე და მერე მთელი ღამე ისეთ რამეებს მიკეთებ, გული მიმდის სიამოვნებისგან“. იმიტო რო მართლა მესიზმრებოდა, მაგრამ ამას ვერასოდეს გაიგებდა.
მერე შევაპარებდი ნელ-ნელა ბორკილები გაქვს საშოვნელი-თქო.
- ბიჭს უღალატე და მიაგდე. მეტი რა უნდა დამართო?
- რატი სცემა. თან მარტო მაგითი არ დამთავრდება ეგ საქმე. ვიფიქრე, სოციალურ ქსელს გავუტეხავ და რამე მნიშვნელოვანს გავიგებ-თქო, მაგრამ არ გამოვიდა. გატეხვით გავტეხე, მეილი დამახსოვრებული მქონდა, პაროლი კი ყველაფერზე ერთი უდევს ამ იდიოტს. უბრალოდ, მხოლოდ ფლირტი და ვირტუალური სექსი აქვს. მაგაზე შოკისმომგვრელს, ვერაფერს ნახავ. მაგარი უინტერესო ტიპია.
ნიკო ჩემთან მოვიდა, ჩაიმუხლა და ყურზე გადამიწია თმა.
- რატომ სცემა? - ძალიან დელიკატურად მკითხა.
ცოტა უხერხული სურათი იყო. გეგონება, პირველკლასელი გოგო თავის მამიკოს უყვებოდა, სკოლაში გამაბრაზესო და მამიკოც გულისყურით უსმენდა.
- მაგის მოყოლა არ მინდა, მე არ მეხება. მაგრამ რაც მე მეხება, მაგეებზე შენთან საუბარი ძალიან მომწონს.
- მეც მომწონს. - თავისკენ გადამწია და ნაზად მაკოცა ლოყაზე - მართლა, რატომ კერავ მაგ კაბას?
- Helloween-ის წვეულებაზე მივდივართ. ცოტა სისხლებს მივიქცევ მერე და ვამპირის კბილებს გავიკეთებ. დრაკულას პატარძალი ვიქნები.
- მეც მივდივარ. - ამოიოხრა საცოდავად. გეგონება, წვეულება სიკვდილით დასჯდას უდრიდა.
- რა? - გავსკდი სიცილით.
- ჰო, თანაშრომლებმა, რამე ძერსკ კლუბში წავიდეთო. მეთქი, კაი, წავიდეთ.
- ვინ თანამშრომლებმა? - ვერ შევიკავე ცნობისმოყვარეობა.
- სახელები ჩამოგითვალო?
- კი.
პასუხად წარბი ასწია.
ყველაზე სექსუალური ჩანდა, მაგრამ ამავე დროს, „სწერვა“. თან არ მომწონდა ისეთი სიტუაცია, სადაც სხვა „მესწერვებოდა“, მე კი პასუხად უარესს ვერ ვუბრონებდი.
- რა ჩავიცვა? - მკითხა უხერხული დუმილის შემდეგ.
- თუ წყვილებად მიდიხართ, შეგიძლია ადამსების ოჯახი იყოთ. ადვილია. ბევრი გრიმი არ სჭირდება. - აზრზე ვერ მოვდიოდი, ამ შეფარული კითხვებით, ჩემებურ ეჭვიანობას რატომ გამოვხატავდი.
ან ნეტავ, ძალიან მემჩნეოდა თუ მარტო მე ვიცოდი.
- წყვილებათ რას ნიშნავს?
- მაგალითად, რატი დრაკულაა, მე მისი მეუღლე.
- აა, არა. მემგონი ჩემს თავზე მაქ საზრუნავი მხოლოდ.
- მაშინ გომეზ ადამსი იყავი. გამოგიგზავნი სურათს, ადვილია. ცოტათი ისედაც ჰგევხარ, ულვაშებს მიიკრავ, ტანსაცმელს შეიკერავ და ეგაა.

* * *

- რა ხდება, როცა მეიოცნებე კვდება უნა? - მკითხა კასიმ და მოულოდნელად გამომაღვიძა ფიქრებიდან. ერთი თუ ორი წლის წინ, რატის დასმული კითხვა შემახსენა.
მე კი იმ დროს, ზუსტად მოვიფიქრე პასუხი, შემდეგ კი თავად პასუხი გავხდი.
- მისი ოცნება სხვას აწვება მხრებზე და ამძიმებს, რადგან ორი ადამიანის ოცნებებისთვის ბრძოლა ძალიან რთულია. - ვუპასუხე.
- მართლა რთულია?
- ძალიან.
- ანუ გამოდის, რომ მაინც იბრძვი. არადა, მიზნები არ მაქვსო, მითხარი.
- ხო.
- რა ხო?
- ყველაფერზე გეთანხმები. მეზარება კამათი და ფილოსოფიების ფრქვევა.
- ნიკო მოგენატრა?
მხრები ავიჩეჩე.
- წერილი თუ დაწერე?
- კი.
- აბა გისმენ.
- მოკლეა და ლაკონური.
- მაინც გისმენ.
ოთხად დაკეცილი ფურცელი ამოვიღე ჯიბიდან და გავშალე:
- „სამსახურში მითხრეს, რომ ფსიქოლოგთან თუ არ ვივლიდი, ჩემი კარიერა განადგურდებოდა.
იმ კაცმა თუ ქალმა, მნიშვნელობა არ აქვს, ვერც სქესს ვიმახსოვრებ, ვერც სახელებს, დამავალა, ვისზეც ბრაზობ, იმას მისწერე წერილებიო.
ჰო და... წერილი ღმერთს:
მე ვერ გაპატიე... და შენ თუ აპატიე შენს თავს იმ უცოდველი ბავშვის გაქვავებული სხეული რომ ჩაჰქონდათ დაბლა, მიწაში? თუნდაც სხვა, ძალიან ცოდვილი ან ძალიან ცუდი ბავშვების გვამი თუ აპატიე საკუთარ თავს?"
- პასუხი გაგცა?
- გამცა: „მე თვითონაც მკლავენ. ბოდიში უნა. ვერ მოვასწარი სხვისი გადარჩენა. ზოგჯერ, მეც მაპატიე ხოლმე“.
- საინტერესოა...
სიკასგან როცა გამოვედი, აფორიაქებულმა რატიმ დამირეკა. ორ წინადადებას ვერ აბამდა ერთმანეთზე ისეთ დღეში იყო.
- ვერ დაიჯერებ. ვერ დაიჯერებ, რასაც გეტყვი - თითქმის ხაოდა.
- რა მოხდა?
- ცოტნესთან სპეცრაზმის ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე ადამიანი შევარდა. ნარკოტიკები უპოვნიათ მაგ იდიოტისთვის. ეს იფიცებოდა, ჩემი არ არის, ჩამიდესო.
- ჩაუდეს?
- არ ვიცი. ეგ ისეთი ჯიბეგამოფხეკილია, ნარკოტიკი კი არა, ვალერიანი არ უგდია სახლში. თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინაა. ტიპებმა უთხრეს, ახლა არ დაგიჭერთ, თუმცა სანაცვლოდ ენას კბილი უნდა დააჭიროვო. შენს მეგობარს არატრადიციული ორიენტაციის გამო რომ სცემ და აშანტაჟებ, ეგ კაი ტიპობა ხომ არ გგონიაო? საერთოდ, ამოძვერი მაგ შენი ქვის ხანიდან, თორემ ქვეყანას სახელს უტეხ და ნარკოტიკის გამო კი არა, დამპალი აზროვნების გამო ჩაგაყუდებთ სამუდამოდო. ტიპი ლამის ქვეყნის მოღალატედ შერაცხეს. თან ერთს დაუმატებია, ნავიგატორი ტრანსგენდერი გვყავს და მაგრად არ გვევასება, LGBT სასტავს ცუდად რომ ეხებიან. პირად შეურაცხყოფად ვიღებთო.


მეცხრე
შუაღამისას, ისე მირეკავდა ხოლმე ნიკო სკაიპით, ვითომც არაფერი. კი შემეძლო, გამეთიშა და ძილი გამეგრძელებინა, მაგრამ თან ცოტა არ იყოს, მართლა მაკლდა. ერთი-ორჯერ, ცოტნეს ამბავზე ჩავუნამიოკე, ვიფიქრე, ეგება რამე იცის ან თუ იცის და არ მეუბნება, სახის მიმიკებით მაინც მივხვდები-თქო, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ეგეც კაი მსახიობი მყავდა.
- რომელიღაცა კოსმეტიკურ ბრენდს სჭირდებოდა სახე და შენი თავი ვურჩიე. თუ არ გინდა, უარი უთხარი, არაა პრობლემა. ოღონდ,ვლოგსაც გაგაკეთებინებენ ალბათ, ზუსტად არ ვიცი.
- მაკიაჟის გაკეთების გაკვეთილებს ჩავწერ? - რაღაცნაირად, გამეხარდა. არც ვლოგის გამეგებოდა რამე და არც მაკიაჟის, მაგრამ საინტერესო იყო ისეთ საქმეებთან შეჭიდება, გარტყმაში რომ არ ვიყავი.
- ზუსტად არ ვიცი. ნაცნობის ნაცნობის ნაცნობმა თუ ვიღაც ეგეთმა მითხრა სასხვათაშორისოდ, ახალგაზრდა, ქარიზმატული და ლამაზი გოგო გვჭირდებაო. რას წარმოიდგენდა, შესაფერის კანდიდატს თუ მოვუხევდი ორ წამში?
- საყვარელი ხარ!
- პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით? - მკითხა სიცილით.
ღმერთმანი, იცინოდა.
- ორივენაირი.
- კლიპის საქმეები როგორ მიდის?
- თითქმის კარგად. ერთს წავეჩხუბე გადასაღებ მოედანზე. დიდი არაფერი.
- შემაწუხებლად სუნთქავდა?
- შენ რაღაც ძალიან ახუმრებული ხარ ამ საფრანგეთში და იმედია, ახურებულიც არ იქნები ყველა ბედნიერებასთან ერთად.
- მომწონს, როცა შეფარვით და გაუცნობიერებლად, მაგრამ უმიზეზოდ მაინც ეჭვიანობ.
- რა სისულელეა ნიკო! - ეგრევე შევიცხადე.
- კარგი ერთი. იფიქრე, როგორი მხიარული და არხეინი გამომეტყველება აქვს, ეგეთი აქ არასოდეს მინახავს და ალბათ, ვინმე ფრანგი ქერათმიანი გოგო გაიცნო წითელი ტუჩსაცხითო . ეგრეა ხო? ხო ეჭები გჭამს?
- ვინც გინდა ის გაიცანი. ნახვამდის! - ნერვებმოშლილმა გავუთიშე. ასეთი მხიარული და ლაღი როცა იყო, თან ასე შორი, მინდოდა, ფრჩხილებით დამეხოკა ლოყები. ზოგჯერ, მართლა გაუაზრებლად ვბრაზდებოდი, თან ისეთ რამეებზე რომ საკუთარი თავი მზიზღდებოდა. მართლა არ მსიამოვნებდა, ჩემს გვერდით მყოფი ადამიანი სხვაგან თუ ბედნიერად გრძნობდა თავს. ბავშვობიდან ეგოისტი ვიყავი. მართალია, წარსულში შედარებით მეტ სითბოსა და სიყვარულს გავცემდი, მაგრამ არც ეგოიზმი დამიკლია.
- ეჰ, იკოტრიალებდა კაცი ნიკოსთან - ამოიოხრა ვიქტორიამ.
ასეთი უცენზურო ფიქრი ჩემიც რომ ყოფილიყო, მაინც ვიქტორიას მივაბრალებდი.
- არ თქვა, არ თქვა - თავი სევდიანად გავაქნიე. - გამაგრდი დაო, რამდენიმე დღეც და... ჩემებურად ვანუგეშე.
შიო არ ერეოდა ხოლმე ქალურ საუბრებში.
მაგრამ ალბათ ევასებოდა, ვინმესთან რომ ვკოტრიალობდი (უნდოდა არ უნდოდა, ჩემს სხეულში წარმოქმნილი სიამოვნების ტალღები, მასაც ეხეთქებოდნენ).
გაოგნებულმა ნიკომ ხუთჯერ დამირეკა. ხუთჯერვე გავუთიშე. ალბათ ის პონტია, შვიდჯერ რომ ესროლა ინგამ მურტალოს და შვიდჯერვე ააცილა. ახლა ამასთან საუბარს და იმის ახსნას თუ დავიწყებდი, რატომ მეცვლებოდა განწყობა ტოქსიკოზიანი ქალივით, საბოლოოდ დიდ აფეთქებამდე მიგვიყვანდა ჩემი უჯიშო ბუნება.
რადგან ახსნა-განმარტება არ გამომდიოდა.
ამიტომ, სავარაუდოდ, რაღაცა სისულელეების ლაპარაკს დავუწყებდი და იფიქრებდა, აქამდე ხო შიგ ჰქონდა ამ გოგოს, მაგრამ ახლა ნამეტანი აქ უკვეო.

* * *

მეორე დილას სახლიდან რომ გამოვედი, ელენეს მოვკარი თვალი. გადასასვლელთან იდგა და ისეთი გამომეტყველება შეემქნა, თითქოს ტელეფონზე ემესიჯებოდა ვინმეს.
მასთან მივედი. მამამისს რომ გაოგნებული სახე აქვს ხოლმე, ზუსტად ეგეთი სახე ჰქონდა. თითქოს ხომ არაფრად მივიჩნევ ამ ბიოლოგიას, მაგრამ გენეტიკურად ახლობელი ადამიანები ძალაუნებურად მაინც ემსგავსებიან ეტყობა ერთმანეთს.
- უნა!- წარმოთქვა სახეგაბრწყინებულმა. - შენ აქ რას აკეთებ? - არადა, აფერისტობა მამამისს საერთოდ არ ახასიათებდა. ალბათ, დედამისმა უბოძა ეს ნიჭის (რაც არ მომეწონებოდა, ყველაფერს დედამისს დავაბრალებდი. კი უსამართლობაა, მაგრამ სამართლიანობა როდის მახასიათებდა).
- აქვე ახლოს ვცხოვრობ. სკოლაში არ უნდა იყო ახლა?
- კი, მაგრამ არ ვარ.
- ჰო, ვხედავ - გამეცინა. ნეტავ, ასეთი რამეები მამამისთან უნდა მეთქვა თუ არ უნდა დამებეზღებინა? ან ეგება, სკოლაში არყოფნისას, გადასასვლელზე მიმავალი გაეტანა მანქანას და მოეკლა. ჩემს კისერზე არ იქნებოდა? - ვინმეს ელოდები?
მეც მაგარ კითხვებს ვსვამდი.
ვინმეს კი არა, მე მითვალთვალებდა გამწარებული.
- ველოდებოდი, მაგრამ გადამაგდო.
- კარგი, რა გაეწყობა - ერთი მაგრად ამოვიოხრე. საყვარლის ბავშვებზეღა მაკლდა მზრუნველობა. - წამოხვალ ჩემთან თეატრში?
- რას მეუბნები? - პირი ისე დააღო, ახლა მის პრობლემურ კბილებს კი არა, სასასაც ვხედავდი გარკვევით.
- აი, მაგას გეუბნები.
- რეპეტიციები გაქ?
- მე აღარ, მაგრამ სხვებისაზე დაგასწრებ თუ გინდა. დიდი ვერაფერი, თანამედროვე კონკიას ამბავია. ღარიბი ქალი უყვარდება მდიდარ კაცს.
- შენც თუ ჩემთან ერთად იქნები, წამოვალ.
- კარგი, წამო - ხელკავი გავუყარე. რამდენიმე კვარტალი გვაშორებდა „თანამედროვე მიმართულების“ თეატრს და ელენეს დაჟინებული თხოვნით, ფეხით მივიოდით. სულ კანკალებდა. ერთ მომენტში, ჩემი ბავშვობა გამახსენდა. ადრე, ერთი სულელური სერიალის გმირი მიყვარდა. თავისი ქმრის მკვლელობა სამჯერ სცადა და ბოლოს სიმსივნით გარდაეცვალა მეუღლე. არ ვიცი, ეგეთი პერსონაჟები რატომ შთამაგონებდნენ. ალბათ, დაუცველი ღლაპი ვიყავი და მკვლელის პერსპექტივით სავსე ადამიანებში ვხედავდი ხსნას. მაგ დროს, სადმე ის ქალი რომ მენახა და დამლაპარაკებოდა, სულს დავლევდი იმ წამსვე. იმედია, ელენეს მსგავსი არაფერი ემუქრებოდა.
რატიმ ეგრევე თვალი თვალში გამიყარა შეკითხვით, ვინაა ეს ბავშვიო. ხმამაღლა არ უკითხავს, თუმცა ყოველთვის ვხვდებოდი, უთქმელად რაებსაც მელაპარაკებოდა. სამწუხაროდ, თვალებითვე ვერ მივაწვდიდი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩემი საყვარლის შვილი იყო. ელენე ცოტახნით დარბაზში დავტოვე და საპირფარეშოში გასვლა მოვიმიზეზე რატისთან საჭორაოდ. თან ყავაც ძალიან მინდოდა.
ბუფეტში ჰელე იჯდა. უკვე, რამდენიმე კვირა გასულიყო, არ მელაპარაკებოდა და მაგითი უფრო მიშლიდა ნერვებს. მტრის გასაღიზიანებლად, ყველაზე სასტიკი საშუალება, დუმილი ყოფილა და იქამდე ვერ მივხვდი ამას, სანამ თავად არ აღმოვჩნდი მტრის ამპლუაში.
- ისევ მაიგნორებ? - ჩამოვუჯექი მაგიდასთან.
თვალები გადაატრიალა. მიმიკების კონტროლი ჩემზე უკეთ გამოსდიოდა მუდამ. 24 საათის განმავლობაში რომ სარკესთან მევარჯიშა, ასე მაინც ვერ შევძლებდი.
- ყავა მოგიტანო? - იმ შიშორიდან დამიყვირა რატიმ, ძალაუნებურად, ყველამ შეწუხებული სახე მოგვანათა.
- ორი, ორივე რძიანი და ორივე ტკბილი - საპასუხოდ, არც მე დამიკლია წივილი. თან მე ხმას რომ ვიმაღლებდი, ძალიან მიწვრილდებოდა და აუტანელს მხდიდა. მერე ისევ ჰელეს შევხედე. მოწითალო კაბა ეცვა. სულ მიკვირდა, ეს ჟღალი ხალხი რატომ იცმევდა თავისივე თმის ფერს ტანზე. ჩემდაგასამწარებლად, ყველაფერი უხდებოდა. მაჯები მოშიშვლებოდა და აქა-იქ ლურჯი ლაქები დამჩნეოდა.
- რა გჭირს? - ვკითხე გაკვირვებულმა.
სკამზე გადაკიდებული მოსაცმელი აიღო და სხეული შემალა სწრაფად. მერე ყურადღება ვეღარ მივაქციე. რატი მოვიდა, გამოგვიცხადა, ტყუპებზე ვაპირებ სპექტაკლის დადგმასო. თან მერე დააყოლა, ეს ტყუპები გარეგნულად არ ჰგვანან ერთმანეთს, თორემ ძნელი იქნებოდა თქვენი დამსგავსებაო.
გამეხარდა.
თუ დების როლს ვითამაშებდით, სცენარის მიხედვით მაინც გამცემდა ხმას.
მერე ისევ ელენესთან დავბრუნდი. ყავა მივეცი.
- ეს მე მომიტანე?
- კი. რძიანი და ტკბილია. იმედია, გიყვარს. სულ იმაზე მეჩხუბებიან, ეს ყავა კი არა, კომპოტიაო.
- ზუსტად ეგეთი მიყვარს - არაყივით ერთ მოყუდებაზე გადაჰკრა. ალბათ დარიშხანიც მოეწონებოდა ჩემი მირთმეული, მაგრამ მერე დავფიქრდი, საშინელეი შედარება გავაკეთე 14 თუ 15 წლის ბავშვზე. ასაკი ზუსტად აღარ მახსოვდა.

* * *

ელენე რომ სახლში გავაცილე და მისვლისას მომწერა მივედიო, მერე დამიწყნარდა გული. დედობრივი ინსტიქტი არასოდეს ყოფილა ჩემი ძლიერი მხარე, მაგრამ პატარა თინეიჯერს რომ აიკიდებ, გინდა არ გინდა, გიწევს პასუხისმგებლობის აღება. ჩემს ფსიქოლოგს შევუარე. ამ ბოლო დროს, ან ზედმეტად ურჩი ვიყავი ან ზედმეტად დამყოლი. სულ ვაბრაზებდი და საბოლოოდ, საჯდომში პანჩურს მითავაზებდა ასე თუ გავაგრძელებდი. ბოლოს და ბოლს, ყველა ადამიანს ხომ არ უკაკუნებს სიკვდილი წაყვანის გარეშე? იშვიათ გამონაკლისად ყოფნად უნდა შემერგო.
- დაჯექი! - მომიგო მკაცრად კასიმ და სკამისკენ მანიშნა. რამე ახალს თუ არ მოიფიქრებდა, ეს გაცვეთილი ჟესტი უკვე გულს მირევდა.
- რამე დაავაშავე?
- შენმა ძველმა მეგობარმა დაგირეკა და არ უპასუხე.
- ვატოზე მეუბნები? რატომ უნდა მეპასუხა?
- იმიტომ, რომ საჭიროა!
- არ მჭირდება. წარსული იქ დავტოვ, სადაც მაგისი ადგილია. წარსულში!
- შენ არ გჭირდება, ვატოს სჭირდებოდა. რატომ გგონია, რომ ყველაფრის ეპიცენტრი ხარ? - სკამიდან წამოიწია და ჩემსკენ გადმოიხარა. - თავი ისეთად მოგაქვს, ვინც ყველა მიატოვა. სინამდვილეში, ზოგჯერ შენც გტოვებენ უნა!
არაფერი მიპასუხია.
ენა ჩავიგდე.
- შემომხედე! - დამიყვირა მან. - თვალებში შემომხედე!
ჭაობისფერი თვალები ჰქონდა. ალბათ ისეთი, რომელშიც ჩემმა ლიზამ გაიღვიძა. გეგონება, იმ დამპალ სუნსაც ვგრძნობდი, ვიძირებოდი, ვიხრჩობოდი და ბრაზი მიტევდა, რომ ასეთ ამაზრზენ ადგილას უნდა ამომხდომოდა სული. საბოლოოდ, თუ დახრჩობაა, სჯობს ზღვის კამკამა წყალში ჩაიძირო, ვიდრე ხავსვმა შეგჭამოს აყროლებულ ადგილას.
- რა გინდა?
- ვატომ მიგატოვა. შენ კი არ მიატოვე, მან მიგატოვა. გახსენდება?
- კი.
- გახსოვს, მისი უკანასკნელი სიტყვები?
- არა. უკანასკნელ სიტყვას ისინი ამბობენ, ვინც კვდებიან.
- კეთილი - ღრმად ჩაისუნთქა. ჩემთან საუბრისას, მოთმინების დაკარგვის წკიპზე მიდიოდა და მერე თავს ხელში იყვანდა ხოლმე რომ შუაზე არ გავეგლიჯე. - ვატოს ბოლო სიტყვები გახსოვს?
- „აღარ მინდა შენთან მეგობრობა. ამაზრზენი გახდი, შეიცვალე. შენი დანახვა, შენთან ლაპარაკი, შენთან კონტაქტიც კი აღარ მინდა“ - ვუთხარი სიტყვა სიტყვით. შეიძლება, დაივიწყო ადამიანი, რომელმაც მიგატოვა, მაგრამ მიტოვებისას წარმოთქმული მისი ფრაზები ვერასოდეს მიეცემა დავიწყებას.
მერე დამაკვირდა.
მაგიდის უჯრა გამოაღო და ფურცელი ამოაძვრინა.
- ვატო ჩანაწერებს აკეთებს. გინდა, წაგიკითხო?
- მიდი.
- „მე მეგობრის მოღალატე ვარ და ალბათ ყველა მომაკვდინებელ ცოდვას თუ შევკრებ, გადავალაგ-გადმოვალაგებ და კარგად დავფიქრდები, მაგარ ნეხვში ამოვყოფ თავს, რადგან ღალატზე უფრო შემზარავი, ჯერ არაფერი უქნია ადამიანს.
მე მეგობრის მოღალატე ვარ.
ახლა ჩემი მეგობარი გახუნებულია, მაგრამ არა იმიტომ, რომ მივატოვე ან ვუღალატე. თავისით გახუნდა. ადგა და გახუნდა. ფერი დაკარგეს ატმისფერმა ლოყებმა და ყვავილებიანი კაბები სულ დანით დაკუწა.
ახლა მისთვის ყვავილს სხვანაირი დანიშნულება აქვს. სასაფლაოზე ააქვს ხოლმე ძირითადად და ისეთი წმინდაა, აბა მაგას ტანზე როგორღა ჩაიცვამს.
მე მეგობრის მოღალატე ვარ და ჩემს მეგობარს, ჩემი სიკვდილი ერჩია ალბათ.
ალბათ კი არა, უეჭველი ერჩია.
მოსალოდნელი ტრაგედიისგან ვერ ვიხსნიდი, მაგრამ ტრაგედიის შემდეგ შემეძლებოდა გვერდზე მივმჯდარიყავი, მხარზე დამედო ხელი და მეთქვა: „ყველაფერი ცუდადაა, შენც ყველაზე უბედური გოგო ხარ მთელს დედამიწაზე, მაგრამ შემიძლია, შენთან ერთად ვიყო უბედური“.
მე მეგობრის მოღალატე ვარ და დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში დამტანჯავს იმაზე ფიქრი, რომ ვძულვარ.
უფლება არ მაქვს მისი ნუგეშის, რადგან მეგობრის მოღალატე ვარ!
ოთახში ვიღაცის ნაბიჯებს ვგრძნობ. მემგონი, განზრახ აბაკუნებს ასე მკაფიოდ. უნდა რომ გული გამისკდეს. თითქოს სიკვდილი მიახლოვდება ალესილი ცელით და მხოლოდ ის მიუტევებელი ცოდვა მადარდებს, რომლის გასამართლებლად არც ერთი მიზეზი არ მაქვს.
მეგობრის მოღალატე ვარ.
მე ვარ იუდა, ვარ კაენი, ვარ ბრუტუსი... თან რა ცუდია, რომ წინ მათნაირი მაგალითები გაქვს და მაინც ღალატობ.
მიახლოვდება მძიმე ნაბიჯები, მძიმე სუნთქვით. საკუთარი შედეგი მიახლოვდება. მე მრცხვენია, მრცხვენია, რომ თვალებში ვერ შევხედავ თავაწეული, ამაყი, ბრძოლისთვის შემზადებული.
ოთახში შემოსული, ზუსტად ჩემს წინ იმუხლება. გრძელ თმას ვხედავ თვალებდახრილი. ვიცოდი, ნაცნობი იქნებოდა.
თან ნაცნობი და თან დიდი ხნის წინათ მივიწყებული.
უზუმოდ ნაცნობი და უზუმოდ მტკივნეული სანახავი.
- მელოდი? - მეკითხება ის.
- ყოველ დღე - ვპასუხობ ბზარშეპარული. თან რა ლამაზია თან რა საშიში. ვაღიარებ, ზოგჯერ თავად ჩემი მეგობარი წარმომედგინა სიკვდილად, მაგრამ უნა ვერასოდეს მოირგებდა მის როლს.
უნას ჰკიდია სიკვდილად ყოფნა.
უნას მხოლოდ უნად ყოფნა სჭირდება.
- უნდა მომკლა? - ვეკითხები და განა სიკვდილის მეშინია. უბრალოდ, მწყინს რომ არაფერი მაქვს დატოვებული და რაც დავტოვე, ისიც მყრალია.
- არა. უბრალოდ, მსურდა, თვალებში ჩამეხედა და სული დამემძინებინა შენთვის. - მპასუხობს და უცნაურად ისწორებს წითურ თმას.
წითურია.
უნა არა, მაგრამ უნას სიკვდილი წითურია.“
დაასრულა კასიმ.
მერე მე შემომხედა, აინტერესებდა რა კომენტარს გავაკეთებდი.
როგორც ყოველთვის, არც ახლა ვყოფილვარ დიდად პროგნოზირებადი და მაგრად ავხარხარდი.
- ხო არ ღადაობ? სერიოზული ნიჭი გასჩენია ჩემი მიგდების შემდეგ - ხელები ერთმანეთს შემოვცხე - საღოლ ვატუნა! აი, საღოლ!
- გაგიჟდი? ტიპი სასიკვდილო ჩანაწერებს აკეთებს. დაურეკე უნა!
- ერთი ვატოს კარგიც მოვ**ან! - შემოვცხე ზარივით. სადღაც წავიკითხე, როცა იგინები, მფარველი ანგელოზი ტირილით გარბის შენგანო და რაღაცნაირად, გული ამიჩუყდა მაშინ. ახლაც ვერ მალავდა ხოლმე უსიამოვნებას შიო (თუ რა თქმა უნდა, შეიძლება ეგ მფარველ ანგელოზად ჩაითვალოს, მაგრამ მაგაზე მორალისტი მე ჯერ კაცი არ მინახავს და ალბათ ითვლებოდა). - ტიპმა იმიტომ დამადო, რომ ცალმხრივად იყო ჩემზე შეყვარებული. სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა რაღაცა დამპლური მიზეზის, თითქოს შევიცვალე და ბლა ბლა ბლა... მაშინ ჩემი თავის იდეალური ვარიანტი ვიყავი. აი, ახლა მიყუროს, რადაც ვიქეცი!
- არ გეშინია, რომ შეიძლება მართლა რაღაცა ისეთი ხდება?
- კი. ცოტათი მეშინია. მაგრამ საერთოდ არ მეუცნაურება. მაინცდამაინც წითურთმიანი მიქელა ჰყავს აღწერილი, თან ქალი. ეგ ყველაფერი ბუნებრივია. მხატვრული ხერხი თუ რაღაც მაგნაირი: ვისი მოღალატეცაა, იმასთან დაკავშირებული გარეგნობის სასჯელი უახლოვდება. მე ხომ მთელი ცხოვრება ქალები შთამაგონებდნენ, თან ძირითადად, წითურები. ნიჭი ნამდვილად აქვს. შეუძლია, რომანი დაწეროს და მერე მე მომიძღვნას. მაინც არ შევურიგდები, მაგრამ მცდელობად ღირს. ისე ამ ბოლო დროს, ჩვეულებრივზე უფრო დაძაბული ხარ, რაღაც წვრილმანებს აქცევ ყურადღებას.
- უბრალო ჩანაწერი რომ იყოს, არც ვინერვიულებდი.
- იცი რას გეტყვი? ჩემი მეგობრების სია რომ დაედოთ და ეკითხათ, ერთ-ერთის სიკვდილი ამოირჩიეო, ყველას ერთად გავწირავდი იმის გარდა, ვინც მართლა მოკვდა. ამიტომ, ფეხებზე დანარჩენის ბედი.
წამოვდექი და გამოვედი.
სახლში ხუთი წუთის მისული ვიყავი, რომ ვიღაცა ბიჭი მომადგა და უზარმაზარი ვარდის თაიგული მომართვა. ნიკომ გამოგიგზავნაო. არ ვიცი, რატომ ცდილობდა, სხვა ქვეყნიდან ჩემთვის სიურპრიზების მოწყობას.
მე კი ეგრევე სასაფლაოსკენ მიმავალ გზას დავადექი. ზაფხული კარგა ხნის გასული იყო უკვე და მალე ბნელდებოდა. უცნაურია, რომ სასაფლაო დაბნელებისას ყველაზე ზღაპრული რამაა, რაც კი ოდესმე უნახავს თვალს, მაგრამ აი, ადამიანები არიან საშიში ასეთ დროს, ამ ადგილას.
- ვატო მართალი იყო - ვუთხარი ლუკს. - ჩემთვის მენანება ყვავილები. მაღაზიებშიც ბედნიერი ღიმილით ვათვალიერებ ხოლმე ნაირ-ნაირი თაიგულების შეკვრას და ვფიქრობ, ნეტავ რომელი მოუხდებოდა ლუკის საფლავს? ეს ნამდვილად მოგიხდება. ჩემმა ბიჭმა გამომიგზავნა. ჰო, ბიჭი მყავს და კიდევ ძალიან ბევრი ამბავი დამიგროვდა... იმ დღეს, ეკლესიაში შევედი. კაცმა არ იცოდა, რა მინდოდა. შევედი და კარგა ხანს ვიდექი. ველოდი. ველოდი. არავინ დამხვდა. ადრე, გარეთ მაინც ვგრძნობდი, მაგრამ ახლა ვეღარსად მეპოვნა.
- სადა ხარ ღმერთო? - ვკითხე ხმადაბლა.
არ უპასუხია.
არც ადრე მპასუხობდა, მაგრამ ხომ ვგრძნობდი. ვერც იმას დავიჩემებ, ღმერთი მარტო ჭირში მახსენდება-თქო. პირიქით, ჭირი როცა დამიდგა, ეგრევე ხელი ვკარი. ძალიან მაგრად გავებუტე, დავტუქსე, გავაგდე.
მერე ლხინის დრო მოვიდა. კარიერული წინსვლა და ასეთი რამეები. არც ისეთი, შენ რომ იამაყებ, მაგრამ ხელწამოსაკრავსაც ვერ დავარქმევდი.
სიმართლე გითხრა, შერიგება არც მინდოდა. უბრალოდ, მისი სიახლოვე მომენატრა.
- სადა ხარ? სად ხარ? - კიდევ რამდენჯერმე ვკითხე. შენც არ მომიკვდე. ეტყობა, იმანაც იფიქრა, მარტო შენ კი არ შეგიძლია ბავშვივით ბუტიაობაო და ზურგი მაქცია. ბოლო ბოლო, ღმერთიც რაღაც პონტში ადამიანია და მაგასაც ახასიათებს გადაბრუნებული რამეები.
ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება საჩხუბრად ვიყავი მისული. ზოგჯერ, ძალიან თუ მენატრებოდა, ჩვენ ორს შორის ჩამოვარდნილ უთანხმოებას ვიმიზეზებდი და ასე საყვედურ-საყვედურში ვრწმუნდებოდი, რომ იქ იყო, სადაც უნდა მეძებნა.
ძალიან შემეშინდა ლუკ.
უღმერთო სამყარო სად გაგონილა?
ისედაც ყველგან რაღაცა გაუგებრობაა. ახლა ღმერთის სიახლოვესაც თუ ვერ შევიგრძნობთ, აპოკალიფსი გარდაუვალი იქნება. პრინციპში, მე რაში მადარდებს სამყაროს აღსასრული? ერთი ვარ და სადაც არ უნდა ვიყო, ჩემს თავს როგორმე მივხედავ, მაგრამ აღარსად თუ აღარ გამოჩნდა, მაგისი შემეშინდება.
არ გაბრაზდე ლუკ.
ვიცი, ცუდად მოგექცა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მინდა ხოლმე, რომ აქ იყოს.
თუნდაც საჩხუბრად და სასაყვედუროდ, მაგრამ მაინც აქ.
ვატო თურმე რაღაცეებს წერს ჩემზე. სურს, რომ მანუგეშოს. თან ვერ ბედავს. ძალიანაც კარგი. ვერც უნდა ბედავდეს. არავის მხარზე ტირილი არ მჭირდება. საკუთარი მხრებიც ოხრად მაბია. ადრე, გაუჩერებლად რომ ვსაუბრობდი და ერთ სიტყვასაც არ მაწყვეტინებდი, მომწონდა. ახლა კი მომენატრე და შენი ხმის გაგონება მინდა.
თან მკვდარი ხა...
შენ მოკ...
არ მინდა ამაზე ლაპარაკი და არც ფიქრი.

* * *
- უჩმრად გარბიხარ ხოლმე? - ვკითხე ვიქტორიას.
- რას გულისხმობ?
- ჩემს დაუკითხავად ხომ არ აშინებ ხალხს? ვატოს ტექსტში გიცანი. მე ყოველთვის გცნობ, სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე.
ჯერ დუმილი.
მერე მისი ხმადაბალი სუნთქვა.
- მე ისედაც ყველაფერს შენ დაუკითხავად ვაკეთებ - გამომიტყდა ვიქტორია. - ბრაზობ?
- ვერა. სხვა აღარავინ დამრჩა და შენზე როგორ გავბრაზდები.
- ზოგჯერ, ძალიან ჭირდება რომ ბოროტება შევიგრძნო. მივდივარ მათთან, ვინც ნერვებს მიშლის და წარსული ცოდვებისთვის პასუხს ვთხოვ. ღმერთი განზეა გასული. მემგონი მაგას საერთოდ აღარ ადარდებს ვინ როგორ იქცევა. ავდექი და მისი ფუნქცია შევითავსე. საინტერესოა ადამიანის შიშებით კვება. სიხარულზე მეტი ემოცია მოაქვს.
- ვიქტორია, შენ რომ ღმერთი არ ხარ, ხომ კარგად გახსოვს?
- შენი გონება ლამაზი სახლია, აქაც ვეტევი. სამყაროს მართვა არ მინდა. ზოგჯერ ვერთობი ხოლმე.
- ადამიანების შიშებით საზრდოობ! - განწყობა წაუხდა შიოს. - მაგიტომაა, რომ ბედნიერება არ გვღირსებია.
შუაღამისას დამადგა ნიკო. არც ვიცოდი, ზუსტად როდის ჩამოდიოდა და თავი შევიკავე, სიხარულისგან მუხლები რომ არ მომკეცვოდა.
- არ მელოდი ჰო? - ახლა უკვე მართლა იცინოდა. გულწრფელად და გემრიელად. მე რომ მიყვარდა, ზუსტად ისე. იმდენი რამე მოეტანა, ყველას ხელში ვერ იჭერდა და ზოგი უბრალოდ კართან დაედო.
თან შემოსვლისთანავე გახდას შეუდგა.
ზოგჯერ, ვერც ვიჯერებდი, რატომ უნდა ყოფილიყო რეალური ისეთი კაცი, რომლის მსგავსიც მხოლოდ სერიალებში ან ჟურნალის გარეკანზე მყავდნენ ნანახი.
- ხვალ ან ზეგ გელოდი. ესენი რა არის?
- საჩუქრები.
- საჩუქრები არ მიყვარს.
- ზუსტად ეგეთ რეაქციას ველოდი. მანდ ორივესთვის საჭირო და სასურველი რაღაცეებია, ამიტომ არ იფიქრო, თითქოს მხოლოდ შენთვის გავისარჯე.
- საცვლები ჰო?
- ზედმეტად ეროტიული - ზურგზე მომეკრო და ნაზი კოცნით, ღაწვებიდან კისერი ჩამოიარა - ნეტა იცოდე, ნეტავ ოდნავ მაინც იცოდე როგორ მომენატრე. ვერც ერთ ადამიანს ვეღარ ვიკარებ. უბრალოდ ქალს კი არა, ადამიანებს ვეღარ ვიკარებ. სულ შენი კანის სურნელზე მეფიქრებოდა.
- არ გინდა რაა - თმაზე მოვეფერე - არ გინდა ეგეთი ლაპარაკი.
- შხაპის მიღება მჭირდება. აეროპორტიდან, პირდაპირ აქ გამოვიქეცი.
- შხაპის მიღებაც არ გინდა. ერთი საათი მაინც მაცადე, დავტკბე ცოტა ხნით - სამზარეულოში შუქი ავანთე და მაგიდაზე შემოვხტი. არ მიყვარდა, სიბნელეში სექსი.
უფრო სწორად, ნიკოსთან სექსი არ მიყვარდა სიბნელეში. მერჩივნა, მისი სხეულის ყველა კუთხე კუნჭული კარგად დამენახა.
- რატო მიბრაზდებოდი მთელი ეს დრო? - საღამური გამხადა და ისე აღტაცებით დამათვალიერა, გეგონება, აქამდე ნანახი არ ვყოლოდი.
- ჩემი დემონები მყავს. რაღაც პერიოდში ერთხელ თუ არ გავჭედე, სული მეფიტება.
- დღეს ნამდვილად არ იჩხუბებ და ვერც გამოიფიტები - მკერდი მოუთმენლად დამიკოცნა და თავისი მშვენიერი ბაგეები დაბლა ჩააცოცა.
ჩემი სხეულის ენას მშობლიურივით ფლობდა. გეგონება, ერთმანეთის ფაზლები ვიყავით. ასე იდელაურად თუ შეიძლებოდა ორი ადამიანის ერთმანეთზე მორგება, ვერასოდეს წარმოვიდგენდი. მხოლოდ მისი სხეული კი არ მიდუღებდა ძარღვებში სისხლს, ერთი შემოხედვაც საკმარისი იყო რომ ტანსაცმელი ჩემი ნებით შემომეხია ტანზე.
თავგანწირული კვნესის ფონზე, მაგდენი ვერ მოვიფიქრე, რომ სამზარეულოს ფანჯრიდან, ხელისგულივით ვჩანდით ორივე.
ამ ყველაფერს ჩემს წივილ-კივილსაც თუ დავუმატებდი, უეჭველად იფიქრებდა ვინმე, განგებ იქცევენ ყურადღებასო.
- ზოგჯერ მგონია, რომ შენი ვარ - გამომიტყდა, როცა საბოლოოდ, მრავალი საათის შემდეგ, საწოლში აღმოვჩნდით სრულიად უძლურები და გონებაწართმეულები.
- არავინაა ჩემი. მაგაშია მთელი ტრაგედია. ადრე არ იყავი ასეთი რომანტიკოსი. რა დაგემართა? - ვკითხე განაწყენებულმა და ნიკაპზე მივადე ცხვირი.
ნიკოს ჰაერი ალბათ ყველაზე სუფთა და მშვენიერი იყო.
- არ ვიცი. ძნელია, რომ ოცნების ქალი იპოვნო და მერე რომანტიკოსი არ გახდე.
- მე და ოცნება იცი როგორ ვარ ერთმანეთთან? - მაგრად გამეცინა. მერე ხელები გადავაჯვარედინე - ერთი აღმა გარბის, მეორე დაღმა.
- ზუსტადაც. ოცნების ვერ იქნები, თუ ყოველ წამს იძახე, რომ ოცნების ხარ.
- არ ვიცი საყვარელო. კამათის თავი არ მაქვს. ეგება, ძილი გვეცადა?
უკვე ეძინა.
სუნთქვა გაღრმავებოდა და გახშირებოდა...
იმ ღამით, ბევრი უცნაური რამე ვნახე. მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრული სექსუალური თავგადასავლის შემდეგ, ღამითაც ნიკო მესიზმრებოდა, ახლა რაღაცა სხვა სამყაროში ამოვყავი თავი...
საქათმესავით პატარა კლასში ვიჯექი. ზამთარში რომ ფანჯარას ვერ ვკეტავდით და ზაფხულში გაღება ჭირდა, ზუსტად იქ. ლურჯ დუტის ქურთუკზე მედო თავი და ვისაც ეს ქურთუკი ეცვა, მის სახეს ვერ ვხედავდი. მტკივნეული იყო, ვერ ვინძრეოდი ტკივილისგან.
- ნუთუ ახლა უნდა ვნახო ხვეულთმიანი ბიჭი? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს და თვალებიდან ცრემლები მდიოდა.
- რა გატირებს? - მომესმა ბოხი ხმა.
არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა.
ბოლოს ძალა მოვიკრიბე.
- ათ წელიწადში ჩემი საუკეთესო მეგობარი მოკვდება და ამას ვერაფრით შევაჩერებ - ვუპასუხე.
- ალბათ რა ბედნიერია - გაეცინა მას.
- რატომაა ბედნიერი?
- იმიტომ, რომ შენი საუკეთესო მეგობარი ჰქვია.
და მე უარესად ავტირდი.
მერე ყველაფერს შორიდან შევხედე.
ბავშვები ირეოდნენ, ყველაფერი ირეოდა. ჩვენს ადგილას კი ორის მაგივრად, ოთხი ადამიანი იჯდა: მე, ლუკი, შიო და ვიქტორია.
უთქმელები, ენაჩაგდებულები და სევდიანები ვიყავით.
ჰაერში გარდაუვალი ტრაგედიის სურნელი ტრიალებდა, გონებას გვიბინდავდა. ბავშვობაში, მერხებთან მჯდომებს, გვეგონა რომ ვერაფერს ვხვდებოდით. გვეგონა, რომ ადამიანები წინასწარ ვერ გრძნობენ რაღაც თავზარდამცემს. თუმცა ვიჯექით. ვიჯექით ოთხივე გახუნებულ მაგიდებთან, გახუნებულ ხის სკამებზე და გახუნებული ფანჯრის რაფაზე ამოკაწრულ ჩვენს სახელებს მალე მტვერი დაედებოდა. შემზარავი შიში ბუდობდა ჩვენს თვალებში...მომავლის შიში, რომელსაც სიკვდილის წინათგრძნობა მოჰქონდა და ეს წინათგრძნობა გვიკლავდა ბავშვობის ყველა ნატვრას.
- და მერე რა იქნება? მისი სიკვდილის შემდეგ. - იკითხა ლუკმა.
- ყველა წვიმა სევდისფრად შეიმოსება. - უპასუხა ვიქტორიამ ჩემს მაგივრად - სევდისფრად შეიმოსება და მე კეთილი აღარ ვიქნები... შურისძიების სურვილი შემჭამს.
- შურისძიების სურვილი შეჭამს და მე ვერაფრით შევაჩერებ. ალბათ, არც მომინდება მისი შეჩერება - დაამატა შიომ.

მეათე
სიზმრებს ვეღარ ავუდიოდი. ზოგჯერ მინდოდა ამ ჩემს სიზმრებს გადმოწერის საშუალება ჰქონოდა, მერე უკან გადავახვევდი და კარგად გავაანალიზებდი, რისი მანიშნებელი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ლუკი ვნახე. ასე თქვა, სულ დედაჩემზე, ჩემს დებსა და შენზე ვფიქრობო. გამიკვირდა, დები არ ჰყოლია.
მერე მისი გარდაცვალების წლისთავზე ვიყავი თითქოს. ყვავილები არ მქონდა და საკუთარ თავზე ვბრაზობდი, როგორ შეიძლებოდა მის საფლავზე უყვავილოდ მისვლა? ბნელდებოდა... მაღაზიებისკენ ჩავირბინე და გამყიდველს ვეხვეწებოდი, რაღაც განსაკუთრებული, ყველაზე ლამაზი ამარჩევინე-თქო. წუხდა ისიც. რა ვქნა, დღე მიილია, ბევრი აღარაფერი დამრჩაო.
ვშფოტავდი.
და ძალიან მენატრებოდა.
რაც დრო გადიოდა, მით უფრო.
მერე ერთ-ერთმა მითხრა, რაკი ასეთი კარგი გოგო ხარ, მე შენ ყველაზე ძვირადღირებულ, ჟღალ ყოჩივარდას გაჩუქებო.
გამეღვიძა.
საშინელება დამჩემდა. თვალს გავახელდი თუ არა, მარჯვენა ხელით გვერდზე ვამოწმებდი სივრცეს. ეტყობა, ნიკომ ისე უმატა ჩემთან ძილს, ქვეცნობიერად, მისი ტერიტორიაც კი გამოვყავი გონებაში. მისივე დამსახურებით, ღამენათევი, დღისით ვთვლემდი და მწუხრს გაბრუებული ვეგებებოდი აივანზე.
- სუსტდები - გამომიცხადა ვიქტორიამ - და არ მომწონს.
- გაქანებული რკინის ნაკლებობა აქვს, ახლა სისუსტეც შეიცხადე! - გამომესარჩლა შიო.
ბოლო ხანებში, ვლოგის ჩაწერაც დავიწყე. ნიკოს ნაშოვნი სამსახური იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. გასაუბრებაზე მისულს, მხოლოდ ერთი-ორი სიტყვა მათქმევინეს. ეტყობა, მეტყველების შემოწმება უნდოდათ და რამდენიმე ვიდეო რგოლის შემდეგ, შტატში ჩამსვეს.
სიარული არ მიწევდა, ყველაფერს სახლიდან ვაკეთებდი. კიდევ უფრო უკეთესი აიფონიც მაჩუქეს ვიდეოების გადასაღებად და თავიანთი კოსმეტიკაც უზარმაზარი ჩანთით. ერთი სიტყვით, ნებისმიერი ქალის ოცნების სამსახურს მივაგენი (ნიკომ მიმაგნებინა). თუ ჩემს რამდენიმე არაადამინურ ნაკლს არ ჩავთვლიდი, მეც ნებისმიერ ქალთა რიცხვში შევდიოდი ალბათ.
ყავასთან და სიგარეტთან ერთად, გამომწერების კომენტარებით ვირთობდი თავს. რომელიღაცა მსახიობს მამსგავსებდნენ. ისიც შენნაირი ტრაგიკულიაო, იწერებოდნენ. სახალისო ვიდეოებშიც ტრაგიკული რომ ვჩანდი, ეგეც მიხაროდა.
ადამიანს თავისი სავიზიტო ბარათი ხომ უნდა ჰქონდეს?
მე ტრაგიკული ვიყავი და მომწონდა.
- წამო, სადმე წავიდეთ. მხოლოდ ჩვენ სამნი - შემომთავაზა ვიქტორიამ - ძალიან მომბეზრდა უცხო სახეების ყურება.
- ახლა?
- ხო ახლა - თავი დააქნია შიომ.
- კი ბატონო - საკუთარმა პასუხმა გამაოცა. მერე ტანზე ჩავიცვი, ჩალურჯებული თვალების დასაფარად მაკიაჟი მივიხმარე და გარეთ გავედი. რამდენიმე გაჩერება ვიარეთ. საბოლოოდ, ერთ რესტორანს მივადექით.
კერ კიდევ ღია იყო.
ღია იყო, როგორც მაშინ.
და როგორც ახლა.
- გამარჯობა, ერთი ორაგულის სალათი მინდა და ორი თეფში. ისე, სანთელიც ხომ არ გექნებათ? - ვკითხე მიმტანს.
გაკვირვებულმა გაშალა მაგიდა ორ კაცზე, სანთელიც დაანთო და მერე ეჭვისთვალით შემომხედა.
- აგვიანებს? - მკითხა მოწიწებით.
- არა, უკვე აქაა - ვუპასუხე მხიარულად.
- მაგრად მევასება ხალხის გაგიჟება - გადაიხარხარა ვიქტორიამ. მერე გარემო მოათვალიერა. რაღაც აღარ ეცინებოდა.
- გაგახსენდა? - ხელი ხელზე დავადე.
- როდის არ მახსოვს? - შიოს დაადო მხარზე თავი.
- გახსოვს შენ და ლუკი რაღაცას რომ წერდით ერთად? - მკითხა შიომ - ის სცენარისტი უნდა ყოფილიყო, შენ მსახიობი. მაგარი იქნებოდა. მუდამ მთავარ როლებს ითამაშებდი.
- ყველაფერი კარგად მახსოვს, თუმცა შენზე უკეთ არა - შიოს შევხედე. ალბათ მხოლოდ მე შემეძლო, სიცარიელეში ორივე მათგანის სევდიანი მზერა შემემჩნია.
შიო ერთადერთი იყო, ვისაც ჩემზე მეტად ენატრებოდა, ჩემზე მეტად სჭამდა უბედურების თავზარდამცემი ჭია. განა გადატანითი მნიშვნელობით? ძალიანაც რეალურად. ეს ჭია იმ ადამიანებისთვის იყო შექმნილი, ვისაც დანაკარგიანი გული გაჭირვებით უძგერდა მკერდში. ჯერ ორგანიზმში იბუდებდა, სიცარიელითა და სევდით ავსებდა იქაურობას შემდეგ კი ნელ-ნელა სულში ისადგურებდა და ბედნიერების სითხეს სწოვდა. გამოფიტული სულის შემყურე, კაცი ხვდებოდა, საკმარისზე ადრე ბნელდება გარეთ და ხეებიც ისე წრაფად ხმებიან, ცხოვრებას ვეღარ ასწრებენო.
შემდეგ ყველაფერს აზრს უკარგავდა ჭია.
სულს ხრავდა.
უსულო ადამიანი სევდის მაგივრად სიძულვილს ეძებდა ხელჩასაჭიდად და ამავე სიძულვილს ასწავლიდა სხვებს. სულელური ლეგენდაა, თითქოს ბოროტი ადამიანები აბოროტებენ დანარჩენებსაც. სინამდვილეში, ყველაფერი სიკვდილისა და ამ სიკვდილის მეგობარი ჭიის ბრალი იყო. ისინი ერთმანეთის შეთანხმებულად მოქმედებდნენ, ადამიანებს აუბედურებდნენ და სულს უჭამდნენ, რათა უფრო ადვილი ყოფილიყო მათი სასტიკად ქცევა.
შემდეგ თავხედურად აბრალებდნენ გაბოროტებას.
ბოროტი ადამიანები არ არსებობდნენ.
არსებობდა მხოლოდ ბოროტისმსურველი ზებუნებრივი არსება, რომელიც დედამიწელებს სწამლავდა.
ერთი ჭიქა ღვინო ვიქტორიას და შიოსკენ იდო. ჩემი ჭიქის დაცლის შემდეგ, მათაც გადავწვდი. აბა მე თუ არ დავლევდი, ისინი როგორ ჩაიტკბარუნებდნენ პირს? სამიოდე მაგიდასთან ისხდა ხალხი და ყველას გიჟი ვეგონე. ვიქტორია ამაყობდა ამ ფაქტით, შიოს ეშინოდა, რომელიმე ფსიქიატრიულში არ ამოგვეყო თავი.
- ხავსი მოგვედო - ჩაილაპარაკა ვიქტორიამ და თავისი მშვენიერი თმა გაისწორა.
- რას გულისხმობ?
- უძრაობისგან ხავსი მოგვედო. უძრაობა კი კარგს არაფერს მოგვასწავებს. ოდესმე შეგინიშნავს, რაღაცა საშინელის მოახლოება? აი, გარშემო რომ დუმილია და თან ისე ხმამაღლა დუმს ყველაფერი, ეგრევე შიში გიპყრობს. ჰაერში ხმელი ფოთლები ტრიალებენ, მერე ძირს ენარცხებიან. ღამ-ღამობით, შენს ფანჯრებს ისე ძლიერად ასკდება ქარი, მეშინია, ფანჯარა არ ჩალეწოს და ნამცხვრევებით არ დაგისეროს სახე. გეგონება, ჩვენზე ბრაზობენ უნა. მგონია, მთელმა სამყარომ პირი შეკრა და ყველაზე შესაფერის წამს ელოდებიან თავდასხმისთვის.
გამიკვირდა.
ვიქტორიას აქამდე არასოდეს ეშინოდა.
- ზამთარი დგება. - გავუღიმე მას - ზამთარში თითქმის შეუძლებელია ჩვენი დამარცხება.
- ვითომ რატომ? - გაიკვირვა წარმოსახვითმა ქალმა.
- იმიტომ, რომ ზამთარი ჩვენი სტიქიაა - აუხსნა შიომ - ცივები ვართ, ჩვენ ოთხს შორის, ერთი მაინც განსაკუტრებულად ცივია და ვინც ამ სიცივის დამარცხებას შეეცდება, ცეცხლით დავწვავთ. თან დასაკარგიც ბევრი არაფერი გვაქვს. უკვე კარგა ხნის წინ მოიტანეს ჩვენზე იერიში და გაგვანადგურეს. განადგურებული ხალხის ხელმეორედ განადგურება შეუძლებელია.
- ნიკოს გარეშე ზოგჯერ ვიწყენ - გამოაცხადა ვიქტორიამ. ეტყობა, მესამე ჭიქის მერე შეთვრა ცოტათი.
- არ გრცხვენია? მე რაზე ვლაპარაკობ და შენ კიდევ კაცებისკენ გადაუხვიე - შეუღრინა შიომ.
- შენ არ ამბობ, ზამთარია და სიცივეაო? დავურეკავდით, შევაწვენდით საწოლში ერთი ხუთი წუთი და მერე შევყვებოდით. გაათბობდა, განა რამე სხვა მინდა.
- დიად წამებს მიფუჭებ. იმას ვამბობდი, რომ ზამთარი ჩვენია და სიცივის არ გვეშინია.
- თეთრი ყორანიც ხომ არ მოფრინდა საიდანმე და სტარკებად ხომ არ გადავკეთდით?
- გეყოთ, დავიღალე - მშობელს ვემსგავსებოდი ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსვავებული ჯუჯღუნა მცირეწლოვანი რომ ჰყავდა. - რამე ტკბილს შევჭამდი - მენიუს დავხედე.
- მე ჩიზქეიქი მინდა - გაეღიმა ვიქტორიას.
- ჩვენ ჩიზქეიქი გვინდა - როგორც იქნა, ერთ ტალღაზე გადმოერთნენ - და საერთოდ, უნდა მოეშვა მეობით საუბარს როცა შენი მუდმივი თანამგზავრი ვარ. ვერ ხედავ? აღარანაირი მე არ არსებობს. ჩვენ ყველა ერთად, ერთ სხეულში შევიკეტეთ - ისევ გააგრძელა შიომ ჯუჯღუნი.
- ერთ სხეულში ყოფნა არ ნიშნავს, რომ გარეგნობა არ გაგვაჩნია. მე მაინც ყველაზე მშვენიერი ვარ - შამპუნის რეკლამაში, კაცები რომ თმაში ოთხ თითს იყოფენ და ბოლომდე გადაისვამენ, ეგრე დასჩემდა ვიკასაც.
ჩვენში მართლაც ყველაზე მშვენიერი იყო.
მხოლოდ ჩვენში კი არა, გარეთაც.
- ზოგჯერ, წარმომედგინა, რომ ვიქტორია ჩემი უფროსი, საქმიანი და იყო. ყველა ხედავდა, ყველა აღმერთებდა. ალბათ ბიზნესვუმენი იქნებოდა თორმეტსანტიმეტრიანი ქუსლებითა და ტანზე მჭიდროდ მომდგარი კაბით. ხალხი იტყოდა: ვიქტორია ასეთი წარმატებული და მშვენიერია, ეს უნა ვის დაემსგავსა? და ყოველთვის მაგრად დამტუქსავდა, როცა რამე სისულელეს ჩავიდენდი ან ჩადენას დავაპირებდი. ამოიოხრებდა, თავის მდივანს დაურეკავდა, უბრძანებდა, სასწრაფოდ მოვეძებნე. მერე რომელიღაცა ბარში დამადგებოდა მთვრალს, მანქანაში ჩამტენიდა და მთელი ღამე შუბლს დამიჭერდა უნიტაზთან.
- კარგი ფანტაზია გაქვს, მომეწონა - გაეღიმა ვიკას.
- მე ვინ ვიქნებოდი? - არ დააყოვნა შიომაც.
- უბნის ბომჟი. შენც ჩემი სათრევი იქნებოდი ალბათ. დღეში ერთ პურს გიყიდდი და კორპუსის სარდაფში დაგიდგამდი საწოლს.
- გთხოვ, თუ რამე გაგვიჭირდა, ამის იმედად არ დამტოვო რაა - შემევედრა სასოწარკვეთილი ბიჭი.
- ნუ ღელავ. არასოდეს გაგაჭირვებთ - დავპირდი მათ. - ალბათ კლუბის დიჯეი იქნებოდი. ქალები დაგესეოდნენ, თუმცა ღამით სახლში არასოდეს ამოიყვანდი. სადმე სასტუმროში წაეთრეოდი, რადგან ჩვენს წმინდა ბუდეს ვერ წავბილწავთ.
- მშვენივრადაც ბილწავ როცა გინდა! არ მინდა დიჯეობა, არც ქალების ბუმი. უბრალო მხატვარი ვიქნებოდი, სხვენში პატარა სახელოსნოს გავაკეთებდი და ვიცხოვრებდი. საღამოობით, თქვენთან ერთად, ვერანდაზე დავლევდი ლიმონიან ჩაის.
- ეგ უფრო ლამაზად ჟღერს - გაეღიმა ვიქტორიას - მაგრამ მე მაინც ყველაზე მაგარი ტიპი გამოვედი.
- კი, ბოლოს მაინც შენი სათრევი გამოვდივართ ორივე - გადაიხარხარა შიომ.
- ისედაც ჩემი სათრევები ხართ. ორი დაღვრემილი არსება, რომელიც ამა სოფლის ამაოებას მისტირის და ფეხის განძრევა არ უნდათ.
- აქამდე მეგონა, რომ სოფელს შენ ხდიდი ამაოს. როგორც წიგნის ბოროტი პერსონაჟი - პატარა ბავშვივით დაეჯღანა შიო.
- არ დაიღალეთ? უკვე მომბეზრდა ამდენ ხანს გარეთ ყოფნა.
- ბერდები უნდა. მემგონი ნაკლებად საინტერესოც გახდი - უკმაყოფილო ცოლს ჰგავდა ვიქტორია. „ჭუჭყიან წინდებს საწოლზე ნუ ჰყრი!“, „სველი პირსახოცი ეგრევე გარეთ გაფინე ოღონდ თავზე ქუდი დაიხურე“ და მსგავსი სისულელეები დაეჩემებინა.
- რას ნიშნავს ნაკლებად საინტერესო? - ჰკითხა შიომ.
- მიმტევებელს - საერთოდ არ უფიქრია პასუხზე. ეტყობა, ენის წვერზე ედგა და რაც არ უნდა გვეკითხა, მაინც ამ სიტყვას წამოისვრიდა.
შიოს გაკვირვებული სახით შევხედე. ისიც რაღაც გაურკვევლობაში იყო. არასაკმარის ახსნა-განმარტებებს კი ვიყავით შეჩვეული ამ ქალისგან, მაგრამ ზოგჯერ სულ მთლად ვერ ვუგებდით ვერაფერს.
- თვიური გაქვს თუ რაებს ბოდავ? -თვალები დააბრიალა შიომ.
ერთი მაგრად გადავიხარხარე.
მიმტანი ბიჭი საყვარელი ვინმე ჩანდა. ეტყობა, წუხდა, ასეთი ახალგაზრდა გოგო რამ გააგიჟაო და ისეთი თანაგრძნობით შემომყურებდა, ლამის მეც შემეცოდა საკუთარი თავი. ცოტახანს, შორეახლოს გვიტრიალა. ალბათ შესაფერის სიტყვებს ეძებდა ჩვენთან მოსასვლელად და როგორც იქნა, ბოლოს გადმოდგა ნაბიჯი.
- ქალბატონო, ყველაფერი კარგადაა?
- არც ისე, მაგრამ მე არამიშავს. როლში შევდივარ, არ ინერვიულოთ - დავამშვიდე.
გულზე მოეშვა.
ზოგჯერ, მომწონდა რომ ადამიანებს ერთმანეთის ბედი აწუხებდათ.
სახლში დავბრუნდით. ცხელი აბაზანა გავამზადეთ და სამივენი ჩავესვენეთ შიგნით. ნიკომაც დამირეკა რამდენჯერმე. თან შეიცხადა, ამ დროს რატომ არ გძინავსო. შეხვედრაზე უარი ვუთხარი. ეწყინა, თუმცა ისიც ხვდებოდა, რომ ხანდახან დასვენება გვჭირდებოდა ერთმანეთისგან. უკვე წყვილს ვემსგავსებოდით. ჩემს ადგილას, სხვა ქალს კარგა ხნის წინ ექნებოდა შეთავაზებული საერთო სოციალური ქსელის გაკეთება. თუმცა მე სხვა არ ვიყავი და ვერც ქალი მეთქმოდა ბოლომდე.
- „და უკვე დროა დარწმუნდე, მიხვდე, სიმარტოვისთვის ხარ გაჩენილი“ - გამომიცხადა ვიქტორიამ.
- სიმარტოვეს ვინ მაღირსებს თქვენს ხელში?
- ჩვენს ხელში განსაკუთრებულად მარტო ხარ უნა - ამოიოხრა შიომ. ნელ-ნელა ამასაც ვეცოდებოდი და უკვე იმაზე იწყებდა ფიქრს, სამომავლოდ შესაფერისი პატრონი მოეძებნა. ერთხელ წამოსცდა, გათხოვდები და დავისვენებო. წამშივე ისე მაგრად ჩაარტყა ვიქტორიამ, მაგის მერე, ვიფიქრე ჩემი სხეულით მკვდარი შიოს თრევა მომიწევს-თქო, მაგრამ გადარჩა.
დილით, რატის სამი გამოტოვებული ზარი დამხვდა. პრინციპში, შუა დღე იყო. რაღაცნაირად დავფეთიანდი. გადავურეკე. შეშინებული ჩანდა. ჰელეს ვერ ვუკავშირდები და გული ცუდს მიგრძნობსო. მერე თეატრში მივედი. რაც მართალია, მართალია. ვიქტორიას თქმით, რაღაცა საშინელება გვიახლოვდებოდა და მე ზუსტად ვერ ვხვდებოდი, პირდაპირი გაგებით მოიწევდა ჩემსკენ ფათერაკი თუ ჯერ სხვებს გადასწვდებოდა და ნელა ამომაცოცდებოდა ნატანჯ სულზე.
ჰელე რეპეტიციაზე არ გამოჩნდა.
მაგ ამბავმა რიგიანად შემაშინა. ჩემგან განსხვავებით, არადსროს აცდენდა სამსახურს.
- მისამართი იცი? - ვკითხე რატის, რომელიც თეატრის აივანზე იდგა და უკვე მესამე ღერს ეწეოდა ნერვიულად.
- არა. ეგება, კიდევ ერთი დღე დავიცადოთ და მერე გავიგოთ სადაც ცხოვრობს?
- ახლავე უნდა წავიდეთ! - შიგნით შევედი. გარეთ გასასვლელად მოვემზადე, რატის ქურთუკიც ავიღე და კართან დაველოდე.
- მართლა ვაპირებთ მისვლას? რა უნდა ვუთხრათ?
- თავად არ გადარდებდა ჰელეს ბედი? გაციებული თუა, მოვიკითხავთ და წამოვალთ უკან.
- მეშინია.
- რისი? ბუა დაგვხვდება იქ თუ ცხრათავიანი გველეშაპი?
- არა, მისვლის კი არა... - ღრმად ჩაისუნთქა. ხელები უკანკალებდა. მინდოდა, მაგრად დავჯაჯგურებოდი და ხმამაღლა მეკივლა: „შენც გრძნობ ხო? შენც ხვდები, რომ რაღაც საშინელება გვიახლოვდება და თავიდან ვერ ავიცილებთ?“
ვერ გავბედე.
ზოგჯერ, არაფრის კითხვა არაა საჭირო. ყველაფერი ისედაც აშკარაა.
ავტობუსს შევახტით ორივე და სკამებზე დავსხედით.
რაღაცნაირად შფოთავდა. მუხლები უთრთოდა. დარწმუნებული ვარ, თავი ხელში რომ არ აეყვანა, ერთი მაგრად იტირებდა ამდენ ხალხში.
მართლა ვერ ვხვდებოდით, რატომ გვეშინოდა, რატომ ვიყავით პატარა ბავშვებივით დამფრთხალი და უმწეოები.
- მისასმართი შენ საიდანღა იცი? - კარგა ხნის მერე გამოერკვა, რომ მე მიმყავდა.
- სანამ მტრებად გადავიქცეოდით, იქამდე მოყვარეები ვიყავით. - ვუპასუხე მაქსიმალურად დრამატულად.
გაეცინა. აღარაფერი უკითხავს.
წლების წინ, როცა ჰელე ახალი მოსული იყო თეატრში, მახსოვს, ლუკს სიხარულით ვაცნობე, როგორც იქნა, ვიღაც ნორმალური ადამიანი გამოჩნდა ჩემს წრეში მეთქი. დარწმუნებული ვარ, მაშინ ჰელესთვისაც ის ერთადერთი ვიყავი, რომელთანაც დაქალობის პერსპექტივას განიხილავდა. მერე რა შეიცვალა? რატომ ვეღარ ავიტანეთ ერთიმეორე ან რის გამო შევიძულეთ, თავადაც აღარ მახსოვდა. რა ირონიულია ცხოვრება. ზოგჯერ შეიძლება გძულდეს და საერთოდ აღარ გახსოვდეს სიძულვილის მიზეზი.
- ალბათ ორივეს ზიზღი გჭირდებოდათ - გამოეხმაურა რატი ჩემს ფიქრებს. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ადრე ბავშვებს ვასწავლიდი ინგლისურს და მახოვს, ერთხელ ერთ-ერთმა მკითხა: „მას, მე კითხვა არ მაქვს დასმული, თქვენ უკვე მპასუხობთ. აი, როგორ ახერხებთ, რომ მუდამ ჩემს გონებაში ყოფნა შეგიძლიათ?“
ლამის იგივე ვკითხე რატის.
- ჰო, ზიზღი გვჭირდებოდა. - დავეთანხმე.
- რატომ დგება ისეთი პერიოდი, როცა ცხოვრებაში სიყვარულზე მეტად, მტრობას ითხოვენ ადამიანები?
- მაგაზე პასუხი დიდ დროს მოითხოვს. სხვა ჯერზე ვილაპარაკოთ - ერთ-ერთ გაჩერებაზე ჩავედით. ცხრასართულიანი კორპუსის თავზე შავ ღრუბელს მოეყარა თავი. ყვავებიც შემაძრწუნებლად დამჩხაოდნენ თავზე და მაფრთხილებდნენ, თუ ახვალთ, შესაძლოა უკან ვეღარასოდეს დაბრუნდეთო. ალბათ ეს ფრინველები და მოქუფრული ზეცა ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო, მაგრამ ყველაფერი წარმოსახული რატომ გამორიცხავს რეალურს?
ფეხით ავიარეთ. ლიფტების ორივეს გვეშინოდა.
სასაცილოა, ორი მშიშარა ლაჩარი როგორ გაბედულად ვანხორციელებდით რაღაც ბურუსითმოცულ ჩანაფიქრს. საბოლოოდ ან სულელებად შევირაცხებოდით ან ჩვენივე ფიქრების გმირები გავხდებოდით.
კარს მივაყურადე.
საერთოდ არაფერი ისმოდა. ჩხუბის ან ხმაურის გაგონებაზე, ეგება უფრო მოვდუნებულიყავით. რატიმ ძლიერად დააკაკუნა ერთხელ, ორჯერ... მესამეზე გაგვიღეს.
მთვრალი, ორმეტრიანი კაცი იდგა ჩვენს წინ და ერთ ადგილას ისე ირხეოდა, გეგონება ქარში მოყოლილი პატარა ხის ნერგი ყოფილიყო.
- გამარჯობა, ჰელეს ნახვა გვინდა - ვუთხარი ღიმილით. ნეტავ რა მეზრდილობებოდა? ასეთი გალეშილი, ღიმილს კი არა, იმას ვერ შეამჩნევდა, ქალი ვიყავი თუ კაცი.
- ჰელე დასჯილია - გამომიცხადა ენის ბორძიკით - და ვინ ჩემი *ლეები ხართ?
- ოცდაათი წლის გოგო დასჯილი რანაირადაა? - გაოგნდა რატი. კაცის სასქესო ორგანოს რომ შეგვადარეს, ეგ ორივემ გავატარეთ.
- ორივე ჯანდაბაშიც წასულხართ! - კარი მაგრად მოგვიჯახუნა. თან მერე დედის გინებაც გავიგონეთ, რომელიც უეჭველად ჩვენ გვეძღვნებოდა.
სულ მაინტერესებდა, ცუდი სიმთვრალისას, რატომ დგებოდნენ მამაკაცები შეუჩერებელი გინების ხასიათზე,.
- ჯანდაბა ის ადგილია, სადაც მხოლოდ მე მაქვს ხალხის გაშვების უფლება - ვიყვირე ხმამაღლა და ისეთი ბრაგაბრუგი ავტეხე, რომც არ სდომოდათ, მაინც შეწუხდებოდნენ და გააღებდნენ.
- გაეთრიეთ, თორემ დედას... - ჩანთაში ხელი ჩავყავი და საბრძოლო პოზის მიღებით გართულმა, ცეცხლსასროლი იარაღი პირდაპირ კაცს მივუშვირე. ყვირილი პირზე შეაშრა ჰელეს მამინაცვალს. ზუსტად მახსოვდა, რომ მამინაცვალი იყო. სხვათაშორის, ვიქტორია ადამიანებზე ინფორმაციის მოძიების დიდოსტატი გახლდათ. კომპიუტერში რაღაცა ბაზების გადამოწმება ან ერთი-ორგან გადარეკვა არ სჭრიდებოდა, უბრალოდ იცოდა. შეხედავდა ნებისმიერს და იმასაც გეტყოდა, მისი წინაპარი გლეხი იყო თუ თავადი (ცოტა წაისნობებდა ხოლმე. აინტერესებდა მაგნაირი რამეები).
ამიტომ ჰელეს მამინაცვალზეც კარგად მოგვეხსენებოდა რანაირი კაცი იყო.
- უნა, ეგ საიდან გაქვს? - ერთმეტრიანი გოგოთი შეშინებული კაცის ცქერისა და ვიქტორიას თავდაჯერებული სიცილის ფონზე, რატის ჩურჩულიც მომესმა.
- ნიკომ მომცა. საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს? ჰელესთან შედი! - ალქაჯივით დავიჩხავლე.
არაამქვეყნიურ სიამოვნებას მგვრიდა ძალაუფლების შეგრძნება. მადლობა ღმერთს, ტყვიებისგან ცარიელი იყო, თორემ ისეთი აზარტული ვიყავი, შესაძლოა განგებ გამესროლა იმისი ინტერესით, დავჭრიდი თუ მოვკლავდი.
- არა გვაქ აქ საქმე კარგად - გავიგონე რატის ღრიალი.
- აქედან აახვიე, რადგან მესამედ თუ ისევ გნახავ, ნამდვილად არ შემეცოდები! - მის სახლში შევედი. რამდენიმე წამში შევცვალე პოზიციები. აქეთ ჩავურაზე შემოსასვლელი კარი და გარეთ დავტოვე.
ჰელე საწოლზე იჯდა.
მიყურებდა.
რაღაცნაირი თვალები ჰქონდა. უცნაური, მისთვის არადამახასიათებელი და თან ნაცნობიც.
- რაღაცა აქვს მიღებული. ხმას არ იღებს - ისტერიკა ტირილში გადაეზარდა რატის.
ისევ ვუყურებდი.
მე და ჰელე ერთმანეთს ვუყურებდით და ვხვდებოდი, მისი სხეულიდან სულ სხვა მიმზერდა.
ფეხები მომეკვეთა.
იატაკზე ჩავიკუზე.
მიწა დავინახე.
ნაცნობები, მეგობრები, მტრები და მოყვარეები ერთად ვაყრიდით მუჭით მიწას ყავისფერ სასახლეს. განა ძველებურად ცხელოდა? პირიქით, მოშიშვლებული ფეხის კოჭებზე ყინვა გვაწმენდდა ბაგეებს და ვხვდებოდი, ჰელეს წითური დალალები სამუდამო ცეცხლის ალში გაჰხვევდა გიშრისფერ საფლავებს. სხეული მისი, თეთრი კანი და სახეზე გაბნეული დაუთვლელი ჭორფლი ისევე გაიხრწნებოდა, როგორი გახრწნილიც ჩემი სული არასოდეს ყოფილა. ჩალურჯებული მკლავებისა და ნაგვემი სახის კვალი ცოტახანში მთლიანად წაეშლებოდა. ღაწვებს დამწვავდნენ სხვების ცრემლები, რადგან მე უფლება წამერთმეოდა მტრის გლოვის.
ვიჯექი იატაკზე.
მიყურებდნენ ჯერ კიდევ ცოცხალი ან თითქმის გარდაცვლილი ჰელეს თვალები და მივხვდი იმ წამსვე, რომ თავად სიკვდილი ჩამწყვდეოდა ღონეგამოცლილ, ფარხმალდაყრილ მხრებში და ძალადობის ნაკვალევსაც არ დაეკლო მისი ტანის ერთიანად შესისხლხორცება.
სასოწარკვეთა კისერს მტეხდა.
ისეთი უძრავი და გატეხილი ვიყავი, როგორც ყოველი გალობისას.
„მორიგ სევდას რომ გადახლართავენ წერისგან დაღლილი შენი ხელები და ტრაგიკული ისტორიის ყველა პერსონაჟს ღვინისფერ ტუჩებს მიახატავ ჰელეს მსგავსად, მერე ინანებ თუ კი რამე შეგეძლო და შნო ვერ გეყო!“ - ჩამესმა ვიქტორიას ხმა. - აი, ეს გვიახლოვდებოდა. ჰო და აიცილე. ახლა მაინც აიცილე, პირველ ჯერზე, ვერ დავუხვდით სიკვდილს ისე ვაჟკაცურად, როგორც შეგვშვენოდა.
ჯანდაბა ჩემს თავს, ვიქტორიაც კი ცდილობდა, შოკისგან გამოვეღვიძე.
ჰელეს სიკვდილი ჰყავდა ჩაგუბებული მზერაში და ფეხს არ იცვლიდა.
- წადი აქედან! - ხმამაღლა დავიყვირე. რატიმ შემომხედა. მიხვდა, ვიღაც ისეთს ვეჩხუბებოდი, ვინც არა სჩანდა - არ გაგატან აღარავის და გაეთრიე აქედან! - დავუყვირე კასის, რომელიც ჩემი ნაბიჯის, ამოსუნთქვის ყარაული გამხდარიყო და თან მუდამ მემალებოდა სხვათა სხეულში ჩასახლებული.
სხვათა მზერაში.
სხვათა თვალებში.
სხვათა სუნთქვაში, თავისთან წასაყვანად რომ შეემზადებინა ჩემზე ბრაზმოსულს.
მაჯები იდაყვამდე დავიკაპიწე და ჰელეს იმსიღრმეზე ჩავუყავი ხელი პირში, სანამ ყველაფერი გუშინ, დღეს ან შარშან წინ ნაჭამი არ ამოანთხია კუჭიდან.
თავი დავუჭირე.


მეთერთმეტე
ვუმზერდი ნისლისფრად შემოსილი ჰელეს უსუსურ სხეულს და წარმოვიდგენდი, თითქოს ის ერთადერთი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში შემორჩენილი. სუნთქვას ვდარაჯობდი. ყოველ ჯერზე, როცა მკერდი ამოეზნიქებოდა, უფრო ძლიერად ვიძირებოდი ფორიაქში და ვხვდებოდი, დარდს ბოლო არ უჩანდა.
ანდა საერთოდ თუ მჭირდებოდა უდარდელი ცხოვრება? ეგება, ზუსტად ეს იყო ჩემი ხვედრი. გულში გაღვივებული დუმილი გონებისკენ მიიწევდა და რაღაცეებს ბოდავდა წამდაუწუმ. სულაც არ ყოფილა სასიამოვნო განადგურებული მტრის ხილვა მაშინ, როცა სხვა არც არავინ შეგრჩენია დედამიწაზე. მტერსაც ხომ უნდა თან არჩევა? რაც უფრო მშვენიერია შენი მოძულე, მით უფრო დასაფასებელი ხდები შენ.
ატმისფერ ლოყებზე ბინდი ჩამოსწოლოდა ჰელეს. ეგეც ასე. მრავლის მნახველის წყევლა მედო მგონი და ასე დამქონდა სამუდამო ბარგად, მაგრამ ჰელეს მსგავს ჯერ არავის შევხვედროდი აქამდე. ნეტავ რისხვაა სილამაზე თუ ღვთის წყალობა? გუშინ მზის სხივები დასთამაშებდნენ წითელ დალალებზე, ხვალ კი უსუსურად გაუკრთება წარსულისგან შემორჩენილი სიცოცხლის ნაპერწკალი.
გარეთ წვიმდა.
საწოლზე მისვენებულ ჩემს მტერს გეგონება ციდან მომავალი ყველა წვეთი სახეზე ეცემა და სიცოცხლის კვალს უბრუნებს ნელ-ნელაო. მერე თვალს გაახელს, მე შემომხედავს და ისე მიაჩერდება ჩემში ჩახატულ მის სახებას, თითქოს, მართლა ერთნი ვართ. სარკე ვართ ერთმანეთის.
ჩემში დაედო ბინა ჰელესაც. რაც არ უნდა მაგრად დაებერა ქარს, როგორც არ უნდა გაჰყოლოდა ახალგაზრობის მოგონებები წარსულს, ალბათ მაინც ვერ დავივიწყებდი სიკვდილს როგორ გამოვგლიჯე მისი თავი. ახლა რაღა დამრჩენოდა? ჩემივე გადარჩენილს ხომ არ გავიმეტებდი ხელახლა შესაძულებლად? ადამიანები ამბობენ, რომ სარკე ირეკლავს ყოველგვარ კარგს, ცუდს და შემდეგ ქარიშხალივით გატეხს თავზე, რათა მუდამ შეგახსენოს, რაც გამოიარე. ჰოდა თუ მე და ჰელე ერთმანეთის სარკეები ვიყავით, გამოდის რომ მის თვალებში დანახულმა სიკვდილმა შემახსენა, რომ ადამიანი ვიყავი ერთ დროს და ღამის ნიავს მიბარებული იმ ადამიანის რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ შემომრჩენოდა სულის მეოთხედში.
არც უნას, არც ვიქტორიას და არც შიოს ნაწილში.
მეოთხედი ლუკი იყო - თავქარიანი და უდარდელი, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად ადამიანი.
- ჯოჯოხეთში მოვხვდი? - ფიქრებში გართულმა, ჰელეს ხმა გავიგონე. თვალებს ჯერ ძველებურად ვერ აჭყეტდა, მაგრამ ალბათ მართლა მკვდარი ეგონა საკუთარი თავი, რადგან მე მხედავდა, როგორც სასჯელს მისი ცხოვრებისას.
- კი - თავი დავუქნიე.
- ჯანდაბა ამის თავს! როგორ ვერ გავთვალე, რომ შენ ხარ ჩემი ჯოჯოხეთი. უსასრულობის გატარება მომიწევს ახლა შენთან ერთად.
- სულელო, გადარჩი და ცოცხალი ხარ - მომაკვდავი ადამიანის გამასხარავება სულ წყალში ჩამიყარა რატიმ.
ჰელე ნელა წამოიწია. ოთახი შეათვალიერა. მერე ერთ პლაკატზე შეაჩერა მზერა და გაეცინა.
- უნას ბავშვობის ოთახში ვარ?
- კი. და იმედი მქონდა, რომ არავის შემოვიყვანდი აქ.
- რა დამემართა? რაღაცეები კარგად არ მახსოვს, მაგრამ შენს ხელს ჯერ კიდევ ვგრძნობ ჩემს სასაზე. - უსიამოვნოდ გააჟრიალა და დაიღრიჯა.
- ამის მაგიურ ხელს უმადლოდე ცოცხალი რომ ხარ. საავადმყოფო აღარ დაგჭირდა. უნას საყვარლის ექიმმაც გაგსინჯა და სიცხე აქვს, გადარჩება კი არა, საერთოდ რატომ დამიძახეთო. იმდენი დაგვცინა, სულ მაგიდას ურტყა ხელი. მერე გაიგო, რომ რამდენიმე აბი დიაზეპამი ამოგაყრევინა კუჭიდან ამ ქალბატონმა და რომელიღაცა კლინიკის დირექტორად ეპატიჟებიან ახლა. უბრალოდ, ჩვენს დაბალანაზღაურებად თეატრს ვერ ელევა, თან ადამიანების გადარჩენა ვერ ჯდება უნას ბუნებაში და უარს ეტყვის ალბათ.
- ჰო. ერთი გადავარჩინე და საკმარისია. სამოთხე უკვე გარანტირებული მაქვს - დავეთანხმე სრული სერიოზულობით.
- თან შენს მამინაცვალს იარაღი მიუშვირა... მკვახედ და უხეშად არ ელაპარაკო, როგორც უკვე აღვნიშნე, იარაღი აქვს.
- რაებს მიყვებით, ვერაფერი გავიგე - სიცივემ შეაწუხა, საბანი კისრამდე ამოიწია. - იურა გააგდეთ?
- კი, გავაგდეთ.
- თეატრში რომ მომადგეს?
- არამგონია, ციხიდან გამოვიდეს. - დაამშვიდა რატიმ - ჰო, კიდევ ერთი ამბავი გამომრჩა. დაიჭირეს. მაგასთან როგორც ცხოვრობდი, ჩემამდე არ დადის.
- აბა სად მეცხოვრა.

* * *

ნიკო სამზარეულოში იჯდა. თავისთვის, წყნარად იყო და ჩვენ რომ ორი საათი ჰელეს ვუყვებოდით გამოვლილ ამბებს, თვითონ მოთმინებით ელოდა, როდის მივაქცევდი ყურადღებას. არ ვიცი, რატომ მწყალობდა ეს კაცი ასე ძლიერად ან რითი ვიმსახურებდი მის არსებობას ჩემს ცხოვრებაში.
მასთან გავედი.
- როგორაა? - მკითხა ღიმილით.
- აზრზე მოდის. ბნელდება და სახლში უნდა წავიდეო, დასცდა. ლამის ტუჩებში შემოსცხო რატიმ.
- საყვარელი ტიპები არიან.
- შენზე საყვარელი მაინც არავინაა. - კალთაში ჩავუჯექი. ნანატრ კისერზე შემოვხვიე ხელები და ძლიეად ჩავეხუტე.
- ცოტა მაინც მოგენატრე? - მკითხა მან.
- ძალიან მომენატრე. როცა გიყურებ, მაშინ განსაკუთრებით მენატრები.
- დღეს ისეთი ემოციური ხარ, მეშინია, სიყვარული არ ამიხსნა - გაეცინა.
- ანუ გეშინია.
- არა, ვის ვატყუებ? ყველაზე მეტად მინდა, რომ სიყვარული ამიხსნა. - ლოყები გიჟივით დამიკოცნა და მხრებზე გადმომაცოცა ბაგეები. ვნების ქსელში გაბლანდული ორი დაბნეული ადამიანი ვიყავით. მის ტკბილ შეხებაზე, ეგრევე კანი მიბრუვდებოდა. განსაკუთრებით, როცა ყურში ათასგვარ დაუჯერებელ სიტყვას მეჩურჩულებოდა და ვხვდებოდი, იმ გაბლანდულ ორ ადამიანს შორის, ერთს სიყვარული ჰქონდა სამკურნალო. პირქუში, ოცნებაამღვრეული გამხდარიყო და საყვარელი კაცის ალერსი, მხოლოდ სხეულზე აყრიდა წვრილ ჟრუანტელს გულში კი ვერა.
როდის ჩამოიქროლებს გაზაფხულის ქარი, რომ გაყინული გრძნობები გაადნოს და კარგა ხნის წინათ გამხმარი ფოთოლი ხელახლა აამწვანოს?
- უხერხულია, რატი გამოვა და დაგვინახავს - ნახევრად გაშიშვლებულმა, სამოსი გავისწორე.
- წავალ მაშინ მე, თან ძაან მეძინება.
- დარჩი... ჩემს ოთახში დაიძინე თუ გინდა.
- თუ გინდა - გაიმეორა ჩემი სიტყვები - უკან დასახევ გზას მუდამ იტოვებ.
- აბა ძალით მიგაბა რამეზე?
- მე მიგაბამდი, მაგრამ ისე მეძინება, არაფრის თავი არ მაქ.
- ჩემი გმირი ხარ, დაიძინე გმირო - შუბლზე ვაკოცე და ჩემს საძინებელში გადავამისამართე.
ემოციურად დატვირთულ დღეებში, ძილი მიჭირდა. ჩაი დავადგი და რატი რომ სახლში წავიდა, მერე ჰელესთვისაც გავაკეთე. ვერ ვიჯერებდი ახალი ბინადრის ვინაობას, მაგრამ ისეთი მოულოდნელობებითაა აღსავსე ეს ცხოვრება, გაფიქრებაც არ მსურნდა, შემდეგში ვის ჩავისახლებდი.
- ეს კუდრაჭა ბიჭი სად იშოვე? - ლანდივით გამხდარი და მისავსავებული ჰელე დამადგა თავზე.
- დაწექი! - დავუყვირე მშობელივით.
- კარგი რაა. თავს ნუ იკატუნებ, თითქოს დიდად გადარდებს ჩემი ბედი. აწი მე რაღა მომკლავს?
- ცხოვრებაში, ერთადერთი სიკეთე გავაკეთე და მაგასაც ასე უსინდისოდ მიკარგავ. შენი ბედი რომ არ მადარდებდეს, მოძალადე მამიკოს ხელში, ცოცხალ-მკვდარს მიგაგდებდი. თან რამე რომ მოგსვლოდა, მერე სინდისი გადამსანსლავდა ერთიანად. ისედაც ყველაფერი უბედურება ჩემს შთანთქვაზეა გადმორთული და სინდისიც თუ დაემატება, ზედმეტად შევწუხდები.
გაეცინა.
მადუღარა გამორთო და ჩაი დააყენა. ვფიქრობ, ეს ქცევა მადლიერებად უნდა ჩამეთვალა. ზოგჯერ, სიტყვებს აზრი არ აქვს. მაგალითად, მიყვარხარ, ბოდიში და მადლობა სულ არაა საჭირო, როცა საუბრის მაგივრად, ქცევით გამოხატავ.
- მახსოვს, რომ მიყვიროდი.
- შენ არ გიყვიროდი. ვერ ავხსნი. რომც ვთქვა, გიჟი გეგონები.
- ისედაც გიჟი მგონიხარ უნა. შენმა ბიჭმა იცის, რომ თავისუფალ დროს, საკუთარ თავს ელაპარაკები? თან ისეთი დისკუსიები გაქვს ხოლმე გამართული, ლამისაა ჩავიწერო და მერე თვალი გადავავლო დროდადრო. ზოგად განათლებაში ჩამეთვლება.
- არ იცის.
- ჰო და მე ვიცი. შენ გიჟი ხარ, შიზოფრენია გაწუხებს თუ ბიპოლარული აშლილობის მწვავე ფორმა, ვერ დავადგინე, თუმცა ჩვეულებრივი ამბავია. შენ თავი დიდი ვინმე გგონია - გამორჩეული, ორიგინალური. სინამდვილეში, ყველას ჩვენი დემონები გვასულდგმულებენ და სიგიჟე არც ისე გასაკვირი ამბავია. უბრალო ხარ. ვიცი, ამისი გაგონება გულს გტკენს, მაგრამ დიდად არ განსხვავდები სხვებისგან.
- სიკვდილი მიმზერდა შენი თვალებიდან და მივხვდი, როგორც უნდა მემოქმედა მის განსადევნად. - დავნებდი.
- იცნობ სიკვდილს?
- ვინც მიყვარდა, ყველა წამართვა და ახლა იმათაც აღარ ინდობს, ვინც შევიძულე.
- მე გძულვარ?
- ალბათ აღარ.
- ალბათ აღარც მე. შენ რომ გიყურებდი, საკუთარ თავს ვხედავდი და ეგ ვერ ავიტანე ალბათ. უშნო ვჩანდი. სულით უშნო. ილია ჭავჭავაძე გახსოვს?
- „მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზე რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით გექცევი, — სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?! რა ვუყოთ, თუ ეს სარკე გაბზარული გამოდგება და შიგადაშიგ ლაქებიანიცა? რაცა მქონდა ის მოგართვი, როგორც შემეძლო, ისე დაგეხმარე. თუ მაინცდამაინც წყრომას არ დაიშლი, შენი ნებაა“ - წარმოვთქვი და გამიკვირდა, აბიტურიენტობისას დაზეპირებული ტექსტები რომ მახსოვდა. ზოგადად, ძალიან ჯიუტი ვიყავი. რაც არ მომწონდა, არ ვსვწავლობდი, მაგრამ ეტყობა, ძალიან გულზე მომხვდა ილიას ფრაზები.
- მაშინ მოყვარე გამოდიხარ, მე კი ურჩი მკითხველი, რომელმაც რაღაც ძალიან ცუდი დაინახა და შეიძულა ეგ სარკე. მერე სიკვდილისგან მიხსენი.
- სუიციდი სცადე ხომ?
- ჰო. უაზრო ცხოვრება რაში მჭირდება?
- როგორც ჩანს, სხვებს სჭირდები.
- მაგალითად შენ?
- კი. თუ ჩვენ ორიდან რომელიმე მოკვდა, მაშინ როგორღა გავახსენებთ ერთმანეთს საკუთარ სიუშნოვეს.
- შენი საყვარელი მტერი ვარ - გაეღიმა ჰელეს.
- ტკბილი ტკივილი მყავდა, ახლა საყვარელი მტერიც გამომიჩნდა. ნელ-ნელა, უფრო სასინტერესო ხდება ყველაფერი. სიკვდილთან ჩემი ბრძოლა ხდება მხოლოდ შეუცვლელი. ეს ბრძოლა ზოგჯერ ვედრებას ჰგავს ჩემს სიზმრებში და არ ვიღლები ხვეწნა-მუდარით.
- მაინც რას სთხოვ ხოლმე?
- მის წინაშე მუხლებზე ვეცემი ყოველ ღამით. ფეხისთითებს დაგიკოცნი, დაგემონები, შენით ვისუნთქებ, ოღონდ არ წაიყვანო ჩემი მეგობარი-თქო, ვევედრები ხოლმე სიკვდილს. ნისლი ეფარება გაყინულ სხეულს და მე მაინც მზის სხივებს ვიჭერ ზეცაში, იქნებ გავათბო, გონს მოვიყვანო გათოშილი მეგობარი, მაგრამ ყოველ ჯერზე იმარჯვებს ის გაიძვერა სიკვდილი.
- დღეს ხომ დამარცხდა?
- დღეს დამარცხდა, თუმცა ნებისმიერ დროს შეუძლია გამარჯვება. მე კი წაგებულ ომს ხელახლა ვეღარ მოვიგებ.
- მართლა პირისპირ იცნობ?
- მემგონი.
- ეგება, შენზე შეყვარებულია...
- არამგონია, სიყვარულის რამე გაეგებოდეს.
- შენს ადგილას, იმ კაცის გამო უფრო შემეშინდებოდა. - ნიკოზე მანიშნა.
- მაგას თავის დაცვა არ ესწავლება.
- საერთოდ, ვინაა? რას წარმოადგენს?
- განგსტერია - ვუპასუხე სიცილით.
- განგსტერი, ანუ?
- ასე ვხუმრობთ ხოლმე. სინამდვილეში, წარმოდგენა არ მაქვს, რაებს საქმიანობს. ხომ იცი, იდუმალება ყველაზე სექსუალურია.
- და იარაღი გაჩუქა მაგ იდუმალმა. - ძალიან საეჭვოდ შემომხედა.
- პლევმატურია ჯერ ეს ერთი, ნამდვილი არ არის და მეორეც, მაგ იარაღმა გადაგარჩინა სიკვდილს, თორემ რომელი მოვერეოდით იმ აყლაყუდა იდიოტს.
- ეგეც მართალია.
- კიდევ გაქვს რამე შეკითხვა თუ დავიძინო კარგა ხნის ნანატრი კაცის მკლავებში?
- აქ რამდენი ხნით უნდა დამტოვო?
- რავიცი. არ ვიყენებ იმ ოთახს და თუ გინდა, სამუდამოდ გადმოსახლდი - ფეხზე წამოვდექი - ყოველდღიურად, არც ისე კომფლიქტური ვარ რომ იცოდე, ამიტომ ყველაზე ნაკლებად, ჩემი გეშინოდეს.
- თმას აღარ მომაჭრი? - მკითხა სიცილით.
- აღარც პასპორტს დაგიმალავ თუ ქვეყნიდან წასვლას მოინდომებ.
- შენ ნაბი*ვარო! - ვერ მოითმინა - ეგ არ ვიცოდი. მეგონა, რომ დამეკარგა.
- არადა, ერთი დღე ისე გავიდა, არ გაგილანძღივარ და ვიფიქრე, რაშია საქმე-თქო - გამეცინა - ფრთხილად დაიძინე ღამით, არ გაიპარო.
- რა დამაძინებს. ვიღაცა ჯადოქრის პლაკატი გაქვს გაკრული კედელზე.
- ჩემი ბავშვობის კუმირია. მოუფრთხილდი... - ჩემს საძინებელში გავედი და ბედნიერად შევუწექი ნიკოს. მართლა დამქანცველი დღე იყო, საწოლი კი თბილი.
- მიხვდი ახლა რაზე გელაპარაკებოდი? - მკითხა კმაყოფილმა ვიქტორიამ.
- ჰო, კარგად ათბობს.


* * *


რეპეტიციამ მშვენივრად ჩაიარა. თან მე და ჰელეს აღარ გვქონდა დაძაბული ურთიერთობა. აი, კიდე საიდან ვხვდებოდით რომ არაპროფესიონალები ვიყავით: თუ რამე რიგზე ვერ იყო, შეუმჩნევლად ისე მიჩქმეტდა ხოლმე სცენაზე, სიმწრისგან ვწითლდებოდი. თან ამდენი ადამიანის თანდასწრებით ხომ არ ვუთავაზებდი წიხლს. კარგია, რომ დავლაგდით, თორემ ამ სცენარში იმდენი ჩახუტების სცენა იყო, ფარულ ბრწკენებსა და ალიყურებს ვერ ავუვიდოდი ნამდვილად. ძალიან საინტერესო მონოლოგი მქონდა, ცრემლები ძლივს შევიკავე, თუმცა ვფიქრობ, რომ ტირილი ყველაზე მეტად მოუხდებოდა როლს.
ჩემი პერსონაჟის და გაქრა. სადღაც, ბურუსში გაუჩინარდა და ყოველ დღე მისი ზმანებით იწყებოდა დილა.
„გამარჯობა. ძალიან არ მიყვარს წერის მისალმებით დაწყება. ეს იგივეა, თითქოს არაფერი გაქვს სათქმელი და რაღაც უმნიშვნელო ფრაზებით იწყებ დიალოგის შევსებას, თუმცა მე ვერ ვხვდები, შენთან მაქვს დიალოგი თუ საკუთარ თავს ვესაურები. ალბათ ბევრი რამ დამიგროვდა მოსათხრობი და ამიტომაც მოგესალმე. არ ვიცი, ყველა ფიქრს როგორ მოვუყარო თავი. ისიც კი არ ვიცი, ერთმანეთის მიმდევრობით რომ დავალაგო, სწორად გადმოგცემ თუ არა. წერისას, მინდება მხოლოდ ის გადმოგცე, რასაც ახლა ვგრძნობ, თუმცა იძულებული ვარ, თავიდან დავიწყო და ნელ-ნელა მივიდე ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობამდე.
- როგორ ხარ? - აი კიდევ ერთი უაზრო კითხვა, რომელსაც შენ ვერასოდეს მიპასუხებ. სიმართლე რომ გითხრა, მხოლოდ ეგ მაინტერესებს. მაინტერესებს, როგორ ხარ, რადგან ეგ უკანასკნელია, რაც მადარდებს.
იმ დღეს ჩავიარე შენს სახლთან. კი ვიცოდი, რომ ვერ გნახავდი, თუმცა შენი მანქანა დავინახე და ძალიან გამეხარდა. წვიმდა და საშინლად ციოდა. მანქანის ფანჯრები წვიმის წვეთებს მთლიანად დაესველებინათ. მე კი იმედი გამიცრუვდა. ვიფიქრე, შევიჭყიტებოდი, შენს ერთ ნივთს მაინც მოვკრავდი თვალს და მერე შვებით ამოვისუნთქებდი, მაგრამ რად გინდა? ამ საშინელმა ამინდმა მთელი სიამოვნება ჩამიშხამა.
ნეტავ, ჩემზე თუ ფიქრობ ხშირად? ვიცი, სულელური კითხვაა, ისევე როგორც, სულელური დასაწყისი ამ წერის. როგორ არ იფიქრებ, რანაირად შეგიძლია არ იფიქრო... თუმცა ზოგჯერ ეგოისტურად მსურს, რომ კი არ გამიხსენო, არამედ სულ მე გყავდე გონებაში ჩასახლებული. თან ისიც არ მინდა, ცუდად იყო. მძულს შენი ცუდად ყოფნა. მაშინაც კი, თუ ჩემზე ფიქრებში ათენებ და აღამებ. მირჩევნია, სამუდამოდ ამომშალო მოგონებებიდან. თითქოს, არც მიარსებია. იცი, რამდენჯერ ვიფიქრე, რა იქნება თუ საერთოდ დაგავიწყდება ჩვენი შეხვედრა, ჩვენი გაცნობა, სიხარული, სიცილი, როგორ გამშვიდებდი, როცა ტირილისგან ძალაწართმეული გოდებდი და მე მთელი ღამე შენს სასთუმალთან გავათენე. რა იქნება, თუ ერთ მშვენიერ დღეს, კვლავ შეძლებ დაბრუნებას, დამინახავ, მაგრამ ვერაფერს იგრძნობ, არც კი გაგახსენდები.
ამასაც მოვერეოდი.
მოვერეოდი შენს უემოციო სახეს ჩემი დანახვისას ოღონდაც კი აღარასოდეს გეტირა არც ჩემი და არც სხვისი მიზეზით“. - ვწერდი წერილებს გაუჩინარებულ ქალს და მეგონა, რომ რაღაც ისეთს ვამბობდი ან ვთამაშობდი, რაც წარსულში გადამხდა ან მომავალში მელოდა. ყველა სიტყვა ნაცნობი, ნათელი და გასაგები იყო ჩემთვის. როლში შესვლაც კი არ მიცდია.
- ყოჩაღ - ტაში დავუკარი რატის - შენს ხელწერას საერთოდ არ ჰგავს.
- სამწუხაროდ, კომპლიმენტად ვერ მივიღებ - ნამეტანი შეწუხებული ჩანდა.
- რატომ?
- არაა ჩემი დაწერილი.
- აბა ვისია?
- შენი დაწერილია - გამომიცხადა მოულოდნელად.
- რომ დამეწერა, მეცოდინებოდა.
- შენ სკლეროზი გაქვს - გავიგონე ჰელეს ხმა. - ნუ მთლად სკლეროზი არა, მაგრამ სერიოზული მეხსიერების პრობლემა. შენი ბავშვობის ოთახში ბევრი საინტერესო რამეა, მათ შორის, დღიურები. ისე, სულ მიკვირდა ადამიანების, რომლებიც დღიურს წერდნენ, მაგრამ ერთი კი არა, ოთხი უზარმაზარი ბლოკნოტი შეგივსია მთელი ცხოვრების მანძილზე.
- და ჩემი ჩანაწერები დაუკითხავად აიღე? ახლა გავწეწავ ამას! გავწეწავ და ახდება ჩემი ნატვრა, თმა საბოლოოდ გაუნადგურდება. - ძალიან შევშფოთდი.
- კარგი ერთი! აღარ გახსოვს რაებიც გიწერია, თორემ თავად შეგვატენიდი. თან დაფინანსებას შეგვიწყვეტენ რამე მაგარი თუ არ დავდგით. ახალგაზრდული თეატი, სადაც არც ერთი ზედმეტად პოპულარული მსახიობი არ მუშაობს, კრახისთვისაა განწირული. ცოტა საჯდომი გაანძიე უნა, რეკლამისთვის გვჭირდები. ამავე დროს, მგონია, რომ ერთმანეთის ნივთების დაუკითხავად აღება დაშვებულია ჩვენს შორის. ასე არაა?
- რომ არ დაგეთანხმო, მაგარი ტ*აკი ვიქნები.
- ისედაც ხარ.


მეთორმეტე

სევდიანი მოლოდინის
დასასრული თითონ მოდის.
ეს ლოდინიც დასრულდება...
დაბრუნდები, დაბრუნდები, მაგრამ როდის?
მღერის ქარი, ყვირის ქნარი
და სიჩუმეც ჩამრჩულებს: "ის აქ არის!".

გამწარებული შევვარდი კასისთან. კარი წიხლისკვრით გავაღე და გამძვინვარებული დავესხი თავს სიკვდილს.
- რა ჯანდაბას ხლართავ ჩემ ზურგს უკან? - მაგიდაზე ძლიერად დავუტყაპუნე ხელები.
- რომელიმე რეალით გადაცემაში უნდა მიიღო მონაწილეობა. შეუდარებელი პერფორმანსებით ხარ ხოლმე წარმოდგენილი. - წარბიც არ შეუხრია. იცოდა, რომ ყურზე ხახვს ვერ დავაჭრიდი.
- ჰელეს რას ერჩოდი? - სიტყვა ბანზე ავუგდე და კიდევ ერთხელ, მაგრად დავანარცხე მუშტი მაგიდას. ისე მაგრად ამტკივდა ხელი, ერთხელ შეუმჩნევლად მაინც აღმომხდა კვნესა.
- მოცლილი გგონივარ? გგონია, რომ იმხელა წონა გაქვს, ვზივარ და განვიხილავ, ვინ მოვკლა ან ვინ დავტოვო დედამიწაზე შენ გამო? ადამიანები თავისით იუბედურებენ ცხოვრებას ან საერთოდ ისპობენ. მე არაფერ შუაში ვარ. მე თუ ადამიანის სულგამოცლილ სხეულთან მივდივარ, უკვე ყველაფერი ზედმეტად გვიანი და დასრულებულია. თქვენი ბრალია ყველაფერი! თან აღიარების მაგივრად, ისევ დიდ გულზე ხართ. ბავშვი მშობიარობისას დაიღუპა? სიკვდილის ბრალია და არა ექიმის უგუნურობის. ხალხი სიმსივნით კვდება? ღმერთი ებრძვით ეტყობა, თავადვე კი არ ქმნიან მომწამვლელ ეკოლოგიას. ყველანი ერთი დიდი კითხვის ნიშნები ხართ, რატომ შეგქმნათ ვინც შეგქმნათ, თავადაც ვერ ვხვდები. სჯობდა, თქვენ ამომწყდარიყავით, ვიდრე დინოზავრები, იმათ ქე მაინც ნაკლები პრეტენზია ჰქონდათ.
- როგორ ძალიანაც არ უნდა უარყო, რომ ჩემს წინააღმდეგ რაღაცა დაპლურ აბლაბუდებს ხლართავ, მაინც ვერ დაგიჯერებ. შენი თვალები მაქვს ნანახი. ზოგჯერ მგონია, რომ გავგიჟდი, მაგრამ ყველგან შენს თვალებს ვხედავ, სადაც წინასწარ გაქვს დაგეგმილი მისვლა.
- მართლა? და მაშინ რატომ ვერ დაინახე ჩემი თვალები შენს მეგობარს თავის შუაზე გადაჩეხვა რომ ემუქრებოდა?
- დავინახე, მაგრამ ვერ გიცანი. შენ ყველაზე ცუდი ხარ! დგეხარ და ცდილობ ნამუსზე ამაგდო. როგორ გავბედე და რამეში დაგადანაშაულე? ადამიანებს თვალებიდან ეპარები, თვალებს უჭამ, თვალებს იპყრობ რათა მათი ახლობლები რაღაცა გარდაუვალისთვის შეამზო. ისინი კი სულელებივით დგანან და ვერაფერს ფიქრობენ... წინასწარ ვერავინ გგრძნობს. შანსაც არ უტოვებ ერთმანეთის გადარჩენისას.
- ღმერთო გამაგებინე, ამ გოგოზე რატომ ვკარგავთ ამდენ დროს? - ხელები მაღლა აღაპყრო.
- კარგი. შენგან ბევრს არაფერს ველი. საუკუნოვან აზროვნებას ნამდილად ვერ გამოგისწორებ. უბრალოდ, მაინტერესებს რატომ მიხვედი ჰელეს მოსაკლავად?
- შენ რომ გეხსნა, სწორედ იმიტომ.
- საიდან მოიტანე, თითქოს მტერს ვიხსნიდი?
- რადგანაც ღმერთი გიყვარს. ჯერ ისევ გიყვარს, თუნდაც მწყრალად და მკვახედ... ემორჩილები მის დანატოვარ, უაზრო ცნებებს.
- გიყვარდეს მტერი შენი - წარმოვთქვი ჩემთვის.
- მამა მიააა, როგორც იქნა, გაეხსნა გონება. ყველას ერჩოდი და ყველა გძულდა. რაღაც სულელური მორალი დაუნერგე საკუთარ თავს, გეგონება არასდროს არავის შეიყვარებდი და მერე ძალით მისდევდი შენივე შეგენობებს.
- გგონია, რომ ჰელე მიყვარს?
- ფაქტი ერთია. ფიქრობ, არავინ მყავსო. სინამდვილეში კი იმდენი შემოგყურებს ხელებში, ხუთი წამი არ გეყოფა დასათვლელად.
- ხელებში საყურებლად ყველაზე ნაკლებად გამოვდგები. დამღალე უკვე. ძალიან დავიღალე შენით. ვერ ხარ ისეთი დიადი, ხალხს რომ ჰქონია. ძალიან კი ცდილობ, მაგრამ ერთ ჩვეულებრივ დაბნეულ ადამიანს ჰგევხარ.
* * *

სახლში მივედი. ზოგჯერ მავიწყდებოდა, რომ მარტო აღარ ვცხოვრობდი და კარში გასაღების შერჭობისას, საკეტი თუ არ იღებოდა, მაშინ მახსენდებოდა, ეტყობა შიგნიდან ჩაკეტა ვიღაცამ-თქო. სამზარეულოდან სადილის სურნელი გამოდიოდა. მაგას ხომ საერთოდ აღარ ველოდი. სულ იმას გავიძახოდი, რომ წვნიანი არ მიყვარდა, არადა, არავინ აკეთებდა, თორემ ალბათ შევიყვარებდი.
- არ თქვა, სადილი გავაკეთეო - გამეცინა წინსაფრიანი ჰელეს დანახვაზე.
- ჰო. აბა შიმშილით დავიხოცოთ? ამ სახლში არავინ მაწუხებს, გათბობაც კი ჩაგირთავს და ერთი-ორჯერ რომ გავანძრიო ხელი, არაფერი დამაკლდება.
- ცოლი მომიყვანია და ეგაა.
- ცოლიც გყავს და საყვარელიც. ქალი ვარო, შენ უნდა თქვა. ეს რა არის? - ჩემი მოტანილი შოკოლადის ფუნთუშები შეათვალიერა - ტკბილს არ ვჭამ.
- იმიტომაც ხარ მწარე ადამიანი. - მაგიდას მივუჯექი და მოუთმენელი ღიმილით დაველოდე, როდის მომართმევდა საჭმელს.
- ხელები დაიბანე!
- მართლა ცოლი ხარ! ჰელოუვინზე ხომ მოდიხარ?
- რატო არ წამოვალ ვითომ.
- რა ვიცი. გეზარებოდა ხოლმე გასართობად სიარული.
- შენი სახის ყურება არ მიყვარდა. თან სახლის ქირას ვიხდიდი და გასართობი ან დასალევი ფული არ მრჩებოდა.
- ძალიან კარგი. ქირის გამორთმას რომ არ გიპირებ, ალბათ მიხვდი. ამის შემდეგ, შეგიძლია გალოთდე.
- სერიოზულად. მუდამ მაინტერესებდა, საიდან გქონდა ფული - წინ ჩამომიჯდა და ცოტა კი ეუხერხულა კითხვის დასმა, მაგრამ მაინც გარისკა. ბოლოს და ბოლოს, სახლის მეზობლებად ვითვლებოდით.
- ჯერ შენი ეჭვების მოსმენა მინდა.
- ელიტარული სექსმუშაკი, მდიდარსაყვარლიანი ან sugar baby ხარ. როგორც ვიცი, მაგ უკანასკნელს 600 დოლარს უხდიან კვირაში.
- ანუ ჩემი თავის რჩენის ყველა გზა სექსთან დააკავშირე? ეგეთი ცუდი რეპუტაცია მაქვს? - მოვკვდი სიცილით. - ჯიპით მაინც ვმოძრაობდე, კიდევ რაღაცა ლოგიკა იარსებებდა. ყოველ დღე სახეს ვიხევ რომ გაჩერებაზე ავტობუსს მივუსწრო. თან ძირითადად, ფასდაკლებებზე ნაყიდი ან უცხოური საიტებიდან შავ პარასკევს გამოწერილი ტანსაცმელი მაცვია. ვლოგერობაში ნორმალურად მიხდიან, თეატრის ხელფასითაც იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ კმაყოფილი ვარ. ერთი სიტყვით, გაჭირვებულზე ერთი საფეხურით მაღლა ვარ.
- აი თურმე სად მარხია ძაღლის თავი.
- ჰო. კაცებისგან ფულს არასდროს ვიღებ, არც საჩუქრები მომწონს. ერთხელ ნიკომ ჩამომიტანა საფრანგეთიდან რაღაცეები და უბრალოდ არ ვაწყენინე, გამოვართვი.
- ვა, ესეიგი არსებობს ერთი „არ ვაწყენინე“ შენს ცხოვრებაში - ეშმაკურად ჩაიქირქილა. ეტყობა, ჩემი ძველი ცოდვები გაახსენდა.
- საქორწინო კაბა შევკერე. დრაკულას ცოლობას ვგეგმავდი წვეულებაზე, თუმცა შენი იყოს. მე მორტისია ადამსი ვიქნები.
- ახლა ჩემზეც ზრუნავ და საჰელოუვინო კაბას მაცმევ?
- ჰო. თეთრი ფერი შენ უფრო გიხდება.
საღამოს, ნიკო მოვიდა.
ჯერ ვერ ვხვდებოდი, სასჯელად მოვლენოდა ჩემს ცხოვრებას თუ ჯილდოდ. ყველაზე შეუფერებელ დროს გამოჩენილ რაინდს ჰგავდა, სადაც მილედი ნამდვილი ძუ*ნა იყო და საკუთარი თავი ფეხებზე ეკიდა თორემ თავმოყვარე ქალი ასეთ კაცს ფეხისთითებს დაუკოცნიდა სიყვარულისგან.
ჩემი დასჯა გინდა? - ეკითხებოდა ჩემი გული მისას - გინდა, რომ ცუდად მოგექცე, ტკივილი მოგაყენო და ამის გამო სამუდამოდ შევაძულო თავი სამყაროს?
ნიკო პასუხად პერანგს იხდიდა ნელა და მეამიტი ღიმილით.
ნიკოს სველი ბაგეები ჰქონდა.
თეძოებზე ნაზად მხვევდა ხელს, მერე ოდნავ მიჭერდა და საწოლზე მაგდებდა.
ნიკოს შეგრძნებისას, თვალებს ვეღარ ვახელდი სიამოვნებისგან.
უზარმაზარ ხელის მტევნებს დაასრიალებდა ჩემს ჟრუანტელიან სხეულზე.
მერე მისი ტანი გავარვარდებოდა.
მერე ჩემიც.
ან ჩემი უფრო ადრე.
მერე მომწონდა, როგორ ვკვნესოდით ორივე, განსაკუთრებით ის.
მერე ისევ იმას ვფიქრობდი, სასჯელი იყო თუ ჯილდო.
მერე ვხვდებოდი, რომ მე ვიყავი სასჯელი, თვითონ - ჯილდო.
ღამით სინათლემ გამაღვიძა. შუქის ჩაქრობა დაგვიწყებოდა. ამ ბოლო დროს, თუ რამე მავიწყდებოდა ან სადმე მრჩებოდა, მეგონა, განგებ მიწყობდნენ, რომ მერე რაღაცა საოცრება გადამხდენოდა თავს.
ნიკოს მკლავზე ჭიამაია იჯდა.
- ჭია ჭია მაია, ხვალ როგორი დარია? - ვკითხე და ვიფიქრე, ალბათ ხვალაც ძალიან ეციებოდა. ჭიამაიას ამინდის პროგნოზი სულ არ მჭირდებოდა.
ხელზე გადმოვისვი.
ისე ეს მწერები როგორი სულელები და მიმნდობები არიან არა? ადრე ხოჭოებიც ასე მასხდებოდნენ ბავშვობაში. დავდიოდი, დამყავდა, სხვა ჩემს ტოლებს ვაშინებდი. ერთი სიტყვით, მაშინაც უნა ვიყავი და ახლაც.
სამზარეულოში გამოვედი. გარიჟრაჟი დამდგარიყო უკვე. ოთახში კი ფარდა გადმოგვეწია აქაო და დილის სინათლემ არ შეგვაწუხოსო, მაგრამ შუქის ჩაქრობა დაგვიწყებოდა.
მე და ჭიამაია ფანჯარასთან მივედით.
- ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე... - წარმოვთქვი და ცხვირი ამეწვა. სულ ასე მეწვოდა როცა ტირილს ვაპირებდი. - ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე. მე შენს დედას გაპოვნინე - გავიმეორე ბავშვობის ფრაზა. მაინც რა სისულელეებს გვათქმევინებდნენ ხოლმე. მარტო თავს კი არ ვიტყუებდით, ჭიამაიასაც ვაძლევდით ცრუ იმედებს. შეუძლებელი იყო დედამისის პოვნა. ის კი იმას ვერ დაგვიბრუნებდა, ვინც გვიყვარდა და ვინც დავკარგეთ.
ფანჯრის რაფაზე გამეტებით მივაკალი ჭიამაია.
- რა ხდება? - თავისი ზამთრის ფაჩუჩებით გამოფრატუნდა ნიკო. ახალგამოღვიძებულს თმები აწეწილი ჰქონდა და ძალიან საყვარელი სანახავი იყო. მხოლოდ ახლა კი არა, ყოველი გაღვიძებისას საყვარელი იყო. - რა გატირებს? - მკითხა გაოგნებულმა.
მის მკლავებში უფრო მაგრად ავქვითინდი.
- უნდა წახვიდე - ვუთხარი სლუკუნით.
- რატომ?
- ასეა საჭირო. ახლა კი არა, სულ უნდა წახვიდე!
* * *
ადრე ჩემმა მეგობარმა მითხრა: „აი მაგალითად ყველა მხატვარს თავის პალიტრაზე ხომ აქვს საყვარელი ფერი? ასეა სცენარისტიც. ერთ-ერთი მსახიობი შთააგონებს გამორჩეულად. შენ ჩემი საყვარელი ფერი ხარ.“ ვიღაცა იფიქრებდა, რა სისულელეა. როგორ შეიძლება მხატვარს მხოლოდ ერთი ფერი უყვარდეს განსაკუთრებულადო? ეგ იგივეა, მწერალმა რომ ერთი ასო ამოიჩემოს. მერე რა სარგებელს მოუტანს მაგ ერთი ბგერის სიყვარული? მაინც მგონია, რომ ცამეტი წლის ბიჭის კვალობაზე, რაღაც გენიოსური წამოსცდებოდა ხოლმე.
„ეს ლოდინიც დასრულდება...
დაბრუნდები, დაბრუნდები, მაგრამ როდის?“ - ვღიღინებდი ჩემთვის.
ჯანდაბა ლუკ... ნეტა როდის დააპირებ დაბრუნებას? ან საერთოდ თუ აპირებ?
წახვალ და მომწყდები.
მე მაინც სარკმელთან სანთელს ვტოვებ ანთებულს. ეგება, ღამით ჩემს სახლთან მოხვიდე, ფანრაჯარში სინათლეს დაინახავ და იფიქრებ: „მელოდებიან“ ან „სულ მელოდნენ“.
ვერანდაზე ციოდა. ხელები მიკანკალებდა წერისას და მთელ სხეულში რომ დამდიოდა ჟრუანტელი, ეგ უფრო რაღაცნაირ, მაზოხისტურ სიამოვნებას მიღვიძებდა.
- მიდი გაიყინე! - ვუმეორებდი საკუთარ თავს - ის ხომ გაიყინა და არის როგორღაც. ადექი და შენც გაიყიდე. მერე ერთად იქნებით გაყინულები!
მეორე ისტორია დავწერე სიყვარულზე.
ზოგჯერ ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს იმაზე ტრაგიკული, ვიდრე ჩემი სულიდან გამოდევნილი ნაწილი, რომელიც დაუღალავად ეძებს თავის მეგობარს. ეძებს იმ პატარა კაფეში, სადაც ხშირად დავდიოდით სალაპარაკოდ, ეძებს ჩვენი ბავშვობის სკვერში, ეძებს სკოლაში, რომლის კედლებსაც ჯერ კიდევ შემორჩენიათ ჩვენი გულიანი კისკისის კვალი.
ესეც ჩვენი ისტორია... სიყვარულის ისტორია უნაზე:
„ბავშვობა ძაფს ჰგავდა. აქეთა მხარე ლუკს ეჭირა, მეორე მხარე - უნას. ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. იცოდნენ როგორი სასტიკი და გულკეთილები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ სხვებისთვის ან საკუთარი თავებისთვის.
სხვებს ჭორავდნენ.
ზოგჯერ დასცინოდნენ.
ზოგჯერ გულთან ახლოს მიჰქონდათ მათი ამბები.
ადამიანები იყვნენ.
ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. და მართლაც, რა შეიძლება იყოს მეგობრობაზე უფრო ძლიერი სიყვარული? ლუკი ერთი შეხედვით უთქმელი ბიჭი იყო. აი, რომ გაიცნობდი, გეგონებოდა ეს ხმას ალბათ არასოდეს იღებსო.
მაგრამ უნას ხშირად ურეკავდა. ახალ ამბებს უყვებოდა.
ლუკი იცინოდა. ძალიან ლამაზი სიცილი ჰქონდა ლუკს.
ლუკი მშობელს ჰგავდა, უნაში ყველაფერ საუკეთესოს ხედავდა. იცოდა, რომ უნა არ იყო საუკეთესო, მაგრამ ეკიდა. მაინც სრულყოფილად აღიქვავდა.
ლუკი ძალიან ჭკვიანად თვლიდა უნას. იმაზე ჭკვიანად, ვიდრე იყო.
ლუკი ამბობდა: რამსიმაღლეცაა უნა, შვიდი იმხელა ტვინი აქვსო.
ერთმანეთი გენიოსები ეგონათ.
ეგონათ, ერთად სამყაროს გადავატრიალებთ, ოკუპირებულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ და მერე მშვიდად განვარგძობთ ცხოვრებასო.
ლუკს უნა კეთილი ეგონა.
არადა, მთლიანად ავლენდა თავის ბოროტ მხარეს და მაინც კეთილი ეგონა.
ლუკი ამბობდა, ყველაზე საყვარელი სიცილი აქვს უნასო.
მერე უცებ ის ძაფი ჩაწყდა აქა-იქ რომ ედგნენ და სამყაროს სხვადასხვა მხარეს დარჩა ორივე.
უნას ოთარ ჭილაძის ლექსები ახსენდებოდა. თითქოს ნებისმიერ ამბავს უხდებოდა ეს ლექსები:
„რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის შემდეგ,
ბევჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ“.
ეტყობა ყველაფერი მეორდება. უნა ფიქრობდა, უწინ ალბათ ვინმე ჩემნაირმაც დაკარგა მეგობარი, თან ისე დაკარგა, აქამდე რომ არავის დაუკარგავს ასე მტკივნეულად, ასე მოულოდნელადო.
ადამიანები ხომ საკუთარი ტრაგედიის ყველაზე მნიშვნელოვანი გმირები ვართ და გვგონია, რომ რახან გვტკივა, სხვას არავის ძალუძს ასეთი ტკივილის ატანა.
„მაგრამ ყველაზე ვრცელდება თურმე,
თურმე სიკვდილი მოგველის ყველას,
რომელიც უკან დაგვყვება ურმით
და გამოფიტულ თვალებით გვზვერავს.
ვინ იცის, ისიც სცოდავდა იქნებ
ყველა მოგონილ ღმერთის წინაშე
და სულ ამაოდ დასდევდა ფიქრებს,
ვით დასიცხული კაცი მირაჟებს“.
უნას ჯერ ისევ ვერ გაეგო, თავისი ისტორიის მთავარი გმირი უმეგობროდ დარჩენილი გოგონა იყო, გარდაცვილი მეგობარი თუ თავად სიკვდილი, რომელმაც ყოელგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დასტაცა ხელი და წაიყვანა ის, ვისაც აღმერთებდა.
უნა თვლიდა, რომ ადამიანის სიკვდილში მთავარი დამნაშავე მხოლოდ სიკვდილია. თან როგორ უთქმელად და უბრძოლველად მიჰყვებიან ხოლმე არა? ზოგჯერ თავისი სიზმრების არსსაც იგებდა: მეგობარი იმიტომ არ გაურბის, რომ გასაქცევი არსად აქვს. სიკვდილი სიკვდილია. სად დაემალები? ყველგან გიპოვნის ალბათ. აზრი არ აქვს გაქცევას.
ამიტომ ყველაზე ტრაგიკული ისტორიის ცოცხლად დარჩენილმა გმირმა თავად სიკვდილის მოკვლა განიზრახა.
როგორ იყო?
ნითა უნდა მისულიყო ადამიანებთან და თავიანთი ამბების ჩუქება ეთხოვა.
მაგრამ არასოდეს მისულა.
და ვერც ვერასოდეს გაბედავდა ეთქვა: „გამარჯობა უნა, შენი სიყვარულის ისტორია მაჩუქე. გთხოვ. ჩემი მეგობრისთვის მინდა“.
ვინ იცის. ეგება უნას გულისხმიერება გამოეჩინა.
ნითა ვერასოდეს გაიგებდა.
რადგან სისასტიკეა გინდოდეს შენი მეგობარი სხვისი მეგობრის სანაცვლოდ.“
- გარეთ რატომ ზიხარ თითქმის შიშველი? - მკითხა ჰელემ.
- წერამ ამიტანა.
- ბიჭი წავიდა?
- ბიჭი სამუდამოდ გავუშვი. - ვთქვი და გამეღიმა.
ჰელე ზუსტად არჩევდა უბედურებისა და ბედნიერების ღიმილებს.
გვერდზე მომიჯდა.
- არ უნდა გექნა ეგ.
- ცოტახანს ნიკოზე საუბარი არ შემიძლია. ხვალ კლიპის პრემიერაა, მეცამეტე არხზე ვართ მიწვეული მე და ნინა გადაცემაში. გადაცემის წამყვანი ვერ მიტანს. არადა, როცა ვნერვიულობ, გონება მებინდება, საუბარი მიჭირს და შეიძლება რამე სისულელე წამოვროშო ან მმმმ-ს ძახილი დავიწყო, ან „ანუ“ ვიძახო ყოველ წინადადებაში.
- გინდა წამოგყვე? თუ მაგას არ გულისხმობდი და უბრალოდ შემომჩივლე?
- მინდა, თან ძალიან. გუშინ წინ იმაზე ვფიქრობდი, ნიკო ხომ არ გავიყოლო-თქო. მისი სიახლოვე ძალას მმატებს, მაგრამ დღეს დავშორდი, თან girl power მემგონი უფრო ეფექტური იქნება.
- მაშინ შენ გარდერობში ავარჩევ რამეს, თორემ მეც გადავიკიდე ამას წინათ რამდენიმე კაცი მაგ არხიდან და კარგად უნდა გამოვიყურებოდე. წამყვანს რა დაუშავე?
- სულ მე კი არ ვაშავებ, რა დაგემართა. მაგისი ქმარი მაბამდა. სოციალურ ქსელში ნახევრადშიშველ, გულმოღელილ და ბანჯგვლიან სურათებს მიგზავნიდა. ვუჩივლე. ჩემთან მოახლოება ეკრძალება.
- მერე ქმართან ეჩხუბა, შენ რა შუაში ხარ?
- მეც ეგ მაინტერესებს.
- სხვათაშორის, შენს დღიურში ძალიან სასიამოვნო ჩანახატს გადავაწყდი. გინდა წაგიკითხო? ეგეც დავიწყებული გაქვს ალბათ - ხალათის ჯიბიდან ტყავის ბლოკნოტი ამოიღო.
- სამაგიდო წიგნად აქციე? - ჩემს პირად ჩანაწერებს რომ კითხულობდა, მაგაზე პრეტენზია არ დამცდენია რატომღაც.
- ძალიან მაგარ რამეებს წერდი - სადღაც შუაში გადაშალა და ხმამაღლა დაიწყო კითხვა: - შენზე ფიქრებს, აუხდენელი ოცნებებივით ვალაგებდი მოგონებების უჯრებში და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, მომიწევდა მათთან შეხვედრა. მშობლიური, სანუკვარი შეხებასავით ნაზად ვკეცდი შენი ფიქრიანი თვალების აჩრდილებს და ღრმად, ძალიან ღრმად ვკუჭავდი გულში რომ არასდორს, აღარავინ შეხებოდა იმას, რამაც დიდი ხნის წინ ჩაიარა.
შენ წახვედი.
გულში მტკივნეულად მირჭობდნენ მარგალიტის ქინძისთავებს შენი ამოსუნთქვები და მპირდებოდნენ, რომ აღარ მოიხედავდნენ ჩემსკენ. მომაბეზრებელი ქარივით ვზუზუნებდი. მსურდა, შენი ხმის ექო გავმხდარიყავი და ყოველთვის, როცა მშვენიერ ბაგეებს გახსნიდი, მეც იქ ვიქნებოდი. ვოცნებობდი უცხო ქვეყნის ცივ ოკეანეზე... სანაპიროს ქვიშა ოქროსფრად ამომიგანგლავდა ფეხის ტერფებს. მე ვიჯდებოდი წყნარად, აუღელვებლად და მხოლოდ ზღვას მივაპყრობდი მზერას.
ერთ მშვენიერ წამს, ამეწვებოდა ზურგი. მივხვდებოდი, რომ ნელი ნაბიჯებით მოიწევდი ჩემთან. შემიწყდებოდა სუნთქვა, ძარღვებში მორბენალ სისხლს შეუერთდებოდა გულისცემა და ორივე ერთად, შეთქმულებივით შეეცდებოდნენ ჩემს მოკვლას.
ნელ სიოს გამოყოლილი ვანილის სურნელით ამოვიცნობდი შენს მოახლოებას და როცა პირი ჩემი, მდუმარე და უთქმელი გახდებოდა, თვალები გეტყოდნენ, რამდენ ხანს გელოდი ქვადქცეული.
გელოდი 4 წელი, 4 საუკუნე, 4 სამყარო, 4 კოსმოსი.
ცოცხალთა ყველა ადგილი, შიშველი ფეხებით მომერბინა შენს სიყვარულში და მაინც ფუჭი იყო იგი.
გვერდზე მომიჯდებოდი. ოკეანის ქარიშხალივით ააგორებდი ტალღებს და ამ ტალღების მსგავსად, იბობოქრებდა შენი თმაც. მომიჯდებოდი და გაწელილი ბგერებით, ნაზი ხმით მკითხავდი:
- შენ ის გოგონა არ ხარ?
მე მხოლოდ თავს დაგიქნევდი.
აღარაფერს გეტყოდი, რადგან უსიტყვო გრძნობები მე მრავალი გადმომიცია შენთვის და ჩავთვლიდი, რომ ყბედობას აღარანაირი ფასი აქვს ჩემი სათქმელის დასახატად. უსიტყვოდ მოგიყვებოდი შენთვის მოძღვნილ ლექსებს, მოგიყვებოდი, რომ მთელი სამყარო მებრძოდა, თუმცა ვერაფერმა შემაჩერა და მაინც მოვაღწიე შენამდე.
მაგრამ არასოდეს მოსულხარ.
ოკეანის სასიამოვნო ჰაერს ფანტაზიებში ვთხზავდი და ვიგონებდი ათასგვარ დიალოგს, ჩვენს შორის გაბმულს. ვიგონებდი პატარა თოჯინებს, რომებიც გაჭრილი ვაშლებივით გგავდნენ და ყველა მათგანი იმდენად ძვირფასი იყო ჩემთვის, როგორც სანდო მეგობარი.
შენ არ მოსულხარ...
მე კი მთელი სამყაროს ტვირთს ვეზიდებოდი მხრებზე შემოდგმულს.
რამდენ ხანს ვინახავდი სულში შესისხლხორცებულ გრძნობებს? მიჭირს გახსენება. მთელი ცხოვრების ემოციები დავახარჯე შენს თვალებს და მაინც ცარიელი სიგარეტის ნამწვავები შემრჩა მუჭებში.
მტკივნეული აღმოჩნდა ბრძოლა თავის გადასარჩენად.
ერთ მშვენიერ დღეს, როცა ყველა ცრემლი მომიშუშდა და ნაიარევად დააჩნდა ფერმკრთალ სახეს, მე უცნობი ქუჩის ბილიკს დავადექი თვალდახუჭული. ვგრძნობდი სურნელს, რომელიც არც შენი თმის არომატს ჰგავდა და არც ოკეანისფერი სიო მოჰქონდა.
ვგრძნობდი სახლში დაბრუნების სურნელს.
ლავანდის ჰაერით მოსილი თმა, თხელ ლავიწებზე თამამად ჩამოეყარა ვიღაცას და ისე უსიტყვოდ მიხმობდა თავისკენ, როგორც ხმელეთსზე დაბრუნებულ გემის კაპიტანს. სხვა სიმღერის ნოტებს შეუერთდა ჩემი უკვდავი სული. სხვის ნაბიჯებს მიყურადებული, თვალდახუჭული ვცნობდი, უცხო ქუჩაზე, ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულ ხეებს.
შენ გაქრი.
შენ აღარ არსებობდი.
შენზე ნაფიქრი ყველა სიტყვა, სხვის ალერსში გახვეულიყო, რათა სამუდამოდ მომშუშებოდა გულის სიღრმეში გაწითლებული ყველა იარა. ათასობით ფუჭად დაღვრილ სიტყვას ჩაქსოვილს ლექსებში, ღმერთმა სული შთაბერა და სხვისი სხეულის ფილტვებში იწყო ჰაერად ჩქეფა.
ვაყურადებდი ყველა ნაბიჯს, სიყვარულის ენით გადადგმულს.
ვცხოვრობდი ღიმილში, რომელიც შენ არასოდეს გაგეღო ჩემთვის მსხვერპლად და რომლითაც სხვა მაჯილდოებდა უხვად, გულღიად.
მე სხვის თვალებში დავიწყე ნაზად დინება.
სხვისი ამოსუნთქვის აჩრდილად ვიქეცი და მისი სხეულში დაიმკვიდრა ჩემმა სულმა საცხოვრებელი.
აღარსად იყავი...
აღარ დაგეძებდი...
აღარ გნატრობდი, რადგან სხვისი ნატვრა დამბედებოდა ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს.
აღარ ვფიქრობდი და სწორედ მაშინ დაბრუნდი უკან. დაბრუნდი წარსულის აჩრდილად ქცეული, რათა მწერლის მიერ მივიწყებული პერსონაჟივით მოსულიყავი, მოგეპყრო ჩემთვის ტანჯვაგამოვლილი თვალები და მთელი არსით გეცადა ზღაპრის მთავარ გმირად ქცევა...ისევ.
- რანაირი დრამატული ვიყავი არა? - გამეცინა.
- ათი წლის წინ დაგიწერია... ვის დაუწერე გაფიცებ?
- ჩემი ბავშვობის კუმირს. შენს ოთახში რომ პოსტერია გამოკრული, ზუსტად იმას. ზოგჯერ მინდება, სადმე ვიპოვნო, მივიდე და ვუთხრა: - შენ დამთავრდი, ის - მოკვდა. შენ შენი წილი ბავშვობა წაიღე, იმან კი საერთოდ დაასრულა. სისულელე იქნება ალბათ არა? საერთოდ ვერ მიხვდება ვინ მოკვდა ან თვითონ რა შუაშია და მართალიც იქნება. საერთოდ, რა შუაშია თვითონ?


მეცამეტე
სკოლის კედლებზე
შენს შემორჩენილ სურნელს ვფიცავ,
კუბოს ფიცრამდე დავიცავ სახელს,
რომელიც ერთადერთი ღირსებაა, რაც შემრჩა.
ვინ თქვა, არაფერია მარადიულიო.
წადი, სადაც გინდა, მაინც ჩემთან დარჩები.
წადი, სადაც გინდა, მაინც არსად გაგიშვებ.
ფიქრების ჩანაწერი მეგობრისთვის: რამდენჯერაც არ უნდა მოკვდე, რამდენჯერაც არ უნდა მოვკვდეთ, სულში სიცარიელე ვერ დაისადგურებს. მნიშნელობა არ ჰქონია ადამიანის ფიზიკურ ძალას, რადგან შენი არსებობა სულში ვერაფერმა ამოშალა. სიკვდილი და სიცოცხლე ზედმეტად უბადრუკი განსაცდელი აღმოჩნდა. როგორც არ უნდა იზეიმონ ჩვენი განშორება, როგორი შორიც არ უნდა იყო, მუდამ შემეძლება ჩემში ჩავიხედო და დაგინახო. ერთნი ვართ, ყოველთვის ერი ვიყავით. სვავებით გარშემორტყმულ ადგილას მივდივარ და ჩემს გვერდით შენს ნაბიჯებს თუ ვერ ვგრძნობ, ზუსტად ვიცი, სულში ხარ ისევ. ყვავები ვართ, ბრძენი ყვავები და ლეშისმჭამელი სვავი რას დაგვაკლებს? რამდენჯერაც ჩემს სახელს ახსენებენ, იმდენჯერ, შენი სახელი იქნება ნაგულისხმევი. მარტო არ ვარ. ზურგს მიმაგრებ. ვერავინ მოგვერევა ორ ყვავის ბახალას.
გადაცემაში ვიყავი. ისე კარგად ჩაიარა ყველაფერმა, მაგ კარგად ჩავლის გამო დავრჩი შოკირებული. მე თუ სადმე მივედი და იდეალური გამვჩნდი, ეგ უფრო გასაკვირია, ვიდრე რაღაც ქაოტური გაუგებრობები.
ერთი სიტყვით, ბევრმა წყალმა ჩაიარა. კლიპის პრემიერაც წარმატებული გამოდგა. თინეიჯერები კლიპიდან ამოღებულ ჩემს სურათებს ხშირად დებენ ხოლმე რაღაც ბრძნული წარწერებით, განსაკუთრებული აქტიურობით ელენე გამოირჩევა. ცოტახნის შემდეგ, მისი მეგობრებიც დამხვდნენ თეატრთან და ყველამ ცალ-ცალკე მთხოვა სელფის გადაღება. კარგი იყო.
კარგადაა ყველაფერი.
ან ყველაფერი ცუდად.
ჰელოუვინზე რომელიღაცა კორპორატიულს დაემთხვა ჩვენი კორპორატიული. ცოტა წინასწარ შეთითხნილსაც ჰგავდა, რადგან ნიკოს სამსახურის ხალხი გამომეცხადა იქ ნიკოიანად. მე რომ მორტისია ვიყავი და ეგ გომეზ ადამსი, არ ვიცი ცხოვრების ირონიულობას დავაბრალო თუ თავად ნიკოს ნახელავს.
თავიდან, დავიკიდე და ბევრი ვიცეკვე ჩემიანებთან ერთად. ჰელეს ისე უხდებოდა ჩემი შეკერილი და აქა-იქ წითელსაღებავმისხმული კაბა რომ ცოტა შემშურდა, მაგრამ მთავარი არც ჩემი შური იყო და არც დროდადრო ნიკოსკენ გაქცეული მზერა.
მთავარი ის იყო, რომ ვიეჭვიანე. ვიღაც ქალებთან ერთად ცეკვავდა. მე ვიღაც კაცებთან ერთად და რამდენადაც არ უნდა ყოფილოყვნენ „ვიღაცეები“, მაინც საეჭვიანოები ჩანდნენ.
- ბევრი უნა დავლიო, ძალიან ბევრი. - გამოვუცხადე რატის. პირღია დარჩა სამი დარტყმა ჭაჭა რომ ზედიზედ გადავუშვი კუჭში.
- აქ სცენები არ გამართო იცოდე - თვალები დამიბრიალა ჰელემ.
საპასუხოდ, მეც თვალები დავუბრიალე.
რომელიმე იაფფასიანი სერიალის გმირი კი არ ვიყავი რომ თავგზა ამრეოდა და გავგიჟებულიყავი. მე და ნიკოს თავიდანვე გვქონდა გადანაწილებული ჩვენი როლები: მე გოგო, ის ბიჭი. ჩვენ ორს შორის მშვენიერი ქიმია, მშვენიერი სექსი და ამ ყველაფრის მიღმა, აღარაფრით უნდა დავინტერესებულიყავით.
მაგრამ ყველა წესი უმართავია.
ადამიანის გრძნობებიც უმართავია. ერთმანეთის გულებისკენ ხელი გაგვეპარა.
სცენებს რაც შეეხება, არასოდეს გამიმართავს თეატრს გარეთ.
არც ვაპირებდი.
მაგრამ მაინც გავბრაზდი საკუთარ თავზე. შინაგანი ფორიაქი მღრღნიდა. ჩემს შინაგან სამყაროს კი ზედმეტი დაღრღნა ნამდვილად არ სჭირდებოდა ამ ეტაპზე. ზოგჯერ, ისეთი მრავალფეროვანი ხდებოდა ცხოვრება, წამით იმას ვფიქრობდი, ნეტავ ერთხელ მაინც შევწყვიტო დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და მოსაწყენი ყოველდღიურობით განვიტვირთო-თქო.
- ანუ მაინც მაგრად დაიბოღმე - დააგვირგვინა კასიმ.
- ჰელე რომ ჩემი ცხოვრების მთხრობელი ყოფილიყო, ის უკეთ მოჰყვებოდა რა და როგორ. მე სამწუხაროდ ზეპირსიტყვიერების დიდოსტატი მხოლოდ მაშინ ვარ, როცა ტექსტი მაქვს დაზეპირებული. წერა უკეთ გამომდის.
- დამიწერე მაშინ რაც მოხდა.
- არაფერი განსაკუთრებული. თავი ხელში ავიყვანე. ცეკვა-სიმღერით ვერ ვერთობოდი და გარეთ გამოვედი. ნიკოც გამომყვა. ძალიან სასაცილო და საყვარლები ვიყავით. ერთმანეთს ვუხდებოდით - რაღაცნაირად გამეღიმა. მერე გავბრაზდი და ისევ დავიბღვირე.
- რაო ნიკომ?
- მოვწიეთ. თავიდან არც არაფერი. ერთმანეთზე გამწარებული სულელი ბავშვები კი არა ვართ. ჩვეულებრივი, კეთილი დიალოგი გვქონდა. ასე მითხრა, აცივდა ამ ბოლო დროსო. გამეცინა. კლასიკური თვალსაზრისით, ამინდზე საუბარი იმას ნიშნავს, რომ სხვა თემა არა გაქვთ. სინამდვილეში, პირიქითაა. უცხოსთან არასოდეს მიხვალ იმის აღსანიშნად, რომ ძალიან მზიანი და ლამაზი დღეა, ვერც იმას შეშჩივლებ, ყინვისგან ხელის მტევნები დამისკდა, გამომიშრა და ამექერცლაო. მე თავისუფლად შევჩივლე ნიკოს. ზუსტად ისე ვეწუწუნე, გეგონება პატარა ბავშვი ვყოფილიყავი, ის კი საზრიანი უფროსი ან ვინმე ისეთი, ვინც ხელებზე შემეხებოდა, უსიამოვნოდ გააკანტურებდა თავს და მერე მაკოცებდა. თითქოს ტრადიციად ჩამოგვყალიბებოდა ეს მამაშვილურ ფროიდისტული საუბრები, რომელიც საბოლოოდ მაგრად აღგვაგზნებს.
- ავადმყოფებო! - ჩაილაპარაკა კასიმ.
- ჰო. ყველა თავისებური ავადმყოფია. მთავარია, რომ ეგ ავადმყოფობა არც სხვებს აყენებდეს ზიანს და არც საკუთარ თავს. მესიამოვნა ხელზე ამბორი. ბავშვივით გავწითლდი და თან რომ ვუყურებდი, ისე მენატრებოდა, ვიფიქრე აქვე ჩამოვიხრჩობ თავს-თქო. უბრალოდ მონატრების და ფლირტის ადგილი აღარ მაქვს ცხოვრებაში. ნიკოს ვკითხე, ეს ყველაფერი, შენი მოწყობილი ხომ არ არის მეთქი. ერთობლივი კორპორატიული და ა.შ. კიო, მითხრა. მასში ნამდვილ მამაკაცს მაშინ ვხედავდი, როცა სიმართლეს არ მალავდა. მერე, თავი იმართლა, ჯერ არ გყავდი მიტოვებული და ვიფიქრე, სიურპრიზი იქნება თუ ერთად აღვნიშნავთო. მოგვიანებით უკვე ყველაფერი გვიანი იყო, ვეღარ გააუქმა თავის გემოზე. მე გამეცინა, მერე წასვლა დავაპირე. ნიკო ნასვამი იყო, თუმცა მთვრალიც ისეთივე დინჯი და გაწონასწორებულია, როგორიც ფხიზელი. როგორ შეიძლება, ადამიანი მუდამ საუკეთესო იყოს?
- არ ვიცი. მითუმეტეს, შენი სიახლოვისას ხდება შეუძლებელი რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს კაცმა და თავზე ბოთლი არ გადაგაფშვნას.
- მეც მაგ აზრზე ვარ ზუსტად. განა არ მიკვირს, როგორ ჩაიარა ჩემი ცხოვრების მეოთხედმა ისე, რომ ჯერ ბლაგვი არაფერი მომხვედრია თავში. ნიკო წყნარად იდგა. მთვარის შუქი ეცემოდა სახეზე და ვფიქრობდი, რა ჯანდაბაა მეთქი... ეს მთვარე ყველაზე შეუფერებელ დროს რატომ ავლენს რაღაცა საოცარი სინათლის უნარს? ჩვეულებრივ ღამით თუ აიხედები ცაში, მაქსიმუმ თვითმფრინავმა გაგინათოს წყვდიადი. მაგრამ თუ რომანტიკას გაურბიხარ, მაინცდამაინც მაშინ მოგჭრის თვალს თავისი სიკაშკაშით ცის კაბადონზე შემოსკუპებული არამკითხე მოამბე.
- მერე გოგო? - ფეხი ფეხზე გადაიდო და ინტერესით მომაჩერდა სიკვდილი.
- რა იყო, ქალის ჰორმონებს სვამ? - წვრილი სიგარეტიც რომ მოხდენილად გაირჭო ორთითს შუა, მაშინ ვეღარ მოვითმინე რომ არ მეკითხა.
- გააგრძელე-თქო!
- ნიკო ცოტათი ღელავდა. თვალებში ვერ მიყურებდა. მზერა ძირს დაეხარა და მიწას მისჩერებოდა. თან ცდილობდა, წყნარი, მშვიდი ხმით მოეყოლა თუ როგორ შევუყვარდი.
- უცნაურია. მაგაზე ინფორმაცია არ მქონდა. - ჩაფიქრდა კასი.
- ეტყობა სიყვარულის ქალღმერთი თავის საქმეში ცხვირს არ გაყოფინებს - გამეცინა. კარგია ვენერა მაინც თუ მიცავდა ამ იდიოტისგან. - არ ვგეგმავდი შენს შეყვარებას, მაგრამ სანამ იმას გავაანალიზებდი რომ არ ვგეგმავდი, უკვე შეყვარებული აღმოვჩნდიო.
- შენ რა უპასუხე?
- მაპატიე-მეთქი ვუთხარი და წამოვედი. მეტირებოდა. ჩემს ხალხთან არაფერი შევიმჩნიე, თუმცა დროზე ადრე გამოვეცალე წვეულებას. სახლში მისულმა, ბალიშში ჩავრგე სახე საღრიალოდ. საკუთარი თავის მრცხვენოდა, თორემ ხმამაღლა რომ მეწივლა ვინ რას გაიგებდა? ბევრიც ვიტირე. მართლა რობოტი კი არა ვარ, მენატრებოდა ნიკო. თან ამ ცხოვრებას რა ვუთხარი, სიყვარულს ვინც არ ეძებს, მაინცდამაინც იმას უნდა შეხვდეს ერთგული და საყვარელი კაცი. მერე ჰელე და რატი მოვიდნენ. რატიმ ცოტა ტვინი მო*ყნა, რა ბიჭი გაუშვი ხელიდანო. ჰელეს ხმა არ ამოუღია. ჰელე ისედაც უსიტყვოდ ხვდებოდა ყველაფერს და ზუსტად იცოდა, როდის მჭირდებოდა დუმილი და როდის არა. რა უცნაურია, რომ ჩემი ნამტერალი ზედმეტს არ ლაპარაკობს და ყველაზე უკეთ ესმის ჩემი? ოთარ ჭილაძემ თქვა ადრე, შეიძლება გძულდეს, მაგრამ გესმოდეს ადამიანის, შეიძლება გიყვარდეს, თუმცა ვერაფერი გააგებინოვო. ღმერთო, გენიოსი იყო ეგ კაცი, მიეცათ ის წყეული ნობელის პრემია, რა იქნებოდა? დარწმუნებული ვარ, ჩემსა და ჰელეს შორის სიძულვილის ნასახიც აღარაა შემორჩენილი, მაგრამ როცა ვერ ვიტანდი, მაშინაც გამოირჩეოდა მიხვედრილობით. ერთს შემომხედავდა და ყველაფერი იცოდა. ისიც მიკვრს, რა სწრაფად შეიძლება გაქრეს ორ ადამიანს შორის ჩამოვარდნილი შუღლი. მართალი ყოფილა, სიყვარულიდან სიძულვილამდე და სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო, რომ ამბობენ.
- და შენ გიყვარს ჰელე? - მკითხა კასიმ.
- სხვა არავინ შემომრჩენია, ვინც შეიძლება შევიყვარო. ვფიქრობ, ჰელე ყველაზე საინტერესო კანდიდატია.
- სიყვარულს ასე არ ირჩევენ. შეუძლებელია ვინმე შესაფერისი ან შეუფერებელი იყოს.
- ჰელესთან ეგრევე ხვდები, რომ სიყვარულს აზრი აქვს.
- ლუკთან არ ჰქონდა? - დამაჭირა მაზოლზე ფეხი.
- ერთხელ მე და ლუკი ვსეირნობდით. მიყვებოდა, რომ ქვეყნიდან წასვლა სურდა. სადღაც აზიაში მოგზაურობას აპირებდა, უნდოდა, აღმა-დაღმა ეწოწიალა და ყველაფერი ენახა. ერთხელ, ისიც წამოსცდა, ვერმგონია მე ხანდაზმულ ასაკამდე მივაღწიო და რამე საინტერესოს ნახვა მაინც შემრჩებაო. მეც დამცდა ფიქრებში, რომ შეიძლებოდა ერთ მშვენიერ დღეს, ლუკი დამეკარგა. მერე შევჩერდი, ღრმად ჩავისუნთქე და საკუთარ თავს ვუთხარი: გაუშვი უნა, წავიდეს... ეგება დროა, გაუშვა. მე არ მჯერა, რომ თუ სიყვარულია, აუცილებლად უკან დაგიბრუნდება. როგორც ხედავ, არ მიბრუნდება არც დღეს, არც ხვალ და არც ზეგ, თუმცა იმ დღეს საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ბედი რანაირადაც არ უნდა დატრიალებულიყო, ლუკს მაინც გავუშვებდი. თან ეს სულ სხვანაირი გაშვებაა. ნებართვას კი არ აძლევ, შენი თანხმობის გარეშეც მშვენივრად წავა სადაც უნდა. უბრალოდ, საკუთარ თავს ანთავისუფლებ ტვირთისგან, მიჯაჭვულობისგან, გამუდმებული ნერვიულობისგან. ცოტა თავქარიანი ბიჭი იყო და სულ შინაგანი ფორიაქი მაწამებდა- ვაი, ნეტა ახლა სად არის, რას შვრება, რამე შარში არ გაეხვიოს და ა.შ. მსგავსი შეგრძნება დედობრივ ინსტიქტთანაა ახლოს. საბოლოოდ კი, აი რას გეტყვი ჩემო კარგო კასი: როგორც არ უნდა შეეცადო ადამიანისგან განთავისუფლება, ის მაინც შენში რჩება. ჩვენ არ შეგვიძლია გავუშვათ ვინც მართლა გვიყვარს. უბრალოდ, თავის მოკატუნება გვიწევს თითქოს შევძელით. არადა, მანამდე სულ იმას წამოვიდგენდი, ჩემს პანაშვიდზე როგორ მოდიოდა განადგურებული და დამძიმებული. მაინტერესებდა, რანაირად მიგლოვებდა. როგორც ხედავ, ცხოვრებამ სხვაგვარად წარმართა გზები. ისე დატრიალდა ყველაფერი, რომ ლუკი მხედავდა მტირალსა და განადგურებულს. და აი შენს კითხვაზე პასუხიც... ლუკი შეუფერებელი ბიჭი იყო სიყვარულისთვის და მე ის მთელ სამყაროში, ყველაზე ძლიერად მიყვარდა. შენმდეგ კმოკვდა. ალბათ სიკვდილით დასრულებული ისტორიები ამიტომაცაა გამორჩეული - იქამდე წყდებაა, სანამ ყველასნაირი გახდება.
- ნელ-ნელა ბრძენდები. მომწონს. ქალებს ხშირად გახასიათებთ. რომ გგონია, თითქოს მორჩა, იმაზე უკეთესს ვეღარ იტყვის, ვიდრე გუშინ თქვაო, ზეგ ხელახლა გაკვირვებს.
- ჰო. ყველაფერი ისე ჩანს, გეგონება სიკვდილი ადამიანდება, მის ვაკანსიაზე კი ქალს განიხილავს ღმერთი.
- მაგრამ შენ და ღმერთი ნაჩხუბარები ხართ.
- მერე რა. ნაჩხუბარ ნათესავს უფრო ენდობი, ვიდრე პირმომღიმარ მეზობელს.
* * *

ღამით სიცივემ გამაღვიძა. გვერდზე ვიქტორია იწვა. ჩემკენ იყო გადმოტრიალებული და მიყურებდა. თვალებს თმა უფარავდა, თუმცა მის მზერას მაინც ვიჭერდი.
- მინდა, რომ მოვკლა - მითხრა წყნარად. ვიცოდი, ვისაც გულისხმობდა. ალბათ მეც მრავალჯერ მომდომებია მისი მოკვლა.
- ეს ლუკს არ დააბრუნებს - თმა ღიმილით გადავუწიე და უფრო ახლოს მივუჩოჩდი.
- შენ არ გინდა?
- ადამიანის მოკვლა არ შემიძლია. მაპატიე - ღრმად ჩაისუნთქა. უფრო საყვედურს ჰგავდა ეს ჩასუნტქვა. - შენ შეგიძლია?
- კი.
- ალბათ მაგიტომაც ხარ პატარა დემონი.
- არასოდეს მომცემ მაგის უფლებას ხო?
- ვერა.
- ვერც შიო?
- შიო მიუმეტეს.
- უცნაურია, რომ სამნი ვართ. ვერ ვეგუები მეზობელს. ადრე უფრო ადვილი იყო შენი დაყოლიება. ახლა ბევრი რამე გაბრკოლებს. თან თითქოს დასაბრკოლებელიც აღარაფერი შეგრჩა, მაგრამ მაინც ასეა.
- ადამიანი რომ იყო გაიგებდი.
- ვითომ რატომ?
- იმიტომ, რომ ადამიანი სასტიკია, მაგრამ როცა ამ სისასტიკის გამომჟღავნებაზე მიდგება ჯერი, თავს იკავებს. ეტყობა, მაინც რაღაცას ნიშნავს ადამიანად ყოფნა.
- მე ბევრს ვერაფერს მეუბნება ეგ წოდება. - ზურგზე დაწვა. ჭერს ისე ათვალიერებდა, გეგონება ვარსკლვავებით მოჭედილ ცას შეჰყურებს და ტკბებაო - გახსოვს ბავშვობაში ფილმის გმირები რომ გიყვარდებოდნენ?
- კი. შენც ერთ-ერთი მათგანი იყავი.
- ჰო. ზუსტად მაშინ გამოჩნდებოდა ვიღაც იდუმალი და საყვარელი, როცა უმეგობრობისა და მარტოობის გარდა არაფერი გებადა.
- ცხოვრებას მივსებდნენ.
- და მერე ივიწყებდი. ნელ-ნელა, თუმცა მაინც ივიწყებდი.
- ყველა მათგანი მახსოვს. უბრალოდ, თოვლის ბაბუებს ჰგავდნენ. ერთ ბავშვს რომ მიუტანდნენ საჩუქარს, მერე სხვების გასახალისებლად მიდიოდნენ.
- მარტო მე არ წავსულვარ სხვა ბავშვთან.
- ჰო, შენ ბავშვებს ვერ იტან და თან ვერც სხვა შეგითვისებდა.
- მარტო შენ ინდომე დემონის შეკედლება. ამიტომაც დავრჩი.
ვუყურებდი ვიქტორიას.
ნეტა სული ჩაებერა მისთვის ღმერთს. ყველა ტკვილის შემდეგ, ერთი საჩუქარი რომ მოეძღვნა ჩემთვის, ალბათ ყველაფერს ვაპატიებდი.
- ჰელე კარგი გოგოა - გამომიტყდა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ. თან თითქმის უკვე მეძინა - ის ჩვენ გვგავს.
- და ჩვენ მას - დაამატა შიომ.

* * *
გარეთ გავედი. ერთი გაჩერების მოშორებით, პატარა სკვერი იყო. მე და ჩემი მეგობარი ხშირად ვსხდებოდით, ვსაუბრობდით, ვწუწუნებდით. ზოგჯერ აღარ მახსოვდა, ვისთან მიჭრდა განშორება. ყველა მათგანი თავად გავაძევე საკუთარი ცხოვრებიდან. ან ზოგჯერ, ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ გგონია, თითქოს შენ გააძევე. სინამდვილეში, არც არაფერში ვიყავი დამნაშავე.
სკამზე ჩამოვჯექი.
დილის ცვარი მოსდებოდა გარშემო ყველაფერს და ძალიან ციოდა. ამაკანკალა. ადრე, აქ რომ ვიჯექით, ჩემმა მეგობარმა თავისი ქურთუკი მომაცვა და მითხრა: მე არ მცივა, შენ უფრო მცივანა ხარ. მაშინ გავიაზრე, რომ არსებობენ ისინი, ვისაც საკუთარ თავს ვურჩევნივარ.
ლუკი არა.
ოდესღაც, სხვა მეგობარიც მყავდა.
ცისფერთვალება. ზოგჯერ, შოკოლადის გოგოს ვეძახდი. მუქი ჩალისფერი კანი და გრძელი შავი თმა ჰქონდა. შოკოლადივით გემრიელი და საყვარელი ჩანდა. განა მარტო ჩანდა, ასეც იყო.
- გამარჯობა უნა - მომესმა მისი ხმა.
გვერდძე მომიჯდა.
სიგარეტს არ ეწეოდა, მაგრამ ჩემთან ერთად, ერთი ორ ღერს გაუკიდებდა ხოლმე.
- გამარჯობა სოფი - მივუგე შოკოლადის გოგოს - დიდი ხანია, არ შევხვედრილვართ არა?
- ჰო. რაც სამუდამოდ გავწყვიტეთ კავშირი, იმის მერე - ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო. ჯერ კიდევ ნაწყენი იყო და მივხვდი, ჯერ კიდევ არ ვიყავი სულ ერთი მისთვის.
- ბევრი რამე მოხდა და ალბათ იმიტომ.
- ვერ ვხვდები... რამე გაწყენინე?
- არა, შენ არა.
- აბა?
- არ ვიცი. - თავი გავწიე. არა სოფი, სხვა ვინმემ მაწყენინა, მაგრამ მაპატიე, რომ აღარც შენ აღარ მინდოდი-თქო, გავიფიქრე. ცხვირი მოვისრისე. მინდოდა, რაღაც მეთქვა, ძალიან მინდოდა.
- ახლა როგორ ხარ?
- ისევ ისე. შენთან განშორებამდე კარგად ვიყავი, იმის შემდეგაც...
- ანუ ერთი წამითაც არ გიდარდივარ?
- ჰო, არ მიდარდიხარ - გამოვუტყდი - მართლა არ მიდარდიხარ. მეგონა, უშენოდ ვერ ვიცოცხლებდი, მაგრამ ჩვენი მეგობრობა როგორც კი შეწყდა, გეგონება ამოვისუნთქე. არ ვიცი, რატომ. შენ ძალიან კარგი იყავი.
- გამოდის, რომ შენ არ იყავი კარგი.
- შეიძლება.
- ახლა ყველაფერზე დათანხმებას აპირებ? - გაბრაზდა.
- ადამიანები მიდიან. ამას მუდამ ვეგუებოდი. შენ თუ წახვიდოდი, ყველა თუ წავიდოდა... ეგ არაფერი. ლუკი მყავდა. იცი რა იყო მასში კარგი? არასოდეს მბეზრდებოდა. ყოველ დღე რომ მენახა, მაინც სულ სხვადასხვა სასაუბრო თემა ჩნდებოდა. ღამის პირველ საათზე მაკითხავდა ხოლმე მანქანით და დილამდე ვსეირნობდით, ვლაპარაკობდით. მე ლუდს ვსვამდი, ის კომპოტს. საჭესთან იჯდა და მაგიტომ. ვინც არ უნდა წასულიყო ან მოსულიყო, ლუკი მუდამ რჩებოდა.
- ახლა რა შეიცვალა? რატომ მოგინდა ჩემი ნახვა?
- ლუკი გარდაიცვალა - წარმოვთქვი და ამ სიტყვებს მთელი გვემა ამოვაყოლე - ლუკი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა - გავიმეორე ტირილით.
- რას ამბობ? - თვალებში ცრემლი ჩაუდგა. ალბათ ყველაფერი გაახსენდა, რასაც ლუკზე ვუყვებოდი ბავშვობაში: „იცი, ჩემს სკოლაში ახალი ბიჭი გადმოვიდა...“, „ იცი, ჩვენ ორივეს წარმოსახვითი მეგობრები გვყავს“, „იცი, ლუკი ფიქრობს, რომ მე სუპერ გოგო ვარ“...
- გარდაიცვალა - კვლავ წარმოვთქვი. გეგონება, ათასჯერ ვაპირებდი ამ სიტყვის გამეორებას. თითქოს ამის ხმამაღლა მოსმენა, გააზრებაში დამეხმარებოდა.
სოფი ჩამეხუტა.
მე ვტიროდი.
ჩემი გოდება ცას წვდებოდა. ჯერ არასოდეს მეტირა ასე მოდნომებით.
- ლუკი მოკვდა და მეც მასთან ერთად მოვკვდი - ვუთხარი სოფის. - მაპატიე თუ კი დაბადების დღე ვერ მოგილოცე. მკვდარი ვიყავი და ვერ შევძელი.
- არაფერია - ზურგზე ნაზად ამისვა თითები - არაფერია - ჩამჩურჩულა ყურში.
- მინდოდა, რომ გცოდნოდა. უფრო მეტად კი მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ არ იცოდი. საკუთარ თავს ვუმეორებდი, თუ სოფიმ ლუკზე გაიგო და არაფერი შეიმჩნია, მაშინ კარგის ტ*აკის გინებას ავტეხავ-თქო, მაგრამ არაფერი გცოდნია. ეს კარგია.
- რა თქმა უნდა, არ დაგჭირდებოდა გინება - გაეცინა. არადა, ტიროდა. ისიც ჩემთან ერთად ტიროდა. ლუკს კი არა, ჩემს სიკვდილს გლოვობდა ალბათ.
- ყოველ დღეს მილამაზებდა - ცრემლები მახრჩობდა. ხმამაღლა ვყვიროდი, ხმამაღლა ვგლოვობდი. - ყოველ დღეს მილამაზებდა.
- მახსოვს.
- და მაინც დამივიწყე. მე არ ვარ ბოროტი... გაგიშვი და შენც დამივიწყე.
- ვიცი.
- შენი ბრალია ჩემი სიკვდილი... მაშინ, იმ სულისშემძვრელად ცხელ დღეს, შენ უნდა მგარიყავი ჩემსა და ლუკის გვამს შორის. შენ უნდა დამენახე და მეგრძნო, რომ სიცოცხლეშიც მებადა რაღაც ფასეული და ძვირფასი. შენ იქ არ ყოფილხარ სოფი! შენ ჩემი გადარჩენა შეგეძლო, შეიძლებოდა, მეცოცხლა - ყველაფერში დავადანაშაულე.
ზუსტად ეს მჭირდებოდა.
მინდოდა, ადამიანი დამედანაშაულებინა ყველაფერში, რაც გამოვიარე, რაც დამემართა.
ჩემს სიკვდილში დამედო ბრალი ვიღაცისთვის.
- მაპატიე - წარმოთქვა მან.
თუმცა მე არასოდეს გადამიშლია გული სოფისთვის.
ეს ყველაფერი, ჩემი წარმოსახვა იყო.
ნეტავ, გამებედა. ნეტავ ერთხელ მაინც გამებედა მასთან მისვლა და იმის მოყოლა, რომ ძალიან მიყვარდა ჩემი მეგობარი. ის კი მოკვდა.

მეთოთხმეტე
ჰელე ვერანდაზე ყავას სვამდა. მომწონდა, დილაობით მისი ყურება. ჰელე ლამაზი იყო და თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნიკოს გვერდით გაღვიძებაზე უკეთესი ამ ბოლო დროს, არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, ჰელეს დანახვასაც ცოტა რამ თუ შეედრებოდა.
- ახალი ისტორია მოვიფიქრე - ვუთხარი ჰელეს.
- ძველი წავიკითხე. ძალიან ლამაზი იყო.
- გოგონებზე უნდა დავწერო.
- რატი კმაყოფილი იქნება. ბიჭებზეც მიაყოლე, უფრო გაუსწორდება.
- რატომაც არა. - მის გვერდით ჩამოვჯექი.
- შენ ჯენი ხარ - მითხრა ღიმილით - jenny of oldtones, ჯენი, რომელიც თავის ჩრდილთან ცეკვავს, რადგან ყველა წასულია. გარშემო აღარავინ დარჩა.
- ჩემი ძველი ცხოვრება მენატრება. - დამნაშავესავით გამოვუტყდი. - მეგობრებიც კი.
- მერე უთხარი, რომ გენატრება. მოუყევი მათ.
- არ მინდა.
- თავმოყვარეობა და რამე?
- უბრალოდ, ყველაფერმა ჩაიარა. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ჩვენი გზები აღარ გადაიკვეთება. სულ ესაა. ერთ ხანს, გგონია რომ ურთიერთობები სამუდამოდ გასტანს, ვერაფერი გაანადგურებს, მაგრამ მდინარე არ ჩერდება, მდინარე მიდის და თან მიაქვს ყველაფერი, რაც მუდმივი გვგონია. ლუკიც მუდმივი უნდა ყოფილიყო. ალბათ ასეც იქნებოდა, თუმცა დაიღუპა. ხედავ რაშია საქმე? ურთიერთობები იცვლება, მაგრამ რაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა შეგვრჩეს, იმას გვიკლავენ.
- ანუ ჩვენც არ ვართ მარადიული? - მკითხა მან.
- მტრებად რომ დავრჩენილიყავით, მარადიული ვიქნებოდით. სულელები ვართ. მხოლოდ სიძულვილია უკვდავი. უნდა ჩავჭიდებოდით ამ უკვდავებას.
- მე შენს მიტოვებას არ ვაპირებ - მტკიცედ გამომიცხადა. - შეგიძლია, მისტიროდე იმათ, ვინც მიგატოვა. რამდენიც გინდა, იმდენი იტირე.
- მე მივატოვე.
- მნიშვნელობა არ აქვს. შენ რომ გააგდებ და ისიც წავა, ეგ ორმხრივი მიტოვებაა. დაგტოვეს. ახლა კი შეგიძლია, იჯდე და წარსულზე იდარდო, მაგრამ მგონია, აწმყოში უფრო ბევრი ვინმე გყავს, ვის გამოც მადლიერი უნდა იყო.
- საკუთარ თავს გულისხმობ? - ეშმაკურად გამეცინა.
- დიახ! - შემომიბღვირა ჰელემ - მე შენი ნამდვილი სახე მაქვს ნანახი. დამპალი, ეგოისტი ძუ*ნა ხარ, მაგრამ რამდენჯერაც ვცადე გაქცევა, მაინც შენთან დავბრუნდი. როგორც ჩანს, მტრებს უფრო ძლიერი ერთგულება ახასიათებთ.
- მემგონი ეჭვიანობ.
- რა მაქვს საეჭვიანო? შენს ისტორიებში, ჯადოქარი ვარ. ფაქტობრივად, ისე შთაგაგონებ, რომ მთავარ პერსონაჟად მაქციე. ჩემზე ლამაზი მეგობარი არასოდეს გყოლია და ვერც გეყოლება. მიმზიდველად გადაიყარა თმა ზურგზე და მომღიმარი სახე დილის სინათლეს მიუშვირა.
- არ მინდა თავდაჯერებულობა გაგიასმაგო, მაგრამ ახალ სასიყვარულო ისტორიას თუ დავწერ ქალებზე, ერთ-ერთი კვლავაც შენ იქნები.
- მეორე შენ ალბათ.
- ჰო. მე თუ საკუთარი თავი არ გამოვიყენე წერისას, ისე გულს ვერ ვუდებ.
- მაგარი წყვილი ვიქნებოდით მე რომ ბიჭებს არ ვეტრფოდე და შენ ნიკოზე არ იყო შეყვარებული.
- რა სისულელეა? - წარბები შევჭმუხნე და სიგარეტს მოვუკიდე ისტერიულად. ნერვიულობისას, ეგრევე მოსაწევს დავწვდებოდი ხოლმე. - ნიკოზე არ ვარ შეყვარებული.
- ჩვენ ხომ კარგა ხნის წინ მოვილაპარაკეთ, რომ ერთმანეთში საკუთარ თავს ვხედავთ? ანუ შენ მე ვარ, მე კი შენ. ახლა კი გთხოვ, ნუ ატყუებ საკუთარ თავს. კი ბატონო, შეგიძლია სცადო მოტყუება, მაგრამ არაფერი გამოგივა. ჰელემ მუდამ იცის შენი სისუსტე.
- ანუ თვლი, რომ ნიკო ჩემი სისუსტეა? - მაგრად გამეცინა. ამაზე დიდ სისულელეს დღეს ვეღარ მოვისმენდი.
- ვთვლი, რომ შენი სისუსტე ლუკია. ის ერთადერთია, ვინც მართლა გიყვარს. ამიტომ, როცა რაიმე სიყვარულის მაგვარი გიახლოვდება, ეგრევე ზედ აბიჯებ, მაგრად სრეს, ანადგურებ და ზემოდან აფსამ. გგონია, თუ კი სხვას გაუღებ გულს, მაშინ ლუკი დავიწყებას მიეცემა ან განაწყენდება. სინამდვილეში, დამიჯერე, თუ კი იმ ქვეყნად რამე არსებობს, მაშინ შენს შემყურე მეგობარს, ერთი სული აქვს, ვინმემ გაგილამაზოს ცხოვრება. მობეზრდა მგლოვიარე უნას ყურება. ხომ გაგიგონია, როცა გარდაცვლილს დიდხანს დასტირი, საიქიოში დგას და შენს ცრემლებში იხრჩობაო? იქ მაინც დაასვენე ლუკი. ნუ ამოალპე, გაცივდება.
ფეხზე წამოვდექი.
მისკენ გადავიხარე და ტუჩები ყურთან მივუტანე.
- მის სახელს კიდევ ერთხელ თუ ახსენებ, ძილისას ყელს გამოგჭრი! - ჩავჩურჩულე სრული სერიოზულობით.
სახლში შევედი.
- თვიურისას აუტანელი ხარ, მაგრამ ძალიან ვნებიანი მუქარა გცოდნია - მომაძახა გარედან.
ამან საიდანღა იცოდა ჩემი კალენდარი.
* * *

ერთ პატარა კაფეში ვიჯექი. მოლოდინისგან, ხელები მიკანკალებდა. ცხელ შოკოლადს ვსვამდი. ძალიან მომწონდა გარეთ მუბუზული ადამიანების ყურება. მე და ლუკიც ასე მობუზულები დავდიოდით. ძირითადად, ქუჩაში წოწიალი გვიყვარდა. როგორი ყინვაც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენი ბავშვობის სკვერში ვისხედით ერთ-ერთი ავტოფარეხის სახურავზე და სიგარეტს ვეწეოდი. თოთხმეტი წლისები ვიყავით პირველად რომ გავსინჯეთ. თან მაშინ ხალხს ვემალებოდით. ვიცოდი, განგვსჯიდნენ. ვიღაცა მოხუცი მოგვიახლოვდებოდა და დაიწყებდა დაუსრულებელ საუბარს იმაზე, რომ პატარა ბავშვებმა არ უნდა მოწიონ. განსაკუთრებით გოგონებმა, რადგან მერე შვილს ვეღარ გააჩენენ. მოშიშვლებულ წვივებს, მოტმასნილ ჯინსებს, სიგარეტს და მათ შორის სექსსაც იყენებენ ზოგჯერ უშვილობის არგუმენტად. სასაცილოა, მაგრამ ფაქტია. სიგარეტებს იქვე, ბალახებში ვმალავდით. ზოგჯერ, მოპარული გვხვდებოდა. ერთხელ პირიქით, ვიღაცამ მთელი შეკვრა დაგვიტოვა საგრიალოდ. სულ იმას მარწმუნებდა, მოწევა შენ დამაწყებინეო. არადა, ის კარგა ხნის შემჯდარი იყო მე რომ პირველად ჩავისუნთქე ნიკოტინი.
- მეგონა, ვეღარასოდეს შემხვდებოდი - გავიგონე ნიკოს ხმა. მომიახლოვდა, ლოყაზე მაკოცა და გვერდზე მომიჯდა. მერე იმანაც იგივე შეუკვეთა, რაც მე.
- და შენც ასე უბრძოლველად მიიღე ეგ ფაქტი? - ვკითხე კაცს. ჰელეს სიტყვები გამახსენდა. „შენ რომ გააგდებ და ისიც წავა, ეგ ორმხრივი მიტოვებაა“. ანუ გამოდიოდა, რომ ნიკომაც დამტოვა.
- გინდა, რომ პატარა ბავშვივით ჩაგივარდე მუხლებში და კალთები დაგაგლიჯო ტირილით? - გაეცინა ნიკოს.
- კი.
- სახსრები მტკივა, ვეღარ ვიკუზები. დავბერდი უნა.
- როცა გინდა, ახალგაზრდა ხარ, როცა გინდა, მოხუცი - ცოტათი დავცინე - საჩხუბრად არ მოვსულვარ. შენთან ლაპარაკი მინდოდა. თუ შენთვის ზედმეტად რთულია, მაშინ არ დაგაძალებ.
- უბრალო ჭორაობა?
- ჰო, უბრალო ჭორაობა.
- აბა, რაზე ვიჭორაოთ? - გაეცინა, ლოყები დაეჩხვლიტა. ჯანდაბა, ისე მენატრებოდა მისი სიცილი, რომ მოსიარულე ონკანს ვემსგავსებოდი ნელ-ნელა.
- მთელი დღეებია, დავდივარ და ვწუწუნებ ჩემს წარსულზე. ჰელეს ტვინი გავუბურღე ძველი მეგობრები მენატრებიან-მეთქი.
- რა ეგოიზმია - შეიცხადა ნიკომ.
- რატომ?
- არ შეიძლება, ახალ მეგობრებს ძველებზე ეწუწუნო. ეს დაუწერელი კანონია. თითქოს, შენ არ მინდიხარ, ისინი მერჩივნაო, ეუბნები. არადა, დასანახად ვეღარ იტან ვერც ერთს. როდის აქეთ მოგიბრუნდა გული?
- მეც მაგას ვამბობ. ჩემმა ფსიქოთერაპევტმა მითხრა, შენ ადამიანები კი არა, ბავშვობა გენატრებაო. დამიბრუნე ჩემი ბავშვობა-თქო, ვეჩხუბე.
უცებ, გავიაზრე რა სისულელეც წამომცდა და პირი მოვკუმე.
- ფსიქოთერაპევტი როგორ დაგიბრუნებს ბავშვობას?
- საქმეც მაგაშია. მან კი არა, მე მოვკალი საკუთარი წარსული. ვიღაც ისეთს ვაჩუქე, ვისაც უფრო მეტად სჭორდებოდა. ნაჩუქარის უკან დაბრუნებას არ ვაპირებ. მერე კარგა ხანს ვისაუბრეთ ისევ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ არც სოფი მენატრება, არც პეტრე და არც პავლე. შენ მენატრები. ამიტომაც დავდივარ მოწყენილი, ყველას ვეჩხუბები, ვეჯუჯღუნები და ვუბრაზდები. ჰელესაც კი დავუბღვირე, მერე ყელის გამოჭრით დავემუქრე.
- შენ აქამდეც უბღვერდი. ნუ გეშინია, არ ეწყინება, შეჩვეულია. ყელის გამოჭრას რაც შეეხება, ეცადე თავი შეიკავო. ხომ იცი, ყველაფერში გეხმარები, მაგრამ მკვლელობის გადაჩქმალვა ძალიან ძნელია. - თავზე მაკოცა ნიკომ - ვიცი, რომ გენატრები. მეც ძალიან მომენატრე, მაგრამ ჩემთან მეგობობრობა არაა კარგი აზრი.
- რატომ?
- ცოდო ვარ უნა - მითხრა სერიოზულად. მისი თვალები სევდიანი გამხდარიყო. ისეთივე ღრმა და მეტყველი, როგორც ადრე, თუმცა გაცილებით სევდიანი.
ნიკომ სხეულთან ერთად, სული შემომთავაზა
ან პირიქით: ჩემი სხეულის გარდა, სულიც უნდოდა.
და მე ის დავჭერი ანდა გავბზარე.
ახლა ჩემი ოცნების კაცს თვალებზე ეტყობოდა გულში ჩარჩენილი ტყვიის კვალი.
მე კვლავ არ შემეძლო სიყვარული, რადგან ჩემი სიყვარული გაყინული ბიჭის საფლავში ცხოვრობდა.
- მესმის.
- თან ლუკი გენატრება და არა მე. შეხედე როგორ აცივდა. ეს შენი პირველი ზამთარია მის გარეშე. ახლა ჩვენ ორივე ლანდებთან მოცეკვავეებს დავემსგავსეთ. შენ ლუკის ლანდთან ცეკვავ, მე კი შენს ლანდთან.
- მე წავედი, ლუკი მოკვდა. გამოდის, რომ საკუთარ აჩრდილებთან დავბორიალობთ. - მივუგე ღიმილით.
ჩვენ ორივენი ჯენი ვიყავით.
Jenny of oldstones.
ნიკო წავიდა.
მე გარეთ გავედი. სხვების მსგავსად მოვიბუზე. ძალიან პატარა ვიყავი და ძალიან ძლიერი სიცივე მიახლოვდებოდა.
- შარშან უფრო საშინელი ცივი ქარი ქროდა, მაგრამ მაშინ ჩემთან იყავ, სულ არ მეშინოდა - წარმოვთქვი ჩემთვის.
* * *
ფიქრების ჩანაწერი მეგობარს: „ნელ-ნელა პანიკური შემოტევები მეწყება. იმ დღეს, შუაღამისას წამოვხტი და უჯრებში გეძებდი. ყველგან გეძებდი. ფარდის გადაწევა მინდოდა, მეგონა ფანჯრიდან დაგინახავდი, მაგრამ მთლიანად ჩამოვწყვიტე. ჰელეს ისეთი ძილი აქვს, ბომბს თუ ავაფეთქებ, მხოლოდ ტკივილს იგრძნობს, ისიც ბუნდოვნად და დილას რომ გაიღვიძებს ცალი ფეხით, მერე მიხვდება, რაც მოხდა. კლიპის აჟიოტაჟი ჯერ არ ჩამცხრალა. ფილმებში გადაღებას მთავაზობენ. ერთგან, ობოლია ჩემი პერსონაჟი, მეორეგან ქვრივი, მესამეგან ყელს ქვემოთ პარალიზებული. როგორც ჩანს, ტრაგიკული გმირები ძალიან მიხდება. ან ტრაგიზმმა მომიხდინა, თორემ შენ ხო მიცნობდი არა? მხიარული ვიყავი.
ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. ღამით პანიკა მიტევს, დილით ყველა მძულს. ზოგჯერ, წყნარი ვარ, მაგრამ ვინ რა იცის, რომ ეს დღეები იმაზე გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე გარედან ჩანს. მართალია ნიკო. პირველი ზამთარია უშენოდ. პირველი შემოდგომაც ტკივილში გაილია და ამის შემდეგ, ყველა წყეული გზა პირველი იქნება, რომელსაც უშენოდ გავივლი. ყველაფერი ლამაზი, რაც მებადა, წარსულში დავტოვე. ალბათ ჩემი ბრალია. აბა შენ მკვდარი ხარ და ხომ არ დაგადანაშაულებ? თან სიკვდილში ბრალი როგორ დაგდო. სიცოცხლე გინდოდა.
სიცოცხლე არ გაცადეს ლუკ.
აღარც მე მაცდიან“.
- ჯერ სადა ხარ, უარესი სულის შიშილი და პანიკა გელის წინ. - დამაიმედა კასიმ.
- გმადლობ, რომ მამახნევებ.
- გამოცდილი მაქვს - გამომიტყდა. წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა. - ერთხელ სიკვდილმა პატარა გოგონა გაიცნო.
- და მოკლა? როგორი მოულოდნელია შენგან - წავკბინე.
- დიდი ხნის წინ, სიკვდილს პატარა გოგონა შეუყვარდა - განაგრძო თხრობა. - ძალიან გგავდა. ზებუნებრივად, არაამქვეყნიურად შეუყვარდა. ანუ ერქვა. ათი წლის იყო და ლეიკემიით იტანჯებოდა. სიკვდილი პირველად რომ მივიდა მასთან, შეცბა და იუარა. მე ამას არ წავიყვან, ეგება ცოტახანიც ვადროვოთო, შეევედრა თავის უფროსს. უარი მიიღო.
თითისტოლა გოგონას სიკვდილი სასთუმალთან ეჯდა ხოლმე და ზღაპრებს უკითხავდა.
- როგორი მხიარული ხარ - გაუცინა ერთხელ ანუმ. ანუს ისეთი ღიმილი ჰქონდა, სამოთხე რა მოსატანია მასთან. თოვლივით თეთრ კანზე წითელი კაპილარები დამჩნეოდა და ყოველი თოვის ჟამს, სიკვდილს მისი ნაზი კანი ახსენდება დღემდე.
ანუს არასოდეს შეშინებია.
პირიქით, სიკვდილს ეთამაშებოდა.
- ნეტავ, სულ აქ იყო - გამოუცხადა გოგონამ და შავ, დაძენძილ კაპიუშონზე დაებღაუჭა.
- ნეტავ საერთოდ არ მოვსულიყავი - სიკვდილმა მოტვლეპილ თავზე ხელი გადაუსვა ნაზად. შუბლზე ეამბორა.
ანუ თბილი იყო.
სიკვდილს აქამდე არასოდეს შეეგრძნო სითბო. არც გული უძგერდა აქამდე.
მაშინ პირველად მიხვდა, რომ ცრემლიც მწარე ყოფილა.
ზოგჯერ ტკბილიო, კი ამბობდნენ, მაგრამ ის ცრემლი, სიკვდილს რომ ჩამოუგორდა თვალებიდან, ძალიან მწარე იყო. სულ გადასწვა და გადაბუგა.
სიკვდილი სასოწარკვეთამაც მოიცვა.
მერე ძალიან საშინელი იდეა მოუვიდა თავში. იმდენად საშინელი, რომ ერთხელ ძლიერად გააკანკალა საკუთარ ჩანაფიქრზე და პატარა გოგონას შეხედა.
ანუს გამო ღირდა წესების დარღვევა.
ანუს გამო დასჯასაც აიტანდა.
ანუს მუქი წაბლისფერი თვალები ჰქონდა, ზოგჯერ შავი.
ძალიან ლამაზი სიცილი.
სიკვდილმა სიცოცხლე მოიპარა და პატარას აჩუქა. ამისათვის დაისაჯა. შორს, სადღაც ჯანდაბაში გადაასახლეს. ანუს ვეღარასოდეს ნახავდა.
თან განა სულ ესაა?
ანუს საყვარელ ადამიანებსაც წაიყვანდა, რათა გოგონას სამუდამოდ შესძულებოდა სსიკვდილი.
- და გოგონამ სამუდამოდ შეიძულა სიკვდილი - წარმოვთქვი ტირილით.
- ვიცი, რომ ლუკი ძალიან გიყვარდა. ვიცი, რომ გძულვარ. მაგრამ ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, მეც გამოვცადე სიყვარული და ახლა სასჯელად ვიღებ ანუს სიძულვილს. შენი იყოს ჩემი სიყვარულის ისტორია. მე მას გჩუქნი! - მომიგო კასიმ.
ნელა მომიახლოვდა.
თმაზე ნაზად ჩამომისვა ხელი.
- დენი აღარ გარტყამს, როცა მეხები? - ვკითხე სლუკუნით. გულის ჯიბიდან ნაჭრის ხელსახოცი ამოიღო და მომცა.
- გგონია, მხოლოდ შეხებაა მტკივნეული? შენთან გატარებული ყოველი წამისთვის, ჯოჯოხეთის ცეცხლში გიზგიზებს ჩემი უღმერთო გული, მაგრამ ძალიან ჰგევხარ ჩემს პატარა გოგონას. ზოგჯერ, ყველა სასჯელის ატანა ღირს სიყვარულისთვის - მისმა ტკივილიანმა ამოძახილმა მომაკვდავის ოხვრასავით გაიჟღერა.
- უნა თვლიდა, რომ ადამიანის სიკვდილში მხოლოდ სიკვდილია დამნაშავე. ამიტომ, შურისძიება განიზრახა... სიკვდილზე შურისძიება - გამოვუტყდი მას.
- მერე, იძია შური?
- არა. უნამ სიკვდილს აპატია - ცრემლები კასის შავი ხელსახოცით შევიმშრალე და გავუღიმე.

* * *

სახლში მივედი. საწოლში შევწექი და საბანი გადავიფარე. კარგი იყო, ჰაერი აღარ მყოფნიდა, თუმცა თავს დაცულად ვგრძნობდი.
- არ გშია? - შემომძახა ჰელემ.
არაფერი ვუპასუხე. თუ შემოვიდოდა, თავს მოვიმძინარებდი.
ისე, ჩვენში დარჩეს და სულ მეძინებოდა. ნებისმიერ დროს შემეძლო ბალიშზე დამედო თავი და აღარასოდეს ამეწია. მერე რა, რომ ოდესმე მაინც მომიწევდა გაღვიძება. თმააბურდული და ისეთი ვიქნებოდი, შუადღის ძილისგან როგორიც არიან.
ფარდის მიღმა დღე და ღამე ამერია. სკოლა მესიზმრებოდა. გამუდმებით მესიზმრებოდა. კლასში შევდიოდით, ინსტიქტურად ვსხდებოდით ბოლო მერხებზე და ფანჯრიდან ვიცქირებოდით.
ეგ ორი მერხი.
ლუკის ლურჯი ქურთუკი.
ლუკი.
მასწავლებელი, რომელიც მათემატიკის ამოცანის ახსნას მთხოვდა, მე კი გარტყმაში არ ვიყავი.
თვალები გავახილე.
კარგად ვერ მივხვდი, მეღვიძა თუ ისევ მეძინა.
- ადე, ადე! - შემანჯღრია ჰელემ.
- დამანებე თავი - წავიღრუტუნე ჩემთვის და ისევ სიზმარში შევძვერი. მერე, სადღაც შორიდან ჰელეს საუბარი მესმოდა. რატის ეწუწუნებოდა, დღეს არ მოდის სამსახურში, ვერაფრით გავაღვიძე და მეშინია, მეორე დღეა, საწოლიდან არ ამდგარაო.
მერე მივხვდი, რომ მშიოდა, თუმცა ეგ არაფერი. შიმშილი ზოგჯერ მსიამოვნებდა.
ისევ კლასში ვიყავით. უცნაურია, ლუკის დანახვაზე რეაქცია არ მქონდა. აი, გეგონება არასოდეს წასულაო.
- აღარ მინდა მათემატიკა - შევჩივლე მას - შვიდი წელი გავიდა სკოლის მერე. ორი პროფესია მაქვს და მაინც განტოლებებს მახსნევინებენ.
- ეტყობა, სასჯელია - გაეღიმა ლუკს.
- რა დავაშავე?
- ჩემთან ერთად ზიხარ. ხომ იცი, ჩვენი ერთად ყოფნის სანაცვლოდ რაღაცა უნდა გაიღო.
- კარგი, რა სასჯელიც უნდათ, ის მომინახონ. - თავი დავუქნიე. რვეულში ლამაზი ასოებით ჩავწერე „საკლასო წერა“ და დისკრიმინანტის პოვნას შევუდექი უპრეტენზიოდ.
ყველა სასჯელს ავიტანდი, ოღონდ ისევ ჩემს გვერდით მჯარიყო. აღარასოდეს გადაესვათ სხვაგან.
მერე ქართულის ჯერი დადგა.
თავისუფალი თემა გვაწერინეს. მე და ლუკი მუდამ რაღაც მელანქოლიურსა და მეტაფორულს ვწერდით ხოლმე. ვერაფერს ხვდებოდნენ, მაგრამ მხატვრული ხერხების ხათრით, მაინც ათიანებს ვიღებდით.
- მემგონი, მაინც უნდა აპატიო - შემომხედა ლუკმა.
- ვის ვაპატიო?
- ღმერთს.
- შენ ხომ ათეისტი ხარ - გამეცინა.
- მერე რა. შენი რწმენა ორივეს გვყოფნიდა. სიკვდილს ხომ აპატიე? ღმერთის ჯერია. - ლოყაზე მაკოცა და ფანჯარაში გაიხედა. მერცხლები დაფრინავდნენ, ეტყობა გაზაფხული იყო. - ალბათ ხეხილიც აყვავდება მალე. ჩვენი სკვერი ლამაზი სანახვაია წელიწადის ამ დროს. გავისეირნოთ გაკვეთილების შემდეგ?
ლაღი იყო.
მხოლოდ ჩემთან იყო ასეთი ლაღი.
სხვა დროს, ბავშვურ თვალებში იმხელა სიბრძნე და სიმძიმე ჩაღვროდა, მოხუცებული ბერიკაცი გეგონებოდა.
- ჩემთან ხარ? - ვკითხე მას - მართლა ჩემთან ხარ? ადრე მეგონა, ვერაფერი დაგვაშორებდა, მაგრამ ახლა ვეღარ გგრძნობ და მეშინია.
- მეც მეშინია. ზოგჯერ ცუდად იქცევი. საკუთარი თავი მსხვერპლი გგონია.
- მსხვერპლი ვარ, აბა რა ჩემი ფეხები ვარ?
- შემომხედე! - ხელი ნიკაპზე მომკიდა და თავი მაღლა ამაწევინა. მერე გაეღიმა. მივხვდი, ჩემი თვალების დანახვამ გაახარა - მსხვერპლი მე ვარ უნა.
გამეღვიძა.
ჰელე და რატი გაგიჟებულები მაჯანჯღარებენ და მე კიდევ ჩემით გამეღვიძა.
- ცოცხალია.
- უნა, უნდა ადგე. რამდენი ხანი აპირებ წოლას? - ჰელემ საბანი გადამხადა. კი შემცივდა, მაგრამ გათბობა იყო იქვე ჩართული და ძალიანაც არ ავუტანივარ კანკალს.
- სამუდამოდ - ვუპასუხე მოკლედ და კონკრეტულად. ისევ ძილი მინდოდა. რატიმ ბალიშიც გამომაცალა. მერე ძალიან გავბრაზდი, წამოვჯექი. ნეტა ოთხი თვალი მქონოდა, თვალს-თვალებში გავუყრიდი სათითაოდ ორივეს. - უნდა მოვკვდე. თავი დამანებეთ!
აღარც საბანი მინდოდა, აღარც ბალიში.
სიკვდილს თუ მოინდომებს ადამიანი, ფეხზემდგარიც მშვენივრად მოკვდება.
ისევ სკოლაში დავბრუნდი.
- თქვენ ეგოისტი ბავშვები ხართ და არავინ გადარდებთ - კიოდა მასწავლებელი.
ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
აუტანელი კლასი ვიყავით.
- ჩვენ მართლა ეგოისტი ბავშვები ვართ - გადმომიჩურჩულა ლუკმა. - არავინ გვადარდებს ერთმანეთის გარდა.
გამეცინა.
- მე გადავწყვიტე, რომ მოვკვდე - ვახარე ბედნიერად.
- რას მელაპარაკები? - გაოგნდა.
- არ გინდა? მერე სულ ერთად ვიქნებით.
- აბა ყველა კარგ საქმეს შენი სახელით გავაკეთებო? - მკითხა განაწყენებულმა - აბა ჯოჯოხეთიდანაც ამოგათრევო? მე არ მჭირდება, რომ ჩემ გამო მოკვდე. მე მინდა, ჩემ გამო
იცოცხლო.
- ძალიან ძნელია.
- ადვილი საქმისთვის არ დაბადებულხარ - თავისი ქურთუკი გაიხადა. მომაცვა. მარჯვენა მხარზე შიო ეჯდა. ადგა და შიოც ჩემთან გადმოსვა - ჩემი ნაწილი შენთან დავტოვე. კეთილი ინებე და იგრძენი!
მკაცრი იყო.
მუდამ მკაცრი იყო, როცა თავს ვიზიანებდი.
სასწრაფო მედგა თავზე. შეშფოთებული რატი და ჰელეც იქვე იყვნენ. ჰელე ნამტირალევს ჰგავდა.
- გონზე მოვიდა - აღმოხდა მას.
ფეხზე წამოვდექი. ყველამ წივილი მორთო, შენთვის ჯერ ადგომა არ შეიძლება, დასუსტებული ხარ შვილოო. რა უცნაურია, ჯერ წოლას გიშლიან მერე დგომას.
გარდერობი გამოვაღე და დუტის ლურჯ ქურთუკს დავტაცე ხელი. მხრებზე მოვისხი.
- ნუ გეშინიათ. გადავწყვიტე, რომ ვიცოცხლო!



მეთხუთმეტე
ვერანდაზე ვისხედით მე, რატი და ჰელე. ჰარი პოტერის ტრიოს ვემსგავსებოდით ნელ-ნელა, მაგრამ ერთობლივი თავგადასავალი ჯერ არ გამოგვეარა. ყველას ცალ-ცალკე გვქონდა ჩვენი გაჭირვება. ვინმე იკითხავს, აბა ჰელეს გადარჩენა ან შენი სამდღიანი ძილი არ არის თავგადასავალიო? მაგრამ მე რამე უფრომხიარულს ველოდებოდი ჩვენგან. ჯერ კიდევ ბრაზობდნენ. ბრაზობდნენ, რომ სიკვდილი გადავწყვიტე და ბოლომდე არც მოვკვდი, არც გავცოცხლდი.
ჰელეს ბებიაჩემის შლაპა ეხურა. შუა ზამთარში, სასაცილო ამბავი იყო, თუმცა ქალღმერთს ჰგავდა. გრძელი თმა გრაციოზულად მიმოფანტვოდა სხეულზე, თვალები დაეხუჭა და საკუთარი სილამაზით ტკბებობა. მე თუ მკითხავდი, თვალებს რომ დააჭყეტდა და ფირუზისფერი ნათება წაგართმევდა თვალის ჩინს, ეგ უფრო დიდებული იყო. თან ცოტა საშიშიც. ზოგადად, სილამაზე საშიში რამეა. ალბათ ეგ ქუდიც განგებ ჩამოეფხატა თავზე უდროო დროს, ხვდებოდა, რომ ის, რაც სხვაზე სასაცილო სანახავია, მას კიდევ უფრო ამშვენებდა.
ჰელე თავადის ასულს ჰგავდა. შესაძლოა, თავადს შეუხედავი ქალიშვილები ჰყოლოდა, მაგრამ ორივე სიტყვა ლამაზად ჟღერს - თავადიც და ასულიც. ჰელეს უხდებოდა.
- მემგონი ისტორია მომაფიქრდა - ისე ვუთხარი რატის, ჰელესთვის არ მომიშორებია მზერა.
- ალბათ ჩემი შთაგონებით - ღიმილი ვერ დამალა თავადის ასულმა.
- მდიდარი, არისტოკრატი ოჯახის შვილი. ჰელენი ჰქვია - წარმოვთქვი და ქალბატონის თავდაჯერებულობა ზეცაში ავტყორცნე. - ძალიან ჩვეულებრივი, უბრალო გოგონა უყვარდება. ჰელენს გული ერევა თავის წრესა და პეროგაყრილ ხალხზე. მოულოდნელად, ანნას გაიცნობს, დამეგობრდებიან. ანნა ცალკე ცხოვრობს. სახლის კედლები ჩამპალი და განადგურებულია მეზობლისგან ჩამოშვებული წყლის გამო, მაგრამ ჰელენს ეგეც კი მოსწონს.
ერთი ღამით დარჩება.
ორი ღამით დარჩება.
სამი ღამით დარჩება.
ჰელენის ოჯახი ხვდება, რომ რაღაც ვერაა რიგზე. თავიანთ ქალიშვილს მკაცრ კონტროლზე აიყვანენ, გოგონასთან მეგობრობას უშლიან. რამდენჯერმე, ს ცდის, მაგრამ მშობლები სიკვდილ-სიცოცხლის გასაყრიდან ისევ აბრუნებენ და ყველაფერში ანნას ადანაშაულებენ.
ყველას ადანაშაულებენ, საკუთარი თავის გარდა.
არადა ყველა უდანაშაულოა, მათ გარდა.
საბოლოოდ, საგიჟეთში დააწვენენ.
ჰელენს თავისი თმა უყვარს, რადგან მასზე ანნას სურნელია შემორჩენილი. ჰელენს ხშირად ახსენდება პიერ რონსარის ლექსი „ეგ შენი თმები აურაცხელი“ და ზოგჯერ, როცა თავზე ათასი ექიმი არ დასტრიალებს, ჯდება და ხმადაბლა ჩურჩულებს:
„ეგ შენი თმები აურაცხელი,
ძვირფასო, ჩემთა თვალთა შუქია,
და მშურს, ამ გრძნობას შური თუ ჰქვია,
მათ როგორ ვარცხნის ეგ სავარცხელი“.
ანნა ხშირად უკითხავდა. წუწუნებდა, სავარცხელთან იმდენ დროს ატარებ, მზად ვარ, სადღაც ჯანდაბაში მოვისროლო და მუდამ დაუვარცხნელს გხედავდეო.
ჰელენს ენატრებოდა.
ანნასაც ენატრებოდა ჰელენი.
ერთ მშვენიერ დღეს, რომლის მშვენიერებაც ცოტა არ იყოს, ეჭქვეშ დადგა, რადგან ზუსტად ასეთ დღეებში ხდება ყველაფერი ტრაგიკული, საავადმყოფოში დამწვრის სუნი იყნოსეს. სულ მალე ჰელენის თმისფერი ცეცხლი ისე აგიზგიზდა, მთელ შენობას მოედო. განა მარტო შენობა დაიწვა? დაიწვნენ პაციენტები, ექიმები.
გეგონება, ღვთიური სასჯელი ყოფილიყო.
გეგონება, ღმერთი ბრალს სდებდა ადამიანებს, რომლებსაც სიყვარულის არაფერი გაეგებოდათ. სიკვდილის წინ, შესაძლოა, თითოეულს ჩაესმა ზეციერი მამის (ან დედის) სასტიკი ჩურჩული: „განა ვინ მოგცათ უფლება, ჩემი შვილების ბედი განსაზღვროთ?“
და ღმერთიც ბრაზობდა.
ისე ბრაზობდა, ვერავინ მიმხვდარიყო, ორი დღის მანძილზე რატომ ვერ აქრობდნენ ხანძარს. ისე გაბრაზდა ღმერთი, რომ ყველას სხეულიდან მორჩენილი ფერფლი ერთმანეთში არია, რადგან პატრონსაც ვეღარ ეცნო თავისი ადამიანის ცხედარი.
განა რას ერჩოდა ან ექიმებს ან სხვა პაციენტებს?
ალბათ ხშირად ხდება, რომ უსამართლობისგან გამწარებული ღმერთი, დამნაშავესთან ერთად, უდანაშაულოებსაც ხვევს შურისძიების ცეცხლში.
ჰელენის გვამიც ვერსად იპოვნეს.
ამბობენ, იმ ღამის შემდეგ, ანნაც უკვალოდ გაქრა, მისი ასავალ-დასავალი ვერავის გაუგიაო.
- ძაან მაგარია - ტაში დამიკრა რატიმ.
- მე მგონია, რომ მხატვრულად ვერ ვწერ.
- მხატვრულ თხრობას აზრი არ აქვს, სცენაზე მწერლის ენა კი არა, დიალოგები უნდა ჩანდეს. მაგაში რატი დაგეხმარება - გაეღიმა ჰელეს.
მოსწონდა.
აშკარა იყო, მოსწონდა.
- ჰო, რატი სუპერმენია - წარმოტქვა საკუთარ თავზე შეყვარებულმა ერთ-ერთმა ჩვენგანმა - მაგრამ ნითა ვიღას სთხოვს სასიყვარულო ისტორიის ჩუქებას?
- ანნას, რა თქმა უნდა - გამეღიმა ეშმაკურად - ნითა იპოვნის. ანნას პოვნა შეუძლებელი იყო, თუმცა ნითა ადვილი საქმეებისთვის არ დაბადებულა. მიაგნებს. სადღაც შორს ცხოვრობს. შორს, იმ დამპალი ქალაქისგან და დამპალი ხალხისგან. თავიდან, ძალიან შეეშინდება, რადგან ქალისთვის უფრო ძნელია თავისი ისტორიის დათმობა, რადგან ნითაც ქალია და იცის, როგორი ტკივილი უნდა გაახსენოს ანნას. თუმცა ნითა მოკლე და კონკრეტული იქნება. რამდენიმე წინადადებაში გაანდობს თავის სათხოვარს:
- „გამარჯობა ანნა, მე ნითა ვარ და მეც დავკარგე ის, ვინც მიყვარდა. შეგიძლია შენი სიყვარულის ისტორია მაჩუქო?
- რად გინდა?
- ჩემთვის არ მინდა, ჩემი მეგობრისთვის მინდა.
- რად უნდა შენს მეგობარს? - ანნა სევდიანი გოგონაა. ყველა სევდიანი გოგონა გრძნობს სხვა გოგონას სევდას.
ანნამაც იგრძნო.
თუმცა მას მაინც უყვარდა კითხვების დასმა.
- უკან დაბრუნებაში დაეხმარება. მე ყველაზე მტკივნეულ სიყვარულს ვეძებ და შემდეგ მათ პატრონს ვთხოვ, მაჩუქოს.
- ჩემი ისტორია მტკივნეული არ არის. სასტიკია - გამოუტყდება ანნა.
- ხანძარი შენ გააჩინე? - ნითა მიხვედრილია. ადამიანის თვალებიდან სიმართლის წაკითხვა შეუძლია.
- მაგას მნიშვნელობა არ აქვს. შენი იყოს. ძალიანაც დამეხმარები თუ დაისაკუთრებ და იმ ცოდვას ჩამომრეცხავ, ზურგზე რომ შემომიგდია ტვირთად და ყოველ დღე ვატარებ.
- დიადი საქმეები დიადი სიმძიმის თრევას მოითხოვს... ადვილი საქმისთვის არ დავბადებულვარ - გაეღიმება ნითას და წამოიღო ყველაზე მძიმე ისტორია“.
- სინამდვილეში, ჰელეც ცოცხალია ალბათ და შეყვარებულთან ერთად გადაბუგა ყველა დიდიან პატარიანად, ახლა არხეინად ცხოვრობენ სადმე სოფელში - კმაყოფილი ჩანდა ჰელე. - შენ კი უფლის დიად ნებას მიაწერე ხანძარი.
- ყველა სისასტიკე გაცილებით მსუბუქი გეჩვენება, როცა ღმერთს აბრალებ - მხრები ავიჩეჩე.
- ბაბილონის გოდოლი? - მკითხა რატიმ.
- ვფიქრობ, უბრალოდ გვაშინებენ რათა მრუშობა შევწყვიტოთ.
- ბიბლიური წარღვნა? - ჰელემაც არ დამაცადა მშვიდი ცხოვრება.
- მაგრად გაწვიმდა და მდინარე ადიდდა უბრალოდ. - არ დავიბენი.
- ებრაელების ეგვიპტიდან დახსნა?
- დასახსნელები იყვნენ. მეტი რა გითხრა, არ ვიცი.
- ათი მცნება?
- დასარედაქტირებელია.
- და თვითონ ღმერთი?
- მაგასთან ისევ ნაჩხუბარი ვარ. - წამოვდექი. - თუმცა, როცა დაუმსახურებლად გვექცევა, ადამიანები ვალდებულები ვხდებით, სამართალს პური ვაჭამოთ!
- როგორ აპირებ ღმერთისგან სამართლის წართმევას? - გაეცინა რატის.
- კლდეზე მიჯაჭვული ამირანი გახსოვს? ცეცხლი მოიპარა და დაისაჯა. თუმცა ამ ლეგენდაში მთავარი ის არაა, რომ მიაჯაჭვეს და ყოველ დღე ყვავი უძიძგნიდა ღვიძლს. მთავარი ცეცხლია. ცეცხლის გამო უღირდა ტანჯვა. ჩემმა მეგობარმა მითხრა, ზოგჯერ ყველა სასჯელის ატანა ღირს სიყვარულისთვისო.

* * *
შუაღამისას, რაღაცა ფაჩუნმა გამაღვიძა. შემოსასვლელ კარს აწვალებდა ვიღაცა. ვიფიქრე, რატი მიდის სახლში-თქო, მაგრამ დიდ ოთახში რომ გამოვედი, გაგუდულს ეძინა დივანზე.
ვიქტორია იყო კართან. გასვლას ლამობდა.
- შენსკენ გამოსიე - ვუთხარი სიცილით.
გააღო.
მხარზე დიდი ჩანთა გადაეკიდა. ალბათ ის ტანსაცმელი ელაგა რომელშიც წარმოვიდგენდი ხოლმე. სასაცილოა. წარმოსახვითი და წარმოსახვით ბარგს მიათრევს და სადღაც იპარება.
სადარბაზოში დავდექით ერთმანეთის პირისპირ.
- უნდა წავიდე - მითხრა დამნაშავის სახით.
- სად ვიქტორია?
- შურის საძიებლად.
- რა სისულელეებს ამბობ, ვისზე უნდა იძიო შური?
- ტაქსის მძღოლზე - თვალები ამარიდა. გეგონება, რცხვენოდა. გეგონება ცხოვრებაში პირველად რცხვენოდა, რომ რაღაც ძალიან საშინელი განეზრახა.
- ვერსად გაგიშვებ. ხომ იცი, ვერსად გაგიშვებ. შურისძიება არაფერს შეცვლის.
- შენთვის არ შეცვლის. - ღრმად ჩაისუნთქა. ხელი სახეზე დამადო ნაზად - არ შეცვლილხარ. გაიზარდე, თუმცა ბავშვობის სახე კვლავაც შეგრჩა. მემგონი, ჩვენ ყველანი ვბერდებით, რეალურიც და არარსებულებიც, მაგრამ შენ სამუდამოდ ახალგაზრდა რჩები. იმდენი ხანი გავატარე შენთან რომ ჩემი ნამდვილი დანიშნულება დამავიწყდა. დამავიწყდა, რისთვის ვიყავი შექმნილი.
- ჩემთვის ხარ შექმნილი - ხელი ხელზე დავადე. ის ერთადერთი იყო, ვისაც ვერ გავუშვებდი. ვერასოდეს გავუშვებდი, მაგრამ ნებართვას არასოდეს მთხოვდა.
- მე დემონი ვარ უნა. შემომხედე. ცუდი საქმეებისთვის მოვლენილი დემონი. ჩემზე უწინ ლეგენდები დადიოდა. ბოროტი, თუმცა მშვენიერი არსება, რომელიც ბავშვებს მარცხენა მხარზე აზის და ცუდი საქმეების ჩადენისკენ უბიძგებს. იმისთვის შემქმნეს, რომ პატარებისთვის ამერია თავგზა. ბოროტი ხალხის გამოწვრთნა მევალებოდა. მერე შენთან გადმომაგდო ბედისწერამ და მივხვდი, სიყვარული ატრიალებდა სამყაროს და არა ბოროტება. შენ მე გრძნობები მაჩუქე. მთელი შენი ბავშვობა ვცდილობდი, სიყვარულისთვის მებრძოლა და საკუთარი თავი შემენარჩუნებინა, მაგრამ საბოლოოდ, დავთმე. ყველაფერი დავთმე. ჩემი მიზნები დავთმე შენი სიყვარულისთვის. მერე ლუკიც გამოჩნდა შიოსთან ერთად. ისინიც შევიყვარე. ცხოვრება ისე წაიმართა, რაც მეკრძალებოდა, ყველაფერს გავუსინჯე გემო. ევა ვიყავი და ერთი კი არა, ასი ვაშლი ვჭამე. შენ ხარ ჩემი აკრძალული ხის ნაყოფი უნა, შენს გვერდზე გატარებული ყოველი ღიმილიანი და საიყვარულით სავსე წუთი კიდევ ერთი ვაშლია და არც ერთს არ ვნანობ.
- და ახლა მტოვებ? ყველაზე მეტად როცა მჭირდები, მაშინ მტოვებ? - ისტერიკაში ჩავვარდი. მაგრად ჩავებღაუჭე ვიქტორიას - შენ ჩემი და ხარ! დები ერთად უნდა იყვნენ!
- დავბრუნდები. ნუთუ ვერ ხვდები? სამართალი უნდა აღვასრულო. ჩემს რეალურ სახეზე უარი ვთქვი, საკუთარ თავზე ვთქვი უარი შენ გამო. ჩემი სახლი ხარ უნა და მუდამ დავბრუნდები შენთან. მანამდე ჭიას უნდა ვებრძოლო. გრძნობ საზარელ ჭიას, რომელიც სულს გიღრღნის? ვიცი, შენც გრძნობ. ჭია ყოველ დღე ჩემს მოგონებებში დაბორიალობს, ქექავს, იკვლევს და მერე მახსენებს, რომ ოდესღაც, რომელირაცა ზღაპარში, პატარა ბიჭი ცხოვრობდა. ბიჭი თბილი, მოსიყვარულე და მეოცნებე იყო, მებრძოლიც, მაგრამ მაინც მოკვდა. ჭია ლუკის არსებობასა და მისი აღარ არსებობის მიზეზს მახსენებს. მაიძულებს, რომ ყველა ეგ მიზეზი მოვსპო, რამაც მოგვიკლა. მე ბოროტი ვარ... ჩემი ბუნებით ვარ ბოროტი, თუმცა მივდივარ, რომ სიკეთის გამო ვიძიო შური. ხედავ როგორი სასაცილოა ცხოვრება? დემონი ვარ და დღემდე სიკეთის დაკარგვას ვგლოვობ, სიყვარულისთვის ვაპირებ ბრძოლას.
- ჩემთვის არასოდეს ყოფილხარ დემონი.
- პატარა იყავი და გეგონა, სკოლის გაცდენას რომ გაიძულებდი, ძალიან მაგარი რამე იყო.
- საყვარელი ხარ. ერთხელ მაღაზიიდან, სიგარეტიც მომაპარაინე. არადა, ფული მედო ჯიბეში. თან მაშინ ორი ლარი ღირდა მთელი კოლოფი.
- გამარჯობა შენი! როდის იყო, თმაში გვირილებს გიწნიდი და ძილისას, იავნანას გიმღეროდი?
- ხულიგანი უფროსი და უფრო საინტერესოა - გამეცინა. - იავნანა არასოდეს მჭირდებოდა.
- არ ნანობ რომ ბოროტება შემოგაჯდა?
- შენც ჩემი აკრძალული ხის ნაყოფი ხარ ვიქტორია. არც ერთი ვაშლის ჭამას არ ვნანობ!
გადავეხვიე. მისი თმა ცხვირთან მომეღუტუნა. ხელი შევახე, თითქოს უკანასკნელად ვეთამაშებოდი კულულებზე.
ჩემი და წავიდა.
თუ კი გული ისევ მიძგერდა, მაშინ ეგ გულიც მას გავატანე.
სპეკტაკლში დადგმული ჩემი მონოლოგი გამახსენდა, სადაც ჩემს დას ვეძებდი. მაშინ, სცენაზე, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, გეგონება ეს ისტორია უკვე გამოვიარე ან მომავალში გამოვივლიდი.
ყველაფერი მეორდება.
მემგონი ადამიანებმა ჩვენს წარსულში უნდა ვეძებოთ მომავლის პასუხები.
- სად წახვედი? - გამოვიდა რატი. - საუბარი გავიგონე, ვის ელაპარაკებოდი?
ცრემლები შევიმშრალე.
- ჩემს თავს.
- ძალიან კარგი - ცოტა რო ვერ ვიყავი, ეგ უკვე აღარავის უკვირდა - მინდოდა, ჰელეს გარეშე მესაუბრა შენთან. მერე ყველას ჩაგვეძინა და ვეღარ მოვახერხე. - გამომიცხადა ღიმილით.
- რა ხდება?
- აი რა ხდება - მოულოდნელად, რატის სახეზე აქამდე უცნობი ურჩხული გამოისახა და სადარბაზოს კედელზე გამწარებულმა მიმაჯახა. - წელს უთვალავი ბავშვი დაიხოცა. უთვალავი ბავშვი დაიხოცა გესმის? ყველანი რაღაცა პროგრამის ნაწილი ვართ. ასე მგონია, ჩვენით უხილავ შიმშილის თამაშებს აწყობენ და მერე მომღიმარი სახეებით შემოგვცქერიან, ვინ დავრჩებით და ვინ წავალთ. ჰელეს მოციმციმე არითმია აქვს. ახალგაზრდა გოგონაა და წნევები სტანჯავს, შენ კი თვალებში გაწერია, რომ ფეხებზე გკიდია საკუთარი თავი. ყოველ წამს, როცა მირეკავენ და თქვენთან არ ვარ, ყურმილს ხელის კანკალით ვიღებ. მეშინია, რომ კიდევ ერთ შემზარავ ამბავს გავიგებ საყვარელ ადამიანზე. ვერაფერს ხვდები ხო? ხალხთან კონტაქტი მიჭირს, ჰელესაც ძალიან უჭირს. შენ ერთადერთი იყავი, ვინც ჩემი დაცვა გადაწყვიტა. გახსოვს? მე არ დამავიწყდება. საკუთარმა მეგობარმა გადამაბიჯა და შენ დამიცავი, ყველასგან დამიცავი. ალბათ გგონია, ვერაფერს მიხვდიაო, თუმცა ეს სპეცრაზმი და მთელი ამბები, კარგად ვიცოდი, შენი და შენი საყვარლის გაკეთებული იყო. არასდროს არავის ვადარდებდი ჩემს ცხოვრებაში. მოულოდნელად, რაღაც ისეთი შეძელი, თავი სამყაროს ცენტრი მეგონა. ვიფიქრე, რა მაგარია, ვიღაცას მაინც ვაღელვებ-თქო. აქამდე თუ მთელი სამყარო ფეხებზე გეკიდა, მოულოდნელად, სუპერგმირივით გამომეცხადე. მე და ჰელე რთული ადამიანები ვართ, ხალხს ჩვენი ცხოვრების კარს ძალიან ძნელად ვუღებთ. უყურებ მაინც რას დაემსგავსა ამდენი ნერვიულობით? მოძალადე მამინაცვლის ხელში უფრო არხეინად ცხოვრობდა მემგონი, ვიდრე შენთან. სულ იმაზე ნერვიულობაში ატარებს დროს, მოულოდნელად სიკვდილი არ განიზრახო და არ დაგვღუპო ყველა. საკუთარი თავი სულ ერთი გგონია ხო? გგონია, რომ თუ რამე დაგემართება, ერთს ამოვიოხრებთ და ცხოვრებას გავაგრძელებთ? ცუდად გვექცევი. შენ სამყაროზე ხარ გაბრაზებული თუმცა ვერ ვხვდები, როგორ გვაზიანებ. ჩვენ უნა ვართ, შენ ლუკი ხარ. თუ წახვალ და გაიქცევი, ზუსტად იგივე დაგვემართება, რაც შენ დაგემართა... ბევრ რამეს დავკარგავთ, მათ შორის, იმედს. ბავშვები იხოცებიან უნა. უმიზეზოდ ან მიზეზიანად, მაგრამ იხოცებიან. ყველაზე უკეთ შენ გაქვს გამოვლილი რას ნიშნავს, როცა ბავშვები იხოცებიან. ყოველი დღე მზის გარეშე თენდება, რადგან ბავშვები იხოცებიან...
რატის ცრემლები ჩამოუგორდა.
აქვითინდა.
გადავეხვიე.
- არ ვაპირებ სიკვდილს, გეფიცები, არ ვაპირებ - ვუთხარი ტირილითვე.
- ყველაზე უკეთ იცი. ლუკის შემდეგ ყველა გარდაცვლილი ბავშვი ხომ შენი ტკივილია? შენ ხომ ერთხელ კი არა, ყოველ დღე გიკვდება შენი ბავშვი. რატომ გინდა, რომ ჩვენც იგივე გამოგვატარო?
- არ გამოგატარებ. ნუ გეშინია. სიკვდილი მე არ წამიყვანს, ჩემთან მოსვლა აკრძალული აქვს - სიმართლე ვთქვი, თუმცა ანეგდოტივით ჯღერდა.
რატის გაეცინა.
გამეხარდა, რომ მისი გაცინება შევძელი.
- ერთი რამე დაიმახსოვრე. მე თქვენს გარდა არავინ მყავს და მადლიერი ვარ ამის.
ეტყობა, რატის ჩურჩულით წარმოთქმულმა გაბრაზებულმა სფიჩმა გააღვიძა ქალბატონო და ჩვენთან გამოვიდა. ახლა სადარბაზოში, სიცივეში მდგარი სამი იდიოტი ვიყავით, რომლებიც თბილი სახლიდან ფანტა-პუნტით გამორბოდნენ.
- თქვენ რა, კოცნაობდით? - ეჭვისთვალით შემოგვხედა ასე ჩაკრულ-ჩახვეულები რომ დაგვინახა - ტიროდით და კოცნაობდით? - მერე ჩასიებული თვალებიც შენიშნა ალბათ.
- ეს ბიჭი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. ზედმეტად მამაკაცურია - გაეცინა რატის.
- ვიფიქრე, ნაძვის ხე ხომ არ დაგვედგა - ახალგაღვიძებული ჰელე ცოტა სულელიც იყო ყველა ბედნიერებასთან ერთად.
- ნაძვის ხე არ მაქვს. არც ნაძვები მომწონს და არც ხეები მეხატება დიდად გულზე. ამის განსახილველად ადექი? - გავუცრუე იმედი.
- კი. დამესიზმრა, თითქოს ერთად ვაწყობდით, მერე წითელ-ყვითელ ბრჭყვიალა სათამაშოებს ვკიდებდით ზედ.
- კარგი, რახან ასე გინდა, მაქვს რამდენიმე კაპიკი გადადებული შავი დღისთვის. დღე-დღეზე, ვლოგერობის გასამრჯელოსაც ველი. - დავნებდი ჰელეს.
ბავშვს გავდა, რომლისთვისაც იმედის გაცრუება სამშობლოს ღალატის ტოლ-ფასი იქნებოდა.
- მეც მაქვს - დაამატა რატიმ - კარგია, რომ შავი დღისთვის გადადებულ ფულს თეთრ დღეზე დავხარჯავთ.
- ისე, თაროზე ბევრი წიგნია. შეგვიძლია, წიგნებითაც ავაწყოთ. ორი ნაძვის ხე გვექნება.
- კარგი - კვლავ დავუქნიე თავი.
- იცით, თოვლი მოვიდა - სახლში შევიდა ჰელე და ფანჯრისაკენ წაგვიძღვა. ბურუსით მოცულ ქალაქში, სადაც ბავშვები იხოცებოდნენ, თოვლის ფანტელი ეხეთქებოდა მიწას. სევდიანი თოვლი იყო. ზეცა თეთრი ცრემლებით გლოვობდა თავის ბავშვებს.
ვერანდაზე გავედით.
ვიდექით ჩვენ სამნი.
ხელი გავშალე.
ფანტელთან ერთად, ჩემი ცრემლი ასკდებოდა ხელისგულებს. ცერათითთან, გაწყვეტილი სიცოცხლის კვალი დამჩნეოდა ხელისგულს, როგორც დაკარგული იმედის ნიშანი.
- ეცემა თოვლი - თეთრი ფრინველი,
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა,
ან რას გაიგებს, რომ დღეს პირველად
არ შემიძლია მე შენი პოვნა. - წარმოვთქვი ხმამაღლა.
პირველი თოვლი იყო.
პირველი ზამთარი.
პირველი ფიფქები ლუკის გარეშე.
ეს თოვლი ბავშვური სილაღით აღსავსე არ ყოფილა.
წელს ბავშვები ვეღარ იმხიარულებდნენ გუნდებით, რადგან ბავშვები აღარ იყვნენ. ყველა ბავშვი დახოცილიყო.
მწარე ფანტელი მეცემოდა თმაზე, ლოყებზე, ტუჩებზე. გაყინული ბიჭივით მწარე და ცივი იყო ყოველი მათგანი.
ჩავიკუზე.
სახეზე ხელები ავიფარე. მწარე გოდება აღმომხდა პირიდან. მტკივნეული იყო ტირილი, როცა მართლა გეტირებოდა. ზურგზე მათ ხელებს ვგრძნობდი. იცოდნენ, სიტყვებს აზრი არ ჰქონდა, მხოლოდ თავიანთი სუნთქვით შეეძლოთ ჩემი გამხნევება.
ან გამხნევებასაც რად მინდოდა?
უბედური ვიყავი და ასეც უნდა ყოფილიყო.
გარდაცვლილი ბავშვებისგან შემორჩენილ ლანდში გახვეული მათი მეგობრები უბედურები უნდა ყოფილიყვნენ. ამას ვერაფერი შეცვლიდა.
გარდაცვლილი ბავშვების მეგობრებს სხვა მეგობარი აღარ უნდოდათ.
გარდაცვლილი ბავშვების მეგობრები ერთ დღეში ბერდებოდნენ.
გარდაცვლილი ბავშვების მეგობრები სამუდამო დარდს ატარებდნენ გულით.
მაგრამ ყველას თავისი ბავშვი სტკიოდა უფრო მეტად.
მე ჩემსას ვერ ვმარხავდი.


* * *
მერე დღეს, ახალი ამბები ჰქონდა ჩართული ჰელეს. ცოტა ნერვებს მიშლიდა. პოლიტიკაში ღრმად იყო ჩაფლული, მე კი ჩვენი პრეზიდენტის გვარიც აღარ მახსოვდა.
- დღეს ვიღაცა ორი იპოვნეს ჩამომხრჩვალი, სხვადასხვა ადგილას - მითხრა ფრთხილად. მერე წამოდგა და ხელი მომკიდა. კანკალებდა.
- ვინ?
- ერთ-ერთი ის იყო... აი, ავარიისას... საჭესთან... მეორე მანქანა. - ენა ებმეოდა და კენტი სიტყვებით ცდილობდა ჩემთვის რაღაცის ახსნას.
- ტაქსის მძღოლი - წარმოვთქვი.
- უნა დაჯექი - მითხრა ჰელემ და სკამი გამოსწია. მხრებზე დამეჯაჯგურა, დამსვა. ზუსტად ის დღე გამახსენდა. 7 თვისა და 6 დღის წინ, რომ დამირეკა თანაკლასელმა.
- უნა დაჯექი - ჩამესმა ყურში მისი ხმა და შემდეგ ტექსტი, რომელმაც ცხოვრება შეცვალა.
ახლაც ვიჯექი.
სასოწარკვეთა და შიში შვებას ვერ მგვრიდა.
არც არასოდეს მიფიქრია, რომ შვებას მომგვრიდა.
დაჯდომაც არ შველოდა ასეთ დროს.
- მეორე ჩემი მამინაცვალია. მანაც თავი ჩამოიხრჩო, ციხეში.
ჰელე ტიროდა.
თან იცინოდა.
და ალბათ ვერც მას გაეგო, შვების მაგივრად, შიშს რატომ ჰგვრიდა ეს ამბავი.
- ვიქტორიამ მოკლა? - მეკითხებოდა დაბნეული შიო. - მართლა მოკლა? და შენ ამისი უფლება მიეცი? - განადგურებული, ჩემი სულის კედლებს ეხეთქებოდა სიმწრისგან.
- არ მეგონა - უსუსურად ვსუნთქავდი. ძლივს ვსუნთქავდი. გულიც უსუსურად მიძგერდა.
- რატომ მიეცი ამისი უფლება? რატომ მიეცი? - სასოწარკვეთა ღრიალში გადაეზარდა.
შიო ჩემს თავში ღრიალებდა.
ჩემს ტვინში.
- არ მეგონა, მართლა თუ შეეძლო - თავი ვიმართლე.
მართლა არ მეგონა.
ან მეგონა.
- შვებას გრძნობ? განთავისუფლდი? - ისე გაჰკიოდა, გეგონება ჩემი ხელები ყოფილიყო სისხლში ამოთხვრილი.
და ალბათ იყო კიდეც.
- არა, ვერ განვთავისუფლდი - ავქვითინდი. მწარედ ავქვითინდი - რატომ ვერ განვთავისუფლდი? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს.
ჰელე გაოგნებული შემომცქეროდა.
თავისი ტკივილი უღრღნიდა გულს და ზემოდან, ჩემსასაც ვუმატებდი.
- ჩვენ საკუთარი ისტორიის ანტაგონისტები ვართ... - თქვა წარმოსახვითმა მეგობარმა - რადგან მე შვებას ვგრძნობ!

* * *

საახალწლოდ, ნაძვის ხეს ვაწყობდით. სამი მეგობარი უხმოდ ვიდექით. ვფიქრობ, ყველაზე სევდიანი ნაძვის ხე იყო, დუმილსა და უსიტყვო ტკივილში მორთული. ყველა აუსრულებელი ოცნება მრგვალ, წითელ მოსართავებში იკარგებოდა. მრცხვენოდა მეთქვა, რომ ისევ უსასრულო ტკივილი სტანჯავდა ჩემს სულს. რომ მაინც ვერ მოვრეოდი საკუთარ თავს, რომ კვლავაც გულში ვიკლავდი ამოუღებელ კივილს.
თოვდა.
მაგრად თოვდა.
და მთელი ქვეყანა თეთრ საბანში გახვეულიყო თბილად და წყნარად.
თან მაინც არ უჩანდა სიბნელეს ბოლო. მზეს კიდევ ვერ გამოეკვლია გზა, ჩვენთან მოსასვლელი.
- ვიქტორია სადაა? - მეკითხებოდა შიო.
თვალებს ვხუჭავდი.
ჯდანაბა თქვენს თავსო, ღრიალებდა თოვლის ფანტელით პირგამოტენილი ჩემი სხეული.
იატაკზე დავჯექი. ჰელეს მოქსოვილი საახალწლო წინდები გვეცვა სამივეს. ფეხები რატის მუხლებზე შემოვდე და ღრმად ჩავისუნთე:
- უკანასკნელი ისტორია მოვიფიქრე - ვთქვი თვალდახუჭულმა.
- გისმენთ.
- ეს ისტორია დებზეა. დებზე, რომელთაგან ერთ-ერთი არ არსებობს. ერთ-ერთი დემონია. დემონი პატარა ბავშვის სულით იკვებება. ჯერ ფეხზე აჯდება, მერე მხარზე აცოცდება. უღმერთოა დემონი, ბოროტებასთან აქვს პირი შეკრული. ერთხელ, ერთ ბავშვს მიაკითხავს. პატარა გოგონა მარტოსულია, უმეგობრო და ისეთი წარმოსახვა აქვს, რეალობისგან ვერ გაარჩევ. დემონი ზუსტად ისეთ სახეს იღებს, როგორიც გოგონას უნდა. წითური, მშვენიერი ქალის სხეულით მოევლინება.
- დემონიც მე ვარ? - გაეცინა ჰელეს.
- არა საყვარელო. დემონი წყვდიადიდან გამოსული ბოროტი სულია, რომელმაც ბევრი იხეტიალა დედამიწაზე და როგორც იქნა, ერთი გოგონა აირჩია საკბილოდ. მეოცნებე ბავშვს ნანი ერქვა. ანგელოზების ძიებაში გართული, მუდამ ცას შეჰყურებდა და ყველა ღრუბელში შეეძლო მათი პოვნა. და დემონი დანებდა. ზუსტად ისე, როგორც სიკვდილი დანებდა პატარა ანუს.
- დემონს რა ერქვა?
- ალბათ მარიანა. მიყვარს ეგ სახელი. დემონ მარიანას ბავშვთან თამაში შეუყვარდა. იფიქრა, ცოტა ხნით დავრჩები, გავერთობი და მერე დავეხსნებიო, თუმცა ვეღარ წავიდა. ნანის მეგობარიც შეუყვარდა. ერთად თამაშობდნენ. უცნაური იყო, ერთისთვის განკუთვნილ დემონს ორი ბავშვი ჰხედავდა.
ბავშვები არ გარბოდნენ.
ისინი არ გარბოდნენ.
და იზრდებოდნენ ლამაზები, ჭკვიანები, ლაღები.
დემონი სამუდამოდ დარჩა. დემონი ბავშვის სისხლი გახდა, მის ხორცში შესახლდა, გონება დაიპატრონა. დები გახდნენ. ნანის ანგელოზები უყვარდა. კი ხვდებოდა, მარიანას თავს რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, მაგრამ მაინც ანგელოზი ეგონა.
ერთ მნშვენიერ დღეს, ბავშვები დაიხოცნენ.
რა უცნაურია, რომ მშვენიერ დღეებში იხოცებიან არა?
დარჩნენ მხოლოდ უფროსები. უფროსი ნანი და უფროსი დემონი. დანარჩენი ყველა დასამარდა, მიწამ შთანთა. დემონს თავისი რეალური სახე დაჰკარგვოდა. ადამიანად ქცეულიყო, სიცილი ესწავლა, ბედნიერება შეეგრძნო, თუმცა შურისძიებისკენ ლტოლვა მაინც ახსენებდა თავის საწყისს. ამიტომ მარიანამ ყველა ბავშვის სახელით გადაწყვიტა სამართლის აღსრულება.
როცა ღმერთები გივიწყებენ, დემონი იძულებული ხდება ადამიანი დაიცვას.
- მარიანამ შური იძია? - მკითხა ჰელემ.
- თანაც როგორ - სიმწრის სიცილი ვერ შევიკავე და ცხვირზე მოვიჭირე ორი თითი. ტირილი აღარ მინდოდა - დემონი ნანის დაჰპირდა რომ შურისძიების შემდეგ, უკან დაუბრუნდებოდა.
- არ დაბრუნებულა - მიხვდა რატი.
- არ დაბრუნებულა. - თავი დავუქნიე. - ეს ტრაგიკული ისტორია დებზეა. დებზე, რომელთაგან ერთ-ერთი არ არსებობს და თან არც ბრუნდება.
- მაშინ როგორღა დაბრუნდებოდა?
- არარსებულებიც ბრუნდებიან. თუ არა და, არსებულები მიდიან მათ საპოვნელად. - ნაძვის ხეს შევხედე. ძალიან ლამაზი გამოგვსლოდა. ჩემი მეგობრებიც ლამაზები იყვნენ.
უცნაური იყო, რომ ისევ გავბედე მეგობრების ყოლა.
ცოტა დავლიეთ იმ საღამოს.
და ბევრი ვიცინეთ.
ალბათ გამომშვიდობებას ჰგავდა. მადლიერი ვიყავი.
რა ლამაზია ზოგჯერ ცხოვრება... ზოგჯერ შენი მტერი ყველაზე ლამაზია.
მეხუთე ისტორიაც დავწერე. მეხუთე კი ერქვა, მაგრამ თავიდანვე მოფიქრებული მქონდა უმშვენიერესი, ულამაზესი სასიყვარულო ამბავი... „განწირული სასიყვარულო ამბავი“.
„ნითამ ხუთივე შეაგროვა. გრძნეულმა ევამ საიქიოს კარი გაუღო. მკვდართა სამყაროში ყველაფერი ბურუსითმოცული, მაგრამ მშვენიერი იყო. შესვლისთანავე სიმსუბუქე და სიმშვიდე იგრძნო ნითამ. კარგი იქნება თუ მეც აქ დავბრუნდებიო, გაიფიქრა.
- გელოდებოდი - მოესმა მამაკაცის ხმა.
ბურუსიდან ბურუსისფერი სილუეტი გამოისახა და თავაწეული წარსდგა ნითას წინაშე.
არ გაჰკვირვებია.
- ვიცნობთ ერთმანეთს? - ჰკითხა გოგონამ.
- მე ყველას ვიცნობ.
- ღმერთთან დამაკავშირებ?
- არა! არ გჭირდება. ისედაც ვიცი, რისთვისაც მოხვედი.
- დამეხმარე.
- დაგეხმარები, მარტივია, თუმცა დიდი სურვილი დიდ მსხვერპლს მოითხოვს. თუ შენი მეგობრის წაყვანა გინდა, მაშინ სანაცვლოდ რაღაც უნდა გაიღო.
- ნებისმიერი - მტკიცედ მიუგო გოგონამ.
- შენს მეგობარს თუ წაიყვან, საკუთარი გული უნდა დათმო.
- ამოვიგლიჯო? - ვერ მიუხვდა ნითა.
კაცს გაეცინა.
მაგრამ შეეცოდა.
ნითაში ძალიან ბევრი სინათლე და სითბო იყო. იმდენი სინათლე, მთელს საიქიოს რომ ეყოფოდა გასათბობად.
- არა. - თავი უარის ნიშნად გააქნია ნისლისფერმა კაცმა - მეგობარი გაგიცოცხლდება, მაგრამ არარ ემახსოვრები. ყველა მოგონება წაიშლება მისი გონებიდან, რომელიც შენთანაა დაკავშირებული. მაგრამ მხოლოდ გონება რას კმარა? მის სულში გქონდა ფესვები გადგმული. ამიტომ მაგ ფესვების ამოძირკვაც მომიწევს.
ნითას თავბრუ დაეხვა. ცდილობდა, რამეს მოსჭიდებოდა, მაგრამ ვერაფერი ნახა დასაყრდნობი.
ნითა წაიქცა.
მუხლებზე დაემხო ბურუსისფერი კაცის წინაშე.
- ვწუხვარ - დააყოლა კაცმა.
კაცი ნითას ტკივილს გრძნობდა.
და გულწრფელად წუხდა.
- ოხ, მართლა რამხელა მსხვერპლი მოგიფიქრებია - გაეცინა ნითას. ხელი გულზე მიიდო - მართლა დიდი მსხვერპლია. ყოჩაღ!
- დამცინი?
- არა, არ დაგცინი. საკუთარ თავზე მეცინება. უნდა მივმხვდარიყავი, რომ ცხოვრებას ზღაპრისმაგვარი დასასრული ვერ ექნებოდა.
- მოსაფიქრებელ დროს მოგცემ.
- არ მჭირდება. - ფეხზე წამოდგა გოგონა - ანუ არ ვემახსოვრები...
- არასოდეს გადმოვა შენს სკოლაში.
- გვერდზე მერხი სამუდადმოდ თავისუფალი დარჩება, არა?
- დიახ.
- დე იყოს ნება შენი - თავი დაუკრა ნითამ.
- ნუღარ ინდომებ მასთან შეხვედრას. სხვა ცხოვრებაა და აზრი აღარ ექნება. თქვენი ძაფები სამუდამოდ გაწყდება ნითა. შენს არსებობას ვერ იგრძნობს.

* * *
გამთენიისას გარეთ გავედი. როგორც ყოველთვის, ყველას ეძინა. მშვენიერი დილა იყო ეზოში სათამაშოდ. მანქანის შუშაზე მოფენილი თოვლით გუნდა შევკარი. მეზობელ უბანს მივაკითხე. გუნდა ცივი იყო, თუმცა ხელს არ მწვავდა.
სადარბაზოდან, ბიჭი გამოვიდა.
ძალიან მაღალი ბიჭი მოწითალო წვერით
გვერდზე ჩამიარა.
მოჩვენებასავით ავედევნე.
პინგვინივით დააბიჯებდა. ხეებს შორის, საკუთარ თავთან მოთამაშე ბავშვური ლანდი გამხდარიყო და ეცინებოდა.
მეც გამეცინა.
- ლუკ, გინდა ვიგუნდაოთ? - ვკითხე მას.
არაფერი უპასუხია.
ვეღარ მცნობდა.
- როცა ხასიათზე იქნები, დამირეკე და ვიგუნდაოთ.
ქარი წარსულიდან გადმონაშთ მუსიკას მიაქროლებდა ლუკის ფეხდაფეხ. უძრავად ვიდექი. ჩემი სულის სილაღეც მასთან ერთად ითხოვდა წასვლას. უსიტყვოდ ვატანდი. არაფერი მენანებოდა. და არც არაფერს შერჩენოდა აზრი.
- მას შენი არ ესმის - ჩემს გამოღვიძებას შეეცადა შიო.
- სამაგიეროდ, შენსას გაიგებს - ვუთხარი ღიმილით.
- ვშიშობ, რომ ვერც ეგრეა საქმე.
- შენ მისი ხარ - თოვლი უზარმაზარი გუნდა ძირს დავახეთხე. საკუთარ ხელში მოვიმწყვდიე ჩემი უხილავი მეგობარი.
- ეს რას ნიშნავს? - დაიბნა იგი.
- ლუკთან უნდა დაბრუნდე. ახლა მას სჭირდები.
- მაგრამ შენ? შენ როგორ მიგატოვო?
- კარგად ვიქნები შიო. - ცხვირზე ვაკოცე.
ცრემლი ლოყებს მისველებდა, მაგრამ ისეთი მწარე აღარ იყო, როგორც უწინ. სევდიანს ჰგავდა მხოლოდ. სევდა კარგია... სევდა აფხილებს ადამიანებს.
- შეუძლებელია, არსად წავალ! - გაჯიუტდა და ტირილი მორთო.
- მასთან წასვლა გინდა. ვიცი, რომ გინდა. ლუკმა შეგქმნა. ორივემ კარგად ვიცოდით, ადრე თუ გვიან, დავაბრუნებდი და ეს დაბრუნება ძალიან ძვირად დამიჯდებოდა. მე მხოლოდ დროებითი თავშესაფარი ვიყავი. დროებითი და უსაფრთხო. წადი ჩემო მეგობარო. შენ ანგელოზი ხარ! ანგელოზები ლუკს სჭირდება, მე დემონითაც დავკმაყოფილდები.
- მაგრამ ვიქტორია არ გამოჩენილა...
- არაფერია. ეტყობა, გრძელი გზა აქვს გამოსავლელი. იცი რას ვიზამ? ნახევარ გზას მე გავივლი, ნახევარს ის და შუაში შევხვდებით. თოვლი რომ დადნება და მზე კვლავ გამოანათებს, მაშინ ცას შეხედე. ცივი მიწიდან ამოწვერილი პატარა ბალახი მიგანიშნებს რომ მივაგენით ერთმანეთს მე და ვიქტორიამ. ზამთარი ტკივილით მიილია. გაზაფხულს სულ სხვანაირი ფერი ექნება, გპირდები,
- ლუკი უშენოდ როგორ გაძლებს? დავიჯერო, სიცარიელე არ გაჰყვება გულის იმ ნაწილში, სადაც შენი ადგილი უნდა იყოს?
- შენით შეუვსებ... დიდი სიცივე გამოიარა, ხელების შეთბობაში დაეხმარები. მშვიდობით ჩემო მეგობარო, ჩვენს პატარა ბიჭს დასჭირდები ამის შემდეგ.
შიო წავიდა.
უკან მოიხედა ძალიან ბევრჯერ.
ძალიან ბევრჯერ.
მარტო ვიდექი გამსკდარ გუნდასთან და უმეგობროდ დარჩენილ პატარა ბავშვს არავინ მეთამაშებოდა თოვლში.
გეგონება, სკოლაში ვიყავი.
ჩემს გვერდით ლუკი იჯდა და მის სახეზე გამონათებულ ღიმილს კარგად ვიმახსოვრებდი რომ არასოდეს დამვიწყებოდა.
- ახლა რა იქნება? - მკითხა მან.
- ახლა კარგად იქნები - მხარზე თავი დავადე. - ძალიან კარგად იქნები.
- მერე შენ?
- ჩემზე არ იდარდო. რა ლამაზი კულულები გაქვს ლუკ - თმაზე ხელი შევახე...
- შენი სურნელი დამავიწყდება? ვეღარასოდეს ვიქნებით ერთი?
- ძაფი გაწყვიტეს. შენ აქ არ ხარ ლუკ. ყველა ძაფი გაწყდა...
მერხთან მარტო ვიჯექი.
ჩემს გვერდით ადგილი ცარიელი იყო.

* * *
საწოლზე ჰელემ წერილი იპოვნა: „ჩემი დის საძებნელად მივდივარ. თოვლი დადნება და დავბრუნდები“.
ჰელე ჩამოჯდა.
ცუდად გახდა.
იკივლა, იწივლა...
გარდერობს ურტყა ხელები.
- მაინც წავიდა, სად ჯანდაბაში წავიდა - ყვიროდა. ყვირილმა ამოაცალა გული მთლიანად და ჩემს საწოლზე დააგდო.
მე დამიტოვა ჰელემ თავისი გული.
თუ დავბრუნდებოდი, ვიპოვნიდი და გამეხარდებოდა.
ნიკომ მეილზე წერილი მომწერა.
მართლა უმისამართო წერილია თურმე ყველაზე მწარე. აგზავნი, მაგრამ ვერ წაიკითხავს ის, ვისაც სული შესთავაზე:
„ეტყობა, ისე საკმარისად არ გიყვარდი, რომ ჩემს გამო დარჩენილიყავი. ზოგჯერ, შენს სახლთან მოვდივარ ხოლმე, ფანჯრებს ვუყურებ და მგონია, გადმოიდავ, რაღაცნაირად, ცივად გამიღიმებ, როგორც გჩვევია. თან ეგ ცივი ღიმილი ნეტავ იცოდე, როგორი რწფელი და საყვარელია ჩემთვის. ამხელა კაცი ცრემლებში ჩამხრჩვალი რომ ვათენებ ღამეებს, ეგ ნეტა შენი დამსახურებაა თუ შენი ბრალი? ამბობდი, ღმერთი აღარ მიყვარსო, მაგრამ ზოგჯერ გიყურებდი და ვხვდებოდი, იესო სადმე თუ არსებობს ან თუ უარსებია ოდესმე, უეჭველად ქალი იქნებოდა-თქო. მემგონი, შენ ხარ იესო. იმდენჯერ აღსდექი სიკვდილისგან, დათვლაც კი მიჭირს. ბევრი უთქმელი სიტყვა დამიგროვდა, თუმცა შენგან განსხვავებით, მაინც მჩვეოდა გრძნობების გამოხატვა. უნა ჩაკეტილი კარი იყო, რომლის მიღმაც სიბნელე გამეფებულიყო და იმ წამსვე ნაცარტუტად აქცევდა ნებისმიერ სხივს თუ კი ზღურბლის გადაბიჯებას შეეცდებოდა. ნიკო კი თავად იყო სინათლე. ახლა არ თქვა, მესამე პირში ნუ საუბრობ და სინათლე ნუ გგონია საკუთარი თავიო. ზუსტად ისა ვარ, კარზე რომ გამუდმებით გიბრახუნებს და შენი ალერსის მოლოდინში, ათასჯერ მაინც დაგიმსხვრევია, დაგითრგუნავს მაგ შენი სიბნელით. განა გსაყვედურობ? შენ ისეთი წმინდა და სათუთი ხსოვნა გაქვს შემორჩენილი, რომ ყველა სიცივე გეპატიება. შენთან მუდამ ყინვაა ან ჯოჯოხეთურად გვალვიანი სიცხე. ვცდილობდი, ჩემს მკლავებში მომემწყვდიე და გაზაფხული ჩუმად მომეყვანა შენთვის, მაგრამ ისეთი ძლიერი ხარ, აბა ჩემი დაცვა რა ჯანდაბად დაგჭირდებოდა? თან ამაყიც. მარადიული მონატრებისა და მოლოდინის ცეცხლში გაგხვია ცხოვრებამ, მაგრამ თან არავინ გჭირდება დასახმარებლად.
როგორ ამბობდი? ყველას თავისი წილი სევდა აქვს საზიდი და მე ჩემი მაკმარეთ, არ მჭირდება მკურნალობა ან ჭრილობების მოშუშებაო.
გეხვეწები, ოდესმე დამიბრუნდი. არც კი მინა ვიფიქრო, რომ ზამთრისფრად შემოსილი გოგო ჩემთან აღარასოდეს მოვა.
იმედია, იპოვნი იმას, ვისაც ეძებ.
იმედია, უკვე იპოვნე.
და იმედია, სხვადასხვა გზებზე არ გადაგაგდოთ ქარმა, როგორც მე და შენ“.
ქალაქი ქაოსმა მოიცვა. ასე გვჩვეოდა ხოლმე. ყოველ გაუჩინარებულ ან გარდაცვლილ ბავშვზე პანიკა გვიპყრობდა. მერე სწრაფად ვწყნარდებოდით.
სასიამოვნო იქნებოდა იმის ყურება, რომ ჩემზე წუხდნენ.
სასიამოვნო იყო, რომ მეძებდნენ.
ახალ ამბებში, ჩემი სურათები იყო. ჩემი ლამაზი სურათები და ეწერა, იძებნებაო. თან მერე დააყოლებდნენ, ნიჭიერი მსახიობი, ცნობილი სახე, წარმატებული გოგონა... არ ვიცოდი თუ ამდენი რამე ვიყავი ერთად. ეგეც გამეხარდებოდა თავის დროზე რომ მცოდნოდა. აქამდე უნდა დავკარგულიყავი თუ ყურადღება მინდოდა ვინმესგან.
რატიმ თეატრში ჩემი ისტორიები დადგა „სიყვარულის ხუთი ამბავი ანუ გზა საიქიოსკენ“. უკვე კარგა ხნის გაუჩინარებული ვიყავი, მაგრამ კიდევ უფრო მაგრად მოვანდომე ხალხს ამის შემდეგ საკუთარი თავი. მერე მთელი ქვეყანა ერთად კი არა, ცალ-ცალკე მეძებდა.
მეძებდნენ პატარა გოგონები. რა კარგია.
პატარა გოგონების გულში ყოფნა ყველაზე მშვენიერი გრძნობა ყოფილა.
სხვა ბევრი საინტერესო რამეც მოხდა. მაგალითად, ზოგმა ჩემი პიესის გაპროტესტება დაიწყო. არ მოსწონდათ ჰელენი და ანნა რომ მყავდა, გეების პროპაგანდას აწვებოდა ეგ საბრალო, გაუჩინარებული გოგონაო, ამბობდნენ.
მაგრამ ბოლომდე მაინც ვერავინ მკიცხავდა, რადგან საბრალო და გაუჩინარებული როცა ხარ, მაგას თავისი პრივილეგია აქვს. ღიპიანი, მუცელგადმოგდებული კაცები თურმე ჩვენს თეატრთან თვეობით იდგნენ და უფლის სახელით ითხოვდნენ სპექტაკლის გაუქმებას.
უფალი მერე გაბრაზდა.
ყოველთვის ბრაზდება, როცა ადამიანები ხელოვნებას ებრძვიან.
ყოველთვის ბრაზდება, როცა მისი სახელით ებრძვიან სიყვარულს.
ადგა და ყელში რომ ამოუცვიდა მაგათი უსუსური წკავწკავი, მეხი ჩამოუგდო. არავინ მომკვდარა, მაგრამ სახალისო გაკვეთილი მიიღეს. ზოგი რიგიანად დაშავდა.
ოდესმე, განკვითვის დღეს წარსგებიან ალბათ იმის წინაშე, ვინც საჭიროა. და ეს საჭირო ტიპი, ერთი მაგრად შემოულაწუნებს. რა ჯდანაბას ხლართავდით მანდ ჩემი სახელითო, დაიღრიალებს და ჯოჯოხეთში ჩახერგავს ყველას.
მე გამეხარდება.
მაგრამ სამოთხეში ვინებივრებ და თან არც მეცლება მაგათთვის.
- ახლა რა გვეშველება? - თავს ხელში ვერ იყვანდა ჰელე - დრო გადის და უფრო მეტად მიპყრობს პანიკა. ყველგან ვეძებ. ქუჩაში გავდივარ, სადარბაზოებს ვამოწმებ, სკვერებს ვათვალიერებ. უნა არსადაა.
- უნა დამპირდა, რომ არ მოკვდებოდა! - მტკიცედ წარმოთქვა რატიმ. გრძნობდა, მე თუ პირობა მივეცი, იმ პირობას ბოლომდე ავასრულებდი.
სიტყვის ქალი ვიყავი.
ჰელე ჩემთან ცხოვრობდა კვლავ.
ძალიან კარგი. ზუსტად ასე მინდოდა. მსურდა, რომ მისი კვალი არასოდეს წაშლილიყო ვერანდიდან.
რატიმ ჩემი პიესები გადაშალა. მეხუთე თავიდან გადაიკითხა და გაეცინა.
- რა გაცინებს?
- სიყვარულის მეხუთე ისტორია „განწირული სიყვარულის ამბავი“ ნიკოსა და უნაზეა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ უნას სხვა მიზნები ჰქონდა. უნას გულში სულ სხვაგვარი გრძნობები დაბარბაცებდნენ - მტკივნეული და სასოწარკვეთილები. უნას სიყვარული ჰქონდა სამკურნალო. მერე დაშორდნენ. დიდი ხნის შემდეგ, ქალს გული მოურჩა, მაგრამ ზედმეტად გვიანი იყო უკან დასაბრუნებლად. გზა აღარ ახსოვდა ნიკოსკენ მიმავალი. ვიღაცას ბილიკი დაენგრია.
- ვიცი. მეც მივხვდი მაგას და ნიკოც მიხვდა.
- ყველაზე მეტად მაინც სიკვდილისა და ანუს ისტორია მომწონს. ნეტავ თუ გამონახა სიკვდილმა გზა, თავისი ბავშვის სანახავად? - იკითხა რატიმ.
- გამონახა - დაუდასტურა ჰელემ - უნას სახლში სულ რაღაცეებს ვქექავ. ვფიქრობ, ეგება რამე ხელჩასაჭიდს მივაგნო-თქო. მის სამედიცინო ისტორიას მივაგენი. უნას სრული სახელი ანუნა აბაშიძეა, იგივე ანუ. ბავშვობაში, ლეიკემია დაამარცხა. არავის ჰქონდა მისი გადარჩენის იმედი, ძალიან სუსტად იყო, მაგრამ მაინც გადარჩა. თან ისე გადარჩა, გამოვლილი დაავადების კვალი აღარასოდეს შესტყობია. სიკვდილმა თავის საყვარელ ადამიანს მიაგნო, მაგრამ ძალიან გვიანი აღმოჩნდა. ანუს უკვე სძულდა სიკვდილი. სძულდა, რადგან მეგობარი წაართვა.
- რა საოცარია - წამოდგა რატი. ჯანფარასთან მივიდა. - ეს მშვენიერი ხის აივანი, ხის ფანჯრები, ხის რაფები ისტორიას ჰყვებიან. მათი ისტორიის გმირი უნაა. უნა ლამაზი, მშვენიერი და საოცარი ქმნილება იყო ამოუწურავი სიყვარულისა თუ სიძულვილის ამბებით. უბრალოდ, უნდა მოვუსმინოთ. რაღაც ისეთს მოვკრავთ ყურს, რის შესახებაც წარმოდგენა არ გვქონდა.
- ნუ საუბრობ წარსულში. ნუ ლაპარაკობ, თითქოს უნა აღარაა. ის უბრალოდ დაიკარგა. აიკრიფა გუდა ნაბადი და თავისი დის მოსაძებნად გაეშურა. ყველა ისტორიაში პასუხია, ნუთუ ვერ ხვდები? საკუთარი და უნდა იპოვნოს, შეიძლება უკან იპოვნა, მაგრამ ვეღარ ბრუნდება, ვიღაცამ ბილიკი გადათელა. ბილიკს უნდა მივაგნოთ!
იმედს არ კარგავდა ჰელე.
და არც არასოდეს დაკარგავდა, რადგან ის ყველაზე მშვენიერი მტერი იყო.
ჰელე ჩემი საყვარელი მტერი იყო.
- ფანჯრები ისტორიას ყვებიან გოგონაზე, რომელსაც ეგონა რომ არავინ ჰყავდა. სინამდვილეში ძალიან უყვარდათ. ისე უყვარდათ, ისე ძალიან.... იცი ერთხელ რა მითხრა? ერთ მშვენიერ დღეს, ღმერთი ჰომოფობებისთვის მოიცლის და შავ დღეში ჩავარდებიანო. საავადმყოფოში წვანან ის უბედურები - სიცილი ვერ შეიკავა. მერე ტირილში გადაეზარდა.
რატი ტიროდა.
ხმამაღლა ტიროდა.
ხელს გამეტებით არტყამდა ჩემს მაგიდაზე.
ხელი სტკიოდა, მაგრამ მაინც ურტყამდა მაგიდას.
ეგ არაფერი. გული უფრო სტკიოდა რატის.
- უნა თვლიდა, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი. უნა ძალიან მაზად მთვლიდა. ვერ დავკარგავ ჰელე, უნას ვერ დავკარგავ - ბიჭი მუხლებზე დაეცა. თავი ჰელეს კალთაში ჩარგო - რატომ ვერ ვჩერდები? რატომ ვერ ვჩერდები?
ეკითხებოდა სასოწარკვეთილი.
- „რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე, ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ“ - წარმოთქვა წითურმა გოგონამ - ეს შურიძიებაა. უნას მსგავსად, ახლა ჩვენ უნდა ვეძებოთ მეგობარი სიცარიელეში, ტყის უდაბურ, გამქრალ ნაკვალევს დავადგეთ და მაინც ვიპოვნოთ.
- და რომ ვერ ვიპოვნოთ?
- მემგონი, დაგვეხმარებიან. წერილები არ წყდება. მის სახელზე ძალიან ბევრი გზავნილია. თავგზაარეული თაყვანისმცემლები სწერენ. მათ შორის, ერთი გამოვარჩიე. ვინმე კასის ეკუთვნის. უნას პოვნა არ ძალმიძმს, თუმცა შემიძლია დაგეხმაროთო, ამბობს.
- ეგეც ვინმე ჩვეულებრივი ტიპი იქნება. დაკარგულ და გარდაცვლილ ადამიანებს ბევრი პატრონი გამოუჩნდება ხოლმე მოულოდნელად. მისი ყოფილი მეგობრებიც დამიკავშირდნენ. ჯანდაბა მაგათ თავს! ჯანდაბა ჩვენს თავს! ჯანდაბა ყველას! უნას ფანჯრებს უნდა მოვუსმინოთ, რაღაც ისეთ ამბავს გვეტყვიან, აქამდე რომ არ ვიცოდით.
- მოვუსმინოთ.

* * *

ტრასაზე მანქანა მიქროდა. ნიკოს ზოგჯერ ეშინოდა, რომ ნერვები სძლევდა და სიმწრისგან შეასკდებოდა რაღაცას. შვილის ობლად დატოვება არ უნდოდა.
თან უჩემოდ თიტქოს თვითონ იყო ობოლი.
ჩემი სხეულის სითბო ენატრებოდა.
ჩემი სხეულის სითბო სტკიოდა.
ზოგჯერ, გულაღმა დაწოლილი, წარმოიდგენდა რომ მის მკერდზე მოკალათებული ვიცინოდი. მერე თვითონაც იცინოდა.
და ვიცინოდით ერთი ნამდვილი, ერთი წარმოსახვითი.
ბრუნავს ალბათ ყველაფერი. გუშინ თუ ილუზიები მქონდა, დღეს თავად გავხდი ილუზია. ნიკოს გონებაში ჩავსახლდი და როცა უნდა, მაშინ ვუკოცნი დაჩვლეტილ ლოყებს.
ღამით, ქუჩებში ხეტიალი დასჩემდა.
ზოგჯერ ხელი-ხელ ჩაკიდებული დავდივართ, ზოგჯერ ძალიან მარტოა.
ჩემს ფანჯრებთან მიდიოდა, ფანჯრები მართლა ჰყვებოდნენ ისტორიას:
უნა ლამაზი გოგონა იყო. უნა სიკვდილსაც უყვარდა...
მერე უნა გაუჩინარდა, უკვალოდ გაქრა და ჩვენ პატრონი აღარა გვყავს.
- სადაა ჩვენი პატრონი? - გაჰკიოდნენ ჩემი სახლის კედლები სიმწრისგან. - რომელ ქვაფენილზე ვეძებოთ უსიცოცხლო, გაციებული, გაქვავებული? სხეული მაინც გვაღირსეთ ჩვენი პატრონის. სხეული მაინც გვაღირსეთ!
ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ მთელი კორპუსი ღრიალებდა.
მთვარე ღრიალებდა.
მთვარეს შუქი დაჰკარგვოდა.
ადრე თუ წყვდიადს აკაშკაშებდა, ახლა გეგონება მთელი თავისი სინათლე დაკარგული გოგოსთვის გაეტანებინა. მე აღარ მჭირდება, იმას გაუნათოს გზაო.
ადრე მთვარეს ლუკი ერქვა. მერე უნა დაირქვა.
ფანჯრები მართლა ჰყვებოდნენ ისტორიას:
„უნა ლამაზი გოგონა იყო, უნა სიკვდილსაც უყვარდა.
უნა ნიკოს უყვარდა.
უნასაც უყვარდა ნიკო, მაგრამ ნიკოსთან ვეღარ ბრუნდება, ვიღაცამ ბილიკი გადაუთელა“.
- უნასგან არაფერი ისმის - შესჩივლა ქალიშვილმა მამას.
- ვიცი.
- როგორ ვიპოვნო?
- არ ვიცი, მაგრამ ვიპოვნი! - წამით, საკუთარი სიტყვის სიმტკიცეში ეჭვი შეეპარა, მაგრამ ეჭვი ბუნებრივი რამე იყო. ადამიანებს ახასიათებდათ.
- შენც ეძებ?
- კი.
- ჩემ გამო მამა?
- არა, ჩემ გამო ვეძებ - გამოუტყდა ქალიშვილს - უნა მიყვარდა.
განა უნდოდა რომ ჩემს სიყვარულში გამოსტყდომოდა.
ბუნებრივად ამოუფრინდნენ სიტყვები მშვენიერი ბაგეებიდან.
რომ მომესმინა, მაგრად ვიხალისებდი.
- როგორ გიყვარდა? - გაოგნდა ელენე.
- როგორც შეყვარებული - ნიკომ იფიქრა, ელენე დიდი გოგონაა და ყველაფერს სწორად გაიგებსო.
მართალიც იყო ალბათ.
გოგონები ზოგჯერ დროზე ადრე ვიზრდებოდით და იმაზე მეტს ვხედავდით, ვიდრე გვევალებოდა.
- ჩემზე მეტად?
- არა, შენზე მეტად არავინ მიყვარს - გაეცინა კაცს.
- სხვა რამეს გეკითხები. იმაზე მეტად გიყვარდა უნა, ვინრე მე მიყვარდა?
- შეიძლება. ბრაზობ?
- არა. ხვდებოდით ერთმანეთს?
- კი.
- უნასაც უყვარდი?
- ვფიქრობ, რომ ვუყვარდი.
- თუ გამოჩნდება, ცოლად მოიყვანე.
ნიკომ შვილს გაუღიმა, მაგრამ „თუ გამოჩნდება“ ძალიან მტკივნეულად მოხვდა გულზე. თავის დამრთხალ წარმოსახვაში, ჩემს უსუსურ ლანდს გაუღიმა.
ლანდმაც ღიმილითვე უპასუხა.
- მოვიყვანდი რომ დამთანხმებოდა.
* * *

თეთრ კედლებს შორის არაფრისმთქმელ სიჩუმეს დაესადგურებინა. შორიდან მოახლოებულ ნაბიჯებს მაშინვე ვცნობდი.
მომწონდა ამ ნაბიჯების პატრონი.
კარგად ხუმრობდა. მაცინებდა. სიცილიც მომწონდა.
- ისევ ფანჯარასთან დგეხარ? - მკითხა თავის კანტურით.
- კი. ქარს ვუყურადებ, მაგრამ არც ქარი მესაუბრება და არც ფანჯრები იღებენ ხმას. ამ ბოლო დროს, საღამოობით, ისეთ საოცარ ღრუბლებს ვხედავ, გეგონება თავისკენ მიხმობენ. მემგონი, ღრუბლები ცდილობემ რომ რაღაცა გამახსენონ.
- ღრუბლების ყურება ცუდი არაა - გაეცინა ექიმს.
- ჩემიანი არავინ გეხმიანებათ? - ვკითხე მას. სულ ისეთი შეწუხებული სახით მპასუხობდა არაო, მალე აღარც ვკითხავდი.
- არა საყვარელო.
- ჯანდაბა მაგათ თავს! - საწოლზე ჩამოვჯექი. - ეტყობა ყველა ამომწყდარი მყავს.
- აქ ცუდად ხარ ვითომ? - ცალი თვალი მოჭუტა გეგამ და ისე შემომხედა.
- გიჟი ვარ. - საკუთარ ფიქრებს დავნებდი. - გიჟებს ტელევიზორის ყურება ეკრძალებათ?
- საკუთარ თავს მაგ სიტყვას ნუ ეძახი, თორემ სკამზე მივაბმევინებ შენს თავს! - მომიგო მკაცრად. მერე ორივეს მაგრად გაგვეცინა.
ნეტა ასეთი ხუმრობების უფლება ჰქონდა პაციენტებთან?
მაგიტომაც მომწონდა ფსიქიატრი, რომელიც ძალიან ბევრ წესს არღვევდა ერთ წინადადებაში.
- დღეს წამალი არ დამილევია. უკეთ ვარ?
- ფიზიკურად მშვენივრად.
- მაგრამ ტვინში დარბიან მატლები - გამოვუტყდი - ზოგჯერ მგონია, რომ საკუთარი თავი მესაუბრება, მაგრამ ვერაფერს ვიგებ. გაუგებარი ენით ლაპარაკობს.
- მართამ მითხრა, კარგად ეძინაო.
- მშვენივრად. სულ მეძინება.
- დაღლილი ხარ.
- სული მაქვს დაღლილი და გამოცარიელებული.
- ზოგჯერ, ცარიელი სული კარგის ნიშანია. პასუხისმგებლობები არ გაკისრია. ერთი ჩემს სულში ჩაგახედა. ისეთი ქაოსია, რა სად დევს, კაცმა არ იცის.
- ისევ დავიძინებ კარგი?
- კარგი.
- მალე დაბრუნდები?
- როგორც კი თვალებს დააჭყეტ - დამპირდა და გავიდა.
მართა ჩემი ექთანი იყო.
გეგას კაბინეტში მიიჭრა და აფორიაქებული სახე მიანათა.
- უკეთაა? - ჰკითხა ნერვიულად. მთელი ღამე, ფრჩხილებს იჭამდა. ახლა ფრჩხილი აღარ შერჩენოდა და საკუთარი თითებით თამაშობდა.
- ისევ არაფერი ახსოვს. - ამოიოხრა შეწუხებულმა კაცმა.
- საბრალო გოგონა. ამდენი ხანი გავიდა და მაინც ჰგონია, რომ ლუკი ჰქვია.
- ეგ ერთადერთი სახელია, რაც თავში ამოუტივტივდა. არ ვიცი, ვინაა ეს ლუკი.
- ალბათ ის, ვინც ძალიან უყვარდა. დღეს მტკიცედ მომიგო, ლუკი დამიძახეთო.
- ლუკი დაუძახე, რა პრობლემაა.
- ბიჭის სახელია - შეიცხადა მართამ.
- მერე რა?
- არაფერი, მაგრამ...ცოდოა.
- ვუმკურნალებ, არ იდარდო. - დაამშვიდა ექიმმა.
მართა ტელევიზორს არ უყურებდა ალბათ, თორემ ამ ბოლო დროს, ყველა არხზე მე ვიყავი. ორი თვის წინ, სრულიად მოულოდნელად, ნაგვის ბუნკერთან მიპოვნა გეგამ. შიგნით ვიქექებოდი, ვფაცურობდი რაღაცეებს.
ეტყობა, ბოლომდე უსახლკაროსაც არ ვგავდი, თან ლამაზი ვიყავი ძალიან. მისი ყურადღება მივიქციე. რა გჭრისო, მკითხა და ვუპასუხე, ჩემს დას ვეძებ მეთქი.
მერე ფსიქიატრიულში წამიყვანა.
აღარაფერი მახსოვდა.
სამაგიეროდ, გეგა უყურებდა ტელევიზორს. ნამდვილად დაწყევლილი ვიყავი, კაცებს ძალიან ადვილად ვუყვარდებოდი და ეს სიყვარული ან მღუპავდა, ან მაშენებდა.
გეგა ფიქრობდა, კიდევ ცოტა ხანს დავიტოვებო.
გეგას ჩემი ყურება მოსწონდა და ეს ცოტა ხანი, ძალიან დიდხანს გაგრძელდა მერე. შემთხვევით, უკან დასაბრუნებელი ბილიკი გადათელა გაანადგურა.
მე ვგრძნობდი, ვიღაცა სხვა მიყვარდა. განა ერთი? ორი, სამი ან თუნდაც ოთხი. სული კი მქონდა ცარიელი, მაგრამ გულში ყველა ადგილი შევსებულიყო. საღამოობით, ფანჯრიდან მზის ჩასვლას გავყურებდი. თოვლი დამდნარიყო და მისი ნათება ზოგჯერ ცეცხლისფრად ელავდა.
მემგონი ვიღაც ცეცხლისფერი ელოდა ჩემს გამოჩენას.
ექიმმა რა იცოდა რომ სიკვდილი, სიცოცხლე და დემონი გაერთიანებულიყო, რათა ახალი გზა გაეკვალათ ჩემთვის, შინისაკენ მიმავალი.
თოვლი დამდნარიყო.
მწვანე ბალახი იბადებოდა გაყინული მიწიდან და ვიღაც უხილავი მოისწრაფვოდა ბავშვის სახსნელად.
ჩემთვის მხოლოდ ერთი რამე იყო აშკარა.
ლუკი მერქვა.
ან ლუკი მიყვარდა.
ან ლუკს ვეძებდი.





ეს არის ისტორია, რომელმაც გამანადგურა. მშვენიერი, სიყვარულით სავსე ისტორია გარდაცვლილ ბავშვებზე. წერის პროცესს როგორ გადავურჩი, არ ვიცი. შეიძლება გარედან ისეთი ემოციური არ ჩანს, როგორიც შიგნიდანაა. სული გადმოვიღე და სული დავწერე. ამის მერე, ცოტახანს სერიუზული ნაწარმოებებისგან თავს შევიკავებ, თორემ გადავყვები კიდევაც. როგორც იცით, ძალიან რეალურია. ზედმეტად რეალურია.
და თუ ოდესმე წიგნად დაიბეჭდება ეს ისტორია, პირველივე გვერდზე წაიკითხავთ, რომ ეძღვნება იმ ერთადერთის ხსოვნას, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა.
ამ ყველაფრის შემდეგ, საახალწლოდ, ვეცდები ცოტა განსატვირთი, საახალწლო და მაგიური ისტორია დავწერო, თორემ ჩავიხრჩობი საკუთარ ცრემლში



№1  offline წევრი Gemini mood

ამ ოსტპრიის კითხვისას ემოციებით ავივსე და დავიცალე ერთდროულად ცრემლებად ვიღვრებოდი შეუდარებელი იყო ძალიან ძლიერი ისტორიაა და თუ წიგნად დაბეჭვდას განიზრახავ აუცილებლად წარმატებასაც მოიპოვებ ასე ვფიქრობ ❤❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Gemini mood
ამ ოსტპრიის კითხვისას ემოციებით ავივსე და დავიცალე ერთდროულად ცრემლებად ვიღვრებოდი შეუდარებელი იყო ძალიან ძლიერი ისტორიაა და თუ წიგნად დაბეჭვდას განიზრახავ აუცილებლად წარმატებასაც მოიპოვებ ასე ვფიქრობ ❤❤

უდიდესი მადლობა <3
აი, განზრახვა კი არის და დავბეჭდავ კიდეც, მაგრამ ცოტა დრო მჭირდება

 


№3  offline მოდერი ელ_ჯეიმსი

ემოციური არ ჩანსო? ცრემლებმა დამახრჩო... და შენ რა ტკივილი გამოიარე?.. მოკლედ რა...
შემდგარი მწერალი ხარ შენ.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ელ_ჯეიმსი
ემოციური არ ჩანსო? ცრემლებმა დამახრჩო... და შენ რა ტკივილი გამოიარე?.. მოკლედ რა...
შემდგარი მწერალი ხარ შენ.

უდიდესი მადლობა ჩემო საყვარელო გოგო <3

 


№5 სტუმარი ტატუ

სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოვცე ჩემი აზრი, პირველივე თავიდან ვკითხულობდი და ველოდი ახალ თავებს, ძალიან მძიმე, მაგრამ ლამაზი ისტორიაა და ამავდროულად იდეალურადაა დაწერილი, არც გრამატიკული შეცდომებია, ყველანაირად გამართულია და დასასრულიც ისეთია როგორიც უნდა იყოს. ამ საიტზე დიდი ხანია ასეთი არაფერი წამიკითხავს, ვკითხულობდი და ცრემლები მომდიოდა, დიდი მადლობა მწერალს

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტატუ
სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოვცე ჩემი აზრი, პირველივე თავიდან ვკითხულობდი და ველოდი ახალ თავებს, ძალიან მძიმე, მაგრამ ლამაზი ისტორიაა და ამავდროულად იდეალურადაა დაწერილი, არც გრამატიკული შეცდომებია, ყველანაირად გამართულია და დასასრულიც ისეთია როგორიც უნდა იყოს. ამ საიტზე დიდი ხანია ასეთი არაფერი წამიკითხავს, ვკითხულობდი და ცრემლები მომდიოდა, დიდი მადლობა მწერალს

დიდი მადლობა, რომ ასეთი გამგები და მოაზროვნე მკითხველები მყევხართ <3
მართლა ძალიან მოხარული ვარ.
თქვენ არ იცით, როგორი დიდი შვებაა, რომ მორალურად სწორად აზროვნებს ჩემი ყველა მკითხველი და ძალიან კარგად ესმით ჩემი. მადლობა შენ!

 


№7 სტუმარი დიაბეტი

მე რომ ვამბობ ეს გოგო სერიოზული მწერალია-თქო, ქალი ვარ თუ რა ვარ, ვერ გავიგე? ცრემლებად დავიღვარე. მარტო ბოლოში კი არა, თავშიც, შუაშიც და ყველგან ცრემლებად ვიღვრებოდი. ეს რა გააკეთე ენ ჯეინ? აი სასწაულიდ ასასრული ჰქონდა. მე ცუდად ნამდვილად ვერ აღვიქვი. სულ ბოლოს, იმედის დიდი მარცვალი დატოვე. უნა გაგიჟდა, კი არ გაგიჟდა, ტრავმისგან გონება დაებინდა და აღარ ახსოვს თავისი წარსული, თუმცა უნას მეგობრები, ნიკო, სიკვდილი, ვიქტორია უეჭველი დააბრუნებენ. მემგონი მეორე ნაწილზეც უნდა იფიქრო მალე. უნა რომ ძალიან პოპულარულია და თვითონ გარტყმაში ვერ მოდის ჯერ.
აი, სიკვდილის სიყვარული რომ ბოლოში თავად უნა აღმოჩნდა, მაგაზე გავჭედე. სრული სახელი ანუნა აბაშიოძეო. მეთქი ვათ ზე ფაააქ? საღოლ ენჯიიი!
რატის ტირილზე ცუდად გავხდი.
და ძაან მომეწონა, ჰომოფობებს თავად ღმერთმა რომ დასცა მეხი.
შეუდარებელი ხარ! ბაკურ სულაკაურს თუ ვიღაცას აქვს ყველაზე კეთილ წიგნებს აწერია "აირჩიე სიკეთე". უნას წიგნსაც ეგ უნდა ეწეროს ოდესმე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორია დემონი იყო, ვიქტორიამაც კი ტავისი ბავშვი აირჩია, უნამაც სიკეთე აირჩია. აი, მართლა ანტაგონისტი იყო და საბოლოოდ, ყველას ცხოვრება გაუნათა. ცოტა თვითონ დარჩა ჩამქვრალი, მაგრამ ეგ არაფერი. ნიკო მიაკითხავს თავისი სპეცრაზმით და დაიხსნის!

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

დიაბეტი
მე რომ ვამბობ ეს გოგო სერიოზული მწერალია-თქო, ქალი ვარ თუ რა ვარ, ვერ გავიგე? ცრემლებად დავიღვარე. მარტო ბოლოში კი არა, თავშიც, შუაშიც და ყველგან ცრემლებად ვიღვრებოდი. ეს რა გააკეთე ენ ჯეინ? აი სასწაულიდ ასასრული ჰქონდა. მე ცუდად ნამდვილად ვერ აღვიქვი. სულ ბოლოს, იმედის დიდი მარცვალი დატოვე. უნა გაგიჟდა, კი არ გაგიჟდა, ტრავმისგან გონება დაებინდა და აღარ ახსოვს თავისი წარსული, თუმცა უნას მეგობრები, ნიკო, სიკვდილი, ვიქტორია უეჭველი დააბრუნებენ. მემგონი მეორე ნაწილზეც უნდა იფიქრო მალე. უნა რომ ძალიან პოპულარულია და თვითონ გარტყმაში ვერ მოდის ჯერ.
აი, სიკვდილის სიყვარული რომ ბოლოში თავად უნა აღმოჩნდა, მაგაზე გავჭედე. სრული სახელი ანუნა აბაშიოძეო. მეთქი ვათ ზე ფაააქ? საღოლ ენჯიიი!
რატის ტირილზე ცუდად გავხდი.
და ძაან მომეწონა, ჰომოფობებს თავად ღმერთმა რომ დასცა მეხი.
შეუდარებელი ხარ! ბაკურ სულაკაურს თუ ვიღაცას აქვს ყველაზე კეთილ წიგნებს აწერია "აირჩიე სიკეთე". უნას წიგნსაც ეგ უნდა ეწეროს ოდესმე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორია დემონი იყო, ვიქტორიამაც კი ტავისი ბავშვი აირჩია, უნამაც სიკეთე აირჩია. აი, მართლა ანტაგონისტი იყო და საბოლოოდ, ყველას ცხოვრება გაუნათა. ცოტა თვითონ დარჩა ჩამქვრალი, მაგრამ ეგ არაფერი. ნიკო მიაკითხავს თავისი სპეცრაზმით და დაიხსნის!

ვაიმე, ვაღმერთებ ამხელა კომენტარებს და რა ვქნა? რა გავაკეთოოო? თქვენი დანახული ჩემი ისტორია უფრო მაინტერესებს ხოლმე, ვიდრე ჩემი დანახული.
როგორც ყოველთვის, მე იმას ვამტკიცებ, ჩემი მკითხველი ყველაზე "ოუფენ მაინდია"-თქო და გაიგეთ ხალხნუუუ!
კი, იმედის მარცვალი ზუსტად მაგიტომ დავტოვე, რომ მეორე ნაწილზეც ვფიქრობ.
გენაცვალოს ჩემი თავი, ყველაფერი ასიანზე გაგიგია!
მიყვარხარ და მიყვარს შენეული ხედვა, რომელიც ჩემსას ასით თუ არა, 99%-ით ემთხვევა ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა, აი უდიდესი მადლობა, რომ ასეთი კარგი ხარ და არ მტოვებ ამ გაჭირვების ჟამს!

 


№9 სტუმარი სტუმარი ნანუ

ეს გოგო არის ჩვეულებრივი ელიტარული მწერალი. აი ასე! ანუნა აბაშიძე. ვაკემ უნდა აიღოს თავის თავზე და წიგნები გამოგიცეს, რადგან ისეთ სიძერსკეებს წერ, რომ თან ვკივი, თან ვტირი, თავ ვიცინი.
სადაა ძერსკი სასტავი?
ნუ დატოვეთ ეს გოგო მარტო თავის სიძერსკეში, არ შეიძლება!
ენ ჯეინ, მიყვარხარ და მეამაყები

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ნანუ
ეს გოგო არის ჩვეულებრივი ელიტარული მწერალი. აი ასე! ანუნა აბაშიძე. ვაკემ უნდა აიღოს თავის თავზე და წიგნები გამოგიცეს, რადგან ისეთ სიძერსკეებს წერ, რომ თან ვკივი, თან ვტირი, თავ ვიცინი.
სადაა ძერსკი სასტავი?
ნუ დატოვეთ ეს გოგო მარტო თავის სიძერსკეში, არ შეიძლება!
ენ ჯეინ, მიყვარხარ და მეამაყები

ვაიმე ნანუ :დდდ გავიხიე სიცილით. ყველაზე ორიგინალური კომენტარია მემგონი მთელ დედამიწაზე.
აი, სად არიან ვიცი? არ ვიცი.
არც ვაკეს ვახსოვარ, არც საბურთალოს, არც ვარკეთილს, არც გლდანს.
გეგონება ვიღაცა გოიმი ვიყო.
აი, არ მითხრა, ნუ მეტყვი! სტრესში ვარ

 


№11  offline წევრი წიწაკა

აი ახლა თავში სრული ქაოსი მაქვს და გული საშინლად სწრაფად მიცემს:დ ასე მგონია უზარმაზარი უდაბნო გამოვიარე და ახლა ისღა დამრჩენია დავწვე ლოგინზე და დავიძინო.
აი ვიცოდი რომ ძალიან მაგარი მწერალი იაყავი, მაგრამ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ ოდესმე აქ ვინმეს ნაწერი ჩემში ასეთ ემოციას გამოიწვევდა და მართლა შოკში ვარ. ისეთი რამეები მემართება შენ და იმერლიშვილის ნაწერებზე მგონი უკვე მეათასედ ვამბობ იგივეს:დ. ისე შენ და ქეთი ჩემთვის ნომერ პირველები ხართ აქ. თქვენ ორს შორის არჩევანს ვერ ვაკეთებ.
შენს ნაწერებს რომ ვუკვირდები აი ვხდები რომ თითოეული ასო, წერტილი, წინადადება, მძიმე და დაშორება კი:დ შენია და მორჩა. ეგ ძალიან მომწონს. კითხვისას ვხვდები რომ ენა ჯეინს ვკითხულობ და ძააან მომწონს.
აი ახლა მეცინება. ალბათ ბედნიერების სიცილია. მართლა ბედნიერი ვარ რომ ეს წავიკითხე. ვფიქრობ სრულად რომ დაგედო თავიდანვე უკეთესი იყო.
კითხვა რომ დავიწყე ვერ მივხვდი რა იყო, რა უნდა დამენახა. ხომ გესმის. ძალიან რთულია, და მიუხედავად იმისა რომ რაღაცები დავინახე და ზოგ ადგილს ამოვიწერ და შევინახავ (იმედია წინააღმდეგი არ იქნები), დარწმუნებული ვარ არის ის რაც ვერ გავიგე ან გამომრჩა.
აქ ძალიან ბევრი ემოციაა. ძალიან ბევრი "ადამიანია" და არის რაღაცები რაშიც ჩემი თავი დავინახე.
ასე ყველაფრის თქმა არ არის ადვილი. პირისპირ რომ ვიყო ალბათ თავს გადაგჭამდი:დ აი წიგნად რომ გამოსცემ და პრეზენტაცია გექნება, მომავლის დაგეგმვა არ მიყვარს, მაგრამ მოვალ და უთავოდ გაგიშვებ სახლში:დ
მთელი გულით მსურს შენი წიგნი ჩემს თაროზე ვიხილო. ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ იმდენი, "შეგიყვარე-შემიყვარე" წიგნია დაბეჭდილი რომ შენ მხოლოდ აქ როგორ უნდა წერდე და ერთი კინკილა წიგნი მაინც როგორ არ უნდა გქონდეს დაბეჭდილი. უსამართლოა ცხოვრება.
რა ვქნათ.
ვფიქრობ უნას მიერ აღქმული ღმერთი არასწორია. ზოგადად ამბობენ რომ ყველა თავისებურად აღიქვამს ღმერთს მაგრამ რა ვიცი. აღარ ჩავაცივდები ამ საკითხს.
იცი რაა, ასე მგონია შიოს და ვიქტორიას ადგილი რატიმ და ჰელენ ჩაანაცვლა უნას ცხოვრებაში და მაგიტომ გაუშვა. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. აი გეფიცები, არ მინდა ძაან შევყვე თორემ მერე აღარ დამეძინება სევდისგან, დასასრული ძალიან მივიტანე გულთან. სადამდეც შემეძლო მოვუშვი და აი ბოლოს რომ არ მეტირა ისეთი ვთხლიშე ცხრა მთას იქით გადავაგორე მგონი.
კარგი. მგონი მეტნაკლებად ვთქვი რისი თქმაც მსურდა.
არა ბევრი რამის თქმა მსურდა მაგრამ რაც აქ მოვახერხე მგონი მაქსიმუმია.
მომწინს მე შენი შემოქმედება და როგორც ყოველთვის ველოდები შემდეგს.

 


№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
აი ახლა თავში სრული ქაოსი მაქვს და გული საშინლად სწრაფად მიცემს:დ ასე მგონია უზარმაზარი უდაბნო გამოვიარე და ახლა ისღა დამრჩენია დავწვე ლოგინზე და დავიძინო.
აი ვიცოდი რომ ძალიან მაგარი მწერალი იაყავი, მაგრამ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ ოდესმე აქ ვინმეს ნაწერი ჩემში ასეთ ემოციას გამოიწვევდა და მართლა შოკში ვარ. ისეთი რამეები მემართება შენ და იმერლიშვილის ნაწერებზე მგონი უკვე მეათასედ ვამბობ იგივეს:დ. ისე შენ და ქეთი ჩემთვის ნომერ პირველები ხართ აქ. თქვენ ორს შორის არჩევანს ვერ ვაკეთებ.
შენს ნაწერებს რომ ვუკვირდები აი ვხდები რომ თითოეული ასო, წერტილი, წინადადება, მძიმე და დაშორება კი:დ შენია და მორჩა. ეგ ძალიან მომწონს. კითხვისას ვხვდები რომ ენა ჯეინს ვკითხულობ და ძააან მომწონს.
აი ახლა მეცინება. ალბათ ბედნიერების სიცილია. მართლა ბედნიერი ვარ რომ ეს წავიკითხე. ვფიქრობ სრულად რომ დაგედო თავიდანვე უკეთესი იყო.
კითხვა რომ დავიწყე ვერ მივხვდი რა იყო, რა უნდა დამენახა. ხომ გესმის. ძალიან რთულია, და მიუხედავად იმისა რომ რაღაცები დავინახე და ზოგ ადგილს ამოვიწერ და შევინახავ (იმედია წინააღმდეგი არ იქნები), დარწმუნებული ვარ არის ის რაც ვერ გავიგე ან გამომრჩა.
აქ ძალიან ბევრი ემოციაა. ძალიან ბევრი "ადამიანია" და არის რაღაცები რაშიც ჩემი თავი დავინახე.
ასე ყველაფრის თქმა არ არის ადვილი. პირისპირ რომ ვიყო ალბათ თავს გადაგჭამდი:დ აი წიგნად რომ გამოსცემ და პრეზენტაცია გექნება, მომავლის დაგეგმვა არ მიყვარს, მაგრამ მოვალ და უთავოდ გაგიშვებ სახლში:დ
მთელი გულით მსურს შენი წიგნი ჩემს თაროზე ვიხილო. ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ იმდენი, "შეგიყვარე-შემიყვარე" წიგნია დაბეჭდილი რომ შენ მხოლოდ აქ როგორ უნდა წერდე და ერთი კინკილა წიგნი მაინც როგორ არ უნდა გქონდეს დაბეჭდილი. უსამართლოა ცხოვრება.
რა ვქნათ.
ვფიქრობ უნას მიერ აღქმული ღმერთი არასწორია. ზოგადად ამბობენ რომ ყველა თავისებურად აღიქვამს ღმერთს მაგრამ რა ვიცი. აღარ ჩავაცივდები ამ საკითხს.
იცი რაა, ასე მგონია შიოს და ვიქტორიას ადგილი რატიმ და ჰელენ ჩაანაცვლა უნას ცხოვრებაში და მაგიტომ გაუშვა. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. აი გეფიცები, არ მინდა ძაან შევყვე თორემ მერე აღარ დამეძინება სევდისგან, დასასრული ძალიან მივიტანე გულთან. სადამდეც შემეძლო მოვუშვი და აი ბოლოს რომ არ მეტირა ისეთი ვთხლიშე ცხრა მთას იქით გადავაგორე მგონი.
კარგი. მგონი მეტნაკლებად ვთქვი რისი თქმაც მსურდა.
არა ბევრი რამის თქმა მსურდა მაგრამ რაც აქ მოვახერხე მგონი მაქსიმუმია.
მომწინს მე შენი შემოქმედება და როგორც ყოველთვის ველოდები შემდეგს.

აუუუ ჩემო საყვარელოოო. ვგიჯდები შენზე და ამ კომენტარში საერთოდ ჩავიძირე. რა ვქნა, ადამიანი შენს ისტორიაზე რომ ბევრს წერს, გინდა არ გინდა, ძალიან გეამაყება და წითლდები. იმედია, მართლა დადგება ის დღე და თავს გადამაჭამ, მოხარული დავრჩები ფრიად. სიმართლე გითხრა, თავად მომკლა ამ ისტორიამ, თან ძალიან ბევრი რამე რეალური იყო და საბოლოოდ, მთავრდება ისე, როგორც ეგ რეალური ისტორია დამთავრდა: მწარედ. შესაძლოა, მეორე ნაწილიც მოვცხო. ჯერ უბრალოდ მორალურად არ ვარ მაგისთვის მზად, ამასაც ლამის გადავყევი და ზოგადად, როცა მეკიტხებიან, რატო ხარ ძაან დაბნეული და უყურადღებოო, ვაფშე ქვებს რო არ ვისვრი, არ გიკვირთ-თქო? ვაპუსხობ ხოლმე.
მიხარია რომ ასე სრულფასოვნად გესმის.
აქ მე ბევრი რამე მკითხველს მივანდე და არაა საჭირო, შენი მოსაზრება ან დავადასტურო, ან უარვყო. შენ როგორც გესმის, ისეა. და ყველა, ვინც როგორ გაიგებს, ისე იქნება.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის და იმისთვის, რომ შენი ერთ-ერთი გამორჩეული მწერლაი ვარ.
პი.ეს. ქეთიზე მეც ვგიჟდები

 


№13 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

ძალიან ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ვერაფერს ვწერ.
უბრალოდ გთხოვ, სულ წერე.
ფარდა

 


№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი მოიისფრო
ძალიან ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ვერაფერს ვწერ.
უბრალოდ გთხოვ, სულ წერე.
ფარდა

სულ დავწერ ჩემო მოიისფროვ. უდიდესი მადლობა <3

 


№15 სტუმარი მურაბა

შედევრებს წერ!

 


№16  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მურაბა
შედევრებს წერ!

ოხ, შენ გაიხარე <3

 


№17 სტუმარი აქტიური ბებერი მკითხველი

ეს ნაწარმოებია... შენს სახელს არასოდეს არ ავუვლი გვერდს... თან ეს იუმორი?---კითხვადია, ფსიქოლოგიურია, მინდა გითხრა მაგარი ხარ!.

 


№18 სტუმარი სტუმარი სოფი

აუცილებლად გაააგრძელე რაა♥მოუთმენლად გელი..გავგიჟდი და გადავირიე..ერთი გეგი მომწონს ძალიააან და ახლა შენ????ბრავო

 


№19 სტუმარი სტუმარი nancho

ეს რა იყო.დავმუნჯდი.წარმატებებიიიიიიიი!

 


№20  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

აქტიური ბებერი მკითხველი
ეს ნაწარმოებია... შენს სახელს არასოდეს არ ავუვლი გვერდს... თან ეს იუმორი?---კითხვადია, ფსიქოლოგიურია, მინდა გითხრა მაგარი ხარ!.

აუუ, როგორ გამახარე იცი? უღრმესი მადლობა <3

სტუმარი სოფი
აუცილებლად გაააგრძელე რაა♥მოუთმენლად გელი..გავგიჟდი და გადავირიე..ერთი გეგი მომწონს ძალიააან და ახლა შენ????ბრავო

ჩემი ფსიქოპათი გეგუნა მოგწონს? მეც მომწონს სხვათაშორის :დდდ
დიდი მადლობა, რომ ბოლომდე წაიკითხე და ჩემთან იყავი <3

სტუმარი nancho
ეს რა იყო.დავმუნჯდი.წარმატებებიიიიიიიი!

ნანჩოო, გაიხარე, შენც წარმატებები ყველაფერში <3

 


№21  offline წევრი ninaka1985

ეს რატომ გამიკეთე? აი ასე, პირდაპირ ჩემს სულში აფათურე ხელები და მე ამის უფლება არ მომიცია, თუმცა ადრეც ვთქვი უხილავ კავშირს ვგრძნობთქო ჩვენს შორის, თითქოს წინა ცხოვრებაში მე შენ ვიყავი ან შენ მე... ისე მომედო ეს ისტორია სულში ძაფებად, ალბათ ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ყველა ძაფის გადაჭრას... რამდრნი ცხოვრებაც არ უნდა ვიცხოვრო, მუდამ სულში იქნება ამ ისტორიის კვალი... მე გგრძნობ შენ და თითოეულ დაწერილ სიტყვასაც ისევე ცხადად ვგრძნობ, როგორც დამწვრობას, ან დალურჯებას... ჯერ დავიცალე, მერე ავივსე, და ასე განმეროდა მილიონჯერ კითხვის პროცესში, ვეღარ შევძელი თვლის გაგრძელება... გარდაცვლილი ბავშვების მეგობრები სამუდამო დარდს ატარებენ გულით... მე ვიცი, ლუკი აუცილებლად იგრძნობს უნას , აუცილებლად გაახსენდება მისი არსებობა და აუცილებლად მოძებნის მას, რათა შეივსოს გულის ის ცარიელი ნაწილი, რომელიც უნას არსებობას ეკავა... სხვაგვარად არ შემიძლია მჯეროდეს, სხვაგვარად არ მწამს ეს ცხოვრება... მხოლოდ მოლოდინია ყველაზე მძიმე ასატანი, ის ცარიელი ფურცლები რომლებიც ძიების პროცესში იფურცლება ცხოვრების წიგნში.. თუმცა ღირს ლოდინად, თუნდაც ამ ლოდინში რამოდენიმეჯერ წაბორძიკდე, დაეცე, გადაიტყავო მუხლები, ხელები, გეტკინოს, და თუნდაც ამ ლოდინში რამოდენიმეჯერ მოკვდე... მიყვარხარ ასე უხილავად... სულ უხილავად... ❤️

 


№22  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ninaka1985
ეს რატომ გამიკეთე? აი ასე, პირდაპირ ჩემს სულში აფათურე ხელები და მე ამის უფლება არ მომიცია, თუმცა ადრეც ვთქვი უხილავ კავშირს ვგრძნობთქო ჩვენს შორის, თითქოს წინა ცხოვრებაში მე შენ ვიყავი ან შენ მე... ისე მომედო ეს ისტორია სულში ძაფებად, ალბათ ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ყველა ძაფის გადაჭრას... რამდრნი ცხოვრებაც არ უნდა ვიცხოვრო, მუდამ სულში იქნება ამ ისტორიის კვალი... მე გგრძნობ შენ და თითოეულ დაწერილ სიტყვასაც ისევე ცხადად ვგრძნობ, როგორც დამწვრობას, ან დალურჯებას... ჯერ დავიცალე, მერე ავივსე, და ასე განმეროდა მილიონჯერ კითხვის პროცესში, ვეღარ შევძელი თვლის გაგრძელება... გარდაცვლილი ბავშვების მეგობრები სამუდამო დარდს ატარებენ გულით... მე ვიცი, ლუკი აუცილებლად იგრძნობს უნას , აუცილებლად გაახსენდება მისი არსებობა და აუცილებლად მოძებნის მას, რათა შეივსოს გულის ის ცარიელი ნაწილი, რომელიც უნას არსებობას ეკავა... სხვაგვარად არ შემიძლია მჯეროდეს, სხვაგვარად არ მწამს ეს ცხოვრება... მხოლოდ მოლოდინია ყველაზე მძიმე ასატანი, ის ცარიელი ფურცლები რომლებიც ძიების პროცესში იფურცლება ცხოვრების წიგნში.. თუმცა ღირს ლოდინად, თუნდაც ამ ლოდინში რამოდენიმეჯერ წაბორძიკდე, დაეცე, გადაიტყავო მუხლები, ხელები, გეტკინოს, და თუნდაც ამ ლოდინში რამოდენიმეჯერ მოკვდე... მიყვარხარ ასე უხილავად... სულ უხილავად... ❤️

უღრმესი მადლობა ნინაკა. მიხარია რომ წინა ცხოვრებაში ან მე ვიყავი შენ, ან შენ მე, თორემ მარტო ჩემად ყოფნა ცოტა მოსაბეზრებელია. შენ მართალი ხარ, ლუკა და უნა ერთმანეთთან მისასვლელ გზას მონახავენ. შეიძლება, ამ სამყაროში ვერა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რომელში?
მეც მიყვარხარ უხილავად.
უღრმესი მადლობა ასეთი მშვენიერი და გულისამაჩუყებელი სიტყვებისთვის. მომენატრა, როცა ადამიანებს, თუნდაც უცხოებს ესმით ჩემი. ძალიან სასიამოვნო იყო <3

 


№23  offline წევრი TamoTi

ვაიმე ეს რა იყოო❤️❤️ძალიან მომეწონა.ისეთი მაგარი იყო გადავირიე.არც კი ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე ის ემოციები რაც დამიტოვა❤️❤️

 


№24  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Tamuna Gogaladze
ვაიმე ეს რა იყოო❤️❤️ძალიან მომეწონა.ისეთი მაგარი იყო გადავირიე.არც კი ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე ის ემოციები რაც დამიტოვა❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა თამო <3

 


№25 სტუმარი სტუმარი ninka

არ მინდოდა ისტორია დამტავრებულიყო, ერთხელ წაკითხული კიდევ წავიკთხე რომ უფრო შემეგრძნო უნას ფიქრები. ასეთი კარგი ჩანაწერებით ნამდვილად არ ვართ განებივრებულები, შეგრძნება დამრჩა რომ ამ ისტორიას აუცილებლად გაგრძელება აქვს. ავტორს წარმატებები

 


№26 სტუმარი ნათია41

ეს ისტორია რომ დაიწყე იმდენად გამიჭირდა წაკითხვა გადავდე. მივხვდი რომ შენი მეგობრის ხსოვნას ეძღვნებოდა და შემეშინდა იმ ტკივილის გააზრებამ შემაშინა რასაც განიცდიდი. არადა გითხარი რომ უნდა გეწერა და გადალახავდი. რამხელა ტკივილია კითხვისას ვტიროდი და დიდხნიან პაუზებს ვაკეთებდი არ შემეძლო აღარც პირადში მოწერა იმიტომ რომ უბრალო სიტყვებით ნუგეში იმდენად გაცვეთილი მეგონა რომ მცხვენოდა. არა ჩემი თავის შემრცხვა რადგან დრომ ჩემი მეგობარი გააუფერულა და მხოლოდ მოგონებები დამიტოვა მასზე წელიწადი ვესაუბრებოდი და როცა მჭირდებოდა მას ვთხოვდი დამხმარებოდა. თვალები ყოველთვის მახსოვს მისი. მაგრამ მისი სუნი აღარ... შენ ლუკის ეძებდი და მე ბადრის ჩემს უსაყვარლეს ნათლიის შვილს რომლის გვერდზეც 22წელი გავატარე 5წლის ასაკიდან.მიყვარხარ ენ ჯეინ❤❤❤

 


№27  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ninka
არ მინდოდა ისტორია დამტავრებულიყო, ერთხელ წაკითხული კიდევ წავიკთხე რომ უფრო შემეგრძნო უნას ფიქრები. ასეთი კარგი ჩანაწერებით ნამდვილად არ ვართ განებივრებულები, შეგრძნება დამრჩა რომ ამ ისტორიას აუცილებლად გაგრძელება აქვს. ავტორს წარმატებები

უღრმესი მადლობა <3 ნამდვილად გაგრძელდება, უბრალოდ ცოტა ძალა უნდა მოვიკრიბო, რესტარტი მჭირდება თორე გადამიყოლებს :დდ

ნათია41
ეს ისტორია რომ დაიწყე იმდენად გამიჭირდა წაკითხვა გადავდე. მივხვდი რომ შენი მეგობრის ხსოვნას ეძღვნებოდა და შემეშინდა იმ ტკივილის გააზრებამ შემაშინა რასაც განიცდიდი. არადა გითხარი რომ უნდა გეწერა და გადალახავდი. რამხელა ტკივილია კითხვისას ვტიროდი და დიდხნიან პაუზებს ვაკეთებდი არ შემეძლო აღარც პირადში მოწერა იმიტომ რომ უბრალო სიტყვებით ნუგეში იმდენად გაცვეთილი მეგონა რომ მცხვენოდა. არა ჩემი თავის შემრცხვა რადგან დრომ ჩემი მეგობარი გააუფერულა და მხოლოდ მოგონებები დამიტოვა მასზე წელიწადი ვესაუბრებოდი და როცა მჭირდებოდა მას ვთხოვდი დამხმარებოდა. თვალები ყოველთვის მახსოვს მისი. მაგრამ მისი სუნი აღარ... შენ ლუკის ეძებდი და მე ბადრის ჩემს უსაყვარლეს ნათლიის შვილს რომლის გვერდზეც 22წელი გავატარე 5წლის ასაკიდან.მიყვარხარ ენ ჯეინ❤❤❤

დიდი მადლობა ნათი. კიი, ნამდვილად არაა საჭირო მიწერ-მოწერით გამხნევება, ვერც გაამხნევებ ადამიანს. შეუძლებელია მისი გამხნევება ასეთ დროს. დღეს ჩემი გუგას დაბადების დღეა და დღეს წავიკითხე ეს კომენტარი. რაღაცა, სასშინელი დღეა, დილიდან გლოვა მაქვს გამოცხადებული და მადლობა რომ ასე ახლოს მიიტანე გულთან. ვიცი, გესმის, მითუმეტეს, შენც გამოვლილი გქონია.

 


№28  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

უკვე გითხარი, რასაც ვფიქრობდი, რომანი დასრულდა და აზრი არ შემცვლია. მადლობა.
ძალიან დიდი მადლობა, ეს მჭირდებოდა, შენც გჭირდებოდა, ვინც ოდესმმე ამას წაიკითხავს, მჯერა მასაც დასჭირდება და სულზე მიუსწრებს კიდეც.

მეტს ვერაფერს გეტყვი, წინ იარე, წერე, იცხოვრე, გიყვარდეს...

 


№29  offline წევრი შამხათი

მოვკვდი...

 


№30  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლორელაი
უკვე გითხარი, რასაც ვფიქრობდი, რომანი დასრულდა და აზრი არ შემცვლია. მადლობა.
ძალიან დიდი მადლობა, ეს მჭირდებოდა, შენც გჭირდებოდა, ვინც ოდესმმე ამას წაიკითხავს, მჯერა მასაც დასჭირდება და სულზე მიუსწრებს კიდეც.

მეტს ვერაფერს გეტყვი, წინ იარე, წერე, იცხოვრე, გიყვარდეს...

უღრმესი მადლობა თამთა. ცოტა გვიან კი ვნახე კომენტარი. ეგაა ადრე ატვირთული ისტორიების სევდა, რომ ახალ კომენტარებს ვერ ნახულობ. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოგეწონა <3

შამხათი
მოვკვდი...

მეც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent