შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (ნაწ. XIII)


23-12-2019, 22:52
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 331

ერთ ადგილას გაშეშებული ვიდექი. ვხვდებოდი თებეას უკვე ვეღარსად გადავმალავდი. ფერწასული ვუყურებდი ანდრეას, რომელიც ალბათ ვერაფერს ხვდებოდა, დიდ გაურკვევლობაში იყო და სადაც იყო კითხვებს სეტყვასავით დამაყრიდა.
-მოვალ ახლავე, კარგი?- დავიხარე და თებეას ლოყაზე მოვეფერე. თავი დამიქნია და უკან გაბრუნდა. რაც შემეძლო ნელა ავდექი ფეხზე და წელში გავიმართე. ვცდილობდი მისთვის თვალებში არ შემეხედა.
-რა დაგიძახა?!
კითხვა გაიმეორა. ნერწყვი ძლივს ჩავყლაპე.
-რა გინდა, ანდრეა?
-ახლა ყველაფერს ახნსა ეძლევა, რატომაც გათხოვდი.- აკანკალებული ხმით, თვალი კვლავ თებეასკენ გააპარა. თვალები ჩამქრალი ჰქონდა, ტუჩები შუაზე გაეპო და ზომიერად სუნთქავდა.
-რას გულისხმობ?
- ვისი ბავშვია?
-ანდრეა, გთხოვ- ერთიანად დავიძაბე და თვალებზე ცრემლები გაუაზრებლად მომადგა.კარი მივხურე და მასთან ერთად სადარბაზოში დავდექი.
-რას მთხოვ, მარიამ? არმითხრა რომ შენია, თორემ ჭკუიდან შევიშლები!
ბოლო ხმაზე დაიყვირა, რაზეც ერთიანად დამაჟრიალა და მოულოდნელობისგან შევკრთი.
ხმას ვერ ვიღებდი. ღმერთო რა მექნა! რა მეთქვა!
-ყველაფერი გასაგებია!- უფრო მკაცრად გაიმეორა. თავჩახრილი ვიდექი. როგორ მინდოდა ყველაფერი მეთქვა. მეყვირა მისთვის, რომ ისეთ დროს დამტოვა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა! მაშინ როცა ძალაუნებურად ახალი ცხოვრების ეტაპზე გადავედით! მაგრამ არ შემეძლო. ხმა არ ამომდიოდა. ფილტვები მეწვოდა უკვე. რატომ იწვევდა ამდენ ემოციას ჩემში?!
-არადა, იოანემ მითხრა შენს წასვლას ლამის გადაყვაო...არ მეგონა ასე მარტივად თუ ჩაუგორდებოდი სხვას ლოგინში!
-ღმერთო, საკმარისია!-დავუყვირე როგორც შემეძლო. მისი სიტყვები ტყვიასავით მომხვდა გულზე.-არაფერი იცი, ანდრეა! არ გაქვს უფლება აქ მოდიოდე და სცენებს მიმართავდე! და კი, ძალიან ბედნიერივარ რომ შვილი მყავს. იმაზე ბედნიერი, ვიდრე შენ წარმოგიდგენია!
ბოლო ხმაზე ვუყვიროდი. არ მადარდებდა მეზობლები გაიგებდნენ თუ არა, ვინმე გამოვიდოდა თუ არა. ერთიანად დავიცალე ემოციებისგან. მაგრამ იმის თქმას მაინც ვერ ვბედავდი, ვინ იყო ის თებეასთვის.
-კარგი, ბედნიერებას გისურვებ.- ზიზღით შემომხედა და სწრაფად ჩაიარა კიბეები. გული ლამის ამოვარდნაზე მქონდა. ეს მზერა მასში არასდრის მინახავს. თითქოს ჭრილობიდან სათითაოდ ყველა ნაკერი მომხსნეს და სისხლდენა დამეწყო. საშინლად მინდოდა მეტირა. მადლობა ღმერთს, რომ დემეტრე ტორტის საყიდლად იყო გასული. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა ამათ ერთმანეთი რომ ისევ ენახათ…
სახლში დავბრუნდი. არაფერი უნდა შემემჩნია, ბოლობოლო დღეს ჩემი პატარა სამი წლის ხდებოდა.
სახლის კარები შევაღე და ძალით გავიღიმე.მთელი უბნის ბავშვები, ვინც თებეას ასაკის იყო აქ მოეყარათ თავი. საშინლად გაბრუებული მივედი თებეასთან და ხელში ავიტაცე.
-რა გინდოდა, დე?- თბილი ხმით ვკითხე.
-ვინ იყო ის?- ბუტბუტით, წრიპინა ხმით მკითხა და თავისი სათამაშოთი თამაში განაგრძო.
-არავინ, მიდი ითამაშე- ღიმილით დაბლა დავსვი დათავზე ვაკოცე. სამზარეულოში გავედი, შორიდან ბავშვებს მაინც თვალს ვადევნებდი. ნათია და ლილუ ჩუმად თავჩახრილები იდგნენ და ფუსფუსებდნენ. რათქმაუნდა ვხვდებოდი, რომ ყველაფერი გაიგეს.
-ლილუ, უნდა გელაპარაკო.
უხმოდ გამომყვა ოთახში.
-მეკაიფები,ხო?!- ვუთხარი როგორცვე კარები დავხურე.
-გზაში შემხვდა მარიამ, მე არაფერ შუაშივარ- თავი იმართლა.
-რა უთხარი?
-არაფერი დაწყნარდი. მაგრამ ფაქტია თვითონ გითხრა. შენს თავს შეხედე, ერთიანად კანკალებ.
ყბადაჭიმულმა საკუთარ ხელებს დავხედე. ორივე ხელი მიკანკალებდა. ღრმად ჩავისუნთქე და თვალები რამდენიმე წამით დავხუჭე.
-ფიქრობს რომ თებეა დემეტრესია.
-ასე არ ჯობს?
-არვიცი ლილუ…
ამოიხვნეშა დაქალმა და გადამეხვია. ძალაც არ მქონდა, რომ მეთქვა რას ვგრძნობდი.
-გთხოვ, დემეტრეს მის ვიზიტზე არაფერი უთხრა.
-ქორწილის წინა ღამეს რომ გამოგეცხადა, იცის?
-არა.
-მარიამ, უკვე ცუდად იქცევი..
-გთხოვ, უბრალოდ არმინდა ამაზე საუბარი. ხმადაბლა ჩავილაპარაკე და ოთახიდან გავედი.სადაც იყო გაბელია მოვიდოდა. ისედაც ვიცოდი, რომ ჩემი რაღაც ნაწილი ისევ ანდრეასკენ იხედებოდა, მაგრამ იმ ნაწილის ჩაწიხლვა მთელი გულით მსურდა. არვიცი რას ვგრძნობდი. დემეტრე მიყვარს, ანდრეა უბრალოდ წარსულია ,რომელმაც თებეა დამიტოვა. თებეას სიყვარულზე კი ლაპარაკი უკვე ზედმეტია, ისედაც ყველაფერზე მეტად ვაღმერთებდი…

ანდრეა*:
გამწარებული მანქანაში ჩავჯექი და სწრაფად მოვქოქე. ნაბი*ვარი დემეტრე! არ ვცდებოდი, როდესაც მარიამს ვუთხარი შეიცვალეთქო.
მიქაძის სახლთან მანქანა გავაჩერე და გადავურეკე.
-ვიცი რომ ვიჩხუბეთ მაგრამ გამოდი, სალაპარაკო მაქვს.
პასუხს არ დაველოდე, ისე მივაგდე ტელეფონი და საჭეს ხელები დავარტყი. ისედაც ვიცოდი, იოანე მოვიდოდა.შუბლი საჭეს მივადე და ცდილობდი მთელი ბრაზი ოხვრის საშვალებით გამომეშვა. გაუაზრებლად, სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა. მაშინვე მოვიწმინდე.ამის ღირსი არავინ იყო!
მალევე გამოაღო კარები მიქაძემ და გვერძე მომიჯდა.
-რა გჭირს?
მაშინვე მიხვდა, რათქმაუნდა ბავშვობიდან ყველაფერი თვალებზე მეწერებოდა. ახლა იმაზე მეშლებოდა ნერვები, რომ ესეც კი მიმალავდა.
-იმის თქმას აპირებდა ვინმე ჩემთვის, რომ მარიამს იმ დემეტრესგან შვილი ყავს?!
რაც შემეძლო ცინიკურად ვუთხარი და თვალებში შევხედე. სახიდან ფერი გადაუვიდა.
-ეგ ვინ გითხრა?
-რა ვინ მითხრა, იოანე! ნერვებზე არ ამშალო ახლა! ჩემი თვალით ვნახე!
-ხომ გითხარი, არ გინდათქო.
-კიდე შენსას აწვები?!- ხმას ავუწიე და წელში გავიმართე.-მაგრამ რაღაცას ვერვიგებ. როდის მოასწრო! ასეთ მარიამს მე არ ვიცნობდი!
თავი მოვიქექე და ჩავფიქრდი. ყველაფერზე ერთდროულად მეფიქრებოდა. რა ჯანდაბაა!
-ანდრეა რაც არ იცი, იმაზე ნუ საუბრობ...
-რა არ ვიცი იოანე, რა არ ვიცი. ახლა არ დაიწყო მარიამის გამართლებები. მართლა არ მეგონა, ჩემი წასვლის შემდეგ ასე მალე თუ გააკეთებდნენ ბავშვს!
-გაჩუმდი!- ხმა აუწია იოანემ.რა სჭირდა? წარბებ შეჭმუხნულმა, ინტერესით გავხედე.
-რატო მაჩუმებ, რა უნდა მოიგონო და მითხრა. საერთოდ რატომ დავბრუნდი!
-მე არაფერი..
-აბა ვინ?! რა ჯანდაბა გჭირს, რანაირად მელაპარაკები!
-შეეშვი ანდრეა რა. ხომ ხედავ ყველაფერს.
ღრმად ამოვისუნთქე და ჰორიზონტს გავხედე. მარიამის და გაბელიას ერთად წარმოდგენისას გულის რევის შეგრძნება მაწვებოდა. რამდენის იქნებოდა ბავშვი? ორ წელზე მეტის ვერანაირად! მაგრამ უფრო მეტისას გავდა ვიზუალით… თავგზა არეული, ვეღარც პატარას სახეს ვალაგებდი გონებაში.
-უცნაურია სახლში ყოფნა, მეგონა აქ აღარასდროს დავბრუნდებოდი. მითუმეტეს…
ცრემლები ისევ მომადგა. რა ჯანდაბა მჭირდა!
-სახლში მივდივარ, წამოხვალ?- თემა შევცვალე და იოანეს შევთავაზე.
-არა ბიჭო, საქმეები მაქვს. ამდეეებში დავსხდეთ სადმე.
მეგობრულად გამიღიმა და მანქანიდან გადავიდა. სანამ გაბრუნდებოდა ფანჯარას იდაყვებით დაეყრდნო და თავი შემოყო:
-არაფერი მიქარო, ეცადე მაინც.
მის რჩევა-დარიგებაზე ჩამეცინა და მანქანა მოვქოქე.
სახლში უკონტროლობის გამო ძალიან სწრაფად მივედი, ძალაგამოცლილი საწოლზე პირქვე დავემხე და მალევე გავითიშე..

მარიამი*:
თავი საშინლად მტკიოდა, მაგრამ ასევე ძალიან ბედნიერი ვიყავი თებეას გამო. დემეტრემ ულამაზესი ტორტი მოუტანა, სხვადასხვა ფერის კრემებით.
-მიდი დე, შეუბერე.
გავუცინე თებეას და ხელში ავიყვანე. ტორტი გაბელიას ეჭირა და უსმენოდ ის, ლილუ და ნათია უმღეროდნენ. უბედნიერესი ვიყავი და გულახდილად ვიცინოდი, მაგრამ დემეტრეს თვალებს გავურბოდი, ალბათ მამჩნევდა კიდეც. არვიცოდი მისთვის როგორ შემეხედა. ვხვდებოდი, ცუდი საქციელი იყო რასაც ვაკეთებდი,მაგრამ არც ის ვიცოდი როგორ მეთქვა.
-ტორტის დაგემოვნების დროა. წამო თებე.- ხელი მოჰკიდა ლილუმ თებეას და ტორტთან ერთად სამზარეულოში გაბრუნდნენ.
არეულობა შეძლებისდაგვარად მივალაგე, თან ნერვიულად, ცალი ხელით თმას ვიწევდი.
-კარგად ხარ?- დემეტრეს ხმის გაგინებისას შევხტი.
-კი, უბრალოდ გადავიღალე.
სწრაფად მივაყარე სიტყვები ერთმანეთს და თვალებში როგორც იქნა შევხედე.
-წამოწექი თუგინდა, თებეას მე მივხედავ- გამიღიმა. ღმერთო ასეთი კარგი როგრ მყავდა! რა გინდოდა ავალიანო, რატომ მირევ ძლივს დაწყობილ ცხოვრებას!
.საკუთარ ფიქრებზე ცრემლები მომადგა, დემეტრესკენ სწრაფი ნაბიჯებით წავედი და ჩავეხუტე. ხელები მომხვია და მიმიხუტა. ყველანაირად ვეცადე ჩემი ცრემლები არ შეემჩნია და მგონი გამომივიდა კიდეც. მის მკლავებში ყოველთვის მშვიდად ვგრძნობდი თავს..
როდესაც დღე მიილია, ცხრა საათისთვის თებეას უკვე გათიშულს ეძინა.
-გზაში ცოდოა მარიამ, აქ დატოვე. დილით სამსახურში მივდივარ და ბაღშიც მივიყვან.
-დარწმუნებული ხარ დედა?- ანერვიულებულმა ვკითხე ნათიას, თან თებეას გვერდით ვიჯექი და თმაზე ვეფერებოდი. მისგან შორს წასვლა არ მინდოდა. პარანოიაში მქონდა ეს ყველაფერი უკვე გადასული.
დემეტრემ მხარზე ხელი დამადო და წამოვდექი. ნათიას თავი ჩუმად დავუქნიე, თებეას შუბლზე ვაკოცე და სახლი დავტოვეთ.
-რა მალე გადის დრო, უკვე სამი წლისაა ჩემი ციცქნა. -ამოვილაპარაკე როდესაც ხელის კრემის წასმა დავამთავრე და დემეტრეს გვერდით საწოლზე მოვთავსდი.
-კიდევ ძალიან ბევრი ციცქნა გვეყოლება- გამიცინა და წარბები ამითამაშა. გამეცინა, მაგრამ გულის სიღრმეში ანდრეამ იჩინა თავი. მაშინვე დავსერიოზულდი და ზურგზე გადავწექი. დემეტრემ მხარზე კოცნების დატოვება დამიწყო. სიამოვნებისგან დამაჟრიალა და თვალები დავხუჭე, ასე უკეთესი იქნებოდა, რომ ამ ყველაფერზე არ მეფიქრა. სხველი კოცნებით გაუყვა ლავიწის ძვალს და ასევე ნელა ჩავიდა მკერდამდე.
ჩემი პარანოია განმეორდა, მაშინვე თავი ამოვაწევინე და რომ არაფერი ეეჭვა ტუჩებზე მთელი გრძნობით ვაკოცე.
-ძალიან დაღლილივარ, დავიძინებ კარგი?- ხმადაბლა ვუთხარი და თმებში ხელი შევუცურე.
-დაისვენე-ფართედ გამიღიმა, მსუბუქი კოცნა დამიტოვა და თავის მხარეს გადაბრუნდა. მალევე გავიგე მისი მშვიდი სუნთქვა, მაგრამ ძილი მე არაფრით მეკარებოდა.

ანდრეა:*

საშინლად დაღლილს გამეღვიძა. ეს გრძნობა მეზიზღებოდა. უკვე ვატყობდი მეორე დღე იყო, თანაც შუადღე. საშხაპეში შევედი და სწრაფად მოვწესრიგდი. მაშინვე ნაბიჯებით ჩავუყევი კიბეებს. თავი გასკდომაზე მქონდა, ისე მტკიოდა. დაბლიდან მამაკაცის ხმა მომესმა და ლიზასიც რა თქმა უნდა. თავი შევიფერთხე და რამდენიმე წამში გავაანალიზე რომ ეს სანდრო იყო. მათი ურთიერთობა აღარც მახსოვდა, და ვერც ვეგუებოდი, სახეზე ღიმილს მგვრიდა. სამზარეულოში გავედი პირდაპირ სანამ შემამჩნევდნენ მანამდე ყავა უნდა დამელია, თორემ ვერაფერს ვიგებდი. იქვე ჩამოვჯექი, სანამ წყალი ადუღდებოდა. კვლავ ფიქრებში ჩავიძირე. ჯანდაბა!
წყლის შიშხინმა გამომაფხიზლა. ჭიქაში დავისხი და მოვურიე.
მსუბუქად ვისაუზმე. ახლა დრო იყო მისალმებისთვის. სახეზე შორიდანვე ყალბი ღიმილი ავიკარი და მათკენ დავიძარი.
სწორად მოვიქეცი, რომ ჯერ ყავა დავლიე. იმხელა ხმაზე საუბრობდნენ თხუთმეტი მეტრის მოშორებითაც მესმოდა.
-ამ საღამოს გავიდეთ სადმე?- სანდროს ბოხი ხმა ექოსავით მხვდებოდა. ჩამეცინა, როგორ ეპატიჟებოდა ჩემს დაიკოს. -დღეს არ გამოვა,შენ წამოდი. მარიამს შევპირდი, ძმისშვილი უნდა მოვინახულო.
მოიცა... რა?!
ერთ ადგილას გავშეშდი.ფეხებს ვეღარ ვამოძრავებდი, თუმცა უკვე ოთახის შესასვლელთან ვიდექი. მომესმა?!
რა ჯანდაბა იყო…
ერთიანად დამიარა სიცივემ ორგანიზმში და გული ამიჩქარდა.
რამდენიმე წამი დამჭირდა, სანამ ყველაფერს გადავხარშავდი.თითქოს გაიელვა და მეხი ჩემი მიმართულებით გავარდა.
დეტალები ერთმანეთს დავუკავშირე…

მარიამის დასმული კითხვა “დედაჩემმა რამე გითხრა?”

ლილუს ანერვიულებული სახე ქორწილში, როდესაც ბავშვით ვნახე.
“მარიამის ნათესავია”

მარიამის ფერწასული, გაქვავებული მზერა... როდესაც ჩემს თვალწინ პატარამ დაუძახა.

იოანეს აფორიაქებული თვალები, როდესაც ვუთხარი რომ დემეტრეს და მარიამს ბავშვი ყავდათ..

თავი ავწიე და ტუჩებგაპობილმა ლიზას შევხედე. რომელიც უკვე მე მიყურებდა და რათქმაუნდა ყველაფერს მიხვედრილიყო.
-გაიმეორე, ვინ უნდა მოინახულო?- მკაცრი ხმით მივუახლოვდი. ლიზამ ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი და თავი გააქნია.
-მ..მარიამი.
-არა ლიზა, შენი ძმის ვინ უნდა მოინახულო?- ხმა ამიკანკალდა. თვალწინ ის პატარა წითური მედგა, რომელიც მარიამს ფეხზე ეკვროდა.
-ანდრეა დაჯექი.- შემომთავაზა და გამეცალა. თვალები ვუჭყიტე. იცოდა ჩემი ფეთქებადი ხასიათის, დაჯდომა არ მინდოდა. სიმართლე მინდოდა!
-მითხარი !
-ანდრეა ყველაფერს ხვდები ისედაც..- ჩაერია სანდრო და თავი მოიქექა.
-ანუ სიმართლეა?
-რას გულისხმობ?- სწრაფად მკითხა ლიზამ და სანდროს თვალები აუბრიალა.
-ნუ ქაჩავ მაგ თვალებს ლიზა! მითხარი რა ჯანდაბა ხდება! სხვა ძმაც გყავს და არ ვიცი, თუ შვილი მყავს და არ ვიცი?!
“შვილი”... ამაკანკალა და სუნთქვა შემეკრა. პერანგის რამდენიმე ღილი შევიხსენი და ჰაერი ხარბად შევისუნთქე.
-მარიამთან გაარკვიე. მე არაფრის თქმის უფლება არ მაქვს-თავი ჩახარა ლიზამ.
მისთვის პანიკების აწევას აზრი არ ჰქონდა. ანუ სიმართლე იყო... გული შემეკუმშა. რა არ ვუთხარი მარიამს ღმერთო! რატომ არ მოვკვდი იქვე!
გაცეცხლებული წამოვვარდი, გასაღებს ხელი დავავლე და ეზოში გავვარდი. მანქანა დავქოქე და დავძარი.ერთიანად ვცახცახებდი და კანკალისგან უკვე კბილები მიკაწკაწებდა.
მაინც როგორ მომატყუა! რატომ არ მითხრა სიმართლე!!!
საკუთარ თავზე ვბრაზობდი. ყველაფერზე ერთიანად მეფიქრებოდა. მე ხომ ჩემი.. ჩემი შვილის სახელიც არ ვიცოდი.
ღმერთო რა უცნაურად ჟღერდა. ანუ.. მამა ვარ. ღმერთო ჩემო!
თან მეღიმებოდა, თან ბრაზისგან და ნერვებისგან ტუჩი მითამაშებდა. თითს ნერვიულად ვაკაკუნებდი საჭეზე.
სწრაფად გადმოვედი მანქანიდან. მესამე სართულზე ორ ორი კიბის გამოტოვებით ავირბინე და კარებზე დავაკაკუნე. ამას უფრო კარების ჩამოღებას დავარქმევდი. მაგრამ მალევე გაიხსნა და ნათიას შევეჩეხე.
სახე გაუფითრდა. ყველას ამ მიზეზის გამო მისდიოდა ფერი სახიდან?!
-მარიამი სად არის? აქ არის?
ნათია დაიბნა, თავი ნახევრად გაატრიალა და მარიამის ოთახისკენ გაიხედა. შემდეგ ისევ მე შემომხედა.
-მითხარი ნათია! გთხოვ! აქ არის თუ თავის ქმართან?!
-ანდრეა, აქ არის. ნივთების ასაღებად შემოიარა. მაშინ რომ შემოგიშვი არ იფიქრო რომ ყოველთვის ამას გავაკეთებ. -ხმადაბლა მელაპარაკებოდა.პირი გავაღე-ანდრეა, აქ არის. ნივთების ასაღებად შემოიარა. მაშინ რომ შემოგიშვი, არ იფიქრო რომ ყოველთვის ამას გავაკეთებ. -ხმადაბლა მესაუბრებოდა..პირი გავაღე, რომ რაღაც მეთქვა მაგრამ ისევ დავკუმე როდესაც მარიამი შევნიშნე უკანა ფონზე. თვალი თვალში გამიყარა და ისედაც თოვლივით თეთრი კანი უარესად გაუთეთრდა, გაულურჯდა.
-აქქ რა გინდა?- კანკალით მკითხა.ღმერთო, როგორი გაბრაზებული ვიყავი.
-გამოდი.
ხმადაბლა მივმართე, მაგრამ ეს ბრძანებას უფრო გავდა.
ნათიამ მარიამს გახედა. მარიამმაც თავი დაუქნია და დედამისი გაგვეცალა.
-ანდრეა, უნდა შეწყვიტო ყოველდღე აქ მოსვლა! რაღაც კარგად ვერ გაიგე, ხო?!
მკაცრად მითხრა და ხელები გადააჯვარედინა.
საიდან ჰქონდა ამდენი გამბედაობა!! ალბათ, რომ არა გრძნობები შემომაკვდებოდა!
-კი,რაღაც კარგად ვერ გავიგე და შენ უნდა ამიხსნა!
თვალები ჭყიტა.
-იმის თქმა ალბათ დაგავიწყდა რომ მამა ვარ?!
სუნთქვა შეეკვრა და ხელები ჩამოუშვა. ეგ იყო! მისი რეაქციით ამ ამბის სიზუსტეში უფრო დავრწმუნდი. თვალი ჩემზე გაუშტერდა და ხმას არ იღებდა.
-პასუხს ველოდები, მარიამ!
-გუშინ საკმარისი გითხარი მგონი თებეაზე!- ტონს აუწია,მაგრამ ხმა მაინც უკანკალებდა და თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა.
თებეა.. ანუ ასე ჰქვია ჩემს შვილს. რალამაზი სახელი შეურჩევია მარიამს. ღმერთო! მაგრამ ახლა სენტიმენტალობის დრო არ იყო. მასთან უნდა გამერკვია!
-ანუ?
-რა ანუ?
-მარიამ, სიმართლის ცოდნა მინდა!
მიმიკების კონტროლი უჭირდა. საშინლად ფლავდებოდა. ბოლოს ისევ ცრემლები მოადგა თვალებზე. კარებს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ერთი ხმადაბლა ამოისლუკუნა და ცრემლებიც წამოუვიდა. მისი ცრემლები ყოვეკთვის გულს მიხეთქავდა. მაგრამ რატომ მატყუებდა?
-მიპასუხე!
ვუთხარი თუარა, ტირილს უმატა და თავი გააქნია. ვგრძნობდი, ჩემს წინ ნაწილებად როგორ იშლებოდა. მაგრამ ამის გაგონება მისი პირიდან მინდოდა!
-მარიამ აქედან არ წავალ, სანამ პასუხს არ გამცემ!
-პასუხი გუშინ მოისმინე- ხმის კანკალით ამოილაპარაკა. სანამ რამეს ვეტყოდი, ნათია გამოვიდა. ვხვდებოდი რომ ჩვენი საუბარი მიისმინა და ყველაფერი იცოდა. თავჩახრილმა მარიამს ხმადაბლა უთხრა:
-ბაღიდან გამოვიყვან.
სახე გამინათდა, მაგრამ მარიამის მზერას შევხედე თუარა მაშინვე მივიქუფრე. როგორც ვატყობდი სიმართლის თქმას არ აპირებდა. საშინლად გავბრაზდი. უკვე აღარ მაინტერესებდა მისი ცრემლები. ახლა რაც მანაღვლებდა, ჩემი შვილი იყო. რათქმაუნდა მარიამიც... მაგრამ მისი ტყუილები მაღიზიანებდა. თავი უკმაყოფილოდ გავიქნიე, რკინის მოაჯირს ფეხი მთელი ძალით მივარტყი და კიბეებს სწრაფად ჩავუყევი. გული მისკდებოდა რომ ვიცოდი, ასე მტირალი დავტოვე მაგრამ გამოსავალს არ მიტოვებდა!
იფიქრე ანდრეა, იფიქრე!
მანქანაში ჩავჯექი თუარა, გონება გამინათდა. სწრაფად დავძარი და უახლოეს ბაღთან გავაჩერე მანქანა. ვხვდებოდი, ნათია წუთი წუთზე მოვიდოდა.
ის უნდა მენახა! თებეა უნდა მენახა!
გულში მეღიმებოდა.
სწრაფად გადავედი და შენობაში შევედი.იმასაც ვხვდებოდი, რომ მარიამის გვარზე იქნებოდა. ახალგაზრდა ქალმა მალევე გამოიყვანა წითური ნაცრისფერთვალება პატარა, რომელიც თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. ღმერთო მაშინვე როგორ ვერ მივხვდი!
დავიხარე რომ გავთანაბრებოდი და გავუღიმე. გაკვირვებული მიყურებდა და ირწეოდა.დამკვირვებელი ეჭვის თვალით მიყურებდა.მთავარია პატარას ვეცნე..
-გახსოვარ თებეა?- ხმადაბლა ვკითხე. თავი მორცხვად დამიქნია. გამიხარდა. ხელები მისკენ კანკალით წავიღე და ხელში ავიტაცე. არ მჯეროდა! საკუთარი შვილი ჩემი ხელებით მეჭირა! ღმერთო! რახან ბაღში დადის, ანუ სამი წლის იყო.. ყველაფერი ემთხვეოდა…
გული გამალებით მიცემდა. თავი მადლობის ნიშნად დავუქნიე იქ მყოფებს და ჩქარი ნაბიჯით გადმოვედი.
-ჩემთან ხომ არ გეშინია?
გავხედე თებეს, რომელიც ხეებს აკვირდებოდა და ხელი უფრო მძლავრად მოვხვიე. ყოველი ამის გაკეთება უფრო მიჩქარებდა გულს, როცა ვაანალიზებდი რომ ჩემი შვილი იყო!
-არა- წვრილი ხმით მიპასუხა. ძალაუნებურად გავიკრიჭე. მანქანის უკანა კარი გამოვხსენი და თებეა დავსვი. ღვედი გავუკეთე და შევამოწმე. სწრაფად მოვუარე გვერდი მანქანას და საჭესთან დავჯექი. გაზს ფეხი მივადგი და პატარას გადავხედე:
-დროა დედიკოს ტყუილებისთვის ჭკუა ვასწავლოთ.


მარიამი:*

დედაჩემის დაბრუნებას დავუცადე. ბარემ თებეას მოიყვანდა და ერთად წავიდოდით დემეტრესთან. სარკეში საკუთარ თავს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი ტირილისგან შესიებული ნაკვთები პუდრით დამეფარა.
როგორ ახერხებდა ავალიანი ამდენი ხნის შემდეგ ასე ავეფორიაქებინე?!არც მიკვირდა..
თანაც სიმართლე იცოდა უკვე, ხვდებოდა მაინც. არ შემეძლო მისთვის ამ ყველაფრის თქმა. მან ხომ არ იცის, რისი გადატანაც მომიწია იმისთვის რომ ჩვენი.. უფროსწონად ჩემი პატარა დაბადებულიყო. საკუთარ ანარეკლს დაჟინებით მივშტერებოდი და ვცდილობდი ბრაზი ერთიანად ჩამეხშო ჩემში.
კარის ხმა გავიგონე თუარა მისაღებში ღიმილით გავბრუნდი. მაგრამ მაშინვე დავსერიოზულდი, როცა ნათია მარტო დავინახე.
-თებეა სად არის?
ვკითხე და მაგიდას ცალი ხელით დავყრდენი. ნაყიდ პროფუქტებს მაცივარში ალაგებდა.
-ბაღში არ დამხვდა. სიძემ დამასწრო წაყვანა- ღიმილით მიპასუხა დედაჩემმა. წარბები შევკარი.
-არა დედა, დემეტრე სამსახურშია გაკვეთილი აქვს. თებეას ვერანაირად წაიყვანდა.
ერთიანად ავფორიაქდი, შუბლზე ხელი მოვისვი და ყოველი შემთხვევისთვის გაბელიას გადავურეკე. რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა.
- რა ხდება მარიამ, სამსახურშივარ სწრაფად მითხარი.
- თებეა შენთანაა?
- არა, ჩემთან რაუნდა. ბაღში არ უნდა იყოს?!
- ღმერთო!.. არა დემეტრე, არ არის!
ხელი და ხმა ერთიანად ამიკანკალდა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამომივიდა.
ავალიანი!
რთული მისახვედრი არც იყო.
-ახლავე წამოვალ.- სწრაფად გამითიშა ტელეფონი.
ცრმლები მაშინვე მოვიწმინდე და დედაჩემს გაცოფებულმა შევხედე.
-ვერ ვიტან!!! ასე რატომ მაზიზღებს თავს!
მაშინვე იოანეს გადავურეკე:
-შენი ძვირფასი ძმაკაცის ნომერი მითხარი, სასწრაფოდ.
-მშვიდობაა მარიამ?
-ჭკუიდან არის შეშლილი. თებეა წაიყვანა. გეფიცები რამე რომ მოუვიდეს, ჩემი ხელით დავახრჩობ!
თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი.კანკალით ჩავიწერე ნაკარნახები ნომერი და მაშინვე გადავრეკე, არ დაუყოვნებია, მალევე მიპასუხა. გული გამალებით ამიჩქარდა.
-მეჩვენება თუ აბაშიძე მირეკავს?
მისი ცინიზმი მთელ ორგანიზმს მატკიებდა.
-ანდრეა, თებეა შენ გყავს?!
-ყოველთვის მიხვედრილი გოგო იყავი, მარიამ.
-დააბრუნე, თორემ გეფიცები..
-რა? რას მეფიცები?! საკუთარი შვილის წაყვანის უფლება არ მაქვს?!
სიტყვა გამაწყვეტინა. ერთ ადგილას გავშრი. რატომ მიჭირდა ასე მისთვის სიმართლის თქმა?
-მგონი რაღაც კარგად ვერ გაიგე, ხო?! -შეტევაზე გადავედი.
-ყველაფერი კარგად გავიგე, ეგ შენ არ ეშვები ტყუილებს.
-დააბრუნე!
-არა.
ღრმად ამოვისუნთქე და იქვე ჩამოვჯექი. ყველაფრის გაანალიზება დავიწყე. ვიცოდი, რომ უკვე იცოდა თებეა მისი შვილიც იყო და არაფერს დაუშავებდა, მაგრამ კრიმინალივით რატომ იქცეოდა!!
-ბავშვის გატაცება დანაშაულია, ანდრეა! გიჩივლებ!
ჩემს ნათქვამზე ჩვეულად გაიცინა, ისე როგორც ადრე იცოდა ხოლმე. ჯანდაბა!
-თუ საკუთარი შვილია, არ არის დანაშაული.
-დაგახრჩობ!!
-სიამოვნებით. ახლა კი თუ შეიძლება თებეასთან დრო დამითმე.
ტელეფონი მაშინვე გამითიშა. ეიფორიისგან ყურებდაგუბებული წამოვდექი.მხოლოდ მაშინ გავაანალიზე ჩემს წინ მდგარი დემეტრე რომელსაც უკვე ყველაფერი მოესმინა და არანაკლებ შოკირებული სახით მიყურებდა. მაშინვე მისკენ მივიწიე და მკერდზე მივეკარი. მკლავები მომხვია. ერთიანად დამეუფლა ფიზიკური სიმშვიდე, მაგრამ შინაგანად ისევ ბრაზი მახრჩობდა.
-ახლავე პოლიციაში დავრეკავ.
-არა დემეტრე, გაჩერდი.
-რა?!
-დაფიქრდი. უკვე სიმართლე იცის და იმის გამო რომ ეს ჩემგან არ გაიგო, საშინლადაა გაბრაზებული.
-ეგ ბიჭი თავის ჭკუაზე ვერ არის! რამე რომ დაუშავოს?!
უკვე ხმას აუწია გაბელიამ, რამაც ოდნავ შემაშინა. თმები მოვიქექე და იქვე ჩამოვჯექი. ნათიას გავხედე, რომელიც უჰაერობისგან მარაოს ინიავებდა.
-ვიცნობ ანდრეას, არაფერს დაუშავებს. მე გავარკვევ.- ფეხზე წამოვდექი და კარისკენ გავიწიე. მაშინვე მკლავში მწვდა დემეტრე და გამაჩერა.
-გაგიჟდი ხომ?! მარტო არსად წახვალ.
-დემეტრე, წავალ!- თვალებში ჩავაშტერდი. ახლა მართლაც არ მაწყობდა მისი და ანდრეას შეხვედრა. ეს ყველაფერს უფრო გაართულებდა.
-შენ მას შეხვდი. ხომ ასეა?
თავი განაწყენებულმა ჩახარა, მაგრამ თვალი ჩემთვის არ მოუშორებია. ყბა დამეჭიმა. ამდენი საიდუმლოებებისგან უკვე გული მერეოდა.
-კი..
-როდის? უფრო სწორად რამდენჯერ?
-არვიცი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა უნდა წავიდე. თებეა უნდა დავაბრუნო.
-რას ჰქვია მარიამ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს?!
სახე დაეჭიმა და თვალები დაუსევდიანდა.
მისკენ ახლოს მივიწიე და კისერზე ხელები მოვხვიე.
-მიყვახარ, ეს ხომ იცი.
ხმადაბლა ვუთხარი და ნაზად შევეხე ბაგეებზე.
თავი ყოყმანით დამიქნია.
-მაინც არ მინდა მას მარტო ხვდებოდე!
-თებეა მისი შვილიცაა.. ეს ჩემსა და მას შორის უნდა მოგვარდეს.
ვიცოდი ჩემი სიტყვები გაბელიას გულს ატკენდა, მაგრამ სხვა გზა არ მრჩებოდა. ანდრეასთან მართლა მარტოს უნდა გამერკვია ყველაფერი.
სახლიდან სწრაფად გავედი, დემეტრე დედაჩემთან დავტოვე. ალბათ ნერვიულობისგან წნევა აუწევდა.
რათქმაუნდა! ავალიანის გარშემო ხომ სიმშვიდე არ არსებობს… წარსულის მოგონებებმა ერთიანად დამარტყა ცუნამივით და ასე მეგონა იქვე ჩავიკეცებოდი.
ეს ნამდვილად არ მინდოდა. ქუჩაში სწრაფად მივაბიჯებდი და ვფიქრობდი, რომ ნოსტალგია ბინძური ნაძირალაა, რომელიც თავს გვახსენებს, თუ რამდენად კარგად იყო ადრე ყველაფერი, ვიდრე ჩვენ ვხედავდით.
იოანეს სახლის კარები მაშინვე შევაღე, დაკაკუნების გარეშე. ლილუ ანერვიულებული სახით იჯდა. ისედაც ვხვდებოდი, რომ უკვე ყველაფერს მიმხვდარიყო.
-გთხოვ, მითხარი რომ იცი სად შეიძლება იყოს- შევევედრე იოანეს და ცრემლები ხელახლა წამომივიდა. მაშინვე ჩემთან მოვიდა და მომეხვია. ლილუ სამზარეულოში გავარდა და წყლით სავსე ჭიქა გამომიწოდა.
-შეიძლება არანორმალურია, მაგრამ იმდენად არა რომ რამე დაუშავოს.
-მაგდენს ვხვდები, იოანე. მე მიკეთებს ხვდები?! ჩემს გამოა..- სლუკუნით სული მოვითქვი და წყალი მოვსვი.
-ავალიანების დაჩაზე წავიდოდა. სხვა ვარიანტი მართლა არ მაქვს.
მხრები აიჩეჩა იოანემ და ტელეფონი აიღო ხელში. მაშინვე ხელებში ვეცი.
-არა, არ დაურეკო. მაშინვე შეიცვლის მარშუტს.
თავი დამიქნია. შუბლზე ხელი მოვისვი და როცა დავმვშვიდდი ხმაც ამოვიღე.
-მომეცი მისამართი. ლილუ დაჯდება საჭესთან. შენ გთხოვ ჩემთან წადი, დემეტრე საშინელ მდგომარეობაში დავტოვე…
ყველაფერზე რრთიანად მეფიქრებოდა. წყვილმა ერთმანეთში ლაპარაკი დაიწყეს მაგრამ ფიქრებით სულ სხვაგან ვიყავი. რატომ აკეთებდა ანდრეა ამას! რა დავუშავე ასეთი ღმერთო!
-წავედით.- გამომაფხიზლა ლილუმ როდესაც თხელ მოსაცმელს იცმევდა. უხმოდ ავდექი. იოანეს თავით მადლობა გადავუხადე და სახლიდან გავედით..

ანდრეა*:
წყნეთის გასაღებს მანქანის უჯრაში ძებნა დავუწყე. აქ იყო, როგორც ყოველთვის. კიდევ კარგი, ლიზას ეს მაინც არ შეუცვლია. თებეას გავხედე, რომელსაც გატრუნულს ჩასძინებოდა. ისეთი ლამაზი და საყვარელი იყო. თვალებს და გონებას ისევ არ ვუჯერებდი, რომ 22წლის ასაკში 3წლის შვილი მყავდა. ფიქრები გავფანტე და მთელი ყურადღება საჭეზე გადავიტანე.
ჩემი ტელეფონი რეკვას არ წყვეტდა. მაგრამ ხმა გავუთიშე და ჯიბეში დავაბრუნე.
ვიცოდი შეიძლება არასწორად ვიქცეოდი, მაგრამთებეასთან ყოფნის სრული უფლება მქონდა.
ოც წუთში მანქანა სახლთან გავაჩერე. წლებია აქ არ ვყოფილვარ, მაგრამ დედაჩემი ყოველ ზამთარ ზაფხულს ამოდიოდა ხოლმე. მშვენიერი ჰაერი იყო, თბილისთან შედარებით გრილოდა კიდეც. საკუთარი თხელი ქურთუკი გავიხადე, თებეასთვის უნდა მიმეფარებინა,როდესაც თვალები ხამხამით გაახილა და გაოცებული გამომეტყველებით მომაშტერდა.
-გამარჯობა,პატარავ- თბილად ვუთხარი და გავუღიმე.
-დედასთან მინდა- მოწყენილი ხმით ამოილაპარაკა და თვალებზე ცრემლები მოადგა. ოღონდ ეს არა.. ხელში ავიყვანე და თვალებში შევხედე.
-არ იტირო ,კარგი? გპირდები დედიკოს მალე ნახავ. მანამდე ჩვენ გავერთობით.
წყლიანი თვალები მალევე გაუქრა, მაგრამ დაბღვერილი მიმიკა არ შესცვლია, ამით კოპიო მარიამი იყო. ცალი ხელით გასაღები კარებს მოვარგე და შიგნით შევედით. იქვე ჩამოვსი და უჯრებში ჩემი ბავშვობის სათამაშოების ძებნა დავიწყე. მალევე ვიპოვე, მტვრისგან საგულაგულოდ გავწმინდე და თებეას გახუნებული, ყავისფერი დათუნია მივეცი. მოეწონა და ღიმილით შემოიფარგლა. მალევე დაიწყო თამაში.
-მე ანდრეა მქვია, თებე- ღიმილით მასთან დავიხარე. თვალებში შემომხედა და გამეკრიჭა.
-დედიკოს მეგობარი ხარ?
ჩამეცინა და თავი ჩავხარე, ისეთი საყვარელი იყო და ისეთი საყვარელი ხმა ჰქონდა! თავი ღიმილით დავუქნიე და ფეხზე წამოვდექი.
ერთ ადგილას ვიდექი და გაშტერებული ვუყურებდი. ღმერთო, ასეთი ბედნიერება ბოლოს როდის ვიგრძენი არც მახსოვდა. ჯერ კიდევ შოკირებული ვიყავი, ამ ფაქტით და ყველაფრის გაანალიზებას ვცდილობდი. წარსულში დაბრუნებას. მინდოდა დამეზუსტებინა ეს როგორ მოხდა, თებეა როგორ მოხდა… მაგრამ ამის დაზუსტება რთული იყო.
ანუ მაშინ ბოლოს რომ მარიამი ვნახე, საშინელ მდგომარეობაში, ჩვენი პატარა მის მუცელში იყო..
ღმერთმა დასწყწვლოს თორნიკე! იმედიმაქვს ჯოჯოხეთის ცეცხლში საკმარის ტემპერატურაზე იწვის!
სანამ თებეა თამაშობდა სამზარეულოში გავედი, და კომსერვის ქილებისგან ვეცადე რაიმე საჭმელი მაინც მომემზადებინა.
შუა მზადებაში ვიყავი, როდესაც სრულ სიჩუმეში მანქანის მუხრუჭების ხმა გავიგე. მაშინვე გარეთ გავვარდი.
რათქმაუნდა.. როგორ ვერ მივხვდი!

მარიამი:*
-ტარება კარგად გისწავლია- შევაქე დაქალი და თემის შეცვლა ვცადე, თუმცა ნაკლებად გამომივიდა,როდესაც ორ წუთში ავალიანის მანქანას ამოვუდექით გვერძე. გული ამიჩქარდა. სწრაფად გავხსენი კარი და გადავედი.
ანდრეა დავინახე, რომელიც თითქმის სირბილით გამოვიდა სახლიდან. დამინახა თუარა, ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ღმერთო, ეს ღიმილი მაგიჟებდა!
-არაადამიანი ხარ!- ხმამაღლა ვუთხარი როგორც შემეძლო. მისი ღიმილი გაიზარდა,მაგრამ ხმას არ იღებდა. -გეფიცები, თებეას რამე რომ მოუვიდეს…
სიტყვა გამიწყდა როდესაც ბაჯბაჯით მას მოვკარი თვალი, სახლიდან როგორ გამოვიდა. დამინახა თუარა ჩემსკენ გამოიქცა. თვალები ამიწყლიანდა. ანრეას ფეხებთან, მუხლებზე დავეცი და თებეა მთელი ძალით ჩავიკარი გულში.
გულიდან თითქოს უდიდესი ლოდი მომეხსნა. მაგრამ ანდრეაზე ისევ გაბრაზებული ვიყავი.
გამჟღავნებულ სიმართლეს ვეღარაფერი დაფარავდა.
-ხომ კარგად ხარ? ხომ არ გაწყენინა?- გავწიე თებეა და თვალებში შევხედე. უარყოფის ნიშნად თავი გააქნია .
-ის კარგია- ხმადაბლა ამოილაპარაკა. თებეას ნათქვამზე ანდრეას ავხედე რომელიც გაბადრული დაგვცქეროდა მე და თებეას. შემდეგ ისევ ციცქნას მივუბრუნდი და ლოყაზე ღიმილით მოვეფერე.
-მარიამ,უნდა ვილაპარაკოთ-წყნარი ხმით მითხრა ანდრეამ.ფეხზე წამოვდექი და წელში გავიმართე.
- ვილაპარაკოთ რაზე, ანდრეა?
-გთხოვ.
ისეთი ხმით მითხრა, ერთ ადგილას გავიყინე. თითქოს ჩემს გარშემო მიწა ჩაინგრა და ერთი კვადრატულის გარშემო აღარაფერი არსებობდა. ლილუს გავუბრუნდი, რომელიც გაოგნებული გვიყურებდა.
-თებე, ლილუს გაყევი კარგი?
-მე არ მეკითხები?!- ჩაერია ავალიანი და წარბები ამიწია. ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.
-ლილუს გაყვება..
-არა, მარიამ. იცი რისი ღირსი ხარ? თებეას ხელი დავავლო, ყველანაირი ტექნიკა რაც ჩემთან დაგაკავშირებს აქ დავტოვო და მასთან ერთად გავქრე და დაგიმალო!
თითქმის დამიყვირა. ცდილობდა ტონი ჩვენი შვილის გამო გაეკონტროლებინა. მისი ხმის აწევაზე ყოველთვის მაჟრიალებდა, არც ეს ყოფილა გამონაკლისი. ერთიანად გამაქვავა მისმა სიტყვებმა. მისი გაქრობით უდიდესი ტკივილი გადავიტანე და ახლა, როცა თებეას გაქრობითაც მემუქრებოდა… გული ერთიანად შემეკუმშა.
-ანდრეა..
-კი, მარიამ. ასე მქვია. გონს მოდი!
-ახლა ლილუს გაყვება, მე დავრჩები და ვილაპარაკებთ.
ხმადაბლა თავჩახრილმა ვუთხარი. თვალებში შეხედვას ვერ ვბედავდი.თანხმობის ნიშნად ხელი ამიწია. თებეას ხელი მოვკიდე და ლილუსთან მივიყვანე.
-დემეტრეს დაუტოვე, გთხოვ. ლილუმ თავი დამიქნია და სიფრთხილის ნიშნად თვალები ამიბრიალა.
თავი მსუბუქად დავუქნიე, კიდევ ერთხელ ვაკოცე თებეას და განზე გავდექი.
რატომ ვიქცეოდი ასე. რატომ არ მივდიოდი მეც მათთან ერთად. მაგრამ ჩემი ის ნაწილი რომელიც ანდრეას სიტყვებით იყო შეპყრობილი მერეოდა და აქედან წასვლის საშუალებას არ მაძლევდა.
როცა მანქანა ჰორიზონტს მიეფარა, ფეხები ავამოძრავე და მისკენ შევტრიალდი. ურეაქციოდ,ჩამქრალი თვალებით მიყურებდა. მის სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ ვკითხულობდი.
-შიგნით შევიდეთ- ხმადაბლა მითხრა და თავით მანიშნა. უხმოდ შევყევი და იქვე, დივანზე ჩამოვჯექი.
-შეჭამ რამეს?- შემომთავაზა და სამზარეულოსკენ მანიშნა. თვალები ავატრიალე.
-ანდრეა, მალე უნდა წავიდე.-სინამდვილეში დარჩენა და ყველაფრის მოსმენა მინდოდა, რაც ამ დროის განმავლობაში გადახდა, მაგრამ როგორც შემეძლო ცივად ვუთხარი. ხმა მიკანკალებდა. რატომ?!
-სად?
-სად?- გავიკვირვე და წარბები ავუწიე. მაკონტროლებდა?!
-პირველ რიგში რატომ არ მითხარი, და მეორე, მგონი ამ წამამდე ისევ რატომ მატყუებ?
წყნარი ხმით ჩამომიყალიბა და გვერძე მომიჯდა. ოდნავ გავიწიე რომ ჩვენს შორის მანძილი გამეზარდა, რაზეც ჩაეღიმა მაგრამ არ შეიმჩნია.
მისი სიახლოვე უამრავ მოგონებას მიღვიძებდა და ერთიანად მაფორიაქებდა…


ლილუ*:

- ის დაბრუნდა დემეტრე!- ხმადაბლა ვუთხარი დემეტრეს და დივნიდან წამოვდექი.
- ლილუ გავიგე.- ამოიხვნეშა და ფუნჯი კვლავ საღებავს მოუსვა. თვალები საშინლად სევდიანი ჰქონდა. ვატყობდი, როგორ სტკიოდა გული და როგორ უყვარდა მარიამი! იმედი მქონდა ჩემი დაქალი რაიმე სისულელეს არ ჩაიდენდა!
- შენ კი აქ დგახარ და რაღაც სულელურ, პოსტ მოდერნულ ფიფქებს ხატავ! გააკეთე რამე!
შევჩივლე და ხელი ავუქნიე. ფუნჯი თავის ადგილას დააბრუნა და ნაღვლიანად გამომხედა.
-ერთ თვეში გამოფენაა, უნდა მოვასწრო.
თვალები ავატრიალე.
-მე მაინც რას მატყუებ. შენ მხარეს ვარ. რომ იცოდე ავალიანს ყველაფრის არევა ეხერხება. ამის უფლება არ უნდა მისცე!
- მარიამი მასთან იმიტომ გავუშვი რომ საკუთარ გრძნობებში გაერკვევს, მისი გადასაწყვეტია..
თავი სევდიანად ჩახარა და წამით თებეას გახედა, რომელიც ფერადი ფანქრებით თამაშობდა.
- რადგან მას გიტოვებს მისთვის ბევრს ნიშნავ- ვუთხარი და თებეასკენ გავიწიე რომ ხელში ამეყვანა. მაგიჟებდა ეს ბავშვი ისეთი წყნარი იყო. ხელში ავიტაცე თუარა,მაშინვე ჩემი თმით დაიწყო თამაში.
- რა გრძნობებზე და გაშვებებზე მესაუბრები?- წარბები შევკარი.
-წარსულია, წარსულს ვერ შეცვლი. ერთიანად აფორიაქებს ჩემს ცოლს, ხომ ვხედავ არა?!
-მალე დაბრუნდება მარიამი. უბრალოდ ამაში კარგად უნდა გაერკვეს. აი ნახავ.
დამაჯერებლად გავუღიმე დემეტრეს და თებეა თავის ადგილას დავაბრუნე…

ანდრეა:*

ჩვენს შორის რამდენიმე სანდიმეტრი იყო მხოლოდ. გაღიმებული შევცქეროდი, ყველანაირად მინდოდა ეს ღიმილი დამემალა, მაგრამ რამდენად გამომდიოდა არ ვიცოდი. ადრე შემეძლო შევხებოდი, მოვფერებოდი. გული მისკდებოდა რომ ახლა ჩემთვის მიუწვდომელი იყო, და მით უმეტეს უკვე ცოლის სტატუსი ჰქონდა. მოგონებები თავს სეტყვასავით მესხმოდა.
მთავარი და დიდი ერთი საერთო გაგვაჩნდა. რაც უნდოდა თუ არა, ჩემთან მაინც აკავშირებდა..
-თებეა, ლამაზი სახელია- წყნარად დავიწყე და სახეზე შევხედე. თვალებს მარიდებდა და იქარუობას ათვალიერებდა. გამახსენდა ის დღე, პირველად რომ მივიყვანე ჩემს სახლში, როგორი დაბნეული იყო. როგორ უხდებოდა ჩემი მაისური მის თეთრ კანს, და როგორ ვცეკვავდით ფირზე, რომელიც მთვარის სიმფონიას უკრავდა. ჯანდაბა! ღმერთმაც დასწყევლოს!!!
-შენი თვალები აქვს..- ხმადაბლა ჩაილაპარა და თავი ჩახარა. მისგან ამ სიტყვებს და ასეთ პირდაპირ აღიარებას არ ველოდი. ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა სხეულში და ყურებამდე გავიღიმე.
-ანუ, აღიარებ?
-რა არის საღიარებელი ანდრეა..
-ის რომ შვილი გვყავს.- რა უცნაურად ჟღერდა, ამას ყოფილ შეყვარებულს ვეუბნებოდი, რომელსაც ქმარი ყავდა.
-ამის არანაირი უფლება არ გაქვს.- როგორც იქნა თვალებში შემომხედა. ახლა უკვე მყარი ხმა ჰქონდა. აღარ უკანკალებდა. ერთიანად დამეჭიმა კისერი.
-უფლება არ მაქვს?!
-ის უშენოდ გავაჩინე და უშენოდ გავზარდე, თუმცა ამას შენ ვერასდროს მიხვდები.
ბოლო სიტყვებზე ძალით გაიცინა, რამაც გული ლამის შუაზე გამიპო. მის სახეზე საშინელი ტკივილი ამოვიკითხე.
-ეგ არაფერს ცვლის... და საერთოდ, როგორ დაორსულდი?
შეტევაზე გადავედი და ტონს არც მე დავაკელი. ვცდილობდი ემოციებს ერთიანად არ ამოეხეთქა. მისთვის მეტჯერ გულის ტკენა აღარ მინდოდა.
-ღმერთო ჩემო! ამას მართლა მეკითხები?
ფეხზე წამოხტა და აქეთ- იქეთ მიმოიხედა. ცდილობდა ნერვიულობისგან მომდგარი ცრემლები გადაეყლაპა და კარგადაც გამოსდიოდა.
-კი, გეკითხები. რატომ არ ვიცოდი?!
- როცა სიტუაცია იყო, ყოველთვის სექსით ვკავდებოდით და აი ეს ხდება მაშინ, როდესაც დაუცველი სექსი გაქვს ანდრეა! სხვას რას ელოდებოდი?!
მისი ხმა ისევ კანკალებდა. უკვე ისტერიკის ზღვარზე იყო. სხეულიც უკანკალებდა. მის სიტყვებზე ერთიანად დამაცია. ყელში გაჩხერილ ბურთს ვერაფრით ვშველოდი. მისი ამ მდგომარეობაში დანახვა არ მინდოდა. ვიცოდი, წარსულის ქექვით ორივეს ჭრილობები გვეხსნებოდა, მაგრამ ეს უნდა გარკვეულიყო. ფეხზე სწრაფად წამოვდექი და ხელები მოვხვიე..

მარიამი:*

გული კვლავ სწრაფად ცემას იწყებდა. არა, ეს არ უნდა ხდებოდეს! საკუთარ თავს ვტუქსავდი, როდესაც გავარვარებული მკლავები ვიგრძენი. გონზე როდესაც მოვედი მაშინვე გამოვეცალე. ეს ხელის კვრას უფრო ჰგავდა, მაგრამ ამის უფლება არ უნდა მიმდცა.
-ნუ აკეთებ ამას!
გამაფრთხილებლად საჩვენებელი თითი წინ ავუწიე. გულისცემას ვერაფრით ვიწყნარებდი. რა ჯანდაბა მჭირდა?! მისი ერთი ამოსუნთქვაც კი მაფორიაქებდა. სხეულის ტემპერატურაც იგივე ჰქონდა, შეუცვლელი, ყოველთვის გავარვარებული.
ღმერთო ახლა მასზე არ უნდა მეფიქრა, არც მის სხეულზე, არც წარსულში მომხდარზე, მაგრამ თავს ვერ ვაძალებდი. ეს ბოლომდე მტეხდა და ამას ისიც ხვდებოდა.
მე დემეტრე მიყვარს..
მე ქმარი მყავს..
მე ოჯახი მყავს…
რამდენჯერმე გავუმეორე საკუთარ თავს და შემდეგ ჩემს წინ მდგომ ანდრეას გავხედე.
უშედეგოდ. ჩემი გული კვლავ სწრაფად განაგრძნობდა რეაგირებას.
ღმერთო, გთხოვ!
ეს ხელახლა არუნდა მომხდარიყო…
-დაჯექი, არ დაგვიმთავრებია.- წყნარი ხმით მიპასუხა და თვითონ ჩამოჯდა.ჩამეცინა, სულ ასეთი მშვიდი როგორ იყო? ასეთ ოქროს შუალედს როგორ ინარჩუნებდა?!
-უნდა წავიდე.
-ჩემს გარეშე ვერ წახვალ, მიყრუებულ ადგილას ვართ.- წარბები ამიწია. ახლაღა გამახსენდა რომ სხვა გზა მართლაც არ მქონდა. თვალები ავატრიალე, ღრმად ამოვისუნთქე და მოშორებით ჩამოვჯექი.
-აბა რაზე გინდა ვილაპარაკოთ?
-შენზე.. შენს იმედებზე, ოცნებებზე, მომავალზე, და რა გინდა ცხოვრებისგან.
-სიმართლე მითხარი, ძალიან ჭკვიანივარ იმისთვის რომ ეგ დავიჯექო.
ფანჯარაში ხედს გავხედე. უნდა მეცადა ჩემი გამიღვიძებული გრძნობებისთვის ყურადღება არ მიმექცია. ეს ილუზია იყო.
მისმა ხმამ მაიძულა თავი მისკენ მიმებრუნებინა, დაგვიანებით,მაგრამ ისევ მშვიდად მიპასუხა:
-ზუსტად მაგიტომ ხარ აქ.
-რა?!
-დაივიწყე, მოდი რამე შევჭამოთ.
ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს. გაბრუებული ვუყურებდი მის ზურგს და ფეხების მოძრაობას. აქ არ უნდა ვყოფილიყავი… ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და დემწტრეს ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე, რომ სახლში დამაგვიანდებოდა, დანარჩენს მერე ავუხსნიდი.
საშუალება მქონდა, ყველაფერი გამეგო ამ დროში მომხდარზე.
ჩუმი ნაბიჯებით მივყევი და სამზარეულოში მაგიდასთან ჩამოვჯექი. დაკონსერვებული ბოსტნეულისგან, თევზისგან და მარცვლებისგან სალათს აკეთებდა.
გამახსენდა, როგორ მომიმზადა წვნიანი საუზმედ და როგორ დამცინიდა იმის გამო, რომ ღვინის დალევა არ შემეძლო..
ხმამაღლა ამოვისუნთქე, რაზეც გამომხედა და თვალებში ჩამაშტერდა. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ფეხზე სწრაფად წამოვდექი და კონსერვი ხელიდან გამოვტაცე. ოდნავ გაიწია, რომ ჩემთვის ადგილი გაებთავისუფლებინა.
-მე გავაკეთებ- ხმადაბლა ამოვიჩურჩულე, ისე რომ არ შემიხედავს. კონსერვი სწრაფად გავხსენი და დანარჩენს ავურიე. ინტუიციის მიხედვით ქვედა უჯრა გამოვხსენი და დიდი კოვზი ამოვიღე, რითიც ამოვურიე. მისი მზერა მარჯვენა ლოყას მიწვავდა, მაგრამ არაფრის დიდებით არ ვიხედებოდი. ყველანაირად ვცდილობდი თავი დამეტვირთა, თუნდაც ამ სულელური სალათის კეთებით. ოღონდ მასზე არ მეფიქრა.
-გისწავლია საჭმლის კეთება- ირონიულად, ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ორი თეფში გადმოიღო. წყალი გადაავლო, უცბათ გაამშრალა და ჩანგლებთან რრთად მაგიდაზე დააწყო.
უკვე მზა სალათი მაგიდის შუაში მოვათავსე.
-ჩემი მოვალეობაა. გათხოვილი ვარ, დაგავიწყდა?
ისეთივე ტონით ვუპასუხე. სხეულში ერთიანად მაჟრიალებდა. მისი სახე მაშინვე შეიცვალა და სკამზე ხმაურიანად ჩამოჯდა.
-მოსუქებულხარ- ამოვიბურტყუნე და სალათი გადავიღე, მიუხედავად იმისა, რომ მადა საერთოდ არ მქონდა და დიდი ვარაუდით პირსაც არ დავაკარებდი.
-შენ კი შეიცვალე, როგორც გითხარი.
წყნარად მიპასუხა. ის ღამე გამახსენდა და სხეულზე ტაომ ერთიანად დამაყარა. მისი სიტყვები ზედმეტად გულზე მხვდებოდა.
-სად იყავი ანდრეა..- ჩანგალი თავის ადგილას დავაბრუნე დ ძალამიცლილი ხმით თვალი თვალში გავუყარე. ამოიხვნეშა და იგივე ჟესტი გაიმეორა.
-საფრანგეთში.
-მთელი ეს დრო?
-მთელი ეს დრო.- ჩემი სიტყვები გაიმეორა, იღონდ ჩვეულებრივად და არა კითხვით ფორმაში. მინდოდა ყველაფერი გამეგო მაგრამ ჩემი რაღაც ნაწილი ამის უფლებას არ მაძლევდა.
-რომ მცოდნოდა რომ შენ აქ.. და თებეა..
-გაჩერდი. არ გინდა.- სიტყვა გავაწყვეტინე. თავი გავაქნიე. ეს თემა ზედმეტად მტკივნეული იყო ჩემთვის.
-მამაშენი?
-კარგად არის, დედაჩემიც- თავი ღიმილით დამიქნია. ამ ამბის მოსმენამ ღიმილი მომგვარა და შვებით ამოვისუნთქე.
-და.. თორნიკე?
-მასზე არ იდარდო, ვეღარასდროს ნახავ- თავი უხერხულად ჩახარა და საკუთარი წილის ჭამა დაასრულა. უცნაური იყო, როგორც ყოველთვის გაურკვეველი, იდუმალი ანდრეა ავალიანი.
-თებეას რაც შეეხება..- დაიწყო უხერხულად და ჩემს რეაქციებს აკვირდებოდა.
-რა გინდა, ანდრეა?
-ხომ იცი, უფლება მაქვს მასთან დრო მაინც გავატარო.
-ვიცი..
-და ამას მაინც უაყროფ.
ხმა ვეღარ ამოვიღე. ვიცოდი ყველანაირად მართალი იყო. მაგრამ სამი წლის წინნდელი ბრაზი ისევ ყელზე მქონდა მობჯენილი. ვგრძნობდი ჩემში რაღაც მიმჭკნარი ნელნელა როგორ იფურჩქნებოდა და დემეტრეს მიმართ გრძნობებს მიჩრდილავდა. ეს საშინლად არ მომწონდა.
წამოვდექი რომ თეფშები ამელაგებინა, მისი ხელი გაუაზრებლად ჩემსას შეახო. აწევა არც უცდია, პირიქით უფრო მომხვია და თითებზე საკმაოდ მომიჭირა. თვალებში შევხედე და გავშტერდი. მისი ჩამქრალი თვალების უკან პატარა ნაპერწკლებს მაინც ვხედავდი.სახე ძალიან ახლოს, ნელა მოსწია. გაშტერებული ვიდექი შემდეგი ქმედების მოლოდინში. გაწევა და შორს გაქცევა მინდოდა. მინდოდა ჩემი ქმრის მკლავებში მოვქცეულიყავი და კვლავ სიმშვიდე მეპოვა.ყველაფერი მომეყოლა, მაგრამ სხეულს ადგილიდან ვერ ვწევდი. ტუჩები გახსნა, შემდეგ ისევ მოკუმა და როგორც იქნა საბოლოოდ ხმა ამოიღო:

-მგონი უფრო ნაკლებად, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ კიდევ მაგიჟებ.


სუნთქვაშეკრული, გაუძრევად შევცქეროდი მის ნაცრისფერებს. ხან ბაგეებს რომლებმაც ეს
სიტყვები მითხრეს. რა ჯანდაბა იყო… სხეულში ციური სხეულივით დაიარა თითოეულმა ასომ და სიტყვამ.
ვერ ვხვდებოდი რატომ, მაგრამ ეს ადამიანი ჩემზე ნარკოტიკივით მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს გამისინჯავს.
-ჩემზე ფიქრობ ხომ? პასუხს არ ველი.
გამომაფხიზლა კვლავ და კვლავ ჩემი აზრების კითხვას განაგრძნობს.. როგორც ადრე, თითქოს ისევ ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
ამ ყველაფერს უნდა გავქცეოდი, მას უნდა გავრიდებოდი, სანამ დრო იყო. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და გარეთ გავედი. ტელეფონი ამოვიღე, დემეტრესთვის უნდა გადამერეკა, რომ ცხოველივით გამომტაცა ტელეფონი.
-არარის საჭირო ქმრის შეწუხება. მე გაგიყვან.
ბოხი ხმით მითხრა, კარები სწრაფად ჩაკეტა და როდესაც მანქანას ვუახლოვდებოდით, მხოლოდ მაშინღა დამიბრუნა ტელეფონი.
-ეს თებეს გადაეცი- ხელში, ძველი, გახუნებული დათუნია მომაჩეჩა და მანქანა დაძრა.
ანდრეას ბავშვობის ფოტოსურათები დამიდგა თვალწინ. ისიც კი წარმოვიდგინე ამ დათუნიათი როგორ თამაშობდა.
-მივცემ, შენია?
თავი უხმოდ დამიქნია. ძალიან უხეშად დაყავდა. სადაც იყო ღებინებას დავიწყებდი. მაგისტრალზეც კი ძალიან სწრაფად ცვლიდა სიჩქარეებს.
-შეგიძლია უფრო ფრთხილად ატარო?
ღრმად ჩავისუნთქე დაძაბული ჰაერი. მხოლოდ გაეღიმა და სიჩქარეს მოუკლო, მაგრამ სიუხეშე მანქანის მიმართ არ შეუცვლია.
სანამ გააჩერებდა, აივანზე დემეტრე დავლანდე. წინასწარი საუბრის წარმოდგენაზე ერთიანად დამაცია. ანდრეას გავხედე, რომელიც უცვლელად გასცქეროდა ჰორიზონტს.
- როგორც ვატყობ გადასვლას დიდად არ ჩქარობ.
გამომფხიზლა მისი ხავერდოვანი ხმით. ეს უფრო დაცინვას გავდა მაგრამ ჩვეულებრივად რატომ მივიღე არ ვიცი. არაფერი მიპასუხია. კარები ფრთხილად გავაღე და გადავედი.
-ღამე მშვიდობის, მარიამ…ხვალ თებეას გამოვუვლი.
მისი სიტყვები გულში ეკლებივით შემესო, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე, ვერც ვერაფერს გავაწყობდი. სწრაფი ნაბიჯებით შევედი სადარბაზოში და კიბეები ავიარე. კარები ღია დამხვდა. რათქმაუნდა, გაბელიამ დამინახა და გამიხსნა..
სრულ სიჩუმეში შევაბიჯე.
-თებეას სძინავს-ხმადაბლა ამოილაპარაკა და ტელევიზორში არხი შეცვალა, რომელსაც ხმა ბოლომდე ჰქონდა ჩაწეული.
მისკენ გავიწიე და გადავეხვიე. ერთიანად მომეშვა. ღმერთო მთელ დაძაბულობას მიხსნიდა დემეტრე…
ანდრეას დათუნია იქვე დავდე და გაბელიას მივუჯექი.
-დავინახე, რომ მოგიყვანა.
-მან მხოლოდ მომიყვანა.- სწრაფად განვუმარტე სიტუაცია, რომ ფიქრებით ზედმეტად შორს არ წასულიყო.
-ილაპარაკეთ?
-თებეაზე უფლებას ითხოვს.. გამიგე დემე, ვერც გავამტყუნებ, მის ადგილზე უარესს ვიზამდი.
თავი გავაქნიე და თავი მხარზე ჩამოვადე. რატომ ვამართლებდი ანდრეას?!
-სამის გარეშე, ორი არ არსებობს-ძალით ჩაიცინა, მაშინვე თავი წამოვწიე და თვალებში შევხედე.
-რას გულისხმობ?
-იმას რომ ჩემი და შენი ცხოვრება ავალიანს უნდა გავუნაწილოთ.
-სხვა არჩევანს ხედავ?
შეტევაზე გადავედი. არმომწონდა როგორც მესაუბრებოდა.
მხრები აიჩეჩა და ტელევიზორი საბოლოოდ გამორთო.
-დემეტრე მომისმინე, სანერვიულო არაფერი გაქვს.
-მხოლოდ ის რომ ჩემს ცოლს ფსიქოპატი ყოფილი ყავს, რომელსაც ღმერთმა იცის რისი გაკეთება მოუნდება.
-ეს აზრები საიდან?- ჩავიცინე და ოთახში შევყევი.
მძინარე თებეას მოვეფერე. სწრაფად გავიხადე ტანსაცმელი და საცვლებით ლოგინში შევწექი.
-ლილუსთან და იოანესთან საკმაო დრო გავატარე. სიტუაციაში გამარკვიეს- გამიღიმა დასამოწმებლად და მკლავებში ჩამიკრა. -მე შენ გენდობი, მარიამ…
მხარზე ნაზად მაკოცა და პატარა ღამის ნათურაც ჩააქრო.
როგორმე უნდა დამეძინა, უნდა დამესვენა, სხეული ერთიანად დაძაბული მქონდა დღევანდელისგან. ნეტავ მე თუ ვენდობი საკუთარ თავს?...

ანდრეა:*

ჯერ კიდევ ეიფორიაში ვიღვიძებ.
ღმერთო! შვილი მყავს.. ულამაზესი გოგონა.
სწრაფად გადავივლე წყალი და ლიზას კარებზე დავუკაკუნე. მალევე გამიღო. საღამურები ეცვა და ამთქნარებდა. მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
-წამო ერთად ვისაუზმოთ.
ჩემს სიტყვებზე თვალები გადმოსცვივდა და ისე შემომხედა, თითქოდ არ მიცნობდა.
-მომესმა? კარგად ხარ?
-წამო, წამო- სიცილით ვუთხარი და კარები გამოვიხურე. არაჩვეულებივ ხასიათზე ვიყავი. ვგრძნობდი, მარიამზე ისევ მქონდა გავლენა და ეს მომწონდა… და თან თებეა… ნელნელა ჩემი დაბრუნების სინანულს ვწყვეტდი.
ლიზა მალევე ჩამოვიდა და მაცივარი გამოხსნა.ეჭვის თვალით ყურებას არ წყვეტდა.
-შეცვლილი ხარ- მხრები ავიჩეჩე.
-გავიზარდე ანდრეა, მსოფხედველობა შემეცვალა-გადაიხარხარა და წინ დამისკუპდა. რაღაც მართლაც იყო მასში შეცვლილი, მაგრამ ყველაფერი არა. ყოჩაღ ჯაჭვლიანს!
-შენც შეცვლილი ხარ, მგონი ერთად პირველად ვსაუზმობთ- ამოიფრუტუნა და ტოსტი ჩაკბიჩა.ხმადაბლა ჩამეცინა და ყავა მოვსვი- თან აშკარად მოსუქდი.
წარბები ავუწიე, რაზეც ირივეს ერთდროულად გაგვეცინა.
-შენ ისევ ეწევი?- ვკითხე, როდესაც საკუთარი ტოსტი დავამთავრე.
-რათქმაუნდა.
-მე ვანებებ- თვალები აატრიალა ჩემს სიტყვებზე
-არა, მართლა. დღეში სამ ოთხ ღერზე ჩამოვედი.
-ოჰო, და რამ გადაგაწყვეტინა?
-ალბათ მოგიყვები, ერთ დღეს.
-კალენდარში გაქვს ჩანიშნული?- გადაიკისკისა და ჭურჭელი ნიჟარაში ჩააწყო.
-მარიამს რომ დავიბრუნებ, მაშინ.
დაბღვერილი შემომიტრიალდა, მეკი კმაყოფილ ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან.
-ანდრეა, გეყო რა. უბრალოდ გააგრძელე ცხოვრება.
-ხოდა ვაგრძელებ, გაუგრძელებელს რას ხედავ?
-დემეტრე საშინლად განიცდის. ცოტა ადამიანიბა გამოიჩინე- მკაცრად მითხრა და თვალები ამიტრიალდა. უკვე ვნანობდი რომ მასთან ერთად ვისაუზმე.. ბრაზი ერთიანად მომაწვა დემეტრეს და მარიამის ერთად წარმოდგენაზე.
-ვუთანაგრძნო და ტორტიც ხომ არ გავუგზავნო?!
იმდენად სარკასტულად გამომივიდა, როგორც მინდოდა. ჩემს სახეს კვლავ ღიმილი მოეფინა- ავალიანი ვიღაც გაბელიას მხარეს გადადიხარ გოგო?!
-გაბელიას არა, მარიამის.
-აა უკვე დაქალობთ,სულ დამავიწყდა- ჩამეცინა და მისაღებისკენ გავტრიალდი.
-ანდრეა,რა არ გასვენებს?
მომეწია და წინ დამიდგა.
-ისევ ტიტინებ და თავს მატკიებ. როგორც ადრე.
.-ეს უკვე უხეშობაა.
-მე უხეშივარ, შენ ისევ ვერ მიტან.ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა.- ტაში შემოვკარი და ღიმილით კედელს მივეყედენი.
-თუ კვლავ გააგრძელებ ადამიანების თავიდან მოშორებას მარტო დარჩები.
შემიღრინა და გამეცალა. კმაყოფილ ღიმილს სახიდან ვერ ვიშორებდი, მაგრამ გულის სიღრმეში ვხვდებოდი, რომ მართალი იყო..


მარიამი:*

-უკვე ყველაფერი იცის, ლილუ.
თვალები ავატრიალე და ტანსაცმლის შერჩევა გადავწყვიტე. ეს საღამო დემეტრესთან ერთად უნდა გამეტარებინა, რამდენიმე დღეში კი თებეას ექსკურსიაზე. მივდიოდი ბორჯომში..
-ანუ?
-ანუ ის, რომ მისი სახის ყურება მთელი ცხოვრება მომიწევს.- ღრმად ამოვისუნთქე და საკუთარი თავი ბოლოჯერ ავათვალიერე სარკეში. უბრალოდ მაგრამ ასეთუ ისე კლასიკურად გამოვიყურებოდი.
-გინდა დაველაპარაკო?
-ვის ლილუ?
-ანდრეას.
-შეეშვი..
ამოისუნთქა და ერთდროულად გავედით ოთახიდან. თებეა ხელში ავიყვანე და დემეტრეს მივუახლოვდით. ნაზი კოცნა დავუტოვე ტუჩებზე. ლილუ დაგვემშვიდობა, თებეა კარგად ჩაკოცნა და დაგვტოვა.
-იჭორავეთ გოგოებმა?
-რაღაცეები არ იცვლება- გავუცინე და თებეა თავის ადგილას დავსვი.
-რა გეგმები გვაქვს?- კითხვით შევუბრუნდი, თან პატარას ქურთუკს ვაცმევდი.
-კინოზე რა აზრის ხარ?
-გინდოდა გეთქვა, მულთფილმზე?- გავუცინე, რაზეც თვითონაც ამყვა და თავი დამიქნია.
-სახლში ვუყუროთ მაშინ, ტყუილად რატომ დავხარჯოთ ფული- მხრები ავიჩეჩე და მაღალქუსლიანიდან წამებში ჩამოვედი.
-როგორი გაზარმაცებულიხაარ-თვალები ამიბრიალა. ამას როგორც ყოველთვის ჩემი მხარზე შემოგდება და სიცილ-კისკისით საძინებელში შეყვანა მოყვებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა თებეა გვყავდა გვერდით. უხერხული, მრავლისმეტყველი მზერები გავცვალეთ და დივანზე მოწყვეტით დავეშვით.
თებეამ ხელში დათუნია აიღო, რაზეც დემეტრეს ჩემზე უარესი რეაქცია ჰქონდა. მაგრამ ეცადა არ შეემჩნია.
-მოგწონს თებე?- ჰკითხა თბილად და რომელიღაც მულთფილმი ჩართო.
-კი- თავი გაკრეჭილმა დაუქნია და თავისი საქმე გააგრძელა.
-უფრო დიდი გინდა?
დემეტრეს კითხვაზე თვალები ავატრიალე:
-კონკურენცია არარის საჭირო, შეეშვი- ხელი ხელზე დავადე, ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და ეკრანს მიაშტერდა.
-ისიც მყოფნის, ექსკურსიაზე რომ მოგყვებათ.
-რა?!
-კარგი მარიამ, ნუ იკატუნებ თავს. ისედაც იცი, რომ წამოვა.
ხმა ერთიანად ჩამიწყდა და ყელი გამიშრა. ამაზე როგორც ჩანს ჩემსმაგივრად უფიქრია გაბელიას… ფიქრები თავიდან გავყარე და მხარზე თავი ჩამოვადე. ცოტახანში ხელები მომხვია და მიმიხუტა.

ლოყაზე კოცნა მაღვიძებს, თვალებს ვახელ, ტელევიზორი გამორთულია და ოთახს პატარა ლამპა ანათებს..
-საწოლში დაწექი, თებეას ჩაეძინა და დავაწვინე უკვე, როგორი ერთნაირები ხართ..- ბოლო სიტყვებს ღიმილი დააყოლა და წინ ჩამოყრილი თმები ცალი ხელით ყურს უკან გადამიწია. მის ხელს ხელით შევეხე, სახიდან მოვაშორებინე, ტუჩებთან მივიტანე და ნაზი კოცნა დავუტოვე, ისე რომ მისთვის თვალებში ყურება არ შემიწყვიტავს.
ხელი მხარზე გადამხვია და წამოდგომაში მომეხმარა.
პირველი თებეას პატარა ოთახში შევედი და დავხედე. მშვიდად ეძინა.
-მადლობ რომ მასზე ზრუნავ..
-ყოველთვის, მარიამ- თავი ღიმილით დამიქნია. მასთან ახლოს მივედი, წელზე ხელები შემომხვია და მისკენ უფრო მიმიზიდა. მკერდში თავით ჩამეფლო და ჩემი სურნელი ხმამაღლა შეისრუტა. ჟრუანტელმა ერთიანად დამიარა სხეულში. პერანგის ღილები თვითონ გამიხსნა. სწრაფად გავიძვრე შარვალი და მის ზემოდან სწრაფადვე მოვექეცი.
-როგორი მომთხოვნი ხარ- კმაყოფილმა მითხრა და ჩემს ტუჩებს დააცხრა. ხმადაბლა ჩამეცინა, თებეას გაღვიძება ნამდვილად არ მინდოდა. თმებში ხელი შემიცურა დ აინერციით ჩემს გადმოტრიალებას შეეცადა.
-არა..- მის ტუჩებთან ამოვიჩურჩულე და გაფართოებულ თვალებში შევხედე. წარბები ამიწია და ხელები თეძოებზე შემომაწყო. დარჩენილი მატერია წამებში მოშორდა ჩვენს სხეულებს და ერთმანეთს ნელა შევერწყეთ. თვალები მაშინვე მიმენაბა. მთლიანად ვდომინირებდი მასზე. მხოლოდ თეძოებზე მისრიალებდა ხელს და დროდადრო მსუბუქ ბიძგებს მაძლევდა. მისი ტუჩებით ვერ ვძღებოდი, ნელა ვმოძრაობდი და ამით ორმაგ სიამოვნებას ვანიჭებდი მასაც. საბოლოოდ როდესაც ბოლომდე დავიხარჯე, ტუჩებზე მთელი ძალით ვიკბინე, რომ როგორღაც შინაგანი ფეთქების ხმა იოგებიდან არ ამომსვლოდა და დემეტრეზე მკერდით დავემხე. გაუნძრევლად,ღრმად ამოისუნთქა და ხელები მჭვიდროდ მომხვია. ზურგზე დამიწყო ფერება, შემდეგ თავზე მაკოცა და რამდენიმე წუთში მისი ფშვინვაც გავიგე…

გაბრუებულს მეღვიძება, თავი დემეტრეს მკერდზე მიდევს, რომელიც რიტმულად მოძრაობს. ოდნავ წამოვიწიე. ღმერთო, ასე გვეძინა? ჩემთვის ჩამეცინა და ფრთხილად გამოვეცალე. ჯერ ისევ ბინდი იყო. მზე მალე ამოვიდოდა, რაც იმას ნიშნავდა რომ წუთი წუთზე თებეა გაიღვიძებდა.. უკვე იმდენად მიჩვეული ვიყავი, ჩემით მეღვიძებოდა გარიჟრაჟზე.. დემეტრეს სახეზე ფრთხილად მოვეფერე, წამოვდექი და საშხაპეში შევედი. მის სახლში თავს უკვე ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარში..
მოშვებული სხეულით მალევე შევედი თებეასთან, მისი ოთახი ოდნავ მივალაგ-მოვალაგე და მანაც თავი მალევე წამოყო. დამინახა თუარა გამიღიმა და ხელები ჩემსკენ გამოიწვდინა.
-ჩემი მზე ხარ, თებეა- სიცილით ვუთხარი და ხელში ავიტაცე. ტანსაცმელი ჩავაცვი და ამავე მდგომარეობაში გავედით სამზარეულოში. მისი ფაფის მზადებას შევუდექი..
- ანდრეა მოვა?
- რა?!- შოკირებული მივუტრიალდი თებეას რომელსაც დათუნია აეღო ხელში და თამაშობდა. გულმა გამალებით დამიწყო ცემა.მამამისის გამოჩენა სიტყვების აწყობაში დაეხმარა თუ რა ხდებოდა...
-არა დე, აქ რა უნდა..
ღიმილით ვუპასუხე თებეას და საკუთარი საქმიანობა გავაგრძელე… მალევე გაბელია შემოგვიერთდა და ყავის კეთებას შეუდგა…

ანდრეა:*


-კიდევ ვერ ვეჩვევი, რომ აქ უნდა გნახო ხოლმე- სიცილით ვუთხარი სანდროს და მაცივრიდან ლუდი გადმოვიღე. პატარა ბაკალი ვესროლე, სიცილით ჰაერშივე დაიჭირა და დივანზე ჩამოჯდა.
-გამაგიჟებს ლიზა, რად უნდა ნახევარი საათი ბანაობას- თვალები აატრიალა და საათს დახედა.ჩამეცინა, იქვე მივუჯექი და ტელევიზორი ჩავრთე.
-ძაან წესიერი ხარ ხო?
-რაზე?
-რავი, ან ჩემი გერიდება.
-რისი უნდა მერიდებოდეს ანდრეა, ბოლობოლო ჩემი დაქალისგან..
ხმა ჩაუწყდა და ეკრანს მიაშტერდა, მისი დაწყებული მე დავამთავრე:
-შვილი მყავს. ხო.
თებეას გახსენებაზე ერთიანად გამითბა სხეული, როგორ მინდოდა მარიამიც ჩემი ყოფილიყო და მისი სითბო მეგრძნო..
-დემეტრეს კარგად იცნობ?
-ისე რა, რახდება?
-უბრალოდ, იმდენად კარგი ბიჭია, ყველა მის მხარესაა. მიქაძეც კი.
-არა ანდრეა, მე არავის მხარეს არ ვარ. მაგრამ რჩევა თუ გინდა, არცერთი ბავშვი იმსახურებს უმამოდ გაზრდას.
თვალი ჩამიკრა და ლუდი მოსვა. მართალი იყო. მისმა სიტყვებმა სახე გამინათა. მალევე გავიგეთ ლიზას ნაბიჯების ხმა, როგორ ჩამოდიოდა კიბეებზე. უხეშად შემომხედა, ყველაფერი ისევ თავის ადგილას დგებოდა, ამაზეც გამეღიმა. ვიცოდი აქ რომ დავრჩენილიყავი, ჯაჭვლიანი ჩვენს აყალ-მაყალს შეესწრებობდა. სწრაფად წამოვდექი ფეხზე, სანდროს მხარზე ხელი რამდენჯერმე დავარტყი და ოთახში ავედი. პატარა ზურგჩანთა გადმოვიღე და ნივთების ჩალაგებას მოვუნდი. ხვალ თებეას ექსკურსიაზე მივყვებოდი, იმედია მარიამიც იქნებოდა.. რათქმაუნდა იქნებოდა.. ღმერთო, რა ჯანდაბა მჭირდა! თავი ხელებით მოვიქექე და საწოლზე გულაღმა დავემხე…


მარიამი:*

საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, თავი დამძინებულმა წამოვწიე. დემეტრე რომ გვერდით ვერ დავინახე, მივხვდი უკვე ამდგარიყო. ფანჯარას გავხედე, აშკარად ბევრი მეძინა. თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი.. ფეხზე ნელა წამოვდექი და ბარბაცით გავედი სამზარეულოსკენ. მაშინვე ჩემს ორ უსაყვარლეს ადამიანს მოვკარი თვალი და ჩამეღიმა. ნაბიჯებს ავუჩქარე თუმცა გამოსახულებები 360გრადუსით წამებში დატრიალდა და იქვე სკამს დავეყრდენი.
-კარგად ხარ?
ჩემსკენ გამოიწია დემეტრე და ხელი მომხვია. თავი უარყოფის მიშნად გავაქნიე და თვალების ცეცება დავიწყე, რომ ნათლად შემძლებოდა ყველაფრის დანახვა.
-გთხოვ ყავა გამიკეთე, მგონი წნევა მაქვს დავარდნილი- ხმადაბლა ვუთხარი, თებეასკენ ნელა გავიწიე და ლოყაზე კოცნა დავუტოვე. წყნრად და ჭკვიანად იქცეოდა, როგორც ყოველთვის…
სავარძელში წამოვჯექი და ელექტრო წნევის საზომი მკლავზე შემოვიხვიე. რა ჯანდაბა მჭირდა! ერთიანად მიკანკალებდა ხელები და საკუთარი გულის ცემას ვგრძნობდი, როგორ ისვროდა სისხლს არტერიიდან არტერიაში..
მართალი ავღმოჩნდი, წნევა დაბალი მქონდა. სიარულიც ძლივს შემეძლო.
-დარწმუნებული ხარ რომ თებეას წაყვანას შეძლებ?
ეჭვით გადმომხედა დემეტრემ და ყავა გამომიწოდა. მართალი იყო, ასეთ მდგომარეობაში ბავშვზე პასუხის მგებლობას ვერ ავიღებდი.. ვიცოდი თებეა მთელი გულით ელოდებოდა, თავის მეგობრებთან ერთად იქ წასვლას ამიტომ ვერც მას გავუცრუებდი იმედებს…
-დღეს გაკვეთილები გაქვს?
-ოთხი მოსწავლე მყავს, ერთ საათში გავდივარ..
ღრმად ამოვისუნთქე და თვალები რამდენიმე წამით დავხუჭე, რომ ჩემი იდეა ნორმალური სიტყვებით გადმომეცა.
-კარგი, ეს არ მოგეწონება..
-რა ხდება?!
სახე დაეძაბა და წინ ჩამომიჯდა.
-ძალიან მინდა მას გავყვე, ძალიან.. მაგრამ ისიც არ მინდა მის თვალწინ ან მგზავრობისას უარესად გავხდე, შეეშინდება..
-მერე?
-ანდრეას დავურეკავ, წაყვება და საღამოს მშვიდობით დააბრუნებს სახლში.
წინადადება დავამთავრე თუარა, ტუჩზე ძალაუნებურად ვიკბინე.
-მართალი ხარ, ეგ არ მომწონს.
-დემეტრე… ჩემს გამო თებეას სახლში ვერ გამოვკეტავ.
-არ ვენდობი მაგ.. ანდრეას.- ხელი აიქნია და ფეხზე ანერვიულებული წამოდგა.საულვაშე ადგილები ხელით მოისრისა და თებეას გახედა. თვალებზე ვატყობდი რომ ხვდებოდა, სხვა გამოსავალი არ რჩებოდა…
-ეს ხომ თებეაა, საკუთარ შვილს არაფერს დაუშავებს, დამიჯერე.
-კარგი კარგი, ოღონდ ყოველწამს ნუ მახსენებ რომ თებეა მისია..
ხელი თვალებ დახუჭულმა ამიწია და გამაჩერა. საშინლად დაიხუთა ჰაერი დაძაბულობისგან და უარესად გავხდი. ბალიშს მივეყრდენი და უკვე ნაცნობი ნომერი ტელეფონში მოვძებნე. რამდენიმე წამით ვიყოყმანე, თუმცა შემდეგ “რა გაეწყობა” სახით დავრეკე.. დემეტრე თებეასთან გაბრუნდა, მაგრამ ხომ ვიცოდი თვალები და ყურები ჩემთან ჰქონდა დატოვებული.
-ანდრეა, მარიამი ვარ…
-ვიცი, მიწერია ნომერი- ჩვეულებრივად მიპასუხა, ღრმად ამოვისუნთქე და გული უარესად ამიჩქარდა.
-შეგიძლია დღეს თებეას ექსკურსიაზე გაყვე?
დავამთავრე თუ არა ღრმად ამოვისუნთქე.
-ისედაც მივყვებოდი, შენ არ მოდიხარ?
მის ხმაში სითბო და მზეუნველობა იგრძნობოდა. ვხვდებოდი, მალე უნდა დამესრულებინა საუბარი მასთან…
-არა, ვერ ვახერხებ. დემეტრე მოიყვანს ბაღთან. მადლობ.
-კარგი, არაფრის მარიამ. თებეა ჩემი შვილიცაა.
წამებში გამითიშა ტელეფონი.მის ბოლო წინადადებაზე ერთიანად გავბრუვდი. დემეტრეს გავხედე, რომელიც პასუხის მოლოდინში მომჩერებოდა. თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე და შეძლებისდაგვარად გავუღიმე…


ანდრეა:*

ცხოვრება განაგრძობს იმის ჩვენებას, რომ სამყარო ჩემს გარშემო არ ბრუნავს.. ჩემი დაწყობილი გეგმები მარიამის ზარმა სულ ჩამიშალა. სამაგიეროდ, თებეასთან მთელ დღეს გავატარებდი. გარდერობიდან შავი კეპი გამოვიღე, ზურგჩანთა მოვიკიდე და კიბეები მშვიდად ჩავიარე.
წყვილს არ დავმშვიდობებივარ, მათი ლექციების მოსმენის თავი, ნამდვილად არ მქონდა. სწრაფად მოვქოქე მანქანა და რამდენიმე წუთში ბაღთან ვიყავი. იქვე ავეყუდე კედელს და მოცდა დავიწყე. ვხედავდი უამრავ პატარას თავიანთ მშობლებთან ერთად, რომლებიც მინიმუმ 30წელს არ ჩამოუვარდებოდნენ. ჩამეცინა და სიგარეტის კოლოფი ხელში ავათამაშე. საშინლად უნდოდა ჩემს ფილტვებს ნიკოტინი შეესუნთქა მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა.გამომივიდა კიდეც და კოლოფი თავის ადგილზე დავაბრუნე, როდესაც ნაცნობი სახე დავლანდე.
თებეა უკანა სავარძლიდან გადმოიყვანა გაბელიამ, ხელი ხელზე მოჰკიდა და ჩემამდე ისე მოიყვანა, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. ღიმილით ჩავიმუხლე და თებეას ლოყაზე ვაკოცე. გასაგიჟებელი იყო, ზუსტად მარიამის სურნელი ჰქონდა. წამით გავბრუვდი, მაგრამ მალევე გავიმართე წელში და კვლავ გაბელიას თვალებს დავუბრუნდი.
- იმედი მაქვს, სახლში მშვიდობით დააბრუნებ- დინჯად მითხრა და თებეას ხელი უშვა.
- იმედი მაქვს, არ გავიწყდება რომ მამამისი ვარ.- ვთქვი თუარა, თებეამ გაკვირვებულმა ამომხედა. ამ პატარას თავგზა საშინლად ერეოდა, მაგრამ მართლა ვერ ავიტანდი დემეტრესთვის რომ მამა ოდესმე დაეძახა. თებეა ხელში ავიტაცე. მე და დემეტრემ გაურკვეველი მზერები და ღიმილი გავცვალეთ და სხვა მშობლებს შევუერთდი.

მშვიდად ვიმგზავრეთ. რამდენიმეს მშობელი გავიცანი. თებეასთან მარტო ყოფნის საშუალება ნაკლებად მეცემოდა. კონტაქტური ბავშვი იყო და ყველა თავს ეხვეოდა.
-თებეას ძმა ხარ?- გვერძე ჩემზე რამდენიმე წლით უმცრლსი გოგო მომიჯდა და გამიღიმა.
-მამამისი ვარ- ვუთხარი თუარა, სახე შეეცვალა და ჩვენს შორის მანძილი გაზარდა. გამეღიმა ისე რომ პატარასთვის თვალი არ მომიშორებია. ვხვდებოდი, ეს გოგონა რეპეტიტორი ან დამხმარე უნდა ყოფილიყო. ზედმეტი კითხვა აღარ დაუსვსმს. დანიშნულების ადგილზე მალე მივედით. ანიმატორები ბავშვების აქტიურობაზე და გართობაზე ზრუნავდნენ.ამ დროისთვის თებეა ჩემზე კონტაქტური აღმოჩნდა. რამდენიმე საათში დაღლილ-დაქანცული მომიახლოვდა და მუხლზე ხელი მომხვია.დავიხარე და ხელში ავიტაცე.
-რა მოხდა თებე?
-მეძინება.
გავუღიმე, ძალიან საყვარელი იყო. ერთ-ორ საათში ისედაც წავიდოდით.
-ცოტაც მოიცადე, კარგი? და მერე რამდენიც გინდა, იმდენი დაიძინე.
თავი თვალების ფშვნეტვით დამიქნია.
-მოდი, მანამდე ხილი ვჭამოთ.
მარწყვს ხელი ვსტაცე და თებეას საკუთარი ხელით ვაჭმევდი. ღმერთო რა ბედნიერი ვიყავი!ნეტავ მარიამიც აქ ყოფილიყო.. რატომ მარიდებს თავს!
თებეასთან ერთად საბოლოო ჯამში ბევრი ვიცინე და ვიმხიარულე. ლაპარაკით ბევრს არ საუბრობდა, მაგრამ ყველაფერი კარგად ესმოდა.
საკუთარ მანქანაში უკვე მძინარე ნაზად ჩავსვი და ფრთხილად მოვქოქე, რომარ გაღვიძებოდა. ასევე შევიყანე სახლში, ხელში აყვანილი. კარები ცალი ხელით ფრთხილად მივხურე და საკუთარი ქურთუკიც გავიხადე. თებეა არც შეტოკებულა. მხოლოდ მაშინ გავაანალიზე ჩემზე მოშტერებული მარიამი, რამდენიმე მეტრში. ისეთი თვალებით მიყურებდა, ვერ ვხვდებოდი მისგან რა უნდა მეფიქრა. ნელა მივუახლოვდი და თებეას ხელი უფრო მჭიდროდ მოხვიე.
-წასაყვანად მოვედი, ზარებზე არ მპასუხობდი.- წყნარად ამიხსნა და საკუთარ ტელეფონზე მანიშნა. თებეა ფრთხილად დავაწვინე დივანზე, ფეხსაცმელი გავხადე და ზემოდან პლედი გადავაფარე.
-რას აკეთებ?
-გთხოვ, დარჩეს. დილამდე აღარც გაიღვიძებს.
ისეთი ხმა ამომივიდა იოგებიდან, მეც ვერ ვიცანი. ეს თითქოს ვედრებას გავდა. მარიამისგან საშინელი სიცივე მოდიოდა, რაც ერთიანად მიყინავდა ძვლებს. ურეაქციოდ ჩამოჯდა იქვე და თებეას მიაშტერდა.
ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე, უამრავჯერ ჰქონდა ნარეკი. ჩამეცინა.
-ამის მერე იცოდე რომ ერთი ზარი ისევე ეფექტურია, როგორც ცხრა.
-რავიცი, იქნებ ისევ მოგეტაცა..
-მარიამ, საკუთარი შვილის მოტაცება ვის გაუგია?
ჩავიცინე რაზეც მასაც გაეღიმა. წამით თვალებში ჩამაშტერდა მაგრამ მალევე დახარა თავი და მზერა სხვა საგნებზე გადაიტანა.

მარიამი:*
უცნაური იყო ავალიანების სახლში ყოფნა, მით უმეტეს როცა ცხვირწინ ანდრეა მეჯდა და ჩვენს გვერდით ჩვენს პატარას ეძინა..
ერთიანად მახრჩობდა ემოციები, როდესაც ამ ორს ერთად ვუყურებდი. ადრე ხომ ამაზე ვოცნებობდი..
ვერ გავაანალიზე, ისე მივაშტერდი ანდრეას და მზერა სწრაფად გადავიტანე უაზროდ მიყრილ ბალიშებზე.
-დარჩები?
მისმა ხმამ გამომაფხიზლა. თავი ტუჩებგაპობილმა ავწიე. ჯერ მას გავხედე, შემდეგ თებეას… დემეტრე თავის კოლეგებთან მცხეთაში იყო გასული დასალევად.. ვიცოდი გვიან დაბრუნდებოდა, მაგრამ არ ვფიქრობდი რომ აქ დარჩენით რამე დაშავდებოდა. თანაც მთელი დღის უნახავი თებეა ძალიან მონატრებული მყავდა.
ანდრეას მომლოდინე ნაცრისფერ თვალებს ღიმილით დავუქნიე თავი და დიდ დივანზე გადავწექი.
იქვე მიდებული პლედი გავშალე და სანახევროდ მივიფარე. ავალიანი ფეხზე წამოდგა, არ შევბრუნებულვარ თუმცა გავიგე მისი ნაბიჯების ხმა, როგორ ადიოდა კიბეებზე. თებეაზე მიშტერებულს მალევე ჩამეძინა..
***
ხელის გაბუჟება ძილს მიფრთხობს და თვალებს დაბღვერილი ვახელ. წამით ვერ ვიაზრებ სადვარ, მაგრამ მაშინვე ვხვდები, როგორცვე თებეას ვხედავ..ღრმად ამოვისუნთქე და თვალები კვლავ მივნაბე. ძილი არაფრით მეკარებოდა. ნაბიჯების ხმაზე კვლავ გავახილე და ანდრეა დავინახე. ზედის გარეშე, სპორტული შარვლით აქეთ-იქეთ დადიოდა. მზერას ვაყოლებდი მის ყოველ ქმედებას.
მისაღებს სამზარეულოში ანთებული შუქი ოდნავ ანათებდა.
მის სხეულზე შრამები დავლანდე, მაშინვე დავსერუოზულდი და მეხსიერება შევიმოწმე. არა, ეს ადრე ნამდვილად არ ჰქონია. გული საშინლად ამიჩქარდა, როდესაც კუნთები აამოძრავა და გრაფინიდან წყალი ჩამოისხა. ერთი ამოსუნთქვით დალია და მაშინვე ჩემსკენ გამოიხედა.
ვიგრძენი სახეზე ერთიანად ავხურდი და კვლავ თვალები დავხუჭე. საკუთარი გულისცემა ყურებში მესმოდა და სუნთქვას მიფორიაქებდა. რამდენიმე წამის შემდეგ თვალები გავახილე, მაგრამ იმავე პოზიციაში სანახევრო ღიმილით მომშტერებოდა… მივხვდი რომ თავის კვლავ მოჩნევებას აზრი აღარ ჰქონდა. თვალი თვალში გავუყარე და ერთიანად ამოვისუნთქე.
ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა, ისე რომ თვალი არ მოუცილებია ჩემთვის. გაიმართა და ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა. ჩემს გვერდით იმხელა ადგილი იყო ალბათ, კიდევ ორი ადამიანი დაეტეოდა. მტევანი თავქვეშ ამოიდო და გვერდით მომიწვა. ერთმანეთის თვალებში ყურებას არ ვწყვეტდით. სიმართლე რომ ვთქვა, გახედვა არც მინდოდა. ჩემი ტვინის ნეირონები კი სალსას რიტმულად ცეკვავდნენ.
-ამის შესახებ არ გითქვამს.- ამოვიჩურჩულე და თვალით მის იარებზე ვანიშნე.
-ეს შენ არ გეხებოდა. -მაშინვე თავი გააბრუნა და ჭერს უაზროდ მიაშტერდა. მის მტკიცე და უტეხ ხასიათზე ჩამეღიმა და ბალიშს უფრო მჭიდროდ მოვხვიე ხელები.
-რატომ არ აძლევ ადამიანებს უფლებას, რომ შენში კარგი მხარე დაინახონ…
-როცა ისინი კარგს ხედავენ,ჩემგან კარგ საქციელს ელოდებიან- თავი კვლავ ჩემსკენ გადმოაბრუნა. მის თვალებში უდიდესი ტკივილი ამოვიკითხე. ასეთი რამ მასში ჯერ არასდროს მენახა..-მე კი არ მინდა ვინმეს მოლოდინი გავუმართლო…
მისმა ნათქვამმა გუნება ერთიანად წამიხდინა. მოგონებების ნაკადი ცუნამივით დამატყდა თავს. გულმა ფეთქვა უარესად დაიწყო. ღრმად ამოვისუნთქე, თავი გავაქნიე და ზურგზე გადავბრუნდი. სუნთქვას ვერ ვარეგულირებდი. ეს ადამიანი ჩემში ამდენ ემოციას რატომ იწვევდა?! ხელი ერთი მოქნევით დაბლა დავუშვი და მის ხელს შევეხე. მაშინვე დავაპირე მისი უკან აღება, მაგრამ ჩემი მტევანი ფრთხილად მისაში მიიქცია. ცერა თითით მომეფერა და თითები თითებში ახლართა. გაშეშებულმა გავხედე. კვლავ მე მიყურებდა ტუჩებგაპობილი. საკუთარ სუნთქვას ვერ ვარეგულირებდი. მკერდი ადიოდ ჩადიოდა, რაც უარესად მიშლიდა ნერვებს და მყიდდა..
-ანდრეა.. ნუ აკეთებ.
-რას?- ისეთი გაოცებით მკითხა, ლამის მეც დამაეჭვა საკუთარ სიტყვებში.ხელი ოდნავ მიშვა, ჩემს თითებს მოშორდა და ნელ-ნელა იდაყვამდე ამოუყვა. სანამ მხრამდე ამოვიდოდა თავი ამოვწიე და ფეხზე წამოვდექი.
ეს არ უნდა ხდებოდეს! ესე არ უნდა მაბრუებდეს. იქვე მიგდებულ ჟაკეტს ხელი დავავლე, კარები გამოვხსენი და ჰაეზე გავედი. გრილმა ნიავმა ოდნავ აზრზე მომიყვანა, მაგრამ გულისცემას და აჩქარებულ სუნთქვას არაფერი შველოდა. მინდოდა ანდრეასთან დავბრუნებულიყავი. დამევიწყებინა ყველაფერი და მშვიდად გვესაუბრა, უემოციოდ, მაგრამ ამას ჩემი რეფლექსები არ თანხმდებოდა.
მალევე გავიგე კარების ხმა. ვიცოდი უკან გამომყვა, რათქმაუნდა. თვალები ხამხამით დავხუჭე და ვეცადე ნოსტალგიური ცრემლებისთვის ყურადღება არ მიმექცია.
-გაჩერდი..- ხმადაბლა ამოვისლუკუნე, ისე რომ არ შევტრიალებულვარ. რამდენიმე წამიამი პაუზის შემდეგ, ჩახლეჩილი ხმით მიპასუხა:
-რატომ?... მარიამ.
-უნდა წავიდე, ანდრეა.
-ხმა გიკანკალებს.- პასუხი არ დააყოვნა. რათქმაუნდა, ის ხომ საკუთარი ხუთი თითივით მიცნობდა. ყველაფერზე ერრთიანად მეფიქრებოდა. მისი ხმა მბოჭავდა. ვერ ვბედავდი მისკენ მიტრიალებას და ასე ზურგ შექცევით განვაგრძნობდი მასთან საუბარს…
-შენგან უნდა წავიდე, ანდრეა აღარ მინდა..
-რა არ გინდა, მარიამ?
-ასე ნუ მეძახი.. იცი რასაც ვგულისხმობ.- თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები მაშინვე ორივე მაჯით მოვიწმინდე. ღმერთო რა მემართებოდა! მისი მზერა მთელ ზურგს მიწვავდა.
-არ გაგაჩერებ,ახლავე გადაწყვიტე. მაგრამ უბრალოდ იცოდე თუ წახვალ, სამუდამოდ წახვალ.



№1 სტუმარი სტუმარი mika

ვაიმე ეხლა მე ხო გავაფრენ, დემეტრე ცალკე გააფრენს და ამ საწყალ ბავშვს ცალკე გააფრენინებენ:) კარგი ავტორო, ძალიან კარგი!

 


№2  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი mika
ვაიმე ეხლა მე ხო გავაფრენ, დემეტრე ცალკე გააფრენს და ამ საწყალ ბავშვს ცალკე გააფრენინებენ:) კარგი ავტორო, ძალიან კარგი!

მადლობა საყვარელო heart_eyes

 


№3  offline წევრი sofo_sofia 13

ღმერთოო fearful ესსსრაიყოო scream მარიამის და ანდრეას დიალოგს კანკალით ვკითხულობდი ვერ ავხსნი რა ემოციებს იწვევს ეს მოტხრობა ჩემში ...ისევ ისეთისაყვარლები არიან როგორებიც იყვნენ და ისევ ისე ყვართ ერთმანეტი..როგორმიყვარსს ეს წყვილი იმედია მარიამი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

 


№4  offline მოდერი Moonlight17

sofo_sofia 13
ღმერთოო fearful ესსსრაიყოო scream მარიამის და ანდრეას დიალოგს კანკალით ვკითხულობდი ვერ ავხსნი რა ემოციებს იწვევს ეს მოტხრობა ჩემში ...ისევ ისეთისაყვარლები არიან როგორებიც იყვნენ და ისევ ისე ყვართ ერთმანეტი..როგორმიყვარსს ეს წყვილი იმედია მარიამი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

ვნახოთ, ვნახოთ... როგორ ოგეწონება მოვლენების განვითარება <3

 


№5 სტუმარი ნიცა

აუუუ, დემეტრეზე ნერვები მეშლება ძაან, მეზიზღება, მძულს. არ შეიძლება ანდრეა და მარიამი რო ერთად იყვნენ?
ყველაფერი დემეტრეს ბრალია, მარიამს ანდრია უყვარს და არა დემეტრე, უბრალოდ თავგზა აქ არეული, თავს აჯერებს რო დემეტრე უყვარს მაგრამ ასე არაა...ნუ იმედი მაქ
გთხოვ ძალიან გთხოვ, ყოველ თავის კითხვას რო ვიწყებ, იმ იმედით ვიწყებ რო იქნებ მარიამი და ანდრეა შერიგდნენ, უბრალოდ ანდრეას ბრალი არაა, ეს ყველაფერი თორნიკეს ბრალია, ამიტომ კაი იქნება თუ ყველაფერს მოუყვება, გაანალიზებს და შეურიგდება????????????????????????
აი შენ მუნლაით კი საოცრება ხარ, სიტყვებით ვერ ავღწერ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№6  offline მოდერი Moonlight17

ნიცა
აუუუ, დემეტრეზე ნერვები მეშლება ძაან, მეზიზღება, მძულს. არ შეიძლება ანდრეა და მარიამი რო ერთად იყვნენ?
ყველაფერი დემეტრეს ბრალია, მარიამს ანდრია უყვარს და არა დემეტრე, უბრალოდ თავგზა აქ არეული, თავს აჯერებს რო დემეტრე უყვარს მაგრამ ასე არაა...ნუ იმედი მაქ
გთხოვ ძალიან გთხოვ, ყოველ თავის კითხვას რო ვიწყებ, იმ იმედით ვიწყებ რო იქნებ მარიამი და ანდრეა შერიგდნენ, უბრალოდ ანდრეას ბრალი არაა, ეს ყველაფერი თორნიკეს ბრალია, ამიტომ კაი იქნება თუ ყველაფერს მოუყვება, გაანალიზებს და შეურიგდება????????????????????????
აი შენ მუნლაით კი საოცრება ხარ, სიტყვებით ვერ ავღწერ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

მთელი თვითრეალიზაცია წინ გელის! მადლობა შენ, ასეთი შეფასებისთვის ❤️

 


№7  offline წევრი Hickie

მოკლედ რამდენიმე რამის თქმა მინდა.
პირველ რიგში იქიდან დავიწყებ რომ, შენი წინა ისტორიიდან გამომდინარე ლეგენდარულ "გამიზნულ შხამს" ვგულისხმობ კატეგორიულად განსხვავებულია. თითქოს ლაითია ბევრად, მაგრამ იმას არ ვამბობ რომ არ მომწონს ან ცუდია. უბრალოდ უცხოა შენგან. კიდევ ერთი პატარა ისტორია გიდევს სრულად ისიც საერთოდ სხვა არის მაგრამ საერთო ჯამში ა სამივეს ერთად ძალიან დიდი დრამატიზირება აერთიანებს რაც მომწონს როგორც მკითხველს და მიზიდავს შენი სტილი, ამიტომაც მოგეჯაჭვე ასე და გკითხულობ და გკითხულობ.
ახლა რაც შეეხება ისტორიას... ერთადერთი ის ფაქტი მაცოფებდა თავიდან რომ თინეიჯერებზე გქონდა დაწერილი, მაგრამ მათაც ხო აქვთ რაღაც პრობლემები ამ შემთხვევაში ეს 'პრობლემა' ნაადრევი ორსულობა და შავ საქმეებში თავის ამოყოფა აღმოჩნდა სადაც მშობლები ვერაფერს გააწყობდნენ. ხალხის მასის უმრავლესობისგან განსხვავებით მართლა ძალიან მომწონს გაგრძელება. ალბათ იმიტომ რომ გაიზარდნენ მაგრამ მაინც ისევ ისეთი ბავშვურები და ქარაფშუტა დარჩა პირველ რიგში მარიამი. თითქოს ძლიერი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს მაგრამ ჩემი აზრით ერთი უბრალო დასტრესილი ადამიანია რომელმაც ნაადრევად გამოიარა ყველაფერი ცხოვრებაში და უკვე აღარ იცის რა არის სწორი და არასწორი. თებეა.. მიუხედავად იმისა რომ დიდად არ ფიგურირებს ვგიჟდები ამ ბავშვზე და ლილუ, დაქალი... ცოტა მაღიზიანებს და მაღიზიანებდა თავიდანვე არ მოგატყუებ. ჯერ ანდრეას ქომაგობდა ახლა დემეტრეს, ცოტა ჩამოუყალიბებელია ეგეც. ერთადერთი პერსონაჟი არის დემეტრე რომელიც ამ ისტორიაში დაიჩაგრა და მართლა იქ მოხვდა სადაც არაფერი ესაქმებოდა. უფროსწორად ავტორმა და ცხოვრებამ მოახვედრა smile
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ძალიან მიყვარხარ მუნლაით შენი არეულობიანად, ჩახლართულობიანად და ისტორიებიანად. გელოდები შემდეგზე მოუთმენლად

 


№8  offline მოდერი Moonlight17

Hickie
მოკლედ რამდენიმე რამის თქმა მინდა.
პირველ რიგში იქიდან დავიწყებ რომ, შენი წინა ისტორიიდან გამომდინარე ლეგენდარულ "გამიზნულ შხამს" ვგულისხმობ კატეგორიულად განსხვავებულია. თითქოს ლაითია ბევრად, მაგრამ იმას არ ვამბობ რომ არ მომწონს ან ცუდია. უბრალოდ უცხოა შენგან. კიდევ ერთი პატარა ისტორია გიდევს სრულად ისიც საერთოდ სხვა არის მაგრამ საერთო ჯამში ა სამივეს ერთად ძალიან დიდი დრამატიზირება აერთიანებს რაც მომწონს როგორც მკითხველს და მიზიდავს შენი სტილი, ამიტომაც მოგეჯაჭვე ასე და გკითხულობ და გკითხულობ.
ახლა რაც შეეხება ისტორიას... ერთადერთი ის ფაქტი მაცოფებდა თავიდან რომ თინეიჯერებზე გქონდა დაწერილი, მაგრამ მათაც ხო აქვთ რაღაც პრობლემები ამ შემთხვევაში ეს 'პრობლემა' ნაადრევი ორსულობა და შავ საქმეებში თავის ამოყოფა აღმოჩნდა სადაც მშობლები ვერაფერს გააწყობდნენ. ხალხის მასის უმრავლესობისგან განსხვავებით მართლა ძალიან მომწონს გაგრძელება. ალბათ იმიტომ რომ გაიზარდნენ მაგრამ მაინც ისევ ისეთი ბავშვურები და ქარაფშუტა დარჩა პირველ რიგში მარიამი. თითქოს ძლიერი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს მაგრამ ჩემი აზრით ერთი უბრალო დასტრესილი ადამიანია რომელმაც ნაადრევად გამოიარა ყველაფერი ცხოვრებაში და უკვე აღარ იცის რა არის სწორი და არასწორი. თებეა.. მიუხედავად იმისა რომ დიდად არ ფიგურირებს ვგიჟდები ამ ბავშვზე და ლილუ, დაქალი... ცოტა მაღიზიანებს და მაღიზიანებდა თავიდანვე არ მოგატყუებ. ჯერ ანდრეას ქომაგობდა ახლა დემეტრეს, ცოტა ჩამოუყალიბებელია ეგეც. ერთადერთი პერსონაჟი არის დემეტრე რომელიც ამ ისტორიაში დაიჩაგრა და მართლა იქ მოხვდა სადაც არაფერი ესაქმებოდა. უფროსწორად ავტორმა და ცხოვრებამ მოახვედრა smile
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ძალიან მიყვარხარ მუნლაით შენი არეულობიანად, ჩახლართულობიანად და ისტორიებიანად. გელოდები შემდეგზე მოუთმენლად

ვაიი!!! როგორ გამახარე შენ არ იცი! გეთანხმები, ჩემი წინა ისტორია მართლა სხვა განზომილებაა და ვაღიარებ, მაშინ გარემო ფაქტორებიც ხელს მიწყობდა რომ მსგავსი რაღაც დამეწერა... ამ ისტორიას რაც შეეხება, მეც კაი სიყრმის ჟამს ‘მოვიფიქრე’ და შემდეგ დრო და დრო იდეები აეწყო ერთმანეთს და გეთანხმები იმაში, რომ მსუბუქია.
ვნახოთ როგორ მოგეწონება მოვლენების განვითარება ❤️

 


№9 სტუმარი ......

ძალიან მაგარიაა ❤️ როდის დადებ?❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინი

ისეთ ინტრიგაში ვარ, ერთი სული მაქვს გაგრძელებას რკდის წავიკითხავ...
მალე წავიკითხავ ;დ

 


№11  offline მოდერი Moonlight17

ხვალ დაიდება ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent