ბრძოლა (1)
არსებობს რაღაცეები, რასაც ადამიანები უბრალოდ ვერ ვეჩვევით, ან გვაქვს განცდა რომ ვერასდროს შევეჩვევით. ეს ის გრძნობაა, რომელიც სიცოცხლის ხალისს საბოლოოდ გიკლავს, სანამ ის წერტილი არ გამოჩნდება, რითიც შეძლევ ძველებური ეშხი დაიბრუნო, მისწრაფე ბები, სიხარული. თუმცა. თუ გყავს ადამიანი, რომლისთვისაც სიცოცხლეს აზრი აქვს, უბრალოდ იმიტომ რომ მასზე იზრუნო, ყველაფერი თავდაყირა დგება. ჩარჩოებში ექცევი, მაგრამ წინ მაინც მიდიხარ. მიდიხარ, იმიტომ რომ პატარა არსებას, რომელიც შენი ნაწილი და მთელი შენი მომავალია, აჩუქო სილაღე, უზრუნველობა, სიტკბო. ეს ყველაფერი იმდენად რთულია ერთამენთთან თანხვედრაში, გკლავს. და მაინც, ადამიანი ყველაფერს ეჩვევი. გიჭირს თავიდან, მაგრამ ტკივილი, რომელიც შენს მთელ არსებაშია ნელ-ნელა უფერულდება, ნელდება. შეიძლება ერთ დღეს თვალები გაახილო და მიხვდე ის, რაც სულს გიხუთავდა, ახლა მხოლოდ მოგონებებია. - ლილე, დე, სწრაფად ჩაიცვი, თორემ დავაგვიანებთ. - გოგონას ხელებზე ნეტარედ კოცნის და წრეზე ატრიალებს. - ნახე, როგორი ლამაზი კაბა უნდა ჩაგაცვა. - დე, სად მივდივართ? - დამრგვალებული თვალებით ეკითხება ნინას. წუთით პასუხი დაუგვიანა და ფიქრებმა ისევ გაარღვიეს ჯებირი. როგორ უნდა აუხსნა 3 წლის შვილს, რომ მამამისის და იმ ადამიანის ქორწილში მიდის, რომელიც ასე ძალიან უყვარს. ნინა არ დაუმშვენებს სოსოს გვერდს. მას ჰყავს სხვა ქალი, რომელიც ქალის და მამაკაცის თანაცხოვრებაში მათი ბედნიერების გამზიარებელი იყო. რთულია, ძალიან რთულია. წამით დანებდა, თითქოს ვერასდროს იქნებოდა ეს მარტივი, ვერასდროს ისწავლიდა, როგორ უნდა იცხოვროს ამასთან ერთად. ერთ დღეს დაკარგა ქმარიც და მეგობარიც, როგორია ეს? იმაზე საშინელი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. და ახლა, სწორედ იმასთან მიდის თავისი ფეხით, სახეზე ღიმილ აფარებული, ვინც ცხოვრება დაუნგრია. - მამასთან და ელენესთან დე, ქორწილი აქვთ. - აკანკალებული ხელები ქერა თმაზე დაუსვა, რომელიც მისგან გადაყვა ერთი ციცქნა ბავშვს. - და შენ? - ისევ იმ თვალებით ამოხედა და კიდევ ერთხელ შეუკრა სუნთქვა განადგურებულ ქალს. - მე არ მიყვარს დე, სოსო. ის სხვისია, ელენესია. ბედნიერები არიან. შენი მისვლა ორივეს ძალიან უნდათ და გაუხარდებათ. აუცილებლად უნდა წავიდეთ, ხო წამოხვალ დე, არ მითხრა უარი, გთხოვ. მამას ძალიან ეწყინება შენ რომ გვერდით არ ეყოლები. - არ მინდა იქ წასვლა. ელენე ცუდია, მამა წაგართვა და თავის სახლში უნდა აცხოვროს. მე და შენ მარტო უნდა ვიყოთ. - მარტო რატომ, ნანა ბებო გვყავს, ზურა პაპა, ნატალიც ხო ჩვენთან იქნება. - ეგენი არ მინდა, მამა მინდა... - ლილე, გთხოვ... - ხმა ჩაუწყდა და ცრემლით აევსო ლურჯი თვალები. როგორ არ უნდოდა ეს ლილეს დაენახა, საერთოდ, არ მოსწონს ვინმეს წინაშე რომ ტირის. ამით, საკუთარ თავთან სისუსტეს იჭერს, მაგრამ როცა ეს ადამიანი შენი 3 წლის შვილია, უბრალოდ არ გაქვს უფლება იტირო, ცრემლები დანაშაულია ამ შემთხვევაში და არა ხსნა. რაც სოსოს და ელენეს ამბავი გაიგო, იმის მერე ცდილობს საკუთარ თავში ის არარსებული ძალა იპოვოს და იმაზე ძლიერი გახდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ცრემლები კი... ცრემლებს არასდროს არავის ანახებდა დღემდე, თუმცა დღეს საბოლოოდ გატყდა მგონი. ისე, თავის თავს რომ ვეღარ ერევა. - არ იტირო დე, წამოვალ, ოღონდ შენ არ იტირო. - გაწრიპული ხელები კისერზე მოხვია და ყელში პატარა ცხვირი მიაწება. - კარგი გოგო ხარ. - თავზე ხელი გადაუსვა და ნატალიც იმ მომენტში შემოვიდა სახლში. - ოხ, გოგოებო. როგორი კარგები ხართ ერთად! - ორივეს ღიმილით დაუკოცნა ლოყები და შემოსასვლელში დატოვა თავისი ფეხსაცმელები. - არ მითხრა რომ მიდიხარ. - თვალების ბრიალით გადახედა ნინას ბავშვობის დაქალმა. - მივდივართ. - სულ შეიშალე? იქ რას მიყავხარ ნეტა მაცოდინა? ან შენი თავი მაინც არ გეცოდება? - მე აქ არაფერ შუაში ვარ. ლილე მამასთაან უნდა იყოს ამ დღეს. ეს არ იქნება სწორი ჩემგან. ასე არ შეიძლება, მას არაფერი დაუშავებია. - ხო, მაგრამ შენი იქ წასვლა, არ არის აუცილებელი. მე წავიყვან ლილეს. ვერ ვხვდები, შენი თავი საერთოდ არ გეცოდება? რატომ ავალდებულებ თავს, რომ იმ საზიზღრობას უყურო. ნამდვილი სულელი ხარ. შენ თავს არასდროს წინ რომ არ აყენებდი და ყველას ბრმად ენდობოდი, იმიტომ დაგემართა ეს ყველაფერი. - გაცეცხლებული იყო ნატალი და რაც შეეძლო ხმადაბლა საუბრობდა, რომ ლილეს არაფერი გაეგო. კიდევ კარგი, თორემ ალბათ მესამე მსოფლიო ომს მოახდენდა ნინას თავზე. - ჯერ ერთი, ჩემ თავს მე ვერასდროს წინ ვერ დავაყენებ, იმიტომ რომ ლილე მყავს და ნდობას, რაც შეეხება. მე ადამიანებს რომ ვენდობი, ეს ცუდი არ არის. ნდობაც რომ არ გვქონდეს ერთმანეთის მიმართ, ვინ ვიქნებოდით დღეს. სოსოს და ელენეს ამბავი ჩემ ქცევებთან და მიდგომებთან არაფერ კავშირშია. ის რაც მოხდა მაინც მოხდებოდა მე როგორიც არ უნდა ვყოფილიყავი. - გთხოვ, ნინა. შენ თავზე იფიქრე. იქ რომ წახვიდე და მათ უყურო, დაიშლები. ვერ გაუძლებ მაგდენს. ხომ იცი შენც. მე წავიყვან ლილეს. შენ სახლში დარჩი, გემრიელობები მოამზადე და აკეთე ის, რაც რელაქსაციაში გეხმარება ხოლმე. - მუდარით შეხედა. დაფიქრდა. ალბათ, სწორი არის ნატალი. მისი იქ წასვლა გარშემომყოფებსაც ააფორიაქებს და არ უნდა არეულობის შემომტანი გახდეს, მაგრამ თან არ უნდოდა შეშინებული, დაჩაგრული ქალის შთაბეჭდილება დაეტოვა. არც ის უნდოდა ლილე მიმხვდარიყო, რომ რაღაც ამ ორი ადამიანის ქორწილში სწორად ვერ იყო. ამისთვის ძალიან პატარა გახლდათ ქერა პრინცესა. - არ ვიცი, დაო, თავში ყველაფერი ისეთი არეული მაქვს, ვერ ვიგებ, რა არის სწორი და რა არა. - ხოდა, მე ვიცი და მომისმინე. იქ წასვლა ჩემზეც იმხელა გავლენას მოახდენს, ვერ წარმომიდგენია და ახლა შენ? არ მემეტები მაგ ორი არამზადას ყურებისთვის. - კარგი, - დანებდა ბოლოს - ეგრე იყოს. - ძალიან კარგი! - კმაყოფილმა ჩაიცინა. - ნათლი ჩავიცვათ ახლა და წავიდეთ ხო? - მოჩვენებითი მხიარულობით შევიდა მისაღებ ოთახში. - დედა? - დედას ბევრი საქმე გამოუჩნდა და ჩვენ წავიდეთ. ნახე, რამდენი ფოტო გადაგიღო, შენ რომ გიყვარს. - ლოყები ღიმილით დაუკოცნა და საძინებელში გადაინაცვლეს სამოსის მოსარგებად. თითქმის ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც ანგელოზებად გყავს. გაჭირვების დროს რომ ხელს გამოგიწვდიან და შენში არსებულ სიბნელეს, სითეთრით ჩაანაცვლებენ. სწორედ ეს ადამიანია ნატალი. მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირდა, გოგონა ერთი წამითაც არ მოშორებია. მიუხედავად იმისა, რომ კეკელიძე ყოველთვის ბობოქარი ახსოვს, ახლა, თითქოს უფრო თავშეკავებული გახდა, ნეიტრალური. ამას აფასებდა ნინა. როგორ შეიძლებოდა არ დაეფასებინა. ცივი ფეხები ერთმანეთს გაუხახუნა და ნიკაპქვეშ ამოდებულ ხელს დაეყრდნო. თვალები დახუჭა და ერთი წამით წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა ელენე თეთრ კაბაში, სოსო მის მეოღლედ. ძალიან უყვარდა ელენე, დღემდე ძალიან უყვარდა და ესეც იყო კიდევ ერთი პარადოქსი. ვერასდროს დაიჯერებდა გოგონაზე მსგავს რამეს ფაქტის წინაშე რომ არ დამდგარიყო. გოგონები გააცილა. ნატალიმ აბა შენ იციო და შუბლზე აკოცა. ლილემ, დე არ ინერვიულო მალე მოვალთო და ქვემოდან ისე თვალისმომჭრელად გაუღიმა, სუნთქვა ბედნიერებისგან შეეკრა. მისი იყო და იმიტომ! მთლიანად მისი სისხლი და ხორცი, მისნაირი არსება, რომელიც ყოველთვის ნინასთან იქნებოდა და არასდროს არ დატოვებდა. ამის ნამდვილად სჯეროდა და რომ არა ეს განცდა, არც კი იცის, რა იქნებოდა. ყოველთვის მიაჩნდა ნინას, რომ ყველასგან ვერ მოითხოვ ერთგულებას, წრფელ სიყვარულს, ნდობას. რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, რეალობა ასეთია. ყველას არ შეუძლია ეს და ასეც უნდა იყოს. ასე ნარჩუნდება ბალანსი ურთიერთობებში, ადამიანებში. არასდროს უყვარდა სოსო, როგორც მამაკაცი, უბრალოდ ცუდ პერიოდში სინათლის სხივმა შემოანათა, რომელსაც მისი ქმარი დაერქვა. მაშინ ეგონა, რომ მამაკაცი ყველაზე კარგი არჩევანი იყო. ჰო, ვერ შეიყვარა, მაგრამ როგორც ადამიანი ისე უყვარდა ყოველთვის, პატივს სცემდა. სოსოც, თავის მხრივ ყველაფერს აკეთებდა ნინას ბედნიერებისთვის. შვილი 5 წელი არ ჰყავდათ, მხოლოდ იმოტომ რომ გოგონა არ იყო მზად, სწავლა სწყუროდა, მაგრამ როცა ლილე დაიბადა, მიხვდა რომ ღმერთს ყოველ წამს მადლობა უნდა გადაუხადოს ამ ბედნიერებას რომ აზიარა. ახლა რომ ფიქრობს, ლილეს გარეშე მისი ცხოვრება ვერც წარმოუდგენია და არც წარმოუდგენია. მის გამო ყველაფერს აიტანდა, ყველანაირ დამცირებას, შეურაცხყოფას, ტკივილს, რომ დასჭირვებოდა, თუმცა ამ ბოლო შემთხვევამდე ეს პრობლემა სოსოს ნამდვილად არ ჰქონდა. ნინა ყოველთვის პრინცესასავით ცხოვრობდა მასთან და ყველაფერი ჰქონდა, რაც სჭირდებოდა, ეს კი სრულიად საკმარისი იყო იმ პერიოდისათვის. გულის სიღრმეში სოსოს არჩევანი სამართლიანიც იყო და სჯეროდა ამის ღრმად რომ მამაკაცი ყოველთვის გრძნობდა ნინას სიცივეს პირად ურთიერთობაში, ადამიანი კი ძალიან ცოდოა უსიყვარულოდ, იმ სითბოს გარეშე, რომელიც რეალურად უნდა მოდიოდეს მეორენახევრისგან. ეს სწორია, სოსოს უნდა ეპოვნა თავისი წილი ბედნიერება, მაგრამ არა ასე. რაც ტკიოდა ეს ელენეს ნაბიჯი იყო, რაც სულს უღრღნიდა. რატომ გაუკეთა ქალმა ეს, რით დაიმსახურა, ამ მომენტამდე ვერაფრით ხვდებოდა. ნუთუ მას იმდენი არ გაუკეთებია, რომ ასეთი რამ არ გადაეტანა? ამას ვერ პატიობდა საკუთარ თავს ზუსტად და ვერც მათ. სწორედ ამიტომ იყო ასე ძალიან რომ უჭირდა ამ ამბის გადახარშვა. საღამომდე ბორგავდა, სანამ ნატალი და ლილე არ შემოვიდნენ სახლში. ვერ მოისვენა, რაღაც არ აჩერებდა. ვერაფერს დაუდო გული. სულ იმაზე ფიქრობდა რა იქნებოდა მერე. - კარები გაგვიღე, ლილეს ჩაეძინა. - მობილურზე დაურეკა ნატალიმ. სასწრაფოდ გააღო კარი და ლილე, რომელსაც გოგონას მხარზე ედო თავი, სასწრაფოდ თავის მკლავებში გადაიყვანა. ფრთხილი ნაბიჯებით გაუყვა გზას საძინებლამდე. ტანსაცმელი მოაშორა და ლოგინში ჩააწვინა. აწითლებულ, გამობურცულ ტუჩებზე თითი სიყვარულით დაუსვა, შუბლზე ნაზად აკოცა და ოთახი დატოვა. - ძალიან დაიღალე? ყავას გაგიკეთებ არ გინდა? - ძალიან მინდა. ემოციურად ვარ გადაღლილი. მინდოდა თავი ორივესთვის მომეჭრა. მე კი რას ვაკეთებდი ამ დროს? ვიღიმოდი, ნაცნობებს თბილად ველაპარაკებოდი. ნეტავ განახა რა უბედურია ელენე. ახლაც ვერ გამიგია ეს რატომ გააკეთა და არც მინდა გავიგო. არ იარსებებს მიზეზი, რის გამოც ჩვენ მეგობრობას უღალატა და ჩვენ მის გამართლებას შევძლებთ. - ღმერთმა კარგად ამყოფოს ორივე. მე არცერთის ცუდი გამიხარდება და შენც შეწყვიტე ქილიკი. ეს ჩვენ უკეთეს ადამიანებად არ გვაქცევს. შეცდომისგან არავინ ვართ დაზღვეულები. - ჩუმად საუბრობდა და თან ყავას აკეთებდა ორივეთვის. - შენ მე ნამდვილად გამაგიჟებ. ასე მშვიდად როგორ ხარ? ან კი შეცდომა შეცდომაო რომ გაიძახი, არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ? ვის უკეთებ? ეს უბრალოდ ბოროტებაა, მეტი არაფერი. მე ის მიკვირს, ამდენი წელი ელენეს როგორ ვერ შევამჩნიეთ რა გულღრძოც იყო. - ბობოქრობდა ნატალი. - ტატალო, გეყოფა, გთხოვ რა. მე და შენ ყველაზე კარგად ვიცით, ელენე რანაირია და რის გამკეთებელი. ესეთი ნამდვილად არ არის, თუმცა ჰო, რთულია მიზეზები ვიპოვოთ. შენ თავს ვფიცავარ, ელენე ბევრად მტკივა, ვიდრე სოსო. სოსოსთან შენ იცი რა დამოკიდებულებაც მქონდა, მაგრამ ელენე... ამას ალბათ ვერასდროს მოვინელებ. - ძალიან ვწუხვარ ნინა ამის გამოვლა რომ მოგიწია. არცერთი წამით დაგტოვებ და ერთად მოვერევით ამასაც. რამდენი რამ გამოგვივლია... - აკანკალებულ ხელებზე ნაზად შეეხო. - მაგრამ ასეთი არაფერი ყოფილა, ასეთი მტკივნეული. გემრიელად მიირთვი, - ლოყაზე სასწრაფოდ აკოცა და ოთახიდან მძიმე ნაბიჯებით გავიდა. ტანსაცმელი სწრაფად მოიშორა და ლილეს გვერდით მიუწვა. პატარა გაწრიპულს ხელები მოხვია და თვალები დახუჭა. ყველაფერი გაივლის. შუალდღე მშვიდობის. ეს ნამდვილად არ არის, ჩემი პირველი რომანი, რომლითაც მინდა რომ გასიამოვნოთ, თუმცა გადავწყვიტე ყველაფერი ახალი მირჩევნია. დაახლოებით 1 წელია არაფერი დამიწერია და ცოტა ვნერვიულობ. არ ვიცი, რა აკლია ამ ისტორიას, წერის სტილს. ამიტომ მინდა რომ თქვენი აზრი მკაფიოდ დააფიქსიროთ. შეცდომების მეტი რა მექნება და გამოსასწორებლად ნამდვილად დამჭირდება ამის აფიშირება:დ ეს ისტორია გარკვეულწილად სინამდვილეს შეესაბამება. რა თქმა უნდა, ის მხატვრული ელემენტები, რაც რომანს სჭირდება ჩემი ხედვით დამატებულია, მაგრამ იდეა ნამდვილად არის სიმართლე. წინასწარ გიხდით ბევრ მადლობას! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.