შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებით თამაში (მესამე თავი)


31-12-2019, 01:49
ავტორი tikuna tika
ნანახია 1 754

ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ ზუსტად რვაასი ლარი მქონდა.მთელი ეს დრო თავში მხოლოდ ერთი აზრი,მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა:რატომ უნდოდა გიგა ონიანს მისი მევალის დის ცოლად შერთვა,ფულის არ დაბრუნების შემთხვევაში?ამ კითხვაზე კი პასუხის პოვნა არც ისე მარტი,მარტივი კიარა შეუძლებელი აღმოჩნდა. ის ისეთი,იდუმალებით მოცული და ენაძუნწი იყო,წარმოდგენაც კი არ მქონდა რა შეიძლება ჰქონოდა გეგმაში მაგრამ,დარწმუნებული ვიყავი,რომ კარგი არაფერი.რადგან ადამინები,რომლებსაც როგორც თავად თქვა გრძნობები არ გააჩნიათ ვერასოდეს დაისახავენ მიზნად სიკეთეს.ეს კი მე კიდევ უფრო მაგიჟებდა.ნერვიული გავხდი,საკუთარი თავის კონტროლი დავკარგე,ვეღარაფერი და ვეღარავინ ვეღარ იყო ჩემთვის ისეთი,როგორც უწინ,რადგან ვიცოდი,რომ ჩემი ,,აღსასრული’’ მალე დადგებოდა.ერთხელ თავში აზრად იმანაც გამიელვა,მშობლებს ხომ არ ვთხოვო ფულითქო,თუმცა ეს ფიქრები მალევე უკუვაგდე,რადგან ეს გააჩენდა ეჭვებსა და ბევრ კითხვას.რაც იმ მომენტში საქმეს დაამძიმებდა და გაართულებდა,რაც საბოლოოდ ჩემთვის ნამდვილად დამღუპველი იქნებოდა.
სანდროსაც იშვიათად ვეხმიანებოდი.ცხოვრების ამ მომენტში ერთადერთი ბედნიერი რამ ჩემთვის იყო ის,რომ საბას მონასტერი მოსწონდა,თანდათან ,,ინკურნებოდა სენისგან’’ და საკუთარ თავს,უწინდელ საბას უბრუნდებოდა და მერე დავფიქრდი,რომ ამის სანაცვლოდ,მისი კეთილდღეობისთვის სულსაც კი დავთმობდი...
არ ყოფილა ქვეყნად დედამამიშვილობაზე ძვირფასი,ამაღლებული,სათუთი და სანუკვარი გრძნობა...ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი მის გამო თავის გაწირვაზე.და მე გავწირე...

გავიდა..ორი ყველაზე საშინელი თვე გავიდა და მივხვდი,რომ მომავალში ამაზე საშინელის გადატანაც მომიწევდა ...
23 მარტი იყო.დასვენების დღე მქონდა და გადავწყვიტე სახლი დამელაგებინა,შემდეგ კი მთელი დღე უნდა დამეძინა,ეს ახლა ყველაზე მეტად მაკლდა და მჭირდებოდა.სახლის საქმეებს შევყევი,თმა მაღლა მქონდა აწეული,დიდი ზომის მაისური და სახლის სპორტული შარვალი მეცვა.
კარზე ხანგრძლივია ზარი... წამითაც არ გამივლია თავში,რომ ეს შეიძლება ის ყოფილიყო.რატომღაც ჩავთვალე,რომ მან ჩემი მისამართი არიცოდა.
კარი გამოვაღე და გავშეშდი...არ ვაბუქებ უბრალოდ გავშეშდი ,თვალის დახამხამებაც კი ვეღარ შევძელი.მას კი სახეზე ისევ თავისი საფირმო ირონიული ღიმილი დასთამაშებდა..ოხ როგორ მეზიზღებოდა ის,როგორ მინდოდა დაეჭირათ,ან ...ან არვიცი მისთვის რაიმე დაეშავებინათ.ცხოვრებამ გამაბოროტა,მისმა ასეთმა ერთის მხრივ ლაჩრულმა საქციელმა მე ზიზღი გამიჩინა.ადრინდელი სესილი გააქრო და ერთი ვიღაც,უკონტროლო,გაბოროტებული გოგონა წარმოშვა.არვიცი როდის მოხდა ეს,როდის გადავიქეცი ასეთად?
-აბა მზად ხარ?–ნიშნისმოგებით მკითხა მან
–რისთვის...უნდა ვიყო მზად?–ვეცადე გაკვირვება დამმჩნეოდა,თუმცა ვერ შევძელი.გავტყდი მის წინაშე.ვეღარ გავუძელი.
-აჰჰ...ალბათ აღარ გახსოვს.დღეიდან იწყება შენი მრავალფეროვანი,თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება.გილოცავ–უნიჭო მსახიობი გავიფიქრე მე.
მე არსად არ ვაპირებ წამოსვლას.შეგიძლია იქ დაბრუნდე საიდანაც მოხვედი–ვუხარი და კარის მოხურვა გადავწყვიტე,თუმცა ხელით დაიჭირა,სახლში შემოვიდა და თვალებში ჩამხედა.ისევ,ისევ ის ცარიელი თვალები.და ისევ შიში.
-შენი ისტერიკების დრო არ მაქვს,მეჩქარება.გაგიკვირდება და შენს ახალ სახლში მიმყავხარ–მკაცრი იყო,უსაზღვროდ მკაცრი.
–მე კიდევ შენი უნიჭო ცერემონიების–მეც თავი ხელში ავიყვანე და მივახალე.მომიახლოვდა კედელს ავეკარი და შევეცადე კანკალისაგან თავი დამეხსნა.მოვიდა და თავი ამაწევინა
–შენ იცი მაინც,რამდენს გიტარებ და გპატიობ?მეც არვიცი,რატომ.მაგრამ აი ასე უბრალოდ ვერ ვბრაზდები.რას მიკეთებ?–ხმა თითქოს დაუთბა და ამან შვება მომგვარა.
-რატომ გინდა,რომ ფულის სანაცვლოდ ცოლად გამოგყვე?რატომ გინდა სახლში გეჯდეს ქალი,რომელიც არ გიყვარს და არც არასოდეს შეგიყვარდება?
–მე შენთვის კითხვის დასმის უფლება არ მომიცია.ჩაალაგე და ჩამოდი,ქვემოთ დაგელოდები.იმედია,არ მარბენინებ და გაქცევას არ დააპირებ.მერწმუნე მაინც ვერსად წახვალ.მე უფრო გავბრაზდები და ეს შენ ამ მომენტში საერთოდ,საერთოდ არ გაწყობს–გამაფრთხილა, შებრუნდა და წავიდა.მე კი უკვე მერამდენედ ადგილზე მივიყინე,ვერ ვმოძრაობდი და ჩემს მომავალზე ფიქრში,ცრემლმა ღაწვიც დამისველა.ერთს,მეორე მოჰყა მეორეს,მესამე ასე ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი და მოვთქვამდი.ტირილითვე ჩავალაგე საჭირო ნივთები,ქვემოთ ჩავედი და მანქანაში ჩავუჯექი.მეტყობოდა ნამტირალევი სახე,მაგრამ მან არ შეიმჩნია ისე დაქოქა მანქანა და დიდი სისწრაფით მოსწყდა ადგილს.
გაგიკვირდებათ და შესაბამისად კითხვაც დაგებადებათ,თუ რატომ დავნებდი მას და რატომ გავყევი ასე ადვილად.მე კი ამაზე ერთადერთი პასუხი მექნება:სანდროსთვის.მისი კეთილდღეობისთვის და მისი მომავლისთვის.ხო აი ასე ავდექი და მისი მომავალი ჩემსაზე წინ დავაყენე.ვიცოდი,ცხოვრება მომიწევდა კაცთან,რომელიც არ მეყვარებოდა,თუმცა სამაგიეროდ იმის შიში არ მექნებოდა,რომ სანდრო საფრთხეშია.აქ კიდევ ერთი პრობლემა წამომეწია...ოჰ, ეს პრობლემები,ნეტავ უპრობლემო ცხოვრება როგორია?ალბათ მოსაბეზრებელი.სჯობს იცხოვო ცხოვრებით,რომელიც სავსეა თავგადასავლებით,თუნდაც თავსატეხებით.და როცა ამ პრობლემებს გაუმკლავდები,შენ აუცილებლად დაგრჩება ამ ქვეყნად სახელი.თუ კი პრობლემებს სწორი გზით მოაგვარებ და გადალახავ,შენი გარდაცვალების შემდეგ შენს საფლავს არავინ მიაფურთხებს,ხოლო თუ პრობლემებს ისევდაისევ უნამუსო გზით მოაგვარებ,მაშინ შენს ცხოვრებაში აზრი არაფერს ჰქონია…
ჩემი პრობლემა კი მდგომარეობდა იმაში თუ როგორ მიიღებდა სანდრო თავისი დის ამ მასკარადს,გათხოვებას თანაც ვისზე მის მტერზე,რომელაც დასანახავად ვერიტანდა.როგორ გადაიტანდა იგი ფაქტს,რომ მე უცხო კაცთან,უსიყვარლოდ ვიცხოვრებდი,გააანალიზების შემდეგ კი მივიდოდა დასკვნამდე,რომ მე მის გამო ვიტანჯებოდი და ამას საკუთარ თავს არ აპატიებდა...
...,,არაუშავს,ის აიტანს ამას და შეეგუება’’ საკუთარ თავს ამ სიტყვებით ვამხნევებდი და დღევანდელი მძიმე დღის შემდეგ,ძილიც მომერია...
ვგრძნობ,როგორ მივყავარ კაცს ხელში აყვანილი გაურკვეველი სახლისკენ.კაცს,რომელსაც არ ვიცნობ,არვიცი მისი ბუნება,მისი ხასიათი,ჩვევები ამდროს კი მას ჩემი ქმრის სტატუსი აქვს.თავს ვაჩვენებ თითქოს მძინავს,მას კი ოთახში შევყავარ საწოლზე მაწვენს,ფეხსაცმელს მხდის და საბანს მაფარებს,მერე ერთხანს მიყურებს და გადის...მისი გასვლით თითქოს ჰაერი მსუბუქდება და სუნთქვაც აღარ მიჭირს.ოხვრასავით ჩამესმის ჩემი ჩასუნთქვა...მინდა ავდგე ყველა დავივიწყო და უბრალოდ ბოლო ხმაზე ვიყვირო,რომ ჩემი პირიდან ამოსულ ბგერებს ჩემი ყველა დარდი და ტკივილი ამოვაყოლო,თუმცა ამის საშუალება არ მაქვს,ამიტომ თავს ძალას ვატან და ყელში გაჩხერილ ბურთს ძლივს ვყლაპავ,ცუდია რადგან არ მახრჩობს,ის ჩემს ორგანიზმში ჩადის და ყველაფერს ედება.მთელ სხეულს მიწამლავს და ამ ტკივილისგან ისევ ცრემლები მომდის,ისევ ფიქრებში ვარ: თუ რა მელოდება ხვალ?როცა ავდგები და ჩემი სახლის სუნს ვერ შვიგრძნობ ანდაც,როცა ჩემი ოთახის კედლებს ვეღარ დავინახავ.....



*****************************************************************
ვიცი ძალიან პატარაა,თუმცა დროის უქონლობის გამო სხვანაერად ვერ ვახერხებ ((



№1  offline წევრი sofo_sofia 13

ცოტა გაზარდე თავი ისე ძალიან კარგია

 


მომწონს, ძწლიან მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent