ერთად ყოფნა შეუძლებელია. 3 თავი
თეთრად გაათენა ის ღამე თამთამ. რამდენჯერმე ძმას დაურეკა,მაგრამ მობილური გამორთული ჰქონდა. მთელი ღამე ფიქრობდა რატომ ესროლა იმედამ ზურა ფიცხელაურს. კარგად იცოდა რომ ამით დაპირისპირებას ისევ დაიწყებდა.რა მოხდა ისეთი რომ ტყვია გავარდა? მერე გაბრიელზე და მის ქცევაზეც ფიქრობდა.აშკარად სხვანაირი იყო ბიჭი,ყველასგან განსხვავდებოდა. გამთენიისას მხოლოდ ერთი საათით მიეძინა,მერე კი მაღვიძარამაც დარეკა.მისმა ხმამ უსიამოვნოდ დაუარა სხეულში. შხაპი მიიღო, შავი კაბა ჩაიცვა და საძინებლიდან გამოვიდა. ქვემოთ უკვე ემზადებოდნენ დაკრძალვისთვის. უკანასკნელად დაიტირა ბიძაშვილი. უკანასკნელად იგლოვა ნინომ შვილივით გაზრდილი მაზლისშვილი. მერე კი სამგლოვიარო პროცესია გზას სასაფლაოსკენ გაუყვა.. იმავე დროს მოხდა ზურა ფიცხელაურის დაკრძალვაც. სასაფლაოს შესასვლელიდან იწყებოდა ორივე მხარის დაცვის რაოდენობა.ყოველი შემთხვევისთვის პოლიციაც აქ იყო. არც მასმედიკს წარმომადგენლები აკლდნენ.ყველა ექსკლუზივზე ნადირობდა. საზოგადოებისთვისაც და მათთვისაც ცნობილი იყო ამ ორი ოჯახის დაპირისპირების შესახებ.მითუმეტეს იმედა მაჩაბელს აქტიურად ეძებდა პოლიცია და იმედი ჰქონდათ რომ ბიძაშვილის დაკრძალვაზე მოიხელთებდნენ… მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ თამთა და გაბრიელი ერთმანეთს,მხოლოდ ერთხელ შეხედა ბიჭმა მოტირალ გოგოს ბიძაშვილის თავდახურულ კუბოს რომ ჩაჰხუტებოდა და ხმამაღლა ტიროდა. ბედის ირონიით შეყვარებული წყვილი ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე დღეს გვერდიგვერდ დაასაფლავეს… სხვა აღარაფერი გაუგია გაბრიელს. არც სპეციალურად გაშლილ სუფრაზე წასულა.მიშა გამყრელიძე მანქანაში ჩაისვა და სალაპარაკოდ წაიყვანა. -აქ მხოლოდ ჩვენ ვართ.ახლა გისმენ. -მანქანა თბილისის გარეთ, ტყეში გააჩერა გაბრიელმა და ბიჭს მიაჩერდა. -რა გაინტერესებს? -რა მოხდა იმ ღამით. -არაფერი. -და არაფერმა მოკლა ჩემი ძმა?ესეგი ყველაფერი მოხდა.მოყევი-მეთქი.- გამოსცრა კბილებში.იცოდა მიშამ მისი ამბავი და შიშისგან მოიკუნტა.აქ ალექსანდრე ვერ დაიცავდა. -იმ საღამოს ზურამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა.მე რესტორანში ვიყავი და ვუთხარი იქ მოსულიყო. -იმედა მაჩაბელი იქ იყო? -არა,მერე მოვიდა. -ზურა რომ მოვიდა? -კი,ზურას მოსვლის შემდეგ.თავიდანვე აგრესიით იქცეოდა. -მერე…. -ზურამ სთხოვა რომ არ ეჩხუბათ, მშვიდად წასულიყო სახლში. -ჩხუბის მიზეზი რა იყო? -რა უნდა ყოფილიყო?არ იცი რომ თქვენი ოჯახები გადაკიდებულები არიან?ეს საკმარისი არაა? -არა.ჩემთვის არა და დარწმუნებული ვარ არც ჩემი ძმისთვის.წინააღმდეგ შემთხვევაში მას სროლას ვერ დაასწრებდა მაჩაბელი. -მე გასული ვიყავი,როცა შემოვედი იმედას უკვე იარაღი ჰქონდა ზურასკენ მიმართული.დაცვას ამოაცალა მგონი.. ვთხოვე არ ესროლა,მაგრამ… -კარგი,გასაგებია ყველაფერი.ერთსაც გკითხავ და წავიდეთ.იცოდი ზურას რომ შეყვარებული ჰყავდა? -არა,საიდან უნდა მცოდნოდა? -გაკვირვებულმა შეხედა გაბრიელს. -უცნაურია,ესეგი მხოლოდ მე მითხრა. კარგი,დავბრუნდეთაგრამ იცოდე თუ რამეს მიმალავ ვერ გადამირჩები. კარგად დაფიქრდი და გაიხსენე დეტალები.თუ რამე გაგახსენდა რა დროც არ უნდა იყოს აუცილებლად დამირეკე. მანქანა დაქოქა და უკან წამოვიდნენ.სიბნელეში ვერ შეამჩნია როგორ ნერვიულობდა გამყრელიძე. არ ეგონა თუ ამდენი ეცოდინებოდა გაბრიელს.როგორც ჩანს რაღაც გაეპარა და გამორჩა. როგორც კი თბილისში შემოვიდნენ, მაშინვე გააჩერებინა მანქანა და ჩამოვიდა.არ შეგაწუხებ ჩემით წავალო. გაბრიელმა საეჭვოდ მიიჩნია მისი ეს საქციელი.ცოტა გასცდა და ისე გააჩერა მანქანა რომ დაენახა სად წავიდოდა ბიჭი.არც შემცდარა. ტაქსში ჩაჯდა და წყნეთისკენ აიღო გეზი მიშამ.უკან გაჰყვა.ცდილობდა არ შეემჩნია,ახლოს არ მიდიოდა. ერთი-ორჯერ დაკარგა კიდეც,მაგრამ მალევე დაეწია. ერთი საათის შემდეგ უზარმაზარ აგარაკთან გაჩერდა მიშა. ტაქსს ანგარიში გაუსწორა და შიგნით შევიდა.მანაც გააჩერა მანქანა და გადავიდა.ირგვლივ არავინ იყო. ზუსტად იცოდა ეს აკარაკი მას არ ეკუთვნოდა.არც მაჩაბელებს.მაღალ ღობეზე აძვრა და შიგნით გადაიხედა. სუსტი განათების ფონზე მაინც შენიშნა ერთმანეთში მოლაპარაკე იმედა მაჩაბელი და მიშა გამყრელიძე. -შე ნაბიჭ...ო,შენი დედაც….-არავინ იცის რად დაუჯდა თავის შეკავება და იმ წუთას იქ არ მისვლა ფიცხელაურს. მომუშტული მუშტები გახსნა და უკან ჩამოხტა. -მე არ ვიყო გაბრიელ ფიცხელაური, შენ თუ ეს შეგარჩინო.-გამოსცრა და უკან წამოვიდა.. სახლში გვიან მივიდა.მაშინვე შეამჩნია დაძაბულობა მისაღებ ოთახში მსხდომი დედა,და, მამიდა და მამიდაშვილი. -რა ხდება?-იკითხა ხმადაბლა.-რატომ არ გძინავთ? -სად იყავი?-ჰკითხა დედამ. -მარტო ყოფნა მინდოდა..მამა სად არის? -მაჩაბელებთან წავიდა.-უპასუხა დამ. -ჯანდაბა.-გასაღებს დასტაცა ხელი და უკან გამოვარდა.კარში გადიოდა,როცა დაცვის ერთ-ერთ წევრს უთხრა: -იარაღი მომეცი -კი მაგრამ ბატონო… -მომეციი,-აუწია ხმას და ეს საკმარისი აღმოჩნდა რომ მას ბრძანება შეესრულებინა.. გიჟივით მიჰყავდა მანქანა,ღმერთს სთხოვდა რომ მიესწრო და არავინ აღარ დაშავებულიყო.. ***** მარიამის დაკრძალვიდან რესტორანში წავიდნენ სადაც სუფრა იყო გაშლილი.თამთამ ვერ გაუძლო, იქიდან გაიპარა და სახლში განმარტოვდა.გვიანობამდე მარტო იყო.როგორც ჩანს მისი ოჯახის წევრებს მოსვლა დააგვიანდებოდათ… აივანზე იდგა,როცა ქუჩაში მანქანები შეამჩნია,საეჭვოდ რომ იდგნენ. სიფრთხილისთვის შიგნით შევიდა, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა და ფანჯრიდან ჩუმად გაიხედა.უკვე გვიანი იყო.შეიარაღებული თავდამსხმელები ეზოში იდგნენ და სახლისკენ ჰქონდათ ლულები მიშვერილი.დაყვირებაც ვერ მოასწრო,ისეთი ამბავი ატყდა. გამყრუებელმა ხმაურმა ყურები დაუხშო.ერთ-ერთმა ტყვიამ თავს ზემოთ ჩაუქროლა,მეორემ ყურთან.ის იყო გაიფიქრა,ბედი მაქვს გადავრჩიო, რომ მესამე ტყვია მოხვდა.ჯერ ვერ იგრძნო ტკივილი,მაგრამ შებარბაცდა. მერე ხელები წაივლო მუცელზე და ინერციით უკან-უკან წავიდა.რაც შეიძლება შორს უნდა ყოფილიყო ფანჯრებიდან,მაგრამ უბედურება ის იყო სახლს უზარმაზარი მისაღები მთლიანად მინების ჰქონდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გონდაკარგული დაეცა იატაკზე და სწორედ ამან იხსნა მოსალოდნელი სიკვდილისგან. ადგილზე მისულ გაბრიელს ღია კარები,ჩამსხვრეული მინები და სიცარიელე დახვდა.მანქანა გიჟივით გააჩერა და შიგნით გაიქცა.იარაღი ყოველი შემთხვევისთვის მაინც ამოიღო,მაგრამ არავინ შეხვედრია. სახლში შევიდა. -არის აქ ვინმე?-დაიძახა,არავინ გამოპასუხებია.ისევ დაიძახა. უკვე სახლში იყო.მოულოდნელობისგან ელდა ეცა. -არა,მამა,არაააა.-იღრიალა და სისხლში მცურავ თამთასთან მუხლებზე დაეცა.პულსი შეუმოწმა. სუსტად სუნთქავდა.ჯერ ცოცხალი იყო და უკანასკნელ იმედს ჩაებღაუჭა. ხელში აიყვანა გოგო,მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში გააქანა… მისი წასვლა და ვახო მაჩაბელის დაბრუნება ერთი იყო.მეზობლებისგან იცოდა რომ სახლში სროლა იყო.ახლა მხოლოდ თამთაზე დარდობდა.სახლში არავინ იყო.ამაოდ ეძებდა და ეძახდა. იატაკზე დაღვრილი სისხლი კი იმას მიუთითებდა რომ გოგო დაჭრილი იყო და ღმერთს მის გადარჩენას და კარგად ყოფნას სთხოვდა… თამთასთვის ლოცულობდა გაბრიელიც.მალ-მალე გადახედავდა უკანა სავარძელზე უგონოდ მყოფ გოგოს და სიჩქარეს კიდევ უფრო უმატებდა.საავადმყოფოს ეზოში გიჟივით გააჩერა მანქანა და იყვირა -საკაცე,დაჭრილი მყავს. მაშინვე ახმაურდა საავადმყოფოს მიმღები.ბიჭს გამოსტაცეს გოგო და საოპერაციოდ გააქანეს.პირველივე ექიმს სტაცა ხელი გაბრიელმა და შეაჩერა. -გადარჩება? -იმედი ვიქონიოთ.მე ასეთ მდგომარეობას კრიტიკულს ვუწოდებ. ყველაფრისთვის მზად იყავით. ისევ მარტო დარჩა.ნერვიულად სცემდა ბოლთას და წინ და უკან დააბიჯებდა.უამრავი აზრი,ფიქრი და სიტუაცია აერია გონებაში.საიდან დაეწყო სიმართლის გარკევა?ვისთვის მოეთხოვა პასუხი?ახლა მაინც ყველაზე მთავარი უდანაშაულო გოგოს გადარჩენა იყო… მზე რომ ამოიწვერა და ახალ დღეს მისცა დასაბამი,მაშინ დასრულდა ოპერაცია. -ტყვია ამოვიღეთ,შინაგანი ორგანოები თითქმის დაუზიანებელია, ბევრი სისხლი დაკარგა და გადავუსხით.მაგრამ შეიძლება კიდევ დაგვჭირდეს.ახლა მხოლოდ მის გონზე მოსვლას უნდა დაველოდოთ .-ამცნო ექიმმა დაღლილი სახით. -არაფერი დაიშუროთ,ყველაფერი გააკეთეთ რაც საჭიროა,ფული პრობლემა არ არის… -ფული გასაგებია,მაგრამ საქმე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობას ეხება,ამიტომ პოლიციას უნდა შევატყობინოთ. -არა ექიმო,არ გამოვა ეგ საქმე.გოგოს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.იცით ვინ არის დაშავებული?თამთა მაჩაბელი.მათი მტრობის შესახებ ფიცხელაურებთან კი იცით და გოგო მაინც შეიცოდეთ.-სთხოვა გაბრიელმა. -იქამდე მაინც სანამ გონს მოვა. -კარგი,მხოლოდ მის გონზე მოსვლამდე არ ვიტყვი არაფერს. -მადლობა ექიმო,ახლა უნდა წავიდე, მაგრამ მალე დავბრუნდები. მას თქვენ გაბარებთ. ერთი სული ჰქონდა სახლში დაბრუნებულიყო.ახლა მამა აუცილებლად უნდა ენახა. სწრაფად მიდიოდა სახლისკენ.გზაში უფალს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა რომ გოგო გადარჩა. ამჯერად ყოველგვარი სიმპატიების და მოწონებოს გარეშე,სუფთა ადამიანური თვალსაზრისით უხაროდა რომ კიდევ ერთი უდანაშაულო არ შეიწირა ამ ყველაფერმა. ცოტა ხანს მანქანაში იჯდა,საჭეზე დაეწყო ხელები და სახლს უყურებდა. აკვირდებოდა ყველაფერს, აკვირდებოდა ყველას და გონებაში მომავალი საუბრის დეტალებს აწყობდა.მაგრამ ზუსტად იცოდა რომ სხვანაირად წარიმართებოდა მაინც და ხმის აწევა მოუწევდა.რაც არის არისო,გაიფიქრა და კარი გააღო. იარაღი მოისინჯა,ადგილზე იყო. კიბეები აიარა და მაშინვე იღრიალა. -მამააააა.. მაშინვე გამოცოცხლდა ეზოც,სახლიც, დაცვაც და მსახურებიც. -რა ხდება?რა გაყვირებს შვილო?ჯერ კიდევ გუშინ დავკრძალეთ შენი ძმა.- მისი დამშვიდება სცადა დედამ. -სწორედაც რომ გუშინ დავკრძალეთ ჩემი ძმა,სწორედ იმიტომ რომ მწუხარენი ვართ,აი ზუსტად ამიტომ შენი ძვირფასი ქმარი სახლში უნდა დაბრუნებულიყო და არა იმ სახლში.. -ვინ მოგცა უფლება რომ იყვირო და ამ სახლში აურზაური მოაწყო?-კიბეზე ჩამოდიოდა დინჯი ნაბიჯით უფროსი ფიცხელაური და პიჯაკს ისწორებდა. -მე რა გითხარი?არ გითხარი იმ ოჯახს შეეშვი-თქო?ხო ვთქვი იარაღი აღარ აგეღო ხელში? -იმ ოჯახის მემკვიდრემ ჩემი მემკვიდრე მოკლა.მისი თითოეული ამოსუნთქვა კი ჩემი შვილის შეურაწყოფაა.. -და რაა რომ მოკლა?ახლა ჩვენ წავალთ,მოვკლავთ,მერე ისინი იძიებენ შურს,მერე ისევ ჩვენ.. როდემდე შეიძლება ამ გზით ვიაროთ? -იქამდე სანამ მათი გვარის თითოეულ მამაკაცს არ გავწყვიტავ… -არა,მამა არაა,-იქუხა ისევ.-იცი სინამდვილეში ვინაა შენი შვილის მკვლელი?შენ ხარ.შენ არ ჩერდები. დარწმუნებული ვარ არც კი გაგირკვევია რა მოხდა იმ ღამეს, რატომ ისროლა მაჩაბელმა.შენ უბრალოდ გითხრეს რომ მან ისროლა და მორჩა. -ვინ ხარ ლაწირაკო რომ მეწინააღმდეგები?-ახლა ალექსანდრე აფეთქდა.ამაოდ სცადა ნელიმ ჩარევა და სიტუაციის დამშვიდება. -მცხვენია რომ მამაჩემი ხარ.მცხვენია რომ სხვის მწუხარებას პატივს არ სცემ.იმ კაცმა პატიოსნად გითხრა დაკრძალვის მერე საკუთადი ფეხით მოვალო,შენ კი რა გააკეთე?წახვედი და მიტოვებულ სახლს ტყვიები დაუშინე.არ გეგონოს რომ იმ ბიჭზე ნაკლები ხარ.მკვლელი ხარ,შენც ჩვეულებრივი მკვლელი ხარ. ალექსანდრემ ხელი მოუქნია,მაგრამ შვილმა ჰაერში გაუშეშა.ნელიმ შეჰკივლა. -მე ის პატარა ლაწირაკი,თვრამეტი ბიჭი აღარ ვარ.ხელს ვეღარ აწევ ჩემზე.მას შემდეგ ათი წელი გავიდა. გახსოვს რა გითხარი როცა მივდიოდი?მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში დავბრუნდები-თქო. მაშინ იცი ვინ ვიგულისხმე?არც ჩემი უდანაშაულო ძმა,არც დედა,არც სხვები.შენ,შენ გიგულისხმე.ახლაც და მაშინაც შენი სიკვდილი მინდოდა.. იმიტომ რომ ეს ბევრ რამეს შეცვლიდა. ალექსანდრემ ხელი უღონოდ დაუშვა. -შენ მართლა გინდა ჩემი სიკვდილი? -შენ ღმერთი არ ხარ,შენ არ შეგიძლია ადამიანებს მისი ნაჩუქარი სიცოცხლე წაართვა.თუნდაც ის შენი შვილის მკვლელი იყოს. -იმ კაცზე რატომ არაფერს იძახი? მისმა ოჯახმაც ხომ დაგვიშავა? -იმ კაცს სინდისი და სიამაყე აქვს, პატივი სცა შენს მწუხარებას.ან მე რა უფლება მაქვს ვინმე განვსაჯო?იცი სად შეცდით ორივე?როცა იმ დიდ სიყვარულზე უარი ათქმევინე საკუთარ დას.შეხედე ახლა აქ დგას და თვალებში მიყურებს,ჰგონია რამეს დაგიშავებ.მიაჩნია რომ მისი ერთადერთი პატრონი ხარ,მაგრამ ასე არაა.არ გაუმართლა ცხოვრებაში.ვერ უერთგულა თქვენმა არჩეულმა ქმარმა და იმ ქვეყნად გადაინაცვლა.მარტო დატოვა.უნდა მიგეცათ უფლება იმ ადამიანის გვერდით ყოფილიყო ვინც უყვარდა. -გაჩუმდი გესმის?გაჩუმდი.არ გაბედო და არ დაიცვა ის წყეული გვარი. -დავიცავ,ხო,დავიცავ.იმიტომ რომ მინდა ოჯახის წევრები ბოლომდე გვერდით მყავდეს,ჯანმრთელები და საღ-სალამათები. -საინტერესოა როგორ აპირებ მაგას.- ირონიულად ჰკითხა მამამ -დრო მომეცი,დროს გთხოვ რომ გავარკვიო ზურას მკვლელობის ნამდვილი მიზეზი. -რათ უნდა მაგას გარკვევა?ისედაც ყველაფერი ცხადია. -არა,ჩემთვის არ არის.ასე რომ უკანასკნელად გეუბნები დროს მომცემ და აღარაფერს გააკეთებ,სანამ მე არ გეტყვი.გპირდები ყველაფერს გავარკვევ.აქ რაღაცაშია საქმე და არ მინდა არასწორი დასკვნები გამოვიტანოთ. -შენ რამე იცი და არ მეუბნები? -მალე გეტყვი,ოღონდ შენ უნდა დამპირდე რომ მშვიდად იქნები. -შენც უნდა დამპირდე რომ როცა ყველაფერს გაარკვევ,იარაღს აიღებ და ოჯახს სათავეში ჩაუდგები. -პისტოლეტი ამოიღო და მაგიდაზე დადო ალექსანდრემ. -მე მკვლელი არ ვარ და არც იმ ოჯახზე შურისძიებას ვაპირებ.ეს შენ გქონდეს.-უკან მიუწია და გამომწვევად მიაჩერდა:-ცოტა დრო,სულ ცოტა.მეტი არაფერი. მობრუნდა და ზემოთ ავიდა,წყალს გადავივლებ და მერე საავადმყოფოში წავალო გაიფიქრა. გრილი შხაპი ძალიან ესიამოვნა და დაღლილობა და ნერვიულობა ცოტა მოუხსნა.მაგრამ აბა რა დაავიწყებდა ძმის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს?ამაღამ მეორე ღამე იყო ზურას გარეშე.დღეის შემდეგ ის აღარასდროს შემოაღებდა ამ სახლის კარებს.აუტანელ ტკივილს გრძნობდა გულში და ამ ტკივილს ვერაფერს უხერხებდა.. ძმის ოთახში შევიდა,მონატრებას მის ნივთებთან შეხებით იქარვებდა.მისი სუნი ჯერ კიდევ შერჩენოდათ ნივთებს. უცებ ერთ-ერთი პიჯაკის ჯიბიდან ორად მოკეცილი ქაღალდი გადმოვარდა.აიღო და გაშალა „ჩვენ უკვე სამნი ვართ.ამ ბედნიერებისთვის მადლობას გიხდი. მიყვარხარ ზურა.“ -ალბათ როგორი ბედნიერები იყავით, ალბათ დედამიწაზე ფეხის დადგმა გიჭირდა ძმაო.-ცრემლი მოერია გაბრიელს. წერილი ჯიბეში ჩაიდო და ოთახიდან გამოვიდა.საათს დახედა.გვიანი იყო. ჩაიცვა და წასასვლელად მოემზადა. სანამ გავიდოდა დაცვის ათივე წევრი შეკრიბა და ხმამაღლა განუცხადა. -არ ვიცი რომელი თქვენგანი იყავით მაჩაბელების სახლში და რომელმა თქვენთაგანმა ატეხეთ იქ სროლა,არც ის ვიცი რომელი თქვენგანის ტყვია მოხვდა თამთა მაჩაბელს,მაგრამ იცოდეთ ამის შემდეგ,თუ კიდევ ერთხელ გააკეთებთ მსგავს რამეს და მამაჩემს მსგავს რამეზე გაეგზავნებით, აღარ დაგინდობთ და ტყვიას პირდაპირ შუბლში დაგახლით. არ გავითვალისწინებ არაფერს,არ გავითვალისწინებ თქვენს გაჭირვებას და იმას თუ ვინ გელოდებათ სახლში. თუ რომელიმეს გგონიათ რომ არ გავაკეთებ ამას,შეგიძლიათ გამომცადოთ.-მკაცრი იყო უმცროსი ფიცხელაური.იმდენად მკაცრი რომ საკუთარი თავის შეეშინდა. იცოდა ოთახიდან უყურებდა მამამისი. იცოდა უმოქმედოთ არ დაჯდებოდა, რამდენიმე დღე და მერე მობეზრდებოდა ლოდინი. აუცილებლად ჩაიდენდა რაღაცა ისეთს,რაც კიდევ უფრო გააგიჟებდა გაბრიელს.ახლა მისთვის ჭკუით უნდა ეჯობნა.სათითაოდ მისცა დავალება თითოეულ დაცვის წევრს,ოღონდ ისე რომ არ იცოდა არც ერთმა რა უთხრა დანარჩენებს.უნდა გაეგო ვისი იმედი უნდა ჰქონოდა და ვინ იყო მამამისის ერთგული.ჩაეღიმა კმაყოფილს და საჭეს მიუჯდა… ის ღამე თამთა მაჩაბელის საწოლთან გაათენა პალატაში.გოგო გონს ჯერ კიდევ არ იყო მოსული.უყურებდა მას, მის გაფითრებულ სახეს და გულში რაღაც უცნაურს გრძნობდა.იცოდა რომ ეს აკრძალული იყო,მაგრამ მაინც ვერ ერეოდა თავს. გამთენიისას შეირხა გოგო და მძიმედ გაახილა თვალები.მაშინვე წამოხტა და მასთან მივიდა. -როგორ ხარ?რამე ხომ არ გაწუხებს? -სად ვარ?ან შენ აქ რა გინდა? სიზმარია ხომ?-თვალები დახუჭა და ისევ გააახა,მაგრამ გაბრიელი არ გამქრალა.მეტიც მისი ხელი ეჭირა. -გახსოვს რა მოხდა? -კიი,მახსოვს.-ცრემლი მოერია უცებ გოგოს.-შენ იყავი? -არა,მე არა.. -რატომ?რატომ გააკეთეთ ეს?ხომ დამპირდი,შენ დამპირდი.. -არ ვიცოდი,მამაჩემი იყო.მაგრამ მას შევაჩერებ,აუცილებლად შევაჩერებ. მასაც და მამაშენსაც.იქაც ამიტომ მოვედი რომ გამეჩერებინა. -სამწუხაროდ ყველაფერი გვიანია. ახლა აღარც შენი მჯერა და აღარც ამის შეჩერება მინდა.-ზიზღი ჩაუდგა თვალებში გოგოს. -ახლა გაბრაზებული ხარ,მაგრამ რომ დამშვიდდები ყველაფერს სხვა თვალით შეხედავ. -არა,არ შევხედავ,ამიერიდან მთელ ცხოვრებას იმაზე ფიქრში გავატარებ, როგორ გავანადგურო შენი ოჯახი. -არ გინდა კარგი?არ გინდა.-სთხოვა გაბრიელმა.ტელეფონი ამოიღო.- მამაშენის ნომერი მითხარი. -რატომ? -არავინ იცის აქ რომ ხარ. დარწმუნებული ვარ ნერვიულობენ.. გოგომ ნომერი უკარნახა.ბიჭი წამოდგა,გარეთ გავიდა და დარეკა. ნახევარ საათში ვახო მაჩაბელი საავადმყოფოს დერეფანს მიაპობდა დაცვასთან ერთად.როგორც კი გაბრიელი დაინახა,იარაღს წასწვდა და ბიჭს მიუშვირა. -ერთი მიზეზი მაინც მითხარი რომ არ გესროლო. -იმიტომ რომ მე რომ არა,ახლა თქვენი შვილის ჩასასვნებელთან იჯდებოდით. აჯობებს დაცვა გაუშვათ და მშვიდად ვილაპარაკოთ,სანამ თამთასთან შეხვალთ. ეჭვის თვალით შეხედა მაჩაბელმა, მერე კი დათანხმდა,დაცვას ანიშნა დაგვტოვეო და ბიჭთან ერთად სკამზე ჩამოჯდა. -გისმენ,აბა მითხარი რა საქმე გაქვს? -არანაირად არ მინდა რომ ეს დაპირისპირება გაგრძელდეს.არც იარაღის ხელში აღება მინდა.გუშინაც მამაჩემის შესაჩერებლად მოვედი და იმის წინათაც,როცა თქვენი ქალიშვილი ჩვენ სახლში მოვიდა… -თამთა თქვენთან იყო?-გაოცებულმა შეხედა კაცმა. -კი,ხელში იარაღი ეჭირა და ს აპირებდა,იმიტომ რომ თქვენ და თქვენი ვაჟიშვილი გადაერჩინეთ.იმიტომ რომ თქვენი გვარის მამაკაცებს არაფერი დაშავებოდათ.. -ეს არ ვიცოდი.. -აღარ მინდა ეს მტრობა გაგრძელდეს, დაე ჩემი ძმა იყოს უკანასკნელი,ვინც ამ ამბავს შეეწირა. -ჩემგან რა გინდათ? -დამეხმარეთ,დამეხმარეთ რომ ეს ყველაფერი შევაჩერო. -მამაშენი არ გაჩერდება,მე რომ გავჩერდე.. -მას მე მივხედავ.რაღაც პერიოდი მჭირდება,მე ჩავიბარებ საგვარეულოს. მხოლოდ ერთი რამე მინდა გკითხოთ.ხომ არ იცით იმ დაპირისპირების მიზეზი,რის გამოც თქვენმა შვილმა ჩემი ძმა გაიმეტა სასიკვდილოდ? -არაფერი არ ვიცი,გულწრფელად გეუბნები.მართალია ჩემი შვილი იმპულსური,ფიცხი და დაუმორჩილებელია,მართალია მას არც ისე კარგი რეპუტაცია აქვს, მაგრამ მის შეჩერებას ყოველთვის ვახერხებდი.იმ ღამესაც ვერ მივხვდი რატომ ისროლა ან როგორ მოხვდა იქ. -იცით ახლა სად არის?-გაბრიელს აინტერესებდა ის ხომ არ მალავდა მას. -არ ვიცი,თამთას გეფიცები მას შემდეგ არ მინახავს.. დაუჯერა.თამთასგან იცოდა რომ გოგო ვახო მაჩაბელის საფიცარი იყო,იცოდა რომ უნდა დაეჯერებინა მისთვის და დაუჯერა. -მაშინ ახლა მე წავალ,თქვენს ქალიშვილთან დაგტოვებთ, ყველაფერს გავაკეთებ რომ მშვიდად ვიცხოვროთ.მაგრამ ერთ რამეს ვერ შეგპირდებით.თქვენი ვაჟი ჩადენილი დანაშაულისთვის აუცილებლად დაისჯება. -მეც გპირდები თუ დამიკავშირდება პოლიციას აუცილებლად ჩავაბარებ… ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და დაემშვიდობნენ -გაბრიელ,- შეაჩერა კაცმა.-მამაშენს საამაყოდ აქვს საქმე შენნაირი შვილი რომ ჰყავს. -თქვენც იამაყეთ თქვენი ქალიშვილით.არაჩვეულებრივი ადამიანია და რაც მთავარია ძალიან მამაცი.ოჯახის დასაცავად ყველაფერზეა წამსვლელი. გაბრიელი სახლში წავიდა,ვახო კი შვილის პალატაში შევიდა.ამაყი იყო იმით რომ მისი გოგო ასეთი იყო და სხვებმაც შეძლეს მისი დაფასება, განსაკუთრებით მტრებმა. -მამა,-სახე გახსნა გოგომ,როცა ფიცხელაურის მაგივრად ის დაინახა. -ჩემო გოგო,მადლობა ღმერთს კარგად ხარ.-შუბლზე აკოცა ვახომ და თავზე ხელი გადაუსვა.-მადლობა იმ ბიჭს რომ გადაგარჩინა… -ის ბიჭი არ ახსენო..-ხმა გაიმკაცრა გოგომ. -რატომ?რამე მოხდა? -ეს ჩვენი პირადი საქმეა.. -მიმისმინე თამთა,გაბრიელ ფიცხელაური არის ადამიანი,ვისაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ნაკლებად მაინტერესებს ახლა შენი წყენა და გაბრაზება მის მიმართ.არ მიკვირს რომ ქალი ხარ და მის მიმართ რაღაცას გრძნობ.მაგრამ გაფრთხილებ აღარ მინდა კიდევ ერთმა ახალმა აკრძალულმა სიყვარულმა ეს მტრობა განაახლოს.. -ასე არ არის მამა..-გაწითლდა გოგო. -ასეა,ასე.შენ მე ვერ გამომაპარრბ ვერაფერს.ქალებს მოსწონთ კაცები, რომლებიც მამაცები არიან და ხმამაღლა საუბარს და წინააღმდეგობის გაწევას არ ერიდებიან.მაგრამ უნდა იცოდე ეს ღირს თუ არა.გაბრიელი ნამდვილად არის ის კაცი,ვინც ამად ღირს.არც მე ვარ წინააღმდეგი, მაგრამ გახსოვდეს ეს რას მოიტანს.არასოდეს შეეგუებიან ფიცხელაურები შენს რძლობას. ყოველთვის წამოგაძახებენ რომ მკვლელის და ხარ. -მამა...ასეთი საუბარი არ გვინდა.არც მე არ ვაპირებ იმ ოჯახის წევრის შეყვარებას,რომელმაც სასიკვდილოდ გამიმეტა.. -მე შენს თვალებში სხვა რამეს ვხედავ.. -სხვა რამეს ვერ დაინახავ,იმიტომ რომ იმ ბიჭს მხოლოდ რამდენიმე დღეა ვიცნობ. -მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხანია იცნობ,ხანდახან ერთი წამი და ერთი შეხვედრა საკმარისია რომ ადამიანი შეგიყვარდეს ან მოგეწონოს,ხანდახან კი პირიქით. -მამა ახლა გაგებუტები.-გვერდი იცვალა გოგომ.ვახოს გაეღიმა.კარგად იცნობდა შვილს და მისი ეს ქცევა რასაც ნიშნავდა.აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ გაჩუმდა და შვილს მიაჩერდა… საავადმყოფოდან წამოსულ გაბრიელს გზაში მიშა გამყრელიძემ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. მისამართი უკარნახა და მაშინვე მოაბრუნა მანქანა. თხუთმეტ წუთში უკვე კაფეში იჯდა და ელოდა.არ დაუგვიანია.ისიც მალე მოვიდა და მაგიდას მიუჯდა. -აბა გისმენ,რატომ დამიბარე? -რაღაც გამახსენდა...არა,უფრო სწორად ვიცოდი ისედაც,მაგრამ არ მინდოდა მეთქვა..-შეისვენა ბიჭმა. გაბრიელს ეგონა მიშას მაჩაბელზე საუბარი უნდოდა და მის შეხვედრაზე ეტყოდა,მაგრამ იმედი გაუცრუვდა და მოულოდნელი დარტყმა მიიღო. -ზურას შეყვარებული ჰყავდა.. -ეგ ხომ იცი რომ ვიცი,მაგრამ ვინ იყო?ეს ვერ გავარკვიე. -მე ვიცი.. -ვინ არის? -თამთა მაჩაბელი.. ეგონა მოესმა და ხელახლა გაამეორებინა,პასუხი ისევ იგივე იყო. წამში შეიცვალა თამთასადმი გაჩენილი სიმპატიის გრძნობა ზიზღით. -ახლა ვხვდები...ახლა ვხვდები რატომ ესროლა იმედამ ჩემ ძმას.ეს ამბავი გაიგო? თავი დაუქნია გამყრელიძემ.უხმოდ წამოდგა და წასვლა დააპირა. -სად მიდიხარ? -შენი საქმე არ არის...ეგ შენ აღარ გეხება.მადლობა რომ ყველაფერი მითხარი და არ დამიმალე. ფეხარეული და განადგურებული გამოვიდა კაფიდან.საჭეს მიუჯდა და მანქანა დიდი სიჩქარით გააქროლა მთავარ გზაზე.სულ უფრო მეტად აჭერდა ფეხს პედალს და ისრებიც უფრო მაღლა მიიწევდნენ. -რატომ?რატომ მაინცდამაინც ის? რატომ?-ბრაზობდა საკუთარ თავზე .-ახლა გასაგებია რატომ მოხვედი ჩვენთან და რატომ ცდილობდი ს.სინდისის გაწმენდა გინდოდა...ნუთუ ორსულადაა?მაგრამ არაფერი რომ არ ეტყობა?ყველაფერი ჩახლართულია. ნეტავ ვინ მეუბნება სიმართლეს და ვინ ტყუილს? ჯანდაბა. ჯანდაბა.-საჭეს დაარტყა რამდენჯერმე ხელი,მერე სიჩქარე შეანელა და გზიდან გადავიდა.მუშტად შეკრული ხელი უზარმაზარ ხეს რამდენჯერმე დაარტყა,მაგრამ ტკივილმა ვერ შეაჩერა.ვერაფრით გადაფარა ის ტკივილი რომ ქალი რომელიც მის ძმას უყვარდა მას მოეწონა… ******* რამდენი ეცადა თამთა მაჩაბელი, მაგრამ ვერაფრით შეიზიზღა გაბრიელი ფიცხელაური.მთელ დღეს ებრძოდა თავს,მაგრამ ვერაფრით დააღწია თავი მის სახეს.სულ თვალწინ ედგა მაშინაც კი როცა ოპერაციის შემდგომი ტკივილისგან იტანჯებოდა და მაშინაც როცა ოჯახის წევრები ესტუმრნენ.. საღამოს ისევ მარტო დარჩა.მამამ დაცვა დაუტოვა გარეთ ყოველი შემთხვევისთვის,მაგრამ იმდენი ქნა ისინიც წააყვანინა.ჯიუტი იყო, საშინლად ჯიუტი და მიზანს ყოველთვის აღწევდა… საღამოს წამლებმა თავისი გაიტანა და ჩასთვლიმა.შუაღამისას გაეღვიძა და თვალი მის წინ მჯდომ გაბრიელს მოჰკრა.მკაცრი და პირქუში სახით უყურებდა ბიჭი. -აქ რას აკეთებ?ხომ გითხარი აქედან წასულიყავი?-ჰკითხა მკაცრად -მინდოდა და მოვედი. -ვინ გთხოვა ნეტავ ვიცოდე? -ირონიის გარეშე… -შენთან ტკბილად საუბარს არ ვაპირებ.. -ჩემს ძმას ხომ ელაპარაკებოდი? -ვინ შენ ძმას?რა სისულელეს ამბობ?- დაიბნა გოგო. -ჩემს ძმას-ზურას…. -მე მას საერთოდ არ ვიცნობდი? -როგორ არ იცნობდი?ამბობენ რომ ერთმანეთი გიყვარდათ.-გაბრიელი წამოდგა,თვალებში სიძულვილი ედგა. მის საწოლს დაეყრდნო ორივე ხელით და გოგოს ჯიუტად მიაჩერდა -შენ თავი ხომ არაფერს მიარტყი?- ხმას აუწია გოგომ -მე არა,სრულიად ჯანმრთელი ვარ.. -არ გეტყობა..ეს სისულელე ვინ გითხრა?ან ვინ ლაპარაკობს ამას? წლებია საქართველოდან წასული ვარ.თუ ჩამოვდიოდი მხოლოდ ერთი კვირით,ისიც იშვიათად,მითხარი სად უნდა გამეცნო შენი ძმა ან სად უნდა შეგვყვარებოდი ერთმანეთი? -მაგის პრობლემა ნამდვილად არ გექნებოდათ. -აქედან გაეთრიე..გესმის..აქედან გაეთრიე.-იკივლა თამთამ.-მადლობა თქვი რომ ახლა ასეთ მდგომარეობაში ვარ,თორემ გაჩვენებდი რა შემიძლია. -მე შენი არ მეშინია..არც შენი და არც არავისი.შენ არ შეგიძლია დამემუქრო, შენ არ გაქვს ამის უფლება..არასოდეს გაპატიებ იმას რომ შენს გამო ჩემი ძმა მოკვდა.- -გაეთრიეეეეე.-უკანასკნელ ხმაზე იკივლა თამთამ და ტუმბოზე მდგარი წყლიანი ჭიქა ესროლა.იმდენად გააფთრებული იყო,გაბრიელი მიხვდა რომ იოლად ვერ გადარჩებოდა და დროულად მოასწრო კარის დაკეტვა. -არანორმალური.არა,მაინც საიდან მოიტანა რომ მის ძმას ვიცნობდი და მისი შეყვარებული ვიყავი.-ვერ მშვიდდებოდა თამთა.-ნეტავ ვინ ამბობს ამას?ალბათ ახლა ჰგონია რომ ჩემმა ძმამ ამიტომ ესროლა მის ძმას. არა,რადაც არ უნდა დამიჯდეს, აუცილებლად გავარკვევ სიმართლეს და აუცილებლად ვიპოვი ჩემს ძმას.-უკვე ყველაფერი დაგეგმა გონებაში.ახლა მთავარი იყო დროულად გამოსულიყო საავადმყოფოდან. ******** რამდენიმე დღე უცებ გავიდა.დღეები ერთმანეთს ჰგავდა,დარდსა და გლოვაში გადიოდა და არ სრულდებოდა. თითქოს სიმშვიდე ჩამოწვა ორ მტრულ ოჯახს შორის,მაგრამ ეს როდემდე გაგრძელდებოდა არავინ იცოდა… გაბრიელიც ელოდა,ელოდა თავისი გეგმა როდის იმოქმედებდა.სახლიდან არ გადიოდა.ან საკუთარი ოთახიდან აკვირდებოდა დაცვის წევრებს ან მისაღებში იჯდა და მონატრებას იქარვებდა.დედას დას,მამიდას და მამიდაშვილს თავს ევლებოდა. თან თვალს აპარებდა ვინ შევიდოდა მამამისის კაბინეტში.. და აი რამდენიმე დღის შემდეგ მამამ სასაუბროდ დაიბარა.მაშინვე მიხვდა გეგმამ იმოქმედა.თამამად შეაღო კარი და დაუკითხავად ჩამოუჯდა სავარძელში. -რას ნიშნავს ეს ყველაფერი?-მიხვდა მამამისი ბრაზობდა. -რას გულისხმობ? -ყველაფერს.. -ჩემს გეგმებს?მაინც რომელს?არ უნდოდა თავი გაეცა და დააცადა კაცს ეთქვა სათქმელი.რომ მორჩა მშვიდად უპასუხა. -ყველაფერი იცი,შეგიძლია იმოქმედო და ჩემი გეგმების წინააღმდეგ წახვიდე,მაგრამ ერთი რამ არ დაგავიწყდეს მე შენი შვილი ვარ, შენგან შორს გავიზარდე და არ მიცნობ კარგად.ძალიან მიყვარს სიუპრიზები და ამაში თავად დარწმუნდები მალე,-გაეცინა და კაბინეტიდან გამოვიდა.არ მოუსმენია რას ეუბნებოდა კაცი.სამაგიეროდ კარგად გაიგო მსხვრევის ხმა.მაგრამ მაინც არ შეჩერებულა. -ისევ გააბრაზე?არ გეყო?-გასასვლელ კართან დაეწია ნელი. -მე არაფერ შუაში ვარ.თვითონ ბრაზდება.-უპასუხა აუღელვებლად. -შვილო გთხოოვ.. -ნუ ტირი დედა.ჩემთვის ნუ ტირი.მე არაფერი მომივა.ყველაფერი კარგად იქნება. -ზურაც ამას ამბობდა. -მე ზურა არ ვარ.მე იარაღის ხელში აღება არ მინდა და ყველაფერს გავაკეთებ რომ იმ ოჯახთან ზავს მივაღწიოთ.ახლა უნდა წავიდე. -თავს გაუფრთხილდი შვილო..- პირჯვარი გადასახა ნელიმ ჩუმად და კარი დახურა. გაბრიელი აივანზე გადმოდგა და დაცვის წევრებს გადახედა.აშკარად ვიღაცას ეძებდა.როგორც იქნა დაინახა.მთავარ ჭიშკართან იდგა მისივე ასაკის ორ ახალგაზრდასთან ერთად და რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ.მათკენ წავიდა.რომ მიუახლოვდა დაუძახა. -ეი,შენ..ხო შენ გეძახი,მოდი აქ. -გაკვირვებული დაიძრა ბიჭი მისკენ. თან უკან უყურებდა დანარჩენებს რამე ხომ არ დავაშავეო. -მოდი,მოდი,უკან ნუ იყურები.არ ვიკბინები,-გაეცინა ბიჭს,რომ მიხვდა მისი ქცევის მიზეზს.-დაჯექი.-ანიშნა მანქანაზე და საჭეს მიუჯდა.მერე დაიძრნენ და სახლიდან გავიდნენ. -რა გქვია? -ანდრეა… -ანდრო..-გაეცინა გაბრიელს.-ძალიან კარგი.მიხარია შენი გაცნობა.რას საქმიანობდი აქამდე? -სპეცრაზმში ვიყავი,მაგრამ კონტრაქტი დასრულდა და აღარ გავაგრძელე… -ესეგი მრავალი რამე გინახავს.. -კი,-თავი დაუქნია ბიჭმა,ნელ-ნელა იხსნებოდა.-იმდენი საშინელება მინახავს,განსაკუთრებით ერაყსა და ავღანეთში..-სახე შეეცვალა და ფანჯარაში გაიხედა,რომ გაბრიელს არ შეემჩნია. -წარსულს არ გაგახსნებ,რაც მითხარი ისიც საკმარისია.მხოლოდ ერთ რამეს გკითხავ რატომ არ მიხვედი მამაჩემთან და რატომ არ უთხარი ის რაც მე გითხარი? -უნდა მეთქვა?-გაკვირვებულმა შეხედა ბიჭმა. -არ ვიცი,ეგ შენ მითხარი.. -შენ მე მენდე,რაღაც მითხარი,რაც ვიფიქრე რომ პირადული იყო და არავისთვის არ უნდა მეთქვა.კარგად ვხვდები რა უნდა ვთქვა ხმამაღლა და რა არა -კი მაგრამ ის რომ შენი უფროსია?-მის გამოცდას განაგრძობდა გაბრიელი. -თქვენც ჩემი უფროსი ხართ.თანაც არ არის საჭირო კაცმა ყველაფერზე ილაპარაკოს… -ესეგი მქონდეს შენი ერთგულების იმედი? -რა თქმა უნდა.მე ცხოვრებაში არავისთვის მიღალატია.ასე არ გავუზრდივარ ჩემს მშობლებს. -მაშინ ახლა რაღაცას გეტყვი და იცოდე ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს.თუ ვინმეს ეტყვი გავიგებ აუცილებლად და ამისთვის პასუხს მოგთხოვ.იმიტომ რომ ეს მარტო ჩვენ ორს გვეცოდინება. -გისმენთ.. -შენ იქნები ჩემი ერთგული?წახვალ მამაჩემის წინააღმდეგ? -შეიძლება ცუდ რამეს ვაკეთებ, ვღალატობ ადამიანს რომელიც ფულს მიხდის,მაგრამ მეც მაქვს ჩემი პრინციპები,რასაც არასოდეს გადავაბიჯებ.. -ხოდა სწორედ ამიტომ გული მეუბნება რომ უნდა გენდო,გთხოვ იმედები არ გამიცრუო და არ დამაღალატო. დამეხმარე ეს სისხლის ღვრა შევაჩერო.-გაბრიელმა მანქანა გააჩერა და ხელი გაუწოდა.ანდრეამ მაშინვე ჩამოართვა თანხმობის ნიშნად. -რა უნდა გავაკეთო? -მამაჩემის თითოეული ნაბიჯი უნდა ვიცოდე და კიდევ უნდა გამირკვიო მკვლელობის ღამის ჩანაწერები თუ არსებობს.. -ეს ძალიან მარტივია.. -მაშინ დავიწყოთ..-თვალი ჩაუკრა გაბრიელმა და მანქანა დაქოქა.უკან წამოიყვანა ბიჭი.ახლა მარტო აღარ იყო.ახლა მეკავშირე ჰყავდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.