წარსულის ირონია (დასასრული)
მომხდარის გაანალიზება ძალიან რთული აღმოჩნდა... ასე უცებ ოდესღაც საყვარელ ადამიანზე მსგავსი რამ გაიგო დამეთანხმებით როგორი მტკინვეულია... მისაღებში დივანზე გაუნძრევლად ვიჯექი და ერთ წერტილს გაშტერებული უკვე ნახევარი საათი იყო რაც თვალს არ ვაშორებდი. -თაკა -ლიზა მაფხიზლებს, შეშინებული ვუყურებ და მის გამოწვდილ აბს ვსვავ, შემდეგ, კვლავ ჩვეულ პოზას ვუბრუნდები. ცოტახანში მესმის, როგორ მემშვიდობება ვატო დგება და მიდის, ლიზა ოთახში ბრუნდება და ჩემს გვერდით ჯდება -თაკა, ყველაფერი კარგად იქნება, ეს ხომ იცი? - ჩამს პასუხს მომლოდინე თვალებით მიყურებს -გთხოვ თქვი რა რამე -ჩემს ოთახში ავალ -ჩამწყდარი ხმით ამოვილაპარაკე წამლის მოქმდების გამო დასაძინებლად ავედი. ჩაბნელებულ ოთახში საწოლში შევწექი, თუმცა დაძინების ნაცვლად გონებაში მხოლოდ წაკითხული სიტყვები მიტრიალებდა, იმდენად გამოფიტული ვიყავი, რომ ტირილსაც ვერ ვიწყებდი, მაგრამ მცირე ბიძგიც და ალბათ გაუჩერებლად დავიწყებდი ტირილს... შემდეგ ვეღარაფერზე ვფიქრობდი... ჩამეძინა, ისე, რომ არაფერი დამსიზმრებია, მხოლოდ სიცარიელე იყო... დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა, თვალები გავახილე და რამდენიმე წუთი დამჭირდა ყველაფრის გასაანალიზებლად და გაუაზრებლად წამომივიდა ცრემლები, დაგორვებულმა ტკივილმა ცრემლების დაფარა ჩემი სახე, არ მახსოვს რამდენ ხანს ვიყავი ასე, მაგრამ ლიზას ხმამ გამომაფხიზლა, რომელიც მასზე ჩახუტებულს მეფერებოდა...ისევ სიცარიელე მახსოვს. მეორე დღეს, ყველაფერი უკეთ გააზრებული მქონდა და საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, ვერ აღვწერ უბრალოდ, თითქოს ძალიან ბედნიერ სიზმარში იყავი და უცებ ვიღაცამ გამოგაღვიძა და შენს საშინელ ცხოვრებას დაგაბრუნა... არ ვიცოდი ამას თუ გავუძლებდი და დასრულდებოდა ან თუნდაც, შევეჩვეოდი, იმდენად შევეჩვეოდი, რომ ეს ტკივილი სადღაც გულის სიღრმეში დაიმალებოდა და თავს არ შემახსენებდა. ლიზა სამზარეულოში იყო, ამიტომ კარების გახსნა მე მომიწია -როგორ ხარ? საპასუხოდ მხრები ავიჩეჩე და ვატოს წინ ტირილი, რომ არ დამეწყო ისევ მისაღებში დავბრუნდი... დივანზე წამოვწექი და ფანჯარაში ვიყურებოდი, არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე, საერთოდ მეგონა სივრცეში დავიკარგე და დროის შეგრძნებაც დავკარგე. რამდენიმე საათში დამძიმებული სხეული ავწიე და სამზარეულოს სკამზე ჩამოვჯექი, ლიზამ მაგიდაზე თავისი მომზადებული რაღაც საჭმელი დამიდო, მაგრამ მისმა სუნმაც კი იმოქმედა და საპირფარეშოში გავვარდი... -გავსინჯე ჩემი მომზადებული კარტოფილი და ძალიან გემრიელი იყო, ასე, რომ საჭმელს არ მოუწამლიხარ -ვიცი ლიზა დამშვიდდი -ოხ, როგორც იქნა იკადრე და ხმა ამოიღე? -ეხლა არ გინდა ჩხუბი, საუბრის თავი უბრალოდ არ მაქვს -თავს იღუპავ იცი? ალექსანდრეს გამო ცოცხლად იკლავ თავს -არმინდა ამ თემაზა საუბარი? -აჰაა, ანუ არ გინდა? და მე შენმა დაქალმა რა გავაკეთო აღარ ვიცი, რომ როგორმე დაგაბრუნო ამ ქვეყნიერებას და შენ თურმე ამაზე ლაპარაკიც არ გინდა, ზიხარ მთელი დღე და ერთ წერტილს ხარ მიშტერებული, არც ტირი, არც ბღავი არც ლეწავ აქაურობას, უბრალოდ ზიხარ და არაფერს აკეთებ და გინდა ამას მშვიდად შევხვდე? კარგი რადგან ასე წავალ მმე -დივნიდან წამოდგა და გასვლას აპირებდა როცა შევაჩერე -მოიცადე, უბრალოდ გამიგე გთხოვ... იცი, რომ ჩემს ტკივილს ყოველთვის სიჩუმით გამოვხატავ და უბრალოდ ასეთ დროს ლაპარაკის უნარი მეკარგება, გთხოვ ამის გამო არ გამიბრაზდე, უბრალოდ ძალა არ მაქვს, რომ ახლა მასზე გესაუბრო და ჩემი ტკივილი ასე გადმოგცე, მე თვითონაც არ ვიცი რამინდა და მეთვითონაც არ ვიცი ჯერ ბოლომდე რა ხდება... ისე წავიდა და ისე გავიგე ეს ამბავი, რომმ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ასახსნელადაც კი არ მოვიდა -ამოვიტირე და თვალები ძლიერად დავხუჭე რრომ ცრემლები შემეკავებინა, თუმცა ამაოდ -ისე წავიდა, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ფაქტობრივად, გამომიყენა, რამდენიმე კვირა გაერთო და როცა მოვბეზრდი ცოლი მოიყვანა. -ბალიშზე თავი დავდე და ფიქრებში წასული გაუაზრებლად ვლაპარაკობდი -ბოლო დღეს როცა შევხვდი ვიცოდი, რომ რაღაც ხდებოდა ამას მის ქცევებსა და სიტყვებზე ვამჩნევდი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი? რას წარმოვიდგენდი, რომ ასე მატკენდა გულს? არც არასდროს ვყვარებივარ, ჩემი მანიპულირება შეძლო, ვინ იცის იქნებ მისი ეს დღიურებიც საიდნაც გავიგე, რომ თურმე ვუყვარდი იქნებ ეგეც თამაშის ნაწილი იყო და ჩემს გასაცურებლად გააკეთა? -თაკა -ლიზა ჩემს თავთან ჩაიმუხლა -გთხოვ, რაც არ უნდა იყოს, მისი დაცვა ჩემთან არ გაბედო -კი, მაგრამ მას მართლა... -გაჩუმდი გთხოვ, მსგავსი სისულელეების მოსმენა არ მინდა შენგან მითუმეტეს, რაც დავიჯერე ისიც საკმარისია... დასაძინებლად არა, მაგრამ უფრო დასაწოლად ავედით ჩემს ოთახში, თაკა დერეფანში ვატოს ელაპარაკებოდა და ძალაუნებურად მათი საუბრის მოსმენა მიწევდა ‘’-არა, ისევ ისეა, დღეს ცოტა დამელაპარაკა, თითქოს გული მოიოხა, ეგ როგორ არის?... ის გოგო?... კარგი კარგი, ნუ მეჩხუბები, ვიცი რაც და როგორც არის სინამდვილეში, მაგრამ ალექსანდრემ ალბათ, ის შეცდომა დაუშვა,რომ თაკასთან არც კი მოსულა ასახსნელად... ვიცი, მაგრამ მაინც არასწორია ამ შემთვევაში... კარგი, წავედი ახლა... მიყვარხარ’’. -გძინავს? -ოთახში შემოსული ლიზა გვერდით მომიწვა -3 დღეში ჩემები ჩამოდიან და როგორმე უნდა შევძლო და მათთან არაფერი შევიმჩნიო, გთხოვ შენც არ წამოგცდეს მათთან რამე -კარგი, შენ მაგაზე არ ინერვიულო. თაკა დარწმუნებული ხარ, რომ მეტი არაფრის ცოდნა გაინტერესებს? -მეტი საცოდნელი არაფერი არაა, ყველაფერი დასრულდა, ახლა ისღა დამრჩენია ამ მდგომარეობიდან გამოვიდე რაც ძალიან რთულია... ახლა კი უბრალოდ ჩუმად ყოფნა მინდა, რადგან ძალა აღარ მაქვს საუბრის, შეგიძლია დაიძინო... -გჯეროდეს, რომ ყველაფერი მოგვარდება და სიმართლე გაირკვევა, მენდე, როცა ამას გაიგებ შენ თავად გაბრაზდები შენს თავზე... -მეეჭვება -ამოვილაპარაკე და ძილს მივეცი... 3 დღე ისე გავიდა, რომ დროის გასვლის ვერაფერი ვერ ვიგრძენი, ამ დღეებს ძირითადად, ჩემს ოთახში ვატარებდი. ალექსანდრე? მისი სახელის გახსენებაც კი გულს მიჩქარებდა. მიკვირდა, მაგრამ რომ გეკითხათ რას ვგრძნობდი მის მიმართ ვერ გეტყოდით, რომ მეზიზღებოდა, რატომ? არ ვიცი, თუმცა მის მიმართ ვერც სიყვარულს ვგრძნობდი.. ტელეფონის ხმამ ფიქრებიდან გამომიყვანა ‘’-გისმენთ -ჩამწყდარი ხმით ვუპასუხე -ალო?’ ‘’-თაკა -ნაცნობი ხმის გაგონებისას პულსის აჩქარებას მაჯაზე და ყელზე მკვეთრად ვგრძნობდი’’ ‘’-გისმენ’’ ‘’-გთხოვ, არ გათიშო და უბრალოდ უფლება მომეცი, რაღაც გითხრა?’’ ‘’-უსიტყვოდ წასვლის შემდეგ, ახლა ითხოვ, რომ მოგისმინო?’’ ‘’-უბრალოდ გთხოვ, გთხოვ, რომ რამდენიმე დღეც დამელოდო და სიმართლე გაირკვევა, გაიგებ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და ...’’ ‘’-ალექსანდრე არ მაინტერესებს. შენ მიმატოვე, წახვედი და ახლა განაგრძე ცხოვრება და ძალიან გთხოვ აღარ დამეკონტაქტო’’ ტელეფონი გავუთიშე, ჩემი სიმშვიდის გამიკვირდა, ასევე მშვიდად დავაბრუნე ტელეფონი და კვლავ ფიქრებში გულაჩქარებულმა განგარძე მოგზაურობა. -დედაა, მამააა დაბრუნდიიით -მათი დაბრუნებით გახარებულმა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ნამდვილად გამიხარდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა ყალბი თაკა ვიქნებოდი და მეტი არაფერი. თუმცა მათი მშვიდობით დაბრუნება მართლა გამიხარდა -სახლი თავის ადგილზეა და დალაგებულიც კი, თაკა ხომ კარგად ხარ? -დედაა, რა გეგონა, რომ სახლს გადავწვავდი? -თვალებზე რა გჭირს? -მეკითხება მამა და თან მიხუტებს -რამჭირს? -ჩაწითლებული, ჩაშავებული გაქვს, ხომ კარგად ხარ? -კი მაა, უბრალოდ გამოცდებისთვის მთელ ღამეს ვათევ უკვე მერამდენე დღეა და მაგის გამო, მნიშვნელოვანი არაფერიაა -ვიცრუე , რადგა ერთ გამოცდაზე არ გავსულვარ, აბა მშობლებს სინამდვილეს ხომ ვერ ვეტყოდი? -აბა როგორ გაერთეთ? -ძალიან ლამაზია თაკა, აი საოცარი ქალაქია -მიხარია დედა ასე ძალიან, რომ მოგეწონა -ხოო და საჩუქრებიც ჩამოგიტანეე -ვაიმეე რამაგარიააა, მადლობა დიდიიი -ორივეს ვაკოცე და ცოტახანში მარტო დავტოვე, დასვენებისათვის. მე კი ჩემს ოთახში დავბრუნდი, საჩუქარი მაგიდაზე დავდე და ისევ დავწექი. ლიზა დილით წავიდა, სავარაუდოდ გამოცდა ჰქონდა... ჩემების დაბრუნების გამო მათთან ხშირად მიწევდა ღიმილიანი სახით ყოფნა და მომენტებში ალექსანდრეც მავიწყდებოდა, თუმცა ღამე, როცა თითქმის ყოველ ღამეს ვათენებდი, მაშინ, უბრალოდ თავიდან ვერ ვიგდებდი. მიუხედავად ყველაფრისა, ყოველ ღამეს სხვადასხვა დასკვნას ვაკეთებდი და ვიძინებდი... რამდენიმე დღეში თაკა სახლში დამადგა და კიდევ თავისი სიმძიმის ჩანთა მოიყოლა -რახდება? -ასეც ვიცოდი, ვიცოდი, რომ არ გემახსოვრებოდა დღევანდელი დღე -გაბრაზებულმა შემომხედა და ჩანთა ძირს დადო -ვატოს დაბადების დღეა დღეს და იცოდე მოდიხარ -არავითარ შემთხვევაში -გავაპროტესტე -თაკა, წამოხვალ და იცოდე უარიც რომ მითხრა ძალიან გამოგაწყობ და ასევე,ძალით წაგიყვან რესტორანში -ლიზა, ხომ იცი რომ... -მე ყველაფერი ვიცი, მაგრამ ვატო ჩემი შეყვარებულია, ალექსანდრე მისი უახლოესი ძმაკაცი შენ კი ჩემი დაქალი, როგორ გგონია სულ, რომ ერთმანეთს არ დაეკონტაქტოთ შეხვედრა მაინც არ მოგიწევთ? -თუ არ წამოვალ არ მომიწევს -უჩვეოლოდ კარგ ხასიათზე ხარ შენ, მაგრამ მომისმინე, მინდა, რომ იქ იყო ჩემს გვერდით და გთხოვ მარტო არ გამიშვა -ვატოსთან ერთად იქნები,მარტო რატომ უნდა იყო? -ბიჭი სხვა პონტია, დაქალი უნდა მყავდეს გვერდით უარის თქმა რომ კარგად არ მეხერხება ეს ყველასათვის ნაცნობი თემა და სწორედ ამავე მიზეზით საღამოს სარკიდან შესანიშნავ მაკიაჟში, ვერცხილფერ კაბაში და შავ ქუსლიანი ფეხსაცმელებში ჩემი თავი მიყურებდა... -როგორ მეზარება იცი? -ვატოს ძალიან ეწყინება და არანაკლებ მეც.. გეყოფა გლოვა და თუ შეიძლება დაუბრუნდი ცხოვრებას. -ტაქსიდან გადავიდა და რესტორნის წინ ვატოს შეეგება, რომელსაც საჩუქარი გადასცა და კიდევ ერთხელ მოულოცა -გოგონა, ყველაფერი რიგზეა? -მძღოლმა დაბნეული სახით მკითხა -კიკიი, უკაცრავად -მანქანიდან გადავედი -თაკა, როგორ გამიხარდა შენი მოსვლა ნეტავ იცოდე -მადლობა ვატო და ეს შენ მცირედი საჩუქარი ჩემგან -ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ საჭირო არ იყო, ხომ იცი -გამიღიმა და რესტორანში შეგვიძღვა. შესვლისთანავე შეძლებისდაგვარად გარემო მოვათვალიერე და ალექსანდრე ვერსად დავინახე და თითქოს აქამდე დაძაბული ახლა მოვდუნდი. -ხომ ხედავ არ არის -მაგიდასთან დაჯდომისთანავე ლიზამ მიჩურჩულა -ნიკა როგორ ხარ? -გავუღიმე და შორიდან მივესალმე -როგორც იქნა გამოხვედი სახლიდან -მეორე მხარეს ნინი მომიჯდა და ახლა ამ ორს შორის ჯდომა მთელი საღამო უნდა გამეძლო -გთხოვთ, ახლა არავითარი საყვედურები და მსგავსი რაღაცეებიი... უნდა დავლიო -მოულოდნელად ვთქვი და ლიზას და ნინის ჭიქები შევუვსე ღვინო ნელ-ნელა მთლიან ორგანიზმს ედებოდა და სასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა, ისე ლაღად და კარგად ვგრძნობდი თავს, შორიდან, რომ დაგენახეთ ალბათ, მსგავს გადატანილ სიტუაციას ვერასოდეს წარმოიდგენდით ჩემზე... -უკაცრავად, შეიძლება ვიცეკვოთ? -მხარზე უცხო პიროვნების ხელი ვიგრძენი, ახლა მოვუსმინე მუსიკას, რომელიც სასიამოვნო, წყნარ ჰანგებს აჟღერებდა -კი შეიძლება -გამოწვდილ ხელზე ჩემი ხელი ჩავჭიდე და მასთან ერთად საცეკვაო მოედანზე გავედი -ცეკვა კარგად არ ვიცი -სიცილით ვუთხარი -არაუშავს, პროფესიონალი მეც არ ვარ.. რა გქვიათ? -უი, სულ დამავიწყდა ჩემი სახელი თქმა, თაკა მქვია -სასიამოვნო, მე დიმიტრი -ჩემთვისაც სასიამოვნოა -მგონი საკმაოდ ნასვამი ხართ? -მერე რამე მოხდა? -არა რა უნდა მოხდეს? უბრალოდ აღვნიშნე -მშვენიერია -თაკა შეყვარებული გყავთ? -ოოხ, შვეყვარებული? -ალექსანდრეს გახსენებისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა -შეყვარებული?... -უკაცრავად,შეიძლება ამ გოგონას ვეცეკვო? -ნაცნობმა ხმამ მეჯვენა მხარეს მიმახედა -ხომ ხედავთ, რომ მე ვეცეკვები მას? -ვხედავ, მაგრამ გთხოვთ, რომ ახლა მე ვეცეკვო -არა, მე ვცეკვავ მასთან -ალექსანდრე? -ჩურჩულით ამოვილაპარაკე და აქამდე მასზე მიშტერებულმა თვალი მოვაცილე და სიტუაციის გაანალიზება ვცადე -რატომ ჯიუტობთ? იცით არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, მაგრამ... -კარგი, ალექსანდრე შენთან ვიცეკვებ? -სიტუაციის განმუხტვა ვცადე, თორემ ალექსანდრეს დაჭიმული კისერი ცუდ რაღაცას მიმანიშნებდა -აჰჰ, -დიმიტრის ჩაცინება მომესმა -შენც ყველასავით ისეთი ბო*ი ხარ, რომ როცა მეორე უკეთეს ხედავ მისკენ მირბიხარ? ამ სიტყყვების თქმა და დიმიტრის დაბლა გაწოლა ერთი იყო -სიტყვები შეარჩიე ვის როგორ ელაპარაკები, ნაბი*ვარო -ალექსანდრეე-ვატომ გაშლილი ხელი შეუკავა და თითქოს აზრზე მოიყვანა -ბოდიშს გიხდით, გთხოვთ ჩვეულებრივ გააგრძელოთ გართობა -ვატომ იქ მდგარ ხალხს მიმართა -რას აკეთებ? -ვატო არ იცი რამოხდა და გაჩერდი რა -ვიცი, რაც მოხდა და გთხოვ თავი შეიკავო -თავით იქვე მდგარ ჩემს თავზე ანიშნა და ალექსანდრემაც გამომხედა -თაკა -მომიახლოვდა -შეიძლება შენთან ვიცეკვო? მხრები ავიჩეჩე და მთვრალი ვერც კი ვიაზრებდი რას ვაკეთებდი. ხელები ჩემს წელზე ვიგრძენი მე კი თავით მის მხარს მივეყდენი და მასთან ერთად ტანი მუსიკას ავაყოლე, ჩუმად ვიყავით და მის გულისცემას ვუსმენდი. -მომენატრე -სიჩუმე ალექსანდრემ დაარღვია -გთხოვ არ გინდა -თვალები გავუსწორე -არგინდა ასეთი სიტყვების თქმა, უბრალოდ ვცეკვავთ -ოდნავ დავშორდი -ალექსანდრეე -ადრესატისკენ გავიხედე და ქერა, ტუჩებდაბერილი გოგო ჩვენსკენ მოდიოდა -ანასტასიაა -სახელის გაგონებაზე, მივხვდი მის ვინაობას და ისე მოვწყდი ადგილს, თითქოს იქ არც კი ვყოფილვარ -ვწუხვარ, დამშვიდდი და უბრალოდ თავი ხელში აიყვანე -ნინიმ წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა. იმ საღამოს ალექსანდრესთან მხოლოდ თვალებით კნტაქტი მქონდა რამდენჯერმე, თუმცა მის გვერდით მჯდარი ანასტასია ნერვებს მიშლიდა, რომელიც გაუჩერებლად ელაპარაკებოდა... ნინიმ და თაკამ უამრავი დასკვნა გამოიტანეს, თანაც ჩემს გასაგონად.. სახლში გვიან დავბრუნდი და დასაძინებლაად დაწოლილს გაუაზრებლად გამახსენდა ალექსანდრე მასთან გატარებული 5 წუთი, მივხვდი, რომ ძალიან მენატრებოდა, თუმცა ამ მონატრებაზე ძლიერი მის მიერ დატოვებული ტკივილი იყო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. დეპრესიიდან გამოსული ვიყავი, მაგრამ გულის რევა და თავბრუსხვევები არ მიჩერდებოდა, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, იმის შიშით, რომ რაიმე სერიოზული არ ყოფილიყო ლიზასთან ერთად საავადმყოფოში წავედი. -როდის იქნება ანალიზები რა -ამოვიწუწუნე ანალიზების აღებიდან 2 საათის შემდეგ -ქ. თაკა მობრძადით -ცოტახანში კაბინეტიდან საშუალო ასაკის ქალმა დაგვიძახა და მეც კაბინეტში შევედი. სანამ რაიმეს მეტყოდა ალბათ, საუკუნეც კი გავიდა, ნერვიულობისგან თითებს ვიმტრევდი -ქ.თაკა სანერვიულო არაფერია -გულზე მომეშვა -მითუმეტეს, რომ მოსალოცად გვაქვს საქმე -უკაცრავად? -დაბნეულმა შევხედე და მისმა ღიმილმა ცოტა არ იყოს გამაკვირვა -უკვე 1 თვის ორსული ხართ და გილოცავთ -ამ სიტყვების გაგონებისას თავზარდაცემულმა ლიზას შევხედე, რომელიცარანაკლებ დღეში იყო -უკაცრავად, დარწმუნებული ხართ? -სულისმოთქმის შემდეგ, უკვე მეორედ ვკითხ ექიმს, რომელმაც მეორეჯერაც ღიმილით დამიქნია თავი -თაკა, ხომ იცი, რომ უნდა უთხრა? -ფიქრებიდან ნინიმ გამომიყვანა -არა, ეს როგორ უნდა ვუთხრა, მითუმეტეს, ცოლი ჰყავს... -რაც არუნდა იყოს, უყვარხარ გიყვარს და უნდა უთხრა -არა ლიზა, არა, არ ვუყვარვარ და მეც არ მიყვარს, ასე, რომ,,, ეს თემა დახურულია, არავის არაფერს არ ეტყვით, თორემ თქვენთან სამუდამოდ გავწყვეტ ურთიერთობას -გავაფრთხილე ორივე და ოთახი დავტოვე. რამდენიმე კვირა ისე გავიდა, რომ ამ თემას არ შევხებივართ, ჩემში ჩემი ნაწილი ცხოვრობდა, რომლის შესახებაც სულ რაღაც სამმა ადამიანმა ვიცოდით. ეს პატარა არსება უზომო სიხარულს მანიჭებდა, თუმცა გარდა ამისა, მეშინოდა, მეშინოდა, იმის თუ საერთოდ რა უნდა მეთქვა ჩემი მშობლებისთვის, ან როგორ უნდა ამეხსნა ეს სიტუაცია... მუცელი ჯერ არც კი მეტყობოდა, მაგრამ სანამ გვიანი იქნებოდა უნდა მეთქვა დედაჩემისთვის. -დედა -მისაღებში შევედი -რასშვები? -უნდა გავიდე თაკა ეხლა მალე -სადმიდიხარ? დღეს ხომ არ მუშაობ? -ვიცი საყვარელო, მაგრამ სასწრაფო საქმეა და გამომიძახეს -აა კარგი -საღამოს შევხვდებით -კარგად -‘’ჯანდაბა’’ გავიფიქრე, ვიცოდი, რომ ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ ძალიან გამიჭირდებოდა ძალების მოკრება. -დედა რახდება? -კარების ხმის გაგონებისას ვიფიქრე, რომ მაკას რამე დარჩა და დაბრუნდა,თუმცა შევცდი , როცა ალექსანდრე დავინახე -აქ რას აკეთებ? -ვიცოდი, რომ სხვვანაირად შენთან შეხვედრის საშუალებას არ მომცემდი, ამიტომ ასე მომიწია სახლში შემოსვლა -აქ რას აკეთებ? -კითხვა უფრო ხმამაღლა გავუმეორე -დამშიდდი გთხოვ, რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო -შენთან არაფერზე საუბარი არ მინდა -თაკა -არ მომიახლოვდე -დამშვიდდი, რა გჭირს? -არმინდა შენთან ლაპარაკი, წადი კარგი? რაც არ უნდა მითხრა შენსას არ დავიჯერებ -ანასტასია რეალურად ჩემი ცოლი არ არის -ალექსანდრე.. -გაჩუმდიი და მომისმინეე -მისმა ყვირილმა შემაშინა -მხოლოდ ერთხელ შევხვდი და ჩვენ შორის მხოლოდ სე*სი იყო, მხოლოდ ერთხელ, შენამდე რამდენიმე თვით ადრე. მცირე ბიზნესის მფლობელია მამამისი, რომელიც ჩემთვის უმნიშვნელო პარტნიორია. რამდენიმე კვირის წინ მოვიდა და გამომიცხადა, რომ ჩემგან ბავშვს ელოდებოდა, ის ინფორმაცია ინტერნეტში როგორ გავრცელდა წარმოდგენა არ მქონდა, თუმცა, როგორც ახლახანს აღმოვაჩინე, ამ ქალს გაივრცელებია ჟურნალისტებისთვის და მათაც, მაშინვე დაბეჭდეს... დეენემის ტესტი გავიკეთე და პასუხი შეგიძლია აქ ნახო -ამის ცოდნა არმჭირდება -წაიკითხე და დაგჭირდება დამიჯერე ფურცლის ბოლოში ყველაზე მთავარი რაც იყო ის წავიკითხე, მამობა 99,9%ით არ დასტურდება. -ანასტასიამ არც კი იცის, რომ მე სიმართლე ვიცი, მინდოდა ყველაფერი გამერკვია და შემდეგ, შესაბამისად მემოქმედა შენს მიმართ, თუცა, როგორც გითხარი ინტერნეტში სრული სიცრუე გავრცელდა -რატომ უნდა დაგიჯერო? -ჩამწყდარი ხმით ვკითხე ცოტახნნის შემდეგ -იმიტომ, რომ მიყვარხარ და მსგავსს ტკივილს მე შენ არასოდეს მოგაყენებ... და არც იმ პატარას ვაწყენინებ, რომელიც ჯერ ძალიან ციცქნაა, თუმცა უკვე საკუთარ თავზე მეტადაც, რომ მიყვარს -მის სიტყვებზე ნერწყვი გადამცდა და გაშეშებული ალექსანდრეს თვალებს ვუყურებდი მხოლოდ. -ალექსანდრე -არ აპირებდი თქმას, ვიცი, მაგრამ ბავშვის ამბავი, რომელიც ჩვენი შვილია როგორ დამიმალე? -პირველად ვხედავდი ალექსანდრეს ასე გაცეცხლებულს -შენ ცოლი გყავს -სამ სიტყვას თავი ძლივს მოვუყარე და რომ არ წავქცეულიყავი დივნის სახელურს დავეყრდენი -ამას არ აქვს მნიშვნელობა -რას ქვია არ აქვს მნიშვნელობა? სულ ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ ისე წახვედი ერთი სიტყვაც არ გითქვამს და ამის შემდეგ, მოდიხარ და პრეტენზიას გამოთქვამ იმის შესახებ, რომ ბავშვის არსებობა დაგიმალე? -თაკა -მხრებში მწვდა და იძულებული გამხადა მასთან ახლოს მყოფს თვალებში მეყურებინა -ის ჩვენი შვილია, ჩვენი სიყვარულის ნაყოფია. ვიცი საშინლად მოვიქეცი,მაგრამ სიმართლე უკვე გაიგე და შეგიძლია დამშვიდდე. ახლა, მხოლოდ ის უნდა იცოდე, რომ ამის მერე გვერდიდან აღარ მოგშორდები -ცოტა რთულია იცი დაჯერება? -რთულია თუ არა ასე მოგიწევს და გირჩევნია შეეჩვიო -ასეთ კატეგორიულ ალექსანდრეს პირველად შევეჯახე -ვერაფერს ვერ მაიძულებ -უკვე გაიძულე, როცა შეგიყვარდი. -ვერ გიტან -ვუთხარი და საძინებელში ავედი ვერ ვიტანდი კი არა, სიგიჟემდე მიყვარდა, ყველაფრის მიუხედავად საშინლად მიყვარდა, მაგრამ ამას რა თქმა უნდა არ ვაღიარებდი. იმ ტკივილმა გადაფარა თითქოს სიყვარული. -თაკა -საწოლზე წამოწოლილს თავზე ალექსანდრე დამადგა -მაპატიე, რომ განერვიულეთ -ალექსანდრე -ემოციებისგან დაღლილმა მისი სახელი ამოვილაპარაკე და შევხედე. უპასუხოდ დამტოვა, სამაგიეროდ მისი რბილი ტუჩები ჩემს ბაგეზე ვიგრძენი და წამით ყველაფერი დამავიწყა, ერთი ნაწილი მასთან დარჩენას მთხოვდა, მეორე კი ამ სიამოვნებისგან მოწყვეტას მთხოვდა, საბოლოოდ, უჰაერობამ შეგვაწუხა ორივე და ერთმანეთის ტუჩებს მოვწყდით. მინაბულმა მის ღიმილიან სახეს შევხედე -კიდევ შემეწინააღმდეგები,რომ არ გიყვარვარ? -კმაყოფილი სახით შემომხედა -ორ დღეში ერთად გადავალთ საცხოვრებლად და მზად იყავი დედიკო -თბილად გამიღიმა და სახლი დატოვა საღამომდე დაბნეული აქეთ-იქით დავდიოდი და რას ვაკეთებდი არ ვიცოდი. სანამ ჩემი მშობლები სახლში დაბრუნდებოდნენ ხან თითი დავიწვი, ხან თეფში გამიტყდა, ხან თაროზე დადებული რამდენიმე ნივთი თავზე დამეცა, მოკლედ როგორღაც გადავრჩი და საღამოს ჩემების მოსვლას დაველოდე. მეორე დღეს ალექსანდრეს ზარმა გამაღვიძა -დილამშვიდობისა -მისმა ხალისიანმა ხმამ უარესად მომიშალა ნერვები -დილამშვიდობისა -ვიცი გაგღვიძე, მაგრამ ბავშვისთვის სასრგებლო სუფთა ჰაერია, ამიტომ ქალაქგარეთ მივდივართ საღამომდე და თუ კეთილს ინებებ და შენს სამზარეულოში ჩამოხვალ კარგი იქნება, თორემ შენი მშობლების გარდა, რომლებიც უკვე ვინახულე მთელი სანათესაოს გაცნობა მომიწევს -მოიცადე, აქ ხარ? -არ მისმენდი? მალე ჩამოდი ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი კიბეზე, რომ ჩავედი -ვფიქრობ, მთელი დღე სახლში ხომ არ დავრჩეთ? -მკითხა ალექსანდრემ და მის მზერას რომ შევხედე მივხვდი ამ მოკლე პიჟამოების გამოცვლა კარგი იდეა იქნებოდა -საჭირო არაა -ვითომ არაფერი ისე ვუთხარი და ჭიქიდან წყალი მოვსვი -ქალაქგარეთ რატომ მივდივართ? -სუფთა ჰაერის გამო -სახლშიც კარგად ვარ -ბავშვისთვის ამ გამონაბოლქვის ყლაპვა საჭირო არაა -ხო, მაგრამ მეზარება -რა გეზარება? მანქანაში ერთი საათით ჯდომა? -ღიმილით შემომხედა მკლავზე დამქაჩა, მის კალთაში, რომ აღმოვჩნდი მერე გავაანალიზე მომხდარი და სასწრაფოდ წამოვდექი -შენ ცოლი გყავს და ისევ გაბრაზებული ვარ -ბავშვივით გამომივიდა და საძინებელს შევაფარე თავი თუ არა, მაშინვე ტანსაცმლის გამოცვლა და ოთახის დალაგება დავიწყე, მომხდარზე, რომ არ მეფიქრა და გული არ აფართხალებულიყო. -იმედია გასამზადებლად ამოხვედი, თორემ იცოდე ძალით ჩაგაცმევ -კარზე ალექსანდრემ მოაკაკუნა, კარი გავაღე და მომზადებულმა გვერდი ავუარე -მომწონს როცა ასეთი დამჯერი ხარ -მხოლოდ ბავშვის გამო -თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და მანქანაში ჩავჯექი -გამზადებული საჭმელი კი მომაქვს, მაგრამ ჯობია დავამატოთ, თორემ ვშიშობ არ გვეყოფა -ამდენი ვინ უნდა ჭამოს? -მაღაზიის სექციებში დავდიოდით, ალექსანდრე კი ვერ მორჩა პროდუქტების კალათში ჩალაგებას -დამიჯერე სასწაულად მოგვშივდება -ლოყაზე მაკოცა და კიდევ ერთი მზა საკვები კალათში ჩადო. -სად მივდივართ მეტყვი? -წყნეთში ავდივართ, ჩემს სახლში და რამდენიმე დღე დავრჩებით -აბა საღამოს დავბრუნდებითო? -ეგ მხოლოდ წამოსვლაზე დასათანხმებლად გითხარი... ნუ ღელავ შენი ტანსაცმელი საბარგულშია და შენებმაც იციან ჩემთან ერთად რომ ხარ -ალექსანდრე რა უთხარი? -ის, რომ მიყვარხარ მოულოდნელობისგან ბუტერბროდის ლუკმა გადამცდა და რომ არა ალექსანდრე ალბათ დავიხრჩობოდი -მოვედით -თქვა ცოტახნის სიჩუმის შემდეგ და მანქანა ორ სართულიან სახლთან გააჩერა სახლში შევედი უკან კი ჩანთებით და პროდუქტებით დატვირთული ალექსანდრე შემოვიდა, ახლა მივხვდი ამდენი რამ რატომ იყიდა. სამზარეულოში შესულს უკან მივყევი და პროდუქტების ამოლაგება დავიწყე -საჭირო არაა, ყველაფერს ნათელა მიხედავს -ნათელა? -ხო ამ სახლს უვლის -იყოს, მე მივხედავ -ვთქვი და კარებში საშუალო ხნის მოპუტკუნებული ქალი შემოვიდა -ალექსანდრე შვილო -თბილად ჩაეხუტა და მოიკითხა -გაიცანი ეს ჩემი საცოლეა, თაკა -ორი წყვილი თვალის დაჟინებულმა მზერამ მიმახვედრა, რომ ჩემზე იყო ლაპარაკი და დაბნეულმა ავხედე -რალამაზი გოგოა -ნათელამ ალექსანდრეს და მე გაგვიღიმა -დიდი მადლობა -ღიმილით ვუპასუხე -შვილო, მაგ ყველაფერს მე მივხედავ -პროდუქტებზე მიმანიშნა, რომელსაც თაროებზე ვალაგებდი -საჭირო არ არის -წადი მიდი, დაისვენე, ალექსანდრე ზემოთ არის საძინებელში -საძინებელში? -უი, სულ დამავიწყდა პირველად, რომხარ წამოდი დაგათვალიერებინებ და თან საძინებელსაც გაჩვენებ -ქოთქოთით გამიძღვა წინ სახლის ინტერიერს და გემოვნებით მოწყობილს მხოლოდ ახლა დავაკვირდი და ძალიან მშვიდი და კომფორტული მომეჩვენა, რა თქმა უნდა ალექსანდრეს გემოვნებით ახლაც აღტაცებული დავრჩი -ალექსანდრემ დამირეკა და მიტხრა, რომ თქვენთვის საძინებელი მომეზადებინა -მის სიტყვებზე ჩავფიქრდი -აი ისიც -ხელით კარისკენ მიმანიშნა -ნუ ხარ ასეთი მორიდებული, ალექსანდრეს ბავშვობიდან ვიცნობ და გთხოვ ჩემი ნუ მოგერიდება -დიდი მადლობა -უკან წასულ ქალს გზაში სიტყვები დავაწიე ოთახის კარი შევაღე, თუმცა იქ არავინ დამხვდა, ჩემი ჩემოდანი ვიცანი და ახლა უფრო თამამად შევედი. საძინებელი მუქ ლურჯსა და შავ ფერებში იყო მოწყობილი, რომელიც ძალიან მშვიდ და კომფორტულ გარემოს ქმნიდა. დაბნეული ვიყავი, ნათელას სიტყვებმა უარესად ამრია, კარადასთან მდგომმა ვერც კი შევნიშნე ნახევრად შიშველი ალექსანდრე წინ, რომ მედგა -კარგად ხარ? -მისმა შემყურემ ნერწყვი ძლივს გადავაგორე და ზურგი ვაქციე -ერთ ოთახში უნდა დავიძინოთ? -პირდაპირ ვკითხე და პასუხს სულმოუთმენლად დაველოდე -კი რამე პრობლემა გაქვს? -რა თქმა უნდა მაქვს -და რა პრობლემაა? -ალექსანდრე მომიახლოვდა და ხელები წელზე ვიგრძენი თაკა რაგჭირს? ჩემს თავს შევუძახე და ალექსანდრესგან განთავისუფლება ვცადე -სხვა ოთახში დავიძინებ -ნუ ღელავ არ შეგჭამ -მისი ჩაცინება მომესმა და უკან მივბრუნდი -შენი ცოლი სად არის? -გაბრაზებულმა ირონიულად შევხედე -ცოლი არ მყავს ჯერჯერობით -საწოლზე გადაწვა და ღიმილით გამომხედა -ორი დღის წინ გყავდა -ვიღაც ანასტასიაზე გახსენებისას მწარედ ჩამეღიმა და კარადასთან მდგომმა ტანსაცმელის ამოლაგება დავიწყე -ეჭვიანობ? -შენ წარმოიდგინე და არა. ცოტა გულდასაწყვეტია შეყვარებული რომ გყავს და უცებ ვიღაც უცხო გოგო ცოლად რომ მოგყავს -ბოლოს გავტყდი და ცრემლების დასამალად ზურგი ვაქციე და ოთახი დავტოვე. სამზარეულოში ჩავედი სადაც ნათელას უკვე ყველაფერი დაელაგებინა და გემრიელი სურნელი ტრიალებდა -რა გემრიელია ყველაფერი -მაგიდასთან მჯდომმა ნათელას გავხედე და ჭამა განვაგრძე -გემრიელად მიირთვი შვილო -ნათელას თბილი დამოკიდებულება საოცრად მოქმედებდა ჩემზე, ხომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებთან შეხვედრის შემდეგ ძალიან დადებითად განწყობილები ვხდებით, ასეთი იყო ეს პუტკუნა ქალიც. საბოლოოდ, 5 დღე დავრჩით მე და ალექსანდრე წყნეთში და ამ დროის განმავლობაში ცალ-ცალკე გვეძინა და იშვიათად თუ ვსაუბრობდით. გზაში ხმა არ ამოგვიღია სიიჩუმე მხოლოდ სახლთან მისვლის დროს დარღვია ალექსანდრემ -ჩვენს შვილზე ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიღებ, ისევე მივიღებ მის აღზრდაში მონაწილეობას, როგორც შენ. რაც შეეხება პირადად მე და შენ უნდა იცოდე, რომ შენზეა დამოკიდებული. შენ სიმართლე იცი და ახლა მხოლოდ შენ უნდა გადაწყვიტო ყველაფერი -მანქანიდან გადმოსვლისას მითხრა და წავიდა. ... რამდენიმე კვირის განმავლობაში ალექსანდრე მხოლოდ რამდენჯერმე ვნახე მაშინ, როცა მომაკითხა და ორსულობის მიმდინარეობის შესახებ მკითხა რაღაცეები. ლიზა ხშირად ჩემთან იყო და მისგან ვიგებდი რაღაც-რაღაცეებს. -იცოდე ძალიან შეცვლილია, ცოტას გეუხეშება, მაგრამ პირველ რიგში ის გახსოვდეს, რომ უყვარხარ და ძლივსღა ძლებს, ისევე როგორც შენ.. -კართან მდგომს მითხრა და კიბეებზე დაეშვა -თაკა? -კარს მიღმა მდგომ აბურდულ, ოდნავ მოშვებულ წვერსა და ნასვამ მდგომარეობაშიმყოფ ალექსანდრეს მივესალმე -აქ რას აკეთებ? -არ შემომიშვებ? -კი რა თქმა უნდა, მოდი მისაღებში შევედი და მაგიდაზე დადებულ რამდენიმე სასმლის ბოთლს მოვკარი თვალი -კარგად ხარ? -მე კი, შენ როგორხარ? -წინ დამიჯდა და აციმციმებული თვალებით შემომხედა -იცი რა? ხვალ ექიმთან მივდივარ და თუ გინდა წამოდი -მხრები ავიჩეჩე ვითომც არაფერი და თვალი ავარიდე -ხომ კარგად ხართ? ექიმთან რატომ მიდიხარ? -უბრალოდ, კონსულტაცია მაქვს დანიშნული -რა თქმა უნდა წამოვალ -მისმა ღიმილმა გული გამითბო -საჭმელი არაფერი არ გაქვს? -ვკითხე და სამზარეულოში შევედი -მითხარი რაგინდა და ახლავე გამოვიძახებ -საჭირო არაა,თავად გავაკეთებ -წინსაფარი მოვირგე -დარწმუნებული ხარ? -მასე ნუ მიყურებ, არ მოგწამლავ მაცივრიდან საჭირო ინგრედიენტები გადმოვიღე -ოღონდ გთხოვ გამოიცვალე ეგ ტანსაცმელი, რომელიც ალბათ ერთი კვირაა რაც გაცვია, ეგ წვერიც გაიპარსე, დაიბანე და თმაც დაივარცხნე -შეწუხებულმა შევხედე -და ის სასმლის ბოთლებიც გადაყარე, რომ მალე გული ამერევა ამ სუნზე -სახე უცნაურად დავმანჭე და ტაფა ცეცხლზე დავდგი. -ეს ალექსანდრე უკეთესია -გავიღიმე და მაგიდას დავეყრდენი -ძალიან მომენატრე -წელზე ხელები მომხვია და მთელი სხეულით მომეხვია. ხელები კისერზე მოვხვიე და ჩემთვის ძვირფასი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე. -წყალი ადუღდა -ალექსანდრეს სხეულს მოვშორდი და ჩაიდანი გადმოვდგი. -არვიცოდი ასე გემრიელად თუ ამზადებდი -კომპლიმენტად მივიღებ … -ყველაფერი რიგზეა, სანერვიულო არაფერია, ბავშვი სრულიად ჯანმრთელია-ექიმმა ღიმილით გადმოგვხედა -სქესის გაგებას როდის შევძლებთ -დაახლოებით 2 თვეში ბ.ალექსანდრე -ექიმმა თქვა, ბევრი ბოსტნეული და ხილიო -ამდენიც არაა საჭირო -სექციებს შორის ალექსანდრეს მივსდევდი -აი ახლა კი საკმარისია -15წუთიანი წუწუნის შემდეგ, როგორც იქნა მივედით სალარომდე. -ალო -თაკა როგორ ხარ? -ლიზა კარგად რას შვები? -გავთხოვდი -რააა? -რამოხდა? -ალექსანდრემ მანქანა გააჩერა -დამშვიდდი, ყველაფერს აგიხსნი -რაუნდა ამიხსნა თაკა, ვის გაყევი? სად ხარ? -ვატოსთან ერთად ვარ და ძალიან მეშინია ალექსანდრესი -მასთან ერთად ვარ -არუთხრა -აბა რავქნა? -არვიციი -კაი არიტირო -თაკა ლიზა არის? სად არის? რამე მოხდა? -ალექსანდრეს ანერვიულებულ სახეს ვეღარ გავუძელი -გადმოგირეკავ -ტელეფონი გავთიშე -ალექსანდრე ახლა რაღაცას გეტყვი ოღონდ არ გადაირიო, ლიზა და ვატო გაიპარნენ -ვუთხარი პაუზის შემდეგ და მის რეაქციას დაველოდე -აი თურმე რატომ არ მპასუხობდა ტელეფონზე -მოიცადე რატომ იღიმები? -ვატოს რომ არ ვიცნობდე და არ ვენდობოდე შენი აზრით ახლა ლიზასთან ერთად იქნებოდა? -არა. ანუ წინასწარ იცოდი? -არა არ ვიცოდი. უბრალოდ მარტივად მივხვდი -კარგი. ლიზას დავურეკე და ყველაფერი ავუხსენი... ... -ყველაფერი მასუქებს რა -ამოიწუწუნა 40მა კილომ ლიზამ -მოდი ეს მოიზომე ნახე რალამაზიაა -მომდევნო საქორწინო კაბზე მივუთითე და გასახდელში გავუშვი -ვატო მეცოდება უკვე -ნინიმ თქვა თუ არა ლიზას საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა -ამას ვყიდულობთ -გაბრწყინებული თვალებით ამოილაპარა ლიზამ და სარკეში კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავისი თავი. ... დილიდან საქორწინო სამზადისი დაიწყო. ვარცხნილობა, მაკიაჟი, კაბა, ფეხსაცმელი, აქსესუარები. მეც კი დავიღალე... -წავალ მოვემზადები მაინც დაქალიც ს ქორწილში მივდივარ ცოტას გამოვიპრანჭები -ფრთხილად მაგ ნამიოკებით ენა არ მოგტყდეს -გაბრაზებულმა პატარძალმა დამაწია სიტყვები და ფეხსაცმელი მოირგო. მუქი ლურჯი, ბარხატის გრძელი, ფეხთან ჩახსნილი კაბა და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე, შავი ოდნავ ხვეული თმა გავიშალე და რამდენიმე აქსესუარის მორგების შემდე, კვლავ ლიზასთან დავბრუნდი -შენ არ იცი, რომ პატარძალზე ლამაზი არავინ არუნდა იყოს? -კომპლიმენტად მივიღებ ნინიკო -გავუღიმე და ყელსაბამის გაკეთებაში დავეხმარე. ჯვრის დაწერის შემდეგ რესტორანში წავედით -დღეს ულამაზესი ხარ -მანქანიდან გადასვლისას მითხრა ალექსანდრემ და რესტორანში შემიძღვა. ყველა ერთობოდა, ლიზა და ვატო ულამაზესი წყვილი, საოცრად უხდებოდნენ ერთმანეთს. ალექსანდრე და ნინი იყვნენ მეჯვარეები. -ვიცეკვოთ? -ძლივს დავჯექი თუ არა და დაღლილი ფეხების დასვენებას ვცდილობდი, როცა თავზე ალექსანდრე წამომადგა -კარგი ვიცეკვოთ -ფეხსაცმელში ფეხები ისევ ჩავდგი და სკამიდან წამოვდექი. დარბაზში წყნარი მელოდია იყო, ხელები მის კისერზე მეწყო და ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ღიმილით ვუყურებდი. -თაკა -მუსიკა დამთავრდა, ოდნავ მომშორდა და მეც თითქოს გამოვფხიზლდი -შეგიძლია 2 წუთით აქიყო? -რახდება? -ჩვენი ურთიერთობა ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო, როდესაც გაუაზრებლად, მხოლოდ იმის გამო, რომარ შემყვარებოდი ძალიან ცუდად გექცეოდი, დროის გასვლასთან ერთად შენგან შორს ყოფნაც მომიწია და ვერც კი წარმოიდგენ როგორ მენატრებოდი. შემდეგ, დავბრუნდი და იმაზე მეტად გაზრდილი და გალამაზებული დამხვდი, ვიდრე წარმომედგინა. შემიყვარდი, ერთმანეთი შეგვიყვარდა,მინდა, რომ ამ დღის შემდეგ, ყოველი დილა შენი დანახვით და ღიმილით დაიწყოს, მინდა, რომ შენ იყო ჩემი შვილების დედა და მინდა, რომ მომცე შანსი, იმისა, რომ თავი ყველაზე ბედნიერ ადამიანად გაგრძნობინო. მინდა, რომ ცოლად გამომყვე -ალექსანდრემ ცალმუხლზე დაიჩოქა, ვერ ვგრძნობდი ეს ყოველივე რეალობა თუ იყო, მეგონა სიზმარში ვიყავი, საიდანაც ვერ გამოვდიოდი -თანახმა ვარ ამ სიტყვების შემდეგ, დაიწყო ჩემი ცხოვრება, რომელიც მეგონა, რომ ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყე. შესაძლოა, ბევრი რამის გადატანა მოგიწიოს ცხოვრებაში, თუმცა იმ ყველაზე დიდ ბედნიერებას, რომელსაც ღმერთი გიმზადებს მოთმინებით უნდა დაელოდო. და რაც ყველაზე მთავარია არ უნდა დაკარგო მომავლის რწმენა, რწმენა რომელიც შენს მთელ ცხოვრებას უდიდეს ბედნიერებად აქცევს... ... -ალექსანდრე ძალიან მტკივა, გთხოვ მალე რა ... -გილოცავთ -სამშობიარო ბლოკიდან ექიმი ღიმილით გამოვიდა -ჯანმრთელი ტყუპი ბიჭი და გოგო შეგეძინათ. შეგიძლიათ დედა ინახულოთ... ... და, სწორედ, რომ ესაა, რის გამოც ჩვენი არეული ცხოვრება ღირს. ჩემი აწ უკვე დასრულებული მეორე ისტორია... მადლობა თითოეულ თქვენგანს მოლოდინისთვის, მხარდაჭერისთვის, ემოციებისთვის... კვლავ ველი თქვენს შეფასებებს... და მომავალ ისტორიამდე. პ.ს ვიცი ბევრი ᲨენიᲨვნა გექნებაᲗ ???????? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.