შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელი მოლოდინი (თავი 3)


20-02-2020, 12:55
ავტორი თაკუნა86
ნანახია 1 023

აპრლის თვე იდგა და ამინდებიც საკმაოდ თილი, იმედის და სიცოცხლის მომცემი იყო.ასეთი გაზაფხული საქართველოში კარგა ხანია არ მახსოვს, ზამთრის შემდეგ უცბად ზაფხული და პირიქით. 30 წელს რო გადავაბიჯე, ბავშვობაში გაგონილი ფრაზა, წლები გარბის მეც შევამჩნიე. ისე უცებ გადიოდა კვირები, საათები.
ქეთას დედა სავადმყოფოში რამდენიმე დღით დააწვინეს როგორც უკვე ვთქვი და ერეკლე მხოლოდ იმ დღეს წამოსვლისას ვნახე, არ ვაპირებდი მაგრამ ექიმებთან მიმართებაში მისი დახმარება დაგვჭირდა.(კერძოდ, ვიზიტის დრო არ იყო და როგორც ასე ვთქვათ „ნაცნობი“ გამონაკლისი დააშვებინა). ბაღიდან ბავშვის გამოყვანის დრო ახლოვდეოდა, ამიტომ მინდდა თუ არა, წამოსულა მომიწევდა ქეთისგან.
-ძალიან არ მინდა მარტოდაგტოვოვ, მაგრამ ხომ იცი ჩემი სიტუაცია?!
-კარგი რა ლილე... რეებს მელაპარაკები, წადი ჩემზე არიდარდო, თან თიკოც მოდის.. ან იმან რა უნდა გამიკეთოს... მიხედე საქმეებს
- გოგო მარტო არ იქნები მაინცდამაინც გაკეთება ხომ არააა,
- კარგი ხო კარი მოვიდეს..
- თ რამეა მირეკავ.. ოქეი?! -პირობის მსგავსად სიტყვა ავიღე მისგან
-ოქეი- ჩამეხუტა.
სასწრაფდ გავაჩერე ტაქსი და ბაღისკენ დავიძარი. რაც საავადმყოფოს ტერიტორია დავტოვე, ცხოვრებისეულ ყოფით პრობლემებზე მომეძალა ფიქრი, გამახსენდა რამდენი რამმქონდა გასაკეთებელი, მაგრამ მადლობა მობილური ტელეფონის გამომგონებელს, ძალიან კარგ დამხმარეა ადამიანის პასუხისმგებლიანობაში. არ მიფიქრია ერეკლეზე, უფრო სწორად იმ დღეს ერთხელ გავიფიქრე მასზე, როცა სკოლის მოსწავლეები დავინახე ქუჩაში.
არასოდეს მიმიქცევია მისთვის ყურადღება ბავშვობის პერიოდში. როგორც ვთქვი არც თავად ყოფილა აქტიური ბავშვი და სწორედ ამიტომაც ძალიან მწირი მქონდა მასზე მოგონებები. ვერ ვიხსენებდი მასთან კონტაქტის პერიოდს, ვერ ვიხსენებდი ექსკურსიებზე მის ყოფნას, ვერ ვიხსენებდი კლასელებთან შეკრებებზე მის არამც თუ ყოფნას არამედ საერთოდ მისი ხსენებაც არ ყოფილა. მახსოვს მისი ხუჭუჭა თმა, მახსოვს სადაც იჯდა მახსოვს ცუდად სწავლობდა და დედამისი. სულ ეს იყო.
ბავშვი შინ წავიყვანე და საქმეეების მოგვარებას შევუდექი. პარასკევი დღე იყო, ვინც შაბათ კვირას ისვენებს, კვირის საყვარელი დღე. მე შაბათ დღესაც ვმუშაობდი, ამიტომ მეგობრებთან ერთად საღამოს გართობა და შაბათს გვიანობამდე ძილი, ჩემთვის ძალიან უცხო იყო. არა გამონაკლისები მომხდარა მაგრამ ვაი იმ შაბათს ერთი სული რომ გაქვს დამთავრდეს, თან გამოუძინებელზე როგორ იწელება დრო,,,, მოსაგვარებელლი მქონდა ძიძის ამბავი, ამიტომ სანამ ძალიან გვიანი არ იყო გადავურეკე სოფოს და შევუთანხმდი რომ საგამომდე მას\ტან იქნებოდა ბავშვი.
ტელეფონი გავთიშე და ეკრანზე ტექსტური შეტყობინების ნიშანი დავინახე. „შაბათ-კვირას მე არ ვმუშაობ და თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს, გამოჯამრთელებას შენი მეგობრის დედას.“ -ტექსტი ძალიან კონკრეტული იყო. მოკლედ ვუპასუხე „გმადლობთ“. ქეთის გადავურეკე, ორშაბათამდე დედამისს დატოვებდნენ, მნახველების საათი გავარკვიე და კვირას ვიზიტს დავპირდი. სახლის, ბავშვს და საკუთარ თავს მივხედე და დავწექი.
ყოფილ მეუღლესთან, ცოტა დაძაბული ურთიერთობა გამაჩნდა, ასევე სხვა პრობლემებიც იყო, ასე რომ პირად ცხოვრების დაგაგმვას ან რაიმეს მიზანმიმართულად გადაწყვეტას არ ვფიქრობდი. რო ვინმესთან ურთერთობა ან მინდოდა, ან მჭირდებოდა არა. სპონტანურობა და ბედისწერა ცოტა უფრო საინტერესო და სანდოა ურთიერთობის დასაწყებად, მობეზრებული მქონდა გაცვეთილი ფრაზები ინტერესის მქონე მამაკაცებისგან, არ არსებობდა სიტყვა „საქებარი“ რომელიც უცხო ან გაუგონარი იყო ჩემთის ან გამაოცებდა, ან ვინმეს მიმართ ინტერესს გამიჩენდა. არადა ძალიან ჩვეულებრივი, სადა და უბრალ ვიყავი ყოველთვის და სულ მიკვირდა რა იიდავდათ ჩემში. რათქმა უნდა რამდენი ადამიანიც იყო იმდენი დამოკიდებულებაც იყო. ვიღაცა სიყვარულს გიხსნის, ვიგაცა :გერავს“, ვიგაცა ვერ გარკვეულა, ვიგაცა სერიოზულად ფიქრობსდაა.შ. მაგრამ შეურაწყოფები არც ერთ კატეგრიას ჩემთვის არ მოუყენებია. მაფასებდნენ პატივს მცემდნენ და არ ვაძლევდი საბაბს უხამსობისას. ისე მართალია რომ ამბობენ, ადამიანს რის საშვვალებასაც მიცემ იმას გაკკადრებს და გაგიკეთებს. არ არსებობდა ტიპაჟ, რომელიც სურვილს და ინტერესს გამიჩენდა ურთიერთბის, თორემ ფლირტი კიდევ შეიძლებოდა გასართობად და თავისუფალ დროს. მთლიანად გადართული ვიყავი საქმეში, ბავშვის მიხედვაში და მეგობრებში. და თუ კი რაიმე უნდა მომხდარიყო ჩემ სცხოვრებაშ ჩემი , გარეშეც მოხდებოდა. თომა ძიძასთან დავტოვე და 11 საათიდან შევუდექიჩემს საქმიანობას. მიყვარდა და დღემდე მიყვარს ჩემი საქმე. რეპეტიტორი ვიყავი. საქმე რომელსაც აკეთებ როდესაც გსიამოვნებს და თან ამაში ანაზგაურებას გიხდიან ორმაგი სიამოვნებაა. შაბათი დღე ჩვეულებრივად გავატარე.კვირა დღის გეგმები ტელეფნით გავარკვიეთ მეგობრებმა, ქეთისაც ველაპარაკე მშვიდობა იყო. საღამოს ბავშვს მივაკითხე და თან დედაჩემთან წავედით.
-რიგირ ხარ?!.. მოკლედ მომიყევი..
-ჩვეულებრივად დედა როგორც ადრე,შენ?
-არამიშავს ვმუსშაობ და ვარ.. ყავა გინდა?!
-კი დავლევ -ბავშვი ოთახში თამაშობდა. დედაჩემი იშვიათად იტოვებდა თომას, მაგრამ მონახულებით ხშირად ვსტუმრობდით და გვსტუმრობდა.
-არ ურიგდები? - ზურგით იდგა გაზქურასთან
- ხუმრობ? - არ გამკვირვებია მისი თემა, რადგან ის პიქრობდა რომ და თვლიდა რომ მეუღლეს უნდა შევრიგებოდი, არგუმენტი კი ბევრი ჰქონდა თავისი გადმოსახედიდან, ხოლო მე ჩემი მხრიდან. თვლიდა რომ ბავშვის გამო, მე კი ვთვლიდი იძულებით და ვითომ ოჯახს სულ არ იყოს ჯობია. ჩემი ყოფილი მეუღლე,ძალიან კარგი მეოჯახე, მამა და ადამიანი იყო, უბრალოდ რაღაცეებში ავცდით ერთმანეთს, აზრები გაგვეყო და ცხოვრების სტილმა საერთოდ დაგვაშორა ერთმანეთს. სკანდალები არ გვქონია და დავშორდით. მაგრამ რაღაა პერიოდის გასვლის შემდეგ დაგვეძაბა სიტუაცია და თითქმიას არ ვკონტაქტობდით.
-უბრალოდ ბევრ რამეზე უნდა იფიქრო,წინ გაიხედო, არცისეთი მონსტრი არ არის რომ მასთან ცხოვრება ვერ შეძლო.
- გასაგებია შენ რასაც ამბობ მაგრამ ხომ არის ჩემთვისაც რარაც ფაქტორები რის გამოც ვერ ვიცხოვრებ?
-და აქამდე თუ ცხოვრობდი?- რომ ვთქვა დედაჩემი ძველი ყაიდს ქალი იყო არანაირად, პირიიქით ძალიან თანამედროვე და 21 საუკუნეს მორგებული ქალი იყო, მაგრამ ცჰვენი შეხედულებები ძალიან განსხვავდებოდა.საერთოც ბევრი გვქონდა, მაგრამ ბედნიერების მცნება ორივესთვის საერთოდ სხვადასხვა იყო. თუ კისთვის ბედნიერება იყო სახლში სადილი, გადასახადების გადახდა, რეჟიმი და მისი დაცვა, ჩემთვის არა. და რა არის ჩემი ბედნერება?! ერთი რაც დავასკვენი ბედნიერებას მომენტები ქმნიან და კონკრეტული რაღაც ან ვიღაც იყოს ჩემთვის ბედნიერება არა.
-ხოდა აქამდე რაც ვიცხოვრე, ვიცხოვრე, მეტს ვეღარ დავაძალებ თავს. არც მძულს, პირიქით დიდ პატივს ვცემ და არც იმ დადებითს ვუკარგავ რაც აქვს, მაგრამ ვერ ვხსნი იმ ფაქტს რომ არ შემილია.
-არ მესმის რა...
-მოსაწყენია... ერთფეროვანია..
-აბა რა გინდა გააკეთოს?? შენ ცხოვრება როგორც ურთიერთობის დასაწყისშია ისეთი ხომ არ გგონია სულ?
- არა არ მგონია, მაგრამ ცხოვრება გადის და არ შეიძლება ცხოვრების ეტაპებს ერთნაირად ატარებდე და არც ცხოვრების დასასრული რახან შვილი მყავს.
- მაგას ვინ ამბობს, მაგრამ როცა შვილი გყავს შენი თავი აღარ არის მთავარი და პირველი
- და მე თუ კარგად არ ვიქენი ჩემი შვილი კარგად იქნება უბედური დედით? რა ვქნა თუ კი ჩემთვის სხვა არის ცხოვრება?- არ ვჩხუბობდით ხოლმე მაგრამ ხშირად ვკამათობდით.
-უნდა მოითმინო შვილის გამო..
-ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ მე შვილს მამას არ ვართმევ და მამა ჩემთან იქნება თუ არა ამით არ წყდება მათ ურთიერთობა, და არც სურვილი მაქვს და არც ვაპირებ მათ ურთიერთობაშ ჩარევას. ,,, მოდი არ გვინდა ამ თემის გაგრძელება...- კონსესუსამდე მაინც ვერ მივიდოდით ის მაინც თავის აზრზე იდგებოდა მე ჩემსაზე. ცხოვრებისეულ ყოფით საკითხებს შევეხეთ და საღამოს სახლში წამოვედით მე და თომა.
არ მეჩქარებოდა არსად შაბათი საღაამო იყო და კვირა თავისუფალი მქონდა. ცოტა ფეხით გავიარეთ თბილისის ხმაურიანი ქუჩები, თომაც ხალისით მომყვებოდა, თან ვიფიქრე ცოტას დავღლიდი და უკეთ დაიძინებდა. ერთ საათანი სეირნობის შემდეგ გავაჩერე ტაქსი და სახლისკენ გავემართეთ. ჩემს ბიჭს მივხედე მოვაწესრიგე და დავაწვინე. მალევე მიეძინა და ახლა ჩემი ნეტარების დრო იყო. მობილური ავიღე და ქეთას დავურეკე.
- როგორ ხარ ძეტკა?
- კარგად შენ? რა ხდება დედაშენზე?
- არაფერი ლი.. ყველაფერი კარგადაა, ორშაბათს გამოწერენ, ან რისთვის დატოვეს თუ კი კარგად იყო რავიცი- უკმაყოფილოდ წაიბურტყუნა
- რახან დატოვეს ალბათ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და ალბათ მასე მოიქცნენ, ნეტა რას წუწუნებ კაი რა...
- ვაიმე არა გოგო მე არა ... ნონაა გაგიჟებული წამიყვანეთ სახშიო...ეტყობა იქ სიგარეტს რომ ვერ ეწევა...- აუტყდა სიცილი და მეც კარგად გამეცინა-ნის კი არ იცის რომ თავს დაანებებს
- ხოო მაგას კარგს იზამს..არა, ისე ჩვენ არ ვეწევით თითქოს რა- და ისევ სიცილი
- ხოდა ჩვენ ვუქაჩავთ ჯანმრთელობით და ნონა ვერა, მაგის ასაკის რომ ვიქნები აღარც მოვწევ
- აბა ეხლა რას ეწევი?? - გაკვირვებულმა ვკითხე
- შენ რატო ეწევი?- დამიბრუნა კითხვა და ორივე გავჩუმდით, რამდენიმე წამში ისეც სიცილი.
- კაი წავედი ქეთ.. ხვალ შეგეხმიანები და წამოვალ ნონას სანახავად
- კაი... ხო მართლა..- ლამის გავთიშე, შორიდან გავიგე ქეთის ხმა
- ხო რაიყო
- არ შეგხმიანებია ის შენი „თანაკლასელი“? - გაწელილი ტონით ახსენა
- არა.. აუ კი გუშუნ მომწერა შაბათ კვირას არ ვარო და თ რამე დაგჭირდესო...
- მოიცა ეგრე მოგწერა?- მივხვდი არ მოეწონა სიმშრალე სმსის
- მთლად ესე არა მაგრამ შინაარსი ესაა რო არ იქნება ი ვსო
- ანუ ხვალ არ იქნება.. და შენ რა მიწერე? ვაიმე ქეთი რა უნდა მიმეწერა?! ან მაქვს მაგის ნერვი? რაიყო მოგეწონა?
- ვაიმე კაი რა,,, უბრალოდ ისე იყურებოდა აშკარად „ევასე“ და ისე შენც კარგად „იტყლარჭებოდი“
- კარგვიარ გვინდა ეხლა, უბრალოდ უხერხულად ვიყავი ფიზიონომიის გამოდა ვსო... წავედი.
- ტელეფონი იქვე სავარზელზე დავდე და აბაზანაში გავედი დყში ჩავრთე და გამოვბრუნდი ბავშვს დავხედე. სმს ის ხმა გავიგონე. ერეკლე იყო..არადა მთელი შაბათი ისე გავიდა არ მიფიქრიამასზე.
- „საღამო მშვიდობის, იმედი მაქვს ცუდ დროს არ გაწუხებ. უბრალოდ მაინტერესებდა როგორ ხარ და ჩვენი შეხვედრის „მიზეზიც“ მაინტერესებს როგორ არის :)))“ რა თქმა უნდა ბოლო წინადადება მოვალეობითი მეგონა მაგრამ რატომ მწერდა ამაზე დავიწყე ფიქრი. არ მიპასუხია და საბანაოდ შევედი. „ ცნობისმოყვარეობა? ინტერესი? რამე უნდა? ალბათ შაბათი საღამოა და „უპონტოდ“ ზის იფიქრა გავერთობიო?! აბა საქმე არ აქვს ა არ ყავს ვინმე ვისაც შეიძლება მიწეროს? რაში მაინტერესებს ყავს თ არა? და გასართობად რა კლოუნი ვარ? იქნებ უბრალოდ ადამიანური ფაქტორია რომ მომიკითხა? ძველი ნაცნობობა ?!“ აბაზანიდან ნახევრად სველი გამოვედი, ცნობისმოყვარეობა ძალიან ძლიერი გრძნობაა და შეიძლება თავმოყვარეობა დაგაკარგვინოს. დიდხანს ვიფიქრე როგორ ან რა უნდამიმეწერა ისეთი რომ არც რამე შემშლოდა და თან გამერკვია რა უნდა.
„გმადლობ არამიშავს. თავად როგორ ხარ? ჩვენი შეხვედრის მიზეზიც კარგად არის გმადლობთ“- სმაილის სიმბოლოც მივამატე და გავაგზავნე. ვნახოთ რა იქნება პასუხი და მას შემდეგ ვიმოქმედებ იმპრვიზაციით და სპონტანურად. საღამურების ჩაცმა მოვასწარი და ერეკლე რეკავს.
- კიდევ საღამო მშვიდობის, გცალია?
- კი, გამარჯობა
- კარგად რომ ხარ უკვე გასაგებია.. სად ხარ?- კითხვა იმდენად მოულოდნელი იყო შინაარს ვერ მივხვდი
- სახლში...- გაკვირვებული პასუხი
- ეს ისე ინსტიქტურად... ანუ ჩვენი შეხვედრის მიზეზიც კარგად არის
- კი ბატონო... შენ ასე ინტერესდები ყველა თქვენს სავადმყოფიში პაციენტით ?- ვატყობდი მიუხედავად ვერ დანახვისა „ვეტყლარჭებოდი“ როგორც ქეთი იტყოდა ამ შემთხვევაშ
- არა ყველათ არა..
- აბა ეს რა შემთხვევაა??- ვცდილობდი ისე გამერკვია რაიმე იქნებ ვერ მიმხვდარიყო
- ასე ვთქვათ ძველი ნაცნობობის შემთხვევაა
- - ხოოო... თუ მიზეზია?- არ მოვერიდე და პირდაპირი გავხდი
- ლილე... მეფლირტავები თუ მეჩვენება?!- პასუხი, და მივხვდი მისი ფსიქოლოგა განსხვავდებოდა სხვებისგან. თ კი აქამდე მეგონა რომ ნებისმიერი ფსიქოლოგიის პროტოტიპის კაცთან მქონია შეხება,ხისტი პირდაპირი და მიხვედრილი იყო ეს.
- შეიძლება, არ ვიცი - არ უარვყავი და არც დავეთანხმე.
- ხოო- გაიკვირვა თ მოეწონა ვერ მივხვდი
- კარგი გვეყოფა ხუმრობა..-უკან დავიხიე- შენ როგორ ხარ? ამ შაბათ დღეს ესე თუ ატარებ არ მეგონა..
- ყოფნით კარგად ვარ მაგრამ როგორ უნდა გავატარო რომ არ გაგიკვირდეს?
- რავიცი, ახალგაზრდა თავისუფალი კაცი ხარ..- ენაზე ვიკბინე მივხვდი ზედმეტებშიგადავდიოდი და მისი ინტერესი აშკარა ხდებოდა ჩემთისაც და მისთვისაც.
- ხოოო, ... ისე რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი მაგრამ ბავშვობის იერი შემოგრჩა- თემა თავად შეცვალა და ძალიან მოხარული ვიყავი რომ კიდევ უფრო უხერხულობაში არ ჩავიგდებდი თავს
- ხო და იმიტომ მიცანი ეგრევე - ვიხუმრე
- არა გიცანი უბრალოდ დარწმუნებული არ ვიყავი ..
- ერეკლე უნდა დაგემშვიდობო- გადავწყვიტე გამეთიშა. ვიდრე ფიზიონომიის აღწერაზე ან რაიმე ჩემზე დაიწყებდა კითხვებს ან ლაპარაკს, გამახსენდა რა საშინლად გამოვიყურებოდი იმ დღეს და
- კარგი,,, ღამე მშვიდობისა
დავწექი ლეპტპს დავწვდი ვიფიქრე შევიჭყიტავ ჩემს ფეისბუქ გვერდზე. რამდენიმე წერილი დამხვდა მნიშვნელოვანი არაფერი და დამეზარა პასუხის გაცემა, ასევე აღმოვაჩინე რომ ერეკლეს რამდენიმე ჩემი ფოტო ჰქონია მოწონებულიდა გამეხარდა რო ადამიანური ჩემი სახე ნანახი ჰქონდა დამხოლოდ იმ დღის შთაბეჭდილებებით არ იქნებოდა ჩემზე. მეც ვესტუმრე მის გვერდს. დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა სოციალურ ქსელში თუკი მოწონებებს და კომენტარებს გადავხედავდით.თავად თითონ კი მართლაც საკმაოდ სიმპათიური გახდა. აშკარად ვარჯიშის კვალიც ეტყობა და მკაცრი ხასიათი მის ფოტოებს. ჩვეულებრივი აღნაგობის, საშვალო ტანის, საშვალოზე მაღალი, ყველა ფოტოში რატომგაც საუნტერესო მკაცრი სერიოზულო და რაღაცნაირად იდუმალი „ვიდი“ ქონდა.ნეტა როგორია ურთიერთობაში დამაინტერესა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent