შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ლანდი


25-02-2020, 15:58
ავტორი Someone wandering
ნანახია 1 486

კოკისპირულად წვიმს,თითქოს ცა ჩამოქცევას ლამობსო. ირგვლივ ყველაფერი ერთფეროვანია,ზამთრის სუსხი ძვალ-რბილში ატანს,ხალხი სახლის თბილი კერისკენ მიიჩქარის,რადგან სწორედ ის წარმოადგენს მათ ნავსაყუდელს.
ადამიანები განვსხვავდებით მიზნების,ოცნებების,სურვილებისა და პრინციპების არსებობით,იქნებ სწორედ ეს გვხდის განსაკუთრებულს და სხვებისგან გამორჩეულს?! ამ კითხვაზე პასუხს დრო გვიჩვენებს,სწორედ ის მატიანე,რომელიც უამრავ ცვლილებას იტევს ამ ქვეყნად,წარსულის შავა ლაქა კი ყველას თან დაჰყვება.
‘’ადამიანი ცხოველია,რომელიც ყველაფერს ეჩვევა’’-ადამიანი ამ დამპალ ცხოვრებაში ყველაფერს ეგუება,რადგან გადარჩეს,იარსებოს,სული აცოცხლოს და უბრალოდ ისუნთქოს.
ყველაზე მტკივნეული გრძნობა იმედგაცრუებაა,რომელიც ადამიანს გულს უღრღნის,შინაგანად ფიტავს და სულს უსახიჩრებს. წარწყმენდილია თავად ის ადამიანი,ვინც მონატრებას შეუპყრია,საბრალოა მისი სახე,გამომეტყველება და თვალები,რომელშიც დარდი ამოიკითხება ხოლმე. თვალები გაგცემს მკითხველო...სწორედ ეგ უძირო თვალები,რომელიც სამყაროს ფერებით აღქმაში გეხმარება. ვფიქრობ,რომ სამყაროს ფერებით შვილმკვდარი მშობელი და სიყვარულისგან გულმოკლუოლი ადამიანი ვერ აღიქვამს,სხვა დანარჩენი კი ცხოვრებას განაგრძობს,თითქოს არაფერი მომხდარა.
სიყვარულო შენ რა გითხარი,გონებას რომ არ დაეკითხები და ისე შემოიჭრები ჩვენს გონებაში,დაუკითხავად,შეფარულად და მდუმარედ.
მიუხედავად ტკივილისა,ადამიანმა ფეხზე მყარად დადგომა უნდა ისწავლოს,ყოველი დაცემა უნდა გახდეს მიზეზი მისი გაძლიერებისა. უნდა მოინდომო მკითხველო,რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო,რადგან საკუთარი თავის ბატონ-ბატრონი თავად ხარ,ჯერ შენს თავს უნდა ეკუთვნოდე,რომ საკუთარი ბედი სხვას დაუკავშირო.
******
ფანჯრის რაფაზე შემომჯდარიყო და ფინჯანი ყავით ხელში მოპირისპირე კორპუსის ერთ ფანჯარას აკვირდებოდა.
-რამდენი მოგონება მაკავშირებს შენთან ლაშა-თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა-გიღირდა ამ ყველაფრად? ნუთუ,გიღირდა?!-ფანჯრის მინას მუჭი ძლიერად დაარტყა-არ გაპატიებ ჩემს ამ მდგომარეობაში ყოფნას ლაშა ფანგანო! არასოდეს გაპატიებ,თვითკმაყოფილო ნაძირალავ-ვერ გაუძლო,გატყდა,მისი ტირილი ოთახის კედლებს მოედო.
-ლანა,სად ხარ?-კარი მაიკომ შემოაღო და ლანა ამ მდგომარეობაში რომ დაინახა სახე შეეცვალა-ჰეი,ლან, რა გჭირს?
-შენი აზრით?-ლაშას ბინისკენ გაიხედა
-გაუთლელი და ხეპრე ლაშას გამო ხარ ასე,არა?!
-ზოგჯერ ასეც ხდება მაი,ხომ იცი,საკუთარ თავთან მარტო რომ ვრჩები და საქმე არ მაქვს ჩემს გონებას სრსვილივით ედება ეს წყეული ფიქრები.
-თავს უნდა მოერიო ლანა,ლაშა შენ აღარ გეკუთვნის! დაივიწყე,მორჩა. დასრულდა გაიგე? 11 წელი გავიდა,11 წელია შენთან არ არის,სხვისი კაცია,სხვას ეკუთვნის. ცხოვრება გააგრძელე და თავს ნუ იტანჯავ!
-სათქმელად ადვილია-გაეღიმა-ამ დამპალ გულს რა ვუბრძანო? გული უძრავია,არ ესმის ამ წყეულ გულს,არა!
-იცი,დეპრესიულ ქალს გავხარ და არა წარმატებულ ადვოკატს,რომელიც ყველაფერს ანგრევს.
-ზოგჯერ ლოდსაც უჩნდება ბზარი,რომელსაც მხოლოდ ის გრძნობს,სხვა ვერ ხედავს. შენიღბვა ჩემი თავდაცვაა.
-შენიღბვა გტანჯავს ლანა,ნუთუ ვერ ხვდები?-სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა
-მასე,რატომ მიყურებ?-თვალები დააწვრილა მიაკომ,როდესაც ლანამ ღიმილით გახედა
-ლაშას ხეპრე რატო შეარქვი არასდროს გითქვამს.
-ღმერთო,არ ხარ შენ ნორმალური-ხმით გაეცინა მაიკოს.-ლაშა გაუთლელი ხეპრეა,რომელმაც ვერ დაგაფასა,რომელსაც შენი ფასი ვერ გაიგო,ხეპრეა,რომელმაც წინასწარ ვერაფერი გათვალა...
-მაგრამ ახლაც ძალიან გიყვარს,შენც.
-მე ის ლაშა მიყვარს,რომელსაც შენ უყვარდი!
-რა იცი,რომ აღარ ვუყვავარ?
-11 წლის განმავლობაში ასეთი მზერა არასდროს გქონია.
-ასეთი,როგორი მაიკო?
-იმედით აღსავსე.
-ხო? შენი აზრით იმედი მაქვს? ცოლშვილიან კაცთან მე არაფერი მესაქმება,კარგად მიცნობ.
-როგორ შეგიძლია ამდენად გიყვარდეს ის ადამიანი,რომელიც ამდენად შორს არის შენგან?
-ეს სიყვარულია მაიკო,სიყვარული. შენც გეწვევა და ნახავ როგორი გრძნობაა..
-ჯანდაბას ჩემი თავი,შენთვის რასთან ასოცირდება სიყვარული,ლან?
-ნეტარებასთან და ტკივილთან-სევდიანი მზერით გახედა დაქალს-მე იმ ტკბილი მოგონებებით ვცოცხლობ,რაც ლაშასთან მაკავშირებს და იმდენად მანიჭებს სიამოვნებას,რამდენადაც ტკივილს.
-ჩემი ძლიერი გოგო ხარ შენ-ძლიერად ჩაიკრა გულში ლანა.
-ლაშასთან მინდა. უბრალოდ მინდა ჩავეხუტო,მეტი არაფერი. ეგოისტი ვარ,ვიცი...ვიცი,მაგრამ აღარ შემიძლია.
*****
11 წლის წინ
---------------
-ლაშა-ქვემოდან ახედა ბიჭს,რომელსაც კალთაში გოგოს თავი მოეთავსებინა და თმაზე ეთამაშეოდა-არ მინდა ჩვენ ორი ოდესმე დავსრულდეთ.
-ასეთი აზრები საიდან მოგაქვს ლან?-ლოყაზე მიეფერა გოგოს
-ადამიანს თავში უამრავი აზრი უტრიალებს.
-შემომხედე-ლანას სახე ხელებში მოიცია და თვალებში ჩახედა-ჩვენ არასდროს დავსრულდებით და იცი რატომ? ამას ჩვენ არ დავუშვებთ! ასეთი აზრები როდესაც შეგაწუხებს,მე მომმართე,გავუმკლავდებით-გაეღიმა და გოგოს სხეული გულში ძლიერად ჩაიკრა,ტუჩები ლოყაზე მიაკრო-აი,ეს თვალები მიყვარს მე,რომელიც მხოლოდ მე მიცქერს-აი,ეს ლოყებიც მიყვარს,რომელიც სირცხვილისგან აწითლებულა-ჩაეცინა და ლოყები დაუკოცნა-აი,ეს ტუჩებიც ძალიან მიყვარს-ახლა ბაგეზე დაეწაფა. ნაზად და დიდი სიყვარულით კოცნიდა მისთვის უძვირფასეს ადამიანს,სასიამოვნო იმპულსები ორივეს სხეულში გავრცელდა,აღმაფრენა იყო ეს წუთები მათთვის.
ხელები წელზე.
თვალი თვალის წილ.
ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანის სხეული ერთმანეთის წილ.
-არასდროს მოგცემ იმის უფლებას,რომ სხვა შეიყვარო!-კატეგორიულად განაცხადა ლაშამ და ლანას თმაზე მიეფერა.
-მე არასდროს შევიყავრებ სხვას,რადგან ჩემი გული შენ გეკუთვნის გენაცვალე-გადაიკისკისა გოგომ და ახლა თავად დაეწაფა ბიჭის ტუჩებს.-შენ ჩემი ხარ!
-ოჰოო,კაყეგორიული გოგონები მიყვარს-წარბები აათამაშა ბიჭმა და სახეზე ღიმილმა გადაჰკრა
-არა გეთაყვა-ბიჭის სახე ხელებში მოიქცია და დაჟინებით ჩააჩერდა-შენ მარტო მე გიყვარვარ !
-ღმერთო,ვგიჟდები ამ გოგოზე-ხმამაღლა იყვირა ლაშამ.
-მე ამ ბიჭზე ვარ შეყვარებული-არც ლანა ჩამორჩა.
ასეთი დამოკიდებულება ჰონდათ ერთმანეთის მიმართ.სილაღითა და სიყვარულით აღსავსე ორი სხეული ერთმანეთთან სულიერად იყო დაკავშირებული,ერთმანეთის გულის მესაიდუმლეები და კარგი მეგობები იყვნენ.
სხვა რა არის სიყვარული,თუ არა ერთგულება, იმედი, მოტივაცია, აღმაფრენა და ბედნიერება? როგორც ჩანს მათ შორის ტკივილსაც დაუდევს ბინა,განა როგორ შეუძლია ბოროტს კეთილის გვერდით დაიდოს ბინა? როგორ აქვს ამბიცია,რომ დაამარცხებს იმ ღირებულს,რასაც სიყვარულის სახელით ვიცნობთ?
''მოვა დრო,ის ნანატრი დრო,რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ელიან,ნუთუ ამ ქვეყნად მათი ერთად შეყრა მართლაც შეუძლებელია?''
-ჩემი ნაწილი ხარ ლანა.
-ერთმანეთის ნაწილი ვართ ლაშა.
მხოლოდ ერთად,როგორც ერთი მთლიანობა.
ეჰ, რა მწარეა განშორების მტკივნეული წლები, რა ამაოა გარდასულ დღეთა მოგონება,რა უძლურია ადამიანი ცვლილებების წინაშე...ბედს ვემდურები მკითხველო,მხოლოდ მას.
******
-ნინი,დღეს ნატას წვეულებაზე მიდიხარ?
-მიდიხარ,თუ მივდივართ ლაშა?
-გთხოვ,მე ნუ დამაძალებ,დაღლილი ვარ. მირჩევნია ჩემს ლანასთან ერთად გავატარო დრო-დაღლილი მზერა მიანათა ცოლს
-ბავშვს ნუ იყენებ,თქვი რო იმ ქალის ნახვა არ გსურს-ამრეზით გახედა ქმარს-ამდენი წელია შენი ცოლი ვარ და მისი ლანდი მაინც ვერ გავაქრე შენს ცხოვრებაში-ცრემლი მოადგა
-აი,ახლა ატ*რაკებ და გიხარია -საწოლიდან წამოდგა ლაშა და ნინის მიუახლოვდა-დაღლილი ვარ მეთქი არ გესმის?
-ლანაც იქ იქნება,ისიც იქ იქნება და მაგიტომ არ მოდიხარ!
-შემომხედე. შემომხედე მეთქი!-ხმა გაიმკაცრა ლაშამ,ნინის სახე მისკენ შეატრიალებინა
-ვგავარ იმ პიროვნებას,რომელიც ცოლს უღალატებს? ვგავარ იმ არაკაცს,რომელიც სხვასთან გაიქცევა რაც არ უნდა უნდოდეს?!
-რაც არ უნდა უნდოდეს? შენ...-სახე ხელებში ჩარგო-შენ არასდროს გყვარებივარ,ხო?
-ამის დედაც ვა*ტირე -სახეზე ხელები შემოიდო და კარადას მუჭი მიარტყა-მაგ კითხვას როგორ მისვამ ნინი? რა თქმა უნდა მიყვარხარ,მიყვარხარ როგორ ადამიანი,როგორც არაჩვეულებრივი დედა,პატივს გცემ,რადგან ამას ნამდვილად იმსახურებ.
-როგორც ქალი? როგორც სასურველი და საყვარელი ქალი არ გიყვარვარ,ლაშა.
-მე შენთვის არასდროს დამიმალავს ჩემი გრძნობები ნინი.
-მართალი ხარ,არასდროს გითქვამს რომ გიყვარვარ-მზერა აარიდა ბიჭს.
-ნინი...გთხოვ.
-რას მთხოვ, რას? სექსისა და რაღაც მოვალეობების გარდა რა გვაკავშირებს?
-აი, მაგ კითხვის გამო მინდა რომ აქვე მოგკლა,ლანა გვაკავშირებს,ლანა! ის,ვინც სამყაროს მირჩევნია.
-რა ეგოისტი ხარ,სახელიც მისი დაარქვი,მაგრამ მე დედა ვარ და ჩემი შვილი ყველაზე მეტად მიყვარს,მიუხედავად იმისა,რომ შენი ყოფილი გოგოს სახელი ჰქვია. ეს სახელი შევიყავრე,რადგან ჩემს შვილს ჰქვია! ხოლო შენ ჯერ იმ ქალის სახელი შეიყვარე,მერე ჩვენი შვილის.
-რას ბოდავ საერთოდ,რას ლაპარაკობ აზრზე ხარ? ნამდვილად არ ხარ ნორმალური...არ ხარ ნინი. გთხოვ ამ თემაზე აღარ იფიქრო. ერთს გეტყვი,გაფრთხილებ არასდროს მითხრა რომ ჩემი შვილს რამე მირჩევნია,ის რომ არა აქ,შენს გვერდით არ ვიდგებოდი!
-კარგი-მხრები აიჩეჩა გოგომ,იცოდა რომ ლაშა საუკეთესო მამა იყო და ამ შემთხვევაში ზედმეტი მოუვიდა.
-და კიდევ,არასდროს დაადანაშაულო ლანა,ის არის ჩვენ სამში უდანაშაულო !-ცოლს მიუახლოვდა და ხელები გაშალა-ახლა კი მოდი ჩემთან,მე აქ ვარ,არსად წასვლას ვაპირებ. გულში ჩაიკრა სევდიანი გოგოს სხეული,ეცოდებოდა ნინი,მაგრამ ლანა უფრო ემეტებოდა.
-მააა,გაიღვიძე?-9 წლის გოგო სიხარულით შემოვიდა ოთახში
-ჩემი სიცოცხლე,მაა როგორ ხარ?
-მე დილით ადრე გავიღვიძე,ვჭამე და შენ გელოდებოდი რომ მათემატიკაში რაღაც საკითხები აგეხსნა-გაიკრიჭა
-კარგი,მეც მოვემზადები და მამიკო დაგეხმარება-გაუცინა შვილს და ძლიერად ჩაიკრა გულში-ჩემი ბედნიერება-სახე დაუკოცნა შვილს
-მაა-კალთაში ჩაუჯდა ლაშას და ყურში ჩაჩურჩულა-მიყვარხარ.
ლაშას გულმა თითქოს დარტყმა გამოტოვა,ლანასთან გატარებული თითოეული წამი მისთვის სხვა განზომილება იყო,როდესაც ეუბნებოდა,რომ უყვარდა,ხელმეორედ იბადებოდა.
-მამიკოს ყველასა და ყველაფერს ურჩევნიხარ ლან-შვილის სხეული გულში ჩაიკრა და ნინის ახედა-დედიკო არ ჩაგვეხუტება?
-მიყვარხართ ორივე-ცრემლები მოადგა გოგოს
-დეე,ნუ ტირი,გავბრაზდებით მე და მამა. ხო,მაა?-ქვემოდან ახედა ლაშას
-რა თქმა უნდა,ტირილის დრო არის? საღამოს წვეულებისთვის უნდა მოემზადოს დედიკო და მამიკოსთან ერთად ნატალის უნდა ესტუმროს-თვალი ჩაუკრა ნინის და შვილის ფერებით დაკავდა.
ასეა ეს წუთისოფელი მოწყობილი.
წინასწარ ვერავინ ვერაფერს განსაზღვრავს.
*****
პ.ს. დავბუნდიი? ხო,მგონი ნდავბრუნდი. არ ვიცი შემდეგ თავს როდის რომელ დღეს) ავტვირთავ,მაგრამ რომ არ დამედო არ შემეძლო უბრალოდ. მენატრებიით ჩემო საყვარლებო. ჩემი ისტორიის შთაგონების წყარო ჩემი დაქალი და მისი სიყვარულის ისტორიაა,რომელიც მე უნდა გავაცოცხლო! გელით.



№1  offline წევრი დარინა

მიხარია რომ დაბრუნდიი, ხომ იცი როგორ მიყვარს შენი ისტორიებიი, ჯერ პერსონაჟებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ნინი მეცოდება უკვე როგორც ქალი ძნელია ქმარს რომ არ უყვარხარ და სხვაზე ფიქრობს როცა შენს გვერდითაა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

 


№2 სტუმარი Sick Dreamer ❤

გამარჯობა.
დიდი ხანია არ გამოჩენილხარ.
ნუ მთვარია ახლა დაბრუნდი.

***
ბევრი ხომ არაფერი გამიგია ამ თავიდან მაგრამ.
იშვიათია ასეთი სიყვარული.
ლანას ვგულისხმობ.
თერთმეტი წლის განშორების შედეგად მაინც რომ ასე გიყვარს.
მაგრამ იცი რომ არ გაეკარები.


ნინის შემთხვევაც რაღაც სხვაა.
მასაც უყვარს , თანაც იმდენად რომ შეეგუა შვილისთვის ყოფილის სახელი დაერქვა.

მაინტერესებს მოვლენები რადგან ერთად ვერ ვიხილე მთავარი გმირები , ცოტა მიჭირს პროგნოზი.

ველი შემდეგ თავს ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent