შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აითანი


5-03-2020, 21:22
ავტორი AITANI
ნანახია 597

აითანი

ვინ ვარ მე ?
აითანი. ვიცი ბერვს არაფერს ამბობს.. ასოთა უაზრო კომბინაციაა, რომელსაც ადამიანები თავად ვანიჭებთ აზრს ჩვენი წარსულით,აწმყოთა თუ მომავლით.
ვინ ვარ მე ?
სხვებს რომ ვკითხოთ ათასგვარ პასუხს გაგვცემენ. ყველა თავის წილ კუთხეს მომიძებნის, მათი სუბიექტური ხედვა გავხდები და ჩათვლიან, რომ ძალიან ობიექტურადაც კი მაფასებენ.
და მაინც ვინ ვარ მე?
ყველაფერი საკუთარი თავისთვის ამ კითხვის დასმით დაიწყო.
არვიცი.
და მეც პასუხის, მასზე მეტად კი საკუთარი თავის ძიება დავიწყე.
არსებობს ჩარჩოები, რომელსაც ცხოვრება გვიწესებს.. მას საკუთარ სუბიექტურ ჩარჩოებსაც ვეძახი. არ ვიცი ვინ ვარ, თუმცა ვეცდები გითხრათ როგორი ვარ. სარკეს დავიხმარ, მასში არეკლილი საკუთარი თავის აღწერით ვეცდები ჩემი თავი გიჩვენოთ, მაგრამ ამბობენ ადამიანი საკუთარ თავს ათჯერ უფრო ლამაზად აღიქვამსო. გამოდის არ ის მცოდნია რეალურად როგორი ვარ.
სარკეს იქით მდგომს ხან ვცნობ, ხანაც მეუცხოება. ერთდროულად მძულს და მიყვარს. მომწონს და მაღიზიანებს, მეამაყება და მეცოდება. უამრავი გრძნობის თავშესაფარი ვხდები. იმდენის, რომ მგონია ვერ დავიტევ, მაგრამ მაინც ვახერხებ ჰაერის ხარბად ჩასუნთქვას და ფილტვების ავსებას.
მუქი ყავისფერი, მხარს ოდნავ ჩამოცილებული სიგრძის თმა მაქვს. ხშირი წარბები, რახანია ვიზრდი, რომ გაფუჭებული გამოვასწორო. არ აქვს მნიშვნელობა რას გააფუჭებს, შემდეგ მისი გამოსწორება ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია. ჩვეულზე ოდნავ დიდი თვალები, მუქი ყავისფერია.. ცხვირი პატარა, თუმცა ოდნავი კეხით დასაჩუქრებულია. ტუჩები საშუალო ზომისაა, მოვარდისფრო.
სახეზე აქა-იქ დღემდე მაქვს ბატონებისგან დატოვებული შრამები, თუმცა უმეტესობა არც ისე მარტივად შესამჩნევია. საშუალო სიმაღლისა და წონის ვარ.
შეიძლება ითქვას, რომ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული 20 წლის გოგო ვარ, თუმცა ყველა ჩვენგანი განსხვავებული და განსაკუთრებულია, მთავარია ზედაპირის მიღმა შეგვეძლოს დანახვა და გაგება.
წერა როდის და რატომ დავიწყე არ მახსოვს. ალბათ ერთი კონკრეტული მიზეზი არც აქვს. ვწერ მაშინ, როცა ემოციებს ჩემშვი ვეღარ ვატევ და საცაა სიტყვებად ამოხეთქავს.
ახლა კი ვწერ, იმიტომ რომ საკუთარი თავი ვიპოვნო.
ეს ისტორია არ არის ბედნიერ შეყვარებულ წყვილზე, არც ბედნიერ სამეგობროზე ან დაჩაგრულ გოგოზე, არც სხვა რაიმე კონკრეტულ სარჩულმიკერებულ გოგოზე.
ეს ისტორია ყველა ჩვენგანზეა. ჩვეულებრივ დღეებსა და ისტორიებზე. რომელიც ხანდახან მეტად ლამაზი, ღირებული და განსაკუთრებულია.
ეს ისტორია ჩემზეა. რეალურ ადამიანზე, რეალურ ურთიერთობებზე სადაც არც წინასწარ დანახული ჰეფიენდია და არც რაიმე წინასწარ გაწერილი.
ისტორია თვითმყოფადია. მე კი არ ვქმნი მას, პირიქით ის მქმნის თავად.
"მოგონება ადამიანს შიგნიდან ათბობს და ამავდროულად, ნაწილებად ჰყოფს" - უთქვამს მურაკამის, აბა მე ვინ ვარ მასთან შედარებით ? მაგრამ ვიტყოდი, რომ ჩვენ სწორედ პატარ-პატარა მოგონებებისგან შეკოწიწებული ერთობლიობა ვართ.
სახელისა და გვარის ხსენებისას ადამიანი არა მიკერებული ასოთა იარლიყის, არამედ მასთან დაკავშირებული დადებითი, უარყოფითი , იქნებ სულაც ნეიტრალური მოგონების გამო გახსენდება.
თითოეულ ჩვენგანს ჩვენი მოგონებების არქივი გვაქვს. პატარა განყოფილება ტვინსა და გულში. ახლა წამით დაფიქრდით და მიაგნებთ თქვენს წილ მთავარ მოგონებას.
დავიბადე. კარგით ვაღიარებ , თეორიულად ვიცი, ფიზიკურადაც ვარსებობ, მაგრამ ამ ამბიდან არაფერი მახსოვს, არც ბებიაქალის ბედნიერი სახე ჩემი დანახვისაა ( სხვანაირად არ იქნებოდა, მე ხომ ასეთი საოცარი ვარ) არც მამაჩემის მოწყობილი შამპანიურის წვიმა, გოგოა, გოგოოს ძახილით, საქართველოში ჰო ყველა მამა გოგო შვილზე ოცნებობს.
მოგონებები ბაღის ასაკიდან იწყება,რომელი ერთი ვთქვა: ბიჭები რომ ოთახში ჩავკეტე და ვატირე, ქვაბში დარჩენილ ფაფებს რომ ვიპარავდი თუ ნიკამ დედამისს მანიკურები, რომ მოპარა და მე მაჩუქა, კი , მის მერე ვერავინ შევიყვარე, რთულია პირველი სიყვარულის დავიწყება, მაშინ კი ჩვენი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, ლამის ჩაის სმით დავიხოცეთ თავი.
სკოლაში ბეჯითი გოგო ვიყავი, მასწავლებლების თითით საჩვენებელი. მერე რა რომ შატალოსთვის ბავშვებს მე განვაწყობდი, მთავარია დირექტორი ყველა შეკრებას ასე იწყებდა : “ შენ რაღა დაგემართა, ალბათ ხათრი ვერ გაუტეხე მათ”.
რვა წლისას ძმა შემომეპარა ცხოვრებაში, მაშინ ზუსტად არ ვიცოდი ვინ იყო ან რა უნდოდა, მაგრამ მის დიდ შავ თვალებში ჩემს თავს ვცნობდი. სანამ ლაპარაკს დაიწყებდა ყველაფერი კარგად იყო, მას შემდეგ მხოლოდ მულტფილმების ყურებისას ვთანხმდებით.
უნივერსიტეტშიც კარგი სტუდენტი მქვია, ალბათ შეძლებისდაგვარად ვარ, მთავარი მოგონება პირველი დღეა, დაბნეული ვიყავი, მაგრამ აბა როგორ შევიმჩნევდი, რა თქმა უნდა , თსუს ჰიმნს აჰყევითო რომ გვითხრეს, სააბაზანოს ვოკალს ვერ გაცდენილი პირველი წამოვხტი, აშკარად სახლში უნდა მომესმინა, დღესაც ვერ გამიგია როგორ უნდა ავყოლოდით იმ ჰიმნს.
მთავარი მოგონება შიშებია, სისხლის მეშინოდა , სიბნელის, თაგვების და ყველაზე მეტად , ალერგიულობის გამო ჩუმად მოპარული პომიდვრის ჭამისას , რომ არავის წაესწრო იმის. ყველა წასწრებისას ასე ვიმართლებდი თავს : “დედამ პანადოლი არაო” .
რა თქმა უნდა მეტად ღირებული, ძვირფასი და მნიშვნელოვანი მოგონებებიც მაქვს, მაგრამ ჰო არის რაღაც , რაც მხოლოდ ჩვენია, ჩვენში, ხანდახან ჩვენზე მეტიც. ჩვენ ყველას ჩვენი მძივად აკინძული მოგონებები გვაქვს , მათ გარეშე უბრალო ძაფები ვართ, უბრალო აითანი, მარი, ნიკა და სხვა, ხოლო მათთან ერთად ლამაზი მძივი , პიროვნებები , სიღრმე ვართ.
ბევრი მეგობარი არ მყავს, ხანდახან ისიც მიფიქრია, რომ არავინ მყავს... მაგრამ ასეთი მომენტები იშვიათია, სევდა რომ შემომეკვრება ხოლმე მხოლოდ მაშინ. მერე ვმშვიდდები და ვხვდები, ყველას უამარავი პრობლემა აქვს გარშემო, ხანდახან იმდენად ვიხლართებით მათში, უნებურად საკმარის დროს და ენერგიას ვეღარ ვუთმობთ გარშემო მყოფთ.. ალბათ თქვენც გქონიათ მსგავსი წამები, ნურასდროს დანებდებით პესიმისტურ ფიქრებს.
არ გაგიკვირდეთ, ამ ისტორიაში არაერთხელ მოგმართავთ თქვენ, რადგან თქვენი წილი ადგილი გექნებათ, ერთ-ერთი კრებითი პერსონაჟი იქნებით.
უამრავ ადამიანს შევხვედრილვარ ცხოვრების გზაზე.. ზოგთან გზა გადაიკვეთა, ზოგი მოკლე ბილიკს გაუყვა, ზოგი გველივით ხვეულ გრძელ გზას. ზოგი იქ დარჩა საიდაც ერთმანეთის პირისპირ პირველად აღმოვჩნდით.
დღიურს ბავშვობიდან ვწერ. ასე მგონია, ნაპრალებად ქცეულ სიცარიელეს მივსებს, უტყვად იგებს ყველაზე ბავშვურ გაფიქრებებსაც. არასდროს გამთქვამს და გამკიცხავს.
მეგობრობის დღიური გქონიათ?
მე კი, მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი კალმით ნაწერი იყო, მაინც ძალიან ჭრელად გამოიყურებოდა. მოოდი თქვენთან ერთად შევავსებ მას, ჩემი პასუხების ნაცვლად კი თქვენი ჩასვით.. ცოტახნით მაინც დავბრუნდეთ წარსულში, ბავშვობაში, ყველაზე წმნიდაში, რაც გაგვაჩნია.

1.რა შეგიძლიათ დაწეროთ ზოგადად მეგობრობაზე?
მეეგობრობა ცხოვრების გამოცდაა.. ბევრ ადამიანს მოარგებ ამ სახელს, შენც მოგარგებენ, თუმცა ზოგს დიდი მოუვა, ზოგს პატარა.. მხოლოდ შენს ნამდვილ ნაწილს მოერგება.
2. გთხოვთ, დაწეროთ თქვენი ზედმეტი სახელი…
ამ შემთხვევაში აითანი ჩემი ზედმეტი სახელია, თუმცა შესაძლოა ყველაზე ნამდვილი იყოს, რეალურის სახელის დამცავი ყუთი.
3. რომელი ფილმი და სპორტის რომელი სახეობა მოგწონთ?
სპორტი ძალიან მიყვარს, თითქმის ყველა სახეობა, კარგი მაყურებელი ვარ. განსაკუთრებით არცერთ სახეობაზე ვგიჯდები, არც რომელიმე გუნდისა თუ ადამიანის ქომაგი ვარ. უბრალოდ ვიღებ სიამოვნებას პროცესით.
ფილმებიც მიყვარს.. თავისუფალ დროს ამომივსებენ ხოლმე. გამოვარჩევდი ცივ მთას, ხანძარსა და ფსიქოს.
4. რა მიგაჩნიათ ადამიანის მთავარ ნაკლად (ღირსებად)?
უნაკლო ადამიანი არ მეგულება. ნაკლია ის, რაც ხშირად გამოგვარჩევს და გვალამაზებს. თუმცა მთავარია პრობლემა არ შეუქმნა სხას. მთავარი ნაკლი ადამიანობის დაკარგვაა.. ღირსება კი ადამიანობა.. უბრალოდ ამ სახელს ამოფარება კი არა, მასში მთლიანად გახვევა.
5. როგორი ბიჭები ან გოგონები მოგწონთ?
მომწონს ყველა, ვისი თვალებიც მელაპარაკება. ვისი ღიმილიც გაზაფხულს ჰგავს. ვის სიტყვებშიც ისტორია ჩანს.
6. გიყვართ თუ არა ფიქრი?
და მერე როგორ? ადამიანები ხომ სულ ვფიქრობთ. გაუაზრებლადაც და გააზრებულადაც, მნიშვნელოვანზეც და უმნიშვნელოზეც, ნაცნობებზეც და უცნობებზეც..
7. გყავთ თუ არა შეყვარებული (მისი სახელი და გვარი)?
საკუთარ თავს ვეძებ, ამ ძიებაში არაერთი ადამიანი მიპოვნია, თუმცა ვერცერთმა შეძლო ჩემს ადამიანობაში გავლა და სიცარიელის გარდა სხვა რამის დატოვება..

8. სად გიყვართ სეირნობა და ვისთან ერთად?
ძველ შენობებში მარტოს მიყვარს ხეტიალი.. მათი აღმოჩენა, შეცნობა და მათში ისტორიის დანახვა.. ძალიან ჰგავს ადამიანის ნაოჭები და კედლის ბზარები, ორივე მათგანში ისტორიათა აურზაურია..
9. ახლა ამ წუთას რა გენატრებათ ან ვინ ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად ბაბუა მენატრება. ჩემი პირველი შეჯახება ტკივილთან.. სიკვდილთან.. სენთან, სიმსივნესთან, რომელიც ადამიანის სიცოცხლით იკვებება საკუთარის გადასარჩენად.
10. შეიძლება თუ არა გოგომ ბიჭს პირველმა გაუმხილოს სიყვარული?
ყველაფერი შეიძლება, მთავარია სურვილი და საკუთარი თავის აღმოჩენა ნებისმიერ ქმედებბასა თუ სიტყვაში.
11. ვის გვერდით გირჩევნიათ ყოფნა, როცა ცუდ ხასიათზე ხართ?
არ მიყვარს ამ დროს ცუდი განწყობის სხვისთვის მოხვევა.. მირჩევნია ფურცელსა და კალამთან გავატარო დრო და თუ გარეთ მიწევს გასვლა, ცუდ განწყობას ოთახის კუთხეში მივმალავ ხოლმე...
12. ნახვამდის თუ მშვიდობით?
დროებით...
13. რა გსურთ ყველაზე მეტად ცხოვრებაში?
საკუთარი თავის პოვნა.


და თქვენ რა გსურთ ყველაზე მეტად?
ხანდახან საკუთარ თავს უნდა მოვუსმინოთ.


სალამი მეგობრებო. ეს ჩემი ისტორიის დასაწყისია.. გამომყვებით თუ არა ამ ძიებაში თავად გადაწყვიტეთ.. გამიზიარეთ ის აზრი, რომელმიც პირველად შემოიპარა თქვენს გონებაში ჩემი ნაწერის კითხვისას <3 დროებით...



№1 სტუმარი სტუმარი ქეთო

ალბათ ვინც ამ ისტორიას წაიკითხავს, აუცილებლად საკუთარ თავს ამოიკითხავს. საინტერესო პიროვნება ხარ, რაც პირველივე თავში ჩანს. მოგყვები ბოლომდე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent