შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განი’ცადე საკუთარი თავი


16-02-2018, 17:24
ავტორი NA NO
ნანახია 1 144

ჩვენ გვაქვს რეალობის სუბიექტური განცდა, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს და ვერც შეცვლის. ხანდახან გვსურს, რომ ვეძებოთ ჭეშმარიტება სხვებში, მათ მოვთხოვოთ ყველა გაუცემელ კითხვაზე პასუხი და ამ გზით მოვიპოვოთ სიმშვიდე. თუმცაღა ცოტა თუ უკვირდება იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყოველ სიტყვას, რომელიც გარე პიროვნებიდან არის მომართული ვიგებთ არა ისე როგორადაც მას ჰქონდა ჩაფიქრებული, არამედ ისე როგორი განწყობითაც ვართ განწყობილი ამ ადამიანის და მისი სიტყვების მიმართ. საბოლოოდ კი გვესმის ის, რაც ჩვენ გვინდა რომ გავიგოთ, მიუხედავად ამისა ეს ცნობიერ დონეზე არ მიმდინარეობს. ჩვენ ვერ ვჩერდებით, ცნობისმოყვარეობა და ჩვენი ლტოლვები ყველაფრის მცოდნეობისკენ გვიბიძგებენ. ვხდებით მაქსიმალისტები და არ გვაკმაყოფილებს ის ცოდნა რასაც სხვები გვაწვდიან. ერთი მხრივ ეს კარგია ჩვენი თვალსაწიერის და ურთიერთობების არეალის გასაზრდელად, მეორეს მხრივ კი ვეკირკიტებით წვრილმანებს და საბოლოოდ მაინც იმას ვიღებთ რასაც სხვები გვთავაზობენ. სწორი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ჩვენს მეგობრებს, ახლობლებსა, თუ მეორე ნახევრებს კარგად ვიცნობთ. რეალურად ვიცნობთ მათი სუბპიროვნებების გარკვეულ ნაწილს, ისიც იმიტომ რომ თავად ისინი გვაძლევენ ამის საშუალებას და გვიშვებენ მათ პირად სივრცეში. ხოლო დაადანაშაულო სხვა საკუთარი საზღვრების არსებობაში ერთი დიდი სისულელეა, რადგან ეს ძალიან ჩვეულებრივი, მისაღები და მეტიც, აუცილებელიც კია. ხანდახან საკუთარი თავის გაცნობა გვავიწყდება და ისე ვიწყებთ სხვის ფსიქიკაში ძრომიალს. გიფიქრიათ რეალურად, რა გაინტერესებთ? რატომ გაცვიათ დღეს ეს ფერის სამოსი და არა სხვა? ან რატომ მოგინდათ ჩაგეცვათ იმაზე მოკლე ქვედაბოლო, მაინდამაინც დღეს, ვიდრე გაცვიათ ხოლმე? ან სულაც გულწრფელად თუ დაფიქრებულხართ რა გაბედნიერებთ, ან რა გიხარიათ.... როდესაც გვეკითხებიან თუ როგორ ვართ, ვპასუხობთ (რავი, ისე რა, ,,კარგად,, ,,ცუდად,, ,,არამიშავს“,,ვარ რა“...) ჩემს პირად გამოცდილებაში სამწუხაროდ ყველაზე ნაკლებად ,,კარგად“ პასუხი მიმიღია. თუმცაღა საინტერესოა სინამდვილეში რას ნიშნავს ყოველი ეს პასუხი? რას მიუთითებს იგი, ფსიქიკურ თუ ფიზიოლოგიურ კარგად ყოფნას? გამოხატულია ტენდენცია, რომ ადამიანისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რატომღაც ჰგონიათ რომ ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება უფრო მარტივია და მასზე აქცენტის გაკეთება მნიშვნელოვანი არაა. სინამდვილეში კი ჩვენ არ ვართ მიჩვეული გრძნობებზე საუბარს, რადგან კითხვა როგორ ხარ დამაბნეველია და ფსიქო-ფიზიოლოგიური პასუხიდან ორივეს ერგება. თუმცა უმჯობესი იქნება ერთმანეთს ვკითხოთ ,,თავს როგორ გრძნობ?, ვკითხოთ ბაღიდან დაბრუნებულ შვილს იყო თუ არა იგი დღეს ბაღში ბედნიერი, იმის ნაცვლად თუ რა ჭამა და გაუბრაზდა თუ არა აღმზრდელი. მეტად დავუახლოდეთ ადამიანებს, ეს კი მხოლოდ მას შემდეგ მიიღწევა, თუ ჯერ შევისწავლით ჩვენს გრძნობებს და ნელ-ნელა დავიწყებთ ჩვენში არსებული პიროვნებების გა’მოცნობას და იმის გარკვევას, როდის რა სურს თითოეულ მათგანს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent