შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის აქ არის -I-


13-03-2020, 04:59
ავტორი ბანუ
ნანახია 1 110

ფანჯარაზე ვზივარ და გავყურებ მზეს, რომელიც ოდნავ თვალებს მიწვავს. სიგარეტის კვამლი მზის სხივებზე უფრო კარგად ჩანს. უკვე მარტია,თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ცივა ამის გამო კი მიწევს ფანჯრიდან ჩამოსვლა და მისი დაკეტვა. მუქი ფარდების მიუხედავად მაინც აღწევს მზე ჩემამდე და მასში მხვევს. ერთ ადგილას გაშეშებული ვდგავარ, ვუსმენ საათის ტვინის წამღებ ხმას და ვფიქრობ იმაზე რაც დღეს მოხდება. არაფრით განსაკუთრებული დღე არ არის. საათის ისრები რვას უჩვენებენ. კარადასთან მივდივარ და ვაღებ, ვცდილობ ტანსაცმელი ავირჩიო თუმცა სულაც არ მადარდებს დღეს რა მეცმევა. მაიკას ვიხდი და ეკალი მაყრის, ოდნავი სიცივე მაიძულებს რომ ტემპს ავუჩქარო,სწრაფად ჩავიცვა. ოთახს ვუყურებ და თვალს ვავლებ, ვიცი რომ ვეღარ დავბრუნდები აქ, უფროსწორედ აქ დაბრუნების სურვილიც აღარ მექნება დღის ბოლოს ამიტომ ვცდილობ ყველა დეტალი გონებაში შევინახო.

სახლს ისე ვტოვებ რომ მაიას და ნიკას არ ვაღვიძებ, ნელი აუჩქარებელი ნაბიჯით ჩავდივარ კიბეებზე. ჯავახიშვილის შენობამდე ფეხით მივდივარ და შესასვლელთან იქვე მდგარ სკამზე ვჯდები. ვიხსენებ ყველა მომენტს,თუმცა ვხვდები რომ იმ წუთების სიძვირფასე ვერ დავაფასე და ამის გამო ვერცერთი მომენტის კარგად გახსენებას ვერ ვახერხებ. საათის მიუხედვად თბილისისს ქუჩები მაინც გადატვირთულია, მაინც ყვირის თბილისი. ამას ემატება ჩემი ფიქრები, რომელიც ისევ მის გარშემო ტრიალებენ.

2 წლის წინ:
იმისდა მიუხედავად რომ ლექციები 10-ზე მეწყება დილის 7 საათიდან ფეხზე ვარ, რადგან ღელვა ჩემს ორგანიზმში უფრო და უფრო იმატებს, არასდროს ვყოფილვარ კომუნიკაბელური ბავშვი ამიტომ ვფიქრობ გამიჭირდება პირველი რამოდენიმე თვე უნივერსიტეტში.მახსოვს დედაჩემმა რამოდენიმეჯერ გამიმეორა კითხვა „დარწმუნებული ხარ ანეტა რომ ჯავახიშვილში გინდა ჩაბარება?". მესმოდა მისი რადგან ოჯახისგან შორს ასე პირველად ვიქნებოდი და ჩემზე ცოტა დარდობდა.

დავიბადე არც თუ ისე დიდ სოფელ ღებში, მთელი 18 წელი იქ ვიზრდებოდი და ამ წლის დასაწყისში კი უკვე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მოხვედრილმა გადავწყვიტე ჩემი ბარგი ამეღო და აქ, თბილისში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვსულიყავი. ბავშობიდანვე მშრომელი ადამიანი ვიყავი ამიტომ თავისუფლად შემეძლო ნებისმიერ სამსახურში მემუშავა და ჩემი ბინის ქირა თვითონ გადამეხდა.

10-ის წუთები იყო სახლიდან რომ გამოვედი, სამარშუტო ტაქს ხელი დავუქნიე და მუსიკის ჰანგების ქვეშ გავაგრძელე მგზავრობა. მიახლოებისას ვიგრძენი როგორ გამიოფლიანდა ხელები, ღიმილი შემეპარა სახეში და უცნაური გრძნობა დამეუფლა. მე ხომ პირველკურსელი ვიყავი.

მალევე ჯავახიშვილის კიბეებთან ვიდექი და ვცდილობდი თავი დამერწმუნებინა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ამის შემდეგ შენობაში შევედი, სადაც ნამდვილად ძალიან ბევრი სტუდენტი ირეოდა,თუმცა ჩემი შესვლით არავინ დაინტერესებული. ღრმად ამოვისუნთქე და ცხრილს დავხედე, რომელიც წინა დღეებში წამოვიღე. აუდიტორიაში შევედი და რომელი ადგილიც თვალში მომხვდა იქ დავჯექი.

ლექციებმა არც თუ ისე ცუდად ჩაიარა, შესვენებაზე კაფეტერიაში ჩავედი და სენდვიჩი ავიღე, განმარტოებულ ადგილას დავჯექი და ზევიდან დავაცქერდი. ჭამის სურვილი არ მქონდა თუმცა რამენაირად უნდა ჩამეხრჩო ის ხმა, რომელსაც ჩემი მუცელი გამოსცემდა. არც თუ ისე ჯანსაღი საკვების პატარა ლუკმა მოვკბიჩე და ხანგძლივი დაქუცმაცება დავიწყე კბილებით. უცებ თავში რაღაც მძიმე მომხვდა. კეფა ამეწვა და იმავე წამს ხელი ვიტაცე იმის შესამოწმებლად, სისხლი მომდიოდა თუ არა. რათქმაუნდა სისხლი რომ წამომსვლილიყო ახლა გონზე არ ვიქნებოდი. წინ გავიხედე, ყველა მე მომჩერებოდა, უკან გახედვის სურვილი არ მქონდა მაგრამ საჭირო იყო მენახა რა მოხდა.ნელა წამოვდექი სკამიდან და ჩემს ფეხებთან დაგდებულ პლასტმასის ლანგარს დავაკვირდი, რომლის გარშემოც საჭმელი ეყარა, რამაც დამარწმუნა რომ უკვე ჩემი თმებიც სავსე იყო მაკარონის ღერებით.
-ხომ არ დაშავდი?- მალევე ჩამესმა ყურში ირონიით სავსე ხმა, ოდნავ დაწვრილებული. გოგოს სახეში შევხედე, რომელიც გამალებით მათვალიერებდა. სისხლი მომაწვა სახეში, ავწითლდი და დარცხვენილმა დაბლა დავიხედე.
-არა- ოდნავ მკაცრად ვუპასუხე.
მალევე გააგონეს ჩემს ყურებს გულის ამრევი სიცილი, კაფეტერია ხარხარმა მოიცვა და აზანზარდა. ჩანთას ხელი ვტაცე და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი, თან ცრემლებს,რომელიც უკვე ჩემი მწვანე თვალებიდან გადმოსვლას ლამობდნენ ვმალავდი. თმები წინ ჩამომყროდა და ოფლით მომსვროდა შუბლი.
თავით ვიღაცას შევსაკდი და ძლიერი ხელი ვიგრძენი წელზე.
-ნელა- ბოხი და ამავე დროს ძალიან ტკბილმა ხმამ მაიძულა თავი ამეწია და ამ ხმის პატრონისთვის შემეხედა. ჩემს წინ იდგა სრულყოფილება, ჩემზე ორი თავით მაღალი, გრძელი თმითა და ოდნავი წვერით, სწორი ცხვირითა და დიდი ტუჩებით. ცრემლები ლოყაზე ჩამომიგორდა, მის უკან ოთხი თუ ხუთი ბიჭი იყო, ამის დამახსოვრება ვერ მოვახერხე რადგან მთლიანად შემიპყრო ბიჭის ნახშირივით შავმა თვალებმა და ძლიერმა დაკუნთულმა ხელმა რომელიც წელზე ხელს ძლიერ მიჭერდა.
-რა მოხდა?- ისევ გამაგონა მისი მკაცრი ხმა.
-ცოტა გავერთეთ ნერსე- სიცილით უპასუხა გოგომ რომელმაც რამდენიმე წამის წინ ჩემს თმებში მისი სადილი აზილა.
-რამდენჯერ გითხარი პირველკურსელ წყვლინტიან ბავშვებთან ეგეთი ხუმრობები არ შეიძლება პატარა ბავშვებივით იწყებენ ტირილს მეთქი- ხმა უფრო გაამკაცა მარა მაინც მივხვდი რომ ამ სიტყვებში ირონია ძალიან იგრძნობოდა, გონს მოვეგე და ხელი ვკარი, თუმცა არ განძრეულა უბრალოდ ხელი გამიშვა, გვერდი ავუარე და კაფეტერიიდან გავედი. ნერვიულობისა და ტირილის გამო თავი ამტკივდა და პირველივე დღეს ბოლო ლექციიდან წამოვედი.

დედას კითხვა თუ როგორი იყო დღევანდელი დღე მხიარულად ვუპასუხე რომ ძალიან კარგი და ისიც დავაყოლე რომ ბევრი მეგობარი შევიძინე, გულში კი მწარედ მეცინებოდა.
მეორე დღეს კარგად ვიცოდი რომ ჩემი ამბავი ყველას ემახსოვრებოდა, ამიტომ თავზე კაპიშონი წამოვიხურე და უნივერსიტეტში, შემდეგ კი აუდიტორიაში ისე შევედი რომ ვცდილობდი არავის დავენახე , გამომივიდა კიდეც.

-ლიზა- ხელი გამომიწოდა გოგომ, როცა ჩემს გვერდზე ადგილი დავიკავე, ვფიქრობდი რომ გუშინდელის გამო შეიძლებოდა რამე ეთქვა ამიტომ ერთხანს მივაჩერდი ხელს და არაფერი რომ არ თქვა ხელი ჩამოვართვი.
-ანეტა- ოდნავ გავუღიმი იმის შემდეგ რაც თვითონ ულამაზესი ღიმილი მაჩუქა.
-გავიგე რომ სულ ასე ხდება, როცა პირველკურსელები მოდიან- გვერდით მომიჯდა. თავი დავხარე და მერხზე კალმით დაწერილ წარწერებს დავხედე - მაგის გამო არ ინერვიულო. ოდნავ გამეღიმა.
-უბრალოდ ამდენი ხალხის თვალში დასაცინი გავხდი
-სულაც არ ვფიქრობ რომ იქ რამე სასაცილო იყო, იმ გოგოს ნატალი ქვია, ამბობენ ყველაზე პოპულარული გოგოა მთელ უნივერსიტეტშიო იმ ბიჭზე, ნერსეზე, კიდე შენ რო შეგეხო მთელი უნივერსიტეტის გოგოები აფრენენ - გაეცინა ლიზას - მართლაც სიმპათიურია - დააყოლა ბოლოს.
- ვფიქრობ ეგ ნატალი ყველაზე გულის ამრევი გოგოა იმ ბიჭთან ერთად - გაბრაზებულმა შევხედე ლიზას.
- კარგი, უბრალოდ დაივიწყე რაც მოხდა ხალხის ლაპარაკს და სიცილს ყურადღება არ მიაქციო - ხელი ზურგზე ჩამომისვა და კვლავ თბილი ღიმილი მაჩუქა.
იმ დღის შემდეგ მე და ლიზა კარგი მეგობრები გავხდით და უნივერსიტეტის დღეებიც უფრო გაფერადდა, დღეები ისე გადიოდა ვერც კი ვხვდებოდი, ხან მასთან ვრჩებოდით ხან კი ჩემთან. როგორც გავიგე მისი მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ და ის კი აქ მარტო იყო.

დედასაც ყოველდღე ველაპარაკებოდი და ლიზაზე ვუყვებოდი, ვპირდებოდი რომ აუცილებლად ჩავიდოდით მასთან და ლიზასაც გავაცნობდი.

2 თვის შემდეგ:
დღეს, შაბათია ამიტომ მე და ლიზას ლექციები არ გვაქვს, თუმცა დღეს ერთმანეთი არ გვინახავს. საწოლზე ვიყავი გაწოლილი როცა ტელეფონის ბზუილმა შემაწუხა, ხელი გადავწიე და ლიზას ვუპასუხე.
-დღეს ხო მივდივართ? - ბოლო ხმაზე ჩამკივლა ყურში ჩემმა ერთადერთმა დაქალმა.
-სად? - მის ქცევაზე გამეცინა.
- დღეს ყველაზე სიმპათიური ბიჭები აწყობენ ფართის და ჩვენ ხო მივდივართ მეთქი -ისევ ყვირილით გაიმეორა და სიცილში ამყვა.
-არ ვიცი ლიზა, ფართი ჩემი მოწოდება არ არის - დავიბენი მე.
-არასდროს ყოფილხარ და როგორ დაასკვენი რომ შენი მოწოდება არ არის - ოდნავ განაწყენებულმა მიპასუხა. რამის პასუხს დუმილი ვამჯობინე- მოკლედ დღეს 7-ზე გამოგივლი, მთელი უნივერსიტეტი იქ იქნება და შენი აზრით ჩვენ მაგ ფართის გამოვტოვებთ, აწიე შენი საჯდომი და დაანახე ხალხს თუ როგორი სექსუალურია ანეტა - გაიცინა და პასუხის გაცემაც არ დამაცადა ისე გამითიშა.

საათს შევხედე, ჯერ მხოლოდ 4 საათი იყო ამიტომ დრო მქონდა, ფილმს ვუყურე, შემდეგ შხაპი მივიღე და ჩემს გარდერობს მივადექი, შესაფერისი რამე უნდა ჩამეცვა, თუმცა ლიზა მართალი იყო მე ფართიზე არასდროს ვყოფილვარ ამიტომ არც კი ვიცოდი როგორ უნდა ჩამეცვა იქ. ლიზას მივწერე ჩემთან ცოტა ადრე გამოსულიყო და დამხმარებოდა ტანსაცმლის შერჩევაში. ზუსტად ნახევარ-საათში კი ლიზა ჩემთან იყო და გარდერობში იქექებოდა.
-სოფელში მონაზონი იყავი თუ რა ხდება -თან წუწუნებდა.
-ბოდიში მაგრამ სოფელში ფართის არავინ აწყობდა - გავიცინე მე.
-არც გამკვირვებია.
ბოლოს როგორც იქნა რაღაც აარჩია და საწოლზე დამიყარა.
-ჩაიცვი და სახეზე ფერუმარილი დაიტანე - გაიცინა.
მოკლე შავი შორტი და ყვითელი ტოპი მოვირგე, ფეხზე კი კონვერსები ამოვიცვი. ლიზას ხათრით ძალიან მსუბუქი მაკიაჟი დავიტანე სახეზე და დაღლილი დივანზე დავებერტყე.
-რა დროს დაჯდომაა წავედით - წამოიყვირა ჩემმა შეშლილმა დაქალმა, ხელი დამავლო და სახლიდან გამათრია.

10 წუთში ადგილზე ვიყავით და ლიზას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. 1 საათში უკვე მთვრალი იყო და ვიღაც ბიჭს ეცეკვებოდა. ვუყურებდი და თან ვაშლის წვენს ვსვამდი, უამრავი ხალხი ირეოდა და მუსიკის ხმამაღალი ხმაც თავს მტკენდა, ამიტომ გადავწყვიტე საპირფარეშო მომეძებნა. კარი რომ შევაღე ორივე სხეულის ყურადღება მივიპყარი, ორივე მე მიყურებდა. გოგოს მაიკის ბრეტელები გადმოვარდნოდა და ქოშინებდა, ხოლო ბიჭს მის მკერდზე ხელი ჰქონდა მოჭერილი და თმები ასჩეჩვოდა.
-პირველკურსელო გა**ვი აქედან - ნაცნობი ხმა ჩამესმა ყურში და მივხვდი რომ ჩემს წინ ნატალი და ნერსე იდგნენ.
-მე.. მე...მ -დავიბენი უცებ და დავინახე როგორ გადაუჩურჩულა ნერსემ ნატალის რაღაც, რაზეც ნატალიმ ხმაურიანად ამოისუნთქა და მაიკა გაისწორა, შემდეგ კი საპირფარეშო დატოვა და კარები გაიხურა. გარედან კი გავიგე როგორ გადაკეტეს კარები და იმავე წამს კარებს შევხედე. სახელურს წვალება დავუწყე მაგრამ უშედეგოდ მაინც არ იღებოდა. ვგრძონდი როგორ მიახლოვდებოდა და მისი სიგარეტის და სუნამოს სუნი კიდევ უფრო მაბრუებდა. თითები ამიკანკალდა. ვერ ვხვდებოდი ჩემგან რა უნდოდა.
-რა ხდება?- მწვანე თვალები მივანათე მას.
-ეგ მე უნდა გკითხო- ოდნავ ჩაეღიმა და ხელები ჩემს თავთან კარებზე დააწყო, მის ხელებს შევხედე - ნუ კანკალებ- ბოხი ხმა მთელ ოთახში გაისმა.
-გამიშვი აქედან- ოდნავ მუდარა შევურიე სიტყვებში. გაეცინა.
-მომწონს ჩემი რო გეშინია- ხელით გამომწია და კარები გააღო შემდეგ კი ასე დამტოვა. ერთხანს ვუყურებდი მის ადგილას, ხოლო მუსიკა რო შეწყდა გონს მოვეგე და დაბლა ჩავედი. სიმართლე თუ მოქმედებას თამაშობდნენ, ლიზაც იქ იყო და მის გვერდით ადგილი დავიკავე. ნერსეს პირადპირ ვიჯექი და მისი და ნატალის დამცინავი ღიმილი მთელი თამაშის მანძილზე მწვავდა. 15 წუთის შემდეგ ბოთლი ჩემსა და ნატალის შორის გაჩერდა.
-აბა ბავშვო - დამცინავად დაიწყო.
-მე არ ვთამაშობ - ვცადე თავის დაძვრენა.
-რადგან აქ ზიხარ თამაშობ - ირონია არ დაიშურა.
-სიმართლე თუ მოქმედება?- დამისვა კითხვა.
-სიმართლე- აღელვებულად ვუპასუხე.
- ყველას ძალიან აინტერესებს, რამდენთან წოლილხარ?- ჩაიცინა.
-მე.. მე არ.. არავისთან- ისევ დავიბენი.
-ანუ ისევ ქალიშვილი ხარ?- გაიცინა რაზეც ხალხის სიცილიც დაემატა, ნერსე კი მაკვირდებოდა, ჩაფიქრებულიყო, თითქოს რაღაცას გეგმავდა. რას ვიფიქრებდი იმ დღეს თუ გადაწყვეტდა ჩემს ბედს.
მალევე დავიშალეთ, მე და ლიზა ჩემთან დავრჩით. ღამის 2 საათი იყო როცა ლიზამ მაღაზიაში ჩაირბინა და რაღაცები ამოიტანა.
-რა ხდება?- ვკითხე.
-ის ბიჭი დღეს რო გავიცანი, ლუკა, აქ ამოდის მის მეგობრებთან ერთად- ბედნიერების ღიმილი მაჩუქა- ხო შეიძლება?- ამ ღიმილის გამო კი უარი ვერ ვუთხარი და დავთანხმდი.
რომ მცოდნოდა ლუკა ნერსეს სამეგობრობს წევრი იყო მტკიცე უარზე ვიქნებოდი. არა იმიტომ რომ ლუკა ცუდი ტიპი იყო, უბრალოდ არ მინდოდა ნერსეს ნაირ ტიპს ლიზასთვის გული ეტკინა.

აივანზე ვიყავი პიჟამოების ამარა, ისინი შიგნით კი სვამდნენ, ვხედავდი ლიზას რომელიც ბედნიერი იყო და მეღიმებოდა. მოვბრუნდი და მოაჯირს დავეყუდე ხელებით, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, მალე ისევ ის ძლიერი ხელები ვიგრძენი წელზე, რასაც ალკოჰოლის სუნი დაემატა. შევცბი თუმცა ახლა ხვეწნის თავი არ მქონდა რო გავეშვი ამიტომ მის ხელებში გაყურსვა ვამჯობინე.
-მგონი ლუკას უყვარს- ჩუმად მითხრა.
-არა მგონია ერთმანეთს შეესაბამებოდნენ, ლიზა კარგი გოგოა..
-ლუკა კი ჩემნაირად ცუდი გგონია რადგან ის ჩემი მეგობარია- გამაწყვეტინა და რასაც ვფიქრობდი ის თქვა.
-აბა ვინმე კარგი ადამიანი შენთან იმეგობრებს?- გავიკვირვე.
-ანეტა არ ვარ ისეთი ცუდი როგორიც შენ გგონია-ოდნავ ნაწყენი ხმით მითხრა და ხელი მიშვა, როგორც მერე გავიგე თურმე მაშინვე წასულა სახლში.
კვირა დღე მარტო გავატარე, სოციალურ ქსელში დავბოდიალობდი როცა ნერსესგან მეგობრობის თხოვნა მივიღე თუმცა არაფერი გამიკეთებია.

ორშაბათი დაიწყო, არ მინდოდა ნერსეს ან თუნდაც ნატალის ნახვა, უკვე ორივე მათგანი ძალიან მაღიზიანებდა და თავისუფლად სუნთქვის შასვალებას არ მაძლევდა. არც კი ვთვლი ნერსეს საუბარს დამაჯერებლად. ისევ ისე მეთამაშება დარწმუნებული ვარ, არა მგონია ასეთი გულწრფელი ყოფილიყო ჩემთან ან საერთოდ ჩემთან რატო უნდა ყოფილიყო გულწრფელი მას და ნატალის ხომ ერთმანეთი უყვართ შესაბამისად მასთან უნდა იყოს გულწრფელი. ასე ვფიქრობდი მარა განა ვიცოდი რომ შემდეგში ამ ფიქრებს ძალიან ვინანებდი?!
-ლუკა მოგეწონა?- მკითხე აუდიტორიაში შესვლისას ლიზამ.
-კარგი ბიჭია თუმცა ნერსეს ნაირია იქნებ, გული არ გეტკინოს ლიზა
-არა არა, ის სულაც არ გავს ნერსეს და მან მითხრა რომ ნერსე გულის სიღრმეში ძალიან კეთილი ადამიანია.
-შენ გჯერა ახლა მაგ სიტყვების?
-დიდად არა მაგრამ მაინც -გაიცინა და მეც გამეცინა.
ლექციებმა უინტერესოდ ჩაიარა. არც ნატალი და არც ნერსე მინახავს ამის გამო ძალიან გახარებული ვიყავი. ლექციების მერე ლიზა და ლუკა სასეირონოდ წავიდნენ ხოლმე მე გადავწყვიტე ფეხით დავბრუნებულიყავი სახლში როცა ჩემს სახლთან ახლოს გაჩერებული ნერსე და მისი სამეგობრე შევნიშნე. როცა გვერდი ავუარე მათ, ნერსემ უბრალოდ თვალი გამომაყოლა, მისი შავი თვალები რომლებიც ასე ძალიან მაშინებდნენ თუმცა ამავე დროს ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდნენ.

2 კვირაა რაც არც ნერსე და არც მისი სამეგობრო მინახავს, ლიზა ძალიან ღელავს ლუკაზე რადგან არც წერს ის და არც ურეკავს, ნახვაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი.
მე და ლიზამ გადავწყვიტეთ ცოტა განვტვირთულიყავით და შაბათ-კვირას ჩემებთან ჩავსულიყავით. ჩემებს ძალიან მოეწონათ ლიზა და სთოხვეს კიდევ ჩამოსულიყო , როცა უკან დავბრუნდით გადავწყვიტეთ რომ ამ ზაფხულს ერთად დაგვესევნა თუმცა სანამ ზაფხული მოვიდოდა წინ კიდევ დიდი დრო იყო.

ორშაბათს ლიზას ლუკამ მოაკითხე რის გამოც ძალიან ბედნიერი იყო, აქეთ-იქით ხტუნავდა და ლუკას გვერდიდან არ შორდებოდა, რატომღაც ჩემ გულსაც დიდი იმედი ჰქონდა რომ ისიც გამოჩნებოდა და გამოჩნდა კიდეც. ლიზასთან და ლუკას მეგობრებთან ერთად ვიჯექი კაფეტერიაში როცა ჩემს გვერდზე დაიკავა ადგილი, დაღლილი ჩანდა, ქვედა ტუჩი გამსკდარი ჰქონდა, ეტყობოდა რომ ვიღაცასთან იჩხუბა. მაგიდის ქვეშ დააწყო ხელები თავი უკან გადააგდო და ფეხზე ხელი მომიჭირა, თუმცა არ მტკენია. ხელი ხელზე დავადე თუმცა გავიგე როგორ ჩაილაპარაკა ჩუმად.
-გთხოვ- არ კი ვიცი რატომ მივეცი ნება მაგრამ ხელი ავიღე.

ახლა:
სკამიდან ავდექი და უნივერსიტეტში ავედი, გადავწყვიტე მომენახულებინა ის ადგილი სადაც ერთ დროს ჩვენი სამეგობრო წრე ისხდა, მის ადგილას დავჯექი იმ იმედით რომ ისევ ვიგრძონდი მის სურნელს თუმცა ის აღარ იყო.



№1 სტუმარი Lile

Malee dade xolmmee raa ))) ❤

 


№2 სტუმარი 123

ძაან საინტერესო ჩანს კიდევ დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent