შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ქალი აივნიდან -8-


14-03-2020, 00:04
ავტორი Hilalli
ნანახია 10 553

საავადმყოფოდან საღამო ხანს მსუბუქი ტვინის შერყევითა და მრავლობითი დაბეჟილობებით გამომწერეს. სიმპატიურმა ექთანმა წოლითი რეჟიმი და რამდნეიმე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი გამომიწერა. თუმცა წოლის დრო არ მქონდა. ანკა მეორე დღე იყო რაც არ ჩანდა, აუცილებლად უნდა მომეძებნა. თავის საშინელი ტკივილები მქონდა და წამლებით ვიყავი გაბრუებული. მიხედავად იმ საშინელებისა რაც გამოვიარე ბიჭები ძალიან კარგ ხასიათზე იყვნენ და მთელი დღე სასტიკად დამცინოდნენ ასე როგორ გცემაო. დემემ ისიც კი მკითხა "აბაროტს" არ აპირებო. საშინელი ირონიით. მათზე არ ვბრაზობდი მაგრამ ნერვებს მიშლიდა ასეთ კარგ ხასიათზე რომ ვხედავდი ამ სამს.
სახლში მისვლის თანავე დალევაზე საუბარი დაიწყეს ხომ უნდა ავღნიშნოთ შენი გადარჩენაო. მეკი მხოლოდ ანკაზე ვფიქრობდი და საშინლად ვნერვიულობდი მასზე. საბას მობილური არ ჩუმდებოდა ხან ნიკიტას ზარი ისმოდა ხანაც ანკას მშობლების. ამხელა ეიფორიის მიუხედავად საბას ნერვიულობის ნატამალი არ ეტყობოდა სახეზე. უჩვეულოდ მშვიდად იყო და ვხვდებოდი აუცილებლად უნდა სცოდნოდა ანკას ადგილსამყოფელი, სხვა შემთხვევაში ნერვიულობისგან ლაპარაკის თავი არ ექნებოდა და ახლა ალბათ ქუჩაში გაგიჟებული ირბენდა ნიკიტასთან ერთად. იმაშიც დარწმუნებული იყო რომ ვერავინ იპოვნიდა ესიგი ქალაქგარეთ უნდა ყოფილიყო.
დივანზე წამომაწვინეს და გიორგი და დემე მაღაზიაში ჩავიდნენ. საბა გამრთობად დამიტოვეს რომ ვიღაცას არდაევიწყებინა ჩემთვის როგორი ნაცემი და შერცხვენილი ვიყვაი. რაც ჩემი შანსი იყო მისთვის იმფორმაცია გამომეძალა. ამიტომ დრო აღარ დამიკარგავს როგორც კი კარი კოიხურეს პირისპირ დავისვი და საუბარი მკაცრად დავუწყე:
- უნდა მითხრა სადარის ანკა
- ხომ გითხარი არ ვიცი თქო - გაბრაზდა
- დებილი გგონივარ? მართლა რომ არიცოდე ასე მშვიდად არ იქნებოდი
- კი... - მკაცრად მითხრა - დებილი ხარ! ამ გოგოს გამო ასე გცემეს და შენ კიდევ მას კითხულობ. გაიგე არაა შენი შესაფერისი!
- არ ვაპირებ დანებებას მხოლოდ იმიტომ რომ მცემეს. მიყვარს გესმის?
- კი! - ტონს აუწია - მესმის როგორია როცა გიყვარს.... მაგრამ როგორ გგონია ის რას გრძნობს?
- მგონია რომ მაქვს შანსი - წყნარად ვუთხარი, მას კი გაეცინა - გთხოვ. უნდა ვნახო, დაველაპარაკო, დავრწმუნდე რომ კარგათაა და ნიკიტასთან ბედნიერი იქნება. თუ ასეა გეფიცები თავს დავანებებ!
- გიჟი ხარ იცი?!
- კი... მაგრამ სხვა არჩევანი არ მაქვს. გეფიცები გავქრები მისი ცხოვრებიდან თუ მეტყვის რომ თავი დავანებო. უბრალოდ დაველაპარაკები კარგი?
- ნიკიტა რო გეუბნება შეეშვიო რატომ არ უჯერებ?
- მინდა რომ ანკასგან მოვისმინო. გთხოოვ... მითხარი სადარის
- ყაზბეგშია - მცირე პაუზის შემდეგ მორცხვად მიპასუხა - ცარიელი სახლი აქვს იქ. ველაპარაკე სანამ წავიდოდა.
- წავიდეთ! - დავიძახე და ფეხზე წამოვდექი თავი საშინლად მტკიოდა.
- ახლა? წოლითი რეჟიმი გაქვს
- კარგად ვიქნები.
- დებილი ხარ ხომ გეუბნები - გაბრაზდა - ხვდები რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ნიკიტა ჩავიდეს? იქ რომ დაგინახოს მართლა მოგკლავს. ვეღარ გადაურჩები!
- არაფერი მაქვს დასაკრგი! - დავიყვირე, თითქოს თავში სისხლი ჩამექცა.
- მე მაქვს! ლუკა რაცარუნდა იყოს ნიკიტა ჩემი ძმაკაცია. გესმის? მეკი ისედაც შორს შევტოპე უკვე. ანკას უყვარს ეგ ბიჭი და შენთან არასდროს იქნება. გაიგე ეს!
წამიერად დავფიქრდი და მივხვდი რომ მართლა ძალიან ბევრს რისკავდა ჩემს გამო და უკვე მართლა ძალიან ზედმეტი მომდიოდა. მისი სიკეთიდ ძალიან ვსარგებლობდი. და ასე მოქცევა არ შეიძლებოდა მაგრამ მე აუცილებლად უნდა ჩავსულიყავი ყაზბეგში.
- კარგი მაპატიე საბა. მართალი ხარ. ჩემს გამო ისედაც პრობლემები შეგექმნა... მისამართი მითხარი და მარტო წავალ
- გააფრინე ხომ? - გაოცებულმა გამომხედა - გგონია ანკასთან მარტო გაგიშვებ? კიდევ რა გინდა ?
- კარგი. ყველა სახლის შემოვლა რომ დამჭირდეს ვიპოვი! - ვუთხარი და კარისკენ წავედი.
- მოიცადე! - დამიძახა - წამოვალ!
წამოსვლა არ უნდოდა მაგრამ ჩემი მარტო გაშვება უფრო აშინებდა ამიტომ გადაწყვიტა გამომყოლოდა. სანამ გავედით კარში გიორგი და დემე შემოვიდნენ. ფეხზე რომ დამინახეს ძალიან გაუკვირდათ და შეშინებულმა მკითხა გიორგიმ რატომ ადექიო მე კი მშვიდად მივუგე:
- ანკასთან მივდივართ ყაზბეგში. წამოხვალთ?
- ხუმრობ არა? - სახეზე განცვიფრება გადაეფინა გიორგის - სიკვდილი თუ გინდა ფანჯრიდან გადახტი! საბას რაღატომ აგდებ შარში?
- წამოხვალთ თუ არა? - კითხვა გავუმეორე იმის იმედით რომ წამომყვებოდნენ
- რაც გინდა ის ქენი. არსად არ მოვდივარ. - გაბრაზდა და მაგიდისაკენ წავიდა - შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს!
- არც მე მოვდივარ - დაიძახა დემეტრემ
- კარგით - ვუთხარი და კარიდან გავედი.
უკან მხოლოდ საბა გამომყვა. საჭესთან ის იჯდა. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. ვხვდებოდი ჩემზე საშინლად ბრაზდებოდა. და მართალიც იყო. მაგრამ მაინც ძალიან მინდოდა ვიღაცას ეთქვა შენს მხარეს ვარ რაც შენ გულს უნდა ის უნდა გააკეთოვო.
ყაზბეგში ღამის 11 საათზე ჩავედით. საბამ მანქანა ორ სართულიან ძველ სახლთან გააჩერა რომლიდანაც ხმაური და შუქი გამოდიოდა. გამიკვირდა წამით ვიფიქრე ნიკიტამ ხომ არ დაგვასწრო ჩამოსვლა თქო მაგრამ მისი მანქანა არსად ჩანდა.
საბამ აშკარად იცოდა რაც ხდებოდა, მანქანიდან მშვიდად გადმოვიდა და ეზოში შევიდა. უკან გავყევი ზაფხულის კვალობაზე აქ ძალიან ციოდა. ანკა მანქანის ხმაზე ეზოში გამოსულიყო, საბა რომ დაინახა ძალიან გაუხარდა მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. საბამ მთელი ძალით შემოხვია ხელები თავზე და გულში მთელი არსებით ჩაიკრა. შემდეგ მე გამომხედა ეზოში შუქი ენთო და ჩემი ნაცემი სახე მკაფიოდ ჩანდა. ამის დანახვაზე სახეზე სარკაზმული გამომწვევი ღიმილი გადაეფინა დამალვაც არ უცდია იმ სიამოვნების რომელიც მიიღო ჩემი ნაცემი სახის დანახვისას.
- ნიკიტა ნახე? - სიცილით მკითხა
- ასეთი შესამჩნევია? - მეც ღიმილით შევუბრუნე კითხვა.
- ძალიან - ბედნიერმა მიპასუხა. აშკარად საოცრად ეამა მის გამო ასე რომ გაიმეტეს ვიღაც. და კიდევ უფრო გაამაყდა თავისი მამაკაცის სიგიჟითა და ძალაუფლებით.
- სახლში შევიდეთ დივანზე წამოწვეს - უთხრა საბამ - არ შეიძლება მისთვის ფეხზე დგომა. ტვინის შერყვე აქვს
- ასე გცემა? - სიცილი დაიწყო ანკამ
- კიბის საფეხურს თავი დავარტყი. - თავის მართლება დავიწყე
- კი ასე ცემა. გაუმართლა რომ დროზე გაითიშა თორემ ალბათ დებილს დატოვებდა.
- კი - ისევ გაეცინა ანკას და ამაყად წარმოთქვა - ბედი გქონია! ნიკიტა ის კაცი არაა გონწასულს რომ ურტყას, თორემ კიდევ ბევრი მოგხვდებოდა...
სახლისკენ წაგვიყვანა. კარებში რომ შევდიოდით ანკამ საბას გახეთქილი ტუჩი დაინახა. სწრაფად დაიჭირა ლოყებით და ისეთი თვალებით შეხედა გეგონება მომაკვდავს უყურებსო.
- ღმერთო ჩემო. ეს რაარის? რა დაგემართა? - ისე ანერვიულდა გეგონებოდა დღეს მეტი ცუდი არაფერი უნახავსო. ცოტა მეწყინა მისგამო ისე მცემეს ტვინის შერყევა მაქვს. ოდნავადაც არ შევცოდებივარ საბას პატარა ნაკაწრზე კი ისე ანერვიულდა გეგონება კვდებაო.
- ხომ გითხარი გაითიშა თქო. იმას რო ვეღარ ურტყავდა ხელებში მე შევრჩი
- დაგარტყა? სულ გაგიჟდა? - ყვირილი დაიწყო
- "დაიკიდე" ! არაფერია მართლა. პატარა ნაკაწრია არც მტკივა
- ეგ საზიზღარი რა გიქნა - ჩაეხუტა და ლოყაზე ტკბილად აკოცა. ძალიან შემშურდა თუმცა ხუმრობაში გადავიტანე. და ღიმილით მივუგე
- აბაა... ასე როგორ გაგიმეტა
ამაზე ორივეს გაეცინა. და სახლში შევედით. ანკა ბუხრის ოთახისაკენ მშვიდად გაგვიძღვა საიდანაც საოცარი სითბო, ხმამაღალი საუბარი და სიცილის ხმა გამოდიოდა. საბას სახე გაუნათდა ოთახში რომ შევიდა სადაც სამი უცნობი ბიჭი იჯდა ბუხართან. ასე 25 წლისები იქნებოდნენ. ძველი თბილი და გაცვეთილი სამოსი ეცვათ. ერთი შეხედვითაც მიხვდებოდი რომ მთის პატარა სოფლის მაცხოვრებელი ბიჭები იყვნენ კეთილი სახით ხშირი წვერითა და დიდი კუნთებით. საბას დანახვა სამივეს ძალიან გაუხარდა ფეხზე წამოდგნენ და ხმაურიანად მიესალმნენ:
- საბუშ ძამიკო. - დაუძახა ყველაზე მაღალმა და შევსებულმა, მისკენ წავიდა ლოყაზე თბილად აკოცა და გულში ჩაიკრა - სადახარ ერთი როაღარ ჩანხარ?
საბამ სიხარულით გადაკოცნა სამივე, ეტყობოდა მათი დანახვა მასაც ძალიან გაუხარდა. ანკამ ჩემი თავი წარუდგინა როგორც საბას ძმაკაცი მათზე კი მითხრა ბავშობის მეგობრები არიან ფაქტიურად ამათმა გამზარდესო. ყველაზე მაღალს და დიდს ვანო ერქვა რომელიც ძალიან ხმამაღლა საუბრობდა. შედარებით გამხდარს კი კეკო ეს სახელი პირველად გავიგე. მაგრამ სახეზე ნამდვილად უხდებოდა. მესამსს რომელიც ამ ორზე ბევრად წყნარი ჩანდა ხვიჩა. ძალიან უცნაური მაგრამ სასიამოვნო ხალხი ჩანდა. ვანომ ჩემი ნაცემი სახე რომ დაინახა საბას გახედა მის გახეთქილ ტუჩზე კი კოპები შეკრა და გაკვირვებულმა წამოიყვირა:
- ბიჭო.. ბიჭო.. რავა გაულახიათ! რა დაგემართა ჩემო კარგო. - მკითხა მერე კი საბას მიუბრუნდა და ღიმილით გადაუკრა - შენ მარტო ჩხუბობდი თუ ესე ცოტა რატო მოგხვდა ეს თუ ამნაირ დღეშია?
- თავს გავალახინებდი? - გაეცინა საბას - შენ ისინი უნდა ნახო რა დღეში არიან.
- ამის სახეს რო ვუყურებ მკვდრები უნდა იყვნენ ისინი და აგრეა? - გაეცინა ვანოს.
- აუ ბეწვზე გადამირჩნენ. - ღიმილით ჩამოჯდა ბუხართან საბა და ამბის მოყოლა დაუწყო. სამივე გაფაციცებით უყურებდა და ელოდნენ ამ ისტორიას. ანკამ ღიმილით გამომხედა. - ოთხი ერთზე ყავდათ დაჭერილი ეს და ურტყავდნენ რო შევვარდი შუა ჩხუბში ერთი მომხვდა, მერე მივხვდი ჩემი საქმე ცუდად იყო და დანა გავშალე. ჩემსკენ რო წამოვიდა დასარტყმელად ეგრევე მუცელში გაუყარე. იქ ჩხუბი ატყდაა... დედა შვილს არ აიყვანდა ხელში... მაგიტო ჩამოვედით რა სავადმყოფოშია ის ვინც დავჭერი ძაან მძიმეთააო ან გადარჩება ან ვერაო. და მოვწყდი ცოტახანს ქალაქს.
- ვაა... რა ამბები გამოგივლიათ. - თქვა კეკომ - მაშ ძაან მძიმეთააო ის საწყალი?
- წესით გადარჩებაო რა. მარა ისეთი თემაა რო აბაროტი რამე სადმე არ დაგვხვდნენ ეგ ხულიგნები მასით და ცოტახნით ჩამოვედით რა. - თავის მოყოლილ ამბავზე ეცინებოდა საბას
- აბა ვინმემ გაბედოს და აქ ჩამოვიდეს. ვერავინ შეგეხება ჩემო საბუშ სანამ აქახარ. - მკლავზე ძლიერი ტორი დაადო საბას ვანიკომ. მერე ღიმილით გააგრძელა ჩვეულ ხმამაღალ რითმში- აბა ჩვენმა ანიკომ კიდე მოვიწყინე და ჩამოვედიო. ადრე მთელი ზაფხული აქიყავით ხოლმე ორივენი ეხლა კიდენა ძაან მოუკელით ჩამოსვლას და რახდება ძამიკო?
- სწავლა... საქმეები - გაეცინა საბას
- რას დალევთ ბიჭებო ? - უცნაური კილოთი იკითხა შალში გახვეულმა ანკამ.
გამეცინა, საოცრად სხვანაირი იყო. ვიცოდი ამ დედოფლის დიადემის ქვეშ სხვა სახე უნდა ყოფილიყო მაგრამ ასეთ საოცარ გარდასახვას არ ველოდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი ანკა დადიანს სოფლელ ბიჭებთან ასე ჰარმონულ ურთიერთობაში თუ დავინახავდი ოდესმე.
- ჭაჭა ხო მოვიტანე ქა - გაკვირვებით ჰკითხა ვანიკომ - მოიტა ჭიქები
- არა გმადლობ - სწრაფად მივუგე - წამლებს ვსვავ ვერ დავლევ.
- მაშინ მოვწიოთ - წამოიძახა კეკომ
- აი ეგ ძალიან მინდა - ღიმილით უპასუხა საბამ
- აბარა ბიჭებო წამოით აქეთ. - ბედნიერი სახით გამომხედა ვანომ- სახლში ხო არ მოვწევთ სარდაფში "ბურბლატორია"... წამოდით!
- არა... ტვინის შერყევა მაქვს და... მე ვერ...
- უი მართლა როგორ უცემიხართ იმ ვიღაცასა - საუბარში ხვიჩაც კი ჩაერთო რომელიც ძალიან ჩუმად იჯდა აქამდე
- არა უბრალოდ თავი დავარტყი - ამაზე ყველას გაეცინა. რატომღაც არავის ჯეროდა ამის.
- მითუმეტეს... ეს ისეთი "პლანია" ტვინის შერყევას კიარა კიბოს არჩენს მაა...
- მოდი მეთქი! აქედან ჯერ ფხიზელი... კაცი არ გაგვიშვია - წამოიძახა ვანომ
სხვა გზა აღარ იყო. უნდა მომეწია, რამდენიმე წუთში ყველანი დაბალჭერიან სარდაფში ვიდექით. და ვანოს ბოთლებისგან აწყობილ რაღაცაში "პლანის" ბოლი ამოყავდა. ვიზუალურად ხელით აწყობილ "ბონგს" გავდა თუმცა რაღაც უცნაური შესახედი იყო.
- ამით მოგიწევია ? - მკითხა საბამ
- არა მარტო "ბონგით" ან "ჯოინთში"
- საიდან ჩამოვარდი? - მკითხა კეკომ
- ბერლინში გავიზარდე იქ ესეთი რამ არ შემხვედრია.
- აბა რაიციან ევროპელებმა როგორ უნდა მოწევა - გაეცინა ვანოს - მოდი ქალო ასწავლე ბიჭს.
- "ტარიანში" არ ჩამიყრით ხომ?! - ღიმილით იკითხა ანკამ.
- ეგეთები სექტემბერში მოვითხოვოთ ლამაზო. ჯერ არაა მაგდენი მოსაწევი - უთხრა ხვიჩამ
ძალიან გამიკვირდა რომ წამოიწია და ბოთლებთან მივიდა. არ მეგონა ეს ქალი ოდესმე იმ ფაქტს თუ შეეგუებოდა რომ რაღა ისე არ ხდებოდა როგორც მას სურდა. თუმცა ფაქტი სახეზე იყო, ეს ადგილი მისთვის თავისუფლება იყო. აქ არავინ სცემდა პატივს იმის გამო რომ ნიკიტა იოსელიანის ეშინოდათ. აქ არავინ ტრიალებდა მისი ხელის დატკაცუნებაზე. თამამად დაადო ტუჩები გაშავებილ ბოთლს და ნაზად მაგრამ ბოლომდე ჩაასრიალა წყალში. ღრმად ჩაისუნთქა და პირდაპი ფილტვებიდან ამოსული ბოლი ამაყად გამოუშვა... მეორე ნაფასზე ოდნავ დაახველა. და წყვდიადისფერი თვალები აუწყლიანდა. საოცრად ლამაზად გამოიყურებოდა. არვიცი რატომ მაგრამ ფაქტი იყო აქ არ ვრცელდებოდა ნიკიტა იოსელიანი მონარქია. და მხოლოდ ანკასთვის განკუთვნილი პატარა ავტონომიური სახელმწიფო იყო ამხელა სამყაროში. სადაც შეეძლო ეკეთებიმა ის რაც უნდოდა. და ამას ვერავინ გაიგებდა. ადგილი სადაც საკუთარ სულს ათავისუფლებდა.
ვანომ კარგად ამიხსა რაუნდა გამეკეთებინა და მოსაწევი ბოთლის თავზე წამოცმულ ფოლგაში ჩაყარა. თავი რომ დავხარე საშინელმა ტკივილმა ამიტანა მაგრამ ძალა მოვიკრიბე და ძლიერი ნაპასი დავარტყი. მთელი ყელი საშინლად ჩამწვა და ხველება ამიტყდა თუმცა მეორე ჩაყრაზე უარი არ მითქვამს. სანამ დანარჩენებიც მორჩნენ მოწევას ჩემთვის უკვე მთელი სამყარო ტრიალებდა. არვიცი ტვინის შერყევის ბრალი იყო თუ ძლიერი მოსაწევის მაგრამ ასეთი დაბოლილი არასდროს ვყოფილვარ.
ისიც არ მახსოვს ბუხრის ოთახში როგორ დავბრუნდით. მაგრამ სავარძელზე ანკას გვერდით რომ აღმოვვნდი ძალიან გამიხარდა უეცრად კი საბა ჩამოუჯდა მეორე მხრიდან ანკამ კი თავი მიადო და მოეხვია. ვერ ვხვდებოდი ასე ამპარტავნების გამო მაიგნორებდა თუ უბრალოდ არ ვაინტერესებდი მაგრამ იმედს არ ვკარგავდი. მჯეროდა რომ ერთ დღეს ერთად ბედნიერები ვიქნებოდით.
ცოტახანი კიდევ გაჩერდნენ ბიჭები. ვხუმრობდით და ვიცინოდით. წასვლის წინ კი ვანომ ერთი მუჭა ქაღალდში გახვეული "პლანი" დაუტოვა საბას. ცოტა სიგარეტში ჩაყარეს და მოწიეს. მკითხეს დაამატებო მაგრამ კაიფის თავი აღარ მქონდა. ანკა ისე მგზნებარე ნაპასებს ურტყამდა თითქოს საყვარელს კოცნისო. ცოტახანს კიდევ იცინეს... შემდეგ ისევ დაიდგა დედოფლის დიადემა ქალბატონმა და საბას კითხვების დასმა ჩვეული ხმის ტემბრით დაუწყო:
- რა მოხდა ნიკიტასთან მომიყევი!
- რავი გაბრაზებულია - უპასუხა საბამ - გეძებს და გარეკილი აქ ნერვიულობისგან... დაურეკე დამშვიდდეს ცოტა. ქუჩაში გიჟივით დარბის და გეძებს.
- მეძებოს!
- აქაც გიპოვის ხომ იცი არა?
- კი მაგრამ სანამ მიპოვის ხომ გაგიჟდება - გაეცინა და ისე გააგრძელა თითქოს იმ ოთახში საერთოდ არ ვყოფილიყავი - დილით წადით კარგი? არმინდა თუ ჩამოვა ლუკა აქ ნახოს. მართლა მოკლავს უკან არ დაიხევა ხომ იცი არა?
- შენს თვალწინ რომ არავის არაფერს დაუშავებს ხომ იცი?
- არ ვიცი! ამ ბოლოს შეიცვალა. კონტროლს კარგავს. შეურაცხადია. არ ვიცი შეიძლება ისე ძალიან აღარ ვუყვარვარ როგორც ადრე... რომ მიპოვის ჩამოვალ მეც.
- ნუ ბოდავ! აფანატებს შენზე. ხვალ კი წავალთ. - უთხრა საბამ
- ჰეი მეც აქ ვარ - გაკვირვებულმა წამოვიყვირე
- შენ დაწექი ამდენი დატვირთვა საერთოდარ შეიძლება შენთვის - მზრუნველი ხმით მითხრა ანკამ და თმაზე მომეფერა. საოცრად მესიამოვნა. თავისი დიდი წყვდიადისფერი თვალებით ისე ლამაზად და გამომწვევად მიყურებდა. პირდაპირ საკოცნელად ნაზად გავიწიე მისკენ. დაელოდა სანამ ძალიან ახლოს არ მივიდოდი მან კი მკერდზე დამაჭირა თითები და ირონიულად გამიღიმა.
- დაიძინე! - ღიმილით მითხრა,ფეხზე წამოდგა და თბილი პლედი მომიტანა - შენ აქ დაიძინე დივანზე საწოლები გასაშლელია და თავი არ მაქვს მაპატიე. - მერე საბას გახედა და თბილად უთხრა - შენ ჩემთან დაიძინე კარგი?
საბაც დასთანხმდა და დასაძინებლად გაუშვა ანკა. თავიდან გამიკვირდა ეს მაგრამ მერე მივხვდი რომ ბავშობის მეგობრები იყვნენ და რეალურად არაფერია უცნაური რომ ერთად დაეძინათ. მაგრამ ძალიან შემშურდა. და მერე გამახსენდა რომ რამდენიმე წამის წინ ანკას კოცნა ვცადე და საბაც აქ იყო, რომ გავხედე გაკვირვებული და გაბრაზებული მიყურებდა მაგრამ თავი გააქნია და აღარაფერი უთქვამს. ისიც დასაძინებლად წავიდა. მეკი ბუხართან მარტო დამტოვეს. ალბათ ბევრი მქონდა იმ დღეს საფიქრალი მაგრამ როგორც კი წავიდნენ იმ წამსვე ჩამეძინა.





P.S მაინტერესებს თქვენი აზრი. რადგან მალ ვაპირებ დამატავრებას და მინდა იმედები არ გაგიცროთ



№1 სტუმარი 123

აუ არც კი ვიცი რა გითხრა ძალიან კარგია

 


№2 სტუმარი elen

ვერ ვხვდები როგორ აპირებ დამთავრებას.
ნიკიტას ღირსი ეს გოგო არ არის.ან ამ ლუკას როგორ ექცევაა ან საბას,რას ნიშნავს წამო ერთად დავიძინოთ როცა იცის რო საბას უყვარს.ისე მაღიზიანებს ეს გოგო და ისე მინდა რო ნიკიტამ დაიკიდოს და დარჩეს ამ ლუკასთან რომელიც რო რაღაცა ერთი კაცისგანაც ვერ დაიცავს))))
ლუკა მართლა წარმოუდგენელი შემთხვევაა,ჯერ ბიჭი სხვის ქალს ეჩალიჩება,მერე რანაირად ეჩალიჩება.ტიპი ჩავიდა ყაზბეგში და ერთი წამიც ვერ მოიკრიბა ძალა რამე ეთქვა გოგოსთვის,ელემენტარული მაგის გამო ცემეს))))
მოკლედ ჩემი რჩევაა ცოტა გააგრძელო კიდე,ნიკიტას ცხობრებაში ვინმე ახალი გამოაჩინო ეგრევე რათქმაუნდა არ შეუყვატდება მაგრამ ანკა რო ცოტა დაავიწყოს და ანკა დატოვე ამ უდღეურ ლუკასთან და მახავს მერე)) მემგონი ძალიან ჩავერიეე როგორც შემ გაქვს დაგეგმილი ისე დაწერეე მაგრაამ მაინც დავაფიქსირე ჩემი აზრი

 


№3  offline წევრი ლილილი

ერთადერთი კითხვა რატომაც გავაგრძელე არის ნიკიტა.ანკას რომ დაადოს,იმედია გაააგრძელ ნიკიტას ცხოვრებაზე ვინმე კარგს გამოუჩენ.მართლა იმსახურებს ედ ბიჭი კაარგს,მისი სახელიც და ძალაუფლრბაც კარგს მოხმარდება.
შენი წერის სტილი კაია

 


№4 სტუმარი elen

და კიდევ ერთ რჩევად მოგცემდიი თუ ზედმეტი არ იქნება))
შენი წერის სტილი მომწონს და ამიტომ
ამ ისტორიას რო დაასრულებ შეგიძლია ნიკიტაზე ცალკე დაწერო, მის ცხოვრებაზე,ანკას გარეშე რას იზამს,იმიტორო ფაქტია ანკას და ნიკიტას ერთად დატოვებას არ აპირებ,რავი ჩემი აზრით საინტერესოო გამოგივაა

 


№5  offline წევრი alienbaby

ლუკასთან არ დატოვო რა ანკა, თუ ნიკიტას დაშორდება მაშინ დანას თან ჯობია
ლუკას ძალიან დიდი წარმოდგენა აქ საკუთარ თავზე, და მინდა რო ჩაეფუშოს რაა

 


№6 სტუმარი mari

ნამდვილად არ იმსახურებს ეს გოგო ნიკიტასნაირ ბიჭს. ეს ლუკა ხო გულისამრევი ტიპია, კაცი რომ სხვის ქალს დაუწყებს ჩალიჩს, თან როცა იცის უკვე მათი მრავალწლიანი ურთიერთობა და ბიჭი რომ კაცურად გაგაფრთხილებს ჩემ ქალს შეეშვიო და შენ დაიკიდებ, ასეტი ტიპი კაცად არაკაცად მიმაჩნია. ვერანაირი გაგებით ვერ გავამართლებ ლუკას. თავიდანვე ეტყობოდა რომ მაგარი ა. ეს გოგო ხო ნიკიტას სიყვარულის ღირსი არაა, არ უყვარს ნიკიტა, უბრალოდ მოსწონს მაგარი ბიჭის გოგო როა და მის გამო ყველაფერზე წამსლელი როა ნიკიტა.

 


№7 სტუმარი სტუმარი Salome

Admin dzalian lamazi da saocari stili gaq rac shexeba gmirebs luka erti udgeuri tipia romelmac sxvis qals dadga tvali anka ki erti sacodavi gogoa romelic tavisi silamazit yvelas iyenebs mas aravkm uyvars ori amazrzeni arseba

 


№8 სტუმარი siu

მეკიდე რაღაცნაირად მინდა რომ ანკა და ნიკიტა ერთად დარჩნენ. ნიკიტას ძაან უყვარს და მეცოდება ამის გარეშე. ოღონდ შეეშვას ეს გოგო ამ ბანძ ქცევებს. მარა მგონია რო ამეებს იმიტო აკეთებს რო ყურადღება მიიქციოს თორე არაა ბუნებით ცუდი

 


№9  offline წევრი Hilalli

123
აუ არც კი ვიცი რა გითხრა ძალიან კარგია

მადლობა ❤️❤️

elen
ვერ ვხვდები როგორ აპირებ დამთავრებას.
ნიკიტას ღირსი ეს გოგო არ არის.ან ამ ლუკას როგორ ექცევაა ან საბას,რას ნიშნავს წამო ერთად დავიძინოთ როცა იცის რო საბას უყვარს.ისე მაღიზიანებს ეს გოგო და ისე მინდა რო ნიკიტამ დაიკიდოს და დარჩეს ამ ლუკასთან რომელიც რო რაღაცა ერთი კაცისგანაც ვერ დაიცავს))))
ლუკა მართლა წარმოუდგენელი შემთხვევაა,ჯერ ბიჭი სხვის ქალს ეჩალიჩება,მერე რანაირად ეჩალიჩება.ტიპი ჩავიდა ყაზბეგში და ერთი წამიც ვერ მოიკრიბა ძალა რამე ეთქვა გოგოსთვის,ელემენტარული მაგის გამო ცემეს))))
მოკლედ ჩემი რჩევაა ცოტა გააგრძელო კიდე,ნიკიტას ცხობრებაში ვინმე ახალი გამოაჩინო ეგრევე რათქმაუნდა არ შეუყვატდება მაგრამ ანკა რო ცოტა დაავიწყოს და ანკა დატოვე ამ უდღეურ ლუკასთან და მახავს მერე)) მემგონი ძალიან ჩავერიეე როგორც შემ გაქვს დაგეგმილი ისე დაწერეე მაგრაამ მაინც დავაფიქსირე ჩემი აზრი

კარგი რჩევაა მადლობა ❤️ მაგრამ შეინაარს შემიცვლის ❤️

L.eli13
ერთადერთი კითხვა რატომაც გავაგრძელე არის ნიკიტა.ანკას რომ დაადოს,იმედია გაააგრძელ ნიკიტას ცხოვრებაზე ვინმე კარგს გამოუჩენ.მართლა იმსახურებს ედ ბიჭი კაარგს,მისი სახელიც და ძალაუფლრბაც კარგს მოხმარდება.
შენი წერის სტილი კაია

მადლობა ❤️ თუ მომცემს საშვალებას დასასრული აუცილებლად გავაგრძელებ ნიკიტაზე

alienbaby
ლუკასთან არ დატოვო რა ანკა, თუ ნიკიტას დაშორდება მაშინ დანას თან ჯობია
ლუკას ძალიან დიდი წარმოდგენა აქ საკუთარ თავზე, და მინდა რო ჩაეფუშოს რაა

❤️❤️❤️

mari
ნამდვილად არ იმსახურებს ეს გოგო ნიკიტასნაირ ბიჭს. ეს ლუკა ხო გულისამრევი ტიპია, კაცი რომ სხვის ქალს დაუწყებს ჩალიჩს, თან როცა იცის უკვე მათი მრავალწლიანი ურთიერთობა და ბიჭი რომ კაცურად გაგაფრთხილებს ჩემ ქალს შეეშვიო და შენ დაიკიდებ, ასეტი ტიპი კაცად არაკაცად მიმაჩნია. ვერანაირი გაგებით ვერ გავამართლებ ლუკას. თავიდანვე ეტყობოდა რომ მაგარი ა. ეს გოგო ხო ნიკიტას სიყვარულის ღირსი არაა, არ უყვარს ნიკიტა, უბრალოდ მოსწონს მაგარი ბიჭის გოგო როა და მის გამო ყველაფერზე წამსლელი როა ნიკიტა.

ჩემთვისაც განსაკუთრებული და ძაან ძლიერი შემთხვევაა ნიკიტა და ძაან მახარებს თქვენზეც რომ მოახფინა შთაბეჭდილება

სტუმარი Salome
Admin dzalian lamazi da saocari stili gaq rac shexeba gmirebs luka erti udgeuri tipia romelmac sxvis qals dadga tvali anka ki erti sacodavi gogoa romelic tavisi silamazit yvelas iyenebs mas aravkm uyvars ori amazrzeni arseba

მადლობა კომპლიმენტისთვის ძაან მახარებს ❤️ ასეთი შეფასებები ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent