შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალი (თავი 5) 18+ სრულად!


31-03-2020, 00:34
ავტორი Mary Drey
ნანახია 2 173

გამოღვიძებისას თავი უჩვეულო ამპლუაში იგრძენი. გრძნობდი, რომ შენი თითოეული ძვალი ეტაპობრივად გიტყდებოდა და შემაძრწუნებელ ხმას გამოსცემდა.
შიშისგან რამდენიმეჯერმე თვალები დახუჭე, თუმცა კადრი არ იცვლებოდა. კვლავ მარტო იყავი... მარტო შენს პირად განცდებთან და ცეცლის ალთან ერთად, რომელიც მეტად ხსნიდა, შენს პირად იარებს...
ფიქრობდი, რა შეცდომა დაუშვი...
პირველად მიხვდი თუ რა შეგრძნებაა, როდესაც მამაკაცი გიყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად. როგორ გინგრევს, ერთი ხელის მოსმით მთელ შენ შინაგან, აბობოქრებულ სამყაროს.
გაუანალიზებლად ფეხზე დგები და ირგვლიყ ყველაფერს, ერთი ხელის მოსმით ტეხ.
ცრემლები გაუანალიზებლად დაეხეტებიან, შენი სახის გარშემო და სულს გიწვავს.
ემსგავსები ამომშრალ ღრმულს, სადაც მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი იმედგაცრუება სუფევს.
ცდილობდი წარსულის მოგონებები უკუგეგდო... უკან მოგეტოვებინა გუშინდელი ღამის შეგრძნებები, რომელიც სასიამოვნო და ამავროულად ყველაზე მწარე იყო.
რთულია უყურო, შენს უსიცოცხლო სახის ნაკვთებს, რომელსაც ერთი სული აქვთ განთავისუფლდნენ ამ უდიდესი ტკივილისგან და შეერწყან მარადისობას... მარადისობას, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერება სუფევს. თუმცა შენს ჯინაზე... რაღაც ამოუცნობი, ეშმაკისეული ძალით თავს მრავალი პრობლემა გატყდება... ვერც კი აცნობიერებ, თუ როდის აღმოჩნდი, ამხელა, ღრმა, გაუკვალავ წუმპეში.
თუმცა ერთი იცი... შენი თითოეული პრობლემა, კონსტანტინეს სახელით იწყებოდა და მთავრდებოდა,ამიტომ... სწორედ იმ წამს გადაწყვიტე, რომ მისი არსებობა დაგევიწყა. რაც არ უნდა რთული ყოფილიყო.
გიჟივით გავარდი ბნელი სარდაფიდან, თითქოს ეს-ესაა შეშინებულმა დატოვე ეშმაკისეული მოლანდება.
გული საშინლად გიცემდა...
ყელში, შენთვის აქამდე უცნობი ბურთი გქონდა გაჩხერილი, რომელსაც ვერა და ვერ იშორებდი...
გონებაში მხოლოდ და მხოლოდ იმას იმეორებდი, რომ მისი არსებობა უნდა დაგევიწყა.


გარეთ გასვლისას პირველივე გამოვლილ ტაქსის აჩერებ და შიგ აცახცახებული სხეულით ხტები... შენთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი თანხა დაგჭირდება მგზავრობისას... მთავარია აქედან გააღწიო... მოწყდე სამყაროს, სადაც კონსტანტინე ცხოვრობს...
- რაჭაში... სასწრაფოდ რაჭაში წამიყვანეთ...- მიუგე ტაქსის მძღოლს.
- რაჭაში?- შეიცხადა მან.
- ასე გაუგებრად ვსაუბრობ? რამდენსაც მეტყვით იმდენს გადაგიხდით, ოღონდაც დროულად დაქოქეთ ეს წყეული მანქანა!!!

შენ ფანჯარა ჩაწიე და შენი თითები ჰაერის ნაკადში გაახვიე.. ალივლივებდი ზეცაში და თავისუფლებას ანიჭებდი...
სანამ თბილის არ გაცდით, მანამ გულზე მძიმე ლოდი გედო, თუმცა როგორც კი დედაქალაქს მოშორდით წამშივე უდიდესი შვება იგრძენი. მძიმედაც ამოიოხრე.
- რთული დღე გქონდათ?- გითხრა ტაქსის მძღოლმა, რომელსაც სხვა ტაქსისტების მსგავსათ, მასაც წაწვეტებული ქუდი ეხურა, რომელიც ასე ძალიან გეზიზღებოდა.
- უკაცრავად?
- რთული დღე გქონდათ-მეთქი?- გაგიმეორა მან.
- ასეც შეიძლება ითქვას...
ტაქსის მძღოლმა თავისი გვერდზე მყოფი სარკიდან გადმოგხედა. მას შავი თვალები ჰქონდა.
- დაახლოებით შენხელა ქალიშვილი მყავს, ტაისია ჰქვია.- გითხრა მან, თუმცა ვერ ხვდებოდი თუ რატომ წამოროშა ეს სიტყვები, როცა ეს საერთოდ არც კი გაინტერესებდა, მაგრამ უფროსის პატივისცემის გამო ზრდილობიანად მაინც გაუღიმე.- ერთ რჩევას მოგცემ, შვილო კარგი? იმედია „შვილოს“ თუ დაგიძახებ არ გეწყინება... არ ვიცი შენი დამწუხრების მიზეზი... არც ის ვიცი, შენს გულში რა დევს, თუმცა ის ვიცი. ვიცი, რომ თბილისიდან ტყუილად არ გაიქცეოდი. ყველაფერს უკან არ დატოვებდი....- ერთ წამს გაჩერდა და კვლავ სარკის საშუალებით შემოგხედა.- ბიჭის გამო ხარ ასე, არა?
- საიდან მიხვდით... განა ასე ნათლად მაწერია სახეზე?- შენთვის ხმადაბლა ჩაიჩრჩულე, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს ჩურჩულიც მკვეთრად ესმოდა, უცნობ ტაქსის მძღოლს.
- ადვილია გაიგო ქალის განცდები, თუ მის ფენებს ჩაწვდები... გინდა ვისაუბროთ ამაზე? წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ერთმანეთს არც კი ვიცნობთ. არამგონია კვლავ ერთმანეთს შევხვდეთ... თუ გსურს მესაუბრე, იქნებ რაიმეთი დაგეხმარო, შვილო...
უეცრად საშინელი ბრაზი იგრძენი საკუთარი თავის მიმართ... იმის გამო, რომ რამდენიმე წუთის წინ ამ შესანიშნავ კაცს ეუხეშე და შენი ჯავრი მასზე ამოანთხიე.... „ყოჩაღ,კეკე... როგორც ყოველთვის მაკვირვებს შენი მანერები!“- ეუბნებოდი საკუთარ თავს.
- ვერ გაიგებ მას ჩემგან რა უნდა... ზოგჯერ ისეთი თბილია, რომ მის გვერდით თავს ყველაზე ბედნიერ ქალად ვგრძნობ, ყველაფერს ვივიწყებ... მაგრამ ზოგჯერ ისეთი ცივი და ირონიულია, რომ საკუთარ თავში ეჭვიც მეპარება, მართლა ის არის მართლა, ვისაც იცნობდი თუ არა...
- ოხ, ეს ახალგაზრდები... ახალგაზრდული გაუკვალავი ლაბირინთებით. რისი თქმა შემიძლია, შვილო? ზოჯერ უმჯობესია გულს მოუსმინო... ახლა რას გეუბნება გული? მოუსმინე მას...
- იმას, რომ საშინლად მიყვარს, მაგრამ მასთან ყოფნა აფსურდია. მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი გრძნობა. მეტი არაფერი.
- და გონება?
- შესაძლებლობა, რომ მქონდეს აუცილებლად გამოვღადრიდი ყელს, ჩემი ტკივილისთვის... გონება იმას მეუბნება, რომ ხსნა დავიწყებაშია.
- ანუ შენი გონება და გული ერთ რამეზე თანხმდება, არა?
- ანუ?- ვერ მიუხვდი მას.
- იმას, რომ ხსნა მის დავიწყებაშია... შვილო, ზოგჯერ ადამიანს იმის გაკეთება უწევს რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად არ უნდა... თუმცა ეს ცხოვრებაა. მრავალი სიძნელითა და დაპირისპირებით, ჩვენი თითოეული ცხოვრების წამი გამოცდაა. მთავარია ეს გამოწვევა წარმატებით ჩავაბაროთ.... იცი? ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, შვილო... შენხელა, რომ ვიყავი ერთი ქალი შემიყვარდა. ისეთი გოგო იყო, რომ თითოეულ კაცს მის დანახვაზე გული უძგერდებოდა... ეჰ, რა კარგი იყო წარსული, ახალგაზრდობა... ახლა უყურე ამ დანაოჭებულ სხეულს, რომელიც შენი ვერა და ვერ გგონია... ხო, რას ვამბობდი, შვილო... შემიყვარდა ეს ქალი. მინდოდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად გამეტარებინა და ერთმანეთის გზები გადაკვეთილიყო, თუმცა ვხვდებოდი, რომ ეს ერთი დიდი ოცნება იყო. ის ქალი მაღალი ფენის წარმომადგენელი იყო... მე კი დაბალი... შეუძლებელია მაღალი ფენის წარმომადგენელმა დაბალს თვალი გაუსწოროს. ეს კი არა და, სიტყვის ღირსადაც არ თვლიან... საშინელი შეგრძნება იყო დამერწმუნე, შვილო. როდესაც მას ვხედავდი ვგრძნობდი, რომ ჩემს სხეულში ახალი არსება იწყებდა დაბადებას, მაგრამ იგი ზედაც არ მიყურებდა... მის თვალში ყოველთვის არარაობა ვიყავი. ერთი სოციალურად გაჭირვებული ბიჭი, რომელსაც არ შეეძლიო ყოველ დღე სატრფოს ნაირ-ნაირი საჩუქრებით გაენებივრა... იცი? კი, დღეს ერთად არ ვართ, თუმცა მის მიმართ გრძნობები კვლავ არ გამნელებია. ეს ისეთი შეგრძნებაა, რომელიც სანამ ცოცხალი ხარ შენში დარჩება.. ეს ისტორია იმიტომ მოგიყევი შვილო, რომ არ არის აუცილებელი მთელი ცხოვრება მასთან იყო. მთავარია შენს სხეულში შეინახო... პატარა სკივრში ჩაკეტო და საგულდაგულოდ დამალო, რომ არავინ წაგართვას იგი... ხომ, გესმის არა, ჩემი შვილო? ხომ გესმის რასაც ვგულისხმობ?



დანიშნულ ადგილას საღამოს მიხვედით. შენ გეშინოდა ამ ღვთისნიერი კაცის მარტო დატოვება და ღამით გაშვება.
- მოხარული ვიქნები თუ ამ ღამეს, ჩემს სახლში გაატარებთ. იმდენი რამ მასწავლეთ... ძალიან მინდა, რომ რაიმეთი პატივი გცეთ. თან მალე დაღამდება. ექვსი საათი გზაში მოგიწევთ სიარული. სჯობს დილით ადრე წახვიდეთ.- ღიმილით მიუგე მას და როდესაც დიდი ლოდინის შემდგომ, უცნობი კაცისგან თანხმობა მიიღე, სიხარულისგან დაგავიწყებულმა მას ძლიერად ჩაეხუტე... ისე თითქოს შენი საკუთარი მამა ყოფილიყოს.


***
„დრო, მხოლოდ სიყვარულს დაინდობს,
დღე, ისევ წაიღებს დარდს.
შენ, ალბათ ნოტებზე დარჩები
სხვებს არ მოაბეზრებ თავს.
თუკი სიყვარულს მიენდობი ისევ
არ შეგაწუხებს ეს ხალხის მზერა,
თუკი სიმღერას დაუჯერებ მხოლოდ
არ შეგეხება შენ ბოროტება.“

სახლი იმაზე კარგ მდგომარეობაში დაგხვდა, ვიდრე შენ წარმოგედგინა. სახეზე ბედნიერების კვალი დაგთამაშებდა და თავს ლაღი ბავშვივით გრძნობდი.
ზოგადად ძალიან გიყვარდა, შენ შენი სოფელი. ყოველ წელს ათრთოლებული ელოდი აგვისტოს მოსვლას, რომ მალე შეგეგრძნო რაჭის სურნელი და როდესაც... შენი სოფლის ტერიტორიაზე შეაბიჯებდი, თითქოს ახლიდანაც იბადებოდი. ფრთებს შლიდი და სახეზე ბედნიერების სხივი დაგემჩნეოდა-ხოლმე.
და ახლაც... თითქოს აქამდე ფრენა არ შეგეძლო, მაგრამ როგორც კი კვლავ მისი სურნელი ჩაისუნთქე... შენი მოტეხილი ფრთებიც შეხორცდა და ცას, ღრუბელთა ტალღას შეერწა.
ბედნიერებისგან ასე გული, როდის გიცემდა აღარ გახსოვს. მხოლოდ ის იცი, რომ რაჭაში ხარ... შენს საკუთარ სოფელში, რომელიც ყველაფერს გირჩევნია. გრძნობდი, შენსა და შენი მშობლიურ მიწას შორის თვალით უხილავ კავშირს, რომელიც მთლიანად შენს სხეულში დაბატონებულა... მყარად გაუდგამს მასში ფესვები. გრძნობ, როგორ გტანჯავს ხოლმე უიმისობა... თითქოს მარადიულად უნდა რომ მის მიწას იყო ჩაკრული... კოცნას ჩუქნიდე თითოეულ მის შვილს. ბალახს თუ შენი სახლის წინ მყოფ ჭაღარა მთის წვერს...
გარშემო რასაც ხედავ გგონია, რომ შენი შვილია. შენი გაზრდილი. შენად შეკედლებული, რომელიც ყოველთვის, უსასრულოდ დაეძებს საკუთარ დედას... როგორც ჩვილი ბავშვი მიკედლებულია თავის სისხლსა და ხორცზე, სწორედ ისე ხარ დაკავშირებული მასთან. ისე, რომ მის გარეშე თითოეული წამი საშინლად გეძნელება.
ახლაც ხარბად ისრუტავ ჯანსაღ ჰაერს და კვლავ ბედნიერებით ივსები.
შენს გონებაში ერთიანად ცოცხლდება წარსულის, ბავშვობის, თინეიჯერობის წლები. გახსნებდება როგორ უხეთქავდი-ხოლმე დედას გულს, როდესაც ბავშვებთან ერთად სოფლის გარეთ იპარებოდით. სახლში დაბრუნებისას კი, უკვე მისთვის სათქმელი დამუშავებული გქონდა. „მობილური დამიჯდა ან არ იჭერდა, ანგარიშზე აღარ მქონდა და ვერ შეგატყობინე, ან რაიმე ამდაგვარი სისულელე.“ რომელსაც დედა არ იჯერებდა. გეჩხუბებოდა. არადა ნეტავ იცოდეს, როგორი სასიამოვნოა, როდესაც დაუკითხავად სადმე მიდიხარ. საკუთარი თავის პატრონი თავად ხდები. რამდენიმე საათის განმავლობაში, თავს სრულწლოვნად გრძნობ.
შენში შიშის გრძნობას არაფერი იწვევდა, რადგან მეგობრების იმედი ყოველთვის გქონდა... ბავშვობის, საუკეთესო მომენტების შემქმნელების.
ხან რომელ ციცაბოზე აცოცდებოდით ფოტოების გადასაღებად, ხან რომელზე, თუმცა შენ იმ დროს აღარ პოზიორობდი, რადგან იცოდი ვერ გამოიყენებდი ამ გადაღებულ ფოტოებს და გული დაგწყდებოდა, თუმცა იმას ვეღარ აცნობიერებდი, რომ დედაშენს ამ დროს კარგა ხნის გაგებული ჰქონდა შენი ადგილმდებარეობა. სახლში მისულს კი ინანე... რატომ მეტი, უფრო კარგი ფოტოები არ გადავიღეო.
ასეთი ტიპის მრავალი მოგონებები გახსენდებოდა... დაწყებული გაპარვით, დამთავრებული ღამეების კოცონთან გათენებით, რომელსაც ყოველწლიურად ღიმილითა და სიცილით იხსენებდით.
ბედნიერებაა, როცა გვერდით ბავშვობის მეგობრები გყავს შემორჩენილი. რომლებთანაც შეგიძლია იყო ისეთი, როგორიც რეალურად ხარ. ყოველგვარი ნიღაბის გარეშე.
ახლაც ოცნებობ მათ თვალებში დაიკარგო და კვლავ იმ ლაღ ბავშვად გადაიქცე...



ტაქსის მღოლი სახლში შეიპატიჟე. საწოლი გაუშალე და საღამოს, ძილის წინ ჭიქა ჩაიც დაალევინე.
- ამდენი ხანია ერთად ვართ და ჩემი სახელიც კი არ მითქვამს. მაოცებს ჩემი დახვეწილი მანერები- სირცხვილით მიუგე მას.- კეკე მქვია.
- ბაგრატი. ძალიან მიხარია, რომ შენნაირი ადამიანი გავიცანი, შვილო.
- რაღაც მინდა გკითხოთ, ბაგრატ.
- აბა?
- იმედია ცუდად არ გამიგებთ...
- გისმენ.
- სხვა ტაქსის მძღოლივით არ ხარ. ძალიან განსხვავდებით მათგან. ისინი ისეთი უტაქტოები, არაჰიგიენურები, არაკომუნიკაბელურები არიან... თქვენ კიდევ?
- ყოველთვის ტაქსის მძღოლი არ ვიყავი, შვილო.- ერთი ღრმად ამოიოხრა და კვლავ განაგრძო საუბარი.- ადრე მასწავლებელი ვიყავი, ქართული ენისა და ლიტერატურის. როდესაც პენსიაზე გავედი უკვე აღარავის ადარდებდა, შენი ცოდნა... იძულებული ვიყავი სამსახური დამეტოვა. საშინელებაა, როდესაც ყოველგვარი ლუკმა-პურის გარეშე რჩები... საკუთარ საკვებს, რომ გვერდით სწევ, რადგან შენი ცოლ-შვილი დაპურებული გყავდეს. ძალიან ბევრი ღამე ტირილში გამიტარებია, კეკე შვილო. ცუდად ვხდებოდი, როდესაც ჩემი ოჯახის ხმოვანი მუცლის გვრემას გავიგონებდი-ხოლმე... სამყაროს მიმართ საშინელი ბრაზი მეუფლებოდა. ყველამ იცოდა, ჩემი ეკონომიკური შესაძლებლობა, მაგრამ მაინც გამწირეს ამისთვის.... სამუშაოს გარეშე დამტოვეს, როცა ოჯახს ვჭირდებოდი. ჩემს ცოლს ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. მუდმივად სჭირდებოდა გამოკვლევების ჩატარება და ათასი ძვირადღირებული წამლის მიღება... როდესაც გიჭირს, პატიოსნად ფულის მოპოვების მიზნით ყველაფერზე ხარ წამსვლელი. მანქანის ტარება კარგად არ ვიცოდი, მაგრამ მის გამო შევითვისე, რადგან ვიცოდი მისი სიცოცხლე ჩემზე იყო დამოკიდებული... თუმცა სამწუხაროდ მას ვერ ვუშველე... რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა... ახლა ერთადერთი საზრუნავი, ტაისიაა ჩემთვის. რომ არ ვიმუშავო, ეს ერთი პურის ფულიც აღარ მექნება..- თქვა მან და მაისურის კიდეთი ცრემლები მოიწმინდა.

ამ ამბის გაგონებისას შეუძლებელი იყო, რომ შენ ცრემლები შეგეკავა... გაუანალიზებლად ფეხზე ადექი, დატოვე საკუთარი სკამი და ბაგრატის გვერდით დაჯექი... თავი მხარზე დაადე და რითაც შეგეძლო დამშვიდება დაუწყე.
- არ ვიცოდი... ვიზიარებ. ნამდვილად არ მინდოდა, თქვენი ნაიარევის გახსნა... ბოდიშით.- და ძლიერად ჩაეხუტე, როგორც ეს ნამდვილ ღვთისნიერ კაცს ეკადრებოდა.
- არაფერია, კეკე. ცხოვრება გამოცდაა, როგორც უკვე გითხარი. მთავარია, რომ იგი წარმატებით ჩააბარო. ჩემს თავს ყოველ დილას ვეუბნები, ესეც გაივლის. იმის მიუხედავად, რომ ხშირად საკუთარი სიტყვების თვითონაც არ მწამს.- საპასუხოდ შენც გულში ჩაგიკრა.
ბაგრატმა საუკეთესო ჩახუტება იცოდა. სწორედ ისეთი ძვლებს, რომ აგიტკაცუნებდა, სუნთქვას, რომ შეგიკრავდა-ხოლმე. რამდენიმე წუთი ასე მამა-შვილურად იყავით, თუმცა შემდგომ გითხრა:
- მგონი დროა, რომ დავიძინოთ. დილით ადრე უნდა წავიდე.

შენ ცივ, გაყინულ ლოგინში აკანკალებული ჩაწექი და დაიწყე შენს ოთახში შემოსული ხმების დაყურადება.
გარედან საოცარი ხმები შემოდიოდა... ჩანჩქერის რაკრაკა, დამამშვიდებელი ხმა... ჭრიჭინების გაუჩერებელი საუბარი და აქა-იქ მგლების შემაძრწუნებელი ყმუილი, რომელიც შენთვის უკვე კარგა ხანია იავნანის მელოდიის მსგავსი გამხდარა.



№1  offline წევრი sofo_sofia13

ვერ ვიგებ კონსტანტინეს საქციეელსს

 


№2  offline მოდერი Mary Drey

sofo_sofia13
ვერ ვიგებ კონსტანტინეს საქციეელსს



მალე ყველაფერს გაიგებთ^^

 


№3 სტუმარი შენი მფარველი ანგელოზი

ვაიმე მარიამ ძალიან მომწონს და რა ვქნააააააა!!!!

 


№4  offline მოდერი Mary Drey

შენი მფარველი ანგელოზი
ვაიმე მარიამ ძალიან მომწონს და რა ვქნააააააა!!!!



მიხარია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent