წყვდიადში მყოფის პირველი ნაბიჯი (ამონარიდი)
როგორც იქნა, გასვლის დრო მოვიდა. თვალი არ მომიხუჭავს. ბოლო ორი საათია, გაქვავებული მზერით, საათს ვუყურებ. ჩემოდანი ორი დღის წინ შევამზადე. ჩემი სახე, რომ დაგენახა ვერ გაიგებდი, ეს შიშის, თუ ბედნიერების ღიმილი იყო... გიჟივით წამოვხტი, მოსაცმელის ძებნა დავიწყე... რომელიც ასევე ორი საათის წინ მომიცვამს და უბრალოდ არ მახსოვდა. ფიქრები იმდენად დამაბნეველია, ვერ ვხვდები რას განვიცდი. ის შეგრძნება არ მტოვებს, თითქოს რაღაც გრჩება. ჩემოდანი ავიღე, კარისკენ დავიძარი, სადარბაზოში გავედი, ლიფტის ღილაკს დავაჭირე და უკვე შემდეგ გადავკეტე კარები. ძლივს შევგორდი ჩემოდანთან ერთად და ერთიანს დავაჭირე... ყველაზე ხანგრძლივი, ქვემოთ დაშვება ჩემს ცხოვრებაში... დრო მებრძოდა მისი სიხანგრძლივით და სულ სამი წუთი გავიდა. ვიცოდი ასე გრძნობების გამო ვიყავი, თავს ვერაფერს ვუხერხებდი. კარი გაიხსნა, გიჟივით გავვარდი. მეზობელი, რომელიც ქვემოთ იცდიდა მომესალმა, მე კი ვერც შევამჩნიე, არ მსურდა პასუხი... ტაქსი გავაჩერე და პირდაპირ აეროპორტისკენ წავედი. იქ უნდა გვენახა ერთმანეთი, როგორც შევთანხმდით. მგზავრობა, რომ არ გახანგრძლივებულიყო მუსიკა ჩავრთე, ყურსასმენს დავაკავშირე, თავზე მოვირგე. მაგრამ ვერ ვუსმენდი, ვერ ვისვენებდი. ყველაზე ხანგრძლივი მგზავრობა, ჩემს ცხოვრებაში... როგორც იქნა, მივაღწიე... ტაქსიდან გადმოვედი, ჩემოდანი საბარგულიდან, ჩემით ამოვიღე. მძღოლს არც კი ვაცადე საფასურის თქმა, თანხა პირდაპირ მივაწოდე, მადლობა მივაძახე და შესასვლელისკენ, სწრაფი ნაბიჯებით დავიძარი... აი შემდეგ რაც მოხდა, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ათასი შემოწმება, რეგისტრაცია, ბარგის ჩაბარება. ყველაზე ხანგრძლივი, სამზადისი, ჩემს ცხოვრებაში... როგორც იქნა ჩამოვჯექი. ერთი ამოვისუნთქე და გადავწყიტე დამერეკა მიუხედავად იმისა, რომ მთხოვა ეს არ გამეკეთებინა. მესამე ცდაზე მიპასუხა... - სად ხარ? გელოდები, უკვე აეროპორტში ვარ!.. - ცოტახანში გამოვალ, ამ წამს დავკეტე ჩემოდანი და ტაქსის ველოდები! - კარგი, დაუჩქარე... რეგისტრაცია ჯერ მიდის მაგრამ უკვე ჩასხდომას ითხოვენ, აქ უნდა იყო! მგონი ორი რეისის გაერთიანებაა, თუ რაღაც ეგეთი. ვერ ვუსმენდი!.. - კარგი, ვჩქარობ. არ იდარდო, ყველაფერი რიგზეა. მალე გნახავ, მიყვარხარ... - მეც მიყვარხარ... გავუთიშე და ისღა რჩებოდა, დამეცადა. მწყუროდა, მაგრამ ვერაფერს ვსვამდი. საჭმელი კი საერთოდ არ მახსოვდა, უკვე რამდენიმე დღე. ყველაზე ხანგრძლივი მოლოდინი, ჩემს ცხოვრებაში... მოსაცდელი ზონა უკვე დაცარიელდა. ყველამ დაიკავა ადგილი, გარდა ჩვენ ორისა. შემამჩნიეს და მთხოვეს, რომ თვითმფრინავში ავსულიყავი. ავუხსენი მდგომარეობა, მაგრამ დამორჩილება მომიწია. გზად კიდევ დავურეკე. ისევ მესამე ცდაზე... - სად ხარ? გამაგიჟებ, არ მაჩერებენ და ბორტზე ამიშვეს უკვე!. - ხო ვიცი, თითქმის მოვედი, უკვე ვხედავ!.. - კარგი დროზე, ვერ ვისვენებ... - ჩემი ბიჭი, დამშვიდდი, მოვედი... - ჩქარა... მიყვარხარ! - მეც მიყვარხარ... ადგილი დავიკავე. შეტყობინება მომივიდა. მოვედი! საპირფარეშოში შევირბენ და მალე მოგისკუპდები... არ ვუპასუხე, დრო არ წავართვათქო და უკვე სიმშვიდე ვიგრძენი. გამეღიმა, მობილურზე ფრენის რეჟიმი ჩავრთე. მუსიკა უკვე მესმოდა, გონებაში მოუსვენრად ჟღერდა. თვალები მოვხუჭე და ჩამეძინა... როგორია, რამდენიმე დღის, უძილო და მშიერი, კიდევ ფეხზე იდგე?!. რაღაცამ შემარხია, ისევ გავიღიმე. ვიცოდი ის იყო, ჩემს მხარს, ხელით ეხებოდა. მაგრამ თვალები გავახილე... - მაპატიეთ, გაღვიძებისთვის. თქვენივე უსაფრთხოებისთვის, სჯობს ფხიზელი შეხვდეთ აფრენას. და უსაფრთხოების ღვედი შეიკრათ. უკვე დავიძარით!.. ღიმილით მესაუბრებოდა, ფორმაში გამოწყობილი გოგონა და შემდეგ ადგილი დაიკავა. ყურადღება მიიპყრო შემდეგმა ხმამ... - აფრენამდე, ნუ გამოიყენებთ სხვადასხვა მოწყობილობებს, გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი ავიაკომპანიით!.. რა გაფრთხილება? უსაფრთხოება? ხუმრობთ ხო?!არაფერი მაინტერესებდა, გარდა ერთისა. სად იყო!.. წყეული ფრენის რეჟიმი. დაკარგული წამები... გამოვრთე, დავაცადე. ორი შეტყობინება მოვიდა. გამოტოვებული ზარი, და მისი ერთი სიტყვა: მაპატიე... წარმოიდგინე რა დამემართა?! ცრემლები მომადგა, თავი ჩავხარე.მზად ვიყავი, მეყვირა ვგრძნობდი, როგორ მივიქციე ყურადღება და მის ადგილზე, ვიღაც მოთავსდა... - მოკლედ რა!.. ახლა მოუნდათ დასუფთავება, იქ ხო ვერ შევედი და აქ საერთოდ აფრენამდე არ შეიძლება!.. ის იყო. ჩემს გვერდით. მივუბრუნდი, ჩავეხუტე, ვაკოცე, ვუთხარი, მიყვარხართქო!.. მიპასუხა, მეც მიყვარხარო და გამომეღვიძა... უნდა გესმოდეს ჩემი, უკვე ზედმეტია... სიზმარში მომხდარი, რეალურად განმეორდა, გარდა ორისა... მარტო მივფრინავდი და მისი შეტყობინება: - მაპატიე, მიყვარდი... ყველაზე ხანგრძლივი ფრენა, ჩემს ცხოვრებაში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.