შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ღამის შემდეგ (VIII)


4-04-2020, 11:01
ავტორი Natiiaa33
ნანახია 2 030

_საშინლად მაღალი მუსიკა იყო, ერთმანეთში ირეოდა მოცეკვავე სხეულები, მაცდური ღიმილი და აღზნებული მამაკაცების სიგიჟემდე მიყვანილი სახეები.
ბართან იჯდა, სვავდა და ირგვლივ არაფერი აინტერესებდა. მერამდენედ აღამებდა იმ ბარში ვინ იცის, მერამდენე ტკივილიანი საღამო იყო. ეზიზღებოდა სახლში მისვლა, ეზიზღებოდა ყველაფერი რაც ელიზაბედის თავს ახსენებდა. ყველგან ის იყო, ყველგან მისი ხმა ესმოდა და მის სურნელს გრძნობდა. ვეღარ ფიქრობდა, აღარ იცოდა სად წასულიყო, რომელ გზას დასდგომოდა. ყველაფერი სცადა, ყველა გზა გამოიყენა, ყველა შესაძლებლობა ამოწურა მაგრამ ელიზაბედს ვერ უშველა, ვერ იპოვა, ვერ დაიბრუნა და რაც უფრო მეტი დღე გადიოდა მით მეტად ანადგურებდა, კლავდა და ძალას აცლიდა გაუსაძლისი ტკივილი. ორი კვირა გავიდა რაც უგზო-უკვლოდ დაიკარგა, არაფერი იყო, თითქოს მიწამ ჩაყლაპა, გაუჩინარდა. ქალაქის გარეუბანში დაგდებული მანქანა იყო მარტო და ელიზაბედის სამაჯური. ყოველ დღე თავს ინუგეშებდა და ახალ ხელჩასაჭიდ ძაფს ეძებდა. ვერასდროს აპატიებდა თავს მას ან მის ბავშვს თუ რამე დაემართებოდა, ისედაც თავს აბრალებდა რაც მოხდა და ორმაგად ინადგურებდა თავს ფიქრებით.
გვიან ღამით გამოვიდა ბარიდან, საჭესთან დაჯდა და სახლში წავიდა. მანქანის მართვა უჭირდა, ორად ხედავდა გზას და კონტროლს კარგავდა. უმისამართოდ მიდიოდა, ზღვისკენ ავიდა, მანქანა გააჩერა და გადმოვიდა. ბარბაცით მიდიოდა და ღრიალებდა, ელიზაბედს ეძახდა და პატიებას სთხოვდა. გულიდან წამოსული ცრემლებით ტიროდა, უწყვეტი ჯაჭვივით ჩამოსდიოდა წვერიან ლოყაზე და ყელისკენ უჩინარდებოდნენ. მუხლებზე დამხობილი, სასოწარკვეთილი მუშტებს მიწას უშენდა და ოთხად მოკეცილი არეული მზერით ერთსა და იმავეს ყვიროდა
-სიზმარია, ვიცი რომ სიზმარია, არშეიძლება ისეთი სინამდვილე იყოს სადაც შენ და ჩემი პატარა აღარ ხართ. გპირდები შენს ყველა ახირებას ავიტან, გპირდები რაც დრო მაქვს სულ შენ დაგითმობ, მითხარი რომ მეხუმრე და გამოჩნდი, გთხოვ გამოჩნდი და ჩემთან იყავი. დროში გავიყინე ელიზაბეეედ, წამი გაჩერდა და აღარ აგრძელებს ათვლას. იმ მომენტში გაიყინა როცა მომტაცეს შენი თავი. ზურა არარსებობს შენს გარეშე, გაიგეეე? ვიცი რომ მისმენ, შენ ხომ უთქმელად გესმოდა ჩემი, ჩემი გულის განუყრელი ნაწილი ხარ ელიზაბედ. ზურას გული და სული ხარ. ამ დიდ სამყაროში შენ ჩემი პატარა სამყარო ხარ. დასრულდეს გთხოვ, მეტის ატანა აღარ შემიძლია, დასრულდეეს ეს ტანჯვა. ნუთუ მე არ მაქვს ბედნიერების უფლება.
_პატარა ბავშვივით ქვითინებდა ადგილზე გაყინული, ვეღარ სუნთქავდა და სწორად აზროვნებას ვეღარ ახერხებდა. როგოღაც შეძლო სახლში მისვლა. პირდაპირ დივანზე დაემხო და თვალები დახუჭა. აღარ უყურებდა ტელევიზორს, არც სოციალურ ქსელს იყენებდა რადგან ყველგან ელიზაბედი იყო, მისი ფოტოები, ფუჭი ინფორმაცია და უფრო დამძიმებული კადრები რომელიც სულს უხუთავდა.
დილით მობილურის ხმაზე ძლივს აწია თავი, უცხო ნომერი იყო და სწრაფად უპასუხა
-გამარჯობა, ბატონ ზურას ვესაუბრები?
-დიახ გისმენთ
-გამომძიებელი გახლავართ, ლუკა გეგეშიძე
-დიახ
-ცხედარია ნაპოვნი ფეხმძიმე ქალის, ამოსაცნობად უნდა მოხვიდეთ
-არაააა, ჩემი ელიზაბედი ვერ იქნება, ასე ვერ გამიმეტებდა. რაღაც გეშლებათ
-დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, უბრალოდ აუცილებელი პროცედურაა ამოსაცნობად მოხვიდეთ.
-მოვალ, ახლავე წამოვალ
_სასწრაფოდ ლილიანას დაურეკა
-მიშველე გთხოვ, ვკვდები
-რამე გაიგეე? რამოხდა ზურა თქვი
-ცხედრის ამოსაცნობად მიბარებენ, მითხარი გთხოვ რომ სიზმარში ვარ, მითხარი გთხოვ რომ მატყუებენ
-ზურა მე, მე არ, არ ვიცი რა გითხრა. აი ახლა საშინლად მტკივა, გული გამეყინა თითქოს. დამშვიდდი გთხოვ, სიმართლე არ იქნება, ელიზაბედი ძლიერია, ასე ვერ მოგვექცევა, არც გაიფიქრო ეგ იცოდე. წავალთ და ცხედარს ვნახავთ, იქ ელისაბედი არ იქნება, გაიმეორე
-ლილიანა ჩემი ელისაბედი რომ იყოს? _ტიროდა და სიტყვებს ძლივს აბავდა
-გაიმეორე ზურა გაიმეორე
-ის ელიზაბედი ვერ იქნება
-აი კარგია, კიდევ გაიმეორე
-ის ელიზაბედი არ არის, არ არის, ხომ არ არის ლილი?
-არ არის არა, ახლა ღრმად ისუნთქე და რაც შეიძლება მალე მოდი. მეც გამოვალ მისამათი ესემესით გამომიგზავნე.
-კარგი გამოვდივარ.
_მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას, ხელები უკანკალებდა და ერთიანად თრთოდა. ერთი და იმავე სიტყვებს იმეორებდა
-ის ელიზაბედი არაა, ჩემი ელიზაბედი ჯანმრთელია და მალე დამიბრუნდება
_საავადმყოფოსთან იყო უკვე, რამდენიმეჯერ სცადა შესვლა და ვერ გაბედა, ლილიანაც მოვიდა და მაგრად მოეხვია, ამხნევებდა და ყველანაირად გვერდით ედგა.
-ამოიგდე ყველანაირი აზრი, ის არაა ელიზაბედი და ვსო მორჩა. შენ თუ დაეცემი, შენ თუ არ იქნები ძლიერი ელიზაბედი ვის გამო გაძლიერდეს. წარმოიდგინე აბა ის ვისთვის იბრძვის, ვისი იმედი აძლებიებს ყოველ დღე. შენი და შენი სიყვარულის. არ გაბედო და მეორედ ხელი არ ჩაიქნიო, არ თქვა არც გაიფიქრო რომ ის ცოცხალი აღარ არის, მოეშვი სასმელს და უფრო მეტი იფიქრე, ის შენ გელოდება. მას ჩვენ ვჭირდებით გახსოვდეს
_ერთად შევიდნენ მორგში, ხელებს უჭერდნენ ერთმანეთს და ელოდებოდნენ გარდაცვლილი სახის დანახვას. როგორც იქნა თეთრი ნაჭერი მოაშორეს ცხედარს. ლილიანამ თავი გაატრიალა და თვალები დახუჭა, ზურას მხარს შემოეხვია და ტირილი დაიწყო
-ხომ გითხარი ჩვენი გოგო ვერ ინებათქო.
-გავიდეთ, ნუ ტირი გთხოვ.
-მძიმე დასანახი იყო. წამით გავიფიქრე, გავიფიქრე რომ
-ჩშშშ, აღარ გააგრძელო _ხელი მოკიდა და მორგიდან გაიყვანა. მშვიდად ამოისუნთქეს. არ იყო ელიზაბედი, სრულიად უცხო იყო მაგრამ მისი ოჯახის წევრების ტკივილიც ეტკინათ. წამებში გაურბინათ კადრებად ყველა სიუჟეტმა და თავის შეკავება ვერ შეძლეს. სასწრაფოდ გაეცალენ საავადმყოფოს და ფეხით გაისეირნეს.





-მიდი კიდევ შეუტანე საჭმელი, იქნებ რამე შეჭამოს
-სულ ყ*ეზე შეჭამს თუ არა, ჯიუტი თხაა, დღესვე მოვკლავდი ბოსი რომ არ ჯიუტობდეს.
-ეეე ძმაო დაუკვირდი სიტყვებს, უდანაშაულოა ეს გოგო ყველანაირად, თანაც ვერ ხედავ რამხელა მუცელი აქვს?
-სულ არ მაგის მუცელი? ორი კვირაა მაგის პრიკაზებს ვიტან და თან ვყვები. ის კი მაინც ზის და ცრემლებად იღვრება. ზურა ზურა...რა ნახა იმ სი*ში მაინც ვერ ვხვდები
-მალე მშობიარობა დაეწყება, მერე რა უნდა ვქნათ
-ბოსსაც ეგ უნდა, ბავშვი უნდა და არა ეს გოგო
-რაში სჭირდება ამის ბავშვი, უნდა მოკლას?
-ალბათ უფრო დიდი ტკივილი რომ მიაყენოს, აბა მე რა ვიცი რა აზრები უტრიალებს თავში იმ გიჟს.
-იქნებ ცოტა ჭამოს, მე შევალ.
_ლანგარი აიღო და ოთახში შევიდა. ოთხათ მოკეცილი იწვა ლოგინზე, ხელებზე და ფეხებზე ბორკილები ეკეთა და ლოგინზე იყო მიბმული. თვალები ჩაშავებოდა, სულ თეთრი იყო, თმა არეული ჰქონდა და ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. მივიდა და ლოგიმთან ჩამოუჯდა
-ძალიან ცუდად იქცევი, შენ თუ გკიდია შენი თავი ბავშვზე რატო არ ფიქრობ?
-თქვენ რატო არ იფიქრეთ ბავშვზე რომ მომკიდეთ ხელი და სადღაც გადაკარგულში გამომამწყვდიეთ.
-ჩვენ ამაში გვიხდიან დაიკო. საერთოდ არ მსიამოვნებს შენი წამება მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. შენი ბავშვის გამო მაინც ჭამე ცოტა, ისაა ცოდო.
-რა იქნება შემდეგ? რას მიპირებთ?
-ბოსი რასაც გვიბრძანებს, აბა მე რა ვიცი?
-ვინ არის შენი ბოსი?
-ბევრის ცოდნას ითხოვ უკვე დაიკო, არშეიძლება ეგრე. მოდი ახლა ჭამე და უნდა გავიდე მე.
_გაჭირვებით წამოიწია, რამდენიმე ლუკმა შეჭამა და ისევ დაწვა
-ძალა არ მაქვს, ასე მეც მოვკვდები და ჩემი ბავშვიც, უკვე რამდენიმე დღეა არ განძრეულა, სულ ფეხებს მირტყავდა, ახლა აღარ ინძრევა გესმის? _დალურჯებული ხელებით იმშრალებდა ცრემლებს. სისხლის მიმოქცევას უჩერებდა დიდი შავი რკინები ხელზე, რომ დაჰკიდებოდა. მეტს ვეღარ უძლებდა, აღარ შეეძლო მეტის ატანა.
-კარგი დაწყნარდი, ვეცდები გიშველო, ბოსს დავურეკავ.
_ოთახიდან გამოვიდა და თავის დამკვეთს დაურეკა
-უფროსო გოგო ცუდადაა, ამბობს რამდენიმე დღეა ბავშვი არ განძრეულა და იმასაც მოკლავთ და მეცო.
-იქნებ იტყუება
-არ იტყუება, ძალიან ცუდადაა
-ბავშვს არაფერი არ უნდა დაემართოს გასაგებია?
-მე რა ვქნა არ ვიცი
-სასწრაფოდ რამე უნდა მოვიფიქრო, მისმინე ვიდეო გადაუღე, თქვას რაც უნდა, უთხარი რომ ზურას უგზავნი.
-კარგი ქალბატონო.
_ელისაბედთან შევიდა და სიტყვა სიტყვით მოახსენა
-ზურას უგზავნი მართლა? ასეთ დღეში არ მინდა რომ მნახოს, ვერ გადაიტანს.
-მოწესრიგდი და უთხარი რაც გინდა, მე გადაგიღებ.
_სავარცხელი მოატანია და თმა გაისწორა, სველი სალფეთქით სახე გაიწმინდა და მოემზადა ვიდეოს ჩასაწერად.
-სისულელე არაფერი თქვა იცოდე, ერთი შანსი გაქვს.
-საყვარელო ცოცხალი ვარ, ვიცი მოგენატრე, ვიცი გტკივა და გაუძელი გთხოვ, მალე ისევ ერთად ვიქნებით, შენ ჩემი ზურა ხარ, მე შენი ელისაბედი. ზურას და ელისაბედის ისტორია ასე ვერ დასრულდება, ჩვენი პატარაც გრძნობს და ენატრები. გაუძელი პატარავ, იცოდე შენს ელისაბედს უყვარხარ და მოუთბენლად გელოდება.
-მორჩი?
-არა მაგრამ მეტს ვერ ვიტყვი.
_ჩანაწერი ბოსს გადაუგზავნა, მან კი ზურას. სკვერში ისხდნენ და ლაპარაკობდნენ ზურა და ლილიანა ჩანაწერი რომ მიუვიდა.
-ცოცხალიაა, ლილი ცოცხალია ხედავ? მე მელოდება, ჩემი იმედი აქვს და მე ვერაფერს ვაკეთებ. არა იდიოტი ვარ, გამოუსადეგარი იდიოტი რომელიც თავის ცოლსაც კი ვერ უვლის.
-დაწყნარდი ზურა, რაც მნიშვნელოვანია გავიგეთ, რომ კარგადაა. ერთი აზრი მაქვს, წამოდი სასწრაფოდ სახლში.
_ზურასთან ავიდნენ, ყველა ფოტომასალა და ვიდეოჩანაწერი თავიდან იყურეს.
-ბოლოს შენი მანქანა გარეუბანში ნახეს. იქ ამოღებული ვიდეოკადრებიდან სამი ღამის განმავლობაში მხოლოდ 5 მანქანა ჩანს. ხუთივეს იდენთიფიკაცია მოხდა და ხუთივე მადგანი გამოირიცხა. ანუ გამოდის რომ სადღაც იმ გარეუბანში ჰყავდათ ელე რამდენიმე დღე რომ ქალაქიდან გაეყვანათ.
-ეგ ინფორმაცია რას გვაძლევს?
-ეს იმას გვაძლევს, რომ
-ერთიწამით, გურამი მირეკავს....გისმენ გურამ
-ბოდიში გაწუხებთ, სანამ ქალბატონ ელიზაბედს გაიტაცებდნენ ერთ ქალზე ინფორმაციის მოძიება დამავალა. ყველაფერი გავარკვიე.
-ვინ ქალზე? ან რატომ დაგავალა?
-ის ბიჭები ვიპოვე ვინც საწარმოს ინციდენტი მოაწყო, დაგვავალა გვეთვალთვალა და ვისაც შეხვდებოდნენ ყველასთვის ფოტო გადაგვეღო. ერთ ქალზე დაეჭვდა და ინფორმაციის მოძიება მთხოვა
-ქალზე?
-დიახ
-ოხ ელიზაბედ ჩემს გარეშე რას ხლართავდი. გურამ ყველა ინფორმაცია მინდა, იმ ბიჭებზეც და იმ ქალზეც.
-კარგით ყველაფერს მაილზე გადმოვგზავნი. იმედი მაქვს დაგეხმარებათ.
-მადლობა გურამ
_საშინლად გაბრაზდა მის გარეშე რომ მოქმედებდა ელიზაბედი. მის გარეშე დეტექტივობანას თამაშობდა და თვითონ არაფერი იცოდა.
-გესმის ლილიანა? შენი დაქალი შეშლილია. კიმაგრამ ასეთი უშიშარი როგორ არის დამოუკიდებლად რომ გადაწყვიტა ყველაფერი.
-შენ კიდე არ იცნობ ელეს. იმაზე ძლიერია ვიდრე გგონია.
-რატომ ჰქონდა ეჭვი ამ ქალზე? დააკვირდი ფოტოს როგორ აცვია
-ელიზაბედი საკმაოდ ჭკვიანია, დააკვირდი კარგად მაგ ფოტოს
-სახეც კი არ უჩანს, ვერაფერს ვხედავ ხელჩასაჭიდს.
-ხელზე ოქროს სამკაულები და ბეჭედი უკეთია
-მერე?
-ზურა ქალს თუ ტასაცმლის ფული არ აქვს, ასეთ სამკაულს გაიკეთებს?
-ვიღაც მარიამ შონია ყოფილა. პირვლად მესმის, შენ გეცნობა?
-არამგონია აქ ასე მარტივად იყოს საქმე. ერთ დეტექტივს დავურეკავ, მიწიდან ამოიყვანს და ისე მოგვიყვანს.
-ვითომ ეს ქალი ღირს ამად?
-ელიზაბედის ინტუიციას ვენდობი, თუ მან ჩათვალა რომ ეს ქალი ღირს გამოძიებად ანუ ღირს.
-ელიზაბედის გადასარჩენად ყველა გზა უნდა ვცადო რადაც არ უნდა დამიჯდეს! დაურეკე აბა იმ დეტექტივს რას გვეტყვის.
_დეტექტივს ესაუბრა, შეხვედრა დაუნიშნა და დათქმულ დროს ზურასთან მიიყვანა.
-ბატონო ელიზბარ რთული ვითარება გვაქვს, ეს ქალი უნდა იპოვოთ სასწრაფოდ. შესაძლოა მას ჰყავს გატაცებული ელიზაბედი. იმ ორი ბიჭის ადგილსამყოფელიც დავკარგეთ.
-არ იდარდოთ, ეს საქმე მე მომანდეთ, არ გამიჭირდება ამ საქმის გახსნა. არანაირი პოლოცია იცოდეთ.
-არა რასამბობთ, რასაც გვეტყვით იმას გავაკეთებთ.
-ვიდეო საიდან არის გადმოგზავნილი?
-მაილიდან
-მშვენიერი, უკვე მომწონს. ყველაზე დიდი შეცსდომა მანდ დაუშვეს.
-ხელჩასაჭიდია რამე?
-რათქმაუნდა, მე მარტო არ ვმუშაობ. უძლიერესი გუნდი მყავს ზურგს უკან.
-მთავარია ვიპოვო, ყველაფერს გავაკეთებ.
-ვფიქრობ რომ თქვენც გითვალთვალებენ. აი ახლა გვჭირდება ძალიან დისი სკანდალი
-რას გულისხმობთ?
-თვითმკვლელობის სცენა უნდა გაითამაშოთ
-რასისულელეა, რაში გამოგვადგება ეს?
-თუ თქვენ გითვალთვალებენ აუცილებლად გავაბავთ და კვალზე გავალთ. კარგად უნდა დავგეგმოთ, ტელევიზიამ უნდა გააშუქოს აუცილებლად, თქვენ კი ვითომ და ძალიან მძიმე პაციენტი უნდა იყოთ.
-ამას როგორ ვიზავთ? საავადმყოფოში ხომ გაირკვევა სიმართლე
-რათქმაუნდა არა, ყველაფერს მოვაგვარებ.
-კარგით იყოს ეგრე როგორც გინდათ.
-ჯერ რაღაცაში მინდა დავრწმუნდე, თუ ჩემი ვარაუდები გამართლდა მაქსიმუმ ერთ კვირაში ელისაბედი სახლში იქნება
-მთელი ცხოვრება თქვენი მადლობელი ვიქნები
-რასამბობთ, ლილიანას მამამ დამაყენა ფეხზე, მისი წყალობით მივიღე განათლება და მის ერთადერთ ქალიშვილს როგორ ვეტყვი უარს.რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ.
_დაემშვიდობა და წავიდა საქმის დასაწყებად.
-იქნებ პოლიციისთვის დაგვეცდია? სწორად ვიქცევით?
-და რასაკეთებს ეგ შენი პოლიცია? ორი კვირა ვაცადეთ, საკმარისი დროა უკვე! არვიცით როგორ არის, სად არის და რას უკეთებენ ყოველ დღე, შენ კიდევ პოლიციაო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი როგორი ძლიერია ელე, ვიცი რომ უაზრო პანიკას არ აყვება და ყველა გზას იპოვის იქედან თავის დასაღწევად ჩვენ არ ვიცით რა დონის ბოროტმოქმედებთან გვაქ საქმე. მათ ფული არ უნდათ თორემ აქამდე მოგთხოვდნენ გამოსასყიდს. ეცადე ლოგიკურად იაზროვნო ზურა! ვეღარ გცნობ.
_საშინლად გააბრაზა ზურას სიტყვებმა, ჩანთა აიღო და გაეცალა, მარტო ყოფნა სჭირდებოდა დასაფიქრებლად და ყველაფრის გასაანალიზებლად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent