შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ტკივილთან ერთად.თავი 1.


12-04-2020, 05:32
ავტორი zia-maria
ნანახია 4 588

-ჰეი,შენ ვინ ხარ? პატარა გოგონას მოულოდნელად თავზე დაადგა უცნობი და მან კი გაბრაზებულმა შეუბრუნა კითხვა უცნობს.
-ვერ მიყურებ ვინც ვარ?
-გიყურებ და გხედავ ვინც ხარ,მაგრამ აქ შენი ადგილი არ არის პატარავ,სხვა ადგილი მოძებნე.ასაკით ბევრჯერ უფროსმა მაღალმა ბიჭმა ლილეს ხელი კრა და წააქცია,ლილემ მუხლი იტკინა და ცრემლიანი თვალებით იქვე მდგარ ალექსანდრეს შეხედა,რომელიც გაოცებული უცქერდა ლილეს და მისი სისხლიანი მუხლი რომ დაინახა ლილესთან მიირბინა ნატკენ მუხლზე სული შეუბერა და იქაურობას გაარიდა,შემდეგ უკან დაბრუნდა და უცნობ ბიჭუნას გამეტებით დაუწყო ცემა,ბავშვების ყვირილი და ღრიალი ლილეს მამამ გაიგონა და მოჩხუბარი ბიჭები გააშველა.
-ალექს,ალექს რას შვები შვილო,გაგიჟდი?
-ლილეს ხელი კრა და აატირა,ნახე მისი მუხლი სისხლიანია და ტკივილსგან ტირის.ვახომ ლილეს შეხედა და ხელში აიყვანა,მუხლზე დაისვა და მოეფერა,ალექსანდრეს ასეთმა თავგანწირვამ ძალიან გააოცა,ხელი მოხვია და ორივე გულში ჩაიკრა.
-თქვენ კარგი მეგობრები ხართ,ალექსანდრე ამიერიდან ვიცი ლილე მარტო არ არის და ყოველთვის მის გვერდით იქნები,ყოველთვის დაიცავ მას როცა მე არ ვიქნები მასთან ახლოს.
-დავიცავ,ჩემი იმედი გქონდეს ძია ვახო.ალექსანდრე სამი წლით დიდი იყო ლილეზე მაგრამ ყოველთვის მის გვერდით იყო,ზამთარში როცა გარეთ არ უშვებდა მამა ალექსანდრეს ლილე ძალიან ენატრებოდა,მოხდა ისიც რომ ალექსანდრეს მამამ სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და მათი მეგობრობაც დასრულდა.წლებმა გაიარა და ერთ დღეს ალექსანდრემ სკოლაში მისვისას ახალი გოგონა შეამჩნია,მისი თვალები კი მისთვის ძალიან ნაცნობი იყო მაგრამ ვერ გაიხსენა საიდან ეცნობოდა მას ის დიდი და შავი თვალები.რამდენიმე დღე ფიქრობდა და ერთ დილას მისი სახელიც გაიგო რამაც მთელ სხეულში რაღაც თბილი იგრძნო და ჩაეცინა.ცოტნემ გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს და შეეკითხა.
-რა გაცინებს,მე დამცინი?
-ნუ სულელობ,იმ გოგონას ვიცნობ.
-რომელს,ახალს?
-დიახ ახალს,მას ბავშვობიდან ვიცნობ.
-მერე,არ გამოელაპარაკები?
-არ ვახსოვარ,არადა მას ყოველთვის მე ვიცავდი ეზოში როცა სათამაშოდ ჩავდიოდი.
-მგონი ლილე ჰქვია.
-კი ლილე ჰქვია,ის ჩემი პატარა ლილე არის.მოულოდნელად ალექსანდრემ ლილეს გაოცებული მზერა დაიჭირა,თითქოს იგრძნო რომ ლილემ იცნო ის და ორივემ ერთმანეთს გაუცინა,ალექსანდრემ მეგობრებს გამოეყო და ლილეც ალექსანდრესკენ დაიძრა.
-გამარჯობა ლილე.
-გამარჯობა ალექსანდრე.
-რამდენიმე დღეა ვფიქრობ თუ რატომ და საიდან მეცნობი ასე ძალიან და როგორც იქნა გავიხსენე,გავიხსენე ჩვენი ეზო,სილა და როგორ ვთამაშობდით სილაში ერთად.
-წლები გავიდა და ჩვენ ისევ ვიპოვეთ ერთმანეთი.
-ასეა,ვინც ეძებს ის პოულობს კიდეც,მე ყველგან დაგეძებდი და ძალიან გამეხარდა შენი პოვნა.ძველი მეგობრები ერთმანეთს გადაეხვია და ყველა გოგო ლილეს შურიანი თვალით უცქერდა.მეგობრობა განახლდა,ლილემ გაიცნო ალექსანდრეს სამეგობრო ცოტნე,ლაშა და ანდრეა და კარგი მეგობრობა ჰქონდათ,მაგრამ ლილემ არ იცოდა ეს ოთხეული რა საქმეებს ატრიალებდნენ.ერთ დღეს ალექსანდრემ ლილეს დაუძახა და ლილე თვალებში უცქერდა მას რა ეტყოდა.
-დღეს ერთად წავიდეთ,კარებთან დამელოდე უნდა დაგელაპარაკო.
-რა მოხდა,კარგად ხარ?
-კარგად ვარ,სერიოზულ თემაზე მაქვს სალაპარაკო.ლილემ გაოცება ვერ დაფარა, მაგრამ იგრძნო გული როგორ აუფრიალდა და ყურადღება გაეფანტა იმაზე ფიქრით ალექსანდრეს რა უნდა ეთქვა,ვერაფერს გულს ვერ უდებდა და რამოდენიმეჯერ მასწავლებლებისგან შენიშვნაც კი მიიღო.როგორც იქნა ბოლო გაკვეთილის დასრულების ზარიც დაირეკა, დაბნეულმა და აფორიაქებულმა ჩაინიშნა დავალება,თავისი ნივთები ჩანთაში ჩააწყო და კარებთან მდგარ ალექსანდრეს შეხედა რომელმაც ანიშნა გამომყევიო და დაბნეული ისიც უკან გაყვა,სკოლას გასცდნენ თუ არა მოულოდნელად ალექსანდრე მიუბრუნდა და დაფიქრებულ ლილეს შეხედა.
-რა მოხდა, ალექსანდრე შენი სიჩუმე მაშინებს.
-ლილე შენი დახმარება მჭირდება.
-დახმარება? მე როგორ უნდა დაგეხმარო.
-დღეს მეგობრის დაბადების დღეზე უნდა წავიდე,მაგრამ..............
-მაგრამ............................
-მაგრამ საქმე რთულადაა.
-რატომ,რა გირთულებს იქ წასვლას.
-ყველა მის შეყვარებულთან ერთად იქნება და.....................
-შენ რა, გინდა მითხრა შენი შეყვარებული ვიყო?
-გთხოვ ლილე უარი არ მითხრა,აუცილებლად უნდა მივიდე მაგრამ მარტო ვერ მივალ ეს პრინციპის საკითხია.
-არ ვიცი,ვერაფერს დაგპირდები ალექსანდრე იქ ხომ მე ყველასათვის უცხო ვიქნები.
-ჩემი მეწყვილე იქნები და ზედმეტად ვერავინ ვერ შემოგხედავს.
-არ ვიცი,მაგრამ რამეს მოვიფიქრებ.დაფიქრებულმა გაიარა გზა სკოლიდან სახლამდე და სახლში თავისი ჩვეული ღიმილით შევიდა.
-სახლში ხართ? მე მოვედი,სად მემალებით?
-სამზარეულოში ვართ შვილო.მოესმა დედის ხმა და ისიც სამზარეულოში გავიდა.
-დედა............ოჰ,თქვენც სახლში ხართ ამ დროს ოჯახის მეთაურო?
-შენ წარმოიდგინე და სახლში ვარ,ხომ არ მიბრაზდები შვილო.ღიმილით შეხედა მამას და ისიც მის გვერდით მოკალათდა,მამას თვალი ჩაუკრა და დედას უთხრა.
-ჩვენ გვშია დედა,დაგვაპურებ?
-ახლავე შვილო.ღიმილით შეხედა საყვარელ ადამიანებს იზომ და მაგიდაზე თეფშები დაალაგა,ბედნიერმა ოჯახმა გემრიელი სადილი ერთად მიირთვა.ლილე ერთადერთი ქალიშვილი იყო ვახტანგ ნაცვლიშვილის და იზო წიკლაურის.წყვილს 10 წლის ქოწინების შემდეგ გაუჩნდათ ნანატრი ლილე და თვალებში შესციცინებდნენ შვილს,სურვილის თქმა დასრულებული არ ჰქონდა,რომ უკვე მამას შესრულებული ჰქონდა შვილის სურვილი.ახლაც უნდოდა საუბარი,მაგრამ პირველად უძნელდებოდა მშობლებთან თავისი სურვილის თქმა 15 წლის ლილეს და სათქმელი თავად მამამ გაუადვილა.
-რაღაც გინდა მითხრა და თავს იკავებ თუ მეჩვენება.
-არა,არ გეჩვენება.
-რა გჭირს,გაიზარდე თუ რაღაც ისეთია იცი არ დაგთანხმდები და ამიტომ ვერ მეუბნები.
-მამა რაღაც მინდა გთხოვო,მაგრამ არ მინდა გამიბრაზდე.
-თხოვნას გააჩნია ლილე.შენ კარგად იცი,რომ მე შენი ყველა სურვილის შესრულება შემიძლია,მაგრამ ვერ გავიგე ასეთი მუდარის თვალებით რატომ მიყურებ.
-შენ მართალი ხარ მამა დღემდე ყველა სურვილს მისრულებდი,მაგრამ ასეთი რამ არასოდეს მითხოვია.
-კარგი მე მოგისმენ,მაგრამ სადილი დავასრულოთ და შემდეგ ვისაუბროთ.ჩუმად იყო,ჭამდა მაგრამ ალექსანდრეს თხოვნაზე ფიქრობდა რომ უეცრად ვახოს ხმამ შეაშინა და კოვზი ხელიდან გაუვარდა,გაოცებულმა შეხედა მამას და უთხრა.
-მამა როგორ შემაშინე.
-რა გჭირს,ასეთი მშიშარა როდის მერე გახდი.
-ვფიქრობდი.
-მითხარი შენი სათხოვარი,გისმენ ლილე.ლილემ ჩაახველა და მამას შეხედა,თვალები დახუჭა და უთხრა.
-შაბათს,ესე იგი ხვალ მეგობრები ვიკრიბებით და.....................
-სად იკრიბებით.
-ჯერ არ ვიცი დაზუსტებით,მომწერს მეგობრები.
-ყველა მიდიხართ?
-ყველამ გამოთქვა სურვილი,მაგრამ რამდენი მოვახერხებთ გასვლას ეს არ ვიცი.
-სახლში ვინ მოგაცილებს.
-ალექსანდრე.
-ალექსანდრე? რომელი ალექსანდრე შვილო ქვრივიშვილი?
-კი მამა,ალექსანდრე და მე ერთ სკოლაში ვსწავლობთ.
-ძალიან გამიხარდა,წლებია მათზე არაფერი გამიგონია რაც აქედან გადავიდნენ.
-მეც გამეხარდა მისი ნახვა,ვერ ვიცანი თავად მიცნო.
-შენ ძალიან პატარა იყავი ისინი რომ გადავიდნენ აქედან,სულ გიცავდა და სულ ერთად იყავით.კარგი წადი თანახმა ვარ,მაგრამ 12 საათზე სახლში იყავი და უთხარი ალექსანდრეს ერთ დღეს მოვიდეს.
-მადლობა მამიკო.ლილეს სახე გაუნათდა სიხარულისგან და ვახოს ლოყაზე აკოცა,დედას კი თვალი ჩაუკრა ეს იმის ნიშანი იყო მჭირდები და გამომყევიო,იზომ შვილს გაუღიმა და ქმარს კი თვალებით მოეფერა.ის ღამე თითქმის უძილოდ გაათენა,დილით დედას დაასწრო ადგომა და დილიდანვე დაიწყო მომზადება.დრო სწრაფად გავიდა და ალექსანდრეს შეტყობინება რომ მიიღო უკვე თმაზე ბოლო შტრიხიც გაისწორა და ღიმილით წაიკითხა.
-ლილე გელოდები და არ მითხრა რომ მზად არ ხარ.
-მე მზად ვარ,მაგრამ მამას უნდა რომ გნახოს.
-მართლა?
-მართლა და არ მითხრა რომ მზად არ ხარ.ალექსანდრეს გაეცინა თავისი სიტყვები რომ დაუბრუნა უკან და ერთი ამოსუნთქვით გაჩნდა მესამე სართულზე,ფრთხილად დააკაკუნა კარზე და კარი თავად ვახომ გააღო.
-ალექსანდრე შვილო რამდენი წელი გავიდა,შენ კი უკვე დაკაცებულხარ.
-გამარჯობათ,მიხარია თქვენი ნახვა.
-მეც მიხარია და არც მინდა გაგაფრთხილო ლილეს ასე უსიტყვოდ განდობ.
-ლილეს ხელს ჩავკიდებ და გვერდიდან არ მოვიშორებ,ნდობა რომელიც გაქვთ ჩემს მიმართ მინდა ბოლომდე ასე მენდობოდეთ.
-არჩლი როგორაა ჩემი მეგობარი.ალექსანდრემ გვერძე გაიხედა და შემდეგ ვახოს თვალებში ჩახედა.
-მამა 14 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა.
-რას ამბობ შვილო,ძალიან მეწყინა ალბად დედასთან ერთად ცხოვრობ.
-არა,დედა ცოცხალია მაგრამ ჩემთვის მოკვდა.ლილემ მიხვდა საუბარი ძალიან შორს წაიყვანდა მათ და ალექსანდრეს უთხრა.
-მე მზად ვარ,წავიდეთ?
-წავიდეთ,ძია ვახო სხვა დროს ვისაუბროთ ახლა უნდა დაგტოვოთ.იზო კარებამდე მიყვა ლილეს და უჩურჩულა.
-არ დააგვიანო,მამას ნუ აწყენინებ.
-არ მინდა ინერვიულო დედიკო,არ დავაგვიანებ.
-იმ საღამოს ლილემ ფრთები გამოისხა, ისეთი ლაღი და ჰაეროვანი ნაბიჯებით მიყვებოდა ალექსანდრეს ყველა მხრიდან გრძნობდა შურიან თვალებს და ის არ ჰგავდა სკოლის მოსწავლეს, ის იყო ქალი და ყველა მამაკაცისათვის სასურველი ქალი. ახალგაზრდების ჯგუფს ღიმილით გამოეყო ერთი ახალგაზრდა და ლილე შეათვალიერა,ალექსანდრეს კი ირონიულად მიესალმა.
-ალექსანდრე მიხარია შენი ნახვა.
-გილოცავ მეგობარო,დღეს შენი დღეა.
-დღეს ჩემი დღეა და დღეს სურვილების ასრულების დღეა.ალექსანდრე თავს იკავებდა,რადგან აღიზიანებდა მეგობრის ქცევები რომელიც ლილეს დამშეული თვალებით უცქერდა,გულმა ცუდი უგრძნო და ლილეს უჩურჩულა.
-გვერდიდან არ მომშორდე არ ველოდი ამდენ ხალს,თაზომ თქვა რომ მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით მეგობრები.
-მოსულები ვართ,არაფერი შეიმჩნიო ცოტა ხანს გავჩერდეთ და წავიდეთ.ალექსანდრემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ლილეს და ლოყაზე აკოცა რაც ლილეს უჩვეულოდ და უცნაურად მოეჩვენა,თითქოს ესიამოვნა კიდეც,მაგრამ არ შეიმჩნია.ალექსანდრე მეგობრებში გაერია,მაგრამ ლილეს საცეკვაოდ გაიწვევდნენ თუ არა ისიც მის გვერდით დადგებოდა და საშუალებას არ აძლევდა სხვასთან ეცეკვა.ლილემ ტელეფონზე საათი ნახა და ალექსანდრესთან მივიდა.
-რა მოხდა მოიწყინე?
-წავიდეთ,ალექსანდრე 12 საათს ვერ გადავაცილებ.
-სულ ცოტაც და წავიდეთ პატარავ.ალექსანდრემ გაითვალისწინა ლილეს თხოვნა და იუბილარს დაემშვიდობა.
-ძალიან სასიამოვნო იყო ლილე თქვენი გაცნობა,შეიძლება რომ გინახულოთ? ლილე გაჩერდა და გაოცებული შებრუნდა.
-უკაცრავად,გინდათ მნახოთ და რატომ?
-უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი.
-სურვილიც კი არ მაქვს თქვენთან შეხვედრის და როგორც ვიცი თქვენ ალექსანდრეს მეგობარი ხართ.
-კი მეგობრები ვართ.
-კარგი მეგობარი,მეგობრის შეყვარებულთან შეხვედრაზე არ ოცნებობს.ლილემ ზიზღით შეხედა იუბილარს და წინ წასულ ალექსანდრეს შეხედა,ნაბიჯს აუჩქარა და ხელკავი გაუკეთა მხარზე კი თავი მიადო.ალექსანდრემ შეხედა ლილეს და უკან მდგარ თაზოს შეხედა.
-რა მოხდა,გაბრაზებული ხარ თუ მეჩვენება.
-არა,არ ვარ გაბრაზებული გეჩვენება,წავიდეთ.
-რამე გითხრა თაზომ?
-არა,მაგრამ რაც შეიძლება ჩქარა მინდა აქედან წასვლა.
-ალექსანდრემ თვალებში ჩახედა ლილეს და შემდეგ თაზოს შეხედა,რომელმაც შორიდან ირონიული ღიმილით დაუქნია ხელი ალექსანდრეს.
-ლილე არ შეხვდე თაზოს და თუ რამე გითხრას აუცილებლად მითხარი.
-როგორც მივხვდი არც შენ გეხატება გულზე შენი მეგობარი,სიმართლე გითხრა არც მე მომეწონა.
-ბოდიშს გიხდი,არ მინდოდა ასე მომხდარიყო.
-შენი ბრალი არაფერია,შენ ხომ არ იცოდი რა მოხდებოდა.აი მოვედით,მგონი კარგი დროა არ დავაგვიანეთ და მადლობა რომ სახლამდე მომაცილე.
-მადლობას მე გიხდი,რომ ეს საღამო შენი სილამაზით გამილამაზე ლილე.
-აჭარბებ,მაგრამ კარგი როგორც შენ გინდა ისე იყოს.ღამე მშვიდობისა ალექს.
-ღამე მშვიდობისა ლილე.ლილე ბინაში შევიდა და ფრთხილად გააღო თავისი ოთახის კარი,ფანჯრიდან გადაიხედა და ალექსანდრეს ხელი დაუქნია,შემდეგ კი გაღიმებული უცქერდა ჭერს,მოსწონდა ალექსანდრე მაგრამ უჭირდა თავის თავსაც გამოტყდომოდა სიმართლეში და მხოლოდ გულში მალავდა საიდუმლოს.ალექსანდრემ ღიმილით დაუქნია ხელი ლილეს,მაგრამ როცა მარტო დარჩა სიბრაზე მორეული შებრუნდა ტელეფონი ამოიღო და გადარეკა.
-ცოტნე მოვდივარ,უჩემოდ არაფერი გააკეთოთ.
-კარგი,გელოდებით.ლილემ კმაყოფილმა გაიღვიძა,ფანჯარა გააღო და შემოდგომის სიო ლამაზად ელამუნებოდა გაყვითლებულ ფოთლებს,ჯერ კიდევ საღამურებში იყო მშობლებს რომ მიესალმა ბედნირი ღიმილით.
-დილა მშვიდობისა ჩემებო.
-ყოჩაღ,წუხელ ძალიან გვიან არ მოსულხარ.
-დედა.................
-საშინელება მოხდა,ეს რა უბედურებაა სად ვცხოვრობთ.
-რა მოხდა მამა.შეშინებული უცქერდა მამას ლილე და თან ტელევიზორის ეკრანს თვას არ აშორებდა.
-გიგაშვილების სახლში ძარცვა მომხდარა წუხელ,ერთი მძიმედ დაჭრილი ჰყავთ.
-რა დრო შემოგვიბრუნდა,გარეთ ვეღარ გავსულვართ და სახლში მარტო დარჩენის უნდა გვეშინოდეს.
-დედა ჩვენ .................
-რა მოხდა,ლილე წუხელ თქვენც იქ იყავით?
-იქ ვიყავით,მაგრამ ჩვენ რომ წამოვედით იქ არეულობა არ იყო,ალბად მერე მოხდა.
-კარგია რომ გამოასწარით.
-რა დროს მოხდა ძარცვა ჩვენი წამოსვლის შემდეგ? საძინებელში გაიქცა და ტელეფონი ჩართო,უამრავი ზარი დახვდა ალექსანდრესგან,თავად გადარეკა და შეშინებულმა უთხრა.
-ალექსანდრე გაიგე რაც მოხდა?
-რა მოხდა ლილე.მშვიდი ხმა ჰქონდა ალექსანდრეს და თავადაც დამშვიდდა.
-არაფერი იცი? ტელევიზორში ყველა არხი გიგაშვილების გაძარცვის შესახებ გადმოსცემს ინფორმაციას.
-არაფერი ვიცი,ლილე დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ ალექს, თაზოც კი დავინახე ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტებს მგონი ნაცემია.
-დაურეკავ და გავიგებ,შენ დამშვიდდი და დაგირეკავ.
-კარგი შენს ზარს დაველოდები.რამოდენიმე საათი არაფერი არ ისმოდა ალექსისგან და საღამოს როგორც იქნა ალექსიმ დაურეკა.
-როგორ ხარ,დამშვიდდი?
-კარგად ვარ,როგორ არის თაზო ნახე?
-ვნახე,ჩვენი წამოსვლის შემდეგ მომხდარა ძარცვა,თაზოც კარგად უცემიათ.
-ის საცემი იყო,მაგრამ მაინც .....................
-ხვალ სკოლაში გნახავ ლილე. ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ლილემ დამშვიდებულმა დავალებები მოამზადა,რამოდენიმე დღე თითქმის ყოველ დღე ერთად გამოდიოდნენ სკოლიდან და ერთმანეთს ძალიან მიეჩვივნენ.ერთ შაბათს ალექსანდრემ ლილეს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.
-ლილე როგორ ხარ.
-კარგად,ახლა გავიღვიძე.
-ძილის გუდა ჯერ არ ამდგარხარ? გაეცინა ალესანდრეს და თვალები დახუჭა.
-დღეს შაბათია და უფლება მაქვს დავისვენო.
-რას აკეთებ დღეს,მინდა შევხვდეთ.
-შევხვდეთ? რატომ უნდა შევხვდეთ ალექს.დაიბნა ლილე და საწოლზე წამოჯდა.
-მინდა სერიოზულ თემაზე დაგელაპარაკო.
-დღეს?
-დღეს არა,ლილე ახლავეს უნდა მოხვიდე ჩემთან.
-ახლავეს ვერ დაგპირდები,მაგრამ მოგვიანებით მოვალ. ალექსანდრემ ღიმილით გათიშა ტელეფონი და სასწრაფოდ მიალაგა თავისი საძინებელი,მაგრამ კარზე ზარის ხმამ ადგილზე გააშეშა და მუხლების კანკალით მივიდა კართან,კარი გაააღო და მეგობრები ღიმილით მიესალმა ალექსანდრეს.
-თქვენ ხართ?
-ელოდი ვინმეს?
-სიმართლე გითხრათ ველოდები და უნდა წახვიდეთ.
-გვეუბნები უნდა წავიდეთ? რა ხდება ალექსანდრე ქვრივიშვილო შენს ცხოვრებაში რამე შეიცვალა და ჩვენ შენმა მეგობრებმა არ ვიცით?
-ჯერ მეც არ ვიცი,როცა დავრწმუნდები თქვენც გაიგებთ,მაგრამ ახლა მითხარით რა მოხდა წუხელ პოლიცია რომ მოვიდა,ყველაფრის გატანა მოასწარით?
-ჩვენ მოვასწარით,მაგრამ შენზე ვნერვიულობდით ფანჯრიდან გადახტი და გაუჩინარდი,იქ რაც იყო გაიტანე?
-ყველაფერი იქ არის სადაც ვთქვით,იმედია ხელთათმანები გეკეთათ და კვალი არ დატოვეთ.
-არა,ყველაფერი გავითვალისწინეთ.
-კარგია,მეც აქ ვარ ჯამრთელი და უვნებელი. შიშმა გაიარა,ჩვენზე ეჭვი რომ მიეტანათ ჩვენი მოძებნმა მაგათთვის რთული არ არის,ყველამ მივიღეთ რაც გვინდოდა და ყველა ჩუმად ვართ.
-ასეა ყველა ჩუმად ვართ.თქვა ანდრეამ და მეგობრებს შეხედა.
-ცოტა ხნით ნუ შევხვდებით ერთმანეთს,ეს ჩვენთვის უკეთესია.
-მეც ასე ვფიქრობ,ერთმანეთს ნუ შევხვდებით რამოდენიმე დღე.ახლა კი წადით,მეტისმეტად დიდი დრო დაგითმეთ,ბოდიში ყველას მაგრამ კარი თქვენს უკან არის. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ცოტნემ თქვა.
-ვიცით კარი სადაც არის და როგორ შემოვედით,მივდივართ მაგრამ დავბრუნდებით და ყველაფერს დაფქვავ.
-ლაშა სხვა დროს ვილაპარაკოთ,წადით.გაბრაზებულმა შეხედა მეგობარს და როგორც იქნა მარტო დარჩა,კარი მიხურა და შვებით ამოისუნთქა.ჩაიცვა,მოემზადა და ლოდინით დაღლილს რომ იმედი გადაეწურა სწორედ მაშინ გაიგონა კარზე ზარის ხმა და კართან დიდი სისწრაფით მივიდა,დარწმუნდა რომ ლილე იყო და კარიც გააღო.
-ლილე მეგონა აღარ მოხვიდოდი.
-მაგრამ მოვედი,ასე ძალიან რატომ ნერვიულობ.მეგონა გარეთ შევხვდებოდით ერთმანეთს,სახლში რატომ დამიბარე.
-ვიფიქრე აქ მშვიდად ვისაუბრებდით,რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრა.ლილემ შეხედა ალექსანდრე ძალიან ნერვიულობდა და მის გვერდით დაჯდა ხელი მხარზე დაადო და უთხრა.
-მითხარი რა გაქვს სათქმელი,მე მოგისმენ და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება.
-არ ვიცი როგორ და საიდან დავიწყო,მაგრამ ლილე მინდა რაღაც მოგცე.
-რა უნდა მომცე,ალექს დამშვიდდი და ამიხსენი რისი თქმა გინდა.ალექსანდრემ ხელის გულზე დაუდო დიდი და ძალიან ძვირფასი ბეჭედი ლილეს და უთხრა.
-მინდა ეს ბეჭედი შენ გქონდეს.
-ბეჭედი? ეს ხომ ძვირფასი ბეჭედია და რა სტატუსით მჩუქნი ალექს ამ ბეჭედს.
-მომისმინე,ლილე ეს ბეჭედი მამამ დამიტოვა მისი დედის ბეჭედია და მამას ძალიან უყვარდა ბებია,როცა ეს ბეჭედი გადმომცა მითხრა ჩემთვის საყვარელი ქალისთვის მიმეცა ეს ძვირფასი ნივთი.................
-ალექსანდრე ჩვენ ძალიან პატარები ვართ,ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები.
-ვიცი საყვარელო,მაგრამ მე ჩემი გულის მტერი ვარ რადგან ვერ შევძელი შენს მიმართ გრძნობები შემეჩერებინა.არასოდეს მითქვამს შენთვის სიტყვა მიყვარხარ,მაგრამ ახლა გეტყვი და ამ ბეჭედს გაძლევ,არ გიკეთებ ხელზე და არც გეკითხები გამომყვები თუ არა ცოლად,როცა შენ ჩათვლი საჭიროდ ეს ბეჭედი გაიკეთე და მე მივხვდები რომ უკვე მზად ხარ ჩემთან ერთად იცხოვრო.
-თუნდაც წლებმა გაიაროს?
-თუნდაც წლებმა გაიაროს ლილე.
-ლოდინით არ დაიღლები?
-ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენი მომავალი თუ რა გვსურს,მე ექიმი მინდა გავხდე ლილე და დრო საკმარისზე მეტი მექნება დაგელოდო.
-ალექსანდრე მე.........................
-ახლა ნუ მეტყვი პასუხს,დაფიქრდი და ისე მიიღე გადაწყვეტილება,შენც როცა მზად იქნები მოდი და მითხარი პირდაპირ არ გინდა ჩემთან ერთად იცხოვრო,რომ არ გიყვარვარ და ვერ შეძლებ.
-კარგი,კარგი დამშვიდდი ძალიან აღელვებული ხარ,ისე როგორც მე.ალექსანდრემ ლილეს შეხედა და უთხრა.
-დალევ რამეს?
-დავლევ? რა დავლიო ან ჩვენ ორმა დავლიოთ?
-სხვას ხედავ აქ ვინმეს?
-არა,არავის არ ვხედავ,მაგრამ ორივემ დავლიოთ და რამე სიგიჟე რომ ჩავიდინოთ?
-კარგი რა ლილე ჩვენ ხომ ბავშვები ვართ.თქვა ალექსანდრემ და გულიანად გაიცინა.
-ნუ დამცინი,დიახ რომ ბავშვი ვარ.გაბრაზდა ლილე და შერცხვა კიდეც ალექსანდრესი.
-არ დაგცინი,ლოყები აგიწითლდა და გიხდება სიმორცხვე.ლილემ ალექსანდრეს შეხედა და უთხრა.
-მე წავალ,უკვე დროა ჩემი წასვლის.
-გამირბიხარ?
-არა,რატომ უნდა გაგირბოდე პასუხისთვის დრო მაქვს და გაქცევაც არ არის საჭირო.
-ლილე წადი მე არ დაგაკავებ,მაგრამ ისე ნუ წახვალ როგორც ერთ ჩვეულებრივ დღეს წავიდა დედაჩემი.
-დედა? დედა წავიდა და აღარ დაბრუნდა?
-5 წლის ვიყავი დედამ რომ მიგვატოვა მე და მამა.
-დიდხანს ელოდე?
-იმ დღემდე ველოდი დედას, მამამ რომ დამტოვა სამუდამოდ 14 წლის ასაკში.
-მის შემდეგ მარტო ცხოვრობ?
-არა,ბიძამ და ბიცოლამ წამიყვანა,მაგრამ ვერ გავჩერდი მათთან და რამოდენიმე თვის შემდეგ ჩემს სახლში დავბრუნდი,მას შემდეგ ხშირად ვარ მარტო.
-რა გასწავლა ალექს მარტო ცხოვრებამ.
-მინდა რომ მიყვარდეს,დაუსრულებელი იყოს ჩემი სიყვარული და მქონდეს დიდი ოჯახი.მინდა ცნობილი გავხდე და ხალხი მცნობდეს.
-ცნობილი პიროვნება გინდა იყო? გაეცინა ლილეს.
-მხოლოდ მსახიობები და მომღერლები არ არიან ცნობილი ხალხი ლილე,შესაძლებელია იყო ცნობილი ბიზნესმენი ან ცნობილი ექიმი,ამ ორიდან უპირატესობა ექომობაზე მაქვს შეჩერებული,მაგრამ ვნახოთ საბოლოოდ რას გადავწყვიტავ.უეცრად ლილემ მოიწყინა და ალესანდრეს შეხედა.
-ალექს დედა? დედაც გარდაიცვალა?
-დედა იმ დღეს გარდაიცვალა ჩემთვის როცა სახლიდან გავიდა,მე ის მას შემდეგ არ მინახავს.მახსოვს ბოლოს ექიმთან წამიყვანა ორივემ ერთად და ეს იყო ჩვენი ბოლო გასეირნება.
-ვწუხვარ,უდედოდ გაიზარდე ეს დიდი ტკივილია.
-მე უკვე ის დამავიწყდა და ტკივილიც აღარ დარჩა ჩემში.
-ალექსანდრე უნდა წავიდე.
-კიდევ მინდა გითხრა რაღაც,ის რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
-კიდევ რა უნდა მითხრა.
-სიმართლე,მინდა სიმართლე გითხრა.თითქოს გულმა უგრძნო ლილეს რისი თქმაც უნდოდა ალექსანდრეს.
-რა სიმართლე,ის ხომ არა წუხელ........................


ძალიან მომენატრეთ და მინდა ყველას მოგილოცოთ ბზობის დღესასწაული,უფალი გფარავდეთ ყველას.



№1  offline წევრი n.k.

საინტერესოა უკვე მომწონს იმედია არ დააგვიანებ ????

 


№2 სტუმარი სტუმარი მაყვალა

როგორ მე დღეს გამახარე ისე გახარებული გამყოგოს უფალმა მზია გილოცავ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს

 


№3 სტუმარი სტუმარი Keke

Moutmenlad velodebi .momdevno tavs . Tqveni shemoqmedebis fani var.
Gmertma daglocos da gagadzlieros. Gilocavt bzobas ..shegewiot dgevandeli dgis madli.❤❤❤

 


№4  offline მოდერი zia-maria

მადლობა ყველას,მოგვიანებით დავდებ ახალ თავს,გილოცავთ ბზობას და თქვენც შეგეწიოთ დღევანდელი დღის მადლი. kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი მანანა

აუუ მზიკო პირველ რიგში გილოცავ ბზობას. მეორე ძაან გამახარე და ძაან მომეწონა ჯერ დასაწყისია და მერე რა იქნება წარმომიდგენია

 


№6  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მანანა
აუუ მზიკო პირველ რიგში გილოცავ ბზობას. მეორე ძაან გამახარე და ძაან მომეწონა ჯერ დასაწყისია და მერე რა იქნება წარმომიდგენია

heart_eyes მახარებს შენი ემოციები,ვიწყებ უკვე მეორე თავის წერას იმედია არ დავაგვიანებ.მიყვარხართ,ჩემი სტიმული ხართ. kissing_heart

 


№7 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი დასაწყისია.შეგიძლიათ მეც მომნიშნოთ

 


№8  offline მოდერი zia-maria

სტუმარი ლია
კარგი დასაწყისია.შეგიძლიათ მეც მომნიშნოთ

heart_eyes მადლობა,მაგრამ თუ მეგობრებში არ ხართ ვერ მოგნიშნავთ. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent