ექიმი სტრეინჯლავის სინდრომი /სრულად/
- სად? - ძალიან შორს. - მაინც? - იქ, სადაც საკუთარ თავს გავექცევი. აკანკალებული სხეულით საკუთარ გამოსახულებას ვუყურებ. აღმაშფოთებს საკუთარი არსებობა. გულის რევის შეგრძნებას ვგრძნობს, როდესაც ჩემს სილუეტს თვალებში ჩავხედავ. მე ხომ არარაობა მიმზერს. თითის ფალანგებს საკუთარ გახრწნილ სხეულზე ვატარებ, თუმცა შეხებისთანავე ისიც ქრება. - ამის დედაც!- მთელი ძალით დავიყვირე და საკუთარ ცრემლებს განთავისუფლების საბაბი მივეცი. „სად? ძალიან შორს.... მაინც? იქ, სადაც საკუთარ თავს გავექცევი.“ ფეხზე ზანტად ვდგები. ამდენი ხნის წოლისგან ძვლები ტკაცა-ტკუცს მიწყებს. სხეული საშინლად დამძიმებული მაქვს. გრძნობებით კი სრულიად დაცლილი. ზოგჯერ ჩემს საკუთარ სხეულს, საკუთარივე მტევანი არ ემორჩილება, თითქოს ჩემი საკუთრება საერთოდ არც კი ყოფილიყოს. მახსოვს, როგორ ახრჩობს ხოლმე საკუთარი მტევანი, საკუთარვე სხეულს... თითქოს სულში ბოროტი არსება ხელებს უსაფუძვლოდ მიფათურებს, რის შემდგომაც საშინელ შეგრძნებას ვგრძნობ გულის არეში. ნელ-ნელა ბლანტი სითხეც ჟონავს მისგან. ოთახი მთლიანად სისხლით ივსება. კარგად მახსოვს, ჩემი სიცოცხლის მეთვრამეტე შემოდგომა. დაწუნებული ამინდის გადამკიდე, ჩემს საყვარელ ხის ჩრდილს ვეხიზნებოდი. ისიც თავისად მიღებდა. მანამ სანამ ცეცხლოვანი ბურთი მისი ფოთლების სიღრმეში არ გადახტა. იშვიათად ამ ჰორიზონტმა მიღალატოს. იგი ისეთივე სანდოა, როგორც აგვისტოს სუნთქვის შეკავება ღამის მოსვლამდე. მიყვარს... ღმერთმანი, როგორ ძალიან მიყვარს, როდესაც ყოველ დღეს ჩემი საყვარელი ხის ჩრდილში ვატარებ დაუსრულებელ საათებს, რადგან სწორედ ამ დროს- ღამის სიგრილესა და წყვდიადში ვათავისუფლებ საკუთარ სხეულს, გონებას. ჩემი და ჩემი საყვარელი ხის სიყვარული მუდმივ სიყვარულის ფოთლების აშრიალებას უნდა ჰგავდეს. მაგრამ ძალიან მეშინია... საშინლად მეშინია, რომ მას ზიანს მივაყენებ... სწორედ ამ შიშის ფონზე ცივ ღამეებს თეთრად ვათენებ. - შესაძლოა მე ვეღარ დამიცვა ამ გაუსაძლის მცხუნვარებისგან. შესაძლოა ჩვენი სიცოცხლის მკვლელი თავადვე გამოვდგე.... ერთ დღეს. და ეს ერთი დღე როგორ მაშინებს, ნეტავ იცოდე ჩემო...- თითქოს და მან ჩემი ტკივილი გაიგოო. საპასუხოდ თავისი ჭრელა-ჭრულა ფოთლები ააშრიალა და მკლავების მაგიერ, თბილი ტოტები მომხვია წელზე.- არ მინდა რამე გატკინო. ნეტავ იცოდე საკუთარი თავი როგორ მძულს, ჩემო. მაშინებს ჩემი მარცხენა ხელი, რომელიც შეუძლებელია დაიმორჩილო. გახსოვს? შენი ხმა რომ არა დღეს ის მომკლავდა. სიკვდილი კი არ მინდა, ჩემო... ძალიან მაშინებს.- მძიმედ ამოვიოხრე და საპაუხოდ, თავის ჭრელ ფოთლებზე ვეამბორე.- ურჩხულად გადაქცევის რომ მჯეროდეს ჩავთვლიდი, რომ იგი უკვე ჩემშია ჩასახლებული. თუ სიყვარულის აზრი ორი ადამიანია, ხოლო აზრი არასდროსაა თავისუფალი, მაშინ ვერც ჩვენ გავცდებით ოთხ კედელში მოქცეულ გრძნობებს. გაბრაზებულებივით ჩავიკეტებით და ერთმანეთში გავატარებთ ოჯახობანას. შეუზღუდავია სიყვარული საკუთარ არსშიც კი. ის ხომ მუდმივი მოძრაობაა და თუ გავჩერდით სიახლეებს მოკლებული უმოძრაობა შეგვიწირავს. სიცივე რომ ჩამოვარდება ხელის გულს ლოყებით აღარ დამიზელ და დროც გაჩერდება. ესეც ძალიან მაშინებს, ჩემო... „სად? ძალიან შორს.... მაინც? იქ, სადაც საკუთარ თავს გავექცევი.“ ღამის სუსხი, ჩემს ოთახში აღწევს. პატარა ღრიჭოებიდან თავს ჰყოფს და ამ სხეულში იწყებს ბატონობას. ტანში გულისშემაწუხებლად მაჟრიალებს... თავბრუც ნელ-ნელა მეხვევა. ვგრძნობ, როგორ მიახლოვდება ჯერ კიდევ ჩემი, მაგრამ დაუჯერებლად არა-ჩემი მაჯა. ასე მგონია მან გველის ნიღაბი მოირგო. ჰაერში ისე გულისამრევად ლივლივებდა გული საგულეში ვეღარ ჩერდებოდა. ვიცი... ახლა იგი მთლიანად მშთანთქვავს. გონებას სრულიად წარწყმენდს და თვითონ გახდება ჩემი სხეულის ბატონი. დროებითი ეშმაკისეული ბატონი, რომელიც ავისმომასწავებელ ხმას გამოსცემს და გამომშრალ სხეულს უფრო და უფრო მიხმობს. სრულიად მოულოდნელად, გველის ნიღბიანი, ხელში იქვე მყოფ ვაზას იღებს. შემდგომ ნელ-ნელა ჩემი თავის პირდაპირ მოაქვს.... შემდგომ კი არაფერი.... არაფერი გარდა საშინელი, ყრუ ტკივილისა და სიბნელისა. *** იცი, ადამიანს ყველაზე მეტად გულს რა სტკენს? როცა საყვარელი ადამიანი იქ აღარ ხვდება, სადაც დატოვა. თითოეული ადამიანი ფიქრობს, რომ თვალი თვალს რომ მოშორდება გულიც გადასხვაფერდება. სინამდვილეში ასეც ხდება... გგონია ყველაფერი დასრუდა. თითქოს აღარც არაფერი გახსოვს, დავიწყებას მიეცა, მაგრამ გვერდით ვინც მისნაირად ჩაგივლის, ისევ გახსენდება და ყველაფერი რაც დაივიწყე ამაო ხდება. მერე, როცა ისევ გამოჩნდება აი, აქ რაღაც გაწუხებს. თითქოს ჩიტი ბუდის აშენებასაც იწყებს. თითქოს, შენს გატეხილ გულს მკურნალობს. როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი მოკვდა, რეალურად ეს არ მომხდარა. ძილსა და მოსვენების საშუალებას არ გაძლევს. მართლაც საშინელი შეგრძნებაა. საშინელი, მაგრამ მაინც ძალიან გულისმპყრობელი.. მეგონა მას დავივიწყებდი, მაგრამ ვერ შევძელი. თუმცა ახლა ვეღარაფერს ვიზამ... სამწუხაროდ ვეღარაფერს. გრძნობაარეული გამოღვიძებისას საშინელ შეგრძნებას ვგრძნობ გულის არეში. თითქოს ჩემში ყოველგვარი სასიცოცხლო სიმიც ჩაწყვიტეს. თვალებში ნაცრისფერი ნაჭერი მეფინება. თვალებამღვრეული საკუთარ სხეულს ვაპყრობ მზერას, რომელიც ისეთი აღარ იყო, როგორიც დატოვებული მყავდა.... „სად? ძალიან შორს.... მაინც? იქ, სადაც საკუთარ თავს გავექცევი.“ სარკიდან სხვა ადამიანი მიმზერს. მე ვერ დავიჯერებ რომ ასეთი ეშმაკისეული თვალები მქონდა, ოდესმე! ვერ დავიჯერებ, რომ საკუთარი სიცოცხლის მკვლელი თავადვე გამოვდექი. მარცხენა ხელი სისხლით მოსვრილია... თვალები ჩაწითლებული. გული საშინლად აჩქარებული. ვგრძნობ, როგორ ეფინება ჩემს სხეულს აქამდე ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად საშინლად უცნობი გრძნობა, რომელსაც სიძულვილი ერქვა. სიმწრისგან მუხლებით სარკის წინ მძიმედ ვეცემი.... ტირილი ყელს მიწვავდა.... თმებს ვიჩეჩ... სხეულს ვიკაწრავ. მტკიოდა. საშინლად მტკიოდა. მე ხომ საკუთარი ცხოვრების მკვლელი გამოვდექი. ჩემს სულს გაზაფხული შემოეძარცვა... ისე, როგორც ზამთრის პირს ხეებს ფოთლები. დაცარიელებული სულის დანახვა რომ იყოს შესაძლო, ალბათ ამ ფოთოლდაცვენილ ხეებს ემგვანებოდა... „სად? ძალიან შორს.... მაინც? იქ, სადაც საკუთარ თავს გავექცევი.“ ათრთოლებული სხეულით მისკენ მივდივარ... შეუძლებელია ამ ყოველივეს სიცხადის დაჯერება, თუ საკუთარი თვალით არ ვიხილე იგი. ჩემი საყვარელი ხე გვერდით მოქცეული დამხვდა. მისი დანახვისას გულმა საშინელი რეჩხი მიყო. ცივმა ოფლმაც დამასხა. ვნატრულობდი ახლა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავეტანე. - დამიბრუნდი. შენ ხომ დამპირდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო არ დამტოვებდი? ჩემო... მითხარი რამე. მითხარი, გთხოვ. კვლავ მომხვიე წელზე შენი ჭრელა-ჭრულა ფოთლები... მითხარი რამე... მითხარი, თუნდაც ეს უკანასკნელი იყოს!- ავქვითინდი მის კალთებზე, რომელსაც სიცოცხლის ნაპერწკლები ჩამქვრალი ჰქონდა. *** - სად? - ძალიან შორს.... - მაინც? - იქ, სადაც საკუთარ თავს გავექცევი. - ვის გაურბიხარ? საკუთარ თავს? - შესაძლოა ეს ასეც იყოს.- ვთქვი და ჩემს მოჭრილ მარცხენას შევხედე, რომელიც ჩემი ცხოვრების მკვლელი აღმოჩნდა. - იქ, სადაც ცხოვრება ბედნიერია. - დიახ... იქ, სადაც ცხოვრება ბედნიერია. იქ სადაც საკუთარი „მე“ დამიბრუნდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.