შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ტკივილთან ერთად.თავი 7.


25-04-2020, 04:30
ავტორი zia-maria
ნანახია 2 174

წუთები გაირინდა,მაგრამ საათი მაინც წიკწიკებს და ათვლის წერტილი არ არსებობს.თითქოს სისხლი გულს აღარ მიეწოდება,წვეთავს და იწრიტება სხეული სისხლისგან. ცოტნე შორიდან უცქერდა ალექსანდრეს და შეეშიდა მისი სიჩუმის,მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო.
-ალექსანდრე როგორ ხარ,სუნთქავ?
-არ ვიცი,ცოტნე ალბად ვსუნთქავ მაგრამ ვერც კი ვგრძნობ. სანდრას თვალს არ აშორებდა,ერთი ნაბიჯით წინ წაიწია და ჩურჩულით თქვა.
-გიპოვე და ნუ შეეცდები დამეკარგო,გპირდები ყველაფერი შეიცვლება.
-მამა.....................  თითქოს სანდრა არ ეძახდა,შორიდან მოესმა სიტყვა მამა და უპასუხოდ დატოვა,მაგრამ ნანდრამ თვალებში ჩახედა და უთხრა.
-მამა მისმენ?  საღამოს მონაბერმა სიომ თმები აუწეწა სანდრას და რომ არა გრძელი თმები ანდრეას ალექსანდრეს ბავშვობა გაახსენდა,მასავეთ თეთრი და მარჯვენა თვალის ქვეშ შავი ხალი.
-ალექსანდრა,სანდრა.ყოველთვს მინდოდა თუ შვილი მეყოლებოდა პირველი გოგო მინდოდა მყოლოდა და სახელად ალექსანდრა დამერქმია მისთვის.
-ეს სურვილი დედამ იცოდა?
-ჩვენ ვიცოდით ერთმანეთის სურვილები და მადლობა მას ეს სახელი რომ დაგარქვა.ალექსანდრემ სანდრას გაუღიმა და ორივე ხელები გაშალა,სანდრამაც ხელებგაშლილი მიეგება მამას და  ძლიერად მოეხვია.
-თავი სიზმარში მგონია.
-იგივე მინდა ვთქვა მეც,მაგრამ  სიზმარში არ ვართ ეს ყველაფერი რეალურად ხდება და ერმანეთისთვის ძალიან ბევრი რამ გვაქვს სათქმელი,დრო კი ცოტა არის.
-გემის კაპიტანი შენ ხარ,მამა დაუშვი იალქანი უკვე დროა.
-მეზღვაურო კაპიტანი მზად არის სამ დღეში გემი გაიყვანოს ნაპირიდან და ის მგზავრებს ელოდება.
-მინდა ერთად დავბრუნდეთ,მაგრამ დედა? აქ ხომ მას სამსახური და კარიერა აქვს.
-სამსახური არ არის პრობლემა იქაც ექნება,მაგრამ ჯერ უნდა ვნახო,უნდა შევხვდე და რამოდენიმე კითხვაზე პასუხი უნდა მივიღო სანდრა.
-გინდა დედას შეხვდე?
-შევხვდები და ვისაუბრებთ,არ ვიცი რას მეტყვის,მაგრამ მე მინდა მას შევხვდე.დღემდე ვერ ვიტყვი რომ უშეცდომოდ მოვედი,მეც დამიშვია შეცდომები ისე როგორც ყველას,მაგრამ ეს ტკივილი რომ 14 წელი უშენოდ გავატარე არ დამიმსახურებია.
-არ ვიცი დაიჯერებ თუ არა,მაგრამ ვიცი რომ დედას ჯერ კიდევ უყვარხარ.მესმის ღამ-ღამობით  მისი ტირილი,მინდა მივიდე დავამშვიდო მაგრამ დილით ისე მხვდება ვერ ვეუბნები რომ ღამით მისი ტირილის ხმა გავიგონე.მისი წერილებიდან ერთი ამოვიღე და მოგიტანე,მამა დედას უყვარხარ და ის მხოლოდ შენზე ფიქრობს. სანდრამ ჯიბიდან წერილი ამოიღო და ალექსანდრეს გაუწოდა,ალექსანდრემ რვეულის ფურცელი გამოართვა სანდრას და თქვა.
-სიყვარული უსასრულოა,მაგრამ რატომღაც მისი აღიარება უჭირთ რაც არ უნდა ძლიერი იყოს და ამიტომ წარსულის ოცნებებს ებრძვის ადამიანი.
  ,,უშენოდ დროის შეგრძნება დავკარგე,მე ჩემს სამყაროს მოვწყდი და სულ სხვანაირი გავხდი.ადგილზე გავიყინე და წინ ნაბიჯი ვერ გადავდგი,რაღაც მექაჩება და არ მიშვებს. მინდა შენამდე მოვიდე,მოვდივარ მაგრამ ვხედავ რომ საკუთარ თავთან ვრჩები მარტო.ჩემს ირგვლივ სიბნელეა,სიჩუმე და არანაირი ხმაური არ ისმის,მაგრამ ვგრძნობ რომ მარტო ვარ.მე ყველაფერი დავკარგე,მე შენ დაგკარგე და ჩემი თავიც დავკარგე.აღარაფერი მახსოვს,გარდა იმისა რომ მიყვარდი,მიყვარხარ და სულ მუდამ მეყვარები,მაგრამ მეყვარები ჩემებურად ძალიან მტკივნეულად.დამესიზმრე,ჩემსკენ ღიმილით მოდიოდი და ხელს მიშვერდი,მაგრამ ვერ გვწვდებოდი.გამოღვიძება მინდოდა,მაგრამ გადავიფიქრე,რადგან
არ მინდოდა შენი ღიმილი გამქრალიყო,მეც წამოვედი შევეგებებითქო,მაგრამ გზა უფრო და უფრო გრძელი ხდებოდა.ბოლოს ერთმანეთს მივუახლოვდით და ხელი გამოგიწოდე,მაგრამ გზა გაიყო და შენ სულ სხვა მხარეს წაგიყვანა.გვტანჯავდა სიშორე,უერთმანეთობა,მაგრამ შენი სიმშვიდე იმედს მაძლევდა და თან შემეშინდა.ალექს უშენობის შემეშინდა,მარტოობის შემეშინდა და შეშინებულმა თვალი გავახილე,დავფიქრდი წარსულის კადრები აღვიდგინე გონებაში და გამახსენდა 15-17 წლის ბავშვები და სწორედ ის 15 წლის ბავშვი მოულოდნელად როგორ გაიზარდა როცა ხელში პატარა ფერად ქსოვილში გახვეული პატარა და უსუსური,უმწეო ბავშვი დაიჭირა,ბავშვი რომელიც თოჯინა მეგონა,მხოლოდ მაშინ მიხვდი დედა რომ ვიყავი როცა ჩემს მკლავებში ატირდა ეს თოჯინა და ტუჩები ააცმაცუნა.შენ არ იყავი ჩემს გვერდით და უშენოდ განვიცადე ის სიხარული რაც ჩვენი სანდრას დაბადებამ მომიტანა. რთული იყო უშენოდ გატარებული ყველა დღე,ექიმების თქმით რთული პერიოდი იყო სანდრას მუცლად ყოფნის პერიოდი და მის მოცილებაზე ვერ დამითანხმეს,მე ხომ მხოლოდ სანდრა დამრჩა შენგან და ამიტომ გადავწყვიტე სიცოცხლე დამეთმო და ჩვენი შვილი გადაგვერჩინა.ის ვისაც საკუთარი გულის ქვეშ პატარა გულის ცემა არ უგრძვნია,მას არ შეუძლია გაიგოს რა რთულია იმ გადაწყვეტილების მიღება რასაც ექიმი მთავაზობდა.ჩემმა სიჯიუტემ გამარჯვება მომიტანა და მე სანდრა მყავს.წლები გაივლის და მე იმედს ვიტოვებ,რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით და ალბად შევძლებთ ერთმანეთის პატიებას,მაპატიე ალექს ჩემს გულში მხოლოდ შენთვის არის ადგილი და სხვა ვერავინი ვერ შეძლებს ჩემი გულის კარი გააღოს''. ალექსანდრემ ხელის კანკალით და ცრემლიანი თვალით დაკეცა რვეულის ფურცელი,იქვე მდუმარედ მდგარ სანდრას შეხედა და ცრემლი არ დაანახა შვილს,თავი გვერძე მიაბრუნა.სანდრამ ალექსანდრეს თვალებში ჩახედა და უთხრა.
-ადამიანი თუ უმნიშვნელოა მასთან დაკავშირებით ცრემლიც არ გექნება,შენ კი ტირი მამა,ეს კი იმის ნიშანია რომ დედა ისევ გიყვარს.
-ასაკს არ აქვს მნიშვნელობა.როდესაც საყვარელ ადამიანს შორდები ნებით თუ უნებლიეთ,განშორება ყველასთვის მტკივნეულია,მაგრამ დრო გადის და მათ გარეშე ცხოვრებას ვსწავლობთ.
-აქ ნათქვამი თითოეული სიტყვა გულზე მომხვდა,ჩვენ ბავშვები ვიყავით,მაგრამ დრომ გაიარა ძალიან სწრაფად და ის ბავშვი ახლა შენს წინ წარმატებული ექიმი დგას,მაგრამ რა გგონია ის ბედნიერია? არა,არ არის ბედნიერი და იცი რატომ? ის მარტო სულია,მასში სიცარიელე ბუდობს.
-ცხოვრება არავის ელოდება ის თავის გზით მიდის,ადამიანმა თავად უნდა იპოვოს თავისი ბედნიერებასთან მისასვლელი გზა.არაფერი არ არის დასრულებული,მამა სიცარიელე რომელიც შენში გაჩნდა ამას მხოლოდ მე და დედა შეგივსებთ.
-სანდრა მოდი ჩამოვსხდეთ,ცოტნეს იცნობ და ეს ანდრეა არის ჩვენი საერთო მეგობარი.
-მიხარია ძმიშვილო შენი გაცნობა.
-მეც ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ,ჯერ კიდევ არ მჯერა ეს ყველაფერი თუ რეალურია.
-მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ დავკარგოთ რაღაც გეგმა გვჭირდება.
-მამა რას ვაკეთებთ.
-პირველი რაც უნდა გაკეთდეს დედაშენს უნდა შევხვდე და ამას შენ გააკეთებ,ეტყვი მას რომ მასთან შეხვედრა მინდა აი ეს ჩვენი სასტუმროს მისამართი და მოვიდეს.უეცრად სანდრას ტელეფონი ახმაურდა და სანდრამ მამას შეხედა.
-დედა მირეკავს.
-უპასუხე რამე უთხარი.სანდრამ უპასუხა ზარს და მოწყენილი ხმა მიიღი.
-გისმენ დედა.
-სად ხარ სანდრა,რამდენჯერ დაგირეკე და არ პასუხობ.
-დღეს ცურვაზე ვარ დედა და ახლა გამოვედი.
-კარგი,დამელოდე და მოვალ.
-არა,არა მე თავად მოვალ. ლილეს გაუკვირდა სანდრას უარი და გაკვირვებულმა გათიშა ტელეფონი.
-სანდრა მომისმინე,ჩვენ 2-3 დღე ვიქნებით კიდევ აქ და ორ დღეში წავალთ,ხვალ შენი და დედას პირადობა დამჭირდება და როგორმე უნდა მომიტანო.აქ შევხვდებით ერთმანეთს.
-ეს მარტივია,ხვალ აქ მოვალ სკოლამდე.
-სანდრა ბაბუა არ გაგიბრაზდებათ?
-დედა უკიდურეს მდგომარეობაში იყო როცა ბაბუას მტკიცე გადაწყვეტილებას დაემორჩილა,მე კი მინდა ოჯახი მყავდეს,ჩემი მშობლები ერთად ცხოვრობდნენ და დილით სკოლაში მამას მივყავდე,მინდა მისი ბუზღუნიც მესმოდეს როცა სამსახურში დააგვიანებს ჩემს გამო.ალექსანდრემ ღიმილით შეხედა სანდრას და უთხრა.
-გინდა დილაობით ვიკამათოთ?
-14 წელი უშენოდ გავიდა მამა,ახლა კი არცერთი დღე არ მინდა უშენოდ გავატარო.
-სანდრა..........................
-არ დამისრულებია,მე ჩემს უფლებებს ვერავინ წამართმევს,მათ შორის ვერც დედა. ყველამ დაინახა სანდრას თვალებში გაჩენილი სიბრაზე,ცოტნე გაოცებული უცქერდა სანდრას და შეხედა როგორც ალექსანდრეს მასაც ისევე ჰქონდა ყელში ძარღვები დაბერილი სიბრაზისგან.ჯერ ჩაეცინა,შემდეგ კი ალექსანდრეს შეხედა და სიცილით თქვა.
-არ შემიძლია თქვენ ორს შორის შედარება ვეძებო,რადგან თქვენ ორნი ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს.
-სკოლაშიდაც ნიჭიერი იყავი და ეს ნიჭი ბოლომდე მოგყვება რა უცებ აღმოაჩინე მსგავსება.დაგესლა ალექსანდრემ და სანდრას ხელი გადახვია.
-არც დავფიქრებულვარ მსგავსება მეძებნა,შემსავით ბრაზიანია.შეხედე ყელში შენსავით დაებერა ძარღვები და ხელები? შეხედე მის ხელებს,ისეთ მაგარი მუშტები აქვს შეკრული,გეფიცები რომ დაგარტყას მისი სიძლიერე შენს სიძლიერეს გადააჭარბებს.
-აჭარბებ ძია ცოტნე,მაგრამ ახლა მართლა ძალიან გაბრაზებული ვარ.
-ნუ უსმენ მას,შენთან დაშორება არ მინდა მაგრამ საქმეები მაქვს,შენც არ მინდა სახლში დაგაგვიანდეს.სანდრა ხვალ დამირეკე და შეგხვდები საჭირო მასალები თან იქონიე და ბილეთებიც ერთად ავიღოთ.
-მამა დღეს დედასთან შეხვედრა ხომ არ გადაგიფიქრებია.
-შევხვდები და ვილაპარაკებთ,სანდრა მომენდე ეს ორი დღე და გპირდები ამიერიდან ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენს დაშორებას.სანდრამ ალექსანდრეს შეხედა და ღიმილით უთხრა.
-ბედნიერებას ასხივებ,მაგრამ ვფიქრობ რაღაც მაინც გაკლია.
-რაღაც არა ძმიშვილო მას დედაშენი აკლია გვერდით რომ ყავდეს თორემ ტვინში დიდი ხანია აკლია მამაშენს. უთხრა ცოტნემ სანდრას და მის ტელეფონს დახედა,შემდეგ კი ღიმილით უპასუხა.
-გისმენ ლაშა როგორაა საქმეები,ხომ არ მოგენატრეთ ძვირფასო?
-იდიოტი,ახლა ლაშას ნერვებზე აცეკვდება და მას შეშლის.თქვა ანდრეამ და სამივეს გაეცინა,ალექსანდრემ კი ფინჯანში ჩარჩენილი ყავა შესვა და სანდრას უთხრა.
-სახლში რომ მიხვალ არაფერი შეიმჩნიო,არც დედას გაუჩინო ეჭვები.ახლა უნდა დავშორდეთ ერთმანეთს საყვარელო,რადგან ძალიან ბევრი წასაკითხი მაქვს ხვალ ბოლო სემინარია და აუცილებლად უნდა დავესწრო.
-დედამ თქვა გუშინ რომ სემინარზე უნდა წავიდეო,შესაძლებელია შეხვდეთ ერთმანეთს.
-შევხვდებით,მაგრამ გვერდს ავუვლი.
-შეძლებ რომ გვერდი აუარო?
-უნდა შევძლო,რა ძლიერად უნდა მეტკინოს მასთან უხეშად მოქცევა,თავი უნდა შევიკავო ან მას უნდა ვატკინო.კარგი დავასრულოთ დღეს,ბინამდე მიგაცილებთ.სანდრა ბინამდე მიაცილეს ვახოს ოფისის მისამართიც გამოართვა და დაემშვიდობნენ,სანდრა სახლში მივიდა და მხიარულად მიესალმა ყველას,ხელები დაიბანა და სამზარეულოში შევიდა.
-დედა იცი რა ძალიან მომშივდა?
-მოდი დაჯექი,შენი საყვარელი კარტოფილი შეგიწვი და კატლეტებიც გვაქვს ბებიამ გააკეთა.
-უფ რა კარგია,შენ დღეს არ მუშაობ?
-მოგვიანებით წავალ,რატომ მეკითხები.
-შენს ოთახში შემოვალ და გეტყვი. სანდრამ გემრიელად მიირთვა და უკმაყოფილო სახით შეხედა მაცივარს,რაღაც აკლდა გულს და ადგა,მაცივარი გამოაღო იქ კოკა კოლას ბოთლი გამოიღო და ერთი ჭიქა მიირთვა,მუცელზე ხელი მოისვა და ლილესთან შევიდა.
-ახლა რასაც გეტყვი არ იყვირო.
-რატომ უნდა ვიყვირო სანდრა.
-დღეს მამა ვნახე.
-რააააა,ვინ ნახე?
-ეს სასტუმროს მისამართია სადაც ცხოვრობს, შენთან საუბარი უნდა.
-რააააა,მასთან უნდა მივიდე?
-ცოტა ჩუმად,მითხრა ისე გამოვიდეს სახლიდან ბაბუამ არ გაიგოსო.
-სანდრა მართლა უნდა რომ შემხვდეს?
-დედა უნდა წახვიდე და გაარკვიოთ თქვენში არსებული გაურკვევლობა.
-კარგი,კარგი მაგრამ ეს ძალიან რთულია.
-ვიცი რომ რთულია,მაგრამ მაინც უნდა წახვიდე.
-მოვემზადები.ლილე დაიბნა,მთელი სხეული უთრთოდა და კანკალებდა მაგრამ სადა მაკიაჟი გაიკეთა,ლურჯი სადა კაბა ჩაიცვა და ჩანთა აიღო,კარებთან მისული ვახომ შეაჩერა.
-სად მიდიხარ ლილე.
-საავადმყოფოში მივდივარ,სად უნდა წავიდე მამა.
-წაგიყვან. ფეხზე ადგა ვახო და გასაღები აიღო,მაგრამ ლილემ ისეთი თვალებით შეხედა ვახოს გაუკვირდა მისი ასეთი სიბრაზის გამოვლენა.
-არ მინდა,პატარა ბავშვი არ ვარ სამსახურში მიმიყვანო და მომიყვანო მამა.
-კარგი,დამშვიდდი. ლილე გაბრაზებული მივიდა სასტუმრომდე და ალექსანდრე ქვრივიშვილის ნომერი იკითხა.
-შევატყობინებთ თქვენს მოსვლას ბატონ ალექსანდრეს.
-იცის,მელოდება.ლილე ნელი და აუჩქარებელი ნაბიჯით მიუყვებოდა ჰოლს და ალექსანდრეს ნომერთან მისულმა თავი მაღლა ასწია ღრმად ჩაისუნთქა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა.არანაირი ხმა არ ისმოდა ნომრიდან და გადაწყვიტა ცოტნესთვის დაერეკა რომ შიგნიდან ნაბიჯების ხმა გაიგონა და  კარიც გაიღო.
-მობრძა.............................. მათი თბალები ერთმანეთს უცქერდა,სხეულში ყველა წვრილი კაპილარიც კი ზეიმობდა და თრთოდა,გული ძლიერად ფეთქავდა და ბაგეები კოცნას ელოდებოდა.იდგნენ და ერთმანეთს უცქერდნენ,ერთის თვალებში გაქვავებული და უემოციო მზერა იყო,მეორე კი ჯერ კიდევ ებღაუჭებოდა მიმქრალ ბედის შუქს,მაგრამ ის მიმქარალი სხივიც ჩაქრა,იმედის ნაპერწკალიც გაქრა და უმწეოდ ელოდა სულის ჩაბერვას,მაგრამ იცოდა თავმოყვარეობა არ უნდა დაეკარგა და რაც არ უნდა მომხდარიყო ფეხზე მყარად მდგარიყო.
-გახსოვს როგორ გითხარი რომ ძალიან მიყვარდი?
-შენ თუ გახსოვს ჩვენი ბოლო შეხვედრის დღეს რა გითხარი.
-არ გაბედო და არ წახვიდე,არ გაპატიებ და სიტყვა აასრულე შენ მე უმძიმესი სასჯელით გამასამართლე ლილე. ჩემი ოცნების ბაღში ის მცენარე ვერ გავახარე,ასე ძალიან რომ მიყვარდა.შევეცადე,ყოველ დღე ჩემი ცრემლით ვურწყავდი მიწას,მაგრამ ის მაინც მოკვდა.
-მომისმი...................................
-როცა შენზე ვფიქრობ ყოველთვის ვხედავდი შენს თითზე ბეჭედს,მეგონა ამას მე წარმოვიდგენდი ასე,მაგრამ ვხედავ სიმართლე ყოფილა და ალბად წლებია რაც ამ ბეჭედს თან ატარებ.როგორ,მე რომ არ ვარ შენს გვერდით?
-სანდრას დაბადების დღიდან ეს ბეჭედი თან მაქვს,მაგრამ მართალია შენ არ ხარ ჩემს გვერდით.
-წლებია კარს გავცქერი და მგონია კარს გააღებ,შემოხვალ შენი საოცარი სურნელით ამავსებ და ღიმილით მეტყვი.
-არ გამიბრაზდე საყვარელო,უშენოდ ვერ გავძელი და მეც დავბრუნდი.მაგრამ რაც დრო გადიოდა იმედი ნელა-ნელა კვდებოდა.რომ შემეძლოს იმ ყველაფრის გამოსწორება რაც იქ წარსულში დარჩა,ალბად კიდევ შევძლებდი გადამერჩინა ჩემი გრძნობები.ნუთუ საკმარისი სიყვარული არ მოგეცი,მაგრამ ცხოვრებაა თავად დაუნდობელი ადამიანები ერთმანეთს სიყვარულის ნაცვლად ტკივილს ვაყენებთ,გულს ვტკენთ.სიბრაზე გვაბრმავებს და ერთი სიტყვის თქმა ,,მაპატიე'' ძალიან გვიჭირს. თუ ისევ ორჭოფობ,თუ მერყეობ ეს სიტყვა თქვა,მაშინ ჩვენს შეხვედრას აზრი არ აქვს ლილე.
-და რა იქნება ბოლო ალექსანდრე,სიმარტოვე? ამ გრძნობის ხომ ყველას ეშინია,ყველა გაურბის. არ ფიქრობ რომ ჩვენ ორივე საკმაოდ დავისაჯეთ,არსებობს ადამიანი უშეცდომო? ბევრჯერ,ძალიან ბევრჯერ ვინატრე უკან დაბრუნება,მაგრამ სწორედ შენი ამ გამოხედვის მეშინოდა.მეშინოდა შენი რეაქციის რომ არ მაპატიებდი,ამიტომ ყოველთვის ვფიქრობდი რომ ჩემს გზას არ ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილიკი.
-მე ხომ ამ გზის ბოლოს ვიდექი ლილე.
-იდექი,მაგრამ შენი სიბრაზე არ მიშვებდა შენამდე.
-მთელი ეს წლები მარტოობა არ მოგწყინდა?
-არასოდეს ვყოფილვარ მარტო,რადგან ჩემთან ყოველთვის იყო ჩემი მარტოობა რომელსაც არასოდეს მივუტოვებივარ და ის იქმდე იქნება ჩემთან,სადამდეც მე მარტო ვიქნები.
-ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვიტირე და მაშინ,როცა მამა გარდაიცვალა.გულითაც ერთხელ გავიცინე როცა შენ იყავი ჩემს გვერდით.დღეს მეორედ ვიტირე,როცა ჩემს შვილს შევეხე და ჩემს სახეზე თუ ღიმილს ხედავს ვინმე,ეს ღიმილი ის ფარია რომელიც ჩემს ტკივილს ეფარება.ადამიანები ვიცვლებით ლილე მაგრამ მოგონებები რჩებიან უცვლელი.გასაოცარი გრძნობა გიპყრობს გინდა უკან დაბრუნდე და რაც კი შეცდომა დაგიშვია გამოასწორო,მაგრამ თვალს გაახელ და ყველაფერი სრულდება რადგან დრო არ ბრუნდება და არაფერი გაძლევს საშუალებას შენი დაშვებული შეცდომა გამოასწორო.წარსული წარსულში რჩება,რადგან ჩვენ ცხოვრებას ტკივილთან ერთად ვაგრძელებთ.
-როდემდე გაგრძელდება ასე,დავიღალე.
-გეთანხმები,ზოგჯერ ისეთი დამღლელია ეს ყველაფერი გინდა რაღაც შეცვალო.მეც შეცვვალე რაღაც,გახსოვს ვერანდასთან ერთი ოთახი რომ მოგეწონა და მითხარი აქ ბიბლიოთეკა მინდა გავაკეთო,მინდა ჩემი საყვარელი წიგნები იყოს ერთ თაროზეო.........ერთ დღეს გადავწყვიტე იმ ოთახში ბიბლიოთეკა ყოფილიყო და გავაკეთე,აივანზე კი ჰამაკიც დავკიდე ეს ხომ შენი სურვილი იყო.გავაკეთე,მაგრამ ძალიან იშვიათად შევდივარ იმ ოთახში.ლილემ ვეღარ გაუძლო ალექსანდრესთან შორს დგომას,ნერვებმა უმტყუნა და ხმით ატირდა.
-მაპატიე,გთხოვ მაპატიე ალექსანდრე.
-ალექსანდრე? მახსოვს დიდი სიყვარულით მეძახდი ალექსს მაგრამ ახლა ალექსანდრე ვარ შენთვის.
-ალექს.......................... უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა,გაურკვეველი გახდა სიტყვების წარმოქმნა,გამოსახულება გაუფერულდა და მოწყვეტით ჩაეშვა იქვე მდგარ სავარძელში,ორივე ხელებში ჩარგო თავი და ატირდა.უნდოდა,ძალიან უნდოდა მისულიყო და დაემშვიდებინა,მაგრამ არა,ისევ ისეთი ცივი და შეუვალი იდგა ლილეს წინაშე.
-არ ვიცი შენში რამდენი ქალია,მაგრამ ერთი ვიცი რომ შენში არსებულმა პერსონამ ვერ გაუძლო იმ რთულ დღეებს,ალბად შენც არ იყავი მზად ბრძოლისთვის.მე დღეს მივხვდი,რომ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდი.შენ მე ძალიან ძვირფასი დრო წამართვი ლილე და ამის პატიება არ შემიძლია.
-და რა იქნება აწი ალექსანდრე.
-წადი,ლილე წადი შენი დანახვაც არ მინდა.
-ალექსანდრე.
-წადი,აღარ მინდა აქ გხედავდე. ლილე იდგა და ალექსანდრეს უცქერდა,მაგრამ შემდეგ უკან გადადგა ნაბიჯი და წავიდა,ალექსანდრე კი ცოტნესთან შევიდა და გაბრაზებულმა უთხრა.
-წადი,არ გაუშვა იმ მდგომარეობაში როგორშიც არის.ცოტნემ გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს და უთხრა.
-ლილე იყო მოსული?
-წადი,აქ ნუ დგახარ ძალიან ცუდ მდგომარეობაში წავიდა. ცოტნემ ნომერი დატოვა და კიბეები ჩაირბინა,ლილე უკვე სასტუმროდან გადიოდა,ჩანთა ხელში ეჭირა მაგრამ მიწაზე ფორთხვით მიათრევდა,ცოტნე წამოეწია და ლილე შეაჩერა.
-ლილე ასეთ მდგომარეობაში გინდა მიხვიდე სახლში?
-როდის გახდა ასეთი შეუბრალებელი.
-გითხარი შეიცვალა და დაუნდობელი,ცივი ადამიანი გახდათქო,ასეთია დღევანდელი ალექსანდრე.ალექსანდრე დილით თვალებდასიებული ადგა და სემინარზე წავიდა,სემინარი უკვე იწყებოდა რომ მივიდადა თვალი გადაავლო იქ მსხდომთ დარბაში სავსე იყო,მხოლოდ ერთი ადგილი შენიშნა თავისუფალი და დიდი სიფრთხილით მიაღწია იქამდე.რამდენიმე საათიანი სხდომის შემდეგ საჩქაროდ გადაწყვიტა დარბაზი დაეტოვებინა,მაგრამ სიჩქარეში ისევ შეეჩეხა დიდ შავ თვალებს და წამიერად გული აუჩქარდა,უნდოდა მისულიყო და იმ თვალებში გაჩენილი სევდა შეეცვალა,მასში გაჩენილი სიცარიელე ამოევსო და წლების შემდეგ მაინც ჰქონოდათ ბედნიერი მომავალი.ძალიან გაუჭირდა,მაგრამ დიდი მცდელობის შემდეგ სძლია გულს,სძლია ვნებას და დარბაზი დატოვა,გარეთ გამოსულმა კი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-ძალიან ძნელია შენთან ახლოს ვიდგე და თავი ასე შორს დავიჭირო.
-ცუდად ხარ? მხარზე ხელის შეხება იგრძნო და მისმა ხმამ სხეული გაუყინა,თითქოს პარალიზებული გახდა და ვერ შებრუნდა,მაგრამ წარსული მის წინ დადგა.
-ცუდად გამოიყურები,შემიძლია დაგეხმარო?
-როგორ დამეხმარები,ჩემს დახმარებას როგორ შეძლებ.
-არ ვიცი,თუ გინდა ვისაუბროთ.
-ჩვენ წუხელ ვისაუბრეთ,ამიტომ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს.
-მართალია წლები გავიდა,მაგრამ ვფიქრობ სალაპარაკო თემას გამოვნახავთ.ალექსანდრემ თვალებში ჩახედა ლილეს და ცივი ხმით უთხრა.
-სალაპარაკო ჩვენ ორს არაფერი გვაქვს,უფრო სწორად აღარაფერი გვაქვს.
-ასე ფიქრობ?
-შენ წამიერი გაელვება ხარ,რომელიც წარსულში დარჩა.
-წამიერი გაელვება? ხმა ჩაუწყდა,ჰაერი არ ჰყოფნიდა და უკვე მისგან შორს წასულ მის წარსულს ცრემლებით აცილებდა.ალექსანდრემ კი უბის წიგნაკში სანდრას მიცემული მისამართი წაიკითხა და გაბრაზებული იქით წავიდა.
-უკაცრავად ბატონ ვახოს მინდა შევხვდე.
-დიახ მობრძანდით,გელოდებათ.
-მელოდება? გაუკვირდა ალექსანდრეს და ვახოს კაბინეტის კარზე დააკაკუნა.
-მობრძანდი ცოტნე გელოდებოდი.
-ცოტნე არ ვარ,მაგრამ თქვენი ნახვა მეც ძალიან მინდოდა.ვახომ სათვალე მოიხსნა და გაოცებული უცქერდა მის წინ მდგარ ალექსანდრეს.
-გამარჯობა ბატონო ვახო გაოცებული ხართ,ან არ გახსოვართ ვინ ვარ
-მახსოვხარ,ძალიან შეცვლილი ხარ.ის ვინც მე მახსოვს,ძალიან განსხვავდება იმ პიროვნებისგან ვინც ჩემს წინ დგას დღევანდელიდან გამომდინარე.მე მახსოვს 17 წლის მოზარდი მის ასაკთან ძალიან მკაცრი ყველას და ყველაფრის მიმართ და დღემდე მიჭირს რამდენიმე მოგონების წაშლა ჩემი მეხსიერებიდან.
-მეხსიერება რომელიც ჩემს წარსულს შემორჩა,ესაა რომ მტკივა და მტანჯავს წარსული.ვცდილობ წავშალო ჩემი მეხსიერებიდან ბევრი რამ და წავშალე კიდეც.
-მე როგორ მიპოვე,ალბად იმიტომ მოდი რომ ლილესთან გინდა შეხვედრა.
-არა,შეხვედრა თქვენთან მინდოდა და მოვედი რადგან ერთი კითხვა მინდა დაგისვათ.
-გისმენ.
-17 წლის მოზარდი,რომელმაც 14 წლის ასაკში დაკარგა მამა და ის ადამიანი თქვენი საუკეთესო მეგობარი იყო,როცა გაიგეთ იტირეთ და მე ნამდვილი მეგონა ის ცრემლები.თქვენ ხელი მკარით,გამიმეტეთ უფრსკულში გადასაჩეხად და უარესი, თქვენ მე მომავალი წამართვით.
-რაც იყო იყო,ალექსანდრე დავივიწყოთ წარსული და...............
-და გავაგრძელოთ ცხოვრება ისე რომ არაფერი არ ყოფილა?
-ალექსანდრე შვილო ვიცი რომ წარმატებული პიროვნება ხარ და ვიცი როგორ გიყვარს ჩემი ლილე.
-აქაც შეცდით ბატონო ვახო მე ლილე მიყვარდა,მაგრამ მან ისე დამტოვა ჩემზე არც დაფიქრებულა,ამიტომ მე არ მინდა შევხვდე მას.ვახო გაოცებული უცქერდა,მაგრამ ვერ მიხვდა თუ რა ძნელი იყო ალექსანდრესთვის იმ თითოეული სიტყვის წარმოთქმა.
-მაგრამ თქვენ ხომ საერთო შვილი...........................
-შვილი მყავს,რომელიც შენ წამართვი,მაგრამ ის გაიგებს სიმართლეს და თავად მომძებნის.
-აქ რატომ მოდი,დავიჯერო ჩემი ნახვა გინდოდა?
-მოვედი,მინდოდა მენახეთ და გნახეთ.
-და სათქმელი სხვა არაფერი გაქვს?
-სათქმელი ძალიან ბევრია ბატონო ვახო მაგრამ დუმილით ნათქვამს უკეთ მიხვდებით.ახლა კი დაგემშვიდობებით ჩემი ვიზიტი გერმანიაში სრულდება და წავალ,ჩვენს შორის ისევ ჩადგება სიშორის სქელი კედელი.ალექსანდრემ გაოცებული დატოვა ვახო და წავიდა,ვახომ მუშაობას გული ვერ დაუდო და სახლში დაბრუნდა იზოს გაუკვირდა მისი ადრე დაბრუნება.
-რა მოხდა,ავად ხომ არ გახდი.
-წნევა მაქვს მგონი,გამისინჯე.იზომ წნევა გაუსინჯა და ზომაზე მეტი ჰქონდა,წამალი მისცა და მის გვერდით ისიც ჩამოჯდა.
-რა მოხდა,ინერვიულე? ვახომ ყველაფერი მოიყვა იზოს.
-თავში აუვარდა წარმატება,თურმე წარსული დაივიწყა ჰოდა დაივიწყოს.
-უნდა ვაღიარო,რომ შევცდი იზო.
-შენც იჩქარე,დაგვავლე ხელი და წამოგვიყვანე არ დაფიქრდი რა იქნებოდა მომავალში.ხედავ შენმა გადაწყვეტილებამ რამხელა სინანული მოგიტანა წლების შემდეგ?
-რაც უფრო გადის დრო,მით უფრო ვხვდები ჩემს შეცდომას.არ უნდა მეკრა ხელი გზა აბნეული ბიჭისთვის.დარწმუნებული ვარ ჩემს ადგილზე არჩილი ასე არ მოიქცეოდა,ჩემს შვილს გვერდით ამოიყენებდა. საღამომდე ვახოს ეძინა,სახლში როცა ყველა იყო ლილემ მაგიდა გააწყო მაგრამ არ ივახშმა.
-უნდა დავიძინო,ძალიან დავიღალე.
-რთული დღე გქონდა? შეეკითხა ვახო ისე სხვათა შორის.
-ძალიან რთული,ისეთი რთული რომ არც კი ველოდი.თავის ოთახში შევიდა და არც უცდია საღამურები ჩაეცვა,პირდაპირ ვერანდაზე გავიდა.სიომ მოეფერა და თავადაც ჩურჩულით თქვა.
-შენ წარმოდგენაც არ გაქვს როგორ ძალიან მომენატრე,აღარ მინდა უშენობით განვლო არცერთი წამი,მაგრამ შენთვის ხომ მე წარსულის წამიერი გაელვება ვიყავი.მშვიდი და წყნარი ჩანდა შორიდან ლილე მთვარის შუქზე,თვალებს დახუჭა და თავის ოცნებები გაანდო მთვარიან ღამეს.
-თუ შემეკითხები რა ოცნებები მაქვს მთვარეო,მხოლოდ შენ გეტყვი.მინდა ჩემი ცხოვრება შეიცვალოს და ჩემი სიყვარული დამიბრუნდეს.ვერ ვიჯერებ, რომ მასში გაცივდა ის ძლიერი გრძნობა რაც ჩემს მიმართ ჰქონდა.ვერ დამაჯერებ,რომ ასე ძალიან შეიცვალე ალექს.შესცივდა და ოთახში შევიდა,კარებს კეტავდა რომ უეცრად ციდან ვარსკვლავი ჩამოვარდა და თვალები დახუჭა თავისი ოცნება მეორედ ჩაიფიქრა. ალექსანდრე? უსაზღვრო იყო მისი მწუხარება რაც ლილეს უთხრა,უჭირდა რეალობასთან შეგუება და შიგნიდან იტანჯებოდა, გარეგნულად კი მტკიცედ იდგა.არ უნდა თავისი გრძნობები გამოხატოს და სიმშვიდეს ინარჩუნებს და არ ააშკარავებს თავის ტკივილს, იმ დღის შემდეგ რაც სანდრას შეხვდა ღამე არ ძინავს,როცა განმარტოვდება ბალიშში თავს ჩარგავს და ღმუის.ალექსანდრესთვის ეს ძალიან დიდი შოკი იყო,ძალიან დიდი სიცარიელე იგრძნო როცა დაფიქრდა რამდენი რამ გამოტოვა სანდრას აღზრდაში.ვერ შეეგუა იმ აზრს რომ სანდრა მისგან შორს დაიბადა და გაიზარდა,ყოველგვარი შეგრძნება დაკარგა,უნდობი გახდა და ზიზღი დაეუფლა კაცობრიობის მიმართ.
-ძალიან დიდი ტვირთი ამკიდე,ეს რატომ გააკეთე,ასე რატომ მომექეცი.ვერ გაბედე და ვერ შეებრძოლე მამაშენის მრისხანებას,არ შემიძლია ადამიანობა ვასწავლო იმას ვინც არ არის ადამიანი,ორივე უბედო ვართ რადგან სხვებმა გადაწყვიტეს ჩვენი ცხოვრების გზა როგორ და საით წასულიყო.დილამდე ფიქრობდა და დილით მოერია ძილი,მაგრამ ტელეფონის ზარმა შეაშინა და გაუცნობიერებლად უპასუხა.
-გისმენთ.
-მამა მე ვარ,უკვე გამოვედი სახლიდან.
-კარგი მოვდივარ,ჩვენს ადგილზე შეგხვდები.საჩქაროდ გამოიცვალა და მეგობრებიც არ გააფრთხილა ისე გავიდა სასტუმროდან,სუნთქვა უჭირდა შეხვედრის ადგილზე რომ მივიდა და თითქოს შერცხვა სანდრა მისული რომ დახვდა.
-მაპატიე შვილო დილით ჩამეძინა,ეს დღეები საერთოდ არ მძინავს.
-სახეზე გეტყობა,თვალები დასიებული გაქვს უძილობისგან.
-ვნერვიულობ,გუშინაც ძალიან ვაწყენინე დედაშენს ისეთი სიტყვები ვუთხარი მეც თავად მეტკინა,მაგრამ საჭიროც იყო სიმკაცრე.
-მივხვდი,წუხელ არც დედას ჰქონდა მშვიდი ღამე,ისიც ტიროდა.
-კარგი,მომეცი თქვენი პასპორტები და წავიდეთ ბილეთები ავიღოთ.შენ წადი სკოლაში ნუ გააცდენ დღეს,ხო მართლა ბაბუაშენი ვნახე და მან იცის რომ უკვე წასული ვარ აქედან,თუ დაგჭირდა შეგიძლია პანიკა ატეხო რომ არ გინახულე ისე წავედი არ დაგემშვიდობე.
-კარგი,ასეთები მეხერხება აბა დროებით შეხვედრამდე.ალექსანდრემ ბილეთები აიღო,არ გაახსენდა მეგობრები და ცოტნე სულ ცოტაც და აფეთქდებოდა.
-დამშვდდი რა გემართება,ბავშვი ხომ არ არის ისიც ნერვიულობს მის ადგილზე დადექი.
-ეთქვა გავდივარ და დამაგვიანდებაო,ვიცი ღამით საერთოდ არ ძინავს,რა დროს ადგა და წავიდა ვერ გავიგე.
-დაიცადე,ერთი აპლიკაცია მაქვს ასე გითვალთვალებთ როცა გაუჩინარდებით და ვერ გპოულობთ.
-საჭირო რომ არ იყოს არც მეტყოდი,ნახე აბა სად ბრძანდება.ანდრეამ ტელეფონი ჩართო და გაოცებულმა შეხედა ცოტნეს და თქვა.
-ცოტნე ტელეფონი მიჩვენებს რომ აქ არის.
-აქ როგორ არის,არსად არ არის.
-აქ ვარ მოვედი,რა პანიკაში ხართ.
-სად დადიხარ იდიოტო გული ლამის გამიჩერდა ნერვიულობით.
-აბა მოკვდი ჯავრით.თქვა ალექსანდრემ და ანდრეას თვალი ჩაუკრა.
-როგორ უნდა ვინერვიულო შენზე,მე ხომ შენზე მეტად შენთან სექსზე ვფიქრობ.ალექსანდრემ უეცრად შებრუნდა ცოტნესკენ გაიწია მაგრამ ანდრეამ შეაჩერა.
-ნუთუ მას აყვები და ნერვებს მოიშლი მის უაზრო საუბარზე,განა არ იცი რაც უტვინო არის.
-იდიოტიზმი გარეთ დატოვე და მომისმინე,ბილეთები ვიყიდე და თქვენ კიდევ ორი დღე აქ გაჩერდებით,ვახომ თუ გკითხოთ უთხარით რომ ლონდონში გავფრინდი სემინარზე რამდენიმე დღით.
-ეს კარგი,მაგრამ სხვა რა დაგეგმე ჩვენ როგორ მოვიქცეთ.
-ხვალ 11 საათზე არის ფრენა,სანდრამ უკვე იცის ის დედამისთან ერთად გამოვა სახლიდან
და თქვენ იქ მჭირდებით,ლილე აეროპორტში დაძინებული უნდა მივიყვანოთ.სამივე ნერვიულობდა,ძალიან ადრე იყო ბიჭები რომ დააღვიძა და მანქანით ელოდებოდა სკოლასთან ახლოს სანდრას და ლილეს.ცოტნე ნერვიულად დასცქეროდა საათს ყოველ ხუთ წუთში,ალექსანდრემ მანქანიდან გადავიდა და ყავა იყიდა,ნელა ნელა სვამდა ყავას თან ცოტნეს თვალს არ აშორებდა,ბოლოს კი შეეკითხა.
-უცნაურად იქცევი დღეს ბატონო ცოტნე.
-რა შემატყვე უცნაურობის ბატონო ალექსანდრე.
-რატომ ამოწმებ საათს ყოველ ხუთ წუთში თუ ახალი საათია და გაგიკვირდა რომ ვერ შევამჩნიეთ აქამდე.
-შენს ხასიათზე არ ვარ.შეხედე სანდრა მოვიდა,მე გადავალ და ლილეს შევაჩერებ.ცოტნემ ვითომ შემთხვევით შეხედა სანდრას და გაოცებულმა დაუძახა.
-სანდრა?
-ძია ცოტნე?
-მეგონა მიგამსგავსე სხვას,მაგრამ შენ ხარ. აქ სწავლობ?
-აქ არის ჩემი სკოლა,დღეს დედამ მომიყვანა.
-აქ ვინმე ვახოს უნდა შევხვდე,ის ჩვენი ბიზნეს პარტნიორია.
-მე წავედი,ზარი დაირეკება. დედა შენ მომაკითხავ?
-დაგირეკავ,ტელეფონთან ყურადღებოთ იყავი.
-როგორც მიბრძანებ დედიკო.
-სანდრა. მკაცრი იყო ლილე და სანდრას ისეთი თვალებით უცქერდა უხმოდ გაეცალა სანდრამ და ცოტნეს კი თვალი ჩაუკრა.
-მეც მეჩქარება უნდა წავიდე,ცოტნე წასვლამდე შევხვდეთ და სადმე დავსხდეთ.
-კარგი,კიდევ სამი დღე ვიქნებით აქ და შევხვდეთ.
-ის,ის სად არის,ისევ აქ არის?
-არა,ალექსანდრე გუშინ საღამოს ლონდონში წავიდა.
-კარგი,უნდა წავიდე ცოტნე მაპატიე ძალიან ვჩქარობ მძიმე პაციენტი მყავს. ლილე ცოტნეს დაემშვიდობა ცოტა გაიარა და მოულოდნელად ვიღაცამ პირზე ხელი ააფარა,ლილე ყვირილს შეეცადა,შეებრძოლა უცნობს და ცოტნეს ეძახდა,მაგრამ ცოტნე მისგან ზურგით იდგა და ვითომ არ ესმოდა,ლილეს კი პირზე ააფარეს ხელი და გათიშეს,სანდრა შორიდან ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს და ისიც მოვიდა,ალექსანდრემ დაისვა მანქანაში ლილე კი ცოტნემ წაიყვანა.ცოტა აკლდა აეროპორტში მისვლას,რომ ლილემ გაიღვიძა და სუსტი ხმით იკითხა.
-სად ვარ,თავი საშინლად მტკივა.
-ვინ იყვნენ ის ხალხი,ლილე იქ რომ არ ვყოფილიყავი და არ დამენახე სად წაგიყვანდნენ.
-არ ვიცი ვინ იყო,არც ის ვიცი ვის უნდოდა ჩემი გატაცება.
-იქნებ მამაშემს ჰყავს მტრები,ხომ იცი არცერთი ბიზნესი სუფთა არ არის და ყველას აქვს თავისი სიბინძურეები.
-შესაძლებელია რადგან ეს ბოლო დღეები უცნაურად იქცევა,სულ დაფიქრებული დადის.
-უცნაურია.თქვა ცოტნემ და ლილეს შეხედა,ის საფეთქლებს იზელდა.
-თავი გტკივა?
-ვერ წარმოიდგენ როგორ ძალიან მტკივა.
-ასე როდემდე იქნები,გადავალ და წამალს გიყიდი.ცოტნემ მანქანა გააჩერა და აფთიაქში შევიდა,ტელეფონზე ალექსანდრეს ნომერი დაფიქსირდა და უცებ უპასუხა.
-რა მოხდა,რატომ გააჩერე.
-თავი ტკივსა რამე გამაყიჩებელს ვუყიდი.
-დამელოდე,ალექსანდრემ ცოტნესთან მივიდა და გულის ჯიბიდან ორი აბი ამოიღო და მისცა.
-ეს ორი აბი მიეცი ის დილამდე იძინებს.
-იქ როგორ იქნება რეგისტრაცია ხომ უნდა გაიაროთ.
-არ გავივლით,ყველაფერი მოგვარებულია.
-კარგი წადით და 15 წუთში ჩვენც მოვალთ.
-ეს ორი აბი მომცეს და სამ წუთში ტკივილი მოეხსნებაო მითხრეს.ლილემ დალია წამალი და სულ ცოტა ხანში ღრმა ძილით დაეძინა,აეროპორტში მისულებმა ალექსანდრემ ლილე ფრთხილად გადმოიყვანა მანქანიდან და სავარძელში ჩასვა,სანდრა ანდრეას და ცოტნეს დაემშვიდობა და უთხრა.
-მომენატრებით.
-ორ დღეში დავბრუნდებით პატარავ.უთხრა ცოტნემ და გულში ჩაიკრა,ალექსანდრემ პასპორტები აეროპორტის უფროს აჩვენა და მან ღიმილით უსურვა მშვიდობიანი მგზავრობა,სულ რამდენიმე წუთში საყვარელ ქალთან და შვილთან ერთად საქართველოსკენ მიფრინავდა.რამოდენიმე საათის შემდეგ ლილეს დიდ თეთრ საძინებელში გაეღვიძა და გაოცებული ათვალიერებდა საძინებელს და უფრო გაოცებული დარჩა როცა ნაცნობი ხმა გაიგონა.
-დათვს მთელი ზამთარი ძინავს,შემც დათვს დაესგავსე ძილით და მეგონა აღარ გაიღვიძებდი,ამიტომ გასვლას ვაპირებდი თაფლი რომ მეყიდა.
-სად ვარ,შენთან რატომ ვარ ან ასე თავისუფლად რატომ დასეირნობ ჩემს საძინებელში.
-მე ჩემს სახლში და ჩემს საძინებელში ვარ თუ არ მოგწონს ეს საძინებელი შეგიძლია სხვა აირჩიო.
-სად ვარ,გინდა ჭკუიდან გადავიდე?
-კარგი არ მინდა შენი ჭკუიდან გადასვლა,მე და ჩემი შვილი სხვა ოთახში დავიძინებთ.
-შენი შვილი? ის,ის,ისიც აქ არის?
-შენი ადგილი თუ არის ამ სახლში ჩემი შვილის ადგილი არ იქნება?
-ალექსანდრე მეთამაშები?
-სულაც არა,თამაშის დრო არ არის.
-არა,შენ მეთამაშები ასე როგორ წამომიყვანე გერმანიაში დავიძინე და შენს სახლში გავიღვიძე.ალექსანდრე ლილეს წინ დაუდგა და უთხრა.
-გგონია ისევ ის 17 წლის ბიჭი ვარ?
-არა,მაგრამ.......................
-ეს შენი საძინებელია,უბრალოდ ერთ სახლში ვიცხოვრებთ,მაგრამ სხვა და სხვა საძინებელში გავიღვიძებთ. ახლა დაგტოვებთ,საავადმყოფოში წავალ იქაურობას გადავამოწმებ და დავბრუნდები,ყველაფერი უნდა იყიდოთ ჩასაცმელებიც და პირადი ნივთებიც.
-კარგი მაგრამ...............
-დღეს დაისვენე,მოწესრიგდი სახლს შეეჩვიე და ხვალ სამსახურში გახვალ.
-ჩემები?  ჩემები ინერვიულებენ.
-დამშვიდდი,კოსმეტიკის გარეშე უფრო ლამაზად გამოიყურები.
-რაააა? ალექსანდრე ჩემები ინერვიულებენ და მათ უნდა დავურეკო.
-სანდრამ ელაპარაკა,მაგრამ რომ დამშვიდდე აიღე ჩემი ტელეფონი და ილაპარაკე სადაც გინდა და რამდენიც გინდა. ალექსანდრემ ტელეფონი საწოლზე დაუდო და გავიდა,ლილემ აკანკალებული ხელით აკრიბა ნომერი და ვახოს ძალიან შეცვლილი ხმა გაიგონა.
-ლილე შვილო ვიცი რომ შენ ხარ,როცა აეროპორტში სანდრა დავინახე ალექსანდრეს გვერდით მივხვდი რომ გამოკიდებას აზრი არ ჰქონდა შვილო და ერთადერთი რაც მინდა გთხოვო, მაპატიე.
-მამა მე არაფერი.............................
-ვიცი შვილო ეს ალექსანდრეს გეგმა იყო.სანდრამ ლილეს გვერდით მოკალათდა და ტელეფონი გამოართვა.
-ბაბუა გემის კაპიტანი დაბრუნდა და მეორე გემს თქვენც გამოყევით.
-დავბრუნდებით შვილო,ჩვენც დავბრუნდებით. ალექსანდრემ რომას დაურეკა დიდხანს ესაუბრა და გაიგო მეორე დღის გეგმები,საავადმყოფოში მისი მისვლა აღარ იყო საჭირო და მაღაზიებში წავიდნენ,დილით კი 7 საათზე ადგა ივარჯიშა სანდრას აკოცა და ლილე გააღვიძა.
-სამსახურში წასვლის დროა,მხოლოდ ნახევარ საათს დაგელოდები. ლილე ბუზღუნით ადგა ყავის დალევაც ვერ მოასწრო ისე გავიდა სახლიდან.საავადმყოფოში მისულ ალექსანდრეს გვერდით უცნობ ქალბატონს ყველა გაოცებული უცქერდა,მაგრამ თანამშრომლები მალე შეეჩვივნენ ლილეს.
-ლილე დაქორწინებული ხარ?
-არა,ჩემი პრინცი დამემალა ჯერ არსად არ ჩანს.თქვა ლილემ და გაეცინათ,ალექსანდრემ გაიგონა ლილეს ნათქვამი და თქვა.
-საინტერესოა პრინცი დაიმალა თუ პრინცესა გაიქცა. ლილემ შეუბღვირა ალექსანდრეს თავისი ყავა აიღო და კაბინეტში წავიდა,ალექსანდრე კაბინეტის კართან დაეწია ლილეს და ყურში ჩასჩურჩულა.
-სამყაროში ყველაზე დიდ წინააღმდეგობაც კი არ არის შენს მიმართ სიყვარულზე დიდი ლილე.






№1 სტუმარი manana

მადლობა დილის 5 საათია და კიდევ ერთხელ მადლობა

 


№2  offline მოდერი zia-maria

manana
მადლობა დილის 5 საათია და კიდევ ერთხელ მადლობა

heart_eyes გაიხარეთ ქალბატონო მანანა. kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

კარგი იყო,კითხვის დროს ივრძნობა ,სევდაც,სითბოც,იუმორიც,სიყვარულიც,სინანულიც,.მომეწონა.

 


№4  offline მოდერი zia-maria

სტუმარი nancho
კარგი იყო,კითხვის დროს ივრძნობა ,სევდაც,სითბოც,იუმორიც,სიყვარულიც,სინანულიც,.მომეწონა.

heart_eyes მადლობა,გაიხარე. kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი ლია

რა კარგიაა.გაიხარეთ

 


№6 სტუმარი სტუმარი მანანა

შემდეგს როდის ველოდოთ

 


№7  offline მოდერი zia-maria

სტუმარი ლია
რა კარგიაა.გაიხარეთ

kissing_heart kissing_heart

სტუმარი მანანა
შემდეგს როდის ველოდოთ

heart_eyes ხვალ თუ ვერ დავდე ზეგ აუცილებლად.როგორც მოვახერხებ,დიდი ხნით არ გალოდინებთ. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent