შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ტკივილთან ერთად. თავი 8.


27-04-2020, 00:22
ავტორი zia-maria
ნანახია 9 221

წვიმს,წვიმის წვეთები მძიმედ ეცემა ცოდვით სავსე დედამიწას და უხარია,უხარია რომ წვიმას შეუძლია ოდნავ მაინც გაწმინდოს ცოდვილთა სული.არ უყვარს წვიმა და არც წვიმის მიერ გამოწვეული ხმაური,ამიტომ ფარდები ჩამოაფარა და თავის მაგიდას ზემოდან გადახედა,შუბლზე ხელი მოისვა და თქვა.
-სიცოცხლის ბოლომდე შენი მსხვერპლი ვიქნები,ძალიან ახლოს ხარ წლების შემდეგ,მაგრამ
ხარ ძალიან მიუწვდომელიც. სიჩუმემ დაისადგურა და მის უკან დიდ ფართო ფანჯრებს შეხედა,მიხვდა რომ წვიმამ გადაიღო და ფარდები გადასწია და ცას ახედა,მაგრამ დაორთქლილ მინებიდან ვერ დაინახა ცის სიმალაზე.ხელი გადაუსვა მინას და შეხედა მიწისფერი ღრუბლები ერთმანეთის მიყოლებით მიცურავდნენ ცის კაბადონზე,გადაიწმინდა ცა და ვარსკვლავთა კამარაც შეიკრა ცაზე.გაეღიმა,რაღაც გაახსენდა და მაგიდასთან დაბრუნდა იქვე დადებული თავის რვეული ნახა და უკანა ფურცელზე რაღაც დაწერა ღიმილით.
-ალექს აქ ხარ?
-აქ ვარ და კარგია რომ მოდი,კარგად მომისმინე და მითხარი როგორია ...............
,,შენზე ფიქრებში გაილია ეს დიდი ღამე,
შემზე ფიქრებში ჩემმა ცრემლმაც თავის გზა ნახა...................
-ვაი,ვაი,ვაი ალექსანდრე ქვრივიშვილმა ლექსების წერა დაიწყო?
-კარგი,აღარაფერს გეკითხები,მითხარი რატომ მაწუხებ შესვენების საათებში.
-არაფერი ისე შემოგაკითხე.
-მოსაწყენია საავადმყოფოში ტყულა ყოფნა,მოდი წავალ მე სახლში.
-შენ წახვალ სახლში და მე აქ დავრჩე?
-შენც წამოდი და ერთად ვივახშმოთ,თუ რამე საგანგაშო იქნება დაგვირეკავენ.
-კარგი წავიდეთ.ორივემ გაიხადა თეთრი ხალათები და უკვე კართან მისული რომა ალექსანდრეს მიუბრუნდა.
-არ დაასრულებ იმ ფრაზას?
-წადი,წადი ნუ იკავებ თავს სჯობს გულით გაიცინო.
-არა,შენ ვერ გამიგე მართლა კარგი გარითვმა გაქვს,დაასრულე და ბოლომდე დაწერე.
ერთმანეთის სიცილით მივიდნენ სახლამდე და ალექსანდრემ მანქანაც დააყენა,უკვე უნდა შესულიყო რომასთან ერთად სახლში რომ თავისი სახელი გაიგონა.
-ალექსანდრე.
-გისმენთ. ალექსანდრემ სტუმრისკენ შებრუნდა და გაოცებული უცქერდა მის წინ მდგარ უცნობს,შემდეგ სახე გაეხსნა და ღიმილით მიუახლოვდა მამაკაცს.
-ძია ვაჩე როგორ ხარ,ძალიან გამახარა თქვენმა ნახვამ სახლში შევიდეთ.
-ჩემი ალექსანდრე როგორ გაზრდილხარ და დავაჟკაცებულხარ,მიხარია შენი ნახვა შვილო თუნდაც ამდენი წლის შემდეგ.
-მეც მიხარია,რა მოხდა რამე პრობლემები გაქვს ჯამრთელობის მხრივ?
-არა,სიმართლე გითხრა სერიოზულ თემაზე მინდა დაგელაპარაკო.
-რა მოხდა,სახლში შევიდეთ და იქ ვისაუბროთ.ალექსანდრე სახლში დაფიქრებული და მისი უჩვეულო სიმტკიცით შევიდა,მაგრამ იქ მოულოდნელი სიურპრიზი დახვდა,რომელსაც გაოცებული უცქერდა მის წინ მდგარ მომღიმარ და კარგად მოვლილი ქალბატონს. სახეზე ზიზღი აესახა,სიბრაზისგან თვალები ჩაუწითლდა პირველად მამის ფოტოს შეხედა და შემდეგ ცივი ხმით თქვა.
-რატომ ხარ აქ.ქალი დაიბნა,არ ელოდა ასეთ ცივ და უემოციო შეხვედრას ალექსანდრესგან და კითხვა იქით დასვა.
-ვერ გავიგე?
-რა ვთქვი გაუგებრად აქ რა გინდა,რატომ მოდი,რისთვის დაბრუნდი.
-შენი ნახვა მინდოდა,არ მეგონა თუ აკრძალული მქონდა შვილის ნახვა. შვილიშვილიც მყოლია,ბებია ვარ და ძალიან მიხარია.
-დედობა არ გაგიწევია შვილისთვის და გგონია შვილიშვილს გაუწევ ბებიობას ან დარწმუნებული ხარ რომ ამის უფლებას მოგცემ?
-რას გულისხმობ,პირდაპირ მითხარი შვილო.
-შვილს ნუ მეძახი,შვილი არ დამიძახო.ალექსანდრეს ხმამ და რექციამ დედის მიმართ ყველა შეაშინა.
-ალექსანდრე.........................
-არ მჯერა რომ ვერ ხვდები რაც მინდა გითხრა ან არ გინდა რომ მიხვდე,მაგრამ მე მიგახვედრებ და აგიხსნი გასაგებად.როცა დედა მჭირდებოდა შენ ჩემგან შორს იყავი,დედა მინდოდა და ჩემს გვერდით დედას ვერ ვხედავდი. ვაჩემ მხარზე ხელი დაადო ალექსანდრეს და უთხრა.
-მშვიდად შვილო,დამშვიდდი არ არის საჭირო იმ ყველაფრის გახსენება რომელსაც შენთვის ტკივილი მოაქვს.ქალმა ზიზღით შეხედა ვაჩეს და უთხრა.
-შენ ნუ ერევი ჩვენს საუბარში ან საერთოდ აქ რას აკეთებ.
-ძია ვაჩეს ყოველთვის შეუძლია დააკაკუნოს ჩემს კარზე და აქ მოვიდეს,მაგრამ შენ არა.
-ნუ ვერევი? რატომ,რატომ არ უნდა ვთქვა ის რაც ყელში მიჭერს. რატომ არ უნდა ვთქვა ის თუ როგორ ტკიოდა არჩილს და ალექსანდრეს წინაშე ცრემლით არასოდეს უტირია.როცა რეისში მიდიოდა ალექსანდრე ფანჯარასთან იდგა და მამას ელოდებოდა,ცრემლებს მე ვწმენდდი როცა ტიროდა.როცა დაეცემოდა და იტკენდა,ყველა ბავშვს დედა აშველებდა ხელს ალექსანდრეს წამოდგომაში მამა ეხმარებოდა.როცა შენ ის დატოვე 5 წლის ასაკში მას შემდეგ სიტყვა დედა არ უთქვია ის სულ მამას ეძახდა,რადგან ბევრი მცდელობის შემდეგ როცა გეძახდა ხმა ვერ მოგაწვდინა. დიანამ ვაჩეს შეხედა და გაბრაზებულმა უთხრა.
-აღარ გააგრძელო.
-შენ არ გაქვს უფლება მე გამაჩუმო,არასოდეს ჩავმდგარვარ შენსა და არჩილს შორის თუმცა ყოველი თქვენი წაკამათების შემდეგ ჩემთან მოდიოდი და ჩემთან ტიროდი,მატყუებდი არჩილი მირტყამს და ცუდად მექცევაო.არასოდეს არ იყავი შვილის გვერდით,არ გინდოდა შვილი გყოლოდა შენ გინდოდა რაც მოგესურვებოდა ის გაგეკეთებინა,მაგრამ არჩილს ოჯახი უნდოდა.ეს იყო ყოველთვის თქვენი კამათის მიზეზი.5 წელი ფიქრობდი როდის გაიქცეოდი,რადგან ციხეში ვცხოვრობო ამბობდი ერთ დღესაც ადექი და წადი იქ სადაც შენთვის დიდი სივრცე იპოვე და ფრთებიც გაშალე.ჩემი მეგობრის ტანჯვამ ჩემს კისერზე გადაიარა,მისი თითოეული ცრემლი ჩემს გულზე წვეთავდა.ალექსანდრე უსმენდა ვაჩეს და შინაგანად კანკალებდა,მაგრამ ძალა მოიკრიბა და მხარზე ხელი დაადო აღელვებულ ვაჩეს.
-დამშვიდდი ძია ვაჩე მე დიდი ხნის წინ გავაანალიზე ყველაფერი,ვერავინი ვერ უარყოფს იმას როგორ ზრუნავდა მამა ჩემზე.
-არ მაინტერესებს რას ფიქრობს სხვები ან რას ფიქრობ ვაჩე შენ, რადგან ძალიან კარგად მახსოვს როგორ კარგად თამაშობდი.
-ვთამაშობდი,მე ვთამაშობდი?
-კი თამაშობდი და ახლაც თამაშობ,რადგან არ გაქვს უფლება ჩაერიო ჩემსა და ჩემი შვილის საუბარში. ვაჩემ ირონიულად გაიცინა და დიანას შეხედა,ისე როგორც ალექსანდრემ.
-მწარეა სიმართლე ქალბატონო დიანა.
-ასეა, ყოველთვის მწარეა ყველაფერი როცა არ მოგწონს და შენს წინააღმდეგ სიმართლეს ასე პირდაპირ გეუბნებიან. მართალი ხარ ქალბატონო დიანა თქვენ მე გამაჩინეთ,მაგრამ არ გიცდიათ დედობა გაგეწიათ ჩემთვის.
-ასეთი უგულო როგორ ხარ შვილო,მე ყოველთვის შენი დედა ვარ, მე სიცოცხლე მოგეცი და ვამაყობ შენნაირი შვილი რომ მყავს.
-სიცოცხლე მომეცი,მაგრამ დედა შვილის გამო ყველაფერზეა წამსვლელი,შენ კი მე მიმატოვე ჩემო დედიკო შენი სიამოვნება სხვაგან რომ გეპოვა.შენ შვილი მიატოვე,ის შვილი რომელიც კაბის კალთაზე გექაჩებოდა არ წახვიდეო გთხოვდა,მაგრამ უკან არ მოუხედე.როგორც მხედავ, მე გავიზარდე ძვირფასო დედა.
-შვილო მომეცი საშუალება შენს სიახლოვეს ვიყო,შენთან ვიყო.
-ქალბატონო დიანა წადი,მე ის ალექსანდრე ვარ ვისი ცრემლებიც არაფლად ჩააგდე და არც კი მომიხედე უკან.შენ წახვედი და აქამდე არ გახსოვდა შვილი.დიახ არ გახსოვდა,მას შემდეგ 27 წელი გავიდა ჩემო ძვირფასო დედა.ახლაც იქ არის კარი სადაც მაშინ იყო და გთხოვ წადი,წადი.დიანამ ცრემლიანი თვალებით შეხედა ალექსანდრეს და თავდახრილი წავიდა,რომა გაოგნებული იდგა და განადგურებულ მეგობარს უცქერდა.ვაჩემ მხარზე დაარტყა მსუბუქად ხელი და მძიმე ნაბიჯებით დატოვა სახლი,რომამ ლილეს შეხედა და უთხრა.
-თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე,არ მოგერიდოს ლილე. რომაც წავიდა და ალექსანდრე ისევ იმავე ადგილზე იდგა,მხოლოდ იქვე მდგარ სავარძელში ჩაჯდა და ერთ წერტილს უცქერდა,მხარზე შეხება იგრძნო და თხელ პატარა ხელს თავისი ძლიერი ხელი დაადო.
-მამიკო მე ძალიან მიყვარხარ.ალექსანდრეს ცრემლი მოერია და სანდრა მუხლზე დაისვა,თვალებში ჩახედა და უთხრა.
-თმაც რომ დაგიზიანდეს ვერ გადავიტან,სანდრა მოვკვდები.უშენოდ აქამდე როგორ ვიცხოვრე და ან ამის შემდეგ როგორ შევძლებ უშენობას.
-ჩვენ სულ ერთად ვიქნებით,14 წელი გავიდა უშენოდ და ყოველ ჯერზე როცა დაბადების დღე მქონდა უიმედოდ დავცქეროდი ტელეფონს,შემდეგ კართან დავდგებოდი და გელოდი,გელოდი მამა და ლოდინი ძალიან ძნელია.
-ლოდინი მეც ვიცი რომ ძნელია,მაგრამ მე რომ შენი დაბადების დღე არც კი ვიცი როდის არის სანდრა.
-ერთ თვეში,ზუსტად ერთ თვეში 15 წლის გავხდები.
-ანუ 15 წლის პრინცესა მყავს,სულ ცოტაც და სკოლაში მე გატარებ,რადგან ქართველი ბიჭები არ არიან ისეთი მომთმენი როგორც ცივსისხლიანი გერმანელები.
-კარგი რა ჯერ ხომ ჩემს მომავალზე უნდა ვიფიქრო,ჩემს კარიერაზე.
-კარგი დაგიჯერებ,მაგრამ შეგახსენებ მასე ფიქრობდა დედაშენიც მაგრამ შენ დაიბადე.სანდრამ გაიცინა და ალექსანდრეს სიცილით უთხრა.
-ასეთი არაფერი არ ხდება,მე ჩემი მიზნები მაქვს მომავალში.
-კარგია,ჩვენს მომავალს რა ეშველება,რა ვუყოთ დედაშენს.მივცეთ დრო მოსაფიქრებლად?
-მივცეთ დრო,მაგრამ სად უნდა წავიდეს?
-მეორე ბინა მაქვს და იქ წაგიყვანთ,მთავარია აქ ხართ და ყოველდღე შემიძლია გნახო.
-მაშინ დაელაპარაკე.
-კარგი დაველაპარაკები,შენ არ ინერვიულო.
ღამე ვერ დაიძინა,გული აჩქარებული ჰქონდა და ყველაფერი ნერვებს უშლიდა.საწოლში იწრიალა და ბოლოს ადგა სანდრას საძინებელში შევიდა და გაეცინა,მოკლე შორტით იწვა და საბანმიც ძირს გადმოეგდო ფეხებით.გადააფარა ფრთხილად და თმებზე მოეფერა და შემდეგ აივანზე გავიდა.თითქმის 40 წუთი იდგა აივანზე და შესცივდა,გადაწყვიტა ყავა დაელია და სამზარეულოში გადაწყვიტა შესვლა,ლილეს საძინებლის კართან შეჩერდა და იგრძნო სხეული როგორ უთრთოდა,სულ სხვანაირი განცდა ჰქონდა.თავი გააქნია სამზარეულოში შევიდა და მადუღარა გადმოიღო,ფრთხილობდა და გაუხარდა ყავა უხმაუროდ რომ მოადუღა,ცხელი სითხე ფინჯანში უნდა გადაესხა რომ ხელზე დაისხა,აყვირდა და მადუღარა ხელიდან გააგდო სამზარეულოში მეორედ მოსვლა იყო.შეშინებული ლილე სირბილით შევიდა სამზარეულოში,ეგონა სანდრამ ძველი ჩვეული წესი გაიხსენა,მაგრამ ალექსანდრეს იქ ნახვამ შეაშფოთა რადგან თავადაც თხელ საღამურებში იყო.
-რა მოხდა,ამ დროს აქ რას აკეთებ.
-ომი დაიწყო.უთხრა ალექსანდრემ და გაწითლებულ ხელს დახედა.ლილე ხან ძირს დაქცეულ ყავას უყურებდა და ხან ალექსანდრეს ხელს.
-ცივი წყალი,ცივი ყალი გადაისხი სასწრაფოდ.უთხრა და თავად მოკიდა ხელზე ხელი და წყალი მოუშვა,შემდეგ სოდა გადააყარა ზემოდან და სული შეუბერა.
-ძალიან გეწვის?
-არა,შენ ხომ შეუბერე სული აღარ მეწვია.
-ჩანთაში მალამო მაქვს, სულ თან დავატარებ მოვიტან და დაგიამებს, ორ დღეში კი გაგივლის.
-ყავა დამექცა.
-შენი ხელი უფრო მნიშვნელოვანია.ლილე წავიდა და ალექსნდრემ ღიმილით გააყოლა თვალი,ლილემ მალამო წაუსვა სამზარეულოც მოასუფთავა და ყავაც მოადუღა,მაგრამ არა მარტო ალექსანდრესთვის,თავადაც ალექსანდრეს წინ დაჯდა.
-ვიცი რომ დღეს მძიმე დღე გქონდა,მაგრამ ვიცი რომ გინდა დამელაპარაკო,გისმენ ალექსანდრე.ალექსანდრემ ყავა მოსვა და შემდეგ ლილეს შეხედა.
-იქ სადაც არ გელოდებიან მისვლა არავისთვის არ არის სასიამოვნო,ვიცი რომ შენც დაიძაბე დღეს,მაგრამ მე ჩვენზე მინდა დაგელაპარაკო.ლილე მე გადაწყვეტილება მივიღე.
-რა გადაწყვეტილება,რისი თქმა გინდა.
-ვფიქრობ რამდენიმე კვირაა ერთად ვცხოვრობთ და ერთმანეთისთვის უცხოები ვართ,დაფიქრება გჭირდება და სწორიც არის.შენ და სანდრას მეორე ბინაში გაგიყვანთ და იმედია დაფიქრდები, მე კი დაველოდები შენს საბოლოო გადაწყვეტილებას როგორიც არ უნდა იყოს ის.
-გინდა აქედან წავიდე?
-მივხვდი,ლილე ერთმანეთთან ახლოს ყოფნით ფიქრის დრო არ გვაქვს და კარგად იცი ერთმანეთს ნებით თუ უნებლიეთ ვტკენთ თუ წარსულის გახსენმებით,თუ ჩვენი დაშვებული შეცდომებით,თუნდაც ჩვენი უთქმელი სიყვარულით.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ,ლილე ჩვენ დრო გვჭირდება დაფიქრებისთვის.თუ თანახმა ხარ შემიძლია დღესვე წაგიყვანოთ.სანდრას არ უნდოდა მამასთან განშორება და ლილეს გაბრაზებულმა შეხედა,მაგრამ ლილემ მისი სიამაყე არ დათმო და ალექსანდრეს დაეთანხმა თუმცა არსადაც არ უნდოდა წასულიყო. ლილე ოთახში ჩაიკეტა და თითქმის ერთი საათი ტიროდა,სანდრა ალექსანდრეს აწვდიდა ამბებს.ლილეს მოულოდნელმა ზარმა გონს მოიყვანა და მეგობარს გახარებულმა უპასუხა.
-თათა მეგობარო როგორ მჭირდები.
-ვიცოდი რომ გჭირდებოდი და მეც დავბრუნდი.
-დაბრუნდი? მართლა დაბრუნდი,მართლა აქ ხარ?
-დავფიქრდი და მივხვდი მეგობარო,წამოსვლის დრო იყო იქ ცხოვრება მომწყინდა.
-შენ,ჩემი მეგობარი თათა ვისაც მე ვიცნობ ასე უბრალოდ მიიღე გადაწყვეტილება და წამოდი? თათა რა მოხდა,რა გჭირს მეგობარო.
-ლილე გადაწყვეტილება სიყვარულმა მიმაღებინა.
-სიყვარულმა? შენ არ ხარ ჩემი თათა,რა მოხდა ვინ შეგიყვარდა.
-ცოტნე შემიყვარდა და გადაწყვეტილებაც მის გამო მივიღე.
-ცოტნე? ჩემი მეგობარი ცოტნე? ღმერთო ეს რა სასიხარულო ამბავია,ცოტნე ძალიან კარგი ადამიანია,მიხარია რომ ბედნიერი ხარ საყვარელო.
-შენ,შენ არ ხარ ბედნიერი? შენ ხომ შენს საყვარელ ადამიანთან ერთად ხარ ლილე.
-უკვე აღარ.
-რააააა,როგორ უკვე აღარ.მოვდივარ შენთან მისამართი მომწერე.ლილემ მისამართი მიწერა თათას და ისიც რამდენიმე წუთში ლილეს წინ იჯდა, ლილეს ტირილზე ისიც ტიროდა.
-დამშვიდდი,პირი დაიბანე და გარეთ გავიდეთ გავისეირნოთ.
-არა,არ მინდა სახლიდან გავიდე.
-ლილე იცოდე მაბრაზებ და ძალის გამოყენება რომ დამჭირდეს,მაინც გაგიყვან სახლიდან.
-არ მინდა გასვლა,უკეთესი იდეა მაქვს.ეშმაკურად შეხედა ლილემ მეგობარს.
-რა იდეა,რა ჩაიფიქრე თვალები აგიციმციმდა.
-მომიყევი შენი და ცოტნეს შესახებ.
-ლილე აქამდე ისე მოვედი სერიოზული არაფერი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში,ცოტნემ შეძლო და სერიოზულად დამაფიქრა.შეძლო ჩემი გულის კარის გაღება და ისე მაგრად დაიჭირა გულის კარი რომ არც მე მინდა დაიხუროს.
-ცოტნე ძალიან კარგი ადამიანია მხიარული, გაგებული და იუმორით სავსე და მიხარია რომ გაგიმართლა.თათა გაუფრთხილდი ცოტნეს მას არავინ ჰყავს ვისაც დაეყრდნობა,მისი ოჯახი მისი სამეგობროა.
-რომ ჩამოვედი მივწერე უკვე აქ ვართქო და მითხრა საღამოს შევხვდეთ ერთმანეთსო.
-პაემანი გაქვს დღეს?
-ჰო პაემანი მაქვს,პირველი სერიოზული პაემანი.
-წადი და მოემზადე,შემდეგ კი ყველაფერს მომიყვები.
-არა,არსად არ მივდივარ დავურეკავ და ვეტყვი რომ შენთან ვარ.
-არა,შენი თავზე დგომა არ მინდა,მე დავიძინებ.
-მპირდები რომ არ ინერვიულებ?
-არ ვინერვიულებ და შენ დაგელოდები,წადი მეგობარო შენს პრინცთან. ალექსანდრე პაციენტების ისტორიებს ათვალიერებდა,არ მოეწონა სიჩუმე რომელიც ლილეს და სანდრას წასვლის შემდეგ დადგა და ვერ აიტანა მარტო ყოფნა,საავადმყოფოში წავიდა.ლილემ ისევ იტირა და ტირილით დაღლილს ჩაეძინა,თათა კი ცოტნეს შეხვდა.რამდენიმე დღე ლილე არ გამოჩენილა,მაგრამ ამბებს სანდრასგან გებულობდა,ერთ დილით ადგა მოემზადა და საავადმყოფოში წავიდა.ლილე როგორც ალექსანდრე ნერვო-ქირურგი იყო,ის ეხმარებოდა ადამიანებს დაეძლიათ ურთულესი ოპერაციები და რთული პერიოდი გაევლოთ მარტივად. ერთ საღამოს დაღლილი დაბრუნდა,სანდრა არ დახვდა სახლში და ტელეფონზე დაურეკა.
-სად ხარ სანდრა.
-მამასთან ვარ,დღეს აქ დავრჩები.
-კარგი,მაგრამ შემდეგში როცა მამასთან დარჩენას გადაწყვიტავ წინასწარ უნდა მითხრა.
-გირეკავდი დედა და არ მიპასუხე,მივხვდი რომ დაკავებული იქნებოდი და გვიან ვაპირებდი დარეკვას.
-კარგი,ხვალ გელოდები.სანდრამ ტელეფონი გათიშა და ალექსანდრეს შეხედა.
-რაო დედამ,გაგიბრაზდა?
-დავიჯერო ყველა დედა ასეთი მკაცრია?
-შენც გახდები დედა და შენც იქნები მკაცრი შვილების მიმართ.თვალი ჩაუკრა ალექსანდრემ და ფეხზე წამოდგა.
-სად მიდიხარ,დღეს მორიგე ხარ?
-არა,გავიდეთ და გარეთ შაურმა მივირთვათ.სანდრა სიხარულისგან აცეკვდა და ალექსანდრეს ხტუნვა-ხტუნვით გაყვა უკან.ლილე მოწყენილი იყო,მარტო ჭამაც კი დაეზარა და საავადმყოფოდან წამოღებული რამდენიმე პაციენტის ისტორიას გადაავლო თვალი,მოულოდნელად კარზე ზარი იყო და ეგონა სანდრა დაბრუნდაო,მაგრამ კარში გაღიმებული და ბედნიერებით სავსე თათა დახვდა.ლილემ დაეჭვებულმა შეხედა მეგობარს და შეეკითხა.
-სულ სხვანაირი მეჩვენები,რა ხდება მეგობარო?
-რა უნდა ხდებოდეს,ლილე ბედნიერი ვარ.
-მიხარია,შენი ბედნიერება ჩემი ბედნიერებაა და ძალიან მიხარია ასეთს რომ გხედავ.
-სანდრა სახლშია?
-არა,დღეს მამასთან დარჩება.
-კარგია,ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი.
-კარგია,მოწყენილი ვიყავი და გისმენ,დაიწყე.
-ნაჭამი ხარ?
-არა,ჯერ სამუშაო მაქვს.
-მოდი,შაურმა ვიყიდე და ერთად ვჭამოთ.ორივე კარგად დანაყრდა და ლილემ ეჭვის თვალით შეხედა მეგობარს.
-არ მომწონს შენი სიჩუმე,მგონია რომ განგებ მექცევი ასე და თათა პიკზეა ჩემი ნერვები.
-არ შემაწყვეტინო,მერე იცოდე ვეღარ გავაგრძელებ.
-შეჩერდი,ყავა გინდა?
-კარგი აზრია,მოადუღე.
-კარგია,დაიწყე მე გისმენ ყურებს შენთან ვტოვებ.
-ორი დღის წინ ცოტნემ დამირეკა სასეირნოდ გავიდეთო და მეც დავთანხმდი.ლილე თქვენ მეგობრები ხართ,იცოდი ცოტნე სად ცხოვრობს?
-სიმართლე გითხრა არა,ცოტნეს მშობლები რომ დაეღუპა მაშინ სკოლის მოსწავლეები ვიყავით და მახსოვს დეიდამ წაიყვანა,მის შვილებთან ერთად გაიზარდა.მე ახალი გადასული ვიყავი იმ სკოლაში და კარგად არ ვიცნობდი ცოტნეს,მოგვიანებით გავიგე რომ ლაშა და ცოტნე დეიდაშვილები არიან და თან სკოლაშიდაც ერთ სკოლაში სწავლობდნენ,მერე მე წავედი აქედან და არაფერი ვიცოდი აქამდე მათზე.
-ლილე ერთ უზარმაზსრ სახლში მიმიყვანა,სახლს დიდი და უზარმაზარი ფართო ფანჯრები აქვს რომლებსაც ძალიან ლამაზი ფარდები ამშვენებს.სახლს შევხედე და შემდეგ სხვა სახლებს გადავხედე,ლილე ძალიან მედიდურად დგას სხვა სახლებთან შედარებით ცოტნეს სახლი.ეზო? შევედი ეზოში და ამ უზარმაზარ ეზოში ყველანაირი ვარდი ყვავის.გაოგნებული შევედი სახლში,პირველად დიდ დარბაზში მოვხვდი სადაც ყველაფერი თეთრი ფერისაა და ამ სითეთრეში თეთრი დიდი როიალი დავლანდე რომელიც ჩემი სუსტი წერტილია და ჩემდა უნებურად ფეხებმა იმ დიდ თეთრ ვეშაპთან მიმიყვანა.
-დაუკარი?
-ლილე გონება დამებინდა,გავითიშე მის კლავიშებს რომ შევეხე.მეც თვალები დავხუჭე და სახლი სასიამოვნო ჰანგებმა მოიცვა,თვალი რომ გავახილე ცოტნე გაოცებული მიცქერდა და მეც ღიმილით გავაგრძელე,ბოლომდე ვისიამოვნე.
-არ გითქვამს რომ მუსიკა ასე ძალიან გიყვარდა.
-ძალიან მიყვარს,მუსიკა ჩემი სუსტი წერტილია.
-მივხვდი რადგან ჩემი არსებობაც კი დაგავიწყდა.
-გეწყინა? მაპატიე,მაგრამ როცა როიალთან ვარ ასე მემართება. მხრებზე ორივე ხელები დამადო,კისერში თმები გადამიწია და ნაზი ამბორი დამიტოვა.ლილე ცუდად გავხდი,ვიგრძენი როგორ დამიარა ჟრუანტელმა მთელ სხეულში და ჩემს რეაქციაზე მას ჩაეცინა მე კი შემრცხვა.მისკენ მიმაბრუნა თვალებში ჩამხედა და ისე გამოვეთიშე სამყაროს როგორ აღმოვჩნდი მის წინ შიშველი გეფიცები არ მახსოვს,ის კი ჩემს მკერდს ხარბად დასცქეროდა.
-თათა რას ამბობ,თქვენ...................
-შემეხო,ლილე ის შემეხო და ქვედა ტუჩზე ვიკბინე ჩემი კვნესის ხმა რომ არ გაეგონა. მკოცნიდა,ყველგან მკოცნიდა ვნებიანად და მეც ვეღარ შევძელი ჩემში ამოხეთქილი ვნების შეკავება და ავკანკალდი,ცუდად გავხდი.ჩემმა ხმამ შეაშინა როცა არაამქვეყნიური ტკივილი ვიგრძენი და ბოლო ხმაზე ვიყვირე.
-არ შეჩერდა?
-შეცბა,მაგრამ ვნებიანად მაკოცა და ეს საშინელი ტკივილი სიამოვნებაში გადავიდა. მაგიჟებდა მისი ხელები ჩემს სხეულზე და ბოლოს შემაშინა როცა ჩქარი სუნთქვა დაიწყო და თან მითხრა.
-დღევანდელ დროში ძნელია დაიჯერო ის რაც შემ მაჩუქე,მაპატე ტკივილისთვის საყვარელო. შემდეგ გულში ჩამიკრა და ასე ჩაგვეძინა,ძილში ვკრთოდი და ჯერ კიდევ სიამოვნების ზენიტში ვიყავი.ძლიერად მომეხვია და ძილში ვიგრძენი მისი ჩურჩული.
-საოცრად მსიამოვნებს შენი აკანკალებული სხეული ჩემს მკლავებში რომ კრთის.ყელიდან დაიწყო კოცნა და ისევ ამოხეთქა ვნებამ,ჩვენ ისევ გადავეშვით სიამოვნების მორევში.ვერ დავიჯერე,ვერ გავაცნობიერე რომ ამ საშინელ ხმებს მე გამოვცემდი რომელიც ცოტნეს უფრო აგიჟებდა.
-ჭკუიდან გადამიყვანე,თათა გამაგიჟე და ამის მერე რაც ჩვენს შორის მოხდა მეტყვი რომ უნდა წახვიდე?
-რა იგულისხმა,თათა ქორწინდებით?
-მითხრა,ეს დიდი სახლი იმიტომ ავაშენე რომ ბევრი ბავშვები მინდაო.
-ძალიან ბედნიერი ვარ,შენ რომ ასეთი ბედნიერი ხარ მეგობარო.ახლა რა იქნება?
-არ ვიცი,დამიჯერე ვერ ვფიქრობ რადგან თავი სიზმარში მგონია.
-მინდა სულ ასე იყო ბედნიერებისგან დაბნეული და ვიცი, რომ არასოდეს არ ინანებ შენს არჩევანს.
-მოდი დავასრულოთ ჩემზე,შენ? შენ როგორ ხარ.
-ჩვენ როგორც ხედავ ცალ-ცალკე და მხოლოდ სამსახურში ვხვდებით ერმანეთს.ვცდილობ არ შევხვდე და თავი ავარიდო,მაგრამ არ გამოდის გინდა არ გინდა ყველა ოპერაცია მასთან შეთანხმებით უნდა გააკეთო.
-ყველაფერი დალაგდება,მე მჯერა თქვენ შერიგდებით მხოლოდ დრო უნდა საყვარელო ყველაფერს და მოდი დროს მივანდოთ ბედნიერი ვარსკვლავის გაბრწყინება.



№1 სტუმარი manana

შესანიშნავი ამბავია ძილის წინ, ეხლა წავიკითხავ.

როგორ ყოველთვის ძალიან კარგია, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომწონს,სიამოვნებით წავიკითხე.

 


№3  offline მოდერი zia-maria

heart_eyes მადლობა ძალიან დიდი,გაიხარეთ გოგოებო. kissing_heart

 


№4 სტუმარი manana

დღეს ველოდო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent