იქ, სადაც შენ ხარ +18 /ნაწ.I - სრულად /
თუ ამას კითხულობ, გილოცავ. გამოდის, ცოცხალი ხარ. თუ ეს ამბავი არ გაღიმებს, მაშინ ბოდიში. ნამდვილად არ ვიცი რა შეძლებს შენს გაღიმებას. გამოფხიზლდი. *** ეძღვნება მას, ვინც ეცადა მაგრამ ვერ შეძლო. ვერ შეძლო, რადგან საკმარისად არ ეცადა. *** 17 წლის წინ, ერთერთი სახელგანთქმული საავადმყოფოს, საოპერაციო ოთახში, სადაც ქლორის და სისუფთავის სუნის გარდა არაფერი იგრძნობოდა, პატარა ბიჭი შეიყვანეს. პაციენტი, მატეო რაილსი. სულით მებრძოლი ბიჭი თითქოს ვერც ხვდებოდა, რომ ‘დანაზე წვებოდა’. ეს გამოთქმა ახლა უფრო იცის რასაც ნიშნავს, ვიდრე მაშინ, როდესაც დედამისის განწირული ქვითინი შემოესმოდა, სანამ ნარკოზისგან სრულიად გაითიშებოდა. გულის გადაუდებელმა ოპერაციამ კარგად ჩაიარა. შედეგიც ისეთი იყო, რომ არავინ ელოდებოდა. საავადმყოფოში პატარა მატეოს ყველა მედდა, ექიმი, ექთანი, დამხმარე თუ დამლაგებელი - სასწაულ ბიჭუნას ეძახდა.იშვიათად თუ გამოუძვრებიან ხოლმე გულის ოპერაციას პატარა პაციენტები. მაგრამ ნამდვილ სასწაულებს მატეოს ცხოვრება წინ უმზადებდა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო იმისა, რომ უნდა ებრძოლა. შანსი, რომ უფლისგან ნაბოძები სიცოცხლე, როგორც დედამისი იტყოდა “სული ხელახლა ჩაიდგაო” კარგად გამოეყენებინა. *** სწრაფად დახურა მისი ოთახის კარები და ჩაკეტა კიდეც. შავთმიანმა გოგონამ გაიღიმა და პარტნიორი მისკენ მიიზიდა. მატეომ ხელები მაშინვე საჯდომზე მოუჭირა და ანიშნა რომ ფეხებით მის წელს მოხვეოდა. კედელზე ზურგით აკრული გოგონა კვნესას ძლივს იკავებდა. სიტუაცია ზედმეტად ექსტრემალური იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ორი ოთახის მოშორებით ქალბატონის დედა საყვარელ ტელე გადაცემას უყურებდა. ბარბარასთვის რაილსის სველი კოცნები არაამქვეყნიური სიამოვნების მომტანი იყო. ბიჭი კი რაღათქმაუნდა სიუხეშეს არ აკლებდა საკუთარ ქმედებებს და ნაზ კანს ბასრ კბილებს მსუბუქად ასობდა. -მაგიჟებ - ამოიოხრა ბარბარამ და ლოგინისკენ წავიდა. გოგონას აგიჟებდა რაილსის სხეულზე მიმოფანტული ტატუები. ძალაუნებურად ტუჩზე იკბინა და ჩაიცინა. ეცადა ეკოცნა, თუმცა მატეომ სახე უხეშად გასწია და მის მკერდს წაეტანა. -ბოშას რომ უარს ეუბნები, როგორი თამამი ხარ... - თვალდახუჭულმა ამოიკრუტუნა გოგონამ. ასეთი არასდროს ყოფილა. მისი შეხება, შეგრძნება ისე უნდოდა, როგორც არასდროს. ვნებისგან ათრთოლებული ხელს უფრო ქვემოთ აცურებდა და შარვლის შესაკრავს ეჯაჯგურებოდა. ბიჭის ჩამქრალ თვალებში მხოლოდ ვნების ნაპერწკლებს თუ დაინახავდით. უძირო, მწვანე თვალებში სხვა რამის ამოკითხვა შეუძლებელი იყო. მისთვის სხეულების გაცვლა-გამოცვლა ზედმეტად ჩვეულებრივი სასიამოვნო მოვლენა იყო. *** - ვგრძნობ, რომ რაღაც რიგზე არ არის. - ამოიბურტყუნა ბარბარამ ფეხი ფეხზე გადაიდო და დედამისს გახედა, რომელიც კარტებს თანმიმდევრობით ალაგებდა. მატეოს არასდროს სჯეროდა მსგავსი სისულელეების. მკითხაობას, წინასწარმეტყველებას და ასეთებს დიდ დროს და ყურადღებას არ უთმობდა. რათქმაუნდა, რამდენჯერმე ახდენია მათი ნათქვამი, მაგრამ ცდილობსა საკუთარ ცხოვრებაზე ბოშის გავლენა აერიდებინა. - აღზნებული ხარ. სხვა რა უნდა გჭირდეს? - ხმადაბლა გასცა პასუხი ბარბარას. - ეგეც მართალია. ბარბარა და დედამისი, მატეოს დედის, ელას უახლოესი მეგობრები იყვნენ. რაილსის და ბარბარას ურთიერთობა არაფრით გამოირჩეოდა იმ ურთიერთობებისგან, რასაც ბიჭი ერთი ღამის გასართობს ეძახდა. გოგონას სრულიად აკმაყოფილებდა ბიჭთან სექსუალური ურთიერთობა და მეტს არც მოითხოვდა. იცოდა, რომ წამოსცდენოდა გრძნობების შესახებ, მატეოს სამუდამოდ დაკარგავდა. წარმოშობით კი ბოშების ოჯახიდან იყო, მაგრამ რასაც რაილსთან აკეთებდა სურდა რომ ყველაფერი წრფელი ყოფილიყო. - იცი, რომ დიდხანს აქ ვერ დაგმალავ. - ამოიფრუტუნა ბარბარამ. - ადრე თუ გვიან დედაჩემი ყველაფერს გაიგებს, შემდეგ ელამდეც მივა ეს ამბავი. - ენას თუ კბილს დააჭერ, ყველაფერი კარგად იქნება. დღესვე დავბრუნდები სახლში - ცხვირზე მსუბუქად ჩამოჰკრა საჩვენებელი თითი გოგონას და ყალბად გაუღიმა. - ეგ ხალხი შენზე უარესია, რაილს. ყველაფერს ხუმრობით უდგები. ფრთხილად იყავი და გონზე მოეგე. სანამ სხვას უშველი, ჯობს საკუთარი თავი იხსნა. - ენას პირში ძლივს ატრიალებდა ანერვიულებული ბარბარა. თანაც ცდილობდა, რაც შეეძლო წყნარად ესაუბრა, რომ დედას არაფერი ეეჭვა. - რა მნიშვნელობა აქვს, ბარბ. ორივემ ვიცით, რომ ჯოჯოხეთი ისედაც არ ამცდება. *** ფილტრიანი სიგარით ხელში, დივანზე დაშვებულიყო და ცხელ ყავას გემოს ნელა უსინჯავდა. ერთგული მეგობარი, მისი ძაღლი მაილსი, ფეხებთან ეჯდა და გატრუნული, სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა პატრონს, რომელიც დილის რუტინას არ ღალატობდა. შინაური ცხოველი მოწადინებით ელოდებოდა, როდის დაამთავრებდა მატეო ფინჯან ყავას, რომ სასეირნოდ გაეყვანა და დილის მისიაც ამით დაესრულებინა. რათქმაუნდა, თუ შუადღის სამ საათს დილა ეწოდება... მაგრამ რაილსისთვის ამ დრომდე მხოლოდ ღამე არსებობდა. - ივანი იყო დილით მოსული. შენ რათქმაუნდა გეძინა და არ გაგაღვიძეთ. - ელამ მკლავები აიკაპიწა და შვილს სანახევროდ გადახედა. მატეომ მხოლოდ თავი დაუქნია და ცარიელი ჭიქა ნიჟარაში ჩააბრუნა. - რამე ახალი რომ არ ისმის? - ჰკითხა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ძმაკაცი ელას არაფერს ეტყოდა. სულ რომ სიკვდილ სასიცოცხლო ამბავი ყოფილიყო, მატეოს გარდა ამას ვერავინ გაიგებდა. - ისე მეკითხები, თითქოს რაიმე დასცდებოდა. ყავა დავალევინე და გავარდა ისევ გარეთ. უკმაყოფილოდ უპასუხა ქალმა და ოთახი დატოვა. - რა გაეწყობა... - მხრები აიჩეჩა და გასასვლელისკენ დაიძრა. - მაილს, გარეთ გასვლის დროა! - დაუძახა საყვარელ მეგობარს. ისიც, კუდის ქიცინით ჩქარა გაიჭრა პატრონისკენ და მასზე სწრაფად ჩაირბინა სადარბაზოს კიბეები. გარეთ გასულმა, შემდეგ ღერს მოუკიდა და ცას ისე გახედა, გეგონებოდა სინოპტიკოსი ყოფილიყო. ასე იცოდა ხოლმე, სანამ ძაღლი ბედნიერებისგან აქეთ-იქეთ რამდენიმე წრეს დაარტყამდა ხოლმე, მანამდე იდგა და ფიქრობდა. რაზე კი, ეს მის გარდა არავინ იცოდა. გაჰყურებდა ჰორიზონტს და იხსენებდა, უფრო სწორად კარგადაც ახსოვდა რამდენიმე წლის წინ სად მიდიოდა, საით მიუწევდა გული, სხეული, გონება, თუმცა ახლა სრულ სიცარიელეში გაჭედილიყო. იმას კი თვალს არ უსწორებდა რომ მისი სიცარიელის წინანდარი სწორედ თავისით შეიქმნა, - ივა! - მოულოდნელად შესძახა, ისე რომ ცისთვის თვალი არ მოუშორებია. რამდენიმე წამის შემდეგ, როდესაც ჩიტების უაზრო ჭიკჭიკი ძმაკაცის ხმამ არ დაარღვია, კვლავ გაიმეორა: - ივა! - მოვდივარ მატეო! დამაცადე ჭამა! - გადმოსძახა მეხუთე სართულიდან ბიჭმა, რომელიც ყბებს მთელი ძალით იქნევდა. - ფორმა არ დაგერღვევა, ნუ ნერვიულობ! ჩამოდი, ახლავე. - ეს ვინაა,რა! - თავისთვის, ხმადაბლა შეიკურთხა ივამ და გემრიელ ულუფას მიუბრუნდა. რათქმაუნდა იცოდა, რაილსის გაღიზიანება, მით უმეტეს დილით როგორი აპოკალიპსურად დამანგრეველი იყო ხოლმე მიუხედავად მათი 23 წლიანი ძმაკაცობისა, ამიტომ გულდაწყვეტით მიატოვა ჭამა და მატეოს გვერდით მიუდგა. ივანი 6 წლის იყო, როდესაც ოჯახით საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასახლდა. პატარა ივა ჭირვეული ბავშვი გახლდათ. სამართლიანობის მოყვარული, ოღონდ ეს ყველაფერი ხანდახან ნარცისიზმშიც კი გადასხიოდა. ბედმა მატეო რაილსის მეზობლობა არგუნა. მასზე ერთი წლით უფროსი მატეო მალევე დაუმეგობრდა ბიჭს. მას შემდეგ, განუყრელი გუნდი შეიქმნა მატეოს, ივანის და კრისის სახით. რომელიც ასევე მათი უბნელი იყო. - მოწევ? - შესთავაზა რაილსმა და მზის სხივებს თვალები მოუჭუტა. - რით ვერ დაიმახსოვრე, რომ არ ვეწევი. - ცხვირი აიბზუა ივანმა. - სიგარეტზე არ გეუბნები. - წარბი მაცდურად აუწია მეგობარს და თავით მათი ‘ბუნაგისკენ’ ანიშნა. უსაქმურობაში, უაზრობით გაფლანგულ საათებს ასე ინაზღაურებდნენ ხოლმე. თითქმის ყოველ კვირა. ეს უკვე რაღაც ბანალურ რუტინად იყო ქცეული მათთვის და დიდად აღარც აწუხებდათ. აღარც რაიმე განსაკუთრებულ ეფექტს ახდენდა მათზე ქიმიური ‘ჰაერი’, რომელსაც გამალებით უშვებდნენ ხოლმე ფილტვებში. ეს უკვე მათი საზრდო იყო. - არ დაგკავშირებია? - ამოიბურტყუნა რაილსმა და გადაახვია. იავნმა ამოიხვნეშა, ტუჩები უკმაყოფილოდ მომუწა და მატეოს შეხედა, რომელიც სულ არ აქცევდა ყურადღებას ძმაკაცს. - შენ რა გგონია, მე შემეხმიანება კრისი? ჩემზე არანაკლებ გაბრაზებული იქნება. - რა მოხდა ივან, გული გწყდება? - ხმაში ცინიზმი გაუკრთა მატეოს. თვალებში ცეცხლი აუგიზგიდა და გამზადებული მოსაწევი გადააწოდა. - უთენიას რომ დამადექი, ვიფიქრე რამე მოხდათქო. - 12 საათი არ არის უთენია, მატეო. უბრალოდ ამოგიარე. - შენ უბრალოდ არაფერს აკეთებ. ისე ამოიჩურჩულა, თითქოს სულ ერთი იყო ძმაკაცი გაიგებდა თუ არა მის სიტყვებს. დივანზე გადაწვა და თვალები დახუჭა. თავს უფლება მისცა, მის სხეულში მეგზურად მოხვედრილი ქიმიის საშვალებით რეალობას დროებით მოსწყვეტოდა. პატარა მაგნიტაფონში ჩართული ხმამაღალი, მძიმე მუსიკა პატარა ოთახის კედლებს აზანზარებდა. თუმცა ესეც ძველი ამბავი იყო. ამას მხოლოდ ახალ მისული თუ შეამჩნევდა. ბიჭებისთვის იქ მომხდარი აღარაფერი იყო უცხო. ივა მორიდებით აკვირდებოდა უკვე წლებისგან ფერშეცვლილ ძმაკაცს და შიშობდა, რომ რაიმე ეკითხა. განა იმიტომ, რომ აინტერესებდა იმ მანდილოსნის ამბები. არამედ უნდოდა, საყრდენი მაინც ყოფილიყო მატეოსთვის, რომ თავი მარტოდ არ ეგრძნო. მაგრამ იცოდა, რაც არ უნდა თავი გამოედო, ამით უარესად გააღიზიანებდა რაილსს. - სამსახურის საქმეები როგორ მიდის? - იკითხა ივანმა. რთული მისახვედრი იყო, ხმამაღალ მუსიკაში მატეომ საერთოდ რაიმე გაიგონა თუ არა. შეკრული წარბები ოდნავ გაშალა, მუსიკას დაუწია და მწვანე თვალები ცალი ხელით დაიზილა. - რა გითხრა, ხომ იცი წესები როგორცაა. ცუდ ტიპებს რაც ეხება, მე მანდ ცხვირს არ მაყოფინებენ. მთავარია სტატუსი მაქვს. კი შენიღბული ვარ, მაგრამ რომ რამე, გალიას თავისუფლად ავიცილებ თავიდან... ამოიბურტყუნა რაილსმა. - განა არ დაიღალე? იქნებ დაგენებებინა თავი და საკუთარი ცხოვრებისათვის მიგვეხედა. - შესთავაზა ივანმა. - 30 წელს მიუკაკუნე, პატარა, მოჩხუბარი ბიჭი აღარ ხარ. არ შეიძლება ასე... - შენ რა, ასე მალე მოგეკიდა თუ ელას ელაპარაკე?! რეებს მიედ- მოედები? - ხმას აუწია მატეომ და ძლივს გაშლილი წარბები კვლავ ერთმანეთს დაახლოვა. - სისულელეებს ნუ მელაპარაკები. ისედაც თავი მტკივა. თანაც, სიკვდილამდე ალბათ კიდევ დამრჩა. რაც დიდი დროა. - კარგი, კარგი...- მცდელობისგან დანებებულმა ხელები ჰაერში აღმართა და ტელეფონს ჩაუბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არც იჭერდა. - ვიცი რასაც ეცადე და გაფრთხილებ, მე თავს მშვენივრად ვგრძნობ. ნუ ცდილობ გამახსენო. ხმა გაამკაცრა რაილსმა. მართლაც ცდილობდა სიბნელეში უსწორმასწორო გზის გაკვლევას, მაგრამ სინათლე ბევრად აშინებდა. ბევრად, ვიდრე წყვდიადი. უკან დასახევ გზას ყოველთვის პოულობდა და ფიქრობდა, რომ ასე უკეთესი იყო. ერჩივნა დატანჯულიყო, სევდას შეეჭამა და ნაწილებად დაექუცმაცებინა ისედაც საკმარისად ნაომარი სასიცოცხლო ორგანო.... ფიქრებით შეპყრობილმა მატეომ მთელი საღამო ერთ ადგილზე გაატარა. მას შემდეგ რაც ივანმაც დატოვა და თავის საქმეებს შეუდგა, მხოლოდ სიგარეტთან ერთად დარჩა. ფიქრობდა მომავალზე, მაგრამ ეს მომავალიც ეზიზღებოდა. სამსახურიც ეზიზღებოდა. განა არ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ამასაც თავს დაანებებდა, მაგრამ ამ დროისთვის ასე იყო საჭირო. შიში იმისა, რომ გამოიჭერდნენ საერთოდ არ აწუხებდა. დამცინავად, ისევ იკლებდა ნაცნობ ქუჩებს. არადა, ეს ხალხიც როგორ ეზიზღებოდა.მისი მყარი, შეულახავი რეპუტაციის უკან ბიჭი იმალებოდა, რომელსაც თავისუფლება სურდა, ყველა გაგებით.რომელსაც ერჩივნა, მისი საყვარელი ადამიანები მის გარეშე ყოფილიყვნენ კარგად, ვიდრე მასთან ერთად რისკის ქვეშ. როდესაც ასე იქცეოდა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი სხვადასხვა რეალობისგან მოსაწვეტი საშუალებების წყალობით შვებას პოულობდა. ბედნიერებას, რომლის შემდგომაც უბედურების გრძნობა ათმაგად მძაფრდებოდა. ნათქვამია, კაი ხნის ჩაძირულს, ისევ თავის თავი თუ ამოატივტივებსო. მატეო რაილსის შემთხვევაშიც ასე იყო, იმის განსხვავებით რომ უკვე სევდა გასისხლხორცებულს, ეს ყველაფერი სიამოვნებდა. იმ დარდისგან შეპყრობილმა, სახელი რომ ვერ მოუფიქრა, შუაღამეს ფინჯანი ყავა დაამატა ფიქრების გასაწმენდად. მოელვარე მთვარეს ახედა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა... .“ისევ ამოდის თეთრი მთვარე და სიყვარული მოგონებას გავს...” გაიჟღერა ნაცნობმა მელოდიამ მის გონებაში. სევდისგან ერთიანად შეწუხებულმა ამოიხვნეშა და უხმო მელოდიას ბგერები ააყოლა: - “ისევ შორს დავრჩი, ისევ მარტო და ეს ფიქრებიც არ მანებებს თავს...” ჯანდაბა! ღმერთმაც დასწყევლოს, მია! ხმადაბლა, გულის ტკივილით შეიკურთხა და თვალებზე ცერა თითები მთელი ძალით ისე მიიჭირა, გეგონება რეალობის დანახვას თავს არიდებსო.თითქოს მისი სახელი რომ ახსენა, ამით საკუთარ თავს უდიდესი ტკივილი მიაყენა. - მე შენზე ოცნება შევიყვარე, მია. შენზე ოცნება... ცრემლ მორეულმა ღია ფანჯარაში უსიცოცხლო ქალაქს გადახედა და ღმერთმა უწყის, მერამდენე ღერს მოუკიდა. ნიკოტინით გაჟღენთილი ფილტვები, კვამლს უკვე უღიმღამოდ ეგებებოდნენ. *** საათი შუა ღამის 01:31-ს აჩვენებდა. სასოწარკვეთილმა გოგონამ არ იცოდა, გადარჩებოდა თუ არა. არც ის იცოდა, მისი ფიქრების ადრესატი თუ გადარჩებოდა... გაახსენდა რომ უთხრა, ჩემი ბოლო სადარბაზოში სიკვდილი იქნებაო. მეორე სართულზე, სხეულ გაყინული იჯდა და ზიზღით ცდილობდა თითებიდან გამხმარი სისხლის კვალი მოეშორებინა. გარშემო ვერ იხედებოდა. ამდენი სიწითლის დანახვას მისი ისედაც დაბინდული თვალები ვერ იტანდნენ. ეშინოდა, ახლა ძალიან ეშინოდა.გრნობდა, ვენებში სისხლის ნაცვლად მოზღვავებული ადრენალინი როგორ დაატარებდა შიშს შავი ლაქებივით. გონზე დარჩენასაც ძლივს ახერხებდა, მაგრამ საკითხავი ის იყო, რამდენად გამოუვიდოდა. ახლა ალბათ, ყველაფერს აზრი დაეკარგა. მაშინ უნდა გაქცეულიყო, როდესაც პირველი ნაბიჯი გადადგა. მაშინ უნდა წასულიყო, როდესაც თანხმობა განაცხადა. იცოდა, განა არ იცოდა?! ეს ხუმრობა არ იყო. ახლა, როდესაც შედეგის წინ იდგა, ყველაფერს ხვდებოდა. ხვდებოდა რატომ არ უნდოდა რაილსს მასთან. რატომ იქცეოდა ყოველთვის თავშეკავებით და რატომ გაურბოდა. “გაიქეცი მია! უკან მოუხედავად გაიქეცი და აღარ მომძებნო” - წასასვლელი არსად ჰქონდა შეშინებულ გოგონას. თავის ხელში ასაყვანად საკუთარ ხელებს მუხლებს ძლიერად ხვევდა და ნიკაპს ზემოდან აჭერდა. “ შენი დანახვაც არ მინდა, შენი არაფერი არ მინდა. ჩემი თავი თუ რამედ გიღირს, გაიქეცი, მია”. საზიზღარმა, აუტანელმა სლუკუნმა შეიპყრო წარსულის გახსენებისას და ძლივს ამდგარი, იატაკზე ფეხმორთხმით დაეცა. პირზე ცალ ხელს იფარებდა და ტუჩებს მთელი ძალით აკრავდა, რომ ზედმეტი ბგერები არ შეექმნა ისედაც ხმაურიან სიჩუმეში. ცრემლები ვერ მოსდიოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო. ოღონდ არა საკუთარი თავისთვის, არამედ, მისთვის უნდა ყოფილიყო ძლიერი. საყვარელი ადამიანისთვის უნდა ყოფილიყო ძლიერი. ახლა დრო იყო, გაეთავისებინა მისი გრძნობები,რეფლექსები და ყველაფერი დანარჩენი. სხეულში, ხორცში, ვენებსა და კაპილარებში უნდა შემძვრალიყო. მის ადუღებულ სისხლთან ერთად უნდა ემოგზაურა და გაეგო, მთელი არსებობით შეეგრძნო ის, თუ რას განიცდიდა რაილსი. უნდა მოდუნებულიყო, უკვე კარგი ხნის წინ უკან მიგდებულ, მისეულ მცდელობებს უნდა შეშვებოდა იმის შესახებ, რომ გამოსავალს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მოძებნიდა. ეს გოგონას გამოცდა არ იყო... მისთვის უნდა ყოფილიყო ძლიერი და არა საკუთარი თავისთვის. ემოციები გადამდებია, ამიტომაც, რაც არ უნდა დიდი პრობლემის წინაშე ყოფილიყო, რაც არ უნდა გამოუსწორებელი, გადაუჭრელი და წყალწაღებული მოსჩვენებოდა, ცხოვრებას უკვე დაენახა,რომ ყველაფერი მოგვარებადია, გარდა სასიკვდილო განაჩენისა. - მე ხომ თავიდანვე ვიცოდი, ნიშნობის დღეს, ერთმანეთში გაცვლილი, ოქროსფერი ბეჭდები რომ სისხლიანი იყო. ********************************************************************** თითქმის ღრმა თინეიჯერობიდან მოყოლებული, მატეო რაილსის ცხოვრება ნაცრისფრად იწყებოდა. არა იმიტომ, რომ ყოველი დღე მოღრუბლული და რუხი იყო, არამედ ერთფეროვანი ცხოვრება უკარგავდა ფერებს. თორემ ძალიანაც კი უყვარდა ნაცრისფერი. ზაფხულის ცხელი დღე იყო. თუ სწორად ახსოვს ივნისი, ან სულაც ივლისი შეიძლებოდა ყოფილიყო. თარიღებს ვერასდროს იმახსოვრებდა. ასეთი წვრილმანი ნაკლი ალბათ ყველა ადამიანს მოეძებნებოდა. რასაც მია ფოლსზე ვერავინ იტყოდა. ყველაფერი ახსოვდა, თითქმის. წარსულიდან ისეთ რაიმეს ამოქექავდა, უკვე თავად სამყაროს რომ ექნებოდა მივიწყებული. გოგონა ამას ჯილდოს კი არა, წყევლას ეძახდა. რამდენჯერ უოცნებია, რომ საერთოდ წაშლოდა მეხსიერება და ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაეწყო. რაილსთან შეხვედრამდეც ასე იყო, უბრალოდ მის შემდეგ ზედმეტად დაგროვილმა მოგონებებმა სურვილი ბევრად გაუმმძაფრა. საერთო ბევრი რამ ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, ყველაფერიც კი. კონკრეტულად იმ დღეს, ივნისში თუ ივლისში, ორივეს სძაგდა მოკაშკაშე მზე, რომელიც თვალების გახელის საშუალებას იშვიათად თუ აძლევდა ხოლმე ვინმეს. სრულიად შემთხვევით, როგორც ამას მია იტყოდა გადაეყარა ჩალისფერთმიან ბიჭს. მატეოს თქმით კი, მისი იქ ყოფნა დაგეგმილი იყო და უბრალოდ, შესაფერის დროს შესაფერის ადგილას აღმოჩნდა. ალბათ ბედის ირონია იყო, რომ იმ დღეს განსაკუთრებით გადაპრანჭული იყო პატარა მია. დაბადების დღეზე მიიჩქაროდა და სულაც არ აინტერესებდა, ვიღაც გამვლელის უაზრო რეპლიკა. -შენ მია ხარ - გაისმა ბიჭის ოდნავ დაბოხებული ხმა. ძალიანაც კარგად გაიგო ფოლსმა რაილსის ბგერები. მაგრამ თავი არაფრის დიდებით შეაბრუნა, რადგან თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ადრესატს არ იცნობდა. -მია. - უკვე იძულებული გახდა საგულდაგულოდ დახატული თვალები მატეოსკენ გადაეტანა. მაინც ვერ ხვდებოდა ვინ იყო, ან საიდან იცოდა ბიჭმა მისი სახელი, მაგრამ წამიერად მომწვანო თვალებით მოიხიბლა და ფეხზე წამოდგა. -არამგონია გიცნობდე. -აი მე კიდევ, მგონია რომ საკმარისად გიცნობ - თავდაჯერებულმა უპასუხა ბიჭმა და ღიმილით ხელი გაუწოდა. - მატეო. მიამ რაილსის ხელს წარბებ აწეულმა დახედა, ცოტაც და სანახაობის შემყურეს გაეცინებოდა, ან ისეთ სასწაულს იტყოდა, ზედ შერჩებოდა მოცინარ ბიჭს თავისი მშვენიერი ღიმილი. -მატეო რაილსი. ალბათ ოფიციალურად გირჩევნია. დამშვიდდი, ვიღაც მანიაკი არ ვარ, რომ ყველა ლამაზ გოგოს საუბარი გავუბა. -აშკარაა, რომ ჩემზე გსმენია. - ტუჩები აიბზუა გოგონამ - მია. - დაუდასტურა ვინაობა. - მია ფოლსი. ალბათ, ოფიციალურად გირჩევნია - ტუჩის კუთხეები მაცდურად აზიდა. -ვიცი. - აღტაცებისგან აღმოხდა ბიჭს და გოგონას გამოწვდილ ცივ ხელს მთელი ძალით მოუჭირა. -შეგეძლო თავი მაინც მოგეკატუნა, რომ არ იცოდი. მატეომ გულიანად გაიცინა. რამაც მია აიყოლია. იმ მომენტში სულ გადაავიწყდა გოგონას, რომ ეჩქარებოდა. რაილსმა იცოდა, რომ მია ფოლსს, რომელიც თვალებს ჩქარ-ჩქარა ახამხამებდა და გულჩათხრობილ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან, პირველი სიყვარულის სურნელი ასდიოდა. გაგონილი ჰქონდა, რომ ეს იმ ერთერთაგანი გრძნობაა, რომელსაც ადამიანი ყველაზე მძაფრად განიცდის. მატეო რაილსისთვის დაბრკოლებას არაფერი წარმოადგენდა. არც მის თვალში ყველაზე საოცნებო ადამიანი. ყველაფერი მიღწევადი იყო და ამისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებდა. უნდოდა, მისი პირველი სიყვარული სამაგალითო ყოფილიყო. ეს ხომ ხშირ შემთხვევაში სამარადისოდ არ გასტანს ხოლმე. ან თუ გასტანს გააჩნია, ადამიანისთვის ხომ ზოგჯერ ერთი წუთიც კი მარადიულობას უდრის?! ის კი არ იცოდა, რომ მია ფოლსის გულში პირველ სიყვარულს განკუთვნილი ადგილი უკვე დაკავებული ჰქონდა. *** პატარა ფოლსი უბრალო გოგონა იყო.სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა, თუმცა გულით ყოველთვის დიდ სევდას დაატარებდა. თვალები ხშირ შემთხვევაში უბრწყინავდა ხოლმე, მაგრამ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს ხშირად უწყლიანდებოდა. პირველი სიყვარული უკვე სწვეოდა მიას და ამ გრძნობისგან აჟიტირებულს, საკუთარი თავისთვის როგორ ეშველა არ იცოდა. რათქმაუნდა, ეს ტკბილი გრძნობა სიამოვნებდა. მისი ადრესატი კი მასზე ორი წლით უფროსი გახლდათ. ბიჭი გოგონას ვერ ამჩნევდა. ის კი არა, ალბათ მისი სახელიც არ იცოდა. ყოველი შემთხვევისთვის მია ასე ფიქრობდა. უხაროდა ხოლმე დილაობით ადრე გაღვიძება. მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭს ნახავდა. პოლი მის სამეგობროში პოპულარობით გამოირჩეოდა. გარეგნულად წუნს ვერავინ დაუდებდა. თავზე ხელაღებული ბიჭი იყო, რომელიც საშუალო განათლებას დღე-დღეზე დაამთავრებდა და სიხარულისგან ცას წვდებოდა. მია ფოლსი გრძნობებს აყოლილი, ხან რას მიაწყდებოდა, ხან რას, რომ ყურადღება გადაეტანა. მაგრამ სადაც არ უნდა წასულიყო, პოლი მაინც თვალში ეჩხირებოდა. უკვე ვეღარ იტანდა მასში არსებულ იმ გრძნობას, რომელიც გამალებით ტანჯავდა გოგონას. ლამაზ თვალებს უსველებდა და წამწამებზე მარგალიტებს ჰკიდებდა. ღრუბლიანი დღე იყო. ყველა ფიქრობდა, რომ წვიმას აპირებდა.მაინც როგორ თავისებურ განწყობას ქმნის ხოლმე ამინდი. მზიან, ნათელ ამინდს არავინ უდებს წუნს, იმიტომ რომ, ათბობს, თითქოს ყველაფერს სიცოცხლეს მატებს. ღრუბლებს კი მხოლოდ ემოციების მოზღვავება, სევდა და ხშირ შემთხვევაში ნოსტალგია სჩვევიათ ხოლმე. თუმცა არსებობდა მიას მსგავსი ადამიანიც, რომელიც ისეთივე ხალისით ხვდებოდა ღრუბლებს, როგორც გოგონა. ემოციებისგან დაღლილი მია კიბეზე ჩამომჯდარიყო და ჩუმად ტიროდა. რადგან საკუთარი თავის შეყვარება არ შეეძლო ისე, როგორც მისი გარშემომყოფები უყვარდა. ალბათ იმის ბრალიც იყო, რომ რეალურად გოგონას ახლო მეგობარი ან დაქალი არ ჰყავდა. ცნობით, ბევრს იცნობდა. ბევრმაც იცოდა ვინ იყო მია ფოლსი. წარჩინებული, კარგად აღზრდილი სამაგალითო გოგონა. მაგრამ თვითონ მია, საერთოდ არ მიიჩნევდა საკუთარ თავს ასეთად. უბრალოდ არ შეეძლო, არ იყო მიჩვეული რომ ვინმესთვის გული გადაეშალა. როგორია, ყოველთვის მსმმენელის პოზიციაში ყოფნა. თან ისეთი მსმენელის, რეალურად შენი აზრის ან რჩევის მოსმენაც რომ არ უნდათ? "მია, გთხოვ საუბარი მჭირდება ვინმესთან..." "მია, უნდა დამეხმარო..." "მია, მნახე რა. ძალიან ცუდად ვარ." და ასე გრძელდებოდა უსაშველოდ. ფოლსი როგორ იყო, რა განცდებში ან საერთოდ რაიმე თუ აწუხებდა, არავის ადარდებდა. საერთოდ არ იჩენდნენ ინტერესს გოგონას ბრწყინვალე თვალების უკან რა ხდებოდა. რა ფერებში იყო მისი სამყარო მოხატული. მოსწონდა თუ არა, მისი სიზმრები. მეგობარი სჭირდებოდა, მაგრამ ამას თვითონაც ვერ აანალიზებდა. უკვე იმდენად იყო მიჩვეული, რომ ცხოვრებამ მსმენელის პოზიცია არგუნა საზოგადოებაში, სადაც მია ფოლსის სახელი მხოლოდ და მხოლოდ სახელი იყო, რომ პატარა გოგონას არც აწუხებდა მისი შეუმჩნევლობის ფაქტი. სწორედ იმ ზაფხულს გამოჩნდა მის ცხოვრებაში მატეო. ბიჭი, რომელიც მზად იყო ყველაფერზე წასულიყო, ოღონდაც გოგონას გვერდით ცოტა დრო მაინც გაეტარებინა. როდესაც რაილსი ღამეებს თეთრად ათენებდა გოგონაზე ფიქრში, პატარა მია პოლზე ოცნებობდა. წარმოედგინა ხოლმე, როგორ ჩაჰკიდებდნენ ერთმანეთს ხელს და როგორ ირბედნენ დიდ მინდორში. ღიმილით ეღვიძებოდა მატეოს, მაგრამ მაშინვე კოპებს ჰკრავდა, როდესაც რეალობას თვალს უსწორებდა. ახალი წელი იყო. ამქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული, ტკივილსაც ,სევდასაც, ბედნიერებასაც, ცრემლსაც, იმასაც კი რასაც დასაწყისი არ ჰქონია. რაილსი კი უკვე წარმატებით ანხორციელებდა გოგონასგან შორს ყოფნას. მასზე აღარც სამეგობროში საუბრობდა. უნდოდა, რომ საერთოდ დაესრულებინა ყველაფერი. თუმცა გული კი ვერ უთმენდა ხოლმე, რომ ზოგჯერ არ შეემოწმებინა, რაიმე ხომ არ უჭირდა მიას. ლუდის ბაკალით ხელში აივანზე იდგა და ფიქრებს სიგარეტს ატანდა. სასმელი არასდროს უყვარდა. მხოლოდ მაშინ სვამდა, როდესაც დარდი ძლიერ შემოაწვებოდა და ალკოჰოლი სიამაყეს მიაძინებდა, რომ გრძნობებს თავისუფლად შესძლებოდათ ამოხეთქვა. - სასმელი უფრო გემრიელია, ვიდრე ფიქრები მასზე და შენზე. გაზავებული სასმელი მიაწოდა კრისმა და თვალი ღიმილით ჩაუკრა. მეგობარს მხოლოდ გაუღიმა მატეომ და გამოართვა. - ამაზე არ ვფიქრობ. - მია ფოლსი, მია ფოლსი. მე რაღას მატყუებ?- არა და არ ეშვებოდა კრისი. უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები რაილსმა და მეგობარს მოშორდა. ივანისგან განსხვავებით, კრისს ასე თუ ისე უზიარებდა ხოლმე საკუთარ გულის ნადებს. მეგობარი კი იმით ამშვიდებდა და ამხნევებდა, რომ ცხოვრება ერთ გოგონაზე არ ჩერდება და გრძელდება. ამ ყველაფერს უნდა მოშვებოდა. ხალხთა აზრზს, ყოველთვის ჰქონდა გავლენა მატეო რაილსის არაცნობიერზე, ისე რომ თვითონაც ვერ მოდიოდა აზრზე. მაგრამ გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობდა. კარგად შეზარხოშებულმა, ტელეფონის ეკრანი გაანათა თუ არა,თვალები მძიმედ დახუჭა.ერთგული მაილსი კუდის ქიცინით დაჰყვებოდა პატრონს და სადაც მატეო გაჩერდებოდა, იქვე ფეხებში უწვებოდა. სევდიანი თვალებით ქვემოდან უცქერდა. თითქოს,რაილსის უთქმელად და აუხსნელად ესმოდა ყველასგან განსხვავებით. მატეო გამოსახულებებს ვერ ალაგებდა, მაგრამ ცდილობდა ნაცნობი ნომერი მოეძებნა. მხოლოდ რამდენიმე წამით იყოყმანა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და წერა დაიწყო. - შენი ლამაზი ღიმილი მომენატრა. შემხვდები? *** მია ფოლსმა ახალი წელი ოჯახთან გაატარა. საჩუქრების გაცვლა-გამოცვლა მიდიოდა და იქიდან გამომდინარე, რომ დედისერთა იყო, ზედმეტადაც ანებივრებდნენ ხოლმე პატარა გოგონას დღესასწაულებზე. ადრე დაიძინა, რადგან იცოდა მეორე დღეს ჩვეულად, მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა. სიხარულის ემოციებისგან დაცლილს ენერგიით გაეღვიძა. რამდენად ცოტაა ადამიანის ბედნიერებისთვის საჭირო, რამდენად ცოტა... ზოგჯერ მთლიანი, ერთი ადამიანიც კი. ქუჩებს საახალწლო სიმღერების ღიღინით მიუყვებოდა. თვალები როგორც ყოველთვის, ახლაც უბრწყინავდა და სიხარულს ერთიანად ასხივებდა. მაგრამ მისი ერთი გაღიმება საკმარისი იყო და მისთვის ახლო ადამიანები მაშინვე მიხვდებოდნენ, რომ გულჩათხრობილი, პატარა გულით დიდ სევდას ატარებდა, რომელსაც პირველი სიყვარულის სახელი ერქვა. ამ ფიქრებში გართულმა, თვალებს არც კი დაუჯერა, როდესაც მის წინ მანქანამ ხმაურით დაამუხრუჭა. მანქანის კარი გაიღო და თვით პოლი გადმოვიდა. მიამ აღარ იცოდა, ხმა ამოეღო თუ არა. ან საერთოდ, რა მოემექმედა. პოლის თვალებში კარგი რომ ვერაფერი დაინახა, ყველაფრისგან ერთიანად შეშინებულმა, ზურგი აქცია და გაიქცა.გასასვლელს ეძებდა, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა. სამ კედელს შუა იყო მოქცეული. უკან რომ მიბრუნდა, მისკენ მიმავალი პოლი დაინახა. სუნთქვა გაუხშირდა. გრძნობდა, რომ მასთან სიახლოვე არ მოსწონდა. ასეთი სიახლოვე არა... მის ფიქრებში უფრო ლამაზად ჩანდა ყველაფერი. პოლი უახლოვდებოდა, ფოლსი უკან იწეოდა, ბოლოს კი კედელს აეკრო. ბიჭმა ხელები გოგონას გარშემო დააწყო. თითქოს კარგად აათვალიერა. საკუთარ თავს უტყდებოდა, როგორ ძალიან იზიდავდა მთელი ამ დროის განმავლობაში გოგონა და თავს კომფორტულად გრძნობდა. როცა მიხვდა, რომ ყველაფერი ზედმეტად მანიაკურად გამოუვიდა და მიას თვალებში სიცარიელე დაინახა,მისკენ ახლოს მიიწია. გოგონამ ძალაუნებურად თვალები დახუჭა, სუნთქვა გაუხშირდა. - გამარჯობა - მიას ხმა არ მოუღია. თვალები ოდნავ გაახილა და დიდ, გავარვალებულ შავ თვალებს შეეჩეხა. თავისთვის გაიფიქრა, ახლოდან რა ლამაზი ყოფილაო.. მაგრამ მიხვდა, რომ ახლა ფიქრების დრო არიყო და ბიჭს თვალი თვალში გაუყარა. ხელები ნერვიულობისგან გაუოფლიანდა და მუშტები შეკრა. კანკალებდა, ძალაუნებურად ამას ვერ აკონტროლებდა. რამდენიმე სანტიმეტრიღა აშორებდათ, რომ ერთმანეთს შეხებოდნენ. - ასეთი თვალებით ნუ მიყურებ - რბილი ტონით უთხრა პოლმა. - ახლა ხელებს მოგაშორებ, მაგრამ იმედი მაქვს იმდენი ჭკუა გაქვს, რომ ხვდები გაქცევას აზრი არ აქვს. - დამაჯერებლად გაუღიმა და სიტყვა აასრულა. მიამ შვებით ამოისუნთქა. გრძნობების ქარბორბალას მისი გული დაეტყვევებინა და ბრუნებს, ბიძღებს ასმაგად ასრულებდა. ეგონა, იქვე გაუსკდებოდა და ხელში ჩააკვდებოდა მის პირველ სიყვარულს. მშვიდად გაჰყვა მანქანამდე და ფრთხიად ჩაუჯდა. სულ გადაავიწყდა მისი მეგობრები, რადგან პოლთან ერთად არაჩვეულებრივი დღე გაატარა. ბევრი ისეირნეს. სიცივეში ნაყინიც დააგემოვნეს და სირბილით შემოიარეს ლამაზი ქუჩები. იცინოდა. მია ფოლსი გულწრფელად იცინოდა და ხვდებოდა, რომ ბედნიერი იყო. ახალ წელს ხომ სურვილები ხდებაო, წამით გაიფიქრა. პოლის გულში ალიაქოთი იყო. იცოდა, რომ გოგონა შეყვარებოდა და მისკენ გადადგმულ ნაბიჯს წამითაც არ ნანობდა. იმ დროს ნანობდა, რომელსაც უკან ვერ დააბრუნებდა. იმ დროზე სწყდებოდა გული, რომელიც შეეძლო მია ფოლსთან ერთად სიცილში გაეტარებინა. გოგონას თვალებში იძირებოდა და მოსწონდა. მოსწონდა, რომ ასეთი ღრმა თვალების პატრონი შეუყვარდა. *** სიტუაციას გარემო ბევრად ამძაფრებდა. გარეუბანში აღმართული კორპუსის გარშემო ჩამი-ჩუმი არ ისმოდა და ოდნავი ჩურჩულიც კი ახლა ბევრად ხმამაღალი ჩანდა, ვიდრე რეალურად. -მანეკა! მეტიჩარა მანეკა! საზარელო ხმით აგრძელებდა გოგონას სახელის ყვირილს. თან, ოთახებს ნელა ივლიდა, რომ გოგონას კვალისთვის მიეგნო. მანეკას ფეხები მოეკეცა და პატარა სავარძლის უკან, კედელთან იმალებოდა. ადრენალინისგან ერთიანად კანკალებდა, მაგრამ ცრემლებს წამოსვლის საშუალებას მაინც არ აძლევდა. -გამოდი მანეკა! ტყუილად იმალები.- საზარელი ხმა უკვე დამცინავად საუბრობდა. გოგონა ფეხზე ფრთხილად წამოდგა. მისგან ზურგით მდგარი სხეული შეათვალიერა და ჟურნალების მაგიდაზე დადებულ, წაწვეტებულ სასანთლეს ხელი სწრაფად დაავლო. - წადი აქედან, მაიკ...-რაც შეეძლო მყარად წარმორთქვა.ნასიამოვნებმა მაიკმა თავი ნელა მიაბრუნა.ჯერ გოგონას ამღვრეულ, ჩასისხლიანებულ თვალებს შეხედა, შემდეგ მის ხელში საგანს და ჩაეცინა. - დადე ეგ რაღაც. - წადი, იცოდე პოლიციაში დავრეკავ! იკმარე ის, რაც ჩემს ოჯახს გაუკეთე!- ამოიხავლა მანეკამ და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. სასანთლეს უფრო და უფრო უჭერდა ხელს. ეშინოდა, სხეულის დაუმორჩილეობის გამო ხელიდან არ გავარდნოდა. - მიყვარდი და მიყვარხარ კიდეც, მანეკა. შენს მეგობრებთან მეტიჩრული საუბრები არ უნდა წამოგეწყო. შენი ოჯახის გაკოტრება კიდევ, შენ წარმოიდგინე და სულაც არ მქონდა გეგმებში. - ხო, აბა რა! გიყვარვარ და ყოველდღე მძარცვავ. ამ წამამდეც ამას აგრძელებ. ოღონდ ამჯერად მატერიალურს არ ჯერდები და ჩემი სულის გაძარცვაც გადაგიწყვიტავს! - უკვე სისულელეებს ამბობ. ვხედავ, როგორ კანკალებ. როგორ გინდა რომ მაგ სასანთლეს ხელი გაუშვა. ჩემი გეშინია. შენ მხოლოდ უნდა დამპირდე, რომ სიტყვას არავისთან დაძრავ და გპირდები, უსაფრთხოდ იქნები. მანეკას ჩაეცინა. სიმწრის ცრემლები ჩამოუგორდა და ღაწვები წამებში დაუსველდა. - ჩემი გაჩუმებით, სხვებს ავნებ. ეს არაფერს შეცვლის. - ძალიან არ მინდა, რომ რაიმე დაგიშავო და გთხოვ, არ მაიძულო! ხელიდან სწრაფად გამოსტაცა სასანთლე მაიკმა და ოთახის კუთხეში მოისროლა. ჭურჭლის დამტვრევის ხმამ მანეკა დააფრთხო, მაგრამ მზერა სხვაგან ვერაფრით გადაჰქონდა. ხვდებოდა, რომ ამაზე მეტი შეეძლო. იცოდა, რომ გამოსავალს მოძებნიდა. ცალი ხელით სწრაფად მოიშორა ცრემლები და თავი ასწია. - წადი, მაიკ. შენი საიდუმლო ჩემთან უსაფრთხოდ იქნება. - ასე მარტივად?- გაუკვირდა აზარტში შესულ ბიჭს და ტაში შემოჰკრა. - მართალი ხარ. ერთიანად ვკანკალებ. მეშინია, მეშინია რომ უფრო გამაღატაკებ, ვიდრე ვარ. ამიტომ გიშვებ. აღარ მინდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიხილო! -კბილებში გამოსცრა გოგონამ და მზერა აარიდა. არ უნდოდა მის თვალებში მაიკს ტყუილის ნაპერწკლები შეემჩნია. ყოველთვის საშინელი მატყუარა იყო და მსახიობობაც იშვიათად თუ გამოსდიოდა. *** მანეკა შავგვრემანი გოგონა გახლდათ. ისეთი, მუდმივად რუჯს რომ ატარებდა. ყოველთვის გამორჩეულად იცვამდა და მისი სხვანაირი ყოფა საზოგადოებაში თვალსაჩინო იყო. ახლა, უკვე ქირურგის დიპლომი ეჭირა ხელში. ჯერ მხოლოდ ხუთიოდე ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული და სანაცნობოში ბევრიც აქებდა. არა იმიტომ, რომ ნაცნობები იყვნენ, არამედ მართლაც პროფესიონალი იყო თავის საქმეში. მანეკა ბერმანს ოცი წელი ალბათ ახალი შესრულებული ჰქონდა, როდესაც მია ფოლსი გაიცნო. მიაზე ორი წლით უფროსმა, სანამ გოგონას ასაკი არ იკითხა, არც უგრძვნია ასაკობრივი სხვაობა. მანამდე ფოლსს სანმდვილი მეგობარი არც ყავდა. მანეკა კი, ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა საზოგადოებაში. რათქმაუნდა, მისი ახლად შეძენილი მეგობარი გაცნობის დღიდან ერთ თვეში თითქმის მის ყველა ახლობელს გააცნო, მაგრამ მია ფოლსს შეზღუდული ახლო წრე ჰქონდა და მის გაფართოებაზე არც კი ფიქრობდა. გოგონა სრულიად დააკმაყოფილა ბერმანსის ათ წლიანმა, ერთგულმა მეგობრობამ. წარმოდგენა კი არც ერთს ჰქონდა, მხოლოდ ერთმანეთს რომ იცნობნენ ამის გამოც კი, როგორ ითრგუნავდა მანეკა საკუთარ ცხოვრებას. ისევ და ისევ მატეო რაილსის გამო. *** სველი კოცნები ზანტად დაცურავდა გოგონას ფერმკრთალ სხეულზე. პირველად გრძნობდა მია ვნებას. იმ ადრენალინის მოზღვავებას, რასაც ხალხი სიყვარულს ეძახის. პოლი ყველაფრით ასიამოვნებდა გოგონას და ცდილობდა უკმაყოფილო არასდროს დაეტოვებინა. მჭიდროდ ეჭიდებოდა მიას მხრებს და მასში რიტმულად მოძრაობდა. ჭკუიდან შლიდა მიას ხმა, რეფლექსები, ქცევები. გოგონას ერთი გამოხედვაც კი საკმარისი იყო მისთვის, რომ მაშინვე უნდოდა შესისხლხორცებოდა. პოლის გვერდით თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა მია. მეტიც, ყოველი დღე უფრო და უფრო ფერადი და სიხარულით აღსავსე იყო მისთვის.ვნებიანი სექსი კი მათ ურთიერთობას დიდ მრავალფეროვნებას მატებდა. უყვარდა პოლი, მთელი გულით უყვარდა და ეს გარეგნულადაც ეტყობოდა. მოგიზგიზე ცეცხლი მის თვალებში არ განელებულა მას შემდეგ, რაც პოლმა მკლავებში ჩაიკრა. რამდენიმე წლით უკან რომ გადავინაცვლოთ, მარტივად მივხვდებით თუ რამდენ დეტალს ცვლის დრო. ასეა, დრო გადის, მიექანება. დასანანია, რომ დროსთან ერთად საყვარელ ადამიანებს კარგავ. ან იმ დროისთვის გეჩვენება შენთვის ყველაზე ახლო. მათი ხმა თანდათან გავიწყდება და თუ სურათმა სახე არ შემოგინახა, მეხსიერებაში თანდათანობით ისიც ქრება... არდადეგებს ერთად ატარებდნენ, მანეკასთან და მაიკთან ერთად. იმ დროს რომ გეკითხათ ბერმანსისთვის, მია და მაიკი მისი განუყრელი მეგობრები იყვნენ, რომლებსაც არასდროს ჩამოშორდებოდა. ჰამაკში წამოკოტრიალებული ბალს გემრიელად მიირთმევდა მანეკა. სხეულს მზეს მთლიანად ანახებდა, რომ ფერი ოდნავ მაინც შესცვლოდა მის უკვე კარგად გარუჯულ კანს. - ისეთი საყვარლები ხართ, ზოგჯერ მგონია ერთმანეთს შეადნებით. - გადაიხარხარა მაიკმა და ტელეფონი ხელებში აათამაშა, რომ გატრუნული წყვილისთვის ფოტო გადაეღო. მიამ მეგობრის ხუმრობაზე გაიღიმა და უფრო მჭიდოდ მიეკრო პოლის მკვრივ სხეულს. - შენ კი, ისე ცანცარებ ფრთხილად იყავი, ვინმეს ხელი არ მოგხვდეს. - საშინლად გაეხუმრა პოლი. რეაქცია არავის ჰქონია. ყოველთვის საშინელი ხუმარა იყო და უკვე ყველა მიჩვეულიყო. - მანეკა, დაანებე თავი მზეს. ხომ ხედავ ლიმიტს მიაღწიე. მეტს ვეღარ გაშავდები. - ტუჩები აიბზუა მიამ და დაქალს თვალი შეავლო. - ხომ იცი, რომ ტყუილად მეუბნები. მაინც არ ავდგები აქედან. მაიკ, მომეცი მობილური. აქედან უფრო კარგად გამოვაჩენ გვრიტებს. - გაიკრიჭა ბერმანსი და მეგობარს ტელეფონი გამოართვა. პოლმა მჭიდროდ მოხვია მიას ხელი და კამერას გაეკრიჭა. ფოლსმა თვალები მინაბა და გაიღიმა. შესანიშნავი ფოტოები გამოვიდა. საკუთარი ხელობისგან ნასიამოვნებმა მანეკამ ამოიკრუტუნა, თუმცა მაშინვე კოპები შეკრა, როდესაც მეგობრის ტელეფონზე შემომავალი ზარი გამოისახა. - მია, გირეკავენ. - ხმა ჩაუწყდა ბერმანსს და თვალებ ჩახრილმა გადააწოდა ტელეფონი. ოდნავ გაკვირვებული და გაოცებული იყო იმ ფაქტისგან, რომ დაქალისგან ადრესატის სახელი არასდროს სმენია. ფოლსმა მობილურს დახედა თუ არა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ისედაც ფითქინა კანი უარესად გაუთეთრდა. სწრაფად გათიშა და ღიმილით შეაბრუნა თავი პოლისკენ, რომელსაც მაიკთან საუბარში გართულს, არაფერი შეემჩნია. შვებით ამოისუნთქა გოგონამ, თითქოს სიკვდილ-სასიცოცხლო ამბავს გადაურჩაო და დაქალს გაფართოებული თვალებით გახედა. მანეკა წარბ აწეული უმზერდა. - მაიკ, შენ სულ როგორ წუწუნებ გამაგებინე. - ამოიგმინა ბერმანსმა და ყურადღება ძმაკაცზე გადაიტანა. - ახლა ვეუბნებოდი პოლს, რომ დიპლომის ასაფრიალებლად სულ რამდენიმე ათასი მაკლდება. ჩემს ადგილას არ იწუწუნებდით? - თავი მოისაწყლა მაიკმა და ლუდის ბაკლიდან ბოლო ყლუპი მოსვა. - მანეკას მიბაძე, მაიკ. წელზე ფეხს იდგამს, რომ შემდეგ წელს ქირურგად აღიარონ. გამამხნევებლად უპასუხა ფოსლმა. - მასე ცუდად გამოგდის, მია. - შეუსწორა პოლმა. თითქოს მამრობით სქესი მდედრობითი სქესის წინააღმდეგ იყო. - ცუდად არ გამოსდის, ალბათ მართალია. - უპასუხა მაიკმა. - მაგრამ იმასაც ვერ იტყვი, რომ მანეკას ოჯახი არ უწყობს ხელს. ჰაერზე ამოიფრუტუნა მაიკმა და თავი გაატრიალა. მხოლოდ მიამ დაინახა, დაქალს როგორ ჩაუქრა თვალები და ერთ ადგილას გაუშტერდა სფეროები. მანეკას სძულდა, როდესაც მის ფინანსურ სტაბილურობას ხაზგასმით აღნიშნავდნენ. ახლა კი ახლო მეგობრისგან განსაკუთრებულად ეწყინა. უღიმღამოდ წამოდგა, წყვილს ყალბად გაუღიმა და სახლში შევიდა. ჭიქა წყალი სწრაფად ჩაცალა და ნიჟარას წამებით დაეყრდნო. წუთები იყო მხოლოდ გასული, როდესაც მიამ ხელი მხარზე დაადო დაქალს და შემოატრიალა. - ხომ იცი, როგორი უტაქტოცაა. - ბერმანსის გამხნევბას შეეცადა ფორბსი და ტუჩები მოკუმა. - ვიცი, რომ სიმართლე არ უნდა მწყინდეს. მაგრამ მართლა კარგი ექიმი დგება ჩემგან. ეს კი ნამდვილად არამგონია შუაში იყოს ჩემი ოჯახის გავლენიანობასთან. - სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს მანეკამ და იქვე ჩამოჯდა. - ვიცი მანეკა. მეც ვიცი, მაიკმაც და პოლმაც. უბრალოდ ნუ აქცევ ყურადღებას. ჩემზე დიდი ხანია შენ იცნობ. იცი როგორიცაა. - მეზობლები ვიყავით, ჯერ კიდევ პატარაობიდან. მაშინაც მასეთი საზიზღარი იყო. ძირითადად ისეთ რაღაცეებს ამბობს, რაც ხალხს გულსტკენს. - მხრები აიჩეჩა და ზუსტად ისეთი სახე მიიღო, რომ წუთების წინ მომხდარი არც უნდა გაჰკვირვებოდა. - მაგრამ ხომ იცი, ადამიანები ისე ვართ მოწყობილნი მაინც ვერ ვეჩვევით წყენას. ხშირ შემთხვევაში კი ზემოთ ხსენებული და სიმართლე განუყრელი მეგობრები არიან. მიამ მხოლოდ თავი დაუქნია დაქალს და ჩაეხუტა. სიამოვნებდა. ამ ჯერად ფოლსს სიამოვნებდა, რომ მეგობარზე ზრუნავდა და მისგანაც როდესაც საჭირო იყო თანადგომას იღებდა. მანეკას გვერდით ხვდებოდა ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობას და ღმერთს მადლობას უხდიდა, რომ მათი გზები ამ ცხოვრებაში გადაიკვეთა. - შენი ზარის ადრესატი ვინ არის და რატომ არაფერი მსმენია? - პატარა ბავშვივით გაბუშტა ტუჩები მანეკამ და თემა შეცვალა, რომ უარეს ხასიათზე არ დამდგარიყო. მართლა აინტერესებდა მიას ცხოვრებაში გამოჩენილი უცხო ადამიანის შესახებ. ეს ფოლსისთვის ნამდვილად უჩვეულო ამბავი იყო. - ის.. მატეო რაილსია. - ამოიჩურჩულა მიამ, თითქოს კედლებიც კი ყურს უგდებდნენ. - ისე თქვი მისი სახელი და გვარი, ასე მგონია ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავია და უნდა ვიცოდე ვინ არის. - ჩაეცინა ბერმანსს და გაოცებისგან თვალები უარესად დაძაბა. - განსაკუთრებული არავინ. ჩემი მეგობარია. თუ მოინდომებ, ალბათ გაგაცნობ კიდეც. - რაზე საუბრობთ? - სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ფოლსს, რომ პოლი გაკვირებულ თვალებს აქეთ- იქეთ აცეცებდა. მია გაფითრდა, თვალებით მანეკას ანიშნებდა რომ სასწრაფოდ რამე მოეფიქრებინა და ეხსნა სიმართლისგან. რატომ უმალავდა? რატომ არ უნდოდა რომ რაილსის სახელს ხმამაღლა გაეჟღერებინა?! პასუხი თვითონაც არ იცოდა. - კიდევ დაგირეკა...მატეომ. - ხმა ჩაიწმინდა პოლმა და ტელეფონი მიას გადააწოდა. მანეკა პირდაღებული მისჩერებოდა სიტუაციას და წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ეთქვა. მია გაყინული ერთ ადგილას იჯდა და ხელსაც ვერ სწევდა ზემოთ, რმ პოლისთვის მობილური გამოერთმია. - არ მიპასუხია. შენი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებ, უბრალო ნაცნობი არ უნდა იყოს... მანეკა? - პასუხის მოლოდინში მოულოდნელად გადახედა პოლმა ბერმანსს.. - რა? მე რა შუაში ვარ... - დაიბნა მანეკა და ფეხზე ელვის სისწრაფით წამოდგა. ფოლსმა თვალები რამდენიმე წამით დახუჭა და გული აუჩქარდა. მიხვდა, რომ ალბათ სიმართლის დრო დადგა. ან საერთოდ რაში მდგომარეობდა სიმართლე? იცოდა რომ თვითონ?! - მე დაგტოვებთ. - თავისთვის ამოიბურტყუნა მანეკამ. მეგობარს თვალები დაუბრიალა და მაიკთან დაბრუნდა. - მართლა მეგობარია, უბრალოდ მასზე გაბრაზებული ვარ და ამიტომ არ ვპასუხობ. - დამაჯერებლად იცრუა მიამ და პოლს გიშრისფერ თვალებში ჩახედა. ფეხზე ნელა წამოდგა და მობილური გამოართვა. - მადლობ, რომ არ უპასუხე. პოლს გამომეტყველება არ ეცვლებოდა. ცხვირის ნესტოები დაბერვოდა, თავში უამრავი მოსაზრება უტრიალებდა. არასდროს მიუცია მიას ეჭვიანობის საბაბი. ახლა კი უჭირდა კიდეც, რომ მასში ეჭვი შეეტანა. - აქამდე რატომ არ მსმენია მასზე? - ხმა ჩაუწყდა პოლს. სიმართლის მოსმენა უნდოდა, ვერ ეგუებოდა რომ მისთვის საყვარელ ქალს სახეზე ცისარტყელას ფერები დაურბოდა. - არ ვიცი. მასზე არავის სმენია. - გულახდილად უპასუხა მიამ და თავი ჩახარა. ჰაერი დაძაბულობისგან სწრაფად გაიჟღინთა. ზუსტად იმ მომენტში მიასაც და პოლსაც ერთი და იგივე სურდათ. უნდოდათ რომ იმ ოთახიდან აორთქლებულიყვნენ, უსიტყვოდ, უმოქმედოდ. ფოლსი თავს დამნაშავედ გრძნობდა. მიზეზი კი არ იცოდა. - სამი წელია ჩვენი ურთიერთობისთვის ხელი არაფერს შეუშლია. - აღმოხდა პოლს და საყვარელ ქალს შეხედა, რომელიც უსულოდ იჯდა სკამზე. ჩამქრალი თვალები ერთ ადგილას გაშტერებოდა. თითქოს არც კი სუნთქავდა. - შენთან ერთად დასასვენებლად დავდივარ, მია. შენს მეგობრებთან ვატარებ დროს. შენ კიდევ, როგორც ყოველთვის საიდუმლოებებით ხარ მოცული. ვიცი, რომ ბევრი საუბარი არ გიყვარს, მაგრამ იქნებ ჩვენი სიყვარულის გამო მაინც გეცადა! თუ ვინმე, ან რაიმე წარმოადგენს დაბრკოლებას, უფლება მომეცი რომ მოვაგვარო. დაასრულა თუ არა პოლმა სიტყვით გამოსვლა, მიას გაუაზრებლად ჩაეცინა. საყვარელ მამაკაცს თვალებში შეხედა. ღიმილს სახიდან ვერ იშორებდა. - ფიქრობ, რომ ყველაფრის მოგვარება შენი ვალდებულებაა ურთიერთობაში. სწორედ ამას მივყავართ საიდუმლოებებამდე. თავი იმართლა ფოლსმა და მობილური ჯიბეში ჩაიდო. - ასე ნუ საუბრობ, პატარა ქალბატონო. - შენ კიდევ, ყოველთვის ხაზს უსვამ ჩემს ასაკს! დავიღალე, პოლ. - შეტევაზე გადმოდიხარ?! მიყვარხარ, მაგრამ გგონია როდესაც დამნაშავე ხარ და სიტუაციიდან გამოძვრომას ცდილობ თვალს დავხუჭავ? - წარბები აზიდა პოლმა. მია ფიქრობდა, რომ სადაც იყო გული ნაფლეთებად ექცეოდა. უხეშად საუბრის საბაბი არ ჰქონდა, მაგრამ ტონი, სიტყვები, თავისით ამოსდიოდა პირიდან. - უკვე გითხარი, რომ მატეო არავინაა. ჩემი არ გჯერა. ზუსტადაც, შენთან ერთად ვარ დასასვენებლად და არა სხვა ვინმესთან! ხელები გაასავსავა და თვალები დაჭყიტა. - საღამოს ქალაქში დავბრუნდები. ვფიქრობ დრო გჭირდება საკუთარი ღირებულებები და პრიორიტეტები დაალაგო. ჩამქრალი თვალები ბოლოჯერ შეავლო მამაკაცმა ფოლსს და სახლი დატოვა. ერთ ადგილზე ლოდივით გაყინულიყო მია და ცდილობდა საკუთარი ფიქრებისთვის თავი მოეყარა... იცოდა, რომ არასწორად იქცეოდა. რატომ მალავდა რაილსს? თანაც ისე, რომ საუკეთესო მეგობარმაც არ იცოდა მასზე. *** ყველანი რაღაცას ვმალავთ. განსაკუთრებით ისეთ რაღაცეებს, რის გამოც შესაძლებელია შეგვიძულონ. განსაკუთრებით სიყვარულს ვმალავთ. შეიძლება ადვილი სამიზნეები გავხდეთ, ან პირიქით - რთულად დასამორჩილებლები. სამუდამოდ კი არაფერი იმალება. ირგვილ შიშის, ნერვიულობის, გაურკვევლობის და იმედგაცრუების სუნი იდგა. რაილსი საკუთარ ხელს დასცქეროდა, რომელიც წითლად შეღებილიყო და დაგუბებულ ყურებს ვერაფერს შველოდა. - ჯანდაბა! ახლა რა გავაკეთოთ?! - ხმადაბლა ამოილაპარაკა კრისმა და მატეოს ეცა. რომელიც არც კი ინძრეოდა. მისი სიმშვიდე იმდენად ხმამაღალი იყო, რომ არემარე უარყოფითი მუხტისგან ერთიანად ზანზარებდა. - მიას უნდა დავურეკო. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა რაილსმა და ჯიბეებში ქექვას მოყვა. ტელეფონს ეძებდა. - შენ სულ გამოშტერდი მატეო?! რა დროს ქალბატონი ფოლსია. სანამ გავიშარეთ, ჯობია აქედან გავქრეთ. - შეშინებული კრისი მხრებზე დაეჯაჯგურა ძმაკაცს და ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა. - ასე მშვიდად როგორ ხარ? ისიც კი არ ვიცით, ცოცხალია თუ არა! - ცოცხალია კრის. დამშვიდდი. სუნთქავს. ხომ მითხრეს რომ ვალი ჰქონდა? ხოდა გაკვეთილი მიიღო. დიდი ალბათობით ამდღეებში დააბრუნებს. სისხლიანი ხელი უგუნოდ ძირს დაცემულის ქურთუკს შეაწმინდა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა ქუჩას. - დამიბრუნე ტელეფონი! ასე იცოდა ხოლმე. ყოველთვის, როდესაც ხიფათს გადაეყრებოდა. ყოველთვის, როდესაც სხვას საქმეს მოუგვარებდა, მიას ხმის გაგონების სურვილი უმძაფრდებოდა. თითქოს, საკუთარ თავს გოგონათი იმხნევებდა. თავს არწმუნებდა, რომ ამ ქვეყნად კარგის გაკეთებაც შეეძლო, რაც ფოლსზე ზრუნვას მოიაზრებდა. - ვიცი, რომ ეს ყველას გვაშინებს. მაგრამ ჩემს მეტი ამ გაურკვევლობას ვერავინ დაასრულებს - მატეომ იმდენად უჩვეულო ხმით თქვა, რომ ივანიც კი გააკვირვა. - ვატყობ, შენს მომავალ საფლავს ხსოვნის ნიშნად ქვაც კი არ ადევს. - სიმწრით გაეცინა კრისს და ძმაკაცს წარბ აწეულმა გადახედა. მისმა უაზრო ხუმრობამ რაილსს ღიმილი მოჰგვარა. ტელეფონი გამოართვა და გადარეკა. გული მოლოდინისგან სწრაფად უცემდა.იმედგაცრუებამ მალე შემოხვია ხელები და გულში ბავშვივით ჩაიკრა მატეო, როდესაც სურვილი ვერ აიხდინა. რაღათქმაუნდა, მეგობრებში ეს არ შეიმჩნია. ვითომ არაფერიო, ისე გააგრძელა ნაბიჯების გადადგმა სახლამდე. გზაში კი უამრავზე ფიქრობდა.თითქმის ყოველ ჯერზე, როდესაც ახალ ‘საქმეს’ დაასრულებდა ახსენდებოდა, თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და სხეულში უსიამოვნოდ აჟრიალებდა. დასაწყისი კი, მის გარდა არავინ იცოდა. ყველაფერი იმაზე მარტივი იყო რეალურად, ვიდრე ჩანდა. ან ის თავად ხედავდა ამას. უბრალოდ, ცხოვრებამ შეაჩვია, რომ ადამიანისთვის მარტივი არაფერია ამ ქვეყნად და ყველაზე ადვილი საქმეც კი, დაბრკოლებებს წარმოადგენს. - ელა ძალიან ნერვიულობდა. ასე მითხრა ორი დღეა სახლში არ მოსულაო. მიდი დღეს, შეიცოდე საწყალი ქალი. - შესთავაზა ივამ მატეოს და რკინის სკამზე, რაილსის მოპირდაპირედ ადგილი დაიკავა. თითქოს არც გაუგია ძმაკაცის საუბარიო, ისე ამოიღო ჯიბიდან მოსაწევი და ხარბად წაუკიდა სანთებელა. - ავალ. დიდი ამბავი, ორი დღეა არ ვუნახივარ. - მხრები აიჩეჩა მატეომ და ყველაფრისგან ერთიანად გაღიზიანებული საზურგეს მიეყრდნო. - დედაშენია, მატეო.- ხმა ამოიღო კრისმა და წარბები აუზიდა. - თქვენ რა რჩევებს მარიგებთ. ავალთქო, ესე იგი მართლა ავალ! - ნერვებმა უმტყუნა რაილსს და ხმას აუწია. ჰაერი ერთიანად დაიხუთა ბიჭების გარშემო. - ბარბარას შესახებ აქამდე რატომ არაფერი გვსმენია? მშვენიერი აღნაგობის გოგონაა. - თემა სწრაფად შეცვალა კრისმა და მაგნიტაფონს დაეჯაჯგურა, რომ მუსიკა ჩაერთო. რათქმაუნდა, არ გამოუვიდა. ძველებური ტექნიკის ჩართვა მხოლოდ იქაურობის პატრონს ეხერხებოდა. მატეოს გვერდულად ჩაეცინა. ცალი ხელით გადასწვდა და მუსიკაც მალევე აჟღერდა. პატარა, მოძრავი ღილაკით ხმას დაუწია და თავის ადგილს დაუბრუნდა. ივანი ყველაფრისგან გაბრუებული აკვირდებოდა სიტუაციას და ჯერ კიდევ ვერ ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო, რა ეთქვა. ან თუ ეთქვა საერთოდ რაიმე. როდესაც რაილსმა მოწევა დაასრულა, ფეხზე წამოდგა ივანი და გარაჟის კარები ფართედ გახსნა და ზაფხულის სიგრილეს უფლება მისცა პატარა, დახუთული არემარე გაეწმინდა. ძმაკაცის ეს ჩვევა ყოველთვის აღიზიანებდა მატეოს, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ხმადაბლა ამოიხვნეშა და თვალები დახუჭა. - ვინ არის ბარბარა? - თავი მოიკატუნა მატეომ.პასუხის მოლოდინში ივანმაც ყურები ცქვიტა და ახლა ორივე კრისს უმზერდა. - ელას მეგობრის შვილია. რაც შენ სახლიდან აორთქლდი ის დღეები მანდ არიან. - გადმოცხოვრდნენ თუ? - ხელები აიქნია გაურკვევლობისგან რაილსმა. ხუთმა აზრმა ერთდროულად გადაუკრა ბინდი თვალებზე. ყველაზე ნაკლებად აწყობდა ბარბარას ხმის ამოღება დედამისთან. - არა მგონია. დილით რომ ვიყავი, ბარბარა გამეცნო. სულ შენზე საუბროდა. ასე მეგონა იცნობდი, იმდენად აღტაცებულია შენით. - რამ აღაფრთოვანა? - ჩაეცინა მატეოს და ახლა ნიკოტინისგან გაიჟღინთა ფილტვები. - არც კი მჯერა, რომ ფოლსის გარდა სხვა მანდილოსანზე იკითხე რამე. - აღტაცებით აღმოხდა ივანს. რაილსის მზერამ მიახვედრა, რომ მისი სიტყვები უადგილო იყო და მაშინვე პირი დახურა. - ეგ თავად კითხე. შენი გაცნობა არ აწყენდა. უბრალოდ ერთი პატარა მინუსი აქვს. მაგრამ შენთვის შეიძლება პლიუსადაც კი ჩაითვალოს. - მხრები აიჩეჩა კრისმა და წყალი მოსვა, რომ სიცხისგან გამომშრალი ყელი ჩაეწმინდა. რაილსმა პასუხის მოლოდინში წარბები აზიდა- ბოშაა. მოულოდნელად გადაიხარხარა რაილსმა და ხელი ისე ჩაიქნია, რომ ორივე ძმაკაცს გოგონასთან პოტენციური მომავლის იმედი გაუქრა. - თუ დედაჩემის ვიღაცის შვილია, სხვა გზა აღარ მრჩება და ჯანდაბას, გავიცნობ. უბრალოდ, ჩემზე კარგად თქვენ ხვდებით რომ პარტნიორი არ მჭირდება და მაჭანკლობას მოეშვით. ფეხზე წამოდგა. ის ის იყო, კრისს კიდევ რაღაც უნდა დაემატებინა, როდესაც სირენების ხმამ სამივე გააბრუა. რაილსმა ფეხები აამოძრავა, გარაჟს გასცდა და ცალი ხელით დამაბრმავებელი შუქები დაიჩრდილა. - ყველაფერი რიგზეა? - ხმამაღლა იკითხა მატეომ, როდესაც პოლიციელმა მისკენ ნაბიჯები ააჩქარა. სახეზე ისეთი უარაფრო გამომეტყველება აიკრო, რომ უცხო ადამიანს ახალი გაღვიძებული ეგონებოდა. პოლიციელმა ჯერ მატეო აათვალიერა, შემდეგ მის უკან მდგარი კრისი და ივანი. რაილსმა დასახიჩრებული ხელი ჯიბეში ნელა, შეუმჩნევლად ჩაიცურა და პოლიციელს გაუღიმა. - შემოწმებაზე ვართ, ბიჭებო. ორი კვარტლის მოშორებით თქვენხელა ბიჭი ნაცემი იპოვეს და დაგვირეკეს. რამე ხომ არ გსმენიათ ამის შესახებ? - ნახევარი საათია, რაც ქვემოთ ჩამოვედით უფროსო. - ხმის ამოღება დაასწრო კრისმა. - რამეს თუ შევიტყობთ, გაგაგებინებთ. - რამდენიმე ნაბიჯით გაასწრო მატეოს და პოლიციელს ხელი გაუწოდა. მოჭუტული თვალებით კიდევ ერთხელ აათვალიერა სამეული კაცმა და კრისს ხელი ჩამოართვა. გაღიმებული შებრუნდა, მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად აორთქლდა. - რადგან პოლიცია ჩაერია, მთლად კარგად ვერ იქნება იმ ბიჭის ჯანმრთელობა, მატეო. - წარბები შეკრა ივანმა და სახე მოისრისა. რაილსი უემოციოდ უსმენდა მეგობარს და თვალებს ძალიან ნელა ახამხამებდა. - იმ ტიპმა შენი სახელი ძალიან კარგად იცის. გონზე რომ მოვა, უეჭველია რომ დაგასმენს. - და რას მთავაზობ. ხომ არ მოვკლავდი?- დაებღვირა მატეო მეგობარს, მხარი გაჰკრა და სკამს დაუბრუნდა. შემდეგი ღერი კოლოფიდან ამოაძვრინა და მოუკიდა. ღრმად ჩაისუნთქა და მთელი ყურადღება რგოლების გამოშვებაზე მიმართა. - ისეთი სახით მიყურებთ, ზედ გაწერიათ რომ გინდათ აქედან მოვშორდე. - დედაშენის მონახულებას უფრო გირჩევდი, პირველ რიგში. - შესთავაზა ივანმა. - შემდეგ... შემდეგ რამდენიმე დღე თუ წახვიდოდი ქალაქიდან კარგი იქნებოდა. თან ხელზე ნიშნები გაქვს, რომ ვიღაც კარგად სცემე. ჩვენ გამოვძვრებით, გავიკითხავთ. სიტუაცია რომ ჩაწყნარდება, გაგაგებინებთ. - ვერ წავალ. საქმეები მაქვს აქ. - ღრმად ამოისუნთქა და თავი ჩახარა. თითქოს სულაც არ ადარდებდა, ის ფაქტი რომ წუთი წუთზე მასზე ძებნას გამოაცხადებდნენ. - ფოლსს თუ გულისხმობ, მე მოვუვლი. შენ მაგაზე არ ინერვიულო. - გაუღიმა კრისმა და თვალი ჩაუკრა. მატეოს მეგობრის შეთავაზება არ ესიამოვნა. წარბები შეკრა და გამომეტყველება სრულიად შეეცვალა. თითქოს, არ უნდოდა მია ვინმესთან მიეშვა, თუნდაც მის საუკეთესო მეგობართან. - მას არც კი იცნობ. თქვენთან საუბარში დროის დაკარგვას, მირჩევნია წავიდე და მოვინახულო. ზედმეტი საუბრისგან დედაჩემთან თავი შეიკავე კრის. მეგობრულად, მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა რაილსმა და გვერდი აუარა. ივანი ტუჩებ მოკუმული იდგა. არც მას სიამოვნებდა მატეოს დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ მაგრამ უკვე მიჩვეულიყო. მატეო არასდროს ამჟღავნებდა ემოციებს. მატეოს არასდროს ადარდებდა არავინ და არაფერი. გამონაკლისი მისი ოჯახი, მაილსი და მია ფოლსი იყო. რათქმაუნდა გასაჭირში ყოველთვის მხარში ედგა მის მეგობრებს, თანაც უსიტყვოდ. მატეო არ გრძნობდა. მატეოს არაფრის ეშინოდა. მატეო ცხოვრობდა წუთიერი ცხოვრებით და არა მომავლით. ალბათ ამიტომაც იყო, რომ არაფერი ანაღვლებდა. ხარბად ჩაისუნთქა ივანმა ჰაერი და სახლისკენ კიბეებს აუყვა. ფიქრობდა, როგორ შეეძლო ძმაკაცი გონზე მოეყვანა და არარსებულ ვარიანტებს ვეღარც ითვლიდა. -მაგ გოგოსთან ფრთხილად იყავი . რაღაც დიდად არ მომწონს, მაგრამ მეგობრულად კაი ვინმეა . - ნაბიჯი აუწყო კრისმა მატეოს და სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს, თითქოს ცდილობდა ძმაკაცისთვის მიას ნახვა გადაეფიქრებინა. - კრის, ძმაკაცი ხარ.მაგრამ მიაზე ცუდის თქმას არავის შევარჩენ.- ნერვები მოეშალა მატეოს. ჯიბეში ცალი ხელით გასაღებს წვალება დაუწყო. - ჩემი ნაღდი სიყვარაულიაო ამბობ , მარა ეგეც რო ისეთი აღმოჩნდეს ? აი წინას ნაირი! შენ ყველას საჯდომზე უყურებ და შემდეგ გოგონებს სათამაშოებივით ისვრი.ერთიც იქნება გოგო თვითონ გისვრის და რომ ვაკვირდები, ეგ მია არ აღმოჩნდეს ის ვინც 'გისვრის' . ისტორიები მეორდება.ასე გგონია, მაგრამ საერთოდ არ შეცვლილხარ . უბრალოდ ისევ იგივე საქმიანობას ეწევი. კი, მეც ამ საქმეში ვარ. ვშველით, ვეხმარებით ხალხს რომლებსაც საკუთარი ტრ*კის თრევა არ შეუძლიათ მაგრამ ამით რა. გგონია ეს უკეთეს ადამიანებად გვაქცევს მატეო?! - ერთიანად გაბრუებულ მატეოს თავში უამრავი მოსაზრება ჰქონდა. მეგობრისგან მსგავსი სიტყვების მოსმენა იმაზე გამაღიზიანებელი აღმოჩნდა,ვიდრე ეგონა. მაგრამ ფაქტი ერთი იყო, მია ფოლსის ხსენებისას გოგონას თვალებს და მოცინარ სახეს გონებიდან ვერ იგდებდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ცუდად მოიხსენიებდნენ თუ კარგად. კრისი ამჩნევდა, რომ მისი ძმაკაცი რომელიც გაბადრული სახით, ოდნავ კისერ დაჭიმული უსმენდა, ღრუბლებში გაფრენილიყო. ღრმად ამოიხვნეშა და მატეოს მდუმარებისგან ნერვებ აყოლილმა განაგრძო: -იცი რატომ არ გეუბნებოდი ამ ყველაფერს ? რამდენი რამე გადაგხდა თავს ამაზე უარესი?! თუნდაც წინა იმ ზაფხულს გარიგება გაიხსენე, რომლის შესახებაც არავის არაფერს ეუბნები ან ტობი! მაგრამ მე ყველაფერს დროზე გაგებინებდი.მატეო, იმას დახმარება სჭირდება. მატეო, ეს უნდა გავაკეთოთ, ის უნდა გავაკეთოთ. ეს რატომ არ ვთქვი აქამდე?! განა იმიტომ, რომ არ ვნერვიულობ? უბრალოდ ახლა ზედმეტად დაკავებული ხარ მაგ გოგოთი და ძმაკაცებისთვის აღარ გცალია! მაგალითად, ახლა! - მატეო გაშეშებული იდგა, ხმას ვეღარ იღებდა. ტობის ხსენებისას სახიდან ფერი გადაუვიდა. კრისს უყურებდა და მხოლოდ ერთი სურვილი გააჩნდა. მეგობრისთვის კისერში ხელები მაგრად წაეჭირა და იქამდე არ გაეშვა, სანამ ვერდებას არ დაუწყებდა. რაილსს ნელ-ნელა დაძაბულობისგან კისერზე ძარღვები დასკდომამდე ებერებოდა.თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. ცდილობდა ორგანიზმში ის არაბუნებრივი ნივთიერება მოეძებნა, რომელსაც ჩაებღაუჭებოდა და ყურადღებას გადაიტანდა, მაგრამ კრისი არ ჩერდებოდა. - ან საერთოდ რატომ ვკარგავ შენთან საუბარში დროს . წადი, მია ფოლსს მიხედე. ტობის საფლავს დანარჩენები ავაკითხავთ. წინადადება წამის დამთავრებული თუ ექნებოდა კრისს, როდესაც ძლიერმა მოქნეულმა ხელმა კედელს ინერციით მიანარცხა. პერანგის საყელოს აფთარივით დაძგერებული რაილსი მთელით უჭედა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. -კიდევ ერთხელ ახსენებ ტობის და იცოდე, მისალმების ღირსადაც აღარ ჩაგთვლი! კბილებში გამოსცრა და შეეშვა. კრისი ძმაკაცის აფეთქებისგან გაოცებული ერთ ადგილას გაშეშებულიყო და უყურებდა რაილსი წრაფად როგორ ტოვებდა იქაურობას. ყველას კარგად ახსოვდა, რამდენიმე წლის წინ როგორი საშინელი იყო ის ღამე. მოსახლეობას თავის საწოლში თბილად ეძინა, ის კი არავინ აინტერესებდა, რომ სადღაც ვიღაცას უმოწყალოდ სცემდნენ, კლავდნენ, აშანტაჟებდნენ. მატეო რაილსი აივანზე მაილსთან ერთად მოკალათებულიყო. ძაღლი ჯერ კიდევ ლეკვად ითვლებოდა, ამიტომაც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვდა ხოლმე პატრონისგან და სულ უკან დასდევდა. ტობი, მატეოს ერთერთი ბავშვობის მეგობარი, უერთგულესი ადამიანი გახლდათ. სამზარეულოში ორ ფინჯან ყავას ამზადებდა მისთვის და მატეოსთვის. თვალებ გაბრწყინებული დაბრუნდა რაილსთან და ჭიქა მიაწოდა. ბედნიერი იყო, რადგად ბიძამისი იმ დღეს, დილით გამოუშვეს პირობითიდან და ამის აღნიშვნის მიზეზიც ჰქონდა. - დამნაშავე არ იყო. - ხმადაბლა ამოილაპარაკა ტობიმ და ყავა მოსვა. - ვიცი, ტობ. ჩემთან ახსნა არ გჭირდება. მე სიმართლეს უთქმელად ვყნოსავ. - დაემოწმა მატეო და მეგობარს თვალი ჩაუკრა. ახარებდა რაილსს ძმაკაცის სიხარული. ძმას უფრო ეძადა, რადგან ტობი ძირითადად სულ რაილსთან რჩებოდა ხოლმე. ჭირში და ლხინში ერთად. მაშინაც, როდესაც მატეო პირველად შეხვდა მიას, ტობი ქუჩის მეორე მხრიდან აკვირდებოდა განვითარებულ მოვლენებს და მეგობარს მთელი სულით გულშემატკივრობდა. იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო პირველი სიყვარული რაილსისთვის, ამიტომაც ძალისხმევას და რჩევებს არ იშურებდა. ის კი არა, როდესაც მატეოს გრძნობებს ცალმხრივი სიყვარულის დაღი დაესვა, ისიც კი შესთავაზა მოვიტაცოთო.გააფთრებული ბოლთას სცემდა და ვარიანტებით მეგობარს თავბრუს ახვევდა: - რას ჰქვია არ უყვარხარ. მოვიტაცებთ და შეუყვარდები. არ შეუყვარდები და შენ თუ გინდა, მოვკლავ კიდეც. უბრალოდ ვერ გიყურებ მატეო, ნელ-ნელა ცხოვრების ხალისს როგორ კარგავ. - თუ კარგად არის, მირჩევნია უჩემოდ იყოს კარგად. - ბურტყუნებდა ხოლმე რაილსი - მას ხელი არ დააკარო, არც დაძალებით სიყვარულის მომხრე ვარ. მაგრამ, მოტაცებაზე ვიფიქრებ. ღიმილით ემოწმებოდა და ძმაკაცის თავგანწირვას აფასებდა. ყოველთვის. იცოდა რომ ტობი მისთვის მართლაც ყველაფერზე იყო წამსვლელი. როდესაც ტობის ბიძა დაიჭირეს, მატეომ გამოიყვანა ტობი მდგომარეობიდან. რეალობას მძაფრად აცდენილი ბიჭი უკვე არარეულ სამყაროში იწყებდა ცხოვრებას, რომ არა რაილსი. ყველანაირად ეხმარებოდა, მატერიალურად თუ სულიერად. მათი მეგობრობა უანგარო და უპირობო იყო. სამაგალითო. ბიძამისი ამ კონკრეტულ შემთხვევაში უდანაშაულო იყო. უბრალოდ, კანონიერი ქურდის სტატუსით სარგებლობდა და რაღათქმაუნდა ბევრი მტერიც ჰყავდა. ტობის მის გარდა, ოჯახის წევრი არ ჰყავდა. გარეგნობით კი, ის და ბიძა ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, ყველას მამა შვილი ეგონა. .. - მთავარია, უკვე თავისუფლების ჰაერს სუნთქავს. - გაამხნევა მეგობარი რაილსმა და ხელი მეგობრულად მოხვია. - დღეს სახლში დავბრუნდები. მასთან ერთად მატჩის ყურება და ლუდის დალევა ძალიან მომენატრა. - თვალები აუციმციმა ტობიმ მატეოს. მატეომ თანხმობის ნიშნად ღიმილით რამდენჯერმე დაუქნია თავი და მაილსს მოეფერა. - ამ დღეებში გამოიარეთ ორივემ, კარგი მოსაწევი ჩემზე იყოს. - თვალი ჩაუკრა რაილსმა მეგობარს და სახლიდან გააცილა. ალბათ, წინასწარმეტყველების ნიჭი რომ ჰქონოდა მატეოს, ტობის მისი სახლიდან იმ დამეს არ გაუშვებდა. დაიტოვებდა, კიდევ რამდენიმე დღე. მის ადგილსაც თავისუფლად, უყოყმანოდ დაიკავებდა, რომ შესძლებოდა. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. ხშირ შემთხვევაში, არასწორი ადამიანები პასუხს შეცდომით აგებენ მათ არდაშვებულ შეცდომებზე. ხშირად ასეც ხდება ხოლმე. სუსხნიან ღამეს, როდესაც ტობი ნელა მიაბიჯებდა სახლისკენ და გული სიხარულისგან აჩქარებული ჰქონდა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. მეორე დილით, მისი უსულო სხეული ხრამში უსახლკარომ იპოვა. მოგვიანებით, როდესაც დაკრძალვამ ჩაიარა, როდესაც ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა. ან უბრალოდ საზოგადოებისთვის ჩაწყნარდა, გაირკვა რომ განზრახ მოკლეს. მიზეზი კი ის იყო, რომ ვიღაცამ ბიძამისის ჰაერზე ყოფნა ვერ აიტანა. მათი გარეგნული მსგავსების გამო კი, არასწორი მსხვერპლი შერჩა მკვლელს ხელში. რაილსი იმ დღის შემდეგ, იშვიათად თუ სცემდა ვინმეს ხმას. განადგურებული იღვიძებდა ყოველ დღე და ერთგულ მაილსთან ერთად ტობის საფლავზე მიდიოდა. მხოლოდ იქ ამოიდგავდა ხოლმე ენას და ყველაფერს ყვებოდა, რაც კი გარშემო ხდებოდა. ეს ეხმარებოდა. ხშირად დაულევია იქ, საფლავის ქვასთან და არაფხიზელი წარმოიდგენდა ხოლმე როგორ ეჯდა ტობი პირდაპირ, როგორ უღიმოდა და როგორ უკრავდა თვალებს. არავის დანახვა სურდა რაილსს, არც ოჯახის წევრების, არც კრისის და ივანის. ცდილობდა, მათთვის თავი აერიდებინა მაგრამ ნაკლებად გამოსდიოდა. რამდენიმე წელმა გასტანა ასე, სიშავეში. ზოგჯერ, გაღვიძებაც კი არასასიამოვნო იყო. სუნთქვაც კი მძიმე ხდებოდა და ნაბიჯების გადადგმა. ცხოვრება იყო ტობის გარეშე რთული. თანამოაზრეს გარეშე რთული იყო. ერთ დღესაც, რაილსს ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა. როდესაც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს შემთხვევით მოჰკრა თვალი მოსეირნე მიას. თვეები იყო, რაც მასთან არ უსაუბრია. პირველად, ტობის ტრაგედიის შემდეგ აგრძნობინა მიამ მატეოს, რომ გულს ფეთქვა შეეძლო. რომ კარგი გრძნობებიც არსებობს და ჭრილობების დაჩრდილვა შეუძლია. რაილსმა ცხოვრებაში ნათელი წერტილი იპოვა, ის რის გამოც საკუთარი თავის ხელში აყვანა და ცხოვრების გაგრძელება ღირდა. ისეთი ამინდი იყო, ადამიანს ნოსტალგიურ განწყობაზე რომ დაგაყენებს და ტირილს მოგანდომებს. ამინდი რა მოსაგონია, დღეც კი მასეთი იყო. რუხი ღრუბლები ქალაქს გუმბათივით შემოსტყორცნოდა. ქუხილი ეკლდა მხოლოდ. ყველაფერი ნაცრისფერში შეღებილიყო. სუსხი სიო ხალხს სწრაფად, კოპებშეკრულ სიარულს აიძულებდა. ზოგსაც ცივისგან ტუჩები დახეთქვოდა და ერთიანად უთრთოდა. მატეო რამდენიმე წამით გზის მეორე მხრიდან გაშეშებული უყურებდა მიას. პატარა ნაბიჯებით ჩქარა მიუყვებოდა ქუჩას და ყველანაირად ცდილობდა, გამვლელები აერიდებინა. აგურისფერ, ფუმფულა შარფში ცხვირი ბოლომდე ჩაემარხა. ცალი ხელი ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი. რაილსი თავს დადებდა, რომ მუშტი მთელი ძალით ჰქონდა შეკრული გოგონას. შინაგანმა ძალამ ერთიანად დაარტყა და მისკენ უბიძგა. გარშემო ყველაფერი გაიდღაბნა, მხოლოდ თოვლივით თეთრი კანის მქონე, საყვარელ ადამიანს ხედავდა და ისე დგამდა ნაბიჯებს. არაფერი ადარდებდა, რაც გარშემო ხდებოდა. თითქოს მიზანში ამოეღო და ერთი სული ჰქონდა, როდის მიუახლოვდებოდა. მხოლოდ მაშინ შეფხიზლდა, როდესაც მათ შორის რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა. ყველა რაილსს უყურებდა. დაბღვერილმა გარშემო მიმოიხედა და მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ თავაწყვეტილს გზა გადმოუკვეთავს. - ახალგაზრდებმა სიცოცხლის ფასი არ იცით. საერთოდ არ უფრთხილდებით. - ზიზღით ამოილაპარა მოხუცებულმა. ზურგი შეაქცია და გზას გაუყვა. რაილსმა ღრმად ამოისუნთქა. - საკმარისია სანახაობა. მადლობთ ყურადღებისთვის, როგორც ხედავთ ცოცხალი ვარ. - თავი მსუბუქად დააქნია და თვალებით მიას დაუწყო ძებნა. ლამის გული იქვე გაუსკდა, რომ ვერ შეამჩნია, მაგრამ დაინახა. კაფეში, ფანჯარასთან იჯდა. შარფიდან სახე მთლიანად ამოეყო და გაყინულ, გავარდისფერებულ თითებს ცხელ ყავაზე ითბობდა. მფეთქავ ორგანოზე თაფლი სწრაფად შემოალღვა მატეოს. თვალები ღიმილით დახუჭა, ძალა მოიკრიბა და შენობაში შევიდა. ყავა შეუკვეთა და გოგონასგან არც თუ ისე შორს დადგა. თითქოს, მომსახურე პერსონალი სპეციალურად აჭინაურებდა ერთი ჭიქა სითხის ჩამოსხმას. ჯიბეში ხურდებს ხელით დაუწყო რაილსმა თამაში. ასე ეგონა, მისი გახშირებული სუნთქვა ყველას ესმოდა. უჭირდა მასთან მიახლოვება. უჭირდა ხმის ამოღება. - თქვენი ყავა, ინებეთ. - მსუბუქად გაიღიმა მატეომ და ასევე გამოართვა. ალბათ ათასმა აზრმა გაუელვა, სანამ მიბრუნდებოდა და მას მიუახლოვდებოდა. თუმცა, ის დაავიწყდა რომ სამყარო ყოველთვის მის გარშემო ნამდვილად არ ბრუნავს. - მატეო?! - გაოცებისგან ლამის ფინჯანი ხელიდან გააგდო. თუმცა მხრებში გაიმართა და მიასკენ მიტრიალდა. გოგონას თვალები გაფართოებოდა. ტუჩებგაპობილი უყურებდა რაილსს და ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა კიდეც. - დაჯდები? - შესთავაზა და სკამისკენ მსუბუქად უბიძგა. მატეო დასერიოზულდა თავი დინჯად დაუქნია და მძიმედ ჩამოჯდა. ყავას მისჩერებოდა. ყავისფერ სითხეში გოგონას შუბლის ანარეკლს უცქერდა და საკუთარ თავზე ეცინებოდა. ქვედა ტუჩზე მსუბუქად გადაიტარა ენა და როგორც იქნა თვალი გაუსწორა. მშვიდი სახით, მაგრამ ცივი თვალებით, ღიმილით მისჩერებოდა ბიჭს და თითქოს მის თითო ნაკვთს ზედმიწევნით აკვირდებოდა. - მარტო ხარ? - თავის დაზღვევის მიზნით იკითხა მატეომ და გარშემო სწრაფად მიმოიხედა. გოგონამ თავი დინჯად დააქნია. - არ მპასუხობდი. - ხვნეშით ამოილაპარაკა და ცხელი სითხე მოსვა. - ვიცი. - კოპები შეკრა გოგონამ. საკუთარ თითებს მიაშტერდა და ტუჩზე სიმწრისგან იკბინა. - არ მითხრა, რომ შეყვარებული გიკრძალავს. - გაეცინა მატეოს. - ვიცი, რომ მასეთი არ ხარ. - საერთოდაც, მე და პოლი... ურთიერთობა კარგად ვერ მიგვდის. - გამოუტყდა მია. დამნაშავის თვალებით, ქვემოდან ახედა რაილსს და მის რეაქციას დააკვირდა.ფოლსს უკვირდა, როგორ შეიძლებოდა თვეების უნახავ ადამიანთან წამებში ისე გახსნილიყო, როგორც ახლო მეგობართან. როგორც საკუთარ თავთან. თითქოს მათ შორის გაჭიმული დროის შუალედები წამს უტოლდებოდა ყოველ ჯერზე, როდესაც ერთმანეთს კვლავ ხვდებოდნენ. მატეოს გაოგნება გადაჰკვროდა სახეზე. მის ადგილას, ნებისმიერს ესიამოვნებოდა ამის მოსმენა. მაგრამ გოგონას განაწყენებულ სახეს და სევდიან თვალებს რომ უყურებდა გული საშინლად სტკიოდა. - მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მაგან შენი ფასი არ იცის. ოღონდ, არ გეწყინოს რა. - მხრები უხერხულად აიჩეჩა მატეომ. მიას ცრემლმორეული თვალები მალევე ამოუშრა. ტუჩებგაპობილმა ახედა რაილსს. წამიერად თითქოს შინადაგად გატყდაო. მხოლოდ იმას გრძნობდა და ხვდებოდა, რომ მატეო რაილსი მისთვის მნიშვნელოვან ადამიანს წარმოადგენდა. მასთან კონტაქტისას ყოველთვის გრძნობდა, რომ საკუთარი თავი იყო და არა ვინმე სხვა. ყოველთვის მისი აზრების კითხვა შეეძლო. - არ მწყინს. ალბათ ის უფრო საწყენია, რომ ჩემი აზრების კითხვა შეგიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ახლოს არ ვართ ერთმანეთთან. გოგონა ეცადა ძალით გაეღიმა. მატეოს მწვანე თვალებში, რომლებიც ოთახს მალახიტისფრად აკაშკაშებდა, ბავშვური სილაღის ფრაგმენტები იჩენდა თავს. მიხვდა რომ სიგიჟის ზღვარზე იყო. ამ აზრს არანაირი ემოცია არ გამოუწევია მასში. კარგა ხანია ემოციების აღქმა დაივიწყა. გამოშიგნული თოჯინასავით გრძნობდა თავს. მია ფოლსის ორ ნაბიჯზე ყოფნაც კი აიძულებდა მასში ყოველივე ადამიანურს, ყოველივე ნამდვილს თავი ეჩინა და სააშკარაოზე გამოსულიყო. - საკმარისია ჩემი დრამები. - ძალით გაიღიმა გოგონამ და იდაყვებს მსუბუქად დაეყრდნო. ფინჯანი უკვე დაეცარიელებინა, მაგრამ წასვლა არსად უნდოდა. თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. სუსხიან ამინდში მატეოს გვერდით ყოფნა ისე ათბობდა, როგორც არასდროს. - შენზე მომიყევი. მატეომ არც კი იცოდა, საიდან დაეწყო. თუმცა გოგონას ინტერესის გარეშეც ძალიან უნდოდა ახლოს ჰყოლოდა. უნდოდა ახლოს მიეშვა. ის კი არა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე სამყარო თავად აახლოებდა მასთან. - ბევრი რამ მოხდა. მაგრამ ხომ იცი, რაღაც ყოველთვის მოატრიალებს ხოლმე გადაწურულ იმედს. - მხრები უღიმღალოდ აიჩეჩა და ტუჩები მოკუმა. - მთავარი სწორედ ეგ არის. - თითქოს უნდოდა ეკითხა, რა მოხდა. უნდოდა დეტალები სცოდნოდა მაგრამ ხვდებოდა, რომ ოდნავ დიდხანს რომ გაეგრძელებინა მის არეულ თვალებში ცქერა თავად მიხვდებოდა ყველაფერს. ისედაც იცოდა, რომ მატეოს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე ვერ იყო. უფრო სწორად ხვდებოდა. - იცი, არ შემიძლია რომ არ გკითხო... - რამ მომიტრიალა გადაწურული იმედი? - ჩაეცინა რაილსს. მარგალიტივით თეთრი, ჩამწკრვებული კბილები ოდნავ გამოაჩინა და ფანჯარაში გაიხედა. ყბა გვერდულად მოქცეოდა დაჭიმულობისგან. თითებს კი შეუმჩნევლად მაგიდაზე აკაკუნებდა. - შენ. ძალა მოიკრიბა და თვალი გაუსწორა. გოგონას მუქი ფერის თვალები დაბნეულობამ მოიცვა. მატეო მიხვდა, რომ ალბათ არ იყო სწორი ამის თქმა. მაგრამ მის გვერდით საკუთარ თავს ვერ ერეოდა. – 4 წლის წინ გაგიცანი, მია. ხშირად კი არ ვნახულობთ ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის თვალში გავიზარდეთ. ყველაფერი ბავშვურად ვერ დარჩებოდა. - არ მითხრა, რომ ისევ გრძნობები გაქვს. - თავი უხერხულად იგრძნო ფოლსმა. გული გამალებით უფეთქავდა. რაილსი ნამდვილად არ ყოფილა პირველი ბიჭი, ვინც გრძნობებში უტყდებოდა და ამას დაუმალავად უმხელდა, მაგრამ მასზე ყოველთვის განსაკუთრებით ღელავდა. მის გრძნობებზე ყოველთვის ღელავდა. - არა, მაგრამ ზოგჯერ მართლა მენატრები ხოლმე. პირიდან ნაწილობრივ სიმართლე აღმოხდა და ვერც კი მიხვდა, რომ ამას ამბობდა. არც იმაზე დაფიქრებულა უნდოდა თუ არა მიას ამის მოსმენა. - უბრალოდ მინდება ხოლმე, როგორც ახლა წინ მეჯდე და გაუთავებლად გესაუბრო. - პატარა ბავშვივით ალაპარაკდა მატეო. საკუთარ თავს ვერ ერეოდა და ამის გამო კისერზე მიბჯენილი ძარღვები ერთიანად აწყდებოდა. - შენნაირად მგონი მართლა არავის ვყვარებივარ. - დანანებით ჩაიცინა გოგონამ და თავი ჩახარა. მასაც თავისით წამოსცდა სიტყვები. თითქოს მისი გული ალაპარაკდაო და გონებაში მაშინვე პოლმა გაუელვა. პოლს ჰყვარებია განა ასე მია? მიას კი უყვარდა პოლი, მაგრამ ის ცეცხლი რაც თავდაპირველად იყო გოგონაში განელებულიყო და თითქოს ვეღარც გრძნობდა. თითქოს ვალდებულების და შეჩვევის გამო იყო მასთან. რაილსის თვალებში დაიკარგა და თავის წარსულზე ჩაფიქრდა. იმ წლებზე დაფიქრდა, რომელიც პოლთან ერთად გაატარა. უყვარდა პოლს მია? ალბათ უყვარდა. თანაც ძალიან, მაგრამ მისთვის პრინციპები უფრო მაღლა იდგა. ის ბავშვურ გოგონას უფრო ხედავდა მასში ვიდრე ზრდასრულ ადამიანს და ჩამოყალიბებულად მოაზროვნეს. პასუხამდე მარტივად მივიდა. მაგრამ საკუთარ თავს ასე ვერ გამოუტყდებოდა. მხოლოდ იმიტომ, რომ მატეოს თვალებში დაკარგვა სიამოვნებას ჰგვრიდა, პოლს ზურგს ვერ აქცევდა. უნდოდა თუ არა, ის მისი ცხოვრების გარკვეულ ნაწილს წარმოადგენდა. რაილსი კი... რაილსი მხოლოდ ფონი, რომელზეც მუდმივად მოქმედი პიროვნება იყო. - თუ მეგობრული საზღვრის დაცვა შეგიძლია, მინდა ჩემი მეგობარი გაგაცნო. - გაეცინა მიას და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მსუბუქად მოიქცია. რომ მირეკავდი ხოლმე, შეგამჩნია და მას შემდეგ ინტერესით კვდება, ვინ ხარ. - თავი იმართლა. მანეკას მართლაც სურდა მატეოს გაცნობა, მაგრამ ეს თითქმის ერთი წლის წინ იყო. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ისევე როგორც მატეოს ცხოვრებაში, ასევე მანეკასთან და მაიკთან. მიას და პოლის ურთიერთობა კი დაულაგებელი დარჩა. ეჭვებით დამონებულები ხან ერთ კედელს მიაწყდებოდნენ ხოლმე, ხან მეორეს. ხან ჩხუბით და ყვირილით პოლი სახლს აზანზარებდა. ხანაც, იფიქრებდით რომ მასზე მოსიყვარულე ადამიანი არ არსებობდა დედამიწის გულზე. დაშორებაზე არცერთი ფიქრობდა, რადგან უკვე ზედმეტად შესისხლხორცებოდნენ ერთმანეთს. ან თავად ეგონათ ასე. - არ არის პრობლემა. თავი მსუბუქად დაუქნია მატეომ. არადა, მასში პატარა ბიჭი სიხარულისგან ხტუნავდა. მისთვის არაფერს წარმოადგენდა მიას მეგობრის გაცნობა. მთავარი ის იყო, რომ მასთან ერთად მეტი დროის გატარება შეეძლო. სანამ დანიშნულების ადგილისკენ დაიძვრებოდნენ ტელეფონი გადაამოწმა. კრისის და ბარბარას გამოტოვებული ზარები თვალში მოხვდა, თუმცა ყურადღება არ მიაქცია. ბოლო პერიოდი, ბარბარა ისედაც გონებას ურევდა თავისი წინასწარმეტყველებით. დაჭრილ ნაცემი ახალგაზრდას ამბავმა მალევე ჩაიარა. რაილსმა ძმაკაცებს კი თანხმობა განუცხადა ქალაქიდან წასვლის შესახებ, მაგრამ რათქმაუნდა არ წავიდა. იმდენად სერიოზულად არ მიიჩნია ის საქმე, რომ გაქცეულიყო. ბიჭი გადარჩა, მაგრამ არაფერი უთქვამს. „იმათმა“ ფულით მოისყიდეს. დიდი კითხვის ნიშანი იყო. რომელზეც პასუხი მხოლოდ მატეომ იცოდა. ადამიანს, რომლისაც ყველას ეშინოდა. რომელსაც ყველა პატივს სცემდა. რომლის სიტყვაც ყველაფრის მთქმელი იყო ვინმესი ეშინოდა? ვინმეს ამ ამაზრზენ დავალებებს უსრულებდა? კრისს და ივანსაც ვერ გაეგოთ პასუხი. ბავშვობიდანვე იცოდნენ, რომ პირად თემებზე საუბრის მოყვარული არ იყო მატეო. ამიტომაც ბედს შეგუებულნი, მხოლოდ მხარში ედგნენ, რაც არ უნდა ყოფილიყო. თავიდან, მარტო დაიწყო მატეომ დავალებების შესრულება. ვინმე იფიქრებს, რომ იმდენს უხდიან ხელიც არ უნდა აუკანკალდესო მაგრამ გასამრჯელოს არ იღებდა. უფრო სწორად, არ აძლევდნენ. ესეც ერთერთი საიდუმლო იყო, რომელიც არავის უნდა სცოდნოდა. ყველაფერი ტობის სიკვდილის შემდგომ დაიწყო. ორი თვის თავზე მატეომ მკვლელის ძიება დაიწყო. საეჭვო ხალხს სახლის კართან ადგებოდა. უთვალთვალებდა, დაჰყვებოდა და ყველა საჭირო ინფორმაციას გონებაში იბეჭდავდა. ძიება უშედეგო იყო, სანამ „ისინი“ არ გამოჩნდნენ და ‘დახმარების ხელი’ არ გაუწოდეს მატეოს. 20 წლის ბიჭის დანაკარგისგან დაბინდული გონება მარტივად წამოეგო ხაფანგზე და ერთიანად ჩაითრია უძირო ჭაობმა. მას მერე ორი წელი გავიდა. ყოველი დღე უარესდებოდა. გამონათების მაგივრად პირიქით, ყოველი დღე უფრო მუქი და ბუნდოვანი ხდებოდა. როცა სხვას ვნებდა, უკვე წარბიც არ უტოკდებოდა. ვერაფერს გრძნობდა. მარიონეტივით ჰყავდა ხელში მოქცეული ცხოვრებას. მაგრამ მისთვის რომ გეკითხათ, აქეთ ატარებდა ცხოვრებას თავის ჭკუაზე. -მოვედით. უბრალოდ იცოდე,რომ ძალიან გიჟი და პირდაპირია. ენერგო ვამპირს ვეძახი ხანდახან. - სიცილით განუმარტა მიამ და სადარბაზოში შეუძღვა მატეოს. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ. ორივე საკუთარ ფიქრებში ჩაძირულიყო. მია ნაბიჯებს ითვლიდა. რაილსი კი მის ნაკვთებს ზედმიწევნით ისწავლიდა. ეშინოდა, უცებ რომ ხელიდან გამოსცლოდა და საკმარისად ვერ ხსომებოდა გოგონა. ტობის დაკარგვის შემდეგ, საყვარელი ადამიანების გაქრობის შიში ტრამვად ჰქონდა ქცეული, რომელიც გულმოდგინედ მიეჩქმალა გონების უკანა ოთახში და კარიც ბოქლომით ჩაეკეტა. - შენ ჩემს ძმაკაცებს, ივანს და კრისს არ იცნობ. არამგონია მათზე უარესი იყოს. - თავი ღიმილით დაუქნია რაილსმა. - ალბათ, მათაც გაიცნობ. მიამ კარზე მსუბუქად დააკაკუნა და ორი ნაბიჯი უკან გადადგა მანეკას მოლოდინში. - გაგიჟდება... - თავისით ჩაილაპარაკა. მატეომ პასუხის დაბრუნება ვერ მოასწრო. კარი სწრაფად გაიღო. ვარდისფერ, ფუმფულა ხალათში გამოწყობილი მანეკა ცალი ხელით თმაზე დადებულ მსხვილ ბიგუდებს ისწორებდა. მიას დანახვისას ჩვეული ღიმილი გადაეფინამაგრამ მაშინვე მკვდრის ფერი დაედო, როდესაც მის გვერდით მატეოს ახედა. - ეს პოლი არ არის. - საჩვენებელი თითი დაბნეულმა და დაბღვერილმა გაიშვირა რაილსისკენ. რაილსი წარბებ აწეული აკვირდებოდა სიტუაციას და ტუჩის კუთხეში ღიმილს ძლივს იკავებდა. - ის არის, ვისი გაცნობაც დიდი ხანია გინდა. - ხვნეშით განუმარტა მიამ. - შემოგვიშვებ თუ გაყინვას აპირებ? - გაუცინა და დაქალს გადაეხვია. მანეკას მატეოსთვის თვალი არ მოუშორებია. მოჭუტული თვალებით უცქერდა და აზრზე მოდიოდა, ნამდვილად რაილსი იყო თუ მიას ცხოვრებაში კიდევ არსებობდა სხვა უცნობი და იდუმალი ადამიანი. ცალი ხელით ანიშნა რომ შემოსულიყო და კარი დახურა. - ეს ის ღამის რაინდია, შენთან დარეკვის დროს რომ არაერთხელ გამაღვიძა? - მოჭუტული თვალებით გააგრძელა დაქალის დაკითხვა. მატეოს წინ გადაუდგა, არაფრით აძლევდა უფლებას შესასვლელ ჰოლს გასცდენოდა. მიამ უხერხულობისგან თვალები აატრიალა და შერცხვენილმა გადახედა მატეოს. - მაპატიე. - ჩაიჩურჩულა რაილსის მიმართულებით. მატეომ თავი გაბადრულმა გაუქნია. ერთობოდა კიდეც, შექმნილი სიტუაციით. გოგონებს შორის ისეთ სილაღეს და სინამდვილეს ხედავდა, როგორიც საკუთარ სანაცნობოში არცერთხელ შეუნიშნავს. - ეგ ვარ. - მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა რაილსმა, როდესაც მიხვდა, რომ მანეკა შეშვებას არ აპირებდა. ბერმანსმა მოჭუტული თვალები ნორმალურ ფორმას დაუბრუნა და წარბებიც გაშალა. - აჰ, შინაური ყოფილხარ. მატეო რაილსი, თუ სწორად მახსოვს? - ხელი მეგობრულად გაუწოდა მანეკამ. - კი, კი. სწორად გახსოვს. ღიმილით დაეთანხმა მატეო და ხელი ჩამოართვა. - მოსაკლავი ხარ, მია. გაგეფრთხილებინე მაინც და ასე არ დაგხვდებოდით. თან მაიკიც აქ არის. - მხრები უხერხულად აიჩეჩა მანეკამ. მაიკის ხსენებაზე ოდნავ კოპები შეკრა მატეომ. რადგან მის შესახებ არასდროს სმენია. - მაიკი ჩვენი მეგობარია - განუმარტა მიამ მატეოს. გულში რაღაც ჩასწყდა. მაიკის საწინააღმდეგო ფოლსს ნამდვილად არაფერი არ ჰქონდა, მაგრამ ერჩივნა მატეო მხოლოდ ბერმანსისთვის გაეცნო. - გასაგებია. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა რაილსმა და გოგონებს გაყვა. მაიკი ვიდეო თამაშებში ჩაფლულიყო და გარე სამყაროს საერთოდ ვერ ამჩნევდა. - მაიკ. - ხმადაბლა დაუძახა მიამ და მიუახლოვდა. ფოლსის დანახვისას სახე გაბადრული მაშინვე ფეხზე წამოდგა. ჯერ გოგონა გადაკონცა, შემდეგ კი გაოცებული მიაჩერდა რაილსს. - ეს პოლი არ არის. - თვალები მოჭუტა მაიკმა. - ღმერთო! - შუბლზე ხელი მჭიდროდ მიიჭირა მიამ. - გაიცანი, მატეო. - სიტუაციისგან გაღიზიანებული ხელებს მთელი ძალით ეჭიდებოდა. თითქოს საკუთარ თავს აკავებდა, რომ გოგრასავით არ გამსკდარიყო. - სამზარეულოში გავიდეთ. ყავას მოვადუღებ. - ხელით ანიშნა მატეოს ბერმანსმა, რომ გაჰყოლოდა. მიამ მსუბუქად დაუქნია თავი და რაილსიც დამჯერი ბავშვივით მოიქცა. - მაიკ, შეგიძლია პოლი არ ახსენო? - შეევედრა მია, როდესაც მასთან ერთად მარტო დარჩა ოთახში. - რომელი ჩემი მეგობარი ეგ ნახე. უბრალოდ გამიკვირდა. შენს გვერდით ჩემი და პოლის გარდა სხვა მამაკაცს პირველად ვხედავ. - მხრები დაბნეულმა აიჩეჩა და დანებების ნიშნად ხელები ჰაერში აღმართა. - უკვე გამოგფიტა ენერგიისგან? - გაეხუმრა ფოლსი რაილსს და პირდაპირ ჩამოუჯდა. მანეკამ კოპები საფირმოდ შეკრა და ყავა ფინჯნებში ჩამოასხა. რაც არასდროს იყო ზედმეტი მატეო რაილსისთვის ეს ყავა და სიგარეტი გახლდათ. - აქ მოწევა შეიძლება? - ხმადაბლა იკითხა ბერმანსის მიმართულებით და ერთი ღერი კოლოფიდან ამოიღო. კოლოფი იქვე, მაგიდაზე დადო და მასპინძლებს ანიშნა, რომ თუ უნდოდათ შეეძლოთ აეღოთ. - მოწიე. - დაეთანხმა მანეკა და უკმაყოფილოდ ჩამოეყრდნო მაგიდას. - მოწევა მართლა ვნებს ფილტვებს. - თავი მასწავლებელივით დაუქნია მატეოს. რაილსს კვლამლი ლამის გადასცდა მოულოდნელობისგან და დაბნეულმა, მოჭუტული თვალებით გახედა ბერმანსს. - ყველა სფეროში გარკვეული ექიმი გახლავს მანეკა. მისგან ასეთ დარიგებებს შეეგუე. - გაუცინა მიამ. - მართლა? შესანიშნავი ამბავია. სხვათაშორის, ექიმს არავის ვიცნობ. საინტერესოა. - მაგიტომაც გაგიკვირდა. ალბათ პირველად მოისმინე, რომ მოწევა კლავს. - მხრები აიჩეჩა მანეკამ. ყავა პატარა ყლუპით მოსვა და თავდაჯერებულმა გაიღიმა. - მგონი ამ ბიჭს მაგარი იმუნიტეტი აქვს. - დაოცებული შეუბრუნდა დაქალს. ისე დაუწყო საუბარი, თითქოს მატეოს არაფერი ესმოდა.შემდეგ ისევ რაილსისკენ მიაბრუნა თავი. - რაც ფეხი შემოადგი, ჯამურად მგონი სულ ოცი სიტყვაც არ გითქვამს. - ხო, მიამ გამაფრთხილა ენერგო ვამპირიაო. - სიცილით, კვამლი ნელა გამოუშვა მატეომ. მიამ ხვნეშით თავი ხელებში ჩარგო. მიხვდა, რომ ეს ორი ერთმანეთს ზედმეტად კარგად უგებდნენ და ცინიკურ საუბარშიც თავისუფლად, უკომპლექსოდ ყვებოდნენ ერთმანეთს. - გაუფრთხილებიხარ. ამ ქალბატონს 4წელია ვიცნობ და ესეც შენსავითაა. პირიდან სულ სიტყვები უნდა გლიჯო, რომ რამე მოისმინო. - მადლობა მანეკა. - თვალები აუბრიალა ფოლსმა. სიცილს ვეღარ იკავებდა. მაიკი სიტუაციით მობეზრებული მისაღებში გაბრუნდა და თამაში გააგრძელა. - არ მიაქციო ყურადღება. ზედმეტად ჩათრეულია უაზრო თამაშებში. - ხელი აიქნია უკმაყოფილოდ ბერმანსმა და მაიკს თვალი გააყოლა. - შემიძლია გულწრფელად გითხრათ რაღაც? - ყავა მოსვა რაილსმა და ღრმად ამოისუნთქა. - რათქმაუნდა. - დაემოწმა ფოლსი და თვალები სწრაფად დაახამხამა. მანეკას არ გამოჰპარვია დაქალზე წამიერად მიშტერებული მატეოს თვალები როგორი გაბრწყინებული და ბედნიერებით სავსე იყო. - თქვენი მეგობარია, ალბათ თქვენ უკეთ იცით, მაგრამ მაგ თამაშს მასე ნუ შეჰყვება. ჩემმა ნაცნობმა საკმაო ფული წააგო. წასვლისას მეც ვეტყოდი ორ სიტყვას, მაგრამ აშკარად თქვენთან უფრო ახლოს ვარ. - ამოიხვნეშა და მეორე ღერს მოუკიდა. - რას ამბობ, მატეო. -შეიცხადა მანეკამ. მია დაბღვერილი, დაბნეული აკვირდებოდა მის სიტყვებს. - ვიდეო თამაშის სახე აქვს. მაგრამ ტოტალიზატორული ფორმაა. - გასაგებია. - სუნთქვა შეკრულმა უპასუხეს გოგონებმა. ერთმანეთს ისეთი სახით გადახედეს, ალბათ მატეო რომ არა, მაიკს ელვას დაატეხდნენ თავს. - მერე მივხედავთ. ესეთი სიმპატიური თუ იყავი, კი არ ვიცოდი. - არშიყით თემა სწრაფად შეცვალა ბერმანსმა და მაცდური თვალებით მიას გადახედა. გოგონა თვალებით ევედრებოდა დაქალს, რომ ბევრი არაფერი ეთქვა, იმიტომ რომ სირცხვილისგან ისედაც იწვოდა. უკვე არ იცოდა, რამდენად კარგად მოიქცა რაილსის იქ მიყვანით, ერთი საათის განმავლობაში ზედმეტად ბევრიც კი გაირკვა. თითქოს ამ ბიჭის გარშემო კარგი და მშვიდი არაფერი ჩერდებოდა. - არც მიას უთქვამს, ლამაზი დაქალი თუ ჰყავდა. - თვალი ჩაუკრა მანეკას რაილსმა. - ოპერაციებსაც ატარებ? - ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა. - მასეც შეიძლება ითქვას. ჩემთვის წითლად შეღებილი ორგანოების ნახვა უკვე ისეთივე უბრალო რამეა, როგორც შენთვის სიგარეტის მოწევა. - მარტივად აუხსნა. მატეო მიას დაქალით კმაყოფილი დარჩა. გულწრფელობის გარდა მართლა ვერაფერს ამჩნევდა. - შენ რას საქმიანობ? სწავლობ თუ მუშაობ? - სწავლას ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში მოვეშვი. შემეცნებით, სასწავლო დაწესებულებების გარეთ სწავლას უფრო ვემხრობი. - მოურიდებლად აუხსნა მანეკას. მიამ რათქმაუნდა ეს უკვე იცოდა. – 24 წლის ასაკში ზედმეტიც კი მაქვს ნანახი ამ ცხოვრებაში. სამსახურს რაც შეეხება, ვეძებ. - ყველანაირად ეცადა, ნორმალური ადამიანივით ეპასუხა. - ტოლები ვყოფილვართ. მაგრამ რაღაცას მაინც არ ამბობ. - ხუმრობით მიაჩერდა ბერმანსი. რაილსმა ჩაიცინა. მიას გადახედა, რომელიც ფიქრებით სულ სხვაგან იყო. მატეოს მუქ ჩალისფერ თმას მიშტერებოდა და მოოქროსფერო ფერებში იკარგებოდა. დროის გაჩერება რომ შესძლებოდა ზუსტად მანდ გააჩერებდა. სანამ არ მობეზრდებოდა იქამდე დალევდა ყავისფერ სითხეს თავის მეგობრებთან და მატეოსთან ერთად. იქამდე ისაუბრებდნენ ნებისმიერ თემაზე, სანამ ენები არ დაეღლებოდათ და ყელი არ გამოუშრებოდათ. „მგონი, ხანდახან მეც მენატრები ხოლმე.“ გონებაში ჩაილაპარაკა ფოლსმა. მისი ეს ფიქრი იმდენად ჩუმად და ჩურჩულით იყო ნათქვამი, თითქოს საკუთარ გონებას, საკუთარ გულსაც კი უმალავდა ამას. უზომოდ თავისუფლად გრძნობდა თავს. წარმოდგენა არ ჰქონდა, რაზე საუბრობდნენ ის და მანეკა. იცოდა, რომ ჩვეულად ბერმანსი შაყირს დაუწყებდა, მისი გათვლებით მატეოს აჰყვებოდა და დაძაბულობის ნატამალიც კი არ იქნებოდა მათ შორის. ამიტომაც იმაზე სულ არ ღელავდა, რომ მათი ხმები ბუნდოვნად ესმოდა, სანამ ნაცნობმა ხმამ არ დაურღვია მყუდროება. ხმამ, რომელიც იქ არ უნდა ყოფილიყო. პოლი ტუჩებგაპობილი მისჩერებოდა მატეოს. მის უკან მაიკი შეწუხებული სახით იდგა და სახეზე ეწერა, რომ იცოდა კაი არაფერი მოხდებოდა, თუ რაილსის ვინაობა გამჟღავნდებოდა. - მია. - მკაცრად წარმოთქვა გოგონას სახელი. - პოლ... დღეს არ მუშაობდი? - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ფოლსმა და შეყვარებულისკენ კონცენტრირებას შეეცადა. ვერ გაერკვია, ახლა იმ ოთახში არსებული ხუთი ადამიანიდან რომელი უფრო დაძაბულიყო. - უკვე დავასრულე. - მკაცრად გაიჟღერა პოლის ხმამ. რაილსს თვალის უპეები მაშინვე ჩაუშავდა, როდესაც პოლი ამოიცნო. მია იმ წამსვე მიხვდა, რომ ამ სიტუაციას კარგი სუნი არ უდიოდა. ახლა რა ექნა? სად გაქცეულიყო? ვერსად წავიდოდა. დამონებული იყო. თითქოს სქელი ჯაჭვით ჰქონდა ხელ-ფეხი შეკრული. კისერზე კი საკუთარი ვერ ნათქვამი სიტყვები ხელს მაგრად უჭერდა. - პოლ, ყავას დალევ? - მხიარულად შესთავაზა მანეკამ. მცდელოდა კარგი ჰქონდა, მაგრამ ნაკლებად გამოუვიდა. - მანეკა, ახლა არ გინდა. - ჩასჩურჩულა მაიკმა და მკლავზე ხელი მოხვია, რომ ოთახიდან გაეყვანა. ბერმანსმა მეგობრის შეთავაზება უარყო. ხელი სწრაფად გააშვებინა და ფეხზე წამოდგა. დახლს მსუბუქად ჩამოეყრდნო და პოლს გაუსწორა თვალი. ხელები მომუშტვოდა და წამი წამზე იფეთქებდა. - პოლ, მოეშვი. მხოლოდ ვსაუბრობდით. მუშტების ქნევა ნუ გიყვარს. გაიცანი, ეს მატეოა. - კვლავ ალაპარაკდა მანეკა. - ახლა, ალბათ უნდა ვთქვა სასიამოვნოა მეთქი. - ხმადაბლა ამოილაპარაკა მატეომ და ფეხზე წამოდგა. მია გაუნძრევლად იჯდა სკამზე მიყინული. ხელ-ფეხს ვერ გრძნობდა, თვალები ამომწვარივით უხურდა. - სასიამოვნოა. - ხელი დინჯად გაუწოდა რაილსმა პოლს. სიგარეტი ტუჩებით დაიჭირა და თვალები დააწვრილა. პოლის შავი, სისხლჩაქცეული თვალები კარგს არაფერს მეტყველებდნენ. გამოწვდილ ხელს უღიმღამოდ დახედა და მზერა მიასკენ გადაიტანა. მატეომ თავის ქნევით ‘ასეც ვიცოდიო’ რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა და კედელს მიეყრდნო. ღრმა ნაპასი დაარტყა, გადააფერფლა და კვლავ ტუჩებს შორის მოიქცია. - ალბათ შენი მეგობრისთვის იმის თქმა დაგავიწყდა, რომ მანეკას სახლი თავშეყრის ადგილია და აქ არ უნდა მოგეყვანა. ფოლსს ხმამაღლა ჩაეცინა. ახლა ისიც ფეხზე წამოდგა. რაღაც ძალით კიდურები გაიმაგრა და თავი მაღლა ასწია. - შენ არ გაქვს უფლება გადაწყვიტო, ჩემი დაქალის სახლში ვინ მოვა და ვინ წავა. - მია, დამშვიდდი. პოლ, შეიძლება დაგელაპარაკო? - თავით გვერდით ოთახისკენ ანიშნა რაილსმა პოლს. სიგარეტი საფერფლეს მიაწვა და მხრებში გასწორდა. ფოლსს სუნთქვა შეეკრა. მატეოს თვალებში ისეთი რაღაც დაინახა, რაც აქამდე არ ენახა. საშინელმა გულის რევის შეგრძნებამ შეიპყრო და ინსტიქტურად მუცელზე ხელი მაგრად მიიჭირა. მუცელი როგორც ცხოველებში, ისევე ადამიანებში ყველაზე მგრძობიარე ნაწილია. სტრესი, ნერვიულობა ერთიანი ტკივილით ატყდება თავს. ალბათ, სწორედ ამიტომაცაა ემბრიონი მშობლის სხეულში მოკუნტული, რომ ყველაზე მგრძნობიარე ადგილის დაცვას შეეგუოს. დაძაბულობისგან გაჟღენთილი ჰაერის სუნთქვა უკვე შეუძლებელიც კი ხდებოდა. - მიას დაცვა არ სჭირდება. ჩემს შეყვარებულთან მაქვს გასარკვევი და არა შენთან. - აგდებული მზერა შეატოვა პოლმა რაილსს და ფოლსისკენ დაიძრა. მკლავზე ხელი მჭირდროდ მოხვია და ეცადა ძალდატანებით ოთახში გაეყვანა. მატეოს გარშემო ჰაერი გაქრა. ჟანგბადი სრულიად ამოეწურა მის ფილტვებს. გონებიდან გულამდე გადატყორცნილი სისხლის შხრიალი ნათლად ესმოდა. თვალები ღრმა ჩასუნთქვით დახუჭა. ეცადა მოწოლილი ადრენალინი მიეჩქმალა. რაიმე ეპოვა საკუთარ ორგანიზმში რაც ამას დაავიწყებდა. ხელები საშინლად ექავებოდა. დახუჭული თვალების მიღმა მის ცხოვრებაში მომხდარი საშინელი კადრები ნათლად იქცა. თითქოს, ხელახლა გამოიარა ის დამპალი, საშინელი გრძნობები და ხელახლა შეიგრძნო. თვალები გაფართოებული გუგებით გაახილა. ეცადა, ხსნა საყვარელი ქალის ხმაში ეპოვნა, როგორც ამას უწინ აკეთებდა ხოლმე. ან თუნდაც მისი ახლოს ყოფნით ესარგებლა და უძირო თვალებში ჩაეხედა. მია ფოლსის უარაფრო გამომეტყველებამ და ჟინით აღსავსე თვალებმა, რომლითაც პოლს უყურებდა გონება დააკარგვინა. ერთი ნაბიჯი პოლისკენ გადადგა, თვალები ოდნავ მოჭუტა, რომ თანატოლის სახე კარგად არ დაენახა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავზე კონტროლს დაკარგავდა. - ხელი გაუშვი. სიარული თავისითაც შეუძლია. - ხმადაბლა ამოიბურტყუნა. მანეკა და მაიკი ხვდებოდნენ, რომ რაილსს რაღაც სჭირდა. რაღაც, რაც კარგს არაფერს მოასწავლებდა. ისიც კი თვალსაჩინო იყო, რომ ახლა სიტუაციას ვერაფრით განმუხტავდნენ. ბერმანსი მიას იმედად დარჩენილი, დაქალის გადაწყვეტილებას ან რაიმეს თქმა ელოდა, თუმცა ფოლსი უარესად დამუნჯებულიყო. სათქმელი ბევრი ჰქონდა, ყველა გრძნობისგან ერთიანად გაჟღნეთილი ორ მამაკაცს შორის მოქცეულიყო და ყელში გაჩხერილი ბურთისგან იხრჩობოდა. - ხელი გამიშვი, პოლ. - უხეშად გამოეცალა მია. შეეცადა მატეოსთვის თვალებში შეეხედა. რაიმე კარგი, ნათელი ნაპერწკალი დაენახა. უნდოდა მისი მზერა საკუთრებად ექცია და პოლისგან შორს გაეყვანა. პოლს იცავდა მოსალოდნელი სიტუაციიდან თუ მატეოს? თვითონაც ვერ გაერკვია. - პატარა ძუკნა ხარ, მია. - ზიზღით შეხედა პოლმა. - ურთიერთობის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებ. - იმდენს ვერ ხვდები, რომ ურთიერთობას გამოსწორება არ სჭირდება. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა გოგონამ. შეურაცხყოფა, რომელსაც ყურადღება არ მიაქცია მატეოს ბარაბნებში ატომური ბომბასავით გასკდა. ერთი ღრმად ამოიხვნეშა. თვალები ააბრიალა. - ზედმეტად ბევრის უფლებას აძლევ შენს თავს, პოლ. - ხმადაბლა განაგრძობდა რაილსი საუბარს. იმედს იტოვებდა, რომ პოლი მოუსმენდა. თვალმოჭუტული ცდილობდა, ხმადაბლა ესუნთქა. ქვეცნობიერი ეშმაკივით შემოსჯდომოდა მხარზე და ყველაზე ცუდ ვარიანტებს აწვდიდა. იქნებ ეს პირველი შეურაცხყოფა არ ყოფილა მიას მიმართულებით? ნუთუ სულ ასე ექცეოდა ხოლმე პოლი მას? არა... არა... მია ამას არ მოითმენდა. რაილსის წარმოსახვაში მია ყველაზე ძლიერი გოგო იყო, ყველაზე კარგი გულის პატრონი, რომელიც საკუთარ თავს აფასებდა. „ იქნებ, სწორედ ის არის მისი ნაკლი, რომ თავის ფასი არ იცის?“ არადა არ ჩერდებოდა ქვეცნობიერი. გამოფხიზლებისას მხოლოდ საკუთარი ცხელი ჰაერის გამონაბერი შეიგრძნო. თვალების გახელისას პირველი პოლის დამცინავი სახე შეეჩეხა. შემდეგ მიას კვლავ უარაფრო გამომეტყველება და ჩამქრალი თვალები. რამდენიმე საათის გაცნობილი, მის წინ მდგარი მანეკა თვალებით ანიშნებდა რომ თავი ხელში აეყვანა. „ექიმები ასე ამშვიდებენ ხოლმე ხალხს?“ გონებაში საკუთარ რეფლექსებს დასცინა. ცალი ხელით მაგიდას დაეყრდნო და ოდნავ წელში მოიხარა. - თავიდანვე უნდა მივხვედრილიყავი,რომ პატარა ხარ და ურთიერთობაში ვერ გამიძლებდი. - აჰ, თურმე ჩემს ასაკს აქვს პრობლემა. კიდევ რაიმეს ხომ არ დაამატებდი პოლ?! - გოგონას ხმა უკანკალებდა, მაგრამ ამავდროულად ძალიან მყარი და მკაცრი ბარიტონი ჰქონდა. - ამისგან თავს შორს დავიჭერდი. - თავით, ისე რომ მიასთვის თვალი არ მოუშორებია, რაილსისკენ ანიშნა. მაიკმა შუბლზე ხელი მაგრად მიიჭირა, რაც იმის მომასწავლებელი იყო, რომ წინასწარ გათვალა რაც მოხდებოდა და შედეგი არ ახარებდა. კვლავ მანეკას დაეჯაჯგურა, თუმცა სანახაობისგან შოკირებული ბერმანსი ვერ ინძრეოდა. მიას შეშინებულმა თვალებმა სამყაროში დააბრუნა. შემდეგ, მის უკან ფონზე ნაცნობი წითელი ფერის დანახვამ გამოსახულება უკეთესად დაულაგა. - კი, შენ ზუსტად მასე უნდა მოიქცე. - შეიღრინა მატეომ. ალბათ, პოლის ბოლო წინადადება უკანასკნელი წვეთი იყო იმ ფიალისთვის, სადაც მატეოს მოთმინება ივსებოდა. უფროსწორად, უკვე კარგა ხნის ავსებულს, რაღაც ძალით აკავებდა. ის ძალა კი საბოლოოდ მოირყა. როგორც ჯებირებს ანგრევს მოზღვავებული წყლის ჭავლი, ზუსტად ისე იფეთქა. მხოლოდ ორი ნაბიჯი გადადგა მისკენ და წინ აესვეტა. არავინ იცის, როგორ აღმოჩნდა პოლის ხელში გატეხილი, გამჭირვალე ჭიქის ნამსხვრევი, რომლის დარტყმასაც რაილსისთვის აპირებდა. მაიკი მაშინვე გასაშველებლად ჩაერია, მაგრამ მიამ გააჩერა. პოლს მთელი ძალით ეჭიდებოდა ზურგზე და ცდილობდა მატეო მისი ხელიდან გამოეგლიჯა. - სერიოზულად მაგით გინდა რომ დამჭრა?! - სიცილს ვერ წყვეტდა რაილსი. ხის იატაკზე ზურგზე დამხობილი იცინოდა და ორივე ხელით პოლის მოგერიებას ცდილობდა. გახეთხილი ტუჩიდან სისხლი ყაწვებზე წვეთწვეთად გადასდიოდა. გული იმაზე სწრაფად უცემდა, ვიდრე ჩვეულებრივ ასეთ სიტუაციებში. გონება მიას თვალებმა გაუფანტა. მოდუნდა, თითქოს მთელი სულით გადაეშვა მის ნათელ სამყაროში. თავბრუსხვევას გრძნობდა, თუმცა თვალების გახელა უჭირდა. საფეთქელი ეწვოდა. ტკივილი კი მარცხენა ლოყაზე მთლიანად ვრცელდებოდა. თავს ძალას ატანდა, თვალები გაეხილა, მაგრამ ნათელ სამყაროში მიასთან ერთად ხელჩაჭიდული სირბილი ყველაფერს ერჩივნა. *** - სულ გაგიჟდი?! - დაუყვირა მიამ პოლს, როგორც კი სადარბაზოდან გაათრია. - რა არაადამიანური საქციელი იყო?! - მიყვარხარ, მია. ამ ყველაფერს ვერ აფასებ. ვერ ხედავ. - გაყინული ჰაერი ხარბად ჩაუშვა ფილტვებში პოლმა და შუბლიდან ოფლის წვეთები მაჯით მოიწმინდა. თვალს ყველანაირად არიდებდა ფოლსს. - მოდი ერთ რაღაცაში გაგარკვევ. ემოციებით მანიპულაცია სიყვარულისგან ძალიან შორსაა. შენ კი ,არამგონია რომელიმესი გაგეგებოდეს. სხვა დროს ვისაუბრებთ, როცა საღ გონებაზე იქნები. ახლა წადი... გთხოვ. თითო სიტყვა სტკიოდა მიას. ის ურთიერთობა სტკიოდა რომელშიც პოლი უცხო ადამიანს ემსგავსებოდა. ხელიდან ეცლებოდა და ნელ-ნელა უსასრულობაში ქრებოდა. უყურებდა ზურგშექცევით როგორ მიიწევდა და შორდებოდა. რამდენჯერ უკამათიათ, მაგრამ არასდროს გაუშვია ასე. პირიქით, მხარზე ხელს მჭიდრდ ჰკიდებდა, ატრიალებდა და იქამდე ეხუტებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, სანამ ბრაზი არ გადაუვლიდათ. ძალიან უნდოდა მიას, რომ როგორც უწინ, ისევ ისე ყოფილიყო. მაგრამ სხვებისთვის შესაშურ, იდეალურ ურთიერთობას უღიმღამო დასასრული მოუჩანდა. ისეთი, მიზეზიც რომ არ იყო ნათელი. *** თვალებს როდესაც ხუჭავდა და წყვდიადის ბრჭყვიალა ჭიშკარს ძლიერი თითებით აღებდა, ყოველთვის მას ხედავდა. ღია ფერის კანი იისფერი სამოსით ჰქონდა ხოლმე დაფარული. ძალიან კარგადაც იცოდა მატეომ მისი უძილობის რეალური მიზეზი. ხანდახან მას იისფერ ფერიასაც კი ეძახდა. გოგონა, რომელიც მისთვის ყველაზე სათნო, ყველაზე წმინდასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამას მიაწერდა ხოლმე შავ უფსკრულში ჩასავარდნი კარები მისთვის მუდამ რომ ბრწყინავდა. ისევ ეგონა წყვდიადისკენ მიიწევდა, როდესაც უცნობ-ნაცნობმა ხმამ გამოაფხიზლა. თვალები რომ გაახილა, მიხვდა გონება დაკარგვოდა. მაშინვე ზლაზვნით ამოიხვნეშა და თავი წამოsწია. მანეკა გააფთრებული დასცქეროდა. გარშემო რომ მიმოიხედა, ვერავინ დაინახა მის გარდა. - მეგონა, ვიძირებოდი. - გაუაზრებლად ამოიბურტყუნა და ბერმანსს მისკენ გაწვდილი ყინული გამოართვა. მადლობის ნიშნად თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა. კოპებშეკრული გაიზმორა, თითქოს ყველა ძვალი და მალა თავის ადგილს დაუბრუნდა. - დასამახსოვრებელი გაცნობა გამოვიდა. - სინანულით ჩაილაპარაკა მატეომ და ძალით გაიცინა. - მია სად არის? იმედია კარგადაა. ბერმანსი მოჭუტული თვალებით უყურებდა და თავს აქეთ-იქეთ შეუმჩნევლად აქნევდა. - ვინ ხარ სინამდვილეში? ერთი სული მაქვს როდის შევხვდები იმ ტიპს... - ჩაიცინა მანეკამ. ფეხზე წამოდგა და რაილსს თვალებზე კარგად დააკვირდა. - მაგ ტიპს, მგონი უკვე შეხვდი. მატეო ხვდებოდა, რომ მანეკას ძალიან კარგი ინტუიცია ჰქონდა. ასევე ნათლად ხედავდა, ხაზებს შორის შეეძლიო ამოკითხვა და ადამიანების გაშიფვრა. მას კი, საკმარისად ვერ მიუახლოვდა, მაგრამ ერთი დღისთვის ზედმეტიც კი გაიგო. - საავადმყოფოში წადი, ლოყაზე ნაკერები გჭირდება. თან გამოგიწერენ იმას, რაც გჭირდება. კომოდზე დადებული პატარა სარკე მიაწოდა, რომ თავად დარწმუნებულიყო მატეო ბერმანსის სიტყვებში. როდესაც თავის ჭრილობას დახედა, ისე გაეცინა, მანეკამ ლამის იფიქრა, გაგიჟდაო. რაილსისთვის ეს ნაკაწრი უფრო იყო, ვიდრე ჭრილობა. - არ ვხუმრობ, მატეო. მეგობრულ რჩევად მიიღე. ღრმა ჭრილობა გაქვს. მადლობა თქვი, საერთოდ რომ არ გაქვს ჩაჭრილი ლოყა. - წამალი მაქვს სახლში, არ მჭირდება. - ტუჩები პატარა ბავშვივით აიბზუა და და საკუთარ ქურთუკს თვალებით დაუწყო ძებნა. - ეგ, რასაც შენ წამალს ეძახი ისეთ გადაწყვეტილებებს მიგაღებინებს, რასაც ერთხელ ძალიან ინანებ. ხშირად არ მოწიო ხოლმე. - უღიმღალოდ უპასუხა მანეკამ. რაილსს გაურკვირდა, საიდან იცოდა ბერმანსმა თუ რას გულისხმობდა. რათქმაუნდა არ შეიმჩნია, გაბადრული შებრუნდა მისკენ და წარბები აუწია. სახის თითოეული ნაკვთის გამოძრავებაც კი ახვედრებდა, რომ მისი ლოყა კარგად ვერ ფუნქციონირებდა. არჩია, რომ მანეკას სიტყვები დაეიგნორებინა. - მაშინ შენ გამკერე. საცდელი სხეული არ გინდა? - გაიღიმა, როგორც შეელო და საკუთარი თავი ხელგაშლილმა შესთავა. - იცი, მგონი ცოტა შეშლილი ხარ. - კოპები შეკრა გოგონამ და თვალები ააბრიალა. - მიამ იცის? - მიამ მგონი იმაზე მეტი იცის და იმაზე მეტს ხვდება, ვიდრე ჩვენ ორნი ერთად. - ხმადაბლა უპასუხა. - კომუნიკაბელური მაგნიტივით ხარ. შენს გარშემო ჩუმად ვერავინ დარჩება. - ხელები გაასავსავა მანეკამ და მატეოს გაშიფრვა გააგრძელა. - უნდა გითხრა, რომ პოლი ასეთი არ მინახავს. ზედმეტად იცავს მიას. მართლა ისე ექცევა როგორც პატარა ბავშვს. - მე კი, ფოლსში უძლიერეს ქალს ვხედავ ძლიერი ფსიქიკით. სად წავიდა? - კითხვების დასმას ვერ წყვეტდა ვერცერთი. - პოლი გაათრია. მაგრამ სახლში წავიდოდა. ვიცნობ. - თავი დაუქნია და თვალებით დაამშვიდა რაილსი. - გიყვარს? მატეომ თავი ღიმილით დახარა და ყინული მჭიდროდ მიიბჯინა საფეთქელზე. მანეკა მიხვდა, რომ პასუხს ვერ მოისმენდა. ისედაც მოწმენდილი ცასავით ნათელი იყო მის კითხვაზე პასუხი. - სანამ გათიშული იყავი, მაიკს ვესაუბრე იმ თამაშზე. უფროსწორად, ერთი ორი სიტყვა ვუთხარი. რაღაც გეშლებაო, საშინლად ანერვიულდა და გამექცა. - ამოიხვნეშა და დივანზე მოწყვეტით დაეშვა. - იცი, ზოგჯერ მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ადამიანების ქცევებით ბევრს ვიგებ. ბევრის ცოდნა ხშირ შემთხვევაში მავნებელია... - ცნობისმოყვარეობამ კატა მოკლაო... - ამოიბურტყუნა რაილსმა და თავი დაუქნია. - რაც ნაკლები იცი, მით უფრო მშვიდად გძინავს. - სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარაში უმისამართოდ გაიხედა. საკუთარი გულის ამრევი ანარეკლი რომ დალანდა, მაშინვე მანეკას შეუბრუნდა. იცოდა, რომ სასწრაფოდ უნდა გაცლოდა იქაურობას. ემოციების კორიანტელი მიძინებულიყო, მაგრამ მოთხოვნილება რომელიც მასში ბუდობდა მოსვენებას არ აძლევდა. სიგარეტი ვერ ამშვიდებდა. - მაგას ჩემზე ნამდვილად არ ამბობ. ვიცი, რომ მიაზე ღელავ. ეგ შენს თვალებში შემოსვლის წამიდან დავინახე. სარკისებრი თვალები გაქვს, მატეო. შენი თვალები მართლაც სულის სარკეა. *** სახლში მისული მაიკი რამდენიმე წუთში უკვე კომპიუტერის ეკრანს მისჯდომოდა. გაყვითლებულ თითებს შორის მბოლავი სიგარეტი მოექცია, მეორე ხელს კი, ეკრანის ანთებას მოწყურებული, კლავიატურაზე ათამაშებდა. ეკრანს მიაცქერდა, გული აუჩქარდა. მანეკასთან დიალოგისგან გარიზიანებული ღაწვებს ისე იზელდა, თითქოს საკუთარი არ ყოფილიყო. ფული საშინლად უნდოდა. საკუთარი ხერხებით და მანეკასგან ნასესხები ფულით საკმაო რაოდენობა შეეგროვებია. თუმცა ცხოველურმა სიხარბემ მარტივად წასძლია. ისე გახდა დამოკიდებული თამაშზე, როგორ მარტივადაც ეჩვევიან ხოლმე სიგარეტს. - მამის სულს ვფიცავარ მეტს აღარ ვითამაშებ. ნახევარს შენ შემოგწირავ, დანარჩენით ვალებს გავიტუმრებ და მერე რაც დამრჩება.... - წამით გული გაუჩერდა, ასე მოეჩვენა. თვითონაც ვერ მიხვდა რას ბოდავდა, ვის ესაუბრებოდა. სულ თავიდან ყველაფერი რაილსს დააბრალა. მისი ნათქვამი რომ არა, გოგო რომელიც უყვარდა ასე არ გაუბრაზდებოდა და სიმართლეს ვერ გაიგებდა. მოიხარა, მოიბუზა, თავი მუხლებში ჩარგო. ემბრიონივით გაშეშებულმა რამდენიმე წუთი დაჰყო. უნდოდა რომ ყველაფერი დაესრულებინა. მართლაც დაემთავრებინა მაგისტრატურა და ნორმალური სამუშაო დაეწყო. მაგრამ თვალები ყოველთვის ძვირადღირებული ნივთებისკენ გაურბოდა. ქურდობისკენ გაურბოდა... სამართლიანი გზებისკენ მიზიდულობა საერთოდ გაუქრა და მხარზე წამომჯდარ ეშმაკს გარიგება მარტივად დაუდო. ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. რამდენიმე წამი ყოყმანობდა, თუმცა მაინც გაბედა და უპასუხა. -ხო, დედა, როგორ ხარ? -აღარ ვარ შენი მოკითხვით, მოკლედ! ამ სიტყვების გაგონებაზე ტუჩზე იკბინა ბიჭმა. ნაკბენს ენა გადაუსვა . ტელეფონი მარჯვენიდან მარცხენა ხელში გადაიტნა. სარკესთან მივიდა, საკუთარ თავს შეხედა. გუპარსავ წვერზე ხელი გადაისვა, ხელისგული პირზე მიიფარა. ძლიერად მოუჭირა ტუჩებს, უნდოდა მთელი ძალით ეღრიალა, მარამ კვნესა აღმოხდა მხოლოდ ფილტვებს. - მაიკ, არ გესმის?! - ხო დედა, მესმის... - სად გაქრი, მეგონა გაითიშა. - არსად, აქ ვარ. - კარგი შვილო, ფრთხილად იყავი და თავს მიხედე. სიცივეებია, სადმე არ გაცივდე... ტელეფონი ყურიდან არ მოუცილებია. რამდენიმე წუთი ასე იდგა და ზუმერს უგდებდა ყურს…ხანდახან, თავს ყველასგან მიტოვებული გრძნობდა. თითქოს არავინ ედგა გვერდით. მანეკასთან ატარებდა ხოლმე დღეების ნახევარს, მაგრამ გრძნობდა ნელ-ნელა ისიც ეცლებოდა ხელიდან. რაიმე უნდა გააკეთებინა, რომ საკუთარი ცხოვრების დაუდევრად მიყრილი ნაწილები აეკრიფა და ერთად შეერთებინა, სანამ საბოლოოდ გვიანი არ იქნებოდა. საკუთარ თავს პირობა დაუდო, რომ ბოლოჯერ ისესხებდა ფულს და დაზეპირებული ნომერი ხელახლა აკრიფა. *** რა არის ყველაზე ძნელი ცხოვრებაში? ალბათ ის, რისი გაკონტროლების ძალაც არ შეგვწევს ადამიანებს და ის, რასაც შეუძლია ნებისმიერ წამს წაგლეკოს. გრძნობები, ემოციები. სურვილები, ცდუნებები რომლებიც ჩვენს ქვეცნობიერში იბადებიან და ჩვენივე ფანტაზიით საზრდოობენ. სურვილს ცდუნებისთვის ხელი მჭიდროდ ჩაეჭიდა და რაილსს თავაწყვეტილი მიაქანებდა. სახლში შესულს ერთგული მეგობარი, მაილსი როგორც ყოველთვის კუდის ქიცინით შეეგება. ცხოველის თბილ თვალებს უგულოდ ვერასდროს უვლიდა ხოლმე მატეო. ოდნავ დაიხარა და მსუბუქად მოეფერა მას. - ოხ, როგორც იქნა გვიკადრა! - კრისის ხმამ უსიამოვნოდ დააფრთხო. თავი რომ წამოსწია მაშინვე ფერი დაეკარგა მის მეგობარს. - ელა სახლშია? - მკაცრად იკითხა და სამზარეულოში სწრაფად შეაბიჯა. - არა, მუშაობს მაგრამ მგონი მალე მოვა. ბარბარა მაღაზიაშია ჩასული. რა დაგემართა?! - ეგღა მეკლდა, რა! ხმამაღლა ამოილაპარაკა და ხელები ძლიერად დაჰკრა მაგიდას. - გირეკავდით. იცოდა, რომ რაღაც დაგემართებოდა. - კრის, პატარა გოგოსავით ნუ იქცევი. ამაზე უარეს მდგომარეობაში გინახივარ. გამივლის! ყოველი მიმიკის შეცვლაზე უფრო აწუხებდა. სისველის გრძნობა ანიშნებდა, რომ მანეკასთვის უნდა დაეჯერებინა. - ივას დაურეკე! სად არის. რამე ექნება და ამომიტანოს. სიტყვები ერთმანეთს მიაყარა და საძინებელში გავიდა. სწრაფად განთავისუფლდა ზედმეტი სამოსისგან. ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა. გრძნობდა, რომ გაორება ეწყებოდა. ვერ გაერკვია რეალურად რა არ ასვენებდა. დამჯდარი მძიმედ წამოიწია საწოლიდან. ფანჯრისკენ გაიხედა, მაგრამ მზის სხივებს თვალი ვერ მოჰკრა. მუხლები ისე მოხარა, რომ ნიკაპს მიეყრდნო. მარცხენა ხელი წვივებზე შემოივლო, მარჯვენა ჭრილობაზე მიიჭირა. ასე იყო თვალდახუჭული. კრისის ხმა ზუზუნივით ესმოდა. არც მისი დანახვა უნდოდა, არც ბარბარასი. ივაც აჭინაურებდა მოსვლას. ისე უეცრად წამოხტა, თავბრუ დაეხვა და თვალებში ლურჯმა ვარსკვლავებმა დაუწყეს თამაში. გული მოეწურა, თითქოს სადღაც შიგნით ცივად შეუბერეს სული. დაბარბაცდა და ფეხი ტუმბოს მიატყა. - უხ, მოგიტ…!- გულიანად შეიკურთხა, მაგრამ არ ტკივილი არ დამცხრალა. ტუმბოზე თითებით ისეთ რიტმს გამოსცემდა, თითქოს ცხენს მიაჭენებდა. ტელეფონმა დაურეკა. ეკრანს დახედა და გული მოეწურა. საქმე ახსენებდა თავს. - რეკოს და იყოს, მაგის დედაც….- ჩუმად შეიგინა.- სად ხარ ივან! სად... - ამოიხვნეშა და თვალები ორივე ხელით დაიზილა. - მარტო კარგად იქნები? არ პასუხობს ივა. რამეს მოგიტან... - შესთავაზა კრისმა და თვალებით ძმაკაცის გამხნევებას შეეცადა. - მომიტანე! - თვალებზე ბინდგადაკრულმა უპასუხა. იცოდა, რომ ის ჟინი და მოთხოვნილება რასაც გრძნობდა ზედმეტი ემოციების ერთროულად მოზღვავების ბრალი იყო. კარის ხმა გაიგონა, რაც აიმედებდა რომ კრისი მალე ხელცარიელი არ დაბრუნდებოდა. ტუჩებს სწრაფსწრაფად ილოკავდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. მის გონებაში კარების ხმა გაფუჭებული კასეტასავით ჩაიბეჭდა.რამდენჯერაც მომავალზე იწყებდა ფიქრს, იმდენჯერ თავში უკაკუნებდა. გრძნობდა მხრებზე ძლიერ როგორ ჩამოჰკიდებოდა უჩინარი ლოდები. როგორ უმძიმდა თავი და როგორ ძლივს იმაგრებდა კისერს. - უფსკული ნათელია, ჭიშკარი ჩემი ხსნელი... - ხმადაბლა ამოიბურტყუნა თვალდახუჭულმა და კიდევ ერთხელ გადაიტარა ენა ქვედა ტუჩზე. - ჯანდაბა მატეო! შეიძლება ერთხელ მაინც არ გაეხვიო შარში?! ბარბარას ხმა თვალდახუჭულმა იცნო. ფრთხილად გაახილა და თვალებგადმოკარკლული შავგვრემანი რომ დაინახა, რეალობაში დაბრუნების სიმძაფრემ ლამის გული აარევინა. - რამდენჯერ გადავრჩი, ბარბარა! შენ კიდევ მაინც ჩემზე ღელავ... კარგად ვარ. - ხელი უღიმღალოდ აიქნია. - იმიტომ გადარჩი, რომ ვღელავ. ბევრს ნუ ლაპარაკობ, მაგას უნდა მიხედო. - ხელი მისი ჭრილობისკენ გაიშვირა. - რას ხედავთ განსაკუთრებულს ამ ნაკაწრში! მოდი ჩემთან! - ხელით მაჯაში სწვდა და ინერციით კალთაში ჩაისვა. დაუკითხავად დაეწაფა მის ტუჩებს და მოზღვავებული ენერგია ნაწილობრივ დაახარჯა. - როგორი კარგი ხარ, როდესაც არ საუბრობ. - მის ბაგეებზევე ამოიდუდუნა და სწრაფად გაანთავისუფლა მუქი ფერის სამოსისგან. თვალდახუჭული მოქმედებდა. ეს უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ყოველ ჯერზე. ბარბარა ხელით კისერზე ეჭიდებოდა, მკერდით მკერდზე მჭიდროდ ეკვროდა და მთელს სახეს უკოცნიდა ჭრილობის გარშემო. არ უნდოდა, რომ მისთვის ტკივილი მიენიჭებინა. რაილსის ყოველი შეხება უფრო და უფრო აღაგზნებდა და ბგერების გაკონტროლებაც გაუსაძლისი ხდებოდა. სწრაფად სწვდა მატეო მკვრივ საჯდომზე და ხელები გარშემო შემოაწყო. ოდნავ ჰაერში აიტაცა, ისე რომ მისი კისრის დაგემოვნება არ შეუწყვიტავს და თავის ასოზე უხეშად ჩაისვა. ბარბარას მოულოდნელმა კვნესამ გარშემო ვნების ქარცეცხლი დაატრიალა. - მომენატრე, მომენატრა თუ როგორ სრულყოფილად მერგები. - ყურში ჩასჩურჩულა რაილსმა და ბიძგებს უმატა. ყოველ ჯერზე უფრო ღრმად, უფრო ძლიერად შედიოდა მასში. სიამოვნებდა მასში ყოფნა, ისევე როგორც იმ ენერგიის დახარჯვა და ყურადღების გადატანა, რაც ასე კარგად გამოსდიოდა. იმ მომენტში მისთვის არ არსებობდა არანაირი უფსკრული რომელიც ჩაძირვას უპირებდა. ბარბარას თმა ორივე ხელით მობღუჯა და თავი უკან გადააწევინა. ასე კარგად აკვირდებოდა მისი გახშირებული სუნთქვისგან ათრთოლებულ გულმკერდს. როგორ რიტმულად მოძრაობდა მისი სხეული და როგორ ირხეოდა მკერდი მისივე მიმართულებით. თვალებმინაბულმა თავს უფლება მისცა ბოლომდე მიეღო სიამოვნება. საწოლზე გადააწვინა. იდაყვებით გარშემო დაეყრდნო და სწრაფად, გაუჩერებლად დაიწყო მოძრაობა. გააფთრებულ ცხოველ ჰგავდა, რომელიც ნადავლს ვერაფრით ელეოდა. ვერაფრით ძღებოდა. გონებაში ჩარჩენილმა კარის ბრახუნმა იდელია დაურღვია. მხოლოდ მაშინ მიაღწია სიამოვნებით ზენიტს და ბარბარას მოშორდა. ის, ვინც არ უნდა ყოფილიყო, სანამ მატეოს ოთახამდე მოვიდოდა, ზუსტად ათი წამი სჭირდებოდა. ამ დროში კი ორივემ მოასწრო შესაფერისად ჩაცმა. ბარბარას არეულ სახეზე და აბურდულ თმებზე ყველაფერი ეტყობოდა. უხდებოდა კიდეც, მაგრამ მატეო იმდენად ეპიცენტრში იყო მოქცეული თავისი ნაკაწრით, რომ რთული იყო ვინმეს ბოშას გარეგნობა შეემჩნია. კრისი სწრაფი ნაბიჯებით შემოიჭრა ოთახში. ბარბარას თავის დაკვრით მიესალმა და ძმაკაცს მიუახლოვდა. - სისხლი გდის. - ჭკუიდან მშლი უკვე! ტყვია რო მქონდეს დახლილი რას იტყვი?! ალბათ მომაძახებ რომ ვკვდები! - დაუღრიალა ძმაკაცს. - რა დაგემართა, მატეო? მაგ ქალმა ტვინის უკანასკნელი ნაოჭიც გაგისწორა?! - გაოგნებულმა კრისმა ხელები ჰაერში აღმართა და ხმას აუწია. - თავი დამანებეთ ორივემ! - ხვნეშით, ხმადაბლა ამოილაპარაკა რაილსმა. თვალებზე ორი თითი მთელი ძალით მიიჭირა. თითქოს ეს თავის უსაშველო ტკივილს შეუჩერებდა. - არ მითხრა, რომ საკუთარი თავის გარდა ვინმეზე ზრუნვა გადაწყვიტე. - ბარბ, შენი წასვლის დროა. - დინჯად გადახედა ბარბარას. უსიამოვნოდ ამოიხვნეშა გოგონამ და მატეოს ნათქვამს დაემორჩილა. - სად ჯანდაბაშია ივანი?! გაარკვიე? - კითხვების დასმას არ წყვეტდა რაილსი. - ვერსად ვნახე. რაც ვიშოვე ეს არის. მაგრამ შენს ადგილას დავფიქრდებოდი. - ქაღალდში კარგად გახვეული თოვლივით ქათქათა ფხვნილი ტუმბოზე დაუდო მეგობარს. რაილსი იდაყვით საკუთარ მუხლს ჩამოეყრდნო. რეალობა უკვე იმდენ ზიზღს იწვევდა მასში, რომ ინტერესიც არ გააჩნდა თუ რას სთავაზობდა ძმაკაცი. - გაგისინჯავს? - ხმადაბლა ჰკითხა. - მე ხომ იცი, არ ვეკარები. - მხრები აიჩეჩა კრისმა და იქვე ჩამოჯდა. - შენ და ივანი რა ანგელოზები ხართ! თეორიაში კი კარგად ერკვევით. - დამცინავად უპასუხა მატეომ. ტუმბოს მიუახლოვდა და თითის წვერებით სწორ ხაზზე განლაგებას შეეცადა. სისხლი უდუღდა. გადიდებული თვალის გუგებით საბოლოო შედეგს ბოლოჯერ შეხედა და მთელი ძალით შეისუნთქა. არასასიამოვნო გრძნობისგან გააჟრიალა, თუმცა მალევე საოცარმა სიმხურვალემ დაუარა ფეხისგულებში. ხელები აუკანკალდა. კოლოფი აიღო და სიგარეტი ამოიღო. რამდენჯერმე ჩამოჰკრა სანთებელას. უცებ წამოდგა და კედელს შეახეთქა. აფეთქების ხმამ შეაკრთო, წამით მოეშვა. თითქოს მარიონეტი ყოფილიყოს, რომელსაც ეს-ესაა ძაფები გადაუჭრეს. სიამოვნებისგან გაბრუებული მოწყვეტით დაეცა საწოლზე. „ უფსკრული ღრმა და შავია. მისი ჭიშკარი ბრჭყვიალა. მბზინვარე იისფერ კაბაში გამოწყობილი გოგონა ხელებს ლაღად მიშლის და მომღიმარი მეგებება. სადა ხარ ტობი? სადა ხარ... გონება მოდუნებული, ილუზიებით გაჟღენთილი ვცდილობ შენი ჭაობის ფსკერი ვიპოვო. იქნებ ფეხი იქ გიდგას, იქნებ ეს ჭაობიც არაა მწვანე. იქნებ შენთანაც ბრწყინავს რაიმე, ტობი. იქნებ შენთანაც ცვივა იისფერი ვარსკვლავები სამუდამო წყვდიადში. იქნებ თითოეული ვარსკვლავი შენი ზღაპარია, რომელსაც სხვადასხვა დასასრული აქვს... იქნებ გადავრჩე ტობი. იქნებ შენც გადარჩე. იქნებ იისფერ კაბიანმა, მბზინავმა გოგონამ ორივე გვიხსნას სატანჯველისგან.“ *** სიზმრისგან ჯერ ვერ გამოფხიზლებული მია ფოლსი წინასწარ გავლილი ალტერნატიული რეალობის კვალს ეძებდა. საშინელი ღამეები გამოიარა. ხვდებოდა, რომ რაც მოხდა იმაზე მეტად სერიოზული იყო, ვიდრე ყველა განვლილი დაბრკოლება. ელოდებოდა. რაღაცას მთელი გულით ელოდებოდა და ეგონა, რომ მისი სურვილი ზოგჯერ მოლოდინზე ძლიერი ხდებოდა. პოლზე ფიქრს ვერ წყვეტდა. მასთან გატარებულ, ბედნიერ დღეებს იხსენებდა და ხვდებოდა, რომ ყოველი იმედგაცრუება იმაზე მეტად მტკივნეულია, ვიდრე მისი ორგანიზმისთვის დასაშვები. პოლი, რომელსაც ის იცნობდა, არასდროს დააყენებდა უხერხულ სიტუაციაში. არასდროსეცემოდა უდანაშაულოს უმიზეზოდ. ყველაზე მეტად უსამართლობამ გააღიზიანა. სწრაფად გამოეწყო და ქუჩაში თავქუდ მოგლეჯილი გავარდა. მანეკას დათქმულ დროზე კაფეში შეხვდა. ცხელი შოკოლადი სწრაფად შეუკვეთეს და ყველაზე მყუდრო ადგილი დაიკავეს. - დღითი დღე უფრო ცივდება. - გაწითლებულ ცხვირზე ხელი სწრაფად მოისვა ბერმანსმა და ჩამოჯდა. - მაიკს ესაუბრე? - ხმადაბლა ჰკითხა მიამ. ცდილობდა ასე მაინც ესაუბრა, თორემ მის გონებაში ისედაც გაუსაძლისი ხმაური იყო. - ვესაუბრე. მაგრამ რად გინდა. მართალია ეგ შენი რაილსი. ზუსტად მიხვდა მაიკის ქმედებებს. - მხრები აიჩეჩა. - პოლმა რა გითხრა? - კარგად არც მახსოვს. ასე მგონია, ამდენი წლის განმავლობაში საერთოდ ვერ გავიცანი. რაც დასასვენებლად ვიყავით, მას შემდეგ ურთიერთობა ვერა და ვერ დაგვილაგდა. - განაწყენებულმა ამოიხვნეშა - ყველაფერს მე მაბრალებს. არადა, თვითონ არც კი ცდილობს. ჩხუბით უნდა დამანახოს კაცობა. არ ვიცი, რამდენ ხანს გავუძლებ... - ცხელი სითხე სწრაფი ყლუპებით ჩაუშვა მუცელში და ოდნავ მოშვებული მხრებით საზურგეს მიეყრდნო. - არ ღირს ბევრ რამეზე თვალის დახუჭვა. თვალს რომ გაახელ, რეალობა იმდენად დამახინჯებული დაგხვდება, რომ თავი შეგზიზღდება. - დაემოწმა მანეკა. არადა დაქალის გამო უდიდეს პატივს სცემდა პოლს. - მგონი, მაგის თქმა დაგაგვიანდა... მატეო როგორ იყო?- შეაპარა მიამ მეგობარს და შოკოლადი უხერხულად მოწრუპა. - სანამ გათიშული იყო, ჭრილობა რომ დავუმუშავე სახის ნაცვლად სისხლიანი ბლინი დამხვდა. - ამოიხვნეშა მანეკამ - საავადმყოფოში არ მიდის.დაიჟინა, გინდა თუ არა შენ გამიკერე სახლშიო. თავი რემბო ჰგონია, ის კი ავიწყდება რომ ჩვეულებრივი მოკვდავია. - იცი ყოველთვის რა მომწონდა შენში? ძალიან მარტივად ხვდები ადამიანების განზრახვებს. - გამოუტყდა მეგობარს მია. - აი ახლაც, ზუსტად მასეა. რა ხანია მატეოს ვიცნობ, მისგან წუწუნი არასდროს მსმენია, მაგრამ ნამდვილად ჩვეულებრივი მოკვდავია. - ვფიქრობ, უნდა მოინახულო. ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენ მასზე. არც პოლის, არც მის მხარეს არ ვიჭერ მია. მე შენს მხარეს ვარ. უბრალოდ იცოდე, მის ადგილას არც ერთი ადამიანი არ აიტანდა თავდასხმას. დარწმუნებული ვარ, იმიტომ მოუთმინა, რომ შენ გცა პატივი პოლის გამო. ისე, მაგარ თავგანწირვად კი გამოუვიდა. დარჩა ლამის ლოყის გარეშე. - ბოლო სიტყვები ხუმრობით ჩაილაპარა. ყველანაირად ცდილობდა დაქალის სახეზეც ღიმილი დაენახა. ფერშეცვლილ მიას ვერაფრით გუობდა. - უნდა წავიდე. - ფეხზე ელვის სისწრაფით წამოიჭრა მია. ქვედა ტუჩს კბილებით ისე აწვალებდა, მალე ალბათ სისხლს დაიდენდა. ერთად შეკრულ წარბებს კი ვერაფრით შლიდა. ვერც იმ სიცივეს გრძნობდა, რომელზეც ასე ბუზღუნებდა მანეკა. - თუ რამე, მაშინვე დამირეკე. მე მაიკის ზარს დაველოდები. იქნებ გონს მოვიდეს და მიპასუხოს. - გაამხნევა ბერმანსმა. - ყველა ერთდროულად როგორ გაგიჟდა... ხვნეშით დაემშვიდობა მეგობარს მია და პირველივე სამარშუტო ტაქსში ჩაჯდა. რაილსის მისამართი გადმოცემით იცოდა. ფიქრობდა, რომ ესეც საკმარისი იყო იმისთვის, რომ მის უბნამდე მიეგნო. შემდეგ, გაიკითხავდა და მარტივად მოახერხებდა მის ნახვას. გული მაინც ცუდს უგრძნობდა. პოლისგან დუმილი უარესად აღიზიანებდა. არ უნდოდა, ურთიერთობაზე ხელის ჩაქნევა. მაგრამ თავს დამნაშავედ გრძნობდა რაილსის გამო. თავს ვერ აპატიებდა, თუ რაიმე დაემართებოდა. *** - ქალს, რომელსაც შეუძლია სულში ჩამიძვრეს, მე თითებითაც კი ვერ ვეხები. - შეიღრინა სასმლისგან გაჭყეპილმა მატეომ. ივას ვისკის სანახევროდ დაცლილი ბოთლი ხელიდან გამოსტაცა, ჭიქა ხელახლა აივსო და ჰაერში აღმართა. - რა დაგემართა?- გადასძახა გაშტერებულ ძმაკაცს ივანმა და ელას მიმართულებით მხრები აიჩეჩა. მატეო გაუნძრევლად იყურებოდა ფანჯარაში და ღმერთმა უწყის რას აკვირდებოდა...- რა სჭირს ამას?! ელა დიდ საგონებელში ჩავარდნილიყო. უჭირდა შვილის დამახინჯებული ნახვა. გული უსკდებოდა იმის წარმოდგენაზეც კი, თუ რა დაემართა. - ეგ რომ ვიცოდე ივან, აფთიაქში წამალს ვუყიდდი.- ხმადაბლა, ტუჩების კანკალით უპასუხა ივანს. - ოღონდ მის ფიზიკურ მხარეზე არ ვსაუბრობ. რამდენიმე წელია საერთოდ ვერ ვცნობ ერთადერთ შვილს! - ისე ნუ საუბრობთ, თითქოს აქ არ ვიჯდე.- ამოიხვნეშა რაილსმა და სიგარეტი გადააფერფლა. დედამისს უარაფრო გამომეტყველებით გადახედა. გული საშინლად სტკიოდა, რომ ანერვიულებდა მაგრამ სიმართლის თქმას ეს ერჩივნა. სახე არეულმა ელამ ბიჭები ოთახში მარტო დატოვა. - ამ ქალს გულს ნუ უხეთქავ, რა.. - ხელი უსიამოვნოდ აუქნია ივამ. - შენც ის უნდა მკითხო რა დამემართა? შემდეგ, მეც იგივე პასუხს გაგცემ და ასე გაგრძელდება, სანამ არ გადაგავიწყდებათ. - ჩემამდე არ დადის, პრობლემებზე საუბარი რატომ არ გიყვარს. - საუბრით რომ ყველაფერი გვარდებოდეს, ვერ დამასწრებდი. - არც ჩუმად ყოფნა შველის საქმეს. - იერიში სწრაფად აუღო ივამ. - თავს ნუ მატკიებ, ძალიან გთხოვ. პატარა შრამი დამრჩება. არც პირველი იქნება, არც უკანასკნელი. - თითქოს თავი დაიმშვიდა რაილსმა. სიგარეტი ერთი ხელის მოქნევით გადააგდო ფანჯრიდან და სკამზე მოხერხებულად გადაწვა. - კრისმა მომიყვა, იმ დღეს როგორც გაითიშე. - არ გავთიშულვარ. საკმარისი სიამოვნება მივიღე. გულ აჩქარებულმა, ღრმად ამოისუნთქა ივანმა. ხვდებოდა, ვერაფერს შველოდა. რაილსთან საუბარი კედელთან საუბარს წააგავდა. მაგრამ რა ექნა, ისე მაინც მშვიდად იყო, წინ რომ ჰყავდა. თუნდაც ხმის ამოუღებლად. - მატეო! სტუმარი გყავს. - ელას ხმამ ბიჭები დააფრთხო. მატეოს მაშინვე არასასიამოვნო გამომეტყველება გადაეკრა სახეზე. - კრისი მაგარი საცემი მყავს. ბარბარას ნახვა როცა არ მინდა, მაინც და მაინც მაშინ მახვედრებს. ამის დედაც... - ხმადაბლა შეიკურთხა და ფეხზე წამოდგა. ნიჟარას მიუახლოვდა და ჭიქა წყლით ბოლომდე აავსო. გავარვარებულ ორგანიზმს ცივი სითხე ესიამოვნა. მხრები მოუშვა და თვალები წამით მინაბა. - რაილს... მატეომ გაოცებულმა გადახედა ივანს. გაცრეცილი ფურცლის ფერი დასდებოდა და რაღაცას ისე მიშტერებოდა, თითქოს მოჩვენება დაენახა. დაბღვერილმა, ჭიქა თავის ადგილას დააბრუნა და გვერდი იცვალა. მოულოდნელობის ეფექტმა არაამქვეყნიური სისწრაფით დაუარა ძარღვებში. მის წინ მია ფოლსი იდგა. აწითლებული ღაწვებით და გაფართოებული თვალებით უყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს. - მაპატიე, გაუფრთხილებლად მოსვლა არ მინდოდა მაგრამ... დარეკვა უფრო უხერხული იქნებოდა. - თავი ჩახარა და ხმადაბლა ამოიბურტყუნა. მატეომ ივანს ანიშნა მარტო დაეტოვებინა, ისე რომ გოგონასთვის თვალი არ მოუშორებია. ჯერ კიდევ არ იჯერებდა ნანახს. - ჩაის გავაკეთებ, ალბათ გცივა და ჩემს ოთახში გავიდეთ. - ბოხი ხმით მიმართა რაილსმა და მზერა ჩაიდანზე გადაიტანა. ზელები უკანკალებდა წყლის ავსებისას. იქნებ ისევ სიზმარში იყო? იქნებ... კიდევ არ გამოფხიზლებულა და თავის ფანტაზიებში ნებივრობს? - უტვინო. - ხმადაბლა წამოსცდა მატეოს. მიასკენ დამფრთხალი მიბრუნდა და მაჯაზე ხელი უხეშად მოხვია. გოგონას შემცბარი სახის დანახვისას მაშინვე გაუშვა და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. - მაპატიე, უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ნამდვილად აქ ხარ. ამ ბოლო დროს კარგად ვერ მძინავს და ჰალუცინაციები მაწუხებს. თავი დამნაშავესავით იმართლა. საკუთარ გავარვარებულ მტევანზე ჯერ კიდევ გრძნობდა ფოლსის გაყინულ ტემპერატურას. - ჩაი არ მინდა... შეიძლება ვისაუბროთ? თავი სწრაფად დაუქნია მატეომ და ოთახისკენ გაუძღვა. ელასთვის ყურადღება არ მიუქცევია, ივანი კი ვერსად შენიშნა. დიდი ვარაუდით, როდესაც მია წავიდოდა მაშინ გამოჩნდებოდა და კითხვების კორიანტელს სეტყვასავით დააყრიდა. - როგორ მომაგენი? - ცნობისმოვყვარეობა ვერ დამალა რაილსმა. მიას გაეღიმა. შარფი ყელიდან ნელა მოიხსნა და სკამზე გადაკიდა. ქურთუკი კი საწოლის კიდეზე ჩამოდო. - გავიკითხე. როგორც ვვარაუდობდი, შენი სახელი აქ ყველამ იცის. - მართალია, ჩემი მოძებნა რთული არ არის. - თავი ღიმილით დაუქნია. - რაც მანეკასთან მოხდა... - მია, პოლის მაგივრად შენ ნუ მიხდი ბოდიშს. მაგის ბოდიშიც არ მჭირდებოდა. მთავარია კარგად ხარ. ვერ ავიტანე, შენზე ზეწოლას რომ ახდენდა. - შენ კი, ნამდვილად არ ხარ კარგად. - მასთან ახლოს მიიწია. გვერძე ჰაერივით ჩამოუჯდა. რაილსს სუნთქვა შეეკრა. უნდოდა ამდგარიყო და ძალიან შორს გაქცეულიყო მისგან. გრძნობდა მის ემოციებს, მის სიძლიერებს. მის თვალებში იკარგებოდა და ამით საზრდობდა. მიას თვალებში საკუთარ თავს იმაზე ნათლად ხედავდა, ვიდრე ანარეკლს ახლად გაწმენდილ სარკეში. ფოლსმა თითები ნაზად შეახო გაუხეშებულ კანზე და ჭრილობასთან ახლოს გადაატარა. - არ გტკივა? - გაოცებულმა ჰკითხა, როდესაც რაილსის სახეზე ვერანირი გამომეტყველება დაინახა. - ალბათ შენ რომ დანა დამარტყა, არც ის მეტკინება. - გამოუტყდა. უნდოდა მისი სახე ხელებში მოექცია და მოფერებოდა. უნდოდა, მთელი გულით ჩაეკრა. სულსაც კი გაყიდდა ერთი შანსისთვის... ტუჩები ოდნავ გახსნა, რომ ჩახუტება ეთხოვა მისთვის, მაგრამ როგორც ყოველთვის ბედი მის საპირისპიროდ შემოტრიალდა. დედამისის ხმამაღალი ყვირილი ალბათ უკვე ორივეს ესმოდა. რაილსი ფეხზე წამოდგა. კართან მივიდა და მსუბუქად გამოხსნა. - აქ იყავი და სანამ არ დავბრუნდები, გთხოვ არ გამოხვიდე. - არ უნდოდა ბრძანებასავით გამოსვლოდა. თვითონაც გაუკვირდა ასე თბილად როგორ უთხრა მიას ეს სიტყვები და ოთახიდან გავიდა. გზაში მაჯები რამდენჯერმე დაიტკაცუნა. მხრებში კარგად გასწორდა და მისაღებში ელას მიუახლოვდა. - დედა, მეზობელთან გადადი. - იმდენად ბოხი ხმით მიმართა ელას, საწყალ ქალს ენა მუცელში ჩაუვარდა. აკანკალებული ხელებით დატოვა სახლი. - ლამაზი დედა გყავს, მატეო. დასანანი იქნება, რამე რომ დაემართოს. - დასაკეცი დანა ხელში აათამაშა ყველაზე უფროსმა. მასზე შედარებით გამხდარი სავარძელზე კარგად მოკალათებულიყო. მესამე კი, ავისმომასწავლებელი თვალებით შემოსასვლელში დამდგარიყო. - აქ არ უნდა მოსულიყავით. - შეუღრინა მატეომ. ცდილობდა ხმადაბლა ესაუბრა. არ უნდოდა მიას რაიმე გაეგონა. - ჩვენი გადაგდება არ შეიძლება. მგონი კარგად ვერ გაიგე. - ხმას აუწია და რაილსს მიუახლოვდა. მია მოწყენილობისგან მატეოს ოთახის თვალიერებას შეჰყვა. საინტერესო ვერაფერი ნახა, ძველი ფოტოების და უაზრო ჟურნალების გარდა. არ იყო მისი ოთახი ისეთი, როგორიც წარმოედგინა. ორი სავარძელი, პატარა კომოდი, რომელსაც მაგიდის ფუნქცია უფრო ჰქონდა. საწოლი და ტანსაცმლის კარადა. ძალიან უბრალოდ, მაგრამ მყუდროდ ჰქონდა ყველაფერი მოწყობილი. საწოლის თავზე პატარა თარო იყო ჩამოკიდებული, სადაც ხუთიოდე წიგნი ეწყო. სანამ მატეო დაბრუნდებოდა, მათ თვალიერებას შეჰყვა., თუმცა არასასიამოვნო ხმამ სიმშვიდე დაუფრთხო. საწოლიდან წამოხტა და კარს მიუახლოვდა. ოდნავ გამოაღო და საუბარს ყური დაუგდო. - ჩემთან მოსვლას და მუქარას არ ავიტან! - არა და არ ტყდებოდა რაილსი. - სწრაფად გეტყვი, შემდეგ კი აქ აღარაფერი გვესაქმება, თუ კვლავ არ გადაწყვეტ თავის არიდებას. ხვნეშით დაუქნია თავი მატეომ. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. წარბები ოდნავ შეკრა ინფორმაციის მოლოდინში. - სამი კვარტლის მოშორებით მევალე ცხოვრობს. - წინა ხუთიც მევალე იყო. რა მოხდა, ახლა ვალის არ დაბრუნება ჰობია?! - ჩაეცინა მატეოს. მხუთავი კვამლი ღრმად ჩაიგუბა ფილტვებში და ზომიერად გამოუშვა. - პირველივე კორპუსის მეოთხე ნომერში ცხოვრობს. შავგვრემანია. უბრალო ტიპის შეხედულება აქვს. ჭკუა უნდა ასწავლო, რომ თავის დროზე დაგვიბრუნოს. - ასეთ მარტივ რაღაცეებს თავად რატომ არ აგვარებთ?- მობეზრებულმა იკითხა რაილსმა. რათქმაუნდა, პასუხის მოლოდინი არ ჰქონია, ამიტომ დიდად არც დაუძაბავს ყურები. - მაიკი ჰქვია. - სამივეს ერთდროული ღიმილი გადაეკრა. - ახლა მითვალთვალებთ კიდეც?! - სიგარეტი გამწარებულმა მოისროლა და ერთი ნაბიჯი ყველაზე უფროსისკენ გადადგა. - უკვე თუ ატყობთ რომ ომობანას თამაში გინდათ?! - ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ უკვე სიამოვნებასაც კი იღებდი ამით. - მხრები აიჩეჩა. - ამ საქმეში მორალს არ ვეძებ, ადრეც გითხარით. ინფორმაციის გამო ვარ. - თუ ასეა სამაგისოდ ნიჩაბი დაგჭირდება. ის რაც შენ გაინტერესებს, ოთხი წელია მოკვდა.- ხარხარი მთელს სახლს ექოდ მოედო. მატეოს ყურები დაუგუბდა. გრძნობდა როგორ ამოეწურა ის მოთმინება, რომლითაც საზრდობდა. თვალები თავისით დაეხუჭა. იგრძნო ადრენალინის მოზღვავება, შავი ლაქებივით როგორ დაემჩნია. სრულ სიშავეში მხოლოდ ვერცხლისფერ ნაპერწკლებს ხედავდა. ხმები აქეზებდნენ, რომ მაშინვე მოქმედებაზე გადასულიყო. არ უნდოდა. აღარ უნდოდა. „იისფერ კაბიანი გოგონა მალე მოვა. მალე ჩამჭიდებს ხელს“ ალბათ, ხუთჯერ მაინც გაიმეორა გონებაში, თუმცა უშედეგოდ. - ნაბო*ვარო!!! - ბოლო ხმაზე იღრიალა. მუშტი ჰაერში აღმართა და ყველაზე მაღალს საყელოზე დაეჯაჯგურა. - სანამ შენი საყვარელი ადამიანებიც თან გაიყოლა, გირჩევთ დამშვიდდე და საქმეს მიხედო! მერე კიდევ ღვარღვარით დაიხოკე ლოყები.- გრძნობდა კისერზე, არტერიაზე მიბჯენილ ბასრ იარაღს, რომელიც უფრო და უფრო აწვებოდა.გაშეშებული, ხმა ჩავარდნილი მიშტერებოდა თვალებში ადამიანს, რომელიც ეზიზღებოდა. ალბათ შანსი რომ მიეცემოდა, ყველას ისე ამოხოცავდა, ხელიც არ აუკანკალდებოდა. - ვფიქრობთ, პატარა სახსოვარი უნდა დაგიტოვოთ, რომ არ დაგავიწყდეს რაც გითხარით. - ნიშანი გასცა უფროსმა.რაილსი გრძნობდა მეორე ლოყა ნელ-ნელა როგორ უწყებდა წვას. - ახლავე დაანებეთ თავი! -ოთხი მამაკაცის მზერა მაშინვე ხმის პატრონზე გადავიდა. მიას ფერდაკარგული სახე და გადმოკარკლული თვალები ჰქონდა. ხან ვის მიაჩერდებოდა, ხან ვის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, მატეოს არ აშორებდა თვალს. ორივე ხელში იარაღი კანკალით ეჭირა. ისიც კი არ იცოდა, რას უმიზნებდა. ორმაგად იყო შოკირებული რაილსის ოთახში იარაღის პოვნით და მათი საუბრის მოსმენით. - მია, იარაღი... - ქოშინით აღმოხდა მატეოს. - შენს ოთახში ვიპოვე. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა და გამომშრალი ტუჩები ენით სწრაფად დაისველა.- გაუშვით მეთქი! - კიდევ ერთხელ დაუყვირა მათ. თავიდან ღიმილით უცქერდნენ გოგონას, რომელსაც იარაღი კანკალით ეჭირა, მაგრამ ნელ-ნელა სახე დაასერიოზულეს, როდესაც მიხვდნენ რომ დაშვებას არ აპირებდა. - მია, დაბრუნდი ოთახში. - სიტუაციის გამოსწორებას შეეცადა მატეო. თვალებით ევედრებოდა, რომ დამორჩილებოდა. ფოლსი განძრევას არ აპირებდა. ორ კიდურზე მყარად იდგა. - მათ მაიკს, შემდეგ კი შენ დაგემუქრნენ! - მოსმენილისგან გაოგნებულმა დაიყვირა გოგონამ. ვერ ხვდებოდა, ეს ყველაფერი რას ნიშნავდა. შინაგანი ხმა კარნახობდა, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო ნამდვილად არ იყო კარგი. იცოდა, რომ მატეო ძალიან დიდ შარში იყო და გაურკვევლობისგან თვითონაც მის გვერდით იყენებდა თავს. ორწუთიანი დუმილის შემდეგ, მატეოს ხელი გაუშვეს. ყველაზე მაღალმა დანა ცხვირწინ აუსვეტა რაილსს და გამაფრთხილებლად დაუქნია. ათ წამში კი, უკვე მიას და მატეოს გარდა სახლში აღარავინ იყო. ფოლსი კანკალმა აიყოლია. გაშტერებული უყურებდა რაილსს და იმის ძალაც არ შესწევდა, რომ იარაღი დაეშვა. თვალები კედელზე ჰქონდა გაშტერებული და ცივი ოფლი ასხამდა. - მია... - მწუხარებით აღმოხდა მატეოს. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და იარაღი მსუბუქად გამოართვა. გული უსკდებოდა. ვერ ხვდებოდა მის რეაქციებს. ვერ აანალიზებდა, ეშინოდა თუ არა. არ იცოდა, რას ფიქრობდა და ეს ყოველივე ჭკუიდან შლიდა. გულს უკლავდა. ხელები ფართოდ გაშალა. აკანკალებულს შემოხვია და გულში ჩაიკრა. წამიერად გათბა, გალღვა ცისარტყელას ფერებმა დაუარეს. საერთოდ გაქვავდა, როდესაც საპასუხოდ ხელების მოხვევა იგრძნო. თავზე ნიკაპი მსუბუქად ჩამოადო. შემდეგ კი მის თმებში ჩაფლო სახე. - მაპატიე, ელასთან ერთად უნდა გამეშვი... - საკუთარი თავის დადანაშაულებას ვერ წყვეტდა რაილსი. უფრო და უფრო უჭერდა გოგონას ხელებს. ეშინოდა, არ გაქცეოდა. - ერთად გამოსავალს ვიპოვით... - რამდენიმე წუთის შემდეგ გაიგო საყვარელი ხმა და ოდნავ ხელი უშვა. თვალებში შეხედა. აცრემლიანებულ თვალებს ელოდებოდა, მაგრამ საპირისპირო, სრულიად ამომშრალი, ნაპერწკლებით სავსე თვალები დახვდა. გული აუჩქარდა. მასში გრძნობა უფრო და უფრო იდგამდა ფესვებს. გრძნობდა, მის სიახლოეს ნამდვილად გრძნობდა. ნამდვილად ხედავდა საკუთარ თავს მასში. - ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?... - ჰკითხა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დაბნეულს წარმოდგენა არ ჰქონდა რაზე საუბრობდა. გავარვარებული ხელით წინ ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია. - ჩემს შიგნით რაღაც ხმა მესმის, რომელიც მეუბნება რა უნდა ვქნა. ახლა კი, იმას ამბობს რომ შენ მე გჭირდები. მოეხვია. გაყინული სხეული გულში ჩაიკრა და თვალებს დახუჭვის უფლება მისცა. ახლა იცოდა. უფსკრულის კარების მცველი, მისი იისფერ კაბიანი გოგონა უკვე მასთან იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.