შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ფორთოხალი 5


27-04-2020, 23:11
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 088

მთელი კვირა ყოველ დღე ვხვდებოდი სანდროს. მომწონდა მისი ღიმილი, მისი სითბო. მომწონდა მასთან ერთად დროის გატარება და სიგიჟე. ჩემთვის ის პირველი მეგობარი იყო. პირველი ბიჭი, რომელიც ჩემით დაინტერესდა. დედაჩემი სულ მეუბნებოდა, შენ ისეთი ლამაზი ხარ, ბიჭები ფუტკრებივით დაგესევიანო. ჩემთვის ურთიერთობა, გინდ მეგობრული და გინდ სასიყვარულო ნაცნობი არ იყო, ამიტომ გული გავუხსენი და შიგნით შევუშვი. ნება მივეცი პირველივე შესაძლებლობას დაემტკიცებინა ჩემთვის რა იყო მეგობრობა და სიყვარული და ამისთვის თვეების გასვლა, დაკვირვება და FBI-ის გამოძიებები არ მჭირდებოდა.
მინდა მოკლედ მოგიყვეთ ჩემს დამოკიდეულებაზე სანდროს მიმართ, რაც იმ ერთ კვირაში დამიგროვდა. სანდროს საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ხშირად ხუმრობდა საკუთარ თავზე. ყველაზე მეტად ეს თვისება მომწონდა მასში. ფაქტობრივად მას ჰქონდა თავდაცვითი რეაქცია. ამბობდა მანამ, სანამ სხვა მიუთითებდა. დასცინოდა საკუთარ თავს, სანამ სხვა დასცინებდა და ამით არავის აძლებდა საშუალებას რაიმე კუთხით დაეჩაგრათ. თვითირონია ყველას არ გამოსდის. ყველას საკუთარი თავიც კი არ აქვს შესწავლილი. მაშინ არც მე მქონდა. არ ვიცოდი რა მინდოდა, არ ვიცოდი რა იყო ჩემი ჰობი, რა მინდოდა ცხოვრებიდან, რა მომწონდა, მინდოდა თუ არა ოჯახი და სხვა. ადამიანები ხშირად აკეთებენ იმას, რაც საზოგადოებას სურს, რასაც საზოგადოება მოელის მისგან და არა იმას, რაც თავად უნდათ. ეს გავრცელებული პრაქტიკაა. ამ ყველაფრის ფონზე კი ცხოვრება ისე გადის ვერც კი ვიგებთ რისთვის ან ვისთვის ვიცხოვრეთ.
-სად გაატარებდი ყველაზე გიჟურ ზაფხულს? - სანდრო ხანდახან ისეთ კითხვებსაც მისვამდა „მეგობრობის დღიურში“, რომ ვიწერდით ხოლმე. ცხოვრებაც შეგვიძლია „მეგობრობის დღიურს“ შევადაროთ. ბავშვობიდან მოყოლებული ჩვენს ცხოვრებაში აღმოჩენილი თითოეულ ადამიანს ვავსებინებთ, თუმცა ცხოვრების ბოლოს მხოლოდ იმ კითხვებზე ვნახულობთ პასუხს, რომლებიც ჩვენ გვეხება. მაგალითად „რას ფიქრობ ჩემზე?“, „რა მოგონება გახსენდება ჩემთან დაკავშირებით“ და ა.შ. და საერთოდ არ გვაინტერესებს პასუხი დიდად სამსჯელო და ფილოსოფიურ კითხვებზე.
-იქ, სადაც ყველაზე მშვიდად ვიქნები. დასვენება ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება.
-სხვა თემებზეც ასე ფიქრობ ხოლმე? - ღიმილიც კი განსაკუთრებულად უხდებოდა მას.
-შესაძლოა - თავი ბარისკენ მივატრიალე - ლელე, ორი ჩაი და ბლინები თუ შეიძლება - თანხმობა თავის დაქნევით მივიღე და მანაც სამზარეულოში გაძახა ჩემი შეკვეთა - განსაკუთრებით მეტს საკუთარ ცხოვრებაზე ვფიქრობ.
-რითია შენი ცხოვრება განსხვავებული ან განსაკუთრებული?
-მხოლოდ იმით, რომ მე ქალად დავიბადე.
-მეხუმრები? - ეჭვისფერმა გადაურბინა სახეზე - ნუთუ ეგაა მთელი განსხვავებულობის მიზეზი? მაშინ დედაჩემიც განსხვავებულია, დედაშენიც და ყველა, ვინც სქესით ქალია. ნუთუ ეს გაფიქრებინებს, რომ ვინმეზე განსაკუთრებული ხარ?
-არ ფიქრობ, რომ ვიჩაგრებით?
-მგონი ამ თემაზე საუბარი ძალიან ნაადრევია იმის ფონზე, რომ ახლადგაცნობილები ვართ. სჯობს ჯერ ერთმანეთზე ისეთი ბანალური ცნობები შევაგროვოთ, როგორებიცაა პროფესია, საყვარელი ფერი, საყვარელი საჭმელი და ა.შ. შენ რას ფიქრობ? - ამჯერად თვითონ გამოწია ხელი ჩამკენ და თითის ბალიშებით შემეხო კიდეც.
-ჩემი აზრით ბევრი ჩაი დაგვჭირდება - გავიღიმე და ჩანთას დავწვდი - თუმცა მე ჩემი პატარა მეთოდი მაქვს და შენც ამას გირჩევ - ჩანთიდან ბლოკნოტი ამოვიღე და მას გავუწოდე - ყოველ დღე აქ მოვდივარ და აი, იმ მაგიდაზე მსხდომ ადამიანს, თუ ადამიანთა ჯგუფს ვაკვირდები. სიმარლე გითხრა ჯერ მხოლოდ ერთ ბებო და ბაბუზე მაქვს „ცნობები“ შეგროვებული. შემდეგ შენ გამოჩნდი და ჩემი დაკვირვების ობიექტი არა მაგიდასთან მსხდომი ადამიანი, არამედ შენ გახდი.
-საინტერესოა რას ჩაწერ ჩემზე შენს დღიურში - ჩაის ერთი ყლუპი მოსვა და ჩინჯანი მაგიდაზე დააბრუნა.
-იქნებ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მაშინ, როდესაც შენ შესახებ ნამდვილად ჩავწერ ცნობებს ჩემი დღიურის რამენიმე გვერდზე ან ვინ იცის, იქნებ ფურცლებზეც კიდეც.
ცოტა ხნით შევეშვათ სანდროსთან ურთიერთობას, მაგრამ მინდა ერთი რიგითი თანაქალაქელის შაბათი დღე აღგიწეროთ, რათა უკეთ მიხვდეთ როგორ ქალაქში ვცხოვრობდი :
პირობითად ავიღოთ ჩემი მეზობელი ზეზო, რომელის სახლი ჩემი სახლის (ფეფოს სახლს ვგულისხმობ) მისაღებიდან ხელისგულივით ჩანს. ის ყოველ დღე ათ საათზე იღვიძებს, მათ შორის შაბათ-კვირასაც. გამოდის აივანზე და ხელებს განზე შლის. ამ დროს აუცილებლად ჩამოივლის მაწვნის გამყიდველი ქალი და მის კართან ორ ქილა მაწონს დატოვებს. ცარიელ ქილებს ხვალ წავიღებო შესძახებს ქალი და ისიც იქედან ღიმილიანი სახით ხელს დაუქნევს დასტურის ნიშნად. ქილები დაახლოებით ორმოცი წუთი ისე დევს და ვაი, იმ ცხოველს, რომელიც მას წააქცევს და გატეხავს. ამის შემდეგ იწყება ქოქოლის დაყრა და ერთი წყევლა-კრულვა. ხოლო თუკი ცხოველები ზეზოს ჩხუბს გადაურჩნენ ზუსტად ორმოც წუთში ჩაცმული (აივანზე ხალათის ამარა დგება ხოლმე) გამოვა გარეთ და მეზობლებს მიესალმება. ორივე ხელში ქილები ეჭირება, თუმცა ეს მისთვის დისკომფორტი არ არის, მაინც დგას და საუბრობს. საუბრობს ბევრს და გაუჩერებლივ. ბოლოს თანამოსაუბრეს მობეზრდება ისევ და თავის გზას დაადგება, ზეზო კი ბურდღუნით, უკმაყოფილო სახით შევა საკუთარ სახლში, სადაც მბრძანებელიც თვითონაა და მონაც.
სახლში ერთი კატა ყავს - ბოთა, რომელიც კნავილით მანამ არ დაიღლება, სანამ ზეზო თევზის კონსერვს არ გახსნის და მის თეფშზე არ დაუდებს. ზოგადად რომ აგიხსნათ რას აკეთებს ზეზო ორშაბათიდან პარასკევამდე დიდი დრო არ დამჭირდება, ამიტომ აქვე ჩავწერ თქვენის ნებართვით. ზეზო ჩვენი სუპერმარკეტის ძეხვების განყოფილების მთლად უფროსია, ყოველ შემთხვევაში თვითონ ზუსტად ასე გაგეცნობოდათ თუკი შეხვდებოდით. მის კისერზეა მთელი ქალაქის ბედი და ჯანმრთელობა, რადგან თუკი ვინმე ცუდ ან ვადაგასულ პროდუქტს შეაპარებს, მას თავი მოეჭრება და ამ ქალაქში ვეღარ გაჩერდება, გადახვეწა მოუწევს. სინამდვილეში კი მთელი დღე დახლებთან დგას და ორ გოგოს, რომლებიც კონსულტანტები არიან ვირივით ამუშავებს და თითოეულ ნაბიჯზე უყვირის. გაინძერი, როგორ დასერინობ, შენი ადგილი იცოდე გომბიო და კიდევ ძალიან ბევრი სიტყვა, რომელთა ჩამოთვლაც საჭირო აღარაა, რადგან უკვე იცით მისი რეალური სახე.
ერთხელ ფეფომ გამგზავნა მასთან. კარადის გადაადგილება უნდოდა და მარტო ჩვენ ორნი ვერ მოვერიეთ.
-მე კი დაგეხმარებით, გოგონი, მაგრამ თქვენ რისი მაქნისები ხართ რომ გაიძახით კაცი არ გვინდა, კაცი არ გვინდაო - ლასლასით წამოვიდა და თან კატას მიაძახა: სახლში არ შეხვიდე, თორე ვნახავ შენს ბეწვს და გაგაპანღურებ აქედანო - ხოდა რას ვამბობდი, ჩემთან ორი გოგო მუშაობს, ჩაუცვამთ მოკლე კაბები, გადმოუყრიათ ძუძუები და ძეხვის მაგივრად კი ვიცი რაც აინტერესებთ - მეორე ძეხვი, ვოტ, ასეა ეს. მე რომ არ ვიყო იქ ბიჭების რიგი ჩამოდგებოდა. ამათ ის ვერ გაურჩევიათ რომელია მოხარშული და მოუხარშავი, სერველადი თუ ინდაურის და ესენი კაცის ძეხვებს გაარჩევენ? მერე გაბოზდებიან და დაინგრევენ ცხოვრებას. მე ვადევნებ თვალს ყველგან და ყოველთვის. პატრონი არ ჰყავთ, პატრონი, თორე ასე მარტის კატებივით ატეხილები, რომ დაძრწიან და დადიან როგორ ვერ ხედავენ. არ უვარგათ პატრონი და ეგაა - მერე მე ამათვალ-ჩამათვალიერა და შარვალზე დამაშტერდა - კაცობა გინდა, შვილო? - მე კითხვას ვერ მივუხვდი, ინსტიქტურად თავი გავუქენიე უარყოფის ნიშნად, თუმცა მას ეს არ შეუმჩნევია, ისევ შარვალზე ჰქონდა მზერა შეჩერებული - ქალს კაბა უნდა ეცვას, კაბა - მერე ჩაფიქრდა და სანამ სახლის კარს გადაკეტავდა (სამჯერ შებრუნდა სახლში და ჩემი გაყოლაც ითხოვა) კიდევ მკითხა - მუშაობ?
-დიახ, ჩვენი ქალაქის სკოლაში მასწავლებელი ვარ...
-ხო, მუშაობა. ეგ ახალი მოიგონეთ კიდევ - გამაწყვეტინა სიტყვა და თან ჩვენი სახლის კარი შეაღო - უფასოდ არ გაცხოვრებს ხო ქალბატონი და ჯერ ქმარიც ვერ გიშოვია, არადა უკვე კი ხარ ქორწილისთვის მზად და რაღას ელოდები ნეტა, მაგრამ ასეთი ტანსაცმლით ვინ გითხოვებს, შვილო.
გავაგრძელოთ: კატის დაპურების შემდეგ ვერანაზე სკამს მოიდგამს და გაზეთს გაშლის. მეც და თანასოფლელებიც, რომლებთანაც ზეზოს ამბავზე სიტყვა დაძრულა გვჯერა, რომ გაზეთიდან ერთ სიტყვასაც არ კითხულობს, მეტიც, თვეების ან იქნებ წლების განმავლობაშიც კი ერთსა და იმავე გაზეთს შლის და თავს გვაჩვენებს ყველაზე წიგნიერ და ამავე დროს ქალაქის გადამრჩენელ მამაკაცად, ამ დროს კი მისი სახლის წინ ყველა ჩამვლელის დათვალიერებას და გაჭორვას ასწრებს. სამი საათისკენ მის ვერანდას მზე ადგება ხოლმე და სახლში შედის. სავარაუდოდ ამ დროს ჭამს და ტელევიზორს უყურებს. ხუთზე გამოდის და საკუთარი ჭიშკრის წინ ჯდება. ასეა დაღამებამდე და ყოველ გამვლელს თუ გამომვლელს ახალ ჭორებს ეუბნება. ღმერთმა იცის ეს ჭორები საიდან მოდის მის აზროვნებაში და როგორ იგონებს ამდენ ამბავს, თუმცა ის სხვა დროს და სხვა ადგილას რომ დაბადებულიყო ახლა მე კი არ დავწერდი მასზე, არამედ ის იქნებოდა ჩემთვის ღმერთი, როგორც საოცარი ფანტაზიის უნარის მქონე შეუდარებელი მწერალი.
ასეთია ჩემი მეზობელი ზეზოს ცხოვრება, უფრო სწორად ასეთი იყო, რადგან ის ოთხი წლის წინ ( როდესაც ამ ყველაფერს ვწერ ), ოთხმოცდაშვიდი წლის ასაკში გარდაიცვალა. ასეთი ცხოვრებით არ უცხოვრია მარტო ზეზოს. მხოლოდ ის არ ფიქრობდა, რომ ქალაქს მის გარეშე გაუჭირდებოდა, საკუთარ შესაძლებლობებს მარტო ის არ აბუქებდა და მხოლოდ ის არ ერეოდა სხვის ცხორებაში ასე პირდაპირ და ამავე დროს ასე ირიბად. ასეთი იყო და ამჯერადაც არის ჩვენი ქალაქი. ყველას ცხოვრება ერთმანეთისას ჰგავს. მეტიც, ერთმანეთს გარეგნულადაც კი ჰგვანან. მათი მთავარი საქმე და ძირითადი მოვალეობა კი ქალაქის წინაშე „ცუდის აღმოფხვრა“ და სხვისი ცხოვრებისთვის თვალყურის დევნებაა. ამდენ თვალიერებაში და ცხვირის აქეთ-იქეთ ქნევაში კი საკუთარი ცხოვრება ეკარგებათ და სწორედ ისე ასრულებენ ცხოვრებას, როგორც ზეზომ დაამთავრა. სამდღიანი „გლოვით“, ორიოდე ეზოში დაკრეფილი ყვავილით (ფულიც კი არ დახარჯეს) და სამუდამოდ, სამარადისოდ მისი სახელის და ხსოვნის დავიწყებით. არც მის საფლავს ეკარება ვინმე გარდა მესაფლავისა, რომელიც წელიწადში ერთხელ მხოლოდ იმიტომ ასუფთავებს, რომ ქვეწარმავლები იბუდებენ და სხვა საფლავებს აყენებენ ზიანს. ასე დაკარგა ზეზომ საკუთარი ცხოვრება და „შესწირა“ ქალაქს, რომელიც ზუსტად ისევე მუშაობს მისი გარდაცვალების შემდეგ, როგორც მანამდე. ისევ იგონებენ ჭორებს და ისე განიხილავენ მსოფლიო პოლიტიკას.
ჭორები ამ ქალაქში საოცარი სისწრაფით ვრცელდება. მზეც კი ვერ ასწრებს ისე სწაფად სტყორცნოს სხივი, როგორც ამ ქალაქში ჭორი ისტყორცნება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან. შეიძლება აქვთ კიდეც დაწყებული ჭორების შეჯიბრი და მე ამის შესახებ უბრალოდ არ ვიცი. ფაქტი ერთია, ჭორაობს ყველა, პატარა, სკოლის მოსწავლედან დაწყებული, დიდი, ლოგინად ჩავარდნილი, სიკვდილისკენ ერთფეხგადადგმული მოხუცით დამთავრებული. ჭორაობენ ჩემზეც და ეს საერთოდ არ მოქმედებს ჩემს ნერვულ სისტემაზე, რადგან მათ მიერ მოგონილი ისტორია ბევრად სჯობს ჩემსას. თუმცა ერთ რამეში ნამდვილად მართლები არიან - მე გამოვიპარე.



№1  offline წევრი გაზაფხული

Natsrisferi_grdznobebi
1. აღგიწეროთ არა--- აგიღწეროთ არის სწორი ფორმა.
2. თორე არა-- თორემ
3. სასვენი ნიშანი ბევრჯერ ზედმეტად იყო დასმული.
4. იცი? პირდაპირ გეტყვი. სასიამოვნო წასაკითხი იყო ნამდვილად, თუმცა არა ისეთი რომ აღტაცებით ელოდებოდი ახალ ცხელ თავებს. შენს ნაწარმოებს მეტი ლამაზი სიტყვები აკლია. მკითხველი რაღაცა კაუჭით უნდა მოიზიდო შენკენ. ასე მეგონა ვიღაცის საუბარს ვუსმენდი. არანარი ნაწარმოებისთვის დამახასიათებელი ვნებათაღელვა. სიტყვებით თამაში...

არ ვიცი, ალბათ ჩემი არაა და მიტომ... მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ძალიან გამახარებ თუ შეცდომებს გამოასწორებ.
დროებით. ^^

ქართული დიდი ხანია ჩავაბარე, ძვირფასო. ყველა მწერალს თავისი მიდგომა და წერის სტილი აქვს. თუკი არ მოგწონს და შენთვის საინტერესო არ არის, მაშინ გირჩევ არ წაიკითხო.

Natsrisferi_grdznobebi
1. აღგიწეროთ არა--- აგიღწეროთ არის სწორი ფორმა.
2. თორე არა-- თორემ
3. სასვენი ნიშანი ბევრჯერ ზედმეტად იყო დასმული.
4. იცი? პირდაპირ გეტყვი. სასიამოვნო წასაკითხი იყო ნამდვილად, თუმცა არა ისეთი რომ აღტაცებით ელოდებოდი ახალ ცხელ თავებს. შენს ნაწარმოებს მეტი ლამაზი სიტყვები აკლია. მკითხველი რაღაცა კაუჭით უნდა მოიზიდო შენკენ. ასე მეგონა ვიღაცის საუბარს ვუსმენდი. არანარი ნაწარმოებისთვის დამახასიათებელი ვნებათაღელვა. სიტყვებით თამაში...

არ ვიცი, ალბათ ჩემი არაა და მიტომ... მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ძალიან გამახარებ თუ შეცდომებს გამოასწორებ.
დროებით. ^^

ასევე სჯობს სანამ კომენტარს დაწერ მის სისწორეში დარწმუნდე. აღწერა არის სწორი ფორმა ანუ აღგიწერო და არა აგიღწერო. ეს მაინც, ამის შემდეგ რომ იცოდე. ხოლო თორეს დავწერ თორემ სტილისტურად თუ გრამატიკულად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

 


№2 სტუმარი სტუმარი სანდრა

იცი?! ძალიან მომწონხარ.
საინტერესოდ და ლამაზად გადმოსცემ ყველაფერს.
მართლაც თვითირონია ყველას არ გამოსდის.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ზეზოს პერსონაჟი მომეწონა.
მოკლედ, წარმატებებს გისურვებ და მომდევნო თავამდე გემშვიდობები...

 


№3  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი სანდრა
იცი?! ძალიან მომწონხარ.
საინტერესოდ და ლამაზად გადმოსცემ ყველაფერს.
მართლაც თვითირონია ყველას არ გამოსდის.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ზეზოს პერსონაჟი მომეწონა.
მოკლედ, წარმატებებს გისურვებ და მომდევნო თავამდე გემშვიდობები...

ძალიან დიდი მადლობა. ეს მოთხრობა პროტესტია, დიდი პროტესტი და ამაში 4-5 თავის შემდეგ უფრო დარწმუნდებით

 


№4 სტუმარი სტუმარი დადუ

ძალიან მომწონს, რომ ურთიერთობის ფონზე მოთხრობაში სოციალური თემებია. ვფიქრობ, ესთეტიკასთან ერთად ლიტერატურის ერთ-ერთი აუცილებელი ფუნქციაც ეს არის, რომ სააშკარაოზე გამოიტანოს ის, რაც შესაცვლელია, - მომწონს ეს პროტესტი. ამასთან ერთად ძალიან დამაინტრიგებლადაც წერთ და ასე გააგრძელეთ ❤️

 


№5  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი დადუ
ძალიან მომწონს, რომ ურთიერთობის ფონზე მოთხრობაში სოციალური თემებია. ვფიქრობ, ესთეტიკასთან ერთად ლიტერატურის ერთ-ერთი აუცილებელი ფუნქციაც ეს არის, რომ სააშკარაოზე გამოიტანოს ის, რაც შესაცვლელია, - მომწონს ეს პროტესტი. ამასთან ერთად ძალიან დამაინტრიგებლადაც წერთ და ასე გააგრძელეთ ❤️

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent