გზა ვარსკვლავებისკენ (მეოთხე თავი)
გიო სკოლის ეზოს კართან იდგა და ვიღაცას ელოდებოდა. მასთან მივედი. - გამარჯობა გიო! - სალამი ნია, როგორ ხარ? - შესანიშნავად შენ? - ვინ ხარ და რა უქენი ძველ ნიას?! - “ მეცინება, ხელებს შარვლის ჯიბეებში ვიწყობ და მოუსვენრად ვღვანცალებ” - ეგ მგონი ჩემი უნდა იყოს! “პაკეტზე მიმანიშნებს” - ხომ, სულ დამავიწყდა... შენი გუშინდელი ტანსაცმელია... არა იმას კი არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც გუშინდელია, უბრალოდ მე ხომ ის გუშინ ავიღე, ანუ... - კარგია გასაგებია, უბრალოდ გამოგართმევ თუ აღარ გჭირდება! “პაკეტს მართმევს” - ხომ რათქმაუნდა აიღე! “დაბნეული ვუბრუნებ დაგვიანებულ პასუხს” - ერთად შევიდეთ?! - შევიდეთ! სკოლის ეზოში შევედით, ხელი ჩამკიდა და სტადიონთან მივედით. წინ დამიყენა, თვითონ კი როგორც ყოველთვის ცალი ფეხით კარს მიეყუდა. უცნაურად მომაშტერდა, თან მიღიმის, გულში ვფიქრობ: ამის დედაც! საზიზღრად საყვარლობა ღიმილი აქვს. - ასე რატომ მიყურებ, სახეზე რამე მაქვს? “გამაღიზიანებელი სიჩუმის დარღვევა ვცადე” - კი! - რა? რა მაქვს?! “ტელეფონს ვიღებ და კამერის პროგრამის ძებნას ვიწყებ, რომ ჩავიხედო” - საოცრად ლამაზი ლურჯი თვალები! “ამ სიტყვებს ძალიან ლამაზად ამბობს და თან მიღიმის” - გასაგებია... “ქათინაურმა დამაბნია, ენა ჩამივარდა და უაზროდ მივაშტერდი” - და შენი მზერა რამ მიიპყრო? - არაფერი ისეთი. - იქნებ დამდო პატივი და ერთი კომპლიმენტი გადმომიგდო?! გავსინჯავდი უბრალოდ, ნუთუ ასეთი მახინჯი ვარ? “იცინის” - ღიმილი გიხდება... “გვერძე გავიხედე და ისე ვუთხარი” - ამმ... მადლობა! “გამომეტყველება შეეცვალა” - კარგი მე სკოლაში შევალ! დროებით! “ვემშვიდობები და შენობაში შევდივარ” - დროებით! “მომაძახა და უცნაური ხელის ქნევით დამემშვიდობა” სკოლაში შევედი თუ არა წინ კვლავ ნაცნობი და თან უცნობი სურათი გადამეშალა: უშველებელი დერეფანი, კლასები და ბავშვები. აქედან პირადად ჩემთვის, უცნობი კლასი იყო, ინგლისური მაქვს და კაბინეტი არ ვიცი რომელია. დერეფანში კედელს ავეყუდე მეზობლის ბავშვივით. სკოლის კარში დაჩი შემოვიდა. შავი სვიტერი, ჯინსი და ბოტასები აცვია. ჩანთა ცალ მხარზე კიდია და შემოსვლისას მის გრძელ ვარცხნილობას ისწორებს. ძალიან მხატვრულად შემოვიდა, როგორ ფილმებშია ხოლმე, მხოლოდ ,,SLOW MOVE” აკლდა და საკაიფო იქნებოდა. უნდა ვაღიარო, ძალიან მაგარია, როგორც ბიჭი და როგორც მეგობარი. წინ გამიარა, დერეფნის ბოლოს შეჩერდა და არც შემობრუნებულა, უკუსვლით წამოვიდა. ჩემთან, რომ მოვიდა შეჩერდა და რობოტივით ჩემსკენ შემობრუნდა. - გამარჯობა! “გამეცინა” - გამარჯობა ლამასო! “თვითონაც გაეცინა” - როგორი ეფექტური ხარ?! - მთავარია როგორი ეფექტური ვარ, როგორც ბიჭი, შენს თვალში... “სერიოზულად მითხრა, ხელები შარვლის წინა ჯიბეში ჩაიწყო და თავი დაბლა დახარა” - დაჩი მე არვიცი სად არის ინგლისურის კაბინეტი, მოდი ერთად წავიდეთ, ოქეი? “ვეცადე თემისათვის გადამეხვია” - კარგი რახან ასეა! “ნაწყენი ხმით მითხრა და კაბინეტის მიმართულებით შებრუნდა, თან მითხრა გავყლოდი” - ბოდიში ცუდად გამომივიდა! მოდი ასე მოვიქცეთ, დროს მივენდოთ! “ხელი მოვკიდე და ჩემსკენ შემოვატრიალე” - კარგი, მშვენიერი წინადადებაა. “კისერზე ხელი მომკიდა, გამიღიმა, ღიმილის დროს ლოყები დაეჩხვლიტა და მაგრად ჩამიხუტა” - კარგი! “ხელები მოვხვიე, და ერთმანეთს მაგრად ჩავეხუტეთ, თან თავზეც მაკოცა” ამ დროს სკოლაში გიო შემოვიდა, დაგვინახა და უმალ გაიყინა ადგილზე, როგორც ჯიმ ქერი ფილმში: „ნიღაბი“. ვერ ვიტყვი, რომ კარგი რეაქცია ქონდა, ცივად ჩაგვიარა. - კარგი საკმარისია, კლასში წავიდეთ! “დაჩის ხელები გავუშვი და კლასისკენ დავიძარით” ღმერთო რა უბედურებაა! დღეს ყველა ჯოჯოხეთური გაკვეთილი მაქვს: ინგლისური, რუსული, ფიზიკა, ქიმია, სამოქალაქო, გეოგრაფია... აბა მკითხონ თუ მეგაკვეთილება ახლა, როდესაც ამდენი ფიქრი მიტრიალებს თავში. არ მესმის, მაშინ როდესაც სიყვარულს, მეგობრობას, ოჯახს, ბიჭებს, გოგონებს და საერთოდ ამ ცხოვრებას ყველანაირად დაყოველწამს ვაკრიტიკებ, როგორ უნდა ვფიქრობდე ახლა მასზე, არა პრინციპში არც ვფიქრობ, ერთი იდიოტი ტიპია, ახლა იმ ასაკში არც ვარ რომ მესიყვარულებოდეს და საერთოდ სიყვარული სისულელეა. საკმარისია ეს ბავშვური ფიქრები. ზარის დარეკვა ვერ გავიგე, მანამ, სანამ დაჩიმ არ მიჯიკა და გაყოლა არ მთხოვა, ხელი მკლავში ჩამჭიდა და სკოლის ეზოში გამათრია. - რახდება, რატომ მომიყვანე ან საერთოდ აქ რახდება! - ვერ ხედავ ჩხუბობენ! - დაჩი ბრმა არ ვარ, მაინტერესებს ვინები არიან და რატომ ჩხუბობენ. “თან ვცდილობ მოჩხრუბების ვინაობა ჩემითაც გავარჩიო” - აქ დამელოდე! “მხარზე ხელი დამადო და სწრაფად გაიქცა მოჩხუბრების გასაშველებლად” მივარდა და ბიჭები ერთმანეთს გააცილა. მხოლოდ მაშინღა შევძელი გამერჩია ერთ-ერთი მათგანის ვინაობა. ერთი გიო იყო, მეორე როგორც მივხვდი მეგობარი. დაჩიმ ორივე გვერძე გაიყვანა და საქმეში გაერკვია. დიდხანს ვუყურე ამ პროცესს სკოლის კიბეებიდან. ბოლოს მომწყინდა, ცნობისმოყვარეობა ტვინშ ჩაქუჩს მირტყავდა და ვეღარ გავუძელი. სახლში წასვლა გადავწყვიტე, უფროსწორად ტბაზე, თან ტბაზე დიდიხანია აღარ ვყოფილვარ. შუა ეზოში იდგნენ, მაგრამ, ამჯერად მხოლოდ დაჩი და გიორგი. ნელა ჩავუარე გვერძე, რომ მათი საუბრისთვის ყური მომეკრა. მათი საუბრიდან ზუსტად ვერაფერი გავიგე, მაგრამ აშკარად, სერიოზულად ლაპარაკობდნენ, ერთ წამს დაძაბულობაც კი შევამჩნიე მათ შორის. ბოლოს შეამჩნიეს, რომ მათ საუბარს ვუგდებდი ყურს და მზერა მომაპყრეს მანამ, სანამ ფეხს არ ავუჩქარე. სკოლის ეზო მალევე დავტოვე და გეზი ტბისკენ ავიღე. მკერდზე ხელები გადავიჯვარედინე და ტბამდე გაბუტულმა, აბუზღუნებულმა და გაბრაზებულმა ვიარე. ვბრაზობდი იმაზე, რომ ვერ შევძელი დამეოკებინა ჩემი ცნობისმოყვარეობა, რომელიც ასე გამეტებით მიტყაპუნებს თავში. რომელ დაოკებაზეა საუბარი, როდესაც მათი სახეების დანახვით გრძნობა უფრო გავიმძაფრე. ტბის ტერიტორიაზე სწრაფად შევედი, იქით ჩანთა მივაგდე, აქეთ მოსაცმელი და კეტები. ფიცრულის კიდეზე დავეძნეყვე და ფეხები წყალში ჩავატყაპუნე, უმალ შვება ვიგრძენი, დასანანია, რომ ცურვა არ ვიცი. ჩემი პლეიერი გვიან მოვისაკლისე და ჯიბეში დავუწყე ძებნა. შემდეგ გამახსენდა, რომ გაკვეთილზე ჩანთაში გადავასახლე. წყლიდან ფეხები ამოვაწყე, თან მაგრად მეზარებოდა, ჩანთა თვალის არეში მოვძებნე და მისკენ გავემართე. რამდენიმე ნაბიჯი და... რამდენიმე ნაბიჯში ფიცრულზე სველი ფეხი ამისრიალდა და ისეთი საოცარი სალტოთი დავენარცხე ძირს, მიმიქარავს ჩემი კატა, რომელიც 6 წლის ასაკში მეორე სართულიდან ცხრაჯერ ჩამოვაგდე, რომ გამეგ მართლაცხრა სიცოცხლე ჰქონდა თუ არა. შემდეგ მამამ ჩამოარჩო, რადგან კატები არ უყვარს. წამოდგომა ვცადე, მაგრამ, უშედეგოდ, ფიცრულს უკან დავუბრუნდი, უნდა ვაღიარო მეორე დანარცხება უფრო მტკივნეული იყო. - ამის დედაც! “გამწარებულმა წამოვიძახე” - ვიცოდი, რომ აქ დამხვდებოდი, მაგრამ, არა ამ მდგომარეობაში! “სერიოზული ხმით მომაძახეს უკნიდან” უკან მივიხედე, იმისდამიუხედავად, რომ გიორგი ხმაზე ვიცანი. - დაგეხმარები! “ჩემთან მოვიდა და მკლავში ხელის მოკიდება სცადა, რომ წამოდგომაში დამხმარებოდა” - მე თვითონ! - კარგი. “ უკან დაიხია” - აქ რას აკეთებ? მითვალთვალებ თუ რა უბედურება ყველგან, რომ შენხარ. “თან წამოვდექი და ნივთებს დავუწყე მოგროვება” - ხომ არ იცი, სად არის ტბის შესახებ ინფორმაციის მომწოდებელი აფიშა ან მსგავსი რამე. - არა, რაიყო? - მგონი იქ უნდა ეწეროს, რომ აქ მოსვლა მარტო შენ შეგიძლია! “უხეშად მეუბნება” - შავი იუმორი! - არვიცი შავია თუ თეთრი, მაგრამ ვიცი, რომ მალე დაღამდება და შენ სასწრაფოდ უნდა დაბრუნდე სახლში! - ეს შენი საქმე არაა. - ზუსტადაც, რომ ჩემი საქმეა. - ერთი მიზეზი მაი... - კარგი რაც გინდა ის გააკეთე. - ისედაც მაგას ვაპირებდი. - მე კი ვფიქრობ, რომ შენ ჩემთან ლაპარაკს აპირებდი. ხმის გაუცემლად, ნივთები მოვაგროვე, წყალს დავუბრუნდი და ყველაფერი ახლოს მოვიწყე. პლეიერი ჩანთიდან ამოვიღე და ყურსასმენები გავიკეთე. ვიგრძენი, რომ გიო იმავე ადგილას იდგა და მიყურებდა. მიყურებდა და ჩემში დაუმორჩილებელ გოგოს ხედავდა. გავხედე. - თუ შეიძლება მზერა მომაშორეთ გეთაყვა! “და ისევ შემოვბრუნდი” - რას უსმენ?! “გვერძე მომიჯდა, ფეხზე გაიხადა და წყალს მიანდო ყველაფერი დანარჩენი” - 90-ანების ჯაზს. - შეიძლება მეც მოვუსმინო? - არავის ვაძლევ უფლებას, რომ ამ პლეირით მიიღოს სიამოვნება. - კარგი, მაშინ მე თვითონ ვპოვებ ბედნიერებას. “ტელეფონი ამოიღო და ჯაზის 90-ანების ჰიტები ჩამოტვირთა” - ჯანდაბა, ამის დრო იყო? “ნაწნავი დამეშალა, როგორც ჩანს ამდენი ბოდიალით თმისამაგრი დავკარგე, თანაც ჩამობნელდა, ტბაზე ლამპიონები აანთეს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მისი ძებნის თავი მაქვს” - არაუშავს, ასე ჯობია. “ცალი ყურსასმენი, მოირგო და ჩაეღიმა, თუმცა მაინც სერიოზულობას ინარჩუნებდა” მთელი არსებით სხვა სამყაროში, ვიყავი, მაგრამ, ბოლომდე არ მქონდა აწეული ხმას, რათა ხმა გამეგო იმ შემთხვევაში თუ გიო რამის თქმას გადაწყვეტდა. დიდი ხნის განმავლობაში ვდუმდი, თუმცა იმედი არ დაუკარგავს, მეორე ყურსასმენი კვლავ უსაქმოდ ყავდა მიტოვებული. ერთ წამს გავხედე და თმა ყურს უკან გადავიწიე. საოცარი შესახედი იყო, სწორი ცხვირი, გრძელი და ზემოთ აპრეხილი წამწამები, ხშირი წარბები,თუმცა მოწესრიგებული, ასევე მოწესრიგებული ბაკეები და საერთოდ მოწესრიგებული სიფათი ჰქონდა. ხელებით ფიცრულს ეყრდნობოდა, ბევრ გოგოს შეშურდებოდა მისი მოვლილი ფრჩხილების. ისეთი ტიპია რაც არ უნდა ჩაიცვას ყველაფერს მოიხდენს, თუმცა ფაქტია, რომ თავისი ჩაცმულობით, თავისივე გარეგნობას უსვამს ხაზს. ნუ პრინციპში ვის ადარდებს! პირველი შემთხვევაა როდესაც მუსიკას ვუსმენ და ამავდროულად სხვა რამეზე ვიწყებ ფიქრს... - აქ რატომ მოდიხარ ასე ხშირად? “წყლიდან ფეხები ამოალაგა და მუხლები მიიხუტა, ტბისთვის თვალი არ მოუშორებია ისე მკითხა” - საიდან მოიტანე, აქ მესამედ ვარ. - რადგან ზედიზედ რამდენჯერმე დაგინახე აქ, ვიფიქრე ეს სისტემატიურ ხასიათს მიიღებდა მომავალში და დასკვნა გავაკეთე, ასე რომ... - ხომ, შეიძლება ასეც ითქვას. - ჰოომ. - მოიცა საიდან დამინახე, მითვალთვალებ? - იმ სახლს ხედავ? ჩემი სახლია. “ტბის გაღმა მხარეს მდებარე სახლზე მიმანიშნებს” - გასაგებია. ჩვენს შორის დუმილმა დაიდო ბინა. ვუყურებდით ტბას, ვუსმენდით მუსიკას, გადიოდა საათები... მაჯის საათს დავხედე, უკვე სამი იყო, ფიცრულიდან წამოვხტი, ნივთები ავკრიფე და სახლში ფეხით წავედი. დაუმშვიდობებლად მოვიტოვე უკან გიო. არვიცი, უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე. სახლში მალე მივედი, ოთახში შევედი და ცოტა მოვწესრიგდი. როცა მოწესრიგებული ვარ უფრო მშვიდად მძინავს. ამას ვერ ვიტყვით ჩემს პიჟამაზე. სასაცილოდ ჭრელი შარვალი და ზედა, ზედას იღლია გახეული აქვს. შარვალს უბე. კერვა არ მიყვარს, ძალიან მეზარება ეს სამი თვეა პიჟამის შეკეთება. არც მანამდე ვიკლავდი თავს, დედა მიკერავდა ხოლმე. როცა მიბრაზდებოდა ხოლმე, მეც საშინლად ვბრაზობდი და ვოცნებობდი დამოუკიდებელ ცხოვრებაზე სადაც მარტო ვიქნებოდი, თავისუფალი... ახლა თავისუფალი ვარ, მარამ ამ თავისუფლებაში უფრო მეტ შეზღუდვას ვხედავ ვიდრე ადრე, თუმცა ზოჯერ მომწნს კიდეც. ნელ-ნელა დედას არ ყოფნას ვეგუები და დამოუკიდებლობას ვსწავლობ, არ ყოფილა ადვილი, თურმე რამდენს აკეთებდა. ასე ადრეულად დამოუკიდებელი ცხოვრება ჩემს გეგმებში არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ იმ აზრში, რომ ცხოვრებაში ყველა დეტალს ვერ გათვლი, ეს უბრალოდ შეუძლებელია. პატარაობაში რაღაც უცნაური ჩვევა მქონდა, ღამით დაწოლისას, სანამ ჩამეძინებოდა ხოლმე, რაღაცეებს ვისიზმრებდი. ეს თავისთვად ხდებოდა, რაღაცაზე ფიქრით დაკავდებოდა თუ არა გონება, უმალ თვლწინ მიდგებოდა საოცარი კადრები, ეს უკანსკნელნი კი ისე ვითარდებოდნენ როგორც მე მომესურვებდა. უამრავ რმეზე ვფიქრობდი, თითქოს საქმიანი ქალი ვიყავი, ძალან მაგარი მანქანა მყავდა, მანქანით გზაზე შემხვედრ ადამიანებს დავიმგზავრებდი ხოლმე, მაგარი მეგობარი ბიჭი მყავდა ან სუხიშვილებში ვცეკვავდი... სულ ვოცნებობდი სიზმრებში, რაც თავი მახსოვს. ოცნებები დაიმსხვრა დედას გარდაცვალების შემდეგ. სიზმარში აღარაფერს ვხედავ, უბრალოდ უკუნითი სიბნელეა, ვშიშობ, რომ ეს უკუნითი სიბნელე სწორედ ჩემი სულის ნაწილია. ახლა, ოცნება არა, მიზნები მაქვს, ვისწავლი, სადმე ჩავაბარემ, საოცნებო სამსახურს არა მაგრამ უბრალოდ სამსახურს ვიშოვი, ჩემი ცხოვრება მექნება, არ დამჭირდება მეგობრები, ახლობლები სასიყვარულო ურთიერთობები. მოკლედ ყველაფერი რაც ასე საშინლად ჟღერს. ისე ბევრი ნათესავი გვყავს, არცერთს არ ველაპარკები დედის სიკვდილის მერე. მის დასაფლვებაზე ისე ურცხვად მოვიდნენ და ცრემლები გადმოყარეს, თითქოს არაფერი იცოდნენ მანამდე, ყოველ ჩხუბს ვურეკვდი ყველას, ამბობდნენ ჩვენ ვერ ჩავერევითო, იცოდნენ ყველაფერი, მაგრამ სასამართლოზე მოწმედ არავინ დამიდგა, აბა ვინ დაუჯერებდა თოთხმეტი წლის ბავშვს, რომელიც ამტკიცებდა რომ მამამისი დედამისს უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე სიმთვრალეში სცემდა და ერთხელაც მისმა გულმა ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა, მაშინ როცა ცხედარს არ ეტყობოდა ძალადობის ნიშნები. ეს ყველაფერი ერთი დიდი ორმო იყო რომელიც სხვებმა მიწით ამოავსეთ, ორმოს ამოსავსები მიწა კი ფეხებიდან გამომაცალეს. ასე ველაპარაკები ჩემს თავს ყოველ ღამე და თან ცის კამარას მივჩერებივარ, ვუყურებ ვენერას რომელიც ასე ამდენად თვალისმომჭრელია. ვფიქრობ იმ მოხუცის სიტყვებზე, ჩემს თავში ვეძებ ამ ვარსკვლავს და ვერ ვპულობ, არ მესმის, თუ ის ჩემში არაა მაშ, როგორ უნდა დავანახო ის სხვას. ფიქრი გამიწყდა, სარკმელს მოვშორდი, საწოლში ჩავწექი და უკუნითი სიბნელიდან სიბნელეში გადავეშვი. აბა როგორია? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.