შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ტკივილთან ერთად.თავი 10 (დასასრული)


3-05-2020, 00:56
ავტორი zia-maria
ნანახია 3 162

ვერ ჩაწვდა,ვერ გაანალიზა რა მოხდა.ადგა,ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ფანჯრიდან გადაიხედა.ისევ წვიმდა,როგორ არ უყვარს წვიმა,მაგრამ ახლა თვალს არ აშორებს ციდან წამოსულ წვიმის მსხვილ წვეთებს და გულში გაიფიქრა.
-იწვიმოს კიდევ უფრო დიდხანს,ჩემს გულსაც ასე აწვიმს ამ წუთებში და ჩემს სიმშვიდეს ეხება,ჩემს სულსაც შეეხე წვიმავ და ის ჩემს დაუკითხავად დააცარიელე. მე არ მახსოვს ჩემი ბავშვობა,ძალიან მალე გავიზარდე და ჩემი სული დაიღალა.დაღლილობამ გაიკვლია გზა,გზა რომელმაც მხოლოდ ცრემლი და ტკივილი მომიტანა.ნუთუ ოდესმე გათენდება და დადგება ის დღე,რომ სიხარულისგან აფეთქდეს ჩემი გული? ოდესღაც მჯეროდა,რომ დედამიწას სიყვარული და ლამაზი ოცნებები მართავდა,მაგრამ გავიზარდე და ეს რწმენაც შეიცვალა ჩემში.არამიწიერი მყურდროება იგრძნო და შეკრთა,აცახცახდა და ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოს სიმაღლიდან იწყო ვარდნა და დიდი ხნის მანძილზე მიფრინავდა,სულ ცოტაც და დედამიწას დაენარცხებოდა შიშისაგან თვალები დახუჭა და ასე იყო რამდენიმე წუთი.მის მოულოდნელ და სიურპრიზით სავსე სტუმარს შეხედა და უთხრა.
-სერიოზულად მეუბნები რომ მე რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრების 33 წელი მარტოობაში გავიზარდე,თურმე პატარა და მყავს?
-ეს სიმართლეა ალექსანდრე,შენს დას ილაიდა ნქვია.მამაშენი მძღოლი კაცი იყო და ხშირად უწევდა გასვლა ზოგჯერ საზღვრებს გარეთაც,როცა დედაშენი წავიდა და ის სულ მარტო დარჩა შენ 5 წლის იყავი.დიანას წასვლის წინ არაფერი აუხსნია არჩილისთვის და ის მაინც ელოდა მას მიუხედავად იმისა იცოდა დიანა აღარ დაბრუნდებოდა.7 წლის მარტოობის შემდეგ გაიცნო ლეილა მისი წინაპრები საქართველოდან იყვნენ და მათმა ადვილად გამონახეს საერთო ენა,მათ შეუყვარდათ ერთმანმეთი..................
-დაქორწინდნენ?
-სამწუხაროდ არა,უნდოდა შენთვის ეთქვა მაგრამ ვერ გაბედა ვერ გითხრა.
-ახლა რა მოხდა,ამდენი წლის შემდეგ მე რატომ გავახსენდი იმ ლეილას.
-ეს მამაშენის წერილია და წაიკითხე,იქ ყველაფერი წერია.ალექსანდრემ აკანკალებული ხელით გაშალა გაყვითლებული რვეულის ფურცელი და მამის ხელნაწერს თითებით მოეფერა,ცრემლი კი ყელში ახრჩობდა.
,,ამ წერილის დაწერა ჩემთვის ძალიან ძნელია და მინდა პატიებით დავიწყო,მაპატიე შვილო რომ ვერ გითხარი სიმართლე,მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს გაიცნო ილაიდა და გთხოვ შეიყვარე ის რადგან შენსავით მარტოა,მას არავინ არ ჰყავს დედის გარდა.''
-რა თქმა უნდა წავალ და გავიცნობ,თუ სურვილი ექნება ჩემთან წამოვიყვან.
-ალექსანდრე ილაიდა ავად არის,რომ არა მისი ავადმყოფობა ალბად ვერც ვერასოდეს გაიგებდი მის შესახებ,მას შენი დახმარება სჭირდება.
-დახმარება? რაში ჭირდება მას ჩემი დახმარება,მე რა უნდა გავაკეთო მისთვის.
-მას დაავადება აქვს რომელიც ძალიან ძნელად იკურნება,მას ძვლის ტვინის გადანერგვა ჭირდება და ეს მხოლოდ შენ შეგიძლია. ალექსანდრე არ ელოდა ასე რთულად თუ იყო ყველაფერი და დაიბნა.რომა მიუახლოვდა და არ მოეწონა ალექსანდრეს გაუფერულებული სახე.
-ალექს კარგად ხარ?
-კარგია რომ მოდი,რომა რამდენიმე დღით მივდივარ.
-სად მიდიხარ, არაფერს მეტყვი?
-თურქეთში მივდივარ და არ ვიცი როდის დავბრუნდები.
-რა ხდება ძმაო,ასეთ მდგომარეობაში მარტო არსად არ წახვალ.
-უნდა წავიდე,რომა ეს აუცილებელია.
-ვხვდები რომ აუცილებელია,მაგრამ........................
-არავითარი მაგრამ,უნდა წავიდე.ალექსანდრემ საათზე დაიხედა და თურქეთის ორი ბილეთი დაჯავშნა,ნოდარს შეხედა და უთხრა.
-წავიდეთ,გზა უნდა გამიკვლიო რადგან არ ვიცი სად მივდივარ და ვინ უნდა ვნახო. რომა გაოცებული იდგა და ვერაფერი გაიგო,ნოდარიმ მოკლედ აუხსნა საქმის არსი და ალექსანდრესთან ერთად დატოვა საავადმყოფო,ალექსანდრემ კი გზიდან ლილეს დაურეკა.
-რამდენიმე დღე არ ვიქნები ქალაქიდან გავდივარ,თუ რამე დაგჭირდეთ რომას უთხარი ან ცოტნეს დაურეკე.
-სად მიდიხარ სხვას არაფერს მეტყვი? ლილემ გაოცებულმა დახედა გათიშულ ტელეფონს და იქვე მდგარ რომას შეხედა.
-იცი სად წავიდა? რომამ უთხრა რაც თავად იცოდა და ლილე გაოცებული იდგა,ის ღამე საავადმყოფოში გაატარა,დილით თათას დაუტოვა სანდრა და ისიც თურქეთში გადაფრინდა. ალექსანდრე ფიქრებში იყო გართული და როგორ ჩავიდა თურქეთში და როგორ მივიდა ერთ პატარა და ლამაზ სახლთან ვერც კი გაიგო,ნოდარიმ კარზე ზარი მისცა და კარი ახალგაზრდა მოხდენილმა ქალბატონმა გააღო.
-გისმენთ.ნოდარი შეცბა და არც ისე კარგი თურქულით ქალბატონს უთხრა.
-ჩვენ ქალბატონი ლეილას ნახვა გვინდა.
-ლეილა აქ აღარ ცხოვრობს,მან გაყიდა სახლი და აქედან გადავიდა.
-სად შეიძლება მისი ნახვა.
-არ ვიცი სახლი სად იყიდა,მაგრამ მისი ნახვა საავადმყოფოში შეიძლება.
-იმ საავადმყოფოს მისამართი შეგიძლიათ მომცეთ? მისამართი გამოუტანა ქალმა და ნოდარს მისცა,ნოდარიმ ალექსანდრეს შეხედა და უთხრა.
-გინდა ჯერ სასტუმროში წავიდეთ?
-არა,არანაირი ბარგი არ მაქვს და უკეთესია თუ ჯერ ლეილას ვნახავთ.საავადმყოფოში მისულებმა პაციენტის სახელით მისი ექიმიც მოიძიეს,ალექსანდრემ არც დაფიქრდა სისხლი აიღო ანალიზისთვის და ჩააბარა.
-პასუხს როდის ველოდოთ ექიმო.
-ამ ანალიზის პასუხს ერთი თვე ჭირდება,მაგრამ რადგან თქვენ ილაიდას ნახევარ ძმა ხართ პასუხს დავაჩქარებთ.
-შეიძლება პაციენტი ვნახო?
-შეიძლება,მაგრამ არ მინდა მას იმედი მივცეთ,უკეთესია თუ მას არ ინახულებთ სანამ ანალიზის პასუხი არ გვექნება ხელთ.
-გასაგებია და მართალი ხართ,შორიდან მინდა შევხედო.
-შორიდან შევხედოთ.ალექსანდრე ექიმს გაყვა და კარებიდან შეხედა გოგონას და გული ეტკინა მას თავზე თმა საერთოდ არ ჰქონდა,მაგრამ მის თვალებში იმედი ამოიკითხა სადაც სიყვარულის და სიცოცხლის წყურვილი დაინახა,ის იბრძოდა სიცოცხლისთვის და ექიმს ყურადღებით უსმენდა.ადამიანის სიცოცხლე ხომ დღე მოკლეა და შფოთით აღსავსე,ზოგჯერ უიმედო მდგომარეობაში მყოფიც კი იმედს ელოდება და გვირაბის ბოლოს უნდა შუქი დაინახოს.
-კარგია,იმედი რომელიც შენს თვალებშია ოცნებად არ დარჩა.აბობოქრებულ ზღვაში მყოფი გემივით შეარყია რაღაცამ და მკლავზე ხელის მოკიდება იგრძნო,გაოცებული უცქერდა მის გვერდით მდგარ ლილეს მაგრამ ლილე გოგონას უცქერდა რომელსაც მარჯვენა თვალის ქვეშ ხალი ჰქონდა და გაეღიმა.
-ის შენი დაა ალექსანდრე მე დარწმუნებული ვარ.
-როგორ ხარ დარწმუნებული.
-მასაც იმავე ადგილზე ისეთივე ხალი აქვს როგორც შენ და სანდრას,ალბად ეს ხალი თქვენ მამისგან გერგოთ,შენგან კი სანდრას.
-კარგი მაგრამ შენ აქ რას აკეთებ.
-აქ კამათის დრო არ არის,მაგრამ მინდა გითხრა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ და მარტო არ დაგტოვებ.მეოთხე დღეს ექიმის ზარმა ააფორიაქა ყველა და რამოდენიმე წუთში საავადმყოფოში გაჩნდა სამივე.
-როგორ არის ექიმო,შეტევა ჰქონდა?
-ილაიდა დღეს ძალიან სუსტად არის,მაგრამ ეს ესაა შემომიტანეს ანალიზის პასუხი და მეც არ ვიცი პასუხი დადებითია თუ უარყოფითი.
-ვნახოთ ექიმო.უთხრა ნოდარიმ და ექიმის ხელში თეთრ კონვერტს დიდი იმედით უცქრდა ყველა.ექიმმა ანალიზის პასუხები გადაიკითხა და თვალზე ცრემლი მოერია,ალექსანდრეს შეხედა და თქვა.
-პაციენტთან შევალ და გთხოვთ კართან დამელოდეთ.ვფიქრობ დროა გაიცნო ის ვინც ასე ძალიან გინდა გადაარჩინო,საკუთარი და.ექიმმა პალატის კარი გააღო და ღიმილით შეხედა დედა-შვილს.
-ექიმო თქვენი ღიმილი რას უნდა ნიშნავდეს?
-ქალბატონო ლეილა სასიხარულო ამბავი მაქვს,დონორი ვიპოვეთ.
-დონორი ვიპოვეთ და გინდათ მითხრათ ჩემი შვილი გადარჩება?
-გადარჩება,ჩვენ ყველა ერთად ილაიდას გადავარჩენთ.
-ვინ არის დონორი ექიმო.
-ილაიდას უკანასკნელი იმედი მისი საკუთარი ნახევარ ძმა არის ქალბატონო ლეილა.
-მისი ძმა? შეუძლებელია,მან არ იცოდა ილაიდას შესახებ.
-მე ვუთხარი ალექსანდრეს ილაიდას შესახებ.ნოდარი ალექსანდრესთან ერთად შევიდა პალატაში და ალექსანდრე მხოლოდ ილაიდას უცქერდა.
-ექიმო........................
-პაციენტს მოვამზადებთ და დღეს ყველაფერ საჭირო ანალიზს გავაკეთებთ,ხვალ კი ყველაფერი დასრულდება ილაიდა გამოჯამრთელების პროცესს დაიწყებს.ალექსანდრემ ლეილას მხარზე დაადო ხელი და შემდეგ ილაიდასთან მივიდა,მისი ხელი ხელში აიღო და უთხრა.
-იმედი მაქვს ყველა ის სიცარიელე შეივსება შენში,რაც შენმა ავადმყოფობამ დაგიტოვა.
-შენი წყალობით ძმაო,მოდი და ბედნიერებაც მომიტანე.იმედი,ოცნება ყველაფერი ერთდ ამიხდინე.
-ყველაფერი კარგად იქნება,როცა შევხვდებით ერთმანეთს უკვე ტკივილებიც აღარ გექნება.ბედნიერი და მსუბუქი დაბრუნდა სასტუმროში,ნომრის კართან მისული ლილეს მიუბრუნდა და ლილემ დაასწრო.
-გინდა რამე მითხრა?
-მშია,არ გინდა ერთად ვისადილოთ?
-ვისადილოთ?
-გინდა უარი მითხრა?
-არა,რატომ მეც მშია და სიამოვნებით წამოვალ.ალექსანდრემ შეკვეთა მისცა და ლილეს თვალებში უცქერდა.
-კმაყოფილი ხარ აქ ყოფნით?
-შენ რომ კმაყოფილი და ბედნიერი სახე გაქვს,ჩემთვის ესეც საკმარისია.
-სუნამო არ შეგიცვლია,ისევ იმ სუნამოს სუნი აგდის.ლილემ ვითომ ვერ გაიგონა და ალექსანდრეს შეეკითხა.
-აქ კიდევ რამდენი დღე უნდა გავჩერდეთ.
-არ ვიცი,ხვალინდელი დღე გვეტყვის კიდევ რამდენი დღე უნდა გავჩერდეთ.დაძაბული იყო,მთელი ღამე ფიქრობდა და ბოლოს ლილეს ნომერთან მივიდა,გადაიფიქრა და დაბრუნდა და ასე რამდენჯერმე გააკეთა,მაგრამ როგორც იქნა გაბედა და კარზე დააკაკუნა.ლილემ კარი გააღო და გაოცებულმა შეხედა კარში მდგარ ალექსანდრეს.
-მოხდა რამე?
-რამე რომ შეიცვალოს?
-რა უნდა შეიცვალოს,რას გულისხმობ.
-დილით საავადმყოფოში რომ მივალთ და ექიმმა გვითხრას ეს ანალიზი სხვა პაციენტს ეკუთნისო, ლილე შემდეგ რა ვქნათ.
-დამშვიდდი,ძალა უნდა მოიკრიბო და კარგზე უნდა იფიქრო.არც ლილესთან საუბარმა არ უშველა,ასე გამოუძინებელს და დარდებით სავსეს დაათენდა თავზე,მაგრამ ყველა დარდი მოეხსნა როცა ექიმის გაღიმებული სახე დაინახა და გაიგონა.
-ყველაფერი დასრულდა,დაველოდოთ ილაიდა დღეს დაისვენებს და ხვალიდან გამოჯამრთელებას იწყებს,ასე რომ ყველა ტანჯვა რაც გამოიარე და ტკივილი წარსულში დარჩება.დაივიწყე ეს ყველაფერი,ახალ ცხოვრებას იწყებ იქ სადაც წარსული არ არსებობს.ოპერაციის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე დარჩა თურქეთში,თავისი ხელით დაასეირნებდა ილაიდას და უხაროდა მის სახეზე ტკივილის ნაცვლად რომ ღიმილს ხედავდა,მაგრამ დროც ამოიწურა და წასვლის დღეც დადგა,თვალცრემლიანი აცილებდა ილაიდა და ლეილა მათ სტუმრებს.
-ისევ გელოდები ალექს.
-ზაფხულზე დიდი სიამოვნებით გესტუმრებით. გული დაწყდა დას რომ დაშორდა,მაგრამ დრო ამოიწურა.თხელმა ღრუბელმა გადაფარა ცა და სულ სხვაგვარი შეგრძნება ჰქონდა როცა თბილისის აეროპორტიდან გამოვიდა.უცნაურად გრძნობდა თავს,საყვარელი ქალი გვერდით მიყვებოდა ოდესღაც ძალიან ახლობელი და ახლა რატომღაც მისთვის უცხო.ლილეს შეხედა და ჩაეცინა.
-რა გაცინებს.
-რა მაცინებს? ის რომ ცხოვრება უცნაურია.
-რატომ?
-რატომ? არ ფიქრობ რომ წარსულს გაყვა ის სილამაზე რაც ორივეს გვალამაზებდა და გვავსებდა? ახლა რაა ჩვენს შორის,მხოლოდ მოგონებები ლილე რომლებიც გვილამაზებს წუთებს.ის დღეები უკვე ციმციმებს ორივესთვის ცაზე მიუწვდომელი და შორეული ვარსკვლავით.
-მართალი ხარ და აღარაფერს ველოდები,წარსულმა რომელმაც მხოლოდ გამძარცვა მე რას მომიტანს მომავალი? წავიდა ბავშვობა,სულ რამდენიმე წელიც და ახალგაზრდობაც წავა და სიბერეც მოგვიახლოვდება,სიბერეს კი სიკვდილი მოყვება,სიკვდილი რომელიც ერთგვარი შვებაა რომელიც ყველაფერს დამავიწყებს,ყველა დარდს გამიყუჩებს უსიზმრო და უშფოთველი ძილით.ლილეს მხრებში ჩააფრინდა,თვალებში ჩახედა და გაბრაზებული ხმით უთხრა.
-აღარასოდეს დაილაპარაკო სიკვდილზე,აღარასოდეს გესმის? ტაქსის აუწია ხელი და მძღოლს დაელაპარაკა,ფული გადაუხადა და ლილეს უთხრა.
-დაჯექი,მიგიყვანს სახლში.
-შენ?
-მე არ დავიკარგები,წადი სანდრა გელოდება.ალექსანდრემ გადაწყვიტა მეგობრები მოენახულებინა და რომას დაურეკა.
-ალექს უკვე დაბრუნდი?
-დავბრუნდი და რა ხდება,ცუდი ამბების გაგონება არ მინდა მეგობარო.
-აქ ყველაფერი კარგადაა,რა უნდა მოხდეს პაციენტები მიდიან და მოდიან,საწოლებიც იცვლიან ბუზღუნა პაციენტებს.
-კარგია,რამე გადაუდებელი მოხდა?
-არა,ყველამ გაიგო შენ რომ არ იყავი და შენს არ ყოფნაში სიმშვიდე გვქონდა,მაგრამ...................
-რა მაგრამ,რა მოხდა.
-შენ როგორ ხარ,მუზა აგიმაღლა თურქეთის ჰაერმა?
-რომა ძალიან ხომ არ გათავხედდი შენ...............
-კარგი,კარგი დღეს ნუ მოხვალ,დაისვენე და ხვალ მოდი.
-არც ვაპირებდი,ბიჭებთან გავალ.

-ცოტნე მიხედე კლიენტებს.
-აქ ცოტნეს გარდა სხვაც არის და მასაც მიეცი შენიშნა უფროსო.
-ცოტნე...................
-ყურადღებას ვაქცევ და არჩევანის საშუალებას ვუტოვებ კლიენტს.ცოტნესთან ერთი მაღალი მამაკაცი მივიდა და მედიდურად დაუწყო საუბარი.
-როგორც გავიგე ახალდაქორწინებულებს საჩუქრი აქვთ თქვენს მაღაზიაში სურვილის მიხედვით.
-კი მეგობარო,კარგად გაიგეთ ასეა და მათი სურვილის მიხედვით ვაძლევთ საჩუქარს.
-შეგვიძლია ავარჩიოთ?
-თუ უკვე დაქორწინდით თქვენი საბუთები უნდა გვაჩვენოთ.
-ჯერ არა,ერთ კვირაში გვაქვს ქორწილი და გვინდოდა დაგვეზუსტებინა თუ იყო სიმართლე.
-სიმართლეა,ჩვენ გვჭირდება თქვენი მონაცემები და გადამოწმების შემდეგ შეტყობინებას მიიღებთ თქვენს ტელეფონზე.ცოტნემ ალექსანდრეს შეხედა და გაუღიმა,გაეხარდა მისი ნახვა მეგობრებს და გადაწყვიტეს ერთად ესადილათ,ის საღამო ალექსანდრემ მათთან გაატარა და გვიან დაბრუნდა,დილით კი თავისი ჩვეული სიმშვიდით ლილესთან ერთად საავადმყოფოში დაბრუნდა.

-ქალბატონო ლილე რა კარგია რომ დაბრუნდით.
-მადლობა ეთერი დეიდა დაძაბული დღეები გავიარეთ,მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
-როგორ ხარ ჩემო გოგო,დრო გქონდათ და ილაპარაკეთ შენ და ალექსანდრემ?
-ვილაპარაკეთ,ისე ზოგადად რადგან საბოლოო სიტყვა ჯერ არ მითქვამს.
-რატომ იკავებ თავს, შვილო გადაყარე ეს ძველი და მოდა გადასული ჩემოდნები,მათი მოშორებით შენ ეს ტვირთი შეგიმსუბუქდება რომელ ტვირთსაც წლებია ამ პატარა და სუსტი მხრებით დაატარებ.
-15 წელია ამ ტვირთით დავდივარ და ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი,დავიღალე ეთერი დეიდა.
-გინდა ერთი საიდუმლო გითხრა შვილო?
-მითხარი ეთერი დეიდა, გისმენ.
-როცა მამაკაცს ქალი უყვარს ის ყველაფერს პატიობს მას და თანახმაა ყავდეს გვერდით მთელი ცხოვრება,მაგრამ მუდმივი თხოვნა მასაც ბეზრდება და შენი თავშეკავებულობით მას შენივე ხელით გადაულოცავ სხვას.
-ეს მეც ბევრჯერ ვიფიქრე.......................
-ფიქროს დრო არ გაქვს,საქმეზე გადადი და გადადგი პირველი ნაბიჯი.მომისმინე შვილო, ადამიანის სიჩუმე მისივე სულის ღრიალია და უნდა მოუსმინო მის სულს და უნდა დაუჯერო მის თვალებს.არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის,მაგრამ ალექსანდრე შენ დღესაც გაღმერთებს.
-შესვენება დასრულდა და ესე იგი ჭორაობაც დასრულდა,საქმეს მივხედოთ.ალექსანდრემ ლილეს და ეთერის გადახედა, შემდეგ იქვე მდგარ ანას მიუბრუნდა.
-ანა დღეს ძალიან ანათებ,ყავას მივირთმევ შენი ხელიდან მოდუღებულს.
-ყოველ დილით ჩემს მოდუღებულ ყავას მიირთმევთ ექიმო.
-ანა მე თავისუფალი მამაკაცი ვარ და არ მინდა ჩემი ცხოვრება მარტოობაში გავატარო,ცოლად გამომყვები? ანამ გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს და უთხრა.
-შეუძლებელია სერიოზულად ამბობდეთ.............
-რატომ არის შეუძლებელი?
-ბატონო ექიმო მართალია თქვენ თავისუფალი მამაკაცი ხართ,მაგრამ თქვენს გულში დამალული სიყვარული წლებს ითვლის და ვერ შეძლებთ დათმოთ ის და სხვას დაუკავშიროთ თქვენი ცხოვრება.ასე რომ ყოფილიყო აქამდე მარტო არ იქნებოდით,ასე არ არის?
-საიდან იცი შენ ჩემს სიყვარულზე ანა.
-უფრო მეტი მინდა გითხრათ და იმედია არ გეწყინებათ.
-არა,შენგან არაფერი არ მეწყინება.
-თქვენ მე უფრო ჭკვიანი მამაკაცი მეგონეთ.
-რატომ? ჭკვიანი რომ არ ვიყო ამხელა კლინიკის მართვას შევძლებდი? გამოდის შენ მე დამიწუნე ან როგორ გავიგო შენი სიტყვები,მას სხვა ახსნა არ აქვს.
-აქვს,მე დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებ თქვენთან,რადგან თქვენგან მე ძალიან ბევრი რამ უნდა ვისწავლო.
-მშვენიერია,მომწონხარ მე შენ და ახლა დაივიწყე რაც გითხარი,ყავა შემომიტანე დღის მშვენებავ.
-კარგად მივხვდი,თქვენ სერიოზულად არ გითქვამთ რაც თქვით.
-ანა ჩათვალე,რომ ეს შენი გამოცდა იყო რომელიც წარმატებით ჩააბარე.ანას თვალი ჩაუკრა და წავიდა,ლილე შორიდან ადევნებდა თვალს ალექსანდრეს და მისი წასვლის შემდეგ ანასთან მივიდა.
-ანა რამე პრობლემა გვაქვს?
-არა ქალბატონო ლილე ბატონ ექიმს ჩემი მოდუღებული ყავა მოენატრა.
-მე გავუკეთებ ყავას და შევუტან,შენ სხვა საქმეს მიხედე.ლილემ ყავა მოადუღა და ალექსანდრეს ფრთხილად მიუკაკუნა კარი კი თავად შეაღო და შევიდა,ალექსანდრე ტელეფონზე საუბრობდა,რომ უეცრად შემობრუნდა და ლილე ალექსანდრეს მკვრივ მკერდს შეასკდა,ყავა პერანგზე გადაესხა და ცხელმა ყავამ ის ააყვირა,მაგრამ უეცრად გაჩუმდა ლილეს თვალებში შიში რომ დაინახა,ლილე კი ალექსანდრეს უცქერდა და მის თვალებში სიბრაზესთან ერთად სიყვარული და სითბო დაინახა.
-არ შეგეშინდეს არაფერია,ყველაფერი გაივლის.ხალათი გაიხადა და პერანგის ღილები შეიხსნა, რომ ტელეფონზე ილაიდას ფოტო დაინახა.
-ილაიდა როგორ ხარ საყვარელო.
-ძმაო მომენატრე.
-მოგენატრე? ჩვენ ხომ მხოლოდ გუშინ დავშორდით ერთმანეთს.
-შენი წყალობით ცისარტყელაც ვნახე დღეს დილით,წუთი,წამი არ არის რომ შენზე არ ვიფიქრო,მაბედნიერებს შენი არსებობა ძმაო.
-საყვარელო,იმ დღიდან მაბედნიერებს შენი არსებობა,იმ წუთიდან და იმ წამიდან როცა გავიგე რომ არსებობ პატარავ,მაგრამ ძალიან ბევრი საქმე დამიგროვა ამ დღეებმა და უახლოეს მომავალში ვერ შევძლებ შენს ნახვას.
-ჯერ კიდევ სუტად ვარ და როგორც კი შევძლებ დამოუკიდებლად მყარად დავდგე ფეხზე ვინ იცის,იქნებ მე თავად გესტუმრო.
-საყვარელო,შეძლებ აქ ჩამოსვლას?
-ყოველ შემთხვევაში სურვილი დიდია და ვნახოთ.
-გელოდები პატარავ,ალექსანმდრემ ღიმილით გათიშა ტელეფონი,მაგრამ ცოტნეს ზარს უპასუხა იმავე წუთში.
-ცოტნე ახლა შენზე ვფიქრდობდი და როგორ მიხვდი რომ მომენატრე მეგობარო.
-ალექს მეც რომ შენზე ვფიქრობდი იმიტომ დაგირეკე.
-მე რატომ არ მაძლევთ საქორწილო საჩუქარს,რომ მოვინდომო დღესვე დავხურავ ამ მაღაზიას.ალექსანდრეს არ მოეწონა კლიენტის საუბარი და ცოტნეს შეეკითხა.
-რა ხდება,ცოტნე ეს ვინ არის რომ ბლატაობს.
-ერთი იდიოტია და ანდრია გააჩუმებს მას.
-ჩაიწერეთ მონაცემები და მოვდივარ.ალექსანდრეს ყველაფერი დაავიწყდა,პერანგი გამოიცვალა და ლილეს უთხრა.
-მე გავდივარ,ბიჭებს რაღაც პრობლემები აქვს და მალე დავბრუნდები.რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა ანდრეა კლიენტის დამშვიდებას,ალექასანდრე კი კარებიდან უცქერდა მათ კამათს და ბოლოს ყელში ამოუვიდა კლიენტის ქცევები და მიუახლოვდა.
-ერთი საათია გიცქერთ და გასაკვირი ისაა,რა ვერ გაიგეთ.
-შენ ვინ ხარ და რატომ გაწუხებს ჩემი აქ ყოფნა,წადი გაიარე მეგობარო. ალექსანდრეს სისხლი მოაწვ სახეზე და სიბრაზისგან თვალები ჩაუწითლდა,უცნობს ხელი მოკიდა კისერში და მაღაზიდან მოისროლა.კლიენტი არ ელოდა ამ ყველაფერს და აყვირდა.
-გაგანადგურებთ,ხვალიდან აქ აღარ იარსებებთ.
-დროს ფეხი ვერ აუწყვე მამიკოს ფულებით გატუტუცებულო სტუდენტო.უთხრა ალექსანდრემ და იქვე მდგარ გაოცებულ საზოგადოებას მიმართა.
-მაღაზია თქვენთვის არსებობს და გააგძელებს მუშაობას,გასაგები უნდა იყოს ყველასთვის,რომ ჩვენ მხოლოდ საჩუქარს ვუკეთებთ იმ ახალ-დაქორწინებულ წყვილებს ვისაც არ აქვს შესაძლებლობა იყიდოს ეს ძვირად ღირებული საჭირო ნივთები და დღეიდან მათ ვაჩუქებთ იმ ნივთს ჩვენთვის ხელმისაწვდომ ფასებში რომლებსაც ისინი აირჩევენ.იმ დღეს ალექსანდრეს დაავიწყდა თავისი პროფესია და მეგობრებთან დარჩა,მან თავად მოემსახურა კლიენტებს და თავისი მომაჯადოებელი ღიმილით ემშვიდობებოდა კმაყოფილ წყვილებს,დილით კი მაღაზია დარბეული დახვდა ცოტნეს.
-რას ან ვის ველოდებით ხომ ვიცით ეს ვინც ჩაიდინა და ასე დაუსჯელი უნდა დავტოვოთ,რომ პასუხი არ მოვთხოვოთ?
-ვიცით ვინც ჩაიდინა და მას ვნახავთ,პსუხსაც აგებს და ზარალსაც გადაიხდის,მაგრამ არავის არაფერს ვაიძულებთ.
-მაშინ წავიდეთ და ვნახოთ.
-მასთან საუბარს აზრი არ აქვს ცოტნე და ამიტომ ჩვენ მამამისთან მივალთ,მშვიდად დაველაპარაკებით.ძალიან მშვიდად საუბრობდა ალექსანდრე და სწორედ ეს სიმშვიდე აგიჟებდა მის მეგობრებს,რადგან თავად იცოდნენ ამ სიმშვიდის უკან რა სიგიჟე იმალებოდა.ალექსანდრე უკონტროლო ხდებოდა,როცა მის გარემო შექმნილ უსამართლობას ხედავდა.
-აქ დარჩეს ერთი,სხვები კი იქ წავალთ სადაც დამნაშავეა.ლაშა დარჩა მაღაზიაში ალექსანდრე,ცოტნე და ანდრეა ერთ უზარმაზარ სახლს მიადგნენ,დაცვამ არ მისცა მათ უფლება სახლში შესულიყვნენ.
-ვერ შემოგიშვებთ.
-იცით ვინ ვარ? სასწრაფოდ დაუძახეთ ოჯახის უფროს სანამ მე დავუძახებ პოლიციას და პოლიციის ძალით შევალ სახლში,დაცვის უფროსმა გზა დათმო და გამხეცებული,ჩასისხლიანებული თვალბით შევიდა სახლში,ოჯახის წევრებს მშვიდი საუზმე დაურღვია.
-ვინ ხართ,ვინ მოგცათ უფლება ჩემს სახლში ნებართვის გარეშე შემოხვიდეთ.
-ვფიქრობ მე არ უნდა მეკითხებოდეთ ვინ ვართ ჩვენ ბატონო დემეტრე ეს თქვენს შვილს კითხეთ,რადგან ვფიქრობ ის უკეთესად აგიხსნით ჩვენს ვინაობას.
-ზაზა? რას ნიშნავს მათი ასეთი შემოჭრა ჩვენს სახლში,მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა.
-არ ვიცი მამა,მეც პირველად ვხედავ მათ.
-მე ასე არ ვფიქრობ,გუშინ კარგად ყვიროდი გაგანადგურებ და ხვალიდან აქ ეს მაღაზია ჩემი ბრძანებით აღარ იარსებებსო,შენი სიტყვა შეასრულე გატუტუცებულო სტუდენტო,მაგრამ არ იცი ვინ ვარ,ჩემი ერთი ზარი და ვერცერთ უმაღლესის კარს ვერ შეაღებ.საკუთარი სამსახური არ გაგაჩნია,არც ის იცი ფული როგორ უნდა გამოიმუშავო და სხვას ხელს უშლი წვალებით შექმნილი საქმე რომ გაუნადგურო.
-ამიხსენით რა ხდება ჩემს სახლში.
-აგიხსნით ბატონო დემეტრე და გეტყვით,რომ თქვენმა შვილმა ძალიან დიდი ზარალი მომაყენა ეს კი ვიღაცამ უნდა გადაიხადოს,მაღაზიაში გელოდებით და თავად დაითვალეთ ზარალი.
-არა,ჩემი შვილი ასეთი თავხედიც არ არის,ამას არ იზამდა.
-თქვენი შვილი იმაზე მეტი თავხედი და ტუტუცი ადამიანია თქვენ რომ ვერ წარმოიდგენთ და იცით რატომ არის ის ასეთი? ის თქვენ გაათავხედეთ,თქვენ გაატუტუცეთ რადგან თქვენ მას ყოველდღიურად ყიდულობთ.
-მე მას..................
-თქვენ მას ერთხელაც არ მიუთითეთ შეცდომებზე,ერთხელ არ უთხარით რომ როგორც სხვა სტუდენტებმა თუნდაც ცოტა თავისი დანაზოგი ჰქონდეს.არა,თქვენი სიმდიდრით მას უფლება მიეცით ისე მოიქცეს როგორც მოესურვება,რადგან მან იცის თქვენ დაიცავთ.
-რა ჩაიდინე შვილო,რა გააფუჭე და ეს ხალხი ასე რატომ გააბრაზე. თითქოს მხრები ჩამოუვარდა სხეულიდან დემეტრეს და შვილს გაბრაზებული თვალებით უცქერდა,მაგრამ მხოლოდ მან შეხედა ზაზას თვალებში არანაირი სინანული არ კრთოდა და დაინახა გვერზე გახედვისას ირონიულად როგორ ჩაიცინა,ამიტომ მისმა მოქნეულმა ხელმა და ზაზას წითლებულმა მარცხენა ლოყამ ყველა გააოგნა,დარტყმის ხმამ თითქოს კედლები დაბზარა და ზაზაც გაოცებული უცქერდა დემეტრეს.
-რას აკეთებ მამა.
-რას ვაკეთებ? მეკითხები რას ვაკეთებ,როცა ეს დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა და იცი რატომ? დავიღალე,დავიღალე შენი მედიდურობით და შენი ამპარტავნობით,შენი ირონიით და ცინიზმით.დავიღალე შენით რადგან ყოველ შენს გადადგმულ ნაბიჯს სირცხვილი მოსდევს, ზაზა როდემდე,ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს არ დაიღალე?
-მამა მე................
-შენ მამა აღარ გყავს,ამიერიდან თავად იცხოვრე და ეძებე გზა საარსებო ფული როგორ გამოიმუშავო.
-ამდენი ფული სად ვიშოვო.
-დარბევა შეგიძლია და აშენება არა,არბევ სხვის ნაშრომს და ეს გიადვილდება რადგან არ იცი რამდენი ფულია იქ იმ საქმის აწყობაში ჩადებული,რამდენი თეთრად გათენებულ ღამეებს ითვლის ის კედლები რომელიც შენ წააქციე.არა,მე ზარალს არ გადავიხდი,დამნაშავე აქ არის და როგორც გინდათ პასუხი ისე აგოს.
-მე არ მაინტერესებს თქვენ როგორ დასჯით თქვენს შვილს,ბატონო დემეტრე თქვენმა შვილმა იცის მისამართი სად უნდა მოვიდეს,იქ დაგელოდებით.
-ნუ დამელოდებით,არ მოვალ.
-მოხვალთ,რადგან ეს თქვენთვისაა უკეთესი.
-ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ,რომ მოვალ.
-დარწმუნებული ვარ რადგან არ მოინდომებთ ხვალ პრესამ და მედეამ გააშუქოს თუ როგორ გამდიდრდით.
-რას ბოდიალობ,რას ამბობ.
-იმას შეგახსენებ თუ როგორ დაიმისეთ ეს სასახლე.ალექსანდრემ სათვალე გაიკეთა და სახლი დატოვა,მაღაზიაში დაბრუნდა და საათს შეხედა
-ალექსანდრე საიდან იცი ვინ არის დემეტრე და როგორ გამდიდრდა ის.
-წუხელ ნაცნობ დეტექტივს დავურეკე და ერთად პატარა გამოძიება ჩავატარეთ.
-ჩვენ რატომ არ გვითხარი,მაგრამ შენ ხომ ალექსანდრე ხარ და ჩვენზე ღელავ,ჩვენ კი აკრძალული გვაქვს შენზე ვიღელვოთ.
-შეწყვიტე წუწუნი და დაითვალე რამდენიმე წამში ისინი აქ იქნებიან,ყველაფერს დაუანგარიშებ.
-შენ მიდიხარ?
-უკვე აღარ,მოვიდნენ. დემეტრე გაოცებული უცქერდა დარბეულ მაღაზიას და შემდეგ ალექსანდრეს მიუბრუნდა,მაგრამ ალექსანდრემ დაასწრო და უთხრა.
-მობრძანდით,ვხედავ არჩევანი გააკეთეთ ბატონო დემეტრე.
-მეც ვხედავ რომ არჩევანის დრო არ მქონია,დაითვალეთ ზარალი?
-ეს თავად უნდა გააკეთოთ,ჩვენ ისედაც ვიცით,მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენს შვილთან.იქვე მდგარ თავდახრილ ზაზას მიუბრუნდა და უთხრა.
-რატომ დაგჭირდა მაღაზიის ამ დღეში ჩაგდება,ვინ დაგავალა ვინ დგას შენს უკან და ვინ გიბრძანა ეს გაგეკეთებინა.
-არავინ მიბრძანა,ჩემი მეგობრები ქორწინდებიან და თქვენ უარი უთხარით მათ საჩუქარზე.
-შენ გინდოდა საჩუქრის გაკეთება და ის საჩუქარი ჩვენგან გინდოდა აგეღო?
-ასეა,მაგრამ არ გამოვიდა და უარის მიღება...............
-არ მოგეწონა უარი,მეორე დღეს მოდი და დაგვემუქრე და მუქარაც შეასრულე,ახლა კი გადაიხადე ეს ყველაფერი. დემეტრე ზიზღნარევი თვალებით უცქერდა შვილს და ალექსანდრეს მიუბრუნდა.
-მითხარით რამდენია ჩვენი ვალი,ცოტნემ ფურცელზე დაუწერა ციფრი რაც დემეტრეს არ მოეწონა და ცოტნეს შეხედა.
-დავიჯერო დარბეული ნივთები ასეთი ძვირი ღირს?
-ბატონო დემეტრე ჩვენი მაღაზია შეკვეთებს იტალიიდან და ევროპის ქვეყნებიდან ღებულობს,თქვენ იფიქრეთ რამდენიმე ათას ლარში მოაგვარებდით ამ საკითხს? თქვენ ისიც არ იცით თქვენი შვილი რომ ნარკომანია და ჩვენი მაღაზიის საქონლის ფასები საიდან უნდა გაიგოთ.
-რაააა,რას ამბობთ.თვალებგაფართოვებული უცქერდა დემეტრე ხან ცოტნეს და ხან ზაზას.ალექსანდრემ ფურცელზე დაუწერა ციფრი დემეტრეს და უთხრა.
-ფულს ველოდები,ან თავად გააკეთე.რამდენიმე დღეში სრულიად ახალი მაღაზია ჰქონდათ,ახალი ნივთებით.დემეტრე გაბრაზებული ჩაფრენოდა საჭეს და ზაზა კლინიკაში მიჰყავდა.
-რამდენი კვირა უნდა ვიყო კლინიკაში.
-რამდენიც საჭირო იქნება,მომისმინე დედაშენს სიტყვა მივეცი სიკვდილის წინ და ამ სიტყვას დღემდე ვასრულებ,გთხოვ გამიგე.
-მე პატარა ვიყავი როცა თქვენ დაქორწინდით,რომ გავიზარდე გავიგონე რამდენჯერმე ზაზა დემეტრეს შვილი არ არისო და ეს გულში ჩამრჩა ცუდად.
-გახსოვს,შენ 4 წლის იყავი და ელზა რომ გარდაიცვალა 8 წლის იყავი.შვილად მიგიღე და შენთვის ზრუნვა არ დამიკლია,ახლა კი აქ დარჩები და იმკურნალებ თუ გინდა ისევ მამა-ვილი ვიყოთ.
-ვიმკურნალებ მაგრამ................
-მაგრამ რამდენიმე კვირა აქ უნდა იყო,შემდეგ მკურნალობას გერმანიაში გააგრძელებ.შევთანხმდით?
-შევთანხმდით.

    რამდენიმე თვემ გაიარა ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია მარტოობას,ფეხაკრებით დაიარება ოთახებში და მის გარშემო კოშმარია,საშინელი კოშმარი.ცხოვრებამ დიდი ჭრილობა მიაყენა და მისი სული მოლოდინით აავსო,სიმარტოვე კი მის წუხილს კიდევ უფრო აორმაგებს.
-შორს წახვედი,ძალიან შორს.ცრემლები ტანჯვას უერთდება,ცას შეჰყურებს და დაორთქლილ მინას ხელით წმინდავს.უეცრად რაღაც გაახსენდა,თავისი ნივთები საწოლზე დაალაგა და ჩემოდანიც გადმოიღო ჩაამზადა და თავადაც მოემზადა.თვალცრემლიანმა მოავლო თვალი სახლს და კარი გასაღებით გადაკეტა.შებინდებული იყო თბილიში რომ ჩავიდა,ჩანთა მხარზე მოიგდი ჩემოდანი გააგორა და მთავარ გზაზე გავიდა ტაქსს ხელი აუწია.ბედად ახალგაზრდა მამაკაცი შეხვდა ტაქსის მძღოლი და ინგლისური იცოდა,მისამართზე მიიყვანა უკვე დაღამებული იყო და ეშინოდა მაგრამ არ შეიმჩნია.ბინასთან ბიჭები იდგა და ორმა წინ გადაუდგა.
-გვიანი ღამეა გოგონი,საინტერესოა ამ დროს გარეთ რატომ ხარ?
-გამატარეთ.
-ქართული არ იცი ლამაზო?
-დაღლილი სახე აქვს,მოდი მოვუხსნათ დაღლილობა.თქვა მეორემ და ორივემ გაიცინა.
-გთხოვთ გამატარეთ.
-მოდი ჯერ გავისეირნოთ.თქვა ისევ პირველმა და გოგონას ჩანთა წაართვა.მათ ფეხებში მანქანამ დაამუხრუჭა,გაბრაზებულმა გააღო კარი და ბიჭებს დაუყვირა.
-გაუშვით გოგონა და მოშორდით აქაურობას.
-რაო მეგობარო,გინდა სუპერმენის როლში გამოხვიდე?
-ძალიან ბევრს ხომ არ ყბედობთ,გაუშვით გოგონა ვერ ხედავთ რომ უცხო არის და შეშინებულია? ერთმა დანა ამოიღო,მაგრამ უცნობმა ხელი გადაუწია და დანა გააგდებინა,მეორეს შეეშინდა და გაიქცა მეგობარი უცნობთან ერთად მიატოვა.
-მეორედ დაგინახავ ასეთ მდგომარეობაში და პატრონიც კი ვერ გიცნობს ისე მოგაწყობ,ახლა კი დაიკარგე აქედან.ბიჭი შეშინებული გაიქცა და უცნობი გოგონას მიუბრუნდა
-რომელი საათია იცი? ასეთ დროს წარმოდგენა გაქვს რა შეიძლება მოხდეს.სახლში გელოდებიან და შეშინებულებიც იქნებიან.უთხრა გოგონას და ჩუმად შეათვალიერა.
-მისამართი მითხარი,სად მიგიყვანო.
-მე უკვე მოვედი მისამართზე.
-აქ ცხოვრობთ?
-კი,ძმასთან მოვედი.
-ძმასთან? ვინ არის თქვენი ძმა.
-დავურეკავ და თქვენ დაელაპარაკეთ.უთხრა გოგონამ და ჩანთა ვეღარ იპოვა.
-ჩემი ჩანთა,მათმა ჩანთა მომპარეს.ძმას როგორ დავურეკო,არ იცის რომ ჩამოვედი.
-ჩემი ტელეფონით დაურეკე ნომერი თუ იცი.ტელეფონი გამოართვა და ნომერი ჩაწერა და გაოცებულმა შეხედა მის წინ მდგარ უცნობს.
-თქვენ იცნობთ ჩემს ძმას?
-ვის? ვინ არის თქვენი ძმა.ტელეფონს დახედა და გაოცებულმა შეხედა გოგონას.
-რა მოხდა ანდრეა ყველაფერი რიგზეა? ილაიდამ ტელეფონი გაუწოდა დაელაპარაკეო და ანდრეამ დაბნეულმა უპასუხა ალექსანდრეს.
-კი,კი ყველაფერი კარგად არის,შენთან მოვდივარ.
-მოდი სახლში ვარ.
-კარგი მეგობარო.ანდრეამ ტელეფონი გათიშა და ილაიდას შეხედა.
-საინტერესო ღამეა და თან უცნაური.კარზე ზარი მისცა და შოკი მაშინ მიიღო როცა კარი გააღო ალექსანდრემ და ჭიქა ხელიდან გაუვარდა,ის თვალებგაფართოვებული უცქერდა მის წინ მდგარ მომღიმარ ილაიდას.
-ილაიდა? მეჩვენება თუ შენ ხარ.რა კარგი სიურპრიზი გამიკეთე საყვარელო.
-ალექს ამიხსენი რა ხდება,ვინ არის ეს გოგონა მან შენ ძმა გიწოდა.
-ვინ არის ეს გოგონა? ილაიდა გაიცანი ეს ანდრეა არის ჩემ ძმა და მეგობარი,ეს კი ილაიდაა ჩემი დაიკო,ჩემი ნახევარ და და ჩემი სული.
-შენი და? რატომ ვერ მივხვდი,მან ხომ მითხრა თურქეთიდან ვარო.მაპატიე მეგობარო ვერ წარმოვიდგენდი ეს სილამაზე თუ შენი და იქნებოდა.
-რატომ იდიოტო მე რა ულამაზო მამაკაცი ვარ?
-მის სილამაზეს ვერც კი მიუახლოვდები.
-იდიოტო.მხარზე ხელი დაარტყა ანდრეას და ილაიდასკენ ხელებგაშლილი წავიდა.
-მომენატრე და წამოვედი,გაბრაზდი რომ არ დაგირეკე?
-რატომ უნდა გავბრაზდე,ძალიან კარგად მოიქეცი და მადლობა ამ ლამაზი სიურპრიზისთვის.
-ლილე? სად არის ლილე თქვენ ხომ.............
-ის აქ არ ცხოვრობს ჯერ-ჯერობით,მაგრამ................
-მაგრამ მალე იცხოვრებს,მე მივხვდი თქვენს შორს რომ ძალიან დიდი სიყვარულია.
-ასე გვეტყობა ორივეს?
-სიყვარულს მალვა არ უყვარს,მას სიცოცხლე უნდა მისცე და უნდა გაამყარო ის.
-ყოველთვის და ყველასთვის დახურული კარი ხარ ალექსანდრე და რას ფიქრობ არავინ არ ვიცით რომ ლილე გიყვარს? შენ ძალიან ამოუცნობი და იდუმალი ადამიანი ხარ,მაგრამ სიყვარულის დამალვა არ შეგიძლია.
-მე ასეთი ვარ,ჩემს წინ ერთი დიდი კარია რომელიც წლებია დაკეტილი არის,მე ხომ ადვილად არავის არ ვენდობი.ჩემში ნდობა აღარ არის,ამიტომ ვამბობ იმას რასაც ვფიქრობ და ვაკეთებ იმას რაც მინდა. ახლა მე მაინტერესებს ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილება რატომ მიიღე,ლეილა რატომ არ წამოიყვანე.ილაიდას ღიმილი გაუქრა სახიდან,ცრემლიც მოერია და დაბარბაცდა,იქვე მდგარმა ანდრეამ ხელი შეაშველა და სავარძელში ჩასვა,ალექსანდრეს გულმა ცუდი უგრძნო და ილაიდას გაოცებული უცქერდა.
-რა მოხდა საყვარელო,შენ რაღაც გჭირს და მითხარი ყველაფერი.
-ალექს დედა,დედა აღარ მყავს.
-რაააა? როგორ,შეუძლებელია ლეილას რა დაემართა ან როდის მოხდა რატომ არ დამირეკე,მარტომ როგორ გაართვი თავი ამ ყველაფერს.
-ძალიან რთული იყო დედის გარეშე ყველაფერი,ძალიან გამიჭირდა ამ სირთულის დაძლევა,მაგრამ გამახსენდებოდა თუ არა შენი არსებობა ტკივილი მიყუჩდებოდა შემდეგ კი სპონტალურად მივიღე გადაწყვეტილება და წამოვედი.
-კარგია რომ წამოდი,კარგია რომ აქ ხარ და შენს ტკივილს ერთად გავუმკლავდებით,მოვერევით.
-ერთად ყველაფერს დავძლევთ,დედას ვერ დავივიწყებ მაგრამ შენთან სიახლოვე ტკივილს შემიმსუბუქებს.
-დედას რა მოუვიდა,ის ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო.
-ავტო საგზაო შემთხვევა მოხდა,ტაქსით მოდიოდა ბაზრიდან და მძღოლი სავალი გზიდან გადავიდა,დედა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
-კარგი დამშვიდდი,წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ და დაისვენე,შენ დასვენება გჭირდება.ალექსანდრემ ილაიდა საძინებელში შეიყვანა,შუბლზე აკოცა და მარტო დატოვა მის ტკივილთან და ფიქრებთან ერთად,მაგრამ უეცრად შებრუნდა და უთხრა.
-ეს შენი სახლიცაა,ჩათვალე რომ შენზე პასუხისმგებლობას ვიღებ და შენ აქ ჩემს გვერდით იცხოვრო ეს ჩემი ვალდებულებაა.დაიმახსოვრე,გამოსავალი ყოველთვის ყველა სიტუაციიდან არსებობს და იმედი არასოდეს დაკარგო.ანდრეა გაოცებული უცქერდა მეგობარს,მის წინ სულ სხვანაირი ალექსანდრე იდგა და ალექსანდრეს ჩაეცინა.
-ჩემი მეგობარი გაკვირვებული მიცქერს.
-ნეტავ რატომ?
-ნუ გიკვირს მეგობარო,ვიცი დღეს ადამიანებს შინაგანი გაორება აქვთ,მაგრამ არიან ისეთებიც რომლებსაც არ უნდათ გამოავლინოს თავიანთი კეთილი თვისებები,ზოგი ზედმეტ ნაკლებად თამაშობს და ეს შესამჩნევია მათ სახეებზე რომლებიც ამაზრზენი და დამღლელია.მოდი ახლა ნუ გადავიქცევით ფილოსოფოსებად და უბრალოდ მინდა გითხრა პატარავ აქ თავი ზედმეტად არასოდეს არ იგრძნო,აქ შენი ნამდვილი სახლია,შენი კუთხე.ილაიდამ ლეილას ფოტო საწოლთან დადო და ცრემლნარევი ხმით უთხრა.
-დედა მშვიდად იყავით,მე იქ მოვედი სადაც ჩემი ადგილი არის,მე ჩემი ძმის გვერდით ვარ.ბალიშში თავი ჩარგო და ჩუმად ატირდა,ტირილში ჩაეძინა და მხარზე ხელის შეხებამ გააღვიძა,შეშინებულმა გაახილა თვალები და ლილე დაინახა.
-საყვარელო ძალიან ვწუხვარ,ალექსიმ დამირეკა და შემი მოსვლის შესახებ მითხრა.ყველაფერი გაივლის, მთავარია აქ ხარ და მარტო არასოდეს არ იქნები. ადექი,მოწესრიგდი და ვისაუზმოთ,შემდეგ ძმიშვილს გაგაცნობ.ადე,შენ ობოლი ფოთოლი არ ხარ რომელიც ქარის მობერვაზე უმისამართოდ იფრიალებს,შენს გვერდით ჩვენ ვართ.
-დედა,დედა სად ხარ.მოესმათ სანდრას ხმა და ლილემ ღიმილით თქვა.
-აი მოვიდა,უნდა დაგესწრო ადგომა ახლა ნურც შეეცდები,მაგრამ შევაჩერებ და შენ თავი მოიწესრიგე.
-დედა აქ დავრჩებით? მამამ მითხრა შეკითხვების გარეშე მიდი ბინაშიო,რა ხდება ან რას მიმალავთ?
-სხვა არაფერი გითხრა?
-არა,მხოლოდ ეს მითხრა და ვერაფერი გავიგე.
-მალე გაიგებ,მხოლოდ რამდენიმე წუთი მოითმინე.
-ვხვდები,როგორ მიხარია შერიგდით და გადაწყვიტეთ ერთად ვიცხოვროთ?
-ეს არ არის,მაგრამ არც ეს საკითხია მოხსნილი დღის წესრიგიდან პატარავ. თქვა ალექსანდრემ და სანდრას ხელი მოხვია ლილეს კი თვალი ჩაუკრა.
-არ ვიცი და ვერც ვხვდები რატომ ტანჯავთ ერთმანეთს და ან რას ელოდებით.
-უფროსების საქმეში შენს ცხვირს ნუ ჰყოფ,ძალიან გაგეზარდა ცხვირი ენასთან ერთად. თქვა ლილემ და სამზარეულოში გავიდა.
-მცივა,რატომ არის ასეთი სიცივე ამ სახლში?
-სიცხე ხომ არ გაქვს,გაცივდი? ალექსანდრემ შუბლზე დაადო სანდრას ხელი,მაგრამ სანდრამ შეხედა და მოწყენილად უთხრა.
-არა,ისევ მისი შეხება მინდა და მინდა მისი სითბო ვიგრძნო.
-რაააა? რას ბოდავ შვილო ვინ შეგეხო,ვინ გაბედა შენზე შეხება.თვალებგაფართოვებული უცქერდა სანდრას ლილე და ალექსანდრე შემდეგ კი ერთმანეთს შეხედეს.
-ლილე რა ხდება,შენს გვერდით არის სანდრა.
-ნუ გიკვირთ ძალიან თბილი და ტკბილია მასთან დაკავშირებული მოგონებები,თბილი ღამეები. სად ხარ საყვარელო,დედა აქ თუ უნდა დავრჩეთ ჩემი საღამურები წამომიღე?
-ეს რაც თქვი ახლა,შემს საღამურებზე თქვი? კითხა ლილემ და ალექსანდრეს შეხედა,თავადაც ცუდ დღეში იყო და შემდეგ სიცილი ისტერიკაში გადავიდა,ლილეს სიცილზე კი ალექსანდრესაც გაეცინა.
-გეფიცები ადგილზე გავიყინე და იცი რა გავიფიქრე? დასრულდა ჩემი ცხოვრება,ცივსისხლიანი მკვლელად გადამაქცევდი სანდრა დღეს.
-რატომ,რა ვთქვი ასეთი უცნაური.
-კიდევ ერთი ასეთი ხუმრობა და გული გამისკდება.
-კარგი,ვაღიარებ ზედმეტი მომივიდა,მაგრამ თქვენი სახეებისათვის რომ შეგეხედათ გაგეცინებოდათ.
-მეორედ ჩემი სიმშვიდე და ღიმილი არ გამოიყენო,გაფრთხილებ ცუდად დავასრულებთ.
-რატომ იცინით,მეც გამაცინეთ.
-სტუმარი გვყავს და მე არ ვიცი?
-სტუმარი არ არის,დღეს დადგა ის დღე რომ ყველამ ერთად დავიბრუნოთ დაკარგული წლები.გაიცანი,სანდრა შენს წინ შენი მამიდა ილაიდა დგას.
-მე რატომ არ მითხარით მამიდა რომ მოვიდა.
-წუხელ გვიან მოვიდა შვილო.სანდრა სიხარულით აღფრთოვანებული ჩაეხვია ილაიდას და ის დღე მხიარულებაში გაატარეს.უკვე შებინდებული იყო კარზე ზარის ხმა რომ იყო და ალექსანდრემ გააღო კარი.
-ცოტნე? რატომ მოდი ძილისპირული უნდა მიმღერო?
-გავიგე სტუმარი გყავს და ჩემი დის გასაცნობად მოვედი.
-შემოდი,რომ გითხრა წადითქო მაინც არ წახვალ.
-გეფიცები იმაზე კარგი გამოვიდა მაღაზია რომ იყო.უეცრად გაჩუმდა და ლაშამ ალექსანდრეს შეხედა.
-ეს რა არის,ალექსანდრე თოჯინები შეიძინეთ?
-შევიძინეთ,ცოცხალი თოჯინები გვყავს.
-ესენი ხომ უფრო მანეკენებს ჰგავს,ვაიმე ჩემი გული გამექცა კარი არ დაკეტო გულს უნდა დავეწიო.
-მასხარა, ჩემი სტუმრები ჩემი მეგობრები არიან,ეს კი ჩემი და ილაიდა.
-შენი და ჩვენი და არის,ამიტომ გამარჯობა ჩემო დაიკო.ლაშამ ილაიდას ხელი მოხვია,სანდრას კი ცხვირზე მოუჭირა ხელი და მეორე ხელით მასაც მოეხვია.
-რადგან ყველა აქ ვართ,ერთად ხომ არ დაგვეგეგმა ქორწილის ამბები თუ სად ისურვებდით ბატონო ალექსანდრე ქორწილის გადახდას.
-ისეთი დაძაბული დღეები მქონდა არ მქონდა დრო დავფიქრებულიყავი ქორწილისთვის,უნდა მოვიფოქრო და პატარძალსაც ვკითხო იქნებ არ არის თანახმა და შენ მოგიყვანო ცოლად ლაშიკო?
-უნდა დაფიქრდე? 15 წელია ფიქრობ კიდევ დაფიქრება გჭირდება? მე ვფიქრობ რომ ორივემ ხელი უნდა ჩაკიდოთ ერთმანეთს და ერთად იფიქროთ,ჩვენ კი უთქვენოდაც გავართმევთ თავს აქ ყოფნას.ცოტნემ და ლაშამ ლილე და ალექსანდრე სახლიდან გამოაძევეს და კარი დაუკეტეს შიგნიდან.
-რას აკეთებთ,მოვწესრიგდებით მაინც იდოტები ხართ? გაბრაზდა ალექსანდრე და იქვე მშვიდად მყოფ ლილეს რომ შეხედა თავადაც დამშვიდდა,ბედად ჯიბეში ჰქონდა ტელეფონი და სანდრას დაურეკა.
-მამა ცოტნე ძიას და ლაშა ძიას აზრს მეც ვითვალისწინებ,ასე რომ..................
-ასე რომ შემომიშვით სახლში ფეხზე ჩავიცვა სანდრა.
-აი შენი ფეხსაცმელები,შენი პიჯაკი,საფულე და მანქანის გასაღები.ეს შენი ჩანთა და ფეხსაცმელები ქალბატონო ლილე და არ დაბრუნდეთ გადაწყვეტილება მიუღებელი,დავიტანჯეთ ხალხი თქვენით 15 წელია, დროა ბოლო მოეღოს თქვენს და მერე ჩვენს ტანჯვას.
-ცოტნე გპირდებით ხვალ საღამოს გეტყვით ჩვენს გადაწყვეტილ პასუხს,რას აკეთებთ ბავშვურად იქცევით.
-საკმარისია ალექს,არჩევანი გააკეთე და წერტილი დაუსვი შენს ტკივილს.მკაცრი იყო ცოტნე და ალექსანდრეს სიტყვის თქმის საშუალებაც არ მისცა კარი მიუხურა,გაბრაზებულმა ალექსანდრემ ლილეს ხელი ჩაკიდა და სასტუმროში მივიდა,ერთი ნომერი აიღო.
-რას ვაკეთებთ ან რა გაქვს ჩაფიქრებული.
-ახლა ვერაფერზე ვფიქრობ გარდა იმისა,როგორ დავსაჯო ისინი.
-სხვა არაფერზე ფიქრობ?
-ვფიქრობ,მაგრამ შემ ცოტა დაწყნარებულზე დაგელაპარაკები,ამიტომ შენც დამშვიდდი.
-მე მშვიდად ვარ,ადრე თუ გვიან ჩვენს შორის ეს საუბარი უნდა შემდგარიყო და მოდი დღეს დავასრულოთ ჩვენში არსებული გაურკვევლობა.
-ლილე შენ იცი ჩემში შენს მიმართ რამხელა სიყვარული დევს და ამ სიყვარულს წლებია ვერაფერი მოვუხერხე,ახლა უფრო გაახლდა რადგან ეს გრძნობა ვერც წლებმა და ვერც ტკივილმა ვერ გაანელა.ორივე გულით დავატებთ ამ ძლიერ გრძნობას და ჩვენ ვცდილობთ ის დავმალოთ, ამიტომ წლებია ჩუმად ვართ.ახლა კი ვცდილობთ ჩაღვივებული ნაკვერჩხალის გაღვივებას,გაცოცხლებას და აალებას,თუმცა მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით რომ ეს ცეცხლი არც არასოდეს ჩამქვრალა.
-იცი რას ვფიქრობ ეს წლები? ადამიანმა თუ სიკვდილი არ იცის თუ როგორი ცივია,კარგად უნდა გესმოდეს რომ ვერასოდეს ვერ მოკლავ ადამიანში სიყვარულს,სილამაზეს და მშვენიერებას.
-ვახშამი ვერ მოვასწარით,შენს მომზადებულ კერძებს ის იდიოტები მიირთმევენ,წავიდეთ რამე შევჭამოთ.
-ვერ ვიტყვი იმას რომ არ მშია,იმის დაჯერებაც მიჭირს მთელი დღე დღეს საგულდაგულოდ ვემზადებოდი და ახლა აქ ვარ........
-ჩემი სამზარეულოს და შენი მომზადებული კერძების გარეშე,ამიტომ რაღაც უნდა ვჭამოთ თორემ კუჭი უკვე გინებას დამიწყებს.
-წავიდეთ,ნერვიულობა კარგს არაფერს მოგვიტანს არც მე და არც შენ.ლექსანდრემ თვალი გააპარა ლილესკენ და ჩაეღიმა,ყველაფერი გემრიელი შეუკვეთა და ალექსანდრე რომელიც საღამოობით ჭამას უფრთხილდებოდა ძალიან მადიანად ივახშმა და ლილესაც აიძულებდა,მაგრამ ლილემ ხელები ასწია და უარი განაცხადა,გვიან გააცნობიერა რომ ყველა მათ უცქერდა ბედნიერი ღიმილით.
-ალექსანდრე დამშვიდდი ყველა ჩვენ გვიყურებს.
-ვფიქრობ დანაშაულს არ ჩავდივართ,ჩემს საყვარელ ქალს ჩემივე ხელით ვაჭმევ და ეს იმათ უკვირთ ვინც საყვარელი მამაკაცისგან მიუჩვეველია ასეთ მოპყრობას.ლილეს ცრემლი მოერია და ალექსანდრეს შეხედა.
-საყვარელ ქალს?
-საყვარელს არა,მაპატიე.მინდოდა მეთქვა დიდ სიყვარულს რომელიც ვერ დავივიწყე ვერ შევძელი,წლების შემდეგ გიპოვე და ახლა აქ ხარ ჩემს გვერდით და ტყუილი რომ ვთქვა მე არასწორი ვიქნები შენს წინაშე.
-დღემდე მარტოსული მქვიოდა,ახლა კი შენ ხარ ჩემს გვერდით.
-წავედით,გადასადები აღარაფერია უნდა ვილაპარაკოთ თუმცა იმაზე მეტი რა უნდა ვთქვათ რაც ერმანეთს ვუთხარით,მაგრამ ვფიქრობ მე არა შენ უნდა თქვა შენი სათქმელი.ლილე წამოდგა და წავიდა,ალექსანდრემ ღიმილით გააყოლა თვალი,ფული გადაიხადა და ღიღინით გაუყვა ნომრამდე დაგებულ წითელ ხალიჩას.კარი გააღო და ლილეს ხმაც გაიგონა,რომელმაც შუა ოთახში გააშეშა.
-მეც გითხარი ჩემი სათქმელი,უამრავჯერ გითხარი რომ ვნანობდი იმ წუთებს როცა მამას დავუჯერე,ბოდიშიც მოგიხადე და პატიებაც გთხოვე მაგრამ ვერცერთი ვერ მივიღე შენგან არც ჩემი ბოდიში მიიღე და ვერც პატიება დავიმსახურე,თუმცა ვიცი რომ დავაშავე და ვიცი რამხელა ტკივილიც მოგაყენე,მაგრამ დამიჯერე 15 წელი მხოლოდ შენი მონატრებით გაილია.
-წარმოიდგინე და შენი თითოეული ცრემლის მეც მტკიოდა,სანდრას რომ შევხედე მივხვდი რომ ძალიან ძლიერი ხარ როგორც ქალი და როგორც დედა.შენი ტკივილი,შენი სიძლიერე,თუნდაც მონატრება და დაკარგული წლებიც კი შენს თვალებშია.
-ალექსანდრე მე..................
-შენ ახლა დაწვები,მეც დავწვები და ხვალ დილით როცა გავიღვიძებთ თავად დილა გვეტყვის როგორ მოვიქცეთ.მეთანხმები?
-გეთანხმები,დავისვენოთ.ტკივილი არ გაივლის,მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება.შხაპს მიიღებ თუ მე შევიდე.ლილე სააბაზანოში შევიდა შხაპი მიიღო,მაგრამ გაახსენდა საღამური რომ არ ჰქონდა
-რა გავაკეთე,ახლა რა ჩავიცვა.თქვა და ალექსანდრეს ხმაც გაიგონა.
-ჩემი პერანგი ჩაიცვი,ხვალ კი ყველაფერს ვიყიდით.
-დარწმუნებული ხარ?
-გაქვს რამე სხვა ვერსია?
-არა,არა მომაწოდე.
-თუ გინდა გამოდი მასე როგორც ხარ,მე არ ვარ წინააღმდეგი.
-ალექსანდრე..................ღიმილით მიაწოდა პერანგი და კარებსაც მოშორდა,ლილემ კი ჯერ თავი გამოყო სააბაზანოდან,ალექსანდრე ვერ დაინახა და სირბილით წავიდა თავზე პირსახოც შემოხვეული შეწვა საწოლში,ალექსანდრემ კი გვერდი აუარა საწოლს და სააბაზანოში შევიდა.ღიღინით გადაივლო წყალი და წელს ზემოთ შიშველმა საბნის კუთხე ასწია,ფრთხილად შეწვა და იგრძნო როგორ თრთოდა მის ახლოს ფოთოლივით ლილეს სხეული და ჩაეცინა,თვალები დახუჭა და გაიფიქრა.
-როგორ მინდა ხელი მოგხვიო და შენს მკერდზე დაგადო თავი,შენი გულის ძგერას ვუსმინო დაუსრულებლად. ჩვენ ცხოვრებამ დაგვიგო მახე, რომელშიც ორივე გავებით.შენ შეძელი დაგეხსნა მახესგან თავი,მე კი სწორედ ამ მახემ გამანადგურა.ფიქრებში ჩაეძინა,ძილში მკლავის ტკივილმა შეაწუხა,თვალი გაახილა და ბედნიერებისაგან სხეული შეუტოკდა და გულიც აუჩქარდა,სისხლმა კი ხმაურით იწყო ვენებში სვლა.ლილეს თავი მის მკლავზე ედო და მშვიდად სუნთქავდა.პერანგის ღილი გახსნოდა და მისი მკვრივი მკერდი დამალობანას ეთამაშებოდა თავისივე პერანგიდან.სურვილი დიდი იყო თავშეკავება კი უფრო დიდი,სხეული დაეჭიმა სახეზე თმები გადაუწია,შუბლზე აკოცა და ფრთხილად უჩურჩულა.
-არ ვიცი თუ ხვდები როგორ ცუდად ვარ უშენოდ.
-მეც ძალიან ცუდად ვარ უშენოდ.მოესმა ლილეს ხმა და მათ თვალებში ჩახედეს ერთმანეთს.ალექსანდრე ფრთხილად შეეხო ტუჩებზე,იგრძნო როგორ კანკალებდა და მისკენ მიიწია.ვერცერთმა ვერ გაუძლო ვნებას და თავდავიწყებას მიეცნენ,ისინი ისევ გაერთიანდნენ.
-გახსოვს ჩემი პირველი თხოვნა ჩემი შეყვარებული იყავითქო.
-მახსოვს? ის მკითხე თუ დამავიწყდა ის რაც ჩვენ ორს გვიკავშირდება.
-მე მაშინაც ძალიან მიყვარდი.
-მაშინ შენმა მეგობარმაც დამადგა თვალი,გახსოვს?
-მახსოვს,ჩემს გვერდით იდგა და ცდილობდა თვალებში ჩაეხედა შენთვის.
-მე მხოლოდ ერთს ჩავხედე თვალებში და დღემდე ჩემშია დარჩენილი.
-ეს მე ვარ? ახლაც იქ ვარ დარჩენილი თუ ცდილობ გადამაგდო.
-იქ ხარ და არც არასოდეს გამქრალხარ,სახლში როდის წავალთ.
-ასე უცებ მოგბეზრდი,ეს იყო სულ შენი მონატრება? არსადაც არ წავალ,ძებნა უნდა დამიწყონ,ქორწილის დღეს მივალთ სახლში.
-რას ამბობ,სანდრა ინერვიულებს.
-სანდრამ ისედაც ყველაფერი იცის.
-იცის? ეს რა დადგმული სპექტაკლი იყო?
-დამშვიდდი,მე დამღალა შენმა უპასუხოდ ყოფნამ და ვფიქრობ დროა ხაზი გადავუსვათ ყველაფერს,დავივიწყოთ ტკივილი და მივენდოთ მომავალს,რას მეტყვი.
-???
-გამებუტე?
-???
-კითხვა დაგისვი ქალბატონო და პასუხს ველოდები.ლილემ არაფერი უთხრა რადგან ჩასძინებოდა,ალექსანდრემ ზემოდან დახედა და გაეცინა,ძლიერად მოხვია ხელები და ჩურჩულით თქვა.
-ცხოვრებაში ნამდვილი და წრფელი გრძნობა მხოლოდ ერთხელ იბადება და მისი არსებობა რაც არ უნდა შეეცადო დამალო,ბოლოს თავს ვერ აკონტროლებ და მის წინაშე ქედს იხრი ვინც ასე ძალიან გიყვარს.გგონია მარტო შენ გტანჯავდა უჩემობა,მეც ძალიან მტანჯავდა უშენობა.ახლა როცა გიცქერ მინდა ვაღიარო,რომ მართლა ძალიან მომნატრებია შენი მშვიდი სუნთქვა,შენი თმების საოცარი სურნელი,შენი გამოხედვა,ტუჩები? შენ არც კი იცოდი და ვერ ხვდებოდი როგორ მკლავდა შენი კოცნის სურვილი როცა ჩემს წინ იდექი და საუბრობდი.შენ ჩემი მშიშარა და უპასუხისმგებლო ადამიანი ხარ რომელმაც 17 წლის ასაკში დამატყვევე,დამიმისე და მერე ისე წადი არც კი იზრუნე ჩემზე.წადი და თან წაიღე ჩემი სულის,სხეულის და გულის ნაწილი.
-ახლა რა იქნება ალექს?
-ახლა რა იქნება? ახლა არსად წასვლის ნებას მოგცემ,ჩემთან ხარ და სიკვდილამდე ჩემთან იქნები არ ინერვიულო ვერავინ ვერ შეძლებს ჩემგან წაგიყვანოს ისევ ის 17 წლის ბიჭი აღარ ვარ.
-არ ვნერვიულობ,შენს გვერდით არც მეშინია.
-მიხარია რომ ასე ფიქრობ,შენ დაიძინე მე უნდა წავიდე და მალე დავბრუნდები.ალექსანდრე ადგა,თავი მოიწესრიგა და წავიდა რამდენიმე წუთში დაბრუნდა უამრავი ჩანთით ხელში,მაგრამ ლილეს უკვე ეძინა და წერილი დაუტოვა.
-მე მივდივარ,მოემზადე და მოგაკითხავს ერთი პიროვნება ვინც ჩემამდე მოგიყვანს. შუადღე იყო როცა ლილეს გაეღვიძა და ალექსანდრე ვერ ნახა,მაგრამ საწოლზე დადებული ჩანთები გადაჩიჩქნა და გაოცებული უცქერდა ორ საოცრად ლამაზ კაბას და წერილიც ნახა.
-მოემზადე,მე უკვე გელოდები.სიხარულით ადგა და მოემზადა,კაბა ჩაიცვა და თვალდახუჭულმა თქვა.
-უშენოდ არავინ ვიყავი,ახლა კი ყველაფერი ვარ.მე ყოველთვის შენთან ვიყავი,შენ კი ჩემთან ჩემს ფიქრებში და ჩემს ოცნებებში.შენზე ვფიქრობდი და შენზე ოცნება სუნთქვას მიხანგრძლივებდა.გაგექეცი და შენგან შორს მყოფს შენზე ფიქრიც კი დიდი პატივი იყო ჩემთვის,რადგან შენ იყავი ჩემთვის კეთილი სული.უძირო ორმო იყავი ალექს ჩემთვის ცარიელი და გამოფიტული,მაგრამ ახლა ვარ ძლიერი და ბედნიერი ქალი.ქალი ვინც დარდი შორს მოისროლა და უშრეტი,დაუსრულებელი სიყვარულის დიდი მაგალითია.კარზე კაკუნი მოესმა და გაწონასწორებული ნაბიჯებით კართან მივიდა,გულზე ხელი დაიდო თითქოს ამოწმებდა გული ისევ ადგილზე ჰქონდა და თუ ძგერდა ისევ,რადგან მოეჩვენა რომ სწორედ იმ წუთში გაუჩერდა გულის ძგერა.
-ქალბატონო ლილე მანქანა გელოდებათ.
-დიახ,მზად ვარ და გამოვდივარ.ლილეს სასტუმროს კართან თეთრი ლიმუზინი დახვდა,ამაყად ასწია თავი და უამრავი გაოცებული თვალი უკან მოიტოვა,ამაყად მოკალათდა ლიმუზინში ის ხომ საყვარელი ადამიანთან მიიჩქაროდა და როგორც იქნა გზა დასრულდა ლილეს კარი გაუღეს და ისიც რამდენიმე წუთში ალექსანდრეს წინ იდგა.
-მოხვედი,იცი რამდენი წელი ველოდი ამ წუთებს?
-ეს წუთები ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა იმ ოცნებებიდან რომლებიც მაქვს.
-მართლა? მაშინ უნდა ვთქვა რომ ერთნაირად ვოცნებობდით მე და შენ.
-ასეა და ახდა ჩვენი ოცნება.
-ლილე საოცრად გამოიყურები.
-შენი დამსახურებით,საოცარი გემოვნება გაქვს.
-მართალია წლები გავიდა და 15 წლის შვილი გვყავს,მაგრამ მაინც უნდა შეგეკითხო რადგან არ ვიცი იქნებ გადაიფიქრე ამ რამდენიმე საათში ჩემთან ერთად ყოფნა და მინდა დავრწმუნდე თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი და ჩვენი სიცოცხლის ტკბილი წლები და ცხოვრების ბილიკები ერთად გავიაროთ ხელი ხელ ჩაკიდებულებმა.ლილეს ცრემლი მოერია და არც უცდია მისი დამალვა,ალექსანდრეს მიუახლოვდა ორივე ხელებით სახეზე შეეხო და აკანკალებული ხმით უთხრა.
-თუნდაც დაგვიანებით,მაგრამ მაბედნიერებს შენს სიახლოვეს ყოფნა.მაბედნიერებს მერქვას შენი ცოლი და ვიყო შენი,მხოლოდ შენი.
-ხელი უნდა მოვაწეროთ, რომ ოფიციალურად გვერქვას ცოლი და ქმარი.ლილემ ხელი ასწია და ის ბეჭედი აჩვენა და უთხრა.
-ეს ბეჭედი არც არასოდეს მომიხსნია,გახსოვს რომ მითხარი როცა ჩათვლი მზად იქნები მაშინ გაიკეთეო.მინდა იცოდე მე მანამდე გავიკეთე ეს ბეჭედი როცა გავიგებდი ჩემში ახალი სიცოცხლე იზრდებოდა,მე წლების წინ დაგთანხმდი და მზად ვიყავი შენთან ერთად მეცხოვრა და ახლაც მზად ვარ შენი ვიყო და შენი მერქვას.ალექსანდრემ ღიმილით მიუახლოვდა ხელი გაუწოდა და ქორწინების დასამოწმებლად რეგისრტატორთან მიიყვანა,რეგისტრატორმა ღიმილით შეხვდა ულამაზეს წყვილს და მათი ქორწინება დაუყონებლივ გააფორმა.ლილემ ხელი მოაწერა და ტაშის გრიალმა შეაშინა გაოცებული შებრუნდა და დაინახა სამეგობროს ბედნიერი სახეები და მათ შუა ჩამდგარი სანდრა რომელიც ხელებგაშლილი გაიქცა მშობლებისკენ.საავადმყოფოს ექთნები და ექიმები ღიმილით უცქერდნენ ალექსანდრეს და ლილეს და რამდენი იყო ვის ღიმილში ბოღმაც ირეოდა.
-თავიდანვე მივხვდი რომ ეს ორი ერთმანეთისთვის დაიბადნენ.
-როცა ალექსანდრემ სანდრა საავადმყოფოში მოიყვანა,მაშინ მივხვდით რომ ის ალექსანდრეს ქალიშვილი იყო მსგავსება მათ შორის იმდენად დიდია.
-რატომ დაშორდნენ ერთმანეთს,მათ ხომ ძალიან უყვართ ერთმანეთი.
-ეს არავინ იცის,მთავარია რომ წლების შემდეგ იპოვეს ერთმანეთი.
-დედა,მამა თქვენ მე ბედნიერება მაჩუქეთ და მინდა იცოდეთ მე ვამაყობ თქვენით.
-სანდრა მამიდას გაბარებ,არ მომწონს ანდრეას გამოხედვა მის მიმართ და შენ ხარ პასუხისნგებელი თუ რამე არ მომეწონება,მაგრამ გაპატიებ თუ...................
-თუ..........................
-თუ მე და დედაშენს აქედან გაგვაპარებ.
-და როდის დაბრუნდებით?
-ეს თარიღი უცნობია,მთავარია ცხოვრება ტკივილთან ერთად დასრულდა შვილო.

დასასრული.



№1 სტუმარი manana

მადლობა მზია, ამ ლამაზი დასარულისათვის, ძალიან კარგია, ველოდები ახალ ისტორიას.

 


№2  offline მოდერი zia-maria

manana
მადლობა მზია, ამ ლამაზი დასარულისათვის, ძალიან კარგია, ველოდები ახალ ისტორიას.

heart_eyes მადლობა ქალბატონო მანანა გაიხარეთ. kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

კარგი დასასრული იყო,,რამდენი რამ გადაიტანეს ბედნიერი ცხოვრებისთვის,

 


№4  offline მოდერი zia-maria

სტუმარი nancho
კარგი დასასრული იყო,,რამდენი რამ გადაიტანეს ბედნიერი ცხოვრებისთვის,

kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№5 სტუმარი ეკა 5

კარგი იყო, ძალიან ძალიან ძალიან კარგი ❤️ისე ცოტა კი ვ9ნერვიულე, ალექსის გამოგონილ სიცივეზე, მაგრამ ეს ავტორის ჩანაფიქრი იყო და რა თქმა უნდა, მივიღე. წარმატებები მინდა გისურვოთ და ყველა დაწყებულ საქმეში ბედნიერი დასასრული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent