თავდავიწყებით შემიყვარდი (სრულად)
Mari's pov დილით მაღვიძარის ხმა მაღვიძებს. ნახევრად მძინარე ვდგები საწოლიდან და აბაზანაში შევდივარ. კბილებს ვიხეხავ, ხელ-პირის ვიბან და ისევ ჩემს ოთახში შევდივარ. ჩაფიქრიანებულმა ძლივს შევამჩნიე საწოლზე წამოწოლილი ლამაზი დიკო, რომელიც მე მიყურებდა. - რამდენი ხანია გელოდები, ძლივს არ გამოხვედიიი - ამბობს ვითომ-და მობეზრებული ხმით და საყვარლად მიღიმის. ტანსაცმლის კარადისკენ ვიღებ გეზს. სწორედ ამ დროს კვლავ ის იწყებს საუბარს. - გახსოვს, გთხოვე, დღეს მე შეგირჩევ რა უნდა ჩაიცვა და შენც ანალოგიურად ამომირჩევ. - კარგი რა ლიზი, რა სისულელეს ამბობ. - ვამბობ და მკრთალად ვუღიმი, ოდნავ ცინიზმ შეპარული. - კარგი რა გთხოვ... - მითხრა და საყვარლად შემომხედა. როგორ შეიძლება უარი ვუთხრა? ერთი დღე გავუძლებ ჩემი დის არჩეული ტანსაცმლით მოძრაობას. თანაც ცუდი სტილი არ აქვს, პირიქით ძალიან მაგარია. უბრალოდ ის უფრო სპორტულად იცვამს ხოლმე, ვიდრე მე. - ჯანდაბას ჩემი თავი, მიდი დროზე მომეცი რა ჩავიცვა?! - ვამბობ და საწოლზე ვეშვები. მაშინვე დგება და წამში ამზადებს ყველაფერს: წითელი ჰუდი, შავი მოტკეცილი შარვალი და თეთრი კედები. სულ რაღაც ოც წუთში მზად ვარ. - მე წავედი. - ბოლო სიტყვას ვწელავ და სახლის კარსაც წამშივე ვხურავ. მაშინვე სკოლისკენ ვიღებ გეზს. ჩემი და უკვე წავიდა ჩემი ამორჩეული ტანსაცმლით. დღეს სკოლის დაწყების მეორე დღეა, იმედია არ დავიგვიანებ. ნელა მივაბიჯებდი და გზას კარგად ვათვალიერებდი. იქნებ ვინმე ნაცნობი მეპოვა, მარტო ამხელა გზაზე სიარული მეზარებოდა. ძირს დავიხედე და შევამჩნიე თურმე თასმა გამხსნია. "აუუ რაღა ახლა გამეხსნა , მეზაერება შეკვრა" დავიწუწუნე ჩემს ფიქრებში და უცბად გენიალურმა იდეამ გამიელვა თავში. ვიცი დალაგებული ადამიანი ამას არ იზამს, მაგრამ მე ხომ სიგიჟისკენ მაქვს მიდრეკილება. აქეთ-იქით გავიხედე. აი, ჩემი სამიზნეც, გავიფიქრე ჩემსკენ მომავალ ბიჭზე. ისე, ძალიან სიმპატიურია, კინაღამ გადავიფიქრე გეგმის შესრულება. მისი მწვანე თვალები მომნუსხველია. მისკენ ზურგით ვდგები, რომ ვერ დაინახოს თუ რას ვაკეთებ. უეცრად ჰუდის "სამკლავედან" ხელს ვიღებ და ისე ვათავსებ ჩემს წელზე, რომ ვინმეს არ დამეტყოს. ამ საქმეში გართულს ბიჭიც მომიახლოვდა. - ჰეი შეგიძლია დამეხმარო და თასმა შემიკრა? - ბრაზიანი სახით შემომხედა. ნუთუ მახეზე არ წამოეგო? ისე რა უხეშია შემიკრას რა მოუვა. თუმცა მე ვიზე რას ვამბობ, ჩემი თასმის შეკვრაც კი მეზარება. ნუ ბოლოს კარგად დამაკვირდა. იფიქრა მხოლოდ ცალი ხელი მქონდა და არაკმაყოფილი სახით დაიხარა თასმის შესაკრავად. ამასობაში მეორე ხელიც გავყავი ჰუდის "სამკლავეში" და ზემოდან დავიწყე მისი ქმედებების ყურება. 'აუ რა ჯიგარი ხარ დაო. მინცდამაინც დღეს ჩამაცვი ეს ჰუდი. სხვა რამე რომ მცმოდა შეიძლება ასე მარტივად ვერ მომეტყუებინა.' - ფიქრებში ლიზი უკვე მილიონჯერ ჩავკოცნე თავისი საქციელის გამო. ბიჭმა მალევე დაასრულა შეკვრა, ადგა თუ არა მაშინვე შეამჩნია ჩემი ორივე ხელი. "იმედი გაგიცრუე ბიჭი, ორივე ხელი მაქვს" გავიფიქრე ჩემთვის და სიცილით გავიქეცი. უკნიდან მესმოდა ფეხის ხმები, როგორც ჩანს მომსდევს. სიჩქარეს ვუმატე სირბილით შევედი სკოლაში და კლასამდეც მალე მივაღწიე. ახლა ვეღარ მიპოვის - გავიფიქრე და სუნთქვის დარეგულირებას შევეცადე. ამდენი ბოლოს როდის ვირბინე აღარც მახსოვს. ჩემი დაქალის გვერდზე დავიკავე ადგილი და ზარიც მალევე დაირეკა. პირველი მუსიკის გაკვეთილი გვქონდა. ზოგი ჩემი კლასელი მღეროდა, ზოგი თამაშობდა, ზოგი კიდევ სხვა რაღაცეებს აკეთებდა, მე კი ისე მეძინებოდა არაფრის თავი არ მქონდა და გაუნძრევლად ვიჯექი ჩემს ადგილზე. - მარი რაღაც უნდა გითხრა. - ამბობს ჩემი დაქალი, თუმცა ჩემს გათიშულ სხეულამდე ძლივს აღწევა მისი ხმა. - მიდი ელე, მითხარი - ვამბობ უემოციოდ. ტანით მისკენ ვტრიალდები და ფანჯრიდან გამოჩენილ ხედს შევყირებ დიდი სიამოვნებით. - იცი ბექამ დამპატიჟა... - რაა? ვიინ?- სათქმელს ვაწყვეტინებ და მის თვალებს გახარებული შევცქერი. ნუ თუ ეს ისაა რასაც მე ვფიქრობ?! უკვე დიდი ხანია რაც ელეს ბექა მოსწონს, ოღონდ ერთმანეთს კარგად არ იცნობენ. ნუ სიმართლე რომ ვთქვათ, "ცუდადაც" არ იცნობენ. ისინი უბრალოდ მეზობლები არიან. რამოდენიმეჯერ ეყოლებათ ერთმანეთი ნანახი. ელეს მონაყოლიდან ბექას დიდი ინტერესი არ გამოუჩენია მის მიმართ. - ბექამ სად გაგიცნო? ერთი კვირა არ შევხვედრივართ და ასეთი ამბები დამახვედრე უკვე?- კითხვებს ერთმანეთს ვაყრი და ოდნავ ვიბუსხები. კიდევ ვაპირებდი საუბრის გაგრძელებას, მაგრამ ელენემ აღარ დამაცადა. - მე და ბექა ინგლისურზე ერთად დავდივართ. ჯერ მარტო სამი გაკვეთილი ჩაგვიტარდა. ერთი კვირაა არ შევხვედრივართ, ამიტომ ვერ გითხარი, არ გაბრაზდე გთხოვ. წინა გაკვეთილზე მითხრა. ზეგ მეგობრები ვიკრიბებით, მოდი და დაქალიც წამოიყვანეო. ხო წამოხვალ?- ჯერ ისევ შოკირებული ვიყავი. რა მაგარია. ელეს ამბავი ძალიან გამიხარდა. მის გაცისკროვანებულ თვალებს, რომ ვხედავ თავი უბედნიერესი ადამიანი მგონია. - წამოხვალ, მარი?- ფიქრებიდან მის ხმას გამოვყავარ. - რომელ საათზე უნდა წავიდეთ? - ხვალ, საღამოს რვა საათზე იქ უნდა ვიყოთ. - ოუ, ხომ იცი რომ დედაჩემი არ გამომიშვებს, ასეთ დროს ვიღაცასთან, ვისაც ის კი არა, მეც არ ვიცნობ? - ვუთხარი და ცოტა ცუდ ხასიათზე დავდექი, ელენეც არ წავა ალბათ ჩემს გარეშე. - მაგაზეც ვიფიქრე, დედაშენს ვეტყვით, რომ ჩემთან დარჩები და ეგაა. - ჯანდანა, არა. არ მინდა მოვატყუო.- ვამბობ, მაგრამ ვის ესმის? დიდი ხნის ხვეწნის და არგუმენტების მოყვანის შემდეგ დამითანხმა. ხვალ საღამოს მაგრად გავერთობით. ***** გაკვეთილები მალევე სრულდება და მაშინვე გამოვდივარ კლასიდან. მე სკოლის სხვა მხარეს ვცხოვრობ, ელენე სხვა მხარეს, ამიტომ მალე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. აქეთ-იქით გავიხედე და ჩემი ბავშვობის მეგობარი დავინახე. მანაც შემამჩნია და ჩემსკენ გამოეშურა. - ჰეი, როგორ ხარ? - მითხრა და ჩამეხუტა. - კარგად შენ? - ვკითხე და მეც ჩავეხუტე. თურმე გიორგი ძალიან მომნატრებია... - რავი, რა მიჭირს. რამდენი ხანია არ მინახავხარ. - აუ ხო მართლაც. - ვამბობ და რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ ჩემი სახლისკენ მიმავალ გზაზე. - აუ გთხოვ გამაცილე რაა. - კარგიი. - არ მეგონა ასე მალე თუ დამთანხმდებოდა. ბევრი ვისაუბრეთ და ბევრი ვიცინეთ გზაში. - აუ იცი ამ კვირის ბოლოს წვეულებას აწყობენ სკოლაში?! მაგრად გავერთობით. - ამბობს გიროგი და ცეკვა-ცეკვით აგრძელწბს სიარულს. მის ასეთ საქციელზე ყურებამდე მეღიმება. ჩემი გიჟი ძმაკაცი. - ვაუ, მართლა?! არ ვიცოდი. მაგარია. - მართლა ძალიან გამიხარდა. სკოლაში ბევრ ადამინს ვიცნობ, მით უმეტეს ჩემს ტოლებს. გავიგებ ვინ გადმოვიდა ამ სკოლაში და ვეცდები ისინიც კარგად გავიცნო. "რა ცნობისმოყვარე ხარ მარიამ" გავიფიქრე და ახლაღა გამახსენდა, რომ ჩემს გვერდით მდგარი გიორგი, რაღაც ისტორიას გაცხარებით მიყვებოდა. მალევე მივედით ჩემს კორპუსთან. მოულოდნელად ჩემი მეზობელი ქეთო დავინახე. ძალიან საყვარელი გოგოა. კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ცოტა ხანი სამივე ვსაუბრობდით, შემდეგ მოვიბოდიშე და სადარბაზოში შევედი. გიო და ქეთო კი იქ დავტოვე. ვფიქრობ ეს ორი ერთმანეთს ძალიან უხდებიან. თანაც ქეთოს მგონი მოსწონს კიდეც. ნუ რა თქმა უნდა, უარყოფს, მაგრამ მე რას გამომაპარებს. სახლში, რომ ავედი ფანჯრიდან დავინახე ის ორი. ისევ ერთმანეთს ესაუბრებიან. ამ ფაქტმა რაღაცნაირად გამაბედნიერა. * * * * დილით ადრე გამეღვიძა. წყალი გადავივლე, თმა დავიბანე, გავიშრე და ჩემ დას შევუარე ოთახში. მის გაღვიძებას მირჩევნია თავი მოვიკლა, მაგრამ დედაჩემს ხომ არ გავაღვიძებ იმის გამო, რომ ეს გააღვიძოს. საწყალი მე! ლიზი ან თმით მითრევს ან რამე საშინელებას დამმართებს. თან როგორ გინდა გააღვიძო, ისეთი ღრმა ძილი აქვს?! - ლიზი, ლიზი გაიღვიძეე - დავუწყე ყვირილი და შენჯღრევა. აი თვალები გაახილა. ვაუ, როგორი მარტივი საქმე აღმოჩნდა. შემომხედა, რაღაც მითხრა გაუგებრად და ისევ ძილი განაგრძო. კიდევ დიდი ხანი ვცდილობდი გამეღვიძებინა, მაგრამ შედეგი ნული. - არ მინდოდა ამ ხერხისთვის მიმემართა, იმედია დამინდობ - ვამბობ გაფითრებული სახით და სამზარეულოდან ცივი წყით სავსე ჭიქა მომაქვს. - იმედია დამინდობ. - კვლავ ვიმეორებ ამ სიტყვებს და გაყინულ წყალს თავზე ვასხამ. - ააა ... - დაიკივლა და საწოლიდან წამოხტა. სახეზე ხელებს ისვამდა და წყლის წვეთებს იცილებდა. ჯერ ვერ გამოერკვა რა ხდებოდა. მის გამომეტყველებაზე სიცილი ამიტყდა. წამში გააცნობიერა მომხდარი და "ოუ შით". საფრთხეში ვარ. ჭიქას იქვე ტუმბოზე ვდებ და ოთახში შევრბივარ. ლიზი მომსდევს, მაგრამ ვერ მიჭერს. ჩემი ოთახის კარს სწრაფად ვხურავ და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობ. ჩემმა დამ კარებზე ხელების რტყმა დაიწყო. ლამისაა შემოანგრიოს. რა დავაშავე?! გავაღვიძე, რომ არ დაეგვიან. იმის მაგივრად მადლობას მიხდიდეს, მოსაკლავად დამსდევს. - ლიზი რას აკეთებ? - კარს მიღმა დედაჩემის ხმა გაისმა. მადლობა დე, შენ გადამარჩინე. - ლამის კარი ჩამოაგდე. მიდი მოემზადე, თორემ სკოლაში დააგვიანებ. წარმვიდგინე ლიზის უკმაყოფილო სახე, რომელსაც დედა თვალებს უბრიალებს "დროზე შედი ოთახშიო". დამშვიდებული მივდივარ კარადასთან და ტანსაცმლის არჩევას ვიწყებ. თეთრი კედები, ღია, დახეული, ოდნავ გაშვებული შარვალი და ტანზე მომდგარი წითელი მაიკა. გამზადებულმა სარკეში ჩავიხედე ჩემ დას დავუწყე ლოდინი. ნეტა მალე წავიდეს. და მერე მეც წავალ, თორემ ახლა, რომ გავიდე ოთახიდან, სახლიდან მაინც ვერ გავაღწევ ცოცხალი. ფანჯრიდან ვიხედები, ლიზის გასვლას ველოდები და თან ქუჩას ვათვალიერებ. უეცრად ბექას ვხედავ და ჩემი დღევანდელი გეგმები მახსენდება. მალე ლიზიც მიდის სახლიდან და დამშვიდებული გავდივარ გარეთ. ცოტა უცნაურია ჩემი ორი წლით პატარა დის, რომ მეშინია. უბრალოდ არ მიყვარს მასთან ჩხუბი და მაქსიმალურად ვარიდებ თავს ასეთ სიტუაციებს. სამზარეულოში სწრაფი ნაბიჯით გავდივარ. ზუსტად ვიცოდი დედა აქ იქნებოდა. - დედიკო ... - წარმოთქმულ სიტყვას ვწელავ და ლუყაზე მოწყვეტით ვკოცნი. - ჯერ არ მიდიხარ? ლიზი უკვე წავიდა. - არა დე, ჯერ არ მივდივარ. მაინც არ დამაგვიანდება ნუ ღელავ. - ვამბობ და ტკბილეულის ძებნას ვიწყებ. სულ ასე ხდება. ლიზი არასდროს აგვიანებს. მე კი ძირითადად ზარის დარეკვის დროს ვარ ზუსტ ადგილზე. იშვიათად ვაგვიანებ... იშვიათად... მალევე ვპოულობ ეკლერ და თვალის დახამხამებაში ვასრულებ მის ჭამას. - ჩემი ღორმუცელა გოგო. - არც დედა იყოვნებს აზრის დაფიქსირებას. მერე რა რომ ტკბილეულის გიჟი ვარ, მთავარია ას კილოიანი ძროხა არვარ. ასე, რომ თავისუფლად შემიძლია ვჭამო ენ რაოდენობის ტკბილეოლი. - აუუ დეე რაღაც უნდა გითხრა. შეიძლება დღეს ელესთან დავრჩე? - დედა ცოტა ხანს დუმს. მისი სახით ვხვდები, რომ იდეა არ მოსწონს, მაგრამ ბოლოს მაინც მთანხმდება. ****** სახლიდან მალევე გავდივარ. სკოლამდეც მალე მივდივარ და საერთოდ დღეს ყველაფერი მალე ვაკეთებ. დრო სწრაფად გარბის. ახლა უკვე ელესთან ვარ სახლში. ის ტანსაცმელს არჩევს. მე კი მობეზრებული ვუყურებ დაქალს, მის საწოლზე წამომჯდარი და ხანდახან მზერა ტელეფონის ეკრანზე გადამაქვს. აბა ამის წუწუნს რა მოუსმენს. - ელე რას წვალობ? მიდი დროზე რამე ჩაიცვი. ასე თუ აპირებ გაგრძელებას ხვალამდე ვერ მივალთ. - ის არ მისმენს და განაგრძობს არჩევას. გავიდა 5 წუთი, არანაირი ცვლილება. გავიდა 10 წუთი, არანაირი ცვლილება. გავიდა 15, 20, 25, 30 წუთი და არანაირი არაფერი. რას არჩევს ამდენ ხანს გამაგებინა. ბოლოს ძლივს გამოიღო ორი კაბა და მოულოდნელი შეკითხვაც დამისვა. - რომელი? - ვუყურებ. არ მჯერა ნუთუ ამის ჩაცმას აპირებს. მეგონა ჩვეულებრივ ჩაიცვამდა, როგორც ყოველდღიურად, მაგრამ.... მგონია კლუბში მივდივართ. ერთ-ერთი კაბა ღია ცისფერია, ზემოთა ნაწილი ტანზე მომდგარი, წელს ქვემოთ კი გაშლილია. მეორე შავი კაბაა და რაღაცნაირად ძალიან ბრჭყვიალებს. საშინელებაა. მე ამ კაბაში ფულს არ გადავყრიდი. - ჯანდაბა ელე არც ერთი. მეგონა ჩვეულებრივად გამოეწყობოდი, მაგრამ შენ ისე იპრანჭები, თითქოს... - უნდა მეთქვა თითქოს უდიდესი ეფექტის მოხდენა გინდა-თქო, მაგრამ გადავიფიქრე. რა საკვირველია უნდა დიდი ეფექტის მოხდენა. ბოლოს და ბოლოს ბექამ უნდა შეაფასოს. შენც მაგარი ხარ მარიამ. აბა რას იზავს ძონძებს ხოარ ჩაიცვამს. უმაღლეს დონეზე უნდა გამოეწყოს. - ცისფერი იყოს. - ფიქრებიდან მალევე გამოვერკვიე და ვუპასუხე. აღარ გავაგრძელებ იმის მოყოლას, თუ როგორ ემზადებოდა ელე, თორემ ჩემი დაღლილობა თქვენც გადმოგედებათ. - ძალიან ვნერვიულობ - ამოთქვა აღშფოთებულმა ელენემ. ისე, რომ სარკეში თავისი ანარეკლისთვის თვალი არ მოუშორებია. - მეც ძალიან ვნერვიულობ. - რაზე? - გაკვირვებული მიყურებს სარკიდან დაქალის ანარეკლი. - დედაჩემმა, რომ არ გაიგოს. სხვა რა მაქვს სანერვიულო. - ვამბობ და ხმამაღლა ვკისკისებ. ეს ბიჭთან შეხვედრაზე ღალავს, მე კიდე... აბა რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც შეყვარებული არ ყავს და არც არავინ მოსწონდ. რამეზე ხომ უნდა იდარდოს არა? ჩემ ფიქრებზე მეცინება და ელენეს ჩემსკენ ვატრიალებ. - ყველაფერი კარგად იქნება.... თუ ამ ტონა მაკიაჟს სახიდან მოიშორებ - ელე მიბღვერს და იბუტება. - იცი ბიჭებს არ მოსწონთ ზედმეტად გადაპრანჭული გოგონები. გთხოვ ეგ მაკიაჟი მოიშორე და წავიდეთ.- ფიხზე ვდგები და მომლოდინეთ ვუყურებ. უკვე დამღალა ლოდინმა. ეთქვა და ცოტა გვიან მოვიდოდი. - ოხ, მარიამ, აქამდე რატომ არ მითხარი და რატომ დამაკარგვინე ამდენი დრო? - გაცეცხლებული იყო, მაგრამ ეს მაინც არ მაშინებდა. გიჟებს გაგიჟებული დაქალების არ ეშინიათ. ჩემ ფიქრებზე გამეცინა. - სასიამოვნო იყო შენი ყურება, ახლაც სასიამოვნოა. - ვუთხარი და სიცილი ავტეხე. ის კი ჩემსკენ გამოექანა. შავ დღეში ვარ. - იცოდე რვას ათი წუთი აკლია. ხომ არ გინდა დავიგვიანოთ? ***** უკვე ბექას სახლის კარებთან ვდგავართ. ელენე ლამაზად გამოიყურება. არანაირი მაკიაჟი, ერთი უბრალო, მოხდენილი ცისფერი კაბა აცვია. სრულიად ბუნებრივად და არაგადაპრანჭულად გამოიყურება. მეც ჩვეულებრივ მაცვია. წითელი ტოპი, თეთრი მოტკეცილი შარვალი და წითელი კონვერსები. ყავისფერი თმა კი გაშლილი გვაქვს ორივეს. ფიქრში გართულს, კარის გაღების ხმა ჩამესმის და შიშისგან ოდნავ უკან ვხტები. - ელე - ბექა ძალიან გახარებული ჩანს. მისი ცისფერი თვალები წამიერად ეჩეხება ჩემს ნაცრისფერებს. შემდეგ კი მზერა ელენეზე გადააქვს. ქერა ბიჭს თეთრი მაისური აცვია, რომელიც მკვეთრად კვეთს მის დაკუნთულ სხეულს. ახლა ვხვდები რატომ მოეწონა ელენეს მაინცდამაინც ის და არა ვინმე სხვა. ბიჭი ერთ ნაბიჯს დგამს ჩვენსკენ, ელეს წელზე ხელს ჰხვევს, სხეულზე იხუტებს და... და კოცნის. მოიცა რა? კოცნის? არა, არ მჯერა. მგონი სიზმარში ვარ. კი, კი, ნამდვილად ასე იქნება. ეს, ეს, როგორ... ვინმემ გამაღვიძეთ. ვინმემ მიჩკმიტეთ, გამომაფხიზლეთ. საკუთარ თავს თავად ვუჩკმიტე და არაფერი მოხდა. ეს რა რეალობაა? გაფართოებული თვალებით შევყურებ ორ ერთმანეთზე მიხუტებულ სილუეტს. შემდეგ ხმადაბლა ვახველებ, ისინიც მაშივე წყვეტენ ერთმანეთის ალერსს და ყურადღება ჩემზე გადმოაქვთ. ელე წამებში წითლდება და თავს დაბლა ხრის. ლამისაა იატაკი თვალებით შეჭოს. - ბექა. - წარმოსთქვამს თავის სახელს ბიჭი და ხელს მიწვდის. "უსირცხვილო" ვამბობ გონებაში და ხელს ვართმევ. - მარი. - ვამბობ დაბნეული. მის ნაცვლად მე ვარ დარცხვენილი. ღმერთო ელენე. მოგკვალ! ბექა და ელე სხვა ოთახში ერთმანეთზე ჩახუტებულები გადიან. - ამ კარებს ვის უტუვებენ ერთი, მე არ ვარ ვალდებული დავხურო. - ვბურტყუნებ ჩემთვის გაბრაზებული. ბოლოს კარს ვხურავ და მეც მათკენ მივდივარ. ოთახში სამი ბიჭი და ერთი გოგო არიან. მაგიდასთან სხედან. ერთი გოგო და ერთი ბიჭი გვერდიგვერდ ზიან ერთმანეთზე მიხუტებულები, ისევე როგორც ელე და ბექა. ის ორი ბიჭი კი მათგან განცალკევებით არიან მაგიდის მეორე მხარეს. მათი სახელები მოგვიანებით გავიგე : ლუკა იგივე ლუკასი, როგორც ბავშვები ეძახიან, გიორგი და ლევანი, რომელსაც ლეოსაც ეძახდნენ შემოკლებით და ლიკა. ისინი ჩემი სკოლელები არიან, მაგრამ აქამდე არცერთს არ ვიცნობდი. დავიწყოთ ამ გოგოთი და ლუკასით. ისინი ერთად არიან და ერთმანეთსაც ნამდვილად შეეფერებიან. ლიკა ძალიან ლამაზია. წითური თმა და თაფლისფერი თვალები აქვს. Madelame petch-ს ჰგავს. მისი ცოტათი მშურს კიდეც, ძალიან ლამაზია. ლუკასი მწვანეთვალება, წაბლისფერ თმიანი ბიჭია. გიორგი ლურჯთვალება და ქერაა. ლევანი შავგვრემანი, შავთვალება, როგორც ეტყობა ძალიან ხალისიანი ბიჭია. მათზე დაკვირვება შევწყვიტე და ბავშვების მოსმენა განვაგრძე. - ნიკა არ აპირებს მოსვლას? - იკითხა ცისფერთვალებამ და ახალმისულებს თვალი შეგვავლო. შემდეგ ჩემს გვერდით მჯდომ ლევანის გადახედა და ტუჩის კუთხე თოთქმის შეუმჩნევლად ჩატეხა. - საქმეები მაქვს და ცოტა გვიან მოვალო. - წარმოსთქვა ბექამ ისე, რომ ელესთვის თვალი არ მოუშორებია. ამ დროს ლევანი შევამჩნიე ლუდის ბოთლებით ხელში. როდის ადგა ვერც კი შევამჩნიე. ყველას ჩამოურიგა და მეც შემომთავაზე. უარი განვაცხადე, ვერ ვიტან ამ სასმელს. - წავედი მე შევჭამ - თქვა ლეომ და ოთახიდან გავიდა. - კუჭის მონა ბავშვი. - მიაძახა გიორგიმ და ყველა ერთხმად ავხარხარდით. - მეც მაგრად მშია. გავალ შევჭამ რამეს. - ვთქვი და გამოვბრუნდი. უკნიდან ჩაცინების ხმა მომესმა. არა ოღონდ ეგ არა. იმედია არ ფიქრობენ, რომ ლევანი მომწონს. ფიქრები გავფანტე და ლევანის მივუახლოვდი. - ლეო - ჩუმად ვუთხარი დაა... ხელში რაღაც ჯამი ეჭირა, ჩემმა ხმამ ისე შეაშინა, ხელიდან გაუვარდა. წამში იფეთქა ფქვილის ვულკანმა და მთელი სამზარეულო თეთრად შეიღება. ჩვენ ორი კი ფქვილში ნაბანავებს ვგავდით. ლევანის შევხედე. სახე სულ თეთრი ქონდა. პირიდან ფქვილს აფურთხებდა. თვალები გაახილა თეთრმა კაცმა და ისეთი სიცილის ხმა ამოუშვა... მის სიცილზე მეც გამეცინა. ათი წუთი იატაკზე ვხოხავდით და თან ვიცინოდით. მერე გავჩერდით, ერთმანეთის დანახვაზე ისევ სიცილი აგვიტყდა და ასე გრძელდებოდა, სანამ ბავშვები არ დავინახეთ. კონკრეტულად კი ბექა და ორივემ სახე დავასერიოზულეთ. - აუ ძმაო, არ გაბრაზდე მივასუფთავებთ. - უთხრა და გაეკრიჭა. ***** დაახლოებით ნახევარი საათში ყველაფერი ბრწყინავდა, ჩვენც მათ შორის. - რის ჭამას ვაპირებთ? - ვკითხე და სკამზე სწრაფადვე ჩამოვჯექი. - ჰმმ... ჯერ არ ვიცი. - მოდი ტოსტი გავაკეთოთ - ვთქვი და ტოსტერს გავხედე. - კარგი ოღონდ ერთი პირობით. ექსპერიმენტი ჩავატაროთ. - დააა... - ვუთრი, რადგანაც სათქმელი აღარ გააგრძელა. - ოდესმე თუ გიჭამია დატოსტერებული პური, ყველი და კიტრი? - ლამის სიცილით მოვკვდი მის ნათქვამზე. - არ მიჭამია და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება. სწრაფად გავაკეთოთ, მშია. - მუცელზე ხელი მივიდე და ჩემს საქციელზე ავხარხარდი. ბოლოს კი უდანაშაულო მზერა მივაბყარი. - გავაკეთოთ ოღონდ ბოლომდე უნდა შევჭამოთ. ვინც არ შეჭამს მოწინააღმდეგეს ერთი სურვილი ექნება მასთან. - თავი დავუქნიე და მზადებას შევუდექით. მე კიტრს ვჭრიდი, ის ყველს. ბოლოს პურში გავახვიეთ და ტოსტერში შევდეთ. - ნიკა ვინ არის, წეღან რომ ახსენეთ. ნუ წეღან რა, ერთი საათის წინ. - ვთქვი და ჩამეღიმა "გაფქვილიანების" გახსენებაზე. - ნიკა ჩვენი მეგობარია - მითხრა და გამეკრიჭა. - სხვათაშორის ჩვენი ახალი კლასელია. დიდი ხანი არ არის რაც საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა. ერთი წელი იქ იყო. ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ მას, ყველა ერთად გავიზარდეთ. ტოსტერის ხმა გაისმა. უკვე მზადაა ჩვენი გემრიელობა. ლევანიმ აიღო ტოსტი და ცხვირი მასთან ახლოს მიიტანა. სახე დაემანჭასავით, ან უბრალოდ მომეჩვენა. - კარგი სუნი აქვს - მითხრა და გამეკრიჭა. ორად გავყავით და ჭამას შევუდექით. ყველი საოცრად წელვადი გახდა. კიტრი გათბა და წყალი გამოუვიდა, თითქოს ცრემლებად იღვრებაო. ისიც ლამისაა ყველივით გაიწელოს. რამე საზიზღრობა გიჭამიათ? დამიჯერეთ ეს უარესია. - ამას ვერ შევჭამ. - ვთქვი და ტოსტის თეფში უკან გავწიე. - აჰაა, ანუ ერთი სურვილი მაქვს შენთან. აი ეს მომწონს. - გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. - არავითარ შემთხვევაში. - ვთქვი და ჩემს წილს დავეწაფე. ისეთი მშიერი ვიყავი, ეს საზიზღრობაც გამრიელად მივირთვი. მაგრამ ვის ვატყუებ? საზიზღრობა საზიზღრობად დარჩება. ორივე, რომ მოვრჩით ჭურჭელი დავრეცხეთ და იქაურობა მივაწკრილეთ. - მოვრჩით, ახლა კი აჯობებს ბავშვებთან გავიდეთ - გამიღიმა და იმ ოთახისკენ დაიძრა სადაც ბავშვები იყვნენ. მეც უკან გავყევი. - ნიკა. - იყვირა ლეომ ოთახში შესვლისას. ალბათ მათი ძმაკაცი მოვიდა, ამიტომ გაუხარდა ასე ძალიან. ჯერჯერობით მას ვერ ვხედავ. ისე კი ძალიან მაინტერესებს ჰგავს თუ არა თავის ძმაკაცებს სიმპათიურობით და ხასიათით. ჩემს ფიქრებზე გამეცინა. პატარა, სულელი გოგოსავით ვიფიქრობ. - ძლივს არ გამოხვედი ... - ოთახში, გაისმა ბოხი ბარიტონი. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. რატომღაც დამბურძგლა ამ ხმის გაგონებაზე. არ ვიცი რატომ. - რატომ არ მითხარი თუ მოხვედი და რატომ არ შემოხვედი? - ლევანმა გაბრაზებული ტონით დაიწყო საუბარი, მაგრამ ბოლოს მხიარულად დაასრულა. "ეს ადამიანი ისეთი პოზიტიურია გაბრაზებაც არ გამოსდის." - ბიჭებმა არ შემომიშვეს შენთვის არ ცალია, მარტო არააო. - მის ხმაში ცინიზმი იგრძნობოდა. ამ წამს ძალიან გავბრაზდი. ჯერ ბავშვებზე და მერე ამ ვიღაც ნიკაზე. ხვდება, რომ მეც ამ ოთახში ვარ, მაგრამ გადაკვრით მაინც მახსენებს. თან ეს ცინიზმი მის ხმაში. ახლა ავფეთქდები, ისე ვარ გაბრაზებული. - არ გამაცნობ შენს გოგოს? - ისევ მისი ბოხი და ცინიზმით გაჯერებული ხმა. თან რაო? რა თქვა? შენს გოგოსო? მე მოგივლი შე ტუტუცო, ნახე ახლა რასაც გიზავ. ბოლოს და ბოლოს ყველას უნდა გავაგებინო, რომ ჩვენ შორის მეგობრობის მეტი არაფერი ხდება. - გაიცანი ეს მარია. - ნიკას გამოეცალა და ჩემი დანახვის საშუალება მისცა. უკვე უნდა ავფეთქებულიყავი და ხმა ამომეღო, რომ ის დავინახე და ხმა ჩამივარდა. ოღონდ ეს არა. ის... ის... როგორ? რატომ? ღმერთო ახლა ეს ნამდვილად მესიზმრება. ნამდვილად. ეს შეუძლებელია, ის აქ? არა დაუჯერებელია. შარში ხარ მარიამ. უკვე ის დროა, აქედან, რომ უნდა მოხიო. მაგრამ იმდენად დამაბნეველია ეს გარემოება ჩემთვის, რომ ადგილიდან ვერ ვინძრევი. მას თვალებში ვუყურებ და ვაკვირდები. ნამდვილად ისაა... გაშეშებული ვდგავარ კედელთან. ვერც ხმას ვიღებ, ვერც სხვა რაიმეს ვაკეთებ. ის კი მიყურებს, მიყურებს და მაკვირდება. ადამიანი, რომელსაც თასმის შესაკრავად, ასეთი რამ გავუჩალიჩე, ახლა ჩემს წინ დგას. ნუთუ მიცნო? ნუთუ მიხვდა, რომ მე ვარ? არა. რომ მიმხვდარიყო, ასე ჩუმად არ იქნებოდა ხომ ასეა? "დამშვიდდი მარიამ. ის ვერაფერს მიხვდა. არ ახსოვხარ. არა... არა..." - გამარჯობა მე ნიკა ვარ. - ბიჭი დგება, ჩემსკენ მოდის და ხელს მიწვდის, მეც ვართმევ ხელს და ვუღიმი. - მარიამი. - ვამბობ თავაზიანობის გამო ჩახლეჩილი ხმით. ნეტავ საერთოდ არ გაგვეცნო ერთმანეთი. - მოდი რამე ვითამაშოთ. - ამბობს ლევანი. ყველა მას შევცქერით გაოცებულები. - რა მოხდა? მართლა. მოდი სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ. - ბავშვები ვეწინააღმდეგებით, ბოლოს გვითანხმებს და ჩვენც ვიწყებთ თამაშს. პირველ ჯერზე მე და გიორგი ამოვდივართ. - სიმართლე თუ მოქმედება, მარი?- ჰმმ, ცოტა მეშინია მოქმედების, ამიტომაც სიმართლეს ვირჩევ. - შეყვარებული გყავს? - ნეტა გიორგი ამით რატომ ინტერესდება? თუმცა ვხვდები. ჩემი და ლევანის წყვილი მოსწონს, ალბათ ამიტომ. სანამ ლევანის გამირიგებს აინტერესებს უკვე ხომ არ მყავს ვინმე. ოჰ, რა ეშველება! - არა, არ მყავს. - ვამბობ და გიორგის გახარებულ მზერას ვაწყდები. შემდეგ ყველას რიგრიგობით ვაკვირდები. ყველა ანალოგიურად იღიმის, მარტო მე და ლევანი ვაცეცებთ თვალებს აქეთ-იქეთ. ბოთლს კვლავ ვატრიალებ და ლევანი და ნიკა ამოდიან. - სიმართლე თუ მოქმედება ლევან? - სიმართლე. - დაუფიქრებლად პასუხობს ლეო. - კარგი. მაშინ მითხარი, ის მართლა მოგწონს? - ნიკა ჩემზე მიანიშნებს. მე რა სახელი არ მაქვს? როგორ მომმართავს? ნუთუ ჩემი სახელი არ ახსოვს. ან ეს რა კითხვაა? ყველაზე სულელური რამ. - არა ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. - ამბობს, ჩემსკენ იხედება და მიღიმის. მეც ანალოგიურად ვუღიმი და ხელს ვუწვდი. ისიც თავის ხელს ისე ურტყავს ჩემსას, მგონია მთელი დედამიწა ხელზე დამეცა. - კარგი გავაგრძელოთ. - ამბობს ელე და ბოთლს ატრიალებს. ელე და ნიკა ამოდიან. - სიმართლე - ამბობს ნიკა, ისე რომ ელეს ჯერ კითხვაც არ აქვს დასმული. - აბა გვითხარი შენ ხომ არ მოგწონს მარი? - თვალს უკრავს და ეშმაკურად იღიმის. ლამისაა მივვარდე და სიფათში მაგრად ვგლიჯო. ამან ძაან გაუფრინა. რეებს კითხულობს? დალაგებული, რომ არ იყო კი ვიცოდი, მაგრამ მთლად ასეთი არ მეგონა. - მეე? - გაიკვირვა ნიკამ. გაიღიმა და მე შემომხედა. - არა, რა თქმა უნდა. ნიკას სახე ცინიზმმა მოიცვა და ლამისაა ხარხარს დაიწყებს. მეკი მის პასუხზე ვცხარდები. - ვითომ რას მიწუნებ? - გავიფიქრე ჩემთვის. უფრო სწორად, მე ასე მეგონა. აღმოჩნდა, რომ ხმამაღლა ვფიქრობ. - ჩემს სტილში არ ჯდები. - მითხრა და დამცინავი ღიმილი მომაბყრო. სიბრაზემ ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი მოიცვა. ვითომ რას მიწუნებს ეს იდიოტი? - კარგი. - ვპასუხობ გაღიზიანებული და ბოთლს ვატრიალებ. ამის მერე მას აღარაფრად ვაგდებ და ყურადღებას აღარც ვაქცევ მის არსებობას. საერთოდ აღარ ვუყურებ. ბოთლი ლევანის და ბექას შორის ჩერდება. - სიმართლე თუ მოქმედება. - კითხულობს ლევანი და იღიმის. - სიმართლე. - პასუხობს ბექა და ისიც უღიმის. - გვითხარი ვინ არის შენთვის ელე?- მაცდურად ამბობს ლევანი. - ძალიან გაინეტერესბს, არა? ელენე ჩემი ყველაფერია. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩეთვის. მის გარეშე სუნთქვაც კი არ შემიძლია. ის არის ადამიანი, ვის დაკარგვასაც ვერასოდეს გადავიტან. პირველად, რომ დავინახეთ ერთმანეთი მაშინვე მივხვდი, რომ ელეს ჩემი ერქმეოდა...- ამ სიტყვებს, რომ ამბობდა ელეს უყურებდა. რომელიც ცრემლებს ვეღარ იკავებდა. ბექას საუბარს აგრძელებდა, მეკი აღარაფერი მესმოდა. მხოლოდ ელეს გახარებულ სახეს და აცრემლიანებულ თვალებს ვუყურებდი. ბოლოს ერთმანეთს ეხუტებიან. ბექას ელე ხელში აჰყავს და აბზრიალებს. მგონია ფილმში ვარ. პოპკონრიღა მაკლია. უი მართლა საჭმელი. ძალიან მშია. ხელების დასაბანად გავდივარ. ჩემს წასვლას ვერავინ ამჩნევს. სააბაზანოში შევდივარ და ხელებს ვიბან. ჩემს წინ სარკე კიდია. მეც მასში ვიყურები და ჩემი სახის ყურებით ვირთობ თავს. ხან ვიჭყანები, ხან ვიღიმი, ხან გაოცებულ სახეს ვიღებ და ხან ჩემს თავს დავცინი. ამ დროს ჩახველების ხმას ვგებულობ. - მარიამ. - ვხედავ კედელზე აყუდებულ ნიკას, რომელიც ჩემს ქმედებაზე იცინის. თანდათანობით ჩემსკენ დგამს ნაბიჯებს. ჩემს სხეულს შიში იპყრობს, რომელიც თანდათან ძლიერდება. სისხლი თავში მიდის და სახეს მიწითლებს. ვგრძნობ უჰაერობას და სიცხეს. ნიკა კი მიახლოვდება და მიახლოვდება. მაჯაში მიჭერს ხელს და კედელზე მაკრავს. შიშისგან თვალებს ვხუჭავ და მაქსიმალურად ვცდილობ მისგან შორს ყოფნას. როგორ სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფაქტი. - მარიამ, თვალები გაახილე. - ამბობს ჩუმი ხმით და ლოყაზე ნაზად მეხება. ტანში ჟრუანტელი მივლის და თვალებს ვახელ. მის მუქ მწვანე თვალებს ვაწყდები და მათში ვიძირები. კარს უკან ვიღაცის ნაბიჯების ხმა გაისმის. ნიკა მშორდება, წყალს უშვებს და ხელებს იბანს. - მარი სად დაიკარგე? - კარში ლევანი შემოდის. - აქ ვარ, ხელს ვიბანდი. - ვპასუხობ და მის რეაქციას ვაკვირდები. ჯერ მე მიყურებს, შემდეგ ყურადღება ნიკაზე გადააქვს. სახეზე გაურკვევლობა ეტყობა. ბოლოს ამბობს, რომ თამაშის გაგრძელებას აპირებენ და ჩვენც გველოდებიან. მე და ლევანი ბავშვებთან ერთად ვბრუნდებით. - ელე უკვე გვიანია წავიდეთ რა? - ვეხვეწებისავით ელენეს, და მის გაბრაზებულ მზერას ვაწყდები. საათზე იხედება და შემდეგ თავს მიკრავს. უკვე თერთმეტი საათი ხდება, ამიტომ ბავშვებს ვემშვიდობებით და ელესთან ავდივართ. ლოგინებს ვშლით და დასაწოლად ვემზადებით. ელეს დედ-მამა თერთმეტ საათზე მოვიდნენ. ასე, რომ ვერ გაიგეს დრო, როცა ჩვენ დავბრუნდით შენ. ასე, რომ დატუქსვას გადავურჩით. ელეს წამებში ეძინება. მე კი ფიქრების სამყაროში ვეშვები. რა მოხდება თუ გამიხსენა? იქნებ გახსენება არც სჭირდება და ვახსოვარ კიდეც? ან სააბაზანოში რის გაკეთებას აპირებდა? რატომ გამომყვა, როცა ხელების დასაბანად წავედი? ნუთუ ჩხუბს აპირებდა? თუ ასეა რატომ თავიდანვე არ მეჩხუბა? რატომ მოიკატუნებდა თავს თითქოს არასოდეს ვუნახივარ? იქნებ ეგონა, რომ ლეოს მოვეწონე. შეიძლება ამიტომ არ უნდოდა ყველაფრის გამომჟღავნება. შეიძლება მართლა ასე იყოს? უკვე აღარაფერი ვიცი. ლამისაა თავი ამიფეთქდეს. ამდენი კითხვა არასდროს გამჩენია, არც ასეთი შეშინებული ვყოფილვარ. ნუთუ შურისძიებას აპირებს? იქნებ ამისთვის ამედევნა? ნუთუ ცუდი ადამიანი ვგონივარ? ნუთუ მართლა ასე ფიქრობს? სულელი ხარ მარიამ. რომც ახსოვდე, რატომ ფიქრობ, რომ შენზე რაიმეს იფიქრებს? რატომ გგონია დროს შენზე შურის საძიებლად დახარჯავს? მორჩა მასზე აღარ იფიქრებ, მარიამ. უბრალოდ ეცდები აღარასოდეს ნახო და მორჩება შენი სულელური თავგადასავალი. ***** ისე მოვიდა შაბათ-კვირა, რომ არც ბექა მინახავს და არც მისი საძმაკაცოს წევრები. ელემ რამდენჯერმე მთხოვა ბავშვების სანახავად წავყოლოდი, მაგრამ რაღაცები მოვიმიზეზე და უარი ვუთხარი. არ შემეძლო ნიკას ნახვა. კვირას საღამოს შვიდ საათზე მე და ლიზი სკოლაში მოწყობილ წვეულებაზე წავედით. ჩემი და ძალიან ლამაზად გამოიყურება. ულამასეზი მწვანე კაბა მის მწვანე თვალებს კიდევ უფრო ალამაზებს. თმა გაშლილი აქვს, საგულდაგულოდ დახვეული. მე ავარჩიე ღია ვარდისფერი კაბა მუხლს ზემოთ, რომლის ზურგიც ამოჭრილია. ნუ მე მომწონს, სხვისი არვიცი. ვჩქარობთ მისვლას და მალე შევდივართ სკოლის იმ ნაწილში, სადაც წვეულება ეწყობა. აქაურობა არ გავს იმ სკოლას, რომელიც მე მახსოვს. კედლები ლამაზად არის მორთული, მრგვალი მაგიდებიც დაუდგამთ, თანამედროვე სტილის შთაბეჟდილებას ტოვებს ეს ყველაფერი და ტკბილეული და სასმელები ლამაზად არის დაწყობილი. ალკოჰოლიც არის, რაც ერთგვარად მიკვირს. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ სკოლის წვეულებაა?! მე და ლიზი ქეთოს ვეძებთ და მასთან მივდივართ. - ქეთო, როგორ ხარ? - ვეკითხებით ორივენი ერთად და შემდეგ ვუღიმით. - კარგად თქვენ? - მოკლედ გვპასუხობს და თვალებს აქეთ-იქით აცეცებს. "მგონი ვიცი ვისაც ეძებ ქალბატონო". ჩემს ფიქრებზე მეცინება. უეცრად კარი იღება. მეც ისნტიქტურად იქით ვიხედები და უსიმპატიურეს ნიკას ვაწყდები. მისი ულამაზესი მწვანე თვალები ჩემსკენ იხედება, მე კი თვალებს ვარიდებ. ყველა მას აშტერდება. მთელს სკოლას მოსწონს. ძალიან სიმპატიურია. ვაიმე ეს მე ვთქი? დარბაზს თვალი მოვავლე, მაინტერესებდა ვინ იყო მოსული და ვინ არა. - იცი, გიორგი ჯერ არ მოსულა. - ვუთხარი ქეთოს და სიცილი დავიწყე. ლიზიმ კლასელი დაინახა და იქით გაეშურა. ნიკა კი ჩემი მხედველობის არეალიდან გაუჩინარდა. იმედია ვერ ვნახავ. - რაა? ვინ გიორგი? მაგას რატომ მეუბნები ვერ ვხვდები- მატყუებს თავის ჭკუით, თუმცა მე ვინ რას გამომაპარებს?! - კარგი, კარგი. - ვეუბნები და გიორგის ვწერ "ამდენი ხანი სად ხარ-თქო." ის ჩემი ბავშვობის მეგობარია. ერთად გავიზარდეთ. საუკეთესო ძმაკაცია. სკოლის მეორე დღესაც სწორედ მან გამაცილა. მალე გიორგის ვხედავ ვიღაც გოგოსთან ერთად. ისიც გვხედავს და აქეთ მოემართება. იდიოტი! ქეთოს ასეთ რამეს რატომ უკეთებს. ნუთუ ვერ ხვდება ქეთოს გრძნობების შესახებ. - გამარჯობა. როგორ ხართ? გაიცანით ეს ნიაა. - ამბობს გაღიმებული სახით. ვხედავ, როგორ წყინს ქეთოს. ცოტაც და ცრემლები წასკდება. - გამარჯობა და ნახვამდის. - ამბობს ქეთო ღიმილიანი სახით და იქაურობას ტოვებს. მეც მას მივყვები. გიორგისთან ახლოს მივდივარ და ვეჩურჩულები: - მეგონა ქეთო მოგწონდა. გოგონა გარეთ გადის, მეც მას მივყვები. ის სკამზე ჯდება და გაქვავებული აშტერდება ერთ ადგილს. მასზე ძალიან ვღელავ. გვერდზე ვუჯდები და ძლიერად ვეხუტები. ქეთო ტირილს იწყებს. წამიერად ჩერდება, ტრასისკენ მიდის და ტაქსს აჩერებს. - გთხოვ არ გამომყვე, მარტო ყოფნა მინდა. სახლში წავალ და დავისვენებ. კარგი?- მეოუბნება, მანქანაში ჯდება და იქაურობას ტოვებს. ცუდად ვხდები. სული მეხუთება. სიბრაზე მთელს ჩემს სხეულს ეუფლება და მომხდარის გაანალიზებას ძლივს ვახერხებ. უკან ვბრუნდები და გიორგის ძებნას ვიწყებ. ცეკვავს ვაჟბატონი აუღელვებლად. საცეკვაო ადგილისკენ მივემართები და ხალხის ბრბოში გავლას ვცდილობ. გიორგისთან მივდივარ და მხარზე ხელს ნაზად ვარტყავ, ისიც ჩემსკენ იხედება. - უნდა ვილაპარაკოთ. - ვეუბნები დაჟინებული ტონით. - ვერ ხედავ? მე და ნია ვცეკვავთ. - ნია მოიცდის - კბილებში ვცრი და გიორგი მიმყავს. ერთ-ერთ ოთახში შევდივართ, რომელიც ცარიელია. - შენ სულ გაგიჟდი? რას აკეთებ? საერთოდ ვერ ხვდები როგორ ტკენ გულს შენს საყვარელ ადამიანებს?- ვყვირი ბოლო ხმაზე და მის პასუხს ველოდები. მეგონა დაიბნევა და მიხვდება დანაშაულს-თქო, მაგრამ არა. - ნუ სულელობ, მარი. არავისაც არ ვტკენ გულს. და საერთოდ რა შენი საქმეა რას გავაკეთებ? რა შენი საქმეა ვისთან ერთად ან სად ვივლი? ან რატომ ფიქრობ, რომ ვინმეს გულს ვტკენ? - მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში გიორგიმ პირველად მიყვირა. პირველად ვჩხუბობთ ასე სერიოზულად. ეს ფაქტი მკლავს, გულს მიღრღნის და თავს არარაობად მაგრძნობინებს. საშინელებაა, როცა შენთვის საყვარელი ადამიანი ასეთ რაიმეს გეუბნება. - ანუ ფიქრობ რომ ჩემი საქმე არაა? - ვეკითხები და თვალებში ვუყურებ ის თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. - მაშინ მშვიდობით სამუდამოდ. - გიორგის თვალები უფართოვდება. ჩემგან ესათ რამეს არ მოელოდა. დაბნეული დგამს ნაბიჯებს უკან უკან. ბოლოს ტრიალდება და ოთახიდან თავ დახრილი გადის. ყელში ბურთულა მეჩხირება. სუნთქვა მიხშირდება და თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით მომდის. კედელს ვეყრდნობი, რომ არ დავეცე, მაგრამ ესეც არ მშველის. მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ და კუთხეში ვიკუზები. თავს არარაობად ვგრძნობ. ჭუჭყად. სულელურ სათამაშოდ, რომელიც ახლახანს მიაგდეს. თურმე რამდენად უმნიშვნელო ვყოფილვარ გიორგისთვის. ცრემლებს ვიწმენდ და ფეხზე ვდგები. - განანებ შენს სიტყვებს ბატონო გიორგი. ნახავ როგორია ჩემი შურისძიება. - ვამბომ და იქაურობას ვტოვებ. მრგვალ მაგიდას ვუახლოვდები, რომელიღაც სასმელს ვიღებ და ბოლომდე ვსვამ. ყელში საშინელ სიმწარეს ვგრძნობ. რაღაც ტკბილეულს ვაყოლებ და ეს სიმწარეც თითქოს ქრება. კიდევ ვიმეორებ ამას რამდენჯერმე და მალე თავბრუს ხვევას ვგრძნობ. იქვე სკამზე ვჯდები და თვალებით ჩემი დის ძებნას ვიწყებ. მალევე ვხედავ ლიზის და ლევანის. ერთად ცეკვავენ. რამდენიმე წუთით გაუნძრევლად ვზივარ და ვფიქრობ მომხდარზე. ბოლოს ფეხზე ვდგები. ვიცი სიმთვრალე ხელს შემიშლის, მაგრამ ლიზისთან უნდა მივიდე, რომ ერთად წავიდეთ. აღარ მინდა აქ გაჩერება, სახლში მინდა! ლევანისკენ და ლიზისკენ ბარბაცით მივდივარ. თითქმის უკვე მისული ვარ, როდესაც მაჯაში ტკივილს ვგრძნობ. ვიღაც ძლიერად მჭიდებს ხელს და სადღაც მივყავარ. მის სახეს ვერ ვხედავ. არ ვეწინააღმდეგები და მივყვები. ამის ძალაც კი აღარ შემწევს. მალევე შევდივართ ბნელ ოთახში. ვგრძნობ სიცივეს ზურგზე. ამ ვიღაცამ თურმე კედელს მიმანარცხა. რომელი ველურია ნეტავ? ვეკითხები ჩემ თავს და სწორედ მაშინ ვხედავ ჩემს წინ მგომ ნიკას. იმაზეც კი ვერ ვფიქრობ რის გაკეთებას აპირებს. - რა ჯანდაბა გინდა ნიკა? - ვუყვირი მას. ფხიზელ მდგომარეობაში ამას ვერ შევძლებდი. მაგრამ ახლა საერთოდ არ მაინტერესებს ჩემი საქციელის შედეგები. - მე კი არა შენ რა ჯანდაბას აკეთებ? შენი და შენი შეყვარებულის საუბარი გავიგონე. ისე კი მაგრად მიგაგდო. ახლა კი ცდილობ ლევანის და იმ გოგოს ურთიერთობა გააფუჭო. - მიყვირის და ხელს უარესად მიჭერს. ტკივილისგან სახე მემანჭება. - რა შეყვარებული ხოარ უბერავ? ან ვინ გოგოზე მელაპარაკები? ან რა ურთიერთობის გაფუჭება? - ვერ ხვდები? - ამბობს დამცინავი ხმით და ცინიზმით გაჯერებული სახით. - კარგი, აგიხსნი. შენი შეყვარებული, რომელსაც დღეს ამ ოთახში ეჩხუბე. გოგო, რომელთან ერთადაც ახლა ლევანია . და ურთიერთობა, რომლელიც მათ შორისაა. სულ რამდენიმე წამის წინ, მე, რომ არ შემეჩერებინე არც კი ვიცი რას გააკეთებდი. - ახლა ვხვდები რაზეც საუბრობს. ფანტაზიის უნარი აქვს მაღალგანვითარებული. - შეყვარებული არმყავს. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, - აწყლიანებული თვალიდან სათუთი ცრემლი ობლად იკვლევს გზას ჩემს ლოყაზე. ვიცინი,რომ მისი "ნათესაობა" მაინც შევაკავო. ეს მშველის ხოლმე. - ის გოგო კი ლევანისთან ერთად, რომ არის ჩემი დაა. და საერთოდ რატომ გიხსნი ამ ყველაფერს?- ვამბობ და წასვლას ვცდილობ, თუმცა მისი ხელები უკან მაბრუნებს, წელზე თავისუფალ ხელს მხვევს და თავისკენ მიზიდავს. ჩვენს შორის დისტანცია ქრება. ის კი ამ მანძილს კიდევ უფრო ამცირებს და ჩემს ტუჩებს ხარბად ეწაფება. რაღაც არაბუნებრივად სასიამოვნოს ვგრძნობ. ტანში ჟრუანტელი მივლის. ისე მცხელა, თითქოს სხეულზე ცეცხლი მეკიდება. წინააღმდეგობის სურვილი ქრება. კოცნაში მეც ვყვები და სრულიად სხვა სამყაროში ვხვდები ნიკასთან ერთად. რამდენიმე წამში მიმდინარე პროცესს ვაანალიზებ და ნიკასგან გათავისუფლებას ვცდილობ. თუმცა ის არ მეშვება და კოცნას აგრძელებს. მკერდზე ხელებს ვადებ და მთელი ძალით ვაწვები, მაგრამ არაფერი გამომდის. ის ჩემზე ბევრად ძლიერია. მხოლოდ ერთი გზა მრჩება, მეც ამას ვანხორციელებ და ნიკას ტუჩზე ვკბენ. შეცბუნებული ბიჭი მშორდება და ტუჩზე ხელს ისვამს. მეც დროს ვიყენებ და იქაურობას ვშორდები. "მარიამ, ამდენი რატომ დალიე? ნასვამი, რომ არ ყოფილიყავი ასეთი რამ არ მოხდებოდა."- ვკიცხავ საკუთარ თავს და გარეთ სწრაფი ნაბიჯით გავდივარ. იმ სკამზე ვჯდები, სადაც მე და ქეთო ვისხედით. ემოციებით გადატვირთულს ტირილის თავიც არ მაქვს. რა ხდება ჩემს თავს? გიორგი დავკარგე. ქეთო განადგურებულია. ჩემ დას რაღაც ურთიერთობა აქვს ლევანისთან. მე კი რაღაც გაუგებარი მაკავშირებს ნიკასთან. დღეს პირველად ვაკოცე ბიჭს და ეს იმაზე მეტად სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება სულ რაღაც ერთ დღეში. ყველაფერი ნადგურდება ჩემს ცხოვრებაში. ერთადერთი რაც მახარებს ლიზის ამბავია, ლევანი მართლა კარგი ბიჭია. შეეფერებიან ერთმანეთს. მაგრამ დანარჩენი... ყველაფერი თავდაყირაა. ნიკა, გიორგი და ქეთო. ეს სამი საკითხი არ მაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას. ***** ცოტა ხანში ვფხიზლდები. ლიზის ვპოულობ და მასთან ერთად ვბრუნდები სახლში. კიდევ კარგი არც ნიკა მინახავს და არც გიორგი. სამწუხარიდ მათი ნახვა არ ამცდება, ხვალ ხომ სკოლაა. სახლში მისვლისთანავე დედას თავს ვარიდებ და ჩემს ოთახში გადაღლილი შევდივარ. არ მინდა მიხვდეს, რომ ნასვამი ვარ. დაღლილს ფიქრის თავიც არ მაქვს. თავს ვდებ ბალიშზე და მაშინვე სიზმრების სამყაროში ვეშვები. ******* დილით რვა საათზე მეღვიძება და საშინელ ტკივილს ვგრძნობ თავის არეში. საწოლზე ვჯდები და ვიხსენებ გუშინდელს. გიორგის საქციელი, გულგატეხილი ქეთო, ალკოჰოლური სასმელი და მთვრალი მე. ბოლოს კი, ნიკა და ჩემი პირველი კოცნა. ფიქრებს ვიშორებ და ახლაღა ვხვდები, რომ ვიღიმი და თან თითით ვეხები ჩემს ტუჩს. ასე ძალიან რატომ იმოქმედა ამ კოცნამ ჩემზე? არა და ზუსტად ვიცი, რომ აქამდე ნიკას მიმართ მხოლოდ შიშს განვიცდიდი და არ მეგონა, რომ ის... ის... ასეთ რამეს ჩაიდენდა. და საერთოდ, ეს რატომ გააკეთა? ან ახლა რა ურთიერთობა გვაქვს? არანაირი ურთიერთობა, მარიამ. ორივე მთვრალები იყავით და ამის გამო შეცდომა დაუშვით. უნდა დაივიწყო ნიკა და საერთოდ ყველაფერი მის შესახებ. საწოლიდან ვდგები და მომზადებას ვიწყებ. მუქ ლურჯ მოტკეცილ ჯინსს და აგურისფერ სვიტერს ვიცვამ. ეს ორი ერთმანეთს მართლა ძალიან უხდება. ჩანთაში წიგნებს ვალაგებ და ჩემ დასთან ერთად მივდივარ სკოლისკენ. - ლიზი ლევანის კარგად იცნობ? - დიდი ხნის დუმილს ვარღვევ და პასუხის მოლოდინში ლამისაა მოვკვდე. ჩემი და იბნევა. გაოცებული სახით მიყურებს, ახლა ალბათ ფიქრონს "ამან საიდან იცისო". - არა ლევანის კარგად არ ვიცნობ. გუშინ გავიცანი. არ მეგონა შენც თუ იცნობდი. - მპასუხობს გულახდილად. - კი. ვიცნობ. საყვარელი ბიჭია. მეგობრები ვართ. ისე სიმართლე, რომ გითხრა უხდებით ერთმანეთს. - ლიზი მკვლელი სახით მიყურებს. - არა, არა, ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ - ისე შეიცხადა დარწმუნებული ვარ სიმართლეს ამბობს, ან უბრალოდ მე ვარ ბრმა. - კარგი. - ვუღიმი და წინ ვიხედები. - შენ საიდან იცნობ ლევანის ან ნიკას. - რაო? ნიკაო? მაგრამ ამან საიდან იცის? ტუჩს ნერვიულად ვიკვნეტ და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ. ინებ ვინმე ნაცნობი ვნახო და ამ საუბარსაც დავაღწიო თავი. მაგრამ ჩემს ბედს რა ვუთხარი. - მე არ მითქვამს რომ ნიკას ვიცნობ. - ვამბობ და თვალს ვუკრავ. მერე ოდნავ მეღიმება ჩემს სისხარტეზე. - ხო შენ არ გითქვამს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიცი. დავინახე როგორ გამოხვედი რომელიღაც ოთახიდან, და ცოტა ხანში ისიც გამოვიდა. თან შენსკენ იხედებოდა და ამიტომ ვიფიქრე... - ამბობს ნიშნისმოგებით და იცინის. აი ახლა კი მართლა შარში ვარ. რატომ წოვიწყე საერთოდ საუბარი? ენისთვის კბილის დაჭერა ვერ ვისწავლე. ხოდა ამიტომ ვითხრი სამარეს საკუთარი ხელით. - ლევანის ვიცნობ, ნიკას არა. და შენც არასწორ დასკვნებს აკეთებ.- ვამბობ და ისიც იჯერებს ჩემს ნათქვამს. უკვე სკოლაში მივედით, ამიტომ კითხვების კორეანტელის დასმას ლიზი ვეღარ ასწრებს. ვდგავ თუ არა ფეხს მეოთხე სართულზე, მაშინვე გიირგის მზერას ვაწყდები. მიღიმის და ჩემსკენ მოდის. მეც მისკენ მივდივარ და როდესაც უკვე ერთმანეთთან ახლოს ვხვდებით, გვერდს ისე ვუვლი, რომ სახეშიც არ ვუყურებ. კლასში შევდივარ და ელეს გვერდით ვიკავებ ადგილს. არაფერს ვუყვები არც ქეთოზე, არც გიოზე და მით უმეტეს არც ნიკაზე. - მარი, დღეს ბექასთან ვართ დაპატიჟებული. ბიჭებმა ვიღაც უნდა გაგვაცნონ. - მეჩურჩულება ელე. ცოტა დამაინტრიგებელია. ნეტა ვის გაცნობას აპირებენ ჩვენთვის? - ვინ? - ინტერესს ვერ ვმალავ. ვიზეა საუბარი ძალიან მაინტერესებს. - ჯერ მეც არ ვიცი. საღამოს გავიგებთ ყველაფერს. - მე ვერ წამოვალ რაღაც ცუდად ვარ. - ვიმიზეზებ რაღაც სისულელეს. არ მინდა ნიკას ნახვა. - საღამომდე გამოჯანმრთელდები. გთხოვ რა უნდა წამოხვიდე. გთხოვ რა. გთხოვ.- მეხვეწება და მეც ვთანხმდები. დასვენებაზე ქეთოსთან მივდივარ, ისე ვერ გავძლებ, აუცილებლად უნდა ვნახო. გზაში ჩემს მეგობარ ეკას ვხვდები. - გამარჯობაა, როგორ ხარ ეკუნა? - ვეკითხები გაღიმებული და მონატრებულ მეგობარს ძლიერად ვიხუტებ. - კარგად შენ? - ისიც ანალოგიურად იქცევა. ამ დროს ნიკა მიდის სადღაც და ჩვენთან ახლოს ჩავლა უწევს. როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება, მიღიმის, თვალებს მარიდებს და თავის გზაზე მიდის. ტუჩი გაწითლებული აქვს. ჩემი გუშინდელი ნამოქმედარია. ვერ ვიტყვი არ უხდება თქო. ნუ მე მომწონს. რაღაცნაირად უხდება ნაიარევი, უფრო სიმპატიურს ხდის. "იქნებ სულ სხვა მიზეზის გამო მოგწონს." - ჩამძახის ჩემი მეორე მე. " მაგალითად? " - ვეკითხები მას. " მაგალითად იმიტომ, რომ შენი ნამოქმედარია. შენი ნიშანი აქვს ტუჩზე." - უკვე ნერვებს მიშლის საკუთარი თავიც კი. - ჰეი იმ ბიჭს იცნობ? - ჩემს მეორე მესთან ჩხუბს მაწყვეტინებს ეკა. - კი ეკუნა ვიცნობ. - ვამბობ და ვხედავ მის გახარებულ სახეს. - აუ, გამაცანი რა? - რაო? მომესმა მგონი. მეტი საქმე არ მაქვს ნიკა გაგაცნო. - იცი... კარგად არ ვიცნობ. ხოდა არამგონია შევძლო, თუმცა მაინც დავფიქრდები. "ჯანდაბა რატომ უნდა მისი გაცნობა" - ვეკითხები ჩემს თავს. " ერთი ეს მითხარი, შენ რატომ უთხარი უარი ნიკას გაცნობაზე. ალბათ, იმიტომ, რომ იმ ბიჭის მიმართ რაღაცას გრძნობ." ეს ხმა ჩემი მეორე მე რომ არ იყოს, უკვე ცოცხალი აღარ იქნებოდა. ჩემი ნერვების მომშლელი ხმა დავაიგნორე და ქეთოსკენ გავეშურე. - ქეთო, როგორ ხარ? - ვეკითხები სევდიანი ხმით, მასზე ძალიან ვნერვიულობ. არ ვიცი როგორ გადაიტანს მომხდარს. - კარგად. შენ? - ამბობს ხალისიანი ხმით და და მიღიმის. - აამ... კარგად - ცოტა ვიბნევი. არ მოველოდი მისგან ასეთ ქცევას. გუშინ ისეთი განადგურებული იყო, დღეს კი ... - რა გჭირს ასე რატომ იქცევი? - ვეკითხები რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ. - როგორ ვიქცევი? - უკან მიბრუნებს კითხვას და ისე მიყურებს თითქოს მართლა ვერ ხვდებოდეს რას ვეკითხები. - ქეთო, გთხოვ ასე ნუ იქცევი. მე მაინც ნუ მატყუებ. ვინმეს თუ არ გაუზიარებ შენს ტკივილს ბოლოს მოგიღებს. - მას თვალები უწყლიანდება და სწორედ მაშინ ირეკება ზარი. ქეთოს კლასიდან გამოვდივარ და ჩემი კლასისკენ მივდივარ. ბევრი სიარული არ მიწევს, რადგან ორი ოთახის გვერდზეა ჩემი საკლასო ოთახი. უკან ვიხედები და ვხედავ ნიკას, რომელიც თავისი კლასისკენ მიდის. ჩემს მსგავსად აგვიანებს გაკვეთილზე. ისიც მხედავს, ამიტომ თავს წინ ვაბრუნებ და გზას ვაგრძელებ. კარისკენ მიმაქვს ხელი გასაღებად, მაგრამ ვიღაც მაჯაში მჭიდებს ხელს და თავისკენ მატრიალებს. - უნდა ვილაპარაკოთ. - გიორგი ყოფილა. - შენთან სალაპარაკო არ მაქვს. - ვეუბნები და წამოსვლას ვაპირებ, მაგრამ ის არ მიშვებს. - მომისმინე ნია ჩემი ნათესავია. - მის სიტყვებზე პირი ღია მრჩება. - მართლა. უბრალოდ მინდოდა ქეთოს ეეჭვიანა, რომ მის გრძნობებში დავრწმუნებულიყავი. შენთანაც არ მინდოდა ჩხუბი, უბრალოდ ნასვამი ვიყავი და თავი ვეღარ შევიკავე. ხომ იცი ფხიზელი ამას არ ვიზამდი. გთხოვ მაპატიე რა.- გიორგის სიტყვების გაგონებაზე ბედნიერების მოზღვავებას ვგრძნობ და ძლიერად ვეხუტები. - მიპატიებია. - ვეჩურჩულები. - ახლა ერთი თხოვნა მაქ. ქეთოსთან, რომ მივიდე არ დამელაპარაკება, ამიტომ შენ უნდა დამეხმარო. როგორ არ ვიცი. - მეუბნება შეწუხებული ხმით. - კარგი რამეს მოვიფიქრებ. - თვალს ვუკრავ და კლასში შევდივარ. ****** გაკვეთილები სწრაფად გადის. ელეს ვემშვიდობები და კლასიდან გავდივარ. ქეთოს ვხედავ კიბეებისკენ მიდის, იქ კი გიორგია და მგონი მას ელოდება. გოგონა ჩემს წინ მიდის. მალე ვუახლოვდებით კიბეებს. ძალით ვიღაც უცნობს ვეჯახები და გამოვრბივარ. ის უცნობი ქეთოს ეჯახება, ქეთო კი გიორგის. "იეს, გეგმა შესრულებულია". მესამე სართულზე ჩამოვდივარ და ველოდები, როდის ჩამოვლენ. მინდა შერიგება მივულოცო. მალე ვხედავ ქეთოს, რომელიც დაბლა მიდის. მას უკან მოსდევს გიორგი. ის მხედავს და ჩემსკენ მოიწევს. - კარგი გეგმა იყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. - ამბობს და სათქმელი აღარ დაასრულა. შეწუხებული ხმა აქვს. ცნობისმოყვარეობასაც კი არ მიკმაყოფილებს ეს ბიჭი. ასე მოკლედ ამ ამბის მოყოლა შეიძლება? - მოყევი რა მოხდა. - არაფერი. ბოდიში მომიხადა და უკვე მოდიოდა, მაგრამ დავიჭირე და არ ვუშვებდი. ამაზე გაბრაზდა, ჩხუბი დაიწყო. ხელი გამაშვებინა და წავიდა. - ამ ბიჭებს სულ არ აქვთ მოვლენების კარგად აღწერის ნიჭი. - კარგი. მაშინ... იქნებ დღეს ააკითხო. ექვსამდე მარტო იქნება სახლში. ზუსტად ვიცი. ხო და მიდი, დაელაპარაკე. ახლა კი წავედი. მოგწერ და დავგეგმოთ, როგორ უნდა მოიქცე. გარეთ გამოვედი და ქუჩას გავუყევი. მართლა ვერ ვხვდები რა საჭირო იყო გიორგის მხრიდან ასეთი საქციელი. რატომ აეჭვიანა ქეთო? ეკითხა ჩემთვის და ვეტყოდი უყვარხართქო. მაგრამ არა. საქმე უნდა გაართულოს მაინც და მაინც. ძალიან მაინტერესებს ეკას რა ჯანდაბა უნდა ნიკასგან. ალბათ მასაც მოსწონს. მასაც თქო, რომ ვამბობ ჩემს თავს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. უბრალოდ სკოლაში ყველა გოგო მასზე საუბრობს. ნიკა ძალიან პოპულარული გახდა. ეს ფაქტი არც მიკვირს. სიმპატიურია, ბევრისთვის მიუწვდომელი და სასურველია. მარიამ, გამოფხიზლდი. რას ამბობ ან რაზე ფიქრობ თუ ხვდები? ეს თემა გონებიდან ამოვიგდე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიქრი შევწყვიტე. რატომ მაკოცა ნიკამ? თანაც მახსოვს თქვა ჩემს სტილში არ ჯდებიო. მაშინ რა ჯანდაბა ეტაკა? ან დღეს რატომ არ მომიახლოვდა? ნუთუ უკვე დაიწყო თავისი შურის ძიება? ნუთუ უბრალოდ თამაშია ეს ყველაფერი? აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ხომ შეიძლება არც კი ვახსოვდე? უკვე აღარაფერი აღარ ვიცი. უეცრად სიგნალის ხმა მესმის, გაუცნობიერებლად ვხტები შიშისგან, უკან ვიხედები და ნიკას ვხედავ, რომელიც მანქანაში ზის და მიყურებს. - ჩაჯექი წაგიყვან. - მის ხმაში ბრძანება უფრო იხატება, ვიდრე თხოვნა. ეს ფაქტი კი ნერვებს მიშლის. მე მისი თოჯინა კი არ ვარ მის ჭკუაზე, რომ ვიარო. - არა იყოს მალე მივალ. ხუთ-ათ წუთში იქ ვიქნები. აღარ შეგაწუხებ. - ვამბობ და გზას ვაგრძელებ. მანქანა კი მე მომყვებოდა. არც მისწრებდა და არც უკან რჩებოდა, ამას ჩრდილის საშუალებით ვარჩევდი. - ჰეი მოდი დაჯექი. თუ იმ კოცნის გამო გიტყდება. არაფერია დაივიწყე. მე მომბაძე. - ნიკასკენ ვიხედები და მის ღიმილიან სახეს ვაწყდები. ნუ თუ მართლა არაფერს ნიშნავს მისთვის ეს კოცნა? ნუ თუ მართლა დაივიწყა? ან საერთოდაც, რატომ მთავაზობს სახლამდე მიცილებას? ვერაფერს ვხვდები. კვლავ კითხვის ნიშნებია ყველგან. - ნუ გეშინია არ შეგჭამ, მოდი, ჩაჯექი. - არ ვიცი რატომ, მაგრამ მას ვუჯერებ და მანქანაში ვუჯდები. მალევე ვიკავებ მის გვერდზე ადგილს. ის ჩემსკენ იხედება, შემდეგ კი მიახლოვდება. ვერ ვხვდები რის გაკეთებას აპირებს. მისი სახე მილიმეტრებითაა დაშორებული ჩემსას, ცოტა ხნით თვალებში მიყურებს და მაშტერდება. შემდეგ ყურადღება ტუჩზე გადააქვს და თითს მადებს ზუსტად იმ ადგილზე სადაც ნაიარევი დაუმატებს. - ძალიან ყოჩაღი ხარ - იცინის და ტუჩიდან ხელს მაშორებს, რემენს ხელს კიდებს და სწრაფად მიკეთებს. - რას გულისხმობ? - ვეკითხები გაუბედავად, თითქოს ვერ ვხვდებოდე, რომ თავის ტუჩზე მიმანიშნებს. ჩემს შეკითხვაზე იცინის. ის რა მე დამცინის? ამაზე ვბრაზდები და პირდაპირ ვახლი: - ნუ დამცინი ! - კარგი, კარგი ვჩუმდები. უბრალოდ სასაცილოდ იდებილებ თავს - მიყურებს და ისევ იღიმის. - უკვე დებილიც გამომიყვანა. - ვამბობ ჩუმად. - რა თქვი? - ღირსი იყავი- თქო. - საინტერესოა რატომ? - ისე მეკითხება თითქოს არ ახსოვდეს გუშინდელი საღამო. მაგრამ გამახსენდა, ის კოცნა ხომ უკვე დაივიწყა, ალბათ ამიტომ. - ახლა შენ იდებილებ თავს. - ვუყურებ და ვიცინი. აბა როგორია როცა დაგცინიან? - ნუ დამცინი. - მეუბნება ჩვეული ხმით. მანქანას ძრავს და მივდივართ. გზაში ჩუმად ვსხედვართ. მინდა საუბარი დავიწყო, მაგრამ რაზე ან როგორ არ ვიცი. დარწმუნებული ვარ მაინც წამკბენს რამეზე, ამიტომ ნერვების აშლას ისევ სიჩუმე მირჩევნია. ათ წუთში მივედით ჩემს კორპუსთან. კარების გაღებას ვაპირებდი, თუმცა უეცრად ჩაკეტა და ჩემი მანქანიდან გადასვლა ცოტა ხნით გადაიდო. - ათ წუთში აპირებდი აქ მოსვლას არა? - მეუბნება დამცინავი ხმით და თვალებში მიყურებს. - ჰმმ... სირბილს ვაპირებდი. - ვამბობ და სიცილის ვიწყებ. ისიც მყვება. ძალიან მომწონს ასეთი ნიკა, ძალიან საყვარელია. რამდენიმე წუთში, როდესაც სიცილს ვწყვეტთ წინ ვიხედები და გიროგის ვხედავ, რომელიც ჩემი კორპუსის წინ დგას. - ამას აქ რა უნდა? - ვამბობ და გაოცებული ვაშტერდები გიორგის. - ჯანდაბა, მართლა რა უნდა აქ? - ამბობს ნიკა დაბალ ხმაზე. მის ხმაში გაოცება იგრძნობა. - ღმერთო. ამ ბავშვს მაგრად აკლია. ახლა ვხვდები რაც უნდა. ჩემი მეზობელი უყვარს და მასთან მოვიდა. - ნიკას გავხედე, რომელიც დიდი ინტერესით მისმენდა. არ ვიცი რატომ ვუხსნი. უბრალოდ, არ მინდა არასწორად გაიგოს. - კარები გააღე. - ვამბობ ჩვეული ტონით. ისისც მიჯერებს და კარებს აღებს. მაშინვე გადავდივარ. უკვე კარებს ვკეტავდი, როცა ნიკას ხმა მისწვდა ჩემს ყურებს. - დამშვიდობებას არ აპირებ? - მეკითხება ნიკა. მისკენ ვიხედები, ცინიკური ღიმილი დასთამაშებს სახეზე. მეც თავს ვეღარ ვიკავებ და ვიღიმი. - კარგად. - ვამბობ და მანქანას ვშორდები. ნიკაც მალევე მიდის, მე კი გიორგის ვუახლოვდები. - აბა რა ხდება? - ვეკითხები, ის კი ჩემი ხმის გაგონებაზე ოდნავ ხტება და ხელი გულისკენ მიაქვს. - შემაშინე, მარი. რა უნდა ხდებოდეს. ქეთოსთან ვიყავი, კარს არ მიღებს არა და 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ სახლშია. - კარგი შეეშვი დაველაპარაკები. ახლა შენც წადი. სხვა დროისთვის უნდა გადადო შერიგება. - გიორგი ხვნეშის და უემოციო სახით ტოვებს იქაურობას. ***** ქეთოს კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. მალევე იღება კარი. - შემოდი. - მას ვუჯერებ და შიგნით შევდივარ. - რატომ არ შემოუშვი? - ვეკითხები და დივანზე ვჯდები. - შენ რა იცი? ნახე? - მეკითხება გაოცებული. - კი. ახლახანს წავიდა. - რაა? ამდენი ხანი აქ არის, დაბლა? - მეკითხება და გაფართოებული თვალებით მიყურრბს. - რამდენი ხანი? - ვკითხულობ დაინტერესებით. ნუთუ დიდი ხანია რაც გიორგი აქ მოვიდა. - რა ვიცი აბა. ათ წუთზე მეტი იქნება გასული მას შემდეგ რაც წავიდა. - თავი დახარა და უღონოდ დაჯდა სკამზე. - რატომ არ შემოუშვი? არ გაინტერესებდა რას გეტყოდა? - არ მინდა მასთან საუბარი და ამიტომ არ შემოვუშვი. ვიცი რასაც იტყვის თავის მართლებას დაიწყებს. აღარ მინდა მისი დანახვაც კი. აჯობებს დავივიწყო. დღეს ისეთი რამ მოხდა... შემთხვევით დავეჯახე და... - ვიცი, ვიცი. - ვაწყვეტინებ წინადადებას. აღარ შემიძლია ამის კიდევ ერთხელ მოსმენა. - საიდან? - ოუ ჯანდაბა. რატომ არ ფიქრობ მარიამ? ახლა რა უნდა უპასუხო. - ჰმმ.. გიორგიმ მომიყვა. - ვეუბნები. მართალია მთლად სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ არც ტყუილი არაა. აბა ხომ არ ვეტყოდი მე გავაჩალიჩე-თქო. - მომისმინე ვიცი შორიდან როგორც ჩანს ეს ყველაფერი. ვიცი, ფიქრობ, რომ გიორგის რაღაც სულელური ახსნა აქვს. ნუ ნაწილობრივ ასეც არის. რომ გაიგო სიმართლე დარწმუნებული ვარ აპატიებ. უბრალოდ დაფიქრდი კარგი? - ვამბობ და სავარძლიდან ვდგები. - ისე მელაპარაკები თითქოს რაღაც იცი და მითხარი რა. გთხოვ. - ქეთო. მართლა ვიცი ისეთი რამ რაც ახლა დაგეხმარებოდა. მაგრამ ვთვლი, ეს ჩემგან არ უნდა გაიგო. გიორგი აგიხსნის ყველაფერს. არ ვაპირებ თქვენს ურთიერთობაში ჩავერიო კარგი? - ქეთო თავს მიქნევს, მე კი გარეთ გავდივარ და ჩემი ბინისკენ ვიღე ვიცი ძალიან ცუდი ვარ, რომ ახლავე არ ვეუბნები ქეთოს ყველაფერს. თუმცა ვფიქრობ, სჯობს ისწავლონ თავიანთი პრობლემების მოგვარება. ბევრჯერ ექნებათ გაუგებრობა ურთიერთობაში და არ მინდა ყოველთვის ვიღაცის დახმარება დასჭირდეთ. სჯობს თავადვე მოაგვარონ პრობლემა და გამოასწორონ ურთიერთობა. იმედია ქეთო მაპატიებს. ალბათ ახლა ძალიან გაბრაზებულია ჩემზე. მაგრამ ასე სჯობს. კარს ვაღებ და დედასთან მივდივარ. - დე, როგორ ხარ? - ვეკითხები და ლოყაზე ვკოცნი. - კარგად, შენ როგორ ხარ მარიამ? - კარგად ვიქნებოდი პროექტი,რომ არ მქონდეს ხვალისთვის გასაკეთებელი. - მერე არ აპირებ გაკეთებას? - კი, როგორ არა, დღეს შვიდისთვის ელესთან წავალ და ერთად გავაკეთებთ. - ასე გვიან რატომ? - დედას უყვარს ჩამჭრელი კითხვების დასმა, ახლაც ანალოგიურად იქცევა. - მანამდე ელეს არ სცალია, თან მეც მოვრჩები მეცადინეობას. წავალ დავიწყებ. - ვეუბნები დედას და ოთახში ავდივარ. ***** ჯერ ელესთან მივდივარ. შემდეგ იქედან პირდაპირ ნიკას სახლისკენ ვიღებთ გეზს. მეგონა ისევ ბექასთან მივდიოდით, მაგრამ არა. ელეს ჩვეულებრივ ლამაზად აცვია. შავი ფერის ჯინსი, მოკლე თეთრი ტოპი და აგრეთვე თეთრი კედები. მე უფრო მცივანა ვარ. აქედან გამომდინარე, უფრო სქლად მაცვია. მუქი ლურჯი ჯინსი, შავი ბათინკები და ყვითელი ნაქსოვი მაიკა, ტოპის სტილში. მალე მივდივართ დანიშნულების ადგილზე. თურმე ჩემი სახლიდან არც ისე შორსაა ნიკას სახლი. ზარს ვრეკავთ. კარი იღება და ვხედავ ბიჭის ლამაზ სილუეტს: მწვანე თვალები, რომელიც მე მათვალოერებენ, მუქი ფერის მოკლე თმა. მას მოკლე მკლავიანი ნაცრისფერი მაისური აცვია, ამიტომ წამიერად ჩემს ყურადღებას მისი დაკუნთული მკლავები იქცევს. ნიკა არც კი გვესალმება. კარებს ღიას ტოვებს და მიდის. ელე შიგნით შედის, მე კარებს ვკეტავ და მას მივყვები. ოთახში ვიხედები, სადაც ბავშვები არიან და... ჯანდაბა. სულ მე როგორ უნდა მემართებოდეს ასეთი რამ? აი თურმე ვინ ყოფილა ადამიანი, რომლის გაცნობასაც ჩვენთვის აპირებდნენ... გაოცებული ვდგავარ ოთახის კარებთან და შევყურებ ჩემს დას. მის სახეზე გაკვირვება იხატება, დაძაბულობის განსამუხტად იღიმის. "როგორ დაგცინის ბედი მარიამ. სხვას ასეთი რამ არასოდეს დაემართებოდა. დედა მოატყუე და დამ გამოგიჭირა." - მარიამ. - არ ვიცი ეს გაოცებას უფრო გამოხატავდა თუ სიხარულს. მწვანე თვალები განსხვავებულად ლამაზად უღელავდნენ. წამიერად შემშურდა კიდეც მისი სილამაზის. ოღონდ ეს კეთილი შურია. - ლიზი, ანი - ვამბობ და უხერხულად ვიღიმი. ანი ჩვენი ახლო მეგობარია. ვცდილობ დავმალო ჩემი გაოცება და დაძაბული ხასიათი. ცოტათი შიშსაც კი ვგრძნობ. მეშინია ჩემმა დამ დედაჩემთან არ "ჩამიშვას". მაგრამ ამას ვერ იზამს, რადგან ანალოგიურად შემიძლია მეც გავაკეთო. ლიზიმ დედას უთხრა მოგებართან ერთად კინოში მივდივარო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ტყუილი აღმოჩნდებოდა. ორივენი აქ არიან. ალბათ ესენიც ძალიან უბედოებად თვლიან საკუთარ თავს, მე რომ გამოვიჭირე. - თქვენ უკვე იცნობთ ერთმანეთს? - ამბობს გაკვირვებული ლევანი და პირი ღია რჩება. ძალიან მაინტერესებს რა სტატუსით აპირებდა ჩემთვის ჩემი დის და ანის გაცნობას. - კი მე ლიზის და ვარ. ანი კი ჩვენი ახლო მეგობარია. - ვიღიმი და უდარდელად ვჯდები სავარძელზე. იქაურებს თვალს ვავლებ, ბიჭებიდან ყველა გაოცებულია, ნიკას გარდა, რა თქმა უნდა. ნიკა. მისი სახელის გაფიქრებაზე, ისევ ის კოცნა მახსენდება. რა გამიკეთა ამ იდიოტმა? რატომ ტრიალებს ყველა ჩემი ფიქრი მის გარშემო? მერე ტუჩზე ვაკვირდები ისევ ეტყობა ჩემი "ნიშანი". - ძალიან დააგვიანეთ, მეგონა აღარც კი მოხვიდოდით.- ამბობს ბექა და ელესკენ მიდის, კოცნის და ძლიერად იხუტებს. მათი შემხედვარე ძალიან ბედნიერი ვარ. და ჩემს სულ პატარა ნაწილს უნდა, რომ შეყვარებული ჰყავდეს. - არაუშავს. მთავარია მოვედით. - ვამბობ ხალისიანად და ბავშვებს ვათვალიერებ. ყველანი აქ არიან. ლიკა და ლუკა ერთად სხედან და ტრადიციულად ერთმანეთს ეხუტებიან. ლუკასი საოცრად გამოიყურებდა, ლიკა კი ძალიან საყვარელია. თმაზე ორი კოსა აქვს გაკეთებული, რაც თითქოს ბავშვურ იერს სძენს. ძალიან უხდება. მათ გვერდზე ლევანი ზის. როგორც ყოველთვის ღიმილიანი სახით და მინიმუმ ერთ წუთში თვალს მის გვერდით მჯდომ ლიზისკენ აპარებს. რა უქენი დაიკო ასეთი? ასე ორ დღეში როგორ მოაჯადოვე? ლიზის, როგორც ყოველთვის სპორტულად აცვია. იასამნისფერი ჰუდი, მოტკეცილი შავი შარვალი და შავი ბოტასები. მწვანე თვალები ლამაზად უბრწყინავს. ისიც ხშირად უყურებს ბექას. ვფიქრობ ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვისაა შექმნილი. მის გვერდით სხდებიან ელე და ბექა. ჩემს გვერდით, მარჯვნივ ნიკა ჯდება. მარცხნივ გიორგი და მის გვერდით ანი ზის. ეს ორიც ხშირად უყურებს ერთმანეთს, მაგრამ დიდათ ვერ ვატყობ რომ ერთმანეთი მოსწონთ. - აბა რას აკეთებდით ჩვენს მოსვლამდე? - კითხულობს ელე. - სიმართლე თუ მოქმედებას ვთამაშობდით. გავაგრძელოთ, ბევრი რამ მაინტერესებს ჩემს დაზე.- ამბობს ლიზი და მიღიმის. ცალ წარბს ზემოთ ვწევ და ისე ვუყურებ - სხვებისაც. - ამატებს და ამაზე მე ვიწყებ სიცილს. ელე ბოთლს ატრიალებს. ლევანი და ნიკა ამოდიან. ვფიქრობ მოვლენები საინტერესოდ განვითარდება. - სიმართლე თუ მოქმედება? - ეკითხება ლევანი. - სიმართლე. - გაბედულად პასუხობს ნიკა. - ვინ გიკბინა ტუჩზე? - ამ კითხვის გაგონებისას ცუდად ვხვდები. ნიკასკენ ვიყურები და პასუხის მოლოდინში ვიძაბები. ახლა ყველა გაიგებს რაც მოხდა. მინდა მიწა გასკდეს და თან ჩამიტანოს. - რატომ ფიქრობ, რომ ნაკბენია? - ნიშნისმოგებით კითხულობს ნიკა. ვერ ვხვდები ასე კარგად როგორ შეუძლია დააბნიოს ადამიანი. - კარგი რა ძმაო, დებილებს ვგავართ? ყველა მიხვდება, რომ გოგოს ნამოქმედარია. - ასევე ნიშნისმოგებით ამბობს ლევანი და თავს ძლივს იკავებს, რომ არ გაეცინოს. ყველა ანალოგიურად იქცევა. მეც ოდნავ ვიღიმი და ნიკას საცოდავი თვალებით ვუყურებ. - არ გეტყვით. - ამბობს ნიკა და სავარძლის საზურგეს ეყუდება. მის ხმაში მხოლოდ სიმშვიდე იკვეთება. ვერ ვხვდები ასეთ მშვიდად როგორ იქცევა. - აუ კაი რა. მაშინ მოგვიწევს დაგსაჯოთ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, ამიტომ ერთი ლიტრი ლუდის დალევა მოგიწევს. - "კეთილი ვარ და ერთი ლიტრი ლუდის დალევა მოგიწევს?" ასეთ დასჯას, ვფიქრობ სიტყვა კეთილი არ შეესაბამება. - კარგი რა ლევან პასუხს ერთ ლიტრ ლუდზე ცვლი. არც კი დაათრობს ხომ იცი? - ამბობს ბექა, მას გიორგი და ლუკასიც ეთანხმებიან. ასე ძალიან რატომ აინტერესებთ მომხდარი? თუმცა ისინი ხომ ნიკას ძმაკაცები არიან. მეც დამაინტერესებდა ასეთი რამ. ოოჰ, იმედია ვერასოდეს გაიგებენ. - დღეს კეთილი ვარ-თქო - იმეორებს ლევანი და თვალება ლიზისკენ აპარებს. ნიკა ლუდის ბოთლს იღებს. და ორ წუთში ცლის. როგორც ბექამ იწინასწარმეტყველა, ნიკაზე ეს ალკოჰოლი საერთოდ არ მოქმედებს. ოდნავადაც კი არ ჰგავს მთვრალს. შეიძლება ცოტათი დათვრა, თუმცა საერთოდ არ ეტყობა. - გავაგრძელოთ. - ამბობს ნიკა და იღიმის. მერე მე მიყურებს და თვალს მიკრავს ისე, რომ ვერავინ შემაჩნიოს. მის ასეთ ქცევაზე მეცინება და თვალებს ვატრიალებ. ბოთლი ტრიალდება, ანი და ბექა ამოდიან. - ანი, სიმართლე თუ მოქმედება? - კითხულობს ბექა მაცდურად. - სიმართლე. - პასუხობს ანი დაუფიქრებლად. - შეყავრებული გყავს? - ამ კითხვის გაგონებაზე ელე ეჭვისთვალით უყურებს ბექას. როგორც კი ბიჭი ამას ხვდება ელეს ხელს წელზე ხვევს და იხუტებს. - არა. - ანი ამბობს და თვალს რატომღაც გიორგისკენ აპარებს. ადვილად ვკითხულობ მის მიმიკებს. გიორგის ღიმილიან სახეს, რომ ხედავს ლამისაა შუაზე გაგლიჯოს. - რა გაცინებს? - ეკითხება გაბრაზებული სახით. - არაფერი. უბრალოდ რატომღაც არ მიკვირს. - ამბობს გიორგი და ანის თვალს უკრავს. გოგო საპასუხოდ მაგრად ჩქმეტს ბიჭს. თმაში ხელს ავლებს და ქაჩავს. ეს მანამ გრძელდება, სანამ გიორგი ბოდიშს არ იხდის და თავის სიტყვები უკან მიაქვს. შემდეგ ჯერზე ბოთლი ჩემსა და ლევანს შორის ჩერდება. - სიმართლე თუ მოქმედება ლეო? - სიმართლე. - ამბობს და მიღიმის. ჩემი ძმაკაცი ხარ, მაგრამ რა ვქნა? უნდა გაგწირო. - ჩემი და მოგწონს? - ლევანის ღიმილი სახეზე ეყინება. დაბნეული ლიზისკენ იხედება. ჩემს დასაც დაინტერესებული სახე აქვს. - კითხვას არ ვუპასუხებ. -ამ სიტყვების წარმოთქმისას ლიზის თვალს არ აშორებს და იღიმის. თითქოს რაღაცაში აჯობაო. - კარგი მაშინ ანალოგიურად შენც მოგიწევს ლუდის დალევა, ოღონ ერთი კი არა ორი ლიტრის. რაღაც ცუდ ხასიათზე ვარ დღეს. - ღიმილიანი სახით ვამბობ და ბოთლებს ვაწვდი. ისიც სვამს და ეტყობა როგორ ეკიდება სასმელი. ახლა იგივე რამ, რომ ვკითხო უეჭველად გაამხელს. ბიჭებს ლევანი ცოტა ხნით გაჰყავთ და მის გამოფხიზლებას ცდილობენ. მე კი ცოტათი მეცოდება და ვნანობ კიდეც ჩემს საქციელს. ბოლოს, რომ ბრუნდებიან ისე აღარ სხდებიან, როგორც აქამდე ისხდნენ. ჩემს წინ ნიკა ჯდება. იმედია ეს სპეციალურად არ გაუკეთებია. ბოთლს ვატრიალებთ და მე და ლიზი ამოვდივართ. - როგორი სასიამოვნოა, რომ ჩვენ ამოვედით. სიმართლე თუ მოქმედება მარიამ? - ამბობს ლიზი გახარებული ხმით. მე კი სულაც არ ვარ იგივე მდგომარეობაში. ვიცი ისეთს მკითხავს მიწასთან გამასწორებს. მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედების შესრულება უარესი იქნება, ვიდრე სიმართლის. - სიმართლე. - შიშით ვპასუხობ და ლიზის ველოდები. იმედია დამინდობს. - ვინმესთვის თუ გიკოცნია? - მის კითხვაზე სული მეხუთება, ვგრძნობ როგორ ვწითლდები. სიკვდილს ვნატრობ. ხმასაც კი ვერ ვიღებ. ერთი-ორი წუთის განმავლობაში ყველა ჩუმადაა და მე მიყურებს. ნიკას ჩვეულებრივი სახე აქვს. ნუთუ სრულიად არ აღელვებს საიდუმსლოს გამხელა, რომ მიწევს. ხმის ამოღებას ვერ ვბედავ. "დუმილი თანხმობის ნიშანია"-ო ამნობენ. ვინ მოიგონა ეს სისულელე. "დუმილო უარყოფის ნიშანია". ეს,რომ ეთქვა მომფიქრებელს მადლობას შევწირავდი. მაგრამ ახლა ძალიან, ძალიან ცუდად ვარ. - არ არსებობს. რატომ არ მითხარი? - ელენეს ხმაში იმედგაცრუება და გაბრაზება, ორივე ერთად იკვეთება. დგება და ოთახიდან გასვლას აპირებს. - არ გაბრაზდე. გუშინ მოხდა და ამიტომ ვერ გითხარი. - ჩემი ხმის გაგონებაზე უკან ტრიალდება და თავის ადგილზე ნელა ჯდება. იატაკს ვუყურებ, თვალებში ყურებას ვერ ვბედავ. თან ტუჩის კუთხეს კბილს ოდნავ ვაჭერ და არ ვეშვები. არ ვიცი როგორ მიიღეს ჩემი პასუხი, ან ახლა რას ფიქრობენ ჩემზე. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მანერვიულებს. - ერთი წამით, ერთი წამით. გუშინ გაკოცეს პირველად ხომ ასეა? - მეკითხება ელე მე თავს ვუქნევ. ახლა მხოლოდ ის მინდა ელენე არ დავკარგო. ასე, რომ პასუხებს არ ვაგვიანებ. - და ნიკასაც გუშინ გაუჩნდა ეს ნაკბენი ტუჩზე. - ელენეს სიტყვებს ბექა აგრძელებს. აი, ამ სიტყვების გაგონებაზე ლამისაა მოვკვდე. ვერ ვბედავ მათ სახეში შევხედო. მცხელა და სახეზე ვწითლდები. ლამისაა ავტირდე. თავს ძლივს ვიკავებ. ისიც იმიტომ, რომ ღირსება არ მაძლევს ატირების უფლებას. არავის არასდროს ვანახებ ჩემს ცრემლებს, არასდორს. - ანუ თქვენ ორმა იცუღლუტეთ? - ამბობს მთვრალი ლევანი. გაოცებული ვუყურებ და მინდა, რომ მოვკლა. ასეთ რამეს როგორ ამბობს? საერთოდ მე ვინ ვგონივარ? " მაგრამ მარიამ მას რას ერჩი. ნუთუ მართალი არაა, რომ თქვენ ორმა ერთმანეთს აკოცეთ. ახლა მასზე კი არა საკუთარ თავზე უნდა ბრაზობდე. "- ნერვების მოშლას იწყებს ჩემი მეორე მე. ნეტავ ეს დღე საერთოდ არ არსებობდეს. რა ჯანდაბა გინდოდა ნიკა? რატომ ვერ დაეტიე შენს ადგილას? რომ არ გეკოცნა, არც მე აღმოვჩნდებოდი ასეთ საშინელ მდგომარეობაში. - მე ვაკოცე. დაისვენეთ? ახლა კი განვაგძოთ თამაში. - ოდნავ ხმამაღლა ამბობს ნიკა. არანაირი განსხვავებული გრძნობა იკვეთება მის ხმაში, ან სახეზე. როგორ შეუძლია სიმშვიდის შენარჩუნება, როდესაც ასეთ რამეში ამხილეს? - მოიცათ, ერთი კითხვა მაქვს ნიკა. მარიამია ძალიან მოუხერხებელი თუ კოცნაზე უარი გითხრ... - დამთავრებას არ ვაცდი ბექას. - ჩვენს ურთიერთობას თავად გავარკვევთ თუ შეიძლება. - ისე გესლიანად ვპასუხობ თავი გველი მგონია. ბავშვები თამაშს აგრძელებენ, თუმცა მე არ ვუსმენ. ფიქრების სამყაროში ვეშვები. უმარავი პასუხგაუცემელი კითხვა მებადება. ნუთუ ნიკასთვის მართლა არაფერს ვნიშნავ? მართლა დაივიწყა ჩვენი კოცნის შესახებ? როცა კითხეს რატომ არ თქვა სიმართლე? ან ახლა რატომ გაამხილა, რომ თვითონ მაკოცა? ნეტავ გამაგებინა რას ფიქრობს ეს ბიჭი, ნეტა მის ტვინში ჩამახედა. ნეტავ ბავშვები რას ფიქრობენ ჩემზე. იმედია ლიზი დედას არაფერს ეტყვის. ელე ისევ გაბრაზებული ჩანს. შემეძლო დღეს დილით მეთქვა მაგარმ ეს არ გავაკეთე, ალბათ ამიტომ. ფიქრებიდან მაშინ გამოვერკვიე, როცა გიორგი ნიკას უსვამდა კითხვას. - მარის რატომ აკოცე? - მინდოდა და იმიტომ - ამბობს ნიკა, იღიმის და თავის მწვანე თვალებს მაბყრობს. სირცხვილისგან სად გავქრე არ ვიცი. ეს დღე უსაშინლესია ჩემს ცხოვრებაში, ნიკას გამო. თანდათანობით აქაურობა ჩემი საიდუმლოებების სასაფლაოს ემსგავსება. - მაგრამ შენ არ უთხარი ჩემს სტილში არ ჯდებიო? - ამატებს გიორგი. აი ეს ნამდვილად საინტერესოა ჩემთვისაც. თანდათან ეს ადგილი ნიკას საიდუმლოების სასაფლაოც ხდება. - არ ვარ ვალდებული გიპასუხო. ერთ კითხვას უკვე ვუპასუხე. ასე რომ, განვაგრძოთ - მოკლედ მოუჭრა ნიკამ. სამწუხაროდ მხოლოდ ჩემი საიდუმლოებები მჟღავნდება. გიორგი ბოთლს ატრიალებს, მე და ნიკა ამოვდივართ. - ანუ სიმართლე ხო? - მეკითხება ნიკა. - შენ რატომ წყვეტ? - გაბრაზებული ვპასუხობ. - დროის დაზოგვას ვცდილობ. ვიცი ისედაც სიმართლეს... -არა, მოქმედებას ვირჩევ. - ვაწყვეტინებ სიტყვებს. ის კი სიცილს ძლივს იკავებს. კმაყოფილი სახე აქვს. ახლა ვაცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი გამიჩალიჩა. - საღოლ ძმაო, მაგარი ხარ.- მხარზე ხელს მსუბუქად არტყამს ლევანი და იცინის. ახლა ორივეს ერთმანეთზე ვარტყმევინებ თავს. - მაკოცე. - ნიკა ამ სიტყვებს ძალიან საყვარლად წარმოთქვამს და ცინიკურად მიღიმის. რაო? მაკოცეო? მგონი რაღაც მომესმა. უსირცხვილო. როგორ მეუბნება მაკოცეო? და თან ამდენი ადამიანის წინ. იდიოტი! ყველა რაღაცას ამბობს, უკემონტაროდ არავინ ტოვებს ამ ფაქტს. - არ დაგავიწყდეს შენს სტილში, რომ არ ვჯდები. - თავს ვეღარ ვიკავებ და კბილებში ვცრი. თან თვალებს არ ვაშორებ. წამიერად მის თვალებში გაოცებასაც კი ვკითხულობ. - ეგ არაფერ შუაშია, ჩემი აზრით. - ამბობს ნიკა. ამაზრზენია მისი ასეთი პასუხი და სულელურიც. - ვფიქრობ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. და არ იფიქრო, რომ გაკოცებ. - მკაცრი ტონით ვესაუბრები. - რატომ? გეუხერხულება ამდენ ხალხში ჩემი კოცნა? - ისიც გაუბედავად მეკითხება. - მარტო, რომ ვიყოთ მაშინაც არ გაკოცებდი. - ვპასუხობ ნიშნისმოგებით, ვუღიმი და თვალს ვუკრავ. - რატომ გუშინ ხომ მაკოცე. - მე კი არა, შენ მაკოცე. - მე გაკოცე, მაგრამ შენც ხომ ამყევი? - ახლა რაღა ვუპასუხო? კი თქო, რომ ვთქვა, გამოდის, რომ კამათში მომიგებს. - მთვრალი ვიყავი და ამიტომ. როგორც უკვე ვთქვი: მარტო, რომც ვიყოთ მაინც არ გაკოცებ. - მხოლოდ ახლაღა ვაცნობიერებ, რომ ჩვენ მარტო არ ვართ და სირცხვილით ვკვდები. უკვე რამდენჯერ მოხდა მსგავსი? ყველა დიდი ინტერესით გვისმენს. რატომ უნდათ ასე ძალიან ყველაფრის გაგება? თავი მაინც მომაჩვენონ, ვითომ არ მისმენენ. მაგრამ არა. ნუთუ ვერ ხვდებიან უხერხულ მდგომარეობაში, რომ მაგდებენ. ფიქრებიდან ნიკას ხმას გამოვყავარ. - ნუ მიწვევ. - ამბობს ის, მე კი მხრებს ვიჩეჩავ, უდარდელობის ნიშნად. ცოტა მეშინია, მაგრამ არ ვიმჩნევ. ახლა ის მაინტერესებს გამოწვევა რაში მდგომრეობს, მის კოცნაზე უარი, რომ ვთქვი? - კარგი მაშინ დაისჯები. მე შენზე ცუდ ხასიათზე ვარ, ამიტომ სამი ლიტრი ლუდის დალევა მოგიწევს.- მისი სიტყვების გაგონების შემდეგ თვალები მიფართოვდება. მართლა არ ღირდა მისი გამოწვევა. - შანსი არაა. ლუდს სასმელებიდან ყველაზე მეტად ვერ ვიტან. თან რა ამბავია სამი ლიტრი. რა იყო ჩემი მოკვლა გინდა? - კარგი მაშინ ამოირჩიე. ან სამ ლიტრ ლუდს დალევ ან სამ ლიტრ არაყს. - თვალები მიფართოვდება. ეს მაგრად უბერავს მგონი. - მეხუმრები ხომ? სამი ლიტრი რა ამბავია. რა იყო ჩემი მოკვლა გინდა? - ჩვენს გაცეცხლებულ ლაპარაკში ვერავინ ბედავს სიტყვის ჩაკვეტებას. უბრალოდ მშვიდად გვისმენენ. - არ ვხუმრობ. მოქმედებას შეასრულებ ან ლუდს დალევ ან არაყს. - მის ნათქვამზე ვბრაზდები. მას არ ვაკოცებ, ვერც ლუდს დავლევ. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი გზა მრჩება. - არაყს დავლევ- ვამბობ ამაყად. ნიკა არაყს მაწვდის. მეც ვიყუდებ და ერთ ყლუპს ვსვამ. ვგრძნობ როგორ მეწვის ყელი, ლამისაა ცეცხლი წამეკიდოს. არყის ბოთლს ვიყუდებ და მანამ არ ვჩერდები, სანამ სიმწრისგან თვალები არ მეცრემლება. ბოთლს მაგიდაზე ძლივს ვდებ, ლიმონათის ჭიქას ვიღებ და ვაყოლებ. მსიამოვნებს, რადგან სიმწარე ქრება. ყველა მიყურებს და მაკვირდება, განსაკუთრებით ნიკა, მელის როდის განვაგრძობ. მეც ბოთლს ვიღებ და ვაგრძელებ. ყელი ერთიანად მეწვის. უკვე ვგრძნობ, რომ მთვრალი ვარ და ცეცხლი მეკიდება. ლუკასი რაღაც ტკბილეულს მაწვდის. - ეს შეჭამე და სიმწარე გადაგივლის. - მეც მაშინვე ვიღებ და ვჭამ. შემდეგ ფეხზე ვდგები და ბარბაცით გავდივარ ოთახიდან. - საით? ჯერ არ დაგისრულებია.- ამბობს ნიკა მკაცრი ხმით, მისკენ ვიხედები და ვამბობ: - მალე დავბეუნდები და აუცილებლად გავაგრძელებ. - მისი სიმკაცრის აღარც კი მეშინია და თამამად ვეპასუხები. მთვრალი ვარ. ვცდილობ ეს ფაქტი დავმალო და სწორად გავიარო. ისინი ჩემსკენ მოდიან დასახმარებლად. მე კი ყველას ვანიშნებ შემეშვან. კედელს ხელს ვკიდებ და მისი დახმარებით შევდივარ საპირფარეშოში. ვგრძნობ უკნიდან ვიღაც მომყვება. ხელებს ვიბან და შემდეგ სახეზე ვისვამ. უეცრად მკლავში ვიღაც მეჭიდება და კედელზე მაკრავს. ისევ იგივე მდგომარეობაში ვხვდებით. ოღონდ ამჯერად საშინლად ვარ მთვრალი. რა თქმა უნდა, ეს ნიკაა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ურცხვად ვუყურებ მის მწვანე თვალებს და მასში ვიძირები. ის ჩემთან ძალიან, ძალიან ახლოს მოდის. მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობ. რაღაცას ამბობს, მაგრამ არ მესმის. წამიერად თავბრუ მესხმის და ყველაფერი შავდება. ****** დილით მზის სხივები მაღვიძებენ. თავი მისკდება. მალე ეს ტკივილი მომკლავს. თვალებს ვახელ და უცხო ფერის კედელს ვხედავ. სად ვარ? აქ რა მინდა? მეორე მხარეს ვტრიალდები და... და ნიკას ვხედავ. მას სძინავს. გადასაფარებელს ვწევ და ვხედავ, რომ ბიჭის მაიკა მაცვია. ალბათ ნიკასია, მისი სურნელი აქვს. უეცრად ბიჭი თვალებს ახელს და თავის მწვანე თვალებს მანათებს. - გუშინ რა მოხდ...- ვუყვირი ხმამაღლა. მინდა კიდევ უამრავი რამ ვკითხო. მაგრამ არ მაცლის. ტუჩზე ხელს ძლიერად მაფარებს, ჩემს ზემოთ ექცევა და იქედან დამყურებს. - სახლში მარტო არ ვართ. მგონი ორივესთვის უკეთესი იქნება თუ არ იყვირებ. - ჩურჩულებს. მე თავს ვუქნევ, რის შემდეგაც ხელს მიშვებს. - აქ რას ვაკეთებ? - ვეკითხები ხმადაბლა. სირცხვილისგან თვალებში შეხედვასაც ვერ ვბედავ. ნუთუ ეს ისაა რაც მე მგონია? არა შეუძლებელია ამას არ ვიზამდი. ის თავის ადგილას წვება, ჩემსკენ იხედება და თვალებს ხუჭავს. მოიცა და რატო მაიგნორებს ეს იდიოტი? დააიგნორე ბებიაშენი დებილო. - ჰეი, მითხარი აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ და გუშინ რა მოხდა, თორემ ვიყვირებ. - ვამბობ ძლივს ძლივობით, ხმადაბალი ტონით. ნეტავ აქ რატომ ვარ? გულის წასვლის მერე არაფერი მახსოვს. უეცრად ნიკა მიახლოვდება. ჩემთან ძალიან ახლოს მოაქვს თავისი სახე და თვალებს არ მაშორებს. - გუშინ ერთად ვიწექით მარიამ. ისე ძალიან კარგი იყავი. მართლა. - ამბობს და ლოყაზე ხელს მისვამს. ნუთუ, ნუთუ ეს სისულელე მართლა ჩავიდინე. რატომ? როგორ? არა ღმერთო გთხოვ სიზმარში ვიყო. გთხოვ არ არსებობდეს ჩემს ცხოვრებაში ნიკა. თვალები მიცრემლიანდება. როგორ შემეძლო ეს გამეკეთებინა. ვიცი მალე ავტირდები, ამიტომ საწოლს ვშორდები და ნიკასთან ზურგით ვდგები. არასდროს დავანახებ ჩემს ცრემლებს, მით უმეტეს, რომ მის გამო ვტირი. უეცრად ნიკას სიცილის ხმა მესმის, მისკენ ვიხედები, ის ჩემსკენ მოდის. - გეხუმრე. - რა გააკეთე? - არ ვიცი რატომ, მაგრამ თვალებიდან ობოლი ცრემლი გადმომვარდა. ნიკა მოდის და მიხუტებს. მე კი ძალიან გაბრაზებული ვარ და მკერდზე მუშტებს ვუშენ. თან ძალიან გაბრაზებული ვარ და თან ძალიან გახარებული. - კარგი რა მაპატიე. არ იტირო გთხოვ. - ნუ გეშინია მტირალა გოგო არ ვარ.- ობლად ჩამოგორებულ ცრემლს ვიშორებ და დამცინავად ვუღიმი. - იცოდე აღარ გაბედო ჩემი მოტყუება თორემ მოგკლავ. - ჩემს მუქარაზე ორივემ სიცილი დავიწყეთ. რომც მოვინდომო არამგონია ამის შესრულება შევძლო. მალე კარებზე კაკუნის ხმა გაისმის. - უნდა დაიმალო. - ამბობს ნიკა და აქეთ-იქით იხედება, მალევე მიმითითებს კარადისკენ. მე შიგნით ვიმალები. მალევე ისმის ოთახის კარის გაღების ხმა. - საყვარელო მე მალე წავალ და დახმარება ხომ არ გჭირდება? მოდი მაისურს გაგიუთოვებ. - როგორც ჩანს ქალი კარადისკენ მოდის. ლამისაა მოვკვდე. საშინელება იქნება აქ, რომ გამომიჭიროს. გუშინდელი დღე არ მყოფნის უხერხული სიტუაციებისთვის? იმედია დღესაც იგივე არ მომივა. თორემ თავს მოვიკლავ. - არა, იყოს არ მინდა. მე თვითონ მივხედავ საკუთარ თავს. - პასუხობს ნიკა ჩვეული ტონით. - კარგი ნიკა, როგორც გინდა. თუ რაიმე დაგჭირდეს დამიძახე. რამოდენიმე წამში კარს მიღებს. მკლავში ხელს ძლიერად მჭიდებს, საწოლზე მსვამს და გუშინდელის მოყოლას იწყებს. - გუშინ ძალიან ბევრი დალიე და... - ნეტავ რატომ? - ვეჩრები საუბარში. ნიკა მკვლელი სახით მიყურებს. - გონება დაკარგე. ლიზი ან ელე ვეღარ წაგიყვანდნენ, ამიტომ შენი ჩემთან დარჩენა შევთავაზე. გუშინ ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. ამაზე არ ინერვიულო. - ეს ვინ ჩამაცვა. - ვამბობ და მაისურზე ვუთითებ, რომელიც მე მაცვია. ლამის მოვკვდი პასუხის მოლოდინში. - ელენემ. - მის ნათქვამზე მშვიდად ამოვისუნთქე. - რატომ არ უთხარი ბიჭებს, რომ ლიზი ჩემი და იყო? - ძალიან მაინტერესებს. შეეძლო ჩემთვის ეთქვა ან მათთვის, მაგრამ არა. ნუთუ ბიჭებთან თავის გამომჟღავნება არ უნდოდა? - მე რა დაკითხვაზე ვარ? რატომ უნდა მეთქვა? - კარგი. მაშინ მითხარი ამდენი არაყი რატომ დამალევინე. - შენთვითონაც ხომ გახსოვს. - ამბობს და ჩემთან ძალიან ახლოს მოდის. მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობ და თვალებში ვუყურებ. ხელს ტუჩზე მისვამს. მთელს ტანში ჟრუანტელი მივლის და რაღაც სასიამოვნო, ამოუცნობი გრძნობა მეუფლება. - ეს, რომ არ გამასინჯე იმიტომ.- თითს ტუჩებზე მადებს და თითქოს მომლოდინედ მიყურებს. მას წამშივე ვშორდები და ტანსაცმლის ძებნას ვიწყებ. - ჩემი ტანსაცმელი სადაა? - უშედეგო ძებნის შემდეგ მისკენ ვიხედები და ვეკითხები. ნიკა ჩემს ტანსაცმელს მაჩვენებს. - ჰმმ.. სად უნდა გამოვიცვალო. - ვამბობ და ოთახს ვათვალიერებ. მართალია დიდი ოთახია, მაგრამ სხვა რაიმე ოთახი ან აბაზანა არ აქვს მიერთებული. - აქ. - ამბობს ნიკა და საწოლზე კომფორტულად თავსდება. - არ არსებობს. - ვამბობ ხმადაბლა, მისმა მშობლებმა, რომ არ გაიგონ. სხვა შემთხვევაში ისე ვიყვირებდი, მთელს სახლს თავზე დავამხობდი. - შევტრიალდები თუ გრცხვენია. - ამბობს და ცინიკურად მიღიმის. - არა. გარეთ გადი. არ გენდობი, შეიძლება შემოტრიალდე. - ვამბობ და კარისკენ ვიშვერ ხელს. იქნებ გავიდეს და მაცალოს გამოცვლა, მაგრამ არა. - რატომ გაქვს შენს თავზე დიდი წარმოდგენა და რატომ გგონია, რომ შენი შიშველი სხეულის დანახვა მინდა. - "ჩემთვის უკეთესი თუ არ გინდა ნიკა." ვპასუხობ ჩემს ფიქრებში. - მოკეტე. შენთან ერთ ოთახში ყოფნის შემთხვევაში არ გამოვიცვლი. - კარგი, მე ასე გამოწყობილიც მომწონხარ. - ამბობს და კარგად მათვალიერებს. ვიბნები და პომიდორივით ვწითლდები. მისი მაისური საერთოდ არაა გრძელი. წელს და თეძოს ძლივს მიფარავს. - ვიღაცამ მითხრა შენი შიშველი სხეულის დანახვა სრულიად არ მინდაო. - მე ეს არ მითქვამს. უბრალოდ გკითხე: რატომ ფიქრობ, რომ შენი შიშველი სხეულის დანახვა მინდა-თქო. - ანუ... - მარიამ გაჩუმდი. - კარგი. ****** სახლში მარტო დავრჩით. ნიკა საკუთარი ოთახიდან გავაგდე და ტანსაცმელი ჩავიცვი. შემდეგ კი ოთახში შემოვუშვი. - ნიკა ჩემი კედები სად არის? - მან კედები საწოლთან მომიტანა, ისე კი მიკვირს ასე, რომ იქცევა. არ მეგონა თავის ხელით თუ მომიტანდა.მეც ჩავიცვი, მაგრამ შეკვრა ძალიან დამეზარა და საწოლზე გადავწექი. - ხომ არ გინდა ისევ მე შეგიკრა თასმები? - ნიკას სიტყვების გაგონებაზე გაოცებული ვუყურებ მას. - შენ რა გახსოვს? და აქამდე არაფერს იმჩნევდი. - აბა მე სულელი კი არა ვარ. მახსოვს, რა თქმა უნდა. - კარგი მაშინ შემიკარი. - ვამბობ და თვალს ვუკრავ. - მეტი საქმე არ მაქვს. გეყოს ერთხელ. - ამბობს ნიკა. მე კი თასმებს ვიკრავ. მოვრჩი თუ არა მაშინვე მას ავხედე, მაისურს იხდის. მისი დაკუნთული სხეულის დანახვისას თვალებს ვხუჭავ. დიდი სიამოვნებით ვუყურებდი, მაგრამ სირცხვილია. - რას აკეთებ? - ვყვირი ბოლო ხმაზე . - ტანსაცმელს ვიცვლი. შენგან განსხვავებით არ ვმორცხვობ. - მესმის მისი ხმა. წარმომიდგენია, როგორი დამცინავი სახით მიყურებს. - რომ მორჩები მითხარი. - ვამბობ თვალებდახუჭული. - მოვრჩი - ამბობს ნიკა. იმედია არ მატყუებს. მეშინია ისევ ტყული არ იყოს, ნუ არ ვიცი რა საბაბით გააკეთებდა, მაგრამ მაინც. უეცრად წელზე მისი ძლიერ მკლავის შეხებას ვგრძნობ. ნიკა მაყენებს. ის ჩემთან ძალიან ახლოსაა. - მარიამ, თვალები გაახილე. - მის ნათქვამზე ტანში ჟრუანტელი მივლის, მხოლოდ ოჯახის წევრები მეძახიან მარიამს და ისიც ძალიან იშვიათად. თვალებს ვახელ და მის მწვანე თვალებში კიდევ ერთხელ ვიძირები. ჩვენი ასეთი სიახლოვე მაშინებს მისგან თავის დაღწევას ვცდილობ, ვცდილობ, რომ წავიდე. ნიკა წელზე ხელს მჭიდროდ მხვევს, ორივენი ერთად მივდივართ მგონი სამზარეულოსკენ. ვცდილობ მისი ხელი ჩემს წელს მოვაშორო, მაგრამ არ გამომდის. სამზარეულოში ერთად შევდივართ და უეცრად თვალები მიფართოვდება უცხო ბიჭის დანახვაზე. ნიკა ხელს მიშვებს და მისკენ მიდის. - ბიძაშვილო როდის ჩამოხვედი? - მონატრებულები ერთმანეთს ჯერ ხელს ართმევენ და შემდეგ ეხუტებიან. მე კი დარცხვენილი შევყურებ მათ. უცხო ჩემსკენ თვალს აპარაებს და დამცინავ ღიმილს მაპყრობს. თან მათვალიერებს თავიდან ბოლომდე. უხერხულობას ვგრძნობ. - ეს ტატოა ჩემი ბიძაშვილი, ეს კი მარიამია ჩემი მეგობარი. - ერთმანეთს გვაცნობს ნიკა. ტატო ეშმაკურ და ცინიზმით გაჯერებულ ღიმილს არ მაშორებს. ნიკა მკლავზე ხელს ჰკრავს, ისე ჩუმად, რომ ძლივს ვხედავ. - გამარჯობა. - ტატო ღიმილს სახიდან იშორებს და ხელს მიწვდის. - გამარჯობა - ვამბობ, ვუღიმი და ხელს ვართმევ. - აბა რა შევჭამოთ? - კითხულობს ნიკა. - მე არაფერი მინდა. ნივთებს ავიღებ და წავალ. - ვამბობ და ოთახიდან გამოვდივარ. - სხვათაშორის მომწონს შენი ახალი სათამაშო. ლამაზი გოგოა, მაგრამ ჩემს სტილში უფრო ჯდება, ვიდრე შენსაში. - მესმის ტატოს ხმა, ვჩერდები და ვცდილობ ყველა სიტყვა ზედმიწევნით გავიგო. ვიცი ცუდი საქციელია სხვისი ლაპარაკის მოსმენა, მაგრამ ეს საუბარი ჩემზეა და თავს ვერ ვიკავებ. - გაჩუმდი. - ამბობს აუღელვებლად ნიკა და ნაბიჯების ხმით ვხვდები, რომ ოთახიდან გამოდის. სწრაფად შევრბივარ მის ოთახში და ტელეფონს ვიღებ. ნიკა წამებში შემოდის ოთახში. ვფიქრობ, რომ ვერ გამომიჭირა. - უკვე მიდიხარ? - მეკითხება ის. - ხო, სკოლას ვერ მივუსწრებდი, ამიტომ გავაცდინე. სახლში დედაჩემი არ იქნება და აჯობებს იქ წავიდე. დედაჩემი ვერ დამტუქსავს, რადგან ვერ გაიგებს ამ ამბავს. - ვამბობ და უხერხულად ვიღიმი. - კარგი. მე გაგაცილებ. - არ მინდა, ტატო მარტო არ დატოვო. მე ისედაც მივაგნებ საკუთარ სახლს. - ახლა მხოლოდ ფიქრი მჭირდება. მასთან საუბარი ყველაზე ნაკლებად. ამიტომ ვცდილობ გადავაფიქრებინო. - არა წამოვალ. - კარგი, როგორც გინდა. - ყურსასმენებს ვიკეთებ მუსიკას ვრთავ და გარეთ გავდივარ. ნიკა მომყვება, მაგრამ მას არ ვიმჩნევ. ნიკასთვის მართლა სათამაშო ვარ? როგორ ვერ მივხვდი. ის ჩემს მიმართ არაფერს გრძნობს. უბრალოდ მეთამაშება. ერთი უბრალო თოჯინა ვარ მისთვის, მორიგი სათამაშო. ფიქრობს ჩემით გაერთობა და მერე მიმაგდებს. ნუ რას უკაცრავად ბატონო ნიკა, ჩემით თამაშის უფლებას არ მოგცემ. ამ ფიქრებში გართული უკვე ჩემი კარის წინ ვდგავარ. ყურსასმენებს ვიხსნი და უკან ვტრიალდები ნიკა აქ აღარაა. ვერც კი შევამჩნიე მისი წასვლა. არც მიკვირს ეს ფაქტი. კარს გასაღებით ვაღებ, შიგნით შევდივარ და ვხურავ, მაშინვე სამზარეულოსკენ მივიწევ და წყალს ვსვამ. უეცრად რაღაც ხმა მესმის. ვხვდები, რომ სახლში მარტო არ ვარ. კარები არ ჩამიკეტავს. "მარიამ ასეთი უყურადღებო როგორ ხარ?" ვტუქსავ საკუთარ თავს. ჭიქას მაგიდაზე ვდებ და ჩუმად გავდივარ სამზარეულოდან. გასვლისას ვიღაც ძლიერად მკიდებს ხელს და კედელზე მაკრავს. ყვირილს ვიწყებ, მაგრამ ეს ვიღაც მეორე ხელს პირზე მადებს. ვაცნობიერებ, რომ ეს ნიკაა. მეგონა წავიდა, აქ რას აკეთებს? ის ხელებს მიშვებს. თვალებში ვუყურებ და კვლავ მის მწვანე მნათობებში ვიძირები. ერთერთ მხარეს ვტრიალდები და წასვლას ვაპირებ, მაგრამ ნიკა ხელს ახებს კედელს და გასვლის საშუალებას არ მაძლევს. მეორე მხარეს ვბრუნდები და აქედან გასვლას ვცდილობ, მაგრამ ნიკა ანალოგიურს აკეთებს ახლაც. მეორე ხელსაც კედელზე დებს და აქედან თავის დაღწევის საშუალებას მაკარგვინებს. ისევ თვალებში ვუყურებ, რომლებიც თანდათან მიახლოვდება. რამდენიმე წამში მის მკერდს ჩემსაზე ვგრძნობ. სიახლოვე თავბრუს მახვევს. ის ჩემსკენ იხრება და ყელზე მკოცნის. ტანში სიამოვნების გრძნობა და ჟრუანტელი ერთად მივლის. თვალები მეხუჭება. ნიკა კიდევ უამრავ კოცნას მიტოვებს ყელზე, შემდეგ კი ტუჩებზე მეწაფება. ვერც კი ვაცნობიერებ კოცნაში, ისე ვყვები. ძალიან მსიამოვნებს მისი ასე ახლოს ყოფნა. მის სხეულს ფეხებს ვხვევ და მთელი ტანით მას ვეტმასნები. ნიკა კოცნას აგრძელებს, მე კი უფრო და უფრო მეტად ვგრძნობ სიცხეს და სიამოვნებას. უეცრად კოცნას წყვეტს და მშორდება. თვალებს ნელა ვახელ და მის გაღიმებულ მზერას ვაწყდები. ის კვლავ მიახლოვდება, საკუთარი ტუჩები ჩემს ყურთან მიაქვს და მეჩურჩულება. - მარტოც, რომ ვიყოთ არ გაკოცებო არა? - ნიკა თავს დაბლა წევს და ლავიწზე სველ კოცნას მიტოვებს. შემდეგ მეორე მეორე ყურში ჩამჩურჩულებს. - ეცადე არ შეგიყვარდე. - მის სიტყვებს ჯერ ვერ ვაცნობიერებ. ის კი თავს ნელ-ნელ უკან სწავს, ლოყაზე ნაზად მკოცნის და მიდის. ლამისაა ავტირდე. თვალები მიცრემლიანდება. როგორ შეუძლია მაკოცოს და შემდეგ ასეთი რამ მითხრას? როგორ შეუძლია ასე მომექცეს? სწრაფი ნაბიჯებით უკვე კარებთან მივიდა. - არც ვაპირებდი შენს შეყვარებას. - ვამბობ ჩვეული ტონით. საკუთარი ხმის ტემბრი თავადვე მაოცებს. ნიკა ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს და სახლიდან გადის. კართან მივდივარ და ვკეტავ. ვგრძნობ, როგორ მეცლება ძალა და მუხლები მეკვეთება. კედლის ბოლოს ვეყუდები, თანდათან იატაკისკენ მივიწევ და კუთხეში ვჯდები. ტკივილი ერთიანად მანადგურებს. როგორი საცოდავი ვჩანვარ. ახლა ვინმე, რომ მიყურებდეს ნამდვილად შევეცოდებოდი. როგორ შეუძლია ჯერ მოვიდეს მაკოცოს და შემდეგ მითხრას "ეცადე არ შეგიყვარდეო"? ტატო მართალია მისთვის ერთი უბრალო სათამაშო ვარ, რომელიც უკვე მოისროლა. მეზიზღება ნიკა და მასზე მეტად საკუთარი თავი. როგორ მივეცი ჩემით გართობის საშუალება? როგორ მივეცი უფლება ეკოცნა? როგორ ან რატომ ავყევი კოცნაში? ან როგორ ბედავს ჩემთან ასე მოქცევას? ყველაფერს თავიდან ვიხსენებ მასთან დაკავშირებით. ჯერ თასმა შევაკვრევინე მოტყუებით, გუშინ წინ მაკოცა, გუშინ მითხრა დაივიწყე როგორც მეო. დღეს კი ისევ მაკოცა და მითხრა არ შემიყვაროო. თავისი სათამაშო გამხადა. რატომ მაინც და მაინც მე? სკოლის ვერც ერთი გოგო იტყოდა უარს ნიკაზე. ახლაც არცერთი დაიხევს უკან მის ხელში ჩასაგდებად. უამრავი ცდილობს მისი ყურადღება მიიბყროს. თავად ნიკამ კი მე ამომირჩია გასართობად. რატომ? რატომ მე? მის გემოვნებაში არ ვჯდები, როგორც ჩანს არც მის "ძველ სათამაშოებს" ვგავარ. აბა რა გინდა ნიკა მე რა ჯანდაბას მერჩი? რა გინდა? არ მესმის და ალბათ ვერც ვერასდროს გავიგებ. იდიოტი ხარ! დამპალი! ნაგავი! ყოჩაღ ნიკა შენ ეს შეძელი, საკუთარი თავი შემაძულე და შემაცოდე. გამანადგურე. ჰაერში ამიტაცე და მოულოდნელად ძირს დამანარცხე. მაგრამ მე რეალისტი ვარ, ამაყი, ღირსება და თავმოყვარეობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. აი ნახავ, მე მაინც წამოვდგები ფეხზე. შენს ჯინაზე მოვიკრებ ძალებს და წამოვდგები. წინ დაგიდგები, ამაყად ჩაგივლი გვერდით და ზედაც არ შემოგხედავ. შენგან თავს შორს დავიჭერ. ვიცი ამას შევძლებ. მე დანარჩენებს არ ვგავარ. არ გამოგეკიდები და არ შეგაკავებ, პირიქით ჩემი ცხოვრებიდან გაგაქრობ. " მე ამას შევძლებ. " - ამ ფიქრებში გართულს ღრმად მეძინება. ******* ამ ფაქტის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. ნიკა არ გამკარებია, მეც ანალოგიურად. მისგან თავს შორს ვიჭერდი. არ მინდოდა მისი ნახვა. სულით და გულით მეზიზღება. ვერ ვიტან. თუმცა ვის ვატყუებ? გულის სიღრმეში მინდოდა მასთან საუბარი, მისი თვალების დანახვა, რომელნიც მხოლოდ მე მიმზერდნენ. მინდოდა მისი ტკბილი ხმის გაგონება. თავს ვიტყუებდი. დიახ, თავს ვიტყუებდი, რადგან ჩემს ცხოვრებას აკლდა ის ერთი ადამიანი, რომელიც ჩემთვის უკვე ძალიან ბევრს ნიშნავდა. ჩემს ცხოვრებას ნიკა აკლდა. ამის გამო საკუთარი თავი საშინლად მეზიზღება. თავს ვიტყუებდი. გარშემო ყველას ვატყუებდი და საკუთარ თავსაც ტყუილს ვაჯერებდი. და იცით რა? გამომდიოდა. ვცდილობდი ნიკასთვის არც კი შემეხედა და მართლაც არ ვიმჩნევდი მის არსებობას. ვცდილობდი ნიკა შემძულებოდა და მართლაც შევიძულე მთელი არსებით. ვცდილობდი ნიკა ჩემი ცხოვრებიდან გამექრო და ჩემი "სასიყვარულო" ურთუერთობა სხვა ამბებით შემეცვალა და იცით რა? ესეც გამომივიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში მაქსიმალურად გადავერთე მეგობრების სასიყვარულო ურთიერთობებზე. ზოგისთვის მსმენელი ვიყავი, ზოგისთვის რჩევების მიმცემი, ზოგისთვის პრობლემების მომგვარებელი. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები. ქეთოს და გიორგის წყვილს განსაკუთრებით ვბალიშიკობ, თან უკვე წლებია. მათ ურთიერთობაში ყველაფერი უკუღმა მიდის. იმის მაგივრად შერიგებულიყვნენ უფრო მეტად იჩხუბეს. მეც ჩემი ტვინი ჩავრთე ამ საკითხში და მაგარი გეგმა დავსახე, რომელიც გუშინ განვახორციელე. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ქეთო და გიორგი ერთ კლასში ჩავკეტე. ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, ამიტომ მათი საუბრის მოსმენა დავიწყე. მაინც მეტყოდნენ. ხოდა მეც მათ ენერგიას დავზოგავ და ახლავე გავიგებ სიახლეს. - მგონი ჩავიკეტეთ. - ამბობს ქეთო უემოციო სახით და სკამზე ჯდება. გიორგის არც კი უყურებს. თუმცა ჩემი ძმაკაცი სრულიად საპირისპიროდ იქცევა და ქეთოს თვალს არ აშორებს. - შეიძლება კარგიც არის, რომ ჩავიკეტეთ. - ამბობს გიორგი და ქეთოს გვერდით უჯდება. მალე მის ხელს ეხება და ლაპარაკის დაწყებას აპირებს, თუმცა ქეთო არ აცლის. - წადი და შენს ნიას მოეფერე. - ქეთო ხელს წევს და გაბრაზებული სახით უყურებს გიორგის. - კარგი რა. ნია ჩემი დეიდაშვილია, ნუ ეჭვიანობ. - ამბობს გიორგი და უღიმის. - ჯერ ეს ერთი არ ვვეჭვიანობ და მერე მეორე რატომ ცდილობ ჩემს მოტყუებას? - ყვირის ქეთო და გიორგის მკერდზე ხელებს უშენს. ბიჭი გოგოს ხელებს კიდებს და მის შეკავებას ცდილობს. - მე არც მომიტყუებიხარ. - ამბობს გიორგი ნიშნისმოგებით. - იდიოტი ხარ. - უყვირის წყობიდან გამოსული ქეთო, დგება და სხვა სკამზე იკავებს ადგილს. ეს ის მომენტია, როდესაც რაღაცაში მოგიგეს. თუმცა შენ მაინც შენს მხარეს იცავ და ცდილობ მაინც შენი თავი გამოიყვანო გამარჯვებულად. ქეთომაც ვერაფერი, რომ ვერ მოიფიქრა გიორგის გაეცალა. თუმცა ბიჭი არ მოეშვა და კვლავ მასთან ახლოს დაჯდა. - ქეთო, გთხოვ ასე ნუ იქცევი. უბრალოდ მაპატიე. არ მინდოდა შეცდომაში შემეყვანე. ნია უბრალოდ ჩემი ნათესავია. არც გამტყუნებ იეჭვიანე, თუმცა მინდა იცოდე, რომ მე შენ ძალიან ... - ქეთო გიორგის სილას აწნის. ვფიქრობ ვერ მიხვდა რის თქმას ცდილობდა. მას უნდოდა ეთქვა მიყვარხარო, მაგრამ ვინ აცალა. ახლა ისე ვარ ლამისაა შევვარდე და თავები ერთმანეთზე ვარტყმევინო. ერთმანეთსაც კი ვერ უმჟღავნებენ თავის გრძნობს. არა და ამდენი ხანია ერთმანეთი უყვართ. გიორგის ვუყურებ. ძალიან გაბრაზებული სახე აქვს. გაოცებისაგან განძრევასაც კი ვეღარ ახერხებს. საქმე ცუდადაა. ახლა შეიძლება ისეთი რამ თქვას, რომ ქეთო საბოლოოდ დაკარგოს. კარს ვაღებ. იმედია, რომელიმე გამოვა და ამგვარად ერთმანეთს მეტად აღარ აწყენინებენ. კარის გაღების ხმაზე ქეთო დგება და გარეთ გამოდის. უკვე კარებთან მოსული გიორგის ხმის გაგონებისთანავე ერთ ადგილზე იყინება. - ქეთო, მე შენ მიყვარხარ. - გიორგი ქეთოს უახლოვდება და თავისკენ ატრიალებს. ქეთოს სიხარულის ცრემლები მოსდის და ეს ორი ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი ერთმანეთს ძლიერად ეხუტება. ჩემი გეგმა წარმატებით განვახორციელე. ქეთო და გიორგი შერიგდნენ. ძალიან მიხარია. გახარებული სწრაფი ნაბიჯით მივდივარ გასასვლელისკენ და უეცრად ვიღაც მეჯახება. - ჰეი, წინ იყურე! - ვამბობ და ვხედავ, რომ ულამაზესი მწვანე თავლები მიმზერენ. ბედიც მე მეთამაშება. სულ ნიკას როგორ უნდა შევეჩეხო? წამში ვშორდები მას და სწრაფი ნაბიჯით მივდივარ. მინდა მალე გავეცალო მას. - რა იყო ხმის გაცემის ღირსიც აღარ ვარ? მაიგნორებ? - მესმის ხმადაბალი და ცინიზმით გაჟღენთილი ხმა. როგორ ბედავს ასეთი რამის თქმას. იდიოტი! იდიოტი! ნაგავი! ნეტა რატომ გონია, რომ მომხდარის მიუხედავად მაინც მომინდება მასთან საუბარი?! - რა სისულელეებს ამბობ ნიკა?! არ ფიქრობ, რომ შენს თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს? უბრალოდ მეჩქარება. დაიგნორება არაფერ შუაშია. - ვამბობ და იქაურობას სწრაფად ვშორდები. ისე, რომ ხმის ამოღებასაც არ ვაცლი. ***** ლიზის და ლევანსაც უყვართ ერთმანეთი და ურთიერთობის აწყობას ცდილობენ. გიორგი და ანი სულ გამუდმებით ჩხუბობენ, მაგრამ სიძულვილიდან სიყავრულამდე ერთი ნაბიჯიაო ამბობენ. ასე რომ ვფიქრობ, მათგან კარგი წყვილი შედგება. ამ ბოლო დროს ჩემი ერთერთი მეგობარი გვანცა დაუახლოვდა ნიკას ბიძაშვილ ტატოს. ამის გამო ცოტა ვითრგუნები. მეშინია გვანცას გული არ ეტკინოს. გვანცამ და ტატომ ერთმანეთი ჩემი საშუალებით გაიცნეს. ტატო ჩვენს სკოლაში გადმოვიდა. ერთ დღეს, როდესაც გვანცასთან ერთად ვიყავი ტატო ჩვენთან მოვიდა. - გამარჯობა მარიამ როგორ ხარ? - მეკითხება ტატო და თან გვანცას შეთვალიერებას იწყებს. ჩემი მეგობარი ზედაც არ უყურებს. სულ სხვა მხარეს იყურება.ა - კარგად, შენ როგორ ხარ? - თვალთმაქცურად ვუღიმი. ამ ადამიანს გაცნობის დღიდან ვერ ვიტან. ჩემზე ცუდი რამ თქვა, მან მე სათამაშო მიწოდა. მაგრამ შეიძლება მხოლოდ ეს არაა პრობლემა. ტატომ მწარე რეალობაც დამანახა. - მეც კარგად ვარ. არ გამაცნობ შენს მეგობარს? - ამის გაგონებაზე გვანცა ტატოს უყურებს და უღიმის. - გვანცა. - ტატო - ბიჭი ბუნებრივად და ცინიზმის ფარეშე უღიმის, რაც ოდნავ მაკვირვებს. გვანცა, რომ არა ტატოს მის თავს არასოდეს გავაცნობდი. თუმცა სიტუაციაზე კონტროლი დავკარგე... - ჩვენ გვეჩქარება. - ვთქვი და გვანცა ტატოს გავაშორე. ისინი ერთმანეთს უღიმოდნენ. იფიქრებდი კარგი წყვილი გამოვა მათგანო, მაგრამ მე ვიცი ტატოს ნამდვილი სახე და ისიც, რომ გვანცას გულს ატკენს. - ეს ბიჭი საშიშია გულს გატკენს. - ვეჩურჩულები გვანცას. - კარგი რა. სისულელეა, ვფიქრობ არასწორად აფასებ, ძალიან საყვარელი ვინმე ჩანს. - გვანცამ ტატოსკენ გაიხედა და გაუღიმა. ამ გოგოს ექსტრემი უყვარს და გამუდმებით საშიშ სიტუაციებში ყოფს თავს. მეორე დღეს გვანცა მიყვება ახალ ამბებს. ტატოსთან ერთად გაუსეირნია. ერთმანეთი კარგად გაუცვნიათ. გვანცას ტატო ძალიან მოსწონს და ფიქრობს, რომ ბიჭიც იგივეს გრძნობს. შარი, შარი და ისევ შარი. ყველგან შარია. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. იმედი მაქვს ჩემს გარშემო ყველა ბედნიერი იქნება. ******* დილით მზის სხივები მაფხიზლებენ. ვაცნობიერებ, რომ დღეს ორშაბათია. ვდგები და ვემზადები. სარკეში ვიხედები და ვფიქრობ, რომ სრულყოფილად გამოვიყურები. თეთრი კედები, ღია ფერის ჯინსის შარვალი და ცისფერი ტოპი მაცვია. ჩემი თმა დასწორებულს გავს, თუმცა არაა. ზოგადად ასეთი სწორი თმა მაქვს. მე და ლიზი ერთად გამოვდივართ სახლიდან. - ლიზი, აბა მითხარი რა ხდება ახალი ლეოსთან? - ვეკითხები მოურიდებლად და მის დარცხვენილ სახეს ვამჩნევ. - არაფერი. - ამბობს და მიღიმის. - ლიზი. - თვალებს ვუბრიალებ პატარა დაიკოს. - კარგი, კარგი. გეტყვი. მაგრამ მანამ რაღაც უნდა გთხოვო. - აბა გისმენ. - ლევანიმ დღეს დამპატიჟა სასეირნოდ მგონი, თუ კაფეში, თუ... ნუ სიმართლე გითხრა არ მახსოვს სად. ჩვენებს ვერ ვეტყვი. არ გამიშვებენ. ამიტომ შენ უნდა გამაპარო. გთხოოვ. - მუდარის თვალებით მიყურებს ლიზი. - ჯანდაბა, კარგი. დაგეხმარები. - მარიამ შარში ხარ, ვეუბნები ჩემს თავს. იმედია დედა ვერ გამოგვიჭერს. - მსოფლიოში საუკეთესო და ხარ. - ლიზი, თანახმა ვარ. დაგეხმარები, მაგრამ იცოდე, ყველაფერი ზედმიწევნით უნდა მომიყვე. - ვამბობ და ჩემს სიტყვებზე მეცინება. ჭორიკანა ქალს ვგავარ. - კარგი. კარგი. სკოლაში მალე მივედით. კლასში შევედი და ტრადიციულად ელეს გვერდით დავჯექი. - როგორ ხარ? - მეკითხება ელენე ღიმილიანი სახით. - კარგად. შენ? - ვამბობ და ვუღიმი. - მეც კარგად. მარი, ვიცი არ გინდა მოყოლა, ბევრჯერ გთხოვე, მაგრამ გთხოვ ახლა მაინც მომიყევი რა ხდება შენსა და ნიკას შორის? - მის სიტყვებზე ვვოცდები. როგორ შეიძლება მილიონჯერ დაუბრუნდეს ერთი და იმავე საკითხს. ხომ უნდა მიხვდეს, რომ ამ თემაზე საუბარი არ მინდა. - ელენე, გთხოვ ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ.ჩემსა და ნიკას შორის არაფერი ხდება. - აბა ის კოცნა? - შეცდომა იყო. - ვამბობ და ჩემდა გასაკვირად ელე კითხვების დასმას წყვეტს. ფიქრების სამყაროში ვეშვები. ეს ფიქრები მხოლოდ მე მიკავშირდება, ჩემს მომავალს. მინდა საზღვარ გარეთ წავიდე და იქიდან ახალ წელს ჩამოვიდე. ისე, რომ ახალ წელს ბევრჯერ შევხვდე, სხადასხვა ქვეყნებში. იმედია მიმიხვდით იდეას. ოღონდ მინდა თანხა ჩემით შევაგროვო. მეცოდებიან ჩემი მშობლები ამდენი ფული არამგონია, რომ მომცენ. თუ დამჭირდა ცოტას დავამატებინებ. ფული როგორ შევაგროვო? იქნებ ვიმუშავო? ახალ წლამდე ორი თვეა დარჩენილი. ასე რომ შემიძლია ფულის შეგროვება. - ელე მუშაობის დაწყება მინდა. შეგიძლია დამეხმარო რამის შოვნაში? - ელენე გაკვირვებული მიყურებს. თითქოს მისი სახე მეუბნება. 'რა ჯანდაბად გინდა მუშაობაო'. ამის გამო ელეს ყველაფერს ვუხსნი. - კარგი ბექას დაველაპარაკები დასვენებაზე იქნებ ის დაგვეხმაროს. - კარგი. ***** გაკვეთილები დასრულდა, მეც მშვიდად გამოვედი სკოლიდან. - მარი. - მესმის ელეს და ბექას ხმა. უკან ვტრიალდები და ველოდები როდის დამეწევიან. - მარი, ერთი შესაფერისი სამსახური ვიცი. სამუშაო საათები სკოლასთან ხელშეწყობით გექნება. ასისტენტი ესაჭიროებათ. აქედან გამომდინარე, შენ მოგიწევს ყავის მოდუღება, საბუთების მიტან-მოტანა. და კიდევ ის რასაც უფროსი დაგავალებს, ამ შემთხვევაში შენი უფროსი... - კარგი ბექა ჩვენ გვეჩქარევა წავიდეთ. - ელემ ბექას საუბარი გააწყვეტინა და ორივე მალე გაუჩინარდნენ თვალსაწიერიდან. ნეტა ვინ იქნება ჩემი უფროსი. ბექა აპირებდა თქმას, მაგრამ ელენემ არ აცალა. ჯანდაბა დაქალიც შენს წინააღმდეგ როგორ უნდა იყოს? სახლში მივედი თუ არა, ტელეფონზე მესიჯი მომივიდა ელესგან. *დღეს ერთად წავიდეთ გასაუბრებაზე. მისამართი ვიცი* *კარგი* ****** დაახლოებით ექვს საათზე დანიშნულ ადგილას მივედით. ოფისი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. მე და ელენემ გადატვირთული ფოიე გავიარეთ და მიმღებში მდგომ ლამაზ გოგონასთან მივედით. - გამარჯობა. - ვესალმებით წითურ, შავთვალება გოგონას. - გამარჯობა. - გვიღიმის ისიც. - ჩვენ ვაკანსიის თაობაზე ვართ მოსულები. - დიახ, ასისტენტი გვესაჭიროება. ამ თემასთან დაკავშირებით უნდა მიხვიდეთ მისტერ გორდერთან. მეორე სართული, პირველი კარი. - მადლობა. - ვამბობ და ვუღიმი. ისიც ანალოგიურად. ძალიან საყვარელია. ზუსტად ვიცი ადვილად შევძლებთ დამეგობრებას. მე და ელე მისტერ გორდერის კაბინეტის კარზე ვაკაკუნებთ. - მობრძანდით. - ისმის კაცის სასიამოვნო ხმა კარს მიღმა. მე და ელენე კაბინეტში შევდივართ. შემდეგ კი გაჭაღარავებული კაცის პირდაპირ მდგარ სკამებზე ვსხდებით. - მე ვაკანსიის თაობაზე ვარ მოსული. - ვამბობ და ვიღიმები. თან ელენეს ვაპყრობ შეშით აღსავსე თვალებს. მისტერ გორდერმა უამრავი კითხვა დამისვა. მეც დამაკმაყოფილებლად ვუპასუხე. სამსახურში ამიყვანეს. ჩემსა და ამ კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ორი თვის განმავლობაში ვიმუშავებ. კვირაში ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების თითოეული პუნქტი კარგია, ერთის გარდა: ამ ორი თვის განმავლობაში არ მაქვს უფლება წავიდე სამსახურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ანაზღაურების გადახდა აქეთ მე მომიწევს. კომპანიის უფროსობას კი შეუძლია ნებისმიერ შემთხვევაში გამაგდოს სამსახურიდან. "მარიამ უბრალოდ უნდა ეცადო ყველაფერი სუპერ ხარისხზე გააკეთო და სამსახურიდან არ წამოხვიდე, ძალიან მარტივია" - ჩამძახის ჩემი მეორე მე. მე უკვე საქმიანი ადამიანი ვარ. მე უკვე საქმიანი ადამიანი ვარ, საქმიანი ადამიანი. მაგარია. ****** სახლში მისულს გამოპრანჭულ ჩემს დას ვაწყდები. უკვე რვა საათი ხდება. ლიზიც მზადაა. ულამაზესი მწვანე კაბა აცვია, რაც მის მწვანე თვალებს არაჩვეულებრივად ეხამება. სახეს მსუბუქი მაკიაჟი უმშვენებს, თმაც ლამაზად აქვს დახვეული. სახლში მხოლოდ ის არის. მშობლები ჯერ არ მოსულან, მუშაობენ. იმედია მოასწრებს მათ მოსვლამდე შინ დაბრუნებას. - მარი, მე მივდივარ ლევანიმ მომაკითხა. თუ მოვლენ უთხარი, რომ... უთხარი, რომ... ნუ რამე მოიფიქრე, გთხოვ რა.- ამბობს და ტელეფონს იღებს. ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმის. მეც მივდივარ და ვაღებ. ლევანი ძალიან სიმპატიურად გამოიყურება. თანაც ძალიან საყვარელი და კარგი ბიჭია. ჩემ დას გაუმართლა ის, რომ იპოვა. ლევანისაც ძალიან გაუმართლა. - გამარჯობა მარი, იცი მე...- მან საჭირო სიტყვები ვეღარ იპოვა და შეჩერდა. ალბათ ცოტა ეუხერხულა, არ ეგონა მეც თუ ვიცოდი მათი პაემნის შესახებ. - ლიზი უკვე მზად არის მალე მოვა. - ვამბობ და სწორედ ამ დროს ისიც გვიახლოვდება. - კარგად მარი. - ამბობენ ერთხმად ერთხმად და მიდიან. დაბრუნებისას ლიზის ყველაფრის მოყოლა მოუწევს. კიდევ კარგი მშობლების მოსვლამდე მოვიდა და მეც გადავურჩი მორიგი ტყუილის მოფიქრებას. - აბა მომიყევი რა მოხდა? ყველაფერი დაწვრილებით მაინტერესებს. - ვეუბნები ლიზის, როგორც კი კარს ვაღებ. - ლევანიმ მითხრა, რომ მოვწონვარ. - ამბობს გახარებული ხმით. ეტყობა, რომ ბედნიერია. ნასიამოვნები სახით ჯდება სკამზე, ერთ წერტილს აშტერდება და იღიმის. - ლიზი, დაწვრილებით მომიყევი-თქო. - ეს სიტყვები, რამოდენიმეჯერ გავუმეორე, მაგრამ ამაოდ. ურექციოდ უყურებდა კედელს და იღიმოდა. მასთან საუბარს აზრი არ აქვს, ამიტომ ჩემს ოთახში შევდივარ და ვიძინებ. ****** ახალი დღე საშინლად დაიწყო. სკოლაში დავაგვიანე. პირველ გაკვეთილზე მასწავლებელმა აღარ შემიშვა. გაკვეთილების შემდეგ კი ვერ წარმოიდგენთ რა მოხდა. ჩემს საუკეთესო მეგობრის კლასში მივდივარ გაკვეთილების ბოლოს, რადგან მასთან რაღაც საქმე მაქვს. ის, ნიკა, ლუკასი, ლევანი, გიორგი, ბექა და ტატო ერთ კლასში არიან უკვე. კლასში შევდივარ და რას ვხედავ. აქ მხოლოდ ჩემი მეგონარი ეკუნა და ნიკა არიან. ერთმანეთს თვალებში შესციცინებენ. როგორც ჩანს მყუდროება დავურღვიე. არა ისე ეკუნა მართლა უნდა შევაქო. შეძლო და მაინც გაიცნო ნიკა, ჩემი დახმარების გარეშე. ყოჩაღ გოგონი! ჩემს შესვლაზე ორივემ მე შემომხედა. გაოცებული სახით ვუყურებდი მათ და ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. იმაზეც კი ვეღარ ვფიქრობდი თუ რა მეთქვა მათთვის. - მარი, როგორ ხარ? - მეკითხება ეკა და ღიმილიანი სახით მეხუტება. ნიკა გაოცებული გვიყურებს. ალბად ვერასდროს იფიქრებდა,რომ მე და ეკა ერთმანეთს ვიცნობდით. სამწოხაროდ იმედი უნდა გაგიცრუო ბატონო ნიკა. ვინც არ უნდა მოგეწონოს ჩვენი სკოლიდან ყველას ვიცნობ. ზოგადად სკოლაში თითქმის ყველა გოგოს ვიცნობ. - კარგად შენ როგორ ხარ ეკა? - ვეკითხები ზრდილობისთვის, თორემ ისე ერთი სული მაქვს თმებით ვითრიო ისე ვარ გამწარებული. - მეც კარგად. - გამარჯობა ნიკა. გიორგი უკვე წავიდა? - მივმართე ნიკას. - როგორც ხედავ, მარიამ. - ამბობს ცინიზმით გაჯერებული ხმით. მისი ბაგეების მიერ ჩემი სახელის წარმოთქმის გამო ისევ დამიარა ტანში ჟრუანტელმა. მის ასეთ აგდებულ პასუხზე ვბრაზდები. თუმცა რას მოველოდი? ცუდ დროს შემოვეჭერი და მყუდროება დავურღვიე. თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვისუნთქვა ჰაერს, რადგან გაბრაზება არ დამტყობოდა და ჩხუბი არ დამეწყო. მაშინევე გამოვდივარ კლასიდან და სახლისკენ ვიღებ გეზს ჯანდაბა! რა ხდება მათ შორის? ნუთუ რაიმე ხდება ან იქნებ ნიკა ანალოგიურად უნდა მოექცეს ეკას, როგორც მე. მართალია ამ გოგოზე ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ ის მაინც ჩემი მეგობარია და უნდა დავიცვა. არ მინდა ის შეცდომა დაუშვას რაც მე. არ მინდა ნიკას გარეგნულმა იერსახემ მოატყუოს და ბოლოს ისეთი მოტყუებული დარჩეს, როგორც მე. ამ ფიქრებში გართული თითქმის სახლამდე ვიყავი მისული, როდესაც გამახსენდა, რომ სამსახურში უნდა წავსულიყავი. დაახლოებით ნახევარი საათი დამრჩა იქ მისასვლელად. სახლში გავლას და ჭამასაც კი ვეღარ ვასწრებ. სულ სირბილით მივდივარ ავტობუსის გაჩერებისკენ. ტრაფარეტი მიჩვენებს, რომ "ჩემი" ავტობუსი ხუთ წუთში მოვა. მისვლისთვის დაახლოებით ათი-თხუთმეტი წუთი დამჭირდება. ავტობუსი ძალიან სწრაფად მოძრაობდა. ასე, რომ ზუსტ დროზე უკვე ფოიეში ვიდექი და ლამაზ, წითურ გოგონას ვესაუბრებოდი. გუშინ, რომელიც ვნახეთ. - გამარჯობა. - მეუბნება საყვარელი ხმით და მიღიმის. - გამარჯობა, მე ახალი... - ასისტენტი ხართ, ვიცი. ვიცი. მესამე სართულზე აბრძანდით, მეორე კარია. ოთახს უნდა ეწეროს " ნომერი 404". - ვერ ვხვდები თქვენობით რატომ მესაუბრება, აშკარად მასზე პატარა ვარ რამოდენიმე წლით. მესამე სართულზე ავდივარ და ვეძებ კარს წარწერით "ნომერი 404". მალევე ვპოულობ, დაუკაკუნებლად შევდივარ და ამას მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებ, როდესაც ბოხი ბარიტონი ჩამესმის ყურებში. - დაკაკუნება არ გასწავლეს? - მის სახეს ვუყურებ და ნაცნობ სილუეტს კარგად ვაკვირდები. ჩვეულებრივ ასე არ გამოიყურება ხოლმე. პიჯაკი, კოსტუმი, და ჩემდა გასაკვირად ჰალსტუხიც კი უკეთია. ძალიან სიმპატიურია, მაგრამ აქ ყოფნას მაინც არ ვისურვებდი. კვლავ ჩემი ბედი დამცინის. მისი აქ ყოფნა შეუძლებელი უნდა იყოს. შეიძლება მეჩვენება კიდეც. ხელზე ვბრწკენ საკუთარ თავს და ეს სიზმარი მაინც არ წყდება. რეალობა ყოფილა. - არ გეჩვენები, მართლა მე ვარ. - ამბობს და ცინიკური ღიმილით ბრწყინავს მისი სახე. ჯანდაბა! ამაზე უარესი ვერაფერი დამემართებოდა. ახლავე წავიდოდი სამსახურიდან, მაგრამ ეს ორ თვიანი კონტრაქტი. 'მარიამ, რატომ მოხვედი მაინცდამაინც აქ გასაუბრებაზე?' ვეკითხები საკუთარ თავს, მაგრამ სინანული უკვე გვიანია. - ნიკა აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - ვეკითხები ჩემს წინ მდგარ ბიჭს. თვალს ვაყოლებ ქვევიდან ზევით და მის ჩაცმულობას კარგად ვაკვირდები. - ჯერ ეს ერთი აჯობებს თუ მომართავთ ზრდილობის ფარგლებში- ბატონო ნიკა. მერე მეორე, თქვენ ჩემი ასისტენტი ხართ, გევალებათ ჩემთვის დახმარების გაწევა. საბუთების მოწესრიგება, განრიგის შედგენა და ყველაფერი იმის გაკეთება, რასაც მე დაგავალებთ. - ვერ ვხდები თქვენობით რატომ მესაუბრება?! ისე თითქოს არ მიცნობდეს. - ესე იგი შენ ხარ ამ კომპანიის მმართველის შვილი? - ვეკითხები გაოცებული. ალბათ ასეა სხვა შემთხვევაში აქ ვერ იქნებოდა. - დიახ, მე ვარ ქალბატონო... უკაცრავად, თქვენი სახელი შემახსენეთ. - ამბობს და მიყურებს. პასუხს ელოდება, ისე თითქოს არ მიცნობდეს. მე რაიმეს თქმის გარეშე გამოვდივარ კაბინეტიდან და კარს ძლიერად ვაჯახუნებ. გარეთ მყოფები მიყურებენ, მე კი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ვიღიმი და პირველ სართულზე ჩავდივარ. - მარი, თქვენი კაბინეტი "ნომერი 404"- ის გვერდით არის. - ამბობს წითური გოგონა, როგორც კი მხედავს. - მადლობა, მაგრამ იქნებ შევწყვიტოთ თქვენობით საუბარი და ერთმანეთი გავიცნოთ? მარიამი. - ვამბობ და ხელს ვუწვდი. - ანა. - ამბობს და ხელს მართმევს. - ანა შეიძლება რაღაც გკითხო? ნიკა, უფრო სწორად, ბატონი ნიკა აქ დიდი ხანია მუშაობს? ის ხომ ჯერ სკოლის მოსწავლეა? აქ რატომ მუშაობს? ან ჩვეულებრივ სკოლაში რატომ სწავლობს თუ ასეთი მდიდარია? - კითხვებს ვუსვამ და მის გაოცებულ სახეს ვუცქერ. - ეს მამამისის, ბატონი გიორგის კომპანიაა. ბატონი ნიკა აქ დიდი ხანი არაა რაც მუშაობს. მამამისს უნდა, რომ მისმა შვილმა ეს საქმიანობა აითვისოს. შენამდე ბევრი ასისტენტი გვყავდა. არცერთი გაჩერებულა აქ ერთ კვირაზე მეტი. ბატონმა ნიკამ ყველა გააგდო. წარმატებებს გისუყვებ საყვარელო. ძალიან კარგი გოგო ჩანხარ, იმედია გაუძლებ ბატონი ნიკას ასისტენტობას. - მითხრა და გამიღიმა. როგორი საყვარელი და ხალისიანია ვერც კი წარმოიდგენთ. - დარწმუნებული ვარ შევძლებ- ვამბობ თავდაჯერებული. ნიკას უფლებას არ მივცემ გამაგდოს. - ხო მართლა სიხარულო, შენ საიდან იცი, თუ სად სწავლობს ბატონი ნიკა? - მეკითხება და კვლავ მიღიმის. - გეტყვი. ოღონდ ჩვენ შორის უნდა დარჩეს. - ვამბობ და ვიცინი. თითქოს ისეთ საიდუმლოს ვამხელ სიკვდილ- სიცოცხლის საქმე იყოს. თუმცა ჩემთვის მართლაც ასეა. - კარგი. მითხარი. - მე ნიკას უკვე ვიცნობ. ერთ სკოლაში დავდივართ. - ვამბობ და მის გაკვირვებულ სახეს ვაკვირდები. ძალიან ლამაზი შავი თვალები პირდაპირ მე მიყურებენ. - მართლაა? მაშინ გაგვიმართლა. არც შენ გაგაგდებს და არც ჩვენ მოგვიწევს შემცვლელის პოვნა. - ამბობს საოცრად საყვარელი ხმით და მიღიმის. - იმედია - ვამბობ, ვუღიმი და ჩემი კაბინეტისკენ მივდივარ. შევდივართ თუ არა, მაგიდაზე დადებული ტელეფონი რეკავს, მაშინვე მივდივარ და ვპასუხობ. - ყავა შემომიტანე. - მესმის ნიკას მკაცრი ხმა. ასრულებს თუ არა საუბარს ტელეფონს თიშავს. - უზრდელი. იქნებ რაიმეს თქმა მინდა. აქამდეც ვიცოდი, როგორი საშინელებების გამკეთებებლია, მაგრამ ეს მეტისმეტია. ის მაინც ეთქვა, რომელი ყავა უნდა. იდიოტი! - ვბურტყუნებ ჩემთვის და ხელების ქნევით ჩავიდვარ პორველ სართულზე. ანას ვეკითხები თუ, რომელი ყავა უნდა მოვუდუღო ნიკას. საბედნიეროდ მან იცის. ყავის გაკეთებაშიც მეხმარება და ფინჯანშიც მისხამს. კვლავ მესამე სართულზე ავდივარ და "ნომერ 404"-ს ვუახლოვდები. ამ სართულებზე ასვლა-ჩასვლამ უკვე ფეხები მატკინა. კარზე ვაკაკუნებ და პასუხს ველოდები. არ მინდა მეორედ მოვისმინო ნიკას შენიშვნა დაკაკუნებასთან დაკავშირებით. - მობრძანდით. - მესმის მისი ბოხი ხმა. მეც შიგნით შევდივარ და ყავას ნიკასთან ახლოს მაგიდაზე ვდებ. - კიდევ რამე ხომ არ გნებავთ? - ვეკითხები ნიკას. არ მინდა რაიმე შენიშვნა მომცეს. მე ასე მარტივად სამსახურიდან ვერ გამაგდებს. ნიკა ფინჯანს იღებს, ერთ ყლუპს სვამს და კვლავ მაგიდაზე აბრუნებს. - შენი სახელი შემახსენე. - მის სიტყვებზე ვბრაზდები, ვითომ არ იცოდეს. - იზოლდა. - ვამბობ და სიცილს ძლივს ვიკავებ. - მომისმინე იზოლდა, შაქარი ზედმეტი მოგივიდა, შემდეგ ჯერზე ასეთი ტკბილი აღარ გააკეთო. და კიდევ, საბუთები შემომიტანე.- ნიკა კვლავ იღებს ფინჯანს და მეორე ყლუპს სვამს. მის სიტყვებზე ვცოფდები. შემდეგ ჯერზე ცეცხლს და ნავთს მოგიდუღებ და დაგალევინებ იმედია მოგეწონება. მისი კაბინეტიდან გამოვდივარ და ორ წუთში შევდივარ საბუთებით ხელში. ნიკასთან ახლოს მივდივარ და პირდაპირ მის წინ მაგიდაზე ვახეთქებ საბუთებს. ის კი გაკვირვებული მიყურებს. - რატომღაც მეგონა ადამიანი იმას არ სვამდა რაც არ მოსწონდა. თუ არ მოგეწონათ რაღატომ დაასრულეთ ბატონო ნიკა? - მან დაიწყო ეს თამაში და მეც მისი წესებით ვითამაშებ. ჩემი ოინებით გავუმწარებ სიცოცხლეს. - ალბათ არასწორად გეგონათ ქალბატონო იზოლდა. - ამბობს და იცინის, სიცილს ძლივს ვიკავებ, კარისკენ მივდივარ და როდესაც ნიკას კაბინეტიდან გამოვდივარ სიცილს ვიწყებ. "ქალბატონი იზოლდა" არა კვახი. სამუშაო დღე ისე სრულდება რომ ნიკას კაბინეტში შესვლა აღარ მიწევს. რაც ძალიან მიხარია. ბოლოს ჩანთას ვიღებ და კიბეებზე ვეშვები. ღმერთის სასჯელია ეს კიბეები. პირველ სართულზე ანას ვხვდები და ერთად გავდივართ ოფისიდან. - აბა როგორი იყო პირველი სამუშაო დღე? - მეკითხება ხალისიანად და ეს ხალისი მეც მედება. - კარგი იყო, რადგან ახალი მეგობარი შევიძინე. - ამ მეგობარში ანას ვგულისხმობ. ის ამას ხვდება და მიღიმის. - ბატონ ნიკასთან დაკავშირებით რა ხდება? - ნიკას ჩვენი გაკეთებული ყავა არ მოეწონა. - ანიმ გაკვირვებული სახით შემომხედა. - არა და ასეთი უყვარს, ზუსტად ვიცი. სულ ასეთს სვამს ხოლმე. - ხო შეიძლება უბრალოდ ჩემი ნერვების მოშლა უნდა და თან შურისძიებაც. - ვამბობ ხმადაბლა, ჩემთვის, მაგრამ ჩემი სიტყვები ანასაც ესმის. - რა შურისძიება. არ გინდა მომიყვე? - მეკითხება ღიმილიანი სახით და წარბებს მითამაშებს. - მოგიყვები ოღონდ არავის არ უნდა უთხრა. - ანა თავს მიქნევს. - მოკლედ ნიკას ძმაკაცი და ჩემი დაქალი შეყვარებულები არიან. მათი საშუალებით გავიცანით ერთმანეთი. მაგრამ ნიკას აქამდეც ვიცნობდი...- ანას ყველაფერი მოვუყევი რაც ჩემსა და ნიკას შორის მოხდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მას ვენდობი. - ვერ ვხვდები, რატომ გითხრა ეცადე არ შემიყვაროო?! ზოგადად მისი ხასიათი ძალიან რთულია, მაგრამ არ მეგონა ასეთი საშინელება თუ იქნებოდა. სიხარულო, შენ არ ინერვიულო. ყველაფერი მოგვარდება. - ამბობს და მიღიმის, მეც ანალოგიურად. ******* დილით დედაჩემი მაღვიძებს. ისე გვიან ვდგები, რომ ათ წუთში მიწევს მომზადება. თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ სკოლისკენ, რომ არ დამგვიანდეს. ასე არეულად დაიწყო დღე და ასე არეულადვე დასრულდა გაკვეთილები. საშინელი დღე იყო. უხალისო, თან ელეც არ იყო სკოლაში და მთლად გავგიჟდი. დღეს მორიგე ვიყავი. გარეთ, როცა გამოვედი ბავშვები უკვე წასულები იყვნენ. ყვირილის ხმა შემომესმა და იქეთ გავიხედე საიდანაც მოდიოდა ეს ხმა. გვანცა და ტატო იყვნენ. - რა ჯანდაბა გინდოდა იმ გოგოსთან ერთად. - ყვირის გვანცა და ტატოს მკერდზე მუშტებს ურტყავს. - შენ არასწორად გაიგე. გთხოვ მომისმინე. - ტატო ჩუმი და მშვიდი ხმით საუბრობს. - არა ტატო, შემეშვი. - ამბობს გვანცა და ეზოს გასასვლელისკენ მიდის. - არასწორად იქცევი. - ამბობს ტატო და ელოდება როდის შეჩერდება გვანცა მოსასმენად. სულ პატარა იმედი მაინც აქვს, რომ ასე მოიქცევა. მაგრამ არა. გოგონა გზას ისე აგრძელებს, თითქოს არც არაფერი გაუგონია. ტატო მისკენ მიდის, ძლიერად ჭიდებს მკლავში ხელს და გვანცას წაყვანას ცდილობს. ეს რა საქციელია?ტატოს არ მივცემ გვანცას აქედან "წათრევის" საშუალებას. მათკენ მივდივარ, მაგრამ ვიღაც მკლავში ხელს მავლებს და თავისკენ მატრიალებს. წონასწორობას ვერ ვიცავ და პირდაპირ მის სხეულს ვეჯახები. ცოტაც და წავიქცეოდით. მის სხეულს ვშორდები და იცით ვინ შემრჩა ხელში? რა თქმა უნდა, ისევ და ისევ, ნიკა. - შეეშვი თავად მოაგვარებენ პრობლემას. - ამბობს ჩვეული ხმის ტემბრით და თვალებში მაშტერდება. - რომ არ დაგიჯერო და წასვლა მოვინდომო რას იზამ? - არ გაგიშვებ.- ამბობს კატეგოეიული ხმით. - მომისმინე ნიკა, შემეშვი რა! შენ ჩემი უფროსი მხოლოდ სამსახურში ხარ. ასე, რომ არ ვარ ვალდებული დაგიჯერო. შემეშვი! - ვუყვირი ბოლო ხმაზე. მაგრამ მაინც არ მაძლევს წასვლის უფლებას. იმ ადგილისკენ ვიხედები სადაც ტატო და გვანცა იყვნენ, მაგრამ ისინი იქ აღარ არიან. - ჯანდაბა, უკვე წავიდნენ. - ვამბობ და ნიკას ხელს ვაშვებინებ. თან გაბრაზებული სახით ვუყურებ. - წამოდი წავიდეთ. - ეს მგონი ცოტა ძაან უბერავს. სად უნდა წავიდეთ? ან რატომ გონია, რომ სადმე მასთან ერთად წასვლა მინდა. - რა? - ახლა ორივე ოფისში მივდივართ, ასე რომ წამოდი მე წაგიყვან. - ამბობს ისე თითქოს მოთხოვნა იყოს. ან ბრძანება, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. ეს ფაქტი ძალიან მაღიზიანებს. - არა იყოს ჩემს უფროსს არ შევაწუხებ. - სიტყვა უფროსს გამოკვეთილად ვამბობ. - ნუ სულელობ მარიამ. - ააა, ახლა გაგხსენდა ჩემი სახელი? - ვამბობ ნიშნისმოგებით. - თემას ნუ ცვლი და წამოდი. - ნიკა ხელს ძლიერად მჭიდებს და ისე აპირებს ჩემს გათრევას, როგორც ორი წუთის წინ ტატომ გაათრია გვანცა. -არა მეთქი. - ხელს ვაშვებინებ და მივდივარ. ნიკა არ გამომყოლია. ცოტათი ნერვებიც მეშლება. იქნებ ადამიანი თავს იფასებს მეორედ აღარ უნდა კითხო? თავში ტვინი აღარ შერჩა ამ საწყალს. ეკითხა მეორედ და მერე დავთანხმდებოდი, რა იქნებოდა? სამსახურში ათი წუთით მაინც ვაგვიანებ. როგორც კი ფოიეში ვდგამ ფეხს მაშინვე ანას მოღუშულ სახეს ვაწყდები. პირველად არის, როცა ის არ იღიმება. - რამე მოხდა? - დააგვიანე. ბატონი ნიკა გაბრაზდა და გადმოგცა, როცა მოვა მაშინვე შემოვიდესო. შენს მაგივრად მე ვნერვიულობ. - ძლივს მორჩა სათქმელს. როგორი საყვარელია ჩემს გამო ლამის მოკვდა ნერვიულობით. - კარგი ანა ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად იქნება. - ჩემს ნათქვამზე ორივე ერთად ვიღიმით. მესამე სართულზე ავდივარ და ნიკას კაბინეტის კარზე ვაკაკუნებ. - მობრძანდით. - მესმის მისი მკაცრი ხმა. - გამარჯობა. - ვამბობ და ვუღიმი. იქნებ ამ ღიმილმა მაინც გადამარჩინოს ნიკას კლანჭებიდან. - დააგვიანე. - ამბობს კატეგორიული ხმით. - დიახ, დავაგვიანე. - და რატომ? - ისე ნუ იქცევი თითქოს არ იცოდე ნიკა.- ვუყვირი. - ჩემთან ხმას ნუ უწევ. გასაგებია? -ისიც მიყვირის. შეშინებული თავს ვუქნევ. ვეღარაფერს ვამბობ. - ახლა კი წადი და ყავა მომიდუღე.- რასაც ქვია მაგდებს კაბინეტიდან. ასე არა, ბატონო ნიკა? შენ ნახავ რასაც გიზამ, ნახავ ჩემს რეალურ მხარეს. სასწრაფოდ გეგმა მჭირდება, რაღაც ორიგინალური. როგორ მიყვარს ჩემი ტვინი, საოცარი რამ მოვიფიქრე და განხორციელებაც არ გამიჭირდება. ****** ნიკას ყავა შევუტანე. გუშინდელი არ მოგეწონა, დღევანდელმა შეიძლება მოგკლას კიდეც. - გავიფიქრე ჩემთვის. - ეს რა არის? - ამ სიტყვებს ძლივს ამბობს ხველებებს შორის. - ყავა. რა უნდა იყოს? - მარილიანი ყავა? - ამბობს დაჭყანული სახით. - შენ არ თქვი გუშინდელ მოდუღებულზე ზედმეტად ტკბილია და არ მიყვარსო? - სიცილს ძლივს ვიკავებ. - ხო მაგრამ მე მარილიანიც არ მიყვარს. - აა უიი უკაცრავად არ ვიცოდი. - კარგი იზოლდა შეგიძლია წაიღო- მაწვდის სავსე ფინჯანს. შენ გგონია ასე მარტივად შეგეშვები? - არ შემიძლია ბატონო ნიკა, ჯერ არ დაგისრულებიათ. - ვამბობ და ვუღიმი. ისეთი სახით მიყურებს ცოტაც და შემოვაკვდები. - შენ ფიქრობ ამას დავასრულებ? არ მომწონს! არ ვარგა! - თქვენ არც გუშინდელი ყავა მოგეწონათ, მაგრამ ბოლომდე ხომ დალიეთ?- ვამბობ ნიშნისმოგებით. - მარიამ ახლავე გადი აქედან. - მიყვირის. - არა, ბატონო ნიკა გეშლებათ, იზოლდა მქვია. - გადი. - ყვირის. უკვე კანზე სისხლძარღვები ეტყობა. ოუფს, ძალიან გამიბრაზებია. ესეც ასე გეგმა ათიანზე კი არა ასიანზე შევასრულე. როგორც კი კაბინეტიდან გამოვედი მაშინვე სიცილი ამიტყდა. ჩემთან ომს არავის ვურჩევ. მსგავს ოინებს ვერავინ მოიფიქრებს. თქვენი ბრალი არაა, უბრალოდ მე ვარ ზედმეტად ჭკვიანი. პირველ სართულზე ჩავედი და ანას მოვუყუვი მომხდარი. ერთად ძალიან ბევრი ვიცინეთ. ბოლოს ანას ტელეფონზე დაურეკეს. - გისმენთ. - ამბობს ანა და სახე ეძაბება. - კარგი. ახლავე გადავცემ. - ამბობს და ტელეფონს დაძაბული თიშავს. - ბატონი ნიკა იყო. შენ გეძახის. - მითხრა შეწუხებული ხმით, მგონი ანას უფრო მეტად ეშინია ჩემი სამსახურიდან გაგდების, ვიდრე მე. - რა განერვიულებს ანა? ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე. - ვუღიმი და ნიკას კაბინეტისკენ მივდივარ. კარზე ვაკაკუნებ. - მობრძანდით. - მესმის მისი ხმა, რომელშიც ჩვეულ ტონს ვერ ვამჩნევ. თითქოს გაბრაზებული ხმა აქვს. შევდივარ და კარებთან ვიტუზები, ველი როდის დაიწყებს საუბარს. სიტყვის თქმასაც ვერ ვბედავ, ან საერთოდაც რა უნდა ვუთხრა? - ხელფასს ჭორაობაში არ გიხდიან ხომ ასეა? - ამას როგორ მეუბნება? ცრემლებს ძლივს ვიკავებ. იდიოტი! - არა. - ვპასუხობ ჩახლეჩილი ხმით. თვალები მიწყლიანდება და ყელში ბურთულა მეხლიჩება. თან ტუჩის კუთხეს ნერვიულად ვიკვნეტ. - მაშინ კარგი იქნება შენს მოვალეობას თუ შეასრულებ. აქ ხელფასს ხარისხიან მუშაობაში იხდიან და არა... - ნიკას საუბარს ვაწყვეტინებ. - შეურაცხყოფას ნუ მაყენებ. - ვუყვირი და თვალიდან ცრემლი მომდის, რომელსაც სწრაფადვე ვიშორებ. - მარიამ რეალობას თვალი უნდა გაუსწორო. რამე არასწორი შენიშვნა გითხარი? მიპასუხე. - ისიც ყვირილზე გადადის. ასეა, თუ ისეა, ნიკა მართალია. ანასთან ჩასვლა და მასთან საუბრი სამუშაო საათებში არასწორი საქციელი იყო. - არა. - მაშინ რაღაზე ბრაზდები?! - გასაგებია ჩემი ბრალია. მაგრამ არ არის საჭირო თავი არარობად მაგრძნობინო. მხოლოდ ფული ყველაფერი არ არის და თავში ნუ აგივარდება ის ფაქტი, რომ ჩემი უფროსი ხარ. ნებისმიერ შემთხვევაში, მე შემიძლია წავიდე სამსახურიდან. - ვამბობ და თავს ამაყად ვწევ ზემოთ. - დარწმუნებული ხარ, რომ შეგიძლია წასვლა? დაგავიწყდა ორთვიანი ხელშეკრულების შესახებ? - აი ახლა კი გამომიჭირა. ვიღიმი, რომ ცრემლები არ წამომივიდეს, მაგრამ არ გამომდის. ძალიან უსუსური ვარ ახლა, ამ მომენტში. ნიკას მწვანე თველებში ჩავხედე და საუბარი დავიწყე. - გთხოვ, ასე ნუ იქცევი... - ვერც ჩემი ხმის ტემბრს ვაკონტროლებ და ვერც ფიქრებს. კარს ვაღებ, გარეთ გავდივარ და ტირილით მივდივარ საპირფარეშოსკენ. მალე სიარულის ნაცვლად სირბილს ვიწყებ. ყველა გაოცებული სახით მიყურებს. მინდა გავქრე, მინდა მიწა გასკდეს და თან ჩამიყოლოს. როგორი სუსტი ვჩანვარ, როგორი უსუსური, როგორი საწყალი. გოგონების საპირფარეშოში შევდივარ. ონკანს ვაღებ და სახეზე წყალს ვისხამ. უეცრად კარი იღება და ნიკა შემოდის. - აქ რა ჯანდაბას აკეთებ. ვერ დაინახე წარწერა გოგონებისთვისაა? - ვამბობ აცრემლიანებული თვალებით და ყურებში ვგრძნობ ჩემს გულისცემას. - არაუშავს. - ამბობს და მიახლოვდება. ტრადიციულად მაჯაში ხელს მკიდებს და კედელზე მაკრავს. გულის საშინლად სწრაფად იწყებს ძგერას. ნიკას თვალებში ვუყურებ და ამ მშვენიერ მწვანე ფერში ვიძირები. მას თავისი სახე მოაქვს ჩემთან ახლოს, რაზეც გაუცნობიერებლად მეხუჭება თვალები და მაშინვე სიცილის ხმა მესმის. "ასე მარტივად როგორ მოტყუვდი მარიამ? ნიკა ისევ და ისევ განაგრძობს შენს დამცირებას. შენ კი უფრო და უფრო მეტ საბაბს აძლევ." ვერ ვხვდები რატომ მეთამაშება? რატომ მტკენს გულს გამუდმებით ? - იდიოტი ხარ ნიკა! - ვყვირი ბოლო ხმაზე, მისგან თავს ვინთავისუფლებ და გასასვლელისკენ მივდივარ. წამიერად ნიკა ხელს მკიდებს და კვლავ იგივე ადგილას მაბრუნებს. ჯერ თვალებში მაცქერდება, შემდეგ მზერა ტუჩებზე გადააქვს და ვნებიანად აცხრება ჩემს ბაგეებს. მაშინვე სიცხეს ვგრძნობ, თითქოს ბუხარში შემაგდესო. მთელს სხეულში ჟრუანტელი მივლის და თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ. მისი სუნამოს სუნი თავბრუს მახვევს. თურმე როგორ მომნატრებია მისი საიახლოვე. ნიკას ხელებს ძლიერად ვხვევ და მის სხეულს ვეტმასნები. რამდენიმე წამში კოცნას ვწყვეტ და ნიკას უკან ვწევ. ვცდილობ ჩვენს შორის დისტანცია დავიცვა. მრცხვენია. ჩემი საქციელის მრცხვენია. ასე ურცხვად, რომ ვკოცნიდი, იმის მიუხედავადა, რომ ვიცი მას არ ვუყვარვარ. მე მხოლოდ მისი გასართობი ვარ. ნერვები მეშლება, რადგან მას ჩემი ცრემლები დავანახე, ხელი ვერ შევუშალე და მან კვლავ დამამცირა. ცოტა ხნით თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს. ნიკა ცდილობს გაკვირვება დამალოს. ალბათ არ ელოდა თავიდან თუ მოვიშორებდი. კარისკენ მივდივარ და გაღებას ვცდილობ, მაგრამ ნიკას ხელი ამ პროცესს აჩერებს. ის იმდენად ახლოსაა ჩემთან, რომ მის სუნთქვას ყელზე ვგრძნობ. - მერე შენ მეტყვი ცუდად ნუ მექცევიო. - მისი პირიდან ამოფრქვეული ჰაერი ყელზე ნაზად მელამუნება და გონებას მაკარგვინებს. ისევ მარტო ვრჩები ჩემს ფიქრებთან და კვლავ ყველგან კითხვის ნიშნებია. პასუხი არაფერზე მაქვს. ვერ ვხვდები რას აკეთებს ნიკა. რა უნდა ჩემგან ან რის გაკეთებას ცდილობს. უკვე თავში ყველაფერი ამერია. მხოლოდ სამი სიტყვა ჩამესმის ყურში. ეცადე არ შეგიყვარდე. ეცადე არ შეგიყვარდე. ეცადე არ შეგიყვარდე. ნიკა რატომ მითხარი ეს სიტყვები? რატომ მაინტრიგნებ? თუ რამის თქმას იწყებ რატომ არ ამთავრებ? ის მაინც გავარკვიოთ ჩვენს შორის რა ხდება! დავიღალე ამ ურთიერთობით, რომელიც საერთოდ გაურკვეველია და უამრავი კითხვით არის გარშემორტყმული. ერთადერთი რაც ვიცი ის არის, რომ ნიკას სიახლოვე მაბედნიერებს. მისი დანახვაც კი კარგ ხასიათზე მაყენებს. მასზე ფიქრისას სულ მეღიმება. მაგრამ შეიძლება ეს ცალმხრივი სიყვარულია. არ მაქვს კარგი არჩევის უნარი. ამქვეყნად ყველაზე უნამუსო ადამინი შემიყვარდა. მე მის სტილში არ ვჯდები, მაგრამ უკვე სამჯერ მაკოცა. თან ჩემს მეგობართანაც ცდილობს რაღაცას. ვფიქრობ ეკას უნდა ვესაუბრო ამ საკითხზე, მაგრამ როგორ? ან რა ვუთხრა? ჩემს კაბინეტში შევდივარ. მაგიდაზე საბუთები დევს. მეც ხელს ვკიდებ და მოვალეობას ვასრულებ. ნიკას კაბინეტის კარზე ვაკაკუნებ და შევდივარ. საბუთებს ვდებ და ველოდები, როდის მოაწერს ხელს, რომ უკან გავიტანო. ძალიან მინდა, რომ რაიმე მითხრას, მაგრამ არა. ისევ ამ კითხვის ნიშნებიან სამყაროში მტოვებს და ხმის ამოუღებლად აწერს ხელს ყველა საბუთზე. მეც ყველაფერი გამაქვს "ნომერი 404იდან" და ჩემს ოთახში შევდივარ. ცოტა ხანში კარზე კაკუნის ხმა გაისმის. ვფიქრობ ნიკაა და ეს ფაქტი მაბედნიერებს. კარს ვაღებ და ანას ვაწყდები. მას გარეთ გავყავარ და თანამშეომლებს მაცნობს. - გაიცანი, ეს საბაა. - ამბობს ანა და წლოვანებით დაახლოებით თავის ტოლ ბიჭზე მიმითითებს. - სასიამოვნოა - მიწვდის ხელს ბიჭი და მიღიმის. - ჩემთვისაც ხელს ვართმევ და ვიღიმი. - ამ დროს ნიკას გაბრაზებულ მზერას ვაწყდები. ის გვერდს გვივლის და შენობას ტოვებს. მისი რეაქცია ოდნავ მაკვირვებს. ნუთუ იეჭვიანა? ნუთუ მართლა იეჭვიანა? ****** ჩემდა გასაკვირად დილით მარტივად და სწრაფად ვემზადები. ჩაფიქრიანებული მივუყვები ქუჩას, როდესაც მხარზე შეხებას ვგრძნობ. ოდნავ ვხტები შიშისგან და უკან ვიხედები. - როგორ ხარ? ძალიან ხომ არ შეგაშინე? - კითხულობს საბა და იღიმება. ასეა თუ ისე, მისი ნახვა მსიამოვნებს - სიმართლე რომ გითხრა მართლა ძალიან შემაშინე. შენ როგორ ხარ? - ვამბობ და მეც ვიღიმი. საბას გვერდით თავს მშვიდად ვგრძნობ. რომ მახსენდება ნიკა როგორი სახით გვიყურებდა ხომ საერთოდ... ბედნიერებისგან დავფრინავ. - რავი, აშკარად შენზე უკეთ. უბრალოდ გამოძინება ვერ მოვასწარი. - მის სიტყვებზე ვიღიმი. მეც ანალოგიურ სიტუაციაში ვარ ხოლმე. - უნივერსიტეტში მიდიხარ საბა? - კი, შენ სკოლაში? - კი. სხვაგან სად უნდა წავიდე? - ვამბობ და ვაცნობიერებ, რომ უკვე სკოლასთან მოვედით. სწრაფად მივდივარ წინ, საბას ვუსწრებ და შემდეგ უკან ვტრიალდები. თანდათანობით კი სკოლისკენ უკუსვლით მივდივარ. ის კი წინ მოდის. - აბა შეხვედრამდე. - ვამბობ და საბას ვუღიმი. მის თვალებს ვაკვირდები და ვერ ვხვდები ცისფერია თუ ნაცრისფერი. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ლამაზია. - შეხვედრამდე. - ამბობს და მიღიმის. მე კი სკოლაში შევდივარ. ელენეს გვერდით ადგილი დაკავებულია, ამიტომ გვანცას გვერდით ვჯდები. - გამარჯობა. - ამბობს უხასიათო ხმით. აშკარაა, გვანცას მალე მერხზე მიეძინება. - გამარჯობა, როგორ ხარ? - ვკითხულობ მხიარული ხმით. - კარგად, შენ? - მეკითხება მოწყენილი ხმით, თავს მერხზე დებს და თვალებს ხუჭავს. - რა კარგად გვანცა, რა გჭირს? - არაფერი, უბრალოდ ღამე არ მძინებია. ვფიქრობდი. - ტატოზე? - ვკითხულობ და ვიმედოვნებ პასუხი უარყოფითი იქნება. თუმცა მე ხომ, არასდროს არაფერში მიმართლებს. - კი, ტატოზე. - ამბობს და თვალებში მიყურებს. ჩემი ბრალია, ჩემს გამო გაიცნეს ერთმანეთი. ნეტავ ნიკას არასოდეს შევხვედროდი! შესაბამისად ვერც ტატოს გავიცნობდი. - რა მოხდა გვანც? - არაფერი ისეთი. უფროსწორად, მისთვის არაფერი და ჩემთვის ყველაფერი. - ამბობს და თვალები უცრემლიანდება. - მომიყევი გთხოვ. - მოსაყოლი არც არაფერია. სკოლის მერე სასეირნოდ უნდა წავსულიყავით და როდესაც ტატოს საძებნელად წავედი ვიღაც გოგოსთან ერთად დავინახე. - ამბობს გვანცა და ტირილს იწყებს. - გუშინ ამის გამო ჩხუბობდით სკოლის ეზოში? - ვამბობ და მხარზე ხელს ვადებ თანაგრძნობის ნიშნად. - ნუ ამას ჩხუბიც არ ქვია. უბრალოდ მითხრა აგიხსნიო. - და რა გითხრა? - თავი იმართლა. ჩემი ბრალი არ არისო. სხვას რას იტყოდა. ახლა კი არ ვიცი დავუჯერო თუ არა. - ამბობს გვანცა სევდიანი ხმით. - ცოტა ვრცლად რომ მომიყვე არ გინდა გვანც? შესაბამისად რჩევის მოცემაც არ გამიჭირდება. - ვამბობ, რადგან მისი მონაყოლიდან ვერაფერი გავიგე. "- გუშინ დილით ტატოს ვეძებდი, მის კლასში შევედი. ალბად უკვე იცი ის ნიკას კლასელია. მოკლედ, რომ ვთქვათ ვიღაც გოგოსთან ერთად იყო. ერთმანეთს ეხუტებოდნენ. როგორც კი შემამჩნიეს მაშინვე სწრაფი ნაბიჯით გავედი გარეთ. უკვე წასვლას ვაპირებდი, როდესაც ტატო დამეწია და გამაჩერა. მკლავში ხელი ჩამავლო და თავისკენ მიმატრიალა. ეს იმდენიად სწრაფად და გაუცნობიერებლად ხდება, რომ შიშისგან ხმამაღლა ვყვირი. - რა ჯანდაბა გინდოდა იმ გოგოსთან ერთად? - ტატოს მკერდზე მუშტებს ვუშენ. - შენ არასწორად გაიგე. გთხოვ მომისმინე. - ტატო ჩუმი და მშვიდი ხმით საუბრობს. - არა ტატო, შემეშვი! - ვამბობ და ეზოს გასასვლელისკენ მივდივარ. - არასწორად იქცევი. - ამბობს ტატო, მე კი გზას ვაგრძელებ თითქოს არც არაფერი გამიგონია. ტატო ჩემსკენ მოდის ძლიერად მკიდებს მკლავში ხელს და სადღაც მიმათრევს. მალე მანქანაშიც მტენის, ღვედს მიკეთებს და იქაურობას წამებში ვტოვებთ. დაახლოებით ათ წუთში მანქანას აჩერებს. იქაურობას ვერ ვცნობ, ვერც სახლებს ვხედავ, ვერც მაღაზიებს და ვერც ადამიანებს. თუმცა, უნდა ვაღიარო, ლამაზი ადგილია. - მომისმინე. - კარგი გისმენ, ოღონდ სწრაფად მეჩქარება. - ვპასუხობ კატეგორიული ხმით. - ჩემი ბრალი არ არის. ნეტავ არ შემოსულიყავი და არ დაგენახა ის რაც დაინახე. - ამბობს ნერვიული ხმით და თვალებში მიყურებს. მიკვირს თვალს, როგორ მისწორებს ამ ყველაფრის მერე. - რატომ ტყუილში რომ მეცხოვრა? - თავს ვერ ვიკავებ და საუბარს ვაწყვეტინებ. - მე არ მომიტყუებიხარ და საერთოდ არაფერი გამიკეთებია. ის გოგონა ტიროდა, ძალიან ცუდად იყო და ამიტომ ჩამეხუტა. გთხოვ დამიჯერე. - მეუბნება სევდიანი ხმით. გული ოდნავ მილბება, მაგრამ იმ სანახაობის გახსენებისას კვლავ ვბრაზდები. - რატომ გინდა რომ დაგიჯერო? - ვერ ხვდები გვანცა? - თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად. ნუ თითქოს ვხვდები კიდეც, მაგრამ მინდა თავად მითხრას. - რადგან მინდა შენთან კარგი ურთიერთობა ავაწყო. - ამბობს ჩემსკენ იწევა. მაგრამ მე ხელით ვანიშნებ, რომ შეჩერდეს. - კარგი. ახლა წამიყვანე. - ვამბობ და მანქანაში ვჯდები. ტატომ სახლში დამტოვა. მე კი მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი. არ ვიცი ღირს კი მისი ნდობა? " - გვანც შენი გადასაწყვეტია რას იზამ, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება მისგან თავი შორს დაიჭირო. დრო ყველაფრის მკურნალია და დღითი დღე ყველაფერი მოგვარდება. - კარგი. - ამბობს და მეხუტება. დასვენებაზე კლასიდან გავდივარ და კიბეებზე ჩასვლის მომენტში ვიღაც ხელს ძლიერად მკიდებს და ერთერთ ცარიელ კლასში შევყავარ. - გამიშვი იდიოტო მტკივა! - ვყვირი და ნიკას გაბრაზებულ სახეს ვაბყრობ. - რა დამიძახე? - კითხულობს გაბრაზებული ხმით და კედელზე მუშტს ძლიერად ურტყამს. - რა დაგიძახე? - ოდნავ ვიბნევი მისი ქმედებით. მის ხელს ვუყურებ. დასისხლიანებულია. - მომისმინე მარიამ თუ კიდევ ერთხელ გაბედავ ჩემთვის მსგავსი რამის დაძახებას გპირდები, რომ დარჩენილი თვე ნახევარი, სამსახური კი არა, ჯოჯოხეთი იქნება შენთვის. - ვერ ვხვდები ასე ძალიან რატომ უჭირს სიმართლის მოსმენა. მართლა, რომ არ იყოს იდიოტი დავუძახებდი? - ნუ მემუქრები. გასაგებია?! შენი არ მეშინია ნიკა. არც ჩემი მოწყობილი ჯოჯოხეთი იქნება შენსაზე უკეთესი. - ვამბობ და ვიღიმი. მინდა რომ ნერვები მოეშალოს. ნიკა კლასიდან გადის და მარტო მტოვებს. ნეტავ რისი თქმა უნდოდა?! რა თქმა უნდა, აქ საჩხუბრად არ მომიყვანდა. სამსახურში ცოტა ადრე მივედი. უკვე ვასკვნი, რომ რაღაც ცვლილებები მიმდინარეობს ჩემში, თორემ სხვა შემთხვევაში, ასე სწრაფად არ მივიდოდი ჯოჯოხეთში, რომლის უფროსიც ნიკაა. ცოტა ხანს ანას ვესაუბრე, შემდეგ კი "ნომერი 404"- ისკენ დავიძარი. კაბინეტის კარი შევაღე თუ არა საშინელი სანახაობა გადაიშალა ჩემს თვალწინ. აქაურობა არეულია. წიგნები, ფორცლები, ავეჯი და სხვა ნივთები იატაკზეა მიმოფანტული. აქვე არის შუშის ნამსხვრევები და დაღვრილი სასმელი. ყველაზე გასაკვირი კი იცით რა არის? ნიკა აუღელვებლად ზის მაგიდასთან და საქმეს განაგრძობს. - შემოდი და მიალაგე აქაურობა. - ამბობს ჩვეული ტონით და ყურადღებასაც არ მაქცევს, ისე განაგრძობს საქმეს. მის ასეთ სიტყვებზე წარმოუდგენლად ვცოფთები. - წავალ დამლაგებელს დავუძახებ. - ვამბობ და კარისკენ მივდივარ. არ ვაპირებ მისი ბრძანება შევასრულო. საერთოდ ასეთი რამის თქმას როგორ მიბედავს? ვერ ვხვდები რა მაკავებს? ახლა წესით ჩხუბი უბდა დავუწყო. რას ქვია მისი დანაგვიანებული ოთახი უნდა მივალაგო? საერთოდ თავში ტვინი აქვს? ასე უნდა განაგრძობდეს ჩემთვის ჯოჯოხეთის მოწყობას? უფროსია და ამას სათავისოდ იყენებს, თუმცა ამას არ შევარჩენ. - მე შენ დაგავალე. - ყვირის ნიკა კატეგორიული ხმით. ფიქრს ვწყვეტ და ნიკას შევყურებ. ჩვეული გამომეტყველება აქვს და ისევ თვალს მარიდებს. გამბედაობას ვიკრებ, რადგან მისმა ყვირილმა მთლად წამართვა ხმა. - მაგრამ ეს ჩემი მოვალეობა არ არის. - ვერ ვხვდები მე რატომ უნდა ვალაგო მისი არეული ოთახი. ანუ ნიკამ დაიწყო აქაურობის ჯოჯოხეთად გადაქცევა?! არაუშავს. მაინც არ დავნებდები. ცოტა მაცადე და ნახავ თუ არ მოგარჯულებ. - ქალბატონო იზოლდა შენი საქმე ის არის, რასაც მე დაგავალებ. ასე რომ, დაიწყე დალაგება. - მის სიტყვებზე ნერვები მეშლება და ლამისაა საჩხუბრად მივვარდე, მაგრამ ნერვებს ვთოკავ და ლაგებას ვიწყებ. ვკრეფ ფურცლებს, წიგნებს, სკამებს, საქაღალდეებს და მთელი ამ დროის განმავლობაში ვფიქრობ თუ როგორ ვიძიო შური. ხანდახან ნიკასაც ზიზღის გამხატავი თვალებით ვუყურებ, თუმცა ის ყურადღებასაც არც ახლა მაქცევს. ვცოფდები მის ასეთ საქციელზე. კაბინეტში ცოცხი შემაქვს. ამ დროს ნიკას ვხედავ, რომელიც თავის დამცინავ მზერას მაბყრობს. დგება, ჩემსკენ მოდის და ხელში დაჭერილ წყლიან ჭიქას ძირს უგულოდ აგდებს. - ოუფს... შეგიძლია ესეც გაასუფთავო?! - ამბობს და ჩემსკენ იწყებს სვლას. მოახლოებისას გვერდს მივლის და გარეთ გადის. მე კი ლამისაა ავტირდე. გამუდმებით რატომ მამცირებს? შენ ნახავ რასაც გიზამ, ვირო! ******** მილაგების შემდეგ კაბინეტში შევდივარ. ბრჭყვიალებიც თან შემაქვს და საბუთებზე ვყრი. ისე მიეწება ფურცლებს, რომ აშკარაა ნიკა ვეღარ ამოიკითხავს ასოებს. ესეც ასე, ნიკას ჩემს გარდა სხვა პრობლემაც აქვს. იქაურობას ბოლომდე ვაწესრიგებ და ჩუმად გავდივარ. ცოტა ხანში ფეხის ხმა ისმის. ახლა საჭიროა სამუშაო დღის დასრულებამდე ნიკამ ვერ ნახოს ჩემი ოინი. გარეთ გავდივარ და მას ვეძებ. - ჰეი ნიკა. - ვამბობ და მასთან ახლოს მივდივარ. - გისმენ. - ამბობს მშვიდი კატეგორიული ხმით. მასთან ახლოს მივდივარ და მთელი ამ დროის განმავლობაში თვალებში ვუყურებ. - ხელს დაგიმუშავებ, კარგი? - ვეკითხები მას. იმედია დამთანხმდება. ორმაგად კარგია. დრო გავა და თან ამ ვირს მოურჩება ხელი. - არა. - ამბობს და წასვლას აპირებს, თუმცა ხელს ვკიდებ და ჩემს კაბინეტში შემყავს. " შე მატყუარა. ვითომ არ გინდოდა ხო? ასე, რომ ყოფილიყო აქ ვერ შემოგათრებდი შენი ძალის პატრონს. რომ მოინდომო ცალი ხელით მიფრიალებ აქეთ-იქეთ." ჩემთვის ვამბობ ამ სიტყვებს და ოდნავ მეღიმება. ნიკას სკამზე ვსვამ. ბამბას ვასველებ და ხელს ვუწვდი. ის კი საპასუხოდ თავის დასამუშავებელ ხელს მადებს ხელზე. "როგორი დამჯერი გახდი ნიკუშ." - ჩემს ფიქრებზე მეღიმება. ხელს ნაზად ვუმუშავებ და მასთან სიახლოვით თავბრუდახვეული დამთავრების შემდეგ ლოყაზე ნაზად ვკოცნი. როცა ვაცნობიერებ რა გავაკეთე გაკვირვებული მზერით ვუყურებ ნიკას. ისიც მსგავსი სახით მიყურებს. - ეს რატომ გააკეთე? - ამბობს და თან იღიმის. მის კითხვაზე ვიბნევი და ვწითლდები. თავს ვხრი. ვერც მე ვხვდები. ეს რატომ გავაკეთე?! - ბოდიში. უბრალოდ დედამ იცოდა ასე. როდესაც ჭრილობას მიმუშავებდა ლოყაზე მკოცნიდა და ინსტიქტურად მოხდა. - ვამბობ მორიგ, მოგონილ ტყუილს. ნიკა არაფერს ამბობს, უბრალოდ დგება და კაბინეტიდან უხამუროდ გადის. მე კი იმ სკამზე ვჯდები, სადაც ის იჯდა ცოტა ხნის წინ. ვერ ვიჯერებ, რომ ლოყაზე ვაკოცე. ეს აზრად საიდან მომივიდა?! კაბინეტში ვზივარ და ვფიქრობ როდესაც ტელეფონის ზარის ხმა მესმის. იმედია ის არ მოხდა რასაც ვფიქრობ. ვითომ ნახა? - გისმენთ. - ვპასუხობ ხალისიანი ხმით. გახარებული ვარ ნიკას ჭკუა, რომ ვასწავლე. უარეს იმსახურებდა . - შემოდი! - მესმის მისი გაბრაზებული ხმა. ხალისი მეკარგება და შეშინებული შევდივარ ნიკას კაბინეტში. - მოდი და ნახე შენი შედევრი. - ამბობს ის. "არა იყოს უკვე ვნახე" გავიფიქრე და ლამის სიცილი ამიტყდა. - რა ჩემი შედევრი? რა მოხდა? - ისე ვიქცევი თითქოს ვერ ვხვდები. მივდივარ და საბუთს გაკვირვებული სახით ვუყურებ. - ვაიმე, ეს რა არის ან ვინ გააკეთა? - ვკითხულობ გაოცებული ხმით. ნიკა ნელ-ნელა ჩემსკენ მოდის, მე კი უკან უკან მივდივარ. ბოლოს კედელს ვეხები და ყოველგვარი გასაქცევი გზა მოჭრილი მაქვს. ნიკა მიახლოვდება და თავისი სახე ჩემს სახესთან ახლოს მოაქვს. - გამბედაობა მაინც გეყოს და აღიარე. - კარგი ვაღიარებ მე გავაკეთე. - ვყვირი და მას უკან ვწევ. - კარგია. - ამბობს დამცინავი ტონით და მაგიდასთან ახლოს ჯდება. მე კი მართლა ვერ ვხვდები რას აკეთებს. წესით აქაურობა თავზე უნდა დამამხოს და სამსახურიდან გამაგდოს. - მოდი დაჯექი, ბევრი საქმე გვაქვს, თავიდან უნდა შევადგინოთ ეს საბუთები. - გაოცებული მივდივარ დასაჯდომად, თუმცა ნიკას ხმა მაჩერებს. - გაჩერდი. აჯობებს ოფისის არქივში ჩახვიდე და ამ ადამიანების დოკუმენტები იპოვო. საბუთებისთვის დაგვჭირდება. - ამბობს და ფურცელს მაწვდის, რომელზეც ხუთი ადამიანის სახელი წერია. მარტივი საქმეა. ხუთი ადამიანის პოვნას არქივში რა დიდი ძალისხმევა დასჭირდება?! - კარგი. - ვამბობ და კარისკენ მივდივარ გახარებული. მარტივად გადავურჩი ნიკას "კლანჭებს." - შენს დაქალს უთხარი და ის მოგცემს არქივის გასაღებს. - ვის ვთხოვო? - გაკვირვებული ვუყურებ ნიკას. - ანას. - აჰ ახლა გავიგე. კაბინეტიდან გავდივარ და პირველ სართულზე ჩავდივარ. მაშინვე ანასკენ მივდივარ. - ანა, როგორ ხარ? - კარგად, შენ? - მეც კარგად. - ნიკამ გამომიშვა არქივის გასაღები მჭირდება. - გისამძიმრებ. - ამბობს და გასაღებს მიწვდის. მის სიტყვებს ვაიგნორებ და არქივისკენ მივდივარ. კარს გასაღებს ვარგებ და ვაღებ. ჩემს თვალწინ დღეს უკვე მეორედ საშინელი სანახაობა იშლება. ეს არქივი კი არა, სანაგვეა. ისეთი მტვერია შიგნით, რომ საბუთები კი არა ოთახი ძლივს ჩანს. შევდივარ თუ არა მაშინვე ხველა მეწყება. კარს ვკეტავ და გაავებული მივდივარ ნიკას კაბინეტისკენ. წამიერად ვიღაც მკლავში მკიდებს ხელს და თავისკენ მატრიალებს. - რა გჭირს, მარიამ? - ვაწყდები საბას უმშვენიერეს ცისფერ თუ ნაცრისფერ თვალებს. ჯერაც ვერ გამირკვევია ზუსტი ფერი. - ვერც კი წარმოიდგენ. იდიოტმა უფროსმა არქივში ჩასვლა და საბუთების მოძებნა მთხოვა. იცი საერთოდ რა ხდება იმ ოთახში? - კი ვიცი და თუ გინდა დაგეხმარები. არ ღირს ამის გამო ჩხუბი. - ამბობს და თვალს მიკრავს. ამის გამო თუ არ ვიჩხუბე, აბა რაღაზე უნდა ვიჩხუბო გამაგებინეთ?! - კარგი. მაგრამ შენ ხომ მუშაობ და... - ვამბობ და ვიღიმი. საბა მართლა ძალიან საყვარელია. - უკვე სამუშაო საათები დასრულდა. - უი, მართლა. - ვამბობ საათის შემოწმების შემდეგ. - წამოდი, დაგეხმარები. - ხელზე თავის ხელს მკიდებს და ორივენი არქივის ოთახში შევდივართ. ერთად ვასუფთავებთ იქაურობას და ყველა საჭირო საბუთს ვაგროვებთ. უკვე ორ საათზე მეტია გასული. - მადლობა. - ვამბობ და ვიღიმი. - არაფრის, მეგობრები ამისთვის არიან. იცი რაღაც უნდა გითხრა. - მითხარი. - ვამბობ და ვიღიმი. - არ ვიცი როგორ დავიწყო. ანუ... იცი მინდა ანა სადმე დავპატიჟო, მაგრამ არ ვიცი თუ დამთანხმდება. - ამბობს და დაბნეული თავს იფხანს. მის ქცევაზე მეღიმება. - ანუ ანა მოგწონს? - ვამბობ გახარებული და ვეხუტები. - არა, არ მომწონს, ისე უბრალოდ მინდა დაპატიჟება. - მის სიტყვებზე სიცილს ვეღარ ვიკავებ. უნდა, რომ თავის გრძნობები დამალოს, ამიტომ არ ვცდილობ ვაღიარებინო სიმართლე. მე ხომ ისედაც ვიცი. - კარგი, მაშინ ანას დაველაპარაკები, გავიგებ სად ურჩევნია თავისუფალი დროის გატარება და გეტყვი. - კარგი, მადლობა. საუკეთესო მეგობარი ხარ. - მის სიტყვებზე ისევ მეცინება. ვერ წარმოიდგენთ როგორი დაბნეულია და საყვარელიც. ერთად შევდივართ ფოიეში. აქ უკვე აღარავინაა. საბას აღარ ვალოდინებ და ვემშვიდობები. მე კი ნიკას კაბინეტისკენ მივდივარ. სახელურს ვწევ, მაგრამ კარი არ იღება. როგორც ჩანს უკვე წავიდა. ნაგავი! იდიოტი! ამდენი რისთვის მაწვალა? ნუთუ ეს საბუთები საერთოდ არ სჭირდებოდა?! ასე არა ნიკა? ახლა ნახავ რაც დაგემართება. მაცადე ცოტა ხნით! ნახავ რა დღეში ჩაგაგდებ. ***** - მარიამ ადექი დაგაგვიანდება. - ჩამესმის დედაჩემის ხმა. მეც ზანტად ვდგები და ნახევრად მძინარე ვიწყებ მომზადებას. ვიცმევ შავი ნაჭრის შარვალს, თეთრ ნაქსოვ ტოპს და აგრეთვე თეთრ ბათინკებს. ჩანთას ვალაგებ, სკოლაშიც ნახევრად მძინარე მივდივარ. ჯერ გზის ნახევარიც არ მაქვს გავლილი, რომ ქუჩის გადაჭრისას მანქანის დამაყრუებელი სიგნალის ხმა ჩამესმის. ვფხიზლდები და მძღოლისაკენ ვიხედები. რა თქმა უნდა, ისევ ნიკაა. საითაც არ უნდა გავიხედო ყველგან ის ჩნდება. - ჰეი, გოგონი კარგად ხარ? - მეკითხება მძღოლი და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რომ ეს ნიკა არაა. უბრალოდ მომეჩვენა. ნუთუ ჰალუცინაციები დამეწყო? მძღოლი თანდათან მიახლოვდება. მე კი შეშინებული შევცქერი. ლამის მანქანამ გამიტანა, კარგად როგორ ვიქნები? - კი, კი კარგად ვარ. - ვამბობ და გზას დაბნეული ვაგრძელებ. მთელი გზა ვფიქრობდი მომხდარ ინციდენტზე. გავგიჟდი? რატომ მომელანდა ნიკას სახე? რატომ? არა და ყველაზე ნაკლებად ვისურვებდი მის ნახვას. ძალიან გაბრაზებული ვარ მასზე. იდიოტმა ისე გამაცურა, რომ არ ვიცი რაღა ვთქვა. სანამ მე ლამის დავიხრჩვი იმ მტვერში მანამ წასულა. ჩემი წვალება არა და არ ბეზრდება. კლასში შევდივარ და ჩემს ადგილს ვიკავებ. ყველა გაკვეთილი უინტერესოდ მიდის. ხალისიც უკველოდ ქრება. სკოლაში ყოფნა და გაკვეთილებზე დასწრება საშინლად მფიტავს. ვერ ვხვდები ასეთი ერთფეროვანი ცხოვრება როდიდან მაქვს. ბოლო გაკვეთილის დასრულების შემდეგ კლასის გოგონები ერთად გავდივართ გარეთ. ნელა მივაბიჯებთ გასასვლელისკენ, თან ვიცინით. ძლივს დასრულდა სკოლა, მაგრამ რა მიხარია? ახლა სამსახურში უნდა წავიდე და ნიკას ჯოჯოხეთს გავუძლო. - შეხედეთ რა სიმპატიურია ის ბიჭი! - ამბობს ჩემი ერთერთი ტრიპაჩა კლასელი და ნიკაზე მიუთითებს. ელე გაოცებული მიყურებს. მგონი ფიქრობს, რომ ამ გოგოს თმით თრევას ვაპირებ. თავიდან მეც მართლა ასე ვიფიქრე, მაგრამ ნიკას გამო კლასელს რატომ უნდა ვეჩხუბო? თან ძალიან სულელური საქციელი იქნება ჩემი მხრიდან. - ხო და დიდი სიამოვნებით გავიცნობდი. - უდასტურებს ჩემი მეორე ტრიპაჩა კლასელი და ნიკას თვალებს არცერთი აშორებს. ლამის ორივე გალღვა ნიკას შემყურე. ის კი ჩვენსკენ არც კი იხედება. ძმაკაცებთან ერთად მშვიდად საუბრობს. უეცრად იხედება ჩემსკენ და თავის მწვანე თვალებს მანათებს. ტუჩს ოდნავად ილოკავს და მიღიმის. ვერ ვხვდები ეს ღიმილი დაცინვით და ცინიზმით არის გაჟღენთილი თუ გულწრფელია. - არ გირჩევთ მის გაცნობას. ადამიანი კი არა სუფთა ნაგავია. ნაგვის ყუთში არ ჩაეტევა, თორემ გადავაგდები. - ვამბობ და სიცილით ვტოვებ მათ. აი ზუსტად ასეთი ქცევა შემეფერება. მით უმეტეს მომხდარის შემდეგ. ნიკა მართლაც, რომ ნაგავია. ყველაზე დიდი ნაგავი ვისაც კი ვიცნობ. სამსახურში მივდივარ ჩემი ახალი გეგმის განსახორციერებლად. სამწუხაროა, მაგრამ მოსაღამოებას უნდა დაველოდო. ნახევარ საათში უკვე ოფისში ვარ. მაშინვე ნიკას კაბინეტისკენ მივდივარ, კარს ძლიერად ვაჯახუნებ და რასაც ქვია შიგნით შევრბივარ. - რას გავს შენი საქციელი? - მთელს ხმაზე ვყვირი და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რომ ამ ოთახში სამნი ვართ. მე, ნიკა და კიდევ ერთი ლამაზი გოგონა. ვეჭვიანობ, ძალიან ვეჭვიანობ და სახე მეჭიმება. ვინ არის ეს გოგო? აქ რა უნდა? ან რატომ აქვს ნიკას თვალები გაბრწყინებული? ააშინელ სიბრაზეს ვგრძნობ. ყბები მეჭიმება მათი შემყურე. ნიკა და მისი ქცევები საოცრად მაცოფებს და მაღიზიანებს. გამუდმებით! - უკაცრავად. - ვამბობ, იქიდან სწრაფად გამოვდივარ და ჩემს კაბინეტში შევდივარ. სკამზე ვჯდები და თვალებიდან ცრემლები გაუაზრებლად მცვივა. ვინ არის ეს გოგო და ნიკასთან რა უნდა? ღმერთო ნუთუ ერთად არიან? შეიძლება, ამიტომ თვლის, რომ მისი შეყვარება ჩემი მხრიდან დიდი შეცდომაა. მაგრამ ეს ასე ვერ იქნება. მან არა ერთხელ მაკოცა. ეს გოგო, რომ უყვარდეს და მისი შეყვარებული იყოს ამას არ იზამდა. ვფიქრობ, ამდენად ნაგავიც არაა. ტელეფონი რეკავს, ამ ხმით შეშინებული ოდნავ ვხტები. - გისმენთ. - ვპასუხობ ხალისიანი ხმით. - შეიძლება, რომ ნიკას კაბინეტში შემოხვიდეთ? - მესმის გოგონას საოცრად ლამაზი ხმა. მისი გარეგნობა, მისი ხმა. მე მასთან ახლოსაც ვერ მივალ. რა თქმა უნდა ჩემნაირი გოგო ვერასოდეს დაიმსახურებს ნიკას ყურადღებას. - ახლავე. - ვამბობ კვლავ ხალისიანი ხმით, იმის მიუხედავად, რომ ასეთი განწყობა არ მაქვს. კაბინეტში შესულს ნიკა და ეს გოგო ჩახუტებულები მხვდებიან. ოდნავ ვახველებ და ისინიც ერთმანეთს მაშინვე შორდებიან. - იზოლდა ჩვენ ცოტა ხნით გავალთ და საღამოს შემოვივლი. საბუთები გაამზადე და კაბინეტში შემომიტანე. - კარგით. - ვამბობ და მათ ვაკვირდები. ძალიან უხდებიან ერთმანეთს. ლამისაა ცრმლები წამომივიდეს. კაბინეტში გავდივარ და გაცოფებული ახალი გეგმის მოფიქრებას ვცდილობ, თუ როგორ გავამწარო ნიკა. თან აქეთ-იქით ვიწყებ სიარულს დოინჯ შემორტყმული. ჯერ მის დავალებას ვასრულებ. საბუთებს ვაგროვებ და უკვე დაცარიელებულ კაბინეტში მაგიდაზე ვალაგებ. კარისკენ მივდივარ და თავში საოცარი იდეა მომდის. არქივში ჩემი ჩაშვება შენი მხრიდან ცუდი იდეა იყო. ახლა ჩემი ოინის ჯერია ნიკუშ. ****** - კარგი მე წავალ. - ვამბობ და ახლახანს მოსულ ნიკას თვალებში ვუყურებ. შემდეგ კი კარისკენ მივდივარ. - არა. - ამბობს ნიკა და კარს კედავს, რომ ხელიდან არ დავუსლტე. ო, არა. ასე არ უნდა მომხდარიყო. ოთახში ჩვენ კი არა, მარტო ნიკა უნდა ჩაკეტილიყო. ასეთი იყო ჩემი გეგმა. სანამ წასული იყო კაბინეტის კარი გავაფუჭე, მიხურვის შემდეგ ვეღარ შეძლებდა გაღებას. მე უნდა გავსულიყავი, კარი დამეკეტა და ნიკა შიგნით ჩამეკეტა. თუმცა მან ყველაფერი ჩაშალა. ოჰ, ბედი სულ მე როგორ დამცინის? სხვა ვერავინ იპოვა? - დღეს რატომ ტიროდი? - გაკვირვებული და თან გაბრაზებული ვუყურებ. ჩემი გეგმა ჩაშალა. - რა? - ვკითხულობ და ახლა ვხვდები რა თემაზეცაა საუბარი. -მე და ელენა, რომ მივდიოდით მაშინ თვალები ჩაწითლებული გქონდა. - ამბობს, ჩემთან ახლოს იწევა და თვალზე ხელს ნაზად მახებს. - აამ... არაფერი - ვამბობ და უკან ვიწევი. მისი ხელი კი ჰაერში რჩება. რონელსაც ნელ-ნელა დაბლა წევს. - რას ნიშნავს არაფერი? - როგორც ჩანს ძალიან დაინტერესებულია ჩემით. - არაფერია, უბრალოდ ხელი გავიჭერი და ცრემლები ვეღარ შევიკავე. - სხვა ვერანაირი ტყუილი მოვიფიქრე. იმედია არ გამომიჭერს. - ჭრილობა მანახე. - ამბობს კატეგორიული ხმით და ჩემი ცივი ხელისკენ მოაქვს თავისი თბილი ხელები. - არაა... - ვყვირი, თუმცა რეაქცია ნული. ხელს უკან ვწევ, მაგრამ ბოლოს მაინც მიჭერს და ორივე ხელს კარგად ათვალიერებს. - რატომ მატყუებ? - ვერ ვხვდები რა უნდა ვუპასუხო. სიმართლეს ვერ ვეტყვი. როგორ ვუთხრა, რომ მასზე ვიეჭვიანე? ამას არასოდეს გავაკეთებ. - მომისმინე, არაა შენი საქმე გასაგებია? - ჩემს ნათქვამზე ბრაზდება და მშორდება, ჩვენს შორის დისტანციას იცავს. - კარგი, შეგიძლია წახვიდე. - არ შემიძლია. - უცბად წამომცდა. "მარიამ საკუთარ თავს სამარეს რატომ უთხრი?" - რატომ? - ინტერესიანი სახით მეკითხება ნიკა და თავის მწვანე თვალებით მაშტერდება. - უბრალოდ ჯერ რაღაც უნდა გითხრათ. - ახლა რა-ღა მოვიფიქრო? მალე ჩემს ტყუილებში თუ ავიხლართები არ გაგიკვირდეთ. - გისმენ.- ახლა რა გავაკეთო? აზრადაც არაფერი მომდის, რა ვუთხრა? - ამ საბუთებზე სჯობს დღესვე მოაწეროთ ხელი, ხვალ არ დაგავიწყდეთ. - ნიკა თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად. " მარიამ ახლა უნდა გამოვცადოთ რამდენად გაქვს სამსახიობო ნიჭი."- ვქგულიანებ ჩემს თავს და კარისკენ მივდივარ. სახელურს ვწევ, თუმცა რა თქმა, უნდა არ იღება. - ნიკა კარი რატომ არ იღება? - ვყვირი სასოწარკვეთილი ხმით. იმედია მოტყუვდება. ის ჩემსკენ ახლოს მოდის, სახელურს წევს, მაგრამ კარს ვერ აღებს. ამას თავი ჩემზე მაგარი გონია? მე თუ ვერ გავაღე ნეტა ეს რანაირად გააღებდა? - ეს შენი მორიგი ოინია?! - ამბობს და გაბრაზებული სახით მიყურებს. - რა? რას ამბობ ხომ არ გაგიჟდი? მე ჩავკეტე კარები? ეგ როგორ უნდა გამეკეთებინა? ვითომ ვინმემ გარედან ჩაგვკეტა? - თავს ნუ იტყუებ, შენ გააკეთე.- ის ძალიან თავდაჯერებულია. მიკვირს როგორ არ მოტყუვდა. ისე კარგად ვიმსახიობე, ლამის მეც დავიჯერე ჩემი ნათქვამი. - რატომ უნდა გამეკეთებინა ეგ? რატომ უნდა ჩამეკეტე ოთახში? - ეგ შენ უნდა მითხრა. მარიამ, რატომ ჩამკეტე შენთან ერთად ოთახში? - დამცინი? ფიქრობ, რომ მინდოდა შენთან ერთად დავრჩენილიყავი ამ კაბინეტში? სასაცილოა პირდაპირ. - ხელებს მაღლა ვწევ და აქეთ-იქით გაბრაზებული სახით ვიყურები. მეტი დამაჯერებლობისთვის. - კარგი, კარგი. მჯერა. სიტყვაზე გენდობი. - თქვა თუ არა მაშინვე შვებით ამოვისუნთქე. კუთხეში დავჯექი და კედელს მივეყუდე. ნიკაც გვერდით მომიჯდა. - როდის გავალთ? ან როგორ? - ვამბობ სასოწარკვეთილი. - არ ვიცი. ვინმეს დავურეკოთ. ჩემი ტელეფონი გააფუჭე, ასე რომ შენი დაგვჭირდება. - ესეც გეგმის ნაწილი იყო. ნიკას ტელეფონი "შემთხვევით" წყალში ჩავაგდე. - დამჯდარია. - ვამბობ და მზერას ვუსწორებ. მის მწვანე თვალებს ვაკვირდები, თანდათან მასში ვიძირები. ამ ორ მშვენიერებას ვერ ვატყობ, რომ სევდიანი ან ნაწყენია მომხდარი ფაქტით. საერთოდ არ უფუჭებს ხასიათს ის, რომ ახლა ჩვენ ორნი აქ ვართ ჩაკეტილი. - ელენე ძალიან ლამაზი გოგონაა. - ვამბობ ხმადაბლა და ნიკას თვალს ვაშორებ. არ მინდა მისი რეაქციის დანახვა, ამან შეიძლება გული ძალიან მატკინოს. - გშურს? - კეთილი შურით - ვიღიმი და მზერა იატაკიდან ნიკას თვალებზი გადამაქვს. მისი სახე ნელ-ნელა მიახლოვდება. ის ისაა უნდა მაკოცოს, რომ ოდნავ გვერდზე ვიწევი. - ასე ნუ იქცევი შენ ხომ შეყვარებული გყავს?! - ჩემს სიტყვებზე ნიკა სიცილს იწყებს. ვერ ვხვდები რა ვთქვი სასაცილო. გაბრაზებული და ნაწყენი ვუყურებ. ის მე დამცინის?! - იეჭვიანე? ნუთუ ამიტომ იტირე? - ამბობს და იცინის. ღმერთო ჩემო, როგორ შეუძლია ასე კარგად გამოიცნოს ჩემი ქმედებები? - სისულელეებს ამბობ. - ვყვირი და მისკენ ზურგით ვჯდები. - მაშინ რატომ ბრაზდები? - ამბობს და მხარზე ხელს მადებს, რომელსაც მალევე ვიშორებ. ის კი მაინც არ ნებდება და თავისკენ მატრიალებს. - კარგი ნუ ბრაზდები. - ამბობს საყვარლად. მე კი თვალიდან ცრემლი მომდის. ნერვები მეშლება. ახლა უკვე მან იცის, რომ ვიეჭვიანე. - კარგი ნუ ტირი, პატარავ. ელენა ჩემი ბიძაშვილია.- ამბობს და მიხუტებს. თავს მის მკერდზე ვდებ და თვალებს ვხუჭავ. ხელებს ისე ვხვევ თითქოს ვინმე მართმევდეს. მის სუნს შევისუნთქავ და სიამოვნებას ვგრძნობ. მიხარია, რომ მასთან ასე ახლოს ვარ. უცბად მახსენდება, რომ პატარა დამიძახა. დიდი სიამოვნებით ავუშარდებოდი, მაგრამ ახლა ზედმეტად ბენიერად ვგრძნობ თავს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავაფუჭო. ნიკას ვეხუტები, მის სუნს შევიგრძნობ, ეს ყველაფერი ძალიან მამშვიდებს. მალე თანდათანობით ყველა ფიქრი და გრძნობა ქრება. ბურუსი ისადგურებს და ვხვდები, რომ სიზმრების სამყაროში აღმოვჩნდი. ******* დილით ხმაური მაღვიძებს. სასიამოვნო სუნს ვგრძნობ, ნიკასთვის დამახასიათებელ საოცარ სურნელს. თვალებს ვახელ და მის მწვანე თვალებს ვაწყდები, რომელიც მე მიყურებს. ჯერ ისევ მასზე მაქვს ხელები შემოხვეული. მალევე ვუშვებ და ვშორდები. სწორედ ამ დროს კარები ჩხაკუნებს და საბოლოოდ იღება კიდეც. კარის ზღურბლთან კი დარაჯის გაოგნებული სახე მოჩანს. ძლივს... აქედან გავალთ! - რომელი საათია? - ვკითხულობ და თვალებს ვისრეს. ფანჯრიდან ვიხედები. ჯერ ისევ დაბურულია გარემო. შავ ფერშია ჩაძირული მთელი სამყარო, თითქოს სამარადისო წყვდიადმა მოიცვაო. - შვილო ჯერ ექვსი საათია. - ამბობს დარაჯი და მიღიმის. ალბათ ცდილობს ამით თანაგრძნობა გამოხატოს. - კარგით, შეგიძლიათ დამარეკინოთ? - ვამბობ ჩვეული ტონით. დარაჯი მაშინვე ტელეფონს იღებს, ჩემსკენ მოიწევს და მიწვდის. მეც დაუფიქრებლად ვართმევ და ლიზის ნომერ ვკრეფ. არ იღებს. ალბათ სძინავს. მეორედაც ვცდილობ დარეკვას, მაგრამ არაფერი გამოდის. ბოლოჯერ, რიგით მესამედ ვურეკავ, ვნახოთ თუ მიპასუხებს. - I don't know who are you, but I will found you and I will kill you. - მისი სიტყვები ოდნავ მაშინებს, ამ დილა უთენია რამ გააგიჟა ვერ ვხვდები. - ლიზი. - მეტის თქმას ვერ ვბედავ. თვალწინ მიდგება ჩემი გაბრაზებული დაიკო და შემდგომ დედაჩემი, რომელიც ახსნა განმარტებებს მთხოვს. აი რა არის ნამდვილი ჯოჯოხეთი! - მარი შენ ხარ? სად ჯანდაბაში ხარ. დედამ კინაღამ გაიგო, რომ სახლში არ მოსულხარ. - დაიწყო ჩემი დატუქსვა მკაცრი ტონით. ესეც მყავდეს მეორე დედა, ან უფროსი და. - ლიზი მომისმინე. ტელეფონი დამიჯდა, ნახევარ საათში მოვალ, კარები ჩუმად უნდა გამიღო. არ ჩაგეძინოს იცოდე. - ვაფრთხილებ და ტრლეფონს მაშინვე ვთიშავ, შემდეგ კი დარაჯს ვუბრუნებ. მოსაცმელს ვიცვამ და კარისკენ მივდივარ. ნიკა წაყვანას მთავაზობს, მაგრამ უარს ვეუბნები და უმალვ ვტოვებ ოფისს. ***** ძლივს გადავურჩი დედაჩემის დაკითხვას. ლიზიმ ჩუმად გამიღო კარი. ძილი ვეღარ შევიბრუნე და ნიკაზე ფიქრი დავიწყე. ელენა მისი ნათესავი ყოფილა. როგორ ვერ მივხვდი?! ან რატომ ვერ მივხვდი?! ჯერ უნდა გამეგო ყველაფერი და მერე დამეწყო ნერვიულობა. რა სულელი ვარ. რატომ ვიეჭვიანე? რაც მოხდა, მოხდა, ვერაფერს შევცვლი. ახლა მხოლოდ ის მაინტერესებს თუ რას მოიმოქმედებს ნიკა. ვფიქრობ მობეზრდა ჩემთვის ჯოჯოხეთის მოწყობა. თუ ასე არ არის მაშინ ხრიკების მოფიქრება დამჭირდება. ნიკა... ვერ ვხვდები რას აკეთებს ან რაში ჭირდება ის რასაც აკეთებს?! რა ურთიერთობა გვაქვს?! ან საერთოდ ასე რატომ მექცევა? ვერაფერს ვერ ვხდები. რაც ნიკა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი აირია. ჩემი ფიქრები, ჩემი ცხოვრება, საერთოდ ყველაფერი. ვერ ვხვდები რა ხდება. შეიძლება მიყვარს? ნიკა მიყვარს? ჰაჰ, სისულელეა. როგორ მეყვარება ნიკა?! სასაცილოც კია. ისეთი ისტორია გვაქვს, ისეთ ოინებს ვუწყობთ ერთმანეთს და კიდევ ისეთებს მოვაწყობთ... " მაგრამ მარიამ შენ ხომ მოგწონს მისი მწვანე თვალები, მისი ხმა, მასთან ერთად ყოფნა, მისი დანახვაც კი გაბედნიერებს." - ჩემი მეორე მე იწყებს საუბარს, ისევ ისე აგრძელებს ჩემი ნერვების მოშლას, როგორც აქამდე. " მე ნიკა არ მომწონს. მარტო მისი კი არა, სხვისი მწვანე თვალებიც მომწონს. ეგ არაფერ შუაშია. მისი ახლოს ყოფნა კი იმიტომ მსიამოვნებს, რომ უკვე მეგობრად ვთვლი." - ვუხსნი მას. " სისულელეებს მოეშვი და სიმართლე აღიარე. "- ლამისაა ჩემი მეორე მე ჩემივე ხელით მივახრჩო. ფიქრებს ვწყვეტ და მზადებას ვიწყებ. თეთრ სვიტერს, შავ ბათინკებს და აგრეთვე შავ მოტკეცილ შარვალს ვიცვამ, სუნამუს ვისხამ და სახლიდან გავდივარ. სკოლაში, რომ შევდივარ გაკვეთილების დაწყებამდე ათი წუთიღა რჩება. ვერ ვხვდები დრო ასე სწრაფად როგორ გაიპარა? მეოთხე სართულზე ავდივარ თუ არა, მაშინვე ნიკას მწვანე თვალებს ვაწყდები. ის ჩემსკენ მოდის. - როგორ ხარ ჩემო ეჭვიანო გოგონავ? - ამბობს და იცინის. - ნიკა ილუზიას შეეშვი და რეალობაში დაბრუნდი, ჩემი დიდი თხოვნა იქნება. - ვაბობ და ვიღიმი დამცინავად. მაქსიმალურად შევეცდები დავმალო ის ფაქტი, რომ მე მართლა ვიეჭვიანე. - კარგი თუ არ გინდა აღიარება არ დაგაძალებ. - იცინის და მიდის. - ნერვებს რატომ მიშლი? - მას ვუყურებ და ვეკითხები. ამაზე კვლავ სიცილი უტყდება. - მომწონს, როდესაც ნერვებს გიშლი. - ამბობს ნიკა და მიახლოვდება. თმას ყურს უკან მიწევს, თავისი სახე ჩემთან ახლოს მოაქვს და ყურთან აჩერებს. ტანში ჟრუანტელი მივლის. - გიხდება გაბრაზება. - ჩურჩულებს ნიკა. მკერდზე ხელს ვადებ და უკან ვწევ. თვალებში მიყურებს, იცინის და მიდის. გაბრაზებული მივდივარ კლასისკენ. ნიკა კი არა ეშმაკია პირდაპირ. ელეს გვერდით ვიკავებ ადგილს. - მარი რა გჭირს? - მეკითხება ელე. ბრაზს ვერასოდეს ვმალავდი და ვერც ახლა ვმალავ. - არაფერი უბრალოდ ვიღაცას ჩემი ნერვების მოშლა უყვარს.- მოკლედ ვუყვები მომხდარს. - ვის? - მაცდური თვალებით მიყურებს, თითქოს ხვდება ვიზეც არის საუბარი და მთხოვს ყველაფერი დაწვრილებით მომიყევიო. - ელე ხვალ შაბათია. მოდი გოგონები შევიკრიბოთ და ყველაფერს მოგიყვებით. მე, შენ, გვანცა, ქეთო. ალბათ ლიზი და ანიც იქნებიან. - კარგი. - ამბობს ელე და მიღიმის. მთელი დღე ცდილობს ინფორნაცია გამომტყუოს, თუმცა არაფერი გამოსდის. ძალიან მიყვარს ადამიანების დაინტრიგება. ხვალამდე პირს ამოვიკერავ. დანარჩენებიც გავაფრთხილე. ჩემთან შევიკრიბებით. ბოლო გაკვეთილი, რომ დასრულდა დამეზარა დალოდება და მარტო გამოვედი სკოლის ეზოში. შორს ქეთოს და გიორგის მოვკარი თვალი და მათკენ წავედი. - აბა რა ხდება გვრიტებო? - ძლივს ვიქცევ მათ ყურადღებას. - კარგად ვართ, შენ როგორ ხარ? - მპასუხობს ქეთო და ორი წყვილი თვალი მე მაშტერდება. - მეც კარ... - უეცრად ვიღაც მკალვში ხელს მჭიდებს და მაიძულებს მისკენ მივტრიალდე. ეკას გაგიჟებულ სახეს ვაწყდები. - ჰეი, როგორ ხარ? - ვივიწყებ მის ველურ საქციელს და მხიარული ხმით ვესალმები. - ასე როგორ მომექეცი? ეს ძალით გააკეთე? - ვერ ვხვდები რაზე მესაუბრება. მარტო იმას ვხვდები, რომ ეკა ძალიან გაბრაზებულია და ყველა ჩვენ გვიყურებს. ხომ შეიძლება ადამიანურად ჩუმად და გასაგებად ისაუბროს, მაგრამ არა. - წამოდი გავიდეთ, აქ არ გვინდა საუბარი. - მის მაგივრად მე მრცხვენია ამდენ ხალხში, რომ მიყვირის. მკლავში ხელს ვკიდებ და ჭიშკრისკენ ვუბიძგებ. ყველასგან მოშორებით აჯობებს საუბარი. - არა, აქ ვისაუბრებთ. რაიყო გრცხვენია ვინმემ არ გაიგოს შენი უნამუსო საქციელის შესახებ? - რას გულისხმობ? მართლა ვერ ვხვდები. - ჩემი სიტყვების გაგონებაზე ეკუნას სიცილი უტყდება. - ბიჭი ამახიე და ახლა ვითომ ვერაფერს ვერ ხვდები ხომ? - ამბობს გაბრაზებული სახით. ის რა ნიკას გულისხმობს? ნიკას გამო მეჩხუბება? - ვიზეა საუბარი? - ვამბობ დაბნეული ხმადაბლა. ყველა ჩვენ გვისმენს. საშინელი გრძნობაა ამ თემის, ამდენ ხალხში გარჩევა. - ისევ თავს ისულელებ? ხომ ხვდები ვიზეც ვამბობ? ნიკაზე! გითხარი მომწონს თქო, მერე ერთადაც გვნახე. ჩემი შეგშურდა და ამიტომ დაიწყე მასთან ურთიერთობა. - მის სიტყვებზე ნერვები მეშლება. თან დამნაშავე მგონია ჩემი თავი, თან ვამართლებ კიდეც. ჯერ მას კი არა, მე მომეწონა. " ანუ აღიარებ, რომ მოგწონს." - ჩამძახის ჩემი მეორე მე. " ახლა ამის დროა?" - ვპასუხობ ჩემს ფიქრებში. - სისულელეებს ამბობ ეკუნა, დამშვიდდი, კარგად დაფიქრდი და მერე ვისაუბროთ კარგი? - ვიღიმი და ვცდილობ სიტუაცია განვმუხტო. ხელი ეკას მაჯისკენ მიმაქვს, მაგრამ ის ერთი ნაბიჯით უკან იხევს. უკმაყოფილო სახით ვაბრუნებ ხელს თავის ადგილზე. - არა მე ახლა მინდა საუბარი, ნუ ცდილობ თავი ამარიდო ან სიტუაცია განმუხტო. შენი დანაშაული ისევ შენს დანაშაულად რჩება. - ყვირის ბოლო ხმაზე. - მე არაფერი დამიშავებია, შეიგნე ბოლოს და ბოლოს. - მეც ბოლო ხმაზე ვყვური და ეკას სიტყვებით გამოწვეულ ნეგატიურ ებერგიას მთლიანად ამ ხმას ვაყოლებ. - შენ არ იყავი დღეს ნიკა, რომ გეხვეოდა და გიღიმოდა. - აჰ... გასაგებია. იეჭვიანე. რაც დაინახე იქედან აპირებ დასკვნების გამოტანას. რომ დავფიქრდეთ მე არაფერი გამიკეთებია. თვითონ მოვიდა და მესაუბრა, გამიღიმა. ამიტომ არ შეგიძლია ჩემი დადანაშაულება. მე არც კი მიფიქრია შენთვის მისი წართმევა. თუ ფიქრობ, რომ არ უნდა გამეცნო, რადგან შენ მოგეწონა ისიც გაითვალისწინე, რომ ჯერ მე გავიცანი და მერე შენ. - რას გულისხმობ? - ამბობს შედარებით მშვიდი ტონით. ამდენი ვილაპარაკე და ის ისევ ვერაფერს ხვდება? სწრაფად გავრბივარ სკოლის ეზოდან. სამსახურში მაგვიანდება. თან ნიკასაც უნდა ვესაუბრო ეკასთან დაკავშირებით. სწრაფად მივრბივარ, ეკა უკან მომსდევს, მაგრამ ვერ მეწევა. მეც დამშვიდებული ვაგრძელებ გზას და ნახევარ საათში უკვე ნიკას კაბინეტის წინ ვდგავარ. " ნომერი 404"-ის კარს ვაღებ და შიგნით დაუკაკუნებლად შევდივარ. - რატომ დააგვიანეთ? - ისევ ეს საშინლად ცივი და დამცინავი ხმა ჩამესმის ყურში. ამ ადამიანს უკვე ვეღარ ვიტან. მის გამო მეგობარს ვკარგავ. - საინტერესო ისტორია გადამხდა. ახლავე მოგიყვები. - ვამბობ და მის წინ მდგარ სავარძელზე უდარდელად ვჯდები. ნიკა გაოცებული სახით მიყურებს. არ მოელოდა ჩემს ასეთ გათამამებულ ქცევას. - შენს გამო მეგობარს ვკარგავ და აბა გამოიცანი ვინ არის. - ვამბობ მშვიდი ტონით, თუმცა სინამდვილეში ძალიან გაცოფებული ვარ. ნიკაზეც და ეკაზეც. ორივეზე საშინლად ვბრაზდები ასეთ მდგომარეობაში, რომ ჩამაგდეს. - ვინმეს ეჩხუბე ჩემს გამო? იმაზე სერიოზულად ყოფილა საქმე ვიდრე მე მეგონა. ასე ძალიან ეჭვიანობ? - ამბობს და იცინის. ახლა ხუმრობის დროა? - მე სერიოზულად გელაპარეკები, მაგრამ როგორც ჩანს არ ხარ იმდდნად ცივილიზებული, როგორიც მეგონე. ევოლუციის დაბალ საფეხურზე დარჩენილხარ. - ვამბობ და სავარძლიდან ვდგები. მისკენ ვიხედები სიბრაზისგან სახე ეჭიმება, ცოტა ხნით თვალებს ხუჭავს, ღრმად ისუნთქავს პაერს და თვალებს ახელს, თითქოს დამშვიდებას ცდილობსო. - ამ სიტყვებს გაპატიებ, რადგან გეტყობა დაბნეული და განერვიულებული ხარ. აბა მომიყევი რაში მადანაშაულებ. - სრული სიმშვიდის განსახიერებაა, მე კი ლამისაა ავფეთქდე ისე ვნერვიულობ. - ჩემი მეგობარი ეკა ძალიან გაბრაზებულია ჩემზე. - დაბნეული ვიწყებ საუბარს. - მერე მე რა შუაში ვარ? - თავში ხარ. შენს გამოა ჩემზე გაბრაზებული. ფიქრობს, რომ მომწონხარ და მინდა შენი თავი მას წავართვა. - ეგ ვერ მოხდება. მისი არ ვარ. ვერ წაარევ იმას რაც მას არ ეკუთვნის, მათ შორის ჩემს თავსაც ვგულისხმობ. - მართლია, მაგრამ როგორც ჩანს ის ასე არ ფიქრობს. მას ჰგონია, რომ მოგწონს და მე ვცდილობ თქვენი ურთიერთობა გავაფუჭო. ის ფიქრობს, რომ ჩვენს შორის რაღაც ხდება. - ასეც არის ჩვენ შორის ხომ რაღაც ხდება? - არ მოველოდი მისგან ამ სიტყვებს. ის აღიარებს, რომ ჩვენს შორის რაღაც ხდება? - რა? - ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობთ, ერთი სამეგობრო წრე გვაქვს და ერთად ვმუშაობთ. - ოდნავ მწყინს მისი სიტყვები. მეგონა სულ სხვა თემას გულისხმობდა. - ხო და კარგია, რომ არ იცის უფრო გაბრაზდებოდა. - მე ვეტყვი. - რას ეტყვი? - რომ ერთი სამეგობრო წრე გვაქვს და ერთად ვმუშაობთ, იმასაც დავამატებ რომ ჩვენს შორის არაფერი არ ხდება. - კარგი. - ვამბობ და კაბინეტიდან გამოვდივარ. თავს საშინლად ვგრძნობ, გამოყენებულად, მიტოვებულად, არარაობად, სულელ ადამიანად. ჩემს კაბინეტში შევდივარ და მაშინვე გაუცნობიერებლად ცრემლები მცვივა. მინდა შევწყვიტო ტირილი, მაგრამ არ გამომდის. მტკივა, რაღაც მტკივა, თუმცა თავადაც ვერ ვაცნობიერებ რა ან რატომ?! ტელეფონი რეკავს. ყურმილს ვიღებ და ვპასუხობ. - გის... - ყავა შემომიტანე. - მისი მბრძანებლური ხმა, მაწყვეტინებს სიტყვას " გისმენთ." აჰჰ, ანუ უკვე ის დრო მოვიდა, რომ საუბარის საშუალებასაც აღარ მაძლევ ნიკა? " ჩვენს შორის არაფერი არ ხდება." ისევ ნიკას მტკიცედ წარმოთქმული ხმა ჩამესმის. თავს საშინლად ვგრძნობ, მაგრამ ღირსება არ მაძლევს ტირილის გაგრძელების უფლებას. თავს არასოდეს არავის წინაშე დავხრი და რამდენჯერაც დავეცემი, იმდენჯერ წამოვდგები და დავიწყებ ბრძოლას საკუთარი თავისთვის. ახლაც იგივეს ვაკეთებ და თავში საშინლად მაგარი იდეა მომდის. მართალია შეიძლება საშინელება დავმართო ნიკას, მაგრამ არამგონია იმაზე უარესი იყოს, რაც მე გამიკეთა. რამოდენიმე წუთში, ყავა ფინჯნით შემაქვს ნიკას კაბინეტში. - გემრიელად მიირთვით. - ვამბობ და ვიღიმის. ველი როდის დალევს. ერთ ყლუპს სვამს და მაშინვე ხველა უტყდება. - რა ჩაყარე? - ამბობს და ფეხზე დგება. ისეთი სახე აქვს თითქოს სუნთქვა უჭირს. - წიწაკა. - ვამბობ და ვიცინი. თუმცა სიცილი სახეზე მაშრება, როდესაც ნიკა ჯერ მუხლებით ეცემა იატაკზე, შემდეგ კი მთლიანად დაბლა იშხლართება. მასთან ახლოს მივდივარ. ვერ ვხვდები რა ემართება. - წიწაკაზე ალერგია მაქვს. - ამბობს დაბალი, სუსტი ხმით, რაც მას საერთოდ არ ახასიათებს. შემდეგ კი თვალებს ხუჭავს. - ნიკა, ნიკა. - ვყვირი და ვცდილობ წამოვაყენო. ხელებზე ვკიდებ ხელებს და ვცდილობ ავაწევინო. ამას, რომ ვაკეთებ ხელს ვუშვებ და ნიკას უღონო ხელი ისევ თავის ადგილს უბრუნდება. - ნიკა გთხოვ ჩემთან დარჩი, ნიკა გთხოვ არ დამტოვო. - უკვე პანიკაში ვვარდები, ცრემლები მცვივა. საიდან მომივიდა ასეთი საშინელი იდეა. ჩამეყარა პილპილი წიწაკის ნაცვლად. - ნიკა გთხოვ.- ვამბობ და მის გაშეშებულ სახეს ხელს ვკიდებ, ჩემი ცრემლები მის სხეულს ეცემა. თავს მისკენ ვხრი და ვეხუტები. საშინლად ცუდად ვგრძნობ თავს, რა სჭირს ან რით უნდა დავეხმარო ვერ ვხვდები. - ნიკა გთხოვ გაახილე თვალები, არ მინდა, რომ მოკვდე, მიყვარხარ. - ვამბობ და ლოყაზე ნაზად ვკოცნი. მისი სიცილის ხმა მესმის. მგონი უკვე მოჩვენებები დამეწყო. ასეთ ცუდ მდგომარეობაში მყოფი სიცილს ხომ არ დაიწყებდა?! ნიკა ფეხზე დგება, მე კი მუხლებზე დამხობილი, გაოცებული სახით შევცქერი. მან რა მომატყუა? საშინელ ზიზღს ვგრძნობ მის მიმართ. ვგრძნობ, რომ მთელი არსებით მეზიზღება. - მოტყუვდი საყვარელო. - ამბობს და იღიმის, ცრემლებს ვიწმენდ და ფეხზე ვდგები. - და თურმე ჩემზე შეყვარებულიც დარჩი. - აგრძელებს საუბარს, ჩემსკენ მოდის, თმაზე მეხება და ცდილობს ყურს უკენ გადამიწიოს, მაგრამ ამის უფლებას არ ვაძლევ და ჩვენს შორის დისტანციას ვიცავ. - მთელი არსებით მეზიზღები. - მთელ ჩემს ზიზღს ამ სიტყვებში ვაქსოვ. საკმაოდ დამაჯერებელია. როცა მეგონა სიკვდილის პირას იყო ვგრძნობდი, რომ მიყვარდა. ახლაც სწორედ ისევე ვგრძნობ, რომ მეზიზღება. - აბა მიყვარხარო? - ამბობს ჩცეულებრივი სახით, თუმცა ბოლოს თავს ვერ იკავებს და ტუჩის კუთხე უტყდება. - მეგობრულად რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ შეცდომით ვთქვი. შენს მიმართ ზიზღის გარდა ვეღარაფერს ვგრძნობ. - ამ სიტყვებს სიძულვილით ვამბობ და თანდათან ვუახლოვდები, უფრო მეტი ორიგინალობისთვის. როგორც კი საუბარს ვასრულულებ მაშინვე გამოვდივარ მისი კაბინეტიდან და ჩემსაში შევდივარ. ნიკა სიცოცხლეს გაგიმწარებ, მე მარიამი არ მერქვას სიკვდილი თუ არ მოგანდომო. იდიოტი! როგორ გამასულელა! ****** რამოდენიმე ოინი უკვე მოვიფიქრე. ახლა ასრულების დროა. ნიკას პირველ სართულზე უწევს ჩასვლა. წყვეტს, რომ ლიფტით ჩავიდეს. მეც დრო ვიხელთე და შიგნით ჩავკეტე. ლიფტის გაღებას მინიმუმ ათი წუთი დასჭირდება. მეც დრო მაქვს მოსალოდნელი ოინები მოვამზადო. ნიკას კაბინეტში შევდივარ, მის სკამზე წებოს ვასხამ. ერთი ოინი უკვე მზადაა. შემდეგ ბუშტს ვიღებ, წყლით ვავსებ და ისე ვკიდებ კარის ზემოთ, რომ ვინც შემოვა ნებისმიერს გაღებისთანავე კარზე, მაშინვე გადაესხას. დანარჩენ ოინებს მომზადება ჯერ არ სჭირდებათ. კაბინეტიდან მალე გავდივარ, არ მინდა ნიკამ აქ დამინახოს. მართალია მაინც მიხვდება, მაგრამ ცოტა ხანი მაინც გავისულელებ თავს. ჩემს კაბინეტში შევდივარ და ნიკას რეაქციას ველოდები. - შემოდი.- გაისმის მისი მკაცრი ხმა ტელეფონში. მაშინვე ვდგები თავს ვამხნევებ და შევდივარ. - ღმერთო, რას გავხარ, რა მოგივიდა?- ვამბობ შიგნით შესვლისთანავე. ნიკა სკამზე ზის, მთლიანად სველია. ყოჩაღ ბუშტს. არ მეგონა ესე თავიდან ბოლომდე თუ შეალამაზებდა ამ იდიოტს. - ვიღაცამ გამიჩალიჩა, ხომ არ გაქვს რაიმე იდეა ვინ შეიძლება ყოფილიყო? - ამბობს ჩვეული ტონით. - არა მე საიდან უნდა ვიცოდე, ისე კი კარგად გაუჩალიჩებია. - ვამბობ და ოდნავ ვიღიმი. - იცი? კაბინეტში ვიდეოა დამონტაჟებული და მე უკვე ვიცი ვინ ჩაიდინა ეს, თუ გინდა შენც განახებ. ადგომა, რომ შემეძლოს მოვიდოდი და განახებდი, მაგრამ არ შემიძლია, ამიტომ შენ უნდა მოხვიდე. - თან მეცინება, თან შიში მიპყრობს. გაიგო, რომ მე ვარ და ეს ვარაუდი კი არა მტკიცებულებაა. მასთან ახლოს მივდივარ და ვუყურებ ჩემს თავს. - ეს ვინ არის? - უცოდველი გამომეტყველებით ვიყურები და ბოლო დონემდე ვისულელებ თავს. ნიკა სიცილს იწყებს. - რატომღაც შენ მეგონე. - თავს ჩემსკენ ატრიალებს და თან მომღიმარ სახესაც ასერიოზულებს. - რამ გაფიქრებინა? - ვყვირი ბოლო ხმაზე. - ტანსაცმელმა. - სასაცილოა და დღეს ზუსტად ასეთ ჩაცმულობაში დავინახე ვიღაც გოგო. - მართლა? - ამბობს ნიკა და წამოდგომას ცდილობს, მაგრამ სკამი არ უშვებს და ისევ ადგილს იკავებს. ჯერ ოდნავ მეღიმება, მერე თავს ვეღარ ვიკავებ და სიცილით ვკვდები. - შენი დანაშაული თავად უნდა გამოასწორო. ტანსაცმელი უნდა მომიტანო. - ამბობს ნიკა, როდესაც სიცილს ვასრულებ. - მაგას არ ვიზამ, რადგან ეს გოგო მე არ ვარ. მე საერთოდ არაფერ შუაში ვარ.- ისევ ვაგრძელებ თავის გამოსულელებას. ნიკას აშკარად ეტყობა ბრაზი სახეზე. - კარგი, კარგი ანას უთხარი ჩემი ტანსაცმელი მოატანინოს ვინმეს. - კარგი.- ვპასუხობ და გამოვდივარ. იეს, სუპერ შესრულება. ყოჩაღ მარიამ. ბადალი არ გყავს ოინების მოფიქრებაში, თავის გასულელებასა და ნიკასგან თავის დაძვრენაში. როგორ მიყვარს თავის ქება, არა? ანასთან ჩავდივარ, ის ისევ ღიმილიანი სახით ესაუბრება კომპანიაში შემოსულ ადამიანებს. - ანა, ნიკამ შენთან დამაბარა ვინმე ჩემი ტანსაცმლის მოსატანად გაუშვასო. - რად უნდა? - მიდი ვინმე გაუშვი მის სახლში და მოგიყვები. - ანას ყველაფერს დაწვრილებით ვუყვები. ორივენი სიცილით ვიგუდებით. - კარგი რა. რამ გაგაგიჟა? რატომ გაუკეთე ეგ ყველაფერი? - ამ სიტყვებმა დამაბნია. ვეღარ მივხვდი რა მეპასუხა, თუმცა აშკარად მჭირდებოდა ვინმესთვის გამეზიარებინა მომხდარი, ამიტომ ანის ესენიც მოვუყევი. - ხო მართლა ანა რაიმე კარგი რესტორნის სახელი მითხარი, ან რავიცი რაიმე კარგი ადგილი. - ახლა გამახსენდა საბას ნათქვამი ანას დაპატიჟება, რომ უნდა სადღაც. - რაში გინდა სიხარულო? - მეკითხება და ინტერესიანი, ღიმილიანი სახით მიყურებს. ერთად როცა ვართ ვარც ერთი ვიშორებთ ღიმილს სახიდან. ძალიან დავმეგობრდით, ჩემი დიდი დაიკოსავითაა. - ნიკას სჭირდება და მითხრა რამე შემირჩიეო. - კიდევ ერთი ტყუილი მოვიფიქრე. თავი ტყუილების გუდა მგონია. ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს ტყუილის თქმა. - გამოგიგზავნი მერე სახელებს ახლა არ მახსენდება. - კარგი. - ესეც ასე საქმე მოგვარებულია. - ახლა რა ოინებს აპირებ? ვიცი ასე მარტივად არ შეეშვები. - ამბობს და სიცილს იწყებს. - რა თქმა უნდა არ შევეშვები. შევალ და წყალს გადავასხამ, მერე ტელეფონს გავუტეხავ, თუ ზედმეტად გაბრაზდება მოვრჩები. თუ არა და სპონტანურად რამეს გავაკეთებ. - კარგი აბა წარმატებები, შენსკენ ვარ ხომ იცი. - მალე მოიტანეს ნიკას ტანსაცმელი. მეც გამოვართვი და მას ავუტანე. - კარგი, ახლა გადი. - იდიოტი უფროსი! მაგდებს? თავში ტვინი კი არა ქვა უდევს, ისევე როგორც გულში. "ჩლუნგი და უფრო გონებაჩლუნგი." ამ ფილმის სახელი ზუსტად ნიკასთვისაა ზედგამოჭრილი. ჩემს კაბინეტში შევდივარ. დოქში თუ რაღაც დიდ საგანში წყალს ვასხამ და ნიკას ლოდინს ვიწყებ. ნეტა მალე ჩაიცვამს? ნახევარ საათში უკვე "ნომერი 404ის" წინ ვდგავარ, მალე სამუშაო დრო დამთავრდება. ამიტომ შესვლის მომენტს ვეღარ ვწელავ. ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და შიგნით შევდივარ. ნიკა გაოცებული სახით მიყურებს," ნეტა აქ რა უნდა არაფერი დამივალებიაო." მასთან ახლოს მივდივარ თუ არა მაშინვე დოქიდან წყალს ზედ ვასხამ. მთლიანად ზედ ვაცლი, გალუმპულმა ნიკამ ახლახანს გამოიცვალა, მაგრამ სამწუხაროდ ისევ გაილუმპა. - ვაიმე ბოდიშით. - ვამბობ, სალფეტკს ვიღებ და სველ პიჯაკზე ვადებ, თითქოს რაიმეს ვუშველი. - ვაიმე ტელეფონი, ესეც ხომ არ გავაფუჭე. - დარწმუნებული ვარ ტელეფონს არაფერი ჭირს, მაგრამ მაინც ვიღებ და "ვამოწმებ." ესეც ჩემი გეგმის ნაწილია. ხელს სწრაფად ვუშვებ, ის კი ორმაგად ნადგურდება. თან ტყდება და თან წყალში ვარდება. ზუსტად ასე მინდოდა მომხდარიყო. - რა ჯანდაბას აკეთებ? - ყვირის ბოლო ხმაზე. დგება და ჩემსკენ მოდის. უკან უკან მივდივარ, ბოლოს კი კედელს ვეყუდები. მორჩა ამის იქით ვეღარ წავალ. ნიკა თავის ხელებს აქეთ-იქიით აწყობს კედელზე. მისი სუნთქვის ხმა ჩამესმის, ისე ახლოს დგას. - რატომ? - ამბობს და თავის მწვანე თვალებით მაშტერდება, რაც ცოტა მაბნევს. - რა? - ვამბობ დაბნეული და არც მე ვწყვეტ თვალის კონტაქტს. - რატომ შემოიტანე ეს ჭურჭელი ჩემს კაბინეტში? - ახლა ისევ მორიგი ტყუილის მოფიქრების დრო. - იცით ყვავილების მორწყვა მინდოდა. - უცბად რაღაც სისულელე წამოვროშე. მერე ოთახს თვალი მოვავლე, აქ მართლაც ყოფილა ყვავილი, ოღონდ ხელოვნური. - ეს ყვავილი ხელოვნურია. - ტვინიკოსა. ვითომ არ ვიცოდი. - ხო, მაგრამ მე საიდან უნდა მცოდნოდა? უბრალოდ მორწყვა მინდოდა. არ გაბრაზდეთ რა? - ვემუდარები, იქნებ გაჭრას. - კარგი, სამუშაო დღე დასრულდა შეგიძლია წახვიდე ოღონდ ეს რაღაც ჭურჭელი წაათრიე აქედან. - ამბობს ხმადაბალი ტონით და თავის ხელებს კედელს აშორებს. ჭურჭლის ასაღებად, რომ წავედი შემთხვევით ჩემივე დაქცეულ წყალზე ავსრიალდი. ყოვთვის ჩემივე დაგებულ მახეში როგორ უნდა გავება? ზურგით დავეხეთქე იატაკზე. განძრევაც აღარ შემიძლია, ძალიან მტკივა. - მარიამ, როგორ ხარ? - ნიკა სწრაფადვე მოდის ჩემთან და ახლოს იმუხლება. ეტყობა, რომ ნერვიულობს. - ძალიან ცუდად, მთელი ზურგი მტკივა. - და კუდუსუნიც, მაგრამ ამას ხომ ვერ ვეტყოდი არა? ნიკას ხელებში ავყავარ და ორივენი გარეთ გავდივართ. ოფისი უკვე დაცარიელებულია. - სად მივდივართ? - ვკითხულობ სასოწარკვეთილი და გაოგნებული. - სახლში. - კარგია მალე მივალ სახლში და დედიკო რაიმეს მოიფიქრებს, აუცილებლად მიშველის. ******* ნიკამ მანქანა მალევე გააჩერა. ისევ ხელში ამიყვანა და ისე გავემართეთ სახლისკენ. ეს ადგილი მეცნობოდა, თუმცა ჩემი სახლის გზას არ ჰგავდა. - შენს სახლში მომიყვანე? - ვყვირი გაკვირვებული. - ხო, აბა? შენი არ ვიცი სად არის. - სახლში შევედით თუ არა მაშინვე იმ ოთახში შემიყვანა, სადაც უკვე ვარ ნამყოფი. ალბათ თქვენც გახსოვთ ის საშინელი დღე სიმთვრალისგან ცუდად, რომ გავხდი და ამ ოთახში ამოვყავი თავი. - მომისმინე აქ ვერ დავრჩები, დედაჩემი ინერვიულებს. - ვამბობ სწორედ მაშინ, როდესაც ნიკა საწოლზე ნაზად მაწვენს. თავს ფრთხილად მადებინებს და თეთრ ბალიშს მისწორებს. - დაურეკე და გააფრთხილე. - ამბობს და ჩემს გვერდით ჯდება. ტელეფონს ვიღებ და ვრეკავ. - დედა. დღეს ელენესთან უნდა დავრჩე, პროექტი გვაქვს გასაკეთებელი. - უცბად მოფიქრებული ტყუილი წამოვროშე. - აქამდე რატომ არ გამაფრთხილე მარიამ?- მეკითხება გაბრაზებული ხმით. იმედია არაფერს ეჭვობს. არამგონია მიხვდეს, რომ ვატყუებ. - დედა მეც სულ გადამავიწყდა. ჯერ სკოლა, მერე სამსახური, რაღა უნდა მახსოვდეს. თან პროექტის კეთება სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ, თორემ დღეს არ დავრჩებოდი. - გული გამალებით მიცემს, იმედია ვერაფერს მიხვდება. - ელენე დამალაპარაკე, რაღაც მაქვს სათქმელი. - აუ ახლა რაღა მოვიფიქრო რა? - იცი ელენე სახლში არაა, ჩიფსების საყიდლად გავიდა. - ვამბობ და ნიკას მზერას ვაწყდები. სულ დამავიწყდა, რომ ისიც აქ არის და ისმენს ჩემს მოგონილ ტყუილებს. - კარგი. - ამბობს დედა და ტელეფონს მითიშავს. - რატომ მოატყუე? - მემის ნიკას ხმა. მის მზერას თვალს ვუსწორებ და მწვანე თვალებში ვიძირები. - სხვა შემთხვევაში არ დამტოვებდა. მე კი არ მინდა ამ დროს, ასეთ მდგომარეობაში აქეთ-იქეთ წანწალი. - ვამბობ დაჰიპნოზებულივით. თან ტელეფონით ელენეს ვაფრთხილებ, რომ ჩემი ტყუილი არ გამოამჟღავნოს. - თუ ჩემთან დარჩენა გინდა?- ამბობს დამატყვევებელი ხმით და მიღიმის. მე კი გაოცებული სახით ვუყურებ. ნუ ეგეც არის... მაგრამ უფრო, იმიტომ მინდა დარჩენა, რომ მეძინება და მეზარება ამ მდგომარეობაში მგზავრობა. - სისულელეებს ამბობ. - მეც ასევე ვუღიმი, ოღონდ ცინიკურად. - ეს რატომ გააკეთე? მეც მავნე და საკუთარ თავსაც. - ამ დროს ვხვდები, რომ ჩემს ოინს გულისხმობს. მან გული მატკინა, ამიტომ შური ვიძიე. რა რთული მისახვედრია? თუმცა ვხვდები. ყველა ბიჭი სულელია, ლოგიკა არ უმუშავებთ და მარტივ საკითხებსაც კი ვერ ხვდებიან. - ღირსი იყავი, ეკასთან მაჩხუბე. - პირველი მიზეზი ეს მომაფიქრდა და მაშინვე პირში მივახალე. ამის გამოც ვარ გაბრაზებული, ასე რომ ტყუილი არ მითქვამს. - ჩემი ბრალი არაა. უბრალოდ თქვენ არ გქონიათ მყარი მეგობრული ურთიერთობა. - ისე მარტივად გამომიყვანა დამნაშავედ, რომ ნერვები მეშლება. - რას ამბობ? საერთოდ არ იცი მე და ეკუნას როგორი ურთიერთობა გვაქვს. - ეკა ბიჭის გამო, იმიტომ გეჩხუბა, რომ კარგი მეგობრები ხართ და გენდობა არა? - ჰეი, მეც მეწყინებოდა მის ადგილზე. უბრლოდ ის ცოტა განსხვავებულია და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩამაყენა, მთელი სკოლის წინ ჩხუბი, რომ დამიწყო, თან შენს გამო. - ბოლო სიტყვებს უფრო ხმამაღლა და გამოკვეთილად ვამბობ. - მთელი სკოლის წინაშე გეჩხუბა ჩემს გამო? - ამბობს ნიკა და სიცილს იწყებს. ბოლოს, როდესაც ჩემს გამბრაზებულ მზერას ხედავს, თავმომწონე ღიმილს მაგებებს და თვალებში მაშტერდება. ცოტა ვიბნევი და ვერ ვხვდები რა ვუპასუხო. - სანამ შენ გამოჩნდებოდი მანამდე ყველაფერი კარგად იყო. ასე ცუდად რატომ მოექეცი? - ჩემი სიტყვების გაგონებაზე მისი სახიდან ღიმილი გაქრა. - როგორ მოვექეცი? - გაკვირვებული მეკითხება და გაბრაზებული ტონით აგრძელებს საუბარს. - ეკას ჩემი შეყვარებულია? - არა. - ვუთხარი, რომ მიყვარს? - არ ვიცი. ალბათ, არა. - საბაბი მივეცი იმის, რომ მოვწონებოდი ან ეფიქრა, რომ მომწონს. - არ ვიცი. არ ვიცი. - ვყვირი ხმამაღლა. - თუმცა ვიცი. ერთხელ შენს კლასში დაგინახეთ, რამდენადაც მახსოვს ერთმანეთს ეხუტებოდით. - ჩემს სიტყვებზე სიცილი უტყდება. მე აქ სერიოზულ თემაზე ვესაუბრები, ეს კიდევ... ბოლოს სერიოზულდება და კამათს აგრძელებს. - გოგოს თუ ჩაეხუტები ეს იმას ნიშნავს, რომ გიყვარს ან მოგწონს? ეს კი ნამდვილად არ ვიცოდი. თანაც არ მახსოვს ეგ როდის იყო.- ახლა გამახსენდა, რომ ერთმანეთს არც ჩახუტებიან, მაგრამ მაგას ხომ არ ვიტყოდი. კამათში წაგება ნამდვილად არ მინდა. - შენ რა გოგონებს არ იცნობ? ზოგი ისეთი გულჩვილია, რომ ასეთი სულელური რამის შემდეგ შეიძლება ფანტაზიებში გადაეშვას. ანუ ხომ ხვდები რა. - და შენ ასეთი არ ხარ? - არა, ჩემს გრძნობებზე მარტივად ვერავინ ითამაშებს. არავის მივცემ ჩემი წყენის უფლებას და თუ მაინც მაწყენინებენ არასოდეს ვაჩვენებ ამას. - მაგრამ რატომ არ ჯობია პირშივე უთხრა და ყველაფერი გაარკვიო? - ახლა ვისთან მიმართებაში მეკითხები ბიჭთან თუ ეკასთან? თუ ბიჭთან მიმართებაში ამბობ, მაშინ გიპასუხებ, რომ სხვანაირად ვერ მოვიქცევი. ჩემს სისუსტეს და წყენას არავის ვაჩვენებ, თუმცა არც იმას ვამბობ, რომ მოხდარს დავივიწყებ. არა, რა თქმა უნდა. "შურს ვიძიებ" და ჩემი ნერვების მოშლის გამო არ მოვასვენებ. - ანუ ჩემგან რაღაც გეწყინა? - ნიკა მაწყვეტინებს საუბარს, მის სიტყვებს არაფრად ვაგდებ და საუბარს ვაგრძელებ. არ მინდა მის კითხვაზე პასუხის გაცემა, ამიტომ თავს ვარიდებ. - და თუ ეკასთან მიმართებაში ამბობ, როგორ შეიძლება მასთან გულახდილი ვყოფილიყავი. ის ჩემი მეგობარია და ვერ ვეტყოდი სიმართლეს. გულს ვერ ვატკენდი. მას მოსწონხარ და გულს ვერ დავუმსხვრევდი. ვერ ვეტყოდი, რომ იმ ბიჭს არ აინტერესებს, რომელიც თვითონ მოსწონს და მით უმეტეს ვერ ვეტყოდი, რომ მან რამდენიმეჯერ მაკოცა და რომ მასთან ერთად ვმუშაობ, ამით მას სამუდამოდ დავკარგავდი. - ბოლო სიტყვებს ჩუმად ვამბობ და ტირილს ვიწყებ. როგორ უნდა მეთქვა ეკასთვის, რომ მისმა "სიყვარულმა" სულელად ჩამთვალა და ჩემი გრძნობებით ითამაშა? ამას ხომ საკუთარ თავსაც ვუმალავ და ვცდილობ დავივიწყო. ჩემს თავსაც ვერ ვუმხელ სიმართლეს და ეკას როგორ გავუმხელდი? ნიკა ჩემსკენ მოდის ჩასახუტებლად, თუმცა ხელით ვანიშნებ, რომ გაჩერდეს და ცრემლებს ვიწმენდ. - ყველაფერს მე ნუ მაბრალებ, ეკასთვის იმედი არ მიმიცია, მისი შეყვარებული არ ვარ, ამიტომ შემიძლია ნებისმიერ ადამიანს ვაკოცო. ეს ჩემი უფლებაა. - არ გაქვს უფლება. სადაც შენი უფლებები სრულდება იქ ჩემი იწყება. არ გაქვს უფლება მაშინ მაკოცო, როდესაც მოგინდება. არ გაქვს უფლება ჩემი გრძნობებით ითამაშო და არც იმის უფლება გაქვს, რომ სათამაშსავით მომექცე. - შენ მართლა ფიქრობ, რომ შენს გამოყენებას და შენთან გართობას ვცდილობ? - აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი. - აღარ გივინდა? პირიქით, სწორედ ახლა უნდა ვისაუბროთ. - თან ნერვები მომიშალე. - ვპასუხობ ცოტაოდენი დუმილის შემდეგ. მთელი ამ დროის განმავლობაში ფანჯარაში ვიხედები და არც ახლა ვწყვეტ ხედით ტკბობას. - რა? - ვერ ხვდება რა თემასთან დაკავშირებით ვსაუბრობ, ან საერთოდ რაზე. - ნერვები მომიშალე და ის ოინებიც ამიტომ მოგიწყვე.- მზერა ფანჯრიდან ნიკას თვალებზე გადამაქვს და ეშმაკურად ვიღიმი. - ხო ეგ მართალია, ძალიან ცუდი რაღაცები გითხარი. მაპატიე. - ამბობს ნიკა მე კი გაფართოებული თვალებით ვუყურებ. მან მე ბოდიში კიდევ ერთხელ მომიხადა თუ მეჩვენება? აშკარად მძინავს. ნამდვილად ასე იქმენება. - უბრალოდ შენი რეაქცია მაინტერესებდა. - ფიქრებს მაწყვეტინებს და თვალებს მარიდებს. მართლა ვერ ვხვდები, ნეტა რაზე საუბრობს? რომ მიმანიშნა ჩვენს შორის საერთოდ არაფერი ხდებაო, იმაზე ხომ არა? იქნებ არ მთვლის სათამაშოდ და ტყულად ვეჩხუბე? " მარიამ, პირდაპირ ამაზე ფიქრი რატომ დაიწყე? ცხოვრებაში ყველაზე უარესისთვის უნდა იყო მზად მერე გული, რომ არ გეტკინოს" - ჩამძახის ჩემი მეორე მე, თავიდან ვბრაზდები, მაგრამ მერე ვხვდები, რომ სიმართლეა. ამიტომ პირდაპირ ნიკას ვუსვამ ამ კითხვას ტვინს, რომ მიფეთქებს. - ჩემი რეაქცია რაზე? - სჯობს მითხრას, თორემ ფიქრით შეიძლება თავი ამიფეთქდეს. - არ გვინდა ამზე საუბარი. - პასუხს მოკლედ მცემს და თავის მწვანე თვალებს ისევ მე მანათებს. - კი, მაგრამ... - არ, გვინდა. - ამბობს მკაცრი ტონით. - სამაგიეროს მიხდი? წეღან მეც სწორედ ასე გაგაჩუმე. - სწორედაც. მოდი მაზს წაგისვამ თორემ ხვალ დილით წელი უფრო გეტკინება. - ოთახიდან გავიდა და მალე მაზით ხელში უკან დაბრუნდა. - მაისური გაიხადე. - ამბობს კატეგორიული ხმით? ამას, როგორ ბედავს ვერ ვხვდები. ან საერთოდ, რატომ ფიქრობს, რომ დავუჯერებ? - ჯერ ეს ერთი მაისური არაა, სვიტრია და მერე მეორე, არაფერსაც არ გავიხდი. - ვამბობ კატრგურიულად და მკაცრი გამომეტყველებით ვუყურებ. მაგრამ რად გინდა, მისი თვალებიდან ვკითხულობ, რომ დანებებას არ აპირებს. - მარიამ მაზი უნდა წაგისვა, თანაც აუცილებლად. მარტო, რომ ვერ წაისვამ ზურგზე ხომ ხვდები, არა? - მეკითხება და თავის მწვანე თვალებს მანათებს. იცის, რომ სხვა გზა არ მაქვს. ეს ახელებს და აბედნიერებს. - კარგი. - ვბუზღუნებ და ფრთხილად ვჯდები საწოლზე ნიკასკენ ზურგით და სვიტრს ზევით ვწევ, ჩემს ზურგს ვაშორებ, რომ ნიკას ხელი არ შეეშალოს წასმაში. " უკავრავად, მაგრამ შენს ჭკუაზე სიარულს არ ვაპირებ, ნიკა"- ვფიქრობ ჩემთვის და გამარჯვებულის ღიმილს ვიკრავ სახეზე. სამწუხაროა, რომ ნიკა ვერ ხედავს. მე ხომ მასთან ზურგით ვზივარ. მალე ზურგზე ნაზ შეხებას ვგრძნობ. ტანში ჟრუანტელი მივლის, სიცხეს ვგრძნობ და სახეზე ოდნავ ვწითლდები. კიდევ კარგი ჩემს რეაქციებს ნიკა ვერ ხედავს. ის ნელა აუჩქარებლად მისვამს მაზს, თითოეული მისი შეხება საშინლად მსიამოვმებს და ჩემი ეს გრძნობა მაშინებს. - მორჩა. - ამბობს რამოდენიმე წუთში, მეც მაშინვე სვიტერს ვისწორებ. მაშინვე ნიკასკენ ვიხედები. მაიკას იცვამს. მისმა პრესმა და კუნთებმა დამატყვევა, წამიერად მის სხეულზე გამიშეშდა თვალები. შემდეგ მივხვდი, რომ ეს არასწორი იყო და ყვირილი დავიწყე. - რას აკეთებ იდიოტო? - ვყვირი ბოლო ხმაზე. ნიკას გაბრაზება ეტყობა სახეზე. - იდიოტი რისთვის დავიმსახურე? - ძალიან გასაკვირია, ნიკა მშვიდი ხმით, რომ მესაუბრება. - ხო... ეს შემთხვევით წამომცდა. ინსტიქტურად. უბრალოდ იმას ვგულისხმობდი... კარგი დაივიწყე. - ვამბობ, რადგან უკვე ძილი მომერია და თან ახსნაც მეზარება. - კარგი არ ჩაგაცივდები, მეძინება. - ამბობს და საწოლისკენ მოდის. - არაა, აქ არ დაგაწვენ. ერთად არ დავიძინებთ! - ვამბობ, კი არა და ვყვირი. - ჩემი საწოლიდან მაგდებ? - ამბობს და იცინის. თუმცა საწოლისკენ სვლას არ წყვეტს. - ასე გამოდის. - შეიძლება რამე დაგჭირდეს ღამით, მარტო ვერ დაგტოვებ. შენს თავს ვერ მიხედავ. რამე რომ დაგჭირდეს ზურგის გამო ვერ... ანუ ხომ ხვდები რა? - ამბობს მობეზრებულად და თავით ბალიშზე ეხეთქება. ისეთი ხმა აქვს მგონი უკვე ცოცხალი აღარაა. - ახლა, რომ დავიძინებ ყურთან ბომბა რომც ამიფეთქო, დილამდე მაინც ვერ გამაღვიძებ. დარაჯი არ მჭირდება ღამით. - ისევ კატეგორიულად ვიცავ ჩემს აზრს. - სანამ დაიძინებ აქ მანამდე ვიქნები, მერე წავალ. - კარგი. - ვამბობ და თვალებს ვხუჭავ. ისე მეძინება კამათის თავიც კი აღარ მაქვს. ზედმეტად ემოციური დღე იყო. - მარიამ.- ჩამესმის ნიკას ხმა რამოდენიმე წუთში. უკვე თითქმის მძინავს, ამიტომ მისი ხმა მაფხიზლებს. თუმცა პასუხის გაცემა მეზარება და ისევ გაუნძრევლად ვწევარ მის გვერდით. მალე ნიკა ჩემს ხელს იღებს და თავის სახესთან ახლოს მიაქვს. ალბად, ფიქრობს, რომ მძინავს. უკვე გამოვფხიზლდი, მაგრამ თავს მაინც არ ვამჟღავნებ. მაინტერესებს რას გააკეთებს ნიკა მაშინ, როდესაც ფიქრობ, რომ მძინავს. ჩემს ხელს თავის ლოყას ახებს, შემდეგ ტუჩებთან მიაქვს და ხელის გულზე რამოდენიმეჯერ ნაზად მკოცნის. ტანში ჟრუანტელი მივლის. ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებს. ბოლოს კი ჩემს ხელს იხუტებს და რამდენიმე წუთი ასეა. შემდეგ რას აკეთებს არ ვიცი, რადგან სიზმრების სამყაროში ვეშვები. ****** დილით მზის სხივები მაღვიძებენ. თბილად ვარ. სხეულის სითბოს ვგრძნობ. თვალებს ვახელ და პირველად ნიკას ოთახის კედელს ვხედავ. მალევე ვაცნობიერებ, რომ მის მკერდზე მიდევს თავი. ჩემი სახე ბიჭის გულთან ერთად შეთანხმებულად ადის და ჩადის ზევით-ქვევით. მაშინვე ვშორდები და საწოლის კუთხისკენ ვჩოჩდები, შემდეგ კი ნიკასკენ ვიხედები. თურმე მას ღვიძავს და თავისი მწვანე თვალებით მაკვირდება. - მოხდა რამე? - მეკითხება თბილი ხმით. - შენ არ თქვი, როცა დაიძინებ წავალ და სხვაგან დავწვებიო? - ხო, მაგრამ ჩამეძინა. - ამბობს და საწოლიდან დგება. - ზურგი როგორ გაქვს? - მგონი ჯადოქარი ხარ. საერთოდ აღარ მტიკვა. - ჩემს ნათქვამზე სიცილს იწყებს. - გშია? - მეკითხება და მეც თავს ვუქნევ. ბოლოს როდის ვჭამე არც მახსოვს. უკვე ჩემმა კუჭმა სიმფონიების წერა დაიწყო. მე და ნიკა სამზარეულოში გავდივართ. - აბა რას ინებენთ ქალბატონო? - მეკითხება და პასუხის მომლოდინე მიყურებს. - შენ უნდა მოამზადო? - ვეკითხები გაოცებული. ნიკა და საჭმლის კეთება? მგონი ჯობია ჭამა გადავიფიქრო. - გადავიფიქრე აღარ მინდა. - ვამატებ სიცილით, ნიკა კი გაბრაზებული სახით მიყურებს. ბოლოს თავს ვერ იკავებს და ისიც ჩენთან ერთად სიცილს იწყებ. - დამიჯერე შენზე უკეთ მოვამზადებ კერძებს . - ჰმმ.. არამგონია მაჯობო. თუ გინდა შევეჯიბროთ. - ვამბობ ჩემს თავში დარწმუნებული. - ჯერ გასინჯე და მერე თქვი. ბლინებზე რას იტყვი? - მეკითხება მაცდურად და მიღიმის. - კარგი, იყოს ბლინები. ნამდვილად გემრიელი გამომდის.- მეც ვუღიმი. ახლა თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, იმის მიუხედავად, რომ ბლინების კეთება კარგად არ მეხერხება. არ მეგონა ნიკა ასეთი მზრუნველი თუ იყო. ჩვენი გაცნობის დღეს, რომ ვიხსენებ და შემდეგ დღევანდელ დღეს ვადარებ. ვხვდები, რომ ბევრი რამაა შეცვლილი. ნიკას ვაკვირდები. შეფ მზარეულის მანერებით ამზადებს საუზმეს. საშინლად მსიამოვნებს მისი ყურება. ნამდვილი ექსპერტივით მოძრაობს, მე კი არ მგავს. პირიქით, მოხერხებულია! მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემზე უკეთეს ბლინებს ვერ გამოაცხობს. მალე ამზადებს ბლინებს და მაგიდაზე აწყობს. მე კი... ოჰ, არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან კარგები გამოვიდა პირველი პარტია. ისე მშიოდა შემთხვევით შემომეჭამა. მეორე პარტია კი მის ყურებაში ოდნავ დაიწვა. ნაკლებად დამწვარი ამოვარჩიე და თეფშზე ისე დავუდე, რომ შავი ფერი ვერ შეამჩნიოს. იმედია ვერ მიხვდება. გემოზეც არამგონია ცუდი იყოს. იმედია, თორემ საშინელება იქნება მასთან წაგება. ვსხდებით. ძალიან მაინტერესებს როგორი გამოუვიდა. ორივე ერთად ვიწყებთ ჭამას. მე ნიკასას, ის კი ჩემსას. ერთდროულად ვკბეჩთ ბლინებს და...... ****** - ეს რა არის? - კითხულობს ნიკა ხველებებს შურის, ისეთი სახე აქვს ლამის დამახრჩოს. ახველებს და ახველებს, ახველებს და ახველებს, არ ჩერდება. მგონი ჩემი ბლინი მოკლავს ამ საწყალს. წყალს ვაწოდებ, რომ დალიოს. ისიც საწყალი სახით მართმევს ჭიქას და ბოლომდე ცლის. პირველად ვხედავ ნიკას ასეთ " საწყალ" მდგომარეობაში. - ვერ ვხვდები რა დაგიშავე ასე ძალიან, რომ გინდა ჩემი სიკვდილი. - ამბობს დამცინავი ტონით. დამწვარი ბლინი ვაჭამე. რა მოხდა ერთი, ასე რომ გააზვიადა? - კარგი რა ნიკა. - ვამბობ და გაბუტული ვუყურებ, ტუჩებს "ვპრუწავ" და წარბებს დაბლა ვწევ. ნიკა კი ისევ იცინის. ოღონდ ახლა ბლინებზე კი არა, ჩემს საქციელზე. - შენ ამბობდი გაჯობებო არა? - ამბობს, იცინის და თავისი მწვანე თვალებით მაშტერდება. - გაჯობებდი, უბრალოდ გემრიელი, დაუმწვარი ბლინები შემომეჭამა. - ვამბობ და ვიკრიჭები. - ანუ მე დამიტევე დამწვრები არა? - ამბობს მშვიდი ხმით და ცდილობს გაბრაზებული სახე მიიღოს, მაგრამ არ გამოსდის და ტუჩის კუთხე უტყდება. - ასე გამოდის. - ვამბობ და მის გაკეთებულ ბლინს ხელს ვკიდებ. ფაქიზად ვკბეჩ შემდეგ ლუკმას. - არც შენი ბლინებია სრულყოფილი. - ვაგრძელებ ჩემს სათქმელს. რა თქმა უნდა მისი ბლინები განსაკუთრებულად გემრიელია, მაგრამ მას ხომ არ შევაქებ, არა?! ნეტა რა ჩაამატა შიგნით ასეთი კარგი, რომ გამოუვიდა?! - მართლა?! - ამბობს გაკვირვებული, ჩემს თეფშს ხელს კიდებს და თავისკენ აჩოჩებს. - რას აკეთებ? - რას ვაკეთებ? შენ არ მოგეწონა და მე შევჭამ. - ამბობ და მიღიმის თავის თავში დარწმუნებული. - კარგი, კარგი, ხო. შენი უფრო გემრიელი გამოვიდა. ახლა კი მეც მაჭამე.- ბოლოს მაინც დავთმე ჩემი პოზიცია. ნიკა ბლინს იღებს და ჩემს ტუჩებთან მოაქვს. მეც პირს ვაღებ და ვკბეჩ. - კიდევ მინდა. - ჯერ ჩემი ჯერია, მიდი მაჭამე. - ამბობს ნიკა. მე კი ბლინს ვიღებ და მის ტუჩებთან მიმაქვს, როგორც კი პირს აღებს მაშინვე მთლიანად ვტენი პირში. გამოტენილ პირს ძლივს ამოძრავებს. მე კი მთელს ხმაზე ვხარხარებ. ნიკა ისევ იღებს ბლინს და ჩემსკენ მოაქვს. დარწმუნებული ვარ ანალოგიურს გააკეთებს, რაც მე. მაგრამ არა. ნელა აჩერებს ჩემს ტუჩებთან. პირს ვაღებ და ფრთხილად ვკბეჩ კიდევ ერთ ლუკმას. ჰმმ... ძალიან გემრიელია. ვერ ვხვდები ასეთი განსხვავებულად გემრიელი რატომაა? მეც ვერ გავაკეთე ასეთი. თურმე ტყუილად ვტრაბახობდი. მე კი არა, ის არის საოცარი მზარეული. ნიკა დგება და ჩემსკენ იხრება. ვერ ვხვდები რას აკეთებს? რას? უეცრად ვაცნობიერებ, რომ ტუჩზე რაღაც მაქვს, ანუ ჭამისას რაღაც მომეცხო. ოღონდ ის არ ქნას რასაც მე ვფიქრობ! ოღონდ ის არა! ოღონდ ის არა! ნიკას თავისი სახე ჩემთან ძალიან ახლოს მოაქვს. ნამდვილად იმას აკეთებს რასაც ვფიქრობდი. - ჩემი წასვლის დროა. - სწრაფად ვდგები, სკამი ლამის ძირს ვარდება ჩემი ასეთი ფეთხუმური საქციელის გამო. ტუჩს ვიწმენდ და მაშინვე კარისკენ გავრბივარ. არ შემიძლია ნიკას "მკვლელი" სახის ყურება. - გაგაცილებ. - შორიდან მესმის მისი ბოხი ბარიტონი. - არა, არ შეწუხდე. - ვყვირი და სწრაფად გამოვდივარ, სირბილით ვაგრძელებ გზას სახლისკენ. არ მინდა, რომ დამეწიოს. ცოტა ხანში უკან ვიხედები. არ არის. კიდევ კარგი ჩამოვიშორე. შეიძლება გაბრაზდეს, თუმცა არაუშავს. დღეს შაბათია, იმედია ორშაბათამდე დაავიწყდება და ჩხუბს არ დამიწყებს. ****** სახლში მივედი თუ არა მაშინვე საღამოსთვის მზადება დავიწყე. გოგონები დაახლოებით ორ საათში უნდა მოვიდნენ. ჯერ მარკეტში მივდივარ. ვყიდულობ ჩიფსებს, შოკოლადებს, პეჩენიებს, ბატიბუტებს და მოსახარშავ ფრის. სახლში მისვლისთანავე სამზარეულოში შევდივარ და ფრის კეთებას ვიწყებ. ქვაბს გაზზე ვდგამ და შიგნით ზეთს ვასხამ. ცოტა ხანში კი გაყინულ ფრის ვყრი შიგნით. - მარი, რას აკეთებ? - ამ ხმის გაგონებამ ისე შემაშინა ლამის მთლიანი ქვაბი ძირს მოვისროლე. ლიზი კი ბედნიერი სახით მოდის ჩემსკენ, თითქოს არც არაფერი მომხდარა. - ფრის ვაკეთებ. - ვუპასუხე მოკლედ. მოვიდა და იქვე დადგა, თან ქვაბში ყურება დაიწყო. - მოდი გავსინჯავ. - ამბობს და ხელი ქვაბისკენ მიაქვს. - ვიცი მე შენი გასინჯვა როგორიცაა. ადგები და მთლიან ქვაბს შეჭამ. დიდი წვალების შემდეგ ლიზის სამზარეულოდან ვაგდებ. ცოტა ხანში ისევ შემოდის. - ლიზი გადი დროზე. - ვყვირი ბოლო ხმაზე, სიბრაზისგან სახის ყველა კუნთი მეჭიმება. - ეს შენი და იყო? - მესმის ლევანის გაკვირვებული ხმა. ცოტათი მრცხვენია ჩემი საქციელის. -ლიზი რატომ არ გამაფრთხილე, რომ ისიც აქ იყო? - ვეჩურჩულები დაიკოს. - როდის უნდა გამეფრთხილებინე, ისეთი მიღრიალე ხმა წამივიდა შოკისგან. - ამბობს და სიცილს იწყებს. დამცინი ხო შე საძაგელო ბავშვო?! მე შენ გაჩვენებ სეირს, ცოტა დამაცადე. - მარი, ლიზის ცოტა ხნით მოგტაცებ კარგი? - მეკითხება ლევანი, ფრის წვდება და ჭამას იწყებს. ორივე ასეთი მსუნაგი როგორაა? ისე კი შეეფერებიან ერთმანეთს. - არა, რა მომტაცებ?! მშობლებმა, რომ გაიგონ მოგვკლავენ. - ლევანი ისევ ჩემს ფრის დაწვდა, მუჭით აიღო და შეჭამა. ასე თუ გააგრძელა მთლიანად შემიჭამს. - კარგი ხო. - ვამბობ უცბად და ლევანი სამზარეულოდან გამყავს. ოღონდ ესენი წავიდნენ და ფრის რაღაც ნაწილი მაინც გადაურჩეს ამათ კუჭს მეტი არაფერი არ მინდა. - სად მიდიხართ? მალე მოდით კარგი? - რა იყო რა დედიკოსავით იქცევი. - მესმის ლიზის სიცილნარევი ხმა. რამ გააგიჟა ეს ბავშვი ამ ერთ დღეში? - წავალთ და მალე მოვალთ. - მოკლედ მიჭრის ლევანი. - სტუმრები მოგვდიან და შენ გარეთ მიწანწალებ? რა საქციელია? ანი მოვა? - კითხვებს ერთმანეთს ვაყრი, მაგრამ ვინ გისმენს? სწრაფად მიდიან, თუმცა იმხელაზე ვიყვირე, ჩემს ხმას უეჭველი გაიგებდნენ. დამპლები ესენი! პასუხის გაცემასაც აღარ კადრულობენ. ცოტათი განაწყენებული შევდივარ სამზარეულოში. მალე გოგონებიც მოვიდნენ: ელე, გვანცა და ანი. - ქეთო სად არის მარიამ? - მეკითხება ელე. - ნათესავები ესტუმრნენ. თუ მივიცალე საღამოს შემოგივლიო. - კარგია, ჩვენ მეტი საჭმელი დაგვრჩება. - ამბობს ანი და სიცილს იწყებს. ღმერთო რატომ ვარ ასეთი ღორმუცელების სამყაროში? - გვანც როგორ ხარ? - კარგად შენ? - მპასუხობს ჩვეული ხმით. - ტატოსთან დაკავშირებით გეკითხები. - ააა, ხო. ბევრი არაფერი. - რას ქვია ბევრი არაფერი? მიდი დროზე მოყევი. - ყველა კარად მოვკალათდით ჩვენ ჩვენს ადგილზე და დავიწყეთ გვანცას მონაყოლის მოსმენა. მან ჯერ იმის მოყოლა დაიწყო რაც მე უკვე ვიცოდი, ანუ ტატოსთან ჩხუბის შესახებ. ანიმ და ელემ არ იცოდნენ და... " - შემდეგ ისე მოვიქეცი, როგორც მარიმ მირჩია. ტატოს ვაიგნორებდი. უბრალოდ მისგან თავს შორს ვიჭერდი. ერთხელ კლასისკენ მივდიოდი. უეცრად მაჯაში ვიღაცამ ხელი ჩამჭიდა და თავისუფალ კლასში შემათრია. ტატო იყო. მგონი ბიჭებს უკვე ტრადიციად ექცათ გოგოების კლასში შეთრევა, ყველა მაგას, რომ აკეთებს ხოლმე აკვირდებით? ნუ შემდეგ ტატომ ლაპარაკი დაიწყო. - გვანცა ასე, რატომ მექცევი? გთხოვ დამიჯერე იმ გოგოსთან არაფერი მაკავშირებს.- ამბობს და ჩახუტებას ცდილობს. მინდოდა იქედან წამოვსულიყავი, თუმცა ვერ შევძელი. ვაპატიე, ვაპატიე გესმით? ჩავეხუტე, მან გულში ჩამიკრა. მაშინ ყველაზე ბედნიერ ადამიანად მიმაჩნდა თავი. - კარგი, წამოდი გაკვეთილზე დააგვიანებ. - მითხრა მზრუნველი ტონით, ხელი ძლიერად ჩამკიდა და კლასთან მიმაცილა. ვერც კი წარმოიდგენთ ბედი როგორ დამცინის. გაკვეთილების ბოლოს ტატოს სანახავად მისი კლასისკენ წავედი და იმაზე საშინელი რამ დავინახე, ვიდრე წარმოიდგენთ. ისევ იმ გოგოსთან ერთად იყო, ერთმანეთს კოცნიდნენ, გესმით? ერთმანეთს კოცნიდნენ. რაც დავინახე საშინელება იყო. (ამის თქმის შემდეგ გვანცას ცრემლები მოსდის.) მაშინვე მოვშორდი იქაურობას. ვერცერთი მიხვდა, რომ დავინახე. განადგურებული ვიყავი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. კიდევ კარგი სახლში არავინ იყო, არ მინდოდა დედაჩემს ეს ამბავი გაეგო. რამდენჯერმე დამირეკა ტატომ. ყოველ ჯერზე გავუთიშე. კიდევ ერთხელ დარეკა, და კიდევ ერთხელ გავუთიშე. მერე კარზე დააკაკუნეს. ვიფიქრე დედა მოვიდათქო, ცრემლები მოვიწმინდე, ცოტა მოვწესრიგდი და კარი გავაღე. ვინანე, რომ გაღებამდე არ გავიხედე. ტატო იყო. - არ შემომიშვებ? - ისე კითხულობს თითქოს არც არაფერი მომხდარა და თან იღიმის. საშინელი ადამიანია. მარი მართალი იყავი, მისი ნდობა არ შეიძლება. - არა. - ვპასუხობ და კარის დაკეტვას ვცდილობ, თუმცა ამის საშუალებას არ მაძლევს. - ვერ ვხვდები ასე, რატომ იქცევი?- ამბობს დაძაბული ხმით და შიგნით შემოდის. - ტატო რა გინდა? წადი, ამ სახლიდანაც და ჩემი ცხოვრებიდანაც. - ვამბობ ჩვეული ტონით და ვამჩნევ როგორ ეძაბება სახე. ვერ ვხვდები ასეთი კარგი მსახიობობა როგორ გამოსდის? არ იცოდა, რომ გამოვიჭირე და თამაშს აგრძელებდა. - რამე დავაშავე? - კი, ჩემს ცხოვრებაში შემოხვედი. აი ეს დააშავე. ახლა კი შენი წასვლის დროა. შეიგნე, რომ არ მჭირდები, არ მინდა, რომ საერთოდ გიცნობდე გასაგებია? ვერ გიტან, მეზიზღები. - ვამბობდი და თანდათან ბრაზი იმატებდა. მან სხვასთან მიღალატა და ეს რომ არ შემემჩნია ისევ განაგრძობდა ჩემს მოტყუებას. ძალიან გაბრაზდა ჩემს სიტყვებზე და სწრაფად გაშორდა იქაურობას. ალბათ იმიტომ, რომ დავამცირე და თავი არარაობად ვაგრძნობინე. შემდეგ დღესაც ვნახე. სკოლაში სადღაც მივდიოდი, როდესაც წინ გადამეღობა. - უნდა ვილაპარაკოთ. - მეჩქარება გამიშვი. - ვუთხარი და გვერდით ჩავლა გადავწყვიტე, თუმცა ტატო ისევ წინ გადამიდგა. - რატომ ბრაზდები? მართლა ვერ ვხვდები. - მის ნათქვამზე გავბრაზდი, თანაც ძალიან. რას ქვია რატომ ვბრაზდები? მე კი არ ვკოცნიდი ვიღაც იდიოტ გოგოს... - აბა გაიხსენე, გუშინ შენს კლასში ვინმეს ხომ არ კოცნიდი? - ვიყვირე გაბრაზებულმა. კიდევ კარგი დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია, რადგან დერეფანში ცოტა ადამიანი იყო. - შენ ეს დაინახე და იეჭვიანე? ამიტომ იქცევი ასე?- ჩემსკენ ჩასახუტებლად გადმოიწია გაღიმებული სახით, თუმცა მე უკან დავიხიე. ვერ ვხვდები რა ჯანდაბას აკეთებს?! - კარგად. - ვამბობ და სწრაფად ვშორდები. ამჯერად ჩემი დაჭერა ვერ მოახერხა. ეს ამბავი გუშინ მოხდა. ამის მერე აღარ მინახავს." - არ არსებობს ტატომ გიღალატა? - ამბობს ანა გაოცებული ხმით, მე კი თვალებს ვუბრიალებ. ასეთი რამის თქმა როგორ გაბედა? გვანცა ისედაც სტრესშია. - ბევრს რომ ლაპარაკობ, ახლა შენ მოგვიყევი რა ხდება შენსა და გიორგის შორის? - ვეუბნები ანის. - გიორგი ვინაა? - ვითომ ვერ ხვდება. - გიორგი, ნიკას, ლუკას, ლეოს და ბექას მეგობარი. აღარ გახსოვს ვითომ ხო? - ააა... გიგიზე ამბობ? - რა გიგი? - მგონი ჩემს გასულელებას ცდილობს. - ხო გიგი ქვია უბრალოდ არ მოსწონს, როდესაც ასე ეძახიან. მხოლოდ მისთვის ახლო ადამიანები ეძახიან გიგის. - შენც გიგის ეძახი ხომ? - ვეკითხები და სიცილს ვიწყებ. ანა ისეთია, რომ მარტივად ვერ აღიარებს თავის გრძნობებს. - მარი, ნუ მაიმუნობ. ჩვენს შორის არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ სულ ვკამათობთ. - ამბობს გაბრაზებული ხმით. ზუსტად ვიცი, კიდევ ამ თემაზე თუ დავიწყებ საუბარს ცოცხალი ვეღარ გადავრჩები. - შენზე რას გვეტყვი? შენსა და ნიკას შორის რა ხდება? - რა? არაფერი. რა უნდა ხდებოდეს?- ვამბობ და სიცილს ვიწყებ. ისე ვიქცევი და ისეთ სახეს ვიღებ, რომ ჩემი სიტყვები უფრო მეტად დამაჯერებელი გახდეს. - მართლა? - მეკითხება ანი. - ხო, როგორც შენ და გიგი ჩვენც ასე ვართ. სულ გამუდმებით ვჩხუბობთ და ერთმანეთს ვერ ვიტანთ. - ჩემი სიტყვები დამაჯერებლად ჟღერს. მათ ადგილას მეც დავიჯერებდი. არ ვიცი რატომ ვატყუებ. უბრალოდ არ მინდა, რომ ყველაფერი გაიგონ. არ ვიცი ეს როგორ უნდა მოვუყვე. თავადაც არ ვიცი რა ხდება ჩემსა და ნიკას შორის, ამიტომ მათ, მით უმეტეს ვერ ავუხსნი. - ელე შენ და ბექა რას შვებით? - ვცდილობ ყურადღება გადავიტანო სხვა თემაზე და ელენესა და ბექაზე ვიწყებ საუბარს. - არაფერი განსაკუთრებული. ერთად კარგად ვართ, ბედნიერები ვართ. ჩვეულებრივი წყვილი ვართ. ცოტა ხანი კიდევ გავერთეთ. ფილმს ვუყურეთ, ვიცინეთ... ბოლოს კი ნამხიარულები დავიშალეთ. ****** კაკუნის ხმა მაღვიძებს. უკვე ცხრა საათი ხდება. ნეტა ვინ არის? ლიზი უკვე სახლშიც მოვიდა და მშობლებთან ერთად სოფელშიც წავიდა. სხვა ვინ იქნება? საწოლიდან ვდგები, ვამთქნარებ, ჩემს საყვარელ ფუმფულა ჩუსტებს ვიცმევ და ოთახიდან გავდივარ. კარისკენ "მივფაჩუნებ" და ვაღებ. - ქეთო შენ ხარ? ისე ძალიან კარგია, რომ მოხვედი. ჩემები სოფელში არიან წასულები. სახლში მარტო ვარ და კარგი იქნება შენც თუ დარჩები. არ გკითხავ გინდა თუ არა. უკვე გადაწყვეტილია. არც იმას გკითხავ როგორ ხარ-თქო. ამას, რომ გკითხავ მეტყვი, კარგადო. მერე შენ მომიკითხავ, მეც იგივეს გეტყვი. ამიტომ ასეთი სისულელეები გამოვტოვოთ. მერე ბოდიშს მომიხდი აქამდე, რომ ვერ მოხვედი. მე გაპატიებ და მორჩა. ვიცი ქეთო ახლა აუტანელი ვარ უბრალოდ, როცა ვიღვიძებ საშინლად ბევრს ვლაპარაკობ ხოლმე, ახლაც ასე მოხდა. - ძლივს ვასრულებ საუბარს და მობეზრებული სახით ვეშვები სავარძელში. ამ ლაპარაკში აქამდე როგორი მოვედი, ისიც კი არ მახსოვს. - ვაუ, სათქმელი აღარ დამიტოვე. - ამბობს ქეთო და ისიც ჩემს წინ ჯდება. ოღონდ ცოტა კულტურულად და არა ჩემსავით, ანუ ცხოველივით. - აბა რა გავაკეთოთ?- მეკითხება ბოლოს. - მოდი საშიში ისტორიები მოვყვეთ. კარგი? - ვამბობ და თვალები მიბრწყინდება. ქეთო კი გაოგნებული სახით მიყურებს. - მაგრამ... - მოდი მე დავიწყებ.- საუბარს არ ვასრულებინებ. ვიცი ახლა ძალიან აუტანელი ვარ, მაგრამ რა ვქნა? ასეთი ვარ. უამრავი საშიში ისტორია მოვყევი. ზოგჯერ ქეთო ყურებზე ხელს იფარებდა, ისე ეშინოდა. მოსმენა აღარ უნდოდა. მე კი სიცილით ვკვდებოდი მის რეაქციებზე. თვითონ არც ერთი ისტორია მოუყოლია. ბოლოს ძალიან ვთხოვე რამე შენც მოყევითქო. მანაც ჩემი ვედრება შეისმინა და მოყოლა დაიწყო. როდესაც ისტორიის ფინალურ და ტრაგიკულ ნაწილს მივუახლოვდით კარზე კაკუნის ხმა გაისმა. - ვინ უნდა იყოს? ვინმეს ელოდები? - მეჩურჩულება ქეთო ჩუმი, შეშინებული ხმით. არც მე ვარ მასზე უკეთეს მდგომარეობაში. ცოტაც და შიშისგან მოვკვდები. მე და ქეთო სავარძლებიდან ვდგებით. მაგიდის უკან ვიმალებით. სხვა დროს ჩემს თავს დავცინებდი, მაგრამ ახლა.... ისეთი ფიქრები მიტრიალებს თავში ვერც წარმოიდგენთ. - იქნებ ნაჯახიანი, ცალთვალა კაცია მოსული. ან იქნებ დანით მოვიდა. რა უნდა ჩვენი მოკვლა თუ გატყავება, თუ... - მოკეტე. - ქეთომ აღარ მაცალა ჩემი ფანტაზიების ამოფრქვევა. ადგა და ნელ-ნელა კარისკენ წავიდა. კაკუნი არ წყდებოდა. მე სამზარეულოში შევდივარ და დანას ვიღებ. ნელი, ჩუმი ნაბიჯით მივიწევ შემოსასვლელი ოთახისკენ. ქეთო აქ არ შემომყოლია. ახლა მარტო ვარ, ამიტომ შიში უფრო მიმძაფრდება. ნეტა იმ "ძია კაცმა" უკვე ხომ არ დაიჭირა, ან იქნებ მოკლა კიდეც. ამ ფიქრებში გართული შემოსასვლელ ოთახში შევდივარ. ვხედავ, რომ ქეთო კარს აღებს. - კარს რატომ აღებ? - ვუღრიალე მთელს ხმაზე, სანამ დავინახავდი ვინ იდგა გარეთ. - იმიტომ, რომ გიორგია.- ამბობს მხიარული ხმით და თავის შეყვარებულს ეხუტება. - შეგვაშინე ბიჭუნა. -ვაბობ და ჩემს სიტყვებზე მეცინება, გიორგისთან მივდივარ და ველოდები, როდის მორჩება ქეთო ჩახუტებას, რომ მეც მოვეხვიო. - ამ შუა ღამით აქ რამ მოგიყვანა. - ვამბობ, ქეთოს უკან ვწევ და გიორგის ვეხუტები. - ქეთოსთან საუბარი მინდა, მარტო. - სიტყვა "მარტოს" ბოლოსკენ ამატებს და მე მიყურებს. - კარგი, მე სამზარეულოში შევალ. - ვამბობ და სამზარეულოში შევდივარ. ახლა რა ვქნა? არა და როგორ მაინტერესებს! ჭიქას წყლით ვავსებ და ბოლომდე ვსვამ. ჩუმად, რომ მოვუსმინო? მაინც ორივე მომიყვება რა მოხდა, ასე რომ.... ჩემი ცნობისმოყვარეობა ჭკუასთან ბრძოლას იგებს. ოთახის კართან მივდივარ და ჩუმად ვუყურებ წყვილს. ნეტა რა უნდა უთხრას გიორგიმ ქეთოს ასეთი სერიოზული. სიყვარული უკვე ახსნილი აქვს. გიორგი მოყოლას არ ჩქარობს, სავარძელში ჯდება და ფეხის კანკალს იწყებს. ასე მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა ნერვიულობს ან რაიმე ცუდი ხდება, ან ორივე ერთად. - გისმენ. რა უნდა გეთქვა?-ამბობს ქეთო ხალისიანი ხმით. გული ცუდს მიგრძნობს. გიორგი ძალიან ნერვიულობს. ანუ რაღაც ცუდი ხდება. ძალიან მაინტერესებს, თუმცა ის მაინც გაშეშებულია, არაფერს აკეთებს, არაფერს ამბობს. ისე იქცევა თითქოს ძალების მოკრებას ცდილობს. - ქეთო. - მხოლოდ ამ სიტყვის თქმას ახერხებს. შემდეგ კი თითების წვალებას იწყებს. ესეც მისი განერვიულებულობის მეორე ნიშანი. - გიორგი, მოხდა რამე? ხომ მშვიდობაა? - მგონი ქეთომაც შეამჩნია გიორგის ნერვიულობა და დაბნეულობა. - ყველაფერი სკოლის დაწყების წინა დღეს მოხდა. მოკლედ გეტყვი. იმ დღეს ნიძლავი დავდე. ერთი გოგოსთვის თავი უნდა შემეყვარებინა და შემდეგ უნდა მიმეტოვებინა. ეს შენ იყავი ქეთო. მე შენ არ მიყვარხარ და არც არასოდეს მყვარებიხარ. - გოგონას უემოციო, გაშეშებული სახიდან ცრემლები ცვივა. დამწუხრებული და განადგურებული სიტყვის ამოღებასაც ვერ ბედავს. ეს ის გიო არ არის, რომელსაც მე ვიცნობ. ის არ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. საერთოდ როგორ ამბობს ასეთ სისულელეს. ოთახში გამანადგურებელი სიჩუმე ისადგურებს. ბოლოს გიორგი ფეხზე დგება, კარს აღებს და გამოდის. წასვლაც ვერ მოვასწარი. ქეთოს მსგავდად გავითიშე და გავიყინე ერთ ადგილას. გიორგი ჩემმა იქ ყოფნამ შეაშფოთა და გააოცა. მისი თვალები აწყლიანებული იყო. ცრემლიც კი შევნიშნე. თვალებში შევაცქერდი. მხოლოდ სევდა ამოვიკითხე, მხოლოდ სევდა... გვერდი ამიარა და სახლიდან გავიდა. ასე რატომ ან როგორ იქცევა? რა უფლებით ითამაშა ქეთოს გრძნობებზე? აქ რაღაც იმალება. არ შეიძლება ასეთი რამ გაეკეთებინა, ეს შეუძლებელია, ამას არ იზამდა. ქეთოს გავხედე, გაქვავებული დგას ერთ ადგილას. ქანდაკება მეგონებოდა, თვალებიდან ცრემლები, რომ არ სცვიოდეს. მივედი და ძლიერად ჩავეხუტე. - ყველაფერი კარგად იქნება. - ჩუმად ჩავჩურჩულე. მან კი მოულოდნელად ხელი მკრა და თავიდან წამის მეასედში მომიშორა. ძალიან დიდი ძალით არა, მაგრამ მაინც. - ყველაფერი კარგად იქნება?! კარგად?! გესმის მაინც რას ამბობ? გესმის მაინც რა მოხდა ან რას ვგრძნობ? მტკივა... გული მტკივა! ცუდად ვარ! ისე ვარ თითქოს... თითქოს... თავს გამოყენებულად ვგრძნობ. ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა, თავი შემაყვარა და შემდეგ უსულგულოდ მიმაგდო. ისე იქცეოდა თითქოს არც არაფერი მომხდარა. საერთოდ აქ მოსვლა როგორ გაბედა? როგორ? - ქეთო აქეთ-იქით ნერვიულად დადის. ცრემლები მოსდის და მოსდის. ნერვიულად საუბრობს, ცრემლნარევი ხმით. გიჟს ჰგავს. ვერც კი ვეკარები. თავის სტიქიებშია, დადის და გაუჩერებლად საუბრობს. ასეთ მდგომარეობაში არასოდეს მინახავს. - ასე რატომ მომექცა? რა დავუშავე? ვიცოდი, ვიცოდი, რომ მისი შეყვარება არ იყო სწორი საქციელი. ვიცოდი, რომ გულს მატკენდა. ჩემით ერთობოდა, მეთამაშებოდა. ისე იქცეოდა თითქოს არაფერი ხდებოდა. იდიოტი! ნაგავი! დამპალი! ისე გამაცურა ვერც მივხვდი. მე კი გულწრფელად შევიყვარე. და რა მივიღე? არაფერი ტკივილის გარდა. ღმერთო ასეთი რამე რატომ გააკეთა? რა დავუშავე? ან შენ რა დაგიშავე? რატომ მტანჯავ? თუ ჩემი გესმის, გთხოვ, გთხოვ წაიღე ეს ტკივილი ჩემიდან, წაიღე, წაიღე... - ქეთო მუხლებზე დგება. ტირის, ცხარე ცრემლებით ტირის. მისკენ მივდივარ ჩასახუტებლად, თუმცა თავიდან მიშორებს და მიკარების საშუალებას არ მაძლევს. ისევ საუბარს განაგრძობს. - მტკივა, გული მტკივა. ასე რატომ მოიქცა? რატომ არ ვუყვარვარ? რატომ? - ასეთ საუბარს აგრძელებს. მოკლედ, რომ ვთქვათ ხმამაღლა ფიქრობს. საშინელ მდგომარეობაშია. მხოლოდ ერთი გზა მრჩება მის დასამშვიდებლად. დასაძინებელ წამალს ვასმევ. მალევე მშვიდდება და ეძინება. ******* დილით, რომ ვიღვიძებ ქეთო სახლში არ მხვდება. ყველაფერს ვამოწმებ აივანის ჩათვლით. ბოლოს სამზარეულოში შევდივარ, სადაც ლამაზად გაწყობილი სუფრა მხვდება. უეცრად თვალი მაცივარზე მიწებებული ქაღალდისკენ გამირბის. " მარტო ყოფნა მინდა. ჩემზე არ იდარდო, სახლში მივდივარ. გემრიელად მიირთვი. - ქეთო." იმედია თავს არაფერი აუტეხა. მაშინვე ტელეფონს ვიმარჯვებ და დედამისს ვურეკავ. - გისმენთ. - მესმის მეორე ხაზიდან საოცრად მომნუსხველი ხმა. - გამარჯობა, მარიამი ვარ. ქეთო უკვე მოვიდა სახლში? - კი საყვარელო, უკვე მოვიდა. თავის ბიძაშვილებს ართობს. თუ გინდა დაგალაპარაკებ. - არა, იყოს. მეჩქარება. - ვამბობ და მაშინვე ტელეფონს ვთიშავ. კარგია, როგორც ჩანს ქეთოს ხასიათი შედარებით გამოუკეთდა. ახლა ოჯახი მიხედავს და ზუსტად ვიცი არაფერი მოუვა. ვერ ვხვდები, ასე მოკლე დროში გიორგის რა ეტაკა? ნუთუ მართლა შეიძლება მისი ნათქვამი სიმართლე იყოს? მე მას ვიცნობ, ასე საშინლად ვერ მოიქცოდა! ვფიქრობ ამის მიღმა რაღაც იმალება. მარტივი არ იქნება გაგება, თუმცა შეუძლებელი ხომ არაფერია. დღეს კვირაა, ხვალიდან დეტექტივის როლი უნდა შევითვისო. გიორგის თვალთვალის გარდა სხვა ვერაფერი დამეხმარება. მხოლოდ ასე გავიგებ სიმართლეს. საღამოს მაღაზიაში წასვლა მიწევს. ტანსაცმელს ვიცვამ: შავ მოტკეცილ შარვალს, შავ-თეთრ ტოპს და თეთრ ბოტასებს. მაღაზიაში მივდივარ და ტკბილეულობას ვყიდულობ. უკან დაბრუნებისას გიორგის ვხედავ, მანქანაში ჯდება და სადღაც მიდის. ასეთი შანსი ჩამივარდა ხელში და იქნებ, დღესვე დავიწყო "დეტექტივობანა"? მალევე ვაჩერებ ტაქსს. - იმ მანქანას გაჰყევით. - ვამბობ მოურიდებლად და გიორგის მანქანისკენ მივუთითებ. კიდევ კარგი არ ჩამოვრჩით. ოც წუთიანი მგზავრობის შემდეგ გიორგი ერთერთ რესტორანთან აჩერებს მანქანას და შიგნით შედის. მეც ტაქსს ფულს ვუხდი და შესასვლელთან ვდგები. შევიდე? რომ დამინახოს? აქ ხომ არ დაველოდო? მაგრამ ამ შემთხვევაში ვერაფერს გავიგებ. სხვა დროს, რომ ვცადო? გიორგიმ, რომ გაიგოს უკან დავყვები დარწმუნებული ვარ ჩემი გეგმა ჩაიშლება და ვეღარაფერს გავიგებ. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ფანჯრიდან შიგნით შევიხედე. საშინელი სანახაობა იშლება ჩემს თვალწინ. გიორგი და მისი კლასელი გოგონა ერთად ვახშმობენ. გაცეცხლებული შევდივარ რესტორანში და მათი მაგიდისკენ მივდივარ. - ჰეი, თქვენც აქ ხართ? ხელს ხომ არ გიშლით? - ვეკითხები გაბრაზებული ხმით და დამცინავად ვუღიმი.ლ თავს ძლივს ვიკავებ თავები ერთმანეთზე, რომ არ ვარტყმევინო. - რა თქმა უნდა, გვიშლი. - მპასუხობს ეს ტუტუცი გოგო. მგონი სალომე ჰქვია. მის სიტყვებს ვაიგნორებ. - თავმოყვარეობა სულ დაკარგე? ქეთოს გუშინ დაშორდი და დღეს უკვე ახალ გოგოსთან ერთად ერთობი არა? ვერ გცნობ გიორგი, ვერა. თან ეს გოგო... შენ არ ამიკრძალე მასთან მეგობრობა? ახლა რა შეიცვალა? - ჩემს ბოლო ნათქვამზე სალომეს სახე ეძაბება. წესიერი გოგო გაბრაზდებოდა და წავიდოდა, მაგრამ არა. ის ისევ აქ ზის. ვერც ერთი ხმას ვერ იღებს. გიორგი ხო, მით უმეტეს. - ალბათ ხელს გიშლით. გემრიელად მიირთვით. - ვამბობ ჩვეული ხმის ტემბრით. სალომეს ძალიან უხარია ჩემი იქიდან წასვლის ამბავი. სახე უნათდება ბედნიერებისგან. მაგიდაზე გადაფარებულ ნაჭერს ხელს ვკიდებ და ჩემსკენ ვქაჩავ. მთელს რესტორანში ჭიქების და თეფშების მსხვრევის ხმა გაისმის. სათითაოდ ყველაფერი ძირს იყრება. შემდეგ სალომეს სახეს ვაკვირდები, გაცოფებულია. ყველა ჩვენ გვიყურებს, მაგრამ არ მადარდებს. ისე მივდივარ გასასვლელისკენ, თითქოს არც არაფერი მომხდარა. გამოვდივარ თუ არა მაშინვე ვხვდები, რომ ვიღაც მომყვება. თურმე ველური სალომე ამკიდებია. ჩემსკენ მორბის და როდესაც მიახლოვდება ინსტიქტურად ფეხს მაღლა ვწევ. პირდაპირ მუცელში ხვდება. ტკივილისგან ძირს ეშვება. შემდეგ თმებში ვწვდები და ძლიერად ვქაჩავ, თან ფეხზე ვაყენებ, მისი სახე ჩემს სახესთან ახლოს მომაქვს და ყურში ვეჩურჩულები. - ჩემთან თამაშს არ გირჩევ, პატარავ. - ხელს ვუშვებ და იქაურობას ვშორდები. სიმართლე, რომ გითხრათ სალო ჩემზე პატარა არ არის, ეს მისი დაუცველობის გამო ვთქი. ორივე ჩვიდმეტის ვართ, თვეებითაა ჩემზე დიდი და კლასითაც. გაცოფებული მივუყვები ქუჩას სახლისკენ. როგორ შეეძლო ქეთო მიეტოვებინა იმ უნამუსო გოგოს გამო? რამდენი ხანია გიცნობ გიორგი, თუმცა ეს დრო საკმარისი არ ყოფილა შენი ქმედებების შესასწავლად. ნუთუ მართლა შევცდი შენში? მაგრამ არა. მე მჯერა ჩემი საუკეთესო მეგობრის. ვიცი ასეთ რამეს არ ჩაიდენდა და ამას დავამტკიცებ. ისე, რა მაგრად გავუსწორდი სალომეს. ქეთოს მაგივრად მე მოვუღებ ბოლოს. ჯერ სად არის. კიდევ ერთხელ თუ შემომიტია, მერე უარესი მოუვა. ****** დღეს ორშაბათია. უკვე სკოლაში ვარ. მთელი დღეა გიორგის ვუთვალთვალებ შეძლებისდაგვარად. სალომესთან ერთად ჯერ არ მინახავს. დიდ დასვენებაზე საპირფარეშოში მივდივარ. იქ კი ვიღაც გოგო მხვდება. მოწყენილი სახე აქვს. - ჰეი, კარგად ხარ? - თავს ვერ ვიკავებ და ვეკითხები. ვერ ვიტან, როდესაც ვინმე ცუდადაა. - ამმ... არ ვიცი. - მპასუხობს ის, მგონი ევა ჰქვია. ეკას დაქალია, თითქმის სულ ერთად არიან ხოლმე. მიკვირს მარტო, რომ ვხედავ. ნეტა ეკუნა სად დაკარგა? - მომიყევი. - მოდი გაჩვენებ. - ამბობს და თავის ტელეფონს მაჩეჩებს. ვიღაცასთან მინაწერს მაკითხებს. (ევა) შევრიგდეთ? (საბა) შეყვარებული მყავს. (ევა) ვიცი. მეგობრულად. ( საბა) ჯერჯერობით მაგაზე არც კი დავფიქრებულვარ. (ევა) ხო და ახლა დაფიქრდი. (საბა) ამჯერად არა, შეგიძლია აღარ მომწერო. - არ ვიცი ახლა რა მივწერო. - ძალიან გავბრაზდი საბას საქციელზე. მორიგი ბიჭია, რომელიც ცდილობს გოგოების გულის ტკენით დაიმკვიდროს ადგილი. ყველა ბიჭი ერთნაირად იდიოტია? - ვიცი რაც უნდა მიწერო.- ვამბობ, ტელეფონს ვართმევ და წერას ვიწყებ. შეწინააღმდეგებას არც კი ცდილობს. (ევა) მაშინ პკ არასდროს დავმეგობრდებით. - ამის შეყვარუბელი იყავი? - არ მესმის ასეთ უნამუსო ადამიანს როგორ ენდო. - ხო. - ამბობს ჩვეული ტონით. - რომელი დაშორდით პირველი ან რატომ? - ამ ისტორიამ დამაინტერესა. - მე დავშორდი. - თქვა და თავი ოდნავ დაბლა დახარა. - რატომ? - ერთი ბიჭის გამო ახალი გადმოსულია, ტატო ჰქვია. - ამ სიტყვებს ამბობს თუ არა მაშინვე იცვლება ჩემი ფიქრები. ევა ტატოს გამო დაშორდა? მეგონა საბას ბრალი იყო, თურმე არა. ევას ბრალი ყოფილა. ამის მერე საერთოდ როგორ ბედავს მიწერას ვერ ვხვდები. ახლა უკვე საბას პოზიციას ვიჭერ. ევა ორმაგად დამნაშავეა. გვანცა და ტატო მის გამო დაშორდნენ ერთმანეთს. - და ახლა ტატოს შეყვარებული ხარ? - არა, მას სხვა უყვარს. გვანცა ჰქვია. - ამბობს და ლამისაა ატირდეს. იცით საერთოდ არ მეცოდება. თავის თავს დააბრალოს. საბას გრძნობებზე ითამაშა, თან ტატოს და გვანცასაც წაართვა ბედნიერება. მასზე საშინლად ვარ გაბრაზებული. - უნდა წავიდე. - ვამბობ და მაშინვე გამოვდივარ. იქ, რომ დავრჩენილიყავი, ალბათ იმ გოგოს შუაზე გავგლეჯდი. მაშინვე გვანცასთან მივდივარ. - ტატოს უნდა აპატიო! მართლა ძალიან უყვარხარ. - ყველაფერს ვუყვები, გვანცა ჯერ გაოცებული სახით მიყურებს, შემდეგ კი მიღიმის და გარბის. დარწმუნებული ვარ ტატოსთან. როგორ იქნა, გვანცასაც ეღირსება ბედნიერება. ევა მათ დაშორებას ვეღარ შეძლებს. ამის საშუალებას მე არ მივცემ. მისგან რას ველოდი? ბოლოს და ბოლოს ეკას დაქალუშკაა. ორივე საშინელი ადამიანები არიან, იქნებ სწორედ, ამიტომ უგებენ ერთმანეთს. ტატო და გვანცა შევარიგე, იმედია ასეთი იღბალი დღის ბოლომდე გამყვება და გიორგის და ქეთოსაც შევარიგებ. მალე ზარი ირეკება, გვანცა გაბრწყინებული თვალებით შემოდის კლასში. - აბა? - მადლობა, რომ შეგვარიგე. - მოდის და მეხუტება. ძალიან ბედნიერი ვარ. ტატო და გვაცა შერიგდნენ და ამაში დიდი წვლილი მე მიმიძღვის. დრო საშინლად გაიწელა. ყოველ დასვენებაზე დავსდევდი გიორგის უკან, მაგრამ შედეგი ნული. გაკვეთილების დასრულების შემდეგ გიორგის კლასისკენ მივდივარ. კარი ოდნავად არის მოხურული. კლასში მხოლოდ სალო და გიოა. აი სად გამოგიჭირეთ. ძალიან მაგარია. ახლა ყველაფერს გავიგებ. - მომისმინე, აღარ ვაპირებ ამ თამაშის გაგრძელებას. გთხოვ შემეშვი. ხომ ხედავ მარიმ რა გააკეთა? უბრალოდ დავასრულოთ ყველაფერი. - ამბობს გიორგი გაბრაზებული ტონით. ოთახში დაძანულობაა გამეფებული. - არაფერიც არ დასრულდება. შეიგნე ჩვენ უკვე ერთად ვართ და ყველაფერს ერთად გავუმკლავდებით. - სალომე გიორგისკენ იწევა და კისერზე ეხვევა. გიოს ადგილზე თავს მოვიკლავდი. საზიზღარი სალომეს გაკარებას მართლა სიკვდილი მირჩევნია. ვერ ვხვდები ამ ველურის გამო ქეთოს გული რატომ ატკინა?! - რატომ არ გესმის? არ მიყვარხარ. ქეთო მიყვარს. შეიგნე. - ამბობს გაღიზიანებული გიორგი და გოგოს ხელებს იშორებს. ქეთო მიყვარსო, რომ თქვა მომეჩვენა? აბა რაღატომ დაშორდა? უტვინოა, სუფთა უტვინო. - შენ შეიგნე. თუ მას არ დაივიწყებ მაშინ იცი რასაც ვიზამ. ისიც იცი, რომ ამას გავაკეთებ. - ისეთი გესლიანი სახით ამბობს, რომ დარწმუნებული ვარ არის იმის გამკეთებელი რითაც ემუქრება. რანაირად გადაიკიდა გიორგიმ ეს ფსიქოპატი? სალომე ნამდვილად საგიჟეთშია წასაყვანი. აი თურმე რა ხდება. ეს დამპალი გოგო გიორგის რაღაცით აშანტაჟებს. ნეტა რით? მას უნდა, რომ ჩემს ორ საუკეთესო მეგობარს ცხოვრება გაუმწაროს, მაგრამ ამის უფლებას არ მივცემ. ეს საქმე როგორ უნდა მოვაგვარო? იქნებ გიოს დაველაპარაკო და ვათქმევინო რითი აშანტაჟებს? ხო, მგონი ასე აჯობებს. ცოტა მოშორებით ვიმალები და მათ გამოსვლას ველი. ჩემს ბედად მხოლოდ სალი გამოდის. მე კი მაშინვე შიგნით შევდივარ. გიორგი განადგურებულია. მერხებზე ხელებით არის დაყრდნობილი და ოხრავს. მასთან მივდივარ, ჩემკენ ვატრიალებ და ძლიერად ვეხუტები. - ყველაფერი მოვისმინე. - ჩუმად ვეჩურჩულები. ამ სიტყვების გაგონებაზე გიორგი უკან მწევს. - რა? - ყვირის ბოლო ხმაზე. - გავიგე, რომ რაღაცით გაშანტაჟებს. უბრალოდ მითხარი და დაგეხმარები მის თავიდან მოშორებაში. - ასე არაა, სალომე არ მაშანტაჟებს.- ამბობს გაბრაზებული ხმით და მიდის. სერიოზულად? მე მას დახმარება შევთავაზე და ის არ მენდო? ასე უბრალოდ მიდის? ჯანდაბა, სერიოზულად? საუკეთესო მეგობარსაც არ უმხელს? მაგრამ რატომ? რა ხდება ასეთი? რითი აშანტაჟებს. რაღაც სერიოზულია, მაგრამ რა? გიორგის ვეღარ ვკითხავ, ისევ მსგავსად მომიშორებს თავიდან. არ მენდობა?! აშკარად ასეა, თორემ მეტყოდა. ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. ბავშვობის მეგობარი არ მენდობა და რაღაცას მიმალავს. გაბრუებული და გამოფიტული მივდივარ სახლისკენ. გიორგი მე არ მენდობა? საშინელებაა. რომ ეთქვა ხომ დავეხმარებოდი. მაგრამ არა, ყველაფერი უნდა გაართულოს. ჩემით უნდა გავიგო სიმართლე. ქეთოს გამო უნდა გავაკეთო ეს. დარწმუნებული ვარ ახლაც დეპრესიაშია. მასთან წავიდოდი, მაგრამ ახლა სამსახური მაქვს. ნიკას ნახვა საერთოდ არ მინდა. მისი თავი არ მაქვს, არც ხალისი. ახლა მხოლოდ სახლში ყოფნა და ფიქრი მჭირდება. როგორც პუარომ მეც ისე უნდა გამოვიყენო ტვინის ნაცრისფერი უჯრედები, რომლითაც ასე ამაყობს და რომლითაც ყველა საქმეს მარტივად ხსნის. თუ მაქვს რა თქმა უნდა! ჩემს ფიქრებზე მეცინება. ახლაღა ვაცნობიერებ, რომ უკვე თითქმის ხუთი წუთია ოფისის წინ ვარ გაშეშებული. სწრაფად შევდივარ შიგნით და მაშინვე მომღიმარ ანას ვაწყდები. სიხარულს ვგრძნობ ამ მომენტში. მიხარია, რომ მასთან მივდივარ. უკვე ამ გოგოს დანახვაც კი მაბედნიერებს. - როგრო ხარ? - ვეკითხები ხალისიანად. - კარგად, შენ? - რავი ვარ რა. რამე ხომ არ გაქვს მოსაყოლი? - იცოდი, რომ საბას ჩემი დაპატიჟება უნდოდა? - თვალები უბრწყინავს. მიხარია ასეთ გახრებულს, რომ ვხედავ. გაიგეთ რა კითხვას მისვამს? ვიცოდი კი არა, ის ადგილიც მე ვუთხარი, სადაც უნდა წაეყვანე. თუმცა ამას მართლა ხომ არ ვეტყოდი. - არა, მან სადმე დაგპატიჟა? აუცილებლად უნდა მომიყვე, მაგრამ ახლა არა. შემოგივლი ცოტა ხანში. - ვამბობ და კიბეებისკენ მივიწევ. ჩემდა გასაკვირად ისევ ხალისიანი ვარ. როგორი ცვალებადი ხასიათი მაქვს არა? ფიქრებში გართულს კიბეზე ფეხი მიტრიალდება. იმედია არავინ მიყურებს. მაგრამ მე ხომ ბედი არ მაქვს. ამ დროს შევნიშნე ჩემს გვერდით მდგომი ნიკა. არ იფიქროთ ხელებში "ჩავახტი". წონასწორობა ამ დონეზე არ დამიკარგავს. - კარგად ხარ? - მეკითხება ნიკა. მის ხმას და თვალებს ეტყობათ, რომ ჩემს გამო ნერვიულობენ. ეს ფაქტი ცოტათი მახარებს. - კარგად ვარ. - ვამბობ იმ ტკივილის მიუხედავად, რომელსაც ფეხის არეში ვგრძნობ. არ მიყვარს, როდესაც ჩემს ტკივილს და უსუსურობას ვამჟღავნებ. ასასვლელ კიბეებს ვუყურებ. ნატკენი ფეხით ამდენი კიბე, როგორ უნდა ავიარო? ფეხს ვადებ იატაკს და ტკივილისგან ისევ მაღლა ვწევ. სახე მემანჭება და ნიკას ვუყურებ. იმედია ვერ შემაჩნია-თქო ვფიქრობ. მაგრამ არაფერში მიმართლებს. ის მე მიყურებს. წამიერად იხრება, თავისი ხელები ჩემს სხეულთან მოაქვს და ჰაერში მიტაცებს. ყველა ჩვენ გვიყურებს. რა ნახეს გასაკვირი ჩვენს ქცევებში? უბრალოდ უფროსს ხელში აყვანილი მივყავარ მაღლა. უი, თურმე მართლა გასაკვირი ყოფილა ჩვენი ქცევა. ნიკამ ხელში აყვანილმა შემიყვანა "ნომერ 404"-ში და ფრთხილად დამსვა სკამზე. ****** ფეხის ტკივილი ოდნავ მომეშვა თუ არა ნიკამ რაღაც მრგვალი ფორმის "ბამბანელკა" მომიტანა. - ეს მე? ჩემთვის იყიდე? რატომ შეწუხდი? - ამას კი ვამბობ, მაგრამ უკვე წარმოდგენილი მაქვს როგორ ვჭამ. ჰმმ... გემრიელი სამუშაო დღე მელოდება წინ. - რა შეწუხებაა. ფეხი თუ არ გტკივა შეგიძლია გახვიდე და შენს კაბინეტში მიირთვა. - ძალიან კარგად გამოდის ყველაფრის ჩაშლა. უკვე ვფიქრობდი: კარგი ადამიანია ტყუილად მოვუწყვე ამდენი ოინი-თქო. თუმცა გადავიფიქრე. ფეხზე წამოვდექი და ჩემს კაბინეტში შევედი. კარი მივხურე თუ არა, მაშინვე ნიკას საჩუქარი გავხსენი. ერთი პატარა შოკოლადი ავიღე, პირთან მივიტანე და მისი ჩაკბეჩა ვცადე, თუმცა არ გამომივიდა. ეს რა არის, ძველია? აშკარად ძალიან გამაგრებულია და ამიტომ ვერ ვკბეჩ. იდიოტი! როგორ წამოვეგე მის მახეზე? მაინც რომ ჩამეკბიჩა და შემეჭამა ეს შოკოლადები , მერე სად მიდიოდა? ასეთი მაგარი არაფერი მინახავს. ნეტავ რამდენი ხანი აძველებდა? ერთი წელი? ორი? არა ეს იმდენად მაგარია, ალბათ ხუთი წლის მაინც იქნება. გაცეცხლებული გამოვდივარ ჩემი კაბინეტიდან და ნიკასაში შევდივარ. აქ კი ვიღაც კლიენტი მხვდება, მშვენიერი ქალბატონი. ნიკაზე ძალიან დიდი, რომ არ იყოს ვიეჭვიანებდი. რა? ვიეჭვიანებდი? ეს მე გავიფიქრე? აშკარად ვიღაც ჩამისახლდა სხეულში. - რამეს ხომ არ ინებებთ? - ვკითხულობ, როდესაც მათ გაოცებულ სახეებს ვაწყდები. ისე შევედი კაბინეტში, ლამის კარი ჩამოვაგდე, ამიტომ მათი ემოცია არც მიკვირს. - ორი ყავა თუ შეიძლება. - ამბობს ნიკა. მე შენ განახებ ორ ყავას. განანებ შენს საქციელს. მაგრამ ეს როგორ გავაკეთო? უკვე მოვიფიქრე როგორც. უგემრიელეს ყავას ვაკეთებ და ნიკას ნაჩუქარ ტკბილეულთან ერთად შემაქვს მათთან. - გემრიელ ყავას, გემრიელი ტკბილეული უხდება. - ნიკა შოკირებული სახით მიყურებს და მანიშნებს ახლავე გავაქრო ეს შოკოლადი აქედან. ვითომ მეტი საქმე არ მქონდეს. ახლა ინანებ შენს საქციელს, ნიკუშ. - ძალიან გემრიელია, ბატონი ნიკას საჩუქარია. ხედავთ, როგორ ზრუნავს თანამშრომლებზე? ერთი უკვე გავსინჯე. მიკვირს სასწრაფო, რომ არ დამჭირდა. - ვამბობ მხიარული ხმით და ნიკას გაცოფებულ მზერას ვაწყდები. ლამისაა ცოფები გადმოყაროს. ცოტა კი შემეშინდა მისი. - გემრიელია და ამიტომ, ეს ვიგულისხმე, რა თქმა უნდა. - ვამბობ სიცილით და გამივდივარ. კიდევ კარგი უკვე გვიანია, სამუშაო საათები მთავრდება. არ მინდა ნიკას აქ დავხვდე, იმის მერე რაც ის ქალი შოკოლადს შეჭამს. დარწმუნებული ვარ ძალიან მეჩხუბება. ეს არ მინდა. აჯობებს ახლავე გავქრე აქედან. გაუფრთხილებლად ვერ წავალ, ამიტომ ტელეფონს ვიმარჯვებ და ნიკასთან ვრეკავ. - შეიძლება წავიდე? უკვე სამუშაო საათები სრულდება. - შეგიძლია წახვიდე, მარიამ. - ამბობს მშვიდი, გაწონასწორებული ხმით. ალბად, ის ქალი ჯერ ისევ შიგნითაა და ჩემთან ჩხუბს ვეღარ იწყებს. მაშინვე ვემზადები და ოფისს ვტოვებ. ****** სამშაბათი დღის მშვენიერი დილა გათენდა. ფანჯარაში ვიყურები და გარემოს ვაკვირდები. უცოდველ ბუხებას ვხედავ, რომელსაც ადამიანი რაღაცის გამო სჯის. რას ერჩის? ეს არავინ იცის, თავად ადამიანმაც კი არ იცის. მას საერთოდ არაფერზე აქვს პასუხი. მეც ასეთი ვარ. უამრავი პასუხ გაუცემელი კითხვა მიტრიალებს თავში. საითაც გავიხედავ ყველ მხარეს კითხვების კორიანტელი მხვდება. პირველი რაზეც მეფიქრება, ჩემი ახლანდელი მდგომარეობაა. ის შეიცვალა, ულამაზესმა მწვანე თვალებმა შეცვალეს. სწორედ ნიკამ მოიპარა ჩემი პირველი კოცნა და თან ჩემი გულიც გააყოლა. უამრავი კითხვაც დამიტოვა. თავში გამუდმებით სამი სიტყვა ჩამესმის. "ეცადე არ შეგიყვარდე". "ეცადე არ შეგიყვარდე". მისი ნათქვამი მოსვენებას მაკარგვინებს. ალბათ ფიქრობთ, რომ სულელურად ვიქცევი. ახლა წესით ნიკასთან უნდა მივდიოდე და ჩემს გრძნობებში ვუტყდებოდე. მაგრამ არ შემიძლია. ამისთვის ზედმეტად მშიშარა ვარ. არ მინდა გული მატკინოს. ვერცერთ ადამიანს მივცემ იმდენ ძალაუფლებას, რომ ერთი ხელის მოსმით გამანადგუროს. სანამ არ დავრწმუნდები, რომ ნიკას მოვწონვარ, მანამდე ჩემს გრძნობებში არ გამოვუტყდები. რომ არ მოვწონდე? ეს ჩემი ილუზია, რომ იყოს? ვერ გადავიტან... ვერ გადავიტან, ვერა, გესმით? შიში. აი რა არის ის, რის გამოც ნიკას ვერაფერს ვეტყვი. იქნებ მატყუებს? იქნებ მეთამაშება? იქნებ სრულებით არ ვაღელვებ? სანამ არ დავრწმუნდები და ყველა კითხვაზე პასუხს არ ვიპოვი მანამდე ვერ მოვისვენებ. ჩემს თავში მოფუსფუსე კითხვები მხოლოდ ნიკას არ ეხება. გიორგისაც. ვერ ვხვდები რა ხდება ისეთი, რომ ამას არავის ეუბნება. არც მე. ზუსტად ვიცი ვერაფერს დავაცდენინებ, უკვე გადაწყვეტილი აქვს გაჩუმება, ისე თითქოს დუმილის ფიცი ჰქონდეს დადებული. აშკარაა, რომ ორივე იტანჯება. ქეთოც და გიორგიც. ერთმანეთს ისე სჭირდებიან, როგორც ცა და დედამიწა. განუყრელები არიან. მათი დაშორებით საშინელება მოხდება. ქეთოს რაც გუშინ წინ მოუვიდა, უბრალოდ აღარც კი ვიცი რა ვთქვა. ვიცი, მაინც იპოვის გამოსავალს. პატარა ბავშვივით გაექცევა რეალობას და ცხოვრებას ისე გააგრძელებს თითქოს არც არაფერი მომხდარა. წუხილს გულში ჩაიკლავს და თანდათანობით სწორედ ეს ტკივილი გაანადგურებს. რაც შეეხება გიორგის. მასაც უყვარს ქეთო. სალომეს წინაც კი აღიარა ეს ფაქტი. რაღაც აბრკოლებს, მაგრამ რა? შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ჩემი საქმე არაა... მაგრამ თქვენ ხომ გყავთ საუკეთესო მეგობრები. მათ გასაჭირში დატოვებდით? როცა სირთულეს გადააწყდებოდა არ დაეხმარებოდით? მეც სწორედ ამას ვაკეთებ. გიორგის არ უნდა თავის პრობლემებში ჩამრიოს, მაგრამ არც მე შემიძლია მისი მარტო დატოვება. ადამიანს მხოლოდ მაშინ არ უნდა დაეხმარო, როდესაც გთხოვს, არამედ მაშინაც როცა თვლი, რომ ეს საჭიროა. მეგობარს ჭირშიც და ლხინშიც მხარში უნდა ედგე. მე კი საკმაოდ ძლიერი ვარ მეგობრული ვალდებულების შესასრულებლად. ვიცი გიორგი არ მეტყვის, მაგრამ მე თავად გავიგებ სიმართლეს. საწოლიდან ზანტად ვდგები. წყალს ვივლებ და თავს ვიწესრიგებ. მუქ ჯინსის კაბას და წითელ ზედას ვიცვამ, ფეხსაცმელი თეთრი ჩავიცვა თუ შავი? რომელიღაცას ხელს ვავლებ და წამში ვიცვამ. ამაზე ფიქრიღა მაკლია. ისედაც ლამისაა თავი გამისკდეს. სამზარეულოში შევდივარ და ტკბილეულის ჭამას ვიწყებ. ხომ გაგიგიათ, დეპრესიის დროს ადამიანი ტბილეულს ეძალებაო, ახლა სწორედ ასეთ სიტუაციაში ვარ. - შენ ისევ ჭამ? - მეკითხება დედა. მოულოდნელობისგან ლამის ლუკმა გადამცდა. ხველებას ვიწყებ, გულზე ხელს ვიდებ და ოდნავ ვიხრები. ძლივს ვჩერდები, ალბათ ახლა პომიდორს ვგავარ... - დედა ჩემი მოკვლა თუ გინდოდა, ბარემ მუცელშივე მოგეკალი, ცხრა თვე აღარ გეყოლებოდი სათრევი. - ვამბობ და ვიღიმი. იმედია ამის გამო ჩხუბს არ დამიწყებს. - კარგი რა მარიამ!- მისმა წარმოთქმულმა ჩემმა სახელმა ნიკა გამახსენა. ისიც ასე იძახის ჩემს სახელს. მაშინვე ფეხზე ვდგები და ხალისიანი მივდივარ სკოლისკენ. ვიცი დღეს უკეთესი დღე იქნება ვიდრე გუშინ იყო, უბრალოდ ვიცი და მორჩა. ისე ადრე მივდივარ სკოლაში, თავადაც მიკვირს. მისვლის შემდეგ მინიმუმ ოცი წუთი კლასში ლოდინი მომიწევს. თუმცა ისევ იქ ყოფნა მირჩევნია, ვიდრე სახლში. შორიდან გიორგი შევამჩნიე, ისიც სკოლაში მიდის. ოდნავ გამიხარდა. არასდროს მყვარებია მარტო სიარული. სჯობს გიორგის გვერდით ვიყო, იქნებ რაიმე წამოსცდეს... - ჰეი. - ნამდვილად ჩაფიქრებული იყო, რომ არ დამეძახა ვერც კი შემამჩნევდა. - ჰეი, როგორ ხარ? - მეკითხება და თან ძლიერად მეხუტება. ნეტავ რა ხდება მის თავს?! - კარგად, შენ როგორ ხარ? - რავი, ვარ რა. - სიარულს ერთად ვაგრძელებთ. მინდა სალომეზე წამოვიწყო საუბარი, მაგრამ არამგონია მითხრას. შეიძლება კითხვის დასმის გამო ამიშარდეს კიდეც. არ მაწყობს. ჯობს ისევ ჩემით გავარკვიო. სკოლამდე ისე მივედით, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. არ მეგონა ოდესმე ასეთი საშინელი ურთიერთობა თუ ჩამოგვიყალიბდებოდა. ჩემს კლასთან მალევე მივედით. უკვე წასვლას აპირებდა, როდესაც მაჯაში ხელი ჩავკიდე და წასვლის საშუალება არ მივეცი. - გთხოვ მითხარი, რა ხდება?! სალომე რით გაშანტაჟებს?- ვამბობ ხმადაბალა, იმის მიუხედავად, რომ სკოლაში არავინაა. - არაფერიც არ ხდება. - ამბობს გაბრაზებული ტონით. წამით თვალი სხვა მხარეს გაურბის. ჯერ იღიმება, შემდეგ კი სახე ეძაბება და ბრაზდება. მეც იქით ვიხედედები საითაც ის. სკოლაში ქეთო შემოდის. ამის გამო გაუბრწყინდა თვალები გიორგის, თუმცა შემდეგ რაც დავინახე.... ქეთოს ვიღაც მოსდევს უკან და მის სახელს ყვირის ბოლო ხმაზე. გოგონა კი ამ ხმას აიგნორებს და გაცხარებული თაველბით უყურებს გიორგის. მის სახეზე უმრავი გრძნობა ერთად იხატება: ბრაზი, წუხილი, გაოცება, წყენა, სიხარულიც კი და ეს ყველა გრძნობა გიორგის მიმართ არის გამოხატული. ბიჭი ქეთოს ეწევა, მაჯაში ხელს ავლებს და თავისკენ ატრიალებს, თან რაღაცაზე საუბარს იწყებს. - ეს ბიჭი ვინ არის ქეთოს, რომ ესაუბრება? - მეკითხება გიორგი გაბრაზებული ხმით, ლამისაა ცოფები გადმოყაროს. ასეთ გაბრაზებულს პირველად ვხედავ. - არ ვიცი. - გულახდილად ვპასუხობ. მეც მართლა ძალიან მაინტერესებს ვინ არის ეს ბიჭი. მე, გიოს და ქეთოს შერიგებას ვცდილობ. ისინი კი მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შემიშალონ. აბსურდია არა? - ვიცი, რომ იცი. მითხარი! - გაბრაზებული და მომთხოვნი ტონი აქვს, ხმაც ოდნავ ამაღლებული. ამაზე კი მეც ვბრაზდები. აშკარად თავის თავში ვერევი, რომ ვიცოდე ხომ ვეტყოდი არა? - და შენ, რომ არ მიმხელ საიდუმლოს?! მე რატომ უნდა გაგიმხილო? - ვამბობ ნიშნისმოგებით, თუმცა მალევე ვნანობ. გიორგი კიდევ უფრო მეტად ბრაზდება. - ჯანდაბა. - ყვირის და მუშტს ძლიერად არტყავს კედელზე. ვხედავ მის დასისხლიანებულ ხელს, ლამისაა მოვკდე შიშისაგან. მაშინვე სწრაფი ნაბიჯით მიდის. ყველა ჩვენ გვიყურევს, ვინც კი ამ დროს სკოლაშია. სულ რამოდენიმე ადამიანია. ის ბიჭი კვლავ ქეთოს ესაუბრება, თუმცა გოგონა არ უსმენს და მთელი ყურადღება გიორგიზე აქვს გადატანილი. საუკეთესო მეგობარს მარტო ვერ დავტოვებ, ამიტომ მას უკან მივყვები. გიორგი მალე შედის თავის კლასში, მეც მის ქმედებას ვიმეორებ. შიგნით არავინაა. მხოლოდ ჩვენ ორნი. უეცრად კლასში ქეთო შემოდის. გაოცებული სახე აქვს, აშკარაა გიორგიზე ღელავს. ის ყველასგან გამორჩეულია. მართალია ნაწყენია ყოფილზე, მაგრამ მასზე მაინც ზრუნავს. - გიორგი რა ხდება? ხელიდან სისხლი მოგდის. - განერვიულებული და შეშინებული სახით მიდის ბიჭისკენ. გიორგის დასისხლიანებულ ხელს თავისი ნაზი ხელით ეხება. - წადი და იმ შენს ბიჭს მიხედე. - ამბობს ბიჭი გაღიზიანებული ხმით და ქეთოს ხელს აშვებინებს. გოგონა ჯერ გაოცებული სახით უყურებს და თანდათან ბრაზი ეტყობა. - ჩემს ბიჭში ვის გულისხმობ? - კარგად იცი ვისაც! - გიორგი ამ სიტყვებს კბილებში ცრის. დაძაბულობა და გაღიზიანება ორივეში თანდათან მატულობს. მე კი ვერ ვბედავ მათ საუბარში ჩარევას. ეს არც არის ჩემი საქმე. მათ ერთმანეთი უყვართ, როგორ შეუძლია ასეთი გაბრაზებული ხმის ტემბრით და დაძაბული სახეებით ესაუბრონ ერთმანეთს?! - ასე მალე როგორ შეძელი ჩემი დავიწყება, როგორც ჩანს შენთვის სულ ერთი ვყოფილვარ. - გიორგის ნაწყენი ხმა აქვს. სამაგიეროდ ქეთო ბრაზდება, იმაზე მეტად ვიდრე აქამდე იყო. მალე აფეთქდება და ყველა საშინელ აზრს ამოაფრქვევს, ისევე როგორც ვულკანი აფრქვევს ლავას. - ვერ გავიგე საერთოდ ამას რატომ მეუბნები. შენ თვითონ დამშორდი მითხარი არ მიყვარხარო და რა უნდა მექნა? ისიც საკმარისი იყო შენს გამო ამდენი ცრემლი რომ დავღვარე და კიდე მე ვარ დამნაშავე?! - ამ სიტყვების წარმოთქმისას ტირილს იწყებს, თვალებს ხუჭავს ცრემლების შესაკავებლად, თუმცა არაფერი გამოსდის. ბოლოს კი უკან ტრიალდება და კლასიდან გარბის. გიორგის კიდევ ერთხელ ვუყურებ, განადგურებულია. თუმცა ქეთო უარესადაა, ჩემი აზრით. მეც მაშინვე უკან ვედევნები გოგონას. ქეთო კლასიდან გასვლისას ნიკას ეჯახება, რომელიც თურმე მთელი ამ დროის განმავლობაში კართან იდგა და ყველაფერს ისმენდა. - წინ იყურე! - ყვირის ქეთო გაბრაზებული და გარბის. ნიკას თვალებში გაბრაზება იკითხება და წამში უკან ტრიალდება. აშკარაა, რაღაცის თქმას აპირებს. - შეეშვი, ისედაც განერვიულებულია. - მაშინვე ჩუმი ხმით ვიწყებ საუბარს და ამავდროულად მაჯაში ხელს ნაზად ვკიდებ. კიდევ ერთხელ ვიხედები გიორგისკენ. განადგურებული ბიჭი კედელს ეყუდება და თანდათანობით იატაკისკენ მიიწევს. მის სახეზე მოელვარე ცრემლებს პირველად ვხედავ. შემდეგ წინ ვიხედები, ქეთოს ვაკვირდები. მირბის და თან ტირის. უეცრად მის წინ ის ბიჭი ჩნდება, რომლის გამოც ეს ჩხუბი ატყდა. - ანდრია, გაიწიე, შენი თავი არ მაქვს. - ყვირის ბოლო ხმაზე და ბიჭს გვერდით სწევს. მაშინვე მისკენ მივრბივარ, ქეთო გოგონების საპირფარეშოში შედის, მეც მას ვბაძავ. გოგონა ტირილს თანდათანობით უმატებს და კედელთან იკუზება. განადგურებულია. ნელა, დაბალანსებულად სუნთქავს, შემდეგ კი უხშირდება. ხმამაღლა იწყებს სუნთქვას. ისე ჩანს თითქოს ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდება გართულებულია. კედელს ეყუდება და ჟანგბადს ხარბად ისუნთქავს. ოღონს ის არ მოხდეს რასაც ვფიქრობ... ოღონდ ის არა! ქეთოს პანიკური შეტევა ეწყება. ეს ზუსტად ვიცი, მაგრამ ახლა რა უნდა გავაკეთო? რით დავეხმარო? ძალიან ვნერვიულობ, შიშმა ჩემი სხეულის თითუელი უჯრედი მოიცვა. - ამას რატომ აკეთებს? - ძლივს ამბობს ათრთოლებული ხმით. ისე, რომ სიტყვებს ძლივს ვარჩევ. გონებას კარგავს და იატაკზე მოწყვეტით ეცემა. გაოცებული ვდგავარ საპირფარეშოს წინ. ქეთოს ვუყურებ. უგონოდ წევს იატაკზე. ცრემლები გაუაზრებლად მცვივა. მეშინია რამე არ დაემართოს. ახლა რა უნდა გავაკეთო? ვეღარაფერს ვფიქრობ. პირველად ხდება, როდესაც თავში არანაირი იდეა არ მომდის. გაოგნებული გავრბივარ გიორგის კლასისკენ. ასეთი სისწრაფით არასოდეს მირბენია. გული საგულედან ამომვარდა. როგორ მივიდა ქეთო ამ დონემდე? ღმერთი თუ არაებობს, მაშინ ჩემი მეგობარი იქ რატომ წევს უგონო მდგომარეობაში? სად არის ახლა ყოვლისშემძლე უფალი? რატომ არ ცდილობს ამ ყველაფრის გამოსწორებას? კლასში შევრბივარ. გიორგი ისევ კედელთან ზის, თავი ხელებში აქვს ჩარგული. მის გვერდით ნიკაა და რაღაცაზე ესაუბრება. ისე ვარ განადგურებული, რომ მათი არც ერთი ასო-ბგერა აღწევს ჩემამდე, თითქოს ყურები დახშული მქონდეს. შესვლისას ორივე თვალებს მობყრობს. - ქეთო. - სხვა სიტყვის თქმას ვეღარ ვახერხებ. ძლივს ვსუნთქავ. წელში ვიხრები და ვცდილობ სუნთქვა დავარეგულირო, თუმცა არ გამომდის. თან გულამოსკვნილი ვტირი. საკუთარ ცრემლებს ვერ ვიმორჩილებ. - რა მოუვიდა ქეთოს? - გიორგი მაშინვე ჩემთან მორბის. დარეგულირებულად ვერც ახლა ვსუნთქავ, ამიტომ ვცდილობ ხელებით ავუხსნა, თუმცა არაფერი გამომდის. გიორგი გაოგნებული მიყურებს პასუხის მოლოდინში. - საპირფარეშოშია. - ძლივს ვამბობ ამ ერთ სიტყვას და ისევ ტირილს ვიწყებ. გიორგი მაშინვე კლასიდან გარბის, ელვის სისწრაფით. ნიკა კი ძლიერად მიკრავს გულში. ხელებს გაუაზრებლად ვხვევ ყელზე, თავს მკერდზე ვადებ და ისე განვაგრძობ ტირილს. - მათთან წავიდეთ კარგი? - ამბობს თბილი ხმით, ოდნავ უკან მწევს და თავისი მწვანე თვალებით მიყურებს. თავს ვუქნევ და ორივენი ერთად მივდივართ. ნიკას ვეყრდნობი, რომ არ წავიქცე. ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ... მხოლოდ ქეთოზე. ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება, კარგად გახდება. აუცილებლად. საპირფარეშოში მალევე შევდივართ. გიორგის ქეთო სხეულზე ყავს მიხუტებული. ბიჭის მოძრაობები და სახის მიმიკები კიდევ უფრო მეტად მანადგურებს. - არ დამტოვო, გთხოვ, არ დამტოვო. - განუწყვეტლივ ამ სიტყვებს იმეორებს, ტირის და ქეთოს უფრო მეტად იკრავს გულში. მალე მოდის სასწრაფო. გიორგის ქეთო ხელში აჰყავს და საკაცეზე აწვენს. ერთ ადგილზე მიყინული ვდგავარ და ვცდილობ მომხდარის გადახარშვას. - მე წავყვები. - ამბობს ჩახლეჩილი ხმით და სასწრაფოს მანქანისკენ მიიწევს. - მაპატიეთ, მაგრამ ჩვენთან ერთად ვერ წამოხვალთ. - ვიღაც ბიჭი ეღობება და სასწრაფოს მანქანაში შეშვლის უფლებას არ აძლევს. ამაზე გიორგი ბრაზდება და მისკენ იწევს, თუმცა მასთან ნიკა მიდის და ამ ქმედებაში ხელს უშლის. - წამოდი, მე წაგიყვან. - ამბობს და გიორგის თავისი მანქანისკენ უბიძგებს. მეც მათ მივყვები და მანქანაში დაუკითხავად ვჯდები. უეცრად ზარის ხმა მესმია, ნეტა ვის ურეკავს ტელეფონი? რომ უპასუხოს და გააჩუმოს არა? შემდეგ კარგად ვაკვირდები, თურმე ჩემი ტელეფონია. სხვა დროს სიცილით მოვკვდებოდი, მაგრამ ახლა უხასიათოდ ვპასუხობ. - გისმენთ.- ვამბობ ოდნავ გატეხილი ხმით და ჩემში დარჩენილ მთელ ენერგიას ამაში ვფლანგავ. - მარიამ, მოხდა რამე? - მის სიტყვებზე უგონოდ მწოლიარე ქეთო მახენდება და ისევ ტირილს ვიწყებ. - დედა, საშინელება მოხდა! ქეთოს პანიკური შეტევა ჰქონდა, ახლა საავადმყოფოში მივდივართ. ****** ქეთო ექიმებმა სადღაც შეიყვანეს. მგონი საოპერაციოში. მეშინია, მეშინია რამე არ მოუვიდეს. გიორგი კვლავ კედელთან ზის, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სიტყვებითაც ვერ გადმოვცემ. უკვე ისეა ტირილსაც ვეღარ ახერხებს. მიმიკები სახეზე აქვს მიყინული და პირდაპირ არსებულ თეთრ კედელს მიშტერებია. მე კი ნიკას სხეულს მჭიდროდ ვეკვრი და გულამოსკვნილი ვტირი. პანიკური შეტევა ძალიან საშიშია? ამით ვინმე მომკვდარა? საერთოდ არაფერი ვიცი და ეს უცოდინრობა მაგიჟებს. ვინმემ რაიმე, რომ გვითხრას მისი მდგომარეობის შესახებ არ შეიძლება? სად არიან ექიმები? ან რატომ არაფერს ამბობენ? ქეთოს რა სჭირს? - მარიამ.- მესმის წკრიალა, ლამაზი ხმა, რომელიც ქეთოს დედას, ნინო დეიდას ეკუთვნის. ალბათ მომეჩვენა. გავიფიქრე, თუმცა შემდეგ თვალები გავახილე და კლასიკურ სტილში გამოწყობილი ქეთოს დედა შევნიშნე. - ნინო დეიდა. - მისკენ მივრბივარ და ძლიერად ვეხუტები. თვალებს ვხუჭავ და ცრემლების კორიანტელი იწყებს დენას. - ბატონო გია. - ვამბობ და ქეთოს მამსაც ძლიერად ვეხუტები. მის უკან, ცოტა მოშორებით დედაჩემის ლანდს ვხედავ და მისკენ გავრბივარ. ძლიერად ვიკრავ გულში და არ ვუშვებ. - საყავარელო დაწყნარდი. - მესმის მისი ოდნავ ნამტირალევი, თუმცა მაინც წკრიალა ხმა. დედა თმაზე ნაზად მეფერება. მას ვშორდები და ორივენი დანარჩენებისკენ მივიწევთ. ნიკა გიორგის გამხნევებას ცდილობს. ჩემს საუკეთესო მეგობარს პირველად ვხედავ ასეთ მდგომარეობაში. გიო ცრემლებად იღვრება. კედელზე მიყრდნობილს სახე ზეცისკენ აქვს მიმართული. თითქოს ღმერთს რაიმეს სთხოვდეს. მის თვალებში ყველა უარყოფითი ემოცია იკითხება: შიში, დანაშაულის გრძნობა, ზიზღი საკუთარი თავის მიმართ... სკამზე მძიმედ ვეშვები. თავს უკან ვწევ და კედელს ვახებ, თან თვალებს ვხუჭავ. ყელში გაჩხერილი ბურთულა მაიძულებს ცრემლები ბოლო წვეთამდე ვღვარო. ქეთო. ჩემი დიდი ხნის მეგობარი, საოცრად თბილი და მოსიყვარულე ადამიანი, რა დააშავა ამ საოცარმა არსებამ? რატომ ევლინება ყოველგვარი გასაჭირი მას? რა ცოდვა აწევს მის სულს? არც არაფერი! მაშ, რატომ ისჯება უცოდველი ადამიანი? სად არის სამართალი? სად? არა, ეს სიზმარია. მალე გავიღვიძებ და რეალობაში დავბრუნდები. ქეთო კარგადაა, სახლშია და ისვენებს. ყველანი კარგად ვართ, სანერვიულო არაფერია. ღმერთო გთხოვ ეს სიზმარი იყოს, გთხოვ... გამომაფხიზლე, აღარ მინდა ამ კოშმარის მონაწილე ვიყო. ახლა თვალებს გავახელ და რეალობაში დავბრუნდები, ეს კოშმარი დამთავრდება. თვალებს ვახელ და საავადმყოფოს უღიმღამო კედელს შევცქერი. ეს სიზმარი არ არის? მაგრამ რატომ? სიზმარი უნდა იყოს. გთხოვთ, ვინმემ გამომაფხიზლეთ! ვინმემ დამანრუნეთ რეალობაში! ვინმემ დამაბრუნეთ კეთილ სამყაროში! ****** მალევე გამოდის პალატიდან ექიმი. გიორგი მასთან მიდის სწრაფი ნაბიჯით და ცრემლებს იწმენდს. ჩვენც მას მივყვებით. - როგორ არის? - ვერავინ ვბედავთ ხმის ამოღებას დეიდა ნინოს გარდა. მისი ხმა შიშით არის აღსავსე. - პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მხოლოდ დასვენება სჭირდება. ღამე აქ დავტოვებთ, რომ დავაკვირდეთ. ეცადეთ პაციენტი სტრესს მოარიდოთ. - ექიმის სიტყვები ძალიან მახარებს. წამშივე ქრება შიში და მის ადგილს ბედნიერება იკავებს. - ქეთო კარგადაა. - მაშინვე ნიკას ვეხუტები. ის კი ჩემგან ასეთ ქცევას არ მოელოდა, თუმცა მალევე აცნობიერებს მომხდარს და ხელებს მჭიდროდ მხვევს. - შეიძლება მისი ნახვა? - კითხულობს ქეთოს მამა. - მხოლოდ ხუთი წუთით. - ამბობს ექიმი და იქაურობას შორდება. ჩვენ კი პალატისკენ მივდივართ. ქეთო მშვიდად წევს საწოლზე და გვიღიმის. დედამისი მასთან მიდის და მის გვერდით, საწოლზე ჯდება. მამამისი კი უახლოვდება და ძლიერად იკრავს გულში. - რა მოხდა, საყვარელო? პანიკური შეტევა რატომ დაგეწყო?- კითხულობს ნინო დეიდა და თავისი შვილის ხელს ნაზად კოცნის. ქეთო ყველას რიგრიგობით გვიყურებს, თითქოს ვიღაცას ეძებსო. ბოლოს იმედგაცრუებული თავს დაბლა ხრის. დარწმუნებული ვარ გიოს ეძებდა. - არ მახსოვს. - ამ სიტყვების გაგონებისას ქეთო მე და ჩემ გვერდით მდგომ ნიკას გვიყურებს. აშკარაა, ყველაფერი ახსოვს, მაგრამ არ უნდა გამხელა. მის ადგილზე ვერც მე ვიტყოდი სიმართლეს. - ის ბიჭი სად წავიდა აქ, რომ იყო? ძალიან ნერვიულობდა. - ამბობს ნინო დეიდა. მისი სიტყვების გაგონებაზე თვალს ნიკასკენ ვაპარებ, ისიც ანალოგიურად ჩემსკენ. - ვინ იყო? - დედამისის სიტყვების გაგონებისას ქეთოს თვალები უბრწყინდება. - გიორგი. - პასუხობს დედაჩემი, რადგან მე და ნიკა ქეთოსთან მის ხსენებას ვერ ვბედავთ. - პაციენტს დასვენება სჭირდება. - ამბობს ექიმი და ჩვენც სწრაფად ვტოვებთ პალატას. მაშინვე ტელეფონს ვიმარჯვებ და გიორგისთან ვრეკავ, მაგრამ არ პასუხობს. ნეტავ სად წავიდა? ძალიან ვნერვიულობ თავს რამე არ აუტეხოს. - ვერ ვუკავშირდები. - განერვიულებული ხმით ვეუბნები ნიკას. მისი მწვანე თვალები დამატყვევებელია. წამით სხვა სამყაროში გადავდივარ, თუმცა რეალობაში მისი ბოხი ხმა მაბრუნებს. - შენ აქ დარჩი ქეთოსთან, გიორგი მე მომანდე. - ამბობს და მიდის. მას თვალს ვაყოლებ. გასასვლელთან მისული ჩემსკენ ბრუნდება და მიღიმის. ეს ის მომენტია, როდესაც ნიკას ვენდობი და მის მიმართ მადლიერებას განვიცდი. მიხარია, რომ არსებობს. მისი დახმარებით გადავიტანე ეს დღე. - საყვარელო შენ წადი, დაისვენე. მე კი სამსახურში წავალ. ქეთოსთან მისი მშობლები დარჩებიან. - ამბობს დედაჩემი, ნინო დეიდასთან საუბრის დასრულების შემდეგ. - კარგი, დე. - მას ძლიერად ვეხუტები და სახლში მივდივარ. როგორც კი ჩემს ოთახში შევდივარ, მაშინვე საწოლზე ვემხობი. რთული დღე იყო! ტელეფონს ვიღებ და ნიკას ვურეკავ. - იპოვე გიორგი? - ვეკითხები შეშინებული ხმით. შეიძლება მეგობარზე გაბრაზებული ვარ, მაგრამ მასზე მაინც ვნერვიულობ. - ნუ გეშინია ყველაფერს მოვაგვარებ. - ამბობს ჩვეული ტონით და ტელეფონს თიშავს. ასე რატომ იქცევა? იქნებ კიდევ მინდოდა მასთან საუბარი? ყველაზე უცნაური იცით რა არის? მისი მჯერა, უპირობოდ მჯერა. ვიცი, ყველაფერს მოაგვარებს. ის თავის სიტყვას ყოველთვის შეასრულებს და ყველაფერს გამოასწორებს. ემოციებისგან დაღლილს მალევე მეძინება, როდესაც ვიღვიძებ, უკვე სამსახურში წასვლის დროა. სწრაფად ვემზადები და რასაც ქვია დავრბივარ, რათა არ დამაგვიანდეს. ოფისში შესვლისას ანას მხიარულ სახეს ვაწყდები, რაც ოდნავ მამშვიდებს და მაბედნიერებს. - როგორ ხარ? - კარგად, შენ? - მოდის და მეხუტება. დღეს მგონი ჩახუტების დღე მაქვს. - მეც კარგად. ნიკა უკვე მოვიდა? - კი, კაბინეტშია. - მისი სიტყვების გაგონებაზე თითქმის ფრენით მივდივარ კაბინეტამდე. სინამდვილეში უბრალოდ დავრბივარ და არა დავფრინავ. კარზე ვაკაკუნებ. მწარედ მახსოვს ამის გამო შენიშვნა, რომ მომცა. - მობრძანდით. - მესმის მისი დაღლილი ხმა და არც მიკვირს. მაშინვე კარს ვაღებ და შიგნით შევდივარ. - შენ ხარ? - მეკითხება, ფეხზე დგება და ჩემსკენ რამოდენიმე ნაბიჯს დგამს, თუმცა ჩვენ შორის მაინც დიდი მანძილია. - მადლობა. - მხოლოდ ამ სიტყვას ვამბობ და მის მწვანე თვალებში ვიძირები, რომელიც ისევ და ისევ მე მიყურებს. ბოლოს ნიკა თავს ოდნავ გვერდით ატრიალებს, მზერას მარიდებს და იღიმის. ისეთი... ისეთი მომხიბვლელი და ქარიზმატულია, რომ მეშინია აქვე არ დავდნე მისი ყურებით. - რაც შენ გეხება ის მეც მეხება და მადლობის გადახდა არაა საჭირო. - ამბობს და ისევ მისწორებს მზერას. მის სიტყვებზე ყურებამდე მეღიმება. ვცდილობ თავი შევიკავო, მაგრამ არ გამომდის. - მაინც დიდი მადლობა. - ვამბობ, მისკენ მივდივარ და ვეხუტები. - მადლობებს ასე არ ვიღებ. - ამბობს და მიცინის. ვერც კი წარმოიდგენთ როგორი საყვარელია. ხელით ლოყაზე მეფერება და ტუჩის კუთხეში ნაზ კოცნას მიტოვებს. - ახლა ხვდები როგორ ვიღებ მადლობებს? - ამბობს მაცდურად. - ხომ თქვი მადლობა არაა საჭიროო?! - ვამბობ გაღიმებული სახით და მისი მარწუხებიდან თავის დაღწევას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. ნიკა ჩემსკენ იხრება და ვნებიანად აწყდება ჩემს ბაგეებს. ცეცხლი მეკიდება, ალმური მედება. მთელს სხეულში ჟრუანტელი მივლის და ტაო მაყრის. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაცამ მუცელში პეპლები დაფრინავდნენ. ყველა შეგრძნება ერთად მეუფლება და მაშინვე ვყვები კოცნაში. ნიკა წელზე ხელებს მხვევს და თავის სხეულზე კიდევ უფრო მეტად მაკრავს. მე კი ხელებს მის კისერზე ვაწყობ. როგორ მომნატრებია ნიკას ტუჩებით ტკბობა. ეს კოცნა მათრობს და თავბრუს მახვევს. - ქეთოსთან.... არ.. წავიდეთ? - ამბობს კოცნებს შორის, მისი ვნებიანი ხმა მახელებს, ამიტომ მეტად ვეტმასნები მის სხეულს. უეცრად ჩერდება, ტუჩებზე თითს მისვამს და ლავიწზე სველ კოცნას მიტოვებს. მალე სახეს ისევ ზემოთ წევს და თვალებში მაცქერდება. რამდენიმე წამით მის ღრმა, მწვანე თვალებს ვაკვირდები, შემდეგ კი მისი ტუჩებისკენ მივიწევ, მაგრამ ნიკა სახეს უკან წევს და იცინის. - ჰეი... ეს უსამართლობაა. შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია მაკოცო, მე კი არა? - ჩემს სიტყვებზე ისევ იცინის და თან თავლებში მიყურებს. ტუტუცი! დამცინის და თან ურცხვად თვალებში ყურებასაც ბედავს?! - მოუთმენელი ხარ. ქეთოსთან უნდა წავიდეთ. - ამბობს, ხელს მჭიდებს და კაბინეტიდან გავყავარ. ყველა ჩვენ გვიყურებს, მათი თვალები კი ჩემი და ნიკას ხელებზე ჩერდება. უხერხულობას ვგრძნობ და ამიტომ ნიკას ხელს ვუშვებ. ის კი უკმაყოფილო სახით მიყურებს და წინ მიდის, მე კი უკან მივყვები. უფრო სწორად, რომ ვთქვათ მივსდევ. როგორც ჩანს ძალიან გავაბრაზე. ნიკა მანქანაში ჯდება, ისე გავაბრაზე კარსაც კი არ მიღებს. მის გვერდით ვიკავებ ადგილს და ვუღიმი, ვცდილობ ჩემი საქციელით "მოვთაფლო". - ნიკა. - გისმენ. - ამბობს უხეშად და მანქანას ძრავს. აი რა გამოიწვია ჩემმა ქმედებამ. - ბოდიში. - ვამბობ ჩუმად და თავს დაბლა ვხრი. ბოდიშების მოხდა არ მეხერხება და ამ დროს მრცხვენია ხოლმე. ახლაც ასეა. - რისთვის? - ისევ გაბრაზებული ტონით განაგრძობს საუბარს და საჭეს ხელებს უფრო და უფრო მჭიდროდ უჭერს. - ხელი, რომ გაგიშვი. - სხვა შემთხვევაში ამის გამო ბოდიშს არ მოვიხდიდი, მაგრამ მე და ნიკა ძლივს "შევრიგდით". არ მინდა ისევ ვბრაზობდეთ ერთმანეთზე და ოინებს ვუწყობდეთ. - არაფერია. - ამბობს შედარებით მშვიდი ტონით. - მაგრამ გაბრაზდი. - არ გავბრაზებულვარ. - ახლა კი მისი ტონი სრულიად დამშვიდებული ჩანს. - გაბრაზდი. - ჩემს სიტყვებზე ნიკა ატორმუზებს, წონასწორობას ვერ ვიცავ და წინ მივიწევ. ლამისაა მინა თავით გავამტვრიო. - რატომ ფიქრობ, რომ მთელი მსოფლიო შენს გარშემო ბრუნავს? რომც მოინდომო მაინც ვერ გამაბრაზებ! - ამბობს კატეგორიული, მშვიდი ხმით და მანქანას ძრავს. ახლა უკვე ვნანობ ჩემს საქციელს. როგორ შიძლება ასეთ ადამიანს აკოცო? მთლად დამიკარგავს ჭკუა! ან საერთოდაც, რა საჩხუბარი თემა ეს იყო?! უბრალოდ შემრცხვა და ხელი გავუშვი. უკვე საკმაოდ ნერვებ მოშლილი ვარ, ერთ უბრალო რამეზეც შეიძლება ჩხუბი დავიწყო. ძალიან მაინტერესებს ნიკამ რა მოაგვარა?! მაგრამ ახლა ამის კითხვას ნამდვილად არ ვაპირებ. შეიძლება კიდევ რამეზე ავუშარდეთ ერთმანეთს. ****** - გამარჯობა ნინო დეიდა. - ვამბობ და ქეთოს დედას ლოყაზე მოწყვეტით ვკოცნი. - მოდით ბავშვებო. - დეიდა ნინოს ნათქვამი ცოტა უადგილო გამოდის, რადგან უკვე ქეთოს ოთახის კართან ვდგავარ. - გამარჯობა. - გაისმის ნიკას ხმა შემოსასვლელი ოთახიდან. კარს ვაღებ და ქეთოს ვხედავ, რომელიც საწოლზე გაუნძრევლად წევს. თვალებიც დახუჭული აქვს. წინ ისევ ის სცენა მიდგება, საჭირო ოთახში იატაკზე, რომ დაეცა. - კარგად ხარ? - ნიკა მაჯაში ხელს მკიდებს და ყურადღებიანი გამომეტყველებით მიყურებს. აი ახლა მიმტკიცებს, რომ მთელი სამყარო ჩემს გარშემო ტრიალებს. მათ შორის ნიკაც. ხელს უხეშად ვაშვებინებ და სკამზე ვჯდები. ნიკა კი ჩემს პირდაპირ იკავებს ადგილს. ქეთოს ძინავს. მე და ის კი რამოდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთს ვაცქერდებით. ჯერ გაბრაზებული სახით ვუყურებ, შემდეგ კი მისი მწვანე თვალებით მოხიბლულს ღიმილი მიკრთება სახეზე. - ნიკა? მარი? - მესმის ქეთოს უძლურად წარმოთქმული სიტყვები. - ქეთო. - მხიარული ხმით ვყვირი და მისკენ თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ. - როგორ ხარ? - მესმის ნიკას მშვიდი ხმა. გამაბრაზა, თვითონ მალევე დამშვიდდა და მე გაავებული დამტოვა. - კარგად. თქვენ როგორ ხართ? - რავი, ცოტა ცუდ ხასიათზე. - ვპასუხობ გულახდილად. - მოხდა რამე? - მის სიტყვებზე ნიკას ვუყურებ, ურეაქციო სახე აქვს. - არფარი. - ვამბობ და ქეთოს ვეხუტები. - იცი, გიორგიმ საჩუქარი გამომატანა?! - ნიკას სიტყვების გაგონებაზე ქეთო ჯერ გაოცებულ სახეს იღებს და შემდეგ გაბრაზუბულს. ბიჭი დგება და ქეთოსთან მიაქვს პატარა, ლამაზი ყუთი. - მგონი სალომეში ავერიე. - ამბობს ქეთო გაბრაზებული ტონით და საჩუქარს ზედაც არ უყურებს. - ნუ გეშინია ჯერ მაგ დონემდეც არ გაგიჟებულა, რომ გოგოები ერთმანეთში აერიოს. - ამბობს ნიკა ცინიზმით გაჯერებული ხმით. მე კი გაბრაზებული ვუყურებ. ვერ ვხვდები ასე მწარედ რატომ საუბრობს? ისე იქცევა ქეთოს პანიკური შეტევა ახლავე, რომ დაეწყოს არ გამიკვირდება. - კარგი. - ამბობს ქეთო. მისი ეს გადაწყვეტილება ცოტა მიკვირს. არ მეგონა ამ საჩუქარს თუ მიიღებდა. ლამაზად გაფორმებულ ყუთს ხელს კიდებს და გაუხსნელად აგდებს ნაგვის ყუთში. მის ქმედებას გაოცებული ვუყურებ. ნიკა აშკარად გააბრაზა ქეთოს საქციელმა. - ჩვენი წასვლის დროა. - ვამბობ სწრაფად, ნიკას ხელს ვკიდებ და გასასვლელისკენ მივათრევ. მერე უკან ვტრიალდები, ქეთოს ვუღიმი და ხელს ვუქნევ. - რატომ გამომათრიე?- მეკითხება ნიკა, როდესაც სადარბაზოდან გავდივართ. - ასე იყო საჭირო. - ვამბობ და მანქანაში ვჯდები, ნიკაც მალევე იკავებს მძღოლის ადგილს. არცერთი ხმას არ ვიღებთ. ნიკა ჩვეულებრივ მართავს მანქანას, მე კი მას ვაკვირდები. მის სახეს, ნაკვთებს, მწვანე თვალებს. ის სრულყოფილია. მიხარია, რომ მას ვიცნობ. - მიშტერება უზრდელობაა. არ გასწავლეს? - ამბობს და მიყურებს. მის სიტყვებზე მეცინება. - მანქანას, როცა ატარებ წინ უნდა იყურო. არ გასწავლეს? - ჩემს სიტყვებზე ისტერიული სიცილი მივარდება, რომელშიც ნიკაც მყვება. - ხო მართლა, დამავიწყდა შენთვის მეთქვა, ხვალ საღამოს კორპორატიული გვაქვს, პატარა წვეულებასავით იქნება. - რა? ამას ახლა მეუბნები. იცი, გოგონებს ასეთ დროს მომზადება სჭირდებათ! აქამდე, რომ გეთქვა არა? - დამავიწყდა და ამას აუცილებლად გამოვასწორებ. - ამბობს და მანქანას უკან აბრუნებს. აშკარად გადაიფიქრა ჩემი სახლში მიყვანა. - სად მივდივართ? - ვეკითხები გაოცებული. - საყიდლებზე. - მაგრამ... - ჩშშ... - ნიკა მაჩუმებს, მეც ხმას აღარ ვიღებ. წვეულებისთვის კაბა არ მაქვს და ზუსტად ვიცი, ნიკა კარგ ტანსაცმელს ამარჩევინებს. მალე მანქანას აჩერებს და ერთ უზარმაზარ მაღაზიაში შედის, მეც მას მივყვები. - არჩევანი შენზეა, თუმცა შემიძლია დაგეხმარო. - ამბობს და კაბებისკენ მიმითითებს. მეც თვალიერებას ვიწყებ. ყველა ფერის, სიგრძის, ზომის, სტილის კაბის შერჩევაა შესაძლებელი. ერთი კაბა მომეწონა ხელში ავიღე და ფასს, რომ დავხედე მაშინვე უკან დავდე. - თუ მოგეწონა აიღე, ფულს მე ვიხდი. - ჩურჩულებს ნიკა ჩემს ყურთან, მოულოდნელობისგან ოდნავ ვხტები. ის კი სიცილს იწყებს. - არ მინდა. - ვამბობ ხმამაღლა. ნუ სინამდვილეში მინდა, მაგრამ მაინც თავს ვიფასებსავით. ხომ არ ვეტყვი მიდი და გადამიხადე-თქო. ამის გაკეთება ნამდვილად სირცხვილია. ნიკა კაბას იღებს, ხელს ძლიერად მჭიდებს და სადღაც მივყავარ. - გამოიცვალე. - ამბობს და გამოსაცვლელისკენ მიმითითებს. სხარტად ვართმევ კაბას და გამოსაცვლელად მივდივარ. "ამას თუ კაბის ყიდვა ასე ძალიან უნდა, მიყიდოს. აღარ შევედავები."- ჩემს ფიქრებზე მეცინება. კაბა ღია ცისფერია, თუ ნაცრისფერი? მოკლედ, რომ ვთქვათ ვერ გაარჩევ გარდამავალ ფერშია. მომდგარი სტილია. ვიცვამ და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, ძალიან ლამაზია. ტანზე მომდგარი კაბა ჩემს ფორმებს კარგად კვეთს. გარეთ გავიდავრ და ნიკას გაოცებულ, დადებილებულ სახეს ვაწყდები. ამაზე სიცილს ვერ ვიკავებ და მალევე ვამჩნევ, ყველა მე მიყურებს. ნიკასკენ მივდივარ. - როგორია? - ნიკა ხმასაც კი ვეღარ იღებს და მაკვირდება. ხელს წელზე მხვევს და თავისკენ მქაჩავს. - ულამაზესი ხარ, მაგრამ ამას არ ვიყიდით. - ამბობს საოცრად სექსუალური ხმით და თვალს მიკრავს. - რა? რატომ? - ზედმეტად გამომწვევია. ამას ჩემს გარდა სხვა ვერავინ დაინახავს. ახლა კი სხვა კაბას მოგიძებნი. - ამბობს და ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით მიდის. - ეჭვიანი შეყვარებულივით იქცევი. - ვამბობ და ჩემს სიტყვებზე ვიწყებ სიცილს. ნიკა და ეჭვიანი შეყვარებული?! მართლაც სასაცილო შედარება იყო. ის სიარულს აგრძელებს და ჩემს ნათქვამს აიგნორებს. გასახდელში ვბრუნდები და ნიკას ველოდები. რამოდენიმე წუთში კაბებით დატვირთული მოემართება ჩემსკენ. ყველა კაბა ერთ სტილშია, წელზე მომდგარი და დაბლა გაშვებული. კაბების არჩევას ვიწყებ. - ბევრი ფერია და შენ აარჩიე, რომელიც გინდა. - ამბობს და ყველას მიწვდის, თუმცა მე არ ვართმევ. ამდენი კაბა, რომ გამოვართვა სიმძიმეს ვერ გავუძლებ და დავეცემი. მგონი მთელი მაღაზია მომიტანა! - მწვანე არა, არ მომიხდება. შენი თვალები, რომ მქონდეს მოვისინჯავდი, მაგრამ არ მაქვს. - ჩემს სიტყვებზე ეცინება და ლამის კაბები ძირს უცვივა. ბოლოს ღია ნაცრისფერ კაბას ვისინჯავ. ესეც საოცრად ლამაზია, ზურგი ამოჭრილი აქვს და ლამაზი მაქმანები ამშვენებს. გარეთ გავდივარ და ნიკა ისევ იგივე გამომეტყველებით მიყურებს. - კარგია, ეს ვიყიდოთ. აი ესეც გამომართვი, დაგჭირდება. - ამბობს და შავ ქუსლიან ფეხსაცმელებს მაძლევს. - ეს კაბა გამომწვევი არაა? - ვეკითხები ნიშნისმოგებით, რადგან ეს კაბა წინაზე მოკლეა. - ის სხვანაირად გამომწვევია, ეს სხვანაირად გამომწვევი. მიდი ჩაიცვი. - მიმითითებს ფეხსაცმელზე, მეც მას ვემორჩილები. გავდივარ და ნიკას თვალიერებას ვიწყებ. არსადაა! უეცრად უკნიდან ვიღაც ჩემს თმას მაღლა წევს და ლამაზ კულონს მიკეთებს. - საყურეებიც გაიკეთე და სრულყოფილი იქნება. - თანდათან მამკობს აქსესუარებით. სარკეში ვიხედები, მართლაც რომ სრულყოფილება ვარ! მაღაზიიდან გამოსვლისას ერთი ახლაგაზრდა, ლამაზი გოგონა ნიკას უყურებს და თან მის სახელს გაჰყვირის. - როგორ ხარ, ნიკა? - ამბობს გოგონა მაცდურად. რა უნდა? წავიდეს მოშორდეს აქედან, სანამ თმებით ვითრიე. - კარგად, შენ? - პასუხს სწრაფად უბრუნებს ნიკა. როდესაც ერთმანეთი გადაკოცნეს, მთლად გავგიჟდი. ასე არა ბატონო ნიკა?! - მეც კარგად. ამ გოგონას არ გამაცნობ? - ამბობს და ჩემზე მიანიშნებს. მეც მათთან ახლოს მივდივარ და ნიკას გვერდით ვდგები. - მარიამ, გაიცანი ჩემი მეგობარი ლიკა. ლიკა, გაიცანი ჩემი ასისტენტი მარიამი. - ეს გოგო ნიკას მეგობარია და მე ასისტენტი ხო? ლამისაა გავგიჟდე. მალე ორივეს ერთმანეთზე ვარტყმევინებ თავს. თანაც ეს ლიკა, ისე შესციცინებს თვალებში, უფრო მეტად ვბრაზდები. - ახლა უკვე ასისტენტებთან ერთად დადიხარ საყიდლებზე? - ამბობს გოგონა თავისი წიკვინა ხმით და იცინის. აი ნიკას ჩამჭრელი კითხვა დაუსვეს. ძალიან მაინტერესებს, ახლა რაღას უპასუხებს. - ისე კარგად მიცნობ, მაგას არ უნდა მეკითხებოდე. - თითქოს ჩემი ფიქრები გაიგო და ჩემს ჯინაზე არ უპასუხა. ამ სიტყვების წარმოთქმისას ერთმანეთს უღიმიან. უკვე აუტანელია ასეთ სიტუაციში ყოფნა. - ნიკა მეჩქარება. - ვამბობ და მივდივარ. ვნახოთ მასთან დარჩება თუ მე გამომყვება. აღმოჩნდა, რომ ბოლოს, მაინც მე მარჩია, ვიდრე ლიკა. ****** ოთხშაბათია. სკოლის ჩვული დღე და ტრადიციულად ვცდილობ სკოლაში გაკვეთილის დაწყებმდე მივიდე და არ დავაგვიანო. სკოლაში ვდგამ თუ არა ფეხს სწორედ მაშინ ირეკება ზარი. სულ ასე როგორ უნდა ხდებოდეს? გაკვეთილები უხალისოდ მიდის. მთელი დღეა მხოლოდ წვეულებაზე მეფიქრება. სკოლის დამთავრების შემდეგ კლასიდან გამოვდივარ და ნაცნობ ქუჩებს მივუყვები. უეცრად ტირილის ხმა მესმის, ქუჩის მეორე მხარეს ევა დგას და გულამოსკვნილი ტირის. ქუჩას ვჭრი და მასთან მივდივარ. - ჰეი, კარგად ხარ? - ვეკითხები და პასუხად ევა ძლიერად მეხუტება. - დამშვიდდი საყვარელო. - ვამბობ და თმაზე ვეფერები. ვერ ვიტან, როდესაც ვინმე იტანჯება. - მე... მე ძალიან ცუდად ვარ. - ამბობს ჩახლეჩილი ხმით და ისევ განუწყვეტლივ ტირის. ცოტა ხანში ევა წყნარდება, ჩვენც იქვე თავისუფალ სკამეიკაზე ვსხდებით. - არ გინდა მომიყვე? წუხილის გაზიარება შველის ხოლმე. - ჩემი სიტყვების გაგონებაზე ევა ცრემლებს იწმენს და მოყოლას იწყებს. - არ ვიცი სად დავიბადე. არ ვიცი ვინ არიან ჩემი მშობლები. მათ მიმატოვეს. არ ვუნდოდი, არაფრად ვჭირდებოდი. დილით ადრე მაღაზიასთან დამტოვეს. როცა მიპოვეს ბავშვთა სახლში მიმიყვანეს. იქაც არავის ვჭირდებოდი. ყველა ცუდად მექცეოდა. დღე და ღამ მახსენებდნენ, რომ ობოლი და უპატრონო ვიყავი. ბავშვები შვილად აყავდათ, მე კი ისევ იქ ვრჩებოდი. რატომღაც არავის უნდოდა ჩემი შვილად აყვანა. როცა ათი წლის ვიყავი, ერთმა ოჯახმა გადაწყვიტა ჩემი წაყვანა. ძალიან მიხაროდა. იმ დღეს საჭმელიც არ მიჭამია. ჩანთაში ჩემი პირადი ნივთები გავამზადე და ლამაზ მომავლზე დავიწყე ფიქრი. ძლივს ვიპოვე ჩემი საოცნებო ოჯახი-თქო, ვფიქრობდი. მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. იმ ოჯახში ტყუპები დაიბადნენ. დედამისი ორივეს ერთად ვერ უვლიდა, მეც სწორედ ამიტომ ამიყვანეს შვილად. მათ ოჯახში ორი წელი მოსამსახურედ ვიყავი. საჭმელს ვამზადებდი, სარეცხს ვრეცხავდი, ბავშვებს ვაჭმევდი, ვაძინებდი, პროდუქტებსაც კი მე ვყიდულობდი. თუ რაიმე შემეშლებოდა სასტიკად მსჯიდნენ. რამოდენიმეჯერ საავატმყოფოშიც მოვხვდი მათ გამო. ბავშვები, რომ წამოიზარდნენ ისევ უკან დამაბრუნეს. ბავშვთა სახლში. ისევ იქ დავიწყე ცხოვრება. თავს მიტოვებულად ვგრძნობდი და ასეც იყო. არ ვიცი რას ველოდი. მე ხომ არავის ვჭირდები. არც ტატოს, არც საბას. მოგატყუე. მე არ დავშორებივარ ყოფილს, თვითონ დამშორდა. არასდროს არავის ვუნდივარ. რატომ ვარ ასეთი ცუდი? მახინჯი ვარ? მახინჯი? - ამ სიტყვებს იმეორებს გამუდმებით და ძლიერად მეხუტება. ორივე ერთად ვტირით, ორივე ერთად ვწუხთ. - არასდეროს არავის ვჭირდებოდი, არც ახლა მოხდება მსგავსი. მუდმივად ვცდილობ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას, მაგრამ ყველაფერი ამაოა. არავის ვჭირდები და ეს არ შეიცვლება. ცუდი ვარ, მახინჯი ვარ, არარაობა ვარ. - ამბობს და თან ტირის. მის სიტყვებზე მეც ცუდად ვხვდები. როგორ შეიძლება ასეთ პატარას ამდენი რამ ჰქონდეს გადატანილი? - ასე ნუ ამბობ. ლამაზი ხარ, ჭკვიანი ხარ. თანაც შენს მეგობარს სჭირდები. - ევა გაუჩერებლად ტირის - მეგობრები არ მყავს. - ძლივს ამბობს და ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ უარესად აგრძელებს ტირილს. - როგორ არა, მე გყავარ. - ჩემს სიტყვებზე სახე უნათდება, იღიმის და ძლიერად მეხუტება. ******* სარკეში ვიხედები და ვიღიმი. ეს მართლა მე ვარ? თავად სრულყოფილება. ნიკას ნაყიდი ღია ნაცრისფერი კაბა, შავი ქუსლიანი ფეხსაცმელები, ელეგანტური კულონი და საყურეები. ლამაზ. ქალბატობს ვგავარ. ჩემს ქმედებებზე მეცინება, სულელივით ვდგავარ სარკესთან და ჩემი სილამაზით ვტკბები. საათს ვამოწმებ, ჩემი წასვლის დროა, არ მინდა დავაგვიანო. ოთახიდან გავდივარ და დედაჩემის ძებნას ვიწყებ. - დედა, სად ხარ? მე მეჩქარება უნდა წავიდე. - ვყვირი მთელს ხმაზე და სახლში სირბილს ვიწყებ. ლამისაა ფეხსაცმელს ქუსლი წაძვრეს, ისე ვმოძრაობ. - აქ ვარ. მოდი დამენახე ჩემო ლამაზო გოგო. - მესმის მისი გახარებული ხმა. რამოდენიმე ნაბიჯს ვდგამ და სამზარეულოში მოფუსფუსე დედას შევცქერი. ჩვეულებრივ გამოიყურება, მოხდენილად. ლამაზი სწორი თმა წკაპით აქვს დამაგრებული, მწვანე ჯემპრი და მოტკეცილი ქინსის შარვალი. მისი ტანის ძალიან ბევრს შურს. "ასეთ ასაკში ისევ ახალგაზრდასავით ტანწერწეტა ტანი გაქვსო" - ყველა ამას ეუბნება. - დედა შემომხედე სწრაფად. მეჩქარება. - ნაბიჯებს ვდგამ, ხელებს ვშლი და ნელა ვტრიალდები. - ჩემი ლამაზი გოგო, არ შეჭამ წასვლამდე? - არა, დედა. მეჩქარება. - ვამბობ, ლოყაზე ნაზად ვკოცნი და სახლიდან რასაც ქვია გავრბივარ. ***** ულამაზესი შენობისკენ მშვიდად მივაბიჯებ. გარედანვე ეტყობა მდიდრული "ფართი" იქნება. დარბაზში ნელა შევდივარ. დიდი სივრცეა, უკვე ბევრი ხალხია, თუმცა წვეულება ჯერ არ დაწყებულა. ყველა ადამიანს ვაკვირდები, მათგან არავის ვიცნობ. არც ნიკა მოსულა, არც საბა და არც ანა. მრგვალ მაგიდებთან ადამიანების რამოდენიმე ჯგუფია და ერთმანეთში საუბრობენ. გადავწყვიტე ერთერთი ჯგუფისკენ წავსულიყავი. - გამარჯობა. - სამი გოგოსკენ მორცხვად მივდივარ და თან ვესალმები. ისინიც მესალემბიან და მიღიმიან. - მოდი ჩვენთან ახლოს. - ამბობს ერთერთი თაფლისფერთვალება გოგონა და ოდნავ გვერდით იწევა. მეც არ ვაყოვნებ და მის გვერდით ვდგები ღომილიანი სახით. - მოდი გაგეცნობით, მე ლიზა მქვია, ესენი კი ლიკა და დეა არიან. - ამბობს ჩემს გვერდით მდგომი გოგონა. ლიკა, დეა და ლიზა იდეალურად გამოიყურებიან. - გამარჯობა, მე მარიამი ვარ. - ვამბობ და ვიღიმი. კარგი და საყვარელი გოგონები ჩანან. - ლიზი, შენი ქრაშიც აქ იქნება. შენი მოქმედების დრო დადგა. - ამის გაგონებაზე ჩემს გვერდით მდგომი გოგონა შეიშმუშნა. აშკარად, არ უნდოდა მისი საიდუმლოს ჩემთვის გამხელა. თავი დაქალს თვალებს უბრიალებს გამომეტყველებით "ბარემ ხმამაღლა გეყვირაო". - მგონი მას სხვა მოსწონს, ამიტომ აღარ მაქცევს ყურადღებას. ანუ ვერაფერს ვერ მოვიმოქმედებ. - ამბობს და თან თავს ოდნავ დაბლა ხრის. ისევ ევა მახსენდება. არცერთს გაუმართლა სიყვარულში არც ევას და არც ლიზას. საშინელებაა ცალმხრივი სიყვარული, მგონი მეც ეს დამემართა ნიკასთან მიმართებაში. ფიქრებს მალევე ვფანტავ და ისევ განვაგრძობ გოგონების მოსმენას. - ისე იქცეოდა შენი მოყოლილიდან გამომდინარე, რომ ჩემი აზრით გაქვს შანსი. - ამბობს ლიკა. მის ნათქვამზე ლიზას სახეზე უამრავ ემოციას ვხედავ. გაბრაზება, წყენა, გულისტკივილი, ოდნავი სიხარულიც. - მე არ ვიცი, მომიყევი. სანამ წვეულება დაიწყება გავერთობი. - ვამბობ და ვიღიმი. მერე მახსენდება, რომ ლიზა ჩემი დაქალი არ არის, სულ ახლახანს გავიცანი. რომ შემეძლოს ამ სიტყვებს უკან წავიღებდი, მაგრამ არ შემიძლია. - კარგი. მოგიყვები. - იღიმის და ამბის მოყოლას იწყებს. საოცარი ისტორიაა, ცუდი დასასრულით. ის ბიჭი კომპანიაში გაუცვნია, ერთი თვის წინ. საოცრად სიმპატიური ყოფილა, ლიზას დაახლოვებია, თბილად ექცეოდა, ამ საწყალ გოგოსაც შეუყვარდა. შემდეგ ლიზას თქმით, ვინმე ახალი ნახა და ჩემი ახალი მეგობარი დაივიწყა. ახლა ისიც მაინტერესებს, რომელია ეს უნამუსო ბიჭი. - მოვიდა. მოვიდა. ნახე, კიბეებზე ჩამოდის. - ყვირის დეა და ლიზას ხელებს უბარტყუნებს მკლავზე, მისი ყურადღების მისაქცევად. კიბეებისკენ ინსტიქტურად ვიხედები. პირველ რიგში ნიკას ვამჩნევ. ძალიან სიმპატიურია, როგორც ყოველთვის. მისი სახე და თვალები ბრწყინავს. დარბაზის თითოეულ კუთხეს რიგ-რიგობით უყურებს, ბოლოს კი მზერას ჩემზე აჩერებს. ვგრძნობ როგორ ვეთიშები ამ სამყაროს და სხვა სამყაროში გადავდივარ ნიკასთან ერთად. მხოლოდ მას ვამჩნევ, თურმე ვიღიმი კიდეც. მთელი სულით და გულით ვიღიმი. ისიც მაცდურად მიღიმის და თვალს არ მაშორებს ისე მოდის ჩემსკენ. - აქეთ იხედება. ვის უყურებს? მარიამს? - ამბობს ლიკა და მე მიყურებს. შემდეგ ლიზას და დეასაც ჩემზე გადმოაქვს ყურადღება. - მარიამ. - მესმის საბას ბოხი ხმა და მისკენ ვიხედები. უკვე ხუთი ადამიანის მზერა დავიმსახურე. ლიკა, ლიზა და დეა თვალებით მჭამებ. ალბათ იმდენი კითხვა აქვთ ჩემთან... და მეც ძალიან ბევრი კითხვა ნიკასთან, რომელიც ისევ ჩემსკენ მოემართება. ან შეიძლება მე ვფიქრობ ასე. უეცრად მის წინ ვიღაც დგება და საუბარს უბამს. ნიკა ბოლოჯერ მანათებს თავის მწვანე თვალებს და მის წინ მდგომ კაცთან იწყებს საუბარს. მზერა ისევ სამ გოგონაზე გადამაქვს, ეს ყველაფერი წამებში ხდება. მათ გაოცებულ სახეს, რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ჯობს სწრაფად გავეცალო. - მისი ასისტენტი ვარ. ახლა კი უნდა დაგტოვოთ. გნახავთ... - ვაბობ და საბასკენ მივდივარ. ლოყაზე ნაზად კოცნით ვესალმები. ისევ ლიკაზე, ლიზაზე და დეაზე მეფიქრება. კიდევ კარგი ვუთხარი ნიკას ასისტენტი, რომ ვარ. დარწმუნებული ვარ, სხვა შემთხვევაში, რომელიმე წვეულების დამთავრებამდე მომკლავდა. - როგორ ხარ ჩემო მშველელო? - ამბობს და მიღიმის. ვიღაცის მწველ მზერას ვგრძნობ. დარბაზში მყოფ ხალხს ვაკვირდები. თურმე ეს ვიღაც ნიკაა, მის წინ მდგომ ადამიანებს ესაუბრება, თან მე მიყურებს. როგორც კი მისკენ გავიხედე თვალი ამარიდა. სახეზე ეტყობა გაბრაზება და დაძაბულობა. - წამოდი ვიცეკვოთ. - საბას ხელს ვგრძნობ ჩემს ხელზე და მისკენ ვიხედები. - რა მითხარი? - ვეკითხები, რადგან ნიკაზე გადართულმა მისი ვერც ერთი სიტყვა გავიგე. - ვიცეკვოთ სანამ ანა მოვა, მერე მას აღარ მოვშორდები და მანამდე შენ დაგაჯილდოვებ ჩემი მომაჯადოებელი ცეკვით. - მის სიტყვებზე ორივე ვიცინით, დარბაზის ცენტრში მივდივართ, ხალხის ბრბოს ვერევით და ცეკვას ვიწყებთ. ნელა აუჩქარებლად ვცეკვათ. საბა მართლაც საოცრად მოხერხებულად ცეკვავს. ნიკაზე ფიქრს ვიწყებ. როგორი საშინელი ადამიანია. მექალთანეა? არა, მთლად მექალთანეც არ გამოდის. ყველას თუ მოსწონს რა მისი ბრალია. თუმცა მე კი კარგად გამაცურა. თურმე მეც და ლიზასაც ერთად გვეარშიყებოდა. თუმცა არა... ლიზამ რაც მოყვა ერთი თვის წინ მოხდა. მე კი ამდენი ხანია არაა რაც ვიცნობ. ანუ ეს ყველაფერი ჩემ გაცნობამდე ხდებოდა. - შეიძლება მასთან ცეკვა? - ჩამესმის ნაცობი ხმა, თუმცა ფიქრს არ ვწყვეტ. ანუ ნიკასთან შანსი მაქვს? შეიძლება სერიოზულად ფიქრობდეს ჩემზე? ალბათ ასეა. - როგორც ხედავ ჩემთან ერთად ცეკვავს. - არც საბას ამ სიტყვებს ვაქცევ ყურადღებას. ცეკვას ვაგრძელებ და ფიქრსაც. ნიკას მართლა მოვწონვარ? მაგრამ ის ხომ... ვგრძნობ, რომ საბას ხელები მშორდება. წამშივე ვცდილობ გავიგო რა მოხდა და მას შევცქერი. მისი სახისკენ ძლიერად მიმავალ მუშტს ვხედავ, რომელიც ხვდება და წამიერად საბა დაბლა ენარცხება. - კარგად ხარ? - ვამბობ შეშინებული და მისკენ მივრბივარ. ტუჩი აქვს ოდნავ გახეთქილი. სახეზე აშკარად ეტყობა გაბრაზება. ზემოთ ვიყურები. მაინტერესებს რომელმა იდიოტმა ჩაიდინა ასეთი რამ. ისევ ნიკა შემრჩა ხელში. საითაც არ უნდა გავიხედო, კარგი ხდება თუ ცუდი, ყოველთვის ის არის მოქმედი პირი. საბა დგება და ნიკასკენ მიდის დასარტყამად. ინსტიქტურად მეც ვდგები და მათ შორის "ვეჩხირები." ნიკას ზურგით ვუდგები და საბას თვალებში ვუყურებ. საშინლად გაბრაზებულია. მისი ნიკასთვის გაქანებული მუშტი ლამის მე მომხვდა. - საბა გთხოვ არ გინდა. - მისკენ ვიწევი და ძლიერად ვეხვევი. ვგრძნობ, ნელ-ნელა მშვიდდება. ნიკას ვაკვირდები ახლა ის არის გაბრაზებული. ცოტაც და მეორედ დაარტყავს საბას. მალე ჩევენსკენ მომავალ ანას ვამჩნევ. - გთხოვ მიხედე, მე მივდივარ. - ვეუბნები და ახლაღა ვამჩნევ ჩვენსკენ მომართულ უამრავ თვალს. ნიკასთან ახლოს მივდივარ ისე, რომ ჩვენი მხრები ერთმანეთს ეხება. ცოტა ხნით ვჩერდები თვალებში ვუყურებ და შემდეგ გასასვლელისკენ მივიწევ. უნდა მიხვდეს, რომ მისი ქმედებით ძალიან ვარ გაბრაზებული. საერთოდ რა საქციელია? რატომ დაარტყა საბას? არაფერი მომხდარა, რომ მომხდარიყო მეცოდინებოდა. უეცრად ნიკა მაჯაში ხელს ველურივით მკიდებს და თავისკენ მატრიალებს. - მტკივა! - ვყვირი და ვცდილობ ხელი გავაშვებინო. - საით? - აქ ყოფნა აღარ მინდა. ხელი გამიშვი! -ისევ ვუყვირი. ნიკა ხელს მიშვებს თუ არა მაშინვე გარეთ გავდივარ. უკვე დაბნელებულა და ცოტა ცივი ამინდია. რამ ჩამაცვა ეს სიფრიფანა კაბა? მოკლე და თან ზურგიც ამოღებული აქვს. ტროტუარზე მივდივარ და ლამისაა ყინულად ვიქცე. ხელებს ტანზე ვაწყობ, რომ სითბო მაქსიმალურად შევინარჩუნო. ცოტა ხანში უკვე კანკალი მეწყება. უეცრად სითბოს ვგრძნობ. მხრებზე ვიღაც პიჯაკს მაფარებს. მადლობა მას. ძლივს გამოჩნდა ჯელტმენი, რომელმაც გაყინვისგან მიხსნა. ბიჭი ჩემს გვერდით დგება. მისკენ ღიმილიანი სახით ვიხედები, ნიკაა. გაბრაზებული სახით ვუყურებ, მოსაცმელს ჩემს მხრებს ვაშორებ და პირდაპირ სახეში ვესვრი. სწრაფი ნაბიჯით მივდივარ გაჩერებისკენ და ნიკას არ ვიმჩნევ. სახლში ამ დროს, რომ მივიდე დედა რაიმეს იეჭვებს და კითხვებს დამაყრის. მე კი ნამდვილად არ ვარ განმარტებების ხასიათზე. თანაც ქარი უკვე ჩაწყნარდა. წინ სასრიალოებს და საქანელებს ვხედავ. პარკისკენ მივიწევ და შიგნით არსებულ ერთ-ერთ სკამეიკაზე ვჯდები. ფიქრებში ვეშვები. ჩემი გრძნობები ნიკას მიმართ ცალმხრივია? მგონი ასე არ უნდა იყოს. რამდენჯერ მაკოცა, რამდენჯერ მომექცა თბილად. მაგრამ ახლა რაღა ეტაკა? საბას რატომ დაარტყა? რა მოხდა? ნუთუ ის ნიკა იყო... ნუთუ მან თხოვა საბას ჩემთან ცეკვის ნებართვა და მან ისე უპასუხა... ამის გამო იჩხუბა? ჩემს გამო? ოდნავ მეღიმება და ეს პროცესი რეალობაში მაბრუნებს. ჩემს გვერდით ვიღაც ზის, მისკენ ვიხედები. ისევ ნიკა. მოუშორებელი ჭირივითაა. ისიც ჩემს მსგავსად მშვიდად ზის და ფიქრობს. თვალს ვარიდებ, რომ მიშტერება არ გამომივიდეს. თავს ვატრიალებ და გარემოს ვაკვირდები. ჩემი თვალები ხედავს ჩემსკენ მომავალ ბურთს. დიდი სისწრაფით მოდის ჩემსკენ და მალე მომხვდება კიდეც. ინსტიქტურად თავს გვერდით ვწევ, ნიკას მხარეს. მაინც რა არის ეს გადარჩენის ინსტქტი. სწორედ ახლა ბურთისგან მიყენებულ ჩალურჯებას გადამარჩინა. თვალები შიშისგან დამიხუჭავს, მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ და ვახელ. ჩემი და ნიკას სახეები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. თავის მწვანე თვალებით მიყურებს, შემდეგ კი მზერა ჩემს ტუჩზე გადააქვს. - აქლა გაკოცეფს. - მესმის პატარა გოგონას ჭყიპინა ხმა და სიცილი. მისკენ ვიხედები, ხელები პირზე აქვს აფარებული და დაგვცინის. ძალიან საყვარელია და თან პატარა. ნიკას ვშორდები და ბავშვისკენ მივდივარ. - მოდი ჩემთან პატარავ. - ვამბობ და ხელებს ვუწვდი. ისიც მალევე მოდის ჩემსკენ და კალთაში მიხტება რასაც ქვია. იმხელა ლოყები აქვს ვერც წარმოიდგენთ და ღიმილზე საუბარს აღარც კი დავიწყებ. - რამდენი წლის ხარ? - ეკითხება ნიკა და ჩემი კალთიდან ბავშვს იყვანს და თავის ფეხებზე ანაცვლებს. - ოლის ვალ. და თქვენ შეკვალებულიბი ხალთ? - ბავშვის სიტყვებზე მე და ნიკამ ერთმანეთს შევხედეთ. მე დაბნეული ვარ, ნიკას აშკარად არ ეტყობა დაბეულობა. - არა. - პასუხობს ნიკა. მის სიტყვებზე გული მწყდება, მაგრამ ეს ხომ სიმართლეა! ასე ძალიან რატომ მტკივა ამ სიტყვების მოსმენა? - ალ მჯელა და კიდე უნდა მეთქვა ბოდიში. - ამ სიტყვეზე თავს დაბლა ხრის. - რისთვის? - ვეკითხები და ლოყაზე ვკოცნი. საყვარელი! - ბულთი ლო კინაგამ გაგატყი. - არაუშავს, საყვარელო. შენ ის მითხარი დედა სად არის? - ვეუბნები ბავშვური ხმით. რაზეც ნიკა სიცილს იწყებს, მე კი ვიბუსხები და ძლიერად ვარტყამ ხელს მხარში. - ნუ ცემ გოგო შენ შეყვარებულს! ალც შენ გყავს დედა? და მაგიტო არ იცი? მე არ მყავს დედა, მაგლამ ვიცი. მე ლო მეყოლება შეყვარებული არ დავარტყავ. ხო და ალც შენ უნდა დაარტყა. - ამბობს ბავშვური ხმით გოგონა, როგორც შემდომ გავიგე ნინი. მას რა დედა არ ჰყავს? ანუ ბავშვთა სახლში ცხოვრობს? ასეთი პატარა უდედოდ იზრდება? იმედი მაქვს მამა მაინც ყავს. ისეთი საყვარელია, როგორ შეიძლება დედას მიეტოვებინა? ალბათ გარდაიცვალა. - აქ ვინ მოგიყვანა, იმასთან არ წაგვიყვან? - ნინი ნიკას კალთიდან ჩამოხტა. მისი ხელი დაიჭირა და ჩემს ხელს მოაკიდებინა. შემდეგ კი ადგილიდან დაიძრა და ახალგაზრდა ქალბატონთან მიგვიყავანა. - ნინი, სად დაიკარგე გეძებდი პატარავ?! - ამბობს თბილი ხმით ქალი. ბავშვი კი იმდენად არის ემოციებში გადართული, ქალის სიტყვები არც ესმის. ალბათ იკითხავთ რა ემოციებიო. როდესაც აქამდე მოვაღწიეთ ნიკამ ღუტუნი დაუწყო. სიმართლე, რომ ვთქვათ ნიკას უხდება ბავშვები. ზუსტად ვიცი კარგი მამა იქნება, ძალიან კარგი. ღმერთო ეს მე გავიფიქრე? ნინი და ნიკა დანარჩენ ბავშვებს უერთდებიან და თამაშს იწყებენ. - ეს საყვარელი გოგონა ბავშვთა სახლში ცხოვრობს? დიდი ხანია იქ არის? - თავს ვერ ვიკავებ და პირში ვახლი სათქმელს. - დიახ. დიდი ხანია ბავშვთა სახლში ცხოვრობს. სულ რამდენიმე დღის იყო, როდესაც იპოვეს და ჩვენთან მოიყვანეს. ვერ ვხვდები ასეთი პატარა ბავშვი სახლის კართან როგორ უნდა დატოვო ზამთრის სუსხიან დღეს? ძლივს გადავარჩინეთ ბავშვი. ასეთი პატარა გაცივდა, მაგრამ რაც მთავარია გადარჩა. ის ძალიან ძლიერი და საყვარელი ბავშვია. - ამ ქალის სიტყვებზე ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები. ნინის დედა საერთოდ ადამიანია? როგორ შეიძლება ასეთი გულქვა იყო? ბავშვი თითქმის მოკლა! თანაც ასეთი პატარა და საყვარელი. მას მაინც რაღას ერჩოდა? ბავშვებისკენ ვიხედები. დაჭერობანას თამაშობენ და ნიკა იჭერს. ყველა ძალიან ხალისობს და ბედნიერია. ნინი თავისთვის კისკისებს, როცა დაინახავს, რომ ნიკა დასაჭერად მისდევს. ჩემი ვითომ შეყვარებული კი დაბალი სიჩქარით მისდევს, რომ ვერ დაეწიოს. მათი შემხედვარე მეღიმება. ძალიან საყვარლები არიან! ****** საღამოსკენ ბავშვები აღმზრდელმა ბავშვთა სახლში წაიყვანა. მე სახლში წასვლა გადავწყვიტე, ნიკამ კი ჩემი გაცილება. ჩუმად მივუყვებით გზას. არც ერთი ვსაუბრობთ. პირქუში ზეცა ალბათ მალე ტირილს დაიწყებს. გული გამალებით მიცემს, ნიკასთან სიახლოვისას. მინდა საუბარი წამოვიწყო, თუმცა თემას ვერ ვპოულობ. - საყვარელი ბავშვები არიან. - ვამბობ ბოლოს და ნიკას ვუყურებ, ჩაფიქრიანებული დგას და მიყურებს. - საყვარლები და მარტოსულებიც. - ხმას აღარც ერთი ვიღებთ. ნელა მივუყვებით ქუჩას და ხუთ წუთში უკვე ჩემს კორპუსთან ვართ. - ნახვამდის. - ვამბობ და პადიეზდისკენ ვდგამ ნაბიჯებს, თუმცა ნიკას სიტყვა "ბოდიში" მაკვირვებს და ერთ ადგილას მყინავს. - ბოდიში რისთვის? - ვამბობ და მისკენ ვტრიალდები. მისი მწვანე თვალები მწუხარებას გამოხატავენ. - დღეს რაც ჩავიდინე, საბას, რომ ვეჩხუბე. უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე. შენც ხომ გაიგე რა მითხრა? ისე უხეშად მომმართა... - არაუშავს. - ვამბობ და ისევ თვალებში ვუყურებ. ჩემი სიტყვები ახარებს. არ მინდა საუბარი დავასრულოთ, მაგრამ როგორც ჩანს ჩემს ოცნებას ასრულება არ უწერია. ნიკა ჩემსკენ მოდის და ლოყაზე ნაზად მკოცნის. სახეს ჩემთან ახლოს აჩერებს. - ელეგანტურად გამოიყურები. - ამბობს და მიდის. გამოშტერებული ვუყურებ მის ზურგს. ბოლოს ტრიალდება, უკანასკნელად მავლებს თვალს და მიდის. მეც მალევე ავდივარ ბინაში. - მოხვედი? - მესმის ლიზის და დედას ხმა ერთდროულად. - კი მოვედი. - ვამბობ ხალისიანი ხმით და მათთან მივდივარ. - აბა მოგვიყევი ამბები, მშვენიერო ლედი. - ამბობს ლიზი და სიცილს იწყებს. - ლიზი შემომხედე და მომბაძე, არ გაწყენდა სრულყოფილება. - ვამბობ და ახლა მე ვიწყებ სიცილს. "ნუ დასცინი სხვასაო გადაგხდება თავსაო." სწორედ ასე დაემართა. - მიდი მოგვიყევი რა მოხდა. - ახლა დედამ დაიწყო საუბარი. მე კი პასუხი არ მაქვს. სიმართლე, რომ ვუთხრა რამეს გადამარტყავს თავში. დედაჩემი სასტიკი წინააღმდეგია ჩემს ასაკში ვინმეს მოწონების ან მით უმეტეს შეყვარების. ბიჭებთან მიშლის ისეთ ურთიერთობას, როგორიც ნიკასთან მაქვს. ამიტომ მაქსიმალურად ვეცდები ეს საიდუმლო არ გამჟღავნდეს. უკვე ტყუილის თქმას ვაპირებდი, როდესაც ტელეფონმა დარეკა. ელეა. ალბათ მასაც იგივე კითხვა აქვს. მას ვუთხრა სიმართლე? ოთახში შევდივარ და დაღლილი საწოლზე ვეცემი. - გისმენ ელე. - რაღაც გამოგიგზავნე და ნახე. - მისი ხმის ტემბრი მაშინებს. რაღაც ცუდი მოხდა, მაგრამ რა? ელე ტელეფონს თიშავს. მე კი მის მესიჯს ვნახულობ და თვალები მიფართოვდება. როგორ? რატომ? საიდან? ტელეფონს ვუყურებ და გაუაზრებლად მცვივა ცრემლები. ****** კიდევ ერთხელ დავყურებ ტელეფონს და გაუაზრებლად ცრემლები მცვივა სათაურის წაკითხვაზე: "რა ხდება ცნობილი ბიზნესმენის შვილსა და მდაბიო გოგონას შორის?" მეტის წაკითხვას ვეღარც ვახერხებ, აცრემლიანებული თვალები არ მაძლევს ამის საშუალებას და სიმართლე, რომ ვთქვა არც მსურს წაკითხვა. სათაური და ფოტოც საკმარისია ყველაფრის გასაგებად. ფოტოს ბოლოჯერ ვაკვირდები. ლამაზი ხედია. პარკში, სკამეიკაზე მჯდომარე ორი ადამიანი. კარგად ჩანს ბიჭის მწვანედ მოელვარე თვალები. ეს ფოტო თითქოს წარსულში მაბრუნებს და დღევანდელ დღეს მახსენებს. ახლაც თუ ვერ მიხვდით პირდაპირ გეტყვით, ის ორი ბრბოს კლანჭებს ქვეშ მოქცეული მე და ნიკა ვართ. თუმცა არა.... აქ მარტო მე ვარ დამცირებული და მიწასთან გასწორებული. ნიკა და მე, ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი, სრულიად განსხვავებული სამყაროდან. საერთოდ როგორ ვიფიქრე, რომ ერთმანეთს შევეფერებით?! ჩვენ უბრალოდ ნაცნობები ვართ, მეგობრობის დონემდეც კი ვერ მივაღწევთ. წარსულს თვალი გადავავლე. შეცდომა იყო... ნიკას გაცნობა შეცდომა იყო, მასთან კოცნაც შეცდომა იყო. ის გრძნობაც რომელსაც ახლა განვიცდი და რომელიც ალბათ სამუდამოდ დამტანჯავს, ესეც შეცდომაა. ნიკასგან თავი შორს უნდა დავიჭირო. სანამ ტკივილი მშთანთქავს და გამანადგურებს, მანამდე უნდა ავიცილო თავიდან. ეს ყველაზე სწორი საქციელია, თუმცა ეს რთული იქნება... ამას ჩემი ახლანდელი მდგომარეობა მოწმობს. თავი კედელზე ნაზად მაქვს მიდებული. უკვე იმდენად ვარ ემოციებისგან დაცლილი ცრემლიც კი აღარ გადმოდის თვალიდან. გაუნძრევლად ვზივარ, ვინმეს შეიძლება ქანდაკებაც ვეგონო. ნიკაზე ვფიქრობ და იმ გრძნობაზე, რომელსაც მის მიმართ განვიცდი. თვალებს ვხუჭავ და მისი სახე მიდგება თვალწინ. ვაკვირდები, ვაკვირდები და ისევ ვაკვირდები... თუმცა თანდათან ნიკას მშვენიერი სახის ნაკვთები უფერულდება და შავ, უგანზომილებო სამყაროში მთლიანად ვეშვები. - ძილი ნებისა. - ვამბობ ჩემს ფიქრებში და ცხოველქმედებას ცოტა ხნით ვწყვეტ. ***** - მარიამ, გაიღვიძე. - ჩამესმის დედაჩემის ბედნიერი ხმა. რას არ მივცემდი მეც მსგავს ხასიათზე, რომ ვიყო! - დედა, მეზარება წასვლა. - ისე ვამბობ თვალსაც არ ვახელ და ბალიშს უფრო მჭიდროდ ვიხუტებ. მინდა დედას ეგონოს, რომ ძალიან მეძინება და სკოლაში აღარ გამიშვას. დარწმუნებული ვარ ის სტატია მთელმა სკოლამ წაიკითხა. ამ ყველაფრის შემდეგ არ შემიძლია ჩვეულებრივ ვიარო სკოლაში, თითქოს არც არაფერი მომხდარა. - სწრაფად მოემზადე და წადი. მეორედ აღარ გამამეორებინო. თუ გააცდენ, ჩამორჩები კიდევეც. - ამბობს და ოთახში მარტო მტოვებს. ზლაზვნით ვდგები და იმას ვიცვამ, რაც ხელში მხვდება. ფიქრებში გაფანტული მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რომ სკოლის წინ ვდგავარ. აქამდე როგორ მოვედი არ მახსოვს. ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?! გაშეშებული ვდგავარ და სასწავლებელს შევყურებ. ეზო ბავშვებით არის "გატენილი". ძალას ვიკრებ და სწრაფი ნაბიჯით მივდივარ კლასისკენ. უამრავი სულელური ლეპრიკა მესმის, თუმცა ვაიგნორებ და გზას ისე ვაგრძელებ, თითქოს არც არაფერი გამიგონია. - ეს ის გოგო არ არის?! - ყოჩაღი გოგოა, ყველა კი ვერ ჩაიგდებს ხელში მდიდარ ბიჭს, მით უმეტეს ნიკას. - როგორ გაბედა სახლიდან თავის გამოყოფა?! - ეს და სხვა უარესი რეპლიკები გამუდმებით ჩამესმის ყურებში. კლასში მისვლამდე თვალები გაუცნობიერებლად მიწყლიანდება. ძლივს ვახერხებ ცრემლების შეკავებას. ასეთ საშინელებას როგორ ფიქრობენ ჩემზე? თუმცა მართალია შეცდომა დავუშვი და ახლა ამ შეცდომის საფასურს ვიხდი. 'ნიკასგან მაქსიმალურად შორს უნდა დავიჭირო თავი.' კლასში შევდივარ და ვხედავ როგორ ვიბყრობ ყველას ყურადღებას. ამდენი თვალი ჩემსკენ არის მომართული და ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად მანადგურებს. ელესთან მივდივარ და მის გვერდით ვჯდები. - აქ მოსვლას როგორ ბედავ?! მრცხვენია, რომ ჩემი კლასელი ხარ. არა და გუშინ თუ გუშინ წინ ნიკაზე გვითხრა ნაგავიაო, თურმე თვითონ რას გეგმავდა.... - ამბობს ჩემი ერთ-ერთი ტრიპაჩა კლასელი და სიცილს იწყებს. ადრე ხომ ვერ ვიტანდი და ახლა მთლად შემზიზღდა. ლამისაა ცრემლები წამსკდეს. "მარიამ, შენ ძლიერი ხარ!"- ვამშვიდებ საკუთარ თავს. თან ვფიქრობ რა ვუპასუხო, რომ კარგა ხანი დაიმახსოვროს, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, რომ არ ღირს. - გოგონი გშურს ხომ? მარიამმა მოხიბლა ის ადამიანი ვინც შენ ასე ძალიან მოგეწონა. ჰაჰ, ისე კი ძალიან მეცოდები. - ჩემს მაგივრად ელე პასუხობს. მადლობა მას, რომ ასეთ რთულ მომენტში მიცავს. ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასეა. მის სიტყვებზე ვიღიმი და გაოგნებულ გოგონას შევცქერი, დანარჩენები მას დასცინიან. სწორედ ამ დროს კლასში მასწავლებელი შემოდის. ყველა მაშინვე ჩუმდება. ამ ახალმა თაობამ მასწავლებლის შიში ვერა და ვერ დაძლია ხო? მასწავლებელი გაოგნებული სახით მიყურებს. ისე ჩანს თითქოს თვალებით მაკრიტიკებს. ნეტავ სკოლიდან ვინმე დარჩა ვისაც ჯერ არ უნახავს ის საშინელი სტატია? ****** გაკვეთილები ძლივს დასრულდა, სირცხვილისგან კლასის გარეთ თავს ვერ ვყოფდი. ბოლოს მაინც მომიწია გამოსვლა და სწრაფი ნაბიჯით დავიძარი გასასვლელისკენ. თავს ამაყად და ძლიერად ვიჭერ, ვერავინ მიხვდება ამ საშინელ სირცხვილის გრძნობას, რომ განვიცდი. - მარიამ. - მესმის ნიკას ხმამაღალი ხმა, აშკარად მე მეძახის. ღმერთო, რა გავაკეთო?! არ შემიძლია მასთან საუბარი. მისგან თავი შორს უნდა დავიჭირო, მით უმეტეს სკოლაში. ისეთი ჭორები დადის ჩემზე... არ მინდა უარესები ილაპარაკონ. თუ რა თქმა უნდა, არსებობს ამაზე უარესი! სწრაფად გავრბივარ გოგონების საპირფარეშოსკენ, შევდივარ და კარს გასაღებით ვკეტავ. მარიამ, მისი ნახვა მაინც მოგიწევს. ახლა ხომ სამსახურში უნდა წახვიდე. რა გავაკეთო? იქნებ გავაცდინო? მაგრამ ხომ უნდა გავაფრთხილო ამის შესახებ? ნიკას დავურეკო? ჰაჰ, სასაცილოა! გამოვექეცი და ახლა დავურეკო?! "ვაი, შენს პატრონს მარიამ"- ჩემს თავს ვლანძღავ ამ სისულელის გაფიქრებისთვის. როგორ გავაფრთხილო ნიკა? ანას, რომ ვუთხრა? ტელეფონს ვიღებ და ანას ნომერს ვკრეფ. - გისმენ მარიამ. - მპასუხობს ხალისიანი ხმით, რომელიც გასაოცრად მამშვიდებს. არ მესმის როგორ შეუძლია თავისი მხიარული ემოციები გადმომდოს?! - ანა, დღეს სამსახურში ვერ მოვალ, ნიკა გააფრთხილე. - საყვარელო, მეგონა ნიკა გაგაფრთხილებდა. დღეს ისედაც ისვენებ. - ისედაც ვისვენებ? რატომ ვისვენებ? ან რატომ არ მითხრა? იქნებ სწორედ ახლა აპირებდა ამის თქმას? ცნობისმოყვარეობას ვიხშობ და მხიარული ხმით ვემშვიდობები ანას. ვერ ვიტან, როდესაც სისუსტეს ვავლენ და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი სუსტი წერტილის დასამალად. ამიტომ ვიჭერ თავს ძლიერად და მხიარულად. მალევე გამოვდივარ საპირფარეშოდან. დაცარიელებულ სკოლას ვავლებ თვალს და კიბეებით ეზოში გავდივარ. შემდეგ კი გაჩერებისკენ მივუყვები გზას. სახლში წავალ და დავიძინებ, უბრალოდ ყველაფერს დავივიწყებ. ძალებს მოვიკრებ და ყველას დავანახებ ჩემს ძლიერებას. ვერავინ შეძლებს გული მატკინოს. მაგრამ სახლში დედაჩემი იქნება და ჩხუბს დამიწყებს. ალბათ უკვე მანაც ნახა. რა მეშველება? რას მკითხავს ან რა ვუთხრა? იმდენად დაღლილი ვარ მომავალზე ფიქრსაც კი ვწყვეტ. წარსული, მომავალი, აწმყო. სისულელეა. ახლა უკვე ყველაფერი სისულელედ მიმაჩნია. ავდგები და ქეთოსთან წავალ. ****** ქეთოს ბინის კარის წინ ვდგავარ და კიდევ ერთხელ ვრეკავ ზარს. - ნიკა, ისევ შენ ხარ? მეგონა წახვედი. - კარი იღება და ვხედავ ქეთოს, რომელიც ამ სიტყვებს წარმოთქვამს. სახეზე ეტყობა ჩემს აქ დანახვას არ მოელოდა. ალბათ, ფიქრობთ ვიეჭვიანე თუ არა. რა თქმა უნდა, არა. ქეთოზე და ნიკაზე არასდროს ვიეჭვიანებ! - ნიკა აქ იყო? - ვკითხულობ გაოგნებული. ნეტავ რას აკეთებდა აქ? - შემოდი და მოგიყვები. - ამბობს და ყურებამდე იცინის. აშკარად ძალიან გახარებულია. მის ოთახში შევდივარ და სკამზე ვჯდები, ისიც ჩემთან ახლოს იკავებს ადგილს. - ჰეი, რა ლამაზი კულონია. - ვამბობ მის ყელზე არსებულ სამკაულზე და თან სათუთად ვეხები. ცეფზე ლამაზი ფორმის გულია დაკიდებული. საყვარლობაა! - მოგწონს? - ძალიან. - გიორგის ნაჩუქარია. - ანუ ბოლოს მაინც გახსენი, არა? - ვეკითხები და თვალს ვუკრავ. - ნიკამ გამახსნევინა. - მისი სახელის გაგონებაზე ისევ ცუდ ხასიათზე ვდგები. როგორც ჩანს, ქეთოს სტატია ჯერ არ წაუკითხავს. - ცოტა ხნის წინ წავიდა. ამიტომ მეგონა ისევ ნიკა იყო, შენ, როცა მოხვედი. მომინახულა, მომიკითხა. მითხრა: გიორგის ძალიან უყვარხარ და შანსს თუ მისცემ ამას აუცილებლად დაგიმტკიცებსო. სიმართლე, რომ ვთქვა არ მჯერა. საჩუქარიც მან გამახსნევინა. საყვარელი ზარდახშა და ეს კულონი ჩვენი ფოტოთი. - ამ სიყვების თქმისას ქეთო გულის ფორმის კულონს ხსნის და ფოტოს მაჩვენებს. გიორგი და ქეთო ძალიან საყვარლად გამოიყურებიან. - რა საყვარლობაა. ვაი მე... ხომ ვიცოდი ეს ჩემი ძმაკაცი ტვინიკოსი, რომ იყო. სხვა ვინ მოიფიქრებდა ამას. - ვამბობ და პატარა, საყვარელ ზარდახშას დავყურებ. მერე კულონს. ბოლოს ვაცნობიერებ რა ვთქვი და ჩემს თავს ვლანზღავ წამის მეასედი შესვენებებით. აშკარაა ქეთოს ძალიან მოეწონა საჩუქარი. თუმცა ზუსტად ვიცი გიორგისთვის არ უპატიებია. ვერც აპატიებდა. ამაში არ ვამტყუნებ. - ასე ნუ ლაპარაკობ! ტვინიკოსი კი არა.... არ ვიცი რაღა ვუწოდო. საშინელი ადამიანია. ვერ ვიტან. საერთოდ როგორ ბედავს საჩუქრების გამოგზავნას? - აბობს გაბრაზებული ტონით. ერთი კითხვა. მიჩნდება ყველას ასე ემართება? ყველას ურთიერთობა ფუჭდება ამა თუ იმ ეტაპზე? ჩემი და ნიკას ურთიერთობაც ისევე ნადგურდება, როგორც ქეთოსი და გიორგისი. - გიორგის უყვარხარ. შეიძლება ჩემი არ გჯერა, მაგრამ ოდესმე დაიჯერებ. - ნიკამაც ეს თქვა. ერთნაირად აზროვნებთ. რადგანაც თემა მასზე ჭამოიჭრა არ მომიყვები თქვენს შორის რა ხდება? - ამბობს შეპარვით და თვალს ეშმაკურად მიკრავს. - ძალიან გაინტერესებს? - ჩემს სიტყვებზე სახე უბრწყინდება. ალბათ, ელის რაიმე საოცარ ისტორიას მოვუყვები, მაგრამ სამწუხაროდ იმედები უნდა გავუცრუო. ტელეფონს ვიღებ და ელენეს გამოგზავნილ სტატიას ვაკითხებ, ჩემგან განსხვავებით გამბედაობა ჰყოფნის და ბოლომდე კითხულობს. თანდათან სახიდან სიხარული უქრება და რაღაც ჩემთვის ამოუცნობი გრძნობა ეუფლება. - მოსაყოლი არც არაფერია. ჩვენს შორის ვერასდროს ვერაფერი მოხდება. - ვამატებ ბოლოს და ველოდები როდის დაიწყებს საუბარს. - გიყვარს? - მესმის ქეთოს ათრთოლებული ხმა, ამ კითხვის დასმა მასაც უჭირს. თითქმის წამშივე ვწითლდები და ვხურდები. მიყვარს თუ არა ნიკა? - მე... არ ვიცი. - ვამბობ და თვალები მიცრემლიანდება, თუმცა ცრემლებს მაინც არ ვნებდები. არასოდეს ვყოფილვარ მტირალა გოგო და არც ახლა ვიქნები. - ეს სტატია ნიკას ბრალი არ არის ხომ იცი? დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები. ის მართლა ძალიან კარგი ადამიანია. მომინახულა, როგორც მეგობარი ისე მიმიღო... მას ნუ დასჯი ამ სტატიის გამო. მის მიმართ რაღაცას გრძნობ, ეს აშკარაა. ნურც მას დატანჯავ და ნურც საკუთარ თავს. - მე არავის ვსჯი. უბრალოდ იმას გავაკთებ, რაც საჭიროა. სიმართლე ყოველთვის მწარეა. ადამიანს უჭირს რეალობის აღქმა, მაგრამ მე ტყუილში ვერ ვიცხოვრებ. ნიკას არაფრად ვჭირდები. ერთი უბრალო გოგო ვარ მის ცხოვრებაში, ერთი "მდაბიო"გოგო. - ბოლო სიტყვების წარმოთქმისას თავს ვერ ვიკავებ და ცრემლების ნაკადი იწყებს დენას, თუმცა მაშინვე ვიწმენდ. ისევ გაუჩერებლად მოდის და მეც ისევ ვიწმენდ. - გირჩევ კარგად დაფიქრდე, ჩემი აზრით ნიკას უყვარხარ... - მისი სიტყვების გაგონებაზე თავიდან სიხარულს ვგრძნობ, შემდეგ კი უსაშველო ტკივილს. - ქეთო, მეც გითხარი გიორგის უყვარხარ-თქო, მაგრამ დამიჯერე და აპატიე? არა! ხო და ახლა ნურც მე მთხოვ იგივეს გაკეთებას. და საერთოდაც აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი. - ვამბობ გაბრაზებული ტონით და ცრემლებს საბოლოოდ ვიწმენდ. მე და ქეთო ბიჭებზე საუბარს ვწყვეტთ, დღეს მაინც. რამდენიმე ფილმს ვუყურეთ, ბევრი ვიცინეთ და ბევრიც ვჭამეთ. მაგრამ რად გინდა?! ბოლოს მაინც არასასიამოვნი თემაზე ჩამოვარდა საუბარი. - ალბათ ეკამაც ნახა. შარში ხარ! არც კი წარმომიდგენია ახლა რას იზამს. - ამბობს დანაღვლიანებული ხმით და ფიქრების სამყაროში ეშვება. - იმედია არაფერს. ეკუნა ჩემი მეგობარია, იმედია ამას არ დაივიწყებს და ისტერიკაში არ ჩავარდება. ისედაც თავზესაყრელად მაქვს პრობლემები. წარმოიდგინე დედაჩემი, რომ ნახავს. - ვამბობ და დედის გაბრაზებულ სახეს წარმოვიდგენ. დღეს ჩხუბი არ ამცდება. რა ვქნა? რით ვუშველო თავს? დედაჩემი ნამდვილად მომკლავს. ამ შემთხევაში ერთი გამოსავალია, თუ კი არ მინდა მისი ხელით მოვკვდე. მე თვითონ უნდა მოვიკლა თავი. ჩემს ფიქრებზე ისტერიული სიცილი მიტყდება. მხოლოდ მაშინ ვწყევეტ, როდესაც ქეთოს გაკვირვებულ სახეს ვაწყდები. მას რა გიჟი ვგონივარ? - რა გაცინებს? დედაშენი კუჭ-ნაწლავ-ღვიძლიანად გითრევს. - ამბობს ქეთო. ამაზე ორივე სიცილისაგან ლამის ვხოხავთ. - კარგი, კარგი. წავედი მე. - ვდგები და ოთახიდან გასვლას ვაპირებ, მაგრამ ვინ გაცლის. - ვერ გაგიშვებ ჯოჯოხეთში! - ქეთო კარს ეფარება და მერე ისევ სიცილს იწყებს. - ჰაჰ... გამატარე, ჯოჯოხეთში მაგვიანდება. - ვიცინი, ქეთოს ლოყაზე ვკოცნი და მისი სახლიდან სწრაფად გამოვდივარ. ყველას თავისი ჯოჯოხეთი აქვს. მალე გაგაცნობთ ჩემს პირად ჯოჯოხეთსაც. ქეთოს პადიეზდიდან გამოვდივარ და ჩემი პადიეზდისკენ მივიწევ, როდესაც ნაცნობი ხმა იპყრობს ჩემს ყურადღებას. - ქეთო როგორ არის? - ბიჭი ჩემგან ორი ნაბიჯის მოშორებით დგას და ჩემს პასუხს მოელის. მე კი გზას ვაგრძელებ და მის სიტყვებს ვაიგნორებ. მას მართლა, რომ აინტერესებდეს ქეთოს მდგომარეობა აქამდე აუცილებლად მიაკითხავდა. თუმცა.... - მარი. - მის ხმაში მუდარა იკვეთება. ჩემთან მოდის, წინ მიდგება და წასვლის საშუალებას არ მაძლევს. - გიო გამატარე მეჩქარება. - ვამბობ პირქუშად და სიარულს ვაგრძელებ. - გთხოვ მითხარი. ჩვენი თხუთმეტ წლიანი მეგობრობის ხათრით. გთხოვ.... ხომ იცი რომ მასზე ვნერვიულობ?! - გიორგის სიტყვებზე გული მილბება. ვერ ვხდები, როგორ შეუძლია ასე მარტივად დამიყოლიოს? მართლა თხუთმეტი წელია რაც ვიცნობ? უცებ ვთვლი გონებაში. ორი წლის ასაკში გავიცანი... ჩვიდმეტს მინუს ორი თხუთმეტია. მართალი ყოფილა... - მასზე, რომ ნერვიულობდე აქამდე მოინახულებდი. - ვამბობ მოჩვენებითი გაბრაზებული ხმით. მთლად მისი ბრალი არ არის რაც მოხდა, იმ უნამუსო გოგოს ბრალია. რა ქვია?! მგონი სალომე ხო? - ვიცი, ვიცი. ასე უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ შენ ხომ კარგად მიცნობ?! რაც ჩემს გამო დაემართა... მე მას გული ვატკინე, ძალიან ცუდი რაღაცები ვუთხარი. ამის შემდეგ ვერ გავბედე მასთან მისვლა. ახლა გესმის ჩემი? - მესმის... ქეთო უკეთაა, მაგრამ კარგად არ არის და ეს აუცილებლად უნდა გამოასწორო. შენ ის გიყვარს, მას შენ უყვარხარ, ახლა მხოლოდ პატარა გაუგებრობაა გადასალახი, სალომეს სახით. მითხარი რა ჯანდაბა უნდა იმ გოგოს? რატომ გინადგურებს ცხოვრებას? - შეპარვით ვეკითხები. სალომეს გაგონებაზე სახე ეძაბება. მის თაფლისფერ თვალებს ვაკვირდები და მასში უდიდეს ტკივილს ვხედავ. - კარგი, მოგიყვები. მოდი დავსხდეთ. - ამბობს გიორგი და ეზოში მდგარ სკამეიკაზე მიმითითებს. მეც დანიშნულების ადგილიზე ლამის სირბილით მივდივარ და სწრაფადვე ვჯდები. გიორგი ჩემს გვერდით იკავებს ადგილს და თხრობას იწყებს. - წინა ზაფხულს დასასვენებლად ბებიაჩემთან ვიყავი. იქ ერთი გოგო გავიცანი, სალომე, მალევე დავმეგობრდით. ხშირად დროს ერთად ვატარებდით. მე საბაბი არასდროს მიმიცია, თუმცა მას შევუყვერდი. სალომეს მხოლოდ მეგობრად ვთვლიდი და ეს ვუთხარი კიდეც. მეგობრებად დარჩენა შევთავაზე, ისიც დამთანხმდა. რამოდენიმე დღეში თავისი საუკეთესო მეგობარი ლანა გამაცნო. ნუ სიმართლე, რომ ვთქვათ მას არც უნდოდა ჩვენი ერთმანეთისთვის გაცნობა. უბრალოდ რაც შენი ბედია ის არ აგცდება. ასე იყო თუ ისე, ლანა მაინც გავიცანი. მასაც დავუმეგობრდი, ძალიან კარგი ადამიანი იყო. - ცოტა ხნით შეჩერდა და სევდანარევი მზერა მომანათა. კარგი ადამიანი იყო? იყო? ანუ აღარ არის? მინდოდა ჩემს თავში გაჩენილი კითხვები გიორგისთვის დამესვა, თუმცა მან მძიმედ ამოიხვნეშა და მოყოლა განაგრძო. - მე და ლანა სალომეს დაბადების დღისთვის სიურპრიზს ვუწყობდით. ორჯერ შევხვდით ერთმანეთს, რომ ყველაფერი დაგვეგეგმა. ამ შეხვედრებზე რა თქმა უნდა, სალოს ვუმალავდით. დაბადების დღის წინა დღეს საბოლოოდ უნდა გაგვერკვია და მოგვეგვარებინა ყველაფერი. საღამო საათები იყო სახლიდან, რომ გავედი და ქუჩას დავუყევი. მალე მივედი ლანას სახლამდე და შიგნით შევედი. კარები შევაღე თუ არა, ყვირილის ხმა შემომესმა. მეც ხმას მივყევი და ლანას ოთახის კარებთან ამოვყავი თავი. შიგნით ორნი იყვნენ. სალომე ბოლო ხმაზე ყვიროდა რაღაცას. ხმას კარი ახშობდა, რომელიც მალევე გავაღე და შიგნით შევედი. ჩემს თვალწინ ისეთი სანახაობა გადაიშალა... ვერც კი წარმოიდგენ. სალომე და ლანა ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. ლანას საშინელი სახე ჰქონდა. ვგრძნობდი, რომ ძალიან იტანჯებოდა. მალე სალომე მეგობარს მოშორდა. ლანას სხეულს კარგად დავაკვირდი. წითელი, ბლანტი სითხე იატაკზე წვეთ-წვეთად იღვრებოდა. შემდეგ სალომეს შეღებილ ხელს დავაკვირდი, რომელშიც დანა ეჭირა და საშინლად აკანკალებდა. ყურადღება ისევ ლანაზე გადავიტანე, რომელიც წამიერად ძირს დაემხო, მასთან მიახლოებას ვაპირებდი, თუმცა სალომე წინ გადამეღობა და დანა ჩემსკენ მომართა. - არც კი გაბედო მიახლოება, სისხლისგან უნდა დაიცალოს. ახლა უნდა იგრძნოს ის ტანჯვა, რაც მე განვიცადე. გეგონათ გამომაპარებდით თქვენს შეხვედრებს? ვერ ვხვდები მასში რა ნახე ისეთი, რაც მე არ მაქვს...- ის გაუჩერებლად აგრძელებდა საუბარს, თუმცა მისი არც ერთი სიტყვა აღწევდა ჩემამდე. ლანას გავხედე, ტკივილნარევი მზერა მოემართა ჩემსკენ და თვალებით შველს მთხოვდა. სალომეს ოდნავ ხელი ვკარი და გზიდან ჩამოვიშორე. ლანასთან მივედი და ჭრილობაზე ხელი ძლიერად დავაჭირე, სისხლის დანაკარგი, რომ შემემცირებინა. ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. როგორ შემოვიდნენ პოლიციელები, როგორ წაიყვანა სასწრაფომ ლანა. ფრაგმენტები მახსოვს იმ დღისა, თუმცა ტკივილი სულ ჩემთანაა. ჩემს გამო აღმოჩნდა ლანა ასეთ მდგომარეობაში. ის ღამე საავადმყოფოში ლოდინსა და შიშში გავატარე. დილით კარის ხმამ მიიბყრო ჩემი ყურადღება, საიდანაც თეთრ ხალათში გამოწყობილი ექიმი გამოვიდა. მაშინვე მასთან მივვარდი. - ვწუხვარ. - სევდანარევი სახით შემომხედა და სწორედ იმ წამს სამყაროს მთელი ეშხი და სილამაზე თავზე ჩამომენგრა. ლანა მოკვდა. ჩემს გამო მოკვდა. მე მოვკალი. მე რომ არა, ის ცოცხალი იქნებოდა. მე მოვკალი გესმის? ის აღარ არის. - ამბობს გიორგი აკანკალებული ხმით და მის სიტყვებზე ცრემლების ახალი ნაკადი მოედინება ორივეს სახიდან. მე და გიორგი, რეალობისგან განადგურებული ორი ადამიანი, დიდი ხნის განმავლობაში ვისხედით ჩუმად. ვცდილობდი გონებაში ყველაფერი გადამეხარშა. როგორც კი ხმას ამოვიღებდი გიორგის გასამხნევებლად, მაშინვე მიწყდებოდა. რა დრო გავიდა არ ვიცი... ერთი საათი? ორი? ან იქნებ მეტი? ბოლოს ძალა ძლივს მოვიკრიბე და ხმა ამოვიღე. - სალომე რატომ არ დააკავეს? - არ ვიცი. შეიძლება არასრულწლოვნობის გამო. მაშინ ეს ადამიანი შევიზიზღე და ყოველ დღე ვცდილობდი მისი და ლანას დავიწყებას. გამომივიდა კიდეც, მაგრამ... ის ჩვენს სკოლაში გადმოვიდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო. ქეთოთი დამემუქრა ის ფსიქოპატი. ვერ გადავიტანდი მასაც იგივე დამართნოდა, რაც ლანას. ქეთოც კინაღამ ხელებში ჩამაკვდა. - ამბობს ძლივ-ძლივობით, ისეთ დაბალ ხმაზე, რომ ძლივს მესმის. - სალომე როგორ უნდა ჩამოვიცილოთ? იმ ფსიქოპატს არ აქვს უფლება ცხოვრება დაგინგრიოს. - ჩემს წარმოსთქმულ სიტყვებში მთელს ზიზღს ვაქსოვ, რაც კი გამაჩნია. - აღარაა საჭირო ნიკამ უკვე მოაგვარა. - ნიკამ მოაგვარა? ეს სახელი მომესმა, თუ... კი, მაგრამ როგორ მოაგვარა? რანაირად? მისთვის ამ კითხვების დასმას ვაპირებდი, როდესაც უცბად დედაჩემის წკრიალა ხმა შემომესმა. ძალიან კარგად გამოსდის ასეთი სერიოზული სიტვაციის დროს დიალოგებში "შეჭრა." - მარიამ, არ აპირებ სახლში ამოსვლას? გიორგი, როგორ ხარ საყვარელო? - დედა ფანჯრიდან გვიყურებდა, მისი ხმა სასიამოვნოდ ჩამესმა ყურში. კარგი მსახიობია. ყველას დასანახად ისე კარგად მექცევა და სახლში, რომ მივალ... ეჰ, ჩემს ბედს რა ვუთხარი. გიორგის დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი. ახლა ყველაზე მეტად მისი დატოვება არ მინდოდა, მაგრამ... ჯოჯოხეთი მიხმობს. ზოგჯერ ადამიანს თავისი ცხოვრება ჰგონია ტრაგედია, რადგან სხვისას ჯერ არ გასცნობია. მეც სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვიყავი აქამდე. სანამ გიორგის საიდუმლოს გავიგებდი... ნელი ნაბიჯით ავუყევი კიბეებს. გზაში ახლო მომავალზე მეფიქრებოდა. რას მეტყვის დედა? ან მე რა უნდა ვუთხრა? თავი როგორ ვიმართლო? მესამე სართულზე, როგორც კი დავდგი ფეხი, მაშინვე გაიღო ჩემი სახლის კარი. დედაჩემის გაბრაზებულ სახეს შევეჩეხე. ნელი ნაბიჯით და მობეზრებული სახით მივუახლოვდი კარს. დედას ლოდინი მობეზრდა და კარს მიღმა გაუჩინარდა. შიგნით შევედი და მაშინვე ოთახების თვალიერება დავიწყე. სამზარეულოში არაამქვეყნიური სახით შევდივარ, როგორც ჯოჯოხეთში შევიდოდა ადამიანი. სწორედ ამ ოთახში ვხედავ დედაჩემს, რომელიც ონკანთან დგას. წამის მეასედში ჩემსკენ ტრიალდება და გაბრაზებულ მზერას მაპყრობს. ნელი ნაბიჯით მოდის ჩემსკენ. მხოლოდ ახლაღა ვაკვირდები დანას, რომელიც ხელში უჭირავს. აჰჰ... კუჭ-ნაწლავ-ღვიძლიანად თრევა კი არა, უარესი გეგმა მოუფიქრებია. იმ სულელური სტატიის გამო აპირებს ჩემს მოკვლას? ნუთუ დედა შეძლებს საკუთარი სისხლის და ხორცის მოკვლას? მის გაბრაზებულ სახეს, ვაკვირდები. არა. გამორიცხულია ეს ლამაზი, კარგად გალესილი დანა პირდაპირ მუცელში გამიყაროს. კი, მაგრამ ასე რამ გააბოროტა? ამ ყველაფრის გაფიქრებას წამებში ვასწრებ. ჯერ სამი ნაბიჯი ძლივს ექნება გადმოდგმული. ოდნავ უკან ვიწევი და მაშინვე ცივი სხეულის შეხებას ვგრძნობ ზურგზე. უკან ვიხედები. კედელი ყოფილა... ისევ დედაჩემზე გადამაქვს მზერა. დანას ხელში ატრიალებს. კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ჩემსკენ და მაგიდასთან ახლომდებარე სკამზე თავსდება. კარტოფილის დასაჭრელად დომებია ეს დანა, მე კი რა აღარ ვიფიქრე. ჰაჰ... - რას გავს შენი საქციელი? შენ არ თქვი წვეულება ეწყობაო? ვინ არის ის ბიჭი? - დედა. მე... არ მომიტყუებიხარ. კორპორაციულ საღამოზე ვიყავი გუშინ. უბრალოდ მომბეზრდა და მალევე წამოვედი. ნიკა კი ჩემი უფროსია და ასე გვიან მარტო ვერ გამომიშვებდა. - ვუთხარი ჩვეული ტონით და მზერა ავარიდე. არ შემიძლია ასეთ გაცეცხლებულ მდგომარეობაში მისი სახის დანახვა. - ის უბრალოდ შენი უფროსია? თქვენს შორის არაფერი ხდება ხომ ასეა? - ამბობს გაბრაზებული ხმით. ისეთი ტონი აქვს ლამისაა ავტირდე. გული გამალებით მიცემს შიშისგან და საშინელ სიცხეს ვგრძნობ ახლა რა უნდა ვუთხრა? თავადაც არ ვიცი ჩვენს შორის რა ხდება. აშკარაა ვერ ვეტყვი სიმართლეს. - რა უნდა ხდებოდეს დედა? ჩემში ეჭვი გეპარება? ის უბრალოდ ჩემი უფროსია. მე თავადაც სახტად ვარ დარჩენილი იმ სტატიის გამო და ახლა შენ გამხნევების მაგივრად დაკითხვას მიწყობ? - მეც გაბრაზებული ტონით ვიწყებ სუბარს. - ის ბიჭი საავადმყოფოშიც იყო. ქეთოს საიდან იცნობს? - აი თურმე ვის დავემსგავსე ცნობისმოყვარეობით. სანამ ყველა კითხვაზე პასუხს არ გავცემ ვერ მოისვენებს. - ნიკა და გიორგი კლასელები არიან. ქეთო ცუდად, რომ გახდა მე და გიორგი ნიკამ მოგვიყვანა საავადმყოფოში. - ნიკა სკოლაში სწავლობს? რამდენი წლის არის. - ზუსტად არ ვიცი... მგონი ჩვიდმეტის. - ვამბობ ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ. რა საკვირველია, პასუხი ზუსტად ვიცი, მაგრამ ასე სჯობს. დედა იფიქრებს, რომ მასზე ბევრი რამ არ ვიცი და არც მაინტერედებს. ნუ, იმედია... - არასრულწლოვანი თუა შენი უფროსი ვერ იქნება. რატომ მატყუებ მარიამ? - მის სიტყვებზე საშინლად ვბრაზდები. - დედა გთხოვ, ნუ მაბრალებ რაღაცებს და ნურც მატყუარას მიწოდებ. ნიკა ჩემი უფროსია, თან გიორგის კლასელია და ჩვენს შორის არაფერი ხდება. თუ მეტი კითხვა არ გაქვს ჩემს ოთახში შევალ. - ვამბობ და სამზარეულოდან გავდივარ, იმის იმედით, რომ დაკითხვა დასრულდა. დღეს აშკარად საშინელი დღეა ჩემს ცხოვრებაში. - იმ ადამიანისგან შორს დაიჭერ თავს გასაგებია? - დამიჯერე ზუსტად მაგას ვაპირებ დედა. ნუ ღელავ. მისგან ისედაც შორს ვიჭერ თავს. - იცოდე მსგავსი აღარ განმეორდეს გასაგებია? - დედას თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად და ჩემს ოთახში შევდივარ. იმდენად ვარ გადაღლილი მაშინვე ლოგინზე ვიშხლართები და სიზმრების სამყაროში ვეშვები. ****** დილით ადრე მეღვიძება. ზანტად ვდგები ფეხზე და ტანსაცმელს ვიცვამ: თეთრ ბოტასებს, შავ მოტკეცილ შარვალს და კანისფერ ტოპს. სახლიდან ისე გავდივარ არავის ვცემ ხმას. ნელი ნაბიჯით, ფიქრებში გართული მივუყვები ქუჩას სკოლისაკენ. გუშინ დედაჩემს მარტივად გადავურჩი. იმედია მეორედ ასეთ სიტუაციაში აღარ ჩავვარდები ნიკას გამო. მის გამო უკვე ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა. დედაჩემის ნდობა დავკარგე, ალბათ ანა და საბაც გაბრაზებულები არიან ჩემზე. იმ ჩხუბის მერე საბასთან არ დავრჩი, წამოვედი და თან ნიკაც ჩემთან ერთად იყო. ალბათ ვეღარ მიტანენ. მათ მსგავსად ვერც ლიკა, ლიზა და დეა მიტანენ. მგონი ასე ქვიათ. ასევე ნიკას გამო ეკასაც ვეჩხუბე. ამ ბიჭის გამოჩენამ ყველაფერი არია. ყველასთან გამიფუჭა ურთიერთობა და ესეც არ იკმარა. გონება ამირია, ფიქრებში და გულში შემომეჭრა. სკოლის წინ ვდგავარ, უკვე რამოდენიმე წუთია. ვფიქრობ შევიდე თუ არა? ბოლოს გადაწყვეტილებას ვიღებ და ნელი ნაბიჯით შევდივარ შიგნით. ანალოგიურად იქცევიან, როგორც გუშინ. ზოგი მლანძღავს, მაკრიტიკებს, ზოგი მაქებს- ყოჩაღია მდიდარი ბიჭი ჩაიგდო ხელშიო. მოკლედ, რომ ვთქვათ არავინ მტოვებს უკომენტაროდ და ყველა თვალი ჩემსკენ არის მომართული. მათი მზერა კი ძირითადად მტრულია. თითოეულს ვაკვირდები, ზოგს ვიცნობ კიდეც, თუმცა ვის რაში აინტერეაებს ვინ ვარ, როდესაც ასეთი საჭორაო ჩაუვარდათ ხელში. ჩემსკენ მომართულს თვალებს შორის ეკას მზერას ვაწყდები. თვალს ვარიდებ და ნაბიჯებს ვუსწრაფებ. ის-ისაა კლასში უნდა შევიდე, რომ ვიღაც მაჯაზე ძლიერად მჭიდებს ხელს და სადღაც მიმათრევს. სახეს ვერ ვხედავ, თუმცა ის აშკარაა თავში ტვინი, რომ არ აქვს. რომელი ჭყუათმყოფელი წამათრევდა მაშინ, როდესაც გაკვეთილის დაწყებამდე ორი წუთია დარჩენილი?! აშკარად გოგოა, მხოლოდ მის მუქ ყავისფერ თმას ვამჩნევ. ისე სწრაფად მიმათრევს, რომ უკვე მუცელში ყველაფერი ამენჯღრა. ბოლოს უკან იხედება, მის თაფლისფერ თვალებს ვაწყდები და უკვე ვხვდები ვინც არის. - ეკა სად მიმათრევ? ერთ წუთში გაკვეთილი იწყება. - ვცდილობ ხელი გავაშვებინო, თუმცა ამაოდ. ეკუნა ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს და გოგოების საპირფარეშოში მიმათრევს. შიგნით შეგდებულს ისეთი სახით მიყურებს, როგორც მგელი ხაფანგში მომწყვდეულ ცხვარს. - რა გინდა? გამიშვი! - ვამბობ და კარისკენ მივიწევ. თუმცა ეკა წინ მეღობება. ისეთი გაბრაზებული სახე აქვს, მეშინია მალე ამ ემოციისგან არ აფეთქდეს. - საშინელი ადამიანი ხარ. მეგობრად გთვლიდი. შენ კი რა გამიკეთე? ხომ იცოდი ნიკა მომწონდა, მაგრამ მას მაინც დაუახლოვდი. - ყვირის ბოლო ხმაზე და თან ხელს მკრავს წამის შესვენებებით, მე კი ბარბაცით მივდივარ უკან და უკან. შიში მიპყრობს. არ მინდა რაიმე დავუშავო. აშკარაა ისიც იმავეს არ ფიქრობს ჩემზე. მის სიტყვებზე პასუხის გასაცემად საუბრის წამოწყებას ვცდილობ, მაგრამ ვინ გაცდის? - გაჩუმდი ჯერ მე უნდა ვისაუბრო. სად გავჩერდი? ხო გამახსენდა. მე შენ ჩემი საიდუმლო გაგანდე. შენ იცოდი, რომ ნიკა მოწმონდა. თუმცა არაფრად ჩამაგდე. მას მაინც დაუახლოვდი და ამით ჩემს გრძნობებზე ითამაშე. ერთხელ უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე. წესით უნდა გახსოვდეს ის ჩხუბი. მაშინაც გაგაფრთხილე, რომ ნიკა მიყვარდა, მაგრამ ისიც დაივიწყე. მას ფულის გამო დაადგი თვალი? ამოტომ გინდა, რომ წამართვა? ვერ ვხვდები ასე რატომ მომექეცი. - საკმარისია ჩემი ლანძღვა. მე ნიკა შენამდე გავიცანი გასაგებია? პირველად, რომ დაინახე ტუჩზე ნაკბენი ჰქონდა გახსოვს? ის ჩემი გაკეთებული იყო. მე კი არ ვაკოცე, თავად მაკოცა. მისგან გათავისუფლებას, რომ ვცდილობდი, სწორედ მაშინ ვუკბინე. თავი ასე დავიხსენი მისგან. მას შენ არ აინტერესებდი, მისი ყურადღება მე დავიმსახურე. შემდეგ შენ გამოჩნდი და ნიკა მოგეწონა, თუმცა მას უკვე ჩემზე ჰქონდა თავლი დადგმული. მას მე მოვეწონე და არა შენ. გაიგე? - ყვირილს, რომ ვასრულებ მხოლოდ მერეღა ვაანალიზებ ჩემს წარმოთქმულ სიტყვებს. ეკა გამწარებულია, თვალებიდან ცოფებს ყრის. ჩემსკენ მოდის, თმაში მწვდება და ჩემს აქეთ-იქით ნჯღრევას იწყებს. არ მინდა რაიმე დავუშავო, თუმცა არც დაჟეჟილობები მინდა სახეზე. ისაა ხელი უნდა ჩავკიდო და მეც ანალოგიურად ვაჯანჯღარო, რომ ვიღაც ეკას უკან ექაჩება. - ეკა რას აკეთებ? როგორ შეიძლება ასე მოქცევა? სულ გაგიჟდი. - ევამ გადამარჩინა. მას უნდა ვუმადლოდე, რომ ჯერ ისევ ლამაზი ვარ. - ევა შენც მისკენ ხარ? შენც აპირებ მიღალატო? არა და შენც ჩემს მეგობრად გთვლიდი. - შენი მეგობარი არ ვარ. შენ ჩემით მანიპულირებდი და მიყენებდი. გინდოდა ცნობილი ყოფილიყავი და შენი საკუთარი სამეგობრო გქონოდა, რომლის სევთქვად წინამძღოლიც შენ იქნებოდი. მეც ამისთვის მიყენებდი. კარგი გარეგნობა მაქვს, შენგან განსხვავებით. ცდილობდი ბევრი ადამიანი გამეცნო, პოპულარული გავმხდარიყავი და შენც ეს სტატუსი გქონოდა, როგორც ჩემს ახლო მეგობარს. ყოველთვის ცდილობდი შენს ჭკუაზე გეტარებინე. ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები შენ მიზნებს. მარიამმა კი, შენსგან განსხვავებით სრულიად უცხო ადამიანს დახმარების ხელი გამომიწოდა. ჩემი ტკივილი გაიზიარა და გამამხნევა. მან დამიმტკიცა, რომ ადამიანია. მას გულში ქვა ნამდვილად არ უდევს. შენგან განსხვავებით. მარიამის ყოველთვის გშურდა ხომ ასეა? მას ემეგობრებოდი, რადგან ის ძალიან გულუბრყვილოა. არ შეეძლო შენი, როგორც მეგობრის დაკარგვა, ამიტომ ყველა სულვილს გისრულებდა. შენც მეტი რა გინდოდა. რაიმე გასაჭირი თუ გქონდა მარის აგვარებინებდი. მასთან წუწუნებდი და ის გეხმარებოდა. ნიკაც შენი ახალი აკვიატებაა. ალბათ, ახლაც ფიქრობ, რომ ბიჭს დაგითმობს. თუმცა შენი ქცევებით თქვენ ორის ურთიერთობა გააფუჭე. მარი შენ აღარ დაგეხმარება. დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ მეგობრადაც აღარ ჩაგთვლის. ვფიქრობ ამის ღირსი არც ხარ. - ევას სიტყვებს ჩუმად ვისმენდი, თან თვალებიდან ცრემლები ღაპაღულით მცვიოდა. ეკა ჩემს მეგობრობას იყენებდა და ამას ვერ ვამჩნევდი. ნუთუ რაც ევამ თქვა სიმართლეა? - სისულელეს ნუ ამბობ. მე კი არა მარი მექცევა ცუდად. ცილს რატომ მწამებ ვერ ვხვდები. - ეკას კიდევ უნდა საუბრის გაგრძელება და თავის დაცვა თუმცა გასამართლებელი არაფერი ახსენდება. - ვერაფერს ამბობ არა? არც მიკვირს. უგულო ხარ. ცუდად იქცევი და რამდენიც არ უნდა იფიქრო გასამართლებლად ვერაფერს იტყვი. ახლა კი დროა კარგად დაფიქრდე. ვინ ხარ? რატომ გაქვს გულის ნაცვლად ქვა და რას გაძლევს ეს ფაქტი, თუ არა ცუდს? - ევა ჩემაკენ მოდის, ცრემლებს მწმენდს და საპირფარეშოდან გამოვყავარ. მთელი ცხოვრება ვცდილობდი ძლიერი და მხიარული გამოვჩენილიყავი. საკუთარ ტკივილს არავის ვაჩვენებდი. ვერავინ ბედავდა ჩემს გამოყენებას კი არა, ცუდი რამის თქმასაც კი. მეგონა სრულყოფილად ვასრულედბი ამ ყველაფერს. თუმცა რა გამოვიდა? საკუთარი მეგობარი მიყენებდა და მატყუებდა. ის, რომელსაც ვაღმერთებდი და ყოველთვის მხარში ვედექი. რით დავიმსახურე ასეთი ქცევა? თუმცა კი, ღირსი ვარ. ყოველ შეცდობას ვპატიობდი, რასაც ჩემთან მიმართებაში უშვებდა. დანაშაულს ვპატიობდი და არასოდეს ვაკრიტიკებდი. აი ეს იყო ჩემი უდიდესი შეცდომა, რომლის გამოც ახლა ვისჯები. უამრავჯერ მომხდარა მსგავსი სიტუაცია. ელე და ეკა საპირისპირო ისტორიებს ყვებოდნენ და ერთმანეთს აბრალებდნენ მომხდარს. და ეს ინციდენტი ყოველთვის ჩემს პირად ცხოვრებაზე ცუდად ისახებოდა. ყოველ ჯერზე თვალს ვხუჭავდი, რადგან არც ერთის დაკარგვა მინდოდა. ეს უდიდესი შეცდომა იყო ჩემს განვლილ ცხოვრებაში. თუ კი მეგობარს ტყუილში და ფარისევლობაში გამოიჭერთ, ბოლომდე გამოიძიეთ მომხდარი. ორი ადამიანის ურთიერთ საპირისპითო აზრის გამოხატვისას ერთი აშკარად ტყუის. კარგად დააკვირდით მომხდარს და ის ადამიანი გაუშვით საკუთარი ცხოვრებიდან, რომელიც ტყუის. ***** მთელი დღე სულელურად გაიწელა. გაკვეთილები დასრულდა თუ არა მაშინვე გარეთ გამოვედი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. შორიდან ეკას მოვკარი თვალი და ჩემი ყოველი უჯრედი ზიზღმა და ბრაზმა მოიცვა. სწრაფი ნაბიჯით დავტოვე იქაურობა და ნიკას ოფისისკენ გავეშურე. საშინელი დღის საშინელ გაგრძელებას მალე ვიხილავ. ნელი ნაბიჯით შევდივარ ოფისში და მომღიმარ ანას ვაწყდები. მაშინვე მისკენ მივიწევ. - როგორ ხარ საყვარელო? - მიღიმის და ძლიერად მეხუტება. გაბრაზება, რომელსაც ორი წუთის წინ განვიცდიდი, ახლა სრულებით ვეღარ ვგრძნობ. მეგონა ჩემზე გაბრაზებული იქნებოდა, მაგრამ არაა. - არც ისე კარგად შენ? - რა მოხდა? - ანას ყველაფერი მოვუყევი. სტატიიდან დაწყებული, ეკას ამბით დასრულებული. თითქოს მხრებიდან ტვირთი მომხსნესო. - ყველაფერი გამოსწორდება საყვარელო. ეკა საერთოდ თავიდან ამოიგდე. არ არის შენი დარდის ღირსი. - მე და ანამ ცოტა ხნით კიდევ ვსაუბრობთ, შემდეგ კი ჩემს კაბინეტში შევდივარ. სკამზე ფრთხილად ვჯდები და სახეზე ხელებს ვიფარებ. მაინც და მაინც მე რატომ მაქვს ასეთი საშინელი ცხოვრება? უეცრად ტელეფონის გამაყრუებელი ხმა გაისმის. მეც დაუფიქრებლად ვპასუხობ. - მარიამ. - ნიკას ხმის გაგონებისას მთელს ტანში ჟრუანტელი მივლის. - გისმენ? - ჩემი ათრთოლებული ხმით წარმოთქმული სიტყვა კითხვას უფრო ჰგავს. - შემოდი. - ისეევ მისი ბრძანებები. ტელეფონს თავად თიშავს და მეც ნელი ნაბიჯით მივდივარ "ნომერი 404"- კენ. კარს ხმაურიანად ვაღებ და შიგნით შევდივარ. ნიკა გაოცებული სახით მიყურებს. მისი სახე ბრწყინავს ბედნიერებისგან. მას სტატია არ უნახავს, თუ სრულებით არ დაინტერესდა მისით?! - რა გჭირს? - მისი ხმა ოდნავ სერიოზულდება. ალბათ ჩემი უხასიათობის გამო, რომელიც სახეზე მკვეთრად აისახება. - არაფერი. - თითქმის ჩურჩულით ვამბობ და მზერას ვარიდებ. - მინდა რაღაც გითხრა. - ამბობს მშვიდი ტონით და მიახლოვდება. მისი სიახლოვისგან სუნთქვა მიხშირდება და სიცხის ტალღა ყველა უჯრედს წამებში ედება. - დღეს რესტორანი დავჯავშნე ჩვენ ორისთვის, სამსახურის შემდეგ წავიდეთ. - ამ სიტყვებს მბრძანებლური ტონით მეუბნება და მიღიმის. მგონი ჩემგან თანხმობასაც არ ელოდება. უკვე გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი. - რა? - გაკვირვებული სახით ვეკითხები და ლამისაა ავტირდე. თვალები მიწყლიანდება და ცრემლების შესაკავებლად ცოტა ხნით ვხუჭავ. მან რა სტატიის შესახებ არაფერი იცის? მე კი მოჭორავე ბრბოსგან ამდენი დამცირება ავიტანე. - სერიოზულად ამბობ? - უეცრად ტირილი მინდება, მაგრამ ამის ნაცვლად ისტერიული სიცილი მიტყდება. ბედიც მე, რომ დამცინის რა... ტელეფონს ვიღებ და ნიკას ვუწვდი სტატიის წასაკითხად. - ვიცი. ვნახე. დაივიწყე. - ამბობს ზერელე ტონით და ტელეფონს უკან მიწვდის. ლამისაა გავგიჟდე. "დავივიწყო? რას მეუბნები საერთოდ თუ ხვდები? იცი ამ სტატიის გამო რა გატავიტანე? იცი სკოლაში ბავშვები ჩემზე რას ამბობდნენ? იცი როგორ დამამცირეს? იცი ამ სტატიის გამო ეკასთან მეგობრობა გავწყვიტე?! ამ სტატიის გამო ჯოჯოხეთი გამოვიარე. შენ კი ასე უბრალოდ ამბობ, რომ დავივიწყო. "- წარმოვიდგენ თუ როგორ ვახლი ამ სიტყვებს ნიკას, თუმცა ამას არ გავაკეთებ. არ მინდა მას ვეცოდებოდე! - არ შემიძლია ამ ყველაფრის დავიწყება და არც შენთან ერთად რესტორანში წამოსვლას ვაპირებ. - ვამბობ გაბრაზებული ტონით და კარისკენ მივდივარ. ჩემმა გონებამ გულს აჯობა და ამ სანატრ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. კარს ვაღებ, თუმცა მას ნიკას ძლიერი ხელი იმ წამსვე ხურავს. მისი ძალა ჩემს ძალას ბევრად აღემატება და კარები ძველ მგომარეობას უბრუნდება. - ნინის და ბავშვთა სახლის სხვა ბავშვებს ფულს ჩავურიცხავ და მშობლების პოვნაში დავეხმარები. მხოლოდ ერთი პირობით... თუ რესტორანში წამომყვები. - მის სიტყვებზე ვბრაზდები. ვერ გავიგე ეს რა საქციელია? აპირებს ძალით წამიყვანოს პაემანზე? - მემუქრები?- თავს ვერ ვიკავებ ამ კითხვის დასმისგან და მის სახეს ვაკვირდები. ისევ სიცილი დასთამაშებს მის ბაგეებს. საშინლად გამაღიზიანებელია მისგან ასეთი ქმედება. - არა,ბავშვების დახმარების შანსს გაძლევ. - ამბობს ჩვეილებრივი ტონით. ლაპარაკისას თავის ადგილს უბრუნდება და ისე იქცევა თოთქოს მე კი არა კედელს ესაუბრება. გაბრაზებული ვაღებ კარს და იმხელა ხმაზე ვაჯახუნებ გამოსვლისას, თავადაც მიკვირს. ამხელა ძალა თუ მქონდა აქამდე რატომ არ ვიცოდი? - დაფიქრების საშუალებას მოგცემ. - მესმის ნიკას დაბალი ხმით წარმოთქმული სიტყვები. სინამდვილეში ალბათ ჰყვირის კიდეც, თუმცა დაკეტილი კარი მისი ხმის ტემბრს მკვეთრად ახშობს. ნელი ნაბიჯით ჩავდივარ პირველ სართულზე. თვალები მიწყლიანდება და წამის შესვენებებით ვიწმენდ ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლებს. ანას გაოგნებულ სახეს ვაიგნორებ, ხელს მკავში ვჭიდებ და საპირფარეშოსკენ მივათრევ. იქამდე ვიწყებ ამბის მოყოლას სანამ თვითონ მკითხავს რაიმეს. - საყვარელო უარს რატომ ამბობ? თან ვფიქრობ შენც გინდა მასთან ერთად რესტორანში წასვლა. - ამბობს ანა და ხელს მხარზე ნაზად მადებს, თანაგრძნობის ნიშნად. მასთან ერთად რესტორანში წასვლა სიკვდილამდე მინდა. დროს ერთად თუ გავატარებთ მაგას რა სჯობია, თუმცა ეს სწორი საქციელი იქნება ჩემი მხრიდან? - თან მინდა და თან არა. დიდი სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს. ის სხვა საზოგადოების წარმომადგენელია, მე სხვის. მასთან ერთად წასვლა რესტორანში არ იქნება სწორი საქციელი. წარმოიდგინე კიდევ, რომ გადაგვიღონ ფოტოები რა ამბები ატყდება. - ვამბობ და უკვე იმაზე ვფიქრობ დედაჩემი რა დღეში ჩამაგდებს. ჯერ მიყვირებს, გამომლანძღავს და მერე კიდე კუჭ-ნაჭლავით მითრევს აქეთ-იქით. არამგონია ტვინში მის გადატრიალება მოხდეს და დანით გამომასალმოს სიცოცხლეს. ისეთ ჯოჯოხეთს მომიწყობს, ეშმაკიც რომ ვერ აჯობებს. - მართალი ხარ სიხარულო, კარგი არაფერი მოხდება. მაგრამ ნიკა არ დაუშვებს ვინმემ გული გატკინოს. ვერ ამჩნევ? შენზე სერიოზულად ფიქრობს. აქამდე ნებისმიერი გაგდებული ეყოლებოდა შენს ადგილას. წინა ასისტენტი, იმიტომ გააგდო, რომ ყავაში ზედმეტი შაქარი ჩაყარა. შენ კი წიწაკიანი დაალევინე, მაგრამ მაინც აქ ხარ. - ეგ მართალია, მაგრამ მუქარა რაღა საჭირო იყო? ჯერ მარტო ნიკას ჯინაზე უნდა ვთქვა უარი ვახშმობაზე. - ვამბობ და ფიქრებში ვეშვები. წავიდე? არ წავიდე? რომ წავიდე ბავშვებს დავეხმარები, თან მასთან ერთად დიდ დროს გავატარებ. ნიკას გვერდით ყოფნაც კი სასიამოვნო იქნება, მეტი რომ არაფერი. მაგრამ ეს მუქარა რაღა საჭირო იყო? რატომ გონია, რომ მუქარით ყველაფერზე დამითანხმებს? რა გავაკეთო? დავთანხმდე თუ არ დავთანმხდე? საპირფარეშოდან ელვის სისწრაფით გავრბივარ. - რა გადაწყვიტე? - ყურში ანას სიტყვები ჩამესმის, რომელსაც ვაიგნორებ და მძიმე ნაბიჯებით ავდივარ კიბეებზე. წავიდე თუ არ წავიდე? წავიდე თუ არ წავიდე? ვერ ვწყვეტ. ცხოვრებაში ყველაფერს დედაჩემი წყვეტდა ჩემს მაგივრად და აი შედეგიც. გადაწყვეტილების მიღება საშინლად მიჭირს. მოდი წავალ. ძალიან მინდა მასთან ერთად ყოფნა. რა ვქნა თუ გულს ნიკასთან უნდა? მაგრამ, არა. დამემუქრა, თან რითი? ობოლი ბავშვებით. საშინელი ადამიანია. არ იმსახურებს თანხმობას. ნიკას კაბინეტის კართან ვდგავარ და ვცდილობ საბოლოო გადაწყვეყილება მივიღო. გავყვე თუ არა? " რა სულელი ხარ მარიამ. გადაწყვეტილების მიღებაც არ შეგიძლია. " - ჩამძახის ჩემი მეორე მე. რამდენი ხანია ჩემს ნერვებზე არ უთამაშია. ახლა რაღატომ გამოჩნდა? გაბრაზებულმა კარის სახელურს ხელი ძლიერად ჩავჭიდე და შემთხვევით შევაღე კიდეც. ეს მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, როდესაც ოთახში ინერციით შევვარდი. წელში გავსწორდი, ჩემი ქმედებით გამოწვეული გაკვირვება დავმალე და სახე დავასერიოზულე. - რა გადაწყვიტე? - ჩამესმა ნიკას ირონიული ხმა. როგორ შეიძლება ადამიანმა ასე სწრაფად ჩაანაცვლოს გაკვირვება ცინიზმით? " მიდი, მარიამ უთხარი არა. ერთი უბრალო სიტყვაა, ერთი უბრალო არაა. სხვა ხომ არაფერია?"- ვამხნევებ საკუთარ თავს და ვცდილობ ხმის ამოღებას, თუმცა უშედეგოდ. ბოლოჯერ ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას - გავყვე თუ არა სავახშმოდ? - კარგი, წამოვალ. - ჩემმა თავდაჯერებულმა ხმამ ოთახში მშვიდად გაიჟღერა და საოცრად გამაკვირვა. ეს მე ვთქვი? ისევ იგივე განმეორდა. ისევ გულმა აჯობა გონებას! - ძალიან კარგი. მაშინ შეგიძლია წახვიდე და მოემზადო. ამ დღის დანარჩენი ნაწილი მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის. მე და შენ. - ნიკას გაკვირვებული სახით ვუყურებ. აბა სამუშაოს დასრულების შემდეგო? - კი მაგრამ სამუშაო საათები ჯერ არ დასრულებულა. მამაშენი გაბრაზდება. - ვახსენებ იმას, რისი შეხსენებაც წესით არ უნდა მჭირდებოდეს. - ნუ ღელავ, მამას მნიშვნელივანი შეხვედრა აქვს. დღეს აღარ დაბრუნდება. ვერც კი შეამჩნევს ჩვენს აქ არ ყოფნას. სახლში წადი და მოემზადე, დანარჩენი მე მომანდე. ერთ საათში გამოგივლი. იმედია ეს დრო გეყოფა. - ვიცი შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს, ამიტომ ვნებდები. - რა თქმა უნდა. - ვამბობ თავდაჯერებულად და კაბინეტს წამებში ვტოვებ. რა სულელი ვარ! ერთ საათში მომზადებას როგორ მოვასწრებ? ჯერ ტანსაცმელიც არ მაქვს არჩეული. იმედი მაქვს მოვასწრებ! ******* სახლის კარზე უკვე მეორედ ვაკაკუნებ და ძლივს აღებს ორი საათის შემდეგ ჩემი და. - ლიზი, უნდა დამეხმარო! კაბა მაქვს ასარჩევი. - ვამბობ და ბინაში შევრბივარ. არამგონია დრო მეყოს მომზადებაში. - მგონი არჩევა არცაა საჭირო. - ჩემს ოთახში შევდივარ და საოცრებას ვხედავ. - ეს ვინ გამოგზავნა? - ალბათ იმან, ვისაც პაემანზე მიჰყვები. ნიკაა ხომ? - ლიზის ვუყურებ. ისეთი ინტერესიანი სახე აქვს, რომ აღარ ვიცი რა ვთქვა. მას ჩემი ოთახიდან ვაგდებ და მომზადებას ვიწყებ. ნიკას გამოგზავნილ წითელ კაბას ნაზად ვიღებ ყუთიდან და ვაკვირდები. საოცრებაა. არც ზედმეტად გადატვირთულია და არც სადა. ისეთი სათუთი ნაჭერია მეშინია ჩაცმისას არ გავხიო. ახლა შავ ფეხსაცმელს ვაკვირდები. ისეთი წვრილი ქუსლი აქვს ამას, რომ ჩავიცვამ უეჭველად გატყდება. ნეტა ამ ქუსლიანებით გავივლი? სარკის წინ ვდგავარ და ჩემს სრულყოფილ ვერსიას ვაკვირდები. ნიკას გამოგზავნილ კაბა, ვაღიარებ, ძალიან მიხდება. ეს ქუსლიანი ფეხსაცმელი კი ნამდვილად დამღუპავს. სანამ ნიკა მოვა ამით სიარული უნდა ვისწავლო. ოდნავ მსუბუქი მაკიაჟი ჩემს ცისფერ თვალებს კიდევ უფრო მეტად კვეთს. ყავისფერი დასწორებული თმა ლამაზად მაქვს შეკრული, თუმცა წასვლისას დაშლას ვაპირებ. გაშლილი თმა უფრო მიხდება. ლოყაზე მკვეთრად ჩანს ხაზი, რომელიც ყურიდან ტუჩისკენ იკვლევს გზას და ლოყას ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს. ეს ხაზი ბუნებრივია და არა მუქი ტონალურით გამოკვეთილი, რაც ძალიან მახარებს. აქეთ-იქით ვიწყებ სიარულს. ნიკას კი არ ველოდები, ქუსლიანებზე სიარულს ვსწავლობ. ისეთი წვრილ ქუსლებია, საღამოს ალბათ გადატეხილები დაბრუნდებიან. მანქანის სიგნალის ხმამ მამცნო, რომ უკვე წასვლის დრო დადგა. თმას ნაზად ვიშლი და პატარა შავ ჩანთას ვიმარჯვებ ხელში, რომელიც მხოლოდ ტელეფონის ხათრით მიმაქვს. - ცხოვრებავ, გთხოვ ერთი დღე მომეცი ბედნიერებისთვის კარგი? - ვამბობ და თან ზემოთ ვიყურები. სახლიდან გავდივარ და კიბეზე ვეშვები. მიხარია, ამ კიბეებზე ყოველგვარი ხიფათის გარეშე, რომ ჩამოვედი. თუმცა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. სამი კიბეღა მქონდა დარჩრნილი, რომ უეცრად ფეხი დამისტა და ინერციით წინ წავედი. რომ არა ჩემი სწრაფი ხელები ახლა იატაკზე ვიქნებოდი გაშხლართული. მოაჯირს ხელი გავუშვი და ქუსლების შემოწმება დავიწყე. კიდევ კარგი, ჯერ ისევ ადგილზე არიან. კიდევ უფრო ფრთხილად ვდგამ ნაბიჯებს. ნიკას სილუეტს ვლანდავ და მისკენ ღიმილიანი სახით მივიწევ. - საოცრად გამოიყურები. - ძლივს ამბობს ჩემი შემხედვარე, რითაც თავის სიტყვებს მიმტკიცებს. ნიკას ყურადღება ოდნავ მაწითლებს. თვალებაციმციმებული ბიჭი ჩემს თვალიერებას ძლივს წყვეტს და მანქანის კარს მიღებს. - გთხოვთ. - სიცილით მივდივარ მისკენ და მანქანაში კომფორტულად ვთავსფები. ******* ნიკა მანქანას აჩერებს. ფანჯარას ოდნავ დაბლა ვწევ და გარემოს ვათვალიერებ. ზუსტად იმ მდიდრული რესტორნის წინ ვდგავართ, რომელში ვახშმობაც ყოველთვის მინდოდა. სიმართლე, რომ ვთქვა ჩემი აუხდენელი ოცნება იყო. ფიქრებს მაშინ ვწყდები, როდესაც ნიკა კარს მიღებს და ხელს მიწვდის. მეც ჩემს ხელს ვჭიდებ და მანქანიდან გადავდივარ. რა უხერხულად გამოვიდა... თითქოს ველოდებოდი მის ჯენტლმენურ საქციელს... - კაბა მანამ გაგზავნე სახლში სანამ დაგთანხმდებოდი. რა იცოდი, რომ წამოგყვებოდი? - ვამბობ უხერხული სიტუაციის განსამუხტად. ნიკა კი გასაღებს ვიღაც კაცს აწვდის და მანქანა წამის მეასედში ქრება ჩემი თვალთახედვიდან. - ვიცოდი. - ამბობს თავდაჯერებული ხმით და საყვარლად მიღიმის. - საიდან? - ინტუიცია საყვარელო. - მის წარმოთქმულ ზედმეტსახელზე ტანში ჟრუანტელი მივლის და ოდნავ ვხურდები. - ასე ნუ მომმართავ. - ვამბობ დარცხვენილი და მზერას ვარიდებ. არ შემიძლია ამ მომენტში მის მზერას ჩემი გავუსწორო. - კარგი პატარავ. - ისეთი საოცარი ხმით მომმართავს მეორე ზედმეტსახელს ლამისაა ჩავეხუტო სიხარულისგან. ამისგან თავს ვიკავებ, თუმცა სიცხის საშინელ შეგრძნებას უფრო მეტად ვგრძნობ და ტანზე ტაო მაყრის. - ნიკა! - ვყვირი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოშორდეს ჩემს სახეს პომიდვრის ფერი. - გისმენ. - ისე ამბობს თითქოს ვერაფერს ხვდებოდეს. თან ეს ზევით აწეული, ჰაერში გაჩერებული ხელები კიდევ უფრო უცოდველ იერს სძენს მის პიროვნებას. - შეეშვი ზედმეტსახელებს. - რატომ? მე მომწონს პატრავ. - კიდევ იგივე ზედმეტსახელი და იგივე ფერი ჩემს სახეზე. მგონი ეს კაბა ჩემს დღევანდელ კანის ფერს შეესამება. მეც არ გამიკვირდა რაღა მაინც და მაინც წითელი კაბა აარჩია-თქო?! - შენი პატარა არ ვარ. - ვამბობ მკაცრი ტონით და ერთი სული მაქვს, როდის დავაღწევ თავს ამ უხერხულობას. - გინდა დაგიმტკიცო, რომ ჩემი ხარ? - ამბობს, წელზე ხელს ნაზად მხვევს და თავის სხეულზე მაკრავს. კიდევ კარგი, მეტ სიწითლეს და სიმხურვალეს ჩემი კანი ვეღარ იტევს, თორემ უკვე ცეცხლად გადავიქცეოდი. - არ მინდა. შემეშვი. - უხეშად ვიშურებ ნიკას ხელს და დისტანციას ვიჭერ ჩვენს შორის. ამაზე ნიკა ოდნავ იშმუშნება. აშკარაა ჩემი ქმედებით არაა მოხიბლული. - შევიდეთ. - ხელს წელზე კიდევ ერთხელ მხვევს და რესტორნის შესასვლელისკენ მიდის. ძალაუნებურად მას მივყვები. სწრაფადვე შევდივართ შიგნით. - აბა სად დავსხდეთ? - მეკითხება გვერდით მდგომი ზესიმპატიური, მწვანეთვალება ბიჭი და ზემოდან დამყურებს. რესტორნის ინტერიერს ვათვალიერებ. მდიდრულად არის გაფორმებული და რატომღაც ყველა მაგიდა თავისუფალია. კაცის ლანდიც კი არ ჩანს. აქ ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, ახლა რაღა ხდება? - მხოლოდ ჩვენ რატომ ვართ? - ვეკითხები ნიკას და როდესაც ყველაფერს ვაცნობიერებ ჩემს ბაგეებს მხოლოდ ერთი სიტყვა წყდება - "ვაუ". თავად დაგეგმა, რომ მარტო ვყოფილიყავით? მხოლოდ მე და ის? ნიკა მაცდურად იღიმის და ერთ-ერთ მაგიდასთან ახლომდებარე სკამს ოდნავ უკან სწევს და მელოდება. მეც სწრაფად მივდივარ მასთან და სკამზე ვჯდები. ისიც ჩემს პირდაპირ იკავებს ადგილს. - რას მიირთმევ საყვარელო? - ამბობს და ამაყად იწყებს მენიუს თვალიერებას. წამიერად ტუჩის კუთხე უტყდება, თუმცა მაშინვე ასერიოზულებს სახეს. - ასე ნუ მომმართავ, თორემ წავალ. - ვაფრთხილებ და ახლა ჩემს თავს ვუსვამ კითხვას. მართლა შევძლებ აქედან წასვლას? ამ საოცნებო ადგილის და საოცნებო ბიჭის მარტო დატოვებას შევძლებ? - კარგი პატარავ. - თითქოს ნიკამ ჩემი ფიქრები გაიგო და ახლა ცდილობს პასუხის გაცემაში დამეხმაროს. მისი ცინიზმით გაჟღენთილი ხმა მესმის და მაშინვე ფეხზე ვდგები. არც იფიქროთ, რომ ამ საოცნებო ადგილიდან წასვლას ვაპირებ. ვიცი, რომ ნიკა აუცილებლად გამაჩერებს. გულში სამამდე ვიწყებ თვლას. ერთიი... ორიი... ვგრძნობ ნიკას ხელს ჩემს ხელზე. სამამდე დათვლაც არ მაცადა. როგორი სწრაფი ყოფილა! თავდაჯერებული ღიმილით ვუბრუნდები ჩემს ადგილს. - რას მიირთმევ? - ამბობს და მიღიმის. ჩამჭრელი კითხვაა. ისიც კი არ ვიცი აქ რა კერძებს ამზადებენ და გემოზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ. - იგივეს რასაც შენ. - ვიმედოვნებ კარგი გემოვნება აქვს. ნიკა მიმტანს ეძახის და რაღაცებს უკვეთავს. - კომპანიაში რატომ მუშაობ? შენ ხომ არასრულწლოვანი ხარ? - უხერხულ სიტუაციას ვფანტავ და თან ცნობისმოყვარეობასაც ვიკმაყოფილებ. - თითქმის უკვე სრულწლოვანი ვარ, სამ დღეში ვხდები. - ისე ამბობს თითქოს მის დაბადების დღეზე კი არა ქათმის ხორცზე ლაპარაკობს. ქათმის ხორცი რატომ გავიფიქრე არ მკითხოთ! თავადაც არ ვიცი. - მართლა? მაგარია. იხდი? - ჩემს ემოციებს არც კი ვმალავ. ისე მიხარია ნიკას დაბადების დღის მოახლოვება, როგორც ჩემი გამიხარდებოდა. - არა. - ამბობს პირქუშად. არა და უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რა უნდა მეჩუქებინა. - რატომ? - არ მინდა. დაბადებისდღეებს არასდროს ვიხდიდი და არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. - კარგი. - ვამბობ უემოციოდ და უკვე იმაზე ვიწყებ ფიქრს მისი დაბადებისდღის სულელური რუტინა როგორ დავარღვიო. ბავშვებს ვეტყვი და ერთად მოვაწყობთ სიურპრიზს. სწორედ ამ დროს მიმტანი მოდის. ორ თეფშს მაგიდაზე ანთავსებს და შავ ღვინოს ჭიქებში გვისხამს. საჭმელს დავყურებ, პირდაპირ ფერთა პალიტრა მიდევს წინ. უამრავი ფერი ირევა ერთმანეთში. ჩანგალს ვიმარჯვებ და ვცდილობ ამოვიცნო კერძის შემადგენელი კომპონენტები. ყველაზე დიდი ადგილი ხორცს უჭირავს. აქვეა მრავალი ბოსტნეული მათ შორის პომიდორი. - ამას ვერ შევჭამ. - ვამბობ და სახეს ვმანჭავ. თეფშსაც ოდნავ უკან ვწევ. - რატომ? - მეკითხება და პასუხის მოლოდინში მზერას არ მაშორებს. ოდნავ ვხურდები მისი ასეთი საქციელით. - ჰმმ... არ მომეწონება. ნახე პომიდორი აქვს და თან იმდენი რამე შიგნით შერეული... არა, ამას ნამდვილად ვერ შევჭამ. - ვამბობ და მომაბეზრებლად დავყურებ თეფშს. ნიკა ხორცს ჭრის, ხელიდან ჩანგალს მართმევს, კერძს არჭობს და ჩემი პირისკენ მოაქვს. უარის ნიშნად თავს ვაქნევ, თუმცა ვის რაში აინტერესებს? ნიკა პირველ ლუკმას ძალით მტენის პირში. საკმაოდ გემრიელი ყოფილა. პომიდვრებს ჩემი თეფშიდან თავისაზე აწყობს და ჩანგალს მიწვდის. - ახლა შეგიძლია განაგრძო. - საიდან მიხვდა, რომ მომეწონა? ალბათ ჩემი მიმიკებიდან გამომდინარე დაასკვნა. კერძს მივირთმევდი და შიგადაშიგ ღვინოს ვწრუპავდი. ნიკას ყურებაში ისე სწრაფად გაქრა ჩემი ჭიქიდან წითელი სითხე, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. - კიდევ მინდა. - ნიკას ღვინოზე ვანიშნებ და ტუჩზე საკუთარ ენას ოდნავად ვატარებ. ამ ღვინომ არ დამათრო, თუმცა გამბედაობა აშკარად შემმატა. - დაგისხავდი, მაგრამ მეშინია არ დათვრე. - ამბობს სიცილით და ჭიქას ხელიდან მაცლის. თან ოფიციანტს უხმობს. ნიკას სიტყვებზე ვბრაზდები. ორ ჭიქაში ვინმე თვრება? - ჩემზე ნუ ინერვიულებ, ორ ჭიქაში არ ვთვრები. - შეიძლება ასეცაა, თუმცა ეს ღვინო განსხვავებულია და იმაზე სწრაფად ათრობს ვიდრე წარმოგიდგენია. - მის სიტყვებზე უხერხულად ვიშმუშნები. ანუ ამით რას ამბობს? დაბალი ფენის წარმომადგენლებს არ გვაქვს შესაძლებლობა მათრობელა ღვინო დავლიოთ? ანუ ამით გამოყო განსხვავება მდიდრულ და ღარიბულ წრეებს შორის? მიმტანი მაგიდას მოუახლოვდა და ჭიქები ღვინით შეავსო. სითხე მაშინვე ცხვირთან მივიტანე და მკრთალად დავსუნე. საოცრებაა, სუნიც კი ათრობს. ფიქრები მოვიშორე და ჭიქიდან ერთი ყლუპი მოვსვი. საოცრად ტკბილი ღვინო, მხოლოდ გადაყლაპვის შემდეგ აჩენდა თავის რეალურ სახეს. ანუ სიმწარეს, რომელიც მის მსგავს სითხეებს ახასიათებთ. საზურგეს მივეყუდე და ფეხებიც კომფორტულად მოვათავსე სკამზე. გარემოს თვალი მოვავლე, აქ არავინ არის ჩვენ გარდა. მხოლოდ მე, ნიკა და შავი ღვინო. - კიდევ მინდა. - წარმოვთქვი რამოდენიმე წუთში და ჭიქა ნიკას გავუწოდე. ვერც მეორე ჭიქამ დამათრო. ყველაფერი მსგავსადაა გარდა ჩემი თავდაჯერებულობისა. - არა. მგონი უკვე მთვრალი ხარ. - ჭიქას მართმევს და ჩემგან შორს ანთავსებს. მაჯებით მაგიდას ვეყრდნობი, თავს ჩემს ხელებზე ვაწყობ და ნიკას ყურებას გაუცნობიერებლად ვიწყებ. ის ყურადღებას არ მაქცევს. ფაქიზად ჭრის ხორცს და ყოველ ლუკმას ისე აგემოვნებს, თითქოს პირველი იყოს. - მიშტერება უზრდელობაა. მგონი ერთხელ უკვე მაქვს ნათქვამი. - ამბობს ჭამის დასრულებისთანავე. არ ვიცი ამის შემდეგ რა უნდა ვუთხრა ან თავი როგორ ვიმართლო. ამითომ მის სიტყვებზე სიცილს ვიწყებ და მალევე ნიკაც მყვება. დღეს დავასკვენი, რომ სასაცილო სიცილი მაქვს. - ნიკა შეიძლება რაღაც გკითხო? - ვამბობ შეპარვით. რაზეც ნიკა თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. ისე საყვარლად იღიმის ფიქრებს თავს ვეღარ ვუყრი. შედეგად კითხვის დასმას ოდნავ ვაყოვნებ. - უკვე მოფიქრებული გაქვს კითხვა თუ ჯერ ისევ პროცესში ხარ? - მის სიტყვებზე ორივეს გვეღიმება და ვცდილობ ისევ "ამ სამყაროში" დავბრუნდე. - გიორგიმ ყველაფერი მომიყვა სალომეზე. ისიც მითხრა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში შენ დაეხმარე. სალომე თავიდან როგორ მოიშორე? - ნიკას სახე დაეძაბა. ამ თემის წამოჭრა აშკარად არ ესიამოვნა. - მარიამ ამ საქმეში არ ჩაერიო კარგი? სალომე გზიდან ჩამოგვშორდა. რატომ და როგორ, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. - ამბობ ნიკა და ხელზე ხელს ნაზად მიჭერს, თან მიღიმის. - ახლა კი სჯობს შენზე მომიყვე რაიმე. - მაცდურად მიღიმის ნიკა და წარბების თამაშს იწყებს. ჩემს ცხოვრებაზე უნდა, რომ მოვუყვე? ანუ ცდილობს უკეთ გამიცნოს? რამდენიმე წუთი ვცდილობ მისი ნათქვამი გადავხარშო და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ საუბარს. - მოსაყოლი არც არაფერია. ერთფეროვანი ცხოვრება მაქვს... - გქონდა. - ნიკა საუბარს მაწყვეტინებს და ისევ იცინის. გაუგებრობაში ვარ. მის ბაგეებს მოწყვეტილი სიტყვა როგორ უნდა გავიგო? რას გულისხმობს? - რა? - ვეკითხები ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. 'მე და ჩემი ინტერესი.' - ერთფეროვანი ცხოვრება მანამ გქონდა სანამ მე გამიცნობდი. სიურპრიზებით ვარ აღსავსე და ზუსტად ვიცი ვერასდროს წარმოიდგენ იმას რასაც ვაკეთებ. არ შეგიძლია ჩემი მოქმედებები გამოიცნო და შესაძლოა ზოგჯერ გაანალიზებაც გიჭირდეს. - ისეთი თავდაჯერებული ტონით ამბობს ტყუილიც, რომ იყოს მაინც დაიჯერებს ადამიანი. თან ეს კმაყოფილი ღიმილი მის სახეზე მთლად მაგიჟებს. - საკუთარ თავში დარწმუნებულ იდიოტს გავხარ.- დაუფიქრებლად ვამბობ იმას რაც პირველად თავში მომდის. ის კი ჩემს ნათქვამზე მაცდურად იღიმის და თან სახეს ოდნავ გვერდით ატრიალებს. - თან რაც გააკეთე იმის შემდეგ საერთოდ არ უნდა ამბობდე ამას. - ვაგრძელებ დაუფიქრებლად. არ ვიცი ჩემი წარმოთქმული ბოლო ორი წინადადება ერთმანეთთან შინაარსობრივად თუ ჯდება. ის კი ზუსტად ვიცი მის ასეთ საქციელს მაინც შევახსენებ და გავიგებ ასე რატომ მოიქცა. - რა გავაკეთე? - ისეთივე გაკვირვებული სახე აქვს, როგორც ნებისმიერ უცხო ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჩვენი მოსმენის შემდეგ. ნუთუ მართლა ვერ ხვდება? - ძალით წამომიყვანე რესტორანში. ობოლი ბავშვებით დამემუქრე. თუ წამომყვები მათ დავეხმარებიო. - მართალია. მაგრამ მათ დახმარებას ისედაც ვაპირებდი. მინდოდა წამომყოლოდი ეს, ამიტომაც გავაკეთე. ისე კი მარტივად მოტყუვდი. - სერიოზული სახით მიყურებს ნიკა. წამიერად ტუჩის კუთხე უტყდება და მის გამომეტყველებას ღიმილი ეპარება. მე კი საშინლად ვარ გაბრაზებული. მარტივად მომატყუა არა? ახლა ვნახოთ ვინ აღმოჩნდება მოტყუებული. - კარგი მაშინ წავალ. - ვამბობ და ფეხზე ვდგები. - სერიოზულად? - გაკვირვებულ სახეს მანათებს. მართლა ფიქრობს, რომ მის დატოვებას ვაპირებ? - შენც მარტივად ტყუვდები საყვარელო. საპირფარეშოში მივდივარ. - სიცილით ვაგრძელებ გზას. ცოტა ხანში უკან ვიხედები და ნიკას ვუყურებ. ისიც იცინის, თან ჩემს თითოეულ მოძრაობას აკვირდება. თავს ისევ წინ ვატრიალებ და მოულოდნელობისას ხმადაბლა ვკივი. ჩემს წინ არსებულ სკამს გვერდს ვუვლი და სწორედ ამ დროს ნიკას სიცილის ხმა ყურებს მიბურღავს. სულელი! საერთოდ რატომ დამცინის? საპირფარეშოში შევდივარ, ოდნავ ვფხიზლდები და ისევ უკან ვბრუნდები. ნიკა ფულს მაგიდაზე ტოვებს და ჩემსკენ მოდის. - წავიდეთ. - წელზე ხელს მხვევს და გასასვლელისკენ მიბიძგებს. მისი ნათქვამი ცუდ ხასიათზე მაყენებს. უკვე მივდივართ? არ მინდა წასვლა. ისევ ნიკასთან ერთად ყოფნა მინდა. რატომ მივდივართ ასე მალე? ცოტა ხანი კიდევ, რომ დავრჩენილიყავით რა მოხდებოდა? კარს მიღებს. მეც ზლაზვნით ვჯდები მანქანაში. ნიკაც მალევე იკავებს ადგილს და იქაურობას ელვის სისწრაფით ვტოვებთ. ასე ძალიან თუ ეჩქარებოდა ჩემი სახლში მიყვანა, მაშინ საერთოდ რატომ წამომიყვანა? გზაში ხმას არცერთი ვიღებთ. გარემოს თვალიერებაში ვერც კი ვამჩნევ სახლთან, რომ მივედით. ის ისაა უნდა გადავიდე, რომ ნიკა კარს კეტავს. - გააღე! - მინდოდა მშვიდად წარმომეთქვა ეს სიტყვა, თუმცა ისე ხმამაღლა ვთქვი თავადაც გამიკვირდა. საიდან ამდენი სითამამე? მით უმეტეს, რომ ოდნავმა სიმთვრალემ უკვე გადამიარა. ალბათ ნერვების ბრალია. - გეგონა სახლში მოგიყვანდი და ამიტომ ხარ გაბრაზებული? - მის სიტყვებზე პირი ღია მრჩება. რას ნიშნავს მეგონა? იქაურობას თვალს ვავლებ. სად ჯანდაბაში ვართ? - რა? არა. რა სისულელეა. - ვამბობ თავდაჯერებულად და მეტი დამაჯერებლობისთვის დამცინავ ღიმილსაც ვამატებ. - კარგი. ვითომ მჯერა. - ნიკა კარს აღებს და ორივენი გადავდივართ მანქანიდან. ჩვეულებისამებრ წელზე ხელს მხვევს და გაურკვეველი მიმართულებისკენ მიბიძგებს. წამებში თვალებზე ხელებს მაფარებს და ახლა ასე ვაგრძელებ გზას. რთულია ორიენტაცია მაშინ, როდესაც თვალდახუჭული ხარ. აქედან გამომდინარე ერთი-ორჯერ ნიკას ძლიერმა მკლავებმა მიხსნა მიწაზე გაშხლართვისგან. - მოვედით. თვალები გაახილე. - ამბობს და ხელებს მაშორებს. სერიოზულად? ეშმაკის ბორბალი? მე და ნიკამ ძალიან ბევრი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ. ჯერ ეშმაკის ბორბალზე ვისხედით, შემდეგ მანქანებზე. ნიკა სულ მე მეჯახებოდა. ყველა ჩვენ გვიყურებდა. ალბათ გიჟები ან სულელები ვეგონეთ. მალევე მოსაღამოვდა. ხალხიც წავიდა გასართობი პარკიდან. მე და ნიკა კი ისევ იქ ვიყავით და დაჭერობანას ვთამაშობდით. - იჭერ. - ხელს ნიკას ნაზად ვახებ მხარზე და სწრაფად მივრბივარ. ის კი მე მომსდევს. ახლა ის მომენტი გამახსენდა პირველად, რომ ნიკას შევხვდი. თასმა ძალით შევაკვრევინე და მაშინაც ისე მომსდევდა, როგორც ახლა. ვერ ვხვდებოდი საით წავსულიყავი. ერთი პატარა შენობისმაგვარი რაღაცისკენ გავიქეცი და მას შემოვუარე. მეგონა ნიკა უკან მომსდევდა და წინ შემეჩეხა. - იჭერ. - ხელი დამადო და გაიქცა. ძლივს ვსუნთქავდი, თუმცა მაინც გავეკიდე. - ააააა. - დავიყვირე და მიწაზე ნაზად დავჯექი. ხელები ფეხს მოვკიდე და "სლუკუნი" დავიწყე. სახეზე თმა მეფარებოდა. ამრიგად, ნებისმიერი იფიქრებდა, რომ ფეხი სასტიკად დავიზიანე. - ჰეი, კარგად ხარ? - მესმის ნიკას ხმა შორიდან. ჩემი პოზა არ იცვლება. აუცილებლად მოვა, აუცილებლად. ისევ ტირილისმაგვარ სლუკუნს განვაგრძობ. შიგადაშიგ სიცილი მეწყება, თუმცა ისეთი ხმა მაქვს ამ დროს ტირილისგან ვერ განასხვავებ. - მარიამ. - ნიკას ხმა ახლოდან მომესმა. შემიძლია დავიფიცო, რომ ჩემს გვერდით დგას. - იჭერ. - მისკენ ვიწევი, ფეხზე ხელს მსუბუქად ვარტყამ და გავრბივარ. თუმცა ჩემს უბედობაზე ხომ გსმენიათ? სირბილისას ფეხი მიბრუნდება და ისევ ნიკას ძლიერი მკლავებია ჩემი მშველელი. - იჭერ. - ნიკა ფეხზე მაყენებს და გარბის. მას მივსდევ, ჩვენ შორის მანძილს ვამცირებ, თუმცა მას მაინც ვერ ვიჭერ. ცივი ჰაერი სახეზე მეხეთქება, გული ამოვარდნას მაქვს. უკვე აღარ შემიძლია. მისკენ მივრბივარ და ზურგზე ვახტები. ნიკა მოულოდნელობისგან და ჩემი სიმძიმისგან თავს ვერ იკავებს და ორივენი მიწაზე ვიშხლართებით. თვალებს ვახელ და ვაცნობიერებ, რომ ნიკას ზურგზე ვარ გაშხლართული. საწყალი. ძირს, რომ დაეცემი რა საშინელებაა და თან მე, რომ ვინმეს დავეცემი მთლად კატასტროფა. მის გვერდით ვწვები და ხმამაღლა ვიწყებ სუნთქვას. ნიკა კი ჩემს ზემოდან ექცევა და თვალებით კონტაქტს არ წყვეტს. ამ მწვანე ფერში ღრმად ვიძირები. ნიკა თავს უფრო და უფრო მიახლოვებს. ის ისაა უნდა მაკოცოს, რომ მკერდზე ხელს მსუქად ვადებ და ჩემგან შორს ვწევ. მისი კლანჭებიდან თავდახსნილი ამაყად ვდგები და ზემოდან დავყურებ. მალე ისიც დგება და გასასვლელისკენ ისე მიდის სიტყვის თქმის კი არა, შემოხედვის ღირსადაც არ მთვლის. როგორც ჩანს ჩემმა საქციელმა გააბრაზა. მე კი დამღალა ასეთმა სიტუაციებმა. თითქმის ყველაფერი სრულყოფილადაა, თუმცა ერთმანეთზე გაბრაზებას მაინც ვახერხებთ. ნიკა თავისი მანქანისკენ მიდის. ნამდვილად არ მინდა ახლა ჩვენი ერთ მანქანაში ჩასხდომა, ამიტომ მის მანქანას გვერდს ვუვლი და ქუჩას ნელი ნაბიჯით მივუყვები. - საით? - ყვირის ნიკა და თან ჩემსკენ მორბის. უეცრად შეჯახებას ვგრძნობ და ხელიდან ჩანთას ვიღაც მაცლის. ვინ არის ეს იდიოტი ჩემს გაქურდვას რომ ბედავს? - კარგად ხარ? - ნიკას კითხვას კიდევ ერთხელ ვაიგნორებ, ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიხდი და ნიკას ვაჩეჩებ. - რას აკეთებ? - ჩემს საკუთრებას ვიბრუნებ. - ვამბობ და ქურდის მიმართულებით მივრბივარ. ნიკა წამებში აანალიზებს სიტუაციას და მხოლოდ შემდეგ მორბის ჩემი მიმართულებით. სწრაფად მივრბივარ და იმ ტკივილს ვაიგნორებ, რომლებსაც ფეხის ქუსლებზე ვგრძნობ. ნიკა მალევე დამეწევა, მე კი ქურდს დავეწევი მალე. მთელ სიჩქარეს ვიკრებ და კიდევ უფრო სწრაფად მივსდევ. მანძილს უფრო მეტად ვამცირებ. ქურდი შენობაში შედის და კიბეებხე იწყებს ასვლას. არც მე და ნიკა ვაყოვნებთ და მივსდევთ. ორ-სამ კიბეს ერთად ვახტები. ქურდთან ძალიან ახლოს ვარ, მისკენ ხელს ვიშვერ დასაჭერად, თუმცა ხელიდან მისხლტება. წამით თვალი იატაკისკენ გამირბის და თაგვს ვხედავ, რომელიც წამებში უჩინარდება თვალთახედვიდან. ყვირილს ვიწყებ და ნიკას სხეულზე ვახტები. ხელებს და ფეხებს მჭიდროდ ვხვევ, რომ არ ჩამოვვარდე. - თაგვია, იქ თაგვია, თაგვია. - ვყვირი და შიშისგან კანკალი მეწყება. ხმამაღლა სუნთქვას ვიწყებ, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ორგანიზმს ჟანგბადი აღარ მიეწოდება. ხელები მეყინება. ნიკას უფრო მჭიდროდ ვეკვრი, ისიც ხელს ძლიერად მხვევს მხრებზე და მიხუტებს. მისი სხეულის სითბო ჩემს სხეულზე ვრცელდება და სიცივე თანდათან ქრება. თუმცა აუტანელი კანკალი და შიშის შეგრძნება ისევ ჩემთან რჩება. ნიკა სახეზე ხელებს მხვევს და ოდნავ უკან მაწევინებს. წამით თვალებში მიყურებს, შემდეგ მზერა ჩემს ტუჩებზე გადააქვს და ჩემს ბაგეებს ისეთი სისწრაფით ეწაფება ამოსუნთქვასაც ვერ ვასწრებ. ტანში შიშის გრძნობას ბედნიერების გრძნობა ანაცვლებს. ელექტროობა მთელს სხეულში ერთიანად ვრცელდება, თითქოს დენი დამარტყესო. კოცნაში ვყვები და მასთან სიახლოვის გამო გული წამში ათასჯერ მაინც მიცემს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კანქვეშ ადუღებული სისხლი მოძრაობს. ნიკა კიდევ უფრო მჭიდროდ მაკრობს თავის სხეულზე. ხელს ოდნავ ქვევით აცურებს და ბარძაყზე უმოწყალოტ მიჭერს ხელს. მის ამ ქმედებაზე ოხვრა წყდება ჩემს ბაგეებს, ტვინი საქმეში ერთვება, გულს ამარცხებს და მეც ნიკას სხეულიდან ჩამოვდივარ. ახლა ტვინი თაგვის ამბავს ხარშავს გონებაში და მეც მისი ბრძანებით ისევ ბიჭის სხეულზე ვხტები. ნიკა ჩემს საქციელზე სიცილს იწყებს და თან ხტუნვა-ხტუნვით ჩადის კიბეებზე. ვიცი, ასე ჩემს ჯინაზე იქცევა. ნიკას კიდევ უფრო მეტად ვეხვევი, რომ არ ჩამოვვარდე. გულის ფეთქვას ყურებში ვგრძნობ და ვიმედოვნებ მხოლოდ მე. ძლივს გავდივართ შენობიდან. ლამაზი ცის დანახვისთანავე ნიკას სხეულიდან "ჩამოვდივარ" და ჩვენს შორის დისტანციას ვიცავ. მისი მწვანე თვალები ჩემს მთელს ტანს აკვირდებიან. ამის დანახვაზე ოდნავ ვწითლდები. - მაგარია კაბა ამირჩევია. თურმე ფერებს იცვლის. როცა ვიყიდე წითელი იყო, ახლა შავია. - კაბას ვაკვირდები. სრული კატასტროფაა. ტალახში ნაბანავებს ვგავარ. ისევ ნიკას ვუყურებ, სიცილით კვდება. მეც სიმწრის სიცილს ვიწყებ. - გიჟი ხარ. რატომ მაკოცე? - ვამბობ და მანქანაში ვჯდები. ნიკა კი სიცილს იწყებ. - პანიკური შეტევისგან გიხსენი და შენ კოცნაზე ღელავ. - მინდა გაბრაზებული სახით შევხედო, თუმცა ღიმილი მაინც მეპარება. ნიკა ქუსლიანებს მაწვდის და მეც წამებში ვიცვამ. ისე ვარ დაღლილი ხმის ამოღების თავიც აღარ მაქვს. არც ნიკა იღებს ხმას. მანქანის ტარებაზეა კონცენტრურებული და არც მე ვუშლი ხელს. მალე მანქანა ჩემი სახლის წინ ჩერდება. კარის გასაღებად სახელურს ვწვდი, თუმცა ნიკა რის ნიკაა ტრადიციულად თუ არ ჩაკეტა? - ლამაზად გამოიყურებოდი. - ამბობს და ჩემს ტალახიან კაბაზე მიმანიშნებს. სიცილი მიტყდება. არ ვიცი ამ "კაბიანი ტალახის" ბრალია თუ ნიკას კომპლინეტის. - მადლობა. ახლა კი გააღე. - ვამბობ რობოტივით და კარის სახელურს ხელს არ ვუშვებ, იმის იმედით, რომ გააღებს. - არ დამემშვიდობები? - ნიკას მაცდური ხმა ჩამესმის ყურებში. - კარგად. - ვამბობ მობეზრებული ხმით. ნიკა კარს აღებს. უკვე გადასასვლელად ვემზადები, მაგრამ ვინ გაცდის? ნიკა სავსეა მოულოდნელობებით. - ასეთ დამშვიდობებას ვერ ვიტან. მეგონა უკვე ხვდებოდი. - ჩემს სახეს მისკენ ატრიალებს და ბაგეებზე ვნებიანად მაცხრება. ისევ ვგრძნობ სიცხეს, ჟრუანტელს და სურვილს მუდამ ასეთ მდგომარეობაში ყოფნისა. რამოდენიმე წამში ნიკა კოცნას წყვეტს და სახეს უკან წევს. მე კი გაუცნობიერებლად მისკენ მივიწევ. ის-ისაა მის ბაგეებს უნდა შევეხო, რომ ნიკა სახეს ატრიალებს. - მგონი ვიღაცას ისე ეჩქარებოდა დამშვიდობებასაც არ აპირებდა. - ამბობს და მაცდურად იღიმის. გაკვირვებული ვუყურებ. უკვე მეორედ გამიჩალიჩა მსგავსი რამ. - ისევ? - ვეკითხები და მისი პასუხის მოსმენამდე გადმოვდივარ მანქანიდან. მინდა უკან გავიხედო და ბოლოჯერ დავინახო მისი სრულყოფილი სახე, თუმცა ჩემს თავს ვტანჯავ და ვაიძულებ სურვილს შეეწინააღმდეგოს. კორპუსში შევდივარ და მანქანის ბორბლების ხმა მესმის. 'ნიკა უკვე წავიდა.' სახლში ავდივარ და კარზე ვაკაკუნებ. მალევე აღებს ჩემი დაიკო და გაკვირვებული მიყურებს. - გიხდება. - აღნიშნავს ჩამი კაბის მშვენიერებას და სიცილს იწყებს. გეზს ჩემი ოთახისკენ ვიღებ. დღევანდელ დღეს ვიხსენებ და მხიარული სახით ვაღებ კარს. შესვლისას ღიმილი სახეზე მეყინება. - ისევ? - სამწუხაროდ ისევ. - ამბობს ელე და ტელეფონს ჩემსკენ ატრილებს. ეკრანს შორიდან ვაკვირდები. ფოტო მაშინ არის გადაღებული, როდესაც მე და ნიკა რესტორნის შესასვლელთან ვიდექით. თავბრუ მესხმის და კედელს ფრთხილად ვეყუდები წონასწორობის შესანარჩუნებლად. ვგრძნობ თითქოს მთელი სამყარო თავზე ჩამომენგრა. ამის შემდეგ სკოლაში როგორ-ღა მივიდე? ან რას იტყვის დედა? მეზარება მისი ჩხუბის, კრიტიკის და ყვირილის მოსმენა. თუმცა ეს გარდაუვალია! სამწუხაროდ. ბაგეებს ვაღებ და სიტყვას ისე წარმოვთქვამ, რომ ჩემს ყურამდეც არ მოდის ბგერათა ჯგუფი. იატაკის შემყურე თვალს ვერ ვუსწორებ ვერც ელეს და ვერც ტელეფონს. - უარესები დაწერეს? - ვკითხულობ ცოტაოდენი დროის გასვლის შემდეგ. ხმა ისე მაქვს ჩამწყდარი თავად ძლივს მესმის ჩემი წარმოთქმული სიტყვები. - წაიკითხე. - ამბობს და აშკარაა ტელეფონს მიწვდის. იატაკიდან თვალები ელენეზე და მის გამოწოდებულ, ხელში არსებულ ტელეფონზე გადამაქვს. შევძლებ ამის წაკითხვას? არამგონია. - არ შემიძლია. - ვამბობ ტირილნარევი ხმით და ობოლი ცრემლი სწყდება ჩემს თვალს. ფეხები მიკანკალებს, მუხლები მეკეცება. თითქოს სადაცაა მიწაზე გავიშხლართები. ნელი ნაბიჯით მივდივარ საწოლამდე და ძალაგამოცლილი ვეხეთქები მის ზედაპირს. - არ გინდა ყველაფერი მომიყვე? -ოთახში გამეფებულ სიჩუმეს ელენეს სევდიანი ხმა არღვევს. ამბის მოყოლას ვიწყებ, უმნიშვნელო საკითხებიდან დაწყებული ნიკას კოცნებით დასრულებული ყველაფერს წამებში ვფქვავ. გახსენებისას ხან ვიღიმი, ხან ვწითლდები და ალმური მედება, ხანაც ვბრაზდები. უამრავი ემოცია რიგ-რიგობით იკვეთება ჩემს სახეზე. ისე ვარ თოთქოს ლოდი მომხსნეს მხრებიდან. თურმე ადამიანი მჭირდებოდა ვისაც გულს გადავუშლიდი. ელენე ძლიერად მეხუტება მეც მტკიცედ ვხვევ ხელებს და მჭიდროდ ვიხუტებ. - ნიკას დაურეკე. ვფიქრობ, მანაც უნდა იცოდეს ეს ამბავი. - წამის მეასედში ელენე მშორდება და ისე ყვირის თითქოს სახლში მარტო ვიყოთ. ტელეფონს ვიღებ და ნიკასთან ვრეკავ. არ იღებს! უკვე გათიშვას ვაპირებ, რომ მეორე მხრიდან ჩემთვის საყვარელი ხმა გაისმის. - გისმენ მარიამ. - ჩემი სახელის გაგონებაზე ტრადიციულად ტანში ჟრუანტელი მივლის და ალმური მედება. ოდნავ მეღიმება კიდეც. ვცდილობ ფიქრებს თავი მოვუყარო და სწორი სიტყვები შევარჩიო სათქმელად. ყველაფრის გახსენებაზე ღიმილი სახეზე მეყინება და ისევ ცუდ ხასიათზე ვდგები. - ისევ იგივე განმეორდა. ჩვენზე ისევ დაწერეს სტატია... - ვამბობ ჩახლეჩილი, დაბალი ხმით. არც კი ვიცი გაიგო თუ არა ნიკამ. მინდა კიდევ ვუთხრა რაიმე, თუმცა სიტყვებს ვერ ვპოულობ. - ვიცი, ვნახე, არ ინერვიულო. დამერწმუნე სტატიას ხვალამდე გავაქრობ. მალე ვერავინ ვერსად იპოვის ამ სიახლეს. ჩემი ხომ გჯერა? - ნიკას თავდაჯერებული ხმის შინაარსზე გაუცნორიერებლად მეღიმება. მჯერა, ის ყველაფერს მოაგვარებს. მისდამი ჩემი ნდობა განუსაზღვრელია. თავადაც არ ვიცი რატომ. - მჯერა. - ჩემს ხმაში სიხარული იკვეთება. უკვე თავს გადარჩენილად ვგრძნობ. თითქოს ეს სტატია უკვე აღარ არსებობდეს. ჩემს სიტყვებზე ნიკას სიცილის ხმა მესმის. კმაყოფილი, ბუნებრივი, რეალური სიცილის. ნუთუ ნიკა ჩემმა პასუხმა გაახარა? - უკვე გვიანია, დაიძინე. ტკბილ სიზმრებს გისურვებ მარიამ. - მის სიტყვებზე ნიკას კმაყოფილი სახე მიდგება თვალწინ. ყურებამდე მეღიმება. ნიკა ჩემზე ზრუნავს! ელენეს ვაკვირდები გაოცებული სახით მიყურებს და ერთი სული აქვს, როდის მოვუყვები ამ სატელეფონო საუბარს დაწვრილებით. - ღამე მშვიდობის ნიკა. - ვამბობ და ტელეფონს ვთიშავ. ელეს სახეს ვაკვირდები, ლამისაა ცნობისმოყვარეობისაგან გასკდეს. - ნიკა ყველაფერს მოაგვარებს. სტატიას ხვალამდე გააქრობს.- ელენეს ვეხუტები და თან ამ სიტყვებს ვეჩურჩულები ყურში. ის კი ბოლო ხმაზე იწყებს კივილს, რაზეც ჩემი და შემორბის ოთახში. - თქვენ სულ გაგიჟდით ხო? - გვეკითხება და ლოგინზე მძიმედ ეხეთქება. - აბა ვის ეძინება? - ღიმილიანი სახით ვუყურებ ჩემს გიჟ დას და კარებისკენ ვანიშნებ. იქნებ მიხვდეს ვის ძილსაც ვგულისხმობ და წავიდეს. - არც არავის. - მპასუხობს და ისეთ კაკანს იწყებს, მე და ელესაც სიცილი გვიტყდება. ბოლოს ძლივს ვსულიერდებით. თუმცა სიცილისგან ყველას მუცლები და ლოყები გვტკივა. სიცილზე სიცილი ძალიან სახალისოა. - მოდი კითხვობანა ვითამაშოთ. მე ვკითხავ თქვენგან რომელიმეს, ვთქვად მარის. შემდეგ მარი კითხავს ჩევნგან რომელიმეს და ასე... - ამბობს ელე და მომლოდინედ გვიყურებს. აინტერესებს რამდენად მოგვეწონა მისი იდეა. - კარგი მაშინ მე არ ვიწყებ. - ამბობს ლიზი და საწოლში კომფორტულად თავსდება. - არც მე. - ამბობს ელე და გვერდით უწვება. იდეა მომწონს. ვერ ვხვდები რა პრობლემაა პირველი დაწყება? - კარგი მე დავიწყებ. ლიზი მითხარი ყველაზე საყვარელი მომენტი შენი და ლევანის ურთიერთობიდან. - მწვანეთვალება დაიკო ფიქრს იწყებს. მე კი პასუხის მოლოდინში მის გვერდით ვწვები და ჭერს შევყურებ. - ერთხელ კინოში დამპატიჟა. ყურების დროს ცოტა დაღლილი ვიყავი და წინა სკამზე მსუბუქად ჩამოვდე თავი. ასე განვაგრძე ყურება. ერთი წუთიც არ იყო გასული ლევანიმაც მსგავსი გააკეთა. ჩემს გვერდით სკამზე ჩამოდო თავი და ისე გააგრძელა ყურება. ცოტა ხანში თავი ავწიე და ისევ ჩემს სკამს მივეყუდე. არც მან დააყოვნა და იგივე გაიმეორე. ძალიან საყვარელი იყო. ძალიან ძალიან ხარისხში. - სამივენი ვიღიმით. რა საყვარელი სანახაობა იქნებოდა. რას არ მივცემდი ოღონდაც მენახა. - კარგი ახლა ჩემი ჯერია. მარიამ როგორ შეარიგე გვანცა და ტატო? ძალიან მაინტერესებს. ვერავისგან გავიგე. - გვანცამ და ტატომ ვის გამოც იჩხუბეს ის გოგო გავიცანი. სინამდვილეში ტატოს ბრალი არაფერი ყოფილა. არც იმ გოგოსი. ანუ შემთხვევით მოხდა. გვანცა უბრალოდ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა. მას ყველაფერი ავუხსენი და შესაბამისად ტატო და გვანცა შევარიგე. - ძლივს ვასრულებ საუბრას. თან ვცდილობ რაც შეიძლება მოკლედ მოვყვე. ახლა ჩემი ჯერია. ვის ვკითხო ან რა ვკითხო? - ელე ყველაზე მეტად რა მოგწონს ბექაში? რა გიზიდავს მასში? რით არის გამორჩეული? - ჰმმ... ბექა ძალიან თბილი ადამიანია. სულ ჩემს გვერდით არის, გამუდმებით მეხმარება პრობლემების მოგვარებაში, თუნდაც უმნიშვნელო იყოს. ერთგულია და არასოდეს მატყუებს. ექსტრემალური ადამიანია და როდის რას მოიფიქრებს ღმერთმა იცის. მაგალითად წინა შაბათს სახლში დამადგა წამო ქალაქ გარეთ წავიდეთო. ასე სპონტანურად ამოვყავით თავი ბაკურიანში. ის ძალიან სიმპატიურია და თან ძალიან კარგი კოცნა იცის. - ბოლო სიტყვებს ჩუმად ამბობს, თითქოს ვინმე სხვა გაიგებდეს და სიცილს იწყებს. - ლიზი ლევანიმ სიყვარული უკვე აგიხსნა? - კითხვას სვამს ელე და ორივენი ინტერესიანი თვალებით შევყურებთ ლიზის. - კი. - ამბობს ლიზი მორცხვად. მგონი უკვე ჩამეძინა. ჩემი გიჟი და და სიმორცხვე? შანსი არაა. - რას მიყურებ ბოჩოლას თვალებით. ახლა შენ ნახავ სეირს. - ამბობს და ცოტა ხნით ფიქრობს. რას ვერჩოდი? რატო მივაშტერდი? ახლა ისეთს მკითხავს აქედან აორთქლება დამჭირდება. ვინმემ მიშველეთ რა... დაძაბული ვუსმენ ოთახში გამეფებულ სიჩუმეს, გული შიშისგან სწრაფად იწყებს ძგერას. ნეტა რას მოიფიქრებს? - ნიკა გიყვარს? - ჩემს ყურებამდე ლიზის წარმოთქმული სიტყვები ძლივს აღწევს. სწრაფად ვხურდები და ჩემს თავს ვეკითხები იგივეს. ნიკა მიყვარს? რას ვგრძნობ მის მიმართ? - რას გაჩუმდი გვიპასუხე. - ამბობს ელე და ორივე ცნობისმოყვარე მზერას მაბყრობს. რამე დავაშავე? - არ ვიცი. ავირიე. მისი ქცევა მაკვირვებს. ხან საოცრად თბილია, ხანაც საშინლად ცივი. მისგან შორს, რომ ვარ მისი ნახვა მინდა და ახლოს, რომ ვარ შორს ყოფნა მინდება. რადგან ვიცი იმედები მაინც გამიცრუვდება და ის არ მოხდება რაც მინდა. სინამდვილეში ისიც არ ვიცი რა მინდა. მოკლედ არაფერი არ ვიცი. ძალიან დაბნეული ვარ. როგორ გაარკვიეთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი იპოვეთ? ელე საიდან იცოდი, რომ ბექა ის იყო ვინც გჭირდებიდა. ან შენ ლიზი. როგორ მიხვდი, რომ ლევანი გიყვარდა? - რა ვიცი. ამას ადამიანი ინტუიციურად გრძნობს. თუ იმას ხედავ ვინც გიყვარს მაშინ გული გიჩქარდება და თვალის გუგები გიფართოვდება. ხელის გულები გიოფლიანდება და მის ნებისმიერ სულელურ ნათქვამზე შეგიძლია გაიღიმო. თუ გიყვარს მასთან ყოფნა გამუდმებით გინდა. გინდა მხოლოდ შენ გეხებოდეს. თვალებს, რომ დახუჭავ მისი სახე გიდგება თვალწინ. დღე და ღამ მასზე გეფიქრება. არ ვიცი მეტი რა-ღა გითხრა. - ფიქრებში ვიკარგები მე ნიკა მიყვარს? ამის შემდეგ ცოტას კიდევ ვთამაშობთ, თუმცა ყურადღება გაფანტული მაქვს. ბოლოს ძილს ვიმიზეზებ და თამაშსაც ვწყვეტთ. ****** დადგა სასურველი ორშაბათიც. დილა ადრიან ავდექი, მოვემზადე და სასწავლებლისკენ წავედი. სკოლაში შესვლისთანავე ნიკას მოვკარი თვალი. ისე ხდება, რომ მისალმება გარდაუვალია. მისკენ მხიარული სახით მივაბიჯებ. - გამარჯობა, როგორ ხარ ნიკა? - ვამბობ მასთან ახლოს მისვლისას და დაბადების დღეზე კრინტსაც არ ვძრავ. ბავშვების შეთანხმება იყო. გადავწყვიტეთ სიურპრიზი მოვაწყოთ. საღამოს დარბაზს მოვრთავთ და გიორგი ნიკას ჩუმად მოიყვანს. რაც ყველაზე მთავარია, სკოლაში არც ერთმა არ უნდა მივულოცოთ. - კარგად, შენ? - მეკითხება ნირწამხდარი და იმედგაცრუებული სახით. - მეც კარგად. წავალ მალე გაკვეთილი დაიწყება და კიდევ რაღაც უნდა გითხრა. დღეს სამსახურში ვერ მოვალ. - სიტყვებს ვაფუჩეჩებ და კლასისკენ გავრბივარ, რადგან ზარი ნიკასთან საუბრის დროს დაირეკა. მთელი დღე სულელურად გადის. სულ სიურპრიზე მეფიქრება. იმედია ყველაფერს კარგად მოვაწყობთ და ნიკასაც მოეწონება. გაკვეთილების დასრულების შემდეგ სახლში მივდივარ. ლამაზ ღია ცისფერ, წელზე მომდგარ და ქვევით გაშლილ კაბას ვიცვამ. თხელი ქსოვილი იმდენად გრძელია, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელები ძლივს მოჩანს. მსუბუქ მაკიაჭსაც ვიკეთებ და შემდეგ ჩემი დის ლოდინს ვიწყებ. ლამაზი მწვანე ფერის კაბა აცვია, მუხლს ზემოთ. ეს კაბაც წელზე მომდგარია, თუმცა ქვემოთ იმაზე მეტად იშლება, ვიდრე ჩემი. მომზადების შემდეგ მე და ლიზი გარეთ გავდივართ. ქეთოს ველოდებით და სამივენი ერთად მივდივართ დაქირავებული დარბაზისკენ. - მოვედით. - ვყვირი ბავშვების დანახვისთანავე. ძალიან საოცრად გამოიყურება ყველა. უკვე სრული შემადგენლობით ვართ: ელე და ბექა, ლევანი და ლიზი, ტატო და გვანცა, გიგი და ანი, ლუკასი, ლიკა და ქეთო. ევაც დავპატიჟეთ, ნიკას ასე თუ ისე იცნობს და თან დარბაზის მორთვაშიც დაგვეხმარება. - როგორც ჩანს თითქმის ბოლოები მოვსულვართ, გიორგი გვაკლია. - ვამბობ ხმამაღლა და ყველას რიგ-რიგობით ვეხუტები. - არა, ჯერ არ ვართ სრული შემადგებლობით. გიორგიც მოსასვლელია და ერთი ჩვენი ძმაკაციც. მას და ნიკას კარგი ურთიერთობა ქონდათ, თუმცა ერთი გოგოს გამო გაუფუჭდათ. გვინდა ეს ორი დღეს შევარიგოთ. - ამბობს ლუკასი ჩვეული ტონით და თავის შეყვარებულს გვერდიდან არ იცილებს. ბედნიერება უცბად ქრება და მის ადგილს დეპრესიის მაგვარი გრძნობა იკავებს. ნიკამ და იმ ბიჭმა გოგოს გამო იჩხუბეს? ვინ არიან ის ბიჭი და გოგო? ან რა მოხდა მათ შორის? ნიკას ის გოგო უყვარს? თავში უამრავი კითხვა მიტრიალებს. ლუკასის მიმართულებით ვდგამ ნაბიჯს და ახლაღა ვამჩნევ მასთან მდგომ ქეთოს. - ვინ არის ის ბიჭი? ან ვის გამო იჩხუბეს? - მესმის ქეთოს ხმა და პასუხის მოლოდინში ყურებს "ვცქმუტავ". - წამოდი, დარბაზის მორთვა დავიწყოთ. - ლიზი ხელს ძლიერად მჭიდებს და გაურკვეველი მიმართულებით მიმათრევს. ვერც პასუხი გავიგე და ვერც ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილე. ამისთვის მადლობა ჩემ დას. ჯანდაბა ჩემს თავს, რაღა ახლა მოუნდა ჩემი იქიდან წამოთრევა. - გამიშვი ლიზი. მოვალ ორ წუთში. - დაიკოს ხელს ვაშვებინებ და უკან ვტრიალდები, თუმცა მე ხომ ბედი არ მაქვს. ჩემთვის საინტერესო საუბარი უკვე დასრულდა და ქეთო საპირფარეშოსკენ მიემართება. ხმამაღლა ვხვნეში და ყველას ვაკვირდები, ბოლოს კი შემოსასვლელში მდგომ გიორგის ვხედავ. მაშინვე მისკენ მივდივარ გაღიმებული სახით. "რა დროს საპირფარეშოში წასვლა იყო ქეთო?" - ვამბობ ფიქრებში და ჩემს ნათქვამზე მაცდურად მეღიმება. შემოსასვლელი კიბეებისკენ მივიწევ. ქეთო ჩემი მიმართულებით იწყებს სვლას და გიორგის დანახვაზე მის სახეზე უამრავი ემოცია ერთად იხატება. - ნახე გიორგი მოვიდა. წამოდი მივესალმოთ. - ხელში ვეჭიდები და ბიჭისკენ ვუბიძგებ. - უკვე დავივიწყე. შემეშვი. - ამბობს ხმამაღლა, ოდნავ უხეშად და თვალს გიორგისკენ აპარებს. როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვას? ვაიჰ, რა ეშველებათ. აშკარაა ბიჭმა გაიგო გოგონას ნათქვამი, რომელიც წამის მეასედში გაეცალა იქაურობას. გიო მკრთალად იღიმის. მისი რეაქცია მიკვირს. წესით ახლა უნდა ბრაზდებოდეს, ხო? - ვხედავ როგორც დამივიწყე. - ამბობს თავისთვის და იმ კულონისკენ აპარებს თვალს, რომელიც ქეთოს აჩუქა. ეს ლამაზი სამკაული ჯერ ისევ ამშვენებს გოგონას ყელს. არ ვიმჩნევ, რომ მისი ნათქვამი გავიგონე. ლიზისკენ და ევასკენ ვიწყებ სვლას, რომლებიც ღრმად არიან ჩაფლულები დარბაზის მოწყობაში. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში აქეთ-იქით "დავბრუსიალობ" და მითითებებს ვიძლევი. ყველაზე რთულ საქმეებს ან ქეთოს ვაბარებ ან თავად ვაგვარებ. მაგიდის კიდეზე ბოლო დეტალს ვანთავსებ. უკან ვიხედები და ჩემი თვალები დაუჯერებელს ხედავს. შემოსასვლელ კიბეებზე ანდრეა ჩამოდის. ის ბიჭი, ვის გამოც გიომ იეჭვიანა. აქ რა უნდა? იქნებ ის არის ნიკას ყოფილი ძმაკაცი. ვინაიდან და რადგანაც, ნიკას გიორგიმ ყველაფერი მოუყვა, შესაძლოა ქეთოს გამო იჩხუბეს ძმაკაცებმა. ამ შემთხვევაში საეჭვიანო სრულებითაც არ მაქვს. არა და თავი ვიმტვრიე ამ ამბავზე ფიქრით. ანდრია ქეთოს მიმართულებით მიდის. გიორგის სახე ეძაბება და ბიჭს თვალს აყოლებს. ყურადღება ევაზე გადამაქვს. ცალ ხელში სასმლით სავსე ჭიქა და ბლოკნოტი უჭირავს. მეორეში კი კალამი და რაღაცას ინიშნავს. გაუცნობიერებლად ევა და ანდრია ერთმანეთს ეჯახებიან. სასმელი კი ლამაზად იღვრება ბიჭის სამოსზე. სანახაობისგან მხიარულ განწყობაზე ვდგები და სიცილს ვერ ვიკავებ. გიორგისაც კმაყოფილი სახე აქვს, ქეთოს ჩვეულებრივი. თითქოს არც არაფერი მომხდარა. დანარჩენები კი მომხდარს ვერ ხედავენ, ისე არიან საქმეში გართულები. - ბოდიში დაგეხმარები. - ამბობს ევა დარცხვენილი ხმით, სალფეტკს იმარჯვებს და თეთრი საროჩკისკენ მიაქვს. - არ მჭირდება. - ანდრეა ხელს უხეშად იქნევს, არც მისი ხმაა ლმობიერი. ევას ზედაც არ უყურებს ისე მიდის საპირფარეშოსკენ. ქეთო რამდენიმე ნაბიჯს დგამს ანდრეას მიმართულებით, თუმცა შემდეგ გეზს იცვლის და სხვა მხარეს მიდის. გიორგი უკან მიყვება. მალევე ეწევა და რაღაცაზე იწყებს საუბარს, თუმცა ქეთო უხეშად ეპასუხება და სხვა მხარეს მიდის. გიორგი ისევ უკან მიჰყვება და შუა გზაში აჩერებს. - მგონი დროა წახვიდე და ნიკა მოიყვანო. - ამბობს ქეთო უხეშად და გზას აგრძელებს. გიორგი ისევ უკან მიჰყვება. რა საყვარლად სულელები არიან. - გიორგი, მგონი შენი წასვლის დროა. ნიკა უნდა მოიყვანო. - ქეთოს მხარს ვუჭერ და გიორგის გასასვლელისკენ ვანიშნებ. რომ არ ჩავრეულიყავი, არც კი ვიცი რა მოხდებოდა. გიორგი ნიკას წასაყვანად მიდის. ჩვენ კი ბოლო დეტალებსაც ვაგვარებთ. ცოტა ხანში ანდრეაც გამოდის საპირფარეშოდან. მომხდარის გახსენებაზე მეცინება და ტორტისკენ მივდივარ. დიდი დრო გავიდა, ვფიქრობ მალე მოვლენ. მეც მომზადებული დავხვდები. დარბაზიდან პატარა ოთახში შევდივარ და ტორტს ყუთიდან ვიღებ. აქედან ყველას კარგად ვხედავ, თუმცა არამგონია მათაც მსგავსი თქვან ჩემზე. მალე შუქს აქრობენ და რა დონეზეც არ უნდა მოვინდომო მათი დანახვა, ეს შეუძლებელია. - ძმაო მგონი ადგილი შეგეშალა. - კარი იღება და ორ ნაცნობ სილუეტს ვლანდავ. გარედან მკრთალი სინათლე შემოდის დარბაზში, თუმცა ნიკა ჯერ ისევ ვერაფერს ხედავს. უეცრად შუქი ინთება და ყველა ერთმანეთის მიყოლებით ულოცავს ნიკას. ბიჭს სასიამოვნოდ გაოგნებული სახე აქვს. სიურპრიზი ძალიან მოეწონა. მის გახარებულ სახეს, რომ ვხედავ გაუცნობიერებლად ვიღიმი. ნიკა ბავშვებიდან ყველას თვალს ავლებს და სახე ეძაბება, თითქოს რაღაც ეწყინაო. ქეთოსთან მიდის და საუბარს იწყებს. ხმა არ მესმის, თუმცა ტუჩების მოძრაობით ვხვდები, რომ ჩემი სახელი ახსენა. ჩემი იქ არ ყოფნა შეუმჩნევია. გახარებული ვანთებ სანთლებს და ტორტით ხელში გავდივარ გარეთ. ჩემს დანახვაზე ნიკა მაცდურად იღიმის. მინდა მისკენ გავიქცე და ძლიერად ჩავეხუტო. როგორ ეგონა, რომ მის დაბადების დღეს გამოვტოვებდი? ეს ტორტი ხელს მიშლის სურვილის განხორციელებაში. ბავშვები დაბადების დღის სიმღერას ვმღერით. სწრაფი ნაბიჯით მივდივარ ნიკასთან და მის წინ ვდგები. ბიჭი სანთლებს აქრობს და ჩემს ათვალიერებას იწყებს. ოდნავ ვიშმუშნები, ქეთოს ვაჩეჩებ ტორტს და ნიკას ვეხუტები. - გილოცავ. - ვამბობ მხიარული ხმით და ჩემს გულის ძგერას ყურებში ვგრძნობ. უკვე ხელების გაშვებას ვაპირებ, თუმცა უეცრად ნიკა მხვევს ხელებს და უფრო მჭიდროდ მიხუტებს. ისევ ძლიერად ვეხვევი და ვცდილობ სუნთქვა დავარეგულირო. ნიკა ყურის ქვეშ ნაზად მკოცნის. ტანში ჟრუანტელი მივლის, ალბათ პომიდორსაც ვაჯობე სიწითლით. ძლივს ვსუნთქავ. ჰაერი დაგუდული მეჩვენება, იმის მიუხედავად, რომ კარიც კი ღიაა. - მგონი ლიზი მეძახის. - ვუჩურჩულებ მის ყურთან ახლოს და ისე ვშორდები, რომ ჩემი აწითლებული სახის დანახვა ვერ მოახერხოს. ****** ძალიან ბევრი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ. ახლა კი ყველა ერთად ვცეკვავთ. მალე მთვარდება მუსიკა და მეც ჩემს ადგილს ვუბრუნდები. ისე დავიღალე ალბათ შემდეგ ცეკვას ჩავაგდებ. მალე მშვიდი მუსიკა ირთვება დარბაზში. ანდრეა ქეთოსთან ერთად იწყებს ცეკვას. გიორგის სახე ეძაბება და ევასთან ერთად იწყებს ცეკვას. ახლა ქეთოს სახეზე ვამჩნევ ბრაზს. - ვიცეკვოთ? - ნიკა მაცდურად ათამაშებს წარბებს და ხელს მიწვდის. მას ვუღიმი და ცეკვაზე ვთანხმდები. ბიჭი ხელს მკიდებს და საცეკვაო ადგილისკენ მივყავარ. დანიშნულების ადგილას მისულს ხელით მექაჩება, წონასწორობას ვერ ვიკავებ და მის სხეულს მსუბუქად ვეჯახები. გაკვირვებული სახით ვაკვირდები მის ლოყებზე არსებულ ჩაღრმავებებს. ნიკა ცალ ხელს წელზე მჭიდროდ მხვევს და ორივენი ერთად ვიწყებთ ცეკვას. ცოტა ხნით თვალებში ვუყურებ, შემდეგ კი მის მხარზე ვანთავსებ თავს და ისე განვაგრძობთ ცეკვას. თავს დაცულად და მშვიდად ვგრძნობ. ყველა წყვილი ჩვენს მსგავსად, ჰარმონიულად, ცეკვავს. ელე და ბექა, გვანცა და ტატო, ლიზი და ლეო, ლუკასი და ლიკა, ქეთო და ანდრეა, ევა და გიორგი. ყველა მშევინვრად ცეკვავს. თავის მეწყვილით უკმაყოფილო მხოლოდ ქეთო და გიორგი არიან. ორივე საშინლად ეჭვიანობს ერთმანეთზე. თვალებს წამის მეასედით ვხუჭავ და როცა ვახელ, ისეთ სანახაობას ვხედავ, ღიმილს ვერ ვიკავებ. გიორგი მოხერხებულად უცვლის ადგილს ანდრიას და ქეთოსთან ერთად აგრძელებს ცეკვას. სახტად დარჩენილი ბიჭი კი ძალაუნებურად ევასთან ერთად აგრძელებს ცეკვას. - თვალს რატომ მარიდებ? - გიორგი ლაპარაკს იწყებს. ისე ახლოს არიან ჩემთან და ნიკასთან, რომ მათ საუბარს ძალაუნებურად ვიგებ. ქეთო მის სიტყვებს აიგნორებს და მშვიდად აგრძელებს ცეკვას. - პასუხის ღირსადაც არ მთვლი? - ისევ გიორგი არღვევს ქეთოს "მყუდროებას". ჩემს დაქალს მალე გადაეკეტება და აფეთქდება. - უნდა გიკვირდეს მომხდარის შემდეგ უარესად, რომ არ ვიქცევი. - ამბობს გაბრაზებული ტონით, წამიერად აკვირდება გიორგის თვალებს და ისევ აშორებს მზერას. ხელებს ითავისუფლებს და საპირფარეშოს მიმართულებით მიდის. - ბოდიში. - ამბობს გიორგი შედარებით დაბალი ხმით და უკან მიჰყვება. ახლა ანდრეას და ევას წყვილზე გადამაქვს ყურადღება. - ბოდიში. - ამბობს ევა დაბალი ხმით და თავს ოდნავ დაბლა ხრის. გიორგი და ევა ამ ქცევით ერთმანეთს ძალიან გვანან. ჩემს ფიქრებზე ჩუმად "ვხითხითებ." - წინ უნდა იყურო და ბოდიშის მოხდაც აღარ დაგჭირდება. - ამბობს ანდრეა უხეშად. ლამისაა სიფათში მუშტი გავუქანო. ცოტა ძაან აკლია ამას ხო? - ამას მე მეუბნები? - ამბობს ევა და დამცინავად იცინის. მეც მასავით ვიქცევი და ვცდილობ ჩუმად გავიცინო. - სხვას ვინმეს ხედავ ვისთვისაც ამის თქმას დავაპირებდი? - არც ანდრია აკლებს ცინიზმს და ევასთან თვალის კონტაქტს არ წყვეტს. ზუსტად ისეთივე მწარე ენა აქვს ანდრიას, როგორც ნიკას. ეტყობათ, რომ ძმაკაცები იყვნენ ოდესღაც. ნეტა როდის აპირებენ ამ ორის შერიგებას? - შეიძლება სასმელი გადაგასხი, თუმცა, აღიარე შენ დამეჯახე. - ამბობს ევა და კვლავ დამცინავად უღიმის. ანდრია ბრაზდება ევას სხეულს თავისაზე მჭიდროდ აკრავს. მათი სახეები ერთმანეთისგან მილიმეტრებით არიან დაშორებულები. ევა იბნევა და სახეზეც ოდნავ წითლდება. 'გთხოვ გოგონი ახლა არ დანებდე და ანდრიას ჭკუა ასწავლე.' ბიჭი გოგოსკენ იხრება, თავისი სახე ევას ყურთან ახლოს მიაქვს და რაღაცას ეჩურჩულება. ევა იძაბება და ბრაზდება. უხეშად იშორებს ანდრიას ხელებს და თავისი ადგილისაკენ მიდის. ანდრეა თვალს აყოლებს და იცინის. როგორ ჰყვარებია ნერვებზე თამაში! იდიოტი! დებილი! ცეკვა მალე მთავრდება. ქეთო გაბრაზებული სახით მიდის თავისი ადგილისკენ, მას კი დაღონებული გიორგი მოჰყვება უკან. - მე და ლიზის გვშია. ტორტი არ უნდა გავჭრათ? - ამბობს ლევანი, რომელსაც ჩემი დის ხელი აქვს თავისაში ახლართული და ორივენი ერთად იცინიან. რა საყვარლები არიან! ორივე მაგარი დარტყმული და გიჟია, ასე რომ ერთმანეთს ძალიან უხდებიან. ამას სიტყვაზე ვამბობ, თორემ სინამდვილეში ორივე ძალიან მიყვარს. - კარგი მე დავჭრი ტორტს, მაგრამ იმედი არ გქონდეთ, რომ კუჭს დააკმაყოფილებთ. ეს შეუძლებელია ღორმუცელებო! - სიცილით ვდგები ფეხზე, საპირფარეშოებს გვერდს ვუვლი და პატარა ოთახში შევდივარ. დანას ვიღებ და ტორტს ვჭრი. ორი ნაჭერი შედარებით დიდია დანარჩენებზე. ლიზის და ლევანის კუჭებიც გავითვალისწინე და... საქმეს მალევე ვასრულებ. ორ თეფშს ვიღებ და ჩამორიგებას ვიწყებ. დიდ ნაჭრებს ლიზის და ლევანის ვაძლევ და უკან ვბრუნდები. კიდევ ორ თეფშს ვიღებ და უეცრად საუბრის ხმა მესმის. ჩუმად მივდივარ კარისკენ და ვიჭყიტები. ისე მაგარი გამომძიებელი დადგებოდა ჩემგან. ჰაჰ... - ანდრიას ვის გამო ეჩხუბე? - დაძაბული სახით ეკითხება ქეთო ნიკას. ვიცოდი, რომ ეს ორნი დამეგობრდნენ. მაგრამ არ მეგონა ერთმანეთს ყველაფერს თუ უყვებოდნენ. - გიორგიმ ყველაფერი მომიყვა. თქვენ ორნი სწორედ ანდრიას გამო იტანჯებით. ის სულ სხვანაირი მეგონა და სხვანაირი აღმოჩნდა. ის ცდილობდა შენი და გიორგის დაშორებას და... - ანდრია ჩემი ბავშვობის მეგობარია. მას არ ვუყვარვარ და გთხოვ მეტ სისულელეს ნუღარ იტყვი. ვფიქრობ, უნდა შეურიგდე. გაუგებრობის გამო ერთმანეთი არ უნდა დაკარგოთ. - ამბობს ქეთო და მკრთალად უღიმის ნიკას. - რაღაც უნდა გკითხო. - ბიჭი უკვე წასვლას აპირებს, თუმცა ქეთოს ხმა გადაწყვეტილებას აცვლევინებს და ისევ გოგონას აბყრობს მთელ ყურადღებას. - მარიამი გიყვარს? - მესმის ქეთოს საოცრად ჟღერადი ხმა. ნიკას ისე უყურებს თითქოს რაღაცაში გამოიჭირაო. გულისცემა მიხშირდება, ყურებშიც კი ვგრძნობ აჩქარებულ პულსს. თითქოს სისხლი სისხლძარღვს კი არა მე მეჯახებოდეს. გული მილიონჯერ მიცემს პასუხის მოლოდინში. შიში ეუფლება ჩემი ორგანიზმის თითოეულ უჯრედს. ნიკა პასუხს დიდ ხანს აყოვნებს ან უბრალოდ ჩემთვის ეს წამები მთელ საუკუნეს უდრის. - არ გვინდა ამაზე საუბარი. - ამბობს ნიკა და მიდის. ქეთო სახტად რჩება და არც მე ვარ მასზე ნაკლებად გულ აცრუებული. პასუხი, რომ გაეცა რა მოხდებოდა? არც არაფერი. უბრალოდ გავარკვევდი იმას რაც ამდენი ხანია მაინტერესებს. ჯანდაბა ნიკა! ამ კითხვის უპასუხოდ დარჩენა იქნებოდა? ფიქრებში გართული ტატოს და გვანცას ტორტს ვაწვდი და ისევ პატარა ოთახისკენ ვიღებ გეზს. ბოლო ორი ნაჭრის გამოსატანად. ალბათ ყველამ კარგად იცის ჩემი უბედობის შესახებ. ნაბიჯს ვდგამ და ფეხი მიტრიალდება. საწყალ ფესაცმელს ქუსლს ვაძრობ. სკამისკენ ასკინკილით მივდივარ და მოწყვეტით ვჯდები მასზე. კუჭში ყველაფერი ამენჯღრა, რა ჯანდაბაა? ახლა რაღა ვქნა? - ევა გთხოვ შენთვის და ანდრეასთვის გამოიტანე რა! - ვუყვირი ევას და ჩემს ფეხსაცმელს ზემოდან დავყურებ. არა და რა ლამაზი იყო! გუშინ ვიყიდე და დღეს უკვე ნაგავში მიწევს მისი გადაგდება. - ევას არ დაავალოთ კიდევ ვინმეს დაეჯახება. - ამბობს ანდრეა სიცილით. ევა კი მკვლელი სახით უყურებს. ახლა სიარული შემეძლოს... მივასიკვდილებდი ამ საწყალს. - შენ არავინ არაფერს გეკითხება. - ამბობს ევა მტკიცე ხმით და ჩემი საქმის შესრულებას აგრძელებს. ანდრია სიცილს იწყებს. ნაგავი! ფეხსაცმელს დავყურებ. მოტეხილ ქუსლსიან ფეხს ძირს ვდებ. მგონი შევძლებ ამაზე სიარულს. მეორე ფეხსაცმლის ქუსლს ხელს ვკიდებ და ჩემსკენ ვექაჩები, თუმცა ვერ ვტეხავ. ფეხს მაღლა ვწევ და იატაკზე ოდნავ გვერდულად ვახეთქებ. ორივე ქუსლს ხელში ვიჭერ და ნაგავში ვაგდებ. ჩემთვის ტორტის მოჭრა დამვიწყებია. გეზს ოთახისკენ ვიღებ და ნელი ნაბიჯებით მივდივარ დანიშნულების ადგილისკენ. შორიდან ვინმემ, რომ დამინახოს გიჟი ვეგონები. მაგრამ ვის რაში აინტერესებს? ოთახისკენ ვიხედები, შიგნით ანდრია შედის. ამას აქ რა ჯანდაბა უნდა? კართან მივდივარ და ჩუმად ვზვერავ იქაურობას. - აქ რა გინდა? - ეკითხება ანდრიას გაოცებული ევა. მე და ეს გოგო ზუსტად ერთნაირად ვფიქრობთ. - მეშინია ვინმე ტორტით არ დაისვაროს. - ანდრია ევას უახლოვდება. ჩანგალს იღებს და ერთ ლუკმას ჭრის. ტორტიანი ჩანგალი კი ევას ტუჩებისკენ მიაქვს. გოგონა გაოგნებული უყურებს, ბოლოს ფიქრობს არაფერი დაშავდებაო და ტორტს აგემოვნებს. ევას სახიდან გამომდინარე მართლაც ძალიან გემრიელი უნდა იყოს. - შენ არ მაჭმევ? - კითხულობს ანდრია მაცდურად, მის საქციელზე მეღიმება. რა საყვარლები არიან. იმედია რამე გამოუვათ. მგონი ცუდი წყვილი არ უნდა იყოს. თანაც ორივე თავისუფალია. - არა. - ამბობს ევა კატეგორიულად. ანდრიას ჩანგალს ართმევს და კიდევ ერთ დიდ ლუკმას აგემოვნებს. ტორტი ტუჩზე ეცხობა, თუმცა მსუნაგი ევა ისევ ჩანგლით ჭრის შემდეგ ლუკმას. - კარგი მაშინ მეთვითონ გავსინჯავ. - ამბობს ბიჭი და თანდათან ევასკენ მიდის. გოგონა უკან-უკან სიარულს იწყებს და ბოლოს კედელს მსუბუქად ეჯახება. ანდრია თვალს ევას ტუჩებისკენ აპარებს და წამის მესადში ეწაფება გოგონას უცოდველ ბაგეებს. ზუსტად ერთნაირი ქცევები აქვთ ნიკას და ანდრიას. ველურები არიან ორივენი. წვეულებაზე ნიკამ ჩემი პირველი კოცნა მოულოდნელად მოიპარა. ახლა კი ანდრია აკეთებს მსგავსს ევასთან მიმართებაში. იქაურობას ბარბაცით ვშორდები. ჩემი ფეხსაცმელები არ მაძლევს მეტის საშუალებას. კიდევ კარგი კაბა გრძელია და უქუსლო ფეხსაცმელები არ ჩანს. - რა გჭირს? - მეკითხება ნიკა, როდესაც ბავშვებთან მივდივარ და ფეხსაცმელზე მანიშნებს. - არაფერი. უბრალოდ ამ ქუსლიანებმა ფეხები მატკინა. - ვამბობ და სულელურ ღიმილს ვიკრავ სახეზე. უეცრად ისევ სწრაფი მუსიკა ირთვება. ყველა ბავშვი სცილდება მაგიდას და სცენისკენ მიიწევს. - წამოდი ვიცეკვოთ. - ამბობს ნიკა და ხელს მიწვდის. რა უიღბლო ვარ. მომიწევს უარით გავისტუმრო. რამე დავაშავე? ღმერთო რისთვის მსჯი? - არაააა. მგონი სჯობს ცოტა ხნით დავისვენო. - ვამბობ და ჩემს თავს გულში მილიონჯერ ვლანძღავ. ნიკა მიდის და ბავშვებს უერთდება. ევა აწითლებული გამოდის ოთახიდან, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის. მასაც იგივე რეაქცია აქვს, როგორც მე მქონდა პირველი კოცნის დროს. გოგონა მიახლოვდება და ჩემს გვერდით ჯდება. - კარგად ხარ? - ვერ წარმოიდგენ რა მოხდა. - ამბობს ევა და თვალს ვერ მისწორებს. იატაკს დაჰყურებს. მისთვის ეს ყველაფერი რაღაც ახალია. - ვერ წარმოიდგენ, მაგრამ ვიცი. - ჩემი სიტყვების გაგონებისთანავე ევა წითლდება. მზერა ანდრიასკენ გადამაქვს. ჩემი შემხედვარე ევაც იქით იხედება საითაც მე. ამ ორის თვალები ერთმანეთს წამიერად ხვდება და ევა მაშინვე ჩემსკენ იხედება. - იდიოტი! - ამბობს გაბრაზებული ხმით და ბავშვებს უერთდება საცეკვაოდ. ანდრია თვალს აყოლებს და თავიდან ფეხებამდე იწყებს მის შეთვალიერებას. ამას, რომ ვამჩნევ იმაზეც კი სირცხვილით ვიწვი და ანდრია კიდევ... გიორგი მოღუშული სახით უყურებს ქეთოს. ბოლოს სკამიდან დგება და დარბაზის შემაღლებული ადგილისკენ მიდის. მაღლა ადის და მიკროფონს იღებს. გაკვირვებულ შევყურებ მის სილუეტს. რის გაკეთებას აპირებს? საუბარს იწყებს და ყველას ყურადღებას იმ წამსვე იქცევს. - ბანალურობა არასდროს მყვარებია, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისი უნდა დავუშვათ. დიდი ხანია რაც ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა ულამაზესი გოგონა, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად შემიყვარდა. მის გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია. ჩემი სულელური საქციელის გამო მე ის დავკარგე და ამას ყველაზე მეტად ვნანობ. მართალია პატიების ღირსი არ ვარ, მაგრამ... - გიორგი თავს აქნევს და იღიმის. შემდეგ ისევ ასერიოზულებს გამომეტყველებას, ქეთოს მზერას უსწორებს და საუბარს განაგრძობს. -ცდა ბედის მონახევრეა. - ასრულებს საუბარს. ქეთოს სახეს ვაკვირდები. გაოგნებული უყურებს ბიჭს და თვალები თანდათანობით უწყლიანდება. გიორგი მიკროფონს თავის ადგილას აბრუნებს და ქეთოსთან მიდის. მისი ხელი ტუჩებთან მიაქვს, ნაზად კოცნის და რაღაცაზე იწყებს საუბარს. შორიდან ხმა არ მესმის. მე მხოლოდ შედეგს ვხედავ. ეს ორი სულელი ძლივს რიგდება. ერთმანეთს ისე ეხვევიან თითქოს საუკუნეა ერთმანეთი არ უნახავთო. უცბად გიორგი ქეთოს სხეულს იშორებს. რა ჯანდაბას აკეთებს? ძლივს დაალაგეს ურთიერთობა. ასე უხეშად რატომ იქცევა? ყურებას განვაგრძობ. გიორგი ქეთოს სახეს ხელებში იქცევს და მის ბაგეებს ეწაფება. გაოგნებული ქეთო თავიდან ხელებს მკერდზე ადებს და გაწევას ცდილობს. შემდეგ ხვდება, რომ მის ქმედებას აზრი არ აქვს და კოცნაში თავადაც ყვება. საყვარელი სულელები! ****** მზის ნათელი სხივი ჩემს პრიალა კანს ნაზად ეხება და ძილის გაგრძელების საშუალებას არ მაძლევს. თვალებს ვიფშვნეტ და საწოლიდან ვდგები. სააბაზანოში შევდივარ, კბილებს ვიხეხავ, წყალს ვივლებ. შემდეგ კი ტანსაცმლის არჩევას ვიწყებ. შავ მოტკეცილ შარვალს და წითელ ტოპს ვიცვამ. ფეხზე კი თეთრ კეტებსა და ამავე ფერის ნასკებს, რომელსაც შავი, დიდი ასოებით აწერია "seen". ოჯახს ვემშვიდობები და სკოლისკენ ვიწყებ სვლას. დრო საკმარისზე მეტი მაქვს. პირველად მოხდა, რომ ლიზის გამოვასწარი. ნელი ნაბიჯით, ფიქრებში გართული მივუყვები ქუჩებს. გუშინ საოცარი დღე იყო. ძლივს შერიგდნენ ქეთო და გიორგი. ჩემთვის უსაყვარლესი წყვილი. ნიკამ და ანდრიამაც მოაგვარეს პრობლემა. ბოლოს მხოლოდ გიორგის ჰქონდა პრეტენზიები ანდრიას მიმართ, თუმცა შემდეგ ეჭვიანობა გვერდზე გადადო და ბიჭს თავადაც დაუმეგობრდა. ევა კი ალბათ ისევ ლანძღავს პირველი კოცნის მოპარვისთვის. - მარი. - ფიქრებში გართული ჩემს დას ვერ ვამჩმნევ და მის ხმაზე ოდნავ ვხტები. ლიზის სახეზე აშკარად ჩანს, რომ კიდევ რაღაც სისულელი მოიფიქრა. - რა იყო ლიზი? - ვეკითხები კატეგორიული ხმით და ოდნავ ვიღიმი, პირველი "მსხვერპლი" მე, რომ არ გავხდე. - აშკარად რაღაცას აპირებ, თუმცა ჯერ ვერ ვხვდები რას. - სიჩუმეს ისევ მე ვარღვევ და გზას ერთად ვაგრძელებთ. - მალე მიხვდები დაიკო. - ეშმაკურად იღიმის და გზას აგრძელებს. ახლა რაღა მოიფიქრა? მალე ვნახავთ... რამდენიმე წუთში ჩვენს ახლომახლო ლიზის კლასელს ვხედავ. ჩემი დაიკო ბოლო ხმაზე უწივის მოდიო. ლამის ყურის ბარაბნები შეიწირა. ხელს სმენის ერთადერთი საშუალებისკენ (ყურისკენ) ვაპარებ და ნაზად ვისვამ ვეზელ. დაყრუება ჩემი დის ახალი ოინია? - როგორ ხართ? - გოგო ორივეს გვესალმება და ჩვენც ანალოგიურად. ახლა იმაზე ნელა მივდივართ სკოლისკენ ვიდრე კუ ივლიდა. - ხო მართლა ლიზი, შენი ნომერი ჩამაწერინე რა... - ამბობს ჩემი დის კლასელი თიკა და ტელეფონს ხელში იმარჯვებს. ინტერესიანი სახით დაჰყურებს ეკრანს. უკვე მზადაა ციფრების ჩასაწერად. - რა დროს ნომრებია. შე ნაგავო, დამპალო, სულელო, დებილო, უზრდელო... - ლანძღვის საერთაშორისო დღეა და არ ვიცოდი? თიკა გაოგნებული უყურებს ჩემს დამს, რომელიც სიცილით კვდება. მეც მეცინება და მოვლენების განვითარებას ველოდები. - მეც მიყვარხარ! - თიკას სიტყვებზე ყველა ერთად ვიწყებთ სიცილს. რა მაგრად აკლია ჩემს დაიკოს. ჯერ ახლა დაიწყო, წარმომიდგენია დღეს რამდენს გამოლანძღავს. დიდი სიამოვნებით ვუყურებ ლიზის ყველა ლანძღვას. რამდენიმე წუთში ლიზის ახალ კლასელს, ლუკას ვხედავ. ჩვენგან რამდენიმე მეტრით შორსაა და სკოლისკენ მიდის. ლიზი შორიდან ეძახის ახალ მსხვერპლს, თუმცა ხმას ვერანაირად აწვდის. - ლუკა, ლუკა, ლუკა... შე დამპალო, გარეწარო, ნაგავო, იდიოტო, შტერო. - იმხელა ხმაზე ყვირის ჩემი დაიკო, რომ ბიჭი მაშინვე ჩვენსკენ იხედება და გაოცებული სახით უყურებს ლიზის. ბოლოს იცინის და ჩვენსკენ მოდის. მეც ლამისაა მოვკვდე სიცილით. უკვე ლოყები და მუცელი ამტკივდა. - ანუ ყველა ვლანძღე და ახლა შენი ჯერი იყო. - ლუკას მოახლოებისთანავე ლიზი ჩვეულებრივი ტონით უხსნის მომხდარის მიზეზს. - ააა.. ბაზარი არაა. - პასუხობს ლუკა "ძველ ბიჭური" ტონით და გოგოებს გვესალმება. ახლა ოთხი ვაგრძელებთ გზას და რომ არა ლიზის წამოსროლილი სიტყვები ასეც გაგრძელდებოდა. - ჩევენ გვეჩქარება, სწრაფად უნდა წავიდეთ. თქვენ კი ერთად მოდით. - ხელს მავლებს და სწრაფად "მიმაქანებს" სკოლისკენ. ბავშვებს კი შორიდან უყვირის ამ სიტყვებს. - მარტო რატომ დავტოვეთ? - ვეკითხები ლიზის, რადგანაც ასე მოულოდნელად არ წამომათრევდა. თან წარბების ათამაშებას ვიწყებ. - ჩემი აზრით კარგი წყვილია და იმიტომ. - მიხსნის ისე, რომ არც მიყურებს და გარემოს ათვალიერებს. ჰაჰ, ალბათ შემდეგ მსხვერპლს ეძებს. ახლა ვასკვნი, რომ ჩემი გიჟი და ძალიან მიყვარს. მასთან ერთად თუ ხარ ვერანაირად მოიწყენ. როგორც იქნა სკოლამდე მივაღწიეთ. ლიზი კარს აღებს და რიგ-რიგობით შევდივართ შიგნით. მაშინვე ანის გაბრაზებულ მზერას ვაწყდები, რომელიც გიგისკენაა მიმართული. ბიჭი ვიღაც გოგოს ღიმილიანი სახით ესაუბრება. რაზეც ანი აშკარად ეჭვიანობს. - ვაიმეეე... ეს გოგო ოჯახს გინგრევს. - ეუბნება ლიზი ანის და მსუბუქად არტყამს თავის მხარს ანისაზე. თან გიგის და მასთან მდგომ გოგოს სევდიანი სახით შესცქერის. თუმცა ტუჩის კუთხეში ღიმილი მაინც ეპარება. დარწმუნებული ვარ მსახიობობიაში ბევრს მიაღწევს. - შენ არ ინერვიულო ერთად ვასწავლოთ ჭკუა. მათთან ჩხუბში მე დაგეხმარები! - საუბარს ისევ ჩემი და აგრძელებს. თავს ძლივს ვიკავებ სიცილისგან. არ მინდა ანის რაიმე ვაწყენინო. - ვაი შე საცოდაო. - პასუხობს გაბრაზებული ანი და თვალებს უბრიალებს. მას ასეთი ხუმრობები საშინლად არ მოსწონს. - მადლობა, მაგრამ ბრაზს ჩემზე ნუ ანთხევ. მიდი გიგის და იმ გოგოს ეჩხუბე. მე რა შუაში ვარ? გეხმარები-თქო და შენ მე მეჩხუბები? შე ნაგავო, შტერო, დებილო, უნამუსო, უზრდელო... - ამბობს ლიზი სერიოზული სახით. ანი ლამისაა ბრაზისგან აფეთქდეს. ლიზის მხარს ამოფარებული ვიწყებ სიცილს. ანიმ რომ არ შემამჩნიოს. არ მინდა დედაჩემს ორივე შვილი ერთ დღეს მოუკვდეს! ანი გაბრაზებული გვიყურებს, ჩვენც ელვის სისწრაფით გავრბივართ მისგან. ლამისაა გული ამომვარდეს ისე სწრაფად დავრბივარ. ლიზი ჩამომრჩა, მას ანი დაეწია და ერთმანეთს თმებში წვდნენ. მე კი ხარხარით კედელს ვეყუდები, ამ სანახაობის შემყურე სიცილით ძირს, რომ არ დავეცე. ანი ლიზის თმაში ახლართულ ხელს ძირს ექაჩება, რასაც ლიზის თავიც მიჰყვება. შემდეგ ჩემი დის ჯერი დგება და მტრის თმას ქვემოთ ექაჩება. მოულოდნელობისაგან ანის ხელი ეშვება ლიზის თმიდან, თუმცა მალევე უბრუნდება ძველ პოზიციას. ყველა მათ უყურურებს. მთელს დერეფანში ჩემი სიცილის ხმა ისმის, მაგრამ ყურადღება მაინც მათკენ არის მიმართული. ბოლოს სანახაობას ასრულებენ ანი და ლიზი. სხვადასხვა მხარეს მიდიან. ჩემი დაიკო ჩემსკენ, ანი კი საპირისპირო მხარეს. დერეფანში შეკრებილი ბავშვების ყურადღება ისევ ამ ორისკენ არის მიმართული. - რას მიყურებთ? ანგელოზი არ გინახავთ? - ამბობს ლიზი სიცილით. აბურდულ თმას იშლის და თავიდან იკრავს. მის რეპლიკაზე ისევ სიცილი მიტყდება. "დღეს აშკარად სიკვდილის დღე მაქვს. არ მინდოდა სიცილი ყოფილიყო ამ სამყაროდან იმ სამყაროში გადასვლის მიზეზი." - ჩემს ფიქრებზე მეცინება და გზას ვაგრძელებ ლიზისთან ერთად. შორიდან ნიკას უნაკლო სხეულს ვაწყდები. წარმოვიდგენ, თუ როგორ ლანძღავს ჩემი და. ისე მაგარი იდეაა. - ახლა ნიკას ჯერი იყოს გთხოვ. - ვეხვეწები ლიზის. - არა ნიკას გალანძღვას არ ვაპირებ. არ მინდა ჩემი და გაუთხოვარი დავტოვო. - ძლივს მესმის ლიზის ხმა, რადგან სიცილს მანამ იწყებს, სანამ წინადადების თქმას დაასრულებს. თავიდან მკვლელი სახით ვუყურებ, თუმცა მერე მეც სიცილი მიტყდება. ლიზი ვიღაც გოგოსთან მიდის. მეც მას მივყვები. არ ვაპირებ მისი მორიგი ლანძღვა გამოვტოვო. - ვაიმე ნატა. - ამბობს გახარებული ხმით და ეხუტება. მგონი სულ ტყუილად წამოვედი. ამის გალანძღვას არ აპირებს. - ჰო. - პასუხობს გოგო და თავადაც ეხუტება. მე მიყურებს და მისი სახე ასეთ კითხვას გამოხატავს- " ნეტა ეს ვინაა?" უკვე თქმას ვაპირებდი, "ლიზის და ვარ-თქო". მაგრამ მახსენდება, რომ ამ კითხვამ მხოლოდ ჩემს თავში გაიელვა და ნატას არ დაუსვამს. - შე უსირცხვილო, გარეწარო, იდიოტო, ნაგავო...- ეჩურჩულება ჩემი და ყურში, თუმცა მისი ხმა მეც მესმის. - ჰა? - ნატა ლიზის საუბარს აწყვეტინებს, მას შორდება და გაოცებული სახით უყურებს. - არ იცოდი დღეს ლანძღვის საერთაშორისო დღეა. - ამბობს ლიზი. ჩემი და მთლად გაგიჟდა. მოიცა დღეს პირველი აპრილია და არ ვიცი? - ვაიმე, მეთქი რა დავაშავეე.- ამბობს ნატა, ლიზი კი მაშინვე დერეფანს ათვალიერებს ახალი მსხვერპლის პოვნის მიზნით. მალე თავისი კლასელი ნიასკენ იღებს გეზს. ძალიან სწრაფად მიდის. თან გაბრაზებულ "სიფათს კერავს." - ვაი შე ნაგავო, დებილო, გარეწარო, უზრდელო, შტერო, უსირცხვილო. - ნიას სახეზე უმარავი ემოცია რიგ-რიგობით ჩნდება. ალბათ ახლა ფიქრობს "ვაი ამ დებილს რატომ გადავეყარეო." - რა იყო, ხო კარგად ხარ? - მის მოხერხებულ პასუხზე მეცინება. ვაი მე... უკვე ყველაფერი მტკივა სიცილისგან და სირბილისგან. - კარგად ვარ. უბრალოდ დღეს ყველას ვლანძღავ და ახლა შენი ჯერი იყო. - ძლივს ისმის ლიზის სიტყვები, რომელსაც ზარის დამაყრუებელი ხმა ფარავს. ყურებზე ხელებს ვიფარებ და დაუმშვიდობებლად მივდვივარ ჩემი კლასისკენ. რა დროს გაკვეთილის დაწყება იყო? ახლა დავიწყეთ გართობა! ****** სკოლისაგან დაქანცული ძლივს ვდგამ ნაბიჯებს ოფისის შესასვლელისკენ. ორ წუთიან მანძილს ხუთ წუთში ვფარავ და ბოლოს და ბოლოს ნიკას კაბინეტსაც ვუახლოვდები. კარის სახელურს ხელს ვკიდებ და ამავდროულად საათს ვამოწმებ. ორი წუთით დამიგვიანია. იმედია აქაურობას თავზე არ დამამხობს. კარს ვაღებ და შიგნით ნიკასთვის მოულოდნელად შევდივარ. კარზე დაკაკუნება და მისი გაფრთხილებაც დამავიწყდა. შარში ვარ! ახლა მის ჩხუბს რა მოუსმენს?! ნიკასკენ ნელა ვაპარებ მზერას. მწვანე თვალები ჩემსკენ აქვს მომართული და მიღიმის. ჩხუბი და რამე არ იქნება? შავი ფერის პიჯაკისკენ ხელს აპარებს და ჰალსტუხს ისწორებს. გამიგია თუ კაცი ან ბიჭი ასე იქცევა ის ქალი ან გოგო მოსწონს ვისზეც ასეთი რეაქცია აქვსო. ამ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნა, რომ ახლა ნიკა ჩემს გამო არის აღელვებული. ამ წამსვე ვასკვნი, რომ ეს თეორემა არასწორია. ნიკა და აღელვებული? თან ჩემს გამო? - რამე ხომ არ გნებავთ? - ჩემი სიტყვების გაგონებისთანავე ნიკა თავს ოდნავ დაბლა ხრის და მსუბუქად იღიმის. ვფიქრობ, ეს ქმედება ჩემმა თქვენობითმა ტონმა განაპირობა. ნიკა სახეს ასერიოზულებს და მზერას მისწორებს. პირს აღებს რაღაცის სათქმელად, მაგრამ ბოლოს თავს იკავებს საუბრისგან და ნელი ნაბიჯით მიახლოვდება. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ნიკას მწვანე თვალები თითქოს ქაოსში მამყოფებს. რატომ მიყურებს ასე გაშტერებით? მზერას არ მაცილებს. ან მე რა გავაკეთო? განვაგრძო ასე ყურება? წამიერად თვალებს დაბლა ვხრი, თუმცა შემდეგ ისევ ნიკას ვუსწორებ მზერას. ამ მწვანე რგოლებში წამიერად ვიძირები. მისი ჩემთვის საუკუნოვანი სიარული მალევე სრულდება. ნიკას სახე იმდენად ახლოს არის ჩემთან, რომ მისი სხეულიდან მომავალ სითბოს ვგრძნობ. ბიჭი თავისი ხელით ლოყაზე მეხება და ნაზად მეფერება. ტანში ჟრუანტელი მივლის და სიამოვნების ზენიტში ვიმყოფები. თუმცა ამ ოთახში გამეფებულ სიჩუმეს კარის გაღების ხმა არღვევს და რეალურ სამყაროში მაბრუნებს. ნიკას სწარაფად ვშორდები რამოდენიმე ნაბიჯით. მას თავისი მზერა ჩემს უკან მდგომ სილუეტზე გადააქვს, რომელიც წამის მეასედის წინ შემოვიდა ოთახში. უკან ვტრიალდები და მოხდენილ ქალბატონს თვალს ვავლებ. თაფლისფერი თვალებით უკმაყოფილოდ მიყურებს. - დედა. - მესმის ნიკას ხმა. ეს ქალბატონი მისი დედაა? აღფრთოვანებული ვარ ამ ქალის გარეგნობით. ყველაფრის და მიუხედავად ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება. ოცდაათ წელზე მეტს არ მივცემდი, თუმცა... ნიკა დედამისს გვერდით უდგება და ნაზად კოცნის ლოყაზე. ქალს ტუჩის კუთხე ოდნავ უტყდება, თუმცა საკუთარ თავს გაღიმების უფლებას არ აძლევს. ამ ორ ადამიანს შორის გარეგნულ მსგავსებას ვეძებ, თუმცა ვერ ვპოულობ. განსხვავებული თვალის ფერი, დედამისს უფრო სანდოს ხდის ჩემს თვალში ვიდრე ნიკას. მისი მწვანე თვალები ხომ ყოველთვის მაცდურია ჩემთვის. თმის განსხვავებული ფერი, სხვადასხვა სიმაღლე, განსხვავებული აღნაგობა და კიდევ უამრავი წვრილმანი მაკვირვებს. უკვე ეჭვი შემაქვს იმაში, რომ ნამდვილად დედა-შვილი არიან. - თუ შეიძლება დაგვტოვეთ. - ამბობს ქალი მკაცრი ინტონაციით ისე, რომ ზედაც არ მიყურებს. მისი ხმა ბრძანებას უფრო ჰგავს ვიდრე თხოვნას. თავიდან ბრაზი მეუფლება და ადგილზე ვიყინები. შემდეგ თავს ვთოკავ და სწრაფად გამოვდივარ ნიკას კაბინეტიდან. ხასიათი! აი რა არის ამ ორში მსგავსება. ორივენი ცივები და მკაცრები არიან. პირველი შეხვედრისას ამ ქალში ადამიანურობაც კი ვერ შევამჩნიე. ნუთუ ფულმა ქედმაღალობა შეჰმატა?! ჩემს კაბინეტში შევდივარ და შავი შოკოლადის ჭამას ვიწყებ. თანდათან თითქოს ჩემს თავში დეპრესიული ადამიანის თვისებებს ვამჩნევ და ეს ფაქტი მაგიჟებს. ფიქრს ვწყვეტ, თუმცა შოკოლადის ჭამას არა. ვცდილობ კონცენტრაცია ჩემს წინ არსებულ დოკუმენტებზე გადავიტანო, თუმცა არ გამომდის. ბოლოს მოუსვენრობას წყობიდან გამოვყავარ და კაბინეტის კარს ვაღებ. გარეთ გავდივარ და ნიკას დედას ვაწყდები, რომელიც კიბეებით დაბლა ჩადის. ეს ფაქტი მახარებს. ნიკას კაბინეტისკენ სწრაფად მივდივარ, სახელურს ვწევ და ღიმილიანი სახით შევყურებ უფროსს. - რა გაცინებთ ქალბატონო მარიამ? - ნიკას ტონზე ნერვები "მეწეწება". ასე სწრაფად ვუბრუნდებით თქვენობით ტონს? ნიკა პასუხის მოლოდინში მზერას არ მაშორებს. თავიდან ვიბნევი, შემდეგ კი იმას ვამბობ რაც პირველად მომდის თავში. - მიზიეზი არ მაქვს. - ანუ ამბობთ, რომ გიჟი ხართ? - ახლა რა შეურაცხყოფას მაყენებს? მისი ცვალებადი ხასიათი ტვინს ჭამს. " მგონი ნიკას ძალიან მოშივდა და ამიტომაც ნერვების ჭამა დაიწყო" - ჩემს ფიქრებზე მეღიმება და სითამამე მემატება. - დიახ გიჟი ვარ. რაიმე პრობლემაა? - გიჟებს სამსახურში არვიღებ ხოლმე. - ისეთი ტონით ამბობს თითქოს მე კი არა კედელს ელაპარაკებოდეს. მისი თვალებიც მოშორდა ჩემს სილუეტს და საბუთებზე გადაიტანა ყურადღება. მისი ასეთი საქციელი მაცოფებს. - ანუ გინდათ, რომ სამსახურიდან გამაგდოთ? - არა. - მაგრამ რატომ? მე ხომ გიჟი ვარ? - ვამბობ და ღიმილს ძლივს ვიკავებ. თანდათან შენივე წამოწყებული საუბრის მახეში ებმები ნიკუშ! - ჯერ თქვენს ყველა მოვალეობას კარგად ასრულებთ. - გააჩნია მოვალეობის კარგად შესრულებაში რა იგულისხმება, ანასთან ერთად ჭორაობა თუ თქვენი...- არ ვიცი ეს სისულელე საიდან მოვიფიქრე, მაგრამ მის დასრულებას, რომ არ ვაპირებ ეს ზუსტად ვიცი. - დაასრულეთ, ქალბატონო მარიამ. - ამბობს მომთხოვნი ტონით და გაბრწყინებული სახით. ისე თითქოს რაღაცაში გამომიჭირა და ასეც არის. - არა! - ჩემს პასუხზე იღიმის და დგება. მისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა ნულამდე ეცემა. ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება. მე კი უკან ვიწევი. არ მინდა მომიახლოვდეს და პასუხი გამომტყუოს. ნელ-ნელა მივდივარ უკან, ნიკა კი სწრაფი ნაბიჯით მოდის ჩემსკენ. მეც ვასწრაფებ ნაბიჯებს და მანამ მივდივარ უკან სანამ კედელს არ შევასკდები. - აუჩ - ვამბობ და მტკივან ხელს თავზე ვიდებ. ძალიან ძლიერად მივეჯახე კედელს. ჩემზე ფეთხუმი ადამიანი თუ არსებობდეს... ნიკას ვუსწორებ მზერას. მის სახეზე გამოსახული ღიმილი ნერვებს მიშლის. დასცინე შენნაირ იდიოტებს! - მითხარი. - ჩემთან მოახლოებული ნიკა მხოლოდ ამ ერთ სიტყვას ჩურჩულებს ჩემს ყურთან ახლოს. მისი ნათქვამი ჩემს აღელვებას იწვევს, თუმცა დანებებას და თქმას ნამდვილად არ ვაპირებ. - ხომ იცი მაინც ვერ მათქმევინებ. - ვამბობ ცინიზმით გაჯერებული ხმით და ყურებამდე ვიღიმი. - მართალი ხარ! არა და მინდოდა შენი პირიდან გამეგო სიმართლე. - ისე ამბობს თითქოს სიმართლე უკვე იცის და ახლა აღიარრება-ღა სჭირდება. ნუთუ მიხვდა რაც ვიგულისხმე? ან იქნებ უბრალოდ ჩემს დაბნევას ცდილობს? - ანუ მიხვდი რაც ვიგულისხმე? - ნიკა თავისი სკამისკენ მიდის. მსუბუქად ჯდება და ღიმილიანი სახით მიყურებს. ამ ჟესტით რა უნდა ვიფიქრო? ანუ მიხვდა? - გააჩნია მოვალეობის კარგად შესრულებაში რა იგულისხმება, ანასთან ერთად ჭორაობა თუ თქვენი კოცნა. აი რა უნდა გეთქვა მარიამ. თუ გინდა უარყავი, მაინც არ დაგიჯერებ. - გაკვირვებული სახით ვუყურებ მის კმაყოფილ გამომეტყველებას. როგორ შეეძლო მიმხვდრაიყო? რატომ შეუძლია ასე კარგად გამოიცნოს ჩემი ფიქრები? მე რატომ არ შემიძლია ნიკას ფიქრების გამოცნობა? - სისულელეა. - ვამბობ, ისე თითქოს ჩემთვის სულ ერთი იყოს და კაბინეტიდან გამოვდივარ. ნიკა რაღაცას ამბობს, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ და ჩემს კაბინეტში შევდივარ. სკამზე ნერვიულად ვჯდები და ვცდილობ ნერვები დავიმშვიდო. უეცრად კარი იღება და ნიკა შემოდის. დამცინავი ღიმილი აქვს გადაკრული. აშკარად სიამოვნებს ის ფაქტი, რომ გამაწბილა და გამოიცნო ის, რის თქმასაც არ ვაპირებდი. - მამაჩემს შენი გაცნობა უნდა.- ისეთი ტონით ამბობს თავადაც მიკვირს. არანაირი გრძნობა არ იკითხება. უგრძნობი! მოიცა რა თქვა? მამამისს უნდა ჩემი გაცნობა? - რატომ? - ვეკითხები ოდნავ ჩამწყდარი, შეშინებული ხმით. - გიორგი ყველა თანამშრობელს იცნობს. შენი გაცნობაც სურს. - აქამდე რატომ არ გამიცნო? - აქამდე არ უფიქრია, რომ ისეთი ასისტენტი იშოვა, რომელსაც სამსახურიდან არ გავაგდებ. - თავიდან მიხარია მისი სიტყვები. მე განსაკუთრებული აღმოვჩნდი. პირველი ვარ, რომელმაც ნიკას ასისტენტის თანამდებობა შეინარჩუნა. მაგრამ მერე მის ნათქვამს ვუღრმავდები. ისეთი ტონით თქვა თითქოს მიმარიაჟებდეს -"მაგარი ვარ და ყველას ვაგდებ სამსახურიდანო." - ახლა წადი მოემზადე და ერთ საათში გამოგივლი. - ბრძანების ტონით გამოთქმულ სიტყვებს ჩემი ყური უხეშად აღიქვამს. რა ხდება ვერ გავიგე? რას ნიშნავს ეს ტონი? წესიერად მოქცევა არავინ ასწავლა? თავი ყველაფრის ბატონ-პატრონი რატომ ჰგონია? მართალია მისი ოფისია და აქაურობის ბატონ-პატრონია, თუმცა ასე მოქცევა მაინც არ შეიძლება! წამშივე ტოვებს კაბინეტს და კარს მიღმა უჩინარდება. მე კი ფიქრს ვიწყებ თუ რა ჩავიცვა. ვფიქრობ ყველა ქალის/გოგოს უდიდესი პრობლება სწორედ ეს არის. ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ ნიკას მამაზე კარგი შთაბეჭდილება უნდა დავტოვო. და მართლაც, რა უნდა ჩავიცვა? ****** მანქანა ულამაზესი მდიდრული სახლის წინ ჩერდება. გაოცებული სახით ვათვალიერებ იქაურობას. მანქანის კარს ვაღებ და გადმოვდივარ. ახლა უკეთ ვაკვირდები მიდამოებს. აღფრთოვანებული ვარ. ისეთი საოცარია აქაურობა, რომ სიტყვებითაც ვერ ავღწერ. ისეთი მოწესრიგებული და ლამაზია... სახლში შევდივართ თუ არა მომსახურე პერსონალი მოსაცმელებს გვართმევს და მიაქვს. სარკეში ვიხედები. საოცრად გამოვიყურები, იმედია კარგ შთაბეჭდილებას დავტოვებ. რა საკვირველია ვიზუალური მხარე დიდად არაფერს ნიშნავს, მაგრამ... მსუბუქი მაკიაჟი ჩემს ცისფერ თვალებს ამკვეთრებს. ჩემს მაღალ და გამოყვანილ სხეულს საოცრად უხდება შავი ფერის, თხელი კომბინიზონი. ქვემოთა ნაწილი გაშლილი შარვლის სტილშია, წელზე კი მომდგარია. კომბინიზონი ყელიანია, თუმცა მას დეკოლტეც ამშვენებს. ნიკა წინ მიმიძღვის, მე კი უკან მივყვები. მისი ზურგის გარდა ვერაფერს ვხედავ. ბოლოს ბიჭი ჩერდება, ოდნავ გვერდით იწევა და საშუალებას მაძლევს ჩვენს წინ მდგარი სილუეტი დავინახო. მამაკაცი შარვალ-კოსტუმშია გამოწყობილი. ცალ ხელზე ძვირადღირებული საათი უკეთია. ლურჯი ფერის ჰალსტუხი შეეფერება მისი ჩაცმულობის კონტრასტს. ჩემს წინ თითქოს შედარებით ხნიერი ნიკა დგას. იგივე თვალები, იგივე ნაკვთები, მსგავსი ფერის თმა, სიმაღლითაც თითქმის ტოლი. თვალებ გაფართოებული შევცქერი ნიკას მამას. - გამარჯობა. - ამბობს ბატონი გიორგი და ხელს მიწვდის, თან ამავდროულად მკრთალად მიღიმის. - გამარჯობა. - ვუღიმი და ხელს ვართმევ. ბატონი გიორგიდან მზერა ამ უშველებელ ოთახზე გადამაქვს. მოწყობა ძალიან მდიდრული და ლამაზია, ძირითადად შავ-თეთრია და ნაკლებად გადაჭედილი. ნიკა და მამამისი ერთმანეთს ეხვევიან და სიცილ-ხარხარით მიმიძღვიან მაგიდისაკენ. მისვლისთანავე ნიკა სკამს ოდნავ უკან წევს და მიცდის. ჩემი ჯენტლმენი! ***** ბევრი ვისაუბრეთ. ნიკას მამა ძალიან სასიამოვნო კაცი აღმოჩნდა. ძალიან კარგად მიმიღო. მეგონა მასაც თავში ავარდნილი ჰქონდა ქონება, თუმცა არა... საოცრად კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდა და ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. - მახსოვს ერთხელ ნიკამ თმა გაიზარდა და სირაქლემას ჰგავდა. თუ პალმას? გავიჭედე. არ ვიცი, რომელს უფრო ჰგავდა. - ამბობს ბატონი გიორგი ჩაფიქრიანებული და ბოლოს სიცილს იწყებს. როგორც ჩანს მასაც ჩემსავით არ მოსწონს ბიჭებზე გრძელი თმა. მეც სიცილს ვიწყებ, მერე ნიკას ვუყურებ და მის გაკვირვებულ, "ამჟავებულ" სახეზე უარესად ვკისკისებ. - ბატონო გიორგი სტუმარი გყავთ. - ამბობს ის გოგო, რომელმაც მე და ნიკას მოსაცმელები გამოგვართვა. ოთახში ნიკას დედა შემოდის. ჩვენს დანახვაზე თვალები შუბლზე აუდის გაოცებისგან და ისეთი სახე აქვს თითქოს მოშიებული მგელი იყოს, რომელმაც ცხვრები დაინახა. - ვაუ, სტუმრები გყოლია გიორგი. - ამბობს და ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით გვიახლოვდება. თან ტყავის ხელთათმანებს რიგ-რიგობით იხდის და მოხდენილად დაჰყურებს ზემოდან. - რამ შეგაწუხა საყვარელო? - დამცინავ ტონს არც ნიკას მამა აკლებს. მის ამ რეპლიკაზე ქალი მკვეთრად იღიმის და ბატონ გიორგის მზერით "კლავს." - ვიღაც მდაბიოში გამცვალე, ისევე როგორც ეს შენმა შვილმა გააკეთა არა? - ქალი ნერვიულად საუბრობს და თითს ჩემსკენ იშვერს. გულში რაღაც მწყდება. ისევ იგივე სიტყვა მიწოდეს. თავს საშინლად ვგრძნობ. ფეხზე ისე ვდგები, რომ სკამი ძირს ეცემა და ძალაუნებურად ყველას ყურადღებას ვიპყრობ. არც ერთს ვაქცევ ყურადღებას და მაშინვე სახლიდან გამოვრბივარ. უკნიდან მომავალი ნაბიჯების ხმით ვხვდები, რომ ვიღაც მომყვება. ალბათ ნიკაა, მაგრამ ახლა ყველაზე ნაკლებად მასთან ერთად ყოფნა მინდა. ისევ იგივე ტერმინით მომიხსენიეს. ისევ შემახსენეს თავი. ისევ ჩამაწვეთეს ის აზრი, რომ მე მათი მსგავსი ვერასდროს ვიქნები. მე ხომ მათთან შედარებით არარაობა ვარ. ვერ ვიტან! ნიკას დედა საშინლად მეზიზღება! ჰგონია, რომ უფლება აქვს ყველას საშინლად მოექცეს, რადაგან ფული და გავლენა აქვს?! მდაბიოა, სულით მდაბიო ადამიანი. საშინელი, სასიზღარი. მან კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ ორ სხავადასხვა ფენის წარმომადგენელს შორის ურთიერთობა შეუძლებელია. ნიკასთან არაფერი გამომივა. საკმაოდ ბევრი წინააღმდეგობაა ჩვენს შორის. თანაც არამგონია მას ვუყვარდე ან მოვწონდე. " აბა უკან გაიხედე. ნიკა შენ გამოგეკიდა. მშობლების ჩხუბის მოგვარებას შენი დამშვიდება არჩია. მას შენ უყავრხარ ნუთუ არ გესმის? სხვა შემთხვევაში შენი სახელის ძახილს არ დაიწყებდა ამ სიშორიდან." - ჩემი მეორე მეს ხმა ძალაუნებურად ჩამესმის და მის წინააღმდეგ აზრის გამოსახატავად ფიქრს ვიწყებ. " მას არ ვუყვარვარ. უბრალოდ ვეცოდები. ნიკას ჩემზე აქვს პასუხისმგებლობა აღებული, სახლში უსაფრთხოდ უნდა დამაბრუნოს. თანაც სამეგობრო წრის გამო ჩემი ატანა უწევს. " - შინაგან ხმას გულში ვეპასუხები. ავტობუსს ვხედავ, რომელიც ჩემს სახლთან მიმიყვანს, ამიტომაც გაჩერებისკენ სწრაფად მივრბივარ. შიგნით შევრბივარ და მაშინვე უკან ვიხედები. ნიკა არც ისე შორსაა, როგორც კი მხედავს, რომ ავტობუსში ჩავჯექი უკან სირბილით მიდის. დანებდა. მისთვის სულ ერთი ვარ, თორემ ასე უცბად სახლში არ გაიქცეოდა. სულელი ვარ! რატომ შემიყვარდა მაინც და მაინც ის? რატომ? ახლა ვამჩნევ, რომ ავტობუსში ცარიელი ადგილებია. ერთერთისკენ მივდივარ და ის-ისაა უნდა დავჯდე, რომ ნიკას მანქანას ვხედავ. ცდილობს ავტობუსს დაეწიოს. " ახლაც იტყვი, რომ შენს მიმართ არაფერს გრძნობს? " - ჩემს შინაგან ხმას ვაიგნორებ და ნიკასთან ვრეკავ. თან უკან ვიხედები და მანქანაში მჯდომ ბიჭს ვაკვირდები. შორიდან კარგად არ ჩანს მისი სახე. ცალ ხელს საჭეს აშორებს და ტელეფონს ჯიბიდან იღებს. - არ გამომყვე! - ჩემი სიტყვები ბრძანებასავით გაისმის. ვცდილობ ხმა არ გამიტყდეს და ამ სიტყვების თქმის შემდეგ თვალებიდან ცრემლები მომდის. დედამისი წარმოთქმული "მდაბიო" და მისი ზიზღნარევი მზერა მახსენდება. - მაგრამ... - მას ისეთი მზრუნველი ტონი აქვს უკვე ეჭვი მეპარება მართლა ნიკაა თუ სხვა ვინმე ჩაუსახლდა. თუმცა ახლანდელი ნიკა ჩემზე ნერვიულობს. მას არ ვეცოდები, შესაძლოა ჩემს მიმართ გრძნობები მართლაც აქვს. - გთხოვ არ გამომყვე. - ვამბობ ჩურჩულით და უკვე იმაშიც ეჭვი მეპარება გაიგო თუ არა ჩემი ხმა. მაღალი ტონით ამ სიტყვებს ვერ წარმოვთქვამდი, ხმა აუცილებლად ჩამიწყდებოდა. ნიკა მანქანას ატორმუზებს და ჩვენს შორის არსებული პატარა მანძილი თანდათანობით დიდდება. ავტობუსის მინაზე ხელს მსუბუქად ვდებ. თითქოს ის წაიღებს ამ შინაგან ტკივილს და არეულობას. ****** პარასკევი საღამოა. სამსახურიდან ახლახანს მოვედი. ბოლო სამი დღეა ნიკას თავს ვარიდებ და ხმას არ ვცემ. სამსახურშიც უბრალოდ მის ბრძანებეს ვასრულებდი. როცა სერიოზულად იწყებდა საუბარს თემას ვცვლიდი. იმ საშინელი დღის ერთმანეთისთვის შეხსენებას ვერცერთი ვბედავდით. ზარის მკვეთრ ხმას ფიქრებიდან გამოვყავარ. ზანტად ვდგები და სახლის კარს ვაღებ. - თქვენთან ამანათი გამომატანეს. აქ ხელი მომიწერეთ, იმის დამამტკიცებლად, რომ ჩემი სამუშაო ზუსტად შევასრულე. - არც თუ ისე ახალგაზრდა კაცი კონვერტს ხელში მაჩეჩებს და თან პასტასაც მაწვდის. კალამს ხელში ვიღებ და ხელს ვაწერ. ნაცრისფერთვალება, ჭაღარა კაცი მაშინვე მიდის. კონვერტს ვხსნი. ვიზუალურად მოსაწვევს ჰგავს. ვინმეს ქორწილი აქვს და არ ვიცი? მალე გავიგებ. მოსაწვევს მეორე მხარეს ვატრიალებ და სახელებს ვკითხულობ. სერიოზულად? სიზმარში ვარ თუ რა ხდება? ვინმემ, რომ გამაღვიძოთ არა? ****** თვალებს ნაზად ვახელ და საწოლიდან ვდგები. საშინელი სიზმარი დამესიზმრა. სარკეში ვიხედები, სახე ნამტირალები ადამიანივით მაქვს. ნუთუ ეს რეალობა იყო და არა სიზმარი? ოთახს კარგად ვათვალიერებ და საწოლის გვერდით მდგარ დაბალ სკამზე დადებულ დაწყევლილ მოსაწვევს ზიზღნარევი მზერით დავყურებ. ის რა მართლა აპირებს დაქორწინებას? ცხოვრება სასტიკია და ბედნიერების საშუალებას არ გაძლევს. თითქოს ყველაფერი მოგვარდაო, უარეს პრობლემას აწყდები. თითქმის სრულ ბედნიერებას მიღწეული ახლა-ღა აცნობიერებ, რომ ყველაფერი ტყუილი ყოფილა. და ახლა მხოლოდ ერთი რამ შეგიძლია გააკათო: ლანძღო საკუთარი თავი. შენ ხომ ცხოვრების დაგეგმილ მახეში გაები. მაშასადამე თავად გამოუტანე განაჩენი საკუთარ თავს. კარის წკრიალა ხმას ფიქრებიდან გამოვყავარ. ზანტად ვდგამ ნაბიჯებს კარისკენ და წამებში ვაღებ. ქეთოს დანახვისთანავე უკან ვტრიალდები და ისევ ოთახში ვუბრუნდები. კარადას ვუახლოვდები და ტანსაცმლის არჩევას ვიწყებ. დროა საყიდლებზე წავიდე. - შენც მიიღე მოსაწვევი? - ამბობს დაბნეული ხმით გოგონა. თითქოს თავს დამნაშვედ თვლიდეს ამ სიტყვების წარმოთქმისათვის. მზერასაც კი ვერ მისწორებს. საშინელი ტკივილის გრძნობა მეუფლება. თითქოს რაღაც ჩამწყდა, თუმცა არ ვიმჩნევ და თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად. მის სახეზე გაკვირვებას ვხედავ. ამ რეაქციას ვაიგნორებ და ისევ ტანსაცმლის არჩევას განვაგრძობ. - სადმე მიდიხარ? - ქეთოს ჩვეული ტონი აქვს, თუმცა ვგრძნობ, რომ მისი ნერვები არც ისე კარგ მდგომარეობაშია. არაუშავს, მე უარესად გამანადგურა ამ მოსაწვევმა. - კაბის საყიდლად. - ვპასუხობ მშვიდად და ჩემი თვალიდან ცრემლი ნელა მიგორავს იატაკისკენ. ახლა კაბის საყიდლად წასვლა ყველაზე ნაკლებად მინდა. საერთოდაც არ მინდა ქორწილში წასვლა. მან ეს როგორ გამიკეთა? მინდა თვალებში ჩავხედო. მაინტერესებს თუ ეყოფა გამბედაობა რაიმე მითხრას. ვითომ თავს დამნაშვედ გრძნობს? ნეტავ როგორ მოიქცევა ჩემს დანახვაზე? - სერიოზულად ამბობ? აპირებ ნიკას ქორწილში წახვიდე? - ქეთო ისეთი ემოციით და მაღალი ხმის ტემბრით მისმევს კითხვებს, რომ ძალაუნებურად შიშისაგან ვხტები. ფიქრების მორევიც მაშინვე მშორდება. - არასერიოზულობის რაიმე მეტყობა? - ვამბობ ცინიზმის მაგვარი ტონით და არჩეულ ტანსაცმელს საწოლზე ნაზად ვდებ. - მარიამ გონს მოდი. ქორწილი უნდა ჩაშალო. - რატომ? რატომ უნდა გავაკეთო ეს? - საუბრის დროს ქეთოს თვალს არ ვაშორებ და თანდათანობით ბრაზი მემატება. - შენ ის გიყვარს და არ უნდა მისცე უფლება სხვა შეირთოს ცოლად. - ისე ამბობს თითქოს მარტო ჩემზე იყოს დამოკიდებული. მე რა უფლება მაქვს მის ცხოვრებაში ჩავერიო? მისთვის უბრალო ნაცნობი ვარ. - ჩემს გრძნობებს მნიშვნელობა არ აქვს. მას არ ვუყვარვარ. ისე კი ძალიან მაინტერესებს რას მოიმოქმედებს ჩემი დანახვისას. - მარიამ ნუ სულელობ. გონზე მოდი. მას მართლა უყვარხარ. - ისე ამბობს ქეთო, თითქოს მე დავაძალე ნიკას ქორწილის გადახდა. მე თუ ვუყვარვარ მაშინ სხვა რატომ მოჰყავს ცოლად? სისულელეა! - აბა რით ახსნი ამ მოსაწვევს? - ვამბობ და ფურცელს ქეთოსთან ახლოს ვაგდებ. საშინლად ვგრძნობ თავს. თითქოს ყველაფერი წამართვეს, თითქოს საკუთარი სულის ნაწილი დამაკარგვინეს. სიცარიელემ დაიდო ბინა ჩემს გულში. ისე ვარ უკვე ტკივილსაც ვეღარ გამოვხატავ. ნიკას ყოველი ქმედება ტყუილი იყო. მეთამაშებოდა! მატყუებდა! საერთოდ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ მიყვარდეს? საკუთარი თავი მძულს, რადგან ის ვერ შევიძულე. მოახლოებული საფრთხე ვერ განვსაზღვრე. - მეც წამოვალ შენთან ერთად. - არა, არ მინდა. მარტო წავალ. - მარტო ვერ გაგიშვებ. რას აპირებ? ისე წახვალ ქორწილში თითქოს არც არაფერი ხდება? - უკვე ქეთოსაც გადაეკეტა და ყვირილზე გადავიდა. - ზუსტადაც. ნიკას თუ ადამიანური გრძნობები გააჩნია მაშინ აუცილებელია იქ მისვლა. ამით გულს ვატკენ და სირცხვილის გრძნობას განვაცდევინებ. ძალიან მაინტერესებს როგორ ჩამხედავს თვალებში და რა სიტყვებით დაიწყებს საუბარს. ვიცი მეც მეტკინება გული, ვიცი ამით საკუთარ თავსაც გავანადგურებ. მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა. ნიკას ვაგრძნობინო ის ტკივილი, რასაც ახლა მე განვიცდი. შეიძლება სულელი გგონივარ, ან ჩემს შურისმაძიებლურ გეგმას კიცხავ, მაგრამ არ მაინტერესებს. ახლა კი წასვლის დროა. - ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვდივარ, ქეთოც ძალაუნებურად მომყვება. სადღაც ოც წუთში უკვე ტანსაცმლის მაღაზიის შესასვლელში ვარ. ქეთო ჩაფიქრიანებული მეჩვენება. - რაზე ფიქრობ? - ვერ ვხვდები ნიკა ამ ასაკში რატომ ქორწინდება. ჯერ მთელი ცხოვრება წინ აქვს. რა საჭიროა დაქორწინება?! სკოლაც არ დაუმთავრებია. - ცოტა ვღიზიანდები ამ ამბის გახსენებისას. ქეთო ძალიან ღელავს ნიკაზეც და ჩემზეც. - ნიკა სრულწლოვანია და რასაც უნდა იმას გააკეთებს და საერთოდაც აღარ მინდა მასზე საუბარი. ცოტა ნხით დავივიწყოთ და კაბა ავარჩიოთ. - ვამბობ და ვიტრინაში განთავსებული თეთრი, ულამაზესი კაბისკენ მივიწევ. ხომ არის ღირსი ეს ჩავიცვა ქორწილში?! მაგრამ არა. თავს არ დავიმცირებ. თეთრი კაბა ქორწილში მხოლოდ პატარძალს უნდა ეცვას, სხვას არავის. უეცრად თავში ნიკასთან გატარებული დრო მიტივტივდება. კაბის საყიდლად, რომ წამომიყვანა ტანზე მომდგარი, ზედმეტად გამომწვევი კაბა არ მაყიდინა. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ასეთს ვიყიდი. ვინ არის ნიკა, რომ მის ჭკუაზე გავიარო? არც არავინ. ვიწყებ ტანზე მომდგარი კაბების ძებნას. ბოლოს წითელ მომდგარ კაბას ვპოულობ. სადაა, მაგრამ გამომწვევი. მართალია ცოტა მეუხერხულება ამის ჩაცმა, მაგრამ საჭიროა და თანაც ძალიან მომიხდება. გასახდელში შევდივარ და ვიზომებ. ბოლოს კი გარეთ გამოვდივარ და სარკეში ვიხედები. ეს კაბა კარგად გამოკვეთს ჩემს ფორმებს. წითელი ფერი კი ის ფერია, რომელიც ყველაზე მეტად მიხდება. - ამის ყიდვას აპირებ? - ქეთო თვალებ გაფართოებული მიყურებს. - ზუსტადაც. ****** უკვე საღამოა. ექვსი საათი ხდება. მზად ვართ მეც და ლიზიც. დღეს ნაყიდი წითელი კაბა და შავი ქუსლიანი ფეხსაცმელები მაცვია. მსუბუქი მაკიაჟი მიკეთია და თმაც დახვეული მაქვს. უემოციოდ ვუყურებ ჩემს ანარეკლს სარკეში. დღეს ნიკას ქორწილია, დღეს ჩემი სიკვდილის დღეა. ამ დღიდან მოყოლებული ცოცხალ-მკვდარი ვიქნები. - მარიამ ბავშვები უკვე მოვიდნენ წავიდეთ. - კარს ჩემი და ფრთხილად აღებს და გასასვლელისკენ მიხმობს. მეც არ ვაყოვნებ და უკან მივყვები. მე და ჩემი დაიკო მანქანაში ვსხდებით და ბავშვებს ვესალმებით. მე, ლიზი, ლევანი, ბექა და ელე ერთად მივდივართ საქორწინო დარბაზისაკენ. გზაში ბავშვები ჩემს გამხიარულებას ცდილობდნენ. თუმცა არ გამოსდიოდათ, რადგან მათ არც ერთ სიტყვას ვუგდებდი ყურს. ისე თითქოს ამ სამყაროდან გათიშული ვიყო. მანქანა მალევე ჩერდება. ჩვენ რა უკვე მოვედით? იწყება ჩემი ჯოჯოხეთი? ბავშვები მანქანიდან გადმოდიან. თვალებს ვხუჭავ, ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ცოტა ხანში მეც გადმოვდივარ. რესტორანს გარედან ვაკვირდები. კარგი არჩევანი გაუკეთებიათ. გვანცა, ტატო, ლუკასი, ლიკა და ანდრია მანქანიდან ახლა გადმოდიან. თითქმის ერთად მოვსულვართ. შესასვლელში ორ სილუეტს ვლანდავ. ბიჭი შავ შარვალ-კოსტუმშია გამოწყობილო, გოგონას კი ლამაზი თეთრი საპატარძლო კაბა აცვია. ბიჭის ხელს გოგონას წელზე აქვს დაკავებული ადგილი. ორივე მათგანი იღიმის და სტუმრების ბრბოს მხიარულად ესალმება. ჯერ ელე და ბექა ესალმებიან და ულოცავენ მოჩვენებითი ღიმილით. მათი თამადობით ჩვენი სამეგობროს დანარჩენი წევრებიც ანალოგიურად იქცევიან. მე კი შედარებით უკან ვდგავარ და მათ ვუყურებ. ნიკა ძალიან ბედნიერად გამოიყურება, ღიმილი არ შორდება. წამიერად გოგონა ნიკასკენ იხედება და ლოყაზე ნაზად კოცნის. მთელს სხეულში წამიერი ბრაზი ისადგურებს. ბოლოს ვწყნარდები, მაგრამ გულის სწრაფ ფეთქვას მაინც ვერაფერს ვუხერხებ. თავში სისხლი ასხამს და სიმძიმეს ვგრძნობ, თითქოს სადაცაა გული წამივაო. ხელებს ერთმანეთს ვუსვამ, თურმე როგორ გამიოფლინდა ხელისგულები. ყელში გაჩხერილ ბურთულას ვაიგნორებ და მომღიმარი წყვილისკენ მივდივარ. ნიკას არაფრისმთქმელ მზერას ვაკვირდები. მწვანე თვალები ჩემს სრულიად უემოციოდ ცქერას არ წყვეტენ. გოგონა გაკვირვებული გვიყურებს ხან ერთს, ხანაც მეორეს. ჰაერშიც კი იგრძნობა დაძაბულობა. მილოცვისთვის სიტყვებს ვარჩევ, თუმცა თავში არანაირი აზრი მომდის. იმ ადამიანს უნდა მივულოცო დაქორწინება ვინც მიყვარს? საშინელი გრძნობაა ახლა რასაც განვიცდი. მინდა ვაკოცო, ჩავეხუტო, მაგრამ შეუძლებელია. ამიტომ გაქცევა მინდება, სამწუხაროდ ეს სურვილიც ვერ ახდება. - ბატონო ნიკა გილოცავთ. - ვამბობ ნაზი ხმით და ვცდილობ ჩემი მონოტორული ღიმილი ბუნებრივს დაემსგავსოს. გოგონა ნიკას ხელს ძლიერად ებღაუჭება, ბიჭიც ანალოგიურად თავისი საცოლის ხელს თავისას უჭერს. თანაც თვალებში მიყურებს. როგორ ბედავს ასე ურცხვად ყურებას? წამიერად ნიკას თვალებში სევდას ვხედავ, თუმცა ვაიგნორებ და ბავშვებთან ერთად რესტორანში შევდივარ. ყველანი ვიკავებთ ადგილებს. ჩემს წინ გიორგი და ქეთო სხედან. ერთმანეთს ეხვევიან და ეხუტებიან. საოცრად საყვარლები არიან ერთად. არც ერთს შორდება ღიმილი სახიდან. ისე იქცევიან თითქოს ერთმანეთის გარდა ვეღარაფერს ხედავენ. ხანდახან გადმომხედავენ, სევდიანად შემომხედავენ და ძალაუნებურად ისევ სხვა რამეზე გადააქვთ ყურადღება. ქეთო ულამაზესად გამოიყურება. ღია ლურჯი კაბა, რომელიც ბოლოში ღიავდება და თანდათანობით გადადის ცისფერში. ღია ფერის ჩრდილები მის თაფლისფერ თვალებს უკეთ გამოყოფს. ლოყები მუდამ აწითლებული აქვს. მისი გრძელი წამწამები კი ყველა ადამიანში აღტაცებას იწვევს. მასთან მდგომ გიორგის, მუქი ლურჯი შარვალ-კოსტუმი აცვია. შავი თმა ადეკვატურად აქვს დავარცხნილი და თაფლისფერი თვალებით შეჰყურებს თავისზე ოდნავ დაბალ შეყვარებულს. ამ ორის ლურჯი ფერის კონტრასტი ერთმანეთს საოცრად უხდება. ძალიან საყვარლები არიან. ძალიან! ერთმანეთს ისეთი სიყვარულით უცქერენ, რომ სიტყვები არ მყოფნის. შემდეგ ჩემს დას და ლევანის ვაკვირდები. ლიზის ცისფერი ლამაზი კაბა აცვია. მისი მწვანე თვალებიც კაბის ფერშია გადასული. ახლოდან, რომ ვაკვირდები მისი თვალი მწვანე, ცისფერ და თაფლისფერ კომპონენტებს ერთად შეიცავს, რაც უფრო მეტად მიმზიდველს ხდის. ლევანი კი შავი უძირო თვალებით შესცქერის ჩემს ულამაზეს დაიკოს. ჩემს მომავალ სიძეს მოცისფრო შარვალ-კოსტუმი აცვია. ეს ორიც საოცრად საყვარელია. და საერთოდაც, ყველა წყვილი საყვარელია. თითქმის ყველა მეწყვილესთან ერთადაა მოსული. მე კი კუთხეში ვზივარ დეპრესიული გოგონასავით და ნიკას შევცქერი, თავის საცოლესთან ერთად. როგორც გავიგე ნინა ჰქვია და საკმაოზე მეტად უყვარს ადამიანების თავის ჭკუაზე ტარება. შორიდან ჩანს თითქოს ნიკასაც ასევე ათამაშებს. რამდენადაც გავიგე ჯერ ნიშნობა იქნება და შემდეგ დაიწყება ქართული ტრადიციული დროს ტარება. უამრავი სტუმარია მოსული. დარბაზი მთლად გადავსებულია. მინიმუმ ათასი ადამიანია მოწვეული. ძირითადად ყველა მაღალი საზოგადოების წევრია. კედელს თვალს ვუშტერებ, არ მინდა ამ ყველაფრის ისევ დანახვა. ამ სამყაროს არ ვეკუთვნი. აქ ან ყველა მდიდარია ან ბედნიერი. ხალისიან წყვილებს ვუყურებ და მათ ცხოვრებას ჩემსას ვუკავშირებ. სამწუხაროდ ასეთი ბედნიერება წილად არ მერგო. - ახლა ის დროა მეწყვილეებს ხელი, რომ უნდა მოკიდოთ და საცეკვაოდ გაიწვიოთ. ამ ულამაზესი მუსიკის შემდეგ, დავიწყებთ ნიშნობის ცერემონიას. - გაისმის უცბად დამაყრუებელი ხმა და ყველა შემაღლებული სცენისკენ იხედება, მეც მათ შორის. პირველად ნიკა და ნინა იწყებენ ცეკვას, მას სხვა წყვილებიც უერთდებიან. სიძე საცოლეს წელზე ჰხვევს ხელს და მელოდიას ერთად ერწყმიან. საშინელ ეჭვიანობის გრძნობას განვიცდი. ნიკა დაბადების დღეზე თავად ვიყავი ნინას ადგილას, ახლა კი აცრემლიანებული თვალებით შევყურებ მათ. ბედი საშინლად დამცინის! ერთად, რომ ვხედავ გული მერევა. როგორ შეიძლება მათი ერთად ყოფნა? საერთოდ არ უხდებიან ერთმანეთს. ნინას კარგად ვაკვირდები ულამაზესი კაბა აცვია, რომელიც მის უნაკლო სხეულს შეუდარებლად ერწყმის. ამ გოგონას შემხედვარე ერთი კითხვა მიჩნდება- რატომ არ არის მოდელი? ნინასთან ახლოსაც კი ვერ მივალ ისეთი ლამაზია. ეს ფაქტი კი გულს საშინლად მტკენს. მთელი დღე ერთად არიან. ხელჩაკიდებულებს, რომ ვხედავ მინდა მივვარდე და ხელი გავაშვებინო. და სწორედ ამას ვაკეთებ. მათკენ მივდივარ სწრაფი ნაბიჯებით. - ნიკა შეიძლება ორი წუთით ვისაუბროთ? პირისპირ. - ვამბობ მათთან მისვლისთანავე და ნიკას ნინაზე მივანიშნებ. ბიჭი ხელს უშვებს ნინას და მოფარებულ ადგილას გავყავარ, სადაც მხოლოდ ჩვენ ვართ, მე და ის. - უარი თქვი. - ვამბობ და მის სახეს ვაკვირდები. აშკარა გაოცება გამოიხატება მის სახეზე, რომელსაც წამის შემდეგ ღიმილი ცვლის. ვერ ვხვდები ბუნებრივია თუ ცინიზმით გაჯერებული. მთლად ვცახცახებ პასუხის მოლოდინში. გული წამში მილიარდჯერ ფეთქავს. ამ პატარა სივრცეში გამეფებული სიჩუმე მთრგუნავს. - რატომ? - ამბობს ნიკა და უფრო ფართო ღიმილი ესახება სახეზე, ძალიან საყვარელი ღრმულები უჩნდება ლოყებზე. მე კი დაძაბული განვაგრძობ საუბარს. - იმიტომ, რომ ვერ დაგკარგავ. - ვამბობ ჩუმად და თავს ოდნავ დაბლა ვხრი. ოდნავ მრცხვენია ჩემი სიტყვების. უეცრად ნიკაპზე შეხებას ვგრძნობ. ნიკას თბილი ხელი თავს მაღლა მაწევინებს. ბიჭი გაუაზრებლად აცხრება ჩემს ბაგეებს. როგორც იქნა მოგვარდა პრობლემა, ძლივს დავიბრუნე ჩემი სიყვარული. ვგრძნობ, რომ ცხოვრება მშვენიერია. - მარიამ. - ფიქრებიდან ლევანის წკრიალა ხმას გამოვყავარ, რომელიც გულში დაღად მესობა. წამიერად თვალს ხელჩაკიდებული წყვილისკენ ვაპარებ. ალბათ ახლა ერთი კითხვა გაწუხებთ. ეს ყველაფერი წარმოიდგინა თუ მართლა მოხდაო. დიახ, წარმოვიდგინე. წარმოვიდგინე თუ როგორ ჩავშალე ეს ქორწილი და დავიბრუნე საყვარელი ადამიანი. სამწუხაროდ ჩემი ფიქრები რეალობას არ შეესაბამება. - ვიცეკვოთ? - ლევანის ხმა მეორედ მაწყვეტინებს ფიქრს. ბიჭს სევდიანი გამომეტყველებით შევყურებ და ნაზად ვუქნევ თავს. სჯობს საკუთარ თავთან მარტო იშვიათად დავრჩე, თორემ ფიქრი მომიღებს ბოლოს. მე და ლეო საცეკვაო ადგილისკენ მივიწევთ და მისვლისთანავე ცეკვას ვიწყებთ. - იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე ჩანხარ. - ლევანის სევდანარევი ღიმილით შევცქერი და მის ზურგს უკან გადამაქვს ყურადღება. ნიკა და ნინა ისევ ერთად ცეკვავენ. მშვიდად და ნაზად. გოგონას ბიჭის მხარზე თავი საყვრალად აქვს ჩამოგდებული. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მისი საშინლად მშურს. რას არ ვიზამდი ოღონდ მის ადგილზე ახლა მე ვიყო. - არ გაბრაზდე. - ყურში ჩუმად მეჩურჩულება. - ცოტა ხნით პატარძალს წაგართმევ. - ამბობს ლეო და ისე ხდება, რომ ნიკა და ლევანი ადგილებს ცვლიან. ნინა გაკვირვებული და გაბრაზებული სახით მიყურებს. ნიკა კი სხვა გზა, რომ არ აქვს, ხელს წელზე მხვევს და ერთად ვიწყებთ ცეკვას. გული ამოვარდნას მაქვს. თითქოს კანქვეშ ლავა მიედინებაო. სუნთქვას ძლივს ვარეგულირებ. ოდნავ თავბრუსხვევას და სისუსტეს ვგრძნობ. - ვერ ვხვდები ასე რატომ იქცევი.- ჩურჩულებს ნიკა ჩემს ყურთან ახლოს. ისევ გაურკვევლობაში მაგდებს. რა პრეტენზიეპი აქვს ვერ გავიგე რა... - როგორ ვიქცევი? - ეჭვიანი ქალივით. - ამბობს ბიჭი და თვალებში ურცხვად მიყურებს. იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა საიდან აქვს ამდენი გამბედაობა? - უკაცრავად?! - ვყვირი ხმამაღლა, რომ მუსიკის ხმამ არ გადაფაროს ჩემი სიტყვები. თან მზერას არ ვაშორებ. მეგონა სიტყვის თქმას ვერ გაბედავდა, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმა ხდება. - ასეთი რამის დაგეგმვა ჩემს ქორწილში და მეწყვილეების გაცვლა, ვფიქრობ, არ არის სწორი საქციელი. - თავიდან ძალიან მიკვირს. რატომ ფიქრობს, რომ მე დავგეგმე? ან რაში მჭირდებოდა? მე სხვებს არ ვგავარ და ნიკას დევნას არ ვაპირებ. - შენი სუბიექტური აზრი არავის აინტერესებს. თანაც ეს ყველაფერი მე არ მომიწყვია. - ვამბობ და ცეკვას ნელა განვაგრძობთ. მის მხარზე თავს ვდებ და ძველ დროს ვიხსენებ. მისი დაბადების დღის წვეულებაზე, რომ ვიცეკვეთ. - ამ კაბის ჩაცმა არასწორი გადაწყვეტილება იყო შენი მხრიდან. - მის სიტყვებს ვაიგნორებ და საუბრის გარეშე განვაგრძობთ ცეკვას. ნიკას მხარზე თავი მშვიდად მიდევს და თვალები მაქვს დახუჭული. გული კი გამალებით მიცემს. - არ მეგონა თუ მოხვიდოდი. - ამბობს ნიკა ჩვეული ტონით და წამიერად თითქოს მის გახშირებულ გულის ცემას ვგრძნობ. ალბათ მომეჩვენა. - მართლა? და რატომ? - მისი მხრიდან თავს ვიღებ, გამომცდელად ვუყურებ და ცალ წარბს ოდნავ მაღლა ვწევ. - მეგონა გოგონები იმათ ქორწილში არ დადიოდნენ ვინც უყვართ. - მის ცინიკურ ნათქვამზე ვცოფდები და ვშეშდები. როგორ შეიძლება ასე მესაუბრებოდეს. მთლად უგულო ყოფილა. მისი ბოლოდროინდელი საქციელებიდან გამომდინარე მეგონა ჩემს მიმართ რაღაცას გრძნობდა. თუმცა ყინულის გული აქვს, რომელსაც ვერავინ გაალღობს, მათ შორის ვერც მე. გაშეშებული, ზიზღნარევი მზერით შევცქერი ნიკას, ის კი გაოცებული მიყურებს. თვალებში ვაშტერდები, წამიერად მზერა იატაკისკენ გადამაქვს და თანდათან უკან ვიხევ. არ შემიძლია მასთან საუბარი! თავს მაღლა ვწევ და მზერას ვუსწორებ. ის ისევ იმავე ადგილას დგას. მოძრავ, მოცეკვავე სხეულებს შორის და მზერას არ მაშორებს. თვალს მალევე მარიდებს და სხვა მხარეს მიდის. ახედვის მომენტში მისი თვალები, რომ დავინახე, ვიგრძენი თოთქოს სიყვარულით მიმზერდა. მორიგი სისულელე! ადამიანი იმას ფიქრობს და იჯერებს, რაც თავად სურს. ასე, რომ რეალობას თვალი უნდა გავუსწორო. ნიკასთვის სულ ერთი ვარ! უეცრად მკლავში ვიღაც ხელს მავლებს და ძლიერად მიჭერს. ტკივილისგან სახე მემანჭება. - აღარ გაბედო ჩემს შვილთან მიახლოვება. არამც თუ საუბარი. - მართალია მისკენ ზურგით ვდგავარ, თუმცა ხმაზე ვცნობ. ცხოვრებაში არასოდეს დამავიწყდება ეს ქალი. მან მე მდაბიო მიწოდა და მხიარული საღამო ჩამაშხამა. - ვფიქრობ ეს თქვენი საქმე არაა. - მოკლედ ვუჭრი სათქმელს და იქაურობას თვალის დახამხამებაში ვშორდები. სადაცაა ბრაზისგან და სევდისგან გავსკდები. თავი საშინლად მტკივა. მაგიდასთან მივდივარ და ზედაპირს მაჯებით ვეყრდნობი. თავზე ხელებს ძლიერად ვიჭერ, თითქოს ასე გაქრება ჩემი დამძიმებული თავიდან საშინელი ფიქრები. საცეკვაო მუსიკა მალევე მთავრდება. ნინა ნიკასთან ახლოს მიდის, ბიჭიც საცოლის დანახვით გახარებული უღიმის და წელზე ხელს ნაზად ხვევს. ნეტა ნინას ადგილას მე ვიყო. მაშინ ხომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი ამ ქვეყნად. ფიქრებს ჩემთვის არასასიამოვნო ხმა მაწყვეტინებს, რომელიც მთელს დარბაზში ელვასავით გაისმის. - ბატონო ნიკა თანახმა ხართ ცოლად შეირთოთ ქალბატონი ნინა? - უეცრად ვწითლდები და სახის ყოველი კუნთი მეჭიმება. ნიკას საბოლოოდ ვკარგავ. ნიკა მე მიყურებს. მიყურებს მიყურებს და ისევ მიყურებს. მისი ამ მაგიდასთან დანახვისას თვალები მიცრემლიანდება. ვერ გავუძლებ ამის დანახვას. ვერ გავუძლებ იმის დანახვას თუ როგორ მართმევს ვიღაც ამპარტავანი გოგო ნიკას. საპირფარეშოში გავდივარ. არ მინდა მოვისმინო, თუ როგორ დათანხმდება ნიკა. არ მინდა ჩემი ცხოვრების მიერ გამოტანილ საშინელ განაჩენს თავადვე დავესწრო. საპირფარეშოს კარს ვაღებ და ონკანთან ახლოს ვდგები. წყალს ვუშვებ და მთელს სხეულს სველი ხელებით ვაგრილებ. მინდა საკუთარი თავი დავამშვიდო, მაგრამ არ გამომდის. ღმერთო მე ის დავკარგე. სწორედ ამ წუთებში ნიკა ნინას ქმარი ხდება. მე ვინ ვარ მისთვის? არავინ გარდა ერთი უბრალო სათამაშოსი. მან მე სამუდამოდ დამივიწყა, წარსულს ხაზი გადაუსვა. როგორ შეიძლება მისი თბილი სიტყვების მიღმა ტყუილები დამალულიყო?! მას არ ვუყვარვარ, მას არ ვანაღვლებ, მისთვის სულ ერთი ვარ. მე კი პირიქით, ნიკას ვაღმერთებ. სარკეში ვიხედები და ჩემს ანარეკლს ზიზღით შევყურებ. - რას გავხარ? რას დაემსგავსე? შენც სხვებს მიბაძე? დეპრესიული, სულელი გოგო გახდი? ახლა იმის ნაცვლად თავს იმშვიდებდე და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებდე, ისევ ნიკაზე ფიქრობ? ვერ გცნობ მარიამ. ვერ გცნობ! - საათს ვაკვირდები. უკვე ხუთი წუთი გავიდა. ნიკამ უკვე თქვა ის დაწყევლილი "დიახ". ის უკვე ცოლიანი მამაკაცია და მე აღარ მაქვს უფლება მასზე ვიფიქრო. ცრემლებს ვიწმენდ და თავს შეძლებისდაგვარად ვიწესრიგებ. 'არა უშავს ამ დარტყმასაც გადავიტან. საკუთარ თავს დანებების საშუალებას არ მივცემ.' ****** საპირფარეშოს კარები სწარაფად იღება. სარკეში ვიხედები და ჩემს უკან მდგომ ელეს გაკვირვებული შევცქერი. ნეტავ რა მოხდა ისეთი რამაც მისი აქ ყოფნა გამოიწვია? - ნიკა მიდის... - მისი სიტყვები ჩემს ყურებამდე ელვის სისწრაფით აღწევს და მაშინვე სიბნელეში აღმოცენებულ სინათლის ნაპერწკალს წარმოვიდგენ. იმედი მესახება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. - რა? სად მიდის? - გაკვირვებული ვიხედები უკან, ელე საპასუხოდ მხრებს იჩეჩავს. ჯანდაბა! საერთოდ რატომ წამოვედი? ჯობდა დავრჩენილიყავი. ახლა არ ვიქნებოდი ასეთ გაურკვევლობაში. და მაინც, რა ხდება? რატომ მიდის ნიკა? ქორწილი დასრულდა თუ... გაკვირვებულ მეგობარს მზერას ვაშორებ და მაშინვე საპირფარეშოდან გამოვრბივარ. ნიკას და დედამისს შორიდანვე ვხედავ და მათკენ მივიწევ. დაახლოებით ხუთი ნაბიჯის მოშორებით ვჩერდები და დედა-შვილის საუბრას ჩუმად ვუგდებ ყურს. მათ გარშემო, ოდნავ მოშორებით ხალხია შეკრებილი და მოვლენების განვითარებას ელოდება. ლამისაა გული ამომვარდეს გაურკვევლობისგან. ბოლოს და ბოლოს, დაქორწინდა ნიკა? თუ არა? - დედა გამატარე. - ამბობს ბიჭი უემოციოდ და ცდილობს მშობელს გვერდი აუაროს. თუმცა ქალი ოსტატურად უდგება წინ და წასვლის ყოველგვარ გზას უჭრის. - ამას ვერ გააკეთებ! ვერ წახვალ. არ გაქვს წასვლის უფლება. - ქალი გამუდმებით ამ სიტყვებს იმეორებს. ნიკას წასვლის საშუალებას არ აძლევს. ბიჭი კი დანებებას ნამდვილად არ აპირებს, დედამისს გვერდს ოსტატურად უვლის და გასასვლელისკენ მტკიცე ნაბიჯებით მიემართება. ნიკას დედას მზერა ჩემზე გადმოაქვს და ავისმომასწავლებელი სახით მოიწევს ჩემსკენ. - ყველაფერი შენი ბრალია. უნამუსო! საერთოდ როგორ გაბედე ქორწილში მოსვლა და ნიკასთან საუბარი. ტვინი რით აურიე? რა უთხარი ასეთი? - ქალი არ ცხრება და ავისმომასწავლებლად იყურება ჩემი მიმართულებით. ძალიან ახლოსაა ჩემთან. წამიერად მისი ხელი ზემოთ იწევა და ფართოდ იშლება. მაშინვე ვხვდები რის გაკეთებას ცდილობს და ინსტიქტურად უკან ვიწევი. მისი ხელი კი ჰაერში "ფრიალებს" და შემდეგ ისევ თავის ადგილს უბრუნდება. სილის გაწვნასაც ოსტატობა სჭირდება თურმე... - დედა დაწყნარდი. მარიამი არაფერ შუაშია. - ნიკას ხმა შორიდან მესმის და თანდათან თითქოს უფრო ხმამაღალი მეჩვენება. მალევე მოდის ბიჭი ჩვენთან ახლოს და ჩემსა და დედამისს შორის დგება. - შენ ხომ მიდიოდი. მიდი წადი! დანარჩენს ჩვენ თავად გავარკვევთ. - ქალის სიტყვები მუქარასავით გაისმის. ჩემს თითოეულ უჯრედს შიშის გრძნობა ეუფლება. არ ვიცი ამ საქციელით რის მიღწევას ცდილობს ეს ქალი, თუმცა რაც გამოვიდა ის ნამდვილად არ არის, რაც თავად სურდა. ნიკა ხელს ძლიერად მჭიდებს მკლავში და გასასვლელისკენ მივყავარ. უკნიდან ხალხის გაკვირვებული ოვაციების ხმა მესმის, რომელთაც ერთი მწივანა ბარიტონი არღვევს. ეს ნინას კივილის ხმაა. ისე კი მეცოდება! იმის მაგივრად აქედან საქმროსთან ერთად გადიოდეს, ნიკას უყურებს, რომელსაც მე მივყავარ ამ ადგილიდან შორს. მე და ნიკა მანქანასთან ახლოს მივდივართ. ბიჭი კარს აღებს და მელის როდის ჩავჯდები შიგნით. არც მე ვალოდინებ და სწრაფადვე ვიკავებ ადგილს. ნიკა მანქანას უვლის და ჩემს გვერდით ჯდება. - ნიკა. - ვამბობ მაშინვე ბიჭის ყურადღების მისაქცევად და მისკენ ვიხედები. ვხვდები, რომ ძალიან გაბრაზებულია. მაშინვე ძრავს მანქანას და რულს ნერვიულად ახებს თითებს წამის მეასედის შესვენებებით. - გთხოვ, არ გვინდა საუბარი. - ამბობს დაბალი მშვიდი ტონით. ცდილობს ამით დააკმაყოფილოს ჩემი ცნობისმოყვარეობა? - გთხოვ, გთხოვ. მხოლოდ ერთი კითხვა. - ვეწუწუნები ნიკას, რომელიც წამიერად ჩემსკენ აპარებს მზერას. სწორედ ამ დროს ყურებამდე ვიღიმი, იქნებ რამით მოვთაფლო და მიპასუხოს კითხვებზე. - კარგი. გისმენ. - ამბობს ნიკა და ისე საყვარლად იღიმის... წამიერად მინდება, რომ იმ საყვარელ ლოყაზე ვაკოცო, რომელზეც პატარა ღრმულია ღიმილისაგან გამოწვეული. შემდეგ კითხვას ვუბრუნდები და ისევ მეცვლება განწყობა, ამჯერად უარყოფითისკენ. - ნიკა უარი თქვი? - ჩემს აკანკალებულ ხმას ვერ ვცნობ. პასუხის მოლოდინში ვინაბები და ჩემი გულის ძგერას ყურებში ვგრძნობ. - არა. - არაო? ანუ დაეთანხმა? მაგრამ... მაშინ რა იყო ის რაც ცოტა ხნის წინ ვნახე? რატომ წამოვიდა რესტორნიდან? თუ კი უარი არ უთქვამს მაშინ გამოდის, რომ უკვე ნინას ქმარია. მაშინ აქ რა ჯანდაბა მინდა? ის უკვე ცოლიანია. არ მაქვს უფლება ასე ვიქცეოდე. - ანუ დათანხმდი?! - არ ვიცი ეს სიტყვები კითხვას გამოხატავდა თუ იმედგაცრუებასა და სინანულს. - არა. - უკვე გაურკვევლობაში ვვარდები. ნიკა არც დათანხმებულა და არც უარი უთქვამს. საერთოდ ისე წამოვიდა, რომ პასუხი არ გაუცია. ეს როგორ გააკეთა? შეიძლება ასე მოქცევა? ნიკა ძალიან აღელვებული მეჩვენება. არც მე ვარ ნაკლები. ლამისაა გული ამომვარდეს. ამდენი ტყუილად ვიტანჯე? ნიკა არ დაქორწინდა. შეიძლება ეს ჩემს გამო მომხდარიყო? შეიძლება მას ჩემდამი რაიმე გრძნობა გასჩენოდა? ნიკამ სახლში წამიყვანა. გზაში სულ მას ვაკვირდებოდი. ისეთი სიმპატიური და საყვარელია, რომ სიტყვებითაც ვერ ავღწერ. მისი სახე სრულყოფილია: მწვანე თვალები, ლამაზი ფორმის, მსხვილი წარბები, საშუალო ზომის წამწამები, ყავისფერი თმა, და ოდნავ დამსკდარი, გამობურცული ტუჩები. - ბოდიში. - ფიქრებიდან ნიკას ხმას გამოვყავარ. ბიჭი გაურკვეველი მიმართულებით იხედება. გაურკვევლობაში ვვარდები. - რისთვის? - ამის გადატანა, რომ მოგიხდა. - ნიკა ჩემსკენ აპარებს მზერას და საყვარლად მიღიმის. წამიერად მისი ტუჩებისკენ გამირბის მზერა, შემდეგ კი ისევ მის თვალებზე გადამაქვს ყურადღება. ბიჭი ჩემს რეაქციას ამჩნევს და ყურებამდე იღიმის. სირცხვილის გრძნობა მეუფლება, თავს ოდნავ ვუქნევ, მანქანიდან გადმოვდივარ და სახლისკენ მივდივარ. უბედნიერესი ადამიანი ვარ ამ ქვეყნად. მე უნდა ვთქვა ბედი მაქვს-თქო. ნიკა არ დაქორწინებულა მთავარი ეს არის. მას ნინა არ უყვარს, თორემ ქორწინებაზე უარს არ იტყოდა. მაგარია! ძალიან მიხარია! ********* დილით მშვენიერ ხასიათზე დავდექი. სკოლაშიც ბედნიერი სახით მივდიოდი. იმედი მქონდა ნიკას ვნახავდი, მაგრამ არ მოსულა. არა უშავს ჩემი უფროსია და ოფისში მისვლისას აუცილებლად ვნახავ. - მარიამ. - მესმის ქეთოს ხმა შორიდან და მაშინვე მისი მიმართულებით ვტრიალდები. მიკვირს, რომ მარტოა. ნეტავ გიორგი სად დაკარგა? ალბათ გზაში ჯიბიდან ამოუვარდა. - რაღაც უნდა მოგიყვე. რაც ზუსტად ვიცი დაგაინტერესებს. ვთვლი, რომ უნდა იცოდე. - ქეთო მალევე მეწევა და ერთად ვაგრძელებთ სიარულს. ვინაიდან და რადგანაც, გაკვეთილები დასრულდა უკვე ოფისისკენ მივემართები. - გისმენ ქეთო. სწრაფად მოყევი. ნუ მაინტრიგებ. - არ ვიცი საიდან დავიწყო. ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ მოხდა. ნიკა და ნინა სულ რაღაც ხუთი წლისები თუ იქნებოდნენ. ნიკას მამას, გიორგის ბიზნესი ჩაუვარდა. გაკოტრების პირას იყო. ინვესტორს ან პარტნიორს ეძებდა, რომ რამენაირად თავი გადაერჩინა. იმ მომენტში დახმარება მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაუწია. ნინას მამამ. ის გიორგის ბიზნესს მხოლოდ ერთი პირობით გადაარჩენდა. თუ ნიკა და ნინა დაქორწინდებოდნენ. მაშინ როდესაც ორივე სრულწლოვანი გახდებოდა. ნინა ერთი დღით პატარაა ნიკაზე. ისინი უკვე თვრამეტი წლისები არიან. ამიტომ დანიშნეს ქორწილი, თუმცა ნიკამ უარი თქვა. ამის გამო შეიძლება დიდი პრობლემები შეექმნას. ეს ფაქტია. ახლა კი ჩემს დასკვნებს გაგაცნობ. ნიკამ სწორედ ამ მიზეზის გამო გითხრა "ეცადე არ შეგიყვარდეო". მას თავიდანვე მოეწონე. თუმცა როგორც კი გაგიცნო, მაშინვე ეს გრძნობა უფრო მეტში გადაიზარდა. თავიდან შესაძლოა გასართობიც იყავი მისთვის, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ უყვარხარ. ქორწილიც შენს გამო ჩაშალა. სულ რაღაც ორი თვის წინ მზად იყო ნინა ცოლად მოეყვანა. მას შემდეგ რა შეიცვლა? მხოლოდ ერთი რამ. მან შენ გაგიცნო. რომ დაგენახა გუშინ როგორ გიყურებდა. პასუხის გაცემის დროსაც შენსკენ იხედებოდა. როდესაც დარბაზიდან გახვედი მაშინვე ანერვიულდა და ფეხზე ადგა. ალბათ შენსკენ აპირებდა წამოსვლას, თუმცა დედამისმა ისეთები ატეხაა... - მის სიტყვებს ვუსმენ და თანდათან ჩემი ღიმილი ფართოვდება. ნუთუ მისი მოსაზრება მართალია? შემიძლია დავიჯერო, რომ ნიკას ვუყვარვარ? მაგრამ არა! სანამ საკუთარი პირით არ მეტყვის მანამ არ ვაპირებ ამის დაჯერებას. - რა მოიმოქმედა დედამისმა? - მაშინვე ნიკას წინ გაჩნდა. ეკითხებოდა: რას აკეთებ? როგორ იქცევიო. ბიჭი კი იმ მიმართულებით იხედებოდა საითაც შენ წახვედი. შემდეგ ნინამ დაიწყო კაპრიზები. ისე ბრძანებლური ტონით ესაუბრებოდა ნიკას, რომ მეგონა ბიჭი იმ წამსვე მიახრჩობდა. უყვიროდა "დაჯექი, ქორწილი უნდა განვაგრძოთო" და მსგავსი სისულელეები. ბოლოს ნიკას ყელში ამოუვიდა და წასვლა გადაწყვიტა. შემდეგ რაც მოხდა თავადაც იცი. მაგრამ მე არ ვიცი. მომიყევი. - ქეთო ამ გაჩერებაზე უნდა ჩავიდე. სამწუხაროდ ვერ მოგიყვები. მეჩქარება. ისედაც დავაგვიანე ამ ლაპარაკში გართულმა. - ავტობუსიდან ჩამოვდივარ, რომელშიც არც კი მახსოვს როდის ავედი. აი ასე იცის მეგობართან "წაჭორავებამ". მხიარული სახით შევდივარ ოფისში. მიხარია, რომ ნიკას ვნახავ. დავაკვირდები. იქნებ როგორმე გამოამჟღავნოს თავისი გრძნობები. - წარმატებები მარიამ. - ვამხნევებ ხმამაღლა საკუთარ თავს და ანასკენ მივიწევ. ჩემთვის უსაყვარლესი გოგონა ზურგით დგას და არც თუ ისე დიდ ყუთში თავის ნივთებს ალაგებს. ის რა სამსახურიდან მიდის? - ანა, აქ რა ხდება? - გოგონა შიშისგან ოდნავ ხტება. შემდეგ ჩემსკენ იხედება და სევდიანი, გაფართოებული თვალებით შემომცქერის. - საშინელება ხდება. ბატონმა გიორგიმ კომპანია ვიღაც სხვას გადასცა. ახალმა უფროსებმა კი ყველა თანამშრომელი დაითხოვეს. აი ის ამპარტავანი გოგონა მოვიდა. გამოგვიცხადა ეს ოფისი ჩემია და ახლავე გაქრით აქედანო. ძალიან თავხედი და ამაზრზენი ვინმეა. კიდევ ტუტუცი და საშინელი პიროვნება. - ანა კიბეებისკენ იშვერს ხელს. მეც მაშინვე მისი თითის მიმართულებით ვიხედები და ნინას მაღალ სილუეტს ვლანდავ. ჯანდაბა! ეს ყველაფერი ჩემს გამო მოხდა? ჩემს გამო ნიკა არ დაქორწინდა. სწორედ ამის გამო მის ოჯახს ამ კომპანიის დათმობა მოუწია. არ მეგონა ასეთი არაადამიანები ჯერ ისევ თუ არსებობდნენ. მაშინვე უკან ვტრიალდები და თავზე ქურთუკის კაპიშონს ვიხურავ. არ მინდა დამინახოს თორემ საშინელება მოხდება. ვერც კი წარმოვიდგენ ისეთი რამ... - კიდევ ერთი უსაქმური მოვიდა, რომელმაც ხუთი წუთით დააგვიანა?! სწრაფად ჩააწყვე შენი ნივთები და თავიდან მომწყდი გასაგებია? ჰეი, შენ გოგონი არ გესმის? აქეთ გამოიხედე! - მის სიტყვებს ვაიგნორებ და გასასვლელისკენ მივდივარ. თუმცა ნინა ჩემსკენ სწრაფად "მოკაკუნებს" და წინ მიდგება. ჩემი სახის დანახვისას ჯერ გაოცება ეტყობა, შემდეგ კი ბრაზი და ავისმომასწავლებლად იყურება. - შენ არ ხარ ის გოგო, ვის გამოც ნიკამ მიმატოვა. აქ რატომ მოხვედი? საერთოდ როგორ ბედავ აქ მოსვლას? უნამუსო ხარ! შენს კონკურენტ ქალებს საქმროებს ართმევ. მაგრამ საინტერესოა ეს რაში გჭირდება. - ჩემი ხელი გუცნობიერებულად იწევა ჰაერში და ნინას ლოყაში ხვდება. გოგონა გაცეცხლებული სახით მიყურებს. მეგონა თმაში მწვდებოდა, თუმცა არა. კულტურულად აპირებს ჩემს გამოლანძღვას. - როგორ ბედავ?! ერთი უბრალო მდაბიო ხარ, რომელიც ჩემამდე ვერასოდეს მოვა. ნიკას შესაფერისიც ვერასოდეს გახდები. - ისევ ნინა იწყებს წივილს. საუბარსაც არ მაცდის ეს საშინელი ხასიათების ადამიანი. მის სიტყვებზე ძალიან ვბრაზდები და ახლა მე ვიწყებ გაცხარებულ საუბარს. - იცი რას გეტყვი საყვარელო?! მე კი არა, შენ ვერ მოხვალ ჩემამდე ვერასოდეს. ნიკამ ქორწილი იცი რატომ ჩაშალა? მას მე ვუყვარვარ და არა შენ. იქნებ ცოტა მომბაძო, რომ საპირისპირო სქესმა ისევე შემოგხედოს, როგორც მე მიყურებენ. - ნინა სილას მარტყამს, მეც ბარბაცით ოდნავ უკან მივდივარ და ინერციით თავს ოდნავ გვერდით ვხრი. სიბრაზე მატულობს ჩემს ორგანიზმში. მინდა საშინლად ვატკინო ნინას. ოღონ ფიზიკურად კი არა სიტყვიერად. ისევ ნინა იწყებს საზიზღარ "ტიკტიკს". - არ ვიცი შენში რა ნახა ნიკამ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთად ვერასოდეს იქნებით. სხვადასხვა ფენას განეკუთხენით. თუმცა არა... უკაცრავად... ახლა უკვე მამამისის კომპანია ხელში ჩავიგდე და ქონების დიდი ნაწილი წავართვი. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ორივენი მდაბიოები ხართ. ბედნიერებას გისურვებდით ზუსტად, რომ არ ვიცოდე თქვენი მომავალი. ნიკა გიყენებს. სწორედ ასე იქცევა ყოველთვის. მისი მორიგი სათამაშო ხარ და მალე მოგისვრის. თქვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს. ასე ბევრჯერ მოქცეულა. სხვებთან მიდიოდა, თუმცა ბოლოს მაინც ჩემთან ბრუნდებოდა. ახლაც ასე მოხდება. - და შენ ამ ურთიერთობით კმაყოფილი ხარ? ერთ სიტყვას გამოვიყენებდი, რომელიც ზუსტად აღგწერს, თუმცა საკუთარ თავს არ ვაკადრებ ამის თქმას. გიხარია, რომ ნიკასთვის ყოველთვის მეორე ხარიახოვანი ხარ? მართლაც, რომ სასაცილოა. მილიონჯერ გიღალატოს და მილიონჯერვე აპატიო? სისულელეა. უნდა მიხვდე, რომ მისთვის სულ ერთი ხარ და შეეშვა. ამას ღირსეული ადამიანი გააკეთებდა, მაგრამ შენ ხომ ღირსება არ გაქვს... მაპატიე დამავიწყდა. - ღირსებაზე შენ ლაპარაკობ? როცა ნიკა გაიცანი იცოდი, რომ ჩემზე იყო დანიშნული, თუმცა მაინც განაგრძობდი მასთან ურთიერთობას. შენ და შენს მსგავსებს ღირსების ნატამალიც კი არ გაგაჩნიათ. ოღონდაც მდიდარი ბიჭი ჩაიგდოთ ხელში ყველაფერს კადრულობთ. - მე არ ვიცოდი, რომ დანიშნული იყო გასაგებია? შენ კი ტყუილად მადანაშაულებ. ცდილობ საკუთარი დანაშაული სხვას გადააბრალო. და იცი რა არის შენი შეცდომა? ის, რომ ნიკა ვერ შეინარჩუნე და მას თავი ვერ შეაყვარე. ახლა კი ჩემი წასვლის დროა. შენთან საუბარს მაინც აზრი არ აქვს. გისურვებ შენი ცხოვრება მალე დაემსგავსოს ჯოჯოხეთს. - ნინას ვუღიმი და ჩვეული ნაბიჯებით გამოვდივარ ოფისიდან. თავს საშინლად ვგრძნობ. ნინამ რაც თქვა სიმართლეა? ნიკა მიყენებს და შემდეგ ისევ მასთან დაბრუნდება? ****** უკვე პარასკევი დღეა. ფანჯარასთან ვზივარ და ამწვანებულ ბუნებას გავცქერი. ამ კვირის განმავლობაში ნიკა არ მინახავს. ნეტავ სად გაქრა? რატომ არ დადის სკოლაში? რამე ხომ არ დაემართა? ფიქრებიდან ტელეფონის წკრიალა ხმას გამოვყავარ. - იმედი მაქვს ხვალ გცალია. - ღმერთო ისაა. ნიკაა. მან მე დამირეკა. როგორ მომნატრებია მისი ხმის გაგება. - გააჩნია რისთვის - ვამბობ მშვიდი ხმით და ყურებამდე ვიღიმი. ნიკას სახეს წარმოვიდგენ და სუნთქვა მიხშირდება. პასუხს ველოდები. წამები საუკუნეებად მეჩვენება. - ჩემთვის ერთი დღის დათმობისთვის - ანუ ეს პაემანია? ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი საკუთარი ემოციების გამოხატვაც კი მიჭირს. - კარგი თანახმა ვარ. რომელზე გამომივლი? - საღამოს ექვსზე შენთან ვიქნები. - ამბობს და ტელეფონს თიშავს. ხვალ საოცრად ბედიერი დღე მექნება. ნიკას ვნახავ და მასთან ერთად დროს გავატარებ. ****** საღამოს ექვსის ნახევარია და მე ისევ ვერ ამირჩევია რა ჩავიცვა. სად მივდივართ ისიც არ ვიცი. მით უმეტეს ვერ მივხვდები როგორ უნდა ჩავიცვა. სასეირნოდ მივდივართ თუ სადმე კაფეში ან რესტორანში? ბოლო მაინც ჩვეულებრივად ვიცვამ. ღია ფერის დახეულ ჯინსს, თეთრ სვიტრს და ამავე ფერის ბოტასებს. კარზე ვიღაც მსუბუქად აკაკუნებს. ალბათ ნიკაა. გასაღებად სწრაფად მივდივარ. სახელურს ვწევ და ბედიერი სახით ვიხედები. გარეთ არავინაა. ქვემოთ დაგებულ "ხალიჩაზე" გადამაქვს ყურადღება, რომელზეც ორად გადაკეცილი ფურცელი დევს. ხელში ვიღებ და ვხსნი. " შენი სახლის წინ ტაქსია გაჩერებული, შიგნით ჩაჯექი და დანიშნულების ადგილას მიგიყვანს. მალე შევხვდებით." - გახარებული სახით დავყურებ ფურცელს. ორიგინალური პაემანი! საოცარი მოფიქრებაა. ვნახოთ სად ამოვყოფ თავს. სარკეში ბოლოჯერ ვიხედები. მაკიაჟი საერთოდ არ მისვია, თუმცა მაინც ლამაზი ვარ. ნარცისობაში ნუ ჩამომართმევთ. რეალურ ფაქტს ვამბობ. ნუ სიმართლე, რომ ვთქვათ მაქვს გადახრები ნარცისობისკენ... დაბლა ჩავდივარ. კორპუსის წინ ტაქსს ვხედავ. ბედიერი სახით ვჯდები შიგნით და მძღოლს შევყურებ. მოხუცი, ჭაღარა კაცი მკრთალად მიღიმის და დაბალი ტონით იწყებს საუბარს. - გრძელი გზა გვაქვს გასავლელი... ****** ასე მგონია ამ მამქანაში მთელი მარადისობა გავატარე. გზა არა და არ სრულდება. მძღოლი ნელა, აუჩქარებლად მოძრაობს. პატივს ვცემ ასეთ ადამიანებს. ისინი საკუთარ სიცოცხლეს სიჩქარეზე არ ცვლიან. თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ვოცნებობ, რომ ამ კაცმა აუჩქაროს და დროზე მიმიყვანოს დანიშნულების ადგილას. ნერვიულობისგან ლამისაა გული გამისკდეს. თუმცა რა მანერვიულებს, თავადაც არ ვიცი. ხელებს ძლიერად ვუჭერ ერთმანეთს, შემდეგ თითებზე თამაშს ვიწყებ. იმედია დრო მალე გავა! - მოვედით შვილო. - მესმის მოხუცი მძღოლის ჩუმი ხმა და სიხარულით გადმოვდივარ მანქანიდან. სიჩუმე და სიბნელეა გამეფებული. მძღოლი ისევ თავის ადგილზე ზის. ინსტიქტურად მისი კარის წინ ვდგები და საუბარს ვიწყებ: - მადლობა, მაგრამ ახლა რა უნდა ვქნა? - ჩემი ათრთოლებული ხმა, როგორც კი აღწევს მძღოლის ყურებამდე კაცი მაშინვე გაკვირვებულ მზერას მაპყრობს. ალბათ, არც მან იცის... და ახლა რა უნდა ვქნა, როგორ ვიპოვო ნიკა? - არ ვიცი, შვილო. მე მხოლოდ ამის გადმოცემა შემიძლია, იქნებ დაგეხმაროს. - მამაკაცი ცოტა ხნით ზურგს მაქცევს, შემდგომ ტრიალდება და ორად გადაკეცილ ფურცელს მაძლევს. " გაიხსენე ჩვენი პირველი შეხვედრა. აუცილებლად დაგეხმარება. მალე შევხვდებით ერთმანეთს" - თავდაპირველად წარწერას ვკითხულობ, შემდეგ კი კარიკატურას ვაკვირდები. მათზე გოგო და ბიჭი არიან გამოსახულნი. თითქოს იმ გოგონას სახეს ჩემსას ვამსგავსებ, ბიჭისას კი ნიკას. ვფიქრობ, იდეაშიც ეს იყო! მანქანა მიდის, მე კი ამ სიბნელეში მარტო ვრჩები. პირველად, რომ შევხვდით თასმა შევაკვრევინე, მაგრამ ახლა ეს როგორ დამეხმარება? შიშნარევი მზერით ვათვალიერებ გარემოს, თუმცა ბევრს ვერაფერს ვხედავ. სადღაც შორს ორ სხეულს ვლანდავ და მეც მაშინვე მათკენ მივდივარ. მათგან ხუთი ნაბიჯის მოშორებით ვდგავარ. უკვე მათ სახეებსაც ვხედავ, თუმცა გარკვევით ვერა. ერთ სილუეტს გრძელი, წელამდე თმა აქვს, აშკარად გოგონაა. მეორეზე დასკვნებს ვერ ვაკეთებ. მოკლე თმა გოგონებსაც აქვთ და ბიჭებსაც. სხვა დამახასიათებელ ნიშნებს კარგად ვერ ვხედავ ამ სიბნელეში. უეცრად მოკლეთმიანი სილუეტი იხრება და გრძელთმიანს თასმას უკრავს. ახლა უკვე ყველაფერს მივხვდი. მადლობა ღმერთო, რომ ეს თავსატეხი ამომახსნევინე. - ჩემთვის რაიმე ხომ არ გაქვთ. - ნიკას ნახვის სურვილი დაუფიქრებლობას მმატებს. მისალმების გარეშე, პირაპირ საქმეზე გადავდივარ. - დიახ გვაქვს, მარიამ! - ამბობს ბიჭის ბოხი ბარიტონი. მის სახეს ამ სიბნელეში ვერ ვხედავ. იმის მიუხედავდ, რომ ჩვენს შორის დიდტანცია ორი-სამი ნაბიჯია. გოგონა რაღაც ფურცელს მიწვდის, მეც მაშინვე ვართმევ და ვშლი. საინტერესოა, როგორ უნდა წავიკითხო?! ტელეფონის ფანარს ვრთავ და ფურცელს ვანათებ. " ყველაზე განათებული ადგილისკენ წადი. ლამპიონები თავად გიჩვენებენ გზას! " - ფურცლის ბოლოში ისევ კარიკატურას ვაწყდები. ბიჭი და გოგო, რომელთაც ისევ ვამსგავსებ ჩვენს თავებს, მაგიდასთან სხედან, ერთმანეთის პირისპირ. მომღიმარი სახით იყურებიან და ხელში სითხით გავსებული ჭიქა უჭირავთ. ალბათ ღვინოა ეს სითხე. რამხელა ფანტაზიის უნარი ქონია ნიკას. რამ მოაფიქრა ამის დახატვა? ტელეფონის ფანარს ვრთავ და ისევ ჯიბეში ვაბრუნებ. მივდივარ განათებული ადგილისაკენ. ლამპიონები ორ მწკრივად არიან დალაგებული. სწორედ მათ შორის ვიწყებ სიარულს. მალევე პატარა კოტეჯს ვუახლოვდები. კარი ღია მხვდება. აქეთ-იქით ვიხედები. ხომ არ ამერია? იმედია სხვაგან არ მოვხვდი. შიგნით შესვლისთანავე ლამაზად გაწყობილ, მრგვალ მაგიდას ვხედავ, რომელზეც სინათლე მკვეთრად ეცემა. ოთახის სხვა ნაწილები ჩაბნელებულია. ნიკა არსად ჩანს. სხვაგან ხომ არ მოვხვდი?! - არის აქ ვინმე? - ოთახის თვალიერებას ვიწყებ შეძლებისდაგვარად. ბოლოს დაღონებული ვჩერდები და ბნელი ოთახის ბოლოსკენ ვიხედები. თავადაც სიბნელეში ვდგავარ, მაგიდისგან მოშორებით. უეცრად მხარზე შეხებას ვგრძნობ. თბილი ხელი ზემოდან ქვემოთ მიუყვება და ბოლოს თითებზე ნაზად მეხება. ტანში ჟრუანტელი მივლის და სახეზეც ოდნავ ვხურდები. ჩემს უკან მდგომი სხეული თავისკენ მატრიალებს და მაგიდასთან მივყავარ. სინთლეში კარგად ვამჩნევ ნიკას სახეს და მომღიმარი შევყურებ. ისიც ნაზად მიღიმის და ორივენი მაგიდასთან ვსხდებით. ნიკა ღვინის ბოთლს იღებს და ჭიქებში ასხამს. მე კი დრო ვიხელთე და მის უნაკლო სხეულს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი. მეშინია აქვე არ დავდნე მისი ყურებით. ****** - იცოდე ღვინოსთან ფრთხილად იყავი. - ამბობს ნიკა და ჩემს ჭიქაზე მიუთითებს. უკვე მეორე ჭიქას ვსვამ. სასმელი თითქოს ოდნავ მომეკიდა, თუმცა აზროვნების უნარი ჯერ არ დამიკარგავს. - ნუ გეშინია, ბატონო ნიკა. საკუთარ თავს თავად მივხედავ. - ვამბობ და ღვინოს კიდევ ერთხელ ვწრუპავ. ისე თითქოს პირველი ყლუპი იყოს. - ბატონოთი მომართვას ვერ გადაეჩვიე მარიამ? - სკამის საზურგეს ნაზად ვეყუდები და ნიკას მაცდურად ვუქნევ თავს უარყოფის ნიშნათ. თანაც თამამად ვუღიმი. მის მწვანე თვალებს კარგად ვაკვირდები. სიხარულს და ბედნიერებას ვხედავ. ეს ფაქტი კიდევ უფრო კარგ ხასიათზე მაყენებს. - წამოდი. - ნიკა დგება, ხელს მკიდებს და გაურკვეველი მიმართულებით მივდივართ. მგონი ეს ეზოს უკანა ნაწილია. ულამაზესი ხედი იშლება ჩემს თვალწინ. მთელი თბილისი ხელის გულივით მოჩანს. ჩაბნელებულ ხედს აქა-იქ მკრთალი შუქი ანათებს. მთლიანობაში იმდენად ლამაზი ადგილია, რომ ოვაციებს ვერ ვწყვეტ. ნიკა ჩემს უკან დგას და თავისი სახე ჩემსასთან ახლოს აქვს. - მოგწონს? - ჩურჩულებს ჩემს ყურთან და თავის ამონასუნთქ პაერს ყელზე მაფრქვევს. ერთიანად ვხურდები და ალბათ ვწითლდები კიდეც. როგორ შეიძლება მის ყოველ ქმედებაზე ასეთი რამ მემართებოდეს? - მომწონს, ძალიან ლამაზია. - ვამბობ მხიარული ხმით და ღიმილიანი სახით. ნიკა ოდნავ მშორდება და წამში ჩნდება ჩემს გვერდით. ჩვენ მხრებს შორის მანძილი მილიმეტრებია. - მე უფრო ლამაზიც ვიცი. ოღონდ ის ადამიანია. - ამბობს და ხედს ხარბად უყურებს. თითქოს ბოლოჯერ ხედავს და თვალს არ აშორებს. მისკენ ვიხედები, სახე სერიოზული აქვს. ბოლოს უკვე მის სიტყვებს ვაანალიზებ და ფიქრს ვიწყებ ვინ არის ეს ადამიანი. ნუ თუ მე ვარ? ახლა ის რა ჩემზე საუბრობს? ჩემი ორგანიზმის თითოეულ უჯრედს ბედნიერების გრძნობა ეუფლება. - მართლა?! - ვამბობ ჩვეული ტონით. ჩემი სიტყვა თითქოს გაოცებას და კითხვას ერთად გამოხატავს. უფრო სარკასტულ გამოთქმას მივაკუთვნებდი. ნიკას ამ ადამიანის ვინაობის გამხელაში არ ჩავეძიები. თავადაც მეტყვის, რომ მე ვარ. როდესაც ამის დრო დადგება. ღმერთო რა მაგარია. მე ვარ?! - წამოდი გაგაცნობ. ისიც აქ არის. - ამბობს ნიკა, ხელს ძლიერად მჭიდებს და კოტეჯში შევყავარ. ისიც აქ არის? ანუ მე არ ვარ? ვინ არის? ნიკას მე კი არა ვიღაც სხვა უყვარს? არა და როგორი კარგი იქნებოდა, რომ ეთქვა შენ ხარო. მაგრამ.... თითქოს გზა იწელებოდა, თითქოს მარადიულად უნდა გვევლო. ნიკა ხელს ძლიერად მიჭერდა და უკანმოუხედავად მიმაქანებდა ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით. თავში ფიქრებს ვალაგებ. ნეტავ როგორი იქნება ის ვინც ნიკასთვის ყველაზე და ყველაფერზე ლამაზია. მაღალია თუ დაბალი? ალბათ მართლა ლამაზი იქნება, ნიკას ყურადღება თუ დაიმსახურა. იქნებ ქერა, მაღალი, მასავით მწვანეთვალებაა. ან იქნებ შავგვრემანი და საოცრად გამხდარია. ფიქრს ვწყვეტ და ველი, როდის ვნახავ მას საკუთარი თვალით. ნიკას ერთ-ერთ ოთახში შევყავარ და შუქს ანთებს. ოთხ კედელს შუა სივრცეში მხოლოდ ჩვენ ვიმყოფებით. სად არის ის მესამე? სად არის ნიკას რჩეული? ბიჭი სიარულს არ წყვეტს. ბოლოს სარკის წინ მაყენებს, თავად ჩემს უკან დგება და სარკიდან მიყურებს თვალებში. - აი ეს ადამიანი არის მსოფლიოში ყველაზე და ყველაფერზე ლამაზი. მე მისი ცისფერი თვალები და ყავისფერი თმა მიყვარს. მისი ტუჩების დამათრობელი გემო მიყვარს. ყველაზე მეტად კი მისი ღიმილი მიყვარს. ლოყებზე ღრმულები, რომ უჩნდება და ყველა კბილი, რომ ლამაზად მოუჩანს. მე მისი სიმორცხვე და პომიდვრისფერი კანი მიყვარს. ის ჩემია და მას ვერავინ წამართმევს. თუ კი მას ასე სურს...- სულში გასაოცარი სიმშვიდისა და ბედნიერების გრძნობა ჩამეღვარა. საოცრებაა, როდესაც შენთვის უსაყვრლესი ადამიანი სიყვარულს გიხსნის. ხმის ამოღებასაც ვეღარ ვბედავ. ზუსტად ვიცი, სიხარულისგან ხმა ჩამიწყდება. ნიკას ვეხუტები, თანაც ისე ლამისაა გავჭყლიტო. საპასუხოდ კი ბიჭი თავის ძლიერ მკლავებს მხვევს ზურგზე. სამუდამოდ ასე ყოფნაზეც კი არ ვიტყოდი უარს! ბოლოს ვხვდები, რომ ზედმეტი მომდის და მის სხეულს ვშორდები. არ მინდა ჩემი შეყვარებული ჩახუტებისგან მოვკლა. თან მეშინია თავში არ აუვარდეს! - მგონი ვიღაცას ჩემი დაკარგვის შეეშინდა. - აი, ხომ ვამბობ! თავში აუვარდა. და მართლაც, ძალიან, ძალიან შემაშინა. - გული გამისკდა სულელო! - ვამბობ და მკერდზე ხელს ძლიერად ვკრავ. თუმცა ჩემს ძალას რა ვუთხარი ადგილიდან ვერ ვძრავ. " აბა რა გეგონა მარიამ? ვერ ხედავ რა კუნთები აქვს. იმხელა ძალის პატრონია... გეგონა ასე მარტივად დაამრცხებდი?!" - გიხდება გაბრაზება პატარავ. - ამბობს ბიჭი და თმას ყურს უკან ნაზად მიწევს. ისეთი სასიამოვნო შეგრძნებაა... თან უკვე ვიცი, რომ ნიკას ვუყვარვარ. ის მხოლოდ ჩემია, მხოლოდ ჩემი! - შენი პატარა არ ვარ! - ვამბობ ვითომ გაბრაზებული და "ვიბუსხები". - კარგი რა... პატარაავ. - ნიკას ვუღიმი და სიცილით ზურგზე ვახტები. ოდნავ სიმთვრალეც მეხმარება ამ ქმედების ჩადენაში. სიფხიზლეში არამგონია ასეთი რამ გამეკეთებინა. - საჭმლისაკენ ჰერი, ჰერი. - რა ვქნა, კი მეცოდება ნიკა ჩემი წონის მის ზურგზე აღმოჩენისთვის, მაგრამ რა ვქნა? მშია! - შენ რა კიდევ გშია? - მშია. ნიკამ სამზარეულოში შემიყვანა და მაგიდაზე დამსვა. თვითონ კი საჭმლის მზადებას შეუდგა. ისე მშიოდა ინგრედიენტები მოვპარე და შედეგად, სანამ საჭმელი გაკეთდა მე უკვე დანაყრებული ვიყავი. - კარგი რა ნუღა მიჭამ. მე რითი გავაკეთო საჭმელი ჰაერით? - მის სიტყვებზე სიცილს ვიწყებ. ისე ნეტა ჰაერით გაკეთებული საკვები გემრიელი იქნება? ჩემს ფიქრებზე კიდევ უფრე მეტად მეცინება და ნიკას ყურადღებასაც წამებში ვიქცევ. ბიჭი ჩემსკენ მოდის სწრაფი ნაბიჯით და ჩემი ფეხების წინ დგება. არ დაგავიწყდეთ, რომ მაგიდაზე ვზივარ. ნიკა პირდაპირ თვალებში მიყურებს. ჩემსკენ იხრება საკოცნელად, მეც ოდნავ მისკენ ვხრი სახეს. უეცრად ნიკას მზერა ჩემს უკან გადააქვს და რაღაც ჭურჭელს იღებს. მე კი მეგონა.... აი ასე მარტივად ვრჩები შერცხვენილი. უკვე მესამედ ხდება მსგავსი რამ. კოცნას, რომ ვაპირებ სწორედ მაშინ არ მკოცნის. ნუთუ ასე ჯინაზე იქცევა? ნიკა სიცილით მშორდება და საჭმლის მომზადებას განაგრძობს. მგონი უკვე ვეღარაფრის ჭამს შევძლებ. ბოლოს ნიკას მომზადებული საკვები შეყვარებულთან ერთად მთლიანად მივირთვი. რადგან ნიკა თავისი ხელით მაჭმევდა. მისი ხელიდან კი იმაზე მეტად გემრიელი აღმოჩნდა, ვიდრე ზოგადად არის ხოლმე. ან უბრალოდ ნიკა არის საუკეთესო შეფი და მისი მომზადებული ყველაფერი უგემრიელესია. დანაყრებულები ტელევიზორის ოთახში გავდივართ. ვცდილობთ რაიმე ფილმი ავარჩიოთ. - ახლა, რომ ვაკვირდები. შვიდი წყვილი ვართ სამეგობროში. პირველი, ელე და ბექა. მეორე, ლიზი და ლეო. მესამე, ლუკასი და ლიკა. მეოთხე, ქეთო და გიორგი. მეხუთე, გიგი და ანი. მეექვსე, გვანცა და ტატო. ბოლოს კი ჩვენ. - შვიდნი არა, რვა ვართ. ანდრია და ევა გავიწყდება. - ისიანი ერთად არ არიან, ჯერ მაინც - არიან. გუშინ ანდრიამ ევას სიყვარული აუხსნა. ასე რომ, ისინიც ერთად არიან. - სიხარულისაგან ნიკას ძლიერად ვეხუტები და მალევე ვშორდები მას. ნიკას გვერდით ვზივარ. მას ჩემი ხელი თავისაში აქვს მოქცეული და ნაზად ეფერება. არ მინდა რაიმე რომანტიკული ფილმი. მერე ვიცი რამე ისეთი მოხდება, მე კი ტირილს დავიწყებ. ნიკა კი დაცინვას. ამხელა გოგო მტირალა ხარო. მაგრამ რა ვქნა ემოციური თუ ვარ? ბოლოს გადაწყვეტილებას ერთერთზე ვაჩერებთ სახელად "საბრალონი". ტირილი არ მინდოდა და თავს მაქსიმალურად ვიკავებდი. ისეთი გულის ამაჩუყებელი ისტორია იყო, რომ არ ვიცი. ბოლოს ვულკანმა იხეთქა და ტირილი დავიწყე. - შენ რა ტირიხარ? - მესმის ნიკას სიცილნარევი ხმა, რომელიც ჩემს გაბრაზებას იწვევს. ის რა დამცინის? - ნუ დამცინი! - ვამბობ გავრაზებული და ნიკას ოდნავ ვშორდები. ისევ მის გვერდით ვზივარ, თუმცა შედარებით მოშორებით. - კარგი პატარავ არ გამიბრაზდე. ისე, რომ იცოდე გიხდება გაბრაზება. - ნიკა ჩემთან ახლოს მოდის და ძლიერად მიხუტებს. თანდათან ვწყნარდენი და ტირილსაც ვწყვეტ. ცოტა ხანში ნიკას მკლავებისგან ვთავისუფლდები. ის ჩემსკენ სწრაფადვე იხედება და სახეზე მაკვირდება. თავს უხერხულად ვგრძნობ და მისკენ ვიხედები. ვიფიქრე, იქნებ მზერა მომაშოროს-თქო, მაგრამ არა. ნიკა ჩემს ბაგეებდ ეხება და ტუჩის კონტურს ხელს აყოლებს. რაღაც გახსვავებული გრძნობა მეუფლება. ნიკა ჩემს სახეს ხელებში იქცევს. ვხვდები, რომ ჩემა კოცნას აპირებს და მაშინვე ფეხზე ვდგები, სხვა ოთახში გასასვლელად. სამაგიეროს გადახდის დრო მოვიდა. სამჯერ მოვინდომე შენი კოცნა და სამჯერვე უპასუხოდ დამტოვე. ახლა შენი ჯერია ძვირფასო! ორი ნაბიჯიც არ მექნებოდა გადადგმული, რომ ნიკა ხელს მჭიდებს და თავისაკენ მიბიძგებს. თავს ვერ ვიკავებ და მის კალთაში ვხვდები. უხერხულობას ვგრძნობ. ვცდილობ ნიკასგან განვთავისუფლდე, თუმცა ამოდ. ჩემს გაშვებას არ აპირებს. - გამიშვი. - ვამბობ მკაცრი ტონით. იმედია ეს მაინც მიშველის. ძალით ვერაფერს შევძლებ, ამიტომ ახლა სიტყვიერად ვცდილობ მის დარწმუნებას. - არა! - იმდენად კატეგორიული ხმით მპასუხობს, რომ უკვე იმედი მეწურება. - გამიშვი, თორემ... - თორემ რა? - ოთახში სიჩუმე იწყებს გამეფებას. ვფიქრობ რა ვუთხრა. რას გავაკეთებ თუ არ გამიშვებს? - თორემ დაგარტყამ. - ვამბობ და ჩემს სულელურ სიტყვებზე ვიღიმი. რომ დავარტყამ ეტკინება თუ რა? პირიქით, შეიძლება აქეთ მე ავღმოჩნდე დაზარალებული. - დარწმუნებული ხარ? - ამბობს ნიკა და წარბებს ათმაშებს. - არა, არ ვარ!- ვამბობ და მის ტუჩემს ხარბად ვეწაფები... დასასრული ^^^_____^^^______^^^______^^^_____^^^ აბა როგორი იყო სიხარულებო? თითოეულმა დააფიქსირეთ თქვენი აზრი და გამოხატეთ რეაქცია. იმედი მაქვს მოგეწონათ. თუ აქამდე ჩამოიკითხეთ ცუდი არ უნდა იყოს. მალე დაგიბრუნდებით ახალი მოთხრობით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ორ ადამიანს, რომლებიც მოთხრობის წერის პროცესში მხარში მედგნენ და "მგულშემატკივრობდნენ" : მ.ჩ. ქ.ვ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.