შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულები +18 (სრულად)


11-05-2020, 22:12
ავტორი ნადარაია
ნანახია 40 409

მოგესალმებით მეგობრებო! როგორც შეგპირდით, ვეცადე რაც შეიძლებოდა მალე დაგბრუნებოდით ახალი ისტორიით... კარანტინმა ამ ყველაფერს ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა :) იმედია ისევ დავიმსახურებ თქვენს სიტყვარულს და ემოციებს... მართლა გულით ვეცადე ეს ისტორია ძალიან ემოციური, ამაღელვებელი, მტკივნეული და თან ძალიან რომანტიკული გამომსვლოდა. იმედია მოგეწონებათ და გამიხარდება, თუ გამიზიარებთ თქვენს აზრს... თქვენი თითოეული თბილი სიტყვა უუუდიდეს მოტივაციას მაძლევს...
მიყვარხართ ძალიან!


1.თორნიკე

საშინლად ცხელა. აუტანელი, სულის შემხუთავი სიცხეა სახლშიც და გარეთაც. ყველა ფანჯარა გამოღებულია, მაგრამ ჰაერი საერთოდ არ იძვრის. მგონი ჯოჯოხეთში ვარ. შეიძლება ასეც არის. უარეს სიცხეშიც ვყოფილვარ, მაგრამ ასე სული არსად შემხუთვია. განა ამაზე საშინელება რა შეიძლება ცხოვრებაში დამემართოს?! ეს კითხვა არ მასვენებს. გონებას შიგნიდან მიღრღნის და მაწუხებს უკვე. ფანჯარასთან ვდგავარ, ჩალისფერ ფარდას ვწევ და გარეთ ვიყურები მეშვიდე სართულიდან. დილის 11 საათია, მგონი, თუმცა ჩემთვის დრო გუშინ გაჩერდა. ხელებით ხის რაფას ვეყრდნობი, რომელსაც საღებავი გაცლილი აქვს და საშინელი შესახედია. ფანჯრის ხის ჩარჩოებიც ეგეთ დღეშია. ამდენი წლის განმავლობაში ვუყურებდი ამ ფანჯრებს და ეს არც კი შემინიშნავს. გარეთ ვიყურები. ჩემს წინ საბჭოთა კავშირის გასაოცარი ნაშთების - „ხრუშჩოვკა“ ბინების მთელი რიგია ჩამწკრივებული. რატომღაც ეს ხედი გულს მირევს, მაგრამ სახლში შემოხედვა არ მინდა.
„თორნიკე... თორნიკე...“ - მეძახის უკნიდან ვიღაც, მგონი დედაჩემია, დედის ხმა არ დამვიწყნია, უბრალოდ ჩემი სმენის რეცეპტორები გუშინდელის შემდეგ მოიშალა. არა და რაც ჩემს ყურებში ტყვიებს და ბომბებს უწუილია, მაგრამ არა... მათ ვერაფერი დამაკლეს.
განა მარტო სმენა? ასე მგონია მთლიანად ვიშლები, ნაწილ-ნაწილ, ნაფლეთ-ნაფლეთ ვიგლიჯები. თითქოს ვიღაც ძალიან ბოროტი ჩემს სულშია ჩამძვრალი და ნაკუწ-ნაკუწ აქცევს. ო, როგორ მტკივა. მთელი სხეული მტკივა. კუნთები ისე მაქვს დაჭიმული, ასე მგონია, მალე გაწყდება და მეც სადმე მივეგდები, ძალაგამოცლილი, განადგურებული, მხოლოდ სხეული, ლეში, გვამი. ასე თავი მაშინაც კი არ მიგრძვნია, როცა წლების წინ ყუმბარა ჩემგან სულ რამდენიმე მეტრში აფეთქდა, სადღაც თხრილში გადავვარდი და თავს უკვე მკვდრად ვთვლიდი. მაშინაც კი არ მიგრძვნია არც ფიზიკური და არც სულიერი ტკივილი. ახლა კი ყველაფერს ერთდროულად ვგრძნობ და ეს მაგიჟებს.
დედაჩემი ძალით მატრიალებს. არ მინდა ოთახში დაბრუნება, არ მინდა ამ რეალობაში დაბრუნება, არ მინდა ვხედავდე იმას, რაც ახლა ჩემს თვალწინაა. მინდა, რომ ვინმემ გამაღვიძოს. მინდა, რომ ეს კოშმარი იყოს, გრძელი კოშმარი, რომელიც ოდესღაც მთავრდება. მაგრამ... არა... არაფერი მსგავსი არ ხდება. მე ვბრუნდები და ვხედავ ძველი სამოთახიანი „ხრუშჩოვკის“ ზალაში დასვენებულ სასახლეს. რა სასახლე? რომელმა ჭკუათმყოფელმა უწოდა ამას სასახლე? ჩემს წინ კუბო დევს. მის გარშემო სკამებია შემოწყობილი. სახლში სკამები არ ეყოთ და მეზობლებმა შემოგვიტანეს რამდენიმე. ამის გაფიქრებაზე მეღიმება. რა უაზრობაა?!
კუბოს გარშემო კი ყვავილების მთელი რაზმია შემოწყობილი. ფუ, როგორ მეზიზღება ყვავილები. ჩემთვის მხოლოდ სიკვდილთან ასოცირდება. განსაკუთრებით მიხაკები. მძულს. წითელი მიხაკების დანახვა არ მინდა. და კალა. ეს თეთრი, მახინჯი ყვავილი, რომელიც მხოლოდ პანაშვიდებს ამშვენებს. ამაზრზენია, მეტი არაფერი.
- თორნიკე, დედი, ჩაიცვი რამე წესიერი, გთხოვ... მალე ხალხი დაიწყებს მოსვლას... რას იტყვიან...
დედაჩემი მეჩურჩულება. ვუყურებ მას, მის ტირილისგან დასიებულ თვალებს, მის უძინარ, ამოღამებულ თვალის უპეებს. მის დანაოჭებულ ლამაზ სახეს. როგორ შეიცვალა. თითქოს ამ ერთ ღამეში კიდევ ათი წლით დაბერდა. ჩემზე ორი თავით დაბალია, გამხდარი და გალეული. ამღვრეული თვალებით შემომყურებს. ვიცი, ძლივს იკავებს ცრემლებს. ძლივს იკავებს თავს, რომ ღრიალი არ მორთოს. მაგრამ ვამაყობ მისით. იცის თავის დაჭერა. შავები აცვია. გრძელ მკლავიანი მაისურიც კი ჩაუცვამს. არადა როგორ ცხელა.
- თორნიკე... გთხოვ, ხმა გამეცი... ნუ მიყურებ ასე... მეშინია... დედი...
მევედრება. როგორი შეშინებული სახე აქვს. როგორ მინდა რამე ვუპასუხო, რამე ვუთხრა, მაგრამ ხმა არ ამომდის. სადღაც გაქრა. დავმუნჯდი. მე აქ აღარ ვარ.
კუბოსკენ მივდივარ. სუდარა აქვს გადაფარებული. რატომღაც სურვილი მეუფლება, რომ ეს საშინელი თეთრი ნაჭერი ჩამოვაშორო. დედაჩემს განზე ვწევ და ასეც ვიქცევი. ხელი მის ცივ კანზე მიხვდება. რა საშინელებაა. როგორი ცივია, როგორი გაქვავებული. მარმარილოს ქანდაკებას ჰგავს, სიცოცხლის ნიშანწყალიც კი აღარ ეტყობა. არადა გუშინ ამ დროს ხომ ცოცხალი იყო?! გუშინ ამ დროს ხომ დადიოდა, იცინოდა, საუბრობდა...
დავყურებ მის უსიცოცხლო სახეს. როგორი მშვიდია. ზედმეტად მშვიდია. მშურს. ძალიან მშურს. რას არ მივცემდი, ოღონდ ახლა მის მაგივრად მე ვიწვე აქ. ნეტავ, მე შემეძლოს ვიყო ასეთი მშვიდი, გაქვავებული, უგრძნობი.
და მაინც. როგორი ლამაზია...
ქერა თმა მხრებზე ეცემა. თვალები დახუჭული აქვს, თითქოს სძინავსო, მაგრამ არა... ის უბრალოდ აქ აღარ არის. როგორი საწყენია იმის ცოდნა, რომ ვიცი ამ ქანდაკების ქვეშ რა იმალება. მე ხომ ყველაზე კარგად ვიცნობ ამ მწვანე თვალებს, ჩემს სათაყვანებელ თვალებს, მე რომ ასე მომხიბლა და დამატყვევა წლების წინ. ვუყურებ მის ლამაზ ცხვირს. რამდენჯერ მიკოცნია ამ ცხვირის წვეტზე? ტუჩები უსიცოცხლოდ აქვს მოკუმული. ეს ტუჩები. ღმერთო ჩემო. მე ხომ ამ ტუჩებისთვის მზად ვიყავი სიცოცხლე გამეწირა. მე ხომ ამ ტუჩებისთვის ყველაფრის გამკეთებელი ვიყავი. ჩემს ტუჩებს ხომ ახსოვს ამ ტუჩების ხავერდოვანი შეხება?!
როგორი თეთრია. როგორი არარეალური. თითქოს მართლა აღარ არის აქ. ეს მხოლოდ მისი სხეულია. მხოლოდ სხეული. სული გაქრა. სული წავიდა და სამუდამოდ დატოვა თავისი საცხოვრებელი.
ვუყურებ და არ მჯერა. ნუთუ ეს მართლა ის არის? ვუყურებ მის სხეულს, მის ტანსაცმელს, მის თმას, მის სახეს, მაგრამ ის არ არის. უბრალოდ არ არის.
- დედი, ნუ უყურებ დიდხანს, გთხოვ...
მიახლოვდება დედაჩემი ისევ ჩუმი ხვეწნით. არ ვემორჩილები და ისევ მას ვაშტერდები. უფრო სწორედ მის სხეულს. უსიცოცხლო სხეულს. ქანდაკებას. გვამს. ჩემი ცოლის გვამს.
კივილი მაფხიზლებს. ოთახში დედამისი შემორბის და შვილის სხეულზე ემხობა. ინსტიქტურად უკან ვიხევ. კივის. როგორი შემზარავი ხმა აქვს. სულში ატანს და შუაზე მაპობს. როგორ მეზიზღება ეს ხმა.
„შვილო... ჩემო ერთადერთო... დედას ერთადერთო გოგოვ... ჩემო ულამაზესო... ჩემო ანგელოზო... რა გამიკეთე, დედა?! რა გამიკეთე?! ჩემზე ადრე რა უფლებით წახვედი?! შენ უნდა დაგეტირე და ჩემი დასატირებელი რატომ გახდი?! რატომ გამაუბედურე ასე, დედა?!“
მოსთქვამს, ღნავის. სახეზე ეფერება. ვერც კი შევამჩნიე, როგორ შემოსულან მეზობელი ქალები და როგორ დაუკავებიათ კუბოს გარშემო ადგილები. რა იყო?! სანახაობაა?! ნუთუ ასეთი საინტერესოა სხვისი უბედურების ყურება?! როგორი გაფაციცებით გვაკვირდებიან. ნუთუ მოსწონთ ეს ტირილი და კივილი?! გული მერევა! უნდა გავიდე!
რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და ვიღაც მთელი ძალით მატრიალებს. ჩემი სიდედრი ახლა მე მეჭიდება.
- მკვლელო... შენ მოკალი ჩემი შვილი... - ჩამყვირის და მუშტებს მიშენს. - შენ რომ არა სალომე ცოცხალი იქნებოდა... შენ გააუბედურე... არ უნდა გამეტანებინა... ის შენი ცოლი არ უნდა გამხდარიყო...
ამდენი წლის განმავლობაში მერამდენედ ვისმენ ამ სიტყვებს უკვე სათვალავი ამერია. ცივად დავყურებ ქალს, მის ხელებს ვიშორებ და ოთახს ვტოვებ. სადარბაზოს აივანზე გავდივარ, აქ ჩრდილია, სიგრილე მსიამოვნებს. ჯიბიდან სიგარეტს ვიღებ და ვუკიდებ. როგორ მსიამოვნებს მომწამლავი აირის ფილტვებში გაშვება. თითქოს ვგრძნობ, როგორ მანადგურებს ეს შიგნიდან. ნეტავ ახლავე მომკლას და დამთავრდეს ჩემი ამაო ყოფა.
როგორ არ მინდა ამ ყველაფრის გააზრება. ტვინი მტკივა. თავბრუ მესხმის. გონება მებინდება. არ მინდა. არ მინდა, რომ ეს სიმართლე იყოს. არ მინდა, რომ ახლა ჩემი ცოლის პანაშვიდი იყოს. რატომ არ არის ჩემი?! განა მე უფრო მეტი ცოდვა არ მაქვს ამ სამყაროში?! რატომ მაინც და მაინც სალომე. მე რატომ არ მოვკვდი?!
ეს კითხვა არ მასვენებს. შიგნიდან მჭამს. გული ისე მაქვს დამძიმებული, ასე მგონია, მალე გასკდება. ტირილი მინდა, მაგრამ ვერ ვტირი, ცრემლები გაშრა, გაქრა. ღრიალი მინდა. ხმა არ ამომდის. მინდა რომ რაღაც დავლეწო, ძალა ამოვანთხიო. ძალა არ მაქვს. ისიც გაქრა.
ამიხსენით... რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?!
- თოკა, დე... არ ინერვიულო გიულის სიტყვებზე, გთხოვ... - მიახლოვდება დედაჩემი. - ახლა მაგას ჭკუა არ მოეკითხება... ხომ ხედავ რა დღეშია...
- და მე? მე დედა? მე მომეკითხება ჭკუა?! - გამქრალი ხმა მოულოდნელად ჩნდება.
დედაჩემი ჩუმდება. ხმას აღარ იღებს, მაგრამ მაინც გვერდით მიდგას და არ მტოვებს. ელოდება, სანამ სიგარეტის მოწევას დავამთავრებ. ხალხის ნაკადი უკვე იწყებს სვლას. მოდიან აცრემლებული თვალებით, შეძრული სახეებით, ფერადი თაიგულებით ხელდამშვენებულები და სახლის ღია კარიდან მკაფიოდ ჩამესმის ტირილის და გოდების ხმა. როგორი შემზარავია.
„რატომ შვილო...“, „ასეთი ახალგაზრდა...“, „არ მჯერა...“, „ვაი დედაშენს...“...
მსგავსი ფრაზები ყველაზე ხშირად სწვდება ჩემს ყურთასმენას. ხალხი შედის და გამოდის. მიდიან. მიდიან და ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას. ვითომ არც არაფერი მომხდარა. ისევ მიდიან სამსახურში, მაღაზიაში, სახლში... ისევ აგრძელებენ თავიანთ ცხოვრებას გეგმის მიხედვით.
და მე?!
მე რა უნდა ვქნა?! როგორ უნდა ვიცხოვრო?! ან ჩემს ცხოვრებას საერთოდ ცხოვრება ერქმევა ამის შემდეგ?! სად უნდა ვპოვო ის ძალა, რომელიც ცხოვრების გასაგრძელებლად მჭირდება?! სად უნდა ვნახო ის მიზანი, ის მიზეზი რისთვისაც აქამდე ვცხოვრობდი, რისთვისაც ყოველი დილის გათენება მიხაროდა.
ნეტავ, აღარ გათენდეს. ნეტავ, ეს ბოლო მზის ხილვა იყოს ჩემთვის.
მთელი დღის განმავლობაში სადარბაზოში, კარში მიწევს დგომა და ყველა მოსულის ან გადაკოცნა, ან ხელის ჩამორთმევა. გასაკვირია, მაგრამ მომწონს. მომწონს იმიტომ, რომ ამ დროს გონება მეფანტება. აღარ ვფიქრობ, აღარაფერზე. თითქოს, მხოლოდ ვარსებობ, ინსტიქტურად ვმოძრაობ, მაგრამ არ ვფიქრობ. ხალხის ნაკადი არა და არ წყდება. თვალები ძირს მაქვს დახრილი და ძირითადად ყველა მომსვლელის ფეხსაცმელს ვხედავ, კარგად, საგულდაგულოდ გაკრიალებულ ფეხსაცმელებს. თვალებში არავის ვუყურებ. რომც შევხედო, მაინც ვერ აღვიქვამ ვინ არის... ჩემს ძმაკაცებსაც ვხედავ, ჩემს გვერდით დგანან და ჩემს შემდეგ ისინი ეგებებიან მოსულებს. არც ერთი არ იღებს ხმას. მაგრამ მე ხომ ვხედავ. ხომ ვხედავ როგორ აპარებენ ჩემკენ მზერას და მერე გადახედავენ ერთმანეთს. არაფერს მეუბნებიან. როგორ მიცნობენ. ახლა უფრო დავაფასე მათი არსებობა. მორიგეობით გადიან მოსაწევად. ამასაც კი თვალებით აგვარებენ.
გაქცევა მინდა. ოღონდ აქ არ ვიდგე და ყველაფერს გავაკეთებდი ამისთვის. ყურებში გაბმულად ჩამესმის სახლიდან გამოსული ტირილის, კივილის და გოდების ხმა. ეს ხმა მაქვავებს. ეს ხმა არ მიშვებს და მეც ვემორჩილები. და ეს ყვავილები. ყვავილების სუნად ყარს აქაურობა. რომ შემეძლოს ახლავე ცეცხლს წავუკიდებდი.
ყოველ ნახევარ საათში ერთხელ დედაჩემი გამოდის. მეხვეწება, რომ შეგნით შევიდე, ჩამოვჯდე, რამე ვჭამო ან წყალი მაინც დავლიო. ეჰ, დედა. საერთოდ არ გესმის რა დღეში ვარ?! ნუთუ არ გესმის, როგორ ნატრობს სიკვდილს შენი შვილი. როგორ მოსწყდა მის გულს რაღაც. როგორ დარჩა ერთ წამში ყველაზე მარტო ამ ქვეყანაზე.
ნუთუ მართლა დავკარგე? ნუთუ მართლა მოკვდა? იმდენად დაუჯერებელია ეს ყველაფერი, რომ ისევ კოშმარში მგონია თავი. ისევ ველოდები, რომ ვინმე გამაღვიძებს. ვინმე არა... სალომე...
ნუთუ სახლში აღარ მელოდება? აღარ მეჩხუბება გვიან მოსვლისთვის? აღარ ჩამომეკიდება კისერზე და შეეცდება ჩემს შეცდენას? ნუთუ ახლა ქვრივი ვარ... ღმერთო ჩემო, მე ქვრივი ვარ. არა და ამ სიტყვის გაფიქრებაზე ყოველთვის შავებში ჩაცმული ქალი მახსენდებოდა. რატომ ასოცირდებოდა ჩემთვის დაქვრივება მხოლოდ ქალთან? რატომ არასდროს წარმომედგინა, რომ ქვრივი კაციც შეიძლებოდა ყოფილიყო?
თურმე რამდენ რამეში ცდება ადამიანი. თურმე მართალი ყოფილა, რომ არაფერია მარადიული. რომ ადამიანი მხოლოდ ტანჯვისთვისაა გაჩენილი. და რომ ეს ცხოვრება არავის გაახარებს ბოლომდე. ნუთუ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო, რომ მე ეს გამეაზრებინა? განა ეს იყო საჭირო?
საღამოს ძალით შევყავარ დედაჩემს სახლში. არ ვიცი რომელი საათია, მაგრამ ალბათ უკვე დაღამდა და გვიანია. დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ჩემი სხეული მიჩვეულია ფეხზე დგომას, ფიზიკურ დატვირთვას. აქამდე მეგონა, რომ სულიერადაც, ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი ყველაფრისთვის. რამდენი ადამიანი მომკვდარა ჩემს თვალწინ, რამდენისთვის დამიხუჭავს თვალი, რამდენი გვამისთვის გამითხრია ჩემი ხელით საფლავი, მაგრამ... თურმე ვცდებოდი. თურმე ყველაზე საშინელება ჯერ კიდევ წინ მქონდა. და აი ვდგავარ ახლა და ვუყურებ ჩემი საყვარელი ქალის გვამს.
კუბო ოთახის შუაში დევს. თურმე არ მძინავს. თურმე რეალობაში ვარ. ყველაზე საშინელ, გაფიქრებისთვისაც საზარელ და დაუნდობელ რეალობაში ვარ.
სალომეს ისევ გადააფარეს სახეზე. რატომ აფარებენ? ნუთუ არ უნდათ ბოლოჯერ დატკბნენ მისი სილამაზით? კუბოს ვუახლოვდები და სუდარას ვწევ.
მეჩვენება. უეჭველად მეჩვენება. თითქოს იღიმის. როგორი მშვიდი სახე აქვს. როგორი უდარდელი. ბედნიერია? როგორ შეიძლება ადამიანი ამით ბედნიერი იყოს? გაიღვიძე, სალომე, გაიღვიძე. გთხოვ. და მეც გამაღვიძე. მითხარი, რომ ეს ჩემი მორიგი კოშმარია, რომელიც არასდროს ახდება. ჩვენ ხომ ასეთი გეგმა გვქონდა. შენ ხომ შემპირდი, რომ დამიტირებდი. ხომ მომეცი სიტყვა, რომ ჩემზე ადრე არ დატოვებდი ამ სამყაროს? ჩემთან ერთად სიბერის გატარებას აპირებდი. გეცინებოდა სიბერეზე. ეს პირობაც გატეხე, სალომე. ხვდები ამას?!
- თოკა, დე... - მიახლოვდება დედაჩემი. - სახლში უნდა წახვიდე... ბავშვი გელოდება... რამდენიმე საათია ტირის, თურმე...
ახლაღა მახსენდება ბავშვი. და ამის მერე მე მამა ვარ?! ამის მერე მე ფეხზე უნდა ვიდგე და სალომე აქ იწვეს? სადაა სამართალი, ღმერთო, სადაა შენი სამართალი?! მინდა რომ დავიღრიალო, მაგრამ ხმა ისევ არ ამომდის.
საჭესთან არ მსვამენ. დედაჩემმა სანდრო დაიყოლია დარჩენაზე. ახლა სანდროს მივყავარ სახლში. ფანჯარაში ვიყურები და უსასრულობას გავცქერი. სახლთან აჩერებს.
- ხვალ ცხრა საათზე მოგაკითხავ. ათზე ეკლესიაში უნდა ვიყოთო, ასე დამიბარეს.
- და ტინა? - რაღაც არაამქვეყნიური, არარეალური ხმა ამომდის. საერთოდ არ ჰგავს ჩემს ხმას.
- ანანო დაიტოვებს.
კარს ვუხურავ და სადარბაზოში შევდივარ. როგორი უცხოა ჩემთვის აქაურობა. ბაც კედლებს ვაშტერდები. თითქოს პირველად ვამჩნევ ამ კედლების ფერს. ფეხით ავდივარ. არ შემიძლია. არ მინდა. არ მინდა ამ სახლის კარი შევაღო. არ მინდა იმის გააზრება, რომ ახლა სალომე არ შემომახტება და არ დამიწყებს კოცნას. არ მინდა. მაგრამ. ვალდებული ვარ.
ტინას ტირილი სადარბაზოშივე ისმის. კი არ ტირის, გაჰკივის. ეჰ, ტინანო. ნეტავ თუ ხვდები რა ხდება ჩვენს თავს. ნეტავ თუ ხვდები, რომ მხოლოდ მე და შენ დავრჩით ამ ქვეყანაზე. მეტისმეტად პატარა ხარ ამ ამბისთვის. მეტისმეტად პატარა ხარ ობლობისთვის.
სახლში შევდივარ. სალომეს სუნი დგას. თითქოს ისევ აქ არის. თითქოს არც არსად წასულა. ტინას, ალბათ, მუცელი სტკივა და ამიტომ ტირის. სალომე კი არწევს.
მაგრამ არა... ტინას ბაია არწევს. დედაჩემის შვილობილი ბაია. მასაც დასიებული აქვს თვალები. ცრემლებისგან სველი აქვს სახე.
- თორნიკე... - ამას ამბობს და ქვითინს იწყებს.
შენ მაინც ნუ დამტირი, ბაიკო, გთხოვ. შენ მაინც ნუ მექცევი ასე. ტინას ვართმევ და ვიხუტებ.
- ჩშშ... ტინანო... აქ ვარ... მოვედი...
თითქოს ჩემს სიტყვებს ელოდაო. მაშინვე ჩუმდება და თავს მადებს. საწოვარა პირში უდევს და ცდილობს ჩემს მხარზე დაიძინოს.
როგორ უნდა გითხრა, ტინა, რომ დედა აღარ მოვა. დედა აღარ მოვა, აღარასდროს. აღარ მოგეფერება. აღარ გაკოცებს. აღარ გიმღერებს ძილის წინ. არც შენთან ერთად იტირებს, როცა ავად იქნები. მორჩა. დამთავრდა. მე და შენ დედას ვეღარ ვნახავთ. ასე მოგვექცა ცხოვრება.
ტინას ვიხუტებ და ოთახში შევდივარ. საწოლს ვუყურებ. როგორ ეტყობა, რომ სალომეს მილაგებულია. ამას ყოველთვის ვამჩნევდი. ბალიშები უცნაურადაა მიწყობილი, გადასაფარებელიც უსწორმასწოროდაა გადაფარებული. რამდენიმე წუთის განმავლობაში ვაკვირდები ამას და ვიმახსოვრებ. ვცდილობ ღრმად შევინახო გონებაში, ღრმად ჩამრჩეს, რადგან ამ საწოლს ასე აღარავინ დაალაგებს. ეს ბოლოა.
ტინას ვაწვენ და ტანსაცმელს ვიხდი. ძირს ვყრი და მოწყვეტით ვეშვები. ბალიშში თავს ვრგავ. სალომეს სუნი აქვს. სალომეს თმების სურნელი. სალომეს სუნამოს სურნელი. თითქოს აქაა. მგონი ვგიჟდები. თვალებს ვხუჭავ და ამ სურნელს კიდევ უფრო ღრმად ვუშვებ ფილტვებში. კი. ნამდვილად აქაა. ჩემი სალომე არსად წასულა.
მეძინება...
ტინას ფეხი მხვდება თავში. მეღვიძება. როგორც ჩანს ცოცვით ცდილობს საწოლიდან გადაფრენას. თვალებს ვიფშვნეტ. ტინას ფეხებს ვეჭიდები და ჩემკენ ვაბრუნებ. თვალებით სალომეს ვეძებ. ასე მგონია ახლა გამოვა აბაზანიდან, ტინას ხელს დაავლებს, ჰაერში აიტაცებს და კოცნებით დაახრჩობს, მაგრამ სახლში სამარისებური სიჩუმეა. სალომე არსად ჩანს... თურმე სიზმარი არ ყოფილა... თურმე მე და ტინა მართლა მარტონი დავრჩით ამ ქვეყანაზე.
- მამას გოგო... - კისერში ვკოცნი.
ტინა მიცინის. ღმერთო ჩემო. მართლა როგორ ჰგავს სალომეს. აქამდე ამას ვერ აღვიქვამდი. ქერა კულულები შუბლზე აქვს ჩამოყრილი. საწოვარას იღებს და პირში იდებს. გაკვირვებული აცეცებს ოთახში თვალებს. ისიც ჩემსავით ელოდება სალომეს შემოსვლას.
- არა, მამი... არ მოვა... დედა წავიდა...
თითქოს ჩემი სიტყვები გაიგოო. სახე ეღრიცება და ტირილს იწყებს. მომდევნო საათი მის რწევას და დამშვიდებას ვუნდები. მამობა ასე რთულად და მძიმედ არასდროს მომჩვენებია.
ანანო მოდის, სანდროს ცოლი. ისიც ნამტირალევია. რატომღაც თვალებში არ მიყურებს. ნუთუ შენც მე მადანაშაულებ, ანანო?
სანდრო დაბლა მელოდება. სალომეს სახლში მივდივართ. ეზო სავსეა ხალხით. ჩემი დანახვისთანავე ყველა ჩუმდება და მე შემომყურებს. საინტერესოა, რას ელოდებიან? ნუთუ ჩემი სალომეს კუბოზე დამხობის და ტირილის სცენას? ან იქნებ ჩემი ღრიალის და გვემის მოსმენა უნდათ?! რატომ არ მაცლის ეს ხალხი ცოლთან დამშვიდობებას?! ნუთუ ბევრს ვითხოვ? ნუთუ ამ ხალხის მოკლე ჭკუა ამდენს ვერ წვდება?!
სადარბაზოც ხალხითაა სავსე. დედაჩემი კართან დგას. მე მელოდება. გიულის მოთქმა ისევ მესმის. შიგნით შევდივარ. ჩემი სალომე აღარ ჩანს. ისევ დამალეს. ისევ იგივეს ვაკეთებ, სუდარას ვხდი და ვაშტერდები.
ნუთუ ბოლოჯერ გხედავ? ნუთუ ეს იყო ჩვენი ცხოვრება? ამისთვის დაიბადე? ამისთვის გაგიცანი? რატომ უნდა ყოფილიყო ჩემი და შენი ბედი ასეთი ტრაგიკული? თავიდანვე ეს გვეწერა? ეს ყოფილა ჩვენი ბედისწერა, სალომე...
სახეზე ვეფერები, მაგრამ სახესაც კი ვერ ვგრძნობ. რაღაც ცივს და გაქვავებულს ვეხები. ეს შენ არ ხარ, სალომე, არ ხარ.
კუბოს მხარზე ვიკიდებ. ჩემი ძმაკაცებიც აქ არიან. ნუთუ ჩვენს ქორწილში რომელიმე წარმოიდგენდა, რომ ზუსტად სამი წლის შემდეგ შენი კუბოს მხრებით ტარება მოუწევდათ. ხო, სალომე... დღეს ჩვენი ქორწილის სამი წლისთავია. როგორ გიყვარდა ეს დღე. ვინ იცის, რა სიურპრიზს მიმზადებდი, როგორ გინდოდა ჩემი, ალბათ, მეათასეჯერ გაოცება. ნეტავ ჩვენი ქორწილის დღე შენი დაკრძალვის დღეს არ დამთხვეოდა. ეს დღეც დავკარგე. შენთან ერთად ჩვენი ქორწილის დღის წმინდა მოგონებაც დავკარგე.
რამხელა ორმო ამოუთხრიათ. აქამდე რამდენ დაკრძალვაზე ვყოფილვარ, რამდენი საფლავისთვის ჩამიხედავს, მაგრამ ასე ღრმად არასდროს მომჩვენებია. მე შენ აქ ამ შავ და ცივ მიწაში ჩემი ხელით უნდა ჩაგაწვინო, მიწა მოგაყარო და დაგტოვო. ვინმე ამიხსნის რა ხდება ჩემს თავს?! რატომ ვარ აქ?! რით დავიმსახურე ეს ყველაფერი?! ღმერთო, სად ხარ?! გამეცი პასუხი! განა რა ცოდვა მაქვს ასეთი ჩადენილი, რომ ეს ყველაფერი დავიმსახურე. ან სალომემ რა დააშავა?! ცხოვრებაში ჭიანჭველისთვის არ დაუდგამს ფეხი. ან ტინა?! ამ ბავშვმა რაღა დააშავა, ღმერთო... და შენ შენს თავს სამართლიანად თვლი!?
ბოლოჯერ ვასვენებთ სალომეს კუბოს ძირს. დედამისი მაშინვე მორბის და მის გვამს ეხება. სახეს უკოცნის, ეფერება და დასტირის. დედაჩემიც გვერდით უდგას. ისიც ეფერება სალომეს თმაზე, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდის. ჩემკენ იხედება.
- მოდი აქ! - მიბრძანებს.
ვქვავდები. ფეხს ვერ ვძრავ. უკნიდან დათა მკრავს ხელს და ინერციით მივდივარ კუბოსკენ.
- მოეფერე, დედა... ბოლოჯერ მოეფერე... - მაიძულებს დედაჩემი. - მეტჯერ ამის შანსი აღარ მოგეცემა... შენ მოგიკვდი მე...
სალომესკენ ვიხრები. მის გულზე დაკრეფილ ხელს ვეხები და თითებით ვეფერები. ძალიან ნაზად. თითქოს არ მინდა, რომ გაეღვიძოს. ისეთი მშვიდი სახე აქვს. ისეთი უდარდელი. ვერც იფიქრებ რომ მკვდარია. არა. მას უბრალოდ სძინავს. მშვიდი, აუღელვებელი ძილით სძინავს. სამუდამო ძილით.
ტუჩებით ნაზად ვეხები მის ხელს. ჩემი ტუჩები იმახსოვრებენ ამ სიცივეს. ვშორდები. თავზე ახურავენ, თოკებს აბამენ და მიწაში უშვებენ. ჩემს სალომეს, ჩემს ცოლს, ჩემი შვილის დედას და ცხოვრების სიყვარულს სამუდამოდ აწვენენ ცივ მიწაში.
და მე მარტო ვრჩები...

2.
ტინა გიულის უჭირავს ხელში. ბავშვს აშკარად არ სიამოვნებს. მე მიყურებს საწყალი თვალებით. უნდა, რომ მივიდე და გამოვართვა. ასეც ვიქცევი. ტინა მაშინვე ჩემს კისერში მალავს სახეს და თმებზე მიწყებს თამაშს. როგორ უყვარს ჩემი თმების თითებში ტრიალი. ნაზად ვკოცნი შუბლზე. ახლა ყველაზე მეტად მისი სახლში წაყვანა და მასთან ერთად დაძინება მინდა.
- და ახლა რა იქნება?! - საზარელი ხმით ქოთქოთებს გიული.
- რაზე ამბობ? - დედაჩემს შედარებით წყნარი ხმა აქვს, ალბათ, უფრო დაღლილი.
- ვითომ ვერ ხვდები, ეთო! - პირდაპირ შეტევაზე გადმოდის.
ძლივს ვთოკავ ნერვებს, რომ არ დავუღრიალო. მხოლოდ ის მიჭერს, რომ ის ჩემი სალომეს დედაა. მხოლოდ და მხოლოდ ეს.
- ვერ ვხვდები და იქნებ ამიხსნა? - დედაჩემი თვალებს ხუჭავს, მგონი თავიც სტკივა.
- ბავშვი! რა ელოდება ბავშვს?!
- რა უნდა ელოდებოდეს? - თვალები უფართოვდება დედაჩემს.
- დედა აღარ ჰყავს! დაობლდა! სად უნდა გაიზარდოს?
- რას ჰქვია სად? - თავს ვეღარ ვიკავებ და ხმას ვუწევ, ტინა კრთება. - მე აქ ვინ ვარ?!
- შენი აზრით, შენ შეგიძლია ბავშვის მარტო გაზრდა?! - საშინელი ცინიკური ხმა ამოსდის.
- მარტო რატომ, ეთო, ჩვენ აქ არ ვართ?! - დედაჩემი ისევ მშვიდად ცდილობს ყველაფრის მოგვარებას. როგორ მშურს მისი თავდაჭერილობის.
- სწორედაც! მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ბავშვი მარტო გაიზარდოს ამასთან ერთად!
ხელს ჩემკენ იშვერს.
- რას ჰქვია ამასთან? ქალბატონო გიული, ჩემი წყობიდან გამოყვანა თუ გინდათ იცოდეთ, რომ სულაც არ ვარ სრულ ჭკუაზე და არ მინდა რამე გაწყენინოთ... - ვცრი კბილებში.
- მაწყენინო?! შენ მე მეტი რითი უნდა მაწყენინო, მკვლელო!
- გეყოფათ! - ვღრიალებ.
შეშინებული ტინა ტირილს იწყებს. ვკოცნი და ვარწევ. არ მინდოდა მისი შეშინება.
- აი, ამან უნდა გაზარდოს ბავშვი? ნახევარჯერ სახლში არ ხარ! ჩემი შვილი თვეობით გელოდებოდა! ვინ იცის როდის დაგირეკავენ და მოგიწევს იმ წყეულ ომში წასვლა! ვინ იცის რამდენი ხნით! და ტინამ ამას უნდა უყუროს?
ოთახში მყოფ სხვა დამსწრეებს უტრიალდება. ისინიც ნიშნისმოგებით თავს დანანებით აქნევენ.
- ქალბატონო გიული! მე ამ ბავშვის მამა ვარ და ეს ჩემი მოვალეობაა მისი გაზრდა!
- ჩემი შვილის მიხედვაც შენი მოვალეობა იყო, მაგრამ წევს ახლა საბურთალოს სასაფლაოზე!
ვგრძნობ როგორ მაწვება თავში სისხლი. სუნთქვა მიხშირდება. სისხლძარღვები მებერება და მუშტებს ვკრავ.
- გიული! საკმარისია! - აჩუმებს დედაჩემიც.
- ბავშვი ჩემთან დარჩება! სადაც ერთი გავზარდე, კიდევ ერთსაც გავზრდი. თან ზუსტად ისე, როგორც ჩემს შვილს ენდომებოდა.
- და მე რა ვქნა, ქალბატონო გიული, თავიც ხომ არ მოვიკლა?! - თვალებით ვბურღავ.
როგორ შეიძლება ასეთ დროს ასეთი დაუნდობელი იყო ადამიანი. ეს ქალი კი არა ეშმაკის მოციქულია.
- მე ხომ არ გეუბნები შვილი არ ნახო, თქო?! როცა გინდა მოხვალ და ნახავ! როცა გინდა წაიყვან, მაგრამ ისევ უკან მოიყვან! ჩემთან იქნება! მე გავზრდი!
- არა! - ვღრიალებ. - ასე არ მოხდება! არასდროს! ტინა ჩემი შვილია და ჩემთან უნდა იყოს! სალომეს ასე ენდომებოდა!
- შენ მე ნუ მასწავლი რა ენდომებოდა ჩემს შვილს! - მიკივის.
- დედა, წამოდი... - ვაყენებ დედაჩემს. - ამ სახლში ჩვენ აღარაფერი დაგვრჩენია!
- როგორ ბედავ! - წინ მეღობება.
ჩემზე ორი თავით დაბალია, თავისი მსუქანი ხელებით ცდილობს ჩემს გაჩერებას.
- ტინა... ბებიკო... მოდი ჩემთან... - ახლა ტინას დაყოლიებას ცდილობს.
ჩემი შვილი ქალს ზურგს აქცევს და ისევ ჩემს კისერში რგავს თავს.
- არსადაც არ წახვალთ! - ისევ კივის.
- როცა გინდათ მაშინ ნახავთ ბავშვს, მაგრამ ჩემი სახლიდან არსად არ წაიყვანთ. - ახლა მე ვეუბნები მშვიდად.
- ამას ასე არ დავტოვებ! სასამართლოში გიჩივლებ! მამობას ჩამოგართმევ!
- წარმატებებს გისურვებთ...
კარს ვაღებ და გამოვდივარ. დედაჩემიც უკან მომყვება.
სახლში მივდივართ, ჩვენს სახლში. ჩემი და სალომეს სახლში, რომელშიც სალომე აღარ დაგვხვდება.
და ვრჩებით ჩვენ ორნი: მე და ტინა.

3.
ერთი კვირა ისე გადის ვერც კი ვხვდები. მთელ დღეებს ტინასთან ვატარებ. მეცოდება. მე ხომ ვხედავ როგორ ენატრება დედა, როგორ განიცდის. როგორ კრთის და ეტირება ძილში. რამდენჯერ ჩავიხუტე გულში ღამით ატირებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ესმის, ჩემი ყოველი სიტყვა ესმის. დედაჩემი მეუბნება, უთხარი, რომ დედა მალე მოვა, რომ ისევ ჩაეხუტება და მოეფერება. რატომ უნდა ვუთხრა ტყუილი, რატომ უნდა მივცე ფუჭი იმედი?! მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ ორი წლისაც არ არის?! სამწუხაროდ სალომე აღარ დაბრუნდება, ვერც მე შევძლებ მის ჩახუტებას, მისი სურნელის შეგრძნებას და ვერც ტინა. რაც უფრო მალე შევეგუებით ორივე ამას, უფრო გაგვიადვილდება ცხოვრების გაგრძელება, ალბათ.
მაგრამ ვის ვატყუებ!? საკუთარ თავს?! ნერვები წკიპზე მაქვს, რომ ჭკუიდან არ შევიშალო. მხოლოდ ტინა მაკავებს, თორემ, ალბათ, ჩემს თავსაც რამეს მოვუწევდი. ვერ ვეგუები. ვერ ვეგუები სახლში დასადგურებულ სიცარიელეს. ყველგან სალომეს ვეძებ. თვალი, ყური, ხელი, გონება, სხეული... ყველაფერი სალომეს ეძებს. გამუდმებით მის ფოტოებს ჩავცქერი ტელეფონში. ვუყურებ ძველ ვიდეოებს. მისი ხმა მესმის. ღმერთო! ჩემი ტანჯვა თუ გინდოდა გილოცავ, გამოგივიდა! ამაზე ცუდი განა შეიძლება რამე იყოს?! თვით ჯოჯოხეთიც კი.
იმ დღეს ტინამაც გაიგო დედის ხმა. ჩემი ტელეფონი ეჭირა, მეგონა მულტფილმს უყურებდა, თურმე თავისი დაბადების დღის ვიდეო ჩართო. პატარა ტორტი რომ ვუყიდეთ. სალომე დაბადების დღის სიმღერას მღერის ვიდეოში და ტინას ეფერება. ტინამ თავიდან სიცილი დაიწყო, „დადა, დადაო“ იძახდა. რომ მიმოიხედა და მხოლოდ მე დამინახა, ისევ ტირილი დაიწყო. რა გავაკეთო?! როგორ ვუშველო ჩემს შვილს?!
როცა თვეობით არ ვიყავი სახლში, სალომე ახერხებდა დედაც ყოფილიყო და მამაც. მე როგორ მოვახერხო, სალომე, როგორ შევძლო შენი ჩანაცვლება ჩვენი პატარა ტინას გულში?! აქამდე მეგონა, რომ მამობის რამე გამეგებოდა. ამ ერთ კვირაში კი დავრწმუნდი, რომ თურმე საერთოდ არაფერი ვიცი. მაგრამ გპირდები... ყველაფერს თავიდან ვისწავლი... შენი და ჩვენი შვილის ხათრით...
ძველ შეტყობინებებსაც ვკითხულობ. შეტყობინებები ყველაზე მტკივნეულია, ფოტოებზე და ვიდეოებზე მტკივნეულიც კი. ხმოვანი შეტყობინებებიც ბევრი მქონია. ვრთავ და ვუსმენ. უბრალოდ ვუსმენ. ზოგ „ვოისში“ მეჩხუბები, რომ სახლში არ ვარ, ზოგში მეუბნები მენატრები და მალე მოდიო, ზოგში ცდილობ მაეჭვიანო და წყობიდან გამომიყვანო, ზოგში ტინაზე მიყვები. ის „ვოისიც“ კი ვნახე, როცა ტინანომ პირველად დაგიძახა „დადა“ და შენ აღფრთოვანებული მიყვები ამას.
ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ამდენი თვის განმავლობაში სალომესგან შორს ვიყავი და ვაიძულებდი უჩემოდ ეცხოვრა. ახლა ვხვდები, როგორი რთულია, როცა საყვარელი ადამიანი შენგან ძალიან შორს არის. ვინ იცის რამდენჯერ გდომებია, რამდენჯერ დაგჭირვებია ჩემი ჩახუტება, ჩემი კოცნა, ან უბრალოდ ჩემი ერთი სიტყვაც კი, ჩემო სალომე. აი, მაგალითად, მე ახლა ასე ვარ. ყველაფერს მივცემდი, ოღონდ კიდევ გამაგონა შენი ხმა, კიდევ შემეგრძნო შენი სურნელი და შენი ცხელი სხეულის სიახლოვე.
ნეტავ, წარსულში დაბრუნება შემეძლოს. რამდენ რამეს შევცვლიდი. თითოეულ წუთს და წამს დავაფასებდი ჩემს ცოლთან გატარებულს. კიდევ უფრო ხშირად მოვეფერებოდი, ჩავეხუტებოდი და წუთში ერთხელ გავუმეორებდი თუ როგორ ძალიან მიყვარს და მჭირდება. რატომ ხდება ასე, რომ როცა ვკარგავთ, მხოლოდ მას შემდეგ ვაფასებთ იმ განძს, რაც დავკარგეთ. მხოლოდ მას შემდეგ ვიაზრებთ წარსულის შეცდომებს და ვნანობთ, რომ ამ ადამიანთან მეტი დრო არ გავატარეთ.
სახლში ჯდომა მაგიჟებს. შენს აჩრდილებს ვხედავ და ჭკუიდან ვიშლები. სამსახურშიც ვერ მივდივარ. ტინას ვერ ვტოვებ. დედაჩემი ჩვენთან არის, მაგრამ სულ აქ ხომ ვერ იქნება?! მალე მასაც მოუწევს სამსახურში წასვლა. ქმარიც ხომ მისახედი ჰყავს. ეთოს იმედზე ვერ ვიქნები. მაგრამ როდემდე შევძლებ სახლში ყოფნას, არც კი ვიცი როდის დამირეკავენ და როდის მომიწევს ისევ ავღანეთში წასვლა. ავღანეთი... არ ვაღიარებ, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად სწორედ ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას მინდა ყოფნა. რა საშინელი ადამიანი ვარ! მე მამა უნდა ვიყო ამის მერე?! რატომ მეჩვენება ეს სახლი, ეს ქალაქი, ეს ქვეყანა უცხოდ?! რატომ ვნატრობ ისევ ტყვიების და აფეთქების წუილს ჩემს ყურში?!
დედაჩემი ყველაფერს ხვდება. ბავშვობაშიც ასე იყო. ვერაფერს დაუმალავდი. ძალიან კარგად ხვდება რა ხდება ჩემს გულში. რას ვებრძვი ახლა.
- თოკა, დედი... ჩამოჯექი... უნდა დაგელაპარაკო... - სკამისკენ მიმითითებს და მეც ვემორჩილები.
- რა ხდება?
- უკვე რამდენიმე დღეა ამაზე ვფიქრობ... შენს სამსახურზე... ტინაზე... ჩემზე... - ცოტა ხანს ჩუმდება, ასე სჩვევია, აზრებს ალაგებს ხოლმე. - შენ უნდა იმუშავო. სახლში არ უნდა ჩაჯდე. გაგიჟდები, დედი... იქნებ უფროსებს დაელაპარაკო და ცოტა ხნით ისევ გაგიშვან იქით...
დედაჩემი „ავღანეთს“ არასდროს ახსენებს, ყოველთვის სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებს. ეზიზღება ომი, ავღანეთი, ჩემი სამსახური და ცოტა არ იყოს მაოცებს მისგან ამ სიტყვების მოსმენა.
- დედა, ხვდები მაინც რას მეუბნები?!
- ვხვდები... - ეღიმება. - მაგრამ ახლა შენთვის ყველაზე კარგი იქ ყოფნა იქნება.
- შანსი არ არის! მე ბავშვს გიულის არ დავუტოვებ! თუ ამის თქმას აპირებ, ახლავე გაჩერდი!
- დამამთავრებინე! - თითს მიქნევს, თითქოს ისევ 15 წლის დაუმორჩილებელი ბავშვი ვარ. მეც ვემორჩილები, დედაა... სხვა რა გზა მაქვს...
- გისმენთ.
- ძიძა უნდა ავიყვანოთ. - მეუბნება გადაჭრით.
ძიძა... ამაზე არ მიფიქრია... არა და მგონი კარგი აზრია.
- ისეთი ადამიანი გვინდა, ვინც ტინასთან იქნება, ვინც ტინას მოეწონება და შეუყვარდება. როცა შენ არ იქნები, უნდა შეეძლოს სახლში დარჩენა ბავშვთან.
- კარგი რა, დედა, რომელი ძიძა გაგიჩერდება აქ თვეობით?! - იმედი მიცრუვდება.
- თვეობით არა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ვერც მე შევძლებ ტინანოსთან დარჩენას და ვერც შენ. კარგ ხელფასს შევთავაზებთ, იმაზე მეტს, ვიდრე სხვები სთავაზობენ. გული მიგრძნობს, ვიღაც აუცილებლად მოიძებნება.
ეთოს გული ყოველთვის მართალია. ეს ფაქტი ბავშვობიდან მაოცებს. გული რასაც უგრძნობს, ყველაფერი ხდება. სალომეს სიკვდილის დღესაც დამირეკა. გული ცუდს მიგრძნობს და სახლიდან არ გახვიდეო. ნეტავ დამეჯერებინა...
ვთანხმდები დედაჩემის იდეას და შესაფერისი ძიძის პოვნასაც მთლიანად მას ვანდობ.
ძიძის შოვნა არც ისე მარტივი ყოფილა, როგორც ეთოს ეგონა. ორი კვირის განმავლობაში ოთხი ქალი გავუშვი. ყველა ორმოცდაათ წელზე მეტის იყო, ყველა თავისებურად ცდილობდა ჩემთვის ჭკუის დარიგებას და მამობის სწავლებას. ვერც ერთს ვერ შევეწყე ხასიათით. მათი წყალობით საკუთარ სახლში უცხოდ ვგრძნობდი თავს. მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას. ვერც ტინა შეეწყო მათ. არავისთან ჩერდებოდა, ყველასთან ტიროდა, მაინც ჩემს მკლავებში ჭამდა და იძინებდა.
ორი კვირის თავზე ამომასხა ყველაფერმა და ჯავრი დედაჩემზე ვიყარე.
- აღარავის დანახვა აღარ მინდა, ეთო! გაიგე!? თუ წესიერ ძიძას ვერ შოულობ, წავალ და მე თვითონ მოვძებნი!
დედაჩემი ჩემგან ასეთ უხეშობას არ ელოდა.
- შეიძლება გავიგო რა დაუწუნე ამ ქალებს?!
- ახ... ესეიგი რა დავუწუნე!? პირველად ვინც მოიყვანე ის ქალი სრული ფეთხუმი იყო! მეორეს საშინელი სუნი ასდიოდა! მესამემ თავისი შვილის გარიგება დამიწყო! მეოთხემ გადაწყვიტა, რომ მე მამობისთვის არ გამოვდგები და სჯობდა ბავშვი ბებიისთვის დამეტოვებინა! მეგიჟებ დედა?! თუ ეს განზრახვა გაქვს იმედი უნდა გაგიცრუო... ცხოვრებამ უკვე საკმაოდ შემშალა!
- ვერც ერთი ძიძა ვერ ჩაანაცვლებს მას... - იწყებს ჩუმად. ვშრები. ვაშტერდები. - ვერც ერთი ვერ იქნება ისეთი სრულყოფილი, როგორიც სალომე იყო. ვერც ერთს ვერ აღიქვამს ტინა ისე, როგორც დედას... ეს ასეც უნდა იყოს... მაგრამ შენც და ტინაც უნდა შეეგუოთ, რომ სალომე აღარ დაბრუნდება და უნდა ისწავლოთ მის გარეშე ცხოვრება... გესმის, დედი?!
მიახლოვდება და მხარზე ხელს მადებს.
დედაჩემი მართალს ამბობს. მე იმდენად გაბრაზებული და გამწარებული ვარ ცხოვრებაზე, რომ ჯავრს სხვებზე ვიყრი. ჩემს გონებას არ უნდა იმის გააზრება ბოლომდე, რომ სალომე აღარ დაბრუნდება... აღარასდროს...
- ხვალ კიდევ ერთი ძიძა მოვა... მინდა, რომ კარგი განწყობით დახვდე...
დედაჩემს აღარ ვპასუხობ, ტინანო ხელში ამყავს და ოთახისკენ მიმყავს. უკვე ოცდამეერთე ღამეა მე და ტინა ცივ ლოგინში ვიძინებთ, მარტონი, ჩვენი საყვარელი ადამიანის სითბოს და ალერსის გარეშე.
ტინანო ისევ ტირის. ისევ ვერ ეგუება უდედობას. ისევ აფათურებს მძინარე საწოლში ხელებს იმ იმედით, რომ სადმე სალომეს გრძელ თმებს ჩაეჭიდება და მოეფერება. მაგრამ არა... მას მხოლოდ მამა ჰყავს... მხოლოდ მამა, რომელიც გონებით სადღაც კილომეტრებით შორს იმყოფება და სულ სხვა ცხოვრებაზე ფიქრობს.
მე არ ვიმსახურებ აქ ყოფნას. სალომეს მაგივრად მე უნდა ვიწვე ცივ მიწაში. ეს აზრი არ მტოვებს არც ერთი წამით და აჩრდილივით თან დამყვება.

4. ნიცა
სარკესთან ვდგავარ და ჩემს თავს ვაკვირდები. როგორ უნდა გამოიყურებოდეს ძიძა?! გამოწკეპილ სკოლის მასწავლებელს უფრო მიმამსგავსებენ, ვიდრე ძიძას. რა ჯანდაბა უნდა ვქნა?! არა და ღმერთმა იცის როგორ ძალიან მჭირდება ეს სამსახური. ისედაც ხელი მქონდა ჩაქნეული, როცა გუშინ დამირეკეს ერთ-ერთ ოჯახში ძიძა სჭირდებათო. თან ხელფასიც იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი. ბავშვებს ყოველთვის ვუყვარდი... იქნებ ამ ბავშვსაც მოვეწონო? იქნებ გამოვნახოთ საერთო ენა...
საერთოდ რას ბოდავ ნიცა?!
ჩემს საყვარელ ჯინსებს და მაისურს ვიცმევ, ჩემს გრძელ თმას მაღლა ვიწევ და სახლიდან გავდივარ. რაც იქნება იქნება...
ის სახლი, რომელიც სააგენტომ მითხრა ჩემგან საკმაოდ შორსაა, ფაქტობრივად მთელი ქალაქის გავლა მიწევს. მიუვალი ადგილია, იმედია გვიან ღამემდე არ მომიწევს იქ დარჩენა, თორემ ვერანაირ ტრანსპორტს ვერ დავიჭერ და სულ გიგასთვის მომიწევს რეკვა.
სანამ კარზე ზარს დავრეკავ კიდევ ერთხელ ვისწორებ თმას და ტანსაცმელს. რა ვქნა. ჩვევად მაქვს. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ კარს მიღებენ.
- გამარჯობა... - შემომყურებს ცოტა გაოცებული სახით სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი. - რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- მე... მე... - ცოტა ვიბნევი. - სააგენტოდან გამომგზავნეს... ძიძად...
- ააჰჰ... - ქალი თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს და მგონი უკმაყოფილოა.
ხომ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამიმართლოს?! რატომ ხდება ყოველთვის ასე?!
უკვე გამობრუნებას ვაპირებ, როცა ქალი კარს აღებს და შიგნით მიპატიჟებს.
- იცით... არ გეწყინოთ, მაგრამ ამ პოზიციაზე ცოტა უფრო დიდი და გამოცდილი ქალის ხილვას ვისურვებდი... ეს სააგენტოშიც გავაფრთხილე... გთხოვთ, ჩამოჯექით...
დივანზე მიმითითებს. მეც ვჯდები. როგორი ლამაზი სახლია, როგორი ნათელი. იმდენად მომწონს დიზაინი, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ურცხვად ვათვალიერებ მთელ ოთახს.
- ულამაზესი სახლია... ეტყობა, რომ თითოეული დეტალი გემოვნებით არის შერჩეული და შეხამებული... - არ ვიცი რას ვბოდავ.
- დიახ... ნამდვილად... - ქალს სახე უსევდიანდება. რა ვუთხარი ცუდი?! - მოკლედ... როგორც გითხარით, სამწუხაროდ, იმედები უნდა გაგიცრუოთ... აქ საქმე ეხება ძალიან პატარა ბავშვს, ხომ გესმით... ის ორი წლისაც კი არ არის...
- და თქვენ ვერ ენდობით ახალგაზრდას... - ვამთავრებ უცერემონიოდ.
- ახალგაზრდობა არაფერ შუაშია, საყვარელო... უბრალოდ მინიმუმ ისეთი ძიძა გვჭირდება, რომელსაც ერთი შვილი მაინც გაუზრდია... ხომ გესმის? აქ გამოცდილებაზეა საუბარი, რაც შენ არამგონია გქონდეს... რამდენი წლის ხარ?
- ოცდაორის...
- ჯერ ძალიან პატარა ხარ... - მიღიმის. - იქნებ უკეთესი სამსახურიც კი ნახო...
მოულოდნელად სხვა ოთახიდან ბავშვის ტირილი ისმის. ქალი შეწუხებული და დამფრთხალი სახით დგება და გადის. მესმის, როგორ ამაოდ ცდილობს ქალი მის დამშვიდებას, როგორ არწევს, უფრო სწორედ აჯანჯღარებს, უმღერის და ცდილობს ისევ დააძინოს, მაგრამ ბავშვი არ ჩერდება. კიდევ უფრო უმატებს ტირილს. სურვილი მიჩნდება, რომ მივიდე, ხელში ავიყვანო და მე ვცადო მისი დამშვიდება. მაგრამ არ შეიძლება.
ცოტა ხანში ქალი თვითონ გამოდის ატირებული ბავშვით ხელში. ძალიან შეწუხებული სახე აქვს, ცოტა მებრალება.
- გთხოვთ, ერთი წუთით დამიჭირეთ ბავშვი... ჩემს შვილს უნდა დავურეკო... სანამ არ მოვა არ გაჩერდება...
სიხარულით მივდივარ მისკენ. ბავშვი არც ისე მძიმეა. პირში საწოვარა უდევს და სახე ცრემლებით აქვს დასველებული.
- რაო... პატარავ?! - ვეფერები.
ჩემდა გასაკვირად ბავშვი ტირილს წყვეტს და მე მაშტერდება. როგორი ლამაზი თვალები აქვს. დიდი მწვანე თვალები. ქერა კულულები სახეზე აყრია და ცალი ლოყა წითელი აქვს, საყვარლად. ალბათ, როცა ეძინა თავი ამ მხარეს ედო.
- ვინ გაწყენინა? ხო... შენ ახლა ნამდვილად ნაწყენი ხარ... აბა შენნაირი ლამაზი გოგო სხვა რაზე უნდა ტიროდეს?
ბავშვი ისევ მომშტერებია და სულგანაბული მისმენს. ცოტა ვიბნევი. არ ველოდი ასეთ რამეს. არა და როგორი საყვარელია. როგორი კარგი სურნელი აქვს. როგორი ფუმფულაა. მისკენ ვიხრები და ვკოცნი. ვაიმე! როგორ შეიძლება ასე?! ვინ მოგცა ამის უფლება, ნიცა?!
ქალი რამდენიმე წუთის შემდეგ ბრუნდება ოთახში და გაკვირვებული შემოგვყურებს.
- აღარ ტირის?!
- როგორც ჩანს, არა... - ვუღიმი.
- მოდი ბებოსთან... - ხელებგამოწვდილი მოდის ჩვენკენ, ბავშვს მართმევს და იხუტებს, მაგრამ ბავშვი მაშინვე ტირილს იწყებს და ჩემკენ ტრიალდება.
- რა საინტერესოა... - მაწვდის. - მგონი მოეწონე...
ამჯერად ვიხუტებ, პატარა გოგონა მხარზე მადებს თავს და იტრუნება.
- იცი რა... - იწყებს ქალი. - თუ არ გეჩქარება, იქნებ ჩემი შვილის მოსვლას დაველოდოთ. არ მინდა ისევ ტირილი დაიწყოს. გთხოვ...
- განა ეს სათხოვარია? რა თქმა უნდა, დავრჩები... - ვუღიმი.
ბავშვი ძალიან თბილია. თავისი პატარა თითებით კისერზე და თმაზე მეთამაშება. შიგადაშიგ ტირილისგან გამოწვეულ ოხვრასაც ამოაყოლებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი მოფერება ძალიან მსიამოვნებს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამ ბავშვს დიდი ხანია ვიცნობ და მიყვარს. მაგრამ ყველა ბავშვი ხომ ერთმანეთს ჰგავს?! ალბათ, სწორედ ეს ხდება ჩემს თავსაც.
- რა ჰქვია პატარას? - ვეკითხები ქალს რამდენიმე წუთის შემდეგ.
- ტინა... უფრო სწორედ ვალენტინა... მაგრამ ჩვენ ტინას ვეძახით...
ტინა... ტინა... ტინა... გონებაში მიტრიალებს. როგორი ლამაზი და უცხო სახელია.
- გამარჯობა, ტინა... - სახეს მის სახეს ვადებ და ლოყით ვეფერები. - მე ნიცა ვარ... მიხარია შენი გაცნობა...
ტინა ისევ მიყურებს. თითქოს თავისი დიდი მწვანე თვალებით ჩემს გონებაში შემოძრომას ცდილობს.
- მისი მშობლები სად არიან? - მიჩნდება კითხვა.
ქალი ჯერ მაკვირდება, შემდეგ კი მპასუხობს.
- მამამისი მალე მოვა... დედა კი... დედა ერთი თვის წინ გარდაეცვალა...
ბოლო სიტყვები ძალიან ცუდად მხვდება გულზე. რატომღაც თვალები ცრემლებით მევსება. ტინას დავყურებ. ესეიგი ობოლი ხარ, ჩემო პატარა? რა უსამართლოა ცხოვრება... განა შენნაირი პატარა ადამიანები დედების გარეშე უნდა იზრდებოდნენ?
- რა საშინელებაა... - ხმა სადღაც დამეკარგა. - ტრაგედია... საბრალო ბავშვი...
- ეჰ... თქვენ ჩემი შვილი უნდა ნახოთ რა დღეშია... - ამ სიტყვებს ქალი მთელ თავის გულს აყოლებს.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მას დიდი ხანია ეს სიტყვები აწუხებს და მხოლოდ ახლა მოუყარა თავი. მის ამ სიტყვებში უდიდესი სევდა და ტკივილი ჩანს. კიდევ უფრო მებრალება.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩუმად ვსხედვართ. ქალი ფანჯარას მიშტერებია, აშკარად სადღაც შორს დაფრინავს გონებით. ტინას ჩემს მხარზე ეძინება. როგორი საყვარელია, როგორი ლამაზი, როგორი ტკბილი. საწყენია, რომ შენთვის შესაფერის ძიძად არ ჩამთვალეს.
კარი იღება, უხეშად და ბრახუნით. ქალი მაშინვე ფეხზე დგება და შემოსასვლელისკენ გარბის.
- დედა, რა ხდება? რატომ გამომაქანე ასე გიჟივით?
სასიამოვნო ბოხი ხმა ჩამესმის. მართალია, გაღიზიანებული და გაბრაზებული ტონი აქვს, მაგრამ რატომღაც მისი ხმა სასიამოვნოდ ხვდება ჩემს სმენის რეცეპტორებს.
ოთახში შემოდის, მისკენ ვიხედები. ძალიან მაღალია, გრძელი, სწორი ფეხები აქვს. განიერი მხარ-ბეჭით და დაკუნთული სხეულით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, სპორტსმენია. აჩეჩილი, მუქი წაბლისფერი თმა აქვს, ამავე ფერის თვალები, გატეხილი ცხვირი და ძალიან ლამაზი, სქელი ტუჩები. მიუხედავად მოზრდილი წვერისა, მაინც კარგად ვამჩნევ მისი ტუჩების მოყვანილობას. გაოცებული, წარბებშეკრული მიყურებს ჯერ მე, შემდეგ ტინას.
- ეს ბავშვი ვინ არის, დედა? - უტრიალდება ქალს.
ბავშვი... ცოტა არ იყოს მწყინს მისგან ასეთი დამოკიდებულება. არა და ჩემზე მაქსიმუმ შვიდი ან რვა წლით უფროსი იქნება.
- ეს... ეს გოგონა სააგენტოდან გამოგზავნეს... - ენა ებმევა.
ბიჭი ცინიკურად ზიდავს წარბებს და ეჭვის თვალით მიყურებს. ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს.
- ეს ბავშვი ძიძობისთვის გამოგზავნეს?
- ხო... მაგრამ უკვე ვუთხარი უარი... იცის, რომ ცოტა უფრო გამოცდილ ქალს ვეძებთ... - ოდნავ მიღიმის.
- და მაშინ აქ რატომ ზის? - ბიჭი თვალებს ატრიალებს. განა რა მჭირს ასეთი ასე ცუდად რომ განეწყო ჩემს მიმართ?!
- ტინას გამო... რომ დაგირეკე ხომ გესმოდა ბავშვის ტირილი... მაგრამ როგორც კი ნიცამ აიყვანა, ეგრევე გაჩერდა...
- ნიცა... - იმეორებს ჩემს სახელს ჩუმად და თვალებით მბურღავს. - გასაგებია, მაგრამ უკვე მოვედი და შეუძლია წავიდეს...
ხელით კარისკენ მანიშნებს. თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ.
- ისედაც მივდიოდი! - მოულოდნელად ვდგები, ტინა კრთება.
- დაჯექი! - მიბრძანებს.
სახეზე შიში მეხატება, რასაც ქალი მაშინვე ამჩნევს.
- თორნიკე! როგორ იქცევი?! - თვალებს უბრიალებს შვილს. აჰ, ესეიგი თორნიკე...
ბიჭი ჩუმდება.
- აპატიე, შვილო... ჯარისკაცია... მიჩვეულია ბრძანებებს... შენ არ გეწყინოს...
ესეიგი ჯარისკაცი. კიდევ ერთხელ ვათვალიერებ მის სხეულს, თხემით ტერფამდე, თანაც ძალიან ნელა. ვიცი ამჩნევს და არ სიამოვნებს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მან მე შეურაცხყოფა მომაყენა და ახლა თვითონაც იგრძნოს თავი უხერხულად. აღნაგობა, დგომა, გამოხედვა... ყველაფერი ჯარისკაცის აქვს... აქამდე როგორ ვერ მივხვდი მიკვირს.
ტინას თბილ სხეულს ვიშორებ, რაზეც ჩემდა გასაკვირად გული მწყდება. თორნიკეს ვუახლოვდები და მძინარე ტინას ვაწვდი, თან მეც ურცხვად ვაშტერდები თვალებში. რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევ.
- თუ ნებას მომცემთ წავალ... - ვეუბნები და მრისხანებისგან თვალებს ვაწვრილებ.
- მიბრძანდი... - კბილებში ცრის.
აი ასე... ყოჩაღ ნიცა... გამოგივიდა... მარჯვენა ხელს ვშლი და საფეთქელთან მიმაქვს. ჯარისკაცული სალამი თუ რასაც ეძახიან, მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. დივანზე დაგდებულ ჩემს ნაჭრის ჩანთას ვიღებ და კარისკენ მივდივარ.
- სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა... - ვუღიმი უხერხულობისგან აწითლებულ ქალს. - წარმატებას გისურვებთ შესაფერისი ძიძის პოვნაში...
გარეთ გამოსულს მბურძგლავს. არ ვიცი რატომ, მაგრამ სულაც არ მსიამოვნებს ამ სახლის დატოვება. რაღაცნაირი სევდა ისადგურებს ჩემს გულში, მამძიმებს და სახლამდე მომყვება. ტინას სურნელი მახსენდება, მისი ფაფუკი ლოყები და ხელები. სურვილი მიპყრობს, რომ ისევ ჩავეხუტო და მოვეფერო.
მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწორო. სამსახურის დაწყების კიდევ ერთი უიღბლო მცდელობა. საინტერესოა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩემი ასე უაზროდ ცხოვრება?
სახლში საათ-ნახევრის შემდეგ მივდივარ. სხეულში დაღლილობას ვგრძნობ. ისევ ტინაზე და მის არანორმალურ ოჯახზე მეფიქრება. გონებაში მიტრიალებს ბიჭის დაბღვერილი სახე, მისი სხეული, მისი ტუჩები... ახ! გარყვნილო იმბეცილო! რაებზე ფიქრობ?!
საღამოს გიგა მირეკავს და ჩაის დასალევად მეპატიჟება. რა თქმა უნდა, უარს ვეუბნები. როგორ მომაბეზრა თავი ამ ბიჭმა. რა ვერ შეიგნო, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე არანაირ ურთიერთობას არ ვერძებ, განსაკუთრებით კი მაგასთან.
ცოტა ხანში მამაჩემი მირეკავს. მეც დაწვრილებით ვუყვები კიდევ ერთი უიღბლო მცდელობის შესახებ, თუმცა თორნიკეს სიუხეშეს არ ვახსენებ. მამიკო, როგორც ყოველთვის მამშვიდებს და მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეჰ... ნეტავ ეგრე იყოს.
საღამოს ტელეფონზე უცხო ნომერი მირეკავს. საუბრის თავი არ მაქვს, მაგრამ მაინც ვპასუხობ.
„ სალამი, ნიცა... მე ეთო ვარ... ტინას ბებია...“
სკამზე ვჯდები.
„ჩემი შვილი ავღანეთში გამოიძახეს... სამ დღეში უნდა წავიდეს... დიდი ხნით...“
სევდიანი, ნანერვიულები ხმა აქვს.
„შეგიძლია ხვალ მოხვიდე? ძალიან გვჭირდები...“
სხვა გზა არ მაქვს. მიუხედავად დღევანდელი საქციელისა მაინც ვთანხმდები. რა ვქნა. ფული ძალიან მჭირდება. თან პატარა ვალენტინა მახსენდება... მისი აცრემლებული, ნაწყენი და გაბუტული სახე... მინდა, რომ მასთან ვიყო... ძალიან მინდა...

5.
ქალბატონი ეთო აფორიაქებული და აქოთქოთებული მხვდება. ჩემდა გასაკვირად ტინა თითქოს გრძნობს ჩემს მისვლას, ორივე ხელს ჩემკენ იშვერს და მეხუტება.
- რაო... პატარავ... როგორ მომენატრე... - ჩავჩურჩულებ.
- რა კარგ დროს მოხვედი, ნიცა... გაწამაწიაში ვარ... ყველაფერი უნდა გავუმზადო... ტანსაცმელი... წასაღები ნივთები... ასე უცბად არც ველოდი რომ გაიწვევდნენ...
მისაღების შუაგულში ორი დიდი შავი ჩემოდანია გახსნილი.
- კი მაგრამ... ამდენი ტანსაცმელი რად უნდა?! - გაოცებას ვერ ვმალავ.
- ნახევარი წლით მიდის, შვილო...
ცოტა არ იყოს იმედგაცრუებას ვგრძნობ. მაგრამ ყველანაირ ფიქრს უკუვაგდებ.
- ამდენი ხანი? და მერე ბავშვი?
- რას ვიზამთ, დედიკო... ასეთია მისი სამსახური და უნდა შევეგუოთ... თანაც ახლა მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება...
- სჭირდება?
- მალავს, მაგრამ მე ხომ ვხედავ როგორ განიცდის სალომეს სიკვდილს... თავის თავს იდანაშაულებს და იტანჯება... მისთვისვე სჯობს აქედან შორს იყოს და სხვა საქმით დაკავდეს... ასე ნაკლებს იფიქრებს ჩემს საცოდავ რძალზე და ნელ-ნელა შეეგუება მომხდარს...
ისედაც ბევრი მოვისმინე. აღარ ვეძიები. ტინას ვიხუტებ და მის რწევას ვიწყებ. ბავშვს მალე ეძინება.
- ქალბატონო ეთო... - ვეუბნები ჩუმად. - ჩაეძინა და სად დავაწვინო?
- უი... სულ დამავიწყდა... სახლიც არ მიჩვენებია შენთვის... წამოდი...
უზარმაზარ საძინებელში შევყავარ. ღია ფერის კედლები უფრო ანათებს ოთახს. უზამაზარი ფანჯარა და აივანიც კი აქვს. ფანჯრის გასწვრივ სარკიანი მაგიდა დგას, რომელზეც უხვად არის დახვავებული კოსმეტიკა, სუნამოები და თავის მოვლის საშუალებები.
- ჩემი რძალი ულამაზესი იყო... - იღიმის ეთო. - გიჟდებოდა თავის მოვლაზე, ჩაცმა-დახურვაზე... განა რომელი გოგო არ ზრუნავს თავის თავზე? მაგრამ სალომე ზედმეტად გიჟდებოდა... - ეცინება.
- ტინა აქ დავაწვინო? - ორადგილიანი საწოლის გასწვრივ მდგარ ბავშვის საწოლზე ვუთითებ.
- არა, არა... ეს საწოლი ფაქტობრივად ტყუილად დგას... ტინას მშობლებთან ეძინა ხოლმე...
ბავშვს დიდ საწოლზე ვაწვენ და გადასაფარებელს ვაფარებ.
- ეს სარკე უბრალო სარკე არ გეგონოს... - მეუბნება კედელში ჩაშენებულ უზარმაზარ სარკეზე. - აქ კარადაა...
მოულოდნელად სარკეს გვერდზე წევს და მის შიგნით პატარა ოთახი ჩნდება. გაოცებისგან პირს ვაღებ. ამდენი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა და კიდევ მრავალი სხვა ცხოვრებაში არ მინახავს.
- და ამ ტანსაცმელს რა უნდა უყოთ? - მებადება ლოგიკური კითხვა.
ქალი იბნევა. როგორც ჩანს, აქამდე ამაზე არ უფიქრია.
- თორნიკე გადაწყვეტს, ალბათ... აქ აბაზანაცაა... - ტანსაცმლის ოთახის შიგნით კარია, რომელსაც საოცრად ლამაზ და მდიდრულ აბაზანაში შევყავარ.
- ულამაზესი სახლია... მართლა... - ვერ ვმალავ შთაბეჭდილებას.
- თოკას და სალომეს აქ უნდოდათ მთელი ცხოვრების გატარება... ამიტომ არ დაენანათ ფული არაფერზე... ეჰ, საცოდაო ჩემო შვილო... ახლა რა უნდა ქნა...
მეცოდება, მაგრამ ვერაფრით ვამშვიდებ. მთხოვს, რომ თორნიკეს ნივთების ჩალაგებაში დამეხმაროს. მეც ვთანხმდები.
ჩემი უფროსის ტანსაცმელი პატრონივით უზარმაზარია. გარეცხილებს ეთო აუთოვებს, მე კი მათ დაკეცვას და ჩანთაში ჩალაგებას მთხოვს. რაღაცნაირი უცხო და ძალიან სასიამოვნო სურნელი დაკრავს მის ტანსაცმელს. ეს ნამდვილად არ არის სარეცხი საშუალების სუნი. უცხო, გრილი, თავისებური და საოცრად კარგი სუნი აქვს.
- ამდენ ჩემოდანს ბორტზე როგორ აიტანს? - ვეკითხები მოულოდნელად. - როგორც ვიცი, რაღაც ლიმიტებია დაწესებული...
- აჰ, ეგ ლიმიტი ჩემს შვილს არ ეხება... - ამაყად იბზუებს ცხვირს. - უფროსი ლეიტენანტია...
გაოცებისგან წარბებს მაღლა ვწევ.
- უფროსი ლეიტენანტი? კი მაგრამ... თქვენი შვილი რამდენი წლისაა?
- ოცდარვის... მალე გახდება ოცდაცხრის...
- ასეთ პატარა ასაკში უფროსი ლეიტენანტი? ოცდარვა წლის ასაკში მაქსიმუმ სერჟანტობას მიაღწიოს ადამიანმა...
- როგორც ჩანს კარგად ერკვევით სამხედრო იერარქიაში... - მესმის უკნიდან ბოხი ხმა... ის არის...
- დიახ... ასეა... - ვცდილობ ჩემს ხმას დაბნეულობა არ შეეტყოს, მისკენ ვტრიალდები.
ჯერ მე მიყურებს, მათვალიერებს, შემდეგ კი ჩემს ხელებში მოქცეულ მის მაისურებს აკვირდება. მის თვალებში მრისხანებას ვხედავ.
- დედა... მე მგონი შენ გთხოვე ჩემი ნივთების ჩალაგება და არა ამ გოგოს...
ძალიან მწყინს მისგან ასეთი უხეში დამოკიდებულება.
- ნიცა უბრალოდ მეხმარება... - იბნევა ქალი.
- არ არის საჭირო, დიდი მადლობა...
მიახლოვდება და თავის მაისურებს მართმევს, უხეშად ისვრის ჩემოდნისკენ, არადა როგორ საგულდაგულოდ ვალაგებდი.
თორნიკე ოთახში შედის და კარს კეტავს.
- არ მიაქციო ყურადღება... - მიღიმის ეთო. - უბრალოდ ტანსაცმელს ყოველთვის ცოლი ულაგებდა...
- არც ვაქცევ... არ ინერვიულოთ... - ვპასუხობ ჩუმად.
მთელი დღე ძალიან უაზროდ გადის. ფაქტობრივად არაფერს ვაკეთებ, რადგან გაღვიძებული ტინაც მამამისს უჭირავს და ეთამაშება. აღარც ეთოს ვეხმარები, მეშინია, კიდევ რამე არ მითხრას უფროსმა. საღამოს გიგა მირეკავს და მეუბნება მოგაკითხავო. გიგას დარეკვა ასე არასდროს გამხარებია.
- ქალბატონო ეთო... მე მომაკითხეს და შეიძლება წავიდე?
ქალი თავს მიქნევს, თუმცა ჩემს მზერას არ რჩება თორნისკეს ინტერესიანი გამოხედვა.
- შეყვარებულია? - მეკითხება ეთო ღიმილით და წარბების აწევით.
- მთლად შეყვარებულსაც ვერ დავარქმევდი...
ამჯერად თორნიკეს ჩაფრუტუნება მესმის. ცოტა არ იყოს უკვე მაღიზიანებს. ძალიანაც კარგი, რომ ექვსი თვე აქ არ იქნება. მისი უჟმური სახის ხილვა მაინც არ მომიწევს ყოველ დღე.
გიგა კითხვებით მჭამს ახალ სამსახურზე. როგორც ჩანს, არ სიამოვნებს, მაგრამ ვერ მივართვი... ჩემი ცხოვრება მხოლოდ მე მეკუთვნის.
- მამაშენი ფულს გაკლებს? რად გინდა ეს სამსახური? - მეკითხება მანქანაში.
- რას ჰქვია რად მინდა?! ფული ოდესმე არის ზედმეტი? - თავს მაბეზრებს.
- არა, მაგრამ არ მომწონს ეს ამბავი. არც ის მომწონს, რომ ღამღამობით გვიან უნდა იარო და ის ვაფშე მაგიჟებს, რომ აქ უნდა დარჩე ხოლმე.
- გიგა. რატომ ხარ ასეთი შეუგნებელი? - ნესტოები სიბრაზისგან ებერება, მაგრამ მე ეს ძალიან მსიამოვნებს. - ერთი თვეც არ არის რაც კაცს ცოლი გარდაეცვალა... ორი წლის ბავშვი მარტო რჩება უდედოდ... ბებია მარტო ვერ გაზრდის... მამამისი ექვსი თვით სხვა ქვეყანაში მიდის სამუშაოდ... მეტი არაფრის გაგონება არ მინდა შენგან ამ თემაზე! კარგად მიცნობ! იცი როგორი ჯიუტიც ვარ და შანსი არ გაქვს რომ გადამარწმუნო, ამიტომ ტყუილად ნუ დაიღლი თავს.
ხმას აღარ იღებს. ერთ-ერთ კაფეში მივყავარ და ჩაიზე მპატიჟებს. რამდენიმე წუთის განმავლობაში უხმოდ ვსხედვართ, საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას და გემრიელად შევექცევი შოკოლადის ჩიზქეიქს. ვატყობ, რომ რაღაცის თქმა უნდა, სიტყვებს ეძებს და თან ღიზიანდება, რომ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ არ მაინტერესებს. არ მინდა ამ ადამიანთან ურთიერთობა, მხოლოდ მეგობრობა მაკმაყოფილებს, თუმცა ამ ბოლო დროს ეგეც აღარ მინდა. არ მესმის, ნუთუ არ გააჩნია თავისი თავმოყვარეობა? მე ხომ ყველანაირი საქციელით, სიტყვით, საქმით ვცდილობ მივახვედრო, რომ ჩვენს შორის შეყვარებულობანა და მსგავსი სისულელეები არ გამოვა.
- ნიცა... მომაქცევ ყურადღებას?! - მეუბნება ბოლოს გაბრაზებული ხმით.
- გისმენ... - თვალებს ვატრიალებ, ამაზე კიდევ უფრო მეტად ღიზიანდება.
- კიდევ რამდენ ხანს უნდა გსდიო?
- ვერ გავიგე?!
- კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ასე უსტატუსო ურთიერთობაში? კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიაროთ კინოებში, კაფეებში და პარკებში?
- რას ნიშნავს უსტატუსო?! ჩვენს ურთიერთობას მეგობრობა ჰქვია და ახლა გაჩუმდი, თორემ ეგეც აღარ ერქმევა!
- ხო არა? - თვალებს აფართოვებს და ძალიან გარკვევით ვხედავ მის ღია ცისფერ თვალებს.
- გიგა, რა გინდა?! რა ვერ შეიგნე, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე არანაირ ურთიერთობას არ ვეძებ, არავისთან, განსაკუთრებით კი შენთან!
- შეიძლება გავიგო რატომ?! - მოთმინების ფიალა ევსება.
- ჯერ 22 წლის ვარ! სწავლა ახლახანს დავამთავრე. მინდა რომ განვვითარდე, სამსახური და ჩემი შემოსავალი მქონდეს, მაგისტრატურაზე მინდა ვისწავლო!
- ძიძად მუშაობა მაგარი განვითარებაა... - ეღიმება ცინიკურად.
- გიგა! ეს მხოლოდ დროებითი სამსახურია, ფული მჭირდება!
- და რა ჯანდაბად გინდა ეს ფული?! რამდენი გინდა? მე მოგცემ...
- რატომ არ გესმის რისი თქმა მინდა?! არ მჭირდება შენი ფული... ჩემი მინდა... ჩემი შრომით გამომუშავებული ფული...
- და რად გინდა ეს ფული?
- სამომავლო გეგმები მაქვს.
- რა სამომავლო გეგმები? მე რატომ არ ვიცი ამ გეგმების შესახებ?
- და რატომ უნდა იცოდე?! - მოთმინების ფიალა მევსება.
- მე შენი მომავლის ნაწილი ვარ, ნიცა!
- ვინ გითხრა?
- რას ჰქვია ვინ მითხრა?! მე და შენ დანიშნულები ვართ... რამდენიმე თვეში ცოლად უნდა მოგიყვანო!
მოულოდნელად სიცილს ვიწყებ, უფრო სწორედ ხარხარს. გიგა გაოგნებული მიყურებს.
- რამე სასაცილო ვთქვი?
- რაღაც არ მახსოვს ჩემთვის ცოლობა გეთხოვოს და მე დაგთანხმებულიყავი...
- მე და შენ მამაშენმა დაგვნიშნა!
- რა შუაშია აქ მამაჩემი? სამი წლის წინ შეყვარებულობა და სიყვარული სულ სხვა მეგონა. მაგრამ შენგან განსხვავებით გავიზარდე, სულ სხვა შეხედულებები და მოთხოვნილებები გამიჩნდა ცხოვრების მიმართ.
- რას ბოდავ?
- კარგი რა, გიგა... დაეშვი მიწაზე. შენც კარგად იცი, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი ხანია უკვე დასასრულს უახლოვდება. რატომ არ გინდა რეალობას გაუსწორო თვალი? ის, რასაც 17-18 წლის ასაკში განვიცდიდით სულაც არ არის სიყვარული, რომელიც ქორწინებით უნდა დამთავრდეს. მე და შენ არ ვართ ერთმანეთისთვის შექმნილები. შენ სხვა რაღაცები მოგწონს, სხვა პრიორიტეტები გაქვს, სხვა მიზნები გაქვს ამ ცხოვრებაში... მე კი სულ სხვა... არ გინდა ამ ამბის ასე გართულება, გთხოვ... მე არ მინდა შენი მოშორება. დაბადებიდან გიცნობ, ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის, ერთად გავიზარდეთ, მაგრამ ეს სიყვარული არ არის. ეს უბრალოდ დამოკიდებულებაა... ადრე თუ გვიან აუცილებლად მიხვდები, რომ ჩვევაში გაქვს გადასული, რომ თითქოს უნდა გიყვარდე, მაგრამ ეს ასე არ არის... არ მინდა ცოლად გამოგყვე, მერე რამდენიმე თვეში გავშორდეთ და მთელი ცხოვრება გძულდე... მირჩევნია ცივილურად დასრულდეს ეს სიყვარულობანა...
- აი თურმე რა წარმოდგენა გქონია ჩემზე...
სახე ეღრიცება, რაღაცნაირად მეცოდება, მაგრამ დროა ეს ყველაფერი გაიაზროს. ისედაც ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა ჩვენი უაზრო ურთიერთობა.
- და მამაშენს რას ეტყვი? - მეუბნება ბოლოს.
- მამაჩემს ყველაფერს ავუხსნი... დარწმუნებული ვარ გაიგებს...
- ასე რატომ გძულვარ?
მის ხელს ხელებში ვიქცევ.
- გიგა... არ მძულხარ... როგორ შეიძლება მძულდე? ოცი წელია გიცნობ. ბავშვობის მოგონება არ არსებობს, რომელშიც შენ არ ხარ. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ... მაგრამ მე მხოლოდ მეგობრობა შემიძლია შემოგთავაზო, სხვა არაფერი... მე არ მინდა ჩემთან გაუბედურდე, არ მინდა ერთმანეთი შეგვძულდეს...
- რატომ გგონია რომ ასე იქნება?!
- გიგა... გთხოვ... პატივი ეცი ჩემს აზრს და ნუღა მალაპარაკებ ტყუილად...
ვდგები და ჩემს ჩანთას მხარზე ვიკიდებ.
- მადლობა ნამცხვირისთვის...
ვეუბნები და გამოვდივარ. მისი შეძრული სახე თვალწინ მიდგას, ძალიან მეცოდება, მაგრამ არა... შეცოდების გამო ამ აბსურდს ვეღარ გავაგრძელებ.

6. თორნიკე
ხვალ დილით მივდივარ. თავს ვერ ვპატიობ, რომ ასეთი ბედნიერი ვარ ამის გამო. საკუთარ შვილს ვიღაც გოგოსთან ვტოვებ და მივდივარ. რას იტყოდა სალომე ჩემზე? ალბათ, ძალიან გაბრაზდებოდა. მაგრამ რა ვქნა?! აქ ვერ ვჩერდები. ვიხრჩობი. ვიგუდები. ეს სახლი მახრჩობს. ის მოგონებები, რომლებიც ყოველ კუთხეში და კუნჭულში ჩემს თვალწინ ცოცხლდება, სწორედ ისინი მახრჩობენ. ოთახში ისევ დგას სალომეს სურნელი. მგონია, რომ სადღაც აქ არის. მგონია, რომ კარადა-ოთახიდან გამოვა, ახალ შეძენილ ტანსაცმელს მაჩვენებს, დატრიალდება და კიდევ მეათასედ თავიდან შემაყვარებს თავს. მაგრამ სალომე არ ჩანს... მე და ტინა ისევ მარტონი ვართ...
სწორედ ამიტომ უნდა წავიდე...
ძიძას აშკარად არ მოვწონვარ. თუმცა რატომ უნდა მოვწონდე? ორი დღეა ჩემს უჟმურ სახეს და გამოხტომებს უყურებს. თვალებში ვატყობ, რომ ჩემი წასვლით ძალიან ბედნიერია. სამაგიეროდ ტინას საიმედო ხელში ვტოვებ. რაც ნიცა გამოჩნდა დამშვიდდა. აღარც ღამე ეღვიძება კანკალით და ტირილით. მე ვიცი რატომაც. ნიცას ხმა ძალიან ჰგავს სალომეს ხმას. ბავშვს კი ეს ამშვიდებს, როცა ნიცა აქ არის, არ შორდება. სულ მასთან უნდა, მის მკლავებში იძინებს და იღვიძებს. მართალია ნიცა ძალიან პატარაა, მაგრამ ეტყობა ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს. ეთოსაც მოსწონს. ასე რომ ყველაფერი ნათელია, მე უნდა წავიდე.
საღამოს ეთო შემორბის აფორიაქებული.
- თოკა, დედი... დათომ დამირეკა... არ არის კარგად, წნევა აქვს მგონი... უნდა წავიდე... ვეცდები დავბრუნდე...
- არ არის საჭირო, დედა... მიხედე ქმარს... ისედაც რამდენი ხანია აქ ხარ...
- მე ყველაფერი ჩავალაგე... ჩანთები შეკრულია... არაფრის გაკეთება არ მოგიწევს...
- მადლობა, ეთო...
დედაჩემი მიახლოვდება, თავისი გამხდარი ხელებით მეხუტება და ლოყაზე მკოცნის. იცის, რომ არ მიყვარს ზედმეტი მოფერება და ალერსი. არასდროს მიყვარდა. ამიტომ მალევე მშორდება.
- თავს მიხედე, გთხოვ... ჩემი ხელით გიშვებ ომში, მაგრამ შენთვის ასეა საჭირო... ჩვენზე არ ინერვიულო... კარგად ვიქნებით...
- დედა, იცოდე არაფრით არ გაატანო ბავშვი იმ ქალს... სულ რომ კარის ჩარაზვა მოგიწიოს, ტინა არ გაატანო, გაიგე?!
- გავიგე...
დედაჩემს ვაცილებ. მისაღებში შევდივარ. ტინას ნიცას მკლავებში სძინავს. ახლაღა ვამჩნევ ამ გოგოს გრძელ, ჟღალ თმას. აქამდე სულ შეკრული ჰქონდა. ძალიან ლამაზი თმა აქვს, უცხო ფერის. ტინას თითები აქვს მის თმაში გახლართული. ნიცა მაკვირდება, მათვალიერებს.
- ასე უყვარს ძილი... სალომეს თმებს მოსვენებას არ აძლევდა... - რას ვბოდავ?
- ტინა თუ მაიძულებდა თმის გაშლას... - ეღიმება.
- რატომ?
- არ მიყვარს გაშლილი თმა, ყოველთვის შეკრული მაქვს. ასე უფრო კომფორტულად ვარ.
- დავიჯერო შენს შეყვარებულს არ უყვარს შენი თმა?
გაოცებული მიყურებს. რა უტაქტო კითხვებს ვსვამ?
- არა... არ უყვარს...
რაღაცნაირი სევდიანია.
ვეცლები და საძინებელში შევდივარ. სალომეს კოსმეტიკის მაგიდას ვუახლოვდები. ყველაფერი ხელუხლებელია. ისევ ისე აწყვია მისი აუარებელი კრემები, თავის მოვლის საშუალებები, პომადები და მრავალი სხვა. როგორი დალაგებული და მოწესრიგებულია ყველაფერი. თითქოს ისევ სალომე ალაგებს მათ, თითქოს ისევ მისი ლამაზი და ნაზი ხელები ეხებიან.
სარკეში ვიხედები და ჩემს თავს ვაკვირდები. ვერ ვცნობ. როგორ შევიცვალე. თითქოს ამ ათ დღეში ათი წლით დავბერდი. აბურძგნული თმა და მოშვებული წვერი მაღიზიანებს. ღმერთო ჩემო, თმა და წვერი!
აბაზანაში შევდივარ და წვერს ვიპარსავ. თმა?
- ნიცა... - ვუახლოვდები, კრთება. - თმა უნდა გადამპარსო...
გაოგნებული ტრიალდება ჩემკენ.
- რა უნდა ვქნა?
- თმა... აი ამით... - ხელში გადასაპარსი მოწყობილობა მიჭირავს. - მარტივია... გასწავლი...
- და რას ერჩი თმას?
- ხვალ ჯარში მივდივარ... ჯარში ჩემი გრძელი თმა არავის სჭირდება...
თავს მიქნევს და მომყვება, ტინას დივანზე აწვენს. სკამზე ვჯდები, სალომეს კარადის შესასვლელი სარკის წინ. ჟღალთმიანი ჩემს უკან დგას და თმის გადასაპარსს დაჰყურებს. ვერ არეგულირებს.
- მომეცი...
ჩემი თითები მის თითებს ეხება. რაღაცნაირი სასიამოვნო მუხტი მივლის სხეულში, მიკვირს. აშკარად, ისიც დაბნეულია. ვარეგულირებ და ისევ ვაძლევ.
- იმედია არ დამასისხლიანებ... - ამდენი დღის შემდეგ პირველად მეღიმება.
- ძალიანაც რომ მოვინდომო ამით მაგას ვერ ვიზამ...
- სამხედრო იერარქია საიდან იცი? გაგიკვირდა ჩემი უფროსი ლეიტენანტობა...
ეღიმება.
- ჩემი დიდი ბაბუა მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ბაბუაჩემი და მამაჩემი აფხაზეთის ომში იყვნენ... სახლში საკმარისზე მეტი მედალი და სამხედრო უნიფორმა მაქვს... ბავშვობიდან ომზე და ჯარისკაცებზე ჩამესმის ლეგენდები... ასე რომ არ გამჭირვებია იერარქიის შესწავლა... ნიცა ბაბუაჩემმა დამარქვა... მეორე მსოფლიო ომის დროს ექთანი უვლიდა, რომელიც წერილებს აგზავნინებდა ბებიაჩემთან. მაშინ შეყვარებულები იყვნენ. იმ ქალს შეჰპირდა შვილს ნიცას დავარქმევო, მაგრამ გოგო არ ეყოლა, ამიტომ შვილიშვილს ხვდა ეგ პატივი...
- საინტერესოა... და ძალიან ცოტა გოგო თუ მოიძებნება, ვინც ამ საკითხებში გარკვეულია...
გადაპარსვას იწყებს, მშვენივრად გამოსდის. მისი გრძელი თმა შიგადაშიგ ჩემს მხრებს ეფინება. აბა გაშლილი თმა არ მიყვარსო? როგორი სურნელი აქვს... მისი თმის სურნელი გონებას მირევს.
რას აკეთებ, თორნიკე?! ცოლი ორი კვირის წინ დამარხე! გაბრაზებისგან მუშტებს ვკრავ, ფრჩხილები კანში მერჭობა.
- რამე გატკინე? - მეუბნება შემცბარი ხმით, როგორც ჩანს, ჩემი დაჭიმული სხეული დააფიქსირა.
- არა. და შეგიძლია ეგ თმა შეიკრა? მგონი ხელს გიშლის! - ცოტა უხეშად გამომდის.
გაოგნებული ნიცა მემორჩილება და თმებს ისევ მაღლა იწევს. ახლა მის კისერს ვამჩნევ. როგორი ლამაზი გრძელი კისერი აქვს. თორნიკე! თვალებს იატაკსს ვაშტერებ და ვცდილობ მისკენ აღარ გავიხედო. საშინელი სინდისის ქენჯნა მაწუხებს. ნუთუ ყველაფერთან ერთად მოღალატეც ვარ?!
კისერზე მის შეხებას ვგრძნობ, მბურძგლავს. თავს წინ მაწევინებს, რომ უკან კარგად მიუდგეს. არ ვუყურებ.
- თითქმის დავამთავრე. - მეუბნება ბოლოს.
რამდენიმე წამში მოწყობილობასაც თიშავს. მხოლოდ ახლაღა ვიხედები სარკეში. ნიცა უკან მიდგას გაღიმებული სახით, როგორც ჩანს ძალიან ბედნიერია თავისი ნახელავით.
- იცი რა... მე შენს ადგილას საერთოდ არ გავიზრდიდი თმას...
- რატომ? - ჩემს ხმას ვერ ვცნობ.
- ასე ბევრად უფრო კარგია...
- კარგია? - წარბებს მაღლა ვწევ.
- უფრო სიმპ... არაფერი... - იბნევა და ოთახიდან გადის.
ძალიან კარგად ვხვდები რის თქმასაც აპირებდა და მეღიმება, მაგრამ ოთახიდან აღარ გავდივარ, არ მინდა თავი უხერხულად იგრძნოს. სარკეს ვწევ და კარადაში შევდივარ, რომ გადასაპარსი მანქანა შევინახო, მაგრამ მაშინვე ვნანობ.
ოთახში სალომეს სურნელი დგას. ვუყურებ მის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და ჩემს თვალწინ ცოცხლდება. ვხედავ ამ კაბებში გამოწყობილს, როგორ მატყვევებდა და გადავყავდი ჭკუიდან. ერთ-ერთ მწვანე კაბას ვუახლოვდები. ეს ჩემი საყვარელი კაბაა, რადგან ყველაზე მეტად უხდებოდა. ნაზი ნაჭერი ცხვირთან მიმაქვს და ხარბად ვსუნთქავ მის სურნელს. ტუჩებით ვეხები, თითქოს ისევ მას ვკოცნი. ყველანაირი ემოცია ერთდროულად მაწვება, ძირს ვიკეცები და კაბას ვიხუტებ. ვერც ვხვდები ისე მევსება თვალები ცრემლებით.
ნუთუ ეს მართლა ხდება ჩემს თავს!? ნუთუ მართლა დავკარგე საყვარელი ქალი?! ნუთუ აღარსდროს შემოვა აქ, აღარსდროს ჩაიცმევს ამ ტანსაცმელს, აღარასდროს ჩამეხუტება გაბუტული?!
რამდენ რამეს ვნანობ! ნეტავ უფრო მეტი დრო გამეტარებინა მასთან... ნეტავ თვეობით არ დამეტოვებინა... რა სულელი ვიყავი... როგორი ბედნიერი თურმე... ისეთ რაღაცებზე ვდარდობდი, რაზეც ახლა სიმწრით მეცინება... თურმე როგორი საშინელი სიურპრიზებითაა სავსე ცხოვრება... თურმე როგორი ბრმა ვყოფილვარ...
ჩემს თავზე გული მერევა...
უხეშად ვიწმენდ ცრემლებს. გონება ჩამძახის: „ კაცები არ ტირიან!“. ყველაფერთან ერთად სუსტიც ვყოფილვარ. ბრავო, თორნიკე... რამდენ ახალ აღმოჩენას აკეთებ ყოველდღე?
რამდენიმე საათის შემდეგ გავდივარ მისაღებში. ნიცა ხალიჩაზე ზის და ტინანოს ეთამაშება.
- მა... მა... - ჩემს დანახვაზე თვალები სიხარულით უფართოვდება და ხელებს იშვერს.
მეც ამყავს და გულში ვიხუტებ, კისერში ვკოცნი. სიცილს იწყებს.
- დარჩები ნიცა დღეს? დედაჩემი ვერ მოვა, მე დილის ოთხ საათზე უნდა გავიდე...
- რა თქმა უნდა.
მორჩილად მიქნევს თავს და მიყურებს. მეც ვუყურებ. თვალს ვერ ვწყვეტ. არის რაღაც მომხიბვლელი ამ გოგოში.
- არ ვიცი როდის მეცლება დასარეკად, მაგრამ ვეცდები ყოველ დღე დავრეკო ტინანოსთან. ტელეფონთან ახლოს იყავი ხოლმე, არ მალოდინო. ბევრი დრო არც მექნება.
ისევ თავს მიქნევს. როგორც ჩანს არ არის საუბრის ხასიათზე.
- ჩემი საძინებლის გვერდითა ოთახი თავისუფალია, მანდ დაიძინეთ ხოლმე... დედაჩემი ხშირად დარჩება, მაგრამ სულ ვერ, ქმარი ჰყავს მისახედი...
- მამაშენი?
- არა... დათო მამაჩემი არ არის...
არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, ამიტომ მოკლედ ვუჭრი და ტინასთან ერთად ოთახიდან გავდივარ.
შუაღამის სამ საათზე მაკითხავს მანქანა. ჩემოდნებთან ერთად სახლიდან გავდივარ და გარედან ვკეტავ. ფეხები უკან მრჩება. სინდისი არ მასვენებს. სალომეს ხმა ჩამესმის, თითქოს მშიშარა ვარ, რომელიც პასუხისმგებლობას გაურბის და ბავშვს მარტო ტოვებს. რაღა თითქოს? განა არ ვიცი რომ ასეა?! მაგრამ არა... მაინც მივდივარ და ვჯდები წყეულ თვითმფინავში, რომელსაც ათასობით კილომეტრით შორს მივყავარ სულ სხვა სამყაროში. სამყაროში, სადაც ბრძოლა მიდის გადარჩენისთვის. სადაც არავინ არავის ინდობს. გულის გულში კი იმის იმედი მაქვს, რომ იქიდან აღარც დავბრუნდები.
7. ნიცა
ერთი კვირა გადის, რაც თორნიკე წავიდა და მე ბავშვთან ერთად მის სახლში დავრჩი. ეთო ხშირად მოდის, მაგრამ რატომღაც ღამით არ რჩება, მეუბნება ქმარი ცუდად არისო. არაუშავს. მე და ტინა კარგად ვუგებთ ერთმანეთს. თან ბევრი საერთო გვაქვს, მაგალითად ორივენი ობლები ვართ. გუშინ ტირილი დაიწყო, ვერაფრით გავაჩერე. მოვეფერე, ვეთამაშე, ჩავეხუტე, მაგრამ არ გაჩერებულა. გრძნობს, რომ მამამისიც წავიდა და ძალიან განიცდის.
თორნიკეს ვერ ვუგებ. ასეთ დროს წასვლა იქნებოდა? ბავშვს ღამით ტირილით ეღვიძება, მშობელი უნდა რომ გვერდით ჰყავდეს, მას კი ვიღაც უცხო გოგონა უწევს გვერდით.
ტინა რომ ვერ გავაჩერე, გადავწყვიტე ჩემი ისტორია მომეყოლა. ვუთხარი როგორ დამტოვა მეც ჩემმა დედიკომ მაშინ, როცა სკოლაში უნდა შევსულიყავი. ვუთხარი როგორ მენატრებოდა, როგორ ვტიროდი ჩუმად, როგორ ვწერდი წერილებს, როცა წერა ვისწავლე და როგორ ველოდი, რომ ისიც მიპასუხებდა. თითქოს ყველაფერი გაიგო რაც მოვუყევი, ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს მეუბნებოდა: „თანაგიგრძნობ, ნიცა... ახლა უკვე კარგად გვესმის ერთმანეთისო.“ მას მერე აღარ უტირია. ჩვენ დავმეგობრდით.
თორნიკე თითქმის ყოველ საღამოს მირეკავს. უფრო სწორედ მწერს: „ბავშვს თუ არ სძინავს დამირეკეთ.“ და მეც ვრეკავ. თუმცა ჩვენ საერთოდ არ ვლაპარაკობთ, კამერაშიც კი არ ვჩნდები. ტინას ელაპარაკება, ათას გამოგონილ ისტორიას უყვება, ეუბნება, რომ ძალიან ენატრება და ეცდება, რომ მალე ჩაეხუტოს. ეუბნება, რომ ბებოს და ნიცას დაუჯეროს და კარგად მოიქცეს.
მე მოშორებით ვზივარ და ვუყურებ მათ. ვხედავ მის სახეს. როგორი მამაკაცურია, როგორი ძლიერი, მისი გამჭოლი გამოხედვა მატყვევებს. არ ვიცი რატომ მემართება ასე, ასეთი რამ არასდროს განმიცდია. ცდილობს, რომ ტინას თავი მხიარულად მოაჩვენოს, თითქოს კამერის ჩართვისთანავე ღიმილიან ნიღაბს იფარებს სახეზე, არ უნდა, რომ ბავშვს აწყენინოს. მაგრამ მე ვხედავ. მე ძალიან კარგად ვხედავ ამ ღიმილის უკან რამხელა სევდა და ტანჯვა იმალება. გაღიმების დროსაც კი ენით ეღუწერელი ტკივილით ემანჭება სახე.
ხანდახან მინდება, რომ მეც დაველაპარაკო, მაგრამ მერიდება. რომ უნდოდეს თვითონაც ხომ დამელაპარაკებოდა ან ტინას მოკითხვის დროს ერთხელ მაინც მეც მკითხავდა როგორ ხარო. არ მინდა ზედმეტად თვალში გავეჩხირო, ისედაც თავზე საყრელად აქვს სადარდებელი.
დიდხანს ვერ გვესაუბრება, რამდენჯერმე უბრალოდ გაწყდა კავშირი და აღარ გადმოურეკავს. რა თქმა უნდა. თორნიკე რომელიღაც კურორტზე ნამდვილად არ არის. პირიქით. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილზეა, ყველაზე საშიში ხალხით გარშემორტყმული.
ტინა მამის ხმის გაგონების შემდეგ მშვიდდება. იმ ღამით მშვიდად სძინავს, აკანკალებულს აღარ ეღვიძება. მე და ვალენტინას იმ ოთახში გვძინავს, სადაც თორნიკემ დაგვიბარა. სახლიდან პატარა ჩემოდანი წამოვიღე ჩემი ნივთებით და ამ უცხო სახლში დავბინავდი. ჩვენი ოთახი პატარაა, მაგრამ ძალიან მყუდროა, დილით მზე ადგება და ანათებს.
გიგა აღარ გამოჩენილა, ეტყობა ძალიან გაბრაზებულია ჩემზე, მაგრამ რა ვქნა?! რატომ უნდა ვაცხოვრო ტყუილ იმედებში? მამაჩემსაც ველაპარაკე. ავუხსენი, რომ გიგას ისე ვუყურებ, როგორც მეგობარს და არც გათხოვებას ვაპირებ. ყველაფერში დამეთანხმა. მიყვარს მამაჩემი. მიყვარს მისი უპრობლემო ხასიათი, მისი მახვილი გონება, მისი იდეალური სიმშვიდე ყველანაირ სიტუაციაში, რომელიც მას არასდროს ტოვებს. ხანდახან მშურს ხოლმე ამ სიმშვიდის. მე ხომ სრულიად საპირისპიროდ ვარ მოწყობილი. ფეთქებადი ხასიათი, სპონტანურობა, ცხელ გულზე მიღებული დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები და მრავალი სხვა.
თორნიკეს წასვლიდან მეათე დღეს დილით ადრე კარზე ბრახუნი მაღვიძებს. საშინელი შიში მიპყრობს. მაშინვე ტინას ვუყურებ, რომელიც ჩემსავით შეშინებულია და თავისი გაფართოებული მწვანე თვალებით შემომყურებს. ტინას თავს ხელებში ვიქცევ და ვეუბნები.
- ტინანო... ახლა მე გავალ... კარს გავაღებ... შენ აქ იყავი ჩუმად და არ იტირო, კარგი?
თითქოს ყველაფერი ესმის, თვალებით მეთანხმება და მეც გავდივარ.
კარს ვაღებ და ქერა ქალს ვხედავ, განრისხებული თვალებით შემომყურებს, გვერდზე უხეშად მწევს და სახლში შემოდის.
- შენ ვინ ჯანდაბა ხარ? - მიყვირის. - უკვე მოძებნა მაგ არაკაცმა ახალი ცოლი?
- რა?
- სად არის ბავშვი?
თორნიკეს საძინებელში შედის. აღებს კარადა-ოთახს, აბაზაბას. გაოგნებული მივყვები უკან.
- შენ გეუბნები, გოგო! სად არის ბავშვი?
- ვინ ბრძანდებით და რა უფლებით გვივარდებით სახლში?
მოულოდნელად ქალი თავის მსუქან და ძლიერ ხელს მკლავში მავლებს და მაჯანჯღარებს. მტკივა.
- მე ვინ ვარ? შენ თვითონ ვინ ხარ, ნაბო*არო, ვიღაცა ხარ მოთრეული!
- წესიერად მელაპარაკეთ! - ვცდილობ ხელი გავითავისუფლო.
ოთახიდან ტინას ტირილი მესმის. ქალიც მაშინვე ხელს მიშვებს და ჩვენს საძინებელში შედის. ტინა საწოლზე ზის ისე, როგორც დავტოვე, მაგრამ სახე ცრემლებით აქვს დასველებული.
- ბებოს ცხოვრება...
ტინასკენ მიდის და ცდილობს ხელში აიყვანოს. ბავშვი წინააღმდეგობას უწევს.
რა თქმა უნდა. ტინას მეორე ბებია, სალომეს დედა... ახლა ყველაფერი გასაგებია...
- მოდი ბებო ჩემთან... არ მოგენატრე? - ცდილობს აჩქარებული სუნთქვა დაირეგულიროს და ბავშვს თბილად მიმართოს.
ტინა ისევ აგრძელებს ტირილს და ხელებს ჩემკენ იშვერს. მეც მივდივარ და ხელში ამყავს. ტინანო ხელებს მხვევს, თავს მადებს და თითებს თმებში მიცურებს. ქალი მტრული გამოხედვით მაჯილდოვებს. გასაოცარია, როგორ ჰგავს ვალენტინა ბებიამისს. მსუქანი სახე ტირილისგან კიდევ უფრო დასიებული აქვს, თვალები ჩაწითლებული, ეტყობა, რომ ენერგია ისედაც გამოცლილი აქვს და ბოლო ძალებს ხარჯავს ტინას დასაბრუნებლად.
- ვინ ჯანდაბა ხარ? - მეკითხება ბოლოს.
- მე ნიცა მქვია და ბავშვის ძიძა ვარ.
ცინიკური მზერით მაკვირდება და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს.
- სკოლის მოსწავლე ხარ?
- ქალბატონო... - არ ვიმჩნევ მის დამცინავ რეპლიკას. - მე გაფრთხილებული ვარ, რომ ბავშვი არსად გაგატანოთ. აქ კი რამდენი ხანიც გინდათ დარჩით. თუ ჩემი დანახვა არ გსიამოვნებთ შემიძლია ოთახში ვიყო და ტინასთან მარტო დაგტოვოთ.
- როგორ მეტლიკინები? ან აქ... ჩემი შვილის სახლში როგორ ბედავ მბრძანებლობას?! - ხელებს იქნევს.
- მე აქ ვმუშაობ და ზუსტად ამ სახლის მეპატრონის დავალებას ვასრულებ... - ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო, მაგრამ ხმა მიკანკალებს და წყობიდან გამოვდივარ.
ქალი ცოტა ხანს ისევ მაკვირდება. ჯერ მე, შემდეგ ჩემს ხელში გატრუნულ ტინას. წამიერად ვხედავ მის მზერაში რაღაც მზაკვრული სხივის გაკრთომას, რომელიც მაშინვე ქრება.
- კარგი... ეგრე იყოს... მაგრამ ოთახიდან გამოსული არ დაგინახო! - თითს მიქნევს. - ჩემი შვილის სახლში ჩემს შვილიშვილთან უცხო ქალს ვერ ავიტან! ან მამამისი სად გდია? აღარ კადრულობს ბავშვს?
- არ იცით? - მიკვირს.
- რა უნდა ვიცოდე?!
- ის წავიდა... ავღანეთში...
ქალს თვალები უფართოვდება და მრისხანებისგან კიდევ უფრო ეღრიცება.
- როგორ გაბედა?! - ხმა ებზარება. - კიდევ გაბედა... მაინც წაეთრა იმ წყეულ ადგილას... ღმერთო ჩემო... კიდევ კარგი ჩემი სალომე ვერ ხედავს ამას... - თავში ხელებს იკრავს. - არა... არა როგორ წარმოვიდგენდი?! როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილის დამარხვიდან მეორე დღეს ისევ ომში წავიდოდა... უბედურო ჩემო თავო და ჩემო შვილო... - მაღლა წევს ხელებს და „ღმერთისკენ“ იხედება. - ჯერ ჩემი შვილის გვამი მიწაში არ გაცივებულა... მისი ორმოციც კი არ გასულა... და ეს არაკაცი ისევ წავიდა?! ვის შეალია ჩემმა შვილმა თავისი საუკეთესო წლები?! ვის გამო დაიღუპა თავი, ღმერთო?! - ეს ქალი მაშინებს. - რამდენი თვე გაატარა მის ლოდინში... ვეუბნებოდი... არ გინდა... არ არის ეს კაცი საშენო... დაგტანჯავს თქო... არ მომისმინა... არ მომისმინა... ღმერთო, რატომ მიწა არ მისკდება ახლა?!
ქალი მე მიყურებს, მაგრამ საერთოდ ვერ მხედავს. რა უნდა ვუთხრა? აშკარად, ვერ არის სრულ ჭკუაზე. ჯერ კიდევ ვერ გადაუტანია, ვერ გაუაზრებია შვილის სიკვდილი. ან როგორ უნდა გაიაზროს?!
- დამტოვე ჩემს შვილიშვილთან მარტო! - თავის ჩვეულ მკაცრ ხმას იბრუნებს.
სხვა რა გზა მაქვს?! ტინანოს ვაწვდი, თუმცა ბავშვს სულაც არ უნდა მასთან.
- ტინა... ბებიას უნდა შენი მოფერება... - ვეუბნები მშვიდად.
მემორჩილება. ქალი გაოგნებული მიყურებს. აი ზუსტად ისე, მე-17 საუკუნეში „ჯადოქრებს“ რომ უყურებდნენ, სანამ მის კოცონზე დაწვის ბრძანებას გასცემდნენ.
კარს ხურავს და გადის. ოთახის დალაგებას ვიწყებ. ცოტა ხნის შემდეგ ტელეფონს ვიღებ და თორნიკეს ვწერ.
„აქ სალომეს დედაა მოსული.“
არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ, მაგრამ გული მკარნახობს, რომ უნდა გავაფრთხილო.
რამდენიმე წუთის შემდეგ მისი პასუხი მოდის.
„არავითარ შემთხვევაში ბავშვი არ გაატანო!!! ერთი წუთითაც არ დატოვო მარტო!!!“
თითქოს მისი ბოხი ხმა და მბრძანებლური ტონი ჩამესმის. მაშინვე ვდგები და მისაღებში გავდივარ, მაგრამ... უკვე გვიანია...
სახლში მარტო ვარ... არც ტინაა და არც ბებიამისი...
თავბრუს ხვევას ვგრძნობ, გულის რევის შეგრძნებაც მეუფლება. მთელ სხეულში მცრის და კანკალს ვიწყებ. რა გავაკეთე?
მაშინვე თორნიკეს ნომერს ვკრეფ. ისიც თითქოს ხვდება რაზე ვრეკავ, შეშფოთებული ხმით მპასუხობს.
- თორნიკე... თორნიკე... - სიტყვებს ვერ ვპოულობ. - წაიყვანა... ტინა წაიყვანა...
- სულელო გოგო! - მეუბნება განრისხებული და მითიშავს.
ფეხებში ძალა მეცლება და ვიკეცები. მართლა როგორი სულელი ვარ?! ერთი რამ დამავალეს, მხოლოდ ერთი რამ... ტინა არავის გაატანოო... და მე რა ვქენი?
ეთოს ნომერს ვკრეფ. ვცდილობ ავუხსნა რაც მოხდა. შვილისგან განსხვავებით ეთო მამშვიდებს. მეუბნება, რომ არ ვინერვიულო, რომ ის მოაგვარებს ყველაფერს.
არანაირი შვება არ მეუფლება. ისევ ვაგრძელებ ჩემი თავის დადანაშაულებას.
- ოღონდ ახლა ბავშვი დაბრუნდეს და აქ ჩემი ფეხი აღარ იქნება...
ვიძახი ხმის კანკალით.


8. თორნიკე
მეგონა ავღანეთში წამოსვლა მიშველიდა. მეგონა აქ წამოსვლით ყველა პრობლემას გავექცეოდი, მაგრამ თურმე მწარედ შევცდი. სალომე ყველგანაა. არც ერთი წამით არ მტოვებს მასზე ფიქრი, ძველი მოგონებები. მეგონა პრობლემა თბილისში იყო, ჩვენს სახლში, ჩვენს საძინებელში და ჩვენს აბაზანაში... მაგრამ არა... ახლა ვხვდები, რომ პატარა ბავშვივით მოვიქეცი. აი, დამალობანას რომ თამაშობს და დამალვის ნაცვლად თვალებზე ხელს რომ იფარებს და ჰგონია რომ რახან თვითონ ვერაფერს ხედავს ესეიგი ისიც უჩინარია. ყოველ დღე ვიაზრებ, რომ უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი. თურმე ადამიანის სიძლიერე ფიზიკური სიძლიერით არ განისაზღვრება. თურმე ცრემლების შეკავებაც არ მიუთითებს კაცობაზე და ამტანობაზე. პირიქით... ნეტავ მეტირა... ნეტავ ის ტკივილი რასაც შინაგანად ვგრძნობდი გარეთ გამომეშვა. დარწმუნებული ვარ იმაზე უკეთ ვიქნებოდი, ვიდრე ახლა ვარ. მე მშიშარა აღმოვჩნდი, რომელიც გამოიქცა... რომელიც პასუხისმგებლობას გაექცა.
ვიხრჩობი. ყველა ჩემი განცდა, ემოცია ერთმანეთს ეღვენთება და ასე მგონია სულში უზარმაზარი სტალაქტიდები მეზრდება, რომლის ზომაც დღითიდღე იმატებს, სხეულში შიგნიდან მერჭობა და მაწამებს. ვერავის ველაპარაკები და თურმე როგორ მჭირდება ვინმესთან საუბარი. როგორი ძნელი ყოფილა ამხელა ტკივილის გადატანა მაშინ, როცა სრულიად მარტო ხარ. გაუცხოების შეგრძნება მტანჯავს. იკითხავთ, ალბათ, რატომ არავის ელაპარაკები, მანდ ხომ ბევრი ძმაკაცი გყავსო. ეჰ... მეც ასე მეგონა... მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა რომელიმესთან მარტო აღმოვჩნდები და გულის გადაშლას დავაპირებ ჩემი ხმა სადღაც ქრება, ყელში უზარმაზარი ბურთი მეჩხირება და ხმის ნაცვლად რაღაც ხროტინი ამომდის. მერე კი უბრალოდ გამოვდივარ კარვიდან და გადახრიოკებულ ბუნებას ვაკვირდები, რომელიც კიდევ უფრო უცხოდ მაგრძნობინებს თავს. ხრიოკი ავღანეთი საერთოდ არ ჰგავს მწვანე საქართველოს.
და მიუხედავად ამ ყველაფრისა სალომე მაინც ყველგანაა. საითაც არ უნდა გავიხედო მის სახეს ვხედავ. მის ღიმილის, მის თვალებს, მის თმას... ხანდახან მის სურნელსაც კი ვგრძნობ. ამის შემდეგ ეჭვიც კი მეპარება რომ სრულ ჭკუაზე ვარ. შეიძლება არც ვარ.
მახსენდება ჩვენი ერთად გატარებული დღეები, გიჟური შეყვარებულობა, ჩვენი ქორწილი და თაფლობის თვე. მისი ჰორმონებმოზღვავებული ორსულობა, გაუთავებელი წუწუნი, უაზრო ტირილი, რომელზეც გულიანად ვიცინოდი. ვიცინოდი... ნეტავ ბოლოს როდის გავიცინე ასე რამეზე?
ყველაფერთან ერთად არ მასვენებს დანაშაულის გრძნობაც. ასე მგონია, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია. არ ვიყავი კარგი ქმარი. თვეების განმავლობაში ცოლს მარტო ვტოვებდი და ეს მას შემდეგაც არ შეცვლილა, როცა ვალენტინა გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. ვინ იცის რამდენი ღამე გაატარა ტირილში, ჩემს მონატრებაში და მარტოობაში. რამდენი ღამე გაათენა ვალენტინასთვის, როცა ავად ჰყავდა და სახლში სულ მარტონი იყვნენ. ვინ იცის, რამდენჯერ უფიქრია ამ დროს ჩემზე, რამდენჯერ უნატრია ქმარი გვერდში. და ამ დროს მე რას ვაკეთებდი?! გმირობას ვაპირებდი?! თურმე რამდენი დრო გავფლანგე... თურმე რამდენი ბედნიერი დღე ჩემი ნებით გავაქრე... სწორედ ეს მახრჩობს...
იქნებ ჩემი სიდედრი მართალია?! იქნებ სალომე უკეთეს კაცს იმსახურებდა, რომელიც მისნაირი ქალის გვერდში დგომას დააფასებდა, სამყაროს ფეხქვეშ გაუგებდა და ცივ ნიავს არ მიაკარებდა. იქნებ სალომეს მე რომ არ შევხვედროდი ასეთი აღსასრული არ ჰქონოდა, ასე მალე არ დასრულებულიყო მისი ცხოვრება.
საქმე იმაშია, რომ მიუხედავად ჩემი უპასუხისმგებლობისა, „მეომარი სულისა“ და გმირობის სურვილისა, სალომეს ერთხელაც არ დაუწუწუნია თავის ბედზე. ერთხელაც კი არ უთქვამს, რომ უჩემოდ უჭირდა. რომ მისი დაქალებივით მასაც სჭირდებოდა ქმარი გვერდში ყოველ დღე... და ამისგან განსხავებით ის ქმარს წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ნახულობდა. განა ამას იმსახურებდა?! განა ყველა ქალი მოითმენდა ამას? ნეტავ ეყვირა! ნეტავ ეჩხუბა! ნეტავ ვეიძულებინე დამეგდო ეს იარაღი და მასთან ერთად ვყოფილიყავი... სხვა სამსახური დამეწყო და გვეცხოვრა ისე, როგორც ჩვეულებრივი ოჯახები ცხოვრობდნენ... მაგრამ არა... ის მე იმდენად მცემდა პატივს, იმდენად უნდოდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი, რომ მორჩილად, ზედმეტი ხმის ამოღების გარეშე იტანდა ამ ყველაფერს.
და მე როგორი ეგოისტი აღმოვჩნდი? იმდენად დამაბრმავა ჩემმა წარმატების და სახელის მოხვეჭის სურვილმა, იმდენად დამაყრუა და დამამუნჯა პირადმა ბედნიერებამ, რომ სულ დამავიწყდა ღმერთისთვის მიცემული პირობა. რაღა ღმერთისთვის? მე ხომ სალომეს შევპირდი, რომ მთელი ცხოვრება მის ბედნიერებაზე ვიზრუნებდი... და რა გამოვიდა? მხოლოდ ის ზრუნავდა ჩემზე. განა ცოლზე ზრუნვა ლამაზი სამკაულის ან კაბის ყიდვაა?!
და ამ ყველაფრის შემდეგ მიჩნდება უსამართლობის შეგრძნება. განა ახლა მე უნდა ვიდგე ფეხზე და სალომე მიწაში? სად არის, ღმერთო, სამართალი... სად?! რით დავიმსახურე მე სიცოცხლე და მან სიკვდილი?! მე ხომ მჯეროდა შენი არსებობის... მე ხომ გამაჩნდა რწმენა... ხომ მჯეროდა რომ ყველაზე სამართლიანი ხარ... რომ შენ ყველაზე კარგად იცი ვინ რას იმსახურებს... და ამის შემდეგ როგორ განვაგრძო ცხოვრება?! როგორ მოვატყუო ჩემი თავი რომ ისევ სამართლიანი ხარ... რატომ დავკარგე ყველაფრის რწმენა ერთდროულად?! რატომ ვნატრობ, რომ რომელიმე სპეცოპერაციას შევეწირო და ისე გავქრე, რომ ჩემგან გვამიც კი არ დარჩეს.
აი... ასეთ დროსაც კი როგორი ეგოისტი ვარ... მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობ და მავიწყდება, რომ სალომემ საჩუქარი დამიტოვა. ჩემი ქალიშვილი... ჩემი ვალენტინა ისევ აქ არის, ისევ ჩემთან არის და მამას საჭიროებს. და მამა რას აკეთებს ამ დროს? ვიღაც უცხო გოგოს უტოვებს და ათასობით კილომეტრით შორს გამორბის და თან გულში სიკვდილის იმედი აქვს.
სწორედ ამიტომ არ ვიმსახურებ მე დღეს ფეხზე დგომას, სუნთქვას და ცხოვრებას.
რამდენიმე დღის წინ გიულიმ ბავშვი წაიყვანა, მაგრამ დედაჩემმა დააბრუნა. ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. ისიც ვიცი, რომ გიული ასე არ გაჩერდება, თავის მუქარას აასრულებს და სასამართლოში მიჩივლებს როგორც უპასუხისმგებლო მამას და ეცდება, რომ ტინა წამართვას. გულის სიღრმეში ვიცი, რომ მართალია. განა ცოტა ხნის წინ არ ვაღიარე, რომ ლაჩრულად გამოვიქეცი?!
იქნებ ტინაც არ იმსახურებს ჩემნაირ მამას... იქნებ გიულისთან უკეთ იყოს?!
მაგრამ არა... ვერ ვთმობ... არ შემიძლია... ტინას გარეშე ნამდვილად მოვკვდები. ის ერთადერთი ადამიანია, რომლის გამოც ვაგრძელებ სუნთქვას და იმ იარაღს, რომელიც ყოველ წამს თან დამაქვს გულში არ ვიხლი.
მირჩევნია უცხო გოგოსთან იყოს, ვიდრე იმ ქალთან, რომელიც ჩემს თავს შეაძულებს. ტინას სიყვარულს ვერ დავკარგავ. მის ლამაზ თვალებს, მის სურნელოვან კანს და პატარა ფეხებს ვერ დავკარავ... მე ტინა სიცოცხლის გასაგრძელებლად მესაჭიროება.
ახლაც ველაპარაკები მას, შორიდან ვეფერები და მის ჩაკოცვნაზე ვოცნებობ. ვატყობ, რომ უკვე ეძინება, ამიტომ ვემშვიდობები და გათიშვას ვაპირებ, მაგრამ მოულოდნელად ნიცას ხმა ჩამესმის. მერე კამერაშიც ჩნდება. მესამე კვირაა ყოველ დღე ვრეკავ მათთან და ერთხელაც კი არ გამოჩენილა. ახლა კი მე მას ვხედავ. მის ჟღალ თმას, ანთებულ თვალებს და შეშინებულ გამოხედვას.
- გამარჯობა, თორნიკე... - მეუბნება აკანკალებული ხმით. მიკვირს.
- გაგიმარჯოს, ნიცა... მშვიდობაა?!
დაბნეული ჩანს. ახლა ვამჩნევ როგორი ლამაზია თურმე ეს გოგო... იმდენად უცხო გარეგნობა აქვს, რომ რამდენიმე წამის განმავლობაში მონუსხული შევცქერი. მაგრამ ისევ საკუთარი თავის მიმართ ზიზღი მიპყრობს... როგორ შემიძლია სხვა ქალს ქალად აღვიქვამდე და ლამაზად ვთვლიდე მაშინ, როცა ყველაზე საოცარი ქალი მყავდა ცოლად და ახლა მიწაში წევს?!
- მშვიდობაა... - მეუბნება დარცხვენით. - მაგრამ ბოდიშის მოხდა მინდოდა შენთვის...
- რა ბოდიში?
- შენ მე ტინა ჩამაბარე, მე კი საკუთარი ხელით გავატანე იმ ქალს და ასე განერვიულე...
- მაგაზე არ იდარდო... ისედაც ვიცოდი, რომ ეგრე იქნებოდა... - რაღაცნაირად მეცოდება, მისი ბრალი ამ ამბავში ნამდვილად არაფერი არ არის.
- ხო მაგრამ...
- პირიქით... მე უნდა მოგიხადო ბოდიში... შეურაცხყოფა მოგაყენე... სულელი გიწოდე...
- არა...
- როგორ არა... არანაირი უფლება არ მქონდა ამის... იმედია მაპატიებ...
- ცხელ გულზე მეც ბევრჯერ წამომცდენია ცუდი რაღაც... რაც მერე ძალიან მინანია - მიღიმის.
როგორ უხდება ღიმილი... რაღაცნაირ კარგ ხასიათზე ვდგები. ეს გოგო რაღაცნაირ დადებით მუხტებს ასხივებს.
- სხვა თუ არაფერი მაშინ უნდა დაგტოვოთ... ამ დროსაც ძლივს ვპოულობ, რომ დაგელაპარაკოთ...
- ხო... ხო... რა თქმა უნდა... ბოდიში დაგაყოვნე...
და მაშინვე მითიშავს.
9. ნიცა
ექვსი თვე ისე გადის ვერც კი ვამჩნევ. უკვე ნოემბერია და ცივა. მე და ვალენტინა ისე მივეჩვიეთ ერთმანეთს, რომ მე მის გარეშე ვერ ვძლებ, ის კი ჩემს გარეშე. კვირაში თითქმის ხუთი დღე აქ ვარ, სახლში ძალიან იშვიათად მივდივარ და იქაც ვერ ვიძინებ. ვერ ვიძინებ იმიტომ, რომ პატარა ტინანოს ვეძებ ჩემს გვერდით. იმდენად მივეჩვიე მის მშვიდ სუთქვას ჩემს გვერდით, ხანდახან ამოოხვრაც რომ მოჰყვება. იმდენად მივეჩვიე მის საოცარ სურნელს, მის პატარა თითებს ჩემს თმებში ახლართულს, რომ უკვე მიჭირს მის გარეშე ყოფნა.
ამ ექვს თვეში საკმაოდ გაიზარდა. მალე სამი წლისაც გახდება. ქერა კულულები გაეზარდა. საოცრად ლამაზია. მე პირადად ასეთ ლამაზ ბავშვს არ შევხვედრილვარ. განა ყველა ბავშვი ლამაზი არ არის?! მაგრამ ტინა... ტინა რაღაც განსხვავებულია. დიდი და მეტყველი მწვანე თვალები აქვს. პატარა აპრეხილი ცხვირი და დიდი ტუჩები. საწოვარამ, რომელსაც გვერდიდან არ იშორებს, ტუჩების ფორმა შეუცვალა, მაგრამ უხდება, ძალიან უხდება.
სახლში გამოკრულ ფოტოებს ხშირად ვაკვირდები. ამ ფოტოებზე ნამდვილ ოჯახს ვხედავ. ბედნიერ წყვილს თავიანთი საყვარელი შვილით. თორნიკე, რომელიც ძალიან უჟმური მგონია, ყველა ფოტოზე იღიმის. მისი ცოლი კი... სალომე სრულყოფილებაა... მაოცებს მასსა და ტინას შორის მსგავსება. გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ბავშვი დედას. ხანდახან მესმის რატომ გაიქცა თორნიკე. მასაც უჭირს ბავშვის ყოველ გამოხედვაში თავისი საყვარელი ქალის მზერის დაჭერა.
ეთო კვირაში ორჯერ მოდის და ბავშვთან რჩება. როგორც გავიგე, ეთო მუშაობს და ხშირად ამიტომ არ სცალია. მესმის მისი. ის ხშირად ახსენებს თავის ქმარს და ბაიას. ბაია მისი ქმრის შვილია, რომელიც მათთან ცხოვრობს. საინტერესოა, რადგან მე ერთხელაც არ მინახავს ეს გოგონა ჩვენთან მოსული.
- ბაია რატომ არ მოდის ჩვენთან? - ვეკითხები ერთხელ ეთოს.
სახე ეცვლება, იბნევა და უთოობას აგრძელებს.
- იცი... თორნიკეს არ აქვს კარგი ურთიერთობა ჩემს ქმართან და მის შვილთან. ზოგადად... ის წინააღმდეგი იყო ჩემი გათხოვების... ბაიამ რამდენჯერმე სცადა მასთან ურთიერთობა, მაგრამ თორნიკე ძალიან ჯიუტია... თუ რაღაც დაიჩემა ვერ გადაათქმევინებ...
მეტს აღარაფერს ვეუბნები. არ მინდა ზედმეტი კითხვებით თავი მოვაბეზრო.
უცნაური ოჯახია, უცნაური ურთიერთობებით და დრამებით. ან უბრალოდ მე მიკვირს, რადგან ჩემს ოჯახში მსგავსი არაფერი ხდებოდა. დედასთან თანაცხოვრება ფაქტობრივად არ მახსოვს. ჩემი ცნობიერი მამასთან გატარებულ დროს ინახავს. და ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი... მე და მამა... ის მუშაობდა, მე ვსწავლობდი. საღამოს ერთად ვამზადებდით ვახშამს, ერთად ვაცხობდით ნამცხვრებს, ერთად ვუყურებდით ფილმებს და დაუფარავად ვუზიარებდით ერთმანეთს ფიქრებს და განცდებს. ახლა უფრო კარგად ვხვდები როგორი რთულია კაცისთვის ცოლის დაკარგვა. როგორი დიდი განსაცდელის და დილემის წინაშე დგება ის. ფიზიკურად ძლიერი, ხმამაღალი და შეუდრეკელი ადამიანი ცოლის გარეშე ერთ წერტილად იქცევა, ყველაზე დაუცველ და დაბნეულ არსებად. და თუ მათ საერთო შვილი ჰყავთ, ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. მხოლოდ ერთეულები იღებენ სადავეს ხელში და აგრძელებენ ისე ცხოვრებას, როგორც ეს აქამდე იყო და ცდილობენ ბავშვს ობლობა არ აგრძნობინონ. მიხარია, რომ მე ასეთი კაცის შვილობა მერგო.
აი, რაც შეეხება ტინას... არ ვიცი... ან მე ვინ მეკითხება აზრს?
ნოემბრის ერთ წვიმიან საღამოს, როგორც ყოველთვის, ტინას ვბან. გიჟდება ბანაობაზე, გიჟდება წყალზე და ქაფზე. მეთამაშება, მიცინის და მეც მასველებს. ეს ბავშვი ენით აღუწერელი სასწაულია. ხანდახან ვუყურებ და ვერ ვხვდები, განა რით დაიმსახურა მან ობლობა? რით დაიმსახურა დედის უეცარი სიკვდილი და მამის გაუჩინარება. და მე ვინ ვარ მისთვის? უბრალო მომვლელი... ძიძა, რომელიც ერთ დღეს აუცილებლად წავა და დატოვებს ამ პატარა არსებას. მეც მისი მშობლებივით უნდა მოვიქცე?! როგორ... როგორ უნდა შევძლო მისი დატოვება?
ამ ექვს თვეში ტინა მართლა საკუთარი შვილივით შემიყვარდა. ამას ჩემს თავთანაც არ ვაღიარებ... მაგრამ... როგორ შეიძლება პატარა, დაუცველ არსებასთან იძინებდე და იღვიძებდე, ბანდე, აჭმევდე, ასეირნებდე, ძილის წინ ზღაპარს უყვებოდე, მის გაუთავებელ ტიტინს უსმენდე და არ შეგიყვარდეს?! ასე მგონია მას დაბადების წამიდან ვიცნობ...
მეშინია... სწორედ ეს სიყვარული მაშინებს... როცა ჩემს სახლში ვარ და თავს უცხოდ ვგრძნობ, რადგან ტინას ჩემს გვერდით არ სძინავს... მეშინია... ჩვენ ხომ ერთ დღეს აუცილებლად მოგვიწევს განშორება?! მე ჩემი გეგმები მაქვს, ჩემი მომავალი მელოდება, რომელიც ასაშენებელია... და ტინა? თორნიკემ ნებისმიერ წამს შეიძლება მოინდომოს სხვა ცოლის მოყვანა, ან უცხოეთში გადასახლება. მერე მე რა უნდა ვქნა?
ტინანოს ვამშრალებ და სუფთა „პიჟამოს“ ვაცმევ. საწოლზე ვსხდებით. ის ისევ იწყებს ტიტინს... მაგიჟებს მისი საყვარელი ხმა, შეცვლილი სიტყვები და ჩლიფინა ენა. მიყვება როგორ დაინახა აივნიდან მეზობლის ძაღლი. მეც ისეთ სახეს ვიღებ, თითქოს დიდი ინტერესით ვუსმენ.
- ნი... - მეუბნება ბოლოს, მე ის „ნის“ მეძახის. - იჩი... მე სენ მიკვალხალ...
ყოველთვის მაჟრჟოლებს ამ სიტყვის გაგებაზე. მისი ტინანოსგან მოსმენა კი ბოლოს მიღებს.
- მეც ძალიან, ჩემო პატარავ...
ვეხუტები და სივრცეს ვაშტერდები. ამის მეშინოდა ყველაზე მეტად. მეშინოდა და გამართლდა კიდეც.
შუაღამით კარზე ბრახუნი მაღვიძებს. მაშინვე ვკრთები და კარისკენ გავრბივარ. ზოგადად გამოფხიზლება ყოველთვის მიჭირს, თვალებში ძლივს ვიყურები და ფოკუსირებას ვცდილობ. ვინ უნდა იყოს ასეთ დროს? კარს ვაღებ და ვშეშდები. თვალებს ვიფშვნეტ. არ მელანდება. ჩემს წინ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი თორნიკე დგას.
პირდაპირი მნიშვნელობით ყბა მივარდება.
თორნიკე თავით ფეხებამდე მათვალიერებს. ახლაღა ვიაზრებ, რომ ძალიან მოკლე თეთრი პენუარი მაცვია, რომელიც ძლივს მიფარავს საჯდომს და მკერდს. დაბერილი ძუძუსთავები ურცხვად აჩნევიან აბრეშუმის თხელ ნაჭერს. ბიჭის სახეზე დაბნეულობას ვკითხულობ.
ხელებს მკლავებზე ვიკიდებ, თითქოს ასე ვცდილობ ჩემი სიშიშვლის დამალვას. ღმერთო ჩემო, რა სირცხვილია! თვალებს ვერ ვუსწორებ.
- გამარჯობა, ნიცა... - არღვევს უხერხულობას.
ჩემოდნით ხელში სახლში შემოდის. კარს ვკეტავ. სახლს ათვალიერებს. საინტერესოა, რამე ცვლილებას ელოდა?
- ჩამოხვედი... - ვბლუყუნებ ბოლოს.
ისევ ჩემკენ ტრიალდება და კიდევ ერთხელ მათვალიერებს, ამჯერად უფრო ნელა. მარცხენა ბრეტელი მხრიდან მივარდება და წამიერად ჩემს მკერს აჩენს. მაშინვე ვასწორებ. ოხ, ეს მარცხენა ბრეტელი! ჩემი ცხოვრების პრობლემა! ახლა ვნატრობ, რომ მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ეს არ ხდება. თორნიკესკენ მზერას ვაპარებ იმ იმედით, რომ მას ეს არ დაუნახავს, მაგრამ... არა... ის ზუსტად ჩემს მარცხენა მხარს უყურებს თავისი მწველი მზერით.
- იცი... არ გელოდი... - ჩემს აჩეჩილ თმას ყურს უკან ვიწევ. - ნამდვილად არ მეგონა გაუფრთხილებლად თუ ჩამოხვიდოდი...
- ხო... არც მე მეგონა... მაგრამ ბოლო წამს გადაწყდა... - ამჯერად თვალებში მიყურებს.
მისი გარეგნობა თავბრუს მახვევს. როგორც ჩანს, კარგად არც მახსოვდა როგორ გამოიყურებოდა. ან რა უნდა დამემახსოვრებინა? მხოლოდ სამჯერ მყავს ნანახი. ახლა კი... ახლა კი ის ჩემს წინ დგას. ვუყურებ მის განიერ, დაკუნთულ მხარ-ბეჭს. მის საოცარ სახეს მამაკაცური ნაკვთებით და თავბრუ მესხმის. რას აკეთებ ნიცა?! გონს მოეგე!
- ტინა სად არის? - მეკითხება.
ოთახისკენ ვიშვერ ხელს. ის დაუკითხავად მიდის ოთახისკენ და კიდევ ერთხელ მცრის! ოთახი რა მდგომარეობაში დავტოვე?! ღმერთო, გთხოვ ოღონდ ახლა არ შევრცხვე.
ფეხდაფეხ მივსდევ. შუქს ანთებს და ოთახს ათვალიერებს. ღმერთს მადლობა ყველაფერი დალაგებულია. მისი მზერა წამით სკამზე შეშდება. არა! სკამი! ბავშვობიდან ჩვევად მაქვს, რომ მეორე დღისთვის ჩასაცმელი წინასწარ უნდა გავიმზადო. ახლა კი თორნიკე დაჰყურებს ჩემს დაკეცილ ტანსაცმელს, რომელზეც საკმაოდ სექსუალური ბიუსჰალტერი და ტანგაა ზემოდან მოთავსებული.
ტინანოსკენ იხრება და კოცნის. მთელ სახეს და კისერს უკოცნის. როგორ მოენატრა... წარმომიდგენია როგორი რთული იყო მისთვის ეს ექვსი თვე...
- გინდა შენს საძინებელში გადმოვაწვინო? - ვთავაზობ ბოლოს.
- ჯერ შხაპი უნდა მივიღო... ძალიან დიდი ხანი ვიყავი ჰაერში გამოკიდებული...
- რამე ხომ არ გინდა?.. საჭმელს გაგიცხელებ...
- არ მინდა და არც ხარ ვალდებული. - მეუბნება და ოთახიდან გადის.
რატომ არ შეგიძლია, ნიცა, რომ ენას კბილი დააჭირო?! რას ქვია საჭმელი გაგიცხელო?! რომელი მისი ცოლი ხარ? რატომ აფუჭებ შენი დაუფიქრებლობით და სულელობით ყველაფერს?! რატომ გისწრებს ენა?!
ტინანოს ვიხუტებ და ვწვები. მეძინება. მხოლოდ მაშინ ვფხიზლდები, როცა ვიღაცის ძლიერ ხელებს ვგრძნობ, როგორ მაცლის გულში ჩაკრულ ბავშვს და ოთახიდან გაჰყავს.
ჩემს საწოლში სიცარიელე იბუდებს... ისევ...

10.
დილით ადრე ვიღვიძებ და სახლის ყველა კუნჭულის დათვალიერებას ვიწყებ. არ მინდა თორნიკემ იფიქროს, რომ მის სახლს არ მოვუარე. საბედიეროდ ყველაფერი რიგზეა. მალევე მოდის ეთოც, რომელსაც ადრევე ვახარე შვილის ჩამოსვლა.
გაბედნიერებული, განათებული სახით და ხმაურით შემოდის სახლში.
- სად არის? - მეუბნება ღიმილით. - რატომ არ გამაფრთხილა?
- ჯერ სძინავს...
- უი! -პირზე ხელს იფარებს.
დედა-შვილის შეხვედრა სულაც არ არის ემოციური. ეთო კისერზე ეკიდება, ეფერება და კოცნის, თორნიკე კი ხელების მოხვევით და შუბლზე კოცნით კმაყოფილდება. როგორ შეიძლება იყო ასეთი უემოციო?
მთელი დღე უაზროდ გადის. ფაქტობრივად არაფერს ვაკეთებ. ეთომ თავისი კულინარიული შესაძლებლობების გამომჟღავნება გადაწყვიტა და სამზარეულოდან არ გამოდის. მეც არ შევდივარ, რადგან მახსოვს როგორი ცუდი რეაქცია ჰქონდა თორნიკეს დედამისს ჩემოდნის ჩალაგებაში რომ დავეხმარე. ტინანოც მამამისს ჰყავს ოთახში შეყვანილი და ყრუდ ისმის მათი ხმაც. რაღაცებს უყვება, აცინებს, ეთამაშება. წარმიერად მინდება, რომ მათ შევხედო, მაგრამ დროულად მოვდივარ გონს და ჩემი საძინებლისკენ მივდივარ.
ამ ექვს თვეს ამაოდ არ ჩაუვლია. როცა ტინანოს ვაძინებდი, მხოლოდ მაშინ ვიცლიდი ლეპტოპის გასაშლელად და მომავალზე საფიქრელად. ყოველ დღე ვახსენებ თავს ჩემს მიზნებს, ჩემს სამომავლო გეგმებს და და მთავარ მიზეზს, რატომ მოვედი აქ სამუშაოდ.
მენეჯმენტის განხრით დავამთავრე ბაკალავრი, თუმცა ჩემი ცოდნით სულაც არ ვარ აღფრთოვანებული. გულის სიღრმეში მგონია, რომ ბევრად მეტი შემიძლია და ამისთვის უნდა ვიბრძოლო. ჩემს უზარმაზარ სიას ვშლი, სადაც ყველა სასურველი უნივერსიტეტი მაქვს ჩამოწერილი. ამ თვეების განმავლობაში გაუჩერებლად ვწერდი მათ წერილებს, ვეკითხებოდი იმ საბუთებზე, რაც მათთან ჩასაბარებლად მჭირდებოდა და არ დაგიმალავთ, საოცრად დამღლელი და უაზროდ გაწელილი საქმეა. ჯერ კიდევ ველოდები რამდენიმე უნივერსიტეტის პასუხს. თითქმის ყველა სხვადასხვა ქვეყანაშია. უმეტესობა ამერიკას და გერმანიას ეკუთვნის, თუმცა გამოერევა საფრანგეთი, ესპანეთი, დანია, ავსტრია და ჩეხეთი. მინდა, რომ ყველგან ვცადო ბედი. აი, ეს არის ჩემი სამომავლო გეგმა. ამ გეგმაში ტინანოს შეყვარება არ შედიოდა, ამიტომ მეშინია... ძალიან მეშინია.
ეთო გვიან მიდის თავის სახლში. მისი ქმარი ამ ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობს და ვერ ტოვებს. მგონია, რომ ტინა მამამისთან დაიძინებს, მაგრამ კარზე კაკუნი სულ სხვა რამეს მიქადის.
ფრთხილად ვაღებ კარს. ჩემს წინ თორნიკე დგას ხელში ატატებული ბავშვით. ტინანო ჩემკენ იშვერს ხელებს და მეც მაშინვე ვიხუტებ.
- ნიცასთან მინდა დაძინებაო... - მუბნება გაბზარული ხმით.
- ხო, ჩემო პატარავ? - მის მწვანე თვალებს ვაშტერდები.
ტინანო თავს მიქნევს, დაღლილ თვალებს იფშვნეტს და თავს მადებს.
რამდენიმე წამის განმავლობაში გვაკვირდება თორნიკე, შემდეგ კი ტრიალდება და სამზარეულოში უჩინარდება.
რაც არ უნდა ეგოისტურად ჟღერდეს მიხარია, რომ ბავშვმა ჩემთან დაძინება მოინდომა. მთელი დღის განმავლობაში ათი წუთითაც კი არ მჭერია ხელში და ისე მომენატრა, ვერც კი აღვწერ.
ტანსაცმელს ვხდი და გვერდით ვუწვები. თმას ვიშლი. ტინანოც მაშინვე ხლართავს თავის თითებს ჩემს ჟღალ თმებში და ცოტა ხანში ეძინება. მის მშვიდ სუნთქვას ყურს ვუგდებ და მეც ვითიშები.
საშინელი წყურვილი მაღვიძებს. ტინანოს ნაზად ვიშორებ და ოთახიდან გავდივარ. მზერა ჯერ კიდევ დაბინდული მაქვს. წყალს ვავსებ და სულმოუთქმენლად ვსვამ. როცა ვტრიალდები მხოლოდ მაშინღა ვამჩნევ დივანზე მოკალათებულ თორნიკეს, რომელიც ჩემს თითოეულ მოძრაობას აკვირდება. წინ ვისკის ბოთლი უდევს, თვალები ამღვერული აქვს. მეცოდება.
ხმას არ ვცემ ისე მივდივარ ოთახისკენ, მაგრამ მისი ძახილი მაშეშებს.
- მოდი აქ!
ოხ, ისევ ეს მბრძანებლური ტონი! რით ვერ გაიგო ამან რომ ჯარში არ არის?
მივდივარ და მის წინ ვჩერდები. თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს.
- მყუდროება დაგირღვიე, არა? - ჩემს ტანსაცმელზე მანიშნებს.
დიახ, რა თქმა უნდა, ბატონი ცინიკოსა. გუშინდელი საღამოს შემდეგ პენუარის ჩაცმაზე აღარც მიფიქრია. ამის ნაცვლად გრძელ მკლავიანი მაისური და კოჭებამდე ფართხუნა შარვალი მაცვია, მიუხედავად იმისა, რომ მეზიზღება ტანსაცმლით ძილი.
- როგორ გეკადრებათ... - ვცდილობ მტკიცე ხმა მქონდეს.
ეცინება. ღმერთო ჩემო, როგორ უხდება სიცილი!
- დამეწვიე... - ხელით მანიშნებს დივანზე, გაკვირვებული ვწევ წარბებს. - გთხოვ... - ამატებს ბოლოს.
მეც მეღიმება და ვემორჩილები.
- დაიძინა ვალენტინამ? - ვისკის ჭიქაში მისხამს და მაწვდის.
გაკვირვებული ვუყურებ ჭიქას.
- რა იყო? ჯერ არ დაურთავთ შენთვის ალკოჰოლის სმის ნება?
ისევ ჩემს ასაკს დასცინის! როგორ მაღიზიანებს! ჭიქას ხელს ვავლებ და მწარე სითხეს სულმოუთქმელად ვცლი. მთელი სხეულში რაღაც მხურვალე ტალღა მივლის. ისევ იცინის.
- ტინასგან დიდად არ განსხვავდები. შენც ბავშვი ხარ.
- არ ვარ! - სითამამე მემატება.
- ხარ. - მეუბნება მშვიდად და ისევ მივსებს ჭიქას.
- არ ინერვიულო... მოგეჩვევა ერთ ორ დღეში და ისევ შენთან დაიძინებს...
თვალს არ მაშორებს ისე ცლის კიდევ ერთ ჭიქას და მერე ისევ ავსებს.
- როდის ბრუნდები უკან? - ვეკითხები.
- რატომ? ასე უცებ მოგაბეზრე თავი?
- მსგავსი რამე ვთქვი?!
ისევ იცინის. ღმერთო, როგორი გულუხვია ბატონი უჟმურაძე დღეს.
- მაქსიმუმ ორი კვირა დავრჩე. გააჩნია როდის გამომიძახებენ. ესე იგი ტინა მოგეჩვია...
- კი... - მეღიმება და გულში სითბო მეღვრება. - არაჩვეულებრივი... გასაოცარი ბავშვია... ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს... ალბათ, იმიტომ, რომ ერთნაირი ცხოვრების ისტორია გვაქვს... თითქმის...
- რას გულისხმობ? - წარბებს მაღლა წევს.
- მე... მეც ობოლი ვარ... დედით...
სახეზე ტკივილი ეხატება. აშკარად არ უნდა ჩამომეგდო ამ თემაზე საუბარი.
- შენც ორი წლის იყავი?
- არა... ცოტა დიდი... პირველ კლასში...
- მაშინ რაღაც უპირატესობა მაინც გქონია... ბოლოს და ბოლოს დედამ მიგიყვანა სკოლაში...
- ხო, ამ კუთხიდან თუ შევხედავთ, ეგრეა...
- და მამა?
- მამაჩემი ბათუმში ცხოვრობს. დედაჩემის სიკვდილის შემდეგ ბათუმში გადავედით საცხოვრებლად. იქ ჩემი მამიდები ცხოვრობდნენ.
- მათ გაგზარდეს?
- არა, რა თქმა უნდა არა... მე და მამაჩემი ერთად ვცხოვრობდით ჩვენს პატარა სახლში. მამიდები ხშირად გვსტუმრობდნენ, მაგრამ მამაჩემის გარეშე ერთი ღამეც კი არ გამითევია... - მეღიმება. - არასდროს დავუტოვებივარ მარტო და სულ ცდილობდა, რომ ობლობა არ მეგრძნო...
გონებით სადღაც უსასრულობაში შევდივარ და ვერ ვამჩნევ თორნიკეს სიბრაზისგან ალეწილ სახეს.
- გინდა თქვა, რომ მე ცუდი მამა ვარ?!
მისი ღრიალი მაფხიზლებს, გაოგნებული ვუყურებ.
- მსგავსი არაფერი მითქვამს...
- კარგი ერთი! - ფეხზე დგება და აქეთ-იქით სიარულს იწყებს. - რახან ტინასთან არ ვარ ყოველ წამს და რახან ჩემთან ძილს ვიღაც უცხო გოგოსთან წოლას ამჯობინებს მამად არ ვვარგივარ?! ესეიგი მე ვარ მხდალი და არასრულფასოვანი მამა?!
- თორნიკე! მთვრალი ხარ და ბოდავ! გეყოფა! - ხმას ვუწევ მეც.
- ვინ ჯანდაბა ხარ ჩემთან ასე ლაპარაკს რომ ბედავ?!
ბოთლისკენ იხრება, მაგრამ აღებას ვასწრებ და ისე ვიხუტებ, თითქოს რაღაც განძი იყოს და არ მინდა წამართვან.
ხარხარებს.
- შენ გგონია ჩემთვის ადვილია ამ სახლში ყოფნა?! მეზიზღება აქაურობა! იმიტომ წავედი იმ დაწყევლილ ადგილას, რომ აქ ვერ ვჩერდები! არ შემიძლია! ვკვდები! სული მეხუთება! ამ სახლში მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია! რატომ არ გესმის?! რატომ არავის გესმით?!
დივანზე ეხეთქება და თავს ხელებში რგავს.
- არ შემიძლია! 29 წელი ძალიან ცოტაა ქვრივობისთვის! 3 წელი ძალიან ცოტაა საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრებისთვის! არ შემიძლია... ვერ ვუძლებ...
ღმერთო, როგორ მებრალება. რა უნდა ვუთხრა? განა მე ვერ ვხვდები რა ხდება მის თავს?
- თორნიკე... შენ დაღლილი და მთვრალი ხარ... ახლა დაძინება გჭირდება... ადექი... წამოდი...
როგორც პატარა ბავშვს ელაქუცებიან, ისე ვცდილობ უზარმაზარი თორნიკეს წამოყენებას. მემორჩილება. ფორთხვა-ფორთხვით შემყავს თავის საძინებელში. ფრთხილად ვაწვენ საწოლზე. რაღაცას ბოდავს, ბურდღუნებს, არ მესმის. ხელს მაჯაში მავლებს და თავისკენ მატრიალებს.
- ხომ მალე მოხვალ? დიდხანს არ მალოდინო... გთხოვ... ისედაც დავიღალე ლოდინით...
ვშეშდები. ის მე არ მელაპარაკება.
- კი... მოვალ... ოღონდ ახლა გამიშვი... - არც კი ვიცი საიდან მოდის ეს სიტყვები.
ისიც მემორჩილება და ხელს მიშვებს.
- რატომ მატყუებ, სალომე? ხომ ვიცი, რომ არ მოხვალ?! - რაღაცნაირი ნაწყენი ხმა აქვს, ზურგს მაქცევს და მუცელზე წვება.
ოთახიდან ფეხების კანკალით გამოვდივარ და იქვე კართან ვიკეცები. თითქოს ერთიანად გამომელია ყველანაირი ძალა. რამხელა ტკივილი იგრძნობა მის ხმაში, თითოეულ სიტყვაში, გამოხედვაში, ღიმილში... ასე არ შეიძლება... ასეთი ახალგაზრდა ადამიანი ასე არ უნდა იტანჯებოდეს... განა მართლა რით დაიმსახურა ეს?!
არ ვიცი რამდენი ხანი გადის, მაგრამ ბოლოს ვპოულობ ძალას, ვდგები და ტინანოს გვერდით მოწყვეტით ვეცემი.

10.
დილით კარზე კაკუნი მაღვიძებს. ეთო მოდის პროდუქტებით დატვირთული.
- როგორ ხარ, ნიცა? - იწყებს ჩვეული ქოთქოთით და უზარმაზარ „ნორკის“ ქურქს მაწვდის.
- გარეთ წვიმს? - ქურქს კარადაში ვკიდებ.
- კი... ცრის... საშინელი ამინდია და როგორ ცივა... არ მიყვარს ზამთარი... ვერ ვიტან...
„არა და მე როგორ მიყვარს...“ - ვფიქრობ გულში.
- ბებოს სილამაზე... - ხელებგაშლილი მიდის ტინანოსკენ და გულში იკრავს.
- ლა მომიტანე?
ეს ტინას ყველაზე საყვარელი კითხვაა, თავისი დიდი მწვანე თვალებით ეთოს ხელში ჩაბღუჯულ ჩანთებს აკვირდება.
- ინებეთ „ბარიშნია“... - შოკოლადებით სავსე შეფუთვას აძლევს.
ტინანოს თვალები უნათდება და კისკისს იწყებს. ბედნიერი თვალებით მე შემომყურებს, თითქოს უნდა თავისი სიხარული გამიზიაროს, ქერა კულულებს აქეთ-იქით აქნევს და ადგილზე ხტომას იწყებს. ღმერთო, როგორი საოცარი ბავშვია. როგორ ძალიან მიყვარს. უკვე იმის წარმოდგენაც კი ცუდად მხდის, რომ მე ის მალე უნდა დავტოვო.
- თორნიკეს სძინავს? - მაფხიზლებს ეთოს ხმა.
- დიახ... გვიან დაიძინა გუშინ...
- გვიან? - წარბებს მაღლა სწევს და ეჭვის თვალით მათვალიერებს.
- გამთენიისას მესმოდა ჭიქების ხმა სამზარეულოდან... - და თვალით მაგიდაზე დატოვებულ ვისკის ჭიქასა და ბოთლზე ვანიშნებ.
ეთოს გამოხედვა მაბნევს. რისი თქმა უნდა? ნუთუ ჰგონია, რომ ჩემსა და მის შვილს შორის რამე ხდება? ასეთი სისულელე საერთოდ როგორ უნდა გაივლო თავში? მწყინს...
- ნიცა... მგონი დროა ტინანოს საშემოდგომო ტანსაცმელები შეალაგო და ზამთრის გადმოიღო... ამინდის პროგნოზი რომ ვნახე უფრო და უფრო უარესდება... ყინვა იქნება და ცოდოა ბავშვი...
- მეც ვფიქრობდი ამაზე... - ვპასუხობ ცივად. - მაგრამ სად არის ეს ტანსაცმელები შენახული?
- უი... არ მითქვამს? სალომეს და თორნიკეს „სპალნაში“, სალომეს სარკიან კარადაში, მაღლა თაროებზე...
- გასაგებია... თორნიკე რომ გაიღვიძებს შევალ და ყველაფერს მოვძებნი.
- მე ვიცნობ ჩემს შვილს... მაგან თუ გუშინ დალია ეგ დღეს არ გაიღვიძებს. - მეუბნება სიცილით. - ვერ იტანს სასმელს... რომ არ მენახა გამოცლილი ბოთლი არც დავიჯერებდი რომ დალია... - ისევ იცინის. - ამიტომ მაგაზე არ იდარდო საყვარელო...
სხვა რა გზა მაქვს? ჩუმად ვწევ კარის სახელურს და ფეხაკრეფით შევდივარ ოთახში. ოთახში ბნელა, ფარდები ჩამოუფარებია. თორნიკე არ ჩანს, საბანშია გახვეული. ძალიანაც კარგი. სარკეს ვწევ და კარადაში შევდივარ.
რამდენი ხანია ამ სახლში ვცხოვრობ, მაგრამ აქ არასდროს შემოვსულვარ. მე და ტინანოს სხვა ოთახში გვძინავს, ტინას ყველა ნივთი იქ გადმოიტანა ეთომ. ჩვენს საძინებელს თავისი აბაზანა აქვს, ამიტომ არანაირი საჭიროება არ შემქმნია აქ შემოსვლის.
ოთახს ყველა კუთხეში განათებები აქვს დამონტაჟებული, ასე მგონია რომელიღაც თეატრის საგრიმიოროში ვარ. სარკესაც კი განათებები აქვს შემორტყმული. იდეალური სიკოხტავეა, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის პატრონს ძალიან უყვარდა ამ ოთახში დროის გატარება. მარჯვნივ სათავსოში უამრავი კაბაა ჩამოკიდული, სხვადასხვა ფერის, ფორმის და ზომის. ნაზად ვეხები. მარკებს ვაკვირდები. „შანელი“, „დიორი“, „ვალენტინო“, „პრადა“. აქამდე მეგონა, რომ მსგავსი რაღაც მხოლოდ ფილმებში არსებობდა, იქაც მილიონერების ოჯახებში. თურმე ეს რეალობაა. კაბების ზედა თაროზე ჩანთებია შემოწყობილი, ყველანაირი სტილის, მაგრამ ძირითადად კლასიკური. ზურგჩანთაც კი ტყავისაა და დიდი ასოებით „ჰერმესია“ ამოტვიფრული. ჩანთების წყობას ფეხსაცმელები მოჰყვება, რომელიც მთლიან ერთ კედელს იკავებს. სპორტული ფეხსაცმლიდან დაწყებული ყველანაირი სტილის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია მოთავსებული. ცოტა შოკში ვარ. არ მჯერა. თვალწინ მისაღებში დაკიდული ფოტოდან მომღიმარი სალომე მიდგება, რომელიც ამ ოთახში, ამ სარკის წინ ტრიალებს და ამ ყველაფერს ირგებს. თავს ძალიან უჩვეულოდ ვგრძნობ. თურმე როგორ განვსხვავდებით. მე, ადამიანი რომელსაც ცხოვრებაში მხარზე გადასაკიდი ნაჭრის ჩანთის გარდა სხვა ჩანთა ფაქტობრივად არ მჭერია და სალომე, რომელიც ათასობით ევროს იხდიდა თავისი ჩაცმა-დახურვაში.
ტინანოს ზამთრის ტანსაცმელებს ადვილად ვპოულობ. სალომეს ყველაფერი საგულდაგულოდ დაუკეცავს და შეუნახავს. განა ბავშვი ასეთ დედას უნდა კარგავდეს? მეათასედ ვუსვამ ჩემს თავს ამ კითხვას.
უკვე გამოსვლას ვაპირებ, როცა ჩამოკიდულ კაბებში ერთ საოცარ კაბას ვამჩნევ. ღმერთო ჩემო! შარშან ეს კაბა „ტომ ფორდის“ „ინსტაგრამზე“ ვნახე და იმდენად მომეწონა, რომ მის ფოტოს ტელეფონში დღემდე ვინახავ.
არც კი ვიცი რა მემართება, მაგრამ ოქროსფერ ბრჭყვიალა კაბას საკიდიდან ვხსნი. არც კი მჯერა, რომ ამას ვაკეთებ. ჩემს ხელებში ის კაბა ბრჭყვინავს, რომელზეც ოცნებასაც ვერ ვბედავდი. სარკის წინ ვდგები. მაისურს და შარვალს ვიხდი და წამებში ჩემი საოცნებო კაბა ჩემს ტანზე ბრდღვინავს. ჩემს წითურ თმას ვიშლი. თაროზე ჩამოდებულ შავ ქუსლიან ფეხსაცმელს ვიღებ და ურცხვად ვყოფ ფეხს მასში. ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ მაინც საკმარისია იმისთვის, რომ ჩემმა ჩაცმულობამ გამაოგნოს. მონუსხული ვუყურებ ჩემს გამოსახულებას სარკეში და არც კი მჯერა რომ ეს მართლა ხდება. აქეთ-იქით ტრიალს ვიწყებ და, საუბედუროდ, თაროს ვეჯახები, რომლიდანაც ხის ფიგურა ვარდება და ხმაურით ეცემა ძირს. შიშისგან კანკალს ვიწყებ, საკუთარი გულისცემა მესმის. გულში ვლოცულობ, რომ თორნიკეს არ გაეღვიძოს. კაბის შესაკრავს ვწვდები აკანკალებული თითებით, მაგრამ უკვე გვიანია...
სარკიდან ვხედავ როგორ შემოდის ჯერ კიდევ ნამძინარევი თორნიკე და როგორ ეღრიცება სახე სიბრაზისგან შემი დანახვისას. დასიებული თვალები კიდევ უფრო საშიშ შესახედაობას აძლევს.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!
თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს. ღმერთო, ოღონდ ახლა მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს! გთხოვ!
- მე... მე... ტინას ტანსაცმელები უნდა ამეღო... - ვანიშნებ ხელით დიდ შეკვრაზე.
- და სალომესი აიღე? - ცალ წარბს წევს და ჩემკენ დგამს ნაბიჯს.
ცხოვრებაში პირველად მეშინია ადამიანის. ასეთ წაშლილ და არაადეკვატურ სახეს პირველად ვხედავ.
- მე... არ ვიცი... რა დამემართა... ახლავე გავიხდი... - თითებით ისევ ამაოდ ვცდილობ გავხსნა.
- დაგეხმარები. - კბილებში ცრის და მიახლოვდება.
ხელს უხეშად მავლებს მკლავში და კარადაზე სახით მანარცხებს. იმდენად მოულოდნელი რაღაც ხდება, რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებ. ნახევარი სახე მიბჟუის. ორივე ხელს კაბის ბოლოს ავლებს და მესმის როგორ იფხრიწება ნაჭერი. იმდენად მეშინია, რომ ხმა სადღაც ქრება და ვქვავდები. კაბას ხევს და ვაცნობიერებ, რომ ზურგს ნაჭერი აღარ მიფარავს. მთელი ძალით მატრიალებს და ზუსტად იგივეს იმეორებს წინ. თვალებში მიყურებს. ღმერთო ჩემო, თვალები ზიზღით უელავს. ეს რა გავაკეთე?!
რამდენიმე წამში კაბის ორი ნაწილი ძირს გდია, მე კი მის წინაშე ტრუსის ამარა ვდგავარ. ჩემი გრძელი თმის ასეთი მადლიერი არასდროს ვყოფილვარ, შიშველ მკერდს ის მიფარავს, მაგრამ ბიჭს სულაც არ ადარდებს ჩემი სიშიშვლე, ტანზე არც კი მიყურებს. თვალებში ჩამშტერებია და მბურღავს. ამას ვერ გავუძლებ...
- დღეიდან გეცოდინება... რომ... სხვის ნივთებში არ უნდა იქექო!.. გაიგე?! როგორ გაბედე და ჩემი ცოლის ტანსაცმელს შეეხე? - მეუბნება და მაჯაზე იმდენად ძლიერ მიჭერს ხელს, რომ ძვლების ტკაცუნი ისმის.
ტრიალდება და გადის.
იმავე წამს ვიცმევ ჩემს ტანსაცმელს და უკანმოუხედავად გავრბივარ ამ სახლიდან.


11.
თავი ასე შერცხვენილად არასდროს მიგრძვნია. იმდენად მძულდება ჩემი თავი, რომ სახლში ყველა სარკეს თეთრ ზეწარს ვაფარებ, ჩემი ამაზრზენი სახის დანახვა არ მინდა. თითქმის ორი კვირაა, რაც იმ სახლიდან წამოვედი და ერთხელაც კი არ დამირეკავს. ეთო ყოველდღე ცდილობს ჩემთან დაკავშირებას, მაგრამ არ ვპასუხობ, ძალა არ მაქვს. საერთოდ არავის ზარს არ ვპასუხობ, მამაჩემს კი შეტყობინებებს ვუგზავნი, რომ ნერვიულობისგან აქ არ დამადგეს.
არ შემიძლია. ის დღე რომ მახსენდება ცუდად ვხდები. ჯერ კიდევ მაკანკალებს, როცა განრისხებული თორნიკეს სახე მიდგება თვალწინ და ეს საკმაოდ ხშირად ხდება, რადგან მარცხენა ხელზე ორი დიდი სისხლჩაქცევა მაქვს: ერთი მკლავზე და მეორე მაჯაზე, რომლის ტკივილიც ყოველ წამს მახსენებს მას.
პირველი რამდნიმე დღე მხოლოდ ტირილში გავატარე, არც არაფერი მიჭამია, წყალსაც კი ცოტას ვსვამდი. თითქოს ამინდსაც ესმოდა ჩემი, სულ წვიმდა, გაუჩერებლად, გადაუღებლად. წვიმის ხმაური მამშვიდებდა, მაგრამ არა... ვერც ვიძინებდი, ვერც ფხიზლად ვიყავი. მივშტერებოდი ერთ წერტილს და ჩემს თავს სარკეში მოტრიალეს ვხედავდი, ჩემი საოცნებო კაბით, რომელიც თორნიკემ საკუთარი ხელით გაანადგურა და ჩემი რაღაც ნაწილიც გააყოლა.
ახლა კი ჯორჯ ორუელის „1984“-ს ვკითხულობ და ვცდილობ ყურადღება გადავიტანო. მაგრამ არ გამომდის. მისი ავისმომასწავლებელი ხმა მიტრიალებს გონებაში, ის სიტყვები, რომლებიც ბოლოს მითრხრა და ის შიში, შიში, რომელიც ცხოვრებაში პირველად განვიცადე.
ძალიან მენატრება ტინანო. იმაზე მეტად, ვიდრე წარმომედგინა. თითქოს სხეულის ყველა უჯრედი მის ჩახუტებას და შეხებას ითხოვს. მაგრამ არ შემიძლია... მე იქ ვერ დავბრუნდები.
საღამოს კარზე კაკუნი მესმის. გაღებას არ ვაპირებ, მაგრამ არ ჩერდება. ბოლოს მობეზრებული ვდგები და ვინც არ უნდა იყოს მის გამოლანძღვას ვაპირებ, მაგრამ ვშეშდები. კართან ეთო დგას, ხელში ვალენტინა უჭირავს.
- ნი... - ჩამესმის მისი აღფრთოვანებული ხმა, ორივე ხელს ჩემკენ იშვერს.
მაშინვე ხელში ამყავს და გულში ვიკრავ. ღმერთო, მართლა როგორ მომნატრებია ეს პატარა არსება, როგორ მომნატრებია მისი კულულები, მისი სურნელი. ტინა მაშინვე თმებში მიცურებს ხელებს.
- რაც წახვედი სულ შენზე ლაპარაკობს... - მეუბნება ეთო დაბალი ხმით. - სულ შენ გახსენებს... ღამით სულ ტირილში იძინებდა...
სირცხვილის გრძნობა მეუფლება. იმდენად ეგოისტურად მოვიქეცი, რომ ბავშვზე საერთოდ არ მიფიქრია. იმ ბავშვზე, რომელმაც ერთხელ უკვე დაკარგა ის ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავდა. და ახლა... როცა მე ასე მომეჩვია... მეც დავტოვე.
- ნიცა, შვილო... იქნებ დაბრუნდე ჩვენთან? - მის ხმაში ხვეწნა იგრძნობა. - ძალიან გთხოვ... ბავშვის ხათრით... იმდენად მოგეჩვია, რომ უშენოდ ვერ ძლებს. ხედავ როგორ გახდა? საჭმელსაც კი არ ჭამდა...
მართლაც მჩატე მეჩვენება ტინანო.
- და თქვენი შვილი? - ვეუბნები ცივი ხმით.
ჩემი ხმა უცნაურად მეჩვენება, რამდენი დღეა საერთოდ არ დამილაპარაკია.
- მაგაზე არც იფიქრო... უკვე წავიდა და ალბათ კიდევ ექვსი თვე არ ჩამოვა... გთხოვ, ნიცა... ნუ დამტოვებ მარტო... ხომ იცი, რომ ახლა ახალი ძიძის მოძებნას ვერ შევძლებ... თან ბავშვს უყვარხარ... უშენოდ არ შეუძლია...
ტინანოს მშვიდ სუნთქვას ვუგდებ ყურს. როგორ მენატრებოდა ამ სუნთქვის ფონზე ჩაძინება, ფაქტობრივად, კოშმარების გარეშე არც კი მძინებია.
ეთოს თავს ვუქნევ.
ღმერთო, რას ვაკეთებ?! როგორი სულელი ვარ! ნამდვილი სულელი!


12. თორნიკე
უკვე ორი თვე გადის, რაც ავღანეთში დავბრუნდი. დამაწინაურეს. უნდა გამიხარდეს თუ უნდა მეწყინოს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რაღაც შეიცვალა. ქართველებიდან ჩემსავით კიდევ სამს მისცეს ასეთი შანსი. ერთ დილით უბრალოდ დაგვიბარეს სადღაც მიყრუებულ ადგილას. ხმის ამოღების უფლება არავის გვქონდა მანამ, სანამ ჩვენი მეთაური არ მოგვცემდა უფლებას. გაოცებას ვამჩნევდი სხვა ქართველების თვალებში, მაგრამ რატომღაც სულაც არ მაინტერესებდა სად მივყავდით. ამ ორ თვეში კიდევ უფრო გაუფასურდა ჩემთვის ცხოვრება. კიდევ უფრო აუტანელი და საშინელი გახდა საყვარელი ქალის გარეშე ის. უფრო სწორედ, იმის ცოდნის გარეშე, რომ ის ცოცხალია და სადღაც შორს მისი გული ისევ ცემს. სწორედ ამიტომ ფეხებზე მეკიდა სად მივყავდით მეთაურს და რა დავალება უნდა მოეცათ, ან რა კრიტერიუმებით შეგვარჩიეს მაინც და მაინც ჩვენ. ცხადია ერთმანეთს არ ვიცნობდით. არადა რამდენი წელია აქ ვარ, მაგრამ მათთან შეხება არასდროს მქონია. მათი გამომეტყველებიდან გამომდინარე, ალბათ, ისინიც ჩემ დღეში იყვნენ.
რამდენიმე საათის განმავლობაში მივდიოდით, ძალიან ცხელოდა. გარედან ავღანეთის გამომშრალი და ხრიოკი მიწის სუნი შემოდიოდა, ცხვირს მწვავდა. ქართველებიც ასეთ დღეში იყვნენ. ვინ იცის, როგორ ნატრობდნენ ამ წამს გადამწვანებული საქართველოსთვის შეევლოთ თვალი. ეჰ... ჩემს ნატვრებში ეს უკანასკნელი ნამდვილად არ ჩანდა.
ძალიან მწყუროდა, მაგრამ ხმის ამოღების უფლება არავის მოუცია. ჩვენგან რამდენიმე მეტრის მოშორებით კიდევ ერთ მანქანას მოვკარი თვალი. გერმანიის დროშა დავინახე.
რამდენიმე წუთის შემდეგ გავჩერდით და გადმოსვლა გვიბრძანეს. სამხედრო მწყობრში მოგვაწყვეს და უზარმაზარ კარავში შეგვიძღვნენ. მეთაურმა მოშორებით გაგვიყვანა.
- ალბათ ხვდებით, რომ ეს რაღაც ჩვეულებრივი საქმე არ არის. - დაიწყო მშვიდი ხმით და ყველას სათითაოდ ჩაგვხედა თვალებში. - სწორედ ამიტომ აგარჩიეთ თქვენ, რადგან ვთვლი, რომ ამ საქმეს თავს გაართმევთ და საქართველოს ასახელებთ.
ამაყად დადიოდა, ჭაღარა თმა საგულდაგულოდ გადაევარცხნა და სამხედრო ფორმაზე ყველა გერბი ჩამოეკიდა, რაც კი თავის ცხოვრებაში მოეპოვებინა.
- სპეცოპერაციაში თქვენს გარდა კიდევ ოცი ქვეყნის წარმომადგენელი იქნება, ამიტომ ვალდებულები ხართ მათთან ითანამშრომლოთ და საერთო ენა გამონახოთ. საუბარი არ მაქვს უკვე ჩხუბზე და არეულობაზე, მაგრამ მსგავსი რამ თქვენ არასდროს გახასიათებდათ, ამიტომ თქვენი ხასიათის სიმტკიცის იმედი მაქვს...
და ამ კაცს ჰგონია, რომ მე მტკიცე ხასიათი მაქვს? ასეთი კითხვა პირველად დამებადა. რადგან ფიზიკურად ყველანაირი ემოციის დამალვას ვცდილობ ეს ჩემს მტკიცე ხასიათზე მეტყველებს?! სასაცილოა.
- არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება სპეცოპერაცია. ხვალ თქვენი ნივთებიანად აქ გადმოხვალთ საცხოვრებლად. დაივიწყეთ ტელეფონი და ყველანაირი საკომუნიკაციო საშუალება სხვა სამყაროსთან. თუ ვინმესთან დამშვიდობებას აპირებთ, დღესვე მოაგვარეთ ეს ამბავი.
ამ სიტყვების გაგონებაზე თვალწინ მომღიმარი ნიცა დამიდგა თავისი ჟღალი თმებით. რატომ მაინც და მაინც ნიცა? საკუთარი ფიქრები მაოცებს.
- შეკითხვები გაქვთ?
- არა. - დავიძახეთ ერთხმად.
- ძალიან კარგი. - სიამოვნებისგან ღიმილი ეფინება და კბილების პროთეზი უჩანს. - დიდ იმედებ ვამყარებთ თქვენზე. ხომ იცით, ამ საქმეს სახელმწიფო არასდროს დაგივიწყებთ. არც ამერიკა.
გულში მეღიმება. ნეტავ საერთოდ თუ ვადარდებთ ან სახელმწიფოს ან ამერიკას? ჩვენი მეთაური ყოველთვის აღფრთოვანებით საუბრობდა მშვიდობის მაძიებელ ამერიკაზე, რომლიც ერთადერთ მფარველად მიაჩნდა. რამდენჯერ გამჩენია კითხვა: ამ კაცს მართლა სჯერა ამის თუ თავს იტყუებს? ამერიკას რომ მშვიდობა უნდოდეს ამდენ გაუბედურებულ ოჯახს, ამდენ დანგრეულ სახლს, ამდენ შიმშილის ზღვრამდე მისულ ადამიანს და მიწასთან გასწორებულ ქვეყანას არ ვნახავდი აქ. სათქმელად ადვილია, სანახავად კი დაუჯერებელი და ძალიან მძიმე. მე აქ მინახავს ბავშვები, რომლებსაც უბრალოდ საჭმელი ენატრებოდათ ან ტანსაცმელი სჭირდებოდათ, მაგრამ ამერიკას არც ერთი გამოუგზავნია მათთვის და არც მეორე. მე მინახავს ათობით ადამიანი, რომლებიც დანგრეულ ქოხმახში ამაოდ ებრძოდნენ დეზინტერიას, ქოლერას და სხვა ისეთ დაავადებებს, რომლებიც უბრალოდ დაბინძურებულმა წყალმა და საკვებმა მოუტანათ. მათთვის საჭირო წამლები, სამწუხაროდ, არ გამოუგზავნია მფარველ ამერიკას.
სპეცოპერაცია გაგვაცნეს. საკმაოდ ჩახლართული გეგმა იყო და საბოლოოდ ვერც გავიგეთ რისთვის კეთდებოდა ეს, მაგრამ ამას არც არავინ გვეტყოდა. ჩვენ ვიყავით უბრალოდ პაიკები ჭადრაკის ამ პარტიაში, რომლებიც იცავენ იერარქიულად თავიანთზე მაღლა მდგომ ადამიანებს, მაგრამ არ იციან რატომ. ეს უბრალოდ მათი ვალდებულებაა.
მე დამცველის პატივი მერგო. რომელიღაც მაღალჩინოსანის სიცოცხლე უნდა დამეცვა მანამ, სანამ ის პატივცემული თავის მისიას არ შეასრულებდა. მორჩილად დავუქნიე თავი მეთაურს.
- დორეული! - მომმართა ბოლოს.
- დიახ!
- შენთან ერთად მახათაძე იქნება.
ქართველებს ერთ-ერთი ბიჭი გამოეყო. ასაკით ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იქნებოდა. ჩემზე მუქი კანი და ცისფერი თვალები ჰქონდა. ერთმანეთს მზერა გავუსწორეთ. წამიერად გამიღიმა. გულში რაღაცნაირი შვება ვიგრძენი, რადგან მარტო არ აღმოვჩნდი. ვისაც არ გამოუცდია ვერ გაიგებს რამხელა იმედს გაძლევს უცხო ქვეყანაში თუნდაც ერთი ღირსეული თანამემამულის გვერდით ყოლა.
აქეთობისას მახათაძის გვერდით აღმოვჩნდი. არასდროს გამოვირჩეოდი კომუნიკაციის დიდი უნარით და ხალხის გაცნობის ამბიციით. გამიმართლა, რომ ის ასეთი არ აღმოჩნდა.
- გამარჯობა. - მითხრა ომახიანად და ხელი ჩამომართვა ძლიერად.
ასე გავიცანი ნიკოლა მახათაძე. ძალიან მალე გამოვნახეთ საერთო ენა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მას დიდი ხანია ვიცნობ. ბანაკში მისვლამდე ვსაუბრობდით. ნიკოლა ძალიან გახსნილი ადამიანი აღმოჩნდა, თავისუფლად მესაუბრებოდა ყველაფერზე, კარგი იუმორიც ჰქონდა და ხშირად იცინოდა. ძალიან მესიამოვნა მასთან ურთიერთობა. რამდენჯერმე მეც კი გამაცინა. მერე, რამდენიმე საათში, როცა ჩემს ნივთებს ჩემოდანში ვალაგებდი, რაღაც უჩვეულო თავისუფლება ვიგრძენი. თითქოს ის ბურუსი გაიფანტა, რომელსაც ჩემი შინაგანი სამყარო ამ ათი თვის განმავლობაში მოეცვა. თითქოს სუნთქვა გამიადვილდა, თითქოს რაღაც დონეზე ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა. თურმე ადამიანებთან ურთიერთობა მჭირდებოდა. თურმე საუბარი, სიცილი და მეგობრობა მჭირდებოდა.
ახლაღა გავაანალიზე, რომ სალომეს სიკვდილის შემდეგ თითქმის ყველასთან გავწყვიტე ურთიერთობა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ძალიან იშვიათად ვეხმიანებოდი ჩემი ბავშვობის ძმაკაცებს და მეგობრებს. სწორედ იმ ხალხს, რომლებიც ყოველთვის გვერდში მედგნენ სიხარულშიც და მწუხარებაშიც. როცა მკითხულობდნენ, რამდენიმე სიტყვით ვპასუხობდი და თავიდან ვიშორებდი. თბილისში ყოფნის იმ ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვნახე ისინი. იმდენად მომიცვა სევდამ, იმდენად გაჯდა ყოველ უჯრედში, რომ მთლიანად მომდრიკა, მიწასთან გამასწორა. ყველანაირი ძალა გამომაცალა. ძალა ხალისის, ძალა ბედნიერების, უბედურების და გლოვის. ამ ათ თვეში იმდენად გამოვიფიტე, რომ მოსიარულე გვამად ვიქეცი, უგრძნობ, უემოციო და ძალიან სუსტ არსებად.
ნიკოლა მახათაძემ კი შეძლო ჩემი გამოცოცხლება. არ ვიცი როგორ, მაგრამ შეძლო, იმიტომ, რომ მასთან საუბრის შემდეგ სულ სხვანაირად შევხედე ყველაფერს, სულ სხვანაირად აღვიქვი სამყარო და ის განსაცდელი, რომელიც ღმერთმა მომივლინა. ის განსაცდელი, რომელმაც ძირს დამაგდო და გადამთელა.
მაგრამ გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს?!
იმ საღამოს ვალენტინას ვურეკავ. ჩემი ულამაზესი გოგონა დღითიდღე იზრდება და კიდევ უფრო მშვენდება. „რ“-ს ნაცვლად „ლ“-ს ამბობს, მაგრამ ეს არანაირად არ უშლის ხელს მის გაუჩერებელ ტიტინს. ეზოში ნანახ უზარმაზარ ლოკოკინაზე მიყვება, რომელმაც აშკარად ძალიან გააოცა. მეც თავს ვუქნევ და მის რეპლიკებზე მეცინება. მოულოდნელად ეკრანზე ჟღალ თმას ვხედავ, წამიერად, მაგრამ ვიცი არ მელანდება. ნიცა... ნამდვილად ისაა.
- ტინანო... ნიცა მანდ არის?
სიჩუმე ისადგურებს. ტინა წამიერად გვერდზე აპარებს მზერას, მერე კი თავის მწვანე თვალებს ისევ მე მანათებს.
- ალა... ალ ალის... - თავს აქნევს.
- ესე იგი მომეჩვენა.
დარწმუნებული ვარ, რომ გვერდით უზის. იმ დღის შემდეგ ნიცასთან არ მისაუბრია. ერთი სიტყვაც არ მითქვამს. ტინას როცა ვურეკავდი, მხოლოდ ბავშვს ვხედავდი. ის დღე საშინლად მახსენდება. ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელის გამო. არაკაცურად მოვიქეცი. ცხოვრებაზე და სალომეზე გაბრაზებულმა ჯავრი საცოდავ ნიცაზე ამოვანთხიე, რომელსაც უბრალოდ კაბა მოეწონა. კაბა, რომელიც ჩემს ცოლს არასდროს ჩაუცვამს, რადგან ყიდვა უფრო მოსწონდა, ვიდრე ჩაცმა. არ ვიცი რა დამემართა მაშინ. სასმელმა ძალიან ცუდად გამხადა, მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამაგიჟა, რომ ძილ-ბურანიდან გამოსულს კარადაში სალომეს ნაცვლად სულ სხვა ქალი დამხვდა. მიუხედავად ამხელა შეურაცხყოფისა, ნიცა მაინც დაბრუნდა, რადგან არ უნდოდა ჩემი შვილის მარტო დატოვება. იმ შვილის, რომელიც დედამაც მიატოვა და მამამაც. და ამ ყველაფრის შემდეგ მე მისთვის ბოდიშიც კი არ მომიხდია.
კიდევ რამდენიმე წუთს მეტიტინება ბავშვი, შემდეგ მემშვიდობება, რადგან რაღაც მულტფილმი იწყება და ტელეფონს საწოლზე აგდებს. კადრში მხოლოდ ჭერი ჩანს.
- ნიცა... - ვეძახი იმედით, ვიცი, რომ იქ არის.
არ მპასუხობს.
- ნიცა... დამელაპარაკე, გთხოვ...
მაგრამ ტელეფონი ითიშება. ვერც გავამტყუვნებ. არც მე მენდომებოდა ჩემნაირ „ვირთან“ საუბარი.
მეორე დილით ადრე გვაღვიძებენ. ჩემს ხალხს ვემშვიდობები და ჩემოდნებით ხელში უზარმაზარ სამხედრო მანქანაში ვჯდები, საიდანაც მომღიმარი ნიკოლა მიქნევს ხელს.
- ხომ არ იცი ტელეფონებს როდის ვაბარებთ?
- არ ვიცი, ალბათ საღამოს... რატომ? ვის ვერ დაემშვიდობე? - ეშმაკურად მითამაშებს წარბებს.
- არავის... - მეღიმება. - შვილს მინდა დავურეკო.
- ოჰო... შვილიც გყავს? - უკვირს.
- კი, სამი წლის.
- გოგოა თუ ბიჭი?
- გოგო... ვალენტინა... - მისი ქერა კულულების და მწვანე თვალების წარმოდგენაზე საოცარი სურვილი მიპყრობს ჩავეხუტო და ვაკოცო.
- საოცარი სახელია...
- კი... დედამ დაარქვა...
- მერე? დედას დაემშვიდობე?
- კი... დიდი ხნის წინ... - მზერას ვარიდებ და უკაცრიელ უდაბნოს ვაშტერდები.
- მე არ მყავს შვილი. არც ცოლი. ერთი გოგონა კი ცხოვრობს ჩემს გულში, მაგრამ არ ვიცი ჩემნაირი მომთაბარე ადამიანის ცოლობას მოინდომებს თუ არა... იცი რა? ძალიან რთულია გყავდეს ქმარი, რომელიც შენთან არ ცხოვრობს... ქმარი, რომელსაც შეიძლება გაჭირვების დროს ხმაც ვერ მიაწვდინო, სანამ თვითონ არ შეძლებს შენთან დაკავშირებას...
- კი... გეთანხმები...
მერე ნიკოლა მიყვება როგორ აღმოჩნდა სამხედრო სამსახურში, როგორ აღმოჩნდა მართლაც ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას, როგორც დედაჩემი იტყოდა.
ტელეფონების ჩაბარების წინ კიდევ ერთხელ ვრეკავ თბილისში. მაშინვე ტინანოს ლამაზ სახეს ვხედავ ეკრანზე.
- ტინა... შეგიძლია ნიცა დამალაპარაკო? აუცილებელი საქმე მაქვს...
ტინანო გვერდზე იყურება, შემდეგ კი ვხედავ მას. ამდენი ხნის შემდეგ. ისევ ისეთია, არ შეცვლილა. ისევ აბურდული ჟღალი თმით და დაბნეული გამოხედვით, რომელსაც ამჯერად სიბრაზეც ახლავს. მეღიმება. როგორ უხდება მის ლამაზ სახეს სიბრაზე.
- ნიცა, როგორ ხარ?
პასუხს არ მცემს, თვალებს ატრიალბს და მითიშავს. მაშინვე ვრეკავ.
- მომისმინე... არ გათიშო... რაღაც დავალება მომცეს, ტელეფონი ცოტა ხნით აღარ მექნება და არ ვიცი რამდენ ხანს ვერ შევძლებ თქვენთან დაკავშირებას. დედაჩემსაც გადაეცი და უთხარი არ ინერვიულოს უაზროდ. როგორც კი შანსი მომეცემა ვეცდები შეგეხმიანოთ. გთხოვ, ტინას მიხედე... შენი იმედი მაქვს... თუ რამე დამემართა...
- რას ჰქვია რამე დაგემართა? - შეშფოთებული მაწყვეტინებს.
- ყველა სპეცოპერაცია შეიცავს რაღაც საფრთხეს... - რაღაცნაირად მსიამოვნებს მის ხმაში მღელვარება.
- მივხედავ. - იბრუნებს სიმტკიცეს.
- და კიდევ... ბოდიში მინდა მოგიხადო... ვიცი ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს, მაგრამ...
და კიდევ ერთხელ მითიშავს. რა თქმა უნდა. სხვას რას ველოდი?!
ტელეფონს მეთაურს ვაბარებ და ნიკოლასთან ერთად ჩვენს დროებით საცხოვრებელში შევდივარ.
13. ნიცა
გაზაფხულის ბოლო თვე იწყება და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება. გამოცდებს ვაბარებ, საბუთებს ვაგროვებ და უნივერსიტეტებში ვგზავნი. გონება ისე მაქვს არეული, გაოცებული ეთო სათქმელს რამდენჯერმე მიმეორებს და ჩემს გაფანტულობას შეყვარებულობას აბრალებს. ეჰ, ეთო... საერთოდ ვინ მოიგონა ეს სტერეოტიპი, რომ თუ გაფანტული ხარ აუცილებლად შეყვარებული ხარ?
სამი თვე სრულდება, რაც თორნიკესგან ერთი სიტყვაც კი არ გვსმენია. არ ვიმჩნევ, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ. მაგიჟებს იმის გააზრება, რომ მისი საქციელის მიუხედავად მაინც მასზე მეფიქრება. ტინანოც გამუდმებით მეკითხება მამაზე. იმედით უყურებს ძილის წინ ჩემს ტელეფონს, ელოდებია მამის გამოჩენას, მაგრამ თორნიკე არ გვეხმიანება. ამაოდ ვამშვიდებ და ვეუბნები, რომ ის მალე დარეკავს, უბრალოდ ახლა საქმე აქვს და ვერ იცლის.
ძილის წინ ისევ ის დღე მიტრიალებს თვალწინ. ისევ ვგრძნობ, როგორ მიბჟუის ლოყა, რომლითაც კედელს ვენარცხები. ვგრძნობ, როგორ მტკივა ხელი, რომელზეც თორნიკე მიჭერს ხელს და ასე მგონია დაფშვნის. ვგრძნობ მის განრისხებულ სუნთქვას, ჩამესმის კაბის გაფხრეწვის ხმა და ჩემი გულის ბაგაბუგი. ნერვები მეშლება ჩემს თავზე, ჩემს უმოქმედობაზე და უსიტყვოდ გაქცევაზე. იმაზეც, რომ როცა ტელეფონით სცადა ბოდიშის მოხდა უბრალოდ გავუთიშე და საკადრისი პასუხი არ გავეცი. მიუხედავად ამისა, კარის ყოველ კაკუნზე მგონია, რომ ისევ ის იქნება, თავისი დიდი ჩემოდნებით. მგონია, რომ ისევ ისე გაუფრთხილებლად დაგვადგება, როგორც მაშინ.
ჩემგან განსხვავებით ეთო ადგილს ვეღარ პოულობს. მეათასეჯერ მეკითხება თუ რა მითხრა თორნიკემ, როცა ბოლოს დამირეკა. თითქოს ჩემი სიტყვების მოსმენა ამშვიდებს.
- ხომ თქვა, რომ თვითონ დარეკავდა... ესეიგი არ სცალია... თორემ რამე რომ მოსვლოდა ხომ შეგვატყობინებდნენ?
ეს კითხვა არ არის. ჩემგან თანხმობას უფრო ელის, ვიდრე რაიმე პასუხს. და მეც თავს ვუქნევ. განა აზრი აქვს რამის თქმას?
ერთი წელია ამ ქალს ვუყურებ და ბოლომდე მაინც ვერ ამოვიცანი. პირად ცხოვრებაზე არაფერს ვეკითხები. ქვრივი მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თორნიკეს მამა ცოცხალია. აღარ ჩავეკითხე, მაგრამ თვითონვე მითხრა, რომ „იმ კაცს“ ჯერ კიდევ მაშინ გაშორდა, როცა თორნიკე 5 წლის იყო. ისიც არ გამოჰპარვია, რომ მან მალევე მოიყვანა სხვა ცოლი და შვილებიც ეყოლათ. ახლა აღარ მიკვირს რატომ გარბის თორნიკე შვილისგან. მას რეალურად არასდროს ჰყოლია მამა. არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, რა ვალდებულებები აკისრია. რა თქმა უნდა, თეორიულად იცის, მაგრამ ვერ ჩერდება. ერთი მიზეზი სალომეს არყოფნაა, მეორე კი, სამწუხაროდ, აი ეს. მან არ იცის როგორია მამის სითბო და როგორ სჭირდება პატარა ბავშვს მამა.
- და თორნიკე იცნობს თავის და-ძმებს?
ამ კითხვაზე სახე მრისხანებით ენთება და მაშინვე საკუთარ ენას ვკბენ.
- არა. არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი მათი გაცნობის.
- და არც მამამისი ეხმიანება?
- თავიდან ჰქონდა მცდელობები, მაგრამ იცი რა? როცა ერთხელ უარს იტყვიან შენზე, უნდა იქონიო თავმოყვარეობა და იმ ადამიანებს მეორედ აღარ გაეკარო.
რა თქმა უნდა არ ვეთანხმები, მაგრამ მასთან კამათის თავი არ მაქვს.
აღმოჩნდა, რომ მისი „მეორე ქმარი“ სულაც არ არის მისი ქმარი. ისინი უბრალოდ ერთად ცხოვრობენ თითქმის ათი წელია. ეთოს გერი ჰყავს, ბაია. ბაია ჩემზე ერთი წლით პატარაა. ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობს მასზე, ხშირად მიყვება მის წარმატებებზე და მიღწევებზე. ბაიაც გვესტუმრა რამდენჯერმე, მაგრამ როგორც მივხვდი, თორნიკესთან არც მას აქვს ახლო ურთიერთობა. ერთი სიტყვით, არეული ოჯახია. მაგრამ რომელი ოჯახია დალაგებული?
რაც შეეხება გიულის, როგორც ვიცი, სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ რადგან თორნიკე სახელმწიფო სამსახურშია, მისი მისიის დასრულებამდე საქმე არ აღიძრება. ქალი კვირაში ერთხელ ყოველთვის მოდის შვილიშვილის სანახავად. მე ისევ სკეპტიკურად მიყურებს და გამარჯობასაც არ მეუბნება. ტინანოს დიდად არ უყვარს მასთან ყოფნა, მალევე ბეზრდება და ტირილს იწყებს. ქალს სწყინს და ამაში ხან თორნიკეს, ხან ეთოს და ხანაც მე მადანაშაულებს.
სასამართლოს გადადება ძალიან მაფიქრებს. ხანდახან მიკვირს კიდეც, ნუთუ ასეთი პრივილეგიები მართლა არსებობს? თორნიკეს საქმიანობა იმდენად ბურუსითაა მოცული, რომ ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ. არც ეთომ იცის რეალურად რას აკეთებს მისი შვილი ავღანეთში. ავღანეთს ომს ეძახის, მხოლოდ და მხოლოდ ომს, მაგრამ ვის წინააღმდეგ? ან როგორ მოახერხა 29 წლის ბიჭმა უფროსი ლეიტენანტობა? სამწუხაროდ, ამას ვერასდროს გავიგებ, რადგან ჩემს თავს ყოველ დღე აღთქმას ვაძლევ, რომ თორნიკეს არასდროს არ დაველაპარაკები.

14. თორნიკე
პირველი ერთი თვე მე და ნიკოლა სპეციალურ გადასამზადებელ ბანაკში გადავყავართ. ჩვენთან ერთად კიდევ რამდენიმე ამერიკელი, გერმანელი და ერთიც ჩეხია. გადამზადება არც ისე მარტივია. გვაიძულებენ ადრე დაძინებას და უთენია გაღვიძებას. იყო შემთხვევები, როცა შუა ღამით უმიზეზოდ გაგვაღვიძეს და მწყობრში ჩადგომა მოგვთხოვეს. ყველანი გაკვირვებულები შევცქერით ერთმანეთს, მაგრამ კითხვების დასმას ვერავინ ვბედავთ. სამხედრო სამსახურში ამდენ წლიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ საჭირო ინფორმაციას ყოველთვის მოგაწვდიან და ამაზე მეტის გაგება არც უნდა მოინდომო.
მე და ნიკოლა ხშირად ვბჭობთ ჩვენს დავალებაზე და სხვადასხვა ვერსიებს განვიხილავთ. ჯერჯერობით უცნობია ვისი დაცვა გვევალება ან რატომ. არც ის ვიცით რა ტიპის საფრთხესთან გვექნება შეხება, მაგრამ გადამზადებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მთელი დღეები სხვადასხვა, ჩვენთვის აქამდე უცნობი იარაღების გამოცდაში ვართ. გვასწავლიან მათ ხმარებას, გვცდიან ყველაფერში, მათ შორის ნებისყოფაში, მოთმინებაში და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში. მე და ნიკოლას არაფერი გვიჭირს და ხშირად მენტორთა სიმპატიას ვიმსახურებთ, რაც ჩვენი გუნდის სხვა წევრებს დიდად არ სიამოვნებთ.
ბევრჯერ მივიღეთ შენიშვნა ქართულად საუბრის გამო, რადგან ყველას ყველაფერი უნდა ესმოდეს და ამიტომ გვიწევს ინგლისურად ლაპარაკი. ჩვენი ახალი სამყოფელით არც მე ვარ აღფრთოვანებული და არც მახათაძე, მაგრამ რაღაც დადებითი მაინც აქვს. მაგალითად ის, რომ ნიკოლას ვუახლოვდები, მასთან საუბრები ერთგვარი თერაპიაა ჩემთვის, რაც ძალიან კარგად მოქმედებს ჩემს გუნებაზე. ნიკოლა კარგი კაცია. აღარ მეგონა მისნაირები თუ არსებობდნენ. ზედმეტად პატიოსანი, კეთილი და ალალია. შეიძლება ამიტომაც გამიადვილდა მასთან ურთიერთობა და მეგობრობა.
რადგან უმეტესწილად სულ დაკავებული ვარ, ბევრი დრო არ მჩება ფიქრისთვის. ვცდილობ აღარ ვიფიქრო სალომეზე, აღარ დავიდანაშაულო თავი მის სიკვდილში, მინდა მასაც ვაპატიო უდროო დროს წასვლა და ჩემი დატოვება. ამ ერთმა წელმა ძალიან იმოქმედა, ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში და ჩემს პიროვნებაში. რა თქმა უნდა, მე ის თორნიკე დორეული არ ვარ, ვინც აქამდე ვიყავი. მეცვლება აღქმა, გააზრება, შეხედულებები, რაც შეიძლება კარგიც არის.
უბრალოდ აღარ მინდა დარჩენილი ცხოვრების ტრაურში გატარება, რადგან მე ცოცხალი ვარ და ჩემი სიცოცხლე ჩემს ერთადერთ ქალიშვილს სჭირდება. მე უნდა ვიზრუნო მასზე, მის მომავალზე, უნდა დავიცვა და რაც ყველაზე მთავარია - კიდევ უფრო ძალიან უნდა მიყვარდეს.
ტინანოს მონატრება ბოლოს მიღებს. ხშირად ვნატრობ ტელეფონს, რომ ერთხელ მაინც მოვკრა თვალი მის მწვანე მეტყველ თვალებს და ქერა კულულებს, მის გაბუშტულ ტუჩებს და მუდამ გაოცებულ წარბებს. მენატრება მისი ტიტინის მოსმენა, მისი ჩლიფინა ენა და მისი დაუსრულებელი შეკითხვები. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ სანდო ხელში დავტოვე და დიდი იმედი მაქვს, რომ ნიცა არც ზრუნვას აკლებს და არც სიყვარულს.
და ნიცა... ნებით თუ უნებლიედ, ისიც ხშირად იპარება ჩემს გონებაში. ვხედავ მის ლამაზ სახეს, ჭორფლიან კანს, ჟღალ თმებს და მის ღიმილს. ხანდახან მისი სხეულიც წარმომიდგება და სურვილი მიპყრობს რომ შევეხო, მაგრამ ამას საშინელი და დაუსრულებელი სინდისის ქენჯნა მოჰყვება და ამიტომ ყველაზე მეტად გავურბივარ სწორედ ამ ფიქრს. სინდისი მქენჯნის, რომ მე ცოლიანი კაცი ვარ და სხვა ქალზე ვფიქრობ. თვალწინ მიდგება სალომეს ნაწყენი, აცრემლებული და იმედგაცრუებული სახე. სწორედ ეს სახე ფარავს და აფერმკრთალებს ნიცას ჩემს გონებაში.
- შეიძლება გავიგო რაზე ფიქრობ? - მეკითხება ნიკოლა.
ბანაკს წყალი არ მიეწოდება, ამიტომ ჯარისკაცებს გვავალებენ მის მოტანას. მე და ნიკოლა ყოველთვის სიამოვნებით ვასრულებთ ამ საქმეს, რადგან ეს ის ერთადერთი დროა, როცა ქართულად საუბარი თავისუფლად შეგვიძლია.
წყლის კონტეინერს თავს ვუკრავ და სამხედრო მანქანის საბარგულში ვდებ.
- ერთი რაღაც არ მასვენებს... რაც საქართველოდან დავბრუნდი მას მერე...
- სიამოვნებით მოგისმენ...
ნიკოლა მდინარესთან ჯდება და თითებით ქვებს ათამაშებს. მიყვარს მისი სიმარტივე, გისმენს და ზედმეტ კითხვებს არს სვამს, მხოლოდ თავის შეხედულებას და რჩევებს გიზიარებს.
- ადრე ვახსენე, რომ ვალენტინა თბილისში ძიძასთან არის დატოვებული.
თავს მიქნევს. აქ ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში მოვუყევი ნიკოლას სალომეს ტრაგიკული აღსასრულის და ჩემი დაქვრივების შესახებ. ძალიან ეწყინა. გამიკვირდა კიდეც, რადგან რამდენიმე დღე ჩაფიქრებული და სევდიანი დადიოდა. მას შემდეგ ამაზე აღარ გვისაუბრია.
- წამოსვლის წინ მას ძალიან ცუდად მოვექეცი. ძალიან ვნანობ. ჩემი ცოლის კაბა ჩაიცვა. თან ის კაბა, რომელიც არასდროს სცმია. მე შევუსწარი და ძალიან გავღიზიანდი. იმდენად გადამეკეტა გონება, რომ მივედი, უხეშად მივანარცხე კედელზე და კაბა ტანზე შემოვახიე.
- რა ქენი? - ყურებს არ უჯერებს.
- მაშინ ძალიან რთული პერიოდი მქონდა, ნიკოლა.
- ეგ არ გამართლებს. - ქვას წყალში ისვრის.
- ვიცი. ჩემს საქციელს არაფერი არ ამართლებს, მაგრამ მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, გონება არეული მქონდა. ჩემი და სალომეს სახლში, სალომეს კაბაში გამოწყობილი სხვა ქალი... ეჰ, ნიკოლა... არავის ვუსურვებ ამის გამოცდას...
- ბოდიში მოუხადე?
- ძალიან გვიან. ფაქტობრივად იმ დღეს, როცა ტელეფონები ჩამოგვართვეს.
- რთული ამბავია.
- თან ვიცი ნიცას ხასიათი. - ჩემდა უნებურად მეღიმება და მის სახელს სხვა ინტონაციით წარმოვთქვამ, რაც ნიკოლას არ ეპარება. - ძალიან ამაყია. იცის როგორ დაიცვას თავი, მწარე ენაც აქვს... უბრალოდ იმ დღეს ცხოველივით მოვიქეცი და, ალბათ, არასდროს მაპატიებს...
- უპატიებელი არაფერია. ერთ რამეს გკითხავ... - თავის ღია ცისფერ თვალებს მანათებს. - მხოლოდ ეს არის ის, რაც არ გასვენებს?
მზერას ვარიდებ, ნიკოლა ყველაფერს ხვდება.
- სალომეს სიკვდილი შენს სიკვდილს არ ნიშნავს... - მეუბნება ცოტა ხნის შემდეგ.
- ვიცი.
- ფაქტობრივად ცხოვრების ერთი მესამედიც კი არ გიცხოვრია.
- ეგეც ვიცი.
- და მაინც არ აპირებ სხვის შეყვარებას?
- როგორ?! მითხარი როგორ?! როგორ მივცე თავს ამის უფლება?! როგორც კი წარმოვიდგენ როგორ ვეხვევი სხვა ქალს, როგორ ვუხსნი სიყვარულს იმ სიტყვებით, რომლებსაც სალომეს ვეუბნებოდი... საშინელი... აუტანელი სინდისის ქენჯნა მიპყრობს, ნიკოლა... თავი უკანასკნელი ნაძირალა და მოღალატე მგონია... მერე რა, რომ ცოცხალი აღარ არის? ეს ხომ იმ ფაქტს არ ცვლის, რომ მე ის მიყვარს?!
- ჩემი აზრით, ზედმეტად ბევრს ითხოვ შენი თავისგან. რატომ გავიწყდება, რომ შენც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, როგორც მე და ყველა სხვა.
ნიკოლა წვეტიან ქვას იღებს და კანში მასობს.
- ზუსტად ისევე გტკივა, როგორც მე. ზუსტად ისევე გრძნობ, როგორც სხვები. ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ თავს მეორე შანსი მისცე?
- არ შემიძლია...
- მე არ ვამბობ, რომ ეს ახლავე უნდა მოხდეს. რომ ახლავე უნდა მიხვიდე ნიცასთან ან ნებისმიერ სხვასთან და სიყვარული აუხსნა. ეს შეუძლებელია. შენ ჯერ შენი თავი უნდა დაარწმუნო იმაში, რომ ისევ ცოცხალი ხარ, რომ ისევ გჭირდება ბედნიერება, ზრუნვა და სიყვარული. ვიცი, არ არის მარტივი და არც იქნება. არც ყველას შესწევს ამის ძალა, მაგრამ მათი ცხოვრება ცხოვრებას ჰგავს? სიცოცხლის ბოლომდე მოგონებებში ცხოვობენ, მუდმივ მელანქოლიაში და მონატრებაში... ასეთი ადამიანები ძლიერები კი არა საცოდავები არიან... ნუ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. არ მემეტები, თორნიკე... არ მემეტები ამ ტკივილისთვის, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ. ხო, ის ცალკე თემაა თუ რატომ მოგექცა ცხოვრება ასე მაინც და მაინც შენ, რატომ არ დაგცალდა ბედნიერება და საყვარელ ადამიანთან ცხოვრება, მაგრამ... ამას უკვე აღარ ეშველება და შენ ამ ახალ რეალობაში ადაპტირება უნდა შეძლო. უნდა შეძლო ფეხი აუწყო შენს დღევანდელ მდგომარეობას.
დაჰიპნოზებული ვზივარ. ნიკოლას თითოეული სიტყვა ხან ეკლად და ხან მალამოდ მესობა გულზე. სიმართლეს ამბობს. რა თქმა უნდა, სიმართლეს ამბობს და მე ეს კარგად ვიცი. ეს ის რეალობაა, რომელსაც ამდენი თვეა გავურბივარ და თავს ვარიდებ.
- შევძლებ კი? - ვეკითხები ბოლოს ჩუმად.
- თუ შენს პრინციპებს გვერდზე გაწევ და ოდესმე თავს ნებას მისცემ იყო ბედნიერი... მაშინ შეძლებ...
- და ამ სინდისის ქენჯნას რა ვუყო? როგორ ვიცხოვრო ისე, რომ ჩემი თავი უკანასკნელ არაკაცად არ მიმაჩნდეს?
- თორნიკე, სალომე მკვდარია. ის აღარ დაბრუნდება, არასდროს. ჯერ ეს გაიაზრე.
უკანასკნელ კონტეინერსაც მანქანაში ვდებთ და ბანაკში ვბრუნდებით.
15. ნიცა
ტინანო ახალი დაძინებული მყავს, როცა კარზე საშინელი ბრაგუნი მაფხიზლებს. წამიერად ხალათს ვიცმევ და მის გასაღებად გავრბივარ. კართან ორი უზარმაზარი შავებში ჩაცმული კაცი დგას. ორივეს შავი სათვალე უკეთია. თავი რომელიღაც ფილმში მგონია. შიში მიპყრობს და ვგრძნობ როგორ მეცლება ფეხებში ძალა.
კაცები შიგნით შემოდიან. ახლაღა ვამჩნევ მათ უკან კიდევ ორ მსგავსად ჩაცმულ კაცს, რომლებსაც წინ ინვალიდის ეტლში ჩასმული თორნიკე უზით. თვალები მიფართოვდება.
- ღმერთო ჩემო! თორნიკე!
ბიჭი უემოციოდ მიყურებს, წამიერად ტუჩის კუთხე უტყდება, მაგრამ მალევე უბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას.
- თქვენ მისი მეუღლე ხართ? - მეკითხება ერთ-ერთი.
- რა? მე...
თორნიკე ძლივს შესამჩნევად მიკრავს თავს. აქ რაღაც სხვა ამბავია.
- დ...დიახ... - ვეუბნები ბოლოს. - მე მისი ცოლი ვარ...
იმდენად არარეალურად ჟღერს, ჩემს თავზე მეცინება.
შიგნით შემოჰყავთ. ვხედავ მის სხეულზე შეერთებულ ათობით კათეტერს, სახეზე კი ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობები ეტყობა, თითქოს გადასერესო. გული მეკუმშება.
კაცები მას ჩუმად რაღაცას ეუბნებიან და მიდიან. ვდგავარ გაშეშებული და ვერც ხმას ვიღებ, ვერც ვინძრევი. ერთიანად ვცახცახებ. თორნიკე ისევ ისე მათვალიერებს, თავიდან ფეხებამდე, ძალიან ნელა, თითქოს არ უნდა რამე დეტალი გამორჩესო. მაგრამ, თითქოს, მის მზერაში რაღაც შეიცვალა. თითქოს, აღარ მიყურებს იმ სიძულვილით, როგორიც მე ბოლოს დამამახსოვრდა. პირიქით, რაღაცნაირად თბილი მზერა აქვს. ვიბნევი.
- მაპატიე? - მეკითხება ბოლოს.
- რა?
- მაპატიე?
თითქოს ძალა მიბრუნდება, ისევ ვცოცხლდები. ხელებს ერთმანეთზე ვიჯვარედინებ და წარბებს მაღლა ვწევ.
- არა! რა თქმა უნდა, არა! - თავს მაღლა ვწევ.
ეღიმება. რამე სასაცილო ვთქვი?!
- არ მკითხავ რა მომივიდა?
- არა! საერთოდ არ ვაპირებ შენთან საუბარს!
არადა ინტერესი მკლავს!
- კარგი... როგორც გინდა... - მეუბნება მშვიდი ხმით. - იმედია ოთახში მაინც შემიყვან. როგორც ხედავ, მარჯვენა ხელი მთლიანად პარალიზებული მაქვს.
მარჯვენა ხელი მართლაც კისერზე აქვს ჩამოკიდული. ვუახლოვდები და მის ეტლს უხეშად ვატრიალებ. მისი სხეული ირხევა და თორნიკეს პირიდან ჩუმი კვნესა ამოდის. ეტყობა მართლა ძალიან სტკივა... მეცოდება...
ჯანმრთელ ხელს კისერზე ვიხვევ და ყავარჯენივით ვეხმარები. ვგრძნობ თითოეული მოძრაობა რამდენად მტკივნეულია მისთვის. კი მაგრამ, რა მოუვიდა? ასეთ დღეში როგორ ჩავარდა? თავზე რამდენიმე ნაკერი ადევს, სახე მთლიანად დაკაწრული აქვს, მაჯვენა მხარე დაჟეჟილი და განივი ჭრილობებით გადასერილი. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ვკითხო რა მოუვიდა. საწოლზე ვაწვენ, ბალიშს ვუსწორებ. მაინც რაღაცნაირად უცნაურად მეჩვენება. თითქოს იმ ძველ თორნიკეს აღარ ჰგავს, მე რომ აქამდე ვიცნობდი.
- ნიცა... - მეუბნება ბოლოს.
პასუხს არ ვცემ და ოთახიდან გამოვდივარ. ძალიან დიდხანს არ მეძინება, გული გამალებით მიცემს და სულ თორნიკეზე ვფიქრობ. რა ჯანდაბა დაემართა? რომ მომკვდარიყო? ღმერთო ჩემო! მართლა რომ მომკვდარიყო?!
დარეკილი არ მაქვს, ეთო უკვე ჩვენთან არის. თავისი ჩვეული ქოთქოთით და ნერვიულობით. პირდაპირ მის ოთახში შედის და კარგა ხანი აღარც გამოდის. მინდა გავიგო რაზე საუბრობენ, მაგრამ ძალიან ჩუმად არიან. მხოლოდ თორნიკეს „კარგი რა, ეთო...“ ისმის ხმამაღლა, ან „დამშვიდდი, დედა...“.
ტინანო უბედნიერესია მამამისის აქ ყოფნით. მწვანე თვალები გაბრწყინებული აქვს და ცეკვა-ცეკვით დადის.
როგორც იქნა ეთო გამოდის ოთახიდან. შედარებით მშვიდი სახე აქვს. სადილის მომზადებას იწყებს და მეც ვეხმარები.
- როგორ არის? - ვეკითხები ისე, თითქოს მოვალეობას ვიხდიდე.
- არაუშავს. იმდენი ოპერაცია გაუკეთეს... კიდევ კარგადაა... ჩემი საბრალო შვილი...
- რა ოპერაცია? რა მოუვიდა?
- არა. მკაცრად გამაფრთხილა, რომ არავისთან არაფერი ვთქვა. არ შეიძლება.
კი, კი... როგორ არა... დარწმუნებული ვარ უნდა, რომ მე ვკითხო. ამიტომ შთააგონა ეთოს, ვითომ სახელმწიფო საიდუმლოა. არა, თორნიკე დორეულო, ვერ მოგართვი. მე შენ არაფერს გკითხავ!
ეთო ერთი კვირით ჩვენთან რჩება, შესაბამისად ის უვლის თორნიკეს. თორნიკე თვალით არ მინახავს. ოთახიდან საერთოდ არ გამოდის. ყველაფერში დედამისი ეხმარება, მე კი გულის სიღრმეში სურვილი მკლავს მასთან მივიდე, დაველაპარაკო და მოვუარო.
ნიცა... ნიცა... კარგს არაფერს არ მოგიტანს ეს ფიქრები, არა...
16. თორნიკე
ასე არასდროს მინატრია ეთოს წასვლა. დამღალა. სულ თავს დამტრიალებს, ყოველ ათ წუთში მეკითხება რამე ხომ არ გინდაო. ძალიან მიყვარს დედაჩემი, მაგრამ ამოსუნთვის საშუალებას არ მაძლევს. ამიტომ ძალიან ვბედნიერდები, როცა მეუბნება, რომ დათოს წნევა აქვს და მასთან უნდა წავიდეს.
დათო ცუდი კაცი არ არის, მაგრამ მე მისი არ მესმის. ძალიან ჩაკეტილი ადამიანია, სახლიდან თითქმის არასდროს გამოდის, ერთი თუთიყუში ჰყავს და იმის მოვლაში ატარებს ცხოვრებას. თავიდან როცა გავიცანი, გაოგნებული ვიყურებოდი. ვერაფრით მივხვდი, რა ნახა დედაჩემმა ამ კაცში ისეთი, რომ მეორედ გათხოვება გადაწყვიტა. მერე მივხვდი. დედაჩემს უბრალოდ მარტოობის შეეშინდა. შეეშინდა იმის, რომ სიბერეში სულ მარტო დარჩებოდა, ამიტომ დათოსნაირი ადამიანი მისთვის იდეალური აღმოჩნდა. იმ წელს სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ვაბარებდი, როცა ეთომ გამომიცხადა დათოსთან უნდა გადავიდეთ საცხოვრებლადო. კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, არ მინდოდა უცხო კაცთან და მის შვილთან ერთად ცხოვრება. არ მინდოდა ყალბი ოჯახის თამაში, რადგან მე მას ვერასდროს შევხედავდი ისე, როგორც მამას და ვერც მის შვილს დავუძახებდი დას.
დამოუკიდებლობა მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე სახელმყიფო სამსახურში ჩადგომა. არასდროს მინანია ეს გადაწყვეტილება. გული მიგრძნობდა, რომ იქ კარგი მომავალი მელოდა. ეთოს ძალიან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე ჯარში წასვლა.
მაგრამ, მოდი გულწრფელი ვიქნები. მთავარი მიზეზი მამაჩემი იყო. მართალია, ეთო არასდროს ახსენებდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ისიც სამხედრო სამსახურში იდგა. პირველად, როცა შორიდან დავინახე, გავქვავდი. ვიდექი და უბრალოდ მივშტერებოდი. გამაოგნა იმ მსგავსებამ, რაც ჩვენს შორის დავინახე. მისი ნაოჭებშეპარული სახის, ულვაშის და შევერცხლილი თმის მიღმა ჩემს თავს ვხედავდი 50 წლის ასაკში.
მე ის მთელი ცხოვრება მძულდა. მძულდა იმიტომ, რომ ჩემთვის არ იბრძოლა. მძულდა იმიტომ, რომ მიუხედავად ეთოს წინააღმდეგობისა, შვილისთვის არ იბრძოლა. მთელი ცხოვრება თან მსდევდა არასრულფასოვნების შეგრძნება, რომლის დამალვასაც ყველანაირად ვცდილობდი. შურით ვუყურებდი ყველას, ვისაც მზრუნველი მამა ჰყავდა. მშურდა იმ მეგობრების, რომლებიც თვის ბოლოს სიხარულით ელოდნენ, რადგან მამა ხელფასით აუცილებლად უყიდდათ ახალ სათამაშო თოფს ან მანქანას. როცა წამოვიზარდე, შემთხვევით გავიგე, რომ მას სხვა ცოლი და შვილები ჰყავდა, ორი გოგონა. და შემშურდა იმ გოგონების, რადგან მათ ჩემი მშობელი მამა ერგოთ და, დიდი ალბათობით, ძალიან უყვარდათ ის, ჩემგან განსხვავებით.
დედაჩემთან არასდროს მიხსენებია მამაჩემი. ვიცოდი, რომ გულს სტკენდა და არ სიამოვნებდა მასზე საუბარი. მაგრამ იმდენი კითხვა მიტრიალებდა თავში. იმდენ კითხვაზე მქონდა გაუცემელი პასუხი.
დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გაქრა. უბრალოდ გაქრა. უკვე აღარ მადარდება იმ კაცის არსებობა. უფრო სწორედ ასე მეგონა... მაგრამ როცა ისევ დავინახე, გავქვავდი. ისევ იმ ოთხი წლის თორნიკედ ვიქეცი. ცრემლები მომადგა და საშინელმა სურვილმა შემიპყრო გავქანებულიყავი და კისერზე ჩამოვკიდებოდი. მეთქვა, რომ მე ის ყველაფრის მიუხედავად ისევ მიყვარდა და ყოველთვის ველოდი მის გამოჩენას, მაგრამ ამის ნაცვლად შევბრუნდი და წამოვედი.
როცა ჯარში მსახურობის რამდენიმე წელი წარმატებით დავხურე, ყველანი უზარმაზარ დარბაზში მოგვიხმეს. ეს იყო ჩვენი პირველი დაჯილდოვება. სათითაოდ უნდა გამოვეძახებინეთ და ჩვენი პირველი მედალი გადმოეცათ. მთელ ტანში გამცრა, როცა დამჯილდოებლად მამაჩემი დავინახე. სახე ასწითლებოდა, გახარებული იყო და თავის კოლეგებს სიხარულით უყვებოდა რაღაცას. კუთხეში დავჯექი და მივიყუჟე. ჩუმად ვადევნებდი თვალს მის ყოველ მოძრაობას. ვხედავდი მსგავსებას ჩვენს ქცევებშიც კი და კიდევ უფრო მტკიოდა გული. მტკიოდა, რადგან ადამიანს, რომელსაც ასე ვგავდი საერთოდ არ ვიცნობდი.
როცა ყველანი შევგროვდით, მამაჩემი სცენაზე ავიდა და წარმატება მოგვილოცა. მაგრამ ყველაზე მეტად იმ დღეს ჩემზე რაც იმოქმედა, დაახლოებით ასე ჟღერდა:
- დღეს ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან ჩემმა უსაყვარლესმა ქალიშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა! სამომავლოდ, ისიც სახელმწიფო სამსახურში ჩადგომას გეგმავს და სამხედრო ექიმი იქნება!
გავშრი. მინდოდა მეყვირა, ბოლო ხმაზე დამეღრიალა: „მეც აქ ვარ! მეც აქ ვარ! შენი ერთადერთი ბიჭი, აქ ვარ შენს წინ!“, მაგრამ ხმა დამეკარგა. ამის ნაცვლად ცრემლები მომადგა, ვიგრძენი, როგორ ჩამოგორდა ეული ცრემლი ჩემს ახალგაპარსულ ლოყაზე. არასროს ვტიროდი, არასდროს. მაშინაც კი არ მიტირია, როცა ბავშვობაში თავი გავიტეხე. არც მაშინ, როცა ჩემი საყვარელი ბებია მოკვდა. მე უბრალოდ არ ვტიროდი. მეგონა ტირილის უნარი არ შემწევდა და გულში მიხაროდა, ამას კაცობას მივაწერდი, მაგრამ ვცდებოდი. იმ დღეს, როცა თავდადებულობისთვის და სიმამაცისთვის უნდა დავეიჯილდოვებინე, სწორედ იმ დღეს ვიტირე.
საბოლოოდ გავიაზრე, რომ მამაჩემმა ჩემს გარეშე სხვა ცხოვრება დაიწყო და სხვა ოჯახი გაიჩინა.
როცა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, დავინახე მამაჩემის სახეზე აღბეჭდილი გაოცება. ინტერესით მოავლო თვალი მთელ დარბაზს, თითქოს იმ სამას კაცში სადღაც დამინახავდა. საინტერესოა, მიცნობდა კი?! მან ხომ ბოლოს მაშინ მნახა, როცა სკოლაში წამიყვანეს პირველად.
წამოვდექი და ნელი ნაბიჯით წავედი მისკენ. ფეხები მეკვეთებოდა, ვნატრობდი, რომ მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე, მაგრამ ამაოდ. მედალი ჩამომკიდა. თვალებში ჩამხედა. ამდენი წლის შემდეგ ისევ ჩავხედე მის თვალებს და თითქმის ყველა მოგონება აღმიდგა, რომლებშიც მისი სახე უკვე გაფერმკრთალებული იყო. მიცნო! ნამდვილად მიცნო!
დავინახე როგორ აევსო თვალები ცრემლებით. მის ტუჩებს კი ჩემი სახელი აღმოხდა. ყველაფერს ველოდი, მაგრამ ასეთ რეაქციას ნამდვილად არა. მეგონა ვერ მიცნობდა. მეგონა ზედაც არ შემომხედავდა. ამისთვის უფრო მზად ვიყავი, მაგრამ მან ზუსტად იმ სიყვარულით აღსავსე თვალებით შემომხედა, რომლითაც წლების წინ მიყურებდა.
ხელი ჩამოვართვი, ძლიერად მოვუჭირე თითები. თითქოს ამ ჟესტით ვცდილობდი მისთვის პასუხი მომეთხოვა, თითქოს ვეკითხებოდი: „რატომ, მამა, რატომ?“
თვალი გამომაყოლა და დააკვირდა სადაც დავჯექი. ცერემონიალის დასრულებამდე თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. მე კი გავურბოდი მის მზერას. გავურბოდი, რადგან ვიცოდი, რომ თუ კიდევ ერთხელ შევხედავდი, ემოციებს ვეღარ მოვთოკავდი და ისევ ავტირდებოდი. ის კი მიურებდა. ასე ურცხვად თვალს არ მაშორებდა. მისმა კოლეგებმაც დააფიქსირეს „სერჟანტი დორეულის“ დაბნეულობა, მისი ჩამქრალი ღიმილი და დასევდიანებული სახე, რომელიც ერთი კუთხისკენ იყო მიმართული.
როგორც კი ცერემონია დამთავრდა, ხალხის სიმრავლით ვისარგებლე და გავუჩინარდი. ვიცოდი ძებნას დამიწყებდა. ვიცოდი ჩემთან საუბარს შეეცდებოდა, მაგრამ მე ამისთვის მზად არ ვიყავი. არ მინდოდა მას ჩემში „უმამოდ გაზრდილი ბიჭი“ დაენახა. არ მინდოდა ის დანაკლისი ამოეკითხა, რაც მისმა არყოფნამ დამიტოვა. პირიქით მინდოდა ეგრძნო, რომ მის გარეშეც ძალიან ბედნიერი ვიყავი, მის გარეშეც კაცად ჩამოვყალიბდი და სრულფასოვანი ვიყავი. მაგრამ... გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ჩემს თავს ტყუილებს ვაჯერებდი.
მერე კაბინეტში დამიბარა. სხვა გზა არ მქონდა. გამოვცხადდი ისე, როგორც ჯარისკაცს შეეფერებოდა, მივესალმე ისე, როგორც რიგითი ჯარისკაცი ესალმება სერჟანტს და არა ისე, როგორც შვილი მამას. მიყურებდა და თვალებით მბურღავდა. თავით ფეხებამდე ამათვალიერა. რაღაცნაირი სიამაყე ამოვიკითხე მის სახეზე. ჩემით ამაყობდა?! იმ შვილით, რომელიც არ ადარდებდა?!
- იმ დღეს რატომ გაქრი? - მკითხა ბოლოს.
- მეჩქარებოდა. - ვთქვი ის, რაც პირველად მომაფიქრდა.
- ცრუობ. - გაეღიმა. - აქ ნამდვილად არ გელოდი. არ მეგონა ჯარისკაცობას თუ აპირებდი. ნუ, მართალია, ბავშვობაში ძალიან გიყვარდა იარაღით თამაში. - ეღიმება. - მაგრამ მაინც არ ველოდი.
ნუთუ მას ჩემი ბავშვობა ახსოვდა? კიდევ უფრო დავიბენი.
- ალბათ, გეზიზღები. - ჩამოჯდა თავის უზარმაზარ მაგიდასთან და გამომცდელი მზერა მესროლა.
- სწორად მიხვდით. - მაგრამ ჩემი ხმა იმდენად საწყალი იყო, არავინ დაიჯერებდა.
- შენ ბევრი რამ არ იცი, თორნიკე. რა თქმა უნდა, დამნაშავე ვარ ძალიან ბევრ რამეში, მაგრამ დიდი წვლილი მიუძღვის დედაშენსაც.
- არ მაინტერესებს.
- რას შვება ეთო? გავიგე გათხოვდაო. ბედნიერია?
- ძალიან. ამჯერად გაუმართლა ქმარში.
ისევ გაეღიმა.
- ვიცი, დაკარგულ წლებს ვერასდროს ავინაზღაურებთ, მაგრამ რახან გიპოვე აღარ მინდა შენი დაკარგვა.
- საბედნიეროდ, მე ვერ ვგრძნობ იგივეს.
- ეჰ... ჩემი თორნიკე... ჩემი პატარა დიდი სიყვარული...
- ამ სიტყვებით ჩემზე ვერ იმოქმედებთ...
არადა თავს ძლივს ვიკავებდი, რომ მუხლებში არ ჩავვარდნოდი.
- იცოდე, რომ ორი და გყავს, რომლებმაც იციან შენზე და ძალიან უყვარხარ ორივეს შორიდან. ჩემთან თუ არ გინდა ურთიერთობა, იქნებ ისინი მაინც გაიცნო. - რაღაცნაირი სევდიანი ხმა ჰქონდა.
- საერთოდ არ მინდა თქვენთან ურთიერთობა, არც ერთთან. მამინაცვალიც მყავს და ნახევარდაც, ასევე არაჩვეულებრივი საცოლე, რომელსაც მალე მოვიყვან ცოლად.
წამიერად თვალები სიხარულით უნათდება.
- საცოლე? რა ბედნიერებაა... დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივი გოგონაა...
- დიახ, სალომე ნამდვილად საოცრებაა...
- სალომე... სალომე... ჩემს შვილსაც სალომე ჰქვია...
ვეღარ ვუძლებდი, მის მზერას ვეღარ ვუძლებდი.
- მესმის, რომ ჩემთან ურთიერთობა არ გინდა, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთი დღეც არ ყოფილა, რომ მე შენზე არ მეფიქრა. მე შენ ისევ ისე მიყვარხარ, როგორც მაშინ, როცა სულ პირველად დაგინახე. შენში ჩემი სისხლი სჩქეფს, სარკეში ჩაიხედე, შენ მე მგავხარ. და... და მე იცი როგორი ამაყი ვარ?! როგორ მიხარია, რომ არაჩვეულებრივ კაცად იქეცი...
- რაღაც არ გეტყობათ.
- შეცდომას ყველა უშვებს, თორნიკე. ჩემი უდიდესი შეცდომა ის არის, რომ შენთვის არ ვიბრძოლე, დედაშენს არ შევეწინააღმდეგე და უმამოდ დაგტოვე. დამიჯერე, მე ამას ყოველ დღე, ყოველ წამს ვნანობ. უბრალოდ გახსოვდეს, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები...
- დაასრულეთ?
ვგრძნობდი, როგორ ვტკენდი გულს ასეთი სიტყვებით, მაგრამ მსიამოვნებდა. მინდოდა მასაც ისე სტკენოდა, როგორც მე ამდენი წლის განმავლობაში.
- დავასრულე... - მითხრა ბოლოს ჩუმად.
თავი დავუკარი და გამოვედი. არ ვიცი საიდან აღმომაჩნდა ნაბიჯის გადადგმის ძალაც კი.
მას ხშირად ვხედავდი. იმასაც ვატყობდი, რომ არასდროს კარგავდა ჩემთან ყოფნის შანსს და ცდილობდა დამლაპარაკებოდა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ჯარისკაცის და სერჟანტის საუბრებით შემოიფარგლებოდა.
იმასაც ვგრძნობდი, რომ ჩემი წარმატება მარტო ჩემი შრომის და თავის გამოჩენის მცდელობით არ მიიღწეოდა. ვგრძნობდი, როგორ მეხმარებოდა შორიდან და არც ამას დავმალავ, ეს ფაქტი ძალიან მახარებდა. მე ხომ ისევ ვგრძნობდი ამდენი წლის ნანატრი მამის ზრუნვას.
17. ნიცა
ეთო მიდის და წასვლის წინ თითქმის ჩოქვით მეხვეწება, რომ თორნიკეს მივხედო. გულის სიღრმეში უბედნიერესი ვარ, მაგრამ ამას როგორ შევიმჩნევ?!
- გეხვეწები ნიცა... შენი იმედი მაქვს... გთხოვ, შვილო...
ისეთი სახე აქვს მებრალება.
- არ ინერვიულოთ... მივხედავ...
მიუხედავად იმისა, რომ ერთ სახლში ვცხოვრობთ, თორნიკე ფაქტობრივად არ მინახავს. არ ვიცი როგორ არის, რა სჭირს, რას გრძნობს.
საუზმეს ვამზადებ და ტინანოსთან ერთად მის ოთახში შევდივარ. საწოლზეა წამომჯდარი და ტელევიზორს უყურებს. უკეთესად გამოიყურება, ჭრილობები თითქმის შეხორცებული აქვს, სახეზე ფერი დაეტყო.
- მამას გოგო... - ვალენტინას იხუტებს და კისერში ხმამაღლა კოცნის.
- დილამშვიდობისა, ნიცა... - მიღიმის და მათვალიერებს.
პასუხს არ ვცემ. საჭმლით დახუნძლულ დაფას მუხლებზე ვუდებ. ჯერ საჭმელს აკვირდება, მერე ისევ მე.
- შენ მომიმზადე?
თავს უარის ნიშნად ვაქნევ.
- ისევ არ მელაპარაკები?
თვალებს ვატრიალებ. ვბრუნდები და გამოსვლას ვაპირებ, როცა მისი ხმა მაჩერებს.
- მოიცა... ვერ ხედავ, რომ მარჯვენა ხელი პარალიზებული მაქვს? როგორ უნდა ვჭამო?
თვალებით მარცხენა ხელზე ვანიშნებ.
- ნიცა, შემიცოდე... ყველაფერს ზედ გადავისხამ და ისევ შენი გამოსაცვლელი გახდება.
თვალებს გაბრაზებით ვაწვრილებ. რა სითავხედეა?
საწოლზე ვჯდები და პირველ ლუკმას ვუმზადებ. ისიც მორჩილად აღებს პირს და ნასიამოვნები სახით ღეჭავს. თვალს არ მაშორებს, დახამებულივით მიყურებს, სახის ყველა ნაკვთზე მაკვირდება, თითქოს არ უნდა რაიმე გამორჩეს.
- რამდენი ჭორფლი გაყრია?! - მეუბნება აღფრთოვანებული ხმით, ვიმორცხვები. - მოიცა... თითქოს ახლა უფრო მეტი გახდა...
ეს ყოველთვის მახასიათებდა. როცა რამეზე ვნერვიულობდი, ან მიხაროდა, ან ვმორცხვობდი... ემოციის ყოველ ცვლილებაზე ჭორფლებიც უფრო მეტად მაყრიდა. თითქოს სადღაც იმალებოდნენ და ჩემი ემოციების საშუალებით ცდილობდნენ გარეთ გამოღწევას. ამ ჭორფლების გამო ვერც ვერასდროს ვიტყუებოდი, ვერც ვერასდროს ვმალავდი ჩემს განცდებს.
- რა საოცრებაა... ასეთი რაღაც არასდროს მინახავს... - მონუსხული მიყურებს.
თვალებს არ ვუჯერებ. ასეთი თორნიკე თუ არსებობდა არც კი მეგონა. სად გაქრა მისი უხასიათობა, მისი მოქუფრული, ჩაკეტილი, უჟმური სახე?! ან სად გაქრა მისი უხეში მანერები?!
მზერა ნელ-ნელა ჩემს კისერზე და მხრებზე გადააქვს. კი... აქაც ოხრად მაყრია ჭორფლები. ფაქტობრივად, მთელი სხეული ჭორფლებით მაქვს დაფარული, განსაკუთრებით კი გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში.
- პატარა გაზაფხულები... ყველგან არიან... - ჩემი მხრებიდან მზერა ისევ სახისკენ გადააქვს.
გაზაფხულები... რა ლამაზად ჟღერს! „веснушка”, ასე მეძახდა ხოლმე მამაჩემი ბავშვობაში. თორნიკემ კი კიდევ უფრო გაალამაზა ეს სიტყვა.
აშკარად ხვდება, რომ მისი ეს ყურადღება ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ დროულად მოვდივარ გონს. ისევ იმ უაზრო, ცოტა მკაცრ სახეს ვიღებ და ჩემს საქმეს ვაგრძელებ.
- არ მაპატიებ? - ხმას არ ვცემ. - ვიცი, რომ საშინლად მოვიქეცი... ვიცი, რომ ნამდვილი არაკაცი ვარ და გეფიცები, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ... დამნაშავე ვარ... მაგრამ ამ რამდენიმე თვეში ვისწავლე ემოციების კონტროლი, ბევრი რაღაც გადავხარშე და გავიაზრე... შენც ხომ ხედავ, რომ სხვანაირი ვარ... გთხოვ, ნიცა, კიდევ ერთი შანსი მომეცი...
- არა! - ვდგები, მაგრამ ხელს მაჯაში მავლებს, სწორედ იმ მაჯაში, რომელიც იმ დღეს კინარამ მომამტვრია.
თვალწინ მიდგება ის საშინელი მომენტი, ისევ ვგრძნობ იმ ტკივილს და იმ შიშს, რაც მაშინ განვიცადე.
- ხელი გამიშვი! - ვყვირი, შეცბუნებული მიყურებს. - აღარ გაბედო ჩემი შეხება! არასდროს! გაიგე?! არასდროს! - ერთიანად ვკანკალებ.
მაშინვე მიშვებს.
- ნიცა... დამშვიდდი... რა მოგივიდა?
- რა მომივიდა?! - სასოწარკვეთა მემატება. - ამ ხელს ხედავ?
მაჯა უფრო ახლოს მიმაქვს მის სახესთან. რაც არ უნდა გასაოცრად ჟღერდეს, ჯერ კიდევ მეტყობა მისი ნახელავი. ხო, ამდენი თვე გავიდა... მაგრამ კვალი არ გაქრა. გაფერმკრთალდა, მაგრამ არ გაქრა. ძალიან მგრძნობიარე კანი მაქვს, პატარა ლაქაც კი ეტყობა და, ალბათ, ამიტომ დამრჩა ეს.
- მოიცა... ეს მე გავაკეთე? - თვალებს არ უჯერებს. - ეს ჩალურჯება მე დავტოვე?
- დაჟე მეკითხები?! ცხოველივით რომ მომექეცი ფაქტი აგერ არის! დააკვირდი კარგად! როცა ამ ხელს ვუყურებ, ისევ ახლიდან მახსენდება ის დღე! ის საშინელი დღე! ისევ განვიცდი იმ ტკივილს და შიშს! იცი როგორ შემეშინდა?! ასე ცხოვრებაში არ შემშინებია! ახლა შენ თვითონ თქვი, იმსახურებ პატიებას?!
თორნიკე დუმს. სახე წაშლილი აქვს, თვალებს მარიდებს. მეც აკანკალებული გამოვდივარ ოთახიდან.
კიდევ რამდენჯერმე შემაქვს საჭმელი, მაგრამ თორნიკე აღარ ცდილობს ჩემთან დალაპარაკებას. ნუთუ ასე მარტივად დანებდა? არც დახმარებას მთხოვს, მარცხენა ხელს არაჩვეულებრივად ხმარობს.
ორი დღის შემდეგ თორნიკე პირველად გამოდის ოთახიდან. თვალებს არ ვუჯერებ. მართალია სიარულის დროს ტკივილით სახე ემანჭება, მაგრამ მაინც მიახლოვდება ნელი ნაბიჯით. მე გაზქურასთან ვდგავარ და ტინანოსთვის წვნიანს ვაკეთებ.
- ტინას სძინავს? - მეკითხება ჩუმად.
თავს ვუქნევ.
- ნიცა... - ძალიან ახლოს მოდის ჩემთან, იმდენად ახლოს, რომ მისი სხეულიდან წამოსულ სიმხურვალეს ვგრძნობ. - არ მინდა ჩემი გეშინოდეს... ორი დღეა სულ ამაზე ვფიქრობ... ვერ აღგიწერ... მართლა ვერ აღგიწერ როგორ ვნანობ ჩემს საქციელს... - მეცოდება. - მე ასეთი არ ვარ... არაკაცი და ცხოველი არასდროს ვყოფილვარ. არ ვიცი რა დამემართა იმ დღეს... მაგრამ ძალიან, ძალიან ვნანობ... შენ ტინანოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ... რა არის ამაში დასამალი? შენ ტინას დედა ჩაუნაცვლე... ზუსტად მაშინ გამოჩნდი, როცა ასე ძალიან გვჭირდებოდა და ბავშვს ამ საშინელი ტრავმის დაძლევაში დაეხმარე... მე ხომ ვხედავ როგორ ძალიან უყვარხარ...
- მეც ძალიან მიყვარს...
- ვიცი... ვიცი და სწორედ ამიტომ არ მინდა, რომ ჩვენს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა იყოს... ძალიან გაფასებ... მაშინ, როცა მე მხდალივით გავიქეცი და საკუთარი შვილი დავტოვე შენ გამოჩნდი და არ მიგვატოვე, მიუხედავად ჩემი არაადამიანური საქციელისა... თუ გინდა საერთოდ არ დაგელაპარაკები... საერთოდ არ შეგეხები... არც კი გაგრძნობინებ ჩემს აქ ყოფნას... ოღონდ მაპატიე... მინდა ვიცოდე, რომ არ გძულვარ... ეს... ეს ჩემთვის შვება იქნება, ნიცა...
მის სახეს ვაკვირდები. როგორი სიმპატიურია. როგორი მიმზიდველი ნაკვთები აქვს. სურვილი მიპყრობს, რომ შევეხო, მოვეფერო. მინდა იმ ჭრილობებზე და იმ შრამებზეც შევეხო, ასე ძალიან რომ ამშვენებს მის სახეს. ჩემზე ბევრად მაღალია, მისი განიერი მხრები და დაკუნთული მკლავები მთლიანად მფარავს. იმდენად ახლოს არის, რომ მის სუნთქვას ჩემს სახეზე ვგრძნობ. ღმერთო ჩემო, რა მემართება? თავბრუ მესხმის... ისე ძალიან მიზიდავს მისი სითბო, მისი სურნელი, რომ თავს ვერ ვიკავებ.
ორივე ხელით მის სახეს ძალიან ნაზად ვეხები. ჯერ გაკვირვებული მიყურებს, შემდეგ კი სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავს. ვეფერები მის სახეს, თითებს მის ლოყებზე, შუბლზე და ცხვირზე დავატარებ. ბოლოს ტუჩებს ვეხები და ნიკაპთან ვჩერდები. გული გამალებით მიცემს, ვერც კი ვიაზრებ რას ვშვები. თვალებს ახელს, თავისი თითებით ჩემს თითებს ეხება და ტუჩებთან მიაქვს. ძალიან, ძალიან ნაზად მკოცნის. თითქოს არ უნდა რამე მატკინოსო. თითქოს საპნის ბუშტი ვიყო, რომელი შეიძლება მალე გაქრეს.
კოცნებით მიუყვება მთელ ხელის მტევანს და მაჯასთან ჩერდება. ალაგ-ალაგ ჩალურჯებულ მაჯას სევდიან მზერას ავლებს და კიდევ უფრო დიდი სინაზით მკოცნის. მისი ტუჩების შეხება მწვავს, თითქოს ცეცხლი მეკიდება, მაგრამ ძალიან, ძალიან მსიამოვნებს.
მოულოდნელად ტირილს ვიწყებ. ზუსტად ისე ვტირი, როგორც გაბუტული ტინანო ტირის ხოლმე, სახე მეღრიცება და ხმასაც ვაყოლებ.
- არა... არა... ნიცა... გთხოვ... ოღონდ არ იტირო... - თავისი ჯანმრთელი ხელით ცრემლებს მწმენდს და ცერა თითით ლოყაზე მეფერება.
- რა ჯანდაბა მჭირს? - ვეკითხები სლუკუნით. - მე ხომ ასეთი არ ვარ...
ნერვები მეშლება. მეგონა ჩემი ემოციების კონტროლი შემეძლო, ყოველთვის მეგონა, რომ ძლიერი ვიყავი... ახლა კი... ახლა კი ვდგავარ და პატარა დაუცველი ბავშვივით ვტირი.
თორნიკე სახეზე ჩამოყრილ თმას ნაზად მიწევს ყურს უკან. როგორი მზრუნველი სახე აქვს. ჩემთვის ასე არასდროს არავის შემოუხედავს. თითქოს ფაიფურის თოჯინა ვიყო, რომელიც ნებისმიერი არასწორი მოძრაობით დაზიანდება. ხელს თმაში მიცურებს და ცერა თითს ტუჩებზე მისმევს.
- როგორი ლამაზი ხარ, ნიცა... როგორი განსხვავებული... და ეს გაზაფხულები... ეს გაზაფხულები თავს მაკარგვინებენ...
ძალიან ნელა მიახლოვდება და თავისი ტუჩებით ჩემს ტუჩებს ეხება. სხეული მეჭიმება, მაგრამ მალევე ვდუნდები, თითქოს ფეხებში ძალა მეცლება. რაღაცნაირი, სრულიად უცხო და ძალიან სასიამოვნო მუხტი მივლის, სხეულის ყველა ნაწილში ვგრძნობ მას. კოცნა თითქოს საუკუნედ გრძელდება. პირველი კოცნაც მქონია და კიდევ ძალიან ბევრი, მაგრამ ასეთი შეგრძნება არასდროს გამჩენია.
თორნიკე ჩერდება და რამდენიმე სანტიმეტრით მშორდება, თვალებში მიყურებს, თითქოს ჩემი აზრების წაკითხვას ცდილობს. თვალები ბედნიერებით უნათებს, მაგრამ სახეზე აუტანელი ტკივილი ეხატება. მე ხომ ვიცი... ხომ ვიცი როგორი რთულია მისთვის ეს... როგორი რთულია ეხებოდე სხვა ქალს... კოცნიდე სხვა ქალს...
ხმას ვერ ვიღებ. ან რა უნდა ვუთხრა?
ნელი ნაბიჯით მშორდება და თავის ოთახში ბრუნდება.
18. თორნიკე
თავს საშინლად ვგრძნობ. ეს იმაზე რთული ყოფილა, ვიდრე მეგონა. რა მაგიჟებს? მეგონა, რომ ასეთი კოცნა მხოლოდ სალომეს შეეძლო. მეგონა, რომ მხოლოდ მისი კოცნა იყო განსხვავებული, მისი კოცნა იწვევდა სხეულის დაჭიმვას, გულის აჩქარებას, არტერიებში სისხლის მოძრაობის შეგრძნებას. მაგრამ არა... ნიცას ტუჩებმა გონება ამირია. ეს სულ სხვა მუხტი იყო, სულ სხვა გრძნობა, რომელიც აქამდე არასდროს გამომიცდია. განა ცუდი იყო?! პირიქით! გასაოცარი... უბრალოდ ზღაპრული... აი, ეს მაგიჟებს! სინდისი ორმაგად დამიმძიმდა... აქამდე ჩემი ცოდვა მხოლოდ სხვა ქალზე ჩუმად ფიქრი იყო... ახლა კი... ახლა მე მას ზუსტად ისე ვაკოცე, როგორც ჩემს ცოლს წლების განმავლობაში ვკოცნიდი.
და მე ეს მესიამოვნა... ძალიან, ძალიან მესიამოვნა... თავი ისევ ცოცხალ ადამიანად ვიგრძენი... მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით... სანამ მის ტუჩებს ვეხებოდი, მის გაზაფხულებს ვუყურებდი და მის სურნელს ვსუნთქავდი.
მერე დავბრუნდი რეალობაში. დავბრუნდი იმ სახლში, სადაც მე და ჩემი ცოლი ვცხოვრობდით, სადაც მე მას სიყვარულს ვუხსნიდი, სადაც ჩვენ სიბერის გატარებას ვაპირებდით. დავბრუნდი და ორმაგად დავმძიმდი. დამიმძიმდა სული, სინდისი... ახლა ისევ უკანასკნელი ნაძირალა და მოღალატე მგონია თავი. მგონია, რომ იქ სადღაც საკურთხეველთან დადებული ფიცი დავარღვიე.
მე არასდროს ვყოფილვარ რელიგიური. ღმერთის ყოველთვის მწამდა, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, გულის სიღრმეში. არასდროს ვათენებდი ღამეებს ლოცვაში, არც მარხვით დამიღლია თავი, არც აღსარებების ჩაბარებით შემიწუხებია მღვდელი. მაგრამ ჩვენს ჯვრისწერაზე, რომელიც სალომეს უდიდესი სურვილი იყო, რაღაც ვიგრძენი. ვერ აღვწერ რა იყო. თითქოს რაღაც პასუხისმგებლობა დამედო, თითქოს აღარ ვიყავი მხოლოდ მე. მე ჩემს საყვარელ ქალს სამუდამო ერთგულება შევფიცე. შევპირდი, რომ ყოველთვის მეყვარებოდა.
„მეყვარები ყოველთვის, სიხარულსა და მწუხარებაში, სიმდიდრესა და სიღარიბეში, ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის ჟამს... სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს...“
რას ნიშნავს ეს სიტყვები?! როცა საკურთხეველთან დგახარ, როცა შენი საყვარელი ადამიანი გვერდით გიდგას, როცა მის ბედნიერებისგან აციმციმებულ თვალებს ხედავ, ამ სიტყვებს ისე წარმოთქვამ ვერც კი იაზრებ. უფრო სწორად, იაზრებ, მაგრამ ბოლომდე არ უფიქრდები. განსაკუთრებით ბოლო ოთხ სიტყვას არ აქცევ ყურადღებას, თითქოს ენა თავისით მოძრაობს და სიტყვები თავისით ამოდის. იმ მომენტში, როცა თქვენ ხდებით ერთნი, სიკვდილი ყველაზე უკანასკნელი რამაა, რაზეც შეიძლება ფიქრობდე. თქვენ უკვე აღარ ხართ ვიღაც ბიჭი და ვიღაც გოგონა. როცა ღმერთის წინაშე შენი საყვარელი ადამიანი შენი ოჯახი ხდება, ვერც კი აზრებ რას გულისხმობს ბოლო სიტყვები. ძალიან არარეალურად წარმოგიდგება ის „სიკვდილი“ მაშინ, როცა „სიცოცხლე“ იწყება. შეიძლება წამით გაგექცეს გონება და დაინახო შენი თავი ძალიან ბებერი, დანაოჭებული და თმაგათეთრებული, დასუსტებული, სიკვდილის მოლოდინში. ასეთ შემთხვევაში გაამართლებ კიდევ ამ ფრაზას. ბოლოს და ბოლოს ხომ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, ადრე თუ გვიან ყველანი მოვკვდებით, აქ არავინ დარჩება. მხოლოდ დაჩაჩანაკებულ ბებერზე ფიქრი გამშვიდებს და გაბრუნებს რეალობაში, სადაც შენს ახალგაზრდა მეორე ნახევარს უყურებ, რომელთანაც დარჩენილი ცხოვრების გატარებას აპირებ, რომელთან ერთადაც გამოცდი სიმდიდრესაც და სიღარიბესაც, ავადმყოფობასას და კარგად ყოფნასაც, სიხარულსაც და მწუხარებასაც, მაგრამ ამის არ გეშინია. არ გეშინია, რადგან იცი, რომ მარტო აღარ ხარ. ამ დროს ვერც კი იფიქრებ იმას, რომ შეიძლება ეს თანაცხოვრება იმაზე ხანმოკლე იყოს, ვიდრე შენ გგონია. იმაზე მალე დასრულდეს ბედნიერების ილუზია, იმაზე მალე დაგაშოროთ სიკვდილმა სანამ შენს თავს დაბერებულს და გაჭაღარავებულს ნახავ.
ან რას ნიშნავს „მეყვარები, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“?
და თუ დაგვაშორა შემდეგ რა მოსდის ამ გრძნობას?! სად არის გაგრძელება?! სად უნდა ეძიოს ადამიანმა ამ კითხვაზე პასუხი?! მე თუ მას სამუდამო სიყვარულს ვეფიცები, სიკვდილის ჩარევის შემდეგ რა ხდება?!
მაქვს კი უფლება კიდევ ერთხელ ვიყო ბედნიერი?! ან შესაძლებელია ადამიანმა იპოვო მეორე ნახევარი კიდევ ერთხელ?! რატომ არავის აქვს ამაზე პასუხი?! რატომ დასტრიალებს ყველა იმ აზრს, რომ სიყვარული ერთხელ მოდის მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთადერთთან, რომელიც შენი ბედისწერაა. რატომ არავინ უშვებს იმ ფაქტს, რომ შეიძლება ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდეს. შეიძლება ისე არ აეწყოს, როგორც შენ წარმოგიდგენია.
და ცხოვრებამ წაგართვას ის სულ რაღაც სამ წელში. სამი წლის შემდეგ კი სამუდამოდ ქვრივად გაქციოს.
სამი წელი... ვის ვატყუებ? ჩემი ასეთი სასახელო სამსახურის გამო, ამ სამიდან მხოლოდ ერთი მექნება გატარებული მასთან ერთად. მის გვერდით. მის მკლავებში. მისი სხეულის სიმხურვალეში და მის დამათრობელ სურნელში.
და მე სხვა ქალს ვკოცნი. სხვა ქალზე ვფიქრობ. სხვა ქალის ალერსი მინდა. მინდა მასზე ვიზრუნო. მინდა მოვეფერო. ვაკოცო. ალერსით დავახრჩო. მინდა მიყვარდეს. მინდა ისევ მიყვარდეს. მინდა ისევ ადამიანად ვგრძნობდე თავს და არა მოსიარულე ლეშად. მინდა ისევ ვუყვარდე. ხო... ეს ყველაზე, ყველაზე ძალიან მინდა.
ზუსტად ამიტომ ვარ მოღალატე. უსინდისო მოღალატე.
ეჰ, ნიკოლა... ნეტავ აქ იყო. ახლა ყველაზე მეტად მჭირდება შენთან საუბარი.
19. თორნიკე
რა მოხდა ავღანეთში?!
ერთი თვის შემდეგ თვითმფრინავში ჩაგვსვეს და სულ სხვაგან გადაგვაფრინეს. არ ვიცოდით სად მივდიოდით, არც ის ვიცოდით რომელ მხარეს. დაახლოებით სამი საათი ვიფქრინეთ, მაგრამ ამით ვინ მოტყუვდება?! უმეტეს შემთხვევაში, როცა გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია სრულდება, არავინ უნდა იცოდეს სად ხარ. ვერც კი უნდა ხვდებოდე ამას. ამიტომ არ იყო გამორიცხული იმ სამი საათიდან ორი უბრალოდ ერთ წრეზე გავფრინეს, რადგან დიდი მანძილის გავლის ილუზია შეექმათ. შეიძლება სულაც ჩვენი სამყოფელიდან 100-150 კილომეტრში ვიყავით, მაგრამ ამას ვერასდროს გავიგებდით.
ჩვენ ერთ-ერთი შეიხის დაცვა დაგვავალეს. საშუალო სიმაღლის კაცი იყო, თეთრ სამოსელში ჩაცმული, თვალების გარდა არაფერი უჩანდა. არასდროს ლაპარაკობდა და ყოველი ნაბიჯის გადადგმის წინ კარგად აკვირდებოდა გარემოს. მეცინებოდა, რადგან მას ყოველი მხრიდან დაცვა ერტყა. ჩვენ მას ყოველი მხრიდან ვიცავდით და რამე რომ ყოფილიყო პირველი ჩვენ გვიმსხვერპლებდა. შეიძლება სულაც არ იყო არაბი ან აზიელი. შეიძლება რომელიღაც ამერიკელ ან ევროპელ მაღალჩინოსანს ვიცავდით, მაგრამ ჩვენ ხომ არაფერი უნდა გვცოდნოდა.
მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ამ შეიხს დავსდევდით და არც ერთი წამით არ ვტოვებდით. ვერ გეტყვით რას აკეთებდა. სხვადასხვა ადამიანებს ხვდებოდა, ჩემთვის ძალიან უცხო ენაზე საუბრობდა, შეიძლება სულაც კოდური ენა იყო. ამაზე აქამდეც მსმენოდა. რამდენიმე უცხო ენას აერთიანებდნენ და სპეციალურ, სხვებისთვის დაფარულ ენას ქმნიდნენ, რომელსაც მხოლოდ მათ ასწავლიდნენ, ვინც სჭირდებოდათ.
ერთხელ ნიკოლამ მითხრა ძალიან სევდიანი ხმით.
- იქნებ მესამე მსოფლიო ომის გეგმას აწყობენ?! წარმოგიდგენია?! ასე რომ იყოს მე და შენ ამ ყველაფერს ხელს ვუწყობთ... - შეშფოთებული იყო.
- რატომ იღლი თავს ამაზე ფიქრით? - ვუთხარი ღიმილით.
- ტყუილია? კაცმა არ იცის რა საქმეებს ხლართავენ იქ, შიგნით! - ხელით კარავზე მანიშნა, რომელშიც რამდენიმე საათის წინ ჩვენი შეიხი გაუჩინარდა.
- მაგას ვერც ვერასდროს გავიგებთ, ნიკოლა...
- მეზიზღება ომი! მძულს!
ამ სიტყვებს თითქოს მთელი გული ამოაყოლა და თან შვება იგრძნო. გამიკვირდა.
- ომი თუ გეზიზღება ჯარისკაცობა რატომ მოგინდა?! ან მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში რას აკეთებ?!
- ომმა მამაჩემს ბაბუაჩემი წაართვა, მეორე მსოფლიო ომში. მე კი მამაჩემი.
- აფხაზეთში?
თავი დამიქნია.
- და აქ რა გინდა?
- მინდა თავის დაცვა ვიცოდე.
- ზედმეტად კარგად იცი. - გავუღიმე ისევ.
- არა, მართლა... მგონია, რომ მამაჩემი და ბაბუაჩემი საკმარისად მზად არ იყვნენ ომისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი ჰქონდათ.
- მოხალისეები იყვნენ?
- ხო... პატრიოტი მოხალისეები... - კიდევ უფრო დასევდიანდა.
- ანუ თვლი, რომ მზად არ იყვნენ ომისთვის? გამორიცხულია... გგონია იარაღის ხმარება არ იცოდნენ და ამიტომ შეეწირნენ?
- არა... ბაბუაჩემი მეგობრის გადარჩენას შეეწირა... მამაჩემიც...
გავშრი.
- ეს როგორ?
- ბაბუაჩემი ტყვედ ჩავარდა. მის მეგობართან ერთად. როცა გერმანელები დასახვრეტად მიადგნენ უთხრეს მხოლოდ ერთს შეგინარჩუნებთ სიცოცხლესო და ეს თქვენით გადაწყვიტეთო.
- რა ბოროტებაა?!
ნიკოლამ ჩვენს გვერდით მდგარ გერმანელებს მტრული მზერა ესროლა.
- ვინ იცის ბაბუამისი კლავდა ბაბუაჩემს...
ასეთ ნიკოლას პირველად ვხედავდი. ასეთ სევდიანს და გულჩათხრობილს. გული მომიკვდა.
- ბაბუაჩემმა ძმაკაცის სიცოცხლე იხსნა. იცი რატომ? ეს ჩემზე ახალგაზრდაა და ოთხი შვილი ჰყავსო... მე კი მხოლოდ ერთიო... ვინ უფრო სჭირდება ოჯახსო...
გავქვავდი.
- ასე ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, თორნიკე, ვინ?!
- დიდებული კაცი ყოფილა...
ჩემი სიტყვები წაიყრუა.
- მამაჩემზე ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ როგორც გვითხრეს გაქცევის შანსი ჰქონდა, მაგრამ სხვა ჯარისკაცებთან დარჩენა და სკვდილი ამჯობინა...
- სიამაყით სავსე უნდა იყო, ნიკო... - ხანდახან ასეც ვეძახდი.
- შენ გყავს მამა? - მკითხა მოულოდნელად.
- მყავს. - ვუპასუხე პაუზის შემდეგ. - მაგრამ არ ვიცნობ...
- რატომ?
- ძალიან პატარა ვიყავი, როცა დაგვტოვა. სხვა ცოლი მოიყვანა და სხვა ოჯახი გაიჩინა.
- და ამიტომ არ ეხმიანები?
- იმსახურებს?!
- ეჰ, თორნიკე... რას არ მივცემდი, ოღონდ მამა მყავდეს. თუნდაც უკანასკნელი მოღალატე და ქვეყნის გამყიდველი იყოს... მაინც მივიდოდი მასთან და დღე და ღამე სიყვარულს ავუხსნიდი...
- კარგი რაა... - მზერა ავარიდე.
- ან რას არ მივცემდი, ოღონდ და-ძმა მყავდეს... თუნდაც სხვა დედის შვილები... გონს მოეგე, თორნიკე, სანამ დროა... მერე ძალიან, ძალიან ინანებ...
- რა გჭირს ნიკოლა?! ვერ გცნობ! - გავღიზიანდი, ვიცოდი, რომ მართალს ამბობდა.
- ამ ბოლო დროს ბევრ რამეზე დავფიქრდი. მათ შორის ერთ რაღაცაზე მინდა შეგითანხმდე.
- აბა გისმენ. - იარაღი მხარზე გავისწორე.
- რამე რომ მოხდეს... რამე რომ მოხდეს მინდა, რომ შენ გადარჩე...
ამ სიტყვებმა სულში დამიარა.
- ნიკოლა, ხვდები მაინც რას ამბობ?!
- ახლა მესმის ბაბუაჩემის... შენ სახლში შვილი გელოდება... ობოლი შვილი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდები... და მე?! მე არავინ მყავს.
- რას ბოდავ, *... ავღანეთის სიცხე ასე მოქმედებს, ვითომ? - გახუმრება ვცადე.
- თუ აქედან ცოცხლებმა გავაღწიეთ... და მე თუ ჩემს ანუშკას ცოლად მოვიყვან... აღარსდროს... აღარასდროს დავბრუნდები აქ... მთელ ცხოვრებას მას და ჩვენს შვილებს მივუძღვნი...
თითქოს რაღაც ჩამწყდა.
- საოცარი კაცი ხარ, ნიკოლა... შენნაირები თითზე ჩამოსათვლელად არსებობენ...
დარცხვენილმა ამომხედა თავისი ღია ცისფერი თვალებით და გამიღიმა.
რამდენიმე კვირის შემდეგ ჩვენს შეიხთან ერთად მივდიოდით ერთ-ერთ შეხვედრაზე. იმაზე მეტად ცხელოდა, ვიდრე ოდესმე. სამხედრო ფორმა მახრჩობდა. ნიკოლას გავხედე, ჩვენს შორის ორი გერმანელი იდგა, მაგრამ მაინც შევამჩნიე მისი დაღლილი და დასიცხული სახე. გავუღიმე. ნიკოლამაც გამიღიმა.
ყველაფერი წამიერად მოხდა. გავიგონე მახათაძის ღრიალი, დავინახე როგორ გამოექანა ჩემკენ და მთელი ძალით მხრებში მწვდა, უკან გადამაგდო და ჩემთან ერთად გადმოფრინდა. აფეთქების ხმამ ყურები დამიხშო, მხოლოდ გაბმული წუილი მესმოდა. მთელი სხეული მტკიოდა, თითქოს ასობით ნემსი მერჭობოდა. ვგრძნობდი სისხლი მდიოდა, მაგრამ მაინც ვერ ვიაზრებდი რა მოხდა. ვხედავდი ჩემს თავთან ჩამუხლულ ნიკოლას, მის შეშლილ სახეს. რაღაცას მიყვიროდა. არაფერი მესმოდა. ტუჩების მოძრაობით ვცდილობდი გამეგო, მაგრამ მის შეშფოთებულ სახეზე ვერაფერი ამოვიკითხე. საშინელი გულისრევა ვიგრძენი, თავბრუ დამეხვა და დაღლილობა მომეძალა. ნიკოლას მზერა ავარიდე და თავი გვერდზე გავატრიალე. არაბი შეიხი საპირისპირო მხარეს ეგდო, მისი თეთრი სამოსი სულ წითლად შეღებილიყო. ვიღაცას ცეცხლი ეკიდა, უკან კი ჩვენი დანაყოფის წევრების უსულო, სისხლმდინარე სხეულები ეყარა.
და დავინახე ის... აქ იყო... სალომე აქ იყო... ამ ცხელ და ხრიოკ მიწაზე დააბიჯებდა, გრძელი კაბა ეცვა, რომელიც ფრიალებდა. მიღიმოდა. როგორი ლამაზი იყო.
„როგორ მომნატრებიხარ... სალომე... ჩემო სალომე...“ - ვფიქრობდი გულში და მეც ვიღიმოდი. მას მივშტერებოდი და ვიღიმოდი. ვაკვირდებოდი მის მწვანე თვალებს, მის ქერა თმას და ჯადოსნურ ღიმილს.
მაგრამ ნიკოლამ თავი მომიტრიალა და სალომე გაქრა. ვეწინააღმდეგებოდი, ვერ ვხვდებოდი, რატომ არ მაცდიდა ჩემი ამდენი ხნის უნახავი ცოლის ყურებას.
- შეხედე... ნიკო... შეხედე... აქ არის... მოვიდა... - ვჩურჩულებდი და ვგრძნობდი როგორ მეხუჭებოდა თვალები.
მაგრამ ნიკოლა არ მაცდიდა. სახეში მირტყამდა. ვუყურებდი და მიკვირდა, რა დაემართა ამ კაცს, ისედაც ასეთ დღეში ვარ და კიდევ მირტყამს? გავბრაზდი ნიკოლაზე... ჯერ სალომეს ყურება არ დამაცადა, ახლა დაძინებასაც არ მაცდიდა. ძალიან, ძალიან გავბრაზდი.
როცა გონს მოვედი, ერთ-ერთ პალატაში გავიღვიძე. მთელი სხეული შეხვეული მქონდა, სხეულზე უამრავი მილი შემოერტყათ. გამიკვირდა, რადგან ვერანაირ ტკივილს ვერ ვგრძნობდი. პირიქით... სხეული ასეთი მოდუნებული არასდროს მქონია. სასიამოვნოდ მოდუნებული...
მერე ჰიჯაბით შემოსილი მედდა მომიახლოვდა, გამიღიმა. მეც ვცადე იგივე, მაგრამ არ გამომივიდა. ოთახს თვალი მოვავლე. თეთრი განათება, რომელიც თვალს მჭრიდა და არანაირი ფანჯარა. ესე იგი რომელიღაც ბუნკერში ვიყავი.
მოულოდნელად თვალწინ გადამირბინა ყველაფერმა. გამახსენდა აფეთქების ხმა, სადღაც გადავარდნა, დასერილი სხეული, ნიკოლას წაშლილი სახე და ჩემი სალომე.
როგორც მერე გაირკვა, იცოდნენ სად მივდიოდით და ჩვენი შეიხის აფეთქება დაგეგმეს. წინ ამერიკელი მიდიოდა, რომელმაც, სავარაუდოდ, თხრილში ჩამალული ასაფეთქებელი ვერ შენიშნა, ფეხი დაადგა და ყველანი ჰაერში ავიწიეთ. არ ვიცი როგორ მოახერხა ნიკოლამ ამის დანახვა, როგორ მოახერხა ჩემთვის ხელის კვრა და გვერდზე გადაგდება, მაგრამ ფაქტია ნიკოლა მახათაძემ სიკვდილისგან მიხსნა.
ნიკოლას რამდენიმე დღის შემდეგ შევხვდი. ჩემზე კარგად მაინც გამოიყურებოდა, დავმშვიდდი. თავი და ხელი შეხვეული ჰქონდა, მაგრამ ფეხზე მაინც იდგა.
ვერ აღვწერ როგორ დამამშვიდა მისმა ხილვამ, მისი ცისფერი თვალების და მუდამ მომღიმარი სახის დანახვამ.
ჩვენი შეიხი გადარჩენილა, მაგრამ კომაში იყო. კიდევ ერთი გერმანელი გადარჩა, რომელიც ნიკოლას უკან მოდიოდა, დანარჩენი ყველა დაიღუპა.
- ბედნიერი კაცი ხარ... სახლში გაგიშვებენ მალე... - მითხრა საზეიმო ხმით.
- და შენ?
- მე კარგად ვარ... რამდენიმე კვირაში ისევ შევძლებ საქმის გაგრძელებას... ერთ თვეში შვებულებაც მიწევს და, ალბათ, მალე დაგადგები თბილისში...
- უშენოდ წასვლა არ მინდა...
- ნუ ბოდიალობ! ტინანო და ნიცა გელოდებიან... - თვალი ჩამიკრა.
- არამგონია ოდესმე ნიცას შეყვარება შევძლო... - ვუთხარი პაუზის შემდეგ.
- რატომ ვითომ?
- სალომე დავინახე... იქ... იმ აფეთქების დროს სალომე დავინახე...
დიდად არ გაჰკვირვებია.
- ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა და წამიყვანდა...
- მაგრამ მე არ გავატანე შენი თავი... ხედავ რა ბოროტი ვარ? - გამიცინა.
- მადლობა, ნიკოლა... ამ სიკეთეს ვერასდროს გადაგიხდი... შენგან სამუდამო ვალში ვარ... დიდებული ადამიანი ხარ... ძალიან, ძალიან გაფასებ...
- ახლა არ ამატირო... ჩემს ადგილას შენც ზუსტად იგივეს გააკეთებდი, დორეულო...
გავაკეთებდი კი? შევძლებდი ნიკოლასავით სიტუაციის ასე უცბად გააზრებას და საკუთარი თავის გარდა კიდევ სხვის გადარჩენას?!
ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ვიხილე მახათაძე. მერე ჩამსვეს თვითმფრინავში და სამშობლოში დამაბრუნეს.
20. ნიცა
ეთო ისევ დაბრუნდა. კატეგორიული წინააღმდეგია თორნიკეს ადგომის, აიძულებს იწვეს და ოთახიდან არ გამოვიდეს. ვხედავ, არც თორნიკე იკლავს თავს გარეთ გამოსვლის სურვილით, არადა როგორ მინდა მისი ნახვა...
იმ კოცნის შემდეგ სულ მასზე ვფიქრობ. ყველაზე საშინელება ის არის, რომ სულ რამდენიმე მეტრი გვაშორებს, მე კი ვერც ვნახულობ.
ალბათ, გაურკვევლობაშია. იქნებ ნანობს ჩემს კოცნას?! იქნებ არ მოეწონა?! იქნებ იმიტომ არ გამოდის, რომ ჩემი ნახვა არ უნდა?!
ვგიჟდები... ჭკუიდან ვიშლები... ასეთი არეული, ასეთი დაბნეული არასდროს ვყოფილვარ. ღამით ვერ ვიძინებ, დღისით სულ სხვაგან დავფრინავ. მეგონა „მუცელში პეპლების“ პერიოდი გავიარე... მეგონა ეს მხოლოდ სკოლის წლებში ხდებოდა... მეგონა ამისთვის გავიზარდე...
ნუთუ თორნიკე დორეული მიყვარდება? არა, ეს ხომ შეუძლებელია... მე ხომ მსგავს რამეზე არც კი მიფიქრია. სიყვარული ჩემს სამომავლო გეგმებში არ შედიოდა. ყოველ შემთხვევაში ახლა არა... ახლა, როცა ჩემი ცხოვრება ახალ გარდატეხას ელის, ჩემი კარიერა, ჩემი პროფესია, ჩემი დამოუკიდებლობა... ყველაფერი ერთდროულად რატომ ხდება?!
მაგრამ ყველაზე მეტად იცით რა მაშინებს? მე ცოლიანი კაცი მიყვარდება, რომელიც ერთი წლის წინ დაქვრივდა, მაგრამ თავისი ცოლი დღემდე უყვარს და, ალბათ, ყოველთვის ეყვარება.
რატომ არ ავირჩიე მარტივი გზა? რატომ არ შემიყვარდა ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ამდენი ტანჯვა არ გამოუვლია? რომელსაც არც ომი უნახავს, არც ცოლის სიკვდილი და არც მუდმივი დანაშაულის შეგრძნებით ცხოვრობს.
რა მოხდებოდა გიგასთან ურთიერთობა რომ არ გამეწყვიტა? რა მოხდებოდა მას რომ ცოლად გავყოლოდი? რა თქმა უნდა, სულ სხვა ცხოვრებით ვიცხოვრებდი. მე ყოველთვის უბედური ვიქნებოდი არასასურველ კაცთან, მექნებოდა ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული რუტინული სამსახური და ვიქცეოდი იმ ქალად, რომელიც უსიყვარულოდ თხოვდება, იმ ადამიანთან ცხოვრობს, რომლის ბედიც არ ადარდებს და იქ მუშაობს, სადაც სულაც არ სურს ყოფნა.
მაგრამ ჩემს მიერ არჩეული მეორე გზა მარტივია? მე თუ ასე გავაგრძელე, მთელი ცხოვრება დავიტანჯები. ზუსტად ისე, როგორც გიგასთან ცხოვრებისას იქნებოდა. დავიტანჯები, რადგან ჩემი სიყვარული პასუხგაუცემელი დარჩება. მეყვარება კაცი, რომლის გულიც სხვას ეკუთვნის. მეყვარება კაცი, რომელიც არასდროს შემომხედავს სერიოზულად და ჩემში ყოველთვის თავისი ცოლის ძებნას დაიწყებს.
არ უნდა შემიყვარდეს თორნიკე, რადგან ის ვერასდროს შემიყვარებს მე სრულფასოვნად. მე კი სულაც არ მინდა ჩემი ცხოვრება იმ ადამიანს დავუკავშირო, რომელიც მოჩვენებებს დასდევს, რომელიც თავს ბედნიერების უფლებას არ აძლევს.
სადილად ვსხდებით. ჩემდა გასაკვირად თორნიკეც გამოდის. თვალს მარიდებს, დაბალი ხმით მესალმება და მაგიდასთან ჯდება. მე ტინანო მიზის კალთაში და რაღაცას მიყვება აღფრთოვანებული. ტინანო... ჩემი საყვარელი ტინანო... წარმოდგენაც არ მინდა როგორ ვიცხოვრებ მის გარეშე. ამ ერთ წელში ზუსტად ისე შემიყვარდა, როგორც საკუთარი შვილი და მე ამ გრძნობას ვერასდროს მოვერევი.
ეთო თორნიკეს ვიღაც თავიანთ ნათესავზე უყვება, თუ როგორ მოიყვანა ცოლი და უახლოესი ბიძაშვილებიც კი არ დაპატიჟა ქორწილში. მერე თორნიკეს და სალომეს ქორწილს იხსნებს ემოციებით. თორნიკესკენ მზერას ვაპარებ, ერთი სული აქვს როდის გაჩუმდება დედამისი. რატომ ვერ ხვდება ეს ქალი, რომ ეს თემა მისი შვილისთვის ძალიან მძიმეა? რატომ არ უნდა იმის გააზრება, რომ თავისი საყვარელი რძალი აღარ დაბრუნდება. ხანდახან ისე საუბრობს ხოლმე სალომეზე, თითქოს სახლიდან გავიდა და წუთი წუთზე უნდა დაბრუნდეს. არ ვიცი... ან ეთო ცხოვრობს ილუზიებში, ან მე ვარ ზედმეტად რეალისტი. იხსნებს როგორი ზეიმი იყო თორნიკეს და სალომეს ქორწილი, როგორ დაპატიჟეს სამასი კაცი და როგორი აღფრთოვანებული იყო ხალხი ნეფე-პატარძლის სილამაზით.
არასდროს მხიბლავდა დიდი ქორწილები, მით უმეტეს სამას კაციანი. პირიქით, ყოველთვის ვოცნებობდი პატარა ცერემონიალზე ძალიან ვიწრო წრეში. თურმე როგორ განვსხვავდებით მე და თორნიკე.
მოულოდნელად ტელეფონი მირეკავს. ტელეფონი დასატენადაა შეერთებული თორნიკეს უკან. წამოდგომას ვაპირებ, მაგრამ თორნიკე ტელეფონს მაწვდის, მის მზერას არც ეკრანზე აციმციმებული „გიგას“ წარწერა რჩება.
მე თვითონაც მიკვირს. გიგასგან თითქმის ერთი წელია არაფერი მსმენია. ტინანოს ბებიამისს ვაწვდი და ჩემს საძინებელში გავდივარ.
„როგორ ხარ, ნიცა?“ - მესალმება ჩვეულებრივი ხმით.
„არამიშავს, თავად?“ - გაკვირვება მეტყობა.
„მეც არამიშავს... გცალია?“
„რატომ?“
„დედაჩემია ჩამოსული ბათუმიდან... შენი ნახვა უნდა ძალიან.“
რა თქმა უნდა ვხვდები, რომ ჩემი ნახვა დედამისს კი არა მას უნდა და ქალბატონი ქეთინო უბრალოდ მიზეზია.
„დღეს რომ არ მცალია?“
„ხვალ უკვე ბათუმში ბრუნდება... გთხოვ, ნიცა... მართლა ძალიან უნდა...“
„კარგი, ხო...“- მაინც ვნებდები.
„სახლში გამოგიარო?“
„არა. ტინანოსთან ვარ.“
„შენ რა, ისევ მაგათთან მუშაობ ძიძად?“ - აღშფოთება ეტყობა.
„გიგა! არ გადამაფიქრებინო წამოსვლა!“
„კარგი, კარგი... ერთ საათში გამოგივლი.“
ვუთიშავ. ახლა ყველაზე ნაკლებად მისი ნახვა მჭირდება.
- შეიძლება რამდენიმე საათით გავიდე? - ვეკითხები ეთოს.
- სად მიდიხარ? - მაშინვე მიბრუნებს კითხვას თორნიკე შეკრული კოპებით.
- მეგობარი უნდა ვნახო. - ვპასუხობ მშვიდად.
- წადი, შვილო, წადი... აბა რა უნდა ქნა? - მეუბნება ეთო მხიარული ხმით. - ისედაც სულ აქ ხარ და იშვიათად გადიხარ...
კვირაში ორი დღე მქონდა დასვენება, როცა ტინას ეთოსთან ვტოვებდი და სახლში მივდიოდი. ამ ორ დღეში ვასწრებდი ჩემი თბილისელი მეგობრების ნახვას, მათთან ერთად კინოში ან თეატრში საწვლას. რამდნჯერმე „ბასიანზეც“ ამოვყავი თავი. უკვირდათ ჩემი საქციელი. ვერ იჯერებდნენ რატომ მოვინდომე სრულიად უცხო ბავშვის ძიძობა და თან მის სახლში გადავედი საცხოვრებლად.
რა უნდა მეპასუხა? რეალური მიზეზი არც მე ვიცოდი. ამ მიზეზს თორნიკეს ვერ დავარქმევდი, რადგან როცა ამ სამუშაოს დავთანხმდი თორნიკე გაფიქრების დონეზეც კი არ მომწონდა. (თუ არ ჩავთვლი ვიზუალურად მოხიბვლას, რაც ნებისმიერ სხვა გოგონასაც ასევე მოხიბლავდა.) ფაქტია ჩემი ეს გადაწყვეტილება მთლიანად ვალენტინას უკავშირდებოდა. პირველივე წამიდან ვიგრძენი ჩვენს შორის რაღაც კავშირი. თითქოს მას მე ვჭირდებოდი, მე კი ის, მისი სითბო და ალერსი. ტინანო იყო ამ ყველაფრის საწყისი და მის გამო ვიყავი ჯერ კიდევ ძიძა.
ერთ საათში გიგას მანქანაში ვზივარ. ლოყაზე მკოცნის, რაზეც არ ვპასუხობ.
- რა სიქაჯეა, ნიცა? ერთი წლის უნახავ მეგობარს ასე ხვდებიან? - ცინიკური ხმა აქვს, ეტყობა ჯერ კიდევ გაბრაზებულია ჩემს „ძიძობაზე“.
- წავედი მე... - მანქანის კარს ვაღებ, მაგრამ მაჩერებს.
- კარგი, ხო... ხმას აღარ ამოვიღებ...
რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩუმად მივდივართ.
- დედას ძალიან მოენატრე. სულ შენ გახსენებდა.
- მეც მომენატრა. - ვპასუხობ ჩუმად.
- ბოლოს როდის იყავი ბათუმში?
- რამდენიმე კვირის წინ.
- მეც ახლახანს ვიყავი, მამაშენიც ვნახე. მითხრა ძალიან მენატრებაო.
- ხო, მეც მენატრება, მაგრამ რას ვიზამთ, საქმე ასე მოითხოვს.
- არ გეცოდება ის კაცი იქ მარტო? რა გული გითმენს აქ ყოფნას ვიღაც უცხო ოჯახთან?
გიგა ჩვეულებრივი მოძალადეა. ოღონდ ხელით არ გეხება, ყველაფერს თავისი გესლიანი ენით აგვარებს.
- ჩემს საქმეში ნუ ერევი.
- ხო, რა თქმა უნდა, შენი ერთადერთი პრობლემა ხომ მე ვარ...
- გიგა, რა გინდა?
- სიმართლე გითხრა, როცა დამშორდი მეგონა სხვა გყავდა. მაგრამ აშკარად არავინ გყავს. მეგონა ეგრევე გათხოვდებოდი, გეგმებსაც კი ვაწყობდი როგორ ჩამეშალა შენთვის ქორწილი... - იღიმის.
- არ ხარ ნორმალური, ხო?! - ვუყურებ გაოცებული.
- ხუმრობაზე აცრილი ხარ?
- ვინმე რომ მყავდეს აუცილებლად უნდა გავთხოვდე?
- აჰ, მე მაპატიეთ... თავისუფალ ურთიერთობებზე და სექსზე დამავიწყდა. იქნებ ჩემი შეყვარებული რომ გერქვა მაშინაც გქონდა ასეთი თავისუფალი ურთიერთობები?
- გააჩერე მანქანა! დროზე! - დავიწივლე ბოლო ხმაზე.
- თითქმის მოვედით, ნუ დარდობ...
- ავადმყოფი ხარ! მეზიზღები! მთელი გულით მეზიზღები!
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქეთინოს ვნახულობ. მასთან და გიგასთან ერთად ჩაის ვსვამ. ზუსტად ის ხდება, რასაც გული მიგრძნობდა. ქეთინომ ჩემთან შეხვედრა ჩემი და თორნიკეს შესარიგებლად მოინდომა. ხან საიდან მომიარა, ხან საიდან. უნდოდა გაეგო რატომ დავშორდი მის შვილს და მყავდა თუ არა მართლა ვინმე. ვინ იცის საბრალო მამაჩემს რამდენჯერ მოუწყო მსგავსი დაკითხვა. ცუდი ქალი არ იყო, მაგრამ, ალბათ, იმდენი ეჩიჩინა გიგა ჩემზე, რომ ვინ იცის რა დააჯერა.
- ქეთინო დეიდა... ხომ იცით, რომ ძალიან მიყვარხართ, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ ვგეგმავ გათხოვებას. სულ სხვა გეგმები მაქვს. ჯერ სწავლის დასრულება მინდა, შემდეგ კარგი სამსახურის დაწყება...
- რა საჭიროა, შვილო? აგერ გიგამ სწავლაც დაამთავრა და კარგი სამსახურიც აქვს. ორივეს გეყოფათ...
- ქეთინო დეიდა... - ღრმად ვისუნთქავ ჰაერს, არ მინდა წყობიდან გამოვიდე. - არ მინდა გაწყენინოთ, ამიტომ გამიგეთ. მე თქვენი შვილი არ მიყვარს ისე, როგორც ქმარი უყვარდებათ. ის ჩემთვის მხოლოდ მეგობარია, ბავშვობის მეგობარი.
- აბა ვინ გიყვარს? - არ სიამოვნებს ჩემი ნათქვამი.
- არავინ... და არ გეწყინოთ, გთხოვთ... ახლა უნდა დაგტოვოთ...
ვდგები და ჩანთას ვიღებ.
- მოიცა, ნიცა... - მაჩერებს გიგა. - დარჩი ცოტა ხანს...
- მეჩქარება... ბავშვი მელოდება...
- დარჩი და ცოტა ხანში გაგიყვან...
- არ მინდა, ტაქსით წავალ... არ შეწუხდე...
კიდევ დიდხანს მეხვეწებიან, მაგრამ საბოლოოდ ვშორდები მათ... იმედია სამუდამოდაც.
20. თორნიკე
არ ვიცი რატომ, მაგრამ საშინლად ვბრაზდები ნიცაზე. ეჭვიანობა მიპყრობს. ვინ ჯანდაბაა გიგა? ვისთან შესახვედრად წავიდა ასეთი მოკაზმული? ნუთუ შეყვარებული ჰყავს?
ისე ვეჭვიანობ, როგორც არასდროს არავისზე. როდის გავხდი ასეთი? ეჭვიანობა მაინც არ მახასიათებდა. შეიძლება იმიტომ, რომ სალომე ამის საბაბს არასდროს მაძლევდა. სალომესთვის პირველი ბიჭი ვიყავი, ის კი ჩემთვის პირველი გოგონა. ვიცოდი, რომ ბევრს მოსწონდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი სალომეს ჩემდამი ერთგულებაში და ამ ფაქტს ძალიან მხიარულად ვუყურებდი, მსიამოვნებდა კიდეც, რადგან ასეთი სასურველი ქალის ქმრობა მე მერგო.
ნიცა გვიან ბრუნდება. კარს მე ვუღებ.
- ტინა სად არის? - მეკითხება მაშინვე.
- ეთომ წაიყვანა...
- სად?
- გიულისთან... - ზიზღით წარმოვთქვამ ამ სახელს. - აქ უნდა მოსულიყო, მაგრამ მისი დანახვა არ მინდა, ამიტომ გავატანე ბავშვი ეთოს.
- მოიცა... იქ დარჩება ღამით?
- სამწუხაროდ... სხვა გზა არ მაქვს...
- ნეტავ, გაგეფრთხილებინეთ... მეც სახლში წავიდოდი...
- რატომ? საქმე გაქვს? - არ მსიამოვნებს მისი ასეთი პასუხი.
- არა... მაგრამ... ტინა აქ არ არის... და მე... მის გარეშე... ამ სახლში...
- აუცილებელია ტინანო აქ იყოს? - მისკენ ნაბიჯს ვდგამ, უკან იხევს.
ნუთუ ისევ ეშინია ჩემი?
- მე ხომ მისი ძიძა ვარ...
- ხო, მართალია...
კიდევ ვუახლოვდები, ისიც უკან იხევს. ბოლოს კედელს ეყუდება.
- ისევ გეშინია ჩემი? - ვეკითხები უარყოფითი პასუხის მოსმენის იმედით.
- არა... არა... - მპასუხობს მაშინვე.
ძალიან ახლოს მივდივარ. მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებს.
- თორნიკე... გაიწიე... - ცდილობს მომიშოროს, მაგრამ თან არ მეხება, ალბათ, ეშინია ჭრილობებზე არ მოუხვდეს ხელი.
გვიანია, ნიცა... შენ მე ყველაზე მტკივნეულ ჭრილობაზე მაჭერ ხელს, უკვე რამდენიმე თვეა...
- ვინ არის გიგა? - მის სახელს ზიზღით წარმოვთქვამ.
- რა შენი საქმეა? - კოპებს კრავს.
- არის!
- არ არის!
- შენი შეყვარებულია?
ხელიდან მისხლტება და წინ მიდგება, ამჯერად მე ვებჯინები კედელს.
- შენი აზრით, შეყვარებული რომ მყავდეს შენ გაკოცებდი?! - თითქმის მიყვირის.
ამ გოგოს საოცრად უხდება გაბრაზება. გაბრაზებასთან ერთად მის სხეულზე ჭორფლების რაოდენობაც იმატებს. მონუსხული ვდგავარ და ვუყურებ.
- არ ვიცი...
- ხო და არასწორი წარმოდგენა გქონია ჩემზე! ძალიან, ძალიან არასწორი!
მზერა მის ტუჩებზე გადამაქვს. როგორი ნაწყენია, ხმა უკანკალებს, თან ცდილობს არ დანებდეს და ძლიერ გოგოდ დარჩეს. საშინელი სურვილი მიპყრობს მისი სქელი ტუჩები ჩემს კბილებში მოვიქციო.
- არ მყავს შეყვარებული! და საერთოდ არავინაც არ მიყვარს! და რატომ შემჭამა ყველამ...
მაგრამ აღარ ვამთავრებინებ. გააფთრებული ვეცემი მის ტუჩებს და გაგიჟებით ვუწყებ კოცნას. არ ელოდა... ნამდვილად არ ელოდა... მაგრამ ნიცა... შენ მე თავს მაკარგვინებ... შენს გვერდით საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ...
პირველი რამდენიმე წამი მიძალიანდება, მაგრამ არ ვაცდი. ბოლოს ნებდება, ფართხალს წყვეტს და, ჩემდა გასაკვირად, ორივე ხელს კისერზე მიცურებს.
კოცნის შეუწყვეტლად მიმყავს დივნისკენ და ვაწვენ. ზემოდან ვექცევი. წამიერად ვჩერდები. მინდა მის სახეს ვხედავდე. მინდა დავიმახსოვრო თითოეული დეტალი, მისი თვალები, მისი წარბები და წამწამები, მისი პატარა ცხვირი, უგემრიელესი ტუჩები და გაზაფხულებით დაფარული სახე. ისიც მიყურებს, ვგრძნობ მის ათრთოლებულ სხეულს, გაძლიერებულ გულისცემას. თვალებში მიყურებს. მის თვალებშიც ზუსტად იგივეს ვკითხულობ, რასაც ჩემი გული განიცდის. ვიცი, რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ არის.
- თორნიკე... - მეუბნება ჩურჩულით.
ნაზად ვეხები კიდევ ერთხელ მის ტუჩებს.
- ხომ იცი, რომ ეს არასწორია?!... - მეუბნება და სახე უსევდიანდება.
- გთხოვ... ახლა ამაზე ნუ მელაპარაკები... გეხვეწები...
მიღიმის. ამჯერად თვითონ იჩენს ინიციატივას და კოცნას მიწყებს. ძალიან, ძალიან ვნებიან კოცნას. დივნიდან იწევა და კალთაში მიჯდება. ჩემს თავს თავის ხელებში იქცევს და კიდევ უფრო ძლიერად მკოცნის. ენას პირში მიყოფს. მეც ვისრულებ საწადელს და მის ტუჩებს მსუბუქად ვკბენ. ოხრავს. ღმერთო ჩემო, როგორი სექსუალურია... როგორი ქალური... ის ნამდვილად არ არის ის პატარა გოგო, როგორადაც აქამდე აღვიქვამდი და ეს კიდევ უფრო მომწონს.
სველ კოცნებს ვუტოვებ სახეზე. მინდა თითოეული პატარა გაზაფხული დავუკოცნო. კოცნებით ჩავდივარ მისი კისრისკენ. სიამოვნებისგან კრუტუნებს. თავს უკან აგდებს. ვიცი, რომ ვუნდივარ. ვიცი, რომ ჩემთან ყოფნა უნდა. ეჰ, ნიცა... მეც როგორ ძალიან მინდა...
მაისურის ბრეტელს ვუწევ და დაჭორფლილ მხრებს ვუკოცნი, მხრებიდან ლავიწებზე გადავდივარ, ასე გამომწვევად რომ მიმზერენ, შემდეგ კი ისევ მის ტუჩებს ვუბრუნდები.
რამდენიმე წუთს გრძელდება ეს სიამოვნება, ბოლოს კი ვჩერდებით. ორივეს გახშირებული გვაქვს სუნთქვა, ერთმანეთის გულის ბაგაბუგი გვესმის. თვალებში ვუყურებ და ვხედავ როგორი დაბნეულია, ვხედაც რამდენი კითხვა უტრიალებს თავში. ეჰ, ნიცა... რომ იცოდე ჩემს თავში რა ხდება... რომ იცოდე იქ როგორი არეულობაა, შეგეცოდებოდი...
თავს მხარზე მადებს და მეხუტება. მეც ვიხუტებ, ძალიან მსიამოვნებს მისი სხეულიდან წამოსული სითბო. თითქოს რაღაც მაცოცხლებელი მუხტები მოდის. ჯანმრთელი ხელით თმას ვუშლი და თავს მის კისერში ვრგავ.
- შენ არ იცი რამდენი ხანია ამ თმების მოფერება მინდა... - ვეჩურჩულები.
იცინის. პატარა ბავშვივით კისკისებს. ღრმად ვისუნთქავ მის სურნელს, თითებს მის ჟღალ თმებში დავასრიალებ და ნაზად ვეფერები.
- ხომ იცი, რომ ეს არასწორია, არა? - მეკითხება ბოლოს.
რა გინდა, ნიცა? რატომ არ მაცდი წუთიერ ბედნიერებას? რატომ მაბრუნებ ამ არეულ რეალობაში?
- და იქნებ სწორია? - ვუბრუნებ კითხვას და დაჭორფლილ აპრეხილ ცხვირზე ვკოცნი.
21. ნიცა
რამდენიმე წუთის შემდეგ კარზე ძლიერი ბრახუნია. მე და თორნიკე ისევ ჩახუტებულები ვსხედვართ, მე მის კალთაში ვერ მოკალათებული, თავი მის კისერში მაქვს ჩარგული და მისი დამათრობელი სუნამოს სურნელს ღრმად ვისუნთქავ. თითქოს მინდა, რომ ჩემმა რეცეპტორებმა სამუდამოდ ჩაიბეჭდონ ეს სურნელი. თორნიკე თმაზე მეფერება, შიგადაშიგ ცხვირზე, ტუჩებზე და კისერზე მკოცნის. მისი ტუჩების ყოველ შეხებაზე მბურძგლავს და მუცელში სასიამოვნო ტკივილი მივლის.
თორნიკე კარის გასაღებად დგება.
- აქ რა გინდა?! - გაღიზიანებული ეუბნება ზღრუბლს იქით მდგომს.
შეშინებული ვდგები და მასთან მივდივარ.
- არ შემომიშვებ? - იძახის სტუმარი.
- არ დამიპატიჯებიხარ!
კაცი ყურადღებას არ აქცევს და შიგნით შემოდის. მათვალიერებს და მესალმება. სახეზე ფართო ღიმილი ეფინება. კარგი კაცი ჩანს, კეთილი გამოხედვა აქვს. არ მესმის, რატომ ხვდება თორნიკე ასე.
- გამარჯობა... - ხელს მიწვდის. - გიორგი დორეული.
ხელს ვართმევ და მის სახეს კარგად ვაკვირდები.
- ნიცა... ნიცა ძოწენიძე...
ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩემს წინ თორნიკეს მამა დგას. ღმერთო ჩემო! მამა-შვილს შორის ასეთი მსგავსება თუ ოდესმე იარსებებდა არ მეგონა... მართალია, გიორგი თორნიკეზე 20-25 წლით უფროსია, მაგრამ მათ შორის განსხვავება, ალბათ, მხოლოდ თმის ფერში და სახეზე გაჩენილ ნაოჭებშია.
- აქ რა გინდა? - უმეორებს თორნიკე კითხვას.
- კინაღამ რომ მოკვდი სხვებისგან უნდა ვიგებდე სამსახურში?! ბომბზე აფეთქდი! თორნიკე! ჭურვის ნაფლეთები ძლივს ამოგიღეს კანიდან... რამდენი ოპერაცია გაგიკეთეს!
ხმას უწევს და ზუსტად ისე ეუბნება, როგორც მამები ტუქსავენ ხოლმე შვილებს.
- არ ვიცოდი თუ გაინტერესებდა. 29 წლის განმავლობაში არაერთხელ დამუქრებია ჩემს ცხოვრებას საფრთხე და მაინც და მაინც ახლა იკადრეთ გამოჩენა?!
- თორნიკე! აქამდე გგონია თვალყურს არ ვადევნებდი შენს ცხოვრებას?! ნუთუ მართლა ისეთი კაცი გგონივარ, რომელიც ფეხებზე იკიდებს შვილს?!
თორნიკეს სახეზე გაკვირვება ეტყობა.
- გგონია შენს ბოლო ზარზე არ ვიყავი სკოლაში? გგონია შენს ჯვრისწერას ან ქორწილს შორიდან არ ვადევნებდი თვალყურს?!
- ხვდები მაინც რას ამბობ?!
- დედაშენი არ მაძლევდა შენთან ყოფნის უფლებას! ათას სისაძაგლეს მეუბნებოდა! მეუბნებოდა, რომ გეზიზღებოდი! რომ ჩემს სიკვდილს ნატრობდი! რა უნდა მექნა?!
- ჩემთან უნდა მოსულიყავი! აი, რა უნდა გექნა! - ღრიალებს.
- მე შენ არასდროს მიმიტოვებიხარ! მე შენზე უარი არასდროს მითქვამს! სალომესაც ამას ვეუბნებოდი... შენგან განსხვავებით მან დამიჯერა...
თორნიკე ფითრდება.
- რა? - რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდება კაცს. - შენ სალომეს იცნობდი?
- რა თქმა უნდა, ვიცნობდი... მეგონა იცოდი...
- არ მჯერა... იტყუები...
- მე სალომეს ძალიან ხშირად ვხვდებოდი... ჯერ კიდევ მანამ, სანამ დაქორწინდებოდით...
- ცრუობ!
- რატომ უნდა ვცრუობდე? ვალენტინაც ხშირად მოჰყავდა ჩემთან, ენაცვალოს ბაბუა...
ვალენტინას სახელს განსაკუთრებული სინაზით წარმოთქვამს.
თორნიკე გაბრუებულივით დგას. ასე მგონია, სადაცაა ფეხები უმტყუვნებს და დაეცემა.
- კარგი... ამის სათქმელად მოხვედი აქ?! - ეუბნება რამდენიმე წუთის შემდეგ.
- არა. - გიორგი დივანზე ჯდება.
- ჩაი შეიძლება? - მიღიმის მე.
- დიახ... დიახ... რა თქმა უნდა...
- ნაბიჯიც არ გადადგა, ნიცა! - თორნიკეს ხმა მაშეშებს. - ეს კაცი არაფერს არ იმსახურებს!
- თორნიკე! - ამჯერად მე ვეწინააღმდეგები. - გეყოს!
სამზარეულოში გამოვდივარ. სამზარეულოს ერთ-ერთი კედელი ამოჭრილია, სადაც ათობით სხვადასხვანაირი მცენარეა ჩაწყობილი. შესაბამისად არაჩვეულებრივად მესმის და ხვედავ მათ.
- ძალიან დიდ შარში ხარ... - ამბობს კაცი ნერვიულად.
მის ყოველ სიტყვაში იგრძნობა მისი ზრუნვა და სიყვარული თორნიკეს მიმართ. სალომესი არ მიკვირს, რადგან თორნიკესგან გასნხვავებით მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გიორგის შანსი მისცა.
- რა ხდება?
- შარში ხართ შენც და შენი ძმაკაცი ნიკოლა მახათაძეც...
- რატომ? - ნერვიული ხმა აქვს.
- ადინ სალ მუქამედი გადარჩა.
- ვინ გადარჩა?
- ის კაცი... ვისი დაცვაც დაგავალეს...
- გაუმართლა... და ჩვენ რა შუაში ვართ?
- თქვენ გადანაშაულებთ! უფრო სწორედ ნიკოლას, მაგრამ ამ საქმეში შენც ფიგურირებ.
- ნიკოლა რა შუაშია?! - გააფთრებული აქეთ-იქით იწყებს სიარულს.
- რა შუაშია?! შენც და ნიკოლასაც იმ კაცის გადარჩენა გევალებოდათ... და ნიკოლამ შენ გადაგარჩინა...
თორნიკე რამდენიმე წუთს დუმს.
- ამას ვინმე დაამტკიცებს? გონზე მარტო მე და ნიკოლა ვიყავით. კიდევ ერთი გადარჩენილია, მაგრამ მახსოვს უგონოდ ეგდო ძირს, ისევე, როგორც ეგ შეიხი.
- და შენი აზრით სასამართლო ვის დაუჯერებს? ქუვეიტელ შეიხს, რომელიც უზარმაზარ სპეცოპერაციას აფინანსებს თუ თქვენ... უღარიბესი ქვეყნის ორ შვილს?
- რა ემუქრება ნიკოლას?
- ციხე... ძალიან, ძალიან დიდი ხნით...
- მაგათ შ*გ ხომ არ აქვთ?! - ასეთი თორნიკე არასდროს მინახავს. - რას ბოდავს ეგ ნაბო*არი შეიხი?! ღმერთს მადლობა უთხრას რომ გადარჩა! უნდოდა მე და ნიკოლაც მოვმკვდარიყავით?! ეგ ნაბოზ*რი *ლე!
- დაწყნარდი და დაჯექი! - ისევ იბრუნებს მამის მკაცრ ხმას. - ის უბრალოდ უჩივის, რომ თავისი საქმე არ შეასრულა და შეიხის გადარჩენას ძმაკაცის გადარჩენა არჩია.
- ახლა სად არის ნიკოლა?
- გუშინ ჩამოვიდა საქართველოში.
- უნდა დავმალოთ! ნიკოლაზე პატიოსანი ადამიანი მეორე არ დადის დედამიწაზე! არავის მივცემ ნიკოლას წლებით ციხეში ჩაკეტვის უფლებას, გესმის?! არავის! თუ საჭიროა მე ჩავჯდები! მაგ კაცმა სიცოცხლე მაჩუქა, გესმის?!
- გგონია დამალვა გამოსავალია? მე უფრო საღად მოაზროვნე მეგონე. შენი აზრით მისი პოვნა გაუჭირდებათ? იცი მერე რას უზამენ?
- აბა რა უნდა ვქნათ? ჩვენი ხელით გადავცეთ „დამნაშავე“? დამნაშავე, რომელსაც ჭიანჭველისთვისაც კი არ დაუდგამს ფეხი? ამას მირჩევ, მამა?!
ბოლო სიტყვის გაგონებაზე კაცს სახე ეცვლება. თორნიკეც შეცბუნებული დგას. ალბათ, წამოსცდა. რა თქმა უნდა, საღ გონებაზე მყოფი არასდროს დაუძახებდა მას მამას. არადა... არადა როგორი ბედნიერია ახლა გიორგი...
- მე იმას გირჩევ, რაც სიმართლეა. ხვალვე უნდა ნახო შენი ძმაკაცი და უნდა უთხრა რაშია საქმე...
- მოიცა... გინდა თქვა, რომ მან არაფერი იცის?
- ნუთუ ვერ ხვდები, რომ ახლა სახელმწიფო საიდუმლო გაგანდე?! ეს ბრძანება რამდენიმე საათის წინ მოვიდა. ჯერ არავინ გაახმაურებს, მაგრამ 2-3 დღეში, ალბათ, მიაკითხავენ ნიკოლას და დროებით იზოლატორში გადაიყვანენ.
- და მე რა უნდა ვქნა?
- აუხსენი ყველაფერი რაც მე გითხარი... გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს...
- სხვა არაფერი შემიძლია?! - თორნიკეს სახელე ენით აღუწერელი ტკივილი ეხატება.
- 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება... შეიძლება უფრო მეტიც... გააჩნია შეიხი რას მოინდომებს...
- ანუ ყველაფერი ამ დედამოტ*ნულ შეიხზეა დამოკიდებული?! ასე მარტივად შეუძლია ნიკოლას სიცოცხლე დაუნგრიოს?!
- მილიარდერ შეიხზე... არ დაგავიწყდეს... სად ვცხოვრობთ, ეგეც არ დაგავიწყდეს...
- დედას შევ*ეცი!
მთელი ძალით ურტყამს სკამს ფეხს და ნაწილებად ფშვნის.
22. თორნიკე
მთელ ღამეს ვათენებ. მახსენდება ნიკოლას გაცნობის წამი. მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე. ღმერთო, არ დაიღალე ჩემი ცხოვრებით თამაშით? მე მაინც დავისაჯო... რატომ უნდა ვხედავდე როგორ ენგრევათ ცხოვრება ჩემს გარშემომყოფებს... რატომ უნდა ვხედავდე ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ტანჯვას? მეც ხომ გამაჩნია გრძნობები. მეც ხომ ადამიანი ვარ?!
მახსენდება ნიკოლას მუქი კანი, მისი ღია ცისფერი თვალები, მისი მუდამ მომღიმარი სახე. ყველაზე სუფთა და ალალი ღიმილი რაც კი ოდესმე მინახავს.
ნიკოლა დღეებს ითვლიდა, ერთი სული ჰქონდა როდის შეხვდებოდა თავის ანუშკას. ხშირად მიყვებოდა მასზე. ყოველთვის სევდიანდებოდა და თან თვალები სიყვარულით ენთებოდა. თითქმის ყოველთვის მასზე ფიქრობდა. გეგმავდა მასთან ერთად ლამაზი ადგილების მონახულებას. ხშირად მეკითხებოდა რჩევებს. აინტერესებდა, სად დავდიოდით მე და სალომე, რომელი ადგილი იქნებოდა რომანტიკული, რომელი იქნებოდა ყველაზე დასამახსოვრებელი.
მეც ვუყვებოდი და ვუყვებოდი. მართალია, ამ ადგილებიდან მხოლოდ რამდენიმეში ვიყავით მე და სალომე და უმეტესობა უბრალოდ ინტერნეტში მენახა, მაგრამ მას შეეძლო ჩემი შეცდომების გამოსწორება. მას შეეძლო გაებედნიერებინა ქალი, რომელიც უყვარდა.
ნუთუ ეს არის ნიკოლას ბედი? ნუთუ ჩემი გადარჩენისთვის ციხეში უნდა ჩაჯდეს? ამას ხომ არ იმსახურებს... რა გავაკეთო... რით ვუშველო... როგორ ავიღო დანაშაული ჩემს თავზე?
დილით ადრე გავდივარ სახლიდან და ნიკოლას ვადგები. მისი მისამართი ზეპირად ვიცი. იმდენჯერ გამიმეორა, სანამ ზეპირად არ მასწავლა.
გახარებული მეხვევა.
- ამას ვის ხედავს ჩემი თვალები? - მეუბნება ბედნიერი. - საიდან გაიგე?! არადა სიურპრიზის გაკეთებას ვაპირებდი...
- ხოდა, ჩათვალე გამოგივიდა... არ შემომიპატიჟებ? ავღანეთში სულ ამ სახლზე მელაპარაკებოდი, მახსოვს.
ნიკოლას სახლი ერთ-ერთ ძველ უბანშია. კოხტა, ორ სართულიანი კოტეჯია, მთლიანად ნიკოლას მიერ აშენებული. სიამაყით აღნიშნავდა ხოლმე ამ ფაქტს.
- არ მეგონა მართლა ასეთ სამოთხეში თუ ცხოვრობდი... - ვეუბნები აღფრთოვანებით.
ულამაზესი, გადამწვანებული ეზო ყვავილებით არის დახუნძლული.
- დედაშენს როგორ უშრომია...
- ძალიან... რა ცუდია, რომ თბილისში არ არის... იმდენს ვუყვებოდი შენზე ერთი სული აქვს როდის გაგიცნობს...
მეცინება, გული კი სევდით მეკუმშება. როგორი ბედნიერია ნიკოლა, როგორი თავისუფალი. თითქოს ახლა იწყებს ცხოვრებას. და მე რა უნდა ვუთხრა?
- ძლივს გამოვაღწიე იქიდან... - ეზოს სკამზე ვსხდებით და ლუდის ბოთლს მაწვდის. - აღარ დავბრუნდები, არასდროს... გადაწყვეტილია...
თითქოს რაღაც მწყდება.
- საბოლოოდ გადაწყვიტე?
- აღარ მინდა აღარც ომის და აღარც ამდენი დატანჯული, მშიერი და ავადმყოფი ხალხის ყურება... თან როცა ვერ ეხმარები... - თვალებს ხრის.
- და რას აპირებ?
- პირველ რიგში ანუშკას მოვიყვან ცოლად... - მის სახელს ჩვეული სინაზით წარმოთქვამს. - მერე სადმე დავიწყებ მუშაობას და ძალიან, ძალიან ბევრი შვილი გვეყოლება...
სახე მეღუშება.
- რაშია საქმე? რაღაცის თქმა გინდა და ვერ მეუბნები, ხო? - მეუბნება ცოტა ხნის შემდეგ.
- ცუდად არის საქმე, ნიკო, ცუდად... - ვეუბნები ამოოხვრით.
- რა ხდება? - თვალებში შიში უდგება.
- გუშინ მამაჩემი იყო ჩემთან მოსული...
- მამაშენი? - უკვირს.
- ხო... მითხრა რომ საფრთხეში ვართ...
- მე და შენ?
- ხო...
- ამოღერღე ახლა... ომს გადავურჩით... აწი რა უნდა დაგვემართოს? - ცდილობს ჩვეული სიხალისე დაიბრუნოს.
- იმ ნაბი*ვარმა შეიხმა გვიჩივლა...
- რა?
- ჩემი დაცვის ნაცვლად ერთმანეთი გადაარჩინესო...
- არ მჯერა... - იღიმის.
- დამიჯერე, ნიკო... მართლა ცუდი ამბავია... იმის გამო, რომ შენ მე გადამარჩინე ციხე გემუქრება... 5-10 წლით... - ფეხზე ვდგები.
- შენ რა შუაში ხარ? მე არ შევასრულე ჩემი საქმე...
- ნიკოლა! გეყოს!
- იურიდიულად შეიხი ძალიანაც სწორია... - მაოცებს მისი მშვიდი ხმა. - დაჟე ველოდი კიდეც ამას... უბრალოდ იმედი მაინც მქონდა... თურმე ტყუილად...
- კარგი რა...
- მეც და შენც იმ კაცის დაცვა დაგვევალა... ორივემ ხელი მოვაწერეთ საბუთს... ჩვენი სიცოცხლის სანაცვლოდ უნდა დაგვეცვა... ეს სიმართლეა...
- კი მაგრამ ხომ უნდა იყოს რაღაც გამოსავალი?! ნიკოლა! შენნაირი ადამიანი ციხეში ჯდომას ერთი დღითაც არ იმსახურებს!
- რამდენ ხანში წამიყვანენ?
- რა? - ნუთუ ასე მარტივად შეეგუა ბედს?!
- რამდენ ხანში წამიყვანენ, თქო...
- არ ვიცი... 2-3 დღეში ალბათ...
- ანუ კიდევ ორი დღე მაქვს...
- ნიკოლა! ნუ მაგიჟებ! რას ამბობ?!
- თუ მართლა გინდა დამეხმარო, მაშინ ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი... დღესვე...
- რა საქმე?
ნიკოლას სახე ებადრება, ფართო ღიმილი ეფინება.
- ის საქმე, რომელიც კარგა ხნის წინ უნდა მომეგვარებინა...

23. ნიცა
საღამოს თორნიკე მირეკავს და მეუბნება, რომ გავემზადო. ლამაზად გამოვეწყო. ათას კითხვას ვუსვამ, მაგრამ არ მპასხუობს. ეთოსთან რაღაცას ვიმიზეზებ და სახლიდან გავდივარ. თორნიკე მოშორებით მელოდება მანქანაში. აკანკალებული ვჯდები.
თავით ფეხებამდე მათვალიერებს და მზერას ჩემს დეკოლტეზე აჩერებს. დიდი მკერდი არასდროს მქონია, ამიტომ მოშვებული ბრეტელიანი აბრეშუმის მაისურების ჩაცმას არასდროს ვერიდებოდი.
ჩემკენ იხრება და ნაზად მკოცნს ყბასთან, სველი კოცნებით მიუყვება კისერს და მხრებს. გული მიჩქარდება. თორნიკეს შეხება ყოველთვის ასე რატომ მოქმედებს ჩემზე?!
- არ მეგონა ეს გაზაფხულები ყველგან თუ იყვნენ...
თვალებში მიყურებს და მიღიმის. ვეღარ ვითმენ. კისერზე ხელს ვხვევ და გააფთრებული ვუწყებ კოცნას. რამდენჯერმე მსუბუქად მკბენს ტუჩებზე და მეც ვკვნესი. ტუჩებს შორდება და ასეთივე გიჟური კოცნებით მკერდისკენ ჩადის. ბრეტელი თავისით ცურდება მხრიდან. თორნიკე საოცარი ვნებით მიკოცნის მკერდს, ჩემს ძუძუსთავებს ენით ეთამაშება.
- ღმერთო ჩემო... - ვიძახი აგზნებული და მთლიანად ვსველდები.
რამდენიმე წამში ჩერდება და ბრეტელს ისევ მისწორებს.
- ამათ ორივეს მოგვიანებით დავუბრუნდები... - მეჩურჩულება და საჭეს უბრუნდება.
ვგრძნობ, როგორ ვხურვარ, ალბათ მთელი სახე ჭორფლებით მაქვს დაფარული... არა და მაკიაჟის გაკეთების მცდელობა მქონდა.
- ულამაზესი ხარ, ნიცა... - მეუბნება და ძალიან თბილი მზერით მაჯილდოვებს.
- ხო... ვიცი... ხშირად მეუბნებიან...
ვიცინი და ვცდილობ თავი კიდევ უფრო მოვაწონო. გამომწვევ მზერას ვესვრი.
- ეგრე ნუ მიყურებ, თორემ ახლავე გავაჩერებ მანქანას და...
კიდევ უფრო მეტი ეფექტისთვის კაბის ბოლოს ხელს ვავლებ და ნელ-ნელა მაღლა ვწევ.
- ნიცა! მე გაგაფრთხილე! - ეცინება. - მნიშვნელოვან ადგილზე მივდივართ... და ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ... - ვხედავ როგორ მუშტავს ხელებს, ძალიანაც კარგი.
სიცილს ვაგრძლებ და კაბის ბოლოს ხელს ვუშვებ.
- სახვევი როდის მოიხსენი?
- დილით...
- და ეგრევე საჭესთან დაჯექი? ყოჩაღ!
- ჩვიდმეტი წლიდან საჭესთან ვზივარ, ნიცა... - ეცინება.
- მაშინ ჯანმრთელი ხელი გქონდა... ბომბზე არ აფეთქებულხარ!
ჯერ კიდევ ვერ ვპატიობ იმას, რომ ეს ყველაფერი არ მომიყვა.
ერთ-ერთი ეკლესიის ჭიშკართან ვჩერდებით.
- თორნიკე! - შეშფოთებას ვერ ვმალავ. - ეკლესიაში მომიყვანე?
ჯერ მიყურებს შემდეგ კი ხარხარს იწყებს. ასეთ კარგ ხასიათზე თორნიკე არსდროს მინახავს.
- აუ, ნიცა...
- რა გაცინებს! - გაბრაზებული ვკრავ ხელს.
- ჩემს უახლოეს ძმაკაცს ცოლი მოჰყავს... და მე მისი მეჯვარე ვარ! ამიტომ... გადმობრძანდით, ქალბატონო... არაჩვეულებრივი ადამიანი უნდა გაგაცნო...
შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ნიკოლა მახათაძე იმაზე თბილად მეგებება, ვიდრე წარმოვიდგენდი. მის გვერდით ძალიან ლამაზი გოგონა დგას. ჩემზე რამდენიმე წლით იქნება უფროსი. არეული სახე აქვს. გაკვირვება და ბედნიერებისგან გამოწვეული ემოციები ერთდროულად არის აღბეჭდილი.
- თორნიკეს ძალიან უყვარხარ... - მეუბნება ნიკოლა ჩუმად, როცა თორნიკე და ანუშკა წინ გვისწრებენ.
- რა? - ყველაზე მოულოდნელი რაღაც მესმის.
- არ გჯერა ხო? შენზე გიჟდება... ავღანეთში ერთი დღე არ ყოფილა შენზე არ ეფიქროს... სულ შენზე მიყვებოდა...
გაოგნებისგან რაღაც ცივი და შემდეგ ცხელი ტალღა მივლის სხეულში, მუხლები კანკალს იწყებენ.
- შეუძლებელია... - ვუღიმი უხერხულად.
- უბრალოდ დრო უნდა მისცე... არეულია... ჯერ ვერ ელევა თავის ცოლს, მაგრამ დამიჯერე, მართლა უყვარხარ... თავის თავსაც ვერ უტყდება ამაში... ჰგონია, რომ რაღაც დანაშაულს სჩადის... ჰგონია, რომ თუ სხვა ქალს შეხედავს მოღალატე იქნება...
- ვიცი... - ვამბობ ძალიან ჩუმად.
- მაგრამ იმედი არ უნდა დაკარგო ნიცა... შენ ხარ მისი გადარჩენის ერთადერთი გზა... მხოლოდ შენ და შენი სიყვარული დააბრუნებს მას ამ სამყაროში... - რამდენიმე წამით მათვალიერებს. - შენც გიყვარს...
- რა?
- არ აღიარებ, მაგრამ გიყვარს... გეტყობა... ორივეს გეტყობათ... თვალები, ნიცა... თვალები ადამიანს ძალიან არასაჭირო მომენტში ყიდიან... თვალები არასდროს იტყუებიან, ხომ იცი...
კიდევ ერთხელ მიღიმის და ეკლესიაში შედის.
მოშორებით ვდგავარ და ვაკვირდები ჯვრისწერას. ასე არასდროს მოვხიბლულვარ ცერემონიალით. მონუსხული ვუყურებ მათ, სანთლის შუქებით განათებულ მათ ბედნიერ სახეებს. ვხედავ, როგორ აპარებენ მზერას ნიკოლა და ანა ერთმანეთისკენ. როგორი წმინდა და ამავდროულად როგორი ინტიმური მომენტია.
ვაკვირდები თორნიკეს. სახეგაბადრული უყურებს თავის ძმაკაცს. ერთი წამით ჩემკენაც იყურება, მიღიმის და თვალს მიკრავს. მეც ვცდილობ გავუღიმო, მაგრამ სევდიანი მანჭვა უფრო გამომდის.
ვუყურებ და წარმოვიდგენ როგორ ვდგავართ მე და თორნიკე მათ ადგილას. როგორ ვუსმენთ მონოტონურ ლოცვას და როგორ ვათვალიერებთ ერთმანეთს ჩუმად.
მაგრამ არა... ნიცა... თქვენ ორნი აქ ვერასდროს იდგებით, რადგან თორნიკეს ცხოვრებაში ეს მომენტი უკვე იყო. იყო ზუსტად ისეთი ამაღელვებელი და ემოციებით სავსე, როგორიც შენს წარმოდგენებშია. თორნიკემ უკვე განიცადა ეს წამები, უკვე იყო ბედნიერი, უკვე უყურებდა თავის საყვარელ ქალს, რომელსაც ის მძივებიანი გვირგვინი ედგა თავზე, რომელიც ახლა ანუშკას ამშვენებს.
გული მტკივა, თვალები ცრემლებით მევსება. ძალიან მიჭირს ემოციების შეკავება. ძალიან მწყინს, რომ ჩემი და თორნიკეს ცხოვრებაში ეს მომენტი არასდროს დადგება. მან უკვე დაიწერა ჯვარი სხვა ქალზე, მისი გული სალომეზეა მიჯაჭვული.
24. თორნიკე
ჯვრისწერის შემდეგ ნიცას ვეღარ ვცნობ. სახლში მოსვლამდე ხმა არ ამოუღია. აღარც მერე. არ მელაპარაკება, თავს მარიდებს. დედაჩემის სახლში ყოფნით სარგებლობს და ყოველ წამს გამირბის. რამდენჯერმე ვცადე მისი გამოჭერა, მაგრამ არ გამომივიდა.
ნიკოლას ჯვრისწერიდან მეხუთე დღეს მიაკითხეს. მშვიდად მოისმინა თავისი განაჩენი და მორჩილად გაჰყვა სამართალდამცავებს. მისთვის საუკეთესო ადვოკატი ავიყვანე. ადვოკატმა იმედი მომცა, რომ მისი ამ სიტუაციიდან დახსნა შესაძლებელია.
„მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია, მაგრამ გული მიგრძნობს გამოგვივა. იზოლატორში პირველ მოსმენამდე იქნება. პირველ მოსმენაზე ნიკოლას ყველა გმირობას გავიხსენებ, რაც კი ოდესმე ჩაუდენია, ქართველი მოსამართლე ეყოლება და მგონი ადვილად დავაჯერებთ, რომ სასამართლომდე მაინც გამოუშვან. ბოლოს და ბოლოს ქართველი ჯარისკაცია, რომელიც წლები მსახურობდა ავღანეთში. აგვისტოს ომშიც იბრძოდა. ეს ყველაფერი იმედს იძლევა. ეს ისეთი ამბავია, რამდენიმე თვეს გაიწელება. ამ რამდენიმე თვეში კი მოვიძიებ ყველაფერს და ვეცდები დავეხმარო.“
ნიკოლა ერთხელ ვნახე, სანამ წაიყვანდნენ. კიდევ ერთხელ გამაოგნა მისმა ასეთმა ძლიერმა ხასიათმა. ცდილობდა მე და ანუშკა დავემშვიდებინეთ. ისე იქცეოდა, თითქოს რომელიღაც კურორტზე მიდიოდა დასასვენებლად. ასეთი მხნე და ღიმილიანი ჩაჰბარდა პოლიციას სრულიად უდანაშაულო ნიკოლა, რომელიც სხვის მიწაზე სრულიად უცხო ხალხისთვის იბრძოდა.
ერთ საღამოს ხველის ხმა მაღვიძებს. ვალენტინამ ჩემთან მოინდომა დაძინება, ამიტომ ჩემი ულამაზესი კულულა ქალბატონი გვერდით მიწევს და ფშვინავს. დავიხარე და ჩავკოცნე. შეიშმუშნა, რაღაც დაიწუწუნა და გადაბრუნდა.
მისაღებში გავდივარ. ჩაბნელებულ მისაღებში სიგარეტის კვამლი დგას, ფანჯრებიდან მთვარის შუქი იღვრება. ნიცა ღია ფანჯარასთან დგას, ხელში სიგარეტი უჭირავს და გარეთ იყურება. ზუსტად ის პენუარი აცვია, რომლითაც მაშინ დამხვდა, როცა პირველად დავადექი გაუფრთხილებლად. თეთრი პენუარი ძლივს უფარავს საჯდომს. ვგრძნობ, როგორ მაწვება თავში სისხლი.
- მოწევა თუ არ იცი რას ცდილობ? - მინდა გავეხუმრო.
ჩემკენ იხედება, ძალიან სევდიანი და ამავდროულად განრისხებული სახე აქვს. ჩემს ჯინაზე კიდევ ერთხელ ცდილობს ნაპასის დარტყმას, მაგრამ არ გამოსდის. ისევ ხველებას იწყებს.
ვუახლოვდები და თითებიდან სიგარეტს ვაცლი. არ მეწინააღმდეგება. ამჯერად მე ვარტყამ ნაპასს, მისგან განსხვავებით წარმატებით და კვამლს გარეთ ვუშვებ. იმდენი ხანია აღარ მომიწევია, მომწამლავი აირი სასიამოვნოდ მივლის სხეულში და თავბრუ მეხვევა. რამდენიმე წუთის შემდეგ საფერფლეში ვაწვავ და განზე ვდებ.
- არ მომიყვები რა მოხდა?
ზურგს უკან ვუდგები. ვაკვირდები მის მოშიშვლებულ მხრებს, მის ლამაზ მკერდს და მთვარის შუქზე აცეკვებულ გაზაფხულებს. სურვილი მიპყრობს, რომ სათითაოდ დავუკოცნო.
- რამდენიმე უნივერსიტეტისგან უარი მივიღე... - მეუბნება ჩუმად, ნამტირალევი ხმა აქვს.
- და ამაზე დარდობ?
- ხო, ვდარდობ... იცი რამდენი ვიწვალე?! რამდენი გამოცდა ჩავაბარე, რამდენი საბუთი შევაგროვე... ხომ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამიმართლოს?! ხომ შეიძლება რამე მაინც წავიდეს გეგმის მიხედვით?!
- კარგი რა... გთხოვ, დამშვიდდი... - ორივე ხელს მუცელზე ვხვევ და მის ათრთოლებულ სხეულს ვიხუტებ.
- დედის გარეშე გავიზარდე... სრულიად უცხო ქალაქში მარტო გადმოვედი... უცხოეთში სწავლა მოვინდომე, ვერ ჩავაბარე... ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა ადამიანი, რომელსაც სხვა უყვარს და მე არასდროს ვეყვარები სრულფასოვნად...
ბოლო სიტყვები პიკია. ნიცა ტირილს იწყებს. ვქვავდები. არ ვიცი რა ვქნა, რა ვუთხრა, რით ვანუგეშო. მინდა დავიყვირო, ვუთხრა, რომ მას ყველაფერი გამოუვა, რომ მე ის იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე მას წარმოუდგენია, მაგრამ ხმა არ ამომდის. თავს მკერდზე მადებს და სლუკუნს აგრძელებს. ასე აღარ შემიძლია!
- ვინ გითხრა, რომ სხვა უნივერსიტეტებიც უარს მოგწერენ? ან ვინ გითხრა, რომ იმ კაცს არ უყვარხარ?
- კარგი რა... მე ხომ ყველაფერს ვხედავ... უნივერსიტეტებმა ჩემზე კარგები ნახეს, ალბათ... იმ კაცს კი ჩემზე ბევრად კარგი უყვარს...
- რატომ გგონია, რომ სხვა შენზე კარგია?
- ეს ასეა... ყოველთვის ასე იყო... ჩემი ცხოვრება ყოველთვის ასეთი იყო... ჩემი ოცნებები ყოველთვის სხვებს უხდებოდათ...
- ის კაცი დაბნეულია... მაგრამ ცოტა დრო სჭირდება... მან ის დაკარგა, ვინც თავისი მეორე ნახევარი ეგონა... მაგრამ ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ კიდევ ერთხელ შეძლებდა სიყვარულის პოვნას... ის კაცი ძალიან დარდობს შენზე, ძალიან განიცდის იმას, რომ ასე განერვიულებს, მაგრამ, დამიჯერე, ყველაფერს ცდილობს... ის კაცი ზრუნავს შენზე, სულ შენზე ფიქრობს, სულ შენი შეხება ენატრება... მხოლოდ შენს კოცნას ნატრობს... ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენა არ არის?
- მისი გული სხვას ეკუთვნის...
- ამ მომენტში მისი გული არავის ეკუთვნის... ეგ გულიც ბომბზე აფეთქდა... მაგრამ მხოლოდ გაზაფხულებს შეუძლიათ მისი გამოკეთება...
- ერთხელ უკვე დაზიანებული და მერე აღდგენილი გული შეძლებს უყვარდეს ისე, როგორც აქამდე უყვარდა?
- გაზაფხულები სასწაულებს ახდენენო... გაგიგია? - ვეუბნები და ყურს უკან ნაზად ვკოცნი.
- გაზაფხულები შეძლებენ ამას? - მეკითხება იმედიანი ხმით.
- შეძლებენ...
ვპასხუობ და კეფაზე ჩამოყრილ ჟღალ თმას ნაზად ვუწევ წინ. მისკენ ვიხრები და ლამაზ კეფაზე ვკოცნი. კოცნებით მივუყვები მის მხრებს, გაზაფხულებით დაფარულ ბეჭებს. სიამოვნებისგან კრუსუნებს, რაც უფრო მოქმედებს ჩემზე. კისერზე ბანტად შეკრულ პენუარის შავ ლენტს ვხსნი. თეთრი ნაჭერი სრიალით ტოვებს ნიცას სხეულს.
- გახსოვს პირველად რომ დაგინახე ამ პენუარით? - ვეჩურჩულები.
იცინის.
- როგორ შემრცხვა... - ხელებს სახეზე იფარებს. - მინდოდა მიწა გამსკდომოდა...
- აი, ზუსტად მაშინ მოვიხიბლე შენით... თავი ძლივს შევიკავე, რომ არ გცემოდი და ეს თეთრი ნაჭერი ზედ არ შემომეხია...
- კი... შემოხევა კარგად გამოგდის...
- ახლა ამისთვის დაისჯები!
ორივე ხელს მის გამკვრივებულ მკერდს ვავლებ და მაგრად ვუჭერ. კვნესის.
- იმ დღიდან ამის გაკეთება მინდა, როცა აბრეშუმის ნაჭრის უკან შენი დაბერილი ძუძუსთავები დავინახე...
ნაზად ვეფერები, თითების წრიული მოძრაობით ვცდილობ კიდევ უფრო აღვაგზნო.
ისევ ვიხრები და კისერზე ვუწყებ კოცნას, ამჯერად უფრო მომთხოვნად და ვნებიანად. უმისამართოდ დავაცურებ ხელებს მის უზადო, გაზაფხულებით დაფოთლილ სხეულზე.
თითებით მკერდიდან მუცლისკენ ჩავდივარ, ბოლოს კი გამჭვირვალე საცვალში ვუცურებ ხელს. ნაზად ვეხები მის ბოქვენს, სასირცხვო ბაგეებს და . კვნესას აგრძლებს. სულ სხველია.
- ასე ძალიან გინდივარ? - ვეჩურჩულები გამომწვევად.
სხარტად ტრიალდება ჩემკენ. მაისურის ბოლოებზე ხელს მავლებს და წამებში მაშიშვლებს. ჩემს დაშრამულ და აწ უკვე შეხორცებული ჭრილობებით დაფარულ სხეულს აკვირდება.
თავისი თხელი თითებით ნაზად მიწყებს მოფერებას, შემდეგ კი კოცნას. მკოცნის ყველგან, კისერზე, მკერდზე, მუცელზე... ჩემს საცვალს გარედან ეხება, ჩემს ერეგირებულ ასოზე ნელა დაატარებს თავის ხელს.
- და შენ? - ანთებული თვალებით მიყურებს. - შენ ასე ძალიან გინდივარ? - მეკითხება თავხედურად.
წამებში ვიტაცებ ხელებში და მის საძინებელში შემყავს. საწოლზე ვაწვენ და ზემოდან ვექცევი. მის ტუჩებს ვეწაფები და ძალიან ძლიერად ვუწყებ კოცნას, ხელებით ისევ მის საცვალში ვძვრები. მისი ტუჩები კვნესას ლამობენ, მაგრამ არ ვუშვებ, არ ვანებებ. ხან ენით ვეწინააღმდეგები, ხან კბილებით. სხეული ეკლაკნება. ტუჩებს ვწყდები და კოცნებით კისერს ვუყვები. კიდევ ერთხელ სათითაოდ ვუკოცნი პატარა და გამომწვევ მკერდს. საცვალს თითქმის კბილებით ვხდი. ცოტა ხნით ვაშტერდები მის ულამაზეს სხეულს. ნიცას სირცხვილის ნატამალიც არ ეტყობა, არანაირად არ ცდილობს სიშიშვლის დამალვას. პირიქით, უფრო და უფრო გამომწვევად მიყურებს.
- საოცარი ქალი ხარ... - ვეუბნები მონუსხული.
ფეხის თითებიდან ვიწყებ მის კოცნას და ნელ-ნელა მაღლა მივუყვები.
- ულამაზესი ფეხები გაქვს... ულამაზესი ტერფები...
- მოვა დრო და მანდ ბევრ ტატუს გავიკეთებ... - მეუბნება სიცილით.
როგორ შეიძლება იყო ასეთი ბავშვური, ასეთი მეოცნებე და ამავდროულად ასეთი ქალური და სასურველი?!
კოცნებით მივუყვები მის სასირცხვო ბაგეებსაც, ენით ვეთამაშები მის ყველაზე სენსიტიურ ადგილს. ვგრძნობ, როგორ ვეღარ ითმენს. ვგრძნობ, როგორ იწვის სურვილით და ძალიან, ძალიან მსიამოვნებს.
ფეხებს ვაშლევინებ და ჩვენი სხეულები ერთიანდება. ისეთი თავისუფალია, ისეთი უკომპლექსო... მინდა უბრალოდ ვუყურო და დავტკბე მისი ცქერით, მისი სიამოვნებისგან დაკლაკნილი სხეულის ყურებით. ისევ ვიხრები მისი ტუჩებისკენ. ისევ ცდილობს დაიკვნესოს. ამჯერად ნებას ვრთავ.
კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმის სიამოვნებისგან მოგვრილი ხმები. შემდეგ ისმის გაბმული ღრიალი და ვგრძნობ მის აკანკალებულ საშოს ჩემს ასოზე. ორგაზმი ორივეს სადღაც აქედან ძალიან შორს გვისვრის.
დაღლილი მის გვერდით ვესვენები, მთელი სხეულით მეკრობა და ჩემი გულის ცემას უსმენს.
ისევ ვეფერები მის თმებს... ისევ დავატარებ თითებს მის გაზაფხულებზე.
- აგიყვანენ, ნიცა... ერთ-ერთი უნივერსიტეტი აუცილებლად აგიყვანს... შენნაირ ჭკვიან გოგოს მხოლოდ სულელი თუ გაუშვებს ხელიდან...
ეს ბოლო სიტყვები მეც მეხება.
- უბრალოდ ძალიან ბევრი ვიშრომე ამისთვის... ძალიან ბევრი ღამე გავათენე... ძალიან ბევრი ვინერვიულე...
მისკენ ვიხრები და ლოყაზე ვკოცნი.
- ყველაფერი გამოგივა...
მიღიმის. იწევა და თავს მკერდზე მადებს. თავისი უნაზესი თითებით იწყებს ჩემს მოფერებას. როგორ იგრძნობა... მის თითოეულ შეხებაში იგრძნობა თუ როგორ ვუყვარვარ მას... როგორ ზრუნავს ჩემზე...
- კარგად იქნება...
- ვინ? - ვეკითხები გაკვირვებული.
- ის, ვისზეც მთელი დღეებია ფიქრობ... ნიკოლა კარგად იქნება...
- იცი როგორი ადამიანია? მისნაირი არავინ შემხვედრია... ჩემ გამო კინაღამ თავი გასწირა... იცი ადრე რა მითხრა? რამე რომ მოხდეს შენ უნდა იცოცხლო, რადგან სახლში შვილი გელოდებაო... წარმოგიდგენია? შვილი, რომელიც ჩემი ნებით დავტოვე...
- თავს ტყუილად რატომ იდანაშაულებ? შენ გჭირდებოდა წასვლა...
- ხო, მაგრამ მაინც არ უნდა დამეტოვებინა...
- რაღაცას გეტყვი და არ გეწყინოს, კარგი?
მეცინება. მის ბავშვურ და გულუბრყვილო კითხვებზე ვგიჟდები.
- კარგი...
- შენ მამის გარეშე გაიზარდე... შენ არ იცი როგორი უნდა იყოს მამა, ან რა მოვალეობები აქვს მას... ნუ გგონია, რომ ამის გამო ცუდი მამა ხარ, რადგან ეს არ არის შენი ბრალი... არაფერი არ არის შენი ბრალი... არც ის, რომ მამაშენმა დაგტოვა... არც ის, რომ სალომე ასე მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან... უბრალოდ შენი ცხოვრება აეწყო ასე და უნდა ისწავლო მასთან შეგუება... ამ არასასურველი სიახლეების მიღება და მათთან ერთად ცხოვრება... ყველანაირი დანაშაულის გრძნობის გარეშე... ტინას ისედაც უყვარხარ... გგონია ვერ ხვდება? ხანდახან მაოცებს მისი მიხვედრილობა... ტინამ ყველაფერი შენზე კარგად იცის...
მკერდზე მკოცნის.
მართალია. ნიცა მართალია. თითოეული სიტყვა სრული სიმართლეა.
- რატომ ხარ ასეთი საოცრება? - ვეკითხები ბოლოს.
- წარმოდგენაც არ მაქვს... - მეუბნება და თავის მოციმციმე თვალებს მანათებს.
- ახლა მე თქვენ შეგჭამთ, ქალბატონო... რადგან თქვენი სურნელი და თქვენი გემო გონებას მირევს... - თითებს მის შიშველ სხეულზე დავასრიალებ და ვნებააშლილი ვუყურებ.
- ნებას გრთავთ... ბატონო... - მეუბნება სურვილით ანთებული.
მისი ტუჩებისკენ ვიხრები და ძლიერად ვუწყებ კოცნას.

25. თორნიკე
ადვოკატი თავის სიტყვას ამართლებს. ნიკოლას პირველი მოსმენიდან იმ პირობით ათავისუფლებენ, რომ ქალაქს არ დატოვებს. გახარებული ვეხვევი მახათაძეს, მის ცისფერ თვალებში იმედის ნაპერწკალს ვხედავ. ხელში იტაცებს თავის ანუშკას და ჰაერში აბზრიალებს.
რამდენიმე წუთის შემდეგ ნიკოლას ულამაზეს ეზოში ვსხედვართ. ადვოკატი ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს გვიყვება.
- სასამართლო, ალბათ, სექტემბერში ჩატარდება. შეიძლება უფრო გვიანაც. გააჩნია თქვენი შეიხი როდის დაამთავრებს თავის საქმეებს ავღანეთში.
- ეგ გამოს*რებული ისევ ავღანეთშია? - კბილებში ვცრი.
- როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანი პირია... - ამბობს დანანებით. - რაც ჩვენს საქმეს უფრო ართულებს...
- რამდენიმე თვით ხომ ვიქნები თავისუფალი? მთავარი ეგაა... - მაოცებს ნიკოლას ბედნიერი და საზეიმო ხმა.
- ნიკო... რამდენიმე თვე რა არის?
- სადაც ორ დღეში ცოლი მოვიყვანე იმ რამდენიმე თვეში ხომ წარმოგიდგენია რამდენს მოვასწრებ...
სიცილს ვერ ვიკავებ. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები როგორი გასაოცარი ადამიანია ნიკოლა მახათაძე.
- მინიმუმ 5 წელს მიგისჯიან... გააჩნია როგორ დაამძიმებს თავის ბრალდებას შეიხი...
- ვერანაირ მოლაპარაკებაზე ვერ წავალთ? - ვეკითხები იმედიანი ხმით.
- არსებობს ერთი გზა... მაგრამ არ ვიცი რამდენად დამთანხმდებიან...
- რა გზა? - ამჯერად ნიკოლა ეკითხება.
- თითქმის 15 წელია სამხედრო სამსახურში ხარ... აქედან 7 წელი ავღანეთში გაატარე... შენი გამოცდილება და შესაძლებლობა უბრალოდ დასაკარგი არ არის... ამიტომ შეიძლება არავის აწყობდეს შენი 5 წლით 4 კედელს შუა გამოკეტვა.
- რისი თქმა გინდა? - ვეღარ ვითმენ.
- მე შემიძლია შენი გაშვება ერთ-ერთ ცხელ წერტილში შევთავაზო... ოღონდ იქ არა, სადაც აქამდე გიმსახურია... ხვდები? შენ გაგიშვებენ იქ, სადაც ნამდვილი ომია... სადაც მუდამ მზადყოფნაში უნდა იყო, სადაც მართლა მოგიწევს ვიღაცასთან პირისპირ ბრძოლა...
- გამორიცხულია! - ვიძახი მაშინვე.
- დაამთავრებინე... - მშვიდად მეუბნება ნიკოლა.
- რადგან ასეთ „საშიშ“ ადგილას წახვალ, შემიძლია მოვითხოვო შენი დაკავების ვადის შემცირება. არ ვიცი რამდენად შეამცირებენ, მაგრამ, ალბათ, მაქსიმუმ 2-3 წელი იქნება.
- ნიკოლა, არც კი იფიქრო! ნებას არ მოგცემ შენი თავი საფრთხეში ჩაიგდო!
- რატომაც არა? - ისევ მშვიდი ხმა აქვს. - ოთხ კედელს შუა მაინც არ მომიწევს დროის ფლანგვა... რაღაც ღირებულს მაინც გავაკეთებ... საქმე მექნება, თორნიკე...
- არა მეთქი, არა!
- კარგად მოიფიქრე... - ეუბნება ადვოკატი. - თუ ეს თემა ერთხელ წამოვწიე, უკან დასახევი გზა აღარ იქნება... ისიც გაითვალისწინე, რომ როგორც შენი ძმაკაცი ამბობს, შეიძლება შენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. ციხეში იმის გარანტია მაინც გექნება, რომ ცოცხალი გამოხვალ...
- მაგის გარანტიას ვერავინ მომცემს, ვერასდროს... - ამბობს მშვიდად.
- დიდად სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, მაგრამ ახლა უნდა დაგტოვოთ... ძალიან ბევრი საქმე მაქვს...
ადვოკატი გვემშვიდობება და მიდის.
- ნიკოლა! არც კი გაბედო იქ წასვლა!
- რატომ?
- კაცმა არ იცის სად გაგიშვებენ... რა პირობებში მოხვდები... რა ხალხში იქნები... რას დაგავალებენ... მართალია ომში ვიყავით, მაგრამ რეალური სისხლისღვრა არ გვინახავს...
- მე მინახავს...
- სად?
- 2008 წელს...
- 2008 წლის ომი რამდენიმე დღე გრძელდებოდა... ეს წლები იქნება...
- მოვიფიქრებ... - მიღიმის.
- ანუშკაზე არ ფიქრობ? აქ ციხეში მაინც გნახავს... და იქ?!
- მოვიფიქრებ, თქო... გეყოს ახლა ამაზე... გთხოვ...
ვჩუმდები. რამდენიმე წუთის განმავლობაში მდუმარედ ვსხედვართ.
- ნიცასთან რა ხდება? - მეკითხება ბოლოს.
ჩემდა უნებურად მეღიმება.
- საოცარი გოგოა...
- დეტალები მაინტერესებს... - მეუბნება წარბების თამაშით.
- რამდენჯერმე სექსი გვქონდა...
- გრძნობებში გამოუტყდი?
- არა... არა... ჯერ არა...
- რას ელოდები?
- არ ვიცი... მინდა ბოლომდე დავრწმუნდე...
- მითხარი რას გრძნობ მასთან. მაინც და მაინც ფსიქოლოგის როლი უნდა შევითავისო?
მეცინება.
- ძალიან... ძალიან ბევრ რამეს ვგრძნობ... - ვეუბნები პაუზის შემდეგ და ერთ-ერთ ყვავილების ბუჩქს ვაშტერდები. - მომწონს მისი ყურება... მისი სილამაზე მაგიჟებს... დედაჩემი როცა ახლოსაა და ნიცას ვერ ვეხები... ჭკუიდან ვიშლები... გესმის? მინდა რომ მივვარდე, მინდა ვაკოცო, მოვეხვიო, მოვეფერო... თავს ძლივს ვიკავებ... როცა ტინანოს ეთამაშება, თითქოს, ისიც 3 წლის ბავშვი ხდება... ტინა გიჟდება ნიცაზე... ჩემთან დაძინებას ნიცასთან წოლა ურჩევნია, წარმოიდგინე, როგორ მიეჩვია...
- მე გკითხე შენ რას გრძნობ, მეთქი.
- მასთან თავს თავისუფლად ვგრძნობ, თითქოს ისევ თავისუფლად ვსუნთქავ... ისევ ცოცხალი ვარ... ისევ ადამიანი ვარ... ყოველთვის მისმენს, როცა რაღაცის თქმა მინდა. მამშვიდებს, როცა ვნერვიულობ... და იცი როგორ მოქმედებს? მისი ნათქვამი თითოეული სიტყვა თითქოს აზრების დალაგებაში მეხმარება... თითქოს ვწყნარდები... როცა ვეხები, როცა ვეფერები სულ სხვა გრძნობები მაწვება... სულ სხვა ემოციებს განვიცდი... სალომესთან ასე არ იყო...
- ანუ?
- სალომესთან ყველაფერი სხვანაირად იყო... ჩვენი სიყვარული სულ სხვანაირად იყო აწყობილი... თითქმის ყოველთვის მე ვუსმენდი ხოლმე მას... მაგრამ ეგეც იშვიათად... შეყვარებულობის პერიოდში კიდევ ხო, მაგრამ რაც დავქორწინდით თითქმის არ გვქონდა კომუნიკაცია... და მაშინაც კი, როცა ერთად ვიყავით შეგვეძლო ათას რამეზე გვესაუბრა, გაგვეხსენებინა, გვეცინა... მაგრამ გრძნობებზე თითქმის არ ვსაუბრობდით... ერთმანეთს თითქმის არასდროს ვუმხელდით ჩვენს ფიქრებს, განცდებს, სადარდებელს... და ნიცა... ნიცა მე მისმენს... აინტერესებს ყველაფერი... აინტერესებს რას განვიცდი, რა მტკივა, რა მიხარია... და მეც ვუსმენ... ვუსმენ დაუსრულებლად...
- და ეს მოგწონს...
- მომწონს... - თავს ხელებში ვრგავ და ვოხრავ. - საქმეც მაგაშია, რომ მომწონს... მომწონს, რომ ჩემი აზრი აინტერესებს... მომწონს, რომ ჩემი მოსმენა არ ბეზრდება... მერე მიკვირს... მიკვირს რატომ არ იყო ეს ყველაფერი სალომესთან... რატომ არ აინტერესებდა მას ჩემი განცდები და ფიქრები... ან მე... მე რატომ არ ვეძიებოდი...
- თქვენ ერთმანეთისგან შორს იყავით... არც არის გასაკვირი, თორნიკე... თქვენ იყავით ცოლ-ქმარი, მაგრამ არც ცხოვრობდით ისე, როგორც ცოლი და ქმარი ცხოვრობენ... წარმოიდგინე, სალომეს რომ რაიმე პრობლემა შეჰქმნოდა, რაიმეზე ენერვიულა... შენთან დაკავშირებასაც ვერ შეძლებდა... ტელეფონითაც ვერ დაგირეკავდა მანამ, სანამ შენ არ მოიცლიდი მისთვის... ამ ყველაფერმა გარკვეული გაუცხოება წამოქმნა... გესმის? დროთა განმავლობაში გაქრა ის სიახლოვე, რაც თქვენს შორის იყო...
- მაგრამ მე ხომ ძალიან მიყვარდა... მასაც ძალიან ვუყვარდი...
- სიყვარული ერთია... მაგრამ მისი სრულფასოვნებისთვის სხვა ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს...
- არ ვიცი, ნიკო, არ ვიცი... ვეღარ ვიგებ რა ხდება... ან რა ხდებოდა...
- რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას? რატომ არ გინდა, რომ წარსულს მოშორდე? გვერდით არაჩვეულებრივი გოგონა გყავს, რომელიც შენ გამო ყველაფრისთვის მზადაა... რატომ არ იყენებ ამ შანსს? გგონია ნიცა სულ ასე გეყოლება? ერთ დღეს ამოუვა ყელში გაურკვევლობა და დაგტოვებს... იცი რატომ? იმიტომ, რომ ისიც იმსახურებს ბედნიერებას და არაა ვალდებული მთელი უსასრულობა გელოდოს როდის გაერკვევი შენს გრძნობებში...
- უსასრულობა რატომ? უბრლოდ ცოტა დრო მინდა...
- და რად გინდა დრო? რას ვერ მიხვდი ამ რამდენიმე თვეში ისეთს, რასაც რამდენიმე თვის შემდეგ მიხვდები?
- მე...
- უბრალოდ მიპასუხე ერთ შეკითხვაზე: ნიცა გიყვარს?
- კი... მიყვარს... ძალიან მიყვარს... - სიტყვები ავტომატურად ამოდის პირიდან.
ჩემდა გასაკვირად, მატი წარმოთქმის შემდეგ სხეულში გასაოცარი სიმშვიდის შეგრძნება მეუფლება. თითქოს გულიდან უზარმაზარი ლოდი მეხსნება. თითქოს იმ ბორკილებისგან ვთავისუფლდები, რომელიც დიდი ხანია უკვე მტანჯავს და მოსვენებას არ მაძლევს.
- ვსო... მორჩა... შენ უკვე ყველაფერი თქვი... - მიღიმის, ხელებს თავს უკან იდებს და კომფორტულად ეყრდნობა სკამს.
26. ნიცა
ივნისის ბოლო რიცხვებია. ერთ-ერთ საღამოს ტინანოს, მისივე დაჟინებული თხოვნით, მამამისთან ვაძინებ. უფრო სწორედ, მის პატარა საწოლში, რომელიც თორნიკეს საძინებელში დგას.
ისეთი დაღლილი ვარ თავს ძლივს ვიკავებ, რომ მეც არ ჩამეძინოს. ზლაზნვით გამოვდივარ ოთახიდან და ჩემი საძინებლისკენ მივდივარ. ტელეფონის ეკრანზე რამდენიმე გაუხსნელი შეტყობინება ანათებს. თვალები ისე მეხუჭება წაკითხვის თავიც კი არ მაქვს. არც ვაპირებ. საბანში ვეხვევი და ის ისაა უნდა ჩამეძინოს, რომ კიდევ ერთი შეტყობინება მოდის და მაფხიზლებს.
- ვინ ჯანდაბა უნდა იყოს ასეთ დროს!
ვბუზღუნებ და ტელეფონს ვიღებ. სამი იმეილია მოსული. სამივე უნივერსიტეტებისგან. კანკალს ვიწყებ, გაუჩერებელ კანკალს. ცივი ოფლი მასხამს, თითები მისველდება.
აკანკალებული ვხსნი პირველივეს. მწერენ, რომ „მოსაცდელთა რიგში“ გადამიყვანეს. ანუ თუ ვინმემ უარი თქვა მათთან სწავლაზე ჩემით ჩაანაცვლებენ.
რა მაგარია! ვგიჟდები, როცა სათადარიგო გეგმა ვარ! ვგიჟდები, როცა ვიღაცის ჩასანაცვლებლად მიყენებენ!
ნერვებ მოშლილი ვხსნი მეორეს. ავსტრიის ერთ-ერთი უნივერსიტეტია.
თვალებს არ ვუჯერებ! ჩარიცხვა წერია! ისინი მე ჩარიცხვას მილოცავენ!
კივილით გავრბივარ მისაღებში. თორნიკე გაოგნებული მიყურებს. კისერზე ვეკიდები და კოცნას ვუწყებ. ძალიან გიჟურ კოცნას.
- ასე მოგენატრე? - მეკითხება გაოცებით.
- ჩავირიცხე! თორნიკე! უნივერსიტეტში ჩავირიცხე!
სიხარულისგან ცრემლები მდის. არც კი მჯერა, რომ ეს მართლა ხდება. თორნიკეს სახეზე გაოცებას ფართე ღიმილი ცვლის.
- ხომ გეუბნებოდი?! რატომ არ მიჯერებდი?
- არ ვიცი... არ ვიცი... უბრალოდ ვერ ვიჯერებ...
- ძალიან, ძალიან მიხარია ნიცა... მართლა... უბედნიერესი ვარ შენ გამო...
- ახლა იცი რა მინდა? - ვეუბნები წარბების თამაშით და ხელს შარვალში ვუცურებ.
- ოჰო... ყველაფერი ერთად გინდა? - კიდევ უფრო მიახლოვდება.
- მინდა, რომ მაკვნესო...- ვეუბნები ყურში ძალიან ჩუმად და ყბასთან ვკოცნი.
- არანორმალური ხარ... - ხარხარს იწყებს.
ხელში მიტაცებს და კედელზე მანარცხებს. ტუჩებზე ვაცხრები და ძალიან ვნებიანად ვუწყებ კოცნას. ენას პირში მიყობს და ტუჩებზე მკბენს. ღმერთო... როგორ მაგიჟებს ასეთი საქციელებით.
მაისურს ვხდი და იქვე ვისვრი. ხელს მავლებს და მაგიდაზე მსვამს. პენუარს თითქმის ზედ მახევს, კოცნებით მიუყვება ჩემს კისერს, მკერდს, მუცელს. ფეხებს ვშლი. მესმის მისი ჩაცინების ხმა. ტერფებზე მკოცნის, შემდეგ ცხელი კოცნებით წვივებს მიუყვება. რამდენიმე წამში მის ენას ბოქვენზე ვგრძნობ. კვნესას ვიწყებ. ხელს რაღაცას ვურტყამ, მაგიდიდან ვარდება და იმსხვრევა.
- დაიკიდე... - მესმის მისი ათრთოლებული ხმა.
ვეღარ ვითმენ. მაგიდიდან ვხტები, თორნიკეს ხელს ვავლებ და საძინებელში შემყავს. ხელს ვკრავ და საწოლზე ვაგდებ. რამდენჯერმე მის ასოს ვეხები და მის ნასიამოვნებ სახეს ვაკვირდები. ბოლოს ზემოდან ვექცევი. ჯერ ძალიან ნელა ვმოძრაობ, შემდეგ კი ტემპს ვუჩქარებ. მომწონს დომინანტობა.
- მინდა, რომ ხშირად გვქონდეს ასეთი სექსი... - მეუბნება სიცილით.
მეც ვიცინი და სხეულს მის ბიძგებს ვაყოლებ.
- სასწაული ქალი ხარ...
მის თვალებში ისეთ რამეს ვხედავ, რაც აქამდე არასდროს დამინახავს. რამდენიმე წამით გონება მეფანტება, მაგრამ თორნიკეს შეხება უკან მაბრუნებს. ორივე ხელს წელზე მხვევს და თავისი მოძრაობის რიტმებზე აყოლას მაიძულებს.
რამდენიმე წუთის შემდეგ ვგრძნობ როგორ სწყდება ჩემი სხეული ამ სამყაროს და სადღაც სხვაგან ვიკარგები. აქაურობას მხოლოდ თორნიკეს სიამოვნებისგან აღმოხდენილი ღრუილი მაბრუნებს.
მის სხეულს ვესვენები. ვცდილობ აჩქარებული სუნთქვა და გულისცემა დავირეგულირო. თორნიკე ნაზად მეფერება და მხრებზე მკოცნის.
- ჩემი გაზაფხულები... ჩემი ყველაზე საოცარი გაზაფხულები... - ჩამესმის მისი ხმა, მაგრამ ვითიშები.
27. თორნიკე
დილით ეთოს კივილი მაღვიძებს. კართან დგას და კივის. ჩემი და ნიცას შიშველი სხეულები ერთმანეთზეა გადახლართული.
- აქ რა ხდება?! გამაგებინეთ! რა ხდება აქ?!
- ეთო გადი აქედან! - ვღრიალებ ნერვებმოშლილი.
- გავიდე, ხო? უსირცხვილო გოგო! - ნიცას მკვლელ მერას ესვრის. - როგორ გაბედე ჩემი შვილის შეცდენა?
ხელში ნიცას პენუარი უჭირავს, რომელსაც მას ესვრის.
- თავხედო! გაუზრდელო გოგო!
- გეყოფათ! - ვეღარ ითმენს ნიცა.
- კიდევ მეწინააღმდეგები?! ახლა ღირსი არ ხარ სულ დაგაპუტო ეგ „რიჟა“ თმა?! შემოვედი სახლი არეული დამხვდა, იქ ვაზა დამსხვრეული, იქ ტანსაცმელი ეყარა... მეგონა იჩხუბეთ და შენს დასამშვიდებლად შემოვედი... და აქ რას ვხედავ?!
- ეთო! გაჩუმდი და გადი! ახლავე!
- აქედან მოშორდი, საზიზღარო! ერთი წამითაც აღარ მინდა შენი დანახვა! ამისთვის მოხვედი აქ? ამისთვის დაიწყე ჩვენთან მუშაობა, რომ ცოლიანი კაცი შეგეცდინა?! ჩემი შვილის ხელში ჩაგდება გინდოდა, ხო?
- რას ბოდავთ?!
- ენა გააჩერე! ნუ მეტლიკინები, გოგო! - ეთოს თვალები შუბლზე აქვს ასული. - წაეთრიე, ახლავე! მოხიკე შენი ბარგი-ბარხანა და მოშორდი აქედან!
ვდგები და ძალით ვწევ, კარს ცხვირწინ ვუჯახუნებ.
ნიცა მაშინვე დგება და ჩაცმას იწყებს.
- ნიცა... ნიცა მოიცა... გთხოვ...
- ერთი წამითაც არ გავჩერდები აქ...
კარადას აღებს და ჩემოდნის ჩალაგებას იწყებს. ისეთი გაბრაზებულია, ასე მგონია სადაცაა აფეთქდება.
- ნიცა... - ხელს ვკიდებ, მიშორებს. - გთხოვ, მომისმინე ერთი წამით... ხომ იცი, რომ ასე არ არის... რატომ უსმენ ამ ქალს?
- მგონი შენც გაიგე რა სიტყვებით მლანძღა, ხო?! - მიყვირის.
- ნიცა... რას აკეთებ... მიდიხარ? - ხელში ჩაბღუჯულ ტანსაცმელს ვართმევ.
- შენი აზრით, ასეთი შეურაცხყოფის შემდეგ აქ კიდევ გავჩერდები? შენ და დედაშენს ასეთი უთავმოყვარეო გგონივართ?
- კარგი რა... ნიცა... მე რა შუაში ვარ?
- შენ გამო ერთხელ უკვე წავედი აქედან... ძალიან შეურაცყოფილი... დაფიცებული მქონდა, რომ არ დავბრუნდებოდი, მაგრამ მაინც დავბრუნდი... ტინანოს გამო... - ნერვიულობისგან სულ კანკალებს.
სურვილი მიპყრობს მისი ათრთოლებული სხეული ჩავიხუტო, მინდა დავამშვიდო, მაგრამ არ გამომდის.
- ის დრო ხომ აღარ არის, ნიცა... რამდენი რამ შეიცვალა?
- რა შეიცვალა, თორნიკე! რა შეიცვალა? ის, რომ სექსი გვაქვს?
- რა შუაშია აქ სექსი?
- აბა რა არის შუაში, მითხარი, რა! - წამით ჩერდება, მერე ისევ აგრძელებს ჩალაგებას.
ვალენტინას ტირილი მესმის. ალბათ, როგორ ეშინია ახლა.
- მე და შენ... მე და შენ...
- რა მე და შენ? იქნებ ინებო და დაამთავრო?
ჩემოდანს კრავს, უხეშად მწევს გვერდზე და ოთახიდან გადის. გააფთრებულ ეთოს ატირებული ვალენტინა უჭირავს ხელში. ტინა თითქოს ყველაფერს ხვდება. ბებიამისის ხელებიდან სხლტება და ნიცასკენ გარბი, თან მის სახელს ყვირის.
ნიცა ჩერდება. ჩემოდანს ძირს დებს და ტინანო ხელში აჰყავს. მაგრად იხუტებს, კოცნის და თმებზე ეფერება.
- ნიჩა... ალ ჭახვიდე, ლაა... - ისმის მისი ტირილისგან აკანკალებული ხმა.
- რა გატირებს, ტინანო? - ცდილობს მშვიდი ხმა ჰქონდეს, მაგრამ მასაც უკანკალებს. - მე ხომ გეუბნებოდი, რომ ცოტა ხნით შენი დატოვება მომიწევდა?
ეს რას ნიშნავს? ნიცა ისედაც გეგმავდა წასვლას? მომენტალურად გონებაში ყველაფერი მეცვლება. ამ წამამდე მზად ვიყავი ეს ჩემოდანი გამომეგლიჯა, ყველანაირი ძალებით ჩემთან დამეტოვებინა და არ გამეშვა... მაგრამ არა...
- და ახლა მიდიხალ? - აგრძელებს სლუკუნს.
- ხო... ასე გამოვიდა... მაგრამ ხომ გითხარი, რომ მერე აუცილებლად გნახავდი?
- ჩემს შვილიშვილს ტყუილ იმედებს ნუ აძლევ! გათახსირებულო გოგო! შენ მას ვეღარასდროს ნახავ!
ტინა ისევ ტირილს იწყებს.
- ჩემო პატარავ... - ეუბნება ნაზად. - შენ ხომ გჯერა ჩემი...
ვალენტინა თავს უქნევს.
- ხო და გპირდები, რომ მალე მოვალ და ისევ მოგეფერები... ისევ გეთამაშები და ისევ წაგიკითხავ ზღაპრებს... კარგი?
- კალგი...
კიდევ ერთხელ ეხვევა ტინანო ნიცას, ისევ ეფერება თმებზე. ღმერთო ჩემო! რა გავაკეთო?! როგორ შევინარჩუნო ჩემი ნიცა?! რა ვქნა, რომ არ წავიდეს?! როგორ გადავიტანთ მის გარეშე ყოფნას მე და ტინა?!
რადენიმე წუთის შემდეგ ნიცა ბავშვს ძირს სვამს და ჩემოდანს იღებს.
- ნიცა, მოიცა... - ვყვირი, მაგრამ არ მისმენს.
კარს აღებს და გარეთ გადის. მივსდევ.
- ნიცა, გთხოვ... მომისმინე...
ლიფტში შედის. მეც მივყვები.
- წადი, თორნიკე... ტყუილად ცდილობ...
- არა, ნიცა, არა... ტინა ამას ვერ გაუძლებს... მე ამას ვერ გავუძლებ... გთხოვ, არ დაგვტოვო... ასე არ დაგვტოვო...
ლიფტი იღება და ნიცა გარეთ გადის.
- ნიცა... მე შენ მჭირდები! - ვეუბნები სასოწარკვეთილი.
წამით ჩერდება და ჩემკენ ბრუნდება. მომდგარ ცრემლებს ძლივს იკავებს, გაზაფხულებით დაფარული სახე გაბუტული ბავშვივით აქვს. მინდა, რომ მივვარდე და დავკოცნო, მინდა გულში ჩავიკრა, მინდა მილიონი ბოდიში მოვუხადო.
- მხოლოდ გჭირდები? - მეუბნება ჩუმად. - ეს არის ის, რაც დარჩენას მაიძულებს, თორნიკე?
- ხომ იცი, რომ მე უშენოდ ცხოვრებას ვერ შევძლებ, ნიცა... შენ გარეშე... შენი გაზაფხულების გარეშე...
- ზუსტად სამი სიტყვა... თორნიკე... - თითებით სამს მაჩვენებს. - ზუსტად სამი სიტყვა მაიძულებს შენთან დარჩენას...
- ნიცა...
- სამი სიტყვა...
და მე ვჩუმდები. ვჩუმდები არა იმიტომ, რომ ამის თქმა არ მინდა. უბრალოდ ვხვდები, რომ ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ნიცა მართლა დარჩება ჩემთან. ჩემთან დარჩება და ყველა თავის ოცნებაზე უარს იტყვის. არადა მე ყველაზე კარგად ვიცი, როგორი მნიშვნელოვანია ახლა მისთვის უცხოეთში წასვლა, თავისი მიზნების განხორციელება და თავისი თავის პოვნა.
და მე ვჩუმდები...
რამდენიმე წუთის განმავლობაში მიყურებს. ვხედავ, როგორ ეღრიცება სახე ტკივილით, როგორ ჩამოდის მის სახეზე ეული ცრემლი. მაგრამ ხმას არ ვიღებ. არ ვიღებ იმიტომ, რომ არ მინდა კიდევ ვინმეს უბედურების მიზეზი გავხდე. არ მინდა კიდევ ერთმა ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა უარი თქვას თავის ოცნებებზე ჩემს გამო. ამიტომ ვჩუმდები...
- მე ვერ შევალევ ჩემს ცხოვრებას იმ ადამიანის ლოდინს, რომელიც მოჩვენებებს ვერ ელევა...
ნიცა ტრიალდება და ჩქარი ნაბიჯით მტოვებს. ვუყურებ როგორ აჩერებს ტაქსის, როგორ აღებს აკანკალებული ხელით მის კარს და როგორ უჩინარდება. წამით აპარებს მზერას ჩემკენ. მხოლოდ წამით.
გაშეშებული ვდგავარ. თავი ასე უსუსურად, ასე უძლურად არასდროს მიგრძვნია...
ისევ მიმატოვეს... ისევ მარტო ვრჩები... ისევ...
28. ნიცა
სახეგაბადრული ვემშვიდობები ჩემს საყვარელ პროფესორს და ოთახიდან გამოვდივარ. ტანზე გამოყვანილი წითელი კაბა მაცვია, ფეხზე შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. არ ვიცი რატომ გამოვეწყვე დღეს ასე. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ პროფესორზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა მინდოდა. მისი ღიმილით თუ ვიმსჯელებთ - გამომივიდა.
ამაყად მოვაბიჯებ უნივერსიტეტის დერეფანში. არც კი მჯერა, რომ უკვე ორი წელია ეს ადგილი ჩემს სახლად იქცა. უკვე ორი წელია ავსტრიაში გადმოვიხვეწე და ჩემი ოცნება ავიხდინე.
საწყენია, რომ ეს ყველაფერი უკვე მთავრდება. დიახ, მთავრდება, რადგან ახლა იმ პროფესორს ვესაუბრე, რომელიც ჩემი სამაგისტრო ნაშრომს შეამოწმებს და რამდენიმე დღეში შემატყობინებს თუ როდის იქნება ჩემი ხარისხის დაცვა... როდის მომენიჭება ოფიციალურად მაგისტრის ხარისხი.
ჩემი სამეგობროდან ნაშრომი პირველმა მე დავასრულე. ათჯერ გადავიკითხე თავიდან ბოლომდე და დღეს გადავწყვიტე მისი ჩაბარება. რადგან ჩემი მეგობრები ჯერ კიდევ სამაგისტრო ნაშრომის წერაში არიან, მარტოს მიწევს აღნიშვნა.
რას აღვნიშნავ? იმას, რომ დღეს საბოლოოდ დასრულდა ის, რისთვისაც ასე შორს წამოვედი, რისთვისაც თვეების განმავლობაში მოსვენება არ მქონდა და ღამეები არ მეძინა.
რადგან დილაა, რესტორნების და ბარების უმეტესობა დახურულია, ამიტომ ერთ-ერთ პატარა კაფეში შევდივარ და ნამცხვარს ვუკვეთავ ცხელ კაპუჩინოსთან ერთად. არადა სიამოვნებით გადავკრავდი რაიმე მაცოცხლებელს, თუნდაც ვისკის.
მაგიდასთან ვჯდები და ტელეფონს ვიღებ. მამაჩემის ნომერს ვკრეფ. მინდა ვახარო, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვერც კი აღვწერ, როგორ გვერდში მედგა ამ ორი წლის განმავლობაში. არც ერთი წამით არ მივუტოვებივარ. ის იყო ჩემი ერთადერთი მოტივატორი, ერთადერთი გამამხნევებელი და ძალის მომცემი წყარო.
ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ჩემი გამხნევება, როცა ატირებული და ცხოვრების სურვილდაკარგული დავადექი ბათუმში მოულოდნელად. როგორ შორეულად მეჩვენება ის დღე... არადა მხოლოდ ორი წელი გავიდა.
ყავას ვწრუპავ და ის ისაა დარეკვას უნდა დავაჭირო, რომ მისი ხმა მესმის.
ეს ხმა... ეს ხმა... რამდენი ხანია მისი ხმა აღარ გამიგია. სული მეხუთება და გული ფართხალს მიწყებს. მეგონა ეს ყველაფერი გადავლახე... მეგონა დავივიწყე...
უკან ვიხედები და მას ვხედავ. ზურგით დგას და შეკვეთას აძლევს, მაგრამ მე მას ყველგან ვიცნობ... თმა მოზრდია, ხმაც უფრო სევდიანი აქვს, მაგრამ ის არის... ნამდვილად ის არის...
გოგონას ფულს აწვდის და ავტომატურად უკან ბრუნდება.
ჩვენი თვალები ისევ ხვდება ერთმანეთს... ამდენი ხნის შემდეგ...
ღმერთო, როგორ მომნატრებია! თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ წამოვხტე და არ მოვეხვიო.
ისიც გაკვირვებული ჩანს. გაოცებული მიყურებს და მათვალიერებს. ზუსტად ისე, როგორც ადრე აკეთებდა ხოლმე. თავიდან ფეხებამდე მაკვირდება. ვხედავ როგორ ეპარება ღიმილი, როცა ჩემს ფეხზე ქუსლიან ფეხსაცმელს ხედავს.
გოგონას ყავის ჭიქას ართმევს და ჩემკენ მოდის. გული ისე მიცემს, სადაცაა საგულიდან ამოხტება.
- გამარჯობა, ნიცა... - მეუბნება მშვიდი ხმით.
ისევ ისეთი თბილი, ისევ ისეთი მზრუნველი ხმა აქვს. ამას ვერ გავუძლებ.
- გამარჯობა, თორნიკე... - ვესალმები უხერხულად.
- შეიძლება ჩამოვჯდე?
პასუხს არც ელდება ისე ჯდება ჩემს წინ.
ზის და მიყურებს. უბრალოდ მიყურებს. ნუთუ მასაც ასე მოვენატრე? ხან თვალებში მიყურებს, ხან თმაზე, ხან ცხვირზე, ხან ტუჩებზე. ვერ ვუძლებ... მის მზერას ვერ ვუძლებ...
- გაზაფხულები სად არიან? - მეკითხება შეშფოთებით.
- აღარ არიან... - ვპასუხობ სევდიანი ღიმილით.
მართლაც, რაც ავსტრიაში ჩამოვედი ჩემი ჭორფლები გაქრნენ. არ ვიცი რატომ. ასე უბრალოდ გაქრნენ. მხოლოდ რამდენიმე გამოჩნდებოდა გაზაფხულზე და მალევე მიიმალებოდა. ავსტრიის კლიმატს დავაბრალე, რადგან ვერანარი გამართლება ვერ მოვუძებნე.
არ შეცვლილა... ზუსტად ისეთია, როგორიც მაშინ იყო, როცა ბოლოს ვნახე. როცა მისი ტუჩები ჩემს სხეულს ეალერსებოდნენ. ამის გახსნებაზე მბურძგლავს. თორნიკეს მზერას არც ეს ეპარება.
- არ ველოდი შენს აქ ნახვას... - ვეუბნები ბოლოს.
- არც მე ველოდი... - მიღიმის. - აქ რომ იყავი ვიცოდი, მაგრამ ამ ქალაქში, ამ ქუჩაზე, ამ კაფეში თუ შეგხვდებოდი შემთვევით, ნამდვილად არ მეგონა...
არ ვიცი რა ვუპასუხო, ამიტომ ყავის დიდ ყლუპს ვსვამ.
- როგორ ხარ, ნიცა? როგორ მიდის შენი ცხოვრება?
- არაჩვეულებრივად! - ვპასუხობ საზეიმო ხმით. - ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც მინდოდა... შენ როგორ ხარ? ვალენტინა როგორ არის? დიდი გოგოა უკვე, ალბათ...
- უკვე პირველ კლასშია... - ეღიმება. - ისევ გაუჩერებლად ტიტინებს... ისევ ისეთი ცელქი და მოუსვენარია, როგორიც ადრე იყო...
- ღმერთო, როგორ მენატრება...
ამ სიტყვებს გულს და სულს ვაყოლებ. ტინას გარეშე ცხოვრების გაგრძელება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ქუჩაში დანახულ ყველა ბავშვზე მისი მწვანე თვალები, მისი ქერა კულულები, მისი კისკისი და მისი სურნელი მახსენდებოდა. საბავშვო პარკებში ვიჯექი, პატარებს ვუყურებდი და უბრალოდ ვტიროდი. ვნატრობდი, რომ კიდევ ერთხელ ჩავხუტებოდი, კიდევ ერთხელ დამეკოცნა მისი ლოყები.
რამდენიმე თვის შემდეგ შევეჩვიე ამ ყველაფერს. ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა... მაგრამ გულში სიცარიელის გრძნობა არასდროს მომშორებია...
- მასაც ძალიან ენატრები... სულ გახსენებს... სულ შენზე მელაპარაკება... ერთი სული აქვს როდის გნახავს...
- ანუ ვახსოვარ?! - ვეკითხები აკანკალებული ხმით.
- შენი დავიწყება ასეთი მარტივი არ არის... - მიღიმის.
ოხ, თორნიკე და მისი ორაზროვანი საუბრები! ეს ჩვევა არ მოუშორებია...
- გიული დაწყნარდა? შედგა სასამართლო?
- შენ წარმოიდგინე და არა... ალბათ, მიხვდა, რომ შვილი მამასთან უკეთ იქნება, ვიდრე ბებიასთან... ბოლო წამს გამოიტანა სარჩელი...
- მიხარია... - ვეუბნები გულწრფელად. - აქ რას აკეთებ?
- ზალცბურგში?
- ხო...
- აქ ჩემი და ცხოვრობს... - მეუბნება ცოტა ხნის შემდეგ.
- და?! რომელი და?
- რაც შენ წახვედი ბევრი რამ შეიცვალა, ნიცა... ეთოს აღარ ველაპარაკები... იმ დღის შემდეგ...
- ნუ მახსენებ, ძალიან გთხოვ...
ვხედავ, როგორ სევდიანდება ამ სიტყვებზე. ეჰ, თორნიკე... ორი წელია მაგ დღის დავიწყებას ვცდილობ და არ გამომდის.
- ერთ დღეს ჩემი ნახევარდა დამადგა სახლში... მამაჩემის უფროსი ქალიშვილი... მითხრა, რომ ძალიან უნდოდა ჩემი გაცნობა და ჩემთან ურთიერთობა... მეც დავთანხმდი... ძალიან ცუდად ვიყავი მაშინ... არაფრის ხალისი არ მქონდა... ამიტომ ჩავთვალე, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო...
- მიხარია, რომ როგორც იქნა შანსი მიეცი... და მამაშენი?
- მას არ შევრიგებივარ, მაგრამ გამარჯობას ვეუბნები და მის ზარებსაც ვპასუხობ... თუ ეს რამეს ნიშნავს... - იცინის.
- რანაირი ჯიუტი ხარ! - მეცინება მეც.
- არ შევცვლილვარ... არც შენ, როგორც ვხედავ...
ხელს ხელზე მადებს. მისი შეხება მწვავს. ღმერთო, როგორ მომნატრებია მისი ხელებიდან წამოსული სითბო...
ხელს ვითავისუფლებ და კისერზე ვიდებ. არა... აღარ მივცემ უფლებას კიდევ მატკინოს გული...
- დის სანახავად ჩამოხვედი? - უხერხულობის განმუხტვას ვცდილობ.
- არა... აქ მეორე და ცხოვრობს... და ქორწილი ჰქონდა... ორი დღის წინ...
- რა მაგარია! - ვერ ვმალავ ემოციებს. - ტინანო არ ჩამოიყვანე?
- არა...
მოულოდნელად ტელეფონი ურეკავს.
„გისმენ ან...“
გულში რაღაც მწყდება. ან? ვინ არის ან?
„ბავშვი ხომ კარგად არის? აკოცე ჩემგან ბევრი... მოგვიანებით დაგირეკავთ...“
ნუთუ ცოლი მოიყვანა?! ნუთუ შვილიც ჰყავთ? ღმერთო ჩემო! ეს სიმართლეა?
- ცოლი მოიყვანე? - ვეკითხები გაუაზრებლად და მაშინვე ვნანობ.
ამ კითხვით ჩემს თავს ვყიდი. ჩემი ამდენი ხნის ტანჯვა, ამდენი ხნის დავიწყების მცდელობა სააშკარაოზე გამომაქვს.
თორნიკეს ეღიმება. უკან იწევა და გამომცდელი მზერით მათვალიერებს, გაბადრული სახე გამარჯვებული ღიმილით ენთება.
- ეჭვიანობ?
- არა! არა! არანაირად... - ბრინჯივით ვიბნევი.
რა დებილი ხარ, ნიცა?! რით ვერ ისწავლე თავის კონტროლი?!
- ანუშკა იყო... ნიკოლას ცოლი...
სირცხვილით ვიწვი.
- შვილი ჰყავთ?
- კი... ბიჭი... უსაყვარლესი ბავშვია... გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ნიკოლას...
- რა მაგარია... მიულოცე ჩემგან... - მეღიმება.
მოულოდნელად თორნიკეს სახე ექუფრება.
- ნიკოლა აღარ არის... - მეუბნება უცებ.
- რა?! - იმდენად ხმამაღლა გამომდის, რომ მთელი კაფე მე მიყურებს.
- ერთი წლის წინ გარდაიცვალა...
- რას ამბობ?! - ცრემლები თავისით იკვლევენ გზას, არც კი მეგონა ნიკოლა ასე თუ მიყვარდა. - როგორ მოხდა?
- ბოლომდე დადგენილი არ არის გარდაიცვალა თუ არა, მაგრამ დიდი ალბათობით ასეა...
- რას ბოდავ?
- ნიკოლას 7 წელი მიუსაჯეს. ზუსტად იმ დღეს გაიგო, რომ ანუშკა ორსულად იყო. ამიტომ უარი თქვა ციხეზე და ციხის ნაცვლად 2 წლით ომში წასვლა ამჯობინა.
- ეს რას ნიშნავს?
- რადგანაც არაჩვეულებრივი ჯარისკაცი იყო დაინდეს... თუ ამას დანდობა ჰქვია... სად წაიყვანეს არ ვიცით... სადღაც ძალიან ცხელ წერტილში, სადაც ომი იყო... ნამდვილი ომი...
- მერე რა მოხდა?
- რამდენიმე თვის შემდეგ ცნობა მოვიდა... ნიკოლას ბატალიონს მოულოდნელად დაესხნენ... თითქმის არავინ გადარჩენილა... ნიკოლას გვამი ვერ იპოვეს, ამიტომ დღემდე დაკარგულად არის გამოცხადებული... მაგრამ...
- რა მაგრამ? - ვბრაზდები.
- ნიცა... ერთი წელი გავიდა... დაკარგული ამ ერთ წელში გამოჩნდებოდა...
- არ მჯერა!
- მე თვითონაც მინახავს როგორ დაუმარხავთ ასობით ჯარისკაცი ერთად... ისე, რომ არავის უკითხავს მათი სახელები და გვარები... არც მათი წარმომავლობა...
- როგორ შეიძლება იყო ასეთი პესიმისტი? - ჩხუბზე გადავდივარ. - ზუსტად ამიტომ არ გიმართლებს ცხოვრებაში!
- და რა ვქნა? დავჯდე და თავი იმით ვინუგეშო, რომ ერთ დღეს გამოჩნდება? იცი რამდენი ვეძებეთ? მთელი საქართვლოს მთავრობა იყო ამ ძებნაში ჩართული... ის აღარ არის... უბრალოდ აღარ არის...
ვხვდები, როგორი მტკივნეულია მისთვის ამ სიტყვების წარმოთქმა. ვხვდები, როგორ იტანჯება და როგორ სტკივა, ალბათ, ყოველი ამოსუნთქვა. მინდა მოვეხვიო, მინდა ვანუგეშო. მინდა ვუთხრა, რომ მე აქ ვარ... მის გვერდით... და ისევ ძალიან მიყვარს...
- უნდა წავიდე... - ვეუბნები ბოლოს.
- გაგაცილებ... - მთავაზობს მაშინვე.
- არ არის საჭირო, თორნიკე... ახლოს ვცხოვრობ...
- გთხოვ, გაგაცილებ...
ვთანხმდები. არ ვიცი რატომ... ალბათ, იმიტომ, რომ გულის სიღრმეში ძალიან მინდა რაც შეიძლება დიდხანს ვიყო მასთან. ამდენი ხნის მონატრების შემდეგ მასთან განშორება ძალიან გამიჭირდება...
- ძალიან ვწუხვარ ნიკოლას გამო... და იმის გამო, რაც გადაიტანე... იმის გამოც, რომ ამ დროს მარტო იყავი... მაგრამ გთხოვ, არ დანებდე... გული მიგრძნობს, რომ ნიკოლა ცოცხალია და მალე გამოჩნდება...
ჩემი სახლის კართან ვჩერდებით.
- რატომ არ მპასუხობდი? - მეკითხება უცებ. - ერთხელ მაინც რატომ არ მიპასუხე? ნერვიულობისგან კინაღამ გავგიჟდი... სად არ გეძებე... კინაღამ შევიშალე... მამაშენსაც კი ჩავაკითხე ბათუმში...
- ვიცი...
- იცი?
- მეც იქ ვიყავი... მე გავაფრთხილე მამაჩემი, რომ შენთვის მოეტყუებინა.
- გესმის მაინც რას ამბობ? მითხრა, რომ პირველივე რეისით ავსტრიაში წახვედი და ჩემი დანახვაც არ გინდოდა...
- ასე იყო საჭირო... მე ძალიან ცუდად ვიყავი... ისიც კი მიკვირს, როგორ გამოვნახე ჩემს თავში ძალა და მართლა ჩამოვედი აქ...
- და მე? მე იცი როგორ ცუდად ვიყავი? იცი რა დღეები გამოვიარე?! საყვარელი ქალის დაკარგვა მეორედ გადავიტანე... მაგრამ ყველაზე მტკივნეული იცი რა იყო?! იმის ცონდა, რომ შენ ცოცხალი ხარ... შენ სადღაც ახლოს ხარ და მე არ შემიძლია შენთან ყოფნა...
- თორნიკე, გთხოვ...
- არა, ნიცა... ეს ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო... ალბათ, ერთადერთი ტინანოს გამო დავრჩი ისევ ცოცხლებში... უშენობამ კინაღამ ჭკუიდან შემშალა...
- არც ჩემთვის ყოფილა ადვილი... ახლაც ძალიან მიჭირს... შენს გვერდით დგომა... შენი ხმის ისევ გაგონება... შენი სურნელის ისევ შეგრძნება... შენი სითბოს ასე ახლოდან შეგრძნება... იცი როგორი რთულია?!
- და რა გვიშლის ხელს, ნიცა... რა?
- შენ მე არ გიყვარვარ! რატომ არ გესმის?! მე არ შემიძლია ვიყო იმ ადამიანთან, რომელსაც სხვა უყვარს... რომელიც სხვაზე ფიქრობს... რომელიც ჩემს ადგილას სხვას ნატრობს... არ შემიძლია... გესმის?
- საიდან მოიტანე ეს ყველაფერი?
- საიდან? შენ გამო მზად ვიყავი ამ ყველაფერზე უარი მეთქვა! მზად ვიყავი ის შეურაცხყოფაც კი დამევიწყებინა, რაც ეთომ მომაყენა... ზუსტად იმ სამი სიტყვის გაგება მჭირდებოდა და მე შენთან დავრჩებოდი... მაგრამ შენ ეს არ გააკეთე...
- იცი რატომ არ გავაკეთე? არ მინდოდა ჩემ გამო შენს ოცნებებზე უარი გეთქვა! არ მინდოდა ჩემი არჩევა ოდესმე გენანა. არ მინდოდა ჩემი გრძნობების გამო შენი მიზნების განხორციელებაში ხელი შემეშალა...
- რას ბოდავ?! - გაოცებისგან აღარ ვიცი რა ვქნა.
- მიყვარხარ, ნიცა... მე შენ მიყვარხარ... იმ დღესაც მიყვარდი, როცა წახვედი... და ახლა კიდევ უფრო მეტად მიყვარხარ... უბრალოდ მინდოდა ამ ყველაფრისთვის მიგეღწია... მინდოდა შენი შრომა დაფასებულიყო...
რამდენიმე წამის განმავლობაში გახევებული ვდგავარ. ვერც კი ვიაზრებ როგორ ვიხრები მისკენ და როგორ ვეხები მის ტუჩებს. ძალიან, ძალიან ნაზად. რამდენჯერ მიფიქრია ამ წამზე... რამდენჯერ გამიკიცხავს ჩემი თავი ამაზე ფიქრისთვის.
- არანორმალური ხარ...
მეუბნება ღიმილით და გიჟივით ეწაფება ჩემს ტუჩებს. სახლში შევდივართ. ხელებს კისერზე ვხვევ და ვცდილობ არ ჩამოვრჩე. ისე მომნატრებია მისი კოცნა, მისი შეხება, მისი ჩახუტება... მომნატრებია მისი ხელები ჩემს სხეულზე.
- ღმერთო... როგორ მენატრებოდი... - ვიძახი ძლივს.
ტუჩებიდან მშორდება და ასეთივე გიჟური კოცნებით მიუყვება ჩემს კისერს.
მოტკეცილ კაბას ერთი ხელის მოსმით მაძრობს. მეც ვეჭიდები მისი პერანგის ღილებს და მის მხურვალე სხეულს ვეხები. კოცნებით მივუყვები მის დაკუნთულ მხრებს, მის მკერდს და მუცელს.
ნუთუ შესაძლებელია ადამიანი ასე მოგენატროს?!
ხელს მავლებს და საწოლისკენ მივყავარ. მუცელზე მაწვენს და უკნიდან მექცევა. ჩემს გრძელ თმას ხელზე იხვევს და კეფაზე მკოცნის. სველი კოცნებით მიუყვება ჩემს მხრებს და ბეჭებს. ბიუსჰალტერის შესაკრავს მიხსნის. კოცნებით ჩადის წელზე, თეძოებზე, საჯდომზე და ფეხებზე.
- ტატუ გაიკეთე? - მეკითხება სიცილით.
ამისთვისაც მოვიცალე და დანაპირები ავასრულე. ახლა ჩემს ტერფებს რამდენიმე პატარა ტატუ ამშვენებთ.
ზურგზე ვწვები. თორნიკე ჩემს ფეხის თითებს პირში იქცევს. სხეულში სიამოვნებისგან მოგვრილი ტალღები მივლის. კოცნებით მიუყვება ჩემს ფეხებს, ბოქვენს და სასირცხვო ბაგეებს. სიამოვნების მორევში ვეშვები. კოცნებით მოუყვება მუცელს და მკერდს. თითებით და ენით მეთამაშება.
- იცი რა მომენატრა? შენი ორგაზმისგან ნასიამოვნები სახე... - მეჩურჩულება ყურში.
- ეგ მეც მომენატრა... - ვეუბნები და ჩვენი სხეულები ერთიანდება.
ძლიერ ბიძგებს მაძლევს, რაც ჩემს სხეულს ძალიან მოსწონს. ცოტა უხეშია... თითქოს ცდილობს სამაგიერო გადამიხადოსო... მომწონს... ძალიან მომწონს.
ამჯერად მე ვექცევი ზემოდან. ტემპს უმატებს და მეც ჩემს ტანს ვაყოლებ.
- კარგად დამაკვირდი... - ვეუბნები ორგაზმის ზღვრამდე მისული.
კივილით ვათ*ვებ და მის სხეულს ვესვენები.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე ვწევართ. თავი მის მკერდზე მიდევს და მის გულისცემას ვუსმენ. თითქოს სიზმარში ვიყო, ოღონდ გაღვიძება არ მინდა... მინდა ვგრძნობდე მის სხეულს, მის შეხებას, მის გულიცემას, მის სითბოს...
იმდენად მენატრებოდა... იმდენად მაგიჟებდა ეს მოანტრება, რომ თითქოს ახლა ვიგრძენი თავი ისევ ცოცხლად. თითქოს ისევ გამოიდარა.
- დაბრუნდნენ... - მეუბნება უცებ, თან თითებს ჩემს შიშველ ზურგზე დაატარებს.
- ვინ? - ვეკითხები გაკვირვებული.
- გაზაფხულები... შეხედე... განა საოცრება არ არის? ისევ აქ არიან...
ჩემს სხეულს ვაკვირდები. თორნიკე მართალია... ისევ დამაყარა ჭორფლებმა... ისევ დაიფოთლა ჩემი სხეული... ორი წელია ისინი თვალითაც არ მინახავს...
- შენც დაბრუნდი, რა... გთხოვ...
მეუბნება მოულოდნელად და მზერას მისწორებს. როგორი თბილი გამოხედვა აქვს, როგორი მზრუნველი, როგორი სიყვარულით აღსავსე...
- თორნიკე... ჯერ არ დამიმთავრებია აქ საქმეები... მალე სამაგისტრო ნამუშევრის წარდგენა მექნება...
- დაგელოდები... რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს დაგელოდები... ოღონდ ვიცოდე, რომ დამიბრუნდები... ვიცოდე, რომ აღარ დამტოვებ...
განა შემრჩა შეწინააღმდეგების ძალა?
თავს ვუქნევ და ნაზად ვეხები მის ტუჩებს.
30. თორნიკე
იმ საღამოს ნიცასთან ვრჩები. ვერ ვძღები მისი ალერსით, მისი კოცნით, მისი მოფერებით. როგორ მენატრებოდა... როგორ მაკლდა... ნიცა იყო ის ცეცხლის ალი, რომელიც გამოქვაბულში დაკარგულ ადამიანს გზას უნათებს. ნიცა იყო ჩემი სიცოცხლის ძალა. ნიცა იყო ის ერთადერთი, ვინც სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა.
და ახლა ისევ მასთან ვარ. იმ სიზმრებს ჰგავს, რომლებიც ორი წლის განმავლობაში მესიზმრებოდა. სიზმრები, რომლებიც კოშმარები აღმოჩნდებოდნენ. სიზმრები, რომლებიც ჩემს კოშმარულ რეალობაში მაბრუნებდნენ.
ახლა ვწევარ და ყურს ვუგდებ მის სუნთქვას. მის მშვიდ სუნთქვას. მსიამოვნებს მისი შიშველი სხეული ჩემს სხეულზე. მსიამოვნების მისი სხეულის სიმხურვალის შეგრძნება.
და ეს გაზაფხულები?! როგორ მენატრებოდნენ... როგორ მენატრებოდა მათი ხილვა, მათი მოფერება, მათი ალერსი. გაზაფხულები, რომლებმაც ჩემი დაფლეთილი გული გაამთელეს. გაზაფხულები, რომლებმაც ყველაფერი შეძლეს...
ანუშკა მირეკავს. არ მინდა ნიცა გავაღვიძო, მაგრამ თავისით ეღვიძება.
„გისმენ, ან...“ - ვპასუხობ ბოხი ხმით.
„თორნიკე, გაგაღვიძე?“ - აღელვებული ხმა აქვს.
„არა, არა... ხო მშვიდობაა? ბავშვს ხომ არ სჭირს რამე?“
„არა... კარგად არის... თორნიკე, მამაშენმა დამირეკა...“
„მამაჩემმა? რა ხდება?“
„ვიღაც ბიჭი უპოვნიათ... ის...ის...“
„ვინ ბიჭი, ანა, დამშვიდდი და ისე ამიხსენი...“
„არ ვიცი... ვიღაც იპოვეს... ტყვედ იყო ჩავარდნილიო...ეჭვი აქვთ, რომ ნიკოლაა...“
არ ვიცი რა მემართება. ამას სიტყვებით ვერ აღვწერ. თითქოს თავიდან ვიბადები... თითქოს პირველად ივსება ჩემი ფილტვები ჰაერით...
„თვითონ რას ამბობს ის ბიჭი კი მაგრამ?“
„გონზე არ არის... გათიშულია... ახლა საავადმყოფოში გადაიყვანესო...“
„ღმერთო ჩემო...“
ნიცა გაკვირვებული თვალებით შემომყურებს.
„შეიძლება ეს მართალი იყოს, თორნიკე?“ - ანუშკას კითხვა ხვეწნას უფრო ჰგავს.
„ არ ვიცი, ანა... შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ტყუილად თავს ნუ დავიიმედებთ. დაველოდოთ სანამ ყველაფერი გაირკვევა...“
„კარგი, კარგი... ბოდიში რომ შეგაწუხე... ასეთ დროს...“ - მეუბნება უხერხულად.
„რას ამბობ? მეორედ მსგავსი სიტყვები არ გავიგონო! დავურეკავ მამაჩემს და ყველაფერს გავიგებ...“
- თორნიკე, რა ხდება? - მეკითხება მაშინვე ნიცა.
- არ ვიცი... ვიღაც უპოვნიათ... ტყვედ ჩავარდნილი ბიჭი... ეჭვი აქვთ, რომ ნიკოლაა...
- ღმერთო ჩემო! ეს შესაძლებელია?
- არ ვიცი... უნდა გავარკვიო...
ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო, მაგრამ არ გამომდის... იმის წარმოდგენა, რომ მახათაძე შეიძლება ცოცხალი იყოს სიხარულისგან მაფორიაქებს. ისე ვდარდობდი... ისე განვიცდიდი მისი დაკარგვის ამბავს... არ მინდოდა ტყუილ იმედებში მეცხოვა, ამიტომ ჩემს თავს ვაიძულე მისი სიკვდილის დაჯერება. მეგონა ასე უფრო გამიადვილდებოდა... მაგრამ მოვტყუვდი...
მამაჩემი თითქმის იგივეს მეუბნება, რაც ანამ უკვე მითხრა. ოღონდ ერთ რამეს მთავაზობს.
„თუ გინდა შემიძლია ავღანეთში გაგიშვა... მანდ ჰყავთ ეგ ბიჭი, რომელიღაცა საავადმყოფოში. ჩადი და შენი თვალით ნახე... ახლა ფოტოს ჩაგიგდებ... კარგად დააკვირდი, იქნებ ამოიცნო...“
ფოტოს ვაკვირდები. გრძელ თმასა და ჭრილობებით დაფარულ სახეს ვხედავ. გული მეკუმშება. მაგრამ ის არის... ნამდვილად ის არის... ეს ნიკოლაა...
„რა სჭირს?“
„ისეთი არაფერი... დასუსტებულია... მაგრამ მალე მოვა გონს... იქიდან რომ გამოიყვანეს გონზე იყო... რაღაც უცხო ენაზე ისროდა სიტყვებსო... თუ ნიკოლაა, ალბათ, ქართულზეა საუბარი... მერე დაკარგა გონება და ჯერჯერობით არ გაუღვიძია...“
„ახლავე წავალ...“
„ჯერ აქ უნდა ჩამოხვიდე... აქედან გაგიშვებთ...“
ვთანხმდები. პირველი რეისი თბილისის მიმართულებით რამდენიმე საათშია.
ნიცას ვუახლოვდები, რომელიც ჩემსავით აღელვებულია. ანერვიულებული ბოლთას ცემს ოთახში. მეცინება.
- რა გაცინებს? - თვითონაც იცინის და საწოლიდან აღებულ ბალიშს მესვრის.
- რამდენ ხანში იქნება შენი ნაშრომის წარდგენა?
- არ ვიცი... - მპასუხობს დაბნეული. - ალბათ, 2-3 კვირაში... გააჩნია რას გადაწყვეტს უნივერსიტეტი...
- წესით უნდა ჩამოგისწრო...
- რა?
- ახლა უნდა წავიდე... მამაჩემმა მითხრა ავღანეთში გაგიშვებო... ის ბიჭი უნდა ვნახო... უნდა დავრწმუნდე, რომ ნიკოლაა... ეს ჩემი ვალია... ხომ გესმის?
- რა თქმა უნდა... რა თქმა უნდა, თორნიკე... აუცილებლად უნდა წახვიდე...
- მაგრამ ჩამოვალ... ტინანოსთან ერთად ჩამოვალ... უნდა ვუყურო როგორ მიაღწევ წარმატებას... როგორ მოიპოვებ აღიარებას... როგორ დაგიკრავენ ავსრიელები ტაშს...
ორივე ხელით მაგრად ვეხვევი.
- კარგი რა... - იმორცხვება.
- და მერე დაგავლებ ხელს და წაგიყვან...
- ოჰ, სად მიგყავართ?
- თბილისში... ჩემთან... წაგიყვან და აღარასდროს გაგიშვებ...
- იქნებ მე არ მინდა წამოსვლა?
- ნიცა! - ვიბოხებ ხმას.
- კარგი, ხო...
კართან მივდივარ, ნიცა მაცილებს. მისკენ ვბრუნდები და კიდევ ერთხელ ვნებიანად ვეწაფები მის ტუჩებს.
- მე შენ მჭირდები, ნიცა... ძალიან მჭირდები... მე და ტინანოს გვჭირდები... მე შენ მიყვარხარ... უზომოდ მიყვარხარ... მიყვარხარ შენი ჟღალი თმით, შენი თვალებით, შენი ტუჩებით, შენი სხეულით და შენი გაზაფხულებით... ზუსტად ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ...
ვგრძნობ, როგორ სიამოვნებს ამის მოსმენა. ვხედავ, როგორი ბედნიერია. მის თვალებში სიხარულის ნაპერწკლები დახტიან.
- მეც ძალიან მიყვარხარ და არ დაგავიწყდეს, ნიკოლა მომიკითხე... - მეუბნება ბოლოს და კარს ხურავს.

***



№1  offline მოდერი abezara98

არ არსებობს flushed flushed scream scream როგორ გელოდებოდიი heart_eyes heart_eyes წავალ, წავიკითხავ და დავბრუნდებიი heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი ნადარაია

abezara98
არ არსებობს flushed flushed scream scream როგორ გელოდებოდიი heart_eyes heart_eyes წავალ, წავიკითხავ და დავბრუნდებიი heart_eyes heart_eyes


მეც ველოდებოდი შენს კომენტარს მოუთმენლად❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

დიდი ხანია ასე არ მომწონებია ისტორია !!! ძალიან მომეწონა ძალიაან : ))

 


№4  offline წევრი ნადარაია

სტუმარი gvantsa
დიდი ხანია ასე არ მომწონებია ისტორია !!! ძალიან მომეწონა ძალიაან : ))

მიხარია ძალიან❤️❤️❤️დიდი მადლობა

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

Woow, ეს რა იყო?!
ავსტრიაში ცხოვრებას ის პლიუსი აქვს, რომ შუაღამისას დამატებული ისტორია, მე შემიძლია აქ შუაღამემდე წავიკითხო :D :D.
რამდენი ემოციის მონაცვლეობა იყო ეს ისტორია არ ვიცი. ტკენა, უსამართლობა, მერე ბრაზი და გაკვირვება, მოლოდინი, სევდიანი ღიმილი, ისევ იმედი...საოცრება იყო . და შენ უზარმაზარი მადლობა ამისთვის. როგორ სწორედ და არაგამაღიზიანებლად შექმენი ახალი წყვილი. თორნიკე არის სასწაული. მიუხედავად ამდენი ტკივილისა, მაინც როგორი მზრუნველია ბუნებრივად.

პ.ს. აქამდე კარანტინის მადლობელი თუ იმიტომ ვიყავი, რომ ამ უმუშევრობის ფონზე მე სამუშაო საათები გამეზარადა, ახლა ისიც დაემატა რომ შენ მეტი დრო გაქვს ახალი ისტორიის დასაწერად.
ლამისაა ვინატრო გაგრძელება :D.

 


№6  offline წევრი ნადარაია

grafo
Woow, ეს რა იყო?!
ავსტრიაში ცხოვრებას ის პლიუსი აქვს, რომ შუაღამისას დამატებული ისტორია, მე შემიძლია აქ შუაღამემდე წავიკითხო :D :D.
რამდენი ემოციის მონაცვლეობა იყო ეს ისტორია არ ვიცი. ტკენა, უსამართლობა, მერე ბრაზი და გაკვირვება, მოლოდინი, სევდიანი ღიმილი, ისევ იმედი...საოცრება იყო . და შენ უზარმაზარი მადლობა ამისთვის. როგორ სწორედ და არაგამაღიზიანებლად შექმენი ახალი წყვილი. თორნიკე არის სასწაული. მიუხედავად ამდენი ტკივილისა, მაინც როგორი მზრუნველია ბუნებრივად.

პ.ს. აქამდე კარანტინის მადლობელი თუ იმიტომ ვიყავი, რომ ამ უმუშევრობის ფონზე მე სამუშაო საათები გამეზარადა, ახლა ისიც დაემატა რომ შენ მეტი დრო გაქვს ახალი ისტორიის დასაწერად.
ლამისაა ვინატრო გაგრძელება :D.


ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის❤️❤️❤️❤️მიხარია, რომ სულ კითხულობ ჩემს მოთხრობებს და ყოველთვის ველი ხოლმე შენს კომენტარსაც❤️❤️❤️❤️რაც შეეხება კარანტინს: არააააააა, გთხოოოვ... :) ოღონდ მაგის გაგრძელება არ ინატრო და წერისთვის მოსაცლელად სამედიცინოს წიგნებსაც კი გადავდებ :) :) :) :) ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

რა თქმა უნდაა ძალიან ემოციური ისტორია იყო,ცრემლი თავისით იკვლევდა გზას,სასწაული იუო,საოცარი,არაჩვეულებრივი.,ცხოვრება ძალიან ,ძალიან .მკაცრია.ამ ტკივილს ვერ გაიგებ თუ არ გამოცდი,,გული დასერა.

 


№8  offline წევრი ნადარაია

სტუმარი nancho
რა თქმა უნდაა ძალიან ემოციური ისტორია იყო,ცრემლი თავისით იკვლევდა გზას,სასწაული იუო,საოცარი,არაჩვეულებრივი.,ცხოვრება ძალიან ,ძალიან .მკაცრია.ამ ტკივილს ვერ გაიგებ თუ არ გამოცდი,,გული დასერა.


ზუსტად ასეთი მინდოდა რომ გამოსულიყო და მიხარია რომ ასეა❤️❤️❤️❤️❤️მადლობა დიდი❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი მე♥უცნაურე

ყველაფერი იყო...

დასაწყისმა ისე დამძაბა, ვფიქრობდი ხომ არ მივატოვო-თქო?! მარა შენი ნაწერის მიტოვება?! არ იქნება. თან სათაურს ისე ხომ არ შეურჩევდი, გაზაფხული არ მოსულიყო...
ჩემი აზრით, რა წარმოდგენაც აწ გარდაცვლილ ქალბატონზე შემექმნა, ნიცა უფრო სრულყოფილს ქმნის თორნიკეს...
თორნიკეს დედაზე ვბრაზობ ერთადერთი. შვილს მამასთან ურთიერთობა არ აცადა მთელი ის წლები, მერე საყვარელ ქალსაც წივილ-კივილით დააშორა.
გამიხარდა რომ გაუშვა ნიცა და მისცა საშუალება მისი ესოდენ სანუკვარი ოცნების რეალიზების, რადგან რაც უნდა იყოს, სულ ექნებოდა წამოსაძახებელი, რომ გაგეშვი უკეთესი კარიერა მექნებოდაო. ძალიან დიდსულოვანი სვლა იყო თორნიკესგან, რომ არ გამოავლინა არანაირი ეგოიზმი.

ნიკოლას როლი იმაზე დიდია ამ ისტორიაში, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება. გამიხარდა რომ არ გაწირე ეს გმირი.

დამათენდა, მაგრამ კმაყოფილს, მადლობა ❤️

 


№10  offline წევრი ნადარაია

მე♥უცნაურე
ყველაფერი იყო...

დასაწყისმა ისე დამძაბა, ვფიქრობდი ხომ არ მივატოვო-თქო?! მარა შენი ნაწერის მიტოვება?! არ იქნება. თან სათაურს ისე ხომ არ შეურჩევდი, გაზაფხული არ მოსულიყო...
ჩემი აზრით, რა წარმოდგენაც აწ გარდაცვლილ ქალბატონზე შემექმნა, ნიცა უფრო სრულყოფილს ქმნის თორნიკეს...
თორნიკეს დედაზე ვბრაზობ ერთადერთი. შვილს მამასთან ურთიერთობა არ აცადა მთელი ის წლები, მერე საყვარელ ქალსაც წივილ-კივილით დააშორა.
გამიხარდა რომ გაუშვა ნიცა და მისცა საშუალება მისი ესოდენ სანუკვარი ოცნების რეალიზების, რადგან რაც უნდა იყოს, სულ ექნებოდა წამოსაძახებელი, რომ გაგეშვი უკეთესი კარიერა მექნებოდაო. ძალიან დიდსულოვანი სვლა იყო თორნიკესგან, რომ არ გამოავლინა არანაირი ეგოიზმი.

ნიკოლას როლი იმაზე დიდია ამ ისტორიაში, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება. გამიხარდა რომ არ გაწირე ეს გმირი.

დამათენდა, მაგრამ კმაყოფილს, მადლობა ❤️


მართალი ხარ ყველაფერში❤️❤️თავიდან ისე მძიმედ იწყება მეც ვიფიქრე არ მიატოვონ მეთქი, წინასიტყვაობაშიც ჩავანამიოკე, რომ ბოლოში გასვლა ღირს ყველაფერი კარგად მთავრდება❤️❤️რაც შეეხება ნიკოლას, ნიკოლა მართლაც იმაზე მეტია, ვიდრე ჩანს და ძალიან, ძალიან დამენანა მისი გაწირვა???????? მიხარია რომ ასე ძალიან მოგეწონა❤️❤️❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი ტაისა

საერთოდ ახლახანს აღმოვაჩინე საიტი და როგორ მიხარია, რომ ასეთი კარგი დამხვდი ❤ საუკეთესო ხარ და იმედია, კიდევ გაგვახარებ ახალ-ახალი ისტორიებით.

აი ეს კიდევ იყო ბევრი ცრემლი, ბევრი სიცილი და მემგონი ყველა ემოცია რაც შეიძლება ადამიანმა განიცადოს.
თავიდან ისეთი მძიმე იყო, შემდეგ ყველაფერი ისე კარგად ამოტრიალდა , რომ მემგონი მეც გამაბედნიერა.

ნიკოლა არის მეგობრობის, ადამიანობის გასახიერება! მადლობა ამ პერსონაჟისთვის და საერთოდ ამ ისტორიისთვის.

 


№12  offline წევრი ვიპნი

აუ რა გიჟი გოგო ხარ ვერც კი წარმოიდგენ,არაჩვეულებრივად გქონდა ყველა ემოცია აღწერილი.სიტყვები არ მყოფნის ემოციების გამოსახატად❣️

 


№13  offline წევრი ნადარაია

ტაისა
საერთოდ ახლახანს აღმოვაჩინე საიტი და როგორ მიხარია, რომ ასეთი კარგი დამხვდი ❤ საუკეთესო ხარ და იმედია, კიდევ გაგვახარებ ახალ-ახალი ისტორიებით.

აი ეს კიდევ იყო ბევრი ცრემლი, ბევრი სიცილი და მემგონი ყველა ემოცია რაც შეიძლება ადამიანმა განიცადოს.
თავიდან ისეთი მძიმე იყო, შემდეგ ყველაფერი ისე კარგად ამოტრიალდა , რომ მემგონი მეც გამაბედნიერა.

ნიკოლა არის მეგობრობის, ადამიანობის გასახიერება! მადლობა ამ პერსონაჟისთვის და საერთოდ ამ ისტორიისთვის.


ვერც კი წარმოიდგენ როგორ მახარებს შენი სიტყვები❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️და მიხარია, რომ ზუსტად ისე დაინახე ისტორია, როგორც იყო ჩაფიქრებული დააააა გეთანხმები, ნიკოლა არის მეტი, ვიდრე უბრალოდ პერსონაჟი❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ვეცდები კიდევ მოგაწონო თავი

ვიპნი
აუ რა გიჟი გოგო ხარ ვერც კი წარმოიდგენ,არაჩვეულებრივად გქონდა ყველა ემოცია აღწერილი.სიტყვები არ მყოფნის ემოციების გამოსახატად❣️

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი გურანდა

ძალიან კარგი და ემოციური იყო ???????? ასეთი კარგა ხანია არაფერი არ წამიკითხავს ????

 


№15  offline წევრი ket-kat

ძალიან კარგი იყო ყოჩაღ გილოცავ! მომწონა რომ ნაწერიდან ნაწერამდე იზრდები, იხვეწები ყოველი მომდევნო წინაზე უკეთესია ასე პროგრესულად გააგრძელე. მეორე ნაწილს ხომ არ აპირებ ამ ისტორიის?

 


№16  offline წევრი ნადარაია

სტუმარი გურანდა
ძალიან კარგი და ემოციური იყო ???????? ასეთი კარგა ხანია არაფერი არ წამიკითხავს ????

უღრმესი მადლობა შენ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ket-kat
ძალიან კარგი იყო ყოჩაღ გილოცავ! მომწონა რომ ნაწერიდან ნაწერამდე იზრდები, იხვეწები ყოველი მომდევნო წინაზე უკეთესია ასე პროგრესულად გააგრძელე. მეორე ნაწილს ხომ არ აპირებ ამ ისტორიის?


მადლობააა დიდი❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ ჯერჯერობით მხოლოდ ვფიქრობ და რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ... გააჩნია როგორი მუზა მოვა❤️❤️ თუ რაიმე ისეთივე ამაღელვებელი ჩავიფიქრე, როგორიც ეს იყო, მაშინ აუცილებლად გავაგრძელებ❤️❤️❤️კიდევ ერთი ვარიანტია ნიკოლაზე მოვყვე უფრო დეტალურად????????მოკლედ დრო გვიჩვენებს ამ ყველაფერს❤️❤️❤️

 


№17 სტუმარი სტუმარი ქეთო

სიტყვები არ მყოფნის როგორი საოცარი და კარგი ხარ. მხოლოდ ნიკის დანახვა მყოფნის. და ვიცი წინ როგორი ბედნიერება მელის ხოლმე. კიდევ ერთი საუკეთესო ისტორია გვაჩუქე. ამასაც მერამდენედ წავიკითხავ აღარ ვიცი.

 


№18  offline წევრი ნადარაია

სტუმარი ქეთო
სიტყვები არ მყოფნის როგორი საოცარი და კარგი ხარ. მხოლოდ ნიკის დანახვა მყოფნის. და ვიცი წინ როგორი ბედნიერება მელის ხოლმე. კიდევ ერთი საუკეთესო ისტორია გვაჩუქე. ამასაც მერამდენედ წავიკითხავ აღარ ვიცი.

ქეთო❤️❤️❤️❤️❤️მადლობა შენ ასეთი ერთგულებისთვის❤️❤️❤️❤️❤️❤️ვგიჟდები როცა ასე გახარებთ ხოლმე❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№19  offline წევრი LI_BE

წუხელ წავიკითხე, ღამით, მაგრამ კომენტარის დაწერა უკვე აღარ შემეძლო. არადა, ისე შემიტყუა, ლამის დამათენდა. ძალიან კარგი იყო, ძალიან ემოციური.

დასაწყისზე რა გითხრა, ძალიან მძიმე იყო, საშინელი, დამთრგუნელი, (მე ზოგადად მძიმე რაღაცაებს არ კითხულობ, ძალიან განვიცდი მერე), მაგრამ - იმდენად კარგად გქონდა ემოციები გადმოცემული, იმდენად სწორად, რომ მგონი ერთი სიტყვაც ვერ გავიმეტე გამოსატოვებლად.

ყველაფერი რეალური იყო, რომ არ გაგიკვირდებოდა ისეთი. თორნიკეს ძალიან მძიმე ტონით მონათხრობი, ნიცას შედარებით მსუბუქი ტონით მონათხრობთან, ისე კარგად ბალანსდებოდა ერთმანეთში, რომ ძალიან სასიამოვნო წასაკითხი ხდებოდა და მიუხედავად სიუჟეტის სიმძიმისა, არ გამძიმებდა.

გმირებზე რა გითხრა. თორნიკე იყო ძალიან კარგი, ძალიან მართალი და გამიხარდა, რომ შეძლო თავის თავს მორეოდა და ცხოვრება სწორად გაეგრძელებინა. ერთადერთი, ეთოსთან ეპიზოდში მინდოდა უფრო ძლიერი ყოფილიყო, და ეთოსთვის არ მიეცა იმის უფლება, რაც ამ ქალმა იკადრა. ეთომ, იმ მომენტში, გიულისაც ბევრად გადააჭარბა. ძალიან ამაზრზენად, მართლა აშარაშკა დედაკაცივით მოიქცა. ის ყველაფერი თორნიკეს შეურაცხყოფა იყო და დედის ეგიოსტობითაც ვერ გავამართლებ. ბავშვი ხომ არ იყო ამხელა ლეიტენანტი კაცი, მაგას ვინ აპატიებდა. არადა, თავიდან რა კარგი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თორნიკეს მამასაც ვერ დავუმუღამე, ბევრი შეეშალა და მეც გამიჭირდებოდა პატიება. ნუცა კაი ტიპია, კარგად მიდიოდა, ერთი ეგ იყო, "სამი სიტყვა" რომ მოითხოვა, მაშინ წაუბანალურა ცოტა smile .

ხო, ნიკოლა იყო ამ ისტორიის ყველაზე მაგარი გმირი, ნამდვილი "ოქროკაცი" და ძალიან გამიხარდა, რომ გადარჩა. heart_eyes

პ.ს. გელოდებით ახალი ისტორიით და ვნახავთ, როგორ შეასრულებ მოცემულ პირობას, კარანტინის შემდეგაც გადავდებ ყველაფერს და გავაგრძელებ წერასო. laughing blush

 


№20  offline წევრი ნადარაია

LI_BE
წუხელ წავიკითხე, ღამით, მაგრამ კომენტარის დაწერა უკვე აღარ შემეძლო. არადა, ისე შემიტყუა, ლამის დამათენდა. ძალიან კარგი იყო, ძალიან ემოციური.

დასაწყისზე რა გითხრა, ძალიან მძიმე იყო, საშინელი, დამთრგუნელი, (მე ზოგადად მძიმე რაღაცაებს არ კითხულობ, ძალიან განვიცდი მერე), მაგრამ - იმდენად კარგად გქონდა ემოციები გადმოცემული, იმდენად სწორად, რომ მგონი ერთი სიტყვაც ვერ გავიმეტე გამოსატოვებლად.

ყველაფერი რეალური იყო, რომ არ გაგიკვირდებოდა ისეთი. თორნიკეს ძალიან მძიმე ტონით მონათხრობი, ნიცას შედარებით მსუბუქი ტონით მონათხრობთან, ისე კარგად ბალანსდებოდა ერთმანეთში, რომ ძალიან სასიამოვნო წასაკითხი ხდებოდა და მიუხედავად სიუჟეტის სიმძიმისა, არ გამძიმებდა.

გმირებზე რა გითხრა. თორნიკე იყო ძალიან კარგი, ძალიან მართალი და გამიხარდა, რომ შეძლო თავის თავს მორეოდა და ცხოვრება სწორად გაეგრძელებინა. ერთადერთი, ეთოსთან ეპიზოდში მინდოდა უფრო ძლიერი ყოფილიყო, და ეთოსთვის არ მიეცა იმის უფლება, რაც ამ ქალმა იკადრა. ეთომ, იმ მომენტში, გიულისაც ბევრად გადააჭარბა. ძალიან ამაზრზენად, მართლა აშარაშკა დედაკაცივით მოიქცა. ის ყველაფერი თორნიკეს შეურაცხყოფა იყო და დედის ეგიოსტობითაც ვერ გავამართლებ. ბავშვი ხომ არ იყო ამხელა ლეიტენანტი კაცი, მაგას ვის აპატიებდა. არადა, თავიდან რა კარგი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თორნიკეს მამასაც ვერ დავუმუღამე, ბევრი შეეშალა და მეც გამიჭირდებოდა პატიება. ნუცა კაი ტიპია, კარგად მიდიოდა, ერთი ეგ იყო, "სამი სიტყვა" რომ მოითხოვა, მაშინ წაუბანალურა ცოტა smile .

ხო, ნიკოლა იყო ამ ისტორიის ყველაზე მაგარი გმირი, ნამდვილი "ოქროკაცი" და ძალიან გამიხარდა, რომ გადარჩა. heart_eyes

პ.ს. გელოდებით ახალი ისტორიით და ვნახავთ, როგორ შეასრულებ მოცემულ პირობას, კარანტინის შემდეგაც გადავდებ ყველაფერს და გავაგრძელებ წერასო. laughing blush


აუ ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️❤️მიხარია ასეთი შეფასების მოსმენა❤️❤️❤️პირველად დავწერე პირველ პირში და ეს ემოციების მოზღვავებაც ამან გამოიწვია. ვეცდები მალე დავბრუნდე, მაგრამ მუზაზეა დამოკიდებული ყველაფერი :) :) :) უბრალოდ მომწონს, როცა ბოლომდე აწყობილია ისტორია, დასრულებულია და არ უწევს ხალხს ლოდინი :) :) დაააა კიდევ ერთხელ დაგეთანხმებით: “ნიკოლა დიდებული კაცია” ❤️❤️❤️❤️❤️

 


№21  offline წევრი თ.მ

არ ვიცი რააა ????❤ მიყვარს ესეთი ისტორიები, მიყვარს კი არა ვგიჟდეეები. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, გამართული, მშვენიერი სიუჟეტით. მოკლედ ბევრ რამეს შეეხე ამ ისტორიით. სიყვარულს, მეგობრობას, მიზნებს და ძალიან მომეწონა.

 


№22  offline წევრი ნადარაია

თ.მ
არ ვიცი რააა ????❤ მიყვარს ესეთი ისტორიები, მიყვარს კი არა ვგიჟდეეები. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, გამართული, მშვენიერი სიუჟეტით. მოკლედ ბევრ რამეს შეეხე ამ ისტორიით. სიყვარულს, მეგობრობას, მიზნებს და ძალიან მომეწონა.

მადლობაა❤️❤️❤️❤️ზუსტად ასეთი მინდოდა ყოფილიყო და არა უბრალოდ “სასიყვარულო ისტორია” :) მიხარია რომ მოგეწონა❤️❤️❤️❤️❤️

 


№23  offline მოდერი abezara98

დავბრუნდი, ამ წამს მოვრჩი კითხვას და გეფიცები, თიტებს ვერ ვიმორჩილებ, კომენტარის დასაწერად. იმდენად ემოციური იყო, იმდენად მომეწონა, ისეთი განსხვავებული და მაინც შენეული, უბრალოდ გავგიჟდი, მართლა საოცრება გვყავხარ და მიხარია, რომ აღმოგაჩინე და პირველივე ისტორიიდან მოგყვები heart_eyes heart_eyes
ახლა კი, როგორც დაგპირდი, თითოეული პერსონაჟის შესახებ უნდა გითხრა ჩემი აზრი bowtie ყველაზე ტკბილ ნიკოლას ბოლოსთვის შემოვიტოვებ და თორნიკეთი დავიწყებ. ყველაზე მეტად მგონია, რომ სწორედ ის დამეტანჯა. ორჯერ... არა, ძალიან ბევრჯერ მოუხდა საყვარელი ადამიანის დაკარგვა. ჯერ სალომეო, მერე ნიცა, დედამისთან ჩხუბი (რომელსაც, რა თქმა უნდა, ვეთანხმები! რაღა განსხვავება იყო ეთოსა და გიულის შორის? unamused ) ამ ყველაფერს ნიკოლას გაუჩინარებაც დაემატა და დარჩა კენტად. მხოლოდ შვილთან ყოფნა არ არაფერს უშველიდა. მერე რა, რომ ანუშკაზეც ზრუნავდა და მეგობრებიც ეყოლებოდა თან, მაინც მარტო იყო disappointed_relieved
ჰო, არ შემიძლია, ორი სიტყვა არ ვთქვა ნიცაზეც. ძალიან მომწონს ეს გოგო! ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო პერსონაჟია. იცის როგორ უნდა დაიცვას თავი, არ ეპუება არავის, მაგრამ სუსტიცაა. მისსა და თორნიკეს ურთიერთობაში სწორედ ის მომწონდა, რომ ორივენი თანასწორები იყვნენ. დიახაც, საჭირო იყო ნიცას გაშვება. მომავალში რომ არ ენანა და თორნიკესთვის არ გადაებრალებინა, შენ გამო დავკარგე შანსიო. შეიძლება არც ეთქვა, მაგრამ მაინც. ვთვლი, რომ სწორად მოიქცა მაშინ და შემდეგ უკვე სრულფასოვანი ქალი დაიბრუნა bowtie blush
არ შემიძლია, ცალკე არ დავწერო ეთოსა და გიულიზე. ორი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟი, მაგრამ მაინც შეიმჩნეოდა მსგავსება. გიული თუ თავიდანვე აჩენდა თავის ნამდვილ სახეს, ეთოს დამალვა კარგად გამოუვიდა. რაღაც მომენტებში ვამჩნევდი კიდეც, ისეთი ხისტი იყო, ისეთი შეუვალი. ნორმალურად ვერ მივხვდი, მისი ბრალი იყო თორნიკე კარგად რომ ვერ იცნობდა მამამისს თუ გიორგისი (მაგრამ არა, ორივეს ბრალი იყო და შუაში თორნიკე მოიყოლიეს, რამაც კიდევ ერთი დაღი დაასვა ჩემს ბიჭს და არასრულფასოვნების კომპლექსიც გაუჩინა grimacing ). ვითომ მსგავსი რეაქცია არ ექნებოდა, თორნიკეს გვერდით ნიცა კი არა, სხვა რომ ენახა? არ ვიცი, მაგრამ ხომ უნდა მიმხვდარიყო, რომ მისი შვილი სამუდამოდ თავისი ცოლის აჩრდილთან ერთად ვერ იცხოვრებდა. მასაც ჰქონდა ბედნიერების და ცხოვრების გაგრძელების უფლება. blush
და მივადექით ჩემს თბილ, ტკბილ და უსაყვარლეს პერსონაჟს heart_eyes უნდა აღვნიშნო, რომ დაკვირვებული ვარ, მთავარი პერსონაჟები ხომ გყვანან საოცრებები, სითბოები, სიტკბოები და ა.შ, მაგრამ მეორეხარისხოვნები (ნუ, რამდენად შეიძლება ნიკოლას მეორეხარისხოვანი ვაკადრო, მაგრამ მაინც smile ) უფრო დიდი საოცრებები არაინ heart_eyes heart_eyes აი, ნიკოლა და აჩო იმდენად მომეწონენ (ნუ, მთავარ პერსონაჟებზე აღარაფერს ვიძახი, იმათზე ვგიჟდები, მაგრამ ეს ორნი განსაკუთრებულად მიყვარს heart_eyes ) ჩემები არიან, ვისაკუთრებ, მერე რა, რომ ცოლები ჰყავთ. მაინც ეგოისტურად ჩემები არიან! smile heart_eyes მეც მინდა რაა, ერთი ასეთი. მაჩუქეთ ვინმემ. მთლად წითელ ლენტში გახვეულს კი არ ვითხოვ, უბრალოდ შემთხვევით დამეჯახოს, ჯანდაბას ცოდან ჩამოვარდნასა და თავზე დაცემაზეც არ ვიტყვი უარს joy უბრალოდ ვერ გადავიტანდი, ჩემი ნიკოლა რომ გაგეწირა. ამ ისტორიაში ყველაზე თბილი, პოზიტიური და ჭკვიანი ადამიანი იყო. ფსიქოლოგი გამომრჩა კიდევ smile თუმცა სწორედ ასეთ ადამიანებს სტკენს ყველაზე მეტად ცხოვრებას და არ მემეტებიან ტკივილისთვის! ის სულ უნდა იღიმებოდეს და საყვარელ ადამიანთან ერთად ბედნიერი ცხოვრობდეს! blush blush
რაც შეგეხება შენ, მართლა საოცრება ხარ. ამ კომენტარის წერას მგონი იმაზე მეტი დრო შევალიე, ვიდრე ისტორიის წაკითხვას, რადგან ამდენი ემოციის მერე სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი! მატირე, მაცინე, დამასევდიანე და ბედნიერებით ამავსე heart_eyes heart_eyes დიდი ხანია მსგავსი ისტორია არ წამიკითხვას და მადლობა შენ ამ ემოციებისთვის! heart_eyes heart_eyes საუკეთესო ხარ და წარმატებები! მეტი ტბილი და ტკბილი ისტორია მინდა მე შენგან! heart_eyes heart_eyes
P.S. ნიკოლაზე არ მიხუმრია, მაჩუქეთ რა ვინმემ smile

 


№24  offline წევრი ნადარაია

abezara98
დავბრუნდი, ამ წამს მოვრჩი კითხვას და გეფიცები, თიტებს ვერ ვიმორჩილებ, კომენტარის დასაწერად. იმდენად ემოციური იყო, იმდენად მომეწონა, ისეთი განსხვავებული და მაინც შენეული, უბრალოდ გავგიჟდი, მართლა საოცრება გვყავხარ და მიხარია, რომ აღმოგაჩინე და პირველივე ისტორიიდან მოგყვები heart_eyes heart_eyes
ახლა კი, როგორც დაგპირდი, თითოეული პერსონაჟის შესახებ უნდა გითხრა ჩემი აზრი bowtie ყველაზე ტკბილ ნიკოლას ბოლოსთვის შემოვიტოვებ და თორნიკეთი დავიწყებ. ყველაზე მეტად მგონია, რომ სწორედ ის დამეტანჯა. ორჯერ... არა, ძალიან ბევრჯერ მოუხდა საყვარელი ადამიანის დაკარგვა. ჯერ სალომეო, მერე ნიცა, დედამისთან ჩხუბი (რომელსაც, რა თქმა უნდა, ვეთანხმები! რაღა განსხვავება იყო ეთოსა და გიულის შორის? unamused ) ამ ყველაფერს ნიკოლას გაუჩინარებაც დაემატა და დარჩა კენტად. მხოლოდ შვილთან ყოფნა არ არაფერს უშველიდა. მერე რა, რომ ანუშკაზეც ზრუნავდა და მეგობრებიც ეყოლებოდა თან, მაინც მარტო იყო disappointed_relieved
ჰო, არ შემიძლია, ორი სიტყვა არ ვთქვა ნიცაზეც. ძალიან მომწონს ეს გოგო! ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო პერსონაჟია. იცის როგორ უნდა დაიცვას თავი, არ ეპუება არავის, მაგრამ სუსტიცაა. მისსა და თორნიკეს ურთიერთობაში სწორედ ის მომწონდა, რომ ორივენი თანასწორები იყვნენ. დიახაც, საჭირო იყო ნიცას გაშვება. მომავალში რომ არ ენანა და თორნიკესთვის არ გადაებრალებინა, შენ გამო დავკარგე შანსიო. შეიძლება არც ეთქვა, მაგრამ მაინც. ვთვლი, რომ სწორად მოიქცა მაშინ და შემდეგ უკვე სრულფასოვანი ქალი დაიბრუნა bowtie blush
არ შემიძლია, ცალკე არ დავწერო ეთოსა და გიულიზე. ორი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟი, მაგრამ მაინც შეიმჩნეოდა მსგავსება. გიული თუ თავიდანვე აჩენდა თავის ნამდვილ სახეს, ეთოს დამალვა კარგად გამოუვიდა. რაღაც მომენტებში ვამჩნევდი კიდეც, ისეთი ხისტი იყო, ისეთი შეუვალი. ნორმალურად ვერ მივხვდი, მისი ბრალი იყო თორნიკე კარგად რომ ვერ იცნობდა მამამისს თუ გიორგისი (მაგრამ არა, ორივეს ბრალი იყო და შუაში თორნიკე მოიყოლიეს, რამაც კიდევ ერთი დაღი დაასვა ჩემს ბიჭს და არასრულფასოვნების კომპლექსიც გაუჩინა grimacing ). ვითომ მსგავსი რეაქცია არ ექნებოდა, თორნიკეს გვერდით ნიცა კი არა, სხვა რომ ენახა? არ ვიცი, მაგრამ ხომ უნდა მიმხვდარიყო, რომ მისი შვილი სამუდამოდ თავისი ცოლის აჩრდილთან ერთად ვერ იცხოვრებდა. მასაც ჰქონდა ბედნიერების და ცხოვრების გაგრძელების უფლება. blush
და მივადექით ჩემს თბილ, ტკბილ და უსაყვარლეს პერსონაჟს heart_eyes უნდა აღვნიშნო, რომ დაკვირვებული ვარ, მთავარი პერსონაჟები ხომ გყვანან საოცრებები, სითბოები, სიტკბოები და ა.შ, მაგრამ მეორეხარისხოვნები (ნუ, რამდენად შეიძლება ნიკოლას მეორეხარისხოვანი ვაკადრო, მაგრამ მაინც smile ) უფრო დიდი საოცრებები არაინ heart_eyes heart_eyes აი, ნიკოლა და აჩო იმდენად მომეწონენ (ნუ, მთავარ პერსონაჟებზე აღარაფერს ვიძახი, იმათზე ვგიჟდები, მაგრამ ეს ორნი განსაკუთრებულად მიყვარს heart_eyes ) ჩემები არიან, ვისაკუთრებ, მერე რა, რომ ცოლები ჰყავთ. მაინც ეგოისტურად ჩემები არიან! smile heart_eyes მეც მინდა რაა, ერთი ასეთი. მაჩუქეთ ვინმემ. მთლად წითელ ლენტში გახვეულს კი არ ვითხოვ, უბრალოდ შემთხვევით დამეჯახოს, ჯანდაბას ცოდან ჩამოვარდნასა და თავზე დაცემაზეც არ ვიტყვი უარს joy უბრალოდ ვერ გადავიტანდი, ჩემი ნიკოლა რომ გაგეწირა. ამ ისტორიაში ყველაზე თბილი, პოზიტიური და ჭკვიანი ადამიანი იყო. ფსიქოლოგი გამომრჩა კიდევ smile თუმცა სწორედ ასეთ ადამიანებს სტკენს ყველაზე მეტად ცხოვრებას და არ მემეტებიან ტკივილისთვის! ის სულ უნდა იღიმებოდეს და საყვარელ ადამიანთან ერთად ბედნიერი ცხოვრობდეს! blush blush
რაც შეგეხება შენ, მართლა საოცრება ხარ. ამ კომენტარის წერას მგონი იმაზე მეტი დრო შევალიე, ვიდრე ისტორიის წაკითხვას, რადგან ამდენი ემოციის მერე სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი! მატირე, მაცინე, დამასევდიანე და ბედნიერებით ამავსე heart_eyes heart_eyes დიდი ხანია მსგავსი ისტორია არ წამიკითხვას და მადლობა შენ ამ ემოციებისთვის! heart_eyes heart_eyes საუკეთესო ხარ და წარმატებები! მეტი ტბილი და ტკბილი ისტორია მინდა მე შენგან! heart_eyes heart_eyes
P.S. ნიკოლაზე არ მიხუმრია, მაჩუქეთ რა ვინმემ smile

აუ❤️❤️❤️❤️ჯერ იქიდან დავიწყებ რომ მთელი დღეა შენს კომენტარს ველოდები :) :) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემფასებელი ხარ და რომ გიცნობდე ალბათ პირველი შენ გამოგიგზავნიდი (ისტორია სანამ ამ საიტზე მოხვდება, ჯერ ჩემი დაქალების შეფასებას გადის) :) :) ❤️❤️ რაც შეეხება პერსონაჟებს ძალიან მიხარია, რომ ასე მოგეწონა ყველა❤️❤️ გიულიზე გეთანხმები თავიდანვე უარყოფით პერსონაჟად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ბოლოს ზუსტად მაგან გამოიჩინა გულისხმიერება სასამართლოზე რომ უარი თქვა. ეთო კი იყო ვითომ მზრუნველი დედა, რომელიც თავისი ეგოისტობის გამო არ აძლევდა შვილს ბედნიერების საშუალებას. რაც შეეხება ნიკოლას... ყველა აღნიშნავს როგორი მაგარი ადამიანია... ყოველთვის ვცდილობ, რომ რასაც დავწერ არ იყოს მხოლოდ სასიყვარულო ისტორია, ცოტა მოსაბეზრებელიც კია მხოლოდ “მაკოცა და ჩამეხუტა” რომ ჩანს :) :) ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილით ვარჩევ ამ მეორეხარისხოვან პერსონაჟებს, რომლებიც, როგორც შენ თქვი, სულაც არ არიან მეორეხარისხოვანები. უბრალოდ ჩვენს საზოგადოებას ძალიან აკლია ნიკოლასნაირი ადამიანები და ზუსტად იმის ჩვენება მინდოდა, რომ ასეთი ადამიანები უნდა არსებობდნენ და ერთი ნიკოლა ყველას სჭირდება... ხოდა შეკვეთა მიღებულია :) :) :) ბანტით შეფუთულ ნიკოლას გამოგიგზავნი ოდესმე აუცილებლად :) :) :)
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შენ ყველაფრისთვის!❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№25  offline წევრი goddess

ასეთი საოცარი ისტორია დიდი ხანია რაც არ წამიკითხავს უზომოდ მომეწონა <3

 


№26  offline წევრი ნადარაია

goddess
ასეთი საოცარი ისტორია დიდი ხანია რაც არ წამიკითხავს უზომოდ მომეწონა <3

მადლობა დიდი❤️❤️❤️❤️❤️

 


№27 სტუმარი აქტიური ბებერი მკითხველი

სულ გკითხულობ ... ეს ძალიან ემოციური იყო... დაიხვეწე ...პანაშვიდმა შემძრა...უნდა წერო და წერო...

 


№28  offline წევრი ნადარაია

აქტიური ბებერი მკითხველი
სულ გკითხულობ ... ეს ძალიან ემოციური იყო... დაიხვეწე ...პანაშვიდმა შემძრა...უნდა წერო და წერო...


ძალიან დიდი მადლობა ერთგულებისთვის❤️❤️❤️❤️❤️დროთა განმავლობაში კიდევ ბევრი რამ დაიხვეწება❤️❤️

 


№29 სტუმარი სტუმარი თამთა

მართლაც არაჩვეულებრივი ისტორიაა ოყო....????????????❤️❤️ პ.ს გალაქტიონის ""მესაფლავე " გამახსენდაა

 


№30 სტუმარი სტუმარი ნესტანი

არაჩვეულებრივი ნაწარმოები იყო თავიდან ცოტა სევდიანი ტკივილიან ძალიან მომეწონა ძალიან საინტერესო წასაკითხი იყო გამიხარდა ორივე წყვილი ერთდ რომ დარჩნენ კარგი დასასრული ქონდა კიდევ რომ ყოფილიყო გაგრძელება სიამოვნებით წავიკითხავდი მადლობა,????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent