შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაზლების ქურდი X /აჩრდილზე მონადირე/


13-05-2020, 00:00
ავტორი belle...
ნანახია 15 356

თავი მეთერთმეტე
ეკემ მანქანა არჩილის კოტეჯის წინ შეაჩერა და ცივად გამომხედა. მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია. მასთან თავი უხერხულად არასოდეს მიგვრძნია, ამ დღემდე და ეს სიახლე საშინლად არ მომეწონა.
- შემოხვალ? - თვალის გასწორება ვერ გავბედე.
- დუჩეს დაცვის წევრები მალე აქ იქნებიან, იქამდე კი მე დავრჩები შენთან.
- კარგი, წამოდი.
მანქანიდან გადმოვედით. ზამთრის სუსხმა კიდურები წამაყინა. ფეხშიშველმა სახლის პარმაღთან მივირბინე, პატარა ჩანთიდან გასაღები ამოვაძვრინე და კარი გავაღე. როგორც კი თაფლის და ფიჭის სუნით გაჟღენთილ ოთახში შევაბიჯე გულზე მომეშვა, ვიგრძენი, რომ სახლში დავბრუნდი და მთელი დღის სტრესი ოდნავ შემიმსუბუქდა, თავი უსაფრთხოდ და დაცულად ვიგრძენი. სახლში ბუხარი არ ენთო და საშინლად ციოდა. შუქები ავანთე. ეკემ კარი მიიხურა.
- მე წყალს გადავივლებ და გამოვალ, კარგი?
- მანამდე ბუხარს დავანთებ, თუ რამე დაგჭირდება დამიძახე. - არც მას შემოუხედავს ჩემთვის.
- კარგი.
ჩემს ოთახში შევედი, ორი დიდი პირსახოცი და ტანსაცმელი ავიღე და აბაზანაში გავედი. ცხელმა წყალმა გაყინული კიდურები გამითბო, ვიგრძენი ვენებში სისხლი როგორ გამითბა და მთელს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. თეთრი კაფელის იატაკს მოზრდილი ვარდისფერი ზოლი ტრაპისკენ მიუყვებოდა და რაც უფრო მისველდებოდა თმა სისხლიანი ნაკვალევი უფრო და უფრო მუქდებოდა.
მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე, რომ მეც გვარიანად დავკაწრულვარ - ხელები და ფეხები შუშის ნამსხვრევებისგან დამსეროდა. კეფასთან კი ღრმა ჭრილობა აღმოვაჩინე, რომელსაც აქამდე ვერც კი ვგრძნობდი, სანამ ცხელი წყალი მტკივნეულად არ მომხვდა ღია ჭრილობაზე და საშინლად არ ამეწვა, ალბათ ძირს დაცემისას გამეჭრა.
ნაკაწრებს და იარებს არც ვჩიოდი, ამას მივეჩვიე კიდეც, მე სხვა რამ მიკეტავდა ჟანგბადს ფილტვებიდან, როგორც კი თვალებს დავხუჭავდი საშინელი და სისხლიანი კადრები ერთმანეთს ცვლიდნენ - იარაღშემართული, დაუცველი დუჩე და სისხლში ამოთხვრილი ეკე, მდუღარე წყლის მიუხედავად მაინც გამაკანკალა.
დუჩე მანამდე ასეთი შეშინებული და გაბრაზებული არასოდეს მინახავს, შევამჩნიე მისი სახე, როცა გვერდში მეძგერა და ძირს დამაგდო, წამით მაინც, რომ დაეგვიანებინა ჩემი სისულელის გამო ის გულს გამიხვრეტდა. და მაინც, ყველაზე უარესი ეკეს გამომეტყველება იყო - ცივი, უგულო და დაუნდობელი. გვამებს ისე დასცქეროდა თითქოს მკვდარ წიწილებს უყურებდა და არა სისხლისგან დაცლილ, სიცოცხლისგან მიტოვებულ ადამიანებს. მკვლელებზე სულაც არ ვწუხდი, მე ჩემი მეგობარი მადარდებდა. მასში მომხდარმა ცვლილებებმაც სერიოზულად შემაშფოთეს.
დუჩე დამპირდა დაველაპარაკებიო, მაგრამ რა უნდა ეთქვა მისთვის? რა იყო ეს? - შეცდომა, თუ აფექტის მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილება? მკვლელობა შეცდომა არაა, ეს არჩევანია, რომელსაც ადამიანი დამოუკიდებლად აკეთებს. არჩევნის მიზეზი და მოტივი კი ყველაზე მნიშვნელოვანია და აი მივაღწიე იმ ჩიხამდე, სადაც საკუთარი სინდისი გულხელდაკრეფილი მელოდა და ზიზღით მიყურებდა - ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, მხოლოდ ჩემი!
სახე ცხელ წყალს შევუშვირე, თითქოს წყლის ნაკადი ჩამომრეცხავდა იმ სისხლს, რომელიც ხელებზე კიარა სულში გამჟენთვოდა, თან წაიღებდა და ტრაპს გააყოლებდა იმ მწველ დანაშაულის გრძნობას, რომელიც სულს და გულს მიხუთავდა - არაფერი გამოვიდა.
თავი გავაქნიე და დუში გავთიშე. ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და ცივ კაფელზე გადმოვაბიჯე. ოთახიდან ხმები შემომესმა. დუჩეს დაცვა ასე მალე ვერ მოვიდოდა, დავიძაბე. ნუთუ ისევ ახალი სიურპრიზი?! შეშინებულმა კართან მივირბინე, მაგრამ კარის სახელურზე ხელი გამიშეშდა, როცა მოსაუბრის ხმა გავიგონე.
- კალანდია? - დაბნეულს წამით ყველაფერი გადამავიწყდა - აქ რას აკეთებს?!
კარის გაღება გადავიფიქრე, ბიჭების წინ ნახევრად შიშველის გამოვარდნა გონივრულ საქციელად არ მეჩვენებოდა, მითუმეტეს კალანდიასი! მისი ბინძური ფანტაზიები ჩაცმულზეც, კი მიქმნიდნენ დისკომფორტს. გავისუსე და კარს მივაყურადე.
- სად არის? - მომესმა ალექსის ცივი ხმა.
- აბაზანაშია, შხაპს იღებს.
- შენ აქ რას აკეთებ?
- შენი ს საქმე არაა! აქ რას მოეხირე? საქმე გამოგელია?
- გავიგე რაც მოხდა და სიას მარტო დატოვება არ მინდოდა.
- ოჰ, როგორი მზრუნველი მეგობარი ჰყავხარ! ნამდვილად გაუმართლა!
- რასაც შენზე ვერ ვიტყვით, თოიძე, არა? - კალანდიას ხმაში სუსხი შეერია.
- ნუ მიწვევ, დღეს საკმარისად დავღვარე სისხლი...
- თოიძე... - შემომესმა ალექსის ცინიკური ხმა - ჭკვიანი ხარ, თან ძალიან ჭკვიანი.
- რასაც შენზე ვერ ვიტყვით. - გაეცინა ეკეს.
- მე ვერ გამაცურებ! კარგად ვიცი ეგ მეგობრული ტიპის ნიღაბი სინამდვილეში ვის მალავს.
- ყველა შენნაირი ნუ გგონია. ქვემძრომი, გაიძვერა ხარ და ფიქრობ რომ ყველა ასეთია?! - კარი ოდნავ გამოვაღე და ღრიჭოში გავიხედე.
- მორჩი დრამებს, - კალანდიამ სკამი გამოსწია და მის ახლოს ჩამოჯდა, სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. ეკე ბუხართან ჩაცუცქულიყო და შეშას ჯვარედინად ალაგებდა ცხაურზე - მარტონი ვართ, საუბარს არც დუჩე ესწრება და არც სია, რომ თავი მომაჩვენო.
- მოგაჩვენო?!
- სერიოზულად ფიქრობ, რომ მთელს ამ მასკარადს დაგიჯერებ? რომ დუჩეს ჩაუბრატდი და სიასთან მეგობრული ურთიერთობა გაქვს? სირს ვგავარ?
- არ ჰგავხარ, ხარ! - ეკემ ღიმილით ჩაუკრა თვალი.
- ნუ ისარგებლებ იმით, რომ დაშავებულს ხელს არ დაგარტყამ. - კალანდიამ თვალები გააკვესა - მეც გამაჩნია პრინციპები, რომელსაც არ გადავაბიჯებ... იცი, ჩემი ძმაკაცის მინუსი რა არის? ხალხში პირველ რიგში დადებით თვისებებს ეძებს და ხანდახან ისე ერთობა ხოლმე მთელს ამ ფარსში, რომ მთავარი დეტალები რჩება.
- შენს შემთხვევაშიც ასე მოუვიდა, არა? ძმაკაცად მიაჩნდი, მეგობრად გთვლიდა და ყლ’ე აღმოჩნდი!
- ალბათ მართალი ხარ, - სახეზე მიწისფერმა გადაჰკრა და სახეწაშლილი წინ გადაიხარა - მაგრამ, შენ... გაიძვერობაში და ორპირობაში ვერ შემედრები. გგონია, რომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებით? არა, ცდები! მხოლოდ ერთი რამ გამოგვარჩევს, მე ამას არასოდეს ვმალავდი, არც მჭირდება და იმიტომ. აი შენ, კი ჩუმჩუმელა გველი ხარ. ჩემნაირებს ერთი თვალის შევლებაზე ვცნობ. ცხვრის ტყავში გახვეული მგელი ხარ და მომენტს ელოდები, რომ შეტევაზე გადახვიდე!
- გამო....ვდი?!
- გითხარი მარტონი ვართ-თქო, რისი გეშინია? მოდი ასე ვთქვათ, შენ ფილმის დადებითი პერსონაჟი ხარ, რომელიც ყველას უყვარს, მე კი უარყოფითი, რომლისაც არავის სჯერა. სულ რომ ჩვენი საუბარი ვინმეს მოვუყვე, მაინც არავინ დამიჯერებს, რა საჭიროა ამდენი ს თამაში?! ვერასოდეს ვიტანდი ფილმის კეთილ გმირებს, შენს ფონზე უფრო აშკარაა, რომ რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არაა.
- რა იყო , თურქულმა სერიალებმა ჩაგითრიეს?
- შენთან საუბარი ისედაც მინდოდა, კარგია რომ აქ დამხვდი - ალექსს სახე გაუმკაცრდა - ....ზე შენი მეგობრული დამოკიდებულება სიას მიმართ! მშვენივრად ვხვდები, რომ ამ გოგოს თავს არ დაანებებ და როცა ყველაფერი ჩაივლის აუცილებლად გამოაჩენ ბრჭყალებს. დუჩე კი შენგან ამას არ ელოდება და თავსაც უსაფრთხოდ გრძნობ, არა?
- როდის აქეთ გადარდებს დუჩე და მისი გრძნობები?
- ყოველთვის მადარდებდა, მაგრამ ამის აფიშირება აუცილებელი არ არის. მომწონს კიდეც ბოროტი ტიპის ტყავი, კომფორტულია, თან მიხდება.
- გააჯვი აქედან, ნერვებს მიშლი უკვე!
- არა, არსად არ წავალ, სანამ ჩემს სათქმელს ბოლომდე არ გეტყვი! - წაისისინა ავად - გაფრთხილებ, თავს ასე უსაფრთხოდ ნუ იგრძნობ. შენი ერთი ზედმეტი ნაბიჯი იმ გოგოსკენ და ჩათვალე, რომ მკვდარი ხარ. სანამ დუჩე მოგწვდება და ტვინს დაგანთხევინებს, იქამდე მე ვიზამ ამას.
- რატომ, დუჩეს ერთგული მეგობარი ხარ?
- დუჩე ჩემთვის ძმაზე ძვირფასია, არ აქვს მნიშნველობა თვითონ მთვლის, თუ არა მეგობარად, მაგრამ მე სიაც მიყვარს. ამ გოგომ ჩემთვის იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე მისგან ვიმსახურებდი. ყველაზე მეტად როცა მიჭირდა წაქცევის უფლება არ მომცა. შენგან განსხვავებით ჩემთვის მართლა დასავით არის, გაბედე და თითი დააკარე. ამას დუჩეს გამო არ ვიზამ, ეს უკვე პირადულია! ეჭვი არ შეგეპაროს, რომ მარჯვენას გარეშე დაგტოვებ! ნუ სარგებლობ დუჩეს ნდობით და სიას მიამიტობით! გირჩევნია იმ როლში დარჩე, რომელიც ასე ოსტატურად მოირგე! ისე, სამსახიობოზე უნდა ჩაგებარებინა, რა გინდა შენ სამართალზე!
- მემუქრები?
- გაფრთხილებ და დამიჯერე, ჩემი არასათანადოდ შეფასება არ ღირს. იცი, ბოროტი გმირების მთავარი დადებითი მხარე რა არის? მათ ბოროტების ჩადენა შეუძლიათ, ისე, რომ ამისთვის არავინ გაკიცხავს, რადგან ისედაც მოელიან მათგან ამ ნაბიჯს, ეჭვი არ შეგეპაროს რომ ტვინს დაგანთხევინებ. ვერავინ დამაჯერებს, რომ კაცი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად მტრის ბანაკში შეიპარა, მხოლოდ იმიტომ რომ გოგონა მათგან დაეცვა, ასე უბრალოდ დაუთმობს მის თავს სხვას! შეიძლება დუჩეს მიმართ სიმპათიები მართლაც გაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიას დათმობას აპირებ.
- შეგიძლია იარაღი გაამზადო, - ეკემ ხანგრძილივი პაუზის შემდეგ ხმა ამოიღო - მე მის დათმობას არ ვაპირებ, ომში და სიყვარულში ყველა მეთოდი გამართლებულიაო. ვნახოთ სროლას ვინ დაასწრებს, ისედაც დიდი ხანია ნერვებს მიშლი!
- აი ეს სულ სხვა საქმეა, ნამდვილ თოიძესთან საუბარი გაცილებით საინტერესო და სახალისოა. - კალანდიას სახეზე საშინელი თვითკმაყოფილება აღებეჭდა.
- ცეცხლს ეთამაშები, ალექს! ცხოვრებისგან ერთი ის ვისწავლე, რომ ან შენ უნდა დაასწრო, ან დაგასწრებენ.
- და ამ ....ობით აპირებ შენი ბინძური ზრახვების გაპრავებას? სასიამოვნოა ჩემზე უარეს ადამიანთან შეხვედრა, როგორ ვთქვა, აღფრთოვანებულიც კი ვარ, ერთობ უჩვეულო გარდაქმნაა.
- მოშორდი აქედან, შეძლება თავი ვერ შევიკავო და დროზე ადრე მოგწიო რამე.
კალანდია ფეხზე წამოდგა და ეკეს დამცინავად შეხედა. ისეთი სახე ჰქონდა, რომ უნებურად შემეშინდა.
- შენს თავზე ძალიან ბევრს იღებ, ახვარო! - წაიჩურჩულა ავად - ფრთხილად იყავი მძიმე ლოდების თრევამ წელში არ გაგწყვიტოს. მე გამიფრთხილებიხარ, ამ ორს თავი დაანებე, თორემ შუბლს გაგიხვრეტ. ჩემთვის ყველაფერი ისედაც სულ ერთია უკვე, დასაკარგი აღარფერი დამრჩა, მაგრამ რომც მქონდეს, შენნაირ ფლიდს ტვინს მაინც გავასხმევინებ. ადამიანში ყველაზე მეტად თვალთმქაცობას ვერ ვიტან, გულს მირევს. თავს გაუფრთხილდი, სანამ დაგიკარგავს!
კალანდიამ ბოლოჯერ შეავლო ზიზღნარევი მზერა ეკეს და გასასვლელისკენ გააბიჯა. კართან მისული შეჩერდა და ეკეს გვერდულად გამოხედა.
- სიას უთხარი, რომ აქამდეც ბევრჯერ მოგიკლავს? - ჩაეღიმა ცივად - უთხარი რისთვის გიყენებდა გეგეჭკორი მასთან მუშაობის დროს?
- კიდევ ერთი სიტყვა და აქედან ცოცხალი ვეღარ გახვალ!
ეკე წელში გასწორდა, ახლაც ზუსტად ისეთივე სახე ჰქონდა, როგორც აგარაკზე. მისი შემეშინდა.
- სირო, - ალექსს ჩაეცინა - ყველა სიკეთესთან ერთად საშიშიც ხარ, თოიძე, მაგრამ არა ჩემთვის - იმ ქალისთვის, რომლისთვისაც ყველაფერზე ხარ წამსვლელი. სარკეში ჩაიხედე, შენში დიდი ხანია ძველი თოიძე მოკვდა, საინტერესოა ეს როდის მოხდა, როცა პირველად მოკალი, თუ როცა პირველად მოატყუე სიას, რომ მისი მფარველი ანგელოზი ხარ.
კალანდიამ ბასრი მზერა მოარიდა, კარი გამოაღო და ბნელში გაუჩინარდა. ეკე ერთ წამს გაშეშებული იდგა და ზიზღნარევი მზერით გასცქეროდა კარს. ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს თავს ებრძოდა, მის თვალებში ნათლად იკითხებოდა სისხლის დაუოკებელი წყურვილი.
შიგნეულობას ვეღარ ვგრძნობდი, ცხელმა ცრემლებმა ხელისგულები დამისველეს, ხელები ციებიანივით მიკანკალებდა. მუდამ ასე ხდება, როცა კარს უკან ჩუმად ისმენ საუბარს, შეიძლება ისეთ რამეს მოჰკრა ყური, რამაც მთელი ცხოვრება წამში შეგიცვალოს. შეიძლება იმ მომენტში საყვარელი ადამიანიც კი დაგაკარგვინოს, რომელიც სიცოცხლესაც გერჩია... იმედგაცრუებას და ღალატს ყველაზე მწარე გემო ჰქონია, იმ სიბინძურეებს შორის, რაც კი ოდესმე ცხოვრებაში გამომიცდია...

****
აგიზგიზებულ ბუხართან ცხელ ყავას მდუმარედ ვსვამდი. ეკე ჩემს გვერდით იჯდა სავარძელში და ცეცხლისთვის თვალი გაეშტერებინა. მოსმენილის შემდეგ თავი იმდენად ცუდად ვიგრძნი, რომ მასთან საუბარი არ მინდოდა. მაგრამ წამით მზერა მისი სახისკენ გამექცა, რა დაგვემართა? ჩვენ, ორივეს, რა ჯანდაბა მოგვივიდა? როდის გაჩნდა ჩვენ შორის უზარმაზარი უფსკრული? ის ხომ ჩემთვის ყოველთვის კარგი მეგობარი და საიმედო საყრდენი იყო? როდის შეიცვალა ეს ყველაფერი?
მიუხედავად იმ საშინელი სიტყვებისა რაც უჩუმრად მოვისმინე მისგან, ის მაინც მიყვარდა. ის ჩემთვის მაინც ძვირფასი მეგობარი იყო, რომელსაც სიცოცხლესაც მივცემდი თუ დასჭირდებოდა, მაგრამ ნდობა? მე ის უკვე აღარ გამაჩნდა.
- ასე რატომ მიყურებ?
დაილაპარაკა ხმადაბა ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს, ცივი მზერა ისევ ცეცხლისთვის გაეშტერებინა. მისმა ხმამ შემაკრთო, თვალი ისე გამიშტერდა მასზე, რომ ვერც გავიაზრე. მზერა სწრაფად ავარიდე.
- ჭრილობა როგორ გაქვს? შენთვის ადგომა და სიარული არ შეიძლება.
- უკეთ ვარ, არ მოვკვდები, დანარჩენს ავიტან.
თავი სავარძლისთვის მიეყუდებინა და თვალები დაეხუჭა. უცებ ძალიან მომინდა მოვხვეოდი, ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ ყველაფერი მიპატიებია, რომ ყველაფერი რიგზეა და არ მადარდებდა რა სიბინძურეებს აკეთებინებდნენ ბანდის წევრები, მაგრამ ვერ შევძელი. რატომ? იმიტომ, რომ ეს დამიმალა, იმიტომ რომ საკმარისად არ მენდო და ეს ყველაფერი არ მომიყვა, იმიტომ, რომ ჩემთან ნიღაბს ატარებდა. როგორი ორპირი ვარ, არა? განა მეც ასე არ ვიქცეოდი მასთან? იმ წამს საკუთარი თავი ყველაზე მეტად შემძულდა.
- ეკე...
- ანუ, ყველაფერი ასე სერიოზულადაა? - თვალები გაახილა და ტოპაზისფერი სფეროები სევდიანად შემომანათა.
- რა?
- შენ და დუჩე... შენ მასთან... - უნდოდა ეთქვა იწექიო, მაგრამ წინადადება ვეღარ დაასრულა და თვალი ამარიდა. სახე ამელეწა, მასთან ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებდი.
- მე ის მიყვარს, შენ ეს იცი.
საშინლად აღელვებული ისევ ცეცხლს მივაშტერდი. ცხელი ყავის ჭიქა თითებს მწვავდა, მაგრამ იმ წამს ისე გამიხურდა ორგანიზმი, რომ მგონი ფაიფურის ტემპერატურას გადავუჯოკრე.
- ჰო, ვიცი. ახლა ზუსტად ვიცი.
- საიდან გაჩნდი აგარაკზე? რა მოხდა? ან როგორ გაიგე, რომ იქ ვიყავით? - სასწრაფოდ თემა შევცვალე.
- ჩემს ძმას ვესაუბრე, - მიპასუხა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - ჩეჩენი თავგამოდებით დამეძებს ყველაგან. ბაჩოც გამოუჭერია და უცემია, რომ ჩემი ადგილსამყოფელი გაეგო. ისეა გაბოროტებული ყველაფერზე წამსვლელია. ბაჩო მხოლოდ იმიტომ დატოვა ცოცხალი, რომ ჩემთვის შეტყობინება გადმოეცა.
- შეტყობინება? რა შეტყობინება?
- ან გამოჩნდები, ან იმ გოგოს და შენს ოჯახს ნაცარტუტად ვაქცევო. ბოლოს ჩემთან, რომ იყავი შენს ტელეფონში ჯიპიესი გავააქტიურე, მარტივად მოგაგენი, როცა ბაჩომ ყველაფერი მიამბო შენს მოსაძებნად წამოვედი, სანამ ვინმე დამასწრებდა.
- და შენები? შენი ოჯახი?! - ტანში სიცივემ დამიარა.
- ბაჩო მიხედავს, ვუთხარი დროებით გაარიდე თბილისს-თქო. უსაფრთხოდ არიან.
- ფიქრობ ის მკვლელები ჩეჩენმა გამოგზავნა?
- სხვაც გყავს ისეთ მტერი ვისაც შენი მოკვლა უნდა? - გამომხედა წარბაწეულმა.
- გადარჩენისთვის მადლობა არ მითქვამს, - ხმა გამებზარა.
- არც იყო საჭირო, - თვალები ისევ დახუჭა და სავარძელს თავი მიადო.
- ცუდად ხომ არ ხარ?
- არა, ყველაფერი რიგზეა.
წარბშეკრული წამოვდექი და მივუახლოვდი. სახეზე ფერი არ ედო, შუბლზე შევეხე, მისი კანის ტემპერატურამ ხელი დამწვა.
- ეკე, იწვი!
- კარგად ვარ-თქო.
გაღიზიანებულმა ყავის ჭიქა მაგიდაზე დავტოვე, იქვე მიგდებული ტელეფონი ავიღე და ზურაბთან გადავრეკე.
- რას აკეთებ?
- ექიმი გჭირდება.
- ლოგინში ჩაწოლას არ ვაპირებ!
- აზრს არავინ გეკითხება! - როგორც იქნა, მიპასუხეს - ზურაბ, სია ვარ.
- სია, შენი მეგობარი... - წამოიწყო აღელვებულმა.
- ვიცი, ჩემთანაა, მაღალი სიცხე აქვს, ზურაბ რა ვქნა?
- გადასხმები და წამლები ესაჭიროება. მისი მოძრაობა არ შეიძლება, მაგრამ არ მიჯერებს!
- ცოტახანში შენთან მოიყვანენ და ძალიან გთხოვ მიხედე რა. ხომ სახლში ხარ?
- ბედობა დღეს სად ვიქნები აბა, ეს მოხუცი კაცი? - გაეცინა - კი სახლში ვარ, მოვიდეს.
- გმადლობ, მეგობარო. ბედობას ცუდი ამბები დაგაბედეთ, ბოდიში.
- ოჰ, კარგი ერთი. მე ექიმი ვარ, პრაქტიკულად მოაზროვნე ადამიანი, სასწაულების და ბედისწერის არ მწამს. ჩემთვის ეს დღე დანარჩენებისგან არ გამოირჩევა, გელოდებით.
- კარგი, გმადლობ.
- დროებით. - ტელეფონი გაითიშა.
- როგორც კი დუჩეს დაცვის წევრები მოვლენ, ერთ-ერთი ზურაბთან მიგიყვანს. პროტესტი არ მიიღება, გაიგე? - შევუბღვირე გაბრაზებულმა.
- ახლა წოლის დრო არ არის, ტყვია არც პირველად მომხვედრია და არც უკანასკნელად, გადავრჩები-თქო. ჩეჩენი ყველგან დამეძებს, მაგასთან იქამდე უნდა მოვაგვარო, სანამ თვითონ მოაღწევს ჩემამდე... ან შენამდე. - თვალები ისევ დახუჭა. აშკარად ცუდად იყო.
- მორჩი-მეთქი! მე არაფერი დამიშავდება. ერთადერთი ვინც რეალურად საფრთხეშია ეს შენ ხარ, - მივუახლოვდი და სახეზე ნაზად შევეხე, კანი საშინლად უხურდა - სიცხისგან იწვი! ეკე, ძალიან გთხოვ, მკურნალობა გჭირდება. თუ შენზე ვიდარდებ საქმეს ვერ გავაკეთებ, ასე ორივე დავშავდებით.
ხელი დამიჭირა და ხელისგულზე ტუჩები მომაკრო. სახე ამელეწა და მაშინვე ხელის გამოგლეჯვა ვცადე, მაგრამ არ დამანება. მაჯაში ძლიერად ჩამეჭიდა და ჩემი ხელი სახეზე მიიდო.
- უკვე ჩემი შეხებაც კი გაღიზიანებს, ხედავ? შენ კიდევ მითხარი, რომ ჩემი არ შეგშინებია და არ შეგძულებივარ იმის გამო რაც დღეს საკუთარი თვალით ნახე. არ მინდოდა ასეთი ოდესმე დაგენახე. - ჩაილაპარაკა სევდიანად, ისე რომ თვალი არც გაუხელია.
- ეს არაფერ შუაშია.
- აბა, რა არის შუაში, სია? - ხელი ძლიერად ჩამჭიდა და თავისკენ დამქაჩა - რატომ ვგრძნობ შენგან სიცივეს? ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ერთი სული გაქვს ხელი გიშვა. გამიუცხოვდი, ჩემგან თავს შორს იჭერ, რატომ?
- ეკე ცუდად ხარ, თვალებს ვერც კი ახელ, თავბრუგესხმის?
- ცოტა, მაგრამ თემას ნუ გაურბიხარ, ეს არაა პასუხი.
- ჩვენი ურთიერთობის გარკვევის არც შესაფერისი დროა და არც ადგილი, ახლა დასვენება და ექიმი გჭირდება.
- სია... არ შემიძულო, ვიცი რომ არ ვარ კარგი ადამიანი, მაგრამ შენ თუ შემიძულებ...
- ნუ სულელობ, - ყელში ბურთი გამეჩხირა - შენი შეძულება არ შემიძლია, რაც არ უნდა ჩაიდინო.
- მეძინება... ძალიან მეძინება.
- ეკე! - გული შიშით შემიქანდა, გონებას კარგავდა - ეკე!
ხმა აღარ გაუცია, ჩემზე შემოჭდობილი ხელი მოუდუნდა, უღონოდ ჩამოუცურდა და გაირინდა. სპილოსძვლისფერ სვიტერზე მოზრდილი წითელი ლაქა შევამჩნიე. ჭრილობიდან სისხლს გამოეჟონა.
- ჯანდაბა!
სასოწარკვეთილს აღარ ვიცოდი რა მექნა. ისტერიკას ცოტაღა მიკლდა, თითქოს დასახრჩობად განწირულს მაშველი რგოლი მესროლესო, ეზოდან მანქანების საბურავების ხმა შემომესმა. დუჩეს დაცვა მოვიდა.
- მალე ექიმთან იქნები, ყველაფერი კარგად იქნება!
ბრინჯაოსფერ ქოჩორზე ხელი გადავუსვი და კარისკენ გავიქეცი. გარეთ გასულს დაცვის წევრები შემომეგებნენ.
- თქვენ ალბათ სია ხართ, - ახმახებს ერთი შავგვრემანი მამაკაცი გამოეყო - ჩემი სახელია ლადო, მე და ჩემი დაცვის ბიჭები თქვენთან დავრჩებით, სანამ ბატონი ქავანა არ მოგაკითხავთ.
- მისმინე, ჩემი მეგობარი თავს ცუდად გრძნობს, სასწრაფოდ ექიმი ესაჭიროება. მისამართს მოგცემთ და ადგილზე უნდა მიიყვანოთ.
- რა თქმა უნდა, - თავი დამიქნია და დაცვის წევრებს უხმოდ მისცა ბრძანება - მისამართი მომეცით.
- გმადლობთ.
- ეს ჩემი მოვალეობაა, - თავი ოდნავ დამიქნია.
დავინახე, როგორ ჩასვეს შავოსნებმა უგონო ეკე მანქანაში და ზურაბთან წაიყვანეს. თან გაყოლა ძალიან მინდოდა, მაგრამ დასაკარგი დრო არ იყო, ყოველივე იმის შემდეგ, რაც დღეს მოვისმინე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ეს საქმე რადაც არ უნდა დამჯდომოდა ბოლომდე უნდა მიმეყვანა. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებდით ჩვენი ჩახლართული სიტუაციის დალაგებას.
დაცვის წევრები გაშეშებულები იდგნენ კართან. ნაწილი სახლში იცდიდა, ნაწილი კი გარეთ იყვნენ აყუდებულები და ეზოში მიმოდიოდნენ. პერიოდულად ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, რომ არ გაყინულიყვნენ. ბევრჯერ შევთავაზე სახლში, ან მანქანაში მოიცადეთ ყველამ-თქო, მაგრამ ლადომ ზრდილბიანად გამიღიმა და მითხრა, საქმეს ასე სჭირდება შემოთავაზებისთვის კი მადლობაო.
ლეპტოპს მივუჯექი. სანდროს გამოგზავნილი მონაცემები პროგრამაში ჩავტვირთე და მოთმინებით ვიცდიდი მესხიშვილის წითელი წერტილი როდის მოიმოქმედებდა რაიმე საინტერესოს. ჯერჯერობით მხოლოდ განყოფილებაში ტრიალებდა და ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა. ალბათ დუჩეს გათავისუფლებამ გეგმები გვარიანად აუწეწა, !
უეცრად საშინელი დაღლილობა ვიგრძენი, მომეძინა. მრუმე ფანჯრებს არადა არ ეღირსათ სინათლე. დაბინდული მზერით საათს გავხედე, დილის ექვსი ხდებოდა. დუჩე ჯერ კიდევ არ ჩანდა. გონებაში არამკითხე აზრები წამომიტივტივდა - „ნეტავ რა უქნეს გვამებს? დამარხეს, თუ დაწვეს? რა იქნება შემდეგ? პოლიციამ რამე რომ გაიგოს? ეკეს დააპატიმრებენ!“. თავი გავაქნიე, საკუთარმა ფიქრებმა უარესად დამაფრთხეს. ის იყო დუჩესთან გადარეკვა დავაპირე, რომ ლეპტოპის ეკრანზე მესხიშვილის წერტილი აციმციმდა და უცნაური რაკურსი აიღო.
- რა ჯანდაბას აკეთებს? - წავიბუტბუტე დაბნეულმა.
წითელი წერტილი ციმციმით მოშორდა განყოფილებას და გზატკეცილს აუჩქარებლად გაუყვა. ცხოველურმა ინტერესმა შემიპყრო. სასწრაფოდ წამოვხტი და ჩემს ოთახში შევირბინე. თბილი ტანსაცმელი მოვირგე და ბათინკებიც ჩავიცვი. ლოგინის ქვემოდან ჩემოდანი გამოვაძვრინე და კიდევ ერთი იარაღი და ორი სავსე მჭიდი ამოვიღე. უცებ ერთ პატარა უსიამოვნო დეტალი გამახსენდა - დაცვის წევრებით ვიყავი გარშემორტყმული, რაც ჩემთვის „ფეხს ვერსად გაადგამს!“ ნიშნავდა. ესენი მარტოს არსად გამიშვებდნენ და ამხელა ექსკორტით მესხიშვილი აუცილებლად შემამჩნევდა. არადა გული მიგრძნობდა, რომ ეს ტურა საინტერესო კვალზე დამაყენებდა. შეამჩნიე? ინსტიქტები არასოდეს მღალატობენ!
ერთი ამოვიოხრე და ჩემოდანი გადავქექე, როგორც იქნა, მივაგენი იმას რასაც ვეძებდი. მომცრო შეკვრით დიაზეპამის აბები ამოვაძვრინე. რამდენიმეცალი პატარა პაკეტში გადავიტანე და იარაღის ტარით დავნაყე. აბები ფქვილად იქცა. იარაღი ზურგსუკან შევინახე და ოთახიდან მშვიდი სახით გამოვედი. ყავის აპარატს მივუახლოვდი და ჩავრთე.
- ყავას ხომ არ ინებებთ? - შევთავაზე დაცვის უფროსს - გარეთ ძალიან ცივა, თან გამოფხიზლება არავის აწყენს. თქვენს მეგობრებს დაუძახეთ, ერთი ჭიქა ყავა დალიეთ, არამგონია ხუთ წუთში ტერორისტული დაჯგუფება თავს დაგვეცეს.
- მმმ... - შეყოყმანდა, არადა იდეა აშკარად მოეწონა, სახეზე საშინელი დაღლილობა ეხატა.
- ნუ ყოყმანობთ, ყავის დალევაზე დუჩე არაფერს გეტყვით.
გულში გავიფიქრე, იმედი მაქვს ჩემი ახირებული საქციელის გამო არ დაგხოცავთ-მეთქი, აი მე რომ გვარიანად მომხვდებოდა, ამის გამო, წინასწარ ვიცოდი, მაგრამ გარისკვად მაინც მიღირდა.
- კარგი, გმადლობთ.
ლადომ მორიდებით გამიღიმა, კარი გამოაღო და ბიჭებს გასძახა შემოდითო. სულ ექვსნი იყვნენ. წამლის დოზა ცოტა მეტი მომივიდა, მოწამვლით არ მოიწამლებოდნენ, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში პერიოდულ თავის ტკივილს მაინც აიკიდებდნენ. მოწამვლას მაინც ჯობია-თქო, თავი გავიმხნევე და ყავაში ფხვნილი თანაბრად გავანაწილე. კარგად მოვურიე და ბიჭებს ჩამოვურიგე.
მაჯის საათს უჩუმრად შევხედე. დალევიდან ზუსტად თხუთმეტ წუთში ყველა გაითიშებოდა. დროის დასაჩქარებლად მონტის ნამცხვრები შევთავაზე. უარი არ უთქვამთ, ხალისით შეესივნენ იტალიურ ნუგბარს. ვუყურებდი როგორ ილუკმებოდნენ და ზედ მოწამლულ ყავას აყოლებდნენ და გავიფიქრე ქალს მართლა არ უნდა ენდო-თქო. ნერვებდაჭიმული ველოდებოდი პირველი სიმპტომის გამოვლენას, რაც ათ წუთში შევნიშნე კიდეც. რამდენიმე მათგანს თავბრუ დაეხვა, მუხლებში სისუსტე იგრძნეს და ადგილზე შექანდნენ.
- რა ხდება? - ლადომ ეჭვით მოავლო თვალი თავის ბიჭებს, შემდეგ ყავას ჩააშტერდა და სწრაფი მზერა ჩემზე გადმოიტანა - რა გაგვიკეთეთ?!
უცებ თვითონაც მოითენთა და ყავის ჭიქა ხელიდან გაუვარდა. ფაიფურის ჭურჭელი მთელი ძალით დაენარცხა იატაკს და ნამსხვრევებად იქცა. მთელი იატაკი ამერიკანოს წვეთებით მოისვარა.
- ყავა... - ამოიხავლა გაბრუებულმა - ყავა არ...
წინადადების დაბოლოება ვეღარ მოასწრო, ჩაიკეცა და მაშინვე გაითიშა. ხუთივე მცველი უკან მიჰყვა. არჩილის მისაღები ოთახი ექვსი გათიშული მცველით და დამსხვრეული ჭურჭელით დავამშვენე.
- დიდებულია! - ამოვიოხრე წარბშეკრულმა. ერთ მცველს გადავაბიჯე და დაცვის უფროს ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოვაცალე - მანქანას დროებით ვითხოვებ, თქვენ კი ცოტა წაუძინეთ. წლევანდელი ბედობა არაფრად ვარგა. ღმერთო ჩემო, წარმომიდგენია წინ როგორი წელი მელის, ერთ დღეში ამდენი უგონო სხეული ჩემთვისაც კი მეტისმეტია!
გულწასულ მცველებს გადავაბიჯე, კარი გავიხურე და საიმედოდ ჩავკეტე. ერთ-ერთ მერსედესს მივუახლოვდი, კარი გამოვაღე და მანქანაში ჩავჯექი. ჩემი ტელეფონი ჰოლდერში დავამაგრე და ჯიპიესის ნავიგატორი ჩავრთე. ეკრანზე მესხიშვილის ციმციმა წერტილმა გამოანათა.
- ქალაქგარეთ რა ესაქმება?! - წავიბუტბუტე წარბშეკრულმა და მანქანა დავქოქე - ახალი სიურპრიზები და რამე?!
ამოვიოხრე და საჭე მოვაბრუნე. ბოლოჯერ შევავლე თვალი არჩილის კოტეჯს და უყოყმანოდ გავუყევი დათოვლილ ბილიკს, რომელიც კაცმა არ იცოდა სად მიმიყვანდა...


თავი მეთორმეტე
ჩაბნელებულ კორომს ფრთხილად ვათვალიერებდი. ველურ გარეუბანში მხოლოდ ერთი მიცხავებული შენობა ჩაკარგულიყო. გადამხმარ სარეველას და ობს მისი კედლები და მიდამო ერთიანად გაენადგურებინათ. ეზოში გაფუჭებული და გვერდჩამოტეხილი კარუსელები მოჩანდა, რომლებიც სიწყნარეში ავისმომასწავებლად ჭრიალებდნენ, თითქოს მოწყენილი მოჩვენებები ზედ შემოსხდომოდნენ და წინ და უკან არწევდნენ. მესხიშვილს მანქანა გამოღამებული შენობის წინ შეეჩერებინა, თვითონ კი არსად ჩანდა.
ახლოს მისვლა ვერ გავბედე, უკვე თენდებოდა, მრუმე ღრუბლებს ნათელი ნელ-ნელა ეპარებოდათ. უფრო ახლოს, რომ მივსულიყავი აუცილებლად შემამჩნევდნენ. ის იყო მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე შორიდან მაინც დავზვერავ იქნებ რამე შევამჩნიო-თქო, რომ საპირისპირო მხრიდან ვერცხლისფერი ჰამერი გამოჩნდა. აბრდღვიალებული ფარებით დათოვლილ ბილიკზე მძიმედ მოიწევდა და შენობას უახლოვდებოდა.
- ეს ვინღაა? - ჩავილაპარაკე წარბშეკრულმა - დავიჯერო ასე ცოტას გიხდიან, რომ პაემნისთვის უკეთესი ადგილი ვერ შეარჩიე?
გამეცინა ირონიულად და პირქუშ შენობას ამრეზით შევავლე თვალი. მანქანა მესხიშვილის აუდს მიუახლოვდა და გვერდით შეჩერდა. ცნობისმოყვარეობამ მძლია, მანქანიდან გადმოვედი, დავიხარე და ბუჩქებსამოფარებულმა შენობასთან ახლოს მივირბინე. მოშორებით შევჩერდი და სარეველაში ჩამალული, დაძაბული მივაჩერდი უცნობ სტუმარს. უცებ ჰამერის კარი გაიღო და ჩემდა გასაკვირად გაყინულ მიწაზე ქუსლიანმა ფეხსაცმელმა გადმოაბიჯა. ჩაბნელებულ სალონს ქალის მაღალი ფიგურა გამოეყო და მანქანიდან გადმოვიდა.
- მეკაიფები, ხო? - წავიჩურჩულე წარბაწეულმა, სიცილი ძლივს შევიკავე.
მოხდენილს და ტანკენარს ტანზე მორუხო-მოთეთრო ბეწვის ლაბადა მოესხა, პალტოს შიგნიდან გრძელი კოხტა ფეხები მოუჩანდა. თავზე კურდღლის ბეწვისგან შეკერილი ფუმფულა თეთრი ქუდი ეხურა. სახე მხოლოდ მაშინ გავარჩიე, როცა მიდამო მოათვალიერა და მისი ცივი ნაკვთები მანქანის ფარების შუქზე მკვეთრად გამოიკვეთა.
- მონიკა?! - წავიჩურჩულე გაოგნებულმა. მაშინვე ვიცანი მირიანის აგარაკზე ნანახი ცივი და ქედმაღალი ქალი ფოტოსურათიდან! - ეს აქ რა ჯანდაბას აკეთებს?!
- Aspettare! - უთხრა მძღოლს იტალიურად და შენობაში თავაწეულმა შეაბიჯა.
ისე გრაციოზულად მინარნარებდა გეგონებოდათ ბრიტანეთის დედოფალი ბრძანდებოდა, მისმა ქედმაღლურმა ტონმა საშინლად გამაღიზიანა. უცებ ძალიან მომინდა უკან მივპარვოდი და უზრდელი ბავშვივით მისთვის პანღური ამომეკრა. კი მაგრამ, როდის ჩამოფრინდა?! ან ყველაზე საინტერესო, რა ჯანდაბა ესაქმეობდა მას მესხიშვილთან და ამ ორს ამ წყეულ ადგილთან?! კარუსელებით და ეკეს აღწერილობით, თუ ვიმსჯელებდით უკვე ვხვდებოდი სადაც ვიმყოფებოდი - ესეც შენი ნარკობუნაგი! ნუთუ, მონიკა იდგა მთელი ამ ამბების უკან? რაღაც უაზრობა ხდებოდა, ის საკუთარ ქმარს არ მოკლავდა! თუ მოკლავდა? მაშინ ასე სწრაფად რატომ გაიქცა აქედან, როგორც კი ქმარი დამარხა?!
ერთი სული მქონდა გამეგო შიგნით რა ხდებოდა, მაგრამ წინ წასვლა ვერ გავბედე, მონიკას მძღოლი ბულდოგი ძაღლივით ჩასაფრებულიყო შესასვლელში და ქორივით ათვალიერებდა ეზოს. უცნაურია, თუ ნარკოტიკები აქ ინახებოდა, რატომ არ ირეოდა დაცვა ახლომახლო? „ძვირფას“ საქონელს ასე უყურადღებოდ ვინ ტოვებს?! საეჭვო სიწყნარემ უფრო დამთრგუნა. ტუჩზე ვიკბინე და ჩაბნელებულ შენობას აზარტულად გავხედე. ეს იდეალური შანსი იყო რამე გამეგო, უნდა გამერისკა!
მიწიდან კენჭს ხელი წამოვავლე და ხელში შევათამაშე. ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელი ყოველთვის მეუბნებოდა კარგად ისვრიო, კალათბურთის ბურთს, რომელიც ჩემზე მძიმე იყო იმ პერიოდში, საკმაოდ იოლად ვერეოდი და სამქულიანებსაც იშვიათი სიზუსტით ვისროდი კალათში. ჰოდა ძალა მოვიკრიბე, ხელი შევმართე და იმ იმედით, რომ ძველი ნიჭისგან ჯერ კიდევ შემრჩენოდა რამე, რაც ძალა და ღონე მქონდა მარჯვენა მოვიქნიე. პატარა კენჭმა სუსხიანი ჰაერი ტყვიის სისწრაფით გაკვეთა და მოშორებით, შენობის სახურავზე, ატეხა რახარუხი, გამოვიდა - მძღოლს ყურადღება გაეფანტა.
დამფრთხალმა მაშინვე პისტოლეტი ამოაძვრინა უბიდან, დამცველი მოხსნა და საპირისპირო მხარეს გაქანდა, კენჭისთვის ტვინის გასახვრეტად. ამით ვისარგებლე და წელში მოხრილი სწრაფად გავიქეცი შენობისკენ. ჩამტვრეული ფანჯრის რაფაზე მოხერხებულად ავღოღდი და დამპალ იატაკზე ფრთხილად დავხტი. მალულად შეპარვაში უკვე დავხელოვნდი-თქო, გავიფიქრე ამაყად და ჩაბნელებულ დერეფანს ფრთხილად გავუყევი. ვცდილობდი რამე ისეთისთვის ფეხი არ დამებიჯებინა, რაც შეკრებილებს დაუპატიჟებელი სტუმრის არსებობას აუწყებდათ.
პირველ სართულზე არავინ შემხვედრია, იქაურობა ობის და მარტოობის სუნად ყარდა. მოულოდნელად ხმები შენობის მარცხენა ფლიგელიდან შემომესმა. ზურგსუკნიდან იარაღი ამოვაძვრინე, გადავტენე და დამცველი მოვხსენი, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. დერეფანი ფეხაკრეფით გავირბინე და საპირისპირო დერეფანში გამავალ კედელს უჩუმრად ამოვეფარე. თავი ოდნავ გადავხარე და სიბნელეში მესხიშვილის ბუნდოვანი ფიგურა შევამჩნიე.
- ამ სოროში რატომ დამიბარე? - წაისისინა ქალმა მსუბუქი იტალიური აქცენტით.
ხომ გითხარი, მისი აქ „დაპატიჟება“ ცუდი აზრია-თქო, გავიფიქრე გახალისებულმა და ტუჩზე ვიკბინე, რომ არ გამცინებოდა.
- რესტორნები და სასტუმროები სახიფათოა.
მამაკაცმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ღია ფანჯრისკენ და მონიკას სილუეტს მთვარის მკრთალი შუქი დაეცა, მესხიშვილს მკაცრად შესცქეროდა და სახეზე საშინელი შეურაცხყოფა ეხატა. მეწყვილის იშვიათი გემოვნებით შერჩეული „ბაითი“ აშკარად იუკადრისა.
- რისი თქმა გინდოდა, დროზე ამოღერღე, აქაურობა ყარს!
- რატომ გამომაშვებინე ქავანა? - სახიდან ღიმილი მაშინვე ჩამომერეცხა და შეკრებილებს დაძაბული მივაჩერდი - ხვდები მაინც რამდენი ვიჩალიჩე მის გამოსამწყვდევად? მე შენი ხელის ბიჭი ხომ არ გგონივარ, რომელსაც ისე მართავ როგორც მოგესურვება?!
- ტონს დაუწიე!
მონიკას სუსხიანმა ხმამ ზამთრის სიცივეც კი გადაფარა. გონებაში ყველაფერი ამერია, ეს მონიკამ გამოიყვანა ციხიდან დუჩე? რატომ?! ტელეფონი სასწრაფოდ ამოვაძვრინე და კამერა ჩავრთე.
- რატომ იცავ იმ ღლაპს ასე? - შენ გაიხარე დეტექტივო, ჩემს აზრებს კითხულობ!
- ეს შენ არ გეხება! ნუთუ ამ სისულელის გამო მომაცდინე?! გაბრიელ, რამე ხომ არ გეშლება?!
- მეშლება? წლების განმავლობაში, შენ და შენს ქმარს ყველაფრით გეხმარებოდით რითიც შემეძლო! მთელი ეს დრო თქვენს განავალს ვასუფთავებდი და ახლა იმის უფლებაც არ მაქვს, რომ ვიკითხო რატომ გამომიყვანე სირად?!
- დუჩეს თავი დაანებე, არ მაინტერესებს კალანდია ვინ და რატომ მოკლა, ბიჭი არაფერ შუაშია, მისგან თავი შორს დაიჭირე!
- როდის აქეთ ზრუნავ მასზე ასე ძალიან? რა იყო შვილის ყოლის სურვილმა წამოგიარა?!
- ენას კბილი დააჭირე! - წაისისინა ავად - თორემ არც დავფიქრდები ისე გაგიხვრეტ შუბლს! დუჩეს შეეშვი, მას თმის ერთი ღერიც რომ შეერხას საკუთარი სიცოცხლით გაგებინებ პასუხს!
- სულ სირზე ეგ განებივრებული ლაწირაკი, მე სხვა რამ მადარდებს! ჯერ შენი ქმარი მოკლეს, ახლა კალანდია, როგორ ფიქრობ რა ხდება თქვენს თავს? თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი „კოლიბრს“ უკავშირდება, ჩამოშორდი ამ ბიზნესს, სანამ შენც ზედ მიგაყოლეს!
- კოლიბრი ჩემი საკუთრებაა, ის ჯერ კიდევ ჩემი იყო, სანამ იდიოტი მირიანი და მისი იმბეცილი ძმაკაცი ჩაერთვებოდნენ საქმეში. მას ვერავინ ჩამომაშორებს, მართალია გავრცელებასთან დაკავშირებით პრობლემები წამოიჭრა, კალანდიას სიკვდილი ჩემს გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ არაუშავს, ჩეჩენი ყველაფერს მოაგვარებს.
თვალებგაფართოებული მივჩერებოდი მოსაუბრეებს. სუნთქვაც კი შევიკარი, რომ მათი ნათქვამიდან სიტყვაც არ გამომრჩენოდა.
- არ ვენდობი მაგ ცოფიან ძაღლს! მონიკა, თავიდან მოიშორე სანამ დროა, მე უკვე გითხარი რომ საშიში ტიპია. მისი წარსული იქით იყოს, მისნაირ მანიაკებს მშვენივრად ვიცნობ, მას არავის ერთგულება არ შეუძლია! ის ისევე გიყენებს შენ, როგორც შენ იყენებ მას და ჯერ კიდევ ვერ გამირკვევია რის მიღებაც ცდილობს შენგან!
- მორჩი ჩემზე ზრუნვას, გაბრიელ. მე ვიცი ვის უნდა ვენდო და ვის არა. დუდაევი მჭირდება, ის საჭირო კაცია, სანამ საქმეს ასე აწყობს მას არ შევეხები, მაგრამ როცა აღარ დამჭირდება... - ჩაიღიმა, ქურქი შეისწორა და ღია ფანჯრიდან გახედა გაღიავებულ ჰორიზონტს.
- როგორი საშიში ქალი ხარ, - მესხიშვილს ხმაში აღფრთოვანება გამოერია, წარბი ამეწია - მიკვირს კიდეც, შენნაირი მანდილოსანი რას აკეთებდა მირიანის მსგავს სირთან. ახლა არ მითხრა, რომ გიყვარდა, მაინც ვერ დამაჯერებ.
- მიყვარდა? - მონიკამ მხიარულად გადაიკისკისა - ის უბრალოდ კიდევ ერთი სარფიანი გარიგება იყო ჩემი ბიზნესისთვის. მე კოლიბრისთვის მჭირდებოდა მისი გავლენა და კომპანია, მირიანი არასოდეს მაინტერესებდა.
- მითხარი, ქავანას მიმართ რა ინტერესი გამოძრავებს? მისი გამოყენება გინდა? ის კომპანიის პირველი მემკვიდრეა, ამაშია საქმე?
- გაბრიელ, ნუ ცდილობ იმაში ჩაჰყო ცხვირი, რაც არ გეკთხება. ეს შენ არ გეხება! საქმეს მიხედე და აკონტროლე, რომ უშიშროებამ ჩემი ბიზნესისგან თავი შორს დაიჭიროს. იმ საზიზღარი ჭორების გადამკიდე ჩემი ნარკოტიკი უკვე ისედაც ბევრს აშინებს. შენი უაზრო ცნობისმოყვარეობის გარდა, სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები მაქვს მოსაგვარებელი. მეორედ ასეთ სისულელეზე აღარ მომაცდინო! რაც შეეხება საქონელს, - ამრეზით მოავლო თვალი დამპალ შენობას - ახალი სარდაფი გაცილებით უსაფრთხოა, დარწმუნდი, რომ იქაც იგივე შეცდომები არ დაუშვან, როგორც ამ სოროში. კიდევ ერთი ტარაკანა, თუ შემოძვრება ჩემს ტერიტორიაზე უნებართვოდ, საკუთარი სიცოცხლით გაგებინებთ პასუხს!
- საით გაგიწევია?!
- მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, გზიდან ჩამომეცალე! - წაისისინა გაღიზიანებულმა - შენი თავხედობა უკვე სერიოზულად მიშლის ნერვებს!
- მონიკა ვნერვიულობ, - მესხიშვილს ხმა შეურბილდა - ვიღაც ხალხს ხოცავს და თუ მართალი ვარ და ეს შენს ნარკოტიკს უკავშირდება, შემდეგი შენ იქნები! საშუალება მომეცი, რომ დაგიცვა.
- დამიცვა? - ამრეზილმა ირონიულად შეათვალიერა მოსაუბრე - შენი დაცვა არაფერში მჭირდება. მე ვერავინ შემეხება და გეყოფა ერთგული ძაღლივით კუდში დევნა, გამაღიზიანებელია!
მხარი აუქცია და თავაწეული დერეფანს გამოუყვა. კამერა გამოვრთე და უჩუმრად შევიყუჟე ბნელ კუთხეში. მონიკას გამოსვლისას სუნთქვაც კი შევიკავე, რომ არ შევემჩნიე. დერეფანი გაიარა და გარეთ გავიდა. მესხიშვილი კი ფანჯრის რაფას მიუახლოვდა, მკლავები ჩამოაყრდნო და თავი ჩახარა, ესეც შენი უპასუხო სიყვარული. ირონიულად ჩამეცინა და მონიკას ფეხაკრეფით დავედევნე. ფანჯრიდან გადმოვხტი, მანქანასთან მივირბინე, სწრაფად ჩავჯექი, დავქოქე და ჰამერს უკან მივყევი. დევნამ დაახლოებით საათნახევარს გასტანა. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, ერთი სული მქონდა გამეგო, ვის უნდა შეხვედროდა ეს ავსული დედაკაცი.
ახალმა ამბებმა თავზარი დამცეს. ესე იგი მონიკა იდგა კოლიბრის უკან?! დამპალი ძუკნა! აი თურმე რატომ წავიდა ასე მალე ქვეყნიდან, როგორც კი მირიანი გარდაიცვალა. მას სულ ფეხებზე ეკიდა ქმარი, ის რიგითი სათამაშო იყო მის მრავალრიცხოვან არსენალში. უნებურად მისი და მირიანის ფოტო გამახსენდა აგარაკიდან, ქმარი ისე შესციცინებდა ცოლს თვალებში ეჭვი არ იყო, რომ სიგიჟემდე უყვარდა, მონიკას ცივმა მზერამ კი ქალური ინტუიციით მიმახვედრა, რომ მის გვერდით მჯდარი მამაკაცი მისთვის სულერთი იყო, არც შევმცდარვარ.
ამ ახალმა აღმოჩენამ უამრავი ახალი კითხვა დაბადა - მაშინ ვინ წამლავდა ხალხს? თუ შხამიანი კოლიბრი არაფერ შუაში იყო ჩვეულებრივ ნარკოტიკთან, ვის რაში აწყობდა მისი რეპუტაციის შელახვა? რას შეეწირნენ კალანდია და მირიანი? შურისძიებას? კი მაგრამ, რისთვის?! გონება კრაზანების სკას დამემსგავსა, უამრავი ამოუხსნელი და პასუხგაუცემელი კითხვა მტკივნეულად მესობოდა ტვინში და მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა. თუმცა, ერთი რამ მაინც შევიტყვე, ნარკოტიკების სათავეში მონიკა იდგა, მისი ერთგული ძაღლი კი ჩეჩენი აღმოჩნდა - სიუპრიზების ბუკეტი, როგორც ასეთი!
ამ კავშირმა კიდევ ერთი ბომბი ამიფეთქა ტვინში. ჩემი ღრმა რწმენით სწორედ ჩეჩენი იყო ეჭვმიტანილი მთელი იმ შხამისგან გამომპალი გვამების გროვაში, რომელიც გზაზე მხვდებოდა. თუ მონიკას არ მოუკლავს საკუთარი ქმარი და კალანდია, მაშინ გამოდიოდა, რომ ჩეჩენი თვითნებურად მოქმედებდა? რაღაც აფსურდი იყო. ცოტაც და ალბათ ყურებიდან ბოლი გამომივიდოდა ამდენი ფიქრისგან.
მტრედისფერმა ცამ გათენება მაუწყა, დევნაში დრო ისე გამეპარა ვერც კი გავიაზრე. ჰამერი თბილისში შევიდა და ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანთან შეჩერდა. მერსედესი მოშორებით შევაჩერე და მოვლენების განვითარებას დაველოდე. მონიკა მანქანიდან გადმოვიდა, მძღოლს რაღაც ბრძანება მისცა და რესტორნისკენ გაემართა ყელმოღერებული.
აღელვებულმა შენობა თვალებით მოვჩხრიკე. აქ როგორ შემეღწია, ისე რომ არავის დავენახე? აფორიაქებულმა საჭეზე თითები ნერვიულად ავაკაკუნე. ბოლოს გადავწყვიტე ავდგები და პირდაპირ შევალ, რესტორანში ყველა მოკვდავი დაიშვება-თქო.
მანქანიდან გადმოვედი, თმა შევისწორე და თავდაჯერებით გავაბიჯე შენობისკენ. მიახლოებულს მონიკას მძღოლმა გზა მომიჭრა. ვეცადე აღელვება არ შემემჩნია და გაკვირვებულმა ახმახს ქვემოდან ავხედე.
- რა გნებავთ? - ვეცადე შეურაცხყოფილის ტონი მქონოდა.
- იქ შესვლა არ შეიძლება.
- რატომ ვითომ?
- რესტორანი დღეს დაკეტილია, სხვაგან მიბრძანდით.
- და ვინ თქვა, რომ სასაუზმოდ მოვედი? - სასწრაფოდ იმპროვიზაციას მივმართე - შემომხედე, როგორ ფიქრობ მე ამ რესტორანს გავუქაჩავ? გასაუბრებაზე ვარ დაბარებული, მიმტანი სჭირდებათ.
მძღოლმა ეჭვით შემათვალიერა და ისეთი სახე გაუხდა, ალბათ გონებაში დამეთანხმა რესტორნის ფასებს მართლაც ვერ გაუქაჩავსო, მეწყინა!
- დღეს არა, სხვა დროს მოდი!
- კაი ერთი, - ბრაზის იმიტირება არ დამჭირვებია, ისედაც გვარიანად მომეშალა ნერვები - ახლა რომ არ მივიდე, მეორედ მე აღარავინ დამირეკავს. შენ რა გენაღვლება, სამსახური გაქვს და არსებობისთვის ბრძოლა არ გიწევს. გამატარე სანამ ადეკვატური ვარ!
შევუღრინე გაცხარებულმა გვერდი ავუქციე და ნაგლად შევაბიჯე რესტორანში, თან დაძაბული ველოდებოდი, რომ მხარში ჩამაფრინდებოდა და ძალით მომისვრიდა აქედან. ჩემდა გასაკვირად მსგავსი არაფერი მომხდარა, ანერვიულებულმა ღრმად ჩავისუნთქე, კანკალის შესაკავებლად დამუშტული ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩავიყე და ჰოლში შევაბიჯე. როგორც კი დარბაზში ფეხი შევდგი გაფხორილი მენეჯერი მაშინვე თავზე წამადგა.
- აქ რას აკეთებთ? - დაბალს და ქერა შუახნის კაცს ისეთი ნანერვიულებული სიფათი ჰქონდა ცოტათი შემეცოდა კიდეც - აქ არავის შემოსვლა არ შეიძლება!
- ახალი თანამშრომელი ვარ, - მივაგებე სწრაფად - დღეს ჩემი პირველი დღეა.
- რა? - ჩემმა პასუხმა აშკარად დააბნია.
- მიმტანის პოზიციაზე ამიყვანეს. გუშინ ამიხსნეს გასახდელი სად იყო, მაგრამ ხომ ვერ მიმითითებთ, ისეთი აღელვებული ვიყავი გადამავიწყდა.
- აგიყვანეს? ვინ აგიყვანათ ისე, რომ მე არაფერი მითხრეს?! ეს ხომ რესტორანი არაა, ბარდაკია! ბარდაკი! - წაისისინა გაცოფებულმა - დერეფანს გაუყევი, ბოლოდან მესამე კარი მომსახურე პერსონალის ლოქერია, ფორმას იქ ნახავ. გამოსვლისას დაცვასთან პირადოპის წარდგენა არ დაგავიწყდეს, შენი ნივთები მათ დაუტოვე და ეს თმა შეიკარი!
- გასაგებია.
თავი დავუქნიე და მის მიერ მითითებულ დერეფანს გავუყევი. აუფ, რა ანჩხლი ტიპია, ამასთან ერთად ჩემმა მტერმა იმუშავა-თქო, გავიფიქრე აღრენილმა. ალბათ ასეთი დაძაბული მონიკას გამო იყო, ეს ქალი ისეთი პრეტენზიული და ქედმაღალი იყო, მენეჯერს ალბათ არათანაბრად გაყოფილ თმაზეც კი მისცემდა შენიშვნას. სწორედ მისნაირი ფლამინგოები უთეთრებენ თმას კანტუზიან მენეჯერებს. გაურკვევლობაში ვარ, გამეცინოს თუ გავღიზიანდე?! როგორც იქნა, ლოქერს მივაგენი და კარი შევაღე.
მომცრო ოთახში სამი გოგონა დამხვდა. ტანსაცმელს იცვლიდნენ და ერთმანეთს ხმადაბლა ესაუბრებოდნენ. როგორც კი შევედი ჭორაობა შეწყვიტეს და ინტერესით მომაჩერდნენ.
- გამარჯობა, - თავაზიანად გავუღიმე - მე ახალი ვარ.
- გამარჯობა, რა გქვია?
- ნუცა.
მაინც რამ გამახსენა? საინტერესო ფაქტია, თავში პირველი იმ გოგოს სახელი მომაფიქრდა, რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი.
- სასიამოვნოა, მე მარი მქვია, ეს ქეთია, ის კი ლანა.
ერთ-ერთმა, მათ შორის ყველაზე თამამმა, დანარჩენი გოგონები გამაცნო. ყველამ გამიღიმა, ისე შევედი როლში, რომ საკუთარი ტყუილი თავადვე დავიჯერე და შეწუხებული გამომეტყველებაც იოლად მოვირგე სახეზე.
- ფორმას ხომ ვერ მომცემთ? გარტყმაში არ ვარ აქ რა ხდება.
- მიეჩვევი, - ლანამ ამოიოხრა და წინსაფარი წელზე შემოიხვია - დღეს კიდევ ცუდ დროს მოგიწია მორიგეობა, ერთი შეცდომაც, რომ დაუშვა თავით გაგებინებენ პასუხს.
- ოჰ, რატომ, რა ხდება?
- რესტორნის მეპტრონეს მნიშნველოვანი სტუმარი მოუვიდა, მთელი რესტორანი დაკეტეს.
მარიმ მიმტანის ფორმა გამომიწოდა. შინდისფერი ზედა და შავი შარვალი, მუქი შინდისფერივე წინსაფრით საკმაოდ უგემოვნოდ და იდიოტურად გამოიყურებოდა. როდის ისწავლიან დამსაქმებლები ნორმალური ფორმის შერჩევას? თუ მომსახურე პერსონალი, რომელიც მათთვის მხოლოდ შავი მუშაა, ყოველთვის ყურადღების მიღმა დარჩება?! - რა თქმა უნდა. მაინც რა იდიოტურ კითხვებს ვსვამ ხოლმე!
- ახლა კიდევ ერთს ელოდებიან.
- იცი ვინ არის? - ჰკითხა ლანამ.
- მე საიდან უნდა ვიცოდე?!
- მენეჯერის საუბარს ყური მოვკარი, - წამოიწყო ქეთიმ - ის ქალბატონი ქავანას ხვდება, მაინც რა ესაქმება იმ ტიპთან?
- ვისო?! - თავი ვერ შევიკავე და გაოცებული ქეთის მივაჩერდი.
- დუჩე ქავანას, რა იყო? - გოგოები დაეჭვებით მომაჩერდნენ.
- არაფერი, უბრალოდ გამიკვირდა.
დუჩე მონიკას ხვდებოდა??? რა ესაქმეობდა მასთან? ან თვითონ რატომ არ მითხრა რამე ამის შესახებ?! უცებ წუხანდელი ზარი წამომიტივტივდა გონებაში, როგორც კი ეკრანს დახედა სახე შეეცვალა და ჩემთვის არც უთქვამს არაფერი ვინ ურეკავდა. ნუთუ, წუხელ მონიკამ დაურეკა? მაშინ, რატომ დამიმალა ეს ამბავი მე?! ეჭვის ჭიამ გულმუცელი დამიღრნა.
- ნუცა! რა დაგემართა?
- ჰეი! - თვალწინ თითები გამიტკაცუნეს. შევკრთი და თავი ავწიე.
- ნუცა, სახეზე ფერი არ გადევს, რა მოხდა?
- ჰა? მე... - დავიბენი - არაფერი, უბრალოდ დღეს პირველი დღე მაქვს და ცოტა ვნერვიულობ.
- არაფერიც, შენ იმ ბიჭის სახელის ხსენებამ აგირია გონება, - ქეთიმ ლოქერის კარი მიკეტა და ეშმაკური ღიმილით მომიახლოვდა - იცნობ? თუმცა, მას ვინ არ იცნობს, ყველა გოგო მაგ ტიპზე აბოდებს. შენც ერთ-ერთი მათგანი ხომ არ ხარ?
- არა არ ვიცნობ! - გამოვცერი კბილებში - არასოდეს მინახავს!
- ბევრიც დაგიკარგავს, - მარის ტუჩებზე მეოცნებე ღიმილი გადაეფინა - ეგეთი კაცისთვის ღირს სიკვდილი.
- ისევ გაიჭრა ოცნებებში, - ლანას სიცილი აუტყდა - რა მოიყვანს ახლა ამას გონს!
ისე გავღიზიანდი თავი ძლივს შევიკავე ქურთუკის ჯიბეში მიმალული იარაღისთვის ხელი არ მეტაცა და ეს ცანცარა გოგოები ადგილზე არ დამეხვრიტა. მაინც რა საშინელი გრძნობაა ეს ეჭვიანობა! გულმუცლეს ისე გიწვავს და ისე გეკიდება ბრაზი, რომ გონებადაბინდული ყველაფერზე ხარ წამსვლელი.
ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი იმ ფაქტს, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ხალხი მკვლელობას სჩადიოდა, სულ იმას ვფიქრობდი ისე, როგორ უნდა გაბრაზდე, რომ ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტო-თქო, ახლა კი როცა საკუთარ ტყავზე გამოვცადე როგორი მსუსხავი და აგრესიული გრძნობა ყოფილა, უკვე აღარ მიკვირდა ხალხი რატომ უხვრეტდა შუბლს ერთმანეთს.
გაღიზიანებული ლოქერის კარს ამოვეფარე და ფორმის ჩაცმა დავიწყე. გამძვინვარებულმა ისე ჩამოვიფხატე თავზე ფორმა კინაღამ შემომეფხრიწა. იარაღი ქურთუკის ჯიბიდან უჩუმრად ამოვაძვრინე და წინსაფრის ქვეშ დავმალე. მის გარეშე წასვლა სისულელედ მეჩვენებოდა, არადა დაცვის ოთახში უნდა შემევლო. სია, ცეცხლს ეთამაშები-თქო, გავიფიქრე აღელვებულმა და თმა შევიკარი.
- აბა, გოგონებო მზად ხართ? სხვა თუ არაფერი, დღევანდელი დღე სიმპათიური მამაკაცით გვეწყება. მოინდომეთ იქნებ ღიმილითაც დაგვასაჩუქროს. - ლანამ გასასვლელის კარი გამოაღო.
- მაგის ღიმილი ვის რაში სჭირდება, - წაიბუზღუნა ქეთიმ - ჩაის ფული დაგვიტოვოს, ორ დღეში ბინის ქირა მაქვს გადასახდელი.
- ეს გოგო ყველაფრით უკმაყოფილოა, - მარიმ თავი გააქნია და მე მომიბრუნდა - წავედით, ჯერ დაცვასთან შევიაროთ, პირადობა დავუტოვოთ და შემდეგ სამზარეულოში სასწრაფოდ!
- მე, რომ პირადობა არ მაქვს? - ტუჩზე ვიკბინე - გუშინ მეტროში საფულე მომპარეს და ყველაფერი შიგ მედო, ახლა რა ვქნა?
- რა უიღბლო დღე გქონია, - ქეთიმ წარბაწეულმა გამომხედა - კაი, არაუშავს, ზურას ვეტყვი და დღეს ისე დაგიშვებენ. ოღონდ ეგ საკითხი დღის ბოლოს მენეჯერთან მოაგვარე, პირადობის გარეშე აქ არავინ გამუშავებს.
- კარგი, გასაგებია.
დაცვამ ეჭვით შემათვალიერა, მაგრამ მადლობა ღმერთს არაფერი უთქვამს. ქეთიმ პირობა შეასრულა და გამოძრომაში დამეხმარა. გოგოები სამზარეულოსკენ გავემართეთ. ჯერ მხოლოდ დილის რვის ნახევარი თუ იქნებოდა და მზარეულებს ტაფები და ქვაბები უკვე გაეხურებინათ. იდგა ერთი გნიასი და აყალმაყალი. იქით დამლაგებელი ჯაჯღანებდა ამ გასარეცხ თეფშებს ნარჩენებიანად ნუ მიყრით ნიჟარაში, მილში იჭედება და ისევ ჩემი საჩალიჩოაო.
იქვე შეფმზარეული აყვირდა მშრალი ღვინო გაგვითავდა ვინმე საწყობში წავიდეს და მოიტანოს, ზეზეულა ნუ გძინავთ, გამოფხიზლდითო. მთელს ამ წიოკს ყასაბი აგვირგვინებდა, რომელმაც გრძელი ბასრი დანა მთელი ძალით მოიქნია და უზამრაზარ ორაგულს წამში წააგდებინა თავი. თვალები გამიფართოვდა და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, საწყალ თევზს კუდი ჯერ კიდევ უფართხალებდა, წაჭრილი თავიდან კი სისხლმა გამოჟონა. ეს სად ჯანდაბაში მოვხვდი?!
- რას დგახარ?! - შეფმზარეული ღრიალით წამადგა თავს - აქ დამკვირვებლად დაგიქირავეს?! თეფშებს ხელი მოჰკიდე და მაგიდის გაწყობას შეუდექი, სტუმარი უკვე მოსულია. სწრაფად!
დამფრთხალმა თეფშებით დახუნძლულ ლანგარს ხელი დავავლე და რესტორნის დარბაზისკენ გავემართე. თან გულში ვფიქრობდი აღარასდროს ვიწუწუნებ ჩემს სამსახურზე-თქო! რაც გინდა ის თქვი, ჩემი მანიაკები ამ მანიაკებს ნამდვილად სჯობდნენ! კარი შევაღე და შიგნით შევედი. დარბაზში სრული სიწყნარე სუფევდა, მონიკა წელში გამართული რესტორნის ფანჯარასთან იდგა და მშვიდად გაჰყურებდა დათოვლილ მიდამოს. მენეჯერი მოშორებით დაიძურწებოდა დამშეული ტურასავით და დარბაზს ზვერავდა, რომ უნებართვოდ ბუზიც არ შეჰპარვოდა შიგნით.
- ყველამ დატოვეთ აქაურობა, - წარმოთქვა მბრძანებლური ტონით მონიკამ და წარბაწეული ჩემსკენ შემობრუნდა - საუზმე არ მჭირდება, დარბაზში არავინ შემოვიდეს, გასაგებია?!
- რა თქმა უნდა, ქალბატონო, - მენეჯერმა თავი დაუკრა და ქორივით გამომხედა აქედან დაიკარგეო.
- ეს თქვენც გეხებათ, - მონიკა ოდნავ შებრუნდა და მენეჯერს მკაცრად გახედა - არავინ გამეკაროს!
- როგორც ინებებთ!
მენეჯერმა თვალით მანიშნა აორთქლდიო და ფაცხაფუცხით გაეცალა იქაურობას. ლანგარზე შემოდებული თეფშები მშვიდად დავაწყვე მაგიდაზე და წასვლა დავაპირე, როცა ზურგსუკნიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა, მთელი სხეული დამეჭიმა. გჯერათ? ფეხის ხმითაც კი ვიცანი. აღელვებულმა ლანგარი სახეზე ავიფარე, თავი მივაბრუნე, რომ დუჩეს არ ვეცანი და ოთახიდან გამოვიძურწე. სამზარეულოში არ შევსულვარ, დერეფნში შევჩერდი, სქელი ხავერდის ფარდას ამოვეფარე და გასუსულმა მივაყურადე.
- დაგაგვიანდა!
გაისმა მონიკას ნაწყენი ხმა. მისმა ტონმა გამაოცა, ჩვეული სიცივე და სუსხი სადღაც გამქრალიყო. მეტიც, მის ხმაში თბილი ნოტები შევნიშნე, დუჩეს დანახვა ესიამოვნა. ვიგრძენი, როგორ დამიარა ძარღვებში მრისხანებამ და საშინელმა ეჭვიანობამ.
- საერთოდ რომ შეგხვდი არ გიკვირს?
- როგორც ყოველთვის ცივი ხარ.
- რა ჯანდაბას აკეთებ, მონიკა?!
წაიღრინა გაცეცხლებულმა. თავი ვერ შევიკავე და ოდნავ გამოვიჭყიტე. დუჩე მონიკასთან ახლოს იდგა და გაბრაზებული თვალებით ბურღავდა. ქალს ბეწვის ქურქი გაეხადა და მოხდენილი სხეული ვერცხლისფერ კაბაში კიდევ უფრო მიმზიდველად და სექსუალურად მოუჩანდა.
- სხვანაირად შენი ყურადღების მიპყრობა ვერ შევძელი, - ჩაიღიმა ყინულის დედოფალმა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა - შეხვედრაზე უარი მითხარი.
- ამიტომ მკვლელები მომიგზავნე აგრაკზე?! სულ შეიშალე?! - მოიცა, ის ნიღბიანები აგარაკზე... ეს მონიკა იყო?!
- ისინი შენ არაფერს გავნებდნენ.
მონიკამ ხელი გაიწოდა და დუჩეს სახეზე ნაზად შეეხო. ყბა ჩამომივარდა, ის... ის, რა მართლა აბავდა შვილისტოლა ბიჭს?! აი, თურმე რატომ დაემუქრა მესხიშვილს დუჩეს თითი არ დააკაროვო. ავადმყოფი ძუკნა! ხელი უნებურად გაცოცდა იარაღისკენ. არნახულმა მრისხანებამ გონება დამიბინდა, მთელი ტანით ავკანკალდი.
- არანორმალური ხარ! - გაბრაზებულმა გაწვდილი ხელი უხეშად აუკრა - სიას მოკვლა გინდოდა?! სულ გამოშტერდი?!
- ის ლაწირაკი ნერვებს მიშლის, ვეჭვიანობ!
- რას შვრები? - დუჩეს სიცილი აუტყდა - შენ მგონი მართლა გააფრინე.
- ყოველთვის მომწონდი და ეს შენ მშვენივრად იცოდი. ჩვენი ბოლო შეხვედრა არ დამვიწყებია... - მაცდურად გაუღიმა და ტუჩებზე თითი გადაუსვა. - ერთი სული მქონდა მენახე, ვეღარ მოვითმინე და ჩამოვედი.
- მონიკა წყნარად! - გაღიზიანებულმა თავი შორს გასწია - აქ მხოლოდ იმ მიზეზით მოვედი, რომ შენთვის პირადად გამემეორებინა ის სიტყვები, რაც ტელეფონში გითხარი! ჩემგან და სიასგან თავი შორს დიჭირე! მეორედ, თუ იგივე განმეორდება და მისთვის რამის დაშავებას ეცდები, არ დაგინდობ.
- რას იზამ, მომკლავ? - ჩაეღიმა - მორჩი საყვედურებს, შენ ასეთი არ ხარ. ჩემი წინადადება ძალაშია, მოდი ვითანამშრომლოთ. ყველაფერში დაგეხმარები, მე ვიცი როგორ უნდა ვმართო კომპანია. მაქვს კავშირები, მწვერვალს იოლად მიაღწევ. ამჯერად „ქეი კორპორეიშენი“ ძალიან ცუდ სიტუაციაშია, ერთი დარტყმაც და მისგან აღარაფერი დარჩება. ნება მომეცი წამოდგომაში დაგეხმარო.
- შენ რა საკუთარ ნარკოტიკზე ზიხარ? - დუჩეს ირონიულად ჩაეცინა - რა შეეცით ამ კომპანიას?! ყველას ბრჭყალები ალესილი გაქვთ ვინ როდის მისწვდება ნადავლს, ახლა მესმის მამაჩემის, როცა ამბობდა გველებით ვარ გარშემორტყმულიო.
- მე მტერი არ ვარ, დუჩე, - ქალს პირველად დაეტყო წყენა - შენ არასოდეს გავნებ, ხომ იცი ეს? პირიქით, როგორ ფიქრობ, ვისი წყალობით დააღწიე თავი ციხეს?! რა გგონია შენმა იდიოტმა ნახევარძმამ იმ სკოლის ბიჭის დახმარებით გამოგიყვანა სამშვიდობოს?
- ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევი! უკანასკნელად გაფრთხილებ, კარგად იცი გამეორება არ მჩვევია. სიტყვით თუ ვერ შეგაგნებინებ, აღარ გავითვალისწინებ, რომ ქალი ხარ.
- მიყვარს როცა მკაცრად მექცევი, ძალიან სექსუალური ხარ ხოლმე. - კისერზე ხელები შემოხვია და ტუჩებზე ვნებიანად აკოცა.
აი აქ კი მოთმინების ძაფი გამიწყდა. თვალებზე წითელი ლიბრი გადამეკრა. სისხლის დაუოკებელმა წყურვილმა იარაღი უბიდან ამომაღებინა და ბრაზით დაბრმავებულმა დერეფანში შევაბიჯე, სულ არ მანაღვლებდა ამას რა მოჰყვებოდა. ფეხის ხმაზე მონიკამ დუჩეს თავი ანება და შუბლშეკრულმა ჩემკენ მოიხედა. დუჩეს გაოცებისგან თვალები შუბლზე აუცვივდა, თუმცა, მისთვის არც შემიხედავს. გაცეცხლებული მონიკას მივუახლოვდი და იარაღის ტარი პირდაპირ ცხვირში შემოვსცხე.
ჩემდა გასაკვირად დარტყმა იმდენად ძლიერი გამომივიდა, რომ თავი ვერ შეიმაგრა, მწარედ ამოიკვნესა და ძირს დაეცა, გატეხილი ცხვირიდან კი სისხლმა იფეთქა. გაავებულმა და სიმწრისგან აცრემლებულმა გველივით ამომხედა.
- თუ გაბედავ და კიდევ ერთხელ შეეხები მას, მეორედ შუბლში ტყვიას დაგაჭედებ, ძუკნა!
- სია? აქ რას აკეთებ? - დუჩემ მაჯაში ხელი წამავლო - მე შენ სად დაგტოვე?! აქ რა გინდა!
- ხელები მომაშორე! - გაღიზიანებულმა ხელი უხეშად გამოვგლიჯე - ეს მე უნდა ვიკითხო, აქ რა ჯანდაბა ხდება?!
- სია...
- არა, ანდაც არ მაინტერესებს... - უცნაურად გამეცინა და უკან დავიხიე - რაც შეგეხება შენ!
გაავებული მონიკას მივუბრუნდი, რომელიც ცხვირზე ხელს იჭერდა და კივილისგან თავს ძლივს იკავებდა. იარაღი შევმართე და ლულა ფეხში დავუმიზნე.
- ეს ჩემი მოკვლის მცდელობისთვის!
გაცეცხლებულმა სასხლეტს ისე დავუშვი, რომ წარბიც არ შემიხრია, იარაღმა იგრიალა და ცხელი ტყვია ბარძაყს ეკვეთა. ქალმა ტკივილისგან და მოულოდნელობისგან მთელი ხმით შეჰკივლა.
- აი ახლა გავსწორდით! - წავისისინე გესლიანად.
- სია! - იყვირა დუჩემ და იარაღისკენ ხელი წამოიღო - ხომ არ გაგიჟდი?!
- ხელი არ დამაკარო, გაფრთხილებ! - შევუღრინე წყობიდან გამოსულმა და გამოწვდილი ხელი ავუკარი - ღირსია, მადლობა მითხარი რომ აქვე შუბლს არ ვუხვრეტ. ამ ძუკნას გამო ბევრი სისხლი დაიღვარა.
იარაღის ხმაზე მონიკას მძღოლი შემოვარდა დარბაზში პისტოლეტმომარჯვებული და როგორც კი თვალი მომკრა მაშინვე მიზანში ამომიღო.
- იარაღი დაუშვი, ახლავე! - დუჩე წინ გადამეფარა და მძღოლს ავად გახედა. დაბნეულმა ჯერ დუჩეს შეხედა, შემდეგ კი მზერა დაჭრილ მონიკაზე გადაიტანა.
- არა, ამჯერად საჭირო არაა, - მონიკამ ზიზღით სავსე თვალები შემომანათა და აკანკალებული ძლივს წამოჯდა - ამისთვის პირადად გაგისწორდები!
- რიგში ჩადექი, - მივუგდე დამცინავად - ძალიან უნდა მოინდომო, შეიძლება დაგასწრონ.
- პატარა, სულელი გოგო, ვერც კი ხვდები რა ჩაიდინე! - წაისისინა ავად - რას დგახარ დამეხმარე!
შეუყვირა დუჩეს. გაცოფებულმა წინსაფარი შევიხსენი და იქვე მივაგდე. იარაღი ზურგსუკან შევინახე და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ დუჩე მკლავში მწვდა და შემაჩერა.
- დამელოდე.
- არ მინდა!
ხელი გამოვგლიჯე და წამოვედი. საკუთარი თავის მიკვირდა, რომ ასე მარტივად შევძელი ადამიანისთვის სროლა, მაგრამ იმ წამს ის უფრო მაკვირვებდა, რომ ტყვია პირდაპირ შუბლში არ დავაჭედე, თუმცა ძალიან კი მინდოდა!
- რას მიშტერებიხარ, დაეხმარე და საავადმყოფოში წაიყვანე!
მომესმა დუჩეს ღრენა, აშკარად მძღოლს უთხრა. ნაბიჯს ავუჩქარე, არ მინდოდა დამწეოდა. გამოსასვლელთან მისული კი უკვე გამოვიქეცი. მანქანასთან მივირბინე, კარი გამოვაღე და ჩავჯექი. სწორედ ამ დროს, დუჩეც გამოვიდა რესტორნიდან და დამედევნა. მანქანა სწრაფად დავქოქე, უკუსვლით დავძარი და იქაურობას გავეცალე, ისე რომ მისი ყვირილისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. ბრაზისგან გულგასიებულს, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა ლოყებზე.



თავი მეცამეტე
აცრემლებულმა მანქანა გორაკზე შევაჩერე, ძრავი გავთიშე, კარი გავაღე და გადმოვედი. ბოლოს აქ ეკესთან ერთად ვიყავი, მაშინ ძალიან ბნელოდა, ცაში კი მაშხალები და ფრანები დაფარფატებდნენ. ახლა... ახლა ეს ყველაფერი ტკბილ მოგონებად ქცეულიყო, შორეულ წარსულად, რომელიც უკან აღარასდროს დამიბრუნდებოდა. მანქანის კაპოტზე ჩამოვჯექი და სახე ხელებში ჩავრგე. თავში ყველაფერი ამერია. ჩემი ტელეფონი ზუზუნს არ წყვეტდა, დუჩე გაუთავებლად რეკავდა, ბოლოს ავდექი და უბრალოდ გამოვრთე.
ისე ვიყავი გაბრაზებული და დაბნეული ახლა მხოლოდ მარტოობა მჭირდებოდა, ყველაფერზე დასაფიქრებლად. გონებიდან მონიკას შემპარავი ხმა არ ამომდიოდა : „ჩვენი ბოლო შეხვედრა არ დამვიწყებია...“, ხელები ამიკანკალდა, არა, აქ რომ ყოფილიყო უყოყმანოდ დავახლიდი შუბლში ტყვიას! შემდეგ დუჩეს სიტყვები ამომიტივტივდა გონებაში : „შენ რა საკუთარ ნარკოტიკზე ზიხარ?!“ - მან იცოდა, ყველაფერი იცოდა და არ მითხრა. რატომ? რატომ დამიმალა მონიკას ზარის შესახებ? რატომ არ მითხრა, რომ ნარკოტიკების უკან სწორედ ეს ალქაჯი იდგა? საიდან და როდის გაიგო ყველაფერი?! რა კავშირი იყო მათ შორის?!
თავი მოტყუებულად ვიგრძენი, ამჯერად მეორედ და თან ვისგან - დუჩესგან! ბიჭისგან რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და ვენდობოდი. უცებ სიცილი ამიტყდა, სიმწრისგან თან მეცინებოდა, თან მეტირებოდა. ყოველთვის ასე მემართება, როცა გული განსაკუთრებით მტკივა სიმწრისგან მეცინება ხოლმე. ჯერ ეკე, ახლა დუჩე, რა იქნებოდა შემდეგ? არა, შემდეგ აღარაფერი იქნებოდა...
იქნებ, ჯობდა ჯერ დუჩესთვის მომესმინა? საშუალება მიმეცა ყველაფერი აეხსნა, მაგრამ იმდენად ვიყავი გაბრაზებული და ნაწყენი, რომ მისი ერთი სიტყვის გაგონებაც არ მსურდა. არ მინდოდა დამაჯერებელი სიტყვებით ჩემთვის გული მოებრუნებინა. გამწარებულმა კბილები გავაღრჭიალე. უცებ ძალიან მომინდა მთელი ხმით მეკივლა და ეს ტკივილი მაღლა ამომეშვა, მაგრამ ესეც ვერ შევძელი და ღონემიხდილს ისევ ცრემლები წამომივიდა.
მზე ნელ-ნელა ამოიწვერა მტრედისფერი ღრუბლებიდან და სუსტი სხივები თვალებში შემომანათა. ზამთრის სუსხს მისი ოქროსფერი ათინათი ვერაფერს აკლებდა. იქნებ მე მციოდა ასე? შეიძლება. თითებთან ერთად შინაგანი ორგანოებიც გამეყინა, ძალიან მომინდა გაუჩინარება. დავიღალე ბრძოლით, დავიღალე ნიღბების ჩამოგლეჯვით და მათ უკან საყვარელი ადამიანების აღმოჩენით.
ისევ მომინდა გაქცევა, მაგრამ სად? ვისთვის, ან რისთვის შემეფარებინა თავი? ახლა ჩემთვის უსაფრთხო ადგილი უბრალოდ არ არსებობდა, სამყარომ ყველა კარი საიმედოდ გამომიხურა. მოულოდნელად გაყინულ მიწაზე საბურავების ხმა შემომესმა, ცრემლები სასწრაფოდ შევიმშრალე, იარაღს ხელი წავავლე და გულამოვარდნილი უკან მივბრუნდი. ჩემი ბოლოდროინდელი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ყოველ წამს ველოდი თავდასხმას ან ტყვიის გავარდნას.
შავმა ჯიპმა გორაკი ამოათავა და ჩემს მერსედესთან შორიახლოს შეჩერდა. მზის სხივები მანქანის საქარე მინაზე ისე ირეკლებოდნენ, რომ ვერ ვარჩევდი ვინ იჯდა საჭესთან. გულში ვინატრე ოღონდაც ვინმე ნაცნობი არ იყოს-თქო, სიურპრიზებისგან დილიდანვე ყელამდე ვიყავი. მანქანის კარი გაიღო და სალონიდან ჩემდა გასაკვირად რენემ გადმოაბიჯა.
ჩვენი ბოლო შეხვედრიდან საგრძნობლად შეცვლილიყო. ხუჭუჭა გაბურძგნული თმები შეეჭრა და გაესწორებინა. ახლა მასაც ისეთივე ქოჩორი ამშვენებდა თავზე, როგორც მის უმცროს ძმას. მათ შორის მსგავსება უფრო თვალსაჩინო გახდა, გული მომეწურა. დაბნეულმა იარაღი სასწრაფოდ შევინახე და მაისური ზემოდან გადმოვიწიე.
- გამარჯობა, - ღიმილით მომიახლოვდა და სახე ხელით მოიჩრდილა, - არ მეგონა ამ მიყრუებულ გორაკზე ასეთ დროს ვინმე თუ დამხვდებოდა.
- არც მე მეგონა, - ჩავილაპარაკე ხმადაბლა და თვალი ავარიდე. გულში ვინატრე ნეტავ ვერ მიცნოს-თქო.
- დისკომფორტს ხომ არ შეგიქმნი ცოტახანი აქ, რომ გავჩერდე? ახლა სუფთა ჰაერს თუ არ ჩავისუნთქავ, შეიძლება გავგიჟდე.
- ჩემგან ნებართვას რატომ იღებ? ეს კერძო ტერიტორია არაა.
მაინც, რა წამოვროშე? თუმცა, ადამიანები ხომ გაბრაზებულ გულზე უფრო მეტ სისულელეს ვლაპარაკობთ, ვიდრე ზოგადად? პრაქტიკაში განხორციელებულმა ამ უტყუარმა თეორიამ მაინცდამაინც ვერ დამამშვიდა. დარცხვენილმა თვალები დავხუჭე და სახე მოვარიდე, რენეს გაეცინა.
- ისე, ძალიან მეცნობი, - მომიახლოვდა და ჩემს გვერდით მანქანის კაპოტზე ჩამოჯდა - ადრეც ხომ არ შევხვედრივართ ერთმანეთს?
- არა, არამგონია.
თვალს ვერ ვუსწორებდი, მაინც რატომ ვატყუბდი?! ადრე თუ გვიან სიმართლე ხომ გამოირკვეოდა? მერე როგორ შევძლებდი მისთვის თვალის გასწორებას? თუმცა, დიდი განსხვავება მაინც არ იქნებოდა, თვალს ახლაც ვერ ვუსწორებდი! ამ წამს ნამდვილად არ მსურდა ვინმეს ჩემი ვინაობის შესახებ რამე გაეგო. ხანდახან უცნობი ადამიანის ტყავი გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელია, არ მეთანხმები?
- „ფიროსმანში“ მუშაობ? - მკითხა უცებ.
შუბლშეკრული ჩემს მკერდზე მიკრულ, ბეიჯზე გაკეთებულ, წვრილ წარწერას დასცქეროდა. სულ დამავიწყდა, ეს წყეული ფორმა ჯერ კიდევ ზედ მეცვა, ჩემი სამოსი კი რესტორანში დამრჩა, ისე ვიყავი განერვიულებული პირადი ნივთები ვიღას ახსოვდა!
- აღარ, წამოვედი.
- ცუდად გეპყრობოდნენ?
- როგორი ცნობისმოყვარე ხარ.
- მაპატიე, ზედმეტი მომივიდა, - ჩაეღიმა და შევარდისფრებულ ჰორიზონტს ჩაფიქრებული მზერით გახედა - უბრალოდ დავინტერესდი უცნაური გოგოთი, რომელიც დილის რვა საათზე ამ გაყინულ და მიტოვებულ გორაკზე, მანქანის კაპოტზე შემომჯდარი, ალიონს ეგებება.
- ნერვებს ვანიავებ.
- მერე, გამოგდის?
- არც ისე კარგად. - რენეს გაეცინა.
ჯიბეში ხელი ჩაიყო და მომცრო ფლაკონი ამოაძვრინა. პატარა ყუთში კაფსულების ჩხაკუნის ხმა შემომესმა. წამალს თავსახური მოხადა და სამი ლურჯი აბი ხელისგულზე გადმოაგდო. თავსახური ისევ დააფარა და წამალი წყლის გარეშე გადაყლაპა.
- არ შეგეშინდეს, ნარკომანი არ ვარ.
მიპასუხა დაუსმელ კითხვაზე და ღიმილით მომაჩერდა თვალებში. დაუჯერებელია, მაგრამ მასაც ზუსტად იგივე თვალის ჭრილი და შეფერილობა ჰქონდა, როგორიც დუჩეს, მხოლოდ მზერაში იყო განსხვავება. ტუჩები ამიკანკალდა.
- ეგ არც მიფიქრია.
- ეს უბრალოდ თავის შეკავებაში მეხმარება, რომ საღი აზროვნება შევინარჩუნო. მის გარეშე ადამიანებისთვის სახიფათო ვარ.
- მემგონი, მაგას ისევ ნარკომანობა ჯობდა.
ენისთვის კბილის დაჭერა უკვე გვიანი იყო, ჯანდაბა! რენეს გულიანად გაეცინა. მე კი პირიქით, შიგნეულობა ჩამწყდა. მე ხომ ვიცოდი მის თავს რაც ხდებოდა, ვიცოდი რის გადატანაც მოუწია ბავშვობაში და ყელში გაჩხერილი ბურთი ლამის ცრემლად მექცა, თავი ძლივს შევიკავე. არასოდეს შეიცოდოთ ადამიანები, ეს საშინელი და აუტანელი გრძნობაა!
- პირდაპირი და გულწრფელი ხარ, მომწონს, - ჩაიღიმა სახეგაბადრულმა - მე, რენე მქვია. - ფართოდ გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, დავიბენი.
- მე...
- სისი, - თვალი ჩამიკრა - თუ არა, სია უნდა მეთქვა. უბრალოდ შენ მაშინ დამაბნიე და სხვა სახელი მითხარი, მე კი უკვე მეორედ გაგეცანი.
გაოცებულს თვალები გამიფართოვდა, დანახვის წუთიდანვე მიცნო? თავი უხერხულად ვიგრძენი. ახლა შემრცხვა მაშინ, რომ მოვატყუე, მაგრამ რა მექნა?! გაღიმებულმა ხელი ჩასწია და ყურადღებით მომაცქერდა თვალებში.
- ნუ დაიძაბე, ვიცი ვინც ხარ.
- როგორ... მე... როგორ მიცანი?
- ჩემს ძმას შენი ფოტო აქვს. ბოდიში, პირადული იყო, არ უნდა მენახა. შემთხვევით ვიპოვე, მისი ნივთების მიტანას, რომ ვაპირებდი ციხეში.
- ფოტო? - დავიბენი - რომელი ფოტო?
- ახლა რომ გითხრა რომელ ფოტოზე ვსაუბრობ, უფრო შეგრცხვება, მე კი თავს უარესად ვიგრძნობ.
- გაურკვევლობას ისევ სირცხვილი მირჩევნია. - ცნობისმოყვარებამ მძლია.
- სახალისო გოგო ხარ, - ისევ გაეცინა - მის საწოლში მშვიდად გძინავს... ფოტო ალბათ დილით გადაგიღო, ისე რომ შენ ვერაფერი გაიგე. ლამაზი სურათი გამოვიდა, შთამაგონებელი და ემოციებით სავსე.
სახე ამელეწა და რენეს თვალი ავარიდე. ნახევრად შიშველი, ზეწარში გახვეული, დუჩეს ლოგინში! - ღმერთო, მეტეორი მესროლე და ადგილზე მომკალი-მეთქი, ვინატრე გულში. ახლა ვინანე თქმა რომ დავაძალე. შევცდი, ამას ისევ გაურკვევლობა სჯობდა. ხშირად ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არც ისე სასიამოვნოა!
- ახლა ფიქრობს, ამას ისევ გაურკვევლობა სჯობდაო.
რენეს ჩემი რეაქციები ძალიან ართობდა და ყველა სიკეთესთან ერთად ჩემს ფიქრებსაც ზედმიწევნით ზუსტად იგებდა. სახეზე მხიარული გამომეტყველება აუთამაშდა.
- უარყოფას რა აზრი აქვს, სიმართლე სახეზე მაწერია.
- და მეც თავი უარესად ვიგრძენი, ინტიმურ და პირად სივრცეში შემოჭრა არც მიფიქრია. - ჩაიღიმა. მანქანის კაპოტზე მარჯვენა ფეხი მოკეცა და ჩამოეყრდნო - ფოტო კი მართლა მომეწონა. ჩემს ძმას ხელოვნება ძალიან უყვარს, ფოტოების გადაღება კი იდეალურად გამოსდის. ერთი შეხედვაც კმარა სურათისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი იგრძნობს, როგორ უყვარს ფოტოგრაფს გოგონა, რომელიც მძინარე აღბეჭდა ფირზე. დუჩე სულ იმას მიმეორებს დიდი მნიშვნელობა აქვს რას გრძნობ და განიცდი ფოტოს გადაღებისას, რადგან სურათში შენს ემოციებს აქსოვ, ფოტოს გამჟღავნებისას კი ის ხელშესახებად თვალშისაცემი და შესამჩნევი ხდება გარშემომყოფებისთვისო. ჩემთვის კი ფოტო უბრალოდ ფოტოა. - გაეცინა.
უცნაურია, მაგრამ დაძაბულობა მომეხსნა, ან რენეს ჰქონდა ასეთი აურა, რომ თავს თავისუფლად გაგრძნობინებდათ. მისგან მხოლოდ დადებითი და პოზიტიური ენერგია მოდიოდა. ეს ბიჭი, რომელიც ჩემთვის სრულიად უცხო იყო, ძალიან მომეწონა. გულში გავიფიქრე კიდეც, დუჩეს გაუმართლა ასეთი კარგი ძმა, რომ ჰყავს-თქო და კიდევ ერთხელ ჩამწყდა გული მის წარსულზე.
დაკვირვებიხართ? ცუდი რამეები მუდამ კარგ ადამიანებს ემართებათ. რატომ? ეს კითხვა არ მასვენებს და არც უაზრო მორალურად გაპრავებული არგუმენტები მაკმაყოფილებს.
ვერაფრით ვამართლებდი იმ საზარელ ფაქტს, რაც რენეს გადახდა თავს. რატომ უნდა ენახა პატარა ბავშვს ის, რაც საკუთარი თვალით იხილა და რის გამოც ჯანმრთელობა სამუდამოდ შეერყა?! უფალს ასე სურდა? ამაზე ფიქრიც კი ცუდად მხდიდა. როგორ შეიძლება ვინმეს ასეთი საშინელება უსურვო? რელიგიური არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ არც ათეისტი მეთქმის. ერთი დაბნეული ადამიანი ვარ, რომელიც ვერაფრით იგებს როგორ და რატომ არის ეს სამყარო ასე უსამართლოდ მოწყობილი.
- სია, რატომ დადუმდი? თავი უხერხულად გაგრძნობინე?
- არა, შენ არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ ფიქრებმა გამიტაცეს.
- აქ რას აკეთებ? - თვალებში ყურადღებით ჩამაკვირდა - დუჩე აქ მარტოს არ გამოგიშვებდა და რახან ის შენს გვერდით არ არის, ეს საფუძველს მიჩენს, ვიფიქრო, რომ იჩხუბეთ. ასეა?
- დაახლოებით.
- გაწყენინა? - პასუხი არ გამიცია. ამაზე საუბარი არ მინდოდა. - დუმილი თანხმობის ნიშანია. დუჩეს გოგოებთან დამოკიდებულება მშვენივრად მომეხსენება, მაგრამ საინტერესოა შენ რამდენი იცი.
- რას გულისხმობ? - რენეს მსხვილ ბაგეებს ისევ მოეფინათ თბილი ღიმილი, მწვანე თვალებს კი კაშკაშა სხივი ჩაუდგათ.
- როგორ გითხრა, ის სხვანაირი ადამიანია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ძმაა, უბრალოდ ამ საკითხში ჩემთვის მისაბაძი პიროვნებაა.
- კონკრეტულად?
- მას ზედაპირული ინტერესი ამოძრავებს ქალების მიმართ, უფრო სწორედ, ამოძრავებდა, - ეშმაკურად გამომხედა - თუმცა, არასოდეს არავინ გამოუყენებია. გოგონებმა იცოდნენ რა სურდა მას და რა მიზეზით იყო მათთან. ქალის მიმართ სერიოზული გრძნობები არასოდეს ჰქონია, შენამდე. ამ საკთხში თავისებური შეხედულება აქვს, ჩემგან განსხვავებით.
- მე მის სიყვარულში ეჭვი არ მეპარება, რენე. - მივხვდი საით მიჰყავდა საუბარი და უფრო გავღიზიანდი.
- მე ეს არც მიგულისხმია, - ჩაეღიმა - დუჩე არასოდეს მოგცემს მაგის მიზეზს, ის კიდევ ბევრ რამეს არ ამჟღავნებს შენთან. არ უყვარს თავის ქება, ან თავისი საქციელებით მარიაჟობა. რაც არ უნდა მომხდარიყო თქვენს შორის დარწმუნებული ვარ მას ექნება შესაფერისი მიზეზი სიტუაციის ასახსნელად. ჩემი ძმა არასოდეს ატკენს გულს საყვარელ ქალს, ამაში ეჭვიც არ მეპარება, ჯანდაბა... ჩემი უმცროსი ძამიკო ძალიან მეამაყება.
- ვხედავ, - მგონი პირველად გამეღიმა.
- არ ვიცი რა მიზეზით იჩხუბეთ, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება.
- და შენ... აქ რას აკეთებ ასეთ დროს? მგონი მე ერთადერთი არ ვარ ვისაც პრობლემები აქვს.
- ჰო, ასეც შეიძლება ითქვას, - თმაში ხელი შეიცურა და ჩაფიქრებულმა ჰორიზონტს გახედა - ვიფიქრე, ჩემი აქ ჩამოსვლით სიტუაციას ცოტათი მაინც გამოვასწორებდი, მაგრამ დღითიდღე ყველაფერი უარესდება.
- რას გულისხმობ? - ტუჩზე ვიკბინე, არ მინდოდა ზედმეტად ჩავძიებოდი.
- კომპანიაში სრული ქაოსია, მამაჩემმა რეიდები მოაწყო. წარმოდგენა არ მაქვს ინფორმაცია საიდან მიიღო, მაგრამ თანამშრომლების ნახევარი კომპანიიდან გააპანღურა. შედეგად კი ბიუჯეტიც და ჩვენი პოზიციებიც საგრძნობლად შესუსტდა. ამას შევჩენკოს „პახმელია“ დაემატა და მოკლედ, რომ აგიხსნა, კომპანია უფსკრულის პირასაა.
- შევჩენკო? რა სჭირს შევჩენკოს?
- ეშინია. კალანდიას სიკვდილმა მასზე ძალიან იმოქმედა, დარწმუნებულია, რომ ვიღაც აქციონერებზე ნადირობს, ამიტომ ჩვენგან გამოყოფა და რუსეთში მოხევა უნდა. ის რომ წავიდეს საბოლოოდ წავიქცევით. კომპანიას ბინძური ჭორები აუგორდა, ჩვენთან თანამშრომლობაზე თითქმის ყველა ინვენსტორმა უარი თქვა. მგონი ეს დასასრულია.
- რომ გითხრა, ყველაფერი კარგად იქნება-თქო, დამიჯერებ?
ყურადღებით დავაკვირდი. შეფერადებულ ჰორიზონტს თვალი მოსწყვიტა და მზერა ჩემზე გადმოიტანა. სახეზე გაურკვეველი ემოციები დასთამაშებდნენ.
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად გჯერა საკუთარი სიტყვების. - მიპასუხა ხმადაბლა.
დავდუმდი და მწვანე თვალებს სიღრმეში ინტერესით ჩავაკვირდი. მათ წიაღს ტკივილი, სევდა და სასოწარკვეთა დაპატრონებოდა. სულში მაღალ ბარიკადებად აშლოდა და მტკიცე საძირკველით, სასოწარკვეთილი იმზირებოდა. ამ კედლის უკან კი სულ სხვა ემოცია იმალებოდა, რაღაც განსხვავებული და იდუმალი, მაგრამ, ვერ ვარჩევდი ეს რა იყო. დაბმულ ცხოველს ჰგავდა, რომელიც დროებით ჩრდილში თვლემდა, საჭირო მომენტამდე. მისმა მზერამ გამაოგნა, არასოდეს ამომიკითხავს მსგავსი რამ სხვის თვალებში. „რენე, რას მალავ ასე გულმოდგინედ?“, გავიფიქრე შუბლშეკრულმა.
- რომ გითხრა მჯერა-თქო, ალბათ მოგატყუებ, - ჩავილაპარაკე ბოლოს და დედამიწისკენ დაშვებულ სქელ ნისლს თვალი გავუშტერე - თუმცა, ძალიან მინდა ამის მჯეროდეს. რწმენა საწინდარია იმის ასრულების, რაც ასე გულით გსურს.
- და შენ რა გინდა, სია?
- მე ბევრი რამ მინდა, რენე.
- მითხარი.
- მინდა, რომ სამყარომ ფერები და ჩვეული სტანდარტები შეიცვალოს. მინდა, რომ ხალხმა სიძულვილი, ბრაზი, ბოღმა და ბოროტება, სიყვარულით და თანაგრძნობით ჩაანაცვლოს. მინდა ადამიანებში ადამიანობა დაბრუნდეს, უსამართობას კი ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობამ მოუღოს ბოლო. მინდა ჩემი ქალაქი მონსტრებისგან გაიწმინდოს, ჩემი საყვარელი ადამიანები კი დაცულები და ბედნიერები იყვნენ. ცხოვრება მინდა რენე და არა არსებობა.
- მე კი მხოლოდ ერთი რამ მინდა, - ტუჩებზე ღიმილი მოეფინა და თვალებში თბილად შემომხედა.
- მაინც?
- მინდა ადამიანები ერთმანეთს შეცდომებს პატიობდნენ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს მათთვის.
- მიტევება ერთ-ერთი დილემაა მათ შორის, რაც ადამიანების მოდგმას არც თუ ისე იშვიათად სჩვევია.
- და შენ... შენ შეგიძლია? - მწვანე თვალები ინტერესით წამოენთო.
- მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, რენე, - გავუღიმე და მზერა გავუსწორე - არ მყოფნის იმდენი სულგრძელობა, რომ ადამიანებს მივუტევო ის საშინელებები რაც ჩაიდინეს, თუმცა, ძალიან მინდა ამის უნარი გამაჩნდეს.
- ახლა დუჩეზე ვსაუბრობთ? - ჩაეღიმა.
- არა... ჩემი მშობლები ვიგულისხმე.
- ჩაგეძიებოდი, მაგრამ არ მინდა მორიგი თავხედობა გამოვიჩინო.
- ქავანებს ჯენტლმენობა სისხლში გაქვთ?
რენეს მეწამული ფერის ბაგეები მომხიბვლელმა ღიმილმა დააშორა ერთმანეთს და ქათქათა კბილები გამოუჩნდა. მასაც ძმის მსგავსად ძალიან უხდებოდა სიცილი. თმაზე ხელი გადაისვა და კაპოტზე გადაწვა. თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა.
- გმადლობ, რომ აქ ხარ, ახლა მარტოობა საშინლად არ მინდა.
- არადა ხანდახან ვფიქრობთ, რომ მარტოობა ყველაზე კარგი გამოსავალია...
- ამიტომ ამოხვედი აქ?
- შეიძლება. - მეც არ ვიცი რატომ, თვალზე ცრემლი მომადგა.
- ისევ დავიბენი, ვხედავ რომ უბრაზდები, მაგრამ მაინც არ ჰგავხარ გაბრაზებულს. სინამდვილეში რაზე ბრაზობ, სია?
- წარსულზე, რომელსაც აშკარად გავლენა აქვს აწმყოზე.
- წარსულს ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე აქვს გავლენა, როგორც არ უნდა უარვყოთ ეს ჩვენ.
- ალბათ, მართალი ხარ...
- რაც არ უნდა იყოს, მაინც მოსმენა სჯობს დასკვნების ნაადრევად გამოტანას. - მიპასუხა ხმადაბლა.
ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ მაინც გამოვიქეცი. რატომ? ალბათ იმიტომ რომ ადამიანებს დაუფიქრებელი და სულელური საქციელების ჩადენა გვჩვევია. ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ცუდად სრულდება, მე კი იმდენი მოთმინება არ მეყო, რომ ჩემში აბობოქრებული ბრაზი დამეძლია და მისთვის მომესმინა.
დუჩე ამაშიც ჩემზე უკეთესი პიროვნება იყო, მას ჩემგან განსხვავებით თავის კონტროლი შესანიშნავად გამოსდიოდა. მაინც როგორ ახერხებდა, რომ მასზე თითოეული ბნელი ფიქრი ისევ მე მაგრძნობინებდა თავს ცუდად?! ეს ფაქტი ცოტათი მაღიზიანებდა კიდეც. სხვა თუ არაფერი, საკუთარ თავთან გულწრფელი მაინც ვიყავი.
- რენე...
- ჰო.
სათქმელი ყელში გამეჩხირა, სიტყვა ვეღარ წარმოვთქვი და უბრალოდ გავჩუმდი. რენე წამოჯდა და ინტერესით გამომხედა, დარცხვენილმა ცრემლიანი სახე მოვარიდე. თმაზე ნაზმა შეხებამ უნებურად მისკენ მიმახედა. სახეზე ჩამოყრილი თმა ღიმილით გადამიწია გვერდზე და თვალი ჩამიკრა.
- ნუ დარდობ, ჩვენი საუბარი ჩვენ შორის დარჩება, დუჩეს არაფერს ვეტყვი.
- გმადლობ.
- უცნაური დილაა, - ისევ მტრედისფერ ცას ახედა - მწარე რეალობის მიუხედავად, მეც მწამს, რომ ყველაფერი ერთ დღეს მართლაც კარგად იქნება. გადავწყვიტე შენი მჯეროდეს, სასიამოვნო და უჩვეულოა, როცა ადამიანს რაღაცაში ბრმად ენდობი, ეს ხომ ასე იშვიათად ხდება...
ცრემლები შევიმშრალე და გამეღიმა. უცნაური ფორმის ღრუბლებს თვალი გავუსწორე და მარტივ ჭეშმარიტებას დავუკვირდი. გატეხილ გულს ყოველთვის საყვარელი ადამიანები არ გვიმთელებენ, შეიძლება ეს სრულიად უცნობმა ადამიანმა მოახერხოს, რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვდება.


****
მერსედესი არჩილის ქოხთან შევაჩერე, უკვე ბინდდებოდა. ტელეფონი ჯერ კიდევ არ ჩამირთავს, არ მინდოდა ყურმილში დუჩეს მუქარა ან ღრენა მომესმინა. რენესთან საუბარმა ცოტა გონს მომიყვანა და თავი უკეთ მაგრძნობინა, მინდოდა ეს განწყობა რაც შეიძლებოდა დიდხანს შემენარჩუნებინა, მაგრამ ეს ოდნავი შვებაც გაქრა, როცა სახლთან შავ ბენტლის მოვკარი თვალი. მანქანის კაპოტს დუჩეს მუშტის კვალი ჯერ კიდევ ეტყობოდა.
თვალები დავხუჭე, ერთი ამოვიოხრე და სალონიდან გადმოვედი. დაცვის წევრების მანქანები აღარსად ჩანდა. ალბათ ისე გავაცოფე, რამდენიც არ უნდა გადაუხადონ ჩემს დასაცავად ფეხს აღარ მოადგამენ-თქო, გავიფიქრე უხალისოდ და სახლისკენ გავემართე. უცნაურია, ფანჯრებიდან სინათლე არ მოჩანდა, არადა დარწმუნებული ვიყავი შინ დუჩე მელოდა, საკმაოდ უსიამოვნო დიალოგით.
კარის სახელური ჩამოვწიე, თავისუფლად გაიღო. აღელვებული შიგნით შევედი და კარი მივიხურე. ოთახში სრული სიბნელე სუფევდა, მხოლოდ ბუხარში ნახევრად ჩამწვარი ნაღვერდალი ბჟუტავდა სუსტად. დაბნეულმა ერთი ნაბიჯი წინ გადავდგი და უცებ შევნიშნე, როგორ წამოიმართა მაღალი ფიგურა ბუხართან მდგომი სავარძლიდან, უნებურად შევკრთი, ჩაბნელებულ ოთახში ვერც კი შევამჩნიე, რომ იქ ვიღაც იჯდა.
- როგორც იქნა, დაბრუნდი.
ბუხრის სუსტ სინათლეში დუჩეს წარბშეკრული სახე გამოიკვეთა. ისეთი ანერვიულებული მეჩვენა სხვა დროს თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი, მაგრამ ახლა, პირიქით, გაღიზიანებამ მთელი ჩემი არსება მოიცვა და კბილი-კბილს დავაჭირე, რომ აფეთქებისგან თავი როგორღაც შემეკავებინა.
- აქ რას აკეთებ? - მანქანის გასაღები და ტელეფონი მაგიდაზე მივაგდე.
- შენ როგორ ფიქრობ? - ჩემდა გასაკვირად ძალიან მშვიდი ხმა ჰქონდა, რამაც გამოგიტყდებით და უფრო დამაფრთხო.
- დუჩე, არ მინდა შენთან საუბარი.
- ჩემთან საუბარი არ გინდა? - ნელა მომიახლოვდა და ჩემს წინ შეჩერდა, ჩვენ შორის მანძილი იმდენად მცირე იყო, რომ მის გახშირებულ სუნთქვას, რომელსაც შეკავებული ბრაზის სურნელი დაჰკრავდა, სახეზე ვგრძნობდი - წარმოდგენა მაინც გაქვს, როგორ მანერვიულე? იცი, მაინც რა აღარ ვიფიქრე?!
- ძალიან ვწუხვარ, თუ ჩემმა საქციელმა მყუდროება დაგირღვია, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. ახლა გამატარე, უნდა დავიძინო, ძალიან დავიღალე.
- სია, - მკლავში ხელი წამავლო და შემაჩერა - ასე რატომ მელაპარაკები?!
- შენით ვერ ხვდები?
- მე შენგან მინდა მოსმენა. - ახლოს მიმიზიდა და თვალებში ჩამაცქერდა - მითხარი რისი თქმაც გინდა, ბოლომდე.
- არაფრის თქმა არ მინდა, დავიღალე. ახლა არაფერი მაინტერესებს, ძილის გარდა. - გვერდის აქცევა ვცადე, მაგრამ წელზე ხელი შემომხვია და თავის მკერდს მიმაჯაჭვა.
- ვერსად ვერ გაადგამ ფეხს, სანამ არ ვისაუბრებთ! ისიც კი მიკვირს მშვიდად საუბარს როგორ ვახერხებ, შენზე ისე ვარ გაბრაზებული, რომ გულისჯავრი სახლზე ვიყარე!
- ამიტომ არ მაქვს განათება? - თავსატეხიც ამოვხსენი - დიდებულია! დადგები და თავად შეაკეთებ, სანამ არჩილი ნაკუწებად გაქცევს!
- შენ, ჩემი მცველები მოწამლე, რომ გაქცეულიყავი, სად წახვედი?! სად მიდიოდი, რომ მე არაფერი მითხარი?! რა გესაქმებოდა რესოტრანში? მონიკას ტყვია დაახალე და ისე გამექეცი, რომ არაფრის თქმა არ დამაცადე, რა ჯანდაბას აკეთებ, სია?! - წაიღრინა გაცეცხლებულმა.
- შენ რამ უფრო დაგწყვიტა გული, ჩემმა გაპარვამ, თუ შენი საყვარლის ფეხის გახვრეტამ?! - ბრაზისგან გულგასიებულმა მკერდში ძლიერად ვუბიძგე, მთელი დღის ნაგროვები ბოღმა ახლა ერთად მომაწვა ყელში და ვულკანივით იფეთქა - უარყოფა არც კი გაბედო! ყველაფერი ჩემი ყურით გავიგონე და დავინახე! რატომ არ მითხარი, რომ კოლიბრის სათავეში ეგ იდგა?! რატომ?! რატომ დამიმალე სიმართლე და რატომ იცავ მაგ ძუკნას?!
- შენ ხომ არ გაგიჟდი?! - სახეზე ფერი დაეკარგა - ვინაა ჩემი საყვარელი, მონიკა?! სრულ ჭკუაზე ხარ?!
- ქავანა, არ გირჩევ ჩემთან ასე ლაპარაკს...
სიბრაზიზგან ხელები ამიკანკალდა. მისმა ტონმა უარესად გამაღიზიანა. საკუთარი თავის შემეშინდა კიდეც, მანამდე ასეთი მრისხანება არასოდეს მიგრძვნია.
- სია... - არ ვიცი ჩემს სახეზე რა ამოიკითხა, მაგრამ ხმა დაუმშვიდდა - ყველაფერი არასწორად გაიგე, დამაცადე აგიხსნა...
- რა უნდა ამიხსნა? თქვენი ბოლო შეხვედრის დეტალები არ მაინტერესებს, რაც ვნახე ისიც საკმარისია, რომ მისი მოკვლის სურვილი გამიჩნდეს. მიკვირს კიდეც დღეს ცოცხალი, რომ გადამირჩა!
- ყველაფერი ასე არ არის-მეთქი! ჩემსა და მონიკას შორის არაფერი ხდება და არც მომხდარა! შენ მე ვინ გგონივარ?! ფიქრობ, მამის ძმაკაცის ცოლს ლოგინში ჩავიწვენდი?! ამ დონის ნაბიჭვარს ვგავარ?! ბოლოს და ბოლოს დედის ტოლაა, ბებრები არ მიზიდავს!
- აჰ, არადა მისი ტუჩები რაღაც ძალიან შინაურულად გრძნობდნენ შენთან თავს!
- თვითონ მაკოცა! ადრეც და ახლაც, ეს ხომ მაინც დაინახე შენი თვალით?! ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან რამე მაქვს! ჯანდაბა, ვერც კი ვიჯერებ, რომ ამის ახსნა მიწევს.
- შენ მუდამ ერთი რამით იმართლებ თავს, „თვითონ მაკოცა“ და რატომღაც შენ წინააღმდეგობის სურვილი არასოდეს გიჩნდება, რომელი ერთი შემთხვევა გავიხსენო?!
- ახლა ნუცაზე ლაპარაკს თუ დამიწყებ, არ ვიცი რას ვიზამ! - თვალებში სახიფათო ნაპერწკალმა გაურბინა.
- დამაჯერებელი არგუმენტები გაქვს, - სიმწრისგან გამეცინა - მე რომ იგივე გამეკეთებინა შენთვის, რა რეაქცია გექნებოდა მაინტერესებს! მერე მოვიდოდი და გეტყოდი, იცი, დუჩე, თვითონ მაკოცა, მე არაფერ შუაში ვარ!
- სია, - წაიღრინა ნერვებმოშლილმა - ნუ ცდილობ კონტროლი დამაკარგვინო! ის დედამოტყნული ქალი ჩემთვის არაფერს ნიშნავს! კომპანია იძირება და ყველა გველი ახლა ჩემზე მოწებებას ცდილობს, კომპანიის დათრევა უნდა და ამისთვის მიყენებს, ესაა და ეს.
გამეცინა, ისე ვიყავი გაბრაზებული ძალიან მომინდა გულისჯავრი მეც სახლზე მეყარა, მაგრამ გადავიფიქრე, რა არჩილის ბრალი იყო ჩემი შეყვარებული ქალებთან ზასაობას თუ ვერაფრით უმკლავდებოდა?! ამ ფიქრმა კიდევ უფრო გამომიყვანა წყობილებიდან. ღრმად ჩავისუნთქე და ის კითხვა დავსვი, რაც ოდნავ მაინც გადამატანინებდა ყურადღებას, სანამ გაცეცხლებულზე რამე სისულელეს ჩავიდენდი.
- ნარკოტიკებზე რას იტყვი? როდის გაიგე ამის შესახებ?! რატომ არაფერი მითხარი?
- შენთვის არაფერი დამიმალავს! - მომიახლოვდა და ნიკაპში თითი ამომდო - არ მინდოდა ამ ყველაფერზე საუბარი იმ ღამეს. ეს ჩვენი ღამე იყო, მინდოდა შენთვის ერთი ბედნიერი ახალი წელი მეჩუქებინა. ნარკოტიკები, კომპანია, სამყაროს დასასრული, ყველაფერი მოიცდიდა ერთი დღით. რა არის ამაში გაუგებარი, სია?
- როდის გაიგე? - თავი მოვარიდე, მისი შეხება მაღიზიანებდა.
- ციხეში.
- როგორ?
ერთი ამოიოხრა და თავზე ხელი გადაისვა. სკამი გამოსწია და მაგიდას მიუჯდა. იმდენად მაინტერესებდა პასუხი, რომ მრისხანებას როგორღაც მოვერიე და მის წინ სკამზე ჩამოვჯექი. საკუთარი თავი ცოტათი მეამაყებოდა კიდეც - პროფესიონალიზმი უპირველს ყოვლისა, არასოდეს აურიო საქმე პირად გრძნობებში! ახლა დეტექტივის ტყავი უფრო კომფორტული და უსაფრთხო იყო ჩემთვის, ვიდრე გულნატკენი შეყვარებულის.
- გახსოვს დახოცილი ახალგაზრდები გარეუბანში?
- ჰო, მერე?
- ერთი ტიპი, რომელიც ჩემთან ერთად იჯდა საკანში, ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა იყო.
- ჩემით მივხვდები, მკვლელობა, თუ მკვლელობის მცდელობა? რომელი მუხლით იჯდა?
- მკვლელობა. - თავი ასწია და თვალი გამისწორა - ამ ტიპის ძმა იყო ვინც ძმაკაცები ჩაისასტავა, კაიფი და გართობა უნდოდათ სირებს. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკი მოწამლული იყო. ჰოდა ამანაც შური იძია, გაიგო ვის უნდოდა მისი ძმის მოშორება და შუბლიც გაუხვრიტა, ასე აღმოჩნდა ციხეში. მაგრამ სანამ იმ ნაბიჭვრამდე მიაღწევდა კოლიბრზე ინფორმაცია მოიძია. ეს ტიპი შავ სამყაროს აწვება, შესაბამისად კავშირებიც აქვს. მას ისეთ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, რაც ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის დაფარულია. ასე გავიგე მონიკას შესახებ.
- და ეს ყველაფერი შენ რატომ მოგიყვა?
- ჩემი მოკვლა სცადა, - მიპასუხა პაუზის შემდეგ და თვალი გამისწორა - ღამით წამადგა თავს. კიდევ კარგი, რომ ფრთხილი ძილი მაქვს, თვალის გახელა, წამით მაინც, რომ დამეგვიანებინა ახლა შენს წინ არ ვიჯდებოდი. იცოდა ვინც ვიყავი, მას კი ყველა სძულს ვინც კი „ქეი კორპორეიშენს“ უკავშირდება. ამ წყეული ნარკოტიკის სახელი უკვე დაუკავშირდა კომპანიას.
ახლა მივხვდი რა ბინძურ ჭორებს გულისხმობდა დღეს დილით რენე, მაგრამ ამაზე სულ არ ვფიქრობდი, ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა. წამით საშინელი სცენა წარმოვიდგინე, თუ როგორ ურტყამდნენ დანას მძინარე დუჩეს და გამაკანკალა.
- მერე... რა მოხდა შემდეგ? - საკუთარი ხმა არ მეცნო.
- ვიჩხუბეთ, ჰოდა კინაღამ შემომაკვდა ეგ , - წაიღრინა გაღიზიანებულმა - მესხიშვილზე აკრეფილმა მაგაზე ვიყარე გულისჯავრი. ძლივს გაგვაშველეს, მერე როცა ორივე დავწყნარდით, ვკითხე რა გინდოდა ჩემგან-თქო და ყველაფერი მითხრა.
ხმა ვეღარ ამოვიღე, ვიღას ახსოვდა ნარკოტიკი, იმის გააზრებამ რომ შეიძლებოდა დუჩე ციხეში მოეკლათ, სული შემიხუთა. თვალზე ცრემლი მომადგა, წამოვდექი, ზურგი ვაქციე და თვალები მალულად მოვიწმინდე.
- სია... - ადგა, ნელა მომიახლოვდა, წელზე ხელი შემომხვია და თავისკენ შემაბრუნა - მორჩი სისულელეებს, არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, რითაც გულს გატკენდი. მონიკა არ არის ნორმალური, მის ქცვებს წყობილებიდან გამოვყავარ, მაგრამ რა გავაკეთო, ქალზე ხელს ვერ ავწევ.
- სამაგიეროდ მე ავწევ, - წავიღრინე აფხორილმა.
ვენებში ჯერ კიდევ ბობოქრობდა თავაწყეტილი მრისხანება. დუჩეს სახიდან ღრუბელი გადაეყარა და გაეცინა.
- დაჯერება მიჭირს, რომ მართლა ესროლე. ასეთი გაბრაზებული არასოდეს მინახიხარ.
- შენ ის უნდა გიკვირდეს, რომ არ მოვკალი! ტვინში სისხლი ჩამექცა!
- სარისკოდ სექსუალური ხარ, როცა ბრაზდები, - ალმაცერად ჩაიღიმა და მკერდზე მიმიკრა - ცოტათი შემაშინე კიდეც, ხომ იცი, მეგონა მეც მესროდი.
- ნუ ხარ იდიოტი!
- ჩემს მცველებს რატომ გაექეცი? სად წახვედი? - მკითხა ჩურჩულით და ყურის ბიბილოზე მწარედ მიკბინა.
- მესხიშვილს ავედევნე, - სუნთქვა გამიხშირდა - სანდრომ მის ტელეფონზე წვდომა მოახერხა და ჯიპიესს მივყევი.
- მე რატომ არ დამირეკე? - შემიბღვირა უკმაყოფილოდ - ხომ გაგაფრთხილე, ჩემს გარეშე ნაბიჯი არ გადადგა-თქო?!
- ნუ მიბრძანებ რა გავაკეთო და რა არა, შენი საკუთრება არ ვარ!
შევუბღვირე უკმაყოფილოდ და ჯერ კიდევ გაბრაზებულმა მისი მკლავებიდან დასხლტომა ვცადე.
- მოიცა, მოიცა, - მაჯაში ხელი წამავლო და მკალვებში მომიმწყვიდა, - აბა ვისი საკუთრება ხარ?!
- მე ნივთი არ ვარ, - მის ტუჩებს თავი ავარიდე - არავის საკუთრება არ ვარ, ნუ მიმითითებ რა გავაკეთო და რა, არა! ნუ გავიწყდება, რომ მე ამ საქმეზე ვმუშაობ!
- ბრაზობ, - ჩაიცინა, დაიხარა, ხელში ამიტაცა და ამღვრეული თვალებით მომაჩერდა - ჯერ კიდევ მიბრაზდები მონიკას გამოხტომის გამო.
- შეწინააღმდეგება არც კი გიფიქრია! რაო, ამასაც ჩემს ჯიბრზე აკეთებდი? - ვკითხე დამცინავად.
ღმერთო ჩემო, მის მიმართ ასეთი სარკასტრული არასოდეს ვყოფილვარ. ეჭვიანობა ადამიანს მართლა გაკარგვინებს თვითკონტროლს. ჩემში დამწყვდეული ბრაზი არაფრის დიდებით არ აპირებდა უკან დახევას და შიგნეულობას მონდომებით მიხრუკავდა.
- მის თავიდან მოშორებას ვაპირებდი, მაგრამ მოულოდნელად ჩემი გაგიჟებული შეყვარებული გამოჩნდა იარაღით ხელში და სანამ რამეს მოვიმოქმედებდი „თავდამსხმელი“ განაიარაღა. - ჩემი ფეხები წელზე სიცილით შემოიწყო და ყელში ნაზად მიკბინა - ნუ მელაპარაკები ცინიკურად თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!
- რას იზამ?! - ვკითხე გამომწვევად და ხელები უნებურად დამემუშტა.
- ეგ არ უნდა გეკითხა...
მწვანე თვალებში აბრიალებული ნაპერწკალი გაუკრთა. მკერდზე ძლიერად მიმიკრა, საძინებლის კარი ხელის კვრით შეაღო, ლოგინზე მიმაგდო და აღგზნებული ზემოდან მომექცა.
- რას აკეთებ, შენი აზრით?! - მისი ტკბილი სურნელი კანს მიწვავდა და თავბრუს მახვევდა, გულისცემა გამიხშირდა.
- კომპენსაციაა, დღევანდელი შენი სიგიჟისთვის!
ძლიერი ხელი თმაში შემიცურა და ცხელი ტუჩებით ყელზე მომეკრო, ზუსტად იმ ძარღვზე, რომელიც ვნებით ფეთქავდა და სუნთქვაში ხელს მიშლიდა. სხეული დამეჭიმა, ტუჩები ამიკანკალდა და მოთმინების უკანასკნელი ძაფიც გამიწყდა. თითებით ნაზად შევეხე კისერზე, გააჟრჟოლა, თავი წამოსწია და ვნებასაყოლილი ცხელი ტუჩებით ბაგეებზე დამაკვდა.
- ჩხუბის შემდეგ სექსი გაცილებით სასიამოვნოა, იცოდი? - ალმაცერად ჩაიღიმა და ზედა ერთი ხელის მოსმით გადაიძრო...


თავი მეთოთხმეტე

ტელეფონის ზუზუნმა გამომაფხიზლა. თვალები ძლივს გავახილე, ოთახში ჯერ კიდევ ბნელოდა. გარეთ უხვად ბარდნიდა, ქათქათა ფიფქების კაშკაშა სინათლე ოთახში სუსტ ნაკადად იფრქვეოდა. იდაყვზე წამოვიწიე და უკან მივიხედე, დუჩეს ჩემთვის წელზე ხელი შემოეხვია და მშვიდად თვლემდა. გაბრუებული ტუმბოზე დადებულ ჩემს ტელეფონს გადავწვდი და არც კი შემიხედავს ეკრანისთვის ისე ვუპასუხე.
- ბატონო...
- გაგაღვიძე? - ტელეფონში ეკეს მშვიდი ხმა გაისმა.
- კარგად ხარ? - მისმა გვიანდელმა ზარმა შემაშფოთა.
- ჰო, ზურაბმა ისევ წვეთოვანი დამიდგა, გადავრჩები... მაპატიე, ასე გვიან, რომ გირეკავ, მაგრამ შენი ხმის გაგონება მინდოდა.
დუჩეს ფრთხილად გავხედე, მკლავებიდან ძლივს გამოვუძვერი, ტანზე ხალათი შემოვიცვი და მისაღებ ოთახში გამოვედი. საათის ისრები გამთენიის ხუთ საათს აჩვენებდნენ. ძილის გრაფიკი ისე მქონდა არეული, როდის მითენდებოდა და როდის მიღამდებოდა ვეღარ ვარჩევდი. სახეზე ხელი მოვისვი და ჩვეული მარშრუტით ყავის აპარატისკენ გავემართე.
- სია, აქ ხარ?
- ჰო...
აპარატი ჩავრთე, მაგრამ არ ჩაირთო. მერე უცებ გამახსენდა, რომ ჩემმა შეშლილმა შეყვარებულმა სახლში ელექტროენერგია მომისპო და ტუჩებაბზუებულმა მაცივრიდან რძე გამოვიღე.
- რატომ არ გძინავს? გაწუხებს რამე?
- ჰო.
- რა გაწუხებს?
- შენი სიცივე. ჩემს მიმართ შეიცვალე.
- საიდან მოიტანე?
- მორჩი, სია, ვხვდები როდის მატყუებ და როდის მეუბნები სიმართლეს და ახლა შენ მე მატყუებ.
თვალები დავხუჭე და ბარის მაგიდას ჩამოვეყრდნე. სიმართლეს ამბობდა, შევიცვალე, ჩემში რაღაც შეიცვალა, მაგრამ, როგორ ამეხსნა ეს მისთვის? როგორ გამემეორებინა ის სიტყვები ხმამაღლა რაც მისგან მოვისმინე მალულად? ამაზე ფიქრიც კი ცუდად მხდიდა. ეს კიდევ უფრო რეალურს გახდიდა იმ წყეულ დღეს, რომლის დავიწყებასაც ასე მონდომებით ვცდილობდი.
- ისევ დუმილი... სია, მაშინებ. ეს იმის გამოა რაც დაინახე? ჩემი გეშინია? მკვლელად მთვლი? გეზიზღები? მითხარი, მითხარი რომ ასეა და შეგეშვები. მითხარი, რომ ჩემი დანახვაც არ გინდა და შენი ცხოვრებიდან გავქრები, ოღონდ ნუ დუმხარ, ამის ატანა არ შემიძლია. ეს ნელი წამების ტოლფასია.
- არა, ეკე, ეს არაფერ შუაშია.
- აბა, რა არის შუაში?!
- ამაზე ტელეფონით საუბარი არ მინდა.
- ჩემთან მოდი!
- ახლა არ შემიძლია.
- დუჩეა შენთან... - მიხვდა.
- ჰო.
- რომ გათენდება მერე მოდი, - მიპასუხა პაუზის შემდეგ - ასე ვერ გავძლებ, თუ არ ვილაპარაკებთ, შევიშლები!
- კარგი.
- კარგი. - გაიმეორა ჩამწყდარი ხმით.
ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა. მისი ასეთი ხმა გულს მიკლავდა.
- ეცადე დაიძინო, დასვენება გჭირდება. შუადღეს, ან საღამოს შემოგივლი.
- მპირდები?
- გპირდები.
- კარგი, მაშინ დავიძინებ... ეს წამლები მაბრუებენ, სულ მეძინება.
- დაიძინე, დასვენება გჭირდება, მალე გნახავ.
- გელოდები.
ტელეფონი გაითიშა. აღელვებულმა აიფონი მაგიდაზე მივაგდე და სახე ხელებში ჩავრგე. ამ წნეხის ატანა უკვე ძალიან მიჭირდა, ყველაფერი აუტანლად გართულდა. კარის ჭრიალის ხმამ თავი მაღლა ამაწევინა. დუჩეს შარვალი ამოეცვა და აბურძგნული თავით და შუბლშეკრული სახით ინტერესით მაკვირდებოდა.
- რა მოხდა? - იკითხა ძილისგან ჩახრინწული ხმით.
- არაფერი.
ზურგი ვაქციე და რძე ჭიქაში ჩამოვასხი, თბილი იყო, არც მაცივარი მუშაობდა მთელი ღამით. ნერვები კიდევ უფრო მომეშალა.
- რა არაფერი, ვის ელაპარაკებოდი? - მომიახლოვდა და ეჭვით შემომხედა.
- არავის.
- შემომხედე, - თავი ამაწევინა და თვალებში ყურადღებით მომაჩერდა - სია, რა მოხდა? ვის ელაპარაკე? სახეზე ფერი არ გადევს.
- უბრალოდ... - სახე მის მკერდში ჩავმალე, რომ მის მზერას გავქცეოდი.
- საყვარელო, ნუ მაშინებ, - თმაზე ხელი ნაზად გადამისვა, ნიკაპში თითი ამომდო და თავი ამაწევინა - მითხარი რა გაწუხებს.
- ეკე...
- რა სჭირს ეკეს?
- მე... მე...
ენა დამება, როგორ მეთქვა მისთვის ყველაფერი? გაბრაზდებოდა, იჩხუბებდნენ, ძლივს მოაგვარეს ურთიერთბა, ახლა კი... სიმართლე დამპალი ძვალივით გამეჩხირა ყელში.
- სია, მოთმინება აღარ მყოფნის, მითხარი რა მოხდა. რა სჭირს თოიძეს? ცუდად ხომ არ არის? ჭრილობა გაურთულდა?
- შემთხვევით მოვისმინე...
- რა მოისმინე? - წარბებსშორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა, თემის ამგვარმა ცვლილებამ აშკარად დააბნია - სია, რა მოისმინე?!
- ეკეს და ალექსის საუბარი.
- კალანდია? აქ იყო? როდის?
- როცა ეკემ სახლში მომიყვანა, კალანდიაც მაშინ მოვიდა, მაგრამ მე შხაპს ვიღებდი და არ მინახავს.
- კარგი, რა მოისმინე?
სწორედ ამ დროს დუჩეს ტელეფონი მთელი ხმით აუზუზუნდა. ოდნავ დაბნეულმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და აიფონი ამოაძვრინა.
- რა უდროო დროს იციან ხოლმე დარეკვა! - წაიბუზღუნა გაღიზიანებულმა და თითით მანიშნა ერთი წამითო - გისმენ... ჰო, რა იყო?
წარბშეკრული დაკვირვებით მომაჩერდა, უცებ გამომეტყველება შეეცვალა და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
- რაო, რა თქვი?!
- რა ხდება?! - წავიჩურჩულე შეშინებულმა.
- მონტი, დარწმუნებული ხარ? რამე ხომ არ გეშლება?! - შეშფოთებულმა სწრაფად გამომხედა - კარგი, გავიგე... ნოვამ იცის?... კარგი, გამოვდივარ, საათნახევარში პროზექტურაში ვიქნები!
- პროზექტურაში?!
გულგახეთქილმა მუხლებში სისუსტე ვიგრძენი, ამჯერად ვინ მოკლეს?! დუჩემ ტელეფონი გათიშა და აღელვებულმა თმა ნერვიულად აიჩეჩა.
- დაუჯერებელია, რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს?! არ მჯერა!
- რა მოხდა? ამჯერად რაღა მოხდა?! - ვკითხე სწრაფად, თან პასუხის მოსმენის მეშინოდა.
- შევჩენკო...
- რა შევჩენკო? - დავიძაბე.
- თავი მოიკლა, - მაგიდას მიეყრდნო და სახეზე ხელი მოისვა - მისმა დაცვის უფროსმა, ნახევარი საათის წინ, თავის საძინებელში იპოვა ჭაღზე ჩამოკიდებული, თავი ჩამოიხრჩო.
- რაო? - დარწმუნებული ვიყავი, რომ მომესმა.
- ეს სიგიჟეა! შევჩენკო თავს არ მოიკლავდა, - გაღიზიანებული მაგიდას ჩამოეყრდნო და შეშფოთებულმა მზერა აბსტრაქტულ სივრცეს გაუშტერა - ის აქედან ათესვას აპირებდა. კალანდიას ამბავმა დააფრთხო, ფიქრობდა, რომ შემდეგი თვითონ იქნებოდა, თავს არ მოიკლავდა. არ მჯერა!
ენა მუცელში ჩამივარდა. როგორც ჩანს, ჩემი ჰიპოთეზა სულაც არ ყოფილა უბრალო ვარაუდი... დუდაევი! მან მაინც მიაღწია საშამდე. მაინც მისწვდა და წირვა გამოუყვანა, მაგრამ თვითმკვლელობა? რაში დასჭირდა თვითმკვლელობის ინსცენირება? მას არ აშინებდა გვამები და არც შუბლში ტყვიის დახლა გაუჭირდებოდა, რატომ თვითმკვლელობა?! მოსვენება დავკარგე, ახალმა ამბავმა სხვა დანარჩენი თავიდან გამომიბერტყა.
- გვამი პროზექტურაშია? - ვიკითხე ხმადაბლა.
- ჰო, მონტიმ დამირეკა, ნოვა უკვე იქ არის, მეც უნდა წავიდე.
- მეც მოვდივარ!
- არა! - მოსხიპა მკაცრად - არსად არ მოდიხარ.
- მე აზრი არ მიკითხავს! მისი გვამის დათვალიერება მჭირდება და ამას შენი დახმარებით, თუ შენს გარეშე მაინც გავაკეთებ!
- სია, ახლა ამის დრო არ არის! - შემიღრინა გაღიზიანებულმა - შენი იქ გამოჩენა სახიფათოა, შეიძლება გიცნონ!
- ახლა ჩემთვის უსაფრთხო ადგილი არსად მეგულება და დამალვას არც ვაპირებ! გეყოფა, პატარა ბავშვივით ნუ მექცევი! მე დეტექტივი ვარ! ეს ჩემი საქმეა, შენს გამოჩენამდეც ვახერხებდი ცოცხლად დარჩენას და არც ახლა ვაპირებ სიკვდილს. გამოვიცვლი და გავიდეთ.
- სია, რა გჭირს?! - მკლავში ხელი წამავლო და წარბშეკრული ყურადღებით მომაჩერდა - რატომ ხარ გაღიზიანებული? ჩემთან ასე არასოდეს საუბრობ, რა ხდება? ისევ მიბრაზდები?
- პირადი გრძნობები დროებით გვერდით უნდა გადავდოთ. ახლა ამის დრო არ არის, გარშემო ხალხი იხოცება და რამეს თუ არ ვიღონებთ მსხვერპლების რიცხვი უფრო გაიზრდება. არ მინდა მომდევნო გვამი, რომელიც გზაზე შემხვდება ჩემი საყვარელი ადამიანის აღმოჩნდეს! ამას ვერ გადავიტან, არ შემეკამათო სახლში დარჩენას არ ვაპირებ!
ხელი გავაშვებინე და ერთიანად აკანკალებული ჩემს ოთახში შევედი, გარდერობს მივუახლოვდი, გამოვაღე და ტანსაცმელები გადმოვყარე. ერთიანად ვცახცახებდი. შევჩენკოს გადარჩენა შემეძლო! შემეძლო მისი გაფრთხილება, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. მიუხედავად იმისა, რომ არაკაცი იყო, ის მაინც ადამიანი იყო, მე კი ის სასიკვდილოდ გავიმეტე, როცა შესაძლო საფრთხის შესახებ არაფერი შევატყობინე.
მთელი სხეული ციებიანივით მიცახცახებდა. ტანსაცმელი სწრაფად გადავიცვი და გრძელი თმა უკან გადმოვიყარე. ისე დაუდევრად ვიცვამდი, რომ თხელი ზედა კინაღამ ტანზე შემომეფხრიწა. დავიხარე და ფეხსაცმელებს დავუწყე ჯაჯგური, როცა მხარზე ნაზი შეხება ვიგრძენი. მულოდნელობისგან მთელი ტანით შევკრთი და თავი ავწიე. დუჩე თავს წამომდგომოდა და ჩაფიქრებული შეშფოთებული მზერით მომჩერებოდა.
- მოდი ჩემთან!
მკლავში ხელი წამავლო და ძალით წამომაყენა. ნიკაპში თითი ამომდო და თავი ამაწევინა. კბილი-კბილს დავაჭირე, რომ ცრემლები შემეკავებინა. მისი მხურვალე მზერა მარტო კანს კიარა, მთელს არსებას მიწვავდა. როგორი რთულია საყვარელი ადამიანისთვის თვალის გასწორება და გაჩუმება, როცა ასე ძალიან გინდა მისთვის გულის გადაშლა.
- სია, ასე რას განიცდი? და ყველაზე უარესი, მე რატომ მიმალავ? - მკითხა ხმადაბლა და თვალებში ყურადღებით ჩამაკვირდა.
- ხანდახან ადამიანები ისეთ შეცდომებს ვუშვებთ, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია, როგორ გულითაც არ უნდა გვინდოდეს ეს. დარჩენილი ცხოვრება კი იმ აზრით ცხოვრება გვიწევს, რომ შეგვეძლო რამე გაგვეკეთებინა, მაგრამ უმოქმედობა ვარჩიეთ, ამას კი მსხვერპლი მოჰყვა, რომლის სისხლიც მხოლოდ ჩვენს ხელებზეა. ეს კი მეტისმეტად მძიმე ტვირთია, მეტისმეტად, დუჩე...
- სია, რაზე ლაპარაობ? - სახეზე შეშფოთებამ გადაურბინა.
- შევჩენკოს გვამი უნდა ვნახო, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ საუბარს. ძალიან გთხოვ არ ჩამაცივდე.
- შენ მე მაშინებ! ასე შევჩენკოს გამო ხარ?
- გთხოვ!
- კარგი... - მიპასუხა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მომეხვია და გულში ჩამიკრა - კარგი, ოღონდ დამშვიდდი, შენი გამომეტყველება მაფრთხობს. წაგიყვან პროზექტურაში, შემდეგ კი ყველაფერს ამიხსნი, შევთანხმდით?
ხმა ვერ ამოვიღე, უბრალოდ თავი დავუქნიე და სახე მის მკერდში ჩავმალე. ხელები ძლიერად მომხვია და თავზე ხელი ნაზად გადამისვა. ოდნავ მომეშვა, აუტანელი და მწარე რეალობის მიუხედავად მისი მკლავები ყოველთვის ჩემს საიმედო თავშესაფრად რჩებოდნენ. მაინც როგორ ახერხებდა ამას? თავი უკეთ ვიგრძენი. ჩამოვეხსენი და ლოგინზე მიგდებულ იარაღს ხელი წამოვავლე.
- ჩაიცვი და წავედით, დასაკარგი დრო აღარ გვაქვს.


****

როგორი უცნაური შეგრძნებაა, როცა პროზექტურაში შესვლა ფანჯრის ნაცვლად, ადამიანური მეთოდებით, კერძოდ, კარიდან გიწევს. ამ უჩეულო გარდაქმნამ თავი განსაკუთრებით უხერხულად მაშინ მაგრძნობინა, როცა დუჩემ კარი შეაღო და მორგში შევაბიჯეთ. თეთრ ხალათში გამოწყობილი ექიმი შევჩენკოს ზეწარგადაფარებულ გვამს თავზე წამოსდგომოდა და ხმადაბლა ესაუბრებოდა ნოვა ქავანას, რომელსაც სახე ზიზღისგან დამანჭვოდა და ხელსახოცს ცხვირზე იფარებდა.
მისი მშვენივრად მესმოდა, ოთახში აქოთებული ლეშის გულისამრევი სუნი ტრიალებდა, თუმცა, მე უკვე იმდენჯერ მქონდა ეს საზიზღარი სუნი შესუნთქული, რომ ამჯერად გულისრევა აღარც კი მიგრძვნია. ჩვენმა გამოჩენამ შესამჩნევი ეფექტი მოახდინა შეკრებილებზე. ექიმს სახეზე დაძაბულობა გამოეხატა, აი ნოვამ კი ისეთი თვალებით შემომხედა, რომ კინაღამ უკან გავბრუნდი. მის მზერაში ჯერ უსაზღვრო გაოცება ამოვიკითხე, შემდეგ კი გამომეტყველება შეეცვალა და გაკვირვება დაუნდობელმა გამკიცხავმა მზერამ შეცვალა. თითქოს თვალებით მეუბნეოდა აი რა მოჰყვა შენს დუმილსო, შეიძლება ყველაფერი უბრალოდ მეჩვენებოდა კიდეც და ეს ფიქრები ჩემი აფორიაქებული სინდისის გამოძახილი უფრო იყო, რომელიც არსებას გველის შხამივით მიწამლავდა.
- როგორც იქნა, მოხვედი, - ნოვა აღელვებული მოგვიახლოვდა - რენე წამის წინ წავიდა, კომპანიაში სრული პანიკაა.
- გამომძიებელი უკვე იყო?
ნოვამ შეგნებულად არ შემიმჩნია, ამდენს მივხვდი, მამა-შვილს ჩამოვეცალე და აღელვებული გვამს მივუახლოვდი.
- მაჩვენეთ!
ექიმი შეყოყმანდა, აშკარად არ უნდოდა ჩემთვის გვამი ეჩვენებინა, მაგრამ შემდეგ დუჩეს გახედა და უკმაყოფილო სახით მიცვალებულს ზეწარი გადახადა. მიტკალივით გადაფითრებულ შევჩენკოს ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა თითქოს ეძინა, არადა ცოტა სხვა სურათს ველოდი. განა ადამიანს, რომელიც ნელ-ნელა იხრჩობა, სახეზე ტანჯვის კვალი არ უნდა ეტყობოდეს? შეიძლება არც, თუ ჩამოკიდებისას კისერი მაშინვე მოსტყდება.
თავი გავაქნიე და გვამისკენ დავიხარე. ყელზე მსხვილი თოკის ნაკვალევი შევნიშნე. კანი, სადაც თოკი ჰქონდა შემოჭდობილი, ერთიანად გალურჯებოდა და გაშავებოდა. უცებ რაღაც უცნაური შევნიშნე და მისკენ დავიხარე, არა არ მეჩვენებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გვამი საშინლად ყარდა, ვისკის სუნი მაინც მკვეთრად მეცა ცხვირში.
- ექსპერტიზის დასკვნა უკვე მზად არის? - თავი ავწიე და ექიმს შუბშეკრული მივაჩერდი.
- ჯერ მხოლოდ პირველადი დათვალიერების დასკვნა შემიძლია წარგიდგინოთ, უფრო მეტის მისაღებად გვამის გაკვეთაა საჭირო, ამაზე კი ოჯახის წევრების ნებართვა მჭირდება. - მიპასუხა უკმეხად.
- პირველადი შედეგები მითხარით. - მისი ტონისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
- გვამის პირველადი დათვალიერებით აღინიშნება ორივე თვალის გუგის გაფართოება, გვამის ქვემდებარე ზედაპირზე გამოხატული მუქი მოლურჯო-მოიისფრო გვამური ლაქები, სახის მკვეთრი ციანოზი და ნაწილობრივი შეშუპება. თვალის შემაერთებელქსოვილოვან გარსებში წერტილოვანი წითელი ფერის სისხლჩაქცევები. ყელის და კისრის მიდამოში აღინიშნება მოლურჯო-მოწითალო ფერის გვამური ლაქები. აღსანიშნავია უნებლიე შარდვა და დეფეკაცია , რომელიც ასფიქსიით სიკვდილის დროს ხშირად სარწმუნო ნიშანია. პირველადი დათვალიერებით არ აღინიშნება ძალადობის ნიშნები, რაც ეჭვს ბადებს თვითმკვლელობაზე.
- მხოლოდ ეს გაქვთ? - ვკითხე ინტერესით. ექიმს სახეზე გაღიზიანება დაეტყო.
- გარდაცვლილმა, სანამ თავს მოიკლავდა, ბლომად სასმელი დალია და უკანასკნელი წერილიც დატოვა, სადაც ადასტურებს, რომ ამას საკუთარი ნებით აკეთებს. ექსპერტიზამ ხელნაწერი უკვე გადაამოწმა, ის ნამდვილად საშა შევჩენკოს ეკუთვნის.
- სად არის წერილი?
- მე მაქვს.
- მაჩვენეთ!
- არ შეიძლება, ეს ნივთმკიცებულებაა, მისი ნახვა მხოლოდ გამომძიებელს შეუძლია.
- მაჩვენეთ-მეთქი!
- რა ხდება? - დუჩე წარბშეკრული მომიახლოვდა.
- წერილის ნახვა მინდა, რომელიც შევჩენკომ დატოვა!
- მაპატიეთ, მაგრამ ეს შეუძლებელი!
- მაჩვენე! - დუჩეს ხმაში ისეთ სუსხი გამოერია, რომ ექიმმა შეწინააღმდეგება ვეღარ გაბედა და სასოწარკვეთილმა ნოვას გახედა - იმას ნუ უყურებ, როცა მე გელაპარაკები! წერილი მაჩვენე-მეთქი, აღარ გამამეორებინო!
მისი სიტყვები იმ გვამზე ცივად ჟღერდნენ, რომელიც ჩემს წინ გაყინული და გაშეშებული ესვენა. როგორც ჩანს, ექიმმა რეალური საფრთხის მოახლოება იგრძნო და მორჩილად მიუახლოვდა მაცივრის გვერდით მდგომ ხელსაწყოების მაგიდას და დაკეტილ უჯრას პატარა გასაღები მოარგო. ორ წუთში უკან მობრუნდა და სპეციალურ შეკვრაში მოთავსებული ფურცელი კრიჭაშეკრულმა გამომიწოდა. გამოვართვი და წერილს სანათის შუქზე ყურადღებით დავაკვირდი. ხელნაწერი რუსულ ენაზე იყო შესრულებული, თან ისეთი გაკრული ხელით იყო ნაჯღაბნი, რომ სიტყვების გარჩევა მიჭირდა. ქართული ვარიანტი, რომ შემოგთავაზოთ წერილის შინაარსი დაახლოებით ასე ჟღერდა:
„ ცოდვები ჰაერში გაშვებულ ბუმერანგს ჰგვანან, ისინი მუდამ უკან ბრუნდებიან და როცა ეს ხდება, ვერავინ გადაურჩება წარსული სულების პირგამეხებულ რისხვას! სიკვდილი უკანასკენლი კარია, რომელსაც თითოეული ჩვენგანი საბოლოოდ მაინც შეაღებს, მაგრამ მე არ მსურს მისი ლოდინი, როცა მთელი ჩემი შეგნებით ვიაზრებ, რომ ამას ვიმსახურებ. დაე, მოხდეს რაც მოსახდენია, მშვიდობით...“
წერილი რამდენჯერმე გადავიკითხე, ბოლოს ღიმილით ავწიე თავი და ექიმს გამომწვევად შევხედე.
- ეს არის ის წერილი, რომელიც თქვენი ღრმა რწმენით გარდაცვლილის თვითმკვლელობას ამტკიცებს? - ვკითხე ირონიულად.
- ეს ხელნაწერი საშა შევჩენკოს ეკუთვნის! - წაიღრინა გაღიზიანებულმა.
- გვამზე რას მეტყვით? ახლა არ მითხრათ, რომ მარტო ამ იდიოტური მონაჩმახით მსჯელობთ! ეს გამოსამშვიდობებელი წერილი კიარა, უნიჭო პოეტის ნაბოდვარი უფროა, მეც კი უკეთ შევთხზავდი რამე უფრო ეფექტურს!
- გარდაცვლილმა სიკვდილის წინ დიდი რაოდენობის ალკოჰოლი მიიღო, რამაც მის ფსიქიკაზე აშკარად უარყოფითად იმოქმედა. ნასვამმა და გონებაარეულმა თავი ყულფში გაუყარა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემიძლია მთელი ანგარიში უფრო დეტალურად ჩამოგიყალიბოთ და გაგაბრუოთ მთელი რიგი სამედიცინო ტერმინებით, რომლესაც ვერც თავს გაუგებთ და ვერც ბოლოს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ადამიანმა თავი მოიკლა! გვამის მდგომარეობა ამაზე მეტყველებს, რასაც ეს წერილიც ადასტურებს. ამაზე მეტის თქმა უბრალოდ არ შემიძლია, სანამ გვამის გაკვეთის უფლებას არ მივიღებ.
- ვაუ, - გამეცინა - მაგრად კერავ, მეგობარო. შენდა საუბედუროდ მოყვარულს არ ესაუბრები!
- რას გულისხმობთ?! რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას?! - ექიმს სახე სიბრაზიზგან გვერდზე მოექცა.
- ეგ შენი ზღაპრები იმას მოუყევი ვინც დაგიჯერებს! - შევუღრინე გაღიზიანებულმა და დუჩეს მივუბრუნდი - შევჩენკო მოკლეს, ამაში ეჭვიც არ მეპარება.
- საიდან მიხვდი? - მკითხა შუბლშეკრულმა. აფხორილი და საშინლად შეურაცხყოფილი ექიმისთვის ყურადღება არცერთს არ მიგვიქცევია.
- მოდი აქ.
გვამს მივუახლოვდი, ხელსაწყობის რკინის ყუთთან მდებ ხელთათმანების შეკვრას ერთი წყვილი ამოვაცალე და მოხერხებულად მოვირგე. აქ იმდენჯერ ვიყავი შემოპარული, რომ თავს შინაურულად ვგრძნობდი. მგონი ეს დანარჩენებმაც შეამჩნიეს. გვამს ნიკაპში ხელი ამოვდე და თავი ავაწევინე.
- ყელზე სილურჯეებს დააკვირდი, შეხედე როგორი ფორმა აქვს. - თითით შემოვხაზე თოკის მიერ დატოვებული წრიული ლაქები - თვითმკვლელობის შემთხვევაში ცოტა სხვანაირი სურათი უნდა გვქონოდა. წესით სილურჯის შემოწერილობა, რომელიც თოკმა დაუტოვა “V” ფორმის უნდა ყოფილიყო, სხეულის ჩამოკიდების შემთხვევაში ზუსტად ასეთი კვალი დარჩებოდა მის ყელზე, მას კი “U” ფორმის აქვს. თავდასხმა მოულოდნელად მოხდა, შევჩენკოს ვიღაც უკნიდან მიეპარა და ისე მოახრჩო. თოკის ტრაექტორია ამას ადასტურებს! შეიძლება ფრჩხილებში თავდამსხმელის კანის ნაწიბურებიც კი აღმოვაჩინოთ, როცა გახრჩობენ თავის დაცვას ცდილობ. თუ გაგვიმართლა და დაკაწრა, დეენემის ტესტი გაკეთებასაც შევძლებთ, მაგრამ ისე ყარს სასმლის სუნად ალბათ მაგდენი ვერც მოახერხა, გათიშულ მთვრალზე შეწინააღმდეგება გაუჭირდებოდა. წერილი ცალკე მარაზმია, შევჩენკო ამას არ დაწერდა. წერილი იდეალური მიბაძვით არის შესრულებული, მაგრამ ვისაც არ უნდა დაეწერა ის, აშკარად არ იცოდა, რომ შევჩენკო ცაცია იყო და „შ“ ასოსაც თავისებური გრეხილით წერდა.
- შენ ეს საიდან იცი? - დუჩეს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
- მინახავს მისი წერილები, საყვარელს რომ სწერდა ხოლმე გრძელ-გრძელ პოემებს, - ვუპასუხე წარბშეკრულმა - მის ოფისში ვიპოვე, ერთ-ერთ წიგნში ედო და არ იცოდა გაეგზავნა თუ არა. მასთან დაშორებას აპირებდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება უჭირდა.
- წერილები? ვინღა იყენებს დღეს პოსტას?
- შევჩენკო აშკარად რომანტიკული ტიპი იყო, - წარბაწეულმა ზიზღით დავხედე მიცვალებულს. - მაგ წერილის გარდა, მისი საყვარლის მიერ გამოგზავნილი კონვერტებიც ვნახე.
დუჩე გაოცებული და დაბნეული მომჩერებოდა, არც ნოვა გამოიყურებოდა უკეთ. სახეზე ფერი საერთოდ არ ედო და ხმას ვერ იღებდა, თითქოს ენა გადააყლაპესო. აი ექიმს კი ჭირის ოფლმა დაასხა.
- ახლა კი მაინტერესებს, თქვენი უსაფუძვლო და იდიოტური მოსაზრებები, რომელიც ასე ეფექტურად ჟღერდა, თქვენი არაპროფესიონალიზმის დამსახურებაა, თუ ამ დასკვნისთვის ბლომად გასამრჯელო ჩაიდეთ ჯიბეში?! მე უფრო მეორე ვარიანტი მგონია, მაგრამ მაინც გეკითხებით! - მივუბრუნდი ექიმს.
- როგორ მიბედავთ?! - აღშფოთებულმა მთელი თეატრალურობით გაიბრძოლა - ასე როგორ მელაპარაკები, ლაწირაკო?!
- შენი!!!
დუჩე გამძვინვარებული ეძგერა ექიმს, საკინძეში სწვდა და ისე ძლიერად შეანჯღრია, რომ კაცს მელოტ თავზე შერჩენილი ის რამდენიმე ღინღლიც კინაღამ გააცალა.
- აზრზე მოდი, ახვარო და სიტყვებს დაუკვირდი! - შეუღრინა გააფთრებულმა - კითხვა დაგისვეს და უპასუხე! რამდენი გადაგიხადეს ამ დასკვნის დასადებად!
- მე არ...
- ჩემი მოთმინების გამოცდას არ გირჩევ! - გაცეცლხებულმა ყბაში ხელი წაავლო და ისე ძლიერად მოუჭირა თითები, რომ დაძარღვულ ხელის ზურგზე კანი ერთიანად გაუთეთრდა - სიმართლე მითხარი, თორემ ყბას ისე მოგინგრევ სიტყვის თქმას ვეღარასდროს მოახერხებ!
- დუჩე...
ნოვას სახეზე აღელვება დაეტყო და მისკენ გაიწია, რომ შიშისგან აცახცახებული ექიმი ხელიდან გამოეტაცა, მაგრამ გაღიზიანებულმა ხელი კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა ექიმს.
- ნოვა, ახლოს არ მოხვიდე! ხმა ამოიღე-მეთქი, ახვარო! ვერავინ გიშველის, მოთმინება არ დამაკარგვინო, თორემ აქვე მიგახრჩობ ჩემი ხელით! - უყვირა გამძვინვარებულმა და მთელი ძალით შეანჯღრია.
- კარგი... კარგი... - ამოიხავლა დამფრთხალმა - მტკენ... ხელი...
- ილაპარაკე!
ყბაზე შემოჭდობილი ხელი შეუშვა, სამაგიეროდ საკინძეში სწვდა და ისე ძლიერად მოქაჩა, რომ ისედაც დამფრთხალს ტუჩები შიშისგან უარესად გაულურჯდა.
- დასკვნაში თეთრი არ ამიღია, - წაიკნავლა შეშინებულმა - დამემუქრა, რომ, თუ ამ საქმეს პოლიცია თვითმკვლელობის მუხლით არ დახურავდა, საპროცედურო მაგიდაზე შემდეგი ჩემი გვამი აღმოჩნდებოდა. მომკლავენ, გესმით?! მართლა მომკლავენ!
- ვინ დაგემუქრა?!
- საშიში ტიპია, საზიზღარი ხმა აქვს, კიდევ უფრო უარესი სახე და... და ჰო, ტატუ აქვს მკლავზე, რაღაც უცნაური ცხოველი ჰყავს გამოსახული. ღამით მძინარეს წამადგა თავზე, დანა ყელზე მომადო და მკაცრად გამაფრთხილა, რომ ყველაფერი ისე მეთქვა, როგორც გითხარით. შიშისგან კინაღამ გული გამისკდა. თავისუფლად შეეძლო იმ ღამეს ჩემთვის ყელი გამოეჭრა. მარტო ვცხოვრობ, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, ჩემს გვამს კი ალბათ ერთი კვირის მერე იპოვიდნენ!!! - შეშინებულს ერთიანად გააკანკალა.
დუჩეს საკინძეში წაჭერილი ხელი მოუდუნდა და თვალებაპრიალებულმა სწრაფი მზერა ჩემზე გადმოიტანა. ასეც ვიცოდი... დუდაევი!... ის იყო!!! ეს მაინც გააკეთა... შური იძია თავისი დახოცილი მეგობრებისთვის. გულაჩქარებულმა შევჩენკოს გვამს დავხედე, მე მას ხელი შევუწყე, საშუალება მივეცი თავისი მტერი გაესრისა. მე ისევე ვიყავი დამნაშავე შევჩენკოს მკვლელობაში, როგორც დუდაევი. კბილი კბილს დავაჭირე, რომ თვალზე მომდგარი ცრემლები შემეკავებინა და ჰაერი კანკალით ჩავისუნთქე.


თავი მეთხუთმეტე
ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ...
საათის ისარი რიტმულად ტიკტიკებდა და მისაღებ ოთახში გაბატონებულ, ძნელად ასატან, მკვდარ სიჩუმეს, კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა. ყველა საკუთარ ფიქრს მისცემოდა და ხმას არავინ იღებდა, თუმცა, სათქმელი თითოეულ ჩვენგანს ბევრი ჰქონდა. მონტი ერთადერთი იყო, რომელიც საერთო შოკს და დაბნეულობას არ იზიარებდა. სამზარეულოში ფუსფუსებდა და ოთახში თავისივე ნახელავ იტალიურ ტკბილელუს ეზიდებოდა.
მისაღებში წიწაკიანი ცხელი შოკოლადის სასიამოვნო და მადისაღმძვრელი სურნელი დატრიალდა. სხვა სიტუაციაში ალბათ მონტის ტკბილეული მართლაც დამატყვევებდა, მაგრამ ახლა გაშეშებული ვიჯექი და თვალს ვერ ვაშორებდი ჩემს ჩაფიქრებულ შეყვარებულს, რომელსაც მას შემდეგ ხმა აღარ ამოუღია, რაც პროზექტურის ზღურბლს გადმოაბიჯა.
დუჩეს თვალი მაგიდის ზედაპირისთვის გაეშტერებინა და ხმას არ იღებდა. სახეზე გაურკვეველი ემოციები დასთამაშებდა, მართალია შევჩენკო მას არც არასდროს მოსწონდა, მაგრამ აშკარად ვამჩნევდი, რომ მომხდარს თავისებურად განიცდიდა. ნოვა კი ფანჯარასთან იდგა და ფიქრიანი მზერა ატმისფერი ჰორიზონტისთვის გაეშტერებინა. ეს სიწყნარე ჭკუიდან მშლიდა. რაც მორგიდან წამოვედით მას შემდეგ ორივე დამუნჯდა, თითქოს ტუჩებზე ბოქლომი დაადეს და გასაღები შუა ზღვაში მოისროლესო.
ამის ატანა აღარ შემეძლო, ალბათ უფრო იმიტომ, რომ მდუმარებაში საკუთარი აფორიაქებული სინდისის ხმა უფრო გარკვევით და მკვეთრად მესმოდა. მისი ცივი და ბასრი კლანჭები მონდომებით მიკაწრავდა შიგნეულობას და ძვლებს მატკივებდა. სახეზე ხელი მოვისვი, რომ ბნელი ფიქრებისგან თავი დამეღწია, ერთი ამოვიოხრე და წამოვდექი. დუჩე მაშინვე გამოფხიზლდა და სხარტი მზერა მომაპყრო.
- რას აკეთებ?
- მონტის მივეხმარები, ასე ჯდომა ჭკუიდან შემშლის.
- კარგი.
სახე დაუწყნარდა, ალბათ იფიქრა ისევ წასვლას აპირებსო და წინასწარ ყალყზე შედგა. ამ ბოლო დროს ნერვები ზედმეტად დაჭიმული ჰქონდა, გამუდმებით დაძაბული ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩემს გაკონტროლებას ცდილობდა. მესმოდა, რომ მისი მღელვარება სულაც არ იყო საფუძველს მოკლებული, ბოლოს და ბოლოს, წინა დღეებში კინაღამ სიცოცხლეს გამოგვასალმეს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი მისთვის გამეგო და ზედმეტ კონტროლსაც არ გავეღიზიანებინე, მაგრამ, ხანდახან ესეც ძალიან მიჭირდა.
რაც დუჩე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემმა პროფესიონალიზმმა და კარიერულმა წინსვლამ საგრძნობლად მოიკოჭლა. ნურასოდეს გაგიჩნდებათ იმის ილუზია, რომ თუ შეყვარებული, ან ქმარი გამგები და დამყოლი აღმოგაჩნდებათ, ის თქვენს პირად სივრცეს არაფრით შეგიზღუდავთ - ცდებით. შეიძლება ეს მან გამიზნულად არც გაგიკეთოთ, მაგრამ თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უხილავ ბორკილებს, რომელიც მასზე მიგაჯაჭვებთ და როგორც კი დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმას ეცდებით, მაშინვე იგრძნობთ მათ არსებობას თქვენს მაჯებზე.
პირადი გამოცდილებიდან გაგიმხელთ, ეს საკმაოდ ცუდი შეგრძნებაა და გამაღიზიანებელიც, მითუმეტეს იმ ფონზე, თუ ჩიტივით თავისუფლებას ხართ შეჩვეული. მთავარია პროტესტის გრძნობა იმ დონეზე არ გაგიჩნდეთ, რომ პარტნიორთან სერიოზული უთანხმოება მოგივიდეთ, დანარჩენს ეშველება, იმედია!
სამზარეულოში გასვლა დავაპირე, როცა ჰოლში ზარი გაისმა. მონტიმ მაშინვე მიატოვა თავისი კერძები და კარს მიაშურა. ცოტახანში, კარგად ნაცნობი, ოდნავ ხრინწიანი ხმა შემომესმა და ზღურბლზე რენეს ქოჩორს მოვკარი თვალი. საშინლად დავიძაბე, არ ვიცოდი მოსვლას თუ აპირებდა.
მისმა გამოჩენამ მყისიერად შეცვალა დაძაბული სიტუაცია - როგორც იქნა, ნოვა გონს მოეგო და ფანჯარას მოშორდა, დუჩე კი ფეხზე წამოდგა და ძმას წარბშეკრული მიაჩერდა. რენემ მისაღებში შემოაბიჯა და როგორც კი თვალი მომკრა სახეზე გაკვირვება გამოესახა. აშკარა იყო ჩემს აქ ნახვას არ ელოდა, ისევე როგორც მე.
- ოჰ... რამდენი შეკრებილხართ, - კეფა უხერხულად მოიქექა, წამიერ დაბნეულობას მალე მოერია, ეშმაკური გამომეტყველებით მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა - შენ ალბათ სია ხარ, ჩემი ძმის შეყვარებული, მე რენე მქვია.
უკვე მესამედ მეცნობოდა და მისი მწვანე თვალების სიღმრეში ამოვიკითხე, რომ ორივე ერთსა და იმავე რამეზე ვფიქრობდით - ჩვენი შეხვედრები ძალიან, ძალიან უცნაური იყო. ტუჩის კუთხეები ისე სასაცილოდ მოეღრიცა, მივხვდი ღიმილის შეკავებას გაჭირვებით ცდილობდა. ტუჩზე ვიკბინე, რომ მეც არ გამცინებოდა და ამჯერად ხელი ჩამოვართვი.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
- თქვენი, არა, შენი. - ისეთი სახით შემისწორა, მიმახვედრა მეტისმეტი მოგდისო.
- რა ხდება კომპანიაში?
საუბარში ნოვა ჩაერთო. თითქოს ყინულზე ფეხი ამისრიალდა და მთელი ძალით დავენარცხე ძირს, მაშინვე გამოვფხიზლდი. რენეს გამომეტყველება წამში შეეცვალა და სახე მოეღრუბლა.
- იქაურობა პოლიციელებითაა გადაჭედილი. მესხიშვილი ვნახე, ოფისში მომაკითხა, გააფთრებული დაგეძებს. მთხოვა გადმომეცა, რომ განყოფილებაში შენი მიყვანა არ სურს და პირადად გასაუბრება ურჩევნია, სადაც შენ მოისურვებ. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გცემენ პატივს, მამაჩემო.
- ეგ ნაკლებად მაინტერესებს, - გაღიზიანებული ჰალსტუხს დაექაჩა.
შემჩნეული მქონდა, რომ ასე მაშინ აკეთებდა, როცა რაღაცაზე ძალიან ღელავდა. ჰალსტუხს ისე ექაჩებოდა ხოლმე, თითქოს მოახრჩობად წაჭერილი ყულფი ყოფილიყო.
- საბჭოს სხდომა უკვე იყო? ინვენსტორებს შეხვდი? ვიცეპრეზიდენტმა განცხადება გააკეთა მომხდარზე? მიკითხეს?
- ნოვა, ღრმად ჩაისუნთქე, - რენემ უკმაყოფილოდ შეუბღვირა - ამომასუნთქე!
ოდნავ გაღიზიანებული მაგიდას მიუჯდა და ცხელი შოკოლადის მსუქანი ჭიქა წინ მიიწია. დუჩემ, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მდუმარედ ისმენდა საუბარს, ეჭვით გახედა ძმას, სკამი გამოსწია და გვერდით მიუჯდა.
- ჩემთვის რაღაცის თქმა გინდა, ხომ ასეა? - ჰკითხა ხმადაბლა.
- ხანდახან შენი ინსტიქტები მაფიქრებს, ძამიკო, - რენემ შუბლი მოისრისა და დუჩეს ღიმილით გახედა.
- რისი თქმა გინდა ჩემთვის? წინასწარ ვხვდები, მაგრამ მაინც მოსმენა მირჩევნია.
მე და ნოვამ დაბნეულებმა გადავხედეთ ერთმანეთს, მათი ქარაგმული საუბრის ვერც თავი გავიგეთ და ვერც ბოლო. ბოლოს ოჯახის უფროსმა გვერდულად გამომხედა და თავით მანიშნა დავსხდეთო, დავემორჩილე. დუჩეს გვერდით მივუჯექი და დაძაბული შევსწორდი სკამზე. ნოვამ კი მაგიდის სათავეში დაიკავა ადგილი. სუფთა ქურდული სხადნიაკია-თქო, გავიფიქრე სარკასტრულად და კინაღამ გამეცინა, თავი ძლივს შევიკავე.
- კომპანია იძირება, - წამოიწყო რენემ - ინვენსტორები თავიანთი კაპიტალის უკან გატანას ითხოვენ. ჭორები გავრცელდა, რომ ჩვენი კომპანია ნარკოტიკებს ავრცელებს, თან ისეთ ნარკოტიკს, რომელიც ხალხს ხოცავს. ჩვენთან ურთიერთობა აღარავის სურს.
- ანუ ეს მაინც მოხდა...
ნოვამ სახე ხელებში ჩარგო, ისეთი ხმა ჰქონდა, გავიფიქრე ახლა ბრაზისა და სასოწარკვეთილებისგან იბღავლებს-თქო. ესე იგი, შხამის შესახებაც გაჟონა ინფორმაციამ? ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა, მაგრამ ახლა საამისოდ ძალიან ცუდი დრო იყო, ჩვენს პრობლემებს მასობრივი პანიკაღა აკლდა!
- მაგრამ... - დუჩემ გამომცდელად შეხედა ძმას.
- მაგრამ, იმედი ჯერ კიდევ არსებობს... წამოსვლას ვაპირებდი, როცა ოფისში ადილარი მესტუმრა.
- ადილარი? - ნოვამ მაშინვე ასწია თავი, სახე წამში შეეცვალა. დუჩეს კი გამომეტყველებაზე შევატყვე, რომ ამ პასუხს ელოდა, წარბიც კი არ შეხრია - რა უნდოდა?
- დუჩე. - თავით ძმაზე ანიშნა.
- ჩემთან საუბარი უნდა?
- მითხრა, რომ არ აღელვებს ის ჭორები, რასაც ჩვენზე საუბრობენ. თქვა, რომ, თუ შენ დაადასტურებ, რომ ამ ბინძურ საქმესთან არაფერი გაკავშირებს დაგიჯერებს და შემოთავაზებული წინადადება ისევ ძალაში დარჩება.
- წარმოუდგენელია, - ნოვას ხმაში შვება ვიგრძენი - დაუჯერებელია, მაგრამ, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ კომპანია ჩაძირვისგან ვიხსნათ! მართალია, ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ყველაფერი დაკარგული მაინც არ არის!
- ნოვა, - რენემ მამამისს წარბშეკრულმა გახედა - ეს უკვე აღარაა შენი ბრძოლა. ადილარმა პირდაპირ მიმანიშნა, რომ მას დუჩესთან სურს თანამშრომლობა და არა ჩვენთან. ის მხოლოდ მაშინ დაგვეხმარება, თუ კომპანიას სათავეში დუჩე ჩაუდგება. ღიმილით მითხრა რევულუციას ველოდი და ეს იმაზე სწრაფად მოხდა ვიდრე ვიფიქრებდიო. სახეზე ეტყობოდა, რომ შევჩენკოს სიკვდილი მისთვის მომგებიანი შესაძლებლობა აღმოჩნდა და ამას შესანიშნავად გამოიყენებს კიდეც, თუ დუჩე დათანხმდება.
- დუჩე, - ნოვამ შვილს წარბშეკრულმა გახედა - რას აპირებ?
დუჩე ჩაფიქრებული ნიკაპს ისრესდა და ხმას არ იღებდა. მის სახეზე ვკითხულობდი, რომ რაღაც აწუხებდა, რაღაც ძალიან აფიქრებდა და პასუხის გაცემას არ ჩქარობდა. აქამდე ასეთი სერიოზული არასოდეს მინახავს.
- დუჩე... - ნოვას უკვე ნერვები ღალატობდა.
- მის სიტყვებზე დაუფიქრებლად ავარდნა არ ღირს, - როგორც იქნა, სიჩუმე დაარღვია, თავი ასწია და მამამისს გამჭოლი მზერა მიაპყრო - შენ ალბათ ვერ ხვდები რა აქვს ჩაფიქრებული არაბს. იმდენად ხარ სასოწარკვეთილი შექმნილი სიტუაციით, რომ ნებისმიერ მაშველ რგოლს მოეჭიდები, რომელსაც გამოგიწვდიან, დასახრჩობად განწირულს. ისინი კი ამ სიტუაციას ზუსტად ასე ხედავენ და შესაბამისად იმოქმედებენ კიდეც.
- დუჩე! - ნოვამ მოახლოებული საფრთხის სუნი იკრა და უარესად დაიძაბა - ახლა ამის დრო არ არის, კომპანია უნდა გადავარჩინოთ! შემდეგ კი გვერდით მოვლენებს ნელ-ნელა გავუმკლავდებით, გესმის? უარის თქმა თვითმკვლელობის ტოლფასია!
- არა, შენ არ უკვირდები მნიშვნელოვან გარემოებებს, - ხმაში სუსხი გამოერია - მაშველი რგოლი კარგია, ამ ჭაობიდან ამოგათრევს, მაგრამ საკითხავი ისაა სად ამოგათრევს. არ მინდა ერთი მძღნერიდან მეორეში აღმოვჩნდე.
- რაზე ლაპარაკობ! ხომ არ გაგიჟდი? ახლა ფილოსოფიის დროა?! გარშემო მიმოიხედე, ომი ახლა კიარ დაიწყო, ის უკვე მთავრდება და ჩვენ ამ ომში ვმარცხდებით, შვილო! ახლა უმოქმედობა დაგვღუპავს!
- ამ შემთხვევაში მე მამაჩვენს ვეთანხმები, - რენემ წარბშეკრულმა გახედა ძმას - დუჩე, რამეს თუ არ ვიღონებთ ყველაფერს დავკარგავთ. მთელი ეს წლები რასაც ვაშენებდით და რისთვისაც ვშრომობდით ყველაფერი წყალში ჩაიყრება და ისე აღმოვჩნდებით წუმპეში, რომ იქიდან თავის დახსნაზე ოცნებაც კი ზედმეტი იქნება.
დუჩეს სახეზე ვაკვირდებოდი და ადგილზე მოუსვენრად ვცქმუტავდი. ვხედავდი, რომ ოჯახის წევრების ზეწოლა მასზე გამაღიზიანებლად მოქმედებდა. კარგად ვიცნობდი, მისი მტკიცე და ურყევი ხასიათის დამსახურებით ის აზრს არაფრის დიდებით არ შეიცვლიდა, თუ რამე სწორად მიაჩნდა იმას ბოლომდე გაიტანდა კიდეც. თუმცა, მათი ასეთი დაჟინებული დამოკიდებულება ნერვებს გვარიანად უშლიდა და ფიქრის საშუალებას არ აძლევდა.
იმ წამს ჩემი შეყვარებული სულ სხვა თვალით დავინახე. ჩემს წინ სერიოზული, დაფიქრებული და გაწონასწორებული მამაკაცი იჯდა, რომელიც ფაქტებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სავალალო იყო, ობიექტურად აფასებდა და არა სუბიექტურად. გააზრებულად იღებდა გადაწყვეტილებებს და დაუფიქრებლად არ თანხმდებოდა შემოთავაზებას, რომელიც ერთი შეხედვით ასე მომხიბვლელად ჟღერდა და ამ ეტაპზე ერთადერთ გამოსავლად მიაჩნდა ყველას. მისდამი პატივისცემა გამიორმაგდა და უნებური სიამაყის გრძნობა დამეუფლა.
- დუჩე... - დავუძახე ხმადაბლა - შეიძლება ორი წუთით ვისაუბროთ? მაპატიეთ, უხეშობაში ნუ ჩამომართმევთ.
დარცხვენილმა დანარჩენებს გავხედე. თავს ვიკავებდი, მაგრამ ბოლოს მაინც ვეღარ მოვითმინე. დუჩეს არაფერი უთქვამს, ჯერ თვალებში შემომხედა, შემდეგ ნელა წამოდგა, მაჯაში ხელი მომკიდა და თავისი ოთახისკენ გამიყოლა. კარი მიიხურა და ინტერესით მომიბრუნდა. გამომეტყველება არ შესცვლია, ისევ ჩაფიქრებული და დაძაბული ჩანდა. უხმოდ მომიახლოვდა და თვალებში დაკვირვებით მომაცქერდა.
- კარგად ხარ? - ვკითხე ფრთხილად.
უცებ წითელ ბაგეებს ღიმილი მოეფინათ. კისერზე ხელი მომხვია და ტუჩებზე ნაზად მეამბორა.
- ახლა კი, - მიპასუხა ჩურჩულით და თმა უკან გადამიწია - რაზე გინდოდა საუბარი?
- ვხედავ, რომ რაღაც გაშფოთებს, ის არაბი... - სახე ყურადღებით მოვუთვალიერე - რაღაც ძალიან არ მოგწონს, მითხარი რა ხდება.
- საქმე იმ არაბში არაა, სია, - ამოიოხრა, ხელი შემიშვა და ლოგინზე ჩამოჯდა.
- აბა, რაშია?
გვერდით მივუჯექი და თმაზე ხელი ნაზად გადავუსვი. ჩემს შეხებაზე თვალები დაეხუჭა. წამით დადუმდა, შემდეგ თითები ერთმანეთს გადააჭდო და ჩაფიქრებულმა ზედ ნიკაპი ჩამოდო.
- ინვენსტორები, რომლებიც ამდენ ხანს ელოდნენ ჩვენს ჩაძირვას, ახლა ყველა ერთდროულად აფუთფუთდება. ეცდებიან შანსი ხელიდან არ გაუშვან და იქამდე მოექცნენ სათავეში, სანამ ამას სხვა კონკურენტი დაასწრებთ. მათი გეგმიური გათვლით მე იდეალური შესაძლებლობა ვარ, ასე ვთქვათ საჭე, რომელსაც სამართავად გამოიყენებენ. ყველას, ვინც ჩვენს ახლოს ტრიალებდა, მშვენივრად მოეხსენებათ ჩემი დამოკიდებულება კომპანიისა და მამაჩემის ბიზნესისადმი. ეს კი მათთვის მომგებიანი პოზიციაა. მათ მე სათამაშოდ ვუნდივარ, იციან, რომ მამაჩემი დიდხანს ვეღარ გაქაჩავს, ყველაფერი კი ჩემს ხელში გადმოვა. რენეს კონკურენტად თვლიან და მასზე ჩალიჩს არავინ ფიქრობს, ის გაწაფულია ამ საქმეში და იციან, რომ თოჯინად ვერ გამოიყენებენ, აი მე კი სულ სხვა საქმე ვარ. მე არაფერი გამეგება კომპანიის ბინზნესის, არ ვიცი როგორ ვაწარმოო ურთიერთობები და შევქმნა ახალი კავშირები. ყველა წვრილმანს და დეტალს რენე ვერ შემისწორებს, ამ პასუხისმგებლობას თავს ვერ ავარიდებ. ჩემს ამ სისუსტეს კი ჩემს წინააღმდეგ მომართავენ. მათ მე უბრალო მარიონეტად ვუნდივარ, რომელიც ასე ვთქვათ ტახტს გააფორმებს, შიდა სამზარეულოს კი ეფექტურად მოირგებენ და ისე აიღებენ მართვის სადავეებს ხელში, რომ მე ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებ. აი ასეთია დღევანდელი სურათი მათთვის.
- კალანდია? ისიც ხომ მეწილეა?
- ალექსი მეწილე და ერთ-ერთი მთავარი აქციონერის შვილია, მას გააჩნია გარკვეული ბერკეტები და აქვს ხმის უფლება საბჭოს კრებაზე, ესაა და ეს. კომპანია მე მეკუთვნის, აქციების პროცენტული რაოდენობით მისი მართვა ჩემი პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, მამაჩემის გადადგომის შემდეგ.
- გარდაცვლილი აქციონერების 10% კი შენი აქციების რაოდენობას ავტომატურად ემატება. მათი სიკვდილი დიდ ზარალთან ერთად დიდი მოგებაც გამოვიდა. ეს თავიდანვე იყო გათვალისწინებული კონტრაქტით, კომპანიის ფუძემდებელი ხომ მამაშენია. ბედის ირონიაა, მაგრამ ეს ძალიან ცუდი რეკლამაა შენი ახალი სტარტისთვის.
- შენ ეს საიდან იცი? - ოდნავ დაბნეულმა გვერდულად გამომხედა.
- ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ... შენ ის მითხარი რა გაწუხებს, ფიქრობ, რომ ადილარი შენს გამოყენებას ცდილობს?
- ადილარს ჩემი გამოყენება არ სურს, მას გულწრფელად უნდა ჩემთან თანამშრომლობა, - სახეზე ხელი მოისვა და წარბშეკრულმა მზერა ხალიჩას გაუშტერა - მაგრამ ბიზნესი ასე იმართება, სია. შეიძლება ამის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ, თუ სუსტი ხარ, ძალაუფლება და მართვის სადავეები ავტომატურად ძლიერის ხელში გადადის. ადილარი უბრალოდ შუამავალია მთელს ამ ამბავში, მისი უფროსი, კი სხვა საქმეა. არ მინდა დაუფიქრებლად გადავდგა ნაბიჯი და ისედაც განწირული კომპანია არაბებს ჩავუგდო ხელში საძიძგნად. არ ვაპირებ ვიღაც უცხოელების მარიონეტად ვიქციო თავი, ამას არ დავუშვებ! თან იციან, რომ ისინი ჩემი ერთადერთი შანსი არიან ამ წუმპიდან ამოსაძრომად და ამას სათავისოდაც გამოიყენებენ. აქამდე შემეძლო ჩემი პრეტენზიების წაყენება, მაგრამ ახლა... ახლა მე მათ „გულკეთილობაზე“ ვარ დამოკიდებული!
- თუმცა, მარტო ეს არაა მიზეზი, ხომ ასეა?
- კაცი ვერაფერს გამოგაპარებს, - ჩაეღიმა. გრძელი თითები პატარა ხელში შემიცურა და ძლიერად გადამაჭდო - არა, მარტო ეს არ არის... მე არ მინდა კომპანიის მართვა.
- რატომ? - ჩემი ხელი ლოყაზე მიიდო და მწველი თვალებით გამომხედა.
- არ მინდა ამ საქმეში მონაწილეობის მიღება, ეს აუტანელია. ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს თავაწყვეტილი ძაღლი ვარ და ჩემს ძალით დაბმას ცდილობენ. მაღიზიანებს, მძულს და ჭკუიდან მშლის ეს ფაქტი. ნერვები მეშლება! ჩემს მომავალს გარემოებები ვერ წარმართავს, მე სხვა გეგმები მაქვს! ასე ვერ ვიცხოვრებ, ყველაზე მეტად „ცხოვრებამ ასე მოიტანა“ ფრაზა მძულს, არ შემიძლია! - გაღიზიანებულმა სახე ხელებში ჩარგო.
- დუჩე, შემომხედე...
სახეზე ნაზად შევეხე და თავი ავაწევინე, მწვანე თვალებს მრისხანება და დაუმორჩილებლობა დაპატრონებოდნენ. აწყვეტილ მხეცს ჰგავდა, რომელსაც არაფრით მოსწონდა მისთვის კისერზე საბელის შებმის მცდელობები. ამაზე ფიქრსაც კი წყობილებიდან გამოჰყავდა და... მე მესმოდა მისი, თან ძალიან კარგად...
- მითხარი, რატომ გძულს კომპანია ასე ძალიან? - ვკითხე ხმადაბლა.
- მან მე ყველაფერი წამართვა, - წაიღრინა მზერაწამონთებულმა - ოჯახი, მეგობრები, თავისუფლება. დედაჩემი სადღაც გადაკარგულში მყავს გამოკეტილი და უმედოდ დავეძებ წამალს, რომ გადავარჩინო! მამაჩემს განსჯის უნარი დაკარგული აქვს, რობოტად არის ქცეული და მხოლოდ მაშინ რეაგირებს რამეზე, როდესაც კომპანიის საქმეს უხსენებ. არ მინდა წლები გავიდეს და მეც მისნაირ ზომბად ვიქცე. არ მინდა ჩემი თავი, ჩემი ოჯახი, რომელსაც მომავალში შევქმნი, იგივე ოქროს გალიაში გამოვამწყვდიო, რომელშიც ერთ დროს მამაჩემმა გამოგვკეტა მეც და ელენაც. არ მინდა მლიქვნელ ნაბიჭვრად ვიქცე, რომელიც კონტრაქტებისთვის ნებისმიერს მისცემს ტრაკს. ამას ვერ შევძლებ, სია. არ გამომივა, ჩემს სიამაყეს და პრინციპებს ვერ გადავახტები. არანაირი ფულის და დიდების გამო არ ვიზამ ამას!
- დუჩე... - სახეზე ნაზად ჩამოვუსვი ხელი და თბილად გავუღიმე - მე შენ დიდი ხანია გაკვირდები. დიდი ხანია შენს თვისებებს ვსწავლობ და მინდა გითხრა, რომ შენი შიშები უსაფუძვლოა.
- რას გულისხმობ? - წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა და თვალებში ინტერესით მომაცქერდა.
- რატომ ადარებ საკუთარ თავს მამაშენს? შენ თავისუფლად შეგიძლია მართო კომპანია საკუთარი ძალებით, საკუთარი პრინციპებით და არაა აუცილებელი იგივე მეთოდებით და წესებით იხელმძღვანელო, რომლებიც ასე გძულს და ვერ იტან. შემომხედე! - მისი სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში ყურადღებით ჩავაკვირდი - შენ, ყველაზე ძლიერი პიროვნება ხარ მათ შორის ვინც კი ცხოვრებაში ოდესმე შემხვედრია. შენ, ეს შეგიძლია, გესმის? შეგიძლია კომპანია ისე მართო როგორც ამას თავად ჩათვლი საჭიროდ, შენ ახალი სისხლი ხარ, ახალი თაობა, შენ და ალექსი უნდა გაერთიანდეთ, თქვენ მეგობრები იყავით და ხართ კიდეც! დუჩე, მამაშენმა მართალი თქვა, ომი ახლა არ დაწყებულა, ის უკვე მთავრდება. მე კი ვიცი, არა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომში არ დამარცხდები! შენნაირი სულის პატრონი თავს არავის დაუხრის და არავის შეარჩენს იმას რაც თავად ეკუთვნის, არასდროს! ჰოდა მოიშორე უსაფუძვლო ეჭვები თავიდან, შენ არ ხარ მამაშენი, შენი პრინციპები და შენი შეგნება გაქცევს იმ ღირსეულ მამაკაცად როგორიც ახლა ხარ, მე ასეთი მიყვარხარ, ძლიერი, მიზანდასახული და მებრძოლი! რაც შეეხება დედაშენს, წამალს ვიპოვით, აუცილებლად ვიპოვით, გპირდები!
- სია... - წაიჩურჩულა გრძნობამორეულმა. მკლავები წელზე შემომხვია და კალთაში ჩამისვა - მიყვარხარ...
მისგან ეს სიტყვა, რომელიც ჩემთვის მილიონჯერ მაინც უთქვამს მანამდე, ასეთი გრძნობით არასოდეს წარმოუთქვამს. სისხლისფერ ბაგეებს ჩემი საყვარელი ღიმილი აერეკლათ, მისი გრძელი თითები კისერზე გასრიალდნენ, ძლიერად მომეჭიდნენ და მის ცხელ ტუჩებს მიმაჯაჭვეს.
- აბა, რას აპირებ? - ვკითხე მის ტუჩებს მიწებებულმა.
- იმედს ვერ გაგიცრუებ... - ჩაიღიმა მომხიბვლელად და ჩვენი ტუჩები ისევ შეერწყა ერთმანეთს.


****
ჩაფიქრებულმა მანქანა ზურაბის სახლის წინ შევაჩერე. გული ისე საშინლად დამძიმებოდა თითქოს სკალპელით პირი გაუხსნეს და შიგნით ქვები ჩამილაგეს. ასეთ დაძაბულს შიგნით შესვლა არ მინდოდა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. როგორ არ ვცადე ბნელი წარმოსახვისგან თავი დამეღწია, სადაც მე და ეკე მძიმე საუბრის შემდეგ საბოლოოდ ვშორდებოდით ერთმანეთს, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთი თავისუფლად სუნთქვაში ხელს მიშლიდა. უცებ ჩემი ტელეფონი აზუზუნდა და ცოტახნით ყურადღება გადამატანინა, ეკრანს დავხედე, რა თქმა უნდა, დუჩე რეკავდა.
- ჰო...
- მიხვედი?
- კი, სახლთან ვარ.
- კარგი, მეც მალე მოვალ, ნოვას და რენეს გავუშვებ და წამოვალ.
- კარგი.
- სია...
- ჰო.
- კარგად ხარ? შენი ხმა არ მომწონს.
- არაფერია, უბრალოდ მასზე ვღელავ. მეშინია, რამე რომ გაურთულდეს?
- ზურაბი ამას არ დაუშვებს. ნუ ნერვიულობ, საქმე ასე რომ ყოფილიყო როგორ ფიქრობ მანდ დავტოვებდი? - ხმაში წყენა გამოერია - ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ ექიმის მითითებებს უნდა დაუჯეროს და მალე ფეხზე დადგება.
- კარგი, მართალი ხარ, წავედი და მიხედე შენებს.
- თუ რამე მოხდება დამირეკე, მაშინვე მოვალ.
- არაფერი მოხდება, ნუ ნერვიულობ.
- მიყვარხარ.
- მეც.
ტელეფონი გაითიშა. თვალები დავხუჭე და თავი საზურგეს მივადე. დავიჟინე ეკესთან წავალ და შენც მერე მოდი-თქო, მინდოდა მასთან საუბარი მომესწრო, სანამ დუჩე თავს წამადგებოდა. ეს ამბავი იქამდე უნდა მომეგვარებინა, სანამ ყველაფერი უარესად გართულდებოდა. მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ ალბათ ჩემი უხასიათობა დღევანდელ ამბებს მიაწერა და არ ჩამაცივდა, რისთვისაც გულში მადლობას ვუხდიდი. ცრემლისგან დანამული სახე შევიმშრალე, ერთი ამოვიოხრე და მანქანიდან გადმოვედი.
დაკაკუნებისას კარი ზურაბმა გამიღო. სახეზე შევატყვე, რაღაც ძალიან აწუხებდა, წარბებშორის ღრმა ნაოჭი გასჩენოდა და სახეზე ცივი ოფლი ასხამდა.
- გამარ... ზურაბ, რა გჭირს? - მისალმება პირზე შემაცივდა.
- ჰააა... არაა, არაფერი, შემოდი, შემოდი.
- რა არაფერი, სახეზე ფერი არ გადევს! - შევუბღვირე უკმაყოფილოდ და სახლში შევედი - მოხდა რამე? ეკეს...
- არა, შენი მეგობარი კარგადაა, - მიპასუხა სწრაფად - სძინავს, წეღან ვიყავი მის ოთახში, წვეთოვანში ვიტამინები დავუმატე. ძალები სჭირდება, ბოლოს მისმა თავხედურმა „გასეირნებამ“ საგრძნობლად დაასუსტა.
- მაშინ რა ხდება?
წარბშეკრული თავჩახრილს და საშინლად ნაღვლიანს სამზარეულოში შევყევი. აშკარა იყო რაღაც ძალიან აფორიაქებდა და თქმასაც ვერ ბედავდა. უარესად ავღელდი.
- ზურაბ, ხმა ამოიღე, ნერვი აღარ მყოფნის!
- ელენა... - წაიჩურჩულა ხმაგაბზარულმა, სამზარეულოს მაგიდას ჩამოეყრდნო და დაცვარულ შუბლზე ხელი მოისვა.
- რა სჭირს ელენას? - ვიკითხე ფრთხილად.
ვიგრძენი ძვლებს სიცივე როგორ მოედოთ და ცუდი ამბის მოსმენის შიშით მთელი სხეული დამეძაბა.
- დრო აღარ რჩება, - თავი ასწია და ჩამქრალი მზერა მომაპყრო - დღეს შეტევა განუმეორდა. ძალიან შემეშინდა მეგონა ვერ გაუძლებდა. კიდევ ერთი მსგავსი კრუნჩხვა და ალბათ ვეღარ გადაიტანს. დუჩემ არაფერი იცის, ექთნები გავაფრთხილე, რომ მისთვის არაფერი ეთქვათ. სია, სასწრაფოდ ანტიდოტი მესაჭიროება, სხვანაირად ელენა მოკვდება!
- შეტევა? - დაბნეული და შოკირებული მოწყვეტით ჩამოვჯექი სკამზე - რა შეტევა? მსავსი რამ ადრეც მომხდარა?
- ჰო, - სკამი გამოსწია და ჩემს წინ ჩამოჯდა - მხოლოდ ერთხელ, მაშინ დუჩე იყო მასთან. ჯერ სისხლის ღებინება დაეწყო, მერე კი კრუნჩხვაში ჩავარდა, მაშინ ნევსმა უშველა აზრზე ძლივს მოვიყვანეთ, მაგრამ დღეს...
- დღეს... - თვალებში შიშით შევხედე.
- დღეს გონს მოსვლა ძალიან გაუჭირდა. მეგონა ხელში ჩამაკვდებოდა, ამდენი არასოდეს მინერვიულია პაციენტზე. შიშისგან ხელები ახლაც მიკანკალებს, - აცახცახებული თითები ერთმანეთს ძლიერად გადააჭდო და ტუჩები ნერვიულად მოილოკა.
- დუჩემ... - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე - დუჩემ ეს თავისი თვალით ნახა? როცა... როცა დედამისი...
- ჰო, - ამოიოხრა და სევდიანი თვალები მომაპყრო - ერთიანად სისხლში იყო ამოგანგლული, კინაღამ შეიშალა. იმ დღეს ალბათ ათი წლის სიცოცხლე დაკარგა. მის სახეზე ასეთი ველური აღტკინება არასოდეს მინახავს, შემეშინდა, რომ რამე მოუვიდოდა. ამიტომ ვერ ვბედავ მისთვის სიმართლის თქმას, სია, არ ვიცი ამაზე როგორი რეაქცია ექნება. დღეს ახალ ამბებს მოვუსმინე, გავიგე შევჩენკოს რაც დაემართა. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია, არც კი ვიცი ამ ამბავს დასასრული ოდესმე თუ ექნება. წარმომიდგენია ახლა დუჩე რა დღეშია, აღარ მინდა ჭრილობაზე წიხლი დავაჭირო.
- არაფერი უთხრა, - როგორც იქნა, ხმა ამოვიღე და ზურაბს თვალი გავუსწორე - წამალს ვიშოვი, თუ ის მართლაც არსებობს, მას აუცილებლად მივაგნებ! დუჩესთან არაფერი წამოგცდეს, ეს ბოლოს მოუღებს, გესმის?!
- კარგი.
- ზურაბ, არ ვხუმრობ!
- კარგი, კარგი, არაფერს ვეტყვი, - აკანკალებული ხელი შუბლზე მოისვა - დალევ რამეს?
- არა, ეკესთან საუბარი მინდოდა, მაგრამ თუ სძინავს...
- გააღვიძე, მთხოვა თუ მოვიდა და მძინარე დავხვდი აუცილებლად გამაღვიძოსო.
- მაშ, კარგი, - ფეხზე წამოვდექი და ოთახში გასვლა დავაპირე.
- სია...
- ჰო, - შემოვბრუნდი და ინტერესით მივაჩერდი ექიმს.
- Черный список-ი, ეს შენ ხარ ხომ ასეა? - წარბშეკრულმა თვალი გამისწორა.
მის კითხვას არ გავუკვირვებივარ, უკვე დიდი ხანია ამის კითხვა უნდოდა ჩემთვის, მართალია წარმოდგენა არ მქონდა როდის მიხვდა, მაგრამ ფარულ კითხვას ყოველთვის ვგრძნობდი მის მზერაში და როგორც ჩანს მოთმინებამ უღალატა.
- პასუხი შენთვის რამეს შეცვლის? - ვკითხე ხმადაბლა.
- არაფერს.
- მაშინ პასუხის გაცემას აზრიც არ ჰქონია, ექიმო.
ზურგი შევაქციე და ემოციურად გამოფიტულმა ეკეს ოთახისკენ გავაბიჯე. გონებიდან ზურაბის სიტყვები არ ამომდიოდა, მაინც რამდენი რამის გადატანა მოუწია დუჩეს სულ მარტოს? როგორი გრძნობაა, როცა დედას ასეთ მდგომარეობაში ხედავ, ქალს რომელმაც გაგაჩინა, მთელი ცხოვრება შენზე ზრუნავდა და უყვარდი? მე დედის სითბო არ ვიცოდი რას ნიშნავდა, ამიტომ იმასაც ვერ გავიგებდი რას განიცდიდა დუჩე იმ წამს, როცა დედამისი მის მაისურზე სისხლს ანთხევდა. წამით გავჩერდი და კედელს მივეყრდენი, მისი ტკივილი ჩემად იქცა, გულის ყველაზე ღრმა ნაწილში შემომიძვრა და ერთიანად მომშხამა. ხელი გულზე მივიჭირე, სული შემეხუთა, სუნთქვა გამიჭირდა და თავბრუც დამეხვა.
- სია! - შევუღრინე საკუთარ თავს - მორჩი! ასე მას ვერ დაეხმარები! ძალა მოიკრიბე, სულელო!
ღრმად ჩავისუნთქე, ოთახისკენ ფეხარეული გავემართე და კარი შევაღე. ეკეს ბალიშზე თავი გვერდულად ედო და მშვიდად თვლემდა. შემეცოდა, არ მინდოდა გამეღვიძებინა. ფრთხილად მივუახლოვდი და მის წინ სკამზე ჩამოვჯექი. არ ვიცი ნახევრად ჩაბნელებული ოთახის ბრალი იყო, თუ მეჩვენებოდა, მაგრამ ეკეს სახეზე ფერი საერთოდ არ ედო. გულმოკლულმა მისკენ ხელი გავიწოდე, რომ შევხებოდი, მაგრამ ჰაერში გამიშეშდა.
- ჯანდაბა...
წავიჩურჩულე გულდამძიმებულმა, კბილი კბილს დავაჭირე და სახეზე ხელები ავიფარე. ჩემს გარშემო ყველაფერი კვდომას იწყებდა. რასაც არ უნდა შევხებოდი ჭკნებოდა, ხმებოდა და საბოლოოდ მაინც კვდებოდა. ამაზე ფიქრი ჭკუიდან მშლიდა, რადგან ვიცოდი, რომ სინანული უკვე ძალიან გვიანი იყო.
- სია?...
ბნელ ოთახში გამეფებული სამარისებული სიჩუმე სუსტმა ჩურჩულმა დაარღვია. შეშინებულმა ცრემლები სასწრაფოდ შევიმშრალე და თავი ავწიე. ეკე ნახევრად დახუჭული ნამძინარევი თვალებით დაბნეული მომჩერებოდა.
- გაგაღვიძე? მაპატიე, არ მინდოდა.
- შენ რა... ტიროდი? - წარბშეკრული ლოგინზე შესწორდა და წამოჯდომა სცადა.
- რას აკეთებ?! - გაბრაზებული წამოვდექი და ძალით მივაწვინე ბალიშებზე - შენი ზედმეტი მოძრაობა არ შეიძლებაო! რამდენჯერ გითხრეს, თოიძე?!
- რა გატირებს? - სახიდან თმა გადამიწია და წვეთოვნისგან გაყინული ხელი ლოყაზე ნაზად ჩამომისვა.
- არაფერი, გადავიღალე და თან შენზე ვნერვიულობ.
- შემომხედე! - ნიკაპში ხელი წამავლო და ტოპაზისფერი თვალები ყურადღებით შემომანათა - სახეზე ფერი არ გადევს, სია, რა მოხდა?!
- ნამდვილად გინდა ამაზე საუბარი? - ვკითხე ხმადაბლა და თავი გავწიე, რომ აღარ შემხებოდა. ოდნავ დაბნეულმა ხელი ჩასწია და სახეზე ყურადღებით დამაკვირდა.
- სია, რა ხდება? - ხმაში შეშფოთება შეეპარა.
- თუ საუბარს გავაგრძელებ არ ვიცი ეს როგორ დასრულდება, - ნერწყვი გაჭირვებით ჩავყლაპე და თვალებაწყლიანებულმა მზერა გავუსწორე - ეკე... მეშინია.
- რისი გეშინია? ქარაგმებით ნუ მელაპარაკები, წესიერად გამაგებინე რის თქმას ცდილობ!
- მე... - ანერვიულებულმა ტუჩზე ვიკბინე, ვიგრძენი როგორ გამოარღვია ჯებირი თვალზე მომდგარმა ცრემლმა და ნიკაპისკენ გაიკვლია გზა - მე, შენი და ალექსის საუბარი მოვისმინე შემთხვევით.
სიტყვები სუნთქვას ამოვაყოლე, თითქოს რაც უფრო სწრაფად მოვიშორებდი ამ ფრაზას თავიდან, მით მალე მორჩებოდა ყველაფერი და საუბირს გაგრძელებაც ისე აღარ გამიჭირდებოდა, მაგრამ... შევცდი. მთელი სხეულით დაჭიმულმა გავიაზრე, რომ გვარიანად დაბზარულ კედელს, რომელიც დანგრევის პირას იყო, მისახმარებლად წკიპურტი მივკარი. ეკეს სახეზე დაბნეულობა აღებეჭდა. აშკარად ვერ მიხვდა რაზე ვესაუბრებოდი, პირიც კი გააღო, რომ ეკითხა რას გულისხმობო, მაგრამ ბაგეებთან მომწყვდეული სიტყვები ჰაერში გალღვა. წამის მეასედში გაიაზრა ჩემი ნათქვამი და მზერა მაშინვე შეეცვალა, ოქროსფერ თვალებში დაბნეულობა სიცივემ ჩაანაცვლა.
- გასაგებია...
ეს ერთი სიტყვა იმხელა სუსხის და სიცივის მატარებელი აღმოჩნდა, რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. გასაგებია? რაღაც უფრო სხვა პასუხს ველოდი, რაღაც ამის მსგავსს - „ყველაფერი არასწორად გაიგე“, „ისე არაა, როგორც შენ ფიქრობ“, „მსგავსი არაფერი მიგულისხმია“ და ა.შ. სანაცვლოდ კი მხოლოდ ერთი სიტყვა მივიღე, „გასაგებია“. რაც უარყოფის ნაცლვად აღიარებას ნიშნავდა.
- მხოლოდ ამის თქმა შეგიძლია? - საკუთარი ხმა არ მეცნო.
ეკეს ჩაეცინა, სახეზე ისეთი ირონიული გამომეტყველება დასთამაშებდა, რომ ჩემს წინ მჯდომ ადამიანში ჩემი მეგობრის ამოცნობა გამიჭირდა. მას საერთო არაფერი ჰქონდა იმ ეკე თოიძესთან, რომელიც ჩემს გვერდით გორაკზე იჯდა და თვალებანთებული თბილი ღიმილით ალიონს ჩემთან ერთად ეგებებოდა, მას არაფერი ჰქონდა საერთო იმ ბიჭთან, რომელიც პირველი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც ხელი გამომიწოდა და გაქცევა შემომთავაზა მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
- ეკე... - ხმა ჩამიწყდა.
- რა, სია? - თავი ასწია და ცივი ღიმილით თვალი გამისწორა - რისი მოსმენა გინდა ჩემგან? ელოდები რომ ყველაფერს უარვყოფ? თავს მოგაჩვენებ, რომ კალანდიასთვის ნათქვამი სიტყვები მტკნარი სიცრუეა? ისე ბედის ირონიაა და მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან იშვიათად ვიყავი გულწრფელი და ესეც იმ ადამიანთან მოვახერხე ვისაც მთელი გულით ვერ ვიტან. წარმოდგენა არ მაქვს ჩემი ცხოვრების სცენარს ვინ წერს, მაგრამ კარგი იუმორის გრძნობა კი ჰქონია.
- ეს შენ არ ხარ... - თავი გავაქნიე და წამოვდექი. მთელი სხეული ციებიანივით მიცახცახებდა - შენ არ ხარ ის ეკე, რომელსაც მე ვიცნობ!
- რატომ? - ტუჩებზე ისევ დამცინავი ღიმილი აუთამაშდა - პირველად დაინახე ჩემი ნამდვილი სახე და უკვე მეგობრად აღარ მთვლი? პირველად ჩამოვიხსენი ნიღაბი შენს წინაშე და გამოგიტყდი სიმართლეში, ამიტომ იმ ადამიანთან ვერ მაიგივებ, რომელსაც სიყვარულს უმტკიცებდი? ყველაფერი ასე იოლად გაქრა შენში? გრძნობები, განცდები დამოკიდებულება, რომელიც მთელი ეს დრო ჩემს მიმართ გქონდა უბრალოდ აორთქლდა? ასე უცებ?
- ეკე, შეწყვიტე!
სული შემეხუთა, ჰაერი აღარ მყოფნიდა, გულის სპაზმები ისე მძლავრად შემომეჭდნენ მკერდზე, რომ კინაღამ გავიგუდე. აკანკალებული საწოლის კიდეს ჩამოვეყრდნე, რომ არ წავქცეულიყავი. ეს შეტევა უკვე მეორედ გამიმეორდა და ეჭვი შემეპარა, რომ ვეღარ გავუძლებდი.
- შემიძულებ იმის გამო, რომ მიყვარხარ და შენს გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი? არა, მოიცა დავფიქრდე... - ტუჩზე თითი ცინიკურად გადაისვა, გამჭოლი მზერა მომაპყრო და ცივად წაისისინა - იმის გამო რომ მკვლელი ვარ? თუ იმის გამო, რომ ისეთი არ აღმოვჩნდი, როგორიც გეგონე? რა მარტივად აქცევთ ადამიანები ზურგს იმ ხალხს, რომელიც თქვენს სტანდარტებს უკვე აღარ აკმაყოფილებენ, როცა ისე აღარ გჭირდებათ როგორც თქვენ გაწყობთ! რაო, სია, ამოვწურე ჩემი მისია? აღარ ვარ საჭირო? ახლა შეგიძლია გაფუჭებული სათამაშოსავით ნაგავსაყრელზე მომისროლო?
ტოპაზისფერი თვალები მძვინვარე მზერით მხვრეტდნენ. მანამდე არასოდეს შემინიშნავს ადამიანში ამხელა ბოროტება. მანამდე არასოდეს შემშინებია მისი ასე ძალიან, არც მაშინ, როდესაც იმ წყეულ ქარხანაში მოახლოებულმა თავი ასწია და მკვდარი მზერით თვალი გამისწორა, არც მაშინ, როცა საკინძეში უხეშად მწვდა, დამაბა, ხელში ამიტაცა და მანქანაში ძალით შემაგდო, მამაჩემთან ერთად. ჩემს რაღაც ნაწილს არაფრით სურდა იმის დაჯერება, რომ ეს სიმართლე იყო, მაგრამ ახლა... ახლა ჩემს წინ წამომჯდარ ადამიანს, რომელსაც სულში ბრაზი და ზიზღი გაღვივებული კოცონივით უგიზგიზებდა, საერთო არაფერი ჰქონდა იმ ბიჭთან, რომელსაც საუკეთესო მეგობრად ვთვლიდი, მისი შემეშინდა.
- შეგიძულებ? - ხმა ძლივს ამოვიღე, სპაზმები ლაპარაკში ხელს მიშლიდა - როგორ არ შეგიძულო იმ სიტყვების გამო რაც ახლა მითხარი?
- ადამიანებს სიმართლე სძულთ, ტყუილს კი ეთაყვანებიან.
- ეს შენი სიმართლეა და არა ჩემი! - ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლი ნელა შევიმშრალე და გრძნობაგაყინულმა თვალებში ჩავხედე - იქნებ ეგ მწარე სიტყვები შენგან დავიმსახურე კიდეც, მაგრამ ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს შენი გამოყენება ოდესმე თავში აზრად მომსვლოდეს.
- გამოყენება? - ალმაცერად ჩაეღიმა.
უცებ სწრაფად წამოდგა, ვენებში შერჭობილი წვეთოვნის მილები ერთი ხელის მოსმით ამოიგლიჯა და იატაკზე გამეტებით მოისროლა. თვალებში სახიფათო ნაპერწკალმა გაუელვა. უკან დახევა მომინდა, როცა წამონთებული მზერით წინ ამესვეტა, მაგრამ ვერ შევძელი. სხეული გამიქვავდა, კიდურებს ვერ ვიმორჩილებდი.
- მე შენ გითხარი გამომიყენე-თქო? - წაიღრინა გაცეცხლებულმა - მე შენ ეს სიტყვა გითხარი?
- ბევრად უარესები მითხარი, - ხმა ჩამიწყდა და საწოლის თავს გამეტებით მოვუჭირე ხელი. ჟანგბადი აღარ მყოფნიდა, სუსტი თავბრუსხვევა ვიგრძენი.
- არა... - წაიჩურჩულა აღგზნებულმა - ჯერ არა... ბევრად უარესის გაკეთებას ვაპირებ, დამღალა ამ ფარსმა და კარგი ტიპის როლის თამაშმა, როცა ნებისმიერ წამს შეიძლება მოვკვდე! მე არ ვარ შენი მეგობარი, სია. მე შენ როგორც ქალი ისე მიყვარხარ და შენ ეს მშვენივრად იცი, თვალთმაქცო!
კისერზე ხელი წამავლო და ტუჩებზე უხეშად მეძგერა. გაოცებისგან და აღშფოთებისგან სუნთქვა შემეკრა. განრისხებულმა მისი თავიდან მოშორება ვცადე, მაგრამ სულ ტყუილად, გამეტებით ჩამაფრინდა, ცალი ხელით მაჯები დამიჭირა და ზურგს უკან გამიკავა, მეორე ხელით კი თმაში მწვდა. სიბრაზიზგან და სასოწარკვეთისგან კინაღამ ჭკუიდან გადავედი, მაგრამ ხელის გაშვებას არაფრის დიდებით არ აპირებდა, ტუჩები მოვკუმე რომ არ მომწვდენოდა. გაღიზიანებულმა ნიკაპზე მწარედ მიკბინა.
- სია, - წაიღრინა განრისხებულმა - ნუ გამირბიხარ! მაკოცე!
- მომშორდი! შეიშალე?! - გავიბრძოლე, მაგრამ თმაში უხეშად ჩამაფრინდა და გატოკების საშუალება არ მომცა. თვალებში ისეთი ველური ცეცხლი უგიზგიზებდა, რომ შემეშინდა. ამ ადამიანს ეკესთან არაფერი ჰქონდა საერთო.
- ჰო, შევიშალე! არ მოგეშვები, სანამ იმას არ მივიღებ რაც მინდა! შენთვის სიცოცხლეს ვწირავდი, რა, ერთი კოცნა მაინც არ დავიმსახურე?!
აღგზნებული ისევ ტუჩებზე მეძგერა, მისი სიტყვები კი პირდაპირ გულში მომხვდა, იმდენად მწარედ, რომ წამით ყველა ორგანომ მუშაობა შეწყვიტა, გულიც კი გამიჩერდა და გავშეშდი. არ ვეწინააღმდეგებოდი, გაქვავებული ვუცდიდი როდის დაიკმაყოფილებდა ველურ ჟინს და თავისით როდის შემეშვებოდა. ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ კვდებოდა ყველაფერი, რაც აქამდე ჩვენ შორის ყოფილა.
მისი მომღიმარე სახე იცრიცებოდა, ბნელში იკარგებოდა და ყოველი წამი ჩემი მეგობრის ხატებას უფრო და უფრო აუფერულებდა. თითქოს იმ ტკბილ მოგონებებს, რომელიც მასთან მაკავშირებდნენ, შავ მიწას აყრიდნენ და სამუდამოდ მარხავდნენ, დავიწყებისთვის და სიკვდილისთვის განწირულ, მოგონებების სასაფლაოზე. ასეთი ტკივილი არასოდეს მიგრძვნია, თითქოს სული ამომაცალეს და ცარიელ, გამოუსადეგარ ქილად მაქციეს.
- აი ასე...
როგორც იქნა მომწყდა და თვალებში მომაცქერდა. მასში მომხდარმა ცვლილებებმა გამაოგნეს, უფრო სწორად გამიკვირდებოდა, კიდევ რომ შემრჩენოდა ამის ძალა. ტოპაზისფერ თვალებს უძირო სევდა და ტკივილი დაპატრონებოდათ. მათ სიღრმეში, ბოლოს და ბოლოს, ჩემი დაკარგული მეგობარი ამოვიცანი, მაგრამ ის... ის არასოდეს მინახავს ასეთი განადგურებული.
- მე ამ წამს, ყველაფერი მოვკალი... ყველაფერი, რაც ჩვენ ორს ერთმანეთთან გვაკავშირებდა. ახლა ნამდვილად ვარ მკვლელი, სწორედ ის პიროვნება, რომელიც ჩემში შეიძულე. ყოველშემთხვევაში... - ყვითელი თვალები აუწყლიანდა - ახლა აუცილებლად შემიძულებ.
- ესე იგი, თავი მაინც ვერ შეიკავე, არა?
ზურგსუკნიდან დაბალი, ხავერდოვანი ხმა შემომესმა და შიშისგან გული გადამიტრიალდა. ეკემ ხელი ნელა შემიშვა და მშვიდი სახით კარს გახედა. მე კი შებრუნება ვერ მოვახერხე, მგონი მართლა გამიქვავდა სხეული. ადგილიდან საერთოდ ვერ ვიძვროდი. შიშმა და ელდამ ყინულის ზოდად მაქცია. უკან გამომყვა! მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და უჩუმრად უკან ამედევნა!!!
- რამდენი ხანია აქ ხარ? - ეკეს ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა.
- კარგა ხანია, - აუჩქარებელი ნაბიჯების ხმა ჩემს ყურთასმენას მისწვდა, დუჩე ნელა მომიახლოვდა და გვერდით ამომიდგა, მისკენ გახედვას ვერ ვბედავდი - მაინტერესებდა რამდენად ღრმად შეტოპავდი.
- მგონი იმედები არ გამიცრუებია...
მოულოდნელად დუჩემ მარჯვენა მთელი ძალით მოიქნია და ეკეს სახეში მოწყვეტით ხეთქა, უეცარი და ძლიერი დარტყმისგან ელდანაცემმა თავი ვერ შეიმაგრა და იატაკს გამეტებით დაენარცხა, გატეხილი ცხვირიდან სისხლმა შადრევანივით იფეთქა. კივილი ყელში გამეჩხირა. დაფეთებული დუჩეს წინ გადავუდექი და ეკეს წინ ავეფარე, თითქოს ამით მისგან დაცვას შევძლებდი, სულ ტყუილად! ისე იყო განრისხებული ისიც კი ვიფიქრე ახლა ხელს მკრავს და ეკეს ადგილზე მოკლავს-თქო. გაცოფებულს მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა და მძიმედ სუნთქავდა.
- დუჩე... - თვალებში მუდარით მივაჩერდი.
- შენ! შენ!... - წაიღრინა მზერაწამონთებულმა და ხელი ზურგსუკან გააცოცა.
საერთოდ არ მიყურებდა, ეკეს გაველურებული მზერით შესცქეროდა და თვალს არ აშორებდა. მისი მწვანე სფეროების სიღმრეში არნახულ მრისხანებასთან ერთად საშინელ იმედგაცრუებას და ტკივილს ვხედავდი. იმ წამს გავიაზრე, რომ ის მოქნეული მუშტი, რომელიც ეკეს პირდაპირ ცხვირში მოხვდა, დუჩესთვის გაცილებით მტკივნეული აღმოჩნდა. მძვინვარებისგან აცახცახებულმა ქამრიდან იარაღი ამოძვრინა და ხელი ისე გამეტებით მოუჭირა პისტოლეტის ტარს, რომ ხელის ზურგი ერთიანად გაუთეთრდა.
- დუჩე... დუჩე, გემუდარები... - შიშისგან კინაღამ გული წამივიდა - შემომხედე, გეხვეწები, შემომხედე!
- ეს როგორ გამიკეთე? ნუთუ წმინდა აღარაფერი შეგრჩათ? ნუთუ წმინდა აღარავის აღარაფერი შეგრჩათ?! სულ წაიბილწე, ნაბოზარო?! - იღრიალა გააფთრებულმა.
საერთოდ არ მისმენდა, მგონი ვერც მხედავდა. ბოროტ მზერას ვერ აშორებდა იმ ადამიანს, რომელსაც მეგობრად თვლიდა, აქამდე.
- მესროლე... - წაიჩურჩულა ეკემ - მიდი, რაღას უცდი, მესროლე და დავასრულოთ ეს ყველაფერი!
- გესროლო, არა?!
უცებ ერთიანად მოეშვა, სახიფათოდ მშვიდი და აუღელვებელი ხმა ჰქონდა, შიშისგან დამბურძგლა. ასე მხოლოდ მაშინ იწყებდა საუბარს, როცა რაღაც განსაკუთრებულად აცოფებდა. როგორც წესი მის მშვიდ ტონს ამ მუშტი მოჰყვებოდა ან... ან...
- ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვით ვახერხებ, რომ შუბლი აქვე არ გაგიხვრიტო!!!
- მიდი! - ეკე ფეხზე წამოდგა და გატეხილი ცხვირიდან გამოჟონილი სისხლი სახელოთი შეიმშრალა. თვალები აგზნებით უელავდა - რაღას ელოდები, გააკეთე ეს!
- გეყოფათ! - როგორც იქნა, ხმის ამოღება შევძელი, მათ შორის გაკვეხებული ხან ერთს ვუყურებდი ხან მეორეს - საკმარისია! ეკე, ნუ იწვევ, ახლავე შეწყვიტეთ!
- რა გაყვირებთ? - ხმაურზე ოთახში ზურაბი შემოვარდა და გაოცებულმა ჯერ მე შემომხედა, შემდეგ კი გაფართოებული თვალები დუჩეს ხელში მომწვდეულ იარაღზე გაუშტერდა - აქ რა ჯანდაბა ხდება?!
- ზურაბ, გადი. - დუჩეს მისთვის არც შეუხედავს.
- კი, მაგრამ...
- ზურაბ, გადი-მეთქი! - მისმა სუსხიანმა ხმამ ტანში ჟრუანტელი მომგვარა. ექიმმა ერთი გამომხედა შეშფოთებული მზერით, მერე კი ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა. - სია, ჩამომეცალე.
- დუჩე, გთხოვ, - აკანკალებული მკერდზე მივეკარი - გთხოვ, შეჩერდი.
- სია... - მის თვალებში სახიფათო ნაპერწკალმა გაიელვა - არ გამამეორებინო! გამეცალე, რომ გეუბნები.
მიუხედავად მკაცრი ტონისა, ბოლო სიტყვებზე ხმა შეურბილდა, მზერა კი ოდნავ დაუმშვიდდა. მისი თვალების ჭრელ სიღრმეში უცნაური რამ შევნიშნე, რატომღაც ვიფიქრე, რომ ისეთს არაფერს იზამდა რაც ბოლოს მომიღებდა, ან შეიძლება მე მქონდა მის მიმართ ასეთი ბრმა რწმენა. ასე იყო, თუ ისე უნებურად უკან დავიხიე. განრისხებულს ყბაზე კუნთი დაეჭიმა, მზერა ეკეზე გადაიტანა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, ხელი შემართა და იარაღი პირდაპირ გულში დაუმიზნა, გამაცახცახა.
- აი, ახლა, მთელი ჩემი არსება ერთი სურვილით არის შეპყრობილი, - წაიჩურჩულა მშვიდად - ძალიან მინდა ჩახმახს თითი გამოვკრა და სამუდამოდ დაგადუმო.
- ჰოო? - ეკე იმდენად მიუახლოვდა დუჩეს, რომ იარაღის ლულა მკერდზე ეხებოდა - რაღას უცდი მერე?!
საწოლის თავს გამეტებით ჩავეჭიდე, რომ ძირს არ დავცემულიყავი, ეს ამაზრზენი სურათი სულიდან ფერებს ნელ-ნელა მპარავდა და სამუდამო წყვდიადისკენ აუჩქარებლად მიმათრევდა. ამის ყურებას სიკვდილი მერჩია! მერჩივნა დუჩეს ეს ტყვია პირდაპირ ჩემთვის დაეხლია გულში, ოღონდ ეს კოშმარი შეწყვეტილიყო!
- მე შენ მეგობარი გიწოდე! - აღგზნებულმა კბილებში გამოსცრა - გენდე, შენ გამო სიცოცხლესაც გავწირავდი, რომ დაგჭირვებოდა! შენ კი...
- მე კი შენ გოგოს ძალით ვაკოცე, - დაამთავრა მის მაგივრად და ტუჩები უცნაურად მოეღრიცა - მესროლე, დუჩე! მესროლე და დავამთავროთ ყველაფერი, იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ მეტი აღარ შემიძლია...
ყვითელ თვალებს ველური აღტკინება და ბრაზი ჩაუქრათ, მათი ადგილი კი სიცარიელემ დაიკავა - უკიდეგანო, მრუმე და ბნელმა სიცარიელემ. დუჩესთვის მის სიტყვებს რაიმე გავლენა არ მოუხდენიათ, გამომეტყველება არ შესცვლია, პირიქით, მისმა ბოლო სიტყვებმა უარესად გააცოფეს. ნერვებისგან უკვე გულიც კი მერეოდა.
- შენ ისედაც მკვდარი ხარ. ჩემი ტყვია არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ სუნთქვას შეწყვეტ. - წარმოთქვა ბოლოს და იარაღი ნელა დაუშვა - ამას კი ვერ გავაკეთებ, როგორ გულითაც არ უნდა მინდოდეს ეს... ამას არ ვიზამ.
ოდნავი შვება ვიგრძენი, როცა დუჩეს იარაღი ისევ ქამარში აღმოჩნდა უსაფრთხოდ. საბედისწერო ტალღამ გადაიარა. მართალია, მას სისხლი არ მოუტანია, მაგრამ გზად ყველაფერი ნანგრევებად აქცია, ყველაფერი მოკლა და გაანადგურა, ზუსტად ისე, როგორც ძლიერი შტორმის შემდეგ იცის ხოლმე. მკვდარმა ნარჩენებმა კი, რაც ჩვენი ურთიერთბისგან დარჩა, სული მომიწამლეს.
- ახლა არა! - წაიღრინა გააფთრებულმა - ახლა არ გინდა ეს მამაკაცური ჯენტლმენობა თორემ დაგარტყამ!!! ვიცი რომ გინდა, ვიცი რომ ჩემი ცემა გინდა. ერთხელ მაინც შეეშვი სწორად მოქცევას, ერთხელ მაინც გადააბიჯე შენს პრინციპებს და გააკეთე ის რაც ასე გულით გინდა!
- ჩემს პრინციპებს არავის და არაფრის გამო არ გადავაბიჯებ, თოიძე! თუმცა... ამას პრინციპის გამო არ ვაკეთებ. შენ ხელის გარტყმა კიარა შუბლში ტყვია გეკუთვნის, მაგრამ მისთვის გულის ტკენა არ მინდა. არ მინდა ვაყურებინო, როგორ მოვუკლავ საყვარელ ადამიანს მის თვალწინ, რომელიც მიუხედავად მისი ბოზური საქციელისა, მაინც მეგობრად თვლის და უყვარს.
ეკეს ისეთი სახე გაუხდა, თითქოს დუჩეს ზურგსუკან მიმალული იარაღიდან მართლაც გავარდა ცხელი ტყვია და მკერდში დაუნდობლად ეძგერა. დავინახე როგორ შეეკრა სუნთქვა და ყინულის ზოდად ქცეულმა მზერა ჩემზე გადმოიტანა. ყვითელ კრისტალებს ყოველგვარი ემოცია გამოსცლოდათ, მათში ვერაფერი ამოვიკითხე საერთოდ ვერაფერი, ეს თვალები... მათი შემხედვარე იფიქრებდით, რომ ისინი ცოცხალ ადამიანს არ ეკუთვნოდნენ. ძალაგამოცლილმა ცხვირიდან გამოჟონილი სისხლი ხელის ზურგით შეიწმინდა და თვალი ამარიდა.
სკამზე გადაკიდებულ თავის ქურთუკს ხელი დაავლო და ბეჭებზე შემოიცვა. ფეხსაცმელებიც ამოიცვა და წელში გასწორდა. წასასვლელად გამზადებული დუჩეს გვერდით შედგა და უცნაურად მიაჩერდა.
- ისევ გიღალატეს და ისევ გაგიცრუეს იმედი. ვიცი არ დამიჯერებ, მაგრამ...
- არ მინდა შენი მოსმენა, - მოსხიპა ცივად - უკვე ძალიან გვიანია! გაეთრიე აქედან და ძალიან ეცადე, რომ გზაზე აღარასდროს გადამეყარო, თორემ... ყველაფერი სხვაგვარად დასრულდება.
- მომკლავ... - ეს არ იყო კითხვა, დუჩემ თავი მიაბრუნა და თვალი გაუსწორა.
- ეს პირობად ჩათვალე! - უპასუხა ხმადაბლა.
ეკე ჩაეღიმა, მზერა ჩემზე გადმოიტანა და წამით მდუმარედ მომაჩერდა, შემდეგ კი, დუჩეს გვერდი აუქცია და ისე წავიდა, რომ უკან აღარც მოუხედავს. კარის გაჯახუნების ხმა გავიგონე და ძალა საბოლოოდ გამომეცალა, მუხლი მომეკვეთა და ჩავიკეცე. ძირს დავეცემოდი კიდეც, დუჩეს ხელი რომ არ შეეშველებინა.
- გიჭერ, - მიჩურჩულა ყურში, ხელში ამიტაცა და მკერდზე ძლიერად მიმიკრა - დამშვიდდი, შენთან ვარ.
აკანკალებულმა კისერზე ხელები მოვხვიე და მთელი ძალით მივეკარი. მოვახერხე და მზერა გავუსწორე, ჭაობისფერი თვალებით თბილად მომჩერებოდა, ტუჩები ამიკანკალდა, მისთვის უნდა მეთქვა... უნდა მეთქვა, რამე მაინც! მაგრამ თავს ვერაფრით ვაიძულე ხმის ამოღება.
- არაა საჭირო, - ცხვირზე ცხვირი გამკრა და სევდიანად გამიღიმა - არაფრის თქმა არაა საჭირო, უბრალოდ აქედან წავიდეთ, კარგი?
თავი დავუქნიე და ცხვირი მის ყელში ჩავმალე. მკლავები ძლიერად შემომხვია და სახლიდან წამომიყვანა. ზურაბი პირდაღებული მოგვჩერებოდა, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. განადგურებულს გული ნაფლეთებად მექცა, მისი ნაკუწები კი უსასრულობაში გამეფანტა, წყვდიადში საიდანაც უკან აღარაფერი ბრუნდება.
ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ეკემ სახლიდან წასვლისას ჩემი ნაწილიც თან გაიყოლა და დუჩე, რომ არა ალბათ ამდენს ვერც გავუძლებდი და გული შუაზე გამისკდებოდა. დუჩე... მისნაირი მეორე არავინ დადიოდა დედამიწაზე და ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.
შეეძლო ესროლა, უნდოდა, რომ ესროლა, მაგრამ არ გააკეთა - რატომ? იმიტომ, რომ ამის გაკეთება ჩემს თვალწინ არ უნდოდა? არა! უბრალოდ, დამპირდა, რომ ტკივილის არასოდეს მომაყენებდა, ის კი მოცემულ პირობას მუდამ მისრულებდა, თუნდაც ეს ძალიან რთული ყოფილიყო...

თავი მეთექვსმეტე
- ამას რატომ მაძლევ? - ვკითხე გაოცებულმა და კლასიკური სტილის ტანსაცმელს ამრეზილი სახით შევხედე.
- როგორ უყურებს! - დუჩეს სიცილი აუტყდა - კლასიკურ ტანსაცმელზეც კი ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ ახლა ჩაცმა მოგიწევს.
- რატომ ვითომ?
- შენც მოდიხარ! - წარბშეკრულმა, უზარმაზარ სარკეში, ჰალსტუხი უკმაყოფილოდ შეათვალიერა - ამ დედანატირების შეკვრა ხო ვერაფრით დავამუღამე რა!
- მოიცა, რაო?
გაკვირვებულმა მაშინვე თვალი მოვწყვიტე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რომლის სიმაღლეც ცოტა არ იყოს მაფრთხობდა და დუჩეს დაბნეულმა ავხედე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მომესმა, თორემ აბა საბჭოს სხდომაზე მე რა ჯანდაბა მესაქმებოდა?! აქციონერების თათბირზე უცხო წევრები არ დაიშვებოდნენ! თან თუ გავითვალისწინებდით, იმ უწყინარ დეტალს, რომ ამ ბოლო დროს მეტისმეტად მოთხოვნადი პერსონა ვიყავი, პროკურატურით დაწყებული კრიმინალებით დამთავრებული ყველა მე მეძებდა, ჩემი იქ გამოჩენა ცეცხლთან თამაშს უდრიდა.
- შემიკარი რაა! - გაღიზიანებული შემობრუნდა და ჰალსტუხი მუხლებზე დამიგდო.
წამოვდექი და მუქი ლურჯი ქსოვილი ყელზე მოვახვიე. მისი შეკვრა მამამ მასწავლა, ეს ერთადერთი რამ იყო რასაც ჩემთან ერთად აკეთებდა ხოლმე. დილით, წასვლის წინ, ყოველთვის შემოდიოდა ჩემს ოთახში და ჰალსტუხის შეკვრას მთხოვდა, შემდეგ კი მიდიოდა და შუა ღამემდე ვეღარც ვნახულობდი. ეს პატარა რიტუალი მუდამ მაბედნიერებდა. თავი გავაქნიე, რომ წარსულის სევდიანი და უსარგებლო მოგონებებისგან თავი დამეღწია.
- ჩემი იქ ყოფნა რაში გჭირდება? - ვკითხე წარბშეკრულმა.
- ჩემს ახირებად ჩათვალე, მინდა რომ ახლოს მყავდე.
თავი გვერდზე გადახარა და გაღიმებულმა თვალი ეშმაკურად ჩამიკრა.
- თუ გეშინია, რომ სახლში დაბრუნებულს შინ არ დაგხვდები, მონტის კი გათიშულს იპოვი ოთახის რომელიმე კუთხეში? - გამეცინა. გამომეტყველება წამში შეეცვალა, გაბრაზებულმა ერთი შემიბღვირა და ტუჩები აიბზუა - მოიცა, შენ რა მართლა ასე იფიქრე?!
ჰალსტუხის შეკვრას თავი ვანებე და გამხიარულებულს სიცილი ამიტყდა. უფრო მის სახეზე მეცინებოდა, თორემ მისი ფიქრები სულაც არ იყო სასაცილო. არც ისე სასიამოვნოა, როცა საყვარელი მამაკაცი შენ მიმართ ასეთ უნდობლობას იჩენს, თან მაშინ, როცა იაზრებ, რომ ეს ისევ შენივე ბრალია!
- ჯანდაბა, ამ სირობას, საერთოდ არ გავიკეთებ ნერვებს მიშლის! - აღრენილმა ჰალსტუხი ყელიდან ჩამოიგლიჯა და შორს მოისროლა. - ასეც მშვენივრად გამოვიყურები! არაა აუცილებელი საიმპერატორო პინგვინს ვგავდე!
თეთრი პერანგის საყელო შეისწორა, ზემოდან რუხი პიჯაკი შემოიცვა და თმა აიჩეჩა. კლასიკურ ტანსაცმელში ისე ელეგანტურად გამოიყურებოდა, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი. საქმიანი მამაკაცის იმიჯი იმაზე მეტად ამშვენებდა ვიდრე თავად ფიქრობდა, ჩამეღიმა.
- ასე რატომ მიყურებ? - მკითხა ღიმილით და ლურჯი ჯინსის შარვალზე თეთრი მაღალყელიანი კედები ამოიცვა.
- ასე როგორ?
- უცნაურად, - წელში გასწორდა, ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ნელა მომიახლოვდა - გამომწვევად...
- ძალიან კარგად გამოიყურები, - ვუპასუხე ხმადაბლა და აჩეჩილი ქოჩორში თითები შევუცურე. ხელი დამიჭირა და მსხვილი ბაგეები მაჯაზე მომაკრო.
- დღეს მნიშვნელოვანი დღე მაქვს და მინდა ამ დროს ჩემს გვერდით იყო. ჩაიცვი, ჩემთან ერთად მოდიხარ. - მიჩურჩულა და ყურის ძირში ნაზად მაკოცა.
სხეულზე ცეცხლი წამეკიდა და ერთიანად დამბურძგლა, გაბრუებულს სულ გადამავიწყდა რაზე მელაპარაკებოდა, ან ჩემგან რა უნდოდა, კისერზე ხელები მოვხვიე და მის ბაგეებში ჩავიკარგე. კმაყოფილს ერთი ჩაეღიმა, მკლავები მომხვია, მკერდზე ძლიერად მიმიკრა და კოცნითვე მიპასუხა. თავდავიწყების წუთმა მხოლოდ ცოტახანს გასტანა. ორივე გონს მოვედით, როცა ჩემი შარვლის უკანა ჯიბეში ტელეფონი მთელი ხმით აზუზუნდა.
- ალბათ სანდროა, - წავიჩურჩულე მის ტუჩებს მიწებებულმა - უკვე სახლში მივიდოდა. ჩვენ გველოდება.
- ცოტახანში გადაურეკავ, არაუშავს, - წელზე ხელი ძლიერად მომხვია და თავისკენ მიმიზიდა.
სწორედ ამ დროს ჰოლიდან კარზე ზარის ხმაც შემოგვესმა, გამეცინა. დუჩემ ერთი ამოიოხრა და უკმაყოფილოდ შემიშვა ხელი.
- ყოველთვის ცუდ დროს რატომ გვიშლიან ხელს?! ალბათ რენეა, მე გავალ, შენ კი გამოიცვალე და წავიდეთ, დიდხანს არ მალოდინო.
ნიკაპზე ხელი წამავლო, ცხვირზე ცხვირი გამკრა, ტუჩებზე ენა ამისვა, საათს ხელი დაავლო და ოთახიდან გავიდა. გაბრუებულმა თავი გავაქნიე, რომ აზრზე მოვსულიყავი და ოხვრით გავხედე ტანსაცმელს, რომელიც დუჩეს თავისი გემოვნებით შეერჩია - მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ტანზე მომდგარი კოხტა შარვალი ერთი ფერის იყო - ღია კაკაოსფერი, ჩემი თმის ფერისთვის ისე ზედმიწევნით შეეხამებინა, რომ უნებურად გამეღიმა. თეთრი სადა და ლამაზი ზედა მუქი ქვიშისფერი პიჯაკის ქვეშ თვალისმომჭრელად მოჩანდა.
შარვლის ჯიბიდან მომცრო გადმაცემი ამოვიღე, ყურზე მოვირგე ჩავრთე და ჩაცმას შევუდექი. სულ რამდენიმე წუთში ყურში სანდროს ხმა ჩამესმა.
- სია, რას აკეთებ? სად ხარ ამდენ ხანს?
- გეგმები შეიცვალა სანდრექს, კომპანიაში მომიწევს მისვლა. - წარბშეკრულმა შარვალი გავიძრე და ზედაც გავიხადე.
- იქ რა დაგრჩენია? - როგორც მოსალოდნელი იყო, მაშინვე ანერვიულდა - შენი გამოჩენა სახიფათოა. არავინ იცის იმ ძუკნას რა დაარტყამს თავში, ხომ შეიძლება სახალხოდ გამოგააშკარავოს? სამართალდამცავები ადგილზევე აგიყვანენ!
- მონიკა არაფერს იზამს, მას ჩემთან პირადი ანგარიშსწორება სურს. ამ საქმეში პოლიციას არ გარევს, მას ჩემი მოკვლა უნდა და დარწმუნებული ვარ საკუთარივე ხელით.
- ოხ, ეს ქალები! - წაიბურდღუნა გაღიზიანებულმა - ახლა ამის დროა? უაზრო ვარაუდებმა შეიძლება გისოსებს მიღმა ამოგაყოფინონ თავი!
- ასეთ შემთხვევაში მასაც თან გავიყოლებ, - ტანზე თეთრი ზედა გადავიცვი და ქვიშიფერ პიჯაკს გადავწვდი - სანდრექს, მორჩი ტვინის ბურღვას და მზად იყავი, დღევანდელი წარმოდგენა ზედმიწევნით ზუსტად უნდა წარიმართოს. დროა ცოტა ავხმაურდეთ, დიდი ხანია ჩვენი სახელი საზოგადოებას აღარ სმენია, ობი გვეკიდება, მეგობარო.
- სახიფათო თამაშს თამაშობ, სია, ეს სიგიჟეა.
- არჩევანი გვაქვს? ისედაც დიდხანს ვიყავით ჩუმად, საკმარისია!
სარკეში საკუთარი გამოსახულება შევათვალიერე, კლასიკურმა სამოსმა ასაკი ვიზუალურად კიდევ უფრო მომიმატა, სხვა მხრივ კი ვერაფერს იტყოდი, მიხდებოდა. დუჩეს გემოვნება არ დაეწუნება-თქო, გავიფიქრე კმაყოფილმა და გრძელი თმა უკან გადმოვიყარე.
- ისე, ხომ ვერ მეტყვი სახლში ჩვენს ელექტროგაყვანილობას რა მოუვიდა?
- თაგვი დაესხა თავს.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები იმაზე კომფორტული გამოდგა ვიდრე ვიფიქრებდი, სიარულისას სულაც არ ვყანყალებდი.
- ბოდიბილდერი თაგვი ყოფილა, საკაიფოდ ნავარჯიშები, ან გიგანტური ვირთხა, ან...
- შეაკეთე? - ტუჩზე ვიკბინე, რომ არ გამცინებოდა.
- სხვანაირად როგორ ჩავრთავდი ლეპტოპს?! - წაიბუზღუნა უკმაყოფილოდ - ასე რაზე აფსიხდი? სადენებს დედა აღარ ჰყავდა, ყველაფრის შეცვლა მომიწია. შენი მარტო დატოვება არ შეიძლება, კიდევ კარგი კოტეჯი გადამწვარი არ დამახვედრე!
- მორჩი ბუზღუნს და ჩემს ზარს დაელოდე, როცა კომპანიაში მივალ გადმოგირეკავ.
- კარგი, გელოდები, ყველაფერი მზად მაქვს. დაე, მოხდეს რაც მოსახდენია!
გადამცემი დადუმდა, მე კი საკუთარ ანარეკლს ჩაფიქრებული მივაშტერდი. უკვე ერთი კვირა გავიდა, მას შემდეგ რაც იმ საღამოს კარი გაიხურა და წავიდა. აღარ მინახავს, არც დაურეკავს და არც გამოჩენილა. ისიც კი არ ვიცოდი როგორ იყო, მისი ჯანმრთელობა მედარდებოდა, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი რაც მის თავს ხდებოდა ჩემი ბრალი იყო.
მისი მწარე სიტყვები გონებიდან და გულიდან არ ამომდიოდა. დუჩე ამ საკითხზე შეგნებულად არ მესაუბრებოდა, არ უნდოდა ისევ მეტირა. მეც მასზე ფიქრები და დარდი, ყრუ ტკივილად, გულით სულ თან დამქონდა და საკმარისი იყო მარტო დავრჩენილიყავი, რომ თავს წამოჰყოფდა და ჯაჭვით დაბმული მხეცის მსგავსად შიგნეულობას დაუნდობლად მინგრევდა. თავი გავაქნიე, საღი აზროვნება მჭირდებოდა. დღევანდელ დღეზე იყო დამოკიდებული ყველა ჩვენგანის მომავალი, ამიტომ ბნელი ფიქრები გონებიდან სასწრაფოდ გამოვიბერტყე.
- სია, - დუჩემ კარი სანახევროდ შემოაღო და გაბურძგნული თავი ოთახში შემოყო - წასვლის დროა.
- მოვდივარ...
საკუთარ ანარეკლს თვალი ავარიდე, გრძელი თმა უკან გადავიყარე, ღრმად ჩავისუნთქე და თავდაჯერებით გავაბიჯე კარისკენ, მორიგი ბრძოლის მოგების იმედით.


****
რენეს კაბინეტში უხმოდ ვისხედით და ხმაგაკმენდილები ველოდებოდით როდის დაიწყებოდა თათბირი. დერეფნიდან აქციონერების მძიმე ნაბიჯების ხმა და ხმადაბალი საუბარი გვესმოდა. ნახევარ საათში ყველა დარბაზში შეიკრიბებოდა და მოუთმენლად დაელოდებოდნენ მომავალი პრეზიდენტის გამოჩენას, რომელმაც მოულოდნელად საერთო შეკრება მოითხოვა.
რენე აშკარად ღელავდა. თავის საწერ მაგიდასთან, რბილ სავარძელში, დაძაბული სახით იჯდა, თითები ერთმანეთისთვის შეეტყუპებინა და წარბშეკრულს თვალი მაგიდის ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა. წარმოდგენა არ ჰქონდა რას აპირებდა მისი უმცროსი ძმა კრებაზე, რამდენჯერმე ჰკითხა კიდეც ამდენი ხალხი რისთვის შეკრიბეო, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, გაღიზიანებულმა მცდელობებზე ხელი აიღო.
დუჩეს, ძმისგან განსხვავებით, მღელვარება საერთოდ არ ეტყობოდა, უემოციო სახით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მინის კედელთან იდგა და თბილისს ფიქრიანი მზერით გასცქეროდა. მიუხედავად იმისა, რომ არაფერს იმჩნევდა, ზუსტად ვიცოდი, რომ შინაგანად ძალიან ღელავდა. ბოლოს და ბოლოს, ეს მისი პირველი სხდომა იყო, სადაც მისი მომავლისა და ოჯახური კეთილდღეობის ბედი წყდებოდა.
ძალიან მომინდა მასთან მივსულიყავი, ხელი ჩამეჭიდა და მეგრძნობინებინა, შენს გვერდით ვარ-თქო, მაგრამ რენესი მომერიდა. ის იყო გავიფიქრე ახლოს მაინც მივალ-თქო, რომ სწორედ ამ დროს კაბინეტის კარი გაიღო და ოთახში ნოვამ შემოაბიჯა უჟმური სახით.
- მამა! - რენემ მაშინვე თავი ასწია.
- ყველა დარბაზშია შეკრებილი, დუჩეს გამოჩენას ელოდებიან. თათბირი ნახევარ საათში იწყება, მაგრამ ყველა დროზე ადრე მოვიდა, - გაღიზიანებულმა პიჯაკის ორი ღილი შეიხსნა და რენეს მოპირდაპირედ სავარძელში ჩაჯდა.
- როგორც ჩანს, ინტერესი ჰკლავთ, რის თქმას აპირებს უმცროსი მემკვიდრე, - რენეს ხმაში ირონია შევნიშნე - ვერ უარვყოფ, ეს მეც ძალიან მაინტერესებს!
- დუჩე, - ნოვამ წარბშეკრულმა გახედა შვილს, რომელიც საერთოდ არ უგდებდა ყურს საუბარს - რატომ არ გვეუბნები რა ჩაიფიქრე? ასე თვითნებურად მოქმედება არ შეიძლება! მინდა ვიცოდე რას უნდა ველოდო სხდომაზე, სულელურ სიტუაციაში რომ არ აღმოვჩნდე.
- ღრმად ისუნთქე, მამაჩემო, იმაზე უარესი არაფერი მოხდება, რაც უკვე ხდება, - დუჩეს მისთვის არც შეუხედავს, წარბშეკრული ჰორიზონტს გასცქეროდა.
- ალექსს ელაპარაკე? მისი მხარდაჭერა ჰაერივით გჭირდება და არა მარტო მისი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი აქციონერის შვილის ხმა შენთვის დიდი პლიუსი იქნება.
- არა, მასთან არ მისაუბრია. - უპასუხა ხმადაბლა.
- ახლა ბავშვური კინკლაობის დრო არ არის! - ნოვას ისევ წამოუარა სიბრაზემ - დღეს იმ დარბაზში შენი მომავალი წყდება, მის დასაცავად კი...
- გაჩუმდი! - მისმა ცივმა ხმამ შემაკრთო. როგორც იქნა, შემობრუნდა და წამონთებული მზერა მამამისს მიაპყრო - ჯერ არაფერი დაწყებულა, შენ კი უკვე კალანდიას ტრაკში შეძრომაზე მეჩალიჩები. არც კი იფიქრო, ნოვა. შენი წესებით ბრძოლას არ ვაპირებ.
- ახლა ისევ არ იკამათოთ! სიასი მაინც მოგერიდოთ, რას იფიქრებს ჩვენს ოჯახზე?!
რენემ წარბშეკრულმა გადახედა მამა-შვილს. თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ ვეცადე არაფერი შემემჩნია. ნოვას სახეზე სიმწვანემ გადაჰკრა, თუმცა, ხმა აღარ ამოუღია. დუჩეს კი ნირი არ უცვლია, ცივი გამომეტყველებით ფანჯრისკენ შებრუნდა და თვალი ისევ ჰორიზონტს გაუშტერა.
- ხმები მომივიდა, რომ სხდომაზე მონიკა ვან დერ ვილის წარმომადგენელიც იქნება. იტალიიდან დაბრუნებულა, მაგრამ თავს შეუძლოდ გრძნობს, ამიტომ მისი მდივანი გამოუშვა შეხვედრაზე, საბჭოზე თავისი ხმის დაფიქსირება სურს.
ვიგრძენი როგორ დამიარა ძარღვებში ენით აუწერელმა სიძულვილმა. საკმარისი იყო ამ წყეული ქალის სახელი ყურში მომხვედროდა, რომ მაშინვე ყალყზე ვდგებოდი.
- ეს ჭორი არ არის, რამდენიმე წუთის წინ თავად ვესაუბრე მის წარმომადგენელს. მონიკას თავად უნდოდა სხდომაზე მოსვლა, მაგრამ ფეხი დაიზიანა და ადგომას ვერ ახერხებს.
ბოროტმა კმაყოფილებამ ტუჩებზე ცივი ღიმილი მომგვარა. ეგრეც მოუხდება-თქო, გავიფიქრე ბრაზით და სკამზე შევსწორდი. ჯერ კიდევ ვერ მომენელებინა მისი საცეცების გულისამრევი ფათური დუჩეს მკერდზე. როცა საქმე საკუთრების დაცვაზე მიდგება, ხანდახან ქალები მამაკაცებზე საშიშები ვართ!
- მაინც რისთვის დაბრუნდა? მთელი თავისი ინვესტიცია იტალიის კომპანიაში აქვს ჩადებული, აქ რა დარჩენია?
- წარმოდგენა არ მაქვს, - ნოვამ შუბლი მოისრისა - დღეს მანჩოც მოვა, ალექსის ნაცვლად. ახლა ის არის ოფიციალური წამომადგენელი.
- ალექსს ხომ აღარ სჭირდება რეგენტი? ის უკვე ოფიციალურად გაფორმებულია ერთ-ერთ მთავარ აქციონერად, საბუთებს ხელი თავადვე მოვაწერე. - რენეს სახეზე დაბნეულობა აღებეჭდა.
- ალექსმა მოსვლაზე უარი განაცხადა, მის ნაცვლად კი დედამისი გამოუშვა. არ ვიცი ეს ბიჭი რაზე ფიქრობს. კომპანიის ბედი ბეწვზე ჰკიდია, ეს ორი თავხედი ლაწირაკი კი ბაღის ბავშვებივით იქცევიან! - ნოვამ წყენით გახედა ზურგით მდგომ შვილს.
- მანჩოსთან ხომ კარგი ურთიერთბა გაქვს? - რენე დუჩეს მიუბრუნდა, რომელიც დიალოგში ჩართვის არავითარ ინტერესს არ ამჟღავნებდა - როგორც ვიცი მშვენივრად უგებდით ერთმანეთს, ეს დაგვეხმარება.
- არა, არ დაგვეხმარება. მანჩო დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებას, ის ალექსს წარმოადგენს კრებაზე, შესაბამისად კი მის პოზიციას დააფიქსირებს და არა საკუთარს, - დუჩემ ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ჩვენკენ შემობრუნდა - ალექსს სიურპრიზები უყვარს, მისგან დახმარებას ნამდვილად არ ველი.
- ასეა თუ ისე, ყველაფერი სხდომაზე გაირკვევა. უკვე წასვლის დროა, - ნოვამ მაჯის საათს დახედა - თათბირი წუთი წუთზე დაიწყება.
რენემ ერთი ამოიოხრა, ბედს შეგუებული კაცის გამომეტყველბით ნელა წამოდგა და მამამისთან ერთად კარისკენ გააბიჯა. დუჩე კი დაელოდა როდის გაიხურავდნენ კარს თავისიანები და აუჩქარებლად მომიახლოვდა.
- ღელავ? - ვკითხე ღიმილით, წამოვდექი და სახეზე ნაზად ჩამოვუსვი ხელი.
- ცოტა, - დაიხარა და ტუჩებზე ტკბილად მეამბორა - არაუშავს, გავუმკლავდებით.
- ვიცი, ყველაფერი გამოგვივა! ახლა კი წადი, დროს ტყუილად ნუ კარგავ, ყველაფერი კარგად იქნება.
- რას ნიშნავს წავიდე? - წარბშეკრულმა მაჯაში ხელი წამავლო - გითხარი ჩემთან ერთად მოდიხარ-თქო!
- რაა? - თვალები დამიმრგვალდა - სხდომაზეც? აქ რომ დავრჩე არ შეიძლება? ჩემი იქ გამოჩენა პრობლემებს შეგიქმნის, სიტუაცია ისედაც რთულადაა, დუჩე, უარესად ნუღარ დაძაბავ.
- სანდროს ყველაფერი მზად აქვს?
- რა თქმა უნდა, რაც მთავარია დროში ჩავეტიეთ, - ვუპასუხე პირქუში ღიმილით - ახლა მხოლოდ წარმოდგენის გამართვაღა დაგვრჩა, ყველაფერი კარგად იქნება.
- ეს სამოსი ძალიან გიხდება, გითხარი უკვე? - ყურის ძირში ნაზად მაკოცა და ამღვრეული თვალებით ამომხედა - მარტო ჩემი ხარ, გაიგე?!
- გავიგე.
- წარმატება მისურვე...
- წარმატებას გისურვებ, - ვუპასუხე ხმადაბლა და ვნებიანად ვაკოცე.
აღგზნებულს ერთი გააჟრჟოლა, მკერდზე ძლიერად მიმიკრა და კოცნითვე მიპასუხა, მერე კი მალევე მომწყდა, ხელი ძლიერად ჩამჭიდა და თან გამიყოლა. ერთი ამოვიოხრე და ყურში ჩამალული გადამცემი გავააქტიურე.
- სია, გესმის ჩემი! - მომესმა სანდროს ბოხი ხმა.
- კი, მზად იყავი და ჩემს ნიშანს დაელოდე.
- კარგი.
დერეფანში უამრავი ხალხი ირეოდა და დუჩეს ცნობისმოყვარეობით ანთებული თვალებით აშტერდებოდნენ, შემდეგ კი მზერა ჩემზე გადმოჰქონდათ და უარესად მანერვიულებდნენ. როგორც იქნა, საკონფერენციო დარბაზს მივუახლოვდით. გარეთ დაცვა ამჟავებულის სახით მიმოდიოდა და ყველა გამვლელს თვალმოჭუტული ზვერავდა. მათი ნერვიულობა სულაც არ იყო საფუძველს მოკლებული, ბოლოს და ბოლოს, უკანასკნელ პერიოდში კომპანიიდან მთავარი აქციონერები ისე უჩუმრად და მოხერხებულად გაალაგეს, აზარტულ და ქათმების ქურდ მელასაც კი შეშურდებოდა.
დუჩეს მიახლოებისთანავე მცველები ორად გაიყვნენ, თავი ოდნავ დაუკრეს და დარბაზისკენ მიმავალს გზა გაუთავისუფლეს. დუჩეს სახეზე შეეტყო, რომ მათი გადაპრანჭული ფორმალურობა და რევერანსები გვარიანად აღიზიანებდა. ხელი ხელზე ძლიერად მომიჭირა, ღრმად ჩაისუნთქა და დარბაზში პირველმა შეაბიჯა.
ოთახში შესვლისთანავე ვიგრძენი, რომ სიტუაცია ბოლომდე იყო დამუხტული. გრძელ ოვალურ მაგიდას აქციონერები მრგვალი მაგიდის რაინდებით შემოსხდომოდნენ და ხმადაბალი ჩურჩულით ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.
მომავალი პრეზიდენტის გამოჩენამ სიტუცია მყისიერად შეცვალა. საუბარი მაშინვე შეწყვიტეს და დამრგვალებული და ცნობისმოვარე თვალები მაშინვე უმცროს მემკვიდრეს შემოანათეს. მათმა რეაქციამ დუჩეს ცივი ღიმილი მოჰგვარა ტუჩებზე, ხელი ძლიერად ჩამჭიდა და მაგიდის სათავისკენ გაემართა. პრეზიდენტის სავარძელი ამჯერად მას ელოდა. შევნიშნე როგორი ზიზღით შეხედა სკამს, სანამ დაჯდებოდა და გვერდით მომისვამდა. ჩემს გვერდით რენე იჯდა, დუჩეს გვერდით კი ნოვას დაეკავებინა ადგილი. სახეზე ორივეს საშინელი გაურკვევლობა და აღელვება ეწერა.
არც მე ვიყავი მათზე უკეთეს მდგომარეობაში, თავს ჭრელი ყვავივით ვგრძნობდი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ხელი მომკიდეს და პროჟექტორებით განათებულ სცენაზე ძალით დამსვეს. აქციონერების უმეტესობა ინტერესით მათვალიერებდა, მათ შორის რამდენიმე ჩემს „მსხვერპლსაც“ მოვკარი თვალი და კმაყოფილებით ჩამეღიმა. რა კარგი იყო ძველი და ტკბილი დრო, როცა ბინძური საყვარლების მეტი სადარდებელი არ მქონდა!
ჩემს მოპირდაპირედ მანჩო შევნიშნე, შავებში გამოწყობილი დაღვრემილი მისჯდომოდა მაგიდას და ისეთი სახე ჰქონდა, აშკარა იყო, სხდომაზე ჯდომა არაფრით ეპიტნავებოდა. როგორც ყოველთვის, გლოვის მიუხედავად, შეუდარებლად გამოიყურებოდა. ამჯერად გრძელი თმა მსხვილ კულულებად დაეხვია და ცალ მხარეს ჩანჩქერივით ეშვებოდა. თავი საერთოდ არ აუწევია, ჩუმად იჯდა და უხმოდ დასცქეროდა თავის გრძელ თლილ თითებს, შემეცოდა. ალექსის გარეშე ისე მარტოსულად და ეულად გამოიყურებოდა, რომ გული მომეწურა. დუჩე წინ გადაიხარა და შეკრებილი საზოგადოება ცივად მოათვალიერა.
- პირველ რიგში ყველას მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. არ ვიცი ერთი პიროვნება მაინც თუ იმყოფება დარბაზში, რომელმაც ჩემი ვინაობა არ იცის, მაგრამ თავს მაინც წარგიდგენთ, მე გახლავართ, დუჩე ქავანა, ნოვა ქავანას უმცროსი ვაჟი და „ქეი კორპორეიშენის“ მომავალი პრეზიდენტი!
აქციონერების ნაწილს სახეზე დამცინავი გამომეტყველება აუთამაშდათ, ნაწილმა კი ზრდილობიანად გაუღიმა მომავალ უფროსს. დუჩეს ტაქტიკა მომეწონა, დასაწყისშივე ხაზი გაუსვა თავის სტატუსს, რომელიც ასე აფორიაქებდა დამსწრე საზოგადოების ნახევარზე მეტს. კმაყოფილი ღიმილისგან თავი ძლივს შევიკავე.
- გვიხარია, რომ საბოლოოდ ეს ნაბიჯი მაინც გადადგით, - ერთ-ერთმა ჭაღარა აქციონერმა პატივისცემის ნიშნად დუჩეს ოდნავ დაუკრა თავი - თქვენი დახმარება ძალიან გვჭირდება, მითუმეტეს ახლა, როდესაც კომპანია ჩაძირვის პირასაა. როგორც მოგეხსენებათ, მოარული ჭორები დადის...
თემის შემოგდებაც ასე უნდა-თქო, გავიფიქრე ცინიკურად და ჭაღარა კაცი ინტერესით შევათვალიერე. რაღაცით ბებერ თახვს ჩამოჰგავდა. მუქი ჩამჯდარი თვალები, ვიწრო სახე და წინა ორი დიდი კბილი საოცრად ამსგავსებდა ამ პიკანტურ ცხოველს.
- ნუ ჩქარობთ, ბატონო ვახტანგ, ამ თემამდეც მივალთ.
დუჩეს ირონიულად ჩაეღიმა, სკამზე გადაწვა და აქციონერებს აგრძნობინა, სასაუბრო თემას ნუ მკარნახობთო. მისმა თავდაჯერებამ და სითამამემ ბევრი გააღიზიანა. რენეს ტუჩის კუთხეები ოდნავ შეერხა, მალულად გამომხედა და თვალი ჩამიკრა.
- აბა, რა მიზეზით გსურდათ ჩვენთან შეხვედრა? - ახლა მეორემ წამოჰყო თავი - მგონი დღევანდელი ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ შელახული რეპუტაციაა, რამაც ჩვენი აქციების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია საფონდო ბირჟაზე, აღარვის სურს ჩვენთან თანამშრომლობა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, თუ რამხელა ზარალი ნახა თითოეულმა ჩვენგანმა მიმდინარე თვეში.
- და უმეტესობა თქვენგანი ამიტომ გარბის კომპანიიდან, არა? - დუჩემ ცივად გაუსწორა თვალი მოსაუბრეს - როგორც ვირთხები, ჩასაძირად განწირული გემიდან.
აქციონერები უხერხულად შეიშმუშნენ. ნოვამ დუჩეს თვალები გადმოუბრიალა რას აკეთებო, მაგრამ მას მამამისისთვის ზედაც არ შეუხედავს, ის შეკრებილებს ხვრეტდა მკაცრი მზერით.
- ფორმალურ შეცხადებას თავი გავანებოთ, ამ დარბაზში ერთი ადამიანიც არ მეგულება ისეთი, ვინც შიდა სამზარეულოს არსებულ სიტუაციაში ვერ ერკვევა! - აქციონერები დამცინავად მოათვალიერა - თქვენ შორის ბევრი ისეთი ადამიანი იმყოფება, რომელიც მამაჩემმა კომპანიიდან უბოდიშოდ გააპანღურა, უსირცხვილო ღალატის და თაღლითობის გამო. რა თქმა უნდა, მათი სახელების საჯაროდ წარმოთქმაც შემიძლია, გავაგრძელო?
დარბაზი გაბრაზებული ფუტკრების სკას დაემსგავსა. ცხადზე უცხადესი იყო, რომ ამ შეკრებაზე მათ აშკარა მხილებას არავინ მოელოდა. ალბათ რამდენმა ინანა შეკრებაზე მოსვლა, საშინელი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად! ამ მოულოდნელი სიურპრიზით მარტო აქციონერები კიარა ნოვა და რენეც გაოცებულები დარჩნენ.
- ბატონო, ქავანა... - წამოიწყო ერთ-ერთმა მკაცრი სახით, მაგრამ დუჩემ აღარ აცადა და უხეშად შეაწყვეტინა.
- სიჩუმე დარბაზში! - ხელებს დაეყრდნო და ფეხზე წამოდგა. ყველა გაისუსა და დაბნეულები და გაღიზიანებულები მას მიაჩერდნენ. - მე უკვე გითხარით, რომ შეხვედრაზე თეატრალური დადგემი არ მჭირდება-მეთქი! დღეს კომპანია გამოუვალ სიტუაციაშია, ჩემი აქ ყოფნის მიზეზიც სწორედ ეს არის! დღეს მე სრულიად გულახდილი ვიქნები და თქვენგანაც ანალოგიურს მოვითხოვ. თქვენთან უამრავი რამ მაქვს განსახილველი, თემას კი თანმიმდევრულად მივყვები! დავიწყოთ იმით, რომ არსებობს უამრავი ჭორი, თითქოს ჩვენს კომპანიას რაიმე აკავშირებს ახლადწარმოშობილ ნარკოტრასასთან, რომელიც იტალიის ხაზით საქართველოში შემოდის!
- დიახ, ასეა, - ერთ-ერთი აქციონერი საუბარში ჩაერთო - არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ამ ნარკოტრასას მირიან გელოვანი და ლევან კალანდია ხელმძღვანელობდნენ.
- და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სრული სიმართლეა და მთელ ამ ამბავში მამაჩემის ხელიც ურევია? - დარბაზი გაყუჩდა. დუჩემ დუმილი თანხმობის ნიშნად მიიღო და ირონიულად ჩაეღიმა. - არც ცდებით!
ნოვას სახეზე მკვდრის ფერი დაედო და დუჩეს ისეთი სახით ახედა, ფიქრობდა უეჭველად ჭკუიდან შეიშალაო. არც რენე გამოიყურებოდა უკეთ. აქციონერებმა ერთმანეთს დაბნეულებმა გადახედეს. ჯერ ვერ მიხვდნენ დუჩე რაზე ეთანხმებოდა, შემდეგ კი მისი სიტყვების არსს ჩასწვდნენ და აღშფოთებულებმა ერთი გნიასი ატეხეს. შევამჩნიე მანჩოს როგორ წაუვიდა ფერი ისედაც ფერმკრთალი სახიდან და ტუჩები აუკანკალდა.
- არ ცდებით, იმაში, რომ ნარკოტრასას მირიანი და ლევან კალანდია ხელმძღვანელობდნენ. მე გამაჩნია შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დღეს თქვენთან მოვიტანე.
დუჩემ მრავალმნიშვნელოვნად გახედა კართან მდგომ დაცვას, რომელმაც მაშინვე თავი დაუქნია, კარი გააღო და სამი გოგონა დარბაზში შემოუშვა. სამივე მათგანს ხელში დოკუმენტების და ფაილების გროვა ეკავა. აქციონერებს სათითაოდ ჩამოუარეს და ფაილები წინ დაულაგეს.
- თქვენს წინ ყველა იმ დამამტკიცებელი საბუთის ასლი დევს, რომელიც ადასტურებს მირიანის და ლევან კალანდიას ერთობლივ თანამშრომლობას. მათ იტალიიდან საქართველოში ნარკოტიკი შემოჰქონდათ და კაზინოს, „როიალ გოლდენის“, დახმარებით ახერხებდნენ რეალიზაციას თბილისში. ფოტოსურათები, ფაილები, ჩანაწერები, ამონაწერები, განბაჟების დოკუმენტები (ნარკოტიკები სათამაშო დათვების დახმარებით გადმოჰქონდათ საზღვარზე) ყველაფერი თქვენს წინ დევს. მისი ორიგინალი ვერსია კი ამჟამად უშიშროების განყოფილებაშია გადაგზავნილი და რა თქმა უნდა, პრესაც საქმის კურსშია, რაიმე გაუგებრობას, რომ არ ჰქონდეს ადგილი.
ნიშნის მოგებით გამოხედა ნოვას, რომელიც ახალი ინფორმაციით გამოწვეულ ელდას ადგილზე გაექვავებინა და ხმის ამოღებას ვერაფრით ახერხებდა. აქციონერები გაშტერებულები დასჩერებოდნენ ფაილებს, რომელიც გოგონებმა ცხვირწინ დაულაგეს და გაუცნობიერებლად ფურცლავდნენ წინ და უკან. მანჩოს ისეთ სახე გაუხდა, თითქოს სადაც იყო ნერვებისგან გული აერეოდა. რამდენიმე აქციონერი კი მისკენ ზიზღნარევ მზერას აპარებდა.
- თუმცა, ეს არაა სრული ინფორმაცია, - დუჩემ გამჭოლი მზერა მიაპყრო მონიკას ოფიციალურ წარმომადგენელს, რომელსაც სახეზე ჭირის ოფლი ასხამდა - მთავარი ორგანიზატორი და მომწოდებელი ვინც ამ ნარკოტრასას კურირებს, მირიანის მეუღლე, მონიკა ვან დერ ვილი გახლავთ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი შეგიძიათ მის ოფიციალურ წარმომადგენელს გაესაუბროთ. ის დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება.
ყველამ თავი ასწია და გაწრიპულ კაცს, რომელიც შიშისგან თითქოს კიდევ უფრო დაპატარავდა, ცივი მზერა მიაპყრეს. წარმომადგენელმა ნერწყვი გაჭირვებით ჩაყლაპა და დუჩეს სუსხიან მზერას ბოროტი გამოხედვით უპასუხა.
- ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სიტყვებია! - წაიხიხინა გაცეცხლებულმა - არ გაგაჩნიათ არანაირი მტკიცებულება, რომ ეს მართლაც ასეა!
- აჰ, როგორ გეკადრებათ, - დუჩემ ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და მომხიბვლელად გაიღიმა - მე არასოდეს ვამბობ ისეთ რამეს, რისი დამტკიცებაც არ შემიძლია, ბატონო სულხან.
- სანდრექს! - წავიჩურჩულე ხმადაბლა - ახლა!
- ქიში და შამათი?! - მიპასუხა კმაყოფილმა.
უცებ პროექტორი თავისით ჩაირთო და დუჩეს ზურგს უკან ნახევრად ბნელი კადრები აციმციმდა. ყველას ყურადღება კედელს მიეჯაჭვა. ეს სწორედ ის ჩანაწერი იყო, რომელიც მონიკას და დეტექტივს, ბავშვთა სახლში, ჩუმად გადავუღე. ნოვას გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა, რენე კი წელში გასწორდა და წარბშეკრული მიაჩერდა ჩანაწერს. გამძვინვარებულს სახეზე ყოველი კუნთი დაეჭიმა, თვალები კი... მისი თვალები ენით აუწერელ ზიზღს აფრქვევდნენ.
მონიკას წარმომადგენელს ჩანაწერიდან მოსმენილ ყოველ სიტყვაზე ფერი უფრო და უფრო ეკარგებოდა. შეშინებული სკამზე ისე ჩაცურდა, თითქოს ასე გაუჩინარებას შეძლებდა და სავალალო შედეგსაც, რომელსაც ყოველი უჯრედით წინასწარ გრძნობდა, რომ ვერაფრით ასცდებოდა, გაექცეოდა.
სამწუთიანი ჩანაწერი მალევე დასრულდა და პროექტორიც გაითიშა. დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მანჩო კი ჯერ კიდევ გაქვავებული სახით კედელს მისჩერებოდა, რომელზეც წამის წინ მონიკას გამოსახულება დამცინავად კისკისებდა.
- ბატონო სულხან, - სიჩუმე დუჩემ დაარღვია და წარმომადგენელს ცივად გახედა - სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობოთ. დარბაზის კართან დეტექტივი დადვანი გელოდებათ, თქვენთვის რამდენიმე კითხვის დასმა სურს, შეგიძლიათ მიბრძანდეთ.
წარმომადგენელი ადგილიდან არ დაძრულა, გაშეშებული და ერთიანად გალურჯებული მკვდარივით იდო სავარძელზე. დუჩემ ერთი შეხედა ეს დაუხმარებლად ფეხზე ვერ წამოდგებაო და თავის დაცვას თვალით ანიშნა გაიყვანეთო. ორი მამაკაცი მაშინვე დაიძრა ბატონი სულხანისკენ, მკლავებში ჩააფრინდნენ და გასასვლელისკენ „წაიღეს“.
- ასე ხდება, როცა დაუფიქრებლად იღებ გადაწყვეტილებას და არასწორ ადამიანთან ირჩევ თანამშრომლობას.
დუჩემ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა დამფრთხალ აქციონერებს. უმეტესობის მზერა ჯერ კიდევ კარისკენ იყო მიჯაჭვული, როცა დაცვის წევრებმა წარმომადგენელი დეტექტივს გადასცეს, შეშინებულმა გაქცევა სცადა, მაგრამ პოლიციელებმა სწრაფად წაავლეს ქეჩოში ხელი და ხელბორკილდადებული ძალით წააპრონწიალეს განყოფილებაში. ტუჩზე ვიკბინე, რომ არ გამცინებოდა. უმეტესობა ისე დაიძაბა, თითქოს ნაღმებზე ისხდნენ და განძრევის შემთხვევაში მათი უკანალები გაზაფხულის ყვავილივით გაიფურჩქნებოდა.
- ახლა, შემდეგი საკითხი!
უმცროსი მემკვიდრის ხმა ცივად გაჟღერდა დარბაზში და ყველას ყურადღება იმწამსვე დუჩეს მიებჯინა. ამჯერად სახეზე მორიდება და შიში ეწერათ. შიში შეიქმს სიყვარულსაო, არა? მართალია!
- ვიღაც ჩემს ჩაძირვას ცდილობს, ამიტომ დამაბრალეს ლევან კალანდიას მკვლელობა და ჩემი ციხეში გამომწყვდევა სცადეს! ალბათ, ბევრ თქვენგანს ჩემში ეჭვი ეპარებოდა და თვლიდა კიდეც, რომ ამ ბინძურ ამბავთან რაიმე მაკავშირებდა, თუმცა, ჩანაწერი ჩემს უდანაშაულობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. მგონი ზედმეტია იმის დამატება, რომ ჩანაწერი მონტაჟი არაა, მან უკვე გაიარა შემოწმება ექსპერტიზაზე და ოფიციალურად დადასტურდა მისი ნამდვილობა.
- ეს ჩანაწერის გარეშეც ცალსახა იყო! - სუსტმა და გაბზარულმა ხმამ ყველას ყურადღება მიიპყრო, მანჩომ პირველად ამოიღო ხმა და დუჩეს აწყლიანებული თვალებით შეხედა - დუჩე ჩემს ყოფილ მეუღლეს არასდროს არაფერს დაუშავებდა. ის ჩემი შვილის საუკეთესო მეგობარია, პატარაობიდნავე ჩემს თვალწინ იზრდებოდა, მშვენივრად ვიცი როგორი ადამიანია. ის ყველაზე კარგი პიროვნებაა მათ შორის ვისაც კი ვიცნობ, მე აქ მის მხარდასაჭერად მოვედი და ამას ოფიციალურად ვაცხადებ!
მანჩოს ემოციურმა გამოსვლამ დიდი ვერაფერი ეფექტი მოახდინა, აქციონერები ეჭვით შესცქეროდნენ ქალს და ერთმანეთს ხმადაბლა რაღაცას ეჩურჩულებოდნენ. აშკარა იყო, რომ ლევან კალანდიას ქმედებების გამო მისი ოჯახის წევრებს უნდობლობას უცხადებდნენ. დუჩეს კი ყურადღება არავისთვის მიუქცევია, ტუჩებზე თბილი ღიმილი მოეფინა და მანჩოს ოდნავ დაუკრა თავი. გაფითრებულმა ქალმა მკრთალი ღიმილით უპასუხა და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
- შესაძლოა, თქვენ მართლაც არავინ მოგიკლავთ, - წამოიწყო ერთ-ერთმა - მაგრამ ეს არ ამტკიცებს იმას, რომ ნარკოტიკების საქმეში ნოვა ქავანას ხელი არ ურევია!
„უკვე თავდასხმაზე გადადიან, ნაბიჭვრები!“ გავიფიქრე აღრენილმა. რამოდენიმე მათგანმა მოწონების ნიშნად თავი დაუქნია გაბედულ ავანწიურისტს და დუჩეს ყურადღებით მიაჩერდა. ნოვა სიბრაზიზგან აიფხორა და ისეთი სახე მიიღო ვიფიქრე ახლა მთელი ხმით აყვირდება-მეთქი, მაგრამ დუჩემ დაასწრო.
- რა თქმა უნდა, თქვენი ეჭვი სავსებით ლოგიკური და მისაღებია, მაგრამ ნება მომეცით თქვენი ყურადღება მარტივ ჭეშმარიტებაზე გავამახვილო. - დუჩემ აგდებით შეხედა მოსაუბრეს - წინა აქციონერების ქმედებები კომპანიის და პირადად მამაჩემის ბიუჯეტზე დამანგრევლად მოქმედებდა. შემიძლია წარგიდგინოთ მთელი გასული წლების და მიმდინარე თვეების ხარჯთაღრიცხვები, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ მამაჩემს კომპანიიდან არანაირი სარგებელი არ მიუღია. პირიქით, მან საკუთარი ფინანსებით ბევრჯერ გამოიყვანა კომპანია კრიტიკული სიტუაციიდან და თუ თქვენ თვლით, რომ ადამიანი საკუთარ წაგებაზე იყო ორიენტირებული და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა, კი ბატონო, თქვენი გადასაწყვეტია.
შევამჩნიე, როგორ შესცქეროდა ნოვა უმცროს ვაჟს და მის მზერაში ენით აუწერელი სიამაყე და მადლიერება ამოვიკითხე. იმ წამს გავიფიქრე და ალბათ ეს მარტო ჩემი ვარაუდი სულაც არ იყო, რომ როგორც არ უნდა დასრულებულიყო შეხვედრა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა უკვე აღარ ექნებოდა. ვიგრძენი, რომ ამ ორს შორის რაღაც შეიცვალა.
მამამ შვილის გვერდში დგომა იგრძნო და ეს ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის კომპანიაზეც და იმ ბინძურ ფულზეც, რომლის გამოც ხალხი ერთმანეთს გამეტებით გლეჯდა და ანაწევრებდა. განა ადამიანური ურთიერთობები და გრძნობები მატერიალურ კეთილდღეობაზე მაღლა არ დგას?! სამწუხაროა, რომ ცოდვილ ადამიანებს ეს ხშირად გვავიწყდება ხოლმე.
- მგონი ჭორების და უსაფუძვლო ეჭვების თემა ამოვწურეთ. ახლა კი გაცილებით მნიშვნელოვან საკითხზე მსურს თქვენი ყურადღების გამახვილება.
დუჩემ მეორედ გახედა კართან მდგომ დაცვას, ისიც უმალ დაემორჩილა. დარბაზის კარი უკვე მეორედ გაიღო და ამჯერად ოთახში, თავიდან ფეხებამდე თეთრებში გამოწყობილმა, დუბაის ელჩმა, ადილარმა შემოაბიჯა. ნოვა სკამზე შეტოკდა და სწრაფი მზერა დუჩეს მიაპყრო ის კი არავის აქცევდა ყურადღებას, გამჭოლი მზერით ახლად მობრძანებულ სტუმარს შესცქეროდა. დარბაზში ისედაც დამუხტულმა სიტუაციამ ზენიტს მიაღწია. აქციონერებმა ერთმანეთს ინტერესით გადახედეს, შემდეგ კი ისევ ადილარს მიაჩერდნენ, რომელიც აუჩქარებელი ნაბიჯით მოუახლოვდა დუჩეს და ხელი გაუწოდა.
- ძალიან მიხარია, რომ ისევ შევხვდით ერთმანეთს, ბატონო ქავანა.
წარმოთქვა ადილარმა და გულწრფელად გაიღიმა. მის ინგლისურს მსუბუქი აქცენტი დაჰკრავდა. აი თურმე როგორი ყოფილა დუბაის ელჩი, მე რატომღაც უფრო სხვანაირი წარმომედგინა. გაცილებით დაბალი და ცოტა მოუქნელი.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა, თქვენთან შეხვედრა, - დუჩემ ღიმილით უპასუხა და ხელი ჩამოართვა - გთხოვთ...
ზრდილობიანად მიუთითა სავარძელზე დაბრძანდითო. ადილარმა თავი ოდანვ დაუკრა და სერიოზული გამომეტყველებით დაიკავა მონიკას წარმომადგენელის ადგილი. ორ წუთში დარბაზში მდივანი შემოვიდა და თან ყურსასმენი შემოიტანა, ადილარს ღიმილით მიუახლოვდა და გვერდით დაუდო. არაბმა მადლობის ნიშნად გაუღიმა, თავი დაუკრა და ყურსასმენები მოირგო, რომ დუჩეს ყოველი სიტყვა მისთვისაც გასაგები ყოფილიყო.
- ნება მომეცით წარგიდგინოთ, ადილარ ალ-აჰდალი, დუბაის ელჩი და კომპანია „გრანდ ჰაითაუერ დეირას“ ოფიციალური წარმომადგენელი.
- დეირა?
- მართლა დეირა თქვა?
- ეს ყველაზე მდიდარი კომპანიაა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში!
აქციონერები ხარბი თვალებით მიაჩერდნენ არაბს და ანთებული თვალებით გადახედეს ერთმანეთს. მართალია, ასეთი რამეების დიდად არაფერი გამეგებოდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ შეკრებილებმა მსუყე ლუკმის სუნი იყნოსეს და ისე აფუთფუთდნენ, როგორც ჭიანჭველები შაქრის ნატეხის დანახვისას. ადილარმა საერთო სიტუაცია ობიექტურად შეაფასა და სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა, აქციონერების დამოკიდებულებამ გვარიანად გააღიზიანა.
- ჩვენი კომპანია დუბაისთან თანამშრომლობას აპირებს? ჩვენ რატომ არაფერი ვიცოდით ამის შესახებ? - ჭაღარათმიანმა აქციონერმა დუჩეს უკმაყოფილოდ შეხედა.
- მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, ბატონი ადილარი უბრალოდ შეხვედრას დაესწრება, მე არ მითქვამს, რომ ჩვენი კომპანია მათთან თანამშრომლობას აპირებს!
ადილარს ჩაეღიმა, ნოვას კი ისეთი სახე გაუხდა თითქოს სიფათში გვარიანად გაულაწუნესო და დაძაბულმა დუჩე თვალებით შეჭამა. არც აქციონერები გამოიყურებოდნენ უკეთ. რენე კი ერთადერთი იყო, რომელიც საერთო ემოციებს არ იზიარებდა. ჩემ გვერდით ჩაფიქრებული იჯდა და გონებამოშხამულს თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა. ნეტავ რაზე ფიქრობდა? ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ის ფიქრებით ძალიან შორს დაფრინავდა და აუდიტორიაში წარმართული საუბრიდან ერთი სიტყვაც არ ესმოდა.
ფეხი ოდნავ წავკარი, ფიქრებში გართულმა ვერაფერი იგრძნო, მეორე მუჯლუგუნზე კი დაბნეულმა ამომხედა. თვალებით ვანიშნე რა გჭირს-თქო, წამით სახეზე დამაკვირდა, შემდეგ კი თავი ღიმილით გააქნია არაფერიო. მისი გამომეტყველება არ მომეწონა, რაღაც ძალიან აწუხებდა, მაგრამ, რა, ვერ მივხვდი.
- ახლა კი მინდა მთავარ საკითხს მივუბრუნდე, რის გამოც მე თქვენ დღეს აქ მოგიწვიეთ, - დუჩემ ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და აქციონერებს ცივი მზერა მოავლო - ყველას შესანიშნავად მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღეში კომპანიას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ნოვა ქავანა პოსტს დატოვებს, მის ადგილს კი მე დავიკავებ. მე კი არ მსურს ისეთ ადამიანებთან თანამშრომლობა, რომლებსაც არ ვენდობი. თქვენ შორის კი ბევრი ჯაშუში იმყოფება, რომლებიც ფარულად თანამშრომლობენ კონკურენტ კომაპნიებთან. უარყოფას აზრი არ აქვს! - დაამატა მკაცრად, როდესაც რამდენიმე მათგანს ყალბი აღშფოთება აღებეჭდა სიფათზე - მგონი, უკვე დაგარწმუნეთ, რომ ჩემს სიტყვებს ყოველთვის მოჰყვება მყარი მტკიცებულებები! დავიჯერო ძალიან გსურთ საკუთარი სახელების საჯაროდ მოსმენა მოღალატე ვირთხების ამპლუაში?! - დარბაზი გაისუსა.
- დღეს აქ სრული შემადგენლობით შეგკრიბეთ, მიზეზი კი ერთია! - მაგიდას ხელებით დაეყრდნო, წინ გადაიხარა და მკაცრად გახედა აუდიტორიას - მე აღვნიშნე, რომ არ მსურს ისეთი პარტნიორები ვისაც არ ვენდობი. ნდობა კი აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში შეთანხმება არ გამოვა და ზუსტად იგივე სურათს მივიღებთ, რაც აქამდე გვქონდა - ორპირობა, ღალატი, თაღლითობა და ჯაშუშები! ამას კი არ დავუშვებ! ჩემი პრეზიდენტობის დროს მსგავსი რამ არ მოხდება! სწორედ ამიტომ, მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს - აქციონერებს სათითაოდ გაუსწორა თვალი - ვისაც გსურთ ჩემთან თანამშრომლობა დარჩით ადგილებზე. არ აქვს მნიშვნელობა აქამდე რას აკეთებდით, მე უკვე გითხარით რომ არ ვინტერესდები მამაჩემის დროინდელი სიტუაციით. შანსი გეძლევათ შეცდომები გამოასწოროთ და დაუბრუნდეთ „ქეი კორპორეიშენს“, რომელიც თქვენი დახმარებით, თუ თქვენს გარეშე, ფეხზე მაინც წამოდგება! თუ რომელიმე თქვენგანს ჩემს ერთ სიტყვაში მაინც გეპარებათ ეჭვი, დაუყონებლივ დატოვეთ აუდიტორია! გადაწყვეტილების მიღებისას კი კარგად დაფიქრდით, ვინც ჩემს გვერდით დარჩება და ისევ განიზრახავს ღალატს, მწარედ ვაზღვევინებ, ეს პირობად ჩათვალეთ!
დარბაზში სიტუაცია შეიცვალა. დუჩეს სიტყვებმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. აქციონერების ნაწილი ჩაფიქრებული დასცქეროდა საკუთარ თითებს და ბჭობდა დარჩენილიყო იმ კომპანიაში, რომელიც დიდი ალბათობით განადგურდებოდა, თუ დროზე ადრე გასცლოდა სახიფათო შენობას, რომელიც კაცმა არ იცოდა თავზე როდის ჩამოენგრეოდათ?
მიუხედავად იმისა, რაც მოისმინეს, ვამჩნევდი, რომ დუჩეს ნდობა უჭირდათ. ალბათ მისი ასაკის გამო, თვლიდნენ, რომ მეტისმეტად ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო და კომპანიის სათანადოდ მართვასაც ვერ შეძლებდა. თან დუბაის ელჩს ცბიერად გამოხედავდნენ ხოლმე. მართალია დუჩემ აღნიშნა, რომ მასთან თანამშრომლობა ჯერ გადაწყვეტილი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა მტკიცე უარს. აქციონერები დამშეულ ძაღლებს ჰგავდნენ, რომლებიც გალიიდან მოშორებით გემრიელ ხორცს დუჟმომდგარი შესცქეროდნენ და გულში იმედოვნებდნენ, რომ პატრონს გემრიელი საჭმლით სავსე თასი სწორედ მათთვის ჰქონდა გამზადებული.
დუჩემ ყველაფერი ზუსტად გათვალა. ორი ღამის წინ როცა შეკრებაზე ვსაუბრობდით მითხრა, რომ აქციონერები მას ეჭვის თვალით დაუწყებდნენ ყურებას, ჩათვლიდნენ, რომ მას საკმარისი გამოცდილება არ ექნებოდა და რაც არ უნდა ეთქვა მათთვის ახალგაზრდა მემკვიდრეს, გადაწყვეტილების მიღებისას მაინც უშედეგო აღმოჩნდებოდა. ამიტომ ჭკვიანური რამ მოიფიქრა, როგორც ილუზიონისტს სცენაზე ლამაზი ქალი გამოჰყავს ხალხის ყურადღების მისაპყრობად, სანამ თავად ფოკუზს შეასრულებს, ისე გამოიყენა ადილარი აქციონერებისთვის ტვინის ასარევად.
მეორეს მხრივ კი არაბს აგრძნობინა - მიუხედავად იმისა, რომ კომპანია კრიტიკულ სიტუაციაში იყო, დუჩე მაინც არ თვლიდა ამ შემოთავაზებას გადარჩენის ერთადერთ საშუალებად და უთქმელად მიახვედრა, რომ „დეირა“ უპირატესობის მიუხედავად, „ქეი კორპორეიშენს“ მაინც ვერ უკარნახებდა თავის პირობებს. საკითხავი ახლა ის იყო, რამდენად გაამართლებდა ეს ტაქტიკა.
მე და დუჩემ ფარულად გადავხედეთ ერთმანეთს. დადგა დაძაბული და საბედისწერო წუთი, როცა საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო ვინ მოიგებდა ამ ომს და რამდენად წარმატებული აღმოჩნდებოდა ახალგზარდა პრეზიდენტის სარისკო, მაგრამ მაინც ჭკვიანური ნაბიჯი...


თავი მეჩვიდმეტე[
დარბაზში დაძაბულობამ იმატა. ყველანი ვღელავდით, ყველაზე მეტად კი მაინც ნოვა ნერვიულობდა. ძალიან ცდილობდა აღელვება არ შეემჩნია, მაგრამ მის ჰალსტუხს ვერაფრით შეეშვა, იმდენი აწვალა, რომ ჰალსტუხის ბოლო გამოძენძა. სასაცილო არაფერი იყო, მაგრამ მის ამ სულელურ ჩვევაზე ღიმილს ძლივს ვიკავებდი. მოულოდნელად დარბაზის კარი ისევ გაიღო და თითქოს დაძაბულ მატჩის საბედისწერო მომენტს ელიანო ყველამ შემოსასვლელს გახედა, გაფართოებული თვალებით. თავი მივაბრუნე და გაოცებისგან და სიხარულისგან კინაღამ წამოვიყვირე.
წითელ ხალიჩაზე კლასიკურ-ქუჩურ სტილში გამოწყობილი და ამაყად გაჯგიმული კალანდია მოაბიჯებდა. ცხვირზე შავი მზის სათვალე წამოეცვა, ბეჭებზე კი შავი ლაბადა მოესხა და სახეზე როგორც ყოველთვის ჩვეული დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა. მისი დანახვა ასე არასდროს გამხარებია, მისმა გამოჩენამ რატომღაც შვება მომგვარა და არა მარტო მე, მანჩოს ჩამქრალი თვალები გაუბრწყინდა და ანთებული მზერით და ფართო ღიმილით შვილს მიაჩერდა.
- აბა, რა ხდება აქ უჩემოდ? - იკითხა უდარდელად, სათვალე ოდნავ ჩამოსწია ცხვირზე და შეკრებილი საზოგადოება აგდებით მოათვალიერა - რამდენი გალსტუკიანი შეკრებილხართ, რა იყო პინგვინების გამოფენაა?
პირზე ხელი ავიფარე, რომ სიცილი როგორმე შემეკავებინა. დუჩეს ალმაცერად ჩაეღიმა. აი დანარჩენები კი, კალანდიას თავხედობამ, გვარიანად გააღიზიანა და ამრეზით გადახედეს ახალმოსულს.
- ვაუ, სტუმრად ბაბუაწვერაც გვყოლია! ისე, სულ თეთრებში რა პონტშია, ვინმე მოუკვდა?
საღეჭი რეზინის ღეჭვით ადილარს თავს წაადგა, სათვალე მოიხსნა, თავზე წამოიცვა და ფართოდ გაღიმებულმა სტუმარს თვალი ჩაუკრა.
- ეს არ უთარგმნოთ, - ჩაილაპარაკა დუჩემ ყურსასმენში და ალექსს სახეზე მიკერებული ღიმილით მიუბრუნდა - ყველაფერი ესმის შე სირო, შენ!
- უი...
გაბერილი ბუშტი გაუსკდა და ტუჩებზე მიეწება. ნოვამ სახეზე ხელები აიფარა, რენემ კი თავი ვერ შეიკავა და მოურიდებლად ახითხითდა. ადილარი დაბნეული მისჩერებოდა კალანდიას, თარჯიმანი აღარაფერს უთარგმნიდა ყურში და ვერ ხვდებოდა კალანდია რას ელაპარაკებოდა.
- უკაცრავად, ისაა... - გაეცინა და კეფა უხერხულად მოიქექა - ბაბუაწვერა საკმაოდ ლამაზი მცენარეა, თქვენთან არ ხარობს და არ გეცოდინებათ... ასეთი ფუმფულა ბოლოები აქვს და სულს თუ შეუბერავთ...
- ალექს! - დაუცაცხანა დუჩემ - ხო არ გამო....ვდი, ბიჭო?! ადგილზე დაჯექი!
- დიახ, პრეზიდენტო, - უპასუხა ირონიულად და რენეს გვერდით დაიკავა ადგილი - როგორ ხარ, ძველო?
რენეს მეგობრულად წაუტყაპუნა ხელი მხარზე და გაღიმებულმა მზერა ჩემზე გადმოიტანა. თვალებში წამით სევდა გაუკრთა, მაგრამ თავს მალე მოერია და სახეზე მაშინვე ყალბი ღიმილი მოირგო. არხეინად გაიჩაჩხა სკამზე და შეკრებილებს ცინიკური გამომეტყველებით გადახედა.
- ბატონო ქავანა, - წამოიწყო ერთ-ერთმა აქციონერმა - რახან ბატონი კალანდიაც შემოგვიერთდა, იქნებ ზოგიერთი ბუნდოვანი საკითხიც გაგვერკვია, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდეთ?
- რას გულისხმობთ? - დუჩეს ხმა გაეყინა.
- კარგი ერთი ძმაო, ახალგაზრდა პრეზიდენტი ასეთი გონებაშეზღუდული უნდა იყოს? - კალანდიამ უდარდელად გაატკაცუნა საღეჭი რეზინი და დუჩეს აციმციმებული თვალებით გამოხედა - ჩვენს ბაბუს აინტერესებს აპირებ, თუ არა ჩემთვის ტრაკში წიხლის ამორტყმას და აქედან გაპანღურებას, ვინაიდან და რადგანაც მამაჩემმა მაგრად ჩაიჯვა საერთო საქმეში! მისი ცოდვები კი ჩემს ხელებზე ყარს!
- რას ბრძანებთ... - აქციონერები უხერხულად შეიშმუშნენ, დუჩეს სახე გაუმკაცრდა.
- რას და სიმართლეს, ბებერო, პირდაპირ და შეულამაზებლად! აბა, დუჩე, - კალანდიამ მეგობარს სიცილით გამოხედა - რას აპირებ, ძმაო? უნდა გამაჯმევინო? თუ ამას აპირებ, წინასწარ გეტყვი, რომ კონკურნეტ კომპანიებში გაქცევას არ ვაპირებ და ჰო, ყველა ხელშეკრულება რაც მამაჩემმა ბოზურად იჩალიჩა ზურგსუკან, ანულირებულია. ჩემი ბიუჯეტი თითქმის ნაცარტუტად იქცა და ძალიან რომც მინდოდეს, შენთვის ვერაფრის დაშავებას ვერ შევძლებ. ასე რომ არ მოგერიდოს...
- ალექს, შეგიძლია ჩაიჯვა?! - დუჩემ უხეშად შეაწყვეტინა.
- ნუ გავიწყდებათ, რომ სხდომაზე ხართ და არა ქუჩაში, იდიოტებო! - კბილებში გამოსცრა ნოვამ.
დარბაზს ხმადაბლმა ზუზუნმა გადაუარა. დუჩემ დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა და კალანდიას უკმაყოფილოდ შეუბღვირა, ის კი პირიქით, მხიარულად გაიკრიჭა და თვალი ჩაუკრა. ალექსს სახეზე ვაკვირდებოდი და მთელი ჩემი შეგნებით ვიაზრებდი, რომ თავი ასე ცუდად ცხოვრებაში არ უგრძვნია. მთელ მის სამსახიობო ტალანტს, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებდა საზოგადოებაში, დაუნდობლად ხარჯავდა. არ უნდოდა დარბაზი დამცირებულს და თავჩახრილს დაეტოვებინა. ცდილობდა მამამისის ცოდვებით გამოწვეული სირცხვილის მწარე გრძნობა, რომელიც ასე გამეტებით აწვებოდა მხრებზე, როგორმე გულში ჩაეკლა, სხვების თანდასწრებით მაინც.
მანჩოს ტუჩები აუკანკალდა, ჩემი არ იყოს, ისიც მშვენივრად იცნობდა საკუთარ შვილს და ხედავდა, როგორ უჭირდა ალექსს თითოეული სიტყვის წარმოთქმა, რომელიც დანარჩენებისთვის ლაზღანდარობად ჟღერდა.
- რაც შეეხება, ალექსს, - დუჩემ ცივი მზერა აქციონერებზე გადაიტანა - კარგია, რომ შემოგვიერთდა, არ მინდოდა მისთვის ეს ამბავი ცალკე შემეტყობინებინა.
- სახალხოდ მეტი ეფექ...
- ალექსი, კომპანიის ვიცე პრეზიდენტად ინიშნება! - კალანდიას სიტყვა პირზე შეაცივდა და დუჩეს თვალებგაფართოებულმა ამოხედა, ჩამეღიმა. - ძალიან ვწუხვარ, ბატონო მალხაზ, მაგრამ მე თქვენი მუშაობით უკმაყოფილო ვარ. იძულებული ვარ თქვენი კანდიდატურა ბევრად უკეთესი კადრით ჩავანაცვლო.
ახლანდელ ვიცე პრეზიდენტს სახეზე მწვანე ფერი დაედო. საშინლად შეურაცხყოფილმა და გაღიზიანებულმა კალანდიას ზიზღით გადახედა. დუჩეს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ლაპარაკი განაგრძო :
- ალექსი, კომპანიაზე და ზოგადად ჩვენს საქმიანობაზე, ჩემზე მეტ ინფორმაციას ფლობს, მე მისი დახმარება დამჭირდება და დიდი იმედი მაქვს, რომ დახმარებაზე უარს არ მეტყვის და შემოთავაზებულ წინადადებაზე დამთანხმდება.
წარბშეკრულმა მთელი სერიოზულობით გახედა მეგობარს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს და დუჩეს დაბნეული შესცქეროდა. ადილარს უკვე მეორედ მოეფინა ტუჩებზე ღიმილი. აქციონერებს კი, პირიქით, სახეზე აშკარა უკმაყოფილება ეწერათ.
- ბატონო ქავანა, დიდ პატივს გცემთ, მაგრამ...
- რა მაგრამ? - შეაწყვეტინა ცივად და მრისხანედ გახედა მოსაუბრეს - ამ დარბაზში ბევრი მოღალატე იმყოფება, რომლებსაც მიუხედავად ყველაფრისა მეორე შანსი მივეცი და ალექსის საწინააღმდეგო რა გაქვთ?! მხოლოდ იმიტომ უყურებთ ამრეზით, რომ ლევან კალანდიას მემკვიდრეა? თუ ასეთი შეზღუდული და ბნელი აზროვნება გაქვთ ყველას, ახლავე დავასრულებთ საუბარს! ვინც ალექსის წინააღმდეგი იქნება, გამოდის რომ მე მეწინააღმდეგება! შვილები მშობლების ცოდვებზე პასუხს არ აგებენ! ეს საკითხი არ განიხილება!
მოსხიპა მკაცრად და გაცეცხლებულმა ზიზღით გახედა დამსწრე საზოგადოებას. გულში სითბო ჩამეღვარა და სულში სიამაყე ვიგრძენი. თავი ვერ შევიკავე, წინ გადავიხარე, მაგიდის ქვეშ ხელი შეუმჩნევლად გავაცურე და დუჩეს თითებზე ნაზად შევეხე. ჩემ შეხებაზე ოდნავ შეკრთა, თითებზე ხელი წამავლო და მაგრად მომიჭირა, ჩამეღიმა.
- ნახევარ საათიან შესვენებას ვაცხადებ, კარგად დაფიქრდით და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ, დროებით!
დარბაზი ახმაურდა, აქციონერები სკამებიდან წამოიშალნენ. დუჩე კი ალექსს მიუბრუნდა გაბრაზებული სახით.
- სად ეგდე ამდენ ხანს? ხომ გითხარი მალე მოენძრიე შეკრებაზე-თქო?
- როგორი უჩვეულო სანახავი ხარ უფროსის როლში, დამბურძგლა, - ტუჩები სასაცილოდ მოეღრიცა - საერთოდ არ ვაპირებდი მოსვლას, მაგრამ ჩიტმა შეტყობინება მომიტანა და აზრი შევიცვალე.
- რა ჩიტი? - შეუბღვირა გაბრაზებულმა.
ალექსმა ფარულად გამომხედა. უხერხულად შევიშმუშნე, ეს მე მივწერე და მოსვლა ვთხოვე. არ მინდოდა მგლების ხროვაში მარტო აღმოჩენილიყო, მას მეგობარი სჭირდებოდა გვერდით. მათ ერთმანეთი სჭირდებოდათ! კალანდიამ კეფა მოიქექა და დედამის გახედა, რომელიც სკამზე გაქვავებული იჯდა და განძრევას ვერ ბედავდა.
- რა სპექტაკლი დადგი? რა ვიცე პრეზიდენტი, სულ გამოსირდი?! - გაღიზიანებულმა მზერა დუჩეზე გადაიტანა - ამ შენი ავანწიურის გამო ბევრი მომხრეც ზურგს გაქცევს. მე ახლა შავი ჭირივით ვარ, თუ მომეკარები შენც გადმოგედები და ჩაგძირავ. დრამების დრო არ არის, გონს თუ არ მოხვალ ყველაფერს დაკარგავ. კომპანია სხვა წესებით თამაშობს, ძმაო.
- ამ შემთხვევაში, - ნოვა პირველად ჩაერთო საუბარში. ყველამ მას შეხედა - მე დუჩეს მხარს ვიჭერ. ალექს, სისულელეებს მორჩი! შენ ოჯახის წევრი ხარ და იმდენივე უფლება გაქვს კომპანიაში რამდენიც რენეს და სხვა დანარჩენ მსხვილ აქციონერებს. მამაშენის ისტორია შენ არაფრით გეხება!
- მართალია, - ხმადაბლა წარმოთქვა რენემ და ალექსს თვალი გაუსწორა - მამაშენის გრეხები შენი გადასახდელი არ არის, თან ვიცი, რომ ბევრს შრომობდი და ჩემს უმცროს ძამიკოზე უკეთ ერკვევი საერთო ბიზნესში. მას შენი დახმარება სჭირდება, დროა ერთად დავდგეთ და კომპანიაც ფეხზე დავაყენოთ.
- ისინი ზურგს გაქცევენ, - ალექსს სახიდან ყოველგვარი ირონია გაუქრა და დაძაბულმა ბიჭებს თვალი აარიდა - მათთვის არ აქვს მნიშვნელობა მე გარეული ვიყავი თუ არა ამ ამბავში. მე ლევან კალანდიას ერთადერთი შვილი და მემკვიდრე ვარ, ესეც საკმარისია ჩემს გასარიყად. მარტო ამათთვის არა, ზოგადად მაღალ ეშელონებში და თანაც... მე აღარ მსურს ამაში მონაწილეობის მიღება, გული მერევა ამ კომპანიაზე და საერთოდ ყველაფერზე, რაც მამაჩემის თავს მახსენებს.
- წამოდი, შენთან სალაპარაკო მაქვს! - დუჩემ მკაცრად გახედა ალექსს, შემდეგ კი მე მომიბრუნდა - მალე დავბრუნდები. დამელოდე, კარგი? ფეხი არ მოიცვალო აქედან.
- კარგი.
- წამოდი-მეთქი!
მკლავში ხელი წაავლო და დარბაზიდან ძალით გაიყვანა. მამა-შვილმა ზურგით მიმავლებს თვალი გააყოლეს.
- როგორ ფიქრობ, დაითანხმებს? - რენემ მამას გახედა.
- დაითანხმებს, - ნოვას ჩაეღიმა - ეს ორი ჩემს თვალწინ გაიზარდა. დღემდე არ ვიცი მათ შორის რა მოხდა, რომ ასე აითვალწუნეს ერთმანეთი, მაგრამ მე ვიცნობ ჩემს შვილს და ვიცნობ ალექსს, რომელიც შვილივით მიყვარს. ისინი გადამწყვეტ მომენტში ერთმანეთს ზურგს არ აქცევენ. დუჩე ალექსისთვის ნასროლ ტყვიასაც კი გადაეფარა, ერთადერთი ვისაც ახლა ალექსის შველა შეუძლია დუჩეა.
- ეს უსამართლობაა, - წავიჩურჩულე გაღიზიანებულმა - არ შეიძლება მისი გარიყვა მხოლოდ იმიტომ, რომ მამამისს ბინძურ საქმეებში ერია ხელი. ის არაფერ შუაშია, როგორ შეიძლება ადამიანი სხვისი ცოდვებისთვის დასაჯო?!
- არ შეიძლება, მაგრამ ხშირად ასე ხდება, - რენემ სევდიანად გამიღიმა - ხშირად, შვილები აგებენ პასუხს მშობლების უპასუხსიმგებლო საქციელებზე.
უხერხული დუმილი ჩამოვარდა. ნოვა გაჩუმდა და ფიქრიანი მზერა ერთ წერტილს გაუშტერა. რენე კი წარბშეკრული ათვალიერებდა დარბაზში აქა-იქ შემორჩენილ აქციონერებს, რომლებიც ხმადაბალი ჩურჩულით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ადილარი და მანჩო აღარსად ჩანდნენ.
- დუჩემ სახიფათო თამაში წამოიწყო. დღევანდელი დღე ან ძალიან კარგად დასრულდება, ან ძალიან ცუდად და ყველაფერს დავკარგავთ. - რენემ ნერვიულად მოისვა ნიკაპზე ხელი - მან დღეს ამ ხალხს ჯიქურ აგრძნობინა, რომ მათ ჭკუაზე სიარულს არ აპირებს, ეს იმ არაბსაც ეხება. მთელი კონფერენციის განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდებოდი. დუჩეს ჩანაფიქრს მიუხვდა, ეს თან ძალიან არ მოეწონა, თან ხიბლავდა მისი სითამამე. ჩემს ძმას დღევანდელი ავანწიურა, თუ სასურველი შედეგით არ დასრულდება, ყველანი ჭაობში აღმოვჩნდებით.
- მე ვენდობი დუჩეს, - ნოვამ თავი ასწია. ჩემდა გასაკვირად ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებდა, მისი მზერა შეცვლილიყო - მთელი ეს დრო მის შესაძლებლობებში ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ დღეს მასში ის დავინახე, რაც მეგონა რომ საერთოდ არ გააჩნდა. ის ლიდერია და თავის ტახტს არავის დაუთმობს. მთელი ეს წლები მასში ამ უნარის გაღვივებას ვცდილობდი, ეს კი თავისით მოხდა. მასში მუდამ ეჭვი მეპარებოდა, მუდამ ვაჩუმებდი და უკან დახევას ვაიძულებდი. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ არასწორი ვიყავი. ის მართალი იყო, ყოველთვის, მე კი არ ვუსმენდი. საკმარისია, მას გზაზე აღარ გადავეღობები, რაც მოსახდენია მოხდეს.
- მოხუცო, - რენეს ჩაეცინა - დაბერდი და ბრჭყალები გაგიცვდა?
- შეიძლება ასეც ითქვას, - ნოვასაც გაეცინა და გამჭოლი მზერა მომაპყრო - შენთვის კი მადლობაც არ მითქვამს დახმარებისთვის... შენ რომ არა, დუჩე დღეს აქ არ მოვიდოდა.
- არაფერი გაქვთ სამადლობელი, - გამეღიმა - დუჩე მაინც მოვიდოდა აქ, როგორც უკვე თავად აღნიშნეთ, ბატონო ქავანა, ის არასოდეს დაუთმობს სხვას იმას, რაც თავად ეკუთვნის. ის ასეთია და ამიტომაც მიყვარს ასე ძალიან.
- ახლა გასაგებია რატომ დადის ჩემი უმცროსი ძამიკო ასე ცხვირაწეული და გაფხორილი, მისი ფანკლუბის გადამკიდე ლამისაა მეც გავაღმერთო ეგ ცხვირმოუხოცავი ღლაპი!
ყველას გაგვეცინა. წამით დავდუმდით და ყველა ჩვენს ფიქრებს ჩავუღრმავდით, მათთან თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ის უხერხულობა, რომელიც აქამდე მაწუხებდა სადღაც აორთქლდა. მიკვირდა კიდეც რატომ ჰქონდა ამ ოჯახს ასეთი დაძაბული ურთიერთობა ერთმანეთთან. მე ხომ ასე მყუდროდ ვგრძნობდი თავს მათ საზოგადოებაში, მაშინ დუჩეს რატომ ჰქონდა ასეთი საშინელი დისკომფორტი ოჯახის გარემოცვაში?
რენე სკამზე გადაწვა, თვალები დახუჭა და ხმადაბლა წაიღიღინა „ტიკ ტაკ... ტიკ ტაკ... ტიკ ტოკ ტოკ... „ თითები რიტმულად ააკაკუნა მაგიდაზე. თვალდახუჭულმა იგივე მელოდია რამდენჯერმე ხმადაბლა გაიმეორა, დავიბენი, რენე უცნაურად გამოიყურებოდა. ნოვამ ჩემი მზერა დაიჭირა და შვილს მხარზე შეეხო.
- რენე, წამლის დალევის დროა.
- კარგად ვარ, ნოვა, ნუ ფეთდები, - თვალები გაახილა და გაიცინა - როგორმე ერთ კრებას აბების გარეშე გავუძლებ.
- რენე...
ნოვამ მრავალმნიშვნელოვნად გადაუბრიალა თვალები, თან თვალს უხერხულად მარიდებდა.
- კარგი, კარგი, ოხ, რა ჯიუტი ხარ, მოხუცო!
ოხვრით წამოდგა ფეხზე, ჯიბეებში ხელები ჩაიწყო, თვალი ჩამიკრა და თავჩახრილი ნელა გაუყვა წითელ ხალიჩას გასასვლელამდე.
- ეს რა იყო?
თავი მაინც ვერ შევიკავე და ნოვას ინტერესით მივაჩერდი. მწვანე თვალები სევდით აევსო, სახეზე კი მუქმა ფერმა გადაჰკრა. რამდენიმე წამში ნოვას სახე ისე დაეღარა, თითქოს ათი წელი მოემატაო.
- მის შესახებ ყველაფერი იცი, ხომ ასეა? - შემომხედა გამომცდელად.
- კი, ასეა.
თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ეს აკრძალული ზონა იყო, სადაც გარეშე პირებს არაფერი ესაქმებოდათ, მაგრამ ჩვენი სიტუაცია, ცოტათი არასტანდარტული იყო... ნოვამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ისე ამოიოხრა ლამის გულიც ამოაყოლა.
- მაშინ, იმ ბნელ სამზარეულოში, სადაც დედამისის გვამი აღმოაჩინა, სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ საათის ისრების წიკწიკი არღევევდა. მკურნალობის შემდეგ საათის ისრების რიტმული მოძრაობა მის გონებას მაინც შემორჩა, როცა ემოციურად გადაიტვირთება ხოლმე, გაუცნობიერებლად სულ ასე იწყებს ბუტბუტს.
- და წამალი სჭირდება, რომ...
- რომ წარსულიდან რამე არ გაახსენდეს. მისი მოგონებების უკან დაბრუნება ასე იოლი სულაც არ არის, მაგრამ წამალს, თუ არ მიიღებს შოკში ვარდება, კრუნჩხვები ეწყება, ცხვირიდან სისხლი სდის და ბოლოს ითიშება. ექიმებმა ეს ანომალია იმით ახსნეს, რომ მისი დაზიანებული ფსიქიკა მძიმე კადრებს გაუცნობიერებლად ებრძვის. ქვეცნობიერს ყველაფერი ახსოვს, მაგრამ გონებას არა. მათი ურთიერთდაპირისპირება კი ყოველთვის ასე სრულდება, ცხვირიდან სისხლდენით და კრუნჩხვებით.
- დუჩემ ამის შესახებ იცის?
- არა, - თვალებში ყურადღებით შემომხედა - მგონი ზედმეტი იქნება იმის თხოვნა, რომ არ მინდა ჩემმა უმცროსმა ვაჟმა ამის შესახებ რამე გაიგოს. ჩვენ უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს, სია, ამიტომ საჭროდ არ მიმაჩნია, ამ საკითხისთვის ხაზის გასმა.
- მე მას ბევრ რამეს ვუმალავ, ბატონო ქავანა და ეს ძალიან არ მომწონს, - ვუპასუხე წარბშეკრულმა - მესმის, ეს თქვენი პირადი ოჯახური დეტალებია, რომლის შენახვის სრული უფლება გაქვთ, მაგრამ მიჭირს... მიჭირს მისთვის თვალის გასწორება და თავის ისე მოჩვენება, თითქოს არაფერი ვიცი.
- მესმის და ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემ გამო მისთვის ტყუილის თქმა გიწევს, მაგრამ არჩევანი არ მაქვს, სია. დუჩეს ნერვიულობა რენეს ვერ დაეხმარება, პირიქით, რენე თუ იგრძნობს, რომ დუჩემ მისი დაავადების შესახებ რამე იცის კონტროლს დაკარგავს. მას ძალიან უყვარს თავისი უმცროსი ძმა, ის მისგან შეცოდებას და თანაგრძნობით სავსე მზერას ვერ აიტანს.
- გასაგებია. ბატონო ქავანა...
- მოვრჩეთ ამ ფორმალობას, არც ისეთი ასაკოვანი ვარ, - მომხიბვლელად გამიღიმა - ნოვა დამიძახე.
- კი ბატონო, - უხერხულად გამეღიმა - მე... თქვენ ალბათ ცივსისხლიან მონსტრად მთვლით. შევჩენკო, რომ გამეფრთხილებინა, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა.
როგორც იქნა, ხმამაღლა ამოვთქვი ის რაც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში გულზე მძიმე ლოდივით მაწვებოდა. მეც არ ვიცი მაინცდამაინც ნოვას რატომ გადავუშალე გული, ალბათ უფრო იმიტომ, რომ ის ერთადერთი იყო, რომელსაც ამის გამო ჩემი შეძულება შეეძლო, ისინი ხომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მეგობრები იყვნენ?
მაინც რას ვეძებდი? თვითგვემის გზებს? ალბათ. ადამიანი ასეა მოწყობილი, მას ვისაც ჩადენილი დანაშაულის გამო სინდისი აწუხებს თვითგვემას მიმართავს, რომ დაბინძურებული ქვეცნობიერი, რომელიც არაფრის დიდებით არ აპირებს გაჩუმებას ცოტათი მაინც დააშოშმინოს და საშინელი დანაშაულის გრძნობა ოდნავ შეიმსუბუქოს. ნოვამ გამომცდელად შემომხედა, წარბებს შორის კი ღრმა ნაოჭი გაუჩნდა.
- ეს შენი ბრალი არ იყო, სია, - მიპასუხა ხმადაბლა. გაოცებულმა მაშინვე თავი ავწიე და მწვანე თვალებში ყურადღებით ჩავაცქერდი. ნუთუ მაშველი რგოლი მესროლეს? - არ ჰქონდა მნიშვნელობა, შენ შევჩენკოს გააფრთხილებდი თუ არა. მან, ვინც ეს გააკეთა, აუცილებლად გამონახავდა გზას მის მოსაკლავად. თავს ნუ იდანაშაულებ იმაში, რაც ისედაც გარდაუვალი იყო. ცოდვები ბუმერანგს ჰგავს, ისინი ადრე თუ გვიან უკან გვიბრუნდებიან და ბოლოს გვიღებენ.
- ჩემს გამხნევებას ცდილობთ?
- არა, - თბილად გამიღიმა და სკამზე მოხერხებულად გადაწვა - უბრალოდ, ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენგანს ჩვენი წილი ჯვარი გვაქვს სატარებელი და არაა საჭირო მისი დამძიმება ისეთი ფაქტებით, რაც შენი მოქმედებით, თუ უმოქმედობით მაინც მოხდებოდა.
ორივე დავდუმდით, მე კი ნოვას სიტყვებზე დავფიქრდი. ალბათ მართალი იყო, მაგრამ ეს აზრი მაინც ვერ მიმშვიდებდა აფორიაქებულ სინდისს. თუმცა, რა გაეწყობა, გასაფუჭებელი გაფუჭდა, მასზე დარდი დროს უკან ვეღარ დააბრუნებდა. ამიტომ უნდა დაუკვირდე ადამიანი თითოეულ შენს ქმედებას, რადგან შეიძლება მომავალში მისი გამოსწორება ვეღარც შეძლო...
დარბაზი ისე გაივსო ხალხით, რომ აზრზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა ალექსი და დუჩე აქეთ-იქიდან მომისხდნენ. რენე არსად ჩანდა, გულმა მძიმედ გამკრა, ავნერვიულდი, ნეტავ ცუდად ხომ არ გახდა? ერთ წამს ისიც კი ვიფიქრე ხომ არ გავაკითხო-თქო, მაგრამ ჩემი ყურადღება მაშინვე დუჩემ მიიქცია, როცა ფეხზე წამოდგა და აქციონერებს გამჭოლი მზერა მიაპყრო.
- დროა გადაწყვეტილება მივიღოთ. მე ჩემი სათქმელი გითხარით, ახლა კი თქვენი გადასაწყვეტია ჩემთან დარჩებით თუ წახვალთ. თქვენს პასუხს ველი...
- ალექსი კალანდიას, ვიცე პრეზიდენტად დანიშნვა გადაწყვეტილია? - იკითხა ერთ-ერთმა.
- გადაწყვეტილია და ის თანახმაა, რომ კომპანიის ფეხზე დადგომაში დამეხმაროს! - უპასუხა ცივად. უსაზღვროდ კმაყოფილმა ალექსს გავხედე. ჩემი მზერა დაიჭირა და გაღიმებულმა თვალი ჩამიკრა - ახლა კი თქვენი ჯერია, ვინც ჩემს გვერდით რჩება დარჩით, ვინც არა, გთხოვ დაუყონებლივ დატოვოთ აუდიტორია.
დაძაბულმა თითები გადავაჯვარედინე და აფორიაქებული აქციონერებს მივაჩერდი. რამდენიმე მათგანმა სკამი უკან გააჩოჩა, ფეხზე წამოდგა და დარბაზიდან გავიდა. დუჩემ და ალექსმა ერთმანეთს გადახედეს. ნერვები ისე მქონდა დაჭიმული, რომ ყოველ უმნიშვნელო მოძრაობაზე ვკრთებოდი. რამდენიმე აქციონერს კიდევ ხუთი მიჰყვა უკან, ნოვამ თვალები დახუჭა.
- ასეც ვიცოდი, - ჩაილაპარაკა ალექსმა უიმედოდ - ეს იდეა თავიდანვე განწირული იყო, დუჩე, რატომ არ დამიჯერე?
- ჰოდა, გააჯვან! - წაისისინა ხმადაბლა, მხოლოდ ჩვენს გასაგონად - კომპანიაში არ მჭირდება ისეთი ხალხი ვინც ჩემს იდეებს არ იზიარებს. დარბაზი სულ, რომ დაიცალოს, აზრს მაინც არ შევიცვლი!
დუჩეს სიტყვებზე კიდევ რამდენიმე სკამი გაჩოჩდა უკან, საბოლოოდ კი დარბაზი აქციონერების 80% დატოვა, მაგიდასთან მხოლოდ ხუთი ადამიანი დარჩა, ადილარი, მანჩო და კიდევ სამი აქციონერი, რომლებიც თვალების ფახურით მისჩერებოდნენ ერთმანეთს. დანარჩენებმა საქაღალდეებს ხელი წამოავლეს და აუდიტორია სწრაფად დატოვეს.
- დაგვენძრა! - ალექსმა უღონოდ მოათვალიერა დაცარიელებული დარბაზი - ოფიციალურად დაგვენძრა!
დუჩემ თვალი მოავლო დარბაზში მყოფებს და ყბაზე კუნთი დაეჭიმა. ისე იყო გაცოფებული, რომ მთელი ტანით ცახცახებდა.
- მამა... - წაიჩურჩულა ხმაგაბზარულმა და ნოვას მიუბრუნდა - მაპატიე.
ნოვა წამით გახევდა და შვილს გაოცებული თვალებით მიაჩერდა. სახეზე გაურკვეველი ემოციები დასთამაშებდნენ. ბოლოს მსხვილ ტუჩებს კმაყოფილი ღიმილი მოეფინათ, მწვანე თვალები გაუბრწყინდა და ფეხზე წამოდგა.
- კარგი, - ჰალსტუხი ენერგიულად შეიხსნა და მაგიდაზე მოისროლა - აბა, სად დავლიოთ? სადმე რესტორანში, თუ ჩემთან სახლში? გუშინწინ საფრანგეთიდან ძვირფასი საჩუქარი მივიღე, 90 წლის დაძველების ვისკი მაქვს, მგონი დღევანდელ დღეს ზუსტად, რომ მოუხდება.
- გაჭედა, - ალექსს სიმწრის სიცილი აუტყდა - ნოვა, ნუ გვაშინებ.
- სერიოზულად ვამბობ, ადექით ახლა, რას გაშეშებულხართ?
- მამობილო, არაადეკვატურად იქცევი.
ალექსმა ეჭვით გადახედა ნოვას. დუჩე კი ხმას არ იღებდა და ყურადღებით აკვირდებოდა მამამისს, აშკარად დაიბნა.
- გმადლობთ, მხარდაჭერისთვის, - ნოვა დამსწრე საზოგადოებას მიუბრუნდა, რომლებიც დაბნეული ცხვრებივით ერთმანეთს ათვალიერებდნენ - მაგრამ ახლა ვიშლებით. შემდეგი შეხვედრის თარიღს შეგატყობინებთ, თუ რა თქმა უნდა, ის საერთოდ გვექნება. ადილარ, ჩემო მეგობარო, აღსანიშნად მივდივართ, ხომ წამოხვალ ჩვენთან ერთად?
- რას აკეთებს? გაუბერა? - კალანდიას უკვე შეშფოთება დაეტყო სახეზე. დუჩემ მხრები აიჩეჩა.
- აღსანიშნად? რას აღვნიშნავთ? როგორც ვხვდები შეხვედრა არც ისე სასურველი შედეგით დასრულდა, ბატონო ქავანა. - ადილარმა ისეთი სახით ახედა, დარწმუნებული ვიყავი ისიც კალანდიას აზრს იზიარებდა.
- აჰ, რას ლაპარაკობთ, ახლა ამის დროა? წამოდით, წამოდით, ჩემი იტალიელი მეგობარი შესანიშნავად ამზადებს. თქვენ ხომ გიყვართ იტალიური სამზარეულო? - მკლავში ხელი წაავლო, ძალით წამოაყენა და თან გაიყოლა - მისი კერძები უბრალოდ ღვთაებრივია! ბოლოს რომ ბრძანდებოდით ჩვენთან არაფერი გაგისინჯავთ. ეს უნდა გამოვასწოროთ... ბატონებო, დაიშალეთ-მეთქი... ადილარ, აქეთ მობრძანდით...
- ბატონო ქავანა, მაინც რას აღვნიშნავთ? ვერაფერი გავიგე, - მოგვესმა ადილარის დაბნეული ბუტბუტი.
- ჩემმა შვილმა, წლების შემდეგ, პირველად მიწოდა მამა. როგორ ფიქრობთ, ეს აღსანიშნი ფაქტი არაა?
ნოვა შედგა, წამით გაღიმებულმა გამოგვხედა, შემდეგ კი ადილარს ქეჩოში ხელი წაავლო და ძალით გაიყვანა დარბაზიდან. დაბნეულებმა ერთმანეთს გადავხედეთ. მორიდებულმა სიცილმა ყველა გონს მოგვიყვანა, მანჩოს პირზე ხელი აეფარებინა და მხიარულად კისკისებდა. არასოდეს გამიგია მისი ხმა, სიცილი კიდევ უფრო შვენოდა ამ მომაჯადოებელ ქალს. ზარივით წკრიალა ხმა ჰქონია.
- ნოვას არაფერი შეცვლის, ისევ ისეთი თავქარიანი ბიჭია, როგორიც ადრე იყო.
- დუჩე... - ალექსმა მეგობარს სერიოზული სახით ახედა - ახლა რა ვქნათ?
- ვერ გაიგე ნოვამ რა თქვა? - მაჯაში ხელი წამავლო და წამომაყენა - დავლიოთ, მეგობარო, დავლიოთ. მანჩოს ხელი მოკიდე და წავედით.
- როგორი უცხოა, როცა ყველა დალევაზე საუბრობს მე კი საქმეზე ვნერვიულობ. პარალელურ სამყაროში მოვხვდი?!
- ამ გოგონას არ გამაცნობთ? - მანჩო ღიმილით წამოდგა ფეხზე.
- მე სია ვარ, - მორიდებით გავუღიმე - მმმ...
- ჩემი შეყვარებულია, მანჩო, - წამეშველა დუჩე - უბრალოდ ამ აზრს ჯერ ვერ მიეჩვია და ხშირად იბნევა ხოლმე.
- ნარცისო! - შევუბღვირე გაბრაზებულმა, მანჩოს გაეცინა.
- სია? - უცნაურად შემომხედა - სია... შენზე ალექსისგან მსმენია, თქვა რომ...
- მანჩო! - ალექსი მაშინვე გვერდით ამოუდგა და მხარზე ხელი გადაჰხვია - წავედითო, ვერ გაიგე?
- მოიცა, რა თქვი ჩემს გოგოზე?
ალექსმა დედამისი სასწრაფოდ გასასვლელისკენ წაიყვანა და დუჩეს სიტყვებს მხოლოდ ხელის აქნევით გამოეპასუხა, ისე რომ უკან არც მოუხედავს.
- მე ვის ველაპარაკები, რა თქვი-თქო ჩემს გოგოზე?! - მიაყვირა გაგულისებულმა, მაგრამ ალექსს ყურადღება არ მოუქცევია, უკანმოუხედავად გავიდა დარბაზიდან -იდიოტი!
- დუჩე...
მინდოდა მისთვის მომხდარის შესახებ რამე მეთქვა, მაგრამ არ დამცალდა, ის იყო ალექსი და მანჩო დარბაზიდან გავიდნენ, რომ ერთ-ერთი აქციონერი, რომელიც სხდომაზე შევნიშნე, ოთახში შემოვიდა. ანერვიულებულმა მიმოიხედა და როგორც კი დუჩე შენიშნა მისკენ გამოემართა. მან, დუჩეს განცხადების შემდეგ, პირველმა დატოვა დარბაზი.
- ბატონო ქავანა, - აღელვებული დუჩეს სწრაფი ნაბიჯით მოუახლოვდა - შეიძლება ცალკე ვისაუბროთ?
- რაზე გსურთ საუბარი? - დუჩემ უკმაყოფილოდ შეუბღვირა.
- ძალიან გთხოვთ, ეს მნიშნველოვანია!
- კარგი, მამაჩემის კაბინეტში ვისაუბროთ...
- აბა, - დუჩემ კაბინეტის კარი მიხურა და მოსაუბრეს წარბშეკრული მიუბრუნდა - ყურადღებით გისმენთ.
- მე... - აღელვებულმა უხერხულად გამომხედა - შეიძლება მარტოს გაგესაუბროთ?
- შეგიძლიათ თამამად ისაუბროთ, - შეაწყვეტინა ცივად.
- დუჩე, მე გავალ.
- ადგილზე დარჩი! - გამომხედა მკაცრად, შემდეგ კი ცივი მზერა მოსაუბრეზე გადაიტანა.
- კარგი, რა გაეწყობა, - აქციონერმა ტუჩები ნერვიულად მოილოკა და დუჩეს შიშით გახედა - არც კი ვიცი ეს როგორ უნდა გითხრათ, ძალიან მრცხვენია.
- ბატონო ვაჟა, პირდაპირ მითხარით რისი თქმაც გსურთ.
დუჩეს სახეზე ინტერესი დაეტყო. აშკარა იყო მოსაუბრეს რაღაც მნიშვნელოვანის თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. ბოლოს ერთი ამოიოხრა და ტყვიამფრქვევივით მიაყარა.
- გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია, ბატონო ქავანა, ასე მოქცევა გვაიძულეს. ალექსის თემა უბრალოდ საბაბი იყო, მისი საწინააღმდეგო არავის არაფერი გვაქვს. მთელი ჩვენი შემადგენლობა მხარს თქვენ გიჭერთ.
გაოცებისგან პირი დავაღე. ყველაფერი ყველაფერი და ამას არ ველოდი. დუჩეს სახე მოეღრუბლა, სკამიდან ნელა წამოიწია და წარბშეკრული აქციონერს მკაცრად მიაჩერდა.
- ვინ გაიძულათ დარბაზის დატოვება?! - იკითხა ხმადაბლა.
- მას თითოეულ ჩვენგანზე ისეთი ინფორმაცია აქვს, რომ გამჟღავნების შემთხვევაში... ღმერთო ჩემო, როგორ მიჭირს ამაზე საუბარი.
- განაგრძე!
- მას ჩვენზე პირადი ინფორმაცია აქვს, ისეთ დეტალებიც კი, რომელიც არ შეიძლება, რომ იცოდეს, მაგრამ ის... ის ხომ გაწაფულია ასეთ საქმეში. მან ბევრს დაუნგრია კარიერა, ოჯახი და ხომ ხვდებით... ჩვენ...
უცებ თავი ცუდად ვიგრძენი, სული შემეხუთა. ეს კაცი რაღაც იდიოტობას როშავდა. მისი საუბრიდან აზრი ვერ გამომქონდა. მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.
- ხმა ამოიღე! ვინ დაგემუქრათ, რომ თუ ჩემს წინააღმდეგ არ წახვიდოდით, ყველას ჩაგძირავდათ?
- მის შესახებ ალბათ გსმენიათ, ვინ არ იცის დღეს მისი სახელი, მას... მას Черный список-ად მოიხსენიებენ!
თავბრუ დამეხვა და წავბარბაცდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სიტყვები მომესმა. დუჩე წამით გახევდა და მოსაუბრეს სახეგაქვავებული მიაჩერდა, ბოლოს ერთი ჩაეცინა, მაგიდას აუღელვებლად შემოუარა და აქციონერს პირდაპირ საკინძეში სწვდა.
- რეებს როშავ, ახვარო?! - წაიღრინა გააფთრებულმა - ვინ მოგაგზავნა?! ვინ დაგავალა ჩემთვის ამ ....ობის თქმა, ხმა ამოიღე, თორე ჩემი ხელით მიგგუდავ!!!
- არა, არა... გეფიცებით, ჩემი ორი შვილის სიცოცხლეს გეფიცებით არაფერს გატყუებთ, - აბუტბუტდა დამფრთხალი - აი, შეხედეთ, ნახეთ, საკუთარი თვალით წაიკითხეთ.
აცახცახებულმა ჯიბეში ხელი ჩაიყო, აიფონი ამოაძვრინა და დუჩეს სწრაფად გაუწოდა. გამძვინვარებულმა ხელი უშვა და ტელეფონი გამოართვა. ეკრანს დახედა და გაყუჩდა. ხუთი წუთის განმავლობაში დაშტერებოდა ტელეფონს და ხმას არ იღებდა.
- ბატონო ქავანა... - წაიკნავლა აქციონერმა - ძალიან გთხოვთ, რაც მანდ ნახეთ... ეს... ეს არავინ არ უნდა გაიგოს, გევედრებით, ოჯახს დავკარგავ.
- დაიკარგე აქედან! - წარმოთქვა მშვიდი ხმით და ტელეფონი ხელში მიაჩეჩა. სახეზე არანაირი ემოცია არ დასთამაშებდა.
- კი მაგრამ...
- გაეთრიე-მეთქი! - იღრიალა უცებ მთელი ხმით.
შეშინებული ისე შევკრთი კინაღამ ტელეფონი გამივარდა ხელიდან. აქციონერმა სწრაფად მოცოცხა კაბინეტიდან და კარი ისე გაიხურა უკან აღარ მოუხედავს. დუჩემ თავი ასწია და გამჭოლი მზერა მომაპყრო. კეფა დამიმძიმდა, თავს აშკარად ცუდად ვგრძნობდი, ცოტაც და გული წამივიდოდა.
- დუჩე... - ხმა ჩამიწყდა - იმედია... იმედია იცი, რომ მე... მე არასდროს...
ერთხანს უხმოდ მიყურა, ისეთი თვალებით მომჩერებოდა, რომ სიტყვა ვეღარ წარმოვთქვი. ბოლოს ნელა მომიახლოვდა და სახეგაქვავებული თავს წამადგა. შეშინებულმა ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
- რა სულელი ხარ, - წაიღრინა გაღიზიანებულმა - რამ გაფიქრებინა, რომ ამ სირობას დავიჯერებდი! მოდი ჩემთან!
მაჯაში ხელი წამავლო, თავისკენ მიმიზიდა და გულში ჩამიკრა. ერთიანად აკანკალებულს კინაღამ გული წამივიდა. სახე მის მკერდში ჩავმალე და დამშვიდება ვცადე. არ გამომივიდა... მუხლი მომეკვეთა და ჩავიკეცე.
- სია! - წამოიყვირა შეშინებულმა და ხელი შემაშველა - ჯანდაბა, სია!
ხელში ამიტაცა და რბილ დივანზე მიმაწვინა. მთელი ორგანიზმი გამიბრუჟდა, ვეღარც კიდურებს ვგრძნობდი და ვეღარც სიტყვის თქმას ვახერხებდი, საშინლად მომეძინა. შავი ბურუსი ცნობიერებას მიხშობდა, თვალებში მუქი წერტილები ამიბრჭყვიალდა, კეფა უარესად დამიმძიმდა და მსუბუქი გულისრევა ვიგრძენი.
- სია, რა გემართება?!
დუჩეს შეშინებულ სახეს ძლივს ვარჩევდი, მისი გამოსახულება ნაცრისფერ ნისლში იკარგებოდა და ხელიდან მეცლებოდა. რეალობას უცნაური აჩრდილები ანაცვლებდნენ. ჩემს წინ უწესრიგოდ დაბორიალობდნენ და გონებას მირევდნენ, მათი მეშინოდა.
- დუჩე... მე... მე...
- ჯანდაბა, ახლავე დავბრუნდები! ექიმს მოვიყვან, ორ წუთში აქ გავჩნდები!
არ დამტოვო-მეთქი, მინდოდა მეთქვა, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამომივიდა. ტელეფონი ხელიდან გამიცურდა და ყრუ ბრაგვანით იატაკზე დავარდა. თვალები დამეხუჭა, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს წყალში ნელ-ნელა ვიძირებოდი. მოულოდნელად ცივი ხელები კისერზე და მუხლებზე შემომეჭდო და ჰაერში ამიტაცეს. შიშისგან ერთიანად დამბურძგლა, აჩრდილები! უსახურმა ლანდებმა, რომლებიც წამის წინ ჩემს თვალწინ დაფარფატებდნენ, მარტო გამომიჭირეს! ჩემი წაყვანა უნდოდათ! მინდოდა მეკივლა, დახმარება მეთხოვა, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამომივიდა.
თვალის გახელა ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე, ქუთუთოები ტყვიასავით დამძიმებოდა. მხოლოდ მის სურნელს ვგრძნობდი... ამ მოჩვენებას სიკვდილის მყრალი და ბილწი სუნი ასდიოდა, შემეშინდა! სასოწარკვეთილი გულში დუჩეს ვუძახდი, მაგრამ მას ჩემი ხმა არ ესმოდა... ბნელმა წყალმა საბოლოოდ ჩამითრია და გონებაც დავკარგე.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმე არ მჯერააა... :დ ვატყობ გათენება მომიწევს.. წავედი წავიკითხო

 


№2 სტუმარი სტუმარი ლია

ხოო... როგორც მივხვდი მკვლელი რენეა , სიას ნარკოტიკი გაუკეთეს...

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime guli. Sxeuli. Tvini da goneba sadacaa gadamecvebaaa. Mapatiet magram renes gauchinarwba ar momconss. Sad cavidaaaaaaaa. Gulo chadeq sagulesaaam anabel axali tavi rodia iqneba rom cotati mainc gaverkve aaaaa. Gmerto chemo shenbxar ai labirintebis dedofaliiiiiii. Moutmenlad veli gagrzelwbasssss

Au rene monikastanaa shekruli da sias narkotili gauketaaa? Arada rogor momcons renww. Magram zalian did saidumlos atarebs da vegar gavige raaaa. Damacyda nervwbiii

 


№4  offline წევრი აბლაბუდა

ვაი მოვკვდები ახლა(( რენე არის ვითომ? ასე როგორ ინიღბებოდა? ერთი პრიობა სია რომ ამბობს არ იქნება რენეო დაემეჯერა, მაგრამ ახლა დავრწმუნდი რომ რენე არის ახსოვს დედამისის მკვლელები, ტიკ ტაკ ტიკ ტაკ თავიდან ხომ ასე იწყება საათის ტიკტიკი მაინც აქვს დამახსოვრებული, დავიჯერო იმ ქალს შეეკრა და თავის ოჯახს დაუშავებს?

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი

ამას როგორ აკეთებ?
ღმერთო ვკანკალებ...
გავათენე.. ხვალე თავს ვერ ავწევ მაგრამ ერთი პროცენტიდაც კი არ ვნანობ ამას...
ღმერთო, უბრალოდ საოცრება ხარ...

ეკეზე გული ჩამწყდა :(

ბევრი დეტალები რომ არ აღვწერო ჩემთვის ყველაზე საყვარელ მომენტზე გადავხტები..

კალანდიაზე კიარ ვგიჟდები უბრალოოოდ მაბოდებს მასზეეე... ღმერთო რა შეშლილი მყაააავს :დ :დ ლოგინიდააან ლამის გადავვარდი, ძლივს ვსუნთქავდი იმდენი ვიცინე :დ :დ ასეთი სრულყოფილად გიჟუნა როგორ არის?! ამიხსენით ვინმემ ასე ძალიან როგორ მაგიჟებს :დ :დ

"-ვაუ, სტუმრად ბაბუაწვერაც გვყოლია! ისე, სულ თეთრებში რა პონტშია, ვინმე მოუკვდა?
საღეჭი რეზინის ღეჭვით ადილარს თავს წაადგა, სათვალე მოიხსნა, თავზე წამოიცვა და ფართოდ გაღიმებულმა სტუმარს თვალი ჩაუკრა.
- ეს არ უთარგმნოთ, - ჩაილაპარაკა დუჩემ ყურსასმენში და ალექსს სახეზე მიკერებული ღიმილით მიუბრუნდა - ყველაფერი ესმის შე სირო, შენ!"
ჩავბჟირდი :დ :დ
"-
ალექს, შეგიძლია ჩაიჯვა?! - დუჩემ უხეშად შეაწყვეტინა.
- ნუ გავიწყდებათ, რომ სხდომაზე ხართ და არა ქუჩაში, იდიოტებო! - კბილებში გამოსცრა ნოვამ."
აი ეს კი პიკი იყოო.. ცხარე ცრემლები მდიოდააა იმდენი ვიცინე, ოღონდ მართლა :დ :დდდდდ
მართლა სერიოზულად ვჭედავ ამ ბიჭზე უკვე, ასე ძაან რატომ შემიყვარდააა :დ <3

"ტიკ ტაკ... ტიკ ტაკ... ტიკ ტოკ ტოკ.."
ამის შემდეგაც?! ამის შემდეგაც რენე ის არ არის მე ვინც მგონიააა?! ნუ გადამრევ :დ
სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას შეეძლო წამლების მიღება შეეწყვიტა და დარწმუნებული ვარ ეს გააკეთა კიდეც... ყველაფერიც ახსოვს! ყველაზე მაგარი კი ისარის რომ ვერ გაამტყუნებ.. ის რაც ჩაიდინა.... უბრალოდ... მე პირადად ვერ გავამტყუნებ... ძალიან დიდი ტრამვა აქვს... ამას ასე 'უბრალოდ'(შოკური თერაპიის მიუხედავად) ვერ დაივიწყებდა.. ძალიან მაინტერესებს რა მოხდა იმ დღეს... ინტრიგაში ვიხრჩობი :დ აღარ შემიძლია...
ეს ბოლო რა იყო? ჰააა?
ოღონდ ახლა ეს ორსულად იყოს და იმას დავაბრალოდ გულის წასვლა?! ჰა?! არაა?! :'(
ოხხხ სერიოზულად?
ვინ ჯანდაბააამ მოწამლა?!
მოწამლეს კი?(მაინც პოზიტიურად ვუყურებ) :დ

შენ ხარ სასწაული გოგო ^-^
შენი ქება რომ დავიწყო ზეგამდე ვერც მოვრჩები :დ
გყვარობ მე შენ, ამდენი ემოციისთვის რაც ამ თავიდან მივიღე <3


შეუდარებელი ოყო!

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

ვინ ჩემის ხუნხულაა ეს черный список-ის უნიჭო პაროდია?!
აი, ერთადერთხელ გავიფიქრე მონიკაზე, ისიც ცხრაასხუთში. შევჩენკოზე თვალები შუბლზე ამივიდა. ცოტა ძაან დაღლევებული ვუყურებდი ეკრანს:დდდდ
ვიღაცას პირადი კბილი აქვს სიაზე, ტო? თუ პროსტა უნდა ხელი შეაწმინდოს?! რა კვერცხობაა, ღმერთო, ტვინი გამომელაყა:დდდდ
მირიანის და ვითომ სიას ჩანაწერები არსებობს "კოლიბრზე" მირიანის საიდუმლო სარდაფში. ახლა კიდევ ვითომ სიას მითითებით ყველა აქციონერი ცვეტში მოტყდა.
ერიჰააა, მაიონეზი არ მომწონს მაინც. აი, რაღაც არის მასში. არაცნობიერი არც ისეთი მარტივი როჟიკოა, რომ ასე დანებდეს. პატარ-პატარა მომენტებში სია იჭერდა, რომ რაღაცას მალავდა რენე.
კაი, დამანებე ერთი თავი.

პინგვინების გამოფენაზე ამაყად შეაბიჯა ბარდიჯანმა ! კევის ტკლაცა-ტკლუციც გავიგონე :დდდდ
"ყველაფერი ესმის შე სი'რო, შენ!" იმდენი ვიხოხე იატაკზე, ზურგი გემრიელად მოვიფხანე:დდდდდ
აი, რომ გამოჩნდა, ალექსას გეფიცები, ტაში შემოვკარი სიხარულისგან. ახლა გავერთობი-მეთქი და კი გავფშიკე ფეხები :დდდ
აუ, კალანდია და გელოვანი კოლიბრით დაიბრიდა, შევჩენკო მოგუდეს.
ეე, მკვლელი მარტო რომ არ იყოს, არ გამიკვირდება.
აუ, სმეტანა მაინც იყოს, ბორშში უფრო გემრიელად ჩავუმატებდი! ნაჰ, რენე ჩემთვის ზესაინტერესო პერსონაჟია. ნეტავ, სახლის მაიონეზია თუ ქარხნული? შევძვრები მაგის ტყავში აუცილებლად.

ღოო, სად ერეკლე და...
იმდენად უყვარს სია, რომ თავისი ხელით შეაძულა საკუთარი თავი. რომ სიას უკამოუხედავად შესძლებოდა მასზე უარის თქმა. ჯანდაბა! მაგრად ვაფასებ! ძალიან მიყვარს და ვიცოდი, რომ თბილ ქიმიას ხელი სისხლში ჰქონდა გასვრილი. მიყვარს, რა. ძალიან მიყვარს. მაგრამ ერთი მომენტი, რაში აი, არანორმალურად არ ვეთანხმები.
მან თქვა, რომ როცა ნამდვილი სახე დაგანახე, გული აგიცრუვდაო. შე'ჩემის განგრეულო, შენ თუ მე საკუთარ თავზე ილუზიას მიქმნი და თახვის ნაცვლად სურიკატი ვარო მტენი, მე ეს ილუზიურად შექმნილი ვითომ სურიკატი მიყვარდება და კახეთის კარტოფილისხელა მოულოდნელი სეტყვასაცით რომ თახვი მატყდება თავს, რა პონტში უნდა მიყვარდეს?!

კალანდია და გელოვანი უეჭველი რენეს დაბრედილია. ეს საათის წიკ-წიკი ემთხვევა კალანდიას მკვლელობის დროს ტიკ-ტაკს. თან გელოვანმა მრავლობითში რომ თქვა, არ გვინდოდაო.
კაი, ჯანდაბას. ეს ხუნხულა ვინაა?!

 


№7  offline ახალბედა მწერალი belle...

ვაიმე კომენტარები გადავიკითხე და იმდენი ვიცინე თვალზე ცრემლი მომადგა laughing laughing laughing ძააან საყვარლები ხართ აი ყველაფრით! laughing laughing
ნუ კალანდია რომ ყველგან კალანდიაა ვიცით და მაინც რაზე მინდა რომ ყურადღება გაგიმახვილოთ <3 კალანდიას ასეთი აგდებული დამოკიდებულება არ ჰქონია კომპანიის მიმართ - გახსოოოოოვთ???? თუნდაც, ის მომენტები როცა დუჩეს მიუთითებს საქმეს მეტი ყურადღება მიაქციეო. როცა კალანდია (ლევანა ;დდდ ) ცოცხალი იყო კალანდია კომპანიაზე ზრუნავდა. მისი სიკვდილის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. რა იყო რეალური მიზეზი? - დეტალებში იქექეთ! ყველა წინადადებაში გემალებათ რაღაც. მე არ ვგულისხმობ იმას რომ კალანდიაზე მიგითითებთ რამეს. (მინიშნებები რომ არ მჩვევია კი იცით ;დდდ ) უბრალოდ ტექსტს მეტი ყურადღებით მიუდექით. ბოლო ეპიზოდებია მითმეტეს. ძალიან ბევრი დეტალი და წვრილმანი გამოგრჩათ. ეს დეტექტიური ჟანრის წიგნია ჩემო ტკბილებო და საყვარლებო - ყველაფერი წვრილმანებში და დეტალებში გემალებათ რაზეც ყურადღებას არ ამახვილებთ იმიტომ რომ მოხერხებულად გიგდებთ აქცენტს ცოტა სხვა რამეებზე ;დდდდდ მერეც დასასრულს უნდა მითხრათ "ვაიმე, შანსი არააო!" ჰოდა რავიცი მე ;დდდდდდდდდდ დეტალები შეიყვარეთ!!!!!!!!! <3 <3 <3 <3 ნაჟიზნეც გამოგადგებათ ;დდდდდდდდდ <3 <3 <3 პ.ს. მადლობა თითოეულ თქვენგანს კომენტარისთვის (რაც უფრო დიდია ხოლმე უფრო მეტი სიამოვნებით ვკითხულობ;დდდდდ ) და დილის განწყობისთვის. "იგრიალე ოქრო კომებშიო" ჩემთვისაა შექმნილი ეს წინადადება მგონი ;დდდდდდ პ.ს.ს. ამ ღამიდან ვიწყებ ფინალური ეპიზოდების დადებას. ან გავყოფ ორად ან ერთ ატვირთვაშიც გამოვა. მაგრამ "პაზლების ქურდი" ის "წიპშა" არაა ასე მარტივად ამოგასუნთქოდ ასე რომ ორად გაგიყოფთ რომ დაფიქრების საშუალება მოგცეთ <3 <3 გყვარობთ!!!!

 


№8  offline მოდერი Catherine Di Perso

belle...
ვაიმე კომენტარები გადავიკითხე და იმდენი ვიცინე თვალზე ცრემლი მომადგა laughing laughing laughing ძააან საყვარლები ხართ აი ყველაფრით! laughing laughing
ნუ კალანდია რომ ყველგან კალანდიაა ვიცით და მაინც რაზე მინდა რომ ყურადღება გაგიმახვილოთ <3 კალანდიას ასეთი აგდებული დამოკიდებულება არ ჰქონია კომპანიის მიმართ - გახსოოოოოვთ???? თუნდაც, ის მომენტები როცა დუჩეს მიუთითებს საქმეს მეტი ყურადღება მიაქციეო. როცა კალანდია (ლევანა ;დდდ ) ცოცხალი იყო კალანდია კომპანიაზე ზრუნავდა. მისი სიკვდილის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. რა იყო რეალური მიზეზი? - დეტალებში იქექეთ! ყველა წინადადებაში გემალებათ რაღაც. მე არ ვგულისხმობ იმას რომ კალანდიაზე მიგითითებთ რამეს. (მინიშნებები რომ არ მჩვევია კი იცით ;დდდ ) უბრალოდ ტექსტს მეტი ყურადღებით მიუდექით. ბოლო ეპიზოდებია მითმეტეს. ძალიან ბევრი დეტალი და წვრილმანი გამოგრჩათ. ეს დეტექტიური ჟანრის წიგნია ჩემო ტკბილებო და საყვარლებო - ყველაფერი წვრილმანებში და დეტალებში გემალებათ რაზეც ყურადღებას არ ამახვილებთ იმიტომ რომ მოხერხებულად გიგდებთ აქცენტს ცოტა სხვა რამეებზე ;დდდდდ მერეც დასასრულს უნდა მითხრათ "ვაიმე, შანსი არააო!" ჰოდა რავიცი მე ;დდდდდდდდდდ დეტალები შეიყვარეთ!!!!!!!!! <3 <3 <3 <3 ნაჟიზნეც გამოგადგებათ ;დდდდდდდდდ <3 <3 <3 პ.ს. მადლობა თითოეულ თქვენგანს კომენტარისთვის (რაც უფრო დიდია ხოლმე უფრო მეტი სიამოვნებით ვკითხულობ;დდდდდ ) და დილის განწყობისთვის. "იგრიალე ოქრო კომებშიო" ჩემთვისაა შექმნილი ეს წინადადება მგონი ;დდდდდდ პ.ს.ს. ამ ღამიდან ვიწყებ ფინალური ეპიზოდების დადებას. ან გავყოფ ორად ან ერთ ატვირთვაშიც გამოვა. მაგრამ "პაზლების ქურდი" ის "წიპშა" არაა ასე მარტივად ამოგასუნთქოდ ასე რომ ორად გაგიყოფთ რომ დაფიქრების საშუალება მოგცეთ <3 <3 გყვარობთ!!!!

აი, შენზე უნამუსო მეორე არ დაბადებულა! გვაპამპულავებს და გვეკაიფება აქ ფილარმონია ადამიანობებს! ქავთარაძეზე არ მომიყვანო მთაწმინდიდან ფეხით ჩამოვალ იცოდე!

 


№9  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
belle...
ვაიმე კომენტარები გადავიკითხე და იმდენი ვიცინე თვალზე ცრემლი მომადგა laughing laughing laughing ძააან საყვარლები ხართ აი ყველაფრით! laughing laughing
ნუ კალანდია რომ ყველგან კალანდიაა ვიცით და მაინც რაზე მინდა რომ ყურადღება გაგიმახვილოთ <3 კალანდიას ასეთი აგდებული დამოკიდებულება არ ჰქონია კომპანიის მიმართ - გახსოოოოოვთ???? თუნდაც, ის მომენტები როცა დუჩეს მიუთითებს საქმეს მეტი ყურადღება მიაქციეო. როცა კალანდია (ლევანა ;დდდ ) ცოცხალი იყო კალანდია კომპანიაზე ზრუნავდა. მისი სიკვდილის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. რა იყო რეალური მიზეზი? - დეტალებში იქექეთ! ყველა წინადადებაში გემალებათ რაღაც. მე არ ვგულისხმობ იმას რომ კალანდიაზე მიგითითებთ რამეს. (მინიშნებები რომ არ მჩვევია კი იცით ;დდდ ) უბრალოდ ტექსტს მეტი ყურადღებით მიუდექით. ბოლო ეპიზოდებია მითმეტეს. ძალიან ბევრი დეტალი და წვრილმანი გამოგრჩათ. ეს დეტექტიური ჟანრის წიგნია ჩემო ტკბილებო და საყვარლებო - ყველაფერი წვრილმანებში და დეტალებში გემალებათ რაზეც ყურადღებას არ ამახვილებთ იმიტომ რომ მოხერხებულად გიგდებთ აქცენტს ცოტა სხვა რამეებზე ;დდდდდ მერეც დასასრულს უნდა მითხრათ "ვაიმე, შანსი არააო!" ჰოდა რავიცი მე ;დდდდდდდდდდ დეტალები შეიყვარეთ!!!!!!!!! <3 <3 <3 <3 ნაჟიზნეც გამოგადგებათ ;დდდდდდდდდ <3 <3 <3 პ.ს. მადლობა თითოეულ თქვენგანს კომენტარისთვის (რაც უფრო დიდია ხოლმე უფრო მეტი სიამოვნებით ვკითხულობ;დდდდდ ) და დილის განწყობისთვის. "იგრიალე ოქრო კომებშიო" ჩემთვისაა შექმნილი ეს წინადადება მგონი ;დდდდდდ პ.ს.ს. ამ ღამიდან ვიწყებ ფინალური ეპიზოდების დადებას. ან გავყოფ ორად ან ერთ ატვირთვაშიც გამოვა. მაგრამ "პაზლების ქურდი" ის "წიპშა" არაა ასე მარტივად ამოგასუნთქოდ ასე რომ ორად გაგიყოფთ რომ დაფიქრების საშუალება მოგცეთ <3 <3 გყვარობთ!!!!

აი, შენზე უნამუსო მეორე არ დაბადებულა! გვაპამპულავებს და გვეკაიფება აქ ფილარმონია ადამიანობებს! ქავთარაძეზე არ მომიყვანო მთაწმინდიდან ფეხით ჩამოვალ იცოდე!

შენ შემოგევლე მე გულში ძალიან ღრმად რომ მიყვარხარ!!!!!!!!!!!!!! <3333333333 ;დდდდდ ჩემი ღვინისფერი! <33333333 ორი დადებაღა დარცა და მომიშორებთ ;დდდდდდდდდ

 


№10  offline წევრი ვიპნი

შენს მოთხრობაზე იმხელა კომენტარებს დებენ,მე უბრალო მოკვდავს სურვილი მიჩნდება ჩემთვის ჩუმად ვიჯდე :( წარმატებები ყველგან ❣️

 


№11 სტუმარი სტუმარი ანი

belle...
ვაიმე კომენტარები გადავიკითხე და იმდენი ვიცინე თვალზე ცრემლი მომადგა laughing laughing laughing ძააან საყვარლები ხართ აი ყველაფრით! laughing laughing
ნუ კალანდია რომ ყველგან კალანდიაა ვიცით და მაინც რაზე მინდა რომ ყურადღება გაგიმახვილოთ <3 კალანდიას ასეთი აგდებული დამოკიდებულება არ ჰქონია კომპანიის მიმართ - გახსოოოოოვთ???? თუნდაც, ის მომენტები როცა დუჩეს მიუთითებს საქმეს მეტი ყურადღება მიაქციეო. როცა კალანდია (ლევანა ;დდდ ) ცოცხალი იყო კალანდია კომპანიაზე ზრუნავდა. მისი სიკვდილის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. რა იყო რეალური მიზეზი? - დეტალებში იქექეთ! ყველა წინადადებაში გემალებათ რაღაც. მე არ ვგულისხმობ იმას რომ კალანდიაზე მიგითითებთ რამეს. (მინიშნებები რომ არ მჩვევია კი იცით ;დდდ ) უბრალოდ ტექსტს მეტი ყურადღებით მიუდექით. ბოლო ეპიზოდებია მითმეტეს. ძალიან ბევრი დეტალი და წვრილმანი გამოგრჩათ. ეს დეტექტიური ჟანრის წიგნია ჩემო ტკბილებო და საყვარლებო - ყველაფერი წვრილმანებში და დეტალებში გემალებათ რაზეც ყურადღებას არ ამახვილებთ იმიტომ რომ მოხერხებულად გიგდებთ აქცენტს ცოტა სხვა რამეებზე ;დდდდდ მერეც დასასრულს უნდა მითხრათ "ვაიმე, შანსი არააო!" ჰოდა რავიცი მე ;დდდდდდდდდდ დეტალები შეიყვარეთ!!!!!!!!! <3 <3 <3 <3 ნაჟიზნეც გამოგადგებათ ;დდდდდდდდდ <3 <3 <3 პ.ს. მადლობა თითოეულ თქვენგანს კომენტარისთვის (რაც უფრო დიდია ხოლმე უფრო მეტი სიამოვნებით ვკითხულობ;დდდდდ ) და დილის განწყობისთვის. "იგრიალე ოქრო კომებშიო" ჩემთვისაა შექმნილი ეს წინადადება მგონი ;დდდდდდ პ.ს.ს. ამ ღამიდან ვიწყებ ფინალური ეპიზოდების დადებას. ან გავყოფ ორად ან ერთ ატვირთვაშიც გამოვა. მაგრამ "პაზლების ქურდი" ის "წიპშა" არაა ასე მარტივად ამოგასუნთქოდ ასე რომ ორად გაგიყოფთ რომ დაფიქრების საშუალება მოგცეთ <3 <3 გყვარობთ!!!!

შემეშინდა... ეს ლაპარაკი კალანდიაზე მე მაშინებს :( მაააგრამ ის არ იქნება.. არა! რო იყოს ჩემ ბღავილს მანდ გაიგონებ სადაც ხარ :დ
ვერ გადავიტან კალანდია რომ აღმოჩნდეს საქმეში გარეული..

პ.ს და ხო ასე აშკარად შენ ისტორიაში არაფერს არ მიუთითებდი :დ ხოუნდა გვაწამოო არა:დ

 


№12  offline წევრი მე მინე

აუუ ეკეზე გული მეტკინა.როგორ შეიძლება ადამიანები ასე ფუჭდებოდნენ? სიყვარული თუ რაღაცა ჯანდაბა ასეთად არ აქცევს ადამიანებს?ეს ალბათ ყველა ადამიანშია ბნელი მხარე,რომელსაც გამუდმებით ვეწინააღმდეგებით თუმცა რაღაც გარდამწყვეტ მომენტში იჩენს და აჩენს ჩვენს რეალურ სახეს.როგორც ეკეს შემთხვევაში.
თან მგონი ეკევრაღაცსბს ხლართავს?სიას და დუჩეს დასახმარებლად რომ მივიდა უთხრა რომ დუდაევის ხალხი იყო მათ მოსაკლავად მოსული მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ სინამდვილეში იმ წაკლა ქალს მიუგზავნია ხალხი.მგონია რო ეკე სინამდვილეში დუჩეა მოწინააღმდეგის მხარეს გადავიდა და აქამდე კარგად თამაშობდა.მაგრამ რაღაც მომენტები რომ მახსენდება ვერ ვიჯერებ,როგორ ნანობდა და განიცდიდა სიას სიკვდილს, თავის თავს როგორ ადანაშაულებდა.
სიას სიყვარული ვერ მიიღო და გაბოროტდა თუ დუჩევრომ აირჩია ამიტო გახდა ასეთი ?ვერ გადამიწყვეტია რახდება??მე უფრო მეორე ვარიანტი მგონია
მოკლედ მოულოდნელად ველოდები შემდეგ თავს რით გამაოცებ.მართლა მავიწყდებოდა რენეს უცნაური საქციელი მაფიქრებს, რომ ის არის ის შურისმაძიებელი ,
მოკლედ გელოდები გელოდები მოუთმენლად.
--------------------
მ.კ

 


№13 სტუმარი ირენე

...თუ რენე არის ამ ყველაფრის უკან, გასაკვირიც და მიუღებელიც არაფერია... მკვლელები დასაჯა... ალბათ, ნოვასაც მოსთხოვს პასუხს ოჯახი რომ ვერ დაიცვა, შვილის გვერდით არ იყო, ნათესავებთან გაგზავნა და ტანჯვისთვის გაიმეტა...

 


№14  offline ახალბედა მწერალი belle...

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რენეს პერსონაჟი ძალიან ძალიან საინტერესოა <3 <3 <3 ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია რაც შეეხება ეკეს... მოდით გულწრფელად და ადამიანურად მივუდგეთ საკითხს. ნუ შეხედავთ ყველაფერს იმ გადმოსახედიდან, რომ ვიღაცას "პაძეშკას" ვაძლევთ - ამ შემთხვევაში დუჩეს. ეკეს ადგილას წარმოიდგინეთ თავი. თქვენ რას იგრძნობდით? ამით მისი საქციელის გამართლებას არ ვცდილობ, უბრალოდ ხაზს ვუსვამ რომ ადამიანია და იდეალურობა და მსხვერპლშეწირვა არ უნდა მოსთხოვოთ. ბევრი ჩავდე მასში, ეკე არანაკლებ ღრმა საინტერესო და მიმზიდველი პერსონაჟია ისევე როგორც რენე, ალექსი და დუჩე. ყველას ინდივიდუალური ღირსება და ნაკლი აქვს. მთავარია მისი არამარტო დანახვა არამედ სწორი დანახვა სანამ რომელიმეს გააკრიტიკებთ იქამდე საკუთარი თავები დავაყენოთ მათ ადგილას. თქვენ როგორ მოიქცეოდით? მიუხედავად იმისა რომ ჩემი ხელით იწერებოდა ეს ისტორია მათი ქმედებები, ფიქრები და საუბრები ჩემგან კიარა თითოეული მათგანისგან მოდიოდა. ბევრი მასწავლეს, ძალიან ბევრი მასწავლეს იმისთვის რომ ცხოვრებაში გავზრდილიყავი ^_^ <3 <3

 


№15  offline წევრი orioni

ძალიან მაგრად წერ, სიტყვები არ მყოფნის კარგი გამართული დეტექტივია. რომელიც ძალიან ახლოსაა ჩვენს რეალობასთან. თავად ამბობ დეტალებს დააკვირდითო, აქამდე რენე გამორიცხული მყავდა მაგრამ ამ თავში დავრწმუნდი რომ ისაა, მესამე ნაწილის პირველი თავი იწყება ლევანის სიკვდილით, სადაც ეს ტიკ-ტოკ ტიკ-ტოკ ამბობ, ეს საგულისხმოა რადგან ეს ახასიათებს რენესაც. აშკარად მეხსიერება არ დაუკარგავს,ამას კარგად მალავს. დედის მკვლელებზე იძია შური. სავარაუდოდ დუჩეს დედის სიკვდილიც უნდოდა მაგრამ არ გამოუვიდა,თუმცა ასე ცხოვრება უარესია. მამას კი იმას ართმევს რაც ყველაზე ძალიან უყვარს, რომლის გამოც დედამისთან ურთიერთობა აერია, საკუთარ კომპანიას. ყველაზე რეალური ეს მგონია, ასე ყველას თავისი ახსნა აქვს, სიას გატაცება რაში აწყობდა ჯერ ვერ ვხვდები, ამასაც მალე აეხდება ფარდა.

 


№16  offline ახალბედა მწერალი belle...

orioni
ძალიან მაგრად წერ, სიტყვები არ მყოფნის კარგი გამართული დეტექტივია. რომელიც ძალიან ახლოსაა ჩვენს რეალობასთან. თავად ამბობ დეტალებს დააკვირდითო, აქამდე რენე გამორიცხული მყავდა მაგრამ ამ თავში დავრწმუნდი რომ ისაა, მესამე ნაწილის პირველი თავი იწყება ლევანის სიკვდილით, სადაც ეს ტიკ-ტოკ ტიკ-ტოკ ამბობ, ეს საგულისხმოა რადგან ეს ახასიათებს რენესაც. აშკარად მეხსიერება არ დაუკარგავს,ამას კარგად მალავს. დედის მკვლელებზე იძია შური. სავარაუდოდ დუჩეს დედის სიკვდილიც უნდოდა მაგრამ არ გამოუვიდა,თუმცა ასე ცხოვრება უარესია. მამას კი იმას ართმევს რაც ყველაზე ძალიან უყვარს, რომლის გამოც დედამისთან ურთიერთობა აერია, საკუთარ კომპანიას. ყველაზე რეალური ეს მგონია, ასე ყველას თავისი ახსნა აქვს, სიას გატაცება რაში აწყობდა ჯერ ვერ ვხვდები, ამასაც მალე აეხდება ფარდა.

დაელოდე შემდეგ თავებს სულ ორი დადებაღა დამრჩა და ყველაფერს ფარდა აეხდება <3 <3 <3 მერე საინტერესო იქნება ნამდვილად თქვენი რეაქციები მოლოდინიც და გამყარებული იმედებიც პერსონაჟებთან დაკავშირებით ერთი სული მაქვს! <3 <3 <3

 


№17 სტუმარი ირენე

მთავარ გმირს, სიას, პიროვნების გაორება ხომ არ სჭირს? უფრო საინტერესო იქნედოდა..

 


№18  offline აქტიური მკითხველი grafo

აჰა, წავიკითხე კომენტრები (ისტორიას გადავურბინე :D ) და ე.ი. ჯერაც არაფერი არ გარკვეულა.
დეტალებზე ყურადღების გამახვილებაზე გამახსენდა, აქ ერთი ავტორიც დებდა დეტექტიურ რომანს, ოღონდ მოცულობით უფრო პატარა თავები იყო და აქტიურად ვკითხულობდი. დაგვაწყდა ნერვები მკითხაობით მკითხველს, ის კიდევ "კაიფობდა" ჩვენზე :)).
ბოლოსკენ იყო რაღაც სიტყვა, ერთადერთი სიტყვა, რაზეც უცებ მწვანე ამენთო და ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშირა.
მე ხომ ბედნიერი ვიყავი ჩემი აღმოჩენით, თან რამხელა ადრენალინი იყო ამ ერთი სიტყვით რომ აკავშირებ მთელ ისტორიას და ხვდები, როგორ გვეთამაშება ავტორი. მაგრამ, ისიც გახარებული იყო, ე.ი. ტყუილად არ მიწვალიაო :)).

 


№19  offline წევრი duchi_duchi

ჩვეულებრივად ვჭედავ ალექსზე შემიყვარდა და რა გავაკეთო?რენეს ყველაფერი ახსოვს და ვფიქრობ რომ მან მოკლა მირიანი და ლევანი.რაც შეეხება ბოლო სცენას ნუთუ სანდრომ დაუგზავნა აუქციონერებს ინფორმაცია რაც მათზე ქონდათ?აუ ავირიე ძალიან.ბოლოს რენემ წაიყვანა სია?რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს?ავტორო!!!გასაგიჟებელი რაღაც რომ გაქვს შექმნილი იცი თუ მე გითხრა?

 


№20 სტუმარი სტუმარი ლიკა

ღმერთო , ერთი კალანდია მესროლე, რა იქნება, ა? მკვლელზე მსჯელობას რაც შეეხება, დრო მართლა არ მაქვს დეტალურად ჩავუჯდე და თავი ვიმტვრიო, გადაღლილი გადარბენებზე ვკითხულობ ხოლმე, პრინციპში არც მეხერხება ეგეთი რაღაცები. ამიტომ , უბრალოდ ახალ თავებს დაველოდები <3
ლავ ია <3

ღმერთო , ერთი კალანდია მესროლე, რა იქნება, ა? მკვლელზე მსჯელობას რაც შეეხება, დრო მართლა არ მაქვს დეტალურად ჩავუჯდე და თავი ვიმტვრიო, კარანტინის მერე გადაღლილი გადარბენებზე ვკითხულობ ხოლმე,სორი ამისთვის:( მანამდე კი ვკითხულობდი გემრიელად.
ამიტომ , უბრალოდ ახალ თავებს დაველოდები <3
ლავ ია <3

 


№21  offline ახალბედა მწერალი belle...

duchi_duchi
ჩვეულებრივად ვჭედავ ალექსზე შემიყვარდა და რა გავაკეთო?რენეს ყველაფერი ახსოვს და ვფიქრობ რომ მან მოკლა მირიანი და ლევანი.რაც შეეხება ბოლო სცენას ნუთუ სანდრომ დაუგზავნა აუქციონერებს ინფორმაცია რაც მათზე ქონდათ?აუ ავირიე ძალიან.ბოლოს რენემ წაიყვანა სია?რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს?ავტორო!!!გასაგიჟებელი რაღაც რომ გაქვს შექმნილი იცი თუ მე გითხრა?

ძაან რომ მაბედნიერებს შენი კომენტარი ხვდები თუ მე გითხრა? ;დდდდ <3 <3 <3 <3

 


№22 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Me mainc vfiqrob rom rene dgas yvela mkvlelobis ukan, ese chans, davelodebi bolo nawils.

Martla dzalian momwons, ro vkitxulobt saqmec damaviwyda xolme, ise mitrevs:-):-D

 


№23  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი Mariamimari
Me mainc vfiqrob rom rene dgas yvela mkvlelobis ukan, ese chans, davelodebi bolo nawils.

Martla dzalian momwons, ro vkitxulobt saqmec damaviwyda xolme, ise mitrevs:-):-D

ზუსტად ეგ მინდა მეც! კითხვისას მარტო მე უნდა მეკუთვნოდეთ! joy joy <333333333333333

grafo
აჰა, წავიკითხე კომენტრები (ისტორიას გადავურბინე :D ) და ე.ი. ჯერაც არაფერი არ გარკვეულა.
დეტალებზე ყურადღების გამახვილებაზე გამახსენდა, აქ ერთი ავტორიც დებდა დეტექტიურ რომანს, ოღონდ მოცულობით უფრო პატარა თავები იყო და აქტიურად ვკითხულობდი. დაგვაწყდა ნერვები მკითხაობით მკითხველს, ის კიდევ "კაიფობდა" ჩვენზე :)).
ბოლოსკენ იყო რაღაც სიტყვა, ერთადერთი სიტყვა, რაზეც უცებ მწვანე ამენთო და ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშირა.
მე ხომ ბედნიერი ვიყავი ჩემი აღმოჩენით, თან რამხელა ადრენალინი იყო ამ ერთი სიტყვით რომ აკავშირებ მთელ ისტორიას და ხვდები, როგორ გვეთამაშება ავტორი. მაგრამ, ისიც გახარებული იყო, ე.ი. ტყუილად არ მიწვალიაო :)).

აქ პირიქით ხდება, რომ გგონია ამოხსენი ხახამშრალი რჩები ;დდდდდდდდ <3 <3 სახალისოა ;დდდდდ <3 თან საინტერესო <3

 


№24  offline წევრი ლი კა

ვიცოდი,ვიცოდი!
ლევანის სიკვდილით ყველაფერი თავისით დალაგდა...პაზლებმა ერთმანეთთან დალაგება და მორგება დაიწყეს! მივხვდი, რატომ ვერ ვხსნიდი ელენეს მოწამვლის მიზეზს. :დ :დ

“1993 წელი, 17 ოქტომბერი, საღამოს 23:10წუთი! რამეს ხომ არ გახსენებს ლევან?”

აქ იმდენად ცხადად ჩანს მკვლელი...ტიკ-ტაკ...ტიკ-ტაკ...ტიკ-ტაკ...

ბრავო! ბარავო შენს ფანტაზიას... ისეთი ჩამთრევი და ისეთი საინტერესოა.

იმდენად რეალური პერსონაჟები გყავს... ნაკლებით,დადებითი მხარეებით, ჩვევებით, ცოდვებით.

სულ,სულ უნდა წერო ❤️

 


№25  offline ახალბედა მწერალი belle...

ლი კა
ვიცოდი,ვიცოდი!
ლევანის სიკვდილით ყველაფერი თავისით დალაგდა...პაზლებმა ერთმანეთთან დალაგება და მორგება დაიწყეს! მივხვდი, რატომ ვერ ვხსნიდი ელენეს მოწამვლის მიზეზს. :დ :დ

“1993 წელი, 17 ოქტომბერი, საღამოს 23:10წუთი! რამეს ხომ არ გახსენებს ლევან?”

აქ იმდენად ცხადად ჩანს მკვლელი...ტიკ-ტაკ...ტიკ-ტაკ...ტიკ-ტაკ...

ბრავო! ბარავო შენს ფანტაზიას... ისეთი ჩამთრევი და ისეთი საინტერესოა.

იმდენად რეალური პერსონაჟები გყავს... ნაკლებით,დადებითი მხარეებით, ჩვევებით, ცოდვებით.

სულ,სულ უნდა წერო ❤️

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ლიკა <3 <3 <3 <3 <3

 


№26  offline აქტიური მკითხველი terooo

Მგონია რომ ორსულად არის. Აბა არც წყალი დაულევია და დუჩეს გარდა არავინ შეხებია

 


№27  offline ახალბედა მწერალი belle...

terooo
Მგონია რომ ორსულად არის. Აბა არც წყალი დაულევია და დუჩეს გარდა არავინ შეხებია

ვნახოთ თუ გაგიმართლდება მოლოდინები <3 <3

 


№28  offline წევრი Gone With Dreams

ჯ ა ნ დ ა ბ ა!
შენ რა, გვეღადავები? :))))
ვაიმეეე, საიდან უნდა დავიწყო არ ვიცი, ვალლაჰი.
პირველ რიგში, ეკე ძალიან მეწყინა, აი ძალიან. გული მომიბრუნდა მისკენ, დუჩეს და მისი მეგობრობაც კი დავიჯერე და რაღაც კარგის მოლოდინში ვიყავი, მგონი დუჩესა და ეკეზე უფრო დამწყდა გული, ვიდრე სიასა და ეკეზე.
ალექსი არის არანორმალური და მიყვარს :)) თათბირის სცენებზე ისტერიკულად ვიცინოდი, ოღონდ მართლაა:))
ამ ბოლო სცენამ ძაან დადებითად შემომატრიალა ნოვასა და რენესკენ, მაგრამ თან ძალიან გამიღრმაცა ეჭვები. ნოვამ გაიგო სიას ვინაობა, მაგრამ კომპანიაზე ისე ნერვიულობს, აქციონერების ასე პანტა-პუნტით გაყრა სჭირდებოდა? არ ვიცი, თავში აჯაფსანდალი მაქვს.
დუჩეს და ალექსის დაახლოებამ ძაან გამახარა.
ნუ, სიაზე ერთი იმას ვეჭვობ "კოლობრი" გამოსცადა საკუთარ თავზე? :))
მონიკას ჩორტები და პირადი შურისძიებაა?
რა ხდებააა? :))

პ.ს წუხელ ღამეც ხო ძლივს დავიძინე, შენი პერსონაჟები მესიზმრებოდნენ მთელი ღამე და სავარაუდოდ არც ახლა მიწერია ძილი. )))
--------------------
...

 


№29  offline ახალბედა მწერალი belle...

Gone With Dreams
ჯ ა ნ დ ა ბ ა!
შენ რა, გვეღადავები? :))))
ვაიმეეე, საიდან უნდა დავიწყო არ ვიცი, ვალლაჰი.
პირველ რიგში, ეკე ძალიან მეწყინა, აი ძალიან. გული მომიბრუნდა მისკენ, დუჩეს და მისი მეგობრობაც კი დავიჯერე და რაღაც კარგის მოლოდინში ვიყავი, მგონი დუჩესა და ეკეზე უფრო დამწყდა გული, ვიდრე სიასა და ეკეზე.
ალექსი არის არანორმალური და მიყვარს :)) თათბირის სცენებზე ისტერიკულად ვიცინოდი, ოღონდ მართლაა:))
ამ ბოლო სცენამ ძაან დადებითად შემომატრიალა ნოვასა და რენესკენ, მაგრამ თან ძალიან გამიღრმაცა ეჭვები. ნოვამ გაიგო სიას ვინაობა, მაგრამ კომპანიაზე ისე ნერვიულობს, აქციონერების ასე პანტა-პუნტით გაყრა სჭირდებოდა? არ ვიცი, თავში აჯაფსანდალი მაქვს.
დუჩეს და ალექსის დაახლოებამ ძაან გამახარა.
ნუ, სიაზე ერთი იმას ვეჭვობ "კოლობრი" გამოსცადა საკუთარ თავზე? :))
მონიკას ჩორტები და პირადი შურისძიებაა?
რა ხდებააა? :))

პ.ს წუხელ ღამეც ხო ძლივს დავიძინე, შენი პერსონაჟები მესიზმრებოდნენ მთელი ღამე და სავარაუდოდ არც ახლა მიწერია ძილი. )))

კულმინაციას უახლოვდები და მეც ვიძაბები ;დდდდდ გეუბნები მოლოდინებთან ვერ მეგობრობს პაზლები. ისეთი დაძაბული ვათვალიერებ ხოლმე გვერდს როგორც კი შენი კომენტარი მიჩანს ეგრევე ცბიერი ღიმილით შემოვდივარ ხოლმე ;დდდდდდ სულ ცოტაღა დარჩა <3 <3 დუჩე/ეკე ჩემთვის საყვარელი ბრომანსია <3 <3 კალანდია... შერეკილი როგორც ყოველთვის. მას და დუჩეს ისე უყვართ ერთმანეთი ლევანის გრეხები ვერ გადაწონის <3 <3 რავი როგორ გითხრა ველოდები რა შთაბეჭდილებებს ცოტაღა დაგრჩა ;დდდდდდდდდდდდდ

 


№30  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვაიმეე, როგორც იქნა მოვაბი თავი და წავიკითხე...
ისე მაქვს გული აჩქარებული, შენ კარგად იყავი :დდდ რატომ მაქვს? იმიტომ რომ "ის" ვიპოვე! დიახაც! მგონია, რომ ვიპოვე და ჯერ ორი ნაწილი კიდევ მაწვს წასაკითხი და მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა მოხდეს იქ, არ გადავთქვამ. დაე შევცდე!
ჯერ წინა ნაწილზე რომ მიპასუხე, სიამ მთავარი პაზლი იპოვაო, სულ გადავირიე. მევთქვი რა? სანდროსთან დიალოგს ჩამარცვლუთ ვკითხულობდი და რა გამომრჩა? წავედი კიდევ წავიკითხე, მაგრამ თავ-გზა მაქვს არეული, რაღაცები ჩემს ვარაუდებსაც ემთხვევა. მევთქვი, მოდი არ მინდა ტვინის ჭყ,ლეტვა. ხოდა, აი ამ ნაწილში რა მოხდა... თავიდან დავიწყებ.
ძალიან მწყდება გული ეკეზე... ამ შარში სხვის გამოა. ასეთად რომ იქცა ესეც სხვის გამოა, და ახლა ვხვდები, რომ ამბობდი ეკე ძალიან იჩაგრებაო, რას გულისხმობდი. ძნელია სიყვარულზე რომ არ გპასუხობენ, ვიცი, მაგრამ უფრო ძნელია, შენზე წარმოდგენას რომ იცვლიან. გულს გიჭამს ეს ფაქტი. ის, რაც სიასთან გააკეთა, საკუთარი თავისთვის ტკენა უფრო იყო, ვიდრე სეასთვის. იმდენად ცუდადაა ეს ბიჭი, რომ არაფრად უღირს არც სიცოცხლე და არც სხვების აზრი აღარ აინტერესებს და ძალიან არ მინდა ამან რამე ავნოს. გარემოებების მსხვერპლია და მეზიზღება ასეთი უსამართლობა.
მონიკაო! კი ვიცოდი, რომ შენ აქ უქმად ნახსენები პერსონაჟები არ გყავს, მაგრამ ამ ქალს კიდევ თუ ახსენებდი და თან ამ კონტექსტში, ვახ ჩემი, მართლა ვერ ვიფიქრებდი. ნუ, ნარკოტიკები გასაგებია, მაგრამ ეს შხამი რომ არაა მასთან კავშირში მაგის მჯერა. შხამს ნარკოტიკში "ის" ურევს და საქმეს აფუჭებს. რატომ? ამის გამოცნობას არ ვცდილობ. მე იმითიც კმაყოფილი ვარ, რომ გამოვიცანი მისი ვინაობა და ახლა დავაკვირდები, როგორ ითამაშებს და ამ ხოცვის მიზეზის გამხელასაც უბრალოდ დავუცდი. :დდ
აი, სიას ნაგლობამ მაგრად გაასწორა :დდ ფეხში ვესროლეო, მევთქვი რაა? სია, ეტა ტი? :დდდ მაგ ქალს კისერი უნდა მოსწყვიტონ, ფეხი საკმარისი არაა.
დუჩე არის ყველაზე, ყველაზე მაგარი ვინმე. რანაირი შეგნებულია, რანაირი თანაგრძნობის უნარი აქვს. რანაირი კეთილი და მოაზროვნე პერსონაჟია... ვაი-მე... არც ერთი მისი ეპიზოდი მისავიწყებელი არ ყოფილა, მაგრამ ამ მაწილში იყო ბოსი! :დდდ ბოსი თავის თავთანაც და აქციონერებთან ხო საერთოდ! მის გეგმას რაც შეეხება... ძალიან რადიკალური იყო. ცოტა გამიკვირდა ამხელა რისკი. ხუთმა თუ ექვსმა აქციონერმა რა უნდა გააწყოს ცოტა ძნელი წარმოსადგენია... უზარმაზარ თანხებზე იქნება საუბარი. მაგრამ ადილარის იმედზე ვართ კომპანიის თანამშრომლები და ვნახოთ :დდდ
ხოო, ეს ვითომ ჩორნის პისოკის შანტაჟი უეჭველი მონიკას ხელია და სიასაც ცუდ დროს წაუვიდა გული... აიღეს, წაიღეს... ჰმ, ეგეც მონიკაა, ჩათლახი :@
ისე, სიაამ ამ ნაწილში უკვე მეორედ დაკარგა გონება. ვინმემ ფეხმძიმობის ტესტი უყიდოს კაცო, ვნერვიულობ უკვე :დდ
რენე - ამ ნაწილში ყურადღებით ვაკვირდებოდი. იმდენად მომხიბვლელი ბიჭია, რომ მევთქვი მიდი, რა, რამენაირად მიმახვედრე, რომ შენ ის არა ხარ, ვინც მე მგონია. სიასთან შეხვედრისას რანაირი იყო ^^ ვაიმე, ბიჭო, ისე არ ქნა, თავი შემაყვარო და მერე შხამით ხელში გამეძროთქო ვფიქრობდი. :დდ მერე ყველა ერთად რომ შეიკრიბა, იქაც... და სხდომაზე? მისი ჩვევა, ეს აბები... იცი რა მგონია? ამ აბებს რომ შეეშვას და ერთი შეტევა გადაიტანოს, ყველაფერი დალაგდება, რავი... მანდ ძალიან ძალიან სხვა ამბავი ტრიალებს. იმას კი არ ცდილობენ, რომ მკვდარი დედა არ გაიხსენოს. არამედ რაღაც სხვა... დიახაც!
და ბოლოს - კი, ნამდვილად ასეა, ცოდვები ბუმერანგს ჰგავს, აუცილებლად გვიბრუნდება და პასუხს გვთხოვს. ასე, რომ გაგედო, ბიძია ნოვა! :დდდდდდ არ იყო საჭირო იმის ციტირება, რაც შევჩენკოს წერილში დაწერე. :დდდდ

პ.ს. კომენტარის დასაწერად რომ ჩამოვსრიალდი, გრაფოს ნიკს მოვკარი თვალი და ვერ გავატარე, ისე მევასება ეს ადამიანი :დდ ხოდა, მომეჩვენა ნეტა თუ ჩემზე ამბობს? :დდდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent