შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ამ ქვეყნაად რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ" (5)


20-05-2020, 00:45
ნანახია 1 120

სანდრო, ალექსანდრე მახარაძე ჩემზე ორი თავით მაღალი, შავგვრემანი, ჩასმული ტანის პატრონი იყო, მარჯვენა მკლავზე ტატუთი. (ნუ გიკვირთ, საკმარისზე მეტ დრო მქონდა იმისთვის, რომ მასზე რაღაცები გამერკვია. თანაც ეს ჩემი სფეროა, მე ხომ ჟურნალისტი ვარ), სასაცილო სცენა იქნებოდა მე 1.60 სიმაღლის და 50 კგ-ის სიფრიფანა გოგო კიბეებზე რომ ჩავაგორებდი და ზემოდან გადავხედავდი. საბედნიეროდ უკვე ამოვედით. ჩვენ-ჩვენ ბინაში შესასვლელად საერთო შესასვლელი უნდა გაგვევლო. კართან მისული განზე ცერემონიულად გადგა, თავი დამიხარა და ხელით მანიშნა :"ladies are always first”-ო და სიცილი წვერზე ხელის ჩამოსმით დაფარა.
ამან კიდევ უფრო გამაღიზიანა. ახლა ჯენტლმენობას იგებდა ფეხქვეშ და თელავდა! -თვითკმაყოფილი იდიოტი!- გავიფიქრე გულში, რაც შემეძლო სარკასტულად გავუღიმე და სახლში შევედი.


ისეთი გრძნობით გავიღვიძე თითქოს სულ სხვა ადამიანი ვიყავი. ეჭვი კიდევ უფრო გამიმძაფრდა სახლის დალაგების დაუოკებელი სურვილი რომ ვიგრძენი
-არაა, არა, ეს მე ნამდვილად არ ვარ,-ვიმეორებდი სიცილით და ხელებზე რეზინის ხელთათმანებს ვირგებდი.
თეთრი შორტი და თეთრი თავისუფალი მაისური ჩავიცვი, თმა სასაცილოდ ავიწიე მაღლა, რეზინის ხელთათმანები ცერემონიულად დავატკაცუნე სარკესთან და საკუთარ თავს საწმენდი საშუალება მივასხურე სარკეში.
გოგოებმა უარი მითხრეს სტუმრობაზე. ნიაკოს პატარა ძმა ჰყავს და დღეს ის იტოვებდა, თათამ და ირინკამ ვმუშაობთო და ა.შ
არ მწყენია, ცოტათი გავბრაზდი და გადავწყვიტე სახლში მოკალათებულ მტვერზე მეძია შური მათ მაგივრად. 2 საათში საკუთარი თავით სრულიად კმაყოფილი ვიყავი ყველაფერი ბრწყინავდა სისუფთავისგან.
დივანზე გადავწექი და მოულოდნელად ჩემმა მუცელმა საშინელი ჰანგები გამოუშვა, ახლაღა გამახსენდა, რომ დღეს არაფერი მეჭამა. ეს კი ჩემგან ძალიან საეჭვო იყო...
-ახლა სამზარეულოს დავატყდეთ,-ვუთხარი საკუთარ თავსს და ცეკვა-ცეკვით შევედი ოთახში. გაგიკვირდებათ და მომზადება თითქმის დაგემოვნებასავით მიყვარს, ამიტომ ყვავილოვანი კომბოსტოს დაჭრა დავიწყე. შემთხვევით გამახსენდა, რომ შემოსასვლელი კარი, რომელსაც ყველაზე ხშირად ხვდება ხელი გასაწმენდი დამრჩა...
-ყოჩაღ ლილიანა, ყოჩაღ, მეც არ გამიკვირდა ყველაფერი ასე მარტივად როგორ მოაგვარა თქო,-იცეცხლებოდა რომელიღაც მე შიგნიდან და მაიძულა ვახშმისთვის თავი დამენებებინა და დაწყებული დამემთავრებინა. წინა მხარე გავაპრიალე, ახლა გარეთას ჯერი დადგა, სკამი გავიტანე, ზედ შემოვხტი და იგივე რიტუალს ვიმეორებდი ზურგს უკან ძაღლის ღრენის მსგავსი ხმა რომ გავიგეე და შეშინებულმა შემობრუნება ვცადე,რომ მენახა რა ხდებოდა უკან.
-რა ძაღლი, რომელი ძაღლი, რა უნდა მეხუთე სართულზე ძაღლს, ყურებამდე გაკრეჭილ სანდროს მოვკარი თვალი და მეტი ვერაფრის დანახვა მოვასწარი სკამმა თუ ფეხებმა რომ მიმტყუნა და თავისუფალ ვარდნას ვეზიარე.
-იმედი მაქვს ეს რბილი რაღაც სადარბაზოს იატაკია,-ამოვილუღლუღე "დაცემისთანავე"
-იქნებ თვალები გაგეხილა,-მითხრა ჩემი უბედურების თილისმამ და ახლაღა მივხვდი რომ შიშისგან თვალები ისე მომეხუჭა სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო სიცილს ავტეხდი.
ჩემი "კომფორტული იატაკი" არც მეტი არც ნაკლები სანდრო მახარაძე აღმოჩნდა. ორივეს სიცილი წაგვსკდა. მე ჩემი დაბნეული და ფეთხუმი ქცევების გამო იმას ღმერთმა იცის რის გამო.
-მიუხედავად დიდი პატოვისცემისა, იქნებ ძირს ჩამომსვათ მისიე, უკბილოდ ვცადე სიტუაციიდან თავის დაძვრენა.
-ამ გოგოს ზრდილობიანად საუბარიც შეძლებია, გაგიჟება შწიძლება! - ისე თქვა, თითქოს ჩვენ გარდა კიდევ ვინმე იყო და იმას მიმართავდა.
-მმმ... რა გემრიელი სურნელიაა, გამოვიცნობ, სოკო არაა??-სასაცილოდ გააყოლა თავი სუნს
-ჩამომსვი და გეტყვი რაცაა-ვცადე სიტუაციით მესარგებლა.
-თუ გამასინჯებ შეიძლება ჩამოგსვა-ოსტატურად შეატრიალა სიტუაცია სათავისოდ.
-არ გეშინია? იქნებ შენი მოწამლვა მაქვს დაგეგმილი?-ეშმაკურად ავათამაშე ორივე წარბი.
-ოღონდ ჩემს მკლავებში იყოს და აღარ იცის რა იკადროს ამ გოგომ, ნწ ნწ,-არ ვიცი საიდან ჰქონდა ამ ბიჭს მსახიობობის ასეთი ნიჭი.
-კარგი, თანახმა ვარ, გაგიბაწილებ ჩემს ვახშამს,-ძირს მყარად დამდგარი გავთამამდი და ვუთხარი,-ერთი პირობით...
-ასეც ვიცოდი... გისმენ, გისმენ,-დოინჯი შემოირტყა და მოჩვენებითი ინტერესით მომაშტერდა.
-ხახვს შენ დაჭრიი,-ვუთხარი და სამზარეულოსკენ კისკისით წავედი...
-ასე არაა? სულ ესაა შენი სტუმართმოყვარეობა? კარგიი, იცოდე ყველაფერს ვიმახსოვრებ.
-უკვე მნებდები? თუ გეშინია შეგიძლია უკან დაიხიოო, და გამარჯვებული ავტომატურად მე ვიქნებიი...
-ხელებით მაგიდას დაეყრდნო ჩემკენ გადმოიწია და სახე ძალიან ახლოს მომიტანა სახესთან,-უკან არასდროს ვიხევ, პატარა ქალბატონო.
დილანდელი გამახსენდა. სახეზე ალმური მომედო და პომიდორივით გავწითლდი...
მიმიხვდა და ზედმეტი თვითკმაყოფილებისგან ტუჩზე იკბინა.
-ჯანდაბაა! ამ ბიჭთან სიახლოვე აშკარად იდიოტად მაქცევს!-გამოვუცხადე ჩემ ყველა ეგოს და ჩემი სიწითლე რომ ცოტახნით მაინ დამემალა ზურგი ვაქციე, ვითომ რაღაცას ვეძებდი კარადაში დავიწყე ქექვა.
-რას ეძებ? ხახვს ხომ არაა ?-მითხრა ჩვეულებრივი ხმით.
-კი, კი, ხახვს ვეძებ, აბა ამ კერძს ხახვის გარეშე გემო საერთოდ არ აქვს,-ვცადე თავის მართლება.
-რომელ ხახვს ეძებ ლილიანა, 5 წუთის წინ მაგიდაზე რომ დააწყვე იმას ხომ არაა?-გამომცდელად მითხრა და ვიცოდი ცოტაც და ხარხარს ატეხდა.
-ჯანდაბა! ისევ დამაბნია!
კიდევ ერთ ჩემს ჩვევაზე უნდა მოგიყვეთ, როცა გამოუვალ სიტუაციაში ვარ და არ ვიცი რა გავაკეთო ყოველთვის გავრბივარ.
ახლაც იგივე ვცადე, კარადა კართან ძალიან ახლოს იყო, ამიტომ არც შემიხედავს სანდროსთვის ისე ვაპორებდი ოთახიდან გასვლას.
-მოიცადე, მოიცადე,-ხელი დამიჭირა და წელზე მომხვია, მეორეთი გულზე მიმიხუტა და თმაზე მოფერება დამიწყო.
-მოდი ჩემთან, მოდი პატარა ბრაზიანო ქალბატონო, მოდი ჩემთან და ხელს სინქრონულად ასრიალებდა ჩემს კულულებში.
არ ვიცოდი ამ გრძნობას რა ერქვა, მაგრამ აშკარა იყო ფეხებიდან მიძვრებოდა გულთან მაგრად ურტყამდა და სულს მიგუბებდა. მინდოდა ეს წუთი არასდროს დასრულწბულიყო და გაუნძრევლად ვმდგარიყავით ასე.
-ასე დგომით ყვავილოვანი კომბოსტო არც შეიწვება და არც მოიხარშება, მე კიდევ ძალიან მშია,-ხელიდან დავუსხლტი და ყველაზე დიდი სისულელით გავაფუჭე ულამაზესი კადრი.
-იცი, ლილიანა, ხანდახან შეგიძლია თავაზიანი და თბილიც იყო,-გამიტარა ჩემი სიბრიყვე და სიტუაციის განსამუხტად სასაცილოდ დამეჯღანა, თან ხახვის ჭრას განაგრძობდა.
უნდა განახათ როგორი სანახაობა იყო თითქმის ორმეტრიანი ბიჭი ხახვით ხელში, თან თვალები შიმწარისგან უპრიალებდა და ცდილობდა ჩემგან დაემალა.
არც მე ჩავვარდი კარგ დღეში, იქვე ვიჯექი და ხახვმა ჩემი ცრემლებიც გამოიწვია. მოულოდნელად შევხედეთ ერთმანეთს და სიცილისგან სუნთქვაშეკრულები რამდენიმე წუთით ვეყარეთ სკამებზე-ორივეს ჩაწითლებული გვქონდა თვალები და ორივე ვტიროდით.
-ბრახ! ბრახხხხ!-კარზე მთელი ძალით ურტყამდა ვიღაც მუშტებსს
-ვინმეს ელოდები?-მკითხა სანდრომ, მაგრამ ჩემი გამომეტყველებით მიხვდა რომ არა და კარის გასაღებად თვითონ წავიდა, მეც ინტერესით სავსე თვალებით ავედევნე უკან. გზა მოვუჭერე და ჭუჭრუტანაში გავიხედე.
-არაფერი ჩანს, ალბათ ხელს აფარებენ,-ვთქვი და მხრები ავიჩეჩე. სანდრომ კარი გამოაღო და იმ წამს რამდენიმე ხმამ ერთდროულად იყვირაა:
-სიიიუურრპრიიზიიიიი!!!!-მაგრამ კარში სანდრო და მე რომ შევრჩით მათთვის უფრო დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, გაკვირვებისგან სახეზე ფერები გადასდიოდათ.
-აი, თურმე რა გქონიათ დაგემილიიი, ამიტომ მითხრა ყველამ ერთიანი უნარიი, როგორ ვერ მივხვდიი!!
-სიცილი ვერ შევიკავეე და მეც იგივე ვუპასუხეე,-სიურპრიზიიი,-და სანდროზე მივანიშნე.
-შემოხვალთ და გაიცნობთ ჩემს სტუმარს თუ კარში დგომა გირჩევნიათ?,-ვკითხე როცა მივხვდი, რომ შოკიდან ვერ გამოვიდნენ.
არც ვამტყუნებ, როგორია მიდიხარ დაქალთან, რომელიც იცი, რომ მარტო ცხოვრობსს, კარს აღებ და ხედავ ვიღაც ბიჭთან ერთად, წინსაფარ აკრულსს და თვალებცრემლიანს, რას აღარ იფიქრებს ამ დროს ადამიანი თუ ოდნავ ფანტაზია უჭრის.


გამარჯობა, ძვირფასო მკითხველო. თუ გაგვიხსენებთ მე და ჩემს ისტორიას სიამოვნებით გავაგრძელებ მოზრდილი თავების წერას.
გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
პატივისცემით, მე.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

როგორ გამიხარდაააააა,ძალიან მომეწონა ისტორია და დანახვიდთანავე გამახსენდა,გაგარძელე აბა რაა,გელოდები,

 


№2  offline წევრი alienbaby

მალე დადე და უფრო დიდი თავები რაა ფლიიიზ❤️❤️❤️ძაან მაგარია❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი ლლეკო

ეს ისტოეიაა წაკითხული მაქ,რაღაც მეზობელი ერქვა

 


ლლეკო
ეს ისტოეიაა წაკითხული მაქ,რაღაც მეზობელი ერქვა

შეუძლებელია, თუმცა საინტერესოა იქ როგორი ფინალი იყო, გაგვიზიარეთ, თუ შეიძლება იმ ისტორიის სახელი.

alienbaby
მალე დადე და უფრო დიდი თავები რაა ფლიიიზ❤️❤️❤️ძაან მაგარია❤️❤️❤️

წუხელ ავტვირთე, მაგრამ სამწუხაროდ წაიშალა, რაღაც სწორად არ გავაკეთე, საღამოს თავიდან ავტვირთავ <3

სტუმარი nancho
როგორ გამიხარდაააააა,ძალიან მომეწონა ისტორია და დანახვიდთანავე გამახსენდა,გაგარძელე აბა რაა,გელოდები,

მუხტი ხართ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent