გზა ვარსკვლავებისკენ (მეექვსე თავი)
რთული შესამჩნევი არ იყო, რომ დაჩის მოვწონდი. თუმცა რა შემჩნევა უნდა პირში მითხრა. აუჩქარებლად ავბობღავდი კიბეზე, თითქოს მე მკიდებოდა ზურგზე ორი ჩანთა. დაჩი მედიდურად და ძალიან ამაღელვებლად მიაბიჯებდა ზევით და ზევით. ვცდილობდი არ ჩამოვრჩენოდი, ყოველ სართულის შემდეგ უკან გამომხედავდა და გამიღიმებდა. მისი წყალობით მეოთხე სართულის ფიზიკის კაბინეტში მალევე ავაღწიე, ზარიც ფეხდაფეხ მომყვა. ფიზიკის მასწავლებელი დიდად ხასიათზე ვერ იყო და მოსწავლეებში საჩხუბარ მიზეზებს ეძებდა. კლასში შესვლისთანავე, გაკვეთილზე დაგვიანებისათვის დაგვადანაშაულა. კი მაგრამ, ზარი ამ წამს დაირეკა!-განვუცხადე მასწავლებელს მაგ წამს მერხთან უნდა ყოფილიყავი სკამზე დასკუპებული!-პასუხი მშვიდი ტონით, ჩემთვის რომ არც შემოუხედავს ისე გამცა. დასაჯდომად გავემართე. სად მიდიხარ მე ჯერ უფლება არ მომიცია!-იკადრა შემოხედვა და ისე მომაძახა მერხისკენ მიმავალს კარგით!-ვთქვი და უკუსვლით დავუბრუნდი ჩემს ადგილს უკანა მერხებიდან ბავშვები ყვიროდნენ მიდით კიდევ გაწელეთ დროო, აქეთ დაჩი იყო კართან აყუდებული და სიცილით იგუდებოდა, მე კიდევ ვიდექი აბუზული, საწყლად. მასწავლებელმა გაკვეთილზე საუბარი დაიწყო, ამაზე სულ გავმწარდი: და ჩვენ არ შეიძლება რომ დავჯდეთ?-მაინც ვეცადე თავშეკავებულად და ზრდილობიანად მიმემართა. რათქმაუნდა შეგიძლია რა პრობლემა უნდა იყოს.-გაკვეთილზე საუბრაი ისევ განაგრძო დაჩი მაჯიდან დავითრიე და მერხამდე მივათრიე. გაკვეთილის მსვლელობის დროს დასმულ კითხვებზე ხელს ვიწევდი მაგრამ... არავინ იცის? ძალიან ცუდი!-განუწყვეტლივ იმეორებდა ამ სიტყვებს. შეუძლებელი იყო ვერ შეემჩნია ჩემი ხელი, მარტო მე ვიწევდი. მაღლა წამოვიწიე მთელი ტანით და როგორც ჩანს მაისური ამომეჩეჩა, დაჩიმ მაისურიდან დამითრია და ისე დამსვა. უკანა რიგებშ მჯდომ ნიკოლოზს კი მზერა სხვა რამეზე გადაატანინა. რატომღაც თავი დაცულად ვიგრძენი, შევხედე და გავუღიმე მანაც გამიღიმა. ნია ადექი და პასუხი გამეცი, ამ სიტყვებით შემომეჭრა მასწავლებელი ფიქრებში, მეც უნებურად წამოვდექი და დაჩის გადავხედე, მანაც მხრები აიჩეჩა, სხვების იმედი ისედაც არ მქონდა. პასუხს გამცემ თუ მთელი გაკვეთილი უნდა გელოდო? უკაცრავად, ყურადღება გამეფანტა და შეგიძლიათ კითხვა გამიმეოროთ? დაჯექი ორიანი! ეს... ეს უბრალოდ ძალიან დიდი უსამართლობაა! ნია დაჯექი!-გვერდიდან ჩუმად გამომძახა დაჩიმ რატომ უნდა დავჯდე, ყველა კითხვაზე ავიწიე ხელი მაგრამ არ მათქმევინა, ახლა კი უბრალოდ კითხვის გამეორებას ვთხოვ და ორიანს მიწერს? ფიქრობ რომ ორიანი არ გეკუთვნის?-მეგობრული ტონზე გადავიდა და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო. არა რათქმაუნდა! დაფასთან გამოდი! მეც დაუყონებლივ გავედი დაფასთან. ცარცი ავიღე. ცარცი არ გჭირდება! მაშინ დაფასთან რა უნდა გავაკეთო? იცეკვეე!-უკანა რიგიდან ვიღაც იდიოტმა წამოიძახა, ალბათ ეგონა მაგარ შუტკას გააძრობდა. მასწვებელმა კლასს გადახედა მერე მე შემომხედა და ჩემთან მოვიდა. არასდროს დაუშვათ რომ ვინმე უსამართლოდ მოგექცეთ, ყველგან და ყველაფერში სამართალი ეძებეთ, მადლობა შენ ნია!-შემომიბრუნდა და თვალებში შემომციცინა. უსიტყვოდ და გაკვირვებული გავემართე მერხისკენ და დავჯექი. ჩათვალე რომ მისი გული მოიგე! ამას ხშირად უკეთებს მოსწავლეებს.-დიდის სიხარულით მომახსენა ფიზიკის მერე სამი გაკვეთილი გადავაგორე, ერთიც გამიცდა და კლასი პირდაპირ სპორტზე ჩავედით. ფეხბურთი უნდა გვეთამაშა სტადიონზე და სამ გუნდად დავიყავით, რატომღაც გოგოების გუნდი ცალკე არ გამოყვეს. ჩემს გუნდში ერთადერთი გოგო ვიყავი და დაცვაში დამაყენეს. გვერდითა სკამებზე გაკვეთილიდან გამოსული მაღალკლასელი ბიჭები იჯდნენ, მათ შორის გიოც იყო. როცა ჩემი ადგილი დავიკავე სტადიონზე შევამჩნიე რომ გიო ჩემსკენ იყურებოდა, შემდეგ ხელიც ამიწია და მეც სულელივით დავუწყე ხელის ქნევა. ხელი მე დამიქნია შენ კი არა!-მომაძახა ჩემს უკან მდგომმა დაჩიმ ღრეჭით. ვისზე ამბობ გიოზე? ხო მაგისთვის არც დამიქნევია ხელი, ერთს ვიცნობ სხვა მაღალკლასელებიდან!-ნიშნისმოგებით გავიმართლე თავი საკმაოდ სერიოზული ტონით. რომელს?-დაინტერესებული მომიახლოვდა აი იმას?-უმნიშვნელოდ გავიქნიე ხელი სახელი მითხარი, ეგრე იმდენი ზის რა გავიგო. აი, ის როა... ოთო, ოთო ქვია აა, ოთო ისაა უკანა რიგში რომ ზის პუტკუნა ხუჭუჭა თმებით არა ეგ არა! სხვა მანდ ოთო არავინაა!-თან ბუცებზე თასმებს იკრავდა ისე მელაპარაკებოდა. ვიხუმრო ხომ რა იყო, მაგაზე ვლაპარაკობ რათქმაუნდა!-დამწუხრებულმა ამოვილუღლუღე მე არ გირჩევდი მაგასთან მეგობრობას, რაღაცა ჭირს და ოფლი წყალივით სდის, კბილები კიდევ ცხოვრებაში არ დაუხეხია, ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს და ერიდე რომელიმე გამოხტომის დროს არაფერი დაგიშავოს!-თქვა და ხელთათმანების სწორებით კარებში ჩადგა. მატჩს არც ბედნიერი დასაწყისი ჰქონდა და არც დასასრული. იმ ხელს ჩვენ ვიგებდით თუმცა მოწინააღმდეგე ბურთით უკვე ჩვენს მხარეს იყო გადმოსული, მეც მივვარდი და მის დაბლოკვას ვცდილობდი, ერთი ამპარტავანი და თავაღებული გოგო იყო თავიდან რომ მოვეშორებინე ხელი მკრა და სტადიონის გარღვეულ მავთულის ბადეზე მიმაგდო. მეტი არაფერი მახსოვს. თვალები გავახილე და საავადმყოფოში აღმოვჩნდი, ხელი უზარმაზარი რაღაცით მაქვს შეხვეული და ძალიან მტკივა. ვგრძნობ რომ ძალიან მშივა და მწყურია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.