თორნიკე
მმ, მინდა ჩემს შესახებ გიამბოთ, ჩემი აზრით, არც ისე იღბლიანი ვარ, რადგან ერთადერთხელ შემიყვარდა და იმ ერთდაერთხელაც ვერ მივიღე იგივე გრძნობა.. როგორც უკვე მიხვდით პლატონურად შეყვარებულ ადამიანთან გაქვთ საქმე. დამიჯერეთ საშინელებაა, როცა უყურებ და ვერ ეხები, გჭირდება და შენს გვერდით არააა, თითქოს დაბრმავებულიაა, თუმცა რომელი ვართ დაბრმავებული ეგ კიდევ საკითხავია. ჩემზე აუცილებელია იცოდეთ ისიც, რომ მყავს ძალიან დიდი ოჯახი და მეგობრები, რომლებიც ამ ცხოვრებას მილამაზებენ. ქუთაისის ერთ-ერთ უბანში დაბადებული და გაზრდილი გახლავართ. აწ უკვე 19 წლის.ჩემი დიდი სამეგობრო წრე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მათ გარეშე ვერც ერთი დღე ვერ წარმომიდგენია, ნუ ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ძალიან ემოციური ვარ. ახლაც ჩემი სამეგობრო ერთ-ერთ კაფეში ვსხედვართ და შეკვეთას ველოდებით. ჩემი გადარეული ძმაც ჩვენთანაა, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობს. ჩვენი საერთო სამეგობრო სულ ექვსი ადამიანისგან შედგება, მე-თათა, ჩემი გადარეული ძმა დამი, ჩემი ბავშვობის მეგობარი ანასტასია, დამის ძმაკაცი და თანამშრომელი საბა და ჩვენი დეიდაშვილი ტყუპები: ერეკლე და ალექსანდრე. სანდრო და ანასტასია უკვე კარგა ხანია ერთმანეთს ეტრფიან და დიდი იმედი მაქვს მალე დაოჯახდებიან კიდევაც. -კარგა ხანია აღარ შევკრებილვართ და ცოტა არ იყოს მომენატრეთ- ვამბობ ყურებ ჩამოყრილი და სევდიან მზერას ვავლებ მათ. -კარგი რა თათა, სულ თქვენთან არ ვართ? გოგი ბიძიას ღვინოს და დეიდას ხაჭაპურებს როგორ მოვინატრებთ- ამბობს ეკე სიცილით/ უნდა ითქვას, რომ ცოტა პუტკუნაა, სულ ცოტა. -აიიი სულ ვფიქრობ და ვერ მივდივარ იმ დასკვნამდე, თუ ეს რატოაა, ჩემი ტყუპი, სულ წამაზე როგორ ფიქრობ ბიჭო?!- გაკვირვებულმა გახედა სანდრომ. -აუუ ისე ნუ ამბობ ვითომ შენ საერთოდ არ ჭამდე და არ სვამდე რაა, ღმერთო ამასთან ერთად ერთ მუცელში რვა თვე როგორ გავჩერდი?!-ჩაილაპარაკა და ცისკენ აღაპყრო ხელები. -კარგი ნუ მსახიობობ ერეკლე, მე მაქვს იდეა, მოდი სადმე წავიდეთ დასასვენებლად სანამ ამათ სწავლა დაეწყებათ-თქვა დამიმ და ჩემზე და ანაზე მკიუთითა ბიჭებს. - ძალიან კარგი აზრია- ერთდროულად წამოვიყვირეთ მე და ანასტასიამ. -კარგი ახალა დემე მოიფიქრე სად წავიდეთ- გახედა ანასტასიამ. - რად უნდა ამდენი ფიქრი ბავშვებო ჩემთან წავიდეთ ბათუმში-აქამდე ჩუმად მყოფმა საბამაც ამოიღო ხმა. -აიი, ყოცაღ საბუ ეგ არც გამხსენებიაა, მაგრამ ერთი პრობლემაა- ვთქვი და ანას გადავხედე. -ოო, მოიცა მე დაველაპარაკები გიორგის და ხო იცით გამოუშვებს და თან სანდროს წინააღმდეგიც არააა- წარმოთქვა დამიანემ. -დამუსი, როგორ მიყვარხარ რომ იცოდეეე-დაუწყო აფერისტულად ფერებაა, ჩემმა გადარეულმა დაქალმაა. -კარგით ახლა, ჩვენ სავაჭრო ცენტრში წავალთ-წარმოვთქვი და ანა სანდროს მოვწყვიტე. -ჩაო ბიჭებო.-დავემშვიდობეთ და მოლისკენ წავედით. -ანიჩკა, შენი აზრით საბას დეიდაშვილიც იქ იქნება ?-ვკითხე ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა. -აუ თათ, ხომ იცი, რომ იქნება და როგორღაც უნდა დააიგნორო, თორემ ყველაფერი სახეზე დაგეწერება.-მითხრა ჩემმა ანიუტამ. -ან, ხომ იცი რომ ბიჭების რეაქცია, ჩემს გრძნობაზე არ იქნება ჩვეულებრივი, ისინი თორნიკეს ძმად მიიჩენევ, მაგრამ მე არ შემიძლია ეგრე. ისიც დასავით ,მიყურებსს, საერთოდ რას შემოძვრა ჩემს გულში რა უნდოდა. -ახალა კარგად მომისმინე, ვიცი, რომ გიყვარს, თუმცა ეცადე არ იფიქრო, არ შეიმჩნიო და მასზე ფიქრებსაც მოუკლო. იქ ვინმე აუცილებლად გამოჩნდება და ეცადე მასზე გადაიტანო ყურადღება- დაამთავრა მონოლოგი ანიუტამ და ღიმილით გადმომხედა. -ხო იცი, რომ ეგრე მოვიქცევი და ვერაფერსაც შემატყობენ, თუმცა ფიქრებს ვერაფერს ვუზამ.-ვთქვი და მოლში შევაბიჯე. ზოგადად, ვინც მიცნობს იცის, რომ ვერ ვიტან ზაფხულს და ძალიან ცუდად ვხდები, უბრალოდ ვერ ვსუნთქავ ხოლმე. ამიტომ ცივი წყლით შეიარაღებული ვმოძრაობ სულ. თუმცა დღეს ისეთი აჟიტირებული ვიყავი წყლის ყიდვა დამავიწყდა და ერთ-ერთ მაღაზიაში ლამის ცუდად გავხდი. -ან, გთხოვ უცებ წყალი მიყიდე, თორემ ცუდად ვხდები--ვთქვი და იქვე პუფზე ჩამოვჯექი, კაცების სექციასთან. -კარგი, თათა, მაგრამ ასე როგორ დაგტოვო?-მკითხა შეშფოთებულმა ანიუტამ. -კარგი, რა ხო იცი გამივლის, წყალს როგორც კი დავლევ- ვუთხარი ცოტა შემართებით. - კარგი ახლავე მოვალ-მითხრა შეშფოთებულმა ანიუტამ და გაიქცა. მე კი უკვე ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი გონებას და მეგონა მელანდებოდა მისი განიერი მხრები და მისი შესაშური გარეგნობა. ვგრძნობდი როგორ მიახლოვდებოდა და როგორ მეძახოდა, თუმცა უკვე აღარაფერი მესმოდა, იმდენად გაუსაძლისი იყო სიცხე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.