ვნების მსხვერპლი #9
კონტაქტური ზოოპარკის წინ, პარკინგზე დააყენა მანქანა. მხიარულ განწყობაზე მყოფებმა შეაბიჯეს შენობაში. ლელა არ ახლდათ. ბრეგაძისთვის თხოვნა არც დასჭირვებია ზურას. როცა ლევანი ამდენად ბედნიერს ხედავდა ანაბელს, უფრო მეტად ენდობოდა ნაკანსაც და თვითონვე მისცა ნება, რომ მარტო წასულიყვნენ. თუმცა, არც მთლად ისე გაუშვია, გაფრთხილებაც თან გააყოლა, რასაც ზურას ახარხარებაც მოჰყვა, მაგრამ ნამდვილად არ იყო ბიჭი უყურადღებო, მით უმეტეს, პატარა გოგონას მიმართ. ფაუნალენდი, როგორც მას უწოდებდნენ, სავსე იყო დამთვალიერებლებით. ასაკის განურჩევლად, დიდიც და პატარაც მთელი ყურადღებით ეცნობოდნენ ცხოველებს, ფრინველებსა და ქვეწარმავლებს, რომელთა შესახებ ზოოპარკის თანამშრომლები ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ იქ მყოფებს, თუ რით იკვებებიან, როგორ ტემპერატურაზე გრძნობენ თავს კომფორტულად და ასე შემდეგ. გიდების დახმარებით სტუმრებს შეეძლოთ ბინადრების მოფერება და გამოკვება. ყველაფერი ეს გასართობთან ერთად, შემეცნებითი ფუნქციის მატარებელიც იყო. ზოოპარკს ორი დარბაზი ჰქონდა. ანაბელის ყურადღება, როგორც პირველად აქ სტუმრობისას, კვლავ პირველმა დარბაზმა მიიპყრო, სადაც ტერარიუმები იყო განლაგებული, რომლებშიც განეთავსებინათ სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველი: გველები, ხვლიკები, იგუანები, წყლის და ხმელეთის კუები… რადგან ზურა არ იყო კმაყოფილი პირველი დარბაზის სტუმრობის იდეით, პატარა ბიჭივით წუწუნებდა და აჟიტირებულ გოგონას აზრს ვერ აცვლევინებდა. ერთი სული ჰქონდა, ანაბელს ხელზე დაესვა გველი და მოფერებოდა, როგორც მაშინ. - ბავშვო, მართლა არ გეშინია ტო? წამოდი, თხები ვნახოთ, საკაიფო წვერი აქვთ მაგათ. - იხვეწებოდა ნაკანი და ლამის ყელიც გამოიღადრა თხოვნით. - აბა, მამაცი ბიჭი ვარო? წამოდი, მე იქ მინდა! - ჯიუტობდა ანაბელი, პოზიციებს არ თმობდა. - ძროხა მაინც ვნახოთ, ჯერ პატარა ხარ და ნახე რის რძეს გასმევენ, არ გაინტერესებს? - სულელურ კითხვებს უსვამდა ზურა ბავშვს და მუდარით ყბამოქცეული ლაპარაკობდა. - ორივე დარბაზში შევიდეთ, რას იტყვი? - გარიგება შესთავაზა პატარა ჭკუისკოლოფმა და თვითონაც მოსწონდა ზურას მიერ შერქმეული ზედმეტსახელი. ბედნიერად იკრიჭებოდა ყოველთვის, როცა ასე ეძახდა ბიჭი. - ჯანდაბას შენი თავი! იცოდე, ახლოს არ მომაკაროთ რომელიმემ იქ, თორემ დედას ვფიცავარ, ჩავისვრი. ხითხითებდა გოგონა და თვალებაციმციმებული დაჰყვებოდა გიდს. ისედაც დიდი თვალები, ახლა უფრო გაფართოებოდა და გაფაციცებით ათვალიერებდა ყველა ცხოველს. მოუსვენარივით მიმოდიოდა სხვადასხვა ტერარიუმთან. ზურა კუთხეში იდგა და შორიდან უყურებდა ბავშვს. ფობია ჰქონდა გარეული ცხოველების და ერთიანად დაძაბულიყო. პატარა, შეშინებული ბავშვივით ატუზულიყო კედელთან და ფეხს არ იცვლიდა. ის იყო ხელზე დაისვა ანაბელმა გველი, მაშინვე წამოიძახა: - ჩემი დედა/ვატირე, ბავშვს არ უკბინოს ტო. - ნერვიულად ამბობდა. ყველას რომ გაეცინა მის ნათქვამზე, უფრო ნერვები მოეშალა. - არ ინერვიულოთ, ბატონო. - მიმართა ახალგაზრდა ბიჭმა. - რა ბატონო, ღლაპი ვარ ჯერ. - გაიჭიმა ზურა. - ჩვენ გვყავს ვეტერინარი, რომელიც ცხოველებს და ქვეწარმავლებს პერიოდულად აკვირდება და უტარდება მათ კვლევა, თუკი სჭირდებათ, შესაბამისი მკურნალობაც. ამიტომ, მათთან კონტაქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა. - მშვიდად აუხსნა ზოოპარკის თანამშრომელმა, რომელსაც ღია ყავისფერი ფორმა ეცვა და თავზე წითელი კეპი დაეხურა. იქ მომუშავეს სტატუსი რომ არა, დაცინვასაც დაუწყებდა ზურას, მაგრამ ახლა თავს იკავებდა და სერიოზულ სახეს ინარჩუნებდა. - ბიჭო, ისე მაინც დამეხმარე და გამაყვანინე ეს ბავშვი აქედან, რა კაი ბაზარი დამიწყე ტო? - მოდი, მოეფერე გველს, როგორი ფერადი და საყვარელია, კურდღლებს კი არ უნდა უყურო მარტო. - ანაბელმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ნაკანისკენ, რასაც ბიჭის ყვირილიც მოჰყვა. ცოტა ხნის შემდეგ, როგორც იქნა, ზურა მორჩა გულში გინებას და ცოფების ჰყრას. ძლივს გამოიყვანა გოგონა იქიდან და მეორე დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც შინაური ცხოველებისთვის მოეწყოთ პირობები. - აუ, ჩემი, როგორ არ მევასება ბატები. ბავშვობაში რომ დამსდევდნენ, კისრისტეხით გავრბოდი. - ამრეზით გახედა ბიჭმა თეთრ ფრინველებს. - შენ არაფერი არ გიყვარს. - შეუბღვირა განაწყენებულმა გოგონამ. - მოდი, ანაბელ, პატარა წიწილებს მოეფერე, ბულიონს ხო კარგად ჭამ? - ზურა, შენ გველის ხორცი ნაჭამი გაქვს? - ინტერესით ჰკითხა ბავშვმა. - მეკაიფები ტო? მაგას რა მაჭმევს? - აბა, მარტო ბულიონი გიყვარს, თუ რატომ თქვი? - ცნობისმოყვარეობას ვერ იცხრობდა ანაბელი. - კი, შენ, ნინო და ბულიონი ძალიან მიყვარხართ. - სიცილით უპასუხა ზურამ და ცხვირზე თითი დაჰკრა. - ნინო ვინ არის? - ნინო კარგი ჯადოქარია. - ჯადოქარი მხოლოდ ცუდი, რომ არსებობს? - წარბი ასწია გოგონამ. - ცუდია და თან კარგი. - მე მინდა, მხოლოდ მე და ბულიონი გიყვარდეთ. - გაიბუტა ბავშვი. - ოო, კარგი ახლა, პატარავ. მოდი, დავათვალიეროთ საწყალი გოჭები, რომლებსაც ერთი დედა ჰყავთ და ისიც ღორი. - თვალები აატრიალა ზურამ. აბუზღუნებული ბავშვი ბოლოს მაინც გააცინა ნაკანმა და ერთად შინაურ ცხოველებთან უფრო გაერთნენ, ვიდრე გველებთან. თუმცა, რადგან თავი დააღწია იმ ქვეწარმავლებს ბიჭმა, ახლა არც ბატების კბენას დაეძებდა. - აი, სი/რაქლემას სი/რაქლემა რატომ ჰქვია, ვერ ამოვხსენი, თან სი/რია და თან აქლემი? - ჩაფიქრებულმა ჰკითხა გიდს ზურამ, რაზეც ახლა ნამდვილად ვერ შეიკავა თავი ახალგაზრდამ და ჩუმი ფხუკუნი აუტყდა. ათასი უაზრო მსგავსი კითხვა დასვა ნაკანმა. საბოლოოდ ისე იყო, რომ დამთვალიერებლები ცხოველების და ფრინველების ნაცვლად, ზურას მონოლოგებს და სასაცილო კითხვებს უსმენდნენ. ფაუნალენდის ხელმძღვანელმა ფასდაკლების ბარათი გადასცა პატარა ანაბელს, როგორც საპატიო სტუმარს, რომლის მოსვლამაც ყველა გაამხიარულა და იქაურობა ააჟრიამულა. კმაყოფილნი იყვნენ, როგორც დამთვალიერებლები, იქ მომუშავენიც. დღის განწყობა ყველას შესანიშნავი ჰქონდა. *** დილიდან თავს იწესრიგებდა ნაკანი. გადაცემის ჩაწერაზე ნერვიულობდა და ადრიანად გაეღვიძა. საათზე მეტი სააბაზანოში ნებივრობდა, ცხელი წყლის ქვეშ. არ აპირებდა მაკიაჟით გადატვირთულიყო და მსუბუქად შეიღება, მაგრამ ნაკვთების გამოკვეთა ძალიან უყვარდა და ამას კი ვერ თმობდა. შავი კლასიკური შარვალი, ამავე ფერის პიჯაკთან და თეთრ პერანგთან ერთად ჩაიცვა, ფეხზე საშუალო სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო. თავისი თავი სარკეში აათვალიერა, ღრმად ჩაისუნთქა-ამოისუნთქა და გულში გაიმეორა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ძველი დროის დასაბრუნებლად. ძალისხმევას არ დაიშურებდა. ბრეგაძეს არასდროს ავიწყდებოდა ქეთის მხარდაჭერა და ახლაც ფიქრებიდან გამოარკვია მისმა ზარმა ქალი. - ყველაზე წარმატებული დღე ყველაზე მაგარ ქალს. - ოჰ, შენ და შენი კომპლიმენტები, ლევან. - ახლა ამაზეც არ გამიტ/რაკო. მითხარი, როგორ ხარ, ნერვიულობ? - ცოტას კი, მაგრამ შევძლებ, ვიცი. - აი, ეს უკვე ჩემი ქალია! ყოჩაღ, პატარავ! - ლევან, ნუ იცი ასე - მეთქი! - აუ, რა იცი ეს გაგულისება ტო, დამაცადე ლაპარაკი. - პატარა ბიჭივით ნუ იქცევი! - სიყვარულმა ეგრე იცის, მწერალი ქალი ხარ და ის მაინც არ გაგიგია, სიყვარულმა მე კი არა, გააგიჟა ტარიელიო. - ახარხარდა ბრეგაძე. - მაიმუნობის თავი სულ აქვს. - მორჩი ახლა და გაიქეცი, არ დაგაგვიანდეს. ჩემი საოცარი ქალი ხარ შენ! კიდევ კარგი, ვერ ხედავდა ბრეგაძე, თორემ ქეთის სულ შეეფაკლა ლოყები წითლად: - შენც თავს გაუფრთხილდი! დაგირეკავ მე. - იცოდე, ბევრს გკოცნი და იგრძნობ, ქეთი. - ვგრძნობ, ლევან. - ესღა იყო და გაუთიშა ნაკანმა. სახლი ოდნავ აფორიაქებულმა დატოვა, მაგრამ თავის დაჭერა შესანიშნავად გამოსდიოდა. წონასწორობის შენარჩუნების რამდენწლიანი პრაქტიკა ჰქონდა, თვითონაც არ იცოდა. ტელევიზიის შენობაში შებიჯებამდე კიდევ ერთხელ შეაგულიანა თავი და მხრებგამართული, თავაწეული შევიდა შიგნით. ოთო ბერიძე შემოეგება. დათქმული ჰქონდათ დრო, როდის უნდა მისულიყო ჩაწერაზე ნაკანი. - გამარჯობა, ქეთი! - თავაზიანად გაუღიმა ბიჭმა, ზურგზე ხელი მიადო და გადაკოცნა, რაც დიდად არ ესიამოვნა ქალს. - გაგიმარჯოს, ოთო. - ხომ არ ნერვიულობ? - ვცდილობ, დავფარო. წარმატებული ნაბიჯების გადადგმა მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. - მსმენია შენს თავდაჭერილობაზე და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს მშვენივრად გაართმევ თავს. - კმაყოფილი იყო ბერიძე ნაკანის ხილვით და მასთან თანამშრომლობით. წინ კიდევ ბევრი დღე ელოდა მასთან ურთიერთობის. - მალე დაიწყება ჩაწერა, ხომ? ბერიძემ საათს დახედა და მაშინვე უპასუხა: - სულ რაღაც ათ წუთში. არ ინერვიულო, მიმისთან ყველაფერი შეთანხმებულია, კითხვები კი იცი და მზად ხარ პასუხებით. შენ წარმატებული ქალი ხარ, არ დაგავიწყდეს! - ამხნევებდა ბერიძე ქეთის. დიდად არ სიამოვნებდა ქალს, რადგან ეგონა, ეპირფერებოდა, თუმცა თავისი საქმისთვის სჭირდებოდა და იტანდა. კვლავ გადაამოწმეს ყველაფერი ჩაწერამდე. წუთი აკლდა საათის დამრგვალებას, როცა ფარდის უკან თითებს იმტვრევდა ნაკანი და ლამის ტუჩებიც დაეჭამა, მაგრამ ვარდისფერ პომადას უფრთხილდებოდა, რომელიც თხელ ფენად გადაესვა ბაგეებზე და ირგვლივ იისფერი კონტურით შემოეყოლებინა ოდნავ მუქი ხაზი. მიმი გელაშვილმა მისი სახელი და გვარი გამოაცხადა თუ არა, მაშინვე გავიდა სტუდიაში და მკრთალი ღიმილი აიკრა სახეზე. მის გამოსვლას ხმაურიანი ტაშიც მოჰყვა მისალმების ნიშნად, რაზეც ოდნავ თავი დაუკრა მსმენელებს ქეთიმ. - გამარჯობა, ქეთი! - მოგესალმებით ყველას და მადლობას გიხდით მოწვევისთვის, დიდი პატივია ჩემთვის. - ჩვენთვის უფრო პატივია თქვენი ხილვა. როგორ გრძნობთ თავს ცხოვრების ამ ეტაპზე? - თუკი გადავხედავთ წარსულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ზეგავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე, მაგრამ ყველა დაღმართს აღმართი მოსდევსო, ხომ გაგიგიათ? - ჩვენ გვსურს გულწრფელად ვისაუბროთ და ყველაფერს ფარდა ავხადოთ, რომ ხმაურიანი საზოგადოების ცნობისმოყვარეობა და ინტერესი დავაკმაყოფილოთ. მაშ, პირველი კითხვა თქვენს ძმას ეხება, რომელიც კონფლიქტის მოყვარული აღმოჩნდა და რა იყო თქვენს შორის დაპირისპირების მიზეზი? - ცხოვრება ბრძოლაა. ყველას კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა სჭირდება განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, რის გამოც უამრავ კომპრომისზე გვიწევს წასვლა. ჩემთვის კომპრომისი ჩემი ძმა აღმოჩნდა, რომელიც, როგორც ახსენეთ, პრობლემიანია. მისთვის, როგორც ხმაურის მოყვარული ადამიანისთვის, ახალი სკანდალის აგორება ჩვეულებრივი მოვლენაა. იშვიათად, ზურა ნაკანზე ვინმე ფლობდეს ჭარბ ინფორმაციას. ჩემი კარიერიდან გამომდინარე თავს ვარიდებდი აურზაურს და ყოველთვის ვცდილობდი მის მოგერიებას, რასაც თან ზურას პირადული პრობლემებიც ახლდა. ის რომ მე ანგარიშს ვუწევდი მას, ხელსაყრელი აღმოჩნდა მისთვის. ხანდახან დრო არ უნდა დაკარგო იმაზე, რისი გამოსწორებაც არ შეიძლება. მსგავსი გაურკვევლობის გამო დაიძაბა ურთიერთობა, რამაც შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანა. ეს არ გულისხმობს მაინდამაინც ფიზიკურ მსხვერპლს. როცა მწვერვალზე ხარ ასული და უცებ ფსკერზე ჩადიხარ, ეს მიწისძვრის ტოლფასია. ჩემი ძმის ფიცხმა ხასიათმა განაპირობა ის, რაც მოხდა. იტყვიან, შეცდომა ყველას მოსდისო, მაგრამ შედეგის ხარისხსაც მნიშვნელობა აქვს. განა, ყველას შეუძლია წამოდგომა? - ნამდვილად გულწრფელი და გულღია ბრძანდებით. რაც თქვით, ყოველივე სიმართლეს შეესაბამება, თუმცა პატიებასაც თავისი ღირებულება გააჩნია. ამასთან, დროც. როგორ ფიქრობთ, თქვენ აპატიებთ თქვენს ძმას? - რთულია ტკივილის მოშუშება, დამეთანხმებით და ამისთვის საკუთარ თავთან დიდი ბრძოლა მომიწევს. - მართალია თქვენი და ვახო ზოიძის ურთიერთობა? - რაღაცნაირი გამომეტყველება ჰქონდა წამყვანს ამ კითხვის დასმისას, თითქოს, განსაკუთრებულად ელოდა ამაზე პასუხს. - მართალია. - ლაკონურად უთხრა ქეთიმ. - რატომ ხვდებოდით ფარულად და მხოლოდ ერთეულებმა რატომ იცოდნენ ამის შესახებ? - ორი ადამიანის პირადი ურთიერთობა მხოლოდ მათ ეხება. ეს არის თავისუფალი ნება და გადაწყვეტილება. - თქვენმა ძმამ ახსენა აივ-ინფექცია, რომლის მატარებელიც ხართ. რამდენად შეესაბამება სიმართლეს? - სრული სიმართლეა! საზოგადოება ფიქრობს, რომ ეს ნაკლია. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების თანმდევი პროცესია, რომელთანაც შეგუება და რომლისთვისაც მოფრთხილება მომიწევს საკუთარი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. წარმოვიდგენ, რომ ის ადამიანია. თითქოს უეცრად გამოჩნდა და მე დავჭირდი, ამიტომ შემომისახლდა და მეც მივიღე. ალბათ, მეტისმეტად დემოკრატი ადამიანი ვარ. - ბოლო წინადადება სიცილით თქვა ქეთიმ. - როდესაც ამ გადაცემას დავასრულებთ და დატოვებთ აქაურობას, რას აპირებთ? როგორ გგონიათ, შეიცვლება ყველაფერი? - მხოლოდ ხალხის ინტერესი დაკმაყოფილდება. იმედი მაქვს, ყველასთვის დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება ჩემი პასუხები. დასამალიც აღარაფერია. ვაპირებ თავიდან დავიწყო კარიერის შენება და იმ იმიჯის დაბრუნება, რომლის შესანარჩუნებლად ომის გამოვლა დამჭირდა. არ ვაპირებ დანებებას და მაქვს გეგმაც შემუშავებული, თუმცა ყველაფერს დრო სჭირდება. - მებრძოლი და სამაგალითო ქალი ხართ! სხვა თქვენს ადგილას, ალბათ, დანებდებოდა და მოცხებული ჩირქის მოშორებას არ ეცდებოდა. დღეს სწორედ ასეთი ქალები გვჭირდება, რომლებიც შეცვლიან ეპოქას და დაანახებენ ყველას, რას ნიშნავს სულიერი სიმტკიცე. - ძალიან დიდი მადლობა! ქალურ სოლიდარობას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს! მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეტკინა და დარჩა იარები, ფეხზე წამოდგნენ და იბრძოლონ! საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი მოდუნებაა. - მტკიცედ წარმოთქვა ქეთიმ საბოლოო სიტყვები და ახლა უფრო დიდი ძალა იგრძნო, ვიდრე აქამდე. ამ წუთს დანამდვილებით იცოდა, რომ მას ყველაფერი გამოუვიდოდა. მაყურებლის მხარდაჭერაც იგრძნო, რამაც უკეთესად აგრძნობინა თავი. გადაცემის ჩაწერა რომ დასრულდა, ფილტვებში დაგროვილი ჰაერი ამოისუნთქა და ვაკუუმიდან გამოათავისუფლა. მადლობა გადაუხადა ყველას და ოთოსთან მივიდა, რომელიც კმაყოფილი და გაღიმებული უცქერდა შორიდან ქალს. - ქეთი, ყველაფერი ძალიან კარგად გამოვიდა! - ცოტას ვნერვიულობდი. არ ვიცი, თუ შემეტყო. - არა! ჯერ მხოლოდ შენი სილამაზეც მონუსხავდა ყველას. ამომწურავი პასუხებიც იყო. - უჰ! რეიტინგები აჩვენებს ყველაფერს. - შედარებით უფრო დამშვიდებული იყო ქეთი. - დროა, სადილზე დაგპატიჟო და ჩვენს ახალ პროექტზე ვისაუბროთ. - რა თქმა უნდა, ეგ სულ დამავიწყდა ამ ნერვიულობისას. - არაუშავს! ეთერში საღამოს ათ საათზე იქნება გადაცემა. მაგის ამბავსაც შეგატყობინებ, როგორ აიწევს რეიტინგი. - მაშინ წავიდეთ და ვისაუბროთ კონკურსზე, იდეებით დახუნძლული კი ნამდვილად ვარ. როცა ჩემს საყვარელ საქმეს ვუძღვები, ორმაგ სიამოვნებას ვგრძნობ. ისეთი გეგმები მაქვს, აუცილებლად უნდა გაამართლოს. - აღფრთოვანებული ლაპარაკობდა ნაკანი და ემოციებისგან ხელებსაც იქნევდა აქეთ-იქით. - ორ წუთს ვითხოვ, ტელეფონზე დავრეკავ და დავბრუნდები. - ოდნავ მოშორებით გაიწია და ლევანს გადაურეკა. - მითხარი, რომ ყველაფერმა ჯიგრულად ჩაიარა. - პასუხი დაასწრო ბრეგაძემ. - ვერც წარმოიდგენ, რა კარგად! - პატარავ, ყოჩაღ! კმაყოფილი ხარ? - ახლა კი, მგონი, გავართვი თავი. - საღამოს ვნახოთ ერთად? - ძალიან მინდა! - გახარებული ხმა ჰქონდა ქალს. - ოღონდ ახლა შეხვედრაზე მივდივარ, მერე ისევ დაგირეკავ, კარგი? - კარგი, პატარავ. მიდი, მიხედე საქმეს. - ლევან… - ჰო. - მოკლედ თქვა და გაჩუმდა ბრეგაძე. - მადლობა, ხომ? - ჩშშ, არ გინდა. მე ხომ დაგპირდი? - გკოცნი! - გულაჩქარებულმა გათიშა ზარი ქალმა და ისევ ოთოსთან დაბრუნდა. *** რესტორანში ქეთიმ ცეზარი შეუკვეთა, მსუბუქად იკვებებოდა და მადა არც ჰქონია დიდად არასდროს. ოთო სტეიკს აგემოვნებდა და ქალის გრაციოზულობა ჭამის დროსაც კი - აგიჟებდა. - აბა, გისმენ, ქეთი, რა იდეები გაქვს? - მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე ასეთი რამ გავაკეთოთ: ავიღოთ რაღაც ფართი, მოვაწყოთ ვინტაჟურ სტილში. ჩემთვის ასეთი ნივთები რაღაც განსაკუთრებული შარმის მატარებელია, თან სავსეა მისტიურობით, განწყობაზე იმდენად დადებითად მოქმედებს, შემოქმედებით უნარს ორმაგად აღვიძებს. თავისებური ხიბლი აქვს, თანამედროვე სტილის ფონზე ექსტრაორდინალურად ითვლება. პლუს, მყუდრო და თბილიც არის. თუმცა, ბევრი შრომაც დაგვჭირდება და ფართზე ხელის შევლებაც. ძველი ნივთები უნდა შევიძინოთ, რომლებიც ისტორიას ინახავენ, იქნება ეს ფაიფურის ჭურჭელი, მაქმანიანი ხელსახოცები, საბეჭდი მანქანები, სურათები და რაც ყველაზე მთავარია, იატაკი, რომელიც ხის ფიცრებისგან უნდა იყოს გაკეთებული და ცოტა ჭრაჭუნიც რომ ისმოდეს, ბევრად უკეთესი. კარგ მოგონებებს აღვიძებს. წარმოიდგინე, მოვაწყვეთ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შენი გემოვნების გათვალისწინებითაც. კონკურსანტებს ათი დღით მივცემთ განმარტოების საშუალებას, მოწყდებიან ცივილიზაციას და ფაქტობრივად, მოვუწყობთ ლიტერატურულ სარდაფს. ათი დღის განმავლობაში მივცემთ დავალებას, შექმნიან ნაწარმოებს და რამდენიმე ეტაპიანი იქნება კონკურსი, მაშინვე არ გამოვლინდება გამარჯვებული. მონაწილეებს მეთვალყურეები ეყოლებათ, ჩვენ არ ჩავერევით და არ ვიქნებით იქ, რომ არ შევუშალოთ ხელი, მაგრამ ექნებათ საცხოვრებელი პირობები ყველაფრის გათვალისწინებით. ჟიურის წევრებზე ჯერ კიდევ საფიქრალი მაქვს, რამდენიმე კანდიდატი მყავს, მაგრამ კიდევ უნდა დავაზუსტო. არ მინდა, ვინმეს კომპეტენციაში ეჭვი მეპარებოდეს. აბა, როგორ მოგწონს? კარგი იდეაა? - იდეალურია! მსგავსი არც კი გამივლია აზრად. - აღტაცებული ალაპარაკდა ოთო. - ყოჩაღ, ქეთი! არ ველოდი ასეთ იდეას, ვაღიარებ. - ხელი მაგიდაზე დადებული ქალის მტევნისკენ გასწია და ზემოდან გადაადო. - აღფრთოვანებული ვარ შენით! უხერხულად შეიშმუშნა ნაკანი, არ ელოდა მსგავს რეაქციას და ხელი უკან გამოსწია. ანიშნა რომ არ სიამოვნებდა, მაგრამ ბერიძეს ისევ არ მოუშორებია მისთვის და რამდენიმე მილიმეტრითვე გააყოლა თავისი მტევანიც. ბიჭის ამ რეაქციაზე ქეთიმ ხელი გამოაცალა და ფეხებზე დაილაგა, პირი არ გაუხსნია. შეამჩნია ოთოსგან მომართული ლტოლვა, მაგრამ თავის არიდება სცადა. თან ფიქრებმა წაიღო, ახლა ეჭვი შეეპარა თავის გადაწყვეტილებაში. - მთელი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო კონკურსს ჩავატარებთ, მჯერა! - არ ჩერდებოდა ბერიძე, თვალებით ჭამდა ქალს და ვერ იცხრობდა ღელვას, რომელმაც მთლიანად მოიცვა და უნდოდა, მოფერებოდა სანატრელ სხეულს. სულ ოდნავ მაინც შეხებოდა კანზე. - მიხარია რომ მოგეწონა, ოთო. - სანახევროდ არეული სიმშვიდით უპასუხა ნაკანმა. - დავიწყოთ მზადება დროულად, ავარჩიოთ ინტერიერი როგორიც შენ გინდა, დავათვალიეროთ ავეჯიც და ნივთებიც. ხვალ თავისუფალი ხარ? - ხვალ ჩემი პიანისტი მეგობრის გამოსვლაა და ვერ მოვიცლი, სამწუხაროდ. - ეგ არც გამხსენებია, მეც ვარ დაპატიჟებული. უფრო სწორად, მამაჩემი ოჯახით. - ნამდვილად არ მოიწყენ, შესანიშნავად უკრავს! - ჰოდა, ხვალ მოვიცადოთ, ზეგ შევხვდეთ ერთმანეთს. - მოუსვენრობა დაეტყო ბიჭს, თავს ვეღარ თოკავდა, თავის გრძნობებს აშკარად გამოხატავდა, ან ქეთი ამჩნევდა და მარტივად შეეძლო ადამიანების ამოცნობა. - მაშინ, ახლა დაგტოვებ. - ასე ადრიანად, ქეთი? მოხდა რამე? - არა, ასე თუ ისე, გადატვირთული დღე იყო ჩემთვის. მინდა, დავისვენო. იმედია, საწყენი არ არის. - ძალდატანებითი ღიმილით უპასუხა უპასუხა ქალმა და ფეხზე წამოდგა. - შეხვედრამდე, ოთო. ფეხზე წამოდგა ბერიძეც, ხმაურიანად გადაკოცნა წინ მდგომი და მხოლოდ ერთი წუთით წელზე ხელი შემოაჭდო. - შეხვედრამდე, ქეთი. გამოეცალა იქაურობას ნაკანი ჩქარი ნაბიჯებით და მოტყუებულად იგრძნო თავი. ვერ ამოეხსნა, როგორ ხვდებოდა მუდმივად ახალგაზრდა, თუ საშუალო ასაკის მამაკაცების ყურადღების ეპიცენტრში. ქალს ნამდვილად არ სიამოვნებდა ეს. ახლა ეგონა, რომ ბერიძე მის გამოყენებას ცდილობდა და ყველაფერი, რაც ბიჭმა თქვა, აბსურდი იყო. *** ყავა გამზადებული ჰქონდა. ხუთ წუთში მოვალო, ბრეგაძემ დაურეკა და რაღაცნაირად აჟიტირებული იყო გადაცემის და ლევანის მოლოდინში - ერთდროულად. წამითაც არ დაუგვიანია, კარი გააღო თუ არა, ნაკანს მაშინვე შემოეხვია კაცი და გულში ჩაიკრა: - მომენატრე ტო, იცი? - თავზე აკოცა და რამდენიმე წუთით იდგნენ ერთ ადგილზე. - გამიკეთე ყავა? მაგარი სურნელია ოთახში, იმენა. - კი, კი, გაგიკეთე. - გამოფხიზლდა სურნელში გახვეული ქეთი და შემოატარა სახლში ლევანი. - ვახ, რა გემრიელი ყავაა ტო. - დივანზე ჩამომჯდარი არ იყო, მაშინვე მოსვა ყავა. - ყველა ეგრე ამბობს. - მე ყველა ვარ? - წარბი ასწია ბრეგაძემ. - არა, ვიგულისხმე, რომ… - ხანდახან როგორი პატარა ხარ, იცი? - გაეღიმა ქალის შემყურეს. - მოდი, ჩამომიჯექი. მორჩილი ბავშვივით გვერდით მიუჯდა ქეთი და თვითონაც ყავა მოსვა. - კაროჩე, ნეტარებაა შენი ყავის დალევა, რა. - ყავის ფინჯანი ხელიდან ააცალა ბრეგაძემ ქალს და თავისიც მაგიდაზე დადო, მისკენ მიიზიდა ნაკანი და ტუჩებზე დააცხრა. სათითაოდ დაუკოცნა. - ყავიან ტუჩებს სულ სხვა გემო აქვს. - მადისაღმძვრელად ჩაილაპარაკა ლევანმა ქეთის ტუჩებს მიბჯენილმა. ქალმა ხელის მტევანი სახისკენ წაიღო, დაბალ წვერზე თითები შემოაყოლა და ყველა ნაკვთს მოეფერა. ბრეგაძემ თვალები დახუჭა და ჩუმად, მხოლოდ ნაკანის გასაგონად თქვა: - რა თბილი ხარ, ქეთი. *** საკონცერტო დარბაზში ხმაური იყო. სტუმრები იკრიბებოდნენ და თავიანთ ადგილებს იკავებდნენ. ათასი ნაცნობი გადაეყარა ერთმანეთს და მოკითხვებს ვერ მორჩნენ. მსგავსი საღამოები თბილისელი საზოგადოებისთვის განტვირთვა იყო ჭიქა ღვინოსთან და შამპანურთან ერთად. ქეთი იმ გადაცემის შემდეგ პირველად გამოჩნდა ასე ხალხმრავალ ადგილას, ბრეგაძე გვერდს უმშვენებდა და თავისი ინიციატივით წამოიყვანა იმ საღამოზე ლევანი. არ ადარდებდა, ვინ რას იტყოდა. რადგან ისედაც ახმაურებული იყო ყველა, მეტი სალაპარაკო და საფიქრალიც მისცა. ნინო ონიანი იქ არ იმყოფებოდა და აკლდა სამეგობროს, სახლში გამოკეტილი თვითგვემას მიმართავდა მხოლოდ. ნიჟარაძე კულისებში მშვიდად იჯდა და თავის გამოსვლას ელოდა, არც კი ნერვიულობდა, რადგან იცოდა, თავისი საქმის პროფესიონალს არაფერი შეეშლებოდა. ნაკანმა წინ ზოიძე დალანდა, რომელიც მათკენ მოდიოდა ცინიკური ღიმილით და იქვე ბერიძეც შენიშნა, რომელიც შურით სავსე თვალებს არ აშორებდა ქალს და მის გვერდით მდგომს. - მემგონი, გავერთობით. - ჩაიხითხითა ლევანმა და დაძაბულ ქეთის ზურგზე ხელით მოეფერა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.