შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი


20-06-2020, 12:07
ავტორი ninnie
ნანახია 835

ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ წერა მაშინებს.
ბევრი ფიქრისგან და ჩხუბისგან გადაღლილი, ფეხზე ვდგები, ჩემს ნივთებს ვიღებ და შავ NASA-ს ჩანთაში ერთიანად ვტენი. არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა, ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩემს სკეიტს ზურგჩანთაზე ვაბამ და სახლიდან ისე გავდივარ, რომ უკანაც კი არ ვიხედები.
ლიფტში ბევრი კითხვა მაწუხებს, თუმცა არც ერთს არ ვუგდებ ყურს. თემოს (ჩემი უახლოეს მეგობარი) ვურეკავ და სასოწარკვეთილი ხმით ვეუბნები, რომ მისი დახმარება მჭირდება, რა თქმა უნდა ისიც უარს არ მეუბნება და თავისთან მეპატიჟება.
სადარბაზოდან გიჟივით გავდივარ, სწრაფი და დიდი ნაბიჯებით მივდივარ თემოს სახლისკენ და გზაში ფიქრების დიდი ბუკეტი მეხვევა თავს, ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭი მხვდება, 17-18 წლის თუ იქნება და სიგარეტს ვთხოვ, რადგან სისწრაფისგან ჩემი სახლში დამრჩა, ბიჭს კარგად ვათვალიერებ და ვხვდები რომ ეს ლუკაა, ლუკა ჩემი ყოფილი დაქალის, ალინას ყოფილი შეყვარებულია, ჩამოსვლის დღიდან ვმეგობრობ მასთან, თუმცა დღეს დაბნეულობის გამო ვერ ვიცანი. ისიც დაუფიქრებლად იღებს წითელ ვინსტონს და ოთხ ღერს მაძლევს, მადლობას ვუხდი და ვეუბნები, რომ სკეიტპარკში წავალთ სავარაუდოდ და სასწრაფოდ მივდივარ თემოს სახლისკენ, ნაფაზსს ნაფაზზე ვურტყამ და გვიან ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო დიდ ხნიანი შუალედი უნდა გავაკეთო.
საბერძნეთი არც ისე კარგი ქვეყანაა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია, ჩამოდი, დაისვენე და წადი, აქ ცხოვრება დიდად არ მინდა, აქაურობა ნარკომნებით სავსე სრული სანაგვეა, ამიტომაც არასდროს მიჭირს "ფაქტის დათრევა".
უამრავი მეგობარი მყავს, რომელიც ბარიგობს, კარგი ის არის, რომ მოსაწევს უფასოდ ვშოულობ, მაგრამ ამაზე მეტსაც ვაკეთებ ხოლმე (ხანდახან) გზას ვაგრძელებ, როგორ ფიქრობ, სკეიტპარკში რატომ მივდივარ? ახლა თავს ისე ვგრძნობ, რაიმე თუ არ მივიღე ჩემი ხელით მოვიკლავ თავს, ჯიბეებს ვიქექავ და ჯანდაბა! მობილური სახლში დამრჩა, ნინი! როგორ შეგიძლია ასეთი დაუკვირვებელი იყო? შინაგანი ხმა მლანძღავს და მიყვირის იმის გამო, რომ არასდროს ვფიქრობ იმაზე რასაც ვაკეთებ. არაუშავს ისეთაც ყველაფერი გათიშულია, ნომერზე კი არც არავინ დარეკავს და უკეთესიც არის, რომ სახლში დავტოვე...
სწრაფად მივდივარ თემოს კორპუსთან და ვამჩნევ, რომ ვიღაცამ საბედნიეროდ სადარბაზოს კარი ღია დატოვა, სასწრაფოდ, ხმაურიანად ავრბივარ კიბეებზე, ორი საფეხურის გამოტოვებით, თემოს კარებამდე ვაღწევ და სწრაფად ჩემებურად ვაკაკუნებ, მუსიკით, ისე თითქოს დოლი იყოს.
რამდენიმე წამში კი კარს თემოს დედა აღებს გაბერილი მუცლით, საშინლად არ მინდოდა ორსული ქალი მენერვიულებინა, რა უნამუსო ვარ, კარი ისეთი შეშინებული სახით გამიღო თითქოს მთელი გზა მელოდებოდა და ჩემზე ფიქრობდა
-ნინიკო, რა ხდება? ისევ იგივე ხომ? ძალიან ვინერვიულე_ მითხრა ქალმა
-ნუ ღელავთ კატო დეიდა არაფერია, ყველაფერი კარგად არის, მე და თემო სკეიტპარკში წავალთ და ღამით თქვენთან რომ დავრჩე ეს დღეები შეიძლება?
ვიკითხე მე ანერვიულებულმა, რადგან არ ვიცოდი რას მეტყოდა, თან საშინლად მრცხვენოდა, ჩემი პრობლემების გამო მერამდენედ ვაგდებ ამ ქალს ასეთ მდგომარეობაში.
ორსული ქალი მეჩხუბა და გაბრაზებულმა გულიანად გამომლანძღა კიდეც, იმის გამო, რომ ვიკითხე. მასთან, როგორც წესი ასეთ რაღაცებს არ ვკითხულობთ ხოლმე
თემო კარიდან გამოვიდა, ჩემი ჩანთა მის ოთახში, ლოგინზე მიაგდო, თავისი აიღო და ორი დიდი ზომის ჰუდი ჩატენა, ეს იმას ნიშნავდა, რომ სახლში არ დავბრუნდებოდით ამაღამ, ან უბრალოდ ძალიან გვიან მივიდოდით. ჩემს ჩანთას ვხსნი და წინა სათავსოდან 20 ევროს ვიღებ, რომელიც ჩემი უკანასკნელი ფულია, გარეთ გასვლისას ორი კოლოფი სიგარეტი ვიყიდე, დანარჩენით კი დასალევი, სასმელი, რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ მეტროთი წასვლას არ ვაპირებდით, სკეიტები ძირს დავუშვით და გზას გავუყევით, ლუდებით ხელში, მესიამოვნა, საერთოდ თემოსთან ყოფნა ასეთ მომენტში საშინლად მსიამოვნებს ხოლმე, რადგან მავიწყდება ყველანაირი ტკივილი და პრობლემა, იქამდე იცდის სანამ მე არ ვისურვებ მოყოლას, არადა ხომ ვიცი, როგორ აინტერესებს, მაგრამ ინტერესის მიუხედავად იცდის და მაინც არაფერს კითხულობს.
უკვე ახლოს ვართ დანიშნულების ადგილთან და გადავწყვიტე, რომ იქამდე ფეხით მინდოდა მისვლა, რა მოხდა? რა დამემართა? არ ვიცი, აზრზე ვერ მოვედი, სკეიტი ხელში ავიღე და იქვე ბორდიულზე ჩამოვჯექი, თემომაც გვერდი დამიმშვენა. ჩემი სპორტულის ჯიბიდან სიგარეტს ვიღებ, კოლოფს პარკს ვაცლი და ვხსნი, ერთ ღერს ვიღებ და თემოსაც ვაწოდებ, ვეწევით, ორივე ერთად და შვებას ვგრძნობ, რომ ახლა მაინც არ ვზივარ ფანჯრის რაფაზე მარტო და არ ვეწევი.
ჩემი ქალაქი გამახსენდა, ჩემი უბანი, მუხიანი გამახსენდა, შემდეგ კი ჩემი ბავშვობის პარკი, მეხუთეს პარკი, ოცნებამ წამიღო, ისე როგორც არასდროს, არა, მართლა არასოდეს მიოცნებია ასე იქ ყოფნაზე, როგორც ახლა და არასოდეს მინანია იქიდან წამოსვლა ისე, როგორც ახლა ვნანობ. ვნანობ რადგან ჩემი ყველაფერი იქ დავტოვე, ჩემი ყველა ნაწილი იქ დავტოვე, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ასეთი ტრაგიკული გახდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერთან ერთად, ნარკომანიც კი გავმხდარვარ.
ღმერთო, როგორ მინდა ახლა ყველა ჩემს მოგონებაზე საუბარი ვინმესთან, არ აქვს მნიშვნელობა ეს თემო იქნება თუ ვინმე სხვა, უბრალოდ გამვლელი, არ მანაღვლებს რადგან ასე არ ვანაღვლებ მათაც.
როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილამდე, გადავწყვიტე, რომ იქ საყვარლად და ლამაზად მოწყობილ პარკში უნდა შევსულიყავი მანამ სანამ ჩემი მეგობარი, უფრო სწორად "ბარიგა" მოდიოდა ფაქტით ხელში.
დიდხანს ვქანაობდით საქანელაზე, შემდეგ კი ისიც გამოჩნდა. იმ დღეს პირველად გამიჩნდა სურვილი, რომ წამალი გამეკეთებინა, გამეჩხირა, ვერ ვიტან ამ სიტყვას და ბოლოჯერ ვამბობ ალბათ. სამწუხაროა, რომ მხოლოდ მოსაწევი და რაღაც ტაბლეტები ქონდა საკაიფოდ.
სიგარეტში გავახვიე, აი როგორც ხდება ხოლმე. თემო ყოველთვის იღებდა წამალს, რაღაც ბევრად უკეთესს და სულ მიმტკიცებდა, რომ ეს გრძნობა ორგაზმზე ბევრად უკეთესია, სამწუხაროა და სასაცილოც თუმცა არც ორგაზმი მაქვს გამოცდილი და არც ის გრძნობა, რომელიც მასზე უკეთესია და თემოსაც ასე ძალიან მოსწონს.
როგორ მინდა ამის გაკეთება, თუმცა ნემსებთან არ ვმეგობრობ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი და თოჯინებს "ტაკოზე" ნემსებს ვუკეთებდი, სასაცილოა ეს ყველაფერი, თუმცა მე ტრაგიკულად მეჩვენება...
ხანდახან ისეთი მუზა მყავს, რომ ვფიქრობ, ალბათ რაიმე საინტერესო წიგნსაც დავწერდი, ნინის კარგ ცხოვრებაზე რომელსაც ნარკოტიკებში ცვლის. მიკვირს ასეთი ოჯახის შვილი, როგორ ვბედავ ასე მოქცევას.
აი ახლა უცებ წერის უნარი მეკარგება, თუმცა შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, მეგობრებს კი არაფერს უმალავენ. ამიტომაც, როგორც არ უნდა დავიღალო წერით, ვალდებული ვარ შუა გზაში არ მივატოვო მოყოლა ამბის, რომელიც გადამხდა... ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ შენგან პასუხს ვერასდროს ვიღებ, ვერანაირ რჩევას ვერ ვიღებ, მაგრამ მამშვიდებ...
მეორე დილა თენდება, რაც თემოსთან ერთად პარკში ვარ, ხო, გავათენეთ. მთელი ღამე აქ ვიყავით. ზუსტად საათნახევარი მეძინა, მაგრამ საზიზღარმა სიზმარმა გამაღვიძა, კოშმარმა.
დღეს ბავშვური რაღაც დამემართა, აი ხომ იცი, რომ იძახიან ბავშვებზე ტირილისგან ან სულაც სიცილისგან გადაბჟირდაო, მე ეს ბავშვობაში მემართებოდა, ტირილისგან...
დღეს კი 12 წლის შემდეგ პირველად გადავბჟირდი ტირილისგან, უფრო სწორად გუშინ, მაპატიე უძილობის გამო დღეები ამერია.
ექიმებმა დარწმუნებით თქვეს, რომ როცა გავიზრდებოდი აღარ დამემართებოდა თუმცა, როგორც ჩანს ან კარგად არ გავზრდილვარ ჯერ, ან ტყუილი იყო.
სუნთქვა შემეკვა, თვალები მაღლა ამივიდა და ვგრძნობდი საშინელ ტკივილს, მთელი ორგანიზმი მტკიოდა და მენგრეოდა, ნეტავ პატარა რომ ვიყავი მაშინაც ასე მემართებოდა, თუ რაღაც პატარა დოზით.
შემდეგ იყო პირველი გაყნოსვა, მერე სიცივის გრძნობა, მერე სიცხის და შიშის, მერე ცხვირის საშინელი ქავილი. შემდეგ კი თემოს და მარიამის კალთაზე იმ 5 წლის ბავშვივით მიძინება, რომელიც ცოტა ხნის წინ არაამქვეყნიურად ტიროდა, ისეთი სასაცილო დასანახი ვიყავი მძინარე, რომ მარიმ დაჟე ფოტოც კი გადამიღო. ნეტავ თემოს კალთის მაგივრად ის ყოფილიყო? რომელზედაც პატარა ნინიკოს ეძინა.
მაგრამ არა, ის ხომ უბრალოდ იმის გამო მიბრაზდება, რომ 3 დღე დავტოვე და ვერ დავურეკე, ვერც კი მივწერე.
იქნებ ეკითხა? იქნებ მართლა ვკვდებოდი და არ შემეძლო დაკავშირება? რუსული საზიზღარი ჟარგონებით შემოიფარგლება რაც მაღიზიანებს.
მართალიც არის ალბათ, ჩვენი ურთიერთობა ისედაც ვერ გამოვა, ორი დაქალის გარდა ისედაც არავის უნდოდა ჩვენი ურთიერთობა, მგონი თვითონაც კი არ უნდოდა, მაგრამ რატო მოდიოდა ჩემთან? ამის სათქმელად? ეჭვი მეპარება. გიორგიზე არ გეცოდინება, მაგრამ გპირდები მოვა დრო და მოგიყვები!



№1 სტუმარი სტუმარი Anns

არ ვიცი ეს ისტორია რეალურია თუ უბრალოდ წერ, მაგრამ გეტყვი. ბედნიერებას მაშინ აქვს გემო, როდესაც შეგიძლია კაიფის გარეშე შეიგრძნო. ასე ბევრად უკეთესია. გაგიმართლა, რომ ეგეთი მეგობარი გყავს, ყოველთვის, რომ მიგესვლება და ყოველთვის, რომ აგყვება ყველაფერში, მოგისმენს და რჩევას მოგცემს. არ გაბედო და არ თქვა, რომ ყველაფერი მთავრდება, რომ გიჟდები, ან აღარ შეგიძლია. ჩათვალე, რომ ყოველივე ეს შენთვისაა. რაც უფრო ძლიერი იქნები მით უფრო შეძლებ მომავალში საკუთარი ადგილის პოვნას და მერე ყველაფერი გამარტივდება. ჩვენ, ადამიანებს, უსასრულო შესაძლებლობები გვაქვს და მაინც დროს ვანდობთ ჩვენივე გასაკეთებელს!

 


№2  offline წევრი ninnie

სტუმარი Anns
არ ვიცი ეს ისტორია რეალურია თუ უბრალოდ წერ, მაგრამ გეტყვი. ბედნიერებას მაშინ აქვს გემო, როდესაც შეგიძლია კაიფის გარეშე შეიგრძნო. ასე ბევრად უკეთესია. გაგიმართლა, რომ ეგეთი მეგობარი გყავს, ყოველთვის, რომ მიგესვლება და ყოველთვის, რომ აგყვება ყველაფერში, მოგისმენს და რჩევას მოგცემს. არ გაბედო და არ თქვა, რომ ყველაფერი მთავრდება, რომ გიჟდები, ან აღარ შეგიძლია. ჩათვალე, რომ ყოველივე ეს შენთვისაა. რაც უფრო ძლიერი იქნები მით უფრო შეძლებ მომავალში საკუთარი ადგილის პოვნას და მერე ყველაფერი გამარტივდება. ჩვენ, ადამიანებს, უსასრულო შესაძლებლობები გვაქვს და მაინც დროს ვანდობთ ჩვენივე გასაკეთებელს!

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ისტორია სიმართლეა, სამწუხაროა ისიც, რომ ყველაფერი რასაც ვწერ ჩემი ცხოვრების პატარ-პატარა მონაკვეთებია, კაიფსაც რაღაც გემო აქვს ისევე როგორც ბედნიერებას აქვს კაიფის გარეშე გემო.
დგება მომენტები ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ყველაზე წინ ნარკოტიკს აყენებს. ბევრი ასეთი მომენტი მქონია თუმცა წინ ჩემი მომავალი დამიყენებია, რომელიც არც კი ვიცი იარსებებს თუ არა... ვეცდები გამოვასწორო ყველაფერი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent