შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმამაცის ოცი წამი (სრულად)


21-06-2020, 00:53
ავტორი ენეე
ნანახია 5 470

სიმამაცის ოცი წამი

დილით ადრე ავდექი, სპორტულები ჩავიცვი და გარეთ გავედი სარბენად. ზაფხული მოდის და მინდა რომ ერთხელ მაინც კარგი ფორმით შევხვდე. ყოველთვის წონის პრობლემა მაქვს, ნეტავ იცოდეთ როგორ მშურს იმ ხალხის ვისაც საერთოდ არ აინტერესებთ როგორ ფორმაში იქნებიან. სარკეში ყოველთვის შიშველი ვიხედები ,ასე სულ ვამჩნევ მოვიმატე თუ პირიქით.
ერთ თვეზე მეტია დიეტაზე ვარ თან ვარჯიშობ . დასაწყისში რაღაც გამოგაპარეთ ... ერთი მიზეზი კიდევ ის არის ,რომ მამაკაცი მომწონს,რომელსაც ზუსტად ვიცი ჩემსავით გაფუებული გოგონები არ მოსწონს. კაკი ორი თვის წინ გავიცანი დაბადების დღეზე. ჩემი საუკეთესო მეგობრის ბიძაშვილი აღმოჩნდა,აქამდე არ ვიცნობდი ახლოდან ,რადგან საქართველოში არ ცხოვრობდა. მოგატყუებთ ,რომ გითხრათ პირველივე დანახვაზე მომეწონათქო. პირიქით მაღიზიანებდა მისი ცინიკური სახე ,როცა მე მიყურებდა. ვაკვირდებოდი და ვამჩნევდი ,რომ მხოლოდ ჩემთან არ იღიმოდა . ჩემზე ალბათ ხუთი წლით უფროსი მაინც იქნება. ყველას ეცეკვა ჩემს გარდა, არ ვიცი რა დამემართა იმდენად გავბრაზდი მისი "ფეხებზე" მზერით,რომ მივედი და ვითომ სულ შემთხვევით წავიქეცი და თეფშზე დადებული ტორტიც თავისით წავაცუნცულე კაკისკენ. დაიზმუილა და მაჯაზე ჩამავლო ხელები.
⁃ გოგო, სულ გააფრინე?- საზიზღარი ხმით ჩაილაპარაკა ,მაგრამ იმდენად სასაცილო იყო სახეზე ვარდისფერი და ცისფერი კრემით ,რომ სიცილი ვერ შევიკავე. გაკვირვებული მიყურებდა . ალბათ ფიქრობდა ამას ვის გადავეყარეო.
⁃ შემთხვევით მოხდა,- სიცილით გული ვიჯერე თუ არა ძლივს ამოვილაპარაკე .
⁃ ხო არა? -ეშმაკურად ჩაიცინა.
⁃ ხოოო ,- უაზროდ გავწელე პასუხი. მერე ვერც გავიაზრე ისე უცებ შემაზილა ტორტი სახეზე. ახლა მე აღარ ვიცინოდი. თვითონ დამცინოდა. სახეზე არსებული კრემი ,რომ არა ალბათ ყველა დაინახავდა წიწაკასავით როგორ გავწითლდებოდი.
⁃ უნამუსო კაცი ხარ,- ხმას ძლივს ვიმორჩილებდი,გვერდი ისე ამიარა არაფერი აღარ უთქვამს. გავცოფდი და ისე გამოვარდი რესტორნიდან არავის დავმშვიდობებივარ . იმ წამს ჩემი მარიამი სულ გადამავიწყდა. სასმელიც ცუდად მოქმედებდა... ტაქსი გავაჩერე და ჭავჭავაძეზე გავაყვანინე თავი. გამწარებული შევარდი სახლში... იქ კი როგორც ყოველთვის სიმარტოვე ვიგრძენი. ჩემი მშობლები უცხოეთში არიან. მთელი ბავშვობა ასე მარტო მტოვებდნენ,ოღონდ ორი განსხვავება იყო მაშინ : ძიძა მყავდა და ისინი მჭირდებოდნენ. იშვიათად ვურეკავთ ერთმანეთს, თუ მათთან ერთად ვარ სული მეხუთება...

სააბაზანოში შევვარდი და წყალი გადავივლე ,დღევანდელზე დავფიქრდი თუ არა სიცილი ამიტყდა. ქაჯურად და გოიმივით მოვიქეცი დღეს.

მთელი ღამე ვერაფრით მოვიშორე კაკიზე ფიქრები ...

***

დღეები გადიოდა ... კაკი ამ ამბის შემდეგ მხოლოდ ორჯერ ვნახე ,მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა ჩემი საბოლოოდ ჭჯუიდან გადასვლაში. მალევე აღმოვაჩინე რომ სიგიჟემდე მომწონდა ,ასეთი რამ არასდროს დამმართნია. ყველგან მის მამაკაცურ მხრებს და კიდევ უფრო მამაკაცურ სახეს ვხედავდი. ოცი წლის გოგო ისე ავცანცარდი კაკის გაცნობის შემდეგ თავი ლაწირაკი მეგონა ხოლმე.
მერე მარიამთან სტუმრობას მოვუხშირე .უნიდან თითქმის სულ მასთან გავრბოდი ,მაგრამ არასდროს მხვდებოდა მასთან. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა...
ერთხელ საწოლზე ვიწექით მე და მარიამი, შოკოლადის ტორტით გემრიელად ვილუკმებოდით. ლეპტოპში მარიამის "ფეისბუქი" იყო ჩართული. კედელს ვათვალიერებდი როცა კაკის ფოტო ამომიგდო ვიღაც გოგოსთან ერთად, არაფერი მიგვრძვნია სხეულში მწარე დარტყმის გარდა. ფოტოს გავცდი არ მინდოდა მარიამს რამე შეემჩნია.
⁃ ისე ამ კაკის ვერაფერი გავუგე,- ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
⁃ რატო?
⁃ აბა გოგო ამხელა კაცია და არ დაიღალა ნეტავ ამ ნაშებით. თან ყველაზე სასაცილო ისაა ,რომ მარტო გამხდარ და შავგვრემან გოგოებთან იჭერს ურთიერთობას.
მე კი არ ვაკმაყოფილებდი მის გემოვნებას , საერთოდ არა. კარგი ფორმები მქონდა მაგრამ არ ვიყავი გამხდარი ,არც შავი თმები არ მქონდა. პირველად ვინანე ყავისფერი თმიდან ქერაზე გადასვლა.
შოკოლადიანი ტორტი ყელში გამეჩხირა მაშინვე სააბაზანოში გავიქეცი და პირიდან გადმოვყარე. მოთხუპნული პირი მოვიბანე და მარიამთან დავბრუნდი.
⁃ რა დეგემართა? - გაოცებული მიყურებდა.
⁃ რა უნდა დამმართნოდა, - გამომადგა ჩემი გენი ისე ვიაფერისტე მეც გამიკვირდა.
⁃ ხოდა ჭამე მაშინ და მერე რაღაცების კეთებაში დამეხმარე,ნათესავები მოდიან ახლა დამირეკეს.
ტორტიანი თეფშით სამზარეულოში გავედი და სანაგვეში მოვისროლე. მარიამი თავზე მადგა.
⁃ ნია , ტორტზე როდის აქედან ამბობ უარს?- გაკვირვებული მიყურებდა.
⁃ დღეიდან!



მარიამს ყველაფერში დავეხმარე,მაგრამ ვერაფრით დავრჩი მასთან. ვერ ვნახავდი კაკის,ვერც მის ირონიულ ღიმილს ვერ ვუყურებდი.
სახლში დავბრუნდი თუ არა ვარჯიში დავიწყე ,რომელიც ინტერნეტში ვიპოვე. არასდროს მივარჯიშია და რამდენიმე მარტივ მოძრაობაზე სუნთქვა გამიხშირდა. . ათასი სტატია წავიკითხე იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოვაწონოთ მამაკაცს თავი .ბოლოს ერთმა სტატიამ დამაფიქრა - "ბევრი კაცი ერიდება პასუხისმგებლობას. იყავით ხალისიანი, შეეცადეთ ითამაშოთ სიტუაციებით. აგრძნობინეთ მას, რომ მოგწონთ მის გვერდით ყოფნა, შეგიძლიათ თამამად თითქოს გაუაზრებლად შეეხოთ. იყავით პირდაპირი და გახსნილი. ხაზი გაუსვით, რომ გსიამოვნებთ მასთან ურთიერთობა, მაგრამ არ აგრძნობინოთ მამაკაცს, რომ მასზე ხართ დამოკიდებული. ნურასდროს ილაპარაბეთ მასთან მოსაწყენ და სერიოზულ თემებზე, პირიქით მასთან შეხვედრა უნდა ასოციდებოდეს დროის ტარებასთან და გართობასთან. "
ალბათ ასეთ სტატიას არასდროს წავიკითხავდი, არ ვიცი ასე რამ გამომაშტერა. შეიძლება აკვიატებაა ის რასაც მის მიმართ ვგრძნობ . მიწასთან ვასწორებდი ხალხს ვინც ათას სისულელეს აკეთებდა კაცების ყურადღების მიქცევისთვის. თურმე მათნაირი გავმხდარვარ , თურმე მართლა შეუძლია სრულიად უცხო კაცს ისე გამოგაშტეროს საკუთარი თავი ,რომ ვეღარ იცნო. სტატიების კითხვაში ისე ჩამეძინა ვერც კი მივხვდი.
დილით მზის სხივებმა გამაღვიძა საათს ,რომ დავხედე დაფეთებული წამოვხტი , ციფერბლატი თორმეტს აჩვენებდა. არც კი ვიცი ათ წუთში როგორ ჩავატიე დილის პროცედურები. ყავაც ვერ დავლიე ისე გავვარდი სახლიდან. არც ავტობუსის ლოდინის დრო მქონდა ,არც სამარშუტო ტაქსის . ტაქსი გავაჩერე და ძალიან სწრაფად მივაყვანინე თავი უნიში. ისეთი ლექცია მქონდა ვერაფრით ვერ გავაცდენდი.

***

დღეები გადიოდა მე კი ნელ-ნელა ფორმაში ვდგებოდი .ამ ხნის განმალობაში ერთხელაც არ მინახავს კაკი, მინდოდა მაშინ ვენახე როცა მისთვის სასურველი გავხდებოდი. ამისთვის თავს არ ვიზოგავდი. ყოველ დილით დავრბოდი,ვიცავდი დიეტას. რეჟიმი ამერია... მარიამთან აღარ გავდიოდი იმის შიშით მას არ გადავყროდი. ვეღარავინ მცნობდა , ვერც მიცნობდნენ ,რადგან საკუთარი თავი მეთვითონაც მეუცხოებოდა. ერთ დღესაც თმის გამუქება და კარედ შეჭრა გადავწყვიტე ... ვიცოდი მომიხდებოდა , ბუნებრივ ფერზე ოდნავ მუქი ავირჩიე და სტილისტს მივენდე.
საბოლოოდ ჩემი თავი ძალიან მომეწონა. სარკეში ჩავიხედე და მაშინვე ის გავიფიქრე დღეს საღამოს რას ვაკეთებდი. არ დაიჯეროთ ,ვხუმრობ! მაგრამ ტყუილი იქნება რომ გითხრათ არ მიხდება-მეთქი. სახლში წასვლა არ მინდოდა , სეირნობა გადავწყვიტე... ბევრი ვიბოდიალე, დაღლილობა ვიგრძენი თუ არა პარკში სკამზე ჩამოვჯექი და სიგარეტი გავაბოლე. ტელეფონზე ზარი შემოვიდა.
-ხო , მარიამ.
-სად ხარ? - ძლივს გავიგე მისი ხმა ,როგორც ჩანს ხალხმრავალ ადგილას იყო.
-ვსეირნობ, რა იყო , რამე ხდება?
-არა არაფერი. მარტო ხარ?
-არა გოგო.
-აბა ?
-რავი მეზობლის ძროხას ვასეირნებ ვაკის პარკში,- გამეცინა ჩემს უაზრო პასუხზე.
-ჰა ჰა ჰა ჰა, ძაან სასაცილოა. გამოდი ჩემთან ცოტა გავერთოთ,- ყურმილში ჩამყვირა.
-კაი, ვნახოთ.
-მიდი,მიდი გელოდები.
ასე მარტო ყოფნას მარიამთან წასვლა ვარჩიე. ღია ჯინსის კომბინიზონი მეცვა თეთრ მაისურზე,ფეხზე შავი დაბალ ყელიანი all star- ები. არანაირი მაკიაჟი არ მესვა. მიყვარს თავისუფალი სტილი.
მალევე მივედი მის კორპუსთან, კიბეები ფეხით ავირბინე. რა ვქნა ლიფტის ბავშვობიდან საშინლად მეშინია. კარები მარიამმა გამიღო, ჩემს დანახვაზე შეჰკივლა.
-მეჩვენება? - ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
-ვერ მივხვდი გოგო,- მის გაოცებულ მზერაზე გამეცინა. თმაზე ხელი დამისვა.
-ეს რა არის გოგო? სად წაიღე შენი ქერა დალალები. არა , განა არ გიხდება პირიქით ,მაგრამ შენ არ იძახდი ქერა ჩემი ფერიაო?
-ხო ვიძახდი, მაგრამ გადავიფიქრე,- თბილად მოვეხვიეთ ერთმანეთს.
-ეე ,დათხელდი თუ მეჩვენება?
-არა,არ გეჩვენება, -გამიხარდა წონაში კლებას მარტო მე რომ არ ვამჩნევდი.
-ეგ სტილი ვერ მოიშორე რა , როდის უნდა გაიზარდო ? ჩაიცვი გოგოსავით.
-ვაიმე , წავალ ახლა იცოდე,- სახე დავმანჭე .
- შემოდი,- აკისკისდა მარო. მისაღებში შევედით , დამინახეს თუ არა ბავშვებმა ყვირილი ატეხეს. რამდენიმე დღის უნახავები მყავდნენ.
-აუ როგორ გიხდება გოგო,- თმას მიწეწავდნენ ბავშვობის მეგობრები, როცა დავჯექი მაშინ შევამჩნიე ორი უცხო ბიჭი.კითხვის ნიშნიანი სახით ავხედე მარიამს.
-ნინე, ესენი კაკის ძმაკაცები არიან,- ბიჭები ფეხზე ადგნენ და ჩემსკენ წამოვიდნენ,ინსტიქტურად მეც მაშინვე წამოვხტი სავარძლიდან ,- ეს გიგია , - ჩაილაპარაკა მარიამმა და ხელი ოდნავ პუტკუნა ბიჭისკენ მიუთითა ,რომელიც თბილად მიღიმოდა.
-სასიამოვნოა, - ერთხმად ჩავილაპარაკეთ და ამაზე ორივეს გაგვეღიმა.
-ეს კი ,- გაარგძელა მარიამმა, - სერგია, - გამხდარ და ძალიან სიმპატიურ ბიჭს დავაკვირდი. ბიჭმა ხელზე ნაზად მაკოცა.
-სასიამოვნოა ნია,- პირველად ვიგრძენი თავი გოგოდ, აქამდე ყველა ყოველთვის ისე მექცეოდა როგორც ნაგიჟარს... მერე ჩამოვჯექი ,გოგოებმა ჩემი თმის ახალ სტილზე დაიწყეს ლაპარაკი . ოთახში კაკი შემოვიდა თუ არა სხეული ამეწვა, თმა და წვერი წამოზრდოდა . ახლა იმდენად სიმპატიური მეჩვენა თვალს ვერ ვწყვეტდი, ჩემი მზერა ალბათ იგრძნო და შემომხედა. სირცხვილისგან წამოვწითლდი,მაგრამ თვალი არ მომიშორებია. უცნაური მზერით ამათვალიერა , ისე თითქოს პირველად მხედავდა. არც მომსალმებია ისე მიუჯდა მაგიდასთან მსხდომ გოგოებს. მაინცდამაინც იმათ ვისაც მხოლოდ მარიამის გამო ვიტანდი. აი ,იცით როგორები იყვნენ წიგნი ცხოვრებაში, რომ არ გადაუშლიათ და მთელი ქვეყანა მათი რომ ჰგონიათ. ვერც ვხვდები მარიამი მათთან რა საერთოს ნახულობს. დავიბოღმე, კაკი ზედაც არ მიყურებდა , მათ კი გვერდიდან არ შორდებოდა. ახსნას ვერ ვუძებნიდი იმას თუ რით მჯობდნენ ისინი. მოვიწყინე ,მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. მერე დალევა დავიწყეთ. ცხოვრებაში პირველად დავლიე არაყი,არადა ყოველთვის იმას ვამბობდი ,რომ მოვკდე ამ საშინელ სითხეს არასდროს დავლევთქო. ხო გეუბნებით საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ...ერთ ჭიქას მეორე მოყვა,მეორეს მესამე და კარგახანს გაგრძელდებოდა ასე გულის რევის შეგრძნება, რომ არ გამჩენოდა. საპირფარეშოში ბანცალით წავედი, კარები გავაღე ,შევედი და ზურგით მდგომი კაკი დავინახე,რომელიც ხელებს იბანდა.
ჯანდაბა მე და ჯანდაბა ჩემ მუცელს,მაგრამ ვერაფრით მოვითმინე და ვაღებინე. თავი საშინლად მტკიოდა , აზრზე ვერ მოვდიოდი .

მერე კი შუბლზე და წელზე ვგრძნობდი ძლიერ ხელებს.



ვერაფერი ვერ გავაცნობიერე. ვერ მივხვდი ვინ მეხებოდა ასე ნაზად და ვინ მეხმარებოდა. მართლა გეუბნებით ,ვერ მივხვდი.თვალებს ვერ ვახელდი ისე ცუდად ვიყავი, მერე ვიგრძენი როგორ მომწმინდა ვიღაცამ პირი და სახეზე ცივი წყალი როგორ შემასხა. თვალები ზანტად გავახილე. მეგონა ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო, რამდენჯერმე დავახამხამე თვალი ,მაგრამ არ გამქრალა. ჩემს წინ ჩემი ტვინისა და გულის გადამტრიალებელი იდგა,ადამიანი რომელიც ვერც ხვდებოდა როგორ მტკენდა .ადამიანი,რომლის გამო საკუთარი თავი დავივიწყე. იდგა და თვალებში შეშფოთებული მიყურებდა. პირველად დავინახე მის სახეზე ასეთ ემოციას... აქამდე მხოლოდ სხვისთვის ღიმილიანს და ჩემთან ირონიით აღსავსე სახით ვხედავდი. ახლა... ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო.
⁃ არ მეჩვენები კაკი?- ბლუყუნით ამოვილაპარაკე და სახეზე ნაზად დავუსვი ხელი. ვიგრძენი როგორ გააკანკალა, მართლა ვიგრძენი.არ მომჩვენებია!
⁃ მე ვარ , -გაოცებული მიყურებდა.
⁃ ძძ ძალიან ცუდად ვარ,- სიტყვებს ძლივს ვამბობდი,ასე უსუსურად თავი არასდროს მიგვრძვნია.
⁃ რამ დაგალევინა ამდენი,- გამეღიმა... ვფიქრობდი რომ ჩემზე ზრუნავდა,ეს კი ალბათ მეჩვენებოდა.
⁃ ყურადღების არ მოქცევამ და ფეხებზე მზერამ .
⁃ ვერ მივხვდი,- გაკვირვებულმა შემომხედა და ნაზად დამისვა თავზე ხელი.
⁃ კარგია,ვერც უნდა მიხვდე,-
აღარაფერი უთქვამს ,უბრალოდ იდგა და მიყურებდა.
-კაკი, სახლში წამიყვანე გთხოვ .
⁃ კაი,ტო . რა პრობლემაა,- წელზე ნაზად მომკიდა ხელი და მისაღებში გამიყვანა. მისი ხელი რომ არა წელზე ალბათ წავიქცეოდი.


⁃ ბევრი მოუვიდა დალევა და წავიყვან.
⁃ კაი მიდი,-ხელი დაკრა მხარზე სერგიმ,- დაბრუნდები?
⁃ არამგონია,- ყველას დაემშვიდობა და გარეთ გამოვედით. ლიფტისკენ წამიყვანა მაგრამ მთელი ძალით ჩავაფრინდი ხელზე.
⁃ ოღონდ ლიფტი არა,- ჩაიცინა... ალბათ მიმიხვდა რომ მეშინოდა. მერე ხელში ამიყვანა,შეწინააღმდეგის არც თავი მქონდა ,არც სურვილი. მის მკლავებში თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი. მისამართი ვუკარნახე და მერე სასმელმა თავისი ქნა და ჩამეძინა. ცოტახანში სახეზე შეხება ვიგრძენი და ოდნავ შევიშმუშნე. მერე თმებზე და თვალები ვჭყიტე და უცებ წამოვხტი . ყველაზე უხერხულ სიტუაციაში ამოვყავი თავი. სადარბაზოში ხელში დაჭერილი ვყავდი კაკის ,ვეჯაჯგურებოდი და მერე როგორც ჩანს თავი ვერ დაიმორჩილა წაიქცა ... მეც ზედ მიმიყოლა. ვუყურებდი...ვერ ვაშორებდი მის ჭაობისფერ თვალს მზერას. მერე ტუჩებზე დავაკვირდი ,იმდენად მინდოდა შევხებოდი სურვილისგან გამაკანკალა. მერე ნაზად დავუსვი თითები ტუჩებზე, თვალები ჭყიტა ,როგორც ჩანს გაუკვირდა. მერე კი ჩემმა სიმთვრალემ იმდენი გამაკეთებინა რომ ტუჩებზე გიჟივით დავეტაკე. ისე როგორები ვართ , ყველაფერს ვიღაცას ან რაღაცას გადავაბრალეთ ხოლმე. არადა სიმთვრალემ უბრალოდ გამბედაობა მომცა ... ცოტახანს არ ინძრეოდა მერე კი თვითონაც ამყვა კოცნაში. ეს იმდენად უცხო იყო ჩემთვის,იმდენად ტკბილი რომ მისგან მოშორება აღარ მინდოდა,მერე თვითონ მომშორდა მაგრამ მე ჩემი ტუჩები ყელზე მივაწებე. ვიგრძენი როგორ დაეხორკლა კანი,ამანაც კი სიამოვნება მომანიჭა. სულ გადავედი ჭკუიდან ხო... ვიცი!
⁃ გაჩერდი ნია, მთვრალი ხარ მე კი ამით ვსარგებლობ.
⁃ ჩემი სახელი იცი? მოიცა,საიდან იცი?
⁃ მეხუმრები?- ჩაეცინა.
⁃ არა ,რატო. შენ ხომ არასდროს მამჩნევდი, მეგონა არც სახელი იცოდი,-
მერე ახარხარდა ,მაგრამ რაზე ვერ მივხვდი...
⁃ როგორ შეიძლება შენ შეუმჩნეველი იყო?
⁃ რავიცი, შენთვის ვარ, - ჩანთაში გასაღების ძებნა დავიწყე ყურადღების გადასატანად.
⁃ პირველზე ცხოვრობ?
⁃ არა, მეორეზე.
ნელი ნაბიჯით ავედით მეორეზე, ვეღარ გავძლებდი დიდხანს მის გვერდით. ვერ ვუძლებდი რომ მე არავინ ვიყავი მისთვის,რომ არ შემეძლო მასთან ლაპარაკი, შეხება. ეს საშინლას მტკენდა. მერე კარებს მივუახლოვდი და გავაღე.
⁃ კაი წავალ მე, შენები მოგხედავენ ახლა. ახლოს მოიწია,ალბათ ლოყაზე უნდა ეკოცნა რომ შევაჩერე.
⁃ მარტო ვცხოვრობ, წლებია უკვე.
⁃ მაშინ მარტოს ვერ დაგტოვებ,- და სახლში შემომყვა. გეზი პირდაპირ საძინებლისკენ ავიღე, გახდის თავი არ მქონდა და ტანსაცმლიანად და ფეხსაცმლიანად ჩავწექი ლოგინში,.კაკი მომიახლოვდა და საბანი გადამიწია.
-რას აკეთებ?- გაოცებულმა თვალები დავჭყიტე.
- ფეხსაცმელს გაგხდი უბრალოდ,- უცებ გამაძრო კედები და წინდებიც მიაყოლა,კანზე მისი შეხება ,რომ ვიგრძენი დამაჟრიალა.
- მოდი ,მომიწექი,- გაკვირვებულმა შემომხედა,ალბათ კარგს არაფერს ფიქრობს ჩემზე,მაგრამ ახლაც საოცრად მჭირდება მასთან სიახლოვე.
⁃ ისე, დიდი ხანია მარტო ცხოვრობ?
⁃ კი, საკმაოდ.
⁃ ვერ გავიგე რა იმ გოგოების დაამთავრებენ თუ არა სკოლას მშობლებისგან ეგრევე ,რომ გარბიან, რა არის რა წესია,- ვერ ვხვდები ასე რამ გააბრაზა... ძალიან მეწყინა მომინდა ერთხელ მაინც გადამეშალა გული ვინმესთვის.
⁃ ეგრე გგონია? გგონია ფეხებზე ისინი და მაგიტო ვცხოვრობთ ცალ-ცალკე?!
⁃ არა ეგ არც მიფიქრია.
⁃ იცი მაინც როგორი მტკივნეულია როცა მშობლებლებს შენთან ერთად ყოფნას სრულიად უცხოსთან ყოფნა რომ ურჩევნიათ. მთელი ბავშვობა მარტო გავატარე... იცი ,რა საშინელებაა როცა გვერდით გყავს მშობლები ,მაგრამ ვერ გრძნობ. არასდროს მომფერებიან ისინი როგორც მშობლები ეფერებიან შვილებს.არასდროს უკითხავთ რა მჭირდა ,რა მაწუხებდა. მათგან არ მიგრძვნია ,რომ ვუყვარდი და ვჭირდებოდი. მთელი ბავშვობა მეგონა ,რომ მე ვიყავი ცუდი და ამიტომ ვერ მიგებდნენ ყოველთვის ვეძებდი პასუხებს და კითხვები მკლავდა. ცოტა რომ წამოვიზარდე მერე კიდევ უფრო მიმაგდეს. ვერ ვგრძნობ ,რომ ისინი ჩემი ნაწილები არიან,ნეტავ საერთოდ არ ყოფილიყვნენ ჩემს გვერდით.თუნდაც ბავშთა სახლში გავზრდილიყავი, იქ მაინც ვიფიქრებდი ,რომ მათ ვჭირდები, რომ ვუყვარვარ. გეფიცები ეგრე თუ არ ვფიქრობდე.გიკვირს ხო ასე რომ ვლაპარაკობ? დავიღალე,გესმის დავიღალე. არავის ვჭირდები ,საკუთარ მშობლებსაც კი,- ტირილით სულს ვერ ვითქვამდი.
⁃ მაპატიე , მაპატიე,- უცებ საწოლში დაწვა ,ახლოს მოიწია და ნაზად დაიწყო თითების ახლართვა ჩემ თმებში,- ბოდიში ეგეთი უაზრო რამ რომ გითხარი.
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ერთიანად დავიცალე. ცხოვრებაში არავისთან მისაუბრია ამ თემაზე, მხოლოდ მარიამმა იცოდა,მაგრამ ასე პირდაპირ მისთვისაც არ მითქვამს. ვიგრძენი, რომ ახლა თავისუფლად ვისუნთქებდი. მის მკლავებში თავს ყველაზე ძლიერად და დაცულად ვგრძნობდი, ნაზად მივაწებე ტუჩები კაკის მაჯას და ძილის სამყაროში გადავეშვი.

თვალები,რომ გავახილე საწოლში მარტო ვიყავი, კარგად მახსოვდა ,რომ კაკი ღამე ჩემთან იყო. ძლივს ავდექი და ოთახებში ძებნა დავუწყე,მაგრამ არსად იყო ,არაფერი იყო ისეთი რაც დამარწმუნებდა ,რომ ჩემი წარმოსახვის ნაწილი არ იყო ჩვენი პირველი კოცნა ,ერთად დაძინება... ცოტახანში მარიამს დავურეკე,პირდაპირ არ ვკითხე სახლში ვინ მომიყვანათქო არ მინდოდა რაიმე ეჭვი გასჩენოდა.მან მითხრა ,რომ სერგიმ წამომიყვანა, ეს იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა ჩემთვის ... ასე როგორ დავთვერი ,რომ ყველაფერი მომეჩვენა, არადა მეგონა ცოტა წინ წავიწევდით “ურთიერთობაში”.


***

რამდენიმე დღე ისე გავიდა მარიამი არ მინახავს,შესაბამისად არც კაკი,თითქოს ცოტა გადავხარშე ყველაფერი,მაგრამ ამ კაცზე ფიქრი არ მშორდებოდა. უნივერსტეტში ერთი ბიჭი გამეცნო სახელად ილია, მომეწონა მასთან ურთიერთობა ,მის გვერდით თავს თავისუფლად და მშვიდად ვგრძნობდი.
-ნინე, უნის მერე სადმე გავიდეთ საჭმელად .
-მმ,კარგი აზრია ილია,თან ძალიან მშია .
-რომელზე ამთავრებ?
-18:00 სთზე, შენ?
-მეც მაგ დროს,ეზოში შევხვდეთ მაშინ, ქვიზი მაქვს ახლა და უნდა დაგტოვო,- თვალი ჩამიკრა და წავიდა ,მეც ლექციაზე შევედი.ლექტორს უბრალოდ ვუყურებდი,მაგრამ ტვინში არაფერი შემდიოდა, ასე დაპროგრამებულმა როდემდე უნდა ვიარო. მალევე გავიდა დრო და ეზოში ნელი ნაბიჭით წავედი, ილია უკვე იქ მელოდებოდა.
- როგორ დაწერე? - მხიარულად ვკითხე.
- წესით ნორმალურად, შენ რა ქენი?
- გათიშული ვუსმენდი ლალის ,არადა ყოველთვის საინტერესოდ ხსნის.
- წამო ,დაიღალე და გშია თან,აქვე კარგი კაფე ვიცი და იქ წავიდეთ,- ილიას მანქანაში ჩავსხედით და მალევე მივედით დანიშნულებოს ადგილას,მომეწონა კაფე. პატარა და საოცრად მყუდრო იყო,მე ცივი ყავა და ბერძნული სალათი შევუკვეთე, ილიამ აჭარული ხაჭაპური. ვცდილობ ისევ სწორად ვიკვებო და არ გავაფუჭო დაწყებული საქმე. შეკვეთა მალევე მოგვიტანეს,გემრიელად ვილუკმებოდი სანამ კაკი არ დავინახე . ისე მოდიოდა ჩვენი ნაბიჭისკენ მე არც შევუჩნევივარ ,ჩემს წინ მაგიდაზე დაჯდა და მხოლოდ მაშინ გამომხედა,თითქოს იგრძნო ჩემი მზერა. ხელი ამიწია ,როგორც უბრალო ნაცნობს. რაღაც მწარედ ჩამწყდა გულში,კიდევ უფრო დავრწმუნდი,რომ ის ღამე ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო...
- ნინე ,რა მოხდა?- გაკვირვებული მიყურებდა ილია.
- ამ,არაფერი,- თვალები სალათს გავუშტერე.
- მეყო ეს რამდენიმე დღე ასე თუ ისე შენ გასაცნობად და ვხვდები ,რომ არაფერი კი არა ყველაფერი ხდება. თუ გსურს ლაპარაკი მე მოგისმენ,- მიღიმოდა.
- არ მინდა ჩემი უაზრო დრამით დაგღალო.
- გამიტყდება ახლა მაგრად,-ისეთი თვალებით შემომხედა ორივეს სიცილი აგვიტყდა, ჩვენც ხმაურზე შევნიშნე ,რომ კაკიმ გამოიხედა.
- უბრალოდ იმას გეტყვი ,რომ ერთი ბიჭი მომწონს საოცრად არც თუ ისე ცოტახანია,მაგრამ მისგან აგდებული დამოკიდებულების გარდა ვერაფერი მივიღე. ყველაფერი გავაკეთე ,შევიცვალე გარეგნობა ,ასე თუ ისე ვაგრძნობინე ,რომ მომწონს მაგრამ ისევ არაფერი. საშინლად მიზიდავს და სულ მინდება ,რომ ახლოს ვიყო,მაგრამ ვერ მივდივარ და ეს ძალიან მტკენს.ამ თემაზე თან ვერავის ველაპარაკები,ჩემი მეგობრები მას კარგად იცნობენ და არ მინდა ,რომ ეს ამბავი შეიტყონ. შენთან თავს გახსნილად და კომფორტულად ვგრძნობ ამიტომაც გითხარი,- ვესაუბრებოდი ილიას და თან ვნერვიულობდი,არ მინდოდა ჩემზე შთაბეჭდილება შეცვლოდა.
- იცი რა, არავის გამო არ უნდა შეიცვალო.ყოველთვის იყავი ის ვინც ხარ,თავს ნუ აკნინებ,რადგან საოცარი გოგო ხარ,უმაგრესი ბუნებით და ამასთანავე ულამაზესი.ისე მესაუბრე თუთქოს ყველაზე შეუხედავი ადამიანი იყო. დააფასე შენი თავი ნინე პირველ რიგში.ის ბიჭია ახლა ,რომ შემოვიდა?
- კი ,ეგ არის.
- მოეშვი ახლა და არ შეიმჩნიო დაძაბულობა.
- გთხოვ ცოტა ახლოს მომიჯექი,თორე თვალს ვერ მოვწყვეტ ვიცი და სირცხვილია,-ილიამ უცებ სკამი ახლოს მოწია და ხელი გადამხვია,ორივეს ჩაგვეღიმა ,”დასახმარებლად” ,რომ გააკეთა ეს კარგად მივხვდი. კაკი წარბაწეული გვიყურებდა.


***
რამდენიმე დღის შემდეგ მარიამი ამოვიდა ჩემთან სახლში, კომედიური ჟანრის ფილმს ვუყურებდით და კარგად ვხალისობდით მანამ სანამ დედაჩემის ზარი არ შემოვიდა ტელეფონში,გამიკვირდა ,ორ კვირაზე მეტია არ გავხსენებივარ.
-გისმენ.
- როგორ ხარ ნინე? - ბედნიერი ხმა ჰქონდა.
- კარგად ნათია,შენ როგორ ხარ?-აუღელვებლად ვკითხე.
- მშვენივრად, რა ხდება სახლში?
- რა უნდა ხდებოდეს სახლში სადაც მხოლოდ მე ვცხოვრობ?!
- რას იკბინები,სიახლე მაქვს შენთან.
- გისმენ,- ვერ მივხვდი რა უნდოდა.
- ორსულად ვარ,მალე ძმა გეყოლება,-ისეთი ბედნიერი მელაპარაკებოდა, ნეტავ ჩემზე ორსულად ,როცა იყო ასე უხაროდა? არამგონია, მე მისთვის უცხო ვარ და უმნიშვნელო.
- კარგია,გილოცავთ,-სევდიანმა ამოვილაპარაკე,უცებ ტელეფონი გამითიშა. რა იყო ეს? რისთვის დამირეკა ,ასე არაფრისმთქმელები როგორ არიან ჩემთან მიმართებაში,არადა ნათია და ზურა ყოველთვის მზრუნველები იყვნენ სხვა ადამიანების მიმართ. მარიამი გაოცებული მიყურებდა,ტირილი ამიტყდა და თავს ვეღარ ვიკავებდი უკვე ისე ცუდად გამხადა ამ ზარმა.
- ხო მშვიდობაა?-შეშინებული ხმა ჰქონდა.
- ეჰ ,მარიამ. მშვიდობაა და ალბათ ვიღაცისთვის სასიხარულო ამბავიცაა,მაგრამ მე ავირიე.ვეღარ ვხვდები რა ვიფიქრო.ნათიამ ორსულად ვარო და ისეთი ბედნიერი ხმა ჰქონდა, იმედია ამ ბავშვზე მაინც იზრუნებენ და იქნებიან მისი ნამდვილი მშობლები. არ მინდა ისიც ჩემსავით გაამწარონ,უკვე მეცოდება.
- უი , რას ამბობ? ასე პირდაპირ როგორ გაჯახა, შენ არ ინერვიულო რა.წამო გავისეირნოთ გულს მაინც გადააყოლებ. სარაფანი გადავიცვი და უცებ კედები ამოვიცვი,მარიამი მზად იყო უკვე.ვსეირნობდით და არ ვსაუბრობდით, ორივე რაღაცაზე ვფიქრობდით და ეს ფიქრები ჩემ მშობლებს და ჩემ ძმას უკავშირდებოდა.ჩვენ რომ მოსიყვარულე ოჯახი ვყოფილიყავით ეს სიახლე როგორ გამახარებდა ალბათ, ყველაფერს გავაკეთებდი,რომ მათზე მეზრუნა,მაგრამ რეალობა სასტიკი იყო.
- წამო კაფეში შევიდეთ სადმე,ცივი ყავა მინდა ,- მყუდრო კაფე მალევე ვიპოვეთ ,ყავა შევუკვეთეთ და ისევ სიჩუმე ჩამოწვა,მარიამს ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა.
- სერგია, გარეთ ვართ თუ გცალია შეგხვდებითო,- შეშინებული ხმა ჰქონდა მარიამს .რატო ჰგონია ,რომ ამაზე შეიძლება ვეჩხუბო.
- მოვიდნენ აქ,-მალევე მისამართი ჩაუგდო,ამასობაში ჩვენი ყავაც მოიტანეს,ცივმა სითხემ ცოტა გამომაფხიზლა ,- თვალები ტირილისგან დაწითლებული მაქვს? არ მინდა ასეთ ფორმაში შენს გარდა ვინმემ მნახოს.
- მოგატყუებ ,რომ გითხრა არათქო,მიდი საპირფარეშოში შედი ,წყალი შეისხი სახეზე,- სარკეში,რომ ჩავიხედე ავღშფოთდი ისე ცუდად გამოვიყურებოდი, წყალს სახე მივუშვირე თითქოს ეს პროცედურა მიშველიდა. მოვწესრიგდი და გარეთ გამოვედი, ჩვენს მაგიდასთან კაკი,სერგი და გიგი დამხვდნენ. ისეთი გაშტერებული ვიყავი ...არეული ნაბიჯებით მივუახლოვდი ჩვენ ადგილს.
- გამარჯობა,- სამივეს გავუღიმე და სკამზე ჩამოვჯექი.
- როგორ ხარ ნინე? - სერგი თბილად მიღიმოდა,გამეხარდა ჩემი დაწითლებული თვალები ,რომ არ შეიმჩნიეს.
- კარგად,თქვენ როგორ ხართ? რაღაცაზე საუბრობდნენ,მაგრამ მაგის თავიც არ მქონდა .ყავას თვალი გავუშტერე, ნეტა რამე ,რომ დამემართოს ზურა და ნათია ინერვიულებენ? არამგონია... სიცხე, როცა მქონდა ხოლმე ბავშვობაში მაშინაც გარეთ გარბოდნენ და ძიძას უტოვებდნენ ჩემ თავს მოსავლელად,ხანდახან იმაზეც მიფიქრია იქნებ მათი შვილი არც ვიყოთქო , აბა ასე როგორ უნდა ეკიდოს მშობელს შვილი. ბავშვზე ცუდად მოქმედებს ,როცა მასზე არავინ ზრუნავს , მთელი ცხოვრება მეგონა ,რომ არავის ვუყვარდი და ვჭირდებოდი. ეს ჩემი მშობლების ბრალია, ყველა გრძნობა გამიქრეს,თავი უსარგებლო ნივთად მაგრძნობინეს. შეიძლება ამის გამოცაა კაკის ასე რომ მივეჯაჭვე, არ ვიცი ...ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ამ ცხოვრებში არაფერი ვიცი და გამეგება.
- ნინე , ხო მშვიდობაა? - ფიქრებიდან გიგის ხმამ გამომიყვანა, ზემოთ ავიხედე ოთხივე მაკვირდებოდა.კაკის უცნაური მზერა ჰქონდა.
- არის რა. არ მინდა უბრალოდ ამაზე საუბარი, რომ დაგტოვოთ იმედია არ გეწყინებათ,- ახლა ძილი მჭირდებოდა,ჩემს ღუნღულა საწოლში წოლა.
- როგორც შენ გინდა, წამო სახლში გაგიყვან,- სერგი წამოდვა.
- არა მართლა არ მინდა, მარტო მირჩევნია წასვლა. თქვენ გაერთეთ, აბა კარგად,- ჩანთა ავიღე და ხელის აწევით დავემშვიდობე მათ. ნელი ნაბიჭებით გავედი გასასვლელისკენ, სუნთქვა მიჭირდა,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გულზე რაღაც მიჭერდა. გაჩერებასთან მივედი და ტაქსის გამოძახება დავაპირე თავზე კაკი ,რომ წამომადგა.
- წამო,მეც შენი სახლისკენ მოვდივარ და ბარემ გაგიყვან,- შეწინააღმდეგის არც სურვილიც არ მქონდა. უცებ ჩავხტი სავარძელში და ღვედი გავიკეთე, კაკის სუნი იყოს მანქანაში... ცოტახანში სიმღერა ჩართო, sting - La belle dame sans regrets,ჩემ განწყობას საოცრად შეეფერებოდა ეს სიმღერა. თავი ფანჯარას მივადე და თვალები დავხუჭე.კაკის მზერას ვგრძნობდი...

-მოვედით,- თვალები ,რომ გავახილე უკვე ჩემ ბინასთან ვიყავით.
-მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის,- ღვედი მოვიხსენი და გადასვლას ვაპირებდი კაკის ხელი ,რომ ვიგრძენი თმაზე.
- ნინე,ჩაი გაქვს სახლში?-გაკვირებულმა მოვავრუნე თავი, ახლა საწოლის მეტი აღარაფერი მინდოდა...
- კი ,მაქვს ,მაგრამ ახლა დაღლილივვარ . შენ თუ გააკეთებ ამოდი, მე უნდა დავწვე,- გაოცებული მიყურებდა, ალბათ არ ელოდა ყურადღებას ,რომ არ ვაქცევდი.
- კი, ბაზარი არაა. შენ დაისვენე,დავლევ და წავალ,-სახლში როგორც კი ავედით სამზარეულოში შევედი და ყველაფერი გამოვუღე რაც დაჭირდებოდა.
- მე დავწვები, რომ გააკეთებ დატოვე ასე ყველაფერი მე მივხედავ,აბა კარგად,- ხელი დავუქნიე და საძინებელში შევედი. სარაფანი გადავიძვრე და ტრუსით შევწექი საწოლში,ვიცოდი რომ აქ არ შემოვიდოდა .ცოტახანში გავითიშე. ხელების შეხებას ვგრძნობდი ჯერ სახეზე,მერე თმებზე ბოლოს ზურგზე ვიგრძენი .სიზმარი მეგონა,ავკრუსუნდი,ტუჩები ვიგრძენი ყელზე და თვალები გავახილე...მოიცა რა,ეს სიზმარი არ იყო? კაკის რა უნდა საძინებელში და ჩემთან ასე ახლოს.
- აქ რას აკეთებ?,- ბლუყუნით ვუთხარი.
- დასამშვიდობებლად შემოვედი არ მეგონა ,რომ გეძინა ...აქ ისეთი სილამაზე დამხვდა წასვლა ვეღარ შევძელი,-ეშმაკურად მიღიმოდა და ტუჩები ჩემ ტუჩებს მოაწება.თვალები ვჭყიტე.
- კაკი,წადი,-სუსტი ხმით ვუთხარი, არ მინდოდა წასულიყო.მინდოდა უფრო ახლოს ყოფილიყო... და ასეც მოხდა, ნაზად მაკოცა მერე ხელები კისერზე ავუხლართე,კოცნაში ავყევი ,საოცარი წუთები იყო. მაისური გავხადე, ინიციატივას მგონი მე უფრო ვიჩენდი,მაგრამ არ მრცხვენოდა,უფრო და უფრო მეტი მინდოდა მისგან,წყურვილის გრძნობასავით იყო კაკი ჩემთვის. ხელები ნაზად დავუსვი მკერდზე,საოცრად მაგარი ტანი ჰქონდა.მის თმებში ხელები ავხლართე და სველ კოცნებს ვუტოვებდი,ცოტახანში თვითონ მომექცა ზემოდან. მეგონა ,რომ კაცთან შიშველი როცა დავრჩებოდი სირცხვილისგან ჩავიფსავდი,მაგრამ ახლა არაფერს ვგრძნობდი სიამოვნების გარდა. ტანით ვეკვროდი ,ნელ-ნელა გაგიჟებულები დავეწყურეთ ერთმანეთს.




თვალები ,როცს გავახილე უკვე დილა იყო,მეშინოდა ,რომ გუშინდელი დღეს ჩემი გამოგონილი იყო...მაგრამ დავინახე, ჩემთან იყო,ჩემს საწოლში იწვა.

არაფერს ვნანობდი ... ყველა დეტალი გამახსენდა და მომინდა ეს კიდევ განმეორებულიყო, ნაზად ვეფერებოდი თმებზე.თვალები ნელ-ნელა გაახილა.მიღიმოდა... ახლოს მოიწია და მთელი ტანით ამეკვრო, მოვეხვიე .ახლა არ მაინტერესებდა რას იფიქრებდა ჩემზე,ეს საოცარი კაცი ჩემი პირველი მამაკაცი იყო.
- მოგეწონა?- ყელში სველი კოცნა დამიტოვა.
- მოგატყუო?-ეშმაკურად გავუღიმე.
- სიმართლე ,მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა,- ორივეს გაგვეცინა.ასეთ რაღაცას ჩემი წარმოსახვაც ვერ შეძლებდა რაც ახლა ჩვენს შორის ხდებოდა.
- მაშინ კიდევ მინდა და უფრო მაგარი,- გაკვირვებულმა ამომხედა,ნაზად დამიწყო მოფერება.მკოცნიდა და საერთოდ მაგიჟებდა,მინდოდა მთლიანად შემეგრძნო ის.


***

-კაკი, არ გშია? - ცოტა ,რომ გამოვფხიზლდი მერე მივხვდი მშიოდა.
-მაგრად მშია თან,- წამოვდექი,მისი მაისური გადავიცვი და დავრტრიალდი,- სულ ეგრე, რომ იარო არ გინდა?
- სიამოვნებით,უკანალის ქნევით დავტოვე საძინებელი. ომლეტი გავაკეთე და ძლიერი ყავა მოვამზადე ორივესთვის. ცოტახანში კაკიც შემოვიდა სამზარეულოში ,გემრიელად ვილუკმებოდით და გვეღიმებოდა თან.
- საოცრად მაგარი ხარ ყველაფერში,- თვალი ჩამიკრა,საჭმელი გადამცდა და ხველა ამიტყდა.ცოტახანში დავმშვიდდი,- კომპლიმეტი ვეღარ გითხრა იმის შიშით,რომ ვაიდა არ დაიხრჩოსთქო?
- მიჩვეული არ ვარ,- ჩუმად ჩავილაპარაკე.
- ეგ არაფერი,მაგასაც მიგაჩვევ.
- მაგასაც? კიდევ რას?
- ოჰ,ნინე .ბევრ რამეს.
- რაღაც მინდა გთხოვო.
- გისმენ.
- მინდა ,რომ რაც აქ მოხდა ჩვენს შორის დარჩეს,არ მინდა ვინმემ გაიგოს.
- რისი გრცხვენია? ორივე თავისუფალი ადამიანები ვართ თავისუფალი გრნობებით.
- კი ,მაგრამ არ მინდა რა.
- კარგი, შენს აზრს პატივა ვცემ,მაგრამ იცოდე ,რომ ამიერიდან შენი მოფერების გარეშე აღარ გავჩერდები,- ჩემს მიმართ ვგრძნობ ,რომ საოცარი ლტოლვა აქვს,მაგრამ ალბათ მეტი არაფერი... რას ვიზამ.


***

დღეები გადიოდია, მარიამისთვის არაფერი მითქვამს.იმ ამბის შემდეგ კაკი სამჯერ დარჩა ჩემთან.კარგად ვერთობოდით,საოცრად გადიოდა დრო მასთან ერთად, მე უბრალოდ მტკიოდა ,რომ მასზე საოცრად შეყვარებული ვიყავი...კაკის არ ვუყვარდი,უბრალოდ თავს კარგად გრძნობდა ჩემთან.
ერთ დღესაც ისე მოხდა ,რომ მარიამთან შევიკრიბეთ , უცხო და ნაცნობი ხალხი ირეოდა. ყველა სვამდა,მე ვიჯექი და კაკის ვაკვირდებოდი ვიღაც გოგოსთან ერთად იყო, ისე იქცეოდა თითქოს არც ვარსებობდი. გავბრაზდი,მეწყინა,თავი დამცირებულად ვიგრძენი. ვიცი,რომ მე ვუთხარი არავინ გაიგოს ჩვენი ამბავითქო,ილიამ დამირეკა გავისეირნოთ სადმეო, მე კი მარიამის მისამართი ვუკარნახე აქ ამოდი და მერე გავიდეთქო. ილია და მარიამი იცნობდნენ ერთმანეთს,მალევე მოვიდა ყველას გავაცანი, აივანზე გავედით და ვლაპარაკობდით.უცებ მისაღებისკენ გავიხედე და დავინახე ,რომ კაკიმ იმ გოგოს აკოცა.ავირიე... ნერვიულობისგან მთლიანად გავოფლიანდი.
-კაკიმ ვიღაცას აკოცა,-ჩურჩულით ვუთხარი და ჩავეხუტე. ილია ერთადერთი იყო ვინც “ჩვენ” შესახებ იცოდა,- ამას როგორ აკეთებს ,როცა მეც აქ ვარ? ვიცი,რომ მე ვუთხარი არავინ მინდა იცოდეს ჩვენზეთქო,მაგრამ მქონდა მიზეზი. ყველა ცუდად შემომხედავს ,კარგად იცი ხალხი სხვადასხვაგვარად იგებს.
- გახსოვს როდის გითხარი საკუთარი თავი დააფასეთქო?
- კი ,მახსოვს,მაგრამ რას ვაკეთებ მაგისთვის?! ნელ-ნელა ჭაობში ვეფლობი.
- ოდესმე დაამთავრებ?
- ისე კაკისთვის არაფერი მიმიცია ,ნორმალურად არც კი მიხნობს, შირად ვსაუბრობთ ხოლმე ,მაგრამ ... ჩვენ უბრალოდ სექსი გვაქვს და დროს ერთად ვატარებთ,როცა მიდის ყველგან მისი სურნელი რჩება და ეს რთულია. საშნლად რთულია.
- მე ერთს გეტყვი. ცადე და დაამთავრე მასთან ურთიერთობა,თუ მას რაიმე გრძნობები აქვს შენს მიმართ აუცილებლად დაგიბრუნდება, თუ გაგიშვა ე.ი მართლა მარტო სექსისთვის ჭირდებოდი. ახლა დაემშვიდობე ყველას და სახლში მიგაცილებ,დაისვენე და ყველაფერზე კარგად იფიქრე.
***

მეორე დღეს კაკი ჩემთან ამოვიდა,თხელი გიპიურის ღამის პერანგი მეცვა,როგორც კი შემოვიდა მაშინვე კოცნა დამიწყო,მაგრამ გავაჩერე.
-კაკი,დავამთავროთ!
-ვერ გავიგე.
-მოვრჩეთ ამ ფარს.მერე რა რომ მხოლოდ სიამოვნებას ვიღებთ ერთმანეთისგან ,ელემენტარული არც კი მაფასებ. გუშინ იქ ვიყავი და სხვას კოცნიდი. გული მერევა ეგეთ საქციელზე.
- შენ არ მითხარი ,რომ სხვებთან არ შემემჩნიე? გინდოდა მოვსულიყავი და ის გოგო ვისაც ვკოცნიდი შენ ყოფილიყავი?-ირონიულად მიღიმოდა.
- არაფერს გთხოვ, აქ მოვრჩეთ. რეალურად არც არაფერი დაგვიწყია.
- მეღადავები?
- რატო გეღადავები? ვინ ვართ ერთმანეთისთვის ჩვენ?უბრალოდ ერთმანეთს ვიყენებთ,რომ სიამოვნება მივიღოთ .არანაირი გრძნობები...
- აჰ,ანუ არანაირი გრძნობები?!
- ხო რა გაგიკვირდა? მე შენ როგორც კაცი მჭირდები , ერთმანეთს ვიყენებდით და მხოლოდ ეს იყო. ხოდა არცერთს გაგვიჭირდება დასრულება, მე ჩემთვის ,შენ შენთვის,- ეხ ნინე,რას ბოდიალობ,მაგრამ სხვა გზა აღარ გაქვს. მასთან ესეთი ურთიერთობა საბოლოოდ გამანადგურებს ვიცი, საშინელებაა გიჟდებოდე კაცზე,რომელიც სერიოზულად ვერ აღგიქვამს.
- მე შენ მარტო სექსისთვის არ მჭირდებოდი,მომწონდა შენთან ყოფნა,მაგრამ რა პრობლემაა დავასრულოთ,- უცნაური ხმა ჰქონდა,შემოსასვლელისკენ წავიდა .კარები ჩამოიღო. ისევ მარტო დავრჩი,საშინელებაა ,როცა 24/7-ზე ასე გრძელდება. უნივერსტეტში არ წავედი, არ ვგრძნობდი თავს კარგად. უაზრო ფილმებს ვუყურებდი მთელი დღე. სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი. ერთი დღე მაინც უნდა გავიდე ქალაქიდან თორე გავაფრენ თბილისში. ილიას დავურეკე და რჩევა ვთხოვე ,საბოლოოდ თვითონ მომიგვარა ამბები. სასტუმროც დამიჯავშნა, ბორჯომში წავედი როგორც კი შაბათი გათენდა. მთელი გზა გათიშულს მეძინა .მძღოლმა სასტუმრომდე მიმიყვანა და დამტოვა. სასტუმრო სუფთა და კარგად მოწყობილი აღმოჩნდა, გადავივლე და თბილი ჰუდი ჩავიცვი,ბორჯომში ძალიან ციოდა. პარკში წავედი სასეირნოდ,დავდიოდი და სულიერად ვმშვდებოდი...


ეს ორი დღე მალევე გავიდა და ისევ თბილისში მომიწია დაბრუნება,მალე ფინალურები დამეწყება .კარგად უნდა მოვემზადო თორე ჩამოვრჩი სწავლას,ცოტახანში მესამე კურსელი გავხდები.ერთი კვირა ისე გავიდა კონსპექტებიდან თავი არ ამომიწევია.

გამოცდები კარგად დავამთავრე ,არ ვიყავი უკმაყოფილო და წესით ნორმალური ქულებით დავხურავდი ამ სემესტრსაც. ბოლო დროს ძალიან შევიცვალე,განსაკუთრებით ხასიათი შემეცვალა.ზედმეტად გაღიზიანებული ვარ,ხასიათი სწრაფად მეცვლება,სისულეების მეშინია და ვერ ვხსნი ეს რატო მემართება.რამდენი დღე მარიამს და ილიას სისულელეებზე ვეჩხუბები ,თავს ვერაფრით ვიკავებ. ორი დღეა უკვე რაც ნორმალურად აღარ მელაპარაკებიან.ცოტახანში ორივეს დავურეკე და ჩემთან ამოსვლა ვთხოვე ,მალევე მოვიდნენ.ყავა გავაკეთე და მაგიდას შემოვუსხედით.
- ვიცი ,რომ ცუდად გექცევით. ძალიან მიჭირს თავის კონტროლი,ეს დღეებია საშინელ ცვლილებებს ვხედავ ჩემ თავში. სულ მეტირება,ყველაფერზე გაღიზიანებული ვარ ,ხანდახან მგონია ,რომ გავითიშები. მეშინია ჩემ თავს და თქვენც რამე არ დაგმართოთ,- ისევ ტირილი ამივარდა,ორივე გაოცებული ,მიყურებდა .ვერც ილია და მარიამი ხვდებოდნენ რა მჭირდა.
- ექიმთან წავიდეთ.
- მარიამ ,ექიმს რა ვუთხრა გავგიჟდი და ფსიქიატრიულში დამაწვინეთთქო?
- ნუ სულელობ, ოჯახის ექიმი გყავს?
- კი ,მყავს.
- ხოდა ჩაიცვი ახლა და წავედით,- აღარ შევეწინააღმდეგე,სარაფანი გადავიცვი და სამზარეულოში გავედი.
- მზად ვარ ,ილია მანქანით ხარ თუ გამოვიძახო ტაქსი?
- არა მანქანით ვარ.


ექიმს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი,მკითხა მქონდა თუ არა სექსუალური ურთიერთობა ვინმესთან.გავბრაზდი,რა მისი საქმეა ... ცოტა ვეკამათე ,მაგრამ მითხრა ,რომ თუ მქონდა შესაძლოა ორსულად ვიყო. გავშრი...



***

ექიმის სიტყვები გამართლდა,უკვე 9 კვირის იყო ნაყოფი,ეს ხომ შეუძლებელია . უამრავი კითხვა მაწუხებდა... როგორ ჩაივლის ორსულობა,როგორ განვითარდება შემდგომში ჩემი ცხოვრება,შევძლებ თუ არა უზრუნველყო მისი მომავალი, ვიქნები კი კარგი დედა?! მე ხომ არასდროს მიგვრძნია ჩემი მშობლებისგან სითბო, არ ვიცი ეს რა გრძნობაა. მასაც არ ეყოლება მამა გვერდში, გული საშინლად მეტკინა,მაგრამ მივხვდი ,რომ მისთვის საუკეთესო და ძალიან ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. წამებში შევიცვალე...

როგორ უნდა ავუხსნა ეს ამბავი მარიამს. მან ხომ არაფერი იცის ჩემი და კაკის ურთიერთობის შესახებ. ექიმის კაბინეტიდან როგორც კი გამოვედი ორივე ჩემსკენ გამოიქცა.
-რაო რა აჩვენა ანალიზებმა?
-სახლში წავიდეთ,აქ არ მინდა ამ თემაზე საუბარი,- ხელები მთელი გზა მიკანკალებდა. სახლში არეული ნაბიჯებით შევედი,ცივი წყალი დავლიე, ცოტა გამოვფხიზლდი და ლაპარაკი დავიწყე.
- არ ვიცი როგორ მიიღებთ იმას რასაც ახლა გეტყვით,განსაკუთრებით შენ მარიამ. არ მინდა ჩემზე გაბრაზდე ამდენი ხანი ამ ამბავს ,რომ გიმალავდი. მე კაკი მიყვარს,ძალიან მიყვარს,მაგრამ ის უბრალოდ როგორც ლამაზ ქალს ისე მიყურებს. მისგან ბავშვს ველოდები, ოღონდ ახლა არ მკითხო რანაირად,- მივხვდი ,რომ აშკარად ამ კითხვას მისმევდა,- ვიცი ,რომ მეც პატარა ვარ,მაგრამ მე საუკეთესო უნდა ვიყო ჩემი შვილისთვის,არ მინდა ისიც ჩემსავით დაიტანჯოს და იმაზე ფიქრობდეს რატომ არ უყვარს დედას. მისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
- კაკის როდის ეტყვი?
- არ ვიცი, ეს ისეთი ამბავია ვერ დავუმალავ,მაგრამ ამ ეტაპზე არ შემიძლია.
- კაკის ძალიან გაეხარდება დამიჯერე,საოცრად უყვარს ბავშვები,-თვალები უბრწყინაბდა მარიამს,ცრემლები წამომივიდა,რა იქნებოდა მასაც ,რომ ვუყვარდე ...როგორი ბედნიერი ოჯახი ვიქნებოდით.
- მას შეიძლება არც უნდოდეს ჩემგან ბავშვი, არ ვიცი მართლა.
- ნინე, ნუ ამბობ სისულელეს,- გაბრაზებული ხმა ჰქონდა მარიამს,ორივე ჩამეხუტა და მითხრეს ,რომ მათი იმედი უნდა მქონოდა.

გადიოდა დღეები,ნელ-ნელა მუცელი წამომეზარდა, დღეს ექიმთან მივდივარ და სქესს ვიგებ.მარიამი გამომყვა, ნეტა მარიამის ნაცვლად კაკი ყოფილიყო ახლა ჩემს გვერდით.
-გილოცავთ, გოგონაა ,- ბედნიერებისგან ავტირდი. რა მაგარია, როგორი ბედნიერებაა.მგონია ,რომ სიხარულისგან გავსკდები. ექიმმა რამდენიმე რჩევა მომცა და შემდეგი კონსულტაციის დღე გამაგებინა. საავადმყოფოდან კაფეში წავედით, ძალიან მშიოდა,მიმტანი გაოცებული მიყურებდა იმდენი რამე შევუკვეთე . გემრიელად ვილუკმებოდი და ბედნიერებისგან მე და მარიამი ვხარხარებდით.
- სახელი მოვიფიქროთ,- თბილად მიღიმოდა.
- რამდენიმე ვარიანტი მაქვს.ანეტა,თებე და ნატალი.
- მე ანეტა და ნატალი მომწონს, ულამაზესი სახელებია.ანეტა მესხი,ნატალი მესხი ისე ორივე კარგად ჟღერს.
- მესხი...
- როდის უნდა უთხრა?
- ჯერ არა, მაგრამ უეჭველი ვეტყვი.
- მე ცუდად ვგრძნობ თავს ,რთულია როცა ყოველდღე ვნახულობ და სიმართლეს ვერ ვეუბნები,- მარიამს თვალები გაუშტერდა,ჩემ უკან გავიხედე ... კაკი,სერგი და უცხო გოგონა იყო. ჩემი დანახვა აშკარად არ გაუხარდა,ჩვენი მაგიდისკენ წამოვიდნენ,გული ამოვარდნას მქონდა.კაკიმ და სერგიმ ორივე გადაგვკოცნა .
- გაიცანით ეს სალომეა ჩემი შეყვარებული,- თვალები ამომივარდა,ასე უცებ იპოვა შეყვარებული? ეჰ ნინე,დებილი ,რომ იქნები მეტის ღირსი ხარ. ჩვენი თავიც წარუდგინა სალომეს.
- გოგოებო , აქამდე შიმშილობდით?- ჩვენს მაგიდას მოავლო თვალი სერგიმ,გაგვეღიმა. მალევე დაგვტოვეს და სხვა მაგიდასთან დასხდნენ.
- ნინე, დამშვიდდი. შენი ნერვიულობა არ შეიძლება ხომ იცი,- ნაზად დამადო მაჯაზე ხელი მარიამმა.
- მეწყინა . მალე გავიდეთ გთხოვ,მაგრამ ისე რომ ვერაფერი შეამჩნიონ.


***

მარიამთან ვიყავი სახლში კაკი ,რომ მოვიდა თავის შეყვარებულთან ერთად. სავარძელში ჩემ გვერდით დასხდნენ, ხელებით კაბის წვალება დავიწყე. ცოტაც და გული ამერევა... როგორც კი მარიამმა პიცა შემოიტანა ოთახში მაშინვე მივხვდი ,რომ უნდა გავქცეულიყავი თორე ყველას დასანახად თავს შევირცხვენდი. სირბილით წავედი საპირფარეშოსკენ... როგორც კი გამოვედი კართან კაკი დამხვდა.
-როგორ ხარ?- ხმაზე ეტყობოდა ,რომ მართლა აინტერესებდა როგორ ვიყავი.
-კარგად ვარ, რაღაცამ მაწყინა უბრალოდ.
-გინდა ბორჯომი ამოგიტანო მაღაზიიდან?
- არა ,მადლობა.
- მაშინ წამოდი ტკბილ ჩაის გაგიკეთებ, ცოტას გიშველის,- საოცრად მზრუნველი ხმა ჰქონდა,თვალებზე ცრემლი მომადვა. ნეტა რა რეაქცია ექნებოდა სიმართლე ,რომ ცოდნოდა. ჩაი როგორც კი გამიკეთა,სამზარეულოში სალომე შემოვიდა ხელები შემოხვია კაკის.აშკარად უყვარდათ ერთმანეთი,მაგრამ როდის მოასწრეს ... ნეტავ სანამ მე მხვდებოდა მანამდეც იცნობდა მას? კითხვები არ მასვენებდა. საზიზღარი დასანახია უყურებდე საყვარელ კაცს სხვის მკლავებში.
- ნინე, რა დაგემართა?
- არაფერი,სალომე .უბრალოდ რაღაცამ მაწყინა.
- დარწმუნებული ხარ?
- სრულებით,-ერთი სული მქონდა ოთახიდან როდის გავიდოდნენ,მაგრამ მაინცდამაინც ახლა მოუნდათ ყავის გაკეთება,იცინოდნენ და თან ყავას აკეთებდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს არც ახსოვდათ აქ ,რომ ვიყავი.

მარიამის ოთახში გავედი და საწოლზე წამოვწექი, Pink Floyd -Wish you were here ჩავრთე. საოცრად მიყვარს ეს მუსიკა,თვალები დავხუჭე და მუცელს ფერება დავუწყე .
- დე რა დაგარქვა ვერ გავიგე, რა რთული ყოფილა,- გამეღიმა,წარმოვიდგინე როგორ ვუწნიდი თმებს და პრიცესების კაბებს ვაცმევდი.თავზე ჩრდილი ვიგრძენი, კაკი იდგა.გაშტერებული მიყურებდა.
- ნინე,რა თქვი?-ნუთუ მან გაიგო რაც ვთქვი,- გაიმერო ,-მთელ ხმაზე დაიყვირა.
- ჩუმად , ნუ ყვირიხარ. თავი მტკივა.
- ორსულად ხარ და მე ამას ახლა უნდა ვიგებდე?
- და შენ რა შუაში ხარ მერე?
- ჭკუიდან ნუ გადაგყავარ, აბა ფრიდონაა შუაში?- გაბრაზებული ხმა ჰქონდა.
- ფრიდონა ვინღაა?
- რა ფრიდონა გოგო! როდის უნდა გეთქვა ,რომ ჩემგან ბავშვს ელოდებოდი.
- შენგან რატო?
- ნინე, ნუ მასულელებ! აქამდე რატომ არ მითხარი?
- იმიტომ რომ მეშინოდა შენი რეაქციის, არ ვიყავი მზად ამისთვის ჯერ,მაგრამ ვაპირებდი თქმას,- თვალები ცრემლებით ამევსო, ახლოს მოიწია მაისურზე ვიგრძენი მისი ხელები ,ოდნავ ამიწია და მუცელს დააკვირდა . როგორც კი მისი თითები ვიგრძენი ჟრუანტელმა დამიარა,თითქოს ბავშმაც იგრძნო.
- რამდენი ხანია რაც გაიგე?
- არც თუ ისე ცოტახანია, 14 კვირის ვარ უკვე. იცი სქესიც ვიცი,- ბედნიერი ველაპარაკებოდი,- გოგოა,- თვალები აემღვრა,მუცელზე ნაზად მაკოცა.
- შენ წარმოდგენაც არ გაქვს როგორ გამაბედნიერე .
- გთხოვ ,ცოტა დისტანცია დაიცავი. შეყვარებული გყავს .
- და რამეს ვაშავებ? ჩემ შვილს ვეფერები,- ხო მარტო შენ შვილს...
- კარგი,კარგი . თავს უხერხულად ვგრძნობ , სახლში წავალ ,შენ სალომესთან გადი .
- გაგაცილებ .
- არ მინდა,ტაქსები დგანან ქვემოთ და გავყვები,- უცებ გამოვარდი ოთახიდან სალომეს და მარიამს დავემშვიდობე და სახლი დავტოვე. ბედნიერებას და თან უბედურებას ვრგძნობდი. ვიცოდი ,რომ კაკი აუცილებლად მომაკითხავდა დღეს.ასეც მოხდა საღამოს მოვიდა, პროდუქტები ამოიტანა.
- კაკი, მაქვს მე ფული რითაც შევძლებ როგორმე ჩემით შევიძინო პროდუქტები.
- ხასიათი ძალიან შეგცვლია,რას მეუხეშები? ჩემი შვილისთვის პროდუქტიც არ ვიყიდო თუ რა გინდა.
- უბრალოდ არაა საჭირო,- კარტოფილი მქონდა შემწვარი და სუფრა გავშალე. კაკიც მოუჯდა მაგიდას, გემრიელად ვილუკმებოდი ,თვითონ არაფერი უჭამია,თვალს არ მაშორებდა და მთელი ეს დრო მიღიმოდა.
- რატო მიყურებ?-პირგამოტენილმა ბლუყუნით ვკითხე.
- არაფერი საყვარელი ხარ.
- კარგი გოგოა სალომე.
- აჰა,მაგრამ სალომეზე შენთან საუბარს არ ვაპირებ,-ნეტა მე ვიყო მისთვის ასე მნიშვნელოვანი,- შენმა მშობლებმა იციან?
- არა , რისთვის ვუთხრა?
- უნდა იცოდნენ.
- მათ საკუთარი შვილი არ აინტერესებთ და შვილიშვილი დააინტერესებთ?
- კარგი ,შენი ნებაა.
- იცი ,ანიტას დარქმევას ვაპირებ,- სახე გაებადრა ,აშკარად მოეწონა სახელი, ახლოს მოვიდა და მუცელზე მომკიდა ხელი.
- ჩემი პატარა ანიტა,- საოცრად თბილი ხმა ჰქონდა,ნაზად მისმევდა ხელს მუცელზე.
- გთხოვ ნუ მეხები, -თვალებიდან ცრემლები წამომივიდა,როგორ არ მინდოდა ეს ენახა,მაგრამ მიჭირდა თავის კონტროლი.თვალებიდან ცრემლები მომწმინდა ,ლოყაზე კოცნა ვიგრძენი.
- შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია ჩვენი ანიტა.
- მეც ეგრე ვარ, შენი აზრით კარგი დედა ვიქნები? მე არასდროს მიგრძვნია დედის სითბო,არ მინდა რომ მას ოდესმე ვატკინო.მინდა,რომ ვუყვარდე და ჩემით ამაყობდეს .
- ყველაზე მაგარი დედა იქნები, მე ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი გოგონასთვის,- მაგიდის ალაგებაში დამეხმარა ,ჭურჭელი უცებ გავრეცხე.
- მიდიხარ?
- არა , როცა დაიძინებ მერე წავალ.ორი გასაღები გაქვს? კარები ,რომ ჩავკეტო .
- კი ,მაქვს მაგრამ გაუფრთხილებლად არასდროს მოხვიდე. მე დასაბანად შევალ მაშინ . ისე ვერ ვიძინებ,- პერანგი და საჭირო ნივთები ავიღე ,დიდხანს შემოვრჩი სააბაზანოში. ვარდისფერი თხელი პერანგი გადავიცვი.ძალიან ცხელა ეს ბოლო პერიოდია, ძლივს ვიძინებ ღამით.
მისაღებში დამხვდა კაკი,დივანზე იყო წამოწოლილი და თვალები დახუჭული ჰქონდა. ეძინა,ფეხსაცმელები გავხადე და თხელი გადასაფარებელი გადავაფარე , მე კი საძინებელში შევედი. მალევე ჩამეძინა, ასე მშვიდად დიდიხანია არ მიძინია...


***


დილით ადრიანად გამეღვიძა,საათი 9:00 აჩვენებდა. საწოლიდან წამოვდექი და კარადასთან დავდექი, პერანგი გავიხადე , ჩემ საყვარელ სარაფანს ვეძებდი . ჩახველების ხმაზე შევხტი, კაკი შემოსულიყო ოთახში,უცებ ავიფარე პერანგი.სირცხვილისგან ალბათ ლურჯი ფერი დამედო.
-ბოდიში,მეგონა გეძინა და დაუკაკუნებლად შემოვედი,-თვალს არ მაშორებდა.ახლოს მოიწია , მე კიდე უკან დასახევიც არ მქონდა კარადას ვეკვროდი მთელი ტანით. თითები დამისვა მკლავზე.
- რა ჯანდაბას აკეთებ?- მთელი ხმით ვიღრიალე.
- მომნატრებიხარ,- ყელში მაკოცა,მერე ტუჩებში, სიამოვნებისგან კვნესა ამომხდა.
- გაჩერდი, სალომე გყავს !- მინდოდა მტკიცე ხმით მეთქვა ,მაგრამ მეთვითონაც ვერ გავიგე ჩემი ხმა.
- რა დროს სალომეა ნინე?!
- დამცინი? ასეთი მოღალატე როგორ ხარ.ჯერ ჩემთან იყავი და ჩემს თვალწინ სხვას კოცნიდი ,ახლა როცა შენს გვერდით სალომეა მას გინდა ,რომ ჩემთან უღალატო? მეც მაქვს თავმოყვარეობა.იცოდე პატივი მეცი თორემ ...
- რა თორემ?
- აქ არ შემოგიშვებ.
- სალომე ჩემი შეყვარებული არ არის და არც არასდროს ყოფილა. სულ ორჯერ შევხვდი. იმ დღეს გავიცანი ,როცა კაფეში შეგხვდი.მაშინ ძალით გაგაცანი როგორც ჩემი შეყვარებული,მინდოდა შენი რეაქცია დამენახა ,მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი მაშინ შენი თვალებიდან. მეორედ გუშინ შევხვდი ქუჩაში შემთხვევით, მერე მაკამ (მარიამის დედა) დამირეკა და შენი ხმა როგორც კი გავიგე ვთხოვე წამომყოლოდა და თავი ისევ ჩემ შეყვარებულად გაესაღებინა... შეიძლება ეს ფარსი დიდხანს გამეგრძელებინა,მაგრამ მერე ოთახში შენი სიტყვები ,რომ გავიგე ჩემში ყველაფერი აფეთქდა. ნინე, ვერც კი წარმოგიდგენია როგორ მიხარია ,რომ ჩემი შვილის დედა შენ ხარ. მე დიდიხანია შენზე ფიქრები მოსვენებას მაკარგვინებს,მაგრამ არ ვიცი აქამდე სად ვიყავი...
- ამას უბრალოდ ანიტას გამო ამბობ, არ გინდა...
- არა ნინე, მე შენთან მინდა . ანიტაზე სანამ გავიგებდი მანამდეც მინდოდა,მაგრამ არაფერს ვაკეთებდი შენთან ,რომ ვყოფილიყავი. მეგონა,რომ ჩემ მიმართ ლტოლვის გარდა არაფერს გრძნობდი,მაგრამ ახლა ვიცი რომ ეს ასე არაა. ყველაფერს გავაკეთებ ,რომ ჩვენ ერთად ვიყოთ და გვქონდეს ჩვენი პატარა და შემდგომში დიდი ოჯახი,-თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, ასეთ რაღაცას ვერასდროს წარმოვიდგენდი კაკი თუ მეტყოდა. ახლა საოცრად ვიყავი, მეგონა ბედნიერებისგან ფრენასაც შევძლებდი.სულ დამავიწყდა თავმოყვარეობა, ეგრევე ჩავეხუტე.მთელი ძალით ვეკვროდით ერთმანეთს,მე სრულიად შიშველი ვიყავი ,მაგრამ არ მაინტერესებდა.
- კაკი,მჭირდები,- გიჟივით დაეწაფა ჩემს ტუჩებს,მეც ავყევი. ამდენი ხნის მერე შემეძლო ისევ მეგრძნო ჩემი საყვარელი კაცი, ყველა დეტალს ვუკოცნიდით ერთმანეთს....


***
-ნინე, ჩემი საოცრება ხარ! ახლა კი ყველაფერი გავაკეთოთ ,რომ სრულფასოვანი ოჯახი გავხდეთ.



№1 სტუმარი სტუმარი მარინა

სასიამოვნო და საინტერესო ისტორიაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent