შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოტარის სინდრომი /თავი 1,2,3/


26-06-2020, 21:43
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 308

თავი 1
„Don't forget to smile“- the joker

ცარიელი ვარ...
გახუნებული...
გახრწნილი....
მკვდარი...
ცხოვრებამ სასიკვდილო იარები მარგუნა და ეკლიან მიწაზე სული ამომადენინა.
ასე მგონია გამომშრალი ვარ. ყოველგვარი ემოციის გარეშე მყოფი.
სახლი არეულია...
ყველაფერი ძირს ყრია...
მეც ლეშის სუნი ამდის...
თუმცა ამ ვითარებიდან თავის დაღწევა, არც გამომდის.



***
„სამყაროში რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ლეშია, რომლებიც გზააბნეულნი დაეხეტებიან და ავიწყდებათ ის ფაქტი, რომ მათ დაკარგეს სული, რომლებიც იტანჯებიან ამ მიწიერ სამყოფელში გატარებული არსებული წამებით...“- თქვა ერთხელ აგნესამ, ერთ-ერთი ფსიქოლოგიური სეანსის დროს.
აგნესა გრევისი განათლებული ქალი იყო, რომელსაც სავსე შავი თვალები, წვრილი, გამოყვანილი წელი, შეწითლებული ლოყები და მიმზიდველი იერი ჰქონდა. მისი ცხოვრება მრავალი დაბრკოლებით იყო სავსე, რომლის გაკვალვა ადვილი როდი იყო, პირიქით... ყოველ ჯერზე უწევდა ცხოვრების ავბედითობისთვის თვალის გასწორება. შეგრძნება იმის, რისი გემოც არ უნდა გაესინჯა.
ხშირად უყურებს თავის ათრთოლებულ ბაგეებს სარკის ანარეკლში. უყურებს და არ სჯერა... ვერ იაზრებს, რომ ის ისაა. ამდენად მხდალი, განადგურებული, უმწეო. რამდენჯერაც თვალებს ხუჭავს, იმდენჯერვე წარსული ჩრდილავს რეალობას და თავისკენ გაბრუებულ მდგომარეობაში ქაჩავს... ისე თითქოს ეს მტკივნეული არ ყოფილიყოს.
გამოღვიძება მტკივნეულია, აგნესასთვის, მაგრამ იმაზე მწარე არა, როგორიც ეს გვამად ყოფნაა.

- ისევ ფიქრობთ, რომ ცოცხალი აღარ ხართ?- დაუსვა ექიმმა დანტემ, აგნესას კითხვა, რომელიც საქმიანი მზერით ათვალიერებდა გოგონას, სუსტ სახეს.
- ნუთუ თქვენ თვითონ ვერ ხედავთ.... აი, ჩამხედეთ... ჩამხედე ამ გახრწნილ სულში. აქ არაფერია, რადგან მიწაში გაიხრწნა. ეს მხოლოდ მირაჟია. საკუთარი სხეულის ირონიული მირაჟი.
- რატომ სცადე, აგნეს თვითმკვლელობა?
- ჩემი უსარგებლო ჭურვისგან თავის დაღწევის მიზნით.- რთულად აღმოთქვა მან.- ჩემი სული განთავისუფლებას ვერ პოვებს, რადგან აქაა ჩაკეტილი. იცი, დანტე? გუშინ ყველა ამბობდა, რომ გარეთ გაზაფხულის სურნელი იგრძნობოდა, თუმცა ჩემს სახის ნაკვთებს არ ეხებოდა, ამ კლდევამოსილი, პრანჭია სეზონის ამბორი... ჩემი ცხოვრება ერთი დიდი სპექტაკლია, დანტე. ირონიული სპექტაკლი.


აგნესის ოთახიდან გახრწნილი სხეულის სუნი გამოდიოდა, რომელიც სქელ კედლებსაც აღწევდა და გამვლელებს სულშიც ხელებს უფათურებდა. ექიმი დანტე რამდენჯერაც ჰიგიენის დაცვას სთხოვდა, აგნესს იმდენჯერ შემდეგი სიტყვებით ისტუმრებდა უკან.
- მკვდარს გალამაზება არ სჭირდება, ექიმო. მე ისედაც გარდავიცვალე... ასე, რომ გთხოვთ... მარტო დამტოვეთ, ჩემს დამპალ ნაჭუჭში.


აგნესს წერა უყვარდა. სიამოვნებას ანიჭებდა, როდესაც იგი უკვალოდ იკარგებოდა თავის შექმნილ სამყაროში, სადაც თვითონ იყო ღმერთი... სადაც გრძნობდა ერთადერთ დამაკავშირებელ ძაფს, რეალობასთან.
დანტე, თავისი სახლის მისაღებ ოთახში ზის.
ხელში სიგარეტის ღერი აქვს შეზრდილი და ფიქრებს მისცემოდა.
მასზე ვერ იტყოდი შეუხედავიაო, თუმცა ვერც სიმპატიურის თქმას გაბედავდით. ღრმა შავ თვალებში, შიგადაშიგ შიში აუკიაფდებოდა ხოლმე, რომელიც სხეულს ელექტროდენს დაუშენდა და თავს თავისი შეუცნობელი მორევისკენ იტაცებდა.
აგნესი დანტესთვის გამორჩეული პაციენტი იყო...ალბათ იმიტომაც, რომ ეს ქალი საშინელი კოტარის სინდრომით იტანჯებოდა, რომლის დაავადების შემთხვევაც საკმაოდ იშვიათობა იყო მსოფლიოში.
დანტე ერთ ხანს ჩაფიქრებულია აგნესზე. თვალწინ უდგება მისი ჩამქვრალი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი თვალები, რომელშიც სულშიჩამფრენი შიში იკითხებოდა.
დანტეს აგნესას ჩანახატი ახსენდება. ვინ იცის მერამდენეჯერ კითხულობს ამ ნაწარმოებს, თუმცა ვერ ჩერდება. სურს, ქალის თითოეულ პასუხში იპოვოს პასუხგაუცემელი კითხვები.
„ უცნაურია, მაგრამ ის ადგილები ენატრებოდა სადაც არც არასოდეს ყოფილა
ცივა... ჰაერის ნაკადი ელამუნება, ჩემს შინაგან სამყაროს და სრულ ალიაქოთს ტოვებს...
ცივა... და ეს სუსხი მიჯდება... თითქოს შიგნიდან მსპობს... თითქოს მფიტავს... თითქოს გვამივით მიწაზე მაგდებს...
სამყარო ნელ-ნელა სისასტიკის ფერებში ეხვევა, თუმცა არ ვნებდები... მაინც განვაგრძობ ყოველდღიურ ყოფას და ტანჯულ ზეცაზე ნათელ სხივის ამოკითხვას... ვცდილობ, თუმცა უშედეგოდ... ვცდილობ, თუმცა თან ვერ...
რთულია თავი არ შეაფარო ოცნების კოშკებს... რთულია სურვილი არ გაგაჩნდეს ამქვეყნიური მარადისობიდან გაქრობისა და უსასრულობის ფარფატა, ფარატინა ფურცლებში გადატყორცნა.
ჩემს ოცნების ქალაქში ჟრიამული იყო... ჟრიამული, რომელიც რეალურ წუთისოფელს ასე ძლიერ აკლდა... სწორედ ეს გახდა მიზეზი, ჩემი მანდ შეკედლებისა.
სამოთხეს გარს ეკვრის უზარმაზარი ტბა, რომლის შეხებისას, იმ ყინულოვან აიზბერგს მოგაგონებდათ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ულევი სიცივითაა აღსავსე...
მიკვირს... ძლიერ მიკვირს, როგორ ახერხებენ მასში მოელვარე თევზები სიცოცხლის ნაპერწკლის შენარჩუნებას.
მიკვირს... მიკვირს, თუმცა გაოცება იმდენია, რამდენიმე წუთის განმავლობაში ვგრძნობდი, როგორ ვემსგავსებოდი, მე მას... თევზს... ყვითელ თევზს... რომელიც ყინულოვან ტბაში დაფარფატებდა... დაფარფატებდა, ისე როგორც ცაში გამოსახული ფიფქინა, ქუფრივით თეთრი ღრუბლის ნაჭერი.
მცივა... მცივა, თუმცა ისე არა, რომ შინაგანი გულისტკივილი გაეყინა...
მცივა... მცივა და ამავდროულად მთელი კანის ცეცხლში გახვევის შეგრძნებას ვგრძნობ....
ყინულად ვიქეცი... იმ ყუნულს, რომელიც ეულადაა დარჩენილი სასოწარკვეთილ სამყაროზე... ჩემი ემოცია ზღვაში წვეთი აღმოჩნდა, რომ მთლიანად გაეღვიძებინა, მივიწყებული გრძნობა...
გრძნობა, რომელიც შენი დაკარგვით იქნა გამოწვეული...
ყელში ჯავრი მაწვება და ოხ, როგორ მინდა მთელ სამყაროს გავაგებინო, ჩემში აღბეჭდილი მწვავე დაღი...
ადამიანი, მხოლოდ მაშინ აფარებს ოცნების მორევს თავს, როდესაც წუთიერ სამყოფელში სამართალს ვერ პოვებს...
მხოლოდ მაშინ წყდება შეზრდილ, ტანჯულ მიწას, როდესაც ფსიქოლოგიური, ცხოვრებისეული დაღი აქვს დასმული... !
იქნებ... იქნებ არსებობდეს ასეთი ქალაქი, ამ შეუცნობელ სამყაროში...
იქნებ... იქნებ რეალობად იქცეს, ჩემი შინაგანი გულის წადილი.
შევეხო თევზის ლაპლაპა ფერფლს და მეც მისად გადავიქცე...
ერთიანად გავქრე და წყლის წვეთებთან ერთად გავიზიარო უმეცრობით აღსავსე ფილტვი....
უცნაურია, მაგრამ სწორედ ის ადგილი მენატრება, სადაც არასდროს ვყოფილვარ.
***
კადრები იცვლება... ნებით თუ უნებლიედ, თავისით გადავედი ახალ განზომილებაში და ერთიანად გამოისახა მწვანე ბუნება... ვამსგავსებდი სამოთხის კუნძულს, სადაც სიმშვიდის სურნელი იმდენად მკვეთრად ეცემოდა, ჩემს სასუნთქ სისტემას, რომ ერთიანად ნეტარებას განვიცდიდი....
ირგვლივ სიწყნარეა.... ისევე, როგორც სამოთხეში არსებული ედემის ბაღი...
ჩემს წინ მრავალსაუკუნოვანი კლდეებია, რომლებიც სულში მიძვრებიან და ჩემს წამოძახილს ექოდ ექომაგებიან.
- გტკივა... ? ამ სამყაროში ყველას სტკივა... გაუძელი... მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი სულისკვეთების პიროვნება, თუ შეძლებს ამ დაღისგან თავის დახსნას... მისია შენია... შენია მისია, რომ გზა იპოვო ხსნილამდე...
უცნაურია... უცნაური სულის პატრონი ხარ, ნიტა... სწორედ ის ადგილები გენატრება, სადაც არასდროს ყოფილხარ. - მითხრა ერთ-ერთმა უზარმაზარმა კლდემ, რომელსაც სხვები, ყრუდ გამოესარჩლნენ...
რაღა დამრჩენია.... ვცდილობ ამოვიცნო ბებერი კლდის ძახილი, რომელიც ჩემი ილუზიის ნაყოფია.... თუმცა ამ ყოველივეს, ძალიან ძლიერი რეალობის ხიბლი დაჰკრავს....
იქნებ სიმართლეა?... იქნებ შევძლო და დავუკავშირდე ცხოვრება ნათელს... იქნებ დროა თვალებში ჩავხედო, ყოველგვარ ტკივილს.... იქნებ დროა, უბრალოდ ფეხზე დავდგე, რეალურ სამყაროში....
უცბათ ხმა გაისმა... თითქოს ჩაახრჩო, ჩემი შინაგანი ტკივილი და უკუაგდო არსებული ფიქრები.... ფიქრები, რომელიც ცდილობდა დაკავშირებოდა რეალობას....
ერთიანად სასიამოვნო ხმა გავიგე.... თითქოს ფუტკრებმა თავისი ტკბილი თაფლი, მომისვეს სასმენ ორგანოზე.... მისი ტემბრი იმდენად მძიმე იყო და ამავდროულად მსუბუქი....
- გახსოვარ?.... ნუთუ ადე მალე მიცა, შენში დავიწყების ფერებს? ნუთუ ასე მალე დაგავიწყდა, ოქროსფერი მოელვარე თევზი....
- შენ აქ ხარ.... ისევ არ მტოვებ.... ერთადერთი ხარ, რომელიც ოცნების მორევში შვებას მაპოვნინებს.... - ღრმად ამოვისუნთქე.... თითქოს ამ ამოტყორცნილ ჰაერის ნაკადში ჩავაქსოვე, ყოველივე ტვირთი...
- ეჰ, ნიტა.... მე შენს რეალობაშიც ვარ, თუმცა ჩემი წამოძახილი, მხოლოდ აქ.... ჩემთან არის.... სამოთხის კარებში, რეალური დარაბების მიღმა....
ძლიერ შემიყვარდი.... ამ წლებია განმავლობაში, შენით ვაგრძელებდი წუთიერ ცხოვრებას, თუმცა... მე ოქროს თევზი ვარ... მოკვდავი, ისევე როგორც შენ, თუმცა მე უფალმა უფრო ადრე დამაკავშირა, სამსჯავლოს სასწორზე მისვლას....
გახსოვდეს.... იპოვე წერტილი, შენს რეალურ ცხოვრებაში.... იპოვე ტბა, რომელშიც ჩემს ძმებს ჩახედავ თვალებში და იქნებ, მის ანარეკლში ჩემი ხმა მოელამუნოს, შენს სულიერ სავანეს....
მიყვარხარ.... მიყვარდი და მეყვარები, ეს ის სამი სიტყვაა, რომელიც წარსულს, აწმყოსა და რეალობას იტევს.... - ოქროს თევზმა თავისი სათქმელი დაასრულა, ხოლო შემდგომ მჭიდროდ მომეკრო და ჩემს წითელ ბაგეებს დაემონა.... დაემონა, როგორც ლომი თაცის მსხვერპლს. მისი ტუჩები კი, იმაზე სასიამოვნო იყო, ვიდრე სხვა რიგითი პიროვნებისა....
უცბად კი ტკივილი ვიგრძენი.... ტკივილი, რომელიც თან ახლდა ვნება.... ოქროს თევში საყლაპავ მილში ჩამიძვრა და შიგ, ჩემს მეობის მმართველად მომევლინა.
***
ვერ გავაცნობიერე, როდის დავუბრუნდი აწმყოს და ვუკუაგდე ოქროსფერ თევზთან არსებული ოცნება.... თვალებგახელილმა კვლავ ვცადე, მის ზღურბლში ჩაძრომა, თუმცა უშედეგოდ...
ოცნება გაქრა.... გაქრა, როგორც ხელისგულზე ჩამოვარდნილი პაწია თოვლის ფიფქი....
თუმცა ტანში გამცრა.... გრძნობა მეუფლებოდა იმისა, რომ ჩემში რაღაც დაცურავდა.... რაღაც ან ვიღაც....
დიდი ფიქრი არ დამჭირვებია, ამ ყოველივეს მისახვედრად....
ის იყო... ოქროსფერი თევზი, სამოთხის კარიბჭიდან!
***
უცნაურია..
უცნაურია, მაგრამ ის ადგილები კვლავ მენატრება, სადაც რეალურად არასდროს ვყოფილვარ....
უცნაურია....
უცნაურია, მაგრამ კვლავ მსურს ოცნების მორევში, ოქროს თევზთან ერთად ცხოვრება....
თუმცა ეს ყოველივე არარეალურია... ყველაფერი ერთი დიდი ფანტაზიის ნაყოფი.
მაგრამ იმედით ვივსები.... მსურს რეალობაში ვიპოვო „სამოთხის კარი“ და თვალებში ჩავხედო, მის ანარეკლს!
და იქებ.... ფეხი დავადგა იმ სამყაროში, სადაც ფაქტობრივად არც არასდროს ვყოფილვარ... მხოლოდ ოცნებაში ვეხებოდი, ვუერთდებოდი მას."



თავი 2
“The worst part of having a mental illness is people expect you to behave as if you don't.”- the joker

- თავს როგორ გრძნობთ, აგნესა?- ჰკითხა დანტემ გოგონას, რომელიც საწოლზე დამჯდარიყო და თავს აქა-იქ მონოტორულად არხევდა. შიგადაშიგ ფეხზე წამოდგებოდა... სხეულში აღზნებული სისხლი ქარიშხალს მოუვლენდა... ჯოჯოხეთის მწვავე ალს პირიდან ყრიდა და შხამიანი გველივით ძირს იკლაკნებოდა.
- მე?- მძიმედ აღმოთქვა აგნესამ, თითქოს ამ სიტყვებში ჩააქსოვა ის ტკივილი, რომელიც დაწყევლილი სინდრომისგან იყო განპირობებული. აგნესა ყოველ დღე ხვდებოდა, რომ თანდათანობით იხრწნებოდა მასში სხვადასხვა ორგანოები... როგორ ჟონავდა მისი სისხლი და სხეულში გუბურებს აყენებდა... მას თავი ყველაზე უსუსური ეგონებოდა ალბათ, თუ მის გონებას ნაცრისფერი ნაჭერი აეცლებოდა და სრულ განთავისუფლების საშუალებას მისცემდა.
- მინდა ყველაფრის მოყოლა თავიდან დავიწყოთ.
- რისთვისაა ეს საჭირო. ისედაც ყველაფერი იცით.
- ზოგჯერ ჩაღრმავებაა საჭირო, რომ პასუხი იპოვო იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენთვის, თითოეული ადამიანისთვისაა საჭირო.
აგნესამ ერთი მძიმედ ამოიოხრა... ჩაყვითლებული კბილები ავისმომასწავებლად აუთამაშდა... ხელებით გამხმარ სკამს შეეხო, რომელიც ძალიან ჰგავდა თავის სულიერ სამყაროს... ისიც მისნაირი უმწეო, არარსებული, გამოუსადეგარი, დამჭკნარი, გამოფიტული და სულდაკარგული იყო...
აგნესას სიამოვნებას ანიჭებს ის ფაქტი, რომ მარტო არ იყო... ხვდება, რომ სამყაროში ბევრია მისნაირი... თუმცა ეს სასიამოვნო განცდაც რამდენიმე წამში მისთვის სრულიად უცხო ხდებოდა. ეს ისედაც მოსალოდნელი შემთხვევა იყო.
- ყველაფერი ძალიან ადრე დაიწყო... ასე ათი წლის უკან, როდესაც საკუთარ ნაჭუჭში დავიწყე ჩაძრომა და გარე სამყაროსთან კონტაქტზე უარს ვაცხადებდი... ზოგჯერ ისე მგონია, რომ ყველაფერი სიზმარი იყო, თუმცა ნაიარევი არ ცდებიან. სწორედ ისინი გახსენებენ თავს და წარსულის შემზარავ მოგონებებს თავს გახვევენ... როცა დასახიჩრებულ სხეულს თითის ფალანგებს ატარებ, ტანში ჯოჯოხეთის მსგავსი, ცეცლის ალის შეხებას გრძნობ. გონებაში მხოლოდ და მხოლოდ ის კადრები გიტრიალებს, რომელიც შენი ცხოვრების კავალერი აღმოჩნდა. ყოველთვის ერთი კითხვა მქონდა... ადამიანს რატომ ამახსოვრდებოდა ყველაზე ნათლად ის მოგონებანი, რომლებიც მათ ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევდა.
- აგნესა, რა მოხდა იმ ღამით?
- საღამო ხანი იყო... მე როგორც ყოველთვის ჩელოზე ვუკრავდი და ყურადღებას არ ვაქცევდი გარშემო სიტუაციას, რადგან როდესაც ჩემი თითების მეშვეობით საკუთარ მელოდიებს ვქმნიდი, ამ სამყაროს ვცილდებოდი... მე არც დედამიწაზე ვიყავი, არც მარსზე, არც იუპიტერზე... ჩემი სხეული სულ სხვაგან ჰქროდა... იმ ადგილას, რომელიც ადამიანს ჯერ შესწავლილი არც კი ჰქონდა... და ასე.. ჩემი სხეული რეალობაში ცხოვრობდა, ხოლო ჩელოსთან კონტაქტისას, ჩემი სული უკუაგდებდა სხეულს და სხვა გალაქტიკას ეხიზნებოდა. „მაგრამ საწუთრო განა ვისმეს დიდხანს ახარებს?“- კვლავ ამოიოხდა აგნესამ და შემდგომ თხრობა კვლავ გააგრძელა.- ძალიან რთული იყო, ჩემი ამ ქვეყნად მობრუნება მაშინ, როცა ჩელოსთან მქონდა რომანტიკული ურთიერთობა... ფაქტობრივად, ყოვლად შეუძლებელი... ერთ-ერთი ეტიუდის შესრულების დროს გულმა თითქოს რეჩხი მიყო. ასე მეგონა, ჩემი რომელიღაც ორგანო განადგურდა და მეც მასთან ერთად ვიფიტებოდი.... მინდოდა ხმა ამომეღო, ვინმესთვის დამეძახა დასახმარებლად, თუმცა ჩემს ხმის იოგებს განთავისუფლება სიტყვების არ შეეძლო. თითოეულ ჩაფიქრებულ სიტყვას ბოქლომით ჩაკეტილ სკივრში მალავდა... გონებაში ყველაფერი ერთიანად აირია. თითქოს ჩემს თვალებში ახლად შექმნილ ნახატს წყალი შეასხეს და ამით ქაოსი გამოიწვიეს. რამდენიმე წამში მესმის დედაჩემის ყვირილი... სხეული და გონება უკვე აღარ მემორჩილებოდა. იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, თუ რა შეიძლება დამხვდომოდა პირველ სართულზე ჩასვლისას... ადამიანის სიკვდილი ძალიან რთულია... მითუმეტეს მაშინ როდესაც ეს ახალგაზრდას ეხება და უფრო უარესი... როცა სიცოცხლეს სუიციდით ასრულებს... ყველაზე უარესი კი ისაა, რომ საკუთარი სისხლსა და ხორცს სიკვდილის ბასრი კლანჭები გართმევს. ჩემი ძმის გარდაცვალების შემდგომ, ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთის მსგავსი გახდა. უეცრად ვარდისფერი სამყაროდან, გახუნებულ ფერებში გადავეშვი, სადაც ვერ ალღობდა ჩემს სულიერ აიზბერგს ვერცერთი მზის მწველი, ეშმაკი სხივი.
- გავიგე, რომ ხშირად გქონდა, ამ ამბის შემდგომ სუიციდის მცდელობა, აგნესა.
- მართალია. ეს ნაიარევი ხელის მტევანზე რომელიც მაქვს დარჩენილი, სწორედ იმ პერიოდის მტანჯველი ტკივილის შედეგია. მინდოდა ამ სასტიკ ცხოვრებას გავქცეოდი და მალევე შეერთებულიყო ჩემი და ჩემი ღვიძლი ძმის მოწყურებული, მონატრებული სხეულნი... თითოეული დღე მის გარეშე ორგანოს სიკვდილის ტოლი ყოფილიყო. ასე თანდათანობით მეც დავკარგე სული... ახლა კი აქ მხოლოდ და მხოლოდ სხეულია. ხოლო რეალური „მე“ კარგა ხანია მკვდარია... ზოგადად თითოეული ადამიანი ასეა. ისინი უკვე მკვდრები არიან, თუმცა ეს ფაქტი მათ, ჯერ კიდევ არ იციან.
- ანუ შენ თვლი, რომ ამ სამყაროში, თითოეული ადამიანი უკვე გარდაცვლილია?
- ისინი გარდაიცვალდნენ ის, რომ ეს არც კი იციან. როდესაც ამ ყოველივეს გააცნობიერებენ საზოგადოება მას ავი თვალით უწყებს მზერას, თითქოს მათი თითოეული მზერით, საკუთარ სხეულს გიწვავენ და მათ წინაშე შიშველს გტოვებენ.





***
აგნესას ხშირად უტარდება ელექტოკონვულსიური თერაპია, რომელიც მისთვის ჯოჯოხეთის მსგავსი ყოფილიყო. მას საფეთქელზე ორ ელექტროდს უდებდნენ და მასზე მოქმედებდნენ სუსტი ცვალებადი ელექტრული ნაკადით, 1/10 წამიდან ერთ წამამდე მანამ, სანამ ე.წ კონვულსია არ მოხდებოდა. ეს სამოცწამიანი პროცედურა, აგნესას იმაზე მეტ ტკივილს აყენებდა, ვიდრე ეს წყეული კოტარის სინდრომი, რომელიც რეალურად სხეულს უხმობდა, აჭკნობდა, როგორც ეს მზის მწველ სხივებს შეუძლია ცოცხალი არსების განსაგმირავად.
აგნესას დღესაც ჩაუტარდა ელექტოკონვულსიური თერაპია. ოთახში შესვლისას ყოველთვის სხეულში არასასიამოვნო შეგრძნება დაეუფლებოდა ხოლმე...
აგნესას უნდოდა მთელი ძალით ეტირა... ბოლო ხმაზე ეყვირა და გამოაეშკარავებინა თავისი სულიერი აპოკალიფსი, თუმცა მას გრძნობები აღარ გააჩნდა. მხოლოდ და მხოლოდ საშინელ ტკივილს გრძნობდა საფეთქლებზე დადებული რკინის ელექტროდის წყალობით... ექიმი მოწყობილობას რთავს... აგნესა კი, ტკივილისგან თვალებს ხუჭავს, ისე რომ შესაძლოა სრულიადაც დაბრმავდეს.... მას ძლიერ უნდოდა ეს მოუშუშებელი სულიერი იარები შეეხორცა, თუმცა ვერ, რადგან ზემოთხსენებული არაჰუმანური თერაპია, მის ნაიარევებს უფრო და უფრო ხსნიდა... შემდგომ კი სისხლისგან იცლებოდა.
დანტე უყურებს აგნესას ჩაწითლებულ თვალებს, რომელსაც კარგა ხანია აღარ სძალუძს ცრემლების დენა... უყურებს მის დასახიჩრებულ, მაგრამ მაინც მიმზიდველ სხეულს, რომელიც ჰაერში იწევა და შიგადაშიგ ტკივილისგან იკლაკნება, რის დროსაც ძალიან რთული ხდება მისი მოგერიება... დაახლოებით ექვსი ექიმი კი, მის დაკავებას უნდება.
პროცედურის დასრულების შემდგომ აგნესა მძიმედ ეშვება გორგოლაჭებიან საწოლზე. თვალები ერთი ადგილისკენ აქვს მიპყრობილი... პირი ოდნავ გაღებული, თითქოს და რაღაცის თქმასაც ლამობსო.
- კარგად ხარ?- ეკითხება აგნესას, დანტე, რომელიც სევდიანი და ამავდე დროს ამღვრეული თვალებით შესცქეროდა ქალს.



***
მე შენი თვითმკვლელობის იარაღი ,
შენ ჩემი არსებობის გასაღები,


დანტე აგნესას აქამდეც იცნობდა, თუმცა აგნესას გონებაში მისი არსებობა დავიწყებას მისცემოდა. ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი გრძნობები...
მათი სხეული ერთ დროს ერთმანეთში იყო შეზრდილი. საკუთარ სულის ნაწილებს ერთმანეთს უზიარებდნენ. თითოეული არსებული ან თუნდაც ჯერ არარსებული მოლეკულის წყალობით, ერთმანეთის მიმართ დაუოკებელ გრძნობას განიცდიდნენ.
ხშირად აუშრიალებდნენ, ხოლმე დანტეს მოგონებათა მწვავე ჭრელა-ჭრულა ფოთლები, რომელიც მომენტალურად დაატყდებოდა თავს და მშვიდ სულს საშინელი წარღვნით დაემუქრებოდა.
ყველაზე მეტად ახლა დანტეს უნდა, რომ აგნესას ძველი დიალოგით ესაუბროს, მაგრამ არა ისე, რომელიც ყოველთვის კამათით სრულდებოდა, როგორც ეს ერთად ყოფნის ისტორიის ბოლო თვეებში ხდებოდა.
მთელი თავისი შინაგანი სამყაროთი უნდა, რომ კვლავ მის გვერდით იძინებდეს და გვიან ღამით თავბრუდამხვევი კოცნით აბრუებდეს. გულში ძლიერ ჩაიკრას ისე, რომ უმისობით აღსავსე სხეულს ტკაცა-ტკუცი გაადენინოს.
დანტე ყოველთვის... ყოველ გაღვიძებისას გრძნობდა, რომ ის, ვის დანაკლისსაც გამუდმებით განიცდიდა, სწორედ აგნესა იყო.



- უშენობა ძალიან ცივია.- უთხრა ერთ დღეს აგნესამ დანტეს, რომლებიც უკვე რამდენიმე თვის წინ იყვნენ ერთმანეთს დაშორებულები.- დამპირდი, რომ არასდროს მიმატოვებ, დანტე! მეშინია... ძალიან მეშინია უშენოდ გატარებული თითოეული დღის. ჩემი გონებიდან, ყოველი ღამის შებინდებისას საშინელი არსებები გამოდიან, რომლებიც სულს მიწოვენ... შენ კი? შენ ჩემი კოშმარების მცველი ხარ!



თავი 3

„რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო.“- ი. ჩარკვიანი

დანტეს ინსპირაციის წყარო ყოველთვის აგნესა იყო... როდესაც ზეციურ ქმნილებას თვალებში ჩახედავდა ხოლმე რეალურად შეიგრძნობდა ხოლმე თავის მისიას და სწორედ... სწორედ აგნესას დამსახურებით გახდა დღესდღეობით ყველაზე პრესტიჟული ფსიქიატრი.
დანტე ხშირად ფიქრობდა, რომ აგნესას ეს პარანორმული შეხედულებები ადრე თუ გვიან მთლიანად შეიპყრობდა და საშინელ სიბნელეში შთანთქავდა. ყოველთვის ცდილობდა აგნესა არასოდეს არ მიეტოვებინა... მისი სულის იარები თავისთან წაეღო ისე, რომ თითოეული სხეულიდან ამოტყორცნილი ჰაერის გამოყოფა უფრო გაადვილებოდა მას. ახლაც თვალწინ უდგას კოტარის სინდრომით დაავადებული ქალის თვალები, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ თვალუწვდენელი შიში სუფევდა. თითქოს სურდა მისთვის დახმარების ხელი გაეწვდინათ... როგორმე მოშორებოდა თავის გახრწნილ სხეულს. მას ერთ დროს ძალიან უყვარდა ცხოვრება, თუმცა ახლა ამ მომენტში მას ისევე უყვარს სიკვდილი, როგორც ჩვენ სიცოცხლე.

დანტე გაჭირვებით აგნესას ოთახს მიუახლოვდა. მას ყოველთვის უძნელდებოდა შიგნით შეღწევა, რადგან ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გრძნობდა, რომ საყვარელი ქალი ხელიდან უსხლტებოდა. უნდოდა ეშველა... წყეულ კოტარის სინდრომს შებრძოლოდა, თუმცა რამდენად გამოუვიდოდა ეს იყო საქმე.
დანტემ ერთი ღრმად შეისუნთქა ისე, რომ შორიდანვე გაიგონებდით მის გულის ფეთქვას. მყისიერად მოიწმინდა ღაწვებზე ჩამოღვენთილი რამდენიმე ცრემლი და კარები ნელ-ნელა შეაღო კიდევაც.
- თავს როგორ გრძნობ, აგნესა?- გაჭირვებით წარმოთქვა დანტემ.
- ზუსტად ისე, როგორც შეიძლება თავს გვამი გრძნობდეს.- ნაძალადევად გაუღიმა ფსიქიატრს აგნესამ და თავი კვლავ თვალით უხილად შავ წერტილს მიაშტერა.
- შემიძლია რამით დაგეხმარო?
- გრძნობ?! გრძნობთ ექიმო?- ელდანაცემი წამოფრინდა აგნესა და სახეზე ბედნიერების სხივი გადაეფინა. ხელებს სასიამოვნოდ ათამაშებდა ჰაერში. დანტემ რამდენიმე წამით თვალები დახუჭა. უნდოდა ცრემლები შეეჩერებინა და წინ... საჯაროდ არ გადმოეტანა.
- ნუთუ ვერ ხედავთ! შემომხედეთ, ექიმო!
- დიახ, გიყურებთ.
- ხელში ფილტვები მიჭირავს. შეხედე, როგორ იღვენთება სისხლი...- ჩაიხითხითა მან და ზეცისკენ ააპყრო თვალები.
- ფილტვები?- გაოცებული სახით შეხედა დანტემ აგნესას.
- ზოგჯერ მინდა ჩემი სხეული დავაგემოვნო... სიკვდილი ოდესმე გდომებია?- ჰკითხა მომაკვდავმა ქალმა დანტეს.
- სიმართლე, რომ გითხრა ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ. ისიც, როდესაც საყვარელი ადამიანი დავკარგე.
- საყვარელი ადამიანისათვის ხელის გაშვება ყველაზე მტკივნეულია ალბათ, არა?- თავი ძირს დასწია მან.
- ეს გრძნობა ყველაზე მწარეა. ერთიანად გრძნობ, როგორ დუღდება შენში სისხლი და როგორ ღვივდება საშინელი სიმწრის გრძნობა... შენც გიგრძვნია თავი ასე?
- მე თავს ყოველთვის მარტოსულად ვგრძნობდი... იმის მიუხედავად, რომ რეალურად გვერდით ძალიან ბევრი ადამიანი მედგა. მეგობრები მეგონა გამირბოდნენ. ვერ აღიქვამდნენ ჩემს შინაგან ჩამოღვენთილ რეალურ სამყაროს... არადა ზოგჯერ ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როდესაც არ გინდა სიტყვებით რაიმეს თქმა... უბრალოდ გსურს შენი ემოცია, შენი შინაგანი „მე“ უთქმელად ამოიკითხონ. დიდი ხნის შემდგომ გავაცნობიერე, რომ რეალურად მარტო ვიყავი. ჩემი არავის არ ესმოდა და ეს ყოველივე ჭკუიდან მშლიდა.
- ოდესმე გყვარებია?
- აჰ... სიყვარული.... ყველაზე მგზნებარე გრძნობაა მთელ მსოფლიოში. ყველაზე მგზნებარე და ამავდროულად ყველაზე მომაკვდინებელი. იცი? ზოგჯერ წარსულის ისეთი მომენტები მივარდება გონებიდან, რომელიც ალბათ არასოდეს არ უნდა დამვიწყებოდა, თუმცა ვგრძნობ ეს ავისმომასწავებელი სინდრომი უფრო და უფრო აჩქარებს სხეულის დასახიჩრებას. ვიცი, რომ ერთ დროს ვიყაც ძალიან მიყვარდა... ვის გამოც სიცოცხლეს უთქმელად დავთმობდი, თუმცა დღეს ჩემმა გონებამ მისი ვინაობა წარსულს დაუქვემდებარა.



№1  offline მოდერი Mary Drey

ეს ისტორია ერთ-ერთი ჩემთვის საყვარელი ნაწარმოებია. ველი თქვენს შეფასებას. <3

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან საინტერესო და გამორჩეულია????

 


№3  offline მოდერი Mary Drey

სტუმარი ლიკა
ძალიან საინტერესო და გამორჩეულია????


უღრმესი მადლობა. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent