ერთად ყოფნა შეუძლებელია...1 ნაწილი.სრულად
-არ გაბედო.არ ისროლო,- იარაღშემართულ ბიჭს მეორე ახალგაზრდა გადაეფარა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.როგორც წარმოთქმულ სიტყვებს ვერ წაიღებ უკან,ისე ვერ დააბრუნებ გასროლილ ტყვიას მჭიდში. ერთი სიტყვით შეიძლება მოკლა ადამიანი,ისევე როგორც ერთი დაუფიქრებელი მოქმედებით. ტყვიამ ჰაერი გაკვეთა და გულ-მკერდი შეუნგრია ზურა ფიცხელაურს.ორმეტრიანი ვაჟკაცი თავიდან მყარად იდგა ფეხზე. მხოლოდ გულზე იტაცა ხელები და ვედრებით სავსე თვალებით გადახედა იმედა მაჩაბელს. -სიკვდილისთვის როგორ გამიმეტე ბიჭო?განა ამისთვის ღირდა ეს ყველაფერი?განა ეს მტრობა ამად ღირდა,რომ მკვლელი დაირქვი? უღონოდ ჩამოყარა მხრები მაჩაბელმა.უცებ გამონელდა სასმელი მისი ორგანიზმიდან და წამში გაუნათდა გონება. -ეს რა გავაკეთე?ეს რა ჩავიდინე?- თავში წაიშინა ხელები და ისტერიკულად იმეორებდა ერთი და იგივეს.ადგილიდან დაძვრასაც ვერ ახერხებდა. ფიცხელაურის მეგობარი და მათი საერთო ნაცნობი მიშა გამყრელიძე დაჭრილს ამოუდგა მხარქვეშ და უკვე სასწრაფოში რეკავდა. იარაღის დანახვაზე რესტორანში წივილ-კივილი ატყდა,სანამ დაცვამ რეაგირება მოახდინა,სროლის ხმაც გაისმა. ხალხისგან წამში დაიცალა იქაურობა.. პოლიცია და სასწრაფო ერთად მოვიდა.ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ფიცხელაური.მიშას მუხლებზე ედო თავი და რაღაცას ბუტბუტებდა. -მიშო,მიშო..მო-მის-მინე,- ძლივს ლაპარაკობდა.-ტელეფონი ამოიღე.. ჩაიწერე…„-ჩემი სიკვდილი შემთხვევით მოხდა. პასუხი არავის მოსთხოვოთ..შური არ იძიოთ,იარაღი არ აიღოთ და ტყვია არ გავარდეს… გეყოფათ სისხლისღვრა. დაე მე ბოლო ვიყო...დაამთავრა სათქმელი და თავიც გადაუვარდა. -ზურაააა.-იღრიალა მიშომ და სისხლში ამოსვრილი ძმაკაცი გულში ჩაიკრა.როცა სასწრაფოს ექიმებმა და პოლიციამ ერთმანეთს დააშორეს იმედა მაჩაბელი იქ ვეღარ დაინახა.. მაგრამ ახლა სხვა საფიქრალი ჰქონდა ბიჭს როგორ ეთქვა ფიცხელაურებისთვის ეს საშინელი ამბავი…. ****'* მზე რომ ამოიწვერა და ქვეყნიერებას მორიგი დღის გათენება ამცნო, სწორედ მაშინ დაღამდა და წყვდიადი ჩამოწვა ფიცხელაურებთან.ქალებს ჯერ კიდევ ეძინათ.ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ რა ელოდა წინ. უზარმაზარ, სამსართულიან ვილაში ფეხზე მხოლოდ ალექსანდრე ფიცხელაური იდგა და მიშა გამყრელიძეს ელოდა,რომელმაც პოლიციის განყოფილებიდან დაურეკა საქმე მაქვს,მხოლოდ თქვენ უნდა გელაპარაკოთ და მერე დანარჩენებსო. დაცვამ უპრობლემოდ გაატარა ოჯახის მეგობარი.. -რა ხდება ჩვენს თავს მიშა?-ისე იკითხა კაცმა,არც კი მობრუნებულა. ისევ ფანჯარაში იყურებოდა და გარემოს ათვალიერებდა. -ზურა აღარ გვყავს ბიძია.-ძლივს მოუყარა რამდენიმე სიტყვას თავი. მეხის გავარდნასავით იყო ეს ამბავი ოჯახის უფროსისთვის.მუშტები ძლიერად შეკრა,ისე ძლიერად რომ თითები ეტკინა.სულის ტკივილი თითქოს მასზე გადაიტანა.მაგრამ განა რამე დაავიწყებდა ან დაუამებდა შვილის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს? -ვინ იყო? -მაჩაბელი.. -რომელი? -იმედა… ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.რომელიც მიშამ დაარღვია. -მაპატიე ბიძია.მაპატიე.ვერ დავიცავი. ვერ მოვასწარი.ჩემი ბრალია.. -გაჩუმდი..ახლა ამის დრო არ არის. ახლა შვილი მყავს მიწას მისაბარებელი.მერე კი მაჩაბელების წყეული გვარიდან ყველას სათითაოდ ამოვხოცავ.-გამოსცრა კბილებში კაცმა.მხოლოდ ახლა მობრუნდა და ბიჭს გადახედა:-ჩემს შვილთან წამიყვანე… მორგში მძიმე სუნი იდგა.ექსპერტს თავის საქმე უკვე მოემთავრებინა, გვამი გადასასვენებლად მზად იყო… შავი ფერის,დაბურულმინებიანი სამი მერსედესი ერთმანეთის მიყოლებით გაჩერდა პროზექტურის წინ.ჯერ დაცვა გადმოვიდა,გარემო დაათვალიერეს. მერე ალექსანდრეც გადმოვიდა. არაფრად ჩაუგდია დაცვის უფროსის თხოვნა ჩვენს უკან იარეთო. დაწინაურდა და ჩქარი ნაბიჯებით აირბინა კიბეები. ყველამ იცნო და დანანებით გააყოლეს თვალი. სრულიად უცხოებიც კი უთანაგრძნობდნენ ფიცხელაურს შვილის დაკარგვას. მორგის კარებთან შეჩერდა.მარჯვენა ხელი ზემოთ ასწია.დაცვას ანიშნა აქ დამელოდეთო და მარტომ შეაღო კარი.მაშინვე იგრძნო სიკვდილის სუნი.ჯერ ცხვირში ეცა,მერე კი ნელ-ნელა გაიჟღინთა მისი გონება. საკაცეზე მწოლიარე,თეთრზეწარ გადაფარებულ გვამს დახედა.ვერ ბედავდა ახდას.თითქოს იქ მისი შვილი არ იყო.იმედი ჰქონდა.მაგრამ ყველაფერი მაშინ დასრულდა როცა გადახადა.იქვე მოკვდა იმედი.იქ დასრულდა მისი ცხოვრება.შვილის გაციებულ სხეულს ჩაეხუტა და პირველად თავის ცხოვრებაში ალექსანდრე ფიცხელაური დაჭრილი დათვივით აღრიალდა.ხმა გარეთაც გადიოდა, მაგრამ ვერავინ გაბედა შესვლა და მისი დამშვიდება… ****** კარზე ბრახუნი შუაღამისას ატყდა. შეშინებული გამოვარდა ოთახიდან გოგო,პენუარზე ხალათის ჩაცმა ვერ მოეხერხებინა.კარი გამოხსნა და საშინელ მდგომარეობაში მყოფი ბიძაშვილი დაინახა.ხელში ისევ იარაღი ეჭირა. -რა ჩაიდინე?რა ჩაიდინე-მეთქი? -იღრიალა სასოწარკვეთილმა. დაუკითხავად და პასუხის გაუცემლად შევიდა სახლში.კარი მიხურა და უკან მიჰყვა. -არ მითხრა რომ ის გააკეთე რასაც ვფიქრობ.გთხოვ მითხარი..გთხოვ უარყავი.-შეკრული მუშტები დაუშინა მკერდში.ცრემლებმა დაუსველა ერთიანად სახე,ისტერიკა დაეწყო. მდუმარედ იდგა ბიჭი.არაფერს აკეთებდა.ან რა უნდა გაეკეთებინა?რა უნდა ეთქვა?ამიერიდან ამ დამღით უნდა ეცხოვრა.მაინც ვერ აარიდეს ამას.ოჯახის მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ დამყარდა მშვიდობა ფიცხელაურებსა და მაჩაბელებს შორის. -უგულო ხარ.უნამუსო ხარ.რამდენჯერ გთხოვე არაფერი დაუშავო მეთქი? -იატაკზე ჩამომჯდარიყო გოგო და ნერვიულად იმეორებდა ერთი და იგივეს.მის წინ იჯდა იმედა მაჩაბელი. -ახლა როგორ ვიცხოვრო?ახლა როგორ შევხედო ბიძიას თვალებში? ახლა რა გავაკეთო?ჩემ შვილს რა ვუთხრა?-ბუტბუტებდა გოგო. როცა მაჩაბელმა ამ სიტყვებს მოჰკრა ყური და გაიაზრა ყველაფერი უკვე გვიანი იყო.გოგო ღია ფანჯარაში იდგა და ქვემოთ იყურებოდა. -მეტი აღარავინ მოკვდება.გესმის ბიძაშვილო?აღარავინ.ბაბუაჩვენის წყეულმა სულმა იქნებ ახლა მაინც დაისვენოს.-ჩაილაპარაკა გოგომ და ქვემოთ ჩაიხედა -არ გაბედო.გესმის არ გაბედო. -იღრიალა მაჩაბელმა. -შენ მარტო ზურა ფიცხელაური კი არა საკუთარი ბიძაშვილიც მოკალი.-უთხრა და დაუფიქრებლად გადახტა. გაფრინდა ცაში და სამუდამო ანგელოზად დარჩა ოჯახის მეხსიერებაში.ისევე როგორც მას ზურა ეძახდა-მის ანგელოზად...ქალად, რომლის სიყვარულის და სილამაზის გამოც,ბიჭი ყველაფრის დათმობას აპირებდა.. ამ დაწყევლილ ღამეს იმედა მაჩაბელი აწყებოდა სიმწრისგან კედლებს. ღრიალებდა და ქვემოთ ჩახედვას ვერ ბედავდა. იარაღი შუბლზე მიიდო.მაგრამ მშიშარა აღმოჩნდა და ვერ გაბედა .ვეღარ გაისროლა ისე გაბედულად როგორც რამდენიმე საათის უკან ფიცხელაურის მიმართულებით.მერე უცებ გონს მოეგო,წამოხტა და კიბეზე კისრის ტეხით დაეშვა.პოლიცია რომ დაინახა შეჩერდა და უკან დაიხია.გადარჩენის ინსტიქტმა სულ სხვა რამე უკარნახა და იქიდანაც მიიმალა. ******** ღამის ოთხ საათზე მაჩაბელების სახლს პოლიცია მიადგა.დაცვას გაუკვირდა და სასწრაფოდ აცნობეს ოჯახის უფროსს. -ვახო რა ხდება?-შეაჩერა ცოლმა. -დაიძინე,არაფერია.-მშვიდად უპასუხა ქმარმა და ჩაცმა განაგრძო.ქალი გადაბრუნდა,მაგრამ ძილი ვეღარ გააგრძელა.გულმა ცუდი უგრძნო. ინტუიციით ხვდებოდა რომ ეს ღამე ბევრ რამეს შეცვლიდა მათ ცხოვრებაში.არ შემცდარა.რამდენიმე წუთი იყო გასული რომ ქვემოდან ქმრის ღრიალი შემოესმა.ძლივს მოძებნა დაბნეულობისგან ჩუსტები და ხალათის ამარა დაეშვა ქვემოთ. კიბე ბოლომდე არ ჰქონდა ჩავლილი რომ ქმარი დაინახა.იატაკზე ხოხავდა სიმწრისგან და მუშტებს უშენდა.ამაოდ ცდილობდნენ დაცვის წევრები მის წამოყენებას და სკამზე დასმას. -რა ხდება ჩვენს თავს ვახო?-ენის ბორძიკით იკითხა ქალმა. -მარიამი აღარ გვყავს ნინო.ჩვენი მარიამი.. ქალს ძალა გამოეცალა და კიბის მოაჯირი რომ არა ნამდვილად დაგორდებოდა.იქვე ჩამოჯდა და თვალები ცრემლით აევსო.მერე სადღაც სივრცეს გაუშტერა და რაღაცის ბუტბუტი დაიწყო.გაოგნებულ დაცვის წევრებს ვერ მოეხერებინათ ვერაფერი.ბოლოს დაცვის უფროსმა სასწრაფო გამოიძახა და ექიმებმა შეძლეს ნინოს დამშვიდება.ნემსი გაუკეთეს და მიეძინა. ვახო მაჩაბელი მალევე მოეგო გონს და მაშინვე ვაჟი მოიკითხა.არავინ არაფერი უპასუხა. -რატომ ხართ ჩუმად?რა ხდება? ამოიღეთ ხმა. -თქვენმა ვაჟმა ზურა ფიცხელაურს ესროლა..-როგორც იქნა წამოსცდა დაცვის უფროსს. -რა თქვი?-კიდევ ერთხელ დაეცა მეხი მაჩაბელს.კიდევ ერთხელ მოკვდა. ახლა უკვე ხვდებოდა რომ მშვიდობა სამუდამოდ დასრულდა და ომი ისევ იწყებოდა.ახლა ნამდვილად ვეღარ დააკავებდა ალექსანდრე ფიცხელაურს… -დაცვა გააძლიერეთ.მე კი მანამდე პოლიციაში წავალ.მარიამი უნდა გადმოვასვენოთ.. -ბიჭებიც წამოვლენ.. -არა,აქ დარჩებით,მხოლოდ შენ წამოხვალ.-უთხრა დაცვის უფროსს,- მანამდე გამოვიცვლი,შენ კი ბიჭები გაანაწილე.ტყუპები მომიყვანე და ჩემი და.დღეს ყველა აქ უნდა იყოს.ჰო კიდევ-ალუდა რომ მოვა,გადაეცი თამთას დაურეკოს და რადაც არ უნდა დაუჯდეს,აქ ჩამოიყვანოს.ჩემი ოჯახის წევრები გვერდით უნდა მყავდეს. უკლებლივ ყველა. სწორედ ამ დროს მისმა ტელეფონმა დარეკა,გული ცუდს უგრძნობდა ალბათ ტყუპისცალს. -ჯარჯი,სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე,ყველა შეკრიბე, ვისაც იარაღის სროლა და დაცვა შეუძლია და უბანში მოიყვანე. ჩვენები უნდა დაიცვა.. -ვინ ჩვენები?ვერაფერი გავიგე… -რასაც გეუბნები ის გააკეთე,სანამ მე არ დავბრუნდები,ჩემს გარეშე უბანში არც არავინ შევა და არც არავინ გავა,უცხო მითუმეტეს.გასაგებია? -კარგი ბიძია.მაგრამ არ იტყვი რა მოხდა? -მალე გაიგებთ... მზე რომ ამოვიდა,ვახო მაჩაბელი უკვე განყოფილებისკენ მიდიოდა. ჯარჯის კი მისი ბრძანება შეესრულებინა.ყველა ადგილზე იყო, რაიონი დაცული.სამალავები იარაღით სავსე. -რა ხდება?-თავზე წამოადგა ხუთსართულიანი სახლის სახურავზე მდგარ ძმას ალუდა. -არ ვიცი.ბიძიამ მიბრძანა და შევასრულე. -მეც უკვე დავურეკე თამთას,ალბათ მალე ჩამოვა.დედაც აქ არის. ბიცოლა ხმას არ იღებს,ოთახში წევს. გაბრუებულია წამლებისგან. -მალე გავიგებთ ყველაფერს.-უთხრა ძმამ და გარემო კიდევ ერთხელ მოათვალიერა.იდგნენ ტყუპები და მოსალოდნელ ამბავს ელოდნენ, თუმცა ხვდებოდნენ რომ ეს არც ისე კარგი რამ იქნებოდა... მორგში მარტო შევიდა.მაშინვე დაინახა ძმისშვილის გაციებული და გაყინული გვამი.ის ვარდისფერი ლოყები ახლა გაფითრებოდა.აღარც თვალები უმზერდნენ ისე,როგორც მანამდე. ადგილზე შეტორტმანდა და გულზე იტაცა ხელი.მაგრამ თავი ხელში აიყვანა და მასთან მივიდა. ხელი თავზე გადაუსვა,გაყინულ შუბლზე აკოცა და ცრემლები წამოუვიდა. -ვის მოვკითხო შენი გაუბედურებისთვის პასუხი?ასე რატომ მოიქეცი შვილო?ასე როგორ გაიმეტე თავი და როგორ გაგვიმეტე ჩვენ? მოსთქვამდა მაჩაბელი და დროის შეგრძნება დაკარგა... ექსპერტმა შეახსენა წასვლის დროაო და გონს მოეგო.. კარი რომ გააღო და გარეთ გამოვიდა ალექსანდრე ფიცხელაურის ჩაწითლებულ თვალებს შეეჩეხა. დაცვით გარშემორტყმული კაცის არ შეშინებია.არც მისკენ მიმართული იარაღის.მეტიც,მისკენ გადადგა ნაბიჯი და თავის დაცვის უფროსს ანიშნა არაფერი გააკეთოო. -ვიცი რაც მოხდა.ახლა რომ მესროლო, ამაზე კარგს ვერაფერს იზავ. სიკვდილი შვება იქნება ჩემთვის და მადლობასაც გადაგიხდი.მაგრამ მაინც გთხოვ რამდენიმე დღე მომცე.ჩემი ძმისგან, მისი ოჯახიდან უკანასკნელი გადარჩენილიც დავკარგე,დიახ,ჩემი მარიამი აღარ მყავს,რამდენიმე საათის უკან თავი მოიკლა,ნება მომეცი ღირსეულად დავკრძალო და გამოვიგლოვო,მერე კი ჩემი ფეხით მოვალ შენთან და შენს ნასროლ ტყვიასაც სიამოვნებით შევეწირები. უხმოდ დაუშვა ალექსანდრემ იარაღი.რამდენიმე წამით მაინც მოულბა გული და გაუგო გულისტკივილი.ხმა არ ამოუღია ისე დატოვა იქაურობა დაცვასთან ერთად. უკან მიჰყვა ვახო მაჩაბელიც.. ხოლო როცა მზემ საბოლოოდ დაასრულა ამოსვლა და საბოლოოდ გაანათა ქვეყანა,როცა ხალხი აჩოჩქოლდა და სამსახურებში დაიწყეს წასვლა მაჩაბელებსა და ფიცხელაურებში გლოვა დაიწყო.. ******* ******* ალექსანდრე ფიცხელაურის მეუღლე ნელი- საკმაოდ მშვიდი და თავშეკავებული ქალი იყო.მისგან ხმამაღალი სიტყვა არავის ახსოვდა. ნახევარ საუკუნეს მიტანებული ქალი ისევ საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა. მისი განთქმული სილამაზის ბევრს შურდა. შვილის სიკვდილის ამბავმა თავზარი დასცა და წამში დააბერა ეს მამაცი ქალი.დაპატარავდა,დაჩიავდა და თითქოს ჭაღარაც შეერია უცებ.. ეზოში ყვავილებს რწყავდა,როცა ქმარი მიუახლოვდა.როგორც კი სახეზე შეხედა მაშინვე მიხვდა კარგი არაფერი მომხდარიყო. -რომელია?-მაშინვე ჰკითხა. -ზურა.-უპასუხა კაცმა სევდიანად. ქალს ხელიდან გაუვარდა წყლის გრაფინი და ხმაურით გატყდა. ნელიც იმ გრაფინივით იყო იმ წუთას -დამსხვრეული და დაქუცმაცებული. მის გატეხილ გულს გამთელება აღარ ეწერა.ახლა უკვე შვილმკვდარი დედა იყო.თავში ხელები წაიშინა და კივილი მორთო.მოსთქვამდა და მის გაჩერებას ვერ ახერხებდა ალექსანდრე. -ჩემო გაუხარელო შვილოოო...ჩემო საამაყო შვილოო.. კივილზე სახლიდან ახალგაზრდა გოგონა გამოვარდა.დედა რომ ასეთ დღეში დაინახა,მიხვდა რაღაც მომხდარიყო.უკან მისი თანატოლი მამიდაშვილი ედგა.ამ ორეულს კი ნელის ასაკის ქალი მოჰყვა-მარიამ ფიცხელაური -ალექსანდრეს ქვრივი და,რომელიც მათთან ცხოვრობდა. გოგონამ ეზოში მანქანა დაინახა, საიდანაც მიცვალებული გადმოასვენეს და იქით გაიქცა. მანქანამდე ვერ მიაღწია.ეზოში რაღაცას წამოჰკრა ფეხი და დაეცა. მიწას ურტყავდა ხელებს,თითებით ფხაჭნიდა და კიოდა.ცა და დედამიწა შეძრა ემა ფიცხელაურის კივილმა. მხოლოდ დედამ მიაღწია ადგილამდე. ჩასასვენებელს დაეკონა,შვილის გაციებული სხეული ჩაიხუტა და უარესად აკივლდა... ამჯერად მართლა გადავიდოდა ჭკუიდან,ქმარმა იყოჩაღა,უკან დახია და შვილი სახლში შეასვენებინა.. -როგორ უნდა ვიცხოვროთ,როგორ? -შესტირა ქმარს. -არ ვიცი.. -გაბრიელი დააბრუნე… -დავურეკე,ალბათ უკვე მოფრინავს.. -შემპირდი რომ აღარ იჩხუბებთ და აღარ გააგდებ სახლიდან? -გპირდები.. -რაც არ უნდა მოხდეს? -რაც არ უნდა დააშავოს.ახლა ერთადერთი კაცი დაგვრჩა ოჯახში.მან ჩვენი გვარი უნდა გააგრძელოს.. ნელიმ იმედიანად შეხედა ქმარს, მაგრამ ეს მხოლოდ იმედი იყო. დედის თვალებში შერჩენილი იმედი,რომ ის მაინც დარჩებოდა ცოცხალი… მერე ჭირისუფლად იჯდა შვილის კუბოსთან.ტიროდა და სახეს იხოკავდა.დროდადრო რეალობას სწყდებოდა.არ ცხრებოდნენ ოჯახის სხვა ქალებიც.ერთმანეთის მიყოლებით გლოვობდნენ ზურა ფიცხელაურს.ერთმანეთს ასწრებდნენ გვარიდან ერთ-ერთი საამაყო ვაჟკაცის წასვლაზე ტირილს.… დაოსდნენ ქალები.ჩაუწყდათ ხმები, ამოუღამდათ და დაუსივდათ თვალები ტირილისგან.მაგრამ ვერ ჩერდებოდნენ.ვინც კი მოვიდოდა ყველა დიდი დანანებით ეუბნებოდა ოჯახს სამძიმარს.მომსვლელი კი ძალიან ბევრი იყო.არც მასმედიას დარჩენია უყურადღებოდ და ექსკლუზივის ძიებაში არ შორდებოდნენ სახლს. ყველას აინტერესებდა სად იყო ოჯახის უმცროსი ვაჟიშვილი და რატომ არ ჩამოვიდა ძმის საგლოვად.. ******** თბილისის ეს უბანი,სადაც მაჩაბელები ცხოვრობდნენ, რამდენიმე წლის უკან აშენდა და ის უშუალოდ ვახო მაჩაბელის დამსახურება გახლდათ.მამისგან მემკვიდრეობით მიღებული და გაკოტრების პირას მყოფი ბიზნესი კონტრაბანდული იარაღის ყიდვა- გაყიდვით გადაარჩინა,მის გვერდით მდგარი მუშების და დაბალი სოციალური ფენისთვის კი ორსართულიანი კორპუსები ააშენებინა,რომ ოჯახები ჩამოეყვანათ და ერთად ეცხოვრათ.საბოლოდ ხალხმა ამაგი და გაწეული შრომა დაუფასა და ასე შეიქმნა მისი უზარმაზარი იმპერია.ისე რომ არც უნდოდა ბოსი გახდა, რომელსაც აღმერთებდნენ აქაური მაცხოვრებლები.მის აზრს ითვალისწინებდნენ და რჩევებს ეკითხებოდნენ.სადაო საკითხებსაც კი ის წყვეტდა.ხალხი სულ არ ითვალისწინებდა მთავრობის აზრს და მოთხოვნებს და პოლიციის კანონებს. აქ მთავარი ვახო მაჩაბელის სიტყვა იყო.ყველაზე მეტად არ უყვარდა,როცა ვიღაცას სჯიდა, მაგრამ ამის გარეშე არ გამოდიოდა. მიუხედავად იმისა რომ ალექსანდრე ფიცხელაურის მსგავსად არაკანონიერი ბიზნესით იყო დაკავებული და ის დაწესებულებები რაც ჰქონდათ, მხოლოდ ფარსი იყო,ერთადერთი რითაც განსხვავდებოდა მტრისგან,ის იყო რომ ხელი სისხლში არ ჰქონდა გასვრილი და მისი დავალებით გასროლილ ტყვიას არავინ უმსხვერპლია.მკაცრი იყო,თუმცა არა უსამართლო.დახმარების სათხოვნელად მისულ ოჯახის ახლობლებსაც ეხმარებოდა და სანაცვლოდ მხოლოდ ერთგულებას ითხოვდა… დროთა განმავლობაში მისი უზარმაზარ ვილასა და ამ პატარა კორპუსებს შორის გაჩნდა სახლებიც, გაიზარდა და გაფართოვდა ყველაფერი.გაიხსნა მაღაზიები, ბანკები,აფთიაქები და სხვა საჭირო პუნქტები.მალე კი ქალაქის შემადგენელი და აუცილებელი უბანიც კი გახდა. ხალხი კმაყოფილი იყო და რაც მთავარია ახლა უკვე მაჩაბელს მთელ ქვეყანაში იცნობდნენ და მთელ ქვეყანაში სცემდნენ პატივს... ბიძის მანქანას რომ უკან სამგლოვიარო მანქანა მოჰყვებოდა, პირველი ალუდამ შეამჩნია,ძმას ხელი მიჰკრა და კიბეებზე დაეშვა.გრძელი ქუჩა გაიარა. მანქანებმა მთელი უბანი გაიარეს. ხალხი ქუჩაში გამოფენილიყო. ყველას აინტერესებდა რა მოხდა და ვინ იყო გარდაცვლილი.. ღია ჭიშკარში შევიდნენ და გაჩერდნენ. პირველი ვახო გადმოვიდა და სახლს დანანებით გახედა. „-ახლა უშენოდ როგორ უნდა ვიყოთ?“- გააქნია დანანებით თავი და ჩასასვენებელს გადახედა.რომლის წინ გაშეშებული ტყუპები იდგნენ. -მარიამი აღარ არის.-მხოლოდ ეს თქვა კაცმა და სახელურს მოჰკიდა ხელი.-შიგნით გადავასვენოთ. გახევებულები იდგენენ ბიჭები და ყველაფერს რობოტებივით აკეთებდნენ.ნინო ისევ გაშეშებული იყო,ქეთო მაჩაბელი კი მოსთქვამდა და ტიროდა. მთელი დღე არ წყდებოდა მომსვლელთა რიგი სამძიმარზე. გულწრფელად თანაუგრძნობდნენ ოჯახს ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანის დაკარგვას.. საღამოს უკვე ოჯახის დიასახლისი მოეგო გონს.ღვიძლი დედა არ იყო ნინო მარიამისთვის,მაგრამ სამი წლიდან ზრდიდა და შვილებისგან არაფრით არ განუსხვავებია არასდროს. მისი ტირილი და გოდება ქვასაც აატირებდა... თუმცა აქაც ჩნდებოდა კითხვა სად იყო იმედა მაჩაბელი და რატომ არ ჩანდა უძღები შვილი თამთა მაჩაბელი? ****** ნიუ-იორკიში….. დაახლოებით ოცდაათ წელს მიტანებულმა ახალგაზრდამ სწრაფად გადაკვეთა აეროპორტის ტერიტორია და რეგისტრაცია გაიარა.ყურადღებას იქცევდა მისი ათლეტური და გამორჩეული აღნაგობით-შავი თმებით,დაბალზე შეჭრილი,წინ ოდნავ მოზრდილი და გვერდით გადავარცხნილი.ელეგანტურად დაყენებული. მრგვალი მოყვანილობის სახე, სწორი პატარა ცხვირი და ასეთივე მუქი ჭაობისფერი თვალები..ტუჩებიც და ცხვირის კომბინაცია ერთიანობაში სიმპატიურობას და მომხიბვლელობას სძენდა მას.. ჩასხდომა უკვე დაწყებულიყო.პატარა ზურგჩანთა ჩააბარა და თვითმფრინავში ავიდა… ჯერ კიდევ არ იცოდა რა ხდებოდა მის ოჯახში.მაგრამ გული უგრძნობდა რომ კარგი არაფერი ელოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მამა არ დაურეკავდა და არ ეტყოდა დაბრუნდიო.მითუმეტეს მათი ბოლო საუბარი რომ გაახსენდა. მაშინ ისე წავიდა სახლიდან, ხმამაღლა განაცხადა მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში დავბრუნდებიო.როგორც ჩანს ვიღაცას მართლა მიაკითხა სიკვდილმა.ოღონდ ვის?ამას ვერ ხვდებოდა და არც მამამ უთხრა არაფერი.. გვერდით ვინ მიუჯდა სულ არ მიუქცევია ყურადღება.მაგრამ ქალი იყო,სუნამოს სურნელით მიხვდა.მისი გონება იმით იყო დაკავებული, გამოეცნო რა მოხდა მის ოჯახში. დროის და გარემოს შეგრძნება დაკარგული ჰქონდა.სამყაროს მოწყვეტილი იყო.. თვითმფრინავი აფრინდა.უცებ სლუკუნის ხმა შემოესმა,გვერდით მოიხედა და ულამაზეს ცრემლიან,ღია ფერის თვალებს შეეჩეხა.ვერ გაიგო რა ფერის იყო.მაგრამ გოგო ნამდვილად მომხიბვლელი იყო. მექალთანე არასდროს ყოფილა, თუმცა ადამიანებს ყოველთვის სწრაფად აფასებდა-გემოვნებიანად ეცვა გოგოს.შავი თმა მხრებზე ჩამოშლოდა და წელამდე სწვდებოდა. სახე გაფითრებოდა,თვალები დასიებოდა.მაგრამ მაინც რაღაც ჰქონდა,რაღაც ისეთი რაც თვალში მოხვდა.. -კარგად ხართ?-ჰკითხა მოურიდებლად.გოგომ ხმა არ გასცა. ისევ გაუმეორა კითხვა. -შემიძლია რამით დაგეხმაროთ?-ახლა ინგლისურად ჰკითხა. -სასმელი მოატანინეთ.შეგიძლიათ?- გოგომ ქართულად რომ უპასუხა გაუკვირდა და გაეხარდა კიდეც. იმ ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა და მზერა არ მოაშორა. -სასმელი არ უშველის იმ ამბავს,რის გამოც ეგ ლამაზი თვალები ცრემლებით აივსო.-უთხრა ბიჭმა. -სასმელი ყველაფერს უშველის,გარდა სიკვდილისა. როგორც კი სიკვდილი ახსენა გოგომ, მაშინვე შედგა.თითქოს გაახსენდა რაღაც მსგავსი რომ ელოდა წინ და ფანჯარაში გაიხედა. -თქვენც ვინმე დაკარგეთ? -ჯერ არ ვიცი.. -ეს როგორ? -არ უთქვამთ,უბრალოდ მითხრეს რომ ვიღაც დაიღუპა...თქვენ? -ჩემი ერთადერთი ბიძაშვილი...თავი მოიკლა უბედურმა,საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადახტა.-ისევ გაახსენდა გოგოს და კვლავ ტირილი განაგრძო. -არც კი ვიცი რა გითხრათ,სამწუხაროდ ვერაფერს გეტყვით სანუგეშოს, ვერაფერი შეედრება საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილს.ის არ გადის,გულში მუდამ რჩება.ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას. გოგოს აღარაფერი უთქვამს.სადღაც სივრცეს გაუშტერა თვალი.მხოლოდ ტიროდა...ტიროდა...ტიროდა.. ჩამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოელაპარაკა ბიჭი. -ვიცნობდეთ ერთმანეთს-გაბრიელი.- გაუწოდა ხელი. -თამთა…-შეაგება ხელი.ცოტა დამშვიდებულიყო. -არც ისეთი პატარაა სამყარო. ვიმედოვნებ აქაც შევხვდებით ერთმანეთს და შემდეგში გაცილებით სასიამოვნო თემებზე ვისაუბრებთ, ვიდრე სიკვდილი. -იმედი მაქვს..-გაუღიმა გოგომ და მძივებივით ჩამწკრივებული კბილები გამოაჩინა. აეროპორტიდან ორივე თავის გზაზე წავიდა.მაგრამ რა იცოდნენ რომ კიდევ მოუწევდათ შეხვედრა სულ სხვა-მტრულ გარემოში და ისინი მთავარი გმირები იქნებოდნენ…. '****** დედის ტირილი შორიდანვე მოესმა. -ჩემო გაუხარელო გოგოოო.ჩემო ფერიაა..როგორ მენანებიი..როგორ მეცოდები ამ ცივი მიწისთვის ჩემო ობოლო გოგოო..-მარიამის სურათი ჩაეხუტებინა და ისე დასტიროდა დახურულ კუბოს.-ახლა მშობლებთან და ძმასთან მიდიხარ...ისინი გიპატრონებენ..აპატიე უბედურ ბიცოლაშენს რომ ვერ დაგიცვა ჩემო გოგოოო… -დედააა.-დაიჩურჩულა თამთამ და ცრემლებმა მეტის თქმის უფლება აღარ მისცა.კუბოს დაემხო და აღრიალდა. -მარიამ ჩემო დაიკოო..როგორ გაიმეტე ამისთვის თავი ჩემო საბრალო?- კარიდანვე შეჰკივლა და დედას ტოლი არ დაუდო.მერე მასთან მივიდა და ჩაეხუტა. -დაბრუნდი ჩემო გაქცეულო გოგო? ხედავ როგორ გვიღალატა?როგორ არ მოინდომა ჩვენთან ცხოვრება.რა დავაკელი შენ მაინც მითხარი? -არაფერი დაგიკლია რძალო.ჩემ ობოლ ძმისშვილს ღირსეულ დედობას უწევდი.-შესტირა ქეთო მაჩაბელმა. ალუდა და ჯარჯი გარეთ კედლებს აწყდებოდნენ რომ ბიძაშვილი ვერ დაიცვეს,რომ გამოეპარათ მისი ამბავი.ცოტა ხნის უკან გაიგეს რომ გოგო ორსულად იყო და ამას მიაწერეს მისი თვითმკვლელობა. ბიძას და დანარჩენებს ჯერ ვერაფერს ეუბნებოდნენ. -ჩემი ძმა სად არის!?-იკითხა თამთამ, როცა ცალკე ოთახში გაიყვანეს სულის მოსათქმელად. -არ ვიცი.-უპასუხა მამამ -როგორ თუ არ იცით?მისი საფიცარი მარიამი ცოცხალი აღარ არის და ის სად დაბოდიალობს ეს ვერ გაარკვიეთ?-იყვირა გოგომ. -შენმა ძმამ ზურა ფიცხელაური მოკლა. როგორ ფიქრობ ცოცხალი იქნება? ცოცხალს დატოვებდნენ?ახლა ალექსანდრე ფიცხელაური აქ რომ თავისი შეიარაღებული ხალხით არ მოდის მხოლოდ იმიტომ რომ პატივს სცემს ჩვენს ტკივილს..-იყვირა მოთმინება დაკარგულმა კაცმა.-ჩემმა არამზადა შვილმა შვილი მოუკლა და რისი გაკეთება შემიძლია მე? -სასოწარკვეთილი იყო ვახო. -როდის უნდა დაასრულოთ ეს სიახლიანი გარჩევები?როდის უნდა დააარულოთ ეს მტრობა?ნუთუ ბიძაჩემის სიკვდილი საკმარისი არაა?ნუთუ მისი ოჯახის სრული განადგურება საკმარისი არ იყო? რატომ არ ასრულებთ?რატომ? ღრიალებდა თამთა. -დამშვიდდი,-ჩაიხუტა მამამ შვილი.- დაკრძალვა რომ ჩაივლის მათთან მივალ და პირდაპირ ჩავბარდები.მე უკანასკნელი მსხვერპლი ვიქნები. -არა მამააა,არააა.არ გაბედოო .-მოეხვია თამთა.-შენს დაკარგვას ვერ გადავიტან.შენ რომ რამე მოგივიდეს, ოჯახს რა ეშველება? -მომისმინეთ სამივემ.-მიუბრუნდა დისშვილებსაც და ერთმანეთის წინ დაისვა.-მე რომ რამე მომივიდეს,მე რომ ფიცხელაურების ტყვიამ მიმსხვერპლოს,თქვენ ხელი არ გაანძრიოთ.ოჯახს მიხედეთ და მშობლები დაიცავით.მე მჯერა რომ შენ ოჯახს ღირსეულად ჩაუდგები სათავეში.შენი ძმის იმედი არ მაქვს,არც კი ვიცი სად არის,სად მოვძებნო.იქნებ ცოცხალიც აღარაა.. -ბიძია ასე უმოქმედოთ ხო არ ვიჯდებით?ხვალ დაკრძალვაა.იქნებ არ წახვიდეთ მათთან? -ჯარჯი,ჩემო ვაჟკაცო დედაშენს საამაყოდ აქვს საქმე,ასეთი გულადი და ჭკვიანი რომ ხარ,მაგრამ ვიღაცამ უნდა დააარულოს ეს მტრობა.ამ დარღვეულ ზავს მხოლოდ სიკვდილით თუ გადავიხდით.. -ბოლოსდაბოლოს ჩვენც ხომ გვაქვს დანაკლისი?ჩვენც გავიღეთ მსხვერპლი.-ჩაერთო ალუდა. -არ დაგავიწყდეთ წარსული და არც ის საიდან მოდის ეს დაპირისპირება და ეს ყველაფერი. თამთას არაფერი უთქვამს,უხმოდ დატოვა მამის კაბინეტი და საძინებელში ავიდა. რამდენი წელია აქ არ ყოფილა. ბოლოს თვრამეტი წლის იყო.მეორე დღეს ნიუ-იორკში გაფრინდა სასწავლებლად მამის დაჟინებული მოთხოვნით.უნდოდა შვილი ამ ყველაფრისთვის აერიდებინა,მაგრამ მაინც ვერ დაიცვა.მაინც მოუწია უკან დაბრუნება. ფოტოების ყუთი გადმოიღო.ალბომს მიყოლებით შლიდა და საოჯახო ფოტოებს ათვალიერებდა.ცრემლი მოსდიოდა თვალებიდან.რამდენი დანაკარგი,რამდენი ტკივილი.. რამდენი გაუხარელი სიცოცხლე.. მერედა რისთვის? წარსულში მომხდარი სისულელის გამო?ხო, სისულელედ თვლიდა იმ მიზეზს საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო… ვერც კი გაიაზრა როგორ,მამის სეიფიდან იარაღი აიღო და სახლიდან შეუმჩნევლად გავიდა… ******* დიდხანს იბოდიალა ქალაქში.ვერ ბედავდა სახლში მისვლას. იცოდა იქ სიკვდილი ელოდა.იქ ვიღაცისთვის სიცოცხლე შეწყდა.. მონატრებოდა თბილისის ჰაერი. წლები არ ყოფილა აქ.ყველაფერი შეცვლილიყო. სხვანაირი ჩანდა.უფრო ლამაზი და უკეთესი.სხვანაირი იყო. ახლა აღმოაჩინა რომ სადაც არ უნდა წასულიყო,იქ რა დანაკლისსაც განიცდიდა სწორედ ეს იყო- მშობლიური ქალაქის,ქვეყნის სურნელი... სახლის კართად იდგა.უკვე საღამო იყო,მაგრამ ჯერ კიდევ ანათებდა მზე. ღია კარი და ხალხმრავლობა ზუსტად მიუთითებდა იმაზე რომ ნამდვილად ვიღაც გარდაიცვალა. ზურგჩანთას ხელი ძლიერად მოუჭირა და შიგნით შევიდა. -მამა გაბრიელი ჩამოვიდა..-იყვირა ემამ,ყურადღება არ მოიუქცევია იმისთვის რომ უამრავი ხალხი იყო, რომ ჭირისუფლად იჯდა.კიბეზე დაეშვა და ძმას მოეხვია.ჩანთა დააგდო ბიჭმა და და ძლიერად ჩაიხუტა. -როგორ მომნატრებია შენი სურნელი ჩემო პატარა გოგო.როგორ გაზრდილხარ..უკვე ქალი ხარ.. -ათი წელია...ათი წელი არ ყოფილხარ სახლში ძმაო..აი ხედავ ზურა აღარ დაგვხვდა.-უცებ შეეცვალა გოგოს სახე და ცრემლი წამოუვიდა.-ზურა აღარ გვყავს ძმაოოოო…. სხეულის ნაწილი დაკარგა გაბრიელმა იმ წუთას.თითქოს გულის ნახევარი ამოგლიჯეს და სადღაც ჯანდაბაში მოისროლეს.ძმა აღარ ჰყავდა. ამიერიდან მხოლოდ ის და ემა დარჩნენ.ძმა,რომელიც მამის ზურგს უკან ყოველთვის ეხმარებოდა, რომელიც ყოველთვის ნახულობდა, როცა ახერხებდა.. დას ხელი მოხვია და ასე აიარა კიბეები.გზადაგზა სამძიმარს ეუბნებოდნენ.სრულიად უცხო ხალხი ხელს უწვდიდა.ის კი ვერავის სცნობდა.ვერც ნათესავებს. მამის წინ შეჩერდა.სახეზე მიაჩერდა.მოეჩვენა რომ დიდებული ალექსანდრე ფიცხელაური დაბერებულიყო, გატეხილიყო.აღარ ჰქონდა მედიდური შესახედაობა.მისგან გადმოდგმულ ნაბიჯს ელოდა.ის არ დაძრულა ადგილიდან.ჯიუტად მიშტერებოდა კაციც.მერე უცებ მისი სიამაყე სადღაც გაქრა,ადგილიდან დაიძრა და შვილი გულში ძლიერად ჩაიხუტა.ხმა არ ამოუღია.სამაგიეროდ შიგნიდან დედის კივილი მოისმა. -შენმა სიკვდილმა დამიბრუნა მეორე შვილი შვილოოო...ოღონდაც შენ გაახილე თვალები..ოღონდაც შენ ადექი ახლა და მზად ვარ საერთოდ არ ვნახო.თანახმა ვარ იმ დასაწვავ ამერიკაში სამუდამოდ დარჩეს...ჩემო მონატრებულო შვილოო..ახლაა შენი ძმა მომენატრება სამუდამოდ.- შესტირა გაბრიელს.ვერ გაუძლო ბიჭმა და გარეთ გამოვარდა.სახლის უკან მდებარე ბაღში გავარდა.იქ სადაც ხშირად იმალებოდა ძმასთან ერთად. ცრემლები ვეღარ შეიკავა და უზარმაზარ ხეს შეკრული მუშტი უთავაზა.ფიზიკურმა ტკივილმა სულიერი მაინც ვერ გადაფარა.. ხის ძირში რამდენ ხანს იჯდა არ ახსოვს.უკვე დაბინდდა.ხალხმაც ნელ-ნელა მოსვლა შეწყვიტა. მხოლოდ ნათესავები დარჩნენ. მაგრამ მაინც ბლომად იყვნენ.ამაღამ უკანასკნელ ღამეს ათევდა სახლში ზურა ფიცხელაური..ხვალიდან სამუდამო განსასვენებელში გადაინაცვლებდა… ეზოდან ქალის ყვირილის ხმა მოესმა. ვიღაც მამამისის სახელს ყვიროდა… -ბატონო ალექსანდრე...გარეთ გამოდით..ბატონო ალექსანდრე.. დაცვა ამაოდ ცდილობდა მის დაკავებას.გოგოს ძალა აშკარად ერჩოდა. -რა ხდება?-აივანზე გადმოდგა კაცი. -თქვენი ნახვა უნდა ბატონო.-უპასუხა დაცვის უფროსმა -რა ამბავში ხართ გოგონა?პატივი მაინც ეცით ჩვენს მწუხარებას.-უთხრა ალექსანდრემ და კიბეს ჩაუყვა.თან დაცვას ანიშნა გაუშვითო.როგორც კი გოგონა გაანთავისუფლეს,მან მაშინვე ჯიბეზე იტაცა ხელი. -ვინ ხარ?ან აქ რა გინდა? -მე თამთა მაჩაბელი ვარ.. -აქ როგორ მოხვედი?-მაშინვე დაიქუხა კაცმა,როგორც კი საძულველი გვარი გაიგო.-შენი არაკაცი ძმის დანდობა უნდა მთხოვო ხომ? -არა,აქ იმითვის მოვედი რომ ვალი დაგიბრუნოთ.-მის ხელებში იარაღმა გაიელვა.დაცვამ მაშინვე შემართა პისტოლეტები და გოგონა ალყაში მოაქციეს.მაგრამ ყველას გასაოცრად მან იარაღი ვინმეს კი არა,საკუთარ თავს მიუშვირა.პირდაპირ საფეთქელზე მიიდო. -რას აკეთებ გოგონა?-დაიბნა ალექსანდრე. -მოვედი რომ მამაჩემს და ჩემს ოჯახს არ შეეხოთ.სანაცვლოდ ჩემს სიცოცხლეს დავთმობ.-ჩამკეტი გახსნა. -გთხოვთ მათ არაფერი დაუშავოთ. ჩემი საგვარეულოს კაცებს არ შეეხოთ. ძალიან გთხოვთ,გემუდარებით.თქვენც ხომ მამა ხართ?თქვენც ხომ იცით რას ნიშნავს შვილის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი?ახლა გავისვრი და ამას მამაჩემიც გაიგებს..ისიც იგივეს იგრძნობს რასაც თქვენ. -ტიროდა გოგო,თუმცა გადაწყვეტილებას არ ცვლიდა ალექსანდრეს თხოვნის მიუხედავად. -ერთ რამეში ნამდვილად გაუმართლა ვახო მაჩაბელს.შენნაირი შვილი რომ ჰყავს.მაგრამ შენ ქალი ხარ.ქალის სიცოცხლე კი ვერაფრით გაათანაბრებს ჩემი ვაჟის სიკვდილს.. -რომ მიცნობდეთ ამას არ იტყოდით.. მაგრამ არაუშავს...არ გამტყუნებთ.. ელდა ეცა გაბრიელს ეზოში მდგარი ქალი რომ დაინახა იარაღით ხელში. ვერავინ ვერაფერს აკეთებდა.ის კი ჯიუტად იმუქრებოდა თავის მოკვლით. წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო ან რატომ აკეთებდა ამას.ერთადერთი ის იცოდა რომ არ უნდა დაეშვა მისი სიკვდილი.მის ზურგს უკან იდგა და ფრთხილად უახლოვდებოდა.მაშინ მიუსწრო მუქარა რომ დაასრულა და გასროლას აპირებდა.ხელში სწვდა და დაეჯაჯგურა. ინერციით გადავარდნენ ბალახებში.იარაღმა გაისროლა. ჰაერი გაკვეთა და რომელიღაცა ხემ შეაჩერა.ქვემოდან მოქცეულ გოგოში დილანდელი თანამგზავრი რომ ამოიცნო,დაიბნა და სწრაფად გაუშვა ხელი. წამოხტა.მერე კარგად აღზრდილმა მანერებმა არ დაანება და დაეხმარა წამოდგომაში. იარაღი აიღო და ზურგს უკან ჩაიცურა ქამარში. -რა ჯანდაბას აკეთებ?-ჰკითხა მკაცრად. -ეს შენ არ გეხება.მე და ბატონი ალექსანდრე მოვგვარდებით.ხომ ასეა?-მიუბრუნდა გოგო კაცს. -რა ხდება აქ?ამიხსენით.-დაიბნა გაბრიელი.მაგრამ მისი და თამთა მაჩაბელის ნაცნობობით ალექსანდრე უფრო იყო დაბნეული. -თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს? -მაგას ახლა მნიშვნელობა აქვს?გოგო ჩვენს სახლში თავს იკლავდა.მე რომ არ დამენახა კაცმა არ იცის რა მოხდებოდა.-იყვირა მოთმინება დაკარგულმა გაბრიელმა.-ამიხსნით რა ხდება? -არაფერი..არაფერი არ ხდება. არც კი ვიცი რატომ მოვიდა ეს გოგო აქ. -გავიგე რომ ვიღაცის სიკვდილს ახსენებდა.შენ ვინმეს ემუქრები მამა? -ისევ იგივეს იწყებ? -შენ ისევ იგივეს აგრძელებ?-თვალი თვალში გაუყარა შვილმა. -გოგო სახლში წაიყვანეთ.-თვალი აარიდა და დაცვას მიუბრუნდა ალექსანდრე. -ხელი არ ახლოთ.-იღრიალა გაბრიელმა,რაც საკმარისი აღმოჩნდა რომ მისთვის ხელი გაეშვათ.-გოგოს მე წავიყვან,ჩვენ მერე ვილაპარაკებთ. გცხვენოდეს მამაჩემო,გცხვენოდეს. შენს ამბიციებს და პირად შურისძიებას რომ გადააყოლე ყველაფერი. -შენ არაფერი არ იცი.გაჩუმდი. -დაუბრიალა თვალები კაცმა. -გეყოფათ ორივეს,-აივანზე ნელი იდგა და გააფთრებული იყურებოდა.-მე კიდევ იმის მცხვენია რომ ასეთ დროს მამა-შვილი მაჩაბელის გოგოს უსაფრთხოებისთვის კამათობთ. მაგლოვეთ ჩემი შვილი.-მობრუნდა და შიგნით შევიდა ისევ. -გასაღები მომეცი.-ხელი გაუშალა დაცვის უფროსს.მან ალექსანდრეს შეხედა.-მომეცი ამის დედაც.-ისევ იღრიალა ბიჭმა.თანხმობა მიიღო, ხელი სტაცა გასაღებს,მერე ატირებულ თამთას და მანქანისკენ წააკონწიალა.შავ მერსედესში თითქმის ჩატენა გოგო,ღვედი შეუკრა. მეორე მხრიდან მოუარა და საჭეს მიუჯდა.მხოლოდ ერთხელ შეხედა , ისიც მაშინ როცა ღვედს უკრავდა. მისკენ გადაიხარა,ისევ ის სურნელი იგრძნო,მაგრამ თავი ხელში აიყვანა. -სად ცხოვრობ?-ჰკითხა როცა გზაზე გავიდნენ.არაფერი უპასუხია. -კარგი მაშინ ვიაროთ ასე უმისამართოთ.. გოგომ მისამართი უკარნახა. -მართლა პატარა ყოფილა სამყარო. გახსოვს რა გითხარი როცა ერთმანეთს ვშორდებოდით აეროპორტში? -ხო მაგრამ,მაშინ არც ერთმა არ ვიცოდით,რომ ერთმანეთისთვის ასე საძულველი გვარის წარმომადგენლები ვიყავით. -მართალია.ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი შენ თუ მაჩაბელი იქნებოდი. -რატომ?ასე გძულთ ჩვენი გვარი? -მე არავინ მძულს.. -მამაშენს სძულს და ესეც საკმარისია.. -მე მამაჩემი არ ვარ… -მაგრამ მაინც ფიცხელაური ხარ.მე მაჩაბელი და ეს არ შეიცვლება.. -ეგ არა,მაგრამ ადამიანური ურთიერთობების შეცვლა შეიძლება.. -მაშინ წარსული უნდა წაიშალოს,მაშინ ჩემ ძმას შენი ძმა არ უნდა მოეკლა და კიდევ რამდენი რამე ვინ იცის?განა ცოტა შეეწირა ჩვენი გვარების სისხლიან დაპირისპირებას? -და შენ ამის დასასრულებლად იარაღი აიღე ხელში.მართლა გამოსავალი გგონია ? -მაშინ მამაშენი მამაჩემს მოკლავს. -არავინ არავის არ მოკლავს.. -შენ რა იცი?შეგიძლია ეს შეაჩერო? - შემიძლია,ესეც და კიდევ უამრავი რამ,მაგრამ გააჩნია რამდენად ღირს. -შენ ფიქრობ რომ არ ღირს?-ეჭვით შეხედა გოგომ.ცოტა დამშვიდებულიყო -ახლა წესით მამაჩემის გვერდით უნდა ვიყო,იარაღი მეჭიროს და ჩემი ძმის მკვლელს უნდა ვეძებდე.მაგრამ… -მაგრამ არ ხარ...მეტიც მე გადამარჩინე და მის წინააღმდეგ წახვედი.. -პირველად არ მოხდა.-ჩაეცინა ბიჭს. -სასასაცილო სიტუაციაში ნამდვილად არ ვართ. -გააჩნია როგორ შეხედავ ამ ყველაფერს. სასაცილო ისაა,რომ ჩვენ ერთმანეთს შეგვახვედრა უფალმა. -შენ ფიქრობ რომ ეს შემთხვევითი არ იყო? -ზუსტადაც...ყველას ჩვენი მისია გვაქვს. -ალბათ...და ჩემი ძმის საქმე როგორ იქნება? -მაგას ვერ შეგპირდები რომ დავინდობ,მაგრამ ციხე არ ასცდება. - ვერ წარმოვიდგენდი რომ მოყვარედ გაცნობილს, საღამოს მტრებად შევხვდებოდით. -მე არც შენი მტერი ვარ და არც არავისი..დილით უბრალოდ მწუხარე გოგოს დარდი გავიზიარე. -მეც ვწუხვარ შენი ძმის გამო. -მადლობა…-გაბრიელი გაჩუმდა, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა და ჰკითხა:-იმ ბიძის შვილია ვისაც მამიდაჩემი უყვარდა? თამთამ თავი დაუქნია. -და მაინც ის დიდი სიყვარული არ შედგა.არადა მათზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ.იქნებ სწორედ ამიტომ დაარქვა შვილს მარიამი? -ნამდვილად.ვფიქრობ სიკვდილის ბოლომდე უყვარდა მამიდაშენი. ლეგენდა ბაბუაჩემის სულელურმა სიამაყემ შეიწირა.არა მგონია რომელიმე ბედნიერი ყოფილიყო ცალ-ცალკე. -ბიძაშენი არ ვიცი,მაგრამ მამიდაჩემი ახლაც უბედურია.ქმარი მალევე გარდაეცვალა და მას შემდეგ ჩვენთან დააბრუნა მამამ.ერთი შვილი ჰყავს- გოგონა-ტასო.ჩემი დის ტოლია. -სამაგიეროდ ბიძაჩემის ოჯახიდან ცოცხალი აღარავინ დარჩა.ხვალ უკანასკნელი-მარიამიც დაგვტოვებს..- ისევ ამოუშვა ცრემლი თამთამ. -აუფ..ახლა კიდევ ხვალინდელი დღე… ერთი სასაფლაო,ორი დაკრძალვა. -თავში შემოირტყა გაბრიელმა. -ჩვენები არაფერს იზავენ.მამამ ბრძანა რომ თქვენს წინაშე სიცოცხლე აქვთ ვალად. -გპირდები რომ ხვალინდელი დღე მშვიდობიანად ჩაივლის. -ასე რატომ მექცევი?მე ხომ შენი ძმის მკვლელის და ვარ? -მაგრამ მკვლელი არ ხარ…მოვედით.. -წინ წადი და ღობის ბოლოში გამიჩერე. -რატომ? -სახლიდან გამოვიპარე.. კარს გასცდა და ბოლოში გააჩერა. ერთმანეთს შეხედეს თითქოს ერთმანეთის სახის ნაკვთების დამახსოვრებას ცდილობდნენ. თითქოს შინაგანად გრძნობდნენ რომ დაკრძალვის შემდეგ რაღაც შეიცვლებოდა.მერე თამთა მანქანიდან გადავიდა,რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ღობესთან გაჩერდა.სარკეში გახედა ბიჭმა აქედან როგორ უნდა შევიდესო.უცებ გოგომ კედელზე ჩამოშვებული ეგზოტიკური ბალახები გადასწია და მასში გაუჩინარდა.ჩაეცინა და მანქანა ადგილიდან დაძრა. სახლში სიტუაცია დამშვიდებული დახვდა.მშობლებთან შეხვედრა არ უნდოდა,ჯერ ძმა უნდა ენახა უკანასკნელად.მასთან დამშვიდობება უნდოდა.მთავარი კიბეები აიარა, დარჩენილი ნათესავების შუაში ჩაიარა და ოთახში შევიდა. -მარტო დამტოვეთ მასთან.-განაცხადა ხმამაღლა.-ჩვენ მერე ვილაპარაკოთ.- მიუბრუნდა მამას.ალექსანდრემ გადახედა ცოლ-შვილს,დას და დანარჩენ ქალებს და ანიშნა გასულიყვნენ.ბოლოს თვითონ გავიდა და კარი გაიხურა. ჩასასვენებელთან გაჩერდა გაბრიელი.ძმის უსიცოცხლო და გაყინულ სხეულს დახედა,მერე ხელი გადაუსვა თავზე და ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან. -რა მოხდა ძმაო?როგორ გესროლა? როგორ მოგერია?თუ დაუთმე და არ ესროლე?იმ ქალს დაჰპირდი ხომ ვინც სიგიჟემდე გიყვარდა ძმაო?დაჰპირდი რომ იარაღს აღარ აიღებდი ხელში? ნეტავ მოგესწრო და გაგეცნო ჩვენთვის...ნეტავ მოსწრებოდი შვილის დაბადებას,როგორი ბედნიერი იყავი ეს რომ მითხარი. ნეტავ შემეძლოს და მე ვიყო შენს ადგილას ძმაო.როგორ მინდა.როგორ. ერთ საათზე მეტი გაატარა მარტო აქ. თვალწინ ფილმის კადრებივით ეცვლებოდა ძმასთან გატრებული თითოეული წამი და ბედნიერი დრო.ძმა,რომელიც ქვეყნად კაცობის ეტალონადვმიაჩნდა.ძმა,რომელსაც ცდილობდა დამსგავსებოდა ვაჟკაცობაშიც,ადამიანობაშიც და სიმამაცეშიც… მერე გამოვიდა და პირდაპირ მამის კაბინეტში შეაჭრა. -ყველანაირი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვი ხვალ მაჩაბელები გოგოს კრძალავენ და ისინიც იქნებიან სასაფლაოზე..თუ შენ ან შენი ხალხი რამეს მოიმოქმედებთ მათ წინააღმდეგ,ვფიცავ იქ მეორე შვილსაც ჩააწვენ. პირდაპირ ზურას საფლავთან დავიჭედებ ტყვიას შუბლში. გასაგებია?-უთხრა მკაცრად და კარი გამოიჯახუნა.პასუხსაც არ დალოდებია….. ისევ ისე შეუცვლელი დახვდა საწოლი ოთახი,როგორც მაშინ დატოვა როცა წავიდა.თითქოს მას ელოდა ყველაფერი,რაც აქ იყო.აჭრელებული კედლები სხვადასხვა პოპ-ვარსკვლავების და მსახიობების. ჭერზე დახატული ვარსკვლავები, რომლებიც ღამე ისე ანათებდნენ, თითქოს ღია ცის ქვეშ გეძინა… ყველაზე ძალიან უყვარდა როცა ამ ოთახის აივანზე იჯდა,სარწეველა სკამში იჯდა და იქიდან აკირდებოდა ყველასდა ყველაფერს.ახლაც ასე იყო ზემოდან უყურებდა რა ხდებოდა ეზოშო.მისი ოთახი ყოველთვის ყველაზე ზემოთ იყო და კარგად ჩანდა რაღაცეები. აქ დარჩენა და მამის წინააღმდეგ თუ წავიდოდა საიმედო კაცი სჭირდებოდა.მანამდე კი მიშა გამყრელიძე უნდა ენახა-ის ვინც იმ ღამეს მის ძმასთან იყო.პირადად მისგან უნდა გაეგო დეტალები.. ამ ამბავში რაღაც რიგზე ვერ იყო. ასე მარტივად იმედა მაჩაბელი იარაღს არ ამოიღებდა და არ გაისვრიდა და ზურას ფიზიკური მომზადების დონე რომ იცოდა არც ის დააცდიდა. მერე თამთას სახე აირეკლა მის წარმოსახვაში.თავი გააქნია რომ მოეშორებინა.ახლავე უნდა დაეღწია ამ საბედისწერო სილამაზისთვის თავი,თორემ აღარასდროს დასრულდებოდა ეს მტრობა. ************ თეთრად გაათენა ის ღამე თამთამ. რამდენჯერმე ძმას დაურეკა,მაგრამ მობილური გამორთული ჰქონდა. მთელი ღამე ფიქრობდა რატომ ესროლა იმედამ ზურა ფიცხელაურს. კარგად იცოდა რომ ამით დაპირისპირებას ისევ დაიწყებდა.რა მოხდა ისეთი რომ ტყვია გავარდა? მერე გაბრიელზე და მის საქციელზე დაფიქრდა.აშკარად სხვანაირი იყო ბიჭი,ყველასგან განსხვავდებოდა. გული ენდო,გულმა დაუჯერა მას და ახლა უნდა დალოდებოდა მის მოქმედებებს. გამთენიისას მხოლოდ ერთი საათით მიეძინა,მერე კი მაღვიძარამაც დარეკა.მისმა ხმამ უსიამოვნოდ დაუარა სხეულში და ისევ გაახსენა მომხდარი. შხაპი მიიღო, შავი კაბა ჩაიცვა და საძინებლიდან გამოვიდა. ქვემოთ უკვე ემზადებოდნენ დაკრძალვისთვის. უკანასკნელად დაიტირა ბიძაშვილი. უკანასკნელად იგლოვა ნინომ შვილივით გაზრდილი მაზლისშვილი. მერე კი სამგლოვიარო პროცესია გზას სასაფლაოსკენ გაუყვა.. იმავე დროს მოხდა ზურა ფიცხელაურის დაკრძალვაც. სასაფლაოს შესასვლელიდან იწყებოდა ორივე მხარის დაცვის რაოდენობა. ყოველი შემთხვევისთვის პოლიციაც აქ იყო. არც მასმედიის წარმომადგენლები აკლდნენ.ყველა ექსკლუზივზე ნადირობდა. საზოგადოებისთვისაც და მათთვისაც ცნობილი იყო ამ ორი ოჯახის დაპირისპირების შესახებ.მითუმეტეს იმედა მაჩაბელს აქტიურად ეძებდა პოლიცია და იმედი ჰქონდათ რომ ბიძაშვილის დაკრძალვაზე მოიხელთებდნენ… მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ თამთა და გაბრიელი ერთმანეთს,მხოლოდ ერთხელ შეხედა ბიჭმა მოტირალ გოგოს ბიძაშვილის თავდახურულ კუბოს რომ ჩაჰხუტებოდა და ხმამაღლა ტიროდა. ბედის ირონიით შეყვარებული წყვილი ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე დღეს გვერდი-გვერდ დაასაფლავეს… სხვა აღარაფერი გაუგია გაბრიელს. არც სპეციალურად გაშლილ სუფრაზე წასულა.მიშა გამყრელიძე მანქანაში ჩაისვა და სალაპარაკოდ წაიყვანა. -აქ მხოლოდ ჩვენ ვართ.ახლა გისმენ. -მანქანა თბილისის გარეთ, ტყეში გააჩერა გაბრიელმა და ბიჭს მიაჩერდა. -რა გაინტერესებს? -რა მოხდა იმ ღამით. -არაფერი. -და არაფერმა მოკლა ჩემი ძმა?ესეგი ყველაფერი მოხდა.მოყევი-მეთქი.- გამოსცრა კბილებში.იცოდა მიშამ მისი ამბავი და შიშისგან მოიკუნტა.აქ ალექსანდრე ვერ დაიცავდა. -იმ საღამოს ზურამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა.მე რესტორანში ვიყავი და ვუთხარი იქ მოსულიყო. -იმედა მაჩაბელი იქ იყო? -არა,მერე მოვიდა. -ზურა რომ მოვიდა? -კი,ზურას მოსვლის შემდეგ.თავიდანვე აგრესიით იქცეოდა.მის გამოწვევას ცდილობდა... -მერე…. -ზურამ სთხოვა რომ არ ეჩხუბათ, მშვიდად წასულიყო სახლში. -ჩხუბის მიზეზი რა იყო? -რა უნდა ყოფილიყო?არ იცი რომ თქვენი ოჯახები გადაკიდებულები არიან?ეს საკმარისი არაა? -არა.ჩემთვის არა და დარწმუნებული ვარ არც ჩემი ძმისთვის.წინააღმდეგ შემთხვევაში მას სროლას ვერ დაასწრებდა მაჩაბელი. -მე გასული ვიყავი,როცა შემოვედი იმედას უკვე იარაღი ჰქონდა ზურასკენ მიმართული.ვთხოვე არ ესროლა, მაგრამ… -კარგი,გასაგებია ყველაფერი.ერთსაც გკითხავ და წავიდეთ.იცოდი ზურას რომ შეყვარებული ჰყავდა? -არა,საიდან უნდა მცოდნოდა? -გაკვირვებულმა შეხედა გაბრიელს. -უცნაურია,ესეგი მხოლოდ მე მითხრა. კარგი,დავბრუნდეთ,მაგრამ იცოდე თუ რამეს მიმალავ ვერ გადამირჩები. კარგად დაფიქრდი და გაიხსენე დეტალები.თუ რამე გაგახსენდა რა დროც არ უნდა იყოს აუცილებლად დამირეკე.-მანქანა დაქოქა და უკან წამოვიდნენ.სიბნელეში ვერ შეამჩნია როგორ ნერვიულობდა გამყრელიძე. არ ეგონა თუ ამდენი ეცოდინებოდა გაბრიელს.როგორც ჩანს რაღაც გაეპარა და გამორჩა. როგორც კი თბილისში შემოვიდნენ, მაშინვე გააჩერებინა მანქანა და ჩამოვიდა.არ შეგაწუხებ ჩემით წავალო. გაბრიელმა საეჭვოდ მიიჩნია მისი ეს საქციელი.ცოტა გასცდა და ისე გააჩერა მანქანა რომ დაენახა სად წავიდოდა ბიჭი.არც შემცდარა. ტაქსში ჩაჯდა და წყნეთისკენ აიღო გეზი.უკან გაჰყვა.ცდილობდა არ შეემჩნია, ახლოს არ მიდიოდა. ერთი-ორჯერ დაკარგა კიდეც,მაგრამ მალევე დაეწია. ერთი საათის შემდეგ უზარმაზარ აგარაკთან გაჩერდა.ტაქსს ანგარიში გაუსწორა და შიგნით შევიდა.მანაც გააჩერა მანქანა და გადავიდა.ირგვლივ არავინ იყო. ზუსტად იცოდა ეს აკარაკი მას არ ეკუთვნოდა.არც მაჩაბელებს.მაღალ ღობეზე აძვრა და შიგნით გადაიხედა. სუსტი განათების ფონზე მაინც შენიშნა ერთმანეთში მოლაპარაკე იმედა მაჩაბელი და მიშა გამყრელიძე. -შე ნაბიჭ...ო,შენი დედაც….-არავინ იცის რად დაუჯდა თავის შეკავება და იმ წუთას იქ არ მისვლა ფიცხელაურს. მომუშტული მუშტები გახსნა და უკან ჩამოხტა. -მე არ ვიყო გაბრიელ ფიცხელაური, შენ თუ ეს შეგარჩინო.-გამოსცრა და უკან წამოვიდა.. სახლში გვიან მივიდა.მაშინვე შეამჩნია დაძაბულობა.მისაღებ ოთახში მსხდომი დედა,და, მამიდა და მამიდაშვილი. -რა ხდება?-იკითხა ხმადაბლა.-რატომ არ გძინავთ? -სად იყავი?-ჰკითხა დედამ. -მარტო ყოფნა მინდოდა..მამა სად არის? -მაჩაბელებთან წავიდა.-უპასუხა დამ. -ჯანდაბა.-გასაღებს დასტაცა ხელი და უკან გამოვარდა.კარში გადიოდა,როცა დაცვის ერთ-ერთ წევრს უთხრა: -იარაღი მომეცი -კი მაგრამ ბატონო… -მომეციი,-აუწია ხმას და ეს საკმარისი აღმოჩნდა რომ მას ბრძანება შეესრულებინა.. გიჟივით მიჰყავდა მანქანა,ღმერთს სთხოვდა რომ მიესწრო და არავინ აღარ დაშავებულიყო.. ***** მარიამის დაკრძალვიდან რესტორანში წავიდნენ სადაც სუფრა იყო გაშლილი.თამთამ ვერ გაუძლო, იქიდან გაიპარა და სახლში განმარტოვდა.გვიანობამდე მარტო იყო.როგორც ჩანს მისი ოჯახის წევრებს მოსვლა დააგვიანდებოდათ… ვერანდაზე იჯდა და მარიამის ფოტოს ეხუტებოდა.ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე. უეცრად ქუჩაში მანქანები შეამჩნია, საეჭვოდ რომ იდგნენ. სიფრთხილისთვის შიგნით შევიდა, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა და ფანჯრიდან ჩუმად გაიხედა.უკვე გვიანი იყო.შეიარაღებული თავდამსხმელები ეზოში იდგნენ და სახლისკენ ჰქონდათ ლულები მიშვერილი.დაყვირებაც ვერ მოასწრო,ისეთი ამბავი ატყდა. გამყრუებელმა ხმაურმა ყურები დაუხშო.ერთ-ერთმა ტყვიამ თავს ზემოთ ჩაუქროლა,მეორემ ყურთან.ის იყო გაიფიქრა,ბედი მაქვს გადავრჩიო, რომ მესამე ტყვია მოხვდა.ჯერ ვერ იგრძნო ტკივილი,მაგრამ შებარბაცდა. მერე ხელები წაივლო მუცელზე და ინერციით უკან-უკან წავიდა.რაც შეიძლება შორს უნდა ყოფილიყო ფანჯრებიდან,მაგრამ უბედურება ის იყო სახლს უზარმაზარი მისაღები მთლიანად მინების ჰქონდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გონდაკარგული დაეცა იატაკზე და სწორედ ამან იხსნა მოსალოდნელი სიკვდილისგან. სროლის ხმა შეწყდა.სიჩუმე ჩამოვაედა.მაჩაბელიც ამ სიჩუმეში ჩაიძირა…. ადგილზე მისულ გაბრიელს ღია კარები,ჩამსხვრეული მინები და სიცარიელე დახვდა.მანქანა გიჟივით გააჩერა და შიგნით გაიქცა.იარაღი ყოველი შემთხვევისთვის მაინც ამოიღო,მაგრამ არავინ შეხვედრია. სახლში შევიდა. -არის აქ ვინმე?-დაიძახა.არავინ გამოპასუხებია.ისევ დაიძახა. უკვე სახლში იყო.მოულოდნელობისგან ელდა ეცა. -არა,მამა,არაააა.-იღრიალა და სისხლში მცურავ თამთასთან მუხლებზე დაეცა.პულსი შეუმოწმა. სუსტად სუნთქავდა.ჯერ ცოცხალი იყო და უკანასკნელ იმედს ჩაებღაუჭა. ხელში აიყვანა გოგო,მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში გააქანა… მისი წასვლა და ვახო მაჩაბელის დაბრუნება ერთი იყო.უბანში დარჩენილი მეზობლებისგან იცოდა რომ სახლში სროლა იყო. მისი დაცვის ზოგიერთი წევრი კი დაჭრილი და დაღუპული.მხოლოდ თამთაზე არ დარდობდა.ფიქრობდა რომ გადარჩებოდა და თავს დააღწევდა.. სახლში არავინ იყო.ამაოდ ეძებდა და ეძახდა. იატაკზე დაღვრილი სისხლი იმას მიუთითებდა რომ გოგო დაჭრილი იყო და ღმერთს მის გადარჩენას და კარგად ყოფნას სთხოვდა… თამთასთვის ლოცულობდა გაბრიელიც.მალ-მალე გადახედავდა უკანა სავარძელზე უგონოდ მყოფ გოგოს და სიჩქარეს კიდევ უფრო უმატებდა.საავადმყოფოს ეზოში გიჟივით გააჩერა მანქანა და იყვირა -საკაცე,დაჭრილი მყავს. მაშინვე ახმაურდა საავადმყოფოს მიმღები.ბიჭს გამოსტაცეს გოგო და საოპერაციოდ გააქანეს.პირველივე ექიმს სტაცა ხელი გაბრიელმა და შეაჩერა. -გადარჩება? -იმედი ვიქონიოთ.მე ასეთ მდგომარეობას კრიტიკულს ვუწოდებ. ყველაფრისთვის მზად იყავით. ისევ მარტო დარჩა.ნერვიულად სცემდა ბოლთას და წინ და უკან დააბიჯებდა.უამრავი აზრი,ფიქრი და სიტუაცია აერია გონებაში.საიდან დაეწყო სიმართლის გარკევა?ვისთვის მოეთხოვა პასუხი?თუმცა ახლა ყველაზე მთავარი უდანაშაულო გოგოს გადარჩენა იყო… მზე რომ ამოიწვერა და ახალ დღეს მისცა დასაბამი,მაშინ დასრულდა ოპერაცია. -ტყვია ამოვიღეთ,შინაგანი ორგანოები თითქმის დაუზიანებელია, ბევრი სისხლი დაკარგა და გადავუსხით.მაგრამ შეიძლება კიდევ დაგვჭირდეს.ახლა მხოლოდ მის გონზე მოსვლას უნდა დაველოდოთ. ამცნო ექიმმა დაღლილი სახით. -არაფერი დაიშუროთ,ყველაფერი გააკეთეთ რაც საჭიროა,ფული პრობლემა არ არის… -ფული გასაგებია,მაგრამ საქმე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობას ეხება,ამიტომ პოლიციას უნდა შევატყობინოთ. -არა ექიმო,არ გამოვა ეგ საქმე.გოგოს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.იცით ვინ არის დაშავებული?თამთა მაჩაბელი.მათი მტრობის შესახებ ფიცხელაურებთან კი იცით და გოგო მაინც შეიცოდეთ.-სთხოვა გაბრიელმა. -იქამდე მაინც სანამ გონს მოვა. -კარგი,მხოლოდ მის გონზე მოსვლამდე არ ვიტყვი არაფერს. -მადლობა ექიმო,ახლა უნდა წავიდე, მაგრამ მალე დავბრუნდები. მას თქვენ გაბარებთ.მალე დავბრუბდები. ერთი სული ჰქონდა სახლში დაბრუნებულიყო.ახლა მამა აუცილებლად უნდა ენახა. სწრაფად მიდიოდა სახლისკენ.გზაში უფალს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა რომ გოგო გადარჩა. ამჯერად ყოველგვარი სიმპატიების და მოწონების გარეშე,სუფთა ადამიანური თვალსაზრისით უხაროდა რომ კიდევ ერთი უდანაშაულო არ შეიწირა ამ ყველაფერმა. ცოტა ხანს მანქანაში იჯდა,საჭეზე დაეწყო ხელები და სახლს უყურებდა. აკვირდებოდა ყველაფერს, აკვირდებოდა ყველას და გონებაში მომავალი საუბრის დეტალებს აწყობდა.მაგრამ ზუსტად იცოდა რომ სხვანაირად წარიმართებოდა მაინც და ხმის აწევა მოუწევდა.რაც არის არისო,გაიფიქრა და კარი გააღო. იარაღი მოისინჯა,ადგილზე იყო. კიბეები აიარა და მაშინვე იღრიალა. -მამააააა.. მაშინვე გამოცოცხლდა ეზოც,სახლიც, დაცვაც და მსახურებიც. -რა ხდება?რა გაყვირებს შვილო?ჯერ კიდევ გუშინ დავკრძალეთ შენი ძმა.- მისი დამშვიდება სცადა დედამ. -სწორედაც რომ გუშინ დავკრძალეთ ჩემი ძმა,სწორედ იმიტომ რომ მწუხარენი ვართ,აი ზუსტად ამიტომ შენი ძვირფასი ქმარი სახლში უნდა დაბრუნებულიყო და არა იმ სახლში.. -ვინ მოგცა უფლება რომ იყვირო და ამ სახლში აურზაური მოაწყო?-კიბეზე ჩამოდიოდა დინჯი ნაბიჯით უფროსი ფიცხელაური და პიჯაკს ისწორებდა. -მე რა გითხარი?არ გითხარი იმ ოჯახს შეეშვი-თქო?ხო ვთქვი იარაღი აღარ აგეღო ხელში? -იმ ოჯახის მემკვიდრემ ჩემი მემკვიდრე მოკლა.მისი თითოეული ამოსუნთქვა კი ჩემი შვილის შეურაწყოფაა.. -და რაა რომ მოკლა?ახლა ჩვენ წავალთ,მოვკლავთ,მერე ისინი იძიებენ შურს,მერე ისევ ჩვენ.. შურისძირება გამოსავალი არ არის. როდემდე შეიძლება ამ გზით ვიაროთ? -იქამდე სანამ მათი გვარის თითოეულ მამაკაცს არ გავწყვიტავ… -არა,მამა არაა,-იქუხა ისევ.-იცი სინამდვილეში ვინაა შენი შვილის მკვლელი?შენ ხარ.შენ არ ჩერდები. დარწმუნებული ვარ არც კი გაგირკვევია რა მოხდა იმ ღამეს, რატომ ისროლა მაჩაბელმა.შენ უბრალოდ გითხრეს რომ მან ისროლა და მორჩა. -ვინ ხარ ლაწირაკო რომ მეწინააღმდეგები?-ახლა ალექსანდრე აფეთქდა.ამაოდ სცადა ნელიმ ჩარევა და სიტუაციის დამშვიდება. -მცხვენია რომ მამაჩემი ხარ.მცხვენია რომ სხვის მწუხარებას პატივს არ სცემ.იმ კაცმა პატიოსნად გითხრა დაკრძალვის მერე საკუთარი ფეხით მოვალო,შენ კი რა გააკეთე?წახვედი და ცარიელი სახლი დაცხრილე. მადლობა ღმერთს სახლში არ იყვნენ. არ გეგონოს რომ იმ ბიჭზე ნაკლები ხარ. მკვლელი ხარ,შენც ჩვეულებრივი მკვლელი ხარ. -შემდეგში აუცილებლად დავასრულებ და ჩავაძაღლებ,მათი მოდგმის თითოეულ მამაკაცს. -მე კი გაფრთხილებ სისხლის აბაღებაზე უარს იტყვი.თუ არადა მე გადავეღობები შენს ნასროლ ტყვიას. ალექსანდრემ ხელი მოუქნია,მაგრამ შვილმა ჰაერში გაუშეშა.ნელიმ და მარიამმა შეჰკივლეს და ერთმანეთს მიეხუტნენ მოსალოდნელი ჩხუბის მოლოდინში. -მე ის პატარა ლაწირაკი,თვრამეტი წლის ბიჭი აღარ ვარ.ხელს ვეღარ აწევ ჩემზე.მას შემდეგ ათი წელი გავიდა. გახსოვს რა გითხარი როცა მივდიოდი? მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში დავბრუნდები-თქო. მაშინ იცი ვინ ვიგულისხმე?არც ჩემი უდანაშაულო ძმა,არც დედა,არც სხვები.შენ,შენ გიგულისხმე.ახლაც და მაშინაც შენი სიკვდილი მინდოდა.. იმიტომ რომ ეს ბევრ რამეს შეცვლიდა. ალექსანდრემ ხელი უღონოდ დაუშვა. -შენ მართლა გინდა ჩემი სიკვდილი? -შენ ღმერთი არ ხარ,შენ არ შეგიძლია ადამიანებს მისი ნაჩუქარი სიცოცხლე წაართვა.თუნდაც ის შენი შვილის მკვლელი იყოს. -იმ კაცზე რატომ არაფერს იძახი? მისმა ოჯახმაც ხომ დაგვიშავა? -იმ კაცს სინდისი და სიამაყე აქვს, პატივი სცა შენს მწუხარებას.ან მე რა უფლება მაქვს ვინმე განვსაჯო?იცი სად შეცდით ორივე?როცა იმ დიდ სიყვარულზე უარი ათქმევინე საკუთარ დას.თვალებში გიყურებდა,ეგონა დაიცავდი და მის მხარეს დაიჭერდი. შეხედე, ახლაც აქ დგას და თვალებში მიყურებს,ჰგონია რამეს დაგიშავებ. მიაჩნია რომ მისი ერთადერთი პატრონი ხარ,მაგრამ ასე არაა.მას ჩვენი ყველას იმედი უნდა ჰქონდეს. ისიც ეყოფა რომ არ გაუმართლა ცხოვრებაში.ვერ უერთგულა თქვენმა არჩეულმა ქმარმა.მარტო დატოვა. არადა სინამდვილეში უნდა მიგეცათ უფლება იმ ადამიანის გვერდით ყოფილიყო,ვინც უყვარდა.თქვენ რომ მისი ბედნიერებისთვის ხმა ამოგეღოთ,ახლა ზურაც ცოცხალი იქნებოდა და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ მტრობას შეეწირა. ის მაინც თუ იცი რამდენია?გყოფნის ამისთვის თითები რომ დაითვალო?მართალია გვარის წინამძღოლი ხარ,მაგრამ მაინც გავიწყდება ერთი რამ-არ გამაკეთებინო ის,რომ ეს ყველაფერი დაგათმობინო.. -გაჩუმდი გესმის?გაჩუმდი.არ დამემუქრო.მე თუ არ მენდომება, არაფერი არ გახდება შენი.ისეთივე ცარიელ-ტარიელს დაგტოვებ,როგორც ამ წლების განმავლობაში..არ გაბედო და არ დაიცვა ის წყეული გვარი. -დავიცავ,დიახ დავიცავ.იმიტომ რომ მინდა ოჯახის წევრები ბოლომდე გვერდით მყავდეს,ჯანმრთელები და საღ-სალამათები.ჯანდაბას ის რომ მე ამ ყველაფრის გარეშე დამტოვებ.ეგ საერთოდ არ მაღელვებს.. -გაბრიელ,გთხოვ,-წყობიდან გამოსული და გაცეცხლებული,თავს ვეღარ აკონტროლებდა.საკუთარ ხმასაც ვერ სცნობდა.სამაგიეროდ მკლავზე დაქაჩვა იგრძნო და მამიდის მუდარით სავსე თვალებს წააწყდა. -არ გინდა,გთხოვ,ნუ მიახლებთ ჭრილობას,ნუ მანანებინებთ რომ ცოცხალი ვარ,რომ ჩემს სიყვარულს ამდენი ადამიანი შეეწირა.-ცრემლი ედგა თვალებში ქალს.ბიჭმა ხელი დაადო ზემოდან მის ხელებს და მოეხვია. -შენ არაფერში ხარ დამნაშავე მამიდა. -ხედავ,ისიც კი ხვდება,რომ არასწორად იქცევი.საინტერესოა როგორ აპირებ მაგას?როგორ აპირებ ჩემს წინაადეგ წასვლას..- ირონიულად ჰკითხა მამამ -დრო მომეცი,დროს გთხოვ რომ გავარკვიო ზურას მკვლელობის ნამდვილი მიზეზი. -რათ უნდა მაგას გარკვევა?ისედაც ყველაფერი ცხადია. -არა,ჩემთვის არ არის.ასე რომ უკანასკნელად გეუბნები დროს მომცემ და აღარაფერს გააკეთებ,სანამ მე არ გეტყვი.გპირდები ყველაფერს გავარკვევ.აქ რაღაცაშია საქმე და არ მინდა არასწორი დასკვნები გამოვიტანოთ. -შენ რამე იცი და არ მეუბნები? -დაცხრა ალექსანდრე. -მალე გეტყვი,ოღონდ შენ უნდა დამპირდე რომ მშვიდად იქნები. -შენც უნდა დამპირდე რომ როცა ყველაფერს გაარკვევ,იარაღს აიღებ და ოჯახს სათავეში ჩაუდგები. -პისტოლეტი ამოიღო და მაგიდაზე დადო ალექსანდრემ. -მე მკვლელი არ ვარ და არც იმ ოჯახზე შურისძიებას ვაპირებ.ეს შენ გქონდეს .-უკან მიუწია და გამომწვევად მიაჩერდა:-ცოტა დრო,სულ ცოტა.მეტი არაფერი. მობრუნდა და ზემოთ ავიდა,წყალს გადავივლებ და მერე საავადმყოფოში წავალო გაიფიქრა. გრილი შხაპი ძალიან ესიამოვნა და დაღლილობა და ნერვიულობა ცოტა მოუხსნა.წაუძინა კიდეც..მაგრამ აბა რა დაავიწყებდა ძმის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს?ამაღამ მეორე ღამე იყო ზურას გარეშე.ის აღარასდროს შემოაღებდა ამ სახლის კარებს. აუტანელ ტკივილს გრძნობდა გულში და ამ ტკივილს ვერაფერს უხერხებდა.. ძმის ოთახში შევიდა,მონატრებას მის ნივთებთან შეხებით იქარვებდა.მისი სუნი ჯერ კიდევ შერჩენოდათ ნივთებს. უცებ ერთ-ერთი პიჯაკის ჯიბიდან ორად მოკეცილი ქაღალდი გადმოვარდა.აიღო და გაშალა „ჩვენ უკვე სამნი ვართ.ამ ბედნიერებისთვის მადლობას გიხდი. მიყვარხარ ზურა.“ -ალბათ როგორი ბედნიერები იყავით, ალბათ დედამიწაზე ფეხის დადგმა გიჭირდა ძმაო.-ცრემლი მოერია გაბრიელს. წერილი ჯიბეში ჩაიდო და ოთახიდან გამოვიდა.საათს დახედა.გვიანი იყო. ჩაიცვა და წასასვლელად მოემზადა. სანამ გავიდოდა დაცვის წევრები შეკრიბა და ხმამაღლა განუცხადა. -არ ვიცი რომელი თქვენგანი იყავით მაჩაბელების სახლში და რომელმა თქვენთაგანმა ატეხეთ იქ სროლა,არც ის ვიცი რომელი თქვენგანის ტყვია მოხვდა თამთა მაჩაბელს,მაგრამ იცოდეთ ამის შემდეგ,თუ კიდევ ერთხელ გააკეთებთ მსგავს რამეს და მამაჩემს მსგავს დავალებაზე გაეგზავნებით, აღარ დაგინდობთ და ტყვიას პირდაპირ შუბლში დაგახლით. არ გავითვალისწინებ არაფერს,არ გავითვალისწინებ თქვენს გაჭირვებას და იმას თუ ვინ გელოდებათ სახლში. თუ რომელიმეს გგონიათ რომ არ გავაკეთებ ამას,შეგიძლიათ გამომცადოთ.-მკაცრი იყო უმცროსი ფიცხელაური.იმდენად მკაცრი რომ საკუთარი თავის შეეშინდა. იცოდა ოთახიდან უყურებდა მამამისი. იცოდა უმოქმედოდ მაინც არ დაჯდებოდა, რამდენიმე დღე და მერე მობეზრდებოდა ლოდინი. აუცილებლად ჩაიდენდა რაღაცა ისეთს,რაც კიდევ უფრო გააგიჟებდა გაბრიელს.ახლა მისთვის ჭკუით უნდა ეჯობნა.სათითაოდ მისცა დავალება თითოეულ დაცვის წევრს,ოღონდ ისე რომ არ იცოდა არც ერთმა რა უთხრა დანარჩენებს.უნდა გაეგო ვისი იმედი უნდა ჰქონოდა და ვინ იყო მამამისის ერთგული.ჩაეღიმა კმაყოფილს და საჭეს მიუჯდა… ის ღამე თამთა მაჩაბელის საწოლთან გაათენა პალატაში.გოგო გონს ჯერ კიდევ არ იყო მოსული. უყურებდა მას, მის გაფითრებულ სახეს და გულში რაღაც უცნაურს გრძნობდა.იცოდა რომ ეს აკრძალული იყო,მაგრამ მაინც ვერ ერეოდა თავს. გამთენიისას შეირხა გოგო და მძიმედ გაახილა თვალები.მაშინვე წამოხტა და მასთან მივიდა. -როგორ ხარ?რამე ხომ არ გაწუხებს? -სად ვარ?ან შენ აქ რა გინდა? სიზმარია ხომ?-თვალები დახუჭა და ისევ გააახა,მაგრამ გაბრიელი არ გამქრალა.მეტიც მისი ხელი ეჭირა. -გახსოვს რა მოხდა? -კი,მახსოვს.-ცრემლი მოერია უცებ გოგოს.-შენ იყავი? -არა,მე არა.. -რატომ?რატომ გააკეთეთ ეს?ხომ დამპირდი,შენ დამპირდი.. -არ ვიცოდი,მამაჩემი იყო.მაგრამ მას შევაჩერებ,აუცილებლად შევაჩერებ. მასაც და მამაშენსაც.იქაც ამიტომ მოვედი რომ გამეჩერებინა. -სამწუხაროდ ყველაფერი გვიანია. ახლა აღარც შენი მჯერა და აღარც ამის შეჩერება მინდა.-ზიზღი ჩაუდგა თვალებში გოგოს. -ახლა გაბრაზებული ხარ,მაგრამ რომ დამშვიდდები ყველაფერს სხვა თვალით შეხედავ. -არა,არ შევხედავ,ამიერიდან მთელ ცხოვრებას იმაზე ფიქრში გავატარებ, როგორ გავანადგურო შენი ოჯახი. -არ გინდა კარგი?არ გინდა.-სთხოვა გაბრიელმა.ტელეფონი ამოიღო.- მამაშენის ნომერი მითხარი. -რატომ? -არავინ იცის აქ რომ ხარ. დარწმუნებული ვარ ნერვიულობენ.. გოგომ ნომერი უკარნახა.ბიჭი წამოდგა,გარეთ გავიდა და დარეკა. ნახევარ საათში ვახო მაჩაბელი საავადმყოფოს დერეფანს მიაპობდა დაცვასთან ერთად.როგორც კი გაბრიელი დაინახა,იარაღს წასწვდა და ბიჭს მიუშვირა. -ერთი მიზეზი მაინც მითხარი რომ არ გესროლო. -იმიტომ რომ მე რომ არა,ახლა თქვენი შვილის ჩასასვენებელთან იჯდებოდით. აჯობებს დაცვა გაუშვათ და მშვიდად ვილაპარაკოთ,სანამ თამთასთან შეხვალთ. ეჭვის თვალით შეხედა მაჩაბელმა, მერე კი დათანხმდა,დაცვას ანიშნა დაგვტოვეო და ბიჭთან ერთად სკამზე ჩამოჯდა. -გისმენ,აბა მითხარი რა საქმე გაქვს? -არანაირად არ მინდა რომ ეს დაპირისპირება გაგრძელდეს.არც იარაღის ხელში აღება მინდა.გუშინაც მამაჩემის შესაჩერებლად მოვედი და იმის წინათაც,როცა თქვენი ქალიშვილი ჩვენს სახლში მოვიდა… -თამთა თქვენთან იყო?-გაოცებულმა შეხედა კაცმა. -კი,ხელში იარაღი ეჭირა და ს აპირებდა,იმიტომ რომ თქვენ და თქვენი ვაჟიშვილი გადაერჩინეთ.იმიტომ რომ თქვენი გვარის მამაკაცებს არაფერი დაშავებოდათ.. -ეს არ ვიცოდი.. -აღარ მინდა ეს მტრობა გაგრძელდეს, დაე, ჩემი ძმა იყოს უკანასკნელი,ვინც ამ ამბავს შეეწირა. -ჩემგან რა გინდათ? -დამეხმარეთ,დამეხმარეთ რომ ეს ყველაფერი შევაჩერო. -მამაშენი არ გაჩერდება,მე რომ გავჩერდე.. -მას მე მივხედავ.რაღაც პერიოდი მჭირდება,მე ჩავიბარებ საგვარეულოს და მთელ ბიზნესს. მხოლოდ ერთი რამე მინდა გკითხოთ.ხომ არ იცით იმ დაპირისპირების მიზეზი,რის გამოც თქვენმა შვილმა ჩემი ძმა გაიმეტა სასიკვდილოდ? -არაფერი არ ვიცი,გულწრფელად გეუბნები.მართალია ჩემი შვილი იმპულსური,ფიცხი და დაუმორჩილებელია, მართალია მას არც ისე კარგი რეპუტაცია აქვს, მაგრამ მის შეჩერებას ყოველთვის ვახერხებდი.იმ ღამესაც ვერ მივხვდი რატომ ისროლა ან როგორ მოხვდა იქ. -იცით ახლა სად არის?-გაბრიელს აინტერესებდა ის ხომ არ მალავდა მას. -არ ვიცი,თამთას გეფიცები მას შემდეგ არ მინახავს.. დაუჯერა.თამთასგან იცოდა რომ გოგო ვახო მაჩაბელის საფიცარი იყო,იცოდა რომ უნდა დაეჯერებინა მისთვის და დაუჯერა. -მაშინ ახლა მე წავალ,თქვენს ქალიშვილთან დაგტოვებთ, ყველაფერს გავაკეთებ რომ მშვიდად ვიცხოვროთ.მაგრამ ერთ რამეს ვერ შეგპირდებით.თქვენი ვაჟი ჩადენილი დანაშაულისთვის აუცილებლად დაისჯება. -მეც გპირდები თუ დამიკავშირდება პოლიციას აუცილებლად ჩავაბარებ… ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და დაემშვიდობნენ -გაბრიელ,- შეაჩერა კაცმა.-მამაშენს საამაყოდ აქვს საქმე შენნაირი შვილი რომ ჰყავს. -თქვენც იამაყეთ თქვენი ქალიშვილით. არაჩვეულებრივი ადამიანია და რაც მთავარია ძალიან მამაცი.ოჯახის დასაცავად ყველაფერზეა წამსვლელი. გაბრიელი სახლში წავიდა,ახლა მშვიდად იყო.გოგო საიმედო ხელში იყო.ვახო შვილის პალატაში შევიდა. ამაყი იყო იმით რომ მისი ქალიშვილი ასეთი იყო და სხვებმაც შეძლეს მისი დაფასება, განსაკუთრებით მტრებმა. -მამა,-სახე გახსნა გოგომ,როცა ფიცხელაურის მაგივრად ის დაინახა. -ჩემო ძვირფასო,მადლობა ღმერთს კარგად ხარ.-შუბლზე აკოცა ვახომ და თავზე ხელი გადაუსვა.-მადლობა იმ ბიჭს რომ გადაგარჩინა… -ის ბიჭი არ ახსენო..-ხმა გაიმკაცრა გოგომ. -რატომ?რამე მოხდა? -ეს ჩვენი პირადი საქმეა.. -მიმისმინე თამთა,ფიცხელაურებს რომ ვერ ვიტან ეს ახალი ამბავი არ არის.მაგრამ გაბრიელ ფიცხელაური არის ადამიანი,ვისაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ნაკლებად მაინტერესებს ახლა შენი წყენა და გაბრაზება.არ მიკვირს რომ ქალი ხარ და მის მიმართ რაღაცას გრძნობ. მაგრამ გაფრთხილებ აღარ მინდა კიდევ ერთმა ახალმა აკრძალულმა სიყვარულმა ეს მტრობა განაახლოს.. -ასე არ არის მამა..-გაწითლდა გოგო. -ასეა,ასე.შენ მე ვერ გამომაპარრბ ვერაფერს.ქალებს მოსწონთ კაცები, რომლებიც მამაცები არიან და ხმამაღლა საუბარს და წინააღმდეგობის გაწევას არ ერიდებიან.მაგრამ უნდა იცოდე ეს ღირს თუ არა.გაბრიელი ნამდვილად არის ის კაცი,ვინც ამად ღირს.არც მე ვარ წინააღმდეგი, მაგრამ გახსოვდეს ეს რას მოიტანს.არასოდეს შეეგუებიან ფიცხელაურები შენს რძლობას. ყოველთვის წამოგაძახებენ რომ მკვლელის და ხარ. -მამა...ასეთი საუბარი არ გვინდა.არც მე არ ვაპირებ იმ ოჯახის წევრის შეყვარებას,რომელმაც სასიკვდილოდ გამიმეტა.. -მე შენს თვალებში სხვა რამეს ვხედავ.. -სხვა რამეს ვერ დაინახავ,იმიტომ რომ იმ ბიჭს მხოლოდ რამდენიმე დღეა ვიცნობ. -მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხანია იცნობ,ხანდახან ერთი წამი და ერთი შეხვედრა საკმარისია რომ ადამიანი შეგიყვარდეს ან მოგეწონოს,ხანდახან კი პირიქით. - ახლა გაგებუტები.-გვერდი იცვალა გოგომ.ვახოს გაეღიმა.კარგად იცნობდა შვილს და მისი ეს ქცევა რასაც ნიშნავდა.აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ გაჩუმდა და შვილს მიაჩერდა… საავადმყოფოდან წამოსულ გაბრიელს გზაში მიშა გამყრელიძემ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. მისამართი უკარნახა და მაშინვე მოაბრუნა მანქანა. თხუთმეტ წუთში უკვე კაფეში იჯდა და ელოდა.არ დაუგვიანია.ისიც მალე მოვიდა და მაგიდას მიუჯდა. -აბა გისმენ,რატომ დამიბარე? -რაღაც გამახსენდა...არა,უფრო სწორად ვიცოდი ისედაც,მაგრამ არ მინდოდა მეთქვა..-შეისვენა ბიჭმა. გაბრიელს ეგონა მიშას მაჩაბელზე საუბარი უნდოდა და მის შეხვედრაზე ეტყოდა,მაგრამ იმედი გაუცრუვდა და მოულოდნელი დარტყმა მიიღო. -ზურას შეყვარებული ჰყავდა.. -ეგ ხომ იცი რომ ვიცი,მაგრამ ვინ იყო?ეს ვერ გავარკვიე. -მე ვიცი.. -ვინ არის? -თამთა მაჩაბელი.. ეგონა მოესმა და ხელახლა გაამეორებინა, პასუხი ისევ იგივე იყო. წამში შეიცვალა თამთასადმი გაჩენილი სიმპატიის გრძნობა უცნობი გრძნობით.წამში იგრძნო რაღაც ისეთი,რის გამოც გოგოს არასდროს აღარ უნდა მიკარებოდა.ყველაზე მეტად კი გაბრაზება იგრძო საკუთარი თავის მიმართ,რომ ის ქალი მოეწონა ვისზეც თავის ძმა იყო შეყვარებული და მეტიც შვილს ელოდა.იმდენი აზრი აერია ერთმანეთში რომ ტყუილ- მართალის გარკვევა გაუჭირდა და თავი აატკივა.სასმელს წაეტანა. უთქმელად გამოცალა ჭიქა ვისკი. -ახლა ვხვდები...ახლა ვხვდები რატომ ესროლა იმედამ ჩემ ძმას.ეს ამბავი გაიგო? თავი დაუქნია გამყრელიძემ.უხმოდ წამოდგა და წასვლა დააპირა. -სად მიდიხარ? -შენი საქმე არ არის...ეგ შენ აღარ გეხება.მადლობა რომ ყველაფერი მითხარი და არ დამიმალე. ფეხარეული და განადგურებული გამოვიდა კაფიდან.საჭეს მიუჯდა და მანქანა დიდი სიჩქარით გააქროლა მთავარ გზაზე.სულ უფრო მეტად აჭერდა ფეხს პედალს და ისრებიც უფრო მაღლა მიიწევდნენ. -რატომ?რატომ მაინცდამაინც ის? რატომ?-ბრაზობდა საკუთარ თავზე .-ახლა გასაგებია რატომ მოხვედი ჩვენთან და რატომ ცდილობდი ს.სინდისის გაწმენდა გინდოდა..ნუთუ ორსულად ხარ?მაგრამ არაფერი რომ არ გეტყობა? ყველაფერი ჩახლართულია. ნეტავ ვინ მეუბნება სიმართლეს და ვინ ტყუილს? ჯანდაბა. ჯანდაბა.-საჭეს დაარტყა რამდენჯერმე ხელი,მერე სიჩქარე შეანელა და გზიდან გადავიდა... მუშტად შეკრული ხელი უზარმაზარ ხეს რამდენჯერმე დაარტყა,მაგრამ ტკივილმა ვერ შეაჩერა.ვერაფრით გადაფარა ის ტკივილი რომ ქალი რომელიც მის ძმას უყვარდა მას მოეწონა.. ******* რამდენი ეცადა თამთა მაჩაბელი, მაგრამ ვერ შეიზიზღა გაბრიელ ფიცხელაური.მთელ დღე ებრძოდა თავს,მისი სახე სულ თვალწინ ედგა მაშინაც კი,როცა ოპერაციის შემდგომი ტკივილისგან იტანჯებოდა და მაშინაც როცა ოჯახის წევრები ესტუმრნენ.. საღამოს ისევ მარტო დარჩა.მამამ დაცვა დაუტოვა გარეთ ყოველი შემთხვევისთვის,მაგრამ იმდენი ქნა ისინიც წააყვანინა.ჯიუტი იყო, საშინლად ჯიუტი და მიზანს ყოველთვის აღწევდა… საღამოს წამლებმა თავისი გაიტანა და ჩასთვლიმა.შუაღამისას გაეღვიძა და თვალი მის წინ მჯდომ გაბრიელს მოჰკრა.მკაცრი და პირქუში სახით უყურებდა ბიჭი. -აქ რას აკეთებ?ხომ გითხარი აქედან წასულიყავი?-ჰკითხა მკაცრად -მინდოდა და მოვედი. -ვინ გთხოვა ნეტავ ვიცოდე? -ირონიის გარეშე… -შენთან ტკბილად საუბარს არ ვაპირებ.. -ჩემს ძმას ხომ ელაპარაკებოდი? -ვინ შენ ძმას?რა სისულელეს ამბობ?- დაიბნა გოგო. -ჩემს ძმას-ზურას…. -მე მას საერთოდ არ ვიცნობდი. -როგორ არ იცნობდი?ამბობენ რომ ერთმანეთი გიყვარდათ.-გაბრიელი წამოდგა,თვალებში სიძულვილი ედგა. მის საწოლს დაეყრდნო ორივე ხელით და გოგოს ჯიუტად მიაჩერდა -შენ თავი ხომ არაფერს მიარტყი?- ხმას აუწია გოგომ -მე არა,სრულიად ჯანმრთელი ვარ.. -არ გეტყობა..ეს სისულელე ვინ გითხრა?ან ვინ ლაპარაკობს ამას? წლებია საქართველოდან წასული ვარ.თუ ჩამოვდიოდი მხოლოდ ერთი კვირით,ისიც იშვიათად,მითხარი სად უნდა გამეცნო შენი ძმა ან სად უნდა შეგვყვარებოდი ერთმანეთი? -მაგის პრობლემა ნამდვილად არ გექნებოდათ. -აქედან გაეთრიე..გესმის..აქედან გაეთრიე.-იკივლა თამთამ.-მადლობა თქვი რომ ახლა ასეთ მდგომარეობაში ვარ,თორემ გაჩვენებდი რა შემიძლია. -მე შენი არ მეშინია..არც შენი და არც არავისი.შენ არ შეგიძლია დამემუქრო, შენ არ გაქვს ამის უფლება..არასოდეს გაპატიებ იმას, რომ შენს გამო ჩემი ძმა მოკვდა. -გაეთრიეეეეე.-უკანასკნელ ხმაზე იკივლა თამთამ და ტუმბოზე მდგარი წყლიანი ჭიქა ესროლა.იმდენად გააფთრებული იყო,გაბრიელი მიხვდა რომ იოლად ვერ გადარჩებოდა და დროულად მოასწრო კარის დაკეტვა. -არანორმალური.არა,მაინც საიდან მოიტანა რომ მის ძმას ვიცნობდი და მისი შეყვარებული ვიყავი.-ვერ მშვიდდებოდა თამთა.-ნეტავ ვინ ამბობს ამას?ალბათ ახლა ჰგონია რომ ჩემმა ძმამ ამიტომ ესროლა მის ძმას. არა,რადაც არ უნდა დამიჯდეს, აუცილებლად გავარკვევ სიმართლეს და აუცილებლად ვიპოვი ჩემს ძმას.-უკვე ყველაფერი დაგეგმა გონებაში.ახლა მთავარი იყო დროულად გამოსულიყო საავადმყოფოდან. როგორც კი კარი გამოიკეტა და თამთას რისხვას გადარჩა,სუნთქვა დაირეგულირა და ყავის აპარატისკენ წავიდა.ის ექიმი შეამჩნია,გოგოს რომ ოპერაცია გაუკეთა და დაუძახა. -საღამო მშვიდობისა ექიმო,როგორ ხართ? -ააჰ,თქვენ ხართ?-გაუღიმა კაცმა. შეატყო ფიცხელაურმა რომ დაღლილობისგან ფეხზე ძლივს იდგა და თვალის უპეები ჩაშავებოდა. -ვიცი დაღლილი ხართ,მაგრამ ორიოდე წუთით მოგაცდენთ გთხოვთ. -გისმენ შვილო.ალბათ იმ გოგოზე უნდა მკითხო?შეგატყვე იმ დღესვე ძალიან ნერვიულობდი. -კი ვნერვიულობ,თანაც ძალიან.მასზე მეტად კი ბავშვზე.რამე დაუშავდა მას? ტყვიამ ხომ არ იმოქმედა? -რომელი ბავშვი?შვილო შენ თავი რამეს ხომ არ მიარტყი?გასაგებია რომ ბავშვი ძალიან გინდა,მაგრამ აბა ეგ როგორ მოხდება,თუ გოგოსთან არაფერი გაქვს?-გაეღიმა კაცს. -თქვენ ვერ მიმიხვდით ექიმო.ის ჩემი არც ცოლია,არც საყვარელი და არც შეყვარებული. -ვიცი.. -საიდან. -ჯერ მოწონების ეტაპზე ხართ. თქვენზე რომ ველაპარაკე ისიც გაწითლდა და იუარა,მაგრამ თვალები სხვანაირად აენთო. -ერთი წუთით,ახლა სულ დავიბენი.. - რა არის შვილო დასაბნევი? გოგო თუ მოგწონს მიჰკიდე ხელი და წაიყვანე სახლში. -ეგ არაა ახლა მთავარი.ესეგი მეუბნებით რომ ორსულად არ არის?- დაბნეული ლუღლუღებდა გაბრიელი. -ორსულად კი არა,მისთვის ხელი არავის დაუდია,დანამდვილებით გეუბნები ამას,როგორც ექიმი.ის უმწკვლო და უმანკოა.ასე რომ წადი ახლა მასთან და გული გადაუშალე.- მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი ექიმმა გაბრიელს და დაემშვიდობა პაციენტები მელოდებიანო. ფიცხელაური ადგილზე იდგა გაშეშებული და ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა იმას რამდენად კარგი ამბავი გაიგო,სამაგიეროდ გულზე მოეშვა და თავისუფლად სუნთქვა დაიწყო. -ესეგი სხვა ვიღაც არის.სხვა ქალი უნდა მოვძებნო.-შეუძახა თავს და უკვე დაცლილი ყავის ჭიქა ურნაში მოისროლა.მერე კი სახლში წავიდა. ახლა დაძინება ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა,რომ ძალები აღედგინა და აზრებიც დაელაგებინა. უკვე მეორედ მიშა გაჩეჩილაძე ტყუილში გამოიჭირა და აშკარად მიხვდა რომ ის კიდევ უფრო დიდ საიდუმლოს ინახავდა. -ხანდახან როგორ მარტივი ყოფილაო ყველაფერი,-გაიფიქრა და გასაღები გადაატრიალა. ******** რამდენიმე დღე უცებ გავიდა.დღეები ერთმანეთს ჰგავდა დარდსა და გლოვაში გადიოდა და არ სრულდებოდა. თითქოს სიმშვიდე ჩამოწვა ორ მტრულ ოჯახს შორის,მაგრამ ეს როდემდე გაგრძელდებოდა არავინ იცოდა… გაბრიელიც ელოდა,ელოდა თავისი გეგმა როდის იმოქმედებდა.სახლიდან არ გადიოდა.ან საკუთარი ოთახიდან აკვირდებოდა დაცვის წევრებს ან მისაღებში იჯდა და მონატრებას იქარვებდა.დედას,დას,მამიდას და მამიდაშვილს თავს ევლებოდა. თან თვალს აპარებდა ვინ შევიდოდა მამამისის კაბინეტში.. და აი რამდენიმე დღის შემდეგ მამამ სასაუბროდ დაიბარა.მაშინვე მიხვდა გეგმამ იმოქმედა.თამამად შეაღო კარი და დაუკითხავად ჩამოუჯდა სავარძელში. -რას ნიშნავს ეს ყველაფერი?-მიხვდა მამამისი ბრაზობდა. -რას გულისხმობ? -ყველაფერს.. -ჩემს გეგმებს?მაინც რომელს?არ უნდოდა თავი გაეცა და დააცადა კაცს ეთქვა სათქმელი.რომ მორჩა მშვიდად უპასუხა. -ყველაფერი იცი,შეგიძლია იმოქმედო ჩემი გეგმების წინააღმდეგ,მაგრამ ერთი რამ არ დაგავიწყდეს მე შენი შვილი ვარ,რომელიც შენგან შორს გაიზარდა და არ იცნობ კარგად. ძალიან მიყვარს სიუპრიზები. ამაში თავად დარწმუნდები ძალიან მალე, -გაეცინა და კაბინეტიდან გამოვიდა. არ მოუსმენია რას ეუბნებოდა კაცი.სამაგიეროდ კარგად გაიგო მსხვრევის ხმა.მაგრამ მაინც არ შეჩერებულა. -ისევ გააბრაზე?არ გეყო?-გასასვლელ კართან დაეწია ნელი. -მე არაფერ შუაში ვარ.თვითონ ბრაზდება.-უპასუხა აუღელვებლად. -შვილო გთხოოვ.. -ნუ ტირი დედა.ჩემთვის ნუ ტირი.მე არაფერი მომივა.ყველაფერი კარგად იქნება. -ზურაც ამას ამბობდა. -მე ზურა არ ვარ.მე იარაღის ხელში აღება არ მინდა და ყველაფერს გავაკეთებ რომ იმ ოჯახთან ზავს მივაღწიოთ.ახლა უნდა წავიდე. -თავს გაუფრთხილდი შვილო..- პირჯვარი გადასახა ნელიმ ჩუმად და კარი დახურა. გაბრიელი აივანზე გადმოდგა და დაცვის წევრებს გადახედა.აშკარად ვიღაცას ეძებდა.როგორც იქნა დაინახა.მთავარ ჭიშკართან იდგა მისივე ასაკის ორ ახალგაზრდასთან ერთად და რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ.მათკენ წავიდა.რომ მიუახლოვდა დაუძახა. -ეი,შენ..ხო შენ გეძახი,მოდი აქ. -გაკვირვებული დაიძრა ბიჭი მისკენ. თან უკან უყურებდა დანარჩენებს რამე ხომ არ დავაშავეო. -მოდი,მოდი,უკან ნუ იყურები.არ ვიკბინები,-გაეცინა ბიჭს,რომ მიხვდა მისი ქცევის მიზეზს.-დაჯექი.-ანიშნა მანქანაზე და საჭეს მიუჯდა.მერე დაიძრნენ და სახლიდან გავიდნენ. -რა გქვია? -ანდრეა… -ანდრეა...ანდრო..-გაეცინა გაბრიელს. -ძალიან კარგი.მიხარია შენი გაცნობა. -უკაცრავად ვერ ვხვდები აქ რატომ ვარ?-დაბნეული იყო ბიჭი. -გაიგებ..აგიხსნი..ცოტა მოითმინე და მომიყევი შენზე.რას საქმიანობდი აქამდე? -სპეცრაზმში ვიყავი,მაგრამ კონტრაქტი დასრულდა და აღარ გავაგრძელე… -ესეგი ბევრი რამე გინახავს.. -კი,-თავი დაუქნია ბიჭმა,ნელ-ნელა იხსნებოდა.-იმდენი საშინელება მინახავს,განსაკუთრებით ერაყსა და ავღანეთში..-სახე შეეცვალა და ფანჯარაში გაიხედა,რომ გაბრიელს არ შეემჩნია. -წარსულს არ გაგახსნებ,რაც მითხარი ისიც საკმარისია.მხოლოდ ერთ რამეს გკითხავ რატომ არ მიხვედი მამაჩემთან და რატომ არ უთხარი ის რაც მე გითხარი? -უნდა მეთქვა?-გაკვირვებულმა შეხედა ბიჭმა. -არ ვიცი,ეგ შენ მითხარი.. -შენ მე მენდე,რაღაც მითხარი,რაც ვიფიქრე რომ პირადული იყო და არავისთვის არ უნდა მეთქვა.კარგად ვხვდები რა უნდა ვთქვა ხმამაღლა და რა არა. -კი მაგრამ ის რომ შენი უფროსია?-მის გამოცდას განაგრძობდა გაბრიელი. -თქვენც ჩემი უფროსი ხართ.თანაც არ არის საჭირო კაცმა ყველაფერზე ილაპარაკოს… -ესეგი მქონდეს შენი ერთგულების იმედი? -რა თქმა უნდა.მე ცხოვრებაში არავისთვის მიღალატია.ასე არ გავუზრდივარ ჩემს მშობლებს. -მაშინ ახლა რაღაცას გეტყვი და იცოდე ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს.თუ ვინმეს ეტყვი გავიგებ აუცილებლად და ამისთვის პასუხს მოგთხოვ.იმიტომ რომ ეს მარტო ჩვენ ორს გვეცოდინება. -გისმენთ.. -შენ იქნები ჩემი ერთგული?წახვალ მამაჩემის წინააღმდეგ? -შეიძლება ცუდ რამეს ვაკეთებ, ვღალატობ ადამიანს რომელიც ფულს მიხდის,მაგრამ მეც მაქვს ჩემი პრინციპები,რასაც არასოდეს გადავაბიჯებ.. -ხოდა სწორედ ამიტომ გული მეუბნება რომ უნდა გენდო,გთხოვ იმედები არ გამიცრუო და არ დამაღალატო. დამეხმარე ეს სისხლის ღვრა შევაჩერო.-გაბრიელმა მანქანა გააჩერა და ხელი გაუწოდა.ანდრეამ მაშინვე ჩამოართვა თანხმობის ნიშნად. -რა უნდა გავაკეთო? -მამაჩემის თითოეული ნაბიჯი უნდა ვიცოდე და კიდევ უნდა გამირკვიო რაზე იკამათეს იმ ღამეს ზურამ და მაჩაბელმა.თან მკვლელობის ღამის ჩანაწერები თუ არსებობს უნდა მოიპოვო.დანარჩენს მერე გეტყვი. -ეს ძალიან მარტივია.. -მაშინ დავიწყოთ..-თვალი ჩაუკრა გაბრიელმა და მანქანა დაქოქა.უკან წამოიყვანა ბიჭი.ახლა მარტო აღარ იყო.ახლა მეკავშირე ჰყავდა.. ***** რამდენიმე დღეში თამთა მაჩაბელი მომჯობინდა,ჭრილობამ პირი შეკრა და საავადმყოფოდან გაწერის დრო დადგა.მართალია ფიზიკურად კარგად იყო,მაგრამ სულიერად საშინლად გრძნობდა თავს.ჯერ იყო და ბიძაშვილის თვითმკვლელობამ გაანადგურა,მერე იმის გაგებამ რომ მისი ძმა მკვლელი იყო და მერე იმან რომ ადამიანს, რომელსაც ენდო და რომლის სიტყვებიც დაიჯერა,ტყუილი აღმოჩნდა.ვერაფრით ხსნიდა გაბრიელ ფიცხელაურის ასე მოქცევის მიზეზს, მასში ერთდროულად ორი თამთა ებრძოდა ერთმანეთს.ერთს ბიჭი ძალიან მოსწონდა ასე მოკლე დროის ნაცნობობის მიუხედავად, მეორეს კი სძულდა და მისი ოჯახის მტრად თვლიდა. ფეხზე სიარული როგორც კი დაიწყო და საავადმყოფოდან გამოვიდა, მამიდაშვილები იხმო თავისთან. საძინებელში ესტუმრნენ ტყუპები გოგოს.აქეთ-იქიდან მიუსხდნენ საწოლზე და ინტერესით მიაჩერდნენ. -ასე რატომ მიყურებთ? -რატომ დაგვიბარე?-ორი სიტყვით ჰკითხა ალუდამ. -იცით სად არის ჩემი ძმა?-მკაცრად ჰკითხა გოგომ. -არა,არ ვიცით,-გასცა პასუხი ჯარჯიმ. -რატომ არ იცით?რატომ არ ეძებთ?თუ მაინცდამაინც ფიცხელაურებმა უნდა დაგვასწრონ მისი პოვნა?ისიც უნდა ვიგლოვოთ? - ადამიანი მოკლა. -ვიცი ჯარჯი,მაგრამ არავის მივცემ უფლებას მას რამე დაუშავოს.ის დაისჯება, ოღონდ კანონის ძალით და არა ფიცხელაურების ტყვიით. ხალხი შეკრიბეთ,წაიყვანეთ და სასწრაფოდ მოძებნეთ ყველგან.შენ კი.-მიუბრუბდა ალუდას.-დღესვე დამაწყებინებ ვარჯიშს. -რაში? -იარაღის სროლაში.თავის დაცვა უნდა ვისწავლო,საგვარეულოს და ოჯახს მე ჩავუდგები სათავეში. -სისულელეა,მამაშენი ამას არ დათანხმდება.თანაც ამისთვის უხუცესების ხმები დაგჭირდება. -მოუწევთ,მას უბრალოდ სხვა გზა არ ექნება,მანამდე კი ყველაფერს მასწავლი რაც იცი.იმან რომ გოგო ვარ არ მინდა ხელი შემიშალოს რამეში. -კარგი,როდის ვიწყებთ? -ხომ ვთქვი დღესვე. -დღეს არ გამოვა.ეკლესიაში მარიამის სულის მოსახსენებელ წირვას უნდა დაესწროთ. -კარგი,იყოს ხვალიდან.თავისუფლები ხართ.მაგრამ გაფრთხილებთ ამ ოთახში ნალაპარაკები აქ უნდა დარჩეს. ორივემ ერთდროულად დაუქნია თავი, მერე დაემშვიდობენ ბიძაშვილს და მარტო დატოვეს.თამთაც ადგა, შხაპი მიიღო.მოწესრიგდა,ჭრილობა თითქმის აღარ აწუხებდა და არც მოძრაობაში უშლიდა ხელს. შავი კაბა ჩაიცვა,თმა უბრალოდ აიწია ზემოთ და კოსად შეიკრა. დაბალძირიანი ფეხსაცმელიც მზად ჰქონდა რომ კომფორტულად ემოძრავა… ქვემოთ დახვდა ყველა.ალიაქოთი იყო სახლში.ყველა რაღაცას აკეთებდა და რაღაცას ეძებდა. როგორც იქნა მოწესრიგდნენ, მანქანებში გადანაწილდნენ და სახლიდან გავიდნენ.თამთა დედასთან და მამიდასთან ერთად იჯდა.წინ და უკან კი დაცვის ორი მანქანა მოჰყვებოდა.დუმდნენ მაჩაბელის ქალები.ვერ აბავდნენ სათქმელს თავს.ოდესღაც რომ ვერ ჩერდებოდნენ და მუდამ სამხიარულო ამბებს ყვებოდნენ, ამჯერად არც სალაპარაკო თემა ჰქონდათ და არც ამის სურვილი.. წინასწარ მომზადებული საკურთხი მანქანიდან გადაიტანეს და ეკლესიაში შევიდნენ.ეგონათ მარტო იქნებოდნენ,მაგრამ მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდნენ.მათ წინ ფიცხაურის ოჯახის ქალები იდგნენ.ისინიც იმავე მიზეზით მოსულიყვნენ,რის გამოც თვითონ იყვნენ აქ.მტრულად გადახედეს ერთმანეთს და მხოლოდ იმიტომ შეიკავეს თავი რომ ღვთის სახლში იყვნენ… მამაომ წირვა აღასრულა მიცვალებულების სახელზე. შესაწირი აკურთხა და ღატაკებს დაურიგეათო უთხრა მათ. ეკლესიიდან რომ გამოვიდნენ,ვეღარ მოთოკეს ნერვები და ეზოში პირდაპირი შეხლა-შემოხლა მოუვიდათ.ფიცხაურების ქალიშვილი ვერაფრით დააკავეს. -მკვლელებოო.-იყვირა გოგომ და მათკენ გაიწია,თამთამ დედას და მამიდას ხელი მოჰკიდა,უკან ამოიყენა და ისე გადაეფარა კრუხმა რომ იცის ხოლმე წიწილებზე გადაფარება. -სახლში წადი.-უპასუხა მშვიდად. -ჩემი ძმა მიწაში დევს,მისი გვამი გაცივდა,თქვენ კი მშვიდად დაიარებით დედამიწაზე. -ჩვენც არ გვაქვს სამხიარულოდ საქმე. ხომ ხედავ?ჩვენც ვგლოვობთ. -არამზადები ხართ.შენ მკვლელის და ხარ.როგორ სუნთქავ საერთოდ,როცა უდანაშაულო ადამიანის სისხლი გაწევთ კისერზე?-მისკენ გაიწია ემამ, და რომ არა ნელი აუცილებლად თმაში სწვდებოდა გოგოს -ამას სუნთქვა არ ჰქვია.ამას უბრალოდ არსებობა ჰქვია.იმიტომ კი არა რომ ჩემმა ძმამ შენი ძმა მოკლა? იმიტომ რომ ჩვენს ოჯახს უფრო მძიმე ცოდვა დააწვა როცა ჩემმა ბიძაშვილმა თავი მოიკლა.სახლში წადი.იგლოვე შენი ძმა და დაგვაცადე ჩვენც გლოვა და მისი სულისთვის ლოცვა.-უპასუხა თამთამ,მანქანაში ჩასვა ქალები და მტრულად გადახედა ემას.-როცა გლოვას მოვრჩები ილოცე, რომ ცოცხალი დაგტოვო.. -ჩემ შვილს ხელს ვერ ახლებ.ვერც შენ და ვერც შენი ოჯახის რომელიმე წევრი.-ახლა ნელი აენთო მუქარაზე.- როგორ ბედავ?გეკითხები როგორ ბედავ და როგორ ხარ დიდგულზე? -ჩვეულებრივად…-უდარდელად უპასუხა გოგომ. -ჩემს ვაჟს უმადლოდე რომ ახლა ცოცხალი ხარ.დამუქრებასაც რომ ბედავს,შეგირცხვათ ნამუსი.-ფეხებთან დაუფურთხა ნელიმ და ზიზღით შეხედა. -საბედნიეროდ გაბრიელი არ გგავთ. ის სხვანაირია. -მას არ მიეკარო იცოდე…-მაშინვე იგრძნო დედამ რომ მის შვილს სხვანაირი საფრთხე ელოდა. -თვითონ დამანებოს თავი. -თამთა გეყოფა,ჩაჯექი მანქანაში.- მოთმინება დაელია ნინოს.- ნუ იწვევ და ნუ იქცევი გამაღიზიანებლად. -ჩემს შვილს თუ მიეკარები,არ დაგინდობ.შენ როგორ უნდა შემოხვიდე ჩემს ოჯახში უნამუსო გოგო.მკვლელებს რა უნდათ ჩვენთან? -ღმერთმა დამიფაროს ამისგან. მაგრამ იცოდეთ დრო მოვა და თქვენი გაბრიელიც ისეთივე მკვლელი გახდება,როგორც ჩემი ძმა. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები.-ისევ მშვიდად უპასუხა თამთამ,მობრუნდა და მანქანაში ჩაჯდა. -ყველაფერს გავაკეთებ რომ ეს არ მოხდეს,-აკივლდა ნელი და ძლივს ჩასვეს ისიც მანქანაში… ანდრეამ მალევე მოახსენა გაბრიელს მომხდარის შესახებ. განრისხდა ბიჭი და პირდაპირ სახლში წავიდა.არადა მიშა გამყრელიძეს უთვალთვალებდა.მაინცდამაინც ახლა მოუნდათ ყველას ჩხუბიო გაბრაზდა და გაცეცხლებულმა შეაღო სახლის კარი.განერვიულებული იჯდა ნელი და მული წნევას უსინჯავდა.ემა არ ცხრებოდა და ილანძღებოდა. -ყოჩაღ...ყოჩაღ.-ტაში შემოჰკრა რამდენჯერმე ბიჭმა.-მამაჩემი არ მეყო,ახლა თქვენ დაიწყეთ. -ვერ გავჩერდებოდი ძმაო.იქ სადაც ჩვენი ძმის მკვლელები დადიან და სუნთქავენ,ვერ გავჩერდებოდი მშვიდად. -ეს დედამიწა,ეს ქალაქი,ეს ჰაერი,ეს მზე და საერთოდ ქვეყნიერება ყველასია-მკვლელისაც,ნარკომანისაც,დამნაშავისაც და უდანაშაულოსიც. არავის,არავის არ აქვს უფლება ვინმემ ვინმეს სუნთქვა და არსებობა დაუშალოს.-უპასუხა დას მკაცრად. -მათ ჩვენი ძმა მოკლეს,რატომ არ გესმის ეს?-ცრემლი მოერია ემას. -მესმის,მესმის და ყველაფერი მტკივა, შიგნიდან თითქოს ვიღაც მსერავს,რომ ვერ დავიცავი.მაგრამ შურისძიება გამოსავალი არაა.რატომ არ იგებთ ამას?რატომ ვერ ხვდებით რომ ამით ვერც ჩემი ძმის სული დამშვიდდება და ვერც თქვენ იგრძნობთ შვებას. -აბა რა ვქნათ?ასე ვიჯდეთ და იმას შერჩეს ყველაფერი? -დედა არ ვამბობ რომ შერჩება. დაისჯება,ოღონდ კანონით და არა რომელიმე ჩვენგანის იარაღით.ახლა რომ წავიდე,იმედა მაჩაბელი ვიპოვო და ტყვია შუბლში დავახალო,შენც ისეთივე მკვლელის დას დაგიძახებენ, როგორც შენ დღეს თამთა მაჩაბელს ეძახდი. -შენ ყველაფერი იცი? -მე სულ ყველაფერი ვიცი.თქვენი თითოეული ნაბიჯი,რას ჭამთ.რას სვავთ,რას აკეთებთ და დამიჯერეთ სულაც არ მინდა ჩემი ოჯახის წევრები ისე ქაჯურად იქცეოდნენ როგორც დღეს,თან სად?ეკლესიის ეზოში. გცხვენოდეთ.მერე წახვალთ და იტყვით რომ უფლის გწამთ. -იმ გოგოს რატომ იცავ ასე დაჟინებით? -არ ვიცავ.უბრალოდ ისიც მეცოდება. ისიც ამ მტრობის მსხვერპლია. -გაბრიელ გაფრთხილებ არ გაბედო და იმ გოგოს სხვა თვალით არ შეხედო. გესმის?თორემ თავს მოვიკლავ. -დაემუქრა დედა. -ამ ბოლო დროს თავის მოკვლის მცდელობა ჩვენი ოჯახის ჰობი გახდა. -გაეცინა ირონიულად ბიჭს.-გეყოთ შანტაჟი და მსგავსი რაღაცეები. უბრალოდ დაისვენეთ.ილოცეთ ზურას სულისთვის,თქვენი საქმე გააკეთეთ. პრობლემებს და სანერვიულოს ნუ დამიმატებთ.-გააფრთხილა მკაცრად. მერე ტელეფონი ამოიღო.სახლიდან აივანზე გამოვიდა და შეტყობინება გააგზავნა.. ******* გაცეცხლებული იყო თამთა მაჩაბელი. ვერ მშვიდებოდა მანქანაში. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. სანამ ნინომ არ უყვირა გაჩუმდიო ვერ დამშვიდდა. -შენ ქალი ხარ და ამდენი არ უნდა ილაპარაკო.ქალი მოკრძალებული, თავმდაბალი და მშვიდი უნდა იყოს. -მე რომ ასეთი არ ვარ ხომ იცი?როდის ყოფილა ვინმესთვის რამე დამეთმოს. -არც არასოდეს,მაგრამ ჭკუაც გაქვს სხვათაშორის რომ იმის გაანალიზება შეძლო,იმ ხალხს რამხელა ტკივილი მიაყენა შენმა ძმამ. -ეს უფლებას არ აძლევთ მათ რომ ასე მოგვექცნენ.. -მათ ადგილზე ჩვენ რომ ვყოფილიყავით, შეიძლება უარესი გაგვეკეთებინა.ამიტომ ახლა სახლში წავალთ და შენ მშვიდად იჯდები. -დედაააა.. -ხმა არ გავიგო შენი..-დაუბრიალა თვალები ნინომ.-სახლში მოდიხარ… -ასე თუ მომექცევით წავალ იცოდე. -გეყოფა-მეთქი შენს ნებაზე სიარული. აქამდე ხმას არ ვიღებდი.რასაც გინდოდა იმას აკეთებდი.წლებია წასული ხარ,გადაკარგული.აქამდე მეგონა რომ იქ უსაფრთხოდ იყავი. მაგრამ ახლა უკვე ძნელი სათქმელია სად იქნები უსაფრთხოდ.აჯობებს სახლში იყო,ჩვენს გვერდით და ზედმეტად არ გაეჩხირო ფიცხელაურებს თვალში. -და ეს როდემდე გაგრძელდება? -იქამდე სანამ რამით არ დარეგულირდება სიტუაცია. -ან ვინმე არ მოკვდება.ამის თქმა გინდოდა. -გაჩუმდი- მეთქი.-პირველად აუწია ხმას ნინომ შვილთან.ეწყინა თამთას და როგორც კი სახლში დაბრუნდნენ, პირდაპირ საძინებელში შევიდა. გაბრაზებულმა მიაჯახუნა კარი… ტელეფონმა რომ დაიწკაპუნა, გაუკვირდა და შეტყობინება გახსნა. უცხო ნომერი იყო. -მისამართს მოგწერ და როგორც კი მოახერხებ მოდი.აუცილებლად. მნიშვნელოვანი საქმეა.გაბრიელი. -ამას თავი ვინ ჰგონია?-სანამ კარგად გაბრაზდა მეორე შეტყობინებაც მოვიდა,სადაც მისამართი ეწერა და მერე მას მესამე მიჰყვა. „-მთელი დღეც რომ დაგჭირდეს მოსასვლელად,დაგელოდები მაინც.“ ნახევარი დღე ებრძოდა საკუთარ თავს წასულიყო თუ არა.ბოლოს მაინც წასვლა ამჯობინა,მოემზადა და სახლიდან გაიპარა.ფეხით გაიარა პატარა მანძილი.მერე ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა…. იმედი გადაეწურა გაბრიელს. მერამდენე ღერ სიგარეტს ეწეოდა და ფიქრობდა.თან გზას გაჰყურებდა. ბინდი რომ შეეპარა დღეს,მაშინ გაანათა მანქანის ფარებმა და მიხვდა გოგო მოვიდა.მისკენ მიმავალი მაჩაბელი საოცრად ლამაზი ეჩვენა. იმდენად არანორმალურად ლამაზი რომ ჭკუიდან გადავიდა და ძლივს აიყვანა თავი ხელში რომ სისულელე არ ჩაედინა. -როგორ ბედავ და როგორ მინიშნავ შეხვედრას?-მაშინვე ჰკითხა გაბრაზებულმა. -გაბრაზდი? -ძალიან..საერთოდაც ჩემი ნომერი საიდან გაიგე?ან რატომ დამიბარე აქ? -არ გეტყობა რომ გაბრაზებული ხარ. აღიარე რომ შენც გინდოდა ჩემი ნახვა. -ნარცისიზმის უმაღლესი დონე. -ხელები გაშალა გოგომ და ირონიულად გაეცინა.-იმიტომ დამიბარე რომ ისევ შეურაწყოფა მომაყენო და სისულელეები დამაბრალო თუ დღევანდელისთვის უნდა მომთხოვო პასუხი? -პირველზე პასუხს არ გაგცემ.რაც შეეხება დღევანდელს მეორედ ჩემებს აღარ გადაეყარო სადმე და ეცადე თავი აარიდო მათთან კამათს. -რატომ?გგონია რამეს დავუშავებ მათ? -არა,შენ მათ ვერაფერს დაუშავებ. უბრალოდ არ მინდა შენ დაგიშავდეს რამე.მითუმეტეს რომ ეს საფრთხე ყველაზე მეტად ჩემი ოჯახისგან გელოდება. არ ელოდა თამთა ასეთ პასუხს,დაიბნა და ვერაფერი ვეღარ მოახერხა. გაშეშებული იდგა ერთ ადგილზე. -ცხოვრებაში ასე ყოფილა.ადამიანები, რომლებიც გაცნობის მომენტში საოცარ ემოციას გჩუქნიან,მომავალში ყველაზე დიდ ტკივილს გაყენებენ.- უპასუხა მერე და მობრუნდა,ზურგი შეაქცია,წამოსასვლელად მოემზადა. -მოიცადე,-ორ ნაბიჯში დაეწია, მკლავში წაავლო ხელი და თავისკენ მიატრიალა გაბრიელმა. -გისმენ?-ჯიქურ გაუშტერა თვალი გოგომ. -კარგი,არაფერი.-უკან დაიხია ბიჭმა და გაჩუმდა. -არაფრისთვის დამიბარე აქ?სადღაც მიყრუებულ ტყეში? -არ შეგეშინდა? -განა არის რამე კიდევ რისიც შეიძლება მეშინოდეს?სიმართლე გითხრა სიკვდილი ახლა შვება იქნებოდა ჩემთვის. -სახლში წაგიყვან.-უთხრა მხოლოდ ეს და წინ წავიდა ბიჭი.უხმოდ აედევნა გოგო და უხმოდ ჩაჯდა მანქანაში. ორივე დუმდა მაჩაბელის სახლამდე. ორივე თავის საფიქრალს მისცემოდა. გაბრიელი იმაზე ფიქრობდა როგორ დაერეგულირებინა სიტუაცია.თამთა კი იმის გამო იწყევლიდა გონებაში თავს რომ მტერი მოეწონა და მის მიმართ გრძნობები გაუჩნდა…. ***** დილა ერთად გაატარეს მაჩაბელებმა. მერე კი ყველა საქმეებზე გავიდა. სახლში მხოლოდ რძალ-მული დარჩა.თამთამ დრო იხელთა და მამიდაშვილს აეკიდა. დანაპირების შესრულება სთხოვა. ალუდამ მათ აგარაკზე წაიყვანა ხევსურეთში,ჯარჯი საგვარეულოს სხვა ბიჭებთან ერთად ეძებდა იმედა მაჩაბელს.მიწას ჩაეყლაპა ბიჭი.მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა.. -არ ველოდი ასე სწრაფად თუ აითვისებდი,-შეაქო საღამოს თამთა მამიდაშვილმა. -ყოველთვის კარგი მოსწავლე ვიყავი.-გაეღიმა გოგოს.-ხვალაც გავაგრძელებთ ხო? -შენთვის უარის თქმა არ გამოვა.ვიცი მაინც დამითანხმებ,ასე რომ ახლა წადი და კარგად გამოიძინე.ხვალ იარაღის ნაირსახეოებების შესახებ გვექნება გაკვეთილი.არავითარი სროლა,თორემ გადავლენ ჭკუიდან ისედაც ერთეულად დარჩენილი მეზობლები . -მთავარია ყველაფერი ვისწავლო და ვიცოდე.დროს მნიშვნელობა არ აქვს დავიცდი.-წამოდგა თამთა და დასაძინებლად შიგნით შევიდა. უკვე ძილში იყო წასული ტელეფონმა რომ დაურეკა.მამა იყო. -სად ხარ შვილო?-შეშფოთებული იყო კაცი. -ალუდასთან ერთად ხევსურეთში ვართ.მარტო ყოფნა მინდოდა და აქ წამოვედით. -კარგი შვილო,რადგან მასთან ერთად ხართ არ ვინერვიულებ.დაისვენე და დამშვიდდი.ტკბილი ძილი ჩემო გოგო. მამის სიტყვები და მისი ნათქვამი „ჩემო გოგო“ ყველაზე მეტად უყვარდა. ყველაზე მეტად მამით ამაყობდა. თვლიდა რომ ვახო მაჩაბელი უბრალოდ გვარის წინამძღოლი არ იყო.ის ბევრად მეტი იყო.არასდროს მიუღია არასწორი გადაწყვეტილება. მაშინაც კი როცა ბაბუამისი ფიცხელაურის ქალის ოჯახში რძლად შემოსვლის წინააღმდეგ წავიდა. მაშინ პირველად აიმაღლა ვახომ სიტყვა და მამის წინააღმდეგ გაილაშქრა.ძმის მხარე დაიჭირა,ამბობდა ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ და დავაქრწინოთო.ვერას გახდა. ორივენი დააქორწინეს სასწრაფოდ,ოღონდ უცნობებზე, რომლებსაც არ იცნობდნენ,მაგრამ ამან მაინც ვერ შეაჩერა უკვე წარმოშობილი მტრობა. მაინც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ორივე გვარის მშობლები და პირველი ტყვიაც მაშინ გავარდა.უფროსმა მაჩაბელმა უფროსი ფიცხელაური დაჭრა.ძლივს გადაარჩინეს და გამოსტაცეს სიკვდილს ხელიდან.მას მერე მუდმივად ასე არიან.ერთმანეთს ებრძვიან და რისთვის აღარ იცოდნენ. იქამდე სანამ იმედა მაჩაბელმა არ გაისროლა.არც მას გაემტყუნებოდა ასე სიძულვილში იყვნენ გაზრდილები. ორივე მხარის მემკვიდრეებმა იცოდნენ რომ უნდა შესძულებოდათ და შეიძულეს,გარდა გაბრიელისა, რომელმაც უბრალოდ დაადო თავი და ამერიკაში გადაიხვეწა მამასთან მორიგი კამათის შემდეგ..მას უკან მიჰყვა თამთაც,რომელმაც ვერ გაუძლო ამ ზიზღით ცხოვრებას და აი ორი ერთმანეთის მსგავსი ადამიანი. ორი ერთმანეთის მსგავსი სული სრულიად შემთხვევით გადაეყარა ერთმანეთს ნიუ-იორკში.მაინც შედგა მათი შეხვედრა და გაცნობა. მაინც აძგერდა მათი გულები ერთმანეთისთვის,ისევე როგორც მარიამ მაჩაბელის და ზურა ფიცხელაურის,ისევე როგორც ოდესღაც ძგერდა ერთმანეთისთვის მათი უფროსი თაობის გულები… '****** მშობლებთან და ოჯახის დანარჩენ წევრებთან გაატარა ის დილა.სხვა გზა არ იყო.მათთან ახლოს უნდა ყოფილიყო იქნებ ვინმესგან რამე გაეგო.იქნებ მამამისსაც წამოსცდენოდა რამე თავისი გეგმების შესახებ. -დღეს რას აპირებ დედი? -თუ მამა წინააღმდეგი არ იქნება ქარხნებში წავალ,გავიგებ ამდენი წელი რას ვსაქმიანობთ და რა ბიზნესი გვაქვს.-გამომწვევად გადახედა მამას. -კარგს იზავ.ბოლოსდაბოლოს მემკვიდრე ხარ და ადრე თუ გვიან მოგიწევს ყველაფრის სათავეში ჩადგომა.-უპასუხა ალექსანდრემ და მშვიდად განაგრძო საუზმობა. -აუცილებლად ჩავიბარებ,მანამდე კი ვისწავლი ამ ყველაფრის მართვას.. კანონიერად…-დაამატა ბოლოს. -მე უკანონოს არაფერს ვაკეთებ.-ხმა გაიმკაცრა კაცმა. -ახლა ისევ არ დაიწყოთ.-ჩაერთო ნელი. -მეარაფერს ვამბობ დედა.ეს შენი ქმარი… -გაბრიელ,არ გინდა შვილო,- ხელი დაადო ხელზე მამიდამ და მუდარით შეხედა.ისეთი სითბო და სიყვარული იგრძნო მის ხმაში მაშინვე დანებდა.. -მე წავალ.მოვრჩი საუზმობას.- წამოდგა ბიჭი. -ვახშამზე დაბრუნდები? -არ ვიცი დედა.სხვა საქმეებიც მაქვს. არ დამელოდოთ. გარეთ გამოვიდა და ანდრეას დაუძახა.როგორც კი მიუახლოვდა ბიჭი,მაშინვე გადაუგდო მანქანის გასაღები და მეორე მხრიდან მოუარა მანქანას. -საჭესთან დაჯექი და მამაჩემის ქარხნებში წამიყვანე.თან მომიყევი რა გაარკვიე. ანდრეამ მანქანა დაქოქა და სახლიდან გავიდნენ. -ზურას და იმედას მანამდეც მოსვლიათ შეკამათება.ამბობენ რომ ვიღაც ქალი ახსენეს ჩხუბის დროს.. -თამთა მაჩაბელი? -არა,თამთა არა,მაგრამ იმედასთვის მნიშვნელოვანი პიროვნება იყო. -შესაძლოა ერთი ქალი ჰყვარებოდათ? -არ ვიცი.მაგის თქმა მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია და სწორედ ის უნდა ვიპოვოთ. -რომ გითხრა ვიცი სადაც იმალება თქო? -რაა?-გაოცებულმა შეხედა ბიჭმა. -ხო ვიცი.მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი.მიშა გამყრელიძეზე გაარკვიე რამე? -ჯერ ამ ამბავს ვარკვევდი.ხო კიდევ ერთი იმედა მაჩაბელს თავისი ოჯახის წევრებიც გამწარებულები ეძებენ. შემთხვევით გადავაწყდი მის მამიდაშვილს.კიდევ კარგი არ იციან ვინ ვარ. -მისი და? -გაუჩინარდა..რამდენიმე დღეა სახლში არ იმყოფება.ვფიქრობ ტყუპისცალმა წაიყვანა სადღაც. -ეგ ტყუპები რას საქმიანობენ? როგორი ადამიანები არიან? -პირადად არ ვიცნობ,მაგრამ გამიგია რომ ვაჟკაცები არიან.მამაცები და ჭკვიანები.ბიძამისის მარჯვენა და მარცხენა ხელია ორივე. -აბა მაშინ შვილი.. -იმედას ოჯახის საქმეებში არ ახედებდა.ალბათ იმიტომ რომ არ ჰქონდა მისი იმედი.ალბათ ხვდებოდა რომ დიდ შეცდომას დაუშვებდა. -მართალი ყოფილა ხალხი რომ ამბობენ ვახო მაჩაბელი დიდებული პიროვნებააო.რასაც მამაჩემზე ვერ ვიტყვი.ყოველთვის თავის სიფიცხეს და გაბრაზებას აყენებდა წინ და მერე გონებას. -ის მაინც მამათქვენია..-უთხრა ანდრეამ. -სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აღარ ვიცი უკვე..სად მოვედით?-ჰკითხა როცა უზარმაზარი შენობის წინ გააჩერა ბიჭმა. -ეს მარცვლეულის გადამამუშავებელი ქარხანაა.აქ ხდება მისი დამუშავება და მერე ბაზარზე გატანა. მანქანიდან გადავიდნენ და შიგნით შევიდნენ.ყველაფერს აჩვენებდა ანდრეა და უხსნიდა რა და როგორ იყო.რაღაცეებში დაეჭვდა ბიჭი,მაგრამ ხმამაღლა არ უკითხავს.თავისთვის დაიტოვა გულში. რაც ყველაზე მეტად არ ესიამოვნა ეს მომსახურე პერსონალის ქცევა იყო. მის დანახვაზე იბნეოდნენ და უხერხულად იქცეოდნენ… ნახევარი დღე აქ გაატარეს,მეორე ნახევარი სამშენებლო მასალების ქარხანაში.იქ მამამისს გადააწყდა. ერთი გადახედა ზემოდან ალექსანდრემ მდუმარედ,მერე კი საკუთარ კაბინეტში გაუჩინარდა. გაბრიელის მახვილ თვალს არც აქ არსებული უხერხულობა გამოეპარა. უკანა გზაზე ვერ მოითმინა და ანდრეას ჰკითხა:-მომეჩვენა თუ უცნაურად იქცეოდნენ? -არ მოგეჩვენა,ასე იყო.მეც შევამჩნიე, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვთქვი. -რაღაც ხდება.. -რას ვაპირებთ?ხვალ რა გეგმები გვაქვს? -ხვალ შენ გაქვს გეგმები.რადაც არ უნდა დაგიჯდეს იმ ღამის ჩანაწერი უნდა მომიტანო. -კარგი. -აქ გააჩერე და მანქანიდან გადადი. სახლში წადი.დაისვენე. -მამათქვენი…. -შენ ჩემთან მუშაობ უკვე,ასე რომ განთავისუფლებ.დაისვენე.. -დიდი მადლობა.წავალ დედას მივხედავ,ავადმყოფობს და ბოლო პერიოდია ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ.-მადლიერმა შეხედა ბიჭმა, გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა. გაბრიელი საჭესთან დაჯდა და ბარში წავიდა.ახლა ცოტა უნდა დაელია,უნდა დაფიქრებულიყო და გეგმები დაელაგებინა,თორემ ყველაფერს სპონტანურად აკეთებდა და ეს არც ისე კარგ შედეგს მოიტანდა. იქიდან წამოსულს ორი უცხო მანქანა აეკიდა,ისე რომ ვერ გაიგო. საჭესთან ნასვამი იყო.მხოლოდ მაშინ მოეგო გონს როცა ერთმა მანქანამ გზა ჩაუკეტა და წინ გადაუდგა.გზა ცარიელი იყო.უკან დაიხია,მაგრამ იქ მეორე მანქანა იდგა. გვერდით გაიხედა,ჯერ მარჯვნივ,მერე მარცხნივ და სიტუაცია უცებ გააანალიზა. მარჯვნივ პატარა ქუჩა შედიოდა.იქ რომ შეეხვია გაქცევას შეძლებდა, მაგრამ ფეხით მოუწევდა, რადგან დიდხანს ვერ წავიდოდა წინ მანქანით. ასეც მოიქცა.გაზს მიაჭირა და სწრაფად მოტრიალდა.ტყვიების არმია მიჰყვა.უკანა მინა ჩაუმტვრია და თავი რომ არ დაეხარა ნამდვილად არ ასცდებოდა რომელიმე მიზანს მიაღწევდა…. ცოტა გაიარა მანქანით.უკვე საბოლოოდ რომ ამოიწურა გზა, გაჩერდა და გადავიდა.იარაღი ამოიღო,ნაგვის ყუთს ამოეფარა და ცეცხლი მანაც გახსნა.უმისამართოდ ისროდა.არავის მოკვლა არ უნდოდა. მოულოდნელად თავდამსხმელებიდან ერთ-ერთმა დაუძახა. -თამთა და ვახო მაჩაბელებმა მოკითხვა შემოგითვალეს.-გაეცინა და ტყვიები ისევ წვიმასავით წამოვიდა მისკენ..თავზე ხელები წაიფარა და რკინის ყუთს კიდევ უფრო მეტად ამოეფარა. ისხლიტავდა ტყვიებს ნაგვის ურნა და გაბრიელ ფიცხელაურს სიცოცხლეს უნარჩუნებდა.იმედი რომ გადაეწურა, მობრუნდნენ,მანქანებში ჩასხდნენ და წავიდნენ.თავი გამოყო ბიჭმა სამალავიდან,სიტუაცია შეაფასა.რომ მიხვდა არავინ იყო,გამოვიდა. -ამის დედაც...გაჩერდება ოდესმე რომელიმე?-შეიკურთა გაბრაზებულმა და საჭეს მიუჯდა…. ***** ერთკვირიანი გადახვეწის შემდეგ, თამთა მამიდაშვილთან ერთად უკან ბრუნდებოდა.უკვე გვიანი იყო,გზა თითქმის ცარიელი.მოულოდნელად ორმა მანქანამ გადაუჭრა გზა და ალუდას დროულად რომ არ დაემუხრუჭებინა,აუცილებლად შეასკდებოდნენ. -ვინ არიან?რა უნდათ? -არ ვიცი თამთა.რაღაც ხდება. მოულოდნელად ჩაიწია ფანჯრის მინები და იარაღის ლულები გამოჩნდა მათკენ მიმართული. -ამის დედაც…-შეიგინა ბიჭმა. -დაიხარე. გაზის პედალს ფეხი მიაჭირა და უკან დახია მანქანა. მიდიოდა და თან მიჰყვებოდათ ტყვიების წვიმა.საქარე მინა ჩაიმსხვრა და ნამსხვრევები დაეყარათ ორივეს.თამთას ლოყა და მკლავი გაუსერა უმნიშვნელოდ, მაგრამ სისხლი მაინც წამოუვიდა. -საჭეს მოკიდე ხელი.-დაუყვირა ბიჭმა,თვითონ კი იარაღი ამოიღო რომ ესროლა. -მომეცი.-გამოსტაცა ხელიდან თამთამ. ფანჯარა ჩასწია და გაისროლა. ისროდა მიზანმიმართულად, ცდილობდა არ აეცილა.კარგად აითვისა გაკვეთილები და ჯერ საბურავს მოარტყა,მერე წინა საქარე მინაც მიაყოლა.ამან თითქოს შეაჩერა თავდამსხმელები. ორივე მხარე გაჩერდა.რამდენიმე მეტრი იყო მათ შორის მანძილი. ერთ-ერთმა ნიღბიანმა თავი გადმოჰყო ფანჯრიდან და დაუძახა. -გაბრიელ ფიცხელაურმა შემოგითვალათ მტრობა არ დასრულდებაო.-მანქანებში ჩასხდნენ და წავიდნენ.თამთამ და ალუდამ ამოიხედეს და თავისუფლად დაათვალიერეს გარემო.მერე რომ მიხვდნენ ყველაფერი კარგად იყო და საფრთხემ ჩაიარა,ბიჭმა იქუხა. -ვერ გაიგე რა გითხარი? -გავიგე,მაგრამ ასე სჯობდა.გამოვცადე ჩემი შესაძლებლობები.-მშვიდად უპასუხა თამთამ. -რამე რომ მოგსვლოდა?ტყვია რომ მოგხვედროდა?გამომივიდა ესეც ტერმინატორი. -ტერმინატორი კაცი იყო.. -თამთააა.-იღრიალა ბიჭმა. -რაა?რა თამთა?ვიცი რომ თამთა მქვია.ნუ ყვირიხარ.ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს მოსაგვარებელელი,ვიდრე იმაზე ფიქრია,რომ თავნება გოგოსავით მივიქეცი.სახლში წავიდეთ,მამამ უნდა გაიგოს რაც მოხდა. -ნიჭიერი მოსწავლე ხარ,მაგრამ გთხოვ არ გინდა კარგი?შენ მაინც ნუ აიღებ იარაღს ხელში.-უთხრა ბიჭმა და მანქანა დაძრა.სანამ პატრული მოვიდოდა აქაურობას უნდა გასცლოდნენ. ****** სახლში დაბრუნებულმა მანქანა ეზოში გააჩერა და პირდაპირ საძინებელში წავიდა.ახლა კითხვების და ახსნის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.ნაკაწრები წყლით ჩამოიბანა და დაიმუშავა.ლოყა უფრო მეტად დაშავებოდა.ზემოდან სტერილური სახვევი გადაიკრა და წამოწვა. ტელეფონმა რომ დაურეკა და ეკრანს დახედა,გაუკვირდა და გაბრაზდა.ვერ დამალა ეს ბრაზი და ხმამაღლა უპასუხა. -რა გინდა? -უკაცრავად…-დაიბნა გოგო,მაგრამ თავდასხმა რომ გაახსენდა,ისევ იფეთქა და გამწარებულმა უპასუხა. -მე რა მინდა? -ხო,რა გინდა? -მე თუ შენ?რატომ მირეკავ?გინდოდა გაგეგო ცოცხალი ვარ თუ არა? გიპასუხებ,რომ გადავრჩი, არაფერი დამშავებია. -შენ ვის უბედავ ხმის აწევას?-არ დაუთმო ბიჭმა. -დიახ ავუწევ და ისე ვილაპარაკებ როგორც მინდა.ეს მე მაქვს საქმე მოსალოცად,რომ თქვენ გამოგზავნილ ბოროტმოქმედებს გადავურჩით. მოემზადე გაბრიელ ფიცხელაურო ომი იწყება,დიდი და დაუსრულებელი ომი. დანაკარგები კიდევ იქნება, -დაასრულა გოგომ და ტელეფონი გაუთიშა -ეტყობა თავი რამეს მიარტყა. კიდევ აქეთ რომ აქვს პრეტენზია. -გაბრაზებულმა მოისროლა ტელეფონი და გვერდი იცვალა.ახლა ყველაზე მეტად ძილი სჭირდებოდა.. დილას სასაუზმოდ ჩასულს მთელი ოჯახი მისაღებში დახვდა შეკრებილი. პირქუში სახით უყურებდა მამა. -მანქანას რა დაემართა? -არაფერი ისეთი.-უპასუხა უგულოდ. -როგორ თუ არაფერი?მთელი მინები ჩამსხვრეულია და ტყვიებითაა დაცხრილული. -ვვარჯიშობდი.-გაეცინა ბიჭს.-მშია, წამოდით ვისაუზმოთ. -ისინი იყვნენ ხო? -არა მამა,არ ვიცი ვინ იყო.გეყოფა დაკითხვა,ერთხელ მაინც გავატაროთ დილა მშვიდად.მერე უნდა წავიდე, საქმეები მაქვს. -ასეთი რა საქმეები გაქვს შვილო?ჯერ მხოლოდ სამი კვირაა დაბრუნდი და სახლში თითქმის ვერ გხედავთ.-სევდა შეამჩნია დედის ხმაში. -საქმეები,რომლის მოგვარების შემდეგ ყველა მშვიდად ვიცხოვრებთ. -თუ მაჩაბელებთან შერიგებას გულისხმობ, ეგ არ მოხდება. არასდროს არ მოხდება.-თქვა ალექსანდრემ და სავარძლიდან წამოდგა.-წამოდით, ვისაუზმოთ. გაბრიელს ხმა არ ამოუღია,უხმოდ გაჰყვა უკან.ლაპარაკი ვერაფერს შევცლიდა,მთავარი საქმე იყო… მდუმარებაში დაასრულეს საუზმე. პირველი უფროსი ფიცხელაური ადგა მაგიდიდან და დაუმშვიდობებლად წავიდა. -დღეს რას აპირებთ? -სახლში ვიქნებით ძამიკო.-გასცა პასუხი ემამ. -რატომ? -რა რატომ? -რატომ იქნებით სახლში? -ხომ არ გავიწყდება რომ ძმა ახლახანს დავკარგეთ.. -მერე რაა.ეს იმას არ ნიშნავს რომ სახლში გამოიკეტოთ.ყველამ თქვენი საქმე განაგრძეთ.გარეთ გასვლა იმას არ ნიშნავს,რომ მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს თავს დააღწევთ. ამ ტკივილით მოგვიწევს ყველას ცხოვრება,მაგრამ ფეხზე მაინც დავდგებით და ცხოვრებას გავაგრძელებთ.სამსახურებს დაუბრუნდით.-წამოდგა გაბრიელი.-ხო კიდევ მაჩაბელებს ერიდეთ.არ გამოიწვიოთ იმდღევანდელივით. -მაგას ვერ შეგპირდები ძამიკო. მაგრამ გპირდები სამსახურს დავუბრუნდებით.ხომ ასეა? -ასეა.-დაეთანხმნენ ქალები. -ძალიან კარგი.-კმაყოფილმა ჩაიღიმა გაბრიელმა,მაგრამ გულში მაინც ეშინოდა.მასზე თავდასხმა იმას ნიშნავდა,რომ მაჩაბელები ღია ომს იწყებდნენ… სახლიდან რომ გადიოდა გაზეთებს მოჰკრა თვალი,სადაც მისი ფოტო იყო დაბეჭდილი.აიღო და თვალი გადაავლო. „-ფიცხელაურების მემკვიდრე დაბრუნდა.რა იქნება ამის შემდეგ და დაასრულებს თუ გააგრძელებს ომს მაჩაბელებთან?“-ეწერა სათაურში. -მეტი საქმე არ აქვთ.-გაზეთი უხალისოდ მოისროლა და გარეთ გავიდა.ანდრეა უკვე მოსულიყო და მას ელოდა.ამჯერად შავი რენჯ-როვერი გამოეყვანა ფარეხიდან. -გასაღები მომეცი,მარტო წავალ,შენ კი ჩემი მანქანა წაიყვანე ხელოსანთან.დაადგინე რომელი იარაღიდან მესროდნენ და ვისზეა გაფორმებული მასრები. -რა მოხდა გუშინ?-შეშფოთებულმა ჰკითხა ბიჭმა. -ნიღბიანები იყვნენ,ვერავინ ვიცანი, მითხრეს მაჩაბელებმა მოგიკითხესო, მაგრამ არ ვიცი დასაჯერებელია თუ არა ეს. -რატომ არ უნდა დაიჯერო? -იმ კაცმა პირობა მომცა.მის თვალებში დავინახე რომ ეშინოდა,ალბათ ახლობლების დაკარგვის.მე კი დავუჯერე.თვალები არასდროს ცდებიან. -იქნებ არ უნდა დაგეჯერებინა? -ყველაფერი ისეთი ჩახლართულია აღარ ვიცი ვის რა დავუჯერო.ან მართლა მე შევცდი და გულუბრყვილოდ დავიჯერე იმ კაცის, ან არადა სხვა ჩაერია ამ საქმეში. -იქნებ იმედა მაჩაბელი? -შესაძლოა.ამის გასარკვევად მივდივარ ახლა.შენ მანქანას მიხედე და მერე იმ საქმეს,რაც დაგავალე. -კარგი.-ორივე საჭეს მიუჯდა და მიყოლებით გავიდნენ სახლიდან,მერე კი საპირისპირო მიმართულებით წავიდნენ… წყნეთისკენ აიღო გეზი.იმედა მაჩაბელი უნდა ენახა.დრო იყო უკვე პირისპირ შეხვედროდა მას. მანქანა შორიახლოს გააჩერა რომ არავის შეემჩნია მისი მისვლა. ფრთხილად მიუახლოვდა აგურით ნაშენებ ღობეს.მასზე აძვრა.გარემო დაზვერა,მერე კი ეზოში ჩახტა.ნელა მიიწევდა სახლისკენ და უზარმაზარ ხეებს ეფარებოდა.საეჭვო სიჩუმე იყო და რაღაც აზრმა გაუელვა თავში. რომ გაანალიზა ეს სიმართლე იყო გაბრაზებისგან პირველივე ნივთს ხელი დასტაცა და კედელს შემოანარცხა.ეს ნივთი კი ტკბილეულის პატარა თასი იყო. სახლის ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა.არავინ იყო და არც ვინმეს ყოფნის კვალი ეტყობოდა აქაურობას. გაცეცხლებულმა და წყობიდან გამოსულმა დატოვა აგარაკი და მანქანაში ჩაჯდა.გზიდან ანდრეას დაურეკა. -ახლა მოვრჩი მანქანის შეკეთებას და რესტორანში მივდივარო,-მოახსენა ბიჭმა. -კარგი,შენგან კარგ ამბავს დაველოდები.საღამოს სახლში გნახავ .-ტელეფონი გვერდით სავარძელში მიაგდო და პედალს კიდევ უფრო მიაჭირა ფეხი. ******** ალექსანდრე ფიცხელაური კაბინეტში იჯდა და მოადგილეებს დავალებას აძლევდა,როცა აცნობეს რომ შვილი გეახლათო.კი გაუკვირდა, გულის სიღრმეში გაეხარდა კიდეც იქნებ გონს მოვიდეს და მშვიდად საუბარი შევძლოთო,მაგრამ თათბირი მაინც არ შეუწყვეტია.დამელოდოსო, გასცა ბრძანება და შეკრებილებს მიუბრუნდა. -ფულის ამბავი როგორ არის? -მოვაგვარეთ,ყველაფერი წესრიგშია. -უპასუხა მთავარმა ფინანსისტმა. -ესეგი ვერავინ ვერაფერს იეჭვებს? -ვერა. -ძალიან კარგი,და საბუთები? -განადგურებულია.ახალი საბუთები მზად არის. -დაცვის საკითხი?-მიუბრუნდა დაცვის უფროსს. -ბიჭები დავამატეთ,ახლა თქვენი ოჯახის წევრებსაც დაიცავენ სახლიდან რომ გავლენ. -გაბრიელს ვინ დაიცავს? -ანდრეა.თვითონ აირჩია. -ენდობი? -მასზე ერთგული,ჭკვიანი და მამაცი არავინ გვყავს. -გასაგებია.მოკლედ ყველაფერი წესრიგშია და მოგვარებული.მხოლოდ ერთი საქმე დაგვრჩა. ახალი პარტია როდის გავა ბაზარზე.უკვე გველოდებიან. -თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, დაახლოებით ერთი კვირა დაგვჭირდება.-მოახსენა ზედამხედველმა. -ყოჩაღ,კარგად მუშაობთ.-შეაქო კაცმა. -თათბირი დამთავრებულია,ახლა კი ბატონებო შეგიძლიათ წახვიდეთ. კიდევ ერთი შეხვედრა მაქვს.-წამოდგა ფეხზე და დაემშვიდობა.მდივანს ამცნო შემოიყვანეო და თავის ადგილზე დაჯდა ისევ. -აღარ გელოდი.უკვე წასვლას ვაპირებდი.-გაბრიელი წინ ჩამოუჯდა დაუკითხავად და უხმოდ მიაჩერდა. -გისმენ? -სპეციალურად მალოდინე ამდენ ხანს, გაინტერესებდა მოთმინება მეყოფოდა თუ არა თუ მართლა საქმე გქონდა? -შენ ვინ გგონივარ?-თვალებში რისხვა ჩაუდგა მაშინვე ალექსანდრეს. -კარგი,კარგი.აღარ გავაგრძელოთ.- ისევ შვილმა დათმო. -გისმენ.რატომ მოხვედი? -ისევ გინდა შენი ბიზნესი და საქმეები გადმოვიბარო? არ ელოდა ალექსანდრე ამას და დაიბნა.ეგონა სიცოცხლის ბოლომდე მას მოუწევდა ამ ყველაფრის მართვა. -მეხუმრები? -არა,ასეთი სერიოზული არასდროს ვყოფილვარ. -რატომ გადაწყვიტე მაინცდამაინც ახლა? -იმიტომ რომ ახლა დადგა ამის დრო. -იცოდე თუ ეს ყველაფერი იმიტომ გინდა რომ მაჩაბელებთან ზავი დადო,არ გამოგივა. -შერიგება არ იქნება.-მიახალა უცებ. -რამ შეგიცვალა აზრი ასე უცებ? -ხომ ნახე ჩემი მანქანა დილით? ეს არის პასუხი ამ ყველაფერზე. -ვიცოდი რომ მათი ნამოქმედარი იყო,-ხელები მომუშტა გაბრაზებისგან კაცმა. -ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ. -გისმენ.. -შურს მე ვიძიებ.შენ ხელს არ გაანძრევ. -მიხარია რომ გონს მოეგე და ამას ამბობ.რომ საქმის ჩაბარება გადაწყვიტე.ეს აუცილებლად დაგჭირდება, -უჯრა გამოხსნა და ისევ პისტოლეტი დაუდო წინ ორი სავსე მჭიდით. -ეს მაქვს,არ მინდა.ანდრეა ამაზე სათანადოდ ზრუნავს.. -ენდობი მას? -საკუთარ თავზე მეტად..მოკლედ დავდეთ ზავი და მივაღწიეთ შეთანხმებას? -კარგი,იყოს ისე,როგორც იტყვი. ხვალ დილით დაგელოდები… გაბრიელი წამოდგა.მამას გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.ეს მისი გეგმის ნაწილი იყო,მასთან რაც შეიძლება ახლოს უნდა ყოფილიყო,თორემ სულაც არ ხიბლავდა ამხელა კომპანიის ჩაბარება და ამხელა ბიზნესის გაძღოლა.ახლა მთავარი იყო კაცი ემართა,რათა მაჩაბელებზე თავდასხმა არ განეხორციელებინა გაბრაზებულს. ******** მაჩაბელებს სახლში გამომძიებელმა რომ მიაკითხა, ფერი გადაუვიდა თამთას.ეგონა იმ თავდასხმაზე გაიგეს და ფსიქოლოგიურად მოემზადა კიდეც,მაგრამ მან ვახო მაჩაბელთან შეხვედრა ითხოვა. არ მოისვენა და მამასთან ერთად ეახლა კაბინეტში მას. -ვახო მაჩაბელი,ჩემი ქალიშვილი -თამთა. -გენო ნადირაძე,უფროსი გამომძიებელი. თამთამ წამში შეაფასა შუახნის, თმაშევერცხლილი კაცი.მკაცრი სახის ნაკვთებით. -გისმენთ ბატონო გენო? -თქვენი ძმისშვილი მკვლელობის საქმეს ვიძიებ. ნუ რა თქმა უნდა ზურა ფიცხელაურის საქმეც ჩემია, მაგრამ ჯერ გოგო მაინტერესებს. -მკითხეთ რაც გინდათ. -იცოდით თქვენი ძმისშვილი ორსულად რომ იყო? -რაა?-ერთდროულად იყვირეს მამა-შვილმა. -დიახ,ექსპერტმა დაადგინა რომ გოგონა სამი თვის ორსული იყო. მოვიძიეთ მისი მონაცემები ექიმთან ვიზიტისას და დადგინდა რომ ბავშვი ბიჭი იყო.როგორც ექიმმა გვითხრა მარტო დადიოდა კონსულტაციებზე. მაგრამ ძალიან ბედნიერი იყოო. -როგორ გამომეპარა.როგორ? -მაგიდას მუშტი დაარტყა ვახომ და სიმწრისგან ტუჩები მოიკვნიტა.-არ უნდა გამეშვა ცალკე საცხოვრებლად, მაგრამ ისე აიჩემა ვერ გადავაფიქრებინე.ძალიან ჯიუტი იყო. -როგორც ჩანს ეს ამბავი თქვენც არ იცოდით… -არა ბატონო გამომძიებელო.ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა.-ჩაერთო თამთა. -არც ოჯახის სხვა წევრებმა არ იცოდნენ?იქნებ ვინმემ… -არა,დარწმუნებული ვარ არავის არაფერი ეცოდინება. -ანუ არ იცით ვისგან შეიძლებოდა ყოფილიყო ორსულად?არ იცით შეყვარებული ჰყავდა თუ არა? -ხომ გითხარით არა-თქო.-მოთმინება დაელია ვახოს და ხმას აუწია,მაგრამ თამთამ ხელი დაადო მხარზე და დაამშვიდა. -თვითმკვლელობის ღამეს მას ვიღაცამ მიაკითხა.მეზობლებმა ხმაური გაიგეს.მერე კი ეს ამბავი მოხდა.ახლა ყველა ღონეს ვხმარობთ რომ დავადგინოთ ვინ იყო იქ. -იმედი მაქვს დაადგენთ და როცა გავიგებ ვინ იყო,საკუთარი ხელით გავუსწორდები. -ასე არაფერი გამოვა ბატონო ვახო. დამნაშავის დასჯა ჩვენი საქმეა და არა თქვენი.კარგით,ამ ეტაპზე დავასრულე,მაგრამ ისევ მომიწევს თქვენთან საუბარი თქვენს ვაჟზე… -არ არის შეხსენება საჭირო იმაზე რომ,თუ გამოჩნდება უნდა გაცნობოთ. მაგრამ გამიგეთ,მე მამა ვარ და მას ვერ ჩაგაბარებთ… -დაფიქრდით,ახლა ჩვენ უკეთ დავიცავთ ფიცხელაურებისგან,ვიდრე თქვენ.-წამოდგა ფეხზე და წასასვლელად მოემზადა. მაჩაბელმა კარამდე მიაცილა. როგორც კი მარტო დაიგულა თავი, ვეღარ მოითმინა და იფეთქა,რაც ხელში მოხვდა ყველაფერს წინ და უკან ისროდა.ღრიალებდა და იმ ტკივილს აყოლებდა ამ ხმას, რომელსაც შიგნიდან გრძნობდა. -მამა,გეყოფა,რას აკეთებ?-ხმაურზე თამთა გამოვარდა კაბინეტიდან.მისი დამშვიდება სცადა,მაგრამ ისე იყო გამხეცებული კაცი რომ ხელი ჰკრა. გოგომ თავი ვერ შეიკავა და დაეცა, მაგიდას ჩამოარტყა თავი და გაითიშა. სისხლი რომ დაინახა ვახომ,ამან დააშოშმინა და შვილს მივარდა. ზემოდან უკვე ქალებიც ჩამორბოდნენ. -თამთა,ჩემო ლამაზო,თვალი გაახილე, გეხვეწები შვილო,არ მინდოდა.ხომ იცი შემთვევით მოხდა.-პატარა ბავშვივით ტიროდა კაცი.მერე ხელში აიყვანა და მანქანისკენ გავარდა.უკან ნინო მიჰყვა ტირილით და ქოთქოთით. -თვალი გაახილე შვილო.ეს რა მოხდა.რა უბედურება გვჭირს.. -გეხვეწები გონს მოდი შვილო, შვილის მკვლელს ნუ დამარქმევ,-მანქანის უკანა სავარძელზე დააწვინა,გვერდით ნინო მიუჯდა,მისი თავი კალთაში ედო.სანამ ვახომ მოუარა და საჭეს მიუჯდა,მამიდამ წყალი და პირსახოცი მიაწოდა.მერე წინ დაჯდა ძმასთან ერთად და საავადმყოფოში წავიდნენ. გიჟივით მიჰყავდა მანქანა.თან უკან-უკან იყურებოდა,ხომ ცოცხალიაო.. გოგო პირდაპირ გამოკვლევებზე გააქანეს,ისინი კი მოსაცდელში დატოვეს.ნერვიულობისგან კედლებს ასკდებოდნენ,აღარ იცოდნენ რა ექნათ.დრო კი საშინლად გაიწელა… იქნებ ამ ნერვიულობის გამო ვერ შეამჩნიეს როგორ უმზერდა შორიდან გაბრიელ ფიცხელაური… მამასთან ერთად დატოვა ქარხანა, მაგრამ გზაში ვიღაცამ დაურეკა ალექსანდრეს და სადღაც წავიდა. სახლში მარტო დაბრუნდა. ანდრეას ელოდა,მოულოდნელად მამიდამ რომ დაუძახა. -რა ხდება მამიდა?ხომ კარგად ხარ?რა სახე გაქვს?-დააყარა კითხვები, როგორც კი მისი სახე დაინახა. -არავის უთხრა კარგი.კარგად არ ვარ.- ახლოს მიიწია და უჩურჩულა ქალმა.- მთელი დღეა ცუდად ვარ.მკერდში ტკივილს ვგრძნობ.არ მინდა სახლში გაიგონ და ინერვიულონ,ექიმთან წამიყვან? -რატომ აქამდე არ მითხარი,წაგიყვან რა თქმა უნდა,აბა რას ვიზავ,მიდი მოემზადე. ქალმა სწრაფად აიღო ჩანთა და მანქანაში ჩაჯდა. -ჩემი ექიმი უკვე გველოდება,არ იჩქარო.ნელა წავიდეთ.თან შენზე მომიყევი. -რა მოგიყვე მამიდა?-გაეცინა ბიჭს და მანქანა ეზოდამ გაიყვანა. -ყველაფერი.როგორ ცხოვრობდი იქ, რას აკეთებდი.იქნებ შეყვარებულიც გყავს.ჩვენ კი ასე უღმერთოდ დაგტოვეთ აქ. -არა მამიდა,იქ არავინ მელოდება, მაგრამ საშინელება იცი რა არის?აქაც რომ არავინ მყავს ვისაც ჩემი დაბრუნება გულწრფელად უხარია. -ნუ იქნები უმადური.რაც არ უნდა იყოს დედაშენს და მამაშენს,შენს დას,მე ყოველთვის გულწრფელად გაგვიხარდება შენთან დაკავშირებული თითოეული დეტალი. -სულ არ მინდა უმადური ვიყო,მაგრამ ასე გამოდის.თქვენ ყველას უბრალოდ ჩემი სახლში დაბრუნება გინდოდათ იმის გამო,რომ ზურა ცოცხალი აღარ არის.რომ ოჯახს მემკვიდრე ჰყავდეს.. ქალი გაჩუმდა და საავადმყოფომდე ხმა აღარ ამოუღია.იქნება და მართალიც იყო და სწორედ ამიტომ უნდოდათ მისი დაბრუნება? ექიმი მისივე ასაკის ქალი იყო. გაბრიელს სთხოვა დაგველოდეო და კაბინეტში გაუჩინარდნენ.ცოტა ხნის მერე კი გამოკვლევებზე წაიყვანა. ნერვიულად სცემდა ბოლთას ბიჭი დერეფანში.თითქოს დრო გაჩერდა დააღარ გაგრძელდა… როგორც იქნა დასრულდა და მამიდამისიც გამოჩნდა.ღიმილით მოდიოდა მკურნალ ექიმთან ერთად.. -ექიმო როგორ არის?რამე სერიოზულია?-ჰკითხა შეშინებულმა. -ცოტა პრობლემები გვაქვს გულზე, მაგრამ არაუშავს,ეს მის ასაკში ნორმალურია.რამდენიმე დღე წამლებს მიიღებს და მერე ისევ გელოდებით კონსულტაციაზე… -კარგით ექიმო.მომეცით დანიშნულება და ყველაფერს დღესვე შევიძენთ. თანხა სად გადავიხადოთ? -რეგისტრატურაში მიბრძანდით… -ნახვამდის…-ქალმა მკლავი გაუყარა გაბრიელს და გასასვლელისკენ წავიდნენ საუბრით.. უეცრად ორივე გაშეშდა,როცა საპირისპირო მხრიდან მომავალნი შეამჩნიეს.გაფართოებული თვალებით შესცქეროდნენ ერთმანეთს… ქალს წარსული გაახსენდა და წამებში გაურბინა თვალწინ მომხდარმა. მაგრამ მაინც მოიკრიბა ძალა და ვახო მაჩაბელს მიესალმა.მანაც შესამჩნევად დაუქნია თავი.გაბრიელი თვალს არ აშორებდა მშობლებზე დაყრდნობილ თამთას,რომელსაც თავი დაბინტული ჰქონდა, გაფითრებულიყო და ფეხზე დგომაც უჭირდა.მამას გადაულაპარაკა წავიდეთო და პირველი ნაბიჯი გადადგა. ეჭვებმა რომ მოიცვა გაბრიელის სხეული,ვეღარ მოისვენა.იმდენად უნდოდა გაეგო რა შეემთხვა გოგოს და რატომ იყო, აქ რომ ვერ მოისვენა და როგორც კი სახლში მივიდა და თავი მარტო დაიგულა,დაურეკა.გზაში არ ამოუღია საერთოდ და არც მამიდამისს შეუწუხებია თავი.მიხვდა ქალს ძველი ჭრილობა ისევ ახსენებდა თავს.. დიდხანს ატრიალა ტელეფონი,ბოლოს მაინც მოიკრიბა გამბედაობა და დარეკა… ტელეფონის ზარზე შეხტა თამთა. წამოწოლილიყო და დაძინებას ცდილობდა.თავის ტკივილი სუსტად ჯერ კიდევ აწუხებდა.ეკრანს რომ დახედა,სახე შეეცვალა.ბოლო პერიოდში უკვე აღარ იცოდა გახარებოდა თუ გაბრაზებულიყო მის დარეკვაზე.უხალისოდ უპასუხა. -როგორ ხარ?-მოესმა სევდანარევი ხმა. -ახლა არამიშავს… -რა დაგემართა? -ძალიან გაწუხებს შენ ეს? -კი,ძალიან.სულ არ მინდა,მაგრამ მენერვიულება შენზე… -შენ თავს მიხედე.ჩემზე ნუ დარდობ. მალე საკუთარი თავი გექნება სადარდებელი და შესაცოდი. -ყველაზე მეტად შენგან დამუქრებას ვერ ავიტან… -რატომ?რატომ არ მანებებ თავს? რატომ დამდევ?რა გინდა ჩემგან? -ხმას აუწია გოგომ.თავის კონტროლი აშკარად უჭირდა. -ამის დედაც...ნეტავ შემეძლოს..- რაღაცნაირად სევდიანად უპასუხა ბიჭმა. -უნდა შეძლო.მე და შენ საერთო არასდროს არაფერი გვექნება.შენ ჩემი ოჯახის მტერი ხარ.ისევე როგორც მე შენი ოჯახისთვის.ამ დარეკვებს და ჩემზე ზრუნვასაც მოეშვი. -რა ვქნა.სულ არ მინდა,სულ არ მინდა მაგრამ მაინც შენზე მეფიქრება. -გაიგე ადამიანო,ჩვენ ერთმანეთის მტრები ვართ,-უკვე საბოლოოდ გამოელია მოთმინება და იყვირა გოგომ. -რა დაგემართა?რატომ არ მეუბნები? -გითხარი შენი საქმე არ არის თქო. -თუ ეს ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის გამო მოხდა,ჩემი საქმეა. ვერ მომატყუებ.აუცილებლად გავარკვევ ყველაფერს.მაგრამ მანამდე თავს გაუფრთხილდი. -ტელეფონი საწოლზე მიაგდო ბიჭმა და დაძინება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.თამთა მაჩაბელის სახე ვერ მოიშორა. როგორი დაღლილი, გაფითრებული და დატანჯული სახე ჰქონდა.იმაზე ფიქრებმა კი თუ რა შეემთხვა გოგოს, დილამდე არ მისცა დაძინების საშუალება. დილით კი, როცა ღრმად ჩაეძინა,სახლი ახმაურდა და მიხვდა გაღვიძების დრო იყო… სანამ მოწესრიგდა და ქვემოთ ჩავიდა, საუზმეს უკვე მორჩენილიყვნენ და ყველა თავის საქმეზე წასულიყო. ემა და ალექსანდრე სამსახურებში. მამიდამისი შვილთან ერთად ეზოში მის მიერ გაშენებულ ყვავილებს უვლიდა. დედა მისაღებში იჯდა და ტელევიზორში რაღაცას უყურებდა. -დილა მშვიდობისა,-მიესალმა და თავზე აკოცა.მერე მოულოდნელად ეკრანზე გაუშეშდა თვალი. -დედა რას აკეთებ? -ტელევიზორს ვუყურებ.-ისე უპასუხა ქალმა,არც კი შეუხედავს. -ეს ხომ ძველი ვიდეოებია… -ვიცი.ჩემს შვილს ვიხსენებ,არ მინდა დამავიწყდეს.. -დედა ეს არ შეიძლება,ცოდო ხარ. თავს ძალიან იტანჯავ.-მის წინ ჩაიცუცქა,ხელები დაუჭირა და მორიგეობით დაუკოცნა ხელის გულები. -ჩემზე ნუ დარდობთ.კარგად ვარ.ასე მირჩევნია.წადი შენს საქმეებს მიხედე.-უპასუხა მკაცრად და ისევ ეკრანზე გადაიტანა ყურადღება. ამოიოხრა გაბრიელმა და გარეთ გავიდა ქალს რომ ცრემლი არ შეემჩნია.მისი ოჯახი განადგურების პირას იყო.ის ერთიანობა დაეკარგათ რითაც ასე ამაყობდნენ ყოველთვის. სიკვდილის დაუნდობელ კლანჭებს ახლა ესეც მიჰქონდა.შემდეგ მსხვერპლს ელოდა.. არც ანდრეამ დაახვედრა კარგი ამბავი. -ჩანაწერები რესტორანში არ იყო.მაგრამ მე არ მჯერა. -რატომ? -ამბობენ პოლიციამ წაიღოო. -ეს ხომ ისედაც ვიცოდით? -კი,ვიცოდით.მე ვცადე რომ ცივილიზებულად მომეგვარებინა, მაგრამ არ გამოვიდა. -აბა რას აპირებ? -მართალია რამდენიმე დღე გაგვეწელება,მაგრამ იმ ღამის ჩანაწერებს მაინც მოვიპოვებ.ამის სპეციალისტი ვარ,-დააიმედა ბიჭმა. -დაზვერვაში მეტი არაფერი მიკეთებია. -არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო. -მადლობას არ ველი.მე ასეთი ვარ.თუ შემიძლია და ადამიანში ვხედავ,იმას რომ დახმარება სჭირდება და იმსახურებს,უარს ვერ ვეტყვი. -დამეხმარე ანდრო,დამეხმარე რომ ეს სისხლისღვრა შევწყვიტო. -შენს გვერდით ვარ..-ხელი მხარზე მეგობრულად დაარტყა ბიჭმა. -თავდამსხმელებზე გაარკვიე რამე? -კი,მანქანის მფლობელის ვინაობა დავადგინე და აბა თუ გამოიცნობ ვის ეკუთვნის ის? -მაჩაბელებს? -კი,კერძოდ კი ჯარჯის. -ვერ დავიჯერებ.ეგ არ იქნება სიმართლე.ვახო მაჩაბელი დამპირდა.. -გასაგებია ის დაგპირდა,მაგრამ იქნებ მის ზურგს უკან მოქმედებენ… -მოკლედ როგორმე მაგ ჯარჯის უნდა შევხვდე პირისპირ.ოღონდ ჯერ უთვალთვალე,გაარკვიე ვის ხვდება და რას აკეთებს. -კარგი. -წავიდეთ მაშინ.კომპანიაში მივდივართ.მთელი დღე იქ ვიქნები, შენ საქმეებზე წადი. რომ მოვრჩები დაგირეკავ და მომაკითხე. -კარგი.-თავი დაუქნია ბიჭმა და საჭეს მიუჯდა. ჭკვიანი კი იყო,მაგრამ მაინც გაუჭირდა საქმეებში და საბუთებში გარკვევა. -სანამ ყველაფერს არ შეისწავლი,შენს გვვრდით ვიქნები,მერე კი მთლიანად გადმოგაბარებ ამ ყველაფერს.-უთხრა მამამ.-მაგრამ თავიდან მხოლოდ ბიზნესის მხოლოდ ერთ სახეს ჩაიბარებ და რძის პროდუქტების ქარხანას უხელმძღვანელებ.. -როგორც გინდა,მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე.ხომ იცი როგორი ამბიციური ვარ?ხომ მიცნობ როგორია შენი შვილი?ხოდა გეუბნები რომ ამ ეტაპზე ამით დავკმაყოფილდები, მალე კი მთლიანი ბიზნესი მინდა.. -ასე უცებ არ გამოვა.რაღაცეებს მოვაგვარებ,ყველაფერს გასწავლი, იმ საიდუმლოებებსაც რაც საჭიროა რომ იცოდე და მერე.. იცოდა შვილი წინააღმდეგი წავიდოდა იმ ყველაფრის რასაც აკეთებდა,მაგრამ მაინც უნდა ეთქვა. უნდა აეხსნა რომ შავი საქმეებით უფრო მეტად იყვნენ დაკავებულები, ვიდრე ეს ჩვეულებრივი ბიზნესი იყო.. ***** თამთას ეძინა.წამლებმა თავისი ქნა და გვიანობამდე არ გაუხელია თვალი. მამამ რომ მიაკითხა საძინებში,არც მაშინ შერხეულა.საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა ვახო.თავზე მსუბუქად მოეფერა. -მაპატიე შვილო.მაპატიე რომ ახლა ასე ხარ ჩემს გამო.საერთოდაც მე აღმოვჩნდი სულელი,სუსტი და გულუბრყვილო რომ ჩვენი ოჯახი ასე აირია.მაშინაც ჩემი ბრალი იყო,როცა ჩემი ძმის იმედები ვერ გავამართლე. მაშინაც,როცა არასწორად აღვზარდე შვილი და სიძულვილს ვერ გავარიდე. შენთან ერთად უნდა გამომეშვა.უნდა წამოსულიყო,ასე არ უნდა დამეტოვებინა აქ.საქმეების გამო მეც ვეღარ მივაქციე ყურადღება… ვერც მარიამი დავიცავი..ჩემი ძმის უკანასკნელი საჩუქარი ვერ დავიცავი.. ისიც გამომეპარა,რომ თურმე შეყვარებული ჰყოლია.შვილს ელოდებოდა…. თამთას გაეღვიძა,ფრთხილად გაახილა თვალები.მამის თვალებში ცრემლი შენიშნა.საწოლში წამოჯდა. -ნუ დარდობ.ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია და ესეც გაივლის მამა. -არ გაივლის შვილო.აბა როგორ გაივლის?განა უკან დავაბრუნებთ დროს და დანაკარგებს? -ვერა,მაგრამ უნდა ვისწავლოთ იმის დაფასება,რაც გვაქვს. -ჩვენ აღარაფერი აღარ გვაქვს სიძულვილის გარდა. -მამა,ასე ნუ ლაპარაკობ.იმედი ნუ გაქვს გადაწურული.-წამოჯდა თამთა და მისი ხელი პატარა ხელებში მოიქცია. -ვფიქრობ და გამოსავალს ვერ ვპოულობ.გული ძალიან მტკივა შვილო.ისე ვარ რომ ვეღარაფერს ვაკონტროლებ.თავსაც კი.ეს რა გავაკეთე?რამე რომ მოგსვლოდა?სხვა რამე რომ დაგერტყა რა უნდა მექნა?- შიში ედგა თვალებში კაცს. -მე კარგად ვარ მამა.რამდენიმე დღე და ფეხზე დავდგები.იმას გავაკეთებ, რაც დიდი ხნის უკან უნდა გამეკეთებინა. -რას გულისხმობ? -იმას რომ დროა შენს გვერდით ვიყო და ჩემი ადგილი დავიკავო კომპანიაში.არ ვიცი იმედას რა ბედი ელის.კარგი რომ არა ეს ორივემ ვიცით.ამიტომ დროა უხუცესებმაც მიმიღონ როგორც ამ ოჯახის მემკვიდრე.-სიმტკიცე ერია თამთას ხმაში. -ყველაფერს დავთანხმდები,მაგრამ შენ ამაში არ გაერევი.აჯობებს აქედან წახვიდე.მირჩევნია ისევ იმ წყეულ ქვეყანაში წახვიდე.ადრე ამაზე ვბრაზობდი,მაგრამ ახლა უკვე ვხვდები რომ იქ ყველაზე უსაფრთხოდ იქნები. -მამა მომისმინე.გინდა თუ არ გინდა, მე უკვე ამ საქმეში ვარ გარეული.იცი იმ დღეს რა მოხდა?ხევსურეთიდან რომ ვბრუნდებოდით,თავს ნიღბიანები დაგვესხნენ.კინაღამ მანქანაში ჩაგვცხრილეს.არც კი მოერიდნენ იმის თქმას,რომ ფიცხელაურებისგან იყვნენ.ასე რომ გეკითხები ახლა წასვლის დროა?როცა მათ ღია ომი გამოგვიცხადეს? -ეს მე რატომ არ ვიცოდი? -არ მინდოდა გენერვიულა.. -ხოდა სწორედ ამიტომ უნდა წახვიდე.. -მე უკვე ავიღე იარაღი ხელში.მე უკვე გადავწყვიტე.აქ ვრჩები და ჩემი ოჯახისთვის ვიბრძოლებ. -ღმერთო რა ჯიუტი ხარ.. -შენი შვილი ვარ.-გაეცინა გოგოს. -კარგი.წავალ ეხლა.შენ დაისვენე,მე კი საქმეებს მივხედავ.ფეხზე რომ დადგები,მერე ვილაპარაკოთ კიდევ. მარტო დარჩა თამთა საკუთარ თავთან და არეულ ფიქრებთან ერთად.იმაზე ფიქრობდა რა გაეკეთებინა და საიდან დაეწყო შურისძიება.მაგრამ ერთი პრობლემა იყო.სადაც არ უნდა წასულიყო,რაზეც არ უნდა ეფიქრა,მაინც გაბრიელ ფიცხელაურთან მიდიოდა მისი ფიქრები… -წყეულო,დამანებე თავი,-დახუჭა თვალები და ქუთუთოებს ძლიერად დააჭირა,მაგრამ იქაც ბიჭი იყო.მაინც ვერ დააღწია თავი… ******* თამთასგან გამოსული ვახო მაჩაბელი,იმდენად იყო გაბრაზებული, რომ შვილთან ძლივს შეიკავა თავი სისულელე არ გაეკეთებინა.მაშინვე ტყუპებს დაურეკა და კაბინეტში დაიბარა. ნახევარ საათში ისინი უკვე ბიძის წინ ისხდნენ და მისგან საყვედურებს ისმენდნენ.თავს ვერ აკონტროლებდა კაცი. -როგორ მოხდა ეს?როგორ დაუშვით რომ იმ არაკაცის ხალხი თავს დაგესხათ?რატომ დადიხართ დაცვის გარეშე? -ესეგი თამთამ მაინც გითხრა. -შვილო,შენ მე სულელი პატარა ბავშვი გგონივარ?იმ ღამესვე შევამჩნიე მის სხეულზე ნაკაწრები,მაგრამ ამის გამო თუ იყო რას წარმოვიდგენდი… -რაც იყო იყო,-თქვა ჯარჯიმ.-ახლა რას ვაპირებთ? -ხალხი შეკრიბე,ალექსანდრე ფიცხელაურს უნდა შევახსენოთ ვინ ვართ.. -ყველა? -ყველა,თუ საჭირო გახდა დაამატეთ კიდეც.-თავის კონტროლი უჭირდა ვახოს.წამოდგნენ ტყუპები და დავალების შესასრულებლად წავიდნენ.. ალექსანდრე ფიცხელაური სახლში ბრუნდებოდა,როცა მოულოდნელად მანქანების ალყაში აღმოჩნდა. წინ გადამდგარი მანქანა მალევე იცნო. იქიდან მაჩაბელი გადმოვიდა,უკან ტყუპი დისშვილები ედგნენ. -არ ისროლოთ,-შეაჩერა დაცვის უფროსი,რომელიც იარაღის გადატენვას აპირებდა. -კი,მაგრამ…. -არავითარი მაგრამ. ჩემი ნებართვის გარეშე არ ისროლო.-უთხრა და თვითონაც მანქანიდან გადავიდა. ირგვლივ ყველაფერი დაათვალიერა და გადახედა.სამჯერ მეტი მაინც იყვნენ,ახლა აქ რომ მისი დაცვიდან ვინმეს გაესროლა,ვერავინ გადარჩებოდა. -რაო ბატონო ვახო?ინებეთ მზის სინათლეზე გამოსვლა? -მე არასოდეს დავმალულვარ.-უპასუხა კაცმა.-სათქმელსაც პირდაპირ ვამბობდი და გასაკეთებელსაც პირდაპირ ვაკეთებდი.შენსავით მელიასავით არასოდეს მოვქცეულვარ.. -ეს თქვენ იქცევით ასე.განა შენმა შვილმა არ ესროლა ჩემს ვაჟს და სასიკვდილოდ გაიმეტა? -კარგად იცი ამას არ ვგულისხმობ. რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ჩემთვის,მის დაცვას არ ვაპირებ. უხუცესებთან უკვე მქონდა საუბარი და ის გვარიდან მოვკვეთეთ.მეტიც ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციას.მაგრამ ჩემს ოჯახს და ჩემს მეორე შვილს ვერ შეეხებით,გესმის?თამთას არ შეეხებით.-ხმას აუწია ვახომ. -რა გაყვირებს?როგორ ბედავ ყვირილს?ხმას აუწია ალექსანდრემაც .-შენ შენს შვილს რომ იცავ,მე ჩემს შვილებზე ვდარდობ. გგონია არ ვიცი რომ თავს დაესხით და მანქანა დაუცხრილეთ. -მოეშვი უაზრო ბრალდებებს.კარგად იცი ამას არ გავაკეთებდი.შენს შვილს ხალხს არ გავუგზავნიდი მოსაკლავად. -ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებს.ფაქტი სახეზე იყო.მათ თქვეს რომ თქვენგან იყვნენ. -არ მაინტერესებს რას დამაბრალებ ახლა.იცი რომ მტყუანი ხარ და თამთას ვინც დაესხა თავს,შენგან იყო.გირჩევ დააშოშმინო შენი ხალხი, თორემ ჩვენი შემდეგი შეხვედრა ასეთი მარტივი აღარ იქნება და არც ასეთი დასასრული ექნება.ბევრჯერ მითქვამს შენთვის რომ არ მსურს იარაღის აღება და სროლა… -სამაგიეროდ ეს შენმა შვილმა გააკეთა… -იმიტომ ხარ უფროსი და იმიტომ ხარ გვარის წინამძღოლი რომ,გონება გიჭრის და არ აჰყვე ინტრიგებს და მითქმა-მოთქმას.არ დაგავიწყდეს მტრობის გაგრძელებას,რა დანაკარგები შეიძლება მოჰყვეს.თუ გინდა რომ განადგურდეს ჩვენი ოჯახები კი ბატონო გავაგრძელოთ.- დაასრულა ვახომ და თავის ქვეშევრდომებს ანიშნა წავედითო. ისევე სწაფად ჩასხდნენ მანქანებში როგორც,გამოჩნდნენ.წამში განთავისუფლდა ფიცხელაურის გზა. -რას გვიბრძანებ ბატონო?-ჰკითხა დაცვის უფროსმა. -უხუცესები შეკრიბე რაც შეიძლება მალე.მათი აზრი მაინტერესებს.მერე დავიწყებ მოქმედებას.ოღონდ ჯერ სახლში მიმიყვანე… -კარგი.წავიდეთ… როგორც კი დაბრუნდა მაშინვე გაბრიელი იხმო კაბინეტში სალაპარაკოდ. -ამჯერად რა მოხდა? -ზუსტად იცი იმ ღამეს რომ მაჩაბელის ხალხი დაგესხა? -არ ვიცი.თქვეს რომ მათგან იყვნენ, მაგრამ რამდენად არის ეს სიმართლე, არ ვიცი.სწორედ ამის გარკვევას ვაპირებ. -ეგ ისეთია,არ გამიკვირდება მართლა მას გამოეგზავნა. -მაგრამ საქმე იმაშია,რომ იმ საღამოს მის შვილსაც დაესხნენ თავს და იგივე უთხრეს რომ ჩვენგან იყვნენ. -სიცრუეა.-იყვირა კაცმა. -მამა შემომხედე და გთხოვ გულწრფელად მიპასუხე.შენ მართლა არავინ გაგიგზავნია მათთან? -არა-მეთქი,არა.რატომ არ გჯერა ჩემი?-იფეთქა კაცმა. -კარგი,დამშვიდდი,ახლა მჯერა,მაგრამ მისიც მჯერა,ის დამპირდა,რომ მტრობას არ გააგრძელებდა და მე მჯერა მისი.. -ზედმეტად მიმნდობი ნუ იქნები, თორემ ცხოვრებაში ბევრჯერ წააგებ ამის გამო.-გააფრთხილა შვილი. -აქამდე არ წამიგია და არ მინანია არაფერი.მჯერა რომ ამ ყველაფერს შევაჩერებ,თუ შენ არაფერს მოიმოქმედებ. -ასეთი ვის გავხარ შვილო?ასეთი რატომ ხარ?-რაღაცნაირად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და ფეხზე წამოდგა,ბართან მივიდა,ორი ჭიქა და ვისკი გადმოიღო და დაასხა.-დალევ? -მხოლოდ ერთ ჭიქას.-გამოართვა შვილმა.ალექსანდრე წინ დაუჯდა ამჯერად სტუმრების სავარძელში და გაუღიმა. -იცი ამ დღეს დიდი ხანია ველოდი. ველოდი,რომ ოდესმე შენთან ერთად დავჯდებოდი და მშვიდად ვილაპარაკებდით.გაგვიმარჯოს.-თქვა კაცმა და დალია. -გაგვიმარჯოს.-გაბრიელმაც გაიმეორა იგივე.- იცი მე რაზე ვოცნებობდი?რომ ჩვენ სამნი- მე,შენ და ზურა დავჯდებოდით და მამა-შვილურად ვილაპარაკებდით. ერთმანეთს ყოველ საღამოს მოვუყვებოდით განვლილი დღის ამბებს.რა გადაგვხდა,რას განვიცდით. -ზურა აღარასდროს დაბრუნდება, აღარასდროს იქნება აქ,მაგრამ გთხოვ შენ მაინც ნუ წახვალ შვილო.-სევდა და მუდარა შეამჩნია გაბრიელმა მამის ხმაში. -თუ იგივეს არ გააგრძელებ და სამშვიდობო ზავს დავდებთ, დავრჩები. -ეს უკვე შანტაჟია.. -მაგრამ ამას აღარავინ შეეწირება. -არ ვიცი..არ ვიცი… -იფიქრე და ისე მიიღე გადაწყვეტილება.და კიდევ ერთ რამეს გკითხავ. -გისმენ. -ვინ გითხრა ზურას გარდაცვალების შესახებ. -ეს რამე ახალია? -მამა.. -ხო,კარგი.მიშა გამყრელიძემ.ის მოვიდა და მითხრა რომ ზურას იმედა მაჩაბელმა ესროლა.თქვა რომ მისი შეჩერება უნდოდა და ვერ მოახერხა. -რამდენად ენდობი მას? -ის ზურას მეგობარი იყო და ერთად მუშაობდნენ… -გასაგებია,მაგრამ იმდენად ახლოს იცნობ რომ მისი ნათქვამის ბრმად გჯეროდეს? -რატომაც არა?ზურას გარდაცვალების შემდეგ ის ხელმძღვანელობს იმ ბიზნესს,რომელიც შენს ძმას ებარა. -ხოდა მაშინ სწორედ ეგ ბიზნესი მინდა.სხვა ყველაფერი რომ დავკარგო ან არ მომცე.მე ეს მინდა. -რაშია საქმე?შენ ამას ისე არ მოინდომებდი და არ მკითხავდი. -მეც არ ვიცი.როცა გავარკვევ გეტყვი.-უპასუხა შვილმა. -კარგი,დაველაპარაკები მას და ვთხოვ რაც შეიძლება მალე გაგარკვიოს და გადმოგაბაროს ყველაფერი. -მშვენიერია.წამოდი ახლა დავიძინოთ.შენ კი იმაზე იფიქრე,რაც გითხარი..-წამოდგა გაბრიელი და წასასვლელად მოემზადა. -მადლობა შვილო.მადლობა რომ ერთხელ მაინც ვილაპარაკეთ მშვიდად.-გაუღიმა მამამ და ისიც უკან გაჰყვა. მოსალოდნელი დაპირისპირების გამო ნელი მისაღებში იჯდა და საუბრის დასრულებას ელოდა. აფორიაქებული იყო,მაგრამ რომ შეამჩნია ორივე საუბრით გამოვიდა, დამშვიდდა და გაიღიმა.. ********* საყვარელი ადამიანის ან ოჯახის წევრის დაკარგვის შემდეგ, ცოცხლად დარჩენილთათვის სიცოცხლე რთულია.ელოდები რომ დრო გიმკურნალებს,რომ ძალას მოგცემს, რომ იმედს გაგიჩენს,მაგრამ იმედი არ ჩანს,არც არავინ რომ იარები მოაშუშოს.უბრალოდ ელოდები, უბრალოდ მიჰყვები დროს,იძინებ, იღვიძებ..მერე ისევ იძინებ..იღვიძებ და ასე გადის დღეები.კვირები.თვეები. ასე გავიდა ორმოცი დღე. ორივე ოჯახში კიდევ ერთხელ განახლდა ტკივილი და გლოვა.ამჯერად მხოლოდ ოჯახის წევრები იყვნენ.დილით ეკლესიაში წავიდნენ.წირვა აღასრულებინეს მამაოს მიცვალებულების სახელზე.არსად შეხვედრიან ერთმანეთს.გაბრიელმა სპეციალურად შეაცვლევინა დრო… კიდევ ერთხელ დაიტირეს მიცვალებულები..მერე კი ყველა გაიფანტა,ისე როგორც შემოდგომაზე ხეებს მოწყვეტილი ფოთლები…. როგორც იქნა გაბედა და ბიძაშვილის ბინის კარი შეაღო თამთამ.რაც ჩამოვიდა ბევრჯერ დაგეგმა და გადაწყვიტა მივალო,მაგრამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა აქამდე.ეშინოდა, თითქოს იქ რაღაც ისეთს იპოვიდა,რაც მის გეგმებს და შეხედულებებს შეცვლიდა… ზაფხულის და სიცხის მიუხედავად, საშინლად ცივი და ბნელი ეშვენა სახლი.არადა არ შეიძლებოდა ასე ყოფილიყო.ისეთი მხიარული და სიცოცხლით სავსე იყო მარიამი,რომ უნდა დაეტოვა ეს სიხალისე აქაც.უნდა ეცოცხლა.უნდა გაეხარა.. პატარა მაგიდაზე საოჯახო ფოტოები დაინახა.თვალი გადაავლო. თითოეულის ისტორია იცოდა. ერთ-ერთი ფოტო აიღო,სადაც ის და მარიამი ერთად იყვნენ გადაღებულები.ეს ფოტო თამთას გასაცილებელ საღამოზე გადაიღეს. ბევრი იმხიარულეს,იცეკვეს,დალიეს კიდეც.მაშინ ძალიან ბევრნი იყვნენ. მეგობრებიც ბლომად ჰყავდათ,ახლა კი...ახლა არავინ აღარ დარჩენოდა გვერდით.დრომ და მანძილმა ყველაფერი გაანადგურა.ერთადერთი ტკივილი დარჩა მხოლოდ,რასაც ვერაფერი შველოდა… ბიძაშვილის ნივთებს მოეფერა.მის ტანსაცმელებს ჯერ კიდევ მარიამის სუნი შერჩენოდა.თავი ხელში რომ აიყვანა და სევდამ ცოტა გადაუარა, ადგა და მის ნივთებში დაიწყო ქექვა. იმედი არ ჰქონდა იმის რომ პოლიცია აქ რამეს დატოვებდა,მაგრამ მაინც ეძებდა.ეძებდა რამე ხელჩასაჭიდს, რომ მიხვედრილიყო ვინ იყო ის იდუმალი კაცი,რომელიც გოგოს უყვარდა და რომლისგანაც ბავშვს ელოდებოდა.იმედი გაუცრუვდა და ეს იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა მისთვის,რამდენადაც მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.ხელები უღონოდ ჩამოყარა,კიდევ ერთხელ მოავლო თვალი სახლს და კარი გაიხურა… ******** ალექსანდრე კაბინეტში იჯდა,მიშა გამყრელიძე რომ ესტუმრა.ჩვეული ღიმილით შეეგება შვილის მეგობარს, რომელიც ამასთანავე მისი შუამავალი იყო. -როგორ მიდის საქმეები?-ჰკითხა კაცმა. -ყველაფერი რიგზეა,მალე ახალ პარტიას გავყიდით.მყიდველი რომ შეამოწმებს და დარწმუნდება საქონლის იდეალურობაში,ფულს მაშინვე გადმორიცხავს. -გადმორიცხვა არა,ნაღდი ფული იქნება.ისე არ გავყიდი.-გასცა ბრძანება ალექსანდრემ. -კი,მაგრამ… -არავითარი მაგრამ.თუ არ დათანხმდებიან სხვას მოვძებნით… -კარგით.იყოს ასე.ახლავე დავურეკავ. -ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა.საუბარი რამდენიმე წუთიანი აღმოჩნდა.კმაყოფილ სახეზე შეატყო ფიცხელაურმა,რომ ყველაფერი კარგად იყო. -დათანხმდენენ ჩვენს პირობას. -ძალიან კარგი.წადი დანარჩენ საქმეებს მიხედე.და არ დაგავიწყდეს გაბრიელმა არაფერი არ უნდა გაიგოს ამის შესახებ.რომ გავყიდით,მერე მას ზურას ბიზნესს გადააბარებ და არასდროს წამოგცდება ამის შესახებ. -კი მაგრამ ეს როგორ?-მღელვარება დაეტყო სახეზე. -რა როგორ? -ამდენი ვიშრომე რომ ეს ბიზნესი აგვეწყო და ახლა ასე მარტივად უნდა გავიდე?გასაგებია რომ თქვენი შვილია,მაგრამ მეც ხომ მაქვს აქ წილი. -ამ პარტიას ამიტომ ვყიდი.ფული მთლიანად შენი იქნება და ახალი საქმის დაწყება შეგეძლება. ძლივს მოთოკა თავი.ახლა როცა ეგონა რომ ყველაფერს ხელში ჩაიგდებდა,რომ კაცზე ისე ზემოქმედებდა,შეეძლო მისი მთლიანი ბიზნესი ჩაეგდო ხელში და ცარიელზე დაეტოვა ფიცხელაურები.მაგრამ კოვზი ნაცარში უვარდებოდა.საქმეში გაბრიელი ერთვებოდა,ეს კი ყველაფერს ართულებდა.იმედა მაჩაბელიც ვერ დაეხმარებოდა და მას ვერ დაავალევდა მის ბიჭის მოშორებას.მეორე უკვე ზედმეტი იყო. ისევ უკან დახევა ამჯობინა და ახალი გეგმის დასახვას შეუდგა. მათთვის უნდა დაესწრო.. თავი დაუქნია ალექსანდრეს დასტურის ნიშნად და კაბინეტიდან გავიდა.ალექსანდრე სავარძელში გადაწვა და კამერები ჩართო,სადაც მისი საქონლის ახალ პარტიას გასაყიდად ამზადებდნენ. ******** საღამოს დაასრულა საქმე და მარტო წავიდა სახლში.ანდრეას აღარ დალოდებია და არც დაურეკავს მისთვის.ბოლო დღეები არ ჩანდა ბიჭი.ეტყობა დავალებას ასრულებსო ფიქრობდა და არც თვითონ აწუხებდა. შუაღამეს ტელეფონის ზარმა გააღვიძა. -გისმენ ანდრო...რა მოხდა?..სად?.. მისამართი მითხარი და ნახევარ საათში ვიქნები. სწრაფად წამოდგა.ტანსაცმელი წამებში გადაიცვა და სახლიდან გავიდა.ცდილობდა შეუმჩნევლად გასულიყო რომ არავინ გაეღვიძებინა, მაგრამ მაინც დაინახეს.მამამისს არ ეძინა.კაბინეტში იჯდა და სვავდა. ფიქრობდა,მომავლაზე და საერთოდ ყველაფერზე.შვილის მონატრება აუტანელი იყო.გულს ვერავის უხსნიდა,მხოლოდ ღამ-ღამობით კაბინეტში შეიკეტებოდა,სვავდა და ზურას სურათს დაჰყურებდა. ახლაც ასე იყო,თან მომავალ გარიგებაზე და საქონლის გაყიდვაზე იყო კონცენტრირებული.მალე საბოლოოდ დასრულდებოდა ყველაფერი. ყველაფერი გაბრიელის ხელში გადავიდოდა. მართალია არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა ამაზე, მაგრამ წინააღმდეგობას რომ წააწყდებოდა ეს ზუსტად იცოდა.. მცხეთის აგარაკზე მალევე ჩავიდა.არ დასჭირვებია ნახევარი საათი.ანდრეა ეზოში დახვდა.სიგარეტს ეწეოდა… -სად არის? -შიგნით… დაწინაურდა ფიცხელაური და კარი შეაღო.ანდრეამ ნახევრამდე ჩამწვარი სიგარეტი მოისროლა და უკან აეკიდა. მისაღებში ხელებშეკრული იჯდა ჯარჯი.მეტი ყურადღებისთვის სკამზეც მიება ანდრეას.თავზე ტომარა ჩამოეცვა მისთვის.გაბრიელი შედგა და რაღაცნაირად დაიბნა.ამას არ ელოდა -ეს რა არის? -რა კი არა ვინ.-შეუსწორა ბიჭმა. -ეგ ვიცი ვინცაა.რატომ არის დაბმული? -ისე გაიქცეოდა. -თავზე ტომარა? -ამის მეტი არაფერი მისწავლია მე. -რამე თქვა? -არაფერი. -ბევრი აწამე? -გაუძლებს. -კარგი,მაშინ მოდი მე გავაგრძელებ. -ამას ვერ იზავ.-გაეცინა ანდრეას. გაბრიელმა მკვლელი მზერა სტყორცნა ბიჭს და ტყვისკენ წავიდა. თავზე ტომარა უხეშად მოაძრო და სახეში ფრთხილად შემოარტყა. უკვე დალურჯებული და დასისხლიანებული ადგილები ძალიან ეტკინა ბიჭს და დაიკვნესა.თვალები ფრთხილად გაახილა.მის წინ მდგომი ფიცხელაური რომ ამოიცნო,ამაზე სულ მთლად გადაირია და ფართხალი და ღმუილი დაიწყო. -ახლა მე შენ პირიდან მაგ სახვევს მოგხსნი და არ იყვირებ.უბრალოდ ვილაპარაკებთ.იმას მეტყვი რაც მინდა.კარგი? ბიჭმა უარის ნიშნად გააქნია თავი. -არ მინდა იმ ხერხს მივმართო,რისი კვალიც უკვე გეტყობა სახეზე.მინდა უბრალოდ მშვიდად ვილაპარაკოთ. დასტური რომ მიიღო,პირი გაუნთავისუფლა,მაგრამ ხელები არ გაუხსნია.როგორც კი თავისუფლება იგრძნო ჯარჯიმ,მაშინვე ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენა. -არაკაცო.ამაზეც წახვედი ხო?მე შენი…. -არ დაასრულო თორემ გეფიცები აქვე გაგასხმევინებ ტვინს.-უღრიალა ფიცხელაურმა -რა გინდა?რატომ არ ისვენებ? -მე რა მინდა?მეკითხები მე რა მინდა? -ხო,რა გინდა?რატომ ცდილობ ეს დაპირისპირება გააღრმავო? -იქნებ თქვენ ცდილობთ?აბა მეტყვი რატომ დამესხი თავს? -საიდან მოიტანე ეს სისულელე? -სისულელე არ არის.მანქანა, რომლითაც თავს დამესხნენ შენზეა გაფორმებული. -ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებდი. ბიძაჩემმა მთხოვა... -ხო,მიდი,მიდი განაგრძე..ბიძაშენმა გთხოვა რომ ჩემზე თავდაახმა მოგეწყო და შეგეშინებინე?- მოთმინება ელეოდა გაბრიელს. -მომისმინე ფიცხელაურო.შენ ეტყობა კარგად არ გვიცნობ.ეს თავდასხმა ჩვენი მოწყობილი რომ ყოფილიყო, ნამდვილად ვერ გადაურჩებოდი სიკვდილს.ვერავინ გიხსნიდა. -ესეგი ამბობ რომ არ ყოფილხარ. კარგი,-წამოდგა ფეხზე და მაისური მკლავებზე აიწია. -გაბრიელი იქნებ არ გინდა,-შეჩერება სცადა ანდრეამ. -სხვა გზა არაა.დამელოდე.-მოუჭრა მოკლედ და შეკრული მუშტი სახეში უთავაზა ბიჭს.რომელიც სკამიანად გადავარდა ძირს და დაიკვნესა ტკივილისგან.მუშტს ერთი ორი წიხლიც მიაყოლა.ადამიანის სახე მთელი თავისი ცხოვრების ოცდარვა წლის მანძილზე პირველად დაკარგა. პირველად გააკეთა ის,რაც არასდროს გაეკეთებინა. -გაჩერდი,გეხვეწები გაჩერდი.. -ევედრებოდა ბიჭი.-არ ვყოფილვარ,მე არ ვყოფილვარ… -ვინ იყო?თქვი ვინ იყო?-ღრიალებდა გაბრიელი. -დედაჩემის სიცოცხლეს გეფიცები არ ვყოფილვარ.არც მე და არც ჩვენგან ვინმე.მარიამის სულს გეფიცები.- იღრიალა განაწამებმა და ტკივილისგან განადგურებულმა ჯარჯიმ.მოქნეული ფეხი გაუშეშდა ფიცხელაურს.თითქოს მოაჭრეს, თითქოს გაუქვავეს.ადგილს მიეყინა. ძალა გამოცლილი და განადგურებული დაეცა მის წინ მუხლებზე და თავში ხელები წაიშინა. -ეს რა გავაკეთე...ეს როგორ დამემართა. -გეყოფა.-მხარზე ხელის შეხება იგრძნო ბიჭმა.-ადექი.ხომ გითხარი ამას ვერ გაუძლებდი. ანდრეას თვალებს წააწყდა.იქ თანაგრძნობა დაინახა და ცოტა მოეშვა.მიწოდებული სასმლის ბოთლი გამოართვა და ერთი მოყუდებით ნახევრამდე ჩაცალა.სული მოითქვა და ჯარჯის დახედა.მძიმედ სუნთქავდა ბიჭი. -ექიმი სჭირდება.საავადმყოფოში წავიყვანოთ. -არ შეიძლება.-უპასუხა ანდრეამ.- ვინმე უნდა ვიპოვოთ,ვინც აქ მოუვლის. ფეხზე წამოდგა და გასაღები აიღო. -მალე დავბრუნდები.ეცადე არ მოკვდეს მანამდე. ****** შუაღამე იყო.საავადმყოფოში ხალხის რაოდენობაც მცირდებოდა და საქმეც. ახლა შეეძლოთ ცოტა დაესვენათ. საოპერაციოდან ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა,ნიღაბი და ქუდი მოიხადა და საორდინატოროში გაუჩინარდა. დღეს მთავარი ექიმის ასისტენტი იყო და მას დაეხმარა ოპერაციის ჩატარებაში.მარტივი არ ყოფილა. ძალიან დაიღალა,მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო… ყავა მოიდუღა და საავადმყოფოს ეზოში გამოვიდა.ზაფხულის სიცხე ჯერ კიდევ იგრძნობოდა.პირველი ყლუპი მოსვა,როცა მისი ტელეფონი აწკრიალდა.ნომერი არ ეცნო და სწრაფად უპასუხა. -გაბრიელ შენ ხარ?..როგორ გამახარე ბიჭო...რამდენჯერ მოვედი შენთან და ვერც ერთხელ ვერ გნახე..დიდ ამბებში კი ხარ..საავადმყოფოში...რა ხმა გაქვს?კი ეზოში ვარ….მოიცა ამ ჯიპით შენ ხარ?..კარგი..კარგი. ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა და უკვე გადმოსულ და მისკენ მიმავალი ბიჭისკენ გაიქცა. მოეხვია და ჩაეხუტა. -დიდი უნამუსო ადამიანი ხარ ისე შენ.. -თათუ ახლა ამის დრო არაა.გეხვეწები წამომყევი.სხვა დროს ვილაპარაკოთ.. -რა გჭირს?რა მოხდა?-ოდნავ მოშორდა გოგო და კარგად შეათვალიერა.-ეს სისხლია.დაჭრილი ხარ? -კარგად ვარ,კარგად.ერთ ადამიანს შენო დახმარება სჭირდება,უნდა წამომყვე. -კი,მაგრამ ახლა სამსახურში რომ ვარ? -მე მოვაგვარებ,გთხოვ წამოდი.ხომ მიცნობ და იცი რა შემიძლია? -ჯანდაბა შენს თავს გაბრიელ ფიცხელაურო.ყოველთვის ასეთი იყავი.წავალ ნივთებს ავიღებ. -დაჯექი,ამდენი დრო არ გვაქვს.გზაში ვიყიდით რაც გვჭირდება. -კარგი.. და ის მაინც მითხარი დაჭრილია თუ რა სჭირს.რომ ვიცოდე მეც რა დამჭირდება..-საუბრობდა და თან ღვედს იკრავდა.. -ნაცემია… -შენ ჩაიდინე? -კი.მე გავაკეთე ეს და ახლა ძალიან ვნანობ.-მანქანა გზაზე გაიყვანა და უახლოეს აფთიაქთან გააჩერა. -იმას რომ მივხედავ,მერე შენ მოგიბრუნდები და მაგ ხელებს დაგაჭრი.-დაუბრიალა თვალები და მიწოდებული საკრედიტო ბარათი ხელიდან გამოსტაცა.ძლიერად მიუჯახუნა კარი.გაბრიელმა თვალები დახუჭა და შუბლით საჭეზე დაწყობილ ხელებს დაეყრდნო. დიდი დრო არ დასჭირვებია თათულის. მალე მობრუნდა ერთი დიდი ცელოფნის პარკით ხელში. სავარძელში მოთავსდა და მოსალოდნელი თავგადასავლისთვის მოემზადა.ზუსტად იცოდა გაბრიელის გვერდით საქმეზე გასვლა ამას ნიშნავდა.. ვინ იყო თათული?ის და გაბრიელი ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ. ალექსანდრე ფიცხელაური მისი ნათლია იყო და ამით ყველაფერი იყო ნათქვამი და გარკვეული.დედისერთა და ადრე დაობლებულ გოგოს ერთადერთი პატრონი ჰყავდა- ალექსანდრე.როცა შვილები წამოეზარდა პირდაპირ განუცხადა ბიჭებს ის თქვენი და არისო და ისევე უფრთხილდებოდნენ იმ დღიდან როგორც ემას და ანასტასიას.არც ერთს არ აკარებდნენ ცივ ნიავს..სულ ერთად იყვნენ ეს ხუთეული- გამორჩეულები და განსაკუთრებულები… მერე გაბრიელი ამერიკაში წავიდა. მარტო დარჩა გოგო.მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საუბრობდნენ და ერთმანეთს ყველაფერს უყვებოდნენ, მაინც ვერ ძლებდა მის გარეშე. ბიჭი მისი მესაიდუმლე და მისი სულის ნაწილი იყო.მისი პიროვნების ის ნაწილი გაიყოლა,რომელიც სუნთქავდა. ვეღარ გაძლო და პირველი კურსი რომ დახურა, ამერიკაში ჩააკითხა.შოკი მიაღებინა ფიცხელაურს.ჯერ მის უკან გამოშვებას აპირებდა გაბრიელი,მერე მაინც მოლბა და დატოვა.. ალექსანდრეს გარეშე გაუჭირდათ. გაბრაზდა კაცი,თათული რომ დაუკითხავად წავიდა და დახმარება შეუწყვიტა,რომ დაბრუნებულიყო. მაგრამ არც ერთი გატყდა..ამასობაში კი მშველელად ზურა მოევლინათ.. მთელი ეს წლები ეხმარებოდა ორივეს მამის ზურგს უკან… მერე სწავლას მორჩნენ და ნორმალური სამსახურები დაიწყეს. ვერც უცხო მხარეში გაძლო თათულიმ და როცა ყველაფერი საბოლოოდ დაასრულა უკან დაბრუნდა.მის დიპლომებს რომ დახედეს,უარი არც ერთ საავადმყოფოს არ უთქვამს, საუკეთესო აარჩია და ასისტენტად დაიწყო მუშაობა.ჯერ ასე ერჩივნა. იქამდე სანამ გონების და გრძნობების ბოლომდე გამიჯვნას ისწავლიდა… ორივე ფიქრებში იყო წასული და ალბათ სწორედ ამ განვლილ წლებს იხსნებდნენ დეტალებში და არა ასე ზედაპირულად,როგორც რამდენიმე წინადადებაში მოგახსენეთ… ასე დრო უცებ გაეპარათ და მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე. მაშინვე იცნო აგარაკი თათულიმ.აქ ხომ არაერთხელ ყოფილან… მანქანა ეზოში გააჩერა და პირველი თვითონ გადავიდა.გოგოს ანიშნა გადმოდი და უკან გამომყევიო.. ფრთხილად აედევნა უკან და შეშინებული იხედებოდა აქეთ-იქით… კიბეები აიარეს და სახლში შევიდნენ.. არეული მისაღები,დამტვრეული ნივთები და დივანზე უგონოდ მყოფი ახალგაზრდა დაინახა,რომელსაც თავზე ფიცხელაურების მცველი ედგა. დაშავებულის სახე ვერ გაარჩია. -პირველივე საძინებელში გადაიყვანეთ, სწრაფად,-გასცა ბრძანება,ბიჭებმა შეასრულეს. -შენ,-მიმართა ანდრიას.-ცხელი და ცივი წყალი მომიტანე,ნუ უკეთესია ყინული.შენ კი მითხარი ვინ არის. -მნიშვნელობა არაქვს… -გაბრიელ წავალ.. -შანტაჟის დედოფალო..-გაეღიმა ბიჭს. -არ მეცინება.-სახე შეკრა ბიჭმა. -ვახო მაჩაბელის დის შვილია- ჯარჯი. -არა,-წამოიძახა თათულიმ და პირზე სწრაფადვე აიფარა ხელი. -რა არა?შენ მას იცნობ?- დასერიოზულდა ბიჭი.მის სახეზე მომხდარი ცვლილება არ გამორჩენია. -ვიცნობ.ეს ის ბიჭია რომ გიყვებოდი. წლებია ვუყვარვარ,მაგრამ ახლა ვხვდები რატომ თქვა ჩემზე უარი. -ჩაღუნა თავი და ფეხსაცმელებს დაუწყო თვალიერება.ნიკაპში მოჰკიდა ხელი,თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა… -შენც გიყვარს? -ამაზე ლაპარაკის დრო არაა.უნდა მივხედო.მძიმედაა.. -ამის დედაც,ხელი გაუშვა გოგოს და თავში შემოირტყა.-ეს რომ მამაჩემმმა გაიგოს,ომის გაგრძელების კიდევ ერთი მიზეზი ექნება. -გაბრო,-ხელი დაადო მხაზე გოგომ,- მშვიდად იყავი,ეს ჩვენ სამის გარდა არავის ეცოდინება. -კი მაგრამ შენ?ის? თქვენი გრძნობები?თქვენი ბედნიერება? -თავიდანვე ვიცოდი რომ ეს აუხდენელი და მიუწვდომელი სიყვარული იყო,ასე რომ ამაზე აღარ იფიქრო.წადი,შენს საქმეებს მიხედე.. -ჩემო გოგო,-ხელი მოხვია და გულში ჩაიხუტა.მისი კარგად ესმოდა,ისიც ხომ იგივეს განიცდიდა და გრძნობდა თამთა მაჩაბელის მიმართ? -მითხარი რა დააშავა? -არაფერი,ახლა უკვე ვხვდები რომ მას არაფერი დაუშავებია,-მაინც არ გათქვა ბოლომდე ბიჭი და გულში შეინახა.არც ეჭვების შესახებ უთქვამს რამე.-მე წავალ,ანდრეას დავტოვებ რომ მოგეხმაროს.გონს რომ მოვა დამირეკე.სამსახურში მე მოვაგვარებ. შუბლზე აკოცა და იქამდე გასცილდა, სანამ რამის თქმას მოასწრებდა.. თვალებზე მომდგარ ცრემლს გასაქანი არ მისცა გოგომ.ძალა მოიკრიბა, ანდრეას წყალი გამოართვა და კარი მიუხურა ცხვირწინ.თუ დამჭირდი დაგიძახებო. ნელა დაიძრა ბიჭისკენ.გული მოუკვდა კარგად რომ აათვალიერ- ჩაათვალიერა.ეს იმ ჯარჯის სულაც არ ჰგავდა,ის რომ იცნობდა.თითქოს სულ სხვა იყო.სახის ჭრილობები დასივებოდა და ის ლამაზი ნაკვთები აღარ უჩანდა.საწოლის კიდეზე ჩამოჯდა,ხელთათმანები მოირგო და წამლებით სავსე პარკი გახსნა. ჯერ სახე მოსწმინდა წყლით,ფრთხილად აკეთებდა ყველაფერს,ხელებიც და გულიც უკანკალებდა,თავის დამორჩილება უჭირდა.კარგია რომ უგონოდ იყო.ასე ტკივილს ვერ იგრძნობდა.მერე ანტისეპტიკით დაამუშავა,მალამოები საფენზე დაუსვა და სახეზე დააფინა.ბინტით გადაუხვია.მხოლოდ თვალები უჩანდა ბიჭს.მერე მაისური შეუხსნა და სხეული დაუთვალიერა,ხელით მუცელი შეუმოწმა,ეშინოდა შინაგანი სისხლდენა არ ჰქონოდა.მუცელი გამაგრებული არ იყო.შესაბამისად ნაკლებად იყო ეჭვი ამაზე.მაგრამ მაინც გადაწყვიტა,რომ საავადმყოფოში აუცილებლად წაიყვანდა და შეამოწმებდა. წვეთოვანი დაუდგა,რომ მოღონიერებულიყო და ანდრეას დაუძახა. -გისმენთ ქალბატონო,-მაშინვე კართან გაჩნდა ბიჭი. -ჯერ ერთი ქალბატონო არა,თათული და მეორეც,რამენაირად უნდა მოვახერხოთ და ნებისმიერ საავადმყოფოში გადავიყვანოთ, მუცლის ღრუს ექოსკოპია სჭირდება. -გაბრიელს დავურეკავ და საქმის კურსში ჩავაყენებ.. -არა,არ გინდა,-ხელი სტაცა გოგომ უკვე დასარეკად გამზადებულ ტელეფონზე.-მცხეთის საავადმყოფოში ნაცნობი მყავს, შეგვძლია ეს უხმაუროდ გავაკეთოთ და უკან დავბრუნდეთ მერე.ერთი საათი დაგვჭირდება. და ცოტა ფული.- გაბრიელის დატოვებული საკრედიტო ბარათი ააფრიალა გოგომ. -კარგი,-თავი დაუქნია ბიჭმა-მეც მყავს ნაცნობი პოლიციაში და საპატრულო ეკიპაჟს დავიხმარებთ. მაგრამ გახსოვდეს ერთი საათი მხოლოდ. მაჩაბელები ალბათ ეძებენ უკვე და რომ გაიგონ ჩვენ გვყავს,ხომ იცი რა მოხდება? -ვიცი,-თავი დაუქნია გოგომ.. ათ წუთში პოლიციის საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო მიადგა ფიცხელაურების აგარაკს.ანდრეას დიდი და გავლენიანი სანაცნობო ჰყავდა და ყველაფერი უხმაუროდ მოგვარდა.საიდუმლოდ შეიყვანეს და გამოიყვანეს ბიჭი საავადმყოფოდან… ისევ საძინებელში დააბრუნდა, წვეთოვანი კიდევ ერთხელ შეუმოწმა და მარტო დატოვა. ფანჯრიდან უყურებდა როგორ დაემშვიდობა და როგორ თბილი ჩახუტებით გააცილა ბიჭმა ნაცნობები. მერე უკან შემობრუნდა და გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა… -დიდი მადლობა,-ყავით სავსე ჭიქა მიაწოდა აივანზე სადარაჯოდ მჯდომ ანდროს,თვითონაც გვერდით მიუჯდა და სიბნელეს თვალი გაუშტერა. -არაფერს,-გამოართვა ჭიქა და მოსვა. ესიამოვნა.ახლა მიხვდა რომ მთელი დღე არაფერი უჭამია… -შენ სულ ასე ხარ? -ასე როგორ?-გაუკვირდა. -არაფერს ჭამ,არაფერს სვავ,თითქმის არ ლაპარაკობ.. -ადამიანი რაც ნაკლებს ილაპარაკებს მით ნაკლებ შეცდომას დაუშვებს და მით უფრო მეტად გააკეთებს სასარგებლო საქმეს.. -შენნაირი ადამიანი არ მინახავს ჯერ.. -არც უნდა ნახო.არც ისეთი კარგი ვარ, როგორიც შენ გგონია. -არავინ არ არის იდეალური. -ვიცი.. -რატომ დამეხმარე? -ასე ჩავთვალე საჭიროდ.. -შენ რა თქმა უნდა ყველაფერი იცი ხომ? -ყველაფერში რას გულისხმობ? -მხოლოდ ახლა მოხედა ბიჭმა. -იცი ჩემი და ჯარჯის ამბავი.. ანდრეამ თავი დაუქნია.. -ნათლიაჩემმა რომ გაიგოს ხომ იცი გაბრაზდება? -ეგეც ვიცი… -და მაინც არ გეშინია? -არა.. -რამის გეშინია საერთოდ? -კი.. -მეტყვი რისი? -უსიყვარულოდ სიკვდილის… -ოჰოოო.-გაეცინა გოგოს.-შენ რომანტიკოსიც ყოფილხარ… -თანაც როგორი.. -არასდროს გყვარებია? -იცი რომ ძალიან ცნობისმოყვარე ხარ? -ვიცი..და ჯიუტი..კიდევ შანტაჟის დედოფალს მეძახის გაბრიელი.. -ეგ მართალია...როგორ უცებ გამაკეთებინე ის,რაც არ მინდოდა. -გინდოდა...გინდოდა მას არაფერი დაშავებოდა და ასე ამიტომ მოიქეცი. მაგრამ მთავარ მიზეზს ვერ ვხვდები.. -მე ძალიან ცოდვილი ადამიანი ვარ. ბევრი ტყვია მომხვედრია,მაგრამ უფრო მეტი მისვრია და მიზანში გამირტყავს,ბევრი ცუდი ჩამიდენია, ალბათ ამის გამოა რომ ღამე ცუდად მძინავს..ყველა მათგანის სახე უკან დამყვება,არ მინდა ეს გაბრიელსაც დაემართოს,ის სხვანაირია და ამას ვერ გადაიტანს.გაუჭირდება.. -შენ ძალიან კარგი და კეთილი ადამიანი ხარ ანდრო,არ დაგავიწყდეს ეს.-ხელი მხარზე ფრთხილად დაადო. -მოდი ჩვენც ვიმეგობროთ, გამიხარდება თუ გაბრიელის გარდა კიდევ ერთი მეგობარი მეყოლება… -ყოველთვის შენს გვერდით მიგულე და კიდევ ბოდიში რომ შენს საყვარელ ადამიანს ასე მოვექეცი. -გაპატიებ,თუ ახლა წახვალ და დაიძინებ.დასვენება გჭირდება.. -არ შეიძლება… -შეიძლება,ადექი წადი.მე ვიქნები ფხიზლად.მალე გათენდება და მას წამლის გაკეთება უწევს… -ასე როგორ…-წინააღმდეგობის გაწევა სცადა ბიჭმა მაგრამ არ გამოუვიდა და ბურტყუნით გაემართა საძინებლისკენ.. თათულიმ პლედი მოიხურა,იმ სარწეველა სკამში კომფორტულად მოთავსდა და ამომავალი მზის სხივებს მოღუშული შეეგება.მისი გონება ახლა ჯარჯიზე დარდით იყო დაკავებული… ****** აგარაკიდან წამოსულმა გაბრიელმა პირველივე შემხვედრ მაღაზიაში სასმელი იყიდა.მანქანა თბილისის შემოსასვლელში გააჩერა და ბოთლი გახსნა.ვისკის პირველივე წვეთებმა ყელი ჩააწვა,აშკარად ძლიერი იყო, მისთვის მითუმეტეს დალევას არ იყო მიჩვეული. ყველაფრის დავიწყება უნდოდა.ამ დღის განსაკუთრებით.მაგრამ ვერაფერი მოუხერხა თავს.უგონოდ გათიშული იყო,თუმცა ჯარჯის განაწამები სახე მაინც თვალწინ ედგა და ვერაფრით იშორებდა.მისი ყვირილი ყურებში ედგა და სულ უფრო და უფრო მეტად უმატებდა ვიღაც ამ ხმას...შინაგან მესთან ჭიდილი რთული აღმოჩნდა.რთული აღმოჩნდა ისიც რომ ამ მძიმე წუთებში თამთასთვის არ დაერეკა.გოგომ რომ უპასუხა,რაღაც უთხრა და მერე გაითიშა კიდეც… -არანორმალური..იდიოტი...როცა მოუნდება მაშინ მირეკავს და შეხვედრას მთხოვს.მე კი სულელივით ყოველთვის გავრბივარ.-ბრაზობდა საკუთარ თავზე და ნერვიულად დააბიჯებდა ოთახში.მაინც ვერ მოითმინა.მაინც ვერ გაძლო და კიდევ ერთხელ დაურეკა.ბიჭს აღარ უპასუხია,შეშინებულმა საგარეო ტანსაცმელი ჩაიცვა და ტაქსი გამოიძახა.ასე გვიან სახლიდან თავის მანქანით ვერ გავიდოდა და არც დაცვა გაუშვებდა. მისამართი კარგად ახსოვდა.ზუსტად ეს უკარნახა ბიჭმა და მისვლა სთხოვა… ტაქსის მძღოლმა ეჭვით შეხედა ასეთ დროს იქ რა უნდაო,მაგრამ მსხვილმა კუპიურამ თავისი ქნა და გეზი მითითებული მისამართისკენ აიღო.. შორიდანვე შენიშნა თამთამ გაბრიელის მანქანა.მძღოლს დალოდება სთხოვა და გადავიდა. უკვირდა ბიჭი რომ არ ეხმიანებოდა. არც გადმოიდოდა.დაუძახა,მაგრამ ხმაც არ ამოუღია. -სად ჯანდაბაში ხარ გაბრიელი ფიცხელაურო.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და მანქანას მიადგა. თვალები გაუფართოვდა როცა ბიჭი დაინახა,საჭეზე დაედო ხელები და შუბლით ეყრდნობოდა.შეშინდა და ფრთხილად შეახო ხელი.ალკოჰოლის სუნი მისწვდა მის ნესტოებს. -მთვრალია იდიოტი.მე კიდევ როგორ შემეშინდა.-ამოისუნთქა და მძღოლს დაუძახა.. რამდენიმე საათში მშვიდად ეძინა თავის ოთახში,ძილში კი გაბრიელი ესიზმრებოდა… ***** ტელეფონის ზარი გაბმულად რეკავდა.პატრონს კი ღრმად ეძინა და და მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ შეძლო გაღვიძება.არ ეცნო ადგილი და არც ის ახსოვდა აქ როგორ მოხვდა. სამაგიეროდ ნაბახუსევისგან თავი უსკდებოდა. -გისმენ ანდრო...ჯერ სახლში შევივლი,მერე კომპანიაში და საღამოს მოვალ.მანამდე მანდ იყავი. მარტო არ დატოვო...ვინ?..თუ სხვა გზა არაა,წადი… ტელეფონი საწოლზე მიაგდო და ოთახი დაათვალიერა.სასტუმო რომ იყო მალევე მიხვდა.ღილაკს დააჭირა ხელი და პასუხს დაელოდა. -გისმენთ ბატონო გაბრიელ?. -უკაცრავად სად ვარ? -თქვენს სასტუმროში… -ვინ მომიყვანა? -ვიღაც ქალბატონმა.ვინაობის გამხელა არ ისურვა -კარგით. -ბატონო კიდევ რამეს ინებებთ? -დიახ.საუზმე ნომერში და იმ ქალის ფოტო.დარწმუნებული ვარ კამერები ყველაფერს აღბეჭდავდა. -რა თქმა უნდა,ახლავე შევატყობინებ დაცვის უფროსს.-მაშინვე უთხრა ქალმა და ყურმილი დაკიდა… შხაპის მიღება რომ დაასრულა,კარზე დააკაკუნენ.ოფიციანტმა მაგიდა შემოაგორა ნომერში საუზმესთან ერთად და პატარა კონვერტი მოაწოდა.მადლობა გადაუხადა, ფულიც გადაუხადა და როგორც კი მარტო დარჩა მაშინვე კონვერტი გახსნა.გაეცინა. -ნეტავ როგორ მოხვდა იქ?ან საიდან გაიგო?-ფიქრობდა და გონებას ძაბავდა,მაგრამ არაფერი ახსოვდა. მერე გონებამ მანამდე მომხდარი აღიდგინა და თავი ისევ ცუდად იგრძნო… ისაუზმა,შხაპი მიიღო და სასტუმრო დატოვა.კომპანიაში წავიდა,საქმეები უნდა დაესრულებინა.რაღაც საეჭვო გარღვევები აღმოაჩინა საბუთებში, რაღაც არ ემთხვეოდა და ეს უნდა გაერკვია… არც თამთა იყო უსაქმოდ.მარიამის სამსახურში მივიდა მისი მეგობრები და თანამშრომლები უნდა გამოეკითხა.ის იდუმალი მამაკაცი უნდა ეპოვნა,მისი ვინაობა უნდა გაეგო.იქნებ სწორედ ის იყო სიკვდილის ღამეს გოგოსთან?? დიდი ვერაფერი გაარკვია.ყველა ერთსა და იმავეს იმეორებდა-რომ არავინ არაფერი იცოდა თუ მარიამს შეყვარებული ჰყავდა.პირად ცხოვრებას ასაიდუმლოებდა,ისიც კი არ იცოდნენ რომ მაჩაბელი იყო. უბრალოდ ყველა ამბობდა რომ იდეალური ადამიანი იყო,კეთილი, პატიოსანი,მხიარული.. მარიამის დადებით თვისებებზე ბევრს საუბრობდნე,რაც თამთამაც კარგად იცოდა-მისი ბიძაშვილი საგვარეულოში ყველაზე წმინდა და სუფთა გულის ადამიანი იყო… ერთადერთი ვინც იმ დღეს ვერ ნახა, ეს უფროსი იყო.პატარა სარეკლამო კომპანიის მფლობელი ახლა მივლინებით იყო წასული უკრაინაში და რამდენიმე დღეში დაბრუნდებოდა. მისმა მდივანმა ნომერი მისცა და ღიმილით დაემშვიდობა…. -ჯანდაბა,ტყუილად დავკარგე დრო,-გაბრაზებულმა მიიხურა მანქანის კარი და საჭეს დაარტყა ხელი.ეტკინა,მაგრამ არ მიუქცევია ყურადღება ტკივილისთვის…. არც იმისთვის რომ ტელეფონი გაბმულად რეკავდა.მითუმეტეს როცა მასში გაბრიელის ნომერი ამოიცნო საოცრად არ ესიამოვნა და გვერდით მოისროლა. -ახლა შენთან საუბრის ნერვები არ მაქვს.-ალბათ უფრო საკუთარი თავის გასამხნევებლად თქვა,თორემ ნამდვილად უნდოდა მასთან საუბარი კი არა მისი ნახვაც კი.მაინც სძლია თავს და არ უპასუხა.რადგან იცოდა თუ გაბრიელი შეხვედრას სთხოვდა აუცილებლად შეხვდებოდა.. ვიღაცასთან უნდა ესაუბრა,ძალიან სჭირდებოდა.აღმოაჩინა რომ ასეთი არავინ ჰყავდა,მხოლოდ ალუდა და ჯარჯი.მათთან საუბარი არ უნდოდა. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ისინი ვერ დაეხმარებოდნენ. ისიც კარგად გაანალიზა რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ასეთი მხოლოდ გაბრიელ ფიცხელაური იყო,ის ვისთანაც თამამად საუბრობდა ყველაფერზე ოჯახზე,ამ დაპირისპირებაზე, პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე და რაც ყველაზე მთავარია სიყვარულზეც კი.. ბოლოს ისევ ჯარჯის დაურეკა,ბიჭს ტელეფონი გამორთული ჰქონდა. გაუკვირდა,ასეთი რამ არასდროს ხდებოდა.. მერე ტყუპისცალთან დარეკა. -რამ გაგახსენა ჩემი თავი პრინცესა?- მოესმა მისი მხიარული ხმა.საერთოდ ეს ორი ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდნენ… -რა უნამუსო ხარ მაგას რომ მეუბნები.-გაუბრაზდა გოგო. -რატომ მიბრაზდები?რამე მოხდა?- დასერიოზულდა უცებ.. -შენი ძმა გაქრა,მეორე დღეა ტელეფონი გამორთული აქვს… -ეტყობა სადმე გაძვრა, ასე იცის ხოლმე.. -მაინც მოძებნე რაა.-სთხოვა გოგომ. -კარგი,ოღონდ შენ არ ინერვიულო, ახლავე დავიწყებ. -დამირეკე რამეს თუ გაიგებ.. -შენ სად ხარ? -საქმეზე ვარ გასული. -მარტო? -კი. -რას დადიხარ მარტო?არ იცი რა საფრთხე გემუქრება?-აფეთქდა ბიჭი და რას აფეთქდა.მაგრამ თამთას რეაქცია არ ჰქონია. -დამშვიდდი,არაფერი დამემართება. თანაც უკვე სახლში მოვდივარ.იქ გნახავ.-ტელეფონი სასწრაფოდ გაუთიშა,იცოდა ისევ აფეთქდებოდა ბიჭი და ეჩხუბებოდა,ან მეტიც დაადგებოდა იქ სადაც იყო.საქმე აღარ გაურთულებია,პირდაპირ სახლში წავიდა.. ******* წამლებმა, მკურნალობამ და გოგოს მზრუნველობამ შედეგი გამოიღო. მეორე საღამოს ჯარჯის მდგომარეობა გაუმჯობესდა.მართალია გონს ჯერ კიდევ არ იყო,ან თუ მოდიოდა საღად ვერ აზროვნებდა,მხოლოდ ბოდავდა. ეგონა ეჩვენებოდა და ხშირად იმეორებდა თათულის სახელს.ხან თამთა ახსენა,ხანაც მარიამი.ბოლოს მარიამი ესიზმრა.. „-მარიამ არ წახვიდე.არ გააკეთო ეგ“- ისევ ფანჯარაზე იდგა გოგო და ბიჭს უღიმოდა. -სხვა გზა არაა. -რატომ? -ასეა საჭირო.. -მეც წამოვალ.-ხელი გაუწოდა ჯარჯიმ. -არა,შენ აქ უნდა დარჩე.უნდა გაარკვიო ყველაფერი… -არა მარიამ.წამიყვანე მეც წამოვალ.. -აქ შენი ადგილი არ არის..აქ მე და ზურა ვართ…. -ვინ არის ზურა?მარიამ..მარიამ მიპასუხე.დამელოდე,მეც მივდივარ.- სანამ ბიჭი მიაუხლოვდა,მანამდე თეთრმა ნათებამ დაფარა გოგო და მხოლოდ მზის სხივები დარჩა იმ ადგილზე.““ თათულის წამალმა იმოქმედა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ჯარჯის სიცხემ დაუწია,დამშვიდდა და მშვიდად სუნთქვა დაიწყო.კიდევ ერთხელ შეუცვალა შუბლზე ტილო ცივი საფენით.მერე საწოლის კიდეზე ჩამოჯდა,მისი ხელი ხელში აიღო და მოეფერა. -ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ შენთან.მხოლოდ ერთხელ სცადე და მომიახლოვდი.მხოლოდ მაშინ როცა მითხარი რომ გიყვარვარ..მას მერე არასდროს მოსულხარ...ახლა მე მოვედი და მე გეუბნები იგივეს რომ მეც მიყვარხარ...ალბათ არასდროს ან ვერასდროს გაიგებ ამას...შეიძლება ისიც კი ვერ გაიგო რომ მე ახლა შენს გვერდით ვარ.. რომ ახლა დავრწმუნდი რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის...ახლა მივხვდი რატომ თქვი უარი ჩემზე.ისევ ჩემს გამო….-ცრემლი მოადგა თვალზე. -ეს ან სამოთხეა ან სიზმარში ვარ.- მოესმა უცებ მამაკაცის ხმა და ინსტიქტურად წამოხტა.ბიჭს თვალები ისევ ეხუჭა,მაგრამ გახელას ცდილობდა.. -ღმერთო ჩემო,ჯარჯი როგორც იქნა გონს მოხვედი..-ხელი დაუჭირა და თითებით მოეფერა.. -შენ თუ ჩემს გვერდით იქნები, სიკვდილზეც თანახმა ვარ.თუნდაც ეს ჩემი უკანასკნელი ღამე იყოს,-თავს ძალა დაატანა და გაიღიმა ბიჭმა.მერე მსუბუქად მოუჭირა თითები…. -კარგად იქნები,გამოჯანმრთელდები. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. -იცი რაც მოხდა? -ყველაფერი ვიცი...გვაპატიე კარგი? გთხოვ გვაპატიე.არ უნდოდა მას.. -მე უდანაშაულო ვარ..ჩემი ოჯახიც.. -ვიცით..ისიც ცუდ დღეშია.ძალიან განიცდის. -შენ ყოველთვის ამართლებდი და იცავდი მას… -და ეს შენ ყოველთვის გწყინდა.. -ახლაც მწყინს..მაგრამ გაბრაზება კი არა,უპასუხო გრძნობები უფრო მაწამებს.. -შენი გრძნობა არასდროს ყოფილა უპასუხო.-დაიჩურჩულა გოგომ და თავი დახარა,თვალები აარიდა ბიჭს. -რა თქვი?-ყურებს არ დაუჯერა ჯარჯიმ. -ამდენი წელი ვერ გავექეცი ამ გრძნობას ჯარჯი ჩოხელო… სადაც მივდივარ უფრო მეტად მხვევს ხელებს და მაჯაჭვებს შენზე.. -ამიტომ დაბრუნდი ამერიკიდან? -შენს გამო.-თავი დაიქნია გოგომ. -ნათლიაშენი? -გაბრიელი დახმარებას დამპირდა.- იმედიანად შეხედა გოგომ და ბიჭის თვალებშიც იგივე დაინახა -მაშინ დავიცადოთ…-გაეცინა და ისევ თვალები დახუჭა,წამალი მოქმედებდა და სიზმრებისკენ მიჰყავდა. ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა, თუმცა მორფეოსი ბევრად ძლიერი იყო და საბოლოოდ დაიმორჩილა ბიჭი. გული დასწყდა თათულის ხვალ შეიძლებოდა არაფერი ხსომებოდა მას.საწოლის კიდეზე იჯდა და მის ხელს ეფერებოდა.. ******* შეიძლება ყველაფერი იმდენად საშიში არ იყო თამთასთვის, რამდენადაც ოჯახი უხასიათებდა მას სიტუაციას.რადგან არსებობდა გაბრიელ ფიცხელაური,ის კი მარტივად არ ნებდება და ყოველთვის თავისი გაჰქონდა..იქნებ ამიტომ იყო რომ სახლიდან გასვლას მარტო ბედავდა და სულაც არ ეშინოდა. საღამოს ოჯახის წევრების საყვედურებსაც მოთმინებით ისმენდა და უპასუხოდ ტოვებდა ამ ყველაფერს. ბოლოს რომ მობეზრდა ამოხეთქა და იყვირა:-მარტო მე ვარ შეზღუდული ამ ოჯახში.ყველა იმას აკეთებთ რაც გინდათ,სადაც გინდა იქ მიდიხართ და მოდიხართ. -ჩვენ საქმეები გვაქვს.შენ კი უმიზეზოდ აკეთებ ამას.უბრალოდ გინდა სახლიდან გასვლა და წინააღმდეგობის გაწევა. -ასე არ არის და კარგად იცი ეს. კარგად იცი რომ უსაქმური არავინ ვართ.-დაამატა ალუდამ -მეც მაქვს საქმეები.-უპასუხა გოგომ. -რა სააქმეები უნდა გქონდეს?ორი თვეც არაა რაც დაბრუნდი.თითქმის არ გყავს მეგობარი და ნაცნობი.. -მნიშვნელობა არ აქვს.უბრალოდ უნდა გავიდე და მორჩა.მე მხოლოდ ის მაინტერესებს რატომ ჯარჯის არ კითხულობთ?რატომ ალუდას არ საყვედურობ?რატომ არ ეძებ ჩემს ძმას…იმიტომ რომ ისინი მამაკაცები არიან?იმიტომ რომ მათ თავის დაცვა შეუძლიათ?ეს მეც შემიძლია,მეც ვიცი იარაღის სროლა და თავდაცვის ილეთები.-იყვირა და საქამრედან იარაღი ამოაცურა,გადატენა და ოთახის მეორე ბოლოში,მაგიდაზე მდგომ საყვავილეს ესროლა.ის ნაწილებად დაიშალა და ძირს გადმოიყარა -ღმერთო ჩემო,ეს რა არის თამთა?- იყვირა მოულოდნელობისგან ნინომ და თავში შემოირტყა ხელი.-შენც ჩაგითრიეს. იმდენად შოკისმომგვრელი იყო ეს ყველაფერი ოჯახის წევრებისთვის, რომ ხმას ვერ იღებდნენ.მხოლოდ ალუდა იყო ჩვეულებრივად.მერე ხელი სტაცა იარაღს და გამოგლიჯა. -ამისთვის გასწავლეთ რომ ამტკიცო მაგარი ხარ?-უსაყვედურა და დამცავი ჩაკეტა.მერე უკან მიაწოდა. -ამიტომ წახვედით ხევსურეთში? ჯანდაბა თქვენს თავს,ყველანი არანორმალურები როგორ ხართ. -უღრიალა ვახომ.-რომელიმე ჩემს წინ რომ წახვიდეთ,არ გაპატიებთ. უჩემოდ ივახშმეთ.-გაბრაზებულმა დატოვა ოთახი და კაბინეტში შეიკეტა. რა თქმა უნდა არავის არ ჰქონდა ამის სურვილი.იმ საღამოს ყველა თავის ოთახში იჯდა და ფიქრებს მისცემოდნენ.. ******* შუაღამე იდგა..თბილისის მიმდებარე ტერიოტიარზე,ტყეში ორი მანქანა გაჩერებულიყო.ერთში განაწილებულიყვნენ და საუბრობდნენ.ერთი მიშა გამყრელიძე იყო. -აბა მითხარი რა სარგებელს მივიღებ იმ საქმით,რასაც შენ მთავაზობ? -ერთდოულად ორი გვარის უზარმაზარი ბიზნესი გახდება შენი.. -რომ მიხვდენენ და მახე დაგიგონ? -ვერაფერს მიხვდებიან..ისე გავაკეთებ ყველაფერს რომ ერთმანეთზე იეჭვონ და ერთმანეთს დაუწყონ ბრძოლა, ამასობაში ყურადღებას მოადუნებენ და მე იმ საბუთებს ჩავიგდებ ხელში, რომელიც დაადასტურებს რომ კომპანიები ჩვენს ხელში გადმოვა. -ფიცხელაურები გასაგებია,მაგრამ მაჩაბელების კომპანიას როგორ ჩაიგდებ ხელში? -იმედა მაჩაბელი ჩემს ხელშია,არ დაგავიწყდეს.მისი ხელის მოწერა საკმარისი იქნება.თვითონაც არ იცის, მაგრამ მამამისს ქონების და კომპანიის ორმოცდაათი პროცენტი მასზე აქვს გაფორმებული. -ეგ საკმარისია?დანარჩენი ორმოცდაათი ხომ რჩება? -კი,მაგრამ ისინი ერთდროულად ეკუთვნის ტყუპებს და თამთა მაჩაბელს.ეს კი საკმარისი არაა,ისინი პაიკები არიან და ასევე დარჩებიან. -კარგი,-გაუწოდა ხელი კაცმა,- იმოქმედე.ჩემს ხალხს დაგახმარებ, აბა როდისაა შეხვედრა? -ერთ კვირაში. -ფული მზად მექნება,ჩემს მარჯვენა ხელს გამოვატან,მაგრამ იცოდე მას შენ დააბრუნებ იარაღთან და ნარკოტიკებთან ერთად.. -ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება. -კარგი,წადი,შენს ზარს დაველოდები. მამაკაცი არც კი დამშვიდობებია,ისე გადავიდა მანქანიდან და თავის მანქანაში გადაჯდა.მძღოლს ანიშნა წადიო და ისიც მაშინვე დაიძრა. კმაყოფილმა დატოვა მიშა გამყრელიძემაც იქაურობა. ******* მეორე დღეს გაცილებით უკეთ იყო ჯარჯი ჩოხელი.ამჯერად სრულიად საღად აზროვნებდა.მართალია გუშინდელიდან მხოლოდ ფრაგმენტები ახსოვდა და სიზმარს მიაწერდა თათულისთან საუბარს, მაგრამ მალე დარწმუნდა რომ ეს მოჩვენება კი არა,ცხადი იყო.გოგო ლანგარით ხელში დაინახა. მისთვის საუზმე მიჰქონდა. საწოლში წამოჯდომა სცადა,მაგრამ სხეული არ დაემორჩილა და ტკივილისგან დაიკვნესა. -არ სცადო ადგომა.იყავი.-უთხრა და პატარა მაგიდაზე დადგა ყველაფერი. -ანუ გუშინდელი სიზმარი არ იყო. -არა,-თავი გააქნია გოგომ და საწოლზე ჩამოჯდა.-უნდა ჭამო და მოღონიერდე.მერე წამალი გაქვს დასალევი. ხელი დაუჭირა ბიჭმა და თვალებში ჩახედა.-არ გინდა.ეს არ გააკეთო? -აბა ასე დაგტოვო? -მირჩევნია,-მზერა აარიდა ბიჭმა. -რატომ? -უარესად ნუ მომაჯაჭვებ შენზე.კიდევ ნუ დამიმატებ სატანჯველს.. -გთხოვ შეჭამე.-სთხოვა გოგომ.-მეც ვდარდობ სხვათაშორის შენზე.. კარზე დააკაკუნეს და მერე ანდრეა შემოვიდა ნებართვის გარეშე. -გაბრიელი მოდის,დარეკა, ჯარჯისთან სალაპარაკო აქვს. -ეტყობა დამაკლდა და უნდა დამიმატოს.-ირონიულად ჩაილაპარაკა ჩოხელმა. -კარგი ანდრეა,ახლა ჭამის დროა. მერე წამლებს დალევს და შეძლებენ საუბარს. ბიჭმა ისევ მარტო დატოვა. -ჩემს მაგივრად ნუ წყვეტ ვისთან ვისაუბრებ,რას გავაკეთებ,ან შევჭამ თუ არა საჭმელს.არც ეგ წამლები მინდა.ნუ ცდილობ შეგვარიგო.- ამოხეთქა ბიჭმა.თათულიმ თბილად გაუღიმა. -შენ კიდევ ნუ ცდილობ თავი ისე მომაჩვენო,თითქოს ასეთი ხარ. -გთხოვ ასე ნუ იღიმი,ასე მომხიბვლელად ნუ იღიმი და ნუ მანადგურებ. -რომ გითხრა ყველას შევეწინააღმდეგები,შენს შემოთავაზებას დავთანხმდები და შენთან ვიქნები-თქო,გაბრიელს დაელაპარაკები?დაივიწყებ მტრობას? -მაგას იმიტომ ამბობ რომ ეს ყველაფერი დავივიწყო თუ მართლა გულით გინდა?-ეჭვით შეხედა ბიჭმა. -შენ თუ ჩემს თვალებში ამას ვერ კითხულობ,შენ თუ ჩემს თვალებში ვერ ხედავ ამ გრძნობას,მაშინ ნუ მეუბნები რომ გიყვარვარ… -ყოველი დიდი ტკივილის,ყოველი დაპირისპირების და ჩხუბის,ყოველი კარგი და ცუდი ამბის,ყოველი სიკვდილისა და სიყვარულის შემდეგ, ყოველი საათისა და წუთის შემდეგ, ცხოვრების ნებისმიერ წამში მეყვრები და მიყვარხარ.ცხოვრების განმავლობაში,წელიწადის ნებისმირ დროში,ჩემი შენდამი სიყვარულის მარადიულობას ყველას გავაგებინებ, რომ ჩემთვის უშენოდ სამყაროს ფასი არ აქვს,რომ შენ ხარ ჩემი არჩევანი, მაგრამ არ ვიცი რამდენად გაიგებენ სხვები,რამდენად მიიღებენ ამ სიყვარულს და დაგვიდგებიან გვერდით...მე რომ გაბრიელს დაველაპარაკო და შევურიგდე,რომ ვაპატიო ეს ყველაფერი,მაინც არ ვიქნებით ერთად.-სევდიანად ჩაილაპარაკა ბიჭმა და სახეზე ხელი ჩამოუსვა ატირებულ თათულის. -ვიცი ნათლიაჩემი ცა და დედამიწას გადადგავს და არ დათანხმდება ჩვენს ერთად ყოფნას,მაგრამ მე მაინც ვცდი. ახლა კი გთხოვ ჭამე.-გაიღიმა გოგომ. საუბარში ვერც კი შენიშნეს როგორ უსმენდა კარიდან გაბრიელი, სახელური რომ ჩამოსწია და უნდა შესულიყო,მაშინ მოჰკრა ყური იმ სიტყვებს,რასაც ჯარჯი თათულის ეუბნებოდა,თავი საშინლად იგრძნო. იმდენად ეტკინა გული როცა წარმოიდგინა რომ ორივე სიგიჟემდე იყო ერთმანეთზე შეყვარებული, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ დახმარებოდა მათ.როგორ უნდა აეშენებინათ ამ მტრობაზე დაწყებული ბედნიერი ოჯახი...მითუმეტეს როცა არც მან დააკლო და ჯარჯი ცემით სიკვდილამდე მიიყვანა.. უხმოდ გამოხურა კარი და გაცოფებული გავარდა.მხოლოდ მანქანასთან შეძლო ანდრეამ დასწეოდა. -სად მიდიხარ?. -სასწრაფო საქმე მაქვს. -ეგ სასწრაფო საქმე არ მოიცდის?მეც გასვლა მინდა.. -წადი ანდრო.სადაც გინდა წადი.თუ გინდა სულ არ მოხვიდე.აღარ მოხვიდე ჩვენთან..ამ სამყაროს დააღწიე თავი. შეატყო ბიჭმა რომ არ იყო კარგად, რომ რაღაც აწამებდა,მაგრამ ვერ შეაჩერა.იქიდან გავარდა და ვერ ან არ დაეწია.... ცოტა ხანს ქალაქში იბოდიაჺა მანქანით,მერე ისევ აგარაკზე წავიდა. დამშვიდებული ჩანდა.ანდრეა იქ არ დახვდა. თათული მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.გაბრიელი რომ დაინახა მაშინვე გამორთო, წამოდგა და მოეხვია. -უნამუსო ბიჭო,როგორ გამომკეტე აქ? -არ გეტყობა რომ გაბრაზებული იყო.- კმაყოფილებაც კი გეტყობა სახეზე .-გაეცინა ფიცხელაურს.-აბა,როგორ გრძნობს თავს შენი პრინცი? -არაუშავს,ერთი-ორი დღეც და ფეხზე დადგება.. -შენი წყალობით,შენ ხომ ყოვლისშემძლე ხარ.-უპასუხა და გვერდით მიუსკუპდა. -ასე რომ იყოს აქამდე ვუშველიდი ჩემს თავს და არ დავიტანჯებოდი ამდენი ხანი.შენ მომიყევი შენზე. -რომ მშია… -მაშინ წამოდი სუფრას გავშლი და თან მეჭორავე.-წამოდგა თათული და სამზარეულოსკენ დაიძრა.უკან მიჰყვა ბიჭიც. -გეხვეწები კარტოფილი შეწვი რაა.- სთხოვა და სკამი გამოსწია,მრგვალ მაგიდას მიუჯდა.თათულიმ კარტოფილები ამოალაგა და გათლა დაიწყო,თან ბიჭს უყურებდა. -ასე რატომ მიყურებ. -დაიწყე მიდი,გელოდები. -რა მოგიყვე? -ბოლოს სადაც გავჩერდით იქიდან გააგრძელე.მაგალითად მითხარი ისევ არავინ არის შენს ცხოვრებაში? ბიჭმა ამოიოხრა და სახეზე სევდა შეეპარა. -გამოგიჭირე,ესეგი არის… -სიმართლე გითხრა ერთი გოგო გამოჩნდა….თამთა ჰქვია...თამთა მაჩაბელი.. თათულის მოულოდნელობისგან დანა გაუვარდა. -არაა..არ არსებობს.მაგას ვერ დავიჯერებ… -დაიჯერე… -მდაა.ეს უკვე საინტერესოა.მე და შენ საქმე რთულად გვაქვს სიყვარულში. -სიყვარული არ ჰქვია ამას.. -ჯერ არა...მაგრამ ვიცი მალე დაერქმევა.მე ხომ გიცნობ?მე ხომ ვიცი როგორი ხარ და შენ თუ ვინმე მოგეწონა ასე მარტივად ვერ დაგაღწევს თავს.. -წავალ მე ჯარჯის დაველაპარაკები, მანამდე შენ ვახშამს მიხედე.-პასუხს თავი აარიდა ბიჭმა და წამოდგა. -გაბრო,-დაუძახა გოგომ.-ხომ არაფერს დაუშავებ? -არა,ნუ ნერვიულობ.-გაეცინა და სამზარეულოდან გავიდა… ჯარჯის თვალები მიელულა და ცდილობდა ძილს შეწინააღმდეგებოდა.კარი რომ გაიღო,რატომღაც თათული ეგონა და აღარ გაუხელია,მაგრამ მამაკაცის ხმა რომ მოესმა მაშინვე ფართოდ დააჭყიტა და სახეზე გაოცება გამოესახა.წამოდგომა სცადა,თუმცა გაბრიელმა ანიშნა იყავიო და წინ ჩამოუჯდა სკამზე. -როგორ ხარ?-დაარღვია ისევ თვითონ რამდენიმე წუთიანი სიჩუმე. -როგორც ხედავ გადავრჩი.-ირონია გაურია ჩოხელმა საუბარში. -არ გეშინია? -შენი?ნუ მაცინებ თუ ღმერთი გწამს.მე ამ ქვეყნად მხოლოდ უფლის სამართალის მეშინია.. -სიმართლე გითხრა მეც.. -და ამიტომ გააკეთე ეს ყველაფერი? -არა,მე მართლა მეგონა რომ დამნაშავე იყავი.. -ახლა რა შეიცვალა?აღარ გგონივარ თუ თათულიმ დაგარწმუნა.. -მოდი ამ ამბავში მას ნუ გავრევთ.. -მე არა,შენ გარიე ამაში.მე მასზე დიდი ხანია უარი ვთქვი. -რატომ თქვი უარი?ვისი შეგეშინდა ან რისი?ხომ იცოდი რომ მასაც უყვარდი? -არ ვიცოდი...მისგან პასუხი აქამდე რომ მცოდნოდა,ახლა რომ არ გამეგო, ამ დაპირისპირებას არ შევუშინდებოდი,ხელს დავავლებდი და ამ ყველაფრისგან შორს წავიყვანდი.. -ახლაც შეგიძლია ეგ გააკეთო.. -არა,მას საფრთხეში ვერ ჩავაგდებ. -რომ გითხრა მე დაგეხმარები-თქო? -დანაშაულს ამით ვერ გამოისყიდი.. -ვიცი.-თავი ჩაღუნა ბიჭმა.-ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე სამარცხვინო საქციელი იყო.. -და მაინც შენ ფიცზე დამიჯერე,რა იცი რომ არ გატყუებ? -არ ვიცი,უბრალოდ გენდე.. -გასაგებია..ახლა როგორ იქნება? -როგორც კი გამოჯანმრთელდები აქედან წახვალ და ამ ამბავს აღარასდროს გავიხსენებთ. -მე რა სარგებელი მაგით? -მაშინ ბიძაშენი ხალხს შეკრიბავს და დროებით მიღწეულ სამშვიდობო გარიგებას დაარღვევ.. -ეგ გარიგება არ არსებობს.მამაშენი თავს გაჩვენებს,სინამდვილეში რამდენჯერმე უკვე მოუვიდათ შეხლა-შემოხლა შენს ზურგს უკან. -არ მჯერა… -შენი მოტყუება არაფრად მაწყობს. გინდა რაღაც რჩევა მოგცე? მამაშენსაც კი არ ენდო,როცა საქმე დაპირებაზე მივა,რადგან ის ისე დაარღვევს ამ ფიცს რომ უკან არ დაიხევს.. -შენ საიდან იცნობ მამაჩემს? -ვიცნობ და მორჩა.. -უნდა მითხრა ყველაფერი,-თავზე წამოადგა გაბრიელი. -კარგი დაჯექი.მაგრამ უნდა დამიჯერო. უნდა მენდო. დასტური რომ მიიღო მოყოლა დაიწყო:-შენ რომ აქედან წახვედი,მე თათული მალევე გავიცანი. მას და მარიამს საერთო მეგობრები ჰყავდათ, ერთ წვეულებაზე იყვნენ. წამოსაყვანად მივაკითხე.იქ გავიცანი... გავიცანი და მაშინ დასრულდა ჩემთვის ყველაფერი. არსებობდა მხოლოდ თათული.. მერე ნელ-ნელა დავუახლოვდი.ერთმანეთის მიმართ გრძნობები გაჩნდა.არ ვიცოდი ვინ იყო.ერთ დღეს მამაშენი და მისი ხალხი დამხვდა სახლისკენ მიმავალს, მაშინ გავიგე ყველაფერი.დამემუქრა რომ ყველას გაანადგურებდა,თუ მას თავს არ დავანებებდი.მეტიც ისიც კი მითხრა რომ ჩემს ბიძაშვილს,ჩემს მარიამს,ჩემს საფიცარს მის….სიტყვა გაწყვიტა შუაში ბიჭმა. -რა?რა გითხრა მამაჩემმა?რით დაგაშინა მაშინ?-ვეღარ მოითმინა თავზარდაცემულმა. -ამის გამეორებაც მიჭირს.. -მითხარი.. -მისი დაცვის წევრები სათითაოდ გაუსინჯავდნენ გემოს… -ღმერთო ჩემო.ეს მამაჩემმა გითხრა? -ყველაზე წმინდას ვფიცავ -ჯანდაბა.ჯანდაბა,-წამოხტა და გაბრაზებულმა სკამი ისროლა. ფანჯარას მიხვდა და მინები ჩაიმსხვრა. გამწარებული იყო. შეკრული მუშტი კედელს უთავაზა და გინებაც მიაყოლა.ჯარჯი ხმას არ იღებდა.ხმაურზე თათული შემოვარდა შეშინებული.ეგონა რომ ისევ ჩხუბობდნენ.მაგრამ სიტუაციას რომ შეხედა,გაბრიელს ხელზე დაეჯაჯგურა და გაჩერდიო სთხოვა.. -რა მოხდა გაბრო?ასე უცებ რა შეიცვალა?რატომ ხარ ასეთ დღეში?- შეშინებული საუბრობდა გოგო. -შენ მასთან ყოფნა გინდა? -ძალიან.-უყოყმანოდ უპასუხა გოგომ. -შენ? -ამქვეყნად ყველაფერზე მეტად.. -ხოდა იქნებით. -რას ამბობ ფიცხელაურო?ეს რომ არ შეიძლება ხომ იცი?მამაშენი..შენი გვარის სხვა წევრები… -არ მაინტერესებს არავინ.აქედან რომ წახვალ,ყველას დაელაპარაკები და ეტყვი რომ ცოლი მოგყავს,ამ ამბავს მოაგვარებ,მერე თათულისთან მოხვალ ოჯახში და მის ხელს ითხოვ. არ ვიცი წამოგყვებიან თუ არა იქიდან, მაგრამ ყველაფერი ოფიციალურად იქნება,ახლა უნდა წავიდე,საქმეები მაქვს,მარტო ივახშმეთ.. -კი მაგრამ ეს როგორ?-დაბნეული იდგა თათული. -ჩვეულებრივად და მარტივად. თუ არ გინდა…. -კი,კი.მინდა,როგორ არ მინდა… -შენ კი ჩვენ შორის მომხდარს დაივიწყებ. -გაბრიელ.-შეაჩერა ბიჭმა.-ძმურად ერთ რამეს გეტყვი კიდევ.მამაშენის ბიზნესი არც ისე პატიოსანია,როგორც გგონია.გამოიძიე და მიხვდები.. უპასუხოდ დატოვა ბიჭმა ოთახიც და სახლიც.ვერც ბრაზს მალავდა და ვერც თავს თოკავდა,რომ დამშვიდებულიყო.კიდევ რამდენი რამე უნდა გაეგო მამამისზე,რომ ეპატიებინა და ისევ მამა დაეძახა? კიდევ რამდენი.. მანქანა უწესრიგოდ გააჩერა,ისე რომ ბორბლებს ბოლი აუვიდათ.გადავიდა, კარი გამეტებით მიაჯახუნა და კიბეები რამდენიმე ნაბიჯით აირბინა. -მამა სად არის?-ჰკითხა მამიდას, რომელიც აივანზე იჯდა და წიგნს კითხულობდა.სათვალე მოიხსნა,წიგნი დახურა და ბიჭს მიაჩერდა. -რა ხდება?არ მომწონხარ.. -კარგი,მე მოვძებნი..მამა…-იღრიალა და სახლში შევიდა. -რა გაყვირებს ადამიანო?შეიძლება ყოველ საღამოს ასეთი ყვირილით ბრუნდებოდე?-წინ გადაუდგა დედა. -დედა არ ჩაერიო,ამჯერად მართლა არ ჩაერიო.სად არის? -კაბინეტშია,შეხვედრა აქვს.არ შეხვიდე. მეტი აღარ მოუსმენია,პირდაპირ შეაღო დაუკითხავად კარი. -უნდა გელაპარაკო..სასწრაფოდ. -შეხვედრა მაქვს.-ყურადღება არ მიუქცევია მისი სიბრაზისთვის, მშვიდად უპასუხა. -არ მაინტერესებს,მიშა მოიცდის, გადი თუ შეიძლება.-ანიშნა გამყრელიძეს და ისიც ფეხზე წამოდგა.კარი რომ გაიხურა,ძლივს მოთოკა თავი ამ თავგასული იდიოტისთვის ჭკუა არ ესწავლებინა. -სანანებელს გაგიხდი ყველაფერს გაბრიელ,სიკვდილს განატრებინებ.. -შენ რამდენის უფლებას აძლევ თავს?- მკაცრად ჰკითხა ალექსანდრემ და სიბრაზისგან მაგიდაზე მუშტი დაარტყა. -შენი მუშტების და მუქარის არ მეშინია,-ორივე ხელი დასცხო გამეტებით მაგიდის ზედაპირს გაბრიელმაც და მისკენ გადაიხარა. ჯიუტად გაუსწორა თვალი.. -როდემდე?როდემდე უნდა შემეწინააღმდეგო? -იქამდე,სანამ ნორმალურად არ იცხოვრებ.იქამდე სანამ შენზე სიბინძურეების ლაპარაკს არ შეწყვეტენ,მე კი ამის მოსმენა აღარ მომიწევს... -რა საოცარი ადამიანი ხარ.- ჩაეცინა კაცს.-ამჯერად რა დავაშავე? -კარგი,ვიცი რომ ვერ ხვდები.მე აგიხსნი.თათულის სიყვარულის შესახებ იცოდი? -ეს ამბავი საიდან გაგახსენდა? ვინ გითხრა? -რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? მე უბრალოდ მაინტერესებს იცოდი თუ არა?მარტივია ამაზე პასუხის გაცემა უნდა მითხრა კი ან არა.. -კი ვიცოდი..იმედია არ ფიქრობ რომ უმოქმედოდ ვიჯდებოდი.. -მაგრამ ასე არაკაცურადაც არ უნდა მოქცეულიყავი, რომ ჯარჯი ჩოხელს ბიძაშვილით დამუქრებოდი.. მითუმეტეს ახალგაზრდა გოგოს...ვერც კი ვიმეორებ ამ სიტყვებს. ყოველთვის როცა ვფიქრობ, რომ მორჩა,მეტი არაფერი მოხდება,რომ მამაჩემთან ურთიერთობა დავალაგე და მშვიდად ვიცხოვრებთ,რომ ერთმანეთთან საუბარს შევძლებთ მამა-შვილურად, სწორედ მაშინ შენზე ისეთ რამეს ვიგებ,ისეთ სიბინძურეს, რომ ზურასთან ერთად ვკვდები.. მაშინ,როცა ხალხი ოცნებობს შენს შვილობაზე,შენი ოჯახის წევრობაზე.მე ამ დროს მცხვენია. მცხვენია რომ ამ საცოდავი ოჯახის წევრი ვარ.რომ საოცნებო სულაც არ აქვთ არაფერი. -გეყოფა,გეყოფა მორალის წაკითხვა. სიკვდილმისჯილსაც აქვს თავის გამართლების უფლება… -შენ არაფერი გამართლებს.. -არ მინდა ამაზე ზედმეტად საუბარი. იცი მაინც რატომ მოვიქეცი ასე?იცი მაინც რატომ დავემუქრე ოჯახით? -გამართლება არ გაქვს არა,- ყვიროდა გაბრიელი.- -მაგრამ მაინც მომისმენ.იმ დროს ვახო მაჩაბელმა და მაგ შენმა ჯარჯიმ, ასე რომ იცავ,ჩემს ბიზნესს ისე დაარტყეს, გაკოტრებას ძლივს გადავრჩით.. -ჭირსაც წაუღია შენი წყეული ბიზნესი, თუ ადამიანობას დაკარგავ.. -რამდენიც არ უნდა ეცადო რომ სამართლიანი იყო,მაინც არ გამოვა. მაინც მოგიწევს ისეთი რამის გაკეთება რაც არ გინდა.. ამ სიტყვებმა რამდენიმე დღის წინ მომხდარი გაახსენა და გახევდა. დადუმდა,გაქვავდა. ბოლოს ძლივს ამოიღო ხმა და უთხრა:-ასეც რომ იყოს,უსუსურ ქალებზე ბინძური ხრიკებით არავის დავემუქრები.-კარი გამეტებით გაიჯახუნა. როგორც კი გამოვიდა დედის ცრემლიან თვალებს წააწყდა. თავი დამნაშავედ იგრძნო. -არაფერი მითხრა დედა. -კარგი.-სევდიანად ჩაილაპარაკა ქალმა. გვერდი აუარა და გარეთ გასვლა დააპირა,მაგრამ ვერ შეძლო,გულმა ვერ გაუძლო,უკან შემობრუნდა და დედას მოეხვია. -ნუ ტირი დედა. -სატირლად არ მაქვს საქმე? ერთი შვილი მიწაში ჩავდე, მეორე მამამისს ისე ექცევა, თითქოს მტერი იყოს და მესამე კაცმა არ იცის სად არის. -მოიცადე ემა სახლში არ მოსულა? -ხელი გაუშვა ბიჭმა და ოდნავ მოშორდა -არა,ეს ერთი კვირაა გვიან ბრუნდება, რომ ვეკითხები სად იყო,პასუხს არ მცემს.დილით გვიან დგება და ამბობს რომ სამსახურში მიდის...მაგრამ ეჭვი მეპარება ასე იყოს . -დედა შენ ახლა წადი დაისვენე, დაიძინე,მე კი წავალ ემას მოვძებნი. იქნებ სამსახურშია და მუშაობს.. დედას დაემშვიდობა და სახლიდან გამოვიდა.როგორ გამორჩა მხედველობიდან ეს ფაქტი.სხვებზე იყო გადართული და საკუთარი და დაავიწყდა. მანქანაში ჯდებოდა,როცა ანდრეამ დაურეკა. -გისმენ ანდრო?..ახლა?.. მისამართი მითხარი,რადგან ჩემთან უნდა ლაპარაკი,ახლავე წავალ...შენ კი შეგიძლია ემასთან წახვიდე სამსახურში? რადაც არ უნდა დაგიჯდეს სახლში წამოიყვანე.. დიდი მადლობა.. რამდენიმე წამში ტელეფონმა დაიწკაპუნა.მანქანა ეზოდან გაიყვანა და გეზი მითითებული მისამართისკენ აიღო… ერთი სული ჰქონდა დანიშნულების ადგილზე მისულიყო და იმ პიროვნებას შეხვედროდა,ვინც ანდრეამ გამოუგზავნა.იცოდა რაღაცას აუცილებლად გაარკვევდა,იცოდა რომ ტყუილად არ იქნებოდა დაკარგული ანდრეა.რაღაც კვალზე აუცილებლად გავიდოდა და ასეც მოხდა. პიროვნება, რომელიც ელოდა,იმ რესტორნის მიმტანი იყო,სადაც მკვლელობა მოხდა.შეშინებული გოგო აქეთ-იქით იყურებოდა და ვიღაცას ელოდა.არ დააყოვნა და წინ დაუჯდა დაუკითხავად. -გამარჯობა. -გამარჯობა,-შეცბა გოგო და შიშით დაიკნავლა. -მე გაბრიელი ვარ.იმ მოკლული ბიჭის ძმა. -გასაგებია.ესეგი შენ გელოდი. -დიახ,-თავი დაუკრა ბიჭმა. -შეიძლება აქედან წავიდეთ?სხვაგან ვილაპარაკოთ. -რატომ?გაშინებს ვინმე? გოგომ თავი დაუქნია,გაბრიელმა თვალი მოავლო იქაურობას,მერე მიმტანს დაუძახა და რაღაც უჩურჩულა, მანაც არ დააყოვნა და მაშინვე გასცა პასუხი ასევე ჩურჩულით.რამდენიმე წუთში ისინი უკვე დახურულ კუპეში ისხდნენ და საუბრობდნენ. -აბა გისმენ,რისი თქმა გინდოდა?ნუ გეშინია აქ არავინაა და არავინ დაგინახავს. -იმ ღამეს,როცა თქვენი ძმა მოკლეს, იქ კიდევ რაღაც მოხდა,-გოგო სვენებ- სვენებით ლაპარაკობდა. -რა მოხდა?- დაიძაბა ბიჭი,იგრძნო გოგო რაღაც ცუდის სათქმელად ემზადებოდა. -ის ბიჭი მაჩაბელი მგონი სროლას სულაც არ აპირებდა.პირველად კი შეკამათდნენ და მაგრადაც იჩხუბეს, ოღონდ გარეთ,ერთმანეთს არ დააკლეს მუშტები.მერე სიტუაცია დარეგულირდა,ზურამ რაღაც უთხრა, რის გამოც ის ბიჭი გაშეშდა და ხმა ვეღარ ამოიღო.მერე თქვენი ძმა შიგნით შემობრუნდა და მაგიდას მიუჯდა,ვიღაცას ელოდა.. -გარეთ დარჩენილმა იმედამ რა გააკეთა?მას ვინმე ელაპარაკა? -სამზარეულოში ვიყავი, უკან რომ გამოვედი დარბაზში, მაჩაბელი იარაღს უმიზნებდა და გაისროლა კიდეც… -ეს ხომ ისედაც ვიცოდი? -იცოდი,მაგრამ ის ხომ არ იცი ვინ გააქეზა იმედა მაჩაბელი?ვიღაც იყო გარეთ.მე არ დამინახავს სახეზე, მაგრამ სამზარეულოს ფანჯარიდან მისი ლანდი შესამჩნევი იყო.მერე ცნობისმოყვარეობამ მძლია და უფრო დავაკვირდი,მისი ხმაც გავიგე… -შეგიძლია რამე დასამახსოვრებელი მითხრა მის შესახებ? -სამწუხაროდ სიბნელეში ვერ დავინახე კარგად,მაგრამ მთავარი სხვა რამეა. -კიდევ არის რამე?-დაიძაბა ბიჭი. -შენი ძმის ტელეფონი უნდა იპოვნო, სიმართლე იქაა.. -რა სიმართლე? -ეგ არ ვიცი,მაგრამ რომ იპოვნი ვიცი ყველაფერს გაარკვევ.. -ვინმემ იცის ეს ყველაფერი რაც მომიყევი -რაც მოგიყევი არა,მაგრამ მითვალთვალებენ.ეჭვი მაქვს,რომ ვიღაცამ იცის,მე რომ იქ ვიყავი და დავინახე. -ესეგი საფრთხეში ხარ?კარგი,ამ საქმეს მივხედავ აუცილებლად. დამელოდე ორი წუთით გავალ. გოგო ცდილობდა შიში და ნერვიულობა დაემალა,მაგრამ გაბრიელის გამოცდილ თვალს არ გამოჰპარვია ეს და ალბათ არც სხვებს. ისე გავიდა კუპიდან,რომ გოგო თვალთახედვის არეში ჰყავდა. წარმოდგენა არ ჰქონდა ახლა სად უნდა წაეყვანა ან ვისთან.სად გადაემალა ისე რომ ვერავის მიეგნო მისთვის.მამამისის გარემოცვას ვერ ენდობოდა,ვერც ოჯახის წევრებს, ნებისმიერს შეეძლო გაბრაზებულზე რაღაც ისეთი წამოსცდენოდათ,რომ სავალალო შედეგი მიეღო.წამში გადაწყვიტა ვისთანაც უნდა დაერეკა და ნომერი მოიძია. -შენ საათი არ გაქვს?შუაღამეა,- მოესმა გოგოს გაბრაზებული და ნამძინარევი ხმა. -მაპატიე რომ გაგაღვიძე,მაგრამ აუცილებლად უნდა გნახო ახლავე. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. -შენ სულ ასე იძახი,მაგრამ რომ მოვდივარ ყოველთვის სხვანაირად მთავრდება ჩვენი შეხვედრა. -გეფიცები მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არც ერთს არ გვეხება.ეს ჩვენს ძმებს ეხება. -სად მოვიდე?-უკვე ტანსაცმელს იცვამდა თამთა.მისამართი რომ მოისმინა,მალე მოვალო,უთხრა და ტელეფონი გაუთიშა… მდუმარედ და ყურადღებით მოისმინა მიმტანი გოგონას მონაყოლი.არც კი შეუწყვეტია.მთელი ამ დროის განმავლობაში გაბრიელი მის პირისიპირ იჯდა და თვალს არ აშორებდა მაჩაბელს.დაბნეული კი იყო,მაგრამ მაინც ცდილობდა თავის ხელში აყვანას და მზერისთვის ყურადღების არ მიქცევას. -გასაგებია ყველაფერი.უნდა ვიპოვოთ ის ადამიანი და ამით ყველაფერი თუ არა,რაღაც მაინც გაირკვევა..- დაასკვნა ბოლოს. -ბრავო,-ირონია გაურია ხმაში ბიჭმა და ტაში შემოჰკრა.-ეგ მე როგორ ვერ მოვიფიქრე. -რა გინდა ვერ ვხვდები. -გოგო საფრთხის ქვეშაა.მთავარი მისი დაცვაა. -მე რა გავაკეთო მერე -შენ უნდა დაიცვა.. -როგორ?-გაუფართოვდა თვალები. -ერთადერთი ადამიანი ხარ,ვისაც ჩემთან ერთად უნდა მკვლელობის ნამდვილი მიზეზის გარკვევა,რომ იქნებ რამენაირად გამართლება მოუძებნო შენი ძმის საქციელს. სინამდვილეში ალბათ ეს მეც მინდა. მინდა გავიგო რატომ გააკეთა ეს. ალბათ მას ვერასოდეს ვნახავ,მაგრამ ის კი ნამდვილად უნდა გავიგო რამ ან ვინ მიიყვანა ამ ნაბიჯამდე. -კარგი,მაგრამ ერთი პირობით.. -გისმენ.. -შენც კი არ გეცოდინება მისი ადგილსამყოფელი,რადგან არ მინდა შენი ნდობა გამიქრეს. -ამას რატომ ამბობ? -გოგოს გადავმალავ,შენ არ გეცოდინება. ვინმემ რომ მიაგნოს ან რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს, ის მაინც მეცოდინება დაზუსტებით, რომ შენ არაფერ შუაში ხარ. -მთავარია ის უსაფრთხოდ იყოს და სულ ნუ მეტყვი თუ გინდა სად იქნება.-გაეღიმა გაბრიელს.მიხვდა რატომ ფრთხილობდა თამთა და უფრო დააფასა მისი გონებამახვილობა. -აბა მაშინ ჩვენ წავედით,მარტო დაგტოვებთ,ხომ ასეა ანა?-მიუბრუნდა გოგოს მაჩაბელი. -მოიცა მანქანა გყავს? -ამჯერად ჭკუა ვიხმარე,ერთი ავტომობილი სახლიდან მოშორებით მყავს გაჩერებული ავტოსადგომზე,ისე რომ მის შესახებ არავინ იცის.-გაეცინა თამთას. -გამაოცე.. -ჯერ სად ხარ..ახლა ერთი საქმე და ერთი მიზანი გვაქვს..აი ოდესმე,თუ ჩვენი გზები და გეგმები გადაიკვეთა და საწინააღმდეგოდ განვითარდა მოვლენები,გპირდები ისე გესვრი არც კი დავფიქრდები.. -შენგან ტყვიაზეც თანახმა ვარ, -გაეცინა ბიჭს,სანაცვლოდ გოგოსგან გაბრაზებული მზერა მიიღო და ღიმილიც სახეზე შეეყინა.. რესტორნიდან გამოსულები სხვადასხვა მხარეს წავიდნენ.ისე როგორც ცხოვრება ცდილობდა მათი ბედის შეცვლას.მაგრამ ის რაც უფლის მიერ უკვე იყო გადაწყვეტილი,ვერავინ და ვეღარაფერი შეცვლიდა.. თამთამ თვალი გააყოლა როგორ წავიდა იქიდან გაბრიელი,მერე ტელეფონი ამოიღო და სასურველი ნომერი მოიძია.ადგილი დაუთქვა შესახვედრად და ისიც იქით წავიდა. მანამდე კი ჩუმად მყოფ,შეშინებულ გოგოს გადახედა და გაამხნევა. -ნუ გეშინია,საფრთხე არ გემუქრება. ყველაფერი კარგად იქნება.. მის ღიმილში ანამ იმედი დაინახა და ცოტა მოეშვა.თავისუფლად დაჯდა მანქანაში და გზას დაუწყო ყურება.. ალუდამ ჯერ იბუზღუნა ბიძაშვილმა რომ გააღვიძა.გაუბრაზდა კიდეც.მერე კი ადგა,ჩაიცა და მითითითებული მისამართისკენ წავიდა. პირველი ის მივიდა.დიდ ხანს ლოდინი არ დასჭირვებია. დაახლოებით ათ წუთში თამთას მანქანაც შეამჩნია.შუაღამის სიბნელეში თვალი მოსჭრა მანქანის ფარებმა.მაგრამ იქიდან თამთასთან ერთად სხვაც რომ დაინახა,გაოცდა და მანქანიდან თვითონაც გადავიდა. -რა ხდება ბიძაშვილო?რამე შარში ხარ?-გაეცინა მას. -არა,-მოკლედ მოუჭრა გოგომ. -ეს ვინ არის?-გადახედა ბიჭმა საცოდავად მობუზულ გოგოს. -ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა.. -რამდენად მნიშვნელოვანი? -იმდენად,რომ ისეთ ადგილზე უნდა გადამალო,ვერავინ მიაგნოს,მეც კი. -რა საინტერესოა.რამე დააშავა?ამ პატარა ბავშვის ძიძად უნდა მაქციო. -პატარა არ ვარ.-პირველად ამოიღო ხმა ანამ,მას შემდეგ რაც რესტორნიდან წამოვიდნენ. -აბა ვინ ხარ?-ზემოდან გადახედა ალუდამ.-სახლიდან გაიპარე?შენც მდიდარი ხალხის შვილებივით მეამბოხე ხარ?ცდილობ მშობლებს რაღაც დაუმტკიცო? -ნეტავ მყავდეს...ნეტავ..-ცრემლი ჩაუდგა გოგოს თვალებში,მობრუნდა და თამთას მანქანისკენ წავიდა. -რა გააკეთე?გოგო აატირე.- გაუბრაზდა თამთა. -შუაღამისას მირეკავ,სადღაც ტყეში მინიშნავ შეხვედრას,მოვდივარ და ვიღაც უცხო გოგოსთან ერთად მეცხადები,მეუბნები რომ უნდა გადავმალო,რა უნდა ვიფიქრო ამ დროს?-არ დაუთმო ალუდამაც. -ეს გოგო ზურა ფიცხელაურის მკვლელობის მოწმეა,რომელზეც არავინ იცის,მაგრამ,ეჭვი აქვს რომ უთვალთვალებენ..-მოკლედ აუხსნა თამთამ ბიჭს. -პოლიციაში წავიდეს მერე.. -ალუდა ახლა გცემ..არ მისმენ? უთვალთვალებენ.ანუ ემუქრებიან?ეს კი იცი რას ნიშნავს?რომ შეიძლება იმედას დანაშაულს გამართლება ჰქონდეს...სანამ ბოლონდე რაღაცეებს გავარკვევთ უნდა დამალო.. -ჯანდაბა,რაღა მაინცდამაინც მე? -იმიტომ რომ ჯარჯი სადღაც გაქრა, მე კი თქვენს გარდა ვერავის ვენდობი. -არ ხარ ნორმალური..რატომ ერევი ამ საქმეში?პოლიციას დააცადე გააკეთოს თავის საქმე.. -ჩვენს ქვეყანაში თავის საქმეს არავინ არ აკეთებს,მითუმეტეს სანამ ალექსანდრე ფიცხელაური და მისი მსგავსი ადამიანები იქნებიან.მანამდე ყველა მათ დაემორჩილება პოლიციაც,კრიმინალებიც და მათ შორის პარლამენტარები და მაღალჩინოსნები.ჭაობშია ეს ქვეყანა, ჭაობში.. -ჯანდაბას შენი თავი,დაუძახე იმ გოგოს… როცა იქაურობას ტოვებდნენ,თამთამ კიდევ ერთხელ დაუძახა ბიძაშვილს. მანქანის ფანჯრიდან თავი გამოყო ბიჭმა. -არავინ არ უნდა იცოდეს,სად წაიყვანე,იცოდე კარგად გადამალე. -არის ბოს,-საფეთქელთან მიიტანა ხელი და გაუცინა ბიჭმა..თამთამ თვალი გააყოლა და იქამდე დარჩა იქ, სანამ მანქანა საბოლოოდ არ გაუქრა თვალთახედვიდან.მერე კი თვითონაც სახლში წამოვიდა.გზიდან გაბრიელს შეტყობინება გაუგზავნა. „-გოგო უსაფრთხოდაა.“ ძილბურანში წასულ ფიცხელაურს მაინც გაეღვიძა,რომ წაიკითხა, ჩაეღიმა და კმაყოფილი გადაბრუნდა საწოლში.. ****** ჯერ კიდევ იგრძნობოდა ზაფხულის ზეგავლენა,მიუხედავად იმისა რომ შემოდგომა იდგა.სექტემბერი იწურებოდა.ირგვლივ ყველაფერი ფერს იცვლიდა და ჭრელა-ჭრულად იმოსებოდა ბუნება.. ზურა ფიცხელაურის და მარიამ მაჩაბელის გარდაცვალებიდან ორი თვე გასულიყო.ორი მტკივნეული და მტანჯველი თვე.. თუშეთის გზაზე შემდგარ ალუდა ჩოხელს რატომღაც სწორედ მათზე ფიქრები აეკვიატა.დაძაბული ჩაჰფრენოდა საჭეს და გზას გაჰყურებდა.სავარძელში მოკუნტული გოგო კი ხმას ისევ არ იღებდა და მოწყენილი იყურებოდა ფანჯარაში.. დუმდნენ ფიცხელაურების აგარაკზე მყოფი თათული და ჯარჯი,თუმცა ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ.. ამ მზერაში ყველაფერი იკითხებოდა… არც ანდრეას ჰქონდა მშვიდი ღამე. ემასთან მის წამოსაყვანდ მისულს გოგო იქ არ დახვდა და არც არავინ იცოდა სად წავიდა.გაბრაზებული გამობრუნდა იქიდან და ძველ მეგობარს დაურეკა პოლიციაში მანქანის ნომრით პატრონის ადგილსამყოფელის გარკვევა სთხოვა. ერთ საათში კი კლუბის შესასვლელთან იდგა და დაცვას ელაპარაკებოდა.ფეისკონტროლი გაიარა და დახურული კლუბის კარი შეაღო.ერთმანეთში არეულიყო მოსაწევის,სასმელის და ოფლის სუნი. გაბრუებული სხეულები მუსიკის ფონზე ცეკვავდნენ.ისეთ მოძრაობებს აკეთებდნენ თვითონაც რომ გაოცდებოდნენ ფხიზელი თვალით რომ შეეხედათ თავიანთი თავებისთვის.. ხალხში ემა ფიცხელაურის მოძებნა დაიწყო.მალევე შეამჩნია მისთვის უცხო ახალგაზრდებში მჯდარი. გულიანად იცინოდა და ხელში სასმელით სავსე ჭიქა ეჭირა. თავზე წამოადგა ახალგაზრდებს და ხმამაღლა ჩაახველა.სწორედ ამ დროს მუსიკაც შეწყდა და გაოცებულ ემას თვალები შუბლზე აუვიდა როცა სტუმარი დაინახა. -ჰაი ანდრეა.-აუქნია ხელი მისალმების ნიშნად და ისევ მეგობრებს მიუბრუნდა. -თუ შეიძლება დაემშვიდობე მათ და წამომყევით.-ჩასჩურჩულა ყურში ბიჭმა, რასაც მისი გადახარხარება მოჰყვა. -არ მინდა წამოსვლა,აქ მშვენივრად ვერთობი. -მოგიწევს.-ისევ ყურში უჩურჩულა ბიჭმა. -ერთი წუთით,-მიუბრუნდა მეგობრებს ემა.-მალე დავბრუნდები. -დიდხანს არ დაგვტოვო პატარა, -უხამსი ტონით უთხრა საპირისპირო მხარეს მჯდომმა მისივე ასაკის ბიჭმა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. ემამ გაუღიმა და წამოდგა.სასმლით სავსე ჭიქა გაიყოლა.ცოტა წაბორძიკდა, მაგრამ ხელი აუქნია მისაშველებლად მომზადებულ ანდრეას და დაწინაურდა. შედარებით მშვიდ ადგილზე გავიდნენ. -ისე შეგეძლო დამშვიდობებოდი. -შენ ვინ ხარ რომ მბრძანებლობ?რა უფლება გაქვს რომ ამას მეუბნები? -შენი ძმა და დედაშენი შენზე ნერვიულობენ,ასე რომ სახლში მოდიხარ. -რაღაც აქ ვერც ერთს ვერ ვხედავ.. -გაბრიელი მოდიოდა,მაგრამ მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა.. -აი ხედავ?შენივე ნათქვამის საპირისპიროს ამბობ.ესეგი ჩემზე მნიშნელოვანი რამე ან ვინმე არსებობს და მხოლოდ სიტყვებია ის რომ ვინმეს ვადარდებ.-რაღაცნაირი სევდიანი იყო გოგო. -ყოველშემთხვევაში აქ არ უნდა იყო. -რატომ? -საფრთხე გემუქრება. -მერე აქ არ ხარ?ჩემს დასაცავად არ გამოგიშვეს?-გაეცინა გოგოს და სასმელი მოსვა. -მე შენს წამოსაყვანად გამომიშვეს და არა,შენი დაცვა არ ვარ.სულაც არ მეხატება გულზე კუდში გსდიო და შენს ფინიად ვიქცე. -მაშინ წადი.გართობას რომ მოვრჩები თვითონ დავბრუნდები.-გვერდის ავლა სცადა გოგომ. -თუ მანამდე სასმელისგან ისე არ გამოთვერი,რომ ვინმე იდიოტმა აქვე არ გიხმ...ა.-მოესმა ზურგს უკან და თავი შეურაწყოფილად იგრძნო.- განსაკუთრებით იმ იდიოტმა,წეღან რომ მოჩვენებითი კოცნით დაგაჯილდოვა. სწრაფად მოტრიალდა და პირდაპირ შეასკდა ანდრეას სხეულს.. -ამაზე პასუხს აგებ,ჩემ ძმას ვეტყვი. არა მამაჩემს,რომ ამ შეურაწყოფისთვია დაგსაჯოს მკაცრად.-მაინც ამაყად ეჭირა თავი და ჯიქურ უსწორებდა ბიჭს მზერას. -ახლავე შეგიძლია დარეკო და ორივეს უთხრა რომ კლუბში ხარ გასართობად, ვნახოთ ვინ დაისჯება. -აქედან წადი,მარტო დამტოვე.მე მაინც არ წამოვალ...ზურგი შეაქცია და უკან დაბრუნდა მეგობრებთან. -ღმერთო გამძლეობა და მოთმინების უნარი მომეცი.-ჩაილაპარაკა თავისთვის და ისევ უკან შებრუნდა.ისე დადგა რომ გოგო შორიდან ეკონტროლებინა.ამჯერად იმ ბიჭის გვერდით იჯდა,რომელიც თავისუფლად დააცოცებდა ხელებს მის სხეულზე.მერე სასმელიც მიაწოდა.ემამ ბოლომდე დალია. თავი შეუძლოდ იგრძნო,მაგრამ არ შეიმჩნია,შეეცადა თავი ხელში აეყვანა.არ გამოუვიდა. ბოდიში მოიხადა და საპირფარეშოსკენ წავიდა.ვერ შეამჩმნია როგორ გაჰყვა უკან თანმხლები.ანდრეა ამ დროს ტელეფონზე გაბრიელს ელაპარაკებოდა და წამში გაუქრა თვალთახედვიდან გოგო.მაშინვე ძებნა დაუწყო… ემამ სახეზე ცივი წყალი შეისხა. ოდნავ გადაუარა თავბრუსხვევამ. მაგრამ ფეხებში ძალა ნელ-ნელა ეცლებოდა.სწორედ ამ დროს მის უკან კარი დაიკეტა და სარკეში კარგად შეამჩნია თანმხლები მეგობარი.. -რას აკეთებ?აქ შემოსვლა არ შეიძლება.. -მართლა პატარავ?მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრა,სანამ იმ რაღაცას დალევდი.არ იცი რომ ჩემი შესვლა ყველგან შეიძლება?-ჩაეცინა დამცინავად და თვალებში უცნაური მზერა გაუკრთა.ემა შეშინებული აეკრა ონკანის კიდეს და აქეთ-იქით გააცეცა თვალები.ცდილობდა გონება არ დაეკარგა და ყვირილი დააპირა. წამში დაეხშო პირი.ცალი ხელი ააფარა პირზე,ცალი კი წელზე შემოხვია და მაისურის ქვეშ შეუცურა. ზუსტად იცოდა რომ მისი საქმე წასული იყო და არავის იმედი არ უნდა ჰქონოდა. ვერავინ უშველიდა და აქ პირველად გაახსენდა რამდენიმე წუთის უკან ანდრეას ნათქვამი სიტყვები.უკანასკნელად გაიბრძოლა, დაიზმუვლა,მერე კი გონებაც დაკარგა. თუმცა მანამდე მაინც მოჰკრა თვალი ანდრეას,რომელმაც იმ წუთას კარი შემოამტვრია.მერე ყველაფერი ნისლში ჩაიძირა… ********* დილა საოცარი დადგა.მზემ დილიდანვე მოჰფინა სხივები დედამიწას და სიცივეს შეებრძოლა. მალევე დაათბო… თუმცა ქვეყნის სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა სახლში მყოფებისთვის სხვადასხვანაირად გათენდა… ალუდამ მანქანა აგარაკზე გააჩერა. დილა საოცარი იყო.ნისლში ჩაძირულიყო სახლი და ზოგგან მზის სხივებს გაესერა.სვეტებივით დაშვებულიყო დედამიწისკენ. მძინარე ანა შეაღვიძა და ღვედი მოიხსნა. გოგომ თვალები მოიფშვნიტა, გაიზმორა და ნელა დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს ,მერე კი ფართოდ დააჭყიტა. -რა სილამაზეა.-აღმოხდა განცვიფრებისგან. -გადმოდი,-უხეშად მოუვიდა ნათქვამი და საბარგული გააღო.იქიდან პარკები გადმოიღო. -უხეში,ტყიური.-ჩაილაპარაკა გოგომ და უკან აეკიდა დაწინაურებულ ალუდას.თან ფიქრობდა როდის იყიდა ეს ყველაფერი,რომ ვერ გავიგეო. -ღრმა ძილი გყვარებია,-უთხრა ბიჭმა და კარი გააღო.ჯერ გოგო შეატარა, მერე თვითონ მიჰყვა,თან ყოველი შემთხვევისთვის გარემო შეათვალიერა,ვინმე ხომ არ აგვეკიდაო.სიმშვიდე იყო.კარი დახურა და სამზარეულოში შევიდა. მაგიდაზე დააწყო ყველაფერი.მერე პროდუქტების დაბინავებას შეუდგა. მთელი ამ დროის განმავლობაში უხმოდ ადევნებდა თვალს ანა. მისაღებში იჯდა დივანის კიდეზე, თითები ერთმანეთში აეხლართა და ნერვიულად აწვალებდა.. -შეგიძლია დამეხმარო?-გამოსძახა ბიჭმა და სამზარეულოსა და მისაღებს შორის მდებარე ბარიდან თავი გამოჰყო.ანამ თავი უხმოდ დაუქნია, წამოდგა და მისკენ დაიძრა. -ლაპარაკი იცი საერთოდ?-შეუღრინა ბიჭმა.ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი,ტონი ვერ გააკონტროლა. -ნუ ყვირი,ყრუ არ ვარ,-აუწია ხმას ანამაც.არ ელოდა ალუდა და გაშეშდა ერთ ადგილზე.მერე გონს მოეგო და ცინიკურად ჩაეცინა. -არ ვიცი აქ რამდენ ხანს მოგვიწევს დარჩენა,მაგრამ კარგად გავერთობით. -არც იფიქრო…უხამსო.. -არც ვფიქრობ იმას რაც შენ გგონია.. კარგი,მიდი ზემოთ ადი,კიბის მარჯვნივ პირველ ოთახში ნივთებია, გამოიცვალე,დაისვენე,მერე ჩამოდი და რამე ვჭამოთ.-ზავი დაუდო სწრაფადვე ალუდამ,მიხვდა გოგო არც ისე ადვილად დასამორჩილებელი იყო და შეიძლება სერიოზული კამათი მოსვლოდათ… ანამ სწრაფად დატოვა სამზარეულო და მითითებული ოთახისკენ წავიდა. აქ ყოფნა სულს უხუთავდა და ერთი სული ჰქონდა განმარტოებულიყო.. ოთახიდან საოცარი ხედი გადაეშალა.იმდენად ლამაზი იყო ეს ყველაფერი,სუნთქვა ეკვროდა და სიტყვები არ ჰქოფნიდა ამ სილამაზის აღსაწერად..ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და პეიზაჟით ტკბობა დაიწყო. თან ფიქრობდა თავის უბადრუკ და საცოდავ ცხოვრებაზე… ალუდა ქვემოთ საქმიანობდა და სულაც არ ანაღვლებდა გოგოს დარდი, ფიქრები და შიში.. საოცარი დილად გათენდა მცხეთაშიც. მართალია ვერ შეედრებოდა შ თუშეთის სილამაზეს, მაგრამ მტკვრის პირზე მდებარე აგარაკი,რომლის ვერანდა მდინარეს გადაჰყურებდა, მაინც თავისებურ ელფერს სძენდა აქაურობას შემოდგომაც… პირველად ადგა ჯარჯი ჩოხელი ფეხზე.ჩამტვრეული ნეკნენი მოშუშებოდა და მხოლოდ ასატანი, სუსტი ტკივილი დარჩენოდა… შხაპი მიიღო.იქვე დაწყობილი, აკურატულად დაკეცილი ტანსაცმელი ჩაიცვა და ოთახიდან გამოვიდა. მდივანზე დასძინებოდა თათულის, ხელები შეტყუპებინა,ლოყებქვეშ ამოედო და მშვიდად სუნთქავდა. ცოტა ხანს უყურა,საოცრად ლამაზი იყო. სხვანაირად ძგერდა შეყვარებული მამაკაცის გული.მისთვის ძგერდა და ამ სილამაზისთვის ყველაფერზე თანახმა იყო… მერე მიუახლოვდა,მის წინ ჩაიცუცქა და ნაზად ჩამოუსვა თითები სახეზე. თათული შეირხა, ნელა გაახილა თვალები და მაშინვე წააწყდა თაფლისფერ სფეროებს,რომელიც შეყვარებული თვალებით უყურებდა.. -დილა მშვიდობისა,-გაუცინა გოგომ. -ამაზე მშვენიერი დილა ცხოვრებაში არ მქონია,-უპასუხა ბიჭმა და ისევ მოეფერა,მზრუნველად გადაუსვა თავზე ხელი,მერე ტუჩები მიაკრა მის შუბლს.გოგო გაირინდა და ამ ერთი უბრალო,ნაზი კოცნით მისთვის სამყარო გაჩერდა… ემა ფიცხელაურის დილა ჩვეულებრივ დილას არაფრით ჰგავდა, საოცარი და განსხვავებული იყო,იმით რომ თვალების გახელის შემდეგ რაღაც პატარა ოთახში იწვა და არც ისეთი კომფორტული იყო საწოლი. სხეულზე მეტად თავი სტკიოდა და რაც ყველაზე მთავარია, არაფერი ახსოვდა. უფრო სწორად კლუბში მისვლის გარდა არაფერი ახსოვდა. ოთახს თვალი მოავლო და რაღაცნაირად დაემანჭა სახე. სიმდიდრეს და ფუფუნებას მიჩვეულს ასეთ იაფფასიან თეთრეულში გაღვიძება არ ესიამოვნა. ნორმალურად არ ჰქონდა გაფიქრებული სად ვარო,რომ კარი გაიღო და ანდრეა აესვეტა.ბიჭს ხელში ახალგამოწურული წვენი ეჭირა და შესახედაობაზე ეტყობოდა რომ ფორთოხლის იყო.დაასწრო გოგომ და კითხვები დააყარა:-სად ვართ?შენთან ერთად რა მინდა?აქ როგორ მოვხვდი? -გერჩივნა ისეთ მდგომარეობაში სახლში წამეყვანე და შენი ოჯახის წევრებს ენახე?-სერიოზული სახით უპასუხა ანდრეამ. -ჯანდაბა..ახლა გამახსენდა.. რაღაც დამალევინეს..მერე ცუდად გავხდი. ტუალეტში გავედი. იქ რა მოხდა ანდრეა? -არაფერი,-თვალი აარიდა ბიჭმა და წვენი მაგიდაზე დაუდგა. -ანდრეა მიპასუხე.-წამოდგა გოგო და წასასვლელად მომზადებულ ბიჭს გზა გადაუჭრა.. -არაფერი-მეთქი.უბრალოდ ცუდად გახდი.. -ანდრეა გთხოვ.-ხელები მკერდზე მსუბუქად მიარტყა და ვედრებით სავსე თვალებით შეხედა.შიში იმის რომ იქ რაღაც საშინელება მოხდა დიდი იყო და მოსასმენად მოემზადა. -რადგან არ იშლი…-შეისვენა ბიჭმა და მერე უპასუხა:-საბედნიეროდ დროულად მივხვდი სად იქნებოდი და მოგისწარი.იმ არაკაცს არაფერი დაუშვებია… -რა სულელი ვარ…-ცრემლით აევსო თვალები და თავი დახარა.-შენ რომ არ მოსულიყავი,ალბათ ახლა.. -არ დაამთავრო…-გააჩუმა ანდრეამ.- მართალია შენ სულელი ხარ, სამაგიეროდ მე ვარ ჭკვიანი და გადაგარჩინე.. გოგოს გაეღიმა ანდრეას სიტყვებზე. ბიჭმა საწოლზე ჩამოსვა,წვენი მიაწოდა და გვერდით მიუჯდა. -დიდი ხანია იქ დადიხარ? -არც ისე..ბოლო ერთი თვეა.. -იმ საშინელებებს რამდენი ხანია იღებ? -საიდან მოიტანე?-შეცბა გოგო და წვენი გადასცდა.ძლივს ამოისუნთქა. -შენი რეაქციით დავრწმუნდი.არ გინდა ემა,ამაში არ არის გამოსავალი. შვებას ვერ ჰპოვებ.მერე უფრო გაგიჭირდება… -არ არის ასე,მართლა მოგეჩვენა. -ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს რომ მართალი ვარ,თავის მართლება ამის დადასტურებაა. გოგო წამოდგა,ფანჯარასთან მივიდა და გაიხედა.არ ეცნო ადგილი და საუბრის გადატანა სცადა. -სად ვართ? -ჩემს სახლში.. -მარტო ცხოვრობ? -არა,დედასთან ერთად.. -ანუ იცის რა მდგომარეობაშიც მომიყვანე აქ და ვინ ვარ? -არა,არ იცის,ცოტას ავადმყოფობდა და სოფელში წავიდა რამდენიმე დღით თავის ძმასთან.მოენატრა დედულეთი.-გაეღიმა ბიჭს. -იცი რაა მოდი ჩვენც წავიდეთ… -სისულელეს ამბობ.რა ვუთხრა შენებს?შენს ძმას? -ვეტყვი რომ მეგობართან მივდივარ სოფელში. -გაბრიელი არ დაიჯერებს..თან ახლა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს და ჩემი დახმარება აუცილებლად დასჭირდება.ვერ მივატოვებ.. -კარგი,-მოიღუშა გოგო.-მოდი სახლში დავბრუნდეთ. -საუზმე მოვამზადე,ჯერ ვისაუზმოთ… -არა მგონია ისეთი რამე მოგემზადებინოს,რომ გამაოცო. -ნახე და დარწმუნდი თვითონ.. -კარგი.სამზარეულოში გავიდეთ. გაოცების შეძახილები აღმოხდა პირიდან,როცა გაშლილი სუფრა იხილა გოგომ. -შენ რა იცი რომ შემწვარი კარტოფილი მიყვარს? -სადღაც მოვკარი ყური.-თვალი ჩაუკრა ბიჭმა.-მამაშენის მილიონებს არ შეუძლია ისეთი ბედნიერების მონიჭების უფლება,როგორც ჩემს მიერ შემწვარ უბრალო კარტოფილს. -ასეთი მზრუნველი თუ იყავი და კეთილი ვიცოდი,მაგრამ ამდენი თუ შეგეძლო ვერ წარმოვიდგენდი. -არ იყო საჭირო და მაგიტომ.მე ჩემი საქმე მაქვს,ჩემი უფროსების ცხოვრება არ მაინტერესებს. -მაშინ რატომ დამეხმარე? -გაბრიელმა მთხოვა,ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია მისი იმედები გავამართლო.. -ესეგი შენ ხარ ადამიანი,რომელიც ყოველთვის სხვისთვის აკეთებს რაღაცას?-ჰკითხა ემამ და საჭმელი თეფშზე გადმოიღო. -არა,მე ვარ ადამიანი,რომელიც ყველაფერს იმისთვის აკეთებს,რომ საკუთარ სინდისთან იყოს მართალი. გოგომ პასუხი ვერ გასცა და გაჩუმდა, უხმოდ საუზმობდნენ. დროდადრო ემა ბიჭისკენ გააპარებდა თვალს და სახეზე აკვირდებოდა.ასე ახლოს მასთან არასდროს ყოფილა.თუმცა პირველი დღიდან მოსწონდა მისი ლამაზი სახის ნაკვთები, დაკუნთული და ნავარჯიშევი სხეული. საშინაო, სპორტულ ფორმაში ბევრად უკეთ ჩანდა ეს ყველაფერი,ვიდრე კლასიკურ ფორმაში გამოწყობილის. რომ დაასრულეს გაბრიელის ზარმა მოუსწროთ,ბიჭმა მარტო დატოვა გოგო და ოთახში გადაინაცვლა. რამდენიმე წუთში ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. -მივდივართ,სასწრაფო საქმე გამომიჩნდა.-მოუჭრა მოკლედ.. -იცი მგონი აჯობებს დავრჩე.. -რატომ? -ამით სახლში ვერ მივალ.-ანიშნა გახეთქილ და დასიებულ ტუჩზე. -მგონი მართალი ხარ.კარგი,დარჩი, სახლში ყველაფერია,მე არ ვიცი როდის დავბრუნდები,შეიძლება არც დავბრუნდე დღეს.თავი თავისუფლად იგრძენი.-იარაღი ქამარში გაირჭო და სახლიდან გასვლა დააპირა.მანამდე კი უჯრიდან რაღაც ამოიღო და გოგოს მიაწოდა. -ეს სათადარიგო გასაღებია,თუ წასვლა მოგინდა წადი.ოღონდ კარი დაკეტე. -კარგი.-გაიღიმა გოგომ და ასე ღიმილით გააცილა ბიჭი. -ჯანდაბა ანდრეა,ახლა ეს გინდოდა,-როგორც კი სახლიდან გამოვიდა,მაშინვე გაუბრაზდა საკუთარ თავს და საჭეს მიუჯდა… ******* ერთი დღე..თორმეტი საათი… თითოეულ საათში ასახული სამოცი წუთი და წუთში მოწიკწიკე რამდენიმე წამი.თითოეულ ამ მონაკვეთში კი ადამიანების მოულოდნელად შეცვლილი ცხოვრება….წამში შეცვლილო აზროვნება და დაუფიქრებელი ან გაანალიზებული გადაწყვეტილება…. შვილის ფოტოების და ვიდეოების ყურებაში გასული კიდევ ერთი დღე ფიცხელაურებში.. მაზლისშვილის სახელზე ანთებული კიდევ ერთი სანთელი და მის სახელზე წაკითხული კიდევ ერთი ლოცვა მაჩაბელებში… თუმცა თამთა მათთან არ იყო. გამოძინების მერე ვიღაცამ დაურეკა და სასწრაფოდ გავარდა... სამსახურში გატარებული კიდევ ერთი დღე.ისევ მამასთან კამათი, მიუხედავად იმისა რომ თავს პირობა მისცა გაბრიელმა ვეცდები გავუგოო. მორიგი უთანხმოება თანამშრომლის გამო დაიწყო. ჩათვალა რომ უსამართლო იყო ის სასჯელი,რაც მიიღო.ნებისმიერს შეიძლება ის უმნიშვნელო შეცდომა დაეშვა, როგორც ის თვლიდა…. თუშეთში უბრად მყოფი წყვილი. ანა ოთახში იწვა და რომ მოიწყინა ბოლოს პირველივე წიგნი აიღო წასაკითხად.ალუდა ქვემოთ იჯდა და ტელეფონში ერთობოდა… მცხეთაში მყოფი მოსიყვარულე წყვილი, რომელთაც ამქვეყნად არაფერი და აღარავინ ადარდებათ და აფიქრებდათ.პირველად შეძლეს და გაისეირნეს მტკვრის პირზე ისე,რომ არ შეშინებიათ...ჯარჯის სიარული უჭირდა და თათულის ეყრდნობიდა,ის ეხმარებოდა… ანდრეას სახლში მარტოდ დარჩენილი ემა და მის მოლოდინში გატარებული მთელი დღე.ბოლოს რომ მობეზრდა, სამზარეულოს მოწესრიგება გადაწყვიტა,მაგრამ რაც არ იცოდა იმას როგორ გააკეთებდა?საბოლოოდ ორიოდე თეფში და ჭიქა შეიწირა, მაგრამ მაინც კმაყოფილი დარჩა.არც ისე ცუდად იყო საქმე..ბიჭი მთელი დღე არ გამოჩენილა..არც დაბინდების მერე...მოიწყინა..ასეთ მარტოობას არ იყო მიჩვეული.. .დივანზე ჩამოჯდა და ტელევიზორის ყურება დაუწყო. როგორ მიეძინა არ ახსოვს… სამაგიეროდ გვიან რომ ვიღაცას ეჭირა ხელში, ეს გაიგო.ოდნავ გამოფხიზლდა,ანდრეა იყო მიხვდა, თუმცა ოდნავ ნასვამი,სასმლის სუნი აშკარად იგრძნობოდა.. საწოლში ჩააწვინა ბიჭმა,საბანი მიაფარა,ცოტა ხანს უყურა მძინარეს, მერე სინათლე ჩაქრო და თვითონაც დასაძინებლად წავიდა… მანამდე კი მთელი დღე საქმეებზე დარბოდა,საღამოს კი გაბრიელს შეხვდა... სახლში დაბრუნებულმა გაბრიელმა ანდრეას შეატყო,რომ განერვიულებული იყო და მაშინვე მანქანაში ჩაისვა და ბარისკენ წაიყვანა. -ცოტა დამშვიდება არ გვაწყენდა. ერთი-ორი ჭიქა დავლიოთ და მომიყევი რა მოხდა? -ეტყობა დავბერდი.-გაბრაზებულმა წამოიძახა ბიჭმა,რასაც ფიცხელაურის სიცილი მოჰყვა. -რა დროს შენი სიბერეა?ჩემზე ორი-სამი წლით თუ იქნები დიდი.აბა რა მოხდა?გისმენ? -რაც დამავალე,ვერაფერი გავაკეთე და გავარკვიე. -დამშვიდდი და მოითმინე.ჩვენ ისეთ საქმეს შევეჭიდეთ,რომ აჩქარება არ გამოვა. -ხო,მაგრამ არ მინდა იმედები გაგიცრუო. -შენ იმაზე კარგ საქმეს აკეთებ,ვიდრე უბრალოდ დახმარებაა.ასე რომ მორჩი ნერვიულობას და ყველაფერი მშვიდად გავაკეთოთ.-მხარზე ხელი დაადო მეგობრად გაბრიელმა.- მამაჩემის დაცვისგან რამე ხომ არ გაგიგია? -როგორც წესი მე რომ მხედავენ ჩუმდებიან,მაგრამ გავიგე რომ მამაშენი რაღაცას გეგმავს და ეს ამ დღეებში მოხდება… -ნეტავ რა უნდა იყოს? -არ ვიცი,მაგრამ აუცილებლად გავარკვევ. -მადლობა ანდრეა,მადლობა ყველაფრისთვის.მადლობა იმისთვის რომ უბრალოდ მისმენ და უსიტყვოდ ასრულებ ჩემს მითითებებს. იმისთვისაც რომ ჩემი გჯერა. -ადამიანებს კარგად ვიცნობ.იცი პირველად ჯარში რომ წავედი თვრამეტი წლის ვიყავი.ჯერ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოვიხადე ერთი წელი,მერე კი კონტრაქტს მოვაწერე ხელი.მას მერე ათი წელი იქ ვიყავი.უამრავი რამე ვისწავლე.უამრავი ადამიანი შემხვედრია ცხოვრებაში,მათი ამოცნობა ვისწავლე.მათ თვალებში იმის კითხვა,რამდენად გულწრფელები არიან,როცა რაღაცას ამბობენ. . -და ახლა მეტყვი რომ ჩემს თვალებში დაინახე როგორი ვარ მე.. -კი,იმ წამსვე როცა აეროპორტში დაგხვდი და სახლში წამოგიყვანე.ხომ არაფერი გითქვამს გზაში,მაგრამ შენს თვალებში დავინახე რამდენად გულწრფელი,წესიერი და მიმტევებელი ადამიანი ხარ… გაბრიელს ჩაეცინა. -არა მგონია ამას ვიმსახურებდე ან ასეთი ვიყო.. -ერთ რაღაცას გეტყვი და წავალ კარგი.ოღონდ არ გაბრაზდე.. -მითხარი.. -თამთა მაჩაბელი არ დათმო… -კი მაგრამ ეს შენ საიდან… -მაგას სხვა დროს მოგიყვები. -სევდიანად ჩაეღიმა ბიჭს და წამოდგა.-სახლში წავალ,ჩემი სამუშაო დღე დასრულდა. -ანდრეა მოიცადე.-შეაჩერა გაბრიელმა.-ძალიან გიყვარდა? -იქნებ ახლაც მიყვარს?არ ვიცი.. უბრალოდ გეუბნები რომ არავის არ დაუჯერო,შენი გულის გარდა. სასმელს თავისი უკვე გაეკეთებინა და გულჩათხრობილი ბიჭი აალაპარაკა. მაგრამ ბევრი მაინც ვერაფერი გაიგო გაბრიელმა. -როცა ლაპარაკი და გულის გადაშლა მოგინდება,ყოველთვის შეგიძლია დამირეკო და დამელაპარაკო. მოგისმენ.აი რამდენად დაგეხმარები ეგ უკვე არ ვიცი.-ჩაეღიმა მასაც სევდიანად. -კარგი,-თავი დაუქნია ანდრეამ,ხელი ჩამოართვა და დაემშვიდობა.მარტო დარჩა ფიცხელაური არეულ გონებასთან და მოძალებულ ფიქრებთან ერთად. სმა განაგრძო.ის რაც არასოდეს ყვარებია ახლა აკეთებდა.ასე ყოფილა მოულოდნელად იცვლება შენი ცხოვრება,ისე რომ აზრზეც ვერ მოხვალ… რამდენიმე ჭიქის მერე იგრძნო რომ სული დაეხუთა და აქ აღარ უნდოდა. ბარის მაღალი სკამი დარბაზისკენ მოატრიალა და თვალი გადაავლო. ყველაზე ნაკლებად ახლა ამ შეხვედრას ელოდა.მის ნახვას ვერ წარმოიდგენდა აქ და ასეთ დროს. ვიღაც ბიჭთან ერთად იჯდა და ისე საუბრობდნენ,თითქოს კარგი ნაცნობები იყვნენ...ან იქნებ იყვნენ? საიდან დაასკვნა რომ თამთა მაჩაბელს ვინმე არ ეყოლებოდა. ყელში რაღაც მოაწვა და კინაღამ დაახრჩო.„-მატყუარა“-გაიფიქრა გონებაში.-„-ჩემი გაბმა უნდოდა.კიდევ კარგი არ წამოვეგე.“-გაიფიქრა გონებაში, მაგრამ ვაი რომ უკვე გაბმული იყო. ჯერ შორიდან ათვალიერა,მერე კი ვეღარ მოითმინა ადგა და მათკენ წავიდა.პირდაპირ თავზე წამოადგა ორივეს.თამთას თვალები შუბლზე აუვიდა მის დანახვაზე. -აქ რას აკეთებ? -მე თუ შენ?შენ რას აკეთებ აქ?-ჰკითხა მკაცრად.-რომ გკითხოს ადამიანმა გლოვობ,არადა ბარში ზიხარ,ვიღაც იდიოტთან ერთად.-გადახედა ამრეზით ბიჭს ფიცხელაურმა -შენ ვინ რას გეკითხება ერთი ვიცოდე? ჩემს მეგობარს სადაც მინდა იქ შევხვდები და დაველაპარაკები.- თვალები დააკვესა გოგომ. -ცოტა კორექტულად ყმაწვილო.- მაშინვე ჩაერთო თამთას თანმხლები. -ეს შენი მეგობარია?მე სხვანაირად მეგონა.ისე შემოგციცინებს თვალებში. -ეხლა შენ ეჭვიანობის სცენებს მიმართავ თუ რა ხდება?-ჩაეცინა თამთას. -ადექი,სახლში მიმყავხარ. -უკაცრავად,ვინ ხართ,რა უფლებით ერევით ჩვენს საუბარში?- -შენ გაჩუმდი და არ ჩაერიო კარგი?- ანიშნა ბიჭმა და ისევ თამთას მიუბრუნდა.მკლავში მოჰკიდა ხელი. -წამოხვალ-მეთქი. -შენი აზრით ახლა იმ მდგომარებაში ხარ,რომ საჭეს მიუჯდე?-უკან გამოსტაცა ხელი გოგომ და სკამიდან არ წამომდგარა.სამაგიეროდ ბიჭი გამოცოცხლდა და გაბრიელს დაეკიდა ხელზე. -მგონი გითხრა რომ თავი დაანებო და მარტო დაგვტოვო. -ერთი შენი დედაც..-შეუკურთხა ბიჭმა. ხელი გააშვებინა და ისე გადაუგრიხა ზურგსუკან რომ ძვლებმა ტკაცუნი დაიწყო.სიმწრისგან ბიჭმა იღრიალა. -მეორედ იმ საქმეში აღარ ჩაერიო,რაც არ გეხება.-უჩურჩულა ყურში.მაგრამ ახლა თამთა ჩაერთო და ვეღარ გააგრძელა. -გაუშვი ცხოველო,რას აკეთებ?-შიშთან ერთად სიმამაცეც ამოიკითხა მის თვალებში.ამასობაში დაცვა წამოადგა თავზე და გააშველეს.საბოლოოდ ჩხუბი მეტად აღარ გაგრძელდა. ანგარიში გაასწორა,გოგოს ხელი ჩაჰკიდა და კარისკენ გაიყოლა.ისე იყო,რომ სულ არ შეუმჩნევია,როგორ მოხვდა შემთხვევით ერთ-ერთი ჟურნალისტის კამერის ქვეშ და რომელსაც ახალი სტატიის სათაურიც უკვე მოფიქრებული ჰქონდა. ეს ექსკლუზივი იყო… გრილმა ჰაერმა ცოტა დაამშვიდა, მაგრამ შიგნით რაღაც ხდებოდა. გულის ადგილზე რაღაც ვერ ისვენებდა..რამდენიმე ნაბიჯის მერე თამთამ ხელი გამოსტაცა და შუა ქუჩაში უყვირა. -ხელი გამიშვი.რას დამდევ?ვინ ხარ ასე რომ იქცევი? -რას დასეირნობ გარეთ?საფრთხეში არ ხარ?-დაიმშვიდა ხმა. -ყველაზე დიდი საფრთხე შენ ხარ და შენი ოჯახი. -მითუმეტეს...არა მაინც როგორ გაბედე და როგორ გამოხვედი ამ დროს გარეთ,თან სად?პირდაპირ ბარში წამოხვედი,საიდანაც ადამიანის გატაცება ყველაზე მარტივია. -მერე შენ ამას არ აკეთებ?-შუა ქუჩაში იდგნენ და ყვიროდნენ. -რატომ არ მითხარი თავს რომ დაგესხნენ? -ნუ მასხარაობ.ჩემზე კარგად არ იცი ვისი გამოგზავნილები იყვნენ ის თავდამსხმელები? -საიდან უნდა ვიცოდე.სამწუხაროდ მაშინ საკუთარი თავის გადარჩენით ვიყავი დაკავებული.-გაბრიელს უნდოდა ეთქვა თქვენი გამოგზავნილი ხალხი იყოო,მაგრამ არ დასცალდა. ქუჩის კუთხიდან მანქანა წამოვიდა. ჯერ უბრალო გამვლელი ეგონა,მაგრამ კარგად რომ დააკვირდა და ნომრები ვერ შეამჩნია,ზურგს უკან ჩადებული იარაღისკენ წაიღო ხელი,თამთა თავის მანქანას ააკრა,თვითონ ზემოდან გადაეფარა და გასასროლად მოემზადა. სუნთქვა გაუჩერდა გოგოს ბიჭის სურნელი და სხეული რომ შეიგრძნო. ცხვირი პირდაპირ მის ყელში ჰქონდა ჩარგული.თვალები დახუჭა და ის იყო ოცნებებში უნდა გაჭრილიყო, რომ გასროლის ხმა გაისმა და მას კიდევ რამდენიმე მიჰყვა.ყურებზე ხელი აიფარა,თვალები დახუჭა და ბიჭს კიდევ უფრო მეტად მიეკრა სხეულზე. მიხვდა გაბრიელი რომ მისმა ტყვიამ მიზანს უწია.უკან დაიხიეს და ისევე გაუჩინარდნენ,როგორც გამოჩნდნენ.. ისტერიკაში ჩავარდნილი თამთა კი კანკალებდა და სადაცაა ჩაიკეცებოდა. მანქანის კარი გამოაღო,ჩაჯდომაში დაეხმარა და ისე გაუჩინარდნენ წამებში,თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარიყოს.. -კარგი,დამშვიდდი,მორჩა,ყველაფერი მორჩა.-მისი ხელი აიღო და მოეფერა. -ეს...ეს რა იყო? -კიდევ გჯერა რომ ჩვენ გამოგიგზავნეთ მაშინ ის ნიღბიანები?- გადახედა ბიჭმა. -რა ხდება გაბრიელ?ვის უნდა ჩემი მოკვლა?-ჰკითხა აკანაკალებულმა. -მარტო შენი არა-ჩემიც.-გაუღიმა ბიჭმა. -ნორმალური ხარ საერთოდ?ასეთ დროს რა გაცინებს?-იქუხა გოგომ -ხომ თქვი ნორმალური არ ხარო? თანაც დიდი პატივია შენთან ერთად სიკვდილი ჩემთვის. -ასეთი არანორმალური როგორ ხარ? როგორ შეიძლება სიკვდილზე ასე ხუმრობდე? -მარტივად.ძალიან მარტივია ყველაფერი.წამში შეიძლება დასრულდეს ყველაფერი.ჰოპ და აღარ იქნები.. -მორჩი,გესმის მორჩი სიკვდილზე საუბარს,-იყვირა თამთამ.-ისედაც საკმარისი იყო ჩვენს ცხოვრებაში. -უცებ შეამჩნია რომ გაბრიელს რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა.დაიკვნესა ბიჭმა და საჭეს ცალი ხელი გაუშვა. -რა დაგემართა?-შეშინებულმა ჰკითხა გოგომ. -არაფერია,მითხარი სად წაგიყვანო? მეც საქმეები მაქვს. მიხვდა თამთა დაჭრილი იყო და ის აწუხებდა.ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ ტკივილი თავისას შვებოდა. თითქმის ძალით გააჩერებინა აფთიაქთან,მერე კი არც მეტი არც ნაკლები მარიამის ბინაში აიყვანა. -რაც არ უნდა იყოს ჩემს გამო დაშავდი.ვალდებული ვარ დაგეხმარო.-მიხურა ბინის კარი და მისაღებისკენ გაუძღვა. -სად ვართ? -შენთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია აქ არავინ მოგვძებნის.არც შენები და არც ჩემები. პატარა მაგიდაზე,დივანის წინ ამოალაგა ყველაფერი და ანიშნა დაჯექიო.პერანგი შეხსნა ბიჭმა და დაინახა როგორ გაწითლდა გოგო. მაგრამ თავი ხელში აიყვანა და სტერილური ბინტი ანტისეპტიკში დაასველა.ნელა დაუსვა გვერდზე. მსუბუქად იყო გაკაწრული სხეული, უბრალოდ სისხლი იყო ბევრი. -თვალს რატომ მარიდებ?-ყურში ჩასჩურჩულა ბიჭმა და შეამჩნია როგორ დაბურძგლა გოგოს. -არ გარიდებ. -ვიცი რომ მიმზიდველი და სიმპატიური ვარ,მაგრამ შენ მაინც არასდროს მოგეკარები. -როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ ირონიის მეფევ.-არც მან დააკლო და ჭრილობას ოდნავ დააჭირა,რაზეც ბიჭმა სუსტად დაიკვნესა. -მაპატიე არ მინდოდა.-სუფთა დოლბანდი მიაფარა და ლეიკოპლასტირით დაუმაგრა.ხელები დაუჭირა ბიჭმა და თვალებში ჩასცქერდა. -ამქვეყნად უამრავი სიგიჟე ჩამიდენია.ხანდახან თავის გაკონტროლება ძალიან მიჭირს. იმდენად რომ მერე შეურაცხადი ვხდები.ერთს ახლა ვაპირებ.რას იზავ გამომყვები ბოლომდე? უყურებდა თამთა და ბოლომდე იძირებოდა მის თვალებში.ეშვებოდა დაძაბულობაც და ეშვებოდა ყველანაირი ტვირთი.მაინც მოთოკა თავი და ფეხზე წამოდგა.თან მიჰყვა გაბრიელიც,ხელი მოჰკიდა და მიატრიალა თავისკენ. -სიკვდილზეც თანახმა ვარ იმის გამო რასაც ახლა გავაკეთებ. -არ გინდა გთხოვ.-დადნა გოგო. ხვდებოდა რასაც აპირებდა ბიჭი. -შეცდომების გეშინია? -არა. -შედეგის? -არა.. -მაშინ ცუდადაა შენი საქმე.-ჩაეღიმა გაბრიელს.ხელი სტაცა კეფაში და ტუჩებზე ისე დააცხრა,რომ გოგომ ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ კარგად იგრძნო რამდენად სასიამოვნო იყო ეს და რამდენად საოცარი. მაშინვე მიხვდა ბიჭი რომ გამოუცდელი იყო და თავი კიდევ უფრო კარგად იგრძნო. -პირველი კოცნა მოგპარე მაჩაბელების პრინცესავ.-მოაშორა ტუჩები და ჩაეღიმა.სიბნელეში თამთას თვალები საოცრად ელავდნენ. -ხოდა არ გაბედო და აქედან არ გამიშვა,- დაიჩურჩულა და თვალები მილულა. -შემომხედე.-უთხრა ბიჭმა.გოგომ მწვანე ნახევარსფეროები მიანათა. -შენ მართლა გინდა ეს? -შენ მკითხე მეშინოდა თუ არა.მე გითხარი რომ არა.ესეგი კარგად ვიცი რა მინდა ახლა და რას ვინანებ და რას არა.-წელზე შეუცურა ხელები და მოეხვია.გამოუცდელი იყო,მაგრამ მაინც ცდილობდა აეყვანა თავი ხელში. -კანკალებ…. -არაუშავს.. -არ ინანებ შენთვის მე რომ ვიქნები პირველი? -არა...ახლა არა,მაგრამ იცოდე მომავალში რა იქნება იმაზე პასუხს არ ვაგებ.-თავს ვეღარ აკონტროლებდა გოგო და აღარც გაბრიელს შეეძლო მეტი.ხელი ჩაავლო და კოცნით წაიყვანა საძინებლისკენ ვნებამორეულების სურვილი ბევრად მეტი იყო,ვიდრე უბრალოდ სურვილი. ეს იყო ის,რაც ორივეს სურდა და იცოდნენ არ შეიძლებოდა.იცოდნენ რომ აშავებდნენ,იცოდნენ რომ არავინ შეეგუებოდა ამას,მაგრამ მაინც არ დაიხიეს უკან.ბოლომდე მიჰყვნენ ვნებებს და სურვილებს… მერე იყო სუსტი ტკივილი და ოდნავ ხმამაღალი შეკივლება.რამდენიმე ბიძგი და ყველაფერი დასრულდა. თამთა მაჩაბელი უკვე გალაქტიკაში მოგზაურობდა.უსიამოვნო შეგრძნებასთან ერთად იმდენად საოცარ რამეს გრძნობდა,მსგავსი არასდროს რომ არ უგრძვნია.თუმცა მაინც გადმოუვარდა თვალიდან ცრემლი და მის გვერდით მიწოლილ გაბრიელს არ გამორჩენია.მის სახეს და თვალებს ხომ მთელი ეს პერიოდი აკვირდებოდა. -ტირიხარ?-ნაზად მოსწმინდა ცრემლი. -არა.-ზურგი აქცია და გადაბრუნდა. -ასე ცუდად თუ იქნები,იცოდე თავს ყველაზე დიდ არაკაცად ვიგრძნობ მომხდარის გამო. -კარგად ვარ.უბრალოდ დრო მჭირდება რომ გავიაზრო ეს ყველაფერი. -კარგი,მაშინ ნება მომეცი მოგეფერო და დაგავიწყო ცოტა ხანს,-გაიღიმა ბიჭმა და კისერში აკოცა.წამში დადნა თამთა და ისევ ეკლებმა დააყარა. საოცრად სიამოვნებდა ეს ყველაფერი და ყველაფერს ავიწყებდა….მერე ისევ აჰყვა გაბრიელს ალერსში და კიდევ ერთხელ განიცადა ნეტარების საოცარი წუთები.საბოლოოდ გადაღლილებს მიეძინათ.. ასეთი იყო სექტემბრის ბოლო დღე. ზოგისთვის ბედნიერი,ზოგისთვის უბრალოდ დღე იყო და ზოგისთვის უბრალოდ უბადრუკი ცხოვრების კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღე.. ****** დილით ადრიანად დარეკა ფიცხელაურის ტელეფონმა.ბიჭს ფხიზელი ძილი ჰქონდა და მანამდე გაუთიშა ხმა სანამ თამთას გაეღვიძებოდა.გოგოს მის მკერდზე დაედო თავი,ხელი მუცელზე გადაედო და ეძინა.ფრთხილად ადგა და მეორე ოთახში გავიდა. -გისმენ მამა?რა მოხდა?ახლავეე?... საქმეები მქონდა...მალე მოვალ.- ტელეფონი გათიშა,მიხვდა რაღაც მნიშვნელოვანი მომხდარიყო.ისეთი ხმა ჰქონდა ალექსანდრეს… თამთას წერილი დაუტოვა და კარი გაიხურა.გული ცუდს უგრძნობდა და ეს შეგრძნება სახლში მისვლამდე ვერ მოიშორა… დიდ მისაღებში ისხდნენ ყველა და მას ელოდნენ,როგორც დამნაშავე მოსამართლის განაჩენს. -რა ხდება?რა სახეები გაქვთ?-იკითხა ყოველგვარი მისალმების გარეშე. -რა ხდება?რა ხდება?რა ხდება და მეორედ მოსვლა იწყება.ეს რა არის?-გაზეთი აუფრიალა ცხვირწინ ალექსანდრემ.მშვიდად გამოართვა და სურათს დახედა.მასზე ის და თამთა მაჩაბელი იყვნენ გამოსახული პირველი მაშინ,როცა გოგოს მკლავში ჩაჰკიდა ხელი და მეორე მაშინ როცა მანქანაზე ააკრა,თავდასხმის დროს. ხმამაღლა გაეცინა. -რა გაცინებს?-იყვირა ნელიმ.-შენი ძმის მკვლელის დასთან რა საერთო გაქვს?რას აკეთებ მასთან? -რა გჭირთ ხალხნო?ეს ხომ უბრალოდ ფოტოებია?იქნებ დამაცადოთ ახსნა. -იცოდე გაბრიელი იმ გოგოს დაგებულ მახეში თუ გაებმები და ან მას მართლა შეხედავ როგორც ქალს,თავს მოვიკლავ. ისევ სიცილი ატეხა. -ამ კახ...ას როგორ ეხუტები? როგორ მიუახლოვდი საერთოდ.-ისევ იქუხა ალექსანდრემ. -სხვათაშორის სულაც არ ვეხუტები. შემთხვევით აღმოვჩნდით ერთ ბარში, იქიდან გამოსულებს კი უბრალოდ თავს დაგვესხნენ შეიარაღებული ხალხი და სიკვდილს ორივე ძლივს გადავურჩით.ეს ფოტოებიც ეტყობა მაშინ გადაიღეს.ისე კარგად უმუშავიათ.ვერაფერს იტყვი.-კიდევ ერთხელ შეათვალიერა გაზეთი. -რა თავდამსხმელები?რას ბოდავ? -ვინ გგონივართ?ასე როგორ მელაპარაკებით?თქვენ რა გგონიათ მართლა ვერ ვაცნობიერებ რომ იმ გოგოსთან სიახლოვე რომ არ შეიძლება?თუ ისევ პატარა ბავშვი ვარ?-აყვირდა და თავი ვეღარ გააკონტროლა.უცებ აღმოაჩინა რომ თამთა მისთვის არც მისი ძმის მკვლელი იყო და არც მტერი.ის უბრალოდ ქალი იყო.ლამაზი ქალი, რომელმაც მისი ნამუსი გაბრიელს შესწირა.თავი შეეზიზღა ამის გამო რომ თავი ვერ შეიკავა. -ახლა იმაზე უფრო ვფიქრობ რომ ვინ შეიძლება იყოს,ის მესამე პირი,ვინც თავდასხმა მოაწყო. -მესამე პირი არ იქნება.თვითონ ის მელაკუდა მაჩაბელი იქნება,უბრალოდ ვერ გათვალა რომ მისი შვილიც იქ იქნებოდა. -მე შენ დრო გთხოვე და სანამ ფაქტებს არ დაგიდებ,მანამდე არაფერს გააკეთებ. -როდემდე შეიძლება მშვიდად ვიყო? ის არაკაცი ამ დროს თავდასხმებს აწყობს და ძლიერდება, მე კი სახლში ვარ გამოკეტილი შენი უაზრო ახირების გამო. -მამა ნუ მაიძულებ რომ უხუცესები შევკრიბო..-ბოლო დარტყმაზე გადავიდა გაბრიელი. -არა,-იყვირა კაცმა. -კი,შევკრიბავ და იმას გავაკეთებ რომ მანამდე ჩამოგაშორებ ამ ყველაფერს, სანამ რამეს დაუშავებ იმ ხალხს. თქვენ კი.-მიუბრუნდა დანარჩენებს.- თავი დაანებეთ ჭორების მოსმენას და თქვენს საქმეს მიხედეთ.დედა ნუთუ სხვა სადარდებელი არ გაქვს?ტასი შენ?ნუთუ მეგობრები არ გყავს? სამსახური არ გაქვს?რატომ ხარ სახლში?წადი მათთან, გაერთე, იმხიარულე,უბრალოდ ცხოვრებას მიყევი. -ვერ მივყვები,გესმის ვერა?მანამდე ვერ ვისუნთქებ თავისუფლად და ვერ გავერთობი,სანამ ჩემი შვილის მკვლელი დაუსჯელია და სუნთქავს. -აი,ახლა მართლა ფიცხელაური ხარ დედა.იამაყე ბატონო ალექსანდრე. ეს მშვიდი ცოლიც კი გადარიე და დაიმსგავსე.-ირონია ნარევი ღიმილით მიმართა მამას და გაბრაზებული აუყვა სირბილით მეორე სართულისკენ ამავალ კიბეს,რომ ცოტა ამოესუნთქა. შხაპმა ცოტა უშველა.ეს ახლა ძალიან სჭირდებოდა წელზე პირსახოცი შემოიხვია და სარკეში საკუთარ გამოსახულებას გაუსწორა თვალი. იქიდან სხვა უყურებდა.ეს სულაც არ ჰგავდა იმ გაბრიელს ძმის დაკრძალვის დღეს რომ იყო. წვერი მოეშვა,თმა ერთ დონეზე გადაეპარსა და იარაღს ატარებდა.ხელებიც აღარ ჰქონდა სუფთა და აღარც სინდისი. რაც დრო გადიოდა კი უფრო ღრმად ეფლობოდა ამ ჭაობში…. ***** ნელა შეირხა საწოლში და ძნელად დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს. პირველი თვალში ცარიელი ბალიში მოხვდა.იქ გაბრიელი არ იყო და გული დასწყდა.ხმადაბლა დაუძახა.პასუხი არ იყო.თავი საშინლად იგრძნო. შეურაწყოფილად და დამცირებულად. ვერ აიტანა ეს სიტუაცია.ამ ნაბიჯს რომ დგავდა,იცოდა რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ ამ დილასვე თუ მიატოვებდა,ეს ვერ წარმოედგინა. ცრემლი თავისით წამოუვიდა,მისკენ მიიწია ბალიში და ჩაეხუტა.ჯერ კიდევ შერჩენოდა მისი სურნელი,ის სურნელი,პირველად რომ იგრძნო თვითმფრინავში და რატომღაც სამუდამოდ დაამახსოვრდა.მაგრად ხვევდა ხელებს,თითქოს ის იყო. თითქოს მის გვერდით იყო.ცალი მხარე რომ დაუბუჟდა,გვერდი იცვალა. სხეული ჯერ კიდევ სტკიოდა.ტუმბოზე პატარა ქაღალდს მოჰკრა თვალი. გაშალა და უნებურად ჩაეღიმა.იმედი რომელიც იმ წუთას მის გულში დაიბადა, გამართლდა. -მაპატიე,რაღაც მოხდა და უნდა წავიდე.არ მქონდა დაგეგმილი მარტოს გაგეღვიძა,მაგრამ რომ არ წავიდე უარესია. პ.ს.არაჩვეულებრივი ხარ.. ნუ გეღიმება..მართლა ასეა.. ბოლოს კიდევ რაღაც იყო მიწერილი, მაგრამ,იმდენად იყო გადღაბნილი, რომ ვერ ამოიკითხა.თუმცა ამითაც კმაყოფილი იყო.ესეგი არ მიუტოვებია და არასწორად იფიქრა.წერილი ჩაიხუტა და საწოლში კომფორტულად მოეწყო.ტელეფონი აიღო,ბიჭთან დარეკა.გვიან,მაგრამ მაინც უპასუხა. ხმაშივე შეატყო რაღაც მომხდარიყო. -წერილი?სერიოზულად? -რამე პრობლემაა?-მაინც გაიცინა ბიჭმა. -არა,უბრალოდ არაორდინალურია. -შენ ჩვეულებრივობას მთავაზობ?არ დაგავიწყდეს არც ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები… -კარგი,ასე იყოს..დაე ვიყოთ არანორმალურები და არაორდინალურები.- გაეცინა გოგოს. -თამთა..-თითქმის დაიჩურჩულა ბიჭმა. -რა? -არასდროს შეიცვალო..ასეთად დარჩი.. -მე კი არა შენ დარჩი ასეთად,- სიცილი შეწყვიტა გოგომ. -საღამოს ისევ გნახავ,მანდ დამელოდე.-უთხრა ბიჭმა და დაემშვიდობა.ახლა თათულისთან უნდა ასულიყო აგარაკზე. გამოიცვალა და სახლიდან გავიდა. ანდრეა არ ჩანდა,მოსვლას აგვიანებდა და ეს ძალიან აფიქრებდა. ბიჭი ასე არასოდეს მოქცეულა რომ არ დაერეკა და არ გაეფრთხილებინა. ისიც კი გაუკვირდა მის ზარს რომ არ უპასუხა. ბოლოს ეს გაუჩინარება მის დავალებას მიაწერა და აღარ შეუწუხებია.გეზი მცხეთისკენ აიღო… თათულიმ შორიდანვე შენიშნა მანქანა და მაშინვე მიხვდა ვინც მოვიდა.ჯარჯიც იქით გაახედა.ბიჭს აშკარად არ ესიამოვნა მისი მოსვლა. მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყველაფერი გაარკვიეს, მაინც ვერ ივიწყებდა იმ ღამეს,რის გამოც აქ ამდენ ხანს უწევდა ყოფნა. -ოჰ,უკვე გამოჯანმრთლებულხარ. - ეზოდანვე დაიძახა გაღიმებული სახით ბიჭმა და ხელი აუწია მისალმების ნიშნად.- შემოდგომის მზეს ეფიცხებით? -შენც გამარჯობა.-მოქუფრული სახით უპასუხა ჯარჯიმ. -რა ხდება?ეს რა მისალმებაა? -იმედია არ ფიქრობ რომ მე და შენ კარგი მეგობრები გავხდებით.. -გთხოვთ ბიჭებო..-მავედრებელი თვალებით შეხედა თათულიმ. -კარგი.-წინ ჩამოუჯდა გაბრიელი ჯარჯის.-ახლა მე და შენ საბოლოოდ გავარკვევთ ყველაფერს.თათუ დაგვტოვე.. -დამპირდით რომ არ იჩხუბებთ? -გპირდები...წადი.-მკაცრად უთხრა გაბრიელმა და გოგოსთვის ეს კანონი იყო.დაძაბული უყურებდა ფანჯრიდან, მაგრამ მათი საუბარი არ ესმოდა. -აქედან როდის წავალ? -ახლავე წადი თუ გინდა..მაგრამ შენ არ გინდა წასვლა. -მინდა.. -თათული?არ გეცოდება?მან ხომ შენს გამო ამდენი რამე გააკეთა?თანაც მარტო მან კი არა მეც...მე ვცდილობ თქვენ ერთად იყოთ,შენ კი უკან იხევ.. -უკან არ ვიხევ.მის გამო სიკვდილზეც თანახმა ვარ,მაგრამ ერთი რამ გავიწყდება ჩვენი ოჯახები და მათი წინააღმდეგობა… -შენ მე არ მიცნობ და არ იცი რა შემიძლია. -მართალი ხარ,არ გიცნობ. სამაგიეროდ მამაშენს ვიცნობ.ვიცი ამას არასოდეს შეეგუება.ალბათ არც ჩემი ოჯახი. -თუ იძულებულები გახდებიან.. -როგორ? -მოკლედ დღეს შენ აქედან წახვალ და თქვენი გვარის უხუცესებს შეკრიბავ,იმ ხალხს ვისი აზრი მნიშვნელოვანია ბიძაშენიშთვის,მე ჩემი გვარიდან მოვიყვან,დავსხდებით და დავილაპარაკებთ.გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ…. -მათაც რომ უარი თქვან? -მაშინ უბრალოდ ადგებით დაქორწინდებით და აქედან წახვალთ… -უბრალოდ?-ჩაეცინა ჯარჯის… -კი,უბრალოდ და მე ვიქნები შენი მეჯვარე,ჩემი ხელით ჩაგაბარებ თათუს.. მდუმარედ იჯდა ჯარჯი.მერე უბრალოდ გოგოსთან დალაპარაკება სთხოვა ბიჭს და გაბრიელმაც მარტო დატოვა შეყვარებული წყვილი. -თქვენს ზარს დაველოდები.ჩაო.- დაუქნია ხელი და კიბეზე ჩაირბინა. ******** დამშვიდობება რთული აღმოჩნდა, მაგრამ მოსალოდნელი ბედნიერების მოლოდინი უკეთესი და თათულიმ მარტივად გაუშვა ბიჭი სახლში.. იმავე საღამოს დაურეკა ჯარჯიმ გაბრიელს და მეორე დღისთვის შეთანხმდნენ შეხვედრაზე.შეხვედრის ადგილი კი ნეიტრალური ადგილი გახლდათ და ეს იყო იპოდრომის ტერიოტრიაზე მდებარე პატარა კაფე,რომელიც სპეციალურად ამ დღეს დააკეტინა ფიცხელაურმა..ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ შეხვედრის შესახებ ოჯახის უფროსებმა.. პირველი ფიცხელაურების ოჯახის უხუცესები მოვიდნენ.სპეციალურად მოწყობილ დარბაზში შეიყვანეს იპოდრომის დაცვის წევრებმა. ანდრეას ეს საკითხი მარტივად მოეგვარებინა. მრგვალ მაგიდას მიუსხდნენ და სტუმრების მოსვლამდე საუბრით შეიქციეს თავი. დიდი დრო არ იყო გასული,რომ მაჩაბელებმა შემოაღეს კარი, რომელთაც წინ ჯარჯი ჩოხელი მოუძღოდა. ერთმანეთი რომ დაინახეს,დაიძაბნენ და მოულოდნელად შემართა ყველამ იარაღი.ერთმანეთს მტრული მზერა სტყორცნეს.მათ თვალებში ყველაფერი იკითხებოდა.ასაკის მიუხედავად,მაინც მხნედ იდგნენ ფეხზე. -რა ხდება ბატონებო?-მოისმა ვიღაცის ხმა და მალე მათ შუაში გაბრიელი ჩადგა. -აქ ამისთვის მოგვიყვანე?-ჰკითხა ყველაზე მხცოვანმა,ოთხმოც წელს მიტანებულნა ვასილმა. -აქ იმისთვის მოვედით,რომ წლობით მიმდინარე სისხლიან დაპირისპირებას ბოლო მოვუღო და თუ ვინმე ამის წინააღმდეგია ახლავე წავიდეს,მაგრამ მანამდე ვაცხადებ რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს,ამ ამბავს რომ შევეწირო,მაინც მივაღწევ ამას.-იმდენად მკაცრი იყო ბიჭი, წამით თვითონაც კი შეეშინდა საკუთარი ხმის. -რატომ უნდა დაგიჯეროთ?თქვენ ხომ მატყუარები და ცილისმწამებელი ხალხი ხართ?-იკითხა მაჩაბელების უხუცესმა-ივანემ. -არც უნდა დამიჯეროთ,უბრალოდ ვფიქრობ რომ მგონი დროა დავჯდეთ და რაღაც შეთანხმებამდე მივიდეთ. დაუშვით იარაღი. ისევ ისე იდგა ყველა.არავინ განძრეულა. -დაუშვით-მეთქი,ამის დედა.-იყვირა მოთმინებადაკარგულმა ბიჭმა.-კარგი, რადგან არ აკეთებთ ამას და ლაპარაკი არ გინდათ,მაშინ ასე მოვგვარდეთ,ეს ამბავი ახლავე დასრულდება.-ჯარჯის გახედა და რაღაც ანიშნა.მანაც გაიგო მინიშნების,ოდნავ დაუქნია თავი და ერთდროულად შემართეს იარაღი. უხუცესების შუაგულში იდგნენ,იარაღი ორივეს საფეთქელზე მიებჯინა და ჯიუტად უყურებდნენ მათ. -თუ მოსალაპარაკებლად არ დავჯდებით,ამიერიდან ერთმანეთს კი არ დავხოცავთ,თვითმკვლელობაზე გადავალთ და ეს იქნება დასაწყისი.. ამან იმოქმედა,იარაღი დაუშვეს და მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. -აბა გისმენთ,რა წინადადება გაქვს? -ისევ ვასილმა ჰკითხა. -იდეას მე თქვენგან ველოდები. მირჩიეთ როგორ მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. -ამისთვის მაშინ ყველაფერი უნდა დავივიწყოთ,უნდა დამვიწყდეს რომ თქვენი გვარის წარმომადგენელმა ჩემი შვილი მოკლა და მიწაში ჩავაწვინე ერთადერთი ვაჟკაცი.- თქვა ივანემ. -მკვლელი და მისი ოჯახი სათანადოდ დაისაჯა.ისიც იმავე გზას გაუყენე,ხომ არ გავიწყდება?-უპასუხა ვასილმა -მაგრამ ჩემი შვილი,ისევე როგორც სხვები,ცოცხლები არ არიან.. უსმენდა მათ ქიშპობას და საუბარს და ხვდებოდა რომ მეტისმეტად ბევრი სიკვდილი იდგა შერიგებასა და ზავს შორის. -ხომ არ გავიწყდება სხვანაირადაც ვცადეთ მოგვარება,მაგრამ არც ეგ გამოვიდა. -იმიტომ რომ ალექსანდრემ არ ისურვა ეს. -იქნებ მეც გამარკვიოთ რას გულისხმობთ ამაში?-ჩაერთო გაბრიელი. -ქორწინებას… -კერძოდ…-ჯიქურ გაუსწორა თვალი ვასილს. -ჩვენი გვარის ბიჭს თქვენი გვარიდან გოგო უნდა შეერთო ან პირიქით…- დაუზუსტა ივანემ. -ხოდა რადგან ასეა საქმე,ახლა სწორედ ამის დროა. -მოკლედ ახლა მე ვიტყვი ჩემს სათქმელს,გააწყვეტინა ჯარჯიმ,-მე ერთი გოგო მიყვარს,მათი გვარიდან არ არის,მაგრამ ალექსანდრე ფიცხელაურის ნათლულია.ეს კი იცით რასაც ნიშნავს… -ამას არასოდეს დათანხმდება. -ჩაერთო ჩუმად მყოფი გიგლა ფიცხელაური,ალექსანდრეს ბიძაშვილი. -დათანხმდება თუ ჩვენი გვარიდან გაგატანთ გოგოს,-შეაწყვეტინა ივანემ. -ესეგი შენ მაინც ამისკენ იხრები? -უკვე დამღალა ვასილ ამ მტრობამ. არა მგონია გინდოდეს შენი შვილები და შვილიშვილები კვლავ საფრთხეში ცხოვრობდნენ.. -კარგი,-დაუქნია თავი მან.-მაგრამ ვინ იქნება თქვენი გვარიდან ეს გოგო?არ დაგავიწყდეს რომ ის ისეთი ოჯახის შვილი უნდა იყოს,რომ …. -ერთადერთი გოგო გვყავს და ეს თამთაა.-შეაწყვეტინა მან.-მაგრამ ბიჭი აუცილებლად შენ უნდა იყო. -მიუბრუნდა გაბრიელს. -არა,-იყვირა მოულოდნელად გაბრიელმა.მართალია გოგოს მიმართ რაღაცას გრძნობდა,მართალია თამთა უკვე ყველანაირად მას ეკუთვნოდა და არ გაბედავდა,ვინმე მიჰკარებოდა მას, მაგრამ ეს ნამეტანი იყო-ოჯახურ მარწუხებში მოქცევა არც მას უნდოდა და დარწმუნებული იყო არც თამთას მოუნდებოდა.. -მაშინ შეხვედრა დამთავრებულია,- თქვა ივანემ და წამოდგა.-შენც დაივიწყე ის გოგო.-გადახედა ჯარჯის. ბიჭმა კი მავედრებელი თვალებით გაბრიელს. -მოიცადეთ,-მოესმა ზურგს უკან უმცროსი ფიცხელაურის ხმა, -რამდენიმე დღე მომეცით,რომ მამაჩემს დაველაპარაკო,ჯარჯისაც სჭირდება ეს დრო. -მართალია ბატონო ივანე,-უთხრა ვასილმა.-მგონი დროა უკანასკნელი საკითხი გადავწყვიტოთ და თამაშიდან გავიდეთ.ასპარეზი ახალგაზრდებს დავუთმოთ.იქნებ მათ უკეთ შეძლონ ამ ყველაფრის მოგვარება. -ერთი კვირა,მხოლოდ ერთი კვირა გაქვს ამისთვის,-ივანე გასასვლელისკენ დაიძრა და მისიანებიც მიჰყვნენ,მეორე გასასვლელში ფიცხელაურები გავიდნენ,დარჩნენ მხოლოდ გაბრიელი და ჯარჯი. -მადლობა,მადლობა რომ ჩემი და თათულის სიყვარულის გამო,შენ თავს სწირავ.მაგრამ ერთი რამე უნდა იცოდე,არც თამთა არ არის ცუდი.მას უბრალოდ უნდა მოუსმინო,ასე კარგად გაუგებ.-ხელი ჩამოართვა დამშვიდობების ნიშნად და მარტო დატოვა ბიჭი.ცოტა ხანს ისევ აქ იჯდა გაბრიელი,დაცარიელებულ მაგიდას თვალი კიდევ ერთხელ გადაავლო. ახლა იმაზე ფიქრობდა,როგორ დაეთანხმებინა მამა ამ სამშვიდობო შეთანხმებაზე.. ტელეფონის ზარმა თავი შეახსენა. ეკრანს რომ დახედა,სახე გაუნათდა. -როგორ ხარ? -კარგად არ ვარ.-ამოიოხრა. -ხმაზე გეტყობა.იცი მთელი დღე ვფიქრობდი და ერთ რამეს მივხვდი, ყოველ საღამოს მარიამის ბინაში ხომ არ შევხვდეთ? -თამთა ნუ მიმატებ გთხოვ..ისედაც ბევრი პრობლემა მაქვს,შენ კი ჩემს გონებას სრულად ისაკუთრებ და ფიქრის უნარს მართმევ. -უკვე?-გადაიკისკისა გოგომ.-ეს არ მქონია დაგეგმილი. -აბა რა გქონდა გეგმაში? -შენთან დაკავშირებით არაფერი.მე უბრალოდ მარიამის დაკრძალვაზე დასწრება და უკან წასვლა მინდოდა. -მერე.. -მერე რაღაცის ან ვიღაცის ძალით არ გამოვიდა.აბა მოხვალ თუ უშენოდ ვივახშმო? -ნახევარ საათში მოვალ,-წამოდგა და საუბრით გაუყვა გზას გასასვლელისკენ. ********* ნაბახუსევზე გაეღვიძა ანდრეას.სმას მიჩვეული არ იყო.მისთვის ორი ჭიქაც საკმარისი იყო,რომ დისკომფორტი ეგრძნო და მეორე დღეს არც თუ ისე კარგად ყოფილიყო.წუხელ კი ორ ჭიქაზე ბევრი აშკარად მოუვიდათ. საწოლიდან საცვლის ამარა წამოდგა, ოთახიდან გამოვიდა და სამზარეულოსკენ წავიდა.ისე იყო გათიშული,სულ დაავიწყდა, რომ სახლში სტუმარი ჰყავდა და მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს,როცა სამზარეულოში მოღიღინე გოგოს შეეჩეხა.ემამ იყვირა და ყავის ჭიქა ხელიდან გაუვარდა. -მაპატიე,-უკან გახტა ბიჭი,კედელს ამოეფარა და მხოლოდ თავი გამოყო.-ბოდიში.. -არაფერია,-ამოილუღლუღ გოგომ და ნატეხების შესაგროვებლად დაიხარა. ეს დაეხმარა იმაში,რომ სიწითლე დაეფარა. -სულ დამავიწყდა,აღარ მახსოვდა აქ რომ იყავი.-არანაკლებ დაბნეული იყო ბიჭიც. -დამშვიდდი,ყველაფერი კარგადაა. ახლა უბრალოდ წადი და ჩაიცვი.მე ამას მივხედავ, -ნამსხვრევებს ურნაში ჩაუძახა და მადუღარაში ყავა ხელახლა ჩაყარა, ამჯერად ანდრეასთვისაც. მზად ჰქონდა როცა ნაცრისფერ სპორტულებში გამოწყობილმა ბიჭმა ისევ შემოაბიჯა.არაფერი უთქვამს, უბრალოდ მაცივარი გამოაღო და მინერალური წყალი ჭიქაში ჩამოასხა. ერთი მოყუდებით გამოცალა. -ყავა მოგიმზადე.-სკამზე ჩამოჯდა ემა და ერთი ჭიქა მისკენ მიაჩოჩა.-არ ვიცი რამდენად გიყვარს თურქული ყავა ან როგორ მოგეწონება,რადგან მე შენი გემოვნების და საერთოდ შენს შესახებ არაფერი არ ვიცი. ბიჭი ჩამოჯდა და ყურადღებით შეათვალიერა ზემოდან ჭიქა. -ნამდვილად შენ მოამზადე? დარწუნებული ხარ რომ არაფერი შეგშლია?-სერიოზული სახით ჰკითხა. მაგრამ ემას მოქუფრულ და ნაწყენ სახეს რომ შეხედა,გაუღიმა.-ვხუმრობ. -ყავის მომზადება ნამდვილად ვიცი. -ახლავე შევაფასებ. -შენ სულ ასეთი ხარ? -ასეთი როგორი? -სიტყვაძუნწი,მგონი საერთოდ არ ჭამ და არც სვავ. -უცნაურია,ცოტა ხნის უკან ეგ კითხვა ერთმა გოგომ უკვე დამისვა.-გაეღიმა ისევ,როცა თათულისთან შეხვედრა და საუბარი გაახსენდა. -მერე რა უპასუხე იმ გოგოს?-მისკენ გადაიხარა ემა და სახეზე მიაჩერდა. -გემრიელი ყავაა,ისეთი მე როგორიც მიყვარს,-პასუხს აარიდა თავი ბიჭმა. -მაინც არ მეუბნები რა უპასუხე იმ გოგოს. -რატომ ინტერესდები ასე ძალიან ამ თემით?-მისკენ გადმოიხარა ბიჭიც. -კარგი,დაივიწყე არაფერია. -მეჩვენება თუ დაიძაბე? -რატომ უნდა დავძაბულიყავი? -ეგ შენ უნდა მითხრა. -წუხელ იმ გოგოსთან იყავი?და ამიტომ მოხვედი ნასვამი?-მაინც გასცა თავი ემამ. -საყვარელ ადამიანთან ერთად როცა არიან,არ სვავენ,მითუმეტეს ამდენს.. -გემრიელად მიირთვი,-წამოდგა ემა და ყავით სავსე ჭიქა მაგიდაზე დატოვა. -მერე ყავა? -აღარ მინდა.-უპასუხა უკვე მეორე ოთახიდან. -რა დაემართა ასე უცებ.-ვერ მიხვდა ბიჭი.უკან არ გაჰყოლია,მაგრამ ინტერესმა მაინც შეიპყრო.დააცადა ცოტა და მერე ისიც გამოვიდა მისაღებში.გოგო ტელევიზორის წინ იჯდა დივანზე,ფეხები მოეკეცადა ეკრანს მისჩერებოდა,თუმცა სახეზე ეტყობოდა რომ ფიქრებით სხვაგან იყო.მისკენ დაიძრა და გვერდით მიუჯდა..პულტი აიღო და ხმას ჩაუწია. -დღესაც დავრჩები და ხვალ წავალ.- სევდა შენიშნა ბიჭმა მის ხმაში. -მე არ გაგდებ.რამდენ ხანსაც გინდა დარჩი. -არ მაგდებ,მაგრამ შენ პირადი ცხოვრება გაქვს.არ მინდა შემოვიჭრა და დაგირღვიო ეს სიმშვიდე… -შენ ჩემს პირად ცხოვრებაში ვერასდროს შემოიჭრები.მე და შენს შორის ყოველთვის იქნება ერთი დიდი უფსკრული და მას ყოველთვის შენი გვარი და წარმომავლობა ერქმევა.მე კი კარგად ვიცი,რომ იმ კაცს არასოდეს არ უნდა უღალატო,ვინც პურს გაჭმევს.. -გასაგებია...არც მე ვფიქრობ შენზე. უბრალოდ არ მინდა შენს შეყვარებულთან ჩხუბის და უთანხმოების მიზეზი გავხდე.-გაუღიმა გოგომ.მართალია თავს ძალა დაატანა,მართალია არასდროს დაუშვია გონებაში,რომ ანდრეასნაირი გორილა ტიპები მოეწონებოდა, მაგრამ ის რომ ვიღაცამ უარყო და მასზე უარი თქვა,არ მოეწონა.არ იყო მიჩვეული ემა ფიცხელაური მამაკაცებისგან უარყოფას და ჩათვალა,რომ ამით თავმოყვარეობა შეულახა ბიჭმა. -სამსახურში არ მიდიხარ? -არა,დღეს სხვა საქმეები მაქვს.შენი ძმის დავალება უნდა შევასრულო. -რა თქმა უნდა,შენც,ხომ ისევე როგორც სხვები მათი ყურმოჭრილი მონები ხართ. -ასე ირონიულად რატომ მელაპარაკები?-გაოცებულმა შეხედა ანდრეამ გოგოს. -როგორ? -შეყვარებული ქალივით.. -ვინ?მეე?-გადაიკისკისა გოგომ.-სასაცილო ხარ. -არა მგონია სასაცილო ვიყო. სასაცილო შენ ხარ-აუღელვებლად უპასუხა ბიჭმა.- ბრაზდები როცა ფეხქვეშ არ გეგება ვინმე და შენს ბრწყინვალებას არ აღნიშნავს. -ჰა,ჰა,ჰა.-სიცილის იმიტაცია გააკეთა გოგომ. -არა ვაღიარებ საკმაოდ ლამაზი გოგო ხარ,მაგრამ ჩემს გემოვნებაში არ ჯდები.რადგან ძალიან ხარ გატუტუცებული და გათამამებული.ნუ უზრდელიც… -ახლა იცი რას გიზავ?-წამოენთო გოგო და ხელი შემართა,რომ დაერტყა, მაგრამ ანდრეამ მოხერხებულად გაუშეშა ჰაერში. -ფრთხილად პატარავ,ცეცხლს ეთამაშები.-გაეცინა ბიჭს,ხელი გაუშვა და წამოდგა. -აქ ამისთვის მომიყვანე,რომ დაგემცირებინე?-მიაძახა გოგომ საძინებლისკენ მიმავალს. -თვითონ დაიწყე და შედეგებზე პასუხიც თვითონ აგე.-ისე უპასუხა ბიჭმა,უკან არ მიუხედავს. გაბრაზებული ემა ისევ დივანზე დაეშვა,ხელები მომუშტა და გაბრაზებულმა დაუშინა მის კიდეებს. თვალებიდან ცეცხლს ყრიდა.რა აცოფებდა თვითონაც არ იცოდა ან რატომ სტკიოდა ასე გული.რატომ ახდენდა ასეთ რეაქციას მისი სიტყვები მასზე.რატომ იყო ასე მწარე ამასთან შეგუება?ან საერთოდ ვინ იყო ეს ბიჭი ასეთი რომ თვით ემა ფიცხელაურს უარყოფდა და მის სილამაზეს აკნინებდა. მერე უცებ წამოხტა და ანდრეას კვალს გაეკიდა.კარი დაუკითხავად შეხსნა და ადგილზევე გაშეშდა.სარკის წინ მდგარ ანდრეას,წელზე პირსახოცი მოეხვია,მეორე პირსახოცით კი სველ თმას იმშრალებდა.სარკიდანვე გამოხედა გოგოს.მისკენ არ მობრუნებულა.თვალი მის ზურგზე გაუშეშდა ემას.რამდენიმე პატარა ნაიარაევი და ერთიც მთელ ბეჭს სერავდა.მარჯვნიდან მარცხნივ. ხმა ვერ ამოიღო და ვერც ადგილიდან გაინძრა.ისევ ბიჭმა იხსნა შექმნილი სიტუაციიდან. -ასე ხდება,როცა ავღანეთში იბრძვი და ყველაზე ცხელ წერტილში ხარ. მე უკვე მივეჩვიე. -მაპატიე…-თავი დახარა გოგომ. -შემდეგში ნებართვის გარეშე აღარ გააღო კარი,-მკაცრად უთხრა.მისკენ დაიძრა და პირდაპირ ცხვირწინ მიუხურა.ისე რომ კინაღამ ცხვირი გაუტეხა გოგოს. მერე შუბლით და ხელებით მიეყრდნო და მძიმედ ამოისუნთქა რამდენჯერმე.წამებში ისევ კადრებივით გაურბინა იმ ავბედითმა დღემ და ისევ გაახსენეს ის მძიმე წუთები… უკან დაბრუნდა თავის ოთახში ემა და საღამომდე იქიდან არ გამოსულა.არც ის გაუგია როდის წავიდა ბიჭი.ახლა ხვდებოდა მისი უცნაურობის მიზეზს და ეს გულჩათხრილობაც ამას მიაწერა… ****** ცხოვრებაში პირველად ისე მიიჩქაროდა ქალთან შესახვედრად, როგორც არასდროს.არასდროს კი არა,საერთოდ არ წასულა პაემანზე. არასდროს არ მოსწონებია არავინ. არასდროს გაგიჟებულა და არასდროს ყოფილა ქალზე ასე დამოკიდებული, როგორც თამთა მაჩაბელზე-ქალზე, რომელიც მტრის ქალიშვილი იყო. რომელთან ურთიერთობაც იცოდა შეუძლებელი იყო.ამას არასდროს დათანხმდებოდნენ არც ერთის ოჯახი. მაგრამ ვაი რომ ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა უკვე შეუძლებელი იყო. ეს არ იყო სიყვარული.არ შეიძლებოდა ყოფილიყო.ასეთ მოკლე დროში შეუძლებელი იყო ადამიანის შეყვარება.მაგრამ იყო რაღაც ისეთი რისგან თავის დაღწევაც შეუძლებელი იყო.ის რის გამოც სიკვდილიც ღირდა. ის რომ თამთა მაჩაბელს მისი ქალი ერქვა და ერთად თუ არ იქნებოდნენ, ოჯახი თუ ამას არ დასთანხმდებოდა, მაინც არ დაუშვებდა და არავის გააკარებდა გოგოს. პირველად იმას გრძნობდა რომ საშინლად ეგოისტი და მესაკუთრე გამხდარიყო მაჩაბელთან მიმართებაში და იმის გაფიქრებაც კი აგიჟებდა,რომ ოდესმე მას შეიძლებოდა მის გარდა ვინმე სხვა მიჰკარებოდა…. მანქანა ნაცნობ სადარბაზოსთან გააჩერა და რამდენიმე წუთი დაჰყო სანამ გადავიდოდა. დილანდელ შეხვედრაზეც ფიქრობდა და საერთოდ განვლილ დღეზე… კარზე ზარი დარეკა და გულისფანცქალით ელოდა როდის გაუღებდნენ.რამდენიმე წამი ლოდინი მოუწია და ეს წამები კი დაენანა ლოდინისთვის.მერე კარი გაიღო და თამთას მომღიმარი სახე გამოჩნდა. კარისთვის ხელი არ გაუშვია.სახე მიადო კიდეს და ბიჭს მიაჩერდა. გაბრიელმა ხელი გაიშვირა მისკენ, კისერზე მოხვია და გულში ჩაიხუტა. მისი თმის სურნელი შეისრუტა.მერე კარი მიხურა და ასე ჩახუტებული გაიყოლა გოგო ოთახის შუაგულისკენ. -როგორ ხარ?-ჰკითხა თამთამ და მოხერხებულად დაჯდა დივანზე. გაბრილმა ხელი გაუშვა,ქვემოთ ჩაცურდა და თავი კალთაში ჩაუდო.თუმცა ზურგს უკან მოთავსებულმა იარაღმა შეაწუხა, ამოიღო და მაგიდაზე დადო.თამთამ უხმოდ გახედა,მაგრამ არაფერი უთქვამს.ბიჭმა თვალები დახუჭა და ისე უპასუხა. -ახლა კარგად. -დაიღალე?-თითები თმაში შეუცურა და ნაზად მოეფერა. -ძალიან...ძალიან დავიღალე ამ ყველაფრისგან.ფიზიკურად კი არა, სულიერად დავიღალე.მხოლოდ ოთხი თვეა რაც დავბრუნდი და ოთხი მშვიდი დღე არ მახსოვს..ყოველდღე რაღაც ხდება..რაღაც ისეთი,რაც მანგრევს. -ამოიოხრა ბიჭმა. -შეგიძლია მენდო და ყველაფერი მომიყვე. -არა,არ შეიძლება.აქ იმიტომ მოვედი, რომ იმ კარს იქით დავტოვე ყველა და ყველაფერი. -მაშინ მეც ასე მოვიქცევი.-გაუღიმა გოგომ.-აქ მხოლოდ ჩვენ ორი ვიქნებით და ჩვენთვის შექმნილი პატარა სამყარო. -შენ უკვე შემიქმენი ეს სამყარო..ამის დედაც..რატომ უნდა ვიყო მე ფიცხელაური და შენ მაჩაბელი. -გაეცინა მერე ამ სიტუაციაზე. -ამას ვერ შევცვლით.სამაგიეროდ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო და ჩვენი ოჯახები ვაიძულოთ ეს რეალობა მიიღონ. -ამისთვის მზად ხარ? -უკან დასახევი გზა აღარ მაქვს. რადგან შენ აქ..-შუბლზე მიიდო ხელი თამთამ და მერე გულზე.-აქ ხარ. -ახლა მგონი სიყვარული ამიხსენი. -გაეცინა ბიჭს. -ცხოვრებაში პირველად მომხიბლა მამაკაცმა.თან ეს მამაკაცი მტრის შვილია და მგონი დასაკარგი დრო არ მაქვს. -ხოდა არ დავკარგოთ.-გასწორდა გაბრიელი და ტუჩებში აკოცა გოგოს. -გაბრიელ.-თავი გასწია უკან. -ნუ გარბიხარ,აქ მაგისთვის არ მოვსულვარ,რაც გაიფიქრე.უბრალოდ მშია და სამზარეულოში ვაპირებდი გასვლას.ისედაც გეყოფა სტრესი,რაც პირველად მიიღე.-წამოდგა და სამზარელოსკენ დაიძრა. -შენ მაგას სტრესს ეძახი?-უკან გაეკიდა გოგო. -აბა რა იყო?რას დაარქმევ მაგას? ნერვიულობისგან ლარივით იყავი დაჭიმული და ყინულივით ცივი.- -უკაცრავად თუ შენსავით გამოცდილი არ ვიყავი.-გაბრაზდა თამთა. -იქნებოდი და მოგხვდებოდა მაგისთვის.-თითი დაუქნია ბიჭმა და მაცივრის კარები გამოაღო.-რა არის გოგო საჭმელი არაფერი არ გაქვს?ასე აპირებ ჩემს მოხიბვლას?მშიერი უნდა მამყოფო?- -დიასახლისად არ გამოვდგები,თანაც აქ არ ვცხოვრობ..-იმართლა თავი. -კარგი მაშინ მოდი რამე შევუკვეთოთ და თან ფილმს ვუყუროთ. -რა რომანტიკოსი მყავხარ… -თუ წინააღმდეგი ხარ შემიძლია სხვა საქმით დავკავდეთ,-თვალი ჩაუკრა ეშმაკურად.-პირობას გაძლევ პირველზე კარგი და სასიამოვნო იქნება. -გარყვნილო..ასეთი არ მეგონე .- გაუბრაზდა თამთა. -აბა როგორი გეგონე?პიცაზე და ფილმზე უარს მეუბნები და მოცემულ მომენტში სხვა ვარიანტი არ მაქვს. გარეთ რომ გავიდეთ,ვიცი ვიღაც ტყვიას დაგვაჭედებს ერთხელაც იქნება.-გაეცინა ფიცხელაურს და ტელეფონზე ნომერი აკრიფა. -მაინც სად გადაგეყარე და რაღა მაინცდამაინც შენ.-თვალები აატრიალა თამთამ და ტელევიზორისკენ დაიძრა.-მადლობა მარიამ ამ საჩუქრისთვის და ამისთვის.-სიდი დისკები შეათამაშა ხელში. -ოც წუთში იქნებაო.-შემოვიდა ოთახში გაბრიელი და თამთას დანახვაზე გაშეშდა,გოგოს ცრემლი ედგა თვალებში. -იცი მარიამს ძალიან უყვარდა მსგავსი რაღაცეები.აგროვებდა ხოლმე,მე კი სულ დავცინოდი.აი ახლაც,ხედავ როგორ გვადგება ეს ყველაფერი?- ხელში შეათამაშა ერთ-ერთი დისკი და ცრემლი მოიწმინდა. -მე კი ვნანობ რომ მას არ ვიცნობდი. მოდი ჩემთან.-გვერდით მოისვა გოგო და ჩართეო უთხრა. -რა ფილმს ვუყურებთ? -აგენტი-007. -ბონდის გოგონა გინდა იყო? -ვარ უკვე.-ღიმილით ახედა თამთამ. -ანუ მე ჯეიმს ბონდი ვარ?-გაეცინა ბიჭს. -არა გაბრიელი ფიცხელაური ხარ, მაგრამ ბონდზე არანაკლებად გადარეული.იგივე მისია გაქვს,რაც მას, ოღონდ ცოტა ქართული დავალებებით. -ხო,მართალია,როგორ შევარიგო ორი მტრულად განწყობილი ოჯახი ერთმანეთს. -შევარიგოთ უნდა გეთქვა. -კარგი,იყოს ასე.ახლა კი გაჩუმდი და უყურე.თორემ ნახევარი ფილმი გავიდა. -და ჩვენი ვახშამიც არ ჩანს. -მალე მოვა.-დამთავრებული არ ჰქონდა გაბრიელს,რომ ზარის ხმაც გაისმა.-ახლავე მოვალ საყვარელო. შენ მანამდე ცოტა დიასახლისის ჩვევები გამოავლინე და თეფშები და ჭიქები მოიტანე.-მოისმა უკვე შესასვლელიდან გაბრიელის ხმა. -ჯანდაბა ფიცხელაურო,რას მიშვები? ცხოვრებაში არ მიდიასახლისია და არაფერი მიკეთებია.ახლა შენ უნდა გემსახურო?-აბუზღუნდა და სამზარეულოსკენ წავიდა.ძლივს მოაბა თავი შესაფერისი ჭურჭლის მოგროვებას და უკან დაბრუნებას. -ამდენ ხანს რას აკეთებდი?- -საყვარელი გადავმალე.-უპასუხა გაბრაზებულმა და მაშინვე ინანა. ისეთი თვალებით შეხედა ბიჭმა, ადგილს მიეყინა. -ცხოვრებაში ეგოისტი,მესაკუთრე და მოძალადე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ შენს გვერდით რომ ვინმე მამაკაცი დავინახო,ჩათვალე მკვდარია.და კიდევ არანაირი მსგავსი ხუმრობები.. -აი შენს გვერდით რომ ვინმე ქალი დავინახო ოდესმე,ჩათვალე ისიც მკვდარია,-არ დაუთმო გოგომაც და გაბრაზებულმა დაახეთქა თეფშები დაბალ,მინისზედაპირიან მაგიდაზე. გაბრიელს მეტი არ უფიქრია,წელზე ხელი სტაცა,ზურგიდან აიკრო და მოეხვია. -ჩემო ველურო გოგო.ასეთი არ წარმომედგინე. -აბა როგორი?-მობრუნდა თამთა, ხელები კისერზე მოხვია და თვალებში ჩახედა. -მეგონა რომ ქალი რომელიც მომეწონებოდა ნაზი და დამყოლი იქნებოდა,მაგრამ პირიქით მოხდა და შემრჩა ველური გოგო ხელში.-გაეცინა ბიჭს და ტუჩებზე წაეტანა,მაგრამ ამღერებულმა ტელეფონმა გააჩერა. ეკრანს რომ დახედა,სახეზე უკმაყოფილება გამოესახა და თამთას ხელი გაუშვა. -გისმენ დედა...დღეს არა მგონია.. არა დედა,საქმეზე ვარ..დილით ვილაპარაკოთ.დაიძინე..მამაც მოვა.. ტელეფონი გათიშა და გოგოს გადახედა.აწურული იჯდა და ბიჭს წყლიანი თვალებით უყურებდა. -წახვალ?-სევდა შეეპარა ხმაში. -სად? -სახლში. -ჩემი ადგილი აქ არის.ახლა მხოლოდ აქ მინდა,შენთან და შენს გვერდით.. -მაგრამ ჩვენს შორის ყოველთვის იქნება დედაშენი...ჩვენ მას ვერასდროს დავავიწყებთ მომხდარს. -ყველაფერი კარგად იქნება.-უპასუხა ბიჭმა,გვერდითი მიუჯდა და ლოყაზე აკოცა.-აბა ვჭამოთ? -ვჭამოთ.. -მაშინ გაიღიმე..მიდი გაიღიმე,ისე მე რომ მიყვარს.. თამთამ გაუღიმა და ამ ღიმილში კიდევ ერთხელ ჩაიკარგა ფიცხელაური. ******* შეხვედრიდან ბედნიერი წამოვიდა ჯარჯი,თითქოს მხრებიდან ტვირთი მოეხსნა.თითქოს იმედი მიეცა იმის რომ თათულისთან ერთად ბედნიერი იქნებოდა და გაბრიელ ფიცხელაური ნამდვილად მოახერხებდა მის დახმარებას.ჯერ ბიძას გაუარა სამსახურში.მოკლედ აუხსნა სადაც იყო.პირველად მოატყუა ცხოვრებაში, მაგრამ ეს ხომ იმისთვის იყო,რომ მტრობა დასრულებულიყო?ამით დაიმშვიდა თავი.მერე პატარა საქმეების მოგვარებაც მოუწია. თუმცა საყვარელი ქალი არ დავიწყებია,სამსახურში ვარდების თაიგული გაუგზავნა და საღამოს შეხვედრაც სთხოვა.გოგომ მორიგე ვარ,საავადმყოფოში მომაკითხე,აქ ვიქნები,ცოტა ხნით მაინც გნახავო და მასაც სხვა გზა არ დარჩენოდა… მაინც შეეშინდა სახალხოდ შეხვედრის და საორდინატოროში შეიყვანა.როგორც კი კარი მიხურა, მობრუნება ვერ მოასწრო,მაშინვე ჩაეხუტა ბიჭი და ძლიერად მოხვია ხელები. -ძალიან მომენატრე. -მეც მომენატრე.მოდი დავჯდეთ.ყავს დალევ? -არა,არ მინდა.-უთხრა ჯარჯიმ და სკამზე ჩამოჯდა. -მაშინ მე დავლევ,ახლა ენერგია მჭირდება.საღამოს შემოტევა დაიწყება მალე. -ძალიან იღლები აქ? -კი,მაგრამ ეს სასიამოვნო დაღლაა.- უპასუხა გოგომ და მადუღარა ჩართო. -როგორ შეიძლება დაღლა სასიამოვნო იყოს? -ასეა და რა ვქნა.-გაუცინა თათულიმ. -სასიამოვნოა,როცა ყველაფრისგან დაღლილი ხარ,ფეხზე ძლივს დგახარ, მაგრამ ავადმყოფს გაჩერებულ გულს აუმუშავებ და მის პულსს შეიგრძნობ. -სამაგიეროდ მე მიჩერებ გულს.- გაიხუმრა ბიჭმა,რასაც გოგოს გადაკისკისება მოჰყვა. -ესეგი მთელი ცხოვრება მომიწევს შენს გულთან ჭიდილი? -ასე გამოდის. -აბა რა ქენით დღეს?შეხვედრაზე იყავით?-უკვე მომზადებული ყავა ჭიქაში ჩამოასხა გოგომ და შეყვარებულის წინ ჩამოჯდა. -კი,ვიყავით.. -და… -და ის რომ ჩვენ თუ დავქორწინდებით, სანაცვლოდ ჩვენი გვარიდან გოგო უნდა გავატანოთ ფიცხელაურებს.- -ჯაბდაბა ამ წესებს.. -ხოდა ეს გოგო თამთაა და ის გაბრიელმა უნდა შეირთოს,რასაც არა მგონია ან ერთი დათანხმდეს,ან მეორე.-იმედგაცრუებულმა თქვა ჯარჯიმ -ასეც ნუ იტყვი.იქნებ ისინი თანახმა არიან?-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები თათულის და ბიჭის ხელს ხელი დაადო ზემოდან,ნაზად მიეფერა. -არა მგონია ამას თამთა დათანხმდეს, ან ისინი თუ დათანხმდებიან დიდი ალექსანდრე ამას არ დაუშვებს… -მე თუ გაბრიელს ვიცნობ,ყველაფერი ისე მოხდება,როგორც უნდა იყოს.. -შენ რამეს მიმალავ? -არა,არაფერს.. -ანუ მეუბნები რომ ყველაფერი კარგად იქნება? -ნამდვილად.ყველაფერი კარგად იქნება.-კისერზე შემოეხვია მკლავები გოგომ და ჩაეხუტა. -მოიცადე რას შვები?არავინ შემოვიდეს,-არ ელოდა ამას ჯარჯი და შეცბა,სცადა ხელები გაეშვებინებინა,მაგრამ თათული უფრო მეტად ჰხვევდა. -ჯანდაბას ყველა და ყველაფერი. არავის აზრი არ მაინტერესებს. -შენ ჩემი ფაიფურის თოჯინა ხარ. ხელშეუხებელი და წმინდა.-წელზე მოხვია ხელები ჯარჯიმ და სხეულზე აიკრა.-არ შემიძლია ასე უბრალოდ შეგეხო. -მოეშვი ლაპარაკს და უბრალოდ მაკოცე,-გააწყვეტინა გოგომ და ქვემოდან ახედა ერთი თავით მაღალ ბიჭს. -ასეთი არ მახსოვხარ ქალბატონო თათული,-გაეცინა ბიჭს. -დიდი ხანი იყავი ჩემგან შორს,დროის ანაზღაურებას ვცდილობ. -არადა მგონი პირიქით უნდა იყოს. შენ ჩემზე ძალადობ… -ჯანდაბა შენს თავს ჯარჯი ჩოხელო,- ვეღარ მოითმინა გოგომ და თვითონ დააცხრა ბიჭს ტუჩებზე. ******* მთელი დღე იწვა ემა და დილას მომხდარზე ფიქრობდა.წარსულში რომ ეთქვათ ანდრეასნაირ კაცს სხვანაირად შეხედავ,მოგეწონება და მასზე ფიქრს დაიწყებო, გაეცინებოდა. ახლა კი ფაქტი სახეზე იყო-ის მასზე ფიქრობდა.იხსენებდა წარსულს, იხსენებდა იმ დღეებს,როცა ბიჭს მის გვერდით ან მათ სახლში ჰქონდა გატარებული და აღმოაჩინა რომ მის გვერდით თავს სხვანაირად გრძნობდა.აი ამ „სხვანაირს“ კი ახსნა ვერ მოუძებნა და ვერც სახელი დაარქვა… მერე ოთახიდან გამოვიდა და ბიჭის ოთახში შევიდა.მის შესახებ უნდოდა რაც შეიძლებოდა მეტი გაეგო.ისე რომ თვითონაც ვერ მიხვდა მის ნივთებში ქექვა დაიწყო. საინტერესი არაფერი იყო. ძირითადად ჯილდოები,მედლები, დიპლომები,საოჯახო ფოტოები. იმ ქალის შესახებ,რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა,ვერაფერი გაიგო. ბოლოს საწოლზე ჩამოჯდა და ხელებით მის კიდეებს დაეყრდნო. თვალი ტუმბოზე დადებული წიგნისკენ გაექცა.ხელში აიღო.შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილები“ იყო. გადაშალა.იქიდან რაღაც გადმოვარდა. ამოატრიალა და მის წინ ანდრეას სახემ გაელვა მისთვის უცნობ ქალთან ერთად.ძალიან ლამაზი იყო. გრძელი შავი თმები ჰქონდა,შავი თვალები,პატარა,სწორი ცხვირი, სქელი,მაგრამ გამოყვანილი ტუჩები. ნუშისებრი ჭრილის თვალს ზემოდან გადასდევდა თითქოს სპეციალურად დახატული წარბები.ანდრეაზე იყო მიხუტებული და იღიმოდნენ ბედნიერად. გულში რაღაცნაირი ტკივილი იგრძნო და ყელში მოუჭირა ამ გრძნობამ თითქოს დაახრჩო.უყვარდა..ეს ბიჭი უყვარდა.ახლა ყველაფერი გარკვეული იყო.ახლა ყველაფერს მიხვდა.ისე რომ თვითონაც ვერ გაიაზრა, ცრემლი მოადგა და ლოყაზე მორიდებით დაეშვა. წიგნი მოისროლა,ფოტო ხელში მოკეცა და უკან მიაყოლა.რაც ხელში მოხვდა ყველაფერი მის გზას გაუყენა...მერე ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა.ცრემლი მოიწმინდა და სახლიდან გავიდა. **** ეძნელებოდა თამთასთან განშორება. რომ შესძლებოდა სამუდამოდ დარჩებოდა მასთან ამ სახლში.მაგრამ გათენდა,მზე ამოვიდა და ახალი დღე დაიწყო ახალი პრობლემებით. პირველს მას გაეღვიძა და მაშინვე მის სხეულზე აკრულ გოგოს დახედა. ბედნიერი იყო რომ მასთან შეეძლო თავის რეალური სახის გამომჟღავნება და არც თამაში უწევდა და არც მოჩვენებითად გაღიმება.ყველაფერი გულწრფელი იყო. დაახლოებით ერთ საათს იყო ასე. მერე მისი ტელეფონი აზუზუნდა. სწრაფად მოაწრო და ხმა გაუთიშა. ფრთხილად გამოაცალა ხელი, სხეული მოაშორა და ნელა ადგა საწოლიდან. გოგომ გვერდი იცვალა, ბალიშს ჩაეხუტა და ძილი განაგრძო. კარი გამოხურა და სამზარეულოში გავიდა. -გისმენ ანდრეა...სად ხარ?..სახლში შეგხვდები ერთ საათში.-მოუჭრა მოკლედ და ტელეფონი იქვე დადო. წყალი დაისხა,ერთი მოყუდებით გამოცალა და უკან დაბრუნდა. ისევ ეძინა თამთას.მიუახლოვდა და ისევ გვერდით მიუწვა.თითები მკლავზე აატარა ნაზად.მერე აწეული პიჟამოს ქვეშ შეუცურა და ზურგზე მოეფერა. მაჩაბელს სხეული დაეჭიმა და ეკალმა დააყარა.მაგრამ თვალები არ გაუხელია ისე ჩაეღიმა.გათამამდა ფიცხელაური და კისერში აკოცა.მერე ყურისკენ გადაინაცვლა და ცალი ხელი მკვრივ საჯდომზე დაუსვა. თამთას ძალა აღარ ეყო.თვალები დააჭყიტა და მისკენ გადმობრუნდა. -წუხანდელს ინაზღაურებ? -წუხელ უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა.ახლა სიგიჟემდე მინდიხარ.- გაუღიმა ბიჭმა,ხელები შემოხვია და ზემოდან მოიქცია.მის ტუჩებს წაეტანა. -რას მიკეთებ ფიცხელაური.ასე როგორ მაგიჟებ?-გადაიკისკისა გოგომ და ტუჩზე კბილები მოსდო.მაგრამ არ გამოუვიდა და ისევ თვითონ გაება მახეში.გაბრიელმა გამოცდილებით აჯობა და ტუჩებზე მისი კვალი დაატყო.მერე ზემოდან მოექცა და ნაზი ალერსით და მოფერებით ზენიტში კიდევ ერთხელ გაიყვანა გოგო… -დღეს რა გეგმები გაქვს?-ჰკითხა როცა მასთან ერთად ყავას სვავდა სამზარეულოში. -კომპანიაში უნდა მივიდე.ვსწავლობ როგორ გავხდე ამხელა ჰოლდინგის მმართველი.. -და ეგ აქამდე არ იცოდი?-გაეცინა თამთას. -ნწ.-გააქნია თავი. -აბა ამერიკაში რატომ წახვედი? -ამერიკაში მაგას ასწავლიან? -სასწავლებლად არ იყავი?-გაუკვირდა თამთას. -არა,თავიდან იძულებული გავხდი წავსულიყავი.მეამბოხე შვილი ვიყავი, რომელიც გვარს არცხვენდა.იარაღი რომ არ ავიღე ხელში და კომპანიაში არ დავიწყე ზურას მსგავსად მუშაობა. -მერე..-ყურადღებით უსმენდა გოგო. -მერე რაღაც მოხდა და წავედი.. -თუმცა მაინც მოგიწია იარაღის ხელში აღება და სათავეში დგომა. -ნეტავ ამ გზით არ მომხდარიყო ეს. ნეტავ ზურა ცოცხალი ყოფილიყო და ამასაც როგორმე გადავიტანდი. -იქ რას აკეთებდი? -ხან რას,ხან რას.ხან მიმტანი ვიყავი, ხან ბარმენი.ხან უბრალო მუშა, ზოგჯერ ქუჩის ჩხუბებში ვიღებდი მონაწილეობას. მერე ცოტა რომ გავიწაფე და მუშტის ქნევა კარგად ვიწავლე,ბარის მეპატრონემ,სადაც ვმუშაობდი, დაცვის უფროსად დამნიშნა...მერე ზურა ჩამოვიდა და სანამ ნორმალურ გზაზე არ დამაყენა არ მოისვენა.ამიტომ არის ჩემთვის ორმაგად კი არა ასმაგად მტკივნეული მისი დაკარგვა.მეუბნებოდა ჩვენს ოჯახში მხოლოდ შენ ხარ განსხვავებული,მხოლოდ შენ წახვედი ამ წესების წინააღმდეგ, ამიტომ უნდა ისწავლო რომ მომავალში ყველაფრის შეცვლა შეძლოოო. -მემგონი შენი ძმა მართალი იყო. მართალია ახლა აქ ხარ,მაგრამ ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიდიხარ და ყველაფრის შეცვლას ცდილობ. -ასე გგონია?ანუ დინების საწინაღმდეგოდ ვცურავ. -ზუსტად.-თავი დაუქნია თამთამ. -ჩემზე რომ მელაპარაკები,შენ რატომ წახვედი ამერიკაში? -მამაჩემს ჩემი დაცვა უნდოდა ამ ყველაფრისგან.ამ მტრობისგან. ეშინოდა მამაშენის და მისი გარემოცვის.ეგონა თუ წავიდოდი და იქ ვისწავლიდი უკეთესი იქნებოდა. შექმნიდა ჩემგან ლედის,ნაზ, სიფრიფანა, დამყოლ გოგოს. მერე გამათხოვებდა იქვე თავის რომელიმე მეგობრის შვილზე… გაბრიელმა ისეთი თვალებით შეხედა, რომ თამთა ადგილზე მიეყინა. -რა იყო? -მერე იყო იქ ვინმე ისეთი…მამაშენის მეგობრის შვილი? -იყო და არის..-მისი გაბრაზება გადაწყვიტა გოგომ და ჩაეღიმა. გაბრილემა გაცოფებულმა შეხედა, სკამს ხელი ჩაავლო, რომელზეც მაჩაბელი იჯდა, თავისკენ მიაჩოჩა, ფეხებს შორის მოიქცია გოგო და კბილებში გამოსცრა. -დედას მოვუტ...ვ მამაშენის ყველა მეგობრის შვილს და საერთოდ ყველას ვინც მოგეკარება ან მოახლოებას გაბედავს.გესმის? -გაბრაზებული გაბრიელ ფიცხელაური. - გაიცინა თამთამ. -ჩემთან თამაში არ გაბედო იცოდე. უფრო სწორად მსგავსი თემით მანიპულირება არ სცადო,თორემ ასეთი მომთმენი აღარ ვიქნები.. -არც არავინ გთხოვს მოთმენას. -მისკენ გადაიხარა გოგო და ტუჩებს წაეტანა. -გემო გავუგეთ და ვეღარ ვითმენთ?- გაეცინა ბიჭსაც.სამზარეულოს მაგიდაზე შემოსვა,მის ფეხებს შორის მოექცა,თხელი პიჟამო ხელის ერთი მოძრაობით გადააძრო და მის მკერდს წაეტანა.სიამაოვნებისგან აკრუტუნდა მაჩაბელი და ამღერდა გვერდით ტელეფონიც. -ამის დედაც..-შეიგინა კიდევ ერთხელ და ძლივს მოშორდა თამთას სხეულს. -უნდა წავიდე პატარავ,მაგრამ გპირდები მომავალში იქიდან გავაგრძელებთ სადაც გავჩერდით.- უთხრა რამდენიმე ტელეფონზე წამიანი საუბრის შემდეგ,კიდევ ერთხელ აკოცა და სახლიდან გავარდა… მანქანა ეზოში მოხერხებულად გააჩერა და რამდენიმე ნაბიჯში აირბინა სახლის კიბეები. -დიდება შენს გამოჩენას.-შეეჩეხა მისაღებში დედას და მისი საყვედურებიც მიიღო.-სად ბრძანდებოდი? -დილამშვიდობისა დედა, დილამშვიდობისა ოჯახის წევრებო.- შესძახა მხიარულად და დააიგნორა დედის საყვედურები. -ხო მშვიდობა გაქვს გაბრიელ? -დიახ,მამიდა.შენ როგორ ხარ? -ლოყაზე აკოცა და შუაში ჩაუჯდა მას და მამიდაშვილს.მერე მასაც ლოყაზე აკოცა.ალექსანდრე მშვიდად იჯდა სუფრის თავში და უხმოდ მიირთმევდა საუზმეს. -რა მხიარული ხარ ბიძაშვილო.რამე ხდება? -არ შეიძლება კარგ ხასიათზე ვიყო ტასო?-მიუბრუნდა გოგოს და ლოყაზე უჩმიტა. -ველურო,როდის უნდა დასერიოზულდე?ოცდაათი წლის კაცი ხარ უკვე. -არ ვარ ჯერ.ერთ თვეში ვხდები. როგორ მომშიებია.-საჭმელი გადმოიღო თეფშზე და ჩანგალი ჩაარჭო. -სადაც ბრძანდებოდი იქ არ ჭამე? -კვლავ არ ჩერდებოდა ნელი, რომელიც უკვე მის წინ დამჯდარიყო. -დედა პირდაპირ მითხარი რისი თქმაც გინდა.-ჭამა არ შეუწყვეტია ბიჭს. -იმ ქალთან.. -ვინ ქალთან? -იმ...იმ… -დედა.,რაც არ იცი ის არ თქვა კარგი? თანაც არ არის მიზანშეწონილი შენთან ან ოჯახთან ვიჭორაო ჩემი პირადი და ინტიმური ცხოვრების შესახებ.მეც ადამიანი ვარ ბოლოსდაბოლოს და უფლება მაქვს ხანდახან ქალებშიც წავიდე.დიდი ბიჭი ვარ უკვე. -შენი ძმა დაიღუპა გაბრიელ. -ვიცი,ვიცი რომ დაიღუპა.ვიცი რომ გტკივათ.მეც არ ვარ კარგად.მეც დამაკლდა ის,მეც დავკარგე ჩემი გულის ნახევარი.მაგრამ მეც ადამიანი ვარ,ცოცხალი ვარ და არსებობა რომ გავაგრძელო,ცოტა ძალა და განტვირთვა მჭირდება.-აუწია ხმას. -ასე როგორ შეიძლება?-ცრემლი მოადგა ქალს. -ნელი დამშვიდდი და მშვიდად განაგრძე საუზმობა.ის მართალია. აჯობებს შენც ნელ-ნელა დაუბრუნდე ძველ ცხოვრებას და საქმიანობას. -როგორ დავუბრუნდე ძველ ცხოვრებას,როცა ანგელოზი შვილი მიწაში ჩავდე?თქვენ მე უგულო გგონივართ.მე დედა ვარ,გესმით, დედა და ის ჩემი სხეულით ვატარე ცხრა თვე.-ატირდა ქალი -მარტო ის არ გყავს,კიდევ გვყავს შვილები და ახლა მათაც სჭირდები, ისე როგორც ზურას.-უპასუხა ქმარმა. -წავედი,მადა დავკარგე,-წამოდგა გაბრიელი და ზურგი სწრაფად შეაქცია,რომ თვალს მომდგარი ცრემლი არ შეემჩნიათ.უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. -დღეს კომპანიაში აუცილებლად უნდა მოხვიდე,საღამოს კი ბიზნესმენთა შეკრებაზე ვართ მიწვეულები და შენც უნდა წამოხვიდე,-დაადევნა ალექსანდრემ. -მოვალ.-უპასუხა და მეორე სართულზე ამავალ,კიბეს შეუდგა. ცოტა ხანს წამოწვა.ფიქრები თავისით შეიკრიბა და ისე აფუსფუსდა, რომ თავი აატკივა.წარსულში მოგზაურობა და ძმასთან ერთად გატარებული დღეები კადრებივით ცვლიდა ერთმანეთს.. სულზე მოუსწრო შეტყობინებამ. „-უკვე მომენატრე“-სწერდა გოგო. „-მეც“-მისწერა. „-ჩემს სხეულს შენი კვალი აქვს.“ „-ჩემს ცხოვრებას შენი.“ „-დღეს გნახავ?“ „-დღეს ვერა.ბიზნეს შეხვედრაზე ვართ მიწვეულები და მამაჩემმა აუცილებლად უნდა წამოხვიდეო“. „-მოვიწყენ უშენოდ.“ „-მეც.მაგრამ ამჯერად ასეა საჭირო.“ „-კარგი,წავედი,საქმეები მაქვს,მერე მოგწერ,დროებით.“ გაეცინა.პატარა ბავშვებივით იყვნენ და ეს საოცარ სიამოვნებას ანიჭებდა. ის იყო ძილს უნდა წაეღო,რომ ანდრეას ზარმა მოუსწრო.მძიმედ ასწია სხეული და საბაზანოს მიაშურა. ნახევარ საათში კომპანიისკენ მიდიოდა.მძღოლის ადგილზე კი ანდრეა იჯდა… -ხვალ ჩანაწერებს მომიტანენ პოლიციიდან.-შესავლის გარეშე დაიწყო ბიჭმა. -როგორც იქნა კარგი ამბავიც გავიგეთ,-თავშეუკავებლად წამოიყვირა ფიცხელაურმა და მხარზე ხელი დაარტყა მეგობრულად ბიჭს. -ყოჩაღ ანდრო. -ისედაც დავაგვიანე,აქამდე უნდა მომეპოვებინა ეგ ჩანაწერები. -არაუშავს. -ხო,კიდევ მიშა გამყრელიძის თვალთვალმა შედეგი არ გამოიღო.ან მართლა არაფერ შუაშია ან კარგად თამაშობს ეგ ნაბიჭ...ი. -მოთმინება ანდრო,დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ეგეც გაებმევა. მისმინე ის ბიჭები ვინც უთვალთვალებენ,როგორი ბიჭები არიან?ენდობი? -სამივე ჩემს ათეულში ირიცხებოდა. ისინიც ჩემთან ერთად გამოუშვეს დანაყოფიდან,მაგრამ სამივეს შემიძლია თვალდახუჭულმა ვანდო ჩემი სიცოცხლე. -ძალიან კარგი.მისმინე ანდრო,გული მიგრძნობს რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. დრო მოვა და სწორედ ეგ ბიჭები დამჭირდებიან გვერდით შენთან ერთად. -რამე ხდება და არ ვიცი? -არ ვიცი ჯერ,მაგრამ ის ვიცი რომ მამაჩემი,ან ზურა და ეს მიშა რაღაც საქმეში იყვნენ გარეულები და ვიღაც ამ ყველაფრის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს. ნუ მაჩაბელებს გადააბრალოს ყველაფერი და ომი გაგრძელდეს… -გავიგებთ,აუცილებლად გავიგებთ. -უთხრა ანდრეამ და მანქანა კომპანიის ავტოსადგომზე გააჩერა.. ******* სახლში ჩუმად შეიპარა.მანქანა გარეთ გააჩერა და საიდუმლო შესასვლელით შევიდა.მშვიდად მიაღწია საძინებლამდე და როგორც კი კარი მიხურა,მაშინვე თავისუფლად ამოისუნთქა დიდხანს ნებივრობდა ჯაკუზში,მერე კი ვეღარ მოითმინა და გაბრიელს მისწერა.იქიდანაც რომ სასიამოვნო პასუხი მიიღო,ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ავიდა… თბილი სპორტულები ჩაიცვა და ქვემოთ ჩამოვიდა.ოჯახის წევრები მისაღებში შეკრებლიყვნენ, ალუდას გარდა.რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ ჯარჯი და მამამისი. -რა ხდება ოჯახში?რა დაძაბულობაა? -იკითხა გულუბრყვილოდ. -მოდი შვილო,მოდი.-დაუძახა დედამ და გვერდით მოისვა.-კაცების საქმეში არ ჩაერიო. -რატომ?-დედის გვერდით დაჯდა და ისევ იკითხა -საღამოს ბიზნესმენთა ასოციაციის შეკრებაა და მიგვიწვიეს.მაგრამ მთავარი ისაა რომ იქ ფიცხელაურებიც იქნებიან მთელი თავისი ამალით. -მერე რაა.წავიდეთ მამა და დავანახოთ რომ მათი არ გვეშინია.- აუღელვებლად უპასუხა თამთამ.უცებ ამოუტივტვდა გონებაში წეღანდელი საუბარი გაბრიელთან და მასაც მოუნდა იქ ყოფნა.მისი ნახვა და მის გვერდით ყოფნა. -მეც მაგას ვეუბნები,რომ უნდა წავიდეთ.-ჩაერთო ჯარჯი.-დავანახოთ რომ მათი არ გვეშინია. -კიდევ ერთი მეამბოხე.შვილო თქვენ ეს უბრალო თამაში გგონიათ? -თამაში არაა,მაგრამ არც ისეთი საშიშები არიან. ეს წვეულებაა და არა სასიკვდილო რბოლა.იქ იმდენი ხალხი იქნება,ისინიც მოერიდებიან დაპირისპირებას.თან არც ფიცხელაურების ბიჭს უნდა რომ ომი გაგრძელდეს. -კარგით,ჯანდაბას თქვენს თავს. წავიდეთ. -მეც მოვდივარ. -შენ არა,-მოუჭრა მამამ. -კი,მამა,დროა ხალხმა გაიგოს რომ შენი მემკვიდრე დაბრუნდა. -შენ ამ ბიზნესს არ ჩაიბარებ.ამ საქმეს საერთოდ შეეშვები.იარაღსაც ჩამაბარებ და მშვიდად გათხოვდები ჩემი მეგობრის შვილზე.ხო,მართლა მგონი მართლა კარგი აზრია წამოსვლა.ის ბიჭიც იქ იქნება და გაგაცნობ. -ვერ გაბედავ მამა და ჩემი ნებართვის გარეშე ვერ გამათხოვებ.უკვე დიდი გოგო ვარ. მშვიდად უსმენდნენ მათ კამათს ოჯახის წევრები და ერთადერთი ვისაც ეს არ ესიამოვნა,ეს ჯარჯი იყო,რადგან უხუცესებთან შეხვედრის შესახებ ჯერ კიდევ ვერ ელაპარაკა ბიძას.ახლა რა გამოდიოდა თუ თამთას გაათხოვებდნენ,მას და თათულის არ ეღირსებოდათ ერთად ყოფნა.. -მოვდივარ და არანაირი გათხოვება და ბიჭების გაცნობა.-უთხრა მკაცრდ და ისევ თავის ოთახში ავიდა. სწრაფად გამოიცვალა ტანსაცმლი და სავაჭრო ცენტრს მიაშურა.. ************ ქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟული რესტორანი სპეცილურად ამ დღისთვის დაეხურათ.იქ შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვით შეიძლებოდა.ეზო გაეჩახჩახებინათ და რესტორნის შესასვლელის წინ წითელი ხალიჩა დაეგოთ.დაცვის გაძლიერებული რაოდენობა კი იმაზე მიუთითებდა რომ მნიშვნელოვანი პიროვნებები იკრიბებოდნენ აქ. სპეციალურად შემოსაზღვრული ტერიტორიის გარეთ ცნობისმოყვარე ხალხის და ჟურნალისტების არმია შეკრებილიყო.ფოტოგრაფები ყოველი ახალი სტუმრის გამოჩენისთანავე აჩხაკუნებდნენ ფოტოაპარატს.. შიგნით წვეულება უკვე დაწყებულიყო. თითქმის ყველა სტუმარი იყო მოსული.ორკესტრი ნელ მელოდიას რიტმულად უკრავდა და ნახევრად განათებულ დარბაზში საოცარ მელოდიურ ხმებს ავრცელებდა.წინ და უკან დადიოდნენ ელეგანტურად გამოწყობილი წყვილები ან ცალად მოსული ადამიანები.მათ შორის ოსტატურად დაძვრებოდნენ სასმლით სავსე ლანგრით ხელში სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი მიმტანები. გარეთ ორი მანქანა გაჩერდა და მაშინვე იცნეს მომსვლელნი.დაცვის უფროსმა კარი გაუღო და ალექსანდრე მანქანიდან გადავიდა.მეუღლე არ ახლდა და ალბათ არც იყო გასაკვირი. ქალი მტკიცედ გლოვობდა შვილს. ფოტოკამერებს გაუღიმა,თავის მსუბუქი დაკვრით მიესალმა და შესასვლელისკენ დაიძრა.მძღოლმა მანქანა ავტოსადგომზე წაიყვანა. -აი ყველაზე მეტად ეს სირ...ი წვეულებები მეზიზღება, ნიღაბაფარებული საზოგადოებით. -სხვა გზა არ გაქვს.-უთხრა ანდრეამ და კარი გაუღო. -ჯანდაბა,მართლა სხვა გზა არ მაქვს. ჰალსტუხი შეისწორა და მანქანიდან გადავიდა.-სახლში წადი დაისვენე.- გადაუჩურჩულა ანდრეას და მისკენ მიმართულ კამერის ობიექტივს გაუღიმა. -შენ როგორ წამოხვალ? -რაშით,ანდრეა,რაშით,-გაეხუმრა და შესასვლელისკენ დაიძრა. -გიჟი ხარ,-დაადევნა ბიჭმა და მანქანა დაძრა. როგორც კი შიგნით შევიდა,მაშინვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. განსაკუთრებით მანდილოსნების. მამა მოძებნა ხალხში და მისკენ დაიძრა. რამდენიმე მისთვის უცნობ მამაკაცთან საუბრობდა ფიცხელაური უფროსი. -ჩემი უმცროსი ვაჟი-გაბრიელ ფიცხელაური,-მოეჩვენა რომ ამაყად წარმოსთქვა მათ წინაშე შვილის სახელი.ან იქნებ მისი ბრალი იყო ყველაფერი და სინამდვილეში მართლა ამაყობდა მისით? დიდხანს არ უფიქრია და არც გაცნობილი პიროვნებები ახსოვს, რადგან მისი ყურადღება იმ წუთას შემოსულმა ხალხმა მიიპყრო და ადგილზე გაშეშდა. ვახო მაჩაბელი აქ იყო, გვერდს ცოლი უმშვენებდა უკან კი საოცარ ფორმაში იდგა თამთა მაჩაბელი და ჯარჯის მკლავს ეყრდნობოდა. -ამის დედაც,ულამაზესია.-გაიფიქრა და ისევ ჰალსტუხს წაეტანა,რომ ოდნავ მოეშვა და სუნთქვა დაერეგულირებინა. შავ, გრძელმკლავიან,კაბაში გამოწყობილიყო თამთა,რომელიც ზურგზე საკმაოდ იყო ამოღებული. ბოლოები ძირს დასთრევდა და წინ ჭრილი,მუხლს ზემოთ მთავრდებოდა, სიარულის დროს სწორ ფეხს უჩენდა. კაბა თვლებით იყო გაწყობილი განათების ფონზე პატრონივით ბრწყინავდა.კიდევ კარგი,წინ მაინც იყო მოკრძალებული,თორემ აქვე განუტევებდა სულს. შავი თმა დაეკულულებინა და ცალ მხარეს გადმოეყარა წინ,საღამოს მკვეთრი მაკიაჟი სახის ნაკვთებს კიდევ უფრო მეტ სილამაზეს სძენდა. იდგა და იღიმოდა,იმდენად მომაჯადოებლად, რომ ფიცხელაურს მოუნდა აქედან ახლავე წაეყვანა და მასთან ერთად გადაკარგულიყო.. მათი შემოსვლა და დარბაზში სიჩუმის ჩამოვარდნა ერთი იყო.ხალხი თითქოს ადგილზე გაიყინა, ორკესტრიც გაჩერდა.დარბაზის ორ მხარეს იდგა ერთმანეთისადმი მომზირალი ორი მტრულად განწყობილი ოჯახი და ერთმანეთს მზერით ბურღავდნენ.. -მამა,რას მეუბნებოდი?ვინ უნდა გაგეცნო ჩემთვის?-წინ გადაუდგა გაბრიელი და ალექსანდრეს ღიმილით მიაჩერდა.კაცმა შვილზე გადაიტანა მზერა და მერე საპირისპირო მხარეს გაიხედა. -ჩვენი პარტნიორია,ზურასთან თანამშრომლობდა.-უპასუხა და ხელი დაუქნია მისგამ რამდენიმე მეტრში მდგომ კაცს.მერე შვილთან ერთად მისკენ დაიძრა და ერთმანეთს წარუდგინა. -ჩემი ვაჟი- გაბრიელ ფიცხელაური, ჩვენი ფირმის ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორი -ავთო ხიდაშელი. -ძალიან მიხარია სახელოვანი გაბრიელ ფიცხელაურის გაცნობა,- გაუღიმა კაცმა და მეგობრობის ნიშნად ხელი ჩამოართვა.ბიჭს ძალიან არ მოეწონა ეს ღიმილი.მასში რაღაც იდუმალი და ამოუცნობი დაინახა და უსიამოვნოდ შეიშმუშნა. -მთლად ასეც ნუ იტყვით.ჯერ ახლა დავბრუნდი და კარგად არ მიცნობენ. -უპასუხა მოჩვენებითი ღიმილით მანაც და თან თამთასკენ გააპარა თვალი,რომელიც უკვე მამასთან ერთად იდგა და ვიღაც უცნობ მამაკაცებს ესაუბრებოდა.ერთი მისი ასაკის იყო,მეორე მამამისის.ტვინში სისხლმა აასხა,რომ დაინახა გოგო სხვასაც ისევე უღიმოდა, როგორც მას.საშინლად მოუნდა იმ ბიჭისთვის ახლავე დაემტვრია ცხვირ-პირი. -სამაგიეროდ შენი ძმისგან მსმენია შენზე,-ჩაესმა ხიდაშელის ხმა.. -უკაცრავად მე დაგტოვებთ,-ბოდიში მოიხადა და ბართან მივიდა.ერთი ჭიქა ვისკი ერთი მოყუდებით გამოცალა და მეორეც მაშინვე შეავსებინა დაბნეულ ბარმენს..მერე მობრუნდა და დარბაზს მოავლო თვალი.მზერა ისევ მაჩაბელს დაასვა.გვერდით ვიღაც ამოუდგა. -არ გელოდი.მეგონა მსგავსი ღონისძიებები არ გხიბლავდა. -არ მხიბლავდა.მაგრამ კარგი ვქენი რომ წამოვედი.საქმეს ასე სჭირდება. დალევ? ჯარჯიმ თავი დაუქნია.ფიცხელაურმა თავის დაკვრით ანიშნა ბარმენს და მანაც სწრაფად შეუვსო ჭიქა ჩოხელს. -რას გაუმარჯოს? -ჩვენ გაგვიმარჯოს.-უპასუხა გაბრიელმა,ჭიქა ასწია და ბიჭა მიურტყა. -გაგვიმარჯოს.-სასმელი გამოცალა ბიჭმა. -მეგონამსგავსი წვეულებები არც მას ხიბლავდა. -არ ხიბლავს,მაგრამ რატომღაც დღეს დაიჟინა.თანაც ბიძაჩემი მგონი მის გათხოვებას აპირებს და მომავალი საქმრო უნდა გააცნოს. ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა და სიშავემ მოიცვა.მოსმენილმა საშინლად განარისხა და ძლივს შეიკავა თავი. -იმედია ხვდები რომ ეგ არ უნდა მოხდეს,-გამოსცრა კბილებში და მზერა ისევ თამთას დაასვა,რომელმაც იმ წუთას მისკენ გამოუხედა და მომხიბლავად გაუღიმა.გვერდით მდგომი პარტნიორი რაღაცას უყვებოდა,ხმაურის ფონზე მისკენ გადახრილიყო და ყურთან ეჩურჩულებოდა. -ვიცი,მაგრამ მე რა შემიძლია.. -მართალია,შენ არაფერი. დაელაპარაკე სახლში? -არა,ვერ მოვახერხე,ახლა ჩემი ძმა გაუჩინარდა.მე კი მისი მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გავაკეთებ. -სად წავიდა?მშვიდობა აქვს? -თამთას დავალებას ასრულებს. ორივეს გაეღიმა. -უკვე სადავეებს იგდებს ხელში? -ცდილობს.თანაც იმედა არსად ჩანს. არც კი ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი. -აქედან უკვე დაახვევდა ეგ შენი არაკაცი ბიძაშვილი დარწმუნებული ვარ ახლა სადღაც კარგად ერთობა. -არ იქნება ეგრე.მართალია იმედა ყოველთვის ჩამოუყალიბებელი, გატუტუცებული,სულელი იდიოტი იყო, მაგრამ მასში მაინც იყო რაღაც ადამიანური. -მოკლედ რომ გითხრა მაგარი სი..ი იყო.-გაეცინა გაბრიელს და კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა. -ბევრს სვავ,-აღარ დაასხმევინა ჩოხელმა ბარმენს. -ცოტა ხანს გარეთ გავალ.შენ გაერთხე,-მხარზე ხელი დაარტყა მეგობრულად,გვერდი აუარა და გასასვლელისკენ გაუყვა გზას. თამთას გვერდით ჩაუარა,თვალი ჩაუკრა და ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა.გოგოს მაშინვე სახეზე შეეყინა ღიმილი. მოჩვენებითი იყო ყველაფერი. ყველაფერს გაბრიელის საეჭვიანოდ აკეთებდა.ბოდიშის მოხდით დაემშვიდობა პარტნიორს და დასამშვიდებლად ტუალეტისკენ წავიდა.არავინ შეხვედრია გზად. პატარა ჩანთა გახსნა და იქ რაღაცის ძებნა დაიწყო,უცებ ვიღაცამ რომ სტაცა წელზე ხელი,მამაკაცების ტუალეტში შეაგდო,კარი მიხურა და ამ კარზევე ააკრა. სახეზე მისი სუნთქვა იგრძნო და გაბრიელ ფიცხელაურის მწვანე თვალებში ჩაიძირა. -აქ რას აკეთებ?-ჰკითხა მკაცრად და ორივე ხელით წასასვლელი ჩაუკეტა. -შენ რა ჯანდაბას აკეთებ აქ?- დაუბრუნა კითხვა.-დილით მითხარი საქმეები მაქვსო.შენ კი გასართობად წასვლას აპირებდი თურმე. -მიწვევ? -არც მიფიქრია,-გაუსწორა მზერა. -იმ სირ..ან ერთად კიდევ დაგინახავ და დაბადებას ვანანებ. მოინდოდა გოგომ გაგულავება. -ეჭვიანობ ფიცხელარო?-გაეცინა გოგოს.-ახლა ვხვდები შენი ქცევის მიზეზს. -საიდან გამოხტა ეს ვიღაც საქმრო. -მამაჩემმა გადაწყვიტა გამათხოვოს. ასე უსაფრთხოდ იქნებიო. -ან შენ მოიშორებ ან არადა სხვანაირად მოვაგვარებ ამ საქმეს.. -იარაღით თუ ცემით? -თამთა.-თვალები დაუბრიალა ბიჭმა. -რა?რა თამთა?რა ვქნა თუ ასეთი ბედი მაქვს.რა ვქნა თუ ჩემი გათხოვება გამოსავალია? - სამუდამოდ გასათხოვარს დაგტოვებ და მონასტერში გაგიშვებ,ან არადა ჩემი იქნები მხოლოდ. -ნუ მემუქრები.რეალობას თვალი გაუსწორე?როგორ უნდა შევძლოთ ერთად ყოფნა?ეს შეუძლებელია. -იმ ბინის გარეთ სხვანაირად ჭიკჭიკებ. მაგრამ იცოდე ჩემთან თამაში არ გამოგივა...თან რომ გამოპრანჭულა კიდეც იმ არაკაცისთვის.. -ასე იმისთვის კი არა,შენთვის ჩავიცვი.ასე შენთვის გამოვეწყვე. შენი გაგიჟება მინდა,შენთვის მინდა ვიყო მხოლოდ ასეთი..-ხელი ააყოლა ზურგზე გოგომ და გაუღიმა. -უკვე გამაგიჟე.უკვე გადამიყვანე ჭკუიდან.-მარჯვენა ხელით ხელები თავს ზემოთ გაუკავა,მარცხენა კაბის ჭრილში შეაცურა და საჯდომისკენ წაიღო.მჭიდროდ მიეკრა და ველურივით დააცხრა მის ტუჩებს. კოცნით უპასუხა გოგომაც და სიამოვნებისგან თვალები მილულა. თავშეკავებული კვნესა აღმოხდა.. მერე უცებ გაბრიელი გაჩერდა და სახეზე მიაჩერდა. -ახლა აქედან წახვალ და გარეთ დამელოდები. -რა მოუთმენელი და დაუკამყოფილებელი ხარ.მაგრამ ხომ არ აჯობებს აქვე...მოთმენა არ მოგიწევს?-თვალები აუჟუჟუნა გოგომ. -არა,აქ არა.გააკეთე რასაც გეუბნები და ნუ მეწინააღმდეგები.წადი…-კიდევ ერთხელ აკოცა.მერე გვერდით გასწია,კარი გააღო და გარეთ გამოიხედა.არავინ იყო.გზა დაუთმო და თბილი მზერით გააცილა მოკლე დერეფანში გოგო. ********** ანდრეამ გაბრიელის მანქანა თავისი სადარბაზოს წინ გააჩერა, საბარგულიდან სურსათით სავსე პარკები ამოიღო და კიბეს ფეხით აუყვა.მესამე სართულზე ცხოვრობდა და არასდროს სარგებლობდა ლიფტით.სახლში სინათლე არ ენთო. გაუკვირდა,რადგან არც ისე გვიანი იყო ძილისთვის.ჯერ მხოლოდ ათი სრულდებოდა. სამზარეულოში მაგიდაზე დააწყო და ემას დაუძახა.გოგო არ გამოხმაურებია.საძინებელში შევიდა გამოსაცლელად და თვალებს აელრ დაუჯერა ნანახი.გაბრაზდა და რა გაბრაზდა.ახლა ნამდვილად ვერ გადამირჩება ეს ტუტუცი გოგოო და დაიღრიალა… -ემა ფიცხელაურო მოგკლავ..კარი შეგლიჯა და არანაკლები სანახაობა დახვდა იქაც.საწოლზე უგონოდ იწვა გოგო.გალურჯებული ტუჩებიდან თეთრი ქაფიანი სითხე გადმოსვლოდა, ღია ყავისფერი თვალები ზემოთ აეტრიალებინა. -არაა,ჯანდაბა ემა,რა გააკეთე? -მივარდა და საწოლზე ჩაამოჯდა,მისი თავი კალთაში ჩაიდო და სახეში რამდენჯერმე მსუბუქად შემოარტყა. -გაახილე თვალები,მიდი ემა,გაახილე თვალები.არანორმალურო გოგო.ეს რა გააკეთე.-ტელეფონი მოიმარჯვა და ნომერი აკრიფა.გვიან უპასუხეს. -თათუ როგორ ხარ?...მოკლედ გეტყვი. ნარკოტიკების ზედოზირებაა,როგორ მოვიქცე?...უგონოდაა და პირიდან თეთრი ქაფი გადმოუვიდა...არა,არ მოხვიდე...არც სასწრაფო არ შეიძლება…კარგი..ტელეფონი იქვე მიაგდო,გოგო ხელში აიტაცა და სააბაზანოში შეიყვანა. ონკანი მოუშვა და ცივი წყლის ქვეშ შესვა. პარალელერად თათულის მითითება შეასრულა და კუჭი ამოურეცხა.. მალე გოგნს მოვიდა,მაგრამ ციებიანივით კანკალებდა.შხაპის ქვეშ იჯდა ანდრეასთა ერთად ცდილობდა თვალები აღარ დაეხუჭა. -რა ჯანდაბა გააკეთე?-უსაყვედურა ბიჭმა და წყლისგან ჩამოყრილი თმა სახიდან გადაუწია.ენა ვერ მოუბრუნა პასუხის გასაცემად. -მცივა,-დაიჩურჩულა მერე… -ასე მოგიხდება,ღირსი ხარ დაგტოვო და ხელი არ გავანძრიო შენს გადასარჩენად.-ცხელზე გადართო და დაელოდა როდის შეიცვლებოდა ტემპერატურა.გოგომ ვედრებით სავსე თვალებით ახედა და მკერდზე მიეკრა ბიჭს. -სიკვდილი თუ გინდა,რატომ მთხოვს გადარჩენას შენი თვალები?-ხელი წელზე შემოხვია ბიჭმა და მეორე ხელი ნიკაპში ამოსდო. -ხელი არ გამიშვა ანდრეა….. შეეცოდა გოგო და თან როგორ შეეცოდა.თითქოს იგივე მეორდებოდა. თითქოს დეჟავუ ჰქონდა.მაგრამ ამჯერად ერთი განსხვავებით-არ დაუშვებდა რამე მოსვლოდა მას… ცოტა ხანში სქელი სააბაზანოს ხალათი მოახვია და საძინებელში გაიყვანა.ახლავე დავბრუნებიო უთხრა და კარი გამოიხურა.. სცელი ტანსაცმელი ძლივს გაიძრო და სწრაფად შეწვა საწოლში. საშინლად სციოდა და კანკალებდა. ვერ თბებოდა.პირი უშრებოდა.თავი სტკიოდა.. ანდრეამ თბილი პულოვერი და ორი ზომით დიდი შარვალი შემოუტანა და წინ დაუდო. -მეტი არაფერი მაქვს.მოგიწევს ამის ჩაცმა.ხვალ კი სახლში დაბრუნდები. შენზე ნერვიულობა ნამდვილად აღარ მინდა.მიდი ჩაიცვი,შევბრუნდები. სწრაფად გადაიცვა შიშველ ტანზე და ისევ საბნის ქვეშ შეძვრა. -არ წახვიდე გთხოვ,ჩემთან დარჩი -წავალ შენს ნამოქმედარს დავალაგებ. თან არამგონია ახლა ჩემი აქ ყოფნა გინდოდეს.რადგან თავს ძლივს ვიკავებ,რომ არ გიყვირო. -თუ ეს გვიშველის მიყვირე.. -ემა რა გინდა?რატომ აკეთებ ამას? რატომ იქცევი ასე?-საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა და შეეცადა ოდნავ დამშვიდებულიყო. -არ ვიცი… -მე კი მგონია რომ იცი.რას მიმალავ? -არაფერს... -რა მოხდა დღეს?რატომ შეხვედი ჩემს ოთახში? -არ ვიცი. -ეგ პასუხი არ არის. -ის გოგო ვინ არის? ანდრეას ფერი ეცვალა სახეზე და ემას რომ არ შეემჩნია,ზურგი შეაქცია.. -ის გოგო იყო...იყო შენსავით სუსტი. ვერ გაუძლო და შენსავით ზედმეტი მოუვიდა. ანდრეას აღსარებამ გული მოუკლა. მართალია ისეთი არაფერი იყო,ისეთი არაფერი უთქვამს,მაგრამ ორიოდე წინადადებით მიხვდა,რამხელა ტკივილს გრძნობდა ბიჭი ახლა.. საბანი გადასწია, ბიჭს კისერზე მოხვია ხელები,მკერდთან მჭიდროდ შეკრა და ლოყა თავზე დაადო.ბიჭმა გაწევა სცადა.გოგომ არ გაუშვა. -მაპატიე… -დაივიწყე ყველაფერი. -დამეხმარე...დამეხმარე რომ ამას თავი დავაღწიო.-ჩასჩურჩულა ყურთან -სიტყვები ამაოა.ეს გულით უნდა გინდოდეს,-სახე მისკენ მიატრიალა ანდრეამ და ერთმანეთის პირდაპირ აღმოჩნდნენ.ხელი წელზე მოჰკიდა და მუხლებზე დაისვა. -ეს არ შეიძლება,მაგრამ თავის შეკავება ძნელია.-ლოყაზე აკოცა ნაზად.მერე კისრისკენ ჩაუყვა და ზურგზე აასრიალა ხელები.გოგომ თვალები დახუჭა და ტუჩები კბილებში მოიყოლა,რომ კვნესა შეეკავებინა. -მიყვარხარ ანდრეა,-დასცდა გოგოს და ბიჭი გააშეშაა.კოცნა შეწყვიტა და საწოლზე დააბრუნა. -რა მოხდა?რატომ გაჩერდი? მუხლებზე წამოიწია და ხელი ჩაჰკიდა ემამ. -ეს არასწორია,არ შეიძლება.დაიძინე.- ხელი გააშვებინა ბიჭმა და წამოდგა. -ხელს ნუ მკრავ გთხოვ,-ცრემლი ჩაუდგა თვალებში.-ასე იმიტომ მექცევი რომ იცი რაც მჭირს? -ემა,მომისმინე.შენ ავად ხარ.ეს ავადმყოფობაა.შენ ახლა რაღაცეები გეჩვენება,ეიფორიაში ხარ და დაფრინავ,მაგრამ ამას არაფერი არ აქვს საერთო სიყვარულთან.ეს ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო რამაა. შენ ჩემში თავშესაფარს ხედავ, მხსნელს ხედავ,მაგრამ არა მამაკაცს. არა იმ ადამიანს,რომელთან ერთადაც ცხოვრების გატარებას ისურვებ.არ მინდა შენი უბრალოდ გასართობი ვიყო,რომელიც არც კი იცი როდის მოგბეზრდება.. -ასე არ არის.ვიცი რასაც ვგრძნობ ნამდვილია,-ცრემლებს გასაქანი მისცა. -ეს ერთხელ უკვე გავიარე,მეორედ აღარ მინდა..დაიძინე ახლა.ხვალ კი აქედან წახვალ.წახვალ და ისევ ისე გავაგრძელებთ ცხოვრებას,როგორც აქამდე.შენ იქნები ყოველთვის ჩემი უფროსის ქალიშვილი,რომელიც ჩემთვის მიუწვდომელია.-ბიჭმა მონოლოგი დაასრულა და კარი ხმაურით გაიხურა,მერე იმ კარსვე მიეყრდნო ზურგით და თვალები ცრემლით აევსო.მკერდში ტკივილი იგრძნო.თითქოს ისევ თან სდევდა წარსული და ამ სიფრიფანა გოგოს სახით ბუმერანგივით უბრუნდებოდა უკან. დილით რომ გაეღიძა,ემა უკვე ფეხზე დახვდა და წასასვლელად მომზადებულიყო.მისაღებში იჯდა და ალბათ მას ელოდა. -ჩემ ძმას დავურეკე,ვუთხარი სახლში მოვდივარ,მანქანა მჭირდება-თქო და მითხრა ანდრეას დავურეკავ ის წამოგიყვანსო.დამთავრებული არ ჰქონდა წინადადება,რომ გაბრიელის შეტყობინება მოუვიდა და იგივე ეწერა იქ,რაც ემამ უთხრა. -ჩავიცმევ და წავიდეთ.-მოუჭრა მოკლედ და ისევ საძინებელში დაბრუნდა… ერთ საათში მანქანა ფიცხელაურების ეზოში გააჩერა.ემა მანქანიდან გადავიდა და უკანმოუხედავად შევიდა სახლში.ანდრეას გული ეტკინა,რომ არ დაემშვიდობა და არაფერი უთხრა… ფიქრებში წასულს გაბრიელი მოადგა და ფანჯარაზე მიუკაკუნა. -რას ჩაფიქრებულხარ ანდრო? -გაეცინა ბიჭს. -რაღაც გამახსენდა..შენ ახლა დაბრუნდი?-არ გამოჰპარვია მის მახვილ თვალს რომ გუშინდელ ფორმაში იყო ისევ. -ხო,რავიცი გუშინ გაუთვალისწინებელი საქმე გამომიჩნდა და.- ჩაეცინა ბიჭს.-დღეს რას აპირებ? -ჩანაწერების ამბავზე უნდა შევხვდე ერთ ადამიანს.. -კარგი წადი და რომ აიღებ მერე კომპანიაში მოდი,იქ ვიქნები. -შენი მანქანა ჩემზე გადმოაფორმე?- გაეცინა ანდრეას. -მშვიდობაში მოიხმარე.-აუქნია ხელი და სიცილით აუყვა კიბეს.. სახლში დიდი ალიაქოთი დახვდა. ემას დაბრუნებამ ხმაური გამოუწვია. ნელი ეფერებოდა შვილს და თან საყვედურებს არ აკლებდა მეგობრები გირჩევნია ჩვენს თავსო. -სანამ ყველა აქ ხართ,რაღაცას გეტყვით.-თქვა ხმამაღლა და გაბრიელს მოეხვია.-მართალია მხოლოდ ოთხი დღე ვიყავი წასული, მაგრამ ყველა ძალიან მომენატრეთ. -სათითაოდ ჩამოუარა ყველას,ბოლოს მამასთან გაჩერდა.-მაა,საუკეთესო ხარ. -ჩემო პატარა გოგო.-მოეხვია ალექსანდრე.-ეს ხშირად უნდა გავუშვათ-ხოლმე,რომ დაგვაფასოს. -გაიხუმრა და ყველას გაეცინა. უყურებდა გაბრიელი მათ სახეებს და ახლა ყველლზე მეტად იგრძნო ძმის მონატრება.ახლა ყველაზე მეტად უნდოდა გვერდში ჰყოლოდა.ახლა ყველაზე მეტად იმსახურებდა ის აქ ყოფნას.. ვერ გაძლო იქ და კიბეს აუყვა ოთახისკენ.ალექსანდრეს მახვილ თვალს არ გამოჰპარვია მასში მომხდარი ცვლილება და მისი ქცევა… -გაბრიელ..-დაადევნა კაცმა.-მადლობა გუშინდელისთვის… ხმა არ გაუცია,უხმოდ გააგრძელა სვლა.ჩაუარა თავის ოთახს და ძმის ოთახში გაუჩინარდა. ******* თბილისიდან შორს,თუშეთში უკვე საკმაო სიცივეები დაეჭირა.იქ გახიზნულ წყვილს კი ახალი სადარდებელი გაუჩნდათ-როგორ დაეღწიათ თავი ამ სიცივეებისთვის. უფრო სწორად ალუდას.თორემ გოგო ძირითადად ოთახში იყო შეკეტილი და ან საწოლში იწვა წიგნებს კითხულობდა, ან ქვემოთ ჩამოდიოდა ისიც სამზარეულოში... თითქმის არ ლაპარაკობდნენ.არ ურთიერთობდნენ. რამდენჯერმე სცადეს,მაგრამ არ გამოუვიდათ.ისე იკამათეს,ლამის დახოცეს ერთმანეთი. ბოლოს ბიჭმა თავი დაანება და ბოლო ჩხუბის მერე თამთას დაურეკა გამწარებულმა. აირჩიე ან ეს ან მეო.მაჩაბელმა დასცინა კაზანოვა ჩოხელმა ერთი პატარა გოგო ვერ დაიმორჩილეო. -ვერ გავიგე რანაირი გოგოა. ვერანაირად მივუდექი,ურეაქციო და უგრძნობია. -ხოდა გააღვიძე მასში გრძნობები.- გაიცინა თამთამ და ტელეფონი გაუთიშა.მთელი ხმით იღრიალა ალუდამ და ტელეფონი უნდა დაეხეთქებინა,რომ მისკენ მიმავალი ანა დაინახა და ჰაერში გააშეშა ხელი. -გეყოფა მუშაობა,მოდი ცხელი ჩაი დავლიოთ.-ჭიქა გაუწოდა და გაუღიმა. -მეღადავები თუ რა ხდება?-დაიბნა ბიჭი. -რატომ ფიქრობ ასე?შენ ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავ,ყველაფერს აკეთებ,რომ არ შემცივდეს და ვიფიქრე პატარა რამეს მეც გავაკეთებდი.მაგრამ თუ არ გინდა… მობრუნდა და წასვლა დააპირა. -კარგი.მოიცადე.-შეაჩერა ალუდამ.- მომეცი. გოგომ ჭიქა გაუწოდა,რომელსაც საოცარი სურნელი ასდიოდა. იქვე მდებარე ხის მორზე ჩამოჯდა და ჰორიზონტს მიაპყრო ყურადღება. -აქ როდემდე უნდა ვიყოთ? -არ ვიცი.-გვერდით მიუჯდა ბიჭი -ალბათ სანამ თამთა არ დარეკავს და არ მეტყვის,რომ ყველაფერი მოგვარდა. -ეს აუტანელია უკვე.. -ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა აქ ვართ და უკვე ვერ მიტან?რა პირდაპირობაა.-გაეცინა ალუდას. -შენ არაფერ შუაში ხარ.არასწორად გაიგე. -აბა რა ხდება? -ის მაბრაზებს და მაგიჟებს,რომ ვიღაც ნაბიჭ...ის გამო დამალვა მიწევს.- გაბრაზება ვერ დამალა გოგომ და ჩოხელის გაფართოებულ თვალებს წააწყდა. -ხოო...მგონი ასეთი უფრო მომწონხარ, ვიდრე მდუმარე.თუ იმ გოგოების კატეგორიას მიეკუთვნები,ვინც თუ ალაპარაკდა,ვეღარ აჩუმებენ.. -შეგიძლია გამოსცადო.- თვალი თვალში გაუყარა ანამ. -იცი მგონი მალე ჩამოთოვს.-ცას ახედა ალუდამ და საუბრის თემა შეცვალა. -რა უნდა ვქნათ? -თავშესაფარი გვაქვს.ეგ არის რომ შეშა არ გვეყოფა. -ხოდა წავიდეთ და მოვიტანოთ.. -რომელი მეტყევე მე მნახე? -ასეთები ხართ მდიდრები, არაფრისმაქნისები. -უკაცრავად…. -ხო,რა გაოცებული მიყურებ?რა უნდა ამას?არაფერი.წავალთ ტყეში, მოვაგროვებთ შეშას და მოვიტანთ. ბავშობაში ბევრჯერ გამიკეთებია ეს. ჩემთვის რთული და უცხო არ არის… სევდიანად დააყოლა გოგომ. -თუ გინდა ვილაპარაკოთ შენს წარსულზე.. -არა,არ მინდა.აღარ მინდა… -მე კი არ მინდა შენ მოწყენილი იყო. ამიტომ ახლა ეს ჭიქები სახლში შეიტანე,მერე რამე ჩაიცვი და წავიდეთ ტყეში… -მაგარია,-წამში გამხიარულდა გოგო და წამოდგა.სირბილით გავარდა სახლისკენ.ალუდას ჩაეცინა მის ბავშვურობაზე… ნახევარ საათში თბილად ჩაცმულები ტყისკენ მიუყვებოდნენ ბილიკს. წასვლის წინ ბიჭმა იარაღი ქამარში ჩაიდო,ერთი სავსე მჭიდიც გაიყოლა და მასთან ერთად შეშის მოსაჭრელად ნაჯახი.გზადაგზა საუბრობდნენ და ულამაზესი პეიზაჟით ტკბებოდნენ. -სიამოვნებით დავრჩებოდი აქ საცხოვრებლად. -მერე არ მოგწყინდებოდა მარტოობა? -ვიღაც უნდა იყოს პირველი...ვიღაცამ უნდა გადადგას ნაბიჯი და დაბრუნდეს მთაში.თორემ ხედავ როგორ დაცარიელდა სოფლები?არადა ამ სილამაზეს აუცილებლად სჭირდება პატრონი. -მართალი ხარ.გულს მიკლავს ამ ნასახლარების ყურება, ჩამონგრეული სახლები,მაგრამ მარტო ჩვენნაირი ხალხი ამას ვერ შეძლებს.ამას სხვა რამე სჭირდება კიდევ.ამაზე სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს. -სახელმწიფო?რატომ მხოლოდ სახელმწიფო?როცა ქვეყანაში უამრავი თქვენნაირი ადამიანი არსებობს.განა ძნელია ფული ამ ყველაფერში დააბადო და არა მაგალითად ბინძურ საქმეებში. -მართალი ხარ.მაგრამ ბიზნესი ბინძური საქმის გარეშე არ გამოდის.. -ანუ შენ ისე საუბრობ,ადამიანის მოკვლა,წამება ან მუქარა ჩვეულებრივი ამბავია? -ჩემს სამყაროში კი.-უპასუხა ალუდამ და დაწინაურდა.რადგან წაქცეული ხმელი ხე დაინახა და მის დასაჭრელად გაჩერდა. მარჯვედ იქნევდა ნაჯახს და ერთმანეთზე აწყობდა უკვე გამზადებულ შედარებით სქელ ტოტებს. ანა შორიდან უყურებდა.მოეჩვენა რომ ბიჭი თითოეულ დარტყმაში ბრაზს აყოლებდა და არ მიახლოებია. დაელოდა როდის დამშვიდდებოდა.. სახე ოფლით დაეფარა ჩოხელს. დასცხა და ქურთუკი გაიძრო.ახლა შეამჩნია გოგომ თხელი მაისურის ქვეშ ნავარჯიშევი სხეული და კუნთები. მერე სახეზეც გადავიდა.დიდად არ გამოირჩეოდა სილამაზით.არც რამე განსაკუთრებული ნაკვთები ჰქონდა, მეტიც ეს ოდნავ მოზრდილი,კეხიანი ცხვირი,ფართო შუბლი და ზომიერი სისქის ტუჩები.მაგრამ აი რაც საოცარი ჰქონდა ეს იყო ყორანივით შავი თვალები და დიდი წამწამები. სწორედ ეს განასხვავებდა მისი ტყუპისცალი ძმისგან-თვალის ფერი. მაგრამ მაინც ჰქონდა რაღაც ისეთი,რამაც მიიზიდა ანა და მასში სიმპატიები აღძრა.. -მოიღრუბლა,წავიდეთ.-წამოადგა მის ყურებაში და ფიქრებში გართულს. -უკვე მორჩი? -ერთდროულად ამდენს მაინც ვერ წავიღებთ,ამიტომ რასაც მოვერევით ის გავამზადე.დანარჩენზე ხვალ მოვალთ.-ქურთუკში გაახვია,გადაკრა და ზურგზე მოიგდო.ანაც დასწვდა რამდენიმე ცალს. -რას აკეთებ? -გეხმარები.. -არ გინდა.შეეშვი. -შენ არ გათქმევინებ,რომ არაფრის გამკეთებელი ვარ.-წარბი აქაჩა ზემოთ გოგომ. -ოღონდაც მშვიდობით დავბრუნდეთ სახლში და ხმას არ ამოვიღებ.-მოუჭრა და დაწინაურდა.უკან აედევნა ანაც. უკვე სახლთან იყვნენ,წვიმამ რომ დასცხო.სირბილით გადაჭრეს ეზო და გადახურულ ფიცრულში შევიდნენ, რომელიც პირდაპირ სახლის კედელზე იყო მიდგმული. შეშა იქვე დაყარეს,მაგრამ ანას ხელიდან გაუსხლტა და ხელში შეერჭო ხის ნატეხი.წამოიკივლა. -ღირსი ხარ.-უსაყვედურა და მის ხელს დასწვდა:-მაჩვენე. -არ მტკივა. -ახლა არ გტკივა,მაგრამ თუ არ ამოივიღეთ,დაგიჩირქდება და ხელი გაგიხდება მოსაჭრელი. -არაა. -გეშინია?-მიხვდა რომ გოგო პატარა ბავშვივით იყო ახლა და მისი წვალება გადაწყვიტა.-წამოდი,წამოდი,შიგნით ინტრუმენტები მაქვს და ამოვიღოთ.- მკლავში წაავლო ხელი და სახლში შეიყოლა. დივანზე დასვა და სადღაც გაუჩინარდა.მალე გამოჩნდა სამედიცინო ჩანთით ხელში და გვერდით მიუჯდა.ჟურნალების მაგიდაზე გაშალა ყველაფერი და ბინტი მოიმარჯვა. -მეტკინება?-ამოისლუკუნა გოგომ. -ძალიან. -მაშინ არ მინდა.იყოს მანდ.-ხელის გაწევა სცადა.ბიჭმა არ დაანება. მაგრად დაუჭირა და უთხრა.-მე მიყურე.. ანამ თვალებში შეხედა.ალუდამ თვალი ჩაუკრა და გაუცინა.ხელში პინცეტი აიღო და ოსტატურად წამში ამოაცალა ხის ნატეხი.ანამ შეჰკივლა. -მორჩა,სულ ეს იყო.-ზემოდან ანტისეპტიკური ხსნარი დაასხა. ჭრილობა მოსწმინდა,სუფთა დოლბანდი დააფარა და გადაუხვია. -ყველაფერი როგორ იცი? -იძულებული ვიყავი მესწავლა,ხშირად გვიწევს ჭრილობების დამუშავება. -შენთვის უცხო არ არის ხომ ეს სამყარო? -არა,ასეთ ოჯახში დავიბადე. -მოგიკლავს ვინმე?-თვალი გაუსწორა გოგომ,მაგრამ ალუდამ ვერ გაუძლო, წამოდგა და გასვლა დააპირა.მანამდე მობრუნდა და დაუბარა. -ეგ მიალაგე.იმედია შეძლებ. -შევძლებ. იმის გააზრებამ რომ ალუდა ჩოხელიც შეიძლება ჩვეულებრივი მკვლელი, მოძალადე და გზასაცდენილი ბიჭი ყოფილიყო, ხასიათი წაუხდინა და შიშმაც გაჰკრა გულში.სწრაფად მიალაგა იქაურობა და ოთახში შეიკეტა. საღამომ ისე ჩაიარა ერთი ზემოთ იჯდა ოთახში,მეორე ქვემოთ მისაღებში და ფიქრებს მისცემოდნენ. გარეთ კი საშინლად წვიმდა… ******* საშინელ ხასიათზე იყო გაბრიელიც. ანდრეამ ოფისში მიუტანა ჩანაწერები. ერთად უყურეს,მაგრამ მაინცდამაინც იმ დღის იყო წაშლილი და ამან ხასიათი წაუხდინა.თითქოს უკანასკნელი იმედიც გაქრა.ვიღაც აშკარად ცდილობდა რომ საქმე არ გახსნილიყო. გული ვეღარ დაუდო საქმეს.ყველას დაემშვიდობა და სახლში წასვლა გადაწყვიტა.თუმცა გზად გადაიფიქრა და ანდრეას მანქანა ბარისკენ წააყვანინა. -ამის დედას შევ...ი.-მაგიდას დაჰკრა მუშტი გამეტებით. -გეყოფა.უკვე ბევრი დალიე. -გამოსტაცა ჭიქა ბიჭმა და ბარმენს ანიშნა აღარ დაუსხაო. -რა ჯანდაბა ხდება ანდრო?რაც დავგეგმე,არაფერი გამოდის.თითქოს ვიღაც ცდილობს ხელი შემიშალოს. -ესეგი კარგად ვერ გეგმავ.იქნებ აჯობებს ჩემებურად ვიმოქმედოთ. -როგორ? -მიშა გამყრელიძის სახლში და კაბინეტში უნდა შევიდე.რაღაც ან ვიღაც აუცილებლად ექნება დასამალი.სუსტი წერტილი ყველას აქვს. -მე შენ გენდობი ანდრო.სიცოცხლეს განდობ.არ მიღალატო იცოდე. -არასდროს.-უპასუხა ბიჭმა.-მოდი სახლში წაგიყვან.ადექი.-ანგარიში გაასწორა.მხარქვეშ ამოუდგა და გასასვლელისკენ ერთად წავიდნენ… ნელიმ შვილის ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე შუბლი შეკრა და გაბრაზებული გაუძღვა ანდრეას მისი ოთახისკენ.მერე მიეხმარა და ერთად დააწვინეს საწოლზე. -მე მივხედავ ანდრეა,წადი შენ. მადლობა რომ არ მიატოვე. -ბოდიშით ქალბატონო ნელი.ვუთხარი არ დაელია ამდენი,მაგრამ არ დამემორჩილა.. -ამისთვისაც მადლობელი ვარ,რომ არ მიატოვე მარტო.ზურასაც რომ შენნაირი ერთგული ადამიანი ჰყოლოდა გვერდით,იქნებ ცოცხალი ყოფილიყო.-ცრემლი მოერია ქალს. -გამძლეობა მოგცეთ უფალმა,-უთხრა მორიდებით და ოთახიდან გამოვიდა. ნელი შვილს ჩამოუჯდა საწოლის კიდეზე.გაბრიელს ღრმად ეძინა. სახეზე მოეფერა.მერე შუბლზე აკოცა და ლოცვა დაიწყო.ზურას გარდაცვალების შემდეგ ყოველ საღამოს ლოცულობდა.აქამდე ასე არასდროს მოქცეულა.ახლა ყველაზე მეტად ხვდებოდა რამდენად საშიში სიტუაცია იყო და ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ შემოეღო სიკვდილის ანგელოზს მათი სახლის კარი.. ისევე როგორც თუშეთში, თბილისშიც კოკისპირულად წვიმდა.. **** ანდრეამ კიბეებზე ჩაირბინა და ის იყო მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო,რომ ბაღში ხესთან ვიღაცის ლანდი შენიშნა.იარაღზე იტაცა ხელი,სულ დაავიწყდა წვიმა და ფეხაკრეფით დაიძრა იქით.ავაზასავით ფრთხილი და ჩუმი ნაბიჯებით უახლოვდებოდა მომავალ მსხვერპლს.ის იყო იარაღი გადატენა და თავში უნდა ჩაერტყა, რომ მოულოდნელად ლანდი მობრუნდა და ემა ფიცხელაური შერჩა ხელში.გოგოს უნდა ეკივლა,რადგან სიბნელეში მხოლოდ მისკენ მიმართულ იარაღს ხედავდა და მაღალ ლანდს,მაგრამ ვიღაცამ დაასწრო და პირზე ააფარა ხელი. ხეს ააკრა და თვითონაც ზედ აეკრა. -არ იყვირო,მე ვარ.-ხმადაბლა უთხრა ანდრეამ და პირიდან ხელი ნელა აუშვა. -აქ რას აკეთებ? -შენ რას აკეთებ ამ წვიმაში აქ?- დაუბრუნა კითხვა ბიჭმა. -ასე მინდა. -რა ჯიუტი ვინმე ხარ.არც კი გეცოდება საკუთარი თავი. -რომ მეცოდება იმიტომ ვარ აქ.. -და შენი აზრით ეს გიშველის? -არ ვიცი.. -საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება შვებას არ მოგიტანს. წვიმამ ერთიანად დაასველა ორივე, მაგრამ ვერ გრძნობდნენ.ერთი სიყვარულისგან იწვოდა,მეორეს გული სტკიოდა რომ ვერ შველოდა და საპასუხო გრძნობა არ ჰქონდა. -რამე მიშველე ანდრეა გთხოოვ. -შეევედრა გოგო. ბიჭმა წვიმისგან ჩამოწეული თმა ხელებით გადაუწია ყურებზე,მერე სახეზე მოეფერა ნაზად.ემამ თვალები დახუჭა და ინატრა რომ ეს წამი სამუდამოდ გაგრძელებულიყო. -საკუთარი თავი არ უნდა გეცოდებოდეს. პირიქით უნდა იამაყო რომ შენ ამ ოჯახის შვილი ხარ.რომ შენ ემა ფიცხელაური ხარ და ამით ყველაფერია ნათქვამი. -არა,საამაყო არაფერია ამაში.მძულს ეს გვარიც და ეს ოჯახიც.იმიტომ რომ შენ მიუწვდომელი გაგხადა ჩემგან.. -მიუწვდომელი ამიტომ არ ვარ ემა. ეს იმიტომ ხდება რომ ჩემს გულს სიყვარული არ შეუძლია,აღარ შეუძლია.-დაიჩურჩულა ბიჭმა და შუბლზე შუბლი მიადო.- -ეს გული,-ხელი დაადო გულის ადგილზე ემამ.-ეს გული იმხელაა, იქნებ შეძლო და ჩემთვისაც გამოძებნო ადგილი.-ცრემლი უკვე წვიმას ერთვოდა და ვეღარ ჩერდებოდა. -შენ ძლიერი უნდა იყო ემა.შემპირდი რომ ფეხზე მყარად დადგომას ისევ შეძლებ და თვალს გაუსწორებ ყველა პრობლემას.რომ სამსახურს და შენს საქმეს დაუბრუნდები.რომ ძველი ემას დააბრუნებ. -არ შემიძლია. -შეგიძლია.ნუ გამიცრუებ იმედებს. -ჩემს გვერდით იქნები? -ვეცდები.. -ანუ არ იქნები. -ვეცდები არ ნიშნავს უარს.ახლა წადი სახლში.მიდი შედი.გაცივდები.სულ სველი ხარ. -ხვალ ხომ მოხვალ?-იმედით შეხედა გოგომ. -აბა სად წავალ?-გაეცინა ბიჭს.. იქამდე უყურებდა სანამ სახლში არ შევიდა.მერე კი მანქანაში ჩაჯდა და ისიც სახლისკენ გაუყვა გზას…. ემას აფრთხილებდა,მაგრამ თვითონ ვერ გადარჩა.გამთენიისას კანკალმა გააღვიძა.ყელი და სახსრები საშინლად სტკიოდა.სიცხე გაიზომა და ოცდაცხრამეტს აჩვენებდა. -ამის დედაც..-შეიგინა ხმამაღლა და სიცხის დამწევი ორი აბი გადაყლაპა. ცოტა ხანში დაეწია და ისევ ძილმა წაიღო. დილას რომ ეგონა კარგად იქნებოდა, უარესად იგრძნო თავი.საერთოდ ვერ ადგა საწოლიდან.გაბრიელს დაურეკა და აუხსნა რომ სამსახურში ვერ მივიდოდა. -მშვიდობა გაქვს?-ჰკითხა და თან კიბეზე ჩამოდიოდა. -გავცივდი,სიცხე მაქვს,საწოლიდან ვერ ვდგები. -სახლში დარჩი ანდრეა და გამოჯანმრთელდი.საქმე მოიცდის. მისაღებში მყოფმა ემამ მაშინვე ყურები დაცქვიტა,როგორც კი ანდრეა ახსენა მისმა ძმამ და გაარკვია რომ ავად იყო.თავში ერთმა აზრმა გაუელვა როგორც კი საუზმეს მორჩნენ, და ყველა თავის საქმეზე გაიფანტა, დამხმარე ქალს მიაკითხა სამზარეულოში. -ლილიკო ისეთი წვნიანი მომამზადებინე, ავადმყოფს რომ უშველოს. -ვინ არის ავად?-ინტერესით შეხედა დედისტოლა ქალმა,რომელიც მათ სახლში წლებია მუშაობდა. -ჩემი მეგობარი. -კარგი.მოდი დავიწყოთ…. ***** თვალები რომ გაახილა ეგონა ეჩვენებოდა.მის საწოლთან ემა ფიცხელაური იჯდა. -აქ რა გინდა?-ჰკითხა და საწოლში წამოჯდა. -გასაღები თვითონ მომეცი.-ხელში შეათამაშა ემამ. -საიდან გაიგე? -ჩემ ძმას ხომ დაურეკე დილას?ჩემს გვერდით იდგა. -და შენც მიზეზი იპოვე აქ მოსასვლელად.-ჩაეცინა ბიჭს. -სიცხე ისევ გაქვს? -არ ვიცი,რომ დავიძინე მქონდა. ემამ შუბლზე მიიადო ხელი.-ცხელი ხარ.წამლები დალიე? -კი,დავლიე,-პატარა ბავშვივით თავს უქნევდა ანდრეა. -მაშინ ადექი ახლა,თბილად ჩაიცვი და სამზარეულოში გამოდი.შენთვის უგემრიელესი ბულიონი მაქვს. -შენი მომზადებული თუ არის,არ მინდა.ნამდვილად მომკლავ. -იდიოტო.-მობრუნდა ემა და მისივე მაისური ესროლა,რომელიც კარადიდან გამოიღო.-ლილიკომ მოამზადა. -მაშინ შევჭამ.-გაეცინა მის ქცევაზე ბიჭს.-და კიდევ,როცა არ ტირი უკეთესი ხარ. ემამ არაფერი უპასუხა,კარი პასუხგაუცემლად გაიხურა.. მთელი დღე მასთან გაატარა.ჯერ ძალით აჭამა,თან უყურებდა,რომ ბოლომდე შეეჭამა.მერე ჟოლოს ჩაი გაუკეთა და ერთად მიირთვეს.თან საუბრობდნენ და ერთმანეთს რაღაცეებს უყვებოდნენ.საათში ერთხელ სიცხეს უზომავდა.ბიჭი ბუზღუნებდა,მაგრამ გოგო ჯიუტი აღმოჩნდა და მის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. მერე საწოლში გაუშვა დასასვენებლად.თვითონ კი სამზარეულო მოაწესრიგა. -ერთი კარგი ფილმი ვიცი,-შეუღო საძინებლის კარი და ლეპტოპი შეათამაშა ხელში. -ოო.არააა..არ მიყვარს ფილმები. აატრიალა თვალები ანდრეამ. -არც მე,მაგრამ ახლა მინდა ვუყურო. -მეორე მხრიდან მოუარა საწოლს და ანდრეას გვერდით დაიკავა ადგილი. -ჩვენი ცხოვრება მთლიანად ფილმია და ვიცი ამაზე რეალურს ვერაფერს ვუყურებთ,მაგრამ მაინც...იქნებ ცოტა ხნით მოვწყდეთ ამ რეალობას.- სევდა გაერია ემას ხმაში და ანდრეამაც უკან დაიხია.განა რას სთხოვდა გოგო ისეთს?ეს ხომ უბრალოდ ფილმი იყო. -კარგი,მიდი ჩართე.ოღონდ მძაფრსიუჟეტიანი არ გვინდა.ჩვენს ცხოვრებაში იარაღი და სროლაც ბევრია. -ვამპირებზე იყოს?-ღიმილით ჰკითხა გოგომ -ვამპირიც მყავს და ის ჩემს გვერდითაა.- თავი გააქნია ბიჭმა. -ოოფ.მაშინ არ ვიცი. -კარგი რაა,ჩართე რამე.ფილმების მეტი რა არის?მომეცი აქ.-ლეპტოპი გამოართვა და გუგლის საძიებო სისტემაში უბრალოდ ფილმები მიუთითა.მალე რომელიღაც მელოდრამა ჩართო და შუაში მოათავსა ლეპტოპი.ემასაც მოეწონა,პლედი მიიფარა,ბალიში კომფორტულად ჩაიდო ზურგსუკან და ეკრანს მიაჩერდა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მათ შორის ზღვარი წაშლილიყო და ისინი უბრალოდ ემა და ანდრეა იყვნენ. -შენი წასვლის დროა,-საათს დახედა ბიჭმა,როცა ყურებას მორჩნენ. -ხო,ჩემი წასვლის დროა,-გაიმეორა გოგომ და სევდა შეერია ხმაში -ისევ მოიწყინე?კარგი რაა. მოსაწყენად შენ კი არა,მე მაქვს საქმე.საწოლში უნდა ვიწვე,სანამ არ გამოვჯანმრთელდები. -ხვალ რომ ისევ მოვიდე შეიძლება?- იმედიანად შეხედა გოგომ -ამას რატომ აკეთებ ემა?რატომ სტანჯავ საკუთარ თავს და მეც.ხომ ვილაპარაკეთ უკვე და გავარკვიეთ.. -გავარკვიეთ რომ შენ არაფერს გრძნობ,მე მხოლოდ შენი უფროსის ქალიშვილი ვარ.გავიგე.აღარ არის გამუდმებით ამის გამეორება საჭირო. -არ მინდა რომ რამე გწყინდეს.. -არ მწყინს.. -მაშინ ასე გაბუტული ნუ მიყურებ. -არ გიყურებ..წავალ თუ ასე ძალიან გინდა. -ემა,დაადევნა უკან.-ხვალ დედა ჩამოდის და აჯობებს თუ აღარ მოხვალ. -არ მოვალ.-ისე ჩაილაპარაკა,უკან არ მოუხედავს და კარი გაიხურა.გული კიდევ ერთხელ დასწყდა და კიდევ ერთხელ ეწყინა.კიდევ ერთხელ ინანა, რომ ფიცხელაური იყო და ამ წყეულ გვარს ატარებდა.მისთვის ამის გამო ბევრი რამ და ვინმე იყო მიუწვდომელი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ანდრეა.. ტყუილის თქმა დედის დაბრუნების შესახებ,არც ბიჭისთვის აღმოჩნდა მარტივი.მაგრამ დროულად უნდა გაეწყვიტა ეს კავშირი რაც მასსა და ემას შორის ყალიბდებოდა… ******** ანდრეა ავადმყოფობის გამო,მთელი საქმე გაბრიელს დააწვა მხრებზე და რამდენიმე დღე ისე გავიდა რომ თამთას ნახვა ვერ მოახერხა.მთელი დღეები კაბინეტში იჯდა და ვერ გამოდიოდა იქიდან.უკვე ყველაფერში კარგად გარკვეულიყო და ისიც აღმოაჩინა,რომ ფინანსებში რაღაც რიგზე ვერ იყო.მამამისისთვის ამის თქმას მოერიდა.კაცის ისევ გაღიზიანებას მოერიდა.სანამ ის მშვიდად იყო,მანამდე მშვიდად შეეძლო ემუშავა და გაერკვია ყველაფერი რაც აინტერესებდა.. საღამოობით მიშას უთვალთვალებდა, მაგრამ ვერაფერი სარგებელი ვერ მოიტანა ამან… იმ დღესაც გვიან მორჩა მუშაობას. სამსახურიდან გასვლას აპირებდა როცა საწყობიდან ხმაური მოესმა. გაუკვირდა,რადგან ყველა წასული იყო და მხოლოდ დაცვა უნდა ყოფილიყო დარჩენილი. ცდილობდა შეუმჩნეველი ყოფილიყო და ფეხაკრეფით დაიძრა იქით. ნახევრად ჩაბნელებულ საწყობში რამდენიმე ადამიანს მოეყარა თავი. ხის ყუთები ერთმანეთის გვერდით დაეწყოთ და რაღაცას აწყობდნენ შიგნით. ისე იყვნენ მუშაობაში გართულები,ვერც შენიშნეს,როგორ წამოადგა თავზე. -აქ რა ხდება ბიჭებო?-ჰკითხა მშვიდად,მაგრამ მკაცრად. არ ელოდნენ და ყველა მოულოდნელად გაშეშდა ადგილზე. -გეკითხებით,აქ რას აკეთებთ?რა ხდება?ამ დროს სახლში უნდა იყოთ. -საქმე ვერ დავასრულეთ დღე და ვიფიქრეთ ღამე მოვრჩებოდით,- უპასუხა ერთ-ერთმა,ყველაზე გამბედავმა,ახალგაზრდამ,რომელსაც თმა ნოლზე ჰქონდა გადაპარსული. -რა საქმეა ასეთი გადაუდებელი? გაიწიეთ,მაჩვენეთ.-ხელით გასწია ერთ-ერთი და დაფარებულ ყურს თავსახური ახადა. -ჯანდაბა,ეს რა არის?იარაღია?თქვენ რა აქ კონტრაბანდული იარაღით ვაჭრობთ? უხერხულად აწურულები იდგნენ მუშები და ხმას ვერ იღებდნენ, მხოლოდ გაბრიელს ადევნებდნენ თვალს და მის მოქმედებას.ბიჭს სახეზე ფერი გადასდიოდა,რაც უფრო მეტად ხსნიდა ყუთებს და ტვირთს ამოწმებდა. -აქ რა ჯანდაბაა?ეს საიდან მოიტანეთ?გეკითხებით?ნუ ხართ ჩუმად. -თავის მოთოკვა უჭირდა და ყვირილზე გადავიდა პასუხი რომ ვერ მიიღო. -რა ხდება-მეთქი?ეს რა არის?საიდან მოიტანეთ ამდენი იარაღი? ილაპარაკეთ.-ხელები ზურგს უკან დაეკრიფა და ჩამაწკრივებული ბიჭების წინ ნერვიულად დააბიჯებდა. -როგორ?არ იცით ვისია ეს ყველაფერი?-გამედაობა მოიკრიბა იმ მელოტმა და პასუხი გასცა. -რას ამბობ?საიდან მოიტანე ეს სისულელე? -ასეა..ეს თქვენი ოჯახის ბიზნესია.სხვა ყველაფერი უბრალოდ ფარსია. გაბრიელმა თავი ვეღარ შეიკავა, საყელოშო სვდა ბიჭს და მაგრად შეანჯღრია. -ეს სიმართლე? -სიმართლეა.თუ გინდა ახლავე დაურეკე მამაშენს და ჰკითხე.მისი დავალებით ვართ აქ. -ვერ დავიჯერებ..არა...ეს არ იქნება სიმართლე.-ხელი გაუშვა ბიჭს და თავში შემოირტყა ხელები.კიდევ ერთი მწარე სიმართლის გაგება კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მისთვის დარტყმა და გული ისევ ეტკინა.ისევ მწარე რეალობას შეეჩეხა ცხვირით.. -ეს აქ დატოვეთ.ხელი არაფერს ახლოთ.დანარჩენს მე მივხედავ. წადით სახლში.. არავინ რომ არ გაინძრა ადგილიდან იყვირა. -სახლში დაახვიეთ ყველამ. დროულად.აქ არ დაგინახოთ ჩემმა თვალებმა. როგორც კი მარტო დარჩა ბოლო ხმაზე იღრიალა და შიგნით დაგროვილი ბოღმა და აგრესია ერთად გამოუშვა.წიხლი რამდენჯერმე ამოარტყა იმ ხის ყუთებს,ტკივილმა ოდნავ დააშოშმინა.ახლა გაახსენდა ჯარჯი ჩოხელის ნათქვამი და მიხვდა რომ მანაც ყველაფერი იცოდა, საერთოდ ყველამ ყველაფერი იცოდა მის გარდა.ყველაზე მეტად ის არ უნდოდა რომ ეს ანდრეას დაემალა. ტელეფონი მოიმარჯვა და მისი ნომერი აკრიფა. -ანდრო როგორ ხარ?-თავის მოთოკვა გაუჭირდა.-საშინლად,მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი..რაღაცას გკითხავ და არ დამიმალო...იცოდე შენც არ დაგინდობ,ეს რომ სიმართლე აღმოჩნდეს..იცოდი რომ მამაჩემი და ჩემი ოჯახი იარაღით ვაჭრობდა?..რა მნიშვნელობა აქვს საიდან გავიგე.მიპასუხე. პასუხის მოლოდინში დაიძაბა,მაგრამ მოსმენილმა შვება მოჰგვარა და თავისუფლად ამოისუნთქა.-დაიძინე ანდრეა,დაწვრილებით ხვალ მოგიყვები. დაემშვიდობა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.კიდევ კარგი რომ გვერდით ჰყავდა ადამიანი,რომელსაც ენდობოდა და რომელიც მისთვის სიცოცხლეს დათმობდა.ადამიანი რომელსაც ახლა ძმისგან არ განასხავებდა. საჭეს მიუჯდა და სახლისკენ წავიდა, თუმცა მერე გადაიფიქრა და მანქანა ბარისკენ მოაბრუნა.ახლა სახლში რომ მისულიყო,თავის მოთოკვა გაუჭირდებოდა და ცუდი რამე შეიძლებოდა მომხდარიყო. პირველივე თავისუფალ მაგიდას მიუჯდა და მიმტანს სასმელი შუკვეთა.სანამ შეკვეთას მოიტანდნენ,მანამდე მის წინ ადგილი უცნობმა გოგონამ დაიკავა. -გამარჯობა.-მიესალმა და ყურებამდე გაიკრიჭა.მისი ჩაცმულობით მიხვდა რომ ფულიან კაცებზე მონადირე გოგოების რიცხვს მიეკუთვნებოდა, -აქედან წადი,-მოუჭრა მოკლედ. -იქნებ ერთად წავსულიყავით.-მის წინ გადაიხარა გოგო და მოშიშვლებული მკერდი უფრო მეტად გამოუჩნდა კაბის ჭრილიდან. -ამის დედაც,აქედან წადი-მეთქი. -უღრიალა და ყვირილზე რამდენიმე ახლომდებარე მაგიდიდან გაოცებულებმა გამოიხედეს მისკენ. გოგო შეშინებული წამოდგა და ისევ მარტო დარჩა,მაგრამ მშველელად მიმტანი მოევლინა და ვისკის ბოთლი დადგა მის წინ მაგიდაზე. ორი ჭიქა მაშინვე გამოცალა და მესამეს დასხმას აპირებდა,თავზე ვიღაც რომ წამოადგა და მხარზე ხელი მეგობრულად დაარტყა. -დათრობას აპირებ ძმაო? მის წინ ჯარჯი ჩოხელი იდგა. -მინდა,მაგრამ არ გამომდის.არ გამიწევ კომპანიონობას? -სიამოვნებით,მაგრამ ცოტა დაასხი ,თორემ თავის შეკავება მიჭირს.-წინ ჩამოუჯდა ბიჭი. -შენ რაღა გჭირს??-ჰკითხა და მიმტანს ხელით ანიშნა მათთან მისულიყო. -კიდევ ერთი ჭიქა მოგვიტანეთ. -თათულის გამოვყევი,უფრო სწორად ის მეგობრებთად წამოვიდა გასართობად და მეც აქ ვარ.. -და მან არ იცის.-გაეცინა ბიჭს. -არა,არ იცის,სულ მიბრაზდება უკან ნუ დამდევ და ნუ მაკონტროლებო, მაგრამ ჩემიც ხომ უნდა გაიგოს? მეშინია ვინმემ რამე არ დაუშავოს. ახლაც ძლივს ვიკავებ თავს,რომ ყველას,ვინც მას ხამივით უყურებს, თვალები არ დავთხარო. -ყელამდე ხარ გაბმული ამ სიყვარულში,-ირონიულად ჩაეცინა ფიცხელაურს. -ასეა.მაგრამ ამავე დროს ეს სასიამოვნოცაა. გაბრიელმა თვალი დარბახს მოავლო და უცებ მზერა ბართან მჯდარ გოგოზე გაუშტერდა. ეგონა ეჩვენებოდა, მაგრამ ასე არ იყო.იქ ნამდვილად თამთა მაჩაბელი იჯდა,მართალია მარტო,მაგრამ მაინც უსიმოვნო გრძნობა დაეუფლა. -ის აქ რას აკეთებს? -სხვა გზა არ მქონდა.უნდა წამომეყვანა. -თავის ჭკუაზე შენც გათამაშებს? -გაეღიმა გაბრიელს -კიდევ ვინმეს ათამაშებს? -გაოცებულმა შეხედა ჯარჯიმ -არა,არ ვიცი.ისე გკითხე. საუბარი გააგრძელეს,დროდადრო სასმელს ასხავდნენ,სადღეგრძელოს დალევდნენ და საყვარელ ქალებს თვალს არ აშორებდნენ. თუმცა გაბრიელი ცდილობდა ეს ჯარჯის არ შეემჩნია. -მგონი შენი ქალბატონი წასვლას აპირებს. -ჯანდაბა,წავალ გავყვები,-წამოდგა და წასვლა დააპირა,მაგრამ უცებ შეჩერდა და თამთას გახედა. -წადი,მე მივხედავ.-მიუხვდა ფიცხელაური. -დარწმუნებული ხარ? -კი.დარწმუნებული ვარ.ხომ არ შემჭამს? -რომ იცნობდე,ასე მშვიდად არ იქნებოდი. -წადი-მეთქი.დაუბრიალა თვალები. ჯარჯი უკან გაეკიდა თათულის, რომელიც მეგობრებთან ერთად გარეთ გასულიყო უკვე.ტაქსის გაჩერებას აპირებდა,მოულოდნელად მისკენ მიმავალი შეყვარებული დაინახა და გახარებული მისკენ გაიქცა. -არ მინდა ვიფიქრო რომ უკან დამდევ?-უთხრა გოგომ და კისერზე ჩამოეკიდა. -არა,საიდან უნდა მცოდნოდა აქ რომ იყავი?შემთხვევით მოვხვდი.. -ვითომ?-ეჭვისთვალით შეხედა გოგომ. -წამოხვალ თუ ამ სიცივეში ამ თხელი კაბით აქ აპირებ დგომას.-წელზე შემოხვია ხელი და მანქანისკენ წაიყვანა.კარი გაუღო,დაჯდომაში მიეხმარა,მერე საჭეს მიუჯდა და იქაურობა დატოვეს.. გაბრიელი ადგილზე დარჩა,თამთას უყურებდა და ჭიქას ჭიქაზე სცლიდა. უკვე საკმაოდ მოერია და ვენებში სისხლს შეერია მათრობელა სითხე.მოულოდნელად გოგოს გვერდით ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი ამოუდგა,საკმაოდ ახლოს და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. უსიამოვნოდ შეიშმუშნა და მისი მოშორება სცადა,მაგრამ მან ხელი მლავში წაატანა და მისი ჩახუტება სცადა. -ჯანდაბა,თვითონ გამომიწვიე, -აატრიალა თვალები ფიცხელაურმა, სასმელი ბოლომდე ჩაცალა,ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და მათკენ დაიძრა.წელზე აპირებდა ხელის გაცოცებას,როცა მოულოდნელას ვიღაც წასწვდა ხელში და გადაუგრიხა, მეორე ხელი კეფაში ჩაავლო და სახე დახლზე დაარტყმევინა. -როცა ქალბატონი გეუბნებათ რომ აწუხებთ,უნდა მოშორდეთ მას .-ჩასჩურჩულა ყურთან გაბრაზებულმა, გაოცებული იყურებოდა მაჩაბელი,არ ელოდა მის აქ ასე მოულოდნელად გამოჩენას. -რას აკეთებ?ასე ხელს მოატეხავ, -დაეკიდა მკლავზე. -ასე მოუხდება,როცა გაფრთხილების მიუხედავად გოგოს შეწუხებას განაგრძობს.-სახე ააწევინა და ისევ დაარტყმევინა დახლზე.ცხვირიდან სისხლმა იფეთქა და სახე შეუღება. -გაუშვი გაბრიელ.გაიგო უკვე. -დაუყვირა თამთამ. ბარში ჩოჩქოლი ატყდა,მაგრამ მუსიკა არ გაწყვეტილა,ირგვლივ მყოფი ახალგაზრდები შემოეცალნენ. მხოლოდ დაცვამ მოახერხა მიახლოება და მათი გაშველება. -წამოდი,-ხელი მოჰკიდა თამთამ და კარისკენ წაიყვანა.გაბრაზებული ფიცხელაურის დაშოშმინება ძნელი აღმოჩნდა.თითქოს სულზე მოუსწრო ამ ყველაფერმა და ახალი ამბის გაგების შემდეგ,დაიცალა ემოციებისგან. გარეთ გამოსულმა ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა. -აქ რას აკეთებ?-გაიჟღერა მისმა მკაცრმა ხმამ. -შენ რაა ჩემზე მბრძანებლობას ცდილობ?-არ დაუთმო მაჩაბელმა.-ხომ არ გეჩვენება რომ ზედმეტი მოგდის? მთელი კვირაა არ გამოჩენილხარ.არც დაგირეკავს,არც მოგიწერია,ახლა კი მოდიხარ აქ და ვიღაც იდიოტს ურტყავ.-აყვირდა გოგო. -მეორედ ჩემთან ხმას აუწევ და არ ვიცი რას გიზავ.-მკლავში სტაცა ხელი და მანქანაში ძალით შესვა.-ღვედი შეიკარი. -იდიოტო მთვრალი ხარ,საჭესთან ვერ დაჯდები,სიკვდილი არ მინდა.-ისევ აყვირდა გოგო,მაგრამ ვინ მოუსმინა, ფიცხელაური გზაზე მიაქროლებდა თავის ჯიპს.არად აგდებდა თამთას ყვირილს და პანიკას.. მალე მარიამის სახლის სადარბაზოსთან გააჩერა. გამაყრუებელი ხმა ჰქონდა საბურავებს. -გადმოდი.-გამოხსნა კარი და გაბუტულ გოგოს მიაჩერდა.თამთამ ზედ არ შეხედა და არც ადგილიდან განძრეულა. -ასე მოქცევა არ გიშველის.-კისერზე მოიგდო და სადარბაზოში მასთან ერთად გაუჩინარდა. რამდენიმე წუთში კი გახელებულები ხდიდნენ ერთმანეთს ტანსაცმელს და საძინებლისკენ მიიწევდნენ... მოღრუბლული და წვიმიანი დილა გათენდა.ჯერ კიდევ ეძინა ფიცხელაურს.თამთა მისი ყურებით ტკებოდა.წელს ზემოთ შიშველს საბანი გადაეხადა და ისე ეძინა.გოგო მის სხეულზე გამოსახულ ტატუებს აკვირდებოდა.თითოეულ ტატუს თითებით ფრთხილად ეხებოდა.არ უნდოდა მისი გაღვიძება,მაგრამ მაინც ასე მოხდა.ნელა გაახილა თვალები ბიჭმა და მის მწვანე თვალებს შეეჩეხა. -იცი გიყურებ და ვხედავ რომ შენს თავს რაღაც მოხდა. -ჩემს თავს სულ რაღაცები ხდება. ახალი ამბავი არ არის ეგ. -გუშინაც რაღაც მოხდა,ის რის გამოც იქ მოხვედი და გაილეშე. -ეჭვიანი და ეგოისტი ცოლივით არ დაიწყო ახლა.-ჩაეცინა,თავქვეშ ბალიში ამოიდო და კომფორტულად მოთავსდა საწოლზე. -არ ვაპირებ შენს ცოლობას.არ გამოვა ეს ამბავი და კარგად იცი შენ. -მე კიდევ რომ ვიძახი გამოვა,ესეგი გამოვა და წინააღმდეგობის გარეშე შეგუე ამას.თუ ისევ იმ აზრე ხარ,რაზეც მაშინ. -გააჩნია შენ რას გულისხმობ? -მართლა დაუფიქრებლად მესვრი,თუ საქმე შენი ოჯახის დაცვაზე მიდგა. -ალბათ..ოჯახი მთავარია.ის სიცოცლის ფასად უნდა დაიცვა. ამისთვის სიკვდილისთვისაც მზად ვარ.შენ როგორ მოიქცევი?არ მესვრი? -მე უკვე მკვდარი ვარ,წუხელ კიდევ ერთხელ მოვკვდი.ზოგჯერ დარწმუნებული ხარ რომ ადამიანი, რომელმაც ბევრჯერ მოგცა პირობა და დაგპირდა რაღაცას,აღარასდროს მოგატყუებს.ცდილობ ენდო და დაუჯერო,რატომღაც ისევ უსმენ,უჯერებ,რადგან მაინც გერიდება მისი,გერიდება მის წინააღმდეგ წახვიდე და შენიშვნა მისცე,რადგან ამით მის თავმოყვარეობასაც ურთხილდები და საკუთარსაც..მაგრამ ხვდები რომ მოთმინების ფიალა გევსება,ყელში ამოდის ეს ყველაფერი და უცებ აღმოაჩენ რომ ყელამდე ნეხვში ხარ.. -ადამიანმა არაფერი ზემეტი არ უნდა ააშენო,არ უნდა გააღმერთო იმაზე მეტად არავინ,ვიდრე ამას იმსახურებს,თორემ თავზე ჩამოგემხობა მერე და ეს ძალიან მტკივნეული იქნება. -უკვე ჩამოინგრა და ახლა ფეხს ვითრევ,რომ სახლში მივიდე.რადგან იქ კიდევ ერთი საშინელება მოხდება. თუმცა დარწმუნებული ვარ უკვე მოახსენეს.. -მაშინ აჯობებს დროულად წახვიდე.აღარ გადადო.. -ჩემს თავიდან მოშორებას ცდილობ? -შეხედა გაბრიელმა და ჩაეღიმა.ხელი სტაცა და ზემოდან მოიქცია. -არა,საქმეები მაქვს,კომპანიაში უნდა წავიდე,მუშაობას ვიწყებ,შენ კი ესეც არ იცოდი. -ეს დღეები ძალიან ვიყავი დაკავებული.-მის ტუჩებს წაეტანა ბიჭი,მაგრამ თამთას მობილური აზმუვლდა და დაწყებული საქმის შეწყვეტა მოუწიათ. -რა მოხდა მამა?..რა ხმა გაქვს?.. მოვდივარ..გთხოვ არაფერი უთხრა. დამელოდე.- გაბრიელმა ვერაფერი გაიგო მისი ნათქვამიდან,მაგრამ იმას მიხვდა რაღაც სერიოზული მომხდარიყო. -ჯარჯიმ ცოლი მოიყვანა.-მხოლოდ ეს თქვა გოგომ და შარვალში გაუყარა ფეხები. -რაა?-წამოხტა გაბრიელიც.-ამის დედაც,ხომ ვუთხარი მოეთმინათ. -რა ხდება?რა მოეთმინათ?ვერაფერი გავიგე?თქვენ ერთმანეთს იცნობთ? იქნებ კარგი მეგობრებიც ხართ.-თავის მოთოკვა გაუჭირდა გოგოს და ყვირილზე გადავიდა. -მეგობრები არ ვართ,მაგრამ გოგო რომელიც მან მოიტაცა მამაჩემის ნათლულია და იმედია ხვდები ეს რასაც ნიშნავს. -ჯანდაბა ჯარჯი.რა დროს ეს იყო.რა დროს ეს იყო. რამდენიმე წუთში ორივე მზად იყო და გაბრიელის მანქანით მაჩაბელების სახლისკენ მიდიოდნენ.თუმცა თამთამ არ დაანება და პირველივე გაჩერებაზე ჩამოვიდა,ტაქსს გაუქნია ხელი. -აჯობებს სახლში წახვიდე.მამაშენს მიხედე.დაგირეკავ როცა გავარკვევ ყველაფერს. -კარგი,მემგონი მართალი ხარ. ალექსანდრე სახლში იყო,კაბინეტში იჯდა და თავის მარჯვენა ხელისგან-დავითისგან ანგარიშს იბარებდა. რაც უფრო მეტად ისმენდა მის მონაყოლს მით უფრო ეტყობოდა სახეზე გაბრაზება და გაცეცხლება. ბოლოს იყვირა და მაგიდაზე დადებულ ჭიქას დასტაცა ხელი,უმისამართოდ ისროლა. -როგორ გააგებინეთ მას?ხომ იცოდნენ რომ ეს ჩუმად უნდა გაგეკეთებინად. -არ ელოდნენ თუ ასე გვიანობამდე დარჩებოდა სამუშაოდ. -აბა რა ეგონათ?იდიოტები და არაფრის მაქნისები არიან ყველა. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, ყველაფერს პირადად უნდა ვაკონტროლებდე.. ყვირილი კარის შემოგლეჯვის ხმამ გააწყვეტინა.გაბრიელი იყო.ახლა ნამდვილად მიხვდა ალექსანდრე რომ ის ფიცხელაური იყო, არანორმალურად გაგიჟებული სახე ჰქონდა.ხელით ანიშნა იქ მყოფებს გადითო და ისინიც მაშინვე გავიდნენ.მარტო დარჩნენ მამა-შვილი. -არც კი ვიცი რა ვთქვა.რამდენჯერაც ვეცადე შენი გაგება,იმდენჯერ გამიცრუე იმედები.აზრი არ აქვს,შენ მაინც შენსას აგრძელებ. -თქვა მშვიდად და ღმერთმა იცის რად დაუჯდა ეს თავშეკავება. -უკვე ვიცი რაც მოხდა.ვიცი რომ ყველაფერი გაიგე,მაგრამ ეს რომ ახლა არ დაიწყო და დიდი ხანია გძელდება იცი ალბათ.შენ მართლა ხომ არ გგონია რომ ეს ყველაფერი იქიდან გვაქვს,რომელი ბიზნესის შესახებაც იცოდი? -მე უკვე აღარაფერი არ მგონია.მე უბრალოდ ვნანობ რომ დავბრუნდი და ვეცადე შენი დამეჯერებინა.ვნანობ რომ შენი გაგება მინდოდა,მაგრამ შენ არ იცვლები. -მე ასეთი ვარ,ეს საქმე დიდი ხნის უკან ჩამაბარეს და არ მაქვს უფლება რომ ყველაფერი წყალს გავატანო… -ამ ყველაფერს რამდენი ადამიანი შეეწირა იცი მაინც? -ვიცი.მაგრამ მე რა შემიძლია?ისინი თვითონ მოდიან ჩემთან დახმარების სათხოვნელად,მე კი ვეხმარები.- მშვიდად საუბრობდა ალექსანდრე, მაგრამ არავინ იცის რად უჯდებოდა ეს სიმშვიდე.იცოდა მისი შვილი ასე ადვილად არ დათმობდა პოზიციებს. -და შენც ასე ეხმარები?მათ ხომ სიკვდილის პირისპირ ტოვებ?იცი მაინც რამდენი დედას მოუკვდა შვილი შენი და შენი წყეული ბიზნესის გამო? რამდენი ოჯახი გაუბედურდა?- ხმას აუწია გაბრიელმა. -ფეხებზე მკ...ია.როცა ისინი აქ მოდიან,იციან საფრთხის შესახებ და უკან არ იხევენ.-აღარ დაუთმო ალექსანდრემაც.-ერთხელ მაინც უნდა დაგანახა,როგორ მეხვეწებიან სამსახურში აყვანას. -და შენც რა თქმა უნდა კეთილი სამარიტელის როლში გამოდიხარ.- ირონიულად ჩაეცინა გაბრიელს.- იმაზე რას მეტყვი,საბუთებში რომ არ ემთხვევა რაღაცეები ერთმანეთს? სულელი არ ვარ. ჩემი ტვინი აზროვნებს და ახლა ვხვდები რატომ იყო ციფრებში ცდომილება,შენ იარაღით ვაჭრობის გარდა,ფულსაც ათეთრებ.ეს დანაშაულია.. -შენ რომ იარაღს ატრიალებ,შენს ნებაზე დადიხარ, ნაირ-ნაირი მანქანებით,რომ ცხოვრობ ფუფუნებაში და ყველაფერი გაქვს, რომ ყველა ფეხქვეშ გეგება და მზად არიან უკანალი გილოკონ,ეს ამ საქმის დამსახურებაა.. -რა ჯანდაბად გინდა ეს ყველაფერი? რა ჯანდაბად გინდა ასეთი გზით ნაშოვნი ფული? ეს ბინძური ფულია და იქნებ სწორედ ამ ცოდვებმა შეიწირა ჩემი ძმა? -მან შესანიშნავად იცოდა ამ ბიზნესის შესახებ,მეტიც ის ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს.უფრო სწორად ნაწილს. ის აწარმოებდა მოლაპარაკბებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან. -ახლა ვხვდები რატომ იყო ის შენი საყვარელი შვილი.ის შენნაირი იყო. შენ ასეთად გაზარდე და ჩამოაყალიბე.შენ დაგემსგავსა.მაგრამ ერთი რამე გავიწყდება. ის ყველაფრის მიუხედავად ჩემი ძმა იყო და არ მოგცემ უფლებას მიცვალებულს გადააბრალო შენი ცოდვები.. -მე არაფერი დამიძალებია.მას უნდოდა და ამიტომ გახდა ასეთი. -შენ რაც არ უნდა თქვა,ის მაინც ჩემ ძმად დარჩება.იმ ძმად რომელიც თავის უმცროს ძმაზე ყოველთვის ზრუნავდა.რომელმაც ოჯახისთვის გაწირა თავი.თქვენ ბინძურ წესებს და ტრადიციებს შეეწირა.არ მოგცემ უფლებას რომ ჩვენც ასე მოგვექცე. -მორალის კითხვას როდის შეეშვები? როდის ისწავლი ჩემს მოსმენას და გაგებას?ეს ყველაფერი რაც დღეს გვაქვს,ამ ბიზნესის დამსახურებაა. ის რომ შენ უდარდელი და მშვიდი ბავშვობა გქონდა ამის დამსახურებაა. სხვებს რომ შენი ყოველთვის შურდათ და შენს ადგილზე ყოფნას ნატრობდნენ ამის დამსახურებაა. თავი რომ მაგარ ტიპად მოგაქვს ეგეც ამის დამსახურებაა.მაშინ მიდი და უარი თქვი ამ ყველაფერზე.მიდი დააბრუნე ყველაფერი და ვნახავ რა ადამიანი იქნები. -ამ ყველაფრის გარეშე უკვე ვცხოვრობდი და მინდა გითხრა ეს ძალიან კარგი იყო.ახლა სული მეწვის როცა წარმოვიდგენ,რომ ეს ბინძური ფულია და იარაღსაც უამრავი ადამიანი გამოუსალმებია სიცოცხლეს. როგორ გძინავს?ღამით როგორ გძინავს მშვიდად. -გაინტერესებს როგორ მძინავს?- ყვირილზე გადავიდა ალექსანდრეც. -არ მძინავს,კოშმარები მესიზმრება. ჩემი შვილიც და ალბათ სხვებიც ვინც ოდესმე ჩემი ბრძანებით მოუკლავთ. არ ვამაყობ ამით.მეტიც,არ მინდოდა ეს ცხოვრება,ასეთ ცხოვრებას არ ვგეგმავდი მაგრამ ამ დედამო...ულ ცხოვრებაში როცა არჩევანის გაკეთება მიწევს ჩემი ოჯახის კეთილდღეობას ვირჩევ და ამას ისევ გავაკეთებ.თუნდაც იარაღით ან ნარკოტიკებით ვაჭრობა იყოს. -რაა?შენ ახლა ნარკოტიკები ახსენე?- ამაზე მთლად გადაირია გაბრიელი და დასაბმელი გახდა.-ამ დონეზეც დაეცი? აქამდე დავიდა შენი თავმოყვარეობა მამა?ღმერთო როგორ მძულს ეს ყველაფერი.როგორ მძულხარ.რატომ?გეკითხები რატომ? თავის კონტროლი უჭირდა ბიჭს.. -შენ ეს ყველაფერი არ გეხება.მას შემდეგ აღარ გეხება,რაც აქედან წახვედი.მაშინ უარი თქვი ყველაფერზე.უარი თქვი რომ ამ ყველაფრის მონაწილე გამხდარიყავი. -მაშინ უარი ვთქვი,მაგრამ ახლა აქ ვარ.მაინც მომიწია ჩამოსვლა და ამ წყეულ ბიზნესში ჩაბმა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ.ხოდა ამიერიდან ყველაფერი ისე იქნება,როგორც მე მინდა. -არა,შენ არ შეგიძლია ამ ყველაფრის მართვა.ყველაფერს გააფუჭებ,რადგან საქმე მარტო ჩვენ-მე და შენ არ გვეხება.ამ საქმეში გაცილებით საშიში პიროვნებები არიან ჩართულები და შენ ამ ბიზნესს ასე მარტივად ვერ გაანადგურებ… -გეშინია?-ღონემიხდილი ჩამოჯდა ბიჭი სკამზე. -არა,არ მეშინია. -აბა რა ხდება? -ამ საქმეში ბევრი ისეთი ადამიანია კიდევ დასაქმებული,ვინც ამით პურის ფულს შოულობს.ვინც უბრალოდ ოჯახს არჩენს,ვის უკანაც შვილები,ცოლები, მოხუცი მშობლები,და-ძმები დგანან.. არ მოგცემ უფლებას ეს ყველაფერი გაანადგურო.-ხმა გაიმკაცრა ალექსანერემ. -და იმ ოჯახებზე რას იტყვი ვინც ამ იარაღის და ნარკოტიკების გამო დაკარგა შვილები,და-ძმები, მშობლები...ამით გაამართლებ? -უკვე გითხარი რომ ყველა იცის რა ზეც მიდის,როცა აქ მოდიან,სიკვდილსაც არიან შეგუებულები. -მცხვენია რომ მამაჩემი ხარ.მცხვენია რომ ამ ოჯახის წევრი ვარ.ასე როგორ მაბრმავებდით.ყველამ ყველაფერი იცოდით და დამცინოდით -თუ გცხვენია,მაშინ უარი თქვი ამ ყველაფერზე,უარი თქვი ამ ფულზე,ამ ფუფუნებაზე,მანქანაზე,სახლებზე და შენი გზით წადი.-არ უწევდა ტონს ალექსანდრეც.არ გაბრიელი აპირებდა უკან დახევას. -აუცილებლად,აუცილებლად ვიტყვი უარს,აუცილებლად მოგაყრი ერთ დღეს სახეში ამაყად,მაგრამ ჯერ არა. მანამდე დიდი დროა,მანამდე ამ ყველაფერს შეცვლი.მანამდე გასწავლით ყველას როგორ უნდა კანონიერად ცხოვრება.და კიდევ მაჩაბელებს არ მიეკარები აღარასდროს.. -აი თურმე რაშია საქმე.ისევ ის წყეული მაჩაბელები...დაიმახსოვრე რომ ისინი ჩემი შვილის მკვლელები არიან და ეს არასოდეს არ შეიცვლება.არასოდეს დავივიწყებ ამას.იცოდეს ის ჭორები თუ გამართლდა,რასაც ამბობენ შენზე და იმ ძუკ...ზე,გირჩევნია ტყვია მესროლო ახლავე.არასოდეს შევეგუები ამას… -მანამდე შენ მოგიწევს სროლა, რადგან მე არ შევეგუები არასდროს … კიდევ ბევრი რამე უთხრეს და აკადრეს იმ ღამეს მამა-შვილმა ერთმანეთს. კიდევ ბევრი პრობლემა წარმოიშვა მათ ურთიერთიბაში და არავინ იცოდა ოდესმე ეს ყველაფერი მოგვარდებოდა თუ არა.. გაბრაზებულმა გაიჯახუნა კარი და კინაღამ ანჯამებიდან ამოაგდო. არც ალექსანდრე იყო მშვიდად.გულზე იტაცა ხელი და ტკივილმა თითქოს ყელში წაუჭირა. -ახლა არა,..ახლა არაა წყეულო გულო. ახლა არ მიღალატო.-წყალი ძლივს დალია და ცოტა დამშვიდდა.რომ გადაურა ტელეფონს უპასუხა, რომელიც უკვე კარგა ხანია რეკავდა. ******** -რა გააკეთე?შენ ნორმალური ხარ საერთოდ?-როგორც კი სახლში შედგა ფეხი,მაშინვე დაესხა თავს თამთა მამიდაშვილს და სულ არ მიუქცევია ყურადღება რომ მის უკან აკანკალებული თათული იდგა და შეშინებული აცეცებდა თვალებს. -დამშვიდდი შვილო,ახლა ამის დრო არ არის.ისედაც დიდი პრობლემა გვაქვს,-წინ გადაუდგა დედა. -როგორ დავმშვიდდე?როგორ? წარმოდგენა მაინც გაქვს რას იზავს ის ნაბიჭ...ი ალექსანდრე,ამას რომ გაიგებს?ის არიყო საკმარისი ჩემმა ძმამ რომ ზურა ფიცხელაური მოკლა, ახლა ეს გამოხტა შეყვარებულ რომეოდ და იმ კაცის ნათლული მოიტაცა.-ხმის ტონის გაკონტროლება აშკარად უჭირდა თამთას. -არ მომიტაცებია,თვითონ გამომყვა, მას მე ვუყვარვარ და მე ის მიყვარს,ეს კი განსხვავდება იძულებით წამოყვანისგან.-არ დაუთმო ჯარჯიმ. -რა მნიშვნელობა აქვს ნებით თუ ძალით.შედეგი მაინც ერთი იქნება. -შენ რომ არავინ გიყვარს და არავინ გყვარებია,იმას არ ნიშნავს,სხვას არ უნდა უყვარდეს...საერთოდაც საცოდავი ხარ,თუ ამ გრძნობას არ გამოცდი ადამიანი.მტერიც რომ შეგიყვარდეს,ამაზე კარგი მაინც არაფერი შეგემთხვევა ცხოვრებაში.. უკან დაიხია თამთამ მამიდაშვილის სიტყვებზე და ხმა ვეღარ ამოიღო. განა ისიც იგივეს არ აკეთებდა? როგორც ის და გაბრიელი უარყოფდნენ მტრობას ორ გვარს შორის.ასე იყვნენ ახლა თათულიც და ჯარჯიც,შეყვარებული წყვილის დაშორება კი დიდი ცოდვა იყო… -ჯანდაბა..ჯანდაბა.ფუ,ამის…-იყვირა მერე და სკამს ამოარტყა გაბრაზებულმა წიხლი. -რა სიტყვებია?მე შენ ასეთს არ გიცნობ.-თავი გააქნია დედამ. -შენ საერთოდ არ მიცნობ.საერთოდ არ იცნობ შენს შვილს დედა. -ახლა ვხვდები რომ შენს აღზრდაში რაღაც შემეშალა.მაგრამ რა?ვერ ვხვდები. -იცი რა შეგეშალათ?თვრამეტი წლის ასაკში რომ გამიშვით იმ დასაწვავ ამერიკაში და საერთოდ არ გიკითხავთ მე მინდოდა თუ არა ეს.ან საერთოდ მინდოდა თუ არა ის პროფესია,რაც თქვენ შემირჩიეთ,აი ეს დააშავეთ.ეს შეგეშალათ. -რა დღეში ხარ შენ?რა გაყვირებს?- კარში ვახო მაჩაბელი იდგა.აშკარად ეტყბოდა რომ ისიც ნერვიულობდა მომხდრის გამო. -შენ ამ ყველაფერს ასე მშვიდად უყურებ?შენმა დისშვილმა ცოლი მოიყვანა და თან იცი ვინ არის ეს გოგო? -ყველაფერი ვიცი.ყველაფერი მესმის და ისიც ვიცი რომ ამას ალექსანდრე ასე არ დატოვებს.ისიც მიკვირს ახლა აქ რომ არის.ეტყობა ჯერ არ გაუგია. -გეყოფათ,გეყოფათ ეს ყველაფერი და ეს დრამა,-ფეხზე წამოდგა მშვიდად მჯდომი ქეთო მაჩაბელი.ქალს თვალები ანთებოდა და ისეთი სახე ჰქონდა,ძუ ლომები რომ იცავენ თავის შვილებს.-ჩემმა შვილმა ცოლი მოიყვანა,ჩვენს გვარში პირველი ბიჭი გაბედნიერდა და აბა გაბედოს ვინმემ და გზაზე გადამეღობოს ამ ბედნიერების აღსანიშნავად. ცხოვრებაში პირველად იარაღს ავიღებ ხელში და თუ დამჭირდა ვისვრი კიდეც.არაფერს მოვერიდები და არავის შევუშინდები. ასეთი არავის ენახა ქეთო მაჩაბელი. ცხოვრებაში ხმასაც კი არა აუწევია არათუ ვინმეს დამუქრებოდა. -მართალია,დროა ამ სახლში ბედნიერებამაც შემოაღოს კარი. ამდენი სიკვდილი საკმარისია.- გვერდით ამოუდგა მულს ნინო.-ვახო გთხოოვ.-მუდარით შეხედა ქმარს. -დაცვის საკითხი მოგვარებულია. ყველა გავაფრთხილე და განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენენ.მიხედეთ საქმეს. ამის თქმა და ქალების გამოცოცხლება ერთი იყო.მაშინვე აფუსფუსდნენ. მხოლოდ თამთა,თათული და ჯარჯი დარჩნენ ოთახში... ვახოს ტელეფონმა დაურეკა და კაბინეტში გავიდა იქიდან ვუპასუხებო. გაუკვირდა ზარის ავტორი რომ ამოიცნო. რამდენიმე წუთში კი მასთან შესახვედრად მიდიოდა… მისაღებში მჯდომი სამეული ერთმანეთს ბურღავდა.ჯარჯის თათული გვერდით მოესვა და ხელი მოხვია.კანკალებდა გოგო. -ასე ვერ გიყურებთ,ჯანდაბა შენს თავს. - ვეღარ გაუძლო თამთამ,წამოდგა და მათკენ დაიძრა.გვერდით გადაუჯდა და მორიგეობით მოეხვია ჯერ ერთს,მერე მეორეს. -ეტყობა ძალიან გიყვარს,თორემ ამ არანორმალურს როგორ გამოყვებოდი.-გაიცინა და თითქოს თათულისაც მოეხსნა დაძაბულობა… -შენ ვის ეუბნები?შენ საერთოდ არავინ შემოგხედავს ისეთი მახინჯი და აუტანელი ხარ.-არ დაუთმო ბიჭმაც. -ვიპოვი ვინმეს.ღმერთო როგორ მიხარია ნეტავ იცოდე.მინდა დავახლოვდეთ და დასავით მიმიღო.ამ სახლში ერთადერთი მარიამი გვყავდა და მას ვერ მოვუფრთხილდით. მაგრამ შენს შემთხვევაში ვიცი სხვანაირად იქნება.ცივ ნიავს არ მიგაკარებთ. ყოველთვის მინდოდა და მყოლოდა და აი შენც აქ ხარ.შენს გვერდით მიგულე.დარწმუნებული ვარ ახლა მე და შენ გავაგიჟებთ ამ არანორმალურებს. -ცოლს ნუ მიქეზებ.-მხარზე ხელი წაჰკრა მსუბუქად ჯარჯიმ.ის იყო უნდა წაკამათებულიყვნენ,რომ ქეთო მაჩაბელი გამოჩნდა პატარა ზარდახშით ხელში,უკან ნინო მოჰყვებოდა.მათ წინ გაჩერდნენ. ქალმა ყუთი გახსნა და იქიდან ორი ოქროს რგოლი ამოიღო. -ასე არ მქონდა დაგეგმილი. ყოველთვის ვფიქრობდი,რომ ჩემი შვილები ცოლს წესების სრული დაცვით მოიყვანდნენ.მაგრამ რადგან მოვლენებს დაასწარით,იყოს ასე.მე შენ გიღებ ჩემი ოჯახის კარს და გიღებ რძლად.-ხელში ჩაუდო ოქროს ბეჭდები.ერთი ბრილიანტის თვლიანი და მეორე საქორწინო რგოლი. -დანარჩენი აქ არის.მიიღე და ატარე ისინი ცხოვრების ბოლომდე. ერთმანეთს ბედნიერად შეაბერდით. -ორივეს აკოცა და გულში ჩაიკრა. მერე ნინოს ჯერი დადგა.. -ეს ჩემი საჩუქარია.აუცილებლად დაგჭირდება ოჯახის შექმნის პირველ ეტაპზე.ბედნიერებაში მოიხმარე ყველაფერი.. -დიდი მადლობა,-დაიმორცხვა გოგომ. -შენი ოჯახის წევრებს არ შევატყობინოთ ეს ამბავი? -მხოლოდ დედა მყავს,მამის გარდაცვალების შემდეგ კი ნათლია ზრუნავდა ჩვენზე.მაგრამ არა მგონია ის აქ მოვიდეს.ან თუ მოვა კარგად არ დასრულდება მისი სტუმრობა.-ახლა გაახსენდა ყველაფერი გოგოს და ისევ შიში ჩაუდგა თვალებში. -ყველაფერი კარგად იქნება, გაბრიელი ხომ შეგვპირდა?-მოეხვია ჯარჯი გოგოს. -ის რა შუაშია?ან შენ მასთან როდის დაახლოვდი?-მაშინვე ჰკითხა თამთამ. -ძველი ამბავია.შენ არ გეხება. გოგომ მტრული მზერა სტყორცნა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. -ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ სად წავიდა ბიძია?ან ჩემი ძმა რატომ არ არის ახლა აქ?-საუბარი გადაიტანა სხვა თემაზე. -წავალ ალუდას დავურეკავ.ვეტყვი რომ სასწრაფოდ ჩამოვიდეს. -ჩაილაპარაკა თამთამ და აივანზე გამოვიდა.დიდხანს გადიოდა ზარი, არავინ პასუხობდა.ბოლოს შეტყობინება დაუტოვა და ისევ შიგნით შებრუნდა… ******** მაჩაბელმა თავისი სახლიდან ქალაქისკენ მიმავალი გრძელი ქუჩა ფეხით გაიარა.დიდი დრო არ დასჭირვებია თავის სამუშაო ოფისთან მისასვლელად.იქ მხოლოდ ერთი მანქანა იდგა, რომელმაც ფარები აუნთო რამდენჯერმე და ანიშნა მისი იქ ყოფნა.კარი გამოაღო,მაგრამ არ ჩამჯდარა. -არ მეგონა ასეთ დროს ჩემთან შეხვედრას თუ მოინდომებდი და თანაც ასე მშვიდად მოხვიდოდი. - ხელი ჩამოართვა გაბრიელ ფიცხელაურს. -იცი ალბათ რატომ მოვედი. -ვიცი...ვიცი რომ სულელურად მოიქცა, მაგრამ არ შემიძლია მას რამე ვუთხრა და ხელი ვკრა.დრო იყო,როცა ჩემს ძმას ვერ დავუდექი გვერდით და მისი სიყვარულის დაცვაში ვერ დავეხმარე. ახლა ვერავინ მაიძულებს იგივეს. -მეც ამისთვის მოვედი აქ. -მაშინ აქ საუბარი არ გამოვა, წამოდი, ოფისში შევიდეთ… მანქანიდან გადავიდა და უკან აედევნა კაცს. მალე ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ, სასმელს სვავდნენ და საუბრობდნენ. -ახლა მამაშენს კიდევ ერთი მიზეზი აქვს ჩემს მოსაკლავად. -მამაჩემს?ჰმ..როგორ მძულს ეს სიტყვა.-ჩაეცინა ირონიულად. -მემგონი განგებამ უცნაური ბედი გვარგუნა მეც და მასაც. -ამას რატომ ამბობ? -იმიტომ რომ გიყურებ და ვერ დამიჯერებია რომ შენ მისი შვილი ხარ.მას ჩემი ვაჟი უფრო ჰგავს. მასავით ცივსისხლიანი და შურისმაძიებელია.შენ კი ჩემსავით მიმნდობი და მეამიტი. თუმცა მეც ბევრი ცოდვა მაქვს.. -იცოდით რომ მამაჩემის არაკანონიერი ბიზნესის შესახებ? -ჰკითხა ბიჭმა და სასმელი მოსვა. -შენ არ იცოდი?-გულწრფელად გაუკვირდა მაჩაბელს. -არა,-თავი გააქნია მან.-ახლა ერთ რამეს გკითხავ და გულწრფელად მიპასუხე. ჩვენ გვარებს შორის ეს სისხლინი დაპირისპირება მართლა მამიდაჩემის და თქვენი ძმის სიყვარულს უკავშირდება?თუ ამ ბიზნესს? -შენ მართლა არაფერი იცი… ჯანდაბა. -ვახომ სასმელი შეავსო და მოყოლა დაიწყო. -ყველაფერი ბიზნესით დაიწყო. მამაჩემი და ბაბუაშენი კარგი ნაცნობები იყვნენ.თუმცა მეგობრები არ ყოფილან არასდროს.ორივეს ერთი საქმე ჰქონდათ და ეს აერთიანებდათ. მშვიდობით ცხოვრობდნენ, იქამდე სანამ მათი გზები არ გადაიკვეთა და კლიენტები ვერ გაიყვეს.დიდი დატაკება მოხდა, ამას დაერთო ისიც რომ ჩემი ძმის და მამიდაშენის სიყვარულის ამბავი გასკდა და ამან სულ გაამხეცა ბაბუაშენი.მაშინ ჩემი ძმა დანიშნული იყო და ყველამ იცოდა ამის შესახებ.მაგრამ არ მოერიდა და მაინც მოიტაცა მამიდაშენი.რა თქმა უნდა დიდი ამბავი ატყდა.დაედევნენ უკან შეყვარებულ წყვილს და სანამ მათ შორის რამე მოხდებოდა, მანამდე იპოვეს.მამაჩემმა ბაბუაშენს ესროლა და უთხრა მოვკვდები და თქვენი გვარიდან ქალს რძლად არასდროს შემოვუშვებ ოჯახშიო.ბაბუაშენი ძლივს გადარჩა,მაგრამ სავარძელს მიეჯაჭვა..არც ერთმა არ დათმო, შეყვარებულები ერთმანეთს დააშორეს,ორივე სასწრაფოდ დააქორწინეს.აქ მამაშენი ჩაერთო უკვე და მერე მან დაგვატყა. მამაჩემი გააკოტრა.კლიენტები დააკარგვინა. ამაზე დარდმა ის გადაიყოლა.მერე ჩემი ძმის ოჯახი მოჰყვა ავარიაში. ყველაფერი კოშმარს დაემსგავსა.ნუ ამ სისხლიანმა დაპირისპირებამ რომ ჩვენი გვარებიდან ამ წლების მანძილზე ბევრი ვაჟკაცი შეიწირა ეს ისედაც იცი. მათ შორის შენი ძმაც.სხვათაშორის შენს გაცნობამდე ზურა ერთადერთი იყო,ვისაც დიდ პატივს ვცემდი.კარგი ადამიანი იყო.არ უნდოდა ამ დაპირისპირების გაგრძელება და ამბობდა რომ დაასრულებდა.მაგრამ არ დასცალდა .-მოყოლა შეწყვიტა მაჩაბელმა და კიდევ ერთი ჭიქა შეავსო. -მას თქვენმა შვილმა მოუსწრაფა სიცოცხლე.-სევდიანად ჩაილაპარაკა გაბრიელმა.-მე კი ახლა ვზივარ და ჩემი ძმის მკვლელის მამასთან ერთად ტკბილად ვსაუბრობ. -ჩვენ უფროსებმა ერთი შეცდომა დავუშვით-სიძულვილით ცხოვრება გასწავლეთ ახალგაზრდებს.გაიძულეთ ერთმანეთი დაგეხოცათ და ამის შედეგებს აუცილებლად მოვიმკით… ხედავ,იმ სახლს..-ანიშნა მის უზარმაზარ ვილაზე,რომელიც განათებული ჩანდა მათი ადგილსამყოფელიდან.-იმ სახლსა და ამ ოფისს შორის მანძილის შექმნას წლები შევალიე,გაკოტრებული ბიზნესის ჩაბარება და აყვავება არ იყო მარტივი.ბევრი საშინელი ბრძანების გაცემა მომიხდა და მტკივნეული იყო ეს,მაგრამ ჩემი ოჯახის,ჩემი ხალხის დასაცავად იარაღის ხელში აღება და გასროლა არ გამჭირვებია.ამ უბანში ბევრი დაკრძალვა ყოფილა.ბევრი ვაჟკაცის ცხედარი გავატარეთ ამ ქუჩებში და დავიტირეთ.ბევრი სიხარული და ქორწილიც ყოფილა.მაგრამ აი იმ სახლში არასდროს.იმ სახლში ახლა პირველი ვაჟკაცის ბედნიერებას ავღნიშნავთ და არავის,მათ შორის არც შენ მოგცემ რომ ეს ბედნიერება ჩაგვამწარო. -მერედა ვინ თქვა რომ აქ ამისთვის ვარ?-გაკვირვებული სახით შეხედა ბიჭმა. -არ ვიცი.ეგ შენ მითხარი აქ რისთვის ხარ.. -რამდენიმე წუთი მოიცადე,-საათზე დაიხედა,მერე კი ქუჩაში მომავალ ტაქსს გახედა.მაჩაბელი დაიძაბა და დაიძაბნენ ასევე უბანში დასაცავად გამოსული ბიჭები.ერთ-ერთმა უფროსს გამოხედა.მანაც ხელის ერთი მოძრაობით ანიშნა მშვიდად იყავითო, არადა თვითონაც აინტერესებდა რა ხდებოდა და ვინ იყო უცხო. -მემგონი პატარძლის დედის გარეშე აღნიშვნა არ შეიძლება.-მშვიდად თქვა გაბრიელმა.მაჩაბელს გულზე მოეშვა და უკვე სახლთან მყოფ მანქანას კიდევ ერთხელ შეხედა. -მთელ შენს საგვარეულოში ყველა კაცის საუკეთესო თვისებები რომ შეკრიბო ერთად,ერთი შენნაირი ალბათ მაინც არ გამოვა.-მხარზე ხელი დაარტყა მეგობრულად კაცმა. -აბა გვიმასპინძლებენ მაჩაბელები ფიცხელაურებს?ბოლოს და ბოლოს გოგო მოგათხოვეთ. -ამ სახლის კარი მხოლოდ შენთვის იქნება ღია ყოველთვის-ერთადერთი ფიცხელაურისთვის.-უპასუხა და წასასვლელად მოემზადა. რა ერქვა იმას რასაც გრძნობდა, როცა მაჩაბელების სახლში მიდიოდა სტუმრად,გზად კი უამრავი თვალი მისდევდა ჩაბნელებული თუ განათებული ფანჯრებიდან ან ქუჩაში დასასვენებლად შეკრებილი ხალხისგან.არ იცოდა,სახელს ვერ არქმევდა.ყველამ იცოდა რომ ფიცხელაური იყო და ყველამ იცოდა რომ მათი მტერი იყო,მაგრამ მისდამი მაინც არ გრძნობდნენ იმას,რასაც მისი გვარის სხვა წარმომადგენლებზე. არც გაბრიელი იყო მშვიდად.ისიც დაძაბული იყო,ცალკე იმაზე ნერვიულობდა და ფიქრობდა თამთასთან შეხვედრა რომ მოუწევდა, არაფერი შეემჩნიათ… სახლის კართან თათულის დედა ელოდა.შავებში ჩაცმული ჭაღარა შეპარული,ასაკოვანი ქალი მაინც მყარად იდგა ფეხზე და ცდილობდა თავი ხელში აეყვანა.გაბრიელი რომ დაინახა,ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა და უკან აედევნა. ვახო მაჩაბელი მიესალმა ქალს და თავი წარუდგინა.მერე მიბრუნდა და სახლისკენ გაუძღვა ორივეს. სახლში საზეიმო სუფრა იყო გაშლილი და ოჯახის უფროსს ელოდნენ.ეზოს ჭიშკარი რომ დაბრახუნდა,მიხვდენ რომ ის დაბრუნდა და აღსანიშნავად მოემზადნენ.თამთა ამ დროს ვერანდაზე იდგა და ალუდასთან დარეკვას ცდილობდა.ბიჭი კი ჯიუტად არ პასუხობდა.ნერვიულობის დაფარვას ცდილობდა,მაგრამ კიდევ უფრო უარესი ელოდა წინ როცა მამასთან ერთად მომავალ სტუმარში გაბრიელ ფიცხელაური ამოიცნო. -სტუმრები გვყავს.-უთხრა კიბეზე ამომავალმა მამამ. -ყველაფერი მზად გვაქვს.-უპასუხა და თვალი ბიჭისკენ გაექცა.სახეზე სიწითლემ გადაურა.ჩუმად თვალი ჩაუკრა გაბრიელმა და ოდნავ ჩაეღიმა, რომ სხვებს არ შეემჩნიათ.სანამ თამთა გონზე მოვიდა,ისინი უკვე ოთახში იყვნენ.ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და შიგნით შევიდა ისიც. -დედა.-სახეზე ფერი გადაუვიდა თათულის და ფეხზე წამოდგა -მხოლოდ ერთ რამეს გკითხავ და გულწრფელად მიპასუხე- ძალიან გიყვარს?ისე რომ მის გამო ნათლიაშენსაც გადაახტი?დაივიწყე მისი ამაგი და მის მოსისხლე მტერს გაყევი ცოლად?-დედის მკაცრმა ტონმა კიდევ უფრო აანერვიულა გოგო, მაგრამ უკან არ დაუხევია.ოდნავ გაპარული,მაგრამ მტკიცედ უპასუხა: -იმდენად მიყვარს,რომ მის გამო ყველას დავუპირისპირდები,ყველას შევაქცევ ზურგს და თუ ნათლიაჩემი ან ვინმე ტყვიას გაისვრის, დაუფიქრებლად გადავეფარები. -მაშინ მე სხვა არაფერი დამრჩენია, გარდა იმისა რომ ჩემს ერთადერთ შვილს გვერდით დავუდგე და ამ ტყვიას მასთან ერთად დავუხვდე. -გაუღიმა ქალმა,სახე გახსნა და ხელები გაშალა.-მოდი ჩემთან, მოგილოცო. -დედა,-ვეღარ მოთოკა თავი და გულში ჩაეკრა დედას.ცრემლი მოსდიოდათ ორივეს. დანარჩენებსაც აუცრემლიანდათ თვალები.მერე ლია შვილს ოდნავ მოშორდა და ჯარჯის მიუბრუნდა.:-ოდესმე მის თვაჺებზე ცრემლს თუ ვნახავ,ან თუ წამოსცდება რამე სასაყვედურო შენზე,ან რამე ეწყინება,ალექსანდრე ფიცხელაურამდე,მე მოგიღებ ბოლოს. იცოდა თათულიმ ეს უბრალო მუქარა იყო და სინამდვილეში ქალი ჭიანჭველასაც კი არ დაადგავდა ფეხს. -თუ მის თვალებზე ცრემლებს დაინახავთ,ეს მხოლოდ ბედნიერების ცრემლები იქნება.-უპასუხა ამაყად ჩოხელმა და გოგოს ხელი ჩაჰკიდა. -ბედნიერებას გისურვებთ. -მორიგეობით გადაკოცნა ლიამ ორივე და გაბრიელს მიუბრუნდა სახლში წამიყვენეო.აქ კი უკვე ქეთო მაჩაბელი გამოვიდა ასპარეზზე და ქალს წინ გადაუდგა. -ასე არ გამოვა.ასე უცებ ვერ წახვალთ. ქეთო მაჩაბელი ვარ-თქვენი სიძის დედა. მიხარია რომ აქ ხართ და თქვენი შვილი ასეთ დროს არ მიატოვეთ. დარწუნებული ვარ ხვდებით და გესმით,ამას რა შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ უფროსები ვართ და შეგვიძლია სიტუაციას სხვა თვალით შეხვედოთ,შევაფასოთ… -ალექსანდრე ფიცხელაური ჩემთვის მხოლოდ ჩემი შვილის ნათლია არ არია.ის ადამიანია,ვინც ჩემი ცხონებული მეუღლის განუყრელი მეგობარი იყო,მისი სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ის დამრჩა ოჯახის ერთადერთ წევრად.ასე რომ ძნელი არ არის იმის მიხვედრა,რომ ჩემი აქ დარჩენა ახლა რასაც ნიშნავს. თათული ჩემი შვილია,თქვენი შვილი ახლა უკვე ჩემი სიძე,მაგრამ ნუ ელოდებით რომ თვალს დავხუჭავ ამ ყველაფერზე.ამის მეტად აქ ვეღარ მიხილავთ.ჩემს შვილს მხოლოდ ჩემს სახლში შევხვდები.მშვიდობით. -სწრაფად დაამთავრა სათქმელი ქალმა და გასასვლელისკენ დაიძრა -დედა.-თვალცრემლიანმა დაუძახა თათულიმ.მაგრამ ის არ შეჩერებულა. -სახლში წავიყვან.-ჩაილაპარაკა გაბრიელმა და ქალს უკან აედევნა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ თათულის სლუკუნი ისმოდა. -სუფრა გავშალეთ ქალბატონო. -ოთახში მსახური შემოვიდა. -მესმის ძნელია შენთვის შვილო ეს ყველაფერი,ალბათ არ წარმოგედგინა ასე გათხოვების პირველი დღე, მაგრამ.. -არა,მე ეს ვიცოდი.-გააწყვეტინა ვახოს თათულიმ.-და მზად ვიყავი. ყველაფერი ისე გააკეთეთ როგორც გინდოდათ.-გაიღიმა,მაგრამ თვალები მაინც ცრემლით ჰქონდა სავსე. -მაშინ სუფრას მივუსხდეთ..-განაცხადა კაცმა და პირველი დაიძრა უკვე გაშლილი მაგიდისკენ… მოკრძალებულად,მაგრამ მაინც აღნიშნეს იმ საღამოს ჯარჯის და თათულის გაბედნიერება… ვერანდაზე იდგა თამთა,მოაჯირს ზურგით ეყრდნობოდა და მინის კედელს იქით მოზეიმე ადამიანებს უყურებდა.რამდენიმე ჭიქა მანაც დალია.მერე უცებ მარიამი გაახსენდა, მისი ფოტო აიღო გარეთ გამოვიდა. უყურებდა და თვალები ცრემლით ევსებოდა. -ახლა შენც აქ უნდა ყოფილიყავი. რამდენიმე თვე გავიდა,მაგრამ უშენობა მაინც ძნელია.მაინც ვერ ვეგუები.ის მაინც ვიცოდე ვინ ან რამ მიგიყვანა ამ მდგომარეობამდე.ჩემო გოგო,ჩემო საყვარელო,როგორ მოუშუშებელ იარად დამრჩი. იქ აღარ დარჩენილა,ჩუმად აიპარა საძინებელში და საწოლში შეწვა. მარიამის სურათთან ერთად დაეძინა… ******* უხმოდ იმგზავრეს სახლამდე.ქალი აშკარად განიცდიდა მომხდარს. მართალია შვილს გაბედნიერება მიულოცა,მაგრამ მაინც დარდობდა. ატყობდა როგორ უჭირდა და არც ის ამბობდა რამეს… ბოლოს დანიშნულების ადგილზე,რომ მიიყვანა,ვეღარ მოითმინა და უთხრა: -ნუ ნერვიულობ,ყველაფერი კარგად იქნება,აი ნახავ. -როგორ არ ვინერვიულო,როცა შვილი იქ დავტოვე. -დამიჯერე,საიმედო ხელშია,ვიცნობ იმ ბიჭს.იმედებს არ გავიცრუებს არც ჩვენ და არც თათულის. -მამაშენი? -ის არაფერს იზავს,მე მივხედავ,ახლა კი დაისვენე და არაფერზე იდარდო.. იმედიანად გადავიდა ქალი და სახლში შევიდა.მანამდე კი გაბრიელ კიდევ ერთხელ გაუღიმა და გულში ჩაიკრა.. იქ დიდხანს არ გაჩერებულა.სახლში წამოვიდა.ახლა მთავარი იყო ალექსანდრე ეკონტოლებინა… ის ღამე მშვიდობიანად დასრულდა. არაფერი მომხდარა მეტი. საკუთარი საძინებლის აივანზე იჯდა, ვისკის ბოთლთან დამეგობრებული აკონტროლებდა სიტუაციას. გაბუჟებული ორგანიზმი უკვე ვეღარ გრძნობდა გვიანი შემოდგომის სიცივეს... ***** დილიდანვე წვრილად სცრიდა და ისეთი ამინდი იყო,აუცილებლად ჩამოთოვდა.ალუდა შეშას ეზიდებოდა ტყიდან და მომდევნო დღეებისთვის იმარაგებდა.ერთიანად დასველებოდა ქურთუკი,მაგრამ აქ სიცივისგან გაყინვას ისევ წვიმისგან დასველება სჯობდა. ანას გვიან გაეღვიძა.წინა ღამით წიგნის კითხვას შეჰყვა და გამთენიისას ჩაეძინა.მეტი საქმე მაინც არაფერი ჰქონდა და არც უფიქრია ადრე დაძინება.დილით კი გარედან შემოსულმა ხმამ გააღვიძა. პლედი მოისხა და ფანჯარასთან მივიდა. ბიჭი ისევ მუშაობდა,წვიმისგან დასველებული თმა შუბლზე ჩამოსვლოდა.დროდადრო ხელით გადაიწევდა და საქმიანობას აგრძელებდა.დიდხანს იდგა აქ. იქამდე სანამ არ შეამჩნია როგორ გამოერია წვიმას ფანტელები. სიხარულისგან იყვირა,ჩაცმა არ გახსნებია,ისე გარეთ გავარდა. -ნახე,თოოვს.ალუდა რა ლამაზად თოვს.-ბიჭისკენ გაიქცა.ჩოხელმა ნაჯახი იქვე დადო და გოგოს გამოხედა. -შენ ასე უნდა ირბინო წინ და უკან? წადი რამე ჩაიცვი.ყინვაა უკვე. -არ მინდა,არ მცივა.-ხელები გაშალა, სახე ცისკენ მიმართა და რამდენჯერმე დატრიალდა.-თოვს,რა მაგარია. -ემოციებს ვერ მალავდა.მერე ხელისგულები გამოშალა, დიდი ფიფქები ეცემოდნენ და წამში უდნებოდნენ.მაგრამ მაინც ასწრებდა გაღიმებას ყოველი ფიფქის დაცემისას. -არ გესმის?გაცივდები,სახლში შედი.- კიდევ ერთხელ გაუმეორა ბიჭმა და უკვე დაჭრილი შეშა ხელში აიღო ფარდულში წასაღებად.უკან რომ მობრუნდა,ანა ისევ იქ დახვდა.თავი ვეღარ გააკონტროლა და ხმას აუწია. -შენ ისევ აქ ხარ?სახლში შედი-მეთქი. გაცივდები და შენი მოვლის თავი არ მაქვს.ისედაც ეგ ხელი ძლივს მოგირჩა. ეწყინა ანას ალუდასგან,ვეღარ მოითმინა და პასუხი დაუბრუნა. -ნუ მიყვირი.რასაც მინდა იმას გავაკეთებ და როგორც მინდა ისე მოვიქცევი. -ხმასაც უწევ?-არ ელოდა ბიჭი მისგან შემოტევას. -დიახ,ყელში ამოივიდა შენგან მბრძანებლობა და ყვირილი.ჩემი ბრალი არ არის თუ შენ მოგიწია ჩემი ძიძობა.ჩემი ბრალი არ არის ახლა აქ რომ ხარ.იცოდე არც მე არ მსიამოვნებს შენს გვერდით ყოფნა, მაგრამ გიტან.ზრდილობის და მადლიერების გამო რაღაცას ვითმენ, მაგრამ ეს ხომ შენთვის უცხოა. -ესეგი ახლა უზედელიც ვარ?-წინ გადაუდგა წასასვლელად მომზადებულ გოგოს. -დიახ,ხარ,უზრდელი,უხეში,ხეპრე,ვირი.-სალანძღავი სიტყვების კორიანტელი დააყენა გოგომ. -მადლობელი ვარ ასეთი თბილი სიტყვებისთვის.-ირონია გაურია ხმაში ალუდამ. -შენს ატანას,მერჩივნა იქ იმ უცხო ადამიანს მოვეკალი.-ცრემლიანი თვალები ჰქონდა გოგოს. -არც მე მეხატები გულზე.-დაადევნა ბიჭმა.-ახლა ხმის ტემბრიც კი ეწყინა. შიშით ვერაფერი მითქვამს. -გაბრაზებულმა წიხლი რამდენჯერმე ამოარტყა ხის მორს და ხმამაღლა შეიკურთხა რამდენჯერმე,ოღონდ ეს ბრაზი საკუთარი თავისკენ უფრო იყო მიმართული.ყოველთვის როცა უნდოდა რომ თბილად და კარგად მოქცეულიყო,პირიქით გამოსდიოდა.. კარი როგორც კი მიხურა,ცრემლები ვეღარ შეიკავა და თვალებიდან ადიდებული მდინარესავით დაეშვნენ. თავ-ბედს იწყევლიდა რომ იმ საბედისწერო ღამეს იქ აღმოჩნდა, რომ იმ ამბავს შეესწრო და აქ კიდევ რამდენ ხანს მოუწევდა დარჩენა არ იცოდა.ამ ბიჭის ატანა უკვე ძალიან უჭირდა.როგორ არ ცდილობდა მის გაგებას,მაგრამ არ გამოსდიოდა. საწოლშიც იმ ტანსაცმელით ჩაწვა,რაც ეცვა.საერთოდ არაინტერესებდა რომ სველი იყო.უკანასკნელი ორი კვირა რაც აქ იყო,გაუსაძლისი იყო და კიდევ უფრო აუტანელი ხდებოდა გრძნობდა… საქმე მალე დაასრულა.ყველაფერს რომ მორჩა სახლში შევიდა.შხაპი მიიღო,მოწესრიგდა,სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა და სამზარეულოდი გავიდა.შიმშილმა შეახსენა თავი.მაგრამ იმან უფრო შეაწუხა რომ ანა ოთახიდან არ გამოვიდა მთელი ამ დროის განმავლობაში.საჭმლის მომზადებას თავი დაანება და ზემოთ ავიდა. რამდენჯერმე დაუკაკუნა,გოგომ ხმა არ გასცა.ადგა და დაუკითხავად შეაღო კარი.საწოლში მოკუნტულიყო გოგო და ტიროდა.გულში საკუთარ თავს კიდევ ერთხელ შეაგინა და მისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა ფრთხილად.ანამ ცრემლები ჩუმად მოიწმინდა და საბანი კიდევ უფრო მეტად გადაიფარა.. -სველი ტანსაცმლით დაწოლა არ შეიძლება,გაცივდები და ავად გახდები.-მზრუნველი ტონი ჰქონდა ბიჭს.გოგომ ხმა არ გასცა. -უკვე საღამოა,შენ კი არაფერი გიჭამია,ასე არ შეიძლება. -არც ის შეიძლება,სულ რომ მიყვირო და მეჩხუბო.-ვეღარ მოითმინა და პასუხი გასცა. -ბოდიში.არ მინდოდა ასე გამოსულიყო. მე უბრალოდ სხვანირად მოქცევა მინდა და ყოველთვის სხვანაირად გამომდის. -თავის გამართლება არ გიშველის. არადა დღეს დაბადების დღე მაქვს და ვიფიქრე ეს ყველაზე განსხვავებული დღე იქნებოდა,რადგან ასე დაიწყო. თოვლი არასდროს მოსულა ამ დღეს. -მართლა?არ ვიცოდი.ან საიდან უნდა მცოდნოდა?ესე უბრალოდ შენი თავი ჩამაბარეს და შენზე ვზრუნავდი.. -პატარა ბავშვი არ ვარ.შენ შეიძლება დამიცვა მკვლელებისგან,მაგრამ არ მინდა დაცვა ამ ყველაფრისგან რაც აქ არის.ამ სილამაზისგან დაცვა არ მინდა.ეს ბუნება,ეს ადგილი ერთადერთია,რაც ჩემი ოცდასამი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დასამახსოვრებელია.. -ადექი… -რაა? -ადექი-მეთქი.უნდა ავღვიშნოთ ეს დღე.მომეცი უფლება ყველაფერი გამოვასწორო. -რას აპირებ?-ეჭვით უყურებდა ისევ გოგო. -გამოიცვალე და მოწესრიგდი,ქვემოთ დაგელოდები. ალუდამ კარი გაიხურა და ხმაურით გაიარა დერეფანი.მისი ნაბიჯების ხმა რამდენიმე წამს ესმოდა ანას.მერე ადგა და მოწესრიგებას შეუდგა…. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ყველაზე ლამაზ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა ამას რომ ალუდა ჩოხელი საშინლად რომანტიკოსი აღმოჩნდებოდა.ერთ ადგილზე გაშეშებული იდგა და თვალს ვერ აშორებდა ბუხართან მჯდარ ბიჭს, რომელიც ხის მოწნულ სავარძელში იჯდა და ბოკალიდან წითელ ღვინოს წრუპავდა.მის გვერდით პატარა მაგიდა დაედგა,მეორე მხარეს ისეთივე სავარძელი,როგორშიც თვითონ იჯდა.სანთლები,ტორტი ღვინო,თეფშზე ლამაზად დაჭრილი ხილი და ბუტერბროტები... -ეს ყველაფერი საოცარია. -მიუახლოვდა და ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა გოგომ.მაგრამ ალუდამ გაიგო.მაინც გაუგო და ამოხედა. -არ დაჯდები?-ჭიქა აიღო სასმლით შეუვსო.მერე კი ტორტზე ჩარჭობილი ერთი სანთელი აანთო.-მისი სურვილი ჩაიფიქრე და ჩააქრე. -მე სურვილები არ მაქვს და დიდი ხანია ოცნებაზეც უარი ვთქვი.მხოლოდ ის მინდა რომ აქედან წავიდე და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს. -ეე,კარგი რაა.ეგ ხომ ხმამაღლა არ უნდა გეთქვა.-დატუქსა ბიჭმა. -რა ვქნა თუ ეს ასეა? -მერე ისევ ჩემზე განაწყენდები.არადა მინდა ეს დღე განსაკუთრებულად დაგამახსოვრდეს. -მეტი აღარაა საჭირო.აღარც ოცნებები და აღაც სურვილები.ისედაც განსაკუთრებულია უკვე შენი წყალობით.მადლობა ამისთვის. -სანთელი ჩააქრო,მერე კი დაუფიქრებლად და გაუთვიცნობიერებლად აკოცა ბიჭს ლოყაზე.გაოცებულმა ჩოხელმა ხელი ჩამოისვა იმ ადგილზე სადაც გოგოს ტუჩები შეეხო და თითქოს ცეცხლი წაუკიდა.ჭიქა აიღო რომ მისი დაბნეულობა დაეფარა და უკვე საპირისპიროდ მჯდარ გოგოს შეხედა. -მაპატიე დღევანდელი.მაპატიე რომ ასეთი ექსპრომტი გამოვიდა, ყვავილებიც კი არ არის.მაგრამ გპირდები მომავალში,თუ ისევ მოგვიწია შენი დაბადების დღის ერთად აღნიშვნა,ყველაფერი სხვანაირად იქნება. -გაჩერდი ჩოხელო და უბრალოდ დაჯექი.თავს ნუ იმართლებ.რადგან ყველაფერი იმაზე კარგია,ვიდრე შენ გგონია ან წარმოიდგენ, -ბედნიერებისგან ანთებული თვალები მიანათა გოგომ. -დაბადების დღეს გილოცავ.-სწრაფად მიაყარა ბიჭმა და სასმელი მოსვა. -მადლობა რომ ეს დღე ასე გამილამაზე.-ანამ ხელში შეათამაშა ჭიქა და მერე გემოც გაუსინჯა… -იქნებ ტორტი დაგეჭრა? -ჯერ მშია.-გაეცინა გოგოს და ლორიან ბუტერბროტს დასწვდა.-დესერტი ბოლოს. -გააჩნია შენთვის რა არის დესერტი. ჩემთვის ეს სრულიად უაზროა. -რატომ?არ გიყვარს ტკბილეული? -მე ტკბილი ტუჩები უფრო მიყვარს და მას ვთვლი დესერტად.-თვალი ჩაუკრა გოგოს და ლუკმა პირში გაუშეშა. - დღეს ძალიან თამამი ხარ.შენი უნდა მეშინოდეს? -არა,ყველაზე ნაკლებად ჩემი უნდა გეშინოდეს.რადგან რომ მინდოდეს აქამდე გამოვიყენებდი შანსს, რომელიც ძალიან ბევრი მქონდა. შეიძლება ბევრი უარყოფითი მაქვს, მაგრამ ქალის სურვილის საწინააღმდეგოდ არასდროს მივდივარ.-ალუდამ კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა.იქნებ ამიტომ ვერ შეამჩნია ანას სახეზე მომხდარი ცვლილება. გოგომაც დაუფიქრებლად გაუყენა წითელი სითხე კუჭისკენ მიმავალ გზას და მზერა ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს გაუშტერა.ოთახში შეშის ტკაცუნის ხმა ისმოდა,რომელსაც გარედან წვიმის ხმა უერთდებოდა… -არავინ გყავს?-სიჩუმე დაარღვია ალუდამ. -ვის გულისხმობ? -შეყვარებულს,ოჯახის წევრებს… -შეყვარებული არ მყავს,არასდროს მყოლია.მამა მაშინ გარდაიცვალა, როცა ხუთი წლის ვიყავი.ვერც კი ვგრძნობდი ამას.მხოლოდ ის ვიცოდი,რომ ჩვენს სახლში ბევრი სტუმარი მოდიოდა და მამა მათ წაიყვანეს.მას მერე სტუმრებიც მძულს, სუფრებიც და ხალხმრავლობაც. -მაგრამ შენ ერთ-ერთ ხალხმრავალ რესტორანში მუშაობდი.. -სხვა გზა არ მქონდა...ფული მჭირდებოდა და კარგად მიხდიდნენ. -კიდევ მომიყევი რამე შენზე.-უთხრა ალუდამ და ისევ ჩამოასხა სასმელი. -სოფელში ვიზრდებოდი.მუდმივ წვალებაში და სიღარიბეში.მუდმივად სხვისი გამონაცვალი მეცვა.სკოლაში კარგად ვსწავლობდი.სახლის საქმეებიც ჩემს კისერზე იყო.დედა სულ სამსახურში.მაგრამ კაპიკებს უხდიდნენ.ბებია ავადმყოფობდა და წამლები სჭირდებოდა.სკოლას ვამთავრებდი,როცა ჩვენს ოჯახს მაჭანკალი მოადგა...ანამ თხრობა შეწყვიტა და კიდევ ერთხელ დალია, ალბათ სითამამისთვის.ბიჭს გული უფრო და უფრო სტკიოდა და ეცოდებოდა რაც უფრო მეტად ყვებოდა გოგო თავის ისტორიას. -წარმოუდგენელია,რა მაჭანკალი? ჩვენს დროში? -ხო,ასეა,დედას დიდხანს არ უფიქრია, რადგან ისე დაუხასიათეს ის ბიჭი. მაშინვე იფიქრა რომ ქერის ორმოში ვვარდებოდი.ერთ თვეში,როცა ჩემმა კლასელებმა სკოლა დაამთავრეს და ამას ზეიმობდნენ,მე უკვე გათხოვილი ქალი მერქვა.მე უკვე ის ადამიანი ვიყავი,ვინც გასაყიდი საქონელივით გაყიდეს.იქ ცხოვრება კი უბრალოდ კოშმარი იყო...არ მაკლა ცემა, დამცირება,ძალადობა ფიზიკურად და მორალურად ოჯახის ყველა წევრისგან,ჩემი მშველელი კი არავინ იყო.ერთი წლის შემდეგ,ქმარი ნასვამი დაბრუნდა და უმიზეზოდ ამიშარდა, ისე დამარტყა,რომ იატაკზე დავეცი და თავი დავარტყი.მაგრამ თავზე მეტად მუცელი ამტკივდა და სისხლდენა დამეწყო.აღმოჩნდა რომ ორსულად ვიყავი და მეც კი არ ვიცოდი.ისეთი კივილი,ავტეხე,როგორც არასდროს. ჩემში სხვა ინსტიქტები ჩაირთო. ამჯერად მეზობლებმა აღარ დაუთმეს და საავადმყოფოში წამომიყვანეს. მერე ცოტაოდენი დანაზოგი მომცეს და თბილისში გამომაპარეს… აქ სულ სხვა ცხოვრება დავიწყე. ახლიდან დავიბადე.მაგრამ დღემდე შიშით ვცხოვრობ.ახლა ჩემ ყოფილ ქმართან ერთად იმ უცნობისაც მეშინია. ანას უკვე მოჰკიდებოდა სასმელი და ცრემლების შეკავებაც უჭირდა. -შენი ქმარი სად არის ახლა? -ციხეშია,რამდენიმე წლის შემდეგ მომაგნო და დავაჭერინე. თუმცა მუქარებს მაინც არ მაკლებს.არც კი ვიცი იქიდან რომ გამოვა რას იზავს. იქნებ ჯობდეს რომ მოვეკალი იმ კაცს. -სისულელეს ნუ ამბობ.შენ მარტო აღარ ხარ.გჯეროდეს რომ ყოველთვის დაგიცავ..მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც.შენ უკვე მაჩაბელების და ჩოხელების მფარველობის ქვეშ ხარ და ძნელად თუ გაბედავს ვინმე ჩვენს წინააღმდეგ წასვლას… ის ღამე გულახდილობის საღამო იყო.დიდხანს ისაუბრეს და მოუყვნენ ერთმანეთის შესახებ ამბები.თან სვავდნენ.ორივეს დაავიწყდა რატომ იყვნენ აქ.ხან ტიროდნენ,ხან იცინოდნენ..იქნებ ამიტომ გამორჩა ალუდას როგორ გაუჩერებლად რეკავდა მისი ტელეფონი. სკამებიდან თბილ ხალიჩაზე გადაინაცვლეს,პლედები მოიხურეს, ბუხარს შეუკეთეს და საუბარი განაგრძეს.მაგრამ შუაღამისას სასმელმა და ბუნებამ თავისი ქნა და ჩაეძინათ.ანას მის მხარზე ჩამოედო თავი და მშვიდად სუნთქავდა.ალუდა ჯერ მისი ყურებით ტკბებოდა,მერე კი მასაც მოაკითხა მორფეოსმა.. ******* თუშეთი თოვლს დაეფარა. ულამაზესი იყო ყველაფერი.მთებს თეთრი საპატარძლო კაბები ჩაეცვათ. მზის სხივები კი ისე ირეკლებოდა მათზე,როგორც მაქმანები… ჩანაცრებული ბუხრის წინ ერთმანეთზე მიხუტებულ წყვილს ეძინა.სრულიად დაკარგვოდათ საფრთხის შიში.. ირგვლივ გამეფებული სიჩუმე იარაღის გასროლის და ფანჯრების მსხვრევის ხმამ დაარღვია.წამში გამოფხიზლდა ალუდა,გოგოს ხელი სტაცა და იატაკს გააკრა,თვითონ ზემოდან გადაეფარა. -რა ხდება?ვინ არიან?-შეშინებული იყო გოგო და ხმა უკანკალებდა. -არ ვიცი,წარმოდგენა არ მაქვს.ალბათ მოგვაგნეს.აქ დარჩი შენ და თავი არ ასწიო. -შენ სად მიდიხარ?-ხელზე დაეჯაჯგურა ბიჭს გოგო. -კარს გავამაგრებ,ფანჯრები ისედაც დაცულია,გისოსები აქვს და ვერ შემოვლენ. -გეხვეწები არ წახვიდე.მეშინია. -ატირდა ანა. ალუდამ მკლავებში ჩაავლო ხელი და ოდნავ შეანჯღრია,რომ გონზე მოეყვანა. -ყველაფერი კარგად იქნება. დამიჯერე.არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავდეს. -მპირდები? -გპირდები.-თვალებში ჩახედა ბიჭმა და ჩაეხუტა.მერე მოშორდა,კარისკენ გახოხდა და კედელს ამოეფარა,კარი კარგად გადარაზა,კომოდი გაახოხა და მიადგა.მის უკან კი სავარძლები.მერე იარაღი შეამოწმა და სახლის სიღრმეში გაუჩინარდა.სამზარეულოს უკან პატარა კარი იყო,საიდანაც ფარდულში გასვლა შეიძლებოდა. იქიდან გაარჩია თავდამსხმელების რაოდენობა,სამნი იყვნენ მანქანიდან გადმოსულები და სახლისკენ მოიწევდნენ.მეოთხე საჭესთან იჯდა. იარაღი შემართა,სამიზნე გაასწორა და გაისროლა.წამში სამივე დაეცა და გაუკვალავი თოვლი მათმა სისხლმა შეღება.სანამ მძღოლი გონს მოვიდა და რეაგირება მოასწრო,მანამდე წამოადგა თავზე და იარაღის ლულა პირდაპირ საფეთქელზე მიაბჯინა. -იარაღი მომეცი და ფრთხილად გადმოდი მანქანიდან,თორემ აქვე გაგასხმევინებ ტვინს.-გამოსცრა კბილებში. რამდენიმე წუთში უკვე სამზარეულოში ჰყავდა,სკამზე მიბმული.პირი აუკრა და ანასთან დაბრუნდა ოთახში.გოგო იატაკზე იჯდა.ხელები ყურებზე აეფარებინა,თვალები დაეხუჭა და შიშისგან აკანკალებული ტიროდა. მასთან ჩაიმუხლა,ხელები ჩამოაწევინა და სახე დაუჭირა. -ყველაფერი მორჩა. -დაწმუნებული ხარ?-მისი ხელები ზემოდან შემოხვია გოგომ და ცრემლიანი თვალები მიანათა იმედით ბიჭს. -მე ხომ შეგპირდი,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ყველასგან და ყველაფრისგან დაგიცავდი?ხოდა ნუ გეშინია.მე დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ. -მაინც მეშინია, -გაუთვიცნობიერებლად მოეხვია გოგო და დააბნია ბიჭი. -გეყოფა ტირილი.ახლა ადექი,შენს ოთახში გადი.მოემზადე და სანამ არ დაგიძახებ,არ გამოხვიდე. სამზარეულოდან რაღაც ხმა მოესმა გოგოს და შიშისგან კიდევ უფრო მეტად მეხვია. -აბა დასრულდაო? -ნუ გეშინია,დაბმულია,ვერაფერს დაგიშავებს.უნდა დავკითხო და გავიგო ვინ გამიგზავნა აქ. -ფრთხილად იყავი.-სთხოვა გოგომ და საძინებელში გაუჩინარდა. მალევე გამოიცვალა ტანსცმელი.ან რა ჰქონდა ჩასალაგებელი რაც არაფერი გააჩნდა?ორიოდე ჯინსის შარვლისა და სქელი მაისურის გარდა?ჯერ საძინებლში იჯდა.მაგრამ მაინც აღწევდა მის ყურამდე სამზარეულოდან გამოსული ხმები.იქ ვეღარ გაჩერდა და ალუდას გაფრთხილების მიუხედავად მაინც გამოვიდა ოთახიდან.სამზარეულოში შესული კი ბიჭის გაველურებულ და გაცხოველებულ სახეს შეეჩეხა და ამის ძალიან შეეშინდა.ერთ ადგილზე გაშეშდა. -ეგ არ გააკეთო,თორემ მისნაირი გახდები.-დაუფიქრებლად წამოისროლა და ჰაერში გაუშეშა ხელი. -ხომ გითხარი ოთახში დარჩენილიყავი.-შეუბღვირა ბიჭმა. -ძალადობოთ ძალადობას წარმოშობ. ეს კი საშინელებაა და თუ ჩემს გამო მოგიწევს შენი სახე დაკარგო,მაშინ ჩემს გადარჩენას აზრი არ ჰქონია. მაშინ სიკვდილი ჩემი ხსნაა… -მას უმადლოდე შენს გადარჩენას. -პირი აუკრა და ფეხზე წამოაყენა ბიჭი.-წასასვლელად მოემზადე.-გასცა ბრძანება და წინ წავიდა.უკან გოგო აედევნა.საბარგულში ჩატენა ტყვე. რამდენიმე წუთში კი უკვე გზას ადგნენ.ამაოდ რეკავდა თამთასთან. ტელეფონი არ იჭერდა.იქნებ სწორედ ამიტომ ვერ გაიგო წინა დღის ამბები… -ახლა რა იქნება?-იკითხა ანამ. -არ ვიცი.ახლა მთავარია დარეკვა შევძლო. ცოტა რომ გაივაკეს,ტელეფონმა სიგნალი მიიღო და მაშინვე გავიდა ზარი. -მოგვაგნეს,-მხოლოდ ეს უთხრა ბიჭმა. -რაა?საიდან?როგორ?-წამოხტა თამთა საწოლიდან და ჩაცმა დაიწყო,თან ალუდას ელაპარაკებოდა. -არ ვიცი.ახლა გზაში ვარ,სახლში მოვდივარ. -არ გაბედო სახლში მოსვლა.აქ რაღაცეები მოხდა. -მშვიდობაა? -ჯარჯიმ ცოლი მოიყვანა. -რაა?-მოულოდნელობისგან მუხრუჭს დააჭირა ფეხი ბიჭმა და ღვედი რომ არ ჰკეთებოდათ თავს საქარე მინას დაარტყავდნენ. -მერე ამ ამბავს ალექსანდრე ფიცხელაური მშვიდად შეხვდა? -გაეცინა ბიჭს. -ჯერ არ გაუგია. -ხოო,რომ გაიგებს მეორედ მოსვლა იქნება. -საწყობში დაგელოდებით.იქ მოდით. -კარგი.თან ერთ-ერთი მათგანი მყავს. -ხოდა ძალიან კარგი.იქ დავკითხავთ. როგორც კი ალუდასთან საუბარი დაასრულა,გამოვიდა და მაშინვე და ჯარჯის ოთახის კარზე ატეხა ბრახუნი. -რა ხდება?-კარს იქით ნახევრად შიშველი და თმა აბურდული ჯარჯი გამოჩნდა.აშკარად ნამძინარევი იყო, რომელიც იმ წუთას წამოაგდეს საწოლიდან. -ცოტა ხანს დატოვე ცოლი და გამომყევი.მნიშვნელოვანი საქმეა. -რა მოხდა?მშვიდობაა?-მიაყარა სხაპასხუპით და სახეზე შიშმა გადაურა.-ნუთუ ალექსანდრე… -დაიჩურჩულა,რომ თათულის არაფერი გაეგო. -არა,ის არაფერ შუაშია,ჯერჯერობით. მანქანაში დაგელოდები.-მოკლედ მოუჭრა და ზურგი შეაქცია,კიბეზე დაეშვა. ნერვიულად ათამაშებდა საჭეზე დაწყობილ თითებს და მომხდარზე ფიქრობდა.ერთი სული ჰქონდა ალუდა ენახა და მისგან დაწვრილებით მოესმინა ყველაფერი.იმის გააზრება რომ გაბრიელი არაფერ შუაში იყო მომხდართან,სიხარულს ჰგვრიდა.. მაგრამ იყო მაგრამ,რომლის უკან მნიშვნელოვანი რამ ან ვინმე იმალებოდა და ეს აუცილებლად დღესვე უნდა გაერკვია. დიდი დრო არ გასულა.მამიდაშვილმა რომ გამოაღო კარი და მის გვერდით დაიკავა ადგილი. -ისეთი რამ უნდა მითხრა ახლა,რომ თათულის წყენაზე ნაკლები არ იყოს.- საყვედური ერია ბიჭის ხმაში. -კარგი.-უთხრა თამთამ,მანქანა ეზოდან გაიყვანა და მოყოლა დაიწყო… -ამის დედას შევ..ი.-იღრიალა ბიჭმა და მანქანის ტორპედოს ხელი გამეტებით დასცხო,როცა ყველაფერი მოისმინა.- თქვენ რა საქმეებს ხლართავთ ჩემს ზურგს უკან. -ნუ ყვირი.-არ დაუთმო თამთამ. -მე მაინც მგონია რომ ფიცხელაურების გარეშე ეს საქმე არ ჩაივლის. -ამჯერად ისინი არაფერ შუაში არიან. -გაბრიელი შეიძლება არა,მაგრა მამამისი.. -არც ეგ… -და შენ ამ ყველაფრის მერე მშვიდად მეუბნები რომ ამ საქმეში შემოდიხარ. -ასეა,მყიდველიც ვიპოვე უკვე. -ბიძია ამას რომ გაიგებს,გაგიჟდება. -სხვა გზა არ ექნება,მოუწევს დათანხმება.ჩემი ძმა კაციშვილმა არ იცის სად არის და საერთოდ ოდესმე მოვა თუ არა გონს.ისიც არ ვიცით შეძლებს თუ არა დაბრუნებას ან თუ დაბრუნდება რამდენად ექნება ამ ბიზნესის მართვის უნარი.თქვენ თქვენი ოჯახი გყავთ დასაცავები და თქვენი წილი საქმეც გეყოფათ.ასე რომ გამოდის მამაჩემის ერთადერთი მემკვიდრე მე ვარ. -მე შენ ამისთვის არ მემეტები თამთა. ეს ბიზნესი ძალიან ბინძურია და შენ უბრალოდ ვერ გაუძლებ. -გავუძლებ და ვაიძულებ ყველას მიმიღონ და პატივი მცენ,ისევე როგორც თქვენ.როგორც მამაჩემს. -ამას როგორ აპირებ?მამაშენის ზურგსუკან მოქმედებით?მისგან მალულად პოულობ შუამავალს და იარაღის მომავალ მყიდველს. -ეს აუცილებელია.. -და ვინ არის ეგ შუამავალი?საერთოდ საიდან გამოჩხრიკე?შეამოწმე მაინც? -არა. -მყიდველის შესახებ იცი რამე? -არა. -აბა საიდან იცი რომ არ გატყუებს ან ფიცხელაურების კაცი არ არის? -ვიცი.. -შენს ინტუიციას და გრძნობებს არუნდა ენდო პატარავ.ეს საქმე ასე არ კეთდება და არც ისაა სწორი ჩემს ზურგს უკან რომ მოქმედებდით შენ და ჩემი ძმა.ან რამ მოგაფიქრებინათ ეს სისულელე. -კარგი,გეყოფა.ახლა ხომ იცი და ესაა მთავარი.-გააწყვეტინა გოგომ და მანქანა საწყობში შეაყენა.იქ მათ გარდა არავინ იყო.გადავიდა და უკან გაიყოლა ჯარჯიც. ერთ საათში გარედან მანქანის ხმაური მოისმა და მალე ალუდა ჩოხელის შავი ლექსუსი შემოსრიალდა.ნორმალურად არ გყავდა გაჩერებული,ისე სწრაფად გადმოხტა იქიდან და მათკენ დაიძრა. მოქუფრული სახე და ბრაზისგან ანთებული თვალები იმაზე მიუთითებდა,რომ ძალიან იყო გაბრაზებული. -ახლა რომ მითხრათ რომ ამ ამბავში ფიცხელაურების ხელი არ ურევია, შეიძლება გავგიჟდე და თქვენც ვერ გადამირჩებით.-იქუხა ბიჭმა. -არ ურევია.-მშვიდად უპასუხა ჯარჯიმ. -შენ მეუბნები ამას?ჯერ კიდევ გუშინ მოიყვანე ცოლი და უკვე მისიანების დაცვაზე გადახვედი. -ეს რა შუაშია მომხდართან?ამ საქმეში თათულის ნუ გარევ და ნურც გაბრიელს. -ახლა შენი გაბრიელი გახდა?მას იცავ?-არ ცხრებოდა ბიჭი და არც ძმა წუთმობდა. -ყლ..ე ვინ რას იტყვის და ვინ რას ფიქრობს.რომ ვამბობ ის არაფერ შუაშია,ესეგი ასეცაა.-იღრიალა ჯარჯიმ. -გეყოფათ.-უყვირა თამთამ და შუაში ჩაუდგა.-ჩვენ აქ ერთმანეთს ვჭამთ, გარეთ კი ვიღაც ამით სარგებლობს. -ხელი გაიშვირა გოგომ გასასვლელისკენ.ორივე დამშვიდდა და უკან დაიხია.-წადი ბიჭი გადმოიყვანე. ალუდა მანქანისკენ დაიძრა,ჯარჯი კი გაბრაზებული შებრუნდა,ყუთს ამოარტყა ფეხი და შეიგინა.თამთამ სკამი გამოათრია საიდანღაც,მყარად დადგა და გვერდით პატარა მაგიდა მიუჩოჩა.. -არანორმალურები ხართ.-უთხრა ჯარჯიმ და გვერდით ჩამოჯდა. ალუდა მანქანასთან მივიდა. მდუმარედ მჯდარ ანას გვერდით ჩაუარა და საბარგული გახსნა. -გადმოდი.-უბრძანა ბიჭს და ძალით გადმოათრია.ისევ ჩაუარეს გოგოს. კიდევ ერთხელ გაუსწორეს ერთმანეთს თვალი. -აქ დარჩი და რაც არ უნდა მოხდეს მანქანიდან გადმოსული არ დაგინახო.-გააფრთხილა ბიჭმა. შეშინებული კიდევ უფრო მეტად მოიკუნტა სავარძელში,როცა თავდამსხმელისგან მტრული მზერა დაიჭირა.მაშინვე უბიძგა ხელი და წადიო ანიშნა. სკამზე დასვა.შეამოწმა ხელები კარგად ჰქონდა თუ არა შეკრული და წინ მოუარა. -აბა,იტყვი თუ არა ვინ გამოგგზავნა? თუ გავაგრძელო დაწყებული? ბიჭი ჯიუტად დუმდა. -კარგი,რადგან ისევ ისე აგრძელებ, მაშინ სხვა ხერხებს მივმართავთ. პატარა,შავი ნაჭერი აიღო,სახეზე გადააფარა და დაუჭირა,ზემოდან კი თამთამ ბოთლით სავსე წყალი დაასხა ნელ-ნელა.ბიჭს სუნთქვა გაუჭირდა. ფართხალებდა და ამაოდ ცდილობდა გაქცევას.ალუდას ძლიერად ეჭირა.. -ისევ ჩუმად იქნები თუ გაგახსენდა რამე?-ჰკითხა თამთამ,როცა წყალი გამოელია. -მართლა არაფერი არ ვიცი. -დაიკვნესა ტყვემ. -მე მაინც ვეცდები გაგახსენო.მიდი.- ანიშნა ალუდას და მანაც თავის პატარა ჩანთა გაშალა მაგიდაზე, რომელშიც სხვადასხვა ინსტრუმენტები იყო ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული. ერთ-ერთი აიღო,რომელსაც ბასრი პირი და წვერი ჰქონდა და ცხვირწინ დაუტრიალა ბიჭს. -იცი ტყვეების წამების ერთ-ერთი ხერხი რა იყო?ამას ფრჩხილების ქვეშ შეურჭობდნენ და ნელა,ძალიან ნელა აცლიდნენ კანიდან.ეს ჯოჯოხეთური წამები იყო.-ხელი ჩასჭიდა და ფრჩხილის ქვეშ ნელა შეაცურა ინსტრუმენტი,რასაც ბიჭის ყვირილი მოჰყვა.ალუდა აგრძელებდა. -პირველ ორს უძლებდნენ,მესამეზე უკვე ტყდებოდნენ და ითხოვდნენ რომ წამება შეეწყვიტათ. -გაჩერდი,გთხოოვ.არ გინდა.გთხოვ გაჩერდი.-პირველივეზე ატეხა ყვირილი ბიჭმა.ალუდა ისევ აგრძელებდა.სანამ ის ხმა არ მოესმა, რომელმაც ადგილზე გააშეშა. -მირჩევნია მოვკვდე და იმ მკვლელის ტყვიას ვემსხვერპლო,ვიდრე შენ ასეთს გხედავდე. -წადი აქედან.-უყვირა ბიჭმა. -არ წავალ.ან გაჩერდები ან ახლავე წავალ და ვეღარასდროს მნახავ.-უკან დახევას არ აპირებდა ანა. -მგონი ჩემ ძმას დაერხა.-თამთას გადაუჩურჩულა ჯარჯიმ.ორივეს ჩაეღიმა.მერე მაჩაბელი შუაში ჩაუდგა ორივეს და ალუდას მიმართა.- მე დავასრულებ. -შენ ამაში არ უნდა ჩაერიო. -მე დასაკარგი არაფერი მაქვს.შენ კი…-თვალით ანიშნა აცრემლებულ გოგოზე. -ამის დედაც…-შეიგინა ალუდამ.-ეს დასასრულია.სუსტი წერტილი გამიჩნდა და მემგონი ეს დედამოტყ…ად კარგი შეგრძნებაა.- კეფაზე მოისვა ხელი. -მაშინ მიდი მასთან,ხელი ჩაჰკიდე და დაამშვიდე,სხვა თუ არაფერი შეგიძლია.-ხელით უბიძგა ალუდას. ბიჭი რომ მოშორდა და ანასთან ერთად იქიდან გავიდა მაშინვე მიუბრუნდა ტყვეს და შეწყვეტილი უნდა გაეგრძელებინა,თუმცა ჯარჯიმ შეაჩერა. -შენ არა,ამას მე ვიზავ. -კარგი. იმაზე მალე გატყდა,ვიდრე ელოდნენ. ჯერ მეორე თითზე იყვნენ გადასულები,ბიჭმა რომ იყვირა. -გაჩერდით და ყველაფერს გეტყვით. -მიდი,გისმენ. -გაბრიელ ფიცხელაური,მან გასცა ბრძანება.-იყვირა ბიჭმა. -არაა,არაა.არაა.-იყვირა თამთამ და გველნაკბენივით უკან გახტა. იგრძნო როგორ გამოტოვა გულმა რამდენჯმე დარტყმა და მერე საერთოდ გაჩერდა. -იტყუები.-კბილებში გამოსცრა ჯარჯიმ. - სიმართლე აღიარე. -არ გატყუებთ,ჩემი ტელეფონი ნახეთ და ბოლო ნომერზე დარეკეთ. არ დააცადა ჩოხელს,დაასწრო და უკანასკნელ ნომერზე დარეკა. ნატრობდა რომ გაბრიელს არ ეპასუხა. ახლა მისი ერთადერთი სურვილი ეს იყო.ამაზე მეტად არაფერი გაახარებდა.მაგრამ იმედები გაუცრუვდა.საყვარელი ხმა მოესმა და იქ დაასრულა მისმა გრძნობამ არსებობა. -ადგილზე ვარ,რატომ არ მოხვედი? გელოდები… ტელეფონი მოისროლა,კედელს მოხვდა და ნატეხებად იქცა. -მაინც ვერ დავიჯერებ ამას,რომ ფიცხელაური თამაშობს. -შენ ამ ბოლო დროს მისი თავგადაკლული დამცველი გახდი.რა ხდება?ჯერ კიდევ გუშინ შევნიშნე ეს. -არაფერი ისეთი.უბრალოდ მგონია რომ მის წინააღმდეგ ვიღაც განგებ ხლართავს ინტრიგებს… -ეს აქ დატოვე,დაცვა დაუყენე,ჩვენ კი სახლში მივდივართ,მამას უნდა დაველაპარაკოთ… ალუდამ მკლავში უხეშად სტაცა ხელი და გასასვლელისკენ გაიყოლა ანა. -ხომ გითხარი მანქანაში დარჩი-თქო? რატომ არ მიჯერებ?-იყვირა ბიჭმა. -იმიტომ რომ ნელ-ნელა შენც მას ემსგავსები.. -მე კი არ ვემსგავსები ასეთი ვარ,ასეთი ვიყავი ყოველთვის. -მანქანასთან გაჩერდნენ,ხელი გაუშვა და მანქანის კარი გამოაღო.-დაჯექი. -არ დავჯდები.-ჯიუტობდა გოგო.-ნუ ცდილობ შენი ნამდვილი სახე დამალო და ისეთი გამოჩნდე, როგორიც არ ხარ. -შენ არაფერი არ იცი.სულ არაფერი. მას ჩვენი მოკვლა უნდოდა. -ხოდა შენც რომ მისნაირი ხდები,ეს არ მინდა. -რაში გაინტერესებს მე როგორი ვიქნები ან რას ვიზავ?ყველაფერი დასრულდება და ორივე საკუთარ გზაზე წავალთ.შენც დაუბრუნდები ნორმალურ ცხოვრებას. -ის ალუდა,იქ რომ იყო,თუშეთში,ის ალუდა დააბრუნე და არასდროს მისცე უფლება არავის შენი სახე დაგაკარგვინოს.მე რომ არ ვიყო შენს გვერდით,ყოველთვის გახსოვდეს ეს. -ჩაილაპარაკა გოგომ და მანქანაში ჩაჯდა.გაბრაზებულმა მიიხურა კარი და მისკენ აღარც გაუხედავს. ჩოხელმა გულში კიდევ ერთხელ შეიკურთხა და ზარს უპასუხა…. -სახლში მივდივართ,სასწრაფოდ….. -ამცნო ძმამ და გაუთიშა… **** კიდევ ერთი უცნობი გოგოს გამოჩენამ მაჩაბელებში ახლი ელდა გამოიწვია. სანამ რამის თქმას მოასწრებდნენ, მანამდე დაასწრო ყველას ქეთო მაჩაბელმა დასკვნის გამოტანა და თავში ხელები შემოირტყა მეორე შვილმაც ცოლი მოიყვნაო. -დედა,ეს ის არ არის ... -ალუდა ჩოხელო,ნუ უარყოფ, ვაჟკაცობა მაინც გეყოს აღიარო რომ ეს დრო ამ გოგოსთან ერთად იყავი გადაკარგული.-ხმა გაიმკაცრა ქალმა. -დედაა იქნებ მათქმევინო.-ამაოდ სცადა თავის მართლება ბიჭმა,მაგრამ ქალმა გვერდი აუარა და მის უკან ატუზულ ანას თვალი გაუსწორა.თამთა და ჯარჯი ჩუმად იდგნენ და ცდილობდნენ სიცილი შეეკავებინათ. ეს ნამდვილად არ ჰქონიათ დაგეგმილი და არც კი მოსვლია აზრად.უბრალოდ უნდოდათ ოჯახის უფროსს დალაპარაკებოდნენ. ერთმანეთს მდუმარედ უყურებდნენ ქეთო და ანა.თითქოს ამ მზერაში ცდილობდა ქალი გოგოს ნამდვილი მიზნების და გრძნობების ამოცნობას. ოთახში უკვე ყველას მოეყარა თავი. თათულიც გამოჩნდა და მაშინვე ქმარს ამოუდგა გვერდით.ვერ გაბედა ეკითხა რა ხდებოდა. -ჩემი შვილი გიყვარს?-ჰკითხა გოგოს. ანა დაიბნა და ხმა ვერ ამოიღო. -დუმხარ,ესეგი გიყვარს.-დაასკვნა ქალმა. -დედა.იქნებ მომისმინო.-ისევ სცადა ჩარევა ალუდამ. -გაჩუმდი შენ და მიპასუხე ძალით წამოიყვანე თუ ნებით გამოგყვა? -სხვა გზა არ დაუტოვა.-უპასუხა თამთამ მათ მაგივრად და თვალი ჩაუკრა მამიდაშვილს, რომელმაც იმ წუთას განწირულმა შეხედა. -ღმერთო მიშველე.-გულზე ხელები იტაცა ქალმა. -დედა რა დაგემართა?-მაშინვე ეცნენ ტყუპები და გვერდიდან ამოუდგნენ. -ხელი გამიშვით,კარგად ვარ.ახლა რა ვქნა?როგორ მოვიქცე?მე ხომ ამისთვის მზად არ ვიყავი.არაფერი არ მომიმზადებია.ყველაფერი თათულის მივეცი.. -ვერ მივხვდი რა ხდება?რას გულისხმობთ?-როგორც იქნა იკითხა ანამ.-მე ხომ აქ იმიტომ ვარ რომ ვიღაც მოს... -აჰ,როგორი დაბნეულია.-მაშინვე მიხვდა ალუდა რის თქმასაც აპირებდა,სიტყვა გააწყვეტინა, გვერდით ამოუდგა და მხარზე მოხვია ხელები.-სხვა გზა არ გაქვს დედა.უნდა მოაგვარო ყველაფერი.-გაუღიმა ნაძალადევად ბიჭმა. -ჯანდაბა თქვენს თავს არანორმალურო მთიულებო.ეს რა დღეში ჩამაგდეთ.-აბუზღუნდა ქალი და ნინოს შეხედა.-რძალო დამეხმარე. -წამომყევი.-უთხრა მულს და წინ გაუძღვა.-დანარჩენები აქ დამელოდეთ. მათ გასვლას რამდენიმე წამიანი სიჩუმის ჩამოვარდნა მოჰყვა, რომელიც ვახო მაჩაბელმა დაარღვია. -თქვენ მართლა გგონიათ რომ ეს ყველაფერი დავიჯერე?-ჰკითხა მკაცრად.-რა საქმეებს ხლართავთ ჩემს ზურგს უკან? -არაფერი არ ხდება მამა, ერთდროულად ორივე დისშვილი გაგიბედნიერდა.მგონი დროა მიულოცო.-ამ ამბით უკვე კარგად ხალისობდა თამთა და ცდილობდა გულში წარმოშობილი ტკივილი დაემალა. -ეს კარგი მესმის და ვიცი რომ თათული უყვარდა და შენ?საიდან გამოჩნდა ეს გოგო? -კარგი რა ბიძია?აუცილებელია ჩემი სასიყვარულო საქმეები შენთან განვიხილო?-უკვე საბოლოოდ ჩაება თამაშში ალუდაც და ანას მხარზე მოხვია ხელი.-ხომ შევეფერებით ერთმანეთს. -ღმერთო შენ მიშველე და ამათი გაძლება მომეცი.-თავში ხელი შემოირტყა კაცმა და სამზარეულოში გავიდა.მსახურებს დაუძახა საზეიმო ვახშმისთვის მოემზადეთო.. ქეთო და ნინო მეორე სართულზე ავიდნენ,ვერ ხვდებოდა რატომ დაუძახა რძალმა და რატომ გაიყვანა სალაპარაკოდ.ვერც იმას მიხვდა რატომ ჩაუარეს მის ოთახს და რატომ გაჩერდნენ თავისუფალი ოთახის წინ. კარი გაღო და დაწინაურდა.უკან მიჰყვა ქეთოც. -აქ რა გვინდა ნინო?ეს ხომ.. -მართალი ხარ.ეს ოთახი იმედასთვის და მისი მომავალი მეუღლისთვის მოვაწყვე.მინდოდა ჩემს შვილს ოჯახი შეექმნა,მინდოდა გონს მოსულიყო და ბედნიერად ეცხოვრა.მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება ყველაფერი,როგორც გვინდა.მან ადამიანი მოკლა,მოკლა ჩემი გულიც და არც კი ვიცი ახლა სად არის,ან საერთოდ ოდესმე უწერია თუ არა ჩემს ოცნებას ახდენა,მაგრამ ახლა ძალიან გამიხარდება თუ აქ ალუდა და მისი მეუღლე იცხოვრებენ.-სევდა ერია ნინოს ხმაში. -რძალო,ეს ხომ... -მოიცადე,-გააწყვეტინა ქალმა.უჯრა გამოსწია და ზარდახშა ამოიღო.-აქ ყველაფერია,რაც შენს რძალს დასჭირდება.უფრო სწორად ჩვენს რძალს.კარგად იცი შვილივით მიყვარს ალუდა და არასდროს გამირჩევია არც ტყუპები და არც მარიამი ჩემი შვილებისგან.ასე რომ თუ ამ საჩუქარს ის გოგო მიიღებს, ძალიან გამახარებ. მეტიც ისინი ამ ოთახში იცხოვრებენ. -ნინო,-მოეხვია ქეთო.-ჩემს ძმას ძალიან გაუმართლა შენ რომ აგირჩია ცხოვრების მეგზურად.შენ ანგელოზი ხარ. რძალ-მულს ცრემლი მოერია.მაგრამ ეს ბედნიერებს ცრემლები იყო ამჯერად. ხანდახან დრო გვაჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ის ადამიანები ჩვენთვის,რომლებიც გვერდით გვყავს და გაჭირვების დროს ვხედავთ მათ ნამდვილ სახეს.მართალია ყოველთვის იცოდა ქეთო მაჩაბელმა ვინ იყო ნინო მაჩაბელი,მაგრამ ახლა უფრო მეტად დარწმუნდა რომ ქალი ის ანგელოზი იყო,რომელიც მათ ოჯახს წლების წინ უფალმა გამოუგზავნა. -ეს ყველაფერი შენ გადაეცი მას.-უკან მიაწოდა ზარდახშა ქეთომ და გაუღიმა.-ახლა ისიც შენი რძალია. ქვემოთ დარჩენილები ცოტა დამშვიდდნენ,მაგრამ ელდამ რომ გადაუარა ალუდამ იფეთქა. -ახლა რა ვქნა? -რა უნდა ქნა?ცოლის მოყვნას გილოცავ ძმაო.-დასცინა ჯარჯიმ და თათულის ანა წარუდგინა. -მართალია მეც მხოლოდ გუშინ შემოვდგი ფეხი ამ ოჯახში,მაგრამ გამიხარდება,თუ დავმეგობრდებით ,-გაუცინა გოგომ და მოეხვია. -არც კი მჯერა,რა გათხოვება,რა ოჯახის შექმნა?-სიტყვებს ვერ პოულობდა გოგო. -რაო ანა ბიჭს გვიწუნებ თუ ოჯახს? -კვლავ ხალისობდა სიტუაციით თამთა. -შენ მაგ ენას ამოგაცლი.-დაემუქრა ალუდა. -რას ერჩი?მშვენიერი გოგო გაგაცნო. -ჩაება ჯარჯიც. ტყუპისცალს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ნინო და ქეთო გამოჩნდნენ და მაშინვე გაჩუმდნენ. -ამ სახლში ბედნიერი დღეები ბევრი არ გვქონია.მეტიც დარდი და გლოვა უფრო მეტი იყო,ვიდრე სიხარული.ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვე გავიდა უკანასკნელის-ჩვენი მარიამის დაღუპვიდან,მაგრამ ეს ორი დღე მაინც მოხდა რაღაც ისეთი,რაც იმედს გვაძლევს ყველას, რომ ახალი ცხოვრების დაწყება ნებისმიერ დროს შესაძლებელია.-ანას წინ იდგა ნინო და სევდიანი ხმით საუბრობდა.-ამ ოჯახს მემკვიდრე ჰყავდა თუ ჰყავს, აღარ ვიცი უკვე,მისთვის ვამზადებდი ყველაფერს,ვოცნებობდი რომ ცოლს მოიყვანდა და შვილები ეყოლებოდა. მაგრამ ბედი სხვანაირად მოგვექცა. არც კი ვიცი ოდესმე ეს ოცნება ამიხდება თუ არა. ყველა მიხვდა რასაც და ვისაც გულისმობდა ნინო და სახეები დაუსევდიანდათ.მან კი განაგრძო. -ეს სამკაულები,ეს ყველაფერი მემკვიდრეობით მერგო და ჩემი შვილის ცოლისთვის უნდა გადამეცა. მაგრამ ვიცი რომ მას უფრო საიმედო ადამიანს ვაძლევ.ეს ყველაფერი შენ ჩემო კარგო.ბედნიერად მოიხმარე და ბედნიერმა ატარე.მე ისინი არასდროს გამომიყენებია,რადგან სამგლოვიარო ტანსაცმელი თითქმის არ გამიხდია ამდენი წლის განმავლობაში.იმედს ვიტოვებ,რომ შენ ბევრად უკეთესი ბედი გექნება.ჩემგან განსხვავებით და სხვადასხვა წვეულებებზე სიამაყით გაიკეთებ.მისით დაიმშვენებ სხეულს და იამაყებ მაჩაბელების ამ საგვარეულო სამკაულებით.ჩვენს ოჯახში შემოსვლას გილოცავ. -ხელებში ჩაუდო ზარდახშა ნინომ და მოეხვია.-დანარჩენი ნივთები კი იმ ოთახშია,ზემოთ.თქვენ იქ იცხოვრებთ. -კი მაგრამ ბიცოლა,ეს ხომ იმედას.. -დღეიდან ყველაფერი თქვენია. -გააწყვეტინა ქალმა.-აბა ავღნიშნოთ ეს ამბავი.-წავალ მივხედავ ყველაფერს.ქალი სამზარეულოში გავიდა,თამთა უკან გაჰყვა. -დედა,ძალიან მიყვარხარ.-მოეხვია ზურგიდან გოგო და ცრემლი შეიკავა. -მეც მიყვარხარ ჩემო გოგო.მხოლოდ ის მინდა რომ შენ მაინც იყო ბედნიერი და ჩვენი ბედი არ გაიზიარო. შენ მაინც დააღწიო თავი ამ წყეულ მემკვიდრეობას-იცხოვრო ქმრის გარეშე. -შენ ხომ ეს არასდროს არ გაკლდა? მამა მუდამ შენს გვერდით იყო. -მამაშენი თუ ცოცხალია,იმას არ ნიშნავს რომ ბოლომდე მე მეკუთვნის. ის ყველასია,მისი გაყოფა მიწევს ყველასთან.მაგრამ მაინც ჩემს გვერდითაა.ჩვენი გვარის სხვა ქალებისგან განსხვავებით გამიმართლა.ისინი ხომ ამ გვარებს შორის წარმოშობილმა დაპირისპირებამ შეიწირა. ამიტომ როცა არჩევანზე მიდგება საქმე და ვინმეს შეიყვარებ,პირველი რასაც გააკეთებ,აქარუობას გაარიდე და აქედან წადით.სხვანაირად ბედნიერები ვერ იქნებით.-უთხრა ნინომ და შვილი კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში. -პირველად გაანალიზა თამთამ რას ნიშნავდა დედის სიტყვები და რამდენად მტკივნეული იყო ის რომ გაბრიელი ფიცხელაური მის გულში შემოსულიყო.მისი ამ ამბიდან გაყვანა კი შეუძლებელი.. ****** ქალაქგარეთ,გზატკეცილზე, ფიცხელაურის რენჯ-როვერი იყო გაჩერებული,მეპატრონე კი დაძაბული ათვალიერებდა გარემოს და დროდადრო ტელეფონს დახედავდა. აშკარა იყო ვიღაცას ელოდა.უკვე დიდი დრო იყო გასული,მომსვლელი კი აშკარად არ ჩანდა.უკანასკნელად სცადა მონიშნულ ნომერზე დარეკვა, პასუხი რომ ვერ მიიღო და ოპერატორმა ისევ ამცნო მობილური გასულია ან გამორთულია მომსახურების ზონიდანო,ხმამაღლა შეიკურთხა და გაბრაზებულმა დაძრა მანქანა.გზიდან ანდრეას დაურეკა. -არ მოვიდა.. -აშკარად რაღაც მოხდა,ისე არ დაგვეკონტაქტებოდა.ვფიქრობ ვიღაცამ გააქრო. -რა ვქნათ?- -სახლში დაბრუნდი,რაღაც მოხდა. -რა მოხდა? -დღეს მამაშენი რაღაცას გეგმავს. -გაიგო?? -არა მგონია.. -მოვდივარ.... მანქანა მოაბრუნა და სახლისკენ წავიდა.იქ მისულს კი დიდი ამბები დახვდა.ჯერ იყო და ემას დაუმორჩილებლობამ წარმოშვა პრობლემა,მერე რატომღაც შემცირებული დაცვის რაოდენობა იყო პრობლემა.ეს არ მოეწონა,რადგან ახლა თავდასხმა რომ მომხდარიყო მათზე,ნამდვილად ვერ დაიცავდნენ თავს.ბოლო პერიოდში კი ხშირად ესმოდა რომ მათი ოჯახი ვიღაცეების ყურადღების ქვეშ მოექცა და ფარული მუქარები ისმოდა. მამამისს დაურეკა,თუმცა მან რატომღაც არ უპასუხა.ეს კიდევ უფრო საეჭვო გახდა. -იცი სად არის?-გადაულაპარაკა ანდრეას -არა,არ ვიცი.მე გამყრელიძეს ვუთვალთვალებდი.მერე დამირეკეს და აქ წამოვედი. -ნუ რადგან შენ დაგირეკა,ესეგი მისი დაცვიდან არავინ არაფერს იტყვის ან დარჩენილებმა მართლა არაფერი იციან. -იცი რაღაცაში უნდა გამოგიტყდე. -რა ხდება? -ვფიქრობ ვიღაც ჩვენში მოღალატეა.. -გადახედა ეზოში მოსიარულე ბიჭებს ანდრეამ ფართო აივნიდან -დარწმუნებული ხარ? -როგორც იმაში რომ მე ანდრეა ასათიანი ვარ. -მაშინ გადავაგდოთ სატყუარა. -ჩაეცინა გაბრიელს და კმაყოფილმა მოავლო თვალი გარემოს და ჩუქურთმებში მოქცეულ მოაჯირს ხელებით დაეყრდნო.ცოტა ხანს ორივე ჩუმად იდგა.გვიანი შემოდგომის ცივ ჰაერს ისუნთქავდნენ.ეს სიჩუმე კი სახლიდან გამოსულმა ხმაურმა დაარღვია. -ღმერთო ჩემო.ისევ რაღაც მოხდა.- თვალები აატრიალა ბიჭმა და მობრუნდა.მაგრამ სახლში შესვლა აღარ დასჭირდა.ხმაურის ავტორები თვითონ გამოჩნდნენ. -არ წახვალ-მეთქი,რომ გეუბნები ესეგი ასე იქნება.-მკაცრი იყო ნინო. -დედა გეყოფა.ძალიან მიყვარხარ და შენს ნათქვამს და სურვილებს პატივს ვცემ,მაგრამ ამჯერად არა. -ასე ჩაცმული სად მიდიხარ? გასართობად? -დიახ დედა,ხომ გითხარი ჩემი კურსელის დაბადების დღეა და დამპატიჟა. -შენი ძმა დაიღუპა,გასართობად გცალია? ჯერ ერთი წელიც არ გასულა,შენ კი... -ჩემი ძმა ჩემთვის მოუშუშებელი ტკივილია.ეს სამგლოვიარო ტანსაცმელი მეცმევა თუ არა მნიშვნელობა არ აქვს.ეს ტკივილი არასდროს არ გაივლის,რაც გულში დამიტოვა. -ხალხი რას იტყვის...- -მკი..ა ხალხი და მათი აზრი.-იყვირა გოგომ,რასაც ნელის შეკივლებაც დაერთო და ქალმა ხელები ლოყებზე შემოიტყა. -დედაა,ჩემი სიკვდილი.ეს რა მესმის… -რა დღეში ხარ შენ?-მოესმა ზურგს უკან ძმის მკაცრი ხმა და მაშინვე გაშეშდა.ერჩივნა მიწა გასკდომოდა, ვიდრე მას ეს გაეგო.რომ მოტრიალდა მთლად უარესი დაემართა.ანდრეას მზერაში საყვედური და იმედგაცრუება დაინახა. -მაპატიე ძმაო,მაგრამ სახლში ვერ ვჩერდები.ეს ყველაფერი მის თავს მახსენებს და სულის ტკივილს ვერაფერს ვუხერხებ. -არც ჩვენთვისაა ადვილი. -მაგრამ არც შენ ხარ სახლში.სულ სადღაც დადიხარ,სულ ვიღაცას ან რაღაცას ებრძვი.სულ რაღაცას იძიებ… -ეს შენი საქმე არ არის.შენ უბრალოდ გევალება რომ მშვიდად იარო სამსახურში და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდე.კალაპოტში ჩადგე. -ძველი ცხოვრება აღარ დაბრუნდება. - ფიცხელაურების დამახასიათებელმა სიმაყემ ცრემლის შეკავების უფლება შეაძლებინა,მაგრამ იქ ვეღარ გაჩერდა,გვერდი აუარა ძმას და კიბეებზე სირბილით დაეშვა. -სად მიდიხარ?შეაჩერე გაბრიელ. ხალხის სალაპარაკოს ნუ გამხდი. -შეევედრა დედა დაცვა მიხვდა რომ რაღაც ხდებოდა და კარი არ გაუღიათ.მანქანა პირდაპირ კართან შეაჩერა ემამ და გაბრაზებულმა საჭეს რამდენჯერმა დასცხო გამეტებით ხელი.მერე კი უკვე მართლა აბობოქრებული მდინარესავით დაუშვა ცრემლები ტონალური კრემით შეღებილ ლოყებზე… გაბრიელმა ანდრეას შეხედა.ბიჭმა მის თვალებში ყველაფერი ამოიკითხა. -მას შენ განდობ.წაიყვანე სადაც უნდა და გვერდიდან არ მოშორდე. უხმოდ მობრუნდა ასათიანი და ნელა ჩაიარა კიბე.მერე მანქანისკენ დაიძრა.ფიცხელაურმა კი ბიჭებს ხელის აწევით ანიშნა კარი გაეღოთ… ხელები ერთმანეთზე გადააჯვარედინა, საჭეზე დააწყო და თავი ზემოდან დაადო.კარი რომ გაიღო და გვერდოთ ვიღაც მიუჯდა არ მოუხედავს.თუმცა რომ დაილაპარაკა შეკრთა და სწრაფად გაიმართა სავარძელში. -ყველას ველოდი შენს გარდა. -რატომ? -შენ ყოველთვის თავს მარიდებ და იმიტომ. -ანუ ამბობ რომ არასდროს მოგყვები უკან?-ირონიულად ჩაეცინა ანდრეას. -მგონი პირიქითაა ეგ.თუ კარგად დაფიქრდები,გაიხსენებ რომ შენთვის მნიშვნელოვან წუთებში სულ შენს გვერდით ვარ.. ემა გაჩუმდა. -აბა წახვალ თუ აქ უნდა ვიდგეთ? -სად მივდივართ?-სიხარული აკიაფდა გოგოს თვალებში. -იქ სადაც მიდიოდი.. მანქანა დაძრა და ეზოდან გავიდნენ. ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ.მერე გოგომ მანქანა სხვა მხარეს მოატრიალა. მიხვდა ბიჭი ამას,მაგრამ მაინც არ ჰკითხა არაფერი. ქალაქში ერთსაათიანი უაზრო სიარულის შემდეგ,ანდრეამ დაარღვია დუმილ. -მანქანა გააჩერე. -რატომ?-გაუკვირდა გოგოს. -ასეა საჭირო.საჭესთან მე დავჯდები. ემა დაემორჩილა და პირველივე შესაძლო შემთხვევაზე გააჩერა. ადგილები გაცვალეს. -აბა სად მივდივართ?-ამჯერად ემამ ჰკითხა. -იქ სადაც ყველაფერი დაგავიწყდება ცოტა ხანს… დიდებული იყო ჯვრის მონასტერი შებინდებისას.ამაყად იდგა სადარაჯოზე და თითქოს თბილისს იცავდა მოსალოდნელი საშიშროებისგან,რომელიც კაცმა არ იცის საიდან ელოდა მას… ხალხი ბევრი არ იყო.სიცივის გამო მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელად იყო რამდენიმე ადამიანი... შიგნით არ შესულან ეკლესიაში. შეუფერებლად მაცვიაო,აიტეხა და აღარ გადათქვა.იქვე მინდორში ჩამოსხდნენ და მზერა ორივემ ერთდროულად განათებულ ავტობანს და მის უკან მდებარე მცხეთას გაუშტერა. -საოცრად ლამაზია ეს ყველაფერი. ბიჭმა არაფერი უპასუხა. -რატომ გამომყევი? -გაბრიელმა მთხოვა. -ოდესმე რამეს აკეთებ ისე,მას რომ არ ეთხოვოს?-ბრაზი შეერია გოგოს ხმაში. -კი ვაკეთებ..ვაკეთებ მაგალითად იმას რომ მის დას რამდენიმე დღით ჩემს სახლში ვმალავდი.- შეხედა და თვალი გაუშტერა ბიჭმა. -ეგ დამალვა არ იყო...ეს უბრალოდ პატარა ტყუილი იყო,რომელიც მე მოვიგონე.მაგრამ მიზეზი რის გამოც იქ მოხვდი,ჩემი ძმა იყო მაინც. -ჯანდაბა ემა...რა გინდა?რატომ მიმეორებ სულ ერთი და იგივეს?- გაღიზიანება დაეტყო ბიჭს. -არაფერია.კარგი,საერთოდ გავჩუმდები.მაგრამ ჩემი გაჩუმებით ჩემს გულს ვერ გავაჩუმებ. -ღმერთო როგორ ართულებ ყველაფერს..-თვალები აატრიალა ბიჭმა.-ახლა უბრალოდ ნუგეშს ეძებ, გინდა ვიღაცას დაეყრდნო და მე ამომიჩემე..ეგ რომ გადაგივლის რა იქნება მერე? -პატარა არ ვარ.ვიცი რა გადამივლის და რა არა.ერთი ის ვიცი რომ არასდროს განმეორდება შენნაირი ჩემს ცხოვრებაში. -მე შენს ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ.. ჩვენ ერთმანეთს მანამდე ავცდით,სანამ შევხვდებოდით. -იცი რა ყოფილა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი? -რა? -უყურებდე და ვერ ეხებოდე საყვარელ ადამიანს. -სამწუხაროდ ეგ გრძნობა ვიცი.არც ისეთი უგრძნობი ვარ და უგულო, როგორც შენ გგონია… -ყოველთვის როცა პრობლემა მაქვს უკან რატომ მომყვები? -ეს ჩემი სამსახურია. -ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს ალბათ.. -მე მაინც ვფიქრობ რომ შენც მოგწონვარ,მაგრამ რაღაცის ან ვიღაცის გამო იკავებ თავს და უკან იხევ. -აი ამის პასუხი კი ნამდვილად იცი, უბრალოდ არ უტყდები საკუთარ თავს და არ გინდა დაიჯერო. გოგომ შეხედა,რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა.მიხვდა ბიჭი და არ დაუძალებია. ციოდა.ძალიან ციოდა,თუმცა ამ სიცივეს ვერც ერთი გრძნობდა. ისხდნენ ერთმანეთის გვერდით და ორივე დუმდა. უეცრად ემას თავბრუ დაეხვა და ტუჩები გაულურჯდა.ცახცახი დააწყებინა.ჯერ შეეცადა არ შეემჩნია, თავი ხელში აეყვანა,მერე კი ვეღარ შეძლო და უსასრულობაში მომზირალ ანდრეას ხელი ხელზე წაავლო.ბიჭმა რომ შეხედა გული მოუკვდა,ისეთი სახე ჰქონდა. -რა დაგემართა?-შეშინებულმა მხრებში მოჰკიდა ხელი. -ცუდად ვარ.-დაიკვნესა გოგომ. -რა გააკეთე?ისევ ის საშინელება დალიე?-ხმა გაიმკაცრა ასათიანმა. -დილით… -არანორმალურო.-იღრიალა ბიჭმა, ხელში აიტაცა გოგო და მანქანისკენ წაიყვანა. -ჩანთაში მაქვს..-დაიჩურჩულა გოგომ. -ამას იმიტომ დაგალევინებ ახლა,რომ გონს მოხვიდე და ხელებში არ ჩამაკვდე. ხვალიდან კი გადაწყვიტავ ან იმკურნალებ ან ყველაფერს გაბრიელს ვეტყვი. ემას პასუხი არ გაუცია.ჯერ კიდევ კანკალებდა.მალე დამშვიდდა და ეგრედ წოდებული „ლომკა“ მოეხსნა. -ისევ შევრცხვი შენს წინაშე.-სევდა შეერია ხმაში. -უნდა გაიგო რომ ეს ავადმყოფობაა და მკურნალობა გჭირდება. -არ შემიძლია,რომ მივიდე იქ ყველაფერს გაიგებენ და ამ სირცხვილის უფრო მეშინია. -მინახავს როგორ დღეში არიან ნარკომანები.როგორ კარგავენ ადამიანურ სახეს,როგორ ასრულებენ სიცოცხლეს.ისინი ცოცხლად ლპებიან და ეს გაცილებით უფრო მძიმეა,ვიდრე უბრალოდ სირცხვილის გრძნობა.- უპასუხა ანდრეამ,მანქანა დაძრა და სახლისკენ წაიყვანა გოგო.ხმა აღარ ამოუღიათ არც ერთს. როგორც კი ეზოში გაჩერდნენ.ისე გადავიდა ემა,არც დამშვიდობებია და არც შეუხედავს. ანდრეასაც ეტკინა გული.მისთვის ადვილი არ იყო ულამაზესი ემა ფიცხელაურისთვის ხელის კვრა და უარყოფა.გულგრილი ვერ დარჩებოდი, მაგრამ ასე ჯობდა.კიდევ ერთხელ იგივე მიზეზით საყვარელი ადამიანის დაკარგვას ვერ გადაიტანდა. ********* წარმოუდგენელ სიტუაციაში იყო.ვერც კი ხვდებოდა რომ უკვე გათხოვილი ქალი ერქვა.უხერხულად იჯდა ალუდა ჩოხელის გვერდით და აგერ უკვე მერამდენედ იღებდა მილოცვებს ოჯახში შეკრებილი სტუმრებისგან. ვერავისთან დალაპარაკება ვერ მოახერხა,ვერც ბიჭთან განმარტოება. მითუმეტეს თამთასთან,რომელთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი.გულში თავბედს იწყევლიდა,რომ ამ ოჯახს დაუკავშირდა და ამ გაუგებრობაში გაჰყო თავი.იქნებ საერთოდ ჯობდა რომ გაჩუმებულიყო და ხმა არ ამოეღო?ახლა რაა?ერთი გაუგებრობისგან,მეორეში აღმოჩნდა… სანამ ამ ფიქრებში იყო და ცდილობდა თავის ხელში აყვანას და სიტიაციასთან მორგებას,ვერც კი გაიაზრა ისე ჩუმად გააპარა თამთამ ზემოთ და ახლა უკვე საკუთარ ოთახთან იდგა.უკვე შემთვრალმა ალუდამ მაინც მოასწრო და თვალი მოჰკრა საწოლი ოთახისკენ მიმავალ ბიძაშვილს და ახლა უკვე ცოლს. გულში უცნაურად გაჰკრა და ჭიქას დაავლო ხელი.კიდევ ერთხელ გადაუშვა სასმელი კუჭში. -ახლა ალაბათ ძალიან გეზიზღები. -კართან შეაჩერა თამთამ,-მაგრამ დამიჯერე აქ ყველაზე უსაფრთხოდ იქნები.მამაჩემი არ დაუშვებს რომ რამე დაგიშავდეს.სიცოცხლის ფასად დაგიცავს.- -ერთი გალიიდან მეორეში აღმოვჩნდი,განსხვავება არ არის. მაინც მიჩვეული ვარ.ჩემი ცხოვრება მთლიანად გალია,მე კი იქ გამოკეტილ ჩიტს ვგავარ,რომელიც ამაოდ გარბის. ყოველთვის უკან ვბრუნდები ან მაბრუნებენ. -მაპატიე კარგი?-სთხოვა თამთამ. -ყველაფერი გაივლის. -იმედია.ახლა დავიძინებ თუ შეიძლება.-უპასუხა გოგომ და ოთახის კარი შეაღო.თამთამ მარტო დატოვა. მანამდე კი უკან დაადევნა. -თავი ისე იგრძენი,როგორც საკუთარ სახლში. ჯერ თვალებს არ დაუჯერა.მსგავსი ოთახი,ასეთი მდიდრული და დახვეწილი არასდროს ენახა.არც დასიზმრებია.ალბათ ბევრი მის ადგილზე ყოფნას ნატრობდა და ოცნებობდა,მისთვის კი ეს უბრალოდ ციხე იყო.ის კი პატიმარი. ოთახი დაათვალიერა.საკუთარი აბაზანა და ტუალეტი ჰქონდა. ასევე უზარმაზარი გარდერობი,რომელიც თითქმის ცარიელი იყო.კარი დახურა და ისევ ტკივილი იგრძნო.მას ხომ ქვეყნად არაფერი გააჩნდა და ახლა სამადლოდ იყო აქაურობას შეფარებული. საწოლზე ულამაზესი თეთრეული იყო დაფენილი. დიასახლისებმა იფიქრეს,რომ გოგოს ამ ღამისთვის აუცილებლად დასჭირდებოდა მეუღლესთან და ყველაფერი გაუმზადეს.ირონიულად ჩაეცინა. რას დასცინოდა ან ვის თვითონაც არ იცოდა…. ყველაფერი გვერდით გადააწყო და რაც ეცვა იმ ტანსაცმლით მიწვა საწოლზე.სინათლე ჩააქრო,მხოლოდ მაგიდის პატარა ნათურა ანათებდა.. დაძინება უნდოდა,ისე იყო გადაღილი. ძილი კი არადა არ ეკარებოდა. ბოლო ორ დღეში მის ცხოვრებაში მომხდარი ამბები დიდი ხნის განმავლობაში არ დაავიწყდებოდა. სტუმრებმა წასვლა დაიწყეს.მაგრამ სახლში მაინც გრძელდებოდა ქეიფი და სმა-ჭამა ეშხში იყო შესული. ხუმრობა ხომ არ იყო,მაჩაბელებში ტყუპების დაქორწინებას აღნიშნავდნენ. ჯარჯიმ ძმას ეზოში მიაგნო. დაცლილ აუზთან იჯდა ბიჭი და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. -აქ რას აკეთებ?-გვერდით მიუჯდა და ჰკითხა ბიჭმა. -ვფიქრობ.. -რაზე? -მომხდარზე და საერთოდ ყველაფერზე. -როგორია? -რა?-ვერ მიუხვდა ალუდა. -დაქორწინებული კაცის ამპლუა. -არ ვიცი. დაუჯერებელი. -მოგწონს? -ვინ? -ახლა უკვე შენი ცოლი. -არ ვიცი,საერთოდ რომელ მოწონებაზე ან სიყვარულზეა საუბარი, როცა ერთი თვეც არაა,რაც ვიცნობ.უბრალოდ მეცოდება..ცოდოა. ბევრი რამე გადაიტანა. -მოწონება და შეცოდება ერთმანეთში ხომ არ გერევა? -ჭკუას მასწავლი?-გაეცინა ალუდას და ძმას მეგობრულად მოხვია ხელი. -არ ვიცი თქვენ რა ურთიერთობა გაქვთ ან რას გრძნობთ,მაგრამ ის რომ ახლა მარტო არ უნდა იყოს ეგ ვიცი. ასე რომ წადი მასთან.-ოთახის ფანჯრებს ახედა ჯარჯიმ და ჩაეღიმა. ჩაბნელებული ოთახიდან მაინც მოჩანდა მკრთალი სინათლე… -არც შენი ცოლი უნდა იყოს მარტო ახლა.-დაუბრუნა პასუხი და წამოდგა ფეხზე.-წავალ,დაველაპარაკები. შემთვრალმა ჩოხელმა სახლისკენ გადადგა არეული ნაბიჯები… ფრთხილად შეაღო ოთახის კარი რომ არ გაეღვიძებინა.საწოლზე მიწოლილი გოგო მაინც ადვილად შეამჩნია.ოთხად მოკუნტულიყო იმ ტანსაცმლით,რაც ეცვა.ხელები შეეტყუპებინა და ლოყებქვეშ ამოედო. -მეგონა დაიძინებდი.-საწოლის კიდეზე ჩამოჯდა ბიჭი მეორე მხრიდან. -რა დამაძინებს როცა ასეთი რაღაც მოხდა.ისევ ყველაფერი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ხდება.-ისე უპასუხა,მისკენ არც მოუხედავს. -მაპატიე კარგი?არ მეგონა ასე თუ იფიქრებდნენ. -არ გეგონა,მაგრამ არც არაფერი მოგიმოქმედებია რომ აგეხსნა მათთვის. -და თუ არ მინდა რომ ასე იყოს. -ბალიში ამოიდო ზურგს უკან და საწოლზე ნახევრად მიწვა. -ნუ დამაჯერებ იმას რომ თავგადაკლული რომეო ხარ.-ამჯერად ანაც გასწორდა საწოლში. -ხომ იცი არაფერს არ დაგაძალებ? მხოლოდ რამდენიმე დღე უნდა გაძლო, იქამდე მაინც სანამ იმ არაკაცს არ დავიჭერთ.მერე კი შეგეძლება წახვიდე.შენს ცხოვრებას დაუბრუნდე. -რა მარტივია არა სალაპარაკოდ. წავიდე.-ირონია გაურია ხმაში გოგომ. -აბა რა უნდა ქნა?მე გეუბნები თუ დარჩენა გინდა დარჩი,წასვლა მოგინდება წადი.მე ვინ ვარ რომ შენს გადაწყვეტილებებზე გავლენა ვიქონიო.-თქვა ბიჭმა. -მართალი ხარ.ვინ ხარ რომ აქ დამაკავო.თვითონაც არ იცოდა რატომ სწყინდა ალუდასგან ეს გულგრილი დამოკიდებულება.ერთი ის იცოდა რომ მის თავს რაღაც ხდებოდა და ეს ძალიან სიამოვნებდა.ეს წყენაც და ხასიათის ცვლილებაც ამით იყო გამოწვეული… -რომ გაიგებენ ჩემ წარსულზე,რას იტყვიან ან როგორ შემომხედავენ? -აუცილებელი არაა ეს ყველამ იცოდეს.ეს მხოლოდ ჩვენს შორის დარჩება.მიდი ახლა,საწოლში დაწექი,ისე დაიძინე, შეგცივდება. -მაინც მზრუნველობას გამოხატავდა ბიჭი.-ხვალ ვილაპარაკოთ. -შენ რას იზავ? -სავარძელში დავიძინებ.-პლედი აიღო კარადიდან. -აქ დაწექი.დიდი საწოლია.ორივეს გვეყოფა. -არ გეშინია? -ბალიშებს ჩავაწყობ შუაში. -იქნებ ხმალი მომეტანა. -გახმიარულდნენ წამში. -მიყურებულ ადგილას გყავდი,სადაც ჩვენს გარდა არავინ იყო და შესანიშნავად შეგეძლო რომ გესარგებლა ამით.მაგრამ არაფერი გააკეთე.დავიჯერო ამდენი ხალხით სავსე სახლში დააპირებ ჩემზე ძალადობა? -სანამ ორივეს არ გვენდომება, მანამდე არ მოხდება.ეს კი მგონი არასდროს გვიწერია. -ღამე მშვიდობისა,-მხოლოდ ეს უთხრა ანამ,ზურგი იცვალა და საბანი გადაიფარა,რომ წყენა დაემალა.. ******** ღამის სიბნელეში,ქალაქგარეთ,ორი მანქანა იყო გაჩერებული ცენტრალური გზისგან მოშორებით და მესამეს ელოდნენ.მალე გამოჩნდა ისიც.ფარები აუნთეს მომსვლელებმა და ანიშნეს ადგილსამყოფელი. გამყრელიძე და კიდევ ერთი უცნობი მანქანიდან გადავიდნენ და დამხვდრებს შეეგებნენ.ხანმოკლე გამოდგა მისალმებაც,მოკითხვებიც და საუბარიც. -აბა რა ხდება?-იკითხა მთავარმა. -ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.-პასუხი დაუბრუნა გამყრელიძემ. -სატყუარა გადავაგდეთ.ყველას ჰგონია რომ ფიცხელაურები ისევ დაერივნენ მაჩაბელებს. -ყოჩაღ დავით,ძალიან მომწონს შენი შემართება.ბევრს მიაღწევ ცხოვრებაში.-კმაყოფილმა ჩაიცინა კაცმა. -იარაღის გაყიდვა როდის მოხდება? -ხვალ ყველაფერი დამთავრდება. ერთმანეთს ისე გადაემტერებიან,იმ ლაწირაკი ბიჭის თავგამოდებული მცდელობა ამაო გამოდგება.. -აბა თქვენ იცით,ყურადღებით იყავით. საქმეს სერიოზულად მოეკიდეთ.ორი დღის შემდეგ ყველას ჩემს კაბინეტში გელოდებით,რომ გამარჯვება ერთად ავღნიშნოთ.-გაიცინა საზარლად, მობრუნდა და თავის მანქანაში ჩაჯდა. მიშა და დავითი კი ცოტა ხანს ისევ დარჩნენ.ისაუბრეს,გეგმები შეათანხმეს,მერე კი ისინიც სახლებისკენ წამოვიდნენ… ****** თუკი ადამიანს ხიფათი ელოდება, თუკი ადამიანს ბედისწერამ ტანჯვა დაუწესა,რამდენიც არ უნდა ეცადო, რამდენიც არ უნდა მოინდომო, მაინც ვერ ასცდები და ვერასდროს ვერ დააღწევ თავს ამას.უნდა გადალახო, უნდა გაუძლო,უნდა იბრძოლო,აი მერე კი მზე აუცილებლად ამობრწყინდება, გამოანათებს,სულ სხვანაირი იქნება ასეთი ბედნიერება..ტანჯვის და ბრძოლის შედეგად მიღწეულს.. ძლიერი იყო თამთა მაჩაბელი და მაინც აიყვანა დილით თავი ხელში და ჩვეული ღიმილით გამოანათა საწოლი ოთახიდან.მიუხედავდ იმისა ნახევარი ღამე ტირილში გაატარა,მეორე ნახევარი კი ტაჯვასა და ვაებაში. სიმწრისგან ბალიშზე იყარა ჯავრი. ხმაურიც კი ვერ გაბედა და ეს უფრო მტკივნეული იყო.ტუჩები ისე მოიკვნიტა კბილებში,რომ სისხლის გემომ გამოაფხიზლა. არადა უნდოდა ყველაფერი დაელეწა და ერთიანად დაემტვრია.ნაკუწებად ექცია. დილით დიდი ხნის შემდეგ,პირველად გამოიყენა ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟი,ისე რომ მარიამის სურათთან მლოცველი,ადრიანად ამდგარი დედა და მამიდაც კი გააკვირვა. -ეს შენ ხარ?-პირი დააღო ნინომ. -მე ვარ და ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე,მშვიდად მითხარით ტყუპებს ისევ სძინავთ? -ორივე ადრინად ადგა და გარეთ რაღაცაზე გაცხარებით საუბრობენ. -უპასუხა ქეთომ. -წავალ მეც მათთან. -ისევ რაღაცას ხლართავთ. -არაფერია დედა.უბრალოდ დროა ჩემი ძმა ვიპოვოთ.როდემდე უნდა იყოს დაკარგული.ვიცი დამნაშავეა, მაგრამ არ უნდა იმალებოდეს მაინც. ის მაინც უნდა ვიცოდეთ სად არის და რატომ მოიქცა ასე. -შენ ამ საქმეში ნუ ერევი.ეს მამაშენმა უკეთ იცის და არ უნდა ერეოდე ასეთ საქმეებში. -დამღალა მუდმივად იმის მოსმენამ, რომ ქალი ვარ.ქალებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი საქმეების კეთება.არ დაგავიწყდეთ ისინი მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანას და ასევე ყველა ძლიერ და წარმატებულ მამაკაცს მართავენ.-დაასრულა გოგომ და ზურგი შეაქცია ორივეს… ტყუპები აუზთან იდგნენ და რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ.თამთა რომ დაინახეს,შეწყვიტეს და ორივე ინტერესით მიაჩერდა. -რა ხდება?ასე რატომ მიყურებთ? -ასე გამოპრანჭული სად მიდიხარ? -მივდივართ...მთელი ქვეყანა რომ გადავატრიალოთ ჩემი ძმა უნდა ვიპოვოთ. -მერე ეგ რა შუაში იყო შენს ასე გამოპრანჭვასთან?-გაეცინა ალუდას. -შენი საქმე არ არის.გაჩუმდით და ერთად მოვიფიქროთ სად ან ვისთან შეიძლება იყოს ან იმალებოდეს იმედა,რომ ვერ ვპოულობდეთ ან ვერ ვიგებდეთ მის შესახებ ვერაფერს? -არის რამდენიმე ადამიანი და რამდენიმე მნიშვნელოვანი პიროვნება,ვინც მას შეიძლებოდა დახმარებოდა ქვეყნიდან გასვლაში. -უცნაურია რომ სამართალდამცავები არაფრს ამბობენ ამაზე. -ალექსანდრე გააჩუმებდა. დარწმუნებული ვარ თვითონ უნდა შური იძიოს. -ხოდა მაშინ უნდა დავასწროთ. წავედით.შენ ჩემთან ერთად მოდიხარ,- უთხრა ჯარჯის და მანქანისკენ დაიძრა. -ამან სულ გაააფრინა.-გადაულაპარაკა ჯარჯიმ ძმას და თამთას უკან აედევნა… -ეპატიება.გამოუჩნდება თავის ნაირი და მოარჯულებს,-ჩაილაპარაკა ალუდამ და ისიც მანქანის საჭეს მიუჯდა.. მთელი დღე იარეს.ისეთ ადგილებში იყვნენ,გოგოს წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა თუ არსებობდა.სულ უფრო ბრაზდებოდა,როცა მის შესახებ ვერაფერს იგებდა..ბიჭი უკვალოდ გამქრალიყო. ცალკე გაბრიელზე იყო გაბზარებული. ჯერ იმიტომ რაც იმ ბიჭმა უთხრა და მერე იმიტომ რომ არ დაურეკა. სამყარომ მის წინააღმდეგ პირი შეკრა და სადაცაა გაანადგურებდა. ასე ყოფილა. ხშირად საყვარელი ადამიანები გვანადგურებენ და გვწირავენ.ფეხქვეშ მიწას გვაცლიან, ჩვენ კი უძლურები ვართ მათ წინაშე… განადგურებული იყო ანაც.მთელი ღამე თეთრად გაათენა.ხანდახან მიეძინებოდია,მაგრამ ძილში ისევ კოსმარები ესუზმრებოდა და შეშინებული ახელდა თვალებს. გვერდით მშვიდად მძინარე ალუდას გადახედავდა და მშვიდდებოდა. თან ეშინოდა და თან მისკენ მიისწრაფვოდა.უცნაური გრძნობა ჰქონდა და ვერ იშორებდა.ზურგზე მწოლიარე ბიჭს,მშვიდად მძინარე ბიჭს აკვირდებოდ,მის ყველა ნაკვთს სწავლობდა,უნდოდა სამუდამოდ დამახსოვრებოდა,როცა აქედან წავიდოდა. დილას ადრიანად გაახილა ჩოხელმა თვალები.გოგომ მაშინვე დახუჭა და თავი მოიმძინარა.გვერდით მწოლიარე ანას გადახედა და ფრთხილად ადგა,სააბაზანოში შევიდა.დღეს მნიშვნელოვანი გეგმები ჰქონდა და აუცილებლად უნდა მოეგვარებინა. წელსქვევით პირსახოცი მოიხვია და სააბაზანოდან ისე გამოვიდა.მშვიდად გადახედა საწოლს და თამამად წავიდა კარადისკენ.მაისური და შარვალი აიღო.მაინც გაექცა ცალი თვალი ანას მისკენ.ტანზე შერჩენილი წვეთები მშვიდად დასრიალებდნენ მის ტანზე. გოგოს კი თავისი დაემართა,როცა ტანსაცმლის შიგნით დამალული სხეული საკუთარი თვალით დაინახა. ნერწყვი ჩუმად გადააგორა უკან და თვალები კიდევ უფრო მეტად დახუჭა.. რამდენიმე წუთიანი მომზადების შემდეგ ალუდამ ოთახი უკან მოუხედავად დატოვა და თან გულდაწტყვეტილი ანას მზერა გაიყოლა. კარი რომ დაიხურა,წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და გაიხედა. ეზოში მოსაუბრე ტყუპები დაინახა, რომელსაც მალე თამთა შეუერთდა და მერე სადღაც წავიდნენ. წარმოდგენა არ ჰქონდა აქ რა უნდა ეკეთებინა.ან როგორ მოქცეულიყო. იჯდა საწოლზე და ფიქრობდა. ფიქრობდა ძალიან ბევრს. აანალიზებდა ყველაფერს და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო… ერთადერთი ვისაც ის ღამე მშვიდი და სიყვარულისგან დაუვიწყარი ჰქონდა ეს ჯარჯი და თათული იყვნენ. ბედნიერი წყვილი დაუვუწყარ ვნებას და ალერსს არ აკლებდნენ ერთმანეთს და მათი სიყვარულის გამარჯვებას ზეიმობდნენ. დილას კოცნით გააცილა ქმარი გოგომ და ცოტა ხანს ისევ დაიძინა. თორმეტისთვის გაიღვიძა. მოწესრიგდა და ოთახიდან გამოვიდა. ანას ოთახის კარს ჩაურა, შეჩერდა და ფრთხილად დააკაკუნა. რამდენიმე წამში ნამტირალევი გოგო გამოჩნდა.არ ელოდა და შეცბა. ღიმილიც სახეზე შეეყინა. -მაპატიე თუ შეგაწუხე.. -არა,არაფერია..-ნაძალადევად გაიღიმა გოგომ. -თუ გინდა წავალ?ვიფიქრე ქვემოთ ჩავიდოდით და ერთად დავლევდით ყავას... -აქ რომ შემოხვიდე? -კარგი,მაგრამ რატომ არ გამოდიხარ ოთახიდან? -არ მინდა. -გცხვენია?თუ გერიდება? -მეშინია… -ვისი გეშინია?გაოცდა თათული და ხმას დაუწია. -შემოხვალ? გოგომ თავი დაუქნია და ანას ოთახში შეაბიჯა.საწოლზე ჩამოსხდნენ და ანამ მოყოლა დაიწყო...მშვიდად უსმენდა თათული მრავლისმნახევლი გოგოს არ გაჰკვირვებია არაფერი. -იცი რაა,მჯერა ყველაფერი მოგვარდება. სიმართლე გაირკვევა და ერთად ბედნიერად ვიცხოვრებთ. თქვენც გაარკევთ ურთიერთობას.ვიცი გულგრილი არც ის იქნება შენს მიმართ. -ეგ არ არის მთავარი.მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ,რომ სიყვარული ვეძებო.მე უბრალოდ დახმარება მინდოდა,სანაცვლოდ კი ტყვეობა მივიღე.. -ეს ტყვეობა არაა.ის,რასაც შენს თვალებში ვხედავ,დიდი სიყვარულის დასაწყისია,-ხელები ჩაჰკიდა თათულიმ და გაუღიმა.ანამ ჯიუტად გააქნია თავი უარყოფის ნიშნად. -იცი რამდენი წელი ვუარყოფდი ჯარჯის სიყვარულს და რამდენი ხანი არ ვუტყდებოდი თავს სიყვარულში? ცხრა წელი.თუმცა,გულმა მაინც მაჯობა.ასე რომ თუ მას უნდა,ეს აუცილებლად მოხდება. -მე არც კი ვიცი მისგან რას უნდა ველოდო… -არაფერს არ უნდა ელოდო,უბრალოდ დროის დინებას უნდა მიჰყვე და ის მიგიყვანს საჭირო მომენტამდე. -დიდი ხანია ამ მომენტს ველოდები,ეს დრო კი არ დადგა. -ან პირიქით-უკვე დადგა. -არ ვიცი…. -იცი.ძალიან კარგად იცი.უბრალოდ თუ გინდა ეს ახლა არ მითხრა,სხვა დროს მითხარი. -კარგი მაშინ.გპირდები,როცა ეს დრო დადგება მე და შენ აუცილებლად ვილაპარაკებთ ამაზე… -მე კი იცი რას გპირდები?სანამ ამ სახლში ვიცხოვრებთ ერთად და რძლები გვერქმევა,მანამდე ეს ძმები და ეს სახლი გავაგიჟოთ.-თვალი ჩაუკრა თათულიმ. -და ამაში ყვაზე დიდი ხელშემწყობი და მოკავშირე ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი დაგვეხმარება.-უცებ გამხიარულდა გოგოც. თათული აიძულა ტანსაცმელი გამოეცვალა,მოწესრიგებულიყო და ოთახიდან გამოსულიყო. ქვემოთ ჩამოსვლა და ქეთოს გაღიმება ერთი იყო.მათი მისამართით წარმოთქმული კომპლიმენტები არ დაიშურა.მერე ორივე გვერდით მოისვა და ახლოს გასაცნობად და დასაახლოვებლად დედა-შვილური საუბარი გაუბა. ******* ალექსანდრე ფიცხელაური მანქანაში იჯდა და დაცვის წევრებთან ერთად შეხვედრის ადგილისკენ მიდიოდა.უკან იარაღით დატვირთული სატვირთო მიჰყვებოდათ.დაძაბული იჯდა,თითქოს იცოდა რომ ამაღამ რაღაც მოხდებოდა.ეს ბოლო საქმე იყო რასაც გაბრიელის ზურგს უკან აკეთებდა.ხვალიდან ყველაფერი შეიცვლებოდა.ყველაფერი მის ხელში გადავიდოდა.ის კი მშვიდად შეძლებდა საქმიდან გასვლას და დასვენებას… დანიშნულების ადგილი თბილისის ზღვის მიმდებარედ მდებარე ერთ-ერთი მიტოვებული ქარხანა იყო. პირველები ისინი მივიდნენ. მანქანიდან არ გადმოსულა.იქიდან ათვალიერებდა გარემოს.გვერდით მჯდომი გამყრელიძე ნერვულიულად იწვალებდა თითებს და ცდილობდა არ შეემჩნია ეს კაცს. მალე საპირისპირო მხრიდან კიდევ რამდენიმე მანქანა გაჩერდა. რამდენიმე წამიანი დაზვერვის შემდეგ მანქანებიდან გადავიდნენ და ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ. -გამარჯობა,-მიესალმა ალექსანდრე და ხელი ჩამოართვა. -დიდი პატივია ჩემთვის თვით ალესანდრე ფიცხელაურის ხილვა.- უპასუხა კაცმა.გაეღიმა. -აბა შევამოწმოთ?-პირდაპირ საქმეზე გადავიდა. -შევამოწმოთ. -მიშა კარები გააღე. გამყრელიძემ სატვირთოს კარი გახსნა და ყუთი გამოსწია,თავი ახადა. ყურადღებით ათვალიერებდა კაცი და ამოწმებდა თითოეულ იარაღს. -საუკეთესოა ეს ყველაფერი.-თქვა რამდენიმე წუთიანი შემოწმების შემდეგ. -ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ამას იტყოდით.ფული სად არის? -ახლავე მოიტანენ.-ხელის ერთი აწევით ანიშნა კაცმა ვიღაცას რაღაც და ისიც მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან შავი კეისით ხელში. ალექსანდრეს მიაწოდა.კაცმა ხელში შეათამაშა.მანქანის ძარაზე შემოდო და გახსნა.თვალები შუბლზე აუვიდა. იქ ფული არ იყო.მის ნაცვლად საათის მექანიზმი აწრიპინდა და ბომბი ჩაირთო. -ნაბიჭ...ო.-მობრუნდა მისკენ და მის ირონიულ სახეს შეეჩეხა. -ეს დასასრულია ბატონო ალექსანდნრე.-იღიმოდა კაცი.- სახეკურს თუ ხელს გაუშვებთ,მაშინვე აფეთქდება. გამყრელიძემ და ფიცხელაურის დაცვის წევრებმა იარაღი შემართეს და მათ მიუშვირეს.სანაცვლოდ იქიდანაც იგივე მიიღეს.საიდანღაც კი კიდევ რამდენიმე შეიარაღებული გამოჩნდა.აშკარად ბევრნი იყვნენ და ახლა ერთი გასროლა მათ სიკვდილს ნიშნავდა.შეიძლება მაინც დაღუპულიყო,მაგრამ ასე უფრო მეტი შანსი ჰქონდათ.გამოცდილმა კაცმა მალევე შეაფასა სიტუაცია. -იცოდე ან ახლავე მომკლავ ან არადა თუ ცოცხალი გადავრჩი გეფიცები ისეთ დღეში ჩაგაგდებ,რომ სიკვდილს განატრებინებ.შემევედრები რომ მომკლა,მე კი ამას არ გავაკეთებ.- გამოსცრა კბილებში ფიცხელაურმა. -უცნაურია,ასეთ დღეში ხარ,შენ კი მუქარას არ ერიდები.-ჩაეცინა კაცს. -მხოლოდ ის მითხარი ვინ დგას შენს უკან. -წესით უნდა ხვდებოდე. -ის ამას ვერ გაბედავდა.- -ესეც გაბედა და ამაზე უარესიც.ჯერ კიდევ არ იცი,რომ ნათლული მოგტაცა მისმა დისშვილმა და რძლად დაისვა? -იტყუები,ეს სიმართე არ იქნება. -აღრიალდა ალექსანდრე.-უკან წაიღე შენი სიტყვები და გეფიცები უფრო მარტივად მოგკლავ.- -შენი არ მეშინია.შენი აღარავის ეშინია.ნახე შენი ბიჭებიც ისე დგანან, იარაღსაც არ გვიმიზნებენ. დაბერდი და რაღაცეები გაგეპარა.შენი ხალხიც კი მოღალატე აღმოჩნდა და შენ ეს ვერ შეამჩნიე.აჯობებდა შენი შვილისთვის დაგეჯერებინა. ალექსანდრე აღარ ლაპარაკობდა. მხოლოდ ძლიერად აჭერდა კბილებს ერთმანეთს და სიბრაზე მთლიანად მასზე გადაჰქონდა. -კარგი,კარგი,ბევრს არ გაწვალებთ. ჩვენ ახლა წავალთ და ამ იარაღს წავიღებთ.ფულიც რა თქმა უნდა ჩვენთან დარჩება.გოგოც მაჩაბელს ჰყავს,ასე რომ ერთდროულად სამით-ნოლს აგებ და მგონი ეს შენს ცხოვრებაში პირველად ხდება. წავედით.-ანიშნა ბიჭებს და ისინიც მაშინვე გამოცოცხლდნენ.მისი დაცვის წევრების ნაწილი რომ უკან გაჰყვა მტერს და მანქანებში ჩასხდნენ, კიდევ ერთხელ ინატრა სიკვდილი ალექსანდრემ.მხოლოდ მიშა და სამიოდე ადამიანი დარჩა იქ.წამებში დაიცალა იქაურობა. -ახლა რა ვქნა?-იკითხა სასოწარკვეთილმა კაცმა. -დავრეკავ და ვიკითხავ ეს რაღაც როგორ უნდა გავთიშოთ.-ტელეფონი მოიმარჯვა მიშამ. -მალე,თორემ სადაცაა აფეთქდება. ორი წუთი დარჩა. -არ პასუხობს.ჯანდაბა,ჯანდაბა.- იყვირა გამყრელიძემ. -დანა მომეცი და აქედან წადით.- იყვირა ალექსანდრემ. -არა ბიძია,არ წავალთ. -ამის დედაც,მომეცი დანა. მიშას სხვა გზა არ ჰქონდა.დანა მიაწოდა.კიდევ ერთხელ შეხედა და ისინიც მაშინვე დაიძრნენ.ცოტა რომ მოშორდნენ,ფიცხელაურმა დანა მოიმარჯვა. -შენთან მოვდივარ შვილო. -დაიჩურჩულა კაცმა და ყველა სადენი ერთდროულად გადაჭრა… -მიშა,-მოესმა ზურგს უკან გამყრელიძეს და კარის სახელურზე გაუშეშეშდა ხელი. -ვინც დამრჩა ყველა შეკრიბე, მაჩაბელებში მივდივართ. დედა-ბუდიანად გავანადგურებ.- გამოსცრა კაცმა და მანქანაში ჩაჯდა. ***** იმავე საღამოს,რამდენიმე საათში აფეთქება მოხდა მაჩაბელების საწყობში.სახლში მყოფი მაჩაბელების ოჯახისთვის ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა.ყველას ეძინა და სანამ გონს მოვიდნენ,უკვე გვიანი იყო. მათი დაცვის ნაწილი ხანძარს აქრობდა,ნაწილი კი ფიცხელაურებს ებრძოდა… დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა იმ ღამეს მაჩაბელების უზარმაზარ ვილაში.სათითაოდ იღვიძებდა ყველა და მაშინვე მისაღებში გამორბოდა.იქ კი მოულოდნელ სურათს აწყდებოდნენ-გასასვლელში მდგომი ალექსანდრე ფიცხელაური და მისი შეიარაღებული ხალხი.ბოლოს ვახო მაჩაბელიც გამოჩნდა. -ამდენს თუ გაბედავდი არ მეგონა. -არც მე მეგონა თუ ჩემი შვილის მოკვლის მერე,ვერ დაოკდებოდით. ჯერ ჩემს ბიზნესს დაარტყი,ახლა კი ჩემი თათულიც წაიყვანეთ.მითხარი რატომ არ უნდა მოგკლათ ახლა? რატომ არ უნდა ჩავაძაღლო თითოეული თქვენთაგანი.?? -იმიტომ რომ მე ჩემი ნებით ვარ აქ.- პირველი თათულიმ მოიკრიბა გამბედაობა და პასუხი გასცა ნათლიას. -ასე დამიფასე ამაგი? -მე შენ ძალიან მიყვარხარ.ვაფასებ რაც ჩემთვის გააკეთე,მაგრამ ჩემი სიყვარულის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ.თუ სროლას აპირებ პირველი მე მესროლე მაშინ. -ესეგი ასე მარტივად მიიღე გადაწყვეტილება? -ეს გადაწყვეტილება მარტო მას არ მიუღია,ეს უხუცესებმაც გადაწყვიტეს.- ჩაერთო ჯარჯი. -რას ამბობ?-ერთდროულად შესძახეს მაჩაბელმაც და ფიცხელაურმაც… -თქვენი შვილის მოსვლას დაველოდოთ,მგონი ამ შეკრებას ის აკლია.-არ დაუთმო ჩოხელმა და გაბრიელთან შეტყობინება გაგზავნა. ***** -გვიშველე ძმაო,-მოესმა ყურმილში დის კივილი და მერე იარაღის სროლის ხმაც. -რა ხდება ემა?-იღრიალა გაბრიელმა და ანდრეას გახედა,რომელიც დაიძაბა,როცა ემას სახელი მოესმა. -თავს დაგვესხნენ ძმაო.მამამ ყველა წაიყვანა,მხოლოდ ოთხი მცველი დატოვა,ბევრნი არიან. -კარები კარგად ჩაკეტეთ,კარს მიადგით ყველაფერი,რაც შეგეძლებათ,მალე მოვალ.-ტელეფონი გათიშა და ანდრეას დაუყვირა. -სიჩქარეს მოუმატე ანდრო,თავს დაგვესხნენ. ანდრეამ ერთი სიცოცხლე გაათავა, როცა გაანალიზა რომ ემა საფრთხეში იყო და შეიძლებოდა დაეგვიანა. ნერვიულად ჩაჰკიდა ხელი საჭეს და გაზის პედალს ძლიერად დააჭირა ფეხი. რამდენიმე წუთი დასჭირდათ სახლამდე.მანქანა შორიახლოს გააჩერეს,იარაღები მომართეს და სახლისკენ დაიძრნენ.ისროდნენ და ანადგურებდნენ გზადაგზა ყველას, ვინც შეხვდებოდათ.ოჯახზე და მათ უსაფრთხოებაზე ფიქრმა ტვინში საგანგაშო სიგნალი გაუთიშა ფიცხელაურს და იმაზე აღარ ფიქრობდა,რომ მკვლელი გახდა… სახლიდანაც ისროდნენ და ეს უფრო მეტად დაეხმარათ.როგორც ჩანს მაინც შერჩენოდათ ერთგული ადამიანები გვერდით.. სახლში გიჟივით შევარდა.ოჯახის წევრები რომ ვერ დაინახა,გადაირია. -ზემოთ არიან.-ძლივს დაამშვიდა დაცვის ერთ-ერთმა წევრმა. იქ ასვლა ვეღარ მოასწრო.რადგან კიბეზე კივილით და ტირილით ჩამორბოდა ემა.ძმა რომ დაინახა უფრო მეტად აღრიალდა და ჩაეხუტა. -მორჩა,მორჩა,ყველაფერი მორჩა,- იხუტებდა გაბრიელი და თმაზე ეფერებოდა. -მამა როგორ არის? -არ ვიცი სად არის. -მაჩაბელებთან წავიდა შვილო.- კიბის ზემოდან გადმოსძახა მამიდამ. -ჯანდაბა.ამის დედაც….- -უფროსო რაღაც უნდა იცოდეთ. -შეაჩერა დაცვის ერთ-ერთმა წევრმა. -კიდევ რა მოხდა? -გარეთ გავიდეთ.. აივანზე განმარტოვდნენ.ანდრეა შიგნით დატოვა და დაუბარა შენს ბიჭებს დაურეკე და აქაურობას მიხედეო. -დღეს იარაღის პარტია უნდა გაგვეყიდა,მაგრამ მყიდველმა გადაგვაგდო,მაჩაბელებთან შეკრულმა კაცმა იარაღიც წაიღო და ფულიც და წავიდნენ.მამაშენს კი ბომბი დაუტოვეს და მხოლოდ შემთხვევითობის გამო გადარჩა. -ნაბიჭ...ი.ჩემი მოტყუება გადაწყვიტეთ?სულელი ბავშვი გეგონეთ?ახლა დამაცადეთ.-იღრიალა და კიბეზე დაეშვა. მაჩაბელებთან ყველაფერი თავდაყირა დადგა.იარაღები ერთმანეთისკენ მიემართათ დაპირისპირებულ მხარეებს,საწვავი უკვე დაღვრილიყო და აფეთქებას მხოლოდ ასანთის აალება აფერხებდა. -ბიძია,იქნებ დროა ყველაფერი დავასრულოთ.-უჩურჩულა მიშამ ფიცხელაურს. -ალბათ მართლა დროა.-დამცავი გახსნა კაცმა.-არაფრის მოსმენა არ მინდა თქვენგან.ჯერ კიდევ მაშინ უნდა დამესრულებინა ეს ყველაფერი,როცა ჩემი შვილის დაკრძალვის დღეს მოვედი აქ. -კარგი,-თქვა ვახომ და მისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.-მაშინ მე მესროლე და დასრულდეს ეს ყველაფერი.ჩემმა სიკვდილმა დაასრულოს შენი შურისძიება. -არა,ამჯერად მხოლოდ შენ არა,შენი ოჯახის სხვა წევრებიც გამოუყვებიან შენს გზას. -მამაჩემს არ შეეხო,არ გაბედო და არ ისროლო.-წინ გადაეღობა თამთა. ალექსანდრემ ხელი მოიქნია და გოგოს მოხვდა.მანაც თავი ვერ შეიკავა და იატაკზე დაეცა. -არაკაცო,ჩემს შვილს როგორ დაარტყი?ქალზე ხელი როგორ ასწიე?- კბილებში გამოსცრა ნინომ და ალექსანდრეს სახეში შეაფურთხა. -ამის ღირსიც არ ხარ.ესეც კი მენანება შენთვის. ვახომ ცოლს ხელი მოჰკიდა და უკან გასწია. -წაიყვანე შენი ხალხი და წადი აქედან. თორემ გპირდები მალე ყველაფერი დასრულდება და ეს შენს სასარგებლოდ არ იქნება. -მაგასაც ვნახავთ.-ფიცხელაურმა შეკრული მუშტი დაარტყა სახეში მაჩაბელს.კაცი უკან გადავარდა და თამთას ფეხებთან დაეცა.იატაკზე დაცემულს კი ტყვია მიაყოლა ფეხში. რასაც მაჩაბელების აკივლება მოჰყვა. ტყუპებისგან გინება.თვით ვახო კი უხმოდ ითმენდა ტკივილს და კბილს კბილზე აჭერდა.ჩასისხლიანებული თვალებით გახედა თამთამ ფიცხელაურს და კბილებში გამოსცრა -როცა თქვენს ოჯახში მოვედი მაშინ, გითხარით რომ ჩემი სიკვდილით მამაჩემს გაანადგურებდი.ახლა კი მე გპირდები,თუ ამ საღამოს აქედან ცოცხალი წახვალ,ვფიცავ ჩემი ძმის დაწყებულს გავაგრძელებ ოჯახს ამოგიწყვეტავ.-სიტყვა რომ დაასრულა კარში იმ წუთას შემოსული გაბრიელის თვალებს გადააწყდა.სიძულვილი ჩაუდგა თვალებში მასაც. -თქვენ ორნი ოდესმე დამშვიდდებით? -წყნარად თქვა და შუაში ჩადგა.- არ იჩქაროთ პასუხი.მე გეტყვით.რა თქმა უნდა არა..თქვენ ორნი ოდესმე ამ მტრობას დაივიწყებთ?რა თქმა უნდა არა.თუ ასეა,მაშინ რატომ ჩამომიყვანე აქ მამაჩემო?რატომ გამხადე მკვლელი?ან თქვენ ბატონო ვახო.თუ არ აპირებდით დაზავებას, რატომ მომეცით პირობა? -მე არ დამირღვევია ეს დაპირება. მამაშენმა არ მოისვენა.არც ისვენებს. ჰკითხე რამდენჯერ დაესხა თავს ჩემს ხალხს და რამდენჯერ გამინადგურა საწყობები? -შენ გინდა რომ მშრალად გამოხვიდე ამ საქმიდან?განა დღეს შენ არ წაიღე ჩემი იარაღი და ფული? -არ მაინტერებს,-იღრიალა გაბრიელმა. -პატარა ბავშვებივით ხართ.ერთმანეთს სიტყვებზე ეკიდებით და თავის მართლებას ცდილობთ.არადა რომ გკითხოთ ორივეს გვარის წინამძღოლი გქვიათ. რადგან არ ჩერდებით,მაშინ უხუცესების გადაწყვეტილებას გაგაცნობთ.რადგან ჩვენგან ქალი უკვე წაიყვანეთ,სანაცვლოდ თქვენგანაც მიგვყავს ის.-თამთას დასვა მტრული მზერა.მისკენ დაიძრა და მკლავში ხელი ჩაავლო.-დღეიდან თქვენი ქალიშვილი ჩემი ცოლი გახდება. დღეიდან მტრობა წყდება.ზავი დაიდება იქამდე,სანამ მე ცოცხალი ვიქნები.თუ ვინმეს ამ პირობების დარღვევა მოუნდება,მოგიწევთ ჩემს გვამს გადააბიჯოთ.გასაგებია. -ამ მოღალატე ოჯახიდან ქალს არ შემოვუშვებ ოჯახში. -ეს მაშინ უნდა გეფიქრა მამაჩემო, როცა ჩემი სიტყვები ყურად არ მიიღე და თავზე გადამახტი.თქვენ კი იმით მიიღებთ სამაგიეროს,რომ თამთას ვერასდროს ნახავთ. -ეს ზედმეტია გაბრიელ.-ჩაერია ჯარჯი. -ჩვენ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკებთ.ახლა კი დაუშვით ეს წყეული იარაღი და სახლში წადი მამა.დედას სჭირდები.თავს დაგვესხნენ. ფიცხელაურმა მაჩაბელს გადახედა. -ვფიცავ მე არ ვყოფილვარ.-უთხრა მან. გაბრიელს არაფერი უპასუხია.მამას მკაცრად გახედა და ანიშნა წადიო. ალექსანდრემ იარაღი დაუშვა. დაცვამაც იგივე გაიმეორა და უკან აედევნა პატრონს. გაბრიელმა კი იძულებით გაიყოლა მაჩაბელების ქალიშვილი სახლში და თან წაიღო მათი გულიც. -მამაა,-ერთი იყვირა გოგომ,მერე კი ფიცხელაურის მანქანაში აღმოჩნდა.. -გამიშვი,მამაჩემი დაჭრილია, უჩემობას ვერ გადაიტანს.-ყვიროდა გოგო. -მეც ვეღარ ვიტან აქაურობას და ამდენ სიკვდილს,ამდენ მტრობას. -ხმას აუწია ბიჭმაც. -მოღალატე,მატყუარა,სპეციალურად მოაწყვე ხომ ეს ყველაფერი?საწოლში შემიტყუე რომ მამაჩემის გეგმები გაგეგო. -ერთადერთი ნათელი წერტილი იყავი და შენც მათ დაემსგავსე...ამიერიდან ყველაფერი ისე იქნება,როგორც მე მოვინდომებ…. სახლში ყველაფერი დამშვიდებული დახვდა,ალექსანდრე მასზე ადრე დაბრუნებულიყო ცოლს და შვილს ეხუტებოდა. მაჩაბელების ქალიშვილის გამოჩენამ სიტუაცია დაძაბა.მაგრამ გაბრიელმა ყველას დაასწრო. -სანამ რამეს იტყოდეთ,მე ვიტყვი.ამ სახლში იცხოვრებს მშვიდობის სანაცვლოდ.სანამ აქ იქნება და თათული იქ,არც ერთი არაფერს გააკეთებთ.ამიერიდან თამაშიდან ოფიციალურად გამყავხარ მამა. -მოვკვდები და ამას არ დავუშვებ. -უკვე დავუშვი დედა.ის შენი რძალია. -ამას არ ველოდ შენგან ძმაო. -არც მე ველოდი შენგან წამალზე რომ შეჯდებოდი.-უყვირა ბიჭმა. -შენ ეს…. -მას ნუ უყურებ.მას არაფერი უთქვამს. მართლა გეგონათ რომ რაღაცეებს გამოპარებდით?მართლა გეგონათ რომ ადამიანები,რომლებიც მიყვარს, უმეთვალყურეოდ მეყოლებოდა დატოვებული?-თავის კონტროლი უჭირდა ბიჭს. -შენი ძმა სიმართლეს ამბობს?-ფეხზე წამოდგა ალექსანდრე და შვილის წინ გაჩერდა.გოგომ თავი დახარა.კაცმა ხელი მოიქნია და ლოყაზე შემოარტყა შვილს. -ეს იმისთვის რომ ჩემი ნდობა ვერ გაამართლე.იმედები რომ გამიცრუე.- უთხრა მამამ.ზურგი აქცია და კიბისკენ წავიდა.გულმა ვეღარ გაუძლო ამდენს და მკერდში ტკივილი იგრძნო. მოაჯირს დაეყრდნო,რომ არ დაცემულიყო.ემაზე ჰქონდათ ყურადღება გადატანილი ყველას და ეს მხედველობიდან გამორჩათ…. გაბრიელს კი თამთასთვის ჩაევლო ხელი და თავისი ოთახისკენ მიათრევდა.გოგო უძალიანდებოდა და ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა. მაგრამ ბიჭს ძლიერდად ეჭირა და არ უშვებდა.ყვიროდა და ღრიალებდა. ემოციებისგან და ამ ტკივილსგან დაცლა უნდოდა.ოთახში შეაგდო და კარი გარედან ჩაკეტა.გოგომ ხმაური ატეხა,ამაოდ ურტყავდა კარს ხელებს და ეჯაჯგურებოდა სახელურს.ვერ აღებდა.კარგად იყო ჩაკეტილი. -აქ ვერ გამომკეტავ,შენ უფლება არ გაქვს.შენ ვერ გადაწყვიტავ ამას.შენი ტყვე არ ვიქნები ფიცხელაურო.ამას სიკვდილი მირჩევნია.აიღე ეგ იარაღი და მესროლე. -გაჩუმდი და მანდ დარჩი შენთვისაც და ყველასთვის ასე აჯობებს. უკან დაბრუნება გადაწყვიტა.ქვემოთ ჩამოსვლა რომ დააპირა,კიბის თავში მამამისი დაინახა.ხელი მოაჯირისთვის ჩაეკიდა და მეორე ხელი გულზე დაედო.გალურჯებულიყო. -რა გჭირს მამა?-ჰკითხა შეშინებულმა და ქვემოთ დაეშვა. -ოჯახს მიხედე.ახლა უკვე ვიცი რომ საიმედო ხელში ვტოვებ მათ.-უთხრა და ჩაიკეცა. -მამააა.-იღრიალა ბიჭმა და ხელი შეაშველა,რომ არ წაქცეულიყო. -სასწრაფოს დაურეკეთ.-თავს ვეღარ იმორჩილებდა და ცრემლებით ავსებოდა თვალები. ახლა როცა სიკვდილი ასე ახლოს იყო, მის გადარჩენას სთხოვდა ღმერთს.. ამ ავბედით ღამეს,როცა ალექსანდრე ფიცხელაური მაჩაბელის მოკვლას აპირებდა ყველაფერი პირიქით შემობრუნდა და მხოლოდ ის ებრძოდა სიკვდილს.. თამთა მაჩაბელი გაბრიელის ოთახში გამოკეტილი კედლებს აწყდებოდა და ცდილობდა თავი დაეღწია იქაურობას. ყვიროდა და ღრიალებდა,მაგრამ მისი ყვირილი არავის ესმოდა...ბოლოს ღონემიხდილი იატაკზე დაეშვა და ცრემლებს გასაქანი მისცა.. ***** ანდრეა გარეთ ელოდა გაბრიელს. უკვე ერთი დღე გასულიყო მომხდარიდან.ფიცხელაურების მთელი ოჯახი საავადმყოფოში იყო და ალექსანდრეს გონზე მოსვლას ელოდნენ.თუმცა არც თუ ისე კარგი იყო პროგნოზი.. ემამ თვალი უკანასკნელად შეავლო აპარატზე მიერთებულ მამას.მერე კი ჩუმად გამოვიდა საავადმყოფოდან. -გამარჯობა.-მიესალმა ბიჭს.ისიც უცებ წამოხტა და მის წინ გაჩერდა. -ხომ ყველაფერი კარგადაა?- -ექიმების თქმით კი.უბრალოდ დრო სჭირდება და გამოძვრება. -დრო ყველას გვჭირდება. -მივდივარ ანდრეა.-სევდა შეერია გოგოს ხმაში. -სად მიდიხარ?-გულში მაინც ეტკინა რაღაც. -მივდივარ,რომ გაცრუებული იმედები გავამართლო.რომ საკუთარი თავი დავიბრუნო. ანდრეამ ხელები გაშალა და გულში ჩაიხუტა. -ვიცი რომ გამოგივა. -დამელოდები?-წელზე მოხვია ხელები გოგომ. -დაგელოდები,თუ ძველ ემას დააბრუნებ. -მე შენ დაგიმსახურებ ანდრეა.- ცრემლიანი თვალებით უთხრა გოგომ.მოშორდა და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი.მერე მობრუნდა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.ანდრეამ თვალი გააყოლა და თავისთვის ჩაილაპარაკა. -მაინც მიაღწიე შენსას.მაინც შემოხვედი ჩემს გულში…-ჩაეღიმა და კეფა მოიქექა.არ დასცალდა დიდხანს მარტო ყოფნა.გაბრიელმა მხარზე დაარტყა მეგობრულად და უთხრა. -აბა წავედით,დროა გამყრელიძეს დედა მოვ...ათ.რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა ავალაპარაკოთ. შავი რენჯ-როვერი საავადმყოფოს ეზოდან გავიდა და ცენტრალურ გზას დაადგა. ახლა უკვე სხვა იყო ფიცხელაურების მემკვიდრე.როგორ არ უნდოდა, როგორ არ ეცადა,მაგრამ მაინც ვერ წავიდა იმ აზრის წინააღმდეგ რომ ბიზნესს ჩასდგომოდა სათავეში. უფრო მეტიც ახლა ცივსისხლიანი მკვლელი იყო.ახლა საკუთარი თავის თვითონაც ეშინოდა...ახლა საბოლოოდ დაეკარგა ადამიანური სახე.ახლა მხოლოდ შურისძიებით იყო დაკავებული მისი გონება.ახლა ერთი მიზანი ჰქონდა და ამ მიზნისთვის სიკვდილის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლებდა.... როგორ მომენატრეთ ჩემო საყვარლებო და ჩემო ტკბილებო.ესეც ახალი ისტორია სრულად. მეორე ნაწილიც გზაშია.მანამდე კი ისიამოვნეთ.ველი თქვენს შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.