შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, რაც ყველამ არ იცის (სრულად)


20-07-2020, 01:04
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 50 395

ს ა ნ ა მ წ ა ი კ ი თ ხ ა ვ
ბოდიში ვინც ადრე კითხულობდით და იმედები გაგიცრუეთ.
ასეთ ჟანრში პირველი ცდა იყო, არვიცი. შეფასებასაც არ ველი. დიდად მეც არმომწონს, მაგრამ ვინც კითხულობდა, ჩავთვალე რომ სურდა ბოლომდე გაეგო, რა ბედი ეწიათ პერსონაჟებს.




-ბავშვების მეგობრებს შორის ყველაზე ნაკლები სექსუალური მიზიდულობაა და რაღა თქვენ აღმოჩნდით გამონაკლისები?-ყავას წრუპავდა და თან მეგობარს უყურებდა, რომელიც ვითარებით ზედმეტად შეწუხებული იყო.
-რა ვიცი მე! მიყვარს და ხო არ გადავიყვარებ არა?-ხატიამაც დაავლო ცხელი ყავით სავსე ჭიქას ხელი
-არა, რომ უთხრა არა?-როგორც ყოველთვის სიტყვა სიყვარული უცხო იყო ელენესთვის
-რა ვუთხრა? შენ სულ გაგიჟდი მგონი-გაეცინა ხატიას
-აუ ძაან ბანალური ხარ, პიცა არ გინდა?-უცებ გაახსენდა ანდრიაძეს, ძალიან რომ შიოდა სანამ შოკოლადიან ლატეს კუჭში გადაუშვებდა
-თუ გამოაცხობ ან შეუკვეთავ კი-მხრები აიჩეჩა გურულმა.
-შევუკვეთავ, რა თქმა უნდა-თვალები აატრიალა ელენემ, ტელეფონით ხელში აივანზე გავიდა და სამეზობლო შეათვალიერა როგორც ყოველთვის.
სანამ შეკვეთილ საჭმელს მოიტანდნენ კიდევ ერთხელ ამოიხვნეშა მძიმედ ხატიამ
-აუუ რა სიყვარული აგტყდა? 3 დღის წინ რატო არ გიყვარდა? ახლა რომ დამივიწყო რა მეშველება?-ელენეს თავის გაჭირვება ჰქონდა
-რა გეშველება და მარტოობაში მოკვდები-გაამხნევა გურულმა (:დ ანუ ძაან მომწონს ეს გვარი და ცოტა უხერხული დასაწერი კია მარა რავქნა, მგონია რომ ზოგადად გურულებს მოვიხსენიებ მაგრამ არაა ეგრე :დდდ)
-მერე ჩემს გვამს მხოლოდ მაშინ იპოვნიან რომ გავიხრწნები და სუნი შეაწუხებთ-გადაეშვა ფიქრებში ელენე
-პოლიცია გამოიძიებს რისგან მოკვდი და ძაან დაგცინებენ რომ გაიგებენ მარტოობისგან-ფხუკუნებდა ხატია
-ვერავინ ვერ დამცინებს მე, უნიკალური ვარ და განსხვავებულად მოვკვდები ყველაზე, აი მაგალითად მოგზაურობის დროს აფრიკაში ვეფხვი ან ლომი დამგლეჯს-ამაყად გაისწორა სათვალეები ელენემ და კარის ზარზე ფეხზე წამოხტა, კურიერს პიცა გამოართვა და გაბრწყინებული თვალებით დაბრუნდა შიგნით
-ნეტა ამდენ საჭმელს სად იტევ რა-უკმაყოფილოდ აიღო პიცის ნაჭერი ხატიამ და ელენესთან ერთად დაიწყო ჭამა.
-მე ვფიქრობ მაინც უნდა უთხრა რა, არ შეიძლება მაგის დამალვა, თან უცხო ხო არაა, გელაა ჩვენი ბავშვობის მეგობარი, ხომ იცი, მშვიდად გეტყვის რომ არ უყვარხარ და შენც მერე ვინმე უფრო კარგ ტიპს შეიყვარებ-გაუღიმა მეგობარს ანდრიაძემ
-აუ რა საქონელი ვინმე ხარ-გაეცინა ხატიასაც.
-მე მივწერ ახლა რომ ველოდებით ჩემთან და შენ ყველაფერს ეტყვი, ამ ამბის გადადება არ იქნება-უცებ მოუვიდა იდეა თავში მას
-შანსი არაა, დრო მჭირდება ელენე!-მკაცრი იყო მეგობრის ხმა
-ხო კაი, პროსტა მე მირჩევნია რამე სისულელეზე ვილაპარაკოთ ვიდრე გელაზე-მხრები აიჩეჩა ქერამ, უკანასკნელი ლუკმა შეჭამა და გაღიმებულმა გაიწმინდა თითები სალფეტკზე, შემდეგ დივანზე გადაწვა და მუცელზე მოისვა ხელი
-დედა ენაცვალოს, იცის როგორ მიყვარს-მოესიყვარულა უკვე მის კუჭში მყოფ პიცას.
-ისე შენი აზრით არ მოვწონვარ მაინც?-იგივე ფიქრებს დაუბრუნდა ხატია
-ჩემი აზრით, გელა ერთი თავში ავარდნილი ტრიპაჩა ტიპია, მაგრამ რავქნა, მაინც მიყვარს ეგ დამპალი-მხარი იცვალა დინავზე წამოწოლილმა ანდრიაძემ, გვერდულად დაწვა და თავქვეშ ხელი ამოიდო ისე რომ პირდაპირ უყურებდა ხალიჩაზე მჯდომ მეგობარს
-აუ რატო ეძახი გელას მაინც ვერ ვხვდები-უკმაყოფილო სახე ჰქონდა გურულს
-წყალს თუ მომიტან გეტყვი-გაუღიმა მეგობარს ანდრიაძემ, ხატიამ პასუხის დაბრუნება ვერ მოასწრო კარზე კიდევ ერთხელ რომ დარეკეს ზარი
-კიდე რამე გამოიძახე?-გაუკვირდა ხატიას
-არა, მიდი რა გააღე-ამოიზმუვლა ელენემ
-შენი სახლია და შენ გააღე-გურულსაც საკმაოდ ეზარებოდა ფეხზე ადგომა.
ძლივს წამოიზლაზნა ელენე ფეხზე და ფეხშიშველი მივიდა კართან, ჭუჭრუტანაში გაიხედა და უცხო სახე რომ დაინახა გაუკვირდა
-ვინ არის?
-თქვენს სახელზე ამანათია-მოესმა მამაკაცის ხმა მეორე მხრიდან, კარი გააღო ელენემ, მამაკაცის ქვემოთ დადებული უზარმაზარი თაიგული რომ დაინახა თვალები აატრიალა.
-ვინ შემოგიშვათ სადარბაზოში?-უხეშად მიმართა კაცს და მის მიერ მოწოდებული ყვავილები აიღო
-არვიცი, ვიღაც კაცმა შემომიშვა-მხრები აიჩეჩა კურიერმა.
ელენემ უბრრალოდ ხელი მოუწერა ფურცელზე, შემდეგ კი კარი ცხვირწინ მიუხურა.
-აუ ეს რა მაგარიაააააააა?-სიხარულისგან იკივლა ხატიამ როგორც კი ყვავილები დაინახა
-რა არის ისევ იმ იდიოტის გამოგზავნილი იქნება და მაგრად ვცემ ერთი დღე იქნება-მაგიდაზე დადო თაიგული და ბარათი ამოიღო
„დაბადების დღეს გილოცავ ელ!
გეგა“
-სურათების გადაღებას რომ მორჩები მივდივართ-დივანზე დაჯდა ხელებგადაჯვარედინებული ანდრიაძე. გურულმა მხოლოდ ჩაიფხუკუნა და კვლავ გააგრძელა თაიგულთან ერთად სურათების გადაღება.
ანდრიაძე რამდეინმე წამში ფეხზე წამოდგა, იქვე მიყრილი ბოტასები ფეხზე ამოიცვა და წარბაწეული დააშტერდა მეგობარს
-უთხარი გელას და გიყიდის-გაეცინა მაინც ბოლოს მეგობრის სახეზე
-ესე უფრო კაია, მოულოდნელად-ტუჩი გადმოატრიალა დამწუხრების ნიშნად ხატიამ
ვარდების თაიგულთან და მეგობართან ერთად დატოვა სახლი, მანქანის საბარგულში შეაგდო ყვავილები, შემდეგ კი სულ რაღაც სამასი მეტრის გავლის შემდეგ გააჩერა სახლის ჭიშკართან.
საბარგული ახადა თუ არა ყუთიდან სათითაოდ ამოიღო ვარდები, ჯერ ყუთი ისროლა ღობის მეორე მხარეს, შემდეგ სათითაოდ დაიწყო ვარდების სროლა სანამ ჭიშკრიდან ვიღაც ტიპი გაოცებული არ გამოვარდა
-რას აკეთებთ გოგონა?-პირდაპირ ელენეს მისამართით იკითხა, რადგან ხატია მანქანას მიყუდებული, ტელეფონით იღებდა ყველაფერს და ჩუმად ფხუკუნებდა
-იდიოტ გეგას გადაეცი, რომ მეორედ სერიულ მკვლელს დავიქირავებ და წამებით მოვაკვლევინებ თუ კიდევ ასეთ სისულელეს გამოაგზავნის ჩემს მისამართზე ან სამსახურში-უკანასკნელი ვარდიც გადააგდო ეზოში, შემდეგ ბარათი ოთხად გახია და ბიჭს შეაყარა სახეში, მანქანაში დაჯდა და ხატიას გახედა, ამჯერად მანქანაში მჯდომ დაქალს რომ უღებდა
-დაეგდები თუ გელას ვუთხრა რომ არასდროს გაჩუქოს ვარდები?-წარბები აუწია დაქალს, მანაც წამში გამორთო კამერა და წინა სავარძელზე დაჯდა
-ღმერთო, ყველა გიჟს მე რატომ უნდა გადავეყარო-ბუტბუტებდა ჭიშკართან მდგომი ბიჭი და დაძრულ მანქანას უყურებდა. შემდეგ სახლში შებრუნდა. ვარდები შეაგროვა და მათი სურნელით ტკბებოდა წამით, მხრების ჩეჩვით შეიტანა სახლში და ულამაზესი წითელი ვარდები წყალში ჩააწყო.
--
-ამ ვიდეოს რამდენი ნახვა ექნება იცი?-ფხუკუნებდა ხატია და ვიდეოს ამუშავებდა რომ თავის იუთუბ არხზე აეტვირთა.
-იცოდე გელას ვეტყვი რომ გიყვარს-დაემუქრა ანდრიაძე
-ჯერ გაბრიელი ქვია, ნუ უმახინჯებ ჩემს ბიჭს სახელს, მერე უთხარი, მე გამომადგება, არ მომიწევს პირადად თქმა-მხრები აიჩეჩა გოგომ და ატვირთვის ღილაკს დააჭირა.
-ისე ის ბიჭი რა სიმპატიური იყო შენიშნე?-ვიდეოში შემოჭრილ, გაოცებულ ბიჭზე ანიშნა გურულმა მეგობარს
-სიმპატიური კი არა, სახლში აღარ მიდიხარ? როდემდე უნდა იყო ჩემთან-გაეცინა მეგობარზე.
-ჯერ შენი დაბადების დღეა, 23 წლის გახდი, ეს კი ცხოვრებაში ერთხელ ხდება, ამიტომ არ მივდივარ, თუ ტორტს და რამე გემრიელს ამოიტან საკონდიტროდან სულაც არ ვიქნები წინააღმდეგი
--
რამდენიმე დღეში გავრცელდა საშინელი ამბავი, ყველა დამუნჯდა, სოციალური ქსელები გადაივსო, მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობდა.
--
რაც ახალ სახლში გადმოვიდა სულ ვიღაცეები მოდიან და გეგას კითხულობენ, არც კი იცის ვინაა ეს გეგა, ალბათ ვინც აქამდე ცხოვრობდაო იფიქრა, მაგრამ მაკლერმა ხომ უთხრა, ახალი აშენებულია და ჯერ არავის უცხოვრიაო. იმ გოგოს ინციდენტის შემდეგ, საბოლოოდ დარწმუნდა რომ მოატყუეს, მაგრამ სულაც არ ადარდებდა წარსულში ვინმე გეგა თუ სახლში ცხოვრობდა. უბრალოდ იდეალური იყო აქაურობა თან შესაფერის ფასში და მხოლოდ იმის გამო რატომ უნდა აეტეხა ერთი ამბები რომ ადრე ვიღაცის საკუთრება იყო ვერ ხვდებოდა.
ბაღიც ზუსტად ისეთი ჰქონდა თვითონ როგორიც უნდოდა.
მისი საყვარელი ჰორტენზიების, ვარდების და იასამნების ნერგებიც მალე ჩამოუვიდოდა და აამწვანდებდა ეზოს, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ გემოვნებით იყო მოწყობილი.
იმის მერე რაც მართა მოულოდნელად გაუჩინარდა და მის კვალს ვერსად მიაგნო, გადაწყვიტა რომ უბრალოდ ვინმე საყვარელთან ერთად გაიქცა მისი საცოლე და მალევე შეძლო მისი დავიწყება, ალბათ არც მიყვარდაო, წამით გაიფიქრა ნიკო ფალიანმა და შეეშვა საცოლეზე ფიქრს. სახლი სადაც ის და მართა ცხოვრობდნენ გაყიდა და ახალ სახლში გადმობარგდა.
იმ დღეს ერთჯერად ქოთნებში ჩარგული ყვავილები რომ მოუტანა კურიერმა აპრილის მშვენიერი დილა იყო. უკვე 10 რიცხვი იყო, თითქმის ერთი კვირა იყო გასული უცნაური ვარდებით თავდასხმისგან.
ნერგები იქვე ეზოში დაატოვებინა კურიერს, თვითონ კი ოთახში ავიდა. ისეთი სპორტულები ჩაიცვა, უკვე მოძველებული რომ იყო და გარეთ აღარ ატარებდა, ფეხზე დიდი ბოტები მოირგო, ხელთათმანები ჩაიცვა და ბარით ხელში გავიდა ეზოში.
დიდხანს იბორიალა უბრალოდ, მაგრამ ვერაფრით გადაწყვიტა სად რა დაერგო.
იმ ჩაყოლებაზე, სადაც მიწა დამუშავებული იყო და რამდენიმე ყვავილიც იყო გადაწყვიტა ვარდები დაერგა.
მანამდე კი ღობის კუთხეში დიდი ორმო ამოჭრა, იასამნის დიდი ნერგი იქ ჩარგო, რამდენიმე სახის სასუქიც ჩააყოლა ფესვებში, თავის დაზღვევის მიზნით და კარგად შემოუტკეპნა მიწა.
ღობის თითქმის ყველა კუთხეში როგორც გათვალისწინებული ჰქონდა იასამნები დარგო. ზოგგან თეთრი, ზოგგან იასამნისფერი.
ჰორტენზიების ბუჩქებიც მოათავსა რამდენიმე ადგილზე და ბოლოს ვარდების ჯერიც დადგა.
დამუშავებულ მიწაზე როგორც კი გადავიდა სველი მიწა მის ყვითელ ბოტებს საზიზღრად აეწება, გულში გემრიელად შეიკურთა, მაგრამ ბარი მიწაში როგორც კი ჩაასო იგრძნო რაღაც მაგარს რომ მოხვდა
-ჯანდაბა, იმედია ძალიან დიდი ქვა არ არის-ჩუმად ჩაიბუტბუტა ნიკომ და ამჯერად რამდენიმე სანტიმეტრით უკან გადმოწია ბარი, რომ ქვა რომელიც ხელს უშლიდა ზემოთ ამოეგდო.
მეორე ფეხის დაჭერაზე ბარი არაფერს დაუბრკოლებია, პირიქით, ბევრად ადვილად და ღრმად ჩავიდა მიწაში, ღიმილით დააჭრა ხელი ბარს ფალიანმა და უკან გადაწია. თვალები შუბლზე აუვიდა, მიწიდან ვიღაცის დასახიჩრებული და მატლებით სავსე ხელი რომ ამოიწია.
ვერ გაიაზრა რა ჯანდაბა ხდებოდა.
შემდეგ უბრალოდ მიხვდა, გვამი იყო მის უკანა ეზოში და ამის გააზრებისთანავე წონასწორობა დაკარგა.
მუხლებზე დაეცა და კიდევ ერთხელ შეავლო თუ არა ხელს თვალი იმ წამსვე გული აერია.
უყვარდა დეტექტიური სერიალები, უმრავი ღამე აქვს გათენებული მათ ყურებაში, მაგრამ პირველად ხედავდა მგონი ცხოვრებაში გვამს.
ჯერ თავის კუჭიდან ამოღებულ მასას დახედა ნიკომ, შემდეგ კვლავ ხელს გახედა და იგრძნო წამიც და გული წაუვიდოდა, ღრმად ამოისუნთქა, თვალები დახუჭა და ცადა გაეაზრებინა რა ხდებოდა.
შემდეგ ხელი ჯიბისკენ წაიღო.
ტელეფონი იქ ეგულებოდა და არც შემცდარა.
პირდაპირ 112-ში დარეკა და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე უთხრა, ჩემს ეზოში გვამია, ახლავე მოდით მითითებულ მისამართზეო.
--
როგორც ყოველთვის სახლში იყო, სამსახურიდან დაბრუნებული, ჯერ მზა პიცა იყიდა, მისი საყვარელი მაფინებიც თან წამოიყოლა და ბედნიერი სახით შევიდა სახლში.
წესრიგის მოყვარულს სულაც არ დარჩენია შეუმჩნეველი მის სახლში მომხდარი ცვლილებები.
დედის ნაჩუქარი სამკაულების ყუთი, რომელიც სულ ტელევიზორის გვერდით კომოდზე ედო ამჯერად ჟურნალების მაგიდაზე იდო.
თვალები გაუფართოვდა, მაგრამ შემდეგ იფიქრა როგორც ყოველთვის ხატია იყო, ალბათ რამეს ეძებდა და დაავიწყდა იმ ქარაფშუტას უკან დაბრუნებაო.
საჭმელი მაგიდაზე დააწყო და ყუთს თავი ახადა, ყველაზე მთავარი მოაკლდა თვალში, სამაჯური არ იდო, სამაჯური, რომელიც მამამ აჩუქა დედას იმის ნიშნად რომ პირველმა ქიმიოთერაპიებმა შედეგიანად ჩაიარა. ყუთი მაშინვე მაგიდაზე დადო და ტელეფონი ამოიღო ჩანთიდან.
-ხატია, სამაჯური შენ აიღე?-პირდაპირ მიმართა მეგობარს
-რა სამაჯური გააფრინე ხო ამდენი ჭამისგან?-გაეცინა გურულს
-ხატიამეთქი! სამაჯური შენ აიღე? არ გეხუმრები-ხმა გატეხვოდა ანდრიაძეს
-გეფიცები, არაფერი ამიღია, რა სამაჯური?-დასერიოზულდა ხატიაც
-დედას სამაჯური ვერცხლის, დედას სამკაულების ყუთში რომ იყო, აღარ არის, გასაღები კი ხომ იცი რომ მხოლოდ შენ გაქვს, გთხოვ მითხარი რომ შენ აიღე-ხმა ჩახლეჩვოდა ნერვიულობით ელენეს, იცოდა მეგობარი არაფერს მოპარავდა, ეს სისულელე იყო, ის ერჩივდა ეს ძვირფასი ნივთი ხატიას აეღო მისი გაფრთხილების მიუხედავად, ვიდრე სამუდამოდ დაეკარგა იგი, ის ხომ ერთადერთი ნივთია რომელსაც დაუკითხავად არ უნდა შეხებოდა.
-გაფიცები, დედას გეფიცები არაფერი ამიღია, შენი დაბადების დღის მერე არც კი ვყოფილვარ შენთან-არც ხატია ჩანდა კარგად.
მეგობრის სიტყვებზე უბრალოდ ტელეფონი გათიშა, დაჯდა და მოთქმით ატირდა. დიდხანს ნაგროვები ემოციები ამოუშვა გულიდან.
რა ექნა სამაჯური რომ გამქრალიყო? დაკარგვით არსად დაიკარგებოდა სახლში, არც არასდროს იღებდა იშვიათი შემთხვევების გარდა ყუთიდან.
სწრაფად დატოვა ბინა როგორც კი ოდნავ დაწყნარდა, ფეხით აირბინა ორი სართული და მეზობლის ბინაზე დაიწყო კაკუნი.
-რა ხდება ელენე? რა გჭირს?-თვალებჩაწითლებული მეზობლის დანახვაზე შეწუხდა შუა ხნის მამაკაცი
-სად ვნახავ ჩვენი კორპუსის ვიდეო თვალის ჩანაწერებს? რაღაც ნივთი მომპარეს-დააიგნორა კაცის კითხვა მან
-რა მოგპარეს?-შეშფოთთა წამში კაცი
-სამაჯური, სად ვნახავ კამერის ჩანაწერებს?-კითხვა შეუბრუნა კაცს
-დაცვის კომპანიას ექნება, ალბათ ვინც იცავს კორპუსს, შვილო იქნებ სადმე დაკარგე?-უნდობლად შეხედა კაცმა
-არსად დამიკარგავს, ყუთში მედო და არ ვიღებდი, გარდაცვლილ დედაჩემს ეკუთვნოდა და სახსოვარი იყო მისგან-გაბრაზდა კაცის გულგრილობაზე, მხოლოდ უპასუხა და არც დალოდებია მამაკაცს ისე ჩაირბინა კიბეები, ამჯერად პირველი სართულის სადარბაზოში გაჩერდა, კედელზე გაკრულ უამრავ განცხადებას შორის დაცვის კომპანიის სახელსაც მოკრა თვალი და ნომერსაც. სიჩქარეში ტელეფონი დარჩენოდა სახლში, ამიტომ განცხადება კედლიდან სწრაფად ააგლიჯა და ნომრიანა ავიდა მეშვიდეზე.
უკვე ტელეფონში ნომრის აკრებას აპირებდა კარზე რომ დაუკაკუნეს.
ჩუმად, ფეხისწვერებზე მივიდა კართან და ასევე უხმაუროდ გაიხედა ჭუჭრუტანაში.
ორი შარვალ-კოსტუმში ჩაცმული კაცი რომ დაინახა გაუკვირდა, თუმცა ისიც არ უკითხავს ვინ იყვნენ.
-რა ხდება?-იკითხა კარი გააღო თუ არა მაშინვე
-დეტექტივი სურგულაძე, დეტექტივი ბერია-გააცნეს კაცებმა საკუთარი თავი და მოწმობა აჩვენეს
-რა ხდება?-ამჯერად უფრო გაკვირვებული იყო ანდრიაძე
-ქალბატონო ელენე, განყოფილებაში უნდა გამოგვყვეთ-მიმართა ბერიამ
-კი, მაგრამ რატომ?
-თქვენ დაპატიმრებული ხართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის დარღვევაში, რაც გულისმობს მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, თქვენ ბრალად გედებათ გეგა გავაშელის მკვლელობა..


თავი ორი
ჯერ კიდევ არ იყო შოკური მდგომარეობიდან გამოსული ჟურნალისტების თვალწინ რომ შეიყვანეს განყოფილებაში, სადღაც ოთახში მიაბრძანეს და სკამზე დასვეს, ხელებზე ბორკილებით მაგიდასთან „დააბეს“ და მარტო დატოვეს.
-რა ჯანდაბა ხდება? ვისი მკვლელობაო?-უნებურად გაეცინა საკუთარ თავზე.
მკვლელობას აბრალებდნენ, თან ვისას? გავაშელისას, ათასჯერ მაინც რომ დამუქრებია სერიულ მკვლელს დავიქირავებ შენ წინააღმდეგო, ათჯერ მაინც რომ უთქვამს მისთვის ჩემი ხელით ამოგაცლი იმ ნეკნს ადამმა რომ ვითომ ევას ასესხაო, როდესაც ერთად იყვნენ, რამდენჯერ ხუმრობით წაუჭერია კისერზე ხელები მისთვის, ვითომ ახრჩობდა.
ყველაფერი გაახსენდა, მერე წამით ისიც გაიაზრა გეგა გავაშელი უკვე ცოცხალი რომ აღარ იყო და ისიც, მის მკვლელობას რომ აბრალებდნენ და კანკალი აუტყდა უნებურად ნერვიულობისგან.
კანკალებდა, ვერ ჩერდებოდა, თან თვალები ცრემლებით ევსებოდა და მუჭებს გამუდმებით მაგიდაზე ურტყამდა რის საშუალებასაც აძლევდა ხელბორკილები.
შემდეგ ვიღაც შემოვიდა ოთახში, არ შეუმჩნევია.
დეტექტივმა ბერიამ გოგონას წინ სკამი გამოწია და უხმოდ დაჯდა. რაღაც არ აძლევდა ნებას ამ გოგოს უკან მკვლელი დაენახა, მიუხედავად სამხილებისა. უამრავი მკვლელი, მოძალადე და ქურდი ენახა ბოლო წლების მანძილზე და ვერ ხედავდა ამ გოგოში ბრაზს, ზიზღს, უბრალოდ მკვლელს ვერ ხედავდა ამ გოგოს უკან, რომელმაც სადისტურად მოკლა მსხვერპლი.
-მე არავინ მომიკლავს-პირველმა ანდრიაძემ ამოიღო ხმა.
აცრემლებულმა გახედა დეტექტივს
-პირველი კითხვა, 22 მარტს სად იყავით საღამოს საათებში?-კითხა ისე, პლანშეტიდან არ ამოუხედავს, ვიდეოებს ათვალიერებდა, რომლებიც უნდა ეჩვენებინა ეჭვმიტანილისთვის
-როგორც ყოველთვის სამსახურიდან დაღლილი სახლში მივდივარ, არც ის დღე იქნებოდა გამონაკლისი, რატომ მაბრალებთ მე ყოფილი შეყვარებულის მოკვლას და რა ჯანდაბა დაემართა მას?-ნერვებმა უმტყუნა გოგონას, თვალები კვლავ ცრემლებით აევსო და მოთქმით ატირდა
-ეს ვიდეო თქვენი მეგობრის, ხატია გურულის ბლოგზეა ატვირთული, 3 წლის წინ-პლანშეტი მისკენ შეაბრუნა ბერიამ. ეკრანზე გამოსახულება გამოჩნდა, ელენეს ბინაში ხალიჩაზე გავაშელია გაშხლართული, მის მკერდზე ელენე ზის და კისერზე მოჩვენებით უჭერს ხელებს რომ გაგუდოს, ისიც მსახიობობს, ვითომ ვეღარ სუნთქავს და შველას ითხოვს.
-ეს რა შუაშია? აშკარად ჩანს რომ ვთამაშობს-გაკვირვება უდგება ანდრიაძეს თვალებში.
-კიდევ ეს შემიძლიათ გაჩვენოთ-ერთი ხელის გადასმით გადადის სხვა ვიდეოზე გამომძიებელი
ამჯერად ელენე აივანზე ზის სკამში გავაშელის სახლში, ხელში სიგარეტი უჭირავს და მონდომებით ეწევა.
-აი იცი რომ მაბრაზებ რა მინდა დაგმართო?-ცისფერ თვალებს აწვრილებს გოგო და სიგარეტიან ხელს ბიჭისკენ იშვერს
-გაგვანდე შენი ფიქრები-ეცინება გეგას
-ჯერ გაგგუდო, მერე ის ნეკნი ამოგაჭრა, ვითომ ადამმა ევას რომ უწილადა და შენი გვამი სადმე მიყრუებულ ადგილზე მივაგდო-სიგარეტს საფერფლეში ასრისავს, ხელებს კი გულზე იჯვარედინებს და უფრო ბრაზდება გავაშელის სიცილი რომ ესმის
-და მერე შენ აფრიკაში წახვალ და ლომები დაგგლეჯენ? ღმერთო, რა ფანტაზიორი ვიღაც ხარ-უკვე ბოლო ხმაზე ხარხარებს გეგა
-ხმა აღარ გამცე საერთოდ-თითს გამაფრთხილებლად უქნევს გაბრაზებული ანდრიაძე, ფეხზე დგება და ეზოს გავლით გარბის სახლიდან. კამერა ჯერ გეგაზე გადადის, მხრებს რომ იჩეჩავს, შემდეგ გაბრიელზე, სიცილისგან რომ ბჟირდება.
-და ამ ვიდეოების საფუძველზე მაპატიმრებთ?-უნებურად გაეცინა ელენეს, თვითონაც ვერ ხვდებოდა რა აცინებდა, ყოფილი შეყვარებული მოკლეს, მას სდებდნენ ბრალს და ყველაფრის აბსურდულობის გამო ეცინებოდა.
-თქვენ 22 მარტს საღამოს 19:22 საათზე დაბრუნდით სახლში, ამას მოწმობს თქვენი კორპუსის ვიდეო ჩანაწერები, ამის შემდეგ ჩვენ ვაფიქსირებს სადარბაზოდან გამომავალ სხეულს, თქვენი ჟაკეტით, რომელიც გაცვიათ ამ ფოტოზე-წინ უდებს კვლავ პლანშეტიდან მომზირალ ფოტოს, სვანეთში გადაღებულს, ელენეს თავის საყვარელი ლევისის ჟაკეტი და ადიდასის ბოტასი აცვია, შემდეგ თითის სრიალით გადადის მეორე ფოტოზე, სადაც ლიფტიდან გამომავალი იგივე აღნაგობის და ჩაცმულობის გოგონა ჩანს, ანდრიაძემ გაკვირცებისგან პირი დააღო, ასე ხშირად ჩადის მაღაზიაში, ალბათ ესეც ერთ-ერთი შემთხვევა იყოო გაიფიქრა.
სახლი დატოვეთ ზუსტად 20:07 წუთზე, შინ კი დაბრუნდით 3 საათის შემდეგ, ეს ზუსტად ის დროა, როდესაც მსხვერპლი მოკლეს.
გარდა ამისა მსხვერპლის გვამზე აღმოჩენილია დნმ, რომელიც რამდენიმე საათში თქვენსას უნდა შევადაროთ.
ყველაზე მთავარი რაც არის, გეგა გავაშელი მოკლულია ზუსტად ისე, როგორც თქვენ აღწერთ ვიდეოში, იგი ჯერ გაგუდეს-ფოტო დაუდო წინ ბერიამ ელენეს, სადაც კარგად ჩანდა ყელზე ლურჯი ნაჭდევები, ელენეს შეაჟრჟოლა უსიცოცხლო სახის დანახვამ, წამით გაუშტერდა მის დახუჭულ თვალებზე მზერა, შემდეგ ისევ ყელს შეხედა.
-ეს ხელის ზომები ამტკიცებს რომ იგი ქალმა გაგუდა, ან მამაკაცმა, რომელსაც ძალიან პატარა ხელები ჰქონდა-წამით შეხედა მხოლოდ დეტექტივდა ელენეს თითებს, ელენემაც დაიხედა ხელზე, როგორ ახსოვს, გაბრიელს რომ ეჯიბრებოდა ბავშვობაში, შენზე დიდი ხელი მაქვსო, რომ წააგებდა სულ ტიროდა ხოლმე, მერე გაბრიელი არწმუნებდა, არაუშავს შენც გაგეზრდებაო.
-მარცხენა მხარეს, მას ამოჭრილი აქვს ნეკნი-ყველაზე ბოლოს გავაშელის დასახიჩრებული სხეულის ფოტო დაუდო წინ ბერიამ.
ფოტოს დანახვა და ანდრიაძის ცუდად გახდომა ერთი იყო.
გოგონამ თავბრუსხვევა იგრძნო, შემდეგ ყველა კუნთი მოდუნდა მისი, მარცხენა მხარეს იგრძნო გულთან უჩვეულო ტკივილი და უბრალოდ დაუბნელდა თვალებში, ისე რომ სკამზე თავის შემაგრებაც ვეღარ შეძლო, მთელი სხეულით გადაქანდა გვერდით, მისი მაგიდაზე მიბმული ხელები რომ არა ალბათ მთელი სხეულით ძირს გაიშოტებოდა. მხოლოდ ხელები დარჩა ზემოთ აშვერილი.
მთელ ოთახში გავრცელდა მისი თავის მეტლახზე დაცემის ხმა.
-სასწრაფოს გამოუძახეთ-იღრიალა ბერიამ მთელი ხმით და გოგონას მივარდა.
--
-კიდევ ერთხელ მაჩვენეთ სხეული-მიმართა სურგულაძემ მორგში მომუშავეს
მანაც დაუყოვნებლივ გადახადა თეთრი ზეწარი მამაკაცის სხეულს
-ასეთი საშინელება დიდი ხანია აღარ მომხდარა ჩვენთან-ამოიგმინა ბერიამ
-ის გოგო როგორაა შალვა?-მეგობარს და მეწყვილეს კითხა სურგულაძემ
-ტვინის შერყევა აქვს, გული ჰქონდა ნერვიულობისგან ძალიან აჩქარებული, მე მაინც ვფიქრობ, არაა მაგ გოგოს გაკეთებული-მხრები აიჩეჩა კაცმა და გვამი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
-მართალია იუთუბზეც დევს ვიდეო, მაგრამ იმ ბიჭმა ვინც ცხედარი ნახა, დაადასტურა რომ ის გოგო მეგობართან ერთად იყო მისული და მის ეზოში ვარდები გადაყარა-ახალი ამბავი აცნობა შალვას სურგულაძემ. ბერიას წამით თვალი გაუშეშდა ბიჭის ყელზე, შემდეგ კი უბრალოდ თვალი აარიდა
-კიდევ ერთხელ მინდა ყველაფერს გადავხედო, საკმარისია, გადააფარეთ სხეულს-მიმართა ექთანს და მორგიდან გავიდა.
--
-ესეიგი რა გვაქვს, მანქანის ჯიპიესით ვიგებთ რომ 22 მარტს ბიჭი დილით სამსახურში მიდის-ეუბნება ნუგზარი მეწყვილეს
-შესვენებაზე კაფეში გადის ყავას სვამს, რასაც ადასტურებს ვიდეოჩანაწერები, შემდეგ კი სახლში მოდის იგივე გზით, რითაც ბრუნდება წლებია-აგრძელებს საუბარს ბერია
-სახლში დაახლოებით ცხრის ნახევარზე ბრუნდება, მანქანას ეზოში როგორ აყენებს ისიც კი ჩანს კამერებში, რომელიც ეზოში აყენია, შემდეგ კი მოულოდნელად ითიშება.
-კამერა უკვე ჩართულია ღამის პირველ საათზე.
-ზუსტად ამ დროის მონაკვეთში ტოვებს სახლს გოგოც და შემდეგ ბრუნდება.
-ამ დროის განმავლობაში მასზე არც კი ფიქრობენ რომ დაკარგულია, პირიქით მისი სახელით ვიღაც სახლის გაყიდვის განცხადებას აყვეყნებს, ჩანს დაქირავებული მუშახელი როგორ შედის სახლში, ბიჭის ნივთებისგან ათავისუფლებს სახლს და უზარმაზარი სატვირთოთი სადღაც მიაქვთ.
-სახლის მინიმალური ფასის გამო მას მალევე ყიდულობენ.
-ჩვენ არც კი ვიცით ვინ დაიქირავა სატვირთო, იგი გადახდილია გარდაცვლილის საკრედიტო ბარათით, ისევე როგორც იმ საწყობის ფული სადაც ბიჭის ნივთები დღესაც ინახება. გადახდილია ასევე იმ ვარდების ფული, რომელიც 1 აპრილს შეუკვეთეს ელენე ანდრიაძესთან გასაგზავნად.
-ყველაზე საინტერესო ისაა რომ ეს ძარცვა არაა, ბიჭის სახლის გაყიდვით აღებული ფული მისივე ანგარიშზეა ხელუხლებელი.
-ჩვენ ასევე ვიცით რომ გარდაცვლილის ტელეფონით მთელი ამ დროის განმავლობაში სარგებლობდნენ იმ მომენტამდე, სანამ გვამი არ აღმოაჩინეს, ეს ეჭვს გვიჩენს, რომ მკვლელი უთვალთვალებდა სახლს, მაგრამ ამის არანაირი ნიშანი არ გვაქვს-ერთმანეთის მორიგეობით საუბრობდნენ დეტექტივები და ცდილობდნენ გაეაზრებინათ ფაქტი.
-საეჭვოა ელენე ანდრიაძის ფაქტიც..-კიდევ აპირებდა საუბრის გაგრძელებას ნუგზარ სურგულაძე კარზე რომ კაკუნი გაისმა
-ვიდეო დამონტაჟებულია-მხოლოდ ეს თქვა ოთახში შემოსულმა პიროვნებამ და ოთახი დატოვა.
დეტექტივებმა ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი ორივე ფეხზე წამოდგა და კაცს უკან გაყვა.
--
-ძნელი შესამჩნევია, მაგრამ გამოცდილი ადამიანი მიხვდება, რომ ვიდეო უბრალოდ კარგადაა დამონტაჟებული-მხრები აიჩეჩა პროგრამისტმა
-აქამდე სად იყავი?-ხმაში ბრაზი გაერია სურგულაძეს
-აქამდე უამრავი სხვა ვიდეო თვალის ჩანაწერის ავთენტურობა მქონდა დასადგენი, როდესაც მოვიცალე გავაკეთე-გულგრილად უპასუხა მამაკაცმა ნუგზარს.
-გოგონას დეენემის ნიმუშის პასუხები მალე იქნება, დაახლოებით ერთ საათში-უთხრა დეტექტივ ბერიას მისმა მარჯვენა ხელმა, ვინც დისკის სიყალბე შეატყობინა.
-გამაგებინე აუცილებლად მაშინვე
--
თვალი რომ გაახილა რაღაცის წრიპინი გაიგო, შემდეგ ოთახს მოატარა მზერა და საავადმყოფო რომ ამოიცნო გაუკვირდა.
თავი საშინლად ტკიოდა, ოდნავ როგორც კი ცადა მიბრუნება მაშინვე იგრძნო თავბრუსხვევა და გულისრევის საშინელი შეგრძნება, ამიტომ პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდა და თვალები დახუჭა. მაშინვე ცრემლები მოაწვა და დიდხანს არც უცდიათ, ბარიერი წამში გადმოლახეს.
კვლავ იგრძნო მარცხენა მხარეს ტკივილი.
მისი პირველი სიყვარული, გეგა გავაშელი აღარ იყო ცოცხალი, თან რის გამო? მისი სულელური ხუმრობის. ვის ადანაშაულებდნენ? ვის და თვით ელენე ანდრიაძეს, რა პასუხი გაეცა მისი მშობლებისთვის? მიუხედავად იმისა რომ 100% დარწმუნებულია თვითონ არ მოუკლავს, რა უთხრას მათ? როგორ შეხედოს თვალებში?
მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია დაშორდნენ, გრძნობებიც არ შემორჩენია მის მიმართ, მითუმეტეს ბოლო ქცევის შემდეგ, მაინც აკავშირებდა წლები ბიჭთან და საშინლად ტკიოდა გული მისი დაკარგვის გამო.
არავინ ემეტებოდა სიკვდილისთვის, განსაკუთრებით დედის და მამის გარდაცვალების შემდეგ, ძლივს შეეჩვია მათ გარეშე სუნთქვას, მათ გარეშე ჭამას და ძლივს გამოცოცხლდა და ახლა მესამე ახლობელი ადამიანი წაართვა ღმერთმა კი არა, ვიღაც სხვამ, მოკვდავმა, რომელსაც არავაირი უფლება არ ჰქონდა ასე მოქცეოდა გეგას.
ხელი, რომელზეც კათეტერი ეყენა უნებურად აწია ჰაერში და ნერვები მოეშალა, ისე გამოგლიჯა, არც უფიქრია რას აკეთებდა, სისხლის დანახვაზეც არ გამხდარა სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით ცუდად.
უბრალოდ იწვა და გრძნობდა სისხლდენას ხელიდან.
თითქოს თავს ისჯიდა, იცოდა მისი ბრალი რომ იყო, თან არ იცოდა როგორ მოქცეულიყო როცა დაადანაშაულებდნენ, თავი რით უნდა ემართლა?
კარის ხმაზე უნებურად მიატრალა თვალები, ექთანი შემოსულიყო, სისხლისგან დასვრილი თეთრი ზეწარი რომ დაინახა მაშინვე ექიმს დაუძახა, ექთნის ხმაზე გარეთ მდგარი პოლიციის თანამშრომლები შემოვარდნენ.
ვითარება როგორც კი დაინახეს, ერთ-ერთმა სასწრაფოდ ტელეფონი ამოიღო და ვიღაცას დაურეკა.
არც ის გაუგია როდის შემოვარდნენ ექიმები, არცის როგორ გადაუხვიეს ხელი და არც ექიმების მიერ დასმულ კითხვებზე გაუცია პასუხი.
მხოლოდ მაშინ დახუჭა ფართოდ გახელილი ცისფერი თვალები ძილის წამალი რომ შეუშვეს მეორე ხელზე დამაგრებულ კათეტერში.
--
სწრაფად მოვიდა საავადმყოფოში დეტექტივი ბერია.
მაშინვე მესამე სართულისკენ აიღო გეზი და პირდაპირ ნაცნობი სახეებისკენ წავიდა
-კარგადაა?-იკითხა გულისფანცქალით, რაღაცნაირად, ადამიანურად ეცოდებოდა ეს გოგო, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა რომ კინაღამ შეცდომით დააპატიმრეს.
მართალია ამის შანსი ნული იყო, მაგრამ უკვე მთელმა ქვეყანამ იცოდა, რომ ეჭვმიტანილი იყო და ბრალი ედებოდა ყოფილი შეყვარებულის, 26 წლის ბიჭის მკვლელობაში, თანაც ასეთი სასტიკ მკვლელობაში.
-კი, დამამშვიდებელი გაუკეთეს-უპასუხა დაცვამ, წამით შეიხედა მხოლოდ მის პალატაში, ჯერ სისხლით დასვრილი თეთრეულიც კი არ გამოეცვალათ მისთვის, ხელით ჯერ კიდევ მიბმული იყო საწოლს. ჩუმად შევიდა, ბორკილები მოხსნა და მხოლოდ წამით შეაჩერა მის დასიებულ და ჩაწითლებულ თვალებზე მზერა
-დღეს ამ ბავშვს ცხოვრება დავუნგრიეთ-ამოიოხრა ჩუმად და კვლავ განყოფილებაში დაბრუნდა.
--
გვიანი ღამე იყო რომ გაეღვიძა, ოთახში მხოლოდ დერეფნიდან შემომავალი შუქი იყო.
ციოდა.
ფეხები სულ გაყინული ჰქონდა ისევე როგორც ხელები.
წელამდე გადაფარებულ თხელ საბანს დაწვდა და ცალ მკლავზე გადაიფარა, რის საშუალებასაც კათეტერი აძლევდა, შემდეგ მეორე შეყო საბნის ქვეშ.
რამდენიმე წუთი უხმოდ იწვა, ვერაფრით ვერ გათბა.
ფეხზე წამოდგა გადასხმის მილთან ერთად, ბოძი, რაზეც ის იყო ჩამოკიდებული საყრდენად გამოიყენა და კარისკენ წავიდა.
ფრთხილად გააღო კარი და დერეფანში დაცვის წევრი და მეგობრები რომ დაინახა უნებურად აუჩუყდა ყველაფრის მერე გული
-ხომ იცით რომ მე ეს არ გამიკეთებია?-ძლივს ამოუშვა ყელიდან ხმა, ელენეს ხმაზე გაკვირვებულმა გამოიხედეს ხატიამ და გაბრიელმა.
სწარაფად წამოხტნენ ორივე ფეხზე და ორივე მხურვალედ გადაეხვია მეგობარს.
-ვიცით, წამოდი, დაწექი, არ შეიძლება შენი ადგომა-დაუდასტურა გაბრიელმა, შემდეგ წელზე ხელი მოხვია და შეეცადა რაც შეიძლება შეემსუბუქებინა გოგონასთვის თავის წონა.
საწოლზე დააწვინეს, გურულმა ნაზად ამოუკეცა საბანი ფეხებთან, შემდეგ კი ყელთან
-ყველაფერი კარგადაა, ნუ ნერვიულობ-შუბლზე აკოცა მეგობარს და მის საწოლთან ჩამოჯდა
-ვინ გააკეთა ეს? რატომ მაბრალებენ მე? ახალა ციხეში უნდა ჩამსვან?-ცრემლებით ეევსებოდა თვალები ანდრიაძეს
-ნუ ღელავ, გაარკვიეს ყველაფერი, იციან რომ ეს შენ არ ყოფილხარ-დაამშვიდა გაბრიელ მაჭავარიანმა ბავშვობის მეგობარი და ფანჯრის რაფას მიეყუდა
-გაარკვიეს? გაიგეს მკვლელი ვინაა? საიდან გაიგეს?-უამრავი კითხვა დაუგროვდა წამში გოგონას თავში, სწრაფად წამოჯდა საწოლზე, რამაც უარყოფითად იმოქმედა მის ტვინის შერყევასთან ერთად და თავბრუნსხვევა იგრძნო.
თვალები უნებურად წამში დახუჭა, შემდეგ კი ხელებით საფეთქლების ზელას მოჰყვა.
-დაწექი დაისვენე და რომ გამოფხიზლდები ყველაფერს მოგიყვებით, აქ ვიქნებით-დაამშვიდა გურულმა და მეგობარს დაეხმარა კვლავ საწოლზე წამოწოლაში.
-ახლა მომიყევით-არ ეძინებოდა ანდრიაძეს.
-არ დაემთხვა შენი დეენემი გვამზე აღმოჩენილს, თან ვიდეო კამერების ჩანაწერებიც დამონტაჟებული იყო-მხრები აიჩეჩა ბიჭმა
-და ეს ვის უნდა გაეკეთებინა? თქვენ ხომ მეგობრობდით გაბრიელ? არ იცი რამე?-უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა ტრიალებდა ქალის თავში
-შენი აზრით მაგ ტიპმა რაც შენ გაგიკეთა მაგის მერე მეგობრებად დავრჩებოდით?-გაბრიელის პასუხი უხეში იყო, მაგრამ ძალზე სამართლიანი
-არ მიყვარს მოღალატეები, ამიტომ ახლა დაიძინე და არ იფიქრო მასზე, ხვალ სახლში წაგიყვან-მშვიდად აკოცა შუბლზე ბიჭმა ანდრიაძეს, შემდეგ კი მის თავთან ჩამოჯდა
--
ყვითელი ლენტი უბრალოდ აწია და მის ქვეშ გაძვრა, შემდეგ ჭიშკარი შეაღო და დანიშნულების ადგილს მიადგა. შალვა ბერია გამოცდილი კაცი იყო, თითქმის 20 წელი სრულდებოდა რაც დეტექტივი იყო და ამაყობდა კიდეც მისი გახსნილი საქმეებით, აქ კი რაღაც არ მოსწონდა, არ ასვენებდა.
კარგად შენიშნა ბიჭის კისერზე წითლად შეფერილი წვრილი ზოლი, ასევე ხელზე რუჯის შემდეგ დარჩენილი საათის კვალი.
ბიჭს კი არც საათი ეკეთა ხელზე როდესაც იპოვნეს და არც რაიმე ყელსაბამი, მიუხედავად იმისა რომ მისი საფულეც, ტელეფონიც და კიდევ უამრავი ნივთი იყო თავმოყრილი საწყობში. ხვდებოდა რომ რაღაც მნიშვნელოვანი აკლდა. ეზოში შესულმა ხელთათმანები ჩაიცვა და ბაღს მიუახლოვდა.
მინდორი სადაც გვამი იპოვეს კიდევ გადათხრილი იყო.
სპეციალურად წაღებული ბოტები ჩაიცვა, პატარა ორმოში ჩახტა, მშვიდად დაიწყო მიწის შემოწმება.
იქნებ რამე გამორჩათ მხედველობიდანო.
რამდენიმე საათიანი ძიების შემდეგ უბრალოდ დაღლილი ჩამოჯდა მწვანედ აბიბინებულ მინდორზე კარის ხმა რომ გაისმა.
სწრაფად წამოხტა ფეხზე გამომძიებელი. სახლის კუთხეს მოეფარა ისე გაიხედა წინა ეზოში.
სახლის პატრონი შემოსულიყო მიუხედავად ყვითელი ლენტისა.
სახლის კარი სწრაფად შეაღო ბიჭმა. ზუსტად 10 წუთში კი ჩანთით ხელში გამოვიდა.
-ბატონო ნიკოლოზ, საით გაგიწევიათ?-კუთხეს ამოფარებული სააშკარაოზე გამოვიდა ბერია
მამაკაცი წამით დაიბნა, შემდეგ კი ჩანთა დამნაშავეს გამომეტყველებით აათამაშა ხელში
-ტანსაცმელი მჭირდებოდა-მხრები აიჩეჩა უბრალოდ, თან ადგილზე მიყინული გამომძიებლის მოახლოებას ელოდა
-დარწმუნებული ხართ?-რაღაცნაირად, ეჭვის თვალით შეათვალიერა ბიჭი.
-გაჩვენებთ-გაუღიმა უბრალოდ ბიჭმა და ჩანთა გახსნა, მართლაც, რამდენიმე თეთრი პერანგი და კლასიკური შარვალი ჭარბობდა მის ჩანთაში
-კარგით, უბრალოდ რამდენიმე კითხვა მაქვს-გაუღიმა შალვამ მასზე ბევრად უმცროს მამაკაცს
-თქვენი საცოლე რა ვითარებაში გაუჩინარდა?
-მართა? ის რა შუაშია?-გაკვირვებისგან ლამის პირი დააღო ფალიანმა
-უბრალოდ რომ მიპასუხოთ არა?-სულაც არ ხიბლავდა ბერიას ახსნა-განმარტებების ჩაბარება სხვებისთვის
-ის უბრალოდ ერთ დღეს გაქრა, მისი კვალი ვერსად ვიპოვე, ტელეფონი გამორთო, მისმა მშობლებმა და მე რამდენჯერმე პოლიციასაც მივმართეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა-ძველი ამბის გახსენება არ ესიამოვნა ნიკოლოზს
-კარგით, კარგად იყავით, მე საქმე მაქვს თქვენს უკანა ეზოში-უმალ დაემშვიდობა შალვა ფალიანს და ჩაფიქრებული წავიდა კვლავ თხრილისკენ.

თავი სამი
წყურვილმა გამოაღვიძა, გრძნობდა რომ პირი გამშრალი ჰქონდა, თან თავი ტკიოდა.
ფეხზე წამოდგა და სამზარეულოს მიაშურა პირდაპირ.
ექიმის მიერ გამოწერილი გამაყუჩებელი ენაზე დაიდო, შემდეგ ჭიქა გამოიღო კარადიდან, ონკანი მოუშვა და წამში გადაყლაპა აბი წყალთან ერთად.
რაღაც არ ასვენებდა, ვერ იძინებდა მშვიდად მას შემდეგ რაც საავადმყოფოდან დაბრუნდა.
საძინებელში აღარ დაბრუნებულა.
საღამურებზე პირდაპირ თბილი ქურთუკი მოიცვა, ფეხზე კი ბათინკები და სახლის გასაღებთან ერთად დატოვა კორპუსი.
საათისთვის არ შეუხედავს, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ შუაღამე იყო ისეთი ცარიელი იყო ქუჩები.
ნაცნობ გზას გაუყვა, რომელსაც წლების წინ ალბათ დღეში სამჯერ მაინც გადიოდა ფეხით, ბოლო სამი წელი კი უბრალოდ აღარც გაუხედავს მისი სახლის მიმართულებით.
ალბათ ღალატმა იმოქმედა ასე, გეგას ღალატმა.
ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია მისი ასეთი არაკაცული ქცევა, მაგრამ ის ახლა ცოცხალი აღარაა, ვერაფერს უხერხებს იმ ორ წელიწადს ერთად რომ იყვნენ, ვერც ივიწყებს, თან არც სურს გახსენება, არადა ზუსტად იცის რომ აღარ უყვარს აწ უკვე გარდაცვლილი გეგა გავაშელი.
შორიდან უყურებდა ორსართულიან სახლს და მის გალავანს.
რამდენი მოგონება აკავშირებს ამ სახლთან ვინ იცის, რამდენი ბედნიერი წუთი და უკანასკნელი საშინელება.
ალბათ როგორი სხვანაირი იქნებოდა ახლა ყველაფერი ის დღე რომ არა.
ფიქრებში იყო გართული მანქანის ხმა რომ მოესმა, თავიდან ჩვეულებრივი გამვლელი ეგონა, მერე რა რომ შუაღამე იყო.
შემდეგ მანქანამ მის წინ ნელა ჩაიარა და ოდნავ ჩამოწეული მინიდან ვიღაცამ პატარა ყუთი გადმოაგდო ელენეს მხარეს, შემდეგ კი ასევე ზლოზინით გაუჩინარდა.
ანდრიაძემ წამში მოასწრო გაეაზრებინა რა ხდებოდა, მანქანის ნომერი სწრაფად ჩაიბეჭდა ტვინში, იცოდა აუცილებლად გამოადგებოდა, შემდეგ კი ყუთი აიღო ხელში.
გახსნა თუ არა გეგას ჯვარი ამოიცნო პირველივე დანახვაზე.
პირზე აიფარა ხელი და ცრემლები მოაწვა თვალებში.
სწრაფად მოიქექა ჯიბეები, ტელეფონი რომ ვერ იპოვა სირბილით გაიქცა სახლისკენ.
სახლში შესული პირდაპირ ტელეფონს ეცა და და დეტექტივი შალვა ბერიას ნომერი მოძებნა დიდი მონდომებით რომ ჩააწერინა კაცმა.
არც დაფიქრებულა დილის ოთხი საათი რომ იყო, პირდაპირ გაუშვა ზარი და ტელეფონი ყურთან მიიდო გოგომ.
-გისმენთ-ძილისგან დაბოხებოდა ხმა ჰქონდა კაცს
-გეგას მკვლელმა, მან ჯვარი დამიტოვა, გესმის? მანქანიდან გადმოაგდო და მე ავიღე, ნომერი დავიმახსოვრე-არეულად საუბრობდა დაბნეულობისგან და მოწოლილი ემოციებისგან ანდრიაძე
-სად ხარ?-ლაკონური იყო შალვა, ტელეფონში შრიალის ხმა გაისმა, აშკარა იყო კაცი უკვე იცვამდა და წასასვლელად მოიჩქაროდა
-ჩემს ბინაში ვარ, მოხვალთ?-იმედიანი ხმა ჰქონდა გოგოს
-15 წუთში მანდ ვარ-ეს თქვა ბერიამ და ტელეფონი გათიშა.
შემდეგ უღონოდ დაეცა გოგონა დივანზე და ყუთს დახედა, სადაც ოქროს ჯვარი იდო, ის რომელიც მონათვლის წამიდან ეკეთა გულზე გავაშელს.
შემდეგ მოულოდნელად ფეხზე წამოდგა, თითქოს რაღაც გაახსენდაო, მაგრამ უბრალოდ ფეხზე მდგომი უმზერდა ყუთს უემოციოდ.
ვერ ხვდებოდა რა შუაში იყო თვითონ მკვლელობასთან, მაგრამ წამში ამოუტივტივდა დაკავების დღეს დედის სამაჯური რომ დაკარგა, მაშინ არც კი იცოდა გეგას გარდაცვალება, ყუთთან მიიჭრა, რომელიც ისევ იქ იდო სადაც ჩვეულებრივ დევს ხოლმე და სამაჯური კვლავ რომ ვერ ნახა შიგნით ცრემლები მოეძალა.
რა ხდებოდა მის თავს? რა ჯანდაბა უნდოდათ მისგან?
ფიქრი კარზე ზარმა გააწყვეტინა
რამდენიმე წამში გამომძიებელი უკვე გოგონას ბინაში იყო და ყუთს ათვალიერებდა.
შემდეგ ერთად წავიდნენ ბერიას მანქანით განყოფილებაში, ოფიციალური ჩვენება მისცა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა გოგონამ გამომძიებელს.
მანამ ისხდნენ ერთ ოთახში შალვა და ელენე, სანამ მათ სურგულაძეც არ შემოუერთდათ.
წამში გაეცნო საქმის ვითარებას, შემდეგ კი გოგონას სახლში წაყვანა შესთავაზა.
უძლური იყო ელენე, სხვა გზა არც ჰქონდა, ანერვიულებულს ნივთებიც კი არ წამოუღია სახლიდან.
უკვე მანქანასთან მისული იყო და დაჯდომას აპირებდა დედის სამაჯური რომ გაახსენდა.
-ახლავე დავბრუნდები-სწრაფად მიაძახა ნუგზარს და კვლავ შენობაში შევარდა
-რაღაც გამომრჩა-ქოშინით მიირბინა შალვას კაბინეტამდე
-რა ხდება?-გაკვირვებული იყო ბერია
-ჩემი სახლიდან ზუსტად იმ დღეს თქვენ რომ დამაკავეთ დედაჩემის სამაჯური დაიკარგა-რისი თქმაც უნდოდა ერთ წინადადებაში ჩაატია მან
-დარწმუნებული ხარ?-წარბები შეჭმუხნა კაცმა
-კი, ვიცი რომ დაიკარგა, თქვენ რომ მოხვედით ვაპირებდი დაცვის კომპანიისთვის დარეკვას და კამერის ჩანაწერებზე წვდომის თხოვნას
-შეგიძლია ფოტო მაჩვენო?-დაინტერესდა გამომძიებელი
-სახლში მაქვს ტელეფონი, შემიძლია ბატონ ნუგზარს გადავუგზავნო, ან თქვენ მეილზე გადმოვგზავნო-მხრები აიჩეჩა გოგონამ
-კარგი, ნუგზარს უთხარი-დაეთანხმა ბოლოს ბერიაც და კვლავ საქმეს მიუბრუნდა
--
სამსახურიდანაც გაათავისუფლეს ატეხილი ამბების გამო, ნათესავები ისედაც ცოტა ყავს, მხოლოდ ხატია და გაბრიელიღა შერჩნენ.
ახლაც სახლში ზის მოწყენილი, დაღონებული და ჩაფიქრებული.
გუშინდელ უძილარს მხოლოდ ყავის დალევა სურს გამოსაფხიზლებლად, მაგრამ ისიც არ იცის გამოფხიზლება რაში სჭირდება.
გურულს ურეკავს, მისი მხიარული ხმის გაგონება თვითონაც კარგ განწყობაზე დააყენებდა ახლა.
-გისმენ ელ-რაღაცნაირი ხმა აქვს გოგოს
-რა ხდება?-გაიკვირვა ანდრიაძემ
-შენზე ვნერვიულობ, არადა სამსახურიდან ვერ გამოვდივარ, უფროსი არ მიშვებს ადრე
-მე კარგად ვარ, არაფერი მიჭირს, ახლა დაძინებას ვაპირებ და საღამოს თუ გამოხვალ რამე საჭმელი წამოაყოლე-უთხრა მეგობარს და მისი პასუხი არც გაუგია ისე გათიშა.
ჯერ დივანზე წამოწოლილმა ცადა დაძინება, მერე ლოგინში შეწვა და თავზე საბანი წაიფარა.
ვერ გრძნობდა თავს მშვიდად.
ფეხზე წამოდგა და სპორტულები ჩაიცვა, მოკლე მკლავიანი ქურთუკი ყოველი შემთხვევისთვის ხელზე გადაიკიდა და სახლი დატოვა.
რაღაც არ ასვენებდა, ვერ გაეგო რა.
--
მოსვენება დაკარგა ნიკოლოზ ფალიანმაც გვამის აღმოჩენის დღიდან, ჯერ ხომ ის საშინელი ცხედარი ესიზმრება ყოველ ღამით, ახლა კიდე მართას საქმე.
ყველაფერი ამოქექეს ალბათ ჩემს შესახებ გამომძიებლებმაო ფიქრობდა ის და არც ცდებოდა.
რაც სახლში დროებით ცხოვრება აუკრძალეს მეგობრის დაკეტილ ბინაში ცხოვრობს.
არ უნდოდა მშობლებთან, ძმასთან და ძმის ცოლ-შვილთან სახლში გადასვლა.
რა ქნას მიჩვეულია წლებია მარტო ცხოვრებას და ვეღარ ეგუება ბავშვების ყიჟინას, მუდმივ კონტროლსა და შენიშვნებს.
დღესაც ჩვეულებრივ ბრუნდებოდა გადაღლილი სამსახურის შემდეგ.
მანქანა პარკინგზე დააყენა, ჩაკეტა და ლიფტით ავიდა ბოლო სართულზე.
სახლში შესულმა გასაღები იქვე მიაგდო და პირველი რაც გააკეთა ფეხსაცმელების გახდა იყო.
თვალები გაუფართოვდა მისაღებში შესულს იატაკზე უგონოდ მყოფი გოგო რომ დაინახა.
პირველი რაც გაიფიქრა ისაა, იმედია მკვდარი არააო და სწრაფად მივარდა მას.
-გოგონა-ლოყაზე მსუბუქად შემოარტყა ხელი და შემდეგ პულსი გაუსინჯა.
სუნთქავდა, მაგრამ გონს არ მოდიოდა.
სასწრაფოში დარეკა და არც კი გაუნძრევია იატაკიდან გოგო, იქნებ და რა სჭირს უარესად არ გავხადოო.
მხოლოდ მაშინ ამოიცნო მასში ელენე ანდრიაძე სახეზე დაჟინებით რომ დააკვირდა.
ან რა დაავიწყებდა ამ სახეს მაგრამ რამდენიმე დღეში სრულიად შეცვლილიყო ქალი, თვალები ჩაშავებული და ჩაცვენილი ჰქონდა, თითქოს სახეზეც კი ეტყობოდა ნერვიულობის კვალი.
გაიგო მასზე რომ გაათავისუფლეს, მაგრამ დეტალები არ იცოდა ზუსტად.
10 წუთში უკვე სასწრაფო დახმარების ექიმები სინჯავდნენ პაციენტს
-რამდენი წლისაა პაციენტი?-კითხულობდა ერთ-ერთი ექიმი
-არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი რომ ელენე ანდრიაძე ქვია-მხრები აიჩეჩა ბიჭმა
ზუსტად ორ წუთში მოვიდა გოგონა გონს. გაიგონა მამაკაცის ხმა, უცნობებს რომ ესაუბრებოდა აქ ვიპოვე გულწასულიო
გაკვირვებულმა მოატარა ელენემ უცნობ ადგილს მზერა, სასწრაფოს ექიმები რომ შენიშნა გაუკვირდა, ახსოვს რომ უკნიდან ვიღაცამ პირზე ხელი ააფარა, შემდეგ კი რაღაც ნემსი გაუკეთეს ვენაში
-გოგონა, რა დაგემართათ?-გონს მოსული როგორც კი დაინახეს კითხეს ანდრიაძეს
-შენ? შენ ის არა ხარ გეგას სახლიდან?-ნაცნობი სახის დანახვაზე წამოჯდომა ცადა მან, მაგრამ არ დაანებეს ექიმებმა, თუმცა სულაც არ დალოდებია ბიჭის პასუხს
-ჩემი ტელეფონი, სად არის ჩემი ტელეფონი?-მაშინვე ჯიბეების ქექვა დაიწყო და ძლივს იპოვა ტელეფონი.
ექიმები ჯერ კიდევ გაკვირვებული უყურებდნენ გოგონას უცებ გამოფხიზლებას
-მე კარგად ვარ, არაა საჭირო არაფერი-მიმართა მას შემდეგ ექიმებს რაც ტელეფონი ყურთან მიიდო
რამდენიმე წამი ელოდა სანამ შალვას ხმას გაიგონებდა ყურმილის მეორე მხრიდან
-რა ხდება?-დაძაბული ხმა ჰქონდა კაცს, იცოდა ტყუილუბრალოდ რომ არ დაურეკავდა ანდრიაძე, საკმაოდ კარგად გაიცნო გოგო მოკლე ხანში
-უნდა მოხვიდე, კიდევ რაღაც მოხდა, ოღონდ სწრაფად მოდი-ზუსტად იცოდა რომ ვიღაცამ გაიტაცა, მაგრამ აქ რატომ მოიყვანეს, პასუხს ვერ იგებდა, ან ამ ბიჭის სახლში რას აკეთებდა
-მისამართი მითხარი-ლაკონური იყო კვლავ შალვა
-სად ვართ?-ამჯერად ბიჭს გახედა, რომელიც უკვე სასწრაფო დახმარების ექიმებს აცილებდა სახლიდან, ბიჭმაც მაშინვე უკარნახა მისამართი.
ტელეფონი გათიშა ანდრიაძემ, შემდეგ ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ საშინელი სისუსტე იგრძნო და კვლავ დაჯდა.
მამაკაცს გახედა უხერხულად, ახლა მხოლოდ გამომძიებლის იმედი ჰქონდა.
-ყავას ხომ არ დალევ?-უხერხული სიტუაციის განმუხტვა ცადა ნიკოლოზმა, იფიქრა ჯერ ყავას დალევს, მოშინაურდება და ყველაფერს მომიყვებაო.
თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია გოგომ
-თუ არ შეწუხდები 2 ყავა და 4 შაქარი ჩამიყარე-შერცხვენილმა უთხრა უტაქტობის გამო, მაგრამ გრძნობდა მთელი სხეული მოდუნებული ჰქონდა თანაც ძალიან ეძინებოდა.
-ალბათ იმ ნემსის ბრალია-ჩაიბურტყუნა სანამ ნიკო სამზარეულოში ყავას აკეთებდა.
მონდომებით ურევდა ფალიანი ადუღებულ წყალში კარგად რომ გახსნილიყო შაქარი, ჭიქები სინზე დადო და მისაღებში გავიდა.
წამით გაშეშდა მძინარე გოგო რომ დაინახა თავი გვერდით რომ გადმოვარდნოდა და უხერხულ პოზაში იჯდა.
სინი მაგიდაზე დადო და ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა, უხერხული მდგომარეობიდან კარზე ზარის ხმამ გამოიყვანა.
კარს მიღმა ნაცნობი ორი დეტექტივი იდგა.
-რა ხდება?-გაუკვირდა ფალიანის აქ ნახვა ბერიას
-შემოდით და ვისაუბროთ-გვერდით გადგა და გზა გაუხსნა ორ მამაკაცს დროებითი საცხოვრებლისკენ
-სამსახურიდან რომ დავბრუნდი ეს ვიპოვე გათიშული ჩემს ბინაში, ძირს ეგდო-მშვიდად უთხრა ნიკოლოზმა და დივანზე მძინარე გოგოზე ანიშნა.
-კარგადაა?-გაოცებულმა იკითხა სურგულაძემ და გოგოს მიუახლოვდა
-გამოფხიზლდა, მერე დაგირეკათ და ისევ დაეძინა, სასწრაფოც იყო მაგრამ მალევე წავიდა
-აქ საიდან აღმოჩნდა?-მამაკაცს მიუბრუნდა ბერია
-მე რა ვიცი, არც არაფერი უთქვამს სანამ ფხიზელი იყო, უბრალოდ თქვენთან დარეკა-მხრები აიჩეჩა ფალიანმა და საკუთარი ყავის ჭიქა აიღო, შემდეგ კი სავარძელში დაჯდა
-ელენე-შეანჯღრია ნუგზარმა გოგო
-გამოფხიზლდი-რომ არ გაჭრა ამჯერად უფრო ძლიერი იყო ნჯღრევა.
რამდენიმე წუთი მოუნდა სურგულაძე ანდრიაძის გამოფხიზლებას.
თვალები როგორც კი გაახილა ელენემ მაშინვე წელში გასწორდა და გამომძიებლებს მიაშტერდა
-რა კარგია რომ მოხვედით, სახლიდან გამოსვლისას ვიღაცამ გამიტაცა-ისე მშვიდად საუბრობდა გოგო ნიკოლოზს გაოცებისგან ლამის ყბა ჩამოუვარდა
-რა გინდა თქვა, ვიღაცამ გაგიტაცა და ჩემს ბინაში დაგაგდო უბრალოდ?-ცოტა ცინიკურიც კი იყო ბიჭის ხმა
-კი, ზუსტად ეგრე იყო, თან საკუთარი მანქანიდან-ფალიანის ტონი არ შეიმჩნია და ბერიას გახედა.
ერთადერთ მხსნელად ევლინებოდა ამ სიტუაციაში შალვა გოგონას.
-იცით თქვენი ყოფილი საცოლე და ქალბატონი ელენე ერთ ფსიქოლოგთან რომ დადიოდნენ?-მოულოდნელად იკითხა ბერიამ და მამაკაცს შეხედა გამომცდელად.
-ვისთან?-გაუკვირდა ბიჭს
-ფსიქოლოგთან, ბატონო ნიკოლოზ-გაუმეორა შალვამ
-ისიც კი არ ვიცოდი, ფსიქოლოგთან თუ დადიოდა-გაეცინა საკუთარ თავზე ფალიანს.
რაც დრო გადის უფრო აანალიზებდა, რომ გოგონა ბევრ რამეს უმალავდა საკუთარი ცხოვრებიდან, მართალია მართას მშობლებს იცნობდა, მაგრამ მეტი თითქმის არაფერი იცოდა მასზე
-რამდენი წელი ცხოვრობდით ერთად?-თვალმოჭუტულმა კითხა შალვამ
-საერთოდ რა შუაშია ამ საქმესთან მართა?-უხეში გაუხდა წამში ტონი ფალიანს
-არანაირი, უბრალოდ ეს ორი საქმე დაკავშირებულია, ელენე გაიტაცეს და აქ მოიყვანეს, თქვენი აზრით ეს უბრალო დამთხვევაა?-წარბები ჰაერში აწია სურგულაძემ.
-არაფრის მოსმენას არ ვაპირებ, წაიყვანეთ გოგო და წადით აქედან-ყელში ამოუვიდა ფალიანს უაზრო საუბრები, ფეხზე წამოდგა და ხელით კარისკენ ანიშნა
---
ელენესთან ერთად ჩვენების მისაცემად ფალიანსაც მოუწია განყოფილებაში წასვლა.
ორივე ცალ-ცალკე ოთახში შეიყვანეს გამომძიებლებმა, თვითონ კი სურგულაძის კაბინეტს შეაფარეს სასაუბროთ თავი
-ვიპოვე-გახარებული შემოვარდა კაბინეტში ბერიას მარჯვენა ხელი, იოანე, თან ნუგზარს და შალვას დაუჯდა წინ
-რა იპოვე?-გაეცინა შალვას
-თქვენი ელენე ანდრიაძე ნაშვილებია ბატონებო-ფაილი მათ მაგიდაზე გამარჯვებული ღიმილით დააგდო და გაიჯგიმა
-ნამდვილი მშობლები მოძებნე?-კითხა სურგულაძემ
-რა თქმა უნდა, თქვენ მე ვინ გგონივართ? აბა თუ გამოიცნობთ რა კავშირია ელენესა და მართას შორის?-გამომწვევად გახედა მამაკაცებს იოანემ
-დები არიან?-გაეცინა ბერიას ბიჭის ბავშვურობაზე
-ხო, დები არიან, მაგრამ ყველაზე მაგარს ახლა გეტყვით-ხელები ერთმანეთზე მონდომებით გაახახუნა იოანემ და წარბები აათამაშა....

მეოთხე თავი
-იცოდი რომ ნაშვილები ხარ?-სურგულაძემ შესვლისთანავე მიახალა გოგონას
-რა თქმა უნდა, ვიცოდი-ირონიულად ჩაეცინა ანდრიაძეს
-მშობლებთან ამის გამო კამათი მოგსვლია?
-არა, რატომ უნდა მეკამათა? გიჟი ვარ? ნამდვილმა მშობლებმა მიმაგდეს, ამ ხალხმა კიდე ყველაზე კეთილი საქმე გააკეთეს რაც კი შეიძლებოდა გაეკეთებინათ, ისეთ სიყვარულში და სითბოში გამზარდეს, რომელსაც ვერც კი ვიოცნებებდი-მხრები აიჩეჩა ელენემ და მაგიდაზე ხელები შემოაწყო.
-რამდენი ადამიანი იყო გატაცებისას?-უცებ გადაიტანა თემა კაცმა
-ორი, ერთი პირზე ხელს მაფარებდა, მეორემ ნემსი გამიკეთა-დალურჯებული მაჯა აჩვენა ნუგზარს
-მანქანა?-ლაკონური იყო დეტექტივი
-რაღაც ძველი მოდელის მერსედესი, მუქი ლურჯი, ნომრები ვერ დავინახე
-იცით რომ და გყავთ?-მოულოდნელ გადასვლებს აკეთებდა სურგულაძე
-არა, არ ვიცოდი, ისიც გააშვილეს?-დაინტერესდა საკითხით ანდრიაძე
-არა, ის თავად თქვენმა მშობლებმა აღზარდეს
-ისინი ჩემი მშობლები არ არიან-წარბაწევით შეუსწორა ელენემ
--
-კარგად იცნობთ თამარ და იაკობ გაჩეჩილაძეებს?-ნიკოლოზის წინ დაჯდა ბერია
-არც ისე, მაგრამ მათთან ურთიერთობა მაქვს-გაუკვირდა ფალიანს, მართას მშობლების ხსენება, დაკითხვაზე ეგონა იმ გოგოს გამო წამოიყვანეს და არა მართას.
-იცით რომ მართას და ყავს?
-არა, არ ყავს, მართა დედისერთაა-კიდევ უფრო გაოცდა ნიკოლოზი
-იგი დაბადებისთანავე გააშვილეს-მიაწოდა ახალი ინფორმაცია კაცმა
-და მერე მე ეგ საიდან უნდა ვიცოდე?-გაეცინა ფალიანს
-ეს მართას დაა-ანდრიაძის ფოტო დაუდო წინ მამაკაცს, რომელმაც გაკვირვებულმა შეხედა ელენეს.
-რა ბრაზილიური სერიალია, და მე ამ ყველაფერთად რა შუაში ვარ ამიხსნით? მე და მართა მხოლოდ ორი წელი ვიყავით ერთად, შემდეგ კი ისე გაქრა, რომ არც კი უთქვამს სიტყვა ჩემთვის და მასზე ერთი სიტყვის გაგონებაც რომ არ მინდა დანაშაულია?-გოგონას სურათი დეტექტივისკენ გააცურა ფალიანმა და წარბშეკრულმა შეხედა.
-კარგი, მაშინ მითხარი სახლში რომ მიხვედი ელენე გონწასული დაგხვდა?-გადაიტანა თემა ბერიამ
-სამსახურის შემდეგ პირდაპირ სახლში წავედი, კარები შევაღე, გოგო იატაკზე ეგდო, სასწრაფოს გამოვუძახე, მოვიდა სასწრაფო, გონზე მოიყვანეს ნიშადურით, შემდეგ თქვენც მოხვედით და აქ წამოგვიყვანეთ, ახლა შეიძლება წავიდე და ადამიანურად დავისვენო?-ერთმანეთზე მიაყარა ყველაფერი ფალიანმა, მობეზრებულმა გახედა ბერიას და პასუხის მოლოდინში გაჩუმდა.
-ბინა თქვენია?-არ შეიმჩნია ბიჭის მოულოდნელი აფეთქება, დაკითხვა გააგრძელა შალვამ
-არა, მეგობრის-თვალები აატრიალა ნიკომ
-ვინ იცოდა რომ იქ გადახვედით?
-მშობლებმა, მეგობრებმა, თანამშრომლებმა, რამდენიმე გოგომ-თითებზე ჩამოთვლა დაიწყო ბიჭმა
-კარგი, შეგიძლია წახვიდე-ფეხზე წამოდგა თვითონ ბერიაც, ჯერ ფალიანი გაატარა კარში, შემდეგ თვითონ გავიდა და სურგულაძეს შეუერთდა.
ნუგზარსაც უკვე გამოეკითხა გოგონა და ამომწურავი პასუხები მიეღო მისგან.
-დაცვა უნდა დაგინიშნოთ-მიმართა შალვამ ანდრიაძეს
-არ ვიქნები წინააღმდეგი-გაეცინა გოგონას.
-მაშინ აქ დაგველოდე და მოვაგვარებთ-ფეხზე წამოდგა სურგულაძე
-გარეთ გავალ მოვწევ, შეიძლება?-კითხა მამაკაცებს და მათგან დადებითი პასუხი რომ მიიღო შესასვლელში გავიდა.
ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და სანთებელას ძებნა დაიწყო გვერდიდან ფალიანი რომ მიუახლოვდა თითქმის ჩამწვარ ღერთან ერთად.
-ერთმანეთს უნდა ვიცნობდეთ მგონი-მიმართა ბიჭმა სიგარეტს რომ მოუკიდა მას შემდეგ
-ელენე ანდრიაძე-მარჯვენა ხელი გაუწოდა ბიჭს
-ნიკოლოზ ფალიანი-შეაგება ბიჭმაც
-გავიგე ჩემი ბიოლოგიური დის საქმრო თუ რაღაც ეგეთი ყოფილხარ-გაეცინა ელენეს
-ხო, მეც მითხრეს, და კიდევ უამრავი სისულელე-თვალები აატრიალა ფალიანმა
-აქ ასე დგომის არ გეშინია?-რაღაცნაირი ხმა ჰქონდა ბიჭს
-როგორ ასე?-წარბები ჰაერში აწია ანდრიაძემ
-შენ ხომ გაგიტაცეს დღეს თუ გუშინ, არ მახსოვს, ნუ მე დღეს გიპოვე, ისევ რომ გაგიტაცონ რას იზამ?-ირონიული ხმა ჰქონდა ბიჭს, ელენეს მხოლოდ გაეცინა და კიდევ ერთი ნაპასი დაარტყა
-შენი აზრით მეშინია?-ბიჭის ცინიზმს არც ანდრიაძე ჩამორჩა
-ალბათ იმიტომ, რომ შენ თვითონ დგამ ამ სცენებს, შურისსაძიებლად-დასვნა გამოიტანა წამში ფალიანის გონებამ
-კი, აბა რა-გაეცინა მამაკაცის აბსურდულ საუბარზე ელენეს
-ალბათ მშობლებზე შურისსაძიებლად, ვერ აიტანე რომ შენ გაგაშვილეს და მართა თვითონ აღზარდეს, შენი ყოფილიც რაღაცას მიქარავდა და, ისე მართას გვამი არ უნახავთ ჯერ, იცი?-ანდრიაძის ცისფერ თვალებს მზერას არ აშორებდა მუქი ყავისფერი თვალები, თან იმ სცენარს უხატავდა, რომელიც ბიჭის ტვინში ყველაზე მკაფიოდ იყო გამოხატული.
ელენე წამით მხოლოდ იდგა, ბიჭის თვალებში დანახულ ზიზღს უყურებდა, იმის გამო რომ მართას და გეგას მკვლელი თვით ანდრიაძე ეგონა, აბრალებზე ყოფილი შეყვარებულის სიკვდილს ერთია ადამიანს, მაგრამ დის, რომელსაც არც კი იცნობს და მისი სიკვდილი დადასტურებულიც კი არ არის, მის მოკვლას აბრალებზე ადამიანს უბრალოდ პარადოქსი იყო.
-გააგრძელე, ძალიან საინტერესოა-მეორე ღერი ამოიღო შეკვრიდან ელენემ და ღიმილით უთხრა ნიკოლოზს
-ალბათ მშობლების გამწარების ყველაზე რეალურ გზად მიიჩნიე შვილის წართმევა-მართლაც გააგრძელა მამაკაცმა
-კიდე ვის მკვლელობაში მდებ ბრალს?-ზედმეტად მშვიდიც კი იყო ამ მომენტში ელენე
-რავი, მეტი არავინ მახსენდება-თითქოს მართლაც ჩაფიქრდა წამით ბიჭი, შემდეგ კი კვლავ ირონიული გახდა მისი მზერა.
ელენემ ნახევრად ჩამწვარი ღერი სანაგვეში მოისროლა, შემდეგ კი მასზე ნახევარი თავით მაღალ ბიჭს წინ დაუდგა და ცალი წარბი ჰაერში აწია ისე მიაშტერდა თვალებში
-მეორედ მსგავსი ტონით დამელაპარაკები და ცხვირ-პირს დაგიმტვრევ-ისეთი სერიოზული ხმით უთხრა, ისე დამაჯერებლად ნიკოს მზერა წამით გაიყინა გოგონს ლურჯ თვალებზე, საიდან ამდენი გამბედაობაო იფიქრა, შემდეგ კი ბოლო ხმაზე გადაიხარხარა.
მძიმედ დაუჯდა ნიკოლოზ ფალიანს გადახარხარება, ოდნავ დამშვიდდა თუ არა ცხვირში გოგოს მუშტი იგრძნო, უნებურად მოიხარა წელში და ცხვირზე მიიჭირა აღრიალებულმა ორივე ხელი.
ანდრიაძე კი ცინიკური ღიმილით უყურებდა მის სისხლიან ხელებს.
-ელენე ანდრიაძე, ამას ვიმახსოვრებ იცოდე-ეს უთხრა მხოლოდ და მანქანანისკენ წავიდა.
დაინახა გოგონამ როგორ გახსნა ნიკოლოზმა საბარგული და პირველადი დახმარების ყუთიდან ბამბა ამოიღო.
-დაიმახსოვრე, ნიკოლოზ ფალიანო, დაიმახსოვრე-თქვა თავისთვის მხოლოდ გოგონამ, შემდეგ კი შიგნით შებრუნდა.
--
სახლში დაცვასთან ერთად დაბრუნდა.
ორი პოლიციელი მუდმივად იქნებოდა მის ბინასთან, ხვდებოდა ანდრიაძე რაღაც სერიოზულ შარში რომ ჰქონდა თავი გაყოფილი, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა, არც არაფერი შეეძლო.
სახლში მივიდა თუ არა ისე ჩაეძინა, ძლივს გააღვიძა კარზე ბრახუნმა.
საღამურების ამარა მივიდა კართან და ჭუჭრუტანაში გაბრიელი რომ დაინახა მაშინვე გააღო
-გელა, აქ რა გინდა?-მთქნარებით კითხა და კვლავ დივანზე წამოწვა.
გაბრიელმა პიცის ორი ყუთი უბრალოდ მაგიდაზე დააწყო, თვითონ კი სავარძელში ჩაეშვა.
-იცოდი?-კითხა უბრალოდ გოგოს
-რა ვიცოდი?-ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულიყო ანდრიაძე, მაგრამ ცხელი პიცის სურნელი როგორც კი იგრძნო მაშინვე ახადა ყუთს თავი.
-ხატიაზე
-კი ხატია გურულს ვიცნობ გელა, ჩვენი მეგობარია-გამოძინებული კარგ ხასიათზე ბრძანდებოდა ქალბატონი
-იცოდი რომ ვუყვარდი?-სულაც არ ეცინებოდა მაჭავარიანს
-მეც მიყვარხარ გელა, მაგაში ცუდი რა არის? შენ არ გიყვარვარ?
-ელენე! სერიოზულად გელაპარაკები-წარბშეკრული მიაჩერდა ბიჭი პიცის ჭამაში გართულ მეგობარს.
-და რა? რამეს აშავებს?-მაშინვე მეგობრის დაცვაზე გადაერთო გოგო
-მის საუბარს მოვკარი ყური ელენე, ჩვენ ხომ უბრალოდ მეგობრები ვართ? არც კი მიფიქრია რომ მას ოდესმე მე.. ანუ, შევუყვარდებოდი რა, როგორც მამაკაცი-დაბნეული იყო აშკარად გაბრიელი.
-გელა, ახლა დამშვიდდი, ღრმად ჩაისუნთქე-მეგობრის დამშვიდება დაიწყო ანდრიაძემ, ფეხზე წამოდგა და მის წინ დაიწყო სუნთქვის ვარჯიშების კეთება.
-ვაიმე, დაეგდე ელენე, კი არ ვმშობიარობ-თავიდან სერიოზული იყო მაჭავარიანი, მაგრამ ელენეს ქცევებზე მაინც გაეცინა. დივანზე დაჯდომა აიძულა ერთი ხელის კვრით და ამჯერად თვითონაც მოიმარჯვა პიცის ნაჭერი.
დიდხანს ისაუბრეს მონატრებულმა მეგობრებმა, როგორც ჩანს დასვენების დღე აეღო გაბრიელს სამსახურში და პირდაპირ ელენესთან მოსულიყო. ლამის გაგიჟდა, გოგომ რომ უთხრა, გუშინ გამიტაცეს და იმ ტიპის სახლში დამაგდეს, ჩემი დის ყოფილი საქმროსიო, ამ ყველაფერზე ხელახლა გაგიჟდა მაჭავარიანი სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და გყავს და აქამდე მალავდიო? მაგრამ სიტუაცია რომ გაირკვა და მოსაყოლიც არაფერი იყო, უკვე საღამო მოსულიყო.
-ჩემთან მიმყავხარ, ჩაალაგე რა ბარგი-მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი რაღაც ვიდეო თამაშს თამაშობდა გაბრიელი
-გელა, ტვინი გამოგირეცხეს? არ გითხარი გარეთ დაცვა დგასმეთქი?-მეგობრის მზრუნველობაზე გაეცინა გოგოს
-ან მე გადმოვალ ან შენ წამოხვალ, აირჩიე, ხო იცი როგორ მიყვარს შენს საწოლში ძილი-ეშმაკურად გაუღიმა ბიჭმა.
-კარგი, გნებდები-რომ გაახსენდა, როგორ ეძინა ხოლმე მხოლოდ გაბრიელს მის უზარმაზარ ორსაწოლიან ტახტზე გაშლილს, ისე რომ აზრიც კი არ ქონდა სხვა ადამიანის ცდას რომ დაწოლილიყო წამში გადაიფიქრა თავის ბინაში დარჩენა.
--
გაბრიელის სახლში გადასვლის შემდეგ თავს ბევრად კარგად გრძნობდა, შვილიშვილივით უვლიდა იამზე ელენეს, ისე როგორც გაბრიელს.
თითქოს დამშვიდდა და კარგად გაიაზრა არსებული ვითარება, თან სურდა ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო.
ბერიას და სურგულაძის იმედი ჰქონდა, რომ იპოვიდნენ მკვლელს და საბოლოოდ მშვიდად დაიწყებდა უკვე თავისი ოცნების ახდენას.
მას შემდეგ რაც სამსახურიდან გამოუშვეს არც კი უცდია ახლის მოძებნა.
წლების შენახულ მშობლების და თავის დანაზოგს გადახედა და მიხვდა რომ ეს იყო, ბიძგი იყო ახალი ცხოვრების დასაწყებად. თუმცა ჯერ დაისვენებდა, ვითომ შვებულებაში იყო.
--
დილით ფეხზე წამოდგა თუ არა მაშინვე რაღაც გემრიელის სურნელი იგრძნო
-იამზე, რა მოამზადე?-პიჟამოების ამარა გავიდა სამზარეულოში, დეტექტივები რომ დაინახა, მაშინვე გაკვირვებულმა გახედა ქალს.
-რა ხდება?-მაგიდას მიუჯდა ანდრიაძეც და კაცებს გახედა
-ყავა დაგისხა ბებო?-იამზე ყავის ჩაიდნით ხელში იდგა მაგიდასთან.
დასტურის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია ელენემ, შემდეგ კი კვლავ დაძაბულ მამაკაცებს გახედა.
-ეჭვმიტანილი გვყავს-უთხრა ბერიამ პირდაპირ ანდრიაძეს
-ვინ არის?-გახარებოდა თუ არა ვერ გაეგო გოგოს, ისეთი სახეები ჰქონდათ გამომძიებლებს, ნამდვილად არ იყო კარგი ამბავი.
-ვერაფერს გეტყვით ჯერ, უბრალოდ სატყუარა უნდა იყო
-რა სატყუარა? გაგიჟდით? არსად არ გამოვუშვებ-გაიგონა თუ არა იამზემ რომ ელენე ხიფათში უნდა ჩავარდნილიყო, იმწამს გამოთქვა პროტესტი
-ქალბატონო, ეს ელენეს გადასაწყვეტია და არა თქვენი-ცივი იყო სურგულაძე
-არა, ელენე, ვიღაც მკვლელის სატყუარა არ გახდები!-ნუგზარის სიტყვები არ შეიმჩნია ქალმა
-ახლავე გაბრიელს ვურეკავ-ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან
-თუ საქმის ვითარებაში გაგვარკვევთ, შეიძლება იამზეც დაითანხმოთ და მეც-მიმართა მან დეტექტივებს, თან იამზეს გახედა და თვალებით უთხრა, ჯერ გავიგოთ რა ხდებაო...

თავი 5
ელენე ამბობს:
თითქმის ერთი კვირა იქნებოდა გასული რაც რამდენიმე პოლიციელის თანხლებით ნუგზარმა და შალვამ გადამმალეს, მათი თქვით მკვლელი მითვალთვალებდა და ჩემი გაუჩინარების შემდეგ რაღაცას მოიქმოქმედებდა.
დიდად არც მესმოდა რა ხდებოდა მაგრამ გამომძიებლებს ბოლომდე ვენდობოდი, მჯეროდა მათი და იმედი მქონდა მკვლელს დაიჭერდნენ.
ტელეფონით სარგებლობა აკრძალული მქონდა, ინტერნეტიც და საერთოდ ფანჯრიდან გახედვაც კი, მაგრამ წიგნებისთვის მოვიცალე, სიამოვნებით წავიკითხე რამდენიმე საინტერესო ნოველა და დრო გავიყვანე.
ზუსტად 6 დღეში მესტუმრა ბერია.
რაღაცნაირი მოღუშული სახე ჰქონდა.
-ნიკოლოზ ფალიანი გაიტაცეს-გამარჯობის ნაცვლად მომახალა და ჩემს წინ დაჯდა
-ის იდიოტი ვის რაში აინტერესებს?-გამიკვირდა და გამახსენდა ჩვენი უკანასკნელი საუბარი, მართალია ნერვები ძალიან მომიშალა, მაგრამ იმედი მქონდა რომ არაფერი ემუქრებოდა მის სიცოცხლეს.
-ჯერ გამტაცებელი არ დაგვკავშირებია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ მოვძებნოთ, გაგაგებინებ როგორ წავა საქმეები-გამარკვია წამში ახალ ამბებში, შემდეგ კი რაღაც ძველი მოდელი ტელეფონი დააგდო მაგიდაზე, თვითონ კი ფეხზე წამოდგა და ისე გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა.
შუა ღამეს ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ნუგზარი რეკავდა
-გისმენ-ვუპასუხე გაოცებულმა, ვიფიქრე რომ აუცილებლად რაღაც ხდებოდა, რადგან კაცი შუა ღამით მირეკავდა
-ელენე, მოემზადე და ნახევარ საათში გამოგივლით-მითხრა მან და ჩემი დასტურის შემდეგ ტელეფონი გათიშა.
წამში წამოვხტი ფეხზე და სააბაზანოში შევედი, სახეზე წყალი შევისხი გამოსაფხიზლებლად, ოთახში დაბრუნებულმა იქვე სკამზე გადაკიდებული ჯინსი ამოვიცვი და ნაცრისფერი დიდი ჰუდიც გადავიცვი.
გარეთ საშინელი წვიმა იყო, ჯინსის ქურთუკიც მოვიცვი ყოველი შემთხვევისთვის და დივანზე მჯდომი ველოდებოდი გამომძიებლებს.
რამდენიმე წუთი დამჭირდა მხოლოდ ლოდინი. კარზე ზარი დარეკეს და მეც მაშინვე გავაღე.
მუყაოს პაკეტით ხელში შემოვიდნენ ბერია და სურგულაძე.
-რა ხდება?-მისაღებში შესულებს უკან გავყევი და თან მათ გამომეტყველებას ვაკვირდებოდი.
-გამტაცებელმა ფალიანის სანაცვლოდ შენი თავი მოითხოვა-პირდაპირ მომახალა შალვამ და პაკეტიდან ნივთები მაგიდაზე გადმოყარა.
-იმედია იმ კრეტინის ნაცვლად ჩემს გაშვებას არ აპირებთ სადღაც?-გამეცინა თუმცა ეს უფრო სიმწრის სიცილი იყო ვიდრე რაიმე სხვა.
-არა, რა თქმა უნდა, ელენე დებილები გგონივართ?-უკმაყოფილოდ გადმოხედა შალვამ, შუბლშეკრულმა
-აბა რას აპირებთ?-ორივეს ინტერესით ვათვალიერებდი, მაგიდაზე დაყრილ ნივთებს რომ აწყობდნენ რაღაც თანწყობის მიხედვით.
-პირველ რიგში მარტივ და სულელურ ხერხებს მივმართოთ, საათში ჩამონტაჟებული ჯიპიესი და მოსასმენი მოწყობილობა-მაჩვენა ნუგზარმა ხელით საათი
-ყურსასმენები ჩვენი ხმა რომ გაიგო-მეორე ხელში კი უკაბელო პატარა ყურსასმენი ეჭირა
-ეგ რომ დაინახონ?-წარბები შევკარი ყურსასმენების დანახვაზე
-ეს სწორედ იმისთვისაა რომ დაინახონ, ელენე-გაეცინა ბერიას
-ოო, მითხარით რას გეგმავთ-ამოვიბუზღუნე და გამოწვდილი საათი ხელზე გავიკეთე
-მოკლედ აი ეს სადმე ისეთ ადგილზე დაიმაგრე, სადაც ვერ დაინახავენ-პატარა ჩიპისმაგვარი ციმციმა მოწყობილობა მომაწოდა ნუგზარმა, შემდეგ ამათვალიერა და დააყოლა-მაგალითად მკერდზე
-კარგით ამათ კი დავიმაგრებ, მაგრამ გეგმა როგორია?-მერამდენედ ვუსვამდი კითხვას ვეღარ ვითვლიდი
-იქ გაიგებ ყველაფერს, ასე რომ წამოდი-მას შემდეგ რაც ყველაფერი თავის ადგილზე დავიმაგრე მითხრეს და ბინა დავტოვეთ.
სადარბაზოდან გასულმა ჩემი მანქანის გასაღები მომცეს და მითხრეს უბრალოდ წავსულიყავი და გზაში შემატყობინებდნენ სად მომიწევდა წასვლა.
ჩემი პატარა საყვარელი მანქანის საჭე როგორც კი ვიგრძენი ხელებში მაშინ მივხვდი როგორ მომნატრებია ჩემი მანქანა, ჩემი სახლი და უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრება.
როგორც კი ეს ამბები დასრულდებოდა მაშინვე სოფელში წავიდოდი და იქ გავაგრძენებდი ცხოვრებას მშვიდად და აუღელვებლად.
ამ ფიქრებში გართულმა მანქანა დავძარი და დიდხანს ვიარე უმისამართოდ, უბრალოდ ვფიქრობდი და ინსტიქტურად მივდიოდი წინ.
შუქნიშნის წითელი ფერის დანახვაზეც ინსტიქტურად გავაჩერე და გვერდით მდგომ მანქანას გავხედე, ჩვევად მქონდა შუქნიშანზე დგომის დროს მანქანები შემეთვალიერებინა. საათი დილის ხუთს აჩვენებდა, ამიტომ გამიკვირდა გვერდით მანქანა რომ გაჩერდა.
მარჯვენასაჭიანმა მანქანის მძღოლმა ფანჯარა ჩამოწია და მეც იგივე მანიშნა.
მაშინვე დავიმახსოვრე მამაკაცი, შავი სქელი წარბებით და თმებით, კეხიანი ცხვირით და გამოკვეთილი ყვრიმალებით.
ფანფარა რომ ჩამოვწიე უხმოდ გამომიწოდა პარკი, მაშინვე გამოვართვი და მწვანეზე წინ წასულის ნომერიც ვუკარნახე ყურსასმენებში შალვას, რომელიც გაცხარებით მიმტკიცებდა ნივთი არ ამეღო.
-იცოდე, მეორედ თუ არ დამიჯერებ, ამ საქმეს ჩავშლი და ფალიანს ისევე წააცლიან თავს როგორც შენს გავაშელს-ყურსასმენში მესმოდა გამწარებული ბერიას საუბარი. მანქანა დავძარი და თან ცალი ხელით პარკიდან ნივთის ამოღებას ვცდილობდი.
მობილური შემრჩა ხელთ.
მაშინვე კონტაქტებში შევედი
-აქ ერთი ნომერი წერია, შალვა-მივმართე კაცს
-მიკარნახე-მოკლედ მიპასუხა ბერიამ, თუმცა სანამ ციფრებს დავასახელებდი იგივე ნომერმა დარეკა
-სპიკერზე ჩართე-დამარიგა ყურსასმენიდან კაცმა
-გისმენთ-ვუპასუხე ტელეფონს, თან მანქანა გზიდან გადავაყენე, რომ უფრო მშვიდად დავლაპარაკებოდი.
-ლოკაციას ჩაგიგდებ და აქ მოდი-გაისმა ქალის ხმა და მესიჯმაც არ დააყოვნა, სანამ პასუხს გავცემდი გათიშა.
ლოკაცია საათის მოსასმენი აპარატიდან ბერიას ვუკარნახე და გეზი მეც მისკენ ავიღე.
მიყრუებული შენობის ან ადგილის მაგივრად რომ ხალხმრავალ ადგილზე მივდიოდი თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ გამტაცებელს ეს რაში ჭირდებოდა ვერ ვხვდებოდი.
მანქანა დავაპარკინგე თუ არა ბერიამ ყურში ჩამძახა, რომ რამდენიმე წუთი არ გადმოვსულიყავი, მაგრამ სანამ რამდენიმე წუთი გავიდოდა მანქანის კარი გაიღო და ჩემს გვერდით ფალიანი დაჯდა.
-წადი-მითხრა მან და ღვედი შეიკრა
-რა?-ლამის პირი დავაღე მის დანახვაზე, ეს რა გატაცებული არ ჰყავდათ?
-წადი-მეთქი-უხეშად მომმართა და მანქანის გასაღები თვითონ გადაატრიალა მანქანის დასაქოქად
-სად წავიდე?-ვკითხე მას შემდეგ რაც მთავარ გზაზე გავედით, დაბნეულობისგან თითქმის ყოველ წუთში მას ვუყურებდი, მშვიდად იჯდა, სპორტული ტანსაცმლით და თხელი მოსაცმელი კალთაში ჩაედო.
ჯერ იარე, გეტყვი როდესაც სადმე გადახვევა მოგვიწევს-მითხრა და საქარე მინიდან უსასრულობას გაუშტერა მზერა, შემდეგ წამში გადმოხარა ჩემკენ და ყურზე თმა გადამიწია, თვალებდაჭყეტილმა მივაბრუნე მისკენ მზერა და მის თვალებს მივაშტერდი, მაგრამ მაშინვე წამავლო ყბაში ხელი და წინ მიმაბრუნებინა თავი
-წინ იხედე, არსად დამლეწო, ისედაც შენს გამო ამხელა შარში ვარ-კბილებში გამოცრა და ამჯერად ჩემს ყურს შეეხო, ყურსასმენი ამომაცალა და ფანჯარა ჩამოწია
-რას აკეთებ ფალიანო?-ამჯერად მე გამოვცერი კბილებში და მის ხელს ჩემი ჩავავლე, ერთით კი საჭე დავიჭირე, რომ კონტროლი არ დამეკარგა
ჩემი მცდელობის მიუხედავად მაინც მოისროლა ყურსასმენი გარეთ, საათიც მშვიდად მომხსნა ხელიდან.
-რას აკეთებ?-კიდევ ერთხელ დავუსვი კითხვა, როდესაც საათიც ყურსასმენის გზას გაუყენა და როგორც კი შესაძლებლობა მომეცა მანქანა გზიდან გადავიყვანე
-ჩემი სიცოცხლის სანაცვლოდ ნამდვილად არ ვაპირებ შენს გადარჩენას-ირონიულად მითხრა და ჩემკენ შემობრუნდა ნახევარი ტანით
-ახლაც გგონია რომ მე ვარ მკვლელი?-მისი ირონიულობა დავაიგნორე და კითხვა დავუსვი, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე ენის წვერზე მედგა
-რატომ არა? შენც შეგეძლო ეს გაგეკეთებინა, რა? ახლა შენ არ ზიხარ ჩემთან ერთად მანქანაში?-წარბები აწრიპა მან, მხოლოდ უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი და მანქანა კვლავ გზაზე გავიყვანე.
კვლავ ჩაფიქრებული ვუყურებდი გზას, წამის წინანდელ აღელვებას ჯერ კიდევ არ გაევლო და კიდევ ვგრძნობდი ყურზე ნიკოლოზის შეხებას.
-მარჯვენა ზოლში გადადი და შემდეგ გადაუხვიე-რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მითხრა, მისი მითითებები პირნათლად შევასრულე და ამჯერად ვიწრო ქუჩაზე გავედით.
თანდათან ცასაც სინათლე ეპარებოდა, თენდებოდა, ჩვენ კი ჯერ კიდევ ნახევრად ცარიელ ქუჩებში დავდიოდით.
-აქ პარკინგზე ჩადი-მითხრა და მაღალ, ნაცრისფერ კორპუსზე მანიშნა, პულტით შლაგბაუმი გახსნა, მეც კარგად განათებულ პარკინგზე ჩავედი და მშვიდად გავაჩერე მანქანა
-ახლა?-გავხედე გვერდით მჯდომს
-არ ვიცი, მითხრეს რომ აქ უნდა მომეყვანე-მხრები აიჩეჩა ფალიანმა
-ვინ გითხრა?-წამში შევუბრუნე კითხვა
-არ ვიცი, მოკვლით დამემუქრნენ-ისევე მომიგდო პასუხი, როგორც აქამდე აკეთებდა და კვლავ თვალიერება განაგრძო.
ზუსტად ვიცოდი, გამტაცებელი თუ არა ბერია და სურგულაძე უკვე აქ იქნებოდნენ და გვაკვირდებოდნენ, მაგრამ დრო იყო საჭირო, სანამ მოქმედებას დაიწყებდნენ.
რამდენიმე წუთში სუსტი ნაბიჯების ხმა გაისმა, რომელიც თანდათან გაძლიერდა.
ახალგაზრდა გოგონა მოუახლოვდა მანქანას, მანქანის კარები გააღო ჩემი მხრიდან და მანიშნა გადავსულიყავი.
მის ნებას დავემორჩილე.
-აქეთ-მანიშნა საპირისპირო მიმართულებით, საიდანაც მოვიდა და მკლავზე ხელი მომკიდა.
მასთან ერთად დავიძარი, მანქანის კარების ხმა რომ გავიგე
-ჯანდაბა-ფალიანის ხმა გავიგე, შემდეგ კი ნაბიჯების ხმა, უნებურად მივიხედე უკან და მოახლოებულ ნიკოლოზს გაკვირვებული მზერა მივაპყარი
-მეც მოვდივარ-გვერდით ამომიდგა და მეორე მკლავზე მისი ხელი ვიგრძენი
-თქვენ არ მოდიხართ-გვერდით მდგომმა გოგომ ხმა ამოიღო და გაჩერდა მაშინვე
-მინდა და წამოვალ, შენი რა საქმეა?-უხეშად მიმართა გოგოს და მისი ხელი ამჯერად ჩემს მაჯაზე ჩაცურდა
-დარჩი, ყველაფერს მოაგვარებენ-ყურადღება არ მიმიქცევია მათი მინი ჩხუბისთვის, ნიკოლოზს თვალებში მივაშტერდი და ვანიშნე, საშიში არაფერიამეთქი, რაც არ უნდა მომხდარიყო, ნუგზარის და შალვას იმედი ყოველთვის მექნებოდა.
-არ დავრჩები, ელენე-მკაცრი ხმა ჰქონდა მას
-დარჩიმეთქი, ოდესმე ისე აღიქვამ ჩემს სიტყვებს როგორც ადამიანის მიერ წარმოთქმულს?-ნერვებს მიშლიდა მისი მოჩვენებითი თავდადება, წამის წინ მითხრა, შენს გამო სიცოცხლეს ვერ გავწირავო, ახლა კი საპირისპიროს აკეთებდა.
-კარგით, შეგიძლიათ წამოხვიდეთ-მიმართა ამჯერად გოგომ ფალიანს დიდხნიანი დუმილის შემდეგ.
სამივემ ერთად გავაგრძელეთ გზა, გოგონამ მანქანამდე მიგვაცილა. საჭესთან ასევე ახალგაზრდა ბიჭი იჯდა.
უკანა კარები გააღო ნიკოლოზმა, მანიშნა დავჯმდარიყავი.
-იქედან მოვალ-წარბაწევთ ვუთხარი და მანქანას მეორე მხრიდან მოვუარე.
დავინახე როგორ აატრიალა მობეზრებისგან თვალები მამაკაცმა.
ორივე უკან ვისხედით, მანქანა კი უკვე გზაზე მიქროდა.
-რატომ წამოხვედი? ბერია ისედაც ყველაფერს მოაგვარებდა-ჩურჩულით „ვეჩხუბებოდი“ მას
-მინდა დავრწმუნდე რომ მკვლელი არ ხარ და ეს თამაში არაა-გამომხედა მან და მანიშნა ხმა აღარ ამომეღო.
ხელები გულზე გადავიჯვარედინე და ისე დაველოდე მგზავრობის დასრულებას.
დღის სინათლეზე კარგად ვხედავდი, რომ ამჯერად არა ხმაურიან ქუჩაზე არამედ ქალაქგარეთ მივიწევდით.
გარეუბანში გააჩერა ბიჭმა მანქანა. გადმოვიდა და კარებიც გააღო ფალიანის მხრიდან.
მზერა შევავლე გარემოს, ქალაქიდან მოშორებით ვიყავით, მაგრამ მაინც უამრავი კორპუსი იდგა ახლოახლო
ორივე უკან გავყევით კაცს, სადარბაზოში შესვლას ვაპირებდით მისი ხელი რომ ჩემსაშუ აიხლართა
-რას აკეთებ?-კბილებში გამოვცერი ჩურჩულით და ხელის გათავისუფლება ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, თვალების ბრიალით მანიშნა გავჩერებულიყავი და სადარბაზო მოათვალიერა. წამით თვალი გაუშტერდა რაღაცაზე, მეც მისი მიმართულებით გავიხედე და კამერას რომ წავაწყდი ღრმად ამოვისუნთქე.
ლიფტის კარი რომ გაიღო ჯერ ჩვენ შეგვატარა ბიჭმა, შემდეგ კი თვითონ შემოვიდა, ზურგით კარისკენ დადგა.
ერთმანეთს უყურებდნენ ფალიანი და ახალგაზრდა გამტაცებლის დამხმარე.
გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე სწრაფად დაარტყა ძლიერად მუშტი სახეში ნიკოლოზმა ბიჭს.
ჯერ წაბარბაცდა, შემდეგ კი როგორც ჩანს დარტყმებს მიუჩვეველ ბიჭს გული წაუვიდა და ჩაიკეცა.
-რა გააკეთე? გაგიჟდი?-გაოცებულმა გავხედე ნიკოლოზს, მას კი არც შემოუხედავს ისე დააჭირა ბოლო სართულის ღილაკს ხელი.
ლიფტიდან გავედით თუ არა ჯერ კამერას გახედა და შეიკურთხა, შემდეგ კი სახურავისკენ კიბეებს ავუყევით.
სახურავზე ასულს მზის სხივებმა თვალი მომჭრა და თვალებზე ხელი ავიფარე, ფალიანი კი გაუჩერებლად მიმათრევდა სადღაც.
-აქ უნდა გადახტე-მითხრა და გვერდით მდგარ კორპუსზე მანიშნა.
-გაგიჟდი? სიმაღლის მეშინია-მიუხედავად იმისა რომ კორპუსის ყრუ კედლებს შორის დაშორება 1 მეტრიც არ იქნებოდა, მაინც შემეშინდა მე
-მაშინ, წავიდეთ იმ მკვლელთან და ბოდიში მოვუხადოთ, რომ გავიპარეთ-ირონიულად გამიღიმა მან.
ფრთხილად, ნიკოლოზის დახმარებით ავედი ჯებირზე, თუმცა რამდენჯერმე ძირს ჩახედვის შემდეგ მის მხარზე ჩაბღაუჯებული ხელი უბრალოდ აღარ მემორჩილებოდა
-მალე ელენე, დაგვიჭერენ-კბილებში გამოცრა მან და ძალით გამაშვებინა მის სპორტულ ზედაზე ჩაბღაუჯებული ხელი და თვითონაც ამოვიდა ჯებირზე.
-სამ თვლაზე-მის სხეულზე მიკრულს მითხრა
-იცოდე, თუ ნაბიჯს არ გადადგავ, მე მეორე მხარეს გადავალ, შენ კი ძირს ჩავარდები და მოკვდები-აღმიწერა სიტუაცია და ამჯერად წელზე შემომაჭდო ხელი.
ორ კორპუსს შორის არსებული ნახევარ მეტრიანი დაშორება სამ დათვლაში გადავლახეთ, გადავედით თუ არა მეორე მხარეს ორი იარაღიანი კაცი გამოჩნდა სახურავზე.
-წავედით, ელენე მალე-იღრიალა ფალიანმა და გაქცევისკენ მიბიძგა, მასთან ერთად მივრბოდი, მაგრამ ვერ ვიაზრებდი სად, როდესაც გავჩერდით უკვე დაღლილობისგან ვქოშინობდი. ლუქი ახადა სახურავს ნიკოლოზმა და მანიშნა ჩავსულიყავი.
ჩემი სიმაღლის შიში წამში დამავიწყდა იარაღიანების დანახვამ ჩვენკენ რომ მორბოდნენ.
სწრაფად ჩავედი კედელზე მიმაგრებულ კიბეზე, რამდემინე სანტიმეტრში კი ფალიანი მომყვებოდა.
არ ვიცი როგორ, მაგრამ ქვემოდან ჩაკეტა გასასვლელი შემდეგ კი სწრაფად ჩავედით კიბით დაბლა.
-სადარბაზოს ორი გასასვლელიდან დარწმუნებული ვარ ორივესთან ხალხი დგას, მაგრამ უნდა გავიქცეთ, თუ ზემოთ არ გვესროლეს, ანუ არც ესენი ისვრიან-მეჩურჩულებოდა ის, თან კიბეებზე მივრბოდით.
უკანა გასასვლელს გვერდი ავუარეთ და წინადან გავედით.
ორი მამაკაცი მორბოდა სადარბაზოსკენ.
-წავედით-ხელი ჩამჭიდა მან და გზაზე გავიჭერით.
ქუჩაში მივრბოდით, ორი კი უკან მოგვდევდა, ამჯერად უიარაღონი.
-ტაქსი გავაჩეროთ-სწრაფად მომივიდა იდეა თეთრი მანქანის დანახვაზე და არც დავფიქრებულვარ ისე ავუქნიე ხელი მძღოლს.
მანაც როგორც ნამდვილმა ტაქსის მძღოლმა წამში გააჩერა ჩვენს ფეხებთან მანქანა.
ორივე უკან დავჯექით.
-სწრაფად წადი-დაიყვირა ნიკოლოზმა და უკანა ფანჯრიდან გაიხედა.
მძღოლმაც მანქანა დაძრა, მდევარი კი უკან ჩამოვიტოვეთ
-კარგად ხარ?-ჩემკენ შემობრუნდა მთელი ტანით მამაკაცი
-კარგად ვარ-ღრმად ამოვისუნთქე და ყოველი შემთხვევისთვის გახედე უკან.
-ფული გაქვს?-ჩუმად ვკითხე ნიკოლოზს, მას შემდეგ რაც ცოტა დავწყნარდით
-არა, შენ?-მიჩურჩულა მანაც, დარწმუნებული ვიყავი სიმღერების მოსმენაში გართული ტაქსის მძღოლი ვერაფერს გაიგებდა.
-არც მე-გამეცინა და სავარძლებს შორის, მძღოლისკენ გადავიხარე, განყოფილების მისამართი ვუკარნახე, დარწმუნებული ვიყავი ბერია იქ არ იქნებოდა, მაგრამ ვინმეს ვაიძულებდი ფულის გადახდას.
--
-თქვენ აქ რას აკეთებთ?-წარბებშეკრული შემოვიდა დაკითხვისთვის განკუთვნილ ოთახში შალვა
-გამოვექეცით-ღიმილით ვუთხარი და მაგიდაზე ხელები ავათამაშე
-ოოო, რა ჭკვიანები ხართ-ღიმილით მოგვმართა კაცმა, მაგრამ სამივე ვხდებოდით, რომ ეს მხოლოდ ხელოვნური, დამცინავი ღიმილი იყო.
-მომინდომა აქ გმირობა-წარბშეკრულმა გახედა გაკვირვებულ ფალიანს.
-რამე დავაშავე?-გაკვივებული ხმა ჰქონდა მას
-კი, მკვლელის დაჭერის შანსი გაგვაშვებინე ხელიდან-ამოილაპარაკა ბერიამ და ოთახში შემოსულ ნუგზარს გახედა, რომელმაც უარყოფის ნიშნად გააქნია თავი
-სადაც მიყავდათ ის ბინა ცარიელია, ქეშით უხდიდნენ და ყალბი სახელით და გვარით იქირავეს, ბიჭს, ვისაც თავი გაუხეთქა ვაჟბატონმა ტვინის შერყევა აქვს და უბრალოდ სტუდენტია, მძღოლად მუშაობას დათანხმდა უბრალოდ. გოგონაც ასევე, ისევ არაფერი გვაქვს-მოკლედ ჩამოაყალიბა ნუგზარმა და ისიც ჩვენ წინ დაჯდა
-ორი ტვინიკოსის წყალობით-ღრმად ამოიოხრა ბერიამ.
თავი 6
ჩაფიქრებული იჯდა ბერია და ღერს ღერზე ეწეოდა, მის წინ სურგულაძე მშვიდად წრუპავდა ყავას და თან ტელეფონში რაღაცას გაცხარებით თამაშობდა.
-რაღაც გვჭირდება, გესმის? გასაღები, ერთი პირდაპირი სამხილიც კი სამკარისი იქნება-უცებ ტელეფონიდან თავი ამოყო ნუგზარმა და ჩაფიქრებულ ბერიას გახედა
-ჯერ კიდევ ვაანალიზებ, როგორ შეიძლება უბრალო დაქირავებული გამტაცებლისგან გავიდეთ მკვლელზე-დაუბრუნა მეწყვილეს პასუხი შალვამ
-ბევრი ხალხია გარეული, დიდი რესურსი აქვს მკვლელს, შურისმაძიებელია, უბრალო, ხელწამოსაკრავი პიროვნება არაა-კიდევ ერთხელ მოსვა ყავა სურგულაძემ.
--
განყოფილებიდან ერთად გამოვიდნენ ფალიანი და ანდრიაძე.
ორივეს პოლიციის მანქანა ელოდა, შალვას გადაწყვეტილებით დაცვაც დადგებოდა მათ კართან, რადგან ახლა მკვლელისგან კვლავ იყო საპასუხო ნაბიჯი მოსალოდნელი.
-კარგად-უბრალოდ დაემშვიდობა ელენე მანქანაში დაჯდომამდე.
ფალიანი მისგან მოშორებით იდგა, ჯინსის ჯიბეებში ხელები ჩაეწყო და მთელი ტანით ელენესკენ იხედებოდა
-იცი? შემიძლია შენი შეყვარებულის სახლი დაგიბრუნო, თუ არ გსურს მისი დაკარგვა-რაც ენაზე მოადგა ის უთხრა ნიკოლოზმა და პასუხის მოლოდინში გაჩუმდა
-ჩემი შეყვარებული არა, ყოფილი შეყვარებული, მადლობა, მაგრამ არ მაქვს სურვილი მაგ სახლს კიდევ ერთხელ ვესტუმრო, შემიძლია მის მშობლებს შევატყობინო, თუ მაინც გაყიდვას აპირებ დარწმუნებული ვარ ისინი არ გაუშვებენ ამ შანსს ხელიდან-მშვიდად და აუღელვებლად ესაუბრებოდა გოგო
-კარგს იზამ, მაგ სახლში ვეღარ ვიცხოვრებ-წარბები უნებურად შეკრა როდესაც გაახსენდა როგორ იპოვა გეგას უსიცოცხლო სხეული. ჯერ კიდევ ვერაფრით ამოეგდო გონებიდან და დარწმუნებული იყო, რომ ვერც ვერასდროს დაივიწყებდა
-კარგი, კარგად-კიდევ ერთხელ დაემშვიდობა, წამით ელოდა ფალიანის დამშვიდობებას, მაგრამ ბიჭმა ხმა არ გაიღო, უბრალოდ გოგონას ლურჯი თვალებისთვის გაეშტერებინა მზერა, შემდეგ კი უხერხულად მდგომი ანდრიაძე მანქანაში დაჯდა.
ელენეს მანქანა რომ დაიძრა, მხოლოდ შემდეგ დაჯდა მანქანაში მამაკაცი და საცხოვრებლის მისამართი უკარნახა საჭესთან მჯდომ ფორმიანს
სახლში მისულმა ელენემ ჯერ ცხელი შხაპი მიიღო, შემდეგ კი გადაღლილს ისე ჩაეძინა საწოლზე ნორმალურად საღამურის ჩაცმაც ვერ მოასწრო.
დიდხნიანი ძილის შემდეგ კარზე ზარმა გააღვიძა.
დასიებული თვალებით, მთქნარებით და დამძიმებული თავით წამოდგა ფეხზე.
კარს უკან გურული და მაჭავარიანი რომ დაინახა მაშინვე გადაწია საკეტი და შიგნით შემოატარა მეგობრები.
-რა ჯანდაბა მოხდა?-ფეხი არ ჰქონდა შემოდგმული სახელში გაბრიელმა მაშინვე დაკითხვა რომ დაიწყო.
მშვიდად შეუძღვა მეგობრებს მისაღებში ელენე, შემდეგ ყავა შესთავაზა, მაგრამ ყავის მოდუღების მაგივრად აიძულეს ყველაფერი დაწყვრილებით მოეყოლა გოგოსთვის.
-ვსო, ახლავე ჩემთან გადმოდიხარ ელენე, არ მაინტერესებს, აქ მარტო ვერ დაგტოვებ-ყველაფრის მოსმენის შემდეგ აფეთქდა მაჭავარიანი
ელენესგან განსხვავებით ანერვიულებულ ოჯახთან მიდიოდა ფალიანი.
სახლის კარზე დააკაკუნა თუ არა თვალებდასიებული დედა და რძალი შეეგებნენ.
მაშინვე იგრძნო მკლავების მოხვევა წელზე და ისიც სიცილით ჩაეხუტა ორ საყვარელ ქალს.
-ძლივს რა, მეგონა სადმე მოგკლეს-ხმაურზე კართან ძმაც გამოჩნდა.
პატარა ძმას უბრალოდ გაუღიმა ილიამ, შემდეგ კი ცოლის და დედის მოშორება სცადა მისი სხეულიდან.
-იცოდე, თუ სადმე სხვაგან წახვალ, მეც ყველგან წამოგყვები-უკმაყოფილო უყურებდა ქალბატონი დარეჯანი შვილს.
-კარგი დე, ეგრე იყოს-მზრუნველობაზე უბრალოდ გაეღიმა და მის მხარზე ჩამოდო თავი.
-ბავშვები სად არიან?-იკითხა რამდენიმე წუთში, რაღაც უჩვეულო სიწყნარე რომ მოხვდა მის ყურთასმენას
-ეკოს ძინავს, ანდრია ვარჯიშზეა, სალომე რეპეტირორთან, პეტრე ალბათ ეზოშია, ლაზარე სადაა?-ცოლს გახედა მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ ყველა ბავშვი ჩამოთვალა
-პეტრესთან ერთადაა-დაამშვიდა ნინომ ქმარი და გაეცინა.
-ღმერთმა გამრავლოთ, ჯერ ცოტანი ხართ, ერთი სამი ბავშვი კიდევ არ გაწყენდათ-ნახევრად ხუმრობით, მაგრამ გულრწფელად უთხრა ძმას და რძალს და გაუღიმა.
ილია და ნინო რომ დაქორწინდნენ ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ. მიუხედავად წინააღმდეგობისა, მაინც დაიწერეს ჯვარი და მშობლებიც იძულებულნი გახდნენ ფარხმალი დაეყარათ.
18 წლის იყო ნინომ 1 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ პირველი ბავშვი, პეტრე რომ გააჩინა და თითქოს მასთან ერთად დაიწყო ზრდა, ილია კი მხოლოდ 20 წლის, მაშინ ნიკოლოზიც პატარა იყო, ფაქტობრივად ერთად გაიზარდნენ ბიძა-ძმისშვილი, 10 წელი იყო მათ შორის სხვაობა.
შემდეგი ანდრია იყო, მასსა და პეტრეს შორის სხვაობა 3 წელი იყო, მაგრამ ანდრიას მაშინვე სალომე მოყვა, დიდხნიანი პაუზის შემდეგ კი ტყუპები, ლაზარე და ეკო შეეძინა წყვილს.
აგერ უკვე 16 წელი იყო, რაც ბედნიერად ცხოვრობდნენ, ყოველთვის იდეალურად მიაჩნდა მათი ოჯახი ფალიანს, ზუსტად იცოდა, თუ ოდესმე დაოჯახდებოდა, მასაც ბევრი შვილი ეყოლებოდა.
მისი და მართას ურთიერთობა კი არც ისე სრულყოფილი იყო, ამას მშვენივრად ხვდებოდა, ერთმანეთს კარგად ეწყობოდნენ, მაგრამ უერთმანეთოდაც ძალიან კარგად ძლებდნენ როდესაც რომელიმეს მივლინებაში წასვლა მოუწევდა. ხშირად არ კამათობდნენ, რადგან უბრალოდ არც ანაღვლებდათ ერთმანეთი, ფალიანი დარწმუნებული იყო, რომ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა.
საცოლედ და საქმროდ მოიხსენიებდნენ თავს, მაგრამ ესეც მხოლოდ სიტყვის მასალად, ორივემ კარგად იცოდა, მათი ქორწინება არასდროს შედგებოდა.
მოულოდნელად რომ გაუჩინარდა მართა მხოლოდ რამდენჯერმე სცადა მისი მოძებნა, მაგრამ მისი პასპორტი და ბარგის ნახევარი ადგილზე არ დახვდა, ამიტომაც მხოლოდ მოვალობის მოხდის მიზნით შეატყობინა მის მშობლებს შვილის გაუჩინარება, რამდენჯერმე პოლიციაშიც განაცდახა, მაგრამ არანაირი შედეგი არ გამოუღია ამას.
ახლა კი მოულოდნელი ამბები ტრიალებდა მის ცხოვრებაში.
ელენეზეც ბევრს ფიქრობდა უკანასკნელ დღეებში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გაიტაცეს.
პირველივე დანახვისას დაამახსოვრდა მისი ლურჯი თვალები, ლამის თავზე რომ დაალეწა ვარდები.
რომ უთხრეს მკვლელი ისააო, თავიდან გაუჭირდა დაჯერება, მაგრამ შემდეგ შეეგუა, რომ კარგი გარეგნობის უკან ეშმაკი იმალებოდა, სწრაფად ამოიგდო გოგოს მოელვარე თვალები გონებიდან და დიდი ასოებით გადააწერა მასზე „მკვლელი“.
--
1 კვირა იყო გატაცების ამბებიდან გასული ელენეს ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა, უცხო ნომერს მშვიდად უპასუხა.
-ელენე ანდრიაძე ბრძანდებით?-ქალის ხმა ჩამწყდარი იყო და კარგად ეტყობოდა აღელვება
-დიახ, გისმენთ-უფრო სერიოზულად უპასუხა გოგონამ
-მე თამარ გაჩეჩილაძე ვარ-მხოლოდ ეს უთხრა ქალმა და ყურმილს იქეთ ჩუმი სლუკუნიც გაისმა
-რატომ მირეკავთ ქალბატონო თამარ?-ბიოლოგიური დედის სახელის გაგონებაც კი არ ესიამოვნა ანდრიაძეს.
-უბრალოდ 15 წუთს გთხოვ, რომ ყველაფერი აგიხსნა, მეტს არა-იმდენად აღელვებული იყო ქალი, ძლივს საუბრობდა, სწორედ ამ ტირილის და აღელვების დამსახურება იყო ელენემ უარი რომ ვერ უთხრა, თანაც ძალიან აინტერესებდა რატომ მიიღო ქალმა ასეთი გადაწყვეტილება.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან იცოდა ნაშვილები იყო, არასდროს ჩაუნერგავს დედას ნამდვილი დედისადმი სიძულვიდი და ბოღმა მის გონებაში, პირიქით, სულ ეუბნებოდა, რომ აუცილებლად უნდა ენახა ის როდესაც გაიზრდებოდა და დალაპარაკებოდა. ამის გამო კიდევ უფრო უყვარდებოდა დედამისი და პასუხად მხოლოდ ერთ წინადადებას უბრუნებდა, რამდენჯერაც ქალი ამ თემაზე საუბარს დაიწყებდა „დედაჩემი შენ ხარ, მე სხვა დედა არ მჭირდება“
ქალს შეხვედრა დაუთქვა მომდევნო დღეს, თან იამზეს დათანხმებაც მოუწია, რომ სახლიდან გასულიყო თუნდაც დაცვასთან ერთად.
--
კაფეში 15 წუთით ადრე მივიდა, შესვლისთანავე მოათვალიერა იქაურობა, მაშინვე გამოარჩია ყველასგან მოშორებით მჯდომი თვალებჩაწითლებული ქალი, ქერა თმით და ელენესავით ცისფერი თვალებით.
მხარზე გადაკიდებული ჩანთა ამჯერად სკამზე გადაკიდა და ქალის წინ დაჯდა
ყავა შეუკვეთა და მომლოდინე მზერით შეხედა ქალს.
დიდხანს არ დასჭირდა ლოდინი.
ქალმა მაშინვე საუბარი დაიწყო.
-მე არ გთხოვ არც პატიებას, არც იმას რომ შენს ცხოვრებაში რაღაც დოზით მაინც დამიშვა, უბრალოდ ისტორიას მოგიყვები შემდეგ კი უხმოდ ავდგები და წავალ-მცირე შესავალი გააკეთა ქალმა და ელენეს თანხმობის შემდეგ რამდენიმე წამი დასჭირდა საკუთარი თავისთვის მობილიზაცია რომ გაეკეთებინა.
-15 წლის ვიყავი იაკობ გაჩეჩილაძემ რომ მომიტაცა, მამაჩემი საკმაოდ გავლენიანი და მდიდარი ადამიანი იყო, იაკობს კი ოროთახიანი ბინის გარდა არაფერი გააჩნდა სადაც მისი მშობლები და ის ცხოვრობდნენ.
ძალიან არ გავწელავ თხრობას და არ აღგიწერ როგორ გავხდი მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ თიჯინებზე მოთამაშე ბავშვს ეს დამატყდა თავს.
მიუხედავად იმისა რომ სამ ძმას შორის ერთადერთი გოგო ვიყავი და თანაც საკმაოდ განებივრებული, არაფრად მიიღეს ჩემი ტირილი, ვედრება და თხოვნა მშობლებმა იმის შესახებ რომ სახლში წავეყვანე.
ჩემი და იაკობის თანაცხოვრების 1 წელი საშინელება იყო, არც კი ვიკარებდი მას, სანამ ძალით არ დამიმორჩილა. მამა ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე, ჩვენს პატარა საცხოვრებელს და პირობებს რომ ხედავდა, არ მოსწონდა, ამიტომ მაშინვე დიდი სახლი გვიყიდა, არ წარმოადგენდა მისთვის ეს პირობას, ვითომ საკუთარ დანაშაულს გამოისყიდდა ამით.
17 წლის ასაკში გავაჩინე პირველი შვილი, რომელიც ხელიდან ამართვეს ქმარმა და ბებიაქალმა, თავიდან ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა და დაბეჯითებით ვთხოვდი ქმარს ბავშვი ეჩვენებინა. პირველ ჯერზე ისე დამაჯერებლად მომატყუეს და დამარწმუნეს რომ ბავშვი, რომელიც თურმე სრულიად საღსალამათი და ჯანმრთელი იყო მოულოდნელად გარდაიცვალა, რომ კიდევ დიდი ხანი მჯეროდა ეს სისულელე.
არა ეს შენ არ იყავი, ეს შენი უფროსი და იყო.
2 წლის შემდეგ კიდევ ერთი ბავშვი გავაჩინე, ამჯერად ის არავის წაურთმევია ჩემთვის, ამიტომ წინა შემთხვევაზე არც კი შემპავია ეჭვი.
მართა დავარქვი და ბედნიერმა დავიწყე შვილის აღზრდა.
დრო გადიოდა, რა თქმა უნდა, მოძალადე ქმარი ვერ შევიყვარე, რომელმაც რამდენჯერმე ხელითაც კი მცემა.
მართა იყო ჩემი ერთადერთი იმედი.
რამდენჯერმე კვლავ ვცადე მშობლებთან დალაპარაკება, მაგრამ მათი უარის შემდეგ საბოლოოდ გავწვიტე მათთან კავშირი.
შემდეგ შენ ჩაისახე, მართა მაშინ ჯერ კიდევ სამი წლის იყო.
საავადმყოფოში, მხოლოდ რამდენჯერმე მოვახერხე შენი მონახულება და შეყვარება, გამოვედით თუ არა შენობიდან შენი თავიც ამაცალა მამაშენმა ხელიდან.
როგორც შემდგომ გავიგე თამაშობდა, რამდენჯერმე წაუგია დიდი თანდა, თან ვისთან? ბავშვებით მოვაჭრესთან და თავის გადასარჩენად უთქვამს, ბავშვს მოგცემო, გაწუწკებული გამყიდველი, პირველი შემთხვევის შემდეგ ხშირად ეთამაშებოდა ლოთ იაკობს, და ერთხელაც იმხელა თანხა წააგებინა შენი თავიც გამოსძალა, ვერაფერს ვაკეთებდი, მშობლებს ვეუბნებოდი, იაკობის მშობლებს, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებდა.
ვერ გამეგო რა ხდებოდა.
დროის გასვლის შემდეგ ამბებიც მიწყნარდა, სამი შვილიდან ორის დანაკლისს მხოლოდ მართაზე ზრუნვით ვივსებდი, სანამ მანაც არ მიმატოვა საბოლოოდ.
ახლა იმიტომ გადავწყვიტე შენთან დარეკვა რომ მინდა გითხრა, არავის დაუხარო თავი ჩემსავით, მე რომ მაშინ რამე გამეკეთებინა, დღეს სამივე შვილი ჩემს გვერდით იქნებოდა, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია.
კიდევ იმის სათქმელად მოვედი, რომ იაკობი მივატოვე, მშობლები მივატოვე და ვაპირებ დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყო 55 წლის ასაკში.
მადლობა რომ მომისმინე-მონოლოგი დაასრულა ქალმა და ფეხზე წამოდგა, ვერც გაიაზრა მონაყოლისგან დაშოკილმა ელენემ ქალი შეეჩერებინა, ან დამშვიდობებოდა მაინც, ყავის ფული ინსტიქტურად გადაიხადა და ფეხით გაუყვა სახლისკენ გზას.
--
-მე ისინი არ მჭირდება, რამდენჯერ უნდა გითხრა?-უკმაყოფილო იყო ქალის ხმა
-აბა რატომ მოკალი ის ბიჭი?-არც კაცის ხმა იყო სასიამოვნო მოსასმენი
-მე შვილი მინდა, რომელსაც ელენე გააჩენს, ის ჩემი სისხლი და ხორცი იქნება და ისე აღვზრდი როგორც საკუთარ შვილს, მერამდენედ უნდა აგიხსნა?
-ახლა რას აპირებ? ისინი ხომ გაიქცნენ?-დაინტერესდა მომავლით კაცი.
-მე არსად მეჩქარება, დრო ყველაფერს მოაგვარებს-სიგარეტის ღერი ამოაძვრინა ქალმა შეკვრიდან და მაცდურად გაუღიმა წინ მჯდომს.

თავი 7
თითქოს გატაცების შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა ფალიანი, თავის უზარმაზარ ოჯახთან ერთად ცხოვრება მართალია ძალიან ღლიდა, მაგრამ ართობდა, აქამდე ვერ მიმხვდარიყო რომ ასე ენატრებოდა ყველა. სამსახურიდან დაბრუნებულს არასდროს ეზარებოდა პატარებთან თამაში და დიდებთან მეგობრულად საუბარი. წამით გადაიფიქრა კიდეც ცალკე გადასვლა.
მაგრამ კვირა დილით 7 საათზე რომ დაახტა ეკო საწოლში, სწორედ მაშინ მიხვდა როგორ მონატრებია მშვიდი დილა
-ადექი, ნიკო, ადექი-კიოდა გოგო და ფალიანის საწოლზე დახტოდა
-რა ხდება ლაწირაკო? ომი დაიწყო?-თავზე რამდენიმე წუთის წინ დადებული ბალიში ამჯერად თავქვეშ ამოიდო, ძლიერი მკლავები მოხვია პატარა სხეულს და გულზე დაიჯინა ჯერ კიდევ პიჟამოებში გამოწყობილი ბავშვი
-გუშინ რომ ტელეფონი მათხოვე, გამოირთო და გამიკეთე-ამოიწუწუნა ბავშვმა
-მე გათხოვე ეკო ტელეფონი? 2 დღეა ვეძებ, სად გაქვს?-ლამის ხელებში გაჭყლიტა პატარა მატლი, როგორც ხშირად ეძახის ხოლმე, ეგონა ტელეფონი დაკარგა და უკვე ახლის ყიდვასაც ფიქრობდა.
-წადი ახლავე მოიტანე თორემ მოგცხებ საჯდომზე-თვალები უბრიალა შესაშინებლად ძმისშვილს, იცოდა ოდნავადაც რომ გაღიმებოდა ბავშვი მაშინვე ახალ თამაშს წამოიწყებდა.
-ოო, კარგი ხო-ფეხზე წამოდგა პატარა სხეული, შემდეგ კი ფეხშიშველი გავარდა ოთახიდან.
-ამ მაიმუნს გახედე რა-როგორც კი ოთახიდან გასული დაიგულა ბავშვი მაშინვე გაეცინა და თავი ბალიშში ჩარგო.
თვალები დახუჭული ჰქონდა პატარა ფეხების ხმა რომ გაიგო კვლავ.
-ნიკო-საწოლზე აძვრა პატარა ფალიანი
-ნიკო-როდესაც ერთხელ არ უპასუხა მეორედ დაუძახა ბიძას, რეაგირება რომ არ ჰქონია კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა ბიძის სახელი.
მოულოდნელად გაახილა ფალიანმა თვალი და ხელები ჩაავლო ბავშვს, რაზეც ეკოს სიცილ-კისკისი საუტყდა და ბიძის ქვეშ მოქცეული მაგრად ჩაებღაუჭა მისი ხელებისთვის ზედმეტად დიდ ტელეფონს.
--
მოიხედავად იმისა რომ რამდენიმე კვირაა მშვიდად ცხოვრობს და უკვე სოფელში გადასვლასაც გეგმავს ბოლო ორი დღეა უცხო ნომრის ზარებმა შეაშფოთა.
სამჯერ გუშინ დაურეკეს, ხმა არ ამოუღიათ, ორჯერ კი დღეს.
ბოლო ზარის შემდეგ ბერიას დაურეკა.
-გისმენ ელენე-მშვიდი იყო კაცის ხმა
-ვიცი რომ ასეთ სისულელეზე არ უნდა გაწუხებდე, მაგრამ ორი დღეა ვიღაც მირეკავს და ხმას არ იღებს, შეგიძლია რომ შეამოწმო ვინ არის?-მიაყარა ერთიანად გამომძიებელს
-კი, რა თქმა უნდა, მესიჯად მომწერე-მაშინვე დაეთანხმა კაცი.
-ახალი ხომ არაფერია საქმეზე?-მაინც ვერ მოისვენა და კითხა ანდრიაძემ
-ჯერ არაფერი, სიახლეებს აუცილებლად შეგატყობინებ
-კარგით, მადლობა, ნომერს ახლავე მოგწერთ-უთხრა ელენემ და ტელეფონი გათიშა.
წამში გაუგზავნა უკვე ნაცნობი ნომერი მესიჯად და მშვიდად დაჯდა საწოლზე.
გაშლილი ჩემოდანი ნახევრად ჩაწყობილი ჰქონდა უკვე, გავსებას კი არ ჩქარობდა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან უნდოდა სოფლის სახლში გადასვლა, თითქოს რაღაც უშლიდა ხელს.
არც ბიოლოგიური დედის სიტყვები ამოდიოდა გონებიდან, სურდა კიდევ უფრო ახლოს გაეცნო ქალი, მისი მოყოლილი ისტორიის გადამოწმებაც სურდა, მაგრამ ვერ გაეგო როგორ.
კრებაც მოიწვია, გაბრიელის და ხატიას მონაწილეობით და ამ საკითხზე ორივემ ერთად ურჩია ბიოლოგიურ მშობელთან დაკავშირება.
მაინც დიდხანს ფიქრობდა დაერეკა თუ არა, მაგრამ ბოლოს მაინც გაბედა.
-ელენე?-გაოცებული ხმა ჰქონდა ქალს
-დიახ მე ვარ, ქალბატონო თამარ-უხერხულად გრძნობდა მასთან საუბრისას თავს ანდრიაძე
-რამე ხომ არ მოხდა?-ამჯერად შეშფოთება შეერია ხმაში, ელენეს წამით გაეღიმა, მაინც ეტყობოდა, რომ დედის ინსტიქტი ყველა გრძნობისგან განსხვავებული იყო, როგორ ახსოვს როდა დედას ურეკავდა ხოლმე ისიც ზუსტად ასე შეშფოთებული ეკითხებოდა რამე ხომ არ მოხდა.
-თქვენი ნახვა მინდა, უბრალოდ ისე, არაფერი მომხდარა-ძლივს მოაბა სიტყვებს თავი.
-კი, რა თქმა უნდა, ახლავე? ახლა სამსახურში ვარ-დაბნეული იყო თამარი
-არა, როცა მოიცლი, ამ დღეებში, გადაწყვიტე როდის გეცლება და შეგიძლია მოგვიანებით შემატყობინო-დაფიქრების საშუალება მისცა ქალს
-კარგი მაშინ, დაგირეკავ ცოტა ხანში-უთხრა თუ არა ბიოლოგიურმა დედამ, პასუხიც არ დაუბრუნებია ისე გაუთიშა ანდრიაძემ ტელეფონი და გახარებული წამოდგა, დედის პოვნა ახარებდა, მიუხედავად იმისა რომ წლებია საკუთარ თავს არწმუნებს რომ დედამ მიატოვა და მასთან ურთიერთობას კატეგორიულად უკრძალავდა თავს, მაინც არ შეეძლო გულგრილად მიეღო ის. გაიცნობს, თუ ბედი გაუღიმებს კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ, თუ არა ელენე უბრალოდ ისე გააგრძელებს ცხოვრებას როგორც აქამდე, იმ ტკივილით, რითაც აქამდე ცხოვრობდა, უღირსი მშობლებისგან გამოწვეული ტკივილით, მიტოვებული, ობოლი ბავშვის სახელით.
უკვე საღამო იყო ქალმა რომ დაურეკა და ერთ-ერთ რესტორანში შეხვედრა თხოვა მომდევნო საღამოს. გაუკვირდა, რესტორნის სახელი იცოდა, საკმაოდ ძვირადღირებული ადგილი იყო, მაგრამ არჩევანი თვითონ გააკეთა თამარმა, ახლა ვეღარაფერს იზამდა.
--
რადგან იცოდა სად მიდიოდა ჯინსის მინი კაბასთან უბრალო ტოპი და შავი პიჯაკი მოიცვა, ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც არ დავიწყებია და ქერა წელამდე თმა გაიშალა.
მსუქბუქი მაკიაჟით შეაბიჯა რესტორანში, ქალის სახელზე დაჯავშნილ მაგიდასთან მივიდა და ბიოლოგიური დედის დანახვაზე უბრალოდ გაიღიმა.
მშვიდად გადაკოცნა ქალი და ჩანთა სკამზე დაკიდა.
-მეგონა სადმე კაფეში შევხვდებოდით-ფიქრები გაუმჟღავნა მშობელს
-აქ ვმუშაობ, გადავწვიტე საჭირო იყო აქაურობა გამეცნო შენთვის-მხრები აიჩეჩა ქალმა და მენიუ გადაშალა.
-პროფესია?-ეუხერხულა კითხვა, მაგრამ ძალიან აინტერესებდა, რა ექნა.
-მზარეული, შენ სად მუშაობ?-შეუბრუნა შვილს კითხვა
-ამჯერად არსად, თუმცა პროფესიით მეღვინე ვარ-მშვიდად გასცა თამარის კითხვას პასუხი.
მიმტანიც მიუახლოვდა მათ მაგიდას და შეკვეთა ჩაიწერა. მოულოდნელად თვალი გაუშტერდა ანდრიაძეს შემოსულ ნიკოლოზ ფალიანს რომ მოკრა თვალი რამდენიმე ადამიანთან ერთად, მაგრამ მალევე მოაცილა მზერა და კვლავ ბიოლოგიურ დედას გახედა. ალბათ დიდი დამთხვევა იყო ტელეფონზე ბერიას ზარი რომ შემოვიდა ზუსტად იმ წამს.
-უკაცრავად, უნდა ვუპასუხო-ტელეფონს ხმა გამოურთო, შემდეგ ფეხზე წამოდგა და საპირფარეშოს მიაშურა.
-კარგია რომ მიპასუხე-შალვას ხმა მხიარული იყო ყურმილის მეორე მხრიდან.
-ბოდიში, აქამდე ვერ მოვახერხე-მაინც უხერხულად გრძნობდა თავს დიდხანს რომ ალოდინა კაცი
-არაუშავს, პირიქით, სულ ამომვარდა გონებიდან დარეკვა, იმ შენი ნომრის მფლობელი გავარკვიე-მაშინვე საქმიანი გაუხდა ხმა
-ვინ არის?-წამში დაიძაბა მთელი სხეულით ანდრიაძე.
-ნიკოლოზ ფალიანი, ელენე, რა ხდება?-სერიოზული ხმა ჰქონდა კაცს
-არ ვიცი, რამე უნდა ხდებოდეს?-გაოცებული იყო მოსმენილით გოგო.
-თუ შეგაწუხებს, შეგიძლია მითხრა, ჩვენ ხომ დავმეგობრდით?-სითბო შერეოდა ბერიას ტონს
-კი, მაგრამ მართლა არაფერი ხდება, აუცილებლად გავარკვევ ამ შემთხვევის შესახებ-მშვიდად უპასუხა კაცს, შემდეგ დაემშვიდობა და გაუთიშა.
ახლა ფალიანზე ფიქრის დრო არ ჰქონდა, თამართან ერთად იყო მოსული და მასთან ერთად უნდა ყოფილიყო.
ტელეფონით ხელში დატოვა საპირფარეშო, შორიდანვე შენიშნა რომელ მაგიდაზე ისხდნენ ფალიანთან ერთად ხალხი და შეეცადა მისი მაგიდისგან რაც შეიძლება შორს გაევლო.
მაგიდასთან რომ მივიდა შეკვეთა უკვე მოეტანათ, ამიტომ უბრალოდ გაუღიმა ქალს და დანა-ჩანგალი აიღო.
--
საერთოდ არ უნდოდა საღამოს სადმე წასვლა, მითუმეტეს კვირას, მაგრამ უფროსის დაჟინებული თხოვნით მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის მაინც გამოეწყო.
-სად მიდიხარ?-აუთამაშა გასვლისას ნინომ, ძმის ცოლმა წარბები
-ღმერთო, რომ მოვალ გამახსენე რომ მალე მოვძებნო ჩემთვის მყუდრო სახლი-ცაში აიხედა და ისე თქვა რძლის გასაგონად, შემდეგ წარბშეკრულ ქალს თვალი ჩაუკრა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
-წადი, წაეთრიე, ჩემს სახლში ხო მარტო ვერ დავრჩი, ხან ვინ შემოიჭრება დაუპატიჟებლად, ხან ვინ-რა თქმა უნდა, ხუმრობით ამოილაპარაკა ნინომ ნიკოლოზის მიმართულებით.
-ნინიკო, საქართველოში ვართ სიხარულო, გამოიღვიძე, მე პატარა ვაჟი ვარ და სახლიც მე მეკითვნის მემკვიდრეობით, ჭკვიანად-აყვა მწარე ხუმრობაში ფალიანიც, მაგრამ საათს რომ დახედა რძლის პასუხს აღარ დალოდებია ისე გავარდა გარეთ და მანქანაში დაჯდა.
რესტორანში შესვლისთანავე შეამჩნია თამარ გაჩეჩილაძე მაგიდასთან მჯდომი, თავიდან არც უფიქრია ქალთან მისალმება, მაგრამ მის გვერდით რომ ელენე ანდრიაძემ დაიკავა ადგილი მაშინვე გადაწყვიტა ზრდილობიანი ბიჭი გამხდარიყო.
მაგიდაზე მასთან ერთად მსხდომ უკრაინელ ქალბატონს და მის თანაშემწეს მოუბოდიშა და მაგიდა დატოვა.
ელენე მისგან ზურგით იჯდა, ამიტომ მხოლოდ თამარმა შენიშნა როგორ მიუახლოვდა მათ მაგიდას ფალიანი.
გამომეტყველება შეეცვალა, მაშინვე ამოიცნო ნიკოლოზმა ის ზიზღი, რაც ძირითადად მის დანახვაზე გამოესახებოდა ხოლმე სახეზე, მაგრამ მალევე მოირგო ნიღაბი და გაიღიმა ქალბატონმა თამარმა.
-ნიკოლოზ-წამოდგა ფეხზე და ისე სიყვარულით გადაკოცნა, ფალიანს ეჭვი შეეპარა, ეს ის ქალია ვისაც წლებია ვიცნობო?
-თამარ, ელენე-გაუღიმა მათ და ელენე შეათვალიერა.
-თქვენი ერთად ნახვა რას მივაწერო?-გაუკვირდა, საიდან იცნობდნენ ეს ორი ერთმანეთს, მაგრამ კითხვა როგორც კი დასვა მაშინვე ამოუტივტივდა გონებაში ელენეს ნამდვილი დედა თამარი რომ იყო.
-უკაცრავად, გამახსენდა-ჩაიცინა და თამარს გახედა ირონიულად
-ქმარი სად გყავს?
-დავშორდით, არ მინდა ამაზე ლაპარაკი-უხეში ჰქონდა ხმა ქალს. რამდენიმე წამი ელოდა, ელენე ზრდილობის გულისთვის მაინც თუ იტყოდა რამეს, მაგრამ დუმილის დარღვევა არ ისურვა ანდრიაძემ, ამიტომ ზრდილობიანად დაემშვიდობა ორივეს ფალიანი და საკუთარ მაგიდასთან დაბრუნდა.
რაც არ უნდა ეთქვა, მაინც იზიდავდა ეს გოგო რაღაცნაირად, თითქოს დედამისს აგონებდა ლურჯი თვალებით, რომლებიც საოცარი სითბოთი იმზირებოდნენ.
რამდენჯერმე შეათვალიერა საკუთარი მაგიდიდან მისი შიშველი ფეხები, ერთმანეთზე რომ გადაედო, შემდეგ კი შეეცადა ყურადღება სტუმრებზე გადაეტანა და თან ღვინის დაგემოვნება დაიწყო.
თამარის და ელენეს მაგიდაზე კი განსხვავებული სიტუაცია იყო, უბრალოდ წვენს მიირთმევდნენ და მშვიდად საუბრობდნენ, ერთმანეთის უკეთ გაცნობას ცდილობდნენ.
-ძალიან მომწონს ეს ბიჭი-რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ წარმოთქვა გაჩეჩილაძემ
-ვინ?-წამით ვერც კი იფიქრა თამარი ნიკოლოზს თუ გულისმობდა
-ნიკო, ის და მართა ცოტა ხნით იყვნენ ერთად, თუმცა არაფერი სერიოზული-მხრები აიჩეჩა ქალმა
-მე სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი-ვითომ სულაც არ აინტერესებდა ეს თემა, ისე ცადა მასზე საუბრის შეწყვეტა ანდრიაძემ
-არადა ძალიან საყვარელია, ძალიან გაუმართლებს მას, ვისაც ნიკოლოზ ფალიანი შეიყვარებს-ამოთქვა ქალმა და კვლავ ბიჭს გაუსწორა მზერა. პასუხი არ დაუბრუნებია ანდრიაძეს. უბრალოდ იგრძნო დღეისთვის საკმარისი იყო ქალბატონ თამართან ურთიერთობა, მშვიდად აუხნა თამარს რომ სახლში უნდა წასულიყო და ქალის დაჟინებული თხოვნით ანგარიშის გადახდა არც უცდია, უბრალოდ ადგა და სახლში წავიდა.
--
ძლივს ჩამოაგორა დიდი ჩემოდანი კიბეზე, შემდეგ კი საბარგულში ჩაუძახა.
მანქანაში დაჯდა და ძრავუს ამუშავებას აპირებდა მისი მანქანის წინ ფალიანის მანქანა რომ გაჩერდა.
ისე გააჩერა ნიკოლოზმა, პირდაპირ გზას უღობავდა გოგოს.
მშვიდად დაელოდა როდის გადმოვიდოდა მანქანიდან მამაკაცი.
ფანჯარა ჩამოწია და ქვემოდან გაუღიმა ბიჭს
-რატომ დამსდევ?-მისალმების მაგივრად პირდაპირ ჰკითხა
-მე დაგსდევ? დღეს პირველად მოვედი განზრახ შენს სანახავად და ძლივს მოგისწარი-იღიმოდა ფალიანი, შემდეგ მანქანის კარი გაუღო გოგოს, ანიშნა გადმოსულიყო.
-მეჩქარება, მითხარი რა გინდა და წავალ-ღვედის შეხსნა და გადმოსვლა არც უცდია ანდრიაძეს
-გაფრთხილება მინდა შენი, სერიოზულ თემაზე-ღიმილი წამში მოშორდა ფალიანის მკაცრ ნაკვთებს
-ჯერ ის მითხარი, ორი დღე რატომ რეკავდი, როდესაც ყურმილს ვიღებდი კი სიტყვასაც არ ძრავდი-გაახსენდა მაშინვე ნიკოლოზის უჩვეულო ზარები
-მე არ ვყოფილვარ-თავი გააქნია სიცილით, ინსტიქტურად ტელეფონისკენ წაიღო ხელი.
-აბა მე ვიყავი?-მის სიცილზე ნერვები მოეშალა ელენეს
-ჩემი ძმის შვილი იყო, გეფიცები, აი, თითქმის ყველასთან აქვს დანარეკი თან უამრავჯერ-აჩვენა აუარებელი ზარები ბიჭმა
-ბავშვს ტელეფონი როგორ მიეცი მერე? შენს გამო ისეთ პანიკებში ჩავვარდი შალვას ვთხოვე გაეგო ვისი ნომერი იყო, მეგონა ისევ მკვლელი მეთამაშებოდა-უკმეხად მიახალა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა გაბრაზების ნიშნად
-გადმოდი ვა, 5 წუთის საქმე მაქვს და სადაც გინდა იქ წადი-ელენეს გაბრაზებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ფალიანს, მანქანის კარი ისედაც ღია იყო, ამჯერად ღვედისკენ დაიხარა, ელენეს ხელმა რომ შეაჩერა
-მეთვითონ, ფალიანო-კბილებში გამოცრა და მანქანიდან გადმოვიდა როგორც იქნა
-თამარზე მინდა ორი სიტყვით გითხრა, ვიცი რომ შენი ბიოლოგიური დედაა, მაგრამ მაგ ქალს ბოლომდე არ ენდო, დიდი ხანია ვიცნობ და როგორც მეგობარს ვურჩევდი ისე გეუბნები რომ არაა სანდო ადამიანი, ფრთხილად იყავი კარგი?-მცირე მონოლოგი დაასრულა და ლურჯ თვალებს გაუსწორა მზერა.
-კარგი, მადლობა რჩევისთვის-არაფერი უთქვამს ზედმეტი, მაგრამ ნერვები მოეშალა ბიჭის სიტყვებზე, კვლავ მანქანაში დაბრუნდა და ღვედი შეიჭკა
-ხომ მითხარი რაც გინდოდა, ახლა შეიძლება წავიდე?-კითხა და მას შემდეგ რაც ბიჭი გაეცალა მანქანის კარი მიიჯახუნა.
ფალიანმაც რამდენიმე წამში გააყენა მანქანა, ელენემ კი მშვიდად აიღო გეზი სოფლისკენ.
--
დიდხანს იქექებოდა ნოუთბუქში ბერია, ბოლოს როგორც იქნა სასურველ ინფორმაციას მიაგნო და კმაყოფილმა ამობეჭდა.
ფურცლებთან ერთად გავიდა საკუთარი კაბინეტიდან და უფროსის კაბინეტის კარს მიადგა.
ჯერ დააკაკუნა, ნებართვის შემდეგ კი ნელა შეაღო კარი და ღიმილით შევიდა.
-რამე ხდება შალვა?-გაუკვირდა მერაბს შალვას ნახვა
-შენი აზრი მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით-მაგიდაზე რამდენიმე ფურცელი დაყარა და ღიმილით დაჯდა სკამზე
-ვიცი შენი ეს ღიმილი ბერია, მკვლელს მიაგენი?-საკუთარ თანამშრომლებს ხუთი თითივით იცნობდა მერაბი.
-წაიკითხე რაა, აქ დაგელოდები-უფროსს მოუწოდა შალვამ, მართლაც იქ ელოდა რამდენიმე წუთი, სანამ მერაბმა კითხვა არ დაამთავრა.
-ამ ქალის დოსიე ყველაფერს არ ამტკიცებს-შეწუხებული სახე ჰქონდა უფროსს
-დნმ-ს ანალიზი გვაქვს, ყველა დეტალი ემთხვევა-ამოილაპარაკა შალვამ
-მისი დნმ სად გქონდა?-წარბი შეკრა კაცმა
-მქონდა რა, რა გინდა-ჩაეცინა ბერიას
-მოტივი?
-არ ვიცი, მაგის გაგება გვინდა-მხრები აიჩეჩა კაცმა
-ამ ქალს პოლიციის განყოფილებაში ასე უბრალოდ ვერ მოვიყვანთ შალვა-ფურცლები მაგიდაზე დაყარა მერაბმა
-რა ვქნათ აბა?-წარბები შეკრა ბერიამ
-საკმარისი მტკიცებულებები გვინდა, დაელოდე, აუცილებლად დაუშვებს შეცდომას და სწორედ იქ გამოიჭერ-უფროსის სიტყვებზე არ გაბრაზებულა შალვა, იცოდა ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ასე იყო საჭირო, თავის ფურცლებს ხელი დაავლო და კვლავ თავის კაბინეტში შევიდა.
სამხილები ერთმანეთის მიყოლებით დააწყო და ფიქრი განაგრძო.
სანამ ბერია ჩაფიქრებული იჯდა, სურგულაძე მშვიდად სვავდა კოლას და ორმაგ ჩისბურგერს აყოლებდა მანქანაში თავის თანაშემწესთან ერთად.
-არ მიყვარს ცდა-წუწუნებდა ახალგაზრდა ბიჭი
-მე კიდევ გითხარი 2 წამომიღემეთქი და შენ 1 ბურგერი მომიტანე, ასე რომ მოკეტე-ბიჭის ბუზღუნს სიცილით უპასუხა და ბურგერი წამში მოისროლა უკანა სავარძელზე სასტუმროდან გამოსული ქალი რომ დაინახა.
--
-ელაპარაკე?
-კი, არამგონია დიდად ეპიტნავებოდეს ნიკოლოზ ფალიანი, მაგრამ რამის გაკეთება შეიძლება-უკმაყოფილო ხმა ჰქონდა ქალს
-რაც დაგავალე ის გააკეთე და ნუ წუწუნებ, ფალიანმა რაო?
-რამდენჯერმე დავიჭირე მისი მზერა, მგონი მასზე უფრო შეიძლება მუშაობა, ვნახოთ, მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც მიბრძანე, ფულს როდის ჩარიცხავ?-უკმაყოფილო ხმა მალევე შეეცვალა ფულის ხსენებაზე
-საღამოს მოგიტანენ, ერთიანად ნუ გამოხარჯავ ლოთო, 1 კვირა ვერაფერს ეღირსები

თავი რვა
ფალიანის სამსახურის წინ ბოლთას სცემდა თამარ ბოჭორიშვილი, ბოლოს ძლივს გამოვიდა დაღლილი გამომეტყველებით ბიჭი მაღალი მინის შენობიდან შავი, ნოუთბუქის ჩანთით ხელში.
არც შეუმჩნევია თამარი, ისე წავიდა პარკინგისკენ.
-ნიკო-დაუძახა ქალმა და უკან აედევნა, ნაცნობი ხმის გაგონებაზე ჯერ გაკვირვებულმა წარბები ჰაერში აწია, შემდეგ კი შუბლშეკრული შებრუნდა ქალისკენ.
-რახდება? მეჩქარება-არ ჰქონდა ამ ქალთან საუბრის თავი, მაგრამ აინტერესებდა რისთვის მოვიდა მასთან.
-ახალი ცხოვრება დავიწყე, მივატოვე ქმარი და შვილთან კარგი ურთიერთობა მინდა და იცოდე თუ ამაში ხელს შემიშლი ნიკოლოზ ფალიანო....-პირდაპირ საქმეზე გადავიდა ქალი და მუქარის ტონით დაიწყო მასზე ბევრად მაღალ კაცთან საუბარი.
-ნუ მაცინებ თამარ, რა ურთიერთობაზე მელაპარაკები?-შეაწყვეტინა საუბარი ნიკოლოზმა ქალს
-იცოდე ხელს თუ შემიშლი ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-კვლავ გააგრძელა საუბარი
-არმოგცემ მისი გამოყენების საშუალებას თამარ, ყველაფერი ვიცი თქვენს ოჯახზე, ახლა კი აქედან მოშორდი და მეორედ თავს ნუ შეიწუხებ აქ მოსვლისთვის რადგან ასეთი სისულელეები მითხრა-ხელი აიქნია ნიკოლოზმა და ქალის პასუხს არ დალოდებია ისე წავიდა მანქანისკენ.
--
-ძალიან მომწონს ეს-წინ მჯდომ კაცს გაუღიმა და ხელზე მორგებული ვერცხლის სამაჯური აჩვენა.
-რატომ წამოიღე, ეგეთი მილიონი გაქცს-გაეცინა მამაკაცს ქალის აბრჭყვიალებულ თვალებზე
-მაგრამ ეს ელენესია და მე ის მომწონს-ჩაიქირქილა ქალმა
-ელენესი არა, დედამისისაა, იმედია იმ ბიჭის საათის გაკეთებას მე არ მაიძულებ-უკმაყოფილო გამომეტყველებამ წამში შეცვალა ღიმილიანი სახე
-არა, ის არც ისე მომწონს-სამაჯურიანი ხელი აიქნია ქალმა და კაბინეტში სკამზემოწყვეტით დაჯდა, კაცს მაცდურად გაუღიმა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
--
სახლში მისულმა პირდაპირ სამზარეულოს მიაშურა და ბავშვების ჭყიპინის მიუხედავად მშვიდად ივახშმა.
დიდხანს ფიქრობდა როგორ ეჩვენებინა ანდრიაძესთვის დედის ნამდვილი სახე, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა, რა მისი საქმე იყო დედა-შვილის ურთიერთობა? ალბათ თვითონ საშინელი რეაქცია ექნებოდა ასე რომ მოვარდნოდა ვინმე როგორც თვითონ ელენესთან მივიდა და დედამისზე ეთქვათ სანდო არააო, მაგრამ დარეჯანისა და თამარის შედარებას არც კი აკადრებდა დედამისს.
ბოლოს მაინც გადაწყვიტა ელენეს მეგობარს, გაბრიელს დალაპარაკებოდა, უბრალოდ სიტუაცია გაეცნო ბიჭისთვის და მშვიდად იგრძნობდა თავს უფრო.
ნიკოლოზისგან განსხვავებით, სრულ იდილიაში იმყოფებოდა ელენე და არც კი ფიქრობდა არაფერზე, გარდა სიმშვიდისა.
სოფელში არც ტელევიზორი ჰქონდა, არც ინტერნეტი, ტელეფონზეც იშვიათად ურეკავდნენ, მაგრამ იმდენად მშვიდად გრძნობდა თავს რომ ვერც კი გრძნობდა დანაკლისს.
არც მკვლელობა ახსოვდა და არც გატაცება.
მთელი დღეები ეზოში დაბოდიალებდა, ზუსტად 1 კვირა დასჭირდა თავის ჭკუაზე რომ დაესუფთავებინა სახლი.
1 კვირის თავზე კი რეალობაში თამარის ზარმა დააბრუნა.
-გამარჯობა თამარ-მიესალმა პირდაპირ ანდრიაძე და ცხელ ტაფაზე კვერცხი დაახალა.
-როგორ ხარ ელენე-ზედმეტად ოფიციალური იყო ქალის ხმა, ჩვეულებრივი მოკითხვის შემდეგ ქალმა უბრალოდ ჰკითხა შემდეგი შეხვედრა როდის იქნებოდა, მაგრამ ანდრიაძემ მაშინვე მიუგო, თბილისში არ ვარ და არც კი ვიცი როდის ჩამოვალო. ამის შემდეგ გულდაწყვეტილი დაემშვიდობა ქალი და ელენემაც უკვე ჩვეულ რიტმში განაგრძნო ცხოვრება.
--
-რამდენიმე კითხვა მაქვს, შეძლებ მოსვლას განყოფილებაში?-ფალიანს ესაუბრებოდა შალვა.
-სამსახურის შემდეგ შევძლებ მხოლოდ, რამე საჩქაროა?-საათს დახედა ნიკოლოზმა და ისე უპასუხა
-კარგი გელოდები-სრულიად დააკლაყოფილა ბიჭის პასუხმა ბერია და ტელეფონი გაუთშა.
ზუსტად საღამოს 8 საათი იყო განყოფილების წინ რომ დააპარკინგა მანქანა ნიკოლოზმა და შენობაში შევიდა.
მაგიდასთან პირისპირ მსხდარ ფალიანს და ორ დეტექტივს სერიოზული სახეები მიეღოთ, ნიკოლოზი მის წინ დადებულ ფოტოს უყურებდა, სადაც მაგიდაზე სამნი ისხდნენ, უკრაინელი ქალბატონი, მისი თანაშემწე და ნიკოლოზი, ფოტოზე ის საღამო იყო ასახული, როდესაც ნიკოლოზმა თამარი და ელენე მოინახულა, რომლებიც იქვე ისხნდნე.
-კლიენტებთან მქონდა შეხვედრა, რა ხდება?-გაოცებული იყო ბიჭი, სულაც არ ელოდა ეს ხალხი თუ უთვალთვალებდა.
-ქალის ხელზე სამაჯურს უყურებთ?-ამჯერად ტაბლეტის ეკრანზე გამოჩნდა იგივე ფოტო და ქალის ხელი გაადიდეს ეკრანზე თითების დარტყმით
-ჩვეულებრივი სამაჯურია, ასეთი ალბათ მილიონი ექნება, რა ხდება?-ძალზე გაკვირვებული ფალიანი ვერც კი ხვდებოდა ეს ქალი რა შუაში იყო ამ ყველაფერთან.
-ეს სამაჯური ელენეს დედას ეკუთვნის, ელენეს სახლიდან ჯერ კიდევ მანამ დაიკარგა სანამ გვამს იპოვიდი-აუხსნა კაცმა
-კი, მაგრამ ასეთი შეიძლება უამრავ ადამიანს ჰქონდეს, ერთადერთი ხომ არ იქნება?-ამჯერად გაეცინა ფალიანს.
-სწორედაც ერთადერთია, ახლა კი მცირე დეტალიც კი შეგიძლია მასზე გაიხსენო-სურგულაძე ინტერესით უყურებდა წინ მჯდომს და მისგან ახალ დეტალებს ელოდა.
-არ ვიცი, მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მქონდა, არც ვსაუბრობდით ხშირად-მხრები აიჩეჩა და გაკვირვებულმა შემოიწყო თავზე ხელი. რა გამოდიოდა მკვლელს ვიცნობდიო? მხოლოდ ეს უტრიალებდა თავში
-ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი დაგვავიწყდა შალვა-გახედა სურგულაძემ ღიმილით პარტნიორს
-რა?-გაიკვირვა ბერიამ
-ქალბატონი დიანა, იგივე ნატალია-როგორც მას შენ იცნობ-დაუკონრეტა წამში ნუგზარმა
-მართა, ელენე და დიანა დები არიან-მშვიდად წარმოთქვა კაცმა
-აღარ გამიკვირდება მეც ერთ-ერთი მაგათი და რომ ვიყო რა-გაეცინა ფალიანს, მოსმენილ წინადადებაზე, შემდეგ კი ისევ დასერიოზულდა და ჩაფიქრდა
-რესტორანში ჩვენთან ერთად ელენე და დედამისი, თამარი იყვნენ, რამდენიმე წუთი მათ გამოველაპარაკე, როდესაც მაგიდასთან დავბრუნდი ნატალის ასისტენტმა მკითხა, შენი შეყვარებულიაო? მე ვუთხარი რომ არა, მითხრა ძალიან ლამაზიაო და მე თვალები ვუბრიალე-მოკლედ მოუყვა ისტორია.
-ელენემ იცის?-პასუხს არ დალოდებია ისე დაუსვა კითხვა
-არა, მან ჯერ არ იცის, ჯერ გვინდა ავიყვანოთ და შემდეგ ვეტყვით
-კიდევ რამე გაინტერესებთ?
-თუ მეტი არაფერი გაქვს სათქმელი, თავისუფალი ხარ, თუ რამე გაგახსენდება ჩემი ნომერი იცი-უპასუხა ბერიამ და თვითონაც წამოდგა ფეხზე მას შემდეგ რაც ფალიანიც ადგა.
ერთმანეთს უბრალოდ დაემშვიდობნენ, ფალიანი სახლისკენ გაუდგა გზას, გამომძიებლები კი კაბინეტში დაბრუნდნენ.
--
ნატალია ლევიცკის ცხოვრება მშვენიერი იყო, თუ ამას მშვენიერება შეიძლება ეწოდოს, დედა-ქართველი, მამა კი უკრაინელი ჰყავდა, მდიდარ ოჯახში გაზრდილმა, მხოლოდ 25 წლის ასაკში გაიგო ნამდვილი მშობლები რომ არ იყვნენ ის ხალხი, ვისაც მთელი ცხოვრება მშობლებად თვლიდა და ისედაც ფსიქიკაშერყეულს საშინელი რეაქცია ჰქონდა, მას შემდეგ გადაწყვიტა „სამშობლოში დაბრუნება“ , რაც ნამდვილი მშობლების მისამართი გაიგო. ქართულს დედის წყალობით მშვენივრად ფლობდა.
საქართველოში ჩამოსულს არც კი უფიქრია უკან, იმ ფარისევლებთან დაბრუნება, ტყუილში რომ ზრდიდნენ, თუმცა წამითაც არ უთქვამს მათ ფულზე უარი და ცხოვრება მათი საშუალებით აიწყო თბილისში.
არც ის გაჭირვებია უკვე სრულად საქართველოში გადმობარგებულს, უბრალოდ უბედურ შემთხვევათ რომ გაესაღებინა მშობლების სიკვდილი.
ყველაზე მეტად მის გონებაზე ბავშვის დაკარგვამ იმოქმედა, მას შემდეგ რაც მუცელი მოეშალა და ექიმი იძულებული გახდა საშვილოსნო ამოეკვეთა, მის გონებაში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებდა.
შორიდან აკვირდებოდა მისი ნამდვილი ოჯახის ცხოვრებას. აუტანელ აგრესიას გრძნობდა მართა, თამარ და იაკობ ბოჭორიშვილების მიმართ, მხოლოდ ელენე აინტერესებდა, ისიც ხომ მისნაირი იყო, მასზედაც უარი თქვეს მშობლებმა. შემდეგ კი ისიც მასსავით დაობლდა.
წლები გაატარა მათთან ერთად და თან მალულად.
შორიდან აკვირდებოდა მუდამ მათ, რაც უფრო აკვირდებოდა ელენეს, მით უფრო ხვდებოდა რომ ეს გოგო სჭირდებოდა, არ ჰგავდა მართას, თან ძალიან გავდა ფიზიკურად მას, განსხვავებით მართასაგან. ამიტომ როდესაც წადილს აისრულებდა, არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა.
ყველაზე მეტად გააღიზიანა გეგა გავაშელის უტიფარმა ქცევამ, მისმა ღალატმა და შემდეგ უგულო პატიებებმა.
დიდხანს აპირებდა მისთვის ჭკუა ესწავლებინა, მაგრამ ვერა და ვერ მოიფიქრა რა გარემოებებში გაეკეთებინა ეს. სულაც არ სურდა მისთვის გეგმები ჩაეშალა ამ იდიოტს.
თუმცა სანამ გეგა გავაშელს დასჯიდა საავადმყოფოდან გამოსულ მართას წინ ორი მცველი გადაეღობა და მანქანაში ჩატენა.
-რა ჯანდაბა ხდება?-კიოდა გოგო და დახმარებას ითხოვდა.
-ხომ არავის დაუნახიხართ?-პირველად ეს იკითხა როდესაც მანქანაში დასხდნენ მცველები
-არა, კამერებიც გავთიშეთ, ეს კრეტინი კი სხვა სახელით და გვარით დარეგისტრირდა-გაეცინა თამაზს.
-მაშ წავედით-გაეცინა ქალს.
მიტოვებულ შენობაში მისვლისას სკამზე მიაბეს გოგონა, გაკვირვებული და თან შეშინებული უყურებდა მის წინ მდგომ ქალს
-აბორტი? სერიოზულად მართა?-გაიცინა ნატალიმ და თმები უკან გადაიყარა
-რა შუაშია აბორტი?-გაოცებული ხმა ჰქონდა გოგოს
-მე რომ სახელმწიფოს მმართველი ვიყო, აბორტს ავკრძალავდი-მშვიდად ჩაილაპარაკა ქალმა
-რა შენი საქმეა მე ჩემ შვილს მოვკლავ თუ გავაჩენ?-გაბრაზებულმა მხოლოდ ეს ამოილაპარაკა მართამ, თუმცა სხვა რამე რომც ერთქვა ნატალია ვერ გაიგებდა, მან ოთახი დატოვა
ზუსტად 1 წელი ჰყავდა ტყვეობაში ქალი, რომელიც ნატალის და იყო, ამასთანავე ის დედა, რომელმაც ჯერ კიდევ არდაბადებული შვილი გაწირა.
ვეღარ გაუძლო მართას სხეულმა და მისი დაკრძალვა ისე დაავალა ვიღაც შავ მუშას, რომ არც უკითხავს სად დაკრძალეს.
უკვე მესამე ოჯახის წევრი გაიმეტა სიკვდილისთვის, ეს კი ნათელს ხდიდა, რომ ის მხოლოდ ფსიქიკური აშლილობისგან არ იტანჯებოდა.
მხოლოდ ეს ფიქრები უტრიალებდა თავში, როგორ შეეძლო გოგოს საკუთარი შვილი გაემეტებინა? თან ვისგან? ფალიანისგან იყო ორსულად, წარმოიდგენდა როგორი ლამაზი ბავშვი დაიბადებოდა და მაშინ გადაწყვიტა რომ ფალიანი და ელენე უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთისთვის.
მას შემდეგ რაც ხატია გურულის ვიდეოებს უყურა, სრულიად დარწმუნდა რომ ელენესაც ისევე სურდა გავაშელის სიკვდილი, როგორც მას, ამიტომ მისი ყველა სიტყვა სისრულეში მოიყვანა, საკუთარი ხელით მოუღო ბიჭს ბოლო, რომელიც სულაც არ ადარდებდა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ფალიანი რომ ამ საქმეში ჩაერთო.
იცოდა ნიკოლოზი ახალ საცხოვრებელს რომ ეძებდა და მაშინ გადაწყვიტა გეგას სახლი იდეალური ვარიანტი იქნებოდა მისთვის.
კარგად აკვირდებოდა ყველაფერს, კარგად ზვერავდა და აფასებდა სიტუაციას, მაგრამ მაინც ვერ დაუძვრა ამ სულელ პოლიციელებს ხელიდან.
--
რამდენიმე მანქანა მიქროდა შუაღამეს გზატკეცილზე, მიდიოდნენ და თან ჩუმი სიცილის ხმა ისმოდა ყველა მანქანიდან.
ქუჩა დიდი და დასახლებული იყო, ამიტომ მანქანები სხვადასხვა ადგილზე გაჩერდა, ნელა და უხმაუროდ გადმოვიდნენ თავიდან ფეხებამდე შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხი უზარმაზარი ავტომატებით, ნელა და უხმაუროდ შემოარტყეს სახლს ალყა, შემდეგ კი რამდენიმე კაცი კარის შეტეხვის შემდეგ სახლში შეიჭრა.
გარეთ მანქანასთან მდგომი ორი დეტექტივი ანერვიულებული ელოდებოდნენ როდის შეატყობინებდნენ, რომ ქალი უკვე მათ ხელში იყო. როგორც იქნა, მკვლელს დაიჭერდნენ, მაგრამ რაციიდან ბოხმა ხმამ ყველანაირი იმედი გადაუწურათ მათ.
-სახლში არავინაა, როგორც ჩანს გაიქცა.

თავი 9

ხმაურმა გააღვიძა ანდრიაძე, ვიღაც კარზე აბრახუნებდა. პენუარზე სწრაფად მოიცვა ხალათი და ნახევრად მძინარემ ჩუმად გააღო ფანჯარა. კართან მდგომ ქალს გახედა და გაკვირვებულმა უფრო ფართედ გაახილა თვალები.
-უკაცრავად, ვინ გნებავთ?-ზემოდან გადასძახა სტუმარს და ყოველი შემთხვევისთვის ტელეფონში შალვას ნომერი ამოძებნა.
-ელენე, შეგიძლია კარი გამიღო?-ქვემოდან ამოხედა ქალმა, წამით თვალი გაუშტერდა ქალის გარეგნობაზე ანდრიაძეს, შემდეგ წარბები შეკრა
-ჩემი სახელი საიდან იცით?-პირველი რაც მოიფიქრა ის კითხა, შემდეგ კი მისი ნაკვთების შესწავლა განაგრძო, ასეთი მსგავსება, შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო, მასსა და ამ ქალს შორის რაღაც კავშირი იყო, ეს აშკარა იყო, თუმდაც იმით რომ ღამის ოთხ საათზე მის კარზე აკაკუნებდა. მასსავით ლურჯი თვალები, მუქი წაბლისფერი თმა, იგივე ყვრიმალები, ცხვირი და ტუჩები.
-გააღე კარი, სალაპარაკო გვაქვს-შეუვალი იყო ქალის ტონი, ელენეს არ უპასუხია, უბრალოდ ფანჯარა დახურა და ნელა ჩავიდა დაბლა სართულზე.
მშვიდად, ამაყი ნაბიჯებით შევიდა ქალი სასტუმრო ოთახში და დივანზე მოთავსდა
-კარგი სახლი გაქვს-უთხრა ღიმილით ელენეს.
-ვინ ხარ?-მის წინ დაჯდა ანდრიაძე და ინტერესით დააკვირდა ქალს
-შენი უფროსი და ვარ-ისე მიუგო ქალმა, თითქოს აქამდეც უამრავჯერ ეთქვას ეს წინადადება მის წინაშე, თითქოს ყველაფერი გასაგები და ახლობელი ყოფილიყო ელენესთვის.
-კარგი, გასაგებია, მაგრამ აქ რა გინდა?-კარგად იცოდა თამარისგან ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერ დაეჯერებინა, რა ხდებოდა.
-რამდენიმე საათი მაქვს მხოლოდ შენთან სალაპარაკოდ, შემდეგ მივდივარ-ბუნდოვანი პასუხი გასცა ქალმა
-სად მიდიხარ?-იმასაც კი ვერ იფიქრებდა, რა კითხვა უნდა დაესვა ასე მოულოდნელად შემოჭრილი დისთვის.
-ბედნიერი ხარ?-ელენეს კითხვა დააიგნორა ნატალიმ და თვითონვე დაუსვა კითხვა
-ბედნიერი როგორ უნდა ვიყო?
-არადა თითქოს ყველაფერი გავაკეთე შენი ბედნიერებისთვის-ამოიოხრა ქალმა, ელენეს შიშისგან და შეძრწუნებისგან თვალები გაუფართოვდა. თითქოს რაღაცას ხვდებოდა, თან ბოლომდე ვერ აანალიზებდა, რას ეუბნებოდა ქალი
-რა გააკეთე ჩემი ბედნიერებისთვის?-მხოლოდ ეს მოწყდა მის ძილისგან დასიებულ ბაგეებს
-იცი? მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე, რა თქმა უნდა, თუ ეს შენ გინდა-უცებ მოუვიდა აზრი ნატალიას.
-შეგიძლია ამიხსნა აქ რას აკეთებ? ან შენთან ერთად სად, რატომ უნდა წამოვიდე? ან რა გააკეთე?-იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა დაუგროვდა რამდენიმე წუთში ელენეს, ვეღარ გაეგო, ჯერ რომლის პასუხის მოსმენა სურდა
-დავიჯერო ბატონმა შალვამ არაფერი გიამბო?-ჩაეცინა ნატალის
-შალვას რა უნდა ეთქვა?-ორმაგად დაიბნა ელენე
-მე შენი და ვარ, რომელიც თამარმა პირველი გააშვიდა-როგორც იქნა საუბარს იწყებდა ქალი, თუმცა ეს ელენეში უფრო დიდ გაურკვევლობას იწვევდა
-რას ნიშნავს გააშვილა, მან ყველაფერი მიამბო და მითხრა რომ ქმარმა წაართვა ჩვენი თავი-წამში შეეწინააღმდეგა ანდრიაძე
-მაგას მე დავავალე ეგ რომ მოეყოლა, ფულს ვუხდიდი, ლოთია, უბრალოდ არ მინდოდა ოცნების კოშკები დამენგრია შენთვის-მხრების ჩეჩვით მიუდო ნატალიმ
-და მაშინ ახლა ამას რატომ მეუბნები?-იმდენად გაკვირვებული იყო ელენე, ემოციებს თავს ვერ უყრიდა, დაბნეული მხოლოდ მოსმენილს აანალიზებდა
-ორივე გაგვაშვილა, მართა ალბათ იმიტომ აირჩია თავისთვის რომ მისნაირი გახრწნილი ადამიანი იყო, ყავას არ შემომთავაზებ?-მთავარი საუბრიდან წამში გადახტა ქალი სხვა თემაზე
-ერთი წუთი, ერთი წუთი, რა დროს ყავაა, ახლავე, თავიდან ბოლომდე ველი ისტორიის მოსმენას, ისე რომ ერთ სიტყვასაც არ გამოტოვებ ან წახვალ ჩემი სახლიდან, გასაგებია?-ქალის უემოციო, არაფრისმთქმელ ტონზე გაბრაზდა ანდრიაძე, ნერვიულად წამოდგა ფეხზე და ნატალიას თვალებში მიაშტერდა
-ხასიათითაც კი მე მგავხარ-ელენეს სიმკაცრეზე ჩაეღიმა ქალს, თუმცა უფრო გაბრაზებული პატარა და რომ დაინახა ანიშნა დამჯდარიყო
-ბევრს ვერაფერს გეტყვი, უბრალოდ როდესაც ჩემი ნამდვილი ოჯახის შესახებ გავიგე, პირველი მხოლოდ ის გავიფიქრე, რომ ჩემნაირი იყავი და ჩვენ ერთად უნდა ვყოფილიყავით სიცოცხლის ბოლომდე. შენ ჩემნაირი ხარ, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად, მართალია უფრო გამოუცდელი და მეამიტი, მაგრამ ვიცი, ერთად ბევრს შევძლებდით.
დედაჩვენი და მართა ერთი უგრძნობი, სულით გახრწნილი ადამიანები იყვნენ, სწორედ ამიტომ აღარ არიან დღეს არცერთი ცოცხალი. ორივემ გაიმეტა საკუთარი შვილი სიკვდილისთვის და უცხო ხალხისთვის.
შენ კი სხვანაირი ხარ, ვიცი რომ შენს შვილს არ გაიმეტებ, არაფერს დაუშავებ.
შენი მომავალი შვილი არ იმსახურებდა გეგა გავაშელისნაირ მამას, ნიკოლოზ ფალიანის შვილი კი მართასნაირ დედას. თქვენ ორნი ულამაზეს ბავშვს აჩუქებთ ქვეყნიერებას, შემდეგ კი მე შენ და ბავშვი წავალთ იქ, სადაც შენ მოინდომებ და ერთად გავზრდით მას-ისე ემოციებით საუბრობდა ქალი, ელენეს გაოცებისგან ყბა ლამის იატაკზე დაუვარდა. თითქოს ქალის სიტყვები არ ესმოდა, ვერ აანალიზებდა.
-რომელი ბავშვი, ნორმალური თუ ხარ?-მხოლოდ ეს აღმოხდა.
-რამდენჯერმე ვცადე რომ შენ და ფალიანი ერთად აღმოჩენილიყავით, ფალიანმა გაამართლა ჩემი იმედები, მაგრამ შენ? ქალური თავმოყვარეობაა ვიცი, ალბათ მოგწონს-თავისას აგრძელებდა ქალი
-სრულ ჭკუაზე თუ ხარ?-მხოლოდ ეს ერთი კითხვა არ ასვენებდა ანდრიაძის გონებას.
-ვიცი, გეგამ გული ძალიან გატკინა, ამიტომ შენი ოცნებები რეალობაში გადმოვიტანე, სწორედ ისე მოვუღე ბოლო იმ ნაბიჭვარს, როგორც ეს შენ გსურდა-ღიმილით, ამაყი გამომეტყველებით მოახსენა პატარა დას ამბავი ნატალიამ
-მეხუმრები?-ნერვიული სიცილი ვერ შეიკავა ელენემ, შემდეგ ხალათის ჯიბეში ტელეფონი მოსინჯა და ანერვიულებული ფეხზე წამოდგა
-აბაზანაში უნდა გავიდე-მხოლოდ ეს თქვა და აბაზანისკენ დაიძრა, მაგრამ წამში გადაუდგა წინ ქალი.
-არ არის აბაზანის დრო, ახლავე შენი ბარგი ჩავალაგოთ და წავიდეთ-მკლავში ხელი ჩაავლო და ზემოთ სართულისკენ წაიყვანა.
-რას ნიშნავს წავიდეთ, შენთან ერთად არსად არ წამოვალ-მაშინვე შეეწინააღმდეგა გოგო.
-იცოდე, თუ იმას არ გააკეთებ რასაც გეტყვი, იმაზე უარესს დაგმართებ, რაც გავაშელს და მართას გავუკეთე-მის წინ დაიყენა გოგონა და თვალების ბრიალით დაემუქრა.
-მისმინე, შენ არ ხარ ჩემი და, არც არავინ, რომ რამე მიბრძანო, მირჩევნია აქვე მომკლა, ვიდრე გეგას მკვლელს სადმე გავყვე, გაიგე?-ბოლო ხმაზე უწივლა ქალს და ხელი გამოგლიჯა. სწრაფად აირბინა კიბეები, გრძნობდა უკან როგორ მოსდევდა ქალი, ოთახში შეირბინა და შიგნიდან კარს მიაწვა ქალს რომ არ შემოეღო, ხმამაღლა იკივლა იმის დანახვაზე, რომ კარის გასაღები შიგნითა მხარეს არ იყო, თუმცა ტელეფონი ამოიღო და შალვას ნომერს წამში დაურეკა.
-მიშველე, ეს შეშლილი ქალი ჩემს წაყვანას ცდილობს, შალვა, მალე-როგორც კი ტელეფონი აიღო კაცმა მაშინვე იკივლა.
-10 წუთი გაუძელი ელენე, ახლავე-მოესმა კაცის ხმა მეორე მხრიდან-არ გათიშო ოღონდ
შიგნიდან ძლივს უძლებდა რომ ქალს კარი არ შემოემტვრია, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, ვერ გაეგო რა გაეკეთებინა, მხოლოდ შალვას ხმა ესმოდა, რომელიც ყვიროდა, რომ სასწრაფოდ გაეგზავნათ სოფელში პოლიცია.
-ამას ასე არ დავტოვებ ელენე, დაბრუნდები, იცოდე-როგორც კი ელენეს საუბარი გაიგონა ქალმა, სწრაფად დაემუქრა პატარა დას და ოთახის კარს მოშორდა.
რამდენიმე წუთში ელენემ სახლიდან გამავალი ქალის სხეული დაინახა, რომელიც იქვე მანქანაში ჩაჯდა და რამდენიმე წუთში გაუჩინარდა
-შალვა, წავიდა, მანქანით სადღაც წავიდა-ჩასძახა მაშინვე ტელეფონში.
-ჯანდაბა, სწრაფად მივიდნენ, დამნაშავე გარბის-ყურმილს იქეთ გამწარებული შალვას ხმა ისმოდა.
15 წუთი დასჭირდა პოლიციას, ადგილზე მისასვლელად.
ისე დაჯდა პოლიციის მანქანაში ელენე, ხალათის გამოცვლა და ნივთების აღება არც უფიქრია.
მხოლოდ შემდეგ იგრძნო მშვიდად თავი, პოლიციის განყოფილებაში მისულს რამდენიმე საათში შალვას ხმა რომ გაიგო.
-რამე დაგიშავა?-მოიკითხა გოგონა და მამა-შვილურად გადაეხვია.
-მე არაფერი, მაგრამ გეგას? მან ჩემს თვალწინ აღიარა მისი მკვლელობა, ყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია-ტიროდა ელენე, თან გამუდმებით ორ სიტყვას იმეორებდა.
-შენი ბრალი არაფერია ელენე, ის უბრალოდ შეშლილია, მანიაკი-ამშვიდებდა ბერია
-ხომ დაიჭერთ?
-აუცილებლად-გამამხნევებლად გაუღიმა კაცმა და დაკითხვის ოთახში შეიყვანა.
---
ზუსტად ერთი თვე იყო გასული ელენეს „გატაცების“ მცდელობიდან.
ადგილს ვერ პოულობდა ანდრიაძე. სოფელში იმ ამბების შემდეგ მარტო ვეღარ ბრუნდებოდა, თბილისში ხატიასთან ერთად ცხოვრობდა საკუთარ ბინაში, უაზრო შიშები დასჩემდა. საბოლოოდ კი ფსიქოლოგთან გადაწყვიტა მისვლა, ფიქრობდა, რომ ეს დაეხმარებოდა.
ერთადერთი კარგი ამბავი, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა ეს ხატიას და გაბრიელის ერთად ყოფნა იყო, მხოლოდ ეს ორი ადამიანი აძლებინებდა.
--
მესავე ვიზიტის შემდეგ ფსიქოლოგთან ელენე სახლში ბრუნდებოდა, გზად ჰიპერმარკეტში შეიარა, ბროდუქტების საყიდლად, ნიკოლოზ ფალიანს რომ მოკრა თვალი.
თვალი აარიდა, მოსმენილის შემდეგ საერთოდ არ სურდა მასთან საუბარი, მაგრამ ფალიანმაც შენიშნა. მისკენ წამოვიდა ღიმილით.
-როგორ ხარ?-ჰკითხა გოგოს და ზემოდან დააშტერდა.
ელენემ მხოლოდ მხრები აიჩეჩა და გაუღიმა.
-მეც კარგად ვარ-ჩაიცინა ელენეს პასუხზე.
-მე არ მითქვამს რომ კარგად ვარ-წარბები აწია ანდრიაძემ
-შეიძლება ვისაუბროთ?-ინიციატივა გამოიჩინა ნიკოლოზმა
-ვერ ვხვდები რაზე უნდა ვისაუბროთ-ნიკოლოზის წინადადება, ძალიან გაუკვირდა ელენეს.
-უბრალოდ შენთან საუბარი მინდა, არ შეიძლება?-წარბი აწია ფალიანმა
-არ მცალია, ბოდიში, მეგობარი მელოდება-თავის დაძვრენა სცადა გოგომ
-1 საათზე მეტს არ წაგართმევ, კარგი რა, უზრდელობაა, იქნებ რის თქმას ვაპირებ?-სხვა გამოსავალი აღარ დაუტოვა ფალიანმა, მხოლოდ თავი დაუქნია ელენემ
-ავტოსადგომზე გელოდები, არ იჩქარო, იყიდე რაც გინდა-უთხრა ბიჭმა და თავისი ნივთებით სალაროსკენ წავიდა.
ნახევარი საათი დაბოდიალებდა სექციებში კალათით, მაგრამ ერთი ნივთიც კი არ ჰქონდა აღებული. ფალიანზე ფიქრობდა. მისი „დის“ მონათხრობის შემდეგ, წამიც კი არ სურდა ბიჭზე ფიქრი. მიუხედავად იმისა, რომ წამით მოეწონა კიდეც მასთან ერთად „გაქცევა“ როცა მის გატაცებას აპირებდნენ. ნატალიას სიტყვების შემდეგ ვერც კი იფიქრებდა მასზე.
როდესაც მიხვდა, რომ მაინც ვერაფერს იყიდდა ახლა, ამ სიტუაციაში, პირდაპირ ავტოსადგომისკენ გასწია.
ფალიანმა ლიფტიდან გამომავალი ხელცარიელი გოგონა რომ დაინახა მიწისქვეშა ავტოსადგომზე ჩაეცინა
-ნახევარი საათი იმისთვის იყავი ზემოთ რომ არაფერი გეყიდა?-ჰკითხა და თავისი მანქანისკენ გაუძღვა. გოგონას პასუხი არ გაუცია. არ აპირებდა მის „პროვოკაციულ“ შეკითხვას წამოჰგებოდა.
-სად წავიდეთ?-მანქანაში დაჯდომის შემდეგ ჰკითხა გოგოს.
-თუ წინააღმდეგი არ იქნები, აქ ვისაუბროთ, ხალხმრავლობას ვერიდები-უხერხულად გაიღიმა გოგომ.
-კარგი, მაშინ. მინდა გულახდილად მესაუბრო. ეს ამბავი ჩვენ ერთად გადაგვხდა. როგორ ხარ?-მისკენ შეტრიალდა მთელი ტანით ფალიანი.
-ცოტა ხნის წინ ფიქრობდი, რომ მე მოვკალი ყველა, ახლა კიდევ ჩემგან გულახდილობას ითხოვ, ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის?-ნერვები მოეშალა ანდრიაძეს.
-პირდაპირი მინდა, ვიყო. მას შემდეგ რაც „გაგვიტაცეს“ შენზე ვფიქრობ სულ, მინდა რომ შევხვდეთ ერთმანეთს, იმას ვერ გეტყვი, რომ მიყვარხარ, მაგრამ ძალიან მომწონხარ, მინდა ერთმანეთი კარგად გავიცნოთ-პირდაპირ მიახალა სათქმელი ბიჭმა.
წამით გაეცინა ანდრიაძეს, შემდეგ უბრალოდ მანქანის კარი გააღო და გადავიდა.
-სად მიდიხარ?-გაკვირვებული გადმოვიდა მანქანიდან ნიკოლოზიც
-ვერ ხვდები არა? საერთოდ არაფერი იცი არა ამ საქმის შესახებ?-სიმწრით ჩაეცინა გოგოს
-რა უნდა ვიცოდე? მხოლოდ იმიტომ რომ შენი დის ყოფილი შეყვარებული ვარ, ხელს ვერ მკრავ-გაეცინა ფალიანს.
-უნდა წავიდე-მხოლოდ ეს თქვა გოგომ და საკუთარი მანქანისკენ გაემართა.
არ შეუჩერებია ფალიანს, იცოდა ელენეს ურთიერთობაზე დათანხმება ადვილი რომ არ იქნებოდა, მითუმეტეს გადატანილი ამბების შემდეგ, ამიტომ მშვიდად დაჯდა საკუთარ მანქანაში და სახლისკენ გაემართა.
--
აივანზე იჯდა ყავის ჭიქით ხელში.
მხოლოდ ფალიანთან საუბარზე ფიქრობდა, არა გატყუებთ, ფალიანთან საუბარზე და იმ არარსებულ ბავშვზე ფიქრობდა, ნატალი რომ ახსენებდა. საერთოდ მის ცხოვრებაზე ფიქრობდა, წამში რომ აერია ყველაფერი. გარდაცვლილ პირველ სიყვარულზე ფიქრობდა, მხოლოდ მის გამო რომ მოკლეს. მიუხედავად იმისა რომ გეგას უკანასკნელ საქციელს, ღალატს ვერ პატიობდა, ახლა რომ ცოცხალი ყოფილიყო ბიჭი, ალბათ ძალიან მაგრად ჩაეხუტებოდა, ძალიან მაგრად და მასთან ერთად გააგრძელებდა ცხოვრებას.
მეორე მხრივ ფალიანზე ფიქრობდა, სხვა სიტუაციაში რომ შეხვედროდა მას, სხვა გარემოებებში, ნატალის აფსურდული ოცნებების გარეშე თუნდაც, მშვიდად დაიწყებდა მასთან ურთიერთობას, მიუხედავად იმისა რომ კარგად არ იცნობდა, იზიდავდა ეს ადამიანი, რაღაც იყო მასში დამაინტრიგებელი.
სიგარეტის ერთ ღერს მოუკიდა, ღრმად ფიქრს მიეცა და ვარსკვლავებიან ზეცას შეხედა.
ასე ვერ გააგრძელებდა ცხოვრებას. ფსიქოპატი და შეშლილი ნატალი მის ცხოვრებაში როდის დაბრუნდებოდა და კიდევ როდის მოკლავდა ვინმეს კაცმა არ იცოდა, არადა მის კვალსაც კი ვერ მიაგნეს, ისე გაქრა ქალი, თითქოს მიწამ ჩაყლაპა.
რა უნდა გაეკეთებინა ცხოვრებაში?
ალბათ ვერასდროს გაბედავდა შვილის გაჩენას, ნატალის ავადმყოფური ფიქრების გამო, რომელიც იმ ღამეს გაუზიარა. ვერასდროს შეძლებდა მშობლების ბინაში მშვიდად დაეძინა, შიშით.
შერყეული ფსიქიკით, თბილისის ქუჩებში მშვიდად გადაადგილებასაც კი ვერ შეძლებდა.
არადა თითქოს არ ეშინოდა ასე, სანამ გაიგებდა მკვლელის ვინაობას.
მაგრამ ყველაფერი შეიცვალა.
--
განყოფილებაში მისულ ბერიას მაგიდაზე წერილი დახვდა.
სწრაფად გახსნა და ღრმად ამოიოხრა სათაურის დანახვისას.
„შალვა, პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრა, რომ შენს საქმეს იდეალურად ასრულებ, ვისურვებდი მრავალ შენნაირ გამომძიებელს ჩვენს პატარა ქვეყანაში.
მინდა გითხრა რომ ამ თვეების მანძილზე ერთადერთი ადამიანი იყავი, ვისაც ვენდობოდი და მჯეროდა შენი, რომ აუცილებლად გაარკვევდი ვინ იყო მკვლელი. სულმოუთქმელად ველი, როდის დაიჭერ მას, რომ მეც მშვიდად ცხოვრება შევძლო.
მივდივარ, მაგრამ არ მინდა ოდესმე კიდევ დავბრუნდე იქ, სადაც ამდენი უბედურება გადამხდა, მადლობა მინდა გითხრა, გაწეული დახმარებისთვის და იმისთვის, რომ ამ მცირე ხანში ძალიან შემაყვარე თავი.
სიყვარულით, ელენე ანდრიაძე“
--
სახლის კარი შეაღო თუ არა, გულმა რაღაც ცუდი უგრძნო.
დიდი მინის მაგიდაზე დატოვებული წერილიც ეუცხოვა ხატია გურულს.
გარედან ოთხი სიტყვა ეწერა მხოლოდ.
ხატიას და გაბრიელს, ელენესაგან.
თითქოს ხვდებოდა გოგო რაშიც იყო საქმე. წერილის გაუხსნელად ამოიღო ტელეფონი და შეყვარებულს დაურეკა.
ნახევარ საათში ორივე აცრემლებული სხნიდა წერილს.
„ ჩემი ერთადერთი თხოვნა, არის ის რომ იყოთ ბედნიერები, ეს თხოვნა კი არა ბრძანებაა.
თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს ამ ქვეყანაზე, თქვენ ხართ ჩემი სტიმული, რომ ცხოვრება განვაგრძო, მაგრამ საწუხაროდ, ვიღებ ეგოისტურ გადაწყვეტილებას და გავრბივარ, გავრბივარ ისე, რომ ვერ მომძებნოთ ვერავინ. შემისრულეთ ბოლო სურვილები, იყავით ბედნიერები და არ მომძებნოთ.
ჩემს მაგივრად აღნიშნეთ, როდესაც მკვლელს დაიჭერენ და არ დაივიწყოთ ჩემი მშობლების საფლავი. ყველაფერს რაც გამაჩნია ისე მოუარეთ, თითქოს თქვენი იყოს, რადგან დღეიდან ყველაფერი თქვენია.
მიყვარხართ და ჩემი თხოვნა არ დაივიწყოთ.
ელენე“
---
-დედიკო, ეს წერილი დაგიტოვეს-სახლში მისულს, ბავშვების ჭიჭყინში მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გაარჩია ფალიანმა.
-ვინ დატოვა?-გაიკვირვა ნიკოლოზმა
-არვიცი, ასე მითხრა, ნიკოლოზს გადაეცითო-მხრები აიჩეჩა ქალმა
სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა ფალიანი.
კონვერტი გახსნა და წერილის კითხვა დაიწყო.
„ გილოცავ, სამი წერილიდან, რომელიც საყვარელ ადამიანებს გავუგზავნე ერთ-ერთი შენთან მოხვდა ფალიანო.
არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ, რატომ გწერ წერილს.
უბრალოდ შენმა სიტყვებმა დამაფიქრა.
მართლა ძალიან მომწონხარ და ალბათ სხვა სიტუაციებში დაუფიქრებლადაც კი დავთანხმდებოდი წინადადებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ შემომთავაზე მაგრამ, ვერ ვიცხოვრებ მუდმივ შიშში, მუდმივ დაძაბულობაში და შენც ვერ გაგწირავ საამისოდ.
ის გეგმები, რავ ჩემს „დაიკოს“ ჩვენთან მიმართებაში მქონდა გულს მირევს და ყველანაირ გრძნობას ფარავს, რაც შენს მიმართ გამაჩნია.
მინდა ბოდიში მოგიხადო, არ ვიცი ზუსტად რის გამო, მაგრამ ბოდიში, თუნდაც იმიტომ რომ ცხვირი გაგიტეხე, მართალია ღირსი იყავი, მაგრამ ბოდიში.
მინდა, რომ დამივიწყო, ჩემზე აღარ იფიქრო და ცხოვრება განაგრძო.
მადლობა ყურადღებისთვის, ბოდიში იმ აურზაურისთვის, რაც ჩემს გამო გადაგხდა.
მშვიდობით სამუდამოდ.
სიყვარულით, ელენე ანდრიაძე.“

ბოდიში თუ იმედები გაგიცრუეთ
ტომაჩკა



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Simartle gitxra namdvilad ar momewona dasasruli, vkitxulobdi am istorias tavidanve, ise daamtavre rom meore nawilic unda qondes, magram ara mgonia gaagrdzelo meore nawilit, jobda amashive mogegvarebina yvelaferi da ise dagesrulebina.

,, areulobasac" vkitxulobdi magram arc is dagimtavrebia, Chemi azri araa lamazi ase mitoveba nawarmoebis roca mkitxveli gyavs da arc aseti dasasruli. Yovel shemtxvevashi warmatebebi,, muzashi" :-)

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

არასერიოზული და უპასუხისმგებლო ავტორი ხარ,ვერც იმას ვხვდები ახალბედა მწერლის სტატუსი რატომ მოგცეს, მაშინ როცა აქ ბევრი სხვა ავტორი გაცილებით იმსახურებს ამ სტატუსს

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

ისტორია გავიხსენე .ასეთ დასასრულს არ ველოდი.საინტერესო იყო ნამდვილად,

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

როგორი კარგი ისტორიაა და ფინალი არ მომეწონა

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

ტომაჩკა ნამდვილად არ იმსახურებ უპასუხისმგებლო მწერლის სატატუსს..ამიტომ გვაჩუქე კიდევ ერთი ნაწილი გარკვეული დასასრულის,ჩემი აზრით ,ეგ წერილები ნატალიამ დაგზავნა ,რომ ელენე არ ეძებნათ.აბა რა,ამდენი მკვვლელობა,თანაც ასე დაგეგმილი გააკეთათა,ამასასც მოაგვარებდა.ამიტომ ვუშველოთ ელენეს.წარმატებები.

 


№6  offline წევრი ვიპნი

თავიდანვე ვკითხულობდი ამ მოთხრობას,უპასუხისმგებლოს ვერ გიწოდებ,იმიტომ რომ ამ საიტით ცხოვრებას ვერავინ გაიძულებს,შენ გაქვს შენი პირადი ცხოვრება ,სადაც შეიძლება ისეთი რაღაცეები ხდებოდეს რომ საიტი კი არა საერთოდ ინტერნეტისკენ არ იხედებოდე.წარმატებები მინდა გისურვო,თუმცა დიდი სიამოვნებით დაველოდები მეორე ნაწილს ❣️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

რატომ ასე გაურკვევლად, ვერც მკვლელი დაიჭირეს, ვერც ეს წყვილი შედგა. სავარაუდოდ არც გაგრძელება ექნება.
????????????

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი Mariamimari
Simartle gitxra namdvilad ar momewona dasasruli, vkitxulobdi am istorias tavidanve, ise daamtavre rom meore nawilic unda qondes, magram ara mgonia gaagrdzelo meore nawilit, jobda amashive mogegvarebina yvelaferi da ise dagesrulebina.

,, areulobasac" vkitxulobdi magram arc is dagimtavrebia, Chemi azri araa lamazi ase mitoveba nawarmoebis roca mkitxveli gyavs da arc aseti dasasruli. Yovel shemtxvevashi warmatebebi,, muzashi" :-)

არეულობასაც დავასრულებ აუცილებლად, ვისწავლე ჭკუა, სანამ არ დავამთავრებ ნაწერს არ დავდებ, მადლობა ყველაფრისთვის, ველოდი კიდეც, რომ არ მოგეწონებოდათ, იმიტომ რომ თვითონაც კი არ მაქვს სურვილი წავიკითხო. მადლობა ❤️❤️❤️

სტუმარი მარი
არასერიოზული და უპასუხისმგებლო ავტორი ხარ,ვერც იმას ვხვდები ახალბედა მწერლის სტატუსი რატომ მოგცეს, მაშინ როცა აქ ბევრი სხვა ავტორი გაცილებით იმსახურებს ამ სტატუსს

მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის, როცა ამ საიტზე წერა დავიწყე ახალბედა მწერლის სტატუსი სულაც არ ყოფილა ჩემი მიზანი, მაგრამ როდესაც შემომთავაზეს უარი ვერ ვთქვი, შეიძლება ბევრი ჩემზე მეტად იმსახურებს მაგრამ ვერაფერს შევცვლი, რა ვქნა, მხოლოდ იმიტომ ვერ ვიტყვი ჩემს ჰობზე და ჩემს სტატუსზე უარს, რომ შენ ასე ფიქრობ, წერა ჩემთვის მხოლოდ ჰობია, საერთოდ სხვა პროფესია მაქვს და საერთოდ სხვა განხრით ვარ, ამიტომ არც მწყინს შენი კომენტარი და ბოდიში თუ იმედები გაგიცრუე

სტუმარი nancho
ისტორია გავიხსენე .ასეთ დასასრულს არ ველოდი.საინტერესო იყო ნამდვილად,

დიდი მადლობა ძალიან, მეორე ნაწილზე ვფიქრობ, თუმცა ჯერჯერობით არ გამოვა❤️❤️

სტუმარი მაკო
როგორი კარგი ისტორიაა და ფინალი არ მომეწონა

ველოდი, რომ არ მოგეწონებოდათ, მადლობა ❤️❤️

სტუმარი nancho
ტომაჩკა ნამდვილად არ იმსახურებ უპასუხისმგებლო მწერლის სატატუსს..ამიტომ გვაჩუქე კიდევ ერთი ნაწილი გარკვეული დასასრულის,ჩემი აზრით ,ეგ წერილები ნატალიამ დაგზავნა ,რომ ელენე არ ეძებნათ.აბა რა,ამდენი მკვვლელობა,თანაც ასე დაგეგმილი გააკეთათა,ამასასც მოაგვარებდა.ამიტომ ვუშველოთ ელენეს.წარმატებები.

ძალიან კარგი ვარიანტია და ძალიან მომეწონა, რაც შეეხება მეორე ნაწილს, ჯერჯერობით რაღაც ცუდ სიტუაციაში ვარ, და მირჩევნია რაც დავიწყე ის დავასრულო, მადლობა შენ გვერდით დგომისთვის❤️❤️❤️❤️

ვიპნი
თავიდანვე ვკითხულობდი ამ მოთხრობას,უპასუხისმგებლოს ვერ გიწოდებ,იმიტომ რომ ამ საიტით ცხოვრებას ვერავინ გაიძულებს,შენ გაქვს შენი პირადი ცხოვრება ,სადაც შეიძლება ისეთი რაღაცეები ხდებოდეს რომ საიტი კი არა საერთოდ ინტერნეტისკენ არ იხედებოდე.წარმატებები მინდა გისურვო,თუმცა დიდი სიამოვნებით დაველოდები მეორე ნაწილს ❣️

ძალიან დიდი მადლობა რომ გესმის ჩემი და ხვდები, რომ ზოგჯერ ნაწერზე კი არა, საერთოდ ვერაფერზე ახსდენს ადამიანი კონცენტრირებას ❤️❤️ დიდი მადლობა❤️

სტუმარი ნინო
რატომ ასე გაურკვევლად, ვერც მკვლელი დაიჭირეს, ვერც ეს წყვილი შედგა. სავარაუდოდ არც გაგრძელება ექნება.
????????????

მეორე ნაწილი იქნება, უბრალოდ ცოტა მოგვიანებით❤️

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

ასეთ დასასრულს ნამდვულად არ ველოდი,თუმცა ისტორია ძალიან მომეწონა.????
--------------------
ლანა

 


№10  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

La-Na
ასეთ დასასრულს ნამდვულად არ ველოდი,თუმცა ისტორია ძალიან მომეწონა.????

მადლობა დიდი ❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი Mmm

კარგი იქნება თუ "არეულიბა" საც დაასრულებ,საინტერესო წასაკითხი

 


№12  offline წევრი ელენე (ნენე)

საინტერესოა, წავიდა და დატოვა ყველაფერი... ხშირად ხდება ასე. არ მესმის, რატომ მოელიან ბედნიერ დასასრულს? ეს ცხოვრებაა და ასეც ხდება, უბრალოდ დგები და მიდიხარ, უკან დაბრუნების გარეშე მიდიხარ, ტოვებ ყველაფერს, რაც გიყვარს, რაც არ გიყვარს და ეჯახები სიახლეებს. ზოგჯერ ეს კარგიცაა. ვფიქრობ, დასასრული ისეთი იყო, როგორიც შენ გჭირდებოდა. საერთოდ ისტორია პირველ რიგში ავტორს სჭირდება. პირადად მე კმაყოფილი ვარ. წარმატებები!

 


№13  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

უბრალოდ ნენე
საინტერესოა, წავიდა და დატოვა ყველაფერი, ხშირად ხდება ასე. არ მესმის, რატომ მოელიან ბედნიერ დასასრულს? ეს ცხოვრებაა და ასეც ხდება, უბრალოდ დგები და მიდიხარ, უკან დაბრუნების გარეშე მიდიხარ, ტოვებ ყველაფერს, რაც გიყვარს, რაც არ გიყვარს და ეჯახები სიახლეებს, ზოგჯერ ეს კარგიცაა. ვფიქრობ, დასასრული ისეთი იყო, როგორიც შენ გჭირდებოდა. საერთოდ ისტორია პირველ რიგში ავტორს სჭირდება. პირადად მე კმაყოფილი ვარ ისტორიით. წარმატებები!

შენმა კომენტარმა უბრალოდ გამაბედნიერა და მგონია რომ ერთადერთი ადამიანი ხარ რომელიც მიხვდა რა მინდოდა სინამდვილეში დასასრულით მეთქვა❤️❤️❤️მადლობა

სტუმარი Mmm
კარგი იქნება თუ "არეულიბა" საც დაასრულებ,საინტერესო წასაკითხი

კი დავასრულებ აუცილებლად❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი დაველოდები მადლობა❤️

ტომაჩკა
სტუმარი Mariamimari
Simartle gitxra namdvilad ar momewona dasasruli, vkitxulobdi am istorias tavidanve, ise daamtavre rom meore nawilic unda qondes, magram ara mgonia gaagrdzelo meore nawilit, jobda amashive mogegvarebina yvelaferi da ise dagesrulebina.

,, areulobasac" vkitxulobdi magram arc is dagimtavrebia, Chemi azri araa lamazi ase mitoveba nawarmoebis roca mkitxveli gyavs da arc aseti dasasruli. Yovel shemtxvevashi warmatebebi,, muzashi" :-)

არეულობასაც დავასრულებ აუცილებლად, ვისწავლე ჭკუა, სანამ არ დავამთავრებ ნაწერს არ დავდებ, მადლობა ყველაფრისთვის, ველოდი კიდეც, რომ არ მოგეწონებოდათ, იმიტომ რომ თვითონაც კი არ მაქვს სურვილი წავიკითხო. მადლობა ❤️❤️❤️

სტუმარი მარი
არასერიოზული და უპასუხისმგებლო ავტორი ხარ,ვერც იმას ვხვდები ახალბედა მწერლის სტატუსი რატომ მოგცეს, მაშინ როცა აქ ბევრი სხვა ავტორი გაცილებით იმსახურებს ამ სტატუსს

მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის, როცა ამ საიტზე წერა დავიწყე ახალბედა მწერლის სტატუსი სულაც არ ყოფილა ჩემი მიზანი, მაგრამ როდესაც შემომთავაზეს უარი ვერ ვთქვი, შეიძლება ბევრი ჩემზე მეტად იმსახურებს მაგრამ ვერაფერს შევცვლი, რა ვქნა, მხოლოდ იმიტომ ვერ ვიტყვი ჩემს ჰობზე და ჩემს სტატუსზე უარს, რომ შენ ასე ფიქრობ, წერა ჩემთვის მხოლოდ ჰობია, საერთოდ სხვა პროფესია მაქვს და საერთოდ სხვა განხრით ვარ, ამიტომ არც მწყინს შენი კომენტარი და ბოდიში თუ იმედები გაგიცრუე

სტუმარი nancho
ისტორია გავიხსენე .ასეთ დასასრულს არ ველოდი.საინტერესო იყო ნამდვილად,

დიდი მადლობა ძალიან, მეორე ნაწილზე ვფიქრობ, თუმცა ჯერჯერობით არ გამოვა❤️❤️

სტუმარი მაკო
როგორი კარგი ისტორიაა და ფინალი არ მომეწონა

ველოდი, რომ არ მოგეწონებოდათ, მადლობა ❤️❤️

სტუმარი nancho
ტომაჩკა ნამდვილად არ იმსახურებ უპასუხისმგებლო მწერლის სატატუსს..ამიტომ გვაჩუქე კიდევ ერთი ნაწილი გარკვეული დასასრულის,ჩემი აზრით ,ეგ წერილები ნატალიამ დაგზავნა ,რომ ელენე არ ეძებნათ.აბა რა,ამდენი მკვვლელობა,თანაც ასე დაგეგმილი გააკეთათა,ამასასც მოაგვარებდა.ამიტომ ვუშველოთ ელენეს.წარმატებები.

ძალიან კარგი ვარიანტია და ძალიან მომეწონა, რაც შეეხება მეორე ნაწილს, ჯერჯერობით რაღაც ცუდ სიტუაციაში ვარ, და მირჩევნია რაც დავიწყე ის დავასრულო, მადლობა შენ გვერდით დგომისთვის❤️❤️❤️❤️

ვიპნი
თავიდანვე ვკითხულობდი ამ მოთხრობას,უპასუხისმგებლოს ვერ გიწოდებ,იმიტომ რომ ამ საიტით ცხოვრებას ვერავინ გაიძულებს,შენ გაქვს შენი პირადი ცხოვრება ,სადაც შეიძლება ისეთი რაღაცეები ხდებოდეს რომ საიტი კი არა საერთოდ ინტერნეტისკენ არ იხედებოდე.წარმატებები მინდა გისურვო,თუმცა დიდი სიამოვნებით დაველოდები მეორე ნაწილს ❣️

ძალიან დიდი მადლობა რომ გესმის ჩემი და ხვდები, რომ ზოგჯერ ნაწერზე კი არა, საერთოდ ვერაფერზე ახსდენს ადამიანი კონცენტრირებას ❤️❤️ დიდი მადლობა❤️

სტუმარი ნინო
რატომ ასე გაურკვევლად, ვერც მკვლელი დაიჭირეს, ვერც ეს წყვილი შედგა. სავარაუდოდ არც გაგრძელება ექნება.
????????????

მეორე ნაწილი იქნება, უბრალოდ ცოტა მოგვიანებით❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი მარიამი

ასეთ დასასრულს არ ველოდი. ძალიან მინდოდა ელენეს და ნიკოლოზის წყვილი შემდგარიყო. ალბათ გაგრძელება ექნება.

 


№16  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი მარიამი
ასეთ დასასრულს არ ველოდი. ძალიან მინდოდა ელენეს და ნიკოლოზის წყვილი შემდგარიყო. ალბათ გაგრძელება ექნება.

მეც არ მქონდა გათვალისწინებული სიმართლე გითხრა ეს დასასრული, მაგრამ....

 


№17 სტუმარი liko

არ მემეტება ასეთი კარგი ის ისტორია ასეთი დასასრულისთვის. ფაქტობრივად ბოროტება აზეიმე, იმდენი გააკეთა ნატალიამ და ბოლოს საწადელს მიაღწია, არც დაისაჯა და ელენეს ცხოვრებაც დაანგრია... დასანანია...

 


№18  offline წევრი Ανάξιος

რა კარგიააა ❣

 


№19 სტუმარი ელეე

შენი ისტორიებისგან სრულიად განსხვავებული იყო, ვაღიარებ ძალიან მომეწონა და მეორე ნაწილსაც ველი❣️

 


№20  offline წევრი keiramiacandel

რამოდენიმე კომენტარს გადავხედე და ცოტა გავბრაზდისავით, რას ნიშნავს უპსუხისმგებლო მწერალი? მე ძალიან მომეწონა დასასრული და სულაც არ დამრჩა გაურკვევლობის შეგრძნება... სწორი გადაწყვეტილება იყო ელენეს წასვლა... რატომ არის იდეაფიქსი რომ ისტორიაში აუცილებლად უნდა შედგეს წყვილი? რეალურ ცხოვრებაში ყველა წყვილი დგება? სწორედაც რომ რეალურ ცხოვრებაში მეც დავტოვე ქვეყანა და ძალიან შორს ვარ ახლა, არც ჩემი წყვილი შედგა, თუმცა უბედური სულაც არ ვარ... ძალიან მომეწონა ეს ისტორია, სხვანაირ დასარულს ვერც წარმოვიდგენდი, ყველაზე ლოგიკური დასასრული იყო... დის შეყვარებულთან, თუნდაც ბოიფრენდთან და თუნდაც ყოფილთან, ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ნამდვილად ვერ გააჩაღებდა მხურვალე და ცხელ ურთიერთობებს, მინიმალური მორალი კაინც თუ გააჩნია ადამიანს რა თქმა უნდა... არ ვიცი ჩემო კარგი, მე ადრე არ ვკითხულობდი ამ ოსტორიას, ახლა დავიწყე და დავასრულე კიდეც კითხვა... ძალიან კარგად წერ, პირველ რიგში გამართულად, რაც ასე რთულად სანახავია ამ საიტზე, საინტერესო სიუჟეტი იყო და დასასრულიც ძალიან ლოგიკური... წავიდა, გაეცალა და მშვიდად ცხოვრება დაიწყო... ერთადერთი რაც დამაკლდა და რასაც მე პირადად შევცვლიდი, იმ ალქაჯს დავიჭერდი, თუმცა თუკი გაგრძელებას გეგმავ, ამ შემთხვევაში იდეალური დასასრული იყო...

 


№21 სტუმარი 1111

ეს რა უაზრო დასასრულია,რომ მცოდნოდა ასე დასრულდებოდა არც დავიწყებდი წაკითხვას,თუ დასასრულის მოფიქრება არ შეგიძლია,დასაწყისზე არც უნდა იფიქრო..

 


სასიამოვნოდ საინტერესო წასაკითხი ისტორია იყო. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე????დასასრულს რაც შეეხება, ზუატად ისეთი იყო როგორიც ისტორიის შინაარს შეეფერებოდა, ლოგიკური და არა ბანალური.♥️

 


№23 სტუმარი ეჰ

რავი, მეოთხე წელია გაგრძელებას ველოდები:)
მიყვარს ეს ავტორი მთელი გულით და იმედი მაავს კარგადაა. თუ ვინმემ რამე იცით, გამაგებინეთ, რა????

 


№24 სტუმარი სტუმარი ნეა

ამ მოთხრობას გაგრძელება უნდაააააააააა.მკვლელი დაუსჯელი არუნდა დარჩეს.თანაც საინტერესო იქნებოდა ფალიანის ემოციები წერილის წაკითხვის შემდეგ.მომეწონა.წარმატებებიიიი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent