შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლაჩო - პირველი ნაწილი (სრულად)

29-07-2020, 22:23
ავტორი guroo
ნანახია 14 461

სცენის კიდეზე ჩამომჯდარი, გრიმით დამძიმებულ სახიანი მსახიობი ხმამაღლა მოთქვამს. შეშლილი სახით აჟღერებს გულსაკლავ ემოციებს. მისი ხმა მხოლოდ სიტყვებს დაატარებს მთელ დარბაზში, ყველა წერტილამდე მოხუცის ძვლებაჭრიალებული ნაბიჯებით მიდის და ხვრეტს კედლებს, ზედ საწყალ ბზარებს აჩენს და ძალიან ჰგავს ჟანგმოკიდებულ, ფორმაშეცვლილ ლურსმანს, რომელსაც სრულად ვერასდროს ჩაარჭობ, რადგან უკვე ძალიან სუსტია საიმისოდ, რომ ზედაპირი ჩახვრიტოს. ხმა მინელებული ძალითღა კვნესის, უმწეო ბზარები გულს უმოწყალოდ უკლავს. ჩუმდება, რაკი ვეღარ ბედავს ხელმეორედ შეუტიოს დარბაზის კედლებს და გულს ურევს წინა ცდისას საცოდავად დაკაწრულზე ყოველი შეხება. ხმა არ ხევდება, მაინც მიიწევს კედლის ზედაპირზე და თითქოს თითს აყოლებს თავის შემოქმედებას, ბზარებს მიუყვება წყლის მოუსვენარი წვეთივით. ბოლოს ისიც გაჩერდება, როცა კედელს გაჟღინთავს სისველით და თავად აღარაფერი დარჩება. ხმაც კვდება, თითქოს. სიჩუმე ფეთქდება დარბაზში და ცოტახნით, ვიდრე ხმაური ძალებს იკრებს ვულკანური ამოფრქვევისთვის, სიკვდილი ივანებს მსახიობის სხეულში. სცენის და მსახიობის ინტიმს ყოველი მხრიდან სხვები არღვევენ, არანორმალური ხმაურით შემოდიან კულისებიდან და მიცვალებულთან მუხლებზე ვარდებიან ისე, თითქოს ტყვია გაისროლეს. ტირიან, გოდებენ. მკვდარი ისევ სცენის კიდეზე ზის და მჯდომიარედ განასახიერებს სიცოცხლესთან გამოსალმებას.
- რას აკეთებ, ლაჩო? - სასოწარკვეთილმა რეჟისორმა გაავება ვერ დამალა.
- მკვდარი ვარ, გურამ. რა გჭირს? არ მოგწონს?
- ტფუიი, თქვენი! ყველამ ერთად როგორ დაკარგეთ ჭკუა და გონი? მკვდრები ძირს ეხეთქებიან, ვარსკვლავების შემყურეები კი არ რჩებიან, ბალახზე წამომსხდრები! - სიბრაზისგან სახე აელეწა.
მსახიობები გაოგნებისგან დადუმდნენ. მერე გამაყრუებელი სიცილი წასკდათ.
- ახლიდან დაიწყეთ.
- პრემიერაზეც ასე თუ დაგვემართება, რა უნდა ვქნათ? სირცხვილით როგორ შევხვდე ჩემს თაყვანისმცემლებს? - მხრები აიჩეჩა ნუმიმ.
- ახლიდან-მეთქი! რას უდგახართ? და ნუმი, შენ თაყვანისმცემლები არ გყავს. ეგენი შენი დედიკო და მამიკო არიან.
ჰაერში უწინდელი ბუღი დატრიალდა. გათამაშებული ემოციების ზღვამ ხელოვნური ქარის კორიანტელს უმასპინძლა და ზღვაში შავი ღრმული გაჩნდა, ვიწრო და ძალიან ღრმა. შიგ სიკვდილის სასამ გაიფრთხიალა და ლაჩო მკვდარი ეგდო სცენაზე. ჰო, ღამის მეოცნებესავით წამომჯდარი არ ყოფილა იმ მთავარ მომენტში.
იატაკის მტვრიან ზედაპირს გემოვნებიანად შეხამებულივით უხდებოდა ლაჩოს სწორი და გრძელი, კარამელისფერი თმა. ხალიჩასავით გადაჰფენოდა იქაურობას.
ნუმი თან როლში იყო, თან მას აკვირდებოდა და რომ არა თამაში, აუცილებლად გამხმარ ფოთლებს შეუჩურთავდა ღერებს შორის და ფოტოს გადაუღებდა შემოდგომა-ჩაქსოვებულ მის თმას, მაგრამ კარგად იცოდა, რომ გურამი უეჭველად მოკლავდა, რეპეტიციას თუ ჩაშლიდა.
- შეგიძლიათ დაისვენოთ. მეორე აქტისთვის მოემზადე, ნუმი. რაც შეეხება შენ თამაშს, ლაჩო, ძალიან გთხოვ, მეტი მოინდომე.
- თავს არ ვზოგავ, გურამ.
- ეჭვი არ მეპარება.
მსახიობები სუფთა ჰაერზე გავიდნენ.
ყველა მხიარული ჩანდა, ლაჩოს გარდა. ჩვეულებრივ, ხშირი წარბების გამოქვაბულში სინათლედ აკიაფებული მისი თვალები ბედნიერებას ასხივებდნენ ხოლმე, მაგრამ ახლა გრძელი წამწამების ტყვეობაში მოქცეულნი, სევდას აფრქვევდნენ. გუგების სიმწვანესაც უჩვეულო ცეცხლისფერი შეპარვოდა და სრულიად უცნობი ადამიანიც კი შეამჩნევდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო მათი პატრონისთვის. თუმცა, ლამაზი იყო ამ სევდის ჟამს ლაჩოს მზერა, სირ*ინოზებივით მომნუსხველი და საბედისწერო, როგორც მწერისთვის ვერაგი დროზერა.
ნუმი მივიდა მასთან და უთხრა:
- წეღან რაც ვთქვი, არ გეწყინოს. არ იფიქრო, რომ შენ გამო პრემიერის ჩაშლაზე მართლა ვღელავ. გასამხნევებლად უფრო ვთქვი, მინდოდა გაგცინებოდათ.
- კარგი, რა. საჭირო არ არის ახსნა, ხომ იცი. არც ახლა მწყენია და არც არასდროს მეწყინება. მალე შენს თამაშს იხილავს გურამი და ეგრევე კარგ ხასიათზე დადგება. შენ მისი ფავორიტი ხარ... და ზოგადად, ყველას ფავორიტი ხარ, ნუმი.
- ხანდახან ისეთი საყვარელი ხარ, ლამისაა ჩაგყლაპო. გოგო მაინც იყო, ან მე მაინც ვიყო გოგო. მოკლედ, მე და შენ არაფერი გამოგვივა და ტყუილად მაინც ნუ ვესაყვარლებით ერთმანეთს. - თვალები გაუფართოვდა და უაზროდ გაუღიმა ლაჩოს.
- როცა ნორმალურად ლაპარაკი არ გამოგდის, უნდა მოკეტო. წავიდეთ, დანარჩენებს შევუერთდეთ. - ნუმის თვალი არ მოუშორებია მისი თხელი და წვრილი, კაპილარებზე გასკდომამდე გადაჭიმული ტუჩებისთვის.
ცოტახანში რეპეტიცია განახლდა და მას მერე კმაყოფილება, რეჟისორის სახეზე, მთავარ ნიღბად იქცა.
***
შუადღის მზე იწვოდა ცის ზენიტში, როცა ბამბის ქულებივით ქათქათა ღრუბლებში მქრქალად შეპარული ნაცრისფერი უფრო და უფრო გამუქდა, გაფართოვდა და სულ ბოლოს ცის ლაჟვარდოვანი სივრცე შავით ამოგანგლა.
წვიმამ აავსო ლაჩოს სახლის ჟოლაბები.
- გამომყევი, სარეცხი ჩამოვხსნათ. - შვილს დაუყვირა და წვიმაში გავარდა.
პირველი წვეთი ლოყაზე დაეცა, სიწითლისგან გავარვარებულ კანზე მიეფერა და ოდნავ ჩაუცხრო უნებლიედ გამომჟღავნებული მღელვარება. ისე ბედნიერი ჩანდა, მის ყურებაში გაერთო ლაჩო.
- არ მოხვალ? არ მინდა, რომ დასველდეს, თორემ განა მეზარება...
- მოვდივარ, ელადა, მოვდივარ. - ლაპარაკი აღარ აცადა.
სარეცხის გადასარჩენად წვიმაში გამოქცეულ ელადას ღიმილის მომგვრელი, სხვა, ფიქრები აწუხებდა. ჩუმად ესაუბრებოდა საკუთარ თავს.
- აუუუ, რა კარგი სუნი აქვს! - ლაჩოს სულ დავიწყებოდა, რომ წვიმდა. თავისი პერანგი მოებღუჯა და თავდაკარგულივით ყნოსავდა; - ლიმონის სუნი აქვს, ხომ?
- ლიმონი შენ და ჯადაბა შენ! ჩამოხსენი, დროზე!
- ვაიმე, ელადა! ძაღლის სული ჩაგისახლდა მაგ ლამაზ სხეულში?
- გთხოვ, სამშვიდობოს შემატანინე ეს სარეცხი და ლიმონიან ჩაის გაგიკეთებ, თუ გინდა. - შეევედრა.
ცეცხლის ალზე შემოდგმულ მადუღარაში წყალი შიშინებდა მდუღარებისგან. იწვოდა ელადას ფიქრები და ინაცრებოდა, ვიდრე გონს არ მოეგო და ფინჯნები არ აავსო ცხელი სითხით. შიგ ნარცისებივით ყვითელი, სურელოვანი ლიმონი ჩაწურა და შვილს გაუწოდა.
- დაუვიწყარ მოგონებებს გაუმარჯოს; - ღიმილით უთხრა ლაჩოს და ტუჩები შეახო ფაიფურის ფინჯნის კედელს, რომელსაც უწინდელი ფორმები და ფერი აღარ შერჩენოდა; - მოსვენებას რომ არ გვაძლევს იმ მოგონებებს...
- გაუმარჯოს.
სიტყვის უთქმელად განაგრძეს ჩაის სმა.
- დედა, რატომ დასევდიანდი?
- არა, გეჩვენება.
- არ მეჩვენება. მითხარი... მამა გენატრება?
ელადამ ფინჯანს მოუჭირა ორივე ხელი ძალიან მაგრად, ისე ძლიერად, რომ ვინმეს აუცილებლად დაახრჩობდა, ვისი ყელიც მის ხელებს შორის მოექცეოდა. მერე სახე შეჭმუხნა, სევდიანად ამოიოხრა და შვილს მიაპყრო ნაღვლიანი მზერა. სასოწარკვეთილებით აღსავსემ ჩაიხედა ლაჩოს დროზერასეულ თვალებში და თავის ქნევა დაიწყო თანხმობის ნიშნად.
- მეც მენატრება მამაჩემი. დროს უბრაზდებოდა ხშირად და, მგონი, მკაცრად დაისაჯა მაგისთვის. ეჰ, ელადა, დრო ისე სწრაფია და დაუმორჩილებელი... მაგრამ ჩვენ მაინც ვჯობნით სისწრაფეში. დრო რომ გარბის, გავრბივართ ჩვენც და ფინიშის ხაზთან კი ყოველთვის მხოლოდ ადამიანი მიდის. დრო ყოველთვის აგვიანებს - გამონაკლისების გარეშე.
- არასდროს უთქვამს დრო გაიწელაო. უკვე ფინიშის ხაზთან მისულად თვლიდა; - ცრემლებმა გაიკვალეს ბილიკები ელადას სახეზე; - ბოლო ჩანაწერი ზეპირად ვიცი. დღე არ გავა ისე, რომ არ გამახსენდეს და გულში ლოცვასავით არ გავიმეორო. მაგრამ რა ლოცვაც ეგ არის?! სიკვდილის ჰიმნია. შენ გახსოვს, რა დაწერა სულ ბოლოს?
- სანაპიროდან ზღვის ხმა ისმის. ტალღები ეხეთქებიან ერთმანეთს. იდუმალია მისი მუსიკა, წყალი - მღელვარე. სივრცე ჩემ ყურებთან ძალიან ახლოს შფოთავს და ზღვის მუსიკას აჟღერებს ჩუმი ხმაურით, ძლივს გასაგონად, უზადო სინაზით. ზღვა მე მიხმობს. უნდა შევერწყა.
- კარგი, თავს ნუ დავიმძიმებთ. პრემიერაზე რა ხდება? მალე გექნებათ?
- ნეტავ ეგ არ გეკითხა. იმაზე მალე იქნება, ვიდრე ვინმე მოელის და, ჩემი აზრით, ძალიან ვჩქარობთ. მეშინია.
- მინდა, რომ შენით ვიამაყო. იმედი არ გამიცრუო.
- ჩემგან ბევრს ითხოვ, ვამპირო მშობელო.
- თავი გამანებე. საქმე მაქვს და მაცდენ.

№1  offline მოდერი guroo

ლოდინი დამღლელია. ლოდინისას დრო იწელება.

№2 სტუმარი სტუმარი ლილიანა

სიკვდილი, სიკვდილი, სიკვდილი...

ვამპირი მშობელი...

შენგან რაღაცას რომ ელიან ყოველთვის, იმაზე მეტს ვიდრე შეგიძლია, ან იმდენს რაც შეგიძლია, თუმცა გაკეთება არ გსურს. შვილებში რომ იხდენენ თავიანთ ოცნებებს... არჩევანის უფლებას არ უტოვებენ...

ყველა მკითხველი თავის ტკივილს დაინახავს...

№3  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა

სიმაღტლე გითხრა, ვამპირო მშობელოო რომ დაუძახა, ხუმრობაშეპარული და საყვედურნარევი მიმართვა იყო.მაგრამ შე რაც თქვი, ეგაც უზარმაზარი პრობლემაა და ახლა მიკვირს, აქამდე რატომ არ მოვინდომე დამეწერა ამ თემაზე? მეც მაქვს ეგ ტკივილი. რამეს მოვიფიქრებ საამისოდ.
შენ კი ათას მადლობას გიხდი იმისთვის, რომ ძალიან ყურადღებიანი, თბილი და გამგები ხარ. სულ მგონია, რომ მოდიხარ და მეხები. ენი შეხევა მოფერებას ჰგავს და მე მამშვიდებს შენი მოფერება. მადლობა, მადლობა, მადლობა!

№4 სტუმარი სტუმარი ლილიანა

guroo

მივხვდი ხუმრობა რომ იყო, მამახე ისე საუბრობდნენ, ცუდი მშობლები არ ჩანან, მაგრამ ისიც ვთქვი რომ ყველა თავის ტკივილს დაინახავს) მე ასე დავინახე) თუმცა ჩემი ტკივილი ეგ არაა) ბევრის ტკივილია და ხშირად მსმენია, თორემ არჩევანის გაკეთებისას, დამძალებელი კი არა, მრჩეველიც არავინ მყოლია, სამწუხაროდ..

№5  offline მოდერი guroo

არაუშავს. გეტყოდი: "იმედი მაქვს, არ ნანობ არჩევანს", მაგრამ ისედაც არაფერია სანანებელი იმაში, რაც უკვე გავაკეთეთ

№6 სტუმარი სტუმარი ლილიანა

წარსულს ვერ დააბრუნებ, მაგრამ დრო კიდევ მაქვს,რომ ახალი არჩევანი გავაკეთო, თუ სანანებლად გამიხდა საქმე)) უბრალოდ, რთულია..16 -17 წლის ასაკში გიწევს მიიღო გადაწყვეტილება,(პროფესიის არჩევას ვგულისხმობ), რომელზეც შენი მომავალი იქნწბა დამოკიდებული. და ამ ასაკში ბევრი საერთოდ ვერ ხვდება რა უნდა.

№7  offline მოდერი guroo

რომელ უნივერსიტეტში ხარ? ილიაუნი არ მითხრა, თორემ ძალიან ბევრს და ხმამაღლა ვიცინებ სიხარულისგან

№8 სტუმარი სტუმარი ლილიანა

guroo
რომელ უნივერსიტეტში ხარ? ილიაუნი არ მითხრა, თორემ ძალიან ბევრს და ხმამაღლა ვიცინებ სიხარულისგან
არა ეგეთი "ჩვილიც" აღარ ვარ დდ დავამთავრე 2 წლის წინ. თსუ

№9  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა
guroo
რომელ უნივერსიტეტში ხარ? ილიაუნი არ მითხრა, თორემ ძალიან ბევრს და ხმამაღლა ვიცინებ სიხარულისგან
არა ეგეთი "ჩვილიც" აღარ ვარ დდ დავამთავრე 2 წლის წინ. თსუ

ღმერთო, რა ბებერი ყოფილხარ :დდდდდ არ მიწყინო, გადაჩაჩანაკებულ ბებრად არ გთვლი.
მეგონა უნივერსიტეტში გადაგეყრებოდი და შენც ნახავდი, რომ ძალიან ლაღი ვარ. საერთოდ სხვანაირი.

№10 სტუმარი სტუმარი ლილიანა

ჰომ, ბებერი ვარ დდდ თუმცა ყველა კბილი ადგილზეა დდ
მეც ლაღი ვარ ხალხში) ნიღბები არსებობს სხვებს რომ თავი არ მოაბეზრო შენი პრობლემებით)
მოხუცი მაინც გეთქვა. ბებერი რა უბედურებაა დდ უხეშო დდდდდ

№11  offline მოდერი guroo

კიდევ კარგი, რომ ბებრუხანა არ დაგიძახე:დდდ

№12 სტუმარი სტუმარი ლილიანა

guroo
კიდევ კარგი, რომ ბებრუხანა არ დაგიძახე:დდდ

დამიძახე დდ რა პრობლემაა. ეგ ასაკს არ მიცვლის დდ თავსაც არ ვგრძნობ ხანშიშესულად დდ სულ რაღაც 3 წლის წინ გადავცდი ოცს დდდ

№13  offline მოდერი guroo

რა დრო გავიდა. არავინ გამოჩნდა.

№14  offline წევრი ნანა73

დღეს მხოლოდ შენს ისტორიებს ვკითხულობ.
მინდა გკითხო პერსონაჟების სახელებს, ასეთ უცნაურს თვითონ იგონებ თუ გსმენია ისინი? მე არასდროს.
სიუჟეტზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი იმის გარდა, რომ საინტერესოა.
გამეცინა კიდეც პირველ ეპიზოდზე.
დაველოდები პრემიერას და იმედი მაქვს სცენაზე გათამაშებული რეალობად არ იქცევა.
❤️❤️❤️

№15  offline მოდერი guroo

ნანა73

ჰმმ, რა სასიამოვნოა პირველივე წინადადება.
სახელებს თავად ვიგონებ. მომწონს, როგორც ჟღერს. უცნაური და უჩვეულოა, მაგრამ რთულია უგემოვნო უწოდო და ამიტომაც ვბედავ მათ დარქმევას პერსონაჟებისთვის.
დასაწყისი მართლა სასაცილოა. რამდენჯერაც ვკითხულობ, იმდენჯერ მეღიმება.
სიკვდილი უკვე საკმარისად ჩავატიე ამ ისტორიაში და მეტი მსხვერპლი მისთვის არ მემეტება.
მიხარია, რომ საინტერესო გეჩვენათ სიუჟეტი. იმედი მაქვს, ბოლომდე იგივე შთაბეჭდილებები გაგყვებათ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent