შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე , როგორც მე მინდა ! (თავი მეორე)


7-08-2020, 15:01
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 3 382

ანასტასია წყობიდან იყო გამოსული, სახლში წასვლა არ სურდა, არც მეგობრების ნახვის სურვილი ქონდა, ამიტომ ბავშვთა სახლს მიაშურა სადაც პატარა კატო ელოდა, იფიქრა იქ მაინც გადავაყოლებ გულსო, გზად დიდ სავაწრო ცენტრში გაიარა, სათამაშოები და ტკბილეული იყიდა და ბავშვთა სახლში წავიდა.
მართალი იყო კატოსთან შეხვედრამ ყველაფერი დაავიწყდა და განწყობა დაუბრუნა. ბავშვებთან დიდი დრო დაყო , შემდეგ კი ბავშვთა სახლის ხელმძღვანელს შეაკითხა, უკვე დიდი ხანია კატოს ასაყვანად საბუტები ქონდა შეტანილი, თუმცა სიახლე არ იყო.
ქალბატონო ანა, მეც ძალიან მინდა რომ კატო თქვენთან იზრდებოდეს თუმცა რა ვქნათ, პროცედურა გაწერილია, პროცესს კი კიდევ უფრო ის აფერხებს რომ თქვენ ქორწინებაში არ იმყოფებით, ასეთ დროს სრულფასოვან ოჯახებს ენიჭებათ უპირატესობა.
- კი მაგრამ ეს ხომ უსამართლობაა, მე გაცილებით კარგად შემიძლია დედობა გავუწიო ბავშვს ვიდრე სხვებს ვინც რიგში არიან, და ეს ხომ ტქვენც იცით ქალბატონო თამარ.
- ანა , ძვირფასო ხომ იცი როგორ ვარ შენს მხარეს,ყველაფერს ვაკეთებ რაც შემიძლია მაგრამ პროცედურები, კანონი და ეს ორგანიზაციები ისეთი მოქნილები არ არიან როგორც ჩვენ გვინდა.
- გასაგებია, კატოს შაბათ კვირას ისევ წავიყვან უფლებას თუ მომცემთ.
- რა თქმა უნდა ანა.
ანა მაინც მოწყენილი დაბრუნდა სახლში, გამოსავალი არ იყო უნდა დაეცადა. შხაპი გადაივლო და დაიძინა, დილით ადრე კი სამსახურში წავიდა, ლევანის მუქარა გაახსენდა თუმცა რისი ანა იყო მისი მუქარის რომ შეშინებოდა. ისე გააგრძელა ოფისში მუშაობა როგორც არაფერი, 12 ისკენ შეტყობინება მოუვიდა.
- შენსას არ იშლი ანა ?! ძალიან ინანებ!
ანამ ესემესი წაშალა, და გულმა უცნაური ბაგაბუგი დაიწყო.
არ იცოდა რა ექნა, დავითს დაურეკა.
- დავით თქვენთან საუბარი მიდნა, შეიძლება შევხვდეთ >
- რა თქმა უნდა ანა, ლანჩზე გამოგივლით თუ მისაღებია
- მადლობა დავით, დაგელოდებით.

ლანჩამდე დრო საშინლად გაიწელა.
- გამარჯობა დავით, როგორ ხართ ?
- თავად ანა ?
- არამიშავს, რამეს დალევთ ?
- კაპუჩინოს
- სალო კაპუჩინო ორი რა გთხოვ ( დაურეკა ანამ ასისტენტს )
- აბა გისმენ, რამ შეგაწუხა, გაუღიმა სასიამოვნოდ დავითმა
- იცით თხოვნა მაქვს, თქვენი კომპანიის საქმეებზე საკონტაქტო პირი მინდა რომ მხოლოდ თქვენ იყოთ, იქნებ თქვენს პარტნიორებთან საქმე მოაგვაროთ.
- რამე მოხდა?
- ბატონი ლევანი, ჩემთვის მიუღებელ ხერხებს მიმართავს რომ პროექტი ავიღო, არ მინდა უხეშად გამომივიდეს მაგრამ, ის ტიპი არ ვარ მუქარის გამო რამე გავაკეთო, პირიქითაც შეიძება ითქვას, თუ ბატონ ლევანთან მომიხდება ისევ კონტაქტი, მირჩევნია სხვა კონტაქტებიც დავარღვიოთ და შესაბამის ჯარიმას გადავიხდი ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, ძალიან მინდა მშვიდად გავაგრძელო მუშაობა, შეიძლება არც ღირს მისი მუქარისთვის ყურადღების მიქცევა უბრალოდ გაღიზიანებული იყო , მაგრამ არასასიამოვნოა.
- ანა, ბოდიშს გიხდი ამ ვიტარებისთვის, ლევანს დაველაპარაკები და გპირდები მსგავსი გაუგებრობა აღარ მოხდება, გუშინ რთული დღე ქონდა და ნერვებს აყვა . ასე რომ არ იდარდო რა, მაგ საკითხს მოვაგვარებ.
- მადლობა დავით, ვიცოდი რომ შენი იმედი უნდა მქონოდა.
- რას ამბობ, ახლა კი დდაგტოვებ კარგი ? უი მართლა ჩვენი პროექტის დაწყებას როდისთვის შეძლებ, გვირჩევნია დაგელოდოთ და ეს საქმე შენ მოგანდოთ.
- ივლისისთვის გამოვნახავ დროს გპირდები.გაუღიმა ანამ და დაემშვიდობა მამაკაცს.

დავითი გაცეცხლებული დაბრუნდა ოფისში, ძმაკაცზე ბრაზობდა, დაკაკუნების გარეშე შეაჭრა ოთახში, სადაც ლევანს კალთაში მისი ერთ ერთი ნაშა კატერინა ეჯდა,
- დაგვტოვე თავხედურათ უტხრა დავითმა კატერინას( ლევანთან და მის ნაშებთან მოქცევას მხოლოდ ის ბედავდა ხოლმე)
- ცოტა ხნით დაგვტოვე ფისო - გაუმეორა ლევანმა
კატერინამ გაბრაზებული სახით დატოვა ოთახი
- რა მოხდა, არ დააცდი კაცს არაფერს, სიცილით უტხრა ლევანმა, დღეს კარგ ხასიათზე ჩანდა
- შენი მო*მული საქმე მე უნდა ვწმნდო თუ რა თემაა ? ანასტასია კატერინასნაირებში ხო არ გერევა
- რაო ანგელოზმა ზევს მიმართა დამეხმარეო ?
- დაანებე მაგ გოგოს თავი, ივლისში აიღებს პროექტს, და დაელოდე
- არ გინდა რომ შენ შენს ცოლს და საქმეს მიხედო და ანა მე მომანდო ?
- ანა თავისი საქმის პროფესიონალია, ყველაფერს იდეალურად უძღვება, არ მინდა ასეთი კომპანიის დაკარგვა შენი ხუშტურების გამო, შეიგნე რომ არსებობენ ადამიანები ვისაც შენი ფულიც და სტატუსიც კიდიათ, აცადე იმ გოგოს თავისი საქმის კეთება და მშვიდად ცხორვება.
- მისმინე , ცხოვრებაში პირველად ლაწირაკმა 24 წლის გოგომ გაბედა ჩემთან ის რაც გაბედა, ახლა მეუბნები დაელოდეო ? მე სიტყვა ვთქვი განანებთქო, და ვანანებ, უკან წაღებას არ ვაპირებ
- და რას იზამ ?
- დავანახებ რომ ზოგჯერ საჭიროა დააყენოს, თუ არ უნდა რომ ცხოვრება თავზე დაექცეს.
- მოდი მე ვიკონტაქტებ რა ანასთან.
- მისმინე ცოტა არ იყოს გამიტაცა მაგ გოგოსთან თამაშმა, თან ლამაზია, მაინტერესებს სადამდე გაქაჩავს,
- ახლა აშენი თამაშების გამო უფლება მოგცე გოგო აქედან გააქციო
- ჩვენგან რომ გაიქცეს ქვეყნიდან მოუწევს გაქცევა, არამგონია ეგრე ქნას, ყველგან კიდიათ ანაც და მისი ქართული გამოცდილებაც
- აქ კი ცდები, სათაო ოფისი საფრანგეთში აქვს და აქედან უძღვება, აქაურობას დაიკიდებს და წავა
- ხოოო, ჩაფიქრდა ლევანი ? მაშინ იმას მაინც მიხვდება რომ თბილისში ჩემთან არაფერი გაუვა.
- აღიარე რა გინდა ახლა, გევასა და მაგიტომ ვერ აიტანე უარი თუ სუფთა კარიერული აზარტია.
- რამდენიც არ უნდა იწივლოს მაგ შენმა ანამ, ბოლოს ჩემს ლოგინში აღმოჩნდება განაბული შენც ხომ იცი.
- ანა კატერინა ნუ გგონია.
- არ მგონია, ვიცი ქალების ფსიქოლოგია, ჩაიცინა ლევანმა.
- მისმინე , ბევრი ნაშა დადის თბილისში, შეეშვი რა მაგ გოგოს.
- შანსი არაა, სანამ არ მიხვდება ვინ ვარ, არ შევეშვები.
- მისმინე, მაგ გოგოს თუ არ შეეშვები ძმობას გეფიცები არ გაპატიებ, ყველაფერს გაპატიებ, მაგრამ მაგ გოგოს გაუბედურების უფლებას არ მოგცემ, ითამაშე თუ გინდა, მაგრამ ბოლოს არ შეგიყვარდეს ფრთხილად იყავი
- ოჯახმა ძალიან სენტიმენტალური გაგხადა- სიცილით უტხრა ლევანმა. დავითმა კი გაბრაზებულმა დატოვა კაბინეტი.
ლევანმა კატერინას დაურეკა, ჩვენთან ავდივართ საქმის დასასრულებლადო, და მთელი დღე კატერინასთან ლოგინში ნებივრობაშო გაატარა.

დილით კატერინა რომ გაუშვა , მის მეგობარ დეტექტივს ანაზე ინფორმაციის მოძიება სთხოვა და საინტერესო დეტალებიც გაამოარკვია.
- ანუ ბავშვის ასაყვანად აქვს საბუთები შეტანილი
- ხო , მაგრამ გრძელი რთული პროცესია, რამდენადაც მითხრეს რადგან ქორიწნებაში არ არის შანსები ცოტა აქვს, ურთიერთობა კი როგორც ვიცი არ აქვს არავისთან.
- და ბავშვი ?
- ბავშვი კატოა, სამი წლის , საყვარელი ბავშვია, ვნახე და ვეთამაშე, როგორც ჩანს ანაზე გიჟდება.
- გასაგებია ძმა ხარ.

ლევანს მზაკვრულმა გეგმამ გაურბინა თავში. გავლენა და ნაცნობები ყველგან ყავდა, და ბავშვის აყვანას მარტივად მოახერხებდა.
მანამდე კი კატოს უნდა შეცჩვეოდა, ბავშშთა სახლშ დაიწყო საჩუქრებით სიარული და ბავსვებთან თამაში, კატო მართლაც უსაყვარლესი თოჯინასავით ბავშვი აღმოჩნდა, ლევანი მასთან სულაც არ იყოს ის მამაკაცი რომელსაც ანას გამწარება სურდა, არამედ უბრალოდ მზრუნველი ძია იყო, ხვდებოდა რომ ბავშვის მიმართ მიჯაჭვულობაც კი უჩნდებოდა, კატომაც მალე მიიღო ლევანი, მარტივად გამოსდიოდა ლევანს ბავშვებთან კომუნიკაცია, თუმცა საკუთარ ოჯახზე და შვილებზე არასდროს უფიქრია. კატოს შვილად აყვანა მისი გეგმის ნაწილი იყო, თუმცა ხვდებოდა რომ ამ თამაშში ღრმად შეცურა და საქმე მხოლოდ კატოს შვილაად აყვანასა და ანას მიერ საქმის დასრულებაში არ იყო.
სახლში მისული ღრმად ჩაფიქრდა კატოზე და ანაზე, წამით ინანა კიდეც, იქნებ არც ღირდა ამ თამაშიც წამოწყება. იმაში რომ ანა მასთან ყოფნას არ მოისურვებდა რწმუნდებოდა, ხოლო კატო არავისთვის ეთმობოდა. მეორე დღეს კვლავ კატოს მიაკითხა და პატარა ბავშვს ძალიან სერიოზულად კითხა.

- კატო, რას იტყვი რომ შენი მამიკო მე ვიყო ?
- რა მაგარია, მართლა გინდა ჩემი მამიკოობა ? წამოიძახა გახარებულმა ბავშვა და ლევანს კისერზე შემოეხვია
- ძალიან მინდა
- შენ მამიკო და ანა დედიკო ხო ? და თქვენ რომ ერთმანეთს არ იცნობთ ?
- ხო სამწუხაროდ ეგ ვერ ხერხდება, ან მე უნდა ვიყო შენი მამიკო ან ანა შენი დედიკო
- ეგრე არ მინდა
- ანუ ჩემთან არ გინდა ?
- მინდა მაგრამ ანას გარეშე არა
- არჩევანი რომ იყოს ?
- არ გეწყინოს მაგლამ ანი ყველაზე კეთილი და ლამაზია, ძალიან მიყვალს და მაშთან მინდა, ჩლიფინით თქვა ბავშვამ და ლევანს მოშორდა.
- რატომ არის ყველაზე კეთილი, იცი გარეთ რამდენი კეთილი და ლამაზი ქალი დადის.
- ვიცი მაგრამ ანას ალავინ ალ გავს,მე მქოლოდ ის მინდა ლომ ჩემი დედიკო იკოს, თუნდაც მამიკო სულ ალ მკავდეს, მე და ანა ეთად ძალიან კაქათ ვალთ(ტლიკინებდა ბავშვი, რაზეც ლევანი ნელნელა ბრაზდებოდა და ძარღვი ეჭიმებოდა) ბავშვს გადაეხვია და დაემშვიდობა, დრო სჭირდება და მიეჩვევაო ფიქრობდა, კატო ჩემი სვილი გახდება, ანა კი დაამტკიცებს რამდენად მნიშვნელოანია კატო მისთვის და თუ ასე უყვარს ჩემი ცოლი გახდებაო. უკვე პროექტზე არ მიდიოდა საუბარი, ცოლობა სურდა, აზარტმა დიდი რისკი იცის. მის გავლენიან მეგობრებს დაურეკა და ბავშვის აყვანაზე საქმე წამოიწყო.
ანას ყურამდე მალე მიაღწია იმ ამბავმა რომ კატოთი ვიღაც დაინტერესდა და მის აყვანას გეგმავდა, სისხლმა თავში აასხა, ხოლო ის რომ გაიგო რომ ეს ვიღაც ლევანი იყო, კიდევ უფრო გაღიზიანდა, გადაფსიხდა, და განერვიულებული ლევანის ოფისს, მის კაბინეტს მიაშურა, დაუკითხავად შეანგრია კაბინეტის კარი და ყვირილით უთხრა ?
- ასე გინდოდა გენანებინა ? ბავშვით ადამიანით თამაშობ საკუთარი მიზნების მისაღწევად ? არაკაცი და არაადამიანი ხარ, ბიზნესის , პროექტის, ფულის გამო ადამიანებით მანიპულირებ, როგორ ბედავ და იმას ეხები რაც ასე ძვირფასია ჩემთვის, რა გინდა ლევან ? რა გინდათ ?
- ჯერ იქნებ მომსალმებოდი
- ამ ყველაფრის მერე ისევ ირონია - ჩაიცინა ანამ
- თუ დამშვიდდები მხოლოდ მაშინ დაგელაპარაკები.
- მისმინე, ადამიანურად გთხოვ, კატოს დაანებე თავი, და თანახმა ვარ დღესვე მივიდეთ საჯარო რეესტრში და კომპანია უსასყიდლოდ შენ გადმოგიფორმო, აკეთე რა პროექტიც გინდა, როგორც გინდა,
- მე კომპანია არა, სენ მჭირდები- ჩაიღიმა ლევანმა, საოცრად ესიამოვნა ანას ამ მდგომარეობაში დანახვა,
- პროექტს მე კი არა იქაური სტაფი აკეთებს, ვფიქრობ ცემზე უკეთ გამოგივა მართვა.
- კომპანია გადმომიფორმა და ხუთ წლიანი კონტრაქტით დარცები და ჩემთან იმუშავებ- გამომცდელად შეხედა ლევანმა
- და კატოს თავს დაანებებ? _ დაღლილმა უპასუხა ხმაწართმეულმა ანამ_მის გარდა არავინ მყავს
წამით შეეცოდა ლევანს გოგო, თუმცა მაინც საოცრად ტკბებოდა იმ სცენით რომ ახლა კატოს იმას გააკეთებინებდა რაც სურდა, დარწმუნდა რომ ანასთვის კატო მართლაც მნიშვნელოვანი იყო.
- მართლა გჯერა რომ კომპანიის ხელში ჩასაგდებად ამას გავაკეთებდი ?
- აბა რა გინდათ ლევან ? ჩემი გამწარება ?
- კატო მინდა რომ მე გავზარდო, და თუ გსურს ამაში წვლილი შეიტანო შეგიძლია ჩემი ცოლი გახდე, ხოლო თუ ამ თემას არ განიხილავ მაშინ შეგიძლია აქაურობა დატოვო.
- მეხუმრები ? თუ რას აკეთებთ ? ჩემგან რა გინდათ ?
- გითხარი უკვე რაც, ორ დღეს გაძლევ დასაფიქრებლად- კმაყოფილი სახით წამოდგა ლევანი და ოთახი დატოვა.

მოგწონთ ? ღირს გაგრძელევა ?



№1 სტუმარი სტუმარი ელენე

კი გააგრძელე, მომწოონს

 


№2 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგია, ეს ისტორია აქ იბეჭდებოდა? რატომ მეცნობა ასე ძალიან?

 


№3 სტუმარი Mrs.Grey

ადრე ვკითხულობდი ამ ისტორიას როცა იდებოდა.ისე თქვენს ყველა ისტორიაში მამაკაცები უზომოდ ნაბი*ვები არიან და კითხვის დროს ეს იმდენად გამაღიზიანებელია...

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საოცრად ნაბიჭ**** ეს კაცი.. ვერ ვიტან

 


№5 სტუმარი სტუმარი თაკო

Mrs.Grey
ადრე ვკითხულობდი ამ ისტორიას როცა იდებოდა.ისე თქვენს ყველა ისტორიაში მამაკაცები უზომოდ ნაბი*ვები არიან და კითხვის დროს ეს იმდენად გამაღიზიანებელია...

დიახ , მსგავს ისტორიას ვწერდიდ მერე თავი დავანებე და ახლიდან დავიწყე ახლა ისევ

სტუმარი მანანა
ძალიან კარგია, ეს ისტორია აქ იბეჭდებოდა? რატომ მეცნობა ასე ძალიან?

დიახ მსგავსიისტორია იყო ჩემი რომელიც არ დამისრულებია

 


№6  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარი ისტორია გაგრძელე ^ _^

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

მეც მეცნო ისტორია,კი საინტერესოა და უნდა გააგრძელო.

 


№8 სტუმარი sali

რა ნაგავია ეს ბიჭი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent