შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე , როგორც მე მინდა ! ( თავი მესამე)


8-08-2020, 16:38
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 3 501

ანასტასია თავგზააბნეული დაბრუნდა სახლში . გულზე დიდი ტვირთი აწვა , ხვდებოდა და უფრო და უფრო იაზრებდა რომ ლევანს იმაზე დიდი გავლენა ქონდა ვიდრე წარმოედგინა . კატო ერთადერთი მიზეზი იყო რის გამოც საქართველოში ერჩივნა ყოფნა , ფიქრობდა და ვერც იმას იაზრებდა ცოლობა ფიქტიურად მოუწევდა თუ ლევანთან სარეცელის გაყოფაც მოუწევდა. სცადა სიმშვიდე დაებრუნებინა , სხვა გზა რომ არ ქონდა ცალსახა იყო , ამიტომ ბოლოს გადაწყვიტა ლევანთან ქორწილების დეტალები დაეზუსტებინა , დრო არ ითმენდა , თამარამ აცნობა რომ შემდეგ კვირაში კატოს ლევანი წაიყვანდა , ლევანის ნომერი აკრიფა ტელეფონზე ღრმად ამოისუნთქა და მწვანე ღილაკს დააჭირა
- ვერ ვიჯერებ რომ თავად ანასტასია მირეკავს , ირონიულად გაისმა ყურმილს უკან ხმა
- თქვენთან საუბარი მინდა
- სიმართლე გითხრა არც ისე კარგ დროს რეკავ, ლევანმა კატერინა მოიშორა მკერდიდან და ლოგინიდან წამოდგა
- კარგი სხვა დროს ვისაუბროთ , ყურმილის გათიშვა გადაწყვიტა ანასტასიამ როცა ლევანმა შეაჩერა
- ნახევარ საათში გამოგივლი და მზად იყავი .
- კარგით.
- ჩაიცვი და ტაქს გამოგიძახებ , ახლა კატერინას მიუვრუნდა ლევანი
- ბოლო დროს ვეღარ გცნობ ლევან - შეწინააღმდეგება სცადა კატერინამ , გაღიზიანდა ეს სასიამოვნო პროცესი რომ ვიღაც ანასტასიას გამო შეწყვიტეს.
- არც არასდროს მიცნობდი ? ზედმეტი პრეტენზიები ხომ არ გაქვს შენი მდგომარეობისთვის ? უხეშად შეხედა ლევანმა და აბაზანაში გავიდა
ზუსტად ნახევარ საათში ანასტასიას კორპუსთან იდგა.
- ჩამოდი , დაურეკა ანასტასიას მკაცრი ხმით
ანაც განადგურებული სახით ჩამოვიდა, არც მაკიაჟო ქონდა , არც სახეზე ფერი , შავი სარაფანი ეცვა , თმა აკეცილი ქონდა , ასეთ ფორმაშიც კი ძაან ლამაზად გამოიყურებოდა , თუმცა ბრძოლის ნერვი არ შერჩენოდა , ლევანი არ ელოდა ანას ასეთ მდგომარეობაში დანახვას , გოგონასთვის სულერთი იყო რას იფიქრებდა ლევანი , ლევანიც ატყობდა რომ ამ მომენტში მხოლოდ კატო ადარდებდა გოგოს, გულის სიღრმეში სინდისი ქენჯნიდა , თუმცა უკვე იაზრებდა რომ ანა როგორც გოგო ძალიან იზიდავდა და უკან დახევა არ სურდა.
მანქანაში ჩაჯდა
- საღამომშვიდობის
- საღამომშვიდობის
ლევანმა მანქნა დაძრა , ხმა არცერთს ამოუღია , იქვე ახლოს მდებარე მყუდრო კაფეში შევიდნენ და კუთხეში მდგარ ორ კაციან მაგიდას მიუსხდნენ , ლევანმა ორი ყავა და წყალი შეუკვეთა. გადაწყვიტა ირონია დაევიწყებინა რადგან ანას ისედაც ეტყობოდა ტკივილი რასაც განიცდიდა და აღარ სურდა ეს მდგომარეობა გაემძაფრებინა
- გისმენ ანა , სერიოზული სახით კითხა გოგოს
- ანამ თავი დახარა , არ იცოდა როგორ დაეწყო
- არც კი ვიცი რითი დავიწყო
- ფაქტია დიდი დრო არცერთს არ გვაქვს
- დარწმუნებული ვარ რომ კატოს ჩემს გასამწარებლდ იყენებ
- ვაღიარებ თავიდან თვითმიზანი ეგ იყო , თუმცა ახლა მეც ისევე ვარ კატოზე მიჯაჭვული როგორც შენ , ამიტომ ვერ დავუშვებ ეს ბავშვი ჩემგან შორს გაიზარდოს
- შენ ცოლი გეყოლევა ლევან , ბავშვები მომავალში , კატოს გპირდები მაშინ ნახავ როცა მოისირვებ , კომპანიაც იმ პროექტს შეასრულებ რაც დაგჭირდება , უბრალოდ გთხოოვ , ნუ წამართმევ ამ ბავშვს
- და შენ ? შენ არ გეყოლება ქმარი და შვილები
- არა , მე გათხოვებას არ ვაპირებ ,
- თუ ოჯახი არ გინდა მაშინ რა პრობლემაა ჩემი ფიქტიური ცოლობა?
ფიქტიურის გაგონებაზე ანამ ამოისუნთქა , თუმცა მაინც ვერ წარმოედგინა ამ ადამიანთან ცხოვრება
- როდემდე გაგრძელდება ეს ? ოდესღაც ხო დასრულდება ? და კატო ?
- საერთოდ არ ვაპირებ ოჯახის შექმნას , შესაბამისად პრობლემა არაა - გაიღიმა ლევანმა
- აბსურდია ... მთელი ცხოვრება ფიზიკურად ვერ ვიქნებით ერთად
- ეგ არც მიგულისხმია , ბავშვი რომ წამოიზრდება თავად გადაწყვეტს ვისთან ენდომება
- ყველაფერი გასაგებია ... სხვა გზას არ მიტოვებ ?
- კატო ჩემთან იქნება , ეს ცალსახაა ... და შენ გინდა მასთან ყოფნა თუ არა ეგ არ ვიცი ? შანსს გაძლევ იდეალურს რომ გამოიყენო
- იდეალურ შანს ... ნერვიულად ჩაიცინა ანამ
- მისმინე ერთმანეთის პირადი არ შეგვეხება არანაირად , მხოლოდ ფიქტიურ ცოლქმრობაზეა საუბარი ...
- გასაგებია
- ხო ერთი დეტალი , ვფიქრობ ამის თქმა არც არის საჭირო , საზოგადოებისთვის რადგან ჩემი ცოლი იქნები , ჩემი სახელის შელახვის უფლებას არ მოგცემ
- ეგ უკვე პირადში ჩარევაა
- რაც გინდა ის აკეთე , ისე რომ არც მე შევწუხდე და არც ხალხმა გაიგოს, ( ისედაც იცოდა ლევანმა რომ ამ ნათქვამით ანას ყოველგვარ პირად ცხოვრებას უკრძალავდა.
- სხვა გზა რადგან არ მაქვს
- სხვა გზა ყოველთვის არის , კატოს თავი შეგიძლია დაანებო
- თანახმა ვარ, დააიგნორა ლევანის სიტყვები ანამ.
მაშინ ძალიან კარგი , რაც მალე მოვაწერთ ხელს და ჩემთან გადმოხვალ მით უკეთესი , მთელი სიმკაცრით უთხრა ანას და სახლის გასაღები მისცა , შეგიძლია ჩემთან გადმობარგდე ხვალიდანვე , მე ხვალ სახლში არ ვიქნები.

მეორე დღეს ანამ ნივთების შეგროვება დაიწყო , ლევანის სახლში მისულმა სახლი დაათვალიერა და თავისუფალ საძინებელში თავისი ნივთები დაალაგა.
იმ ღამეს ლევანთან არ დარჩენილა , სახლში მოსულ ლევანს კი ანას არ დახვედრა არ ესიამოვნა. ნივთები მის ოთახში არ დახვდა , შემდეგ კი სტუმრების ოთახი შეამოწმა და ჩაეცინა . შემდეგ სახლიდან გამოვიდა , მანქანა დაძრა და ანას კორპუსთან დააპარკინგა , ანას ბინაში ავიდა და კარზე დააზარა , რამდენიმე წუთში კარი ნამძინარევმა ანამ გააღო , ლევანის დანახვამ გააკვირვა თუმცა გვერთით გაიწია და შიგნით შემოუშვა ...
ლევანი მისაღებში შევიდა თითქოს საკუთარ სახლში და სავარძელზე ჩამოჯდა ,
- ყავას დავლევ ... მშვიდად უთზრა ანას , გოგო სულაც არ იყო მასთან კამათის ხასიათზე , მთავარი ბრძოლა ლევანმა მოიგო ისედაც და ახლა ჭიქა ყავის მომზადება არ მომზადებას რა მნიშვნელობა ქონდა ,ხმაგაუცემლად ყავა მოამზადა და ლევანს დაუდგა , ანას ასეთი სიმშვიდე და მორჩილება კი ძალიან ეუცნაურა ლევანს
- სანამ ყავას ვსვამ ჩაიცვი , მივდივართ ?
- სად ? გაუკვირდა ანას
- ჩემთან
- იქნებ ბოლოჯერ მაინც მაცადო ჩემს სახლში ყოფნა
- მე ასე მინდა
- გასაგებია , ჩაიცინა ანამ და საძინებლისკენ დაიძრა, ორ წუთში კაბა გადაიცვა და მისაღებში გამოვიდა და ჩამოჯდა
- მე მზად ვარ
- წავედით წამოდგა ლევანი და ანაც გაყვა

სახლში მივიდნენ ,
- ხვალ შენს ნივთებს ჩემს ოთახში გადმოიტან
- ვერ გავიგე ? გაბრაზდა ანა , ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ
- სოცმუშაკი რომ შემოწმებაზე მოვა არ მინდა რამე იეჭვოს , სადაც გინდა იქ დაიძინე , ნივთები ერთ ოთახში უნდა გვქონდეს
- გასაგებია , ჩაილუღლუღა დაღლილმა ანამ
- სულ ეს იყო... თქვა ლევანმა და იქვე სავარძელზე მოკალათდა , რამეს ხომ არ დალევ ? კითხა ანას
- არა , დავიძინებ .
ანა საძინებელში ავიდა თუმცა უცხო სახლსა და ოთახში ძილი არ გაეკარა. აივანზე გავიდა და იქ მოკალათდა. დიდ ხანს უყურა ცას და ბევრ რამეზე ფიქრობდა . მერე იქვე ჩაეძინა.
მეორე დღეს ნივთევი ლევანთან გადაიტანა , მოუთმენლად ელოდა იმ დღეს კატოს რომ წამოიყვანდნენ , აამ დღეების განმავლობაში განადგურებული სახით იყო , თუმცა კატოს გამოსაყვანად ისე გამოეწყო როგორც სჩვეოდა , არ სურდა ბავშვს ცუდ ვიდზე ენახა, უნდოდა კატოსთვის ყოველთვის ძლიერი ანა და დედა ყოფილიყო. საოცრად უბრწყინავდა თვალები მიუხედავად ყველაფრისა , ახლა კატოს გვერდიდან არ მოიშორებდა, ყველაზე მზრუნველი დედა იქნებოდა დედამიწის ზუგრზე , ამაში კი დარმუნებული იყო , ლევანს გაუხარდა ანას ასეთ ვიდზე დანახვა , ეამაყებოდა რომ ახლა მისი ცოლის ამპულაში იყო ეს ქალი.
მანქანის კარი თავად გამოუღო და საჭესთნ კმაყოფილი სახით იყო , ანა კი ცდილობდა ცუდზე არ ეფიქრა , ასე წარსგნენ ბავშვთა სახლის ეზოსთან და კატოს ახარეს რომ მათი მშობლები იქნებოდნენ , ბავშვის ნივთები მზად იყო , ლევანმა თამარს გამოართვა და საბარგულში მოამზადა შემდეგ ბავშვი ანას გამოართვა და თავად მიიყვანა ხელით მანქანამდე ,ყველაფერთან ერთად ახლა ანას მასთან ბავშვის სიყვარული უნდა გაეყო , თუმცა კატოს ქცევებში იმხელა სიხარული იგრძნობოდა ვერ იაზრებსა რომ ეს რეალობა იყო , ლევანი კატოსთან ქცევებში აღარ გავდა იმ კაცს რომელიც ანას ემუქრებოდა , კატოსთან უაზროდ მოსიყვარულე მამა იყო.
სახლში დაბრუნებულებმა კატოს აარჩევინეს ოთახი როგორი ერჩივნა , ბავშვმა ბევრი იყოყმანა , ყველაფერი მოსწონდა ბოლოს კი ანას მიანდო ეს საქმე . ბავშვის ოთახის და ნივთების ასარჩევად წასულ ანას ლევანი არ შორდებოდა და გულწრფელად იყო ჩართული ყველაფერში რაც კი კატოს ეხებოდა , მათ შორის ძიძის არჩევას . თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა , ბავშვს ერთად აქცევსნენ ყურადღებას , თუმცა ბავშვის მიღმა ორივე საოცრად ცივი იყო ერთმანეთის მიმართ , ლევანს დღითიდღე მოსწონდა ანას და მის მიმართ დღითიდღე ამკაცრებდა და აცივებდა მის ქცევებს , არ სურდა ქალს მისგან სითბო ეგრძნო.
მათ ქორწინებას დიდი აჟიოტაჟი მოყვა , თუმცა ლევანის დამსახურებით ჩაცხრა ყველაფერი .
დიდ დროს უთმობდნენ ბავშვს , კატო კი მიუხედავად მისი ძალიან პატარა ასაკისა ხვდებოდა რომ დედას მამა ძალიან არ მოსწონდა და მასთან მხოლოდ კატოს გამო იყო . პატარა შიგადაშიგ განიცდიდა ამ ყველაფერს , თუმცა არ იმჩნევდა , აგენტების შემოწმება წარმატებით გაიარეს ,
ლევანი კვლავ კატერინას ხვდებიდა , და ანამ რამდენჯერმე ნახა ისინი ბარ რესტორანში თუმცა არ იმჩნევდა და ზიზღის გრძნობა უმძაფრდებოდა , ლევანს კი ის აგიჟდებდა რომ გგოგო ასეთი ინდიფერენტული იყო მის მიმართ.
ანას კომპანიას ახალი კლიენტები გამოუჩნდნენ , ამერიკიდან ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენი დაბრუნდა , რომელიც საქმეში ლევანთანაც გადაიკვეთა და რამდენჯერმე კატერინაზთან ერთად იხილა , იმის გაგებამ კი რომ ანა მისი ცოლი იყო დააბნია , მიხვდა რაღაც როგზე ვერ იყო და დეტექტივები აიყვანა მათი ურთიერთობის გასარკვევად , მალე ყველაფერი გაიგო და გადაწყვიტა აანასთვის ებრძოლა . ლევანს არ გამოპარვოა ირაკლის ასეთი დაინტერესება მხედველობიდან რამაც ძალიან გააღიზიანა , ანა საოცრად თბილი იყო ზოგადად ყველას მიმართ , და არც ირაკლი იყო გამონაკლისი რასაც ლევანი ვერ იტანდა , აქამდე ეჭვიანობის მიზეზი არ გასჩენია თუმცა ახლა , უნდოდა თუ არა მისაუნებურად დაიწყო ანას კონტროლი.
ანას ტელეფონი შეხვედრის დროს აწრიალდა
ანამ მაგიდა დატოვა და ტელეფონი ანერვიულებულმა აიღო
- მშვიდობაა ? ბავშვს რამე ხომ არ დაემართა ?
- სად ხარ ? მკაცრი ტონი მოისმა ყურმილიდან
- ლევან მშვიდობაა მეთქი ? ხმა გაამკაცრა ანამაც
- მიპასუხე სად ხარ , იყვირა გაბრაზებულმა ლევანმა რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტმა ანას და ირაკლის ფოტო გაუგზავნა
- შეხვედრაზე ვარ
- მისამართი ჩამიგდე
- შენ რა გარეკე თუ ნასვამი ხარ ? გაბრაზდა ანა და ტელეფონი გათიშა.
ლევანმა ვისკი მოსვა და სცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა , ყოველ ხუთ წუთში საათს დაყურებდა და კარისკენ იყურებოდა , ანას დაბრუნებას ელოდა , უკვე ღამის ორი საათი იყო დაწყებული , როცა ანამ დაღლილი სახით შემოაღო კარი, ფეხზე გაიხადა და სამზარეულოსკენ გაემართა წყლის დასალევად , მაცივრიდან შემობრუნებულს , სამზარეულოს შესაასვლელში აყუდებული , ვისკის ჭიქით ხელში , სპორტულებში გამოწყობილი , მკაცრი მზერით დახვდა ლევანი
- ანამ ყურადღება არ მიაქცია ამ მზერას და გასვლა სცადა , როცა ლევანმა კედელთან ააკრო
- სად იყავი ? მკაცრად ჩააჩერდა გოგოს თვალებში , ერთმანეთის პირისპირ ასე ახლოს პირველად იდგნენ
- შეხვედრაზე
- ირაკლისგან არანაირ პროექტზ არ აიღებ
- ეგ უკვე შენ არ გეხება
- ძალიან ცდები . გითხარი რაც გინდა აკეთე , ოღონდ ჩემს სახელს არ შეეხოს მეთქი
- შენს სახელს არ ვეხები ლევან
- ხალხმა იცის რომ ჩემი ცოლი ხარ , და სხვა კაცებთან ასე კეკლუცის უფლეებას არ მოქცემ , ფოტო ააფარა ლევანმა
- არავისთან ვკეკლუცობ , ასეც რომ იყოს თავისუფალი ქალი ვარ მკაცრად უპასუხა ანამ
- სანამ ჩემი ცოლი გქვია , შენს გვერდით ვერცერთი სხვა მამაკაცი ვერ გაივლის , თუ კაცი გინდა .? ირონიით შეხედა ლევანმა , თუ ვინმემ გინდა გაგჟიმოს , სხვა მოძებნე და არა ირაკლი , თან ისიც ისეთი რომ მე ვერ გავიგო .
- ლევან ჩემი პირადი შენ არანაირად არ გეხება , გამატარე
ლევანს ჩაეცინა , გოგოსთან უფრო ახლოს მიიწია
- იცი გადავიფიქრე , სანამ ჩემი ცოლი გქვია , გიკრძალავ კაცთან მიახლოებას , გასაგებია ?
ანასტასიას ხმა არ ამოუღია , ისე მოიშორა ლევანი თავიდან და საძინებლისკებ გაეშურა.



№1  offline წევრი Ανάξιος

კარგია .. ახალ თავს ველოდები <3

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

მომწონს ძალიან

 


№3 სტუმარი ანუ

ასეთი დამპალი და ჩამოუყალიბებელი როგორაა ეს კაცი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent