მგლის გული(8-შავ-თეთრი სამყარო)
სანამ დავიწყებ რაღაც მინდა ვთქვა ^^ ანუ ვინც ფეისბუქის საშუალებით მიწერს კომენტარებს ,ბოდიში რომ ვერ გპასუხობთ ^^ უბრალოდ მინდოდა მეთქვა ,რომ არ გეგონოთ გაიგნორებთ ან რამე ასეთი <3 (დავიწყოთ! ) -დანიელი შეგიყვარდა. მის სახეზე ღიმილი გამოჩნდა,მე კი ენა ჩამივარდა და გადამეყლაპა! გული ამიჩქარდა,ვერ მოვძებნე სიტყვები ,რომლითაც ამ აზრს ვუარყობდი,ამან კი უარეს პანიკაში ჩამაგდო ,რადგან გამიჩნდა კითხვა თუ რატომ? რატომ ვერ ვუარყობ ამას,ნუთუ შესაძლებელია ეს? დავიბენი...თან ისე რომ კარგახანს დავმუნჯდი და კევინს აღარაფერი არ ვუპასუხე...მადლობა ღმერთს კევინი ამან მიახვედრა რომ სჯობდა თემა შეეცვალა! -ისე აქ რას აკეთებ? კი თემმა შეცვალა ,მაგრამ უარეს საგონებელში ჩამაგდო,რადგან რატომღაც ვერ გადამეწყვიტა მეთქვა თუ არა ვინ იდგა ამ არეულობის უკან...კი ელი ნამდვილად არანორმალურია,თან ცოტახნის უკან მგონი ჩემს გასაჩუმებლად მოკვლასაც მიპირებდა,მაგრამ რატომღაც მაინც ვფიქრობ რომ ისიც მახვერპლია,მსხვერპლია მომხდარის. შურისძიებამ და ტკივილმა დააბრმავა და გააბოროტა! კი ვეტყვი კევინს რომ ამის უკან ელი დგას,მაგრამ რა მოელის შემდეგ მას? -კევინ...რაღაც უნდა გკითხო. -გისმენ ? თქვა და იქვე ჩამოჯდა. -როგორ სჯით მოღაალატებს? ეს კითხვა რომ დავსვი გაუკვირდა,რა თქმა უნდა...უადგილო და უცნაური კითხვა იყო,მაგრამ ცნობისმოყვარეობა მკლავდა. -რატომ მეკითხები? -მაინტერესებს. -რა მოხდა? -არაფერი...უბრალოდ დამაინტერესა... -უცნაურად ლაპარაკობ. უეცრად შუბლი შეკრა ,რაზეც მივხვდი რა აზრამდე მიდიოდა და მოვტვინე რა უნდა მექნა! -კევინ! არც გაიფიქრო რომ რაიმე წვლილი მიმიძღვის ამაში! უეცრად აღელვებულმა წამოვიძახე,რაზეც ცოტახანს კიდევ იგივე სახით მიყურებდა,სანამ არ გაეცინა და არ მიპასუხა. -რა თქმა უნდა არა კატერინა,არც გამიფიქრია. მითხრა თბილი ღიმილით,რაზეც თავს დავაძალე და იგივეთი ვუპასუხე,მანამ უეცრად პირი არ გააღო და ეს არ მითხრა. -მოღაალატებს კლავენ...ამას კი ყოველთვის ტობიასი ან ოლივერი აკეთებენ,თანაც დიდი სიამოვნებით. უხერხული ღიმილით თქვა,თითქოს თან რაღაცას იხსენებსო. ცოტახანს დადუმდა კიდევ ამის შემდეგ,რაზეც საერთოდ დავიბენი და სანამ არ დავუძახე ვერ გამოვაფხიზლე. -კევინ! -მაპატიე ჩავფიქრდი. -არაუშავრს...მართლაც იმდენი საფიქრალია,მითუმეტეს ახლა. ბოლო სიტყვებზე თავი ჩავხარე,რადგან მართლაც გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით. -კევინ...დარწმუნებული ხარ რომ დანიელი დაბრუნდება? მშვიდად ვკითხე,მაგრამ ამ წამს შინაგანად სულ არ ვიყავი მშვიდად. -დანიელი არასდროს არ ტეხს პირობას...მითუმეტეს როდესაც ეცოდინება რომ აქ თქვენ ხართ,მისი ოჯახი,ის მთებსაც კი გადადგავს და დაბრუნდება...ალბათ შენ მართლა არ იცნობ დანიელს. ის ძლიერი კაცია! კლდესავითაა,უდრეკია. ისეთი ღიმილით იძახდა,აშკარად ჩანდა მის ხმაშიც კი რამხელა პატივს სცემდა მას,არამარტო ის დარწმუნებული ვარ ყოველი მათგანი ასეა განწყობილი მის მიმართ. -კი მაგრამ ის გოგ- გამაწყვეტინა...თან როგორ....შემეშინდა უეცრად,მისი ნაქვთები დაიძაბა,ძარღვები დაეჭიმა ,თვალის კაკლები გაუფართოვდა...ზიზღი ამოიკითხებოდა მთლიანად მის სახეზე. -არც კი ახსენო ის. მხოლოდ “ის" აი ასე მოიხსენია . ვინნა ის გოგო ასეთი? არ ვიცი,მაგრამ არ მაქვს საერთოდ სურვილი რომ მას როდესმე შევხვდე ან გადავეყარო. 1 საათის შემდეგ: მე და კევინი დიდხანს ვსაუბრობდით,უმეტეს წილად იმაზე თუ რა როგორ იქნებოდა მომავალში,რა უნდა მექნა,როგორ ვიქნებოდი იქამდე სანამ დანიელი გამოჩნდებოდა ,ან ვისთან ერთად. მან ცოტაოდენი მომიყვა ეგრედწოდებულ მაქცია ჩარლიზე ,რომელიც მფარველობას გამიწევს სანამ დანიელი დაბრუნდება. ნუ იმის მიუხედავად რომ დიდად მხიარული და მეგობრული პიროვნება ჩანს,მაინც მეშინია სრულიად უცხო ადამიანი გვერდით ამდენი დროის გატარება! ნუ პლიუს ამას ისიც ემატება რომ ის ადამიანიც არაა,ის მაქციააა! მე კი ამ დროის მანძილზე იმაში დავრწმუნდი რომ მაქციები უკონტროლოები არიან ხანდახან და ადვილად ბრაზდებიან,შემდეგ კი მხეცები ხდებიან! მილიონი ვარაუდი ამომიტივდივდა იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში ,მაგრამ ეს უბრალოდ მეტად ამძიმებდა მიღებულ ფაქტს რაც მელოდა,ასე რომ ამაზე ფიქრი სასწრაფით შევწყვიტე! -კევინ ყველაფერი გავიგე,მაგრამ რატომ გგონიათ ან შენ ან დანიელს, რომ ჩარლი გვერდით უსაფრთხოდ ვიქნები და ის გოგო ვერ მომაგნებს. ანუ რატომ არ შეიძლება ეს შენ იყო, ან თუნდაც სხვა ვინმე,რატომ მაინც და მაინც ჩარლი? -აჰამ...ნუ რთული ასახსნელიაა,როგორ აგიხსნა არც კი ვიცი,გრძელი ამბავია . -გთხოვ...ჯერ ხომ მაინც ჩარლის ველოდებით,დრო გვაქვს! -არ ვიცი ღირს თუ არა ამის თქმა..ცოტა მეუხერხულება,ეს რთული ასახსნელია. -კევინ! -კარგი ,კარგი ხო ! მოგიყვები...უბრალოდ ასე ნუ მიყურებ,მგონია რომ რაღაც დავაშავე. -გისმენ. ცოტა გამეეღიმა მის პასუხზე . -მოკლედ არ ვიცი საიდან დავიწყო ,მაგრამ ერთს გეტყვი მხოლოდ ,რომ კაჰალიას ჩემზე და რამდენიმეზე კიდევ დიდი ზეგავლენა აქვს. მასზე მივიჯაჭვეთ ,მგლის გული კი ზედმეტად უკონტროლოა ,როდესაც უყვარდება. ის მასზე ხდება დამოკიდებული,სიყვარული მას მართავს. -რას გულისხმობ? -არ ვიცი ...ღირს ამის თქმა? მცხვენია ეს რომ მახსენდება,თავს უსუსურად ვგრძნობ. მართლა ეტყობოდა სახეზე რომ თავს კარგად არ გრძნობდა,ამიტომ დამშვიდების მიზნით მხარზე დავადე ხელი ,რაზეც შევატყე რომ ცოტა მოდუნდა და მიპასუხა. -როდესაც მან ის...ის- სიტყვებსაც ვერ აბავდა ერთმანეთს...მე კი ვხვდებოდი რატომაც! რადგან ეტირებოდა. -ჩვენი ბრალია რომ მოკლა...ჩვენ უნდა გვცოდნოდა,ვერ დავიცავით. მან მოგვაჯადოვა და დაგვაბრმავა. -კაჰალიაზე იძახი? რას გულისხმობ? -მოკლედ...ის ...ის....არც ვიცი როგორ ,მაგრამ ყველას თვალში იდეალური ქალი იყო ადრე. მიმზიდველი,ლამაზი,ელეგანტური, ჭკვიანი ,ძლიერი და დამოუკიდებელი.. -კევინ...გიყვარდა? ეს რომ ვიკითხე კევინმა გაფართოვებული თვალებით შემომხედა,რაზეც ხელი ვუშვი. ალბათ არ უნდა მეთქვა ასე გაუცნობიერებლად. -მაპატიე.. -არაუშავრს,უბრალოდ მიჭირს იმის აღიარება რომ....რომ...მე...მე...ის...მართლა .... ვერ იძახდა ამას. -კარგი არ გინდა დასრულება! არა საჭირო კევინ,მივხვდი და თუ ასე გიჭირს გთხოვ თავს ნუ გაიწვალებ. -კატერინა,ის სწორედ იმ აკრძალული ვაშლივით იყო ,რომელიც ყველამ იცოდა რომ აკრძალული იყო,მაგრამ მაინც უნდოდათ მისი გასინჯვა,მაინც იხიბლებოდნენ მისით. -კიდევ ვინ? -ტობიასი...ოლივერი...და...და... -შენ. მხოლოდ თავი დამიქნია,რაზეც გული დამეწვა...მე ხომ ვხედავდი როგორ უჭირდა მას. ვხედავდი და მეც მტკიოდა,რადგან მართლაც ბევრი გამოიარეს მათ! ახლა მესმის რატო იყო ოლივერი მის მიმართ ასეთი აგრეესით განწყობილი,როდესაც ჩემმი მოკვლა სცადა. მან თქვა რომ მისი სუნი მქონდა,მას მისი სუნიც კი აღიზიანებს,მის სურნელსაც კი ვერ იტანს,ესეც კი სიძულვილს იწვევს მასში. -ეს დანიელმა იცოდა? მხოლოდ ეს კითხვა დავსი ,რაზეც თავი გააქნია უარის ნიშნად. რა თქმა უნდა არ იცოდა,მასაც ხომ კაჰალია უყვარდა! კაჰალიამ კი დანიელი აირჩია. -კარგი გვეყოს ამაზე საუბარი...მადლობელი ვარ იმაზეც კი რისი თქმაც შეძელი . რომ მივხვდი რომ უკვე ზედმეტად ღრმად ჩავეძიე და ეს კევუნს ცუდ განწყობაზე აყენებდა გავჩერდი,რადგან სულ არ მინდა მოწყენილი ვნახო. -კარგი,მაგრამ ჯერ იმას დამპირდი რომ ამას არავის არ ეტყვი,ანუ იმის შესახებ რაც დღეს გიამბე. -რა თქმა უნდა არა კევინ,ეს რატომ უნდა გავაკეთო? -მადლობა კატერინა. -მადლობა შენ..მართლა ძაალიან კარგი ადამიანი....ნუ...ადამიან-მგელი ხარ. ბოლო სიტყვები პატარა სიცილით დავასრულე,რაზეც მისი გაცინება შევძელი! მკრთალად,მაგრამ ესეც საკმარისი იყო რომ ჩემს სახეს ღიმილი გადაჰფენოდა. სულ ცოტახანს ვიყავით კიდევ ასე ,მანამ კევინს ტელეფონზე არ დაურეკეს. არც მიკითხავს ვინ იყო,რადგან ეს ისედაც ცხადი იყო. ეს ჩარლი იყო...ადამიანი ,რომელსაც გავყვებოდი გაურკვეველი დროით იქამდე სანამ დანიელი არ დაბრუნდებოდა. მეშინოდა,ვნერვიულობდი, ვდარდობდი,მაგრამ მაინც ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა და იმედი არ დამეკარგა...ყველაფერი კარგად იქნება! კევინმა მითხრა რომ არაფერი არ მჭირდება და ისე გამიყვანა სასახლიდან რომ ჩემმი ერთი ნივთიც არ ამიღია,მაგრამ ამაზე მეტად მე იმაზე უფრო ვიყავი დაკვირვებული რომ სასახლე ცარიელი იყო ,ანუ ის არ იყო იქ..ელი.........ნეტავი სად წავიდა? გაიქცა? ნელა მივუყვებოდით მანქანას ,რომელთანაც საშუალო სიმაღლის ბიჭი იყო მიყუდებული. ჯერ სახე არ უჩანდა ,რადგან თავი ჰქონდა ჩახრილი,მაგრამ მალევე ამოწია თავი და მეც დავინახე როგორი იყო....რა ვთქვა? მონაყოლთან შედარებით უფრო მკაცრი ჩანს,მაგრამ არაუშავრს..ეს ხომ პირველი შთაბეჭდილება. -კევინ...სახლი ვნახე ,მაგრამ ძაალიან შორსა აქედან,დიდი გზის გავლაა სააჭირო. ამ სიტყვებით შეგვეგება...ნუ კევინს შეეგება ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს. -არუშავრს,მთავარია შორს იყოს საკმარისად რომ მან ვერ მოგაგნოთ. -ვერ მოგვაგნებს..მას არანაირი ზეგავლენა არ აქვს ჩემზე და ვერანაირი ტრიუკი ვერ უშველის! -ხო სწორედ ამიტომ აგირჩია ალბათ დანიელმა. -ჩემმი იმედი გქონდეთ ,ორივეს გავუფრთხილდები! და აი ამ წამს გამომხედა ეს სიტყვები რომ წარმოთქვა და გაამიღიმა,რაზეც ვიგრძენი რომ მისი ნდობა შეიძლებოდა და კევინის ყოველი სიტყვა მასზე სიმართლე იყო. შემიძლია მის გვერდით უსაფრთხოდ ვიყო სანამ დანიელი დაბრუბდება...ვნახოთ მოვლენები როგორ გაანვითარდება. კევინმა მითხრა რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი,რათა რაღაც რაღაცები მარტოებს გაერკვიათ. ნუ მეც თავისთავად დავუჯერე რაც მითხრა და მანქანაში ჩავჯექი,შემდეგ კი ფანჯრიდან დავუწყე ყურება კევინის და ჩარლის საუბარს..მათი არ მესმოდა, მაგრამ ვხედავდი რომ მშვიდად საუბრობდნენ. მე კი ინტერესით ვაკვირდებოდი ,რა არის ის ,რაზეც ასე მშვიდად ლაპარაკობენ? რას განიხილავენ? აი ორიოდე წამში წამოვიდნენ კიდეც მანქანისაკენ,რაზეც სასწრაფოთ მოვშორდი ფანჯარას! არ მინდოდა დავენახე რომელიმეს თუ როგორ ვაკვირდებოდი და ვუთვალთვალებდი შორიდან...ეს ცოტა უხერხულია. კევინმა მანქანის კარი გააღო და უბრალოდ თავი შემოყო,იმის მიუხედავად რომ მისი სიმაღლე ამის დიდ საშუალებას არ აძლევდა და არაკომფორტულად იყო ვატყობდი ,მაინც მიღიმოდა . -აბა დროა წახვიდე...დავილაპარაკეთ მე და კევინმა იმაზე თუ რისი გააკეთება მოუწევს მას შენს გვერდით...მჯერა რომ კარგად იქნები კატერინა,გთხოვ შენს თავს და ბავშვს გაუფრთხილდი და არ დაგავიწყდეს რომ აქ მეგობრები გყავს. ეს რომ მითხრა პატარაზე გამეცინა ,რადგან არავინ არა იმ სასახლეში ვისაც მეგობრად ვთვლი, ნუ მისი,ლუის და ტობიასის გარდა ! ჩემს გამომეტყველებაზე ის მიხვდა თავის ნათქვამს და სიცილით მიამატა. -ნუ მეგობრები თუ არა მხოლოდ ერთი მაინც ხო გყავს..მე .....არა? მორცხვად მკითხა ,რაზეც მეტად გამეცინა. ისეთი საყვარელია! -კევინ რა თქმა უნდა,რატომ სვავ ამ კითხვას? ხომ იცი რომ ახლა შენს გვერდით არ ვიქნებოდი ეს რომ ასე არ იყოს...მხოლოდ შენ გენდობი ამ მომენტში. დავასრულე სიტყვები ცოტა სევდით სავსე ხმით,რაზეც კევინმა თავზე გადამისვა ხელი,ისე რომ სულ ამეწეწა და დამემუხტა კიდეც მგონი თმა. -ნუ დრამატიკოსობ ,ყველაფერი კარგად იქნება გპირდები,მალე შენთვითონვე მიხვდები რომ ამად ღირდა...ეს ხომ სიყვარულ- ამის გააგება და გააზრება იყო და სასწრაფოთ შევაწყვეტინე და არც დავასრულებინე! -კევინ! გეყოფა! ის დანიელს გულისხმობდა და სახეზეც ეტყობოდა რომ დამცინოდა . -კარგი ხო ეს ერთხელ გეყოს,ისედაც მომავალში იმდენჯერ განმეორდება ეს,ცოდო ხარ! -ანუ მთელი ცხოვრება უნდა დამცინო? სიცილით ვკითხე და მეც ვერ ვიჯერებდი რომ ასეთ სიტუაციაშიც კი გაამაცინა..ის მართლაც განსაკუთრებული მეგობარია და იმ ერთეულებში შედის ,რომელსაც ნებისმიერი ისურვებდა გვერდში. -კარგი მორჩით ახლა! კევინ მოშორდი კატის და სასახლეში დაბრუნდი ,შეკრებაა 4-ზე არ დაგავიწყდეს! რა შეკრება? -კატის? ეს კატერინას დაუძახე კატი? მთავარს თავი აარიდა და ეს იკითხა კევინმა პატარა სიცილით,რაზეც მომღიმარმა ჩარლიმ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. -ვერ ვიჯერებ რომ ასეთი საშინელი სახელი შეურჩიე. იმედგაცრუებულმა გააქნია თავი კევინმა,თან პატარა სიცილიც მიამატა ამას,რაზეც ჩარლიმ უბრალოდ კევინი რასაც ქვია ძალით მოაცილა მანქანას და ხელის კვრით მიუთითა სასახლისაკენ ,რაზეც კევინმა ჩემსკენ გამოიხედა და თბილი ღიმილით დაამიქნია ხელი...მეც იგივე გავაკეთე და ცოტა არ იყოს მოვიწყინე ,მითუმეტეს მაშინ ,როდესაც ზურგი მაქცია და წავიდა. ჩარლი მანქანაში ჩაჯდა თუ არა ეს მითხრა.. -მას არ უყვარს დამშვიდობება და ამგვარად დღეს ვერ მორჩებოდით ამ საუბარს. ღიმილით მითხრა და გასაღები გაადატრიალა,მეც მკრთალად გავუღიმე. -აბა წავედით! წინ დიდი გზა გვაქვს კატი! მითხრა თბილი ღიმილით და გაზს მიაჭირა ფეხი ,რის შედეგათაც მანქანა დაიძრა და ჩვენც გავუყევით დაუსრულებლად დიდ გზას,ვინ იცის რამხელას. 1 საათში ჩამეძინა და რომ არა ჩარლი, ალბათ არც გავიღვიძებდი დიდხანს. -კატი მაპატიე რომ გაღვიძებ !უბრალოდ რაღაცები რაც გვჭირდება უნდა ვიყიდოთ ,სხვაგან ვეღარ გავაჩერებთ ამის იქით სულ ტყეა. მითხრა ღიმილით,რაზეც ჯერ კიდევ მძინარემ თავი დავუქნიე და წამოდგომა დავიწყე. -მაპატიე რომ ასე მოგიწია,უბრალოდ მანქანაშიც კი ვერ დაგტოვებ მარტო ,თუნდაც რამდენიმე წუთით. იგივე ღიმილით მითხრა, რაზეც მივხვდი რას გულისხმობდა და ღიმილით დავუქნიე თავი. მარკეტში საჭმელი და რაღაც პატარ-პატარა საჭირო ნივთები შეევიძინეთ. ჩარლიმ არაფერზე არ მითხრა უარი და პლიუს ამას ბევრი ტკბილეულიც ვიყიდეთ...ეს ორსულობა! შემდეგ რატომღაც ინდაურის კვერცხი მომინდა,არ ვიცი რატომ...არც გამისინჯავს,უბრალოდ მომინდა! მინდოდა ეს მეთქვა ,მაგრამ ვიცოდი ჩარლი დამცინებდა ასე რომ პირი მოვხურე და არაფერი არ ვთქვი. მაღაზიაში ამ ყველაფრის სააყიდლად ნახევარ საათამდე დაგვჭირდა,რადგან ბევრი რაღაც ვიყიდეთ და თან არჩევასაც დრო დასჭირდა. ჩარლის არ უნდოდა რამე გამორჩენოდა ,რადგან გზაში სხვაგან მარკეტს ვერ ვნახავთ ,გზა კი დიდია ! დატვირთულები გამოვედით,ნუ უფრო ჩარლი გამოვიდა და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ,რომლებიც მოგვეხმარნენ და მანქანაშიც კი ჩაგვაწყობინეს ყველაფერი . -ვუჰ! ესეც ასე,ძლივს დავმშვიდდი რომ ვიცი რომ გზისთვის ყველაფერი გვაქვს,ახლა კი წავიდეთ საყვარელო! მითხრა მომღიმარმა ჩარლიმ და მანქანა დაქოქა. გზაში ვაღიარებ კარგი დრო გაავატარე! მეძინა კიდეც ,ვჭამე კიდეც რამდენჯერმე,ტკბილეულიც არ დავინდე ,ჩარლისთანაც ვისაუბრე,ბევრიც ვიცინეთ,ვიმღერეთ და მოკლედ ცოტახანს მაინც გადამავიწყდა რომ დანიელი შორს იყო,თან ვინ იცის რა მდგომარეობაში. მე ხომ ასე ვცდილობდი ამის დავიწყებას და ყურადღების გადატანას ,რადგან ასე მითხრეს. მე არ უნდა ვინერვიულო არ შეიძლება,მაგრამ მაინც ვერ ვწყვეტდი ნერვიულობას და დრო და დრო მახსენდებოდა სიტუაცია ,რომელშიც ვიყავით. იმედი მაქვს დანიელი კარგად იქნება...იმედია დაბრუნდება. ზუსტად ორი დღე მოვუნდით იმ ადგილამდე მისვლას,მაგრამ როგორც იქნა მივახწიეთ!! ადგილი ზუსტად ცენტრში იყო და მე ვერც წარმოვიდგენდი რომ კორპუსში ვიქნებოდით ,სანამ ეს ჩარლიმ არ მითხრა. ნუ მესმის რატომაც კორპუსში,ასე ხომ უფრო ადვილი და უსაფრთხო იქნება . ჩვენი ოთახი სულ რაღაც მეცხრე სართულზე იყო და იმის მიუხედავად რომ სიმაღლეზე დიდად არ ვგიჟდები, მაინც სასიამოვნო იყო ამ უდიდესი ქალაქის ხედს რომ ვუყურებდი აივნიდან და ვაღიარებ,ეს მართლაც მომნატრებია. იგრძნო თავი ისევ ჩვეულებრივად,ჩვეულებრივ და უბრალო მოქალაქედ. ეს ბინაც ისეთი კომფორტულადა მოწყობილი,უკვე მომწონს აქაურობა! იმის მიუხედავად რომ არც ტანსაცმელი მაქვს და არც რაიმე პირადი ნივთი ,მაინც თავს უკვე საკუთარ სახლში ვგრძნობ,მაგრამ შემდეგ ისევ ის გამახსენდა და ჩემმი სახიდან ღიმილი გაქრა...დანიელი. -ოოო,კეტი რა დაგემართა ? რა უეცრად გაგიქრა სახეზე ღიმილი? ეს ჩარლიმაც აშკარად შეამჩნია. -ჩარლი აქ სადამდე ვიქნებით? ვიკითხე მოწყენით,რაზეც ჩაიხვნეშა და იქვე ჩამოჯდა. -ვერ გეტყვი ზუსტად...დანიელს უნდა დაველოდოთ. -კი მაგრამ..ის ხომ...ის კაჰალიას ყავს...იქნებ ვერ დაბრუნ- არც დაამასრულებინა. -ის კაჰალიას არ ჰყავს. ეს რომ გავიგე უეცრად თვალები გამიფართოვდა! -რა? რას ქვია არ ჰყავს? აბა სადდა? არ მიპასუხა! -ვერ გავიგე ჩარლი,თუ ის კაჰალიას არ ჰყავს სადდა? -ვერ გეტყვი..გთხოვ დაივიწყე უბრალოდ. -რას ქვია დავივიწყო? მეც ვნერვიულობ სხვათაშორის! ნუთუ არ უნდა ვიცოდე სინამდვილეში საადა დანიელი,ან უსაფრთხოდაა?! -გოგონა,გოგონა დამშვიდდი! მესმის რომ მასე დარდობ ,მაგრამ დანიელმა მითხრა რომ არ მეთქვა არაფერი დეტალებში. -აჰა ანუ მას გგონია რომ ასე უბრალოდ არ დავინტერესდები საადა და სჯობს ვინერვიულო ეს ბოლო რამოდენიმე წელი ხო?! ვინ იცის თან რამდენხანს! მე მეგონა რომ ის კაჰალიამ გაიტაცა! -ჩვენც ასე გვეგონა ,სანამ არ დაგვიკავშირდა. -რა თქვა? -ვერ გეტყვი ,უკვე ვთქვი კატერინა და გთხოვ ნუ მკითხავ მეტად. კატერინა დამიძახა კეტის მაგივრად,რაც უკვე ნიშნავდა რომ სერიოზულად იყო განწყობილი ამ საუბრის მიმართ. -მინდა ვიცოდე ჩარლი!გთხოოვ,მითხარი სადდა დანიელი! ვუთხარი და ცოტახანს ორივე დავდუმდით...ჩარლი დიდხანს მიყურებდა უხმოთ,სანამ არ მითხრა. -კარგი,მაგრამ ერთი პირობით გეტყვი ამას...მიკვირს რომ ასე ადვილად დავითანხმე,თავიდან ხომ ასეთ უარზე იყო. -რა პირობით? -არავითარ შემთხვევაში არ სცადო მასთან დაკავშირება. არ მოძებნო და არც ახსენო. ჩათვალე ცოტახანს რომ დანიელი არ არსებობს,შეგიძლია ეს? -კი ,მაგრამ რატომ? -ვერ აგიხსნი, უბრალოდ ასეა საჭირო შენივე უსაფრთხოებისთვის. -კარგი..თუ ასეა გპირდები. -კარგი ...მაშინ გეტყვი. -გისმენ ჩარლი. -დანიელი მართლაც რომ დედამიწის მეორე მხარესაა,ამიტომ ვერ ვიგრძენით მისი არსებობა,ის შორსაა აქედან....ძაალიან შორს! ნუ ალბათ იკითხავ რატომ წავიდა იქ? ასეთი შორს. -ხო რატომ ? -იმიტომ რომ კაჰალია გაიტყუოს და შენამდე არ მოვიდეს. -კაჰალია მას გაყვება? -რა თქმა უნდა მას გაყვება..სადაც დანიელია ისიც იქაა. -კი ,მაგრამ სადამდე აპირებს ამას? სადამდე უნდა იყოს გადახვეწილი ? ნუთუ..ნუთუ.. -სანამ კაჰალიას ისევ არ დავიჭერთ. -არ მესმის! საერთოდ არ მესმის! თქვენ ხომ უბრალოდ შეეგიძლიათ რომ მოკლათ და დაასრულოთ ეს? -რა თქმა უნდა. -აბა რა გიშლით ხელს??!! -დანიელი მოჯადოვებულია. -რაა?! რას ქვია მოჯადოვებულია? -როგორც გავიგეთ კაჰალიამ ვიღაც გრძნეულს გადაუხადა დიდი თანხა რომ დანიელის გული მის გულზე ყოფილიყო მიჯაჭვული. -ეს რას ნიშნავს?? ვერ დავიჯერებ რომ- -ხო კატერინა..თუ კაჰალიას გული ფეთქვას შეწყვეტს ,მაშინ დანიელის გულიც გაჩერდება. -ანუ ორივე.. -მოკვდება. დანიელი თუ მოკვდება, რა აზრი აქვს მაშინ ამ ყველაფერს? ამდენს ტკივილს,ამდენ განსაცდელს,ამდენ სირთულეს! რაც მე და ჩემმა შვილმა გამოვიარეთ...სწორედ იმ ნაყოფმა,რომელიც მე და დანიელს გვაკავშირებს! ნაყოფი ,რომელსაც ამდენიხანია მუცლით ვატარებ ,ამდენი ცრემლი დავღვარე,მაშინ გამოდის სულ ტყუილად მიტანია ამდენი! ახლა არ დავნებდები! დანიელი არ უნდა მოკვდეს და მე კატერინა /გვარი ვდებ პირობას რომ თუნდაც მთელი ჩემმი ცხოვრება მომიწიოს დალოდება,მაინც დ ა ვ ე ლ ო დ ე ბ ი ! რამდენიხანი გავიდა? ერთი თვე? ბევრი იფიქრებს რომ ცოტა დროა ერთი თვე ,მაგრამ აი ჩემთვის,საუკუნეს უდრის! ვერც კი წარმოიდგენთ რა რთულია ,როდესაც ყოველ დილით იმის იმედით იღვიძებ რომ ის დაგხვდება და დაგიბრუნდება! მე დიდხანს ვცდილობდი გარკვევას რატომ ველოდი ასე და რატომ მიჭირდა მის გარეშე ყოფნა,თუნდაც იმის შემდეგ რაც ბოლოს მოხდა. მე გავიგე რომ ის მონსტრია,მკვლელია,მაგრამ არა! მხოლოდ წამიერი მრისხანება და შემდეგ ისევ იგივე გრძნობამ შემიპყრო და ყველაფრის მოიუხედავად მასზე ფიქრის დროს მე მუცლებში პეპლები ვიგრძენი. მილიონმა მითხრა რომ მასზე შეყვარებული ვიყავი,მე კი უარზე ვიყავი ან უბრალოდ ბოლო პერიოდი ვდუმდი,დუმილი კი თანხმობის ნიშანიაო და განა მერე ვინ იცის,იქნებ ეს მართლაც სიყვარულია! დრო გადიოდა...მე კი ვეჩვეოდი გარემოს,სრულიად უცხო ადამიანს ჩემს გვერდით,ნაყოფს ჩემში და მის გარეშე ყოფნასაც,მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი რომ რაღაც მეკლდა,სიცარიელე იყო ჩემს გულში და ცხოვრებაშიც. ჩარლი სულ გვერდში მყავდა და ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის,მაგრამ მაინც არ იყო ეს საკმარისი,მე ის მჭირდებოდა..მხოლოდ ის. 2 თვის შემდეგ : -ჩარლ გითხარი რომ მოისვენო სადაც ხარ ,არ გაგიღებ კარს და ტყუილად ჭირვეულობ! ვუთხარი ჩარლის და ისევ რაკოინას ჩამოვეყრდენი ორივე ხელით ,თან ისე რომ ჩემს ანარეკლს ვუყურებდი და ვხედავდი როგორი გაფითრებული ვიყავი...სახე სულ წაშლილი მქონდა,ეს კი მხოლოდ იმიტომ რომ უკვე დავიღალე ამდენი ღებინებით! -კატერინა აღარ გავიმეორებ! გამიღე კარი! დანიელმა მითხრა ,რომ მისი ადგილი დავიკავო ,შენ კი არც კი მაძლევ ამის საშუალებას და ეს როგორ გავაკეთო? -დანიელს არანაირი ადგილი არ უჭირავს გაიგე? მეც არ ვიცოდი რაზე ვბრაზობდი. -უბრალოდ ამ ნაყოფის მამმაა. ჩავილაპარაკე ბოლო წინადადება რატომღაც უკმაყოფილომ და ისევ ჩემს ანარეკლს მივაჩერდი. აჰა, საშინლად გამოვიყურები! გავიფიქრე და ანარეკლს თვალი ავარიდე. -კარს შემოვამტვრევ,ვერ ვისვენებ! მინდა დავრწმუნდე რომ კარგად ხარ! -ჩარლ კარგად ვარ და გთხოვ კარი მეტად აღარ შემოამტვრიო,უკვე მცხვენია ყოველდღე ხელოსნების აქ მოყვანა რომ ახალი კარი ჩასვან! -მაშინ გამიღე კარი! -ნუ ჯიუტობ,არ მინდა ასე მნახო! ეს რომ ვთქვი ცოტახანს ჩუმად იყო, მანამ მისი პასუხი არ მომესმა კარს უკან. -დანიელი რომ ვიყო კიდე ხო მესმის! მე რას მეპრანჭები,როგორიც არ უნდა გნახო სულ ერთია! აჰა ასე იყოს...გავიფიქრე და კარისკენ წავედი,გული მიგრძნობდა რომ ეს ამბავი კარგად არ დასრულდებოდა,არც ვცდებოდი! -თუ როგორიც არ უნდა მნახო სულ ერთია მაშინ თმა დამიჭირე! ვთქვი და ცრემლები გადმოვყარე..მეც არ ვიცი რატომ! ჩარლი კი გაკვირვებული მიყურებდა კარგახანს,მანამ დაბნეულმა გაფართოვებული თვალებით არ დამიქნია თავი,მის თვალებში კი აშკარად ამოვიკითხე:დაამეხმარეთ! -კარგი, მაგრამ რა გატირებს? მკითხა წარბის აწევით,მის ხმაში კი დაბნეულობა და შიში იგრძნობოდა,იმის მიუხედავად რომ სიცილით მკითხა. -იმიტომ რომ ჩემმი არ გესმით არავის! მეც ეს არ მინდოდააა,ამომასხა და სრულიად უმიზეზოდ მეტად დავაღე პირი და ხმის ტემბრსავ საკმაოდ ავუწიე! -კარგი,კარგი მშვიდად. ჩემს დაწყნარებას ცდილობდა,როგორც პატარა ლეკვის , მაგრამ არ გამოსდიოდა. -ვერ ვიქნები მშვიდად ,როდესაც კაცები ასე მიშლით ნერვებს! ჩემმა შვილის მამამ მხოლოდ ასეთ დღეში ჩამაგდო და გაიქცა,მე კი მიწევს შენ წინაშე ვატარო ეს კონცერტები,განა ამას იმსახურებ? ნიანგის ცრემლებს ვყრიდი და განა ვიაზრებდი როგორ ვირცხვენდი ამ პატარა წარმოდგენით თავს. -იმსახურებ?? იმსახურებ?? -არ ვიმსახურებ,მაგრამ...ნუ ვიცი და მესმის,მაგრამ კატ- -კაცები იდიოტები ხართ!! იდიოტები! ვიყვირე და მსუბუქად დავარტყი მხარზე ხელი,რაზეც თვალები უფრო გაუფართოვდა. -ხო კაცები იდიოტები ვართ,ახლა კი შ- -და უპასუხისმგებლოებიც! -ხო უპასუხისმგებლოებიც. -ლაჩრები! -ლაჩრებიც! -მეზიზღებით! -ხო კაცები იდიოტები,უპასუხისმგებლოები და ლაჩრები ვართ ,შენ კი გეზიზღებით,ახლა დაწყნარდები ძვირფასო? -ხო და მე კი შოკოლადი მინდა..შოკოლადი გვაქვს? ბოლო წინადადება მშვიდად ვკითხე,ისე რომ ცრემლებს ვიწმენდდი უკვე თვალებიდან. ნუ კი ვაღიარებ, ორ წამში ხასიათი შემეცვალა ! მითუმეტეს მაშინ ,როდესაც ჩარლიმ თავი დამიქნია ამ კითხვაზე...გამიხარდა! -რა? მეგონა აღარ იყო და სულ შევჭამე,წავალ და შევჭამ! ვთქვი ბედნიერმა და ჩარლის ღიღინით ავუარე გვერდი...ეჰ...არც კი ვიცი ეს საწყალი ასე გაშეშებული სადამდე იდგა. ალბათ ფიქრობდა ასეთი რა დაშავა რომ მისმა ბედმა ამგვარად გაწირა. 4 თვის: ყველაფერი კარგად იყო,იმის მიუხედავად რომ დღითი დღე უჭირდა ჩარლის ჩემმი ატანა,მას არ შეეძლო ჩემმი კონტროლი,როგორც დანიელს! პირიქით მე შემეძლო ის ჩემს ნებაზე მეტარებინა,იმას აკეთებდა რასაც ვეტყოდი,თუნდაც ეს შუა ზამთარში მარწყვის მოტანა ყოფილიყო! საწყალი ბიჭი ხანდახან ისე იბნეოდა ჩემმი ხასიათის ცვალებადობით რომ უბრალოდ გაფართოვებული თვალებით მიყურებდა უხმოთ. არადა დანიელი რომ აქ ყოფილიყო...ნეტავი როგორ იქნებოდა ყველაფერი? 7 თვის: გაზაფხული...მიყვარს ეს თვე,ბუნება იღვიძებს,ხეები ყვავდებიან,ცივ ფერებში გადაღებილი სამყარო ფერადება და ნათელ და თბილ ფერებს იძენს...ჩემმი პატარაც უკვე გაიზარდა და იმის მიუხედავად ,რომ ჩარლიმ მტკიცეთ მითხრა ბავშვის სქესი, მე მაინც მინდოდა მისი სქესი გამეგო ! -კატერინა ბავშვი ბიჭია! რეებს მასწავლი? მთვარემ იმიტომ აგირჩია რომ მემკვიდრე გააჩინო,მემკვიდრე კი ბიჭი უნდა იყოს!! მთელი ცხოვრება ეგ მესმის და ზეპირად ვიცი რა როგორ ხდება და რა როგორ არის! -რეებს იძახი? საიდან უნდა იცოდეს მთვარემ ბიჭია თუ გოგო?? სულელი ბავშვებივით ვკამათობდით,მაგრამ რა? ბოლოს მაინც ჩემმი გავიტანე და დავითანხმე რომ ექიმთან წავეყვანე,სქესი უნდა გამეგო! მოსაცდელში ვიჯექი და იმაზე ვფიქრობდი ბიჭი იქნებოდა თუ გოგო,მე მათი სახელებიც კი შერჩეული მქონდა,ისიც როგორ ავღზრდიდი ,სად ვასწავლიდი,როგორ გამოკვებავდი,მაგრამ უეცრად დაავატორმუზე. ისინი ხომ იძახიან რომ ის მემკვიდრეა,ანუ დანიელის ადგილი უნდა დაიკავოს? ბელადი უნდა გახდეს? ნუ არ ვიცი ახლო მომავალში რა როგორ იქნება ,მაგრამ არამგონია მე ეს დავუშვა! -ხომ გითხარი რომ ბიჭი იქნებოდა!!? ხომ გითხარი!!! თითების ქნევით გაკიოდა ჩარლი,მანამ სანამ მე გააღიზიანებული ვატრიალებდი თვალებს! მაგრამ სინამდვილეში მეც ძაალიან ბედნიერი ვიყავი,მე ხომ დღეს ჩემმი შვილის სქესი გავიგე! დანიელ სად ხარ? იცი ბიჭი გვეყოლება....როგორი იქნება შენი აზრით? მამასავით სიმპათიური? მისნაირი ძალა ექნება? ნიჭიერი და მამაცი იქნება? როგორი იქნება ის? გიფიქრია ამაზე? ჩვენს მომავალზე? სად ხარ? მჭირდები. გთხოვ...მალე....დაბრუნდი. 9 თვის: მეცხრე თვეში ვიყავი და ძლივს "დავგორავდი" ჩარლი სულ კუჩში დამდევდა და ჭიქასაც არ მაჭერინებდა ხელში. ნუ ბოლო დროს მითუმეტეს გაუმძაფრდა ეს საქციელი,თითქოს დაშინებული იყო ან გაფრთხილებული რომ ყურადღება ასე დაეთმო ჩემთვის და ერთი პატარა რაღაცაც რომ ამეღო,ამის უფლებაც არ მოეცა! ამის შემდეგ კი დავფიქრდი,განა არის იმის შანსი რომ ჩარლის დანიელი დაუკავშირდა? რადგან სხვაგვარად ასეთი დამცველი ვერ გახდებოდა ჩემს მიმართ,მე მას ამას ვატყობ! ძაალიან მაინტერესებს ეს..ნეტავი მეც შემეძლოს მასთან დააკავშირება. ჩარლი ახალი დაბრუნებული იყო მარკეტიდან და ათასნაირ ტკბილეულს თავის ადგილს უჩენდა. ნუ ცხადია ყველაფერი რაც მოქონდა ჩემმი იყო და ჩემთვის ჰქონდა ნაყიდი,მაგრამ ბოლო დროს მშვიდად ვიყავი,აღარ მაწუხემდა მოზღვავებული ემოციები,რისთვისაც ჩემს ჰორმონებს ვუხდი მადლობას ,რომ გამალებით არ მიტევენ როგორც ბოლო რამდენიმე თვე აკეთებდნენ ამას! რადგან უკვე ჩარლი ძაალიან მეცოდება ჩემს ხელში...საწყალ ბიჭს არაფერი არ დაუშავებია,ბავშვიც კი რომლის გამოც ამ დღეში ვარ დანიელია და ის რა შუაშია ,ამდენის ატანა რომ უწევს? -ჩარლ... -ხო. ისე გამცა პასუხი რომ ყურადღება ისევ საკვებზე ჰქონდა,რა სად დაედო. -ბავშვს რომ გავაჩენ გამახსენე რომ დიდი მადლობა გადაგიხადო რამით...შენთან დიდ ვალში ვარ. ეს რომ ვთქვი უკვე მთელი ყურადღება ჩემზე გადმოიტანა და გაკვირვებულმა შეკრა შუბლი. -რეებს იძახი ? ესა ჩემმი მოვალეობა! ბოლო სიტყვა ღიმილით თქვა,რაზეც მეც გამეღიმა და სულ გამითბა გული...ჩარლი ძაალიან კეთილია,თან კარგი ადამიანი...თუ მგელი? სულ ერთია,რაც არ უნდა იყოს კარგია! -ხო ,მაგრამ მაინც უნდა გამოთქვავდე პატარა პრეტენზიას ჩემს მიმართ,იმის შემდეგ რა დღეებიც გამოიარე ჩემს გამო. ცოტა სიცილიც შევაპარე ,ყველაფერი რომ გამახსენდა,რაზეც თვითონაც გაიცინა. -ნუ კი რთული იყო,მაგრამ ამად ღირდა. მითხრა მომღიმარმა. -დანიელს დაპირდი ხო? მასთან კავშირი გაქვს ჩარლი? და აი დავსვი უეცრად ის კითხვა რაც მღრნიდა,რაზეც სახიდან ღიმილი გაუქრა და უბრალოდ საქმეს მიუბრუნდა,არ მიპასუხა კითხვაზე. -ჩარლ გთხოვ მითხარი..მას ელაპარაკები? ისევ სიჩუმე...ფეხზე წამოვდექი და მისკენ წავედი. -გთხოვ ,უნდა მითხრა. ამის გაგება ჩემთვის ბევრს ნიშნავს,მინდა ვიცოდე რომ კარგადაა. გპირდები არ ვცდი მასთან დააკავშირებას! -მართალი ხარ. მხოლოდ ეს სიტყვები მითხრა,რაზეც მივხვდი რაც იგულისხმა! ანუ მართალი ვარ,სწორედ მივხვდი! მას დანიელთან აქვს კავშირი,ამიტომ არ გამოვლინდა ბოლო პერიოდი ჩარლის გადაჭარბებული დამცველობა! ეს მას დანიელმა დააბარა! -როგორაა? ხმის კანკალით ვიკითხე ,რადგან მეტირებოდა..მეც კი არ ვიცი რატომ. -კარგადა..ნუ ღელავ. სანამ შენ კარგად ხარ,ისიც კარგად იქნება. ღიმილით მითხრა და ცრემლი რომ ჩამომივარდა თვალიდან,ნაზად მომწმინდა. -მინდა რომ დაბრუნდეს..გთხოვ უთხარი რომ მისთვის რაღაცის თქმა მინდა. სასოწარკვეთილმა ვუთხარი,რაზეც ჩაიცინა. -ვიცი რისი თქმაც გინდა. ამაზე მე დაბნეულმა შევხედე. -გიყვარს...ნუ ღელავ ,იცის! ამის გაგება იყო,პატარათი რომ გამეღიმა,მაგრამ ეს ღიმილი წამებში გაქრა საშინელი ტკივილი რომ ვიგრძენი!! მეგონა რომ ვიღაც ჩემს გაგლეჯვას აპირებდა შიგნიდან...ეს კი ჩემმი შვილი იყო! ჩემი ერთი წამოყვირება იყო ,ჩარლიმ რომ ხელში ამიტაცა და გაურკვეველი მიმართულებით რომ გაიქცა,თითქოს ყველაფერი წინასწარ იცოდა და დაგეგმილი ჰქონდა! მაგრამ ამ წამს ტკივილით ისე ვიყავი გაბრუებული,მეც მხოლოდ ეს მინდოდა რომ რაც შეიძლება მალე გამეჩინა ბავშვი,რომელიც რატომღაც გაურკვეველი ძალებით მაყენებდა აღუწერელ ტკივილს...მე კი ზუსტად ვიცოდი რომ ეს ნორმალური არ იყო. 9 საათის შემდეგ: არ მახსოვს რა როგორ მოხდა,მარტო ის აღუწერელი ტკივილი მახსოვს ,რომელიც ვიგრძენი. ბოლო ხმაზე ვყვიროდი ტკივილისგან,ცრემლებით კი უკვე მთელი სახე სველი მქონდა. ეს საშინლად აღუწერელი ტკივილი იყო რაც კი ოდესმე განმიცდია,მეგონა რომ შუაზე გავიხლიჩებოდი! შინაგანად სულ ცეცხლი მეკიდა და ყოველი ძვალი ტყდებოდა თითქოს,მაგრამ ამად ღირდა მისი ტირილი რომ გავიგონე. კარგად არ მახსოვს როგორი იყო სახეზე,რადგან გათიშული ვიყავი და ნელ-ნელა ყველაფერი ბნელდებოდა. გონება დავკარგე,მაგრამ მახსოვს შიგადაში რომ ნაცნობი ადამიანის ხმა მესმოდა,მე კი მინდოდა გამეღვიძა და მენახა თუ ის იყო! მენახა თუ დანიელი იყო,მაგრამ იქნებ მეჩვენებოდა!!! არა,არა!! ძალა უნდა მოიკრიბო და ადგე! ჩემს თვს ვაძალებდი ,მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი,თვალსაც კი ვერ ვახელდი. მაგრამ დიდიხნის შემდეგ გონს რომ მოვედი პირდაპირ ეს აზრი ამომიტივტივდა თავში. -აქ დანიელი იყო! ამაში კი დარწმუნებული ვიყავი. მე მისი ხმა მესმოდა,ჩვენს შვილს ელაპარაკებოდა და ეფერებოდა,შემდეგ ჩარლის ელაპარაკებოდა რაღაცას,მე კი არაფერი არ მითხრა. მხოლოდ ის ვიგრძენი რომ ხელი მომკიდა ხელზე,შემდეგ კი ნაზი კოცნა მაჩუქა ტუჩებზე,სულ რაღაც ორ წამიანი...ეს კი ზუსტად ვიცი რომ სიმართლე იყო,არ მომჩვენებია! ის აქ იყო! დანიელი აქ იყო! თვალი რომ გავახილე პირველი ვინც დავინახე ჩარლი იყო ,რიმელმაც ჩემმი საფიქრალიდან ამ კითხვით გამომიყვანა. -როგორ ხარ? დარდიანი ჩანდა და ვამჩნევდი რომ ჩემზე ღელავდა და იმის მიუხედავად რომ თავს არც ისეთი კარგად ვგრძნობდი, არ მინდოდა ენერვიულა და ვუპასუხე. -კარგად ვარ. სუსტად გავუღიმე,რაზეც იგივენაირად გამიღიმა. -ძაალიან ვინერვიულე. მითხრა და ჩემს წინ ჩაიკუნტა,ისე რომ პირდაპირ მე მიყურებდა. -გინდა ის ნახო? ეს რომ მკითხა თვალები გამიფართოვდა....ჩემმი შვილი...ჩემმი პატარა. -ჩემმი შვილი..ცრემლი მომადგა თვალზე,რა თქმა უნდა სიხარულის! -გთხოვ...ვუთხარი ღიმილით და ცრემლი ჩამომივარდა თვალიდან,რაზეც ჩარლიმ თავი დამიქნია და ფეხზე წამოდგა შემდეგ კი ზურგი მაქცია. -სწორ დროს გაიღვიძე,პატარა ღორმუცელას შია. თქვა სიცილით და ცოტახანში ჩემსკენ ბავშვით ხელში შემოტრიალდა. ვერ ვხედავდი სახეზე ,რადგან ძაალიან პატარა იყო და ათასი რაღაც ჰქონდა შემოხვეული,მაგრამ უკვე შორიდანაც ვგრძნობდი მის მიმართ კავშირს,ვგრძნობდი როგორ მიყვარდა. -მიესალმე პატარა ერიკს. ეს რომ გავიგე ცოტა გამიკვირდა,რადგან როგორც მახსოვს სახელი არ დამირქმევია,მაგრამ ამის დრო არ იყო,რადგან გული ამიჩქარდა მისი დანახვისას და ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან ! სიყვარულით დავხედე მის პატარა სხეულს და ლამაზ სახეს და სულ პატარა და უმწეო შიშით ავიყვანე ხელში,ის ხომ ასეთი პატარა იყო,მეშინოდა რაიმე არ დამეშავებინა! ანგელოზივით ეძინა და ულამაზესი იყო! დანიელის ნაქვთები ჰქონდა მეტწილად,მაგრამ ჩემმი იერიც დაჰკრავდა. -იცი ცოტა მეწყინა რომ დანიელს გგავს. ჩავილაპარაკე სიცილით და თან ცრემლები მოვიწმინდე. ღმერთო ისეთი ბედნიერი ვიყავი,ისეთი გახარებული! ვერ ვიჯერებდი რომ ეს ჩემმი შვილი იყო! -გამარჯობა პატარა მე შენი დედიკო ვარ. ცრემლიანი თვალებით ვუთხარი და პატარა ცხვირზე ვაკოცე. -დედიკო ,რომელიც მინდა იცოდე რომ არასოდეს დაგტოვებს,სიცოცხლის ფასად დაგიცავ . 1 კვირის შემდეგ: 1 კვირაა რაც აქ ვარ,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გამოკეთდი,რადგან რთული მშობიარობა მქონდა. ჯერ ვერ მოვიშუშე ის ჭრილობები ,რომელიც მშობიარობის გამო დამრჩა! ტკივილებიც მაწუხებს ხშირად,მაგრამ ჩემს პატარას რომ ვხედავ სულ კარგად ვხდები...ჩარლის ვკითხე გუშინწინ სახელი ვინ დაარქვა მას,მან კი ის პასუხი გამცა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად მოველოდი....საბჭომ. მე კი დაუყოვნებლივ ვიკითხე თუ ვინ იყო იყო ეს საბჭო? ამდენის უფლებას რატომ აძლევდნენ თავს! მან კი ამაზე უბრალოდ სახელები ჩამომითვალა...ამ საბჭოს ზემოთაც დანიელი დგას,მაგრამ რადგან დანიელი აქ არაა ,ამ მომენტში ისინი გაანაგებენ მგელთა მოდგმის წესებს! მე კი სახელები რომ გავიგე მივხვდი ვისზეც იყო საუბარი...საბჭო ალბათ ის რამდენიმე ადამიანია, რომლებიც იმ რიტუალზე ვნახე! მაგალითად ის უხეში მაღალი ბიჭი,ან თუნდაც ოლივერი და ტობიასი. ასევე ის ორი ბიჭი ,რომელსაც როგორც მახსოვს ფინი და ეთანი ჰქვიათ ...ისინი არიან საბჭოს წარმომადგენლები! ანუ გამოდის დროს არ კარგავენ და ჩემს შვილზე თვითონ იღებენ ყველანაირ გადაწყვეტილებას,ისე რომ არც კი მეკითხებიან! თითქოს ჩემმი პატარა ნივთი იყოს ,რომელიც მათ საკუთრებაშია,მაგრამ არ მესმის ამაში დანიელმა რატომ არ შეუშალა ხელი! რატომ მისცა ნება? მე ხომ ვიცი რომ ის აქ იყო,იმის მიუხედავად რომ ჩარლისთვის არ მიკითხავს ეს ,ვიცი რომ აქ იყო! ზუსტად მახსოვს,მას ისინი უნდა გაჩეჩერებინა ,მაგრამ იქნებ პირიქით მან გასცა ეს ბრძანება და ნებაც მან მისცა!? თუ ასეა ,მაშინ გული მიგრძნობს კამათი მომიწევს ყოველივე მათგანთან,რადგან მათ არ მივცემ ამდენის უფლებას,ის ჩემმი შვილიცაა!! ის მე ვატარე მუცლით 9-თვე ,მაგრამ იმასაც კი არ მეკითხებიან რა სახელს არქმევენ!!!? ძაალიან გაბრაზებული ვარ! ამაზე ფიქრში ვიყავი და თან ბავშვი მკერდზე მყავდა მიკრული და ძუძუთი ვკვებავდი ,უეცრად რომ კარი შემოაღო ვიღაცამ. თავიდან ვერ მივხვდი ვინ იყო და თავი დაბნეულმა ავწიე,ნელა და დაკვირვებით შევისწავლე მისი მაღალი ფიგურა და კარგად რომ ავათვალიერე და სახესთან რომ გავჩერდი,ვიცანი. -გამარჯობა... ისეთი უინტერესო სახით მითხრა ეს გამარჯობა ,რომ სულ არ მესიამოვნა! თითქოს უბრალოდ მოვალეობა მოიხადაო,ასევე არ დავაყოვნე მეც და რაც პირზე მომადგა ის ვთქვი . -აქ რას აკეთებთ? ვიკითხე მშვიდად ,მაგრამ სახიფათოთ და ბავშვს უფრო მჭიდროდ მოვხვიე ხელები! მეშინოდა რომ წამართმევდნენ. არ მოველოდი. მართლა არ მოველოდი ამას. მაგრამ ასე მიპასუხა მან: -ბავშვი უნდა წავიყვანოთ. არ ელოდით საყვარლებო? ^^ ნუ ასე დავასრულე ეს თავი,იმედია მოგეწონათ და უი ახალი ამბავი! ვინც დანიელს ელით შემდეგ თავში დაგვიბრუნდება <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.