შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი {სრულად}


28-08-2020, 16:45
ავტორი ქეთათო4
ნანახია 12 160

ქალის სხეულს მთელი ძალით ჩაფრენილი, მაქსიმალურად ცდილობდა უარყოფითი ენერგიისგან დაცლას. არაფრად აგდებდა ქალის განწირულ კივილს, შიგადაშიგ სიამუვნებისგან, ტუჩებს რომ იჭამდა.
კულმინაციას ერთად მიაღწიეს და დაცვარული სხეული მალევე მოაშორა ქალს.
-სანდრო! ქალის ტუჩებიდან წარმოთქმული მისი სახელი სისხლს მთელი სისწრაფით უდუღებდა, მიმართულებას უცვლიდა ყველაფერს მის ორგანიზმში.
-ანო! ქალის თავთან დაიხარა
-ოდესმე მოგბეზრდება ასე ყოფნა და მოგინდება შვილები, მერე? მწვანე სფეროებს არ აშორებდა კაცის დანისლულ თვალებს.
-კარგი რა! ჯერ სულ ახალგაზრდა ვარ ცოლ-შვილისთვის! მზერა აარიდა ანოს უნაკლო სხეულს და შარვალი ამოიცვა.
-მე მივდივარ! პიჯაკი ბოლო შტრიხი იყო, რომელიც შეისწორა კაცმა და მძიმე ნაბიჯებით დატოვა სახლი.
-იმედია ვერავინ გაიგებს, რომ პრეზიდენტთან ვ*იმაობ!
კართან მისულს უკან დააწია მისი სიტყვები და საბანში გახვეულმა თავი ძილს მისცა.
***
სამზარეულოში იდგა სრულიად შიშველი და სიგარეტის კვამლში გახვეული მხოლოდ იმ ნაწილზე ფიქრობდა, რასაც მუცლით ატარებდა. ამ მომენტში არ შეიძლებოდა, ახლა არ გეგმავდდა ანო ფანგანი შვილს, მითუმეტეს კაცისგან რომლის გრძნობები არც კი იცოდა. იჯდა და ეწეოდა... მესამე ღერი, რომ აატრიალა ხელში, საშინელი გულისრევა დაეუფლა და სირბილით გაიქცა საპირფარეშოში. უნიტაზზე გადაკიდებულს, მხოლოდ იმის სურვილი კლავდა ეს ბავშვიც ამოყოლოდა ამ ყველაფერს და საბოლოოდ დაესვენებინა საკუთარი თავიც და ეს უცოდველი არსებაც.
-ჯანდაბა პატარავ! ხელები მოხვია მუცელს და იატაკზე ჩაიკეცა.
-როგორ არ გაგიმართლა ხვდები? დედაშენს პრეზიდენტი ხმარობს და შენ, შემთხვევით ჩაისახე! ამას მოგიყვები ოდესმე ნეტავ?
მოგიყვები თუ როგორ მძულხარ აქედანვე? როგორ მინგრევ ცხოვრებას ხვდები? ჯანდაბა მე ანო ფანგანი, ერთადერთი ქალი ვარ რომელიც არ ფიქრობს შვილზე და მაინცდამაინც აქ ხარ! ჩემს მუცელში ხარ!
მთელი ძალით ებღაუჭებოდა მაისურს ანო მაგრამ ვერ გაბედა. ვერ გაბედა შეხებოდა მუცელს, სადაც ახალი სიცოცხლე იწყებდა ბრძოლას.


წარსული...
ფერად განათებაში ჩაკარგული ქალი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ნაზად მიარხევდა საკუთარ სხეულს და მის გვერდით მყოფ თამუნა არეშიძეს თან მიათრევდა.
-ანო! ხმამაღლა კისკისებდა ახალგაზრდა გოგონა და თან ციფრების კომბინაციად კრეფდა, მის მობილურზე.
-ერთიც ვიცეკვოთ რა.. მუდარით გახედა ნასვამმა ანომ მეგობარს და ტანი ააყოლა საოცარ მელოდიას, რომელიც ყველა უჯრედში სასიამუვნოდ ურტყამდა.
-ანო ჩემი ძმა მოვიდა! სრული ნეტარებიდან ისევ მეგობრის ხმამ გამოიყვანა და მის თეთრ მოსაცმელს დასწვდა.
-ოღონდ არ უთხრა, რომ დავლიე! სიცილს არ წყვეტდა ფანგანი.
-გეკადრება? არც არეშიძე ჩამორჩენია კისკისში.
ასე აღმოჩნდნენ ვატო არეშიძის მანქანასთან, რომელიც ოდნავ დაბღვერილი იყურებოდა ქვემოდან.
-ვატო! მისკენ წავიდა თამუნა და ძლიერად მოეხვია ძმას.
-შენ სახლში დაგელაპარაკები! თითი გამაფრთხილებლად დაუქნია დას და ახლა ანოს გახედა.
-ფანგანი ცოტა ნაკლები უნდა დაგელია! უფრო შეუბღვირა და მანქანის უკანა კარი ხმაურით გამოაღო.
-დასხედით ორივე და მთელი გზა ხმა არ ამოიღოთ!
ჩვეულებისამებრ, უსიტყვოდ მოთავსდა ავტომობილში ქალი. მანქანაც დაიძრა და ძალიან გვიან მიხვდა, რომ მის გვერდით უცხო იჯდა.
თვალები რამდენიმეჯერ დახუჭა და მერე ხელახლა გაახილა.
-ჯანდაბა! სიმწრით ჩააფრინდა ტუჩს და კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალები.
-არ გელანდები! სიცილნარევი ხმით გასცა პასუხი მის ჟესტს პასუხი უცნობმა.
-ეეე სანდრიუ! თამუნას აჟიტირებულ ხმაზე, მოეშვა ფანგანი და მიხვდა, რომ ნაცნობი იჯდა მის გვერდით.
-სანდრიუ კი არა პრეზიდენტო თამ! დის აჟიტირებულ სიცილზე, ცოდიანი ძაღლივით გამოყო ენა ვატომ.
-სულ მავიწყდება ხოლმე! ბოდიშის ნიშნად ხელები ასწია უმცროსმა არეშიძემ და იმის შემდეგ ხმა არც-ერთს ამოიღია და არც-მეორეს.

ეს იყო პირველი შეხვედრა.. სწორედ აქედან დაიწყო მთელი ისტორია, რომელსაც ყველაზე დიდი შეცდომა დაერქვა.

2

შავად შეღებილ კედლებში დაკარგული, მარტოობის სენს შეეპყრო და უემოციო სახით უყურებდა მის წინ დაკიდებულ, უცხო ქალის პორტრეტს.
ხელში, მრგვალ ჭიქას ატრიალებდა და მასში მოთავსებული სითხეც, შეუჩერებლად მოძრაობდა.
საათი თორმეტის ნახევარს აჩვენებდა მაგრამ არ ადარდებდა ამაღლობელს ეს ყველაფერი.
სიმდიდრე... კარიერა...საკუთარი სახლი და კაბინეტი, ფაქტობრივად ყველაზე მაღლა მდგომი იყო მაგრამ ბედნიერება წამით არ ეკარებოდა მის არსებას.
ნაცრისფერებზე მომდგარი ცრემლი უკან გააბრუნა და ზანტად წამოდგა ფეხზე.
ტელეფონი მოიმარჯვა და ნაცნობი ციფრების კომბინაცია აკრიფა. სანამ ყურმილს აიღებდა ადრესატი, სისხლი მთელი ძალით მიეხეთქა მის გულს და ახლა უკვე სულ განაბული უსმენდა ქალის ხმას.
-გაგაღვიძე? ისევ მოსვა ჭიქაში შემორჩენილი ვისკი და მაგიდაზე დააბრუნა.
-ანო! ქალის სახელი მკაფიოდ წარმოთქვა და ტანში სასიამივნოდ გასცრა.
-ძილინებისა! ქალს დაემშვიდობა და ტელეფონზე მის ფოტოს ჩააშტერდა.
ეს ის ფოტო იყო,როდესაც მათი ურთიერთობა ახალ ეტაპს იწყებდა.

*წარსული.

სამსახურიდან ბრუნდებოდა ანო ფანგანი, შავი ავტომობილი რომ შენიშნა და ნაბიჯს აუჩქარა.
-კარგი რაა ფანგანო! უკნიდან დაუყვირა ამაღლობელმადა მანქანა მალევე მიუჩერა ფეხებთან.
-სანდროო! კბილების ღრჭიალით წარმოთქვა კაცის სახელი და მობეზრებულად აატრიალა თვალები.
-რაო შენმა რომეომ? სიგარეტი აატრიალა ხელში.
-ჩემს რომეოს მე მივხედავ.
-მოგიწევს ან, შენთავს ვფიცავარ ისე დავალურჯებ შენც ვერ იცნობ!
-მანიაკი ხარ? უკვე ყვიროდა ქალი
-გინდა, რომ ვიყო?
-სანდრო...
-ანო...
-მხულხარ
-ოდესმე ჩემი ცოლი გახდები, მნიშვნელობა არ აქვს რატომ ან როგორ, მოხვალ ჩემთან და მეც უპრობლემოდ მიგიღებ.
-დააგვიანე ამაღლობელი, ქალიშვილობა დიდიხანია დავკარგე!
-მე ის ბიჭი არ ვარ, რომლის აზროვნებაც აპკს არ სცდება! კარგად იცი რა აზრიც მაქვს მაგ თემასთან! მაგრამ ვის ატყუებ? ორივემ კარგად ვიცით, როგორ უფრთხილდები შენს ქალწულობას ანო!
კაცის სიცილზე მეტად გაღიზიანდა ფანგანი
-ჯანდაბა, არის მიზეზი რის გამოც შემეშვები?
-არა! მტკიცე იყო .
მტკიცე იყო და კიდევ ერთადერთი იყო,რომელსაც უნდოდა ანო, ყველაფრით! ნაკლოვანებითა და ღირსებებით.
****
არეშიძის სამეგობრო იკრიბებიდა, ვატოს დაბადებისდღეს ზეიმობდნენ. იქ იყო, პრეზიდენტიც და ანოც.
ჩვეულებრივ, მაგიდის ორ უკიდურესობაში ისხდნენ და ერთმანეთს არც კი უყურებდნენ. ანო გაბრაზებული იყო, სანდრო უფრო მეტად...
სადღეგრძელოებს, ჭიქები ერთმანეთზე მირტყმის ხმა ანაცვლებდა და მერე ისევ თავიდან იწყებოდა ახალი ტალღა.
სანდრო სვამდა, ანო არა!
იმ ღამეს დაიშალა არეშიძე და ფანგანი ნაწილებად. თამუნამ, რომ გამოუცხადა სანდრო გიყვარსო. ბავშვობის მეგობარი დაკარგა იმ სიმართლისთვის რაც ისედაც იცოდა.
განერვიულებულმა დატოვა მეგობრის სახლი და ფეხით გაუყვა აღმართს. ბნელოდა, მაგრამ იმდენად გაღიზიანებული იყო, ახლა არაფრის ეშინოდა.
უკნიდან მძიმე ნაბიჯების ხმა, რომ მოესმა მაშინვე ამოიცნო მათი პატრონი.
-ანო! ამაღლობელის ცივმა ხმამ ყველაფერი გააქვავა.
-რა მოხდა? უკვე მის წინ იდგა მამაკაცი და ჯიქურად მიშტერებოდა სუსტ სხეულს.
-შეგეძლო ვატოსთვის არ გეთქვა!
-რა?
-რა ფინდა სანდრო? შენს ცხოვრებას მიხედე! არ გეკადრება პრეზიდენტს, სტუდენტკა! თანაც ფსიქოლოგიაზე, რომ სწავლობს!
-რა მოიგონე? უფრო მეტად დაამძიმა ჰაერი კაცის ბარიტონმა
-რა იყო ყველას უყვები? არ მიყვარხარ ამაღლობელო არა! იცი რატომ? შენს ტვინში შემოვძვერი და ვიცი... ვიცი რისთვის გჭირდები! მაგრამ მე იმდენად უნამუსო ვარ, იმდენად ეგოისტი მივიღე!
ამ ასაკში მივიღე შენი ს სტატუსი. შენთან დავკარგე ის, რასაც აქამდე ვუფრთხილდებოდი.
გგონია მადარდებს?
შენი მოწყობილი სცენები ვითომ ეჭვიანობებზე? არადა კარგად იცი, სხვას ვერ გავხედავ. კარგად აანალიზებ მაგას და დამცინი.
-ანო სისულელებს მელაპარაკები! სიყვარულს არ დაგპირებივარ!
-ჯანდაბა! არც ვითხოვ, იმითაც ვკმაყოფილდები დეა გამრეკელისგან გაგიჟებული ჩემთან, რომ მოდიხარ!
-ანო!
-შეწყვიტე! ყველამ იცის, ყველამ გესმის? მე კი უთავმოყვარეოდ ყოველ ჯერზე ვიღებ მისგან უარით გამოსტუმრებულ კაცს.
-დედას შევე*ი! რა შუაშია დეა? რა შუაშია გეკითხები?
-ბოდიშით შენი ანგელოზი ასე, რომ მოვიხსენიე, როგორ ეკადრება ჩემნაირმა ახსენოს? და ისე როცა აღმოაჩენ კონტექსტს, სადაც მჯობია დეა დამირეკე!

სხეული უთრთოდა ტკივილისგან მაგრამ უკან არ მიუხედავს. მაშინ ასე იყო საჭირო. ფეხებს ვერ იმორჩილებდა მაგრამ მაინც ჯიუტად მიიწევდა წინ.

****
ღამის სამ საათზე გაღვიძებულს ამაღლობელის სხეული, რომ დახვდა გვერდით ოდნავ შეიშმუშნა და თვალები ისევ დახუჭა.
-ხომ თქვი დღეს არ მოვალო? კაცს მზერა აარიდა და ჭერს მიაშტერდა
-უბრალოდ მინდოდა აქ ყოფნა.
-იქნებ დავიშალოთ? ანოს კითხვამ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაუნადგურა.
მაშინ ეგოისტურად იგრძნო ამ ქალის მიმართ, საკუთრება. ხო ეკუთვნოდა ანო მას. კარგად იცოდა ამაღლობელმა ეს, იცოდა და არ აღიარებდა მანამ სანამ ანოს გადაწყვეტილებით არ დაიშალნენ.
მიზეზი არ იცოდა. არაფერი უთქვამს, თავმოყვარეობას ვერ გადააბიჯა სანდრომ. ანომ კი... ანომ კი აბორტი გაიკეთა და ახლა ყველაზე მეტად ეძნელებოდა ამაღლობელის ნაცრისფერების ყურება.
ჰაერი იმდენად ემძინებოდა, რო ეგონა ლოდე

აბორტი*
ყველაფერი სიბნელემ მოიცვა, ანოს სხეული და სულიც... გაცრეცილ ფერებში მწოლიარეს მხოლოდ ბავშვის სახე უტრიალებს გონებაში, რომელიც გარეგნობით ძალიან ჰგავს ამაღლობელს. მასსავით დინჯად დადის, მასსავით უძირო თვალები აქვს...
ეზოში დარბის ჭრელი კაბა აცვია, პეპლების გამოსახულებით. გაზაფხულის თბილი დღეა. იქვე წევს სანდროს ძაღლიც, რომელიც უკვე ძალიან დიდია.
-დედა! შორიდან უყვირის გოგონა, რომელიც მისკენ მორბის. ანო უკან მიდის.
ბავშვი უახლოვდება მაგრამ ანო შორდება.
-დედა დამიჭირე! ისევ ესმის მხიარული ხმა მაგრამ მისკენ ხელს არ იშვერს.
მზე შავმა ღრუბელმა გადაფარა.
საშინელმა ჭექა-ქუხილმა გააყრუა არემარე.
სანდრო გოგონას უყვირის.
ანო დგას.
-დედა დამიჭირე! ყვირის ბავშვი და მერე...
მერე ძალიან დიდ ტკივილს გრძნობს...
-კარგად შეამოწმეთ, არაფერი დარჩეს.
ექიმის გაყინული ხმა ესმის...
მოვკალი?
ფიქრობს ანო და უცნაური შეგრძნება ეუფლება.
-ვერ დაგიჭირე დედი! ფიქრობს და გონება დაკარგული, აგდებს თავს საკაცეზე.

***
თვალები, რომ გაახილა და მის გვერდით მჯდომი არეშიძე დალანდა გული ამოუჯდა.
-არაფერი თქვა! ხელი გამაფრთხილებლად დაუქნია ,,მეგობარს"
-იცოდა? ცრემლები მოერია ასე, რომ დაინახა
-არა! უღონოდ გადააქნია თავი
-გიღირდა?
-ყველაფერი კარგად იქნება! თვალებზე მომდგარი ცრემლი უკან გააბრუნა და სივრცეს გაუშტერა თვალი.

,,ყველაფერი კარგად იქნება"


3

ჯერ კაცის მძიმე ნაბიჯები იყო, მერე კარის ძლიერი ხმა და ბოლოს გაუჩინარებული სანდრო ამაღლობელიც.
ოთხად მოკეცილი, ფიზიკურ და სულიერ ტკივილს ებრძოდა. არ ტიროდა ან ვერ. ფიქრებით შორს იყო, იქ სადაც ყველაფერი დაიწყო. იქ სადაც სანდრო ამაღლობელს პირველად დასთანხმდა ,,უსტატუსო სტატუსზე". მასთან გატარებულ დღეებს თვალი სულ რამდენიმე წამში გადაავლო და სიმწრისგან ქვედა ტუჩს ჩააფრინდა.
მერე გაახსენდა, რომ ტუმბოზე მისი მალბორო იდო. სხეულის კანკალით მიუახლოვდა ყუთს და ძლივს ამოაძვრინა ერთი ღერი. ტუჩებშორის მოქცეული, ძლიერად დაქაჩა და ღრმად შეისუნთქა ნიკოტინი.
აკანკალებული სხეული ისევ თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნა და ძლიერად მოუჭირა მუცელს ხელები.
სიცარიელემ მთელი სული აუწვა ფანგანს.
ექიმის ირონიული სახე, ღრმად ჰქონდა ჩაბეჭდილი.
-ყველაფერს გადავიტან!
ამოიჩურჩულა და ცრემლიანი თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს.
იმ ღამეს ღრმად დაეძინა, არც სიზმარი უნახავს..
იწვა უბრალოდ. შორიდან, რომ შეგეხედა იფიქრებდი მკვდარიაო,რადგან არანაირი სიცოცხლის ნიშან-წყალი არ გააჩნდა.
***
დილით მზის სხივებმა გააღვიძეს...
საწოლიდან ფრთხილად წამოდგა და სააბაზანოს მიაშურა.
ცხელი წყალის შეხებან, გამოაცოცხლა ფანგანი და გონს მოიყვანა. მთელი სხეულით იყო კედელს მიყრდნობილი და თვალებ დახუჭული ცდილობდა თავიდან ამოეგდო ირონიით გაჟღენთილი კაცის ხმა.
პირსახოცის ამარა დატოვა აბაზანა და კარადაში, შავი სამოსი მოიძია.
ცოტახანს ხელში ატრიალა,მერე ისევ თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნა და ჩვეული საქმიანი იმიჯი მოირგო.

შავი მუხლს აცდენილი ქვედაბოლო, თეძოებზე მჭიდროდ მოსდგომოდა და ჩვეული სხეულის ნარნარით მიდიოდა საკუთარი კაბინეტისკენ. ყველაფერი ისევ ისე იყო მის გარეგნობაში, მხოლოდ მისი სული იყო ცარიელი.
არაფრის მთქმელი მზერა შეაგება მისაღებში მჯდარ ქალს, რომელიც ცამეტი წლისოდენა გოგონასთან იჯდა და ისევ განაგრძო გზა, სადაც ნია მეტრეველის ხმა დაეწია.
-თქვენი პაციენტია!
-შემოვიდეს ხუთ წუთში!
მის კაბინეტში შესულმა, ღრმად ამოისუნთქა და როგორც ყოველთვის საკუთარი ემოციები საგულდაგულოდ გადამალა.
პაციენტების მიღების თავი არ ჰქონდა თუმცა მაქსიმალურად ცდილობდა არ ეფიქრა...
კარზე ფრთხილი კაკუნის შემდეგ, ჰორიზონტზე სწორედ ის ქალი გამოჩნდა ჰოლში, რომ ურეაქციოდ აუარა გვერდი.
მის უკან იდგა გაფითრებული გოგონა. სახეზე ფერი არ ედო.
-შემოდით! თვალით ბურღავდა ორივეს.
-გამარჯობა! მორიდებით აიწურა მხრები ქალმა და მის მოპირდაპირედ დაჯდა.
-საუბრის დაწყებამინდა შენ დაიწყო! ჯიქურად ჩააშტერდა ბავშვის მწვანეებს ფანგანი.
-ის!
-მინდა დაიწყო! უფრო მეტად დაჟინებოთ გაიმეორა ანომ და ხელში კალამი აიღო.
-მე ნინია ვარ! ცრემლებს ყლაპავდა, ხმაც უთრთოდა, თვალის ფერი ახლა მთლიანად ჩამუქებოდა.
-და მე გამაუპატიურეს! ისევ აიწურა. ისევ დაიმალა ანოსგან.
დედის ,,ვაიმე შვილო" შვილის ცრემლები მოჰყვა.
-რამდენი წლის ხარ ნინია? ჰაერი არ ჰყოფნიდა მაგრამ მაინც ცდილობდა უემოციო სახე დაენახებინა.
-თოთხმეტის.
-შენ გაგაუპატიურეს? ისევ გაუმეორა კითხვა ფანგანმა და ფეხზე წამოდგა
-ის არავის ელაპარაკება, არავინ უნდა, მისი ძმები გათხოვებას აიძულებენ, სულ ბავშვია გესმით? იმ არაკაცისგან დაორსულდა.
ვეღარაფერს ხედავდა, გულის რევის შეგრძნება ყელში მოაწვა და მარწუხები წაუჭირა
-მარტო დამტოვეთ მასთან!
-კი მაგრამ
-გთხოვთ მარტო დამტოვეთ!
ქალის ცრემლიანი სახე არაფრად ჩააგდო და ღრმად ჩაეშვა სავარძელში.
-ნინია რა ფერია ცისარტელა?
-ფერადი! ამოიკნავლა და თავი დახარა
-თავს რატომ ხრი? ჩემი იატაკი მოგწონს? თუ ფეხსაცმელი?
-არა, მე მეცხვენია!
-რა გააკეთე ასეთი?
-მე გამაუპატიურეს!
-მაგრამ შენ რა გააკეთე ისეთი, რის გამოც უნდა გრცხვენოდეს.
-მე ქალწული აღარ ვარ!
-ნინია! ტონს აუწია ანომ. თავს ძლივს იკავებდა არ ეყვირა, რომ ასე არ მთავრდება არაფერი. არ შეიძლება სამყაროში ბავშვებზე ძალადობა.
-მისმინე პატარავ! მე ფსიქოლოგი ვარ! ჯანდაბა ფსიქოლოგი ვარ და ვიცი რასაც გრძნობ! არც იფიქრო მოკვდე! ჯიუტად უნდა აიტანო შენი ყოველი დღე!
-რომ გამათხოვონ?
-შენ გინდა ეს?
-მე ის არ მიყვარს!
-მაშინ არ გათხოვდები
-ბავშვი?
-გინდა ბავშვი?
-მე ჯერ ძალიან პატარა ვარ!
-ბავშვის მოკვლა გინდა?
-არა!
იმ წამს ძალიან სუსტად იგრძნო თავი...
,,მე მოვკალი" ქვეცნიბიერი უყვიროდა ფანგანს ის, კი ღიმილით უცქერდა სულ პატარა გოგონას, რომელსაც ცხოვრება წინ უნდა ჰქონოდა, ვიღაცამ დაუნგრია, მაგრამ მაინც მასზე ძლიერი იყო.
-შენ ძლიერი ხარ!
-შენ კი საუკეთესო ბავშვი!
-მაგრამ მე აღარ ვარ ბავშვი! ასე ამბოვს ჩემი ძმა, რომელიც მათხოვებს.
-მისმინე პატარავ! ბავშვის მუხლებთან დაიხარა ფანგანი.
-მითხარი ვინ არის შენი ძმა და გპირდები არავინ გაგათხოვებს მეტიც, ყველა დაისჯება.
-მართლა?
წამით გაუჩერდა გული, როდესაც გოგონას სახეზე ღიმილი დაინახა. მაშინ მიხვდა, რა ძვირფასი იყო მისთვის ეს პაციენტი.
-არ იდარდო!
პირველად მოეხვია ფანგანი მის პაციენტს. პირველად იგრძნო შვება მისი აბორტის შემდეგ.

****
შენიბიდან გამოსულს, გარეთ ძლიერი წვიმა შეეგება.
სირბილით წავიდა მანქანისკენ. კარი ძლივს გააღო და მაშინვე შეხტა სალონში.
ცოტახანს ურეაქციოდ უყურებდა, წვიმის წვეთებს რომელიც, მთელი ძალით ეხეთქებოდა საქარე მინას.
მერე მთელი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს ავტომობილი.
მიდიოდა იქ სადაც, არავინ ელოდა.
არც დემნა, არც თამუნა, არც პრეზიდენტი...
-გადავიტან!
საკუთარ თავს უნეორებდა მაგრამ რამდენად ძლიერი იყო ფანგანი?
მერე გაახსენდა, რომ უნდა დაერეკა.
მობილური მოიკარჯვა და მეტრეველის ნომერი აკრიფა.
რამდენიმე ზუმერის შემდეგ ნიას ნამძინარევი ხმამ უფრო დაამშვიდა.
-ანო!
-ნიაკო, ნინია სამხარაძის მისამართი მინდა.
-ანო სისულელე არ...
-მომწერე ნია! შეუღრინა მდივანს და ისევ განაგრძო გზა სახლისკენ.
----
ჩაბნელებულ ოთახში გამომწყვდეულს ბექაურის ხმა მოესმა და ოდნავ მოეგო გონს.
-რას აკეთებ ბიჭო? ძმაკაცს ისე მოუქნია სახეში ხელი, ცოტაც და გადავარდებოდა.
-სამი დღეა, არ გამოჩენილხარ გესმის? სამი დღე!
-არ გაატრაკო ბექო!
-სანდროოოოოო!
-ბიჭო რას შემე*ი? შემეშვი! ხელი აკრა მეგობარს და გასასვლელისკენ წავიდა.
-მოიყვანე გამრეკელი ცოლად!
-არ გაატრაკო!
-მოიყვანე სანი! გიშველის ეგ გოგო!

ძმაკაცის ნათქვამისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია ისე დატოვა ბნელი ოთახი.
----

,,მე უცოდველი ცოდვილი ვარ"


4

დიდი, ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა ავტომობილი და სათვალეების ზემოდან გახედა არე-მარეს.
მწვანედ მობიბინე ეზოდან კარგად მოჩანდა, გაწურული ნინიას სხეული, რომელიც მოშორებით იჯდა და რაღაცას გაჰყურებდა. სახლიდან მხიარული ხმა გამოდიოდა, რომელიც გოგონასთან შედრებით ზედმეტად კონტრასტული ეჩვენა ფანგანს.
მანქანის კარი ხმაურით დახურა და ქუსლიანის კაკუნით გადალახა გზისა და სახლის ზღვარი.
უცხო სტუმრის დანახვაზე დიდი ძაღლი მაშინვე წამოენთქო, მაგრამ ყელზე მომდგარმა ჯაჭვმა მაშინვე შეახსენა თავი და კუდის ქიცინით დაელოდა სტუმრის ქმედებას.
კიდევ ერთხელ გააპარა მზერა გოგონასკენ, რომელიც ვერ ამჩნევდა მას და მისაღების ზღურბლს გადააბიჯა.
არავის ყურადღება არ უგრძვნია მანამ სანამ ჩანგალი ჭიქას არ მიარტყა მთელი ძალით.
-გამარჯობათ! ზიზღით წარმოთქვა სიტყვა და მის წინ მჯდარ, წვერიან კაცს ჩააშტერდა.
-ეს ვინ არის? იჯახში ამტყდარი ჩოჩქოლის გამო ნინიაც სახლში გაჩნდა.
-როგორ გაგაცნოთ ჩემი თავი? სკამზე დამჯდარმა, მთელი ძალები მოიკრიბა, რომ არ ენერვიულა და მათთვის არ დაენახებინა.
-ამოღერღე ქალო! მისკენ წამოსული კაცი, სხვამ გააჩერა.
-ნინიას ფსიქოლოგი ვარ!
-ამის დედაც, მოგკლავ შე ! დისკენ გაწეულს შუაში ოსტატურად ჩაუდგა ფანგანი და მისი გაცხოველებული მზერით აათვალიერა უფროსი სამხარაძე.
-კარგად მომისმინე, მეორედ არ გავიმეორებ, არც დამჭირდება იცი რატომ? შემიძლია აქვე დავასრულო შენი კაცობა! თუმცა რა კაცობაზე გელაპარაკები, სულით ჩია ადამიანი ხარ!
ვინ გაბედავს თუნდაც მცირე დისკომფორტი შეუქმნათ მას საქმე ჩემთან გექნებათ.
-შენ ვინ ხარ რომ? როგორ მიგყავს?
-შენ ვინ ხარ? მისი ვინ ხარ გეკითხები!
ტონს ყურადღებას აღარ აქცევდა, იმდენად იყო გაცხოველებული მხოლოდ ის სურდა, ყველა დაეგლიჯა, სათითაოდ დაემახინჯებინა აქ მყოფნი.
-მე მისი საქმეო ვარ!
-შე ნაბი*ვარო! ამოიხრიალა ანომ და ლოყა წამის მეასედში აეწვა.
ვერც კი მიხვდა, რომ გაარტყეს.
-ჯანდაბა, თქვენი კაცობა ესაა? სიტყვები გადმოაფურთხა ანომ და ძლიერად ჩაკიდა ხელი კართან აწურულ ნინიას.
-მიმყავს მეთქი! ვინმე დამიდგება წინ?
-გოგო შენ ხო არ გააფრინე? არ ისვენებდა უფროსი სამხარაძე.
-მანამ გეფიქრა, სანამ გაათხოვებას დააძალებდი. გეუბნებით მიმყავს.
-გაგანადგურებთ!
-სცადე! საჩვენებელი თითი აუფრიალა და ნინას ჩაავლო ხელი...

მერე აღარაფერი ახსოვს. მუცელში ყრუ ტკივილი, ნინიას განწირული კივილი და კაცის გინებით დაყრუებული სივრცე.

----
თვალი თეთრად შეღებილ პალატაში გაახილა, რომლის კედლები წამლის სუნით იყო გაჟღენთილი. თავთან ისევ არეშიძე, რომ დალანდა ოდნავ მოექუფრა სახე და ფანჯარას გაუსწორა მზერა.
-ანო, რას აკეთებ? მეგობრის კითხვაზე მოჩვენებითი ღიმილი აიკრა სახეზე.
-რას თამუნა? თვალებ დაწვრილებულმა ახედა მეგობარს.
-ჯანდაბა ანო გიჩივლეს.
ხმა მაღლა გაეცინა ფანგანს. არეშიძე დუმდა.
-ვინ მიჩივლა? იმ ნაბიჭვარმა? ხელები გაასავსავა ანომ.
-სანდრო აგვარებს ყველაფერს, უფრო სწორად მისი ადვოკატი.
-როგორ გეკადრებათ? გუნდმა ჩემი დაცვა გადაწვიტეთ? მადლობა არეშიზე, არ მჭირდება თქვენი დახმარება.
-ანო ცუდად ხარ!
-მართლა? ჯანდაბას ჩემი თავი, როცა ორსული გოგონაა სასტიკად ნაცემი, სადღაც აყროლებულ სარდაფში და მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ ღმერთმა მიატოვა.
-ანო ეს შენ არ გეხება.
-შენ ვინ ხარ? ვინ? ადამიანიბა სად წაიღეთ ყველამ? სად?
-ადამიანობაზე მაშინ არ ფიქრობდი საკუთარი შვილი მუცელში, რომ მოკალი?
ისე ეტკინა ქალის ეს კითხვა, მთელი სხეული გაუბუჟდა. ვერაფერს გრძნობდა, ვერც ტიროდა...
-გაეთრიე! ძლივს ამოთქვა ეს ერთი სიტყვა და თავზე დამტყდარი ტკივილი ერთიანად ამოხეთქა.
-გაეთრიე და აღარ დაბრუნდე გესმის? გაეთრიე! ღრიალებდა ფანგანი. მაშინაც კი, როდესაც თამუნა მის ოთახში აღარ იყო.

დამამშვიდებელი გაუკეთეს. თვალებ დაბინდული იწვა გაუნძრევლად და თეთრ ჭერს არ აშორებდა თვალს. კარის ხმაზე ოდნავ გადასწია თავი მარჯვნივ.
-ბატონო სანდრო! მთელი ირონიით წამოისროლა სახელი და ისევ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა.
-გაგიჟდი? კაცის ყვირილზე უფრო მეტად დაეძაბა მხედველობა.
-ფსევდო მზრუნველობა ჩართეთ შენ და არეშიძემ?
-ვიღაც სი*ებთან მარტო მიდიხარ იმის გამო, რომ იქიდან მათი ოჯახის წევრი გაიტაცო?
ამაღლობელის ნათქვამ აბსურდზე ხმა მაღლა გაიცინა ანომ და ჯიქურად ჩააშტერდა მონატრებულ თვალებს.
-არავის გატაცებას არ ვაპირებდი...
-ჯანდაბა, დედას ვუტირებ ხომ იცი? ხომ იცი შენს ტკივილს არავის ვაპტიებ ანო! ქალის სახესთან დახრილმა, მკაფიოდ აღიქვა დალურჯებული თვალი.
მთელი სხეული უთრთოდა ბრაზისგან, რომლის ზომა ნელ-ნელა იზრდებოდა მის სხეულში.
-არავის დახმარება მჭირდება გესმის? მითუმეტეს შენი.
-ანო.
-წადი სანდრო. შენს მეგობარ არეშიძეს ხელი ჩაკიდე და წადით.
-ანალიზების პასუხს მე ავიღებ.
მხოლოდ ეს მიაძახა კარში მდგომმა და მერე ისევ მარტო დატოვა.
****
სავადმყოფოდან სამ დღეში გაწერეს.
გამოვიდა თუ არა ესევე მის ძმას დემნას დაურეკა.
-დემნა! მონატრებულ ხმაზე ცრემლები წამოუვიდა.
-დამეხმარე დემნა!
მხოლოდ ეს უთხრა და მერე მისამართი გაუგზავნა.
არც მეტი არც ნაკლები ნინია სამხარაძის მისამართი.

****
კაბინეტში, ბექაურთან ერთად იჯდა და ნება-ნება წრუპავდა ვისკს. ხმას არც ერთი იღებდა და არც-მეორე.
ერთს არ დაბადებული შვილი სტკიოდა, მეორეს მეგობარი.
-როგორ გაიმეტა? ჭიქა კედლის მიმართულებით გაიქნია და მინის ჭურჭელიხ მთელი ძალით შეეხეთქა, შინდისფერ კედელს.
-იქნებ შენი არ იყო?
-მეკაიფები? რა გინდა ვიფიქრო, რომ სხვასთან იყო? სისულელეა, აბსურდია გესმის? მხოლოდ მე ვიყავი, მე და არავინ სხვა.
-რას აპირებ!
-ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვიქცევ. არ ვაპატიებ! ჩემი შვილის მკვლელობას არ ვაპატიებ.
-კი მაგრამ სანდრო, მისიც ხომ იყო?
-არ დაიწყო! თითი გამაფრთხილებლად აუქნია მეგობარს და შავად შეღებილ კარში გაუჩინარდა.

5

მთლიანად ნინია სამახარაძეზე გადართულს, აღარაფერი ახსოვდა.
დემნას აქეთ-იქით დაათრევდა და ყველაფერს აგვარებდა. ოფიციალურად ,,იშვილა" გოგონა. ბავში, რომელსაც ნინია ატარებდა ძალიან უყვარდა ფანგანს და ყოველ წამს, ელოდა როდის გამოძრავდებოდა. პატარა ბავშვივით აკეცავდა ფეხებს და პატარას ელაპარაკებოდა. ნინიას ძალიან უჭირდა ახალ გარემოში, ვერ ლაპარაკობდა, ვერ ჭამდა ნორმალურად. მერე დემნა ,,გადმოაცხოვრა" ფანგანმა და სამხარაძეზე პასუხისმგებლობა მას დააკისრა. დილა, დემნას წუწუნით იწყებოდა, ძიძა კი არ ვარო. მაგრამ მაშინვე ჩუმდებოდა ანოს, გაცოფებულ თვალებს, რომ წააწყდებოდა. ცხოვრება მეტად გაურთულდა ფანგანს, ყოველ ნაბიჯზე ხვდებოდა სამხარაძის ძმა. დაძაბული დააბიჯება ყველგან. მერე დაცვის რამდენიმე ბიჭი, რომ შენიშნა ამაზე, სულ გადაირია. სანდროსგან იყვნენ...

სამსახურიდან გადამწვარი გამოვიდა და ზიზღით აავლო თვალი, მის წინ მჯდარ სერგი დადიანს.
-შენმა პატრონმა გამოგგზავნა სერგიკო? ირონიით გააჟღერა ბგერები და გასაღებზე მოთავსებულ ღილაკს, მთელი ძალით დააწვა.
-პატრონიც აქ არის! ზურგიდან, ბარიტონი, რომ მოესმა უცნაურად გასცრა ტანში. მისკენ ვერ ბრუნდებოდა, ან არ... ჯიუტად იდგა ერთ ადგილზე, გახევებული .
-იშვილეთ უკვე ის გოგო? არც პრეზიდენტი აკლებდა ირონიას.
-პასუხის დაბრუნების არც თავი მაქვს და არც ნერვები.
-რა მოხდა ანო? ისევ სე*სზე გელაპარაკება შენი პაციენტი? თუ იმაზე როგორ უ*გება როცა გხედავს.
-სანდრო! კბილებში ძლივს გამოსცრა ამაღლობელის სახელი.
-რომ ვხედავ მინდა სახე ავაგლიჯო. შენთან ზის 24/7-ზე და ტვინს ტ*ნავს იმაზე, როგორ დეპრესიაშია.
-შვილი მოუკვდა გესმის? ცუდად არის?
აღელვება ყელში უჭერდა ფანგანს, მაგრამ მაინც არ იმჩნევდა.
-და შენ შვილის ადგილს იკავებ? თუ რა დედის ტ*ვნაა?
-ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობაა, მოვუსმინო ყველას. განურჩევლად იმისა, ჩემს ყოფილ საყვარელს მოსწონს ეს,თუ არა!
ხმა უკანკალებდა უკვე ანოს... ისე უნდოდა ეყვირა, რომ წასულიყო აქედან,მაგრამ მაინც სახეზე მიმიკას არ ცვლიდა.
-ექს საყვარელი ვარ ესეიგი ანო? არ აპირებ ახლის ძიებას? რომლის შვილსაც ბინძურ კედლებში, არ მოკლავ.
მოკვდა ფანგანი...
სულის ჭრილობა, რომელიც მუდმივად უკან სდევდა, ახლა ისევ შეახსენეს.
იცოდა სანდრომ... ამის გააზრებაზე უფრო მეტად მიიჭირა ხელი, მკერდთან, არათანაბრად მფეთქავ ორგანოზე.
-შეიძლება ვიპოვო კიდეც... ცრემლიანი თვალები შეანათა ამაღლობელს და ნაბიჯი უკან გადადგა.
-დედას შევე*ი! როგორ გაიმეტე? უბრალოდ ადექი და გადაწყვიტე, რომ შენი ნება იყო, რას დამართებდი? ასე იფიქრე?
ტონს აღარ აქცევდა ყურადღებას. სისხლი ისეთი სისწრაფით მოხრაობდა მის ვენებში, ეგონა რომ ცოტახანში გახეთქავდა კანს და აქვე დაიცლებოდა, დამპალი სითხისგან.
-ასე ვიფიქრე? არა ასე არ ვიფიქრე, ასჯერ ვცადე მეთქვა შენთვის. ის დილა გახსოვს? მაშინაც ხომ გკითხე? ხომ გკითხე ოდესმე მოგინდება ეს წყეული ცოლ-შვილითქო? შენ რა მიპასუხე ეგეც ხომ გახსოვს. ახალგაზრდა ვარო.
-და ამის გამო მოკალი ბავშვი? მთელი ძალით ჩაფრენოდა ფანგანის სუსტ სხეულს.
-ჩემი გადასაწყვეტი იყო. ჩემს სხეულში იყო! ჩემი ნაწილი იყო გესმის?
-და ჩემი არ იყო? ჩემი ნაწილი არ იყო ანო? ნუ მაგიჟებ! მეტად ნუღარ მაგიჟებ!
-ამ სცენით რამეს უშველი, თუ დააბრუნებ აქ? ხელი მუცელსე გადაიტარა ფანგანმა. მტანჯველი სიცარიელე იგრძნო...
-ერთი რეალური მიზეზი, რომ მითხრა რატომ მოკალი ბავშვი ხომ შეიძლება? ხომ შეიძლება თორე მინდა აქვე დაგმარხო. დედა მოვუტ*ნა ყველაფერს. იმ მოგონებებს რაც შენთან მაქვს. რა გავაკეთე ისე, რომ ჩვენი შვილი მოკალი? რა გავაკეთე?
-სანდრო!
-მიპასუხე! ქალის საპასუხოდ დაიღრიალა ამაღლობელმაც.
-რა გააკეთე? არაფერი! ანოც არ ჩამორჩა ტონში.
-ახლა, რომ ეს ტვინი გადამიტრიალდეს და მოგკლა, გამამტყუნებს ვინმე? დედა, რომ მომიტ*ანი მაგით ხვდები?
-ასე ნუ იქცევი... ნუ იქცევი თითქოს გინდოდა შვილი... ნუ იქცევი თითქოს მე ვარ დამნაშავე, ამ ბავშვის ჩასახვის მომენტიდანვე შენ ხარ დამნაშავე, შენ გეკიდა, როგორ გამ*იმავდი! აბა რა ანო შენი საკუთრებაა, ფაიფურის თოჯინა, რომელსაც როგორც გინდა ისე იხმარ.
მაპატიეთ ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენი შვილის ადგილი ამ წყეულ მუცელში არ იყო, არც ჩემნაირის გვერდით. თქვენ კი შეგიძლიათ ადგეთ და სხვა ნებისმიერ ქალს, შესთავაზოთ იყოს თქვენი შვილის დედა. სიხარულით გამოგყვებიან.
მე კი შემეშვი. ეს ბავშვი ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი. ასეა, კაცები უნამუსოდ ტოვებთ თქვენს ნაწილს ჩვენში.
-რომ მომკვდარიყავი? იმ ბავშვთან ერთად რომ მომკვდარიყავი?
-მოვკვდი ამაღლობელო! ახლა აქ, ჩემს წინ დგახარ და გგონია შენ განიცდი მხოლოდ? მე ყოველ ღამე მიჭერს პაწაწინა ხელები აი აქ. ხელი კისერზე მოიტარა ანომ.
-არ გაპატიებ!
-არ მაპატიო! მე და შენ მოვრჩით! მე და შენ და არა ჩვენ! ხედავ? ამდენი წელი ვისმენდი შენს პრობლემებს, შენს გვერდით ვიყავი მუდამ, მაგრამ არასდროს გქონია მადლიერება. რატომ? იმიტომ, რომ თავი არ დავიფასე და პირველივე შემთხვევის დროს შენთან ვიწექი? იმიტომ, რომ უარს არ გეუბნებოდი არასდროს?
-ნუ ყვირი! მარჯვენა ხელი პირზე ააფარა ფანგანს.
-შენი კაცები მოაშორე ჩემს სახლს.
-მოვაშორებ მალე, ცოლად რომ მოგიყვან.
-ჯანდაბა! სიმწრისგან მთელი ძალით დააწვა ქვედა ტუჩს.
-ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ. სხვა ვერ შეგეხება! მე კი ვფიქრობ, რომ კარგი ვარიანტი მყავს. ყველასთვის საყვარელი ფსიქოლოგი, რომელზეც ნახევარი თბილისი ან*რევს.
-კარგად მომისმინე! თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მის წინ მდგომს.
-შენი თოჯინა არ ვარ, არ ვარ გესმის?
-ტონს დაუწიეთქო!
მანქანაზე აკრულს, მთელი სხეულით მიწოლილი, მილიმეტრითაც არ შორდებოდა. ქალის სახეზე უამრავ ემოციას კითხულობდა ამაღლობელი, მაგრამ არცერთი იყო ის, რის გამოც ვერ თმობდა.
-გამიშვი! უშედეგოდ გაიბრძოლა ფანგანმა.
-იცი სად დაიწყო ეს დედის ტ*ვნა ანო?
-როდესაც ჩემმა ცოდვილმა სხეულმა პირველად გაგიშალა ფეხები! ირონიულად გაუღიმა ამაღლობელს.

თავი გაინთავისუფლა და სწრაფად ჩაჯდა კუთვნილ, ავტომობილში, რომელიც მთელი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს.

წარსული*
ვასო გომართელის დაბადების დღეზე შეკრებილებს, მხოლოდ არეშიძე აკლდა. იქ იყო დემნა და ანო ფანგანი. მხიარულება ახალი დაწყებული იყო კარში გამოჩენილმა წყვილმა ყველას ყურადღება, რომ მიიქცია. არავინ ელოდა ამაღლობელს და გამრეკელს ერთად. მშვიდად უყურებდა წყვილს ფანგანი და ნება-ნება წრუპავდა მათრობელა სითხეს.
დეას გამჭოლი მზერა არ გამორჩენია. გარედან გამოსახული სიმშვიდე, მის მთელ არსებას ანგრევდა მაგრამ მაინც უღიმოდა ყველას, ლაპრაკობდა გომართელთან, რომელიც თვალს არ აშორებდა ფანგანს, ლაპარაკობდა მის სამსახურზე, მომავალ გეგმებზე და საერთოდ ყველაფერზე, რაც იმ წამს მოუვიდოდა თავში.იცინოდა ხმამაღლა, უკომპლექსოდ. თმებში დაატარებდა მის გრძელ, თლილ თითებს.
ყურადღების ცენტრში რათქმაუნდა ამაღლობელი იყო, რომლის გვერდს სწორედ ის ქალი ამშვენებდა, რომელიც ასე უმიზეზოდ სძულდა ფანგანს.
-პრეზიდენტი გამოუტყდა დეაკოს! ამის გაგონებაზე უფრო მეტად დაიძაბა ფანგანი.
-მერე? გვერდით გომართელის და ეჯდა, რომელიც ენას არ აჩერებდა.
-ასე უთქვამს დეას, შენს მიმართ გრძნობები არ მაქვს, მაგრამ ვცადოთო.
-ანუ ახლა იმ ქაჯს, ამაღლობელი არ უყვარს? არ ჩუმდებოდა თიკა.
-რა უყვარს? პროსტა ერთად დაპატიჟა გომომ და მაგიტომ, თორე...
-ისე პრეზიდენტზე ამბობენ ვიღაც ჰყავსო, ანუ საკუთარი ნაშა.
-გიკვირს? უმცროსი გომართელის სიცილზე უფრო მეტად წამოენთო ფანგანი.
-ერთი უყვარს მეორეს ჟიმ**ს. The president გვყავს!

აღარ შეეძლო გაჩერება, მთელი დარჩენილი ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა. არავისთვის მიუქცევია ყურადღება, ისე მოუბოდიშა გომართელს და დატოვა ბარი.

ქუსლიანის გამაწვრილებელი ხმა, ყურში ურტყამდა ანოს. საკუთარი თავი იმაზე მეტად აღიზიანებდა, ვიდრე სხვა დანარჩენი. მიუხედავად ყველაფრისა, უყვარდა ამაღლობელი. სიგიჟემდე უყვარდა...
ხელში ძლიერი თითების შეხებაზე, უფრო დაიძაბა და უკან მდგომ სანდროს გახედა.
-რა გემართება ანო?
-სახლში მივდივარ.
-ანო!
-ტონს ნუ უწევ ჩემთან გესმის? წადი და შენს დეაკოს უყვირე.
-რატო ატრაკებ!
-გიყვარს ხომ?
-ჯანდაბა ანო, საიდან მოგდის ეგ აზრად?
-კარგი ახლა არ თქვა, შენს გარდა ქალს არ ვუყურებო. ირონიით სავსე მზერა სტყორცნა ამაღლობელს.
-შენს გარდა ქალს, რომ შევამჩნევ, იმასთან გადავბარგდები.
-რა სასაცილო ხარ ხვდები? და მეც დამცინი ხომ?
-ჯანდაბა მაინცდამაინც უნდა მიყვარდე? მიპასუხე! არ არის სიყვარული ანო! სამაგიეროდ არის ვნება, მონატრება, ბრაზი!
ქალის უკანალს მთელი ძალით ჩაფრენილი, კედელს ისე აეკრო ფანგანი, ვერც კი გაიაზრა.
-ჯანდაბა! კაცის შეხებაზე, მაშინვე აუდუღდა სისხლი ვენებში.
-გამიშვი!
-დღეს მოვალ.
მხოლოდ ეს მიაძახა ფანგანს და სიბნელეში გაუჩინარდა.

***
ლურჯად შეღებილი კარი, თითქმის შეანგრია ამაღლობელმა და რაც ხელში მოხვდა ყველაფერი, მიწასთან გაასწორა.
-დედას შევე*ი! სიმწრით ამოიღმუილა და ბნელ კუთხეში ჩაიკეცა.
იმის გააზრებაზე, რომ შანსი ჰქონდა მამა ყოფილიყო, უარესი ტკივილი იგრძნო გულის არეში. სხეული უკანკალებდა... საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რომ ვერ შეაჩერა...
-რა გიყო ანო რა? მუშტი გაუქნია კედელს.
მერე, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ფეხზე გიჟივით წამოდგა და ბექაურის ნომერი აკრიფა. რამდენიმე, მტანჯველი ზუმერის შემდეგ, ძილისგან დაბოხებული ხმა გაისმა ყურმილში.
-რა გინდა ?
-ხვალიდან ქორწილისთვის მზადება დაიწყე!
-გამრეკელი?
-ფანგანი!
მობილური მალევე გათიშა და დამძიმებული სხეულით საწოლზე დაეშვა.

6

საკუთარ კაბინეტში, ფიქრებისგან გაგიჟებული, მწველ სითხეს სვამდა და ისევ, უცნობი ქალის პორტრეტს მისჩერებიდა. ცხოვრებისგან ზედმეტად დაღლილს აღარაფერი მიაჩნდა ძვირფასად. მაგიდაზე დაყრილ ქაღალდებს გადახედა და შუბლ-შეკრული წამოდგა ფეხზე. სავარძელში ჩაესვენა და პირველი ქაღალდიც აიღო ხელში. ფინანსებთან დაკავშირებით ისევ პრობლემები იყო ქვეყანაში, მას კი ყველაზე ნაკლებად ახლა ეს ადარრდებდა. ფიქრებით ისევ ფანგანთან იყო... მონატრება მარწუხებით ეხვეოდა მთელს არსებას და მთლიანად ეპატრონებოდა მას.
ფიქრებში გართულმა ვერც კი გაიაზრა, როდის შემოხსნა კარი ანომ და გაცოფებული მზერა აატარა სანდროს.
-რას გინდა მიაღწიო? ქალის მაღალმა ტონმა, გონს მოიყვანა. დაკვირვებით აათვალიერა, სუსტი სხეული...
-რა მოხდა?
-საქორწინო კაბა გაუგზავნე მას, ვისაც შენი ცოლობა უნდა. მე შემეშვი გესმის? შემეშვი
-თუ ცოლად მომყავხარ, ესეიგი შენი ცოლად მოყვანა მინდა.
-მოდი დავქორწინდეთ და რაა? რა შეიცვლება?
-ჯანდაბა, ხმას დაუწიე გესმის? სულ რამდენიმე წამში დაფარა მათ შორის ადგილი და გიჟივით დააცხრა ქალის ბაგეებს. უჰაერობისგან შეწუხებული მოშორდა ფანგანს და შუბლით დაეყრდნო.
-ჯანდაბა, რას მიშვები? თლილი თითები ანოს ყელს შემოატარა და იქვე დაუტოვა სველი კოცნა.
-ჩემგან რა გინდა სანდრო? მილიმეტრითაც არ შორდებოდა კაცის სხეულს.
-შენ მინდიხარ ანო და კიდევ შენი განადგურება მინდა.
-მეც გინდივარ და ჩემი განადგურებაც ამაღლობელო? ეგ ორი ერთად არ ხდება.
-მაშინ არ ვიცი, რომელიმეს ავირჩევ. მთავარია შენი ცოდვილი სული, როგორ გადაწყვეტს.
-სანდრო...
-გამიჩენ შვილებს ანო, ერთს კი არა ბევრს... და თუნდაც, კიდევ ერთხელ, რომ გაიფიქრო მათი მოშორება მოგკლავ, ვეღარ გადავხარშავ და მოგკლავ გესმის?
-შენთვის შვილის გაჩენას მე არ ვაპირებ.
-მე ვაპირებ ანო, რომ ჩემთვის გააჩინო. მერე ჯანდაბაში გესმის?
-რის მიღწევას ცდილობ?
-მინდა გააჩინო, მინდა მისგან შორს იყო, ვერ შეეხო, ვერ ნახო როგორ იზრდება. ასე იგრძნობ სად დააშავე. მიხვდები რამდენი რამ შეიძლებოდა იმ ბავშვის გამო, შენ რომ თავიდან მოიშორე. ყველაფერს მიხვდები.
-ნაძირალა ხარ!
-ქორწილისთვის სამზადისი დაიწყე პატარავ, მალე ჩემთან გადმოცხოვრდები.
-ჯანდაბა ამაღლობელო, თამაში გინდა? ვითამაშოთ!
კაბინეტიდან უკან მოუხედავად გავარდა.
სუნთქვა ყელში ჰქონდა მობჯენილი... სიარული უჭირდა... ავტომობილამდე ძლივს მიაღწია. კარი გამოხსნა თუ არა, მარილიანი სითხე მოსწყდა მის თვალებს, სულ ცოტახანში კი გულ-ამომჯდარი ტიროდა მანქანის სალონში.

***
ბარში შესულმა, ღრმად შეისუნთქა ნაცნობი, კვამლის სუნი და ბექაურისკენ დაიძრა.
ბარმენს ვისკი შეუკვეთა და ცერად იქაურობას. ყველაფეისგან გადაღლილს მხოლოდ დალევა და კარგად გამოძინება სჭირდებოდა.
ბექაურის შეხებაზე, შეიშმუშნა და მის გვერდით მდგარ დეა გამრეკელს გაუყარა მზერა.
-სანდრო. ქალის ბაგეებიდან მისი წარმოთქმული სანდრო, იმდენად საზიზღარი ეჩვენა, სახე დაემანჭა
-როგორ ხარ დეა? ჯიქურად მიშტერებოდა ქალს.
-არა მიშავს. გავიგე ცოლი მოგყავს.
-კი, ვქორწინდები! ხელები ფართოდ გაშალა ამაღლობელმა.
-ფანგანი? სიმწრით მოიკვნიტა ქვედა ტუჩი
-ხო, ანოზე ვქორწინდები.
-გიყვარს? ქალის შეკითხვამ საშინლად გააღიზიანა. მისი მოულოდნელი გამოჩენები, ნერვებს უნგრევდა ამაღლობელს და საკუათი ნერვების ფასად უჯდებოდა არ ეღრიალა, როგორ სძულდა ეს ქალი. სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯი, რომაა სწორედ გამრეკელი ამტკიცებდა.
-სიყვარულზე მაღლა დგას ერთგულება დეა! სუსტ წერტილში მოარტყა სანდრომ ქალს.
ცოტახანს გაშეშებული იდგა, მერე კი უკან მოუხედავად დატოვა ბარი.
-როგორ იქცევი ? ბექაურის ღრინვა არაფრად ჩააგდო.
-მოვიდა, თითქოს ჩავეხუტებოდი. არ მწამს მასეთი სიყვარულის გესმის? როგორ შეიძლება წახვიდე სხვასთან და მერე მოწვა, რომ თურმე გიყვარს? სხვასთან გაერთო? დაქორწინდე და მერე ისე მიუგდო ბეჭედი, თითქოს არაფერი. სიყვარული რა, დეას ეგოისტურობა კლავს. მიხვდა, რომ მკარგავს და ვსო... მანდ სრულდება გესმის? დედაც მოსტ*ვნია მის სიყვარულს.
-სანდრო.
-აღარ მინდა გესმის? მისი ბინძური თამაშები აღარ მინდა! ანომ მითხრა, რომელ კონტექსტში მჯობია მითხარიო. არცერთში. დაჟე რა ჯობნაზეა ლაპარაკი ტიპი, როგორ მეთამაშებოდა.
-შეიცვალა სანდრო.
-მეც შევიცვალე და არანაირად არ მინდა დეა გამრეკელი.
ფეხზე წამოდგა ამაღლობელი და ბანცალით გაუყვა კლუბიდან, მანქანამდე გზას.

წარსული*
წითელ კაბაში გამოწყობილი გამრეკელი, ყველას ყურადღების ცენტრში იყო. კეკლუცი ღიმილი დასთანაშებდა ქალს და არ შორდებოდა აწ უკვე პრეზიდენტ სანდრო ამაღლობელს.
კარში გამოჩენილი სტუმრის შემდეგ ყველაფერი იმდენად აირია გააზრება ვერ მოასწრო სანდრომ.
ნიკა სამადაშვილის დანახვაზე შემკრთალი გამრეკელიც არ გამორჩენია პრეზიდენტს.
-მოხდა რამე? ქალის მხრებს შემოეხვია.
-არაა არაა. თავი გააქნია დეაკ და საპირფარეშოში გაუჩინარდა.

შეაგვიანდა გამრეკელს... სანდრო მის მოსაძებნად წავიდა... სწორედ იქ ნახა ის, რამაც ასე ატკინა ყველა უჯრედი. დეაზე მოხვეული სამადაშვილი ისე ეტკინა, სიტყვა ვერ თქვა. იმ ღამეს მოკლა ამაღლობელმა გამრეკელი. იმ ღამეს დააწესა ზღვარი, რომლის იქით დეა იყო, ხოლო აქეთ თვითონ და ანო...

----
მსხვილი წვიმის წვეთები, მთელი სიძლიერით ეხეთქებოდნენ, ფანჯრის მინებს და შემდეგ მიწაზე ეცემოდნენ. ცაზე ხაზად გავლებულ ელვას, მალვე მოჰყვა გამაყრუებელი ჭექა-ქუხილი. ფეთიანივით წამომხტარ, ანო ფანგანს კუთხესთან მდგარი სილუეტი, რომ დახვდა გიჟივით წამოიკივლა და უფრო მეტად დააკვესა თვალები. ოთახი სავსე იყო, თამბაქოსა და სუნამოს გრილი სურნელით, ერთმანეთთან საოცარ ნაზავს, რომ ქმნიდნენ.
-აქ რა გინდა? სიცარიელეში ამოიჩურჩულა ფანგანმა.
-მომინდა და აქვარ. კაცის ბოხნა ხმამ, მთელს ტანში სასიამუვნოდ დაუარა.
-დემნა სახლშია სანდრო!
-არც გაატრაკო! სიგარეტის ღერი ოდნავ გამოღებულ ფანჯარიდან მოისროლა და საწოლის მიმართულებით დაიძრა.
-წადი! ქალის ბაგეებს მოწყვეტილმა სიტყვამ, უფრო მეტი ბრაზი დაუგროვა ამაღლობელს.
-გიჟი ვარ იმ ქალთან სე*სი, რომ ისევ მინდა ვინც შვილი მოკლა? სახე დაბრიცა და ვნებააშლილი მზერა აატარა, ანოს მკერდს.
-სანდრო... ხმა გაუწყდა.
-დედას შევე*ი! თავთან დახრილი ისე სწრაფად ეცა ქალის ბაგეებს გააზრება ვერ მოასწრო ფანგანმა. მთელი ძალით ჩაფრენოდა ქვედა ტუჩზე და მთელს ბრაზს, იმედგაცრუებას, ტკივილს ამ კოცნაში აქსოვდა. მკერდზე გადანაცვლებულმა, თავებზე მწარედ ჩაავლო კბილები და კვნესის ჩასახშობად, პირზე ააფარა ხელი. კბენის შემდეგ, ენის სირბილემ მეტად გაახელა ფანგანი...
მთელი სხეული უთრთოდა, ყველა უჯრედი, ისე უნდოდა ამაღლობელი. მტანჯველოი სინელე, სიცარიელეში გადაიზარდა, თვალებ გახილმა კო ვეღარსად დაინახა პრეზიდენტი.
-ჯანდაბა! სიმწრით მოიკვნიტა ქვედა ტუჩი და თავი სააბაზანოს შეაფარა.

7

თეთრ პენუარში გამოწყობილს ხელში, ღვინის ჭიქა ეჭირა და მასში მონარნარე სითხეს, უფლებას აძლევდა დაეთრო. თბილისის ხედს უყურებდა და ყელში მოწოლილ იმედგაცრუებებს, როგორც ყოველთვის უკანვე აბრუნებდა.
თვალიდან, მარილიანი სითხის წამოსვლამ საერთოდ დაუმძიმა სული. აივნის კარი გამოაღო და ახლა უკვე გრილ ჰაერს მისცა უფლება, მის სხეულზე დაუკითხავათ ეთარაშათ.
წვრილ თითებში მოქცეულ ჭიქას ზიზღით დახედა და მზერა უსასრულობაში გადაიტანა...
აზრზე მობილურის წკრიალმა მოიყვანა და ტანის სასწაული რხევით მივიდა ტუმბოსთან დადებულ აპარატთან.
-ნუ სვამ მაგდენს. კაცის ხმამ ტანში ჟრუანტელად დაუარა. ძებნა არ დაუწყია, არ აინტერესებდა სად იდგა ამაღლობელი მთავარია, რომ იქ იყო, ახლოს.
-და კიდევ ეგ პენუარი ტრაკს არ გიფარავს კარგად. სანდროს სიცილზე თავადაც გაეცინა.
-დატკბი ბოლო დღეებით ანო!
ყურმილი გათიშა კაცმა. ფანგანი კი გაშეშებული იდგა ისევ იქ, სადაც თავდაპირველად.
***
ქორწილის სამზადისში არ იყო ჩართული, ბოლო დღემდე მუშაობდა და იღებდა პაციენტებს.
შენობიდან გამოსულს, მანქანაზე მიყუდებული პრეზიდენტი, რომ დახვდა შუბლი შეკრა და გზა განაგრძო.
-ასეთი მოკლე კაბებით დადიხარ სამსახურში? ვითომდა მკაცრი ტონით მიაძახა ზურგით მდგარ ანოს.
-ნეტავ ახლა გამოსი*ებული და ეჭვიანი ქმრის როლი მოიშორო.
-რატომ როლი ძვირფასო? ხვალ ქორწილი გვაქვს.
-ისეთი აღფრთოვანებული სახე გაქვს,როგორც თინეიჯერ ბიჭებს ცოლი, რომ მოჰყავთ და იციან წინ პირველი ღამე ელით.
-მეც ხომ მექნება პირველი ღამე! ქალის გაბრაზებულ სახეს, რომ წააწყდა მეტად გახალისდა.
-მეცოდები, არ შემხებიხარ.
-ქორწილის მერე სულ სხვაა.
-სე*სი სე*სია, ქორწინებამდე და ქორწინების შემდგომაც.
-არა რატო, მერე იცი, რომ შენს ცოლს *იმავ და არ გეშინია იმის, ბავშვი არ ჩაისახოს.
-აქამდე გეშინოდა?
-არა ანო, ახლა უფრო მეშინია, ისევ იგივე სიდებილე არ ქნა.
-მაგ სიდებილეს ჯერ ჩემი შეცდენა და მინიმუმ ბავშვის ჩასახვა სჭირდება.
-შენი შეცდენა და ბავშვის ჩასახვა მე მომანდე. რაც შეეხება მაგ სიდებილეს, აზრადაც არ გაივლი ამ პატარა თავში.
-არა რატო? რამდენჯერაც დამაორსულებ იმდენჯერ მოვკლავ ბავშვს, თუ სავადმყოფოში არა დანას ჩავირტყამ პირდაპირ აქ. ხელი მუცლის მიდამოზე გადაიტარა და გაცეცხლებულ ამაღლობელს მიაშტერდა.
-პატარავ რა დედა მოტ*ნული აზრები გიტრიალებს მაგ თავში.
-არმითხრა, რომ გაწუხებს აქ რა ტრიალებს.
-კი მაწუხებს. დაჯექი სახლში მე გაგიყვან. ხელით მანქანისკენ უბიძგა.
-ჩემიც აქ დგას.
-გითხარი გაგიყვან.
აღარაფერი უთქვამს, უსიტყვოდ მოთავსდა ავტომობილში, რომლის სალონი გაჟღენთილი იყო ამაღლობელის სურნელით.
-იმედია არ გავიგუდები.
-ვითომ არ გიჟდებოდე ამ სუნამოზე. ცხვირთან დაუტოვა კოცნა და მანქანა დაძრა. გზაში არც ერთი იღებდა ხმას და არც-მეორე. სიჩუმეში ჩაკარგულებს მხოლოდ, დაბალ ხმაზე ჩართული რადიო ურღვევდათ მყუდროებას.
ავტომობილი კორპუსის წინ გააჩერა და ანოს გადახედა, რომელიც ღვედს იხსნიდა.
-არაფერი წამოიღო აქედან, ყველაფერი იქ იქნება.
-შენ რაა თოჯინა გგონივარ? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ტონს ვერ აკონტროლებდა ფანგანი.
-გითხარი გასაგებად? ხელზე მტკივნეულად ჩააფრინდა.
-ნუ გგონია, რომ ყველაფერზე გაგიცინებ. ადეთი კაბებით ვეღარ ივლი, ვერც იმ დედამოტ*ნულ პაციენტებს მიიღებ გაიგე?
-ეგღა მაკლია...
სიტყვა ვერ დაასრულა ისე ჩააფრინდა ამაღლობელის ბაგეები. გაშმაგებით უკოცნიდა ტუჩებს... უჰაერობამ შეაწუხა და მხოლოდ მაშინ მოშორდა ქალს.
-გადადი.
-ველური ხარ! კარი მთელი ძალით მიხურა ანომ და თითქმის სირბილით შევიდა კოროუსში.

ის ღამე საშინლად გრძელი მოეჩვენა, თვალი ვერ მოხუჭა. ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა. ქორწილის გახსენებაზე, ტანში უსიამუვნოდ დაუარა. მალბოროს ღერი ტუჩებს შორის მოიქცია და ღრმად დაქაჩა. ცოტახანში მთელი ფილტვები ნიკოტინით აივსო.
ფიქრობდა რა იქნებოდა ხვალინდელის შემდეგ. მიუხედავად მისი სიძლიერისა, სანდროს ვერ აჯობებდა, ვერ გადალახავდა ამ ყველაფერს.
საშინელი სიმძიმე იგრძნო გულის არეში.
ინსტიქტურად გაუშეშდა მზერა საკუთარ მუცელზე.
-აქ უნდა ყოფილიყავი ხო? ცრემლებს გასაქანი მისცა.
-რა გავაკეთე? რატომ გაგწირე? თვალები ცას მიაპყრო.
-ვერ ვამტყუნებ მას. მსჯის... მაგრამ, ჯანდაბა მეშინია, რომ ვერ გავუმკლავდები. ღმერთო დამეხმარე.
საწოლზე იჯდა უემოციოდ და საათის ისრებს აყოლებდა თვალს.
სამი...ოთხი... ხუთი.... ექვსი... შვიდი.... რვა.... ცხრა...
ვიზაჟისტები აღებენ ანოს კარს.
ყველა თავს ეხვევა, ნინია ოდნავ გაბერილი მუცლით მის დახმარებას ცდილობს.
მაგრამ ფანგანი ვერ გრძნობს ვერაფერს. ისევ მუცელს დაჰყურებს, სადაც ის უნდა ყოფილიყო. მერე სარკეში, საკუთარ ანარეკლს უსწორეს თვალს. ჩაშავებული უპეები უკვე კარგად დაეფარათ. ძლიერად ხუჭავს თვალებს...
ყველაფერი საშინლად იწელება... კაბაც ჩააცვეს, რომელიც თავად არ შეურჩევია.
უკვე მზად მყოფი, ოთახში დააბიჯებდა. ისე ამძიმებდა ეს კაბა, ცოტაც და სხეულზე შემოიგლეჯდა.
კარი ნინიამ შემოხსნა. ეს გოგონა ძალიან უყვარდა, მაგრან ახლა მის დანახვაზე, ახალი საფიქრალი გაუჩნდა. რა უნდა ექნა. აქ დემნასთან უნდა დაეტივებინა?
-ნინია.
-ანო. მინდა ბედნიერი იყო.
-ვიქნები, რომ?
-შენ იმსახურებ...
-შვილი მოვკალი. საკუთარი შვილი აქ მოვკალი. ხელის ზურგი შეახო საკუთარ მუცელს.
-მერე რა? მაგით რა მოხდა? ანო ამას ვერავინ გაიგებს რა რთულია იმედგაცრუებული მიხვიდე იქ.
ვერ ხარშავ რას აკეთებ. მეც ვცადე... დემნამ მომაბრუნა.
-რას ამბობ ნინია?
-ხო, ისე მეჩხუბა უარესად მომინდა მომეკლა ეს ბავშვი აქვე, მაგრამ მერე გავაანალიზე, მას არაფერი დაუშავებია.
-რა ძლიერი ხარ გოგო. მე მოვკალი ბავშვი, რომლის მამაზეც ვგიჟდებოდი, შენ კი დაიტოვე ბავშვი, რომლის მამაც გეზიზღება...
-ეს არაფერს ცვლის...
-ცვლის. ახლა ჩემი სასჯელი უნდა მივიღო.
-დამიჯერე დალაგდება.
-იმედი მაქვს.
კიდევ ერთხელ მოეხვია ნინიას და საბოლოოდ შეავლო თვალი საკუთარ გამოსახულებას სარკეში.

ჰოლში მდგარ სანდროს გახედა და მთლიანად მოიცვა აღელვებამ. კიბეებზე მიაბიჯებდა და ნელ-ნელა იპყრობდა ყველას ყურადღებას. ამაღლობელის მზერა, რომ იგრძნო ტანში სასიამუვნო ჟრუანტელმა დაუარა და ღიმილით ამოუდგა გვერდში.
-ლამაზი ხარ. კაცის ხავერდოვანმა ხმამ მთლიანად მოსწყვიტა რეალობას.
თითქოს მართლა ყველაფერი კარგად იყო. ამაღლობელის თვალებში, რაღაც უცნაური ვარსკვლავები კიაფობდნენ.
ეკლესიაში წასვლა, რომ გადაწყდა საერთოდ აიტანა კანკალმა. იმდენი ხანი იყო გასული, რაც აქ ფეხი არ შეედგა მაგრამ... იმის გაანალიზებაზე, რომ სანდროზე ჯვარს იწერდა აანერვიულა. იმიტომ კი არა, რომ ამ კაცის ერთგულება იყო რთული, არა ანო აქამდეც მისი იყო, უბრალოდ ახლა ეშინოდა. იმის ეშინოდა, რომ ამის შემდეგ საერთოდ ყველაფერი აირეოდა... ვერ დალაგდებოდნენ...
ტაძარში შესულს იმდენად დიდი სიმშვიდე ჩაუსახლდა მთელი არსება მოიცვა.
ნაცნობი სილუეტის დანახვისას გაეღიმა და სანდროს გახედა, რომელიც მამა დავითს ესაუბრებოდა.
უახლოესი მეგობრები იყვნენ, ამაღლობელი და მენაბდე. მერე რატომღაც მან ეს გზა არჩია...
ჯვრისწერა დაწყებული იყო. ტანში სასიამუვნოდ უვლიდა თითოეული სიტყვა რასაც მამაო ამბობდა. მერე ამბიონი იყო... უდიდესი ემოცია და მოკრძალება... თითქოს ამ წამს ვიღაცამ განწმინდა ყველა ცოდვისგან.

ჯვრისწერის შემდეგ იყო მომაბეზრებელი ფოტოსესია, არ გაუპროტესტებია... არც სანდროს ელაპარაკებოდა, უბრალოდ მიჰყვებოდა სადაც მიდიოდა...
-აკოცეთ და გიღებთ. ფოტოგრაფის უეცარი რეპლიკა ვერც გაიაზრა, ამაღლობელი, რომ დაეტაკა ბაგეზე.
-გადაღებულია.
დამცინავი მზერა სტყორცნა აბუზულ ქალს და ხელის ერთი მოძრაობით მიიხუტა.
-ქალიშვილი გოგოსავით იქცევი ანო. ყურთან ახლოს სველი კოცნა დაუტოვა და მისიანად წავიდა ავტომობილისკენ.

ყველაფერი წესის დაცვით მიდიოდა... ანო ცეკვავდა სანდრო სვამდა. მერე მასზე მოხვეული ამაღლობელი და საოცარი ვალსი, ყველას დაამახსოვრდა.
განათების შუაში მდგარს ისე აეწებებინა ქალის სხეული, გატოკებას ვერ ახერხებდა ფანგანი.
-ჯანდაბა სანდრო მეტკინა წელი.
-ის სი*ი რატომ გიყურებს?
-ისე მეკითხები თითქოს ვიცოდე ვისზე ამბობ, ყველაფერი შენი გაკეთებული მაინც არ იყოს.
-ბექაურს მოვუტ*ან კარგის .
-რა გინდა წელში გადამტეხო?
-ახლა არა, საღამოს შეიძლება.
-ნუ გგონია, რომ ასე ადვილად გავერთხმები მიწას.
-შენ კი ნუ მაიძულებ ძალისნდემონსტრირებას
-არ შეგიძლია
-სხვას არა, მხოლოდ მე შემიძლია ფსიქოლოგიური თამაშები მოგიგო.
ცხვირზე თითი დაჰკრა და მომღინარ გეგას მოეხვია.
-ტყუპიც ასეთი უნდა. ბრაზნარევი მზერა ესროლა ძმას და ანოს გადახედა.
-ტყუპი გყავს? ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში და გეგას დააკვირდა. იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ არა სანდროს კარგად ცნობა, ვერ გაარჩევდა ერთმანეთისგან.
-ასე მმალავდი ძმაო?
-გეგა. თვალები დაუბრიალა ძმას და მაგიდისკენ წავიდა.

***
-ხომ შეიძლებოდა გეთქვა? ფატის მოშორებით დაკავებული, განრისხებული შევარდა სასტუმროს ოთახში.
-რა პანიკებია ცოლო? პიჯაკი ფრთხილდ მოიშორა სხეულიდან და ქალის სილუეტს უკეთესად დააკვირდა.
-ამდენი წელია მიცნობ. არც ერთხელ დაგცდენია.
-და მაინტერესებს ძმაზე უნდა მელაპარაკა?
-შენ თუ იცოდი ყველაფერი ჩემს შესახებ...
-შენ არ უნდა იცოდე ანო.
ფანგანის სხეულს აეკრა და ფრთხილად აკოცა ლავიწზე.
-ჯანდაბა ეს სურნელი ისე მთიშავს.
კაბის ბრეტელი ფრთხილად გადაუწია მხრიდან და ხორბლისფერ კანს გადაატარა ტუჩები.
ყბის ძვლისკენ, გაწეულს ანოს ოხვრა, რომ მოესმა კიდევ იფრო აუკიაფდა თვალებში ვნების ნაპერწკალი.
-ჯანდაბა ყველაფერს. ხელში აიტაცა მსუბუქი სხეული
-სანდრო.
-არ გამაჩერო...

ორი საშინლად მონატრებული სხეულის შეხება, სრული აფეთქება... კაცის მომთხოვნი თვალები და ანოს მოგუდული ხმა... ძლიერი ბიძგები და საბოლოოდ ქალზე დამხობილი ამაღლობელი.
ხელოვნების ნიმუშის შექმნას თუ შევძლებ ოდესმე, აუცილებლად დავხატავ ამ სცენას...

8.

ყელთან შეწითლებულ ადგილზე ჩაეღიმა და ნატიფი თითები გადაატარა.
ყველაფერი არასწორად ხდებოდა, აქ არ იყო იმისთვის, რომ ამაღლობელის სრულუფლებიანი ცოლი ყოფილიყო, სანდროს სიტყვები ,,ბავშვს გააჩენ და მერე მისგან შორს იქნები" ჯიუტად ურტყამდა ტვინს და აიძულებდა ყველანაირი გზა ჩაეხშო, რომლითაც ბედნიერებაზე ფიქრობდა.
-ჯანდაბა ანო. რა გემართება? სახეზე ხელები ჩამოისვა და უკვე კარგად შემთბარ წყალს შეუშვირა საკუთარი სხეული.
წყლის წვეთებთან ერთად მის სახეზე მარილიანი სითხე იკვლევდა გზას და უსასრულობაში უჩინარდებოდა.
ტკივილისგან ძლიერად დააჭირა კბილები ერთმანეთს და რომ არ წაქეულიყო ხელებით კედელს დაეყრდნო.
ყველა მომენტი ფრაგმენტებად ტრიალებდა მის წინ დ ამეტად ახვევდა თავბრუს.
პირზე ხელის აფარებით, საკუთარი ემოციები გამოდევნა გარეთ და ძლიერად ჩააფრინდა ქვედა ტუჩს.
ცოტახანს კიდევ იდგა ჭავლის ქვეშ, შემდეგ პირსახოცი მოიხვია და ისე გავიდა გვერდით ოთახში, სადაც ამაღლობელს უკვე მოესწრო, საქმეში თავით ჩახტომა.
არც გაუხედავს მისკენ, ისე მიუახლოვდა თეთრ კარადას და სარაფანას დასწვდა.
უკან სააბაზანოში შებრუნებულს კაცის მძიმე თითები, რომ ჩააფრინდნენ, უემოციო გამომეტყველებით გახედა სანდროს.
-რას აკეთებ? მწვანედ ელავდნენ თვალები.
-უნდა ჩავიცვა, შენი ნაყიდი კაბა. შეიძლება?
-ვატრაკებთ და გვიხარია? ბეჭით მიეყრდნო კარის ჩარჩოს და კიდევ ერთხელ გაატარა ქალის სხეული რენტგენში.
-არ ვიცი, ვატრაკებთ? მიმიკას არ ცვლიდა სახეზე ფანგანი.
-ანო
-სანდრო.
-დედას შევე*ი! ხელი ძლიერად გაიქნია კედლის მიმართულებით.
-რა არის? რამე პრეტენზია გაქვს?
-უნდა მქონდეს? მხრები აიჩეჩა ქალმა და ქვემოდან ახედა ამაღლობელის სილუეტს.
-ნუ გამაბრაზებ გაიგე? საერთოდ ხმას ნუ ამოიღებ. ფეხებში ნუ გამებლანდები, ვაბშე რატომ ვცდილობ არ გატკინო? რას იმსახურებ და რას ვაკეთებ?
-გააკეთე რაც გინდა. მე კი მაცადე, თაფლობისთვეში ვარ.
-მომისმინე პატარავ. ხელი ყბაზე გადაუსვა და იქვე მიაწება ცხელი ტუჩები.
-დედა მოტ*ნული აზრები მიტრიალებს თავში. დალაგება მჭირდება, რომ ერთხელ ეს პატარა თავი არ წაგაცალო.
-რას ამბობ? შეგიძლია ახლავე დაიწყო.
-არა, ჯერ არა. ხვალიდან ექიმთან წავალთ.
-რატომ? მე ჯანმრთელი ვარ. გაოცებულმა გახედა ამაღლობელს.
-მეგონა რამე პრობლემა გქონდა. ამდენი წელი, რომ ვერ დაორსულდი.
-შენი დედაც ამაღლობელო! მთელი ძალით იკივლა და კართან დადებული ლარნაკი გაუქანა.
-კიდევ ერთხელ, რომ ახსენო ის ბავშვი შენი პირიდან გეფიცები მოგკლავ.
-კიდევ ერთხელ, რომ უწოდო იმ ბავშვს მასე, მე მოგკლავ პატარავ და იმ ნაბიჭვარ ადამიასაც ზედ მიგაყოლებ, სიამუვნებით, რომ გაგიკეთა აბორტი.
-რა გინდა? ვისაც რაიმე წვლილი აქვს ამ აბორტში ყველა უნდა დასაჯო?
-ხო ამის დედაც ხოო. გიჟივით გაიჭრა ქალისკენ.
-იცი რატომ? ისევ არ მოუვიდეს იმ დედა მოტ*ნულ თავში ვიღაცის შვილი, მუცელშივე გააქროს, თანაც ისე, რომ ამაზე მამასთან ლაპარაკიც არ ითხოვოს. გგონია ვსო გავჩერდი? გგონია ასე ადვილია იმის გადახარშვა, რომ უაზრო ბავშვური ეჭვიანობის გამო, რომელიც ვიღაც ბოზ დეა გამრეკელს ეკუთვნის ჩვენი შვილი მოკალი. ჩვენი გესმის? და ამაზე, რომ ცოტახანს მაინც დაფიქრებულიყავი, შეიძლება ახლა აქ იგივე სტატუსით იდგე, მაგრამ ჩემი თვალები ასეთი არ იყოს. ჩვენ ასე არ ვიყოთ. ქალი, რომელიც სხვას აძლევს რჩევებს თავად ვერ გაუმკლავდა საკუთარ ფსიქოლოგიას. ეს არის შენი ბუნება ფანგანი? მე, რომ გამანადგურო ყველაფერზე წახვალ?
-გეყოფა. მზერა აარიდა კაცის თვალებს.
-არ მეყოფა. ჯერ ახლა დავიწყე ყველაფერი. ჯერ ახლა დავიწყე იმის გადახარშვა, რომ შენ დაასრულე. სამაგიეროდ მე ვიწყებ ახლა, უბრალოდ შენ მეტად გეტკინება.
-ეგოისტო . რა გგონია იქ მისვლა ადვილია? ფეხების გადაშლა და ლითონების შეხება შიგნით მარტივი ასატანია? იმის გააზრება, რომ შვილს კლავ სასიამუვნოა? თუ იმ ნაგავი თვალების ყურება, ირონიით გაჟღენთილი იმას, რომ დაგძახის, როგორ მოკლა კიდევ ერთი . მიპასუხე სასიამუვნოა? ფსიქოლოგიას ვერ გავუმკლავდი? არა ამაღლობელო, ფსიქოლოგია არფერ შუაშია. მე შენ ვერ გიმკლავდები, ამხელა დოზით რომ ხარ აქ. ხელი გულზე მიიბჯინა.
და საკუთარ თავს ვერ ვუმკლავდები, რომელიც არ არის მზად დედობისთვის. მე ვერ ვიქნები კარგი დედა და არ მინდა, ჩემმა შვილმაც იგრძნოს ის რაც მე მაკლია. მიუხედავად იმისა, რომ მე მყავდა კარგი დედა ის აღარ არის. არ მინდა აუტანელი იყოს მისთვის უჩემობა.
-და ეგ არის მიზეზი? დედას შევეცი. ეგ არის მიზეზი ანო?
-არა მიზეზი ისაა, რომ მე არმინდა შვილი.
-ვნახოთ. ვნახოთ პატარავ.
ტუჩები შუბლზე მიაკრო და თეთრ კარში გაუჩინარდა.
ოთახში მარტოდ დარჩენილს მხრები აუთრთოლდა და არც ცრემლებმა დატოვეს მარტო.
-ხომ შეიძლება შემეშვა. თავისთვის ამოიჩურჩულა და სარაფანა გადაიცვა.
ყველაფერი ეზიზღებოდა, ეს საწოლიც ეზიზღებოდა ჯერ კიდევ, რომ ინახავდნენ წინა ღამის ფრაგმენტებს.

***
სავაადმყოფოს მწვავე სუნმა, სასუნთქი გზები აუწვა ფანგანს და კიდევ ერთხელ გახედა, კედელზე დაკიდებულ მომცინარ ბავშვს. ტანში უსიამუვნოდ გასცრა და წინ წასულ სანდროს უკან გაჰყვა.
ყვითლად შეღებილ კარში, რომ შეაბიჯეს დაძაბულობა მეტად მოემატა ანოს და ოცდაათიოდე წლის ლამაზ ქალს გაუსწორა მზერა.
-სანი.
-ევაკო. ერთმანეთს მოეხვიენ და არც კი შეიმჩნიეს იქ მათ გარდა სხვაც, რომ იყო.
-ეს შენი ცოლი ხომ? ანოს თბილად გაუღიმა და საკუთარ სავარძელში ჩაეფლო.
-რაო პრეზიდენტო? ორსულად გვყავს უკვე ცოლი?
-არა აბორტი აქვს გაკეთებული. ღიმილი სახეზე შეეყინა ევას, სამაგიეროდ ანო იჯდა მშვიდი გამომეტყველებით, ცდილობდა ბოლომდე დაერწმუნებინა საკუთარი თავი, სიძლიერეში, რომელიც არსაიდან გააჩნდა.
-ანუ ორგანიზმის მდგომარეობა გვაინტერესებს ხო? ახლა ფანგანს გადახედა თბილი თვალებით.
-კი და კიდევ მაინტერესებს რამდენად მალე შეიძლება ბავშვის ყოლა.
-როგორც მახსოვს ბავშვები არ გიყვარს.
-მაგრამ შემიყვარდება... სიტყვა ჩაუსწორა ექიმს და ფეხზე მდგარ ფანგანს გახედა.
-მოდი ეხო გადავიღოთ, შემდეგ ანალიზებიც ავიღოთ კარგი? თუ გეშინია ნემსის მითხარი.
-არა.
-ჯანდაბა. ქალისკენ ელვის სისწრაფით მოტრიალდა ევა.
-ანო ფანგანი. შენ ის ფსიქოლოგი ხარ ხომ ნინია, რომ იშვილა.
-კი. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სპეციალურ საწოლზე მოთავსდა.
-მიხარია, რომ გადააფიქრებინე აბორტი.
-მე არა, დემნამ.
-დემნა შენი
-ჩემი ძმაა. ქალის აკიაფებულ თვალებს ჩააშტერდა ფანგანი.
-იცნობ დემნას? ზედა გაისწორა
-ეგ თავხედი კაცი. მალევე აიკრიფა ბარბაქაძე მაგრამ მერე ანოს გაოცებულ სახეს, რომ შეხედა თავი შეიკავა.
-კი კინაღამ დამაინვალიდა შენმა ძმამ, მერე კი აქეთ დამადო ვალი.
-ხო ასეთია. ქალს გაუღიმა და ანალიზის ასაღებად გაჰყვა.
ყველა პროცედურა ჩაიტარა, რაც საჭირო იყო და საბოლოოდ გადამწვარი დაბრუნდა სახლში, რომელშიც სიმშვიდეს ვერ პოულობდა.
ქუსლიანი ფეხსაცმელი იქვე მოისროლა და სამზარეულოში გავარდა.
ცივი წყალი, ჭიქაში მოათავსა და ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა.
არაფრის თქმას არ აპირებდა ფანგანი, არც სანდრო იყო რამის თქმის ხასიათზე. სიმშვიდეში ჩაკარგულებს სიმყუდრივე ტელეფონის ზარმა დაურღვიათ.
-ხო ბექაურო.
-რას ქვია დაჭრეს? ფეხზე დაფეთებული წამოხტა.
-მოვდივარ. გასაღებს ხელი დაავლო და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დატოვა ანო.
***
კართან ჩაკეცილ ნინიას, რომ დახედა, გული მიეწურა ამაღლობელს და მის გვერდით მდგარ ბექაურს გახედა.
-მისმა საქმრომ დაჭრა. ჩუმად ამოიჩურჩულა ნინიას, რომ არ გაეგო და სკამზე ჩამოჯდა.
-ჯანდაბა. ხელი ნერვიულად გადაისვა თავზე და აწკრიალებული ტელეფონი გათიშა
-არ ეტყვი? უკვე მერამდენედ განათებულ ტელეფონს დახედა ბექაურმა
-ვერ გაუძლებს ვახო. გაგიჟდება. თავს დაიდანაშაულებს.
-ეგ ქალი გიყვარს სანი.
-ნუ შემე*ი! კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და საოპერაციოდან გამოსულ ექიმს გახედა, რომელიც ღიმილით რაღაცას ეუბნებოდა ნინიას.
-ყველაფერი რიგზეა, მაგრამ აქ უნდა დარჩეს ცოტახანს. ბატონო სანდრო. ხელი წაიღო პრეზიდენტისკენ.
-პოლიციას არ შეატყობინოთ, ჩვენ მივხედავთ.
-როგორც იტყვით. თავი დაუკრა კაცს და მალევე გაშორდა.

უკვე მიწყნარებულიყო სიტუაცია, მშვიდად ისხდნენ სავაადმყოფოს ჰოლში. კიდევ ერთხელ, რომ აწკრიალდა მობილური ვეღარ გაუძლო და უპასუხა.
-სად ხარ აქამდე? რატომ არ მპასუხობ? ანოს დაძაბულ ხმაზე, თავადაც დაიძაბა
-ანო, დემნა დაჭრეს.
მხოლოდ ამის თქმა მოასწრო, სწრაფად, რომ დაუყვირა ფანგანმა მისამართი მომწერეო და შემდეგ ზუმერის ხმა გაისმა.
-ჯანდაბა. საფეთქლებზე მიიჭირა ხელები და ვახოს გახედა, ნინიას რომ სჭამდა თვალებით.
-ბექაური. კაცის ხმაზე უკმაყოფილოდ გააქნია თავი
-არც იფიქრო პატარაა!
-ნეტავ არ მიტრაკებდე უაზროდ. მხარი გაჰკრა და სუფთა ჰაერზე გავიდა.

სკამზე ჩამომჯდარს ანოს ხმა, რომ მოესმა მაშინვე წამოდგა ფეხზე და მომავალს დააკვირდა. ისე დაპატარავებულიყო, თვითონაც უკვირდა ეს ყველაფერი.
-სად არის დემნა? კაცის სახესთან ამოიჩურჩულა და ჩაიკეცა.
-სძინავს, კარგადაა ანო.
-არ არის კარგად აქ ვგრძნობ! ხელი გულზე მიიბჯინა, რომელიც ისეთი სისწრაფით ფეთქავდა, ცოტაც და მთლიანად გაანგრევდა ორგანიზმს.
-კარგადაა ექიმმა თქვა!
-მალე მოვიდეს გონს რა, უმოსბას ვერ გადავიტან.
-ანო!
-რამე, რომ დაემართოს მოვკვდები.
კაცის სხეულს მთელი ძალით მიეხუტა და თვალები ძლერად დააჭირა ერთმანეთს.
-დემნა ფანგანის ნათესავები სად არიან? ბოხნა ხმამ ყველა გამოარკვია და ანოც სირბილით დაიძრა მისკენ.
-რა მოუვიდა? რამე სერიოზულია?
-დამშვიდდით. ზემოდან დახედა ცრემლიან ფანგანს.
-შეგიძლიათ ნახოთ. მისკენ დაიხარა და ისე უჩურჩულა, შენდეგ კი კარში გაუჩინარდა.

ანო დემნასკენ გაიქცა, სანდრო კი იდგა გახევებული, სუნთქვა გახშირებული, გაშმაგებით, რომ სუნთქავდა და წამის წინ მომხდარს ხარშავდა. მთელი ძარღვთა სისტემა დაჭიმული ჰქონდა და მხოლოდ იმას ცდილობდა აქ სკანდალი არ მოეწყო...

9.

გაფითრებული სახით და ჩაწითლებული თვალებით შეაღო კარი,მთლიანი სხეული უთრთოდა ნერვიულობისგან, ფეხები არ ემორჩილებოდნენ, რომ გზა განეგრძო. ნელი, თითქმის უხმო ნაბიჯით დაფარა მანძილი, საწოლამდე და არანაკლებ გაფითრებულ დემნას დახედა, გული რომ აუდიოდ-ჩაუდიოდა.
-ჩემო პატარა! დისკენ გადაატრიალა თავი და ახლოდან დააკვირდა ქალის ნაკვთებს, რომელიც ასე ძალიან უყვარდა
-დემნა! ძლივს ამოილიღლუღა და ძმის განიერ მხრებს სუსტად ჩააფრინდა.
რას უნდა ეტკინა ფანგანისთვის? ალბათ მხოლოდ ამ ადამინის დაკარგვა გაასწორებდა ბოლომდე, ყველაფერს დაძლევდა ოღონდ უდემნაობას ვერ.
-კარგად ვარ! ყელთან აკოცა და ღრმად შეისუნთქა სასიამუვნო არომატი, რომელიც ასე უყვარდა სულ პატარაობიდანვე.
-სული მეწვის გესმის? რა ჯანდაბაა? უღონოდ ჩამოყარა ხელები და კიდევ ერთხელ აათვალიერა მწოლიარე კაცი.
-კარგი რა ანიუტა, რანაირი ხარ. რას ზრუნავ ჩემზე, ხომ იცი რა ვირი ვარ? ეცადა გაეღიმა მაგრამ არ გამოუვიდა. ჭრილობა იმდენად სტკიოდა დანა პირს აღარ უხსნიდა უმცროს ფანგანს.
-ვინ დაგჭრა? უცბად შეეცვალა მზერა ანოს
-რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია კარგად ვარ დანარჩენს ეშველება დაო ჩემო. ნუ მიყურებ ჯიქური თვალებით არ გეტყვი, შენი ქმარიც იყო მოსული და დამღალეთ უკვე, კაცი ვარ თუ პროპკა? ჩემით მოვგვარდები
-დემნაა! გაბრაზებული ხმით წამოიყვირა ანომ და გაპროტესტება სცადა კაცმა, რომ თითი დაუქნია
-პატარავ არ მიცნობ? ირაკლის დავაყენებ ფეხზე და ორ დღეში მოგვარებული იქნება, რაღა შენს ქმარს ვათქმევინო სი*ია ჩემი ცოლის ძმაო. არადა მართლა სი*ი ვარ შენ, რომ გაგათხოვე ესე, უპონტოდ.
-ყველა მე მაგიჟებთ. ფეხზე გიჟივით წამოხტა ანო და მალევე დატოვა პალატა, რომელშიც სული ეხუთებოდა.
კარი გახსნა თუ არა, მაშინვე ჩაიკეცა და ათრთოლებულ ნინიას გახედა. ფერი არ ედო...
-ჩემი ბრალია! ანოს ყურთან ამოიჩურჩულა და მასთან ერთად ჩაიკეცა კედელთან.
-არავის ბრალი არაა გესმის? ძლიერად შეანჯღრია სხეული, არავის ბრალი არაა!
ღრმად სუნთქავდა თვალებ დახუჭული. მიუხედავად იმისა, რომ დაინახა დემნა და მისი ხმაც გაიგო, მაინც საშინლად იყო. გული გამალებით უფეთქავდა. საშინელი ტკივილი თავბრუს ახვევდა და ადგომისბძალაც არ ჰქონდა. მხარში ძლიერი ხელის ჩავკებაზე, თავის აწევა მოახერხა. ამაღლობელის თვალებს, რომ გადააწყდა თითქოს დაივიწყა, რომ ცუდად იყო და თავად წამოდგა ფეხზე. მხარზე დაყრდნობილი ძლივს ჩამოჯდა სკამზე და სანდროს გაწვდილი წყალი გამოართვა.
-კარგად ხარ? კაცის ჩურჩულზე უნებურად შეუხტა მფეთქავი ორგანო და ნაძალადევად გაიღიმა
-მთავარია ის იყოს კარგად! ხელი პალატის კარისკენ გაიშვირა და თეთრ იატაკს დააჩერდა.

ორი დღე არ უძინია ფანგანს, გადამწვარი მხოლოდ დემნაზე ფიქრობდა, მასთან ატარებდა დიდ დროს, სახლში მხოლოდ შხაპისთვის მიდიოდა და მალევე ბრუნდებოდა უკან. გაწერის პროცესიც თავად მოაგვარა და უპრობლემოდ გამოუცხადა დემნას ჩემთან მოდიხარო. ყველანაირი პროტესტი დაავიწყა უფროს ფანგანს, ისეთ დღეში ჩააგდო და საბოლოოდ მაინც დაიყოლია, დის სახლში წასვლაზე.
***
კართან მდგარ ბექაურს მთვრალი მზერა მოავლო და თავი ისევ გვერდით გაატრიალა. იმდენად ჰქონდა საკუთარი ყოფა ყელში ამოსული, ვეღარაფერს აკონტროლებდა. ცხოვრება ყელზე მარწუხებივით ჰქონდა შემოხვეული და მხრებზე ტვირთად ეწვა ყოველი გათენებული დღე. ზიზღით შეათვალიერა გამოცლილი ვისკის ბოთლი და მზერა ისევ ბექაურზე გადაიტანა, რომელიც ხმის ამოღებას არ ჩქარობდა.
-გისმენ! ხელები ფართედ გაშალა ამაღლობელმა და ფეხზე წამოდგა.
-როდემდე აპირებ სი*ივით ყოფნას? პრეზიდენტი ხარ, შენ კიდევ დასტირიხარ შენს ცოლს. მე მაპატიე მაგრამ გამო*ლევდი უკვე. არჩევნები ახლოვდება, ხალხი ბრძენია ძმაო ჩემო, როგორც აგირჩიეს ისე გადაგირჩევენ დ ამოგეტ*ნება კარგი.
ნერვიულად დააბიჯებდა ბექაური და ხანდახანს თავზე ხელს ისვამდა
-რა ვქნა? ვიხვეწო? თუ კარტოფილი დავარიგო?
-ამის დედაც! საყელოში სწვდა მეგობარს და მთელი ძალით მოუქნია მუშტი, რომელიც ამაღლობელის სახეს გამეტებით შეასკდა. გახეთქილი ტუჩიდან სისხლმა იჩქეფა და ტკივივილნარევი მზერა სტყორცნა ბექაურს.
-პატიება არ მთხოვო.
-არც გთხოვ, ცოტახანში ასე გააკეთებს ყველა და დაჯდები სი*ივით სახლში იმის მოლოდინში როდის გააჩენს შენი ცოლი შვილს, როდის იძიებ შურს, როდის მოიტყნავ კარგს სამუდამოდ. და რაა? რაა მითხარი? ბავშვით ხელში სი* მამას დაემსაგვსები, რომელიც პამპერსებს უცვლის ბავშვს და ფაფებს აჭმევს? მაშინ შენ ის სანდრო აღარ ხარ. დედას უნდა დააშორო ბავშვი, რომელიც ჯერ არ ჩასახულა და უკვე დაუგეგმე მომავალი? ვინ ხარ ვინ? ბოლო დონის *ლეე? დავიჯერო ასეთი მეგობარი მყავდა სულ და ახლა გავაანალიზე?
ხელებს ნერვიულად იქნევდა ბექაური და ყელზე მობჯენილ ზიზღს უკან აბრუნებდა.
აგიჟებდა ამაღლობელის უემოციო სახე ხანდახან, რომ შეუტოკდებოდა ხოლმე.
ხელი საბოლოოდ აიქნია და გიჟივით გავარდა გარეთ.
ოთახში მარტოდ დარჩენილს ისევ სდიოდა ტუჩიდან სისხლი, რომელმაც თეთრი ფერანგი საკუთარ ფერზე შეუღება.
ნელი ნაბიჯით დატოვა საკუთარი სამყოფელი და წვიმის წვეთებს სახე შეუშვირა.
-ჯანდაბა ამაღლობელო! მთელი ძალით მიიჭირა ხელი გულზე და მტკივნეულად ამოიხრიალა.
ყველაზე მეტად მას ეზიზღებოდა ეს ცხოვრება, მიუხედავად ყველაფრისა არაფრით იყო ბედნიერი. ახლა ნანობდა, რომ ანო თავის დროზე არ გახდა მისი ცოლი. საკუთარ დამოკიდებულებებს ნანობდა ამაღლობელი.
ყელში ეჩხირებოდა საკუთარი ქცევები, რომლის გამოც ბევრი რამ საკუთარი ხელით გაანადგურა და მხოლოდ ანოს დადანაშაულება არდავადებულ ბავშვში არსებას უნგრევდა. მოუხედავად იმისა, რომ ანოს იცნობდა ძალიან კარგად მხოლოდ ის დაადანაშაულა, არადა ერთი შეწინააღმდეგება, როდესაც ის წასვლას სთხოვდა და შეიძლება ყველაფერი სხვაკვარად ყოფილიყო. ამაზე ფიქრებმა ისე გაიტაცა ვერც მიხვდა, როგორ დასველდა მთლიანად, წვიმაში

10.

ზაფხული ისე გავიდა ერთმანეთს არც კი შეხვედრილან ნორმალურად, სანდრო საქმეში თავით ჩაფლული იყო, ანო ფსიქოლოგობდა... ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ამაღლობელის სახლში არ მოსვლები უკვე ძალიან აღიზიანებდა ფანგანს, მაგრამ ყველაფერს ცივი გონებით უყურებდა და არც პროტესტი გამოუთქვამს. ,,მე რა მესაქმება, მისი ცხოვრებაა" მუდმივად ამ ფრაზას იმეორებდა მაგრამ, როგორც კი სანდროს პიჯაკზე ქალის სუნამუს სუნს აღმოაჩენდა მაშინვე პანიკის ნაპერწკლები ღვივდებოდა ფანგანთან. მერე იყო უაზროდ დაბღვერები, ყავაში ,,შემთხვევით" მარილის ჩაყრა, აბაზანაში საპნიანი წყლის დაქცევა და ისევ გაბრაზებული ანო, რადგან სანდროს ნერვებს წამითაც ვერ აყენებდა ზიანს. რაღაც შეცვლილიყო ამაღლობელთანაც აქამდე თუ ანოს უბღვერდა, ახლა თუ სადმე შეხვდებოდა ,,შემთხვევით" ღიმილით უცქერდა.

***
დილით გაღვიძებულს გვერდით ამაღლობელი არ დახვდა და შუბლი მეტად შეჭმუხნა. ზანტად წამოდგა ფეხზე და აბაზანას მიაშურა. მისი შავ-თეთრი ყოველდღიურობა უკვე ყელს ჰქონდა გადაცდენილი. რუტინულად მოიწესრიგა თავი და ფრიალა სარაფანაში გამოეწყო. შემოდგომის პირველი დღეები იწყებდა ათვლას, მაგრამ ზაფხულის სიცხე მაინც იგრძნობოდა.
ოთახი ჩვეულებრივ მოაწესრიგა და დემნას დაურეკა. ამბები გამოჰკითხა, ნინიას ორსულობის შესახებ ჰკითხა და საბოლოოდ საღამოს ერთად გასეირნებაზე შეთანხმდნენ.
იმდენად დაიღალა ძლიერ ქალს ამოფარებულის იმიჯით, უნდოდა ახლა ძმასთან და მის საუკეთესო მეგობართან ერთად დრო ლაღად გაეტარებინა. ეს ხომ სულ აკლდა. ბავშვობის ტრამვამ იმდენად იმოქმედა ფანგანზე, რომ ძალიან დიდხანს ვერ გამოიგნო გზა, ცხოვრებამდე. შემდეგ კი, უკვე ზრდასრულმა იუკადრისა გასართობ ცენტრებში სიარული და ფსიქოლოგობას ამოეფარა.
ახლა კი უნდა შეეცვალა, რაღაც საკუთარ შავ-თეთრ ცხოვრებაში.
***
მთაწმინდაზე ასულს დემნამ ატრაქციონებზე დაჯდომა, რომ შესთავაზა, სიცილად არ ეყო, მაგრამ ბოლოს მაინც დასთანხმდა. ფეხის დაბიჯებისთანავე იცოდა, რა სიგიჟე ელოდა წინ. არც შემცდარა, ჰაერში ასულმა მოჭარბებული ადრენალინი იგრძნო და ეგონა გული გაუჩერდა, შენდგომ კი ისევ ამუშავდა. მაღლიდან ხედავდა ყველას, როგორი პატარები და უსუსურები ჩანდნენ.
ნაყინის დანადგართან მდგარ ნინიას გახედა, ისიც პატარა იყო, მაგრამ მის გვერდით ამოიცნო კაცი, რომლის გამოც ათასჯერ მოკვდა, მაგრამ ათასმეერთედ გაცოცხლდა.
-სანდროა აქ! დემნას დაუყვირა და ხელები გაასავსავა.
-გვიკადრა? არც დემნამ დააკლო ყვირილს და უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
კიდევ რამდენიმე წუთი იყვნენ ჰაერში გამოკიდებული, შემდგომ კი ისევ მიწაზე დაეშვნენ.
ფეხზე ძლივს დადგა, ეგონა რომ უწონადობის პროცესში იყო. წელზე შემოხვეულმა ძლიერმა მკლავმა მოიყვანა გონს და დაბნეულმა გახედა ამაღლობელს.
-წაიქცევი ანო! ყურთან დაიჩურჩულა და იქვე დაუტოვა სველი კოცნა.
-რატომ? უკან ხომ დამსდევ, ხოდა არ წავიქცევი. სწრაფი ნაბიჯით გაეცალა. ვეღარ უძლებდა მის თითოეულ სამოსზე ქალის სუნამოს. ნესტოებში უძვრებოდა და მთელი დღის განწყობას სუნამო უმწარებდა.

ნაყინს ჭამდნენ, უფრო სწორად ნინია ჭამდა და დანარჩენები უყურებდნენ. განსაკუთრებით, სანდრო უყურებდა ღიმილნარევი მზერით.
-ეგ სუნამო მაღიზიანებს! ანოსკენ გაიშვირა თითი ნინიამ
-სუნამოს არ ვიყენებ ნინია, ბუნებრივობას ვანიჭებ უპირატესობას. უკნაყოფილოდ გააწკლაპუნა პირი და ამაღლობელს გახედა.
-მაშინ ვის აქვს ასეთი ფრეშ სუნი?
-მე ალბათ! საყელო ცხვირთან მიიტანა და სახე დამანჭა.
-ჯანდაბა! ამოიგმინა და იქვე მჯდარ დაცვის უფროს გახედა.
-გვაქვს პერანგი? თანხმობის შემდეგ ფეხზე წამოდგა და მანქანისკენ გაეშურა.
-ფრეშ სუნი და ამას ეხლა გავწეწავ.
თითი დაიქნია ანომ და გამწარებულმა თვითონაც გადაუშვა გამშრალ ყელში, ნაყინის მოზრდილი ლუკმა.

***
-შეგეძლო არ მოსულიყავი! კარი ხმაურით შეანგრია ფანგანმა და ქურთუკი იქვე მიაგდო.
-რას პანიკდები ანო? ქალს მიბაძა თვითონაც
-შენს სამოსზე ქალის სუნამოები მკლავს! ვითომ ვერ ამჩნევ ხომ როგორ ყარხარ!
-ჯანდაბა! წამის მეასედში გაჩნდა ქალის წინ და კეფაზე შემოხვეული ხელით აიძულა ახლოს მდგარიყო.
-ჰორმონებ აშლილი! უკმაყოფილოდ გამოსცრა კბილებში.
-პატარავ, მე არაფერი მიჭირს მაგრამ შენ აშკარად აშლილი გაქვს ჰორმონები და ვერ იკმაყოფილებ!
-ცდები, აი მაგალითად რატი მშვენიერი კაცია!
სანდროს მოჭერილ თითებზე უფრო გახალისდა.
-არ გამაბრაზო! ყელში აკოცა ქალს.
მინის მოზრდილი მაგიდიდან ერთი ხელის მოსმით გადაყარა ყველაფერი და ფანგანი შემოსვა.
ნაჭრის შიგნით არსებულ მკერდს გასაქანი მისცა და კაცის თითების შეხებაზე, ხორხიდან კვნესა ამოუშვა. ძლიერად უჭერდა ხელებს და თან გრძელ კისერზე სველ კოცნებს უტოვებდა. ხერხემალს თითების ცეკვით აუყვა და ქალის სხეული ზურგით შემოატრიალა. მაგიდაზე მუცლით აკრულს ზემოდან დახედა და კმაყოფილმა ჩაიცინა. მოქმედებები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა... ქალის სამოს გაყოლებული სანდროს პიჯაკი და შარვალი. ძლიერი ბიძგები, რომელიც უსაზღვრო სიამუვნებას ანიჭებდა ანოს სულს. შესიებულ ბაგეზე ნაზი კოცნა და რბილი მატერიის შეგრძნება.
,,დამაწვინა" კმაყოფილი ფანგანის გაელვება და სიშავე, რომელიც არასოდეს ყოფილა ასე ფერადი.

ღამე მაინც გამოეღვიძა,გვერდით მტოფს გადახედა და ბედნიერებისგან გაიბერა. ახლა უღირდა ყველაფრად ეს წამები. სანდროს მშვიდი სუნთქვა, რომელიც ორი წამის შუალედში სცდებოდა კაცის სასუნთქ ორგანოს, ანოსაც ამშვიდებდა. მისკენ დაიხარა და თითქმის შეუმჩნევლად აკოცა ლავიწზე.
მოჩვენებასავით დადიოდა, არ უნდოდა ძილი დაეფრთხო ამაღლობელისთვის. იმდენად სტკიოდა კუნთები, ფეხებს ვერ იმორჩილებდა. სააბაზანოში ძლივს შევიდა და ჩამრთველს თითებით წაეტანა. განათებულ ოთახში, მის სხეულს დააკვირდა და მკერდთან სილურჯეებზე გაეღიმა. მისი გამარჯვება იყო! ეს სილურჯეები კი აზუსტებდა ქალის მიღწეულ მიზანს.
ჭავლის ქვეშ დადგა და თვალები დახუჭა. მის ცხოვრებას გადახედა და დღევანდელი დღე ყველაზე მეტად არ ესიამუვნა. ტანში უსიამუვნოდ დაუარა იმის გააზრებამ, რო საშინელი წარსული ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ წარსული წარსულად რჩებოდა, არც ანოსთვის და მითუმეტეს სანდროსთვის არაფერი იცვლებოდა. ფაქტად რჩებოდა მათი ვერ დაბადებული შვილოს ამბავი, რომელიც ყელში ჰქონდათ ორივეს გაჩხერილი და ვერც ერთი, ინელებდა ამ ამბავს.

ცივი თითების შეხებამ მოიყვანა გონზე. სწრაფად შეტრიალდა და ამაღლობელის სხეულს, რომ წააწყდა სასიამუვნოდ გასცრა.
-ცუდი ანო! თავი გააქნია და ახლოს მიიზიდა მისი სხეული
-მეგონა გეძინა
-მეძინა, მანამ სანამ არ აღმოვაჩინე, რომ გაიპარე.
-თითქოს გადარდებდეს.
-არ მადარდებს, უბრალოდ ახლა გამახსენდა ხვალ ვახშამია, მოემზადე როგორმე! ყვრიმალზე აკოცა და სააბაზანო დატოვა.

***
მთელი საღამო გულის გამაწვრილებლად უკრავდა, ფოიეში მდგარ ფორტეპიანოზე წვერიანი მამაკაცი. წითელ კაბაში გამოწყობილს გვერდით ამაღლობელი ედგა და თავ აწეული მიიწევდა მაგიდასთან, სადაც რამდენიმე უცნობ, თუმცა ნაცნობ საახეებსაც მოესწროთ შეკრება
-ქალბატონო ანო! შორიდან მოესმა ნოეს ხრინწიანი ხმა და თავი დაუქნია, პატივცემულ ფილფანს.
-გაიცანით ჩემი მეუღლე ანო! ყველას წარუდგინა და მზერა მის წინ მჯდარ ქალზე გადაიტანა, უემოციო სახით, რომ უმზერდა ამ ორს.
-ეს, კი ჩემი მეუღლე დეა!
რეაქცია არც ერთს ჰქონია და არც მეორეს. მიუხედავად დაძაბულობისა ანო ლაპარაკობდა, სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა სანდროს და რაც მთავარია მათთან ერთად გეგმავდა მომავალს.
-შვილები არ გინდათ? დეას დასმულ კითხვაზე ამაღლობელი მთლიანად დაიძაბა და ქალის დანისნულ თვალებს წამით შეავლო მზერა.
-გვინდა კი, სანის ოთხი უნდა მაგრამ, სიბერეში ნაბოლარას გავაჩენ. აი იმ მუტრუკებს, რომ გავისტუმრებ, მერე ერთს ჩვენთვის გავაჩენ.
ანოს პასუხზე სისხლი ჩაექცა. ძლიერად მოუჭირა წელზე ხელი, მაგრამ მიუხედავად ტკივილისა ქალს არ შეუმჩნევია ეს ფაქტი.
-დეას არ უნდა შვილები. ნოეს ნათქვამზე ბაგე გაეპო ფანგანს.
-თავიდან ასე გგონია, მერე აცნობიერებ, რომ ურთიერთობის ახალი ეტაპი საჭიროა და შვილიც გინდება.
ღიმილით გადახედა მის გვერდით მჯდარ, დაჭიმულ სანდროს და ტუჩის კუთხესთან აკოცა.
-იმედია სახლში არ მომკლავ. ყურთან დაიჩურჩულა და ისევ მასპინძელს მიუბრუნდა.
მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დეას მზერა ვის ეკუთვნოდა, ოდნავადაც არ ეჭვიანობდა. ამაღლობელის აბრჭყვიალებულ თვალებს, ვერსად ემალებოდა. მთელს სხეულზე სასიამუვნო ჟრუანტელი უვლიდა...
ნოეს შეგავაზებაზე ღიმილით დასთანხმდა და შუაგულ ცენტრში აღმოჩენილებმა მაშინღა შეამჩნია კაცის გაოცებული თვალები.
-სანდრო და დეა იცნობდნენ ერთმანეთს? ისე ჰკითხა ანოს ფანგანმაც დაუყოვნებლივ გაიხედა წყვილისკენ.
-შეიძლება, სანდროს ნაცნობებეზე არასდროს ვეკითხები ხოლმე. კაცის ძლიერმა ხელმა ორჯერ დაატრიალა და ისევ განაგრძეს ცეკვა.
-კარგია, რომ შვილები გინდათ, თანაც ასეთი ახალგაზრდა ხართ და მაინც გეგმავთ შვილებს.
-დეასაც მოუნდება.
-დეას ჩემგან არ უნდა შვილები. ნერწყვი მძიმედ გადააგორა ფილფანმა.
-ხანდახან ვფიქრობთ, რომ არ გვინდა კონკრეტული კაცისგან შვილი, ვიშორებთ მას თავიდა მაგრამ მერე ვხვდებით, ვხვდებით, რომ ეს შვილიც გვჭირდება და ის კაციც...
ბოლოჯერ დატრიალდა ანო და სიმღერაც მიჩუმდა.
-შესანიშნავი ხართ!
-თქვენც! ისევ ღიმილი, რომელიც წამითაც არ ყოფილა ყალბი. გრაციოზული მოძრაობით დაუბრუნდა ადგილს და წითელი ევინით სავსე ბოკალი წვრილ თითებს შორის მოიქცია.
-მიუხედავად იმისა, რომ სადღეგრძელოები ჩემი სტილი არ არის, ახლად შეუღლებულ წყვილს გაუმარჯოს! დეას გახედა, რომლის ნაცრისფერები წამითაც არ სცილდებოდნენ სანდროს.
-წავიდეთ? კაცი გადაიხარა მისკენ. მის სურნელს ისე ახლოს გრძნობდა ცოტაც და აფეთქდებოდა.
-წავიდეთ! იმდენად ხმადაბმა ამოიჩურჩულა ეგონა ვერც გაიგო კაცმა, მაგრამ ფეხზე ამდგარმა ხელი, რომ გაუწოდა თვითონაც წამოდგა.
ისევე დახვეწილი სიარულით ტოვებდნენ დარბაზს.
-რა კარგი წყვილია! შორიდან მოესმა ეს ხმა და მერე ისევ სანდროსთან ერთად დაიკარგა.

11.

გადაღლილმა შეაბიჯა მისაღებში და ფრთხილად მოიშორა ქურთუკი, რომელსაც მალევე მიაყოლა წითელი კაბა და საცვლების ამარა დაიწყო სიარული. მალევე გამოჩნდა კარში მისი სიმშვიდე, რომელსაც ღიმილი დასთანაშებდა სახეზე. პიჯაკი თვითონაც გაიხადა და პერანგის ღილები, გულის გამაწვრილებელი სინელით გაიხსნა. ფეხსაცმელებიც იქვე მიაწყო და გახურებული სხეული, ცივ მეტლახს შეახო. მხოლოდ შარვლის ამარამ, შეაბიჯა სამზარეულოში და თაროდან წითელი ღვინო გადმოიღო. პირველი ჭიქა სულმოუთქმელად გამოცალა და შემდეგ ისევ მისაღებს დაუბრუნდა, სადაც ანო იდგა გახევებული.
დივანზე დამჯდარმა ქალის მსუბუქი სხეულიც მისკენ დაქაჩა და სულ რამდენიმე წამში, ანოს სხეული მისას ეკვროდა,
მძიმე სუნთქვა კი პირდაპირ ცეცხლზე ნავთს ასხამდა და უფრო აღაგზნებდა ნახევრად შიშველ ფანგანს.
თითები შიშველ წვივებზე აატარა და მენჯის ძვალთან გაჩერდა. ღვინო მოსვა და მაშინვე დააცხრა ქალის სავსე ბაგეებს, რომელსაც კვნესის მაგვარი ამოძახილი მოჰყვა. ფანგანის ტუჩზე შერჩენილი ღვინის წვეთები, ენის გადატარებით გააქრო და ფეხზე წამოდგა. ანოც თან გაიყოლა.
ჩაბნელებულ ოთახს, რომელსაც მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა, თვალი მოავლო და სასურველი ადგილის დანახვაზე, სწორედ მისკენ გაიწია.
-აივანია აქ! კაცის შიშველ მხრებს ჩაფრენილმა ძლივს ამოილაპარაკა.
-დასჯილი ხარ ანო! ხავერდოვანი ხმით დაიჩურჩულა და რკინის მაგიდაზე, მოხერხებულად შემოსვა ფანგანი.
-გავიმეოროთ, რამდენი შვილი გინდა ანო?
-ჯერ სამი, მეოთხე სიბერეში. საცვლის გახევის ხმაზე ჩაეღიმა
-ანუ ოთხი?
კაცის სხეულის შეხებამ, სისხლი აუდიღა და აქამდე გაყინულს, მთელი ძალით დაუწყო გულმა ფეთქვა.
-ანუ ოთხი! წვრილი მკლავები შემოხვია ამაღლობელს.
კაცის თვალებში დანახული საკუთარი თავი, უფრო აღაგზნებდა ფანგანს.
რეალობას მოწყვეტილმა, თავი უღონოდ დადო აივნის მოაჯირზე და უფლება მისცა, ქმარს მისი სხეულით დამტკბარიყო.
ძლიერ ბიძგებს, საკუთარი სხეულიც ააყოლა და არც სასიამუვნო ბგერებისგან შეუკავებია თავი.
კულმინაციის მომენტში მოშორდა ქალს და მის აჩქარებულ სხეულს, ზემოდან დააჩერდა.
-რას აკეთებ? დაფეთებულმა ამოხედა კაცს
-დასჯილი ხარ ანო!
ქალის სხეულს მოშორდა და იქით დადგა. უყურებდა როგორ იტანჯებოდა ქალი... მერე ისევ მოულოდნელად შეერწყა მისი სხეული ანოსას...
-იყოს ოთხი! ყურთან დაიჩურჩულა და კულმინაციის სიამუვნებამ ორივეს გადაუარა...

მეორე დილას მარტო დარჩენილმა უპრეზიდენტობა ყველაზე მეტად ვერ აიტანა... ისე წავიდა ამაღლობელი ერთი სიტყვაც არ დასცდა... არაფერი უთქვამს ანოსთვის, უბრალოდ ადგა და მძღოლს დააბარა ერთი კვირა არ ვიქნებიო...
გაცეცხლდა... ადამიანი, რომელსაც ცეცხლი უკიდია სწორედ ანოს ჰგავს... მაშინვე მოირგო სამსახურის ფორმა და გიჟივით გავარდა სახლიდან.
გაცეცხლებულმა შეაბიჯა კუთვნილ კაბინეტში და იქვე მდგარ ლარნაკს მთელი ძალით გაჰკრა ხელი.
-თქვენთან არიან!
-ვინ?
-დეა გამრეკელი.უსიამუვნო გრძნობამ შეიპყრო.
-შემოუშვი! ისევ გახედა წვიმიან ქუჩას, რომლის ბოლოში, წვეთებისგან დამძიმებული იასამანი იწონებდა თავს.
გარის ღრჭიალმაც არ დააყოვნა.
არ გაუხედავს ქალისკენ, კიდევ უფრო დაძაბა ყურთასმენა. მისი სუნთქვაც კი ზიზღს იწვევდა ბურდულში.
-დამპალო ბო*ო! დეას მოღერებულნა დანამ მოიყვანა გონს და მაშონვე მოსწყდა ადგილს.
-რას აკეთებ?
-შენ წამართვი ის! შენ წაიყვანე ის ჩემგან, ახლა კიდევ ეგ ბავშვი! ნამდვილი ძუკნა ხარ!
-დეა დამშვიდდი!
-არ ვაპირებ! დაიმახსოვრე დაგტანჯავთ შენც და მასაც გესმის?
ელვის სისწრაფით გაიყარა დანა... სრული სიზუსტით... პირდაპირ გულში იყო დეა გამრეკელი დაჭრილი, რომლის ბოლო ამოსუნთქვაც კი, ზიზღით იყო გაჟღენთილი...
ანო გაითიშა...
სურათი კი შემდეგნაირი გახლდათ....
დეა და ანოს ხელში აღმოჩენილი სისხლიანი დანა....

ათი თვის შემდეგ....

ფანჯრის რაფაზე შემომჯდარს, როგორც ყოველთვის ხელში მათრობელა სითხით სავსე ბოკალი ეჭირა და უსასრულობაში ჰქონდა მიპყრობილი მზერა. სულ, რამდენიმე დღე იყო პრეზიდენტის წასვლიდან გასული და მონატრება მის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს, ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევდა. დანანებით გააქნია თავი და თეთრად შეღებილ კედელს, წითელი სითხით სავსე ჭიქა მიაფშვნია. წამებში შეიღება კედელი წითლად... ისევ უსასრულობაში გადავიდა ფანგანი, სულ რამოდენიმე მომენტი ახსოვდა.
,,ბექაური და ნინია ერთად არიან ანო"
,,დემნამ ცოლი მოიყვანა ანო"
,,შენი შვილი ორი თვისაა უკვე ანო"
,,პრეზიდენტი წავიდა ანო"
თითები საფეთქელზე მიიჭირა და მთელი ძალით ამოიღრიალა.
-გაგანადგურებთ! გიჟივით წამოხტა ფეხზე და გისოსებს დასწვდა.
მბჟუტავი შუქი ანო ფანგანს თვალებს უწვავდა და ისევ იმ კოშმარში აბრუნებდა. ისევ იმ კოშმარში...
---
-ბავშვს ვერ წაიყვან! წინ გადაუდგა ქმარს და ნერვიულად აათამაშა თითები.
-რატომ? შუბლი შეჭმუხნა ამაღლობელმა და უფრო მიიკრა ახალშობილი, რომელიც მამის ასლი იყო.
-ის ჩემიცაა გესმის?
-მესმის ანო, მაგრამ ავად ხარ! ავნებ მას და ამას ვერ დავუშვებ. შენც მიდიხარ!
-რა? რას ამბობ სანდრო? კაცს ჩაებღაუჭა პიჯაკზე.
-გაიყვანეთ! მხოლოდ სანდროს ხმა გაარჩია, მერე ჩოჩქოლი ატყდა. დაცვის ბიჭები მას მიათრევდნენ შავი მანქანისკენ, ნეკა ამაღლობელი განწირული ხმით ტიროდა, რომელმაც დედის სურნელიც ვერ შეისუნთქა ნორმალურად.
-რა გააკეთე ანო? დემნას ხმაღა მისწვდა მის ყურთასმენას და გაითიშა.
ეს არ იყო გათიშვა, რომელიც ერთი წუთი გრძელდება, ცხოვრებისეულად გაითიშა. დაკარგა გრძნობა... დივიწყა ყველაფერი, რაც ძალას აძლევდა. ხანდახან ნინია სტუმრობდა, რომელიც აღარ იყო გაბერილი. უყვებოდა ნეკას ამბავს. მის ფოტოებს აჩვენებდა. სანდროზე არაფერს ამბობდა, ანოს უიმეოდ თვალებს ვერ ემალებოდა და მალევე ბრუნდებოდა უკან.

,, აქ, ამ ჯურღმულში გავიგე, რომ დეა გამრეკელი მოვკალი. არადა მე არ, თვითონ მოიკლა საკუთარი უბადრუკი თავი. იდგა და მეუბნებოდა, რომ არც ჩემი იქნებოდა სანდრო. ჩემს თვალწინ დაიცალა სისხლისგან, მე კი ჩემი სისუსტე ვერ დავძლიე და იქ, უგონოდ გავითიშე. გესმით? მე არაფერი დამიშავებია მისთვის, არასდროს ვავნებდი ადამიანს, მითუმეტეს არ მოვკლავდი.
სანდრო გახსოვთ? პრეზიდენტი. დამივიწყა ისე თითქოს არავინ ვიყავი და ჩემი შვილი წაიყვანა. ხანდახან მკერდისან გადმოსული წებოვანი სითხე მაგრძნობინებს, რომ მას ვჭირდები, მაგრამ ამ დამპალ გისოსებს თავს ვერ ვაღწევ.
დემნამ ცოლი მოიყვანა, ახლა ერთად მსტუმრობენ მაგრამ აზრი? ჩემი ძმა მიყურებს, მიყურებს და მერე დანანებით აქნევა თავს. ვიცი ეცადა, ეცადა, რომ მე აქ არ ვყოფილიყავი თუმცა უშედეგოდ. სანდროს ვერ აბიჯებენ, ის კი ახლა დეას სიკვდილიათვისაც მსჯის და ჩვენი არ დაბადებული ბავშვისთვისაც.
ვერ გადახარშა. დამპალი ნაბი*ვარი, მეზიზღება. იმდენად მეზიზღება, რომ ხანდახან სიზმარში ვხედავ, როგორ გვაქვს გასაგიჟებლად მაგარი სე*სი, მერე კი მისი ტუჩებიდან ამოსული ,,ცოდვილი" მანგრევს."

---
ქარიშხალი ირგვლივ ყველაფერს ანადგურებდა და ძლიერი ქუხილი, ბავშვის სიმშვიდეს ანგრევდა.
-ნეკა ტირის! ლოლას ხმა მოესმა და მაშინვე მისკენ დაიძრა. პატარა ხელებს ამოძრავებდა და ტირილს უფროდაუფრო უმატებდა.
-არ ჩუმდება სანდრო!
არც მამის დანახვამ უშველა პატარა ამაღლობელს. განწირული ხმით ღრიალებდა.
-წაიყვანე სანდრო მასთან!
ლოლა ოთახიდან გავიდა...
ხელში აიყვანა და ზემოდან დახედა. ისეთი სუსტი იყო, მის პატარა ხელებს უმისამართიდ ამოძრავებდა. სახეზე მტკივნეული გამომეტყველება გამოესახა ამაღლობელს და სასწრაფოდ ჩაიყვანა ქვემოთ ქალიშვილი.
მიუხედაცად იმისა, რომ არ აპირებდა მასთან ასე მალე შეხვედრას მაინც უწევდა. სწრაფად დაფარა მანძილი ავტომობილამდე და გიჟივით გაიჭრა ქუჩაში... ლამპიონევით განათებულ თბილისს სხვა ელფერი დაჰკრავდა... ღრმად სუნთქავდა ამაღლობელი, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა აჩქარებულ გულს, რომელიც საშინელი სისწრაფით ცემდა. ნეკას გადახედა, ცრემლიანი თვალები ჰქონდა ბავშვს...
-მალე ნახავ! თბილი თითები შეახო ლოყაზე და მარჯვნინ გაუხვია...
თეთრი შუქით განათებულ დერეფანს გაუყვა..
-ბატონო სანდრო! მედდა ეძახდა.
-ანოს ოთახი იქით არის!
ფეხებმა სიმტკიცე დაკარგეეს. ბავშვით ხელში, ფსიქიატრიულის დერეფანში მიაბიჯებდა.
ზურგით მდგარ სილუეტს გაუსწორა მზერა და თავი მეასედ შესძულდა... მხრები უთრთოდა ფანგანს... მიხვდა... წითელ ღვინოს სვამდა... საღამოს კაბა ეცვა.. ზურგი მთლიანად მოეშიშვლებინა და ხელით დაკვრის იმიტაციას აკეთებდა...
-მოხვედით პრეზიდენტო? არც კი მობრუნებულა...
-ნეკას სჭირდები ანო! ცრემლიან ბავშვს დახედა.
-მე არა მას ანო სჭირდება.
-შენ ანო ხარ გესმის? გაღიზიანდა ამაღლობელი.
-მე ანო ვარ, ცოდვილი ანო...
ბოლო წამს მოტრიალდა... ხელში რევოლვერი ეჭირა, რომელიც სინათლეზე აბრჭყვიალდა.
-ანო.
-ცოდვილი ანო! თითქოს ამ სიტყვებში ჩააქსოვა ყველა ფერი და გასროლის ხმამ შთანთქა ყოველივე.
ბავშვის განწირულმა ტირილმა ისევ გააღვიძა თბილისი. უნახავ დედას გლოვობდა ნეკა...
ჯერ კიდევ გაოგნებული სანდრო ამაღლობელი, მუხლებზე იდგა ბავშვით ხელში და უყურებდა... უყურებდა მის ანოს... ცოდვილ ანოს...


///
ბანალური დასასრულები არ მიყვარს... არც ჰეფი ენდი მინდოდა... ასეთი უნდა ყოფილიყო... მადლობა ვინც კითხულობდა... მადლობა ყველას, სულ ყველას... მაპატიეთ, რომ დავაგვიანე... არაა გამართული... თუმცა დასასრული სწორედ ისეთია როგორსაც ვგეგმავდი... მაპატიეთ კიდევ ერთხელ,დაგვიანებისთვის...მალე ახალი ისტორიით მოვალ, რომელიც სრულად განთავსდება...



№1 სტუმარი დი

ბანალური დასასრულიო რომ გაიძახით ჰეფიენდებს რატომ თვლით ბანალურად ეს ვერ გამირკვევია რადგან პიროქით ასეთი დასასრულებია სწორედ ბანალურიიი ვითომდა რომ ავტორებს განსხვავებულად მიგაჩნიად მაგრამ ერთი ჩვეულებრივი დასასრულია, სულ არ წამეკითხა მაგი სჯობდააა იმედი გამიცრუა, ასეთი მარაზმი არაფერი წამიკითხავს.

 


№2 სტუმარი სტუმარი Masha

ძალიან სევდიანი დასასრული იყო მიუხედავად იმისა რომ მაინც ბოლომდე მჯეროდა კარგად დამთავრდებოდა თუმცა საბოლოოდ მაინც ძალიან კარგი იყო. სანდროც და ანოც ძალიან ცოცხალი პერსონაჟები იყვნენ ძალიან დიდი ვნებიანი სიყვარულით. მაგრამ მაინც მგონია ჰეფი ენდი არ არის ბანალური დასასრული და როცა წყვილი ესეთია მგონი იმსახურებენ ისინიც და ჩვენც მკითხელი კარგ დასარულს.

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

მე თუ მკითხავ ბანალური და უაზრო დასასრული ეს უფროა , უკვე აქ ბევრი "მწერალი " დაემსგავსეთ ერთმანეთს ისტორიებით,თითქოს ერთნაირ ისტორიას ვკითხულობ სხვადასხვა ნიკით,ძალიან ცუდია თითქოს თქვენი აზრი არ გაგაჩნიათ და ერთმანეთისგან იწერთ :(

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

საბრალო ანო, რომელიც თურმე მხოლოდ და მხოლოდ ბანალურობის თავიდან აცილებას შეეწირა!

ყველაფერს გავიგებ, მართლა...ავტორს სრული უფლება აქვს თავისი ისტორია ისე წეროს, როგორც უნდა. მაგრამ, ვერაფრით ვერ ვიგებ, არაბანალურობის გამო საკუთარი ისტორიის გმირი როგორ უნდა გაიმეტო სასიკვდილოდ და ავტორმაც, საკუთარი თავი უარყოთი ემოციით შეგნებულად რატომ უნდა "დახუნძლო". შენ არც პირველი ხარ და არც ბოლო ვინც ასე წერს საიტზე, ტრენდული გახდა "არაბანალური დასასრულები".

 


№5 სტუმარი სტუმარი ...

ძალიან კარგი ისტორია იყო ვფიქრობ, ცოტა გამძაფრებული, მაგრამ საჭირო და სწორი დასასრულით.
იმედი მაქვს მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით

 


№6 სტუმარი სტუმარი მემე

ისტორიას სანამ წავიკითხავ მანამდე კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე.ჰოდა კომენტარებიდან გამომფინატე არ მა სურვილი წაკითხვის ,რატო უნდა მოლლა პეროსნაჟიიიი .????ისედაც არ გვაკლია სიკვდილიანობა,აქ შემოვდივარ რომ გავიტვირთო და ეჰჰ????

 


№7  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი მემე
ისტორიას სანამ წავიკითხავ მანამდე კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე.ჰოდა კომენტარებიდან გამომფინატე არ მა სურვილი წაკითხვის ,რატო უნდა მოლლა პეროსნაჟიიიი .????ისედაც არ გვაკლია სიკვდილიანობა,აქ შემოვდივარ რომ გავიტვირთო და ეჰჰ????

მესმის შენი, ალბათ მეც მასე ვარ, როდესაც აქ შემოვდივარ მაგრამ, ამ შემთხვევაში ჩემი პირადი ემოციაა გადმოცემული აქ!!

სტუმარი ...
ძალიან კარგი ისტორია იყო ვფიქრობ, ცოტა გამძაფრებული, მაგრამ საჭირო და სწორი დასასრულით.
იმედი მაქვს მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით


ძალიან დიდი მადლობა!! მიხარია, რომ ვიღაც სწორად ჩასწვდა იმას რისი თქმაც მინდოდა

grafo
საბრალო ანო, რომელიც თურმე მხოლოდ და მხოლოდ ბანალურობის თავიდან აცილებას შეეწირა!

ყველაფერს გავიგებ, მართლა...ავტორს სრული უფლება აქვს თავისი ისტორია ისე წეროს, როგორც უნდა. მაგრამ, ვერაფრით ვერ ვიგებ, არაბანალურობის გამო საკუთარი ისტორიის გმირი როგორ უნდა გაიმეტო სასიკვდილოდ და ავტორმაც, საკუთარი თავი უარყოთი ემოციით შეგნებულად რატომ უნდა "დახუნძლო". შენ არც პირველი ხარ და არც ბოლო ვინც ასე წერს საიტზე, ტრენდული გახდა "არაბანალური დასასრულები".


,,ტრენდული" გახდა კიბატონო!! მაგრამ ამ ისტორიასთან ,,ტრენდულს" ვერაფერს ვაკავშირებ!! ბანალური იქნებოდა, ჩემთვის ანოს ბედნიერება მაშინ, როდესაც დაკარგული შვილი იდგა ყოველთვის, პრეზიდენტსა და მის შორის!! ჩემი პირადი ხედვა იყო მხოლოდ და მხოლოდ ეს!! იქნებ ოდესმე დავარედაქტირო კიდეც ეს ისტორია და უკვე სხვანაირი მიმართულება მივცე! მადლობა, რომ წაიკითხე!!

სტუმარი gvantsa
მე თუ მკითხავ ბანალური და უაზრო დასასრული ეს უფროა , უკვე აქ ბევრი "მწერალი " დაემსგავსეთ ერთმანეთს ისტორიებით,თითქოს ერთნაირ ისტორიას ვკითხულობ სხვადასხვა ნიკით,ძალიან ცუდია თითქოს თქვენი აზრი არ გაგაჩნიათ და ერთმანეთისგან იწერთ :(


კარგია, რომ მწერალი ბრჭყალებში მოიხსენიე! ❤️ რაც შეეხება ჩემი აზრის ქონა არ ქონა, ჩემთვის შეურაცხყოფაა!! ის უფრო ცუდი იქნებოდა დამეწერა ის რაც სურდა სხვას და არა მე!! ამ ისტორიაში კი, ჩემი მეააა!!

სტუმარი Masha
ძალიან სევდიანი დასასრული იყო მიუხედავად იმისა რომ მაინც ბოლომდე მჯეროდა კარგად დამთავრდებოდა თუმცა საბოლოოდ მაინც ძალიან კარგი იყო. სანდროც და ანოც ძალიან ცოცხალი პერსონაჟები იყვნენ ძალიან დიდი ვნებიანი სიყვარულით. მაგრამ მაინც მგონია ჰეფი ენდი არ არის ბანალური დასასრული და როცა წყვილი ესეთია მგონი იმსახურებენ ისინიც და ჩვენც მკითხელი კარგ დასარულს.


არაა, არ ვფიქრობ, რომ ჰეფი ენდი ბანალურია!! გავმიჯნე მე მგონი, რომ არც ბანალირი დასასრული მინდოდა და არც, ჰეფი ენდითქო!!❤️ მადლობა, რომ წაიკითხე!! აუცილებლად დავარედაქტირებ ამ მოთხრობას და სწორი კუთხით მოვიტან თქვენამდე

დი
ბანალური დასასრულიო რომ გაიძახით ჰეფიენდებს რატომ თვლით ბანალურად ეს ვერ გამირკვევია რადგან პიროქით ასეთი დასასრულებია სწორედ ბანალურიიი ვითომდა რომ ავტორებს განსხვავებულად მიგაჩნიად მაგრამ ერთი ჩვეულებრივი დასასრულია, სულ არ წამეკითხა მაგი სჯობდააა იმედი გამიცრუა, ასეთი მარაზმი არაფერი წამიკითხავს.


,,იმედი გამიცრუა" მზად ვიყავი ყველანაირი შეფასებისთვის, ამიტომ არც კი გამკვირვებია! ❤️ მადლობა, რომ წაიკითხე და აქაც დავწერ, მე გავმიჯნე, რომ არც ბანალირი დასასრული მინდოდა და არც ჰეფი ენდითქო! ანუ, არც ერთი მინდოდა და არც-მეორე!

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

განვმარტავ მეტი სიცხადისთვის: ჩემში გაღიზიანება გამოიწვია ისტორიის ბოლოს მინაწერმა, იმდენად რომ რა ემოციაც მქონდა კითხვისას დამავიწყდა და შესაბამისად მინაწერის შედეგად დავაკომენტარე :D.

ე.ი. სწორედ ვვარაუდობდი და ვახსენე კიდეც პირველ კომენტარში ავტორის ემოციები.

მაგრამ, ისტორიაზე მხოლოდ ერთს ვიტყვი: არალოგიკურად და მხოლოდ შენი ხუშტურის გამო მოკალი ანო. გამოტოვე ის ყველაფერი, რომ ისტორია ბუნებრივად მისულიყო ასეთ დასასრულამდე. იარაღს ასე არავინ აფრიალებს იმ დაწესებულებაში სადაც ანოა და უამრავი დეტალია კიდევ.
მართლა "ტრენდულად" მოკალი, უცებუცებ:D.

 


№9 სტუმარი პუკი

კომენტარები წავიკითხე და კიდევ ერთხელ მივხვდი რა დაბალი დონეა საზოგადოებაში და უკვე ამ საიტის მკითხველებშიც.
მე იმას ვერ ვხდები რატომ მოელოდნენ ამ ისტორიისგან ბედნიერ დასასრულს სადაც ამო და პრეზიდენტი დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდნენ ბევრ შვილებთან ერთად და იმ ბავშვს დაივიწყებდნენ.
რატომ არის ხალხი შეჩვეული რომ ადამიანებს ყველა შეცდომას პატიობენ და სრულიად ივიწყებენ.
რატომ ელიან ყველა სიყვარულსიგან ბედნიერ დასასრულს.
და რატომ უნდათ რომ ამ საიტზეც ყველა ისტორია ბედნიერად სრულდებოდეს და ეს თუ ეს ასეა არაა გაღიზიანებულე ი ერთადერთ გზას მიმართავენ, აგრესიულ კომენტარებს წერენ.
ძალიან მომხვდა ავტორის ხუშტურიო???????? დიახ ალბათ ისტორიას ვინც წერს იმის ხუშტურები უნდა იყოს გათვალისწინებული და წინა პლანზე წამოწეული.
ქეGო შენ რაც შეგეხება ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, ესეც ძალიან მომეწონა უბრალოდ სიკვდილის ეპიზოდი ცოტა გადამეტებული და ფანტასტიკური მომეჩვენა იარაღის არსებობა ცოოტა მეუცნაურა და ალბათ სხვა ხერხით შეგეძლო ანოს მოკვლა.
როდის დაბრუნდები ახალი ისტორიით?

 


№10  offline წევრი ქეთათო4

პუკი
კომენტარები წავიკითხე და კიდევ ერთხელ მივხვდი რა დაბალი დონეა საზოგადოებაში და უკვე ამ საიტის მკითხველებშიც.
მე იმას ვერ ვხდები რატომ მოელოდნენ ამ ისტორიისგან ბედნიერ დასასრულს სადაც ამო და პრეზიდენტი დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდნენ ბევრ შვილებთან ერთად და იმ ბავშვს დაივიწყებდნენ.
რატომ არის ხალხი შეჩვეული რომ ადამიანებს ყველა შეცდომას პატიობენ და სრულიად ივიწყებენ.
რატომ ელიან ყველა სიყვარულსიგან ბედნიერ დასასრულს.
და რატომ უნდათ რომ ამ საიტზეც ყველა ისტორია ბედნიერად სრულდებოდეს და ეს თუ ეს ასეა არაა გაღიზიანებულე ი ერთადერთ გზას მიმართავენ, აგრესიულ კომენტარებს წერენ.
ძალიან მომხვდა ავტორის ხუშტურიო???????? დიახ ალბათ ისტორიას ვინც წერს იმის ხუშტურები უნდა იყოს გათვალისწინებული და წინა პლანზე წამოწეული.
ქეGო შენ რაც შეგეხება ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, ესეც ძალიან მომეწონა უბრალოდ სიკვდილის ეპიზოდი ცოტა გადამეტებული და ფანტასტიკური მომეჩვენა იარაღის არსებობა ცოოტა მეუცნაურა და ალბათ სხვა ხერხით შეგეძლო ანოს მოკვლა.
როდის დაბრუნდები ახალი ისტორიით?


მზად ვიყავი ყველანაირი შეფასებისთვის!! უბრალოდ ბევრი ფაქტორია ამ ისტორიასთან დაკავშირებით, რასაც ვერ გაიტვალისწინებენ და შესაბამისად მზად ვარ მოვისმინო ,,ლანძღვა"
მადლობა, რომ გესმის!!!
მნიშვნელოვანიაა ჩემთვის ეს!❤️
სულ მალე დავბრუნდები ახალი ისტორიით!

grafo
განვმარტავ მეტი სიცხადისთვის: ჩემში გაღიზიანება გამოიწვია ისტორიის ბოლოს მინაწერმა, იმდენად რომ რა ემოციაც მქონდა კითხვისას დამავიწყდა და შესაბამისად მინაწერის შედეგად დავაკომენტარე :D.

ე.ი. სწორედ ვვარაუდობდი და ვახსენე კიდეც პირველ კომენტარში ავტორის ემოციები.

მაგრამ, ისტორიაზე მხოლოდ ერთს ვიტყვი: არალოგიკურად და მხოლოდ შენი ხუშტურის გამო მოკალი ანო. გამოტოვე ის ყველაფერი, რომ ისტორია ბუნებრივად მისულიყო ასეთ დასასრულამდე. იარაღს ასე არავინ აფრიალებს იმ დაწესებულებაში სადაც ანოა და უამრავი დეტალია კიდევ.
მართლა "ტრენდულად" მოკალი, უცებუცებ:D.


თავის მართლება ყველაზე იდიოტური რამ მგონია, უკვე მომხდარ ფაქტზე. კიბატონო როგორც მე მაქვს უფლება როგორც მინდა ისე დავწერო ასევე შენც გაქვს უფლება, ის შეფასება დაწერო რაც გინდა, მაგრამ ეს ,,ტრენდულობა" არ შემიძლიააა!!❤️

 


№11  offline წევრი კლავდია

კარგით რა, როცა მსგავსი ფორმატის საიტზე ისტორიას წერთ რა ბანალურ დასასრული არ მინდოდაა, ანუ მართლა არ მესმის, რა შუაში იყო, ან იმ ქალის თვითმკვლელობა მერე პერსონაჟის გაგიჟება და ბოლოს ფსიქიატრიულში იარაღით სიკვდილი. მგონი ძალიან სერიოზულად ვიღებთ მკითხველები და პრობლემა ეგაა :D.

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

გამეცინა კომენტარებზე და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ სერიოზული პრობლემა გვაქვს წაკითხულიდან აზრის გამოტანაში!
პ.ს. 1. სხვა საქმეა შეგიძლია თუა ტრენდულობა, ფაქტია რომ შეეჭიდე, სრულიად ბუნებრივად :)).

პ.ს.2. ხუშტური:D :D : ავტორი თვითონ ამბობს რომ მისი ემოციური მდგომარეობიდან მივიდა დასასრულამდე.
პ.ს.4. გასაგებად უწერია მკითხველსაც, რომ ახსნა "ბანალური დასასრული" ან "ჰეფი ენდი" რომ არ უნდოდა მაგით გაღიზიანდა.

პ.ს.5. არც ერთი სიტყვა ჰაერში არ მითქვამს :)). უბრალოდ, წაკითხულის გააზრება და ცოტა გვერდიდან შეხედვაა საჭირო. მითუმეტეს შენგან ავტორო. და "ტრენდულობაზე" კი ჩაიციკლე, მაგრამ ისე თუ დააკვირდი ისტორიაც შეგიფასე.
გმადლობ და წარმატებები!

 


№13  offline წევრი ქეთათო4

კლავდია
კარგით რა, როცა მსგავსი ფორმატის საიტზე ისტორიას წერთ რა ბანალურ დასასრული არ მინდოდაა, ანუ მართლა არ მესმის, რა შუაში იყო, ან იმ ქალის თვითმკვლელობა მერე პერსონაჟის გაგიჟება და ბოლოს ფსიქიატრიულში იარაღით სიკვდილი. მგონი ძალიან სერიოზულად ვიღებთ მკითხველები და პრობლემა ეგაა :D.


თქვენი ყველას დიდი პრობლემა ბოლოში მიწერილი სიტყვა ,,ბანალური" რატომაა არ მესმის!!
ნუღარ მიიღებთ ,,სერიოზულად" :)

grafo
გამეცინა კომენტარებზე და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ სერიოზული პრობლემა გვაქვს წაკითხულიდან აზრის გამოტანაში!
პ.ს. 1. სხვა საქმეა შეგიძლია თუა ტრენდულობა, ფაქტია რომ შეეჭიდე, სრულიად ბუნებრივად :)).

პ.ს.2. ხუშტური:D :D : ავტორი თვითონ ამბობს რომ მისი ემოციური მდგომარეობიდან მივიდა დასასრულამდე.
პ.ს.4. გასაგებად უწერია მკითხველსაც, რომ ახსნა "ბანალური დასასრული" ან "ჰეფი ენდი" რომ არ უნდოდა მაგით გაღიზიანდა.

პ.ს.5. არც ერთი სიტყვა ჰაერში არ მითქვამს :)). უბრალოდ, წაკითხულის გააზრება და ცოტა გვერდიდან შეხედვაა საჭირო. მითუმეტეს შენგან ავტორო. და "ტრენდულობაზე" კი ჩაიციკლე, მაგრამ ისე თუ დააკვირდი ისტორიაც შეგიფასე.
გმადლობ და წარმატებები!


დიახ, ვნახე, რომ შეაფასე ისტორიაც.. არაფერზე ჩავციკლულვარ, იქედან გამომდინარე, რომ ბოლო მინაწერიც ჩემია არ ვაპირებ რაიმეზე ჩაციკვლას, მაგრამ ყველა კომენტარში ეგ ერთი სიტყვა ტრიალებს და გამაღიზიანებელია!
მადლობა, ახალ მოთხრობას ვიწყებ და იმედი მაქვს (კიდევ თუ გექნება სურვილი) წაიკითხავ!
(მნიშვნელოვანია ჯანსაღი კრიტიკა)

 


№14 სტუმარი მკითხველი

თუ, თვლი, რომ ამ ისტორიას ბანალური დასასრული არ ქონდა. მაშინ, იცოდე რო ზე უსამართლო დასასრული აქვს. წარმატებები..

 


№15  offline წევრი ქეთათო4

მკითხველი
თუ, თვლი, რომ ამ ისტორიას ბანალური დასასრული არ ქონდა. მაშინ, იცოდე რო ზე უსამართლო დასასრული აქვს. წარმატებები..


,,მეცოდინება" მადლობა!!!

 


№16  offline წევრი ნანა73



მე რამდენიმე კითხვა მაქვს ქეთათო, კარგიიქნება თუ მიპასუხებ.
1- რატომ არის მთავარი პერსონაჟი მაინცდამაინც პრეზიდენტი?
2- უკაცრავად, საქართველოს პრეზიდენტი?( გარდა ამ ტიტულისა, საერთოდ არაფერი არ მეტყველებს მის პრეზიდენტობაზე და სამწუხაროდ ბევრი ავტორი იყენებს ამ სტატუსს. ალბათ ესეც "ტრენდულია". )
3- არ ვკამათობ ავტორის უფლებებზე, მაგრამ როცა არაბანალურზე და საკუთარ შეგრძნებებზე წერ, როცა პრეტენზია გაქვს მნიშვნელოვან პრობლემაზე აქცენტი გააკეთო, რატომ წერ არ არსებულ ადამიანებზე?
აღარაფერს ვიტყვი რამდენი შეუსაბამო ეპიზოდი იყო სიუჟეტში.
არადა მართლა კარგი და დამაფიქრებელი გამოვიდოდა ყველაფერი ფატალური დასასრულითაც, რომელზეც დასაწყისიდან ვფიქრობდი...
მესამე პირში დაწყებული თხრობა მომეწონა.
დასარედაქტირებელი ნამდვილად არის.
წარმატებები ქეთათო! ❤️

 


№17  offline წევრი ქეთათო4

ნანა73
მე რამდენიმე კითხვა მაქვს ქეთათო, კარგიიქნება თუ მიპასუხებ.
1- რატომ არის მთავარი პერსონაჟი მაინცდამაინც პრეზიდენტი?
2- უკაცრავად, საქართველოს პრეზიდენტი?( გარდა ამ ტიტულისა, საერთოდ არაფერი არ მეტყველებს მის პრეზიდენტობაზე და სამწუხაროდ ბევრი ავტორი იყენებს ამ სტატუსს. ალბათ ესეც "ტრენდულია". )
3- არ ვკამათობ ავტორის უფლებებზე, მაგრამ როცა არაბანალურზე და საკუთარ შეგრძნებებზე წერ, როცა პრეტენზია გაქვს მნიშვნელოვან პრობლემაზე აქცენტი გააკეთო, რატომ წერ არ არსებულ ადამიანებზე?
აღარაფერს ვიტყვი რამდენი შეუსაბამო ეპიზოდი იყო სიუჟეტში.
არადა მართლა კარგი და დამაფიქრებელი გამოვიდოდა ყველაფერი ფატალური დასასრულითაც, რომელზეც დასაწყისიდან ვფიქრობდი...
მესამე პირში დაწყებული თხრობა მომეწონა.
დასარედაქტირებელი ნამდვილად არის.
წარმატებები ქეთათო! ❤️


1)ჩემთვის არანაირი, სხვა დატვირთვა არ აქვს, პრეზიდენტს! უბრალოდ ამით მინდოდა იმის ჩვენება, რომ კამერებში მომღიმარ მაღალჩინოსნებს ბევრი დიდი პრობლემა აქვთ, რომლებსაც ვერ ერევიან. არ ვიცი ,,ტრენდულია" ნამდვილად, მაგრამ მე სხვა მიზნით მინდოდა ამ ყველაფრის გამოყენება (არც თუ ისე კარგად გამოვიდა)
2) რეალურად თუ ვიმსჯელებთ კი საქართველოსია. (მესმის, ეს მოთხრობა აქ არ უნდა დასრულებულიყო, უბრალოდ მეტს ვერ ვახერხებდი, ჩემი ბრალია ბუნდოვნება და უზუსტობები)

3)არარსებული არ არიან, ამ ისტორიის ,,ინსპირაციები" იყვნენ ჩემი ახლობელი ადამიანები. პირველ თავშიც ვახსენე

მადლობა, რომ წაიკითხე!
აუცილებლად დავარედაქტირებ ამ ისტორიას

 


№18  offline წევრი ნანა73

ქეთათო4
ნანა73
მე რამდენიმე კითხვა მაქვს ქეთათო, კარგიიქნება თუ მიპასუხებ.
1- რატომ არის მთავარი პერსონაჟი მაინცდამაინც პრეზიდენტი?
2- უკაცრავად, საქართველოს პრეზიდენტი?( გარდა ამ ტიტულისა, საერთოდ არაფერი არ მეტყველებს მის პრეზიდენტობაზე და სამწუხაროდ ბევრი ავტორი იყენებს ამ სტატუსს. ალბათ ესეც "ტრენდულია". )
3- არ ვკამათობ ავტორის უფლებებზე, მაგრამ როცა არაბანალურზე და საკუთარ შეგრძნებებზე წერ, როცა პრეტენზია გაქვს მნიშვნელოვან პრობლემაზე აქცენტი გააკეთო, რატომ წერ არ არსებულ ადამიანებზე?
აღარაფერს ვიტყვი რამდენი შეუსაბამო ეპიზოდი იყო სიუჟეტში.
არადა მართლა კარგი და დამაფიქრებელი გამოვიდოდა ყველაფერი ფატალური დასასრულითაც, რომელზეც დასაწყისიდან ვფიქრობდი...
მესამე პირში დაწყებული თხრობა მომეწონა.
დასარედაქტირებელი ნამდვილად არის.
წარმატებები ქეთათო! ❤️


1)ჩემთვის არანაირი, სხვა დატვირთვა არ აქვს, პრეზიდენტს! უბრალოდ ამით მინდოდა იმის ჩვენება, რომ კამერებში მომღიმარ მაღალჩინოსნებს ბევრი დიდი პრობლემა აქვთ, რომლებსაც ვერ ერევიან. არ ვიცი ,,ტრენდულია" ნამდვილად, მაგრამ მე სხვა მიზნით მინდოდა ამ ყველაფრის გამოყენება (არც თუ ისე კარგად გამოვიდა)
2) რეალურად თუ ვიმსჯელებთ კი საქართველოსია. (მესმის, ეს მოთხრობა აქ არ უნდა დასრულებულიყო, უბრალოდ მეტს ვერ ვახერხებდი, ჩემი ბრალია ბუნდოვნება და უზუსტობები)

3)არარსებული არ არიან, ამ ისტორიის ,,ინსპირაციები" იყვნენ ჩემი ახლობელი ადამიანები. პირველ თავშიც ვახსენე

მადლობა, რომ წაიკითხე!
აუცილებლად დავარედაქტირებ ამ ისტორიას

გასაგებია, პრეზიდენტს სამწუხაროდ მართლაც არ აქვს დიდი "გასაქანი" დღევანდელ რეალობაში და ჩემთვის ეს მძიმე თემაა. ( სუბიექტური ვარ ამ სტატუსის გამოყენებისას)
ვფიქრობ რეალური პროტოტიპები ბევრად ემოციური აღსაქმელი იქნებოდა.
კიდევ ერთხელ წარმატებები!
❤️

 


№19 სტუმარი Dea

Myavari banalurobashi ki ara uazro mdzfr movlenebshia roca cer odnav mainc unda gavdes realobas vin misca psiqiateiulshi qals iaragi es ubralo ditkvebis raxaruxi iko meti araferi

 


№20  offline წევრი ქეთათო4

Dea
Myavari banalurobashi ki ara uazro mdzfr movlenebshia roca cer odnav mainc unda gavdes realobas vin misca psiqiateiulshi qals iaragi es ubralo ditkvebis raxaruxi iko meti araferi



წერე ქართულად!!!
ყველას თავისი გამოხატვის თავისუფლება აქვს, მე ვაბრახუნებ სიტყვებს, ასე მომწონს!❤️

 


№21  offline წევრი duchi_duchi

აი რა იყო ახლა ეს?ყველანაირად გამოყენებული ანო.ამ ისტორიაში მხოლოდ ქალის განადგურებას ვხედავდი მეტს არაფერს.მეორედ წავიკითხე.მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა მაინც მეგონა რო ანო ასე არ დაამთავრებდა.

 


არც ველოდი ჰეფი ენდს . ვფიქრობ არც მოუხდება ესეთი დასასრული . მე ძალიან მომეწონა ❤️❤️

 


№23  offline წევრი ქეთათო4

პოტენციური მწერალი
არც ველოდი ჰეფი ენდს . ვფიქრობ არც მოუხდება ესეთი დასასრული . მე ძალიან მომეწონა ❤️❤️


მიხარია, რომ მოგეწონა.

duchi_duchi
აი რა იყო ახლა ეს?ყველანაირად გამოყენებული ანო.ამ ისტორიაში მხოლოდ ქალის განადგურებას ვხედავდი მეტს არაფერს.მეორედ წავიკითხე.მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა მაინც მეგონა რო ანო ასე არ დაამთავრებდა.


გამოცდების ციებ-ცხელებას მოვრჩები დ ავეცდები დავარედაქტირო. ასე არ დაუსრულებია ანოს, არ დასრულებულა არაფერი...

 


№24 სტუმარი სტუმარი ხატია

Kargia mara dasasruli ar momewona

 


№25  offline წევრი katerinaeka

ვაუ, მაგარი იყო. ვიტირე ყველაფერს ვფიცავარ.

 


№26  offline წევრი ანა გუგე

საინტერესო ისტორია იყო ნამდვილად დასასრულიც კი მოუხდა მართლა ვერ წარმომედგინა ანო დედად, ვერ გავამართლე აბორტი რო გაიკეთა ზოგადად არვარ აბორტის მომხრე თან რეალური გამართლება ვერმოვუძებნე ამ &შემთხვევაში... ჰო მართლა სანდროს პრეზიდენტობასრაც შეეხება ცოტა გამეცინა პრეზიდენტს ქვეყნის გაჭირვებაზე მეტად შეყვარებული რო ადარდებდა. მეთქი ასეთი ხალხის ხელშითუა ჩვენი ქვეყანა მაგიტო ვართ აშენებულითქო :DDD ბოლო ისტორია რაც წავიკითხე ლიზა კანდელაკის ჩემი სახლი იყო და ხო გახსოვს იქ როგორაა გადმოცემული პოლიტიკის ამბავი... მაგიტო მიიქცია ჩემი ყურადღება ამ მომენტმა...

 


№27 სტუმარი მთვარო სვანი

მაპატიე.ვიცი მწერალი "რასაც როგორ" გრძობს ისეთი დასასრულო უნდა ქონდეს მის ისტორიას მაგრამ ასეთი დასასრული პირადად ჩემტვის ძალიან რთული და მტკივნეულია.სანდრო უფრო იყო ყველაფერში დამნაშავე და ასე არ უნდა დაესრულებინა ანოს ???????????? რომ მცოდნოდა ასეთი დასასრული ექნებოდა არ წავიკითხავდი.უბრალოდ ძალიან მეტკინა

 


№28  offline წევრი ქეთათო4

ანა გუგე
საინტერესო ისტორია იყო ნამდვილად დასასრულიც კი მოუხდა მართლა ვერ წარმომედგინა ანო დედად, ვერ გავამართლე აბორტი რო გაიკეთა ზოგადად არვარ აბორტის მომხრე თან რეალური გამართლება ვერმოვუძებნე ამ &შემთხვევაში... ჰო მართლა სანდროს პრეზიდენტობასრაც შეეხება ცოტა გამეცინა პრეზიდენტს ქვეყნის გაჭირვებაზე მეტად შეყვარებული რო ადარდებდა. მეთქი ასეთი ხალხის ხელშითუა ჩვენი ქვეყანა მაგიტო ვართ აშენებულითქო :DDD ბოლო ისტორია რაც წავიკითხე ლიზა კანდელაკის ჩემი სახლი იყო და ხო გახსოვს იქ როგორაა გადმოცემული პოლიტიკის ამბავი... მაგიტო მიიქცია ჩემი ყურადღება ამ მომენტმა...


ლიზას მაგ ისტორიისთვის ჯერ ვერ მოვიცალე, სამწუხაროდ, არ ვიცი, რა ხდება იქ. რაც შეეხება ამ ამბავს. რა გითხრა? მიხარია, რომ ისე გაიგე, როგორც დავწერე ❤️

მთვარო სვანი
მაპატიე.ვიცი მწერალი "რასაც როგორ" გრძობს ისეთი დასასრულო უნდა ქონდეს მის ისტორიას მაგრამ ასეთი დასასრული პირადად ჩემტვის ძალიან რთული და მტკივნეულია.სანდრო უფრო იყო ყველაფერში დამნაშავე და ასე არ უნდა დაესრულებინა ანოს ???????????? რომ მცოდნოდა ასეთი დასასრული ექნებოდა არ წავიკითხავდი.უბრალოდ ძალიან მეტკინა


ანოს ამბის ბედნიერი დასასრული ალოგიკური იქნებოდა. ადამიანი ამ სამყაროსთვის არ იყო. აღმატებული თემაა ჩემთვის ანო.. სამწუხაროა, რომ ასე იფიქრეთ. მადლობა❤️

 


№29 სტუმარი სტუმარი ხათუნა

წავიკითხე, მერე კომენტარებიც წავიკითხე. მგონი აქაური ბევრი მკითხველი ხარისხს და სულში გამტარს კი არ დაეძებს, არამედ მთავარია ბედნიერად დამთავრდეს! ეს რა ინდოეთია? თუ სოფლის ბიბლიოთეკა? ავტორს როგორც მუზა უკარნახებს- ისე დაამთავრებს რაა! არის მძაფრი სიუჟეტის ლავ სთორი. ტრაგიკული დასასრულით. მშვენივრად დაწერილი. ანო გაწირა წუთისოფელმა. სანდროს არ უყვარდა ანო. დიდი ეგოისტი და ლატენტური ბოროტი კაცი იყო. არც მისი პატარა შვილი უყვარდა- დედა ჩამოიშორა. იმის გამოძიებას რა უნდოდა- ვინ მოკლა დეა. ბოლოსდაბოლოს შეეძლო პრეზიდენტის მოსამართლეს ის მაინც დაემტკიცებინა,რომ თითქოს თავდაცვის დროს შემთხვევით მოკლა ვანომ დეა,რომელიც თავს დაესხა, მაგრამ არაა. არ მოინდომა სანდრომ. ყველაზე მეტად ახალდაბადებული ბავშვი მეცოდება,რომელსაც ალბათ როცა გაიზრდება ეტყვიან, რომ დედამისი მკვლელი იყო და შეშლილიც. აი ,ესაა წუთისოფელი. რასაც ძალიან კარგად გადმოსცემს ავტორი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent