შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაბრუნე წარსულში (სრულად)


28-08-2020, 19:56
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 18 672

ის დღე იყო ზუსტად, ზუსტად ის ავბედითი დღე და ყოველთვის, როცა წელიწადის ამ დროს, ეს რიცხვი დგებოდა, მირიანი ყიდულობდა სპექტაკლის ბილეთს. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა იქნებოდა, მთავარია, რომ საღამოს რვა საათის სეანსი ყოფილიყო.
- მირო, სად ხარ? - დაურეკა მეგობარმა.
- სადღაც მივდივარ ლევან - ჩაილაპარაკა თავისთვის, თან მანქანის ფანჯარაში გამოკვეთილ უკან მოსიარულე მგზავრებს დააკვირდა. ვერ მიხვდა, რატომ გაუშეშდა თვალი მათზე.
- სად?
- სადღაც - გაეცინა მირიანს.
- საღამოს მარტო გადიხარ, თან ჩემ გარეშე. ანუ, დასალევად არ წახვიდოდი... მითხარი, ქალია ვინმე?
- უიმეე - ამოიოხრა მირიანმა - სკოლის მოსწავლე ხომ არ ვარ, პაემნები ვმალო.
- დღეს ხომ გიორგის გარდაცვალების დღეა? - ჩაიჩურჩულა ლევანმა.
- ვიცი, მახსოვს - უპასუხა მირიანმა.
- კარგი, მშვიდობით იყავი იცოდე.
- კარგად.
მირიანს გაეცინა. „მშვიდობით იყავი“ ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა. მშვიდობით იყავი და თავს არაფერი დამართო თუ სხვას არაფერი დამართო? ან რაღადროს ვიღაცისთვის ზიანის მიყენება იყო? 11 წელი გასულიყო უკვე, გვიანი გამოდიოდა ყველაფერზე ფიქრი...
თეატრთან რომ მივიდა, ტელეფონი გამორთო და ბილეთს დახედა.
სპექტაკლს „დამაბრუნე წარსულში“ ერქვა და მირიანმა მაშინვე ინანა, რა ჯანდაბად მინდოდა, ეს პირველი რიგის ბილეთებიო. რომ ჩასძინებოდა, უხერხული იქნებოდა. მსახიობები იფიქრებდნენ, ან ჩვენ ვთამაშობთ ჯოჯოხეთურად, ან ამ ბიჭს აქვს დაცურებულიო.
ნამდვილად დაძაბული სიუჟეტი იყო, მირიანს არ ეგონა, რომ მის ყველა კუნთი დაეძაბებოდა და მთელი არსებით განიცდიდა მთავარი პერსონაჟის გასაჭირს. უკვე ნანობდა აქ მოსვლას. ასეთი მძაფრი ემოციებისგან, მთელი კვირის განმავლობაში ,სპექტაკლის გავლენის ქვეშ მოუწევდა ცხოვრება და ძნელად თუ ჩამოირეცხავდა ამდენ გრძნობას.
სცენარი ქალზე იყო, რომელიც ყველამ გასწირა და დაამცირა. ქმარი ღალატობდა, შვილები დედის სიმკაცრის გამო, მამას ანიჭებდნენ უპირატესობას. ოჯახი ყოველთვის უჩიჩინებდა, ქმრისთვის ღალატი ეპატიებინა. თან წასასვლელიც აღარსად ჰქონდა ორი შვილით.
ქალს თვალს ვერ აშორებდა. ძალიან გამხდარი იყო, ასე 30 წლამდე იქნებოდა, მეტის არა. მისი უზომოდ გრძელი თმა, მოძრაობისას, მთელი სცენის გარშემო, გრაციოზულად ირხეოდა. ოდნავ დიდი ცხვირი და ფართო პირი ჰქონდა. ისეთი დახვეწილი და უბრალო იყო, რომ მირიანმა, ამ უბრალოებაში, გასაოცარი მშვენიერება დაინახა.
პერსონაჟი ბოლოს თვითმკვლელობით ამთავრებდა ცხოვრებას. კაცი გაოცებული და აღფრთოვანებული შეჰყურებდა ქალს, რომელმაც ჭაღზე თოკი ჩამოჰკიდა და სკამზე შედგა.
ნელ-ნელა, ფარდა დაეშვა.
მირიანი ცოტა ხანს ორჭოფობდა. იქნებ კულისებში შესულიყო და უცნობი ლამაზმანი ეპოვნა, რომელმაც ასე საეჭვოდ მოხიბლა, თუმცა იმ წამსვე ამოიგდო ეს იდეა თვაიდან.
ეს დღე სხვანაირი იყო, ამ დღეს ქალებისგან აღფრთოვანების დრო არ იყო, ზედმეტი იქნებოდა...
გარეთ გამოსვლისას, სუფთა ჰაერი ფილტვებში ჩაიგუბა და ცოტახანს ასე იდგა. გარეთ წვიმდა, სველი ასფალტის სუნი რაღაცნაირად სევდიან განწყობას უქმნიდა. აი ისეთს, როცა წარსულის მუსიკა ახსენებს ხოლმე ადამიანებს ადრინდელ ამბებს, გადახდენილ გრძნობებს.
ტელეფონი ჩართო თუ არა, უმცროსმა ძმამ დაურეკა.
- ჰო დათო.
- სად ხარ?
- მალე მვოალ სახლში, რა იყო?
- არაფერი, გარეთ გასვლა მინდა და დედა გაგიჟებულია, ამ შუაღამისას, სად მიდიხარო.
- რაღა შუაღამე? - გაეცინა მირიანს, საათს დახედა - თერთმეტი საათია.
- ტაქსებს არ ენდობა.
- უთხარი, მირიანი მომიყვანს-თქო სახლში.
- კარგი, ვეტყვი. ხომ მართლა მიმიყვან?
- აბა რას ვიზამ?
მირიანი მანქანაში ჩაჯდა და თავისი სახლისკენ დაძრა მანქანა, თუმცა წამები იყო გასული, რომ თავისივე ნებით ნელ-ნელა ტორმუზს მიაჭირა. თეატრის გამოსასვლელთან, გრძელთმიანი, გამხდარი ქალი იდგა.
მაშინვე იცნო მთავარი როლის შემსრულებელი.
ღმერთისთვის კაი ხანია, არაფერი ერთხოვა, თუმცა, იმ წამს გაიფიქრა, ოღონდაც ქმარს ან შეყვარებულს არ ელოდებოდეს და რაც გინდა, იქ მიქენიო.
ქალის წინ გააჩერა მანქანა.
გადმოვიდა.
თან არ უნდოდა შეეშინებინა, დაეფრთხო.
ამ შუაღამისას, ვიღაც დეგენერატი მანქანაში ჩაჯდომას რომ გთხოვს, ცოტა უხერხული და საშიში რამეა.
დეგენერატად ნამდვილად არ თვლიდა საკუთარ თავს მირიანი, მაგრამ შორიდან, ეგრე ჩანდა ალბათ.
- უკაცრავად, არ მინდა, შეგაშინოთ. - დაამატა კიდევ უფრო საყვარელი ინტონაციით. ასეთი ფრთხილი ცხოვრებაში არ ყოფილა. საკუთარი თავისაც უკვირდა.
- მემგონი, უკვე შემაშინეთ - უპასუხა გოგონამ და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
- თქვენი სპექტაკლი ვნახე. ძალიან მომეწონა. თუ ვინმეს არ ელოდებით, შემიძლია, მიგიყვანოთ სახლში. ჩემი მანქანის ნომერს გადაუღეთ სურათი და მეგობარს გაუგზავნეთ.
- ამ შემოთავაზებით უფრო შევშინდი მემგონი - ძალაუნებურად გაეცინა ქალს.
- მეტი, არ ვიცოდი, რა მომეფიქრებინა.
- მადლობ, არ მინდა. - იუარა გოგომ.
- ვინმეს ელოდებით?
- არა, უბრალოდ უცხოებს არ ვუჯდები მანქანაში.
- ბოდიში, მორჩა, მივდივარ - ხელები ასწია მირიანმა - ბედნიერად.
- ნახვამდის - უპასუხა ქალმა.
* * *

- რა სახე გაქვს? - ჰკითხა მირიანს ძმამ, როცა უკვე სახლში მიჰყავდა. - გიორგის გამო?
- არა, დღეს ერთი გოგო ვნახე.
- რას ლაპარაკობ? გოგო ნახე? ვერ დვაიჯერებ - დასცინა 13 წლის ძმამ.
- იცოდე, დედას ვეტყვი, რომ რვის მერე, ფეხი არ გაგადგმევინოს არსად! - დაემუქრა კაცი.
- ლამაზი იყო?
- კი, ძალიან ლამაზი.
- სად გაიცანი?
- არ გამიცნია, უბრალოდ ვნახე. - თან ვერ უტყდებოდა ბოლომდე.
- სად?
- თეატრში.
- რაა? - აღმოხდა დათოს.
- ჰო, რა მოხდა.
- თეატრში დადიხარ?
- წელიწადში ერთხელ.
- ამ დღეს?
- ჰო.
- პირველად მესმის შენგან.
- ზოგ რამეს იშვიათად ვყვები.
დათოს უნდოდა ეკითხა, რა გინდოდა თეატრშიო, მაგრამ თითქმის მიხვდა, რაშიც იყო საქმე და აღარ ჩაეძია.
- მსახიობი იყო თუ მაყურებელი?
- მსახიობი.
- და უბრალოდ ნახე?
- ბრალიანად როგორ ნახულობენ? მერე შევთავაზე, მანქანით წაგიყვან-თქო, ზედმეტად იუარა.
დათოს გაცეინა.
- ზოგადად, ქალები უცხოებს მანქანებში არ უჯდებიან. მითუმეტეს, ღამე. ალბათ მანიაკი ეგონე.
- მანიაკს ვგევარ? ან შენ მასწავლი ქალებს?
- ჯიპიანი მანიაკი ცოტა იშვიათობაა, მაგრამ ახლა იქირავებ მანქანას და ეგეც აღარაა პრობლემა. სოციალურ ქსელში დაამატე და „რას შვრები“ მისწერე ხუთჯერ.
- მორჩი მაიმუნობას დათუნა - მაინც ეცინებოდა მირიანს - არც სახელი ვიცი და არც გვარი.
- მაგის გაგებას რა უნდა?
- არც ვაპირებ არაფერს - გაუღიმა ძმას - მომეწონა და მორჩა. სულ ესაა.
- როგორ ადვილად ნებდებით ეს კაცები - ამოიოხრა დათომ.
- შენ ქალი ხარ?
- არა, მეც კაცი ვარ, მაგრამ სხვებს რომ ვუყურებ, ზუსტად ვხვდები, როგორი კაცი არ მინდა, რომ ვიყო.
- ანუ არ ვარ შენთვის მისაბაძი? - დაუბღვირა მირიანმა.
- შენ ჩემთვის ყველაზე მისაბაძი ხარ. ოჯახზე ზრუნავ, ბევრი მეგობარი გყავს, ქალებსაც სულ მოსწონხარ და თან ღირსეული ტიპი ხარ.
- ღირსეული?
- ჰოო, მამა ამბობს ხოლმე, რომ ღირსებაზე წინ არაფერი არ უნდა დააყენოო.
- მამა მართალია. როგორ არიან ისე ჩვენები?
- დაურეკე და გაიგებ.
- დათო, მე ყოველ დღე ვრეკავ, ისე მაინტერესებს, შენგან.
- დღეს დედა ტიროდა - ცხვირი ჩამოუშვა დათომ და ფანჯარაში გაიხედა.
- დღეს არაუშავს - სევდიანად გაეღიმა მირიანს - დღეს ყველა ტირის.
სახლამდე, რომ მივიდნენ, დათო მირიანისკენ შემტრიალდა.
- მირო, ამო რააა.
- ღამის 3 საათია, დასაძინებლად ხომ არ მოვალ.
- მაშინ ხვალ ამოდი.
- ხვალ მოვალ, ჭკვიანად იყავი - მიაძახა მანქანიდან გადასულ ძმას.
სახლში მისვლისას, უკვე თვალები ეხუჭებოდა. მხოლოდ თეატრის აფიშა ნახა და ინტერნეტში იგივე სეანსზე, იგივე სპექტაკლის ერთი ბილეთი შეიძინა. მერე ერთი ჭიქა ღვინო დაიხსა.
თაროზე მირიანის სურათი იყო გიორგისთან ერთად. თევზაობდნენ და იცინოდნენ. მირიანმა ღიმილით აღმართა შუშის ჭიქა.
- შენთვის მომინდია ყველაფერი - თქვა ჩურჩულით და სასმელი დალია, შემდეგ კი მკვდარივით ჩაეძინა.
დილის 9 საათი იყო, როცა ლევანის ზარმა გააღვიძა.
- რა ჯანდაბა გინდა? ხომ შეიძლება, მეც მქონდეს ძილის უფლება? - ჰკითხა გაბრაზებულმა.
- არ შეიძლება. შენ თვითონ გამაფრთხილე, რომ 9-ზე შენით თუ ვერ გაიღვიძებდი, მე გამეღვიძებინე. შეხვედრა გაქვს 11-ზე.
შუა დღე იყო, რომ ყველა საქმე დაასრულა და თავის მდივანთან. მივიდა ცოტა არ იყოს აღელვებული სახით.
- რვის ნახევრისთვის ყვავილები მჭირდება - ჯერ კიდევ სამი საათი იყო და მირიანს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს, 5 წუთში თუ არ იშოვნიდა ყვავილებს, სადმე დააგვიანდებოდა.
- რანაირი?
- ალბათ ვარდებიანი ან ლილიები. რა ვიცი. მთლად მიხაკები ნუ იქნება, ცოცხალი გოგოა.
- გოგო? - ლამის აყირავდა სკამიდან.
- რა მოხდა? აქამდე, ბიჭებს ვჩუქნიდი?

ყვავილების ბაღი გაახსენდა მირიანს. გარეთ ავტომატებით რომ დარბოდნენ ხოლმე, იმ პერიოდში, გიორგისთან ერთად სოფლის სათბურს უვლიდა. ყვავილები უყვარდა ორივეს ძალიან. გიორგი მაშინ გოგონებს თავის გაშენებულ ბაღში ასეირნებდა და სიამაყით სავსე, გრძნობდა, რომ ყველას სიმპათიის დამსახურება შეეძო.
მირიანს რაღაც წარსულის ხინჯივთ დარჩა გაჩხერილი. თითქოს, დაუწერელი ქვეცნობიერის კანონია, რომ იშვიათად აჩუქოს ხალხს ყვავილი.
ხუთსართულიანი სავაჭრო ცენტრის პირველ სართულს რომ ჩასცდა, უზარმაზარ სარდაფში ამოჰყო თავი.
სარდაფი ბარად გადაეკეთებინა.
ბარში მეგობრები ელოდებოდნენ. თითქმის დათოს დიზაინით იყო მოწყობილი ყველაფერი. თითისტოლა ბავშვს არქიტექტურა ისე უყვარდა, რომ თავისი ოჯახის კუთვნილი სავაჭრო ქსელის სარდაფი თავად დააპროექტა(სინამდვილეში, გამოცდილ არქიტექტორს უხსნიდა, როგორი სურდა და ისიც, დათუნას გემოვნებას ითვალისწინებდა ყველაფერში).
ღამის სანათებით მორთულ კედლებზე, ფერადი სურაათები დაეკიდა და გასაოცარ სიმყუდროვეს ქმნიდა.
- მოეწონება შენს „ტრაკში პერო“ სასტავს - აუბნებოდა დათო.
ბარი ხის იყო. დათუნა უფროს ძმას ჩააცივდა, ცენტრში ძველისძველი როიალი დაედო, კლავიშებს შორის კი ხელოვნური ყვავილები ჩაესვა, ისე თითქოს ნამდვილი ყოფილიყო. მირიანიც ყველაფერზე უქნევდა თავს, ყოველთვის...
ის ხომ უმცროსი ძმა იყო.
უმცროსი ძმისთვის ყველაფერი უნდა შეესრულებინა, ისევე როგორც, მას უსრულებდა გიორგი თავის დროზე.
- შუადღიდან სმა არ გამიგია - გაეცინა მირიანს და მეგობრებს მიუჯდა.
- კოქტეილი სასმელად არ ითვლება მირო - დაეჯღანა მარიამი.
- შენ კოკა-კოლაც გათრობს - მიუგო მირიანმა - ძალიან მშია.
- ჭამე მერე რამე - უთხრა ლევანმა.
- ჰო, შევჭამ.
თვალები შემოსასვლელთან მდგომ გოგოზე გაუშეშდა.
იმ მსახიობს ჰგავდა...
ნორმალურად დანახვა ვერ მოასწრო, კარიდან გადიოდა. ერთადერთი, რაც არ გამოჰპარვია, იყო თმა, რომელიც შორიდანაც საოცრად ბზინავდა.
მირიანს გაეღიმა,
რადგან გული აუჩქარდა.

* * *

საღამოს თავის ყვავილებიანად წავიდა სპექტაკლზე. პროგრამაც იყიდა და ისევ პირველ რიგში გამოიჭიმა. წამით, იმაზეც დაფიქრდა, ნეტავ რო დამინახავს, თუ გამოესახება რამე რეაქცია სახეზეო, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ სულელობა იყო ამაზე ფიქრი.
„მართა - მირანდა ლომიძე“ - ჩახედა მთავარი როლის შემსრულებლის გვარს და ეგ იყო. მეტი არც არაფერი წაუკითხავს. ქალს უყურებდა მთელი ორი საათის განმვალობაში. მირანდამ, რა თქმა უნდა, მრავალჯერ გამოიხედა მაყურებლისკენ, მაგრამ იმაზე ფიქრს, იქნებ შემამჩნიაო, ისევ არ ჰქონდა აზრი.
დასრულებისას, თაიგული ააწოდა. მირანდა ცოტა შეცბა, მაგრამ გაეცინა. ლამაზი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცინოდა. კულისებს მოეფარა.
მირიანმა გადაწყვიტა, გარეთ დალოდებოდა.
ცოტა სიგიჟედ ეჩვენებოდა ყველაფერი, სამაგიეროდ ლამაზი საღამო იყო.
ისევ წვიმდა.
- ღმერთო - აღმოხდა სიცილით მირანდას, როცა სხვა მსახიობებთან ერთად გამოვიდა და თეატრის ეზოში მირიანი დაინახა. - ისევ თქვენ?
- რა მოხდა? ისე გიკვირთ, თითქოს პირველი ვიყო.
- პირველში რას გულისხმობთ?
- იმას, რომ დარწმუნებული ვარ, აქამდეც ბევრჯერ მოსწონებიხართ თაყვანისმცემლებს.
- იშვიათად - თავი გააქნია მირანდამ.
გრძელი, გვირილებიანი კაბა ეცვა. გრძელი ნაწნავი ცალ მხარეს გადმოეწია. ხელში მირიანის ნაჩუქარი თაიგული ეჭირა.
- უკვე მეორედ ესწრებით ამ სპექტაკლს. ცოტა მოსაბეზრებელი არ არის ერთი და იმავეს ყურება? - ჰკითხა მირანდამ.
- არა, თქვენი ყურება არაა მოსაბეზრებელი და იქნებ, დღეს მაინც გაგიყვანოთ სახლამდე? ან ყავაზე დაგპატიჟოთ? ან ვახშამზე, ან სადმე, მნიშვნელობა არ აქვს.
- მეგობრებს ველოდები, გამომივლიან - მოკლედ მოუჭრა მირანდამ.
- ეგ არაა კარგი მიზეზი.
- მშვენიერი მიზეზია.
- მაშინ ხვალ გნახავთ.
- არ მცალია, რეპეტიცია მაქვს, შემდეგ ისევ სპექტაკლი.
- სპექტაკლის მერე?
- მეგობრებმა უნდა გამომიარონ.
- ვაახ - გაეცინა კაცს.ჯერ ასეთი კატეგორიული უარის წინაშე არასდროს დამდგარიყო.
- მაშინ ახლა გავისეირნოთ, სანამ მეგობრები მოგაკითხავენ.
- კარგი, ოღონდ გზაზევე გავისეირნოთ, რომ რთულად მოსაგნები არ გავხდე.
- რა მოხდა? გეშინიათ, რომ გაგიტაცებთ?
- არა, ჩემი გატაცება არც ისეთი კარგი არჩევანი იქნებოდა, როცა ათასამდე მშვენიერი ქალი უსიტყვოდ დაგთანხმდებათ პაემანზე.
- სამწუხაროა, რომ ყოველთვის ათასმეერთეს ვირჩევ.
მირანდამ არაფერი უპასუხა.
ქუჩაში გამოვიდნენ და გზას ჩაუყვნენ. ქალის თმიდან სასიამოვნო არომატი იფრქვეოდა. მირიანს აინტერესებდა, როგორ მოხდა, რომ ასეთი გაბრუებული იყო ორჯერ ნანახი ქალით. უხმოდ მიდიოდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ და კაცს კი ესეც ჰყოფნიდა სიხარულისთვის. დროდადრო თვალს აპარებდა გვირილებიანი კაბისკენ.
- იქნებ, შენობით გველაპარაკა? - ჰკითხა მირიანმა.
- ვილაპარაკოთ.
- მითხარი, რომ ქმარი არ გყავს.
- არ მყავს. უფრო სწორად, აღარ მყავს.
- ძალიან კარგი, მიხარია - შვებით ამოისუნთქა.
- იქნებ ვინმე კაცი მყავს?
- ეგ მოგვარებადია - უპასუხა კაცმა - მაგრამ, იმედია არც ეგ გყავს.
- რა ვიცი - ეშმაკურად ჩაეღიმა გოგოს. - ჩემები მოვიდნენ, უნდა წავიდე
მირანდას წინ, ტრასაზე მანქანა გაჩერდა.
- არ მეტყვი, გყავს თუ არა ვინმე? - ჰკითხა მირიანმა.
- მადლობ ყვავილებისთვის. - კითხვაზე არ უპასუხა ქალმა.
- ნახვამდის - გაუღიმა მირიანმა.
- ნახვამდის - გამოემშვიდობა ქალიც და მერე დაფიქრდა, ნეტავ, რა ერქვა ამ კაცს, თუმცა აღარ უკითხავს.
თეატრის მერე, ბარში წავიდა მირიანი. მეგობრები საღამოობითაც იქ იკრიბებოდნენ. თავიანთ საყვარელ ადგილას, კუთხის მაგიდასთან ისხდნენ სანდრო და ლევანი.
- რომეო მოვიდა - გაეცინა ლევანს.
- სადაა ჯულიეტა? - ჰკითხა სანდრომ.
მირომ სიცილით გადაავლო თვალი იქაურობას და მოულოდნელად გაშეშდა.
- აი აქაა - თქვა გაოგნებულმა.
გვირილებიანი კაბით მირანდა იჯდა ცოტა მოშორებით, თავის მეგობრებთან ერთად.

თავი მესამე
- ღმერთო, რას გადამეკიდა - აღმოხდა მირანდას და თავი ისე ჩასწია, ცოტა დააკლდა, მაგიდის ქვეშ შესაძრომად.
მირიანი ალბათ ადვილად მიხვდებოდა, მემალებაო.
- ვინ გადაგეკიდა? - ჰკითხა ნატალიმ.
- არ გაიხედო, უკან დგას - უთხრა მირანდამ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ნატალიმ მართლა არ გაიხედა უკან. - გუშინ შემომთავაზა, მანქანით გაგიყვან სახლშიო. დღეს კიდე, ეს უზარმაზარი თაიგული მაჩუქა.
- მანქანაში რო დავტოვეთ? - ტუჩის კუთხეები სევდიანად დახარა მიშომ. - მოიცა, ეს ის ბიჭია, ვისთან ერთადაც იყავი ჩვენ რომ გამოგიარეთ?
- ჰო, ეგაა.
- ვააა, მშვენიერი ბიჭია - შეუქო მიშომ.
მირანდა მაგიდიდან წამოხტა და დაჟინებული მზერით გაეშურა მირიანისკენ.
- რას შვრება, გადაირია? - იკითხა ნატალიმ.
- კაცების პატივისცემა არ იცის მემგონი ამ გოგომ - გაეცინა მიშოს.
მირანდა მირიანის წინ აიტუზა დოინჯშემორტყმული, გაბოროტებული მზერით.
- რატომ დამყვები? რატომ მითვალთვალებ? რა გინდა ჩემგან საერთოდ? - ეკითხებოდა გაცხარებით.
- არ გითვალთვალებ - დაიბნა მირიანი.
- აბა რას შვრები? არ თქვა, მეც ამ ბარში დავდივარო, თორემ ძალიან გავბრაზდები იცოდე!
- მოიცა, შენ რაა, აქ დადიხარ ხოლმე?
- აჰაა, ეგეც გაიგე ბარემ, მერე ჩემი მისამართი და ეგაა.
- ჩემი ბარია მირანდა ეს - გაეცინა მირიანს.
- რაა? - წარბები შუბლზე აუვიდა ქალს. - რა სისულელეებს ამბობ.
- ჩემი ბარია. მე არ ამიშენებია, მაგრამ... პრინციპში აშენებულიც ჩემი გამოდის. ადრე, ნამდვილ სანაგვეს ჰგავდა ეს ადგილი.
- ვაიმე - გულზე ხელი მიიდო მირანდამ და სიცილისგან ჩუმად აფხუკუნებულ მირიანის ძმაკაცებს გადახედა. საშინლად იგრძნო თავი. სახეზე აწითლდა, უცნაურმა სიმხურვალემ დაუარა ძარღვებში.
- არაუშავს, ყვეალფერი კარგადაა - დააწყნარა მირიანმა. თან თვითონაც სურვილი ჰქონდა, ამ უხერხული სიტუაციისგან დაეხსნა თავისი რჩეული ქალი, რომელიც, ცოტა ხნის წინ, სრულიად უმიზეზოდ ეჩხუბებოდა.
- მაპატიე, წავალ მე - შემოტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით გაეშურა მეგობრებისკენ.
- რა სულელი ხარ - გაეცინა მიშოს, როცა მირანდა თავის ადგილს დაუბრუნდა და ახლა, ნამდვილად უდიდესი სურვილი გაუჩნდა მაგიდის ქვეშ შეძრომის.
- რა ვიცოდი - თვალები მაგრად დახუჭა მირანდამ. მერე დარწმუნდა, რომ მირიანი აღარ უყურებდა და შეკრული მუტი თავზე რამდენჯერმე მიირტყა - მოსაკლავი ვარ, მოსაკლავი.
- არაუშავს, დამშვიდდი - ზურგზე ხელი დაადო ნატალიმ.
- ალბათ როგორი ფსიქოპათი ვგონივარ - ამოიოხრა გოგომ.
- არაფერიც არ ჰგონიხარ, მეგობრებთან ერთად ერთობა, საერთოდ არ გიყურებს.
- ჰოო, ამის მერე, რომ აღარ შემომხედავს, ეგ ფაქტია.
- ეს ქალები რაა - გადაიხარხარა კაცმა - ზედაც არ უყურებდი და ახლა, როცა ორი წამით მოგაკლო ყურადღება, უკვე ნანობ.
- არაფერსაც არ ვნანობ. გავიდეთ აქედან - წამოდგა მირანდა. - ხვალ დილას რეპეტიციები მაქვს და მალე უნდა მივიდე სახლში.
- რეპეტიციაზე დაპატიჟე - უთხრა ნატალიმ.
- გიჟი ხო არა ხარ შენ? მაგას არ ვიზამ.
- მშვენიერი, მწვანეთვალება ბიჭია.
- ჭაობისფერი თვალები აქვს და არა მწვანე! - გაიბუსხა მირანდა. - წავედით, დასვენება მჭირდება.
- კარგი, მოვდივართ, მაგრამ დაღლილობა ნუ მოგყავს მიზეზად - აბუზღუნდა ნატალი.
მირიანს ისე ჩაუარეს, მირანდამ ლამის სახეზე აიფარა ხელები სირცხვილისგან.
- მაგარი ტიპი იყო - ხარხარებდა სანდრო - ისე, ცოტა ნაზი გოგო ჩანს საშენოდ.
- ნაზში რას გულისხმობ? - გაეცინა მირიანს.
- ძალიან გამხდარია. ერთხელ ხელი რო გადახვიო, შეიძლება ტანში გადატყდეს, მაგრამ ლამაზია, უდაოდ.
- რახან შენ მოგწონს - ტელეფონი აიღო მირიანმა. - ექნება ნეტა სოციალური ქსელი?
- ეგ ვის არ აქვს, ის იკითხე.
- რა ვიცი. ქართული და ინგლისური შრიფტით ვერ ვიპოვნე - უსიამოვნოდ დაჯღანა სახე კაცმა.
- აბა რა გიშველოთ. - მხრები დაქაჩა ლევანმა და ლუდი დალია.
- რა იცი შენ სიყვარულის. ბიჭს ცეცხლი მოედო გულზე. - უსაყვედურა სანდრომ.
- წავედი, ჩემებს დავპირდი, რომ დღეს მოვინახულებდი - წამოდგა მირიანი. - კარგად brotherhood
- მემგონი მართლა დაუცურდა - ჩაილაპარაკა ლევანმა.
- კარგად რომეო - დაემშვიდობა სანდროც.
იმ საღამოს მირიანი ოჯახთან მივიდა და ღამეც სახლში დარჩა. დათუნასთან ერთად ლაპარაკში შემოათენდა. ჯერ ის მოუყვა, მირანდა როგორ ნახა სპექტაკლზე, შემდეგ კი ბარში შეხვედრა ქალთან და მისი სასაცოლო ისტერიკები. დათუნას დაჟინებული თხოვნით, კიდევ იყიდა მეორე დღისთვის, სხვა სპექტაკლის ბილეთიც, სადაც კვლავ მირანდა თამაშობდა.
თან უკვირდა, სცენის მსახიობები რომ ეკრანზე თითქმის არასოდეს ჩნდებოდნენ. აქამდე ხომ კარგა ხნის შემჩნეული ეყოლებოდა ქალი.
ვინ იცის, ეგებ, უარესიც ყოფილიყო და საერთოდ არ მიექცია ყურადღება.
დილით, როცა მთელი ოჯახი სასაუზმოდ მიუჯდა მაგიდას, დათუნამ გამოაცხადა:
- მირიანს ვიღაცა გოგო მოსწონს
- ოჰ, იმას თუ ვსდიე, მაგას ვინ მოსწონს, ყოველ დღე მომიწევს ნერვიულობა - ხელი ჩაიქნია დედამისმა.
- ერთხელ, ერთი გოგო შემიყვარდა სკოლაში და მზიას ისე არ მოსწონდა, ლამის იმათ მშობლებს მიადგა - მოუყვა დათოს - მაშინ პირველად ავუმხედრდით ოჯახს - სევდიანად გაეღიმა.
მაშინ, მირიანი ეგრევე გიორგისთან მივარდა, გოგო მიყვარს და მშობლები მიშლიანო. თორმეტი წლის იქნებოდა. გიორგიმ მხოლოდ ერთი რამე ჰკითხა:
- რატო გიყვარს?
- იმიტომ, რომ მენთოლის სუნი აქ პირში - უპასუხა მირიანმა.
- მაშინ, ნამდვილად კარგი მიზეზია საბრძოლველად. მიდი, მე შენთან ვარ - უთხრა გიორგიმ და ეს იყო ერთადერთი, რაც მირიანს სჭირდებოდა. „მე შენთან ვარ“. თითქოს ამაზე მეტად ცხოვრებაში, არც არაფერი სდომებია.
- მემგონი, ახლა მართლა მოსწონს - ფიქრებიდან გამოაღვიძა დათუნას ხმამ. - ყვავილები აჩუქა.
- შენ საიდან იცი? - გადაირია მირიანი.
- შუადღისას, სკოლას დავადე და ოფისში ამოგიარე. თიკა დამხვდა, დიდი ვარდების თაიგული მოჰქონდა და ასე თქვა, შენმა ძმამ შეუკვეთა, ვიღაც გოგოს უნდა აჩუქოსო.
- უყურე შენ - გაუკვირდა დედამისს.
- მზია, იმაზე რეაქცია არ გაქვს, რომ ბავშვმა სკოლა გააცდინა და ის გიკვირს, ჩვენი 30 წლის შვილი ქალს ყვავილებს რომ სჩუქნის? - ჩერთო პაატა.
- შენ როდის აქეთ გაქვს რეაქცია ჩემი სკოლის გაცდენებზე მამა? - ჰკითხა დათუნამ.
- მოიცადეთ, ჩუმად. - გააჩუმა ყველა მზიამ. - ვინაა ის გოგო, ყვავილები, რომ აჩუქე?
- არავინ ისეთი, მომეწონა.
- სახელი?
- მირანდა.
- გვარი?
- ლომიძე - წამოდგა სიცილით მირიანი.
- Facebook-ზე ვერ პოულობდა და მე მოვუძებნე - ჩაერთო დათუნა.
- შენ როგორ მოუძებნე?
- ჩემი ხერხები მაქვს - წარბები ეშმაკურად აათამაშა. - მირანდას კოლეგების სახელებსა და გვარებს მივყევი. მერე, სოციალური ქსელის სამეგობროში, ვინც კი მირანდა ჰყავდათ, ყველას ჩამოვუარე.
მეტი არაფერი უთქვამს. არც ის დაუკონკრეტებია, პროგრამაში რომ ნახა დანარჩენების გვარები. ძმებმა მოილაპარაკეს, საიდუმლოდ დარჩენილიყო მირანდას მსახიობობის ფაქტი, გარკვეული მიზეზების გამო.
მზია არ ინტერესდებოდა შვილის პირადი ცხოვრებით. მაგრამ ერთი იცოდა: მირიანი ყვავილებს არავის სჩუქნიდა. ეს თითქოს ერთგვარი წესი იყო... წესი, რომელიც გიომ და მირომ დანერგეს თავიანთ ცხოვრებაში.
და თუ ოდესმე აჩუქებდა, ესეიგი, ყველაფერს სერიოზული სახე მიეცემოდა.
ათი წლის წინათ, ერთი მშვენიერი დღე იყო, როცა გიორგი თვალებგაბრწყინებული შემოვიდა სახლში, სათბურიდან საუკეთესო ვყავილები დაწყვიტა და დედამისს მისცა შესაფუთ ქაღალდთან ერთად.
- რამე მოუხერხე რაა, მე ვერ ვაკეთებ ლამაზად.
- ვისთვის გინდა შვილო? - ჰკითხა მზიამ.
- ერთი გოგო ვნახე... ძალიან ლამაზია
- სად ნახე?
- სპექტაკლზე ვიყავი.
- ისევ მარტო დადიხარ სპექტაკლებზე? - გაეცინა დედამისს.
- ჰო და კიდევ კარგი, რომ მარტო დავდივარ. გული გამიჩერდა, როცა დავინახე.
- მერე იმან რაო? რა ჰქვია საერთოდ, ან რა გვარია?
- თინა ჰქვია, დოლიძეა გვარად. იცი რა ლამაზია? გრძელი, ოქროსფერი თმა აქვს და ოკეანესავით თვალები.
- ოჰოო, რახან ეგრე აგალაპარაკა, ესეიგი, კარგი გოგოა - გაეცინა მზიას.
- მირანდა ჰქვია იმ გოგოს - გაიგონა მზიამ დათუნას ხმა. წარსულის ღრმა ფიქრებიდან დღევანდელ საღამოზე გადმონაცვლება გაუჭირდა, თუმცა მაინც შეძლო და ბედნიერად გაუღიმა თავის შვილებს.
- სად გაიცანი მირანდა? - ჰკითხა მირიანს - თან როგორი უცნაურია არა? მირანდა და მირიანი.
- კარგი დედა რა.
- მირო და მირა - დაამატა დათუნამ - მეგობრები მირას ეძახიან იმ გოგოს, კომენტარებში ვნახე.
- შენ ძალიან ხო არ მოინდომე? - დაუბღვირა მირიანმა - უბრალოდ მომეწონა, ცოლად კი არ მომყავს.
- სად გაიცანი მირანდა? - გაუმეორა კითხვა მზიამ.
დაბნეულმა დათუნამ და მირიანმა ერთმანეთს გადახედეს. ორივემ იცოდა, რა არ უნდა ეთქვათ, თუმცა, რა ეთქვათ - არც ერთმა.
- ბარში ვნახე - თქვა მირიანმა. - მეგობრებთან ერთად იყო და ძალიან მომეწონა.
- სადმე დაპატიჟე მერე.
- უკვე დაპატიჟა, დღეს 12 საათზე - ჩაილაპარაკა არხეინად დათუნამ - შენ არ მისწერდი. როცა ჩაგეძინა, ავდექი და მივწერე. პაემანზე დავპატიჟე - მირიანს თავისი ტელეფონი მისცა. - შეგიძლია ჩათი გადაიკითხო, სანამ ფაქტის წინაშე დადგები.
გაოგნებულმა მირიანმა ძმას მობილური გამოჰგლიჯა ხელიდან და მირანდასთან წინა დღის მიწერილი მესიჯები ნახა.
- ჯანდაბა, დამთანხმდა პაემანზე - თქვა გაოგნებულმა.
- ჰო, იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს. ხო და, მალე გადაუყვანე ეს დანაშაულის გრძნობა სიმპათიაში, თორე მაგით დიდხანს ვერ გავქაჩავთ.
- მემგონი უნდა გეჩხუბებოდე ახლა, თუმცა ნამდვილი გენიოსი ხარ - დათუნას თავი იღლიაში ამოიდო და თმებზე იქამდე უხახუნა მუშტი, სანამ მთელი თავი არ აუბურდა.
- მომწერე რას იზამ - ამოიკვნესა წვალებისგან დაჯღანულმა დათუნამ. - და რამე ნორმალური აარჩიე. „შარვალ-კასტუმით“ ნუ დაადგები.

მეოთხე თავი
მირანდა ფალიაშვილის ერთ მყუდრო კაფეში იჯდა, სადაც კაცი-შვილი არ ჭაჭანებდა და მირიანს ელოდებოდა.
პაემანზე თანხმობად ნანობდა.
ცუდი დრო იყო ნებისმიერი ურთიერთობის წამოსაწყებად და თან ეშინოდა... ასეა ხოლმე, მირიანის მსგავსი კაცები იხიბლებიან ქალის ნიჭით, მაგრამ მალევე ბეზრდებათ. მირანდას, ეშინოდა. განსაკუთრებულად, კეთილგანწყობილი, სიმპათიური კაცების ეშინოდა. სულ ეჭვობდა, რომ ამ კეთილგანწყობისა და დახვეწილი მანერების მიღმა, ურჩული იმალებოდა.
მირიანის ბრალი არ იყო ეგ.
არც სხვა დანარჩენი კაცის.
მხოლოდ, მირანდას ყოფილ ქმარს მიუძღვოდა ბრალი, რომ ასეთი წარმოდგენა ჩამოყალიბებოდა კაცებზე.
მირიანს შეეშინდა, ხომ არ დავაგვიანეო. მერე საათს დახედა და დროზე ადრეც მოსულიყო. უბრალოდ, მირანდა, ზომაზე მეტი პუნქტუალურობით გამოირჩეოდა, რაც, ზოგჯერ, უხერხულ სიტუაციაშიც აყენებდა ხოლმე.
- გამარჯობა - იმის მაგივრად, რომ წინ დასჯდომოდა, გვერდით მიუჯდა კაცი.
- გამარჯობა - გაუღიმა მირანდამ. - არც კი ვიცი, რატომ ვარ აქ.
- იმიტომ, რომ დილა შოკოლადიანი ბლინებით და ცივი ყავით დაიწყოს, რას იტყვი? - შესთავაზა კაცმა მხიარულად.
- არჩევანი მაინც არ მაქვს და - მხრები აიჩეჩა ქალმა სიცილით. - წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ მოვწიო?
- არა - გაუღიმა მირიანმა.
იმ დღიდან, მთელ სამყაროში, ყველაზე ლამაზ ქალად მიაჩნდა მირანდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა იცინოდა ან ეწეოდა. კვამლს ნაზად ჩაუშვებდა ხოლმე ფილტვებში და ოდნავ შეხსნილი ბაგეებიდან, გარეთ გამოჰქონდა. თითქოს ეშმაკთან მოთამაშე ანგელოზი ყოფილიყო. მირიანთან ყოფნისას, მსუბუქი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. სწორედ ისეთი, გეგონება არც სიახლოვეს ჰპირდება კაცს, მაგრამ სიშორისთვისაც ვერ იმეტებსო.
- მომიყევი შენზე - სთხოვა კაცმა და მერე დაფიქრდა, მემგონი ცოტა სისულელე ვკითხეო, თუმცა მართლა ყველაფერი აინტერესებდა. ყველაფერი, მირანდას დაბადებიდან დღემდე - თითოეული დეტალი, გაღიმება, ემოცია, წყენა და ბედნიერება.
- რა მოგიყვე? - ოფიციანტის მოტანილ ბლინებს ღიმილით დახედა ქალმა. სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა და ცივი ყავა მოსვა.
- ყველაფერი.
- ღმერთო ჩემო - გაოგნებისგან გაეცინა - ნამდვილად არ მეგონა, ვინმეზე ასეთ ეფექტს თუ მოვახდენდი ოდესმე. მითუმეტეს, შენნაირ კაცზე.
- მე როგორი ვარ?
- არ ვიცი - წამოცდენილი სიტყვები ინაინა მირანდამ. მირიანი მართლა „რაღაცნაირი“ აღმოჩნდა ქალისთვის. ერთი შეხედვით, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მისი გარეგნობისა და ასაკის ახალგაზრდა კაცების მსგავსად, ქალებს წინდებივით იცვლიდა. გოგონას თავიდანვე ეგონა, ერთი უარით სამუდამოდ მოიშორებდა. მირიანი მეორე დღეს სხვა ქალს გაიცნობდა და ერთი ჩვეულებრივი მსახიობის უარი აღარასდროს გაახსენდებოდა... მიუხედავად იმისა, რომ კაცთან სიახლოვის სურვილი თავიდანვე არ ჰქონია, მაინც უცნაურმა წინათგრძნობამ ათქმევინა თანხმობა დღევანდელ შეხვედრაზე. უცნაურმა წინათგრძნობამ და იმის განცდამ, რომ აქამდეც მრავალჯერ უნახავს, გამოლაპარებია მირიანს.
საოცარია, როგორი ახლობელი შეიძლება გეგონოს სრულიად უცნობი ადამიანი.
თითქოს, აქამდე, მრავალჯერ შეხვედროდა მირანდა კაცს. გეგონება, რაღაც აკავშირებდათ წარსულში.
- და მაინც როგორი ვარ? - არ იშლიდა კაცი.
- მოდი გულახდილები ვიყოთ - ღრმად ჩაისუნთქა მირანდამ - არ ვიცი, ჩემში რამ მიგიზიდა ასე, ზოგადად, თაყვანისმცემლების სიმრავლით ნამდვილად არ გამოვირჩევი. მითუმეტეს, შენი მსგავსი კაცები არასდროს წვალობენ იმისთვის, რომ მათთან ერთად გავისეირნო ან ვისაუზმო.
- ჩემნაირ კაცებში როგორს გულისხმობ, მაინც ვერ ვხვდები.
- წარმატებულს, სიმპათიურს, ზრდილობიანს. მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, შეგიძლია კომპლიმენტადაც მიიღო, მაგრამ, მოდი პირდაპირ გეტყვი... შენთან არ დავწვები. თუ ამისთვის ირჯები, სჯობს თავიდანვე გავარკვიოთ, მერე რომ იმედი არ გაგვიცრუვდეს არც ერთს.
- ოჰ, მირანდა, მირანდა - ამოიოხრა კაცმა და იმ წამსვე დასერიოზულდა - შენი აზრით, სპექტაკლებზე იმიტომ დავდივარ, რომ საწოლში ჩასათრევი ქალები მოვძებნო?
- არ ვიცი, სად დაეძებ.
- არ დავეძებ. შეიძლება, სისულელედ მოგეჩვენოს, მაგრამ ქალებს „ნასკებივით არ ვიცვლი“, როგორც ამბობენ. არ ვიცი, რამდენად წარმატებულად ან მიმზიდველად გამოვიყურები, თუმცა კისერზე არავინ მეკიდება და ვფიქრობ, არც მინდა.
- გასაგებია - თვალები დახარა მირანდამ და შოკოლადიანი ბლინის ერთი ნაჭერი შეჭამა. ცოტა უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა, ისევ...
- როცა ქალს მოსვენებას არ ვაძლევ, ესეიგი სექსის გარდა, სხვა რამეც მაინტერესებს. და ვერ ვხვდები, რატომ არ გყავს თაყვანისმცემლების მთელი არმია. საოცარი ხარ.
- ნეტა, შენი თვალით შევხედო საკუთარ თავს - გულწრფელად გაეცინა გოგოს.
- ჩემი ძმა ამბობდა, რომ უცხო ადამიანების თვალით, გაცილებით, საინტერესო და ლამაზი სანახავები ვჩანვართ.
- ჭკვიანი ძმა გყოლია.
დროდადრო, როცა სიჩუმე ჩამოვარდებოდა, უსაზღვროდ გრძელ თმას ნაზად ისწორებდა ხელით და ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა, გაუაზრებლად როგორ ხიბლავდა ამ მანერით მირიანს, რამდენად გრაზციოზული და დახვეწილი ჩანდა.
– ერთი ძმა გყავს? - ჰკითხა მირანდამ.
მირიანს სახე დაუსერიოზულდა, თვალები აერია და უცნაურად მიაშტერდა ერთ წერტილს. ქალს არ გამოჰპარვია მისი გამომეტყველების ცვლილება, თუმცა ვერ მიხვდა, რა ჰკითხა არასწორად.
- ორი - უპასუხა მირიანმა. ორი ძმა ჰყავდა და ვერასდროს ვერავინ შეედავებოდა. სულ რომ სამყაროს აღსასრული დამდგარიყო, ან კიდევ, რამე უბედურება დამართნოდა, ეს რაოდენობა მაინც უცვლელი დარჩებოდა - შენ? - კითხვა შეუბრუნა კაცმა. არ უყვარდა, პირველ პაემანზე ოჯახური მდგომარეობების განხილვა, მაგრამ რა ექნა?
- ერთი ვარ.
- ძალიან ლამაზი ხარ - ვერ მოითმინა კაცმა. მირანდას გაეღიმა და თავი ოდნავ დახარა - სიცილი ძალიან გიხდება.
- გმადლობ - ცოტათი, ლოყები აუწითლდა ქალს - იცი, მალე უნდა გავიდე, რეპეტიცია მაქვს.
- დღეს მაინც მიგაცილებ დანიშნულების ადგილამდე. ხომ დარწმუნდი, რომ მანიაკი არ ვარ?
- არ ვიცი, ჯერ კიდევ ვფიქრობ მაგ საკითხზე.
- სიმპათიური და საყვარელი მანიაკები ძალიან იშვიათია.
- სიმპათიური, რომ ხარ, გითხარი, მაგრამ საყვარელზე არაფერი დამცდენია. თუმცა....
- თუმცა, ეგეც ვარ ხო?
- როგორც გინდა - გაეცინა გოგოს.
მანქანაშ, მირიანი ხშირად იხედებოდა მირანდასკენ, უთვალთვალებდა, როგორ ისწორებდა ქალი თმას: ჯერ ნაზად ყურზე გადაიწევდა, შემდეგ ორივე ხელით უკან იგროვებდა და ცალ მხარეს გადმოიშლიდა. ქალი ხვდებოდა, მირიანის მზერა მისკენ იყო მომართული.
- ქმარს დიდი ხანია, რაც დაშორდი? - ჰკითხა მირიანმა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ.
- სამი წელია.
- მაგარია - გაეღიმა კაცს.
- მაგარია, რომ ქმარს დავშორდი?
- ჰო, ძაან. რა, არა?
- რა ვიცი. უმამოდ სამი შვილის გაზრდა, ცოტა რთულია - ეშმაკურად გახედა მირანდამ და მისი სახის გამომეტყველებას დააკვირდა. მირიანს ქალის პასუხის გაგონებისთანავე, ავტომატურად აეწია ცალი წარბი მაღლა.
- სამი შვილი გყავს? - აღმოხდა გაოგნებულს. ეშმაკური სიცილით დაუქნია მირანდამ თავი. - რა იყო, დაგეტოვებინა ცოტა ადგილი ჩვენი შვილებისთვისაც - სრული სერიოზულობით უსაყვედურა კაცმა.
- კიდე სამსაც გავქაჩავ - სიცილისგან აფხუკუნდა გოგო. შემდეგ ხელი პირზე აიფარა და ისე ხარხარებდა.
- ყველაზე ლამაზი სიცილი გაქვს და შენ კიდევ, სახეზე ხელს იფარებ - უსაყვედურა მირიანმა ღიმილით. მირანდას არაფერი უპასუხია. ცოტა ხნით, ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. სიჩუმე, რომელიც ძალიან მშვენიერი გრძნობის ჩასახვას მოასწავებდა და ცხადია, რომ ყველაზე მშვენიერი ემოციები, სწორედ უსიტყვო წუთებში იჩენდა თავს, რათა ალივით მოსდებოდა მის ახალ მსხვერპლებს - რა ჰქვიათ? - კვლავ მირიანი ალაპარაკდა.
- გეხუმრე - გამოუტყდა მირანდა.
- მეხუმრე თუ ჩემი თავიდან მოშორება სცადე მაგ უცოდველი სამი ბავშვით?
- არა, როგორ გეკადრება. უბრალოდ, მაინტერესებდა, რამდენად შეიძლებოდა შენი თავიდან მოშორება ამ უცოდველი სამი ბავშვით.
- ჩემი თავიდან მოშორება მხოლოდ ერთი გზით შეიძლება. - უთხრა მირიანმა სერიოზულად.
- რა გზით?
- მითხარი, რომ თავი დაგანებო და მეც დაგანებებ.
- კარგი.
- კარგი რას ნიშნავს?
- არაფერს, უბრალოდ კარგის.
- უცებ მეგონა, რომ ეგ „კარგი“ თავი დამანებეს ნიშნავდა.
- არა, არ ნიშნავს - მირიანისკენ გაიხედა ქალმა. ღიათაფლისფერი ლამაზი თვალები ჰქონდა და გრძელი წარბები.
- მიხარია - შვებით ამოისუნთქა კაცმა. - მოვედით
- შემოხვალ? - ისე ჰკითხა გოგონამ, თითქოს საღამოს პაემნის მერე, სახლში ეპატიჟებოდა ვნებიანი ღამის გასატარებლად - არ ვიცი, რამდენად მოგეწონება რეპეტიციები, მაგრამ, თუ გინდა...
- ცოტა ხნით შემოვალ.
- კარგი - გაეღიმა მირანდას.
რეპეტიციის დროსაც ეჩვენა მირიანს, რომ მხოლოდ სცენა ანათებდა, სხვა ყველაფერი ჩაბნელებული იყო. ანათებდა მირანდა მთელი თავისი ხიბლითა და ნაზი ეშხით. რეჟისორი პირველ რიგში იდგა. ქალი ცოტათი შებოჭილიყო, რადგან იცოდა, სადღაც, შორე-ახლოს, უცნობი ან უკვე ნაცნობი კაცის ფერადი თვალები ღიმილით უთვალთვალებდნენ.
- რაღაც, ძალიან დაბნეული ხარ დღეს ხო? - ჰკითხა რეჟისორმა, როცა უკვე მეორედ შეეშალა ტექსტი.
- მაპატიე, მაპატიე - სცენარს ჩაებღაუჭა ხელებით და გამალებით გააცეცა მთელს ტექსტზე თვალები. არადა, ყველაფერი მშვენივრად იცოდა.
მაგრამ მაინც ენა ებმეოდა.
ტექსტს სიტყვებს აკლებდა.
- შეყვარებული ხო არა ხარ? - ჰკითხა ნატალიმ. მირანდამ თვალები დაუბრიალა, წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ მირიანს ეს ყველაფერი ესმოდა.
- ვაგრძელებთ! - ნატალიას კითხვას თავი აარიდა და ამაყად გამოაცხადა გოგომ.
- ვაგრძელებთ მირა - გაეცინა რეჟისორს.
მირიანი მიხვდა, ვისი ბრალიც იყო მირანდას ასეთი დაბნეულობა, მაგრამ ვერ სწყდებოდა იქაურობას.
ვერ წყდებოდა გოგოს, რომელიც გამალებით, მთელი გრძნობით გადმოსცემდა თავისი პერსონაჟის ტექსტს. ზოგჯერ, ერთ სიტყვას ასჯერ იმეორებდა, მერე თვალებს ხუჭავდა და ჩუმად, თუმცა მაინც გასაგონად ეუბნებოდა საკუთარ თავს: „ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა“. გრძელი თმა დაეხვია და თავზე დიდი კოსა წამოეჭიმა, თითქოს ყველა ქცევით, მირიანს განგებ აიძულებდა, გინდა თუ არა, სასწრაფოდ შემიყვარეო.
ბოლოს, კაცმა ვეღარ გაუძლო მირას წამების ყურებას, მშვენივრად იცოდა, ქალის მორიაქის მიზეზი რომ თავად იყო. წამოდგა და დროებით წავიდა.

* * *
იმ საღამოს, სპექტაკლის შემდეგ, ნატალიმ, როგორც იქნა, დაიმარტოხელა თავისი დაქალი და ახალი სასიყვარულო ჭორების მოსმენის იმედით, საგრიმიეროში შეკეტა.
- გაგიჟდი ხო? - ხარხარებდა ნატალი.
- რატო გავგიჟდი? - დაუბღვირა მირანდამ.
- გუშინ, ლამის მოკალი დღეს კიდე, სპექტაკლის დაწყებისას კულისებიდან უთვალთვალებდი, ხომ არ არისო .
- მირიანს არ ვუყურებდი. მაინტერესებდა, ჩემიანი ხომ არ იყო ვინმე მოსული.
- მაგალითად, ბიძაშენი? ხო იცი, ვერ იტანს ეგ თეატრს.
- არ გამახსენო - თვალები გადაატრიალა მირანდამ - რაც მე ბავშვობაში ვიბრძოლე, რომ მსახიობი გავმხდარიყავი, ეგეთი ბრძოლის გამოვლა ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ დამჭირდება მემგონი.
- რას იზამ, მემგონი წარსულის ტრავმები აქვს შენს ბიძიკოს. სამაგიეროდ, მაგარი კაცი დაირტყი. - წარბები ეშმაკურად აათამაშა ნატალიმ.
- მაგას ნუ ამბობ. არავინაც არ დამირტყია - გაიბუსხა მირანდა - უბრალოდ, ყველგან ეგაა, სადაც არ უნდა გავიხედო და ბარემ, ვიცნობდე მაინც.
- მაგითი გაიმართლე შენ თავი.
- ოოო, ტვინი წაიღე უკვე რაა. ეგრე თუ მოგწონს, გაგაცნობ კარგად და იქნებ გაუგოთ ერთმანეთს. - ბავშვურად გამოუყო ენა მირანდამ მეგობარს.
- ანუ არ მოგწონს ხო? - გაბრაზდა ნატალი.
- არ მომწონს, უბრალოდ თვითონ დამყვება აქეთ-იქით - თავისას არ იშლიდა მირანდა - მამაკაცთან ურთიერთობები საჩემო აღარაა უკვე კაი ხანია.
- მოიდე ობი ფეხებშუა?
- კი, ზოგჯერ იმასაც ვგრძნობ ხოლმე, აბლაბუდაში გახვეულ ბუზებს როგორ შეექცევიან ობობები.
- ცოტა ორგა*მი არ გაწყენდა, გეუბნები, მშვენიერი კაცია მეთქი.
- ნუ მაიმუნობ! - დაიჭყანა მირანდა და გარეთ გავიდა. კარისგაღებისთანავე, ფეხებთან ვარდების დიდი თაიგული შეეჩეხა. - აქ იყო - ჩაილაპარაკა თავისთვის, წყნარად... აღელვებისგან ლოყები შეუწითლდა.
- ვინ იყო? - ჰკითხა ნატალიმ.
- ამის დედაც - წამოიყვირა მოულოდნელად გაბრაზებულმა, ისევ გასახდელში შევარდა ალეწილი სახით.
- რა ხდება? - გაოგნდა ნატალი დაქალის ხასიათის ასეთ ცვლილებაზე.
- აქ იყო, ყვავილები დამიტოვა.
- მერე, მაგას რა სჯობს?
- რა სჯობს?- თითქმის ყვირილამდე მისულიყო ბრაზმორეული მირანდა. თან ხვდებოდა, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის უნდა დაებრალებინა ყველაფერი და ზუსტად, მაგიტომ, მზად იყო, მუშტები მთელი ძალით წაეშინა სახეში - სცენაზე, რომ არავინ მომცა თაიგული და თან პირველ რიგებშიც ვერ შევამჩნიე, ვიფიქრე, ვერ მოვიდათქო. შუადღისას მომწერა, რაღაც საქმე მაქვსო. მაგრამ მემგონი მაინც მოიცალა და აქ მელოდებოდა - სიბრაზე სინანულში გადაეზარდა გოგოს, ცხვირი ჩამოუშვა და დაღონებული დაეხეთქა სკამზე.
- გაიგონა ვითომ?
- ალბათ გაიგონა - ტუჩის კუთხეები გაუცნობიერებლად, სატირლად შეამზადა. ტელეფონს დასტაცა ხელი, მაგრამ ვერ გაბედა მისთვის მიწერა.
- წამო, ბარში დავადგეთ. - შესთავაზა ნატალიმ.
- და რა გავაკეთო? ვკითხო, ხომ არ გაგიგია, შენზე რაებიც წამოვროშე-თქო?
- არა, უბრალოდ წავიდეთ. ეგ შენი მირიანი მიშოს დის შეყვარებულის ძმაკაცი აღმოჩნდა.
- ვაიმეე, მემგონი ნათესავად მეკუთნის - გაეცინა მირანდას. მერე, იქვე მარტოსულად დადებული ყვავილები გაახსენდა, ხელი დასტაცა და გულზე მიიხუტა.
* * *

რამდენიმე დღე გასულიყო, რაც მირიანი არ გამოჩენილა. ერთი-ორჯერ მართლა სცადა მირანდამ სცენიდან მაინც დაენახა, დაწყებამდეც მრავალჯერ გამოიჭყიტა კულისებიდან, მაგრამ არსად იყო.
- ცოდო ხარ - უთხრა ნატალიმ სპექტაკლის შემდეგ.
- ისევ მირიანის თემებზე მელაპარაკები?
- ჰო, მირიანზე გელაპარაკები. ისე უგუნებოდ დაძრწიხარ ეს ბოლო დღეები, რომ მოჩვენება მგონიხარ. გრძელთმიანი მოჩვენება, რომელიც ჩიტივით კენკავს საჭმელს და სიგამხდრისგან, ბურატინოსავით გაუხდა ცხვირი.
- ჯანდაბა შენს თავს - მიაძახა მირანდამ - კიდე ჩემს თავსაც და ამ დიდ ცხვირსაც! - დაამატა უკმაყოფილოდ.
- მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე, როგორმე ამ საშნელი დეპრესიიდან დამეხსენი.
- აქამდეც მითქვამს და ამის შემდეგაც გავიმეორებ, რომ დეპრესია არ მჭირს! - გაბრაზდა მირანდა. - ორჯერ ნანახი კაცის გამო, დეპრესია როგორ მექნება? თინეიჯერი გგონივარ?
- რას ამბობ? თინეიჯერებს საერთოდ აღარ ახასიათებთ დეპრესია. შუახნის ქალებმა ვიკითხოთ, გაგვიცინებს ერთი სიმპათიური, მწვანეთვალება ბიჭი და ეგრევე, ოცნების კოშკში შევსახლდებით ხოლმე. ძალიან კარგია, თუ არ განიცდი მაგ ამბავს. დღეს საღამოს, მიშოს დასთან ავდივართ, იმისი შეყვარებულის მეგობრებიც იქნებიან და რა ვიცი, არ წამოხვიდე.
- მაინც არ მეცალა - სარკისკენ მიტრიალდა და თმა ჩამოივარცხნა. მერე წამით დაფიქრდა, ნატალის ეშმაკური მზერის მიღმა, რაღაც ინტრიგა რომ არ დამალულიყო, ისე არ შეიძლებოდა - მიშოს დის შეყვარებულის ძმაკაცები? - გაეცინა მირანდას.
- ჰოო, დიდი წინადადებაა, მაგრამ ადვილი გასაგები - თვალი ჩაუკრა მეგობარმა.
მირანდას თავისი გაქცეული კაცის სახელი ამოუტივტივდა გონებაში.
კაცმა რომ თქვას, მთელი ეს დრო, გონებაში გამუდმებით ტივტივებდა.
- ანუ მირიანი? - ჰკითხა დაბნეულად.
- დიახ ჩემო პატარა, მირიანი.
მირანდას გაეცინა, უბრალოდ, შეეცადა ძალიან არ შემჩნეოდა სახეზე სიხარული. თეატრიდან გამოსული მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა ჩაეცვა საღამოს.
მერე ბიძამისმა დაურეკა ტელეფონზე.
ამ ბოლო დროს, რაღაც ძალიან ხშირად ჰკითხულობდა დის შვილს. ზოგჯერ, კონტროლსაც ემსგავსებოდა ეს ყველაფერი.
- გამარჯობა ვახო - მიესალმა მირანდა.
- შვილო, იქნება დღეს საღამოს ჩემთან ამოისეირნო? სულ დაგავიწყდა შენ შენი მოხუცი ბიძა. - უკმაყოფილოებასთან ერთად, ბავშვურ წყენასაც ვერ მალავდა კაცი.
- დღეს ვიღაცასთან მივდივარ - უპასუხა მირანდამ, თან მირიანი გაახსენდა და ისე აწითლდა, თითქოს შეეშინდა, ხმაში არ შემეტყოს, რომ ბიჭის ნახვა მინდაო.
- ვინ ვიღაცასთან?
- მეგობრის დასთან.
- მეგობრის და?
- ჰო, რა მოხდა? პატარა ვახშამია და რამდენიმე სერიოზული ადამიანიც იქნება.
- სერიოზული ადამიანი? - ისე ჰკითხა ბიძამისმა, ხმაში დაეტყო, ყველაფერს მივხვდიო და მირანდამ ინანა, რომ პირში ენას ვერ აჩერებდა.
ყველაზე მეტად, საკუთარი თავის ჩაშვება ეხერხებოდა.
- რამდენი კითხვაა? - უხერხულად გაეცინა გოგოს.
- მომენატრე. პატარა, რომ იყავი, შენი ცხოვრების თითოეული დეტალი ვიცოდი და ახლა მხოლოდ იმას მეუბნები, ვიღაც მნიშვნელოვანი ხალხი იქნება მეგობრის დასთანო. იმაშიც არ მიტყდები, რომ ამ მნიშვნელოვანი ხალხიდან, ერთ-ერთი, შენი შეყვარბეულია.
- კარგი რაა - პატარა ბავშვივით გაბრაზდა მირანდა - შეყვარებულს დაგიმალავდი? პატარა ბავშვი ვარ, რომ ვინმე დავმალო? ან რომც მყავდეს, ეგეთი უბედური ცხოვრება ხომ არ მექნებოდა, რომ მეგობრის დასთან მენახა.
ბოლოს ორივეს გაეცინათ.
და მირანდას სიმწრისგან.
რადგან, ზუსტად ეგეთი უბედური ცხოვრება გამოსდიოდა.
- კარგი, მეც გამაცანი მერე ეგ მნიშვნელოვანი ვინმე.
- ჰაერიდან ქარიშხალს ჰქმნი - წარმოთქვა მირანდამ მაღალფარდოვნად.
- იმაში ხომ მაინც გამოგტეხე, რომ ჰაერია? - გამოიჭირა ვახომ.
- გეყოფა. ხვალ დაგირეკავ და გნახავ - ბიძამისს დაემშვიდობა და კვლავ იმაზე ფიქრს შეუდგა, რას ჩაიცმევდა ამ საღამოს.
- წავედით? - ჰკითხა ნატალიმ.
- გამოცვლა მინდოდა - წაიბუზღუნა მირანდამ.
- მშვენივრად გაცვია, რაც გაცვია - მეგობარს თვალი შეავლო - თუ მაინცდამაინც, რამეს გეგმავ, უბრალოდ, დაბლა გაიპარსე. რა იცი, რა მოხდება და შენ კიდე, სექსი რა ცხოველია, ეგეც არ გახსოვს.
- მოკეტე ! ესთეტიკისთვის კაცი არ მჭირდება.
- ნამდვილი სასწაული ხარ - გადაიხარხარა ნატალიმ.
ჯერ კიდევ სადარბაზოს კარებთან მისული მირანდა, ფიქრობდა იმაზე, რომ უკანმოუხედავად გაქცეულიყო.
- ძალიან არაბუნებრივია, ძალიან არაბუნებრივია, ძალიან არაბუნერივია - რობოტივით ჩაეხვია ეს სიტყვბი - არ დააზარუნო! - დაიკივლა, როცა ნატალიმ ხელი გაიშვირა კარისკენ.
- მირანდა, დამშვიდდი. პატარა ბავშვივით იქცევი, არადა ძალიან დიდი ქალი ხარ, რომელსაც უკვე რამდენიმე ჭაღარა ეტყობა თმაზე.
- მეტყობა? - გადაირია გოგონა.
- ვიხუმრე - თვალები გადაატრიალა ნატალიმ.
- არ იფიქრებს ის ბიჭი, რა უნდა ამას, რას დამყვებაო?
- ყოველ დღე, მოჩვენებასავით გყავდა აკიდებული და ერთხელ თქვენი გზები რომ გადაიკვეთოს, შენ რარომ იქნები მადევარი?
- იმ ბარშიც რა ცუდად მოვექეცი, მერე რა სისულელეები ვილაპარაკე - თავში წაიშინა მირანდამ ხელი.
- ახლა თავიდან ნუ დაიწყებ. ჩვენს მეგობარს საქმრო ჰყავს მირანდა. ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც მეგობრები, ვალდებულები ვართ, მისი საქმროს სამეგობროც გავიცნოთ. ახლა კი ღრმად ჩაისუნთქე და შევიდეთ.
- ჯერ ყური მიადე. სერიოზულად ვამბობ, მიადე ყური! - მართლა არ ხუმრობდა.
- ღმერთო, რისთვის მსჯი? - ამოიოხრა ნატალიმ დ აყური მიადო კარს.
- ოდნავ ბოხი, მაგრამ ყოველთვის წყნარი, გაწონასწორებული და რაღაცნაირი ხმა ხომ არ გესმის?
- მაგ რაღაცნაირში რას გულისხმობ?
- რა ვიცი, ტკიბილი.
- მოდი და შენთვითონ შეამოწმე - გამოიწია ნატალი და ასპარეზი მეგობარს დაუთმო.
- არ შემიძლია - მიყურადების მაგივრად, ძალა მოიკრიბა და დააკაკუნა.
- ბრავო, ბრავო - ტაში დაუკრა ნატალიმ.
- როგორც იქნა, მოაღწიეთ - სახე გაებადრა მიშოს დას.
- მირანდასთვის რომ დამეჯერებინა, ვერასოდეს მვიდოდით.
- ცოტა ხმადაბლა მიესალმეთ ერთმანეთს - ჩაიჩურჩულა მირანდამ და კისერი დაიგრძელა, რათა მისაღები ოთახიდან გამოსულ აყალ-მაყალში გაჟღერებული ტკბილი ხმის პატრონი დაენახა.
- წამოდი, იქამდე მზერა ვერ გაგწვდება - დაუცაცხანა ნატალიმ.
- ჯერ შენ შედი - თვალები დაუბრიალა მირანდამ.
- მირიანს თუ გულისხმობთ, მოსულია და მნიშვნელობა არ აქვს, რომელი შეხვალთ პირველი. მაინც დაგინახავს.
მირანდა შემოსასვლელში, სარკესთან დადგა, ჩანთიდან პატარა სავარცხელი ამოიღო და თმის მოწესრიგებას შეუდგა.
- უიმეე, სანამ ეს თავიდან ფეხის კოჭებამდე ჩაივარცხნის, ჩვენ დავიშლებით - ხელი ჩაიქნია ნატალიმ და ეკუნასთან ერთად შევიდა სტუმრების ოთახში.
- ჯანდაბა, მარტო როგორ მივიდე - გული აუჩქარდა მირანდას. თმა მთელს ზურგსა და მხრებზე გაიბნია ლამაზად.
- მირა მოვიდა - წარბები აათამაშა მიშომ. მირანდა კი ღამის მოჩნებასავით ნელა და გაფერმკრთალებული მოაბიჯებდა.
სანდროს გაეღიმა, მირიანს ჩუმად იდაყვი გაჰკრა მკლავზე:
- შენი მირანდა მოვიდა.
- ვიცი, ვიცნობ - უპასუხა მირიანმა.
ყოველ ჯერზე, როცა გადაწყვეტდა, რომ ამ ქალის თავიდან ამოგდების დრო იყო, მირანდა საიდანღაც გამოჩნდებოდა თავისი ბზინვარე თმით, დახრილი თვალებით.
ყვავილებიანი კაბით...
ერთი თავისუფალი ადგილიღა იყო დარჩენილი მირანდასთვის, მიშოს გვერდით და ზუსტად მირიანის მოპირდაპირე ადგილას.
- გამარჯობა - ერთხელ გაუღიმა მირანდამ ყველას. უბრალოდ, იცოდა, რომ ტუჩის კუთხეების მაღლა აწევით, სახეზე ღიმილი ესახებოდა, თორე აღელვებისგან, მუხლები ისე უთრთოდა, ხალისიან განწყობაზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო.
ასე იყო ბავშვობიდან. ნერვიულობა ყველაფერში ხელს უშლიდა.
სამსახიობოზე ჩაბარებისას, პირველ წელს, ჩაიჭრა, რადგან ნერვულ ფონზე, თავისი შესაძლებლობების 20 პროცენტიც ვერ გამოავლინა.
მერე, მთელი წელი შრომობდა, იუთუბში, ფსიქოლოგების რჩევა-დარიგებებს საათობით უსმენდა, საკუთარ თავზე მუშაობდა და როგორც იქნა, შეამჩნიეს საბოლოოდ.
მირიანს თვალი აარიდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საღამო, მაინც მისი სახის ყურება მოუწევდა.
მირანდას ეკუნას საქმრომ ლევანი, სანდრო და მირიანი გააცნო. ყველას ეცინებოდა.
მათ შორის, მირიანს.
- გადაიღე რამე - გადაუჩურჩულა მიშომ.
- კი, აბა რა - გაეცინა მირანდას. ფაქტია, რომ დღეს ჭამა არ ეღირსებოდა. საითაც არ უნდა გაეხედა, ყველგან მირიანის თვალებს ხედავდა. თუმცა, საქმე იმაში იყო, რომ მხოლოდ წინ იხედებოდა.
- როგორ ხარ? - ჰკითხა მირიანმა.
- დაღლილი - დაჭრილი შვლის ნუკრივით გაეღიმა მირანდას და მერე იმედოვნა, ზედმეტად საცოდავი სახე არ მაქვსო - შენ როგორ ხარ? - თან ღვინო მოსვა და თავისდასაუბედუროდ მოეჩვენა, რომ ძალიან მაღალ ხმაზე გადაყლაპა.
მერე იმის შეეშინდა, კიდევ თუ დავლევ, არ გადამცდესო და ჭამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
- კარგად, ძალიან კარგად - გაუღიმა მირიანმაც. „ბონდ, ჯეიმს ბონდ“ გაახსენა მირანდას და ზუსტად ღვინის დალევის მომენტში სიცილი აუტყდა. მერე ოდნავ შეწითლდა, რამდენჯერმე დაახველა და ღმერთს მადლობდა მოუხადა, თავის პირდაპირ მჯდომ კაცს, რომ არ შეასხა სიცილისას სასმელი.
ზუსტად მაგისი ეშინოდა.
ბოლოს ადგა და სამზარეულოში გავიდა, ვითომ ყავას აკეთებდა. არადა, ორი ნაჭერი ხაჭაპური შეჭამა წამის მეასედში მგელივით მშიერმა.
- წყალს დამალევინებ? - მოესმა მირიანის ხმა. ცალ ყბაში მოქცეული ხაჭაპური დაუღეჭავად გადაყლაპა და წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა - მადლობ - გაუღიმა მირიანმა.
მირანდამ იცოდა, ბოდიში ჰქონდა მოსახდელი. ან რამე „სფიჩი“ უნდა მოემზადებინა, იმასთან დაკავშირებით, რომ ცუდად იტლიკინა. ნელა მიიწია კაცისკენ და ხელზე შეეხო. მირიანი არ ელოდა, ცოტათი შეცბა.
- მაპატიე, არ მინდოდა. ცუდად გამომივიდა შენზე საუბარი.
- კიდევ კარგი, წყლის დალევა მაცადე და მაგის მერე შემეხე ხელზე, თორემ ზედმეტად მოულოდნელი იყო და სავარაუდოდ, შევრცხვებოდი - გაეცინა კაცს.
- ისიც არ ვიცი, რა სიტუაციაში, როგორ მოვიქცე. - აირია მირანდა და ხელი გაუშვა. - შენთან ისეთი რამეები მემართება, გეგონება, გამჭვირვალე ვიყო. ან გამჭვირვალება მინდება, რადგან თუ დაინახავ, რანაირად მოქმედებ ჩემზე, მაგრად დამცინებ.
- არავის დაცინვას არ ვაპირებ. პირიქით, დაბნეული ისეთი საყვარელი ხარ, შენი გაწამება არ მინდა, თორემ სამუდამოდ დაბნეულს გამყოფებდი. ოღონდ, ვისაც გააბრაზებ, ბოდიშის მოხდის მიზნით, ყველას ეგრე არ მოეფერო.
- გპირდები - გაეცინა მირანდას, ორივე ხელით ჩაებღაუჭა კაცის თითებს. ეგონა, რომ სისულელეს აკეთებდა, თუმცა ისეთი თბილი და სასიამოვნო იყო მასთან შეხება, ყველა სისულელე დასაშვები გახდა - მპატიობ?
- მე ვერ მოვზომე. არ მინდოდა, შენთვის თავი მომებეზრებინა.
- არ მოგიბეზრებია. - თავი გააქნია მირანდამ - მე ვარ დამნაშავე. თავი გამოვიდე მეგობართან, რომ მაგარი თაყვანისმცემელი მყავს, ცოტათი გავიმარიაჟე.
მირიანს გაეცინა.
- ანუ მაგარი ვარ?
- კი.
- ჩემი ძმა მარიგებდა პატარა რომ ვიყავი, თუ გოგო მოგეწონა, მოსვენება არ მისცეო.
- ამართლებს - ისევ იცინოდა ქალი.
- ჰოო - გაეღიმა მირიანს. ქალის ტუჩებს შეხედა. მის მსგავსად, არავის უხდებოდა სიცილი. სახეზე მოეფერა.
მირანდა გატრუნული აკვირდებოდა მირიანის ყოველ მოძრაობას.
კაცმა მკლავები მთელ სხეულზე შემოხვია და ტუჩებში აკოცა. მირანდამ ვნებისგან სიმხურვალე მთელ სხეულში იგრძნო. ცხელი ტუჩების სითბოსთან ერთად, ენებიც ახლართეს ერთმანეთში და სიამოვნების წამებით გატაცებულებს, სულ დაავიწყდათ, სადაც იყვნენ.
- ეუფ - გაიგონეს ნატალის ხმა.
ორივე ელვის სისწრაფით დაეხსნა ერთმანეთს. მირანდა ნიჟარაში დაგროვებულ ჭურჭელს მივარდა, ონკანი მოუშვა.
- ჭურჭელს ვრეცხავ - გამოაცხადა საზეიმოდ.
- მე წყალი უნდა დავლიო - დაამატა მირიანმა.
ნატალი ცოტახანს დაფიქრდა, მერე არაადამიანური სიცილი აღმოხდა.
- ნუ ჭიხვინებ - თვალები დაუბრიალა მირანდამ.
- პომადა შეისწორე, ეგრე არ გამოხვიდე - უთხრა ნატალიმ ეშმაკურად და სამზარეულოდან გავიდა.
მირიანმა და ხელები წელზე შემოხვია უკნიდან. მირანდას კაცის თითოეული შეხება ისე სიამოვნებდა, უკვირდა, კოცნისას, ხელებში რანაირად არ ჩავაკვდიო. კაციკენ შემოტრიალდა. ღიმილით მოეფერა მისი პერანგის საყელურს, ჰალსტუხს და მერე ხელები კისერზე შემოავლო. ერთმანეთის ტუჩებს გიჟებივით ჩააფრინდნენ.
სამზარეულოდან გამოსულებს, ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს სხვისი დაბადების დღის ტორტიდში, ხელებით იტიტყნავეს. ნატალის მაგიდის ბოლოდანაც ოსტატურად შეძლო, ეშმაკური მზერა დაეწია წყვილისთვის.
- რა გჭირს? - ჰკითხა მიშომ მირანდას.
- რა უნდა მჭირდეს? - ავტომატურად მირიანს შეხედა და თავისთვის გაეღიმა.
- ჭარხალივით გაწითლებული ხარ, თორემ სხვა არაფერი - ლოყაზე ხელი მიადო მიშომ - და უთოსავით ცხელი.
- ღმერთო, შემეშვი - თავი გასწია მირანდამ სიცილით.
- გეშინია, არ იეჭვიანოს? - ჩურჩულებდა მიშო.
- გაიგებენ, გაჩუმდი - ისევ ეცინებოდა მირანდას.
ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული, რომ გოგონა წამოდგა და ხალხს დაემშვიდობა.
- ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ღამის გათენება მომიწევს ალბათ.
- ეს სულ ადრე რატომ მიდის ხოლმე? - აბუზღუნდა ეკუნა და გასაცილებლად გამოჰყვა მირანდას.
- მეც ბევრი საქმე მაქვს, ხვალ დილას ადრე უნდა ავდგე - წამოდგა მირიანიც.
- კი, კიი, ბევრი საქმე აქვთ - დაიყვირა ქათმის ჭამით გართულმა ნატალიმ.
- მე გაგიყვან ბარემ - უთხრა მირიანმა.
- კარგი - გაეღიმა მირანდას თან საკუთარ თავს ეკითხებოდა, ნეტა ბუნებრივად თუ ჩანს ასე შეთქმულებივით რომ გავრბივართო.
სადარბაზოში, ორივეს ეცინებოდა.
- მართლა საქმე გაქვს? - ჰკითხა მირიანმა.
- არა - უპასუხა მირანდამ - შენ?
- არც მე.
- ანუ მე ამეკიდე ხო?
- ხო და ვიფიქრე, რომ სადმე გავისეირნებდით. ან ღვინოს დავლევდით. მთელი ეს პერიოდი, არც არაფერი გიჭამია.
- იმიტომ, რომ ჩემს წინ იჯექი.
- მორცხვი პატარძალივით იქცეოდი. მე დაგაკომპლექსე?
- ნუ დამცინი. ზოგადად, ისეთი მოუხერხებელი ვარ, შეიძლებოდა, საკუთარი ჩანგალი შემთხვევით შემრჭობოდა თითში ან მაგიდის ბოლოში რომ იჯდა, იმისი სასმელი გადამსხმოდა თავზე. ამიტომ, ჭამა ვერ გავრისკე.
- ძალიან საყვრელი იყავი.
- ჰოო? - ღიმილით გაჩერდა მირანდა ქუჩაზე და კაცს შეხედა.
- ჰო - მსუბუქად აკოცა კაცმა ტუჩებში - რატო ვერ გწყდები, ხომ არ იცი?
- მშვენივრად მომწყდი და კვირა გავიდა ისე, რომ არსად ჩანდი - უსაყვედურა გოგომ.
- მეგონა, თავს გაბეზრებდი. მიუხედავად ამისა, უკან დახევას მაინც არ ვაპირებდი.
- აბა რას აპირებდი?
- არ ვიცი, რამეს მოვიფიქრებდი წყენა რომ გადამივლიდა.
- მაპატიე, როგორ გაწყენინე - მხარზე მიეხუტა კაცს.
- მოდი, გავცდეთ აქაურობას, თორემ ფანჯრიდან გვიყურებენ - მაღლა აახედა მირიანმა.
ნატალი იყო გადმოკიდებული მთელი და ჭორიკანა მეზობელივით, გაფაციცებული ადევნებდა თვალ-ყურს.
- მაინც დავინახე, წეღან რომ იტლაშატლუშეთ - გადმოსძახა ფანჯრიდან.
- ხალხი გაიგებს, მოკეტე. - ასძახა მირანდამ.
- ან ის რა ტლაშატლუში იყო? ენაც არ გამოგვიყენებია - დაამატა მირიანმა.
- რაებს ლაპარაკობ - მხარზე ხელი მიარტყა გოგომ.
- კაი ერთი, სამზარეულოში არ შემოვსულიყავი და ენას კი არა, რა ორგანოებსაც გამოიყენებდით, ვიცი მეე.
- ღმერთო - თვალები გადაატრიალა მირანდამ. ნატალის ჭკუის კაცი თუ შეხვდებოდა, რას იფიქრებდა - წავედით, წავედით - ძალით გაატრიალა მირიანი მანქანისკენ. მერე ნატალის შეხედა და ჩუმად, პირის მოძრაობით უთხრა მოგკლავო, თან შუა თითიც დაანახა, სანამ მირიანი მანქანის კარს აღებდა.
- სად წავიდეთ? - ჰკითხა მირანდა.
- არ ვიცი.
- ჩემთან ასვლას შემოგთავაზებდი, მაგრამ...
- ადრეა ჯერ - ლოყაზე აკოცა მირანდამ.
- შეგვიძლია უბრალოდ ფილმს ვუყუროთ, ღვინო დავლიოთ, რამე გემრიელი ვჭამოთ და ზოგჯერ გაკოცებ ხოლმე.
- მაცდური შემოთავაზებაა. მე უკეთესი იდეა მაქვს: მთაწმინდაზე, ერთი რესტორანი ამოვიჩემეთ, უზარმაზარი, ძალიან ლამაზი ეზო აქვს და ღამით, თუ უღრუბლო ცაა, ვარსკვავები ძალიან კარგად ჩანს. მანდ მივიდეთ. თუ გინდა ლუდიც დავლიოთ. თან ზოგჯერ მაკოცებ ხოლმე.
- ეგეთ რამეებს რომცა ამბობ, ყოველთვის ლოყები გიწითლდება. - უთხრა მირიანმა და ხელით სახეზე მოეფერა - როგორი გავარვარებული ხარ.
- აუუ, გაჩერდი - თავი გვერდზე მიატრიალა. გაახსენდა, რომ თინეიჯერობის პერიოდში არ ჰყვარებია არავინ ისე, როგორც ბავშვებს სჩვევიათ. მხოლოდ ახლა, 28 წლის ასაკში, მირიანთან ყოფნისას, ჰაერი არასდროს ჰყოფნიდა. მუცლის არეში, გამუდმებით გრძნობდა შემაწუხებელ და ამავე დროს, სასიამოვნო სიმხურვალეს, გული კი გამალებით უცემდა. - წინ უყურე გზას - უთხრა კაცს, რომელსაც მირანდას ცქერაში, ყურადღება მთლიანად გაჰფანტვოდა.
რესტორანში, კაცი-შვილი არ ჭაჭანებდა. სადაც ყველაზე კარგად ჩანდა ვარსკვლაცებში აბლანდული მთვარე და ადამიანი თითქმის არ ჭაჭანებდა. საბოლოოდ, ვარკვლავების მაგივრად, მაინც ერთმანეთის ყურება არჩიეს.
ორივეს ძალიან აინტერესებდა, რანაირად შეჭრილიყვნენ ერთმანეთის ცხოვრებაში ასე სწრაფად და იოლად.
ყველაზე შთამბეჭდავი ამბები, როგორც აღმოჩნდა, თვალის დახამხამებაში ხდება.
- მემგონი, შევთვერი - არეული თვალები კაცისკენ გააპარა მირანდამ.
- კიდე შევუკვეთოთ.
- ძალიან ცივია - კაცის მკლავს მიეხუტა გოგო.
- ზუსტად ამისთვის არსებობს ჩემი ქურთუკი - თავისი მოსაცმელი მოასხა მირიანმა.
- მაგიტო არ მითქვამს და არც ის მითქვამს, მცივა-თქო. - აბუზღუნდა მირანდა და კაცის სურნელში გახვეული, უფრო მიინამა, თავიც კისერში ჩაუდო გატრუნულმა.
- ვიცი. შენ ისეთი მორცხვი ხარ, რომ იყინებდე, შიმშილით კვდებოდე და წყურვილით ყელი გიშრებოდეს, მე თუ არ მივხვდი, დაღუპული იქნები. - თავზე აკოცა მირიანმა და მირანდას თმის სურნელი მთელი სხეულით შეისრუტა.
- ეგეთი დაღუპულიც არ ვარ. თუ შეამჩნიე, დღეს მე გაკოცე.
- მაკოცე? ეს მე გაკოცე, მაგრამ ვაღიარებ, ხელზე მოფერება შენგან ნამდვილი სიმამაცე იყო.
- მაბრაზებ!
- ნეტა როგორი ხარ გაბრაზებული. ალბათ ყველაზე საყვარელი იქნები.
- არაა საჭირო, გაბრაზებულსაც მიცნობდე.
- ძალიან საჭიროა.
- ცუდი ვარ გაბრაზებული - წარბშეკრული უმტკიცებდა მირანდა.
- ცუდი და სექსუალური?
- ჰო, მე და სექსუალურობა დები ვართ - თვალები გადაატრიალა ქალმა.
- ჯერ ის გაგიკვირდა რომ მომეწონე და ახლა, საკუთარ სექსუალურობაში გეპარება ეჭვი. დარწმუნებული ვარ, ყველა შენზე ოცნებობს. ნეტავ გამაგებინა, ვინ დაგიქვეითა ასე თვითშეფასება.
- ჩემმა ყოფილმა ქმარმა - ამოიოხრა მირანდამ - არასდროს უთქვამს, ლამაზი ხარო. ბოლოს კი, საერთოდ გადამეწურა იმის ყველანაირი იმედი, რომ შეიძლებოდა ვიღაცას მოვწონებოდი ან შევყვარებოდი. ამიტომაც ვიყავი თავიდან, შენ მიმართ ასეთი, კატეგორიული. უბრალოდ, პირადი ცხოვრების აყვავებას აღარ ვგეგმავდი. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, მეც იმ ქალების რიცხვში ვიქნებოდი, რომლებიც უკაცოდაც ბედნიერები არიან.
- იმედია გადაიფიქრე ხო?
- როგორც ხედავ, ახლა შენ გეხუტები.
- და ზოგჯერ ტუჩებშიც მკოცნი - გაეცინა მირიანს.
- ჰო, ზოგჯერ - აკოცა მირანდამ.
- მე, რომ შენი ყოფილი ქმარი ვიყო, არავითარ შემთხვევაში არ მერქმეოდა ყოფილი.
- მემგონი შენც დათვერი მირო - ჩაიხიხთხითა გოგონამ.
- რაღაც სისულელე მართლა ვთქვი.მემგონი, ცოტათი ვსულელდები შენთან ყოფნისას.
- არადა, ზუსტად ის პრინცი ხარ, ქალები რომ მთელს ცხოვრებას ატარებენ ოცნებაში და ვერ ვხვდები, რითი დაგიმსახურე.
- თეატრში ლაპარაკისას, ხელებს ისე ნაზად აყოლებდი თითოეულ ნათქვამ ბგერას, ასე მეგონა, ჩამეძინებოდა.
- რა მაგარი რამე მითხარი, ჩემი თამაში ისეთი მოსაწყენი იყო, რომ გეძინებოდა?
- პირიქით, ისეთი სასიამოვნო მოძრაობები გქონდა, ვითიშებოდი, ჰიპნოზს მიკეთებდი. თან თმასაც ფაქიზად ისწორებდი. გადავირიე.
- აღარ თქვა არაფერი, თორემ ყველა შენს სისუსტეს შევიცნობ და მერე ასე გაგთიშავ ხოლმე - თქვა მირანდამ და თმაზე ნაზად ჩამოისვა ხელი.
- უკვე სარგებლობ?
- ჰოო.
- არადა, როგორი სპეტაკი მეგონე - თავი სინანულით გააქნია მირიანმა. მირანდამ სიგარეტი ამოღი ჩანთიდან და მირიანს გაუწოდა. - აღარ ვეწევი, მადლობ.
- მემგონი შენ უფრო სპეტაკი ხარ - გაეცინა გოგოს.
- არ ვარ სპეტაკი. აქედანვე იცოდე, რომ არც ისეთი კარგი ვარ.
- ჩემ მიმართ ხომ კარგი იქნები? - ჰკითხა ქალმა და თავისი თაფლისფერი თვალები მიანათა კაცს.
- შენ მიმართ იმაზე კარგი ვიქნები, ვიდრე შემიძლია - ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა მირიანმა და შემდეგ ტუჩებში აკოცა.
- არც მე არ ვარ ძალიან კარგი, იცი? - ჩასჩურჩულა ქალმა ღიმილით.
- აბა, შენი ცოდვებიც მითხარი. მოდი, ცოდვების გამხელის საღამო იყოს ეს.
- ჩემი ქმარი დავაჭერინე.
- რატო? - გაუკვირდა მირიანს.
- ეჭვიანი აღმოჩნდა. იმაზე ეჭვიანი, ვიდრე წარმომედგინა. სცენაზე, სპექტაკლებში სხვას რომ ვეხვეოდი და ვკოცნიდი, მაგაზე პათოლოგდებოდა და სახლში მისულს, რამდენჯერმე დაურტყამს კიდეც. ისე შემზიზიღდა, მოკარების უფლებასაც აღარ ვაძლევდი, მაგრამ მაინც მეკარებოდა - სახე აარიდა მირანდამ. - ნარკოტიკებს მოიხმარდა. ანონიმურად ჩავუშვი პოლიციაში.
- ციხიდან რომ გამოვა, მოვკლავ - მირიანმა სიბრაზე არ შეიმჩნია, მაგრამ ბრაზი კბილებამდე შხამივით ამოუვიდა. როცა წარმოიდგინა, რომ მირანდას მსგავს ნაზ არსებაზე ვიღაც ძალადობს, მკვლელობის სურვილი უჩნდებოდა.
არა მხოლოდ მირანდას გამო.
არამედ, ყველა ქალის.
იცოდა, რომ მოძალადის ხელში გამოვლილი თავისი საყვარელი ქალი, სამწუხაროდ, ერთადერთი არ იყო და არც უკანასკნელი იქნებოდა... რამხელა ბოროტებაა, იცოდე, მოერევი და მაინც იმეტებდე.
ქალის ხელი მუჭში მოიქცია და წარბშეკრულმა დახედა. ისეთი თხელი, წვრილი თითები ჰქონდა, მაჯაზე, რომ ოდნავ მოგეჭირა მოგეჭირა, ალბათ დაულურჯდებოდა.
- შენი დაჭერა-ღა მაკლია!
- ისე, ხშირად კოცნი ხოლმე სცენაზე ვიღაცეებს?
- კარგი ახლა - გადაიხარხარა მირანდამ - ჰო, მიწევს.
- ასეც კოცნი ხოლმე? - ჰკითხა მირიანმა და მთელი ვნებით აკოცა.
- ასე არასდროს - მირანდამ ისე უპასუხა, კაცის ტუჩებს მაინც არ მომწყდარა.
- მე არ ვარ ეჭვიანი.
- მე ვარ - უდანაშაულო თვალებით შეხედა კაცს.
- უყურე ამას - გაეცინა მირიანს. - საინტერესოა იმის წარმოდგენა, მაგ თვალებში, სიბრაზისგან, ცეცხლი როგორ გენთება.
- არაა საჭირო.
- მაინტერესებს.
მირანდამ ისე მოიყუდა ლუდის ბოთლი, მირიანისთვის თვალი არ მოუშორებია.
- ალბათ გიჟდები, ქალს რომ კოცნი და ლუდის სუნი აქვს.
- ვგიჟდები - გაეცინა მირიანს და თავის კალთაში გადმოისვა.
- უნდა წავიდეთ იცი? 11-ზე რეპეტიცია მაქვს. უკვე ღამის სამი საათია - კაცის მაჯის საათს დახედა.
- წავიდეთ მაშინ - უკანასკნელი ყლუპიც გამოცალა,
- ხვალ? - ჰკითხა მირანდამ.
- ხვალ, როგორც კი რეპეტიციას დაამთავრებ - ცხვირზე აკოცა ქალს.
მანქანაში, როცა ჩასხდნენ, ნატალის მესიჯი დახვდა: „ღამე ჩემთან დარჩი, რომელზეც არ უნდა გამოხვიდე შენი პრინცისგან და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი“.
მირანდამ ვერ შეიკავა თავი და გადაიხარხარა.
- რა გაცინებს?
- ნატალის უნდა, რომ ამაღამ მასთან დავრჩე და ვეჭორავო.
- ჩემზე?
- ჰოო.
- კარგი, მაშინ ნატალისთან გაგიყვან და იჭორავეთ.
- გაგჭოროთ?
- ნებართვას გაძლევ. ხვალ გამოგივლი და სადმე ლამაზ ადგილას გაგიყვან.
- კარგი.
ნატალის სახლთან, გამომშვიდობებისას, ერთმანეთს რამდენიმე წუთი ამოუსუნთქავად კოცნიდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, მოსწყდა მირანდა მირიანის ტუჩებს და მეგობრისკენ გაიქცა.
- შენ ნორმალური ხარ? - ჰკითხა ნატალიმ კარების გაღებისას.
- რა იყო?
- რა რა იყო? ზარი არ დაგირეკავს, მე გაგიღე კარი და მანამდე, დებილივით იყავი კედელზე აყუდებული, მომღიმარი, გამოჩერჩეტებული შეყვარბეულის გამომეტყველებით.
- მართლა ცუდად ვარ - სახეზე ხელი აიფარა მირანდამ და სახლში შევიდა - ასე არ შეიძლება. ასე არ ხდება. ადამიანებს არ უყვარდებათ ასე..
- კიდევ ერთ ასე-ს იტყვი და რაღაცას ჩაგარტყამ - დაუბღვირა ნატალიმ.
- როცა რამე სწრაფად იწყება, სწრაფადვე სრულდებოდა და ეიფორიას, სიყვარულის უსაზღვრო ტალღას, უცაბედ ბედნიერებას, უმედგაცრუება მოსდევს. მეშინია, რომ მიწა გამომეცლება და ყველაფერი დამთავრდება.
- მოიცა, ჯერ რა დაიწყეთ? დამთავრებაზე ზედმეტია საუბარი.
- დვაიწყეთ კი არა, შუაში ვართ - გაეცინა მირანდას - ძალიან მეშინია, რომ ეს ჩემი მირიანი იდეალური სიზმარია, რომელსაც მხოლოდ მე ვხედავ.
- მეც მყავს ნანახი რამდენჯერმე, ამიტომ შემიძლია დაგამშვუდო და გითხრა, რომ რეალურია.
- ვაი თუ გაქრეს და დავრჩე ხახამშრალი.
- რანაირი აზრები გაწუხებს? თუ გინდა დავურეკოთ და ვკითხოთ, გაქრობას ხომ არ აპირებ-თქო. ეგეთი შიზოფრენიკიც არ ხარ, კაცი გელანდებოდეს. თან ბლომად ადამიანს გვყავს ნანახი და თავს დავდებ, ჩვენ ნორმალურები ვართ. შენი არ ვიცი.
- ნუ შენ სულ ხუმრობის ხასიათზე - დაუბღვირა მირანდამ და საძინებელში საწოლზე წამოგორდა. - ძალიან მეძინება - ბალიშს ჩაეხუტა ნეტარი სახით.
- სექსი გქონდათ? - ჰკითხა ნატალიმ პირდაპირ.
- ჯერ არა.
- აბა, მარტო ლოღნაობდით?
- ჰოო - უპასუხა მირანდამ ნეტარი სახით.

მეექვსე თავი
მირიანს დათუნამ სამსახურში მიაკითხა. ასეთ დროს, ან რაღაცა უჭირდა ან სკოლას აცდენდა და წასასვლელი არსად ჰქონდა. ძირითადად, სკოლის ამბავი იყო, თორემ გაჭირვებულ დათოს თითქმის ვერასდროს ნახავდი.
- მშვიდობაა? - ჰკითხა მირიანმა.
- კლასიდან გამოვიპარე, ცოტა ვისეირნე და შენთან მოვედი.
- მოგენატრე და ჩემთან მოხვედი?
- კი. თან ძალიან მაინტერესებს, იმ გოგოსთან რა მოხდა.
- ყველაფერი მაგრადაა - სულ რომ არაფერი ეთქვა, კაცს სახეზე ეტყობოდა ბედნიერება.
- დედას როდის ეტყვი?
- რა საჭიროა ჯერ?
- არაა საჭირო.... მაგრამ, შენი აზრით, რამეს ნიშნავს, რომ ეგეც მსახიობია?
- რას უნდა ნიშნავდეს?
- არ ვიცი. იქნებ სამყარო გინამიოკებს? დედაჩვენი უეჭველი რამე დასკვნას გამოიტანდა - ღვთის ნიშანიაო, იტყოდა.
- თმას დაიპუტავდა დედაჩვენი - დააკონკრეტა მირიანმა.
- აუ, არ გამომაპარო როცა ეტყვი. ვგიჟდები პურზე და სანახაობაზე.
- ბურგერებზე და სანახაობაზე?
- პურში ეგ ვიგულისხმე.
- არაუშავს. ცოტახანი, შოკში იქნება, მერე გაიცნობს და მიხვდება, რომ შეუძლებელი იყო არ შემყვარებოდა.
- აუ, ამას მართლა შეუყვარდა - ამოიოხრა დათუნამ.
- ჯერ უბრალოდ, ერთმანეთს ვხვდებით. წამო, სახლში წაგიყვან და თან, გზაში, მირანდასაც გავუვლი.
- სურათებში არაუშავდა, მაგრამ რეალურად როგორია, ეგ უფრო მაინტერესებს.
- ბევრად ლამაზი.
* * *
მირანდა მანქანაში ჩაჯდა.
მირიანისკენ გადაიხარა, კაცს ტუჩებში აკოცა და მოულოდნელად, დათუნას სიცილი გაიგონა.
- ვაიმე - აღმოხდა გოგოს. გადაფითრებულმა იმ მომენტშივე გასწია თავი.
- გაიცანი, ეს დათუნაა - სიცილს ძლივს იკავებდა მირიანი.
- მამა, ეს ქალი ვინაა? - ჰკითხა დათუნამ.
- შენი ახალი დედიკო.
- რამდენისამ გააჩინე? - თამაშში აჰყვა მირანდაც.
- რამდენისამ გაგაჩინე? - თავისი ძმის წლოვანება დაავიწყდა მირიანს.
- თხუთმეტის იყავი, რომ დაორსულდი.
- ვაიმე - ახარხარდა მირანდამ.
- ამას სახლამდე მივიყვან და ჩვენ წავიდეთ.
* * *

დათუნა სახლში მიიყვანეს.
ძველი თბილისის ერთ-ერთ წყნარსა და მყუდრო რესტორანში წავიდნენ.
ვერანდაზე გადაშლილი ხედი მთელ თბილისს გადაჰყურებდა.
- ძალიან ლამაზია - თქვა მირანდამ ღიმილით.
მირიანს არც თბილისის ხედი უნდოდა და არც პარიზის.
ყველაზე მეტად, მირანდას ყურება აბედნიერებდა.
- ჰო, ლამაზია - დაეთანხმა, ისე, რომ ქალისთვის არ მოუშორებია თვალი.
- ეგრე ნუ მიყურებ, ვკომპლექსდები - პატარა ბავშვივით დაუმორცხვა მირანდამ.
- კარგი, აღარ შემოგხედავ.
გაბუსხულმა მირანდამ ხორცის რულეტს ღვინო დააყოლა და ცოტახანს დაელოდა, როდის მიიქცევდა ისევ კაცის ყურადღებას.
- მირიან - ვეღარ მოითმინა. კაცს გაეცინა, მაგრამ არ მიუხედავს. - მიროო - ჩაიჩურჩულა ნარნარი ხმით და მირიანის ხელს თავისი მოუთათუნა.
- აბა ნუ მიყურებო? - აბუზღუნდა კაცი.
- გადავიფიქრე, შეგიძლია მიყურო.
- გმადლობ ქალბატონო - ნიკაპზე მოეფერა მირანდას. ძალიან მოუნდა ქალის სახე ხელებში მოექცია და იმდენჯერ ეკოცნა, სანამ ისევ არ ააბუზღუნებდა, ეგრე ნუ მკოცნიო.
მერე ვერ გაძლებდა უკოცნელად და კვლავ ეტყოდა: „გადავიფიქრე, შეგიძლია მაკოცო“.
- რა გაცინებს? - ჰკითხა ფიქრებში გართულ კაცს.
- იმაზე ვფიქრობ, ეს მაგიდა, რომ არ გვაშორებდეს, რამდენჯერ გაკოცებდი.
- ნუ ამბობ - თვალები დახუჭა ქალმა და ისეთი რამეები წარმოიდგინა, სიამოვნებისგან ტუჩზე იკბინა.
- ეგრე ნუ შვრები!
- როგორ, ასე? - ისევ იკბინა ტუჩზე.
- შეწყვიტე!
- კარგი, კარგი - გაეცინა მირანდას - ძალიან საყვარელი ძმა გყავს.
- იმის მერე, რაც ეგ ტუჩები მომანდომე, ჩემს ძმაზე უნდა მელაპარაკო?
- ჰოო.
- კი, საყვარელი ბავშვია.
- მეორე ძმა უფროსია?
- უფროსი იყო. 11 წლის წინ გარდაიცვალა. - გაეღიმა მირიანს. არ უნდოდა, ზედმეტად დრამატული სახე მისცემოედა საუბარს.
არადა, როგორ გინდა, გარდაცვლილი ოჯახის წევრი ახსენო ტრაგიზმის გარეშე.
- მაპატიე.
- არაფერია.
- რა დაემართა?
- არ ვიცი. უფრო სწორედ, გრძელი ისტორიაა. მემგონი მოკლეს.
- მემგონი?
- ჰო, მემგონი.
- თუ არ გინდა, აღარაფერს გკითხავ.
- რაც გინდა, ის მკითხე. ბოლოს და ბოლოს, ჩემი შეყვარბეული ხარ - თქვა მირიანმა და მერე დაფიქრდა, აშკარად გაუაზრებლად მოუვიდა ამისი თქმა.
- რა ვარ? - ლოყები ოდნავ აუწითლდა მირანდას. ყოველთვის ყველაზე მეტად ის ხიბლავდა, რომ მირანდას შინაგანი გრძნობები, გარეგნულად ისე იჩენდა თავს, გადაშლილ წიგნს ემსგავსებოდა.
მაგალითად, თმაზე თუ ძალიან ხშირად ჩამოისვამდა ხელს, ესეიგი, გაუაზრდებლად იპრანჭებოდა.
თუ თვალებს სადღაც, მირიანის მიღმა გააპარებდა და თან ლოყები აუწითლდებოდა, ესეიგი, გააზრებულად ეპრანჭებოდა და ამასთანავე, გაპრანჭვის დამალვას ცდილობდა. მხოლოდ ლოყების აწითლებდა, სირცხვილს ნიშნავდა.
ტუჩების განგებ დაკბენით, პირდაპირ ეუბნებოდა, მაგრად მინდიხარო.
- არ ხარ? თუ გინდა, ჯერ არ იყო.
- არა, რატო? რა ვიცი - დაიბნა ქალი და ღაწვების შეფარკვლამაც არ დააყოვნა.
მომღიმარი მირიანი გვერდზე გადაუჯდა და ყელში აკოცა.
- მემგონი ხარ.
- ჰო - მირიანს მხარზე მიეხუტა. გაიტრუნა. - ანუ მომიყვები?
- გრძელი და სევდიანი ამბავია. დღეს მხოლოდ კარგზე ვილაპარაკოთ, მოდი.
- კარგი - თითები ერთმანეთში გადახლართეს - მემგონი, ბევრი ნაცნობი მოდის - შემოსასვლელში რამდენიმე სახეს მოჰკრა თვალი მირანდამ.
- რამე პრობლემაა?
- არა, არანაირი. თეატრში, ერთი ტიპი ვერ მიტანს და იმისი სამეგორბოა.
- გამაცანი ყველა.
- მე თვითონ შორიდან მყვანან ნანახი.
- კარგი, მაშინ გაკოცებ.
- შეგიძლია სული ამომხადო - ტუჩები თამამად მიუშვირა საკოცნელად. - თან მაგრად დაიბოღმებიან.
მირიანის ტუჩებს წამსვე მიეკრო.რაღაც საოცარი არომატი ჰქონდა კაცს. მამაკაცის სურნელი არასდროს შეუგრძვნია ასე მძაფრად, მაგრამ ყოველთვის იცოდა, რომ იმ ერთადერთს, შებიდნებისას, ოკეანეში ჩაძირული ჩაძირული მზის გემო ექნებოდა. ოკეანე თვალით არ ენახა, თუმცა მირიანთამ ყოველი შეხებისას, ასეთი პეიზაჟი წარმოუდგებოდა თვალწინ.
ალბათ, დასაისოდ მინაბული მზე და ტალღები თავისუფლების შეგრძნებით ავსებდა. სწორედ ისე, როგორც მირიანი.

კაცის ენას თავისი მთელი ძალით ჩააბღაუჭა. სიამოვნების ჟრუანტელი გამუდმებით დასთამაშებდა სხეულში, საშინლად უნდოდა, მის შიშველ მხრებს შეჰხებოდა, მის კუნთებზე ფაქიზად ესრიალა თითები, თუმცა მხოლოდ ყელზე და პერანგიან ზურგზე ახერხებდა მოფერებას.
საღამოს კაცმა მირანდა სახლში მიაცილა. დიდი იტალიური ეზოს ჭიშკართან იდგნენ და მიუხედავად იმისა, რომ შუა ღამე იყო, ქალს იმის წარმოდგენაც არ სურდა, რა მოხდებოდა თუ რომელიმე ჭოტი მეზობელი დაიანხავდა.
- რა გაცინებს? - ჰკითხა მირიანმა გოგოს, რომელსაც სახეზე მავნე ბავშვის ღიმილი დასთამაშებდა.
- უცებ წარმოვიდგინე, მეზობელმა რომ დაგვინახოს. მემგონი სახლის გამოცვლა მომიწევს.
- რატო?
- გადამასახლებენ. აქ ჯერ კიდევ ჯუნგლების კანონებია და ისიც ეყოფათ, გაცილებული რომ ვარ ქმარს.
- ხმის ამოღების უფლებასაც არავის მივცემ, ნუ გეშინია.
- არ მეშინია - კაცის თითები მირანდას ტუჩებზე ნაზად შეეხო. ისევ ის გამუდმებული ტალღები იგრძნო, რომელიც მირიანის გაცნობის წამიდან, ნაპირზე ეხეთქებოდნენ.
ჯერ პატარა, სულ ერთი ციდა ტალღით დაიწყო, მაგრამ ყოველ დღე ისე იზრდებოდა, მირანდას ეშინოდა, მალე ჩემი სულიდან სხეულში გადაღვენთილმა, გარეთ არ გამოაღწიოს და სააშკარაოზე არ გამომიფინოს გრძნობებიო.
მირიანის თითებს აკოცა. ნელა, ნაზად აკოცა, თუმცა მთელი თავისი ვნება ჩააქსოვა ტუჩების ერთ პატარა მოძრაობაში. არ ეყო, კისერზე ხელი შემოხვია და რაც შეიძლებოდა მჭირდოდ ჩარგო თავი კაცის სურნელში.
- შენს სუნზე ვგიჟდები - აღმოხდა მირანდას. მთელი ძალით ჩაიკრა მირიანმა გულში. - ჩემთან წამოდი!
სახლში ისე შევარდნენ, მეზობლის არსებობა აღარავის გახსენებია. მირანდას გრძელ, ატმისფერ კაბას გამალებით გაუხსნა ღილები კაცმა და ქალის არომატით გაჯერებულ მკერდს დაეწაფა. მირანდა ცდილობდა, სიამოვნების კვნესა პირში ჩაეგუბებინა, მაგრამ ძალაუნებურად, მაინც მოძვრებოდნენ ნეტარების ჰანგები მისი ბაგეებიდან და კაცის ბაგეებს ერწყმოდნენ. მირიანის შიშველი სხეულის სითბო საბანივით გადმოეფარა სუსტ, გალეულ ქალს. მისი სიმხურვალისა და თავისი სისველის შეგრძნებისას, ხვდებოდა, რომ აქამდე არასდროს უგრძვნია თავი ასე მნიშვნელოვნად.
მსოფლიოს ცენტრად.
ერთადერთ ქალად.
ტუჩებიდან კსიერზე, კისრიდან კი მკერდზე გრძნობდა კაცის ფაქიზსა და ამავე დროს თავშეუკავებელ, უხეშ შეხებას.
მირანდას სინაზე უმართავმა ვნებამ შეცვალა და მისი სიმხურვალე, მთელ ოთახში, სინათლის ნაპერწკლებად მოაფრქვია. მირიანი გრძნობდა მის გასაოცარ სურნელს, ჰაერში მიმოფანტულს, ცხვირის ნესტოებზე რომ ეჯახებოდა და ასმაგად აღაგზნებდა. სიამოვნების გასახანგრძლივებლად ნელა ამოძრავდა.
მირანდასთან შეხება, მისი ნაზი, აბრშუმის კანი, აქამდე მიძინებულ, აუხსნელ გრძნობას აცოცხლებდა.
- მირო - დაიკივლა კაცის სახელი.
კაცი მიხვდა, რომ მისი ასეთი ნეტარებით სავსე ხმის გაგონება კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს სურდა. ალბათ ყოველ საღამოს, დილას და საუკუნოდ, სანამ მათ მოხუც ცხეულებს მხოლოდ გრძნობებიღა შერჩებოდათ.
კაცის მკლავებს ხელები მაგრად მოუჭირა ქალმა, ფეხები კი მთელი ძალით შემოუბჯინა წელს და რამდენიმე წუთი ოფლშიგახვეული უკოცნიდა სახის ყველა ნაქვთს.
მერე დარჩა გრძნობები, ერთმანეთის თმაში აბურდული ხელები, დუმილი და იმის განცდა, რომ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
სხეულებთან ერთად, მზერაც გააერთიანეს.
- მეშინია, რომ სიზმარია. თუ შენს გარეშე გამოვიღვიძე, სიცოცხლე აღარ მენდომება - თქვა მირანდამ ჩურჩულით. კაცის მხრებს ტუჩები ნაზად შეახო და პასუხის მოლოდინში, გაიტრუნა.
- არა, სიზმარი არაა - ქალს მკერდზე დაადო თავი და ხარბად დაეწაფა მის სურნელს.

* * *

მირიანს ყოველ დილით, ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სინათლე აღვიძებდა.
ან სამსახურში დაგვიანება თუ დაემუქრებოდა, მირანდა ალერსით ცდილობდა ხოლმე კაცის გამოფხიზლებას.
აქამდე, ძილი საერთოდ არ უყვარდა. ახლა, ისეთ სურნელსა და ატმოსფეროში უწევდა, შეუძლებელი იყო, ზღაპრულ სამყაროში, ბედნიერად არ მიენაბა თვალები.
იმ დღეს, ოთახში, ფეხის ფაჩუნის ხმა მოესმა.
- რას შვრები? - იკითხა ნახევრად მძინარემ.
- გხატავ - გაიგო პასუხი.
- უკეთესი დრო ვერ მონახე? - აბუზღუნდა და მეორე მხარეს გადაბრუნდა.
- გადმობრუნდი ისევ! - გაბრაზდა მირანდა - ზაზუნასავით გძინავს. ფოტოები ისე ვერ აფიქსირებს საყვარელ მომენტებს, როგორც მე დავაფიქსირებ ტილოზე შენს სახეს. თან ისეთს დაგხატავ, როგორსაც გხედავ და ყოველთვის თან მეყოლები.
- კაი, დამარწმუნე - ისევ პირვანდელი პოზა დაიბრუნა მირიანმა - რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ეგ ნახატი გყავდეს და მე აღარ? - თქვალები გაჭირვებით გაახილა.
- მაგალითად, გუშინ ვერ გნახე. საწოლში გამთენიისას შემომიწექი და ეგრევე ჩაგეძინა.
- ჰო, ბევრი საქმე მქონდა - თვალები მოისრისა მირიანმა. - გადმოჯექი აქეთ რაა - საწოლისკენ მიუთითა.
- დიდმკერდიან საყვარელთან ხომ არ დაიპარები? - გვერდზე მიუწვა მირანდა და ჯერ საღებავიანი თითი ცხვირზე მოუთათუნა, ლურჯი ფერი მოაცხო, მერე ნეტარებით დაეწაფა კაცის სახეს, რომელიც გაღვიძებისას იმაზე თბილი და ფაფუკი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ. ოდნავ ამოსული წვერი დროდადრო დენივით არტყამდა ქალის ტუჩებს, თუმცა ესეც საშინლად სიამოვნებდა მირანდას.
- პირველად ვხედავ, საყვარლიან შეყვარებულს ასე ეფერებოდნენ. - მირანდას ხელი გადახვია და თითით მკერდი მოუსინჯა. - მე შენი ძ*ძუები მირჩევნია ყველას.
- ნამდვილი ბედის საჩუქარი ხარ - გაეცინა მირანდას. კაცის თმებს თითები გადაატარა და ღიმილით აუბურდა.
- ბედის საჩუქარზე გამახსენდა, გუშინ მემგონი შენმა მეზობლებმა დამინახეს.
- აქამდეც მრავალჯერ დაგინახეს. ერთი თვეა, რაც ერთად ვართ და შენი აზრით, ნათელას გამოეპარებოდა? ბედის საჩუქარზე რატო გაგახსენდა ჩემი მეზობლლები?
- მეზობლები კი არა, ჩემი თავი გამახსენდა. ანუ, შენმა მეზობლებმა უკვე იციან, რა ბედის საჩუქარიც გყევარ.
- ჩემი ზაზუნა ხარ - გადაიხარხარა მირანდამ.
- ხალხში ზაზუნა და კნუტი არ დამიძახო, იცოდე.
- შენ რომ იმ დღეს იმდენ ხალხში მეკითხებოდი, ვისია ეს ტრაკ*ო, კარგი იყო?
- ხმამაღლა მომივიდა, ვაღიარებ - ეცინებოდა მირიანს.
- სხვათაშორის, ნათელას უთქვამს, მირანდას მდიდარი საყვარელი ჰყავსო.
- სიმპათიური არაო?
- კი, ძალიან სიმპათიური, ფერადთვალება და სექსუალური.
- ეგ ნათელამ თქვა?
- არა, მე ვთქვი. ნათელას, რომ ეგ ეთქვა, დავკაწრავდი.
- ჰოო? - კეფაზე შეკრული, მრავალჯერ შემოხვეული კოსა მირიანმა ერთ წამში დაუშალა და ქალის თმას უყნოსა.
- ეგეთ რამეებს რო აკეთებ... - წინადადება ვერ დასრულა მირანდამ. ძვალ-რბილში გააჟრჟოლა.
მირიანმა ქალი კალთაში გადმოისვა, ხალათი შეუხსნა და მისი შიშველი სხეულის დანახვისას, ღიმილი გადაეკრა სახეზე.
- ესაა სიყვარული? - ჰკითხა მირანდას.
- არ ვიცი, რას გულისხმობ - თავის მკერდზე ამოცოცებული კაცის ტუჩები იგრძნო ქალმა. ნეტარების ოხრვა აღმოხდა. ნელა ჩაუცურა ხელი კისრიდან ზურგზე. მირიანის სრიალა კანზე უფრო სასურველი და სასიამოვნო, აქამდე არაფერი შეუგრძვნია ცხოვრებაში.
- შენს გარდა ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ მთელი დღის განმავლობაში.
ბავშვური, ლაღი სიცილით გადაიკისკისა და თავი დახარა, კაცს თავზე აკოცა. მისი თმის არომატი შეისრუტა ულიმიტოდ, უსაზღვროდ. თითქოს ფილტვებში სურდა მარაგის დაგროვება სიცოცლის ბოლომდე რომ ემყოფინა.
- მე რეპეტიციისას, ჩემს მეწყვილეს შენი სახელი დავუძახე - გამოუტყდა მირანდა. - ყოველთვის მეგონა, ასაკით შედარებით უფროსი, თინეიჯერობას გამოვლილი ხალხი სიყვარულს ასე გიჟურად აღარ აღიქვამდნენ, მაგრამ შენ როცა გხედავ, მთვარის კოცნა მემართება.
- მთვარის კოცნა? - გაეცინა მირიანს. ნელა გახადა ქალს საცვალი და თავის ასოზე შემოსვლა. ორივეს გაუხშირდა სუნთქვა, სიამოვნების წუთები შეუნელებლად დაეპატრონა მათ ხორცს.
არ ჩქარობდნენ.
თითქოს არც ინძრეოდნენ.
ერთმანეთს თვალებში შესქერდონენ და ჩუმად ლაპარაკობდნენ საკუთარ გრძნობებზე.
- მთვარის კოცნას ეძახიან - თქვა მირანდამ და თავი ვერ შეიკავა, ამოიოხრა. - აი მუცელში, აქ -მირიანს თავის მუცელზე მიადებინა ხელი - რაღაც რომ ირხევა, თოთქოს უზარმაზარი ზვავი გასკდება. თავიდან, ძალიან სუსტად ვგრძნობ, მერე ძლიერდება, ძალიან ძლიერდება. შენი ყოველი დანახვისას, სიხარული, სიმხურვალე მამწარებს, თუმცა იმდენად ძვირფასია, იმდენად უხარია თვალებს შენი ცქერა, ზვავის განცდაც მაზოხისტურ სიამოვნებას მანიჭებს. საბოლოოდ, ოღონდაც ვიგრძნო, ოღონდაც ერთხელ კიდევ გამოვცადო და მთელი სამყაროს დათმობაზეც თანახმა ვარ, ქვეყნიერებას გავუმართავ ბრძოლას... ზუსტად ვიცი, გავიმარჯვებ.
- მთვარის კოცნა - ჩაილაპარაკა მირიანმა.
ქალის მკერდი ხელებში მოიქცია და მთელი ვნებით დაუკოცნა. მირანდამ კვნესით გაატოკა სხეული, წრიულ მოძრაბებს ტემპი შემატა. ვნებისგან ტუჩებისკბენით შეჰყურებდა მირიანს თვალებში.
- მიყვარხარ - უთხრა მირიანმა და ქალის გულ-მკერდი რომ მთლიანად დაიკავა, მის ტუჩებს ჩააფრინდა გამეტებით.
- მეც, ყველაზე მეტად - აღმოხდა ოხვრა მირიანის ბაგეებში ჩასვენებულს.
მირანდამ მთელი ძალით წამოიკივლა ბოლო მომენტში, შემდეგ, წამიერად ორივე დადუმდა სიამოვნეისგან, მათი სხეულები საოცარი ძალით შეერწყა ერთმანეთს და საუცხოო ნეტარების ტალღამ გადაუარა ყველა უჯრედს.
ყველაფერი ფერადი ეჩვენებოდათ გარშემო.
ყველაფერს განხვავებული სურნელი და არომატი ჰქონდა.
მომღიმარი ქალი მირიანის გვერდით დაწვა და სიგარეტს სტაცა ხელი.
- ახლა შენმა მეზობლებმა ნამდვილად იციან ჩემზე - გაეცინა მირიანს.
- აქამდეც არა ნაკლებს მაკივლებდი ხოლმე.
- პრინციპში ჰოო - მირანდას წითელი ტუჩსაცხით მოსვრილ სიგარეტის ღერს ერთი ნაფასი დაარტყა კაცმა. - ბიძაშენი როდის უნდა გავიცნო? - ჰკითხა ეშმაკურად.
- ოჰ ღმერთო - ამოიოხრა მირანდამ, - ეგ ძალიან მძიმე არტილერიაა.
- ერთი თვეა, რაც ერთად ვართ.
- ვიცი.
- მეც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩვენს ნაჭუჭში რომ ვართ, თუმცა ოდესმე მოგვიწევს გამოსვლა.
- მერე რა იქნება?
- ისევ გვექნება ჩვენი ნაჭუჭი, მაგრამ სხვებსაც ეცოდინებათ ამ ნაჭუჭზე.
- შემზადება მჭირდება სულიერად. ხომ იცი, მშობლები არ მყავს და მან გამზარდა. ყოველთვის ძალიან ფრთხილი იყო. მახსოვს, როგორ მეხვეწებოდა, შოთას არ გაჰყვე ცოლადო.
- ჩემზეც შეგეხვეწება?
- არა, შენ ძალიან მოეწონები. დარწმუნებული ვარ.
- ჩემებსაც მოეწონები - გაუღიმა მირიანმა. - დღეს საღამოს ჩემი ბავშვობის მეგობარი ჩამოდის.
- ვიცი.
- დღეს დაურეკე შენებსაც, მოვიდნენ.
- დავურეკავ - კაცის მხარზე ჩამოდო თავი მირანდამ. - ნატალი მაინც უნდა ვნახო, დღეს რაღაც ვიდეო რგოლის გადაღება გვაქვს.
- რა ვიდეოსი?
- რეკლამას ვუკეთებ ბანკს - გაეცინა მირანდას - რა იყო, გეგონა ტანგისამარა დაგიქნევდი ხელს ეკრანიდან?
- ისეც დამიქნიე ხოლმე ხელი ტანგით.
- უტანგოთაც გიქნევ ხოლმე - გადაიხარხარა ქალმა. - მაგრამ დამაცადე რაა, დაგხატო ადამიანურად. - ფეხზე წამოდა და მირიანის პერანგი მოიცვა.
- რა მუღამი აქვს ჩემი მძინარე სიფათის დახატვას?
- ზაზუნა ხარ მეთქი ხომ გითხარი? ისე გაქვს ტუჩები გამობურცული, მმმმ - ვნებიანად მოილოკა ტუჩები.
- ეგ პერანგი გაიხადე და ისე დამხატე, თორემ მოწყენილობისგან მოვკვდები.
- იყოს ნება შენი - ეშმაკური სახით გაიძრო ქალმა და დედიშობილა მიუჯდა მოლბერტს, ცალი ხელით ვაშლს დაავლო ხელი. მირიანი დაფიქრდა. თურმე, ვაშლის მირთმევაც როგორი სექსუალური შეიძლებოდა ყოფილიყო. მთელ ტანზე ჩამოშლილი თმა მკერდს უფარავდა. ხელოვნების ნიმუშს ჰგავდა მირანდა კაცისთვის.
- იიიფ, იიიფ. ნამდვილი ევა ხარ. შენ მაცდუნებ და დამღუპავ. მე მაინც ვიცოდე ხატვა - თავი დანანებით გააქნია მირიანმა.
- ხატვა არა, მაგრამ სხვა რამე გამოგდის კარგად - ჩაიხითხითა მირანდამ. - ლილიტობა უფრო მაწყობს.
- კაირგი რამე თქვი, მომეწონა.
- მეც მომწონხარ, მაგრამ მალე უნდა გახვიდე. დღეს დედაშენს დაპირდი მონახულებას. დაგავიწყდა?
- რა მეშველებოდა უშენოდ? - წამოდგა მირიანი და ქალს ტუჩებში აკოცა, მერე თავის მძინარე პორტრესტს შეხედა - ასეთი სექსუალური ვარ?
- ზუსტად! - ყელი დაუკოცნა თავისი ოცნების კაცს - ზაზუნა ხარ
- ზაზუნა ძაან ფსიტიანია.
- უფსიტო ზაზუნა ხარ, ღუნღულა. ჯანდაბა - თავის სიტყვებზე გაეცინა მირანდას - ასეთი მოსიყვარულე არასდროს ვყოფილვარ.
- მე კიდე ზაზუნა არ ვყოფილვარ არასდროს.
- მშვენიერია - წამოდგა მირანდა. - ჩაიცვი, ჭამე და წადი დედაშენთან, მერე გივის უნდა დახვდე აეროპორტში.
- როცა არ მყავდი, როგორ გადამქონდა დღეები, არც მახსოვს - მიიხუტა შიშველი ქალი.
- წადი, თორემ კიდევ ბევრი დრო დაგვეხარჯება ჩემო საყვარელო - მირანდა კაცის მკლავებში მოექცა და განაბული სახით აკოცა კისერში.

* * *

- რატო დაგავიწყდა საკუთარი ოჯახი? - გულხელი დაიკრიფა განაწყენებულმა მზიამ მირიანის დანახვაზე.
- დე, კაი რა - გაეცინა მირიანს და ლოყაზე აკოცა.
- მაგისი ოჯახი ახლა ის გოგოა - გაისმა ეჭვიანობით აღსავსე დათუნას ხმა.
- ვინ გოგო? - გაოგნდა დედამისი.
- ერთ გოგოს ვხვდები - აღიარა მირიანმა და სამზარეულოში, თეფზე დალაგებულ გარეცხილ მწვანე ვაშლებს შეხედა. წამით შიშველი მირანდა გაახსენდა, ვაშლის ჭამაში გართული, თან ცალი ხელით რომ ხატავდა და გაეცინა.
- მერე არ უნდა გაგვაცნო? პატარა ბავშვი ხომ არ ხარ? - არ ცხრებოდა მზია.
- ლამაზია - ჩაილაპარაკა დათუნამ - მაგრამ მირიანი სჯობს.
- ეხლა! - გაბრაზდა მირიანი - ბიჭი სჯობს, გოგო სჯობს და ეგეთი ს*რობები არ გამაგონოთ. მირანდა ჰქვია, ერთი თვეა, რაც ერთად ვართ და ძალიან მიყვარს.
- არა დედი, შენ გიყვარდეს და რა მნიშვნელობა აქვს ვინაა ან როგორია - ეგრევე მოლბა დედამისი და ძმაზე მოეჭვიანე დათუნას შეხედა საყვედურით.
- ჰო, ოღონდ სანამ გაგაცნობ, რაღაცეები უნდა იცოდე, დაჯექი - წინასწარ შეამზადა მირიანმა დედამისი.
- რა მოხდა დედა? - ეგრევე პანიკამ მოიცვა ქალი.
- არაფერი, ნარკომანი არაა, არც კაზინოში თამაშობს, არც ქმარი ჰყავს. - გაეცინა მირიანს.
- აბა?
- მსახიობია და თეატრში გავიცანი. - სკოლის მოსწავლე, რომ სიგარეტის მოწევაში გამოუტყდება მშობლებს, ზუსტად ისე დაძაბულად გაანდო მირიანმაც.
- რაა? - გვერდზე ოთახიდან მამამისმა, პაატამ გამოჰყო თავი.
- ვაიმე - სიმწრისგან გაეცინა მზიას - ყველაფრით იმ მადლიანს როგორ დაემსგავსე?
- რა ვიცი, ძმები ზოგჯერ გვანან, მაგრამ, ძირითადად, გარეგნობით - მხრები აიჩეჩა მირიანმა.
დათუნა გაყურსული უსმენდა. გიოზე ლაპარაკისას, ზოგჯერ მიაჩნდა, რომ ოჯახის გარეთ რჩებოდა, თითქოს გიოს ამბავი საერთოდ არ ეხებოდა თავად. თითქოს ვიღაც სხვა ოჯახს გადახდენოდა ტრაგედია.
როცა საქმე გიოს ეხებოდა, მთელი არსით უღრღნიდა გულს ის ფაქტი, რომ თავად მირიანის ერთადერთი ძმა არ იყო, ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი კონკურენტი, რომელსაც მირიანის გულში შეუცვლელი, სამუდამო ადგილი დაესაკუთრებინა.
ეჭვიანობდა.
დათუნას არ ახსოვდა გიორგი და საკუთარ თავთანაც უჭირდა ამის აღიარება, მაგრამ ძალიან შურდა თავისი გარდაცვლილი ძმისა და მირიანის იდეალური, შეუცვლელი ურთიერთობის, რომელსაც სიკვდილის ვერ ამარცხებდა.
- დედა, ვინმე ცუდ კაცს ხომ არ უყვარს კიდევ ეგ მირანდა? - ჰკითხა მზიამ მირიანს.
- რეებს მეკითხები, კარგი რაა - სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მირიანს, თუმცა მაინც ესმოდა დედამისის ასეთი განცდების.
- ყოფილი ქმარი თუ ჰყავს? - იკითხა მამამ.
- ჰყავს, ციხეშია - მიუგო მირიანმა.
- ჩემი სიკვდილი - თავში ხელი შემოირტყა მზიამ.
- გასაცნობად, რომ მოვიყვან... თუ მოვიყვან, არ გაბედოთ და ცუდი არაფერი აგძნობინოთ. რა მირანდას ბრალია ჩვენს ოჯახში დატრიალებილი უბედურება?
- შვილო, მაგ გოგოსთან კი არ მაქვს მე რამე პრობლემა. შენ გხედავდე ბედნიერს და რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა ის გოგო. უბრალოდ, ზოგჯერ, ძალიან მეშინია.
- არაფერია საშიში დედა - გაეღიმა მირიანს - ძალიან კარგი და ლამაზი გოგოა. ხატავს კიდეც, ყვავილებიც უყვარს, პიანინოზეც უკრავს. თან გრძელი და ლამაზი თითები აქვს.
ასეთი აღფრთოვანებული მირიანი ჯერ აქამდე არასდროს ჰყავდა მზიას ნანახი... სამაგიეროდ, გიორგი ენახა ზუსტად ასეთ მდგომარეობაში.
ერთხელ, სახლში გვიან ღამე მოვიდა, საშინლად გამწარებული იყო და თეთრ მაისურზე წითელი ლაქები ჰქონდა.
სახე კი მთლიანად გალუმპვოდა.
- რა დაგემართა დედა? - შეეშინდა მზიას და მერე შვილისგან წამოსული ბიოსტნეულის არომატი იყნოსა.
- მის ფანჯარასთან მივედი - სიმწრისგან კბილები მაგრად მიებჯინა ერთმანეთზე და მოგუდული ხმით ლაპარაკობდა გიო. შუბლის ძარღვი მთლიანად დასჭიმვოდა სიმწრისგან - თინას ფანჯარასთან მივედი ყვავილებით ხელში... მან კი ბორშჩი გადმომასხა.
- დედიკო - თავიდან შეეცოდა შვილი, მაგრამ მერე ისეთი ხარხარი აღმოხდა, გიორგი ჭკუიდან ლამის გადავიდა.
- მე მაგას აღარ გავეკარები! გამარჯობასაც აღარ ვეტყვი - იმუქრებოდა გიორგი, მაგრამ მუქარა მხოლოდ მაშინ აასრულა, თინას ფანჯარასთან მეორედ მისული, ახლა სხვასახის წვნიანით რომ გაილუმპა - ბოლო წვეთი იყო - შემოვარდა სახლში ღრიალით.
- კიი, ბოლო წვეთი უნდა ყოფილიყო. ქალს ამოუწურე პროდუქტის ყველა მარაგი - გაეღადავა მირიანი.
- თავი მომაჭერი ოდესმე თუ მაგ თავშიავარდნილ ქერა გოგოს ყვავილები მივუტანო ან გავუღიმო.
ერთი კვირა ისე გავიდა, გიორგის ხმა აღარ გაუცია თინასთვის. ერთ უბანში ცხოვრობდნენ, თითქმის ყოველ დღე ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა გიორგი პროტესტის ნიშნად, გამარჯობასაც არ ეუბნებოდა.
ერთხელ, ეზოში ყოფნისას, თინას მეგობარმა ჩუმად გაახედა გიორგისკენ.
- უბნის ყველაზე სიმპათიური ბიჭი მოდის, რომელსაც ასჯერ დაახვევინე - ჩასჩურჩულა ხითხითით - და ვიღაც გოგო მოჰყვება.
თინამ ელდანაცემივით გაიხედა გიორგისკენ. მართლაც, ვიღაც უცხო, შავგვრემან გოგონასთან ერთად მოდიოდა და სიცილით სკდებოდნენ. ვერც კი გააკონტროლა, ისე დაებერა ნესტოები სიბრაზისგან, თმა ცერემონიულად გადაიყარა გვერდზე და ეჭვიანი ცოლივით მივიდა გიორგისთან.
- გამარჯობა გიო - მიესალმა მკვლელი ხმით.
- გამარჯობა თინა - გაეღიმა გიოს. გოგონას ღია ცისფერი თვალები მზეზე აციმციმებული ზღვასავით ლივლივა და უკიდეგანო იყო. - გაიცანი, ეს კესოა - გააცნო გვერდზე მდგომი მანდილოსანი.
თინა ყველაზე მეტად იმან გაამწარა, რომ კესოს თბილი, კაცთმოყვარე ღიმილი არ ეცვლებოდა სახიდან.
- გამარჯობა, სასიამოვნოა - გაუცინა კესომ.
- ჩემთვისაც - საზიზღარი გამოხედვა ვერ გადაფარა თინამ და უკანმოუხედავად გამოეცალა გიორგის. ისე, რომ არც კი დამშვიდობებია.
- რა სჭირს ამას? - სიცილით ჰკითხა კესომ.
- შენზე იეჭვიანა.
-მაგას მივხვდი, მაგრამ რატომ იეჭვიანა? დასანახად ვერ გიტანს, რომ ჰკითხო.
- რას გაუგებ ქალებს - გაეღიმა გიორგის.
- იმედია მალევე არ გაარკვევს, რომ ნათესავები ვართ.

მირიანი გივის დახვდა ნაშუადღევს აეროპორტში. ცოტა, ესენტიმენტალურად კიდეც თავიანთი შეხვედრა მთელი თავისი გადახვევებითა და გულში ჩაკვრებით, მაგრამ ჩათვალეს, რომ წლების უნახავებს, ეპატიებოდათ.
- რა ხდება ახალი აბა? არ მოგყავს ცოლი? - ჰკითხა გივიმ ოჯახის მოკითხვებისა და „შენ შემოგევლე“ დიალოგების შემდეგ.
- რა იყო, მზია ხარ? - გაეცინა მირიანს.
- რა ვიცი აბა. სანდროს რვა წლის შვილი ჰყავს და ლევანი რომ ლევანია, იმას შეუყვარდა გოგო.
- სიყვარულით მეც მიყვარს მირანდა, რა მოხდა.
- როგორ მაინტერესებს. ვინმე ხორციანი დაქალი არ ჰყავს?
- ხორცი და ჭამა თუ გინდა, სუფრაზე მიმყევხარ. შენი ჭირიმე, ვინმე ჩვენიან გოგოებს ნუ გაავლებ მუსრს რაა, ახალგაზრდობაში ისედაც ყელამდე ვიყავი შენი „რაზბორკების“ პატივში.
- გახსოვს? ვიღაცა ტიპის დასთან რომ დავდიოდი. აღარ მახსოვს სახელი.
- რა დამავიწყებს. დავიწყება რომც მომინდეს, მაგისი ძმის ძმაკაცებისგან დატოვებული შრამები შემახსენებს თავს. კი გაგვიგდეს წიხლქვეშ და შენ სახელიც აღარ გახსოვს. ოთო ერქვა.
- კაი გოგო იყო. - თავი დანანებით გააქნია გივიმ.
- გოგო ახსოვს - გაეცინა მირიანს - თვრამეტი წლის იყავი
- კაი, დავივიწყოთ წარსულში დაბეჟილი ჩვენი სიფათები. შენ ის მითხარი, სერიოზულია ეგ გოგო?
- არასერიოზულის გასაცნობად რატო წაგიყვანდი?
- თბილისში ჩამოვედი და ყველანი დაჭკვიანებული, დასერიოზულებულები დამხვდით. რა უბედურებაა?
- შენ გარდა.
- ანუ მსახიობია? - ჰკითხა მირანდაზე.
- შენც არ დაიწყო რო გიოს გევხარ და თავს გაუფრთხილდიო.
- გიოს, რომ ჰგევხარ, ვიცი... მაგრამ ახლა ის დრო აღარ არის და შესაბამისად, ისედაც დაცული ხარ ყველაფრისგან. თან მირანდაც არ ჰგავს ისეთ გოგოს, შარში, რომ გაგხვიოს.
- მოიცადე - სერიოზულად შეხედა მირიანმა - შენ ისევ თინას აბრალებ გიორგის შარში გახვევას?
- ჰოო, აბა რას დავაბრალო? რა მიმტევებელი ბიჭი ხარ, ზოგჯერ არც კი მესმის შენი.
- რა არის მისატევებელი გივი? - გაოგნებისგან გაეცინა მირიანს - თინას ბრალი რა იყო?
- თინას გამო იყო ყველაფერი. მაპატიე, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგის ძმა შენ ხარ და შენ უკეთ იცი ალბათ - დანებდა გივი. იცოდა, რომ ამ თემაზე საუბრისას, მირიანი ადამიანს აღარ ემსგავსებოდა, მაგრამ თავადაც სტკიოდა წარსულში მომხდარი. გიორგი ახსენდებოდა თბილი ღიმილით, ყველაზე სანდომიანი და პატიოსანი გამოხედვით... დღემდე ეწვოდა გულის სიღრმეში გიორგისთვის გამონთავისუფლებული ადგილი. ყველას ეწვოდა, ვისაც კი ოდესმე, ერთხელ მაინც ჰყავდა ნანახი გიო.
- ადრე ვერ ვხვდებოდი - მიმართა მირიანმა გულახდილად - მაგრამ ახლა ვფიქრობ და, ყველაზე ღირსეული სიკვდილი მამაკაცისთვის, თავისი საყვარელი ქალის გამო სიკვდილია. არ მიმაჩნია, რომ თინას პატარა ბრალი მაინც მიუძღვის გიორგის წინაშე. პირიქით, თინა ჩემზე, დედაჩემზე და მამაჩემზე უფრო დიდი ტრაგედიის მხვერპლია. ჩვენ ოჯახი ვიყავით და გიოს სიკვდილის შემდეგ, ერთმანეთი გვყავდა. თინას - არავინ. თუმცა, მისი ბრალი რომც ყოფილიყო, მე მაინც ვაპატიებდი. მზიამ დღემდე ვერ აპატია შეცდომა, რომელიც არ დაუშვია. მე დაშვებულსაც ვაპატიებდი, რადგან კარგი გოგო იყო.
- ახლა სადაა თინა?
- არ ვიცი, არც მინდა ცოდნა.
- მისი მონახულება არ გიცდია?
- არა, არ მიცნია. როგორც ხედავ, არც მას. თბილისი პატარა ქალაქია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მასზე არაფერი ვიცოდე.
- რატომ?
- არ ვიცი. უბრალოდ ასე მირჩევნია.
მანქანა გივის სახლთან გააჩერა მირიანმა.
- შხაპი მიიღე, დაისვენე, დაიძინე და საღამოს ჩემთან გაჩნდი იცოდე, ბიჭები ვიქნებით და კიდევ რამდენიმე გოგო.
- ყველა თქვენ-თქვენით მოდიხართ?
- ჰოო. - გადაიხარხარა მირიანმა.
სახლში ასულს, მირანდა დახვდა, გზაში ნაყიდი ღვინო მაგიდაზე დადო და ყვავილები გაუწოდა.
- ჩემი ზაზუნა ხარ - ვნებიანად აკოცა ქალმა ტუჩებში. - გმადლობ, ძალიან ლამაზია.
- კაი იყო გადაღება?
- კი, არაუშავდა. მერე მაღაზიაში გავიარე და რაღაც ვიყიდე. - უთხრა ეშმაკურად და კაბა გაიხადა, იატაკზე დააგდო.
- ახალი ტანგა? - სახე გაუბრწყინდა მირიანს.
- საძინებელში შედი, ჩქარა - უთხრა მირანდამ მკაცრად. მირიანმა ძლივს შეიკავა სიცილი და უსიტყვოდ შევიდა საძინებელში. - ახლა საწოლზე დაწექი - გაისმა ქალის ბრძანება. მირიანმაც შეასრულა მოთხოვნა.
მირანდამ ტრუსი გაიხადა და მირიანს გადააჯდა.
- ახლა ხელები მომე, ამითი უნდა მიგაბა.
- მაგ რეზინის ნაგლეჯით როგორ აპირებ ჩემ მიბმას? - თან ეცინებოდა, თან ქალის წელს ქვემოთა ნაწილს ვერ სწყვეტდა თვალს.
- ლიფიც მაქვს - თვალი ჩაუკრა მირანდამ.
- სამოთხეში ვარ ღმერთო - დაიძახა ბედნიერმა მირიანმა და მორჩილად გაუწოდა ხელები.
- ჩემი ბიჭი უნდა მივაბა და სულ აქ მყავდეს - საწოლის ერთ კუთხეში, დიდი გაჭირვებით მიუბა მაჯა. მეორე ხელისთვის, მართლა ლიფის გახდა დასჭირდა. ბოლოს, შავი გეტრით აუხვია თვალები.
- უკვე მეშინია - გაეცინა მირიანს. კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავის ენასთან მოხახუნე მირანდას ენა იგრძნო, მოღეღილ მკერდზე კი ქალის მკერდის თავების ნაზი შეხება და თვითონვე გაკვირვებული დარჩა, ისეთი სწრაფი ერექცია განიცადა.
- მიყვარხარ - ჩასჩურჩულა ქალიმა. მისი ბაგეებიდან გამოსული ჰაერი ყურთან დაეჯახა, ტუჩები ნაზი მძრაობით მირიანის მკერდიდან უფრო დაბლა, წელისკენ მიემართებოდა.
- მეც მიყვარხარ - უპასუხა კაცმა.
მირანდას რბილი და სურნელოვანი თმა მირიანის ფეხებთან ჩამოყრილიყო. შარვლიდან გამოშვერილ კაცის ასოს ჯერ გარედან ეფერებოდა ნაზად, შემდეგ კი ქამარი გაუხსნა, ფრთხილად მიიტანა სახე მასთან და ვნებიანად მოჰყვა ენით მის დასველებას. რამდენიმე წუთი, მხოლოდ მირიანის ოხვრა ისმოდა და მირანდას ტუჩების წკლაპუნი ისე, გეგონება ნაყინის დიდ ლუკმას იდნობდა პირში.
ცოტახანში, ქალის ნერწყვის სითბო მისი ვა*ინის სინაზემ შეცვალა. მირიანის ღირსებაზე შემომჯდარი, მთელი სხეულით დაცურავდა, კაცის სახელს კიოდა და თვალებიდან ბედნიერების ნაპერკლებს ყრიდა. სულითა და ხორცით ზეიმობდა იმას, რომ მირიანი მხოლოდ თავისი საკუთრება იყო და დედამიწაზე, ვერავინ შეეცილებოდა საყვარელი ადამიანის სხეულის დაბატონებაში.
- იმხელა გაქვს, ზოგჯერ არ ვიცი, როგორ მეტევა - უთხრა თავბრუდამხვევი ორგაზმის შემდეგ და იმდენ ხანს ეკოცნავა, სანამ უჰაერობისგან არ შეწუხდა ორივე.
- ქალღმერთი ხარ - აღმოხდა მირიანს.
- ჰო, შენი ქალღმერთი. მინდა, რომ ყველა სექსუალური ფანტაზია რეალობად ვაქციო, რაც კი ოდესმე თავში მოგვსვლია ან მოგვივა.
- დიდი სიის ჩამოწერა მოგვიწევს.
- ულიმიტო დრო გვაქვს საყვარელო - თქვა მირანდამ და სააბაზანოში შეტანტალდა.
- სად წახვედი გოგო?
- გადავივლებ და გამოვალ. ჩვენ სექსის სუნი რომ არ იყნოსოს ნატალიმ, თორემ ისედაც შემაწუხა თავისი კომენტარებით.
- რავიცი, ჯერ მე რომ გაგენთავისუფლებინე, არ იქნებოდა ურიგო. ისე, კბილები გამოიხეხე პირველ რიგში, თორემ სექსის გარდა, სხვა რამის სუნსაც იყნოსავს. - ჯერ კიდევ უჭირდა ნორმალურად სუთქვა გიჟური სექსისგან თავდაკარგულ კაცს.
- მეზიზღები მაგ სიტყვებისთვის და აღარასოდეს გაგანთავისუფლებ.
- მეც მიყვარხარ პატარავ - გაეცინა მირიანს. ცოტახანში, შიშველი მირანდა ფეხშიშველი გამოიქცა საშხაპიდან და მირიანის მკერდზე გააფინა თავისი შიშველი ტანი.
- სულ ასეთი მინდიხარ - მკერდზე აკოცა მირანდამ. - უმწეო და საყვარელი.
- უმწეო კაცი რა ჩემ *ლედ გინდა? და საერთოდ, მაკოცნინე მაინც, თუ თვალებზე არ ამხსნი შენს ფოხანს.
მირანდას სიცილის ფონზე, მოულოდნელად კარზე ზარი გაისმა.
- ჯანდაბა, ნატალია მგონი - სრული სისწრაფით წამოხტა ქალი და ჯერ საცვლები ჩაიცვა, მერე ლურჯი, ფრიალა კაბა გადაიცვა ტანზე. ზუსტად ის, მირიანს რომ უყვარდა ყველაზე მეტად და თეთრი გვირილები რომ ეხატა.
- გამიხსენი სწრაფად.
- არა, ეგრე უნდა მყავდე მიბმული - გაეცინა მირანდას და შეეცადა მაგრად გაკვანძული თავისი ტრუსი როგორმე გაეხსნა.
- გიჟი ხარ - ეცინებოდა ხელებგანთავისუფლებულ კაცს და თან ტანსაცმელს ისე იცმევდა, აშკარად ეტყობოდა, სისწრაფისგან, რაღაცას ვერ მოაბამდა თავს ბოლომდე,
- გავალ და გამოდი - ლოყაზე და თმაზე აკოცა მირანდამ.
- მეზიზღები, დღეს დილიდანვე დაკმაყოფილებული სახე რომ გაქვს - გაისმა ნატალის ხმა და მერე გრძელი ქუსლების იატაკზე ბაკუნი.
- ყოველწამიერად ნუ იჭრები ჩემი და ჩემი ბიჭის სექსუალურ ცხოვრებაში - იყო მირანდას პასუხი.
- გამარჯობა ნატალი - პირმომღიმარი მირიანი გამოვიდა ოთახიდან და გოგო გადაკოცნა.
- გამარჯობა ოცნების პრინცო... უბე დაგრჩენია შესაკრავი - ეშმაკურად გაეცინა ნატალის.
- ჯანდაბა - მირიანი ზურგით შეტრიალდა და ელვა შეიკრა.
- ამას კიდე ეს უნდოდა? - თავში ხელი წაიშინა მირანდამ.
- ყოჩაღ მირიან, შენ ყოფილხარ კაცი. რას ვიფიქრებდი ეს ერთი ციდა გოგო თუ ასეთი გახდებოდა. დღეს საცვლების მაღაზიაში შემათრია და ისეთი რამეები იყიდა, მეც კი ყალყზე დამიდგა თმა.
- იმაზე ამბობს? - ჩასჩურჩულა მირიანმა მირანდას.
- არა, ის კიდე სხვაა და შემდეგი ჯერისთვის მოვიტოვე. - თვალები ეშმაკურად აათამაშა მირანდამ.
- მეზიზღებით ეგეთი ბედნიერები რო ხართ - ჩაილაპარაკა დაბოღმილმა ნატალიმ და საჭმელს შეესია, რომ სტუმრების მოსვლისთვის, ბევრი აღარ ეჭამა.
* * *

წლების წინ, შუა ღამე იყო გიორგი, რომ თეატრიდან სახლში ბრუნდებოდა. კვლავ ვერ მოეთმინა თინას უნახავად ცხოვრება. სცენაზე მაინც ადევნებდა თვალს თავისი ცხოვრების სიყვარულს.
მშვიდი საღამო იყო, თუმცა ეს სიმშვიდე მალე დიდ მოულოდნელობაში გადაეზარდა როცა თეატრიდან უცაბედად გამოვარდნილი თინა შეამჩნია ქოშინით როგორ უაახლოვდებოდა.
- ისევ მითვალთვალებ? - ჰკიხა თინამ.
- შენ კიდევ კუდში დამდევ. საგრიმიეროდან არასოდეს გამოდიხარ ასე სწრაფად. თან, ისევ სცენის ფორმა გაცვია. - გაეცინა გიორგის.
- ნუ იცინი - საჩვენებელი თითი ასწია გოგონამ - ნუ იცინი-მეთქი.
- რატო? - გაუკვირდა გიოს.
- იმიტომ, რომ... -ღრმად ამოისუნთქა და სახე აემღვრა. - არ გეტყვი - უპასუხა აკანკალებული ხმით.
- თინა, რა გჭირს? - ახლოს მივიდა გიორგი.
- სულელი ვარ, სულელი - ხელები სახეზე აიფარა.
- სულელში იმას გულისხმობ, რომ ცოლობაზე ორჯერ მითხარი უარი?
- კიდევ გეცინება?
- ჰოო - მართლა ეცინებოდა გიორგის.
- არ გეტყვი მე არაფერს - გაჯიუტდა თინა.
- შენი შეუპოვარი ხასიათი გადავიტანო და სხვა არაფერი მინდა - ღიმილით ჩამოახსენვინა ბიჭმა სახიდან ხელები. - გავისეირნოთ, კარგი?
თინამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- რამ დაგთრგუნა ეს ლაღი გოგო?
- კიდე დამცინის - თვალები გადაატრიალა თინამ.
- მე შენ როდის დამიცინიხარ თინა? - სერიოზულად ჰკითხა გიომ.
- ძალიან კარგი ბიჭი ხარ - ჩაიჩურჩულა გოგომ.
- ხან მოფრინდები, ხან გაფრინდები, ჭრელო პეპელაა - წაიღიღინა ბიჭმა - ვერაფერი ვერ გაგიგე.
- რა ვერ გამიგე?
- რა და, ორჯერ გთხოვე ცოლობა და მხოლოდ მაშინ მომაქციე ყურადღება, როცა გული ამიცრუვდა შენზე.
- გული აგიცრუვდა? - ხმამაღლა აღმოხდა თინას. მერე თვალები რაღაცნაირად მოეჭუტა და ძალიან საყვარელი იყო. გიო ვერ მიხვდა, რატომ იყო გოგო იმ წამებში განსაკუთრებულად ნაზი, სათუთი, მაგრამ, როცა მის თვალებზე ჩამოვარდნილი ცრემლები დაინახა, მერე მართლა ირწმუნა, რომ ქალი განსაკუთრებით მშვენიერი ტირილის დროსაა, უბრალოდ, მხოლოდ ერთი ვალი აქვს მის გვერდით მყოფ კაცს - არასდროს აატიროს.
თინამ ზურგი აქცია გიორგის და სწრაფი ნაბიჯით გაიქცა ქუჩაზე. სად მირბოდა, თვითონაც არ იცოდა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ უკან გაუგებრობაში მყოფი, დაბნეული ქერა ბიჭი მისდევდა....
მართალიც აღმოჩნდა.
* * *

- ჰო და, ასე იყო მირიანის პირველი სიყვარული ბავშვობაში - რაღაც ზედმეტად გრძელი ისტორიის მოყოლა დაასრულა გივიმ. ძირითადად, მირანდას უყვებოდა მირიანის ბავშვობაზე, მაგრამ დროდადრო ნატალისკენ აპარებდა თვალს.
- დავკაწრავ იმ გოგოს, დავასახიჩრებ! - იმუქრებოდა მირანდა.
- მერვე კლასში იყო ეგ ამბავი, ვინ უნდა დაასახიჩრო? - ეცინებოდა მირიანს.
- შენი პირველი სიყვარული. რა უფლება ჰქოდა, რომ შეგიყვარდა?
- მემგონი პათოლოგიური ეჭვიანი ხარ და ნელ-ნელა ამჟღავნებ თავს.
- დიახაც - განაცხადა მირანდამ და ერთი ჭიქა ღვინო მოიყუდა.
- ვერ ვიტან შეყვარებულ წყვილებს - დაიბუზღუნა ნატალიმ თავისთვის.
- ვერც მე - გადაუჩურჩულა გივიმ.
- თვალები დებილებვით უბრწყინავთ.
- და სულელებივით ეღიმებათ - აგრძელებდნენ მეგობრების გაჭორვას.
ყველა,რომ წავიდა და მხოლოდ სულელებივით თვალებგაბრწყინებული ხალხი დარჩა სახლში, რაღაც უცნაური ზღაპარი მონახეს, მისტიკის ჟანრში გადაღებული და საწოლში მოკალათდნენ.
- საინტერესოა, ასეთს იშვიათად თუ წააწყდები - თქვა მირიანის მხარზე თავდადებულმა ქალმა. ერთ-ერთ მონაკვეთში, უშვილო დედოფალი რომელიღაცა ურჩხულის გულს ჭამდა, რომ დაფეხმძიმებულიყო და მირიანმაც მაგ მომენტში შეხედა თავის გოგოს.
- შვილები გინდა? - ჰკითხა მოულოდნელად.
- იცი... აი, რა ვიცი. - სიტყვები დაეფანტა ქალს - აქამდე არ მინდოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის და რატომაც არა. შენ?
- მეც. ბიჭს ჩემი ძმის სახელს დავარქმევდი.
- გოგოს?
- გოგოს არ ვიცი. შენ მოიფიქრე გოგო.
- ლიზა მინდა - უპასუხა მირანდამ - გოგო რომ მყოლოდა, უთუოდ ლიზას დავარქმევდი. ელიზაბეტი დედაჩემს ერქვა.
- მომწონს - გაეღიმა მირიანს.
- შეიძლება ღარაც გკითხო?
- რაც გინდა ის მკითხე - ქალს კიდევ უფრო მჭიდროდ მოჰხვია წელზე ხელი და მთელი ძალით მიიკრა.
- გიოზე მომიყვები?
- მოგიყვები მირა, მოგიყვები - ცხვირზე აკოცა მირანდას ღიმილით.
ერთ დილას, მირიანმა სრულ ნეტარებაში გაიღვიძა. შიშველი ქალის მკლავებში ჩასვენებულს, მის მკერდზე ედო თავი და თმაზე მირანდას ნაზი, მუდამ გლუვი თითები ელოლიავებოდა.
- სულ ჩემზე ადრე რომ იღვიძებ, ნერვები არ გეშლება? - ჰკითხა ქალს ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა.
- რას ამბობ, შემიძლია საათობით ვიფხიზლო და შენი თმის სურნელი ვიყნოსო. - თითებით კვლავ კაცის თმას ეფერებოდა მირანდა. მირიანმა ერთხელ ამოიკრუტუნა და ქალის მკერდს აკოცა.
- ცხრაზე სამსახურში უნდა ვიყო.
- დღეს შაბათია და თან უკვე 12 საათია.- გაეცინა მირანდას.
- შაბათსაც მუშაობენ მაღაზიები და ჩემი ბარი.
- მაგას შენი სექსუალური მდივანი მიხედავს, რომელსაც ცუდად დავადგი თვალი. მეშინია, რამე არ აირტყას.
- რა უნდა აირტყას? - გაეცინა მირიანს.
- უმუშევრობა.
- პათოლოგია-თქო ვამბობ - ჩაიჩურჩულა თავისთვის კაცმა.
- აღარ გეძინება შენ?
- არა - დაამთქნარა - დედაჩემს დავპირდი, რომ ჩემს გოგოს გავაცნობდი.
- გოგო გყავს?
- კი, შენი ხნის.
- დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი ტიპი იქნება.
- იცი რა აქვს?
- ს გარდა, არაფერზე იფიქრო შენ - ენა გამოუყო მირანდამ. - ანუ როდის გავიცნობ დედაშენს?
- დღეს არა. დღეს ცოტა დავისვენოთ და ხვალ საღამოს წავიდეთ.
-კარგი საყვარელო - თავზე აკოცა მირანდამ ნაზად.
- მირა.
- ჰოო
- აქამდე რო მევლო თეატრში რა კარგი იქნებოდა არა? კაი ხნის გაცნობილი მეყოლებოდი.
- აბაა. ისე, იმ დღეს რამ მოგიყვანა?
- გიოს გარდაცვალების დღე იყო და სიმბოლურად მაგ დღეს ყოველთვის თეატრში დავდივარ. იმასაც მსახიობი გოგო უყვარდა, ძალიან უყვარდა სფექტაკლები და მე კიდევ დავცინოდი.
- ცუდო ბიჭო - შიშველ მხარზე აკოცა ქალმა. - იმ გოგოსაც უყვარდა?
- თავიდან ჭინჭყლობდა ისიც შენსავით, მაგრამ მერე ამან თავი რო დაანება, ის გოგო გააქტიურდა...
- ჩემსავით - დააბოლოვა მირანდამ სიცილით - ამ ძმებმა ერთად შეიმუშავეთ ეგ სტრატეგია? ქალს თავი დედოფლად აგრძნობინო, მერე დაეხსნა და დაიმონო.
- დაიმონო არა ის - წარბები შეკრა მირიანმა - ვინ დაგიმონა გოგო, მე?
- შენმა სიყვარულმა - პოეტურად და გამოთქმით უპასუხა მირანდამ.
- მაგას კიდევ არაუშავს - გაეცინა მირიანს და თავისი სხეულის ქვეშ მოჭ....ტილი მირანდა გამოანთავისუფლა.
- კარგად ვიყავი, რატო ადექი?
- რა კარგად იყავი? ლამის დაგალურჯე. მეშინია, შინაგანი სისხლდენა არ გქონდეს.
- ისე, ვისარგებლებ შემთხვევით და ტუალეტში შევალ - წამოდგა და მირიანის თეთრი მაისური გადაიცვა - ისეთი საყვარელი იყავი, არ მეთმობოდა შენგან გამოძრომა და ლამის ჩავიფსი.
- მემგონი, მოძალადე ვარ. ამას კიდე ერომანტიკულება ეს ყველაფერი - ჩაილაპარაკა მირიანმა.
- გავიგონეეე - მოესმა სააბაზანოდან მირანდას ხმა - სხვათაშორის, მოიფიქრე დღეს რას გავაკეთებთ. შეგვიძლია, რამე გავაფუჭოთ.
- ვია გრა დავლიოთ გადაჭარბებული დოზით თუ გინდა და მერე ჩვენს თავებზე ვიღადაოთ.
- ვია გრას გარეშეც წელში მწყვეტ. შენი ჭირიმე რაა - სიცილით გამოვიდა მირანდა. - სხვათაოშორის, გაგიკვირდება და, ჩვენი ერთად შეკრების მერე, ნატალი საერთოდ აღარ მაშაყირებს ბინძურ თემებზე.
- რა უცნაურია, ხომ კარგადაა?
- არ ვიცი.
მირანდას ტელეფონის ზარი გაისმა. მთელი საწოლის გადატრიალება მოუწია, ტელეფონის საპოვნელად. ბოლოს, როგორც იქნა, ბალიშისპირიდან გამოაძვრინა და უპასუხა.
- ჰო ვახო - წინასწარვე იცოდა, კარგი არაფერი ელოდა. გული უგრძნობდა.
- სახლის მისამართი აღარ იცი შენ? - გაისმა კაცის მკაცრი ტონი.
- სხვაგან დავრჩი ღამე და...- თავი იმართლა გოგომ და რაღაცის სათქმელად პირგაღებულ მირიანს ხელი ააფარა.
- სხვაგან დარჩა - ირონიულად გაეცინა ვახოს - ერთ საათში ჩემთან იყავი, შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს.
- კარგი - ფერდაკარგულმა დადო ტელეფონი და კაცს შეხედა.
- რა გჭირს?
- მოდი გავიპაროთ.
- ჩაალაგე ბარგი - გაეცინა მირიანს.
- ჯანდაბა, ამის დედაც - დაიყვირა ქალმა და საწოლზე პირქვე დაემხო. - თავისთან მიბარებს მისი უმაღლესობა. ლექცია უნდა წამიკითხოს, რომ კაცის ყოლა არ შეიძლება.
- რამდენის ხარ, თხუთმეტის?
- ოცდარვის.
- კაი, რას მელაპარაკები.
- ნუ ღადაობ! - ჭირვეული ბავშვივით დაატყაპუნა მუშტები საწოლზე.
- მისმინე რაპუნცელ - მირანდას გვერდით მიუწვა და აბურდულ თმაზე ნაზად ჩამოუსვა კაცმა ხელი - წამოვალ მეც და ავუხსნი, რომ კი არ ვერთობი, მიყვარხარ.
- ჰოო? - ამოხედა მოჭუტული თვალით. - ანუ ძალიან გიყვარვარ?
- ძალიან მიყვარხარ - გაეცინა კაცს.
- ძალიან ძალიან?
- ყველაზე ძალიან მთელს მსოფლიოში.
- კარგია - კმაყოფილი მირანდა გაიზმორა და თავის სხეულზე გადაცმულ მირიანის მაისურს უყნოსა. - ამ პერანგით წავალ და როცა რამეზე გამიჭედავს, შენს სიახლოვეს ვიგრძნობ.
- წამოვალ-თქო გოგო!
- არა, მე შევამზადებ და მერე ერთიანად გაგაცნობ. უკვე მშვიდობიანად რომ იქნება შენ მიმართ განწყობილი.
- კაი ხო, როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე ვქნათ. გაგიყვან მაშინ.
- არ მინდა, მარტო კოცნა მინდა.
- კაი რაა, იქამდე მაინც მიგიყვან - მუცელი მოუშიშვლა კაცმა და გემრიელიად დაკოცნა.
- ცოტა მოშორებით გააჩერე - ჩაიხითხითა მირანდამ.
- თავი სკოლის მოსწავლე მგონია.
- მეც. ისე, მაგარია არა? მშობლებს ვუმალავთ.
- გიხარია ხო?
- ძაან - წამოდგა გოგო და მირიანის ნაჩუქარი აგურისფერი კაბა ჩაიცვა. კაცის თქმით, ყვავილს ჰგავდა ჭრელი კაბები როცა ეცვა.
მანქანაში მირანდა ვერ ისვენებდა. ხან მირიანს უყურებდა, ხან გრძელ ფრჩხილებს მობილურის ეკრანზე აკაკუნებდა და ღრმად ამოიოხრავდა.
- ნუ ხარ ეგეთი დაძაბული - გაეცინა მირიანს - რა იყო, კი არ შეგჭამენ ჩემთან ყოფნის გამო.
- შენთან ყოფნის გამო ვერავინ შემჭამს. ნებისმიერს შევახრამუნებ ცოცხლად, ვინც მეტყვის, რომ შენთან არ ვიყო.
- შემართება მომწონს.
- შენ? შენ რას იზამ?
- შენთან ყოფნა, რომ ამიკრძალოს ვინმემ? - სასაცილოდ არ ეყო კაცს. - სამყაროს გამოვუცხადებ ომს. თუ დედამიწიდან გამაძევებენ, მთვარეზე წავალთ და იქ ვიცხოვრებთ წყნარად. ცოტა მომწვანო ფერის ბავშვები გვეყოლება, მაგრამ ბედნიერები ვიქნებით.
- მომწვანოები რატომ? - ჩაიხითხითა მირანდამ.
- რა ვიცი. უცხო პლანეტელი ბავშვები იქნებიან და სხვა ვერაფერი მოვიფქრე.
- საინეტერესო მოსაზრებაა - გაეღიმა ქალს და მირიანს კისერზე მოუცაცუნა ხელი.
კაცმა მოულოდნელად ცალი ხელი მირანდას მუხლზე დაადო და ნელ-ნელა, თეძოს გავლით, მის ვა*ინაში შეაცურა.
- რას აკეთებ? - ღრმად ჩაისუნთქა ქალმა, ტუჩზე იკბინა.
- სტრესისგან გათავისუფლებ.
- ღმერთო - ამოიკვნესა მირანდამ, როცა მამაკაცის თითები უფრო ღრმად იჭრებოდა მის სხეულში და სასიამოვნო, სწრაფი მოძრაობით სიღრმეებისკენ მიიწევდა.
- მოგწონს? - ჰკითხა მირიანმა ეშმაკურად.
- საყვარელო, დაგვინახავენ... ვაიმე, ღმერთო - აზროვნების უნარდაკარგულმა, თავი უკან გადასწია და მირიანს შეხედა.
- რა იყო საყვარელო?
- არაფერი, არაფერი - თითქმის კიოდა მირანდა. ფეხები უფრო მეტად გასწია განზე და საყვარელ კაცსს საშუალება მისცა, მაქსიმალურად მიენიჭებინა მისთვის სიამოვნება - გვერდზე, ცოტა გვერდზე.
- ასე საყვარელო?
- ჰო, ეგრე. ჯანდაბა მირიან - წამოიყვირა ქალმა და ხელზე იკბინა, რომ მისი ხმა მანქანიდან არ გასულიყო, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ, გვერდზე მომავალი მანქანებიც და ხალხიც ფეხებზე ეკიდა, სიამოვნებისგან თავდაკარგული ვნებიანად იჭამდა ტუჩებს და ხმამაღლა კვნესოდა.
- ძალიან საყვარელი ხარ - ეღიმებოდა მირიანს.
ორგაზმის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში, მანქანაზე მისვენებული ქალი დროდადრო, კვლავ კრუტუნებდა.
- საყვარელი კი არა, ნახმარი ვარ, თან თითით. - ჩაიბურტყუნა თვალებდახუჭლმა. - ბიძაჩემს მზერას ვერ გავუსწორებ.
- თითს ვერ დავარქმევ, ლამის მთელი მტევანი....
- მოკეტე, მოკეტე, ხმა აღარ ამოიღო - ამოიკრუსუნა მირანდამ.
- კარგი საყვარელო - გაეცინა მირიანს.
- ნუ იცინი ეგრე საყვარლად და ნუ გიციმციმებს ეგ ფერადი თვალები, თორემ გადაგჩეხავ სადმე - დაემუქრა ქალი. - აქ გამიჩერე, დანარჩენს ფეხით გავივლი.
- არის დედოფალო. - მირიანმა მანქანა გააჩერა, თუმცა გადასვლის მაგივრად, ქალი თავისი სუნთქვის რითმში ჩაყენებას ცდილობდა.
- რა გამიკეთე - ჯერ ისევ ვერ პატიობდა.
- სტრესი მოგხსენი.
- მომხსენი კი არა, სტრესი ამკიდე - კაცისკენ გადმოიხარა, მთელი ვნებით აკოცა და მანქანიდან გადავიდა.
ვახო ისეთი სახით შეეგება, მირანდამ იფიქრა, ადგილზე მომკლავს და ის უკანასკნელი სიამოვნება მაინც შემრჩებაო.
- არ შეჭამ რამეს?
- კი, დილას არ მისაუზმია.
- არ გაჭმევს მირიან ქავთარაძე?
მისი სახელის და გვარის გაგონებაზე ქალს მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.
- მაჭმევს, მაგრამ დღეს ერთმა სულიერმა გამომაქცია დილაადრიან სახლიდან.
- მაპატიე, რომ მირიანის სახლიდან გამოგაქციე - ირონიულად მიუგო ვახომ.
- მის სახელს ისე ამბობ, თითქოს თურქ-სელჩუკი იყოს. რამე დააშავა, გარდა იმისა, რომ მიყვარს? - გაბრაზდა მირანდა.
- გიყვარს? - თვალები შუბლზე დაექაჩა კაცს - გადაიყვარებ როგორმე, არა უშავს. იმ შენს ყოფილ ქმარზეც ეგრე იყავი, მაგრამ კარგად ჩააყუდე ბოლოს. მოქმედებას ცოტა ტვინიც უნდა დააყოლო მირანდა და მთელი ქალაქის სალაპარაკო არ გახდე, რომ ვიღაც კაცის საყვარელი ხარ.
- ჩემს ს*რ ყოფილ ქმარს ნუ ადარებ. მირიანი ვიღაც არ არის! - ცდილობდა ტონი ეკონტროლებინა ქალს - და თუ ჩვენს ურთიერთობას საყვარლობას დაარქმევენ, ფეხებზე . საერთოდ არ მადარდებს, ვინ რას ილაპარაკებს. პირიქით, მირჩევნია ენა არ გააჩერონ, დაე, მთელმა ქალქმა და ქვეყანამ იცოდეს, ვინც მიყვარს.
- მესმის, რომ წინა ტიპი ვირი აღმჩნდა და ახლა ძალიან მოგხიბლა მირიანის გარეგნობამ, მზრუნველობამ, მისმა მანერებმა, მაგრამ თუ არ დაშორდები, მერე ძალიან გვიანი იქნება. მერე შენს გატეხილ გულს მე ვეღარ ვუშველი მირანდა. ძალიან მიყვარხარ და შენთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა... - ვახო ვერც კი ალაგებდა აზრებს ნორმალურად, იმდენად დამძიმებული და სასოწარკვეთილი ჩანდა.
- ვერ მივხვდი, რატომ უნდა დავშორდე? - გაეცინა გოგოს. იმდენად აბსურდულად მიაჩნდა მირიანთან დაშორება, რომ სიცილის გარდა, არაფერი შეეძლო.
- ნურაფერს მკითხავ, გთხოვ. უბრალოდ დაშორდი და სხვა ნებისმიერი შეიყვარე, ოღონდ მირიანი არა.
- მაგარია - გადაიხარხარა მირანდამ - ჩემი სიკვდილი გინდა?
- არა, შენი სიკვდილი არ მინდა შვილო.
- ჰო და ძალიან კარგი, იმიტომ, რომ მირიანი ჩემი სიცოცხლეა და მის გარეშე მოვკვდები. მე კი არ მინდა ჩემი სიკვდილი, როგორც ჩანს, არც შენ ... გამოდის, რომ დავზავდით.
- მირანდა, სიკვდილზე უარესი იქნება, რა უბედურებასაც ეგ კაცი მოგიტანს - უშედეგოდ უმტკიცებდა ვახო.
- ამ დღეებში, გაგაცნობ და სულ არ მაინტერესებს, მოგწონს თუ არ მოგწონს. თავი მოიკატუნე, რომ გადაირიე. ამ კაცთან ერთად ვაპირებ მთელი ცხოვრების გატარებას, ამ კაცისგან გეყოლება შვილიშვილები... ამიტომ, მოდი ჩემი და მირიანის დაშორების თემას ნურასდროს განვიხილავთ, კარგი? - ყავაც არ დალია, ისე მივიდა გასასვლელამდე მირანდა.
- ძალიან ინანებ და წინასწარ ვფიქრობ, რა გიშველო - ჩაილაპარაკა იმედგადაწურულმა ვახომ.
ვახოს ახალგაზრდობა გაახსენდა. დიდი ხნის წინ, მის ცხოვრებაში მომხდარი ამბავი, რომელმაც სამუდამოდ შეუცვალა მომავალი. ყველაფერი შეუცვალა. მიხვდა, რომ წარსული ცოდვებისთვის, პასუხისგების დრო უკვე მოახლოებულიყო და ყველაზე მტკივნეულად გადაიხდიდა საფასურს - მირანდათი.
ვახო ახალგაზრდობაში ძალიან სიმპათიურ, გავლენიან და სასურველ მამაკაცად ითვლებოდა. როგორც იმ პერიოდში იტყოდნენ, „საოცნებო სასიძო“. მხოლოდ ერთი პრობლემა ჰქონდა მუდამ, პრობლემა, რომელიც სასურველ ადამიანებს აქვთ ხოლმე - არასასურველი იყო იმისთვის, ვინც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.
ერთ დღეს, მანქანიდან გადმოვიდა და ზუსტად გოგონას წინ აიტუზა სახეგაბადრული. ბედნიერი, გულში იმედის ნაპერწკალი დასთამაშებდა. განსაკუთრებულ ბედნიერებას ამ ქალის დანახვა ანიჭებდა მუდამ.
- გამარჯობა - მიესალმა ქერა მანდილოსანს, რომელსაც ბაგეები მალინისფრად შეეღება, თვალები კი ოცნებისფრად უელავდა.
- გამარჯობა ვახო - გაუღიმა გოგონამ მორიდებულად.
- პაემანზე არ წამომყევი, არადა რესტორანში მინდოდა შენი წაყვანა.
- აქვე მითხარი თუ რამე გაქვს სათქმელი, გთხოვ - შეევედრა.
- მინდა, რომ... მოკლედ.... - ხელის კანკალით ჯიბიდან ლამაზი ბეჭდის კოლოფი ამოიღო და გოგონას თვალწინ გახსნა. ოქროს ბეჭედზე, ბრჭყვიალა ბრილიანტის თვლები მზესავით კაშკაშებდა. ყველა ქალი იოცნებებდა ალბათ ვახოს მსგავს მამაკაცზე და ბეჭედზეც, რომელიც ზუსტად გადმოსცემდა ამ კაცის ფინანსურ მდგომარეობას. - ცოლად გამომყევი - აღმოხდა ვახოს.
- ვაიმე, დედა - გულზე ხელი დაიდო გოგომ. უცნაურია, მაგრამ ბეჭდისთვის არც შეუხედავს, ოთხმოცდაათიანების ჭორიკანა მეზობლები ფეხებზე დაიკია და სიგარეტს გაუკიდა ნერვიულად.
- რას იტყვი? შემიძლია დრო მოგცე, არ ვიჩქაროთ, მაგრამ ეს საჩუქრად დაიტოვე, გქონდეს.
- მაპატიე, არ შემიძლია, მაგას ვერ გამოგართმევ. - უხერხულად გაუღიმა გოგომ. - ვერც ცოლად გამოგყვები ვახო.
- დროს მოგცემ - ხავსს ეპოტინებოდა კაცი.
- მაპატიე, მაგრამ სხვას მივყვები - უთხრა გოგონამ. ვახო ცდილობდა, მის თვალებში სინანული დაენახა ან წამიერი გრძნობა მაინც დამჩნეოდა კაცის მიმართ, მაგრამ უშედეგოდ... გოგონა კატეგორიული იყო, მხოლოდ სიბრალულს გამოხატავდა მზერით.
- ვის მიჰყვები? - ღრმად ჩაისუნთქა ვახომ. შუბლის ძაღვი სიბრაზისგან დაეჭიმა, სისხლმა კი პირდაპირ ტვინში დაარტყა შოკისგან.
- რა მნიშვნელობა აქვს?
- აქვს! ხო იცი, რომ მაინც გავიგებ? შენ მითხარი, სჯობს შენგან ვიცოდე.
- გიორგი ქავთარაძეს მივყვები ცოლად - საქმროს სახელს განსხვავებული, უფრო ტკბილი და მოსიყვარულე ხმით წარმოთქვამდა თინა. უბრალოდ თვითონ ვერ აცნობიერებდა.
- გიყვარს?
- ძალიან.
- თქვენ არ დაქორწინდებით! - დარწმუნებით წარმოთქვა გაცოფებულმა ვახომ და მანქანაში ჩაჯდა, გიჟივით გაეცალა იქაურობას.

სახლში მისული მირანდა უგუნებოდ მიესვენა ტახტზე და მირიანის მოსვლას დაელოდა. კაცი მალევე მოვიდა შინ. მირანდას ცნობისმოყვარე მზერით შეხედა.
ეტყობოდა, ყველაფერი ვერ იყო რიგზე.
- ვახომ გაჭედა - გაეცინა ქალს. ძალიან დაღლილი სახე ჰქონდა, ბრძოლიდან გამოქცეულს ჰგავდა.
- რას მიწუნებს?
- იმას, რომ კაცი ხარ - გაეცინა მირანდას და გვერდით მჯდომს მხარზე თავი დაადო - მესმის მისი. ერთხელ უყვარდა ქალი და ისიც სხვას გაჰყვა, როგორც ვიცი. იმის მერე ცოლი არ მოუყვანია. 13 წლის ვიყავი, როცა მშობლები დავკარგე და საკუთარი ცხოვრებისთვის ვეღარ მოიცალა, მე შემალია ყველაფერი. იმედი გავუცრუე, ძალიან საშნელ კაცს გავყევი ცოლად და ახლა ეშინია, იგივე შეცდომა არ დავუშვა.
- გავიცნობ, დაველაპარაკები და დარწმუნდება, რომ ნორმალური ვარ.
- რა თქმა უნდა. საკმარისია შემოგხედოს ადამიანმა... ნორმალური კი არა, არანორმალურად კარგი ხარ.
- მესმის ვახოსი. საოცარი ქალი ხარ, ვფიქრობ, არავინაა საკმარისად კარგი შენთვის.
- ამას საკუთარი შეყვარებული მეუბნება? ნუ გადამრევ.
- კარგი, ვჩუმდები - გაეცინა მირიანს - გინდა გაგამხიარულო და შოკში ჩაგაგდო?
- გისმენ.
- გივისთან ავედი დღეს დილით. ტელეფონზე არ მპასუხობდა და ვიფიქრე, გავაღვიძებდი. იცი ვინ დამხვდა იქ?
- არა.
- ნატალი.
- ვინ ნატალი?
- შენი დაქალი.
- არ არსებობს - თვალები გაუფართოვდა მირანდას და ფეხზე წამოხტა. - შეუძლებელია,
- რამდენიმე დღეა ასე ყოფილან. ვიფიქრე, იქნებ მოეწონათ ერთმანეთი, ან რა ვიცი, შეუყვარდათ-თქო.
- შეუყვარდათ არა ის - ხელი აიქნია მირანდამ - სექსის ხამები. ღმერთო, როგორ მეშლება ნერვები. ხომ შეიძლებოდა, ჩემი შეყვარებულის ძმაკაცს არ ჩამოჰკიდებოდა კისერზე?
- შეიძლება რამე პლიუსებიც ჰქონდეს მაგას. წყვილებში ვივლით გასართობად.... - მერე დაფიქრდა მირიანი - არა, ეგ არაა პლიუსი. მარტო მიყვარს შენთან ყოფნა.
- ჰო. შენც კაი უნახავივით მიფათურებ ხელებს სადაც არ უნდა ვიყოთ. ხალხში გამოსაჩენი აღარ ვართ.
- მერე და როგორ გწყინს ხოლმე? სულ ხელებში მირტყამ, მეტი აღარ მიქნაო.
- კაი რაა, არაა საჭირო იმის აფიშირება, რომ შენი ფათური მსიამოვნებს.
- აბა რას წუწუნებ?
- მე მაინც ნატალი არ ამომდის თავიდან. როგორ გადამახტა ასე?
- კაი, რა მოხდა? - წამოდგა და მირანდას ჩაეხუტა კაცი - რა ძველი ბიჭივით იქცევი?
- ძველი ბიჭივით?
- ჰო, თითქოს ძველი ბიჭის ძმაკაცს მაგისი და მოეწონა.
- რა სულელი ხარ - მირანდასაც გაეცინა.
- მოდი, რამე გემრიელი ვჭამოთ და გავმხიარულდეთ.
- კარგი - მთელი არსებით ჩაეკრა კაცის მკერდს. – „მე არასდოდეს“ ვითამაშოთ სოფლის ჭაჭით, გინდა?
- რა თქმა უნდა მინდა - გაეღიმა მირიანს.
ნახევარი საათის შემდეგ, ნამდვილ ბრძოლის ველს ჰგავდა მთელი სახლი.
- მე არასოდეს მქონია თვიური - წამოიძახა მირიანმა და მირანდამ მაშინვე გაბოროტებული სახით გადაჰკრა ოცგრამიანი.
- მე არასოდეს მასწრებს დილით ალიონზე გაღვიძებას ჩემი სასქესო ორგანო - სწერვულად გაუღიმა მირანდამ.
- მე არასოდეს ვაჯდები მძინარე შეყვარებულის ალიონზე გაღვიძებულ სასქესო ორგანოს - დაამატა მირიანმა.
- არ აჯდები! უდებ, შე დამპალო - დაუყვირა მირანდამ.
- თუ ჭკვიანად არ იქნები, ხვალ დილაზეც იგივეს ვიზამ. - ეშმაკური სახით დაემუქრა კაცი.
- გიჩივლებ! - თითი დაუქნია მირანდამ.
- რაზე მიჩივლებ? გვერდზე უბანში ესმით შენი ნეტარი წივილ-კივილი.
- ჯანდაბა, არასოდეს არავინ მყვარებია ისე, როგორც ახლა მიყვარს - თავისი ნებით დალია მირანდამ კიდევ ერთი ჭიქა.
- არც მე - მიბაძა მირიანმა სმაში.
- იდეალურები ვართ - კალთაში გადაუხტა ქალი.
- ბიონსე და ჯეი-ზი მიმიქარავს.
- კარდაშიანი და ვესტიც - მიაყოლა მირანდამ.
- ჩვენ ვართ ოთახში ჰაერზე მეტი.
- უნდა შემოხვიდე ამაღამ ჩემში - სიმთვრალისგან ამღვრეული თვალები მიაპყრო კაცს და ტუჩებში მიაფრინდა. პირდაპირ იატაკზე გაიშოტნენ. კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ძირს კოტრიალი, კარზე ზარს რომ არ აეყარა ორივე. - ვინმეს ელოდები? - ჰკითხა დამფრთხალმა ქალმა და ტანსაცმელი გაისწორა.
- არავის. - წამოდგა მირიანი, კარის ჭუჭრუტანაში გაიხედა და შემდეგ მირანდას შეხედა - ოჰ, სექს მუშაკები გვეწვივნენ.
- რაააა? ქალია? მოვკლავ - წამოიყვირა მირანდამ.
- რა ქალი გოგო, რა უნდა ქალს - გაეცინა მირიანს - ნატალი და გივი არიან - კარი გააღო. ორივე მოკრძალებული, დარცხვენილი და უჩვეულოდ მორიდებული სახეებით იდგნენ. ნატალის ტორტის დიდი ყუთი ეჭირა.
- ოჰ - ბანცალით წამოდგა მირანდა და მირიანს ჩამოადო იდაყვი მხარზე. - ბიონსე და ჯეი-ზი ვერა, მაგრამ აგერ ესენი გადაგვიჯოკრავენ - ირონიულად გაეღიმა.
- ოჰ, დაითრია კაცი და გასწერვდა - ჩაისისინა ნატალიმ.
- ჰო, შენ სულ სწერვა იყავი, რაც თავი მახსოვს. შესაბამისად, აბა უნარებში წავივარჯიშოდ... სულ გყავდა კაციიი - ხელები განზე გაშალა სიცილით და ლამის გადავარდა. მირიანმა გადაარჩინა ძირს ზღართანს.
- კაი, ნუ დაჭამეთ ერთმანეთი - თქვა გივიმ და სახლში შემოვიდნენ. - ნახე, რას გუგუნებენ.
- თქვენ შეგეკითხებოდით - ჩაიჩურჩულა მირანდამ.
- ამას რა სჭირს, სიმთვრალეში აგრესიულია? - ჰკითხა ნატალიმ მირიანს.
- არა, მშვენიერი ხასიათი აქვს - უპასუხა კაცმა სიცილით - ცოტა უცნაურობები კი ახასიათებს - შეხედა მირანდას, რომელსაც ჩანგალი ეჭირა და ისე უყურებდა, როგორც სამუზეუმო ექსპონატს.
- რა ლამაზია - ახითხითდა ქალი.
- ძალიან საყვარელო, ახლა მომეცი - ფრთხილად გამოართვა ჩანგალი და სადღაც გადაუმალა.
- რამე მოწიეთ? - ჰკითხა გივიმ სიცილით.
- არა, რა მოწევა გვინდოდა -ქალს ახლა ხელი ჩამოაცილებინა სახიდან, რომელსაც საკუთარ ყბაში იშენდა.
- ჰო, არა, ეგ ზედმეტი იქნებოდა - დასცინა ნატალიმ.
- ძაან გაბუჟებული ვარ - გადაიხარხარა მირანდამ.
- რა დალიეთ ამდენი? - იკითხა გივიმ.
- ჭაჭა.
- ჩვენც გვინდა - სახე მოეღუშა ნატალის.
- გამოიტანეთ მერე და დაგვეწიეთ. მაგიდაზე დევს შემოსასვლელში. თან „მე არასდროს“ თუ ითამაშებთ, მე და მირანდა თქვენი ყურებით გავერთობით.
- ნამცხვარსაც შევჭამთ - ტორტი დაჭრა მირანდამ და მირიანის კალთაში მოკალათდა.
- გვამაიმუნებენ ამხელა ხალხს - თავი გააქნია გივიმ.
- მე არასოდეს მიკოცნია გოგოსთვის - ჩაილაპარაკა მირანდამ.
- რა არის ვერ გავიგე? - წაიბუზღუნა ნატალიმ და გივისთან ერთად დალია.
- უყურე ამას - გაეცინა მირიანს. - მე არასდოდეს მქონია ჯგუფური სექსი - დაამატა მირიანმა და ყველამ დალია, მირანდას გარდა.
- მეღადავებით? - გული გაუსკდა გოგოს.
- რა მოხდა, ორი ქალი ვიყავით.
- და მე ერთი კაცი ვიყავი - სიამაყით განაცხადა გივიმ.
- იმედია შენც ამათთან არ იყავი - მიუბრუნდა მირანდა მირიანს.
- არა, მე უბრალოდ, დალევა მინდოდა - დაამშვიდა სიცილით კაცმა.

* * *

დილას მირანდა უჰაერობამ გააღვიძა. საბანში მთლიანად გახვეულიყო და ყველანაირი სასუნთქი გზა მოეჭრა. საბანი, რომ გადაიხადა, პირველი შეგრძნება თავის ტკივილი იყო, მეორე შეგრძნება კი მირიანის დანახვით გამოწვეული ღიმილი. მკვდარივით ეძინა, ცალი მკლავი მირანდას საბანზე გადმოედო.
რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ თავისი ჭაობისფერი თვალები გაჭირვებით გაახილა კაცმა და მირანდას შეხედა.
- რომელი საათია?
- მამალმა უკვე დაიყივლა - გაეცინა ქალს.
- დღეს დედაჩემი უნდა გაგაცნო.
- ღმერთო - გადაიხარხარა მირანდამ და მერე ისეთი თავის ტკივილი იგრძნო, ეგონა საწოლად ჩავარდებოდა.
- რა ღმერთო?
- რა და, უცებ წარმოვიდგინე, ასეთ მდგომარეობაში რომ მნახოს დედაშენმა.
- თმა გაქვს თივის ზვინივით, თორე დანარჩენი არა გიშავს - დააწყნარა მირიანმა.
- ჩემი ოცნების პრინცი ხარ შენ - ნელა მიუტანა თავი სკაოცნელად, მაგრამ ტუჩები რომ კაცის ბაგეებს შეახო, ვეღარ გაამოძრავა, ასე, მიწებებული დარჩა. თავი სტკიოდა ზედმეტად.
- რა ჯანდაბაა - მოესმათ ნატალის ხმა გვერდითა ოთახიდან. - თავი მისკდება
- ეს აქ დარჩა? - ჰკითხა მირანდამ მირიანს.
- კი, შენ უკვე გათიშული იყავი, რო მოვიდა.
- მოსვლა მახსოვს, მაგრამ დედაშენი როგორ გავიცნო? თვალები ჩალურჯებული მაქვს? ძალიან გამხდარი ვარ? - ანერვიულდა მირანდა.
- ძალიან ლამაზი ხარ და თვალებს ვუშველით.
- ვაიმე, ანუ ჩალურჯებული მაქვს. შენი ბრალია, არ უნდა მოგეცა დალევის საშუალება ჩემთვის - ყველაფერი კაცს მიაბრალა.
- კაი, რა მოხდა.
- საშნლად ვარ, ღამეც ცუდად გავხდი... გულიც ხომ არ ამერია?
- კიი, მთელი ღამე შენი შუბლი მეჭირა უნიტაზთან - გაუღიმა კაცმა.
- ჯანდაბა - სახეზე ხელი აიფარა სირცხვილისგან.
- რა ჯანდაბა გოგო, მე რო გული მერეოდეს, არ მომხედავ?
- ჩემს ხელებში აგარევინევ - გაეცინა მირანდას - მაგრამ მე ლამაზი უნდა გახსოვდე ყოველთვის და არა ისეთი, პირიდან არაყს რომ ვასხავ.
- როცა სიყვარული აგიხსენი, ისიც ვიგულისხმე, რომ პირიდან არყისმსხმელიც მეყვარებოდი.
- რა რომანტიკულია - მოესმათ ისევ ნატალის ხმა, რომელიც საძინებლის კარეთან ატუზულიყო და წინა ღამიდან შემორჩენილ ტორტს ჭამდა.
- სადაა შენი მიჯნური? - ჰკითხა მირიანმა.
- გადაივლო და რაღაც საქმეზე გავარდა. ჩემი მიჯნური არ არის - დაუბღვირა ნატალიმ.
- დღეს მირიანის დედა უნდა გავიცნო და რა ჩავიცვა? - ჰკითხა მირანდამ.
- კაბა ჩაიცვი, შენს ფეხებს კარგად გამოაჩენს, მაგრამ დეკოლტე არ გინდა. ყველა ნეკნი გეტყობა, მკერდი პატარა გაქვს, ლავიწის ძვლები ზედმეტად გამოწეული. სახეზეც ნიღაბი გაიკეთე, თორემ ცარიელი ძვლები ხარ. პახოდუ, ქირურგთან გაიქეცი, საღამომდე ცხვირის ოპერაცია, რომ მოასწრო.
- ვაიმე მირიან - აღმოხდა მირანდას - რატო შეგიყვარდი ასეთი მახინჯი?
- ნუ აპანიკებ რაა - დაუბღვირა მირიანმა ნატალის. - ყველაზე ლამაზი ხარ!
- ვგიჟდები ამის დაბნეული, სასოწარკვეთილი და გატანჯული სახის ყურებაზე - ენა გამოუყო ნატალიმ.
საბოლოოდ, შარვალი და პიჯაკი ჩაიცვა მირანდამ თავისი ძვლების დასაფარად და ნაშუადღევს ყველა ნერვის კანკალით გაჰყვა მირიანს მისი მშობლების გასაცნობად.
- თმა ლამაზად მაქვს? - ჰკითხა ქალმა უკვე კართან რომ იდგნენ.
- ძალიან ლამაზად გაქვს - დაამშვიდა მირიანმა.
- ზედმეტად დიდი შუბლი ხომ არ მიჩანს შეკრულ თმაში?
- არა. იქნებ დავრეკოთ ზარი?
- დამაცადე - ღრმად ჩაისუნთქა ქალმა. - დარეკე.
კარი მზიამ გააღო.
მთელმა ღემ მშვენივრად ჩაიარა. მირანდა გრძნობდა, რომ მირიანის მშობლებს ძალიან მოეწონათ. თვითონ აღარც კი ახსოვდა ერთიანი ოჯახის გემო და ახლა გული სითბოთი ევსებოდა, როცა მათ ნაწილად მიიჩნევდა საკუთარ თავს. მირიანს გაუცნობიერებლად სიყვარულითა და მადლიერებით სავსე მზერით მიაჩერდებოდა ხოლმე, როგორც ცხოვრების ერთადერთ იმედს, რომელმაც კვლავ სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა.
იმასაც ხვდებოდა, ამ ბედნიერი ოჯახის მიღმა, რაღაც დიდი სევდა და წლების წინ დამჩნეული ტკივილის კვალი არ გამქრალიყო. შეუძლებელიც იქნებოდა ალბათ ისე ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა, რადგან ყველა ადამიანის ცხოვრებაში ქრება, კვდება და იკარგება ხალხი, რომელიც უყვართ, თუმცა თვალებისგან შორს ყოფნა, სიყვარულს ვერასოდეს გაანელებს.
საღამოს, მირანდამ და მირიანმა ფეხით გაისეირნეს ქუჩაში. ნაწვიმარი იყო, ბნელოდა და ციოდა, მაგრამ სიხარულისგან სიცილის შეკავება არ შეეძლო ქალს.
- რა გაცინებს? - ჰკითხა მირიანმა ღიმილით.
- ძალიან ბედნიერი ვარ - უპასუხა მირანდამ.
- მეც ბედნიერი ვარ. ძალიან მოეწონე ყველას, დათუნას აქამდეც მოსწონდი.
- კარგია, ძალიან კარგია - ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო ქალი.
- მოგწონს?
- მომწონს.
- დარჩები ჩვენთან?
- კიი, სამუდამოდ დავრჩები. - კაცის კისერს ჩააფრინდა და ცხვირი ცხვირზე მიადო. - შენ?
- მეც დავრჩები შენთან - ქალის ტუჩებს დაეწაფა მირიანი.
* * *

მეორე დღეს მირიანი სამსახურში, თავის კაბინეტში იჯდა. რამდენჯერმე თავის მდივანსაც შეხედა და გაეცინა, მირანდას ცუდად ჰყავდა ამოჩემებული ეგ გოგო, არადა კარგის მეტი არასდროს არაფერი ახსოვდა კაცს მისგან. უცნაურად ეჭვიანი იყო მირანდა მომენტებში, თუმცა ისეთი საყვარელი სანახავი, რომ მირიანს ეს თვისებაც მოსწონდა.
თვითონაც გაკვირვებული იყო იმ დღით, რადგან რამდენჯერმე გაეპარა თითები და საქორწინო ბეჭდების სურათები დაგუგლა. ფიქრობდა, ჯერ ადრე იყო, მაგრამ ნაადრევი სიკვდილის გარდა, ყველაფერი ნაადრევი ნორმალურად მიაჩნდა თუ საღი გონებით მიიღებდა გადაწყვეტილებას....
- თქვენთან სტუმარია - მოულოდნელად, შემოუღო კარი მდივანმა. მირიანი ისე შეხტა, თითქოს პორნოს ყურებისას წაასწრეს.
- შემოუშვი - გაეცინა თავისი ქმედებით გაკვირვებულს, თუმცა ღიმილი სახეზე შეაშრა, როდესაც მზერა ერთ წერტილში გაუშეშდა. წერტილში, რომელიც ერთიანად საყვარელი და საზარელი იყო, მტკივნეული და საამური.
გაოგნებული შეჰყურებდა კარის ზღურბლთან მდგარ თინას, რომელსაც ქერა თმა ალაგ-ალაგ გასჭაღარავებოდა და მომღიმარი უმზერდა მირიანს.
- თინა - მხოლოდ ამის თქმა შეძლო კაცმა და სკამიდან წამოდგა.
ქალი სწრაფი ნაბიჯით მივიდა მასთან. გულში პატარა ბავშვივით ჩაიკრა და ხელები მაგრად ჩაბღუჯა.
- შარითაც, რომ იმას ჰგევხარ - ამოიოხრა თინამ.
- მშვიდობაა? - ჰკითხა გაოგნებულმა მირიანმა.
- მე ძირითადად უბედურების მაცნე ვარ... დაცდილი მაინც არ გქონდეს - მწარედ გაეცინა თინას. ახასიათებდა ეს შავი.
- რა მოხდა?
- რა მოხდა და არასწორი გოგო შეგიყვარდა, როგორც შენს ძმას.

სამი თვის შემდეგ:

- ასე ცხოვრება არ შეიძლება - ნატალი ცდილობდა კივილში არ გადასვლოდა ლაპარაკი, თვალებდასიებული მირანდა მაგიდასთან იჯდა, ფეხები სკამზე აეკეცა და თითქმის არაფერს ამბობდა - რამდენი თვე გავიდა, რამდენი?
- სამი თვე, ორი საათი, ოცდახუთი წუთი... - უპასუხა მირანდამ დაბალ ხმაზე. რაღაცეები საოცრად შეცვლილიყო მის გარეგნობაში. ზოგი მოგონება ტვინიდან ამოშლოდა და მხოლოდ კადრებიღა ახსოვდა. ახსოვდა მირიანის ჭაობისფერი თვალები, ჩამქრალი, გალეული და იმედგადაწურული სახით რომ უხნიდა რაღაცას. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რას ხსნიდა, თვითონაც იცოდა, რომ ასაწორად ხსნიდა.
- ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ვახოსთვის ვაპირებდი მეთქვა წინა თვეში რაც გააკეთე, მაგრამ... - ამოიოხრა ნატალიმ.
- რაც გინდა ის უთხარი - მიუგო მირანდამ. უცნაურია, აქამდე არასდროს ყოფილა უხეში. განსაკუთრებით, მეგობრის მიმართ, თუმცა ახლა ზუსტად აღარ იცოდა, ჰყავდა თუ არა მეგობრები, ჰყავდა თუ არა საკუთარი თავი და ჰქონდა თუ არა ცხოვრება. მირანდას გარეგნობაშიც რაღაც-რაღაცეები შეცვლილიყო. გრძელი, ხავერდივით გლუვი და ბზინვარე თმებიდან ჭაღარები ალაგ-ალაგ ისე ანათებდა, თითქოს საუკუნეები გასულიყო.
- რა მაგარია, მელირება გაიკეთე? - ჰკითხა ერთხელ კაი ხნის უნახავმა ნაცნობმა, რომელიც მოულოდნელად შემოხვდა გზაზე. მირანდას გაეცინა, არაფერი უპასუხია, რაღაც ჩაიბუტბუტა და გაეცალა ნაცნობს. იმის მერე, ერთი-ორი ჭორი გავარდა, მირანდა ლომიძე გაგიჯდაო.
ჭორები ცოტათი კიდევ მომრავლდა, როცა შუა სპექტაკლზე, როლში ვერშესული გოგო თვალებს უაზროდ აცეცებდა მაყურებლისკენ. ჩაბნელებულ სკამებში ერთს ეძებდა, ერთ განსაკუთრებულს და რომ ვერ იპოვა, შუა სცენაზე აუტყდა ტირილი.
- მირანდა, შენთვის სულ ერთია, ვახოს ეცოდინება თუ არა? - ჰკითხა გაგიჟებულმა ნატალიმ. არ უნდოდა, შემჩნეოდა, რომ თვალზე ცრემლები მოადგა. ყოველთვის ეტირებოდა მირანდას ყურებისას, ყოველთვის ახსენდებოდა წინა თვეს რომ მეგობრის სახლის კარის შემტვრევა მოუწია და აბაზანიდან მისი მომაკვდავი სხეულის ამოყვანა...
- ვახოს? - კითხვა უკან დაუბრუნა მირანდამ. ვახოც იმის მერე აღარ ჰყავდა ნანახი, რაც მირიანთან უკანასკნელი ლაპარაკის შემდეგ მიუვარდა სამსახურში. გამწარებული და სასოწარკვეთილი იყო, აღარც სხეული ემორჩილებოდა, აღარც გონება. მაგიდიდან ნივთები გადმოუყარა, გაანჩხლებული ყვიროდა რაღაცეებს, ტიროდა, საკუთარი ცრემლებისგან ისე დასველებოდა ტანსაცმელი, თითქოს კოკისპირულ წვიმაში მოჰყვა.
- ეს გინდოდა? - კიოდა მთელ ხმაზე - ხო ეს გინდოდა? რა დავაშავე? მე რა დავაშავე? შენ გამო რატომ ვისჯები? - ვახოს პასუხს არც ელოდეა და აზრიც არ ჰქონდა ლოდინს. კაცმა არ იცოდა, რა ეთქვა. თვითონაც ხვდებოდა, დამნაშავე იყო მირანდას წინაშე, თუმცა სხვა დანაშაულს არ იხსენებდა, არ შეეძლო მისი გახსენება.
- რაზე ჩაფიქრდი? - გამოაფხიზლა თვალგაშტერებული მეგობარი ნატალიმ.
- ჩემს კარიერაზე.
- მშვენიერია, რომ ჯერ კიდევ ფიქრობ. სანამ ყველაფერი არ დაგიკარგავს, დროა, თეატრს დაუბრუნდე.
- თეატრს? - ცალი ტუჩი კვლავ ცინიკურად აპრიხა მირანდამ - თეატრს თავი იმიტომ დავანებე, რომ ჩემი ცხოვრება დაემსგავსა სპექტაკლის თამაშს - განრიცხებული ფეხზე წამოხტა - ვთამაშობ, რომ ცოცხალი ვარ, ვთამაშობ, რომ სუნთვის ხალისი მაქვს, ვთამაშობ, რომ....
ძლივს ამოისუნთქა, გული აჩქარებოდა და წნევა ჰქონდა აწეული.
- დაჯექი - მხრებში ხელები ჩაავლო ნატალიმ და ტახტზე ჩამოსვა. - სადაა შენი წამლები?
- უნიტაზში. უკვე ჩავრეცხე და ამიტომ, დიდად ნუ შეიწუხებ თავს ამოღებით.
- ჯანდაბა - მირანდას გვერდით დაემხო ღონემიხდილი - რატომ გადაყარე?
- იმიტომ, რომ მაბრუებდა. შენ გგონია, ეს წამლები ადამიანს ტკივილის ატანაში ეხმარება? ჩემი თვითმკვლელობის მცდელობა სხვა კი არაფერი იყო. ყოველ დღე მკტივა, თითქოს გული ვიღაცამ ნაჯახით დამიჭრა და დაუსრულებლად გადმოედინება სისხლი, ჩანჩქერივით მოთანთქარებს, სულის ყველა კუნჭულს მიწვავს, ყველაფერს ანადგურებს, მაგრამ როცა წამალს ვსვამ, გაორება მემართება - სისხლი მაინც მოდის, მე კი შორიდან ვუყურებ წითელ მდინარეს, ფიზიკური ტკივილი ქრება, თუმცა სულიერს ვერ ვეგუები. წამლების გარეშე, ჩემი ხორც და სულიც ისე შეხმატკბილებულად იწვიან ჯოჯოხეთის ცეცხლში, მათი დაშორება დიდი ცოდვაა.
- რა გიშველო, მეც აღარ ვიცი. მივალ და გავუხეთქავ თავს იმ დამპალს!
- ჩემთვის სიკვდილი, რომ გეცლია, თვითონ დაიბრიდავდა თავს. საკუთარი თავის კი არა, მაგის დასჯა მინდოდა.
- და რა? ციდან დაინახავდი, როგორ დაიტანჯებოდა?
- მე რა ვიცი, საიდანმე დავინახავდი. ქვესკნელიდან დავინახავდი.... - აქვითინდა მირანდა - რამენაირად ხო დავინახავდი, უბრალოდ თვალს მაინც მოვკრავდი.... ვნახავდი - ცრემლებს მაჯით იწმენდდა.
- მირანდა - ჩაიჩურჩულა ნატალიმ და ასლუკუნებული მეგობარი მკერდზე მიიხუტა.
- ვიცი რაც უნდა ვქნა, ვიცი.
- სისულელე არ ჩაიდინო, გთხოვ.
- არა, სიცოცხლეს აღარ გამოვეთხოვები. ისედაც, კაი ხანია, თვითონ გამომეთხოვა.
- ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება, აი ნახავ - ამშვიდებდა ნატალი - მოვა დრო და აღარ გეტკინება. წარმოიდგინე, ბავშვობის ჭრილობისგან, რომ შრამი გაქვს, ზუსტად ისე იქნება. დაინახავ, ხელს დაადებ და აღარ გეტკინება.
- ეს შრამი სულ მეტკინება. ეს სხვანაირი შრამია, გულზე მოყენებული ჭრილობა დაშრამებამდე ვერ აღწევს, სულ გადახსნილია და სამუდამოდ სტკივათ ადამიანებს.
- ფსიქოლოგთან მაინც ვიაროთ რაა - უკვე ვედრების ტონი ჰქონდა ნატალის.
- და რა უნდა მითხრას ახალი? რომ არ შეიძლება იმის სიყვარული, ვინც მიმატოვა. მირ... ვერც ვამბობ ნორმალურად მაგის სახელს. მეტყვის, ცუდი ტიპია, ნუღარ გიყვარს, ფუ მაგის, გადაეჩვიეო და მეც აღარ მეყვარება?
- ფუ მაგისო არ გეტყვის.
- სამაგიეროდ, მე ვამბობ! ფუ, მაგის! - მაცივარი გააღო და ერთი ბოთლი წითელი ღვინო გამოიღო. - დალევ?
- არა და სჯობს შენც არ დალიო. ისედაც ბევრს სვამ ამ ბოლო დროს.
- კაი ერთი - ჭიქაში ჩამოასხა და ისე გადაჰკრა, თითქოს ლიმონათი ყოფილიყო. - სხვანაირად ვეღარ ვიძინებ თუ არ გავილეშე ბოლომდე.
- დაიძინე გთხოვ.
- არ დაიღალე ჩემი ყარაულობით?
- არა. შენ გგონია, დავჯდები და გულხელდაკრეფილი გიყურებ, როგორ ინგრევ ცხოვრებას? სამსახური მაინც გჭირდება, როდემდე უნდა გეყოს შენი დანაზოგი?
- სხვათაოშირს, ვიფიქრე, რომ ეს სახლი გამეყიდა და რომელიმე გარეუბნის ერთოთახიანში გადავსულიყავი. ყველა მეზობელი უკვე ისე მიყურებს, როგორც საცოდავ, გაუბედურებულ საყვარელს, რომელიც მიაგდეს, მაგრამ აქ ყველგან მისი სურნელია. საწოლსაც მისი სურნელი აქვს, ჩემს ტანსაცმელსაც.
- სახლის გაყიდვას ნამდვილად არ გირჩევდი,შემოგეხარჯება ფული.
- დაგროვილი ისედაც მქონდა. მაღაზია უნდა გავხსნა.
- რისი მაღაზია? - გაუკვირდა ნატალის.
- მიგდებული ქალების - იხუმრა მირანდამ და მერე თავადაც გაუკვირდა, სად ჰქონდა მაგის თავი.
- ღადაობის გარეშე - თვალები გადაატრიალა ნატალიმ.
- ყვავილების - გაუღიმა მირანდამ.
- სერიოზულად ამბობ? ყვავილების რამე გაგეგება?
- კი, ლამაზ თაიგულებს ვამზადებ. ძალიან იშვიათი ყვავილების ბოლქვები გამოვიწერე, გაზაფხულისთვის მოესწრება.
- მშვენიერი აზრია, მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ. - აღფრთოვანება ვერ დამალა ნატალიმ - ყველას ვეტყვი, რომ შენს მაღაზიაში იყიდონ ხოლმე.
- ჰო, მემგონი კარგი იქნება.
- სად გახსნი მაღაზიას?
- ბარნოვზე - უპასუხა მირანდამ ღიმილით.
- სულ ტყუილად გამეხარდა - თავში ხელები წაიშინა ნატალიმ - რა გავაკეთო, რა წყალში გადავვარდე? სისულელე ჩაგიფიქრებია, სხვა ნებისმიერი ქუჩა უნდა აგერჩია.
- მშვენიერი ფართი იყიდება და ნაწილობრივ, ფასშიც ვეტევი.
- ბარემ, პირდაპირ მირიანის მეზობლად გეყიდა ეგ შენი ფართი.
- თითქმის მირიანის მეზობლადაა - დაუდასტურა მირანდამ და სიგარეტს მოუკიდა.
- მე კი მეგონა, რომ ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებდი.
- მოიცა, ფიქრობ, რახან მის სახლთან ახლოს ვიმუშავებ, ყოველ შესაძლებლობაზე კისერზე ჩამოვეკიდები?
- არა, რა ვიცი. - დაიბნა ნატალი - ცუდი იდეაა, ხშირად ნახავ და ემოციურ მდგომარეობას გაგიუარესებს.
- მე მეტი უარესი არაფერი დამემართება. იმან იკითხოს... - გაეღიმა მირანდას, სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა და საძინებლისკენ გაემართა - ვიღაც ქალმა დათაგა სურათზე, ჩახუტებულები იყვნენ.
- იქნებ მეგობარია?
- მნიშვნელობა არ აქვს.... ვიძინებ მე, შენ რას იზამ?
- მეორე საძინებელში დავიძინებ, შენთან ღამე წოლა საშიშია.
- მეც ეგრე ვფიქრობ - ორივეს გაეცინათ.
მირანდამ ნელა შეახო ხელი თეთრ ზეწარს. ჯერ კიდევ შემონახული მოეჩვენა საყვარელი მამაკაცის სითბო. წარმოიდგენდა ხოლმე, გვერდზემწოლი მირიანის სუნთქვას როგორ აყოლებდა თავის გულისცემას, წარმოიდგენდა ჰაერს, მისი არომატით გაჯერებულს. თითქოს ისე ახლოს იყო, რომ ხელის ერთი გადმოყოფაც საკმარისი იქნებოდა...
- მითხარი, რომ აქ ხარ - ჩაიჩურჩულა მირანდამ.
- სად უნდა ვიყო? - გაიგო კაცის პასუხი. სიბნელეში მის სახეს ვერ ხედავდა, ნელა გააცურა ხელი მირიანისკენ.
- არ წახვიდე რა -შეევედრა ქალი.
- აქ ვარ - ქალის სხეულს მკლავი შემოჰხვია. მერე უხერხურად შეიშმუშნა და წამოჯდა.
- რა გჭირს? - ჰკითხა მირადამ.
- არ ვიცი - ძლივს სუნთქავდა.
- გადაღლილი მეჩვენები - ზურგზე შემოეხვია საყვარელ კაცს.. თეთრი პერანგი ეცვა, ზუსტად ის პერანგი, მირანდას, რომ ყველაზე მეტად უყვარდა. - დასვენება გჭირდება - ყურში ჩასჩურჩულა ქალმა შემდეგ კი შეუჩერებლად დაუწყო ყელში კოცნა. მკერდზე რამდენიმე ღილი შეუხსნა, ნელა მოიარა ქალის ხელმა კაცის სხეული, ბოლოს კი მისი შარვლის უბეში გაჩერდა. - ჩემი ხარ, მე მეკუთვნი! - ეჩურჩულებოდა ყურში.
- შენ გეკუთვნი - პასუხობდა კაცი.
მირანდამ კაცის ასო ხელში მოიქცია, ნელა ეფერებოდა, შეუჩერებლად. მეორე ხელს მისი სხეულის სხვა ნაწილებში დააცურებდა, ყურის ბიბილოს მთელი ვნებით უწუწნიდა. მირიანის მძიმე სუნთქვა და სიამოვნებით აღსავსე ოხვრა ესმოდა... დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ამ კაცის სხეული სურდა, მისი ლაპარაკი, მკლავები, რომელიც ყოველთვის სახლში აგრძნობინებდა თავს....
- მირიან - წამოიყვირა მირანდამ. ნეტარებით აღსავსე წუთები სადღაც უკვალოდ გამქრალიყო - სად ხარ?
- მირანდა, რა გაყვირებს? - გაიგო შეშფოთებული ნატალის ხმა.
- აქ იყო, აქ იყო - ისტერიულად იმეორებდა ქალი.

* * *
ქალის ვაგ*ნა ისეთი სველი იყო, როგორც არასდროს. მკერდის თავები საგრძნობლად გამოჰკვეთოდა სხეულზე და უთრთოდა. მირიანი თავს არაფრით იცავდა. ასო ღრმად შეედო ქალის სხეულში, ყველაზე მძაფრ სიამოვნებას განიცდიდა, რომლის გახანგრძლივების სურვილი საოცრად ძლიერი იყო, თუმცა გააფთრებული ჩაფრენოდა მირანდას ტანს და სრული სისწრაფით უდებდა უფრო და უფრო ღრმად.
- გავგიჟდები, გავგიჟდები - კიოდა მირანდა. - უფრო სწრაფად, გთხოვ - კაცის თმას გამეტებით ექაჩებოდა, ფეხებს მთელი სიძლიერით უჭედა უკანალზე და სწრაფი სიამოვნებისგან გაოფლიანებული კივილს ვერ სწყვეტდა.
- მიყვარხარ - უმეორებდა კაცი.
- მიყვარხარ - ძლივს სუნთქავდა მირანდა.
შუაღამისას გამოღვიძებული მირიანი ნორმალურად ვერ აზროვნებდა. ხელი საწოლის მეორე მხარეს გააცურა. იცოდა, ქალის ადგილი ცარიელი იყო, მაგრამ ოდნავი იმედი მაინც ჰქონდა, რომ სიზმარი რეალობა იქნებოდა.
გაწბილებული წამოდგა საწოლიდან, სამზარეულოს მიაშურა და ცივი წყლის ბოთლი მოიყუდა. წყალი ისევ თავის ადგილას დააბრუნა, ცოტახანს საკუთარ თავზე დაფიქრდა - ზედმეტად ოფლიანი, სევდიანი და აღგზნებული იყო.
- ჯანდაბა - დაიღრიალა მთელ ხმაზე და მაგიდაზე მდგარი რამდენიმე ჭიქა ერთმანეთის მიყოლებით მიამსხვრია კედელს. ცოტახანში საკუთარ ქმედებაზე გაეცინა, თუმცა ეს სიცილი სიბრალულისა უფრო იყო. ძალიან ებრალებოდა საკუთარი თავი.
* * *
- უბრალოდ, მიდნოდა ის მაინც მცოდნოდა, როგორ ხარ - ეუბნებოდა ვახო მირანდას. დის შვილის ახლადშეძენილ მაღაზიას ზვერავდა, ზუსტად იცოდა, რატომაც აერჩია ეს ადგილი,
- გარშემოც ყველას ვებრალები ისედაც ჰო? - გაეცინა გოგოს.
- შენი ბრალი არ არის.
- შენი ბრალია! არ ვიცი, რა მოხდა შენსა და მირიანს, შენსა და გიოს და შენსადა თინას შორის, მაგრამ მე რა შუაში ვარ, მაგას ვერ ვხვდები. ბოლომდე მაინც არ გადანაშაულებ. მირიანს არანაირი მიზეზით არ მივატოვებდი. ჩემი მშობლების ავტოკატასტროფა ბიძამისის მოწყობილი რომ ყოფილიყო, მაგასაც ფეხებზე დავიკიდებდი. იმას კი ერთი წამითაც არ უფიქრია. ეგრევე მოაჭრა ჩემთან და ისე გადაუსვა ხაზი ყველა ბედნიერებას რაც განვიცადეთ, თითქოს რობოტი ყოფილიყო.
- საცემია.
- აბა ეხლა, მაგის ცემაღა გაკლია. - დაუცაცხანა მირანდამ.
- კარგი, კარგი, ხმას აღარ ამოვიღებ მაგ შენს ნაპრინცარზე. ის მითხარი, როგორ მიდის საქმეები?
- კარგად. რამდენიმე თაიგული უკვე მაქვს და კონსულტანტიც დავიქირავე. დღის პირველ ნახევარში - ის იმუშავებს, მე ყვავილებს მივხედავ კულისებიდან.


* * *

- დღეს ნიტას დაბადების დღეა - შეახსენა დათუნამ მირიანს, სახლიდან გამოსვლისას - საღამოს ავდივართ.
- შენ რომ არ მყავდე, არც ერთი ნათესავის დაბადების დღე აღარ მემახსოვრებოდა - გაეცინა მირიანს - რა ვაჩუქო, ბარემ ეგეც მითხარი.
- ყვავილებზე გიჟდება. ერთი პატარა გვირილაც რომ აჩუქოს ვიღაცამ, ეგრევე სურათს უღებს და სოციალურ ქსელში ტვირთავს.
- კარგი, ვარდებს შევუკვეთავ მაშინ. აქვე გაიხსნა ყვავილების მაღაზია და შევიაროთ ბარემ.
ორივემ მირანდას მაღაზიაში შეაბიჯა. კონსულტანტი გოგონა სალაროსთან იჯდა, მირანდა კი სხვა ოთახში გასულიყო და მირიანის ხმის გაგონებაზე ისე დაეხა თავბრო, გეგონება მოჩვენება უმღეროდა მეზობელი ოთახიდან.
- ლამაზი ყვავილებია - შეათვალიერა მირიანმა. - მიტანის სერვისი გაქვთ?
- გვაქვს.
- საღამოსთვის მინდა ვარდების თაიგული, რაც შეიძლება დიდი.
- კატალოგს დაგათვალიერებინებთ და აარჩიეთ - ქალმა სურათებით გატენილი ალბომი გადაუშალა.
- უცნაურია, კატალოგიო, რომ თქვით, მეგონა საიტს მანახებდით - გაუკვირდა მირიანს.
- საიტი ჯერ არ გაქვს. ფეისბუქ ვერდი გვაქვს, თუმცა მაღაზიის პატრონს სიამოვნებს თავისი ხელით რომ აკეთებს თაიგულებს და მერე ალბომში აკრავს სურათებს.
- საინტერესოა - გააეცინა მირიანს და ერთი თაიგული ამოირჩია - ეს ძალიან მომწონს - თეთრი და წითელი ვარდებით იყო გაფორმებული.
- მისამართი გვითხარით და ზუსტი დრო.
- შვიდისთვის... აქვე, 30 ნომერში ვარ, ერთი სადარბაზოა მხოლოდ და მეოთხე სართული.
- შვიდისთვის მოგართმევენ.
- გმადლობ - მირიანმა წინასწარ გადაიხადა ყვავილების საფასური და დათუნასთან მაღაზიიდან გამოვიდა, ძმა სკოლაში მიიყვანა.
მირანდა გოგონას ეძგერა დაქაჩული თვალებით.
- სოფო, ვარდებიო? - ჰკითხა განრისხებულმა.
- ჰო, ვარდებიო.
- გოგოსთვის უნდა?
- რა ვიცი - მხრები აიჩეჩა - სავარაუდოდ.
- ძალიან კარგი - საკუთარ თავს ვერ ერეოდა ეჭვიანობისგან.
მირიანის სოციალურ ქსელში შევიდა და იმ გოგოს სურათები დაათვალიერა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხშირად უწერდა კომენტარებს.
* * *
საღამოს მირიანს სახლში მოსვლა დააგვიანდა. კარი არ ჰქონდა ნორმალურად გაღებული, რომ მეზობელი გამოვიდა დიდი „ვენოკით“ ხელში.
- მითხრეს, რომ შენთვის გადმომეცა - ეშმაკურად უჟუჟუნებდა თვალებს მოხუცი ქალი.
- მადლობა თამრიკო დეიდა - გაეცინა მირიანს - მაგრამ ასეთი არ შემიკვეთავს
- არ ვიცი, მე ჩავიბარე და მოგეცი. ისე, გამიკვირდა, ცოტა შელახული იყო. ვინმე დაიღუპა?
- არა, ყველა ჯანმრთელი და ცოცხალია. ამჟამად.
- ის ლამაზი გრძელთმიანი გოგო აღარ გაკითხავს? - ახალი ინფორმაციის მოლოდინში, ჭორიკანა სახე აუციმციმდა თამრიკოს.
- ის ლამაზი გრძელთმიანი გოგო, ისევ ისეთი ლამაზია და გრძელთმიანი - სევდიანად გაეცინა მირიანს - ღამე მშვიდობისა - დაემშვიდობა ინფორმაციის გარეშე დარჩენილ მეზობელს.
- რა უბედურებაა - ჩაილაპარაკა თავისთვის და საათს დახედა. რვა საათი იყო, ჯერ კიდევ ღია უნდა ყოფილიყო მაღაზია. გაბრაზებული ჩავიდა ეზოში თაიგულიანად და მირანდას მაღაზიაში შეაჭრა. - არის ვინმე?
კარი ღია იყო, თუმცა არავინ ჩანდა.
- დიახ, არის - გაიგონა მირანდას ხმა. თავიდან, ეგონა, ეჩვენებოდა, სანამ თავად მირანდა არ დაინახა.
- რრრრ აა? - ენა დაება კაცს.
- რა გნებავთ? - სრული სერიოზულობით ჰკითხა მირანდამ.
მირიანს ნორმალურად აღარ ახსოვდა, რატომ ჩამოვიდა. მხოლოდ ქალს ხედავდა გულგრილი სახითა და უჩვეულოდ მკაცრი გამომეტყველებით.
- აქ, შენ რატომ? - ბოლომდე ვერ აყალიბებდა სათქმელს და თავს ძალიან უმწეოდ გრძნობდა.
- ვიცნობთ ერთმანეთს?
- მეღადავები?
- ცოტა კორექტულად ბატონო - ტონს არ ცვლიდა მირანდა.
მირიანს გაეცინა. ძალიან მონატრებოდა ქალის ხმა, მისი დანახვა, წელამდე ჩამოშლილი ბზინვარე თმა და სურნელი, რომელსაც ჯერ ვერ გრძნობდა, რადგან ცოტა შორს იდგა თუმცა ზუსტად ახსოვდა ის გამაბრუებელი არომატი, რომელიც თავს აკარგვინებდა ხოლმე.
სინამდვილეში, მირიანი ქალზე ბევრად უარესად იყო.
დაშორების შემდეგ, ყოველ საღამოს, მეგობრის მანქანით მიდიოდა ქალის სახლთან და მაღაზიაში გამოსულ ყოფილ შეყვარებულს ავადმყოფივით უთვალთვალებდა.
მხოლოდ მისი ყურება სურდა.
მირანდათი სუნთქავდა.
ყველაზე მეტად, განშორებას ნანობდა და თითქოს, ღმერთი ჩასდგომოდა შუაში მათ სიყვარულს. მირიანი უმწეო გამხდარიყო. ნებისმიერ სულიერზე უფრო უმწეო და სასოწარკვეთილი.
- კარგი, რახან ასეა, პირდაპირ გეტყვი.... შენი მაღაზიაა?
- რის თქმას აპირებდით? ჩემი მაღაზიაა. - გულხერდაკრეფილი შესცქეროდა მირანდა კაცს.
- ვარდები შევუკვეთე და ეს მომიტანეს.
- ქვითარი მანახეთ.
- გადავაგდე.
- აბა, საიდან დავიჯერო, რომ ეს არ შეგიკვეთავთ?
- დამცინი ხო? - ვერც კი ბრაზდებოდა მირიანი. პირიქით, ეცინებოდა.
- რატომ უნდა დაგცინოდეთ, მე თქვენ საერთოდ არ გიცნობთ.
- ძალიანაც მიცნობ და თქვენობით ნუ მელაპარაკები.
- არ გიცნობთ - ხმა უფრო გაამკაცრა ქალმა.
- შენს ვაგ*ნაში რო დავძვრებოდი, მაშინ ხო კარგად მიცნობდი? - აღმოხდა მირიანს, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ცუდი დიეა იყო ამის შეხსენება.
- ნამდვილად არ მაინტერესებს ვის ვაგ*ნაში დაძვრებოდით ან ახლა ვისაში დაძვრებით. თუ გინდათ, რომ თაიგული გამოვცვალო, მაშინ ჩეკი მანახეთ.
- გადავაგდე მეთქი!
- აბა რა გიშველოთ?
- როგორ თუ რა მიშველო? 200 ლარი დამიჯდა თქვენი თაიგული. თან წინასწარ გადავიხადე.
- რა გენაღვლებათ, მდიდარი ყოფილხართ - მხრები არხეინად აიჩეჩა მირანდამ.
- ჯანდაბა.... - გაეცინა მირიანს. უნდოდა ეთქვა, ჯანდაბა, როგორ მომნატრებიხარო, მაგრამ ესეც სისულელე იყო, ისევე როგორც იმ ვაგ*ნის მაგალითი. - ახალი მომყიდე. ყველაზე ძვირიანი. აი ზუსტად ისეთი, მაღაზიას რომ ძალიან დიდი მოგება დაუტოვოს.
- ყველაზე აფერისტი ქველმოქმედი ხართ და თქვენი შემწეობა არავის სჭირდება. მე თუ მკითხავთ, სარეველების გარდა, არაფერი უნდა მოგყიდოთ კაცმა.
- რა დავაშავე? - ჰკითხა მირიანმა.
- ბატონო? - ისეთი ხმით შეუტრიალა კითხვა ქალმა, რომ მირიანს ერჩივნა, საერთოდ დადუმებულიყო.
- თმაზე რა დაგემართა? თეთრი გაგრევია.
- შეყვარებული მომიკვდა.
- ჰოო?
- ჰო.
- ხუმრობის ხასიათზე ხარ?
- არა, არ მეხუმრება. მე გაჭაღარავებული ვარ, შენ კი მელოტდები - მირანდამ ჩაახველა - უკაცრავად, უნდა მეთქვა, თქვენ მელოტდებით-თქო.
- დიახ, არ ვიცი, რა ვუშველო.
- კვერცხის გული შეიზილეთ.
- მიშველის?
- ექიმი არ ვარ და კაცმა რომ თქვას, ფეხებზეც თქვენი სიმელოტე.
- როგორც ჩანს, შეყვარებულის სიკვდილის შემდეგ, გაბოროტდით.
- არა, პირიქით. რაც ჩემი შეყვარებული ჩაძაღლდა, ყოველ მეორესთან ვჟ*მაობ. ახლა გავუგე გემო ნამდვილ სექსს.
- რა სისულელეებს ამბობ? - გადაირია მირიანი. იცოდა, რომ სიმართლე არ იყო, მაგრამ მაინც ძნელი მოსასმენი აღმოჩნდა.
ვერ მოითმინა.
საყვარელ ქალს მიახლოვდა.
- არ მომეკაროთ, თორემ ვიყვირებ. თქვენი სიახლოვე მეზიზღება, საშინლად ყარხართ. სიძულვილის, ღალატისა და სხვა ათასი უბედურების სუნი აგდით. ვინ იცის, შიგნიდან იხრწნებით ალბათ.
- შესაძლოა - ვერ შეეწინააღმდეგა - ეს ყვავილები ბიძაშვილისთვის მინდოდა, დაბადების დღე აქვს - გამოუტყდა განაწყენებული მირიანი.
- უი, რა დასანანია, რომ ჩეკი არ შეინახეთ - არ შეიმჩნია მირანდამ, მაგრამ შვებით ამოისუნთქა - არაუშავს, გამოგიცვლით.
- არა, ვიყიდი! გამოცვლა არ მინდა.
- ძალიან კარგი - ეშმაკურად ჩაეღიმა ქალს და ახალი ვარდების თაიგული ათმაგ ფასში მიჰყიდა.
- ჩემს ხარჯზე მდიდრდები?
- მე გაიძულებთ რამეს?
- არა. ჩემი ნებით.... - გაეღიმა მირიანს.




მირიანი მეგობართან ერთად იჯდა ბარში და გამალებული სვამდა ვისკის.
- ღვიძლი დაგეშლება - მესამე ჭიქა გამოაცალა გივიმ ხელიდან.
- როდის იყო ჩემს სმაზე პრეტენზიები გქონდა? - საყვედურებით სავსე მზერა მიაპყრო მირიანმა.
- იმის მერე, რაც სახლში ათობით დაცარიელებული კონიაკის ბოთლი გიპოვნე.
- ნატალის ისევ ხვდები? - თემა შეცვალა მირიანმა.
- ვხვდები...
- მერე?
- არაფერი.
- მირანდაზე არ გიყვება?
- მირანდაზე სასაუბროდ არც ისე სწორი კაცი ვარ. ძირითადად, არ ვსაუბრობთ - გაეცინა გივის - ყველაზე შესაფერისი ქალია. არანაირი ვალდებულებები, არანაირი ეჭვიანობა. შემიძლია ას ქალთან ვი*იმაო პარალელურად და საყვედურსაც კი არ მეტყვის.
- ძალიანაც ცუდი. ესეიგი ფეხებზე ჰკიდიხარ, თორემ მაგის ადგილას გაზს გავუშვებდი შენს სახლში და სულს ამოგხდიდი.
- ჰო, მაგრამ მე ვთქვი, რომ შემიძლია, თუმცა არ მითქვამს, ამას ვაკეთებ-თქო.
- უყურე შენ. გულში ყინული გიდნება?
- არა! მე თუ მკითხავ, არავის უნდა მისცე იმედი. ყველა ქალი ლენას მსგავსია. - ამოიოხრა გივიმ.
- ლენა? - გაუკვირდა მირიანს - კარგი რაა. ხუთი წლის წინ მოხდა ეგ ამბავი. ხუთი წლის წინ გიღალატა და შენ ჯერაც აცრილი ხარ სრულიად ყველა მანდილოსანზე?
- ჰოო - თავი დაუქნია გივიმ - ტკივილიც გაქრა, წყენაც, გრძნობებიც, სიყვარულიც, თუმცა მხოლოდ სიძულვილი დარჩა და ამას ვერაფერს ვუხერხებ.
- ნეტა მეც ასე შევაძულე მირანდას კაცები, როცა მივატოვე?
- შენ საყვარელთან მაინც არ შემოგისწრო - დაამშვიდა გივიმ.
- როცა გიყვარს, საყვარელი ვერ გეყოლება, მაგრამ მიტოვება ერთგვარი ღალატია. ის არ მამართლებს, რომ ვიღაცისთვის არ შემიდია. სხეულს როცა ღალატობ, მაგაზე უარესი სულის ღალატია.
- სისულელეა - ჩაეცინა გივის - ნამდვილად არ მიყვარს ფილოსოფიური საუბრები, მაგრამ რახან წამოვიწყეთ, გეტყვი, რომ სჯობს საყვარელ ადამიანთან მიხვიდე და უთხრა, გშორდებიო, ვიდრე სხვასთან უღალატო. საშინელი შეურაცხყოფაა სხეულის გასხვისება. ადამიანში მკვლელის სურვილებს აღძრავს. ფიქრობ, რომ მხოლოდ მათი მოკვლა ჩამოგრეცხავს იმ იმედგაცრუებასა და სირცხვილს, რომელშიც განავალივით ამოიგანგლე. ბედნიერი კაცია ყველა, ვისაც თავისი ქალი სხვის მკლავებში მოქცეული არასდროს უნახავს საოცარი კვნესისა და ოხვრისას. ზუსტად იმ კვნესის, რომელსაც შენს სხეულზე მოკვრული გამოსცემდა. ასე რომ, ჩემო მეგობარო, შენ ჯერ კიდევ გაქვს ბედნიერების შანსი და სანამ ყველაფერი უსაზღვროდ გვიანი არ არის, სანამ ჯერ კიდევ გაქვს უფლება, გარშემო ყველა მამრი შემოუფანტო, რომელიც სიამოვნებით მოუთათუნებდა საჯდომზე ხელს, აბრძანდი და დაიბრუნე. სულ ფეხებზე უნდა დაიკიდო კაპულეტების შვილიაა თუ მონტეგების. ცხოვრება ხშირად არ მოგცემს ბედნიერების შანსს და შენ გეგონა ეს ბედნიერება ადვილი იქნებოდა? სამყაროს თავისი პირობები აქვს: თუ ორმხრივი სიყვარული გეწვია, ესეიგი მის სანაცვლოდ რაიმეს დათმობა მოგიწევს. შენს შემთხვევაში, თვალის დახუჭვა იმაზე, რომ ვახოს დის შვილია. წარსულს ვეღარ დააბრუნებ და ვერც შეცვლი. რომც დააბრუნო, მირანდა მაინც იმ ოჯახის წარმომადგენელი იქნებოდა, რომელიც ასე გძულს.
- ასეთი სიბრძნეები საფრანგეთში დაამუღამე? - პირდაღებული უსმენდა მირიანი გივის ლაპარაკს. იმ გივის ლაპარაკს, რომელსაც ბავშვობაში დავალებებს აწერინებდა და საკონტროლოებში ფურცელს უცვლიდა, რათა მისი თემებიც დაეწერა, სკოლიდან რომ არ გაერიცხათ.
- ფრანგ ქალებსაც არ უყვართ ფილოსოფია. ფილმების გავლენის ქვეშ რომ ვიყავი, მეც ვტიტინებდი და ვტიტინებდი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, არავინ მისმენდა თურმე. გგონია, ვამაყობ იმით, რომ გულცივი ვარ და ქალების მუსუსი გავხდი? არც ერთი კაცი არ ამაყობს. გულის სიღრმეში, ყველას სურს ნამდვილი სიყვარული და ისეთი მზერა, როგორითაც შენ გიყურებდა მირანდა.
- ნატალი კარგი გოგოა - გაეღიმა მირიანს - დარწმუნებული ვარ, აქამდე თუ გაგიძლო, მისთვის სულ ერთი ნამდვილად არ ხარ. მეოთხე თვეა, რაც გიძლებს, აზრზე ხარ?
- ჰო, აზრზე ვარ.
- მოიცადე - ჩაფიქრდა მირიანი - ოთხი თვეა ერთი და იმავე ქალთან წევხარ?
- ჰო, მადლობ, რომ შემახსენე.
- და არ გბეზრდება?
- რა ვიცი. ზოგჯერ მაცოფებს, როცა წვიმაში ფეხშიშველი სირბილი უნდება ან შაურმას ჭამს და მერე ხახვის სუნი ასდის, მაგრამ ვიტან. იმ დღეს, თეატრში ვიყავი და ლამის სცენაზე აუვარდი, ვიღაც ნაბი*ვარმა წელზე რომ შემოჰხვია ხელი.
- ღადაობ? ეგ სცენარია გივი - გადაიხარხარა მირიანმა - მირანდას ტუჩებშიც კოცნიდნენ.
- რაა? - გაგიჟებულმა ჰკითხა - ნატალისაც აკოცებენ?
- რა ვიცი, საწოლის სცენაც შეიძლება ჰქონდეს.
- არა, არა - სიმწრისგან გაეცინა გივის - გამორიცხულია. რა უნდა თეატრში? წამოვიდეს იქიდან.
- უმუშევარი იყოს და სადილები გიკეთოს?
- სადილს ნუ გამიკეთებს, ისედაც გარტყმაში არაა, მაგრამ ორი კაცის რჩენას როგორმე შევძლებ. ჯანდაბას, კაბებსაც ვუყიდი, როცა მოუნდება... მაკიაჟსაც, თუმცა მაგის გარეშეც ლამაზი კანი აქვს. კიდე რა სჭირდებათ ქალებს?
- სიყვარული, სითბო, ყურადღება და თავიანთი საქმე, რომელშიც შენს ეჭვიან ცხვირს არ ჩაჰყოფ. მაგ კაბებზე მეტად სჭირდებათ.
- მესიჯებს ისედაც ვწერ, როცა მასთან არ ვარ და ეგეც შენი ყურადღება. სითბო კიდევ საწოლში. აი სიყვარული...
- გიყვარს შენ ეგ გოგო.
- მიყვარს არა ის - ხელი გაიქნია გივიმ.
- აბა რა ქართველ ღიპიან ქმარს დაემსგავსე? სამსახურიდან წამოვიდესო, სახლში დაჯდესო, სცენაზე სხვა ნუ ეხებაო.
- ეგ შეიძლება ნებისმიერ გოგოზე მომინდეს, ვინც ვიზუალურად მომწონს.
- ჰო, ნებისმიერი გოგო მოგინდება, რომ სახლში გეჯდეს?
- არა, სახლში არა... კაი რაა, ნუ იცი ხოლმე გაბუქება. მე და სიყვარული ცოტა შორს ვართ ერთმანეთისგან.
- კარგი, კარგი. აგერ მე და აგერ შენ - ეშმაკურად ჩაიცინა მირიანმა.
- და აგერ მირანდა.
- რა მირანდა?
- უკან არ გაიხედო, მირანდაა ვიღაც კაცთან ერთად - უთხრა გივიმ ჩურჩულით და მერე მიხვდა, რომ ზედმეტად ჰქონდა ჭორიკანა ნატალის გავლენა. ეს უკან არ გაიხედოები მაგან დაამუშავებინა ამ ბოლო დროს.
მირიანმს ნამდვილად არ გაუხედავს უკან. პირდაპირ წამოხტა სკამიდან და მირანდასკენ მიტრიალდა, რომელიც მაგიდასთან ჯდებოდა. ვიღაც კაცი ახლდა თან. ზუსტად ის ლურჯი კაბა ეცვა, თეთრი გვირილებით, მირიანს რომ ყველაზე მეტად უყვარდა, თმა კი მაღლა აეწია და გრძელი კისერი ისე ლამაზად მოუჩანდა, თითქოს განგებ ახსენებდა მირიანს იმ დროს, როცა ამ კისერს უკოცნიდა.
- მირიან, სცენებს ნუ გამართავ - გივიც წამოდგა და მეგობარს აედევნა.
- გამარჯობა - მიიჭრა მირიანი. საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა ეჭვიანობისგან.
- გაგიმარჯოს - გაუღიმა მირანდამ. ის კაცი მირიანისკენ შემოტრიალდა. - ეს ნოდოა.
- სასიამოვნოა, მე მირიანი ვარ. მირანდას... - ცოტათი დაფიქრდა.
- მირანდას ყოფილი შეყვარებულია - დაეხმარა ქალი დასრულებაში.
- უი, მსმენია თქვენზე - ისე გაუღიმა კაცმა, გეგონება კაი ხნის ნაცნობი ყოფილიყო. ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
- ვინაა ეს კაცი? - ხელი დაუიგნორა მირიანმა.
- ნოდო.
- ეგ გავიგე.
- შენი საქმე არ არის - ცინიკურად უღიმოდა ქალი. - ცუდი იდეა იყო აქ მოსვლა - წამოდგა სკამიდან.
- არსად არ წახვალ - ბრაზი ყელამდე უჭერდა მირიანს, თითქოს ეს-ესაა, თავისივე ბოღმა დაახრჩობდა. იცოდა, რომ არაფრის უფლება არ ჰონდა, თუმცა უმოქმედოდაც ვერ იდგა ერთ ადგილას წყნარად და მშვიდად.
- მირიან! - ჩაიბურტყუნა გივიმ და მხარზე დაადო ხელი.
მირანდა ფეხზე წამოხტა და მირიანს საყელოში სტაცა ხელი.
- არ გაბედოთ და არც ერთი არ გამომყვეთ - თითქმის დაიკივლა ქალმა. - არც შენ, თორემ თავს გაგიტეხავ - მიუბრუნდა გივის.
- არა, კაი. - ხელები ისე ასწია გივიმ, გეგონება ევედრებოდა არ მესროლოო.
- გამოეთრიე გარეთ - უთხრა მირიანს და გარეთ გაიყვანა.
- დამეკუჭება.
- დასაკუჭი ხარ მთლიანად. - უკანა ეზოში აღმოჩნდნენ. - რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? - უღრიალა ქალმა.
- არაფერი.
- არაფერი? არაფერი? - მირანდა ისეთი უკონტროლო გახდა, მირიანის ეჭვიანობა რა მოსატანი იყო საერთოდ.
- მირა დაწყნარდი - ცდილობდა, როგორმე დაეშოშმინებინა, ხელი მისკენ წაატანა მირიანმა. სანაცვლოდ მაგრად სილა მიიღი სახეში. ლოყა ისე აეწვა, თითქოს ცეცხლი ეკიდა.
- არც გაბედო ჩემთან შეხება და მირას ნუ მეძახი!
- დაწყნარდი, გთხოვ.
- რა ჯანდაბა გინდა-მეთქი! შერიგება გინდა?
- არ ვიცი, მართლა არ ვიცი. შეიძლება.
- შეიძლებას მოგცემ - მეორე ლოყაზეც გაარტყა გამწარებულმა ქალმა. საკუთარ თავს არ ჰგავდა, ყვირილი ისტერიკულ ტირილში გადასვლოდა, ცრემლები კი ზღვასავით მოსდიოდა თვალებიდან - შემეშვი. ხომ შეიძლება, რომ რახან მიმატოვე, წყნარად ცხოვრების საშუალება მომცე?
- არ შემიძლია.
- ჩემს ყოფილ ქმარს ემსგავსები.
- ნუ მადარებ იმ სახედარს!
- მაშინ შემეშვი...
- ნუ ტირი რაა. - მირიანი მის ჩახუტებას ცდილობდა. მიწაზე დაგდგებული თევზივით ფართხალებდა მირანდა და როგორც იქნა, ხელები გააშვებინა კაცს.
- შემეშვი, რომ აღარ ვიტირო. - მთელი კაბა გასაწური გახდომოდა საკუთარი ცრემლებისგან.
- თავს თუ დაგანებებ, უკეთ იქნები?
- ვეცდები მაინც...
- კარგი.
- მიხარია. - მირანდამ სახე შეიმშრალა.
- ვინაა ის კაცი? - მაინც ვერ შეიკავა თავი.
- ჩემი მეგობარია - უპასუხა ქალმა ცივად.
მირანდა ისე შევიდა ბარში, მირიანისთვის აღარც შეუხედავს. მირიანი კი რამდენიმე წუთი უაზროდ იდგა გარეთ და ფიქრს მისცემოდა.
- რა მოხდა? - გივი გამოვიდა.
- რამე მითხარი ან გამართე, რომ არ შევბრუნდე და მაგიდა არ ამოვუტრიალო იმ კაცს.
- გიცეკვებ, გინდა? - პასუხს არც დაელოდა, რაღაც უაზრო მოძრაობების კეთება დაიწყო.
- რას აკეთებ? - გაეცინა მირიანს.
- ვცეკვავ. თუ გინდა ამყევი.
- არა, გმადლობ, ძალიან კეთილი ხარ. ასეთ დროს, რატო მეცინება?
- ალაბთ იმიტომ, რომ ვცეკვავ.
- გაჩერდი, თორე ხალხი გიყურებს.
- ვინ ხალხი?
- ნატალი.
გივი უკან შეტრიალდა, გაოგნებული ნატალი იდგა და გაშტერებული უცქერდა.
- გააფრინე? - გადაიხარხარა - რა გეცეკვება?
- მიროს ვართობ.
ცალწარბაწეულმა ნატალიმ მირიანს შეხედა.
- ჭირმა და სიკვდილმა გაართო! - დასწყევლა დაქალის ყოფილი შეყვარებული.
- რას მიწყევლი ძმაკაცს გოგო.
- როგორ მიყვარდი - თავი დანანებით გააქნია ნატალიმ - შენი იმედი მქონდა, წყნარად ვიყავი, როცა მირანდაა გვერდით გხედავდუ. დღეს კი ეს ცანცარა იდიოტიც კი გჯობს - მიუთითა გივიზე.
- და მე ამ ქალთან ვარ - ამოიოხრა გივიმ.
- ბევრს თუ გაატ*აკებ, აღარ იქნები - შეუღრინა ნატალიმ.
- ძალიან ცოფიანი ხარ იცი? - გაბრაზდა გივი - საჭმლის კეთება არ იცი, პერანგების დაუთავების აზრზე არ ხარ, მასაჟსაც ვერ მიკეთებ ნორმალურად.
- საჭმელს თუ არ ვაკეთებ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ კეთება არ ვიცი. და ოდესმე, ჩემზე დაკუჭული ტანსაცმელი გინახავს? - კაბაზე დაიხედა ნატალიმ.
- მოიცა, იცი?
- ვიცი.... საფრანგეთში ცხოვრობა ბიჭი და მეც დებილივით მგონია, ევროპული აზროვნების იქნება-თქო. დილით წასული, საღამოს რომ ვბრუნდები სამსახურიდან, თურმე საჭმელი და გაუთავებული პერანგები უნდა ვახვედრო.
- კარგი, მაპატიე - უკან დაიხია გივიმ. - არ ვიცოდი თუ იღლებოდი.
- საიდან გეცოდინება? მთელი დღე, ვისკის სვამ და გგონია, ყველას იმის ფუფუნება გვაქვს, რომ ფეხი-ფეხზე გადავიდოთ და სახლში მოვკალათდეთ.
- ხმას აღარ ამოვიღებ - დატუქსულ ბავშვს დაემსგავსა გივი.
- ღმერთო, ასეთ დღეში რატომ მაგდებ? - მაღლა აჰხედა მირიანმა ღმერთს და ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს მაგრად დასინეს. - ასე მგონია რეალით შოუში ვარ: წყვილი დასცხებს და მერე რიგდება - ჩაიბურტყუნა ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა მირიანმა უგუნებოდ.
- მე ისეთ შოუში უფრო მგონიხარ, ყოფილი შეყვარებულის დაქალი რო გცემს.
- ცემაღა მაკლია. კარგად იყავით, შეგერგოთ ვისკი - გატრიალდა მირიანი.
- შენც დაგპატიჟებთ, რა იყო - მიაძახა ნატალიმ.
- შევეცოდე ეტყობა - თვალები გადაატრიალა მირიანმა - მე მარტო მირანდას გაჯეთებული გლიტვეინი მიყვარს.
- სადაა გლიტვეინები და კარგი ცხოვრება - გამოეპასუხა გივი.
- აბა კარგად, სახლში მივალ და დავიძინებ. - სახლისკენ გაუყვა გზას მირიანი.



გიორგი დაიკარგა...
მეხის გასროლასავით ჟღერდა ეს სიტყვები. დიდხანს ეძებდნენ, ვერ იპოვნეს. თავიდან, ყველას ეგონა, რომ თინასთან ერთად გაიპარა, მაგრამ თინა სახეწაშლილი, გონებაწართმეული ეძებდა თავის ერთადერთ სიყვარულს. ეძებდა იქამდე, სანამ არ დარწმუნდა, რომ გიორგი არ დაკარგულა, გიორგი მოკლეს.
პოლიციამ მალევე შეწყვიტა ძებნა. სიმართლე ითქვას და მაშინ დიდი ენთუზიაზმით ნამდვილად არ იძიებდნენ გაუჩინარებისა და მკვლელობის საქმეებს.
ეტყობოდა, ვიღაც ისეთი იყო გარეული, პოლიციაც რომ უფრთხოდა და მთავრობაც. ეჭვმიტანილადაც არავინ შეურაცხავთ.
ყველაფერი ზედმეტად ოსტატურად მიიჩქმალა.
დარწმუნებით ვერავინ ამბობდა, რომ მოკლეს, თინას გარდა. ზუსტად ერთი კვირის თავზე, მამამისის უჯრიდან ცეცხლსასროლი იარაღი აიღო და ვახოს სახლთან აიტუზა. კარზე შეშლილივით აბრახუნებდა. მისი ატმისფერი სახე გამოუცემი სევდისფრად შეფერილიყო და შავები ეცვა, როგორც ქვრივს.
როგორც ქვრივს, რომელსაც ვერ დასცლოდა საყვარელი კაცის სიყვარულის შერგება.
- რა გინდა? - კარი გააღო ვახომ.
- სადაა? სად დამარხე? - დაიღრიალა თინამ და ერთი ციდა გოგო, იმხელა კაცს ყელში სწვდა. ვახო წინააღმდეგობას არ უწევდა. - ის მაინც მითხარი, სად დამარხე ჩემი საქმრო - სრულ ისტერიკას დაეპატრონებინა ყვავილივით ნაზი და უსუსური არსება.
- არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ.
- არ იცი? - გაეცინა თინას და იარაღი შუბლთან მიადო კაცს.
- გგონია, სიკვდილის მეშინია? - ჰკითხა ვახომ.
- შენ? შენ სიკვდილისთვის რა გასამეტებელი ხარ? სიკვდილი დიად ადამიანებს ეკარება მხოლოდ. უნდა დალპეს და გაიხრწნას შენი ლეში ცოცხლად - იყვირა თინამ. ვახოსთვის მიშვერილი იარაღი თავის საფეთქელზე მიიდო.
- თინა, სისულელეს აკეთებ - მხოლოდ ახლა დაეტყო ვახოს სახეს შიში.
- სისულელეს? სისულელეს... - ჩაიჩურჩულა თინამ. - ჩემი ერთადერთი სიყვარული თუ აქ არ არის, მაშინ მე რაღა დამრჩენია? - სახლეტს გამოჰკრა ხელი.
ვახო შეცბა, ასეთი შეშინებული არასდროს ყოფილა. ასე არასდროს დამფრთხალა საყვარელი ქალის დაკავრის მოლოდინით.
ტყვია არ გავარდა. არ ყოფილა დატენილი.
დაბნეულად შეხედა ქალმა იარაღს. უაზროდ გამოჰკრა სასხლეტს რამდენჯერმე, იმის იმედით, რომ კოშმარიდან გამოიღვიზებდა.
ვახომ შვებით ამოისუნთქა.
- თუ კი ვიცოცხლებ... - აღმოხდა ცრემლებით სავსეა- თუ კი ვიცოცხლებ, მხოლოდ იმისთვის, რათა ისე სასტიკად ვიძიო შური, შენი გონებაც რომ ვერასდროს წარმოიდგენს. შურისძიების ყველაზე შესაფერისი მომენტისთვის ვიცოცხლებ!
უთხრა თინამ და მომაკვდავივით გაიწურა ვახოს სახლიდან.
ვახომ კარი დაკეტა, მუხლებზე დაეცა და მწარედ ატირდა.
* * *
- წარმოგიდგენია? ლამის ნოდიკო სცემა - ეცინებოდა მირანდას, თან ნატალის ახალ ამბებს უყვებოდა.
- დებილია, თვითონ გაიჩალიჩა, მაგრამ თან მეცოდება. მიტოვებულ, ქუჩაში გამოგდებულ ჰაჩიკოს ჰგავს.
- ვაიმე ბოდიში, მაგრამ მგონი მე უფრო ვარ ჰაჩიკო, ვიდრე ის. - გაუბრაზდა მირანდა.
- შენ ჰაჩიკო კი არა, ის ქალი ხარ, მომავალში 27 კატა რომ ეყოლება და მთელ ცხოვრებას ერთი კაცის მოლოდინში გაიყვანს.
- რა საყვარლად დამწყევლე.
მაღაზიაში მირიანი შემოვიდა ვიღაც ქალთან ერთად. კონსულტანტი ემსახურებოდა და მირანდამ გვერდზე ოთახიდან გაიგო ჯერ მისი ხმა, მერე ღია კარში ცალი თვალით გაიჭყიტა და თავიდან ბოლომდე იხილა.
- მირიანი შემოვიდა ვიღაც ქალთან ერთად - უთხრა ნატალის ტელეფონში.
- ცივი ოფლი ნუ დაგასხამს და ყელს ნუ გამოიჭრი.
- წავედი. ძვირიანი კლიენტი შემოვიდა, მაგით ცოცხლობს ეს მაღაზია. - გაეცინა მირანდას.
- აბა შენ იცი, ხუთ ლარიანი იების თაიგული კაი ბინის ბასში მიჰყიდე.
- აბა რას ვიზამ.
მირანდამ მაღლა აწეული კოსა ჩამოიშალა, სუნამო შეისხა და წამის მეასედში გაიძრო თბილი შარვალი, რათა მოკლე კაბა გადაეცვა.
- გამარჯობა - გავიდა სახეგაბადრული. -რით დაგეხმაროთ?
- ვეხმარები უკვე - გაუღიმა კონსულტანტმა.
- ვიცი, ვხედავ, მაგრამ წადი, დაისვენე სოფიკო. ამ ბატონს მე უფრო უკეთ ვარჩევინებ თაიგულებს - მერე მირიანს შეხედა - ისევ იგივე, გნებავთ, რაც რამდენიმე დღის წინ იყიდეთ იმ ქერა ქალბატონისთვის თუ ახლა სხვანაირი? - თვალები დააწვრილა გველურად.
- ის ქერა ქალი ჩემი ბიძაშვილია.
- უი, მომიკითხეთ, ძალიან საყვარელია - ირონიულად გაუცინა მირანდამ.
- ვარდები? - ჰკითხა მირიანმა ქალს.
- უიჰ, ვარდების ძალიან ფართო არჩევანი გვაქვს - ჩაეჩრა მირანდა. - გვაქვს წითელი, ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი, ჟოლოსფერი, ლურჯი, თუმცა ყველაზე მეტად ახლა შავი ვარდები მიაქვთ ხოლმე თუ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის უნდათ. ზოგადად, შავი ვარდი ხელოვნურადაა გამოყვანილი და სურნელი არ აქვს, მაგრამ ჩემთან ჩვეულებრივი ვარდის არომატი დაჰკრავს. - რადიოსავით ქაქანებდა მირანდა - თან ძალიან იაფია, სულ რაღაც ხუთასი ლარი ღირს.
მირიანს ნერწყვი გადასცდა და ხველა აუტყდა.
- აბა? - ჰკითხა მირანდამ ეშმაკური სახით.
მირიანმა საკრედიტო ბარათი გაუწოდა ვითომ ღიმილით, თუმცა მზერაში დიდი მუქარა ეტყობოდა. მირანდამ კმაყოფილი სახით გაატარა მირიანის ბარათი.
- პინ კოდი?
- იყოს, არაა საჭირო, ზეპირად ვიცი - უპასუხა მირანდამ. - უი, ისევ ყოფილი შეყვარებულის დაბადების თარიღი გქონიათ.
კაცმა თავი გააქნია, ისევ მუქარის ნიშნად.
- მირიანთან მყოფი ქალი გაჭირვებით იკავებდა სიცილს. მირიანთან რომანტიკული არაფერი აკავშირებდა, ბავშვობის მეგობარი იყო და იმდენჯერ სთხოვა, შენი მირანდა მანახეო, რომ ბოლოს, პირდაპირ მაღაზიაში მოეყვანა მირიანს ყვავილების ყიდვის მიზეზით.
- შემდეგში ისევ რომ შემოხვალთ უკვე ათასლარიანი თაიგულის საყიდლად, სახლიდან თქვენი ძველი მეგობრის საცვლები და რამდენიმე კაბაც წამოიღეთ. თქვენთან დარჩა 3 თვის წინ - მიაძახა მაღაზიიდან გასულ მირიანს მირანდამ.
- ეგ თაიგული 50 ლარი ღირდა მირანდა - გაოგნებული გამოვიდა კონსულტანტი მირიანის წასვლის შემდეგ.
- უი, ერთი ნული შემშლია. ეგ არაფერი, გააფთრებული დაბრუნდება, როცა გაიგებს, რომ 700 ლარი ჩამოვაჭერი ანგარიშიდან.
- გვიჩივლებენ და დაგვხურავენ - შეცბა გოგონა.
- ნუ გეშინია სოფიკო, არავინაც არ გვიჩივლებს და ამ თვეში პრემიაც დაგერიცხება.
- ეგ თუ კვირაში ერთხელ მაინც შემოვიდა ჩვენთან, ყოველ თვე დამერიცხება? - გაეცინა სოფოს.
- კი ბატონო. მაინც რვა საათი გამუშავებ და იმსახურებ მაღალ ანაზღაურებას.
- ყველაზე მაგარი უფროსი ხარ!
- შენ უნდა გენახა, რა შეყვარბეული ვიყავი. - სინანულით გააქნია თავი ქალმა.
- ერთი შეხედვითაც გეტყობათ, რომ გიჟდებით ერთმანეთზე. ისე, ძაან სიმპათიური ბიჭია.
- მაგის სიმპათიურობა ჩავდე კუბოში - მიაწყევლა მირანდამ და მერე იფიქრა, მართლა კუბოში რო ჩაედო, ხომ თავი ექნებოდა მოსაკლავი - მიწა დავაყარე, ოღონდ ცოცხალს და სანახევროდ. სასუნთქი რომ დარჩეს, ისე - გადააკეთა წყევლა.
მოსაღამოებისას, თქეში რომ წამოვიდა, სოფო უკვე წასული იყო სახლში. მირანდა მოთმინებით იჯდა პატარა ოთახში და უცდიდა, როდის გადაიღებდა. მაღაზიის მთავარ შემოსასვლელში ფეხის ხმა შემოესმა და ცოტა დამფრთხალი გამოვიდა. არ გაჰკვირვებია, გალუმპული მირიანი რომ დაინახა გაბუსხული სახით.
- რა იყო, ფეხით დადიხართ თუ რატო ხართ სველი?
- სანამ მანქანიდან გადმოვედი და აქ მოვედი, წყალმა წამიღო. შენ კიდე, არ მორჩები თქვენობით ლაპარაკს?
- უცნობებს ასე ველაპარაკები - ირონიულად გაუღიმა მირანდამ. - რამ მოგიყვანათ აქ, უეცრად გაფრენილმა ბიუჯეტმა ხომ არ შეგაწუხათ?
- მაგარი ეშმაკი გოგო ხარ - გაეცინა მირიანს.
- შენ დამპალი ადამიანი... უფრო სწორად, თქვენ.
- ვაა, არ მოგბეზრდა თქვენობით ჩემთვის ქოქოლის დაყრა? ძალიან შინაურულად კი მძარცვამ ხოლმე კვირაში სამჯერ.
- არა, არ მომბეზრებია. უერსსაც იმსახურებთ, რას შემოდიხართ მეორედ თუ პირველად საკმარისზე მეტს გახდევინებენ?
- შენ თუ კარგად იქნები, რამდენიც გინდა, იმდენი მყვლიფე და შეწყვიტე ეს თქვენობით ლაპარაკი, უკვე ნერვებს მიშლი.
- ოჰ, პრეტენზიებიც აქვს - ჩაისისინა ქალმა.
- კაი, მაშინ თქვენობით გაგიყვან სახლში.
- სახლში არ მივდივარ, მაგრამ ნოდიკოსთან გამიყვანე თუ გინდა.
- სად? - გული გადაუქანდა მირიანს.
- ნოდიკოსთან. რა იყო?
- რა რა იყო გოგო, ამ შუაღამისას, რა გინდა კაცთან?
- რა ვიცი. დავლევთ, რამე რომანტიკულ მელოდრამას ვუყურებთ, მერე.... - უნდოდა რამე ისეთი ეთქვა, რომ ბოლომდე გამოეყვანა მდგომარეობიდან კაცი, მაგრამ ეუხერხულა, თან შეეცოდა რაღაცნაირად.
- მერე?
- არაფერი... არ მჭირდება შენი მიცილება, სახლში მე თვითონაც მშვენივრად მივალ. თუ არა და აქ დავრჩები ღამე.
- გგონია, აქ დაგტოვებ?
- რა იყო, აქამდე არასდროს დაგიტოვებვარ?
- კარგი რაა მირა...
- მირას ნუ მეძახი! დამანებე თავი და სახლში წადი. შენ ხომ დამპირდი, შეგეშვებიო?
- ვიცი, მაგრამ როცა ვერ გხედავ, სიკვდილი მინდება.
- მერე მოკვდი - წარმოტქვა ცივად და საკუთარ თავზე მოუვიდა ბრაზი. ხმამაღლა, ისე საშინლად გაიჟღერეს მისმა სიტყვებმა, იფიქრა, ახლა ენას მოვიჭრი და გადავაგდებო.
- მოვკვდებოდი, მაგრამ ნოდარიკოს ხელში ვერ დაგტოვებ.
ქალს გაეცინა. მერე საკუთარ თავზე მოესალა ნერვები, რადგან ეცინებოდა კაცის ნათქვამზე, რომელმაც თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
- ღმერთო, რა იდიოტი ხარ - თვალები გადაატრიალა მირანდამ...
* * *


მირიანი სამსახურიდან ისედაც სახლში მიდიოდა, როცა გივიმ დაურეკა, სასწრაფოდ სახლში ადი, შენთან სალაპარაკო მაქვსო. მხოლოდ იმ მოასწრო, რომ მირანდას მაღაზიაში შეეჭყიტა.
მირანდა არ იყო.
კუდამოძუებული ავიდა თავის ბინაში და ნახევარფაბრიკატი ხორციანი ბლინის შეწვას შეუდგა, თან გივის რა საქმე ჰქონდა, ეგეც აინტერესებდა. ნახევარ საათში გივიმ გააღო კარი. ანერვიულებული და დაბნეული ჩანდა. რაღაცნაირად, სასოწარკვეთილი გამოიყურებოდა, რაც გივის არასოდეს ახასიათებდა. მირიანი ისე დაფეთდა, რამე უბედურება მოხდაო, გაიფიქრა.
- წარმოგიდგენია რა მითხრა?
- არა, არ წარმომიდგენია, სანამ შენ არ მომიყვები - გაეცინა მირიანს.
- დღეს დილით, მე და ნატალი ვიყავით სადღაც, რომანტიკულ ადგილას. აი პიკნიკი მოვაწყეთ. ხო აზრზე ხარ? ბუნებაში რომ ხარ, საჭმელი გაქ წაღებული და...
- ვიცი პიკნიკი რაცაა, მერე? - ბლინები ამოატრიალა მირიანმა.
- ხორცისაა? - ჰკითხა გივიმ.
- კიი.
- ჩვენც ხორცის გვქონდა გუშინ, ოღონდ ნატალის გაკეთებული. გემრიელ ბლინებს აკეთებს.
- მომიყვები ბოლომდე თუ რას იზამ?
- მოკლედ, ვლაპარაკობდით რაღაცეებს და შემდეგ უქმეებზე, ქალაქგარეთ გასვლა დავგეგმეთ. ნატალიმ თქვა, რაჭა მიყვარს, მშვენიერი ბუნებააო. ვიფიქრე, ვიქირავებდი სახლს რაამდენიმე დღით, დავისვენებდით, იქით-აქეთ, ნუ ხო ხვდები...
- ვხვდები.
- მერე საფრანგეთი გამახსენდა. არ ვარ სამუდამოდ ჩამოსული. აქ ისე ვერ ვიცხოვრებ და იმდენ ფულს ვერ ვიშოვი, როგორც იქ. თან ეს ქართული ცხოვრება არაა ჩემი სტილი... მერე ნატალიმ რა თქვა იცი?
- არ ვიცი.
- ერთი წელი მოიცადე და ერთად წავიდეთ საფრანგეთშიო. ერთი წელიო, გესმის?
- ვერ ვხვდები, რა არის ამაში ასეთი საპანიკო?
- რა არის საპანიკო და მთელი გამბედაობის მოკრება დამჭირდა, რომ შემდეგი კვირის გეგმები დამეწყო ქალთან ერთად. ჯერ მხოლოდ მაგის გამო ვიგრძენი, თითქოს თავს ყულფში მაყოფინებდნენ და ამ გოგოს თურმე მთელი წლის გეგმა აქვს ჩემთან ერთად, მერე საფრანგეთში და მერე.... - ძლივს ამოისუნთქა გივიმ. - უარესი წინაა, გაინტერესებს გაგრძელება?
- კი, მაინტერესებს... ბლინები არ გინდა?
- არ მინდა, ბლინის ხსენება არ იყოს ჩემი თანდასწრებით - სასმელების ბართან მივიდა და რომელიღაცა ისეთი დაისხა, მირიანი, რომ ბავშვის დაბადებისას გეგმავდა გახსნას.
- კაი, გააგრძელე, ძალიან დავინტრიგდი.
- ცოტა სახეზე შემეტყო ეტყობა დაბნეულობა, ერთი წელი რომ გამომიწერა საქართველოში ყურყუტი.
- რა ხდება, რამე ცუდად ვთქვი? - მკითხა ნატალიმ.
- არა, უბრალოდ ეგ ჩემთვის უკვე სერიოზული ურთიერთობაა და არ მინდა, რომ გული გეტკინოს. ხომ იცი, არ შემიძლია მთელი ცხოვრება ვირაცის ერთგულება და ამიტომაც, არასდროს არავისთვის მიმიცია იმედი. არ მსურდა, გული სტკენოდათ.
ნატალიმ არაფერი მიპასუხა, თავის ჩანთას ხელი დასტაცა და ფეხზე წამოხტა.
- სად მიდიხარ? - ვკითხე გაოგნებულმა.
- შენ მართალი ხარ - მიპასუხა მან - ჩემთვის არაფრის იმედი არ მოგიცია, უბრალოდ მე დავაწყვე გეგმები. ქალები ასეთები ვართ. ზოგჯერ, გაუაზრებლად, რაღაც სურვილები გვეუეფლება. - ერთხელ ამოიოხრა - ერთი წლის გეგმები კი არა, მთელი ცხოვრების გეგმები შევთხზი რატომღაც.
- ჯანდაბა, ხომ იცოდი, რომ არ ვიყავი ეგეთი კაცი, ვისთანაც გეგმები უნდა გქონოდა? - გავცხარდი, რადგან ყველაფერი გააფუჭა.
- ვიცოდი, უბრალოდ... შეიძლება არასტაბილური ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ სინამდვილეში, ოჯახურ ცხოვრებაზე ვოცნებობ. ქმარი და ოთხი შვილი მინდა.
- რამდენი? - თვალები შუბლზე ამივიდა.
- ოთხი.
- ბავშვების ქარხანა ხარ? - ცოტათი გავეხუმრე, არადა ოთხი ლაწირაკი რომ წარმოვიდგინე, როგორ მაცოცნებიან სათითაოდ მუხლებზე და დასვენების საშუალებას არ მაძლევენ, უფრო მეტად შემეპარა პანიკა.
- ჰო, ბავშვების ქარხანა. - გაეცინა ირონიულად.
მერე ტუჩებში მაკოცა და წავიდა...
- გეწყინა? - ჰკითხა მირიანმა.
- ჰო, მეწყინა.
- ასეთი გაცეცხლებულიც მაგიტომ ხარ, რომ გული გტკივა და არ იცი, ეს ტკივილი როგორ გამოხატო?
- შეიძლება.
- და კარგად რომ დაფიქრდე? იქნება გინდოდეს ბავშვების ქარხანა და ცოლი, რომელიც ჩემ მაგივრად გეყოლება გვერდით, როცა ეგეთი დაბნეული და ნერვებმოშხამული იქნები? არ გეგონოს, თითქოს შენი მოსმენა ან დამშვიდება მომბეზრდება, უბრალოდ ჩემს ალერსს მაინც ქალისა სჯობს.
- შენღა მაკლდი ოჯახის სიწმინდის დამცველი. ოჯახი ვისაც უნდა, შენ უნდა გამოგყვნენ. სტრიპტიზ კლუბშიც არ მომყვები მირანდას გამო. არადა, უბრალო კლუბია, ქალები ცეკვავენ და შიშვლდებიან, მეტი ხომ არაფერი?
- არ გითხოვია აქამდე.
- აქამდე, ნატალი დამყვებოდა.
- კაი, ჩაიცვი და წავიდეთ - ამოიოხრა მირიანმა.
- სერიოზულად?
- ჰოო, წავიდეთ.
- დარწმუნებული ხარ?
- გივი, გინდა თუ არა?
- კაი, წავიდეთ.

* * *
ნატალი თავისი სახლის კიბეზე ჩამოიდიოდა, როცა სადარბაზოსთან გივი დახვდა. ნაბიჯები შეუნელდა, სახე უცნაურად აუთრთოლდა და ცდილობდა, თვალებში არ შეეხედა.
- რას აკეთებ აქ? - ჰკითხა წყნარად.
- არ ვიცი.
- კარგი, მაშინ იდექი - გადაწყვიტა გვერდზე ჩაევლო, როგორც ჩვეულებრივი გამვლელისთვის, მაგრამ გივი წინ გადაეღობა. - რა გინდა, არ მეტყვი?
- არ ვიცი. უბრალოდ, ძალიან შეგეჩვიე და ცოტათი მიჭირს უშენოდ გაძლება.
- მეც მენატრები, მაგრამ დავიღალე. ბავშვი აღარ ვარ გივი და არასერიოზული ურთიერთობები კმარა უკვე. ბედნიერება მინდა.
- ბედნიერებაში იმ ოთხ შვილს გულისხმობ?
-რატო ჩაიციკლე მაგ ოთხ შვილზე? აი, კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი იმისა, თუ როგორი მშიშრები ხართ კაცები. ათასი რამე გითხარი ჩემი მომავლის სურვილებზე და მარტო ოთხი ბავშვი დაგამახსოვრდა!
- მშიშარა არ ვარ. ოთხი შვილი და ქმარი მითხარი! ზუსტად მახსოვს.
- რა გინდა მერე? გაინტერესებს, ისევ მინდა თუ არა ქმარ-შვილი? ძალიანაც მინდა! შენ იმანაც შეგაშინა, ერთი წლის მერე საფრანგეთში წასვლა რომ შემოგთავაზე. გეგონა, ბორკილებს გადებდი.
- ძალიან დამაბნიე უბრალოდ. რა ვქნა, ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მაბნევს. განსაკუთრებით, თუ სხვა იღებს ჩემ მაგივრად. ოდესმე გიკითხავს, მე რა მინდა?
- კი, მიკითხავს.
- მერე?
- თავისუფალი ცხოვრება გინდოდა ყველანაირი ვალდებულების გარეშე და კი ბატონო, დარწმუნებული ვარ, ჩემთან ყოფნისას, არავითარი ვალდებულება არ გიგრძვნია.
- ვიცი, რომ ვიღაცასთან ერთად დადიხარ ხოლმე - ამის თქმის მომენტს კაი ხანს ეძებდა, თუმცა მაინც ყველაზე შეუფერებელი დრო აირჩია.
- ჰო, დავდივარ.
- რამე სერიოზულია?
- არა, ჯერ ორ თუ სამ პაემანზე ვიყავით. ვინ გგონივარ? - გაცხარდა ნატალი - თუმცა, მართალი ხარ. სხვა რას იფიქრებ ქალზე, რომელიც გაცნობისღამესვე ჩაგიგორდა ლოგინში.
- არა, ეგ არ მიგულისხმია - თავი გიჟივით გააქნია გივიმ - შენზე ცუდი წარმოდგენა არასდროს მქონია, რაებს ამბობ?
- აბა რატომ მკითხე, წევხარ თუ არა მაგასთანო?
- რა ვიცი, იქნებ შეგიყვარდა.
- გივი! - ამოიოხრა ნატალიმ - სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი, როგორ შემიყვარდებოდა? მირიანი კი არ ვარ.
ორივეს გაეცინა.
- იქნებ, ყავა დავლიოთ? - ჰკითხა გივიმ.
- რა საჭიროა?
- ცოტახანს მინდა, რომ გიყურო.
- არ გინდა რაა, ცუდის მეტს არაფერს მოგიტანს. უფრო სწორედ, მე მავნებს შენი სიახლოვე. მინდა, რომ გადაგეჩვიო. ყოველ დღე თუ გიყურე, მაშინ რაღა გამოვა?
- ხო, ვიცი. მესმის - თქვა გივიმ - რამდენიმე დღეში საფრანგეთში ვბრუნდები,
- რაა? - ცოტა ხმამაღლა მოუვიდა ნატალის.
- ჰო. მაგიტომ მინდოდა შენი ნახვა. თან რაღაც უნდა მოგცე - ჯიბიდან სამკაულის მოზრდილი კოლოფი ამოიღო და ნატალის გაუწოდა.
კოლოფი გახსნა. ლამაზი სამაჯური აღმოჩნდა, თან ზუსტად ისეთი, საიუველირო მაღაზიის დახლზე რომ მოჰკრა თვალი და მირანდას ეწუწუნა, ამისი ყიდვისთვის, მთელი წლის ხელფასი უნდა გადავდოო. მაგრამ ნატალის არ გაჰხარებია. წყლიდან ამოგდებული თევზივით აუფართხალდა გული.
- ძალიან ლამაზია - ცრემლების დიდი ნაკადი გადაყლაპა. - მირანდამ დამაბეზღა?
- ჰო, რა გაეხარდება-მეთქი, ვკითხე და მირჩია. ხომ არ ბრაზობ? ხო იცი, მე არ მაქვს კარგი გემოვნება და მერჩივნა, ისეთი რამე გქონოდა სამახსოვროდ, რაც მოგეწონებოდა.
- ყველაფერი მომეწონებოდა.
- ეგეც ვიცი.
- არ მეგონა, ასე სწრაფად თუ წახვიდოდი.
- აქ თითქოს ბორკილები მიკეთია. არაფრი მიხარია, არაფრის კეთება არ მინდა. რაღაცნაირად ვგრძნობ თავს.
- მაშინ, ბედნიერებას გისურვებ. - სამაჯური გაუწოდა გივის. - არ გამიკეთებ?
- რა თქმა უნდა - გაეღიმა კაცს და ქალის თხელ მაჯას ვერცხლის სამკაული მოარგო.
ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, მერე ნატალი უკანასკნელად გადაეხვია კაცს. გივი ხელით შეეხო ნატალის რბილ, სასიამოვნო სახეს და ერთხელ კიდევ აკოცა ფაფუკ ტუჩებზე. არც ქალს გაუწევია წინააღმდეგობა.
წყლის ბოლო წვეთებივით შეისრუტა კაცის არომატი.
- იმედია, იპოვნი რასაც ეძებ - უთხრა გივიმ და შუბლზეც აკოცა.
- იმედია.
კაცის სითბომ დატოვა. უყურებდა, როგორ მიდიოდა... დროდადრო უკან იხედებოდა. ის მაინც აბედნიერებდა, რომ უკან მოხედვისთვის საკმარისი სიყვარული მაინც ჰქონდა გივის.
* * *
მირიანი შუაღამისას. კარზე ბრახუნმა გამოაღვიძა.
ნამძინარევი, ოდნავ დამფრთხალი წამოდგა და გააღო.
ვახო შერჩა.
ეგრევე მიხვდა, არ უნდა მოეკლა, რადგან ვახოს მისვლის მიზეზი მხოლოდ მირანდა შეიძლებოდა ყოფილიყო.
- რა სჭირს? - სახელის თქმა საჭირო არც იყო. სანამ პასუხს გაიგებდა, მირიანმა მთელი ცხოვრება გაიარა.
მართლა წამი ყოფილა სიცოცხლე.
და ზუსტად მაგ წამს ჰქონდა ჩალის ფასი მირანდას გარეშე.
- თინა... - პატარა ბავშვივით ცრემლი სდიოდა და კანკალებდა ვახო - თინამ დამირეკა. ასე თქვა, რომ იმ შურისძიების დრო დადგა, რომელსაც მთელი ცხოვრებაა, ელის.
- შურისძიება? თინა ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს.
- მირანდა მას ჰყავს - უთხრა დარწმუნებით ვახომ.
მირიანს თითქოს გულში დანა ჩაარტყეს, ისე შებარბაცდა. თაროს დაეყრდნო. თვალები ნახევრად ებინდებოდა, თუმცა მირანდას გამო თავი ხელში უნდა აეყვანა. იცოდა, რომ ახლა დრამებისა და გულის წასვლების დრო ნამდვილად არ იყო.
- სადაა? - ჰკითხა ვახოს.
- არ ვიცი. ასე თქვა, დაგირეკავ და გეტყვიო. მე კი ხელფეხშეკრული ვდგევარ და მზად ვარ დაგიჩოქო, შენს ფეხებთან დავეცე, პატიება გთხოვო. ოღონდაც დამეხმარე მირანდას პოვნაში.
- მირანდას პოვნისთვის შენი დაჩოქება არ მჭირდება. - მხოლოდ ქურთუკი გადაიცვა მირიანმა და გარეთ გავიდა ვახოსთან ერთად - იმედია პოლიციაში არ დაგირეკავს, თინა ათი წელია, უშიშროებაში მუშაობს. ესეც შურისძიების გეგმის ნაწილი იყო ალბათ.
- არ დამირეკავს. ვიცი, რომ შენ გარდა, ვერაფერი გადააფიქრებინებს - თქვა ვახომ და ტელეფონს დახედა, მერე გაშეშდა.
- ვინაა? თინაა? - ძლივს სუნთქავდა მირიანი.
- სასაფლაოზეა - ამოილუღლუღა ვახომ.
- რა სასაფლაოზე? ვის სასაფლაოზე? - ჰკითხა პანიკურად მირიანმა და მოულოდნელად გაჩერდა, გაშეშდა. - სადაა ეგ სასაფლაო? - ხმა აუკანკალდა.
- ქალაქგარეთ, ერთ მდელოზე.
- წავედით.
საჭესთან ვახო იჯდა. მირიანი ადამიანს აღარ ჰგავდა ნერვიულობისგან.
- მე არ... - რაღაცის თქმა სურდა ვახოს. ჯერ ვერ ბედავდა, შემდეგ გამბედაობა არ ჰყოფნიდა და პირის გაღებისას, თითქოს ხმა ეკარგებოდა - ძმაკაცთან ერთად ვიყავი. - აღმოხდა, როგორც იქნა. - გვინდოდა დავმუქრებოდით, უბრალოდ დავმუქრებოდით, შეგვეშინებინა. პატარები ვიყავით და სულელები. იარაღი უბრალოდ, ისე, წავიღე, მეგონა დატენილიც კი არ იყო, მაგრამ ერთი ტყვია ყოფილა და ამ ჩემს უბედურ ძმაკაცს შემთხვევით გაუვარდა...
- მერე? - ცრემლებს ვერ უმკლავდებოდა მირიანი.
- იმ წამსვე გარდაიცვალა. ვიცოდი, მთელი ეს დრო ვიცოდი, რომ სჯობდა მე მოვმკვდარიყავი, ვიდრე ის. სულ სხვანაირი იყო, მაშინაც კი სხვანაირი იყო, როცა ძველბიჭურად, ასე ახვ*ულად ვურჩევდით საქმეს. ხმა ამოიღო თუ არა, მაშინვე მივხვდი, როგორი მდიდარი და გავლენიანიც არ უნდა ვყოფილიყავი, თინას მაინც ის ეყვარებოდა. გიორგი იმსახურებდა, ყველას სიყვარულს იმსახურებდა. მე და ჩემმა ძმაკაცმა დავიფიცეთ, რომ არასდროს გავამხელდით, რაც მოხდა. ამიტომ, დავმარხეთ. ხუთი წელი ყველგან თან დაჰყვებოდა იმ უბედურს თავისი ცოდვის აჩრდილი, ვერაფრით გაიხარა და ბოლოს თავი მოიკლა. მეც არანაკლებად ვაგებ პასუხს. შენც ხედავ, საკუთარი დანაშაულის საფასურს ბედი მირანდათი მახსევინებს.
- გაჩუმდი - დაუყვირა მირიანმა - შენ რითიც გინდა იმითი გადაიხადე, მაგრამ მირანდა რომ შენ გამო დაისაჯოს, მაგის უფლებას ვერც ბედს მივცემ, ვერც სამყაროს და ვერც ღმერთს. მითუმეტეს, ვერც თინას. მე რაღა დავაშავე? რამე შუაში ვარ, რომ ჩემს საყვარელ ქალს საფრთხე ემუქრება?
- არა, დამნაშავე მხოლოდ მე ვარ.
სადღაც, მოხრიოკებულ მინდორზე იდგა თინა, მირანდა ძირს იჯდა. ხელები ზურგს უკან ჰქონდა შებოჭილი, პირიც აეხვია მისთვის თინას.
მირიანის და ვახოს დანახვისას, იარაღი თავთან მიადო.
- რას აკეთებ, გაგჯდი? რას აკეთებ - დაიღრიალა მირიანმა.
- მაპატიე საყვარელო, არ მინდოდა ეს შენი სასჯელი ყოფილიყო.
- თინა, ხომ იცი, რომ ასეთი არ ხარ? მკვლელი არ ხარ!
- მთელი ათი წლის განმავლობაში ვოცნებობდი, როგორ შევიღებავდი სისხლს ვახოს ტანჯვით. მთელი ათი წელი, იმითი ვსუნთქავდი, რომ.... - ვეღარ გააგრძელა, ცრემლები ახრჩობდა.
- მე მომკალი - დაუყვირა ვახომ.
- ენა ჩაიგდე! სიკვდილი შენთვის მისწრებაა. ადრეც მითქვამს, რომ სამუდამოდ უნდა იცხოვრო. სამუდამოდ უნდა დააბიჯებდე მაგ ცოდვიან სხეულს - დამძიმებულსა და ლეშივით აქოთებულს.
- თინა, შემომხედე - მუხლებზე დაეცა მირიანი - არ გამწირო, გთხოვ. იმ ტანჯვისთვის ნუ გამიმეტებ, რაც შენ გამოიარე გიოს სიკვდილის მერე.
- ამ დღეს ათი წელი ველოდი - ცრემლები ჩანჩქერივით მოედინებოდა ქალის სახიდან - მის საფლავთან ვარ, ვიპოვნე გესმის? როგორც იქნა, ვიპოვნე. ათი წელი ველოდი...
- მეც ველოდი, მაგრამ არ მინდოდა, ასეთი დღე ყოფილიყო.
- როგორი კარგი იყო. მხოლოდ მასთან მინდა, ეს დრო მხოლოდ მისთვის ვარსებობდი. უნდა მენახა, შევხებოდი... - გიოს საფლავს ხელით ეფერებოდა თინა. საფლავზე ერთი ხის ჯვარი იყო და მხოლოდ ამით თუ შეიძლებოდა მიმხვდარიყო ადამინი, რომ აქ ცხედარი ესვენა. - როგორ მინდა მასთან, მაგრამ შენ თუ ტკივილს მოგაყენებ, არამგონია მიმიღოს.
- იარაღი დააგდე, გთხოვ - შეევედრა მირიანი და მირანდას შეხედა. ასეთი დამფრთხალი, შეშინებული, უმწეო, არასდროს უნახავს - მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. მას თუ რამე დაემართება, ჩემი მკვლელიც გერქმევა თინა.
- ჰოო. მერე რა პასუხი გავცე? - გულამოსკვნილი ტირილით დაემხო გიოს საფლავზე - მხოლოდ შენთან მინდა - თქვა თინამ და იარაღი საფეთქელთან მიიდო.
- თინა, არაა! - დაიღრიალა მირიანმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. გიოს საფლავი საყვარელი ქალის სისხლსა და უსიცოცხლო სხეულს წითლად შეეღება. თინა კი იღიმოდა. იღიმოდა ისე, თითქოს კვლავ დააბრუნა ცხოვრებამ წარსულში, იქ, სადაც ისევ შეძლებდა მზესავით ნათელი ბიჭის სახეს შეჰხებოდა.
მირიანი მირანდას მივარდა. ახვეული ბაგეები გაუნთავისუფლა და ხელებიც გაუხსნა. თან გამწარებული იკრავდა გულში, სახეზე ჰკოცნიდა.
- მოვედი, მოვედი.
- აქ ხარ - მკერდზე ტირილით მიეკრო მირანდა - შემეშინდა.
- მეც შემეშინდა - ცრემლიანი ცხვირი და ღაწვები დაუკოცნა.
ვახოს მუხლი მოეყარა თინას ცხედართან და მისი ხავერდივით ნაზ, ქერა თმას ეფერებოდა. ეფერებოდა, როგორც მტერს, როგორც თავის მსხვერპლსა და როგორც ქალს, რომელიც არასდროს აძლევდა სიყვარულის უფლებას, თუმცა მაინც, მთელი ცხოვრების განმავლობაში, აღმერთებდა
დამთავრდა.
თითქოს გულიდან ლოდი ჩამოეხსნა ვახოს.
ახლა მაინც ხომ ვეღარავინ შეეცილებოდა მის სიყვარულში? ვეღარასდროს გაიგონებდა თინასგან „არა“-ს. მკვდრის სიყვარულს ვეღარავინ დაუშლიდა!
- პოლიციაში უნდა დავრეკოთ - თქვა ვახომ და ქალის ცხედარს თვალი მოაშორა.
- დავრეკე უკვე, სანამ ეფერებოდი - შეუღრინა მირიანმა და მხოლოდ ახლა იგრძნო, როგორი გაყინული ხელები ჰქონდა მირანდას. სასწრაფოდ თავისი ქურთუკი შემოასხა.
- პიჟამა გაცვია? - გაეცინა მირანდას.
- ჰო - კვლავ აკოცა მირიანმა.
- ჯერ კიდევ ძილის სითბო გაქვს შემორჩენილი.
- ასეთ რამეებს, საიდან იგონებ? - გულში ჩაიხუტა ქალი - ან საიდან გაქვს ლაპარაკის თავი?
- ძალიან შემეშინდა, მაგრამ შენ რომ დაგინახე, მაშინვე მივხვდი, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამიტომ, თუ ბევრს ვლაპარაკობ, გადატანილი შოკის ბრალია. არაა ადვილი, როცა ვიღაცა რაღაც ჯანდაბას აგაფარებს სახეზე, გაგგუდავს, მერე გაკოჭილი გაიღვიძებ და ფსიქოპათი „სწერვის“ ხელში აღმოჩნდები, რომელიც შესაძლოა, შენი ბიცოლა ყოფილიყო.
- მემგონი, ფსიქოლოგი გვინდა ხო? - ჰკითხა მირიანმა.
- მე ფსიქიატრი მინდა და შენი არ ვიცი.
ღამე დაკითხვაზე გაატარეს. მხოლოდ იმის გარკვევას დასჭირდა 4 საათი, ვინ ვისი შეყვარებული, ცოლი, ბიძა და ძმა იყო.
მერე მირანდა სახლში მიიყვანა. ჯერ კიდევ კანკალებდა, თუმცა ექიმმა თქვა, საშიში არაფერიაო. დამამშვიდებლებიც დაალევინეს.
- არ მინდოდა, ჩემ გამო ამდენი უბედურება გადაგეტანა. -უთხრა მირიანმა და საწოლში ჩააწვინა.
- შუქი არ გამორთო და არ წახვიდე - სთხოვა მირანდამ.
- არსად წასვლას არ ვაპირებ. თუ რა თქმა უნდა, შენ არ მოგინდება ჩემგან შორს ყოფნა, რადგან, ძალიან ბევრი ცუდი რამე გაგიკეთე.
- მიმატოვე! სხვა არაფერში გადანაშაულებ.
- ვიცი და მთელი ცხოვრება ვინანებ მაგას.
- სინანული არაფერს შეცვლის. უბრალოდ, გამოასწორე ეგ შეცდომა და აღარასდროს მიმატოვო!
- აღარასდროს მიგატოვებ! - დაჰპირდა მირიანი.
* * *

ერთი კვირის შემდეგ:
კარზე ზარი გაისმა.
ნატალიმ გააღო.
- რაა? - დაიკივლა ნატალიმ, შოკისგან ხელები პირზე აიფარა. თვალები ლამის გადმოეყარა ბუდიდან.
გივი იდგა მუხლებზე, ხელში ბეჭედი ეჭირა. სავარაუდოდ, საქორწინო უნდა ყოფილიყო.
- რა გაყვირებს? - ნატალის ხმაზე ვიღაც კაცი გამოვიდა ოთახიდან და გივის დანახვისას, იმაზე უარესი რეაქცია ჰქონდა, ვიდრე თავად ნატალის.
- ეს ვინ არის? - ჰკითხა გივიმ.
- მე მისი შეყვარებული ვარ, გურამი. შენ თვითონ ვინ ხარ?
- გივი? - აღმოხდა საპირფარეშოდან გამოსულ მიშოს, როცა ასეთ სურათს შეესწრო.
- შენი შეყვარებულია? - ჰკითხა გივიმ ნატალის/
- არა, უფრო სწორად... - დაიბნა ნატალი.
- რა არა? - ჰკითხა გაბრაზებულმა გურამმა - უთხარი, რომ ცოლად ვერ გაჰყვები! ახლავე!
- დარწმუნებული ვარ, რომ მაიმუნობს და ჩემი ცოლად მოყვანა აზრადაც არ მოსვლია - შეხედა ნატალიმ დაჩოქილ გივის - შენ პარიზში არ უნდა იყო?
- ჯერ ეს ერთი, ეგ ნუ გითითებს, რა უნდა გააკეთო. მეორეც, მე მართლა გთხოვ ცოლობას და მესამე.... მეგონა, საფრანგეთში ჩასვლისას, ყველაფერი დამთავრდებოდა, ჩიტივით თავისუფალი ვიქნებოდი, მაგრამ რაც უფრო მეტად გშორდებოდი, აქედან აეროპორტამდე და აეროპორტიდან თვითმფრინავამდე, ვიგრძენი, თურმე შენ ყოფილხარ ჩემი თავისუფლება. შენგან შორს ყოფნა მთლიანად მზღუდავდა ჭამაში, სუნთქვაში, ძილში, მოწევაში, სექსიც არ მქონია, რაც დაგშორდი.
- დიდი მადლობა, რომ ერთი კვირა გაძელი უსექსოდ - დაიჯღანა ნატალი.
- ამ წამს სიყვარული აგიხსენი საძაგელო ქალო! - გაბრაზდა გივი. - და ეს გურამა ნუ მიყურებს ეგეთი თვალებით, თორემ ერთს მაგარს მოვდებ ყბაში.
- ვის მოსდებ აბა? - გურამი გაიწია გივისკენ, მიშომ დაიჭირა, არ გვჭირდება ზედმეტი ცემა-ტყეპაო.
- ცოლობას გთხოვს - დაუყვირა მიშომ.
ნატალი ხმას ვერ იღებდა.
- იქნებ, რამე თქვა? თორემ მუხლები ძალიან მეტკინა.
- საზიზღარი კაცი ხარ - დაუყვირა ნატალიმ - გგონია, მიმატოვებ, მერე მოხვალ, თბილი სიტყვებითა და მაგ ლამაზი, ჩემი ოცნების ბეჭდით მომნუსხავ?
- რაა? - სახე აელეწა გივის.
- რა და თუ ცოლობას მთხოვ, კეთილი ინებე და ადამიანურად მთხოვე.
- როგორ გთხოვო? მაპატიე, გამოუცდელი ვარ.
- მამაჩემს სთხოვე ჩემი ხელი. - გამოუცხადა ნატალიმ ამაყად.
- 28 წლის ხარ, რაღა დროს მამიკოა? - შეშფოთდა გივი.
- რატომ არა? კაცი ოცდარვა წელია ოცნებობს, რომ ჩემი ხელი სთხოვონ და ჩამაბაროს პატრონს - დოინჯი შემოირტყა ნატალიმ.
- და შენ?
- რა მე?
- შენ თანახმა ხარ?
- რაზე? - გადაწყვიტა ბოლომდე ეწვალებინა.
- თანახმა ხარ, რომ ჩემი ცოლი გახდე?
- მერე შენ რომ ბავშვები არ გიყვარს? მე კი ოთხი მინდა.
- ოთხი გინდა? - იკითხა გაოგნებულმა გურამმა.
- შენ არავინ გეკითხება - გაუცინა გივიმ, მერე ნატალის შეხედა - იცი რაა? დავფიქრდი, სამსახურიდან მოსულსა და დაღლილს ოთხი ბავშვი რომ ამაცოცდება კისერზე, ცხვირს დამიქაჩავს, მელოტ თავზე მომითათუნებს.... უი, მართლა, თმის ცვენა მეწყება, ვმელოტდები.
- მაშინ, მემგონი სჯობს კარგად დავფიქრდე - გაეცინა ნატალის - რაღაცას ყვებოდი სამსახურიდან მოსულიო, დაღლილიო.... როგორ იყო?
- როგორ და, ეს ოთხი ბავშვი წვალებას რომ დამიწყებს, მემგონი არც ისე ცუდია. თან საყვარლები იქნებიან შენნაირი ცხვირები თუ ექნებათ და გაბრაზებულები მაღლა ასწევენ ხოლმე, როგორც შენ.
- მაშინ თანახმა ვარ.
- რაზე ხარ თანახმა?
- ნუ მაიმუნობ! ახლიდან მკითხე - დაუბღვირა ქალმა.
- თანახმა ხარ, რომ ჩემი ცოლი გახდე?
- თანახმა ვარ - უპასუხა ბედნიერებისგან გაბრწყინებულმა ქალმა და ფეხზე ააყენა საყვარელი კაცი, მთელი ძალით ჩაეკრა გულში.
* * *

მირანდა ხალათგახსნილი, სრულიად შიშველი იწვა საწოლზე, ზემოდან კედელს მიყრდნობილი მირიანი დაჰყურებდა და თან ვისკის შეექცეოდა ნეტარი სახით.
- აი, რა მაკლდა - აღმოხდა ქალს.
- მარტო ეგ გაკლდა? - შეიცხადა კაცმა.
- სულიერი სიმშვიდე მაკლდა და უშფოთველი ძილი. როცა ვიხსენებ, რაც გააკეთე, ისევ ვბრაზდები და სურვილი მიჩნდება, რამე გადაგარტყა.
- ზურგი მშვენივრად დამიკაწრე. მეტი რაღა უნდა გადამარტყა?
- ეკლიანი ვარდი.
- ყველა მე მომყიდე და რაღა დაგრჩა?
- მოსაყიდი კიდევ ბევრია - გადაიკისკისა მირანდამ - ძალიან კარგი მაღაზიაა. ხო ლამაზია?
- ძალიან. ეტყობა, რომ პატრონიც ეგეთივე მშვენიერი და გემოვნებიანი ქალბატონია, მაგრამ გული მწყდება, მიყვარდა შენი სპექტაკლები.
- იქაც ვბრუნდები.
-მართლა? - დიდ შუბლზე აკოცა მირიანმა - მემგონი, ასეთ სიტუაციაში, ჩემთან ცხოვრება მოგიწევს. ორივე სამსახური ახლოს გექნება.
მირანდა წამოჯდა.
დასერიოზულდა.
- გადმოსვლას მთავაზობ?
- ჩემს ცოლობას გთავაზობ.
- მოველოდებოდი - კმაყოფილი გამომეტყველებით წარმოთქვა ქალმა, მაგრამ მერე თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა - მაპატიე, ყველაფერზე ვტირი - სახეზე ხელები აიფარა - არადა, ვიფიქრე, ღირსეულად მივიღებ ამ წინადადებას-თქო.
- ამაზე ღირსეული ვერავინ იქნება - ხელები დაუკოცნა მირიანმა.



№1  offline წევრი Crazy dreamer

პირველად წავიკითხე თქვენი ისტორია და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი იყო.
მახარებს ის ფაქტი, რომ ძველი რომანების განახლებას არ იზარებთ და ამას სხვა ადამიანებსაც ურჩევთ. წარმატებებს გისურვებთ..

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Crazy dreamer
პირველად წავიკითხე თქვენი ისტორია და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი იყო.
მახარებს ის ფაქტი, რომ ძველი რომანების განახლებას არ იზარებთ და ამას სხვა ადამიანებსაც ურჩევთ. წარმატებებს გისურვებთ..

დიდი მადლობა საყვარელო <3
ძნელია ძალიან. 6-7 წლის წინ სულ სხვანაირად ვწერდი, მაგრამ მაინც ვცდილობ, ცოტათი გავასწორო რაღაცეები

 


№3  offline წევრი ნანა73

დასაწყისშივე მივხვდი რომ ვიცნობდი ამ ისტორიას და არც შევმცდარვარ.
მე ეს წამიკითხავს, არ ვიცი ზუსტად რამდენი ხნის წინ, მაგრამ ნამდვილად კარგად მახსოვს.
მოუხედავად ამისა სიამოვნებით გადავიკითხე თავიდან ბოლომდე.
მადლობა ამისთვის.
❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Maia G.

ენ არაჩვეულებრივია❤მიყვარს ეს ისტორია და სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ❣

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ნანა73
დასაწყისშივე მივხვდი რომ ვიცნობდი ამ ისტორიას და არც შევმცდარვარ.
მე ეს წამიკითხავს, არ ვიცი ზუსტად რამდენი ხნის წინ, მაგრამ ნამდვილად კარგად მახსოვს.
მოუხედავად ამისა სიამოვნებით გადავიკითხე თავიდან ბოლომდე.
მადლობა ამისთვის.
❤️❤️❤️

ნანაკო დიდი მადლობა <3

Mai dire mai
ენ არაჩვეულებრივია❤მიყვარს ეს ისტორია და სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ❣

გაიხარე საყვარელო <3 ძალიან მიხარია რომ ახალი სუნთქვა მიეცა თქვენი წყალობით

 


№6  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგია რა თქმა უნდა.მეორედ არა ალბათ სულ მცირე მესამე დ წავიკითხე და ისევ ისე ამავსო ემოციებით როფორც ადრე❤️❤️ძალიან მიყვარს

 


№7 სტუმარი ნებულა

ასეც კარგია, მაგრამ ძველი ვარიანტი ბევრად უკეთესი იყო.ასე ჩვეულებრივი ამბავია - კარგად დაწერილი, დრამატურგიის წესების დაცვით, მაგრამ ჩვეულებრივი. აი, პირველად რომ წავიკითხე, ისიც ვიფიქრე, ნეტფლიქსს რომ მიაწოდებდეს
გადასარევი სერიალი გამოვიდოდა-მეთქი.

 


№8 სტუმარი ძალიან კარგია

მომეწონა????????

მომეწონა ძალიან.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent