სასრულეთი (თავი 10)
ლეა აქამდე მეგონა, რომ ყოველდღე შიშში ვცხოვრობდი, მაგრამ დავუდის სიტყვებმა ერთიანად დამაფრთხო. ჩემი სიცოცხლე საფრთხეში იყო. უნებურად გამახსენდა ფილმი „სორაიას ჩაქოლვა“. ფილმის მოქმედება ვითარდება 80-იან წწ. ირანის ერთ-ერთ მოშორებულ სოფელში ხდებოდა. ამ სოფელში შემთხვევით მოხვედრილ ჟურნალისტს, რომელსაც მიმავალ გზაზე მანქანა გაუფუჭდა, ხვდება ზახრა, ქალი, რომელსაც სურს მოუყვეს წინა დღეს დატრიალებულ ტრაგედიაზე. ზახრა ჟურნალისტს შემზარავ ამბავს მოუყვება, რომელიც თავს გადახდა მის დისშვილს – სორაიას და თან სთხოვს ჟურნალისტს, რომ ეს ისტორია მთელ მსოფლიოს მოუთხროს. სორაია, სწორედ ცილისმწამებლურად, ღალატისა და მრუშობის ბრალდებით ჩაქოლეს. ჩანს დრო უძლურია შარიათის კანონების წინაშე, მათ შორის გლობალიზაციის პროცესიც, ქალთა ემანსიპაციაც და მსოფლიოში მიმდინარე ახალი გამოწვევებიც. ალბათ მეც იგივე მელის, რაც სორაიას და რატომ? რისთვის? რა შუაში ვარ? ყველაფერი დავუდის აკვიატების ბრალია, რომელსაც სიყვარულს ეძახის. ოთახიდან გასვლის მეშინოდა. ვიცოდი რომ დავუდს ან მერიემს დავლოდებოდი. პირველად, ამ სასახლეში ყოფნისას დავუდმა გასაღები მომცა და კარები შიგნიდან ჩავკეტე. მალე გაისმა კაკუნის ხმა. უსიამოვნო ჟრუანტელმა თავიდან ფეხებამდე დამიარა, სახეზე ცივმა ოფლმა დამასხა. ლამის იქვე ჩავიკეცე და მერიემის ხმა არ გავიგონე, რომელიც შემოშვებას მთხოვდა. კარს მივუახლოვდი და მერიემი საჩქაროდ შემოვუშვი. ტირილისგან თვალები დასიებოდა. არც თავსაბურავი ეკეთა. გამიკვირდა. ამ ფორმაში პირველად ვხედავდი. ნუთუ ჩემს გამო ტიროდა? მისთვის ასეთი ძვირფასი და მნიშვნელოვანი ვარ? მართალია მერიემი პირველ დანახვისთანავე მოვიდა ჩემს გულთან ახლოს, მაგრამ არ მეგონა თუ ისიც მეგობრად მთვლიდა. ვფიქრობდი, რომ ერთმანეთი სტრატეგიულად გვჭირდებოდა და სულ ეს იყო. - ლეა, დამშვიდდი, დავუდი არ დაუშვებს, რომ რამე დაგიშავდეს. დღესვე გაგიყვანს აქედან. არც მე მიგატოვებთ. მეც თქვენთან ერთად ვიქნები. - ყველაფერი თქვენი წყეული რელიგიის და შარიათის კანონების ბრალია. როგორ შუძლიათ ოცდამეერთე საუკუნეშიც კი ასე ვანდალურად მოექცნენ ქალის სიცოცხლეს. თქვენში აქლემს მეტი ფასი აქვს, ვიდრე ქალს. - ცდები ლეა. ყველაფერი ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული ისლამამდელი ტრადიციების ბრალია. ვერ წარმოიდგენ თვით დიდი იმპერიებიც კი ჯაჰილიის (უმეცრება) დროს ქალებს როგორც ექცეოდნენ. არც თქვენი ქრისტიანები აკლებდნენ. - ჯაჰალია რა არის? - ასე ისლამამდელ, წარმართობის პერიოდს მოვიხსენიებთ. ისლამამდე, ქალის ადამიანურობაშიც კი ეჭვი ეპარებოდათ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში. ან ეშმაკეულად, ან ცხოველად მიიჩნევდნენ. მას ყიდიდნენ, აჩუქებდნენ, აქირავებდნენ კიდეც. ისე ექცეოდნენ, როგორც ნივთს. - ხოდა ახლაც იმ შეხედულებებში არიან ჩაძირული. დრომ ვერაფერი შეცვალა, როგორც ჩანს. - შენ ვერ წარმოიდგენ, მანამდე რა სისასტიკე იყო არაბულ სამყაროში. ბედუინები ხშირად გოგონებს ზრდიდნენ 6 წლამდე, შემდეგ ისინი მამებს მიჰყავდათ შორს, უდაბნოში და იქ მარხავდნენ ორმოში. მექის ახლოს მდებარეობს მთა - აბუ დულამა, სადაც კურაიშის ტომის წევრები თავიანთ ახალშობილ გოგონებს ცოცხლად მარხავდნენ. მრავალი მუსლიმი მწერალი მოგვითხრობს სევდიან ისტორიებს ამ შემთხვევების შესახებ. მსგავსი ტრადიცია მუჰამედის დროსაც არსებობდა და ის 5-ჯერ არის მოხსენიებული ყურანში. მუჰამედმა ეს წესი აკრძალა 630 წელს, მექის აღების დღეს მან მუსლიმებს ფიცი დაადებინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ასეთი იყო: „არ დახოცოთ ბავშვები“. - თუმცა იმავე ყურანის სახელით ქალებს სასიკვდილოდ ასამართლებენ მრუშობის გამო. არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე რელიგიით გაპრავებული ძალადობა. რახან ყურანი ასე კარგად იცი რა მელის უარეს შემთხვევაში? - ლეა, დარწმუნებული ვარ, არაფერი გემუქრება. დავუდი დაგიცავს. არ დაუშვებს, რომ თმის ღერიც კი ჩამოგივარდეს. - მაშინ რატომღა ტირი, თუ ასეთი დარწმუნებული ხარ? - საკუთარ საქციელს ვნანობ. ვნანობ, რომ დაგიჯერე და წამით ვიფიქრე, რომ დავუდი ოდესმე ჩემზე იფიქრებდა. მასთან სიცოცხლით ვარ ვალში. ანალოგიური განსაცდელისგან მიხსნა, ან სიცოცხლის მოსპობა მელოდა, ან კიდევ ჰარამხანის ტყვეობა. თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი. ვიცი, ძნელია ჩემი სიტყვების დაჯერება, საკუთარ თავსაც არ უტყდები, მაგრამ აღიარე, რომ არის დავუდში რაღაც, რაც ამოუხსნელად გიზიდავს. როცა ორი ცალი ბედისწერის უკუღმართობის გამო ერთმანეთს ვერ ხვდება,და იმავე ბედისწერისვე მანქანებით ადრე თუ გვიან ისევ ხდება მათი გზების გადაკვეთა. როგორც, ბუმერანგი, რაც არ უნდა შორს გაიტყორცნო, რაც არ უნდა შორს შეკრას მრუდი, მაინც უმალვე თავის განმტყორცნს უბრუნდება, ანალოგიურად რაც არ უნდა შორს წახვიდე შენი ბედისგან, რაც არ უნდა დაგვიანდეს შეხვედრა და დაბრუნება, საბოლოოდ მაინც მასთან იქნები. - ბოლოს რაც თქვი გეთანხმები, ოღონდ მცირე ჩასწორებით. ჩემი ბედი ალესანდროა მერიემ, და მე მას აუცილებლად დავუბრუნდები. რომ არა ეს იმედი, აქამდეც ვერ მოვაღწევდი ცოცხალი. მართალია დავუდი საოცრად მომნუსხველია, არის მასში ის ქარიზმა, რაც იშვიათად შეიძლება მამაკაცში ნახო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს მომხიბვლელობა დროებითია, როგორც ეგზოტიკური ხილი, მანამდე გიზიდავს სანამ დააგემოვნებ, შეიძლება გასინჯვისისაც მოგეწონოს, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, რამდენჯერმე. მაგრამ თუ არჩევანი გექნება, ყოველდღიური და მუდმივი მოხმარებისთვის მაინც შენი ყვეყნის გემრიელ სეზონურ ხილს არჩევ. - ლეა, მაოცებ. მაგ სიტყვებშიც ჩანს, რომ ალესანდრო არ გიყვარს. ორივეს მიმართ ეგოისტური მესაკუთრული გრძნობა გაქვს. აღიარე, აღიარე, რომ მოგწონს გულის სიღრმეში, რომ დავუდი შენზე გიჟდება. - ჯანდაბა, ვაღიარებ. ხო. მიზიდავს... საშინლად მიზიდავს. მაგრამ არ მაქვს უფლება ვნებას და ემოციებს ავყვე, ზუსტად ვიცი, თუ ალესანდრო მიპოვის, თუ მასთან დავბრუნდები, აქაურობა სიზმარივით დამავიწყდება და დავუდიც სიზმრის ნაწილი გახდება. მაგრამ თუ არჩევანს დავუდზე გავაკეთებ, მუდმივად დამტანჯავს ალესანდროს მონატრება, სინანული, ხელიდან გაშვებული მშვიდი, შეიძლება ცოტა ერთფეროვანიც, მაგრამ სიყვარულითა და სითბოთი სავსე ერთობლივი ცხოვრების შანსი. _ ახლაღა შევამჩნიე, რომ კარში დავუდი იდგა და ბედნიერებით გაცისკროვნებული თვალებით მიყურებდა. - ლეა, ვიცოდი, ვიცოდი, რომ შენც ისევე გიზიდავდი, როგორც მე. შენ ხარ ჩემი ანდამატი, მე კი შენი. მერიემ, დაგვტოვე. - მერიემ, დარჩი. - ხმას ავუმაღლე. მერიემი ლამის ოთახიდან გაიქცა. და დავრჩით ერთმანეთის პირისპირ მე დავუდი. ის უდაბნოს ცხელი ქვიშაზე აალებული ცეცხლი იყო. მე კი ზღვის წყალი. ზუსტად ვიცოდი, თუ ერთმანეთს მივუახლოვდებოდით, ან ის დამწვავდა, ან მე ჩავაქრობდი. ამიტომ ჯობდა ყველაფერი ისე დარჩენილიყო როგორც იყო. ასე ორივეს შანსი გვრჩებოდა ჩვენი წილი ბედნიერება გვეპოვა. მე ალესანდროსთან, მას კი მერიემთან ან ვინმე სხვასთან. დავუდი ჩემთვის ეგზოტიკური ხილი იყო, რომლის დაგემოვნების არც ზნეობრივ-მორალური, არც კანონიერი და არც ბუნებითი უფლება არ მქონდა. ის ის იყო ჩემი ამ ფიქრების მისთვის გამხელას ვაპირებდი და საუბრის დასაწყებად პირი გავაღე, რომ გაჩუმების ნიშნად პირზე თითი ამაფარა და თვალებში ჩამხედა. ჩამხედა და დამამუნჯა. მოძრაობის უნარი დამიქვეითა. თითქოს რაღაც ჯადოსნურ ძალას ფლობდა მისი მწვანეები. არვიცი რამდენი დრო გავიდა, არც ის ვიცი, როგორ გამოვიყურებოდი, მხოლოდ მისმა სიტყვებმა მომწყვიდა უძირო მწვანეებს. - ლეა, ახლა რომც მეკოცნა, შენს ტუჩებს რომც შევხებოდი, დარწმუნებული ვარ, არათუ წინააღმდეგობას არ გამიწევდი, არამედ პირიქით, კოცნაშიც კი ამყვებოდი. მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან პირობა მოგეცი და მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებთ, ვინაიდან ჩემი სიტყვის მოწმე თავად ალაჰია. სანამ შენ თავად არ მთხოვ ან არ მოინდომებ არ შეგეხები. დამატყვევებლად გამიღიმა და ჩემს არეულ ფიქრებთან მარტო დამტოვა. რა მემართება? ნუთუ შესაძლებელია ერთდროულად ორი ადამიანი მიზიდავდეს. პირველად მოხდა, რომ დავუდთან ყოფნისას ალესანდრო არც მიხსენებია და მასზე ფიქრებიც არ მომძალებია. რა ხდება ჩემთავს? ნუთუ მორალურად ასეთი არასტაბილური ვარ? საკუთარი აზრები მაშინებდა, თითქოს ჩემში მეორე ლეაც ცხოვრობდა, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი და ახლა მაქსიმალურად ცდილობდა გულსა და გონებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას, ისე, რომ პირველ ლეას ავიწროებდა. ბევრი ფიქრის შემდეგ ისევ ერთი დასკვნა გამოვუტანე ჩემთავს. ალესანდრო მიყვარს, დიახ მიყვარს, და ის არამარტო საყვარელი მამაკაცი, არამედ ჩემი სულიერი პარტნიორი, მეგობარიც არის. ადამიანი, რომელთანაც თავს საოცრად კომფორტულად ვგრძნობ. დიახ, ალესანდროს სიყვარული ჩემთვის კომფორტია, რომელიც სიმშვიდესთან, ბედნიერებასა და სტაბილურობასთან ასოცირდება. და დავუდი? მახსოვს, უნივერსიტეტში სწავლისას ადიქციას განვიხილავდით. ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრება ნებისმიერი მდგომარეობა, რომლის დროსაც წარმოიშვება აკვიატებული მოთხოვნილება კონკრეტული სახის ქმედებების მიმართ იქნება ეს კოფეინი, ალკოჰოლი, ნარკოტიკული თრობა, თამბაქო თუ ა.შ. პირველად ახლა გავაცნობიერე, რომ ადიქცია შეიძლება ადამიანის მიმართაც გაგვიჩნდეს და ჩემთვის ადიქციის ობიექტო სწორედაც რომ დავუდია. ჩვენი ურთიერთობაც ადიტიური ქმედების ნაირსახეობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სხვა ადამიანზე ფიქსაცია და მასზე არაბუნებრივად მიჯაჭვული დამოკიდებულება. და რაც ყველაზე ცუდია, ეს მდგომარეობაა ორმხრივია. მეც და დავუდიც ვგრძნობთ ამ მიჯაჭვულობას, რაც ამავდროულად აკრძალული ხილის შესაძლო დაგემოვნების წყურვილთანაა შერწყმული. „სიყვარულის ობიექტის“ მიმართ აკვიატებული მოთხოვნილება გამოწვეულია იმით, რომ განსაზღვრული სახის მოქმედებები იწვევს ხანმოკლე ბედნიერებისა და ეიფორიის განცდებს, რომლის ეტაპების გავლის შემდეგ ადამიანი უბრუნდება რეალური ცხოვრების ბუნებრივ მდგომარეობას. ფიქრი ისევ კარზე კაკუნმა გამაწყვეტინება. ამჟამად ნილაი იყო. გამიკვირდა, ამ პატარა გოგოს რაღა უნდა? ოთახში მორიდებით თავდახრილი შემოვიდა და მალულად მიყურებდა ერთხანს თავისი დიდრონი, სუფთა, ზურმუხტისებრი თვალებით. შემდგომ მოულოდნელად გულზე მომეკრა და ჩამეხუტა. ჯერ გავოცდი, თუმცა მისგან წამოსულმა ენით აღუწერელმა დადებითმა მუხტმა და სითბომ მოიცვა ჩემი სხეული და სული. ჩემს წინაშე უმანკო ბავშვი იდგა გულწრფელი ემოციებით, რომელიც ყველაზე მეტად მაკლდა სიყალბით სავსე სამყაროში. - ლეა, შენი მოსვლით ჩვენს გულებში ალ ჯანათის (სამოთხის) კარი შეაღე. შენ ქართველი პრინცესა ხარ, რომლისთვისაც დავუდმა 9 მთა და 9 ზღვა უნდა გადაიაროს. დაგვპირდი, რომ როდესაც ის დაგიმსახურებს, შენი გულიც გაუღიმებს. - ნილაი, შენც და დავუდიც ბედნიერები იქნებით. შეიძლება თქვენს გვერდით არ ვიყო, მაგრამ სულ მემახსოვრება შენი თვალები, როგორც სამყაროს ყველაზე გულწრფელი გამოძახილი. თვალები აუწყლიანდა. ის ის იყო ცრემლებისთვის გზების გახსნას აპირებდა, რომ ოთახში დავუდი შემოვიდა ხელში ბურქით. თავადაც არაბული სამოსი ეცვა. - ბევრი დრო არ გვაქვს. საღამოს შენი გასამართლებაა დაგეგმილი. სასწრაფოდ აქედან უნდა წაგიყვანოთ. ნილაი შენც გაემზადე. შენ და მერიემი ბაღდადში ბრუნდებით. - თქვენ სად მიდიხართ ძმაო? - უკვე აცრემლებულმა იკითხა ნილაიმ. - რაც უფრო ნაკლები გეცოდინება, უკეთესია. ახლა კი დროა ცრემლები შეიმშრალო მაგ ლამაზ თვალებზე. გპირდები მალე გნახავთ და ეს დღეებიც სიზმარივით გაივლის. ნილაი ისევ ჩამეხუტა და კარისკენ ჩემკენ სახით უკანასვლით გავიდა. პირდაპირ გადავიცვი ბურქა და დავუდს ვკითხე ის რაც, არ მასვენებდა. - დავუდ, თუ ღმერთი გწამს ჩემი ქორწინების ბეჭედი დამიბრუნე. გპირდები, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც შენ ინებებ, წინააღმდეგობას აღარ გაგიწევ, ოღონდაც ჩემი ბეჭედი დამიბრუნე. ბეჭდის ხსენებაზე მისი სახე მრისხანებამ მოიცვა. აშკარად თავის თავს ებრძოდა, რომ შინაგანი მღელვარება გარეთ არ გამოეშვა. მერე სახეზე ჩვეული მშვიდი იერი მოირგო და მომიგო. - ბეჭედი სავარაუდოდ ათას ერთი ღამის სასახლეში დაკარგე ლეა. - არ მჯერა, მატყუებ. დამიბრუნე ჩემი ბეჭედი. - ისევ ამაკანკალა და ისტერიკული ტირილი ამივარდა. ვემუდარებოდი ჩემთვის ბეჭედი დაებრუნებინა, ის კი ისევ ამაოდ ცდილობდა ჩემს დამშვიდებას მისი ერთი სიტყვისაც არ მჯეროდა. - ლეა, ამის დრო არ არის. აქაურობა სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ. - არა, ბეჭდის გარეშე არსად არ წამოვალ - განწირული ვკიოდი. უცებ ამიტაცა ხელში, არად ჩააგდო ჩემი ტირილი და გარეთ გამიყვანა. პირველად გამოვედი ამ სასახლის კედლებს მიღმა. დიდ მოედანზე ვერტმფრენი გველოდა, რომლის ფრთების ქროლვაც ბურქას აფრიალებდა, თითქოს ჩემი ტანის გაძარცვა ჰქონდა გამიზნული. საჩქაროდ ამიყვანა დავუდმა ვერტმფრენში. ღვედი შემიკრა და თავადაც გვერდით დამიჯდა. პილოტს არაბულად გადასძახა და მალე მიწასაც მოვწყდით. არვიცოდი სად მივდიოდი, ვუყურებდი ვერტმფრენით მიწის ზედაპირს და მახსენდებოდა ჩემი და ალესანდროს აღფრთოვანებული მზერა არაბეთის ნახევარკუნძულის მოახლოებისას. ეს ეგზოტიკური მიწა ჩემი ჯოჯოხეთის დასაწყისად ქცეულიყო. სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო. *** დავუდი. იორდანიაში წასვლას ისედაც ვგეგმავდი. ამ სიტუაციაში კი, დაჰაბის დატოვება ყველაზე გონივრული გადწყვეტილება იქნებოდა, სანამ ბიძაჩემი არ გამოუტანდა განაჩენს. დღევანდელმა პანიკურმა შეტევამ ბოლო მომიღო. დილით ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როდესაც გავიგე რომ თურმე ლეასაც ვიზიდავ. მაგრამ ახლა რამ გაახსენა ის დაწყვევლილი ბეჭედი. რომ მგონია, რომ ვიმარჯვებ, რომ მგონია, რომ ალაჰი ჩემკენაც მოიღებს მცირეოდენ მოწყალებას, სწორედ მაშინ ჰორიზონტზე ისევ ეს წყეული სანდრო ურთმელიძე ჩნდება. თითქოს საიდი არ მეყოფოდა მტრად, კიდევ ერთი ქართველი რომ გადავიმტერე. მაგრამ ერთადერთი შვებას მგვრის ის ფაქტი, რომ ალესანდროს დეტექტივებმა გაარკვიეს რომ ლეას საზღვარი არ გადაუკვეთავს და უკვე დაჰაბში გვეძებენ. ჩვენ კი ისევ ერთი ნაბიჯით გავასწრებთ. იორდანიაში ნამდვილად აღარ დაგვიწყებენ ძიებას. ამით დროს მოვიგებ და შევიტყობ ლეა ორსულად არის თუ არა. რომ აღმოჩნდეს, წარმოდგენაც მიჭირს, როგორ გამიძნელდება მისი გაშვება, მაგრამ სიტყვა სიტყვაა, პირობა პირობაა. და მე დავუდი, ალაჰის, ამ ზეცისა და მიწის წინაშე ვფიცავ, რომ შევასრულებ. ვერტმფრენის დაშვებისას ყველაფერი მზად მქონდა. პასპორტის გამზადებაც მოვასწარი. ბურქაში გადამოწმებას არავინ დაუწყებდა, მითუმეტეს ჩემს თანმხლებ პირს. მთავარია, რომ მშვიდობიანად დავეშვით. ლეას წამით არ ვუშვებდი ხელს. მეშინოდა არ დამსხლტომოდა. თავიდანვე გავაფრთხილე, რომ ყვირილს და დახმარების თხოვნას აზრი არ ჰქონდა. მსგავსი შემთხვევები აქ ყოველდღიურობა იყო და რეაგირება არავის ექნებოდა. ხან მამას მიჰყავდა ძალით ქალი, ხან ძმას, ხან ქმარს ან ქმრის ნათესავებს. სულ პროტესტის გრძნობა მქონდა. ვებრძოდი უსამართლობას. მაგრამ პირველი შემთხვევა იყო, რომ ჩემთვის საძულველი წესები ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენე. როგორც იქნა, ჩვენს სახლს მივუახლოვდი. საუკუნოვან სახლს, რომელიც ჩვენი ახალი ცხოვრების ნავსაყუდელი იქნებოდა. თითქოს გუშინ დავტოვე აქაურობა. არც არაფერი შეცვლილიყო. სახლიდან ისევ გამოდიოდა ფაჰლავისა და ჰალვის არაბულ ყავასთან შერწყმული საოცარი არომატი. - ლეა, კარგად დაიმახსოვრე ეს არომატი. ეს ჩვენი სახლის არომატია. გავუღიმე და ბურქა გადავხადე... - ალაჰმაც დალახვროს. ვინ ხარ? ლეა სად არის? ლეას ბურქა საიდან გაცვია? ლეააააა!!!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.