სასრულეთი (თავი 9) +18
სიგიჟის ზღვარზე ლეა ტყვეობისას პირველად დავარღვიე საკუთარ თავთან მიცემული პირობა. ვერ შევხვდი ალიონს და ვერც ზღვიდან ამოსულ სხივებს გავუზიარე გულისნადები, მოლოდინები და სურვილი აქედან თავის დაღწევისა. თვალები ზანტად გავახილე და დავუდის ოთახს თვალი მომავლე. ჯანდაბა, ისევ აქ ვიყავი. გონებას ძალას ვატანდი, რომ აღმედგინა გუშინდელი დღისა და ღამის ფრაგმენტები, თითოეული ფრაგმენტის გახსენება ენით აღუწერელ ტკივილს მანიჭებდა, თითქოს გული ნელ-ნელა იფლითებოდა და თითოეულ ნაფლეთს თან მიჰყვებოდა ალესანდროს სიყვარული. საკუთარი თავი მძულდა. განა ვიმსახურებდი ალესანდროს უანგარო, გულწრფელ სიყვარულს? არა. მეტიც, მე არც დავუდის სიყვარულს ვიმსახურებდი. ვგრძნობდი, რომ მასაც ვტანჯავდი და თავის გასამართლებლად მისგან მტრის ხატს ვქმნიდი. საკუთარი უსუსურობის მცხვენოდა. ფიქრებში გართულმა ახლაღა შევამჩნიე, რომ ოთახში მარტო ვიყავი, შიშველ სხეულზე ნახევრად გამჭვირვალე აბრეშუმის თეთრი კაფტანი მეცვა. ზეწარი შემოვიხვიე და ტერასაზე გავედი, რომ სუფთა ჰაერს გამოვეფხიზლებინე. ტერასაზე დავუდი ზურგით იდგა და ჩაფიქრებული და ზღვის ჰორიზონტს გაჰყურებდა. ის ის იყო, გამობრუნება დავაპირე, რომ ჩემკენ შემოტრიალდა. - ლეა, გუშინ ძალიან შემაშინე, მაპატიე. ინსტიქტურად უკან დავიხიე. გუშინდელის მერე თვალებში ვეღარ ვუყურებდი, მცხვენოდა. - ლეა, არ მინდა შენი შეშინება. სუსტად ხარ, ნება მომეცი დაგეხმარო. -ხელი შემაშველა, რომ წონასწორობა დამეცვა. - დავუდ, ძალიან გთხოვ, გუშინ რაც მოხდა, დაივიწყე. ამ ოთახში გაჩერება აღარ შემიძლია. გამიყვანე აქედან. ხელები წელზე შემომხვია კიბეებზე ხელში აყვანილი ჩამომიყვანა. და აი ისიც, ოთახი ზურმუხტისფერი კრეტსაბმელით - ჩემი ნავსაყუდელი ტყვეობის უსასრულობაში. აშკარად სტოკჰოლმის სინდრომი მივითარდებოდა. ეს ოთახი მამშვიდებდა და მშობლიურობის განცდას მიჩენდა. საწოლზე მოწყვეტით დავეშვი. დავუდი თავთან დაჯდა. უხმოდ მიყურებდა. მის თვალებში ყველაფერი ერთად ჩანდა: ტკივივილი, სინანული, დანაშაულის შეგრძნება, უსასრულო სევდა, რომელიც მწვანეების სიღრმეში იკარგებოდა. ერთხანს ასე იჯდა გაუნძრევლად, მერე კი წამოდგა, უხმოდ გამეცალა ოთახიდან და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენის საშუალება მომცა. თვალწინ დამიდგა ზღვის ჰორიზონტს შემყურე ჩაფიქრებული დავუდი. როგორი სევდიანი იყო. რატომაა, რომ არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოვჩნდებით ხოლმე? რომ არა სასტუმროში ავტომობილის ინციდენტი, იქნებ ჩვენი გზები არც გადაკვეთილიყო, და ორივეს ცალ-ცალკე ბედნიერად გაგვეგრძელებინა ცხოვრება. მე ალესანდროსთან, დავუდს კი იქნებ დროთა განმავლობაში მერიემის მიმართ გასჩენოდა გრძნობები? ან რა მოხდებოდა მაშინ, სეიდაბადში რომ გამოეჩინა ინტერესი? მაშინ ხომ აღფრთოვანებული ვიყავი მისით? რამდენი თვე ვფიქრობდი მასზე? ამაოდ ვეძებდი მის მწვანეებს ქუჩაში გამვლელებში. სეიდაბადშიც რამდენიმეჯერ დავბრუნდი იმ იმედით, რომ მოვიდოდა. კარგა ხანს მესიზმრებოდა. მერე კი თითქოს მასზე მოგონებები და ფარული ოცნება ზაფხულის ღამის სიზმარივით უკვალოდ გაქრა. თავი ამაოდ გავაქნიე, რომ გონებიდან ფიქრები გამეფანტა. ფიქრები, რომლებიც სიგიჟის ზღვარზე მიმაქროლებდნენ. სარკმელს მივუახლოვდი. ხელით გადავწიე ზურმუხტისფერი კრეტსაბმელები და ისევ ჰორიზონტს გავხედე. არაბეთის ნახევარკუნძულის მცხუნვარე მზე თავის პიკს უახლოვდებოდა და ზღვიდან აორთქლილი ოხშივარი ჰორიზონტს ბინდავდა. ალესანდრო გამახსენდა. ეგვიპტეში ჩამოსვლიდან მეორე დღეს ერთად ვუყურებდით ჰორიზონტიდან ამოსულ მზის სხივებს. პლაჟზე მხოლოდ ჩვენ ვიყავით. ჩვენს საუბარს ფონად ზღვის ტლღების საამო შრიალის ხმა გასდევდა. აღფრთოვანებული ვსაუბრობდი ბუნების საოცრებაზე, რაზეც ალესანდრო იცინოდა. როგორც ყოველთვის, ჩემთვის გაუგებარი მათემატიკური ფორმულებით ხსნიდა, რომ ჩვენს თვალწინ არა ბუნების საოცრება, არამედ ჩვეულებრივი წირი ჩანდა. „ხილული ჰორიზონტი ეწოდება წირს, რომლითაც ცა თითქოს დედამიწის ზედაპირს ესაზღვრება. ხილული ჰორიზონტის სიშორე s, ე.ი. მანძილი დედამიწის ზედაპირის ყველაზე შორეულ ხილვად წერტილებამდე, იზრდება გარემოს მიმართ დამკვირვებლის h სიმაღლის მიხედვით და გამოისახება ფორმულით. ჭეშმარიტი ანუ მათემატიკური ჰორიზონტი არის ცის სფეროს დიდი წრეწირი, რომლის სიბრტყე მართობულია შვეული წრფისადმი.“ ვერც კი ხვდებოდა რომ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ლექციას მიკითხავდა, თითქოს შარქბეის ყურეში კი არა, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის უსახურ აუდიტორიაში ვიყავით. მე ბავშვივით გავიბუსხე, რომ რომანტიკული გარემო ჩამიშალა, გაბრაზებული წამოვდექი სირბილით გავუყევი პლაჟს, ნომერში დაბრუნებას ვაპირებდი. ალესანდრო სიცილით გამომეკიდა, რაზეც უფრო გავბრაზდი და ფეხს ავუჩქარე. ფიზიკური ძალით ვერასდროს გამოვირჩეოდი და ამიტომ ალესანდრო მალევე დამეწია. ელვის სისწრაფით ორივე ცხელ ქვიშაზე დავეშვით. მის ქვეშ მოქცეული ხელოვნურად გავიბრძოლე და თან ეშმაკურად გავიღიმე. ალესანდროს მხურვალე ტუჩებმაც უმალვე გაიკვალა გზა ვნებისგან ათრთოლებულ სხეულზე. ზღვიდან მონაბერი ნიავი საამურად ეფერებოდა ჩვენს სხეულებს და დროდადრო ცხელი ოქროსფერი ქვიშით გვასაჩუქრებდა. ალესანდროს ტუჩები კიდევ უფრო ცხელი და მომთხოვნი იყო, რაზეც მეც ანალოგიურად ვპასუხობდი. მალე ვიგრძენი როგორ შემოიჭრა ჩემს სხეულში და ენით აღუწერელმა ნეტარებამ მომიცვა. მის სხეულის რიტმს აყოლილი ვცდილობდი სიამოვნების მაქსიმალურად გახანგრძლივებას. ალიონს ზღვიდან ამოყოლილი სხივებიც დროდადრო ჩვენს სახეებზე ლიცლიცებდა. ეს ალიონი ჩვენი იყო. შარმ ელ შეიხის ოქროსფერი სანაპიროც, ცეცხლოვანი ბურთიც და სიყვარულითა და ვნებით სავსე ერთმანეთის მზერაც. გულში ვლოცავდი ყველა იმ ტურისტს, ვისაც ადრე ადგომა ეზარებოდა და ერთმანეთით ტკბობას გვაცლიდა აკრძალულ სივრცეში. ახლა კი ზურმუხტისფერ კრეტსაბმელებს შორის მოქცეული ჰორიზონტი უფრო და უფრო უფერული, ბუნდოვანი ხდებოდა და მოგონებების კადრებს თან იყოლებდა. მქონდა კი ძალა მებრძოლა? მქონდა კი მორალური უფლება ისევ ძველებურად შემეხედა ალესანდროს ჭაობისფერებისთვის? ჩემს თვალებს ხომ უკვე დავუდის მწვანეებიც ახსოვდა? მისი შეხებასაც ისევ ვგრძნობდი სხეულზე, დავუდის არომატი ჩემს აბრეშუმის ნახევრად გამჭვირვალე კაფტანსაც (არაბული კაბა) მაქსიმალურად შეეწოვა. რას ვგრძნობდი მის მიმართ? ზიზღს? შიშს? რიდს? სიბრალულს? ვნებას? ბოლოს გაფიქრებაზე ტანში გამაჟრჟოლა. ნუთუ შესაძლებელია ერთი გიყვარდეს და მეორეს მიმართ ვნებას გრძნობდე? საკუთარი თავი ყველაზე ამორალურ არსებად მივიჩნიე, რომ ამის გაფიქრებაც კი დავუშვი. არის რაღაც დავუდში, რაღაც ამოუხსნელი, რომელსაც სახელსაც კი ვერ ვარქმევ, რაც ამოუთქმელად მეზიდება მისკენ, სწორედ ეს რაღაც იყო სეიდაბადშიც მისი თვალების პირველი შეხედვისას რომ დამეუფლა. თვალები, დიახ, სწორედ დავუდის მწვანე თვალები მალავდა მთელ ამ იდუმალ მიჯაჭვულობას, რომლისგანაც თავის დაღწევა მინდოდა. ნეტავ ახლა რომ გაქცევა შემეძლოს რას ვიზამდი? უამრავი უპასუხო კითხვა სინდისისგან დამძიმებულ გულს და გონებას ლოდებად ედებოდა. ის ის იყო, ოთახიდან გასვლა დავაპირე, რომ კარზე სამჯერ დააკაკუნეს. - უდხულ ادخل - არაბულად მივმართე შემოსულიყო. როგორც წესი დავუდიც და მერიემი დაკაკუნების გარეშე შემოდიან. ლაილას ხილვამ გამაოცა. ზუსტად ვიცი, დიდად გულზე არ ვეხატები. რატომ მეახლა ოთახში? რამე ხომ არ ჩაიფიქრა ჩემს წინააღმდეგ. გამახსენდა მერიემის გაფრთხილება. - ოჰ ლეა, ლეა. შენ რა შეითანი ყოფილხარ, მე კი ერთი მიამიტი გურჯი მეგონე. - ლაილა შენი თავი არ მაქვს, თუ რაიმეს თქმა გინდა, პირდაპირ მითხარი. - სახელით მიმართვას როგორ მიბედავ. შენი ჰამმატე حماتي მე ვარ. დავუდს დედა არ ჰყავს და მე გასწავლი როგორ უნდა მიმართო შენზე უპირატესს - თვალებში თვითკმაყოფილება გამოსჭვოდა. ირონიულად გააგრძელა. - რა თქმა უნდა, თუ საერთოდ დამჭირდება ამ სტატუსის გამოყენება. ალაჰმა უწყის, რით იზიდავ ერთმანეთზე უკეთეს კაცებს. - როგორ ბედავ ასე საუბარს. ახლავე დატოვე ჩემი ოთახი.- მისი სითავხედე უკვე ყველა ზღვარს აბიჯებდა. - აბა ვნახოთ ისევ ასე თუ იჭიკჭიკებ, როცა გაიგებ, შენ ისტერიკის გამო დაჰაბის სამიტზე არ წამოსვლით რა გამოტოვე. რა შევიტყვე შენს შესახებ. იქნებ ალესანდროზე უნდა მითხრას რამე? - გულში გავიფიქრე და გადავწყვიტე დროებით ბრაზი მომეთოკა. - გულისყურით გისმენ- რაც შემეძლო მშვიდად ვუპასუხე. - მოკლედ გურჯებს და მამლუქების შთამომავლებს რომ თავგზას უბნევ არ ახალია. - რას მიედ-მოედები. გურჯს და მამლუქის შთამომავალს მხოლოდ დავუდს ვიცნობ. - ეს შენ გგონია ეგრე. სადულაჰს წამოსცდა, რომ დაჰაბის სამიტზე დავუდს საცოლედ უნდა წარედგინა შენი თავი. თუმცა ისეთი ისტერიკა დაიმართე, უთქვენოდ წავედით მე და სადულაჰი. ქალების წვეულებაზე საიდის და იყო. საიდი ისევე როგორც დავუდი ქართველი მამლუქის შთამომავალია, ოღონდ ალჟირელი მამლუქის. ალი რიზასა და დავუდ ფაშას შორის არსებული შუღლი საუკუნეები გაგრძელდა და დავუდის და საიდის ურთიერთობაზეც აისახა. ერთმანეთის მოსისხლე მტრები არიან. საიდის დამ რანიამ მიამბო, რომ საიდს შენი შესყიდვა უნდოდა, ამით გარკვეულწილად ალი რიზას გზას გააგრძელებდა და დავუდის მეტოქეობას ერთხელ და სამუდამოდ მოუღებდა ბოლოს. როგორც „უკვალოდ გაქმრალი“ ნილაი სულთანი გახდა ალი რიზას ჰარამხანის რიგითი წევრი, შენც საიდის ჰარამხანას დაამშვენებდი. მეტიც, შენს კაცს თავისი წარმომადგენელი მიუგზავნა და ჩოჩქოლი მოჰყვა ამ ამბავს. ათას ერთი ღამის სასახლეში საიდს თავისი ჰარამხანისთვის უნდა მოეტაცებინე და დავუდმა დაასწრო. მაინც როგორ მოახერხე ამდენი კაცის შებმა? ღმერთო ჩემო. ანუ დავუდი მართალი იყო, როცა მითხრა გადაგარჩინეო. ჩანს ის კაცი ჩემში ფულის გადახდა რომ შესთავაზა ალესანდროს აუზზე, სწორედაც რომ საიდის გამოგზავნილი იყო. - ალესანდრო, ჩემი ქმარი, მის შესახებ რამე იცი? სად არის? მეძებს? - ის რა მართლა შენი ქმარია?- ჯერ გაოცდებულმა შემომხედა, მერე კი თვალები ეშმაკურად აუციმციმდა. - არვიცი, მაგრამ გავიგებ თუ მას გაყვები და დავუდს შეეშვები. თუ დავუდს თავს არ დაანებებ, გპირდები საიდს მივგვრი შენს თავს? - ანუ დამეხმარები ალესანდროს პოვნაში და აქედან გაქცევაში? - ინშალაჰ, მთავარია აქედან მომწყდე. - რატომ მეხმარები ან რატომ გინდა დავუდს თავი დავაღწიო?- ეჭვმა შემიპყრო. - ზედმეტად ცნობისმოყვარე ხარ ლეა. ჩაიცინა და გავიდა. სულ დამავიწყდა დილის ფიქრები. გული იმედის სხივებმა მოიცვა. აქედან გასვლის რეალური შანსი მიჩნდებოდა. მართალია ლაილას არ ვენდობოდი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, ჩემი აქედან წასვლა ისევე უნდოდა, როგორც მე. *** მთელი დღე ოთახში ვიყავი. რამდენიმეჯერ მოსაკითხად შემოსულ მერიემს მხოლოდ საჭმელს გამოვართმევდი ხოლმე უხმოდ. ამაოდ სცადა საუბრის გაბმა. მეშინოდა რამე არ წამომცდენოდა, ამიტომ თავს ვარიდებდი. თვითონ კი ჩემს უხასიათობას დარწმუნებული ვარ გუშინდელ დღეს აბრალებდა. სავარძელში მოკალათებული სარკმელში შემოჭრილ სინათლის სვეტებს ვადევნებდი თვალს, როცა კარი ელვის სისწრაფით გაიხსნა და იქედან გაცეცხლებული დავუდი შემოიჭრა. - ეს რა ჩაიდინე ლეა. მეც გამიმეტე და საკუთარი თავიც როგორ გაიმეტე? ალაჰ, როგორ გიშველო? - მის ხმაში პირველად ვიგრძენი შიში და უნებურად ავფორიაქდი. - მე.. მე არვიცი რას ამბობ.... ვერ ვხვდები. - ვერ ხვდები არა? ალაჰმაც დასწყევლოს, რატომ უთხარი ლაილას, რომ ქმარი გყავს? ხომ გაგაფრთხილე, რომ მაგ გოგოსგან თავი შორს დაგეჭირა? რატომ, ლეა, რატომ? სადულაჰს ყველაფერი უამბო და შენი გასამართლება შარიათის კანონით მოითხოვა. მრუშობაში გდებს ბრალს და უცოლშვილო კაცის შეცდენაში. ლეა, რატომ არ დაგვიჯერე. რატომ ენდე ლაილას?- სახეზე ხელები ნერვულად აიფარა და სასოწარკვეთილმა ახლაღა ჩამხედა თვალებში. - რა მელოდება?- ცრემლებს ძლივს ამოვაყოლე ორიოდ სიტყვა. - წარმოდგენაც არ მინდა, წინ რა გელის.იდელურ შემთხვევაში, გაროზგვა და ერთადერთი რაც შეიძლება, მათრახის დარტყმის რაოდენობა შეამცირონ. - უარეს შემთხვევაში? - თქმაც მიჭირს, ლეა. ..... ....ქვებით ჩაქოლვა.- სიმწრით ამოთქვა და გულში ჩამიკრა. ვგრძნობდი თმებზე როგორ მეცემოდა მისი ცრემლები. ჩემს წინ მდგომი ერთი შეხედვით უძლეველი კაცი პატარა ბავშვივით ტიროდა. - ლეა, უშენობას ვერ გადავიტან. ვეცდები აქედან დროულად გავაღწიოთ- თავის სხეულზე ისე მიკრავდა, რომ უკვე სუნთქვაც კი მიჭირდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.