შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქროსფერი განთიადი (სრულად)


1-10-2020, 13:25
ავტორი Gossipy girl
ნანახია 26 037

-აღარ დაიღალე?
-არ უნდა მეკითხებოდეთ ამას.
-გეკითხები,აღარ დაიღალე?
-უსაშველოდ.
-ცოლ-შვილი არ მოგენატრა?
-უსაშველოდ.
-ამას რისთვის აკეთებ?
-მათთვის.
-მერამდენე დღეა?
-1090.
-იცი ეგ რამდენია?
-სამ წელიწადს ხუთი დღე აკლია.
-ხანდახან გულწრფელად მინდა გკითხო.
-მკითხეთ.
-როგორ უძლებ?
-იმედით.
-მადლობა უფალს,ეს მაინც მისწავლებია შენთვის.
-თქვენ არ გისწავლებიათ.
-მაშ,ვინ გასწავლა?-გაეღიმა.
-ჩემმა შვილმა.
-2 დღის არ დატოვე?
-ხელში აყვანიდან პირველივე წამს მითხრა,მარტო იმედი უშველის ჩვენს მამაშვილობასო.-გაეღიმა.
-ჩვილმა გითხრა,არა?!
-ჰო,მითხრა.თვალებით მითხრა.ვალდებული ხარ,კაცი უნდა იყო,სხვანაირად არ შეიძლებაო.
-კაცად იქეცი?
-1090 დღე გავიდა,სუფთა ვარ.
-კაცად იქეცი,დადა?
-ვცდილობ.
-როგორ მიხვდები,რომ გამოგივიდა?
-როცა სურვილი აღარ შემჭამს.
-ისევ გეღვიძება ღამით?
-ახლა კვირაში რამდენჯერმე.
-მანამდე?
-მანამდე ღამეში რამდენჯერმე.
-რაც გასწავლე გშველის?
-რომ არ ეშველა,ახლა მკვდარი ვიქნებოდი.
-ბოლოს რომელი ისწავლე?
-2 კორინთელთა 12:9-10.
-გისმენ ...-გაეღიმა.
-„ამიტომაც ვტკბები უძლურებით,შეურაცხყოფით,გაჭირვებით,დევნითა და შევიწროებით,რადგან როცა უძლური ვარ,მაშინ ვარ ძლიერი ..“
-ეჭვი არ მაქვს ამ მუხლის ბოლო ნაწილი შენს ჭრილობებს შველის.
-მერედა როგორ?!ახალი სისხლია.
-მაგ სისხლით გაგწმინდა უფალმა,ხვდები?
-ვხვდები.
-მალე კოშმარები შეწყდება.
-„ყოველთვის არ იქნება საწყალი დავიწყებული,არასოდეს გაქარწყლდება თვინიერთა იმედი“.
-ფსალმუნები,მეცხრე თავის მეჩვიდმეტე მუხლი ..
-მეთვრამეტე.-გაეღიმა.
-დადა ...
-ჯერ ამის დრო არ არის,ჯერ სრულად არ გამქრალა.როცა დასრულდება წავალ.
-მალე დასრულდება,დადა.
-უნდა დასრულდეს,უნდა დასრულდეს ან მე დავასრულებ.
-ცუდზე არ იფიქრო,დადა.სამი წლის წვალება წყალში არ ჩაყარო,შენ შვილს იმედები არ გაუცრუო,უფალს არ უმტყუნო.კლდეზე გადაჩეხილი კრავი ხარ,შვილო საშველად გამოწვდილ ხელს წიხლი არ აუკრა,თორემ შიგ უფსკრული ჩაგყლაპავს და მერე რთული იქნება.მერე უფრო გაჭირდება,დადა.
-ქალაქში როდის მიდიხართ?
-ამ დღეებში ჩავალ.
-დედაჩემთან მიხვალთ,რომ გთხოვოთ?
-აბა რას ვიზამ?!
-თხოვეთ,დინას და ნუცას ფოტო გამოგატანოთ.
-ვეტყვი,შვილო.-გაეღიმა,მხარზე ხელი ჩამოადო და თავზე აკოცა-ვეტყვი.
წვერებში დამალულ სახეზე ხელები ჩამოისვა.
სამი წელია უცვლელ ხედს უყურებდა.
სამი წლის განმავლობაში პირველად იგრძნო,რომ რაღაც კარგი უნდა მომხდარიყო.
სამი წლის განავლობაში პირველად შეეხო უხილავს ხელით და პირველად ეძინა უშფოთველი ძილით.
***
-ნუცა,გამიცინე დე ...-საწოლში მწოლიარე შვილს ლოყები დაუკოცნა დინამ.
ბავშვი ჯერ თავს იმძინარებდა,დედის ალერსი უფრო დიდხანს რომ გაგრძელებულიყო.
-დე,გაიღვიძე ვიცი რომ გღვიძავს ... გამიღიმე ჩემო პრინცესა!ნუ,თუ გარდანის ასულს გაღვიძება არ უნდა მაშინ ...-ჩაფიქრებული სახე მიიღო დინამ და პატარა გოგონას გადახედა-მაშინ ჩვენ უნდა გავაღვიძოთ ...!
მუცელზე მოთარეშე დედის თლილ თითებს ვერ გაუძლო ნუციკომ და მაშინვე კისკისი მორთო.ბავშვის წკრიალა ხმა მთელ სახლს იკლებდა.
-დინა,შვილო ჩამოდი სტუმარი მოვიდა.
-ბებიაშენი ფორმაშია ..-ჩაილაპარაკა გოგონამ და თავისი პატარა შვილი ხელში აიყვანა.
ორსართულიანი სახლის კიბეებზე ნელი ნაბიჯებით მოდიოდა მომღიმარი და თან ნუცას რაღაცებს ებუტბუტებოდა ყურში.ბავშვიც მთელი გულით იცინოდა.გული გაუთბა მათი დანახვისას.ახლა ყველაზე მძაფრად იგრძნო უ’ოჯახობა.ახლა ზუსტად ესმოდა,რას გულისხმობდა დადა,როცა თავისი შვილის თვალებზე საუბრობდა.
ნუცას თვალებში მთელი სამყარო ჩანდა,რომელსაც ღერძის სახით აკლდა მამა.
დინას თვალებს კი მხოლოდ დედობრივი ძალა აიძულებდა ჩამქვრალი ვარსკვლავივით კიაფს შავი ცის კაბადონზე.
იმ ჩამქვრალ ვარსკვლავს ჰგავდა ადამიანების დასანახად,რომ ანათებს,რეალურად კი სული დიდი ხანია განუტევა.

-მან გამოგგზავნათ?-უემოციოდ ამოილაპარაკა დინამ და ბავშვი სკამში მოათავსა.
-მეც მინდოდა თქვენი მონახულება.
-როგორ არის?-ხმა აუთრთოლდა მაიას.
-უძლებს.ძლიერი ბიჭია,თქვენ გამო უძლებს.-მომღიმარმა მზერა მოავლო გარდანის ქალებს.
-სამი წელი გავიდა ...-ხმა გაუტყდა დინას-ჩამოსვლას არ აპირებს?
-დინა,შვილო ეს პროცესი ადამიანის თავიდან დაბადებას გულისხმობს,შენ კარგად იცი რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ბრძოლა საკუთარ თავთან საკუთარ გონებაში.დადას აქ ჩამოსვლა სიცოცხლეს ურჩევნია,ზოგჯერ გაოგნებული ვარ მისი მოთმინების უნარით,მაგრამ დამიჯერე იქ ყოფნით ისევ თქვენ ...
-ეს მოსმენილი,მაქვს.-მწარედ გაეღიმა დინას.
-დინა.!-მკაცრი იყო დედამთილის ხმა.
-გადაეცით,რომ დავიღალე.-ცრემლები მანამ შეიწმინდა სანამ ლოყებზე გაიკვლევდნენ გზას.მამაკაცს გული ჩაწყდა ქალის სიტყვებზე,დადას ყოფაზე და იმაზე რაც გარდანს აქ ჩამოსვლისას ელოდა.ალბათ იმიტომ,რომ თავად ყველაზე კარგად იცოდა რას ნიშნავს როცა ადამიანი ადამიანის ლოდინით იღლება.ეს დასასრულია.
-ამას არ ვეტყვი.ეს რომ ვუთხრა განვლილი სამი წელი წყალში უნდა ჩავუყარო.ხომ გინდა რომ გამოჯანმრთელდეს?შენს შვილს გვერდით მამა ყავდეს?
-გვერდით ქმარი უნდა მყოლოდა,რომელიც ჩემი ცოლად მოყვანის დღიდან აღარ მყავს!-ხმის ტონის შესამჩნევმა მატებამ მაიაზე და ბავშვზეც იმოქმედა.ნუცა გაოცებული უყურებდა დედას იმედგაცრუებით დაღალულ თვალებს.
-როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი,დინა?-ხმა ჩაეხლიჩა მაიას-შენ და ნუცას გამო იბრძვის,შენ კი შენ თავზე ფიქრობ?მარტო შენ თავზე?ასე როგორ შეგიძლია ...
-თქვენის ნებართვით მე წავალ ...-ანაფორა შეისწორა და სკამიდან წამოდგა.
მაიამ ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგაც ვერ დაითანხმა ცოტა ხნით დარჩენაზე.
მთაში მიეჩქარებოდა.
იქ ასულს თავისი ავადმყოფი უცდიდა.
იცოდა,როგორ ელოდა გარდანი მის გამოჩენას ხელში თავისი ცოლ-შვილის ფოტოთი.
მაიას ჩუმად გამოართვა ნუცას და დინას სურათი.
მერე რა რომ ყველაფერი იმაზე ცუდად იყო ვიდრე ეგონა?!
რწმენა,რომ უდაბნოს სიცხე გარდანის ცხოვრებაშიც დასრულდებოდა მასაც აძლიერებდა.
გარდანის ეზო უნდა დაეტოვებინა ახალგაზრდა ბიჭის ხმა რომ მოესმა.
-მე თქვენ გიცნობთ,დადასთან მიდიხართ?
-დადასთან მივდივარ.-გაეღიმა.
-მეც წამოვალ!
-ახლავე?
-ახლავე!
-მაშ წავედით.-გაეღიმა.



მთები თითქოს ისე დუმდნენ როგორც არასდროს.
ხეების შრიალი ნაცნობ სახელებს აგონებდა დადას.
„დინა,ნუცა“
„დინა,ნუცა“
„დინა,ნუცა“
„ჩემი გოგონა,ჩემი დინანო...“
ფეხით მომავალნი რომ შენიშნა ეგონა ტვინში სისხლი ჩაექცეოდა.
„ჩამოვიდა“-გონებაში უმალვე გაიფიქრა და დასახვედრად გაიქცა.
ჭიშკართან მისული ერთ ადგილას შედგა,როცა ნაცნობი სხეული დაინახა,დაკარგული დროის მტვრით შეცვლოდა სახე.
-დადა ...!-ამოილუღლუღა ბიჭმა.
-კოსტა,შენ?!-ნერვიულად გაეცინა და ხელისგულები პერანგზე გაისვა-შენ აქ რა გინდა?
-ჩამოვედი,სხვანაირად აღარ შემეძლო და შენთან ჩამოვედი.
-შენებმა იციან?
-არ იციან,პირდაპირ ქუჩიდან გამოვყევი შენს მეგობარს,მითხრა ასე დამიძახეო.-გაეღიმა ბიჭს.დადამ ჯერ „მეგობარს“ გადახედა,მერე კოსტას.
-გაგიჟდი,ბიჭო?შენებს,როგორ არ უთხარი?
-გზიდან დავურეკე,მარიკას რომ ვუთხარი ვისთანაც მოვდიოდი მითხრა ჩემ მაგივრად ჩაეხუტე და აკოცეო.წარმოიდგინე,მარიკამაც არ „გაჭედა“.
-მოდი აქ,შე გადარეულო ბავშვო!-სიცილს ვერ იკავებდა,სიცილში ცრემლებს ვერ იკავებდა,ცრემლებში ემოციებს,ემოციებში გრძნობას,რომ რაღაც ახლობელს და ძველს შეეხო.მონატრებულს.
მომღიმარი უყურებდა ბიჭებს და ქალაქიდან ამოტანილ საჭირო ნივთებს ეზოში ალაგებდა.
დადასთვის კოსტას ჩამოსვლა წყალი იყო უდაბნოში უეცრად გაჩენილი.
ალბათ იმიტომ,რომ მეგობრობა დედამიწაზე ბედნიერად ცხოვრების მთავარი და უცვლელი ფორმულაა.
-ყველაფერი მომიყევი,რა ხდება ქალაქში?ჩემებს ნახულობ?
-თორაძე ჩამოვიდა,ორი წელია აქეთაა.-თორაძის ჩამოსვლა კარგად ვერ ენიშნა გარდანს,მაგრამ ხმა არ ამოუღია
-ნუცა ბაღში მე დამყავს,წინა წელს შეიყვანა მაიკომ ...-სხეული დაუბუჟდა შვილის სახელის გაგონებისას-დადა,იცი რა ბავშვია?ჭკუიდან გადაყავს მთელი საძმაკაცო-ეგონა სიხარულით კანი აეწვებოდა,არასდროს ეპარებოდა თავის მეგობრებში ეჭვი,რომ მისი არყოფნის დროს მის ოჯახს მიხედავდნენ-დათა ხო იცი რა არანორმალურია?!დინა ძლივს ატანს ბავშვს სასეირნოდ,სამაგიეროდ ნუცას სიცილის ხმა ესმის მთელ უბანს ეგ ორი ერთად საბავშვო ბაღია,ცალკე გახსნილი.დადა,მაგრად გგავს.
-მართლა?-ხმა ძლივს დაიმორჩილა.
-მამას შვილი ასე გავდეს?ეგ პირველია,შენ ძმობას გეფიცები.არ იცი,პირველად სად გაიარა? ჩვენთან,ეზოში. დინას ეჭირა ხელში და თორაძემ ბუშტები მოუტანა,დინას კალთიდან ჩამოცოცდა და თორაძისკენ წავიდა.წარმოიდგინე მე და იკა რა დღეში ვიყავით,იკა ბოლო ხმაზე ყვიროდა პატარა გარდანმა გაიარაო.მაია ფანჯრიდან გვიყურებდა და ბედნიერებისგან ტიროდა.-თორაძე. ისევ თორაძე და ისევ თორაძის მიერ წართმეული ბედნიერების წუთი.
-როგორია,მომიყევი ... კოსტა ყველაფერი მომიყევი ...
-შენი ხასიათები აქვს,ისეთი კეთილია გაბრიჩიძე და ილდანი ლამის ხმაში აატირა.
-რატო?!-გაეცინა და მოწოლილი ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა.დადას ტკივილით კანი აეწვა კოსტას.
-ეგენი ხო იდეაში სულ ჩხუბობენ,ნუცა მივიდა და ცრემლიანი თვალებით უთხრა ორივეს ნუ ჩხუბობთო,ორივე მიყვარხართ და გული „მტივაო“,ჯერ კარგად ვერ ლაპარაკობს. ილდანმა გაბრიჩიზე ლამის მოგუდა ჩახუტებისას,ოღონდ ნუცას არ ეტირა და 1 თვე არ უჩხუბიათ.
-დინას არ ჰგავს?-ხელები გაუოფლიანდა გარდანს.
-ხასიათებით,ხანდახან ... დინასავით მშვიდი და წყნარია.სიმშვიდე დააქვს გულით,გეფიცები. არ ვიცი შენი შვილი რომ არი მაგიტო ვგიჟდებით ?! არა,სულ რომ უცხო იყოს მაინც გაგაგიჟებდა ... თორაძემ ლონდონიდან ჩამოუტანა პამპერსები თბილისში სიტუაციები აირია და ერთი პერიოდი აფთიაქები დაკეტეს ტიპებმა.წამლებს ტალონებით არიგებდნენ და თავი ლამის 90-იანების იქით გვეგონა,უფრო სიბნელეში და უფრო „სიყრუეში“.
-რატო?
-პარლამენტარებმა „დაცხეს“ მაგრად,პოლიტიკის „დეფიციტში გარღვევა აქვთ“-ჩაეცინა-როგორც ყოველთვის,რა. ქალაქში ისე აირია სიტუაცია სამ დღეში დაკეტეს ყველაფერი და დარაბები დაგვაფარეს ზედ სახეზე.
-რატო სულ გაგიჟდნენ?
-რას გაუგებ?პოლიტიკა და საქართველო ერთ ბალახს როდის ძოვდა?
-დინა როგორ არი ...?
-გელოდება.-ამ სიტყვაში თითქოს ყველაფერი ჩაატია კოსტამ.
-კოსტა,ხოარ აწუხებს ვინმე ..?
-ჩვენ აქ არ ვართ?!არ გრცხვენია?!
თავი ჩახარა და მიწას დააშტერდა.
ქვის ლოდზე ისხდნენ.
მთები უყურებდნენ მეგობრებს.
მონატრებით დაღალულ მეგობრებს.
-ცოლი მომყავს დადა.
-რაო?-ისევ შეიწმინდა ჯებირებს არ გადმოსული ცრემლები და მომღიმარმა ახედა მეგობარს-რამდენი წლის ხარ,ბიჭო?
-1 კვირის წინ მესამე წელი შემისრულდა,რაც დაბადების დღე არ აღმინიშნავს.მოლოცვები არ მომისმენია.ერთად არ გვიცინია რომ ნაბოლარა ვარ და 1 წლის მომატებით 1 გრამი ტვინი ისევ დამაკლდა.დადა,მესამე წელია წასული ხარ.
-ბოლო დაბადების დღე იყო ჩემ გარეშე,კოსტა!-სიმწრით გაეცინა და მეგობარს თავზე ხელი გადაუსვა-მოვერევი,თქვენ გამო მოვერევი და ზუსტად ისეთი დავბრუნდები,როგორც მაშინ ვიყავი ... შენ მოგონებებში.
-შენ ჩემი ძმაკაცობის და ზოგადად კაცობის ეტალონი იყავი,ეგ ხო იცი არა?!იმ მასხარებზე მეტად შენი სიტყვის მწამდა.შენ რომ გეთქვა კოსტანტინე მტკვარში ვხტებიო მეც მოვდიოდი,ყველგან „გეტენებოდით“,ალბათ იმიტომ რომ შენთან ერთად სიარულიც მეამაყებოდა.-გარდანს ეგონა ძვლებს უბზარავდა კოსტას თითოეული სიტყვა-შენ სიტყვებს გულში ვიმარხავდი და ღამე სულ ვფიქრობდი,ალბათ იმიტომ რომ დადა მინდოდა ვყოფილიყავი.
-დადამ იმედები გაგიცრუა.ახლა ჩემ გვერდით ყოფნა არც ისე საამაყოა,არა?!-სიმწრისგან ტუჩი მოიკვნიტა და მთებს გადახედა.
-დადა ახლა იმაზე მაგარი ტიპია,ვიდრე ჩემ ბავშვობაში და მოგოგნებებში იყო.
ეგონა ახალი სისხლი გადაუსხეს.
სიამოვნების ჟრუანტელი იგრძნო,ასე სასურველი და ასეთი დავიწყებული.
-კაი,ერთი კოსტანტინე!
-არა,ნუ გადაგაქვს ხუმრობაში!-შესძახა ხმამაღლა ატირებულმა კოსტამ.სისხლი გაეყინა გარდანს-ცოლი მომყავს,დადა.შენ ისე ჭირდები ჩემ ცხოვრებას როგორც უფროსი ძმა სჭირდება უმცროსს.სულ რომ კაცი მოკლა გარდანო,ჩემთვის მაინც დადა გარდანი ხარ,ჩემი უფროსი ძმა,რომელიც არასდროს მყოლია.
გარდანმა ხმა ვერ ამოიღო.
იჯდა და უსმენდა პატარა კოსტას.
ახსენდებოდა ბავშვობაში,სკოლიდან მოსული მოკლე გზით მიდიოდა სახლში,როცა ჩიხში ბიჭები შენიშნა.
ის პერიოდი იყო ძლიერი სუსტს თამამად რომ ჩაგრავდა და პასუხს არავინ თხოვდა.
გარაჟებთან მოემწყვიდათ პატარა კოსტა უფროს ბიჭებს და ფულის წარმთევას ცდილობდნენ.
კოსტა ცრემლებამდე მისული კბილებით იცავდა თავის თავმოყვარეობას.
დადამ ის ბიჭები ისე ცემა უკან არ მოუხედავთ ისე გაიქცნენ.
კოსტას თავისი ხელით ჩამოფერთხა მიწიდან აკრული მტვერი,რომელმაც დაცემის დროს ტანსაცმელი დაუსვარა.პერანგის საყელო შეუსწორა და გაღიმებულმა ლოყაზე ხელი მოუთათუნა.
„ეგ არაფერი,გულში ბოროტება არ ჩაიდო,ცხოვრებაა ეგეთი.ხელის შებრუნება ისწავლე და ეგენიც გაგქრებიან“...
სადარბაზოსკენ მომავალთ მეორე სართულის აივნიდან კოსტას მამა უყურებდა.
კოსტას მამას სიმსივნე ჰქონდა და ექიმები თვეებს უთვლიდნენ.
ჯავრი კლავდა კოსტას მამას,კოსტას უმამობისთვის განწირული მომავლის გამო.
იმ დღეს კოსტას მამამ დადას მამას დაურეკა და მადლობა გადაუხადა,რომ კაცი გაზარდა.
იმ დღის მერე კოსტა დადას აღარ მოშორებია.

ღამე იყო.
წყნარი და მრავლის მეტყველი სიბნელე სუფევდა ირგვლივ.
თითქოს ღმერთი რაღაცის თქმას ცდილობდა დედამიწელებისთვის.
ასეთ დროს ადამიანებს მოულოდნელად უწევთ უფალთან შეხვედრა.
ზოგი ამას იაზრებს ზოგიც ვერა.
ვგულისხმობ,ღამის ამ მონაკვეთში ზოგი ღმერთზე ფიქრობს,ზოგიც ვერა.
როცა ფიქრობ,მოდის.
დაუწერელი კანონია.
„დააკაკუნე და გაგეღება.“
„ვინც ეძებს ის პოულობს“
აი ამათ ამბავშია ფიქრიც.

-დადა,გვღიძავს ?-გაისმა მისი ხმა.
-კი,შემოდით.
-რაც მთხოვე ჩამოგიტანე.
-ვიფიქრე ... მადლობა.-ხმა ჩაუვარდა გარდანს.
-დადა,შვილო,წასვლაზე იფიქრე.

მეტი არაფერი.
სულ არაფერი უთქვამს.
კარი გაიხურა და სიბნელეში დატოვა ფიქრებაშლილი გარდანი.

ფოტოზე დინას გულზე მძინარე ნუცა სიზმრად მამას ნახულობდა.
მამას,რომელიც არასდროს ჰყავდა ნანახი.
მამას,რომელიც ასე აკლდა.
ფოტოზე დინას სახეს მხოლოდ შვილი უნათებდა.
ამას მხოლოდ ის იგრძნობდა,ვისაც დინა დადას გვერდით ჰყავდა ნანახი.
დადამ მიხვდა,რისი თქმაც სურდა „მეგობარს“.
იმ ღამით კოშმარები ისევ აღარ უნახავს.
უჩვეულო ღამე იყო.
ერთბაშად ჩამოწოლილ სიმშვიდეს რაღაცის მოლოდინი არღვევდა.
რაღაცის რაც ყველაფერს შეცვლიდა.
საერთოდ ყველაფერს.
მზე მთებს იქით,ჰორიზონტს გაღმა ნელ-ნელა იწყებდა დედამიწის გათბობას.
განთიადი ყველაზე ტკბილი მონაკვეთი იყო დღე-ღამის .
არეული თმების სითბოს კილომეტრებით შორს გრძნობდა გარდანი.თითქოს მესხის ოქროსფერი ლოკონები მზის სხივებად ეფინებოდა სამყაროს.
ეს ყველაფერი ღვთის სასწაულს ჰგავდა.
იმედს,რომელიც ყოველ წამს აგრძნობინებდა დადას,რომ უნდა ებრძოლა.
***
წარსული.

-დადა ქუდი დაიხურე და ისე გადი,გარეთ სიცივეა ..-კარებში გასულს მიაძახა მაიამ.
-დედა კაი,რა?!
-არ უნდა ამას „კაი,რა?!“-დადასავით დაბრიცა სახე მაიამ-ნუ ჩამომიყვან ეზოში და ნუ ასეირებ გაბრიჩიძეებს,თორე მე ჭკუა არ დამიშლის,შვილო ..
-ვიცი,ვიცი მაია.შენ გაბრიჩიძეებზე გიჟი ხარ რომ გიყურებ.
-დამენახე,რომ ქუდით გადიხარ და წადი.
-გარეთ მოვიხსნი,რატო არ მეშვები,მაია?-ეცინებოდა დადას და სარკეში ქუდს ირგებდა.
-ჩემ თავს გაფიცებ,არ მოიხსნა დე.
-არა ხარ მართალი,ქალბატონო მაია.!
-ჭკვიანად,დე!
სადარბაზოდან გასულს ეზო სავსე დაუხვდა.
ბიჭები უკვე მზად იყვნენ მთელი დღის აქ გასატარებლად.
-აი,გარდანს ვკითხოთ!-აყვირდა კოსტა-დადა,ჩემი კლასელი,რომ შემიყვარდეს ხო ძალიან ტეხავს?
-რატო ტეხავს?-გაეცინა დადას.
-არ ტეხავს?
-სიყვარული არ ტეხავს არც ერთ განზომილებაში,კოსტანტინე!
-გაიგე,ბავშვო?-გაეცინა დათა გაბრიჩიძეს.
-ეე,მე მაინც არ მესმის ჩემ კლასელებს ყველას ისე ვუყურებ,როგორც ჩემ დებს.
-ძმობილმა დობილს რა უთხრა,არ იცი შენ?-სიცილი აუვარდა ირაკლი ილდანს.
-წაბილწული ხარ შენ,ილდანო და სულ არაა ეგ სასაცილო ფაქტი!-გაბრაზდა კოსტა.
-კოსტა,ხვალ რა გეგმები გაქ?-ჩაერია თორაძე.
-ჩემი კლასელები მოვლენ,დედაჩემი პატარა სუფრას გაგვიშლის და თქვენც ამოდით,რა.
-არ შეაწუხო მარიკა დეიდა,ჩვენ ამოვიტანთ რაღაცებს.
-დადა,ნუ იცი ეგრე რა შეწუხებაა თქვენი სტუმრობა?-აივნიდან გადმოსძახა მარიკამ.
-თქვენ ასაკი არასდროს გემატებათ ხო?-გაუცინა დემეტრემ ქალს.
-თქვენ რა გითხარით ..!-ხელი აიქნია მომღიმარმა ქალმა და შინ შევიდა.
-ყველაზე მაგარი ქალია მარიკა დეიდა.-ნაღვლიანად ამოილაპარაკა ირაკლიმ.
-დედაჩემია ...-სიამაყე და სევდა ერთმანეთში აერია კოსტას.
-მამაშენი როგორ არი?-თემა შეცვალა დადამ.
-სიკვდილის მოლოდინში.
-ასე ნუ ამბობ,ბიჭო!-სახე აუჭარხალდა გაბრიჩიძეს.
-მკითხეთ და გპასუხობთ,ვაჰ.!-ხმა აუკანკალდა კოსტას.
-კოსტანტინე,ყველაფერი მაგრად იქნება ხო იცი არა?!
-დაბადების დღე არ უნდა მიხაროდეს?..-ჩამქვრალი თვალებით ახედა დადას-მამაჩემი კვდება და მე დაბადების ...
-მაგ სისულელებს ვინც გაწვეთებს დროზე გააქრე შენი ცხოვრებიდან.მამაშენს შენი კარგად ყოფნა უნდა,გავიგე კოსტას საჩუქარს უკეთებსო.-ხელი გადახვია გარდანმა თვალებ ანთებულ კოსტას.
-საიდან გაიგე?
-მამაჩემმა თქვა სახლში.
-რა საჩუქარსო,არ უთქვამს?-ადგილს ვერ პოულობდა კოსტა.
-არ უთქვამს.გაიგებ ხვალ!
-მამაჩემმა გაჭედა სამსახური დაიწყეო,თუ არ სწავლობ რამის კეთება მაინც ისწავლეო!-ამოიზუზუნა ირაკლიმ.
-სამჯერ რომ ჩაიჭერი გამოცდაში რა გეგონა?-გაეცინა დემეტრეს.
-შენ კალამი და ფურცელი ვერ გაგაგდებინეთ ხელიდან გამოცდაზე,სამაგიეროდ!
-სამაგიეროდ მე მამაჩემი მოწიწებით მელაპარაკება.
-აუ,დადა გააჩუმე რა!
-სამსახური არი,რო?!-დადამ ახლა ირაკლის გადახედა.
-არი,ბენზინგასამართ სადგურზე ყოფილა ადგილები,ამანაც სად იპოვა,რა!-ხელი აიქნია იკამ.
-და როდიდან იწყებ,ილდან?!-გაეცინა დემეტრეს.
-ზეგ წავალ.
-ეგ არაფერი,ცხოვრებაში რთული პერიოდი ვის არ გამოუვლია,იკუნა?!-ჩაერია გაბრიჩიძე.
-თავს ნუ მაცემინებ სვანური მუშტებით,ძალიან გთხოვ ... უშნოდ დადიხარ ჩემ სათოფეზე.
-გამაგებინე,შენ სხვანაირი სვანი ხარ თუ გარდანია ნაშვილები?-ჩაეძია დათა.
-გარდანს მოთმინების ფიალა აქვს დიდი და მე არა,თუ გინდა გამოცადე და იაშვილამდე მე მიგაცილებ ...
-ძალადობაზე ხარ სულ,უიმე!
-ეს „უიმე“ ეკაკოსგან აიღე?!-სიცილით გადაბჟირდა დემეტრე.
-არ მინდა რა თორაძე ეს შავი იუმორი,შენც ძალიან მოგეწონა ეკაკო,“პროსტა“ მერე დაიბოღმე.
-ხო,აი განსაკუთრებით მაშინ დავიბოღმე კაფეში რომ ისხედით და შენზე მეტი ხინკალი,რომ ჭამა ძმრით „გაპიპინებული“(ეკაკოს ლექსიკონი მოიშველია დემეტრემ)ვგიჟდები რიკოთს აქეთ ეკაკოებზე და რიკოთს იქეთ ეკაიებზე ...
-სნობიზმი და დისკრიმინაცია,ვითომ შენი ბაბუა ხოხობის ნაცვლად იჯდა გორგასალის მხარზე,რა?!-ცხვირი აიბზუა ილდანმა.
-გორგასალის მხარზე არ „იჯდა“ ეგ ხოხობი,ნიჭიერო ..!
-არ მინდა შენი ისტორიული ცოდნის დემონსტრაცია აქ,მიხვდი რაც ვიგულისხმე.
-ეს რა დღეშია?!-გაეცინა დემეტრეს და დადას გადახედა.
-ბენზინგასამართ სადგური და მისი „ჯანი“.
ბიჭების სიცილმა მთელი ეზო აიკლო.


მეორე დღეს კოსტას დაბადების დღეზე მამამისმა ოქროს ბეჭედი აჩუქა.
ბატონი ამირანი ისე იყო გამოწყობილი კოსტა სიამაყისგან მეცხრე ცაზე ფრინავდა.
ამირანს თმები გაცვივდა,გამელოტდა,მაგრამ მაინც სიმპათიურად გამოიყურებოდა და შვილის დაბადების დღის სტუმრებს ღიმილით იღებდა.
არ შეეძლო ამირანს.ქიმიები ორგანიზმს უნგრევდა,მაგრამ შვილის გამო შეძლო.
იმ დღეს კოსტა ყველაზე ბედნიერი იუბილარი იყო.
თეთრი პერანგი და მუქი ლურჯი ჯინსები ეცვა გარდანს.
მაიას ოქრომჭედელთან საათი წააღებინა.
თავისი საათი,მამამისმა პრაღიდან რომ ჩამოუტანა ის საათი.
კოსტას ინიციალებით ამოტვიფრული თავისი საათი იმ ყუთში ჩადო რომლითაც ზურამ ჩამოუტანა და ისე ავიდა გიორგაძესთან.
იცოდა,როგორ გიჟდებოდა კოსტა იმ საათზე.
კოსტასთვის სული არ ენანებოდა,ამიტომაც იყო გამორჩეული გიორგაძისთვის.
-არ გამამხილო,ამათ ეწყინებათ ... მე და შენ ვიცოდეთ,რომ შენ და მამაჩემმა ყველას „მოუჯოკრეთ“!-გაეცინა კოსტას და დადას გადაეხვია.
-შენ ეს მემგონი მართლა ყველაზე მეტად გიყვარს ..!-წარბები აწკიპა ილდანმა.
-საიდან დაასკვენი ახლა?!-გაეცინა დემეტრეს.
-თავისი საყვარელი საათი აჩუქა,შენ კიდე რა გაჩუქა?! პატენტი „ბოსი“.
-ბოღმის და შურის ვენოკი ხარ,შენ ირაკლი ილდანო,რომ იცოდე მაინც ..!-თავი დამაჯერებლობისთვის რამდენჯერმე დააქნია კოსტამ და ისე გადახედა მეგობარს.
ყველამ იცოდა დადას „ბოსი“პატენტი არ იყო,ილდანის გაზვიადებული ამბები ისევ მოდაში იყო და ისიც თავისი წარმოსახვითობით თავს იწონებდა დამსწრე საზოგადოების წინაშე.
ლხინი საწყის ფაზაში იყო შესული,ბიჭებს სამი ჭიქის დალევა მოესწროთ და ოჯახურ გარემოში კარგი ლხინიც გაემართათ.
კოსტას კლასელი გოგონები ლოყებდაწითლებული ისხდნენ უფროს ბიჭებთან და თავშეკავებით იცინოდნენ მათ ხუმრობებზე.
-კოსტანტინე,დინა მოვიდა ..!-ჰოლიდან გამოსძახა მარიკამ შვილს და იუბილარიც მაშინვე წამოხტა ფეხზე.
-მესხი ნახე რა?! აკი,ვერ ვახერხებ მამაჩემი არ მიშვებსო?-გაეცინა კოსტას და მეგობარს გადაეხვია-არ იცი,როგორ გამიხარდა რომ მოხვედი.
-მამაშენმა დაურეკა მამაჩემს და უარი ვეღარ უთხრა ..-გაეცინა დინას-გილოცავ,გადარეულო დაბადების დღეს ..
გიორგაძე კიდევ ერთხელ გადაეხვია სკოლის მეგობარს და თავის მაგიდას მოავლო მზერა,დაახლოებით რომ მიმხვდარიყო დინა სად მოეთავსებინა.
ორი წყვილი თვალი და წამიერად ამოხსნილი ამოცანა.
თორაძე და გარდანი.
ადგილები,რომლებიც ელვის სისწრაფით განთავისუფლდა ორივეს გვერდით.
დინა რომ გარდანის გვერდით დასვეს ეს ნაწილობრივ იმ სიყვარულის ბრალიც იყო,დადას და კოსტას რომ ჰქონდათ ერთმანეთში.
-გოგონა .. „დინა“-ხავერდოვანი ხმით მალევე მიიქცია გოგონას ყურადღება გარდანმა.
-დიახ.-მესხის ხმაში ისეთი სუსხი იგრძნო,როგორც დეკემბრის ქარებს სჩვევიათ ხოლმე.გააჟრჟოლა.სვანი იყო.უყვარდა ზამთარი.
-რა ფერის თმები გაქვს?-მზერა გოგონას სახიდან ახლა მის ლოკონებზე გადაიტანა.
-დალტონიკი ხარ?-დინას კითხვაზე გაეღიმა დადას.
-ჰო,საყმაროს მარტო შენ ფერებში ვხედავ.
-დღეს ვინმე ეგება ასეთ იაფასიან ავანტიურას?
-უფრო კომპლიმენტს.
-ვერ დავარქმევდი.
-სულ ასეთი ეკლიანი ხარ?
-ვარდივით.
-არადა უფრო სხვა ყვავილი მოგიხდებოდა.
-მაგალითად?-გოგონა ზედაც არ უყურებდა დადას ისე აგდებულად პასუხობდა.
-ჭინჭარი.
-მცენარეა.
-გაგიკვირდება და ყველა ყვავილი მცენარეა.
-ბევრჯერ მოგხვედრია და სიმწარე თუ იცი, აქ რას აკეთებ?-ცალი წარბი მაღლა აზიდა დინამ.
-არადა სვანი არ ხარ...-ჩაფიქრებული მზერა მიიღო დადამ.
-ეგღა მაკლია.
-კაი,კაცო?!-გაეცინა გარდანს.-რას გვიწუნებ სვანებს?
-დალტონიკები ხართ და იაფასიანი კომპლიმენტებით მოძრაობთ,არადა შეგხედავთ ადამიანი და „მტერს უბრმავებთ თვალებს“...
-ახლა შენი მტრული განწყობა უნდა გამიხარდეს?-გაეცინა დადას.
-დადა არ სვამ?-უკმეხად ჩაერია თორაძე.
-დაგეწევით ..!-ხელი აუქნია დადამ.
-ახლა შენი მტრული განწყობა უნდა გამიხარდეს-მეთქი?!-იდაყვებით დაეყრდნო მაგიდის ზედაპირს და წამით გოგონას მხარს შეეხო.
-ათი წუთის წინ ვინ იცის,ახლა ნამდვილად არა.!-წამოდგა მომღიმარი და თეთრი კაბის ბოლოების ქნევით გაემართა თავისი კლასელებისკენ.
თოჯინას გავდა დინა მესხი.
კოხტა,პატარა და ლამაზი იყო.
შველივით ფეხები ღმერთს მისთვის არ ებოძებია,სამაგიეროდ პირი-სახის სილამაზით ანათებდა.ვარსკვლავივით გოგონა იყო,ამას ყველა აღნიშნავდა.
ხახამშრალი რომ დატოვა უბნის „სასურველი სასიძო“ და ვითომ აქაოდა არაფერი მომხდარა ისე განაგრძო მეგობრებთან საუბარი ამით უფრო გამოიწვია ისედაც აზარტში შესული სვანი.

***
„მაშინ სხვა დრო იყო“-ფრაზა ერთდროულად ასახავს მეოცე და ოცდმაეერთე საუკუნეთა მიჯნის ქარტეხილებს,რომლებიც იმ დროის ახალგაზრდებს დაატყდათ თავს.

მაშინ ძალიან,ძალიან სხვა დრო იყო.

უამრავი სახეწართმეული ადამიანის და ოჯახდანგრეული წყვილის ბნელი დროება იდგა.
ახალგაზრდა „გვამები“ ქუჩის კუთხეებში გამორეცხილი თვალებით უყურებდნენ „ცოცხლებს“,რომლებმაც ვერ უშველეს,ვერ გადაარჩინეს და „ნარკომანის“ სტატუსით მონათლულები ქუჩის კუთხეებში დატოვეს. იქ,სადაც ახლა სიკვდილის სუნი ცოცხლებსაც წამლავდა.
რაოდენ მზაფრადაც მძვინვარებდა ნარკოტიკი იმდენად დიდი ზიზღი იყო ამ საწამლავზე დამოკიდებული ხალხის მიმართ,რომლებსაც კეთროვნებივით მიერეკებოდნენ ქუჩის კუთხეებში.
არ ანაღვლებდათ ალბათ იმიტომ,რომ ეგონათ თავიანთი შვილები წამალს არასდროს გაეკარებოდნენ.სასაცილო იყო თუ სატირალი თავად განსაჯეთ,სწორედ ასეთი ადამიანის შვილები ქმნიდნენ მომავალს ადამიანებისთვის,რომლებსაც ცხოვრება იმის წართმევითაც ემუქრებოდა რაც წამალს გადაურჩა.
ასობით განადგურებული დედა,ცოლი,შვილი და მეგობარი ...
ასობით დაკარგული სიცოცხლე.
ასობით წართმეული ბედნიერება.
მაშინ ასეთი დრო იყო ...

„გასინჯვის ხელოვნებას“ შეეწირა უამრავი და მათ შორის დადა გარდანიც.
21 წლის ასაკში დაასრულა სპორტული კარიერა.
რამდენი მოყვარეც იყო ორჯერ უფრო მეტი მტერი დადიოდა იმ დროში,ალბათ იმიტომ,რომ ზემოთ ხსენებული საზოგადოების შვილები იღებდნენ მართვის სადავეებს.
21 წლის ასაკში შეჯიბრიდან მოხსნეს ანონიმურად შესული ინფორმაციის გამო,რომ გარდანი „წამალზე იჯდა.“ სპორტის ფედერაცია კი ამას არ დაუშვებდა თუ მაღლა ვიღაც მფარველი არ გყავდა. გარდანს პატიოსანი ოჯახის გარდა არავინ არ ყავდა.
ერთხელ დაშვებულმა შეცდომამ წარმატებულ ძიუდოისტს კარიერა თავზე,რომ ჩამოამხო ერთ-ერთი მიზეზი ეგეც იყო,იმის რომ საწამლავი მის სხეულს ერთიანად მოედო.

საუბედუროდ თუ საბედნიეროდ ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია დადას და დინა მესხის ურთიერთობაში.
ალბათ იმიტომ,რომ ეგეთი დრო იყო.


სანამ დინა სკოლას დაამთავრებდა დადა მის ცხოვრებაში კოსტას დაბადების დღის შემდეგ აღარ გამოჩენილა.
მერე იყო ბევრი დამთხვევა.
ბევრი შემთხვევითი შეხვედრა.
მერე ისე იყო,როგორც ხდებოდა ხოლმე.
მერე დინას უფრო შეუყვარდა დადა,ვიდრე დადას დინა.
იმიტომ,რომ მერე დადამ ქუჩის კუთხეებში სიარულს მოუხშირა.


-სად მიდიხარ,დინა?-ქუჩაში მაღაზიის პარკებით დატვირთული მიდიოდა უკან ნაცნობი ხმა რომ მოესმა და ადგილზე გაქვავდა.დადას ხმაზეც გიჟდებოდა.
-სახლში.-იყო მოკლე და წყენით სავსე პასუხი.
-შეიძლება?-გაეღიმა დინას ბავშვურად შეფაკლულ ღაწვებზე.მასზე ორი თავით დაბალი გოგონასკენ დაიხარა და პოლიეთილენის პარკები ხელებიდან ფრთხილად გამოართვა.
-არ იყო საჭირო,თავადაც ...
-დღეს წვიმაა გამოცხადებული.
-ჩემთან სულ წვიმს.!-კბილს კბილზე აჭერდა დინა რომ არ გასცინებოდა უბნელების გაკვირვებული თვალების გამო.
-და შენც სულ ასეთი ცივი ხარ,დინა ..-გაეღიმა დადას და წინ მომავალ დედამისის ნაცნობ ქალს მკრთალად გაუღიმა,მისალმების ნიშნად.
-თბილისში დაილია გოგოები,მე არ მდიო?!
-რა ცილის წამებაა?-ხმამაღლა გაეცინა დადას.
-დაგინახე,დადა!-ადგილზე შედგა გოგონა და დადასაც ღიმილი წამის მეასედში ჩამოერეცხა სახიდან.-დაგინახე,ზაზასთან და იმ ბიჭებთან ერთად დაგინახე.!-თვალები ცრემლებით აევსო მესხს.
-აკი,მე დამდევო?! გამოდის თურმე პირიქით ყოფილა ..-ძალის ძალით გაუცინა გოგონას და გზა განაგრძო. დინა იდგა გაოცებული და რომ გაანალიზა დადა წინ მიდიოდა მანაც აუჩქარა ნაბიჯებს რომ დასწეოდა.
-შენ რა არ მისმენ?!დაგინახე-მეთქი!
-რა მძიმე პარკებია,ქვებს დაატარებ, დინა?-ისევ იღიმოდა დადა.
-კარგი,თუ ასეა რა გაეწყობა?!-მხრები აიჩეჩა გოგონამ და მოჩვენებითი უდარდელობით განაგრძო-მე რა მენაღვლება,შენმა ცოლმა იდარდოს ... აბა ჩემი ქმარი მაგას არასდროს გაეკარება!-ამაყად ასწია მესხმა თავი და ორი ნაბიჯით წინ გაასწრო ახარხარებულ დადას.-რა გაცინებს?!-გაკაპასდა გოგონა და სწრაფად მობრუნდა.
-მომიყევი შენ მომავალ ქმარზე რამე ..-სიცილს არ წყვეტდა დადა.
-ჩემი მომავალი ქმარი ან ექიმი უნდა იყოს ან იურისტი ...
-ხო,ნუ ნაკლები თავისთავად არც შეიძლება ...-ღიმილს არ ფარავდა დადა.
-ნეტავ ვიცოდე რა გაცინებს?!
-დინანო,ყველაზე ლამაზი გოგო ხარ!
-შენ კიდე ყველაზე სუსტი კაცი,ხარ!თავად წავიღებ ...-სახეზე ემოციის ნატამალი აღარ ჰქონდა გარდანს.წამით,როცა მესხის თითები შეეხო გააჟრჟოლა,მერე სიმძიმის შეგრძნებაც გამოეცალა ხელიდან და ბოლოს აღქმის უნარიც დაკარგა.
უყურებდა,როგორ მიდიოდა წინ და მის შესაჩერებლად არაფერს აკეთებდა.
ალბათ იცოდა,რომ დინა ყველაზე ლამაზი და მართალი გოგო იყო.
***
აწმყო.

კოსტა იმ პირობით გაუშვა,რომ მალე ჩამოვიდოდა.
თავისი შვილის სურნელს კილომეტრებით შორს მყოფი გრძნობდა.
თავის დინანოს თმებში სახეჩარგულს სიმშვიდე წლების შემდეგაც ავსებდა.
***
-მიდიხარ?-ნაღვლიანი ღიმილით ახედა მეგობარს და მზერა მთებზე გადაიტანა.
-ვფიქრობ მზად ვარ.
-კოსტამ გიშველა.
-ღმერთმა მიშველა თითოეული თქვენგანის დახმარებით.
-ასე უფრო მართალი იქნებოდა.-გაეღიმა.-უფალი არ დაკარგო,დადა.!-ხმა გაუტყდა მას.
-არც შენ დაგკარგავ.
-უფალი არ დაივიწყო,არც მე დამივიწყო,არც შენი წარსული დაივიწყო,არც ამის მიმართ ზიზღი არ დაივიწყო.კომპრომისებზე წასვლა მომაკვდინებელი ინექცია იქნება შენთვის,ხვდები ?
-ვხვდები.
-ნუცას გამო,დინას გამო,მაიას გამო,ჩემ გამო,შენი თავის გამო,დადა!
-მადლობა,ყველაფრისთვის.
-როცა ცდუნება მოვა და ის აუცილებლად მოვა ...
-უფლის სიტყვას მანამ ვიმეორებ სანამ არ ჩამეძინება.
-მანამ იმეორე სანამ არ მოიგებ,სანამ საბოლოოდ არ მოიგებ!
-ეგ როგორ?
-აი,ასე!აქ მარტივია.არსად იშოვება,ვერსად იპოვი.იქ ყველა ფეხის ნაბიჯზეა,იქ ცდუნება მეტია. ის რასაც აქ ვერ აკეთებს ეშმაკი,იქ გააკეთებს და დამიჯერე ის საუკეთესო მოთამაშეა შენი ნერვებისთვის,შენი მოთმინებისთვის ... არ ებრძოლო,ვერ მოუგებ,გაექეცი!უფსკურლს თვალებში აღარ ჩახედო,დადა გადავარდნის დიდი შანსი გექნება!
-გაქცევით პრობლემას მოვაგვარებ?
-უფსკრულს გაექცევი.ცოდვის ჩადენის ალბათობას გაექცევი.
-უფალი ბრძოლას არ გვასწავლის?
-ბრძოლას ცოდვასთან და არა ეშმაკთან.
-ეგ როგორ?
-ცოდვას მოუგებ,ეშმაკს რომ მოუგო ამისთვის გაცილებით მეტია საჭირო ვიდრე ამის წარმოდგენა ჩვენს გონებას შეუძლია.
-ღმერთმა ხომ დაამარცხა?
-დაამარცხა.განსხვავება მხოლოდ ისაა,რომ ის უფალია,შენ სუსტი ნებისყოფის ადამიანი.
-3 წელია სუფთა ვარ,ნუთუ ისევ სუსტი მაქვს ნებისყოფა?
-უფლის გარეშე 3 წელს 3 წამში დაგავიწყებს ეშმაკი.!
-ამაში უთუოდ მართალი ხარ.
-მშვიდობით მეგობარო.
-მშვიდობით.

„მეგობარო“...


***
წარსული.

-დინა მიყვარს,დემეტრე!-ხმამაღლა თქვა ერთხელ ჩვეულებრივი საუბრისას დადამ და ყველას ყურადღება მიიქცია.
-მაგას რა ჯობია?!-ზურგს უკან წაღებული მტევნები მომუშტა თორაძემ.
-მასაც ვუყვარვარ.-თორაძეს ეგონა ტვინში სისხლი ჩაექცეოდა,მაგრამ არ აპირებდა ბიჭებთან რამის შემჩნევას.
-მთლად უკეთესი,როდის გვაქეიფებ ქორწილში?
-შენი სახლის გასაღები მინდა,სოფლის.
-ჩემი?-ხმა გაუტყდა თორაძეს.
-ჩემ სახლში რემონტია და იქ ხომ ვერ წავიყვან?თუ ვერ შეძლებ ირაკლის ვეტყვი ...
-არა,არა,რა პრობლემაა?! ავიდეთ რაჭაში კაი ამინდებია ... -გულის ბაგა-ბუგი ყურებში ესმოდა დემეტრეს.
-ჯვრის დაწერა ნიკორწმინდაში მინდა.-დემეტრეს მუხლი,რომ მოეკვეთა და იქვე ბორდიულზე დაეშვა დადამ კიდევ ერთხელ შეათვალიერა ეჭვნარევი მზერით.
-ვიცნობ ერთ მამაოს და ის დაგწერთ ჯვარს ...-ამოილაპარაკა თორაძემ და აშკარად აკანკალებული თითებით სიგარეტს მოუკიდა.
-მეჯვარეზე რას აპირებთ?-ჩაერია ირაკლი.
-დემეტრე იქნება.-ხელები გადააჯვარედინა დადამ და დემეტრეს ფერწასულ სახეზე დიდი დაკვირვების შემდეგ მისთვის ისედაც ცხადი სიმართლე კიდევ უფრო მტკივნეული გახდა.
-ვაა,დემეტრინიო!-აყაყანდნენ ბიჭები.დემეტრე ენას ვერ იბრუნებდა.
-რა იყო,დემნა არ გაგიხარდა?-დადას აზიდულმა წარბმა და ირონიულმა ღიმილმა დემეტრესთვის ნათელი გახადა ის ფაქტი,რომ დადამ იცოდა წინა დღით დინასა და დემეტრეს საუბრის შესახებ.
-როგორ არ გამიხარდა?პროდუქტებს ავატანინებ ხვალვე მამაჩემს და ზეგ წავიდეთ.
-ძ მ ა ხარ,დემნა!-მხარზე ხელი დაარტყა დადამ თორაძეს და გვერდით ჩამოუჯდა.


ის რაც რეალურად მოხდა გაცილებით სხვა იყო,იმისგან რასაც დემეტრე თორაძე ელოდა.
უნივერსიტეტის ეზოში გამოსული დინა,კოსტამ მანქანამდე მოიტყუა და იქიდან გადმოსულ დადას ანიშნა ახლა შენი დროაო.
ფანჯრიდან უყურებდა თვალცრემლიანი თორაძე ძმაკაცს და საყვარელ ქალს.
უყურებდა,როგორ იხევდა ფრთხილი ნაბიჯებით მესხი უკან და როგორ დგამდა წინ ნაბიჯებს დადა.
უყურებდა,როგორ ჩაავლო მკლავში ხელი და ძალით ჩასვა მანქანაში ატირებული დინა.
იმ წამს დემნა თორაძეს არ გასროლილი ტყვია შიგ გულში მოარტყეს.
-დემნა,წავედით!-დინამ გაოცებული მზერა დემეტრეზე გადაიტანა,რომელიც საჭეს ისე უჭერდა თითებს,მტევანი გაათეთრებოდა.
-დემნა,წავედით!-იყვირა დადამ და თორაძემ მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.


-რატო გააკეთე,დადა ხომ იცი რომ მამაჩემი ..-სლუკუნებდა გოგონა.
-რაზე უფრო დარდობ,ექიმი ქმარი რომ არ გყავს თუ მამაშენი,რომ გაიგებს?-ეცინებოდა დადას.
-იდიოტო,კრეტინო!-გაჰკიოდა გოგონა-დადა,ასე როგორ მომექეცი?ხომ იცი რომ ვსწავლობ,დადა!-არ ჩერდებოდა დინა.
-სწავლას ჩემთან ვერ გააგრძელებ?!
-ჩემი კურსელი,რომ გათხოვდა სწავლა მიატოვა,სამი წელი როგორ ვერ დამელოდე,დადა?-ცრემლებს ხელისგულებით იწმენდდა დინა-არ ვარ ამისთვის მზად,გაიგე!
-დინა,შენ სწავლას არ მიატოვებ ..!
-ასეც რომ იყოს ...-აღარ იცოდა რაზე ეტირა.
-ასეც რომ იყოს,გიყვარვარ.-გაეცინა დადას.
-შენ არ გიყვარვარ,შენ საერთოდ არ გიყვარვარ,ვიცი ეს რატომაც გააკეთე ...-თავი ხელებში ჩარგო და უფრო მოუმატა ტირილს-ეს ჯიბრზე გააკეთე ..-დემეტრეს ეგონა სხეულიდან კანს ათლიდნენ.უჭერდა და უჭერდა საჭეს თითებს.
-რა სულელი ხარ,დინა?!-ეცინებოდა დადას და გოგონას აცახცახებულ სხეულს მკერდზე იკრავდა-შემომხედე,დინანო ..-ფრთხილად ააწევინა ნიკაპზე ჩავლებული თითებით გოგონას სახე-შენ ყველაზე ლამაზი რამ ხარ,რაც ჩემ ცხოვრებაში ყოფილა.
-არ გიყვარვარ ...-ტირილს არ წყვეტდა გოგონა.
-ჩშშშ...-მსუბუქი სხეული მუხლებზე დაისვა და გულზე აკრულმა კისერში იგრძნო გოგონას ცრემლები.ფრთხილად დაატარებდა დინას თმებში თავის თითებს და წინ მჯდარ თორაძეს თვალს არ აშორებდა.
-მე მიყვარხარ,დადა,მაგრამ ჩემი სიყვარული ორივეს არ გვეყოფა.-ამოიტირა დინამ და გარდანის კისერში ჩამალა სახე.
-ჩემი დინანო ...-ბუტბუტებდა დადა და გოგონას ოქროსფერ თმებზე ეფერებოდა.


***
აწმყო.

-დინა,გილოცავ შვილო,რამდენი წლის გახდი?-აივანზე გამოსულ მესხს ეზოში მდგარი მოხუცი ქალბატონი გამოელაპარაკა.
-26 წლის გავხდი,მადლობა,ქალბტონო დალი ..-თბილად გაუღიმა გოგონამ.
-დადას მალე დაბრუნებას და ბედნიერებას გისურვებ შვილო,ვიცი ეს ახლა ყველაზე ძალიან გინდა.
-ჰო,ალბათ.-თავისთვის ჩაილაპარაკა და გარეცხილი ტანსაცმლის თოკებიდან ჩამოხსნა გააგრძელა.
-კოსტაა!-თავქუდმოგლეჯილი მორბოდა ქუჩის ბოლოდან დათა.
-რა ხდება,დათა შვილო?-აივანზე უმალვე გამოვიდა მარიკა.
-კოსტა,სად არი მარიკა დეიდა?
-რა ხდება?-ახლა წელს ზემოთ შიშველი ბიჭი გამოჩნდა.
-ილდანს და თორაძეს დაურეკე,გარდანი ჩამოვიდა!-დათას ყურადღება მესამე სართულიდან მოფარფატე თხელმა ნაჭერმა მიიპყრო.თვალი,რომ გააყოლა აივანზე მდგარი გახევებული დინა დაინახა.შუბლზე ხელი იტაცა,იფიქრა ვაი თუ დადას სიურპრიზი ჩავუშალეო.
ვინ იცის ეს სიურპრიზი სასიამოვნო იყო თუ აღარ.
ეზოში დადას მანქანა შემოვიდა.
მუხლები მოეკვეთა მესხს და აივნის კიდესთან ჩაიკეცა.
თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და მოწოლილი ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა.
დაბრუნდა.
დადა გარდანი დაბრუნდა.


ახმაურებულ ეზოში მდგარმა მომღიმარმა გარდანმა,რომელიც თვალებს თავისი სახლის ფანჯრებისკენ აცეცებდა,დაინახა აივნის გისოსებს ზურგით აკრული საკუთარი ცოლის სხეული და მონატრებამ კანი აუწვა.
ბიჭები აიყოლა და სახლისკენ მიმავალ კიბეებს ლამის ახტებოდა.
მაიას კივილმა და ეზოში ჩოჩქოლის შეწყვეტამ მიახვედრა,რომ მისი ქმარი უკვე შინ იყო.
-დინაა!-კიოდა ბოლო ხმაზე მაია-მოდი,ჩემო გოგო,მოდი ნახე როგორი საჩუქარი გაგიკეთა ქმარმა,მოდი დედიკო ..!-არ ჩერდებოდა მაია.
დადა თვალებს აცეცებდა დინას გამოჩენის მოლოდინში.
აივნიდან დინჯი ნაბიჯებით გადაინაცვლა შემოსასვლელ ჰოლში და ნაცნობი სხეულის დანახვისას თავს აიძულა გაეძლო იმ ემოციებისთვის რაც ასე ერთბაშად აწვებოდა.
-დინანო ...-ამოიხრიალა დადამ და ცოლისკენ დაიძრა,ერთ ადგილას გახევებული იდგა და უყურებდა მისკენ მომავალ ნაცნობ სხეულს.-ზუსტად ისეთი ხარ,როგორც დაგტოვე ... ისევ ისეთი ლამაზი ხარ,ისევ ისეთი ნაზი.ჩემი დინანო ... ჩემი მონატრება ...-ჩურჩულებდა და ხარბად უკოცნიდა გახევებულ ქალს სახეს და მტევნებს.
მაიამ იგრძნო,როგორ ჩაწყდა შიგნით რაღაც,როცა საკუთარი რძლის გამორეცხილ თვალებს გადააწყდა.
ყველა გატრუნული უყურებდა ცოლ-ქმრის შეხვედრას.
-გილოცავ,პატარა დაბადების დღეს ..-ცდილობდა მაქსიმალურად არ შეემჩნია დინას გაყინული სახე.იდგა და ძველებურად უკოცნიდა ოქროსფერ ლოკონებს.
-ნუცას ჩამოვიყვან ... -გარდანებს ორი სახლი გაერთიანებული ჰქონდათ,საერთო ბინის მესამე და მეოთხე სართულები. კიბის გავლით თავის ოთახში შევიდა,სადაც პატარა ნუცა გარდანი ეგულებოდა.საწოლზე მჯდარი შვილის დანახვისას შეკავებული ემოციები ვერ დაიოკა და ერთიანად იფეთქა.მთელი ძალით დაასკდა იატაკს მუხლებით და ხელით ტუჩებზე აფარებულმა პირდაპირი გაგებით ღმუილი დაიწყო.ეს იყო მონატრებისგან,ტანჭვისგან,ლოდინისგან,უიმედობისგან და სიცარიელისგან გატენილი ემოცია,რომელიც შიგნიდან გუდავდა მესხს.საწოლიდან ჩამოცოცებული შვილის პატარა თითები,რომ შეეხო მის სახეს ეგონა ახალი სისხლი გადაუსხეს.ეგონა ცხოვრებამ ხელის კვრით გაახსენა,რომ დედა იყო.
-დინანო-გააჟრჟოლა მესხს.ყველა გარდანი დინას -დინანოს ეძახდა-ნუ ტილი,დე ...-აწუწუნდა პატარა ნუცა.
-მოდი ჩემთან ..-შვილის სხეული ხელში აიყვანა და მთელი ძალით ჩაისუნთქა საყვარელი სურნელი.კარი ფრთხილად გააღო და კიბეზე დინჯი ნაბიჯებით დაეშვა.
-დე,ლატო ტილი?!-ენა ეჩლიფებოდა პატარა ნუცას-ცუდი ციძმალი ნაქე?ალაუშავს,“ალისასა მალისასა ..“-ხელები თავზე დააწყო დედას და თვალები დახუჭა შელოცვის წარმოთქმის მიზნით(მაია აწყნარებდა ასე,მაშინ როცა ბავშვი ცუდ სიზმარს ნახავდა).
დივანზე მჯდარ გარდანს ეგონა სისხლი გაეყინა ძარღვებში თავისი ცოლ-შვილის ერთად ხილვისას.იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და წამოდგომისგან თავი შეიკავა იმის შიშით ამდენ ხალხში ემოციებისგან თავს ვერ შევიკავებ და მუხლები მომეკვეთებაო.
ბავშვმა ერთი მოხედა მამამისს მერე მზერა ატირებულ მაიკოზე გადაიტანა.
-ბები,შენც ტილი?“ალისასა მალისასა“ გინდა?
-ნუცა,როგორ ხარ?-როგორც იქნა ფეხზე წამოდგა დადა და ბავშვისკენ გადაიხარა.
-ნაქე,ტილიან?!-ხელები გაიშვირა დინასკენ და მაიასკენ.
-შენ ხო არ იტირებ,მა?
ნუცამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
იცოდა ვინც იყო,განა არ იცოდა?!
მაგრამ არ იცოდა როგორი იყო.
მასთან როგორი უნდა ყოფილიყო,არ იცოდა.
დადამ ხელში აიყვანა შვილი და მის კისერში თავჩარგული ისევ სავარძელზე დაეშვა.
-შენ გამო სამყაროს გადავწვავ,მა.ჩემო ცხოვრება რა ტკბილი ხარ,ნუცი,შემომხედე მა ... დედაშენივით ლამაზი ხარ.ყველაზე ლამაზი ხარ,მამი ..-მაიამ და დინამ ტირილს უმატეს.რძალმა იგრძნო,როგორ მოეხვია დედამთილის მკლავები.დინამ იგრძნო,რომ მაია დედამისიც იყო.
-დედა ამბობს,მამას გავქალო,ალა?!-„რ“-ს წარმოთქმა უჭირდა ნუცას და სასაცილოდ ეტიტინებოდა დადას.
-ჩვენ სიყვარულს გავხარ,მამი.
-ეგ ვინ ალი,მე ლომ არ ვიჩნობ?
-დაავიწყდათ მა,მაგრამ აქ არ ვარ?გავახსენებ,ყველას გავახსენებ.ვაჩვენებ ვის გავს ჩემი პრინცესა.-თავზე კოცნიდა შვილს და ღრმად ისუნთქავდა სანატრელ სურნელს.
-ცად იკავი?-სახე უკან გასწია და თვალებში ჩააშტერდა გარდანი გარდანს.
-მთებში.
-მანდ ლა გინდოდა?
-მამობა,ქმრობა,შვილობა ... ყველაფერი,რომ მინდოდა,მაგიტომაც ვიყავი მთებში.
-მელე?-გაფართოებული თვალებით უსმენდა ბავშვი დადას.
-მერე,ბიძი ახლა მამაც არი ქმარიც,შვილიც და ძმაკაციც!-ჩაერია საუბარში დათა-ჩვენი დადა არი!
-დედა,ჩენიც?-მზერა გაფითრებულ დინაზე გადაიტანა ნუცამ და მასთან ერთად ყველამ.
-ალბათ ჩემიც.-ამოიხრიალა და მაიას ხელებს თავისი მტევნები მოუჭირა.
-აქ ვარ,დე.ცოტა გაუძელი.-მოესმა ქალის ხმა და ერთიანად მოდუნდა.
იდგა თვალებგამორეცხილი თორაძე და მზერა იატაკისთვის გაეშტერებინა.
არავინ იცოდა რას უმზადებდა ცხოვრება მათ.

მაიამ ბიჭებს სახლში სუფრის გაშლა ძლივს გადაათქმევინა და უკეთესი იდეაც მიაწოდა.
დინას დაბადების დღე და დადას ჩამოსვლა რესტორანში აღნიშნეთო.
კოსტამ ჩემ კატოს წამოვიყვანო,ბიჭებიც მალევე დაიშალნენ.
ჭირის დღესავით ეზარებოდა რესტორანში წასვლა დინას,უბრალოდ ხვდებოდა სხვა გზა არ იყო.
ოთახში ასულს მძიმე ნაბიჯებით მიჰყვა უკან გარდანიც.
საწოლზე დაჯდა დინა და იქვე დაყრილ ნუცას ტანსაცმელებს კეცავდა დადა,რომ შემოვიდა.
უხმოდ დაუჯდა გვერდით და მასთან ერთად დაიწყო შვილის ტანსაცმელების კეცვა.
3 წელიწადში დადა კაცი იყო,დინა ისევ ისეთი პატარა გოგონა,როგორიც წლების წინ კოსტას დაბადების დღეზე.
კაცი ქალს აბერებსო,რომ ამბობენ ეგ გამოთქმა ამ წყვილზე არ ვრცელდებოდა.
-სამმა წელმა გაგტეხა,დინანო?!-ხრინწიან ხმას სუსხი გაერია,მესხს ტანში უსიამოვნოდ გასცრა.
-რა ცოტაა,ხო?!-გაეღიმა იმ ირონიით,რომლის საფუძველიც სევდა იყო.
-ვინც უყვართ მათთვის არაფერია.
-ამით რისი თქმა გინდა?-ხმა გაუმკაცრდა მესხს.
-მე მიყვარხარ,ჩემთვის არაფერი შეცვლილა,გარდა იმისა,რომ დღეს იმაზე უფრო გაგიჟებით მიყვარხარ,ვიდრე წლების წინ უნივერსიტეტის ეზოდან რაჭაში,რომ წაგიყვანე.
-რა სულელი ვიყავი ...!-თავი გააქნია დინამ.დადას ეგონა გული ჩაწყდა.კბილების ღრჭიალი დიანამაც კი გაიგო.
-მაშინაც ხომ იცოდი,შენი ქმარი ექიმი რომ არ იქნებოდა?
-მაშინ არ ვიცოდი ქმრიანი „უქმროდ“ თუ ვივლიდი.შვილს უმამოდ თუ გავზრდიდი.
-სამ წელს ვერ მპატიობ,დინანო?-გაეღიმა დადას და ნუცას მაისური სახესთან მიიტანა,ღრმად ჩაისუნთქა შვილის სურნელი და თვალები გაუაზრებლად აუწყლიანდა.
-შენ,პატიობ შენ თავს?-დადასკენ შებრუნდა და ისეთი მზერით გადახედა დადას შეხედვაც არ დასჭირვებია მდგომარეობის სირთულის აღსაქმელად.
-მე ამ სამი წლით ვამაყობ,დინა.მე არ დამიტოვებიხარ და გასართობად არ წავსულვარ.მე სახლში არ გამიშვიხარ.უპატრონოდ არ დამიგდიხარ,დინა!
-რითი ამაყობ,რომ ნარკომანი ხარ?ამით ამაყობ?ცოლ-შვილი ამის გამო,რომ დატოვე?-დადას ყურებში წუილი ესმოდა.აგიჟებდა ეს ხმა.-იცი ამ სამი წლის განმავლობაში რამდენი რამ გამოვიარე?იცი,რომ შენი ნარკომანი ძმაკაცები უნივერსიტეტის კართან მელოდნენ და კარგს არაფერს მიპირებდნენ თორაძეს,რომ არ გადავერჩინე?-დადას ეგონა საფეთქელში სისხლი კანს გახეთქავდა-ხმა ამოიღე,მიყურე,თვალებში ჩამხედე და მითხარი რითი ამაყობ?ყოველი კარზე დაკაკუნება ჩემთვის და მაიასთვის შიშის ზარს,რომ სცემდა?3 ჯოჯოხეთური წელი,რომ გამომატარე ამით ამაყობ,გარდანო?-დინას ხმა შესამჩნევად მაღალი გახდა.
-ყოფილი!-არც გარდანი ჩამორჩა-ყოფილი ნარკომანი!..დინა,რა ჯობდა აქ დავრჩენილიყავი და „გადაჭარბებული დოზით“დამექვრივებინე?-ხმას ვეღარ იმორჩილებდა გარდანი.
-ჯობდა იმის კაცობა გქონოდა არ გაკარებოდი,მაგრამ საიდან შენ მაგის შნო?!-თვალცრემლიანს გაეცინა დინას-იურისტი და ექიმი კი არა,ნეტავ მუშა ყოფილიყავი,ოღონდ კაცი!-უყვირა ბოლო ხმაზე და ნუცას ტანსაცმელები სახეში ესროლა-კაცი,დადა გარდანო,კაცი!-მშვიდად წამოდგა ფეხზე,ორი თავით დაბალ დინას ზემოდან დააჩერდა,მაისური შეისწორა და ცოლისკენ დაიძრა.
-გერჩივნა თორაძეს წაეყვანე,ხო?
-კი,მერჩივნა!
-რა ცუდია,ორ ძმაკაცში შენ ყველაზე ცუდი შეგხვდა ... -ხელი მაღლა ასწია,როგორც ყოველთვის თმებზე მოსაფერებლად.ჩვევა ჰქონდა,როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ყოფილიყო დინას თმებს ეფერებოდა და ამით მშვიდდებოდა.აწეული ხელი ჰაერში გაეყინა დინამ სახეზე,რომ აიფარა ხელები და უკან გახტა დამთფრთხალი.
იმ მომენტში დადა გარდანი მეორედ მოკვდა.
იმ მომენტში პირველად ინანა აქ ჩამოსვლა,დაბრუნება.
-დინანო,რა ... რა გააკეთე?!-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოიჩურჩულა და იქვე დადებულ ტუმბოზე ჩამოჯდა.ადგილზე გაქვავდა მესხი გარდანის ჩამქვრალ თვალებზე.
-მე ... მე არ ...
-შეგიძლია დღესვე ჩაალაგო და წახვიდე,მაპატიე ... არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ამის გამოსასწორებლად,ალბათ ვერც ვერასდროს ... არ.. მე... -იგრძნო,როგორ გაუჭირდა სუნთქვა,როგორ ჩხვლეტდა გულში რაღაც.-თუ შეგიძლია ეს კვირა ბავშვი დამიტოვე ...მამაშენს მე დაველაპარაკები ...
-რა?!-შეჰკივლა დინამ.
-არა,მე გადავალ.ეს ბინა ნუცასია. მე გადავალ ...!-ფეხზე წამოდგა და კარი გაიხურა.გაიგო დინამ კიბეებზე ჩასვლისას,როგორ შეიკურთხა გამწარებულმა გარდანმა.
დედამისის აცრემლებულ თვალებს ვეღარ გაუძლო,აზუზუნებულ ტელეფონს დასწვდა და ნაცნობი ნომრის დანახვისთანავე აიღო ყურმილი.
მაიას უყურებდა.დედამის ხელში ნუცა ეჭირა,რომელიც ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა.
-გისმენთ...!
-გავიგე ჩამოსულხარ,დადა ..-ხრინწიანმა ხმამ ზიზღი მოჰგვარა გარდანს.
-გისმენ.
-ბიჭებს გვინდა შენი ნახვა,შენი ჩამოსვლა ავღნიშნოთ და კარგ „საჩუქარსაც“ მოგცემთ...!
ტელეფონი ისე გათიშა პასუხი არ გაუცია.
კანკალმა აიტანა.
მაიას ლოყებს ცრემლები უსველებდნენ.
კიბე ჩაიარა და გასასვლელი კარისკენ დაძრული დინას კივილმა ადგილზე გააშეშა.
-არ გაბედო!-კიოდა ბოლო ხმაზე და მუხლებზე დავარდნილი კიბის თავში დადას უყურებდა გაგიჟებული სახით.-არ გაბედო,მაგ კარიდან არ გახვიდე,მოგკლავ,გეფიცები,საკუთარი ხელით დაგახრჩობ და დაგმარხავ!შენი წასვლით დავიღალე გესმის?იმედგაცრუებით დავიღალე,დადა!არ გააღო ეგ კარი,უშენობით დავიღალე ...-ამოიტირა და თავი მუხლებზე დაიდო.ნერვიულად ირწეოდა და ფრჩხილებს კანზე მანამ იჭერდა სანამ ბლანტი სითხე ზედ თითებზე არ იგრძნო.
სული არ აჰყოლია ისე აირბინა კიბის საფეხურები და ემოციებისგან დაცლილი ცოლი გულში ჩაიკრა.
-მასთან მიდიოდი,ხო?!
-არა,დინა არა!
-მატყუებ.
-ნუცას გეფიცები,სუფთა ვარ,დინა!სამი წელია ამას ვებრძვი,შენ გამო,ნუცას და მაიას გამო,თქვენ გამო ვებრძვი.მთელი სამი წელია თითი არ დამიკარებია.
ქალი გიჟივით ეცა მაისურის ბოლოებს და ვენების დათვალიერებას მოჰყვა.
გული,რომ დაიმშვიდა და დარწმუნდა არ მატყუებსო დაწყნარდა.
-მეტს ვერ გადავიტან ...-ამოიხრიალა ხმა ჩახლეჩილმა.-იცოდე,რომ მეტს ვერ გადავიტან და თავს მოვიკლავ.აქ ჩვენ ოთახში დაგხვდები მკვდარი და იცხოვრე მერე ამ დანაშაულის გრძნობით ...
-გაჩუმდი,მეორედ ასეთი რამ აღარ გაიმეორო!-წამოიყვირა გაფითრებულმა დადამ.
-ნუცას გეფიცები გავაკეთებ!
-გაჩუმდი,თუ გიყვარვარ გაჩუმდი..-პირზე აფარებდა ხელს დადა.
-ნეტავ რატომ შემიყვარდი ...-ამოიტირა და ქმარს მხარზე თავი ჩამოადო.
-დაღუპულ სულებსაც ჰაყვთ თავიანთი ანგელოზები.იმ სიტყვებს ვივიწყებ,ემოციური ფონის გამო.
-ნუ დაივიწყებ-ახედა თვალცრემლიანმა-გახდი ისეთი ქმარი,რომ იმ სიტყვებთან დაკავშირებული გრძნობები და ემოციები მე დამავიწყდეს,შენ ნუ დაივიწყებ,დადა ...
-დინანო,რამე მოხდა?რამე ისეთი მოხდა,რაც მე უნდა ვიცოდე?...
-რას გულისხმობ?..
-შენი შიში,არასდროს შეგშინებია ჩემი მოახლოების,მე რომ კონტროლს ვკარგავდი მაშინაც კი ... დინანო,რამე მოხდა?მითხარი,მაინც გავიგებ ...
-ქმარი დამიბრუნე,დადა.თუ რამე წმინდა დაგრჩა,ქმარი დამიბრუნე.

ისხდნენ კიბისთავში.
დადას კალთაში ეჯინა დინა და თმებზე ეფერებოდა.
-ჩემი თოჯინა,ჩემი ლამაზი.როგორი ლამაზი ხარ,დინანო.ყველაზე ლამაზი ხარ.-ბუტბუტებდა და ცოლის სახეს ისე ეფერებოდა,თითქოს რაღაც წმინდას ეხებოდა.
-გიყვარვარ,დადა?-ცრემლებს ვერ იკავებდა და ტკიპასავით ეკვროდა გარდანის სხეულს.
-ყველაფერზე მეტად.
-ჩემ გამო გაუძლებ?
-შენ გამო გავუძელი.
-მე ვიბრძოლებ შენთან ერთად,ოღონდ ვიცოდე,რომ არ დანებდები,მეტად აღარ დამტოვებ.
-არ დავნებდები,დინა,უშენოდ ერთი ღამის გატარება არ მინდა.
ყველა ნეგატიური ემოცია რაც კი ჰქონდა უმალვე აუორთქლდა.
სამწლიანმა მონატრებამ ერთიანად ამოხეთქა თითქოს.
საღამომდე ისხდნენ დივანზე და დადას კალთაში ჩაჯენილ ნუცას ეთამაშებოდნენ.
მაიას ეგონა თავიდან დაიბადა.
საღამოს მოემზადნენ და რესტორანში წავიდნენ.
არც ერთს უნდოდა ნუცას დატოვება,მაგრამ იცოდნენ ბავშვებთან სხვანაირად არ გამოვიდოდა და წავიდნენ.
ულამაზესი იყო დინა.
თორაძეს სუნთქვა ეკვროდა დინას წელზე მოხვეულ გარდანის ხელს,რომ უყურებდა.
-იკა,რას შვრები რას საქმიანობ?-გვერდით მჯდარ მეგობარს ხელი გადახვია დადამ.
-ეე,ჩვენმა იკამ ბენზინგასამართი სადგურის სისტემა ისე მაგრად აითვისა ახლა თავისი აქვს!-გაიკრიჭა გაბრიჩიძე.
-არ მინდა რა ეს შავი იუმორი!
-შენ მარტო პრემიუმ კლასის,ილდანო!-ილდანის სახეზე,სიცილის ტალღამ გადაუარა მაგიდის წევრებს.
-აი,არ მინდა და ითხოვს ცემას რაა!
-დადა,დადა სვანებზე ანეგდოტი იცი?-არ ჩერდებოდა დათა.
-რატო გინდა ახლა ერთი კვირა თბილისს წრეები ურტყა,გაჩერდი!-გადახედა თორაძემ გაბრიჩიძეს.
-კოსტას ეშველა და თქვენ ცოლები აღარ მოგყავთ?-მზერა მოავლო ბიჭებს დადამ.
-რავიცი,ჩვენ ცოტ-ცოტას ვმაიმუმობთ,აი,თორაძის ორიენტაციაში სულ მალე ეჭვი მარტო ჩვენ კიარა მთელ ქალაქს,რომ შეეპარება ეს ცხადზე უცხადესია!-ხელები მაღლა ასწია დათამ.
-კაი,კაცო რატო?!-გაეცინა დადას.
-კაჭარავა გახსოვს?აი ძაან „კაი ტიპი“,რომ იყო ცოტა ბიზნესმენი,ცოტა „კაი ბიჭი“.
-ჰო,როგორ არ მახსოვს ვერელი კაჭარავები.
-ჰოდა,მაგ კაჭარავას დამ ასე უპარდონოდ აუხსნა სიყვარული შენ დემნას და ამან,არაო!გოგო თავისუფალ ურთიერთობაზეც თანახმა იყო და ამან ქალიშვილი გოგოს ფრაზებით გაუშვა უკან.-იცინოდა ილდანი.
-მოიცა,კაჭარავა მოკვდა?-სერიოზულად იკითხა დადამ.
-საიდან მოიტანე,ცოცხალია და ქალის საფენების ბიზნესს იწყებს,“კაი ბიჭობამ“ აღარო.
-3 წელი დაგტოვეთ და ცივილიზაცია შეგიცვლიათ!-გაეცინა დადას.
-ისეთი დრო მოდის,ბებიაჩემი რომ მეუბნებოდა,როგორი სიმპათიური მყავხარ მომტაცებენ გოგოები შენ თავსო,მგონი რეალობასთან იწყებს კავშირს ეგ ამბავი.
-თქვა 67 წლის ირაკლი ბაბუამ.-გადაბჟირდა სიცილისგან დათა.-რა ფრაზებით ხარ,ბიჭო ხო გეუბნები შეეშვი ციტატების კითხვასთქო?!
-რის კითხვასო?-ჩაეძია დემეტრე.
-არ იცი?1 კვირის წინ მივაკითხე სამსახურში.ზის უშველებელ სკამში,თვითონ არ ჩანს ტიპი იმხელა სკამია,მაგიდაზე აქვს ფეხები შემოლაგებული გეგონება გაქუცული სვანი კი არა ტრამპი იყოს თეთრი სახლის კაბინეტში ...
-დათა,მე შენ ადგილზე დავფიქრდებოდი ვის წარმოშობას ვეხები ასე უდიერად ...-ჩაერია კოსტა.
-მოგვესწრო ბიჭი!-კოსტას ხელი გადახვია ირაკლიმ და მკვლელი მზერა ესროლა დათას.
-მაცადეთ,ჰოდა შევედი და კითხულობს მინიატურულ წიგნს,“400 ცნობილი ციტატა“ მეთქი რას კითხულობ,ირაკლი რად გინდათქო?!ჯერ ხო გამომლანძღა სულ უწიგნური მეძახა და მერე გამყიდველ გოგონას შტეფან ცვაიგის ფრაზით რომ „გაეჩითა“ მივხვდი,რატო იზუთხავდა ეს იმბეცილი ციტატებს.
-კაი,იკა ასეა საქმე?!-გაეცინა დადას.
-მოსწონთ გოგოებს განათლებული ბიჭები!
ბიჭები რაღაცებზე საუბრობდნენ ტანგოს ჰანგები,რომ გაჟღერდა და კატოსთან მოსაუბრე დინას თავზე დემეტრე თორაძე წამოადგა.
-დადა,შეიძლება?!-გაუღიმა დემნამ მეგობარს,რომელსაც ცალი მკლავი დინას სკამზე ჰქონდა გადადებული და გვერდულად გადმოხედა თორაძეს.
-დინას ჰკითხე.-აშკარად იგრძნობდა,როგორ „არ შეიძლებოდა“.
-დინა,ვიცეკვოთ ...
დინა ისე დაუფიქრებლად წამოდგა ფეხზე მომღიმარი ჯერაც კატოს ესაუბრებოდა ისე გაჰყვა დემეტრეს.
დარბაზში საოცარი აკუსტიკა იყო და ცარიელ სცენაზე მხოლოდ თორაძე-მესხის წყვილი ჩანდა.
-რამდენი დაწყევლილი წელია გიცნობ და დღეს იმაზე მეტად ლამაზი ხარ ვიდრე ოდესმე ...
-ოდესმე სწორი ადამიანი შეგიყვარდება და მიხვდები რა არი ამის საიდუმლო..
-ისევ ისე ანათებს შენი თვალები,ხანდახან მგონია თქვენ ორის გარდა არავინ იცის სიყვარული თვალებით,როგორ გადმოსცეს.რამდენადაც მტკივა გარდანის არსებობა იმდენად მახარებს,მე ვერასდროს შევძლებდი შენგან წასვლას და სამწლიანი განშორების შემდეგ შენს თვალებში ვარსკვლავების აკიაფებას.
-იმიტომ,რომ ვერასდროს შეძლებდი ყოფილიყავი დადა გარდანი!-ამაყი იყო დინა-ის სამი წელი ჩემი,დადასი და ნუცასია.არასდროს დავივიწყებ შენს არსებობას,დახმარებას,მაგრამ არასდროს ... -მზერა თორაძეს გაუსწორა-არასდროს მოგცემ უფლებას შენს სტატუსს გასცდე!
-დადა ისევ ისე გიყვარს?-ხმა გაუტყდა თორაძეს.
-ლოგიკას მოკლებული კითხვაა მაგრამ,რომც არ მიყვარდეს შენ უკანასკნელი კაცი ხარ ვისაც დადას შემდეგ გავხედავდი!-ხელები ცივად მოაშორა თორაძეს და თავისი ადგილისკენ დაიძრა.
შორიდანვე უყურებდა როგორი დაძაბული იჯდა თავისი ქმარი მაგიდასთან.
-დადა.
-რაო,დინანო?!-მკრთალად გაუღიმა თავზე წამომდგარ ცოლს დადამ.
-წავიდეთ რა ...
-წავიდეთ.!
ბავშვებს დაემშვიდობნენ და მალევე წამოვიდნენ.
-თორაძესთან რა ხდება?-მანქანა დაძრა დადამ.
-რა უნდა ხდებოდეს?
-დინა.!
-ისევ ვუყვარვარ,უბრალოდ წრფელი სიყვარულით და არაფერი სხვა.
-თვალებში ჩამხედე და მითხარი,რომ სხვა არაფრის მცდელობა არ ჰქონია!-მანქანა გადააყენა და გვერდულად გადახედა დინას.
-დადა,გთხოვ დავიღალე დღეს ზედმეტად ბევრი ემოცია იყო წავიდეთ რა სახლში,ნუცასთან მინდა.
-პასუხი გამეცი.
-არა,არაფერი ზედმეტი.
დადას გაეღიმა.
მანქანა დაძრა და სახლისკენ მიმავალ გზაზე ხმა არც ერთს არ ამოუღია.
სახლში მისულებს ნუცა უკვე მძინარე დაუხვდათ.
ეხვეწა მაია გადავიწვენ ჩემთანო,მაგრამ დადამ არაფრისდიდებით გაუშვა.
სანათი ჩააქვრეს.
გარდანმა შვილი ფრთხილად დაიწვინა გულზე და თმებზე თამაში დაუწყო.
მანამ ვერ დაიძინა,სანამ ოქროსფერმა განთიადმა მის ფანჯრებში არ შეაღწია და მესხის თმებს არ წაეთამაშა.
საოცარი სანახაობა იყო,დინას თმებზე მოთარეშე მზის მკრთალი სხივები.
რეალობა ისეთი ოქროსფერი იყო,როგორც დადას წარმოდგენებში.

***
წარსული.

სულ პატარა იყო დინა მესხი დადას ცოლი,რომ გახდა.
18 წლის გოგონას მხრებზე იმაზე დიდი ტვირთი დააწვა ვიდრე ამის გააზრება თავად შეეძლო.
დადას სიყვარული იმდენად ძლიერი ვერ აღმოჩნდა,რომ დინას გამო წამალზე უარი ეთქვა.
უკვე ძალიან ღრმად ჰქონდა შეტოპილი სვანს.
ყველა „ნარკომანს“ ჰქონდა თავისი დამახასიათებელი ნიშანი,რითიც ხვდებოდნენ,რომ წამალზე იყო დამოკიდებული,მაგრამ არა დადას.
ვერავინ იფიქრებდა,რომ ეს ღონიერი ყმაწვილი წამლის აქტიური მომხმარებელი იყო.
ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებდა,მანამ სანამ მასზე ნერვიულობამ მამამისი არ შეიწირა.
დინას ცოლად მოყვანიდან 2 თვეში გარდაიცვალა ზურა გარდანი.
ინფაქტი მოუვიდა სამსახურში.
ჭორები დადიოდა,თანამშრომელ ქალს უთქვამს ნარკომანი შვილი გყავსო,ცუდ სიტუაციაში და უფრო ცუდ კონტექსტში.
კაბინეტიდან გამოსულს კიბეზე დაულევია სიცოცხლე.
თორაძეებმა თავიანთი კავშირები გამოიყენეს და ის თანამშრომელი მეორე დღესვე გაანთავისუფლეს სამსახურიდან.
გარდანმა ვერაფრის გაკეთება შეძლო გაბოროტებული ქალის წინააღმდეგ,რომელსაც არც შვილი ჰყავდა და არც ქმარი,პასუხი მისთვის რომ მოეთხოვა.
კაციც,რომ ყოფილიყო პასუხი ვისთვის მოეთხოვა,როცა მამის სიკვდილში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებდა.
მაიამ ძლივს გადაიტანა ქმრის დაღუპვის ამბავი.
ბეჭით მიჰქონდა მამის კუბო საფლავისკენ დადას.
კანი ექავებოდა ისე უნდოდა წამალი.
პირველად მაშინ სცადა „გადაგდება“
1 ჯოჯოხეთური კვირა საუკუნედ ეჩვენა.
საწოლიდან ვერ დგებოდა.
დინას ენთუზიაზმს ვერ უძლებდა,მის ოცნებებით სავსე თვალებს ვერ უძლებდა.
ხელები ისე უცახცახებდა ყველაფერი უვარდებოდა,ამის გამო საშინლად იყო გაღიზიანებული.
ყველაზე რთული დაღამება იყო.
ვერაფრით იძინებდა,მთელი ღამე თავისი ცოლის ბალიშზე დაფენილ ოქროსფერ თმებს ეფერებოდა.თითქოს ეს შველოდა,თითქოს ესეც ერთგვარი წამალი იყო.
-როდის დამთავრდება? ..-ამოიხრიალა ყველაფრისგან დაღლილმა და დინას ზღვისფერ სფეროებს ჩააჩერდა.მესხი საწოლზე დაჯდა და ქმარს დახედა.
-მალე,სულ მალე დასრულდება ...-ფრთხილად შეახო ათრთოლებული თითები წვერზე.
-ვეღარ ვუძლებ,მგონია,რომ ორგანიზმი მეშლება.-თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.
-თუ გიყვარვარ,ცოტაც გაუძელი ...-ტირილის ნოტები გაეპარა ხმაში.
-რომ ვერ გავუძლო,მიმატოვებ?
-მე მხოლოდ ოცნებას შევწყვეტ.-ცოლის ობოლი ცრემლი მუხლზე დაეცა დადას.
-ასე ხომ გაქრები?
-უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი,რომ ჩავქრები.
-თორაძე მიდის.
-წავიდეს,მერე რა?!
-იურისტია,ისეთია,შენ რომ გინდოდა ...
-ასე რატომ მელაპარაკები,დადა?
-მითხარი,დინა,რატომ მე და არა ის?!
-დავიძინოთ.
-დემნაზე ლაპარაკს სულ რატომ გაურბიხარ,რა გაშინებს?
-რომ მისი ჩემდამი სიყვარული თქვენს მეგობრობას ავნებს.
-დემნა ჩემი მეგობარი იმ დღიდან აღარ არი,როცა მეჯვარეობა შევთავაზე,როცა ვაიძულე მისი მანქანით მომეტაცებინე და მისსავე სახლში წაგიყვანე.მე ზუსტად იქ დავკარგე დემნა.
-ეს რატომ გააკეთე?
-ზუსტად იმიტომ,რა მიზეზითაც წინა დღით ბუკიას ბაღში მან სიყვარული აგიხსნა.
-ეს როგორ გაიგე?-თვალები გაუფართოვდა დინას.
-მე დავტოვე ბუკიას ბაღში.-გაეღიმა.
-არაფერი მესმის.
-დავიძინოთ,დინა.ტკბილი სიზმრები.
ლოკონებს მიეფერა და თვალები დახუჭა ცოლის თმებში სახეჩარგულმა.
„მე შენ მიყვარხარ,დინა გარდანო ... შენ მხოლოდ მე შეგიყვარდი,თეთრ სარაფანში გამოწყობილმა,პირველად მე დამინახე!“
ამოიჩურჩულა და გადმობრუნებული ცოლი გულში ჩაიკრა.
მეორე დღეს სახლში მხიარულად მყოფი დადა,რომ დაინახა დინამ მიხვდა,რომ ჩაქვრა.
****
აწმყო.
იმ საღამოს სახლში მაისურ შემოხეული და სისხლიანი,რომ დაბრუნდა დინას ფერები გადაუვიდა სახეზე.
ქმარს მივარდა და დაფეთებულმა დაუწყო ხელების ფათური,ვაი თუ დაჭრილიაო.
-არაფერი მჭირს!-ხელი ცივად შეაშვებინა და აბაზანაში შევარდა.
-რა მოხდა,ვის ეჩხუბე,დადა?!-უკან აედევნა მესხი.
-როდის მოხდა ...-ამოიხრიალა ნიჟარაზე ხელებდაყრდნობილმა და ცოლს გვერდულად გადახედა-ამოიღე,ხმა როდის მოხდა?!-იღრიალა როგორც შეეძლო და ადგილზე შემხტარი დინასკენ დაიძრა.-ეს როგორ დამიმალე?-გოგონას მიტკლის ფერი დაედო.
-დადა,გთხოვ ...
-ხელით შეგეხო ის არაკაცი და შენ ეს მე არ მითხარი?!-დინა თითქოს ერთბაშად მოდუნდა,მხრები ჩამოყარა და კედელს მიეყრდნო.
-როგორ გაიგე ...
-ხომ იცი,რომ ვერაფერს დამალავ ამ ქალაქში,ხომ იცოდი რომ მაინც გავიგებდი,ეს როგორ დამიმალე,როგორ მოხდა მომიყევი!
-ამას რა მნიშვნელობა ...
-დინა,ამოღერღე!-იღრიალა ისევ და მუშტი დასცხო კედელს.
-მაია მეზობელთან იყო გადასული,სახლში მარტო ვიყავი და კარზე კაკუნი,რომ მომესმა ვიფიქრე დაბრუნდათქო.სულელმა,კარი ისე გავაღე არც გამიხედავს ვინ იყო,რომ მივხვდი უკვე გვიანი იყო,კარში ფეხი ჰქონდა ჩადებული და ორივე ხელით იკავებდა კარს.სახლში შემოვარდა და შენ დაგიწყო ძებნა,მითხრა წამალს სადმე აქ მალავსო და ყველაფრის გადმოყრა დაიწყო.წინააღმდეგობა,რომ გავუწიე მაშინ ...
-რა ... მითხარი,რა მოხდა?!-ღრიალებდა თვალებჩაწითლებული.
-ხელი გამარტყა,მერე არაფერი მახსოვს,რომ გავიღვიძე მაია და დემეტრე დავინახე,თურმე მაიას აივნიდან დაუნახავს უცხო კაცი სადარბაზოში,რომ შემოვიდა და მაშინვე გადმოსულა.მაიას დემეტრე ამოჰყოლია და როგორც კი დაუნახავს კარში შემოსულები სახლიდან გაქცეულა.
-სხვა არაფერი?არ დამიმალო,არაფერი დამიმალო,დინანო ...-ხმა უკანკალებდა დადას.
-არაფერი მომხდარა,გარდა იმისა რომ გონება დავკარგე.ეს ყველაფერი სულ 15 ან 20 წუთის ინტერვალით მოხდა,არ ვიცი,შეიძლება არც ამდენი.
-მერე?
-არაფერი,დემეტრეს ხელი მოუტეხია და ბიჭებს უცემიათ,მას შემდეგ არავინ მოსულა ...
-გასაგებია ...-თავი დახარა და მაისური გადაიძრო.
-არ მეტყვი რა მოხდა?
-ხელი აღარ აქვს.
დინას ხმის ამოღება არ აცადა ისე გამოუშვა აბაზანიდან.
***
წარსული.

-დემნა,მანქანას მათხოვებ?-მხარზე ხელი ჩამოადო დადამ თორაძეს.
-რას მეკითხები?წაიყვანე,ოღონდ ბუკიას ბაღში დამტოვე რა.
-დაგტოვებ.
-სად მიდიხარ,დადა?მეც წამიყვანე!-აედევნდა კოსტა.
-დინას საჩუქარი უნდა ვუყიდო,წამოდი ამარჩევინე რამე.
-ვინ დინას?-ხმა ჩაუვარდა თორაძეს.
-ჩემ დინას,რამდენ დინას იცნობ?!-გაეცინა დადას.
-ჰო,ეგეც მართალია,უცებ ... უცებ დავიბენი.
-რა გემართება შენ?რა დათიშული დადიხარ?-ჩაერია დათა.
-ვინ არის ვიცნობთ?!-აყვირდა ირაკლი.
-ნუ სულელობ,რაღაცებს!-ხელი აიქნია გაღიზიანებულმა დემეტრემ და მანქანაში ჩაჯდა.
სისხლი უდუღდა.
უყვარდა გარდანი,განა არ უყვარდა?!
მაგრამ არა იმაზე მეტად ვიდრე მესხის ქალი.
მასზე მეტად არავინ და არაფერი უყვარდა.
დადა და კოსტა მთელი გზა ლაპარაკობდნენ,რა შეიძლებოდა ეჩუქებია დადას დინასთვის.
დუღდა თორაძის სისხლი,მერედა როგორ?!
მანქანა ბუკიას ბაღთან გააჩერა დადამ და დემეტრეს დაემშვიდობა.
ის იყო უნდა დაეძრა ავტომობილი,რომ იისფერი კაბის ბოლოს მოჰკრა თვალი,ეცნო წინა შეხვედრაზე ეცვა დინას.
ქარი ნაზად ურხევდა მესხს ლოკონებს,მოდიოდა დინჯი ნაბიჯებით და იმ გზას გადიოდა,რაც ორიოდ წუთის წინ თორაძემ გაიარა.
-რა გჭირს,დადა?რას გაშტერდი?-ხელი ჰკრა კოსტამ გარდანს.
-კოსტა აქ დამელოდე ...
-რა მოხდა?..-ბიჭის ლაპარაკისთვის ყური აღარ დაუგდია,ისიც იმ ორის გზას გაჰყვა.
წყვილი რაღაცაზე საუბრობდა,უფრო ახლოს დადა ვერ მივიდოდა,თორემ აუცილებლად შენიშნავდნენ.
ყველაფერი ისედაც გასაგები იყო.
დემეტრე დინას მტევნებს თავისას უჭერდა და რაღაცას გაცხარებით უხსნიდა.
მესხი თავს უარის ნიშნად აქნევდა და ბოლოს თავისი ხელებიც გაინთავისუფლა.
რაც არასდროს დაავიწყებოდა გარდანს ეს იყო,“ძმაკაცის“ წინ გადადგმული ერთი ნაბიჯი და საკოცნელად გაწეული სახე,რომელზეც თორაძემ პასუხად დინას გაბრაზება და სახეში სილის გაწვნა მიიღო.
ბაღი სწრაფად დატოვა და მანქანაში ჩაჯდა.
მალევე შენიშნა,ნაცნობკაბიანი გოგონა,როგორ ტოვებდა ბაღის მიმდებარე ტერიტორიას.
აწკმუტუნებულ კოსტას ყურადღება არ მიაქცია და მანქანა ელვის სისწრაფით მოწყდა ადგილს.
.
.
.
***

ერთი რამ კი იცოდე მკითხველო ...
რაოდენ დიდი გასაჭირიც არ უნდა დაგატყდეს თავს
გაითავისე,რომ ყველაფერი იმაზე კარგადაა,ვიდრე ამას შენი გონება აღიქვამს.
დღეს,რომ გითხრან ხვალ აღარ იქნებიო,გახსოვდეს ხვალ ახალი ისტორია იქმნება პირადად შენთვის,დღეს კი დრო გაქვს ძველს დაუსვა წერტილი.დღეს დრო გაქვს,მონანიების.
ჩვენი,ადამიანების ბუნება ასეა მოწყობილი.გაზვიადება გვიყვარს ყველას და ყველაფრის.
და მაშინ,როცა არ არსებობს სიტუაციის არც ერთი დადებითი ნიუანსი,ეცადე რომ გამოიგონო.დამიჯერე,ყველაფერი იმაზე უკენ იქნება,ვიდრე ეს „გამოგონებამდე“ იყო.
„და სადაც ფიქრობ,რომ დასასრულია რაღაც ახალი იწყებს დაბადებას...“
ყველა ღამეს შეცვლის შენი „ოქროსფერი განთიადი“...


***
წარსული.

-მუშაობის დაწყებას არ აპირებ?-მაგიდაზე ჩაიდანი დადო მაიამ და შავი მაისურის სახელოები აიკაპიწა.
-ირაკლისთან ერთად ვიმუშავებ „კალონკაზე“...
-ეს იყო შენი ოცნება?-თვალები აემღვრა მაიას და ხმა აუკანკალდა-გეკითხები,ამისთვის ვიწვალეთ მე და მამაშენმა?
-მაია,ნუ ემგვანები ჩვეულებრივ დედას.
-შენ ცოლს სწავლის გადასახადი აქვს კარს მომდგარი,რას აპირებ?სიმამრს ეტყვი,შენ გადაუხადეო?
-მაია,დილიდან რატო დაიწყე ნეგატივი?
-წამლის ფულს საიდან შოულობ?იქნებ ნარკომანთან ერთად ყაჩაღიც გახდი,სრული ბედნიერებისთვის?!-ცხელი წყლით სავსე ჭიქა ხელიდან გაუვარდა ქალს.
-დედა ...-ფეხზე წამოდგა და უკან დასწია ქალი.
-მოკალი შენ დედაშენი,მოკალი გესმის?-იკივლა როგორც შეეძლო და შვილის ხელები მოიშორა-კიდე წამალს როგორ დაუბრუნდი მამაშენის შემდეგ?
გახევდა.ერთ ადგილს ისე მიეყინა,გრძნობდა პარალიზებულს სუნთქვაც არ შეეძლო.
-ვიცოდი ოდესმე აუცილებლად წამომაძახებდი,ვიცოდი ვერ გაუძლებდი.
-ვერ ვუძლებ,ტკივილს ვერ ვუძლებ,სიცოცხლე და ყველა ამოსუნთქვა გაუსაძლისი გახადა შენმა წამალმა.
-მე.-თვალები თითქოს სისხლით აევსო-მე ვეღარ მიძლებ ცოცხალს.
კარი გაიხურა და წავიდა.
იმ ღამით სახლში არ დაბრუნებულა.
მაიას ტირილის ხმა ესმოდა მესხს გვერდით ოთახიდან.
ღამის 3 საათი იყო,ჩუმად წამოდგა ცარიელი საწოლიდან და დედამთილის ოთახის კართან აიტუზა.
-მაიკო,შეიძლება?
-რა მოხდა,მოვიდა?-სწრაფად აანთო შუქი ქალმა.
-მე მოვედი ..-ამოილაპარაკა დინამ და ოთახში შევიდა-მარტო ვერ ვიძინებ,შენთან რომ დავრჩე შეიძლება?
-მოდი,ჩემო გოგო ... მოდი ...
-ზურა,რომ აღარ არის ...-ფრთხილად დაიწყო გოგონამ და საბნის ბოლოები შემოიკეცა-დადას ბრალია?
-ზურა რომ აღარ არის სამყაროში უსამართლობის ბრალია.
-დადა ამბობს,რომ ჩემი ბრალიაო.
-ზურა აღარ არი,ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს ვისი ბრალია.
-დადა ხომ ისევ ისე გიყვარს,მაიკო?
-დადამ ტყვია,რომ მესროლოს მე მაინც ისევ ისე მეყვარება,როგორც მისი პირველად ხელში აყვანისას მიყვარდა.-გაეღიმა მაიას.
-დადა ფიქრობს,რომ აღარ გიყვარს.
-თავად გითხრა ასე?
-შეიძლება ასეც ითქვას.
-მე ცხოვრების საყრდენი გამომეცალა,დინა ... თავიდან უნდა ვისწავლო ადამიანებთან ურთიერთობა.
-ზოგჯერ რომ ვფიქრობ ...-ხმა გაუწყდა დინას და თვალები ცრემლებით აევსო-რომ ვფიქრობ,ოდესმე დადა ...-ტირილი ვერ შეიკავა და დედამთილს ჩაეხუტა-მაი,ხომ კარგად იქნება?მე არ მინდა უიმისოდ არც ერთი დღე არ მინდა,არც ერთი ღამე არ მინდა.ის კი ყოველ ჯერზე,როცა წამალს უშვებს ვენებში უჩემოდ ყოფნას თვალებში უყურებს და არ ეშინია.ზოგჯერ მგონია,მანქანამ რომ გამიტანოს და მოვკვდე ის გაუძლებს უჩემობას ... მე ..-სუნთქვა უჭირდა და მაიას ხელებს ძლიერად ხვევდა-მე გული მეკუმშება მისი სახლიდან გასვლისას,ყოველ ჯერზე ... ყოველ ჯერზე სიკვდილს თვალებში მის ნაცვლად ვუყურებ.
-და მაინც გიყვარს ...-გაეღიმა მაიას და რძალს თავზე აკოცა- „ღმერთი ისეთ განსაცდელს არ მოგვივლენს,რომლის გადატანაც არ შეგვეძლება“.ყოველ ჯერზე,როცა სახლიდან გადის ამ სიტყვებს ვიმეორებ,უფალმა იცის,რომ მისი უკან არ დაბრუნებით ... მისი წასვლით მე სიცოცხლის ვერც ერთ წამს ვერ გადავიტან ... სასაცილოა,თავს ასე ვიმშვიდებ.ღმერთი არ გაგვწირავს,ჩემო გოგო,უფალი არ მიგვატოვებს.
-მაიკო,მე სულ შენთან ვიქნები.-ამოიტირა დინამ და თავი მაღლა ასწია დედამთილისთვის თვალებში,რომ ჩაეხედა-არასდროს წავალ,სულ შენთან ვიქნები.
-შენ ერთადერთი სწორი,მართალი და ბედნიერი გადაწყვეტილება ხარ,რაც ჩემს შვილს ოდესმე მიუღია.-გაეცინა მაიას და გოგონა გულში ჩაიკრა.
იმ ღამით დინამ არ იცოდა,რომ სამი წელი მოუწევდა მას და მაიას დადას გარეშე სუნთქვა.
იმ ღამით მაიამ იცოდა,რომ დინა თავისი შვილი იყო და თუ დადა გასწირავდა დედას,დინა არასდროს გასწირავდა დედამთილს.
***
აწმყო.
-მამიკო,იკა მაწვალებს ...!-ეზოში მდგარ დადასთან მიირბინა ბაღიდან ახლად დაბრუნებულმა ნუცამ და ფეხზე შემოეხვია მამამისს.
-მოდი აქ,შე პატარა ქალო!-უკან მოსდევდა აქოშინებული გაბრიჩიძე და ილდანი.
-აუ,ნუცა შენ ხო არ იცი რას გიზამ!-ხაოდა დათა.
-მამიკო,მამიკო!-ფართხალი დაიწყო ნუცამ და დადამ მაშინვე ხელში აიტაცა თავისი გოგონა.
-რა მოხდა 3 წლის ნუცამ დაგაწვინათ?-ხარხარებდა გარდანი.
-ბაღის ეზოდან რომ გამოიქცა მისმერეა მოვდევთ.-ძლივს ამოთქვა ირაკლიმ.დიდი ბიზნესმენი იყო ილდანი,მაგრამ მაშინ,როცა საქმე მეგობრებს და თავის ეზოს ეხებოდა ისევ ის იკა იყო მამამისმა ძალით,რომ დაასაქმა ბენზინგასამართ სადგურზე.
ზუსტად ეს იყო ის წრფელი მეგობრობა,რომლის იმედიც ასულდგმულებდა გარდანს მთებში.
-რატო გამოიქეცი,მა?-თმები გადაუწია დადამ და შუბლზე აკოცა ნუცას.
-დედამ მითხრა მამა სახლში დაგხვდებაო,მეჩქარებოდა,რომ წასულიკავი?-ბორდიულზე ჩამოჯდა გარდანი და შვილი გულში ჩაიკრა.ისე აეწვა ნუცას გარეშე გატარებული სამი წელი ეგონა კანს თავისი ხელით აითლიდა.
-ეე,ნუციკ „რ“-ები დავხვეწეთ?-არ გამოპარვია პატარა გარდანის შედარებით გამართული მეტყველება ირაკლის.
-ყოჩაღ,მა ..!-ძლივს ამოილაპარაკა დადამ და ღრმად ჩაისუნთქა შვილის სურნელი.
ნუცა მანქანაში ჩასვა,ბიჭებს დაემშვიდობა და ეზო დატოვა.
-ნაყინი ვჭამოთ,ნუციკ?-უკან მჯდომ შვილს გადმოხედა დადამ და ლოყაზე მიეფერა.
-დედასაც უკვარს ნაკინი.
-დედა მუშაობს,რა ვქნათ მოვიტაცოთ?-გაეცინა დადას.
-მისი უფროსი თვალებს ასე იზამს ...-თვალები დაქაჩა სასაცილოდ ნუცამ.
-მაგას არ უნახავს მე როგორ ვშვრები თვალებს,რომ მაბრაზებენ,ხო მა?
-როგორ შვები?-წინ გადმოიხარა უკეთ,რომ დაენახა.
-აი,ესე..!-სასაცილო სახე მიიღო დადამ და ბავშვის კისკისმა იქაურობა თითქოს ყველა ცოდვისგან გაწმინდა.
დინა სამსახურიდან გაიტაცეს პირდაპირი გაგებით,უფროსმა რომ გაიგო ქმარმა მოაკითხაო ხმა აღარ ამოუღია და დინაც დამშვიდდა.
მთაწმინდის პარკის არც ერთი ატრაქციონი არ გამოუტოვებიათ,ბოლოს დაღლილები ისხდნენ და ბამბის ნაყინს მიირთმევდნენ.
-დილით სად წახვედი?
-ირაკლისთან,სამსახური გამოჩნდა და სალაპარაკოდ ავედით მე და დათა.
-მართლა?..-ხმაში იგრძნობოდა უნდობლობა და ცოტა შიში.
დადას გამოხედვამ მიახვედრა,რომ ეს ტონი სამუდამოდ უნდა დაევიწყებინა,მიახვედრა,რომ ცუდი დღეები სამუდამოდ წარსულში დარჩა,რომ სამ წელს უკვალოდ არ ჩაუვლია.
-მერე?მოგეწონა პირობები?
-ბუღალტერი ქმარი ვერ „ასწორებს“?-გაეცინა დადას.
-ხუმრობ?-თვალები გაუფართოვდა სიხარულისგან დინას-ბუღალტერია და შენ?
-მა,დედაშენი ირიბ შეურაწყოფას არ ჯერდება და პირდაპირზე გადმოდის,დინანო,რომ იცოდე მათემატიკის გენიოსს მეძახდნენ მასწავლებლები!
-ნუთუ?!-იცინოდა დინა-აბა ექვსჯერ შვიდი რამდენია?!
-იიი,ხუმრობაც დავხვეწეთ?-თვალები დააწვრილა დადამ და ბამბის ნაყინის დაგემოვნება გააგრძელა.
-დაიცა,დაიცა მომიყევი როდიდან იწყებ?
-ხვალიდან რაღაც ტრენინგებს გავივლი 1 კვირის განმავლობაში,რომ საქმე შეუფერხებლად ვაკეთო და ეგაა,რა!
-ღმერთო,არ მჯერა!-იცინოდა დინა და ისევ იმ პატარა გოგონას ემგვანებოდა,დადამ პირველად რომ ნახა,თეთრ სარაფანში გამოწყობილი.
-იკა დათას აწვალებდა, შენთვის ვერაფერი გამოვძებნე ისევ „კალონკაზე“ თუ იმუშავებო ...-დინას და დადას სიცილი ნახევარ პარკს ესმოდა-უნდა გენახა რა სახე ჰქონდა,ლამის თავზე ჩამოამხო ის მაგიდა,მერე ირაკლიმ აქაოდა,ვინც იქ მუშაობს იმათ შეურაცხყოფას აყენებ ამ დამოკიდებულებითო ისე გამოლანძღა სულ „სნობი“ და „ბნელი“ ეძახა გაწითლებულ დათას,ბოლოს გაბრიჩიძე ისეთ დღეში ჩააგდო მომეცი კონტრაქტი მოვაწერ ხელს და დღესვე დავდგები ლოკაციაზეო,შენ თავს გეფიცები ცუდად გავხდით სიცილით,ორჯერ შემოაკითხა მდივანმა დახმარება ხომ არ გჭირდებათო.
-საწყალი დათა,სულ როგორ ამაიმუნებთ არ გეცოდებათ?-ვერ სუნთქავდა სიცილით დინა.
-თვითონ რომ აწვალებს ირაკლის ეგ კარგია?-თვალებით მოთამაშე ნუცას ეძებდა და მისი ვარდისფერი მოსაცმელი,რომ დალანდა მთელი არსებით გაეღიმა სიამოვნებისგან.
-ბოლოსდაბოლოს რა ქნა, სად გაამწესა საცოდავი გაბრიჩიძე?
-ოფისში პიარ-მენეჯერად,გაბრიჩიძემ ფიცი დადო უბანში თუ სადმე „პონტი ჩავარდება“ ყველგან ვიტყვი ილდანის ბენზინს,რომ ხარისხი აქვს მიედაროს „ვისოლი“ და „გალფიო“.
-ეგ არი მაგის პიარ-მენეჯერობა?-იცინოდა დინა.
-აბა სად დათა და სად პიარ-მენეჯერობა ოფისში შემოსული არ ვიყავით 4 გოგოს სინქრონში უკრავდა თვალს.
-არა რა გინდა,შეუცვლელი კადრი აუყვანია ილდანს სამსახურში,იმედია არ დაახურინებთ მთელ ბიზნესს ორივე ერთად.
-შენ ჩემ მათემატიკურ მონაცმებს ცუდად უყურებთქო მითქვამს,მე!
-ვიმახსოვრებ,ბატონო დადა!-იცინოდა ქმრის კისერში თავჩარგული.
***
წარსული.

-ვენები მაჩვენე ...!-ამოიხრიალა და ლოგინზე მჯდარ გაშტერებულ დადას სახეში ხელი მთელი ძალით გასცხო.
-დინანო ...-ძლივს აბამდა სიტყვებს ტავს.
-მეზიზღები,ამისთვის რომ მიმეტებ,მეზიზღები გესმის?!-კიოდა ბოლო ხმაზე და ხელებს გამეტებით ურტყამდა გარდანს.
-გთხოვ,მოიცადე ერთი ... ერთი წამით ...-ძლივს იგერიებდა ცოლის მოქნეულ მკლავებს,შერჩენილი ძალით მაჯაში დაქაჩა და ქალი საწოლზე დააგდო.-გთხოვ,არ შემიძლია.გაჩერდი გთხოვ ... მოვკვდები,ეგ გინდა?
-მოკვდი,მოკვდი და ის მაინც მეცოდინება სად იქნები!-ამოიტირა და გაძალიანება შეწყვიტა,ერთიანად მოუდუნდა სხეული.
-მაშინ დავიძინოთ,რომ გაიღვიძებ გეცოდინება რომ აღარ ვიქნები,მოსულა?-საწოლზე დაფენილ ლოკონებზე დადო თავი და ორი წამით დინას მოეჩვენა,რომ სუნთქვა შეწყვიტა.
ამ წამში ყველაზე ტრაგიკული სიჩუმე იყო.
ეს სიჩუმე,დადას ამოსუნთქვა და დინას თვალების დახუჭვა ერთი დიდი ტრაგედია იყო.
-მეძინება,დინანო.მომეცი ხელი ... -ცოლის თითებში საკუთარი ახლართა და თვალები მიელულა.-ხელი არ გამიშვა,დინანო.
დინა მესხს დახუჭული თვალებიდან ნიაღვარად მოსდიოდა ცრემლები,გრძნობდა საკუთარი ქმრის თბილ სხეულს და ეჩვენებოდა,რომ ეს სითბო იკარგებოდა.
თვალდახუჭულს,წარმოსახვაში წასულს რაღაც ზებუნებრივმა,არა’აქაურმა აგრძნობინა ის,რაც მაშინ ეწვეოდა,თუ დადას სხეული გაეყინებოდა.
-დადა ...-ამოიკნავლა ყველაფრისგან დაღლილმა-დადა,გამეცი ხმა ...
ორი წამი და ისევ სიჩუმე იყო.
-დადა ...-პარალიზებულ სხეულს წამოდგომასაც ვერ აიძულებდა მესხი-ხმა ამოიღე.
ოთხი წამი და ეს სიჩუმე უკვე გაუსაძლისი ხდებოდა.
-დადა ...!-იყვირა სიყვარულით შეგროვებული ძალით.
ექვსი წამი და მან იგრძნო ცივი მარადისობის აუტანლობა.
მეშვიდე წამზე მოდუნებული სხეული ადრენალინით აევსო და საწოლიდან ფეთიანივით წამოხტა.
იცოდა ასეთ დროს რასაც აკეთებდნენ.
დადას მძიმე სხეული საოცარი ძალით „გაიტანა“ საძინებლიდან აბაზანამდე.
იმ მომენტში მოზღვავებულ ძალას გრძნობდა,დადას კიარა სამყაროს აწევდა ხელით ოღონდ ის არ დაეკარგა,ოღონდ დადას ხმა კვლავ გაეგო.
ახლა რომ კითხოთ,ეს როგორ მოახერხე,შენზე ორჯერ მძიმე სხეული ჯაკუზში როგორ ჩააწვინეო,ვერ გიპასუხებთ,ალბათ იმიტომ,რომ ამ დროს შიში ყველაფერს გაკეთებინებს.
ონკანი მოუშვა და ცივი წყლის შეხებისას დადას რეაქციაზე ეგონა მზემ გამოანათა.
ელვის სისწრაფით ჩაირბინა კიბეები და მაცივრიდან ყინულების კონტეინერი გამოიღო აბაზანაში აირბინა და სათითაოდ ამოყარა პატარა კუბიკები,რომლებსაც მერე საფეთქლებზე უსმევდა და დადას შეჭმუხნულ წარბებზე ეღიმებოდა.
-მიდი ... მიდი !-ჩურჩულებდა თავისით და მამაკაცს ხელებზე წამოზრდილ თმას მთელი ძალით უწიწკნიდა.გარდანი ნელ-ნელა მოდიოდა აზრზე.
ტუჩები,რომ გაულურჯდა სიცივისგან და თვალები გაახილა დინას ეგონა თავიდან დაიბადა.
-ნუ შვრები ...-ამოილუღლუღა-მტკივა,დინანო ..
-ჯანდაბას,შენი თავი,დადა გარდანო!-შესძახა დინამ და ისე ღონივრად გააწნა სილა,დადამ თვალები ჭყიტა.
-რას აკეთებ,გოგო ...
პასუხი აღარ გაუცია,იქვე აბაზანის კედელთან ჩაიკეცა და მუხლებზე დადო თავი.
-გახსოვს,შემპირდი მთაში წაგიყვან და გვირილის გვირგვინს გაგიკეთებო?-თავი ჯაკუზს მიადო და დადას გადახედა,ამ დროს მისი აზრზე ყოფნა ნებისმიერი ხერხით უნდა მოეხერხებინა.
-გვირილის გვირგვინებს სხვაგან ვერ ვიშოვით ..?-გაეღიმა დადას და თვალები ისევ მილულა.
-შენი ხელით გაკეთებული მინდა,მთაში „მე და შენ“-მინდა.
-არ დაიღალე,დინანო ..?-ამოიხრიალა გარდანმა და ძლივს გაახილა თვალები,ცივი წყალი კანს უწვავდა.
-შენ დამპალ „ძმაკაცებსაც“ ეს უნდათ-მე რომ დავიღალო,რა ვქნა დადა,ძვირფასო კაიფს ყოველთვის გაგიფუჭებ,როცა ამის შესაძლებლობა მექნება ...!
-შენ ხარ ჩემი კაიფი ...-გაეცინა დადას და ძლივს ასწია ხელი ონკანი რომ მოეკეტა.
-არ მინდა ეს „მორფინისტის ქრონიკებიდან“ ამოჭრილი სიყვარულის ახსნები!-დინას სიტყვებზე გულიანად გაეცინა და უკვე აზრზე მოსული და „კაიფიდან გამოსული“ ფრთხილად შესწორდა ჯაკუზში დინას სახეს,რომ მიახლოვებოდა.მასთან ახლოს მისულს ეგონა მთელი ზღვა გაცურა,ნაპირზე ასულმა კი ნანატრ სხეულს სახე დაუკოცნა.
-მერამდენედ უნდა მაჩუქო სიცოცხლე?
-ეს იმისთვის,რომ მხრები მტკივა შენი ნათრევი!-მთელი ძალით გასცხო სახეში მარჯვენა ხელი.
-დღეს თამამად შეიძლება ითქვას,რომ ცოლმა გამიფინა!...-ამოიბურტყუნა,ფეხები მოხარა და დინას ზურგშექცევით ცივ წყალში მჯდარმა თავი ზუსტად ისე გადაადო ჯაკუზის კედელს,როგორც დინას ჰქონდა.მათი სახეები ერთმანეთს ეხებოდნენ,მათი თვალები კედელის მიღმა არარსებული ჰორიზონტის ცქერაში იღლებოდნენ.
მაშინ ასეთი დრო იყო,ყოველ დღე გიწევდა ბრძოლა „სიცოცხლისთვის.“
ზოგისთვის ეს სიცოცხლე პირდაპირი გაგებისა იყო,ზოგისთვის კი მეორე ადამიანის სოცოცხლეს ნიშნავდა.
***
„ის რასაც აქ ვერ აკეთებს ეშმაკი,იქ გააკეთებს და დამიჯერე ის საუკეთესო მოთამაშეა შენი ნერვებისთვის,შენი მოთმინებისთვის ... არ ებრძოლო,ვერ მოუგებ,გაექეცი!უფსკურლს თვალებში აღარ ჩახედო,დადა გადავარდნის დიდი შანსი გექნება!“

აწმყო.

ნუცა და მაია ბაღში დატოვა,დინა სამსახურში და თავადაც ახალი სამსახურის გზაზე იყო ნაცნობი სხეული,რომ დალანდა ქუჩაში,იდგა და უღიმოდა.
მანქანის დაძვრა და წასვლა უნდოდა,მაგრამ არ გამოუვიდა.
გველივით მისრიალდა და მანქანაში თვალის დახამხამებაში ჩაუჯდა.
-აბა,დადა ასე უნდა ძველი მეგობრების დავიწყება?-ხრინწიანი ხმა გაისმა და გარდანს ზიზღის შეგრძნება მოჰგვარა.
-ზაზა,უსიამოვნო ამბები გავიგე და მინდოდა შენთან ამაზე საუბარი,მაგრამ არა დღეს,ამისთვის შეუფერებელი დროა .!-მკაცრი და შეუვალი იყო გარდანი.
-კაი,კაცო?!-სახე დაეღვლიჭა ზაზას-მაინც რა ამბები?ეს ჩვენ გავიგეთ ნუგზარის ხელის ამბავი და არ გვესიამოვნა დიდად.
-კაი კაცო?!-გაეცინა დადას,მანქანა ჩიხში შეიყვანა,სადაც ნაკლები ხალხი მოძრაობდა.უცებ დაამუხრუჭა და წინ გადაქანებულ ზაზას პერანგის საყელოში ხელი ჩაავლო-ახლა კარგად მომისმინე ...-ამოისისინა გამწარებულმა გარდანმა,გაავებულ ზაზას უკნიდან დაჭერილი ხელით წინ უბიძგა და სახით „აირბაგზე“ ააკრო-მეორედ ჩემს ოჯახთან რომელიმეს გაკარებულს გნახავთ და ნუგზარის ხელის განგრენა იქნება სანატრელი,გაიგე?რომელიმემ რომ გაბედოთ და ჩემს სიახლოვეს გამოჩნდეთ უხელოდ,უფეხოთ და შენ წარმოიდგინე უთავოდ დაგტოვებთ სვანურ სიტყვას გაძლევ,ზაზუშ,ეგრე კიარაა?!-ხმადაბლა ლაპარაკობოდა ზაზას ყურთან დახრილი გარდანი.
-შენ რა იყო,ბიჭო სუფთა ხარ და მაღალ ყალყებზე დგახარ?-ამოიხრიალა ზაზამ და ერთი კიდევ გაიბრძოლა ყოფილი ძიუდოისტის წინააღმდეგ,რომელმაც მარჯვენა ხელი გადაუგრიხა და ზურგს უკან გაუკავა.
-და შენ რა იყო,ბიჭო დაყრუვდი?-უღრიალა სახესთან ახლოს მისულმა დადამ.
-ვალი გქონდა ძმაო ნუგზარასი,ეგრე სად არი?-დანებდა ზაზა.
-ორჯერ გადავუხადე ეგ ვალი,შე არაკაცო შენ თვალწინ გადავუხადე ეგ ფული და დინას სახლში შეუვარდა,შენ ხვდები რა კეთილი ვარ მხოლოდ ხელს,რომ დავჯერდი?
-კარგი... კარგი!-უკან დაიხია ზაზამ.
-მეორედ სადმე მოჩვენებასავით გამომიხტებით,რომელიმე თქვენთაგანი და 15 წლიანი ხელში გიჭირავთ ჩათვალე ..!
-რა იყო,კარგი ბიჭი გახდი და პოლიციასთან კალამს არ აგდებ?-ამოიხრიალა კაცმა.
-შენ თუ გაგიხარდება სხვა ხალხთან მოვაგვაროთ?!უბრალოდ ეჭვი მაქვს მათთან წასულს 15 წლიანი აბონემენტი სამოთხედ მოგეჩვენება,აბა?!შევთანხმდით?
-კარგი,კარგი!მე შენთვის კარგი მინდოდა თუ არ გინდა,მანდ იყავი!-ხელი აიქნია ზაზამ და თავი გაინთავისუფლა დადას ხელებიდან.
- აქედან გაქრი და აღარ გამოჩნდე!
მამაკაცი სწრაფად გადავიდა მანქანიდან.
თავი საჭეზე დადო დადამ,ახლა ისე უნდოდა თავის სულიერ „მეგობართან“ საუბარი კანი აეწვა.
გაზეპირებული ციფრები მობილურში აკრიფა და დარეკა.
ახლა ძალიან უნდა გამართლებოდა მას რომ ყურმილი აეღო,მთაში ყველგან არ იჭერდა.
ამ ფიქრებში წასულს,ახლა ის იქ რას აკეთებდა ვერც კი გაიგო როგორ დაუძახა ნაცნობმა ხმამ.
-დადა ... შვილო,დადა!-ხმაში ნერვიულობის ნოტები გარეოდა.
-როგორ ხარ?
-არამიშავს,შენ როგორ ხარ?დამივიწყე არა?!-გაეღიმა მას.
-მე სულ მახსოვხარ.
-მეც სულ მახსოვხარ,ჩემო მეგობარო!რას შვრები?შენები როგორ არიან?როგორ მიგიღო დედაქალაქმა?
-ახლა სამსახურში მივდივარ,ჩემები კარგად არიან,ნუცა უკვე „მამას“ მეძახის,ქალაქი არ შეცვლილა ისევ ბნელა და ისევ არავის ესმის.
-ასე ნუ ამბობ შვილო,შენ ცაზე ანათებდეს მზე საკმარისია შენი და შენი ოჯახის კარგად ყოფნისთვის.
-ძველმა მეგობრებმა თავი შემახსენეს,მაგრამ გულში ღმერთი მყავს!-ამაყად თქვა და სამსახურის გზას დაადგა.
-როგორ მიხარია,დადა.ამის მოსმენას არაფერი ჯობია!
-ვიცოდი,რომ გაგიხარდებოდა.
-შენს ღმერთს გაუფრთხილდი,ის შენ გაგიფრთხილდება და ყველაფერი ისე იქნება,ჩვენ რომ გაგვიხარდება.
-მადლობა,ყველაფრისთვის მადლობა,ნახვამდის.
-ნახვამდის,დადა.
ტელეფონი გათიშა და მომღიმარმა მანქანა დააპარკინგა.
****
წარსული.

-დადა,რამე ხოარ გაქ?!..-ქუჩის კუთხეში მიმავალ გარდანს უცებ წამოეწია ნაცნობი.
-არა, საიდან?!-გაეცინა სვანს.
-ეე,შენ სულ გაქ რაღაც.
-რაზე შემატყვე?
-„ვეჩნად კაი ვიდზე ხარ“ ....
-მიხედე რა თავს.-ხელი აუქნია და გზა განაგძრო.
ეს გზა იმ სახლამდე მიდიოდა,სადაც გადამყიდველი ცხოვრობდა.
გადამყიდველის სახლის კარი მუდამ ღია იყო კარგი კლიენტისთვის,როგორიც დადა გახლდათ.
როგორც ამბობდნენ ზაზას სულ კარგი ხარისხის წამალი ჰქონდა.
როგორც ამბობდნენ ზაზას კისერზე უამრავი ახალგაზრდის სისხლი იყო და ზაზა ამის შესახებ მხოლოდ ერთ ფრაზას წამოიყვირებდა ხოლმე ... „მე,რა?!ჩემი ბრალია თუ მაგათ ნებისყოფა არ ჰყოფნით?!“
კიბეზე ადიოდა და დინას სახე ელანდებოდა,იმ მომენტში სვანს თავისი თავი სძულდა უნებისყოფობის გამო.
საფეხურებს ითვლიდა გულში და მოწოლილ ღებინების შეგრძნებას ბეჯითად აიგნორებდა.
განა „ნარკომანმა“ არ იცის,რომ რასაც აკეთებს ცუდია?!
განა არ იცის,რომ საყვარელ ადამიანებს ტკენს და თავს ინადგურებს?
განა იოლია,ყოველ ჯერზე ხედავდე ჩამქვრალ,იმედგაცრუებულ თვალებს?
მათთვის იოლი,მხოლოდ გონების გათიშვა და აქაურის დატოვებაა,დანარჩენი სხვა ორმაგი სიმძაფრით დადის მათ ვენებში სისხლთან ერთად,საქმე ისაა,რომ გული სისხლის ნაცვლად სხვა რამეს ითხოვს და ეს სურვილი ყველა არსებულზე და არარსებულზე დიდია.
მეთერთმეტე საფეხურიც აიარა და რკიინის კარზე დააკაკუნა.
მანამ სანამ გადამყიდველი ვერაგული ღიმილით გაუღებდა კარს დადამ კიდევ ერთხელ დაინახა დინანოს ჩამქრვალი თვალები,მანამ სანამ სისხლში სიყვარული გულს წამლის ნაცვლად ეწოდებოდა ერთი ფიქრით შემობრუნდა და მაღლიდან დახედა თერთმეტ საფეხურს.
„რომ ჩაირბინოს?!“
„ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას და ყველაფერს ..“
„იქნებ მოიგოს,იქნებ დინანოს გამო მოუგოს საკუთარ თავს სურვილებთან ომი?!“
„ჩაირბინე,დადა ..!“
„წარმოიდგინე,როგორ გიღიმის როცა კარს გაგიღებს და სუფთა იქნები ..“
-შემო,დადა!
კარს იქით გადამყიდველი გამოჩნდა ვერაგული ღიმილით ...
თერთმეთი საფეხური აღარ ჩაურბენია.
დინას სახეც სადღაც გაქრა,ისე უკვალოდ თითქოს არც ყოფილაო აქამდე.
***
აწმყო.
დადამ ნუცა ბაღიდან გამოიყვანა,მანქანაში ისხდნენ და რადიოში გაჟღერებულ მუსიკას ჰყვებოდნენ.
სიხარულს ასხივებდნენ მამა-შვილი.
ეზოში გააჩერა დადამ მანქანა,ნუცა სავარძელში იყო მოკალათებული და თამაშობდა,დადაც იქვე იდგა კოსტასთან და დათასთან ერთად.
-მამიკო,ეს რა არი?!-ავტომობილის ფანჯრიდან თავი გადმოყო მომღიმარმა ნუცამ,რომელსაც ხელში პატარა პაკეტი ეჭირა თეთრი ფხვნილით სავსე და თავისი პატარა თითებით მის გახსნას ცდილობდა.
დადას ეგონა ტვინში სისხლი ჩაექცეოდა საკუთარი შვილის ციცქნა ხელებში ჰეროინის შეკვრა,რომ დაინახა ადგილზე გაქვავდა სვანი.
ბიჭები ჯერ ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა.
-შაქრის ფხვნილს გავს,ბებიკო,რომ აყრის შუებს ...-ის იყო ნუცამ პაკეტი ბოლომდე გახსნა და თითით ფხვნილს შეეხო,რომ დადა ელდანაცემივით ეცა ბავშვს და პაკეტი ხელიდან გამოსტაცა.
დაახლოებით 2 წუთის ინტერვალში მომხდარი ფაქტი იმდენად ვერ გაიაზრეს ბიჭებმა,რომ ორივე გაოცებული უყურებდა მამა-შვილს.
ნუცას მამამისის შეშლილი სახის დანახვისას შეეშინდა და მაშინვე ტირილი დაიწყო.
-დადა,რა ხდება ..?!-ძლივს იკითხა კოსტამ და პაკეტს დახედა.
-მაჩვნე ხელები,მამი ... -ჩურჩულებდა ფეთიანივით და ბავშვს ხელებს საკუთარი მაისურით უწმენდდა.-ნუ გეშინია,მა ცუდი ფხვნილი იყო,რომ გაგესინჯა მოიწამლებოდი და მუცელი გეტკინებოდა,ნუ ტირი ნუციკო ...-სახეზე ეფერებოდა და ცრემლებს წმენდდა შვილს აკანკალებული ხელებით.
-ამას აქ რა უნდოდა,დადა?-ამოიხრიალა ძლივს გაბრიჩიძემ.
-იმ არაკაცმა ჩამიდო ... დღეს მანქანაში ჩამიხტა ლამის... -სვენებ-სვენებით ყვებოდა ზაზას ამბავს და თან ატირებულ ნუცას გულში იკრავდა-მოვკლავ, გეფიცები სადმე დავმარხავ,ეგ როგორ გამიბედა ... როგორ გავაფრთხილე არ გამეკაროთ-მეთქი ...
-ასეც ვიცოდი,რომ არ მოგეშვებოდნენ ამ საღამოს ყველა ავიდეთ და დაველაპარაკოთ,როგორც საჭიროა ისე .!-კბილებში გამოსცრა დათამ.
-პოლიციას დაგვაყენებს და აქეთ გაგვხვევს შარში,ეგ ამბავი სხვანაირად უნდა მოგვარდეს ...!-ჩაფიქრებულმა თქვა კოსტამ და დადას გადახედა,რომელსაც სახეზე ფერი არ ედო და მზერა იმ ფხვნილისთვის გაესწორებინა,რომელიც ჯერ კიდევ მიწაზე იყო მიმოფანტული.
ეს ამბავი სხვანაირად „მოაგვარეს“.
ერთ კვირაში აიყვანეს ზაზა დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შენახვა-გასაღების ფაქტზე.
დემეტრემ იზრუნა,რომ რაც შეიძლებოდა დიდი დრო გაეტარებინა გისოსებს მიღმა ზაზას.
საბოლოოდ ისეთი ფონი შექმნეს,რომ დადასთან გაკარებას ვერც ერთი მისი წარსული გადმონაშთი ვეღარ ბედავდა ...
***
წარსული.

სამეზობლო მარიკას კივილმა შეძრა დილის 10 საათზე.
კოსტას მამა აღარ ჰყავდა.
დაკძალვის ხარჯები ნათსავებმა და მეგობრებმა დაფარეს,შავებში გამოწყობილი მარიკა საკუთარი შვილის ვერმოთმენილი ცრემლების გარდა ვერაფერს ხედავდა.
ეგ ცრემლები პატარა ვარსკვლავებს ბადებდნენ კოსტას უზარმაზარი გულის წიაღში.
ვარსკვლავებს,რომლებსაც მხოლოდ მშობლები უყურებენ,შენატრიან და სურვილებს უთქვამენ.
იმ დღეს კოსტანტინე მამის სიკვდილმა აქცია ოჯახის უფროსად,იმ დღეს ძალიან პატარას დააწვა მხრებზე მძიმე ტვირთი.
მაიკო და დინა მარიკას არ შორდებოდნენ.
კოსტას სახლიდან მამის კუბო შვილის მეგობრებმა გამოიტანეს სახლიდან.
მათ და ღმერთის იმედად დატოვებული შვილი იმ ქვეყნად წასულს,გულის წიაღში ფესვებგადგმულ მამას მშვიდ ძილს ჰპირდებოდა.
მამას ეძინა უშფოთველი,მშვიდი ძილით შვილის თვალებში ვარსკვლავებთან და ღმერთთან ახლოს.
***
აწმყო.
-კონსტანტინე,ყური დამიგდე ცოლს მარტო მოყვანა არ უნდა,ეგ ხომ იცი?!-ჰალსტუხი შეუსწორა ირაკლიმ სარკის წინ გაჭიმულ სიძეს.
-ვიცი,ირაკლი გავაგზავნე სივები რამდენიმე ადგილას,ნუ მანერვიულებ ამ ისედაც სანერვიულო დღეს,რა სოლომონობა „აგიტყდა“?-აწუწუნდა კოსტა.
-აბა იმ ციტატებს ხომ უნდა გასაღება,ყოველ დილა-საღამოს ტყუილად კიარ იზეპირებს?!-ჩაიქირქილა გაბრჩიძემ და უკან ადევნებულ ირაკლის წინ დადა დაუყენა ფარად.
-შე,მაკაკა!-აკივლდა ილდანი.
-სვანებზე გინდა მაგარი ანეგდოტი?-იცინოდა გაბრიჩიძე,მანამ სანამ დადამ არ გადმოხედა გვერდულად და ილდანთან მარტო არ დატოვა.
-წამო,მომიყევი სვანებზე ანეგდოტი,დათუნია ..!-ხელი ძლიერად გადახვია ირაკლიმ გაბრიჩიძეს და მისი ყვირილისთვის „მომტყდა კისერი“ ყურადღება აღარავის მიუქცევია.
-ხო არ ნერვიულობ,კოსწია?!-კოსტას გვერდით ჩამოჯდა დადა და პატარა მეგობარს გაუღიმა.
-შენ რას გრძნობდი,დინას რომ იტაცებდი?
-რაღაც ახალის დასაწყისს ვგრძნობდი.
-მგონია,რომ საკმარისად კარგი ქმარი ვერ ვიქნები ... -გამოტყდა კოსტა.
-რა გაფიქრებინებს მაგას?-წარბები აწკიპა დადამ.
-ჯერ არც კი ვმუშაობ,არც ის მუშაობს,მართალია ირაკლი ..
-კოსტა,სადაც მონდომება არსებობს დაუძლეველი არაფერია,თუ არსად აგიყვანეს იკას თხოვე და გიშველის რამეს,ნახევარი სამეგობრო მაგასთან არ მუშაობს?სირცხვილი არაა,თუ მეგობარს დახმარებას ასეთ საქმეში თხოვ,სირცხვილი ისაა,თუ მეგობრობას ცუდად გამოიყენებ და შენს მოვალეობას სუფთად არ შეასრულებ.
-აბა ნეპოტიზმიო ... ?!-თავი დახარა კოსტამ.
-ნეპოტიზმია,როცა შენს გამო შენზე უკეთეს კადრს გაუშვებენ,როცა ინჟინერი ხარ და მარკეტინგის სფეროში წახვალ,იქ სადაც არაფერი გაგეგება შენ გამო კი სხვა დაზარალდება.ბიზნესი ხომ დაამთავრე?!კითხე იკას,თუ თვითონ არ ექნება ვაკანსია შენს სფეროში იქნებ სხვა მის ნაცნობს ჰქონდეს,იბრძოლე შენი წარმატებისთვის,ოღონდ არა სხვის ხარჯზე.
-ჰო,მარგამ,დადა ... მერიდება ირაკლისთან ...
-მოდი ამ ქორწილის დღეს ამაზე ნუ ვისაუბრებთ,კაი?!მოდუნდი და გაერთე ცოლად ის ქალი მოგყავს ვინც ამდენი წელია გიყვარს მთავარი ესაა და ყველაფერს სხვას მოევლება.
-გული დამწყდა მეჯვარეობაზე უარი,რომ მითხარი!
-არ გამოდიოდა,დინანოს და ნუცას გვერდით ხომ ვერ მოვიჯენდი?-გაეცინა დადას-გაბრიჩიძე მშვენივრად გაგართობს და დაძაბულობას მოგიხსნით ორივეს,ოღონდ ეცადე ილდანს არ შემოელახოს სანამ კატოს მივაკითხავთ,კაი?!-იცინოდნენ ბიჭები,როცა ოთახში დემნა თორაძე შემოვიდა ხელში ნუცა გარდანით.
-მა,რა ლამაზი ხარ?!-დივანზე მჯდარმა ახედა შვილს და მის მორცხვ ღიმილზე გაეცინა.
-რას შვებით?აბა,კოსტანტინე მზად ხარ?-შესძახა დემნამ და ანერვიულებულ სიძეს გადახედა-როდის გაიზარდე ასე,ბიჭო?!-თავზე ხელი გადაუსვა და გულში ჩაიკრა პატარა მეგობარი.
-დემნა,ილდანს გაბრიჩიძე გამოწიწკნე,თორე მთელ სახლს წრეებს ურტყამენ ..-ოთახში დინა შემოვიდა,საქმიანი იერი ჰქონდა.ხელში ჩანთა და დადას ჰალსტუხი ეჭირა.
-რით ვერ მოუყვა იმანაც სვანებზე ეს ანეგდოტი,რომ ილდანმა ერთ ცემას დააჯეროს და დამთავრდეს დაუსრულებელი კინკლაობა?!-ამოილაპარა დემნამ და ფანჯრიდან გადახედა მორბენალ ბიჭებს.
-დემე,დათას იკა რატო უკვირის?-გაკვირვებულმა გადახედა ნუცამ თორაძეს.
-მეტი ჭკუა არ აქვთ,ნუცი თავში და მაგიტო ..-ლოყები დაუკოცნა თორაძემ ნუცას.
დივანზე მჯდარმა გარდანმა შვილიდან მზერა ცოლზე გადაიტანა,რომელიც ჯერ კიდევ თორაძეს და საკუთარ შვილს უყურებდა გაღიმებული.
სვანის გამჭოლმა მზერამ მესხს სახის კანი აუწვა,ეგონა ცეცხლი ეკიდებოდა.
დადამ ხელები დივნის თავზე გადააწყო და ფართოდ გაუღიმა მეუღლეს.
-რამე ხომ არ დაგავიწყდა,დინანო?!-ამ ხმას შეეძლო მთელ სხეულში ჟრუანტელის მიზეზი გამხდარიყო წამის მეასედში.
-მე?!არა,დადა შენ დაგავიწყდა ჰალსტუხის გაკეთება,თუ ადგები გაგიკეთებ ... -მაქსიმალურად დააიგნორა თორაძის ყურადღება და ორი ნაბიჯით უკან დაიხა დადასთვის ადგომის საშუალება,რომ მიეცა.
ნერწყვი ძლივს გადაყლაპა მის წინ მასზე ორჯერ დიდი და საოცრად სიმპათიური სხეული,რომ წამოიმართა.
ქალს როგორი მაღალქუსლიანიც არ უნდა ჩაეცვა,დადა მაინც ძალიან მაღალი იყო დინაზე.
-ასე ვერ მოგწვდები ...-ამოილაპარაკა თავისთვის და დადას გადადგმული ორი ნაბიჯით შემცირებული დისტანცია დააიგნორა.გარდანმა ფეხის მარტივი მოძრაობით იქვე დადებული პატარა რბილი ზედაპირის მქონე სკამი მისწია დინასთვის მარტივი,რომ ყოფილიყო გარდანისთვის ჰალსტუხის გაკეთება.ეს ყველაფრი ისე ლამაზად და ესთეტიურად ხდებოდა თორაძეც კი მონუსხული უყურებდა წყვილს.დინამ მაღლები ფრთხილად გაიხადა და პატარა სკამზე დადგა,ჰალსტუხი გარდანის კისერს მოარგო,უმარტივესი მოძრაობით შეკრა კვანძი და საყელოც შეუსწორა ქმარს.
და მაშინ,როცა მათი თვალები ერთმანეთს გადააწყდნენ,თორაძემ ვერანაირი განსხვავება ვერ იპოვა წლების წინანდელ გოგონასა და მეგობარს შორის,რომლებიც ისეთივე სიყვარულით,სიმორცხვითა და ვნებით უყურებდნენ ერთმანეთს,როგორც მათი „ქორწილის“ დღეს.
დემნამ ფანჯრის რაფაზე მდგარ ნუცას გადახედა და მომღიმარმა აკოცა საყვარელი ქალისა და მეგობრის შვილს,რომელიც თავისი ნათლული იყო.
დემნამ იმ დღეს თავის გულში პირველად ინანა მესხის სიყვარული,რომ გაუბედა გარდანს და თავად ღმერთს.

რესტორანს,რომელიც კოსტამ და კატოს ოჯახმა დახურა ქორწილისთვის,ბარი მესამე სართულზე ჰქონდა,სადაც მეორე სართულზე დარბაზში გაჟღერბული ხმა არ ადიოდა და სასიამოვნო სიტუაცია იყო.
დადამ,რომ დალანდა თორაძე დიდი ხანია არ ჩანსო მიხვდა სადაც იქნებოდა და კიბეების გავლით მესამე სართულზე ავიდა,სადაც ბარის დახლთან მჯდარი ძველი მეგობარი დაინახა.
-შენც თავი გეტკინა ხმაურისგან?-გაეცინა დემნას და ზურგს უკან მდგარ გარდანს ისე მიმართა მისკენ არც გაუხედვას.
-რას სვამ?!-მის გვერდით დაიკავა ადგილი.
-ვისკის,შენ არ არასდროს მოგწონდა,გაბღენძილი მდიდრების სასმელიაო,გახსოვს?!
-მაშინ ვისკი გასინჯული არ მქონდა ...-გაეცინა და ბარმენს ანიშნა მისთვისაც იგივე დაესხა.
-შეიცვალე,ისევ ის დადა ხარ,ბავშვობაში რომ ვიცნობდი,მის გვერდით ამაყად რომ დავდიოდი და ყველა ჩხუბზე ვიჭიმებოდი მისი იმედით ...-ამოიხრიალა დემეტრემ და ჭიქა ხმაურიანად დადო .
-ბავშვობაში კარგი მუშტის გარდა არაფერი გაგვეგებოდა,გვეგონა ამით მოვაგვარებდით ყველა პრობლემას.ცხოვრებამ ისეთ გზაზე გვატარა,რომ მუშტი ჰაერივით უსარგებლო გახდა.რამდენჯერ გინატრია,თორაძე ნეტავ აღარ ამოისუნთქო,ნეტა ეს ჩასუნთქვა ბოლო იყოსო?!..-ხმა გაუტყდა სვანს.
-იმდენჯერ,რამდენჯერაც საკუთარი თავისთვის გამეტებული მუშტი უსარგებლო გამხდარა.
-რამდენჯერ შეგრცხვენია სუნთქვის,თორაძე?-უფრო და უფრო შეუბრალებელი ხდებოდა გარდანი.
-იმდენჯერ რამდენჯერაც გიღალატე.-ჭიქა თლილ თითებში მოიქცია და თვალებჩასისხლიანებულმა ერთიანად გამოცალა სასმელი.
-რატომ დინა,სხვა ქალი ...
-იგივე კითხვა მეც რომ დაგისვა,პასუხი გაქვს?!-ჭიქიდან მზერა დადას ჭაობისფერ სფეროებს გაუსწორა ...- კოსტას დაბადების დღეზე,მისი გამოჩენისთანავე მივხვდი,რომ მესხი ორივეს ჩაგვჭრიდა.
-მესხი ჩემი შვილის დედაა,შენ კი ისევ ისე გიყვარს,როგორც მისი პირველი გამოჩენისას,თეთრ კაბაში ...
-შენ ცოლზე ვლაპარაკობთ,დადა.!
-მე შენ მიყვარხარ,დემნა.შენ,ჩემი ძმაკაცი აღარასდროს იქნები,მაგრამ მე შენ ზუსტად ისე მიყვარხარ,როგორც ღირსეული მტრები უყვართ ხოლმე.
-მე შენი მტერი ვარ,დადა გარდანო?!-ხმა ჩაუვარდა თორაძეს.
-ჩემი ქალი გიყვარს,ჩემი შვილის დედა ...-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა,სანამ თორაძის ხმამაღალმა ტონმა არ გააწყვეტინა.
-ჩემი რძალი!
-დემნა ...-სისხლი საფეთქლებთან მოაწვა გარდანს.
-მას შემდეგ,რაც დინა ჩემი რძალი გახდა,მას შემდეგ ყველა დღე მძულს დადა გარდანო,ყველა ამოსუნთქვა მეზედმეტება ჩემი ბინძური სულისთვის,უფრო ბინძური სურვილებისთვის,შენი სიკვდილი მინატრია,მეგობარო!უკან არ დაბრუნება მინატრია,შენი!ნუცას მამობა მინატრია,მეკითხები რამდენჯერ მინანია დემეტრე თორაძეობა?!იმ დღის მერე,რაც ჩემი მანქანით ჩემ სახლში წაიყვანე დინა და ცოლი დაარქვი,მას შემდეგ ყოველ დღე ამას ვნანობ..-თუ კარგად დააკვირდებოდით,თქვენ მის თვალებში წითელ კაპილარებთან ერთად ობოლ ცრემლს შეამჩნევდით,რომლის იქით,თორაძის გულის სიღრმეში ყველა ვარსკვლავი ნელ-ნელა ქვრებოდა.

და ადამიანი რჩებოდა იმ ერთადერთის გარეშე,რომელსაც რა ჰქვია თქვენთვის მომინდვია.

მეორე დღეს თორაძემ ჩანთა ჩაალაგა და იქ წავიდა,სადაც დადა 3 წელი უ’დინა’ობას ებროძოდა.
***

კოსტა იმ წელს უნივერსიტეტში აბარებდა,ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს მამის სიკვდილით დანაღვლიანეულისთვის მოტივაცია,რომ აემაღლებინათ.ორი წელი ისედაც ჩაგდებული ჰქონდა გიორგაძეს სწავლის გადასახადის არ ქონის გამო.ახლა კი დემეტრე წუთით არ ტოვებდა მარტოს და მანქანით დაჰყავდა რეპეტიტორებთან.
დათა და ირაკლი იუმორით ამხნევებდნენ,დადა სულიერად და მორალურად.
კოსტამ გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველ ფაკულტეტზეც მოხვდა სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მარიკა დაუღალავად შრომობდა საკუთარ შვილს განათლება,რომ მიეღო მაია კი უყურებდა როგორ ეცლებოდა ხელიდან თავისი დადა და მის საშველად ვერაფერს აკეთებდა.

დადასთან სახლში სიარულს რომ მოუხშირეს მისმა „მეგობრებმა“ დინას მამამ,ნოე მესხმა სიძეს მრავალმნიშვნელოვნად უთხრა მიფრთხილდი,სულ მომთმენი სიმამრი ვერ ვიქნებიო,მაშინ მიხვდა მაია,რომ ყველაფრის არევამდე ბევრი დრო აღარ იყო დარჩენილი.
ნოე არასდროს ერეოდა შვილის პირადულ ცხოვრებაში.
დინას ქორწილის დღეს უთხრა: „შენი არჩევანი ჩემი არჩევანია,ეცადე მასზე ცუდი არ გავიგო,შენ მეორე დღეს აპატიებ,მე ვერასდროს!თუ მიხვდები,რომ ოჯახი აღარ გაქვს,რომ ქმარი აღარ გყავს,5 შვილის დედა რომ იყო ჩაალაგე და წამოდი,შენ სახლიც გაქვს და პატრონიც გყავს.პატივი ეცი საკუთარ თავს პირველ რიგში და მერე სხვა დანარჩენს,ისეთს ნურაფერს გააკეთებ ჩვენ გაგვლანძღონ,შვილი ვერ გაუზრდიათო ... იყავი მისი მეგობარი და მერე ცოლი.ეს საუკეთესო ფორმულაა ოჯახური იდილიისთვის.“
იმ დღეს დადამ და დინამ ძალიან იჩხუბეს.
დინას დაბადების დღე იყო და დადა დილიდან „ფორმაში“ დაუხვდა ცოლს.
დინა დილიდან თავს იკავებდა ქმრის სულელურ გამომეტყველებაზე.
მერე არ ვიცი როგორ ხდება ...
ეს ალბათ ძალიან დიდი ციკლია,როცა ყველაფერი ერთმანეთს ემატება და წრე საბოლოოდ იკვრება.როცა მოთმინების ყველა ძაფი გიწყდება და აანალიზებ,რომ აღარ გინდა,აღარ გიღირს.
როცა საკუთარ დაბადების დღეზე შენი ქმარი აბაზანაში ზის და გაღიმებული ერთ წერტილს მიშტერებია ხვდები,რომ ყველა განზომილებაში დაიღალე.
აღარც მისი გადარჩენა გინდა და აღარც საკუთარი თავის.
ჩანთა ჩაალაგა და წავიდა.
მაია სახლში პროდუქტებით დატვირთული დაბრუნდა,პატარა სუფრის გაწყობას აპირებდა თავისი რძლისთვის,მაგრამ სახლში მოსული სახით შეასკდა საშინელ რეალობას.
იჯდა დადას გვერდით,კედელზე თავმიდებული და ცრემლებს აღარ იკავებდა.
-დინანო ... -ამოიხრიალა გონსმოსულმა დადამ და მზერა იქაურობას მოავლო.
-წავიდა.ერთადერთი ნათელი წერტილი რაც გაგვაჩნდა მე და შენ დადა,წავიდა.-ცრემლები შეიწმინდა ქალმა-მისი დაბადების დღე იყო,არც მიგილოცავს,ფეხი გადმოდგი თუ არა საწოლიდან მაშინვე ვენებს მიხედე არა?!
-სად არი დინანო ... -წამოდგომა დააპირა,მაგრამ უცნობმა ძალამ უკან დაქაჩა და საწყის პოზიციაში დააბრუნა..
-შენგან,ჩემგან და ჩვენგან შორს.მადლობა,რომ ისიც დამაკარგვინე!-ფეხზე წამოდგა და შვილი მარტო დატოვა.
იმ წამს გარდანმა იგრძნო,რომ ბედნიერება დაკარგა.
თავისი ენდორფინი,რომელიც მარადმწვანე იყო.
მაშინ კარგა ხნის ჩამქვრალ დინასთან ერთად დადაც ჩაქვრა.
ორგანიზზმა დაკარგა ის,რის გამოც ადამიანები იღიმიან.
ბედნიერების ჰორმონი.
***
აწმყო.
თორაძე 1 თვის წასული იყო დადამ მთელ სამეგობროს,რომ მოხვია ხელი და მანქანებში გადანაწილებულები მთაში წავიდნენ,დემნას მოსანახულებლად.
ჭკუაზე არ იყო ნუცა სიგიჟემდე ენატრებოდა საყვარელი ნათლია,დინა ერთხანს ყოყმანობდა,ვერაფრით გაეგო რა იყო უკეთესი,დემეტრეს ნახვა თუ არ ნახვა.
ნუცას ხათრი ვეღარ გაუტეხა და დადას გვერდით მოთავსდა.
დემეტრეს სახე მოერყა ბედნიერებისგან მონატრებული სახეები,რომ დაინახა.
-ნათლია,ნათლია!-მანქანიდან კიოდა ნუცა და ხელებს იშვერდა დემნასკენ.თორაძეს ბედნიერებისგან გააკანკალა,არავინ უნახავს პირდაპირ ნუცასკენ წავიდა.გარდანის მანქანის კარი გამოაღო და ნათლული ხელში აიტაცა.
-ჩემო პრანჭია,მოგენატრე,ნუცი?!-იცინოდა და კისერში კოცნიდა პატარა ქალბატონს.
-ძალიან,დემნა,“ძ“ ვისწავლე,ხომ კარგი გოგო ვარ?!-ტიტინებდა ნუცა და თორაძეს კისერზე ხელებს ხვევდა.
-ყველაზე ჭკვიანი ხარ,ნათლი შენი ბაღის კლასელებზე უფრო ჭვიანი ხარ,მოვალ შენ ბაღში და ვეტყვი სკოლაში წაგიყვანონ,თორე მეჩაგრები მანდ ..-იცინოდა თან ნუცას ეფერებოდა.
„მეგობარი“ ჭიშკართან იდგა და მომღიმარი უყურებდა სამეგობროს,მონატრებულ დადას და თორაძეს.
დემნამ ყველა ნახა,ნუცა მუხლებზე დაისვა და მასთან ერთად თამაშში ისე გაერთო რამდენჯერმე გაბრიჩიძემ და ილდანმა ხმამაღლა დაუძახეს მათთვის ყურადღება,რომ მიექცია.
-პატიება ამშვენებს ადამიანის სულს,დადა.-ნაცნობ ადგილას მჯდარ გარდანს მიუჯდა წვეროსანი კაცი.
-საპატიებელი არაფერია,ჩვენ ორივეს ერთი ქალი შეგვიყვარდა,ამის გამო პასუხს ვერ მოთხოვ.
-როგორ არა,მოთხოვ.ეს,შენ არ მოთხოვე პასუხი.ამათ შორის განსხვავებაა.
-ადამიანს ხელი დავაკარგინე...-თავი დახარა გარდანმა-ორი ტყვია ვესროლე და ვენაში წამალი ჩემი ხელით გავუკეთე.რომ მახსენებდა რამხელა სისასტიკეს ვატარებდი გულით,მგონია რომ ტვინი ამიფეთქდება.
-ეს რატომ გააკეთე?!-ხმა ჩაუვარდა მეგობარს.
-ჩემ ცოლზე ხელი აწია,ამის უფლება არავის აქვს.ამის უფლება მე არ მიმიცია საკუთარი თავისთვის.ამის უფლება არც ერთ კაცს არ აქვს,ქალზე ხელის აწევა ისეთივე უპატიებელი ცოდვაა,როგორც თავად უპადიებლობა.
-ეს როგორ?!
-სანამ მე აქ ვიყავი,დინას სახლში შეუვარდა,იმის იმედით რომ დინა ფულს მისცემდა ან წამალს.არ ვიცი,რატომ იფიქრა რომ ჩემ სახლში ან ერთს იპოვიდა ან მეორეს,რომ ვერ მიაგნო ჩემს ცოლს სილა გააწნა,ვერ ვაპატიე.
-რომელს უფრო ნანობ?!
-რომ ვერ ვაპატიე ამას,ხელის ამბავს იმსახურებდა.
-შენ რას იმსახურებდი?-გარდანს ეგონა გული გაუწურეს სისხლისგან.
-...
-გამეცი პასუხი,შენ რას იმსახურებდი?დინას მამას შენთვის ხელიც უნდა მოეჭრა,ფეხიც და თავიც.სამი წელი დაკარგე,დადა.სამი წელი შვილი უმამოდ,ცოლი უქმროდ,დედა უშვილოდ დატოვე და შენ ვინ მოგთხოვა ამაზე პასუხი?!
-თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას?-თვალებში ჩააჩერდა გარდანი მეგობარს-თქვენს ცოზლე ვინმეს ხელი,რომ აეწია რას იზამდით?
-„შურისგება მე მომანდე“..-ეს სიტყვები ტყუილად გასწავლე?!
-ეგ ჩემი კითხვის პასუხია?
-მოინანიე,სული გაინთავისუფლე უპატიებლობისგან და სისასტიკისგან,მე ამას ვიზამდი შენს ადგილას.
-მაგრამ ხელსაც მოაჭრიდი ..-გაეცინა დადას.
-თუ ამას გულით არ ვინანებდი,მაშინ ამის მონანიებას აზრი არ ექნებოდა.
-მაგრამ ამას მაინც გააკეთებდი.
-დადა,ხელის მოჭრა,დაჩეხვა და კაცის მკვლელობა ზოგჯერ გაცილებით მარტივი საქმეა,ვიდრე პატიება.
-„პატიება რჩეულთა ხვედრია“..-მისი სიტყვები გაიმეორა-უბრალოდ,ხანდახან ადამიანობა გვძლევს ადამიანებს.
-მოინანიე,რომ ადამიანობას უფლება მიეცი ისევ დაესვარა შენი სული.ახლა სად არის?!
-მკურნალობის ხარჯები დავუფარე,წესით საფრანგეთში ლტოლვილად უნდა ჩაბარებულიყო,მაგრამ გლდანის ციხეშია.ვერ მოერია ... მოჭრილ ხელზე გაიკეთა წამალი.
-ნეტავ საფრანგეთის ნაცვლად აქ გამოგეშვა,ნეტავ გვეშველა ...-თავი გადააქნია უკმაყოფილების გამოსახატავად.-შენ რას შვრები?
-ენდორფინს ვიღებ.
-რაო?!-დაიბნეულმა წამოიყვირა.
დადას ხმაურიანმა სიცილმა დინას ყურადღება მიიქცია,კატოს და კოსტას გამოეყო და მათკენ დაიძრა.
-აი,ჩემი ენდორფინიც მოდის,მეგობარო..!-ოქროსფერ კულულებზე მიეფერა ცოლს.
-გადარეულო!-ხელი აიქნია მან და მომღიმარმა გადახედა ცოლ-ქმარს.
დემეტრეს დაემშვიდობნენ და წამოვიდნენ.
გზად ბეთანიისკენ რომ გადაუხვია დადამ დინამ ლამის კივილი დაიწყო ბედნიერებისგან.
-გვირილები,ბევრი გვირილები!-კიოდა და ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.
პატარა პიკნიკი მოაწყვეს.ნუცა და კატო წრეზე დარბოდნენ და მათი ჟრიამული იქაურობას იკლებდა.
დინა იჯდა გვირილების მდელოზე და გაღიმებული უყურებდა მინდორში მორბენალ შვილს.
-როგორ გადაგიხადო მადლობა?!..-ყურთან უჩურჩულა ნაცნობმა ხმამ და თავზე გვირილების გვირგვინი მოარგო.
-შენ გულში მაცხოვრე.
-ყოფილი ნარკომანის ცოლის ქრონიკებიდან?-გაეცინა დადას.
-საზიზღარო!-ფერდზე უჩქმიტა მომღიმარმა დინამ დადას.
-დე,დედიკო!-მათკენ გამოიქცა ნუცა და დინას კალთაში ჩაუხტა.
-მა,კაია აქ?!-შვილს უცინოდა დადა.
-კი,მე და კატუშამ ბევრი ვითამაშეთ,მერე კატომ თქვა არ შეიძლება ამდენი სირბილი ჩემთვისო და დავანებე თავი.დათუნა და იკუნა ისევ ჩხუბობენ,მამიკო სულ რატომ ჩხუბობენ?!
-სხვა საქმე არ აქვთ,მა.
-მეც მინდა ვინმე სულ რომ ვეჩხუბო და გავერთო,და ან ძმა მინდა.!-წამოიძახა ნუცამ და გაბუსხულმა მუცელზე ხელები გადაიჯვარედინა.
-რა ბოროტი ბავშვი ხარ,ნუცა!-გადაიკისკისა დინამ-ცოდო არ არი,რომ ეჩხუბები?
-ეგრე დათუნაც ცოდოა,მაგრამ იკუნა მაინც ეჩხუბება,ხომ არ მომკვდარა დათუნა?ეგეც არ მოკვდება.
-საიდან აწუხებს ამ ბავშვს ასეთი ფიქრები?-ნუცამ დადას ახედა,რომელიც გულიანად იცინოდა შვილის პასუხებზე.
-ილდანს და გაბრიჩიძეს აღარ უნდა გავაკაროთ!
ნუცას დათამ დაუძახა და ისიც მოწყვეტით გაიქცა გაბრიჩიძისკენ.
-მეორე არ გინდა?..-ხავერდოვანი ხმით უჩურჩულა ყურთან დადამ დინას და იქვე აკოცა.
-კი,ოღონდ შენგან არა ...-უდარდელად ამოილაპარაკა დინამ და დადას ხველებაზე გულიანად გადაიკისკისა.
-მოგიყვან ვინმე ექიმს ან იურისტს,აბა ბუღალტერი და ყოფილი სპორტსმენი რა შენი შესაფერისია,მესხო?!-ფეხზე წმოდგა დადა და მაღლიდან დააჩერდა დინას.
-აბა რა?!მეც ამას არ ვიძახხდი?-დინა ელვის სისწრაფით წამოხტა და გაიქცა-დამიჭირე,სვანო და მაგარ ანეგდოტს მოგიყვები სვანებზე,იურისტებზე და ექიმებზე!!-კიოდა ბოლო ხმაზე და სიცილით მირბოდა წინ.
-ეე,დინა მეც მომიყევი რა!-აყვირდა გაბრიჩიძე.
-დაეტიე,შენ მანდ!-დაუბღვირა სვანმა და გაქცეულ ცოლს უკან აედევნა.
დინამ იმდენი არბენინა გარდანი ბოლოს მუხლებზე ხელებდაყრდნობილი დადა ძლივს სუნთქავდა
-გოგო,დავბერდი მე ასე სად შემიძლია ოლიმპიური შეჯიბრი,რომ გამიმართე სირბილში?
-დაბერდი,ვეღარ დარბიხარ,მალე იღლები მგონი დროა მართლა ვიფიქრო ვინმე სიმპათიურ კარდიოლოგზე ან ფსიქოლოგზე,იქნებ ადვოკატი?!-ჩაფიქრებული მზერა მიიღო დინამ,დადა სიცილს ძლივს იკავებდა.
-მიწვევ?!-იცინოდა დადა.
-აბა რას ვშვრები?!-არემარეს მზერა მოავლო დინამ და ირგვლივ ქმრის გარდა ვერავინ რომ ვერ შენიშნა სარაფნის ბოლოები აიკეცა და ტრიალი დაიწყო.
გვირილების მინდორში თეთრი სარაფნის ბოლოები ნაზად ირხეოდა მესხის სხეულის ირგვლივ და მისი მოხაზული ტრაექტორია ულამაზეს სანახაობას ჰქმნიდა.
მინდორზე დაჯდა გარდანი და მონუსხული უყურებდა დაბლიდან ცოლის მონარნარე სხეულს.
ეგონა სამყარო ტრიალებდა მის ირგვლივ,ეგონა ამ ოქროსფერი ლოკონების სურნელს მთელ მსოფლიოში მხოლოდ თავად გრძნობდა.
იცოდა,გარდანმა იმ მომენტში ზუსტად იცოდა,რომ დინა უფლის საჩუქარი იყო,რომელიც აშკარად არ დაუმსახურებია.სწორედ ამიტომაა ის-ღმერთი და ჩვენ ადამიანები,რომ ის არ გვწირავს,ჩვენ კი სხვას არაფერს ვაკეთებთ ერთმანეთის და საკუთარი თავების გაწირვის გარდა.
დინამ ტრიალი რომ შეწყვიტა სიცილით აიფარა სახეზე ხელისგულები და მზერა დადასკენ გააპარა,რომელიც დაჰიპნოზებულივით უყურებდა.
ნელი ნაბიჯებით დაიძრა გარდანისკენ,მათ შორის მანძილი მინიმუმამდე დაიყვანა.
მინდორზე გადაწოლილ გარდანს მაღლიდან უყურებდა და ნელა არხევდა კაბის ბოლოებს.
მუჭში მოიქცია სვანმა ქალის სარაფნის ბოლო და სახესთან მიიტანა,თვალებდახუჭულს თავისზე ბედნიერი კაცი არ ეგულებოდა დედამიწაზე.
-პირველი ერთი თვე არ მეძინა ... -დაიწყო დინამ და ქმარს იმ წამის გახელილ თვალებში ჩააშტერდა-ნუცას ვერ ვეკარებოდი,ყველაფერი მაღიზიანებდა.მთელი არსებით მძულდი,რომ არა ჩვენი შვილი მზად ვიყავი სულის წასვლამდე გამემწარებინე,მზად ვიყავი მხოლოდ იმიტომ მეღალატა,რომ გტკენოდა.-ცრემლები სდიოდა დინა მესხს-საკუთარი თავის მიკვირდა ძალა,რომ მქონდა და ფეხზე ვიდექი,მერე საკუთარი თავი მეზიზღებოდა,ამდენს რომ ვიტანდი და ღამით მაინც იმაზე ვოცნებობდი წამით მაინც დამენახე.-ფეხები მოეკვეთა და ნელა ჩაიკეცა,დადამ მარტივი მოძრაობით მოათავსა ქალის სხეული თავისაზე.-მრცხვენია ..-ტირილი აუვარდა დინას და ხელები ისევ სახეზე აიფარა.
-მითხარი ... -ხმა გატეხვოდა სვანს.
-შენთან ხელის გაწერა და ნებისმიერ შემხვედრზე გათხოვება მინდოდა ... მინდოდა ისე გტკენოდა,როგორც მე მტკიოდა ყოველ ჯერზე,როცა წამალში მცვლიდი.თორაძე რომ ჩამოვიდა ... -ღრმად ამოისუნთქა დინამ და ცრემლიანი მზერა მოავლო არემარეს,უეცრად დადას ძლიერი მტევანი დაეტაკა ყბაზე და სახე დაბლა დააწევინა მზერა რომ გაესწორებინა.
-თორაძე რომ ჩამოვიდა ... რა?!-ლოყებზე უჭერდა მტევანს და ხელის კანკალს ვერ იმორჩილებდა გარდანი.
-ის ისეთი ... ისეთი იყო,როგორ ქმარზეც ბავშვობაში ვოცნებობდი.თითქოს ვიღაც მაგრად დამცინოდა,როცა იურისტის ორი დიპლომით ჩამოვიდა და თავისი ფირმა გახსნა თბილისში.დახვეწილი სტილით და საოცრად სიმპათიური გარეგნობით ისე ხიბლავდა გოგონებს ჩემ გვერდით,რომ მოდიოდა ...
-ამაყობდი,რომ მას შენ უყვარდი.!
-ვნანობდი,რომ მე შენ მიყვარდი!-ხელი მოაშორებინა გარდანს და კაცის მოხრილ ფეხებს ზურგით აეკრო.-რამდენჯერაც გულში და გონებაში ეს სინანული მოდიოდა იმდენჯერ ვგრძნობდი დანაშაულის გრძნობას ნუცას მიმართ.რომ არა ნუცა ... ჯანდაბა,დადა არ მეგონა თუ ოდესმე დამიბრუნდებოდი,თუ ოდესმე ასეთი კარგი იქნებოდი,თუ ზუსტად ის გახდებოდი ვის გამოც სამყაროში ყველა სასწაულს ვიწამებდი ...
-მე შენ ძალიან გატკინე,დინა.ჩემი ცუდად ყოფნით გატკინე.
-მე შენი ცუდად ყოფნა და ზოგადად არ ყოფნა მტკენდა,მე შენგან სიცივე არ მიგრძვნია,ამაში იდეალური ქმარი ხარ და იყავი დადა ..!შენ ჩემთვის არ გიღალატია,ამაზე თავს დავდებ,ამის რწმენამ მომიყვანა აქამდე,რომ ჩემი მოყვანის დღიდან მხოლოდ ჩემი ხარ!
-მოდი ჩემთან ... -მაჯაში დაქაჩა და გულში ჩაიკრა.
-შენ სიყვარულს რომ ვნანობდი,ამით ძალიან ცუდი ადამიანი ვარ?-ამოიტირა დინამ და დადას უფრო აეკრო.
-ძლიერი ქალი ხარ,შენ სურვილებზე მაღლა რომ დააყენე დედობა და ... და ჩემი სადღაც შეჩურთული ჩემი სიყვარული ..!
-მართლა ასე ფიქრობ?-თავი ასწია და თვალებში ჩააშტერდა ქმარს.
-ბევრი შვილი მინდა შენგან,დინანო.მხოლოდ შენგან,სხვა არავინ მხოლოდ შენ,მე და ჩვენი შვილები ...!
****
წარსული.


მთელი დღე ირაკლის ახალი ნაყიდი მანქანით და ტაქსის ტრაფარეტით დადიოდა ქალაქის ქუჩებში დინას საჩუქრის ფული,რომ აეგროვებინა.
ხვდებოდა,რომ ასე დიდხანს ვერ გაძლებდა,საარსებო ფულის გამომუშავებაზე უნდა ეზრუნა.ირაკლის თხოვა უფროსს დაელაპარაკე იქნებ მეც ამიყვანოსო,ის პერიოდი იყო თორაძე სასწავლებლად ლონდონში,რომ წავიდა.
დინასთვის რაც უნდოდა,რომ ეყიდა შეგროვილი თანხა იმას არ ეყოფოდა,გვირილები იყიდა და შუაღამის დადგომას წუთები,რომ აკლდა მესხების აივანთან მდგარმა კენჭი ესროლა დინას ფანჯარას.
-რას აკეთებ გაგიჟდი?!-თვალებზე ეტყობოდა დაბადების დღე ტირილში,რომ გაატარა.
-7 წუთი აკლია,ჯერ ისევ შენი დაბადების დღეა,დინანო ... -გრძნობდა რამდენად დამნაშავე იყო თავის ცოლთან - გილოცავ,ოქროსფერლოკონებიანო ... ის არ არი,რაც მე მინდოდა,რომ მეჩუქებინა,მაგრამ ... იქნებ გამოიპარო ?! გვირილების გვირგვინის გაკეთება მასწავლა გამყიდველმა ქალმა,მითხრა თავზე,რომ მოარგებ,გვირილების ხათრით გაპატიებსო.
-რა გაპატიო დადა?!-ამოიტირა დინამ და მზერა გარდანიდან შუაღამის ცაზე გადაიტანა.
-უჩემობა მაპატიე,დინანო.-ასფალტზე ჩამოჯდა შუბლზე წვიმის წვეთი,რომ დაეცა.
-სახლში წადი,დადა.
ფანჯარა დაკეტა დინამ.
ოთახში შებრუნებულს კართან მდგარი მამა შერჩა ხელში.
-აღარ გიყვარს?-ხმას ძლივს იმორჩილებდა უფროსი მესხი.
-ასე უფრო მარტივი იქნებოდა ... -ამოიტირა დინამ-ტკივილამდე მიყვარს,ისიც და ჩვენი შვილიც.
კაცმა სახეზე ხელები ჩამოისვა და ფანჯარაში ლამპიონს გახედა.წვიმდა.
-იცის?!
-არ ვიცი,ვუთხრა თუ არა.
-ამას არც ერთი კაცი არ იმსახურებს,რამდენად დიდი დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ის ღირსია იცოდეს,დინა.!
-არ ვიცი ჩვენი შვილი ჯანმრთელი დაიბადება თუ არა ..-ტირილი აუვარდა დინას და კედელთან ჩაიკეცა-არ ვიცი,დადა ამას გაუძლებს თუ არა.ვერ გადაიტანს ბავშვს მის გამო რაიმე ...
-დინა,წინასწარ ტირი ისეთ რამეზე რაც სათუოა,რაც დაუზუსტებელია.ჩადი და უთხარი,თუ ეს ღმერთის საჩუქარია ვინ იცის მას თან რა ახლავს?!თუ სასჯელია და თუ გიყვარს ამაშიც ნუ დატოვებ მარტოს.ის ნარკომანია,დინა.რაც იმას ნიშნავს რომ არავინ იცის შენ მოკლავ თუ წამალი.!
-აქ რატომ წამომიყვანე?-მამის სიტყვებზე გაეღიმა დინას.
-რომ შეშინებოდა,ბედნიერება დეტალებშია,“დინანო“.
დინამ იცოდა,რომ ყველაზე ღირსეული მამა ჰყავდა.
მოსაცმელი მოიცვა,ჩანთა მოიკიდა და ეზოში გავიდა.
დადა გაწუწული იჯდა ასფალტზე,დინა რომ დალანდა უცებ წამოხტა ფეხზე და დასველებულ ყვავილებს დანანებით გადახედა.
დინამ გარდანს გვერდი აუარა და მანქანაში ჩაჯდა.
გარდანიც მას აედევნა.
-დინანო ...
-წამიყვანე სადმე.-ღვედი შეიკრა და გვირილების თაიგული მუხლებზე დაიდო.
-წავიდეთ.-გაეღიმა დადას და სახიდან წვიმის წვეთები მოიშორა.
მთაწმინდაზე ავიდნენ,მანქანაში ისხდნენ დადა ჩუმად წნიდა გვირგვინს.
-გადაცდა თორმეტს და მე გვირილების გვირგვინი გაჩუქე,სულ ბოლო საჩუქარი და ისიც ...
ფანჯარას მიადო თავი დინამ.
-დღეს ორი საჩუქარი მივიღე და ორივე შენგან.
-ორი?!-დაიბნა დადა.
-ორი.-დინას ხმაში უამრავი ემოცია ირეოდა.
-გვირილები ხო,მაგრამ მეორე?!
-დედობა.
რამდენიმე წამიან დუმილს დადას მხრიდან მანქანის კარის გაღება და დინას სალონში მარტო დატოვება მოჰყვა.
სუნთქვა შეეკრა მესხს.
ყველაფერს იფიქრებდა და ამას არა.
პირველ წუთზე თავი მანქანის წინა სათავსოს მიადო და გულის ბაგაბუგი დააიგნორა.
მეორე წუთზე დახუჭული თვალებიდან გამოპარული ცრემლი საწინდარი გახდა მესამე და მეოთხე წუთზე დადენილი ცხელი სითხისა და ყველაზე შემზარავი,ჩუმი ტირილისა.
რატომ „ყველაზე შემზარავი?“-როცა ვტირით ემოციებს ვუშვებთ,ვთავისუფლდებით,როცა ხმით ვტირით ეს უფრო უკეთ გამოგვდის,მაგრამ როცა საკუთარ თავს ხმის ამოღების უფლებასაც ვერ ვაძლევთ,როცა სინანული ყელში გაჩხერილ ცეცხლოვან ბურთს ემგვანება სხეული მხოლოდ ერთ გრძნობას განიცდის ... -შემზარავ ტკივილს.
მეხუთე წუთზე მანქანის კარი გამოაღო დადამ და შიგნით მოთავსდა.
-მითხარი,რომ ... რომ ჯანმრთელია,რომ ექიმთან იყავი და ... და ... -წინადადებას ვერ აგრძელებდა გარდანი.
დინა ხმას არ იღებდა,თითქოს ამით სჯიდა იმ აუტანელი ოთხი წუთისთვის.
-დინანო ...
-იცი რა მინდა?! ...-ამოიხრიალა თავაწეულმა.
-გთხოვ ... -ლაპარაკს ვერ ბედავდა მოწოლილი შიშისგან და ბედნიერებისგან გარდანი.
-მინდა მშობიარობას გადავყვე და მთელი ცხოვრება დაგტანჯოს იმის ტკივილმა,რომ გამანადგურე.
გარდანს ღიმილი სახეზე შეეყინა,ეგონა ზედ ცივი წყალი გადაასხესო.
-რა ...?! ამას ... დინა,მე ..
-შენ ერთი ლაჩარი კაცი ხარ,რომელსაც იმის ძალაც არ შესწევდა იმ წუთებში ყალბი სიხარული მაინც გამოეხატა.მირბიხარ და მტოვებ,გადამწყვეტ მომენტშიც დამტოვებ.აუცილებლად დამტოვებ.
-არა,მე მხოლოდ მეშინია,რომ ბავშვი ...
-ჯერ არ დაბადებული ბავშვის გეშინია?!
-დინა!-თავი ვეღარ მოთოკა დადამ და ბოლო ხმაზე იყვირა-მორჩი,ჭკუიდან გადაგყავარ,შენ იცი ბავშვებისადმი ჩემი დამოკიდებულება,ქუჩაში გამვლელი ბავშვის დანახვაზე მაჟრიალებს ბედნიერებისგან საკუთარი შვილი არ მენდომება,შენი აზრით?!-ტონი არ შეუცვლია სვანს-ჯანდაბა,მეშინია.!ხო,მეშინია,რომ ... რომ ჩემ ცოდვებზე ჩემი შვილი აგებს პასუხს,დინა.
-შენ ცოდვებზე ყველამ ვაგეთ პასუხი, შენ გარდა.!
თავი საჭეზე დადო და სიმწრით გაეცინა სვანს.
მთელი ძალით დასცხო საჭეს მუჭი და როგორც შეეძლო ისე იღრიალა.
მთელი დღის დაღლილობა,სტრესი,დინასთვის ვერ ნაყიდი სასურველი საჩუქარი და შიში ხვალინდელი დღის ერთდროულად აწვებოდა გულზე და ეგონა რომ ეს უკანასკნელი ფეთქვას გარდანის საცოდაობით მაინც შეწყვეტდა.
ღრიალებდა და არ ერიდებოდა არაფერს ამ ქვეყნად.
იჯდა გახევებული მესხი და უყურებდა წყობიდან გამოსულ ქმარს,ყვირილისას ძარღვები,რომ დაბერვოდა და ცრემლები სახეს უნამავდა.
ფრთხილად შეახო აკანკალებულ გარდანს კეფაზე ხელი და თვალები ცრემლებით აევსო.
იგრძნო,როგორ ატკინა თავისი სიტყვებით,ისიც იგრძნო უსამართლოდ რომ დასწამა ცილი შვილის არსებობით გამოწვეული უკმაყოფილებისთვის.
იცოდა,თვითონაც ხომ იცოდა რატომ გადავიდა დადა მანქანიდან,მაგრამ ახლა ისე უნდოდა დაგროვილი ემოციების ვინმეზე ამონთხევა ქმრის მოტანილ გვირილებსაც არ მოერიდა,შვილსაც არ მოერიდა ალბათ,სადღაც საკუთარ თავსაც არ მოერიდა.
იმიტომ,რომ ზოგჯერ ადამიანები ვიღლებით და ზედმეტად ანთებულები ვიწვებით კიდეც.
გადაიწვა დინაც და დადაც.
-მაპატიე,ასე არ უნდა მეთქვა ... -ამოიხრიალა გამთენიისას და დადას ხელის მტევანზე მიეფერა.
-უშენობისთვის ისე გამწირე თვალიც არ დაგიხამხამებია.
-როგორც შენ მწირავ ყოველ ჯერზე,როცა წამალს იკეთებ.
-ხედავ?შენ უძლებ,მე ხომ სუსტი ვარ,ლაჩარი!-კბილებში გამოსცრა დადამ.
-შენთან მინდა დაჯდომა.-ამოიტირა დინამ.
-ამაზრზენია ეს ყველაფერი!-ვენები ისე ექავებოდა აგიჟებდა.
-ჩვენი „ყველაფერი“?-ცრემლი გადმოუვარდა დინას,რომელიც მარტივი მოძრაობით ჩაუჯდა ქმარს კალთაში.
-რომელიმე შევეწირებით და ამით დამთავრდება .!
-შვილი გვყავს დადა.
-ყველაფერს ცვლის ...-ოქროსფერ ლოკონებში ახლართა თითები გარდანმა-ეს ყველაფერს ცვლის.
-თუ ჩემთვის ვერა,მაშინ მისთვის გთხოვ ამას ..!
-შვილი გვყავს...მამა გავხდები ...-ჩურჩულებდა თავისთვის და დინას თმებში თავჩარგული ღრმად სუნთქავდა.
თენდებოდა თბილისში და ღმერთი ადამიანებს ახალ სასწაულებს ჰპირდებოდა.ცოლმა შეხედა ტაქსის ტრაფარეტს,რომელიც ქმარს საგულდაგულოდ შეეჩურთა მანქანის კუთხეში და ისე თითქოს არაფერი მომხდარაო,მესხს სიხარულისგან სხეული აუთრთოლდა.
და მაინც რა მაგარია,შენი ღიმილისთვის,რომ ცდილობენ და რომ გამოსდით?!
ენდორფინების დონე ყველა ტკივილის აქრობს და გრძნობ,რომ ღირს,ყველა ტკივილი ღირს თითო ბედნიერების წუთად,თითო ენდორფინად თუ საქმე სიყვარულთან გვაქვს.
ოქროსფერი განთიადი სიბნელეს ისევ ერეოდა.
სიყვარული თავის წილ ბრძოლას იგებდა.
ღმერთი ალბათ იჯდა და ადამიანებს უღიმოდა.


სახლში მივიდნენ თუ არა მაიას ახარეს ახალი ამბავი.
საღამო ხანი იყო დადა დედამისის ოთახის კარს რომ მიადგა და ფრთხილად დაუკაკუნა.
-შეიძლება?!-ძველებურად ლაღი ვეღარ იყო შვილის ხმა.
-შემოდი,დე.-ზურას სურათი ბალიშის ქვეშ დამალა ქალმა და ცრემლები შეიწმინდა.
-რას შვრები?-მკრთალად გაუღიმა შვილმა.
-დაძინებას ვაპირებდი წნევა მაქვს მგონი,გინდოდა რამე?
-წამლებს ამოგიტან.
-დავლიე უკვე,რა ხდება,დადა?
-იმ დღეს მარიკას რომ ელაპარაკებოდი,შემთხვევით გავიგე ... რაღაც კლინიკაზე,რომ გიყვებოდა.-მაია საწოლზე შეწსორდა და თვალებანთებულმა შეხედა შვილს.-შეგიძლია პირობები გაიგო?
-კი მაგრამ ...
-დინა ორსულადაა,ახლა „მაგრამ“-ის დრო აღარ მაქვს,დედა.
-შენ თუ ამაზე დამთანხმდები ხვალვე წავიდეთ ... როცა მეტყვი,დე როცა მზად იქნები.
-ხვალ წავიდეთ.
-დინამ იცის?
-გაიგებს და ალბათ გამიგებს.-ნაღვლიანად გაეღიმა და კარი დახურა.


საავადმყოფოს ანუ ფსიქიატრიულს,სადაც დადა უნდა დაეწვინათ მკურნალობის მიზნით,დიდი ეზო ჰქონდა.
ღია ცისფერი და ალაგ-ალაგ ჩამოტეხილი კედლები ამშვენებდა შიდა ინტერიერს.
ბევრი იყო იქ „დადასნაირი“...
უიმედობისგან სახეგაცრეცილი და დაღლილობისგან ჩამქვრალი თვალები დაგინგრევდა ფსიქიკას ჯანსაღ ადამიანს.
ზოგი ცოლებთან ერთად ცხოვრობდა,ზოგიც დადას მსგავსად მარტო.
ორ დღეში გადმოაბარგეს გარდანი და მკურნალობის კურსიც დაუნიშნეს.
ფსიქიატრიულში იყო სპეციალური პროგრამა,რაც კონკრეტულად ნარკოდამოკიდებულებისთვის იყო შექმნილი.
ბევრი იწვალა მაიამ დადას პროგრამაში მოსახვედრად,მარიკას ახლობელმა პროცესი დროში არ გააწელინა უფროსობას და დადაც დააწვინეს.

ეს იყო ადგილი,სადაც ყველა და ყველაფერი გტოვებდა.
ადგილი,რომლის კედლებიც რწმენას გართმევდნენ და შუშის თვალებით გაიძულებდნენ სამყაროსთვის მზერის გასწორებას.
აქ მოხვედრილმა უკვე იცოდა,რომ არაფერიც არ ეშველებოდა.
თვალცრემლიანმა მაიამ დადას უიმედო მზერაში თითქოს ამოიცნო,რომ აქაურობა მის შვილს კარგს არაფერს უქადდა.
ცხოვრების ამაოებისგან ოცნებადაკარგული მედდები გაბოროტებული სახეებით დადიოდნენ დერეფნებში და ცისფერი კედლების სიბნელეს როგორც შეეძლოთ ისე ებრძოდნენ.
ალაგ-ალაგ ვინმეს ყვირილი ან კივილი,ზოგან ტირილი თუ დაარღვევდა გამაფებულ სიჩუმეს.
ზოგს ეჩვენებოდა,რომ წამლის მისატანად შესული ექიმი სკალპის ახდას პირდებოდა.
ყველა თავის შინაგან დემონს ებრძოდა ასე გულხელდაკრეფილი და შიშველი ხელებით.
აქაურობას კარგი მხოლოდ ფანჯრები ჰქონდა,აქედან კარგად ჩანდა დიდი ეზო,სადაც მებაღე ვანო ყოველ დღე ფუსფუსებდა თავის ყვავილებთან.
აქაურებზე მცენარეები დადებით გავლენას ახდენდნენ და ვანოც აკეთებდა თავის წილ სიკეთეს სრულიად უსასყიდლოდ.

**
„მე მოვალ შენთან გუშინ ან შარშან,
შენ მოხვალ ჩემთან ხვალ ან გაისად,
როცა კვირტები დაიწყებს გაშლას,
როცა ხეხილი ნაყოფს დაისხამს;

როცა მე და შენ იმდენად დაგვღლის
ამქვეყნად ჩვენი როლის თამაში,
რომ მე დაგითქვამ შეხვედრის ადგილს
სადმე წარსულში ან მომავალში.“ (მ.ქვლივიძე „მე მოვალ შენთან“..)

„დინანოს დადასგან.
20.. წელი ვერდამთავრებული შემოდგომის უშენო ღამე..“

*
იქ მისვლა აუკრძალა დინას.
არც ერთი წამით არ მინდა აქაურობა იგრძნოსო,მაიას დააბარა.
დინამ არ დაუჯერა და შემოდგომის ერთ მზიან დღეს ჩანთით მიადგა საავადმყოფოს კედლებს.
გული შეემკუშა შენობაში შესვლისას,თავისი გატანჯული ქმრის სხეულის დანახვისას,რომელიც საერთო ოთახში იჯდა ხალათით და ცარიელი სახით უყურებდა ფანჯრიდან გადაშლილ პატარა სამყაროს.
-დადა ... -ამოიტირა და სხეული ძლივს დაიმორჩილა,რომ იქვე არ ჩაკეცილიყო.მისი დადა სადღაც უკვალოდ გაექრო აქაურობას.
დადას მისმა ნაცნობმა დაუძახა,რომელიც ასევე წამლის გამო იყო აქ.
-დადა,ნახე ბანქო ვიპოვე,არ გინდა?!
-არა,კახა შენ ... -სიტყვა ჰაერში გაუწყდა დინას დანახვისას,მისი ოქროსფერი ლოკონების სეზონი იდგა გარეთ,ოქროსფერი,სევდიანი და უჩვეულოდ ღრმა.
-დადა ...!-სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ქმრისკენ და მთელი ძალით ჩაეხუტა-როგორ მომენატრე,როგორ მაგიჟებს უშენობა,მაპატიე,ვერ გავძელი უნდა მენახე...!-ბუტბუტებდა და სახეს უკოცნიდა ქმარს.
-ოხ,დინა ..!-საყვედურის თქმას ვერ უბედავდა საკუთარ თავს გარდანი და ცდილობდა მისი ნახვით გამოწვეული სიხარული როგორმე კანში დაეტია,რომ არ გამსკდარიყო ბედნიერებისგან.
-სამი დღით დარჩენის უფლება მომცეს,შენთან ვიქნები,სამი დღე ხომ არაფერია?!არ გამიბრაზდე,თუ გიყვარვარ...
-შენთვის აქ ყოფნა არ შეიძლება, ბავშვზე იმოქმედებს,დინანო...-დანანებით ამოილაპარაკა და გაზეპირებულ გზას გაუყვა მეორე დერეფნისკენ,სადაც საკუთარი პალატა,როგორც თვითონ ეძახდა „საკანი“ ელოდებოდა ცარიელი და უ’ფერო.
-შეიძლება,შეიძლება!-ეღიმებოდა დინას და ქმრის ხელს ჩაბღაუჭებული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
პალატის კარი გააღო დადამ და შიგნით შეიყვანა მესხი.
-ლამაზი ოთახია,მე ვაკლივარ!-ხმამაღლა თქვა დინამ.
-აქ არ უნდა იყო ... ჯანდაბა,აქ არ უნდა იყო,სამი დღე ... მგონია,რომ სამი წამი მომცეს ჰაერის ჩასასუნთქად და ეს უფრო გამახელებს,უფრო მომანდომებს შენს თავს,შენს თმებს,სურნელს...-ძლიერად იკრავდა დინას სიფრიფანა სხეულს გულში და ღრმად სუნთქავდა.
-მომეცი ნება გნახო ხოლმე,თორემ უნებართვოდ მოვალ!-გაიბუტა დინა.
-ჩემ მესაკნეს რა ეშველება დღეს?-გაეცინა დადას,როცა გვერდით კახას საწოლს გადახედა.
-მარიკას უთხრეს,მეორე პაციენტს დროებით სხვა პალატაში მოვათავსებთო,პროტესტი არ გამოუთქვამს თურმე და უპრობლემოდ შემომიშვეს.
-რა იმაიმუნე,სანამ აქ მოხვიდოდი?!-გაეცინა დადას და საწოლზე ჩამომჯდარმა წინ მდგარი ცოლის სხეულს ჩაეხუტა.
სახე მუცელზე მიადო და ორი წამით გაირინდა.
-ექიმთან იყავი?!-ხმა გაებზარა წამის მეასედში სვანს.
-ვიყავი ...-ლაღი იყო დინა.
-რაო?
-ყველა შესაძლო საფრთხე გამორიცხულია,ჩვენი გოგონა სრულიად ჯანმრთელია და მამას ელოდება .!
-რაო?!-სახე გაებადრა გარდანს.
-დიახ,დიახ!
სამოთხეს ჰგავდა ის დღეები დადასთვის.
დინას პატარა საღებავები ჰქონდა მოტანილი და პალატაში ჩამოკიდებული რამდენიმე სურათის უკანა მხარეს თავისი ხელწერა დაუტოვა.
ხატავდა ბავშვური სისუფთავით,მწვანე მინდორს,პატარა სახლს,დედას,მამას და შვილს,მზეს და ირგვლივ ყვავილებს.
„რომ წავალ და შენ მარტო დარჩები,ნახატები შემოაბრუნე და იცოდე,რომ სამივე ერთად ვართ,ერთ სულში!“
„ვაიმე,დადა მაიკო რომ დამავიწყდა?დამაცადე უნდა მივახატო!“
დადას სიცილის ხმა გაბოროტებულ მედდებსაც ესმოდათ და რაღაც ძალიან ღრმად დამარხული გრძნობები არაფრის თქმის საშუალებას აღარ უტოვებდნენ.

მეორე დღეს დილით ვანომ თავისი ბაღის ყვავილები დაუკრიფა დადას,ფანჯარაზე შემოუდო ძლის შეაცურა გისოსებში ხელი.
დადას გადასხმა დილით 7 საათზე უწევდა,მედდამ უხმაუროდ შემოაღო კარი და უხერხულა ჩაახველა ჯერ ისევ საწოლში მწოლიარე წყვილს,რომ გადააწყდა.
დინა შეიშმუშნა და ძილი განაგრძო.
იჯდა გარდანი სავარძელში,მარჯვენა ხელი,რომელიც დალურჯებული ჰქონდა ამდენი გადასხმისგან, უმოძრაოდ ედო,მარცხენაში კი ვანოს დაკრეფილი ყვავილები ეჭირა და უყურებდა საწოლში მძინარე ცოლის ბალიშზე დაფენილ ოქროსფერ ლოკონებს
და თითქოს მზე სწორედ აქედან იწყებდა დედამიწის გათბობას.
„ერთადერთი ლამაზი რაც შემიქმნია,ჩემი სიყვარულია შენდამი..“
ფიქრობდა სვანი და ყვავილებიდან მზერა მძინარე მესხზე გადაჰქონდა.
***
აწმყო.
ნუცა ბაღიდან დათამ გამოიყვანა.
ეს ბოლო ხანები ლამის ყელგამოღადრული ემუდარებოდა დადას, ბავშვს ბაღიდან მე წამოვიყვან,თქვენ საქმეს არ მოცდეთო,ირაკლის წარბაწეულ მზერას,რომ გადააწყდებოდა დედას იფიცებდა და თან კარში გარბოდა,ბაღში მისული არ ვიქნები გზიდან დავიწყებ პიარსაც და მენეჯერობასაცო.
მერე ილდანი და გარდანი სინრქონში გადააქნევდნენ თავს იმის ფიქრით,რომ გაბრიჩიძეს არაფერიც არ ეშველებოდა და კომპანიას აუცილებლად ესაჭიროებოდა ახალი პიარ-მენეჯერი.
-ვერაფრით გავიგე რად უნდა საწვავს გაპიარება,გადამძვრა ტყავი ენაზე,მაიკო დეიდა,ყველასთან ვაქებ და ვადიდებ ილდანის საწვავს.ლამისაა სამშობლო გავყიდო მაგის პრემიუმისთვის და სუპერისთვის,ეგ კიდე მიბრიალებს თვალებს,ჩემი რა ბრალია?!
-არაფერი გეშველებათ,სანამ ცოლებს არ მოიყვანთ!-იცინოდა მაია და ნუცას აცმევდა.მაია მუსიკის მასწავლებელი იყო ბაღში და თავისთან დაჰყავდა ნუცაც,მაგრამ სანამ მაია ბაღის მასწავლებლებისთვის განკუთვნილ თათბირებს და ტრენინგებს მორჩებოდა მანამ ნუცას გამოყვანის დროც მოდიოდა და ამიტომაც ხდებოდა სხვების დახმარება საჭირო.
-ცოლზე გამახსენდა,მაიკო დეიდა ... ნუცას მასწავლებელს ... აი,იმ გოგოს რა...-თავი მოიქექა გაბრიჩიძემ.
-ვის,ლენას?!-სიცილი აუვარდა მაიას-ამასწინათ,რომ მკითხა შენზე თქვენი შვილიაო?!
-რაო?ეგ რატომ გკითხათ?მოიცა ნუცას მამა მე ვგონივარ?-უცებ გახტა ნუცას გვერდით მდგარი გაბრიჩიძე გვერდით და ბავშვს დაბრეცილი სახით გახედა.-შენ მიკეტავ ბედს,ნუცი?
-არა,მე კარები ჩავკეტე კლასის .. -ამოილაპარაკა ნუცამ და თოჯინა გულზე მიიკრა.
-ამ საღამოს ამოირბინე ჩემთან,ლენას ვახშმად დავპტიჟებ და შენც გაგაცნობ,რას იტყვი?!-მზაკვრულად გაუცინა მაიამ გაბადრულ გაბრიჩიძეს.
-დადაზე და სამშობლოზე მეტად მიტყვარხარ,ხო იცი არა?!
-ვიცი,ვიცი!-იცინოდა ქალი და აკისკისებულ ნუცას უყურებდა,რომელიც დათას უკვე კისერზე ჰყავდა დასკუპებული და ისე მიდიოდნენ ბაღის დერეფანში-ვალში ვარ თქვენთან,მაიკო დეიდა!
-ოხ,დათუნა როდის უნდა გეშველოს,როდის?!
თავის კანტურით წავიდა ქალი სათათბირო ოთახში.

დათა სამსახურში აჟიტირებული დაბრუნდა.
ხან დადას შეუვარდა კაბინეტში ხან ირაკლის თანაშემწეს.
ბოლოს ყველა ილდანის კაბინეტში ისხდა კადრების განყოფილებიდან დაწყებული ბუღალტერი დადათი დასრულებული.
-ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე ჩემი სათუთი გული ერთ ქალს ვაჩუქო და ახლა კეთილი ინებეთ და დამეხმარეთ !-ამოიოხრა დათამ და ირაკლი სავრძლიდან პირდაპირი გაგებით წამოაგდო-დღეს მეპატიება,აღელვებული ვარ,ვნებებს ვებრძვი და დაუოკებელი სიყვარული მახრჩობს!
-მერე ჩემ სავარძელში უნდა განისვენოს შენმა ჰორმონალურმა შემოტევამ,იმბეცილო?
-ირაკლი,აზრი არ აქვს,აცადე ..-ჩაერია გაღიმებული დადა.
-ჩვენ რით გიშველოთ?-წამოიწყო ირაკლის ასისტენტმა.
-გამორთე შენი მაღალი ფეხები და ჩართე ქალური გონიერება,აამოძრავე ორივე ქემისფერო და მითხარი ბაღის მასწავლებელი რომ ყოფილიყავი როგორ უნდა მოეწონებინა ბიჭს შენთვის თავი?!
-უიმეე,ბაღის მასწავლებელი აუცილებელია?!-სახე დაებრიცა მდივანს.
-ეს დაითხოვე სამსახურიდან,გაძლევ უფლებას!-ხელი აიქნია დათამ და ისევ ირაკლის გადახედა,რომელსაც მოთმინების ფიალა ევსებოდა.
-მე ვფიქრობ,ძველ სკოლას უნდა მიმართოთ და ეგრევე აგრძნობინოთ რომ მისდამი გრძნობებით ხარ განმსჭვალული!-წამოიძახა არქივის ნაზიმ,შუახნის საყვარელმა ქალბატონმა.
-გრძნობებით რას ვჭვალავ?-თვალები დააწვრილა დათამ.
-ვინ ავიყვანე სამსახურში,ამას ნეპოტიზმიც აღარ ჰქვია..!-თავში ხელი შემოირტყა ირაკლიმ.
-შენ ხო სორბონა და ოქსფორდი გაქვს დამთავრებული და ჯავახიშვილი პროფესორობაზე კალთებს გახევს,თავხედი!
-მორჩით,მაინცდამაინც ჩემი შვილის მასწავლებელი არ შეგყვარებოდა კაბიანი დაილია ამ ქალაქში?!-ჩაერია დადა.
-მე ამის კაბა მომწონს,რა ვნქა?გულს ვერ ვუბრძანებ!-წარბები აწკიპა დათამ.
-ეს ნახე რაა?!სად გაქ ბიჭო გული რაც გიცნობ ინერციით აზროვნებ!
-სხვების დაწერილი ტექსტებით მაინც არ ვმოძრაობ.ინერციით აზროვნებას რაც შეეხება მანდ უგულობითვის კიარა უჭკუობისთვის უნდა გაგესვა ხაზი,მაგრამ აჰა?!არ გიშვებს შინაგანი სორბონ-კემბრიჯი!
-დავამიწებ,გარდანო გაიტანე ჩემი ოთახიდან თორე ან ეს მოკვდება ან მე!
-ვიცი..!-წამოხტა ნაზი-ამ გოგოს სატრფო დუელში გამოიწვიეთ,ვფიქრობ ძალიან მამაკაცურია ..!
-დუელი არ გამოვა,1627 წლიდან აკრძალულია და სად მაქვს წარსულის კანონებთან ჭიდილის თავი,ვაი და წამოდგეს რიშელიე მიდი და გაექეცი ..!-თავი მოიქექა დათამ და იქ მყოფთა გაოცებული სახეები დააიგნორა.
-ასეც,რომ იყოს ეგ კანონი საქართველოში კიარა საფრანგეთში გამოიცა,პროსპერ მერიმე!-ამოიხვნეშა ირაკლიმ.
-ახლა ამან რაღაც „ისე“ მითხრა ხო?!-თვალებდაწვრილებულმა გადახედა ნაზის,დათამ.
-მე პროსპერ მერიმე დრამატურგი მეგონა ...!-სათვალე შეისწორა მდივანმა.
-იდეაში დრამატურგიც იყო,ისტორიკოსიც და ... რა პროსპერ მერიმე,ხალხო წადით იმუშავეთ!-აყვირდა ირაკლი და დათა ერთის ხელის მოსმით გადმოაგდო თავისი უზარმაზარი სავრძლიდან.
*
ვახშმად მისულმა დათამ სამჯერ წააქცია ვაზა და ოთხჯერ გადაუვარდა ჩანგალი მაგიდიდან.
ორად იკეცებოდნენ ბიჭები და თან მასწავლებელთან არაფერს იმჩნევდნენ.
-ცვაიგი ამბობდა: „კაცობრიობას მხოლოდ ის აკნინებს დიდი ხნით, ვინც მას თავისი თავის გაცნობაში ეხმარება და მის შემოქმედების შეგრძნებას აღრმავებს...“ თქვენ რას ფიქრობთ?-ორაზროვანი მზერით გადახედა გაბრიჩიძემ ლენას,რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა.ილდანმა თავში ხელი შემოირტყა და დინას გადახედა გაიტანე ეს უხერხემლო არსება აქედანო.
-უკაცრავად ... როგორ?-ლენას კითხვაზე დათა ისე დაიბნა ჩანგალს ჭიქაც მიაყოლა.
-ნუ დაულეწე გარდანს სახლში ჭურჭელი ...-უჩურჩულა ჩუმად კოსტამ და კატოს ამოეფარა სიცილი,რომ არ შეტყობოდა.
-კაცობრიობას ..-დაიწყო დათამ და ილდანს გადახედა თვალებ დაქაჩულმა მიკარნახეო,მანაც შემდეგი სიტყვები „მხოლოდ ის ამდიდრებს“ როგორც შეეძლო ისე უკარნახა.-მხოლოდ ის აშინებს ... -ილდანის გადაქნეულ თავზე და სახეზე აფარებულ ხელზე მიხვდა გაბრიჩიძე,რომ ისევ ცდებოდა და ლენას უხერხულად გაუღიმა-მხოლოდ ის აძინებს ...
-დათა,მოდი ცვაიგს შევეშვათ,ლენა,როგორც თქვენზე გავიგეთ დაოჯახებული არ ხართ ..-პირდაპირ საქმეზე გადავიდა მესხი და გაბრიჩიძემ ამოისუნთქა,ის იყო მაიკოს მოტანილი ნამცვხარი უნდა გადაეღო ილდანის აქნეული ფეხი ცუდად რომ მოხვდა და ნამცხვარი პირდაპირ სახეზე აესახა.
ეს ის მომენტი იყო მაგიდის ირგვლივ სვანს დათა,რომ მისდევდა დანა ჩანგლით შეიარაღებული.
-ჯერ რა ცვაიგი აგიტყდა ხომ მომჭერი თავი!მოდი აქ ..!
-შენ იმბეცილი იყო დამაბრალე მე,ორი წინადადება ვერ დაიმახსოვრე და რიშელიეს კანონები კარგად გახსოვს ...!
-ფეხს მოგტეხავ და იმ სავარძელში ჩაგმარხავ,მოეთრიე აქ,ილდანო!
-კაი,დათუნა დადევი,მამა ეგ ჩანგალი!-გაეკრიჭა ილდანი.
-რას მჭრი თავს,ცხოვრებაში ერთხელ გოგო მომეწონა,ხო დამტოვეთ უცოლშვილოდ შენ და შენმა შტეფცომ!
-შტეფანი ჰქვია რას უმახინჯებ სახელს,არაეთიკურია.
-არაეთიკურად გაგარჭობ ამ ჩანგალს შუბლზე,მოეთრიე აქ!
-ეგრე ძალიანაც არ ამომირტყამს,ცოტათი მინდოდა ... გამიგე,რა?! გულნატკენი ვიყავი ცვაიგი რომ ამოაბრუნე საფლავში.
-მოეთრიეე,მე შენი ცვაიგი ...!-ლენას ჩახველებაზე აღჭურვილობა ნელ-ნელა გააგდო ხელიდან და ადამიანური სახე დაუბრუნდა.
გოგონამ სახლში გაცილების ნება რომ მისცა ისეთი ბედნიერი იყო ცვაიგიც დაავწიყდა,ღირსებაც და ილდანიც.
„გაბრიჩიძეც გაგვიფრინდა ბუდიდან და შენ როდის უნდა გეშველოს?“
„მე და ცვაიგს მასობრივი გეგმები გვაქვს და გვადროვეთ,ცოლიანებმა“..
***
წარსული.

დინა მერვე თვეში იყო დადა,რომ დაბრუნდა.
ზუსტად ორი კვირა გაძლო.
ზუსტად 13 დღე და 7 საათი.
8-ის ნახევარზე ვენაში წამალი მიდიოდა და ოცნებები ქრებოდა
ქრებოდა,როგორც ქვრებოდა ვარსკვლავები ოცნებების ცაზე.
დინამ ფარ-ხმალი დაყარა,მაშინ პირველად თქვა სიტყვა „დავიღალე“.
მაშინ პირველად მიხვდა,რამდენად ძლიერად ჰყავდა დამონებული საწამლავს გარდანი.
მაშინ პირველად თქვა დადაზე უარი.
მაშინ პირველად დაეცვა სვანიც.

დინას ყოფნა უფრო რთული ასატანი გახდა ვიდრე არ ყოფნა.
ალბათ იმიტომ,რომ ცოცხლად კვდებოდა ორსული ქალი.
საწოლიდან აღარ დგებოდა,ოთახიდან აბაზანაში გადიოდა,აბაზანიდან ოთახში.
აღარ ლაპარაკობდა.
აღარ სწამდა და ამათ შორის ალბათ ყველაზე დიდი ტრაგედიაც ეს იყო.

ბნელი ღამეები ორივეს სულს ანადგურებდა.
-მაღიზიანებ,ნუ მეხები!-ამოიჩურჩულა,როცა გვერდით დაწოლილმა გარდანმა ლოკონებზე მიეფერა.
-ასე ნუ მექცევი,გთხოვ.ჩემზე თუ არა ბავშვზე იფიქრე.
-შენ ბავშვზე ფიქრობდი ?!რომ კაიფობ შვილზე ფიქრობ?ჩემზე თუ არა შენ შვილზე ფიქობ?
-დინა ...
-ეგოისტი ხარ,არაკაცი.
ადგა,კარი გაიხურა და წავიდა.
დინა არა,დადა.


ღამის სამზე დაურეკეს მაიას,გადაჭარბებული დოზის გამო საავადმყოფში მიუყვანია კოსტას.
ქუჩის კუთხეში შუშის თვალებით უცქერდა პატარა მეგობარს და ნელ-ნელა ეწურებოდა სიცოცხლის წუთები,რომ არა პატარა კოსტა,რომელსაც ისე შეეშინდა მეგობრის ამ მდგომარეობაში ნახვა,რომ არც დაფიქრებულა ისე დარეკა სასწრაფოში.
გადაჭარბებული დოზა.
მაინც რამდენი ტკივილია ამ ორ სიტყვაში?!
რამდენი იმედგაცრუება?!
რამდენი უპატიებლობა?!
რამდენი ჩამქრვალი ოცნება და ჩაბნელებული ღამე?!
იმდენი რამდენიც სჭირდება გადაჭარბებულ დოზას.

საავადმყოფოში მისულს უკვე ტკიოდა მუცელი,მაგრამ არ ამბობდა.
ალბათ იმიტომ,რომ იმ მომენტში გარდანის მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა,მისი ტკივილი უფრო აეწვა ვიდრე საკუთარ სხეულში არსებული პატარა არსებისა.
იჯდა საავადმყოფოს დერეფანში და სამი საათის წინანდელ დიალოგს ნანობდა.
გული ერეოდა საკუთარ თავზე,დადაზე და მათ ცხოვრებაზე ასე უკუღმართად რომ მიჰყავდა წამალს.
ახლა რომ გეკითხათ რას უფრო ნანობ დადასთვის ნათქვამ სიტყვებს თუ წლების წინ კოსტას დაბადების დღეზე წასვლასო,დაუფიქრებლად გაგცემდათ პასუხად,რომ მეორეს ნანობდა.
ალბათ იმიტომ,რომ იღლები.
ადამიანურად იღლები ოცნებებისგან მიტოვებული სიყვარულით.

„და მაშინ სადაც ფიქრობ რომ დასასრულია ... შეიძლება იწყებოდეს მთელი შენი ცხოვრება“

იმ ღამით ერთი გარდანი სამყაროს მოევლინა მეორე გარდანის გადასარჩენად.

მთელი სხეული ტკიოდა გულზე პატარა ნუცა რომ დაუწვინეს.
„მე ახლა გული ისე მიცემს,როგორც შენ გიცემს პატარა,ნუცა.
ცხოვრებაში ყველაფერი დავიმსახურე დედაშენის და შენი თავის გარდა.
შენი პატარა თითები ჩემს ცერა თითზე მთლიანად, შენ კი ერთ მტევანში მეტევი,მა.
თუ სიცოცხლეში რაღაც გარდამავალი წამი არსებობს,როცა შენი“ ყოფნა არ ყოფნა“ წყდება,ზუტად ეს წამი აქვს უდღეურ მამაშენს ახლა.
ზოგჯერ უნდა წახვიდე,თავიდან რომ დაიწყო.ძალიან უნდა გეტკინოს ბედნიერება,რომ შეიგრძნო.ბოლომდე უნდა დაეცე სიარული თავიდან,რომ ისწავლო.
მე წავალ,ალბათ ვერც შენს პირველ „ა ღ უ ს“ მოვისმენ და ვერც შენს პირველ ნაბიჯებს დავინახავ.ამაზე დიდი სასჯელი წარმოუდგენელია მამისთვის,მაგრამ ჩემნაირი მამა ამას იმსახურებს.მე,რომ შენი სიყვარული დავიმსახურო,ეს მსხვერპლი უნდა გავიღო,მე კი არვიცი უშენოდ რამდენი ამოსუნთქვა მაქვს კისერზე ვალად დადებული.
ჩემი ფიქრები შენთან იქნება,ჩემი გული და სული აქ რჩება,შენს ნამცეცა სხეულთან.
შენი სურნელი მონატრბად მიმაქვს იქ,სადაც მივდივარ და პირობას გაძლევ,შენს სიცოცხლეს გეფიცები,მამიკო აუცილებლად დავბრუნდები.სხვისთვის თუ არავისთვის,ვინც დამიცდის შენთვის დავბრუნდები.დედიკო გაათბე უჩემოდ გაციებული ღამეების სიცივეში.მე თქვენი არსებობით გავიტან ჩემს ცხოვრებას.
ახლა,როცა ყველაზე დიდი გული გაქვს,ახლა როცა ყველა გიყვარს ვინც გაგიღიმებს და ხელში აგიყვანს,როცა ყველას სურნელს იმახსოვრებ და მშობლებს არჩევ,მე ახლა გტოვებ და ჩემი სასჯელიც ეს არის.მაპატიე,რომ ამ სასჯელის აღსრულებაში ერთად ვართ,მა.
შენი პაწაწინა თითების გამო სამყაროს დავთმობ.
ვინ იცის,ნუცი როგორ უყვარხარ უბედურ მამაშენს?!
გაათბე,მამი უჩემოდ დარჩენილი დედაშენი გაათბე ...
20.. წელი დეკემბრის ჩვიდმეტი,სუსხიანი ფიქრებით დათოვლილი მამაშენი.“


დროა წარსულის იმ მატარებელში ჩავსხდეთ,სადაც ისტორიის თხრობა დავიწყეთ.

ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი,როგორც მერცხლები ზამთრისას თბილ ქვეყნებში მიფრინავენ,გაზაფხულზე კი უკან ბრუნდებიან და ეს ისეთი სიზუსტით ხდება,რომ ერთი გზააბნეული მერცხალიც კი ხდება გაზაფხულის საწინდარი,კოდური სისტემით იგივეა ადამიანიც.
შინაგანად ყველა რაღაცაზე ან ვიღაცაზე ხდება დამოკიდებული და ცხოვრების გარკვეულ ნაწილს მაინც გააზრებულად თუ გაუაზრებლად ამ უკანასკნელს უძღვნის.
პერიოდულად იცვლება ადამიანის ბუნებაში ის,რისიც ეშინია,რაც უყვარს და რასაც ეთაყვანება.
როცა პატარები ვართ გვეშინია გატეხილი თეფშის ხმაზე ოთახში შემოსული უფროსების,ინტუიციით ვხვდებით,რომ რაღაც გავაფუჭეთ და ახლა ტირილის დროა,ამით თითქოს სასჯელს ვიშორებთ თავიდან ან წინასწარ „ვგლოვობთ“ გაბრაზებულ მზერას.
მერე ჩვენს ცხოვრებაში შემოდის ისეთი ნივთები,რომლებსაც რიგი დატვირთვები აქვს,თოჯინები ან მანქანები.გოგონებსთვის თავიანთი თოჯინები ისეთივე შვილები არიან,როგორც თავად გოგონები თავიანთი დედებისთვის.ვზრუნავთ მასზე,გვიყვარს,ზოგჯერ ვუყვირით,მაგრამ უსულო სხეულის არც დაძინებას ვერიდებით და არც ჭამას.თანამედროვეობამ შექმნა ულტრაფუნქციური თოჯინა ეს ჩვენ დროს იყო საჭმლის ჭამის იდეით თოჯინას პირი რომ გავუჭერი და რასაც მე ვერ ვჭამდი მას რომ ვაჭმევდი მონდომებით,ბოლოს დედამ გამომიჭირა და ზემოთ ხსენებული დაბრეცილი სახით ვიდექი მის წინაშე,მის ხმა ამოუღებლად ვტიროდი გაფუჭებულ თოჯინას და დედის გაბრაზებულ სახეს.
გვიყვარს თოჯინები,მერე რა რომ ზოგჯერ ისე ვერ ვექცევით,როგორც საჭიროა,მაინც გვიყვარს.საწოლშიც ვიწვენთ,ნაცნობ იავნანასაც ვუმღერებთ ხოლმე და ტკბილადაც ვიხუტებთ გულში.აბა პატარა ლიზასთვის ვინმეს გაებედა და ეთქვა ის თოჯინა არ გიყვარდა პირი რომ გაუჭერიო,რომ მიყვარდა და მეგონა შიოდა სწორედ ამიტომ გავუჭერი პირი!
მერე გადავდივართ რაღაც გაურკვეველ და გარკვეულ ასაკში,რომელსაც გარდატეხის პერიოდი ჰქვია და ყველა განსხვავებულ გზას მივუყვებით.
ვიღაც სწავლობს და მთელ დროს წიგნებს უთმობს,ვიღაც ფეხბურთს,ვიღაც თავის და-ძმას უვლის და დრო ამაში გადის.ასეა,რას გაიგებ?!
მაშინ ჯერ კიდევ არ გვადარდებს ყოფითი პრობლემები და არც იქ და არც აქ გაჭედილები ვართ ასე „გარდატეხის პროცესში.“
მერე ვიზრდებით და ვხვდებით,რომ ეს პროცესი დასრულდა,რომ სხეულის ფორმებთან ერთად აზროვნებაც შეგვეცვალა.
რატომაა,რომ ბავშვობის მეგობრები ერთეულები რჩებიან ჩვენს ცხოვრებაში?!
იმიტომ რომ ჩამოთვლილი ეტაპებიდან რომელიღაც ფაზაში გაიჭედეთ და ერთმანეთს ვეღარ დაემთხვიეთ.ის მისი გზით წავიდა შენ შენი გზით.
ცხოვრებაში ერთხელ მაინც იგრძნობ სად უნდა იყო,რას უნდა აკეთებდე და სად სუნთქავ მშვიდად.
აქამდე განვლილს აზრი ეკარგება,როცა ხვდები,რომ ტყუილში იცხოვრე და ქარს გაატანე ქარის მოტანილი.
და მაშინ,როცა მიხვდები,რომ ეს ის არი რაც გინდა,ეს ის არის,რასაც შენი შინაგანი კოდი ემთხვევა,ის არის რის გამოც ღირდა ძველი ნაპირის დატოვება ... მიხვდები,რომ სუფთა ფურცელზე წერის დროა.
რა გითხრა მკითხველო?!
სუფთა ფურცლის დღე არც ორშაბათია,არც ოთხშაბათი არც შაბათი ..
სუფთა ფურცელს ის დღე აქვს,როცა გაიაზრებ რომ ამის დრო დადგა.
როცა შენში არსებული მერცხლების კოდი გეტყის,რომ იქ ხარ,სადაც შენი მოსვლა ადამიანებისთვის გაზაფხულია.
დადა გარადნი „თბილ ქვეყნებში“ იმიტომ წავიდა,რომ ის ერთი გზაარეული მერცხალი ყოფილიყო,დინას და ნიცას გაზაფხული.
კოდი ის არის,რისკენაც ილტვი.
კოდი ან ღმერთშია ან სიყვარულში.
მე რომ მწამს,ღმერთი სიყვარულია.
ეს წინადადება ისე გადააწყვე,როგორც შენი გული გეტყვის და მიხვდები,რისი თქმაც მსურს.
გარდანი იქ წავიდა,სადაც სიყვარულია,სადაც ღმერთია.
სადაც ის ადამიანები მიდიან,რომლებმაც ფარ-ხმალი დაყარეს და თავიანთი ძალებით ბრძოლას შეეშვნენ.

-აქ რამ მოგიყვანა,შვილო?!
-სისუსტეებმა,გაუსაძლისმა სისუსტეებმა.-ამოიხრიალა და ჩანთა იქვე დადო.-ბრძოლით დავიღალე.
-როგორც იქნა დაიღალე ...-გაეღიმა წვეროსანს და ლოდზე ჩამოჯდა,საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა.-ადამიანებს ხშირად ჰგონიათ,რომ მთებს თავიანთი ძალებით გადადგამენ,სინამდვილეში თავიანთი ძალით კენჭს ვერ მოუცვლიან ადგილს.-დადას გაეცინა,იქვე დაგდებული კენჭებიდან ერთ-ერთი ხელში მოიქცია და სივრცეში გადააგდო.-ეს ისე გააკეთე,რომ არ შეეხო.!-ნიშნის მოგებით გადმოხედა მამაკაცმა.
-ასე როგორ?!
-როგორც პრობლემას უპირებ მოგვარებას,დავიჯერო შენ პრობლემებს უბრალოდ მიწიდან აიღებ,მოისვრი და გადააგდებ?!
-ეგ რომ შემეძლოს ..-თავი ჩაქინდრა და მზერა დაბლიდან მთებს გაუსწორა.
-ეგ რომ შეგეძლოს არც აქ იქნებოდი და არც ღმერთი დაგჭირდებოდა.
-მიშველით?!-უიმედო იყო გარდანის ხმა.
-მე ვერა,მხოლოდ ის,ვინც ამდენი ხანი გელოდა.
-მე მელოდა?-ხელი გულზე მიიდო დადამ და გაკვირვებულმა ახედა.
-სწორედ შენ.!

მერე იყო გათენებული ღამეები.
ათასობით დაჩეხილი შეშა ღამის წყვდიადში,როცა ადამიანს ებრძოდა ეშმაკი.
ათასობით გაპარული უთქმელი ცრემლი,როცა სიმარტოვით უგებდა ბოროტი.
ათასობით მიღებული გადაწყვეტილება და ჭიშკრამდე მისულის უკან დაბრუნება.
მერე იყო ქავილისგან დაგლეჯილი კანი,ფრჩხილებში შერჩენილი სისხლი

-აქ ვარ დადა,სიზმარი იყო შვილო,აქ ვარ!-დადას უფანჯრო ოთახიდან ღრიალი რომ მოესმა წვეროსანს შუაღამისას წამოდგა და გარდანს შეაკითხა,ბორგავდა.
-მომეცი,ზაზა ცუდად ვარ,ვკვდები ... ვიცი,რომ აქ გაქვს ...!-ღრიალებდა ძილში და გონებაში ღრმად დარჩენილ გადამყიდველს წამალს სთხოვდა.
მთელი ღამე სასთუმალთან გაუთენა.
როგორი მკურნალობის გზა არ ჰქონდა ნაცდელი სვანს,მაგრამ პირდაპირ უწამლობით არასდროს დაუწყია ნარკოტიკის გადაგდების მცდელობა.
იყო დოზების შემცირება,შედარებით სუსტ ნარკოტიკებზე გადასვლა,მაგრამ უყველაფრობა,არასდროს.
სწორედ ეს არის შემოქმედის ეფექტი.
მაშინ როცა ყველა იმედი გადაიწურება,როცა განაჩენს გამოუტან საკუთარ თავს,როცა იარაღის ლულას პირდაპირ სულში დაგიმიზნებს მომღიმარი დემონი ..
ის მოდის.
ჩემი,შენი და ჩვენი შემოქმედი.
და როცა გგონია,რომ სამუდამოდ დაბნელდა,მზე ისევ იწყებს ამოსვლას და ოქროსფერი განთიადი დედამიწას ეფინება.

-როდის დასრულდება ..?!
-რამდენი წელი იკეთებდი?
-20 წლიდან.
-დღეს რამდენის ხარ?
-26-ის ვხდები.
-6 წელი 6 თვეში რომ არ გაქრება,შენც ხომ იცი?
-მაპატიეთ,გუშინაც არ დაგაძინეთ ...
-ჰო,მართლა ... მეგობარი დამიძახე,ასე თავს ნაკლებვალდებულად იგრძნობ,რომ ყოველ ჯერზე „მადლობა“ და „ბოდიში“ მითხრა.
-რაც მასწავლეთ ვცადე და არ გაჭრა ...-თავი ჩაქინდრა-ანუ არ მაპატია?
-ბიბლიური მუხლების დაზეპირება და მკვდარი რიტუალი უფალს არ სჭირდება,ეცადე ამ მუხლებში ის დაინახო რაც გაგაჩერებს,რაც ძალას და იმედს მოგცემს,რაც გაგრძნობინებს,რომ დღევანდელმა დღემ შენში კიდევ ერთხელ დაამარცხა ბოროტი.
-გავიგე ცოლი მოუკვდაო,მთებში ამიტომ წავიდა ცოლის დაკარგვას ვერ შეეგუაო ...
-ძილინებისა,მეგობარო.-მხარზე ხელი დაადო და იქაურობას გაეცალა.
იმ ღამით არც ერთს არ ეძინა.
ერთი ცოცხალ ცოლზე ფიქრობდა,მეორე გარდაცვლილზე.
გამთენიის ხანს,როცა დარდი ისე შემოგაწვება,რომ სუნთქვა გაუსაძლისი ხდება დგები და მიდიხარ,იქ სადაც იცი მოგისმენენ.
იმ ლოდზე ისხდნენ და ხმის ამოღება ორივეს უჭირდა.
-27 წლის ვიყავი ცოლად რომ შევირთე.დილით გავიღვიძე და ეკას ცხვირიდან სისხლი სდიოდა,სითხე ნელა მიიკვლევდა გზას ყურისკენ,უშფოთველად ეძინა.ხელში აყვანილი წავიყვანე საავადმყოფოში ...-ხმა აუკანკალდა და ხელების მტვრევა დაიწყო-გავლენიანი კაცის შვილი ვიყავი,ცხოვრებაში გართობის გარდა არაფერი მენახა,ის ჯერაც ბავშვი იყო.სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა,თავი სამყაროში ყველაზე მაგარი ტიპი მეგონა,მეგონა ვერაფერი წამართმევდა სტატუსს,ქონებას და რაც მთავარია საყვარელ ქალს.
ავადმყოფობამ 19 წლის ცოლი ერთ თვეში გააქრო,გაანადგურა,დააბერა. 1 თვე ვუთენე ღამეები,ერთი თვე არ მძინებია,ვიჯექი საწოლთან და წამლების სუნით გაბრუებულ ოთახში მის სურნელს ვაკოწიწებდი.თითებზე ვეფერებოდი და ვპირდებოდი,რომ ამასაც გადავიტანდით,მოვერეოდით და ბევრი შვილი გვეყოლებოდა.ერთი თვე გახდა საჭირო იმისთვის,რომ დამენახა არაფერია სამუდამო,დადა.აფთიაქიდან ამოსულს ჩემი ცოლი სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლიდა.მივხვდი,იმდენად უსუსური ვიყავი,იმდენად უძლური მისთვის ჩახუტების გარდა ვერაფრის ჩუქება შევძელი სიკვდილის წინ.ციოდა,იანვარი იყო,ხალხი ახალ წელს აღნიშნავდა,მე საწოლში შევწექი და ჩემს ეკას ჩავეხუტე.ჯერაც თბილი იყო სხეული,მოვხვიე თუ არა ხელები ბოლოჯერ ამოისუნთქა და წავიდა.ნუ ტირი,დადა.ნუ ტირი,შვილო.
-თქვენ ... აქ ...
-გიკვირს,ამ ტკივილის მერე ღმერთს,როგორ შევხედე?-გაეღიმა და წვერებში გაპარული ცრემლის გაკვლეული გზა აეწვა.-ადამიანი,რომ კვდება უფლის ბრალი არ არის,ცოდვა მას არ მოუტანია ქვეყნად.ეკა წავიდა,მე ვინმეზე გაბრაზებით მას უკან ვერ დავაბრუნებ,მხოლოდ ის დამრჩენია დაველოდო ჩემს რიგს.მანამ სანამ ელოდები,ჯობია შენი გული სუფთა იყოს,მტკივა,მაგრამ გული ბუმბულის წონას იწონის.ბრაზი გვამძიმებს,შვილო.ვიცი,რომ რთულია.მე თუ არა სხვამ ვინ იცის?27 წლის ასაკში დავქვრივდი,მის მერეა აქ ვცხოვრობ,თითები არ მეყოფა იმდენი მიზეზი მაქვს სამყაროზე გაბრაზების,მაგრამ ვიცი რომ ასე ეკას ვერასდროს ვნახავ.
-ჯანდაბა,დინას რომ რამე დაემართოს ...-თავზე ხელები შემოიწყო და მთელი ძალით მიაჭირა საფეთქლებს.
-აი,რას გრძნობდა დინა ყოველ ჯერზე,როცა შენ სიკვდილს ეთამაშებოდი,წარმოგიდგენია,რამდენად არასრულყოფილი ხარ საყვარელ ადამიანს ამისთვის,რომ იმეტებ?
-და სრულყოფილი ვინმე არის?
-სწორედაც,დადა!ღმერთის გარეშე არავინ.
-თქვენ?
-ვსწავლობ,ასე უფრო იოლია.ასე უფრო მალე მიდის დრო.ასე უფრო ახლოს ვარ მათთან.
-და თუ სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდება,რომ არ არსებობს?რომ უბრალოდ ვქრებით?
-იგივე შინაარსის კითხვა დაუსვეს ბლეზ პასკალს ... მისი პასუხი კი იმდენად სწორი და ჭკვიანური იყო ...
-და რა უპასუხა?
-„ვაი და არსებობს?!“
-თქვენ გრძნობთ?
-ღმერთს?ამ მთვარეს შეხედე,გარდანო და მიპასუხე ვერ გრძნობ?
-მე ვერ ვაპატიებდი ... ღმერთს იმ ერთადერთის წაყვანას ...
-ის ერთადერთი არ გვართმევს,ის მხოლოდ გვჩუქნის.სამყაროში უსამართლობა და ცოდვა გვართმევს ადამიანებს.მე,რომ ღმერთზე გაბრაზებულს ყველაფრისთვის მიწა მიმეყარა,შენ ვინ მიგიყვანდა უფალთან?!
ირგვლივ მრავლის მთქმელი სიჩუმე ჩამოწვა.
მაშინ პირველად იგრძნო სიმშვიდე.
მაშინ პირველად დაფიქრდა,პირველად მიანდო თავისი პრობლემები,უბრალოდ დაწვა და დაიძინა,იმის იმედით,რომ ის ვისაც გარდანის თავზე თმაც კი დათვლილი ჰქონდა,უპატრონოდ არ დააგდებდა,არ დატოვებდა.
მაშინ პირველად იგრძნო,ის რასაც მამამისის სიცოცხლეში გრძნობდა.
იმედი.
„ნეტარ არიან ისინი ვინც ვერ მხედავენ და სწამთ ჩემი ..“

იმეორებდა ღრუბლებში მყოფი ადამიანის გულში და ადამიანის სულში მერცხლებს გაზაფხული მოჰქონდათ.

****
ბევრი ... ძალიან ბევრი წლის შემდეგ თორაძე ქალაქს,ქუჩას და ეზოს დაუბრუნდა შევერცხლილი თმებით.
ეზოში დინა,კატო და ლენა ისხდნენ.
დინას ისევ თეთრი სარაფანი ეცვა წამით გაიფიქრა,უეჭველად კოლექციას უგროვებს გარდანიო და გაეღიმა.ოქროსფერებში შერეულ შევერცხლილ თმას იწნიდა მომღიმარი მესხი.
ქალები რაღაცაზე საუბრობდნენ,ლენა და დინა გულიანად იცინოდნენ კატოს მონათხრობზე.
-ეე,კატუშ გაიღვიძა ბავშვმა და ტირის!-აივნიდან იძახდა კოსტა,დემეტრემ ფრთხილად გააპარა მზერა პატარა მეგობრისკენ.
-შვილი არ მომყოლია,ბატონო კოსტანტინე!
-ამით რისი თქმა გინდა?-გაეცინა კოსტას.
-ტირის,არანორმალურო შედი,აიყვანე და გაჩერდება!
კოსტა უცებ შებრუნდა ოთახში და გოგონების სიცილის მეორე ტალღა დაიწყო.
-დემნა,კალათბურთზე გაგვიანდება,მალე ჩამოდი მამაშენი მოვა მალე ..-ასძახა შვილს დინამ და ისევ გოგონებს მიუბრუნდა.
გული ისე აუფართხალდა ეგონა გასკდებოდა,შვილს დემნა დაარქვეს.დინას და დადას ბიჭს დემნა ერქვა და ეს იმაზე მეტის მთქმელი იყო,ვიდრე ნებისმიერი სიტყვა.
იდგა გახევებული და უყურებდა სადარბაზოდან გამოსულ დემნა გარდანს,რომელიც საოცრად ჰგავდა იმ დადას ადრე,რომ იცნობდა,იმ დადას მისით რომ ეჭიმებოდა უფროს ბიჭებს,იმ დადას ვისი იმედიც ჰქონდა და ვისთან ყოფნაც ეამაყებოდა.იმ დადას ჰაგვდა,თავის მეგობარს,დადა გარდანს.
-დაბერებულხარ,თორაძე!-მოისმა ნაცნობი ხმა და ქალებმა სიცილი შეწყვიტეს.თითქოს წამით ყველა და ყველაფერი გაიყინა.
გარდანის ხელი ფრთხილად შეეხო თორაძის მხარს.
-არც შენთვის დაუკლია დროს ...-ძლივს გაეცინა დემნას და თავი ჩაქინდრა.
-დაბრუნდი?
-ახლები მივიდნენ,ჩემი წამოსვლის დრო იყო.
-გზა არეულები.-გაეცინა დადას.
-ჩვენსავით.
-ჩვენსავით.
-ეე,თორაძე ჩამოვიდა!-აყვირდა მეორე სართულიდან კოსტა ხელში პატარა გიორგაძით,რომელიც თავის ენაზე რაღაცას ეტიტინებოდა ახლად მოსულს.
-დემეტრე ... -დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა გაღიმებული დინა თორაძეს.
-დინა.-ტკივილს ელოდა,რომელიც არ მოდიოდა.ეგონა ამდენი წლის მერე მესხის დანახვისთანავე გაუსკდებოდა გული.გული ისევ ჩვეულ რიტმში აგრძელებდა ფეთქვას.
შემოქმედი ყველაფერს ისე ალაგებდა,როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა,
რადგან ადამიანები ხელს აღარ უშლიდნენ.
იყო ცრემლები და სიხარული.
იყო პრობლემა და შეცდომები.
იყო სიყვარული და იყო ღმერთი.


სარკის წინ მდგარმა ქალმა უკან მამაკაცის სილუეტი შენიშნა.
-აღარ მაქვს ოქროსფერი ლოკონები ... -გაეღიმა და თეთრ თმებზე ხელი ჩამოისვა-დავბერდით,დადა.
„-გოგონა .. „დინა“
-„დიახ.“-გაეღიმა ქალს.
-„რა ფერის თმები გაქვს?“-ჭაღარა თმები სახესთან მიიტანა და ნაცნობი სურნელი ხარბად ჩაისუნთქა.
-„დალტონიკი ხარ?“-დინას კითხვაზე გაეღიმა დადას.
-„ჰო,საყმაროს მარტო შენ ფერებში ვხედავ.“
-„დღეს ვინმე ეგება ასეთ იაფასიან ავანტიურას?“
-„უფრო კომპლიმენტს.“
-„ვერ დავარქმევდი.“
-„სულ ასეთი ეკლიანი ხარ?“
-„ვარდივით.“
-„არადა უფრო სხვა ყვავილი მოგიხდებოდა.“
-„მაგალითად?“-ხმამაღლა იცინოდა მესხი.
-„ჭინჭარი.“-ეღიმებოდა სვანს და თავის დინანოს კისერში თავჩარგული იკარგებოდა ოქროსფერ განთიადში.

განთიადი არ დააყოვნებს,მხოლოდ იწამე რომ ის რაც დღეს გტკივა ხვალ გახდება ძალა,რომლითაც ისუნთქებ.
განთიადი არ დააყოვნებს,თუ დაიჯერებ,რომ ზეცაში მაღლა მყოფს იმაზე მეტად უყვარხარ ვიდრე ეს შენ და ჩემ მწირ გონებას წარმოუდგენია.
ესაა ჩემი და შენი,როგორც გზააბნეული მერცხლების კოდი,რომლებიც ... დამიჯერე გაზაფხულს მოიყვანენ!
ოქროსფერ განთიადში ეძებე და „ის“ აუცილებლად მოვა.

სიყვარულით თქვენი ჭორიკანა
ლიზა კანდელაკი



№1  offline წევრი ნანა73

ახლა უნდა ვინერვიულო ხო, ასე უდროო დროს რომ შემომეფეთა ეს ისტორია?
გაგეფრთხილებინე მაინც, საღამომდე არ მცალიაააა frowning
მოვალ დღეს ისევ!
❤️❤️❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ნანა73
ახლა უნდა ვინერვიულო ხო, ასე უდროო დროს რომ შემომეფეთა ეს ისტორია?
გაგეფრთხილებინე მაინც, საღამომდე არ მცალიაააა frowning
მოვალ დღეს ისევ!
❤️❤️❤️

გელოდები <3

 


№3  offline წევრი დარინა

იციი მეც კი დავმუნჯდიი ისეთი საოცარიი იყოოო აი ჯერ კიდევ რომ ემოციების ზღვა მაწევს, გაბადრულიი და ბედნიერიი ვკითხულობდიი და ერთი წამითაცცკი არ მომიშორებია მზერააა უცებ ერთი სიტყვაც რომ არ გამომრჩესმეთქიიი, საოცარიი და ძალიან ძალიან მაგარი რომ ხარ ეს იციი მაგრამ აი მეც გეუბნებიი შენიი ნერვების ჭიააა :დდდდ მაგას მაინც არ შევეშვებიი მე და შენ კატა და თაგვი ვართ, შენს პერსონაჟებზეე ცუდსაც კი ვერ ვფიქრობ ისეთები გყავს რაა მე რომ მამუნჯებს,მართლა მიხარია რომ არსებობ და აქ ხარ ჩვენთან და შენი კითხვის ბედნიერებას რომ გვაძლებ, სასწაული გოგო ხარ (მაგრამ იმ ერთის გამოო მაინც არ დაგინდობ :დდდდდ) თბილი და გამორჩეულიი ❤️❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

საოცრად წერ ჭორიკანავ❤ყველაფერო ისე გაქვს აღწერილი,ვფიცავ ცრემლები ვერ შევიკავე❤დიდი ხანია მოგყვები და ყველა შენი მოთხრობა მიყვარს,ისევე როგორც შენ❤❤ვერაფერს ვერ ვამბობ იმდენად შეეხო სულს❤საოცრებაა❤❤არასდროს არ შეწყვიტო წერა❤მიყვარს ყველა შენ მიერ შექმნილი პერსონაჟი.❤❤❤ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში ვარ და იმ ემოციებში ჩავრჩი ,რომლებიც კითხვის დროს მოვიდა❤წარმატებები❤

 


საოცარი ისტორიაა...ზღვა ემოციით ამავსო <3 მადლობა შენ ამ ისტორიისთვის და იმ ემოციებისთვის,რომელიც წაკითხვისას ვიგრძენი..
"განთიადი არ დააყოვნებს..."

 


№6  offline წევრი ვიპნი

რა ძნელია დინად ყოფნა ღმერთოო, ღმერთსაც ძლიერ უყვარდა დინა რომ მისი თავგანწირვა ამაო არ აღმოჩნდა .
როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ ლიზა კანდელაკო ❣️❣️❣️

 


№7 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მიყვარს მე ლიზა კანდელაკი თავისი ყველა ისტორიით.ამ ისტორიამ დამამუნჯა აი ხომ გითხარი გელოდები მოუთმენლად მეთქი და ვიცოდი წინ დიდი სიამოვნება მელოდა.იმდენჯერ შევამოწმე დღეს საიტი დადო თუ არა ახალი და როცა დავინახე ისე გამიხარდა.დადა გარდანი აი ყველაფრის მიუხედავად რომ ვერ გავუბრაზდი ისეთია რა.დინა დინანო არვიცი ყველა პერსონაჟი საოცარი გყავდა.თავისი ყველაფრით ისეთი შესაფერისი სიტყვებით ისეთი გადასვლებით თავისი რწმენით და ასევე შეცდომებით ცოდვებით.აი საოცარი იყო ოქროსფერი განთიადი.კიდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.საოცრად წერ და სულ მინდა შენი ისტორიები ვიკითხო არ მწყინდება

 


№8  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

დარინა
იციი მეც კი დავმუნჯდიი ისეთი საოცარიი იყოოო აი ჯერ კიდევ რომ ემოციების ზღვა მაწევს, გაბადრულიი და ბედნიერიი ვკითხულობდიი და ერთი წამითაცცკი არ მომიშორებია მზერააა უცებ ერთი სიტყვაც რომ არ გამომრჩესმეთქიიი, საოცარიი და ძალიან ძალიან მაგარი რომ ხარ ეს იციი მაგრამ აი მეც გეუბნებიი შენიი ნერვების ჭიააა :დდდდ მაგას მაინც არ შევეშვებიი მე და შენ კატა და თაგვი ვართ, შენს პერსონაჟებზეე ცუდსაც კი ვერ ვფიქრობ ისეთები გყავს რაა მე რომ მამუნჯებს,მართლა მიხარია რომ არსებობ და აქ ხარ ჩვენთან და შენი კითხვის ბედნიერებას რომ გვაძლებ, სასწაული გოგო ხარ (მაგრამ იმ ერთის გამოო მაინც არ დაგინდობ :დდდდდ) თბილი და გამორჩეულიი ❤️❤️❤️❤️❤️

ჩემი ნერვებიის ჭიაააა!!! მადლობა ძალიან ძალიან დიდი ❤❤❤❤
სტუმარი ნინა
საოცრად წერ ჭორიკანავ❤ყველაფერო ისე გაქვს აღწერილი,ვფიცავ ცრემლები ვერ შევიკავე❤დიდი ხანია მოგყვები და ყველა შენი მოთხრობა მიყვარს,ისევე როგორც შენ❤❤ვერაფერს ვერ ვამბობ იმდენად შეეხო სულს❤საოცრებაა❤❤არასდროს არ შეწყვიტო წერა❤მიყვარს ყველა შენ მიერ შექმნილი პერსონაჟი.❤❤❤ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში ვარ და იმ ემოციებში ჩავრჩი ,რომლებიც კითხვის დროს მოვიდა❤წარმატებები❤

უდიდესი მადლობა ❤❤
ზაფხულის გოგო
საოცარი ისტორიაა...ზღვა ემოციით ამავსო <3 მადლობა შენ ამ ისტორიისთვის და იმ ემოციებისთვის,რომელიც წაკითხვისას ვიგრძენი..
"განთიადი არ დააყოვნებს..."

აბა რა, რა თქმა უნდა არ დააყოვნებს მთავარია გჯეროდეს ❤❤
ვიპნი
რა ძნელია დინად ყოფნა ღმერთოო, ღმერთსაც ძლიერ უყვარდა დინა რომ მისი თავგანწირვა ამაო არ აღმოჩნდა .
როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ ლიზა კანდელაკო ❣️❣️❣️

თქვენ ხართ არაჩვეულებრივი ადამიანები ლიზასთვის ❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი დიანა

აი რა არ წამიკითხია,როგორი არ წამიკითხია,მაგრამ... ეს რომ არის.. ისეთი არაფერი.. განა სიყვარულზე და ა.შ. კი მაგაზეც არის მაგრამ უმეტესობა ყველას ეგ აქვს მთავარ თემად,აქ იმდენი ადამიანური იმდენი შემეცნებითი იყო რომ აი არ ვიცი.. ჩემთვის პირადად სასიამოვნო ისსტორია კი/არა უფრო რაღაც რაღაცეებში გამარკვია,მიმახვედრა.. აი კიდევ ვერ აღვწერ სიტყვით რამდენად მიბიძგა,გამომაფხიზლა და ახვა თვალით დამანახა ცხოვრება... კიდევ ბევრის თქმა მინდა მაგრამ ვერ ვამბობ,ამას უნდა გრძნობდე ადამიანი სიტყვებით ვერ იტყვი... ყოჩაღ,შენც განსხვავებული შეგრძნებები,ხედვები და ემოციები გრძნობები გაქვს ეტყობა თორემ აქ რაც დაწერე ამას სხვა შემთხვევაში ასე ვერ დაწერდი.. გაგახაროს ღმერთმა და გისურვებ ცხოვრებაში მაქსიმალურად ნაკლები გულის ტკენა გეგემოს.

 


№10  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი დიანა
აი რა არ წამიკითხია,როგორი არ წამიკითხია,მაგრამ... ეს რომ არის.. ისეთი არაფერი.. განა სიყვარულზე და ა.შ. კი მაგაზეც არის მაგრამ უმეტესობა ყველას ეგ აქვს მთავარ თემად,აქ იმდენი ადამიანური იმდენი შემეცნებითი იყო რომ აი არ ვიცი.. ჩემთვის პირადად სასიამოვნო ისსტორია კი/არა უფრო რაღაც რაღაცეებში გამარკვია,მიმახვედრა.. აი კიდევ ვერ აღვწერ სიტყვით რამდენად მიბიძგა,გამომაფხიზლა და ახვა თვალით დამანახა ცხოვრება... კიდევ ბევრის თქმა მინდა მაგრამ ვერ ვამბობ,ამას უნდა გრძნობდე ადამიანი სიტყვებით ვერ იტყვი... ყოჩაღ,შენც განსხვავებული შეგრძნებები,ხედვები და ემოციები გრძნობები გაქვს ეტყობა თორემ აქ რაც დაწერე ამას სხვა შემთხვევაში ასე ვერ დაწერდი.. გაგახაროს ღმერთმა და გისურვებ ცხოვრებაში მაქსიმალურად ნაკლები გულის ტკენა გეგემოს.

მადლობა,საოცრად მახარებს თქვენი სიტყვები ❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი თამო

სტუმარი თამო
ძალიან მიყვარს მე ლიზა კანდელაკი თავისი ყველა ისტორიით.ამ ისტორიამ დამამუნჯა აი ხომ გითხარი გელოდები მოუთმენლად მეთქი და ვიცოდი წინ დიდი სიამოვნება მელოდა.იმდენჯერ შევამოწმე დღეს საიტი დადო თუ არა ახალი და როცა დავინახე ისე გამიხარდა.დადა გარდანი აი ყველაფრის მიუხედავად რომ ვერ გავუბრაზდი ისეთია რა.დინა დინანო არვიცი ყველა პერსონაჟი საოცარი გყავდა.თავისი ყველაფრით ისეთი შესაფერისი სიტყვებით ისეთი გადასვლებით თავისი რწმენით და ასევე შეცდომებით ცოდვებით.აი საოცარი იყო ოქროსფერი განთიადი.კიდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.საოცრად წერ და სულ მინდა შენი ისტორიები ვიკითხო არ მწყინდება

 


№12  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი თამო
სტუმარი თამო
ძალიან მიყვარს მე ლიზა კანდელაკი თავისი ყველა ისტორიით.ამ ისტორიამ დამამუნჯა აი ხომ გითხარი გელოდები მოუთმენლად მეთქი და ვიცოდი წინ დიდი სიამოვნება მელოდა.იმდენჯერ შევამოწმე დღეს საიტი დადო თუ არა ახალი და როცა დავინახე ისე გამიხარდა.დადა გარდანი აი ყველაფრის მიუხედავად რომ ვერ გავუბრაზდი ისეთია რა.დინა დინანო არვიცი ყველა პერსონაჟი საოცარი გყავდა.თავისი ყველაფრით ისეთი შესაფერისი სიტყვებით ისეთი გადასვლებით თავისი რწმენით და ასევე შეცდომებით ცოდვებით.აი საოცარი იყო ოქროსფერი განთიადი.კიდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.საოცრად წერ და სულ მინდა შენი ისტორიები ვიკითხო არ მწყინდება

საოცრად მახარებს ეს სიტყვები მადლობა ❤❤

 


№13 სტუმარი სტუმარი კატო

ყველაზეე მეტადდ მიყვარს ეს ისტორიაა ჩემი პაწუ გულით ალბათ<3 ახლაა უბრალოდ ემოციების ზღვაში ვარ და ვერ აღგიღეერ მაინც როგორ მომეწონა^^ და თუნდაც არ ვიყო ემოციებში მაინც არ მყოფნის სიტყვები თუ როგორი მაგარიი ადამიანი ხარ რომ ესეთ საიცრებებს წერ^^

 


№14  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი კატო
ყველაზეე მეტადდ მიყვარს ეს ისტორიაა ჩემი პაწუ გულით ალბათ<3 ახლაა უბრალოდ ემოციების ზღვაში ვარ და ვერ აღგიღეერ მაინც როგორ მომეწონა^^ და თუნდაც არ ვიყო ემოციებში მაინც არ მყოფნის სიტყვები თუ როგორი მაგარიი ადამიანი ხარ რომ ესეთ საიცრებებს წერ^^

მადლობა❤❤❤❤❤

 


№15  offline წევრი ნათია_

ღმერთო რა გავაკეთო, რომ შენი ისტორიები სუნთქვას მიჩერებს, გულის რითმს მირღვევს.... სანამ არ წავიკითხავ ბოლომდე და მერე რაღაც პერიოდი მეფიქრება.. საოცრად წერ, ადამიანთა ყველა გრძობის დიდი კოლექციონერი ხარ, რომლითაც ავსებ შენს ისტორიებს და შემდეგ გვანაყრებ ჩვენ❤ კარგი გოგო ხარ ,,ჭორიკანავ,, შენ????

 


№16  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ნათია_
ღმერთო რა გავაკეთო, რომ შენი ისტორიები სუნთქვას მიჩერებს, გულის რითმს მირღვევს.... სანამ არ წავიკითხავ ბოლომდე და მერე რაღაც პერიოდი მეფიქრება.. საოცრად წერ, ადამიანთა ყველა გრძობის დიდი კოლექციონერი ხარ, რომლითაც ავსებ შენს ისტორიებს და შემდეგ გვანაყრებ ჩვენ❤ კარგი გოგო ხარ ,,ჭორიკანავ,, შენ????

მადლობაა ❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№17 სტუმარი სტუმარი მარიამო

ვგიჟდები შენს ისტორიებზე❤️❤️❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი pawu

აი უმაგრესი იყო.ერთი ამოსუნთქით წავიკითხე და არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო

 


№19 სტუმარი ტაისა

ვაიმე!ვაიმე!ვაიმე!

საოცარი გოგო ხარ, საოცარი გრძნობებით როგორც ყოველთვის.

 


№20  offline წევრი ნანა73

მომკალი მეთქი გუშინწინ გითხარი და უკვე მივხვდი რაღაც მსგავსი მელოდა სრულად რომ წავიკითხავდი...
არა, არ მომკვდარვარ.
ამ წამს იმ სიმართლეს მაზიარე რამდენადაც ეს შესაძლებელია ჩემნაირისთვის, ისეთისთვის, ვისაც არასდროს, არანაირი შეხება არ ქონია ნარკომანიასთან ცხოვრებაში....
... და ამ ზიარებამ ნათლად მაგრძნობინა ის წარმოუდგენელი ბრძოლისუნარიანობა რაც აუცილებელია სიცოცხლისთვის! რომ არ წაიქცე, არგ შთანთქოს უფსკრულმა, რომ რწმენა იმ საფეხურზე უნდა აიყვანო ღმერთის თვალებში ჩაგახედოს, ჰაერივით შეგამსუბუქოს და მერე მყარად დგომის უნარი მოგცეს.

პიველი დიალოგიდან მივხვდი რა იქნებოდა მიზეზი იმ განშორებისა, ორი დღის შვილს რომ დაგატოვებინებს და თითქმის უსასრულობაში გისვრის.
ჰოო... დრო მახინჯი იყო ყველა გაგებით და წარმოსახვით. ( მე , თბილისში ვცხოვრობდი და ეს არ შემეხო)
მერე და მერე ვერკვეოდი და მზაფრავდა ვაკუუმში გასული წლები... და მიხაროდა რომ იქ ვიყავი.
დადა... ისეტი კარგი შექმნა განგებამ, ისეთი კეთილშობილი, ოც წლამდე იდეალური, სანატრელი შვილი, მეგობარი, ვაჟკაცი...
მერე... მერე მოვიდა სიმახინჯე და გონებას შეესისხლა.
მერე პარალელურად მოვიდა სიყვარული და გაუმართა ორთაბრძოლა, მაგრამ ვერ მოერია...
თუმცა... როცა ვფიქრობთ რომ დასასრულია, ახალი დღე თენდება ოქროსფრად.
ბედნიერებაა და მართლა ღვთის საჩუქარი, ისეთი მოძღვრების "მეგბრების" არსებობა როგორიც დადას ჰყავდა.
ცხოვრების სიბრძნე და სიკეთე.
ვეღარ ვწერ ისეთი ქაოსი მაქვს თავში...
ყველაზე რომ მოგიყვე რა განცდები დამიტოვეს შენმა გმირებმა თავიდან დავწერ ამ ისტორიას ჩემი ხედვით და ძალიან დიდი და ვრცელი გამოვა.
ყველა მიყვარს, ყველა უკლებლივ, გარდა იმ მახიჯებისა გზადაგზა აუცილებლად რომ უნდა გადაიკვეთონ.
დინანო, ჩემთვის სიყვარულისთვის ტანჯული, სიცოცხისთვის თავგანწირული დაფერფლილი გოგონაა, რომელიც ღმერთმა დამსახურებულად დააჯილდოვა თავისი წყალობით და ეს ყველაფერია!
შენმა მონოლოგმა პატარა, კულულა , უსაყვარლესი ბავშვი დამანახა. ცელქი და ჭკვიანი.თავის წაროსახვაში დანახული სიმართლით.
მერე გაზრდილი, შეცვლილი და აუცილებლად იმგზაზე მდგომი რომელიც იპოვნა. მიზან მიმართული და უამრავი, უთვალავი სიხარულის მომნიჭებელი!
როგორი კარგი ხარ ლიზა!
არ გიცნობ ისე როგორც მინდა გიცნობდა, შენს სივრცეში ვიყო და შემეძლოს უფრო ხშირად ვეხებოდე შენს აზრებს.
მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას, როცა ამდენ ბედნიერებას მანიჭებს შენი ნაწერების კითხვა?
არც კი ვიცი რამდენად დალაგებულად ვწერ და გაგებინებ ჩემს აზრს, არც გადავიკითხე ისე ვასრულებ.
ყოველ ჯერზე მაღლა ადიხარ!
არ მომაკლო შენი თავი...

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№21  offline წევრი თეოფილე

გავსკდი ტირილით, ძალიან ემოციური და ძლიერი ისტორიაა ❤️

 


№22 სტუმარი რუსია

უბრალოდ სუნთქვა შეკრული კითხულობ იღვრები ცრემლებად იბერები სიყვარულით და ბოლოს სკდები ყველა ემოციით დახუნძლული❤️❤️ შეყვარებული ვარ დადაზე მის ოჯახზე და დიდ საძმოზე ვაივაივაი❤️❤️❤️

 


№23  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი მარიამო
ვგიჟდები შენს ისტორიებზე❤️❤️❤️

სტუმარი pawu
აი უმაგრესი იყო.ერთი ამოსუნთქით წავიკითხე და არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო

ტაისა
ვაიმე!ვაიმე!ვაიმე!

საოცარი გოგო ხარ, საოცარი გრძნობებით როგორც ყოველთვის.

ყველას დიდი მადლობა ❤❤
ნანა73
მომკალი მეთქი გუშინწინ გითხარი და უკვე მივხვდი რაღაც მსგავსი მელოდა სრულად რომ წავიკითხავდი...
არა, არ მომკვდარვარ.
ამ წამს იმ სიმართლეს მაზიარე რამდენადაც ეს შესაძლებელია ჩემნაირისთვის, ისეთისთვის, ვისაც არასდროს, არანაირი შეხება არ ქონია ნარკომანიასთან ცხოვრებაში....
... და ამ ზიარებამ ნათლად მაგრძნობინა ის წარმოუდგენელი ბრძოლისუნარიანობა რაც აუცილებელია სიცოცხლისთვის! რომ არ წაიქცე, არ შთანთქოს უფსკრულმა, რომ რწმენა იმ საფეხურზე უნდა აიყვანო ღმერთის თვალებში ჩაგახედოს, ჰაერივით შეგამსუბუქოს და მერე მყარად დგომის უნარი მოგცეს.

პიველი დიალოგიდან მივხვდი რა იქნებოდა მიზეზი იმ განშორებისა, ორი დღის შვილს რომ დაგატოვებინებს და თითქმის უსასრულობაში გისვრის.
ჰოო... დრო მახინჯი იყო ყველა გაგებით და წარმოსახვით. ( მე , თბილისში ვცხოვრობდი და ეს არ შემეხო)
მერე და მერე ვერკვეოდი და მზაფრავდა ვაკუუმში გასული წლები... და მიხაროდა რო იქ ვიყავი.
დადა... ისეტი კარგი შექმნა განგებამ, ისეთი კეთილშობილი, ოც წლამდე იდეალური, სანატრელი შვილი, მეგობარი, ვაჟკაცი...
მერე... მერე მოვიდა სიმახინჯე და გონებას შეესისხლა.
მერე პარალელურად მოვიდა სიყვარული და გაუმართა ორთაბრძოლა, მაგრამ ვერ მოერია...
თუმცა... როცა ვფიქრობთ რომ დასასრულია, ახალი დღე თენდება ოქროსფრად.
ბედნიერებაა და მართლა ღვთის საჩუქარი, ისეთი მოძღვრების "მეგბრების" არსებობა როგორიც დადა ჰყავდა.
ცხოვრების სიბრძნე და სიკეთე.
ვეღარ ვწერ ისეთი ქაოსი მაქვს თავში...
ყველაზე რომ მოგიყვე რა განცდები დამიტოვეს შენმა გმირებმა თავიდან დავწერ ამ ისტორიას ჩემი ხედვით და ძალიან დიდი და ვრცელი გამოვა.
ყველა მიყვარს, ყვალა უკლებლივ, გარდა იმ მახიჯებისა გზადაგზა აუცილებლად რომ უნდა გადაიკვეთონ.
დინანო, ჩემთვის სიყვარულისთვის ტანჯული, სიცოცხისთვის თავგანწირული დაფერფლილი გოგონაა, რომელიც ღმერთმა დამსახურებულად დააჯილდოვა თავისი წყალობით და ეს ყველაფერია!
შენმა მონოლოგმა პატარა, კულულა , უსაყვარლესი ბავშვი დამანახა. ცელქი და ჭკვიანი.თავის წაროსახვაში დანახული სიმართლით.
მერე გაზრდილი, შეცვლილი და აუცილებლად იმგზაზე მდგომი რომელიც იპოვა. მიზან მიმართული და უამრავი, უთვალავი სიხარულის მომნიჭებელი!
როგორი კარგი ხარ ლიზა!
არ გიცნობ ისე როგორც მინდა გიცნობდა, შენს სივრცეში ვიყო და შემეძლოს უფრო ხშირად ვეხებოდე შენს აზრებს.
მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას, როცა ამდენ ბედნიერებას მანიჭებს შენი ნაწერების კითხვა?
არც კი ვიხი რამდენად დალაგებულად ვწერ და გაგებინებ ჩემს აზრს, არც გადავიკითხე ისე ვასრულებ.
ყოველ ჯერზე მაღლა ადიხარ!
არ მომაკლო შენი თავი...

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

როგორ გელოდებოდით მინდა იცოდეთ რომ ძალიან მიყვარხართ ასე გაუცნობლად❤❤❤
თეოფილე
გავსკდი ტირილით, ძალიან ემოციური და ძლიერი ისტორიაა ❤️

მადლობა ❤❤❤❤

 


№24  offline წევრი მე♥უცნაურე

გუშინ მეგობარმა მკითხა, 'შენ რა ღმერთის გწამსო?!', შოკისგან დიდხანს ვიჯექი გაუნძრევლად და საერთოდ სიტყვაც ვერ ამოვთქვი, რომ მეპასუხა, უცებვე, იმდენად არ ველოდი მისგან, ღვთისგან იმ დონეზე განდგომილობას, რაც დამანახა, ამ ერთ ფრაზაში და შემდგომ მის გაგრძელებაში.
ჰო, ეს ისტორია, სწორედ რომ მჭირდებოდა, აი ამ მომენტში, როდესაც მეორე დღეა ვფიქრობ, რამ მიიყვანა ადამიანი ამ დონემდე...

ისტორიას რაც შეეხება, წარმოუდგენელი ენერგეტიკა მოდიოდა! დინას მსგავს ქალებთან უბრალოდ, ქედს ვიხრი! რატომ იცი, არამხოლოდ იმიტომ რომ იბრძოლა და ძალიან ძლიერი იყო, არამედ, იმიტომ რომ ბავშვი გამოყვა, ორ კაცს შორის გაჭედილი, ინსტინქტურად, ინტუიციას და ბედს მინდობილი და როცა ყველაზე მარტივი იყო, ბოლო მოეღო კაცისთვის, რომელმაც უმისობის ამდენი დღეისთვის გაიმეტა, როცა უბრალოდ ერთი გადახვეული ნაბიჯი და მთლიანად გადაუვლიდა მის კაცობას, არ გააკეთა ეს! ეს მარტო ის არაა, რომ ძლიერი ხარ, არც მარტო სიყვარული კმარა,ითმინო და უცადო იმას, ვინც არ იცი როდის მოვა, ან მოვა თუ არა საერთოდ.ეს არის, პირველ რიგში საკუთარი თავის, გადაწყვეტილების, არჩევანის, სიტყვის პატივისცემა! და ჰო, ასეთ ქალებს ვაფასებ. საკუთარი თავისგანაც ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში ვითხოვ იმას, რომ ჩემი სიტყვის, ჩემი თავის, არჩევანის და ადამიანის ერთგულების მხარეს ვიდგე.
სწორი გადაწყვეტილებაა, როცა გიჭირს წახვიდე გარე სამყაროსგან შორს, საკუთარ თავთან იცხოვრო და იგრძნო, რომ შენს შიგნითაც და გარეთაც ღვთის ნების გარეშე არაფერი გამოვა და მისი რწმენის გარეშე. მე პირადად, ბევრჯერ გადავურჩენივარ იმ შეგრძნებას რომ ღმერთი ჩემშია, ჩემთანაა და მე ის მიყვარს, მწამს და მჯერა მისი. ზოგჯერ ისეთ გზაგასაყარზე დგახარ, მხოლოდ რწმენას შეუძლია არ გადაგჩეხოს და უფსკრულში გადაჩეხილიც კი უკან ისეთი ამოგიყვანოს, თითქოს ახლიდან იწყებ სუნთქვას და ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან.
ნარკომანია ძალიან მძიმე სენია და მსხვერპლი არასდროსაა მხოლოდ მისი მომხმარებელი, არამედ, როგორც აქ გვაჩვენე, ზუსტად ყველა ადამიანი განწირული გყავს, როცა ამ ნაბიჯს დგამ, გაცნობიერებულად, თუ გაუცნობიერებლად წირავ შენს საყვარელ ადამიანებს იმ ცხოვრებისთვის, რომელსაც უშენობა ჰქვია, ეს მხოლოდ ის არაა რომ ფიზიკურად არ ხარ მათ გვერდით...
ლიზა შენ ხარ უნიჭიერესი და მე მიხარია, რომ აქ აღმოჩნდი ერთ მშვენიერ დღეს, როგორც მწერალი. აშკარაა, რომ რასაც ხელს კიდებ და რაზეც გულით მუშაობ, ყველაფერი შესანიშნავად გამოგდის!
წარმატებები და დიდი მადლობა, რომ ის რისი თქმაც გინდოდა, ამ ფორმით მოგვიტანე ამჯერად❤️

 


№25  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

მე♥უცნაურე
გუშინ მეგობარმა მკითხა, 'შენ რა ღმერთის გწამსო?!', შოკისგან დიდხანს ვიჯექი გაუნძრევლად და საერთოდ სიტყვაც ვერ ამოვთქვი, რომ მეპასუხა, უცებვე, იმდენად არ ველოდი მისგან, ღვთისგან იმ დონეზე განდგომილობას, რაც დამანახა, ამ ერთ ფრაზაში და შემდგომ მის გაგრძელებაში.
ჰო, ეს ისტორია, სწორედ რომ მჭირდებოდა, აი ამ მომენტში, როდესაც მეორე დღეა ვფიქრობ, რამ მიიყვანა ადამიანი ამ დონემდე...

ისტორიას რაც შეეხება, წარმოუდგენელი ენერგეტიკა მოდიოდა! დინას მსგავს ქალებთან უბრალოდ, ქედს ვიხრი! რატომ იცი, არამხოლოდ იმიტომ რომ იბრძოლა და ძალიან ძლიერი იყო, არამედ, იმიტომ რომ ბავშვი გამოყვა, ორ კაცს შორის გაჭედილი, ინსტინქტურად, ინტუიციას და ბედს მინდობილი და როცა ყველაზე მარტივი იყო, ბოლო მოეღო კაცისთვის, რომელმაც უმისობის ამდენი დღეისთვის გაიმეტა, როცა უბრალოდ ერთი გადახვეული ნაბიჯი და მთლიანად გადაუვლიდა მის კაცობას, არ გააკეთა ეს! ეს მარტო ის არაა, რომ ძლიერი ხარ, არც მარტო სიყვარული კმარა,ითმინო და უცადო იმას, ვინც არ იცი როდის მოვა, ან მოვა თუ არა საერთოდ.ეს არის, პირველ რიგში საკუთარი თავის, გადაწყვეტილების, არჩევანის, სიტყვის პატივისცემა! და ჰო, ასეთ ქალებს ვაფასებ. საკუთარი თავისგანაც ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში ვითხოვ იმას, რომ ჩემი სიტყვის, ჩემი თავის, არჩევანის და ადამიანის ერთგულების მხარეს ვიდგე.
სწორი გადაწყვეტილებაა, როცა გიჭირს წახვიდე გარე სამყაროსგან შორს, საკუთარ თავთან იცხოვრო და იგრძნო, რომ შენს შიგნითაც და გარეთაც ღვთის ნების გარეშე არაფერი გამოვა და მისი რწმენის გარეშე. მე პირადად, ბევრჯერ გადავურჩენივარ იმ შეგრძნებას რომ ღმერთი ჩემშია, ჩემთანაა და მე ის მიყვარს, მწამს და მჯერა მისი. ზოგჯერ ისეთ გზაგასაყარზე დგახარ, მხოლოდ რწმენას შეუძლია არ გადაგჩეხოს და უფსკრულში გადაჩეხილიც კი უკან ისეთი ამოგიყვანოს, თითქოს ახლიდან იწყებ სუნთქვას და ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან.
ნარკომანია ძალიან მძიმე სენია და მსხვერპლი არასდროსაა მხოლოდ მისი მომხმარებელი, არამედ, როგორც აქ გვაჩვენე, ზუსტად ყველა ადამიანი განწირული გყავს, როცა ამ ნაბიჯს დგამ, გაცნობიერებულად, თუ გაუცნობიერებლად წირავ შენს საყვარელ ადამიანებს იმ ცხოვრებისთვის, რომელსაც უშენობა ჰქვია, ეს მხოლოდ ის არაა რომ ფიზიკურად არ ხარ მათ გვერდით...
ლიზა შენ ხარ უნიჭიერესი და მე მიხარია, რომ აქ აღმოჩნდი ერთ მშვენიერ დღეს, როგორც მწერალი. აშკარაა, რომ რასაც ხელს კიდებ და რაზეც გულით მუშაობ, ყველაფერი შესანიშნავად გამოგდის!
წარმატებები და დიდი მადლობა, რომ ის რისი თქმაც გინდოდა, ამ ფორმით მოგვიტანე ამჯერად❤️

არ იცი როგორ გამახარე,მადლობა შენ ამ საოცარი გრძნობისთვის რაც შენმა კომენტარმა დამიტოვა ❤

 


№26 სტუმარი სტუმარი nancho

ვინ ხარ შენ ლიზა ასეთ საოცარ ისტორიებს რომ წერ,ასეთი უშრეტი ამბები რომ გაქვს და ასე რეალურად გადმოსცემ,სადად და ლამაზად,

 


№27  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი nancho
ვინ ხარ შენ ლიზა ასეთ საოცარ ისტორიებს რომ წერ,ასეთი უშრეტი ამბები რომ გაქვს და ასე რეალურად გადმოსცემ,სადად და ლამაზად,

ჭორიკანა ვარ :დ მადლობა შეფასებისთვის ❤

 


№28 სტუმარი ank

ვაიმე სასწაული გოგო ხარ❤️ იმდენი და ისეთი ემოციით ვარ სავსე ❤️ არარასაუკეთესო ხარ და გელოდები ახალი საოცარი ისტორიით❤️❤️❤️

 


№29  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ank
ვაიმე სასწაული გოგო ხარ❤️ იმდენი და ისეთი ემოციით ვარ სავსე ❤️ არარასაუკეთესო ხარ და გელოდები ახალი საოცარი ისტორიით❤️❤️❤️

მადლობა ❤

 


№30  offline წევრი სესო

რანაირი ხარ ლიზაა♥️ ჩემნაირ ქვისგულა ადამიანსაც კი ემოციურად ბოლოს უღებ♥️♥️ მიყვარს მე შენი ნიჭი და მომავალ შეხვედრამდე♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent