შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ფერი (ნაწილი 5)


8-10-2020, 00:27
ნანახია 9 130

-ვატო (მამა) სტამბულის ორი ბილეთი იყიდე, სწავლას იქ გავაგრძელებ, წასვლა მინდა...
ნაქირავებ სახლში რაც მქონდა, ყველაფერი მოვაგროვე და ჩემოდანში სუფთად ჩავაწყვე... თეთე ორ დღეში ჩამოდიოდა, ვნახავდი, კარგი თერაპია უდაოდ მჭირდებოდა საუკეთესო მეგობართან... მასთან გამომშვიდობება რთული და მძიმე იყო მაგრამ აქ დარჩენა არ შემეძლო... არც მე და არც ვატოს არ გვსურდა გვეყურებინა სახლზე სადაც ყველა დეტალი დედას უკავშირდებოდა, არც მე შემეძლო ისე ცხოვრება თითქოს არაფერი მომხდარა... ლექციები სამსახური და შემდეგ დიდი, მუქი, ბნელი, დაუსრულებელი ღამე, რომელიც უზომოდ იწელება და ბევრი ფიქრისთვის ყველაზე მეტად გვეხმარება, თან ახლა უფრო რთულია, როცა დათაც წავიდა... მისი ბოლო საუბრის დროს პასუხიც არ დავუბრუნე, არ მითქვამს რომ მეც მაქვს მის მიმართ გრძნობები, ახლა მიხარია ასე რომ მოვიქეცი, მთელი ერთი წელი მე მას ვერ ვნახავ, ახლა როცა ასეთი პერიოდი მაქვს მე საქართველოდან მივდივარ და არ დავბრუნდები, ყოველ შენთხვევაში ვეცდები მაინც... ვერ მივცემდი ფუჭ იმედებს რომ მე მას აუცილებლად დავხვდებოდი ხელებგაშლილი და ბედნიერებას ვაჩუქებდი, არ ვიცი, თითქოს განადგურებულ, დამტვრეულ ნაცრისფერ ქალაქში მხოლოდ მე ვიყავი და ირგვლივ ყველაფერი ჩამოინგრა.. იმ პატარა მიგდებული თოჯინასავით ვიყავი არავის რომ არ სჭირდებოდა... ან მე ვაბუქებდი, მაგრამ ფაქტია რომ ახლა მე არაფერი არ მინდა, გაქცევისს და დავიწყების გარდა...
ლექციაზე წავედი, ბოლოჯერ მენახა კურსელები და გარემო, რომელიც აქამდე ჩწმი ცხოვრების ნაწილი მეგონა და ახალ სახლში გადმოსვლისას ვგრძნობდი რომ წინ ულამაზესი ოთხი წელი მელოდა, ეს გრძნლბა უფრო გალამაზდა როცა დათა გავიცანი მაგრამ მე გავანადგურე ისიც და მომავალიც... სანამ ვატო ნივთებს აგროვებდა და ემშვიდობებოდა თითოეულ ნივთს, ორი დღე მიიწურა, თეთეს სანახავად გავდიოდი...
წვიმდა, ნისლიან გარემოში მიმალულიყვნენ კორპუსები და თითქოს ერმანეთს მჭიდროდ ეკვროდნენ, ნაკლები სიცივე რომ ეგრძნოთ... მუქი მწვანე ფერის საწვიმარი კარადის ყველაზე მაღლა არსებული თაროდან ძლივს გადმოვიღე და ჩავიცვი, კარები გამოვხურე და დაბლა ჩავედი, ამინდის გამო თეთემ დამირეკა და მითხრა რომ ჩემთან ამოვიდოდა, უბრალოდ ორი ქუჩის იქით დავლოდებოდი, გზა გადავჭერი და შავებში ჩაცმული, თეთე დავინახე... გზაზე უნდა გადმოსულიყო როცა მანქანამ გაიარა და წყალი შეასხა, თავიდან ბოლომდე სველი იყო...
- ჯანდაბა მოვკლავ
- მოდი ჩაგეხუტო, ძალიან მომენატრე
- მეც მომენატრე მელო, კიდევ ერთხელ ვიზიარებ შენს ამბავს,
- წამოდი გამოიცვალე თორემ გაცივდები
-ჰო სხვა გზა არც მაქვს, სანამ სახლამდე მივალთ მომიყევი ასე სასწრაფოდ ამ ამინდში რატომ გამომიყვანე, რა ხდება
- მივდივარ
-სად მიდიხარ? შენთან სახლში? კარგი რააა, მანდ ხომ ისედაც ხშირად ხარ, ეგ არის ცუდი ამბავი?
- გაჩუმდი და მაცადე გითხრა,
-კარგი ჰო სანამ ბოლომდე არ იტყვი ხმას არ ამკვიღებ
- მივდივარ, საქართველოდან.. შორს და დიდი ხნით, შესაძლოა სამუდამოდაც
- რა სისულელეს ამბობ, ახლა დეპრესიიის ფოონზე იძახი ასე, ასე იცი, უცებ გადაწყვეტ ცუდ ხასიათზე და შემდეგ შენც სიცილით იხსენებ ხოლმე
- არა თეთე, არ ვხუმრობ, დეპრესია შესაძლოა მაქვს მაგრამ ისეთი არა რომ მოგატყუო ან არასერიოზულად ვთქვა, მამა აქ ვერ გაჩერდება, უჭირს იმასთან შეგუება რაც მოხდა, მეც მიჭირს... აქედან წასვლა შემომთავაზა და მე მას უარი ვერ ვუთხარი, მარტო ვერ დავტოვე. პირიქით, იცი თითქოს მომწონს ეს აზრი.. ახალი გარემო მჭირდება ყველაფრის დასავიწყებლად, მივდივარ და ყველაზე ძვირფასი ადამიანი მიმყავს თან... აქ მხოლოდ შენ მრჩები, ისეთი ვინც მთელი არსებით მომენატრება და დამაკლდება,
...
კარგი რა ნუ ტირი, უცებ მთელი ძალით მეხუტება და მთხოვს რომ დავრჩე
- ვიცი რომ შენთვის რთულია აქ ყოფნა მაგრამ სწავლა? სამსახური? მე?
- აკადემიურს ავიღებ, ან საერთოდაც საბუთებს იქ გადავიტან... რაც შეგეხება შენ, გპირდები სიშორეს არ გაგრძნობინებ..
გაიწია და თბილი, კეთილი ღიმილით მიპასუხა, როგორ მიყვარდა მისი სიყვარულით სავსე გამოხედვა
სახლის კარები გავაღე, შიგნით შევედი და მაშინვე ვიგრძენი გაყინულ ლოყებზე თბილი ჰაერი.. საკმაოდ მესიამოვნა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და გამაკანკალა, საწვიმარი სწრაფად გავიხადე და მისაღებში გავედით, დივანზე დავსხედით და პლედი მოვიფარეთ, მალევე წამოვდექი და მალინის ჩაის მზადება დავიწყე, ისევ ადგილს დავუბრუნდი და საუბარი დავიწყეთ,
- თეთე, ჯერ არ მომიყოლია შენთვის მაგრამ სანამ წავალ მინდა იცოდე, დათამ მითხრა რომ მისთვის ძვირფასი ვარ, მითხრა რომ მისი გრძნობები არ განელდება და ახალ წელს მთელი გულით დაელოდება... ერთი კვირით გამოვა და მნაახავს, მაგრამ არ იცის რომ მივდივარ, არც ის იცის მე რას ვგრძნობ, თითქოს ბედნიერი ვარ როცა მახსენდება, მასთან სიარული მიყვარდა, ჩუმად რომ ვისხედით ბაღში და ასე უსიტყვოდ ვესაუბრებოდით ერთმანეთს, თითქოს ვგრძნობდი რომ ის მე მაბედნიერებდა,მაგრამ ახლა დაბნეული ვარ, მივდივარ და არ მინდა რომ დრო დაკარგოს, ფუჭი იმედები ჰქონდეს, რომ მე დავბრუნდები, წერილი დავწერე, რომ გამოვა მიეცი, იქ მაინც ვერ დამირეკავს, სოციალურ ქსელს რაც შეეხება არ მომწერს, წერილში დავუწერე რომ კარგად ვიქნები და იგივეს ვუსურვებ, არ მომიკითხოს და ცხოვრება გააგრძელოდ, ჩვენ ერთი კვირა ვხვდებოდით ერთმანეთს და დროის ფაქტორია, მალე გადაუვლის, ისევე როგორც მე...
- შენ უფრო იცი როგორ და რა უნდა გააკეთო, მაგრამ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ უზომოდ კარგები ხართ ერთად, ორი წითური, ორი მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანი, როგორც გადაწყვეტ ისე იყოს, სწორი იქნები თუ არასწორი მე მუდამ შენს გვერდით ვარ, ახლა ამ მომენტში არ შემიძლია გირჩიო რამე, ვიცი რომ დაბნრული ხარ, იფიქრე და შენით გადაწყვიტე...
ალბათ ღამის ორი საათი იყო მამამ რომ დარეკა
- მელო ბილეთების ამბავი მოვაგვარე, ხომ იცი ჩემი ბავშვობის ძმაკაცი სანი, სტამბოლში ცხოვრობს და ბინის ამბავიც გაარკვია, მის ქუჩაზე ვიღაც აქირავებს და დაელაპარაკა, სამსახურიც შემომთავაზა, ხვალ დილით ადრე გამოგივლი და 10:00 საათისთვის აეროპორტში უნდა ვიყოთ, არაფერი დაგრჩეს გადახადე, დილით რომ არ დაიწყო სირბილი
- კარგი მამი, მიხარია ბინის და შენი სამსახურის ამბავი, სანიც ახლოს გეყოლება და არ გაგიჭირდება ახალი გარემო, ძილინებისა და დილით გელოდები
-ძილინებისა მელო

- ვატო იყო? რა გითხრა?
- რავი თეთე ყველაფერი მოაგვარა, ძმაკაცი ჰყავს იქ და... დილის ათზეა ფრენა
- კარგი, გავალ მე, დაიძინე და დილით თუ გინდა გაგაღვიძებ
- გაღვიძება არა მაგრამ დამირეკე, მიყვარხარ და იცოდე ყველაფერი მომიყევი ხოლმე
- მეც ძალიან მიყვარხარ
ჩავეხუტე და ცრემლიანი სახით გავაცილე ლიფტამდე, აივანზე გავირბინე, ვიცოდი რომ ამომხედავდა და დამელოდებოდა უკანასკნელად როოგორ დავუქნევდი ხელს, ასეც ვიცოდი, მეცხრედან ძლივს ვარჩევ ამ ამინდში ლამპიონის წინ აშოტილ დაქალს და ხელს ვუქნევ, ტაქსი გააჩერა და ნისლს შეერია...
დილით სწრაფად წამოვდექი, შავი შარვალი, შავი ტოპი და თეთრი კედები ჩავიცვი, ხვეული თმა მქონდა, გასწორებას ვერ მოვასწრებდი ასერომ დავნებდი და ნახევარი თმა ავიკოსე, მხოლოდ ორი ჩემოდანი მქონდა, კარებთან მივიტანე და გასასვლელში დავდე, თეთესთან დავრეკე და ვუთხარი რომ აეროპორტში მივდიოდი, როგორც კი ჩავიდოდი ვანახებდი ქალაქს და ახალ ამბებსაც არ გამოვაპარებდი
ყურმილი დავკიდე როცა კარი მამამ შემოაღო, ჩამეხუტა და სიტყვის ამოუღებლად ჩემოდნებს წაავლო ხელი, საათზე მანიშნა და თვალი ჩამიკრა, მეც სასწრაფოდ ყველა ფანჯარა ჩავკეტე, ტელევიზორი გამოვრთე და კარები გამოვკეტე, მეზობელს დავუკაკუნე, გასაღები გვერდით მცხოვრებ მოხუც ქალს დავუტოვეე, სახლის პატრონი მოგვიანებით მოაკითხავდა, გავუღიმე და ლიფტისკენ გავიქეცი, სადარბაზოდან გავდიოდი მანქანის სიგნალის ხმა რომ გავიგე, ხელით ვანიშნე მოვდივარ ნუ ბუზღუნებთქო და სასწრაფოდ მანქანაში ჩავხტი...



№1 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესოა რა იქნება შემდეგ.

 


ხვალ დილით საკმაოდ დიდ თავს დავდებ... :) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent