წითელი ფერი (ნაწილი 6)
აეროპორტში სანამ ჩასხდომა დაიწყებოდა, ვატო მამშვიდებდა ფრენის არ შეგეშინდესო, აფრენაა მთავარი, ბიძგებმა არ დაგაფრთხოსო, ძლივს ავუხსენი რომ ტყუილას ნერვიულობდა და არ მეშინოდა, ადგილების სიმცირის გამო მე და მამა გვერდიგვერდ ვერ მოვხვდით, ის წინა რიგებში იჯდა მე უკან... ბორტგამცილებელი მგზავრებს ეხმარებოდა ჩანთების დაბინავებაში და მალე ერთ-ერთმა მაღალმა, ქერამ, საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობის სტიუარდესამ ღვედების შეკვრა გვთხოვა და საკმაოდ მაღალი, მოთხოვნითი ტონით ფეხზე მყოფ მგზავრებს ადგილის დაკავებისკენ მიუთითა... მართალი იყო მამა, აფრენის მომენტი არც ისე სასიამოვნო იყო, რამდენიმე ბიძგის შემდეგ ყველაფერი დალაგდა, გარემო მშვიდ ადგილად გადაიქცა და მგზავრთა აჟიოტაჟით შეწყდა. ფანჯარასთან ახლოს არ ვიყავი, აქედან გამომდინარე დროს სხვანაირად უნდა გავმკლავებოდი, პატარა წელის ჩანთიდან შექსპირის სონეტები ამოვაძრე და კითხვა დავიწყე, მონიტორზე მიერთებული ყურსასმენები მოვირგე და სიამოვნების მორევში გადავეშვი, რამდენიმე წუთში ჩამძინებია, როცა ბიძგებმა გამაღვიძა, უკვე ვეშვებოდით, მაჯის საათს დავხედე და უკვე რვა საათი ხდებოდა, ვატო მოვიდა, ზურგჩანთები ზემოთ დამაგრებული პატარა კარადიდან გადმოიღო და მომაწოდა, - ჩემოდნებს ავიღებ და მოვალ, როგორც კი გახვალ კარებთან ნაცრისფერ მერსედესს დაინახავ, სანი გველოდება, მეც მალე მოვალ -კარგი მა იქ გნახავ.. ზურგჩანთები რეგისტრაციის დახლთან შესამოწმებლად დავდე, როცა დაცვის თანამშრომელმა მანიშნა რომ თავისუფალი ვიყავი დიიდი შუშის კარისკენ გავემართე, ყურადღებით მოვათვალიერე გარემო, უამრავი ხალხი ირეოდა, პირდაპირ გზაზე შავი ნაცრისფერი მანქანა დავინახე და მისკენ გავემართე, როცა მივუახლოვდი კარი გაიღო და მაღალი, შავგვრემანი საშუალო ასაკის კაცი გადმოვიდა - ალბათ სანი? - მელო? - დიახ - მე სანი ვარ, მოგიყვებოდა მამაშენი, სად არის? - კი მითხრა რომ აქ გნახავდით, მალე გამოვა - კარგი, ისე რამხელა გოგო გაზრდილხარ, დამშვენებულხარ, ბოლოს რომ გნახე თოჯინებით თამაშობდი... გამეღიმა, ჯერ ახლახან ვნახე მაგრამ სანი კარგი ხასიათის იყო, მომწონდა მისი საუბარი... - აი ჩემი სულელი ძმაკაციც დავინახე ვატო კარებში გამოვიდა როცა სანი მისკენ წავიდა და მხარში მუშტი ჩაარტყა, გადაეხვივნენ და სამი წლის ბავშვებივით ერთმანეთს ღრეჯა დაუწეს, ჩემოდნები საბარგულში ჩადეს, ვატო მოვიდა თმა ამიჩეჩა და მანქანის კარი გამიღო - კარგი რააა, უკან უნდა დავჯდე? - აბა უკან მე დავჯდე? არ მინდა - არც მე არ მინდა. გამიღიმა და წინა კარისკენ მიმითითა, თვალი ჩამიკრა როცა მანქანას შემოუარა და წინ საჭესთან დაჯდა, - სანი სტუმრები ვართ და გვაპატიე, უკან შენ ჯდები - არ ჩამოსულხართ მამა-შვილი და უკვე მავიწროვებთ - ორი ერთზეა, ვუპასუხე და გამეცინა - არ გეგონოთ რომ მარტო ვარ, - ცოლი მოიყვანე? - არა ბიჭო რამ დაგაბნია, ალექსიზე ვამბობ - ალექსი ვინააა? საუბარში მეც ჩავერთე - ჩემი შვილია, როცა ჩემი ცოლი გარდაიცვალა მე და ალექსი აქ წამოვედით, სამი წლის იყო, ახლა 20 წლისაა - ჩემი ტოლი ყოფილა - ჰო თანატოლები ხართ, მხიარულია, მივალთ და გაგაცნობ, თუ სახლში დაგვხვდა, გავაფრთხილე რომ არსად წასულიყო მერე მთელი გზა სახლამდე ვატოს და სანის ლაპარაკს ვუსმენდი... უცებ მანქანა გააჩერდა, მანქანიდან გადავედით და დიდ მწვანე გაზონზე, დაგებული ფილაქნების ბოლოში ლამაზი სახლი იდგა, - ვატო ჩემთან შევიდეთ და მერე განახებ თქვენს სახლსაც, ჩემი სახლის უკან არის, მოპირდაპირე ქუჩაზე, მაგრამ საერთო ეზო გვაქვს, შეგვიძლია ღობე გავარღვიოთ და კრუგზე სიარულიც არ მოგვიწევს, სანიმ ზარი რამდენჯერმე დარეკა, არავინ გააღო და ჯიბეში გასაღებს დაუწყო ძებნა - გავაფრთხილე რომ არსად წასულიყო, ნამდვილად მოვკლავ კარი გააღო და მისაღებში დაყარა ჩანთები, ტელეფონი ამოიღო და ვიღაცასთან დარეკა - ალექს მოგკლავ სად ხარ? არ ვიცი ალექსიმ რა უპასუხა, უცებ კიბიდან შავ შარვალში და თეთრ ზოლიან მაისურში გამოწყობილმა, თმააჩეჩილმა ბიჭმა ჩამოირბინა და სანის დაეჭყანა - გამარჯობა, ჩამეძინა და ვერ გავიგე როდის მოხვედით ვატოს ხელი ჩამოართვა და მხარზე მამამისივით მომარტყა, ეს მამა შვილი საკმაოდ შეშლილები იყვნენ, ალექსი არ ვიცი მაგრამ სანი მთელი გზა იცინოდა, დავსხედით, სანიმ ალექსის თვალი ჩაუკრა და ანიშნა გამომყევიო, სამზარეულოსკენ წავიდნენ და რამდენიმე ბოთლი ლუდი და ჩიფსები გამოიტანეს, ამაღამ კარგი ღამე მელოდა... - მე არ ვსვამ, ვუპასუხე და გამეცინა - არც მე ვსვამ, მითხრა ალექსიმ და ფეხზე წამოდგა, წამოდი ჩვენს უბანს განახებ, ესენი დავტოვოთ ფეხზე წამოვდექი და ალექსის გავყევი მთვარი გზიდან სამი გადმოსახვევი იყო, მეორე ქუჩაზე მისი სახლი იყო მესამეზე ჩვენი, როგორც სანიმ აღნიშნა ორივე სახლი ერთმანეთის პირისპირ იდგა და ამხელა გზის შემოვლას ერთმანეთის სანახავად ნამდვილად ჯობდა ღობე მოგვეშალა და პატარა სკამები და მაგიდა დაგვედგა, ჰამაკიც კარგი იქნებოდა, მყუდრო და ლამაზი გამოვიდოდა, -სწავლობ? მკითხა ალექსიმ - კი, საბუთების ამბავი უნდა მოვაგვარო, განცხადება უკვე დავწერე, შესაძლოა აქ გადმოვიდე სადმე, შენ? - ჰმ, მეც, მესამე კურსზე ვარ - და რაზე? - ჟურნალისტიკა, შენ? - სამართალი - აქ არ მოიწყენ, ხშირად დავდივარ გასართობად, სანიმ ალბათ იწუწუნა სახლში რომ არ ვიყავი, ეგონა არ დავხვდებოდი, იცის ჩემი ხასიათი, უბრალოდ უძრავად ყოფნა, ერთფეროვნება არ მიყვარს - მე პირიქით, მარტო ყოფნა მომწონს, არ მოვიწყენ... - დეპრესია? გაეცინა - არა, ბავშვობიდან მიჩვეული ვარ სახლში ყოფნას, გარეთ გასვლა არ მიყვარდა - რატომ? - მე და დედას ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, არ მუშაობდა და მთელ დღეს ერთად ვატარებდით, მომწონდა სამზარეულოში ან სახლის საქმეებში რომ ვეხმარებოდი, მაღაზიებშიც ერთად დავდიოდით, სასეირნოდაც... - კარგია, მე დედა არც კი მახსოვს, საკმაოდ პატარა ვიყავი რომ გარდაიცვალა, მამამ სხვა ცოლი არ მოიყვანა, ამის გამო ბევრჯერ გვიკამათია, ახალგაზრდაა ვინმე სჭირდება.. - ჰო, მეც მიფიქრია მაგ თემაზე, მაგრამ მამას ჯერ ვერ დაველაპარაკები, იმედი მაქვს რამდენიმე წლის შემდეგ ყველაფერი ძველებურად იქნება... - იმედია - წავიდეთ? დაღლილი ვარ და დავიძინებ. - დაიძინებ თუ ვატოს და სანის ახლა დაშლი, გამეცინა და სახლისკენ წავედით... - ბავშვებო უკვე მოხვედით? - მა დალილი ვარ, სახლში წავიდეთ, თუ გინდა დარჩი და გაერთე მაგრამ მანამდე წამომყევი და ჩანთები წამაღებინე - არა არა წამოვალ, მეც დავიღალე, სანის და ალექსის მადლობა გადაუხადა, ამის შემდეგ ხომ ისედაც სულ ერთად მოგვიწევდა ცხოვრება, სანამ ეზოს შევაერთებდით მანამდე გზიდან წასვლა გვიწევდა, ორი ჩემოდანი წამოიღო, ზურგჩანთა და იღლიაში ბუზღუნით ჩემი დათუნია ამოიჩარა, მეც მხოლოდ ერთი ზურგჩანთა და ორი პატარა ჩემოდამი მომქონდა, ალექსიმ წაგაღებინებთქო მაგრამ უარი ვუთხარით, სახლის კარი გავაღეთ და პატარა, ყვაბილებითა და ხალიჩებით გადაჭედილ მისაღებში მოვხვდით, მისაღების გვერდით პატარა მეწვანე ხალიჩით გაფორმებული კიბე ადიოდა, კიბის გვერდით სამზარეულო იყო, ვიწრო დერეფნის ბოლოში კი სააბაზანო. სინათლეები ჩავრთეთ და კიბეზე ავედით, აქაც კიბის მოაჯირის გვერდით ვიწრო მოკლე დერეფანი, ერთ მხარეს გასასვლელში აივნიანი საძინებელი იყო, მეორე გასასვლელში კი პატარა მყუდრო საძინებელი, წინ კიდევ პატარა კარი იყო, წიგნების თაროები და მაგიდა იდო, ალბათ მამა კაბინეტად გადააქცევდა... აღარ დავწერ ოთაზებზე რამდენი ვიჩხუბეთ, მაგრამ რა თქმა უნდა აივნიანი საძინებელი მე დამრჩა... იატაკზე ფუმფულა თეთრი ხალიჩა იდო, ღია კრემისფერი ფარდები და თეთრი კარადა იდო, პატარა შავი წიგნის მაგიდა და აქაც წიგნების სამი თარო კედელზე, საწოლი ოთახის შუაში იდო, ორივე მხარეს შავი ტუმბო იდო, თეთრი სანათებით, საწოლის თავზე დიდი ნახატი ეკიდა, აკვარელით შესრულებული ბალერინა იყო... აივანზე გავედი და ჭერზე ჩამოკიდებული, მრგვალი ფორმის სკამი დამხვდა, შიგნით სამი ან ოთხი ბალიში ეგდო, ძალიან ლამაზი იყო, მომწონდა ჩემი ნათელი ოთახი, ისევ შიგნით დავბრუნდი და ტანსაცმლის ამოლაგება დავიწყე, კოსმეტიკა შუშის წინ თეთრ თაროზე დავაწყვე, ლეპტოპი და წიგნები შავ პატარა მაგიდაზე დავდე, ჩემი საძინებელიდან წამოღებული ბრჭყვიალა, ფერადი სანათის გაშლა დავიწთე და საწოლის ზემო ნაწილზე გადავატარე, ჩამრთველში ჩავრთე და ლურჯი ფერებიც აინთო... აი ახლა სრული იდილია მქონდა შექმნილი, ჩემს საწადელს რომ მივაღწიე ვატოს საძინებლისკენ ავიღე გეზი - მაა შემოვიდე? - შემოდი მელო - მოგწონს საძინებელი? ირგვილ მიმოვიხედე და ყავისფერ იატაკზე შავი ფერის დიდი საწოლი იდგა, მუქი ფერის გარდერობი და დივანი, წინ დიდი ფანჯარა იყო, კრემისფერი ფარდები ეკიდა, და აქაც წიგნების სამი თარო იყო კედელზე მიმაგრებული... - მა იქით მხარეს ბიბლიოთეკა და მსგავსი რამეები რომ არის ეგ ოთახი რა იქნება? შეიძლ? სიტყვა გამაწყვეტინა და მითხრა - კიდევ ბედავ და შენი უზარმაზარი საძინებლის მერე მაგ ოთახის მითვისებას ცდილობ? ეგ ჩემია - უიმეე კარგი ჰო, წავალ დავიძინებ და ხვალ დილით ადრე არ გამაღვიძო, ჯერ არაფერი მაქვს საქმე, - კიდევ რამეს ხომ არ მიბრძანებ? -ჰმ, ადრე ადექი და პროდუქტები მოიტანე, დავეჭყანე და ოთახიდან გავვარდი ჩემი დათუნია საწოლის ერთ მხარეს დავდე, ვიბანავე და დასაძინებლად დავწექი... 11 საათი იყო თვალები რომ გავახილე, წითელი, ფიფქებიანი პიჟამა არც გამიხდია კიბეზე ისე ჩავირბინე, სამზარეულოსკენ გავეშურე და შესწავლა დავიწყე, რა სად ეწყო... მაცივარი გამოჳაღე და სავსე რომ დავინახე გამეცინა, ვატოს მართლა მოუტანია ყველაფერი, ვისაუზმე, დავალაგე და ვატოს საძინებელშ ავედი, ასეც ვიცოდი, საწოლი არეული იყო, ყოველთვის მარია ასწორებდა და მიჩვეული იყო, გამეცინა და დალაგება დავიწყე, კალათაში ჩაყრილი დასარეცხი ტანსაცმელი კარებთან დავდე, ძირს დაყრილი ჩანთები ამოვალაგე, გარდერობში შევაწყვე ყველაფერი და სააბაზანოში წავედი სარეცხის დასარეცხად სანამ მე მსგავსი საკითხებით ვიყავი დაკავებული ვატომ დარეკა, შენთვის რაღაც მომაქვს და დამელოდეო... ერთი სული მქონდა მენახა რა მოჰქონდა... ტელევიზორის წინ დივანზე მოვკალათდი და შეტყობინებები გავხსენი, თეთე მწერდა ყველაფერი მომიყევიო, სახლი მანახეო და ასე შემდეგ... კიდევ რამდენიმე შეტყობინება ნათესავებისგან... კარი გაიღო და მამა შემოვიდა, დიდი ხის ფიცრები რომ დავინახე გამიკვირდა რა მოიტანე მეთქი, ბოლომდე რომ შემოატია კარში გამიცინა, მოლბერტი იყო... - მელო აივანზე დადგამ, ხომ გინდოდა საქართველოში, კარებთან შემოსასვლელში ცელოფნები დევს, შემოიტანე, - რა არის ცელოფნებში, - საღებავები, სახატავი დაფები და ასე შემდეგ - საუკეთესო მამა ხარ, ლოყააზე ვაკოცე და მოლბერტისკენ ვანიშენე, აივანზე აიტანე რაა - აა ხო, ახლავე კიბეზე რომ ჩამოვდიოდით მკითხა - რამეს მოამზადებ თუ შევუკვეთოთ? - პროდუქტები რატომ მოგატანინე? მე მოვამზადებ, დღეიდან ეგ მე მეხება - კარგი გამოვიცვლი და მანამდე შენ დაიწყე - კარგი, სამზარეულოში მაკარონის მოხარშვა დავიწყე ვატომ რომ ჩამომძახა მადლობაო, ალბათ ნახა რომ დავალაგე... რამდენიმე წუთში კიბეზე ჩამოვიდა და ჩემსკენ გამოემართლა, რა გვაქვს? - სპაგეტი... სიამოვნებისგან სახე გაებადრა, მივირთვით და გარეთ წავიდა, მე და სანიმ ეზოს ღობე უნდა გავარღვიოთო... ამის შემდეგ არ ყოფილა არცერთი საღამო, ჩვენ სანის და ალექსის ერთად რომ არ გაგვეტარებინა, თითქმის სულ ბაღში ვისხედით, მაგიდა, სკამები და ორი ჰამაკი გვქონდა, ბურთსაც ვთამაშობდით ხოლმე... მამას ვატყობდი რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც მოწყენილი იყო, მაგრამ ცდილობდა ჩემთან ეს არ შეემჩნია... სექტემბერი მიიწურა, შემდეგ ოქტომბერი... 21 ნოემბერი იყო, ალექსის დაბადების დღე, ძალიან დავვახლოვდით, სულ ერთად ვიყავით, როცა სანი და ვატო სადმე წავიდოდნენ ის რჩებოდა ჩემთან და მაიძულებდა მთელი საღამო ფეხბურთის მატჩებზე მეყურებინა და მესწავლა, თამაშები რომ იქნება, მე სანი და ვატო როცა ჩავუსხდებით შენ რას გააკეთებო? ერთად ვუყუროთო და მეც ვერ ვეწინააღმდეგებოდი, ვუყურებდი ხოლმე მაგრამ სიმართლე გითხრათ არაფერი მესმოდა... ალექის დაბადების დღე ბაღში ავღნიშნეთ, მეგობრები მოიყვანა, სანი და ვატო მწვადებს წვავდნენ და ყველაფერი იდეალურად იყო... ალბათ სამი ან ოთხი საათი იყო დასაძინებლად რომ წავედი... დავიშალეთ მაგრამ ალექსის რამდენიმე ძმაკაცი დარჩა და დილამდე ისმოდა მათი სიცილის ხმა... ვერაფრით დავიძინე... დათას ჩათი გავხსენი და შეტყობინებები თავიდან გადავიკითხე, არ ვიცი, თითქოს რაღაც მაკლდა, მენატრებოდა, არ ვაღიარებდი მაგრამ ვიცოდი რომ ასე მარტივად ვერ დავივიწყებდი... დილით უნივერსიტეტისგან მივიღე შეტყობინება, სტამბოლის უნივერსიტეტში ჩავირიცხე, საბუთების ამბავი წარმატებით მოგვარდა და შემდეგი სემესტრიდან სწავლას გავაგრძელებდი... თეთეს მივწერე, ახალი ამბავი მოვახსენე, ყველაფერს ვუყვებოდი ხოლმე, ნოემბერი მთავრდებოდა, დრო წყალივით სწრაფად მიჩქეფდა, ბევრი მხიარული, ბედნიერი დღის დასასრულს მეც და მამაც ვრჩებოდით საკუთარ თავთან მარტო... ორივეს გვტკიოდა მაგრამ სხვა გზა არ იყო, ერთმანეთის გამო უნდა ვყოფილიყავით ბედნიერები... ყოველ საღამოს ვლითხულობდი დათას შეტყობინებებს, ახალ წელს როცა ჯარიდან გამოვიდოდა ნახავდა ჩემს წერილს, გული ეტკინებოდა, მე ხომ ასე მოვექეცი, არც კი იცოდა ჩემი წამოსვლის ამბავი, ბოლო შეტყობინებაში მან ხომ თქვა სათქმელი, ჩემი გრძნობები არ შეიცვლებაო... დავწერდი წერილს, წავშლიდი, დავწერდი წავშლიდი, *** დიდი ხანი გავიდა რაც არ მომიწერია, ვიცი რომ ვერ მიპასუხებ ასერომ ვცდილობ არ მოგწერო ხოლმე მაგრამ როცა გწერ თუუნდაც ერთ სმაილს მახსენდება რომ ვიღაც მყავს და უბრალოდ ახლა არ სცალია, მინდა რომ გარეთ იყო, მინდა რომ ასეთ დროს, როცა მჭირდები გვერდით მყავდე, ისედაც ძალიან გვიან გავიცანით ახლოს ერთმანეთი და მაინცდამაინც ახლა წახვედი, მენატრება შენთან ერთად ბოდიალი, მენატრება შენი თბილი გამოხედვა, ჩემი თავიც მენატრება, შენს დანახვაზე ბედნიერი რომ იყო... ყოველ საღამოს როცა შენს შეტყობინებებს ვკითხულობ თვალები ცრემლით მევსება... ხშირად ვუბრაზდები საკუთარ თავს, ასე რატომ მოგექეცი, ტელევიზორთან რომ წევხარ მისაღებში, სახლში არავინაააა და არც არავის წერ, უბრალოდ ზიხარ ტელეფონს უყურებ, ძველ მესიჯებს კითხულობ და ფოტოებს ათვალიერებ, რომელიც ძალიან ცოტააა იცი რა ცუდია? საშინელებააა... ვფქრობ რომ გამიმართლა, ბედნიერი და იღბლიანი ვარ რომ გაგიცანი, მადლობა იმ ძალიან ხოტა ერთად გატარებული დღისთვის, ყოველ საღამოს თავს რომ მახსენებს... მაპატიე... მაპატიე რომ წამოვედი და არ დაგელოდე, მაპატიე რომ იმედები გაგიცრუე, ბოლოს რომ მომწერე გითხარი რომ ასე ადვილად არავის შეჩვეოდი, ვინ როდის წავა არ იციმეთქი, მაშინ მეშინოდა რომ შეჩვევის გამო არ გეთქვა არაფერი... ბოლოს არ მიგეტოვებინე მაგრამ ასე მე მოვიქეცი... არარაობა ვარ.. გთხოვ მაპატიე... ბედნიერებას გისურვებ.. გაგიჭირდება როცა დიდი მოლოდინით ჩემს სახლთან მოხვალ, ახალი წელიც ჩაგიშხამდება, მაგრამ გთხოვ.. მიეცი თავს უფლება, იყო ბედნიერი!!! ესეც წავშალე... სანი ვატო და ერთ კომპანიაში მუშაობდნენ.. ოცი დღით უწევდათ მივლინებაში წასვლა... მე ალექსისთან დავრჩი, ყოველ საღამოს დავყავდი მეგობრებთან ერთად, დილით შეტყობინება მოვიდა, ალექსი მწერდა " მელო, საქმე მქონდა და გავედი, საღამოს უნივერსიტეტიდან ვიკრიბებით, სადმე ტერასაზე ვაპირებთ წავსლას, მეწყვილე ხარ, ლამაზად ჩაიცვი, ქვემოთ მისაღებში, დივანთან ყუთი დაგიტოვე და იცოდე... კიბეებზე ჩავირბინე და ყუთს დავავლე ხელი, წითელი აბრეშუმის კაბა იყო, გვერდით კიდევ ერთი ყუთი, გავხსენი და შავი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ამოვიღე... საღამომდე რა დაიცდიდა, რა თქმა უნდა საძინებლისკენ წავიღე და ორივე მოვიზომე. იდეალურად მქონდა... გრძელი მაგრამ საკმაოდ ჩაჭრილი აბრეშუმის წითელი კაბა ლამაზად მქონდა, უკან წელზე მთლიანად ამოღებული იყო, შავვი ფეხსაცმელი ჩავიცვი, თასმიანი იყო, შემოვიხვიე და კოჭების ზემოთ გავკვანძე... წითური ხვეული თმა გავიშალე და არ უხდებოდა... სალონში უნდა წავსულიყავი, გასაწორებლად... ვისაუზმე, საძინებელი დავალაგე და გავედი... სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე სალონში მივედი, ხუთი საათისთვის თმაც წესრიგში მქონდა და მაკიაჟიც... ტაქსი გავაჩერე და ყველაზე დიდი სავაჭრო მოლის წინ ჩამოვედი, ჩანთა და აქსესუარი მინდოდა... ალბათ სამ საათზე მეტი გავიდა, შავი, პატარა ოქროსფერ ჯაჭვიანი ჩანთა ვიყიდე, სადა ვიწრო ცეპზე დამაგრებული მუქი მწვანე ვარსკვლავის ფორმის კულონი... და კმაყოფილი დავბრუნდი სახლში, ალექსიმ დარეკა, ცხრაზე გამოგივლიო... ცხრის ათი წუთი იყო, კაბა ჩავიცვი, თმა წესრიგში მოვიყვანე, ჩანთაში ტელეფონი, ყურსასმენი და ფული ჩავდე... ყელსაბამიც გავიკეთე და ქვემოთ ჩავედი... კარზე ზარი იყო, სანამ გავაღებდი ალექსიმ შემოაღო... გასაღები ჰქონდა... აღტაცებით მიყურებდა, - კაბა ძალიან გიხდება - მადლობა, წავიდეთ? - წავიდეთ... კარი გამიღო და კარები ჩაკეტა... მანქანის წინა კარი გახსნა და ხელით მანიშნა დაბრძანდიო, სწრაფად შემოუარა და საჭეს ჩაავლო ხელები, ვაგვიანებთ... საკმაოდ ბევრი ვიარეთ... დიდ ფერად შენობასთან გავჩერდით, გადმოვიდა და სანამ კარს გააღებდა ჩემით გავაღე - მაცადე ამ საღამოს რომ ჯენლტმენი ვიყო... თვალი ჩამიკრა გამეღიმა და ლიფტისკენ წავეედით... მეთორმეტე სართული იყო... ტერასა მთლიანად თეთრი სანათებით იყო გაბრდღვიალებული, პატარა მრგვალუ მაგიდები თეთრი ლენტებითა და ტილოებით იყო მორთული... ბევრი ხალხი იყო, როცა მათკენ წავედით ალექსიმ ხელი მომკიდა, ყურადღება არ მიმიქცევია, ჩვენ ხომ ერთად ვცხოვრობით, ყველაფერში მეხმარებოდა და დროსაც სულ ერთად ვატარებდით... მეგობრებს ჩემი თავი გააცნო და საღამოც დაიწყო.. ალექსი ცდილობდა არ მომეწყინა, აქ ხომ მხოლოდ მას და მის ახლო მეგობრებს ვიცნობდი... თან არ მიყვარდა მაგავსი საღამოები.. დრო კარგად გავატარეთ, როცა ნაზი მელოდია აჟღერდა ყველამ გაიწვია საცეკვაოდ გოგონა, ალექსიმ ხელი გამომიწოდა და სცენის შუა გულში გამიყვანა, წელზე ხელი მომხვია და მჭიდროდ მიმიკრა, მისი სუნთქვა საფეთქლეფთან იგრძნობოდა, გული სწრაფად უცემდა... ადგილებს რომ დავუბრუნდით მხოლოდ მაშინ გავაანალიზე რაც ხდებოდა, ალექსი არ იყო გულგრილი, ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შევამჩნიე, ვერ მივხვდი რომ ის არ მიყურებდა როგორც დას... მეხმარებოდა, გადამატანინა ტკივილი, ცხოვრების დაწყებაში დამეხმარა, აქამდე არც კი მიფიქრია რომ ასეთი რამ მოხდებოდა, მიუხედავად იმისა რომ მთელი დღის 80%ს ერთად ვატარებდით... ბევრი საერთო მოგონება გქვონდა... და ის არ იყო გულგრილი... მხოლოდ ამ მომენტიდან შევხედე მას როგორც ბიჭს... ასე ახლოს ვეღარ ვიყავი, ვერ ვეხუტებოდი, ვურტყამდი, ვეხუმრებოდი ან დავცინოდი... ახლა გასაგები იყო რატომ აცნობდა ყველა მეგობარს ჩემს თავს, მოვკლავ სანის და ვატოს... მივლინებაო და ერთად დაგვტოვეს, ვატო ალექსის რომ ეუბნებოდა მასთან დარჩი დროებით ჩემს საძინებელში იყავიო, მეგონა ჩემზე ზრუნავსა, ეგონა რომ მარტო შემეშინდებოდა... სანამ გარკვევას ვცდილობდი საღამო დასრულდა... სახლში დავბრუნდით... - მელო გეძინება? - არა, შენ? - არც მე, გინდა პიცა გამოვიძახოთ? - აუუ კი, მანამდე მე ფილმს ავარჩევ.. - ოოუ, კარგია მიდი საშინებელებათა ფილმის გარდა ნებისმიერს განვიხილავდი... - ალექს, უბის წიგნაკი იყოს? - არა, ნანახი მაქვს, რამე საშინელებათა ჩართე - არა, ეგ არაა - კაი რააააა მიდი, არ შეგაშინებ, თან მეც ხომ აქ ვარ - კარგი ამერთხელ ჯანდაბას.. ფილმი ჩავრთე, დავაპაუზე და საძინებლისკენ წავედი... - სად მიდიხარ? - გამოვიცვლი, პიჟამას და წინდებს ჩავიცვამ და მოვალ - უი მეც უნდა გამოვიცვალო, თმა ავიკოსე, შავი, ირმებიანი პიჟამა ჩავიცვი, ფეხზე ფუმფულა თბილი, თოვლის ბაბუის სახიან წინდები ამოვიცვი და კიბეზე ხტუნვა ხტუნვით ჩამოვედი, ალექსს რომ შევხედე სიცილი ამიტყდა - რა გაცინებს? - არაფერი, გიხდება ეგ გრინჩის წინდები - იცინე იცინე, არადა თბილია. ზარის ხმა გაისმა, კურიერმა პიცა მოიტანა, მაგიდაზე დავდეთ და პლედებში გავეხვიეთ... ალექსიმ სინათლე გამორთო და ფილმიც დაიწყო... პიცა დავაგემოვნე, გემრიელი იყო, ბოლო ნაჭერი რომ დაგვრჩა ლამის ერთმანეთი დავხოცეთ, ბოლოს ეგეც შუაზე გავყავით, ფილმი მიტოვებულ სახლზე, ახალ ბინადრებზე და სათამაშოებზე იყო... - ნახე შენ რომ დიდი დათუნია გყავს მაგას გავს - ახლა იცოდე მაგრად მოგხვდება! არ მახსოვს რა მოხდა, ან ფილმი როგორ დამთავრდა, მაგრამ დილით რომ გამეღვიძა ალექსის მხარზე მედო თავი, ჯანდაბა ორივეს ჩაგვეძინა, სანამ გაიღვიძებდა და ასე მიხუტებულს დამინახავდა, ფრთხილად ვცადე ადგომა, გამოძრავდა... ოღონდ ახლა არ გაიღვიძოს ღმერთოოო გთხოვ! ხელი გავაწევინე და ჯანდაბა, ფუ ამის, თვალები გაახილა, დაამთქნარა და თვალები მოისრისა, - რა ლამაზი ხარ დილით... - მადლობა, გავუღიმე და ვანიშნე რომ გაწეულიყო, ისე იყო მოტყუპებული რომ ვერ ვდგებოდი, გაეცინა... კარი გაიღო, სანი და ვატო შემოვიდნენ, გაშტერებულები გვიყურებდნენ, ალექსი სიცილს არ წყვეტდა, პირიქით ლოყაზეც კი მიჩქმიტა. გაწიე ხელი იდიოტო, მაააა ისა რა ქვია, ფილმს ვუყურებდით და ჩაგვეძინა - ჰოო არაუშავს, მივხვდით, არადა მე ვიფიქრე უჩემოდ მოუწყინა მეთქი, ახლა ისიც აჰყვა ალექსს სიცილში და სანიც დაიყოლიეს, ალექსს მუჯლუგუნი ვუთავაზე მხარზე და წამოვდექი... ავალ მოვწესრიგდები... - ჰაა რა ქენი ალექს? - არაფერი დამშვიდდით, არ გაიგოს - ზემოთ ავიდა ვერ გაიგებს, გვითხარი არ გითქვამს? - არა ვერ მოვასწარი, წუხელ უნდა მეთხოვა ხელი, მაგრამ ვერ გავბედე... - სულელი ხარ, არაუშავს, ამაღამ ვახშამზე ერთად შევიკრიბოთ და მოგეხმარებით მე და ვატო, სულელო - კარგი ჰოოო კარგი, წავალ მეც მოვემზადები, საქმეები მაქვს... საღამოს ყველაფერი გეგმის მიხედვით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.